შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არბი ომანი (V თავი)

30-10-2021, 00:35
ავტორი tasusuna
ნანახია 9 182

სარკმელთან შევხვდი საყვირის საფხიზლო ხმას..
განვლილისგან დაუძლურებული ვიყავი..
ძილი კი საერთოდ არ მეკარებოდა..
განცდა მქონდა,რომ რამე გამომრჩებოდა და,
შედეგისთვის მზად არ ვიყავი..
თითქოს რამის შეჩერება შემძლებოდა შიშველი ხელებით..
თითქოს ცას ანძრევდა ჩემი სიტყვები..
თითქოს ბედს გადავათქმევინები მზაკვრობებს და,
მხოლოდ სასიკეთოდ შემოვატრიალებდი მის ბორბალს..
ირონიით გამეღიმა..
სურიე ჩამაგონებდა ხოლმე,
იმაზე მეტად ნუ წარმოიდგენ შენ თავს,ვიდრე სხვა გხედავსო,
მე კი,ლამის კაბადონზე შემოვჯექი იმედით,
რომ სეტყვას ავარიდებდი კოკას..
სასაცილო იყო,როგორ ერთიანად ჩამომექცა ცისფერი ცა თავზე..
ერთიანად დამტყდარი მოვლენებისგან არც კი მქონდა სრულად გაცნობიერებული,
რა სტატუსი მეჭირა ომანების საუფლოში..
თითქოს არც არავინ ვყოფილიყავი,
მათი ზერელე მზერა,
სასტიკი გამოხედვა და,
ღამის საფარქვეშ შეთითხნილი ავხორცობა
მაჯერებდა,რომ მტვრად მთვლიდნენ..
გვარისა და ადათის მორიგი რგოლი..
პირველი ხომ სულ ის იქნებოდა..
სატანაზე გაყიდული რენა ომანი..
გამეცინა.
მაინც,რამდენი შეეძლო სიძულვილისგან თვალდათხრილ ადამიანს?!
მიუხედავად მისდამი სიბრალულისა,
კანი მკარნახობდა,
არ იყო ის უბრალოდ არბის პირველი ცოლი..
არ იყო ის მხოლოდ ავი სულის მოციქული.
რენას კიდევ უფრო დიდი მისია ჰქონდა ომანებში და ეს იმაზე მეტად ვიცოდი,
ვიდრე საკუთარი მეობა..
ძრწოლვოს მიუხედავად,შევეცადე თავი მომეთოკა...
მიუხედავად აბობოქრებული სულისა,
ამ კედლებში,
ნამდვილად თუ მხოლოდ თვალის ასახვევად,
არბი ომანის ცოლი ვიყავი და,
თუ რაღაც მისიიისთვის საჭირო იყო მეთამაშა,
ოღონდ გამემარჯვა,
ამწამს მზად ვიყავი მათი მჟავე სახეებისთვის ცოტა ხნით გამეძლო..
რატომღაც მჯეროდა,რომ ომანი დაპირებას შეასრულებდა და,
პირველივე შესაძლებლობისას გამიშვებდა..
თუნდაც თემს ექცია ზურგი ჩემთვის..
ტყვეობაში ყოფნას მერჩივნა,
სიცოცხლის ბოლო დღემზე ვყოფილიყავი სახე ახვეული..
გვარი,
ამჯერად,
სრულად არ იყო წარმოდგენილი..
მხოლოდ ახლა დავაკვირდი,
მაინც,რამდენს იტევდა ეს კედლები?!
მრგვალი სუფრის თავში მოქცეული დიდი მასიური ხის სავარძელი თავისუფალი იყო..
არბი საუზმეს არ ესწრებოდა.
თავქალებს მათი ადგილები დაეკავებინათ და,
მორჩილად ელოდნენ მათ დროს.
მძულდა პაპათაგან წამოსული დოგმები..
თითქოს,რამე იცვლებოდა რიგითობის დარღვევისას..
გავირინდე,
როგორც წესი იყო..
სახე მხრებში ჩავრგე..
თითებს მანამ დავყურებდი,სანამ ბოლო ლუკმა არ დაასრულა მოხუცებულმა..
რომ ამოვიხედე,
სუფრას მხოლოდ ჩვენ სამიღა დავრჩენოდით..
ცეცხლივით უელავდა რენას თვალები..
ნიშნისმოგებით წამოწითლებოდა ღაწვები და უცნაური კმაყოფილება როგორ დაემალა აღარ იცოდა..
არანაკლებ აღფრთოვანებული იყო რენაც..
გუშინდელი მისი სახე სულარ ჰგავდა ახლანდელს..
შეშინებული დედის მაგივრად წინ აღტკინებული ქალი მეჯდა..
გულმა მწარედ გამკრა..
ცივად ჩამეღიმა..
რენას პატარა თოჯინა და ,
ფუძის დედისთვის აკაშკაშებული მისი თვალები გამახსენდა,მომენტალურად..
-დედათა წესი აღარ დამიდგა..-ფიქრებს დააასწრო რენამ..
მეგონა მთელი ზიზღი გამოუშვა პირიდან,
სახე ისე შეეცვალა..
განკაცებულ ეშმაკს ჰგავდა..
თითქოს,უნდა მწყენოდა,
იმდენად გამარჯვებულის ტონი დაიკრა..
გავუღიმე..
არანაკლები თავდაჯერებით..
-ვაჟის ძეობაში!-გაზეპირებებულად მივუგე..
აღარ გამომხედა.
ღირსად არ ჩამთვალა..
სამაგიეროდ,სერინე ყრიდა თვალებიდან ცისკრის ვარსკვლავებს..
განწყობა ვერ შევარჩიე..
გულით მომინდა არბისთვის ის,რასაც რენა ამბობდა,
მაგრამ,
ვგრძნობდი,
ეს ის არ იყო..
და ეს ეჭვიანი ქალის გულისნადები არ არის..
მთელი სული ყვიროდა,რომ რეალობისგან ამცდარი იყო მისი ყველა სიტყვა..
ვეღარც იქ გავჩერდი..
უზარმაზარ სივრცეში ვერ ვპოულობდი ადგილს,სადაც საკუთარ თავს დავუბრუნდებოდი..
ყოველი კუთხე ახალი ტანჯვის დასაწყისს გავდა.
ყველა კარს თავისი ისტორია ჰქონდა და ერთ დიდ ჯოჯოხეთს გავდა..
კოცონივით გიზგიზებდა საიდუმლოებები ყველას მზერაში..
მომცრო ოთახში ისე გამოვიკეტე,
თითქოს,აქ ვერ მომაგნებდნენ ბოროტი სულები..
არ მყოფნიდა ჰაერი..
არც ეს სივრცე და არც მიზეზი,რომ მესუნთქა..
ეჭვის ჭია ისე შემომიჩნდა,
ვეღარც დამჯდარი გავჩერდი..
აქ კიდევ უფრო დიდი იყო,
ვიდრე გვარებს შორის მტრობა და,
ძალა,
რომელსაც არბი ეძებდა..
ფარსი იყო..
მისი სიტყვებიც და,
თავის მოჩვენება,რომ ვჭირდებოდი..
ომანს ქუდზე კაციც არ სჭირდებოდა მტერთან საომრად,
არათუ ქალი.
არათუ სუსტი,კაფანდარა სხეული.
განა რა უნდა მქონოდა მე,
მისი ძალა რომ გადაეფარა და მხოლოდ ჩემით ეფიქრა გამოსავალზე?!
ამწამს,
როცა,
ალბათ,
არბი ომანი 1პროცენტით შევიცანი,
გაცამტვერდა ყველა ის სიტყვა,
რაც ითქვა..
მას ანარა არ სჭირდებოდა..
იყო რაღაც,რაც ამ ყველაფრის უკან იდგა და ამან ისე შემაშინა,
ვეღარ გავთავისუფლდი მისგან..
გაუცემელი პასუხები ყელში მაწვებოდა..
თითზე ჩამოსათვლელი ფაქტების დაკავშირებას ვცდილობდი,
გული საშინლად რომ გამიხდა..
ვიგრძენი,როგორ ამოვიდა კისერთან და იქ გაიჭედა..
ისე გამალებით ფეთქავდა,
თითქოს,უკანასკნელი იყო..
მიჭირდა..
პანიკისგან კარებს ვეცი..
ვეღარ ვსუნთქავდი..
ღმერთო..
კისერში წამიჭირესთქო ხელი,
ვიფიქრე,
მაგრამ,
ცარიელი ვიდექი კარებთან და ძალაც აღარ მქონდა,გამეღო..
ვიხჩვებოდი..
გული სწრაფი ფეთქვიდან,
ძალიან ნელ,
ჩუმ,
სასიკვდილოდ განწირულ ჩურჩულზე გადავიდა..
აღარ ვრჩებოდი ადამიანად..
გონება რომ მეთიშებოდა,
ბოლო კადრი დავიჭირე მხოლოდ..
ძლივს შეღებული კარიდან,
რენა დავინახე დერეფანში..
ხელები ძლიერად გადაეჭდო ერთმანეთისთვის და,
პირს არ აჩერებდა..
თითებში პატარა,ზუსტად ის თოჯინა ეჭირა და კისერზე გამობმულ ძაფს მთელი ძალით უჭერდა ქსოვილს..
ავსული ამოუხსნელი ძალით ებღაუჭებოდა განგებას და,
თავის სურვილზე ატრიალებდა..
ის არ იყო ადამიანი..
ამაში ისე ვიყავი დარწმუნებული,
როგორც საკუთარ უძლურებაში..
მინდოდა მეღრიალა,
თუმცა,სასოწარკვეთა კისერში ჩაიხჩო..
გავითიშე,
სრულ სიბნელეში კი,
მისი სახე მოვიდა..
ყორნისფერი თვალები გაფართოებოდა..
რისხვისგან ნაოჭებს დაუთვლიდი ღარებთან..
ისეთი ცხადი იყო ზმანება,
ღაწვებზე მზის წვრილი კოცნებიც კი შევუმჩნიე..
მათი დათვლაც შემეძლო,იმდენად ცოტა და თვალშისაცემი იყო..
სულ ოდნავ წამოზრდილ თმაში ჭარაღაც კი ჰქონდა გაპარული..
თითქოს ვერ გადაეწყვიტა წლებს,
დაეტყოდ თუ არა მისთვის ხელი..
ნეტა,
რამდენ წელს ითვლიდა მისი სიცოცხლე?!
ნუთუ იმდენად ბევრს,რომ მის თვალებში წაკითხული ყველა სევდის გამოვლა მოესწრო?!
ნუთუ,იმდენი იცხოვრა,ყველა რისხვა აკრიფა ქვაფენილებიდან და ირისებში ჩაიქსოვა?!
ჰაერში გამეღიმა..
სუსტ,გამხმარ სახეზე წამოსული წვერი თითქოს კიდევ უფრო მეტ სიბრძნეს სძენდა მის ნაკვთებს..
უფლის სასწაულს გავდნენ მის მზერაში აცეკვებული გრძნობები..
თითქოს,როცა სამყაროს გამოვეთიშე,
უფრო გავუგე მის უთქმელ სხივებს..
კანი ამეწვა,
ისე მომინდა ხელი გამეწვდინა და შევხებოდი..
იმდენად რეალური იყო მისი კანი ხელისგულებზე,
ვიგრძენი როგორ აძგერდა გული..
მეტკინა..
გულის ფიცარს ისე არყევდნენ,
სიმწრით ყვირილი მომინდა.
გამეტებით ურტყამდნენ სიცოცხლის კარებს და მის შემოლეწვას ლამობდნენ..
სასოწარკვეთისგან ვიღრიალე..
ტკივილისკან ოთხად დავიკლაკნე,
თუმცა,
ვიგრძენი..
ვიგრძენი..
ვიგრძენი,ჰაერში აღარ ვიყავი დაკიდებული..
იქ ვიყავი..
უძალოდ მწოლიარე..
თავზე არბი ომანი მადგა შეშლილი სახით..
შუბლი სიმწრის ოფლით დაცვაროდა..
ხელები დასწითლებოდა და ჯერ კიდევ დაემუშტა..
მისი ხელები იყო,
გულის ფიცარს რომ ტეხდნენ..
მისი ძლიერი მუჭები იყვნენ,
რომ არ დამთმეს..
მისუსტებულს,აღარ მქონდა ძალა კარებთან გახიდული რენასთვის საპასუხო მზერა გამეცვალა..
სარკასტულად მომზირალს ხელები მუცელზე დაეკრიფა,თითქოს მისი დაკარგვის შიშით შეძრულიყო..
ალბათ,უკვე აცნობეს თემის თავკაცს გვარის ზიარის მოლოდინი..
თუმცა,
არაფერს იტყობდა არბი..
კიდევ ერთი ადათი შეიწმინდა დაღლილ მკერდზე ომანმა..
არცერთ მამაკაცს უფლება არ ჰქონდა,
ქალის სარეცელს შეხებოდა,
თუარ იზიარებდა მას..
დამძიმებული ჰაერით ვგრძნობდი,
არაერთი საათი გასულიყო მას შემდეგ,
რაც ბოლოჯერ ჩავისუნთქე..
ჩამოწოლილი ბინდიც მეტყველებდა დაღამებას..
მინდოდა,
თავმომწონე სახეში სიმართლე შემეხეთქა რენასთვის,
მაგრამ,
არავინ დაუჯერებდა რიგით მეორე ცოლს პირველის ავსულობას..
მითუფრო მაშინ,
როცა გვარის ზიარს ელოდებოდა..
გაჭირვებით ამოვისუნთქე..
საკუთარი უძლურებით გაბოროტებულმა,
წყენით სავსე მზერა შევანათე ომანს..
თვალი არ გამისწორა მან..
სარკმელთან გადაინაცვლა და ჰორიზონტი გახვრიტა მანამ,
სანამ უკანასკნელი სხვისი არომატი არ გავიდა ოთახიდან..
კიდევ უფრო დამძიმდა ჰაერი..
ეგოისტურად მომინდა,
დაენახა რენას ჩემს სარეცელთან მდგარი არბი ომანი,
ზუსტად ისეთი,
როგორსაც მე ვხედავდი..
არა საჭიროებით გამოწვეული დარჩენით,
არამედ,
გულწრფელი წუხილით..
წამით ისე მომიჭირა ბოღმამ კისერში,
ყველაფრის სათქმელად დავაღე პირი,
თუმცა, მისმა ჟესტმა დამადუმა..
ტუჩებზე ყინულივით ცივი მტევანი დამადო და კარისკენ მიმითითა..
გვისმენდნენ..
დავდუმდი..
-კედლებსაც ესმით ანარა!-ძლივს გავიგონე..
თვალები დაგროვილი სიბრაზისგან სულ გაშავებოდა..
კისერთან დაუთვლიდი დაჭიმულ ძარღვებს..
უთქმელი სიტყვებისგან ყველაფერს ყვებოდნენ მისი ირისები,
თუმცა,ისევ არ მესმოდა..
-ერთ კითხვაზე მაინც მჭირდება პასუხი არბი..-ფიზიკურად აღარ შემეძლო ამდენის ატანა..
ყველა გამოვლილი წუთისგან მძულდა საკუთარი თავი და ყველა,ვინც ამაში ჩამითრია..
-ეს ყველაფერი თემს არ ეხება..-თავადვე დავასწარი..
ირონიისგან გაუბრწყინდა თვალები..
დუმილით დამიდასტურდა..
სული მომეწურა..
კიდევ უფრო ავირიე,
გამიათასდა შეკითხვები,
თუმცა,ვიცოდი,
მეტს აღარ იტყოდა..
თუ ეს ერთი ადამიანის ბრძოლა იყო,
რატომ ვიყავით ჩაბმული ორნი?!
ეჭვებმა სულ გამომაცალეს ძალა..
ფიქრებში ჩავიკეტე..
არბი მტოვებდა,
ძლიერი,მედიდური ნაბიჯებით,
რომ გავხედე..
-ბიჭის ღებას გილოცავ..-ხმა ჩამიწყდა..
მწარედ ჩაეცინა ომანს..
-არანაირი ბავშვი არ არსებობს ანარა..
რენა სატიელია..
14 წლის იყო,რომ მომიყვანა მამაჩემმა ცოლად,ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი,შვილი არასდროს გვეყოლებოდა..
ომანებს მე ვასრულებ...-მეგონა,სიკვდილი ამოაყოლა სიტყვებს..
თუ ყველაფერი ფარსი იყო ამ კედლებში,
არსებობდა რამე,
რაც რეალობას უდრიდა?!
იყო რამე,
რაც ადამიანურთან კავშირში იყო?!
თითქოს გავხევდი,
უკვე აღარ ვიცოდი რაღაზე მეფიქრა..
მეძებნა სიმართლე თუ რენას გულის ძაფებს ჩავძიებოდი?!
ერთადერთი,
რაც ამწამს სუნთქვის სურვილს მიღძრავდა,
ისევ ის,მბჟუტავი თვითგადარჩენა იყო და არბი ომანის შავი,უთქმელობით გაშავებული თვალები..
___
გული გამიჩერდა მგონი:..
მინდა რომ ყველა დეტალი დაიმახსოვროთ..
ასე მგონია,რაღაც სიგიჟეს ვაკეთებთქო,
იმდენი რამ მიტრიალებს გონებაში და ისე მინდა ყველაფერი გადმოვცე..
არ მინდა აირიოთ..
თუმცა,ვიცი,ყველაზე დაკვირვებული მკითხველი მყავს და,
გაიგებენ..
მესაუბრეთ,რას ელით,რა გაარკვიეთ და რა ვერ..
თქვენ რა გგონიათ მიზეზი ამ ყველაფრის და შედეგი..
გელით..
მართლა ვგიჟდები..
თქვენი:ანასტასია

№1 სტუმარი Ana-maria

რენა რომ ყველანაირად ცდილობს ანარას ჩამოშორებას ეს ფაქტია. ასე მგონია არბის ანარას მიმართ გრძნობა აქვს. ყველა მხრიდან შავი ღრუბლებია მათ თავზე. თუ თემი არაფერ შუაშია,მაშინ რა ხდება?თანაც აღმოჩნდა ომანების გვარი არბიზე გაჩერდა. ვფიქრობ შემდეგ თავში უფრო მეტს გავიგებთ ანარას როლზე ომანების ოჯახში.ნელნელა ერთმანეთისკენ მიდიან არბი და ანარა.

№2  offline მოდერი tasusuna

Ana-maria
რენა რომ ყველანაირად ცდილობს ანარას ჩამოშორებას ეს ფაქტია. ასე მგონია არბის ანარას მიმართ გრძნობა აქვს. ყველა მხრიდან შავი ღრუბლებია მათ თავზე. თუ თემი არაფერ შუაშია,მაშინ რა ხდება?თანაც აღმოჩნდა ომანების გვარი არბიზე გაჩერდა. ვფიქრობ შემდეგ თავში უფრო მეტს გავიგებთ ანარას როლზე ომანების ოჯახში.ნელნელა ერთმანეთისკენ მიდიან არბი და ანარა.

რენას ანარას ჩამოშორება უნდა და ყველა ხერხს ხმარობს..თუმცა,არბია ფარად და,არ უნა გამოუვიდეს,ვფიქრობ..
შავი ღრუბელი სწორად აღნიშნეთ ანამარია,მართლაც დასდევს მათ ყოველ ნაბიჯს და იმედია მზეც გამოანათებს..
ეკუთვნის ანარასაც და ომანს..
ძალიან გამახარეთ,პირვწლ შეფასებას ვწლოდი,ხომ იცით ❤️❤️❤️❤️

№3 სტუმარი one

vax ra ambebia)) avirie , radgan araprognozirebadia chemtvis jerjerobit movlenebi, tumca dzalian saintereso )) vnakhod , davelodebi))
dzalian kargia taso, tyuilad ghelav)) khom ici arachveulebrivad gamogdis chvensmde emociebis motana❤️

№4  offline მოდერი tasusuna

one
vax ra ambebia)) avirie , radgan araprognozirebadia chemtvis jerjerobit movlenebi, tumca dzalian saintereso )) vnakhod , davelodebi))
dzalian kargia taso, tyuilad ghelav)) khom ici arachveulebrivad gamogdis chvensmde emociebis motana❤️

იმდენად ქაოტურია მოვლენები..იმდენად ბევრი ემოცია და არეულობა,რომ მიხარია,რომ გესმის ❤️❤️❤️მიხარია,რომ ემოცია მოდის ❤️❤️❤️ მადლობა შენ უდიდეეესი,სულ გელი ხოლმე ❤️❤️❤️❤️❤️

№5 სტუმარი Qeti qimucadze

ვაიმე გული. სატანა რენა. მხოლოდ ის გავარკვიე რომ არბის პირველი ცოლი არასასურველია და ძალით შერთეს. ანარა კი უყვარს და იმედი აქვს მასაც გაუჩნდება გრძნობა ან ამ ნაბიჯით ვიღაცეებს სურს დაუმტკიცოს რომ გაგრძელებას ჰპოვებს. ერთს ვერ ვხვდები. შვილი რატომ არ ჰყავთ. არიზიარებენ სარეცელს და მამაკაცის ბრალია,,? ანარას მჯერა დაიცავს არბი. მაგრამ შეუძლია კი მის გვერდით იყოს სულ. ასეთ ტრადიციებს და დოგმებს რომ ვაწყდები. სურვილი მაქვს შეძლოს რამე შევცვალო. საშინელებაა. თუმცა დღევანდელ დღესაც კი სადაც დემოკრატია "ყვავის" უფრო დაკარგული გვაქვს უფლებები.მოუთმენლად ველი გაგრძელებას. საოცარი წერის სტილი გაქვს აქქ. ნიკო ლორთქიფანიძეს უყვარდა ასე წერა. ერთ წინადადებაში ჩატეული სამყარო და მთელი ცხოვრება საკამათო და საფიქრალი უი. ყოჩაღ

№6  offline მოდერი tasusuna

Qeti qimucadze

ქეთი,როგორი კაეგი და გულწრფელი ხარ ❤️❤️❤️ ბოლო სიტყვებზე ისე გამეღიმა,მთელი დღის განწყობა შწმიქმენი ❤️❤️❤️მიხარია,თუ ასე მოგწონს ჩემი წერის სტილი და გამოარჩწვ ❤️❤️❤️
რაც შეეხება მათ,უკეთ გავშლი შვილის თემას,რომ გავიგოთ რატომ არ ჰყავთ..
როგორი ბიჭია არა არბი?! თავიდან თითქოს არ მომწონდა და ახლა გაგიჟებით მიყვარს! ❤️❤️❤️❤️❤️
მადლობა უზომოდ ბევრი ქეთ ❤️❤️❤️ასეთ მახინჯ ტრადიციებს ვერც მე ვიტან..

№7 სტუმარი ნინო გ

აუ როგორ გამახარე .. რენას ეს გამოსვლა ეჭვიანობა იყო ანარასადმი რადგამ რენამ მშვენივრად იცის რომ არბის უყვარს ანარა.არბის ანარა უყვარს და შეუყვარდა სანამ ანარას მიუყვანდნენ. და თვითონ არბი მალავს რაღაც ისეთს რაც არ უნდა ანარამ გაიგოს რადგან ეგრევე წავა. ჩანს რომ არბის შეუძლია ყველაფერი და იცის ყველაფერი.ელოდება რაღაცას ,რაღაცას ისეთს რაც შეცვლის ყველაფერს და ეს წინასწარ იცის არბიმ
მივყვეთ მოვლენებს..

და ჰო კიდევ იმის თქმა მინდოდა ანარა იმდენად ჭკვიანია მისით მიხვდება ბევრ რამეს ვიდრე ამ სიტყვა ძუნწ კაცს ამოაცლის სიტყვებს.. რენას ამ გამოსვლით ჩანს დედაც გახარებული იყო. გამოდის არბის გარდა არავის უნდა ანარას მათ ოჯახში ყოფნა და რადგან არბის სიტყვა კანონია ან არა მანდ იმიტომ არის..პორველ რიგში არბის უყვარს და მეორე ბაბასგან მოდის რაღაც საფრთხე

№8  offline მოდერი tasusuna

ნინო გ

აი შწნ გაიხარე რაა:დდ ❤️❤️❤️❤️❤️
ზუატად დასვი რაღაცწბი, ვნახოთ თუ გამოიცნობ დეტალებს :პპ
წინასწარ არაფერს ვამბობ, იქნებ დამარტყას თავში და სულ ამოვაყირაო ყველაფერი ;დდ
რენა კიდევ ეჭვიანი ქალის გამოვლინებაა.
არ გასრისონ ეს საწყალი კაცი,
იმას ვნერვიულობ.
მოკლედ,
ნინო ❤️❤️❤️❤️ რაღამც შევრიგდით,აღარ ვჩივი. ❤️❤️❤️
მიხარია,რომ მოგწონს და მომყვები ❤️❤️❤️❤️❤️

№9 სტუმარი სტუმარი თამო

როგორი კარგი ხარ ჩემო კარგო.ყველა ემოციებს რომ გვიზიარებ წერისას.ბავშვის ამბავი მეც მაინტერესებს ალბათ არ ყავს ცოლად ეგ ეშმაკი.რა ჯადოქრობებს აკეთებდა.ძალით თუ შერთეს არბის მითუმეტეს მომწონს მე არბი და მგონი რომ უყვარს ანარა და მაგიტომაც ყავს გევრდით.ველოდები მოვლენებს.იმ ქალმა კი შემაშინა ლამის დამიხრჩო გოგო

№10  offline მოდერი tasusuna

სტუმარი თამო
როგორი კარგი ხარ ჩემო კარგო.ყველა ემოციებს რომ გვიზიარებ წერისას.ბავშვის ამბავი მეც მაინტერესებს ალბათ არ ყავს ცოლად ეგ ეშმაკი.რა ჯადოქრობებს აკეთებდა.ძალით თუ შერთეს არბის მითუმეტეს მომწონს მე არბი და მგონი რომ უყვარს ანარა და მაგიტომაც ყავს გევრდით.ველოდები მოვლენებს.იმ ქალმა კი შემაშინა ლამის დამიხრჩო გოგო

მართლაც როგორი ავსულია რენ. თამო ❤️❤️❤️ მადლობა შენ, რომ ყველა ემოციას იჭერ ❤️❤️❤️ისე მნიშვნელოვანია ჩემთვის,ვერ გეტყვით ❤️❤️არბი მეც მიყვარს! ვნახოთ, მალე გავიგებთ რისთვის ჰყავს ანარა გვერდოთ

№11  offline წევრი EllaTriss

სატიელი? ანუ? დავგუგლე, მაგრამ ვერაფერი ვნახე.
საერთოდ, მე არც მეგონა, რომ რენა არბის ცოლი იყო. თავიდანვე, რატომღაც ისე განვეწყვე, რომ და იყო. აი, ხო იცი ავი-მული :დ
მერე წინა თავში, აღარ გითხარი, თითქოს რაღაცნაირად სხვანაირად ვიგრძენი, რომ არბი უყვარდა და მეთქი ვსოო, არ ყოფილა და - თქო. მარა ნუ ეს ჩემთვის ვაკეთებ დასკვნებს ხოლმე. ახლაც, იმას მოვაყოლე, რომ ცოლი მაინც, რაღაც ვერ.
უბრალოდ აი ეგ წინადადება რომ არ დაგეწერა და მიხვედრის დონეზე, (როგორც გჩვევია, ჩვენ თვითონ რომ უნდა მივხვდეთ :დ ^_^) რომ დაგეტოვებინა მოკლედ, მე მაინც არ აღვიქვამდი ცოლად. უყვარს კი.
გასაგებია.
ახლა, ბუნებრივია ისიც გასაგებია, ეგ თოჯინა რა არის და რისთვის არის.
საერთოდ, ეს ადათები ცოტა გაურკვეველ ფაზაში მაგდებს და რაღაცნაირი გრძნობაა.
არბი რომ ერთი მეორის მიყოლებით არღვევს, წინაზეც ვთქვი მგონი, თუ არა და გაკვრით, არ მომწონს. ცივი არბი მინდა, ცივიი :დ
წინაზე რომ თქვი, ჩემს ცივ ბიჭებს შეეჩვიეთო და ალბათ ამიტომო, რომ დავფიქრდეთ, შეიძლება კი, ჰო.
მაგრამ მე ისედაც, საერთოდ არ მიზიდავს თავიდანვე დამთბარი ურთიერთობები.
(ვინც მიცნობს, ჩემს ნაწერებსაც კი ეტყობა :დ)
ჰო,
ემოციებზე მე აღარაფერს გეუბნები.
ადრეც ავღნიშნე, რა უნდა გითხრა ისეთი, რაც არ იცი. მოდის, ისე, როგორც უნდა იყოს და ეს, ზუსტად ისაა რაც საჭიროა.
აქ და ამ მომენტში.
დანარჩენი იქნება, ეგ ნერვიულობდა არ ღირს.
ის, რაც გონებაშია ფურცელზეც (რა ფურცელზე, ვორდში, თუ სადაც წერ :დ ჰო,) მოკლედ, აქაც იქნება. სხვა შემთხვევაში, შენი შინაგანი ზუსტად ის, არ მოგცემს დადების საშუალებას. ეს ასე იყო, არის და იქნება.
მთავარია, რომ გრძნობ და იქ ხარ.
ეს რომ ნაწერში იგრძნობა, იქ სათუო აღარაფერია.
პ.ს დეტალები დამახსოვრებულია,.
არა, ნუ, ისედაც.
მაგრამ ახლა გადავამოწმე და კი - ო.

№12  offline მოდერი tasusuna

EllaTriss

არა,მაონც რისი ღირსი ხარ? დეტალები დაიმახსოვრეთთქო და, პირველ თავში რომ მქონდა ნახსენები რძალი და აების ცოლი-რენათქო და, ათასჯწნ რომ გავიმეორე,მეორე ადგილზე ვართქო,ეგ აღარ დაგამახსოვრდა?! :დდდ
თუმცა,პირველი თავი იმდენი ხნის წინ დაიდო,გპატიობ :დდჩემი ბრალიცაა.
რაც შეეხება არბის,
მე მაინც აე მგონია,რომ დამთბარია,თორე ხო იცი,მეც როგორ მიყვარს ჩემი სიტყვაძუნწი,უხეშიბდა ხივი ბიჭები დ::::
დანარჩენისთვის კი,როგორ მადლობას გეუბნები კი იცი ❤️❤️❤️❤️
სულ სულ სულ სულ გულაჩქარებით გელი შენი გემრიელი შეფასებებით ❤️❤️❤️❤️
ძააანს გოგო ხაარ-ქუთაისურად :დდდ

№13 სტუმარი ნინო გ

tasusuna
ნინო გ
აუ როგორ გამახარე .. რენას ეს გამოსვლა ეჭვიანობა იყო ანარასადმი რადგამ რენამ მშვენივრად იცის რომ არბის უყვარს ანარა.არბის ანარა უყვარს და შეუყვარდა სანამ ანარას მიუყვანდნენ. და თვითონ არბი მალავს რაღაც ისეთს რაც არ უნდა ანარამ გაიგოს რადგან ეგრევე წავა. ჩანს რომ არბის შეუძლია ყველაფერი და იცის ყველაფერი.ელოდება რაღაცას ,რაღაცას ისეთს რაც შეცვლის ყველაფერს და ეს წინასწარ იცის არბიმ
მივყვეთ მოვლენებს..

და ჰო კიდევ იმის თქმა მინდოდა ანარა იმდენად ჭკვიანია მისით მიხვდება ბევრ რამეს ვიდრე ამ სიტყვა ძუნწ კაცს ამოაცლის სიტყვებს.. რენას ამ გამოსვლით ჩანს დედაც გახარებული იყო. გამოდის არბის გარდა არავის უნდა ანარას მათ ოჯახში ყოფნა და რადგან არბის სიტყვა კანონია ან არა მანდ იმიტომ არის..პორველ რიგში არბის უყვარს და მეორე ბაბასგან მოდის რაღაც საფრთხე

აი შწნ გაიხარე რაა:დდ ❤️❤️❤️❤️❤️
ზუატად დასვი რაღაცწბი, ვნახოთ თუ გამოიცნობ დეტალებს :პპ
წინასწარ არაფერს ვამბობ, იქნებ დამარტყას თავში და სულ ამოვაყირაო ყველაფერი ;დდ
რენა კიდევ ეჭვიანი ქალის გამოვლინებაა.
არ გასრისონ ეს საწყალი კაცი,
იმას ვნერვიულობ.
მოკლედ,
ნინო ❤️❤️❤️❤️ რაღამც შევრიგდით,აღარ ვჩივი. ❤️❤️❤️
მიხარია,რომ მოგწონს და მომყვები ❤️❤️❤️❤️❤️

შენგან ყველაფერია მოსალოდნელი და მიტო ვარ ცოტა ჩუმად. არ ვიტყვი არაფერს წინასწარ რა იცი რა წამოგიფრენს???? ყოველ დილას ეს სიურფრაიზი თუ დამხვდება ლოცვებში მოგიხსენიეებ მართლა ოღონდ :)

№14  offline წევრი EllaTriss

tasusuna
EllaTriss
სატიელი? ანუ? დავგუგლე, მაგრამ ვერაფერი ვნახე.
საერთოდ, მე არც მეგონა, რომ რენა არბის ცოლი იყო. თავიდანვე, რატომღაც ისე განვეწყვე, რომ და იყო. აი, ხო იცი ავი-მული :დ
მერე წინა თავში, აღარ გითხარი, თითქოს რაღაცნაირად სხვანაირად ვიგრძენი, რომ არბი უყვარდა და მეთქი ვსოო, არ ყოფილა და - თქო. მარა ნუ ეს ჩემთვის ვაკეთებ დასკვნებს ხოლმე. ახლაც, იმას მოვაყოლე, რომ ცოლი მაინც, რაღაც ვერ.
უბრალოდ აი ეგ წინადადება რომ არ დაგეწერა და მიხვედრის დონეზე, (როგორც გჩვევია, ჩვენ თვითონ რომ უნდა მივხვდეთ :დ ^_^) რომ დაგეტოვებინა მოკლედ, მე მაინც არ აღვიქვამდი ცოლად. უყვარს კი.
გასაგებია.
ახლა, ბუნებრივია ისიც გასაგებია, ეგ თოჯინა რა არის და რისთვის არის.
საერთოდ, ეს ადათები ცოტა გაურკვეველ ფაზაში მაგდებს და რაღაცნაირი გრძნობაა.
არბი რომ ერთი მეორის მიყოლებით არღვევს, წინაზეც ვთქვი მგონი, თუ არა და გაკვრით, არ მომწონს. ცივი არბი მინდა, ცივიი :დ
წინაზე რომ თქვი, ჩემს ცივ ბიჭებს შეეჩვიეთო და ალბათ ამიტომო, რომ დავფიქრდეთ, შეიძლება კი, ჰო.
მაგრამ მე ისედაც, საერთოდ არ მიზიდავს თავიდანვე დამთბარი ურთიერთობები.
(ვინც მიცნობს, ჩემს ნაწერებსაც კი ეტყობა :დ)
ჰო,
ემოციებზე მე აღარაფერს გეუბნები.
ადრეც ავღნიშნე, რა უნდა გითხრა ისეთი, რაც არ იცი. მოდის, ისე, როგორც უნდა იყოს და ეს, ზუსტად ისაა რაც საჭიროა.
აქ და ამ მომენტში.
დანარჩენი იქნება, ეგ ნერვიულობდა არ ღირს.
ის, რაც გონებაშია ფურცელზეც (რა ფურცელზე, ვორდში, თუ სადაც წერ :დ ჰო,) მოკლედ, აქაც იქნება. სხვა შემთხვევაში, შენი შინაგანი ზუსტად ის, არ მოგცემს დადების საშუალებას. ეს ასე იყო, არის და იქნება.
მთავარია, რომ გრძნობ და იქ ხარ.
ეს რომ ნაწერში იგრძნობა, იქ სათუო აღარაფერია.
პ.ს დეტალები დამახსოვრებულია,.
არა, ნუ, ისედაც.
მაგრამ ახლა გადავამოწმე და კი - ო.

არა,მაონც რისი ღირსი ხარ? დეტალები დაიმახსოვრეთთქო და, პირველ თავში რომ მქონდა ნახსენები რძალი და აების ცოლი-რენათქო და, ათასჯწნ რომ გავიმეორე,მეორე ადგილზე ვართქო,ეგ აღარ დაგამახსოვრდა?! :დდდ
თუმცა,პირველი თავი იმდენი ხნის წინ დაიდო,გპატიობ :დდჩემი ბრალიცაა.
რაც შეეხება არბის,
მე მაინც აე მგონია,რომ დამთბარია,თორე ხო იცი,მეც როგორ მიყვარს ჩემი სიტყვაძუნწი,უხეშიბდა ხივი ბიჭები დ::::
დანარჩენისთვის კი,როგორ მადლობას გეუბნები კი იცი ❤️❤️❤️❤️
სულ სულ სულ სულ გულაჩქარებით გელი შენი გემრიელი შეფასებებით ❤️❤️❤️❤️
ძააანს გოგო ხაარ-ქუთაისურად :დდდ

დავფრთხი.
ნახსენები იყო და არ მახსოვდააააა?!
უფალოო,
უფალო.
მე ეროვნულებდა რა ნასწავლი მიმყვება აბა.
:დ

№15 სტუმარი ია

მეტისმეტად აიდუმალებ თხრობას იმის გამო რომ თავიდან არჩეული სტილი არ დაკარგო...მეხუთე თავია და თითქმის ისევ არაფერი ვიცით...მესმის რომ ღელავ, განიცდი თითოეულ ფრაზას მაგრამ მე პირადად როგორც მკითხველი ვერ ვგრძნობ ამას,სჯობია დამშვიდდე და უკვე ჩვენს აღელვებაზე იფიქრო...რავიცი,რჩევაა...წარმატებები

№16  offline მოდერი tasusuna

ია

მიყვარს რჩევები ❤️❤️ თუმცა,ხელოვნურად არ ვაჭიანურებ ❤️❤️ პატარა თავებია და არც ს ოვარგებს,ეგრევე გავხსნა კარტები. ბევრია მოსაყოლი და,ნელნელა გავიგებთ ყველაფერს ❤️❤️❤️ მადლობა ია რჩევისთვის.. პირიქით,ხშირად მიმითითეთ ხოლმე

№17  offline წევრი ირო

საოცარია ცუდი რამ ჩაუფიქრებია არბის.რატომ გადაწყვიტა ომანების გვარის გაქრობა,რა.ხდება ასეთი არადა სიყვარული ბევრ რამეს აკეთებინებს ადამიანს,თუ თემს არ ეხება მაშ რატომ ანარა რა საფრთხე ელის.ამაში დავრწმუნდი რომ რაღაცისგან ან ვიღაცისგან იცავს.ვერ წარმოვიდგინე რომ სატიელი იყო რენა თუმც რატომაც არა თუ ორ გვარშორის რაღაც მოხდა იმედი მაქვს თანდათან გავიგებთ.რა მოხდა წარსულში,წარსული ყოველთვის ბევრ რამეს მალავს.

№18  offline მოდერი tasusuna

ირო

წარსული ყველაზე ბინძურია ირო,გეთანხმები!
მათი წინა ცზოვრებაც ბევრს მალავს და, ამისგან იცავს არბიც! ცნახოთ.. იქნებ შეცვალოს კიდეც არბიმ მისი გადაწყვეტიკება ❤️❤️❤️

№19 სტუმარი Daldinidaldoni

ოჰოო იმდენი ემოცია მოდის სრული სიზუსტით,მგონი ჩვენც გავგიჟდებით და დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ დასაწყისია ,წინ ბევრი ვნებათაღელვა გველის .. და მაინც რატომ ანარა ...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent