შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პომარანჯე - თეთრი ფორთოხლის დღიურები I


27-10-2021, 01:53
ავტორი belle...
ნანახია 815

ლამის ერთი წელი გავიდა, სიტყვა აღარ დამიწერია, დიდი ხანი აღარც დავწერდი ალბათ, შენ რომ არ გეთხოვა, მონატრებულო მკითხველო... და აი ისევ, შენთვის აშრიალდა „პომარანჯეს“ ფორთოხლისფერი ფურცლები, ცოტა ხნით დრო რომ მოგტაცო და პოლონეთში გამოგზაურო, ხან სევდიანი და ხანაც სახალისო ჰანგებით...
ისევ პოლონეთში ვარ, ისევ ვმუშაობ და ჩემს თავს ისევ სიგიჟეები ხდება, იმ ტრაგიკომედიური სერიალის პერსონაჟივით, რომელსაც ბოლო დუბლი მაინც არ ეღირსა... თქვენი წყალობით.

ერთი წლის შემდეგ...
კვიზინი/ "ნაკლული პერსონაჟი"/ მთვარის მე-13 დღე / 14:01 წთ...

- დრაივერი მომაწოდე, რა... ეგ არა ათმილიმეტრიანი!
ცალი ხელით ფიცარს ვიჭერდი, რომ ცოდვით ჩასმული ბუდიდან არ ამომვარდნოდა, თორემ მოუწევდა მაშკას დღეს ღამით „ავანგარდულად“ წოლა გაღუნული ფერდებით, მეორე ხელით კი „ვერტვოთი“ უშნოდ გამოჩრილ „შურუპს“ ვამაგრებდი. დაბნეულმა ხელოვნურად მიწებებული წამწამები ააფახურა და პალიტრას შუშის თვალებით დახედა. აუფ, ანაბელ, ეგ რა უთხარი?! რა იცის „პრინცესამ“ რა არის ათმილიმეტრიანი!
ერთი ამოვიოხრე, საწოლის ქვემოდან უნდა გამოვხოხებულიყავი წყევლა-კრულვით, რომ ოთახში სწრაფი ნაბიჯების ხმა გავიგე, „აინშტაინა“ გვერდით გასწიეს და თოვლივით ქათქათა თითებმა ზუსტად ის ბუდე მომაწოდეს, რომელსაც წამის წინ ვიხვეწებოდი.
- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა, ანიტა?
მადლიერებით გავუღიმე უკრაინელს და მარჯვენა ხელი მუხლით ჩავანაცვლე, სანამ „ვკრენტარკას“ შესაფერის პირს მოვარგებდი. ჩემი „დივალტი“ გადავტენე და ფიცრები სიმეტრიული განლაგებით დავამაგრე საწოლის ღერძს.
- დაიტანჯებოდი, საყვარელო!
მიპასუხა თვითკმაყოფილი ღიმილით და წელში გასწორდა. გამეცინა. საქმიანობას რომ მოვრჩი, საწოლის ქვემოდან ერთინად მტვერში ამოგანგლული გამოვღოღდი და დამცავი სათვალე მოვიხსენი. თვალებს მტკენს ეს უპატრონო! გრძელი თმებიდან, რომელიც ცხენის კუდად მქონდა შეკრული მტვერი ჩამოვიბერტყე და ისე გემრიელად დამაცემინა მაისურიდან ყველა ბუმბული გამცვივდა რაც საწოლის ქვემოდან გამომყვა.
- საშინელ ფორმაში რომ ხარ, გითხრა, თუ შენიც გეყოფა? - ანიტამ ტუჩები ერთმანეთს დააჭირა სიცილის შესაკავებლად. რა ვესროლო?!
- ჩემიც მეყოფა!
თვალები მოვისრისე. უძილობისგან მეწვოდა თუ ხშირად მოხმარებადი დამცავი სათვალისგან ვეღარ გამეგო.
- სამ საათში სამსახურში რომ უნდა ვიყოთ, გახსოვს ხო?
ეჭვით მოჭუტა ცალი თვალი და ხელი გამომიწოდა წამოსადგომად. ჩავეჭიდე და წელი ძლივს ავითრიე, წამით თავბრუდამეხვა და წავბარბაცდი.
- და შენ დღეს ღამის სმენაში მუშაობას აპირებ ხომ? - ანიტას უკმაყოფილოდ აეპრიხა ალისფერი ტუჩები. გამეცინა.
- რა თქმა უნდა! სამზარეულოში დამელოდე, ჯუმბერის დავაბინავებ და ჩამოვალ.
- ვისო? - აქეთ-იქით მიმოიხედა. აუ ახლა ამას უხსენი ჩემი იუმორისეული თავისებურებები.
- ნივთებს ავკრებ და ჩამოვალ!
ანიტას უკმაყოფილო ბურდღუნისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რომელმაც ჩემს ნათქვამს ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო. იატაკზე მოფენილ ხელსაწყოებს მივუბრუნდი და ქეისში ჩალაგებას შევუდექი. მაშკა ისევ სარკის წინ ბზრიალებდა თმის უთოთი ხელში. ერთი დღე იქნება და ის ცოდვით შეღებილი ღერები, თვეში ერთხელ რომ აღიავებს რაღაც „საშიში ტოქსინებით“, უთოს ფირფიტებზე შეალღვება და ბაშტოვას ჭერს ახდის თავისი მამაკაცური ბარიტონით!
თავი გავაქნიე და ყველა ხელსაწყო ჩანთაში დავაბინავე, საიმედოდ დავკეტე და წელში გავსწორდი.
- უნდა წავიდე, - „ნიმფადორას“ მივუბრუნდი - კარის საკეტს ხვალ შეგიცვლი, საყიდელი მაქვს და დღეს დრო აღარ მრჩება.
- კი, ბატონო არ არის პრობლემა, ძალიან დიდი მადლობა. - გამიღიმა ოცდაათ წელს გადაცილებული ნაოჭებით - და იქნებ დუშკაბინაც გენახა, წყალი გამოდის შხაპს რომ ვიღებ.
- კარს კეტავ, შიგნით რომ შედიხარ?
წარბები მაღლა გამექცა. რა ვიცი, გამარჯობა, ხალხო, მთლად დიპლომიან ტაქსისტად ვერა, მაგრამ უდიპლომო ხელოსნად კი მომნათლეს შუა პოლონეთში! სულ მალე მთლად წავალ ხელიდან და გალაჯული სიარულსაც დავიწყებ!
- კი, აბა! - ისე გაიოცა, თითქოს „სკვაზნოი“ ჯერ არ უგრძვნია ღია კაბინაში მონავარდეს.
- კარგი, კარგი, მოგვიანებით.
ხელი ჩავიქნიე და ოთახიდან გამოვბრუნდი. „ნიმფადორას“ წყალი ეპარება... ტრაგედია დასტყდომია თავს ბაშტოვას გროტისკულ კედლებს! რაღა დამაძინებს ამ ღამით! თითქოს სადარდებელი მაკლდეს წამებულ ემიგრანტს! ტფუი!... სილიკონის იარაღს ხელით ნამდვილად არ ვათრევ, მაშინკა, მოგიწევს ცოტა ხანი დამიცადო.
კიბეებზე დავეშვი, თქვენი წამებული ემიგრანტიდან, უკვე გაღიზიანებული ემიგრანტი, რომ სამზარეულოდან ხმაური მომესმა, ანიტამ ალბათ ყავა უკვე გააკეთა. უნებურად შვება ვიგრძენი, დაძაბული სხეული კი მომიდუნდა, როდესაც სამზარეულოში შესულს საყვარელი კაპუჩინო ორთქლავარდნილი მიცდიდა ხის მაგიდასთან ფერად-ფერადი შოკოლადებით... ამ დროს „ნიმფადორას“ სკვაზნოი რომ მახსენდება და ვცდილობ გიჟივით არ გამეცინოს, მე არ ვიმჩნევ და არც თქვენ შეიმჩნიოთ რა ვიცი...
ხელსაწყოების ყუთი იქვე მივაყუდე და ხის სკამზე დავეშვი. ანიტას გამოცვლა მოესწრო. ჯარის ფორმაში გამოწყობილს, მოკლე კარამელისფერი თმა კეფასთან შეეკრა, მკლავები აეკეცა და ანანას ისე გამეტებით ჭრიდა, წამის მეასედში გავიაზრე, ამ გოგოს ყველა რატომ ერიდება სახლში. შვილო... ომში მიდიხარ?
- აი მაგას რაღატომ ჭრი? - მოსაცმელზე დავექაჩე „ჯონ უიკს“ - მოდი რა სწრაფად დავლიოთ, რომ უნდა წავიდე, ხომ იცი სახლში მისვლა და გამოცვლაც უნდა მოვასწრო, წყლის გადავლებაც! ოხვრაც! ზუზუნიც, რომ სამსახური მეზარება, რომ ძილი მინდა, დედა მინდა და სხვა ტკბილი რამეები.
- ერთი კვირაა მაცივარში მიდევს, ვინმეზე ხომ უნდა გავასაღო?! - მომწვანო-მოცისფრო თვალები ციმციმით შემომანათა. პირდაპირი უკრაინელი!
- როგორ ფიქრობ, ოცდაექვსი წელი იმისთვის ვიცოცხლე, რომ მაგ რაღაცით მოვკვდე? - ეჭვის თვალით დავუწყე ყურება მადისაღმძვრელად მომზირალ ხილს.
- აბა, შტეფსელებთან სიკვდილი გირჩევნია რამდენიმე ასეული ვოლტით სხეულში?! - ენა გამომიყო სიცილით. დაჭრილი ანანასი წინ დამიდო და მოპირდაპირედ დაეშვა სკამზე.
- რატომაც არა, უფრო დრამატულად ჟღერს!
გავიფხორე ყელმოღერებული! ან რა პასუხები მაქვს, ან რა ფიქრები მაწუხებს, „ნიმფადორას“ ოთახში მოვიწამლე მგონი და გვერდით მოვლენებს ვუჩივი.
- არანორმალური ქართველი! - თვალები გადაატრიალა და თეთრ შოკოლადს კიდე მოატეხა - ვიხუმრე, ჭამე ბევრს ნუ ლაპარაკობ, ცოტა დრო გვაქვს.
- ისე, შენი პოლონური ჯანმრთელად გამოიყურება ხომ იცი.
შევაქე აღფრთოვანებულმა და ყავა მოვსვი. ანიტამ მხრები აიჩეჩა და ანანასის ნაჭერი პირისკენ გააქანა. ანიტა კოვალსკი რვა თვის უკან ჩამოვიდა პოლონეთში, კარანტინი რომ უნდა გაევლო ჩვენთან „გურკიზე“ მაშინ გავიცანი. რაღაცნაირი გოგოა, ცოტა ცივი, თითქოს უკარება და გულჩათხრობილი (ერთი შეხედვით). მისი ხალხთან კონტაქტი ზრდილობიანი სალამით შემოიფარგლება, მხოლოდ ორ უკრაინელთან მეგობრობს ბაშტოვას უზარმაზარ სახლში, ძირითადად დროს კი მარტო ატარებს, აჩემებული ფლეილისთის ყურსასმენებით და სიგარეტით ხელში. პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს ცოტა დამფრთხალი მომეჩვენა, პოლონურად ვერ საუბრობდა, ყველაფერს იგებდა რასაც ვეუბნებოდი, მაგრამ პასუხს უკრაინულად მიბრუნებდა. ვატყობდი, რომ კომუნიკაციის მცდელობაზე ღიზიანდებოდა და ნერვიულობისგან თითებს ისრესდა გაუცნობიერებლად. უცხო ქვეყანაში ჩამოსულს უცხო გარემოსთან ერთად ენის ბარიერი კიდევ უფრო სტრესავდა. რამდენიმეჯერ გამოველაპარაკე, ეგ იყო ჩვენი მთელი ისტორია, სანამ ჩემთან სამსახურში არ ამოყოფდა თავს კაფეტერიაში, კუთხის მაგიდასთან ეულად მჯდარი, (წელიწადი გავიდა მეგობრებო, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება მოხდა, მათ შორის სამსახურისაც). როგორც კი თვალი მოვკარი მარტოდ მჯდარ ანიტას, მოწყენილობა გამიქრა, თანამშრომლებს დროებით დავემშვიდობე და მის გვერდით სკამზე დავეშვი ორი ყავით ხელში. ამომხედა, მომწვანო-მოცისფრო თვალები ჯერ გაკვირვებით შემომანათა, შემდეგ კი ჩაეღიმა. ხმა არცერთს ამოგვიღია, უბრალოდ ერთად დავლიეთ ყავა და პოსტებს დავუბრუნდით. გამთენიისას, როდესაც ცვლას ვასრულებდი და ბოლო შესვენებაზე კაფეტერიაში მჯდარს მაგიდის დეკორატიულ მცენარესთან ჩახუტებულს მთვლემდა, გარკვევით გავიგონე როგორ გამოსწიეს სკამი ჩემს გვერდით, ნესტოებმა კი ცხელი ექსპრესოს სუნი იგრძნეს. თვალი რომ ავახილე, ანიტა წარბშეკრული ჩასჩერებოდა ტელეფონს და უაზროდ სქროლავდა ეკრანს. არც შემოუხედავს ისე მითხრა, ჩემზე საშინლად გამოიყურები ყავა არ გაწყენდაო. ეს იყო პირველი პოლონური წინადადება მისგან, რომელიც თრანსლეითიდან დაიზეპირა იმ დილას ჩემთვის. ჩამეღიმა, იმ დღიდან დავმეგობრდით.
- ბელს... - მუხლი გამკრა, გამოვფხიზლდი და თავი ავწიე, სახეზე მაკვირდებოდა - რაზე ჩაფიქრდი?
- პრაბუტში მინდა წასვლა, - ყავის ჭიქას მიხატულ სპანჯბობს თვალი გავუშტერე.
- ცვლის მერე?
- ჰო, აბა ახლა დრო აღარ მაქვს, სახლში მისვლას თუ მოვასწრებ მარტო.
- დაგეძინა ცოტა, 12 საათს ეხუმრები?
- ვნერვიულობ, უნდა ვნახო.
- ტელეფონით ხომ ელაპარაკე?
- უნდა ვნახო, - ჯიუტად გავაქნიე თავი.
ერთი ამიოხრა და შოკოლადის ქაღალდი უნდილად მიაგდო ყავის თეფშზე.
- საჭეზე თუ დამეძინა და დავიხოცეთ, შენს სინდისზე იქნება, გაფრთხილებ!
- სისულელეს ნუ ამბობ, - შევუბღვირე - მარტო წავალ, ჩვენი ქარხნიდან ავტობუსები დადიან.
- ოღონდ საწვავი უნდა ჩავასხათ, კვიზინში საბოდიალოდ გვეყოფა, პრაბუტს ვერ გავუქაჩავ, - ვითომც არ გაუგონია ნათქვამი ისე გაიზმორა.
- ანიტა...
- აუფ, რა სახე ექნება წარმოგიდგენია? - გახალისებულს სიცილი აუტყდა - შენ შეიძლება გელოდება კიდეც, მაგრამ მე... მანქანაში დაგიცდი, ჯობია.
- გმადლობ.
გამეღიმა. ვიცოდი, რომ აზრს მაინც ვერ შევაცვლევინებდი. ჩემზე ჯიუტია, რამეს თუ დაიჩემებს, ვეღარ გადაათქმევინებ.
- შენ გგონია ისე გეხმარები? - თვალები ეშმაკურად წამოენთო - დღეს ლუტოვანიაში შენ მცვლი იცოდე, გუშინ სამოცამდე ნაკლიანი ამომიგდო, არ არის ეგ ჩემი საქმე, არა და შემეშვით!
ისეთი ტანჯული სახე მიიღო სიცილი ამიტყდა. ჩვენი სექციიდან სამი თანამშრომელი გაანთავისუფლეს, ორი ლუტოვანიიდან, რომელიც ყველაზე რთული ბირთვია საწარმოში. ანიტას კი, მანამდე კომპიუტერ-ტესტერთან რომ უწევდა მუშაობა, ლუტოვანიის სკამი მიუგორეს მუხლებთან. „დააწინაურეს“ საწყალი. სანამ მე კამერების პლატებს ვამოწმებდი რამდენად სწორად ჰქონდათ აწყობილი კომპონენტებით, ცალი თვალით ვხედავდი, როგორ ასდიოდა ბოლი პლატას და ანიტას თმას სინქრონულად, თან ვცდილობდი არ გამცინებოდა ხელმძღვანელის იდიოტიზმზე, „მოყვარული“, რომ დასვა „საჭესთან“, სპეციალური სწავლების კურსის გავლის გარეშე. იიი, კარტოფილი კაცი!
- რამდენია საათობრივი გეგმა? - ყავა მოვსვი.
- 265, შემოგევლოს ჩემი თავი - ამიჟუჟუნა თვალები. ცხელი სითხე გადამცდა და ხველა ამიტყდა.
- რამდენი? - ამოვიხავლე აცრემლებულმა.
- 265 ფირფიტა საათში!
კისკისით მომახარა და ბოლო ყლუპი ყავა მოიყუდა. აქვე დამებადა მეტად საინტერესო და იმავდროულად რიტორიკული კითხვა - ჩვენს ხელმძღვანელს, ში* ხომ არ აქვს, შემთხვევით????
სახლში დაბრუნებულმა მაშინვე აბაზანას მივაშურე, წყალი სწრაფად გადავივლე და ოც წუთში უკვე საშინლად გრძელ თმას ფენით ვიშრობდი, თან ცალი ხელით სამსახურიდან გამოგზავნილ შეტყობინებებს ვპასუხობდი. ერთ საათში მოწესრიგება მოვასწარი, ფაილების ოფისში გაგზავნაც, მეგობრებისთვის ზერელად პასუხის დაბრუნებაც და სხვადასხვა წინდის კოჭებამდე ამოჭიმვაც. ვგიჟდები შენზე ჩემო გამოშტერებულო თავო, როცა სადმე გაგვიანდება!
ჩანთა ჩავალაგე, ბანკის კარტა საფულეში შევამოწმე. ტელეფონს ხელი წამოვავლე და კარი გამოვიკეტე. ათ წუთში ავტობუსი ჩემს ქარხანასთან შეჩერდა. მძღოლს მისი საყვარელი შოკოლადით დავემშვიდობე, მზიანი დღე ვუსურვე და ბილიკს გავუყევი უზარმაზარი საწარმოსკენ.
მაპატიე, მაგრამ მის სახელს ვერ გაგიმხელ, არც იმის თქმა შემიძლია თუ რას და როგორ ვამზადებთ შიგნით (ამ „კაკებეშნიკებმა“ კონფიდენციალურობის კონტრაქტზე ოფიციალურად მომაწერინეს ხელი პირველივე დღეს!) მხოლოდ იმას გეტყვი, რომ უზომოდ საინტერესოა აქ მუშაობა და რომ არა დამღლელი გრაფიკი (სულ რაღაც 12 საათი კვირაში ექვსი დღე), წუნს ვერ დაუდებ. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი უზარმაზარი შენობა, მოვლილი გაზონებითა და ულამაზესი ინტერიერით. სამუშაო სექციები ორადაა გაყოფილი - საოფისე დანაყოფი მესამე და მეოთხე სართულზეა (იიი... ყავაწრუპიები!) პირველ-მეორე სართულზე კი გაწერილი სექციებია, თავიანთი პატარა რობოტებით (ყველას თავისი სახელი ჰქვია, თუ სახელით არ მიმართავ ზედაც არ შემოგხედავს და არც იმას მოგიცუნცულებს რასაც სთხოვ, კუდაბზიკა რობოტები! მანქანაც რომ ზემოდან დაგიწყებს ყურებას იქ აქ სრულიად სამყაროს დედა ნატირები! ეს ბოლო გამოვყავი, ვინმეს ცუდი სიტყვა რომ არ ეგონოს, ფაქტია ხალხო, ფაქტი!!!) სადაც უშუალოდ პროდუქტებს ვამზადებთ (მოგესალმებით, მუშა ფუტკრების სახელით).
ქარხანაში მხოლოდ პოლონელები და ძალიან ცოტა უკრაინელები მუშაობენ, მხოლოდ მე ვარ ერთი ქართველი ჭრელი ყვავივით. სიმართლე რომ გითხრათ მათთვის ექსპერიმენტის ნაწილი უფრო ვიყავი, აინტერესებდათ რამდენად შევძლებდი (გამოსაცდელი ვადით შემაბოდიალეს თავიანთზე დარჩეს მხოლოდ ერთი კვირით). ისე, ვუკვირდები და ცხოვრება სულ სატესტო ზაზუნასავით რატომ მიდგება?! კუდი მაქვს თუ თეთრი ბალანი??? შავგვრემანი მაინც არ ვიყო, დავეჭვდებოდი! კარგი, ხუმრობა იქით იყოს, რაღა დაგიმალოთ და ჩემთვისაც მცდელობის პირველი ნაბიჯი იყო, მინდოდა დამატებით კიდევ მემუშავა და უბრალოდ ბედი ვცადე, თუმცა პირველივე დღეს იმდენად მომეწონა მეორე სამსახური, რომ მოვინდომე და ოთხ დღეში ჩემი სექციის სერთიფიკატიც ავიღე, ოფიციალური დოკუმენტი, რომ საქმე გესმის და მუშაობა შეგიძლია. როგორ გაბღენძილად ჟღერს, არა? „გრუხუნმა“ არ მოგატყუოთ, შინაურულად რომ გითარგმნოთ, ეგ იმას ნიშნავდა, რომ დებილი არ აღმოვჩნდი და თუ რამეს გავაფუჭებდი პასუხსაც ისე მომთხოვდნენ, ან სული რომ უნდა ამერჩია და ან სხეულის რომელიმე ნაწილი! ასე დავდგი ფეხი „ახალ მიწაზე“, სადაც ჩემდაგასაკვირად უკვე ძალიან ბევრი მიცნობდა, ჯერ სახელით და მერე გრძელი თმით.
ახალი თანამშრომლები ისე უშუალოდ შემოდიოდნენ კონტაქტში, რომ თავიდან მიკვირდა, ვერაფრით ვხვდებოდი ასეთი კეთილი დამოკიდებულება რითი დავიმსახურე. თაფლი მე არ მასხია და ოცდაოთხი საათი მე არ ვიკრიჭები, სანდომიანი ღიმილით! ჩემზე კარგად ხომ არავინ იცის, რომ პოლონელებს უცხოელები მაინც და მაინც გულზე არ ეხატებათ? აბა, რა ჯანდაბა სჭირდა ამ ხალხს? ერთ თვეში ასაღები სერთიფიკატი ოთხ დღეში რომ გამოვძიძგნე ხელიდან ხელმძღვანელს ვითომ მაგიტომ? - თურმე სად ბანაობ... მოდი უცებ გაგახსენებ ერთ პერსონაჟს ჩემი ძველი ჩანაწერებიდან... გახსოვს ლოკოკინა ქალი სპულნა სთრითიდან? აი ის, პირველივე დღეს სახლში მისულმა ლამის ერთმანეთი რომ დავკალით? (მე მოვერეოდი დედას გეფიცები!) შერკინება კი საბოლოოდ ჩემი გამარჯვებით, რომ დასრულდა და საბოლოოდ მისი ჩალაგებული ჩემოდნებით? (კი არ ვტრაბახობ, უბრალოდ ყოველ გახსენებაზე სიამოვნებისგან გაზაფხულის ყვავილივით ვიფურჩქნები!) გინდა გაცინო? ეს ჩვენი ლოკოკინა დედოფალი, ნახევარი სექტორის მთავარი უფროსია სადაც უკრაინელები მუშაობენ, ჩემი სექტორი კი მისი „ფრთის“ ქვეშ არის და ასე აღმოვჩნდით ისევ „ერთ ნავში“! ცხოვრებავ სარკასტრულო, შენ ჩემი შავი იუმორით სავსევ!
ეს ყველაფერი კი პოლონელმა კონტროლიორმა მომახსენა პირთან მიფარებული ხელით, ჩემს ყურთან ახლოს და არც ის გამორჩენია ეთქვა, თუ როგორი საშინელი ძუკნაა ჩვენი ლოკიკინა ქალი( ფპპ... რამე ახალი თქვი, ქალო, რაც არ ვიცი!). თუ რამდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული ქარხანაში და როგორ ძაღლებივით ექცევა საკუთარ უკრაინელებს. პერსონალის მონაყოლიდან, ჩვენი ლოკოკინა ქალი ყველას სძულს უკლებლივ მისი დაუშრეტელი და ამოუცნობი ზიზღის გამო თანამშრომლებისადმი (კარგი, ესენიც აზვიადებენ ალბათ, ქალს კლიმაქსი აქვს რას გადააყოლეთ ცოტა ცუდი ხასიათი!).
კონტროლიორმა ისიც ჩამოფქვა, რომ როგორც კი ჩემი ამ ქარხანაში გადმოსვლის შესახებ შეუტყვია, ლოკიკინისთვის შეუფერებელი სისწრაფით მაშინვე დირექტორთან გაქანებულა და უთქვამს მე და ეგ ქართველი ერთმანეთს ვერ ვეწყობით და სმენა შეგვიცვალე, რომ ერთმანეთს არ დავემთხვეთო ( ეს მართლა დამთხვეული ქალი!). უფროსს მიზეზი რომ უკითხავს, ამ თხა ქალს უპასუხია, რომ თავის დროზე „მის სახლში“ შევჭრილვარ და მეპატრონეზე „უმსგავსი გავლენის“ წყალობით სახლიდან გამომიგდია და ისიც დაუმატებია, რომ ჩემთან კონტაქტს უბრალოდ ვერ შეძლებდა და მისთვის მხოლოდ პრობლემა ვიქნებოდი ( აი ბავშვობაში „შპიონი“ მასწავლებელთან რომ გარბოდა თითის შვერით, ამან თმა მომწიწკნაო, ხომ იცით? ეგ გამახსენდა რატომღაც და ტუჩზე ვიკბინე სიცილით) - დავუბრუნდეთ სერიოზულობას და ისე გაგარკვევ სიტუაციაში, თუ რეალურად რაში იყო საქმე - მისმა ეგომ ვერაფრით მოინელა, წარსულის „შრამები“, მაგრამ ეგეც იქით იყოს, მშვენივრად მიცნობდა, იცოდა, რომ ჩემთან ისე საუბარს ვერ გაბედავდა, როგორც დანარჩენებს ესაუბრებოდა აგდებით და უშვერი სიტყვებით. ვერც რამეს მიბრძანებდა და ვერც საკუთარ ჭკუაზე მატარებდა, იცოდა რომ პასუხს აუცილებლად გავცემდი და ეს კონფლიქტი გაცილებით დიდში გადაიზრდებოდა. არ უნდოდა ცოდვით ნაშენები კარიერა ქართველისთვის გადაეყოლებინა შემთხვევით. ლოკოკინა ქალი თავისივე ნებით გამეცალა, თავისივე ინიციატივით - სწორედ ეს გახდა მიზეზი უამრავი ჭორის და გადაკეთებული ვერსიების, რომლებზეც გულიანად მეცინებოდა, თან ცოტა ვღიზიანდებოდი. ვერ გეტყვით რამდენად სჯეროდა ხალხს მისი ნათქვამის, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ვამპირი ქალი თავისით გამერიდა, რაც ჩემთვის ერთს ნიშნავდა - არასასურველ ყურადღებას და გამუდმებულ ჩურჩულს ჩემს ზურგს უკან სადაც არ უნდა გამევლო, ნებისმიერ კუთხეში.
სიმართლე, რომ გითხრათ დიდად არავისთან ვკონტაქტობდი (ძალიან გავზარმაცდი ეგეთ რამეებში, ბოლო დროს განსაკუთრებით), მხოლოდ პოლონელ ხელმძღვანელებთან მქონდა შეხება და ძალიან კარგი ურთიერთობა. გვერდით მომუშავე თანამშრომლებთან კი, რომლებიც როგორც მერე გავარკვიე თურმე ლოკოკინა ქალის კლანის წევრები იყვნენ (პატარა „ალ-ქაიდაა აქვს შექმნილი ტიპშას და კიდე მე ვარ მერე ტერორისტი!), ზრდილობიანი გამარჯობითა და მეგობრული ღიმილით შემოვიფარგლებოდი, ეს იყო და ეს.
დრო გადიოდა... დღითიდღე ვგრძნობდი როგორ ეცვლებოდათ უკრაინელებს ჩემდამი დამოკიდებულება და გამომცდელად ან მტრულად აღარ მიყურებდნენ (ხანდახან ვეხმარებოდი ხოლმე საქმეში), თურმე არ აღმოვჩნდი ის სწერვა „მფატრავი“, როგორც ლოკოკინების დედოფალი მხატავდა ყველას თვალში და კეთილგანწყობას იმით გამოხატავდნენ, რომ თავიანთ მაგიდასთან მეპატიჟებოდნენ კაფეტერიაში, ან მოსაწევად, მაგრამ შემოთავაზებებზე ზრდილობიანი უარით ვისტუმრებდი. ერთი რომ დიდად არ მიყვარს ცოდვით დათმობილი თხუთმეტი წუთის უაზროდ გაფლანგვა, როცა შემიძლია რომ ყავა მშვიდად დავლიო, დავისვენო და საკუთარ თავთან განვმარტოვდე ცოტა ხნით და მეორე, სიგარეტს უკვე წელიწადზე მეტია აღარ ვეწევი... (მითხარით, რომ ჩემით ამაყობთ, მითხარით!!!)
ანიტა კოვალსკი ერთადერთი გოგონა იყო, რომლის საზოგადოებაც არ მღლიდა და სიამოვნებით ვჯდებოდი მის გვერდით. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ხასიათებით ძალიან ვგავდით ერთმანეთს და მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ ჭორებს, რომელმაც უნებურად რაღაც ჩარჩოებში ჩამსვა თანამშრომლების თვალში - ცხვირაწეული ქართველი, რომელთან დაპირისპირებაც თვით მთავარმა კოორდინატორმაც არ ისურვა. როგორ დეგენერატულად ჟღერს, არა? ვერ ვხვდები გამეცინოს თუ გავღიზიანდე...
- ვაიმე, გოგონა როგორი ლამაზი თმა გაქვთ?!
ცხენის კუდად შეკრულ თმაზე თითების შეხება ვიგრძენი, სწრაფად შემოვბრუნდი და ხელში ახითხითებული ანიტა შემრჩა.
- შენი სახე უნდა განახა, - მკლავი გამომდო გამხიარულებულმა - რა იყო მთავარ კარამდე ისე მოაღწიე, რომ ეს ჯერ არავის უთქვამს? არ არსებობს! სად არის შენი „ამაზონელი“??
თეატრალურად შეიცხადა და ტუჩბზე ხელი მიიფარა. უკმაყოფილოდ შევუბღვირე. უკრაინლეს კიდევ უფრო გაეცინა. ყოველთვის ამხიარულებდა ის ფაქტი, თუ როგორ მეხებოდნენ თმაზე და თბილ კომენტარებს არ მაკლებდნენ, სრულიად უცხო ადამიანები, რომლებსაც არც კი დავლაპარაკებივარ არასდროს. ამპარტავნებაში ნუ ჩამითვლით, კომპლიმენტი ყველას სიამოვნებს, მაგრამ გამუდმებული ხაზის გასმა და მუდმივი შეხება ჩემს საკუთარ თმაზე (თან ჭუჭყიანი ხელებით!!!! საათნახევარი მარტო თმას ვიბან, ხალხო, ეგრე სად არის?!) ჯერ დამღლელია და მერე უკვე გამაღიზიანებელი.
- რა კარგ ხასიათზე ხარ.
ზურგჩანთა მხარზე შევისწორე და გზა გავაგრძელე. ქარხნის მთავარ შესასვლელს ვუახლოვდებოდით.
- შენ კიდევ ზედმეტად ცუდ ხასიათზე, რა გჭირს?
- უძილობა. - მივუგე უჟმურად და ჩალურჯებული უპეები მოვისრისე.
- ორ სამსახურში რანაირად მუშაობ მაინც ვერ გავიგე, როცა აქ მარტო 12 საათიანი გიწევს ყოველდღე და მარტო კვირას ისვენებ.
- სამი საათი მძინავს მხოლოდ, თან პირველ სამსახურში ონლაინ რეჟიმზე გადაგვიყვანეს და შეკვეთებზე ვარ დამოკიდებული რაც მცირე დროს მართმევს, განსაკუთრებული არაფერი. - მხრები ავიჩეჩე დასჯილი ბავშვივით.
- რომ იღლები გავიგე, მაგრამ ცუდ ხასიათზე რატომ ხარ? - გამომცდელად შემომხედა.
არ მიპასუხია, მთავარი კარი შევაღე და გასახდელისკენ ავიღე გეზი, როცა კოვალსკი წამომეწია.
- ნუ ნერვიულობ, კარგად იქნება, სერიოზული არაფერი სჭირს, ხვალ დილამდე მოითმინე, მალე ნახავ.
გადმომიჩურჩულა, მხარზე მსუბუქად შემეხო და თავის კარადას მიაშურა. შევჩერდი და ანიტას თვალი გავაყოლე. არ არსებობს იმაზე მსუბუქი შეგრძნება ცხოვრებაში, როცა ერთ ადამიანს მეორის უსიტყვოდ ესმის და ისე ესაუბრება, რომ მისი სიტყვები ტკივილგამაყუჩებელს ჰგავს, ჭიქა წყლით ხელში...

პ.ს. ძალიან, ძალიან, ძალიან მომენატრეთ, სხვა რა მაქვს სათქმელი... <3 <3 <3 <3 <3 ყოველდღე ატვირთვას ვერ შეგპირდებით, მაგრამ ხშირად გამოვჩნდები შეძლებისდაგვარად <3



№1  offline წევრი მე♥უცნაურე

როგორ მომნატრებიხარ!
გილოცავ, სიგარეტზე უარის თქმას!
გამიხარდი!
შენი ქარიშხლები და თავგადასავლები კი, რაღაცნაირად ახლობელი და ძვირფასია, ჩემთვის!
ყოჩაღად!
მადლობა, რომ ეგეთ გრაფიკში, ამხელა პაუზის შემდგომ, ჩვენთვის გამონახე დრო.

 


№2  offline ახალბედა მწერალი belle...

მე♥უცნაურე
როგორ მომნატრებიხარ!
გილოცავ, სიგარეტზე უარის თქმას!
გამიხარდი!
შენი ქარიშხლები და თავგადასავლები კი, რაღაცნაირად ახლობელი და ძვირფასია, ჩემთვის!
ყოჩაღად!
მადლობა, რომ ეგეთ გრაფიკში, ამხელა პაუზის შემდგომ, ჩვენთვის გამონახე დრო.


მე როგორ მომენატრეთ ნეტა იცოდე ^_^ <3 <3 და შენ რომ სულ პირველი ხარ დღიურის ფურცლებზე კომენტარებში მახსოვს რომ იცოდე ;დდდ <3 <3 მადლობა შენ რომ ასე გვიან ჩემს გამო თვალები დაითხარე <3 <3

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

გამეხარდა ,აქ შენი დანახვა ისევ , მიყვარხარ როგორც კარგი ავტორი და თვითონ ანაბელი . წარმატებები ჩემო გოგო.

 


№4  offline წევრი ლი კა

მიჩქმიტეთ!
ისე შევეჩვიე მოლოდინის რეჟიმს, ორი წუთი გაშტერებული ვაფახუნებდი თვალებს. ბელს, როგორ მომენატრე ღმერთო ♥️
რამდენი სიახლეა ფორთოხლისფერ დღიურში და კარგად დავიწყებული ძველიც გამოჩენილა :დ :დ “ლოკოკინა ქალი” (მე მჯერა რომ მოერეოდი ;დ)
როგორ მაკლდი შენი გრძლი შავი თმით და ამფერისვე იუმორით :დდ
მიყვარხარ და მიხარიხარ ჩემო გოგო ♥️
ნერვიული ტუჩის კვნეტით შემდეგამდე, ისევ ))))

 


№5  offline წევრი დარინა

ჩემი ჩემი გოგო დაბრუნებულაააა თვალებს ვერ ვუჯერებ, ისე მიხარიხარ ემოციების ზღვაში ვცურავ, აი შენ ის ხარ ვისაც სულ ველოდებიი და არავითარი პრეტენზია რომ არ გამაჩნიააა, მიხარიხარ, ვგიჟდები შენზეე, მიყვარხარ ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი თ. ა.

კარგია რომ გამოჩნდი გვენატრებოდი.

 


№7  offline ახალბედა მწერალი belle...

სტუმარი მანანა
გამეხარდა ,აქ შენი დანახვა ისევ , მიყვარხარ როგორც კარგი ავტორი და თვითონ ანაბელი . წარმატებები ჩემო გოგო.


უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა, მეც ძალიან მიყვარხართ ^_^ <3 <3 <3 <3 მე კიდევ თქვენი გამოჩენა გამიხარდა ისევ <3 <3 <3

ლი კა
მიჩქმიტეთ!
ისე შევეჩვიე მოლოდინის რეჟიმს, ორი წუთი გაშტერებული ვაფახუნებდი თვალებს. ბელს, როგორ მომენატრე ღმერთო ♥️
რამდენი სიახლეა ფორთოხლისფერ დღიურში და კარგად დავიწყებული ძველიც გამოჩენილა :დ :დ “ლოკოკინა ქალი” (მე მჯერა რომ მოერეოდი ;დ)
როგორ მაკლდი შენი გრძლი შავი თმით და ამფერისვე იუმორით :დდ
მიყვარხარ და მიხარიხარ ჩემო გოგო ♥️
ნერვიული ტუჩის კვნეტით შემდეგამდე, ისევ ))))


ჩემი საყვარელი გოგო ;დდდდ <3 <3 მთელი ბოლო ორი კვირაა აქაურობაზე მეფიქრება, მართლა ძალიან მომენატრეთ <3 დრო გავიდა და თითქოს ჩემი "ფორმა" დავკარგე ნელ-ნელა დავბალანსდები ალბათ და ისე შევძლებ ცხოვრებას აქაც რომ ვიყო ხოლმე თქვენთან პარალელურად, ძალიან მიყვარხარ შენ სიფრიფანა გოგონა <3 <3

დარინა
ჩემი ჩემი გოგო დაბრუნებულაააა თვალებს ვერ ვუჯერებ, ისე მიხარიხარ ემოციების ზღვაში ვცურავ, აი შენ ის ხარ ვისაც სულ ველოდებიი და არავითარი პრეტენზია რომ არ გამაჩნიააა, მიხარიხარ, ვგიჟდები შენზეე, მიყვარხარ ❤️❤️❤️


ჩემი გადარეული ქალი როგორ მომენატრე დარო ;დდდდდ <3 <3 <3 <3 მომენატრა შენი არაამქვეყნიური რეაქციები გაკრეჭილი სახით რომ ვკითხულობ ხოლმე სულ ;დდდ <3 <3 <3 მე შენზე ვგიჟდები და მიყვარხარ უზომოდ <3 <3 <3 დიდი და თბილი გულის ადამიანო, შენი მოულოდნელი აფეთქებები ჩემს გვერდზე კიარ დამვიწყებია, მატირე ხოლმე ეს ქვის გულა ბავშვი ;დდ <3 <3 <3

თ. ა.
კარგია რომ გამოჩნდი გვენატრებოდი.


ჩვენი გრძნობები ორმხრივია საყვარელო <3 <3 <3 მოიწი ჩაგეხუტო <333333333

 


№8  offline წევრი ირო

ვაიმე როგორ მოგვენატრე, მაგრამ ასევე ისიც მესმის რა გიჟური ტემპით ცხოვრება გიწევს.3 დღის წინ თავიდან გადვიკითხე პორანჯე მომნატრებია ძალიან.იმდენად მახარებს ახალი ამბის თხრობა რომ დაიწყე არც კი ვიცი ემოციები როგორ მოვიტანო შენამდე.იყავი ყოჩაღად და თავს გაუფრთხილდი.ჩვენ გელით მოუთმენლად და ასევე დიდი მოთმინებით.

 


№9  offline ახალბედა მწერალი belle...

ირო
ვაიმე როგორ მოგვენატრე, მაგრამ ასევე ისიც მესმის რა გიჟური ტემპით ცხოვრება გიწევს.3 დღის წინ თავიდან გადვიკითხე პორანჯე მომნატრებია ძალიან.იმდენად მახარებს ახალი ამბის თხრობა რომ დაიწყე არც კი ვიცი ემოციები როგორ მოვიტანო შენამდე.იყავი ყოჩაღად და თავს გაუფრთხილდი.ჩვენ გელით მოუთმენლად და ასევე დიდი მოთმინებით.


უღრმესი მადლობა შენ ჩემო კარგო <3 <3 <3 ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი სითბო და სიყვარული ჩემთვის <3 <3 <3 ასე მგონია ბევრი ბოდიალის შემდეგ ოჯახში დავბრუნდი ;დდდ <3 <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არარსებობს თვალებს რომ ვერ დაუჯერე რომ ვნახე ძალიან მოგვენატრე დაგამიხარდა კარგად რომ ხართ იუმორის გრძნობა თუ შეგჩა ამდენი დამღლელი სამუშაოს შემდეგ წარმატებები

 


№11 სტუმარი Qeti qimucadze

სანამ არ დავაგროვებ ბევრ თავებს ერთად არ ვკითხულობ. უსაშველოდ გამეხარდა შენი გამოჩენა. და მიხარია რომ პოლონელებსაც შეაყვარე თავი

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კეთილი იყოს შენი დაბრუნება სულ გელოდით

 


№13 სტუმარი სტუმარი Tmt

აუ ბელს გელოდებოდი იცი?!
მომენატრე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent