შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,იელი" 1- თავი


27-10-2021, 19:51
ავტორი frinvela
ნანახია 139

ი ე ლ ი

1-თავი
მთვარიანი ღამე


_იმ სოფელში რა გვესაქმება იელ?
_ერთი ეგ დაიმახსოვრე ლორდისწულო, თუ იელობა მართლაც გინდა ზედმეტი კითხვები იმათ არ უნდა დაუსვა, ვინც დავალებებს გაძლევს. უბრალოდ უნდა ადგე და შეასრულო.
_მე შენ გკითხე, იმათთან რა მესაქმება?!
_იმის თქმა მინდა, რომ არც მე მიკითხავს რა მესაქმება იმ სოფელში მეთქი, დავალება მივიღე და წამოვედი. შენ კი აქ იმიტომ ხარ რომ შენმა ლორდმა მამამ ისურვა იელი გამხდარიყავი.
_შენ კი ჯერ ხმლის ხმარებაც არ გისწავლებია. _ შეუღრინა პატარა ნათანმა ამონ იელს.
იელმა თავიდან შავი კაპიუშონი წაიძრო, რომლის ბოლოც ცხენს გავაზე ჰქონდა გადაფარებული.
_ხმალი გააქვს ბიჭო?
_არა. მამაჩემმა მითხრა, ჯერ იელობის არსს გაეცანი ხმალი კი ამის შემდეგ დაგჭირდებაო.
_კარგი ნათქვამია. _ მოიწონა ამონ იელმა. მერე ჰაერი გვარიანად დაყნოსა და ცხენიდან გადმოიფურთხა.
_საშინელი სუნია. _ აღნიშნა ნათანმა, რომელსაც სახეზე ეწერა აქაური სიმყრალე როგორც მოსწონდა.
_სოფელს ვუახლოვდებით, სუნიც იქიდან მოდის, ჩრდილოეთის ნიავს მოაქვს აქეთ. გრძნობ როგორი ცივი ნიავია?
ნათანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. უზარმაზარ ცხენზე შემომჯდარი სუსტი ტანის ბიჭი, უნაგირზე თითქმის არც ემჩნეოდა.
_ეს ნიავი ცივი უდაბნოდან მოდის, ცივიც ამიტომ არის. _ დაასკვნა ამონ იელმა.
_ცივი უდაბნო, რომ ძალიან შორს არის?
_ახლოს, რომ იყოს უკვე გაყინულები ვეყრებოდით ჩვენი ცხენებიანად. ახლა ეს ნიავი თავთეთრი ტყუპების ფერდებზე აისხლიტება და უკან წამოვა. გრძნობ ზურგშიც როგორ გცემს?
_ვგრძნობ. _ დაუდასტურა ნათანმა. _ თითქოს ორივე მხრიდან სიცივე მოდის.
_ზურგიდან ტყუპების ფერდებზე ასხლეტილი ნიავია.
_სიმყრალე წინიდან მოდის. _ ცხვირი საყელოში ჩარგო ნათანმა.
_ამ სუნის ცნობა ადვილია, ასეთი სუნი გახრწნილ ლეშს ასდის და თუ ჩემი ვარაუდი არ ცდება და მართლაც სოფლიდან მოაქვს ნიავს, ესეიგი ლეშიც სოფელშია.
ნათანს ამის გაფიქრებაზე შეამცივნა, ერთი გააჟრჟოლა და მთელს ტანზე წვრილმა წერტილებმა დააყარა.
_ლეშს? _ იკითხა დაზაფრულმა.
_გინახავს მკვდარი ლორდისწულო?
ბიჭი ერტ ხანს დაფიქრდა. თვალწინ დაუდგა ,,სტოუნვოლიას“ სანადირო ტყე, ლორდ მამასთან ერთად, რომ იყო წასული. პირველად სწორედ იქ ნახა მკვდარი, ოღონდ ეს სხეული ადამიანს არ ეკუთვნოდა, თეთრი დათვის ნახევრად შეჭმული სხეული იყო. ცივი უდაბნოდან მოვიდაო უთხრა მაშნ ლორდმა მამამ, აქ კი ავადობით მოკვდაო. იმ მკვდარ დათვსაც ისეთი სუნი ასდიოდა, ახლა რომ ცხვირს საყელოშიც კი უწვავდა.
_მინახავს გახრწნილ სხეულს მატლები, რომ ეხვეოდნენ. _ ეს უთხრა ამონ იელს, _ ჩემი აღმზრდელი აბიამონი ამბობდა ხოლმე, ლეში მატლებს სული ღმერთებსო.
ამონ იელმა გვერდულად გამოხედა.
_კარგი ნათქვამია. _ მოუწონდა და ცხენს ქუსლი ჰკრა, ბუჩქნარის მიღმა გააქცია საიდანაც სოფელი ხელისგულივით გადაეშალათ.
ნათანს ეს სოფელი სხვანაირი წარმოედგინა, ისეთი ნამდვილად არა როგორიც დაუხვდათ. სხვა ბევრ სოფელში ყოფილა, სადაც ხალხი იყო, ხმაურიც და სინათლეც. ეს სოფელი კი უკაცრიელს გავდა. ანაზდად, ეულად ამოეყოთ სახლებს მქრქალი ნისლიდან შავი სახურავი და ატალახებულ ქუჩას, როგორ შავებში გამოწყობილი მგლოვიარეები ზედ გადმოჰყურებდნენ.
ამონ იელმა თქვა ეს სოფელი მაშინ გაშენდა როცა ლიმფოვიაში ჯერ კიდევ ,,თოვლის შვილები“ ცხოვრობდნენ, სოფელიც იმათ გააშენეს, ამგვარად თბილმიწეთზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი ადგილიაო. ნათანმა სოფელი კარგად, რომ შეათვალიერა მართლაც გავს ძველსო გაიფიქრა. ასეთ ფიცრულებს გარდასულ საუკუნეებში აშენებდნენ ,,ლიმფოვიაში“ მერე დრო გავიდა და შენობებიც დახვეწეს მშენებლებმა, ეს სოფელი კი კვლავ წარსულის ხელს თუ იტყობდა.
ცხენები ტალახიან ქუჩაზე შეიყვანეს და ნელი სვლით გაუყვნენ წინ, სადაც წესით სოფლის მოედანი უნდა ყოფილიყო. რაც უფრო წინ მიდიოდნენ მყრალი სუნი მით უფრო მატულობდა. ცხვირის გარდა თვალებიც ეწვოდა ნათანს.
საღამო იყო, სადაცაა მთვარე ამოვიდოდა ცაზე, იქამდე კი სახლების მუქ სახებას თუ დალანდავდა კაცი, შავი ჩრდილები ქუჩაზე მიმავალთ ზედ დევებივით გადმოდგომოდნენ.
_ხალხი სად არის? _ ჩურჩულით იკითხა ნათანმა, როცა გზაზე გაჩხერილ ურიკებს აარიდეს ცხენები. აქაურობა ისე გამოიყურებოდა თითქოს ადამიანებმა ნაჩქარევად მაიტოვესო.
_ცამ უყოთ პირი. _ უთხრა იელმა, რომელიც სახლებს აკვირდებოდა სულიერის დანახვის იმედად.
_ცაამ?
_აბა მიწაზე მათი კვალიც არ არის. არადა ტალახზე უკეთ ვერსად იპოვი ნაკვალევს ბიჭო, ეს დაიმახსოვრე.
ნათანი გზას დააცქერდა. კვალი ამრთლაც არაფრისა ჩანდა, არც ადამიანის, არც საქონლის არც თუნდაც იმ ურიკების გზაზე, რომ გაჩხერილიყვნენ. მაშინ მან გაიფიქრა, თავისთვის ივარაუდა, რომ წუხელ წვიმა იყო, წყალმა კვალი გარეცხა, მიწა აატალახა და ნაფეხურებიც გაქრა. იელისთვის კი არაფერი უთქვამს. რაც სოფელში მისმა ცხენმა ფეხი შემოდგა, ბიჭს უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს აქაურობას ბნელი ძალა დაჰპატრონებოდა, მთელი სამყარო თავის ბნელ კლაჭებში მოექცია და ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდა. ტანზე სულ წვრილ წვრილი ხორკლები აყრიდა. ეშინოდა, მაგრამ ამას იელს ვერ გაუმხელდა.
იელი მუდამ მზად უნდა იყოს, სიჩუმეშიც კი უნდა ესმოდეს ხმები, მოახლოვებული საფრთხის ხმები. გამუდმებით ამას იმეორებდა გონებაში და თავი ისე ეჭირა თითქოს სადმე მზით გამთბარ ველზე მიასეირნებდა თავის ქურანას.
ბოლოს სიჩუმემ გული, რომ გაუწყალა იელს ჰკითხა.
_ასეთი სოფელი თუ გინახავს?
_სფლები მინახავს, ეს იმათგან არაფრით განსხვავდება.
_სხვაგან ხალხი მაინც ცხოვრობს.
_მართლა?
_აქ არავინაა.
_სამხრეთში ერთი დასახლება იყო, უფრო სოფელი ვიდრე ქალაქი. აქაურობა იმასთან შედარებით მხიარული მოგეჩვენებოდა, მითუმეტეს იქ ხალხი ნამდვილად ცხოვრობდა. ერთი კაცის შთამომავლობა იყო, სხვა არავინ, ყველას ერთი გვარი ჰქონდა.
_ეგ როგორ?
_ის კაცი თავის შვილებს აჩენინებდა ბავშვებს, ბიჭებს და გოგოებს, მერე ეს ბიჭები და გოგოები იყოფდნენ სარეცელს და ასე.
_საშინელებაა. _ თქვა სახე მორრეცილმა. _ რა ბედი ეწია იმ სოფელს?
_არავინ იცის, უბრალოდ გაქრა. რომ მივიდნენ აღარაფერი დაუხვდათ, სიცარიელე, აღარც ხალხი და აღარც სახლები. ახლა იმ სოფლის ადგილზე ტყეა, სხვა ტყეებს არ ჰგავს, მიწა უნაყოფოა, მაგრამ როგორღაც ხეები ისევ იზრდებიან, მწვანე ფოთლების მაგივრად კი შავი ფოთლები აქვთ. გინახავს შავფოთლებიანი ხე ლორდისწულო?
ნათანს შავფოთლებიანი ხე არასოდეს ენახა მაგრამ..
_წითელფოთლებიანი მინახავს, სამეფო დელონიქსიაო მამაჩემმა მითხრა.
_ეგ სამეფო დელონიქსი ყველა ლორდის ბაღს ამშვენებს, შავფოთლებიანი ხე კი სულ სხვაა, მხოლოდ იქ ამოდის სადაც ბნელეთის საზღვარი ყველაზე ახლოა ლიმფოვიასთან. შავი ფოთლები კი იმიტომ აქვს, რომ მისი ფესვები ბნელეთიდან იკვებებიან.
_ესეიგი ის სოფელი ბნელეთის საზღვარზე ზედ იყო გაშენებული. _ დაასკვნა ნათანმა.
_ეგრე გამოდის. _ დაეთანხმა ამონ იელი, _ მაგრამ ,,დამარ ქურუმებს“ კითხო ჯობია, იმათ უკეთ იციან ბნელეთი და იმისი საზღვრები.
ნათანს თავისი აღმზრდელი აბიამონი წარმოუდგა თვალწინ. თეთრ მანტიაში ჩამალული ხმელი მოხუცი, ათასნაირ ამბავს, რომ უყვებოდა.
_ჩემი აღმზრდელიც ერთ დროს დამარ ქურუმი იყო, მისი ,,ყინული“ გალღვა და ჩამოაგდეს. ბევრს მიყვებოდა ხოლმე ბნელეთის შესახებ.
_ხოდა იმას კითხე.
_დიდი ხნის უკან გადავიდა პირქუშის ხიდზე. _ თქვა დამწუხრებულმა.
_რამ მოკლა?
_სიბერემ ალბათ. მახსოვს მამამ ყინულის აკლდამაში, რომ ჩაასვენა. მაგაზე ერთი ამბავი იყო, ჩამოგდებული ქურუმი ადამიანების წესით უნდა დაიმარხოსო, მეფემაც კი ეს შემოუთვალა. მამაჩემმაც თავისი არ დაიშალა, მაინც ყინულის აკლდამა აუგო.
_მერე მეფემ რაო?
_აპატია, ძველ დროში კარგი მეგობრობის ხათრით.
ნათანს ბავშვობა გაახსენდა, გაახსენდა მოხუცი აღმზრდელი აბიამონი და იმისი განსასვენებელი, თეთრი, მბზინვარე, სარკესავით რომ ირეკლავდა ბიჭის სახეს. მაშინ ბევრი იტირა, უყვარდა ის მოხუცი, რაც თავი ახსოვდა სულ მისგვერდით იყო, კეთილი, სათნო აბიამონი, ხანდახან თუ ხდებოდა ხოლმე მკაცრი, ისიც მაშინ თუ ბიჭს ყურადღება ეფანტებოდა. პატარა ნათანი აღმზრდელის წესის აგებისას იყო ლიმფოვიას საზღვარზე, ცივი უდაბნოს თეთრ კიდესთან, მას მერე სამხრეთს აღარ გაშორებია. აღარ უნახავს ვრცელ ჰორიზონტად გაწოლილი თეთრი მიწები. ახსოვს რა იგრძნო როდესაც სიცივემ ცხვირი აუწვა და თვალ წინ გაეშალა თოვლითა და ყინულით დაფარული ცივი უდაბნო. ახლაც შეამცივნა იმ მოგონების გახსენებაზე. მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო და ვერ გაეგო რატომ წაიყვანეს მისი აღმზრდელი სამხრეთიდან ძალიან შორს, სხვაგან უცხო ადგილას, სადაც მხოლოდ ყინულის შენობები აღმართულიყვნენ ნემსის წვერივით ბზინვარეები. მაშინ მამამ უთხრა, რომ ამ ადგილს ,,ლივიანია“ ერქვა, მეფეების, ქურუმების, დიდებული რაინდებისა და სხვა სამეფოს წარჩინებული ადამიანების განსასვენებელი ქალაქი, ყინულის, თეთრი, სხივმოფენილი ქალაქი ალმასივით ბრჭყვიალებდა. ამაზე მშვენიერი რამ არასოდეს ენახა პატარა ნათანს და არც შემდეგ უნახავს უფრო დიდებული რამ.
ამასობაში მთვარე გამოვიდა ცაზე. მისმა შუქმოფინებამ ყველაფერი უკეთ გამოაჩინა. ნათანი ახლა უკვე გარკვევით ხედავდა, ჩაბნელებულ ფიცრულებს ჩქამს, რომ არ გამოსცემდნენ. გზის ნაპირებზე მიტოვებულ დახლებს, ჯერაც ზედ, რომ ეწყო სავაჭრო სურსათი. აქა-იქ რამდენიმე ლუდის კასრიც შენიშნა, ხის მრგვალი კასრებიც ისე ეწყო, უფრო მიყრილს გავდა ვიდრე დაწყობილს, რამდენიმე ამობრუნებულიც კი ეგდო, ტალახში ამოსვრილი.
წინ სივრცე გამოჩნდა, ეს სოფლის მოედანი უნდა ყოფილიყო, ხმით მიხვდა ქვაფენილზე, რომ შეაბიჯეს ცხენებმა. როგორც ჩანს ქვაფენილიანი მოედანი იყო. მრგვალი მოედანი, გარშემო შენობები შემოვლებოდნენ და მათ ჩრდილში ჩამალულს გავდა.
მაშინ ამონ იელი ცხენიდან ჩამოხტა. წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა, რაღაცას დააცქერდა, ნათანი ვერ ხედავდა რას უყურებდა ამონი, მისი ზურგი ეფარებოდა.
_აი შენი პირველი მკვდარიც. _ მოესმა იელის ხმა.
პირველი მკვდარი. რას უნდა ნიშნავდესო გაიფიქრა ნათანმა, სწრაფად ჩამოხტა უნაგირიდან და იელს მიუახლოვდა.
ადამიანის გვამი მუცელგამოფატრული ეგდო ტალახში. ნათანი შეცბა, თვალი ვერ მოარიდა დაგლეჯილ სხეულს. გამხმარი ნაწლავები გვამის გარშემო ხის ფესვებივით შეზრდოდა შედედებულ სისხლს. ეს გვამი, სიცოცხლეში ახალგაზრდა ბიჭი უნდა ყოფილიყო. სახის ნახევარზე კანი უხეშად ჰქონდა ათლილი, მეორე ნახევარზე კი ჯერაც უწვერული თოვლივით ქათქათა კანი მოუჩანდა. საღად შემორჩენილი თვალი, ჯერ კიდევ ღია ჰქონდა, თაფლისფერი. ბინდ გადაკრული თვალი ნათანს უმზერდა.
_რამ მოკლა? _ ამოილუღლუღა სიტყვები. მოკლული ადამიანი ჯერ არ ენახა, მერე და ასე დაგლეჯილი სხეულის ხილვამ ხმა ჩაუწყვიტა.
_ადამიანი ამას ვერ იზამდა. _ ცივად თქვა იელმა. ისიც გვამს ზედ გამოფატრულ მუცელზე დასჩერებოდა.
ამ დროს მთვარემ ცის თხემს მიაღწია. მრგვალი მოედნის გარშემო ჩამწკრივებული სახლების ჩრდილი ნელ-ნელა დაპატარავდა, შემცირდა და მოედანიც ყვითლად განათდა.
_ცხოველიც ვერ შეძლებდა ამას. _ წარმოთქვა იელმა და ხელით მიანიშნა.
ნათანმა ჯერ ჭას შეხედა, მოედნის შუაგულში იდგა, კლდის სალი ქვებით მოპირკეთებული. მაშინვე ელდანაკრავივით შეცბა, როდესაც ჭის გარშემო ერთმანეთზე მიწყობილი ადამიანები დალანდა. დაგლეჯილი სხეულები ერთი-მეორეზე ისე ეყარნენ, თითქოს ვიღაცამ აქ განგებ შეაგროვაო. ზოგს ხელი არ ჰქონდა, ზოგს ფეხი, ზოგს საერთოდ თავი ჰქონდა წაცლილი, ადამიანების სხვა და სხვა კიდურები აქეთ-იქით ეყარა. ის კი ნათანს ტალახი, რომ ეგონა შედედებული სისხლის გუბეები იყო. თითქოს ახლა უფრო მკაფიოდ შეიგრძნო მყრალი სუნი. გახრწნილი ლეშის სიმყრალე. იელთან მივიდა, მის სიახლოვეს მოუნდა ყოფილიყო. აქაური სურათი ძრწოლას გვრიდა.
ამ დროს უკნიდან ხმა შემოესმა. ჯერ ცხენებმა დაიფრუტუნეს ნერვიულად. ქვაფენილზე იწყეს ფეხების ბაკუნი. მერე თითქოს სხვა რამეც მოესმა ნათანს, ავი, გველის სისინისავით გამყინავი ხმა იყო. უკან შებრუნდა, მთვარის სინათლეზე გარკვევით ვერ დალანდა, რა გამოსცემდა საზარელ ხმას. მაგრამ მალევე მოჰკრა მზერა თეთრ სილუეტს, ადამიანის მზგავს სახებას, მუცლიდან გადმოყრილ ნაწლავებს ქვეფენილზე მოათრევდა, პირს აღებდა და გველივით სისინებდა. ნათანმა ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო იელის სასროლმა დანამ ყურთან, რომ გაუარა და პირდაპირ თაფლისფერ თვალში ეძგერა მათკენ გამოქანებულ გვამს, რომელიც ცოტახნის უკან მოედნის შემოსასვლელთან, მუცელგამოფატრული იპოვეს. როდესაც იელის სასროლი დანა თვალში ჩაერსო, გვამი ადგილს მოწყდა და ისევ ქვაფენილზე გაგორდა. რამდენიმე წამს ხელებს და ფეხებს ასავსავებდა, შემზარავად სისინებდა, თითქოს წამოდგომას ცდილობსო, შემდეგ კი ჩაჩუმდა, დაგლეჯილი კიდურების სავსავსაც მორჩა და გაიყინა. ამასობაში შეშინებული ცხენები, ჭიხვინით მირბოდნენ ტალახიან ქუჩაზე.
ქვაფენილიანი მოედანი საზარელმა ხმებმა მოიცვა. ჭის გარშემო შეგროვებულ მკვდარმა ადამიანებმა ფეხზე წამოდგომა იწყეს. თვალებში სიკვდილი ედგათ, გაშტერებულები შემოსცქეროდნენ ნათანს და ამონ იელს. ცივი თვალები, ისეთი ცივი, ალბათ ყინულიც ვერ იქნებოდა ასეთი სუსხიანი. ნათანი ადგილიდან არ იძვროდა კრინტს ვერ ძრავდა. სურათი რომელიც მის წინ იყო არარეალურს გავდა, მაგრამ ეს სუნი, წყეული სიმყრალე, სინამდვილე იყო. მერე ცოცხალმა გვამებმა ერთ ხმაზე იხრიალეს, საზარელი ხმა გამოსცეს, თითქოს აობით გველი შმაგად სისინებსო, კიდურები გაასავსავეს, გააქნიეს, ნერვიულად დაიწყეს ხელზე შერჩენილი თითების კვრანჩხა, ზოგმა კი კბილების ხრჭიალიც იწყო და ადგილზე გაქვავებულ ნათანისა და ამონ იელისაკენ გამოცვივდნენ. სულის გამყინავი კივილით გარს შემოეხვივნენ.

* * *
ნათანს თითქმის აღარაფერი ახსოვდა, როდესაც ყველაფერი დამთავრდა.
როგორღაც ახერხებდა და ხმლით იგერიებდა საკბენათ მოსულ გვამებს. ზოგი თავადვე წამოეგო მის გაწვდილ ხმალს. ამ დროს იელი ოსტატურად ატრიალებდა სამკაპს, მის საყვარელ იარაღს, ხელიდან-ხელში გადაჰქონდა, იღერებდა და ერთი მოქნევით აცლიდა ხახადაფჩენილ თავებს. ნათანს ზურგით ეფარებოდა და მკვდრებს არ აძლევდა მასთან მიახლოვების საშუალებას.
ნათანი ახლა უკვე ღრმად სუნთქავდა, ყელში მსხვილი ბურთები ეჩხირებოდა. თვალებ დაქაჩული მისჩერებოდა ამონ იელს, რომელსაც სახე და ხელები სისხლით დაფარვოდა, ის ჩვეული, ცივი გამომეტყველებით წმინდავდა სისხლში ამოსვრილ სამკაპს, რომლის წვერებსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ხორცის ნაფლეთები. ნათანი ხმას ვერ იღებდა, შავად შეღინღლულ ლოყებზე ალმური ასდიოდა, ქვაფენილზე გართხმულ გვამებს შორის იდგა გაუნძრევლად, ნაბიჯს ვერ დგამდა.
_ელიას ცრემლები. _ ჩაილაპარაკა ამონ იელმა. მან გაწმენდილი, მთვარის შუქზე მბზინავი სამკაპი უკან, ზურგზე დაიმაგრა და ხელით წინ მოედნის მეორე ბოლოსკენ ანიშნა ნათანს.
,,ელიას ცრემლები“ ეწერა გახუნებულ, ფერგადასულ ფიცარზე, რომელიც შესასვლელის თავზე მიეჭედებინათ. პატარა ლუდხანის წინა კედელი გამონგრეული, ნაფლეთებად ქცეული იყო, მხოლოდ მის თავზე აბრაღა იყო შემორჩნეილი.
იქ რომ მივიდნენ, ნათანისთვის იმაზე მეტად შემზარავი სურათი დაუხვდათ, ვიდრე ის მკვდრები იყვნენ, სულ ცოტა ხნის წინ მათ შეჭმას, რომ ცდილობდნენ.
ლუდხანის საღად შემორჩენილ ბოძებზე მუცელ გამოფატრული სხეული, გაფარჩხული ეკიდა ხელებით. მუცლიდან გადმოცვენილი გამხმარი ნაწლავები მის ქვეშ ისე ეყარა, თითქოს ვიღაცამ საგულდაგულოდ დაალაგაო. იმ ბოძებზე, რომლებზეც ქალის სხეული იყო ჩამოკიდებული სისხლით რაღაც იეროგლიფები ეხატა, ნათანს ასეთები ძველ წიგნში ჰქონდა ნანახი. აღმზრდელმა აბიამონმა უთხრა, ლიმფოსომიას ქურუმების ხელწერააო. ბოძებზე ჩამოკიდებული სხეული ქალისა იყო. მოშიშვლებული ძუძუები შეულახავად გამოყროდა. ტანისამოსი ჯერ კიდევ ეცვა, მხოლოდ მუცელი ჰქონდა გამოფატრული. შავი კულულა თმები მკერდზე ჩამოყროდა და ტუჩებზე შემხმარი სისხლის კვალი ეჩნდა.
_შედანის ნახელავია ლორდისწულო. _ უთხრა იელმა, როცა ქალის სხეული კარგად შეათვალიერა.
_შედანი?
ეს სახელი ეცნო, შორეული მოგონება ამოუტივტივდა, აბიამონმა, რომ მოუყვა ლიმფოსომიას ქურუმებზე, მაგათ შედანიები ქვიათო.
_ხო შედანი. _ დაუდასტურა იელმა, _ ლიმფოსომიას ქურუმები არიან. ეგენი იყენებენ ორსულ ქალებს, ლიმფოვიადან-ლიმფოსომიაში ხვრელის გასაღებათ. ეს კი შედანის შელოცვაა. ჩემი ვარაუდით ეგ მახინჯი საიდანღაც შემოძვრა ლიმფოვიაში, ორსული ქალი მონახა და ბნელეთის ხვრელი გახსნა. მერე შავი დემონიები გამოიყვანა ლიმფოსომიადან და ხალხს შეუსია. მკვდრების გაცოცხლებაც ამით აიხსნება. დემონია ბნელეთის მკვდარი არსებაა, გამუდმებული სისხლის წყურვილი აქვს. რასაც უკბენს, ან კლანჭს გაჰკრავს მოიშხამება და გაცოფდება. მაგრამ მაგათი შხამი კბენიდან პირველ მთვარეზე იწყებს მოქმედებას. ჩემი ვარაუდით ამ დღეების მანძილზე მთვარეც არ გამოსულა, ეს ხალხი, რომ აქამდე გაცოცხლებულიყვნენ. მხოლოდ ამ ღამით გამოვიდა მთვარე და ამიტომაც გაცოცხლდნენ.
_სხვა ხალხი სად არიან? _ იკითხა ნათანმა. ჯერ კიდევ ვერ უყრიდა აზრებს თავს. მაგრამ ის კი იფიქრა, აქ ოციოდე გვამი თუ იქნება და ამ ქალაქში ალბათ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობსო.
_სხვებს თან წაიყვანდნენ ლიმფოსომიაში. _ მიუგო იელმა. _ დახოცილები დატოვეს, რომ გაცოფებულიყვნენ.
_კი მაგრამ, ლუხუმის ზავი? _ ისე იკითხა ნათანმა, თითქოს თავადვე თვლიდა, რომ ლუხუმის ზავი დღემდე დაურღვეველი იყო.
_როგორ გგონია ლორდისწულო, _უთხრა იელმა, _ ლუხუმის ზავი, რომ არ ირღვეოდეს იელთა ორდერი რაღა საჭირო იქნებოდა?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent