შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის სიტკბო (25)


29-10-2021, 06:19
ავტორი Qetatoo
ნანახია 1 942

გსმენიათ სიყვარულზე?

დიდი პოეტები მას ადარებენ მშვენიერ, აღმაფრთოვანებელ წამს, რომელიც სავსეა ღვთიურობით.მწერლები ხარბად ეტანებიან ყველა მნიშვნელოვან სიტყვას, ატრიალებენ მაღალფარდოვნების წისქვილში და მის თავზე მოქცეულნი შესცქერიან მკითხველთა გაოგნებას.ჩვენ კი დავდივართ, უსაშველოდ გასიგრძეგანებული მკლავებით, სამოწყალოდ ვაფართხალებთ ხელისგულების სიცარიელეს და ვბრუნდებით მარტოობით თვალებამოჭმულ სახლში, სადაც წინა დღის გაზეთივით მოსროლილ საკუთარ თავებს დავცაცხანებთ, ფაზლივით ვერ აწყობილი ცხოვრებისგან გათოშილი დღეების ნისლში. გვეუბნებიან "დროა გაიზარდოო" და ჩვენც მოლოდინისხელა გუგებს ვუშვერთ ყოფაცხოვრებას. აბა, იმარჯვოს და ხელი მოხვიოს ზღაპრულ დღეებს, ბავშვობის დიდ ზარდახშაში შესანახად.დავდივართ, ვყვირით "დიდ გოგოებად ვიქეცითთქო" და წამითაც არ ვუფიქრდებით, ვინ იყო ის უკანასკნელი ცერბერი, ასე მარდად რომ წაგვაჭამა ეშვებით, ფრთების სიმსუბუქე. ჩაგვაგდეს ქვაბში, მოგვხარშეს ერთად და გვითხრეს რომ ნამდვილი სიყვარული რჩეულთა ხვედრია, ჩვენ ვერ შევძლებთ მის პოვნას, რადგან მხოლოდ ნაწარმოებებში ან პოეზიაშია მისი ადგილი. ესეც ასე, საუკუნის გეგმა შესრულდა! ჩვენ ჩაგვნთქა კერძო და საჯარო სექტორის პირდაღებულმა მოთხოვნილებებმა და ვიქეცით დიდ გოგოებად რომელთათვისაც სიყვარული დარჩა შორეული ბავშვობის ზღაპრად.სამყაროც ჩაშოშმინდა მცირე ხნით,მაშ როგორ იქნებოდა? ხომ დაიიმედეს გული, რომ ნამდვილად აღარ გვჯერა.
სამზარეულოს სულ პაწაწინა სივრცეში შებიჯებული ბერაიასთვის რომ გეკითხათ რას ნიშნავს სიყვარულიო, გეტყოდათ რომ ის ბუდობდა თოთოეულ წამსა და წვრილმანში, იმ ქალის სხეულში რომელიც მისი სიცოცხლის ნაწილს ზრდიდა. აბურდულ ოქროსფერ თმაში მალავდა თითებს და სახეზე ჩამოყრილ ანც კულულებს უჯავრდებოდა მოუსვენრად. გაზქურაზე შემოდგმულ ჩაიდანს დასტრიალებდა თავს, ცალყბად აპარებდა მზერას კარის ჩარჩოსთან გაჭედილისკენ და საყვედურნარევი თაფლათვალებით უწუნებდა გადაწყვეტილებას.ისე ავსებდა ამ ოთახს, ეს ორი ზომით დიდ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი,რომ მისი სურნელი ტრიალებდა ჰაერში და სულ არ დაგიდევდათ სინანულს დემეტრე. ამ მომენტისთვის მთელი სამყაროს წინაშეც დადგებოდა თავისი საიდუმლოს ურცხვად მამხილებელი და იყვირებდა, რომ ამ ქალის გულის ფეთქვისთვის ყველაფერი ღირდა.
-მომენატრეთ...-იფეთქა გულმა და ვერ დამორჩილებულ გრძნობას მისცა გასაქანი, სხეულიდან ამოხრიალებულმა ერთმა სიტყვამ.
იების ამოკოკვრა იფრქვეოდა მზის შვილებისფერი ნათებიდან, კულულის ბოლოებს რომ ასდიოდათ მათრობელა სურნელი.ატმის ყვავილები იხლიჩებოდა მისი ლოყის კუთხეებიდან და მირკანის თვე იხლიჩებოდა ბაგეთა შორის.ალუბლის სიტკბო ნავარდობდა ტუჩის კუთხესთან, ისედაც თავდაკარგულის უფრო მეტად გამოსაწვევად.ისეთი სანატრელი იყო მისი შეხება, სხვისგან დამალულად, მხოლოდ ორს შორის გამხელილი და აქამდე შეუცნობელი საიდუმლოსავით.ყველა შეგრძნებას დაიტევდა ჩიტისფრთა ფეთქვის ფართხალს მოხვეული ხელისგულების დაუკმაყოფილებლობა, თავისი ნაშიერის სიცოცხლე ეგემა გაზაფხულივით ახასხასებული ქალის ჩაშაქვრაში.კისრის კუთხესთან, ლავიწის გასწვრივ, სუნთქვის სიმხურვალე იღვრებოდა კაცისგან, მონატრებულის სითბოს რომ დაეწაფა ხარბად. თითებს შორის მოქცეული სახის მიმიკებმა გამოასხივა განთიადის სიხარული და მოჩვენებითი წყრომით ათინათებული თვალები ეყრდნობოდნენ, მყუდრო ნავსაყუდლის სიფართოვეს.
-მაინც ვერ მომთაფლავ...-ნიშნისმოგებით აუკვესა თვალთახედვა და მკლავებმოკეცილი მიეხუტა ფართოდ მხრებგაშლილს, სითბოს წასართმევად...-ერთი კოცნისთვის გაყიდე ჩვენი საიდუმლო.
-და ამას ამბობს ქალბატონი, რომელმაც დილის თოშში გამოიარა ფეხით კილომეტრები, ჩემს სანახავად...-სულ არ ადარდებდა მისი საყვედური. ასე უსირცხვილოდ რომ გადაჰქონდა ბრალი ერთ მხარეზე...-რაღაც არ მოხსოვს მილას კაბებიდან, ერთი მაინც წაგეღო სახლში...-დასცინა მწარედ და გამოწვევის სურვილი ჩაუხშო უნიჭო მატყუარას.
-მოსულიყავი შენ თვითონ...-გველნაკბენივით გაშორებულმა უთავაზა ნიდაყვი და მწარედ იკბინა ტუჩზე...-შენმა ჯაშუშმა ხომ მოგახსენა ახალი ამბავი...-გაახსენდა კვიციანების სამზარეულოში წარმოთქმული აღსარება და კიდევ ერთხელ დაასკვნა, ამჯერად მის წინ...-ორივე ერთნაირები ხართ!
-ჩემს ჯაშუშს პატივი ეცი, თუ შეიძლება !...-მოსწონდა მისი მოჩვენებითი ბრაზი და წუწუნი...-მაგას ბაჩუკიც ეყოფა, დარჩენილი სიცოცხლის გასამწარებლად...-მხიარულად გადაიჭდო მკლავები და მიაყურადა მისაღებიდან მომავალ ხმებს...-ერთი წუთითაც არ დამტოვა მარტო. საჭირო იყო მისთვის თქმა...-ტონი დაისერიოზულა და ამჯერად თავისი ჩვეული წარბშეკვრით აათვალიერა ფინჯნებ მომარჯვებული...-უკვე დაუკრეფავში გადადიოდა!
-სამაგიეროდ ახლა ყველაფერი იცის და ისეთი გახარებულია, თავისი მეზობლის ძმისძვილის ნათლულის მამიდაშვილებსაც მოუყვება ამ ამბავს...-ჩაიდან მომარჯვებულმა გაახევა მზერა და ჩაუფიქრდა წინადადების აბსურდულობას.
-დამიჯერე ბაჩუკისთან ერთად რომ არ მოვსულიყავი ამბის გასაგებად და ყველაფერი არ მომეყოლა, უარესი გველოდა წინ...-წამების წინ გაჟღერებული წინადადების სირთულემ დაბნევით ამოალაპარაკებინა პასუხი და წვალების ხასიათზე მოსულმა ვაჟბატონმა, ჭინკები აუცეკვა ნაცრისფერ სფეროებში...-სოფიო ფეხით წამოვა სადაცაა.
-სოფიოს და ჯაბასაც უთხარი, რომ ჩამოვედი?...-გული უცნაურად აფართხალდა და წამოძახილმა მიახვედრა ბერაია ახლა როგორ მოხვდებოდა ქება-დიდება ჯანაშიასგან...-არა, მამობა კაცს ადინჯებსო და იმაზე ვდარდობდი სულ მუდამ მოქუფრული სახე, კიდევ მეტად დაუსერიოზულდებათქო და შენ პირიქით! გადაგრია და გაგაგიჟა!...-ხელებგადაჯვარედინებულ მოქირქილეს, კედლის სიცივეს რომ მიყრდნობოდა და ზემოდან გადმოჰყურებდა აქოთქოთებულს, უფრო მეტად დაერია სიახლოვის სურვილი...-რაო სოფიომ, მართლა მოდის?...-შიშნარევად ჩაეკითხა სახედამშვიდებული და ქვეშ-ქვეშად გადახედა.
-შენ დაეცი...-სულ ტყუილად უსაყვედურა. ორ წუთიანი აღტკინება ჩაუკარგა მიმიკებში და სახე მოღრუბლულს დაუსერიოზულდა ტონი...-შენი არ ვიცი, მაგრამ მე მამა პირველად ვხდები და წარმოდგენა არ მაქვს ასეთ დროს რა უნდა ვქნა! დავურეკე და ვკითხე, რა გამეკეთებინა...-მძიმედ ამოთქმულმა საიდუმლომ, კიდევ ერთხელ შეახსენა ის საშინელი შიში, მის თვალწინ რომ დაეხეთქა საფეხურს, ბაჩოსთან მოჯიკავე.
-ვიტირე...-თვალი აარიდა და პატარა ბავშვივით გაბუსხულმა გაანდო საიდუმლო, ერთგულად შეფიცული გულახდილობის გამო...-ოღონდ ვერ მივხვდი იმიტომ ვტიროდი, რომ მართლა მეტკინა, თუ იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, ზიზღმა აკვრევინა ჩემთვის ხელი...-არ იცოდა რატომ უთრთოდა ზედა ტუჩი, გულჩვილი არ იყო.იქნებ ეპატიებათ დედობის საიდუმლოს ნაზიარებ ქალებს, სულის ნაწილის წინ გაშიშვლება.
-მოდი ჩემთან...-ისედაც იცოდა ამ გულსაკლავი ქვითინის შესახებ თავისი ჯაშუშისგან, მაგრამ წინ რომ ედგა თვალებამღვრეული, გული უფრო მეტად მოეწურა.დასჯილი ბავშვივით მის გაშლილ მკლავს მიყოლილი აეკრო მკერდზე და მზერა მიენაბა, უშველებელი ხელისგული რომ ააწებეს აბურდული აზრებით გადავსებულ თავის ქალაზე...- მაჩვენე აბა რა იტკინე, მოსიარულე ხათაბალავ...-აცრემლებულს დაუყვავა და წამით მოშორებულის გაფაციცებას დააკვირდა.
-აი ნახე, ჩესამ თქვა სულ ოდნავ გეტყობა სილურჯეო...-აწეული კაბის ბოლოდან გამოჩნდა რძისფერი კანი. ბერაიამ ზოლად ააყოლა საჩვენებელი თითის ბალიში მტკივან ადგილას და ქვემოდან ამოხედა ინტერესით, აღაჟღაჟებულს...-ცივი ხელები გაქვს, რომ იცოდე!...-დაუცაცხანა და შერცხვენისგან წამოჭარხლდა, საყვედურის გამოცხადებისთანავე რომ იგრძნო კოცნის სიმხურვალე, ყინვის საფასურად.
-მტკივან ადგილებს კოცნით აშუშებენო...-ეკალ დაყრილ კანს მიელამუნა და დამცინავად ჩატეხა ტუჩის კუთხე, მის შეკრთომაზე...-ბებიაჩემი ასე ამბობდა...-ფრთხილად ჩამოუწია კაბის ბოლო და ერთიანად მისკენ შემობრუნებულს წაეტანა კონუსა ცხვირის წვერზე...-ნუ იბუსხები, თუ ქალი ხარ ! გეგონება ქმარი კი არა, სოფლის შარაზე მიმავალი მთვრალი ვიყო, ისე იშმუშნები...-აწვალებდა და თავსაც ირთობდა ამასობაში.
-ჯაბას თანდასწრებით გამიბედე ასე ლაპარაკი, თუ ბიჭი ხარ!...-თავი იჩინა იშმაკის ფეხმა და გამომწვევად აუციმციმა თაფლა თვალები...-გაცივდა ჩაი და სირცხვილია, უკვე დიდი ხანია აქ ვართ შემოკეტილები...-სული აუწუწუნდა და კმაყოფილმა შეაღო კარი, მის გულისთქმას მიყოლილმა, რომ მორჩილად დაავლო ხელი ფინჯნებ დალაგებულ ლანგარს, მისაღებში გასატანად.
სულ სხვა სიტუაცია დაუხვდათ ოთახში შესულებს.ორ მტრულ ბანაკს შორის აღმოჩენილი მანო, საერთოდ რომ ვერ იგებდა რა ენაზე აწიწკნიდნენ ნერვებს ერთმანეთს. მხოლოდ მიმიკებით ხვდებოდა სახელოებ დაკაპიწებულების მუშტებზე გადასვლის მოსალოდნელობას და ქალი საწყალობლად იხვეწებოდა, ღმერთმა გამძლეობა მომცეს თქვენს ხელშიო. ბაჩუკი წამოწითლებული სახით იწევდა წინ მჯდომისკენ და მაინდამაინც არც იტალიური ეშხი იხევდა უკან.მაგიდის შუაში განთავსებულ ლანგარს სულ არ მიუპყრია ყურადღება. ხმელი შეშით ატკიცინებულ ღუმელს სითბო მოჰქონდა დეკემრის ქარის გასაფანტად და საწყალობლად ახმაურებულ, დაძველებულ ხის ფანჯრებს გაჰქონდათ მხოლოდ ზანზარი.დაბარაბებთან მიმდგარ ძველებურ დივანს ახლა უკვე ორი, კომფორტულად მოთავსებული სხეული შეეზარდა და ერთმანეთს მიხუტებულები, გულის ცემას დანდობილები, ღიმილით აკვირდებოდნენ სიტუაციის მსვლელობას.თითებს შორის მოქცეული ცხელი ფინჯანი ათბობდა გაყინულ კანს და ფაიფურის სითეთრეზე მობრჭყვიალე, ლალის თვალი აბედნიერებდა დემეტრეს.შალისა და საიდუმლოსგან განთავისუფლებულს, წმინდა სიყვარულის ნაყოფით შევსებულ მუცლის წვერზე მოთავსებულ ხელისგულს წაეტანა და თავის მკერდზე დანდობილ, მშვიდად მსუნთქავს აჩუქა ტუჩების სითბო ლოყის კუთხესთან.
-ახლა ვხვდები რატომაც არ გითხრეს...-მძიმე არტილერიას იშველიებდა ფრანჩესკა და თავის კოზირებს იყენებდა ბრძოლაში...-შენ ვინ რა უნდა განდოს?! მარტოს რომ გიშვებენ ხალხში, ეგეც კი მიკვირს!...-დაუცაცხანა და საკუთარი შეძახილით კმაყოფილმა გადაიჭდო მკლავები.
-შენ ვის დაეკარგე ერთი, ძალიან მაინტერესებს?!...-გულის გამმაწვრილებელს წაეჭიმა და მისი სიტყვებით შეაურაცხყოფილმა მოძებნა გამამართლებელი მიზეზი...-შენამდე, ჯერ მე ვიყავი და რამდენიმე თვეში, ისევ მე ვიქნები. მთელი დარჩენილი ცხოვრება! გასაგებია?...-კმაყოფილმა ჩაიცინა და სახე შეეცვალა, როცა წარმოთქმული სიტყვების ვერ გამართულ შინაარს ჩასწვდა.
-შენგან გასხვავებით, მე მათ ვიწრო წრეში გამართულ ქორწილს ვესწრებოდი...-ნიშნისმოგებით მიუგდო და თავი დაიმშვიდა, ისევ ვიგებო...-სანამ შენ, აქ ბრძანდებოდი სულ მარტო! ...-ბოლო სიტყვებს ხაზი გაუსვა მეტი ეფექტურობისთვის და უდარდელობის გამოსაკვეთად მომანჭა სახე, ჰაერში თითებ აფრიალებულმა...-იმას აღარ შეგახსნებ, რომ მე ვიცი ბავშვის სქესი. მაგას შენი მოკლე ჭკუითაც დაასკვნიდი უკვე!
-მანო იქ ხომ წიგნების თაროებია?...-მოუბრუნდა ჩაის სითბოს დანებებულ მოხუცს და ეჭვნარევად ჩაეკითხა დასერიოზულებული. ქალი შეკითხვის არსს ვერ მიუხვდა, მაგრამ ქართული სიტყვების გაგონებამ გაახარა და ხალისითვე დაუქნია თავი...-მოდი სისხლის სამართლის კოდექსში დავძებნოთ, გრძელი ენის ამოძრობისთვის რამდენი ხანი მახეხინებენ ციხის კედლებს...-ჩახითხითებას ყურადღება არ მიაქცია და ახალი აზრით შთაგონებულმა, ეშმაკურად ააციმციმა თვალები.მიხვდა როგორ გამოეყვანა მწყობრიდან...-მე იტალიური ვიცი, სამაგიეროდ შენ არ იცი ქართული! ახლა უაზრობებს ვილაპარაკებ და გეგონება, რომ ხელზე გიხვევ ლანძღვით.აი ასე, მიდი გაბრაზდი!...-დამცინავად წელავდა ტუჩის კუთხეს და ყურადღებას არ აქცევდა გოგოს იტალიურ-ინგლისურ დაცაცხანებას, ჩემ ენაზე მელაპარაკე თუ ბიჭი ხარო...-დემეტრე, სანამ მიმხვდარა, მითხარი ბავშვის სქესი, იქნებ ჩაიწყვიტოს ენა!
დემეტრე ბერაიას ეცინებოდა, თავის მეგობარს რომ პირველად აწყდებოდა კამათში წაგებულს და ის იყო სასიხარული ამბის გასამჟღავნებლად უნდა წამოსცდენოდა სიტყვა, რომ შარვლის ჯიბეში აუხმაურდა ტელეფონი.ბავშვურ კინკლაობას თავმინებებულმა ამოაძვირა მობილური და განათებულ ეკრანს ჩაცქერებულებმა ამოიცნეს ნერვიულობას აყოლილი ქალის მოუსვენრობა. აქამდე ბრაზს აყოლილმა, ერთმანეთს მიხუტებულები რომ დალანდა, ჩაუქვრა საბძროლველად გამზადებული შუქურა და დამტკბარმა გაუბა საუბარი.
-დედი, როგორ მანერვიულე...-ანასტასიას უყვარდა ეს სიტყვა, ისეთი ჩაშაქვრით და ძალდაუტანებლობით წარმოთქვამდა ხოლმე სოფიოს გული...-გავწიწკნი ბაჩუკის, ასე გადაეცით !...-აიფოფრა მაინც.
-კარგად ვართ სოფიო...-გაეღიმა აჭარხლებულის სახეზე და დასამშვიდებლად მოუხმო აჩქარებულ სისხლის მოძრაობას ძარღვებში. იცოდა ქალს არ წყინს, მე რომ ვერ ვუბრუნებ პასუხად, იმავე სიტყვასო...-იმდენი ელაპარაკა, რომ მე მგონი ჩვენმა გოგომაც აპატია, ოღონდ გაჩუმდეს და თავი დამანებოსო...-მხიარულად გაუცვალა თვალთამზერა, ქალის მუქარით დაშინებულს.
-ისეთი ლამაზი საორსულო კაბები ვნახე, ერთი კვირის წინ...-ჩურჩულით გაუმხილა ქალმა და თვალებში აიცეკვა ჭინკები...-გულმა არ მომითმინა და გიყიდე. ახლა უფრო და უფრო გაიზრდება ბებოს სიყვარული და მალე დაგჭირდება. დემეს გამოვატან მომავალ კვირაში...-გაახსენდა ჯანაშიას, შემდეგ შაბათ-კვირას ბერაიას დაგეგმილი ვოიაჟი და ისევ გაბრაზდა მის მოუთმენლობაზე...-არ მითხრა, თორემ, ხომ გამოვატანდი მანდ წამოსულს.
-გოგოა...-ბაჩუკის წამოყვირებამ გაარღვია მშვიდად წარმართული დიალოგი და ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს მიჰყვა შემდეგი შერკინებაც...-ქალბატონო...-მიუბრუნდა ისევ ფრანჩესკას და თავმომწონედ ამცნო, ახლა ისევ თანაბარ პირობებში ვართო...-სულ ტყუილად მახარბებ, ვიცი რომ გოგოა...-იტალიელმა შავგრემანმა სახე მოუმანჭა და წაგებულის პოზიციაში აღმოჩენილმა, უკმაყოფილოდ გადააჯვარედინა მკლავები.
-დემე დღეს დაამთავრეს თქვენი სახლის გადახურვა და მამამ საძინებლის ხელოსანთან დარეკა, ხომ იცი? ...-ბაჩუკის ონავრობაზე აკისკისებულმა ქალმა, თემა შეცვალა და ისევ თავის ბავშვებს მიუბრუნდა, ამბების გასაცვლელად...-ანასტასიას, რომ მოეწონა ის შპალერი იპოვა და შეუკვეთა. მითხრა ვურეკავდიო, მაგრამ არ იღებდი ტასო...-გაახსენდა გუშინ, კვიციანების მისაღებში ჩამომჯდარს როგორ უწკრიალებდა ტელეფონი და ვერ ახერხებდა ელიკოსთან საუბრის გაწყვეტას, ყურმილის ასაღებად.
-ვერ მოვახერხე სოფიო...-ამოიკნავლა საწყალობლად და თითებზე წავლებულ მეუღლის ხელისგულს რომ წააწყდა, გული ჩაიმშვიდა იმედმიცემულმა...-გადაეცი, რომ არ დამვიწყებია პირობა და აუცილებლად გავაკრავ ჩემი ხელით...-დემეტრეს გაეცინა გვერდით მჯდომის მონდომებაზე და გაახსენდა როგორ ვაჟკაცურად ჩამოართვა გოგომ ხელი მამამთილს, აწუწუნებული რომ ეუბნებოდა თუ ამ შპალიერს, ამდენი წვალების მერე ვიპოვი, იცოდე შენი ხელით გააკრავო.
-არ გამთქვათ და ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ...-მზაკვრულად ააციმციმა ქალმა თვალები და ეკრანისკენ მოწეული აჩურჩულდა...-გუშინ, მე მგონი ზედმეტად შემოაწვა გრძნობები და სახლში რომ დაბრუნდა, ნახეთ რა მოიტანა...-ეკრანისგან მოშორებულმა, მხოლოდ სამზარეულოს კარადები დატოვა საყურებლად და მოლოდინის რეჟიმზე გადასულებმა შეავლეს თვალი წინ აფრიალებულ თეთრ, მოცუცქნულ ნაჭერს...-როდის იბოდიალა მაღაზიებში ვერ გეტყვით, მაგრამ ისე მალავდა ზურგს უკან, გეგონებოდა შვილიშვილისთვის კი არა თავისთვის იყიდა, ამხელა კაცმა...-ანცად უფრიალებდა თვალწინ ორივეს, მოკლე სახელოებიან, თეთრ სარაფანს და თავადაც ეცინებოდა, ქმრის ბავშვურ საქციელზე.
-ესეც ჩვენი პირველი კაბა...-დამცინავად დაიჩურჩულა დემეტრე ბერაიამ, როცა წარმოიდგინა დიდი ჯაბა ბერაია, მსხვილი ინვესტორული კომპანიის მფლობელი და ფართო წრეებში განთქმული ბიზნესმენი, როგორ დაიარება სავაჭრო მოლში, ბავშვების განყოფილებაში, პაწაწინა კაბის შესაძენად, მარტოდ-მარტო...-რას წარმოვიდგენდი შენ თუ ვინმე დაგასწრებდა ამ ამბავს, სოფიო?! მითუმეტეს ჯაბა.
-ჩემი ჩესა სადაა?...-საიდუმლოს გამხელით აჟიტირებულმა ქალმა, მოიკითხა დამეგობრებული გოგონა და ინტერესიანი მზერა შეავლო, ანასტასიას გვერდით ჩამომჯდარ ანცს...-უთხარით, რომ დაპირება არ დამვიწყებია და იტალიაში რომ ჩამოვალ, სან-ნაძაროს ნაყინი უნდა დავაგემოვნოთ ერთად...-ანასტასიამ გაფართოებული გუგებით გადახედა გოგოს და კიდევ ერთხელ ჯაშუშობაში გამოჭერილს, ფარ-ხმალ დაყრილმა მიანება თავი.
-სოფიო მეც აქ ვარ სხვათაშორის...-დემეტრე ბერაიას გვერდით, ქიშპობას შეყოლილმა ბაჩუკიმ მოიკალათა და ეგღა აკლდა, სანახევროდ მათთან გაზრდილს გაენაწილებინა ქალის სითბო, ვიღაც ახლად გამოჩეკილ იტალიელთან...-დედაჩემი და შენ, სტუდენტობიდან რომ დაქალობთ და მერე, მე და შენი შვილიც რომ ლამის ერთად გავიზარდეთ.იმედია ჯერ კიდევ გახსოვარ, ხო?!
-შენ ჩემი გული ხარ, ბიჭო...-დასცინა მის აცუნდრუკებას ქალმა და ახლა ოთხივეს ერთად რომ წააწყდა, გულმა გადაყარა ყველა ღრუბელი, რაც კი მანამდე აწვიმდა თავზე...-წავედი ბავშვებო, ქალბატონი მანო მომიკითხეთ და ფრთხილად იყავით.გაკოცეთ.
ანასტასიამ მანო მოიძია თვალებით, სოფიოს მოკითხვისგან გამოწვეული ემოცია, რომ ამოეკითხა მის სახეზე, თუმცა მისაღებში ვერ დალანდა. ფეხზე წამომდგარმა წადგა ნაბიჯი სამზარეულოსკენ და იმედებიც გაუმართლდა, წინსაფარმორგებულს რომ წააწყდა მოღიღინეს. დარჩენილი ცომის გუნდას ტენიდა გახეხილი ყველით და თავმომწონედ აცხადებდა, რომ მოვიდნენ ღუმელი გამოვრთე და კარგიც ვქენი, ახლა ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს მოგართმევთ ოთხივესო.
უცნაურია.
ახლა იდგა აქ, თავისი ბავშვობის ძვირფას მოგონებებთან და უკვე სულს ინაწილებდა საყვარელ კაცთან, სხეულს შიგნით აქაფქაფებული ჩიტისფრთა ფეთქვის კვალდაკვალ.
არადა, ყველაფერი დაიწყო მარტოობით...დიდხანს იწრიალა, ვინ აღარ მივიდა მასთან. მატყუარა ჩიტუნიები თუ მოხითხითე ციყვები, მოშრიალე ფოთლებიდან დაწყებული შემოდგომის ჭაღარა ხეებით დამთავრებული ყველა ადამიანი ნახა. ისინი მოდიოდნენ, იფიცებოდნენ არსად წავალთო , ფოთლებს იგლეჯდნენ გამხმარი ქერქებიდან ვითომ ნახე როგორ გვიყვარხარო, მერე კიდევ დგებოდნენ და ასეთივე შრიალით მიკუნტრუშებდნენ მისი გადათელილი ბაღებიდან. ხან სხვა უყვარდებოდათ, სხვა მზეს ნახავდნენ და მზესუმზირისგულა თავებს მათკენ მიიტრიალებდნენ, ხან კიდევ მისი წვიმები ღლიდათ.ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ დარჩებოდა მარტო და ღიას ტოვებდა ყველა კარსა თუ დარაბას. დაჯდებოდა ყველა სივრცის მიღმა და აყინავდა მოლოდინისხელა ჩხვლეტებს, ახამოსულების ბულბულა რიტმებს. მერე მიეჩვივნენ, ის და მისი ჩიტისგულა სხეული.ფიქრს და დუმილს დაუტოვეს ყველა ნემსის წვერი. ხოდა მოდიოდნენ მას მერე და ამბობდნენ, რაღაც გამოვტოვეთო, რაღაც სხვებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და მათთვის ასეთი უცხო.რა გგონიათ ?! იატაკზე წვებოდნენ და გამოხრული ძვლებით ცახცახებდნენ?! ან კიდევ გულამოსკვნილი ეს სისხლის ყუთი დააქუცმაცეს?! ფერადი ფურცლებისგან გამოჭრეს საკეტები,დააწებეს ყველა სარქველს და ჩარაზეს. ვერც ერთი მწერი ვეღარ შემოფრინდებოდა პირის ჩასატკაბრუნებლად. ღამეები ამოავსეს, გამომეტყველება გააქრეს, გუგები დაიწვრილეს და თვალებს ქვევით გაჩენილი სილურჯეები გამოაჩინეს.აი ასე ! ღვარძლიანი სიტყვების სროლა იწყეს და როცა ეს დასაწვავი სიცარიელეები უშვერდნენ გამათხოვრებულ "დამეხმარე" თითებს, მუხლებს მკლავებს ხვევდა და საკუთარ თავს თავადვე აშოშმინებდა. რადგან მან და მისმა ჩიტისგულა ფეთქვამ მშვენივრად იცოდნენ რომ ერთადერთნი იყვნენ, ვინც არ ტოვებდნენ.სჯეროდა უფრო მარტივია არავინ გყავდეს დასაკარგი, ვიდრე ყოველდღე ხედავდე როგორ მიდიან ეს კუდაბზიკა მწერები შენი სისხლით პირჩატკბარუნებულები და ახალ საკბილოს როგორ მისდევენო.სამაგიეროდ, როცა მოდიოდა ღამე, იწყებდა კითხვას,რომ როგორმე გადაეფარა იმ ადამიანების გარეშე სიცოცხლე,რომლებმაც აიძულეს თავი ერთი მთლიანობის ნაწილაკად ეგრძნო და მერე ეს მთლიანობა ადგა და გაიპარა. მასთან კი მაშინ მოდიოდა, როცა ხვდებოდა -მხოლოდ მას, შემიძლია დარდი დავუტოვოო. რა გგონიათ, თავი დაუხარა? უბრალოდ ესაა,რომ ყოველ დილით უწევდა ჩიტუნიების კისრიდან ჩამოხსნა და ახლის დაკიდება.ეს ჩიტები ხომ ვერ უძლებდნენ იმდენს რამდენსაც ჩვენ.ძილში იღუპებოდნენ და ამ გასიგრძეგანებული ღამეების ტკბილეულით ფრთააფართხალებულები ეჭიდებოდნენ სიცოცხლეს. მერე კი,როცა იწყებოდა განთიადი,ისინიც იპარებოდნენ.
ახლა, მანოს ფიგურას თვალაწებებულს რომ შემოეხვა დემეტრე ბერაიას მკლავები და გულთმისანივით მისი ფიქრების სიღრმეს ჩამწვდარი, რომ უმეორებდა კისრის კუთხესთან დახრილი,"შენ სულერთი აღარასდროს იქნებიო" , მიხვდა. იმედმა ინათა და აქამდე საგულდაგულოდ ნაძებნი ოცნებაც გამოიკვეთა ჰორიზონტზე. ეს ოცნება ჰგავდა გაზაფხულის ვაშლისყვავილა მოლოდინებს და აქამდე გამოტოვებული ცხოვრება, ისე მაგრად ჩაბღუჯა სხეულში, როგორ მაგრადაც მუცელზე დალაგებულ, მეუღლის ხელისგულებს უჭერდა თითებით.
საღამოს მწუხრი ეშვებოდა დეკემბრის ცაზე და შარა გზიდან მომავალ სიჩუმეს ერწყმოდა, შეშის ღუმლიდან გამომავალი, ნესტიანი ნაპობის წვის სურნელი.სამაგიეროდ მაგიდის გარშემო შემომსხდრები მიირთმევდნენ მანოს ნახელავს და სანამ დემეტრე ბერაია სიამოვნებით აკვირდებოდა, გემრიელად მოლუკმე ცოლს, მანამ ბაჩუკისთან კინკლაობით შეწუხებული ფრანჩესკა ყრიდა ფარ-ხმალს ბრძოლის ველზე. მანქანის ხმამ, ჭიისკართან რომ იფეთქა, გველნაკბენივით წამოახტუნა აქამდე მშვიდადა მომლაპარაკენი და წარბშეკრულმა ბერაიამ გადაინაცვლა ფანჯრისკენ შესამოწმებლად. შეშინებულმა ანასტასიამ თვალები ფართოდ გაახილა და ყოყმანით იკითხა, ზურაბი ხომ არ არისო. პასუხის გაცემა არც დასცალდა დარაბას აკრულს. მისაღების კარი ერთიანად გამოგლიჯეს და ჯანაშიას წინ ის აღმოჩნდა ვის დანახვასაც ყველაზე ნაკლებ ელოდა აქ.
შავგრემანმა ქალბატონმა, თავზე მოსხვეული შარფი მოიშორა და გაბოროტებული თვალით გადახედა მაგიდის კუთხეს აკრულს. ჩუმად რომ ივლებდა მუცელზე ხელს და მთელი ძალით ექაჩებოდა, შიშისგან წამში მოფარებულ შალის სიგრძეს. დემეტრემ შეათვალიერა ახლადმოსული, მაგრამ ვერაფრით შეძლო ანასტასიას შეძრწუნების მიზეზს ჩასწვდომოდა, უცნობის დანახვის შემდგომ. ქალმა თამამად წაიწია წინ, ხელთათმანები წაიძრო თითებიდან და მაგიდასთან მოახლოებულმა გაყინული ხმით დაიწყო ღვარძლის ნთხევა.
-რაო ანასტასია?! როგორი ამინდებია იტალიაში?...-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი გოგომ და თავს შემოუძახა, მაგრად დაუდექიო...-როგორც ვხედავ გული დაგიმშვიდდა და ტკბები შენი საქციელის შედეგებით.
-ლილე...-ვინ დაგიდევდათ უკან დახევას, აქ მოსვლა რომ გაბედა, უკვე ასტრალს გამცდარ სითავხედეს ნიშნავდა ტასოსთვის...-როგორც ვხედავ, შენ ძალიან გსიამოვნებს დედაჩემის ნასუფრალში ხელების ფათური.ჯერ გიორგი, მერე ბინა, ბოლოს აქამდე თვალით უნახავ მანოს სახლში გამოცხადება. რა ხდება?! მილასაც ხომ არ დაირქმევდი, მეტი ეფექტურობისთვის?
-ეგ უკვე მოძველებული ტექსტია, მივეჩვიე შენგან...-არც ის უპირებდა დათმობას და წამიერად იფეთქა თავში კითხვის ნიშანმა, საიდან გაიგო აქ რომ ვარო.ვინ გაამხილა საიდუმლო?...-რამე ახალი სცადე! მაგალითად, სტატია დაწერე, ბინიდან გამოსახლებაზე შეიტანე განცხადება, მე და ჩემ შვილს შემოსახლებულები გვეძახე პრესაში. შენი ფანტაზია ხომ უსაზღვროა, ჰა?
-ასე დასწყდა გული? წარმომიდგენია როგორი რთული იქნებოდა მისთვის, ყველა რომ გაიგებდა, რაც გამიკეთა. ალბათ რთულია საკუთარ თავზე ასეთი სიმართლის წაკითხვა...-გულმა უცნაურად დაიწყო ფეთქვა...-ამაზე რთული, მხოლოდ ამ სიმართლის მიღმა დამალული ამბის გადატანა უნდა იყოს...-სარკაზმი ჩაანაცვლა ზიზღმა და თვალები დააკვესა ერთ ადგილას მიყინულმა...-გამახსენდა! ეს ხომ რეალურად მოხდა და მე გადავიტანე.
-გილოცავ...-გათავისუფლებული სკამის საზურგეს დაეყრდნო და საერთოდ არ აინტერესებდა წყვილ-წყვილი თვალი რომ ეკროდა ოთახის კუთხეებიდან...-ამდენ წლიანი შრომა დაუსამარე, ყველაფერი ჩამოანგრიე თავზე და უკანასკნელ ნაძირალად გამოიყვანე ყველას თვალში.
-შენ რატომ საუბრობ მის მაგივრად?...-გულწრფელი იყო ინტერესი, ყოველგვარი ქვენა გრძნობისგან დაცლილი...- დიდ გიორგი ჯანაშიას ჩემთან შეხვედრის ეშინია?
-არ მაინტერესებს მისი, ვითომ გაგება და თანაგრძნობა! მე ჩემი შვილის მომავალი მადარდებს, რომლის მამაც უმადურმა შვილმა ლამის გააკოტრა და გაანადგურა...-ახლა გასაგები იყო, ხუთ საათიანი გზის გამოვლა დეკემბრის მოყინულ გზებზე რატომ არ დაეზარა, ჯანაშიას დედოფალას...-მომიყვა თქვენზე და უბრალოდ მინდა იცოდე, რომ სადაც შენ იკადრე ამდენი, იქ მეც არ ჩავიგუბებ პირში წყალს!
-რას ამბობ?...-ააკვასკვასა თვალები და აქამდე ჩაშოშმინებულმა გულმა იფეთქა სინათლის სისწრაფით. ფეხზე წამომხტარს მიბაძეს მაგიდასთან მსხდომებმა და მოსალოდნელის შიშით, ნაბიჯით წინ წაწეულებმა შეაყინეს მზერა დემეტრე ბერაიას, ბრაზისგან აჭარხლებულ სახეს...-საიდან ამხელა გამბედაობა? შენ ის ქალი არ ხარ, ყველგან რომ შლიდი ფეხებს, ოღონდ კი მისთვის ცოლად მოყვანა გეიძულებინა, ერთადერთი საშუალებით?
-ბავშვობაშიც ასეთი საზიზღარი იყავი...-ამოისისინა და ბრაზისგან ამღვრეულ თვალებს დაეტყოთ ზიზღის სიმძლავრე...-რამდენჯერ მიფიქრია, რატომ არ გაუწყალდა მუცელში დედამისსთქო.
რომ გეკითხათ ვინ ვის წაეკიდა პირველიო, მამაზეციერიც ვერ განარჩევდა.ანასტასიას აფართხალებულ ფიგურას იჭერდა ფრანჩესკა, სანამ დემეტრე ბერაიას დაბინდული გონება ვეღარ არჩევდა ქალსა და კაცს, ისე უყვიროდა შუაში ჩამდგარ ბაჩუკის ხელი გამიშვიო.ლილე კი იდგა, საკუთარ წამოძახილ სიტყვებს აანალიზებდა და გულში სინანულის ნატამალსაც არ აჭაჭანებდა მათ უკან წასაღებად.ნაბიჯით უკან დახეულმა, საბოლოო ძალები მოსინჯა და შეღებულ კარს მოყოლილ სუხს გამოატანა საბოლოო დარტყმა.
-სხვისკენ ხელის გაშვერას სამუდამოდ რომ შეეშვა, გეტყვი...-გაწევ-გამოწევასა და ხმაურში, მაინც გარკვევით ისმოდა მისი ღვარძლი...-რომ გაგღვიძებოდა, გადაარჩენდი!
კარი კი მიიხურა, მაგრამ ოთახში საგულდაგულოდ დაბუდებული სუსხი ვერ მიიყოლა ქვეწარმავლის შხამმა.ადგილს მიყინულს, ამჯერად მშვიდად მდგომს, სახე რომ გაფითრებოდა, მოუბრუნდნენ და ფრთხილად შეაპარეს თვალებით ინტერესი. ფრანჩესკას სხეულს მოშორებულმა ითხოვა წყალი და ხელისგულით დაეყრდნო დივნის ზედაპირს, სანამ მოახერხებდა დამძიმებული სხეულის მოკეცვას.მუხლზე დადებულ, ბერაიას თითზე ბრწყინავდა ოქროსფერი მეტალი და მიხვდა როგორ ცდილობდა ოპტიმისტობას.როგორ ცდილობდა ერთხელ მაინც ეგრძნო რომ ყველაფერი კარგადაა, როგორ ცდილობდა თავი მოეტყუებინა და ეს ტკივილი როგორც თავის შუაში გაჭედილი ტყვიის სიმძიმე შიშველი ხელებით თვითონვე ამოეღო.მაგრამ ეს თურმე ბევრია, ძალიან ბევრია და ის ცხოველია, რომელიც მიეჩვია საკუთარი ჭრილობების გალოკვას. დივნის სირბილეზე მოკეცილს, ზიზღით ებრიცება ტუჩის კუთხეები, გულის შეკუმშვას ბოლო დონემდე განიცდის და მისი სხეული, როგორც ხორცის ნაჭერი ყოველ წამს გრძნობს არსებობის აუტანელ სიმწვავეს.ვერ იყვირებს, როცა მიდიან და საკუთარ წარსულთან ტოვებენ, კედელს თავს არ ახლის როცა ბინძურ ხელებს მის სულს მჭიდროდ ახვევენ და ცივ იატაკზე არ ხრიალებს ამოუთქმელ სიტყვებს. ის მხოლოდ იჭედება, თვალებში იწვენს ღვარძლს და ბოროტებას როგორც შურისძიების გარდაუვალ ნაშიერებს და მანამ აიმალება საკუთარ სხეულში, როგორც საგულდაგულო სიბნელეში, სანამ არ დარწმუნდება რომ ნაჭრილობევი შუშდება და იქედან შედედებული ტკივილი აღარ მოდის.
მერე კი სინათლეზე გამოდიან ის და მისი მიწის ფეთქვა გუგებში შემოცოცებული სიბნელით...
არადა ღმერთია მოწმე, სცადა ოპტიმისტობა, უბრალოდ უნდოდა ეგრძნო რას ნიშნავს მცირე დეტალებიდან იღებდე ბედნიერების მზეებს თვალებში...არ გამოვიდა.ისევ ზედმეტი მოითხოვა, მან - ვინც მიეჩვია საკუთარი ჭრილობების მარილიან ზღვაში მოშუშებას.
-მანო, ზურაბმა ძალიან მთხოვა ჩვენთან წამოიყვანეთ, ღამე მარტო არ იყოსო...-მშვიდად ამოთქვა თვალებგაშტერებულმა და საერთოდ არ დაუნახავს, როგორ დაუქნია მხრებაწურულმა ქალმა თავი, თანხმობის ნიშნად...-რა ქნას, ეშინია ცუდად არ გახდე, ისევ.
-წყალი მოსვი ტასო...-გვერდით მჯდომი მიუხვდა სიმშვიდის მიღმა დამალულ, ჩატეხილი ძვლების არსენალის ტკივილს და თითებში მოქცეული ჭიქა მიუტანა პირამდე...-მიდი მოსვი, ფერი არ გადევს სახეზე.
-ყველაფერს იტყვის დემე...-ამღვრეულმა თვალებმა გასცეს მისი შიში...-ადგება და სადაც ხელი მიუწვდება, ყველგან ილაპარაკებს ჩვენზე...-გონებამ დაუხშო ყურთასმენა და მოჯადოებულივით იმეორებდა ერთი და იმავეს...-ამდენ ხნიანი წვალება წყალში ჩაგვეყრება. ყველაფერს იტყვის!
-ვერ გაბედავს ტასო...-აფართხალებულს ხვევდა თავის მხრებს და სხეულში დავლილ შეგრძნებას აღარ უძალიანდებოდა, ხელი მოეკიდა მისთვის და სამუდამოდ წაეყვანა თავისთან...-და თუ გაბედავს, თქვას! ჩვენთვის უკეთესი, გადავიხდი იმ პირგასამტეხლოს როგორმე. ნუ შეაშინებ ჩვენ გოგოს...-ეცადა ყველაზე ნაზი გრძნობები მოეძებნა სხეულის შიგნით და მის მუცელზე აწებებულ ხელისგულს მიჰყვა ტუჩის კუთხეების ჩატეხვა.
-ძალიან მეძინება...-დაიჩურჩულა მის კისერს აწებებულმა და ერთიანად დაყარა ყველას თვალწინ, წუთების წინ აფოფრილი ფრთების ფართხალი...-მინდა, რომ დავიძინო.
-დავრეკო ზურაბთან, რომ მოვიდეს და წაგვიყვანოს?...-ყოყმან შეპარულმა დასვა შეკითხვა და სიტუაციაში ბოლომდე ვერ გარკვეულმა ანათა კითხვის ნიშნები ბერაიას სახეში...-მაშინ ვეტყვი, რომ წამოვიდეს, ათ წუთში...-თანხმობამ გაჭრა.
-ხვალ დილით დაგირეკავ და როგორმე შევხვდეთ ხო?...-ამზადებდა ბერაია, სერიოზული საუბრისთვის...-გადავწყვიტოთ, რას ვიზამთ...-გატრუნულმა, მხოლოდ მსუბუქად დაუქნია თავი და არ გაამხილა, რამდენად დამძიმდა სხეულს შიგნით ნატარები სიცოცხლე, წამიერად.
წამოშლილებმა, შედარებით საღ გონებაზე რომ იყვნენ, გაანალიზეს, ზურაბს ჯერ არ უნდა დაენახათ აქ, სანამ საბოლოოდ არ გადაწყვეტდნენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას.
-მიყვარხარ...-ხრიალით ამოთქვა ფეხზე წამომდგარის ხელისგულ წატანებულმა სიფითრემ და ანასტასიამ მოწყვეტით იგრძნო ტუჩებზე აკრული ალუბლის სიტკბოს ჩაშაქვრა. კისრის კუთხეებში წატანებულმა თითებმა დაივიწყეს სირცხვილი, თითქოს სიცოცხლე შთაბერა სულის გამნაწილებელმა "მეც მიყვარხარ"-ით და კოცნით ამოვსილი, ჩავარდნილი თვალის უპეები დააშოშმინა, წვიმისთვის გამზადებულ ღრუბელთა გადაყრასავით.
მისაღებში დარჩენილებს, შეშის ღუმელში ისევე ჩაუნავლდათ ნაკვერჩხლები, როგორც საათების წინ აქაფქაფებული შეგრძნებების სილაჟვარდე.
უსიტყვოდ წაიყვანა ზურაბმა სახლში და მხოლოდ მაშინ გაბედა, მისი გადათეთრებული სახის დანახვით შეშინებულმა ელიკომ კითხვის დასმა, როცა საძინებელს მიაკითხა მობარბაცემ. მეგობრის დახმარებით მოახერხა, სხეულის მძიმე ნაჭრებისგან განთავისუფლება და თეთრ პერანგში გამოწყობილი შეეხიზნა ბინდ ჩამოწოლილი, მწუხრის მოტანილ ოთახის სიცივეში, გათოშილი ლოგინის სიმარტოვეს.იქნებ ამ დაბინდული გონების ბრალი იყო, რომ ვერ შეამჩნია როგორ შერჩა მანო, თავის სახლს და როგორ ჯიუტად იუარა ქალმა მათთან ერთად წასვლა.
იქნებ ბედისწერამ დაინდო, ისედაც გაწამებული ქალის გული?
ანასტასია ჯანაშიას სიმძიმე ექაჩებოდა და ზმანებებში ითრევდა მოწამლული ნაყოფის დასაგემოვნებლად.არ გაუგია, როგორ ელოდნენ კვიციანები ბუხრის მინავლებას, ან როგორ მოთავსდა მის გვერდით ფრანჩესკა. მანოს მისაღებში გამართულ სცენას კი შეესწრო, თუმცა სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა მოფართხალეს აკრულს. ბაჩუკის დახმარებით გაშიფრულ შინაარსს კი თან მოჰყვებოდა უზარმაზარი ბრაზი.გოგო ხომ საბოლოოდ დარწმუნდა, როგორ უსამართლოდ ექცევა ცხოვრება ზოგიერთ ადამიანს, მუხლებზე დასაცემად.
თვალები გაახილა, მის საწოლთან დახრილ ფიგურას გაუშტერა თვალი, ფანჯრიდან მომავალი მთვარის შუქი რომ ეფინებოდა სახეზე.შიში არ უგრძვნია, მხოლოდ გაკვირვება და წამიერი შეცბუნება ჩაიღვარა მუცელში.გადაწეულ საბანს მზერა გააყოლა და პიჟამის თხელ ნაჭერში გამოკვეთილ ამუბურცულ სიცოცხლეზე დიდი სიფრთხილით დადებულ ხელს შეეჩეხა. თვალებაცრემლებულმა ააკრო თაფლა სფეროები ნაცნობი ნაკვთების სითბოს, თეთრ პერანგში გამოწყობილი, სანახევროდ სიბნელით მოცული სახის გაბრწყინებას უცნაურად ევლებოდა გულისწყრომის სხივები.სახე აღარ უგავდა ერთიანად თეთრ ფაიფურს, აღარც ხელები იყო ყინვასავით ცივი, თითქოს მისგან მომავალი მზეები ათბობდნენ შეხების ძალას.ჩატეხილ ღიმილის კუთხესთან ჩამოგორდა სისველე და ანასტასია თითის ბალიშებით მიეფერა დიდი ხნის უნახავის, მონატრებულის შეხებას.სხეულის შიგნით აგუგუნებული, პაწაწინა ჩიტისფრთა ფეთქვის მოძრაობა იგრძნო და თვალები ღრმად დახუჭა ყურთასმენას რომ მისწვდა ქალის ჩურჩული- "გაიღვიძე დედი, უნდა გაიღვიძო ნენე!"
"გამათავისუფლე მილა, ჩემ გონებას დაძინება სჭირდება, შენ კი როგორც ზამთრისას ჩრდილოეთიდან მომავალი სუსხი ისე ემუქრები ჩემს ისედაც გადათელილ ბაღებს გაყინვით.
გამათავისუფლე, უკვე აღარ მინდა განთიადებს ღამეშემოთენებული ჩაცვენილი თვალის უპეებით და ერთი ხელის მოსმით გადაგდებული იმედებით შევხვდე.
გამათავისუფლე, ყელში ერთ დიდ ბოღმის ბურთად დაგროვილი ეს ცრემლიანი მარგალიტები აღარ მინდა რომ მახრჩობდნენ.
გამათავისუფლე,გაიგე რომ ეს უკუნითი ღამეც შენი გულისცემის,როგორც შორეული ბაბილონის ძილისპირულის, მოლოდინში განთიადდა.
გამათავისუფლე, მე უკვე ძალა აღარ მყოფნის შეგინარჩუნო.
გამათავისუფლე, შენს სიყვარულს ველური მარწყვის გემო დაჰკრავს, მაგრამ მის საძებნელად მთებს ვეღარ გადავივლი.
გამათავისუფლე,სანამ ჯერ კიდევ შემიძლია ფაიფურის ჭიქასავით ხელში შემომტყდარი ჩემი ჩიტისგულა ფეთქვის ნაფშვენები სათითაოდ დავაწებო.
გამათავისუფლე სანამ ჩემი თვალის გუგები მხოლოდ ღამეების ნაცვლად,მთელი ცხოვრება ჭერს შერჩებიან და იქედან ჩემთან დაბრუნებას აღარ მოინდომებენ.
გამათავისუფლე სანამ ჩემი მოლოდინი თავის მარწუხებში ბოლომდე მომიქცევს და ვარამი ციხესიმაგრეებს შემოაჯარებს ჩემი ხელისგულების სიცივით კანკალს.
გამათავისუფლე სანამ ჯერ კიდევ შემრჩა ძალა ვისწავლო უშენოდ ცხოვრება და დავივიწყო რომ შენ არსებობდი.
გამათავისუფლე სრულად და სამუდამოდ.
რადგან მე ვერ გაგიშვი, შენ დამთმე!გამათავისუფლე!"
წამწამები დაშორდნენ ერთმანეთს და ქალის სილუეტი ზმანებიდან წამოღებულ ნიმფას დაემსგავსა.ტკივილის შეგრძნება მოდიოდა შეხების ადგილიდან და გაწყვეტილი მძივივით მოგროვებულმა სულის ნატეხებმა აიძულეს კომოდზე ჩამოდებული ტორშერის მიერ ყველა კუთხე კუნჭულის განათება.თბილ შუქზე სულ ოდნავ წამოწეულმა გაანალიზა რომ განთიადის უცნაური შეგრძნებები კოშმარები კი არა, დედისგან წამოღებული სიტყვების ბრალი იყო. გაშეშებულს რომ წააწყდა გაღვიძებისას დაავიწყდა,მანამდე ბევრად ადრე, ძილბურანიდან გამორკვეულმა, როგორ გაიგონა ღამის უკუნეთიდან მშობლის ჩურჩული. სთხოვდა თვალების გახელას სულ წამიერად მისი გამოხედვის დასამახსოვრებლად და თან წასაღებად.ცდებოდა როცა ფიქრობდა თუ გავიღვიძებდი გადავარჩენდიო, წლების მოტანილ თვითგვემასა და დანაშაულის შეგრძნებას არ უნდა შეეჭამა მისი უკანასკნელი მოგონება დედის ხმას დანატრებულისთვის. საიდუმლო თითქოს ხილული იყო და მიხვდა რომ ერთიანად გაშიშვლდა ყველა მოგონება, ახლა ახსოვდა, ის მცირე დეტალიც რომელიც აქამდე დაუმალა თავის ქალის ნაშიერმა. იმ ღამით გაეღვიძა და ახლა გუშინდელი საღამოდან წამოღებულს ჰაგდა წარსულის ამბავი, სადაც მილას ეღვიძა და იცოდა, რომ სხეულს შიგნით ჩაბუდებული სიცოცხლე უკვდებოდა და კიდევ ერთ მუჭა მიწას ამჯობინა თავისი სიცოცხლის დათმობა. მოჯადოებული წრე გაირღვა! სივრცე იმდენად დიდი იყო, რომ დაიტევდა სამყაროს ყველა შეგრძნებას. შელოცვის ძალა შეეჯახა ანასტასიას შიგნით აგუგუნებულ ჩიტისფრთა ფეთქვას და გახლიჩა გულმკერდის შუა ცხოვრება.ღამის კოშმარები დაერია გონების კუნჭულებს და ერთიანად შეტევას დანებებული სრულად ჩასწვდა ერთი და იმავე მომენტის ბრუნვას განთიადის შესაგებებლად.
შეგრძნებებს მიყოლილმა ჩააცურა ხელი მუცლისკენ და წამოფარებულ საბანს დასწვდა ეჭვნარევად.დღეს ხომ დაეცა.ისე მწარედ დაეხეთქა თავისი უბადრუკი სიცოცხლის ნანგრევებს, რომ სასტუმროს კიბის საფეხურის სიცივე, რა მოსატანი იყო ამ ტკივილთან.
თავგანწირულ კივილსა და ჰაერში, განაგიდან გასროლილივით მწარე სიტყვებს მიყვნენ საწოლიდან წამოვარდინილი კვიციანები, ოთახში შესულთ რომ დაუხვდათ ლოგინზე აფართხალებული ანასტასია და ფეხზე წამომხტარი ფრანჩესკას მოღვარღვარე ცრემლები. წითელი ლაქებით მოსვრილი პერანგის ბოლოები აკეცილიყო მუხლებს ზემოთ და გადაფითრებულ ელიკოს მისწვდა მუდარა, დემეტრეს დაურეკეთო. მხოლოდ წამიერად მიაყოლა თვალი კარის ზღურბლიდან გიჟივით მიმალულ ზურაბს და საწოლთან დახრილმა სცადა ერთიანად კანკალს ატანილი სხეულის სიშმაგის დაძლევა, დაბრუნებულმა ყურზე მიადო მობილურის განათებული ეკრანი და ნამძინარევი ხმის გაგონებისთანავე აჩურჩულდა არეული ხმის ტემბრი.თავადაც ხომ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ თვალით ნანახი გადასცა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა მძივივით გაბნეული.
-ელიკო სასწრაფოში დარეკეთ!...-უნახავადაც მიუხვდა ქალი, როგორ სინათლის სისწრაფით გამოფხიზლდა ყურმილის მეორე მხარეს მყოფი და ბოლო ხმაზე უღრიალა გამხელილი საიდუმლოს შემაძრწუნებლობა...-თითქმის ხუთი თვის ფეხმძიმეა! დარეკეთ დაწყევლილ სასწრაფოში, სანამ მოვალ !
შორეული შეძახილივით გაისმა გიორგი ჯანაშიას სახელი და ქვეცნობიერში ჩაინთქა წარმოთქმისთანავე.
ბედისწერის გჯერათ? მაშინ მითხარით, თუ ესაა დასასრული რისთვის მოვიდა?! ნუთუ წასვლაა ერთადერთი მოვალეობა?!თუ უნდა მოკვდეს იქნებ ჭიქა ღვინოზე მაინც დაპატიჟოს მთელმა მზის სისტემამ, რომელმაც ვინ იცის რომელი ვასკვლავების კვეთაზე გადაწყვიტა მისი დაბადება და იმ წერტილშივე გადახაზა მონაკვეთები.თუ ესაა ის წამი, აცადოს ხელის მოხვევა ყველა სიმწიფისთვის , გადახლეჩილ წარსულის დღეებისთვის,მწიფე მარწყვივით ჩაშაქრულ ლაჟვარდოვნებისთვის.ესაა მომენტი და თუ უნდა წავიდეს, მისცენ უფლება წავიდეს იმაზე მეტი ვიდრე დაიბადა, რადგან ბიოლოგიური ასწლეული და კოსმოსური წამის მეასედი მისთვის პოემაა,ვიღაცისთვის მორიგ სიმთვრალეში შეთხზული პატარა ამბავი, სიტყვა-სიტყვაზე გადაბმული და ვერგამართული.იქნებ ახლა მაინც არ ჩაუწყდეს ხმა,ათასწლოვანი დუმილის მერე,თვალებს ფართოდ გაახელს, ვერ დაუმალავთ ტერფებიდან მხრებზე ამოცოცებულ ბოლო წუთებს,ვერ გაბედავთ გაააჩუმოთ ყველა ცხოვრების წინაშე,ყველა იმ ნოტის რომელიც შემთხვევით აიღო სხვამ და მის კომპოზიციაში ვარდის თაიგულში გამოკვეხებული ყაყაჩოსავით ჩადო.ვერ გაბედავთ თქმას,რომ მიდის უსხეულო,სულიერ მდგომარეობაში ან ცეცხლში და კუპრში,ვეღარ გაბედავთ დააყვედროთ ყინვისას წამომცდრი სითბოები და როცა მიხვალთ,დააცქერდებით სახეგაშეშებულს და სილურჯე შეპარულს,განაცისფერებული თავისი ოქროს თმით და ვეღარანთებული ოქროს თვალებით მიიხედებით გვერდზე ამრეზით და იტყვით-"ახია მასზე,ახია,ახი!"
თვალთახედვა დაიბურა და ყურთასმენა დაიხშო.
ანასტასია იდგა ჩამავალი ციური სხეულის ასტაფილოსფერებულ ნათებაში, თავგანწირვით რომ ცდილობდა მისი მშობელი მზე ოქროსფერ შვილობილს მიმწვდარიყო სითბოთი.ღამის მწუხრი ეშვებოდა თომას ოდის სახურავზე.ჩრდილოეთიდან მონაქროლი ნიავი ელამუნებოდა მოშიშვლებულ მხრებს და ფეხშიშველამ იგრძნო თითებთან ანცად მოთამაშე ბალახის სიმწვანე.თხილის ბოლოებთან მდგარმა მიმოიხედა და სრულ სიჩუმეს შეეგება ამაყად აზიდული მთებიდან.ზაფხულის საღამო მოიწევდა მთელი შემართებით და აშრიალებული ფოთლები უყვებოდნენ შორეული წარსულიდან წამოღებული ამბების სიღაჟღაჟეს. ადგილს მიყინულმა იგრძნო სიფრიფანა ნაჭრის ფრიალი მოშიშვლებული კანის რძისფერთან და სიამოვნებისგან გაებადარა დღის შეგრძნებებით დალაქავებული სახე.თხილის ბოლოებში იელვა ოქროსფერმა ნათებამ და ხელში მოქცეული შუშის ქილა ახმაურდა ქარის მოტანილი შეძახილის გასახმოვანებლად.ბავშვობიდან მოპარულმა აქაფქაფებულმა შეგრძნებამ ღვარ-ღვარით დაუარა ტანის გაშეშებულ დგომას და თავისდაუნებურად წადგა ნაბიჯი კეკლუცად გამომწვევი ციცინათელების ქილაში მოსამწყვდევად.ცხოვრება ხომ ზუსტად ამ თამაშს ჰგავდა, შენ სასურველს მოიქცევდი ხელისგულებში, წამიერად გაიხარებდი ალუბლის სიტკბოსავით ჩაშაქრული შეგრძნების დაგემოვნებით და ჟღარუნა ზმანებებიდან წამოღებულად მოგეჩვენებოდა თავდაღწეული ციცინათელისგან დარჩენილი, ცარიელი ხელისგული. თომას ეზოს შუაგულში აღმოჩენილმა დაიხედა წინ წამოწეულ მუცელზე და ჩიტისფრთა ფეთქვა იგრძნო სხეულის ნაწილებში, სიცოცხლე ჩქეფდა ხელისგულებში მოქცეულ, ამოკოკრილ მუცელში და მთელი ძალით დახუჭული თვალები გაახილა ბედნიერებისგან გამთლიანებულმა.სამყარომ ეს მომენტი აჩუქა ჭიქა ღვინოსავით, თან წასაღებად.
დემეტრე ბერაია დასცქეროდა ტკივილისგან გადაფითრებულის უცნაურად გაბადრულ სახეს.სასწრაფო მანქანის სირენები უჭედავდა ყურთასმენას, მაგრამ გონზე მოსულის თაფლათვალებს რომ შეეჩეხა ცხვირსა და პირზე აფარებული ჟანგბადის წყარო მოხსნა წამიერად, გულაფანცქალებულმა.მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაიმეტა მისი სიცოცხლის გამყოფმა, არსებობის და მარცხენა მხარის ერთადერთმა პატრონმა, ასეთი თავგამეტებით რომ შეუმტვრია გულის ჩარაზული საკეტები თვეების წინ.
-ალუბლის სიტკბო...-თითქოს აქ არც იყო, სადღაც შორეულ ზმანებაში აღმოჩენილი აწებებდა მზერას, თავზე აღმართულ სასწრაფო მანქანის ჭერს და მოჯადოებულივით იღიმოდა გაცისკროვნებული.მხოლოდ წამიერად შეაჩეხა თაფლა თვალები მის სინაცისფერეს და შელოცვასავით უჩურჩულა...- არ დამივიწყო დემე!
-ძალიან გთხოვ...-მის ხელისგულს ისე ეჭიდებოდა როგორც დინების სიჩქარეში მოყურყუმელავე სხეული იჭერს ხავსს ერთადერთ იმედად...-გემუდარები...-გაებზარა ხმაც და სიტყვაც, მის თავთან დახრილი შორეული ბაბილონიდან წამოღებულ შელოცვას უღიღინებდა სანახევროდ დახუჭულ თვალთახედვას...-ჯანდაბასაც წაუღია სასტუმრო, თავისი ქონებით და ხელშეკრულებით.მე აქ ვარ და შენ მილა არ ხარ!...-ღვარძლმა იელვა სინაცისფრეში და თავგამეტებით წაიჩურჩულა უკანასკნელი თხოვნა...-სულ ცოტა, სულ ცოტა მოითმინე ტასო!
ღიმილი იყო უკანასკნელი, რაც დაამახსოვრდა.მისი გაცისკროვნებული თვალის უპეებიდან თავხედურად გამოჟონილი, თეთრი მარგალიტებით დაცვარული, ტუჩის კუთხეების ღიმილი.


პ.ს ერთი თავიც და დავასრულებთ.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

იმედია ცუდი დასასრული არ ექნება გულს არ გამიხეთქავ

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

არ შეიძლება მას მუცელი მოეშალოს. არა არა და არრა. ასე ვერ გაწირავ მის ჩიტისფრთება სიცოცხლეს. ასე არმიატოვებს მილა. ლილე უნდა ითრიო თმით გიორგისთან ერთად. ვაიმე მილას სიცოცხლეშივე ღალატობდა ჰოოოო. აუუ როდის იქნება მომდევნოოო. მომწონს იდუმალი წერის სტილი. მდიდარი ლექსიკა და საოცრად ჩახვეული. მაგრამ იოლად აღქმადი წინადადების. მოუთმენლად ველი მომდევნოს

 


№3  offline წევრი Marikagogolqdze

ანასტასია რომ მოკლათ გავგიჟდები.იმედია კარგად დაასრულებთ

 


№4 სტუმარი სტუმარი ლეილა

სიტყვათა საოცარი წყობა. თითქოს ზარდახშის სიღრნიდან ამოღებული აკიაფებული ძვირფასი მინერალები , ასე წვდებიან გულს და გონებას . ნიჭიერი ადამიანის მიერ გადმოცემული ამბავთა თხრობა ბიპყრობს და შენც უერთდები მიყვები , .გაბედნიერებს . ❤️????✨✨

 


№5 სტუმარი ია

წინა თავიდან წამოსული სიხარული გამიქრა...
რა იყო ეს, არ გაახარო ლილე, ის კიარადა უნდა დააჩოქო თავის უპრინციპო გიორგისთნ ერთად ახოხო ტასოს ფეხებთან... იმედია ბერაია მიხედავს, არ შეიძლება სულ ტასო იყოს მაგათგან დამარცხებული... გთხოვ...❤❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი ნეს

ვზივარ ჩემთვის, გაბადრული, ვკითხულობ ამათ სინარნარეს, სილაჟვარდეს.. აქეთ ბაჩუკის და ჩესას კინკლავი ჩამესმის ყურში.. რძიანი ყავაც მოვადუღე.. მოკლედ, სრულ იდილიაში ვარ დილაუთენია და.... გავიხედე, ქეთო მადგას თავზე, გადაუტენია ბაბუაჩემის ორლულიანი ზაურპეტი და ანცად მიღიმის... მომდევნო თავში რამე ცუდი თუ უნდა გავიგო, ეხლავე გამოკარი სასხლეტს ქეთო და მაგას არ მომასწრო ❤️

 


ანასტასია მილა არ არის, არც დემეტრეა გიორგი ჯანაშია, ამიტომ ვფიქრობ, ტასო დედამისის ხვედრს არ გაიზიარებს.
აი, ლილეს კი ასე ხახვივით არ უნდა შერჩეს ჩვენი და ჩენი გმირების ნერვიულობა.

 


№8  offline წევრი Qetatoo

ნეს
ვზივარ ჩემთვის, გაბადრული, ვკითხულობ ამათ სინარნარეს, სილაჟვარდეს.. აქეთ ბაჩუკის და ჩესას კინკლავი ჩამესმის ყურში.. რძიანი ყავაც მოვადუღე.. მოკლედ, სრულ იდილიაში ვარ დილაუთენია და.... გავიხედე, ქეთო მადგას თავზე, გადაუტენია ბაბუაჩემის ორლულიანი ზაურპეტი და ანცად მიღიმის... მომდევნო თავში რამე ცუდი თუ უნდა გავიგო, ეხლავე გამოკარი სასხლეტს ქეთო და მაგას არ მომასწრო ❤️



"-ტასო რომ თორმეტი წლის იყო, იმ ზაფხულს, არდადეგების დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ.აქ სტუმრები უკვე ისვნებდნენ და სასტუმროს ოთახებიც გადავსებული იყო ხალხით.მილას ოთახი, მარცხენა მხარეს, მესამე სართულის გუმბათში იყო, გეცოდინება...-თანხმობის ნიშნად ბერაიამ თავი დაუქნია და ახლა გაანალიზა რატომ მოსთხოვა ჯანაშიამ კომპრომისზე წასვლა, პირობად კი იმ ოთახის ხელშეუხებლობა მოითხოვა...-მილა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო."
გახსოვს?

 


№9 სტუმარი ნეს

Qetatoo
ნეს
ვზივარ ჩემთვის, გაბადრული, ვკითხულობ ამათ სინარნარეს, სილაჟვარდეს.. აქეთ ბაჩუკის და ჩესას კინკლავი ჩამესმის ყურში.. რძიანი ყავაც მოვადუღე.. მოკლედ, სრულ იდილიაში ვარ დილაუთენია და.... გავიხედე, ქეთო მადგას თავზე, გადაუტენია ბაბუაჩემის ორლულიანი ზაურპეტი და ანცად მიღიმის... მომდევნო თავში რამე ცუდი თუ უნდა გავიგო, ეხლავე გამოკარი სასხლეტს ქეთო და მაგას არ მომასწრო ❤️



"-ტასო რომ თორმეტი წლის იყო, იმ ზაფხულს, არდადეგების დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ.აქ სტუმრები უკვე ისვნებდნენ და სასტუმროს ოთახებიც გადავსებული იყო ხალხით.მილას ოთახი, მარცხენა მხარეს, მესამე სართულის გუმბათში იყო, გეცოდინება...-თანხმობის ნიშნად ბერაიამ თავი დაუქნია და ახლა გაანალიზა რატომ მოსთხოვა ჯანაშიამ კომპრომისზე წასვლა, პირობად კი იმ ოთახის ხელშეუხებლობა მოითხოვა...-მილა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო."
გახსოვს?


მახსოვს, როგორ არ მახსოვს.. მაგ დღეს ბერაიამ იმდენი რამე გააანალიზა და ისეთ საიდუმლოს აეხადა ფარდა, მის მერე სულ მგონია რომ ტასოს არ დაუწერდა თავისი ბედის მწერალი მილასნაირ ბედს.. ტასო შეუყვარდათ, ძალიან შეუყვარდათ და დემეტრეს სიყვარული უნდა იყოს ის ძალა, რაც მას და მათ შვილს იქიდან მოაბრუნებს.. ამასტასიამ მემგონი ისწავლა სიტკბოს დანახვა იქ, სადაც სხვები მხოლოდ ცხოვრებისეულ სიმჟავეებს ხედავენ.. რანაირად ვილოცო ეხლა ტასოს გადასარჩენად, ჩემი თავისთვის არ შემიწუხებია ღმერთი, ამ გამოგონილი პერსინაჟის სიცოცხლე რო ვთხოვო ხო დამცინა ხმით?!

 


№10 სტუმარი one

gmertmanni es raiyo(((( davmujdi, emociebma damaduma, qeto vin khar❤️
chemi gonebis yvela wertili cdilobs moerios emocias, ar gamomdis)))
gaxevebulma chavikitkhe suntqvashewyvelimi yvela fraza da davdumdi))
khom gadarcheba(( unda gadarches!!!!
ghmertmanni weris dros rogor gadarchi, mikhari, rogor umklavdebi am zghva emocias)))
saswauli khar, ar vici gonierebas ra sazomit zomaven, ar minda araswori sazomit ganvsazghvro sheni diapazoni)))
aq ubralo “ lovestory” -ze agharaa saubari, aq aris saubari usazghvro gonebis shesadzleblobaze, bravo)))
mkholod am tavit moganichebdi sauketesos statuss-mkholod shen shegidzlia, ertia roca aghwero da meore mteli sizustit gadmosce da moitano gancdebi❤️
amayi var shenit ❤️

 


№11  offline წევრი Qetatoo

one
gmertmanni es raiyo(((( davmujdi, emociebma damaduma, qeto vin khar❤️
chemi gonebis yvela wertili cdilobs moerios emocias, ar gamomdis)))
gaxevebulma chavikitkhe suntqvashewyvelimi yvela fraza da davdumdi))
khom gadarcheba(( unda gadarches!!!!
ghmertmanni weris dros rogor gadarchi, mikhari, rogor umklavdebi am zghva emocias)))
saswauli khar, ar vici gonierebas ra sazomit zomaven, ar minda araswori sazomit ganvsazghvro sheni diapazoni)))
aq ubralo “ lovestory” -ze agharaa saubari, aq aris saubari usazghvro gonebis shesadzleblobaze, bravo)))
mkholod am tavit moganichebdi sauketesos statuss-mkholod shen shegidzlia, ertia roca aghwero da meore mteli sizustit gadmosce da moitano gancdebi❤️
amayi var shenit ❤️


როგორ ამაწითლებ ხოლმე, ამხელა გოგოს...მიყვარხარ ჩემო გამორჩეულო <3

 


№12 სტუმარი one

abba me mkitkhe rogor? ese dauswreblad da shiridan getrfi da ukve vfiqrob , rutinad qceuli sheni istoriebit dawyebuli dghe riti ubda chavanacvlo, chems gijur ckhovrebis rejimshi))))
momtkhovni viknebi da getyvi rom : akhalze fiqri daiwye, mchirdebi❤️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიკო

დღეს რომ ამდენი ემოციით დაიწყებ არ ვიცი....სასწაული იყო და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს????

 


№14  offline წევრი Qetatoo

ნეს
Qetatoo
ნეს
ვზივარ ჩემთვის, გაბადრული, ვკითხულობ ამათ სინარნარეს, სილაჟვარდეს.. აქეთ ბაჩუკის და ჩესას კინკლავი ჩამესმის ყურში.. რძიანი ყავაც მოვადუღე.. მოკლედ, სრულ იდილიაში ვარ დილაუთენია და.... გავიხედე, ქეთო მადგას თავზე, გადაუტენია ბაბუაჩემის ორლულიანი ზაურპეტი და ანცად მიღიმის... მომდევნო თავში რამე ცუდი თუ უნდა გავიგო, ეხლავე გამოკარი სასხლეტს ქეთო და მაგას არ მომასწრო ❤️



"-ტასო რომ თორმეტი წლის იყო, იმ ზაფხულს, არდადეგების დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ.აქ სტუმრები უკვე ისვნებდნენ და სასტუმროს ოთახებიც გადავსებული იყო ხალხით.მილას ოთახი, მარცხენა მხარეს, მესამე სართულის გუმბათში იყო, გეცოდინება...-თანხმობის ნიშნად ბერაიამ თავი დაუქნია და ახლა გაანალიზა რატომ მოსთხოვა ჯანაშიამ კომპრომისზე წასვლა, პირობად კი იმ ოთახის ხელშეუხებლობა მოითხოვა...-მილა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო."
გახსოვს?


მახსოვს, როგორ არ მახსოვს.. მაგ დღეს ბერაიამ იმდენი რამე გააანალიზა და ისეთ საიდუმლოს აეხადა ფარდა, მის მერე სულ მგონია რომ ტასოს არ დაუწერდა თავისი ბედის მწერალი მილასნაირ ბედს.. ტასო შეუყვარდათ, ძალიან შეუყვარდათ და დემეტრეს სიყვარული უნდა იყოს ის ძალა, რაც მას და მათ შვილს იქიდან მოაბრუნებს.. ამასტასიამ მემგონი ისწავლა სიტკბოს დანახვა იქ, სადაც სხვები მხოლოდ ცხოვრებისეულ სიმჟავეებს ხედავენ.. რანაირად ვილოცო ეხლა ტასოს გადასარჩენად, ჩემი თავისთვის არ შემიწუხებია ღმერთი, ამ გამოგონილი პერსინაჟის სიცოცხლე რო ვთხოვო ხო დამცინა ხმით?!


აღარასდროს ამომივარდება თავიდან, შენი წამომცდარი სიტყვები "ტასოსნაირი ადამიანები გულში უნდა ჩაიკრა და ბევრი სითბო აჩვენო, პატიება ასწავლოო"... როგორი გარდატეხა მოხდა პერსონაჟში, შენ სიტყვებს რომ მიყვნენ ბერაიაები. შეივსო გატეხილი სულის ნაწილები და ჩაიშაქრა მუდამ თავის დასაცავად, საბრძოლველად მომზადებული გოგო. (ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი, რომელი მონაკვეთით გამერღვია მოჯადოებული წრე და მინდა იცოდე რომ შენი სიტყვებით მივაგენი სწორ წერტილს.)

 


№15 სტუმარი ნეს

Qetatoo
ნეს
Qetatoo
ნეს
ვზივარ ჩემთვის, გაბადრული, ვკითხულობ ამათ სინარნარეს, სილაჟვარდეს.. აქეთ ბაჩუკის და ჩესას კინკლავი ჩამესმის ყურში.. რძიანი ყავაც მოვადუღე.. მოკლედ, სრულ იდილიაში ვარ დილაუთენია და.... გავიხედე, ქეთო მადგას თავზე, გადაუტენია ბაბუაჩემის ორლულიანი ზაურპეტი და ანცად მიღიმის... მომდევნო თავში რამე ცუდი თუ უნდა გავიგო, ეხლავე გამოკარი სასხლეტს ქეთო და მაგას არ მომასწრო ❤️



"-ტასო რომ თორმეტი წლის იყო, იმ ზაფხულს, არდადეგების დაწყებისთანავე ჩამოვიდნენ.აქ სტუმრები უკვე ისვნებდნენ და სასტუმროს ოთახებიც გადავსებული იყო ხალხით.მილას ოთახი, მარცხენა მხარეს, მესამე სართულის გუმბათში იყო, გეცოდინება...-თანხმობის ნიშნად ბერაიამ თავი დაუქნია და ახლა გაანალიზა რატომ მოსთხოვა ჯანაშიამ კომპრომისზე წასვლა, პირობად კი იმ ოთახის ხელშეუხებლობა მოითხოვა...-მილა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო."
გახსოვს?


მახსოვს, როგორ არ მახსოვს.. მაგ დღეს ბერაიამ იმდენი რამე გააანალიზა და ისეთ საიდუმლოს აეხადა ფარდა, მის მერე სულ მგონია რომ ტასოს არ დაუწერდა თავისი ბედის მწერალი მილასნაირ ბედს.. ტასო შეუყვარდათ, ძალიან შეუყვარდათ და დემეტრეს სიყვარული უნდა იყოს ის ძალა, რაც მას და მათ შვილს იქიდან მოაბრუნებს.. ამასტასიამ მემგონი ისწავლა სიტკბოს დანახვა იქ, სადაც სხვები მხოლოდ ცხოვრებისეულ სიმჟავეებს ხედავენ.. რანაირად ვილოცო ეხლა ტასოს გადასარჩენად, ჩემი თავისთვის არ შემიწუხებია ღმერთი, ამ გამოგონილი პერსინაჟის სიცოცხლე რო ვთხოვო ხო დამცინა ხმით?!


აღარასდროს ამომივარდება თავიდან, შენი წამომცდარი სიტყვები "ტასოსნაირი ადამიანები გულში უნდა ჩაიკრა და ბევრი სითბო აჩვენო, პატიება ასწავლოო"... როგორი გარდატეხა მოხდა პერსონაჟში, შენ სიტყვებს რომ მიყვნენ ბერაიაები. შეივსო გატეხილი სულის ნაწილები და ჩაიშაქრა მუდამ თავის დასაცავად, საბრძოლველად მომზადებული გოგო. (ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი, რომელი მონაკვეთით გამერღვია მოჯადოებული წრე და მინდა იცოდე რომ შენი სიტყვებით მივაგენი სწორ წერტილს.)


ვაიმე, ეხლა ავტირდები, ბევრი კი არ მჭრდება მე ტირილის დასაწყებად :D მეგონა არ წაგიკითხია, იმ დღეს ბევრი ვწერე, იმიტო რო გავბრაზდი ტასოში გაქცეულ, მოღალატე, დაუნახავ ქალზე მეტი რომ ვერ დაინახეს.. მერე ძალიან ვინანე ასე რო ავიქაფე ენა, მე ვინ მეკითხება, ვინ რა უნდა ის იფიქროს.. ალბათ ასე იმიტო გავბრაზდი, რომ ანასტასია ჯანაშია ძალიან ახლოს მოვიდა გულთან... ძალიან გავიცადე მისი ამბავი, გეგონება მართლა არსებობდეს და ჩემი უახლოესი მეგობარი იყოს ❤️ ვჯღავი უკვე, მადლობა შენ ❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

უი რა ტკბილად და თბილად დაიწყო ამათი საიდუმლოს გამხელა დათბობა არ ველოდი იმბსაშინელ ქალის შემოვარდნას და ასეთი შეურაწყობის მიყენებას,იმედია ანასტასია თავის შვილის და ქმრის გულისთვის მაინც შეძლეს ცხოვრების გაგრძელებას დ არაფერი ცუდი არ მოხდება ძალიან მინდა კარგად იყვნენ ჩვენი წყვილები,მინდა გიორგი და ლილეს სამაგიერო მიეძღოდ ველოდები ახალ თავს მოუთმენლად მადლობა წარტებები ????????????

 


№17 სტუმარი ნეს

სად ხარ ქეთო? დამეწიწკნა ნერვები

 


№18 სტუმარი one

ნეს
სად ხარ ქეთო? დამეწიწკნა ნერვები

abba))) me leqciidan vichyitebi :ddd
ver movitmine)))
qetevan mobrdzandit please)))

 


№19 სტუმარი ნეს

one
ნეს
სად ხარ ქეთო? დამეწიწკნა ნერვები

abba))) me leqciidan vichyitebi :ddd
ver movitmine)))
qetevan mobrdzandit please)))


One გეპატიჟები კაპლიან ყავაზე ))))

 


№20  offline წევრი Qetatoo

დღეს ვერ მოვახერხებ ატვირთვას.
გუშინ დავიწყე წერა.
გამოუშვით კაპლი ჩემსკენაც.

 


№21 სტუმარი ნეს

Qetatoo
დღეს ვერ მოვახერხებ ატვირთვას.
გუშინ დავიწყე წერა.
გამოუშვით კაპლი ჩემსკენაც.


ვფიქრობ, წვეთები არ გვიშველის, უფრო ჭავლით უნდა შემოგვასხას ვინმემ....

არ მომკლა მეთქი ნინოოოო, გაქ ეგ ვიდეო ნანახი?! აი მასე ვარ ეხლა ზუსტად ))))

 


№22  offline წევრი Qetatoo

ნეს
Qetatoo
დღეს ვერ მოვახერხებ ატვირთვას.
გუშინ დავიწყე წერა.
გამოუშვით კაპლი ჩემსკენაც.


ვფიქრობ, წვეთები არ გვიშველის, უფრო ჭავლით უნდა შემოგვასხას ვინმემ....

არ მომკლა მეთქი ნინოოოო, გაქ ეგ ვიდეო ნანახი?! აი მასე ვარ ეხლა ზუსტად ))))


შემოინახე, დაგჭირდება ეგ შეყვირება ხვალისთვის.
არავარ კარგად.

 


№23 სტუმარი one

ნეს
one
ნეს
სად ხარ ქეთო? დამეწიწკნა ნერვები

abba))) me leqciidan vichyitebi :ddd
ver movitmine)))
qetevan mobrdzandit please)))


One გეპატიჟები კაპლიან ყავაზე ))))

ნეს dagrcha kide? tu dzaan davigviane:dd

 


№24 სტუმარი one

Qetatoo
ნეს
Qetatoo
დღეს ვერ მოვახერხებ ატვირთვას.
გუშინ დავიწყე წერა.
გამოუშვით კაპლი ჩემსკენაც.


ვფიქრობ, წვეთები არ გვიშველის, უფრო ჭავლით უნდა შემოგვასხას ვინმემ....

არ მომკლა მეთქი ნინოოოო, გაქ ეგ ვიდეო ნანახი?! აი მასე ვარ ეხლა ზუსტად ))))


შემოინახე, დაგჭირდება ეგ შეყვირება ხვალისთვის.
არავარ კარგად.

qeto ras gviketeb?))) intriga in action?))))

 


№25 სტუმარი ნეს

one
ნეს
one
ნეს
სად ხარ ქეთო? დამეწიწკნა ნერვები

abba))) me leqciidan vichyitebi :ddd
ver movitmine)))
qetevan mobrdzandit please)))


One გეპატიჟები კაპლიან ყავაზე ))))

ნეს dagrcha kide? tu dzaan davigviane:dd

One მოდი მოდი, კორსიზს დესერტად დაგახვედრებ პლიუს)))

one
Qetatoo
ნეს
Qetatoo
დღეს ვერ მოვახერხებ ატვირთვას.
გუშინ დავიწყე წერა.
გამოუშვით კაპლი ჩემსკენაც.


ვფიქრობ, წვეთები არ გვიშველის, უფრო ჭავლით უნდა შემოგვასხას ვინმემ....

არ მომკლა მეთქი ნინოოოო, გაქ ეგ ვიდეო ნანახი?! აი მასე ვარ ეხლა ზუსტად ))))


შემოინახე, დაგჭირდება ეგ შეყვირება ხვალისთვის.
არავარ კარგად.

qeto ras gviketeb?))) intriga in action?))))


One ინტრიგანია ეგ ქალბატონი, კი ბატონო!!!

 


№26 სტუმარი one

ნეს
one
ნეს
one
ნეს
სად ხარ ქეთო? დამეწიწკნა ნერვები

abba))) me leqciidan vichyitebi :ddd
ver movitmine)))
qetevan mobrdzandit please)))


One გეპატიჟები კაპლიან ყავაზე ))))

ნეს dagrcha kide? tu dzaan davigviane:dd

One მოდი მოდი, კორსიზს დესერტად დაგახვედრებ პლიუს)))

one
Qetatoo
ნეს
Qetatoo
დღეს ვერ მოვახერხებ ატვირთვას.
გუშინ დავიწყე წერა.
გამოუშვით კაპლი ჩემსკენაც.


ვფიქრობ, წვეთები არ გვიშველის, უფრო ჭავლით უნდა შემოგვასხას ვინმემ....

არ მომკლა მეთქი ნინოოოო, გაქ ეგ ვიდეო ნანახი?! აი მასე ვარ ეხლა ზუსტად ))))


შემოინახე, დაგჭირდება ეგ შეყვირება ხვალისთვის.
არავარ კარგად.

qeto ras gviketeb?))) intriga in action?))))


One ინტრიგანია ეგ ქალბატონი, კი ბატონო!!!

ნეს❤️
korsizi ar minda, magas taxikardia aqvs gverdit movlenad da kide eg minda?:ddd
kargi kiada, intrigani edzakhe, mainc chveni gogoa❤️)))

 


№27 სტუმარი სტუმარი ნინა

ახლა არ მოვკვე, კაი რა ამათ რამე რომ დამართო.
მეშინია შემდეგი თავის დაწყება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent