შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არბი ომანი (IV თავი)

29-10-2021, 03:11
ავტორი tasusuna
ნანახია 9 096

ისე გაეშალა მზეს ცხელი მკლავები,თითქოს,მთელი ღამე ცა არ ჩამოსულიყო მიწად.
ენერგიისგან დაცლილმა სხეულმა რომ აიკრიბა ძალა,
ალბათ უკვე შუადღე იქნებოდა..
გამიკვირდა,დილას რომ არ მიხმეს..
ღამე ნათევსა და განერვიულებულს,ისე ჩამძინებოდა
დილით,
არცერთი სულიერის ხმა არ ჩამესმა..
ალბათ,კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა დასვენება,
იმ პატარა,ცზოვრებისგან დაღლილ გოგონას ფრთხილი კაკუნით რომ არ შევეფხიზლე..
-დღეს ფუძის დედის დღეობაა,ქალბატონო,გვარი ემზადება,მალე ალბათ თქვენც გიხმობენ. -მამცნო.
ახლა გასაგები იყო,რატომ არავის გაახსენდა ოჯახის ახალი წევრი..
ეს დღე კარგად მახსოვს,
ზუსტად წლის წინ..
ხეობა დიდი ზარზეიმით ემზადებოდა გვაროვნების შესახვედრად..
ისე გამომკმაზა სურიემ,თოთქოს მხოლოდ ჩემს ირგვლივ დატრიალდებოდა თემი..
თეთრ ულაყზე ამხედრებული ყელმოღერებული ომანი იმ წელს პირველად გამოჩნდა კრებაზე როგორც თავკაცი..
ყელი ისე შეემართა,თითქოს სალი კლდე ყოფილიყო..
არწივის მზერას დროდადრო ავლებდა ირგვლივ ხალხს და,
თავდაჭერილი ტაშისკვრით აჯილდოვებდა წარმოდგენაში გამარჯვებულებს..
ერთი სანახაობა იყო მისი ჯირითიც..
არბის მუდამ ჰორიზონტზე მიბჯენილი მზერა ქორივით ჭრიდა ჰაერს და,ცეცხლივით აელვებდა ათქვირულ ცხენს ფერდობზე.
ტოლი ვერავინ დაუდო მაშინ..
ღირსეული შთამომავალიაო,ჩურჩულებდნენ მდედრები..
ალბათ,ამიტომ ჩამრჩა მისი პიროვნება გონებაში მაშინ..
დედა ხშირად იხსენებდა ხოლმე უფროს ომანს,მაგრამ,მაშინ,ვერასდროა ვიდიქრებდი,თუ წლის თავზე,იგივე თავყრაზე,უკვე ჩემთვისაც გაირჯებოდა ხალხი.
ბევრი აღარმიფიქრია.
განვლილის ხარჯზე,მხოლოდ იმისთვისაც წავიდოდი,დედასთვის რომ მეკრა თვალი..
მიუხედავად მისდამი დაგროვილი წყენისა,მხოლოდ მას შეეძლო,ჩემი გულის კარი ბოლომდე გაეხსნა..
-დაგეხმარებით.-ისევ გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი.
ხელში სათლი და ცხელი წყლით სავსე თუნგი ეჭირა.
ვიუარე,თუმცა,
აღარ დავუტოვებივარ..
ნაზად მიწნიდნენ გრძელ თმას მისი პატარა თითები..
მებრალებოდა,გული ტკივილით მეწურებოდა,მაგრამ,ვერ ვშველოდი..
თითქოს,ორივე განგებას გოვემწყვდიეთ ოთხ კედელში..
მე შემწევდა ძალა,მებრძოლა..
მის პატარა მხრებს კი,ციცქნა ტკივილის ატანაც კი არ შეეძლოთ..
-დიდი მადლობა..-ვფრთხილობდი..
მისკენ გადადგმული თავაზიანი ნაბიჯები აფრთხობდა და,მოვერიდე..
მხოლოდ თითისტოლა მინები ჩამიდო ხელებში და,
დამტოვა..
ნელსაცხებლებს იმდენად საოცარი სურნელი ჰქონდათ,
ოთახი ერთიანად გაივსო.
საგვარეულო გერბით ნაქარგ გულისპირს მხოლოდ ერთი წვეთი ფორთოხლის ზეთი ვაპკურე და,
გავედი..
ეზოში რიგრიგობით იყრიდნენ თავს თემის უხუცესები..
რენას დანახვისას გულმა მწარედ გამკრა,თუმცა,თავი შევიმაგრე..
იმისთვის,რომ რაღაც მეპოვნა,იმაზე ძლიერად უნდა წარმომეჩინა თავი,ვიდრე ვიყავი..
მის ქურციკის მზერას ერთი სისუსტეც კი არ გამორჩებოდათ..
შეკრებილებს სერინე აკლდა..
თითქოს იგრძნოო,
ხელჯოხით მომარჯვებულმა,პირველი რძლის მხარი დაიკავა და ისე გადმომხედა,საკუთარი თავი შემზიზღდა..
ორ ერთ ძალას დაპირისპირებული ჩემი სუსტი ენერგია ჰაერში უგზოუკლვლოდ გაიფანტა და,სრულიად არაფერი დავრჩი..
დავიკარგე..
მათ არ ვეკუთვნოდი..
ომანი არ ვიყავი..
ამას სული ისე ყვიროდა,მეგონა ირგვლივ ჩავლილ ყველა სულიერს ესმოდა..
მათი ნაძალადევი მორჩილება გულის ამრევი იყო..
ვერ გავყვებოდი მათ ნაბიჯებს..
ისე ჩამოვრჩი,არც ვინმეს უგრძვნია,
ახალი რძალის არყოფნა..
სიძულვილისგან თავისუფალი ჰაერი მესიამოვნა..
ოთახში გამოკეტილს,
ჰაერს დანატრებულს,
ერთანად მედებოდა მისი სუსხი ენები კანზე..
უკვე კარგა ჩამოვრჩებოდი მათ,
უკნიდან ცხენის თქარუნი რომ მომესმა..
ზუსტად ის კადრი დამიდგა თვალწინ,რომ
მივიხედე,
წლის წინანდელი..
თეთრ ფაფარაშლილ რაშს მთელი ვნებით მოაგელვებდა გვარის თავკაცი..
მისი თვალისფერ პერანგზე ხახადაფჩენილი ლომი საზარლად აკვესებდა გაცხოვეებულ თვალებს..
ქარს სწორი ცხვირი მთელი ძალით ჭრიდა და ჰორიზონტს ვნებით არღვევდა..
ნაბიჯიც ვერ გადავდგი..
არც კი მომაფიქრდა გზაზე ჩამოვცილებოდი,
გამიპირისპირდა თუარა,
წამებში ამიტაცა მისმა მკლავმა და,
ინსტიქტურად მთელი ძალით მოვეჭიდე მას..
ძლიერმა ხელმა მარტივად მომათავსა უნაგირზე და,
ერთად გავცურეთ დიდ ტალღებში..
თითქოს სუნთქვა შევწყვიტე,
გული უჰაერობისგან მეკუმშებოდა..
უნაგირს ჩავფრენოდი,
მასზე ხელის შეხებას ვერ ბედავდა ვერცერთი ცხადი აზრი..
ის,რაც ამწამს ხდებოდა,არცერთ წესს არ ამართლებდა..
თუმცა,
მარტო დარჩენილს,მალამოსავით მომედო მისი უცაბედი ხილვა..
-ანარა,მომეჭიდე!-თითქოს იგრძნო ორჭოფობა,
ჰაერს გამოაყოლა სიტყვები..
განცდებისგან აკანკალებული ხელი თვალდახუჭულმა შემოვხვიე გაჭიმულ წელს..
მეგონა ერთ სხეულად ვიქეცით,
ქარის სიჩქარით გააქროლა ბედაური ომანმა..
ცხენის კისრისკენ მთელი სისწორით გადახრილ ანფასს ზურგზე ფარად გადავკროდი..
ფლოქვების ხმა ისე შეზრდოდა ბუნების გუგუნს,
აეც კი განირჩეოდა ქარის სისინისგან.
თითქოს,
დავფრინავდით..
თითქოს მიწას არც კი ვეკუთვნოდით..
თითქოს,
არც არავინ იყო მეტი..
ეს სასწაული იყო..
ტყვეობაში გამსკდარ გულს თითქოს ელექსირად მოედო თავისუფლების ჭარბი გაცდა..
ეს იმაზე მეტი იყო,ვიდრე არბის მიმართ გულში დაგროვილი ბოღმა..
უპატიებელი უბედურება იმ წამს გაქრა,
თუმცა,
შეანელა თუარა ცხენმა ჭენება,
ერთიანად დაბრუნდა ყველა ის განცდა,
რამაც სულ წამით დატოვა სული..
მოშორებით ჩამოვქვეითდით,
თუმცა,
თითო წყვილი თვალი ადევნებდა ჩვენს თითო ნაბიჯს თვალს..
ყველა წესის დამრღვეველს,
თვალანთებული მიეგება ხალხი..
ომანების გვარი მდელოს თავში განლაგებულიყვნენ და ყელმოღერებით იღებდნენ პატივს..
არ მაცილებდა თვალს რენაც..
თითქოს,მიწის გახეთქვას ლამობდა,ისე დაესო მზერა ჩემი ნაბიჯებისთვის..
თითქოს,ჩემი სისხლი წყუროდა,ისე მოეკუმა საზარელი ბაგები..
მისი ავხორცი ბუნება ირგვლივ გაფანტულ სიხარულს ერთიანად ახშობდა და,
ყველა ძალას მაცლიდა.
მიუხედავად განცდილი არაერთგვაროვანი განცდებისა,ათას სახეში მხოლოდ მისას ვეძებდი..
დედა არ ჩანდა..
აქ არ იყო..
-მოვა!-ისეთი ჩუმი იყო მისი ხმა,თითქოს არ სურდა,გაეგო ვინმეს..
ერთმანეთისგან დისტანციით მიმავლებს,
ძლივს დავიჭირე მისი ერთი სიტყვა..
გული მომეცა..
წრედ მოყრილ ხალხში,
სახელდახელოდ დამზადებულ სავარძლებზე დასხდნენ ომანები..
თითქოს დიდი უფსკრული გაჩნდაო,
ორად გაიყო ჩვენი გზები..
შუაში,მხრებ გადაშლილი,არწივის მზერით მოკალათდა არბი..
იერარქიად მიჰყვნენ გვერდიგვერდს,
მარჯვნის მამაკაცები და,
მარცხნიდან პირველი,
სერინე,
რენა და,
გვარის ბოლო,
ანარა..
წარმოდგენა იწყებოდა..
მოხალისეების მაყურებლის რანგიდან ყურება, ცალკე სანახაობა იყო..
ფუძის დედისთვის თაყვანსაცემი ძღვენები ხონჩებად აეკინძათ ოჯახის უფროსებს და,
ფერდის შემაღლებულ ადგილზე,
პატარა ქვით ნაგები ქანდაკებისკენ მადლიერებით მიჰქონდათ..
ქრისტიანული მრწამსის მიუხედავად,
ძველთაგან წამოსული ტრადიცია ფესვს ვერ იშლიდა..
პატარა წილი მოჰქონდათ ომანთანაც..
თითქოს მისთვის ელოცათო,
ციცქნა სარწეველა აკვანში გაკრულ ხელით ნაკერ თოჯინებს თავისდაკვრით აძლევდნენ და,
ფუძის ვაჟს უსურვებდნენ..
ყინულივით ცივი იყო მისი მზერა..
კიდევ უფრო ცოდვით სავსე რენასი..
სისხლით სავსე თვალები ქანდაკებოსთვის მიეყინა და ვინ იცის,
რამდენ წყევლას იქსოვდა გულში..
გამაცივა..
გულში მწარედ გამკრა მობერილმა ფიქრებმა...
ღრმად შემებრალა არბი ომანი..
არცერთ აკვანს მისთვის ვაჟი არ მოუტანია წლებია..
ალბათ,როგორ გააბოროტა ამან რენაც..
გული მომეწურა..
სუნთქვა შემეკრა..
მისკენ გახედვა ვეღარ გავბედე..
მაინც,რამდენი ტკივილის მიჩქმალვა შეეძლოთ მის თვალებს?!
-სატანა ნუ ჩაგისახლდება ანარა,განგება არც შენ გაღირსებს ჩემზე მეტს..-მოკუმული ტუჩებიდან ჩურჩულით გამოსცრა ტკივილისგან შეშლილმა რენამ..
აღარ ვუპასუხე..
წინ უფრო მეტი ხდებოდა..
წამებში გაიყინა სუნთქვა თემში..
მზერა წამოეშალა ომანსაც.
თითქოს გერბი გაცოცხლდა მასში.
ხახა დაფჩენილ ლომს ეშვები ცივად აუალდა.
წამოიფაფრა მშვიდად მჯდომი..
ეგო ცას სწვდებოდა.
გამბედაობისგან ხელებზე შემოასკდა ძარღვები.
წინ მას ხედავდა,ვინც სასიკვდილოდ ემეტებოდა,ისე უელავდა ყვავისფერი თვალები..
ცეცხლებს აკვესებდა ირისები ცენტრში მდგომებისკენ....
დაძაბულობისგან სახეზე სიმწრის ოფლი გადაასხა თემს..
ვერ ვხვდებოდი,რა ხდებოდა..
-ომანების კვალზე გავლის უფლება წლის წინ ჩამოგერთვათ სატიელებს,ბაბა!-ელვასავით გაკვეთა ჰაერი არბის მტკიცე ხმამ..
ირონიისგან ისე დაეღარა სახე,
არცერთი ნაკვთი უგავდა წინას.
მათკენ გაჭრილიყო,
ფარად აფარვოდა გვარსა და ხალხს..
როგორ წავედი მისკენ ვერ გავიაზრე..
შემამჩნია თუარა,ზურგსუკან მომიქცია მეც,
თუმცა,
არ მიუარა..
-დედა ფუძისა მხოლოდ ომანებს არ გყავთ, არბი!-განზრახ გაწელა სიტყვები.
კარგად იცოდა,
ხელს არ გაისვრიდა კაცი დღესასწაულზე..
საკუთარი ჟინისთვის სხვას არ ჩააგდებდა საფრთხეში..
-თაყვანსაცემად ვართ მოსულები.. -კვერი დაუკრა ბაბად წოდებულს მარჯვნივ მდგომმა მთასავით მაღალმა სხეულმა.
ავიწურე..
განაჩენის მოლოდინში ყველამ არბის გადახედა..
თითქოს სხვა გამოსავალი ჰქონოდეს,
მძიმედ გამოტრიალდა და,წამით მანიშნა,გავყოლოდი..
იქამდე იდგა,სანამ ჩემს ადგილს არ დავუბრუნდი და,
თავადაც დაჯდა..
აღარ შეცვლია სახე..
აღარ ჩადგომია ქარიშხალი..
საბრძოლოდ მოჭიმული სხეული წამით არ შეუტოკებია..
ვგრძნობდი,
აფეთქებისთვის მისხალი სჭირდებოდა.
ეს მისხალი კი მის წინ ხელში ათამაშებდა რკინის ცალლულიან დამბაჩას.
-თემის ბელადი,ბელადის წინაააღმდეგ..-ეშმაკურად აციალებული თვალები ომანს მიაბჯინა ბაბა სატიელმა..-ბავშვობა ხომარ გავიხსენოთ არბი?!-თითქოს მის გამოცდას სცდილობდა-
აზარტულად აათამაშა ხელში ლითონი და,ჰაერში აფრენილ მტრედს ცივი ტყვია დააწია ფეხდაფეხ..
საზარლად დაეცა ძირს საცოდავი ფრინველი..
მოკლული და კანგახეთქილი..
სარკასტულად ჩაეცინა არბის..
დამცინავი მზერა აააყოლა მის კუნთმაგარ მკლავებს და,
უთქმელად გაარღვია ხალხის მასა.
არ მინახავს ამაზე მეტად შიშნაჭამი სერინე..
თითქოს შხამი გადაეყლაპოს,სახეზე ფერი წასვლოდა და,
ყბა უცახცახებდა დამფრთხალს..
სუნთქვა შეეწყვიტა თემის უხუცესებსაც..
არეულ მზერებს ერთმანეთში დაატარებდნენ,
თუმცა,
ვერცერთს ვკითხულობდი..
გაურკვევლობისგან ადჰილს ვერ ვპოულობდი..
კიდევ უფრო ჩრდილს ფენდა რეალობას არბის ქმედებები..
სატიელების ძღვენიდან ამორჩეული სამი ბრინჯაოს მონეტა ჰაერი ერთდროულად აისროლა და,
ერთი მეორის მიყოლებით გახვრიტა მათი გულები მონეტისოდენა ტყვიამ..
აღფრთოვანების ყიჟინამ დაუარა თემს..
სახე შეეეეცვალა ბაბასაც.
ჟინმოცემული ენაცვლებოდა ერთმანეთს საფანტის წვრილი ბურთულები..
თანაბარ ორთაბრძოლას ბოლო არუჩანდა,
სამიზნეს სანტიმეტრითაც არ აცილებდა ორი ფალავანი მიზანში სროლაში..
სანახაობა პიკს აღწევდა,
არბის ნასროლმა ცენტრში რომ აააცილა ხეს ქერქი და,
ბაბას ტყვიამ,
მიწაც ვერ მოთხარა..
ერთიანად იქუხა კოკამ..
ყელიდან წამოსული ენერგია ვერ დავაცხრე მეც..
გამარჯვების ხალისი არ ეტყობოდა მხოლოდ არბის..
მოშორებულ სატიელს ყველასგანჩუმად ორიოდე სიტყვა უწილა და მანამ არ დაიძრა ადგილიდან,
სანამ ჰაერმა მათი სუნიც არ გაფანტა..
მხოლოდ მისი მშვიდი სუნთქვის შემდეგ გამეხსნა ფილტვები მეც..
დაძაბულობა ოდნავ მოეხსნა მხრებიდან..
თუმცა,სახე ისევ შეუვალი ჰქონდა..
რისხვისგან სულ მთლად ჩასისხლოდა თვალები..
ეს სულ სხვა არბი იყო..
მტერთან მტრული..
იქამდე გასტანა დღესასწაულმა,
სანამ უკანასკნელმა არ დატოვა ტრიალი მინდორი..
რომ მოვიხედე,
ადგილზე მხოლოდ მე,არბი ომანი,რენა,სერინე და ,მათი თანხმლები სახლიკაცები იყვნენ..
-დედა არ მოსულა..-დანანებით ამოვილაპარაკე..
წასასვლელად ემზადებოდნენ გვარის ქალები..
უკვე გზას ადგნენ..
მარტო ვრჩებოდით მოსაღამოვებული ცის ქვეშ მე და არბი ომანი..
-სურიე და სატიელები ერთდროულად მოვიდნენ,მათი წასვლისთანავე გაეცალა ხეობას ისიც..-ცხენს კაზმავდა,
მხოლოდ წამით გამისწორა მზერა,
როგორც დაჩემდა..
საკუთარმა უყურადღებობამ გული მატკინა..
იმ წუთს,ისე ვიყავი მხოლოდ არბის დაცვისთვის მზად,
საკუთარი სისხლის ახლოს ყივილიც კი ვერ გავიგონე..
მეტკინა..
გულში რაღაც ძალიან მძიმედ ჩამწყდა და,ალბათ,სახეზეც დამეტყო..
-გპირდები,მოგიყვან..-მცირე წილი თანაგრძნობა მხრებზე საბნად მომახვია ომანმა..
ჩემი ატაცება აღარ დასჭირდა..
ცხენის უნაგირზე კოხტად მოვთავსდი და,
ამხედრდა თუარა,
ჰაერში გააფრინა წამსვე ბედაური..
ისევ ვერ ვეჭიდებოდი,
ისედაც ადათს ადათზე ვტეხდით ნებით თუ უბებლიეთ,
მისმა ხელმა რომ ჩემი მოიქცია ტყვედ და,
საკუთარ წელზე მიიკრო..
გავირინდე..
მასთან დამიგულა თუარა,
სიმივით გაჭიმული წელი საგრძნობლად დახარა ცხენის კისრისკენ და,
მის ზურგს ამაკრა ინერციით..
ცაში შევცურეთ..
ამწამს,
გონებას მთლიანად გაეთიშა მომხდარი..
ბაბა სატიელის სახე და არბის მტრულად აკვესებული თვალები ღამის სიშავეს შეერია და მის იდუმალებაში ჩაიკარგა..
ერთადერთი,
რაც ცხენის ჭიხვინთან ერთად,
ჰაერში ყურისწამღებად ისმოდა,
ჩემი გულის აჩქარწბული ცემა იყო,
რომელიც,
არბის რიტმს წუთიწუთზე ედროდა
___
გული გამიჩერდა,რა დავიფიცო რომ დაგაჯეროთ
ასე მგონია საერთოდ აღარ ცემს..
ყოველ თავზე განსაკუთრებით გელით ხოლმე და,ამაზე,კიდევ უფრო დიდი ინტერესით..
ყველა ემოცია მითხარით,რაც დაგრჩათ..
ყველა გულწრფელ სიყვარულს გიგზავნით აქ რომ ხართ სულ
გელით,
თქვენი:ანასტასია

№1 სტუმარი one

arra ra, khom vtqvi kargi bichi schans metqi)) ahha))
chveni anara rasayvarelia))
shenki kargi gogona rom chveulebas ar ghalatob da modikhar ❤️
saintereso ambebi gvelodeba , rogorc sheimchneva)) mokled aq var tasuna*^*

№2  offline მოდერი tasusuna

one
arra ra, khom vtqvi kargi bichi schans metqi)) ahha))
chveni anara rasayvarelia))
shenki kargi gogona rom chveulebas ar ghalatob da modikhar ❤️
saintereso ambebi gvelodeba , rogorc sheimchneva)) mokled aq var tasuna*^*

❤️❤️❤️❤️ თან რომ სულ პურველი ხარ?! ძალიან კარგი ხარ შენ ❤️❤️❤️
არბი ძალიან კარგია.ჩვენიანია ❤️❤️ ვნახოთ რა ამბებს დაააატრიალებს დდ ❤️❤️❤️

№3 სტუმარი ნინო გ

ეს რა იყოო..ჯერ ერთი არ გელოდი დღეს და მეორეც ისეთი ემოციური იყო თითქოს მეც იქ ვიყავი და შორიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს.არბის და ბაბას გვარის მტრობა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მიზეზი რისთვისაც ანარა არბისთანაა.. რატომღაც ასე მგონია. რაც შეეხება ამ ორს უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და მიხარიაა

№4 სტუმარი Qeti qimucadze

აი როგორი თავი იყო იცი. დანაღმულ ველს ჰგავდა. რომარიცი როდის აგიფეთქდება ნაღმი. ვფიქრობ არბი ძალიან მგრძნობიარეა და თავისი სისასტიკით ფარავს. ვფიქრობ უყვარს ანარაა და არც ეს უკანასკნელია გულგრილი. უბრალოდ ჯერ ვერ ხვდება. რენა მეფიქრება. ძალიან ბოროტია რამე არ დაემართოს. შენ გულმოწყალებაზე ვართ დამოკიდებული. როგორ წამოიმართა არბის დასაცავად. მახინჯი ტრადიციები

№5  offline მოდერი tasusuna

ნინო გ
ეს რა იყოო..ჯერ ერთი არ გელოდი დღეს და მეორეც ისეთი ემოციური იყო თითქოს მეც იქ ვიყავი და შორიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს.არბის და ბაბას გვარის მტრობა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მიზეზი რისთვისაც ანარა არბისთანაა.. რატომღაც ასე მგონია. რაც შეეხება ამ ორს უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და მიხარიაა

ბაბა ისეთი ავხორცია,მისი გამოჩენა კარგ არაფერს უდრის, ამის თქმა შემიძლია ზუსტად! დანარჩენი ვნახოთ.. თუმცა,მართალი ხარ ! მიხარია,რომ სწოად ავლებ პარალელებს! ვნახოთ როგორ განვითარდება. ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა :დდ იმედია,ყოველდღე გაგაოცებ ახალი თავწბით ❤️❤️❤️❤️❤️

Qeti qimucadze
აი როგორი თავი იყო იცი. დანაღმულ ველს ჰგავდა. რომარიცი როდის აგიფეთქდება ნაღმი. ვფიქრობ არბი ძალიან მგრძნობიარეა და თავისი სისასტიკით ფარავს. ვფიქრობ უყვარს ანარაა და არც ეს უკანასკნელია გულგრილი. უბრალოდ ჯერ ვერ ხვდება. რენა მეფიქრება. ძალიან ბოროტია რამე არ დაემართოს. შენ გულმოწყალებაზე ვართ დამოკიდებული. როგორ წამოიმართა არბის დასაცავად. მახინჯი ტრადიციები

აუუ მაგ მომენტზე ერთი საათი სულელივით ვიღიმოდი ქეთ :დდ ძალიან საყვარელია ანარააა ❤️❤️❤️❤️❤️ მართლა დანაღმულ ველს გავდა, როდის იფეთქებდა არბი,მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული,თუმცა,წესი წესია და,არ გადავიდა მას ❤️❤️❤️❤️ რენა ისეთი ბოროტია,ხლართავს რაღაცებს,ვნახოთ.. ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა ❤️❤️❤️❤️ შენ კი,მადლობა, რომ ჩემთვის სულ იცლი ❤️❤️❤️❤️❤️

№6  offline წევრი EllaTriss

აი ხომ ეგაა, რომ არბის და ანარას ერთმანეთი უნდა შეუყვარდეთ, იდეა,თემა, მაგრამ რაღაცნაირად სწრაფად ხდება? არ ვიცი, არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ მე მომეჩვენა ასე.
ეს გრძნობა ვიცი. აი ეს, კონკრეტულად ,ეს', გინდა, ყველა უჯრედი ამას გთხოვს და წერ. სასიამოვნოცაა, ამაღელვებელიც, კომენტარების მოლოდინში, მგონი ასეთ მომენტებში ყველაზე უცნაურად ძგერს ხოლმე გული :დ ^
ავტორი შენ ხარ. ისე იქნება, როგორც დაწერ, მაგრამ აი თითქოს რაღაც კიდევ მინდოდა გაშლა. ცივი არბი :დ
ზოგადად, აი ადრე ვიყავი ხოლმე ასე და მიუხედავად იმისა, რომ ვიცვლები, მომყვება. წიგნებშიც, ასე მოთხრობებშიც, სულ აი შეყვარებამდე მომენტები მიზიდავდა და ახლაც. სხვანაირია, ხომ ხვდები.
იმას ვეძებ, როგორ იბადება და როგორ იშლება.
ვისთვის როგორო, მართალია, მაგრამ... ჰო.
რას მოვაყოლე ეხლა ეს. აი გაშლა მინდოდა, ცივი არბი მინდოდა :დ ასე უცებ რომ დათბა, რაღაცნაირად თითქოს სითბოსა და სიცივის შეჯახება მოხდა და ვერ მივიღე.
მერე რომ მივიღებ, დროთა განმავლობაში, ამაში ორი აზრი არ არის და რატომაც მოხდება ეს, რაღა თქმა უნდა თავისით, ვიცი რომ ამას ახსნა არ სჭირდება.
შენ კარგი ხარ, შენ სულ კარგი ხარ ❤
არბი მიშლის ნერვებს :დ
თავისი სწრაფი ტრანსფორმაციით, პერსონაჟის ამოცნობაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.
ანარაზე აღარაფერს ვამბობ ახლა, პირველ პირშია და ყველაფერი ზუსტად მოდის.
პ.ს თურქული სერიალი რომაა, 'ახალი რძალი' არ ვიცი, იცი თუ არა. აი მანდ როგორც აცვიათ, ასე მგონია, რომ ამათაც ეგრე აცვიათ და რა ვქნა. :დ
თუ არ იცი, ნახე. უყურე მეთქი არ გეუბნები, არც მე ვუყურებ, თვალი მაქვს მოკრული.
უბრალოდ, გონებამ თავისით გაავლო პარალელი და ნუ,ჰო,ითს ოქეი.^^
პ.სს აქ გულებს დაგიწერ, დანარჩენს გეტყვის❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№7  offline მოდერი tasusuna

EllaTriss

ჯერ რა დათბა, ელა, სითბო და სიცივე და ქაროშხალი აწი უნდა დაიწყოს დდდ მგონი, ისე ვართ ყველა მიჩვეული ჩემს ყინულივით ცივ ბიჭებს, გვეუხეშა არბი ;დდ თუმცა, ყველაფერი წინაა! დდ მესმის შენი მაგაზე მაგარი წასაკითხი მგონი არაფერია ;დ თუმცა, ჯერ გარკვევოს ეტაპია, გადარჩენისთვის მზადება,
ჯერ მხოლოდ ინსტიქტია,იზრუნოს..
როცა გულიდან წამოვა ამის კეთებაც მერე იქნება ის,რასაც ახლა ხედავ აქ ❤️❤️❤️❤️❤️
კიდევ უფრო დიდ გულს გიტოვებ მეც ელა, სასწაულადკარგი მკითხველი ხარ ❤️❤️❤️ გულიანი თბილკ და გგები! ❤️❤️❤️ ვნახოთ რა როგორ იქნება..

№8 სტუმარი Ana-maria

როგორ მომწონს სახელი-არბი! მგონი დაიწყო სიყვარული. რატომღაც ვფიქრობ არბის ერთი წლის წინ დღესასწაულზე მოეწონა ანარა. მომინდა არბის ზურგს უკან ამოფარებულს ცხენზე ჯირითი.ანასტასია,გთხოვ,არბის არაფერი დაემართება.ჯერ უტა ვერ მომინელებია!!!! მაგარი იყო!!!

№9  offline მოდერი tasusuna

Ana-maria
როგორ მომწონს სახელი-არბი! მგონი დაიწყო სიყვარული. რატომღაც ვფიქრობ არბის ერთი წლის წინ დღესასწაულზე მოეწონა ანარა. მომინდა არბის ზურგს უკან ამოფარებულს ცხენზე ჯირითი.ანასტასია,გთხოვ,არბის არაფერი დაემართება.ჯერ უტა ვერ მომინელებია!!!! მაგარი იყო!!!

არბი მეც უზომოდ მომწონს და ანარაც. უხდება ეს სახელები ერთმანეთს..
მის ზურგს უკან ალბათ თავს ყველაზე უსაფრთხოდ ვიგრძნობთ ❤️❤️❤️❤️
არ ვიცი სიმართლე გითზრათ როგორ დასრულდება..
ჭიდილში ვარ,ვნახოთ რას გადავწყვეტ..
წინასწარ არცერთი ეპიზოდი ვიხი,როგორ განვითარდება..
ასე რომ,მეც თქვენსავით მოლოდინში ვარ რა მოხდება შემდეგ ❤️❤️❤️
დიდი მადლობა რომ ჩემთან ხართ ❤️❤️❤️

№10 სტუმარი სტუმარი თამო

ოღონდ ცუდად არ დაასრულო.არხოტის გულის მერე სულ გულის კანკალით ვკითხულობ.რაც შეეხება წყვილს ძალიან მომწონს ის იდუმალება.ის ამოუხსნელობა რაც არბის სდევს თან კითხვებზე პასუხები მეც მჭირდება როგორც ანარას.ძალიან საინატრესოა.ეს ჯადოქარი ქალი მეც მაშინებს.და პირველი თავი ნაკლებად მახსკვს უნდა გადავხედო კიდევ.ეს არბის ცოლები არიან?აი ჩემზე მეტს შენც ვერ ეღირსებიო რომ უთხრა თუ რატო თქვა ეგ.ვერ მივხვდი

№11  offline მოდერი tasusuna

სტუმარი თამო

კი თამო,რენაც არბის ცოლია,პირველი..
ჯერჯერობით ადრეა ასასრულზე საუბარი, ალბათ,ყველაზე მეტას რაც მოუხდება,ისე დავასრულებ ❤️❤️❤️
არბი ძალიან იდუმალია და მეც უზომოდ მომწონს ❤️❤️❤️იმედია,გაშლის კარტება ❤️❤️❤️

№12  offline წევრი ირო

რა მომათმენიებს ბოლომდე სანამ დადებ ამ ისტორიას ერთიანდ შემდეგ წავიკითხავ,უბრალოდ ნერვების მიშლის ეს სამყარო იმის დრო რომ არ გაქვს ადამიანს რამდენიმე ფურცელი მაინც წაიკითხო,ასეთი გიჟური ტემპი არ გვქონდეს თითქოს 24 საათი 12 სათში ილევა იმდენად სწრაფად თენდება და ღამდება.ძალაინ მომწონს არბი,არ ვიცი რაღაცნაირად იდუმალია ანარას იმედი აქვს,ენდობა და ლბათ მასთან ერთად გავიგებთ ჩვენც ყველაფერს.იმდენი რამის დაწერა მინდა მგრამ იმდენად იდუმალია ჯერჯერობით ვფირობ არასწორად არ გავუსწრო მოვლენებს.აი რენე კი აშკარად ოჯახის სიბოროტეა.

№13  offline მოდერი tasusuna

ირო

ირო ❤️❤️❤️ მეც არ მყოფნის ხოლმე ეს დრო,ისე შემოილევა ხოლმწ დღე,თითქოს,არ იყო საკმარისად დიდხანს.. ❤️❤️❤️❤️
მალე დასრულდება ყველაფერი.. მერე კი შენს დიიდ შეფასებას ველი ❤️❤️❤️

№14 სტუმარი Daldinidaldoni

წარმოდგენა გაქვს ალბათ ხომ , როგორი ემოციით მოდის ჩვენამდე სუნთქვის შემკვრელი ისტორიის ნაწილები .. ისეთი ზღვა ემოცია მოაქ . როცა აღფრთოვანება შიში ,მოლოდინი,გაბრაზება და აღტაცება ერთმანეთს ენაცვლება.. განუმეორებელი პერსონაჟები გყავს ყოველთვის , საინტერესონი და ძლიერი ,მათი უჩვეულო ნიშანთვისებებით . საინტერესო და არაორდინალური არბი ომანი როგორც მისი სახელი და გვარი ,ასევე ანარაც ,რომელიც დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არბის ცხოვრებაში ალბათ დიდი თავგანწირვის ხარჯზე...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent