შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არბი ომანი (III თავი)

28-10-2021, 03:21
ავტორი tasusuna
ნანახია 9 167

სარკმლის შემოხეთქვას ლამობდა წვიმის თქორი,ისეთი წარღვნა დადგა..
მუდამ დედის კალთას ამოფარებულს,ჭექა-ქუხილის ისე მეშინოდა,გული ხელში მეკავა..
ყურის წამღები გრუხუნი დატყდომოდა თავს კოკას.
ადგილს ვეღარ ვიკავებდი..
სამი უბადრუკი საათი გასულიყო არბის გამოჩენიდან და,
მისი აორთქლებაც ამდენს ითვლიდა..
თითქოს,მის ნაბიჯებს დაყვებოდნენ ვარსკვლავები..
თითქოს,მხოლოდ მასთან ერთად კიაფობდნენ ცხრა ქიმიანები..
სხვაგვარად როგორ ამეხსნა,
ერთი გაელვებით დამტყდარი ნამქერი?!
ბუნება გლოვისთვის ამზადებდა მიწას..
მდუმარებით მოცულ ქვის კედლებს მხოლოდ ბიძგები თუ ახმაურებდა..
საზარელი უძრაობა იდგა ომანების საუფლოში..
თითქოს,დროც გაჩერებულიყო და,
მხოლოდ მე თუ ვფხიზლობდი,დაზაფრული..
უპასუხო ფიქრებისგან განსადევნად და,
ალბათ,გულის გასამაგრებლად,
ფრთხილად გამოვაღე ოთახის კარი და სამზარეულოს საძებნად გავედი..
ორ დღიან უჭმელობას თავისი გაეტანა და ისე მეწვოდა მუცელი,
აღარ მასვემებდა.
მხოლოდ წყალს თუ დავლევდი,
გულის გასაგრილებლად..
გარე თვალისთვის აღუქმელი იყო სიდიადე და,სიდიდე თითო ოთახის.
ახლა,როცა ორმა სიმწარემ განვლო,თითქოს უფრო მეტი ინტერესით დავუყევი მათ მოვარაყებულ კედლებს.
არ მინახავს სხვაგან უფრო მეტი ხელოვნება,ვიდრე თითო გამოძერწილ ფიგურაში,სამყოფელში რომ მოეყარათ თავი..
უფორმო სხეულებში,დაკვირვებულ თვალს მარტივად შეეძლო მათში ღრმა შინააარსის დანახვა..
ამ კედლებში მოსიარულე ბოროტება რომ არა,იქნებ,მართლაც მეხარა ყოფით?!
საკვირველი იყო,
ერთი ხილვით,
როგორ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან თითო წევრი..
თითქოს ერთ ყალიბში გამოწრთობილებს,
თვალები სხვაგვარად უელავდათ..
თითო ავსულობა ჩასახლოდათ ირისებში და,
გაზაფხულივით განსზვავდებოდა მათგან არბისი..
ალბათ,მხოლოდ ეს მაძლევდა მცირე იმედს,რომ მისი სიტყვების მეწამა..
სხვა რომ არა,
სურიემ მიმაბარა მას..
დედამიწაზე კი,არარსებობდა მოკვდავი,რომელიც დედას შეეშლებოდა..
უცნაურად შეეძლო ავში კარგი განესხვავებინა და ალბათ,მცირედ მეც დამყვა მისგან თვისება..
მასზე ფიქრში გართული,მალევე გამოვერკვიე ოთახებში..
იქ,სადაც დილით თავყრა მოეწყოთ ომანებს,კედელში ორი კარი გაჭრილიყო..
მხოლოდ ბჟუტავი შუქი ანათებდა მათ,
თუმცა,
ღრიჭოდ დარჩენილი კარიდან გამოსული შუქი მაინც თვალში მეცა..
გავირინდე..
ინსტიქტურად კედელს ავეწურე და,თითქოს ლანდად ვიქეცი..
სუნთქვა შემიწყდა..
ორ ნაბიჯში გავუპირისპირდი ჭრილს და,სიბნელეს შევაფარე თავი..
რენა დამდგარიყო ოთახის შუაგულში..
რუხი ბალახონი ტანზე მოერგო და, მუქი,წელამდე გაშლილი თმა მხრებზე ჩამოეყარა..
ზურგით იდგა..
ბორროტი ენერგიით შევიცანი მასში პიროვნება..
თითქოს მთელი ქვესკნელის ენერგიას იზიდავსო,
გაურჩეველ სიტყვებს ერთი მეორის მიყოლებით ბუტბუტებდა ვერგასაგონად და რიტმულად ირხეოდა..
გამაცივა..
სხეულში დავლილმა შიშმა ადგილზე გამაქვავა..
უჩვეულოდ იქცეოდა..
საიდუმლოში ზიარმა კიდევ ერთი ნაბიჯით შევიმალე..
უკვე,გვერდულად ვხედავდი მის სხეულს..
სანახევროდ უჩანდა სახე,თუმცა,საკმარისი იყო მასში ავხორცობა წამეკითხა..
თვალები ხელებში მოქცეული ციცქნა თოჯინისთვის მიეყინა და თითქოს მას ეჩურჩულებაო,
სიტყვას არ წყვეტდა.
ეალერსებოდა..
თითქოს ეფერებაო,
სახის მაგვარს თითებს წრიულად ატარებდა და,
გულთან ჩერდებოდა..
დავიტანჯე..
შუბლზე სიმწრის ოფლი დამცვაროდა და,
ყელი ისე გამიშრა,
მომდგარი სპაზმი გაჭირვებით შევიკავე..
დედა ხშირად იხსენებდა გულთმისან ელგას..
ურჩობისგან დასასჯელად მის ისტორიას აბუქებდა ხოლმე და,
გულს მიწვრილებდა,
სასიკვდილოდ შეწირული მომავლის მხილავი ქალის ამბით..
კოცონზე დაწვესო-დაასრულებდა და,ატირებულს დიდხანს მიკრავდა..
ის,რასაც ახლა ვუყურებდი,ახლოს იყო ელგასთან,თუმცა,ეს მომავლის ჭვრეტა არ იყო..
რენა ავ სულებს ახვევდა თავზე თოჯინას და,გულის პირზე ძაფის სიმსხო ნემსებს არგებდა..
სასიკვდილოდ წირავდა ჩაფიქრებულს..
გული გამიჩერდა..
ადგილზე მოვკვდი..
როგორ გავიარე დაწყევლილი დერეფანი სიმწრით,არ მახსოვს..
თავსხმა წვიმაში მდგარმა მხოლოდ მერე ამოვისუნთქე გაჭირვებით..
ფოლაქებივით ცვიოდა ციდან ღრუბლის ნაცოდვილარები..
ეკლებივით მაყრიდა კანზე სისველე..
ხილულმა მთლიანად დამიხშო რაციონალური აზროვნება..
აგონიას გავდა თითო ამოსუნთქვა..
-ღმერთო..-სიმწრით ავძახე ჩურჩულით ცას...
მოშავებულ კამარას არაფერი ეწერა სასიკეთო..
ავად შეეკრა წარბები კაბადონს..
ვიღაცას სასიკვდილოდ იმეტებდა განგება..
-ღმერთო გადაარჩინე..-ისევ ამოვისუნთქე მთლიანად სველმა,თუმცა,
ვერ დავიჯერებდი,
ესმოდეს ვინმეს..
წყევლა იყო ჩემი ომანად წოდებაც და,
მისი უსულგულო ბოდვაც..
რენა შეურაცხადი იყო..
ამის გააზრებამ კიდევ უფრო დამიფრთხო მომავლის იმედი..
რა მექნა?!
რა შემეძლო?!
იმას ხომ დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა,ვისზე იყო მიმართული ყველა ავი..
არბი ომანს სამარეს ზუსტად იქ უთხრიდნენ,სადაც თავი უსაფრთხოდ ეგულებოდა..
გულით შემებრალა..
მჯეროდა,ამ ყველაფერს არ იმსახურებდნენ მისი თვალები..
აღარაფერი აღარ მესმოდა,
ვეღარც ვგრძნობდი და,აღარც ჩანდა სიბნელეში ჩრდილები და,
ალბათ ამიტომ გამომრჩა მოახლოებული ნაბიჯების ხმა..
უკან ამომდგარმა სხეულმა აცახცახებულ ტუჩებზე ძლიერი ხელი მოულოდნელად ამაკრა და ,
ჰაერში ამიტაცა..
ყელიდან ამოსული კივილი მორიგმა გრუხუნმა ჩაახშო უბატონოდ..
სულს ვეღარ ვიმაგრებდი,
ისევ მიწაზე რომ დამსვეს და,
გამიპირისპირდა უცნობი..
წამით განათებულ ცაზე შევამჩნიეთ ერთმანეთი..
მომენტალურად ჩადგა გული საგულეს..
წინ არბი მედგა,ომანი..
წვიმას მთლიანად დაესველა მისი ანფასი..
შავი პერანგი კანზე მიკვროდა და,
ღაწვებზე ჩამოდიოდა ყველა წვიმის წვეთი..
ქარიშხალი ჩადგა მის თვალებშიც.
მისი ცოცხლად ხილვამ წეღანდელი შემახსენა..
-სულ ერთი წამიც და..-ვეღარ დაასრულა..
ძალაგამოცლილი ხელის გულებით დავეყრდენი მის გულს..
ძლიერად ფეთქავდა..
ისე,რომ ჭექა-ქუხილსაც ფარავდა..
ჰაერს ამოყოლილი სასოწარკვეთა და შიში შემომეფანტა და ამოვისუნთქე..
-აქ რაღაცები ხდება..თქვენ საფრთხე გემუქრებათ..-არც და,ვერც ვუთხარი სრულად სიმართლე..
თვალები აუციალდა,თუმცა,არ გაკვირვებია..
მის სახეზე აკრულმა ირონიულმა ღიმილმა მხოლოდ მე ჩამითრია ფიქრებში..
-აქ არაფერი ხდება ისე ანარა,როგორც წესია..
საფრთხე კი,უკვე შენც გემუქრება თუ ეს შეამჩნიე..-ყინულივით ცივმა ხმამ ისევ დამიბრუნა შიში..
ალბათ,ბევრი წუთი ვცდილობდი მის თვალებში პასუხების პოვნას..
იმდენი ემოცია ტრიალებდა ყორნისფერ სფეროებში,ვერცერთს მოვეჭიდე..
ეს გაურკვევლობა უკვე სულს მიხუთავდა..
-თუმცა,ნუ შეგეშინდება.. აქ ვარ!-ომანის სიტყვებმა დააბრუნეს დრო თავის რადიუსზე..
მის ქვასავით მაგარ მკერდზე მისვენებული მტევნები უღონოდ დავუშვი ძირს..
ჯერკიდევ მიხურდა კანი..
თითქოს ყველა უარყოფითი ენერგია გამოეწოვათ მათ არბის გულიდან..
საკუთარი გამბედაობით შერცხვენილმა
მხოლოდ ახლა ავარიდე მზერა..
წუთები არ ქონდა მოშორებული მზერა მასაც..
თითქოს ჩვეულება დაარღვია..
თითქოს მის თავს გამოექცა რამოდენიმე წუთით..
ისე დავუბრუნდი ოთახს,
თითქოს მოჩვენება ვყოფილიყავი..
მხოლოდ წამით გამექცა მზერა,
კარი ამოქოლილი ჰქონდა რენას.
სულივით გაუჩინარდა არბიც..
უკვე აღარც მიკვირდა,
დღის შუქთან ერთად მოდიოდა მასში თემის თავკაცის სახე..
არვიცი,
ვერცერთი საღი უჯრედი მომავალს ვერ მიხატავდა..
ის,რაც ოთხ კედელში ხდებოდა,
იმაზე მეტი იყო,
ვიდრე არბისგან მოსმენილი საფრთხე და,
საკუთარი თვალით დანახული ეშმაკის სახე..
გავუძლებდი?!
და რისთვის?!
ისე,როგორც გუშინ და,მის წინ,
ახლაც არ მქონდა თუნდაც ერთ კითხვაზე პასუხი.
___
უსაშველოდ ვნერვიულობ..
მესაუბრეთ..
რას ფიქრობთ,რა უნდა ხდებოდეს და,ვინ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?!
არბის გაუშლელი კარტები და ანარას უპასუხო კითხვები გულს მიჩქარებს..
იმდენი რამე მინდა ჩავატიო ამ ამბავში და,იმედია,თქვწნამდე მოვიტან..
გელით..
მადლობებით დახუნძლულ გულს გიგზავნით.
თქვენი:ანასტასია ომანი ;დდ

№1 სტუმარი one

rogor ar meyo ))
imdenad idumalebaa, shishnarevi siamovnebit vkhitkhulobdi suntqvashegubebuli )))
arbi simpatias iwvevs -rogorc dzlieri personaji, raghacnairad meimedeba, anaras damcvelad mesakheba))
kargi khar taso❤️

№2  offline მოდერი tasusuna

one
rogor ar meyo ))
imdenad idumalebaa, shishnarevi siamovnebit vkhitkhulobdi suntqvashegubebuli )))
arbi simpatias iwvevs -rogorc dzlieri personaji, raghacnairad meimedeba, anaras damcvelad mesakheba))
kargi khar taso❤️

რაღა დავმალო,უკვე მეც მესიმპათიურა ❤️❤️
კარგი ბიჩი უნდა იყოს წესით :დ
ქეთო ❤️❤️ მართლა როგორი კარგი ხარ?! უდიდესი მადლობა. რომ უდიდეს სტიმულს მაძლევ.. ხომ
ოცი,რომ გელი ხოპმე??

№3 სტუმარი Qeti qimucadze

აუ არბი ომანი. ვფიქრობ. ხაზგასმით აღვნიშნავ. ვფიქრობ ადათ წესებს უნდა ჰყავდეს დაბორკილი. იქნებ არც უნდა ის სტატუსი რაც მიანიჭეს. იქნებ. ბევრი იქნებ დამიგრობდა. საკმარისი იქნება თუარა არბის დაპირება. არვიცი დავიბენი ტასუ. არაა დიდი თავი ბევრ რამეს მივხვდე. საოცარი რომაა აი ეგ კი ვიცი ზუსტად. რას ხლართავს რენა. ან ვის დაადო ჯადო და რატომ. იმედია მომდევნო თავებზე უფრო გავარკვევ რაღაცეებს. მადლობაა

№4  offline მოდერი tasusuna

Qeti qimucadze
აუ არბი ომანი. ვფიქრობ. ხაზგასმით აღვნიშნავ. ვფიქრობ ადათ წესებს უნდა ჰყავდეს დაბორკილი. იქნებ არც უნდა ის სტატუსი რაც მიანიჭეს. იქნებ. ბევრი იქნებ დამიგრობდა. საკმარისი იქნება თუარა არბის დაპირება. არვიცი დავიბენი ტასუ. არაა დიდი თავი ბევრ რამეს მივხვდე. საოცარი რომაა აი ეგ კი ვიცი ზუსტად. რას ხლართავს რენა. ან ვის დაადო ჯადო და რატომ. იმედია მომდევნო თავებზე უფრო გავარკვევ რაღაცეებს. მადლობაა

ქეთ მადლობა შენ ასეთი რომ ხარ ❤️❤️ რენა ძალიან არ მიყვარს,ორგულია.. აი არბისთან რა ხდება,შემდეგ თავებში უნდა გავარკვიოთ:დდ უფრო მეტს ვერ ვახერხერ ქეთცგვიან ღამით ვწეერ ხოლმე :( ნეტავ უფრო მეტი დრო მქონდეს ❤️❤️❤️❤️
მადლობაა რომ აქ ხარ ❤️❤️❤️

№5  offline წევრი EllaTriss

მისტიკა არ მიზიდავს.
ეს ისე, მე.
ვფიქრობ, თუ მისტიკაა, რაღაცნაირად, სხვანაირად უნდა იყოს მერე, ხომ ხვდები. შეიძლება ჯერ დასაწყისია და ჯერ ყველაფერი წინაა, მაგრამ... ჰო.
ძალიან კარგად მესმის შენი. აი, ყველაფერს რომ ხედავ და ყველაფრის დაწერა გინდა, მაგრამ თანმიმდევრობა, რაღაცნაირად გბოჭავს, მერე, შიში იმისა, რომ შეიძლება გაქრეს, სხვანაირად მოვიდეს. სხვანაირი შეიძლება სხვანაირადაც მოუხდეს. ამიტომაცაა სხვანაირი, ჰო, თუმცა, პირველი სხვაა. პირველი ერთადერთია.
მისტიკას მივუბრუნდეთ, ახლა.
ზოგადად, მე არ მჯერა ასეთი რაღაცეების, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეს დაწყევლილი ჯადოები, მაინც :დ რაც უფრო აყვები, უფრო არსებობს, ჰო იცი. ასე რომ ვამბობ არ მჯერა მეთქი და არ მჯერა.
ჰოდა, ფენტეზში გადადის?
ანუ, მისთვის, ვისაც არ სჯერა. არ ვიცი, ასეთი ადამიანებიც ხომ არიან. ამიტომ ვამბობ, მერე, ცოტა სხვანაირად უნდა იყოს - მეთქი.
ყველანაირი მკითხველი გკითხულობს, კომენტარების დაწერაზე ხომ არ არის :დ
ჰო, არ ვიცი, მოკლედ. შეიძლება წინ ისეთი რამაა, მე ჯერ სად ,ვბანაობ' მაგრამ... კარგი.
ეს... რაღაც დისლაიქად და კრტიკად არ მიიღო ახლა, უბრალოდ ინ მაი ოფინიონ, მესაუბრეთო და... :დდ
ჰო,
არბის და ანარას...
აი, ხომ რაღაც მცირე მოცულობაა, მაგრამ იმდენად მოდის, რომ ასე მგონია ძალიან დიდია^^ აი, ვიცი, რომ შენთვისაც ასეა. რაღაც ძალიან ღრმად ხედავ, მერე, ყველა ემოციას რომ საკუთარზე განიცდი, აი რაღაცნაირად წერისას ძალიან დიდი გამოდის, ხომ ხვდები. ეს ჩვენთან, არარეალობაში :დ
მერე შეხედავ და...
რეალობაში პატარაა.
მაგრამ
მაგრამ
მთავარი, აქ არბი და ანარაა, ჩვენი სხვა ფერები.♡
ჰოდა, მთავარი ესაა.
არბი რომ ანარას მუდამ დაიცავს, ამაში ეჭვი ვის ეპარება, არ ვღელავ, მაგრამ, აქ სხვაა.
მთავარია ანარამ დაიცვას არბი.
ისე რაღაცნაირად წარმომიდგა თვალწინ.
კარგი ხარ.
პ.ს აქ სხვა სიყვარულიც რომ დაიბადოს, ახლა.
აუ, რენა და...
სამწერტილი :დ
ჰოდა
გელი
გელი - თ
სიყვარულით
ელა
❤❤❤❤

№6 სტუმარი Ana-maria

ანარას არბის იმედი რომ უნდა ქონდეს ეს ფაქტია. საფრთხე კი მგონი ანარას ემუქრება. რატომღაც მაშინვე ვიფიქრე რომ ის თოჯინა ანარა იყო. არსებობს რეალურ ცხოვრებაში ასე ჯადოები. ანარა ხელს უშლის ვიღაცას. ისტორიის წაკითხვისას ხვდები ყველა ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა,მაგრამ არბის მოულოდნელად გამოჩენასაც ელოდები. ის ანარას დაიცავს და ნელნელა თავსაც შეაყვარებს. არ მყოფნის ეს თავები. კიდევ მეტი მინდა წავიკითხო. ველოდები ახალ თავს მოუთმენლად

№7  offline მოდერი tasusuna

EllaTriss

მისრიკას ერთხელ რომ შევეჭიდე,ისიც მეყოფა, დოდხანს ვერ ვიძინებდი :დდდ
ეს ის პერიოდია,ასეთი ხალხი რომ იყო და გამოსდიოდათ ეს წარმართული ამბები..
ისე, მე მჯერა :დდ წინა კვირაში გადაბმულად ხდებოდა რაღაცწბი ჩემთან და,ვინ გამთვალათქო,ვეძებდი დ::
აი,როგორ არ დაგეთანხმო რაა!
ვწეერ ვწეერ და ეომ მგონია რომ უზარმაზარია და, ამ დროს,ერთი ციცქნა თავი გამოდის და ვბრაზდები, დრო კი მიაქვს იმდენი,მათწნებინებს :დდ
არადა,თუარ ვიგრძენი,ისე რა დამაწერინებს ერთ საათში :დდ
ჰოდა,ამასობაში,ამიტომ მიყვარზარ მე შწნ და გელი! ❤️❤️❤️ ვფიქრობ მეც,ანარამ უნდა დაიცვას და , ომანმაც, რა თქმა უნდა ❤️❤️❤️ მადლობა ჩემო ელა,კაეგზე კარგი ხარ შენი გიჟი შწფასებებით :დდ

Ana-maria
ანარას არბის იმედი რომ უნდა ქონდეს ეს ფაქტია. საფრთხე კი მგონი ანარას ემუქრება. რატომღაც მაშინვე ვიფიქრე რომ ის თოჯინა ანარა იყო. არსებობს რეალურ ცხოვრებაში ასე ჯადოები. ანარა ხელს უშლის ვიღაცას. ისტორიის წაკითხვისას ხვდები ყველა ფეხის ნაბიჯზე საფრთხეა,მაგრამ არბის მოულოდნელად გამოჩენასაც ელოდები. ის ანარას დაიცავს და ნელნელა თავსაც შეაყვარებს. არ მყოფნის ეს თავები. კიდევ მეტი მინდა წავიკითხო. ველოდები ახალ თავს მოუთმენლად

კიდევ მეტის წერაც მინდა ა რომ ვეღარ ვაგრძელებ ხოლმე, მეც ვითრგუნები :(
ანარა და აები ერთმანეთის ფარები არიან,მგონი ჩამს კიდეც..
ვფიქრობ,კიდევ ბევრჯერ დაიცავენ ერთმანეთს ❤️❤️❤️❤️
ანამარია,თქვწნზე აღარაფერს ვიტყვი,საოცარი ადამიანი ხართ ❤️

№8 სტუმარი ნინო გ

როგორ გამახარე შენ არ იცი.პირველ რიგში ეს დისლაიქი ვინც მისცა მაგან ჩამიგდოს თავის უკეთ დაწერილი. გააკეთა ვითომ რაღაც. რაც შეეხება არბის მიყვარს მისი იდუმალებით და მისი სიძლიერით. ვფიქრობ ეს ორი ერთმანეთს გადაარჩენს. წარმატებები

№9  offline მოდერი tasusuna

ნინო გ
როგორ გამახარე შენ არ იცი.პირველ რიგში ეს დისლაიქი ვინც მისცა მაგან ჩამიგდოს თავის უკეთ დაწერილი. გააკეთა ვითომ რაღაც. რაც შეეხება არბის მიყვარს მისი იდუმალებით და მისი სიძლიერით. ვფიქრობ ეს ორი ერთმანეთს გადაარჩენს. წარმატებები

ოჰ,როგორხ იქნა დატკბი :დდ ❤️❤️ დისლაიქები სულ დამყვება, ორი სამი თუარ მაქვს დანაკლისის გრძნობა მაქვს :დდ ერთმანეთი უნდა გადაარჩინონ აუცილებლად! ❤️❤️❤️ მადლობა ჩწმო გოფო ❤️❤️❤️

№10  offline წევრი ირო

უმეტესწილად ვხვდები რის თქმას ცდილობს მწერალი,რა სიურპრიზს გვთავაზობს,აი ეს კი ის ისტორიაა,სიმშვიდეში რომ უნდა წაიკითხო,გაიაზრო და გაითავისო.არც კი ვიცი რა ელის ამ ისტორიის გმირებს,სამსახურის გამო ერთიანად ვერ ვკითხულობ და ნერვები მეშლება.

№11  offline მოდერი tasusuna

ირო
უმეტესწილად ვხვდები რის თქმას ცდილობს მწერალი,რა სიურპრიზს გვთავაზობს,აი ეს კი ის ისტორიაა,სიმშვიდეში რომ უნდა წაიკითხო,გაიაზრო და გაითავისო.არც კი ვიცი რა ელის ამ ისტორიის გმირებს,სამსახურის გამო ერთიანად ვერ ვკითხულობ და ნერვები მეშლება.

ირო,მართალი ხარ ❤️❤️სიმშვიდეში უფრო საინტერესო და დინამიური წასაკითხი იქნება,მჯერა ❤️❤️❤️
რომ მოიცალო, ერთიანად წაიკითხე და მახარებ უუუუზოოომოოოდ ❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent