შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (23)


26-10-2021, 06:21
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 769

სამზარეულოს სივრცეში ორი თანამზრახველი იფშვნეტდა ჯერ კიდევ ვერ დაშორებული წამწამების, სანახევროდ გამოღვიძებულ უპეებს.გაზქურაზე შემომდგარი ჩაიდანი თითქოს უხვდებათო ჩანაფიქრის მზაკვრულობას და ხმაგაკმენდილი ატრიალებდა ორთქლადინებულ სითბოს ოთახში.ქარბუქმა იცვალა მიმართულება და ალაგ-ალაგ ეფინებოდა პაწაწინა ფანტელები, მიწაზე ხარბად დადებულ თოვლის თეთრ საბანს.ფანჯრიდან მოცქირალი უშტერებდა მზერას ფანჩატურის მუდამ მოხასხასე მწვანე სახურავზე ჩამოწეულ ყინულის ლოლოებს, გამომწვევად რომ იმზირებოდნენ წვეთ-წვეთობით მომავალი დნობის სიკაშკაშით.კვიციანის დიდი რუდუნებით ნაფერებ ხეხილის ტოტებს გაზაფხულის ვაშლისყვავილა სიკვასკავსე ჩაეკარგათ ზამთრის ამომავალი მზის სილურჯეში და ამჯერად თეთრად შეფერილები იფარებდნენ მოფართხალე ბეღურების, დიდ კისრებში უჩუმარ თავჩახრილობას.ფრანჩესკა ჟოლოს მურაბას ანაწილებდა თეთრ ფინჯნებში და ქვეშ-ქვეშად გადმოხედავდა ხოლმე ფერნაცვალი ეზოს ყურებით გართულის, მოღუშულ სახეს.გაღვიძება დაასწრეს მასპინძლებს. დროის სრბოლისგან დაძველებულ ფანჯრის ჩარჩოებში შემომავალმა მოზუზუნე სუსხმა, აქამდე ნაგროვები სითბო ერთიანად ამოჭამა ნუგბარს დახარბებული წუწკი ბავშვივით. ფინჯნის სიმხურვალეს შემოეჭდო თითები და ანასტასიამ ღიმილით დაუდო ჩაის მომრთმევს ქიშმიშებით ჩაშაქრული, გამომცხვარი ცომის სიტკბო.ჩურჩული სანახევროდ თუ სწვდებოდა ადრესატის ყურთასმენას და ერთამენთს დანდობილები ტუჩის სიცივეს აჩვვევდნენ ადუღებული სითხის მბწკენარე შეჯახებას.
-სილვანას იმეილი გავუგზავნე გუშინ და გვიან გამომიგზავნა პასუხი, შენ უკვე გეძინა...-სერიოზული გამომეტყველებით მიუბრუნდა შავგრემანის გემრიელად მოლუკმე პირი-სახეს...-მითხრა, რომ არ გვენერვიულა და ყველაფერს ისე გააკეთებდა, როგორც აქამდე.
-მარკო გადავამოწმოთ ყოველი შემთხვევისთვის...-ბიჭის წაკბენას თავს არ ანებებდა ფრაჩესკა და წარბაწეულმა იხელთა დრო შორს მყოფის უძლურება გამოეყენებინა, პასუხს მაინც ვერ გამცემსო...-იმედია ლორენცო მანჩინის არ შეაშინებს და გააქცევს, თორემ გეფიცები...
-ჩესა...-ერთმანეთთან აკრულ სამ თითს რომ შეეჩეხა წაწვრილებულ თვალებთან ერთად, მიხვდა ახლა ჩვეულ ლანძღვას მოჰყვება თავისი იტალიური ქარიზმით და აღტკინებითო, რასაც დიდი ალბათობით მოჰყვებოდა ტემპერამენტიანი ხმის ამაღლება და დაწყებამდე ჩაახშო მისი აფოფრილი,ჯერ-ჯერობით უხილავი სიგიჟე.
-მე დამირეკა...-თითქოს ახლა საუკეთესო მომენტი იყო საიდუმლოს გასამჟღავნებლად და მხრებაწურულმა, მოჭუტული თვალებით გაანდო ჩადენილი ცოდვის ნაშიერი გვერდით მჯდომს.მის გაკვირვებულ სახეს, რომ წააწყდა, მაშინვე თავდაცვის ინსტიქტზე გადაერთო და მოჰყვა მართლებას...-რას ითხოვ ჩემგან? ისე მკითხა იმ თავისი დიდი თვალებით, რომ ვერ მოვატყუე.
-ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ !...-მოჩვენებითი გულისწყრომით წაუქირქილა და სახეზე აფარებული ფინჯნის მიუხედავად, მაინც გამოუჩნდა აკვასკვასებული თვალების ბრწყინვალება. ფრანჩესკა მშვენივრად მიუხვდა დამალული სიხარულის ნაპერწკლებს.
-არ წავიდეთ?...-იკითხა მოუთმენლად და ინსტიქტურად მიიხედა კარის ჩარჩოსკენ...-სანამ ძინავთ, მანამ გავიდეთ და უკან დაბრუნებულები ვიტყვით რომ სულ ცოტა ხნით ვიყავით სასეირნოდ.
იდეა ენიშნა და მორჩილად დაუქნია თავი.მისაღების სივრცეში გამოჭიმულ დივანზე მიგდებულ პალტოებს ხელი დაავლეს და პაწაწინა ჰოლისკენ თვალებმოცეცეებმა ერთიანად დაიხვიეს თავსა და კისერზე უშველებელი შარფების სიგრძე.მოთრითინე თითების სიცივეს წააფარეს ხელთათმანების სითბო და შეღებული კარიდან შემოვარდნილ სუსხს შეუშვირეს ცხვირი ვერ შეშინების წინაპირობად.მუხლებამდე ამოსული ჩექმის ტყავმა იმარჯვა, ხარბად წამოწეული თოვლის სიმაღლე ვერ სწვდებოდათ სიცივით დასამუქრებლად და ხელი-ხელ გამოხვეულებმა გაიარეს გზა ჭიისკარამდე.როგორც იდეით შეპყრობილებსა და ჩუმად გამოპარულებს შეეფერებათ, თვალები შიშით მოუჭუტეს ძველისძველი, რკინის ჭიისკრის საცოდავ ჭრიალს და პატარა ბავშვებივით ანცობას აყოლილებმა გაირბინეს მოტკეპნილი შარა გზის გასწვრივ ამართული კვიციანების ღობე.სამშვიდობოს თავდაგულებულები მოჰყვნენ თამამ საუბარს და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ კითხულობდა ფრანჩესკა კიდევ დიდი გზა დაგვრჩა თუ არაო.
არ იყო დიდი გზა დარჩენილი, სიმართლე რომ ითქვას ოც წუთიანმა წუწუნმა შედეგი გამოიღო და სხვა ქვეყნის შვილის წინ აისვეტა ერთიანად ამაყად მომზირალი, თოვლის ანარეკლზე კიდევ მეტი სინაცისფრით შეხასხასებული შენობის სიზვიადე. ჯანაშიამ თვალი მოატარა ერთიანად გადათეთრებულ ეზოს და მოჯადოებულივით წინ წასულმა გაათვიცნობიერა, რომ ზამთარმა დარია ხელი მოგონებების სიღაჟღაჟეს.არ იცოდა ეს ჯერ კიდევ სანახევროდ ამომავალი ცივი მზის შუქის ბრალი იყო თუ ზამთრის თავგასულობის, თუმცა ფაქტია მისი პეტუნიები, ტბის პირას თავისუფლად მიშვებული ბალახის სიხასხასე, დეკორატიული ხეებით გაშენებული ბაღის მშვენიერება და მსხმოარე ხეხილის ჩაშაქრული ნაყოფით გამოწვევა ახლა დაფარული იყო სქელი სითეთრით. გულისგამაწვრილებელ შელოცვას მიყოლილი აღმოჩნდა მთელ სიგრძეზე ამოჭრილ, კაკლის ხისგან ხელით ნათალ, უზარმაზარ კართან და ყოყმანით მიაწვა ურდულის სიმძიმეს.იმედები გაუმართლდათ ერთი მიზნით შეპრყრობილებს და ნაბიჯი წადგეს სიჩუმის სიბნელეში.ჩამი-ჩუმი არ ისმოდა გამოცარიელებულ კელდებში, სანამ ფრანჩესკამ არ იჩურჩულა "ვერასდროს წარმოვიდგენდი სასტუმროს ხსენებისას, ამხელა შენობას თუ გულისხმობდიო' და ექო დაუბრუნა სამაგიეროდ, გამოცარიელებული კედლების აკუსტიკამ.ჯანაშია შიშით მოუბრუნდა და ტუჩზე საჩვენებელი თითის აფარებით ანიშნა ჩუმად იყავიო. კიბემდე მისულები შეჩერდნენ.მოაჯირს ხელისგულით დაყრდნობილი ჩაფიქრდა და თავისი საქციელის სისწორეს ჩაუკვირდა. აქამდე მოსულს ის სულ არ გაუთვლია უკან როგორ წავიდოდა შეუმჩნევლად და საფეხურებს თვალებაწებებულმა შეიცადა, უკან დასაბრუნებული გზის მოსატოვებლად.
-სად მიიპარები ქალბატონო?...-საფეხურებს ამცდარი ადგილზე შეახტუნა გამყინავი ხმის ექომ, ცარიელ სივრცეში რომ დატრიალდა.ღრმად ჩაისუნთქა, რომ რაც შეიძლება უდარდელად მობრუნებულიყო...
-არ მეგონა ისევ აქ თუ იქნებოდით...-ბიბლიოთეკის მარცხნივ, მთელი კედლის გაყოლებაზე გასავლელ ჰოლს მოავლო თვალი და ნაცნობი ფიგურა დალადა სიბნელეში. მხრები აიჩეჩა და ხმას შემოუძახს ამჯერად არ გაიბზაროო.
-რა საინტერესოა...-დაიმცინავად ააციმციმა თვალები და მკლავებგადაჯვარედინებული მოჰყვა ცინიზმის ფრქვევას...-მოხვედი, ეზოში დაყენებული მანქანა ვერ შეამჩნიე.კარიც ღია დაგხვდა და მაინც, ვერ წარმოიდგინე რომ აქ ჯერ კიდევ ვიქნებოდით?...-პასუხს ელოდა და ერთ ადგილზე გაჯგიმული არ აპირებდა უხერხულობისგან დანდობას.ცალყბად გადახედა გაკვირვებული უცნობის ფიგურას და ისევ ანასტასიას მიუბრუნდა კითხვის ნიშნებით.
-კარგი!...-ფარ-ხმალი დაყარა და გადაწყვიტა ეს სიჩუმე დაერღვია...-არ დავბრმავებულვარ, მივხვდი რომ აქ იყავით, მაგრამ მეგონა ჯერ კიდევ გეძინათ და ზედა სართულიდან მილას კაბების წაღება მინდოდა...-მოხერხებულად სცადა თავის დაძვრენა,მაგრამ ბიჭის გამომეტყველებას რომ წააწყდა, მიხვდა არ გამოუვიდა.
-სხვა დროს წაიღე!...-უკან არ დაიხევდა ბაჩუკი, ამ ფაქტმა კიდევ მეტად აღაშფოთა და რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც აიძულებდა თავისი სითავხედის მასშტაბი შეემცირებინა...-საერთოდ აღარ შეგრჩა ფიქრის უნარი? დემეტრე მაღლაა, არ ვაპირებ შენი ნახვით, მისთვის კიდევ ერთხელ გულის ტკენის საშუალება მოგცე! ამას შენითაც უნდა აანალიზებდა, მაგრამ რადგან არ ცდილობ, მე მოგეხმარები.
-ასე უხეშად როდის მერე ლაპარაკობ?...-ის გამოხედვა დაიჭირა, გუშინ რომ გული ჩასწყვიტა კვიციანების მისაღებში. ახლაც ისე უცქერდა ბიჭი, როგორც ყველაზე ბინძურ და აუტანელ არსებას და ძალიან მოუნდა ბოლო ხმაზე დაყვირება, ეს მე ვარ და ისევ ის, ვისაც ადრე ემასხარავებოდიო...-მე შენთვის არაფერი დამიშავებია, მითუმეტეს ისეთი რომ ასეთი ტონით და სახით მელაპარაკო!
-როგორც ჩანს მე და შენ სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ...-მკლავებ დაშვებულმა, მისკენ მოზომილი ნაბიჯებით წამოსულმა, წარბშეკვრით ამოილაპარაკა და ბრაზის გორგალი აუქარიშხლდა თავის ქალაში...-შეიძლება მე ვცდები და უბრალოდ სიზმარში ვნახე როგორ მიატოვე ჩემი მეგობარი, ხელის სათხოვნელად დედამისისგან წამოღებული ბებიის ბეჭდით ხელში...-ჯანაშიას ხმა ჩაუწყდა, მუცელში დაიკარგა გამბედაობის მოსაკრები ძალა და კისერში გაეჩხირა სიტყვების ბურთი...-მითხარი თუ დამესიზმრა და ბოდიშსაც მოგიხდი, არ გინდა?
-კაბებს ავიღებ და წავალ...-გაგულისდა და გაკაპასდა, თავდახრილმა გადაყლაპა საპასუხო ღვარძლი, წამიერად გადახედა სიტუაციაში ვერ გარკვეულ ფრანჩესკას სახეს და ჩუმად მიუბრუნდა კიბეებს. საფეხურის ავლაც ვერ მოასწრო ისე დაეჯაჯგურნენ მაჯაზე. შიშატანილი მოუბრუნდა გაცეცხლებულს, ერთიანად რომ ცდილობდა მის შეჩერებას.
-არსადაც არ ახვალ!...-ყვიროდა, თითქოს სხეულში ეშმაკი შეუჩნდაო, ისეთი გაცოფებით ეჯაჯგურებოდა მაჯაზე. უკან ამომდგარ, მის სვიტერს ჩაჭიდებული გოგოს სიმძლავრეს და უცხო ენაზე წამოყვირებულ სიტყვებსაც არ აქცევდა ყურადღებას.არადა ცდილობდა ფრანჩესკა, სიტუაციაში ვერ გარკვეული უფრო მეტად ძრწუნდებოდა, მეგობარს ხაფანგში მომწყვდეულს რომ აწყდებოდა და გააფთრებით ცდილობდა გუშინდელი უსიამოვნების ავტორი მოეცილებინა აკანკალებულისთვის...-ჯანაშია არ მინდა უხეშად მოგექცე! ჩამოდი ძირს და წადი სახლში მშვიდობიანად!...-ღრიალებდა და ვეღარ იგებდა ვისთვის მიეხედა, მის უკან მდგარი ამორძალისთვის თუ კიბეზე გაჩხერილი თავის ტკივილისთვის...-დემეტრე გაიგონებს და კიდევ ერთხელ თუ დაგინახავს, ისევ მოუწამლავ ცხოვრებას.ყველაფრის მიუხედავად ერთხელაც კი არ უხსენებიხარ ცუდად, ეს მაგიჟებს! ამიტომ ჩამოდი ამ დაწყევლილი კიბიდან!
ვერ გეტყვით რისი ბრალი იყო, თოვლში გამოვლილი ათობით ნაბიჯის, ჩექმის ძირებს აწებებული ყინვის თუ პირდაპირ მუცელთან პალტოზე ჩაჭიდებული ხელების.იქნებ ფრანჩესკას წივილის და ჯაჯგურის, შესაძლოა ვერ შეკავებული თავისაც.კიბის ზედა საფუხერზე გაჩხერილი ბერაიას სახეც ხომ უნდა დაენახათ, ერთიანად რომ ჩამოერბინა მეორე სართულიდან და შესწრებული სანახაობით გაოგნებული რომ ვერ ზომავდა ტონს, ისე იყვირა ხომ არ გაგიჟდი, ხელი გაუშვიო. ვერ გაიგებდით მოვლენათა ერთმანეთში აღრევას თუ თანმიმდევრობას აბრალებდა სიტუაციის სიმძაფრე ყველაფერს, ფაქტი მხოლოდ ის იყო, რომ ვერ შეკავებულმა თავმა და ბერაიას ხმაზე შეძრწუნებულმა ნაბიჯის უკან დახევამ გაუთავისუფლა ადგილი ჯანაშიას. ფეხაცურებულმა მხოლოდ ის მოასწრო კიბის სახელურისთვის მცირედად მაინც წაეტანებინა ხელი და საფეხურზე დაცემის სიმძლავრემ წამიერად დაუფარა ყურთასმენა.მხოლოდ დაბურულად შეავლო თვალი, როგორ გახევდა მის წინ მდგომი ბაჩო ადგილზე, ფრანჩესკას შეძახილი ჩაინთქა უკუნეთ კუნჭულში და მასთან დახრილი ბერაიას ხელისგულები მისწვდა მუცლის კიდეებს. გაფართოებული გუგებით და აჭარხლებული სახით, სიგიჟის პირას მყოფმა იჩურჩულა რაღაც, მაგრამ ანასტასიას არ გაუგია.მხოლოდ ეს იყო, რომ მიხვდა იქ შიგნით, სულ პაწაწინა ჩიტისფრთა ფეთქვასთან ყველაფერი კარგად იყო და ამდენხნიანი შეწყვეტილი სუნთქვა აღდგა, თვალებს დაუბრუნდა სიცოცხლის სხივი და გადაფითრებულმა სახემ დაუთმო ადგილი სიმშვიდეს.
-კარგად ვართ, ყველაფერი კარგადაა...-ძლივსგასაგონი ჩურჩულით ამოიხრიალა და თვალებაკვასკვასებულმა ახედა მის თავთან დახრილს, გაცოფებულს და ძრწოლა ატანილს, ასე თავგანწირვით რომ ეძებდა მისი პასუხის დამადასტურებელ საბუთს, თავი დაუქნია უფრო მეტი დამაჯერობლობისთვის...-ჩესა კარგად ვარ!...-ხმამაღლა ამოთქვა, სიტუაციის განმუხტვის მიზნითაც და კიბის საფეხურთან მდგარის ამღვრეული თვალების საჩაშოშმინებლადაც.
-ანასტასია ჯანაშია, აქ რა გესაქმება? ...- წამოდგომაში რომ მიეხმარა და მეგობრის არეულ გამომეტყველებას წააწყდა, თავადაც დაისერიოზულა ტონი და წარბები შეიკრა სიბრაზის დასტურად...-მე მეგონა მილანში ბრძანდებოდი! როდის ჩამოხვედი?...-ხელები გადაიჯვარედინა და ერთხელ კიდევ შეათვალიერა კიბის საფეხურებს ჩამომცდარი, გვერდით რომ ედგა ჩაშოშმინებული ფრანჩესკას, ამჯერად გაბადრულ სახეს.
-მანოს ამბავი რომ გავიგე ჩამოსვლამ მომიწია...-უხერხულად შეიშმუშნა და პალტოს გადამცდარი შალის თავსაფარი შეისწორა, მისი მზერის არსს ჩამწვდარმა...-არ მეგონა ასე დილაადრიან თუ გეღვიძებოდათ და სანამ სასტუმრო ღია მეგულებოდა, ჩუმად ვაპირებდი მილას დარჩენილი კაბების წაღებას...-ბაჩოს მიუბრუნდა, თავისი უსაზღვრო ბრაზის მიუხედავად, წამების წინ მომხდარის ანალიზით რომ ჯერ კიდევ შიშნარევად ათვალიერებდა ფეხზე უეცრად წამომხტარის მდგომარეობას.
-შეგეძლო ზურაბისთვის გეთხოვა, მასაც აქვს გასაღები და როცა აქ არავინ იქნებოდა მაშინ მოსულიყავი...-ამოთქვა შედარებით ჩაჩუმებული ტონით და თავით ფეხებამდე აათვალიერა მეგობარი, გოგოს რომ ააწება თავისი სფეროები...-მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ მე ვარ შენი გაქცევით აღშფოთებული...-წარბი ასწია და ნიშნისმოგებით მიმართა დემეტრეს, ხმადადუმებული რომ საერთოდ არ ასხივებდა იმ ბრაზს,აქამდე ასე თავგამეტებით რომ ცდილობდა ბაჩუკი აცილებას.
-მან თავისი არჩევანი გააკეთა!..-გონზე მოსული მიუბრუნდა, ახლა პირველმა დარტყმამ გადაიარა და დალაგებული გუნებით მოძებნა პასუხი...-ხელების შლას და ჯაჯგურს ხომ არ დავუწყებ?...-ბრაზი აქ იყო, გადაჯვარედინებულ მკლავებსა და ანთებულ სინაცისფრეშიც, მაგრამ ვერ ხვდებოდა ბაჩუკი მისკენ მომართულს რატომ გავდა ეს ტონი...
-როგორც ვხედავ მაინდამაინც არ უდარდია თავისი გაკეთებული არჩევანით ვინ როგორ დაზარალდა!...-თქვენ გგონიათ სურდა ასეთი უხეშობა? არაფერიც! თავადაც ვერ ხვდებოდა საიდან მოდიოდა ამხელა ბრაზი, გაცრუებული იმედებიდან და ადამიანის ვერ შეცნობით გამოწვეული დაბნეულობიდან, თუ მეგობრის სისუსტესთან შერკინებისგან...-თავად კი არის კარგ ფერზე მოსული და დემეტრე ბერაიას თავში ქვა უხლია!...-განვლილი დღეები იყო ღვარძლის მშობელი. მეგობარი ხომ იმ ამბიდან მოყოლებული არიდებდათ თავს. ხან არ ეცალა, ხან სახლში არ უხვდებოდათ გასამხნეველბლად მისულებს.სოფიოს სულ ერთი პასუხი ჰქონდა, სახლის ასაშნებლად საჭირო მასალებზე დარბისო და ეს კიდევ მეტად უწურავდა გულს ბაჩუკის. მხოლოდ ბერაიას კი არ დააკარგვინა ჯანაშიამ ძვირფასი ოცნებები, ბავშვობის მეგობარი წაართვა ბაჩოსაც.
-იტკინე რამე?...-აშკარა იყო, ჯანაშიასგან განსხვავებით მას რომ ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა წუთის წინ მომხდარი და წელზე ხელისგულ აკრული რომ წაიჭირა, მაშინვე მოუთმენლად ჩაეკითხა კიდევ ერთხელ ცივად.
-არაფერია...-გველნაკბენივით მოიშორა თავისი ვერ დამორჩილებული ჟესტის ნაშიერი...-როგორც ვთქვი, ყველაფერი კარგადაა...-დამარწმუნებელი იყო მისი ტონიც და გამოხედვაც. ერთიანად გაღიზიანებულმა რომ ესროლა პირდაპირ სახეში.
-წაიღე კაბები...-მშვენივრად მიუხვდა თავისი ტონის მნიშვნელობას და გვერდზე გაწეულმა ცივად ამოთქვა...-გზას შენთვითონაც გაიკვლევ.
ადგილს მიყინულმა დაბნეული გამომეტყველება მოიშორა და თავაწეული დაიძრა განთავისუფლებული ადგილის შესავსებად.უკან მიყოლილმა ფრანჩესკამ უცნაურად შეათვალიერა დემეტრე ბერაია და დაელოდა წინ მიმავალის შემდეგ ნაბიჯებს. გათანაბრებულმა იგრძნო მისი სქელი,ნაქსოვი სვიტერიდან მომავალი ძვირფასი პარფიუმის სურნელი. ეს მისი იყო, მის თავს რომ ახსენებდა სითბოს დახარბებულს და თვალებზე მოწოლილმა ცრემლმა ჩაუმწარა უპეები.გვერდით იყო, მაგრამ ვერ შეეხებოდა და ამიტომაც დატოვა მანძილი გვერდის ავლისას, წამიერადაც არ უნდა შეხებოდა, თორემ თავშეკავების დიდი ლიმესი დაიწყებდა რღვევას, თავზე ჩამოექცეოდა ამდენხნიანი მოთმინების დიდი ციხე-სიმაგრე. საწყალობლად ავლილი საფეხურები ამაყად გალია და მესამე სართულის გუმბათთან მიახლოებულმა ვეღარ იპოვა ძალა, ხელი ჰკრა კარებს და პირზე აფარებული ხელისგულით ჩაიდუმა სლუკუნისას აღმომხდარი პაწაწინა ხმები.გადაფითრებული ფრანჩესკა ჩააფრინდა მკლავებში და შეშლილი სახით დააკვირდა თავდახრილის ბავშვურ ცრემლის ფრქვევას, რომ ვერ მიუხვდა საიდან მოდიოდა ამხელა ემოცია თავს ძალა დაატანა და შეშფოთებით უჩურჩულა კითხვის ნიშნების გასაქრობად.
-მეტკინა...-ამოიკნავლა საცოდავი ხმით და შეურხევლად დააკვირდა როგორ მოუსინჯა მეგობარმა პალტოს შიგნით ერთიანად იატაკის სიცივეს დახეთქებული წელის არეები.თითქოს ასე შეძლებდა იმის გაგებას ნამდვილად კარგად იყო თუ არა.
-გინდა საავადმყოფოში წავიდეთ?...-საკუთარ საქციელს ჩაკვირვებული გაუბრაზდა გულუბრყვილო ქცევის ინსტიქტურობას და ახლაღა გაანალიზა ხელით მოსინჯვით რომ ვერაფერს გაარკვევდა...-ზურაბს ვთხოვოთ და ვიტყვი რომ მე ვარ ცუდად.
-არა, ექიმთან რომ შემოგვყვეს მერე რას ვიზამთ?...-თითის ბალიშებით მოიშორა წყლის წვეთები, წვიმასავით რომ გადმოეპარა ჯებირებიდან...-ჰორმონების ბრალია ემოციურობა. უბრალოდ დავეცი, გადამივლის...-გულაჩვილებას შეეშვა და სახის დასერიოზულებას შეეცადა ერთიანად მოტეხილი.მეგობარი რომ ვეღარ ჩააწყნარა, მსუბუქად გაუღიმა და მხარზე მიეფერა, მასზე გულშემტკივარს...-მაპატიე, ტყუილად გაშინებ. ბავშვი კარგადაა, ტკივილი კი გადაივლის.
-რა ლამაზი ოთახია, ანა...-საუბრის სხვა თემაზე გადატანა სულაც არ შედიოდა მის გეგმებში, თუმცა გამჭივალე ფარდებიდან შემომავალ მბჟუტავ სინათლეზე დანახულმა სივრცის სიმრგვალემ და ავეჯის სიძველემ, თვალებში ადგილი უცვალა იტალიური თავქარიანობის ნაშიერს აღფრთოვანებად...-ესაა დედაშენის ოთახი?
-ნახე...-ძველი კარადის შეღებული სივრციდან გამოიკვეთა, საკიდზე მოფრიალე სარაფნის ნაჭრის სიგრძე. კოპლებით დაფარულ სილაჟვარდისფერეს მართალია, მხოლოდ სისუფთავის სუნი ასდიოდა, მაგრამ ანასტასიამ ხომ იცოდა ოდესღაც მისი გულის პატრონს რომ ეკუთვნოდა ამ კაბის საყელო.ფრანჩესკას გაშეშებულ სხეულს წასცდა მოწონების შეძახილი და მაშინვე იშვა ახალი კითხვა.
-მართლა მოგაქვს ეს კაბები?...-ეჭვნარევმა აბურდულობამ იფეთქა საძინებელში და გაწვდილ ხელისგულში მოიქცია სახელო...-ეს ხომ მისი ოთახია? მისი ნივთებითაა სავსე...
-არა, ვიტყვი რომ გადავიფიქრე და მარტივად მოვიშორებ არამკითხე მოამბეს თავიდან...-გამბედაობამ წადგა მის თავის ქალაში ნაბიჯები, სრული სვლით წინ და ჯანაშიას სახე გაებადრა მილას სიახლოვის შესაგრძნობად ერთადერთ საშუალებასთან ყოფნით...-ცოტა ხნით ჩამოვჯდები კარგი?...-მუცელში დავლილმა შეგრძნებამ მოუქუფრა სახე, მაგრამ თავს უფლება აღარ მისცა შეეშინებინა, ისედაც მისი პრობლემებით შეწუხებული მეგობარი.
-ბიძაშენს დავურეკოთ და ვთხოვოთ მოგვაკითხოს...-შეთავაზემ გაიჟღერა თავშეკავებით და მის გვერდით ჩამომჯდარმა ჩაბღუჯა ხელთათმანისგან გათავისუფლებული თითების ყინვა.
-არა!...-იუარა ზრდილობიანად და მარტივად მოუჭრა გზა...-იქნებ ჯერ არც კი გაუღვიძიათ და ისე დავბრუნდეთ, საერთოდ ვერ გაიგონ.
საუბარი შეწყდა მას შემდეგ რაც კიბეებიდან მომავალმა ხმამაღალმა ნაბიჯებმა და კამათმა გაარღვია სივრცე.კარს თვალებით მიწებებულებმა დაინახეს ბერაიას ასვეტილი ფიგურა, სახემოღრუბვლით რომ უცქერდა ჯანაშიას და უკან ამომდგარი ბაჩოს სისინს ყურადღებას არ აქცევდა.ელოდნენ ახლადშემოსწრებულები როდის განმარტავდნენ აქ მოსვლის მიზეზს და ყველასდა გასაკვირად პირველი წინადადება უცხო ენაზე გამოითქვა.
-დიდი სიამოვნებით ვუთავაზებდი სახეში, გაშლილ ხელს...-ხელებგადაჯვარედინებული ფრანჩესკა ირონიულად იღიმოდა და სიმწარე მოდიოდა მისი ბრძოლისთვის შემზადებული სხეულის დგომიდან. ჩაღიმებულ ანასტასიას ყურთასმენას მისწვდა ნაცნობი ბარიტონი.
-ეზოში მანქანა არ დგას, აქამდე ფეხით მოხვედით...-დასკვნას უფრო გავდა ვიდრე შეკითხვას, მისი მკაცრი ნაკვთებიდან მომავალი აურა ძვალ-რბილში რომ ატანდა...-ბაჩო მიგიყვანთ სახლამდე...-გაფართოებულ გუგებს რომ წააწყდა ბიჭის სახეზე, ისევ იჩინა თავმოყვარეობამ.
-არაა საჭირო...-ირონია აჯახა და ფეხზე წამოიმართა. კარადაში დაბრუნებული, კაბიანი საკიდი თავის ადგილას დაიგულა და ხელზე წამოცმული ხელთათმანების დაკვირვებისთანავე, მისკენ წასული შეჩერდა წამიერად...-ფრანჩესკას შეიძლება შუა გზამდე შემოაკვდეს ამ გამომეტყველების გამო...-მხარი გაკრა ბაჩოს და ნაბიჯების ხმაზე მიხვდა, მეგობარიც რომ მიყვა უკან.
ყურადღება არ მიუქცევია, თითქოს ვერც მისწვდა ოდესღაც მეგობრად დაგულებული ბიჭის სიტყვები "რომ კითხო კაბების წასაღებად მოვიდაო", ისე ჩაიარა გულაჩქარებულმა კიბეები.ხელკავგამოდებულები მოშორდნენ სასტუმროს და სოფლის შარას შემდგართ, წამითაც აღარ დაურღვევიათ სიჩუმე კვიციანების სახლამდე. მხოლოდ ჭიისკარს მიღწეულმა ჯანაშიამ დაწვა გაუთქმელობის პაქტი და შეძლებისდაგვარი მხიარულებით მოუბრუნდა ფრანჩესკას შეთავაზებით, ცხელ შოკოლადს მოვადუღებ და ბუხარი დავანთოთო.
შესასვლელთან დატოვებული, დათოვლილი ფეხსაცმელები და მომხდარის გაანალიზებით დარჩენილი შეგრძნებები ცის მოქუფვრას შეატოვეს.მისაღებში შეჭრილები მიხვდნენ რომ არც ბუხრის დანთება მოუწევდათ და კვიციანებსაც კარგა ხანია ეღვიძათ, იმის გათვალისწინებით რომ ბუხრის გვერდზე აზიდული, მოწნული კალათიდან იმზირებოდა ნესტიანი შეშა, ხოლო ჩამუხლული ზურაბი ფიჩხების დაწვით მოგროვებულ ნაკვერჩხლებზე ადებდა ნაპობის სიმძიმეს, ასაგუზგუზებლად. ახლადმოსულებს კითხვის ნიშნები ააწებეს და ჯანაშიამ სულ მარტივად დაიძვრინა თავი უხერხულობისგან.
-ადრე გაგვეღვიძა და საუზმის შემდეგ გადავწყვიტეთ ცოტა გაგვესეირნა სუფთა ჰაერზე...-ელიკოს შეშფოთება ჩააშოშმინა და ხელიდან წამძვრალ ხელთათმანებს, სასხვათაშორისოდ მიაყოლა უდარდელობა...-თოვლმა გაგვიტყუა დილაადრიან.
-რადგან უკვე ისაუზმეთ, შემიძლია შემოგთავაზოთ კარალიოკის და ატმის ჩირი...-ლოყებაწითლებულებს რომ დააკვირდა მიხვდა კარგა ხანს იბოდიალეს ყინვაშიო და დამატებით განუცხადა...-ლიმნიან ჩაის და თხილის ჩურჩხელებსაც მოგართმევთ, სანამ ზურიკო ცეცხლს დაანთებს.
-ზურა აქ იყო ვინმე მოსული ჩემი წასვლის შემდეგ?...-ახლა მარტოდმარტო დაიგულა ბიძამისი და ინტერესიანი ჩურჩულით ჩაეკითხა, სამზარეულოში აფუსფუსებული ელიკოსგან შორს მყოფს...-ჟურნალისტი ან სულაც იურისტი.ნებისმიერი ვინმე, უცნაური შეკითხვებით?
-ჩვენთან არა...-ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა და წამიერად თითქოს გონება გაუნათდაო, დარწმუნებით გაიხსენა მისი წასვლიდან ერთი თვის თავზე მომხდარი ინციდენტი...-მაგრამ სასტუმროში იყო მოსული ვიღაც ბიჭი, იმ პერიოდში დემეტრე და ბიჭები რომ თბილისში იყვნენ.
-არ უთქვამს ვინ იყო? ან ვისგან იყო?...-კითხვები დააყარა წინ წამოწეულმა და თვალები აენთო ინტერესით...-რისი გაგება უნდოდა? რატომ ჩამოვიდა? ბერაიას კითხულობდა?
-შენ წარმოიდგინე არა...- მომავალი საუბრის ხანგრძლივობას ჩამწვდარი ერთიანად მიენდო იატაკის სიცივეს და ფეხმორთხმით მჯდარმა აუხსნა სიტუაცია...-შენ გკითხულობდა...-ჯანაშიას შეცვლილ გამომეტყველებას მიყოლილმა ჩურჩულით განაგრძო...-იმ კაცის წარმომადგენელი ვარო, ავთო მესხის.
-ვისთვისაც ბერაიას უნდა მიეყიდა წილი ხომ?...-პასუხი თავად მშვენივრად იცოდა, ოღონდ დაზუსტებას ცდილობდა...-ბერაიამ რა თქვა, რომ გაიგო ვიზიტორზე?
-სიმართლე გითხრა მისთვის არ მითქვამს...-ხელები გაასავსავა კაცმა და შეცბუნებას წააწყდა თუ არა, მაშინვე დამაჯერებლად განმარტა მიზეზები...-ტასო, თავს ნუ მოვიტყუებთ! მაინდამაინც ლამაზად არ გამოიყურებოდა შენი საქციელი და ვერ გავბედე მისი სახის წინ შენი სახელის ფრიალი.მითუმეტეს ის ბიჭი მარტო შენ გკითხულობდა, აინტერესებდა სად იყავი, სტატიის გამოქვეყნებასთან რაიმე საერთო თუ გქონდა და შენთან გასაუბრებას თუ მოახერხებდა...-ჩაეკითხნენ და მარტივად ახსნა...-ვუთხარი რომ ყველასთან გაწყვიტე კონტაქტი. რაც შეეხება სტატიას, არ დამიმალავს რომ მიხეილ ფანჯიკიძეს იცნობდი, მაგრამ ისიც ავუხსენი, რომ შენ არ შეგიკვეთავს გამოქვეყნება.
-ვეღარ ვხვდები უკვე, რომელი უკეთესია...-დივნის საზურგეს მიყრდნობილმა თავისთვის ამოიხრიალა...-გაიგონ რომ მე შევუკვეთე და ბოლოსდაბოლოს დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი, თუ ეგონოთ ქეთევანმა თვითონ მოიძია ინფორმაცია და მე არაფერ შუაში ვარ.
-სიმართლე ტასო...-ზურაბმა თვალი მიაყოლა სამზარეულოსკენ მიმავალ ფრანჩესკას და გოგონასთან მარტოდ დარჩენილი მიჩოჩდა მისკენ. თითებზე წავლებულ ხელისგულს ასდოდა მამა-შვილური დარიგების მოლოდინის სურნელი და ტასო გაინაბა...-რაც არ უნდა მწარე იყოს ან მახინჯი.რამდენადაც არ უნდა გრცხვენოდეს შენი საქციელის ან მისი შედეგების, ყოველთვის უკეთესია სიმართლე თქვა და გამოჩნდე. მარტივია ყველაფერს ცეცხლი წაუკიდო, დაამსხვრიო და დალეწო, მერე ადგე, გაიქცე, დაიმალო. მაგრამ მხოლოდ ძლიერ,კეთილშობილ ადამიანებს შესწევთ უნარი პასუხი აგონ თავიანთ ქმედებებზე,აღიარონ რომ შეცდნენ და პატიება ითხოვონ...-შეფარვა იყო მთელი ეს მონოლოგი, სულ სხვა რამეზე მიანიშნებდა და მშვენივრად მიუხვდა ჯანაშია ქვეტექსტს...-შენ კარგი ადამიანი ხარ და შესაფერისად მოქცევა უნდა შეძლო!
-დამიჯერე ზურაბ...-მისკენ გადაიხარა და თავშალი ჩამოეფარა მუცლის კიდეებზე.ანთებული ათინათით შესცქეროდა კაცის თვალების მომლოდინე სფეროებს და დარწმუნებით გაანდო შენახული საიდუმლოს სიმძიმე...-ეს არც შურისძიების გამო გამიკეთებია და არც საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად.არც გაქცევით ვამაყობ და არც ჩადენილის შედეგებით. ეს ზუსტად იმიტომ გავაკეთე, რომ სხვა არ დაზარალებულიყო და მოვა დრო, როცა ყველა მიხვდება მიზანს.
-უბრალოდ სასეირნოდ არ ყოფილხართ, ხომ ასეა?...-დინჯად ჩაეკითხა და ამ დიალოგით გულმიცემულმა იმედოვნა ახლა მაინც იტყვის სიმართლესო...-სასტუმროში იყავი და ნახე!...-ჩააჯინდა და არ მოეშვა მის გულისფანცქალს,მოტეხა მისი უდრეკობა.
-ბაჩუკის რეაქციით თუ ვისმჯელებთ, მარტივად წარმოვიდგინე, სხვები როგორ გულითად შემხვდებოდნენ, საშუალება რომ ჰქონდეთ...-მწარედ ამოილაპარაკა, ამ პასუხით გასცა თავიც და დანებდა სიმართლის მოთხოვნას კაცის მხრიდან. გასაგრძელებლად მომზადებულს ეცა ჯიბეში აწკრიელებული ტელეფონის ხმა და განათებულ ეკრანს დაშტერებულმა მოიხადა ბოდიში...-სასწრაფოა და უნდა ვუპასუხო ზურიკო...-ოთახისკენ წასულის ახმაურებული მობილურის ხმა მანამ ისმოდა, სანამ საძინებლის კარი არ მოიხურა.მამასახლსი ისევ ბუხარს მიუბრუნდა და ამჯერად უკვე აგიზგიზებულ ცეცხლს აგემა ახალი ნაპობის სიმძლავრე.
საძინებელის კარი უეცრად შეიღო და მოშიშვლებულ კანზე აფარებულ კაბიანს აღმოხდა შეკივლება.სახის დანახვისთანავე დაუმშვიდა ერთიანად შეძრწუნებული ნაკვთები და შემოსწრებულმა გველნაკბენივით მიხურული კარი ჩარაზა.ნელი ნაბიჯით წასულმა მოაშორა ნაჭერი და გამომცდელად დააკვირდა წელის არეს, ჯერ თითქოს ვერაფერი შენიშნა, მერე სულ მცირედად გამოკვეთილ სილურჯეს წაავლო თვალი და დაიჯერა, ეს მხოლოდ ჩვენი შეშინებისას გამრავალფეროვნებული წარმოსახვის ბრალიაო.თავად ანასტასიამაც დაამშვიდა მეგობრის შეშფოთება და ამოცმულ, სქელ შავ შარვალზე გადაიცვა მუხლებამდე მწდომი, სქელი, ორი ზომით დიდი კაბა.შალმოხვეული გამოეცხადა მისაღების პატარა მაგიდაზე დალაგებულ ნუგბარსა და ცხელ ჩაის.უკვე ელიკოს გვერდით მოთავსებული ფიგურა განიხილავდა როგორ წამოიყვანდნენ მანოს საავადმყოფოდან, თავისთავად მოაყოლა თემას სამ დღეში მილანში დაბრუნების აუცილებლობა და დაპირდა იმაზე ხშირად დაგირეკავ, ვიდრე აქამდეო. მაინდამაინც არ ეპიტნავებოდათ კვიციანებს, ისევ შემოჩვეული სითბოს ხელიდან დასხლტომა, თუმცა რა უნდა ექნათ, თავზს ზემოთ ძალა აღარ ეგულებოდათ და სიჩუმით მიენდნენ მოვლენათა მსვლელობას.
ორი დღის წინ გამოჩენილ, უეცარ სტუმარს თან მოჰყვა შავგრემანი გოგონა და კვიციანი ცოლ-ქმარი. შეგრძნებებისგან აღაჟღაჟებული მანო ათას მადლობას უხდიდა თეთრ ხალათში გამოწყობილ ექიმს და ჰპირდებოდა, თავს აუცილებლად გავუფრთხილდებიო. წამლებ ჩამოწერილი, დიეტა შედგენილი და ჩიტივით ფეხზე წამოფრენილი ტოვებდა წამლის სუნად ქცეულ თეთრ კედლებს.მანქანაში ჩამსხდრები მხიარულად ხვდებოდნენ მანოს დაჟინებას, სახლში მისვლისთანავე უნდა დაგიცხოთ ხაჭაპურები და ამ გოგონას გავასინჯოო, უთითებდა ფრანჩესკაზე.წინ დამჯდარი ელიკოს, მეუღლეზე აწებებული მზერით შეგულიანებულმა მანომ, ფრთხილად გააპარა ხელი გვერდით მჯდომის მუცლისკენ, ქალის ანცობით გართულმა ჯანაშიამ გაწელა ტუჩის კუთხეები და თითის ბალიშებით მილამუნა შემომჭკნარ ხელისგულს.
-მანო, ზურაბს თივა ჩამოჰქონდა საბძელის ზემოდან საქონლისთვის. წიწილები ჩვენთან წამოვიყვანეთ, ფარეხში დავუდგით ყუთი და თბილად შევფუთეთ...-ელიკო ცდილობდა მიეხვედრებინა ქალი, სანამ არ იყავი შენს მეურნეობას ვუძღვებოდით და არ დაგვიქცევიაო...-იქნებ სახურავზე დადებული თოვლიც მოაშოროს ნიჩბით, სანამ ჩვენთან იქნები. დანარჩენი თავისითაც ჩამოდნება, სანამ...
-ვიცი, ვიცი ელიკო რაზეც მიმანიშნებ...-გაეღიმა ქალს და მიღებული გადაწყვეტილების სიმტკიცე გააჟღერა...-დაგპირდი თქვენთან დავრჩები ცოტა ხნითთქო, მაგრამ ექიმმა თქვა რომ კარგად ვარ, ამიტომ სახლში ვბრუნდები.
-მანო, ჯერ კიდევ საფრთხილოა, ხომ იცი?...-ზურაბმა ითავა სიტუაციის შემობრუნება და სჯეროდა ქალი ყურს მაინც დამიგდებსო...-ჯერ კიდევ სუსტად ხარ და უცებ რამე რომ დაგჭირდეს...
-არაფერიც არ დამჭირდება!...-დარწმუნებით წამოიყვირა და სახეგაბადრულმა გადახედა ჯანაშიას...-ახლა ქვასავით გავიმაგრებ გულს! ისეთი სიხარულით ვარ სავსე, ძალიანაც რომ უნდოდეს ჩემ გაწყალებულ გულს, მაინც ვერაფერს დამაკლებს...-მხოლოდ ანასტასია მიუხვდა ქალს, სიტყვების უკან შეფარულ აზრს და თხოვნით გადახედა გვერდით მჯდომს, თუმცა ვერ გაჭრა მისი თაფლა თვალების ციმციმმა...-ჩემი თომა საფლავში იტრიალებს, ფეხზე მოსიარულე ქალმა მისი ფუძე რომ მივატოვო.ასე, რომ დიდად მადლობელი გახლავართ, მაგრამ სახლში ვბრუნდები!
ჭიისკართან მისულს კიდევ მეტად გაეწელა შეპუტკუნებული ლოყების სითბო. სილაჟვარდეში დაიბუდა სახლში დაბრუნების სიხარულმა, ათინათდა და აცისფრდა მუდამ დარდის საბან მოხვეული სფეროების სივრცე.თოვლით დაფარულ ეზოში გზაგაკვალული მიადგა კარს.გადაქექილ ტყავიან, ათწლეულს გადარჩენილ ხელჩანთაში მოიძია გასაღები და მძიმე, სქელი ფარდებიდან შემომავალ შუქზე გამოიკვეთა მიტოვებული სახლის ხელგაშლილი შემოგებება.ძველებურ, შუშებიან კარადაში გამოწყობილ ხრუსტალის ჭურჭელს გაუშტერა მზერა და თაროზე გადატანილ თვალებს მიაყოლა თითები, ჩარჩო მოიქცია ხელში, იქედან მომზირალ ახალგაზრდა, წვერამოკოკრილ სახეს დააკვირდა და გულში ჩაიკრა დაბრუნებულის მისალმების ნიშნად. უკან მოყოლილებმა კარადის გვერდით დააწყვეს ჩანთები და კვიციანმა თან მოიყოლა ამოღლიავებული შეშა.ფეჩის ღუმელთან დახრილმა დააგორგოლავა ქაღალდი და დატეხილ ფიჩხებს შეუკეთა ცეცხლმოკიდებული. წასასვლელად გამზადებულ ელიკოს მიაძახა ერთ ადგილს შერჩენილმა ანასტასიამ
-ელიკო აქ დავრჩებით მე და ფრანჩესკა ცოტა ხნით...-თაროზე დაბრუნებულ სურათს გაუღიმა და დიდი შემართებით განაგრძო, სწორი გადაწყვეტილების გახმოვანება...-მანოსაც გავართობთ და ხაჭაპურსაც გამოვაცხობინებთ, პირობა რომ არ შემოეტეხოს.
-დამირეკეთ სახლში დაბრუნებას, რომ დააპირებთ და მანქანით მოგაკითხავთ...-ზურაბი მიუხვდა სურვილის სიმძაფრეს და ამჯერად გვერდით ამომდგარმა, ყველასგან შეუმჩნევლად უჩურჩულა...-იქნებ დაარწმუნოთ, თვითონაც წამოვიდეს ჩვენთან ღამის გასათევად, არ მინდა ღამე მარტო იყოს.
ჯანაშიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და კარამდე მიჰყვა გასაცილებლად. მაგიდასთან ფეხმორთხმით მჯდომ ფრანჩესკას ღიმილით გადმოხედა და ხელისგულები გაუხახუნა ერთმანეთს, მოსალოდნელი ჟრიამულით აღტკინებულმა. ჯერ იყო და მანოს მიეხმარნენ ჩანთების ამოლაგებაში, ქალმა ითავა ცომის მოზელა და წინსაფარ აფარებული, გაფქვილული ხელებით ემასლაათებოდა სამზარეულოს სივრცეს შემოხიზნულ ორ გოგონას, რომელთაგან ერთ-ერთმა ითავა თარჯიმნობა და ზედმეტადაც იქცევდა თავს, ახალი გასართობით. ფეჩში მოტკიცინე შეშამ გაათბო თუ არა მისაღები, ლოყები აუღაჟღაჟდათ ოთახიდან ოთახში მოსიარულეებს, მხიარულად რომ ღიღინებდნენ ცხობის პროცესით თავშექცეულნი. ღუმელში მოთავსებულმა ცომმა სასიამოვნო სურნელი დაატრიალა და გასცდა ოთახის საზღვრებს. საძინებელში მიმალული მანო დაბრუნდა და ტილოს დამწვდარმა, თავით ღუმელში შემძვრალმა გამოაცხადა პირველი ნახელავი მზადააო. ხის დაფაზე მოთავსებულ სიმრგვალეს დასწვდნენ დასაჭრელად და აქამდე გაზზე შემოდგმული ჩაიდნიდან, ადუღებული წყალი გადანაწილდა ლიმნის ნაჭრებიან ფინჯნებში.ფუსფუსს მორჩენილები მიუსხდნენ მაგიდას და წვრილმანების უბრალოებით გართულმა გოგონებმა გასაქანი მისცეს ყურთასმენას, ამბების მოსასმენად.
-პირველად, რომ მომიყვანა თომამ თავისი მშობლების სახლში, ჩემმა მამამთილმა გამოაცხადა დავუძახოთ მეზობლებს და ერთად დავაგემოვნოთ ჩვენი ცქრიალა რძლის ნახელავიო...-მზერა შორი ჰქონდა ქალს.ასე იციან შორეული წარსულიდან წამოღებული მოგოგნებების გახსენებამ, მომენტში გაშეშებული რომ ხელთავიდან შეიგრძნობ მშვენიერებას...-დედისერთა გოგომ, სულ არ ვიცოდი ცომი როგორ მომეზილა...-გაეცინა და ჯანაშიას მოცილებული მზერა მისწვდა თაროზე შემოდებულ სურათს...-სანამ ჩემი მამამთილი მარანიდან დოქებში ასხამდა ღვინოს და ეზოში გაშლილ სუფრას დასტრიალებდა დედამთილი, ჩემი თომა შემოიპარა სამზარეულოში. მაშინ ჯერ კიდევ ძველებური კარადები გვედგა და ერთიანად ბეტონი იყო კედელიც და იატაკიც, მაგიდაზე დადებულ ჯამს ვაწვები მთელი ძალით, ხან აქედან ვუტრიალებ, ხან იქედან და ვერ ვიშორებ თითებიდან წებოვანა ცომს.შემოპარულმა თომამ დაავლო ხელი ჯამს, მუჭით დაამატა ფქვილი და თან გამაფრთხილა კართან დადექი, დედა თუ წამოვიდა გამაფრთხილებო. ვის ეცალა ჩვენთვის, მარანში დანთებულ ბუხარს უტრიალებდა ჟუჟუნა, სულ არ სცხელოდა ახლადმოყვანილი რძლის შესამოწმებლად...-ეცინებოდა ახალგაზრდულ სისულელეზე და ანასტასიას ეტეხებოდა ტუჩის კუთხეები...-ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, ჩემი შერცხვენა არ უნდოდა თუ საკუთარი არჩევანის.ისე გავერთეთ ჩვენ-ჩვენი ფიქრებით და სადარდებლით, სულ არ გაგვიგია როგორ შემოვიდა ოთახში ჩემი მამამთილი.
-ელიზბარ პაპაზე თომა მიყვებოდა ხოლმე...-სახელი გაიხსენა და საკუთარი თავით კმაყოფილმა მიახვედრა მგონი ვიცი, როგორც სრულდება ამბავიო.მაგრამ მაინც აგრძელებდა ფრანჩესკასთვის ჩუმად გადათარგმნას.
-როგორ მოგვეწურა მხრები ნეტავ გენახათ...-წამიერად გადახედა მხოლოდ, ხომ ნამდვილად მისმენენო...-ვდგავართ და ერთი მეორეზე მეტად ვწითლდებით ნელ-ნელა, დამნაშავეებივით, თითქოს გამოგვიჭირეს და სასჯელს ველოდებით. ეეჰ, რა დამავიწყებს იმ სიტყვებს, რომ მოვიდა, ჯერ სათითაოდ გვაკოცა შუბლზე და მერე ამ ბუმბერაზმა კაცმა, ჩურჩულით გვითხრა "ერთმანეთი მართლა გყვარებიათ შვილებოო". მაშინ მივხვდი, რომ სულ არ აინტერესებდა თომას შერცხვენა...-ეს სიტყვები მათთვის აღარ იყო, სურათს მიწებებული ლაჟვარდოვნება მხოლოდ გულის მესაიდუმლეს უმხელდა წლების წინ ნაგრძნობ სიყვარულს...-მთავარი მისთვის ის იყო, რომ მე მეგრძნო ყველა შიშის, გაჭირვების თუ უცოდინრობის დროს როგორ ამომიდგებოდა გვერდით. უსიტყვოდ გამომიწოდებდა ხელს და დაუყვედრებლად ითავებდა ჩვენი საქმის გამოსწორებას.
ჩაფიქრებულს შეეცვალა სახე და აქოთქოთებული ქალი წამოფრინდა ღუმელში შედებული ცომის დაწვის შიშით.ანასტასიას გაეცინა მანოს ფუსფუსზე და ფრანჩესკას მიუბრუნდა ტელეფონში რომ შეძვრა ყურადღების გადასატანად.ყურთასმენას თითქოს მანქანის ხმა მისწვდა და დაასკვნა სოფლის შარაზე გაივლიდა ვინმეო. ფეჩთან მისული დაიხარა და გამოღებულ კარიდან ეცა სიმხურვალე. ხმელი შეშის ნაპობი დაადო ნაკვერჩხლებს და გაკვირვებულმა მიაყურადა კარამდე მოღწეულ საუბარს.მიტრიალებულს ხელთ შერჩა მისაღებში შემოვარდნილ სუსხს მოყოლილი დემეტრე ბერაია და მის გვერდით უკმაყოფილო გამომეტყველებით ასვეტილი ბაჩუკის სახე.ანასტასია ფრანჩესკას მიუბრუნდა "ყოჩაღ შენო!" და მხრების აწურვას რომ შეეჩეხა, გაკვირვებისგან გაუფართოვდა თვალის გუგები. სამზარეულოს კარის ჩარჩოში გაჩხერილი მანო შემბრალებლურად უღიმოდა და აცხადებდა.
-არ გაბრაზდე ძალიან გთხოვ...-მისკენ წამოსულმა გაშალა ერთმანეთთან მიტყუპებული ხელისგულები და ჯანაშიას ღალატი გათქვა თავისი სახლის ჭერქვეშ...-მე დავურეკე, რომ მოსულიყო.
დაკვირვებიხართ როგორ ვექცევით საკუთარ თავებს? ჩვენ მათ საგულდაგულოდ ვფუთავთ, ვახვევთ ათობით კანის ფენის ქვეშ, ვირგებთ სახის გამომეტყველებს და პრიალა სასაჩუქრე ცელოფნით ვუდებთ ადამიანებს თვალწინ. საიდუმლოდ ვინახავთ მთავარ სათქმელებს, პანდორას მიგვიგავს ცხოვრება და მთელი ძალით ვაწვებით ყუთის თავსახურს, ოღონდაც ვინმემ ფეხი არ წამოკრას საკუთარ თავს და შემთხვევით არ დააღებინოს პირი ყველა ცოდვის გამოსამზეურებლად....და მერე...დიდი ხნის მერე...დგება მომენტი, როცა შენ ხვდები რომ ის, რაც არასწორი იყო საუკეთესო საშუალება გამოდგა თავი დაგეღწია უფრო დიდი შეცდომისთვის.
ბერაიას შავი პალტოს ჯიბიდან ინათა ოქროსფერმა მეტალმა და თითზე წამოცმულ ბეჭედს, ჯანაშიას გამოწვევის ელფერი დაჰკრავდა. დაშვებულმა ხელმა მიიწება წყვილ-წყვილი თვალი და მხოლოდ ბაჩუკის მზერა შერჩა კაბის საყელოდან ამოცურებულ ოქროსფერ ძეწკვზე შებმულ ლალის თვლიან, ბრიალიანტის ნატეხებში ჩასმულ, ძველებურ ბეჭედს.
-შევცდი ლორენცო მანჩინიზე...-სიჩუმე გაარღვია ფრანჩესკას წამოძახილმა და ირონიულ ღიმილაკრულმა გადაიჯვარედინა ხელები, სკამის საზურგეს მიყრდონიბილი სარკასტულად რომ სწევდა წარბებს დღევანდელი უსიამოვნების ავტორის პირდაღებულ სახეზე...-აი ვინ არის un completo idiota !
-ამ გოგოს ვინმემ უთხარით, რომ ინგლისური მეც ვიცი, სანამ შემომაკვდა!...-დოინჯშემოყრილმა წამოიძახა გაღიზიანებით და წამიერად დაივიწყა მომხდარის სიმძაფრე.

საიდუმლო გამჟღავნდებოდა! ოღონდ ვინ ვის გაამხელდა, ამას კი ვერ ხვდებოდნენ.



პ.ს წინა თავზე ისე აირია მონასტერი, შიშით ვეღარც ვამბობ რაიმეს.
ყველანაირი აზრი ძვირფასია ჩემთვის და თითოეული პერსონაჟი ჩემს გონებაში არსებულ ფრაზებს ამბობს, მათ შორის მანოც და კვიციანებიც, რომლებიც ამტყუნებდნენ ანასტასიას.
ასე რომ თითოეულის მოსაზრებას ველი, მოუთმენლად.



№1 სტუმარი ნეს

არაფერს ვამბობ, ვზივარ აგერ ჩემთვის ფუმფულა დივანზე და ცბიერად მოჭუტული თვალებით ვაკვირდები მოვლენებს, თან რძიან ყავას ვწრუპავ :D

ქეთოო ❤️

 


№2  offline წევრი Qetatoo

ნეს
არაფერს ვამბობ, ვზივარ აგერ ჩემთვის ფუმფულა დივანზე და ცბიერად მოჭუტული თვალებით ვაკვირდები მოვლენებს, თან რძიან ყავას ვწრუპავ :D

ქეთოო ❤️

ახლა გაჩუმება იქნება უფროსო? ახლა უნდა აბობოქრდე ზუსტად <3 :D

 


№3 სტუმარი ნეს

Qetatoo
ნეს
არაფერს ვამბობ, ვზივარ აგერ ჩემთვის ფუმფულა დივანზე და ცბიერად მოჭუტული თვალებით ვაკვირდები მოვლენებს, თან რძიან ყავას ვწრუპავ :D

ქეთოო ❤️

ახლა გაჩუმება იქნება უფროსო? ახლა უნდა აბობოქრდე ზუსტად <3 :D


მეყო რაც წინა თავზე ვიბობოქრე და ამოვაშინაარსე განვლილი მასალა :D :D გავერკვევი ჯერ ბოლომდე და მერე გავცემ ამ 2 მატყუარას საკადრის პასუხს ❤️❤️

 


№4  offline წევრი Qetatoo

ნეს
Qetatoo
ნეს
არაფერს ვამბობ, ვზივარ აგერ ჩემთვის ფუმფულა დივანზე და ცბიერად მოჭუტული თვალებით ვაკვირდები მოვლენებს, თან რძიან ყავას ვწრუპავ :D

ქეთოო ❤️

ახლა გაჩუმება იქნება უფროსო? ახლა უნდა აბობოქრდე ზუსტად <3 :D


მეყო რაც წინა თავზე ვიბობოქრე და ამოვაშინაარსე განვლილი მასალა :D :D გავერკვევი ჯერ ბოლომდე და მერე გავცემ ამ 2 მატყუარას საკადრის პასუხს ❤️❤️


სულ არ დაგვჭირდა დიდი ტექსტი :D ორ წინადადებაშიც მშვენივრად ჩამომიყალიბე. ჩავდუმდი :D <3

 


№5 სტუმარი one

ahha ))) egec tqveni davelodot , vnakhod ra iqneba-tqo:ddd
arra qeto es ra iyoo?))))
daica jer azrze ubda movide)))
kargi khar raa❤️ jadoqroba in action)))
p.s. kidev moval , ra momasvenebs:dd

 


№6  offline წევრი Qetatoo

one
ahha ))) egec tqveni davelodot , vnakhod ra iqneba-tqo:ddd
arra qeto es ra iyoo?))))
daica jer azrze ubda movide)))
kargi khar raa❤️ jadoqroba in action)))
p.s. kidev moval , ra momasvenebs:dd


კიდევ დაგელოდები მაშინ <3

 


№7 სტუმარი ნეს

Qetatoo
one
ahha ))) egec tqveni davelodot , vnakhod ra iqneba-tqo:ddd
arra qeto es ra iyoo?))))
daica jer azrze ubda movide)))
kargi khar raa❤️ jadoqroba in action)))
p.s. kidev moval , ra momasvenebs:dd


კიდევ დაგელოდები მაშინ <3


ე. ი. ყველა დიალოგში აქვს ძაღლის თავი ჩამარხული რა, არც ერთი სიტყვა არ უწერია მინიშნების გარეშე. რაღაცეები გავარკვიე, მარა ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი.. ჩემ შინაგან შელოკს კი გაეღვიძა, მარა მერე ხელი ჩაიქნია და დანებდა :D

 


№8  offline წევრი Qetatoo

ნეს
Qetatoo
one
ahha ))) egec tqveni davelodot , vnakhod ra iqneba-tqo:ddd
arra qeto es ra iyoo?))))
daica jer azrze ubda movide)))
kargi khar raa❤️ jadoqroba in action)))
p.s. kidev moval , ra momasvenebs:dd


კიდევ დაგელოდები მაშინ <3


ე. ი. ყველა დიალოგში აქვს ძაღლის თავი ჩამარხული რა, არც ერთი სიტყვა არ უწერია მინიშნების გარეშე. რაღაცეები გავარკვიე, მარა ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი.. ჩემ შინაგან შელოკს კი გაეღვიძა, მარა მერე ხელი ჩაიქნია და დანებდა :D

ამ თავში მართლა ძალიან ბევრი მინიშნებაა და თუ კარგად დააკვირდებით, შემდეგი თავი იმდენად შოკირებულს აღარ დაგტოვებთ, რამდენადაც მე ველი <3

 


№9 სტუმარი სტუმარი maco maco

როგორ ვამაყობ საკუთარი თავით რომ ანასტასიას არ ვამტყუვნებდი რატომღაც, არც ბობოქარი კომენტარები დავწერე და არც ის მიფიქრია ბერაიას როგორ მოექცათქო….უბრალოდ ველოდიიი მოვლენებს,,,,,თავმდაბალი მე ????

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

ავირიე :) ჯობია აღარაფერი დავწერო ამ ორზე თორემ კიდევ რაღაც სისულელეს დავწერ :(
დაველოდები შემდეგ თავს. ვიცი ეჭვებს და მოლოდინებს გამიმართლებს❤

 


№11 სტუმარი one

ნეს
Qetatoo
one
ahha ))) egec tqveni davelodot , vnakhod ra iqneba-tqo:ddd
arra qeto es ra iyoo?))))
daica jer azrze ubda movide)))
kargi khar raa❤️ jadoqroba in action)))
p.s. kidev moval , ra momasvenebs:dd


კიდევ დაგელოდები მაშინ <3


ე. ი. ყველა დიალოგში აქვს ძაღლის თავი ჩამარხული რა, არც ერთი სიტყვა არ უწერია მინიშნების გარეშე. რაღაცეები გავარკვიე, მარა ბევრი კითხვა მაქვს, ბევრი.. ჩემ შინაგან შელოკს კი გაეღვიძა, მარა მერე ხელი ჩაიქნია და დანებდა :D

nes-aman unda mogvklaas?:ddd
vaime rogor vkhalisob )))
velode,velode, gushjndeli komemtarebis -komentarebs magram amaod da movedi isev)))
arra ra, vaghiarot rom es gogo aris jadoqari)) qalbatono qeto -rogor gdzalmit egzom chakhlartulad werot da tavgza aubniot ubralo mokvdavt)))
ai exla ki drouladdade momdevno tavi tore afetqda goneba:ddd

 


№12  offline წევრი Qetatoo

სტუმარი maco maco
როგორ ვამაყობ საკუთარი თავით რომ ანასტასიას არ ვამტყუვნებდი რატომღაც, არც ბობოქარი კომენტარები დავწერე და არც ის მიფიქრია ბერაიას როგორ მოექცათქო….უბრალოდ ველოდიიი მოვლენებს,,,,,თავმდაბალი მე ????

ვაღიარებ დანაშაულს. მართლა ზედმეტად ვხლართავ ხოლმე ამბებს, ალბათ იმის ბრალია რომ თავად არ შემიძლია ნაწარმოების ისე წაკითხვა, თუ არ დამაბნია, თავსატეხები არ გამიჩინა და ტვინი არ მამტვრევინა...მაგრამ იმასაც ვაღიარებ რომ სიტუაციის არევისთანავე, ძალიან ბევრ მინიშნებას ვტოვებ, ერთი შეხედვით უბრალო დიალოგებში ან აღწერებში. დეტალებს თუ დააკვირდებით, ყოველთვის მიხვდებით რას ვხლართავ, იმიტომ რომ მე თვითონ უნდა დამრჩეს გზა, ყველა უცნაურობა ავხსნა და აქედან გამომდინარე კვალი ყოველთვის მრჩება.(არ იფიქრო, რომ ის კომენტარი დამავიწყდა, კვიციანები რომ იმერლები არ არიან. ციცქა-ცოლიკოურმა შემაცდინა, თორემ საერთოდ არ უნდა მეხსენებინა კუთხე-კუნჭული. ვეღარ გამოვასწორებდი მაგ შეცდომას და ჩავდუმდი სირცხვილით.)

 


№13 სტუმარი Qeti qimucadze

ყოველთვის ვამბობდი რომ დიალოგი წყვეტს ბევრ რამეს. მინდა გავამტყუნო ანასტასია. მაგათმა არ გამომდის. ბევრი რამე დაგროვდა და უნდა ამოეხეთქა. ვფიქრობ ორსულობის ამბავი უნდა უთხრას დემეტრეს. ყველა იმსახურებს ამას. მე. ეგრე მოვიქცეოდი ალბათ. ანასტასია ჰო უმრავლესობას არ გავს. არც წარსულით და არც მამით. გიორგი მაინტერესებს ძალიან. ოდესმე თუ თხოვს პატიებას. ბაცოსიც მესმისს. ასე რომ თავიდან ბოლომდე საოცარი და არაორდინალური ისტორიაა. მადლობა ავტორს

 


№14 სტუმარი სტუმარი maco maco

Qetatoo
სტუმარი maco maco
როგორ ვამაყობ საკუთარი თავით რომ ანასტასიას არ ვამტყუვნებდი რატომღაც, არც ბობოქარი კომენტარები დავწერე და არც ის მიფიქრია ბერაიას როგორ მოექცათქო….უბრალოდ ველოდიიი მოვლენებს,,,,,თავმდაბალი მე ????

ვაღიარებ დანაშაულს. მართლა ზედმეტად ვხლართავ ხოლმე ამბებს, ალბათ იმის ბრალია რომ თავად არ შემიძლია ნაწარმოების ისე წაკითხვა, თუ არ დამაბნია, თავსატეხები არ გამიჩინა და ტვინი არ მამტვრევინა...მაგრამ იმასაც ვაღიარებ რომ სიტუაციის არევისთანავე, ძალიან ბევრ მინიშნებას ვტოვებ, ერთი შეხედვით უბრალო დიალოგებში ან აღწერებში. დეტალებს თუ დააკვირდებით, ყოველთვის მიხვდებით რას ვხლართავ, იმიტომ რომ მე თვითონ უნდა დამრჩეს გზა, ყველა უცნაურობა ავხსნა და აქედან გამომდინარე კვალი ყოველთვის მრჩება.(არ იფიქრო, რომ ის კომენტარი დამავიწყდა, კვიციანები რომ იმერლები არ არიან. ციცქა-ცოლიკოურმა შემაცდინა, თორემ საერთოდ არ უნდა მეხსენებინა კუთხე-კუნჭული. ვეღარ გამოვასწორებდი მაგ შეცდომას და ჩავდუმდი სირცხვილით.)

მესმის ჩემთვისაც ერთგვარი ადრენალინია ჩახლართულობა ფიქრის და აზროვნების საშუალება რომ გაქ და ცდილობ რაღაცეები შენით ააწყო…ჩემთვის არც ბერაია გაუგებრობაში და არც შესაცოდი აქვს რამე…ხოო კვიციანები არაუშავს მთავარია გვარს ამართლებენ და სამაგალითოები არიან, იყვნენ იმერლებად საკმარისად ვართ სვანებიც :):)

 


№15 სტუმარი Daldinidaldoni

ოჰოოი ასეც,ვფიქრობდი ,ანასტასიას ქმედებაში, იმდენი რამეა ჩაქსოვილი,რაც ალბათ წარსულსაც და აწმყოსაც უკავშირდება და რასაც საკმაოდ ემოციური დატვირთვა ექნება თუმცა რეალურ მიზეზებს იმედია მალე გავიგებთ , მაინც ვფიქრობ ,რომ უდანაშაულო დამნაშავეა ამ ლაბირინთში და წარსულის მარწუხებისგან უნდა განთავისუფლდეს ,მიუხედავად იმისა,რომ ბაჩოს რეაქცია საკმაოდ გულწრფელი და მართალია ,მეგობრის ტანჯვით გამოწვეული ტკივილის და როგორც აღნიშნე ადამიანის ვერშეცნობის გამო,რატომ მგონია რომ ის მეგობარი უფრო გაგებით იმიტო ეკიდება მიმხდარ ფაქტს,რომ უფრო მეტი იცის?თუ საყვარელი ქალის ტკივილი უფრო წინ დააყენა, ვიდრე საკუთარი ტკივილი, დანაკარგი და რეპუტაცია ; ამ ყველაფერს ალბათ შემდგომში გავიგებთ ,ახლა შემიძლია გითხრა, რომ უბრალოდ შესანიშნავი ,არაორდინალური და განსხვავებული ისტორიაა , ქაოსური ემოციით სავსეე. გელოდებით ავტორო ,ვნახოთ მომავალში რით გაგვაკვირვებ და დარწმუნებული ვარ გაგვაკვირვებ კიდევაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent