შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,, უდაბნოს ხმალი "


23-10-2021, 04:07
ავტორი frinvela
ნანახია 327

უდაბნოს ხმალი
მზის პირველი სხივები ათბობდნენ გალავნის გაყი- ნულ კედლებს, როდესაც კარიბჭემ ღრიალით იწყო გა- ღება. თეთრი უდაბნოდან იმ წამს შემოვარდა გაყინული სუსხი, ამოიკივლა და ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებს მოედო.
ჩემთვის კარგად ნაცნობი სიცივეა. სტოუნვოლში გავიზარდე, ეს ქალაქი კი ზაფხულის პერიოდშიც ისე- თი ცივია ბუხარს თუ არ ააბრიალებ მძინარე გაიყინები.
მე იუტაკა ვარ, გვარად დედაჩემის გვარს ვიყენებ ნაცუკის, რადგან მამაჩემის გვარი და თუნდაც სახელი დედაჩემს მაშინაც არ ახსოვდა, როცა მეძავებისათვის ნაცნობი დაავადებით კვდებოდა.
დედაჩემის მამამ გამზარდა, აბიამო ნაცუკიმ, წყნარი მოხუცი იყო, უწყინარს, რომ ეძახიან აი ისეთი, ჭიანჭვე- ლას ფეხს არ დაადგამდა, ყოველთვის პატიებასა და სი- ბრალულზე მესაუბრებოდა, ვფიქრობ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, თუმცა როცა თხუთმეტი ზამთრისა გავხდი, ისიც წავიდა პირქუშის ხიდზე და სულ მარტო დავრჩი. სწორედ მაშინ მივედი იელთა სკოლაში, სადაც ოთხი წელი საბრძოლო ხელოვნებას შემასწავლიდნენ, ამგვარად კი აგერ უკვე ერთი ზამთარი გადის რაც უდაბ- ნოს ხმალი გავხდი და კერპთა ხეივანში მომნათლეს.
7

ვერ ვიტყვი უდაბნოს ხმლობა ჩემი ოცნება იყო მეთ- ქი, თუმცა თუ ხმალი არა, მაშინ სტოუნვოლში ან ვაჭარი უნდა იყო, ან დიდგვაროვნების მოსამსახურე, ან გალა- ვნის გუშაგი. ეს უკანასკნელი მერჩივნა ხმლობას, თუმცა არც გუშაგებს უდგათ კარგი დღეები, როცა ჩრდილოეთ- იდან უეცრად წამოსული სუსხი თან ნაცრისფერ მცო- ცავებს მოიყოლებს ხოლმე.
საგუშაგოზე ყურყუტს ისევ ხმლობა და თეთრ უდაბ- ნოში გასვლა ვარჩიე. თანაც ჩვენ მისიებში წელიწადში ორჯერ თუ გავგზავნიან, სხვა დანარჩენ დროს უქმად ვა- ტარებთ, ძირითადად ვარჯიშსა და ლუდხანებში სტუმ- რობას ვუნდებით. თითქოს ხმლების დაუწერელი კანო- ნია, ქალაქში მყოფი ყველა კახპა საწოლში, რომ უნდა ჩა- იგოროს.
კიდევ იყო უმეტესი ბავშვისათვის ყველაზე საოცნე- ბო საქმე თავად ,,იელობა“
იელები თეთრ უდაბნოს არ ეკარებიან, მათი საქმია- ნობა მხოლოდ თბილმიწეთს მოიცავს. ჯადოქრობისა და დიდებული ბრძოლის უნარებს ფლობენ. თითო-თით- ოდ დაიარებიან მთელს გაერთიანებულ სამეფოებში და ბნელეთიდან ამოსულ ძალებს უპირისპირდებიან. მე იელი ნამდვილად ვერ გავხდებოდი, რადგან როგორც უკვე ავღნიშნე ჯადოქრობის უნარი სჭირდება და მხო- ლოდ გამორჩეულებს თუ აქვთ მსგავსი იღბალი.
8

ჩვენ უდაბნოს ხმლები კი მხოლოდ სოროების განა- დგურებით შემოვიფარგლებით. რომლებსაც მრავლად აშენებენ ქალაქის სიახლოვეს ნაცრისფერი მცოცავები. ჩვენი უნარები სიცივეში გამძლეობასა და საკმაოდ მო- ხერხებულ ბრძოლის ხელოვნებას მოითხოვს. თუმცა მხოლოდ ეს როდია, უდაბნოს ხმალი, რომ ხარ გულიც ფოლადის ხმალივით ცივი და უდრეკი უნდა გქონდეს, რითაც ნამდვილად ვერასოდეს დავიკვეხნიდი.
ისევე როგორც წინა მისიის დროს, ამჯერადაც ათი ხმალი ვიყავით. ღია კარიბჭესთან ტალახში დამწკრივე- ბულ ათ ცხენს ამოვუდექით გვერდში, რომელთა სადა- ვეებიც გამცილებლებმა გადმოგვცეს. მათ უკვე შეეკა- ზმათ ცხოველები, უნაგირები დაედგათ და საჭირო აღ- ჭურვილობაც აესხათ.
ულაყის სადავეები ახალგაზრდა გამცილებელმა გადმომცა, რომ შემომხედა თვალები უბრწყინავდა, ეს მზერა კარგად მახსოვს, მეც სწორედ ასე ვუცქერდი უდაბნოს ხმლებს, როდესაც ჯერ კიდევ გამცილებელი ვიყავი. თუმცა იმ წამსვე ჩაქვრა ჩემს თვალებში ოცნე- ბით დანთებული ცეცხლი, როცა ჩემმა ნაცრისფერმა ფაშატმა თეთრ უდაბნოში პირველი ნაბიჯი შედგა.
ამჯერად მაღალი ცხენი შემხვდა.
უფრო მოქნილი, რომ არ ვიყო ზედ შეჯდომაც კი გა- მიჭირდება. დიდებული ცხოველია, სულ მთლად კუპ- რისფერია, თვალებიც ცოდვასავით აქვს ჩაშავებული.
9

სადავეებს ძლიერად ვბღუჯავ, რომ არ გამისხლტეს. ეს- ეც სხვა ცხენებივით ცქმუტავს, ფეხებს ვერ აჩერებს, ტა- ლახს ზელს და ორთქლს უშვებს დაბერილი ნესტოებ- იდან.
ყოველთვის ასეა, თეთრი უდაბნოს დანახვისას ცხე- ნები შფოთვას იწყებენ, თითქოს ხვდებიან, რომ იქიდან ვეღარ დაბრუნდებიან.
ხმლები მისიიდან ცხენებით არასოდეს ვბრუნდე- ბით, ეს ამ ცხოველების ერთგვარი ხვედრია, მათი უმე- ტესობა სიცივის ან შიმშილისაგან კვდება, ან კი ისე უძ- ლურდება, რომ ჩვენვე ვუმსუბუქებთ ტანჯვას და ვხო- ცავთ.
ეს ჩემი მეორე გასვლაა ერთი წლის მანძილზე თეთრ უდაბნოში.
იმ პირველი მისიის დროს, ვერცხლისფერი ფაშატი მყავდა, ამ შავ ქურანასთან შედარებით მშვიდი იყო, შავი დიდრონი თვალები ჰქონდა, რომ შემომხედავდა გულს სიბრალულით მივსებდა და ისეც აღესრულა მისი სიცო- ცხლე, ბრალი იმ საცოდავისა იყოს, ყინულში ჩაუვარდა ფეხი და მოიტეხა, მე თავად მომიხდა იმისი მოკვლა. და- მენანა, მაგრამ სინანული მას ვერ უშველიდა. ამ მშვენი- ერი ცხოველების ხვედრი, ხმლების ბედზეა მიჯაჭვუ- ლი, ისინი ყოველთვის იხოცებიან, ან სიცივისა ან შიმ- შილისა ანდაც მცოცავის ნაკბენებისაგან, ჩვენი უმეტე- სობა კი როგორღაც ვახერხებთ გადარჩენას.
10

მაგრამ მხოლოდ ცხენები როდი იხოცებიან მისიებში. იმ პირველივე მისიაში ორი ხმალი დაიღუპა ჩემს თვალ- წინ, ერთი მცოცავებთან ბრძოლის დროს იმათ დაგლი- ჯეს, ერთი კი უკანა გზაზე აღესრულა.
ხმლებს, რომ კითხო მისიიდან შინ დაბრუნებაა ყვე- ლაზე რთული გზა და მეც სწორედ ასე ვფიქრობ. საწყე- ნია როდესაც მისიას წარმატებით გაივლი, მცოცავების ეშვებსა და კლანჭებს გადაურჩები და უკან მიმავალ გზაზე ყინვა გიღებს ბოლოს. თეთრ უდაბნოში ხომ თავს ვერაფრით გაითბობ, იქ არც ხეებია და არც ბუჩქები ცე- ცხლი, რომ გაუჩინო და გათბე, მხოლოდ თოვლი და ყინულია, რომელიც ათობით, ხანაც კი ასობით კილო- მეტრზე გხვდება შინ მიმავალ გზაზე.
თავხედმა ულაყმა, ისევ სცადა ხელიდან გამსხლტო- მოდა. უფრო მაგრად ჩავბღუჯე სადავეები დავიმორჩი- ლე, ყურებ ქვეშ მოვეფერე და ამასობაში მთავარი შემმოწმებელი მომიახლოვდა.
მისიის წინ ყოველთვის ასე გვაცილებენ ხოლმე. _სახელი? _ მკითხა მან მეტად ხრინწიანი ხმით. გამიკვირდებოდა კიდეც ამ კაცს უფრო ბოხი ხმა, რომ
ჰქონოდა. ისე გამოიყურებოდა თითქოს წვრილ ძვლე- ბზე უხორცო ტყავი გადააკვრესო. დაბალ ჩია მოხუცს თვალებიც ღრმად ჩასცვენოდა.
წინა მისიის დროს სხვამ შეგვამოწმა, ისიც ამისავით მოხუცი იყო, თუმცა უფრო ბრგე, დიდ ბეჭებიანი, ეს კი
11

დაჩიავებული, ნაწუწნი ლოლოსავით გამჭირვალე და ჭარმაგზე უფრო მოხუცებული.
ჩემს წინ ჩამოდგა.
თვალი უნებურად მის სახეზე წამივიდა, სადაც მარ- ჯვენა ყვრიმალ ქვეშ დიდი ჯვრის ფორმის ნაიარევი აჩნ- და, შრამი ძველი უნდა ყოფილიყო, მისი ყრმობის დრო- ინდელი.
ბავშვობიდან კარგად დამამახსოვრდა ასეთი ნაია- რევი რასაც ნიშნავდა. ამგვარ დაღს გატეხილ ხმალს ად- ებენ, იმას ვინც მისია ჩააფლავა და ორი გაფრთხილება დაიმსახურა.
როგორც ჩანს ეს შემმოწმებელიც ოდესღაც ხმალი იყო, მისიაში ჩაფლავდა და დაღიც დაასვეს.
უცნაურია.
წინა მისიაშიც სანამ გაგვგზავნიდნენ იმ ბრგე შემ- მოწმებელიც ამგვარი ნაიარევით იყო დაღდასმული.
იმასაც შევავლე თვალი, თუმცა კარგად დაკვირვება ვერ გავბედე, ის შემმოწმებელი კაცი ცოტა არიყოს უხა- სიათო ჩანდა, სულ იფურთხებოდა და იგინებოდა.
_სახელი?_ ხმას აუწია ჩემს წინ ჩამომდგარმა შემ- მოწმებელმა, როცა ფიქრმა ისე წაიღო ჩემი გონება, რომ გამგზავრების წინა პროცედურა სულ დამავიწყდა.
_იუტაკა. _ სწრაფად ვუპასუხა გონს მოსულმა.
ამ შემმოწმებელსაც იმ წინასავით სახეზე ეწერა, რომ თავისი მოვალეობის სწრაფად ჩამთავრება სურდა.
12

დიდი შავი თვალებით ამომხედა.
_ნამდვილ სახელს არ გეკითხები ბიჭო, პირველად მიდიხარ მისიაში?
_არა, _ ვუპასუხე, შევეცადა ხმა დამედაბლებინა, _ მეორეთ. _ ვუთხარი ახლა ჩურჩულით.
_ნუ, ფეხებზე . თუგინდა მეასე იყოს, სახელი მითხარი, რომ ავღნიშნო ადგილზე ხარ. _ მან საწერი ბუმბული მოიმარჯვა.
დაუბანელ მეძავზე მეტად მძულს ჩემი ნათლობის სახელი და მისი ხმამაღლა წარმოთქმა.
_დაისუ. _ ვუჩურჩულე მოხუცს.
მან ერთი დამცინავი მზერით ამომათვალიერა ქვე- მოდან, მდორედ მოინიშნა თხელ ტყავზე რაღაც და ხმის ამოუღებლად გამეცალა.
,,დაისუ“
თოვლის შვილთა ენაზე მინდვრის თაგვს ნიშნავს. არადა მახსოვს იმ დღეს გული, რარიგ მიჩქარდებოდა, როცა უდაბნოს ხმლად უნდა მოვენათლე და ხმლობის სახელი დაერქმიათ.
კერპთა ხეივანში, თეთრი ქურუმის წინ მუხლებზე დავდექი, გარშემო სხვა ხმლები და ცნობის მოყვარე ხალხი მეხვივნენ. ამ დროს ქურუმმა დამარის კერპიდან გადმოდენილი წმინდა წყალი გადამავლო თავსა და ხელებზე და თოვლის შვილთა ძველ ენაზე შელოცვა წარმოსთქვა.
13

,,დღეიდან შენ ხარ დაისუ, უდაბნოს ხმალი.“
დაისუ, დაისუ, დაისუ.
მწარედ ჩამესმა.
თოვლის შვილთა ძველი ენა თავადაც გამეგებოდა და
არ გამჭირვებია ქურუმის უკანასკნელი სიტყვების გაგე- ბა, თაგვათ, რომ მომნათლა.
მთელი ცხოვრება და ახლაც, ცნობილი მეძავის ცნობ- ილ გვარს ვატარებდი, ბედმა ესეც არ მაკმარა და ახლა ხმლობის სახელი - დაისუ, ესეიგი მინდვრის თაგვი უნდა მერქვას.
რატომ დაისუ?
ეს შეკითხვა არავისთვის დამისვამს, რადგან ხმლე- ბის კანონი ამბობს, რომ შეკითხვები არ უნდა დასვა. თუმცა საკუთარ თავს ყოველთვის ვეკითხები, ნუთუ მართლა ვგავარ თაგვს, რადგან ქურუმმა ასე გადაწყვიტა ჩემთვის დაერქმია.
რავიცი, იქნებ ასეც არის.
უნებურად პირველი მისია გამახსენდა, სწორედ მაშინ იყო თაგვივით, რომ გავძვერი და თოვლის გორა- კებს უკან ჩავიმალე, სანამ სხვა ხმლები ნაცრისფერი მცოცავების სოროს ანადგურებდნენ. შიშმა ამიტანა და ხმლის ამოღებაც კი ვერ გავბედე, სულ ერთიანად ვკან- კალებდი, აღარც სიცივე მახსოვდა და აღარც ღირსება, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თაგვივით უნდა დავმალუ- ლიყავი.
14

ასე შევირცხვინე თავი და პირველი გაფრთხილებაც მივიღე. კიდევ ერთი და ამ მოხუცი შემმოწმებელივით სახეზე სქელ ჯვარს ამომაჭრიან რათა სხვა ხმლები, რომ დამინახავენ ახსოვდეთ, რა მოელით თუ მისიის დროს ლაჩრულად ჩაფლავდებიან.
რადაც არ უნდა დამიჯდეს, შერცხვენილი სახელი უნდა ჩამოვიწმინდო, თუნდაც ამისათვის ისეთი რამის ჩადენა დამჭირდეს რასაც ახლაც კი ვერ წარმოვიდგენ. ჩემს გვარს სირცხვილი უნდა ჩამოვრეცხო, ჩემს ხმლობ- ის სახელს კი დიდება მოვუპოვო.
ამასობაში წინიდან მეთაურმა იღრიალა.
_ცხენებზე!
სანამ ცხენს მოვახტებოდი, ჯერ ფეხის წვერებზე
წამოვიწიე, მეთაურის კიდევ ერთხელ დანახვას შევეცა- დე. თუმცა ჩემს წინ ორ მწკრივად დამდგარი ექვსი ხმალი უმალ თავიანთ ცხენებზე შემოჯდა და მეთაურს გადაეფარნენ.
ერთხელ კი მოვკარი თვალი, თუმცა მხოლოდ მაშინ როცა გვერდით ჩამიარა მწკრივში, რომ დავდექი. ახლად გამღვალ ტალახში მეთაურის ნაკვალევს, რომ დავხედე, მაშინვე გიგანტი წარმომიდგა წინ, საბავშვო წიგნებში, რომ ეხატა. თუმცა ეს მეთაური არც ისეთი დიდი კაცი აღმოჩნდა. წინა მეთაური მასთან შედარებ- ით დაბალი და სუსტი იყო, მაგრამ გონება კი კარგად
15

უჭრიდა, სწორ ბრძანებებს იძლეოდა, მინიმალური და- ნაკარგი გვქონდა.
ამჟამინდელი მეთაური კი ჯერ არ ვიცი, იქნე უკეთე- სი მეთაური იყოს ვიდრე, ერთი შეხედვით ჩანს. საერ- თოდ ასეთ ბრგე და ჯანღონიან კაცებს გონება ნაკლებად თუ უჭრით ხოლმე, თუმცა აბა მე რა ვიცი, ყველა ბრგე კაცი კი არ მინახავს.
_წიინ. _ იყვირა ისევ მეთაურმა, როდესაც ცხენებზე ვისხედით ათივე ხმალი.
ცხენები დაიძრნენ, კარიბჭიდან იწყეს თეთრ უდა- ბნოში გასვლა.
დამარმ იცის ცოცხალი დავბრუნდები ამ მისიიდან, თუ მკვდარი დავრჩები სადღაც თეთრი უდაბნოს ყინუ- ლებში.
წინა მისიაში გამიმართლა კიდეც, მცოცავების პატა- რა სორო შეგვხვდა, სულ რამდენიმე ბუდობა იყვნენ, ხმლებმა ადვილად სძლიეს, როცა მე ვიმალებოდი.
თუმცა ახლა დამარმ იცის სორო პატარა იქნება თუ ყველაზე დიდი, გამიმართლებს ისევ თუ არა. მხოლოდ ერთი კი არის, ყველას უნდა დავუმტკიცო, რომ მე ნამ- დვილი უდაბნოს ხმალი ვარ და არა უბრალოდ დაისუ, მინდვრის თაგვი.
16

როდესაც კარგა მანძილით გავცდით გალავანს, მხო- ლოდ მაშინ მომესმა ზურგს უკან კარიბჭემ, რომ ღრიალ- ით იწყო დახურვა.
უკან მივიხედე. სხვა ხმლებმაც მიიხედეს, ქალაქს გახედეს ჩემსავით, მისი კარი ჩვენს ზურგში იხურებო- და. ეს ერთგვარი დამშვიდობების რიტუალი იყო. რად- გან პირველ მისიაშიც ასე მოვიქეცით ათივე ხმალი, თუმცა იქ სულ სხვა ხმლები იყვნენ, ამათგან არცერთი მეცნობა.
დღეს მხოლოდ ერთმა ხმალმა არ მიიხედა უკან, მხოლოდ ის არ დაემშვიდობა ქალაქს. ხმალი, რომელიც ჩემს გვერდით მოდიოდა, თავის ნაცრისფერ ცხენზე ამხედრებული.
***
არ ველოდი, ყინვამ იმაზე ადრე მომიკლა განწყობა ვიდრე წინა გასვლაში. თავი უკვე გამოცდილი ხმალი მეგონა, ყინვის ამტანი მაინც, თუმცა ახლა ვხვდები, ასე არ არის. ფეხები გაყინული მაქვს, ძირს, რომ ჩამოვხტე ასე მგონია მუხლები დამემსხვრევა.
ქანცი გამომელია. ცხენზე ჯდომისგან ფეხებ ქვეშ რაც მაქვს სულ ერთიანად მეწვის, ეს კი ყველაზე უარესი როდია, სუსხიან ჰაერს შავი ლუდივით ვხაპავ, ეს წყეუ- ლი გზა კი არ ილევა. ხმლები გაჩერებას არ აპირებენ. მახსენდება, რომ წესით და რიგით მეც ხმალი ვარ, ვაჟ-
17

კაცურად უნდა ვუძლებდე, თუმცა სადაცაა ცხენიდან თავდაყირა გადმოვეშვები.
უკვე დიდი მანძილი გავიარეთ. წყეული სოროები უფრო ახლო მანძილებშიც ხვდებათ ხოლმე მზვერავებს. წინიდან ყრუდ მომესმის მეთაურის ხმა, ვიღაცას ელაპარაკება, ვერც მას და ვერც მის გვერდით მყოფს ვხედავ, გაყინული ფანტელები თვალებში მასკდებიან. ვეღარ ვგრძნობ სადავე ისევ მიჭირავს თუ ხელიდან გამივარდა, რომ დავხედო ისიც არ მინდა, გარინდული ვცდილობ იმაზე არ ვიფიქრო კიდევ ბევრი დარჩა თუ
უკვე მალე მივალთ იმ წყეულ სორომდე.
ასეთ მდგომარეობაში ნაცრისფრებთან ბრძოლა ცოტა
არ იყოს სიგიჟედ მეჩვენება. პირველი მისიის დროს გა- გვიმართლა, ყველაფერი ისე დაიწყო და ისე ჩამთავრდა თეთრ უდაბნოს თავისი რისხვა არ გამოუვლენია.
დასწყევლოს დამარმ, როდესაც ხმლობის სახელის აღდგენა ასე ძლიერ მაქვს გადაწყვეტილი, სწორედ მა- შინაა ასეთი მომაკვდინებელი ამინდი. მაგრამ მაინც მადლობა, ყინავს თუმცა ქარი ჩაცხრა და არე-მარე მოი- წმინდა.
იელთა სკოლაში პირველი გაკვეთილი მახსენდება, მაშინ გვასწავლეს, რომ როდესაც ცუდ მდგომარეობაში გვაქვს სხეული, სხვა რამეზე უნდა გადავიტანოთ ყუ- რადღება და სწორედ იმაზე არ ვიფიქროთ რაც გვაწუ- ხებს.
18

სხვა ხმლებიც არ არიან ჩემზე უკეთეს დღეში, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად მე მემჩნევა.
ჩემს გვერდით მყოფზე ვცდილობ ყურადღების გადატანას.
ეს ის ხმალია ქალაქს, რომელიც არ დაემშვიდობა.
ამ ხმალს სახე თეთრი ნაჭრით აქვს დაფარული, თეთრი ქურქის ქუდიც იმგვარად აფარია, რომ მხოლოდ თვალები უჩანს. ასეთ სუსხშიც ადვილად შესამჩნევია მისი დიდი ცისფერი თვალები და ეს თვალები ახალ- გაზრდა კაცისას არ გავს, უფრო ჭარმაგისა უნდა იყოს.
თვალები უფრო მეტად ცივი მეჩვენება ვიდრე უდაბნოს სუსხი. ეს კაცი წინ მიმავალს ზურგში უყურ- ებს, თუმცა თითქოს არ ანაღვლებს საით გაიხედავს.
მე ბავშვობიდან ვაკვირდებოდი თვალებს, ადამიან- ების თვალებს, ცხოველების თვალებს, ყველა სულიე- რის თვალებს, იმ დროიდან, მოკლედ, რომ ვთქვა თვალ- ებზე დაკვირვება ჩემი გატაცება იყო, ეს გატაცება კი იმ დროიდან დამეწყო, როცა ბაბუა აბიამონმა მითხრა, რომ თუ მე კარგად დავაკვირდებოდი თვალებს, ისინი იმაზე მეტს მამცნოდნენ პატრონის შესახებ, ვიდრე თავად პატრონი მოისურვებდა.
ამგვარად გამუდმებით თვალებს ვაკვირდებოდი, ზოგი ცისფერი იყო, ზოგი ლურჯი, ზოგი მწვანე, ზოგი თაფლისფერი ან შავი და ერთ დღესაც შევატყე, რომ აბ- იამონი მართალი იყო, ადამიანებს თვალები ყიდდნენ.
19

მათ შესახებ ყოველთვის სიმართლეს საუბრობდნენ, იქ არაფერი იმალებოდა.
ზოგჯერ ისეთი თვალებიც მხვდებოდნენ, რომლებ- შიც ვერაფერს ვკითხულობდი, რომლებშიც არაფერი ჩანდა მათი ფერის გარდა, თუმცა ასეთი თვალები იშვი- ათად, სულ რამდენიმე მინახავს და თითქმის არც ერთი არ მავიწყდება.
ყველაზე კარგად ლურჯი თვალები დამამახსოვრდა, ისეთივე ცივი და არაფრის მთქმელი, როგორიც ახლა სწორედ ჩემს თანამგზავრს აქვს.
ვიხსენებ, რომ ადრეც მინახავს ასეთი თვალები. ძა- ლიან პატარას და მახსოვს ის თვალებიც ხმალს ეკუთვ- ნოდა, გატეხილ ხმალს.
მახსოვს, ქალაქის მთავარ მოედანზე უამრავმა ხალ- ხმა მოიყარა თავი. ახლა იმ მოედანს დამარის სახელი ჰქვია, ადრე სიკვდილის მოედანს ეძახდნენ, ძველი მეფე სიკვდილის მოყვარული კაცი იყოო ხალხი ახლაც ამბ- ობს.
სხვა თანატოლებთან ერთად საუკეთესო ადგილი მო- ვნახე სეირის საყურებლად. საიდანაც კარგად გამოჩნდე- ბოდა ის გატეხილი ხმალი, სიკვდილით, რომ უნდა და- ესაჯათ.
იაქამდე არასოდეს მენახა სიკვდილით დასჯა და გული ისეთი გამალებით მიცემდა, მისი ხმა ახლაც კი ჩამესმის. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი სხე-
20

ული რაღაც ძალით მევსებოდა, რომელსაც გონის დაკარგვამდე უნდა მივეყვანე. ნამდვილად არ ვიცოდი, იმ წამს რას ვიზამდი, ან რა დამემართებოდა, როდესაც იმ ხმლის სიკვდილს ცხადად დავინახავდი. ძალიან მეშინოდა, ალბათ თანატოლებზე მეტადაც კი, რადგან სხვა ბავშვები სიცილ კისკისით ელოდნენ სიკვდილმის- ჯილის გამოყვანას მისთვის ცხენის განავალი, რომ ესროლათ. მე ეს არ მაინტერესებდა, მე მისი თვალების ხილვა მსურდა. თან იმაზე ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა საერთოდ იმის ნახვა თუ როგორ კლავენ ადამიანს. ვცდილობდი იმ კაცის სახე წარმომედგინა სიკვდილი- სას, სწორედ იმ წამში, როდესაც ცოცხალი მკვდრად უნ- და ქცეულიყო, თუმცა შიშის მეტს ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, სახლში გაქცევა დავაპირე, თუმცა სწორედ სიკვდილმისჯილი კაცის თვალების ხილვის სურვილმა შემაჩერა.
უცებ ხალხი აჩოჩქოლდა, ზოგმა მოთქმა დაიწყო ზოგმაც კი ჟრიამული. ორად იყოფოდა საზოგადოება, ასეთი რამ მას შემდეგ აღარ მინახავს, სიკვდილით და- სჯის ცერემონიალზე მას შემდეგ არ ვყოფილვარ. მახ- სოვს ბავშვებმა ცხენის ფუნა ნამცხვარივით, რომ გაინა- წილეს და მოიმარჯვეს.
_მოყავთ, მოყავთ. _ აყვირდა ხალხი.
21

მზერა დამეძაბა, უკვე ვეღარსად გავიქცეოდი, ბოლო- მდე უნდა მეყურებინა ცერემონიისთვის და თვალები უნდა მენახა.
ის ხმალი, რომ დავინახე იმ წამს იმედები გამიცრუვ- და, ახალგაზრდა ბიჭი იყო, მისი თვალები კი ისეთი ჩვეულებრივი და არაფრისმთქმელი, როგორებიც არა- სოდეს მენახა.
გაძვალტყავებულს ჩამოფლეთილი სამოსი ეცვა, ნაცრისფერი სამოსი, ამ ფრათ ხმლები რომ იცვამდნენ მაშინაც ვიცოდი. გრძელი ცხვირი და წაწვეტებული ყვრიმალები ჰქონდა. ისეთი ახალგაზრდა იყო, წამით ისიც კი გავიფიქრე ჩემზე სულ რამდენიმე წლით უფრო- სი თუ იქნება მეთქი. ჩვეულებრივი ბიჭი იყო, ჩვეულებ- რივი ადამიანი. დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა, რომლებიც არაფერს ამბობდნენ, მხოლოდ სიცივე იფრ- ქვეოდა მათგან, ლურჯი სიცივე.
რომ ჩამოახრჩვეს ცოტა კი დაეღრიცა სახე და თვალე- ბიც ჩაუსისხლიანდა, თუმცა ამის დანახვაზე ნამდვილ- ად არ შემშინებია. ნამდვილად არ ველოდი ასე მარტივ- ად თუ შევძლებდი მოკლული ადამიანის ცქერას. ბიჭი ჯერ კიდევ თოკზე ირხეოდა როდესაც მოედანი ერთიან- ად დაცარიელდა.
ამ ამბიდან მთავარი ის არის, რომ მაშინ კარგი გაკვე- თილი ვისწავლე.
22

სახლში მისულმა ბაბუა აბიამონს ვუთხარი, რომ დღეს ისეთი თვალები ვნახე, რომელშიც სიცივის მეტი არაფერი ჩანდა. სინამდვილეში ალბათ არც არაფერი შე- მინიშნავს. რაზეც აბიამონმა მითხრა, რომ ყველაზე სა- ხიფათო ადამიანი შეიძლება იმალებოდას არაფრის- მთქმელი, ცივი თვალების უკან.
სწორედ მაშინ მივხდვი, რომ ის ბიჭი, გატეხილი ხმა- ლი იმ დღისით, სიკვდილის მოედანზე, რომ ჩამოახრ- ჩვეს სინამდვილეში ძალიან საშიში ადამიანი იყო, რა- დგან მისი თვალები არაფერს ამბობდნენ.
მას შემდეგ კიდევ სულ რამდენჯერმე ვნახე ამგვარი თვალები, მათ პატრონებთან კი ყოველთვის მორიდებას ვარჩევდი.
ახლა კი ჩემს გვერდით მიმავალ ამ ხმალსაც სწორედ ისეთი თვალები აქვს, როგორებსაც ყოველთვის ვერი- დებოდი, სწორედ იმ ჩამომხრჩვალი ხმლის ნაირი, არაფრის მთქმელი და ცივი.
მისი კარგად შეთვალიერება გადავწყვიტე და ასეც მოვიქეცი, იქნებ რაიმე დასკვნა გამომეტანა, რაიმე გამე- გო მის შესახებ გარდა იმისა, რომ ძალიან საშიში ადა- მიანი იყო.
ხმალს თეთრი დათვის ტყავი მოსავს, ხელებზეც ტყა- ვის ხელთათმანები აცვია. იმსიგრძე ორლესური კიდია, მისი წვერი ლამის მიწაზე ეთრევა. ხმლის გრძელი ვადა
23

ხახადაფჩენილი მგლის სილუეტით უბოლოვდება. სა- ვარაუდოდ ამ ხმალს ნათლობის სახელად ,,იუბი“ ჰქვია. მეც ორლესურს ვხმარობ იარაღად, მაგრამ შედარე-
ბით მცირე ზომისას.
ჩემი ხმლის ვადას უწყინარი, სასაცილო თაგვის გა-
მოსახულება ამშვენებს, როგორც სიმბოლო ჩემი ნათ- ლობის სახელისა. ყველა ხმლის ვადას იმ ცხოველის, ან ფრინველის გამოსახულება ამშვენებს რომლის სახელ- საც მისი მეპატრონე ატარებს.
,,იუბი“ თოვლის შვილთა ენაზე მგელს ნიშნავს და რადგან ჩემი თანამგზავრის ორლესურს ვადაზე მგლის თავი ასკუპია, მის მეპატრონეს სავარაუდოდ ასეც უნდა ერქვას.
ახლა იმაზე მეფიქრება, რომ ასეთი ხმლების გვერ- დით ცოტა არ იყოს თავს შეწუხებულად უნდა ვგრძნობ- დე. აბა მგლებისა და დათვების გვერდით დაისუ რა მო- სატანია და ასეც, რომ არ იყოს, ჩემი სილაჩრის ამბავი, წინა მისიიდან რომ გამომყვა ალბათ ცხრავე ხმალმა კარ- გად იცის.
ჯანდაბას, რაც არის, არის.
ათი ცხენის ფლოქვებ ქვეშ გაყინული თოვლი ხრაშუ- ნობს. წინ ოცი-ოცდაათი მეტრის იქით არაფერი ჩანს, მხოლოდ თვალებში შემოჭრილი სუსხი.
ისევ იმაზე ვიწყებ ფიქრს, მივუახლოვდით თუ არა იმ წყეულ სოროს.
24

ახლა მზემ გამოანათა და სხივებმა სულ რამდენიმე წუთს გამითბო ზურგი. რაც უფრო მეტად შევდივართ უდაბნოს სიღრმეში, მზის სხივებიც მით უფრო კარგავენ ძალას. საბოლოოდ გაქრნენ კიდევაც.
ამასობაში მწუხრმა იწყო ზევიდან დაშვება და სულ მალე მოეფინა არემარეს. ისეთი უკუნი დადგა, ძირს გაწოლილი სითეთრე, რომ არა, წინ მიმავალ ხმლებსაც კი ვერ დავინახავდი. ასე იცის უდაბნომ, ისე უცებ ჩამოღამდება იფიქრებ ცა ჩამოიქცაო.
ღამ-ღამობით უნებურათ სიკვდილზე ვიწყებ ფიქრს. ნუთუ მხოლოდ ისაა მიზეზი შინ დაბრუნების სურვილისა, რომ იქ ვიღაც გელოდება?
არა! სიცოცხლეა შინ დაბრუნების მიზეზი, სიცოცხ- ლისაკენ სწრაფვა, სიცოცხლის სიყვარული. და მე იმდ- ენად მიყვარს სიცოცხლე, რომ გმირი ვერასოდეს ვი- ქნები.
აი გამოვტყდი კიდეც ამაში.
მე შინ არავინ მელოდება, დედა მკვდარი, ბაბუა მკვდარი. საერთოდ არავინ, თუმცა ალბათ ამ ხმლებში ყველაზე მეტად მსურს დაბრუნება, მსურს, რომ გადა- ვრჩე. ეს ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მიყვარს სიცოცხლე.
დიახ მშიშარა ვარ, ლაჩარიც ალბათ, მაგრამ ეს მხო- ლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლე მიყვარს და არა სხვები. განა დასაძრახია სიცოცხლის სიყვარული?! თუმცა სი-
25

ლაჩრე მუდამ იძრახება, რატომ, რისთვის? ყველაფერს აქვს თავის მიზეზი. მე არავისთვის მითხოვია გმირი ყოფილიყო, თუმცა გამუდმებით მო-ითხოვენ ჩემგან გმირობას.
,,მეფის სახელით“ , „მეფისა და სამშობლოს დასაცა- ვად“ , „დამარის სახელით, დამარის სადიდებლად სი- კვდილი“_ გამუდმებით გმირულ სიკვდილს მოგვიწო- დებენ მეფისა, ქალაქისა თუ ღმერთის სახელისათვის, მაგრამ რატომ? როდესაც მე მხოლოდ საკუთარი თავი და რამდენიმე კახპა მყავს სტოუნვოლის დუქნებიდან. არც მეფე და არც დამარ დიდებული, მხოლოდ ჩემი მშიშარა თავი და ძუკნები. ხმლებშიც იმიტომ გავწევრი- ანდი, რომ სხვა გზა არ იყო.
ჯანდაბა. ჯანდაბა. ჯანდაბა. ერთი მისია გავუძელი. გავიქეცი.
დავიმალე.
ერთხელ არა, ათასჯერ გამიმართლა, თუმცა ვგრძ- ნობ, მთელი არსებით ვგრძნობ, რომ ათასერთი აღარ იქ- ნება. ყინვასავით მივლის ეს გრძნობა ტანში და ლამისაა ცხენიდან გადმომაგდოს.
_რაზმო ზდექ. _ გაისმა ხმა როცა ამ ფიქრში ძალიან ღრმად შევიჭერი. ეს მეთაურის ხმა იყო და იმ წამს ყვე- ლანი ადგილზე შევჩერდით.
26

***
_ვერაფერს ვხედავ. _ იჩურჩულა სოსამ.
ორივენი თოვლში ვართ გაწოლილები. ვზვერავთ. ვარსკვლავებით გადაჭედილია ცა. იღამა თუ არა,
ქარბუქი ჩაცხრა, ღრუბლები შემოეცალა ცას და ვარ- სკვლავებით დაიწინწკლა. სარკესავით ალაპლაპდა ჩვე- ნს ირგვლივ გაწოლილი ყინული.
სიცივე ძვალ-რბილში ატანს, თუმცა მადლობა და- მარს სუსხი მაინც არ ქრის.
სანამ მეთაური მე და სოსას დაზვერვაზე გამოგვგზა- ვნიდა სამოსის შეცვლა მოვახერხეთ და ცოტა გავთბით. ჩვენი დათვი მეთაური რუქით ხელმძღვანელობდა,
რუქა ვარსკვლავების განლაგების მიხედვითაა შედგენი- ლი, პირველმა მზვერავებმა აქ აღმოაჩინეს სორო და როდესაც მეთაურს რუქამ ამცნო, რომ მასთნ უკვე ახლოს ვიყავით, ყველაზე ახალგაზდები, ტანმორჩილები და სწრაფები აგვარჩია დასაზვერად.
_არ გაჩერდე. _ ვაძლევ მითითებას ჩემს გვერდით თოვლში გაწოლილ სოსას და ვცდილობ მასზე ხმამა- ღალი ბგერები არ ამოვუშვა.
ვჩურჩულებთ.
არადა ორივემ კარგად ვიცით, რომ მცოცავებს ყურე- ბი არ აქვთ, სმენა არ გააჩნიათ, მაგრამ როგორღაც მაინც ახერხებენ იქამდე გაიგონ ჩვენი მიახლოვების შესახებ, ვიდრე გავიგებთ ჩვენ მათ მოახლოვებას. ჩვენზე მოხერ-
27

ხებულები და ჩუმები არიან. მათი წაგრძელებული კლანჭების გამო ყინულს ისე უჩუმრათ ჭრიან სიარუ- ლისას, კარგადაც, რომ მიაყურადო ვერ გაიგონებ.
ვფიქრობ, რატომ ვჩურჩულებთ. თუმცა ჩურჩული ხომ შიშს თან სდევს და პირიქით.
სოსა ჩემზე ახალგაზრდაც კი არის. ქერა თმები აქვს, დათბილულ ქუდში შემალული, მხოლოდ რამდენიმე ღერი მოუჩანს შუბლზე. ეტყობა, რომ ახლად იწვერება, ალაგ ალაგაა შეღინღლული. თვრამეტი ზამთრისა ვარო მითხრა. მისი ასაკი ჩემში გაკვირვებასაც კი იწვევს, რადგან ასეთ ასაკში უდაბნოს ხმლებში გაწევრიანება ერთეულებს თუ ძალუძთ. სოსას ჯერჯერობით არ ეტყობა, ვინმესგან ან ძალით ან მოხერხებულობით იყოს გამორჩეული, თუმცა განსაკუთრებული ადამიანების მთავარი კოზირიც, ხომ ეს არის. მშვენიერი თეთრი კბილები აქვს და ხშირადაც აჩენს, ღიმილიანი ბიჭია. ჩემზე მეტად შეხედულიც და ვფიქრობ ჩემზე გამბე- დავიც იქნება. ტიპიური რაინდია, ქერა, ლამაზი პირისა- ხის, განსაკუთრებული მებრძოლი, კეთილი და მოცინა- რი. სულ ერთი საათია რაც გავიცანი და უკვე მისდამი ზიზრით ვივსები. ისიც ჩემი არ იყოს პირველად არის დაზვერვაში და რატომღაც მეჩვენება, რომ მისი ნაკვა- ლევი უფრო შეუმჩნეველია ვიდრე ჩემი, ის უფრო დინ- ჯი და გაწონსწორებულია ვიდრე მე და რაც მთავარია
28

მას შიში არ ეტყობა, ის კი ალბათ გარკვევით ამჩნევს ჩემს სახეზე აღბეჭდილ სილაჩრეს.
ნამდვილად მეზიზღები სოსა, შე წყეულო ნაბიჭვა- რო, რატომ ხარ ასეთი კარგი.
სახელიც კი ჩემზე უკეთესი შეურქმევიათ ნათლობა- ზე.
,,სოსა“ თოვლის შვილთა ენაზე ნიშნავს მიმინოს.
ეხ, სოსა, მიმინო ხო მინდვრის თაგვებს ჭამს. იქნებ შენც შემჭამო ბრძოლისას თუ სილაჩრეს გა- მოვიჩენ და წინა მისიაში როგორც თაგვივით გავძვერი ახლაც ისე მოვიქცევი.
ეს ფიქრები კარგს არაფერს მომიტანს. რაც უფრო ვუ- ახლოვდებით სოროს და რაც უფრო სწრაფად მოიწევს მცოცავებთან შეხვედრის წუთები, ჩემს თავს ვატყობ რომ მით უფრო მეტად ვეხვევი ქსელში, რომელიც მხო- ლოდ შიშითა და სილაჩრითაა მოქსოვილი.
_აი იქ._ დაიჩურჩულა ამ დროს სოსამ. _ დაისუ ხე- დავ?
ის თითის სუსტი მოძრაობით ჩვენს წინ მითითებს. ვხედავ, როგორ ვერ ვხედავ.
აი ისიც. სორო.
_ვხედავ. _ ვიჩურჩულე და ყინულს უფრო მეტად მი-
ვეკარი.
29

მახსოვს პირველ მისიაში სოროს, რომ თვალი მოვ- კარი იმაზე დიდი არ იქნებოდა, ვიდრე ხარებ შებმული ურემი რომ გაეტეოდა.
არა ნამდვილად პატარა სორო იყო.
ეს კი...
ეს უზარმაზარია.
მის გარშემო თოვლის გორაკებია აგროვებული, გო-
რაკებს შუაში კი ბნელი ხვრელია, სწორედ ეს არის სო- რო, ლაქა, რომელიც თეთრ ყინულს ამჩნევია. ლაქა, რო- მელიც ჩვენ ათმა ხმალმა უნდა გადავშალოთ.
ჩვენ?
მხოლოდ ათმა?
სორო, რომელიც იმაზე დიდია ვიდრე რომელიმე
ხმალს უნახავს ოდესმე?
იელთა სკოლაში ბევრ ჩანაწერს გვიკითხავდნენ მცო-
ცავებისა და მათი სოროების შესახებ და არც ერთ ჩანა- წერში არ ყოფილა იმაზე დიდი, სორო ვიდრე ურემი შე- ძლებდა შიგნით ჩასვლას.
სოსას გავხედე.
როგორც იქნა.. მის სახეზე ოდნავ, ძალიან მწირე, მა- გრამ მაინც ამოვიკითხე შიში.
ცოტათი მესიამოვნა კიდეც.
თუმცა ისევ სორო გამახსენდა, რომელშიც გვერდი- გვერდ მდგარი ათი ურემიც თავისუფლად ჩავიდოდა.
აქ ალბათ უამრავი მცოცავი ცხოვრობს.
30

სხვა პატარა სოროებში ზოგან მეტი-მეტი ორი ბუდო- ბა თუ ცხოვრობს, აქ კი არ ვიცი ორ ბუდობაზე მეტნი აუცილებლად იქნებიან.
_უკან დავბრუნდეთ არა? _ჩამესმა სოსას სიტყვები, ისიც ყინულზე იყო ჩემსავით აკრული და გაკვირვებასა და შიშს ვეღარ მალავდა.
კარგია, პირველმა მან, რომ ახსენა უკან დაბრუნების შესახებ, ეს მე, რომ შემეთავაზებინა ალბათ მის თვალში მშიშარა გამოვჩნდებოდი, ახლა კი უბრალოდ დავეთა- ნხმები.
_კარგი მაშინ, დავბრუნდეთ. _ ვეუბნები ნაკლები აღ- ელვებით. _ ორმოს ზუსტი ადგილმდებარეობა აღმოჩე- ნილია. შეგვიძლია მეთაურს ყველაფერი მოვახსენოთ.
_ისე ამხელა სორო გინახავს დაისუ? _ მეკითხება ის.
რათქმაუნდა არ მინახავს შე სულელო, ეს ჩემი მეორე მისიაა. ეს გავიფიქრე.
თქმით კი მხოლოდ ეს ვუთხარი.
_არა არასოდეს, მისი განადგურება გაგვიჭირდება, თუმცა შევეცდებით.
სოსამ სიმწრისაგან ლამის ტუჩი მოიკვნიტა.
_ასეა. _ წამოიძახა, ჩურჩულზე მეტად ხმამაღლად მოუვიდა აღელვებისაგან, _ გავანადგურებთ.
31

_კარგი დამშვიდდი, მახინჯებმა არ შეგვნიშნონ თო- რემ ლუკმად არ ვეყოფით. ისე მაინც რა გაგიხარდა ჰა? _ვკითხე შეპარვით.
მას გაეცინა.
_რასამბობ დაისუ. _ მითხრა, _ ისტორიაში ყველაზე დიდი სოროს გამანადგურებლები ვიქნებით, ეს ხომ ყველა ხმლის ოცნება და პატივი არის?
შე რეებს ბოდავ. ბრაზი ყელში მომაწვა ამ ლაწირაკი რაინდის დახრჩობა მომინდა ადგილზე.
_ხო ასეა. _ ვუთხარი და ძალისძალათი გავიღიმე, თითქოს მეც მასსავით აღტაცებული გავხდი იმის წარმოდგენით, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი სოროს განადგურება ჩემს სახელს მიეწერებოდა.
* **
რაზმს სწრაფად დავუბრუნდით.
სოსა ლაპარაკობდა. ყვებოდა რა ვნახეთ. მე კი ჩემს თავს ვატყობდი, მწუხრივით, რომ ეპარებოდა, თითქმის შეუმჩნევლად შიში, რომელიც იმ საზარელი ადგილის ნახვის შემდეგ ჟრუანტელთან ერთად მოვიდა.
_დამარია მოწმე ხმლებო ასეთი ორმო ჯერ არ მინა- ხავს. _ ამბობდა ის, ხმაში კი შიშს ნამდვილად აღარ, უფ- რო აღტაცებას იტყობდა. _ჩრდილოეთიდან ყინულის გორაკი ესაზღვრება, სხვა მხრიდან ადვილი მისადგომი
32

ჩანს. _თქვა სოსამ. _ ჩემი აზრით სწორედ იმ გორაკიდან უნდა დავარტყათ.
დათვი მეთაური დინჯად ისმენდა მის საუბარს, თვალებში ისეთი სიმშვიდე ედგა წამით ჩემში არ- სებული შიშიც კი განდევნა, თუმცა მხოლოდ წამით. თან თავის ორლესულს ტარზე ისე ეფერებოდა, თითქოს საწოლში წამოგორებული კახპის ქათქათა მკერდი ყო- ფილიყო. მერედა ჩვენს მეთაურს მცოცავების ხოცვაზე მეტად როდი ეყვარება მეძავების მკლავზე წამოგორება. ვიფიქრე, რომ ცოლ შვილიც არ ეყოლებოდა. ოჯახის კაცი ამგვარი სიყვარულით ხმალს არ მოეფერება, სიყვა- რულსა და სინაზეს ცოლისათვის შემოინახავს. ჩვენს დათვს კი როგორც ჩანს ერთადერთი სიყვარული ყავდა, თავისი ორლესული, რომლის ვადაც ხახა დაფჩენილი საზარელი დათვის გამოსახულებით მთავრდებოდა.
მაგრამ მხოლოდ მეთაური როდი ინარჩუნებდა მეფ- ურ სიმშვიდეს და მხოლოდ ის როდი ამჟღავნებდა თა- ვისი იარაღისადმი სიყვარულს. ცხრავე ხმალს თვალებ- ში ცეცხლი ენთოთ, ცეცხლი, რომელიც ბოროტების და- ფერფვლას აპირებს, რათა გმირული დიდება თავის ენ- ებთან ერთად აეკიაფებინა.
მე კი თავს ყველაზე უსუსურ არსებათ ვთვლიდი. მე მართლაც ვიყავი დაისუ, თაგვი, არწივებთან, დათვებ- თან, მგლებთან ერთად, რომელსაც მხოლოდ უჩუმრად
33

სიარული და საკუთარი შიშის დამალვა ოსტატურად შე- ეძლო.
_თუ მართლაც ისეთი დიდია სორო, როგორც ეს ხმა- ლი ამბობს, _ სიჩუმე იმან დაარღვია ვინც მთელი გზის მანძილზე ჩემს გვერდით მოდიოდა, იუბიმ. _ გამოც- დილება მკარნახობს, რომ მხოლოდ ათნი ვერაფერს გავხდებით.
უკანასკნელი სიტყვები მეხივით დამატყდა თავს.
მხოლოდ ჩვენ ვერაფერს გავხდებით? რასამბობს? ნუთუ შეშინდა?
მაგრამ არა!
მას გამოცდილება კარნახობს, მე კი ადამიანს თვალე- ბზეც კი ადვილად ვატყობ რაოდენ გამოცდილია საქმე- ში. მისი თვალები კი მხოლოდ ციურ სიმშვიდით იმზი- რებოდნენ.
_რისი თქმა გინდა იუბი? _ ჰკითხა მეთაურმა დათვ- მა.
_ჩვენიდან ყველაზე სწრაფი სტოუნვოლში გავგზა- ვნოთ, დამხმარე რაზმი მოვიხმოთ.
ახლა ვიგრძენი მადლიერება დამარისადმი, რადგან ასეთი კაცი მოახვედრა რაზმში ჩემს გვერდით, მისი სი- ტყვები ფუჭი არაფრისდიდებით არ უნდა ყოფილიყო და რომ იტყვიან წონაც დიდი ექნებოდა. თან მისი ცივი მზერა, არაფრისმთქმელი, აშკარად არ ელოდა კარგი დღე იმ მახინჯებს.
34

_არა! _ თქვა მეთაურმა, ისე რომ აზრის გამოთქმაც არ დასცალდა ბოლომდე იუბის._ მათ ჩათვალეს, რომ ათნი ვეყოფოდით, ესეიგი ასეც იქნება. რა გაფრთხობს იუბი?
_მეთაური შენ ხარ, წერტილიც შენ უნდა დასვა. ჩვენ მხოლოდ ხმლები ვართ. _ უპასუხა მგელმა და მას შემ- დეგ ხმა არ ამოუღია.
ჩვენს დათვ მეთაურს კი ეტყობოდა, რომ ამ მისიის წარმატებად ჩამთავრება უმცირესობით ჰქონდა განძრა- ხული.
_გამთენიისას, მზის ამოსვლამდე შევუტევთ. _ თქვა მეთაურმა. _ გორაკიდან.
მას შემდეგ, ხმა არცერთს არ ამოუღია, მეც უსიტყვოდ ველოდებოდი გამთენიის დადგომას.
ცა ღრუბლით დაიფარა, ვარსკვლავები სიშავეში ჩაი- კარგნენ და უარესი უკუნი ჩამოწვა. სულ მალე ინათებს. ასეა ხოლმე, ღამე ყველაზე ბნელი გათენებამდეა.
მთელი ამ დროის მანძილზე ცალ მუხლზე ვიდექი, ქვეშ ყინული ლღვებოდა და შარვალს მისველებდა, თუ- მცა სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი. ახლა დანებების დრო არ არის ვეუბნებოდი ჩემს თავს.
იფიქრე. იფიქრე! იფიქრე!
უნდა მომეფიქრებინა როგორ დამეღწია ბრძოლის- თვის თავი ისე, რომ ცოცხალი დავრჩენილიყავი და სხვებს ჩემი სილაჩრე არ შეემჩნიათ.
35

ბრძოლით! ჩამძახოდა ღამე. განა ეს არ გადავწყვიტე მისიაში წამოსვლის წინ? თუმცა ახლა ამის გაგონებაც არ მინდა.
არა და არა!
რომ ვიბრძოლო, მცოცავები დამგლეჯენ. სორო ძა- ლიან დიდია, ბევრნი იქნებიან.
იმ წამზე დავფიქრდი ყინულზე, რომ ვარ გართხმუ- ლი, ვტირივარ, ვყვირივარ, შველას ვიხვეწები, ამ დროს მცოცავი მოდის ჩემკენ, უნდა მომკლას, საზარელი სიკვდილი მელის, საშველად კი სხვები არ მოდიან, ისინი გმირულად იბრძვიან. გაქცევა მინდა, მაგრამ არ შემიძლია, მცოცავი ნელა მიახლოვდება, დროს მაძლევს სინანულისას, საკუთარი თავის შეცოდებისას, რომ ვიფიქრო სახლზე, ქალაქზე, ადამიანებზე, ქალებზე რომლებსაც მორჩა ვეღარასოდეს ვიხილავ, ვეღარასო- დეს ჩავიგორებ საწოლში. საჭმელზე, რომელსაც ვეღარ შევჭამ, ლუდზე, რომელსაც ვეღარ დავლევ, სიცო- ცხლეზე, რომელიც აი აქ ეხლა სულ ორიოდე წამში დასრულდება. ხსნას ცაში ვხედავ, დამარ დიდებულო მიშველე, ვყვირივარ, მიშველე მაგრამ ის დუმს, საშვე- ლად არ მოდის, არასოდეს მოვა. მე კი მალე მივალ მას- თან, ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლის მოყვარული მში- შარა ხმალი.
სულ ეს იყო?
36

ვეკითხები ბოლოს საკუთარ თავს და მყრალ სუნს ვგრძნობ, უკანასკნელი რასაც ვიგრძნობ იმ მახინჯის სი- მყრალეს ხახიდან, რომ ამოსდის და ვიგრძნობ მისი ყბები, როგორ ამსხვრევენ ჩემს ძვლებს, ცოცხლად, რომ მჭამს.
ხმალს დავეყრდენი, თორემ ეს ფიქრები ბოლოს მომიღებდნენ და აქ ხმლების წინაშე ყინულზე გავგო- რდებოდი მოთქმა გოდებით.
იქნებ ასეც მოვიქცე, ეხლავე დავეხეთქო ძირს, მოვი- სროლო ჩემი ორლესური და მეძავივით ავქვითინდე. მაშინ ხმლები ზედ დამაფურთხებენ და მათი რიგები- დან გამაგდებენ. სოსა დამაფურთხებს, დაედი ჩვენი მე- თაური წიხლებით შემდგება, იუბის თვალებში კი სიცი- ვე ზიზღით შეიცვლება, სხვები ალბათ დამაფსავენ კი- დეც ძირს გაგორებულს. აი მხოლოდ ასე დავბრუნდები შინ ცოცხალი.
დასწყევლე დამარ, დასწყევლე ეს ოხერი თავმო- ყვარეობა. საკუთარ თავს დიდი ხნის წინ გამოვუტყდი სილაჩრეში, სხვებთან გამოტყდომის საშუალებას კი ეს წყეული არ მაძლევს, ჯობდა საერთოდ უთავმოყვარეო მოგეყვანე დამარ დიდებულო. თუმცა რა მომკლავს რა აზრი აქვს, მცოცავი თუ ზიზღით მომზირალი ხმლების თვალები.
ვიბრძოლებ!
37

ვეუბნები საკუთარ თავს და ფეხზე ვდგები. ხმალს ქარქაშში ვაგებ. მზად ვარ იმდენი მცოცავი მოვკლა რამდენსაც შევძლებ.
წამით ასე იყო.
თითქოს წამიერად გამიელვა ხმლობამ.
თუმცა ახლა მეორე მუხლზე ვეშვები. ფეხზე სიძლი-
ერემ კი არა დასველებულმა მუხლმა უფრო წამომაყენა. სოროს ჩრდილოეთს ყველაზე მაღალი თოვლის გო- რაკი ესაზღვრება, ახლად მოსული თოვლია, ჯერ კიდევ ფაფუკი იქნება. მეთაური შეტევის ბრძანებას, რომ გას- ცემს ვეცდები ყველაზე უკან ვიყო და თოვლში ვკრავ თავს ისე, რომ ვერავინ შემამჩნიოს, ასე მოვახერხებ და- მალვას. მცოცავებიც ნაკლებად აიღებენ ჩემს სუნს. მივა- ყურადებ და ბრძოლა, დასასრულისაკენ, რომ მივა მივხვდები, მერე სამალავიდან გამოვძვრები, გორაკის თხემზე ავცოცდები და ჩუმათ გადავიხედავ ბრძოლის ველზე. იქნებ გამიმართლოს რომელიმე ხმლის სი- სხლშიც ამოვისვარო, ასე გადარჩენილები ჩათვლიან, რომ ვიბრძოდი, გახურებულ ბრძოლაში ყურადღებას
ვინ მიაქცევს ჩემს იქ არ ყოფნას.
კარგი გეგმა არის!
მაგრამ თუ გორაკის თხემიდან სხვა სურათი ამოვი-
კითხე, თუ მცოცავები ჯობდნენ ხმლებს, მაშინ მოვბრუ- ნდები და რა გზითაც იქ მივალთ იმ გზით გავიქცევი. ერთადერთი გადარჩენილი მე ვიქნები რაზმიდან. რა-
38

მდენიმე ნაიარევს ტანზე გავიჩენ, შესაძლოა სახეზეც ამოვიკაწრო, თითქოს მცოცავმა მიქნა ბრძოლისას და გმირიც გავხდები.
ჩვენ დავმარცხდით. ვეტყვი ხმლების უფროს მეთა- ურს.
კარგი გეგმა არის!
ახლა მთავარია ყველაფერი ეს სისრულეში მოვიყვა- ნო.
ამ ფიქრებში ვიყავი და შევატყვე, რომ ირგვლივ მყო- ფი ხმლების სახეებს ვლანდავდი. მახვილივით ეძგერა გულს სიტყვა რომელიც მეთაურმა თქვა.
_მალე გათენდება.
გამთენიისას, ხომ ჩვენი მისიის მთავარი ეტაპი უნდა დაგვეწყო.
* **
ეს დროც დადგა.
გზა ფრთხილად გავიარეთ.
ჩემი და სოსას ნაკვალევი თოვლზე ჯერ კიდევ ეჩნდა.
მომეჩვენა, რომ გზა ახლა უფრო სწრაფად მიილია. იქიდან საიდანაც სორო საკმაოდ კარგად ჩანდა გადავუხვიეთ და ისე, რომ წელში არც გავსწორებუ- ლვართ დასავლეთიდან მოვუარეთ რათა ყველაზე მაღა-
ლი თოვლიანი გორაკი ჩვენს წინ აღმოჩენილიყო. ბრძანებებს რათქმაუნდა მეთაური დაედი გასცემდა.
39

გორაკთან მიახლოვებამდე გვესმოდა მცოცავების ქნეშა და კბილების ჭრიალი. მათი სიმყრალე ცხვირს მი- წვავდა, ერთი სული მქონდა თოვლში ჩამეყო თავი. აქამდე არასოდეს მეგრძნო ამაზე უფრო მყრალი სუნი. ხმები კი იმდენად შემზარავი იყო, რომ ჩემი გეგმის შესრულებაზე რაც აქამდე ვორჭოფობდი, ახლა მის მეტზე აღარაფერზე ვფიქრობდი.
გორაკზე პირველი მეთაური ავიდა, თოვლზე გაწო- ლილი აცოცდა, იმხელა კვალი დატოვა ურემი გაივლი- და ზედ.
ჩვენ გორაკის ძირში მოცდა გვიბრძანა. სუყველანი განაბულები, გასუსულები ვუცქერდით და მის მითითე- ბებს ველოდებოდით.
ყველაფერი სწრაფად მოხდა. ისეთი შეგრძნება დამე- უფლა თითქოს ახლა აქ მე კი არა სულ სხვა ადამიანია, უბრალოდ მისი თვალით ვუმზერ ყველაფერს.
აქამდეც ყველანი სწრაფად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ, ხაზიდან ამოვარდნილი მხოლოდ მე ვი- ყავი და ახლაც თითქოს აქ სულარ არ ვყოფილვარ, ზე- დაც არავის შემოუხედავს.
ეს ჩემი გეგმის წისქვილზე ასხამდა წყალს და უკმა- ყოფილება დიდად არც გამომიხატავს.
მეთაურმა ისე, რომ ქვევით, ჩვენთვის არც ჩამოუხ- ედავს მარჯვენა ხელი ცისკენ აღმართა. თითები ისარი-
40

ვით გასწორებული ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მცოცავები გარეთ იყვნენ გამოსულები.
ეს ისედაც კარგად ვიცოდით, მათი სიმყრალე ცხვირ- ში ახლაც დამტრიალებდა.
მეთაურის მეორე ნიშანი ჩვენს მოძრაობას მოითხოვ- და, თავისთან გვიხმობდა. დავინახე ანაზდად, რომ ამ- ოასრიალა დათვის თავიანი ხმალი ქარქაშიდან და ხელ- ში მოიმარჯვა.
მასთან დაშორებით შევჩერდით.
ამ დროს მეთაური წამოდგა, მისი დანახვა თვით ამ მახინჯებსაც ზარს დასცემდათ. მისმა ჩრდილმა მთელი გორაკი გასერა.
_წიინ! _ იღრიალა მან.
ეს ხმა მართლაც დათვის გრგვინვას გავდა.
იმ წამს რვა ხმალი მეთაურს მიჰყვა ზურგში და ყვე-
ლანი გორაკს გადაევლნენ ყიჟნით.
ნუთუ ჩემი გეგმა ისე დაიწყო როგორც ვფიქრობდი?! ხელებით თოვლის თხრა დავიწყე. თან მესმოდა
ბრძოლაში ჩაბმული მცოცავებისა და ხმლების ღრიალი, როგორ გლეჯდნენ ერთნი მეორეს.
გამიმართლა, თოვლი ახალად მოსული დაგვხვდა. ჩემი სორო სწრაფად ამოითხარა და კურდღელივით ში- გნით ჩავიმალე. დაგროვილი თოვლი ზედ გადავიყარე, გავისუსე და გავინაბე. ბრძოლის ველს მივაყურადე,
41

ვცდილობდი ხმების მიხედვით ყველაფრის წარმოდგე- ნას.
მეთაური ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მისი ხმა დიდ- ხანს ისმოდა, მისი გრგვინვამ თოვლის გორაკებიც შეა- ზანზარა. სხვა ხმლებიც არ წყვეტდნენ ბრძოლის ყიჟი- ნას. გორაკის მეორე მხარეს, ჩემს სოროში ისეთი ხმები შემოვიდა, რომ არ მცოდნოდა სად ვარ, თავი მეომრებით სავსე ბრძოლის ველზე მეგონებოდა.
არ ვიცი რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ამ სო- როში ჩავძვერი. ისეთი განაბული ვიყავი, ალბათ დროც გაჩერდა ჩემს სუნთქვასთან ერთად.
მაგრამ ნელ-ნელა ხმები შეწყდა, მცოცავების ღრენა, გვრგვინვამ მოიკლო. თუმცა ხმლების ხმაც ისეთი შემა- რთებით აღარ ისმოდა.
კიდევ რამდენიმე წუთს გავჩერდი სოროში და მერე ყველაზე რისკიანი ნაბიჯი გადავდგი ჩემს ცხოვრებაში.
სოროდან სწრაფად ამოვძვერი.
სამარისებული სიჩუმე იდგა.
თოვლს მივეკარი, ნელა ისე როგორც თაგვი, უჩუმ-
რად ავცოცდი გორაკის თხემზე და ბრძოლის ველს გა- დავხედე.
ასეთი რამ ცხოვრებაში არასოდეს მინახავს.
42

ირგვლივ ყველაფერი სისხლით იყო მორწყული. და- ხოცილი ხმლები და მცოცავები აქეთ-იქით ეყარნენ. ცო- ტახანს ისევ მივაყურადე.
რაც ყველაზე მეტად მაშფოთებდა, მცოცავების ღრენა არსაიდან ისმოდა. როდესაც ვერაფერი გავიგონე, ჩავ- თვალე, რომ ერთმანეთი ამოხოცეს.
და ეს ასეც იყო.
ძირს ჩასულმა პირველად ვნახე მცოცავი ასე ახლო- დან. წინა მისიის დროს ვერ შევძელი ამ მახინჯების- თვის შემეხედა.
ოთხფეხზე მოსიარულე ქვესკნელის ქმნილებები არ- იან, გრძელი წვრილ ეშვებიანი ყბები აქვთ, თავი ადამი- ანივით აქვთ მომრგვალებული, თუმცა ყურები არ აქვთ. უბეწვო სლიპინა არსებები არიან, ნაცრისფერები. ასეთ ყინვაში, რა ძალით შეუძლიათ არსებობა ეს ალბათ მხოლოდ ღმერთმა იცის. მახათზე უფრო მსხვილი ფრჩხილები არ აქვთ და ალბათ ფოლადზე უფრო გამ- ძლეებიც. მათი წყალობით სტოუნვოლის სტოუნჰედზე ისე ცოცდებიან, როგორც გაზაფხულის ხასხასა ველზე მორბენალი ბავშვები. ამიტომ შეერქვათ მცოცავები.
მათი სისხლი მწვანე ფერისაა, ხორცი კი შავი. ნა- მდვილად საზარელი არსებები არიან.
მკვდარი მცოცავის თვალიერებით ვიყავი თვალებ გაშტერებული და ამ დროს მომესმა.
_მიშველე დაისუ. _ ამოიხავლა ვიღაცამ.
43

თვალები ვჭყიტე.
მიმოვიხედე.
ეს სოსა იყო. მასთან მივირბინე. ამ საწყლისთვის ხე-
ლი მოუგლეჯიათ ნაცრისფერებს. აქამდე ტავის სისხლ- ში ცურავდა. ყოჩაღ სოსა, შე წყეულო , მის გარშემო ნამდვილი მცოცავების სასაკლაოა. ამ ბიჭს კარ- გად უბრძოლია.
_მიშველე დაისუ. _ სისხლიანი თვალებით შემომა- ცქერდა.
კიდევ ერთხელ მოვათვალიერე მიდამო, დავრწმუნ- დი, რომ ყველა მცოცავი და ყველა ხმალი მკვდარი იყო. ყოველშემთხვევაში ახლო მახლო ვერავინ შევნიშნე.
_ახლავე სოსა, გიშველი, არ გაინძრე. _ ვუთხარი რბი- ლად. _ გავიმარჯვეთ?
ხელი ჩამავლო, მომიჭირა და გამიღიმა.
_გავიმარჯვეთ. _ მითხრა ღიმილით, _ ყველაზე დი- დი სორო გავანადგურეთ დაისუ.
_ნუ ღელავ სოსა, ახლავე გიშველი. მხოლოდ ხელი დაგიკარგავს. სიარულს შეძლებ?_ ვკითხე.
_შევძლებ, მხოლოდ წამოდგომაში დამეხმარე.
შეძლებ და სტოუნვოლში ცოცხალიც ჩახვალ, უხელო და დაჭრილიც კი შეძლებ.
ხელი გავუწოდე. ბიჭმა მაგრად ჩამჭიდა, თან გამი- ღიმა, თეთრი კბილები სისხლისაგან გასწითლებოდა. ყველაფრის მიუხედავად ღიმილი არ დავიწყნია.
44

სწორედ ამიტომ ვერ შეამჩნია, ხანჯალი ჩექმიდან, რომ ამოვაცურე. ეს პატარა მშვენიერი ხანჯალი სულ თან დამაქვს, არასოდეს იცი ადამიანმა რაში დაგჭირდე- ბა, მითუმეტეს ასეთი რთული სამუშაო გვიწევს ჩვენ უდაბნოს ხმლებს.
_ახლავე სოსა. _ ვუთხარი. მეც გავუღიმე და ცივი ფოლადი მუცელში შევარჭე.
საწყალი ბიჭი ტკივილისაგან დაიკვრანჩხა. ხელი უფრო მძლავრად მომიჭირა, ლამის მომტეხა. ხანჯალი რამდენჯერმე ძლიერად დავუტრიალე მუცელში და უკან ისე ამოვგლიჯე, რომ სოსაც მცოცავის მოკლულს, დამსგავსებოდა.
ამ სასაკლაოს სანახავად აქ მაინც არავინ მოვა, თუმცა რავიცი, სიფრთხილე მუდამ საჭიროა.
_რა... _ სისხლი ამოიფურთხა სოსამ, _ რა...ტომ?
ხანჯალი თოვლში ჩავდე, სისხლი გავაცალე და ჩექმაში დავაბრუნე.
სოსას სისხლი ტუჩებზე ჩამომივიდა.
_მაპატიე ბიჭო, შენ კარგი ხმალი იყავი. _ ვუთხარი ბოლოს, თუმცა მას არ გაუგონია, უკვე მკვდარი იყო.
შეიძლება ვინანო კიდეც ასე, რომ მოვიქეცი, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. ამ ბიჭთან ერთად ქალაქში დაბრუ- ნება, რავიცი მეტად სარისკო იქნებოდა, იქნებ შემამჩნია კიდეც ბრძოლის ველზე, რომ არ ვყოფილვარ. მისი მო-
45

ნაყოლი, ჩემსას არ დაემთხვეოდა და მისი სიმართლის ფიცი, მისივე მოკვეთილი ხელი იქნებოდა.
_ჰეი. _ გავიგონე ამ დროს ზურგს უკან ხმა.
ელდა ნაცემივით ამოვიგლიჯე ჩექმიდან ისევ ხანჯა- ლი და სწრაფად შევბრუნდი.
ეს იუბი იყო, ნამდვილი მგელი. სახეზე სისხლი ჩამო- სდიოდა, თავის ხმალს წმენდდა.
_ეგ შეინახე. _ თვალებით ხანჯალზე მანიშნა._ყველა მახინჯი მკვდარია.
აკანკალებული ხელით დავაბრუნე ხანჯალი ჩექმაში.
დავნებდი და დავმორჩილდი, მის წინაშე თვით რმერთებს გაუჭირდებოდათ ბრძოლა პირისპირ.
ნუთუ მომკლავს, ნუთუ ყველაფერი დაინახა?
რატომ არ მოდის, რატომ არ მსჭრის თავს. ხმალის გაწმენდა რაღას სჭირდება, გულში, რომ მაძგერებს ჩემი სისხლი, ხომ მაინც დასვრის.
იუბიმ ამასობაში ხმლის გაწმენდა დაასრულა და ქარქაშში ჩააგო.
_შენი ამხანაგი იყო?_მკითხა. _ვვინ?_ამოვილუღლუღე.
მან თვალებით სოსას ცხედარზე მანიშნა.
მგონი ამ სულელს არაფერი დაუნახავს. მადლობა დამარ, დიდებულო აშკარად მწყალობ.
46

ის სოროში იყო ჩასული, უკანასკნელი მცოცავების ამოსახოცათ, სოსა მანამდე მოვკალი სანამ უკან დაბრუ- ნდებოდა.
_კარგად არ ვიცნობდი. _ ვუთხარი და სიმშვიდე ვიგრძენი.
_დამარ გვწყალობს, ამინდი გვეშველება. _თქვა, თან ირგვლივ დახოცილ ხმლებს გადახედა. მეც მის მზერას მივყევი და მეთაურ დაედის შევავლე თვალი.
ის პირქვე იყო დამხობილი, მის გარშემო კი სისხლის- ფერი თოვლი ეფინა. გარშემო ნაჩეხი მცოცავების მთე- ლი გორაკები ედგა. ცოტა არ იყოს დამენანა კიდეც ასე- თი კაცის სიკვდილი. თუმცა ჩემი გეგმა შესრულებუ- ლად ჩავთვალე და გულში ფარულმა სიხარულმა გაიღვიძა.
_უნდა წავიდეთ. _მითხრა იუბიმ. _ შეიძლება ნებისმიერ წამს გაფუჭდეს ამინდი.
_კარგი. _ ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვუთხარი საკუთარ თავსაც.
* **
მთელი ეს თავგადასავალი, ეს მცირეხნიანი ჯოჯოხე- თი დასრულდა მეთქი ვიფიქრე. თავი არხეინად ვიგრძე-
47

ნი. იუბის ნაირი მებრძოლის გვერდით დარწმუნებული ვიყავი, რომ ქალაქშიც მშვიდობით დავბრუნდებოდი.
გამთენიისას მეთაურმა ცხენების გაშვება გვიბრძანა და ჩვენც დავემორჩილეთ. ჩემს შავ ქურანას გამოვემშვი- დობე. ყინვისაგან ფეხები დაწვოდა უკვე, ალბათ დიდ- ხანს ვერ გასტანს ამ პირობებში. ან იქნებ სტოუნვოლში ჩემზე ადრეც კი ჩააღწიოს.
ახლა მხოლოდ ერთი სანატრელიღა მრჩება, იქნებ რომელიმე გამძლე ცხენი გზად შემოგვხვდეს, თუმცა ალბათ სუყველანი მკვდრები არიან, ან სხვა სოროს, სხვა მცოცავები მიირთმევენ.
უდაბნოს ხმლებში ყველაზე მეტად ამ ცხოველები- სადმი ასეთ საზარელ მოპყრობას ვერ ვიტან.
საერთოდ კი უცნაურია ახლა ამაზე, რატომ მეფიქრე- ბა, ნახევარი დრის უკან ადამიანი მოვკალი, ახალ- გაზრდა ბიჭი, კეთილი, მოცინარი ბიჭი, თუმცა მე მაინც ცხენებზე ვფიქრობ. თუმცა რა ვქნა, რომ ადამიანებზე მეტად სწორედ ცხოველები მიყვარს.
ნახევარი დღე მივდიოდით სტოუნვოლისკენ და ნახევარი გზაც წინ დარჩა. სიმსუბუქეს ვგრძნობდი, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შინ დავბრუნდებოდი.
_რატომ დაისუ? _ მკითხა იუბიმ, როდესაც დასა- სვენებლად შევჩერდით.
48

ელდა მეცა. რაც სორო დავტოვეთ მას შემდეგ ხმა არ ამოუღია.
რას გულისხმობ მეთქი ვკითხე.
_თაგვი რატომ დაგარქვეს ნათლობაზე?
ისე შემომხედა, როგორც ჩასაფრებული მგელი თავის
მსხვერპლს შეჰყურებს ხოლმე სისხლიანი თვალებით. მისი თვალები ახლა ადვილი ამოსაკითხი გახდა. უწინ თუ ცივი და არაფრისმთქმელი იყო, ახლა შევნიშნე ის რაც კარგს არაფერს მოასწავებდა ჩემს თავს.
_რაგითხრა. მე არ ამირჩევია. _ ვუთხარი და გაღიმება ვცადე.
იუბის ჩაეღიმა.
_ხო იმათ აგირჩიეს._ მითხრა, _რატომ მაინც და მაინც თაგვი? _ ჩამაცივდა.
_სხვა ცხოველები დაკავებული იყო. _ ისევ ვცადე გამეღიმა. სხვა რა უნდა მეთქვა, ვგრძნობდი გამოცდა- სავით მეკითხებოდა ყველაფერს, მზერაც გამჭოლი და დაკვირვებული ჰქონდა.
_თაგვი ცხოველი არ არის. _ მითხრა და ისე შემომხე- და, მისი ზიზღი ცხადად ვიგრძენი. _ ის მღრღნელია, მავნებელი მღრღნელი. _ თქვა ბოლოს და უცებ გადა- იხარხარა.
მისი ეს შეკითხვები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყვე- ლებდნენ.
49

მან ყველაფერი იცის. ყველაფერი დაინახა. ან თავად მიხვდა. მის მზერაში დავინახე. ის გმირათ არ მთვლის, იცის, რომ არ მიბრძოლია, იცის, რომ ვიმალებოდი, იცის, რომ სოსა მოვკალი. იცის, რომ ლაჩარი ვარ. ახლა კი როგორც მგელი მოპოვებულ ნადავლს, მეთამაშება.
_კარგი წავიდეთ. _ თქვა და წამოდგა, ჩემს წინ წავი- და, _ თაგვო. _ მომაძახა ზურგს უკნიდან.
თაგვო..
თაგვო..
თაგვო..
მრავალჯერ გაჟღერდა ჩემს გონებაში.
გული ისე ძლიერ მიცემდა თითქოს მელაპარაკებოდა
უკვე.
თაგვო..თაგვო.. ამბობდა ისიც.
იცის, ამ წყეულმა მგელმა ყველაფერი იცის. ახლა
უბრალოდ მეთამაშება, მის ხელში ვარ, როცა უნდა მაშინ მომიგდებს ხახაში. ან სულაც ჩემი ქალაქში ჩაყვანა აქვს განზრახული. ქალაქში დავბრუნდებით და ჩემი სილაჩ- რე სააშკარაოს მოეფინება. მთავარ მოედანზე ჩამომა- ხრჩობენ, როგორც ლაჩარს, როგორც გატეხილ ხმალს, როგორც ის ბიჭი ჩამოახრჩვეს ჩემს ბავშვობაში.
თაგვო.. ძგერდა ჩემი გული, თითქოს მკერდის ამო- გლეჯას ლამობდა.
50

არ მიფიქრია რა უნდა გამეკეთებინა გადასარჩენად, ჩემი სხეული ინსტიქტურად მოძრაობდა როგორც თა- ვის გადასარჩენად გაქცეული თაგვის.
იუბი მეთამაშებოდა და ალბათ ფიქრობდა, რომ ვერ გავბედავდი, მას ვერა, მხოლოდ დაჭრილ სოსას გავუბე- დე მოკვლა, გამოცდილ ხმალს ვერ გავუბედავდი.
ოო ჩემო იუბი, როგორ შეცდი. შენი სიამაყე აი რად დაგიჯდა მგელო.
თაგვო.. გამახსენდა მისი სიტყვები, რაც კი გულში ჰქონდა მთელი ზიზღი ამ ერთ სიტყვას ამოაყოლა.
თაგვო.
ალბათ თავადაც მიხვდა.
იხვდა.
მიხვდა. რომ ცდებოდა, მაგრამ მხოლოდ მაშინ რო-
დესაც ჩემი მოქნეული ორლესურის ჩქარი, ცივი ნიავი იგრძნო მის კისერს, რომ უახლოვდებოდა.
თბილი სისხლი სახეზე შემომესხა.
სასიამოვნო იყო.
იუბის თავი თოვლში გაგორდა, სისხლიანი კვალი
დატოვა. კვალი, რომელსაც უდაბნოს თოვლი სულ მალე დაფარავდა.
მივედი, ჩავიმუხლე, სისხლიანი თვალებით შემო- მცქეროდა, ენა გადმოგდებული ჰქონდა და ამაზე გამე- ცინა კიდეც. გამოცდილი ხმალი, ძლიერი მებრძოლი იუბი, სახე მოღრეცილი შემომყურებდა.
51

_თაგვი. _ ვუთხარი მის გაშავებულ თავს, _ ალბათ იმიტომ, რომ ფრთხილია, ძალიან ფრთხილი.
და მისი სისხლით დასვრილი ორლესური მკლავზე შევიწმინდე.
თბილისი 2021 წლ



№1 სტუმარი ატბ

კარგი ნაწერია, მაგრამ რატომ გიწერია სიტყვები ტირეებით? საშინლად მოხვდა თვალს..

 


№2  offline წევრი Life is beautiful

რა კარგია ...
მაგრამ , მართლა რატომ გიწერიათ ტირეებით? თავიდან ვიფიქრე ალბათ , ტელეფონით წერდა და როცა გინდა , რომ სვეტად იყოს გამოსატანად იყენებდი , მაგრამ " თითო-თი-თოდ " ..
მერე , მეთქი რამე მორზეს ანბანი ხომ არ არის ჩადებული აზრადთქო , მაგრამ რამე შინაარსი ვერ ავაწყვე...
. )

 


№3  offline წევრი frinvela

Life is beautiful
რა კარგია ...
მაგრამ , მართლა რატომ გიწერიათ ტირეებით? თავიდან ვიფიქრე ალბათ , ტელეფონით წერდა და როცა გინდა , რომ სვეტად იყოს გამოსატანად იყენებდი , მაგრამ " თითო-თი-თოდ " ..
მერე , მეთქი რამე მორზეს ანბანი ხომ არ არის ჩადებული აზრადთქო , მაგრამ რამე შინაარსი ვერ ავაწყვე...
. )
უბრალოდ დაკოპირევული ტექსტია და ასე გადმოიტანა. ტექნიკური ხარვეზია სხვა არაფერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent