შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი II]


31-10-2021, 00:40
ავტორი PARVENU
ნანახია 1 041

***
ტკივილი… ყველაფერი მტკივნეული იყო. სუნთქვაც კი.
როგორც კი თვალები გაახილა, პირველი რაც დაბინდული მზერით აღიქვა, უცნობი, ხის ჭერი იყო. სუნთქვა გაექცა, თითქოს მარწუხებით იჭერდნენ. გვერდითი ხედვით უცნობი ფიგურა მოხვდა თვალში, სუროსავით რომ შემოხვეოდა სხეულზე, თითქოს ეშინოდა ძილში არ გამქრალიყო ქალის სხეული. განთიადის სუსხ შეპარულ ოთახში სიცივე შეპარვოდა კედლებს. თუმცა გაყინვისგან მისგან წამოსული სიმხურვალე იცავდა. გრძნობა სხეული ოფლისგან და მისგან დარჩენილი კვალისგან გაესუფთავებინა. სანამ გონება დაკარგული იყო, ალბათ მან დაბანა. წამიერად მადლიერება იგრძნო, შემდეგ კი წინა საღამოს მოგონებებზე ენაზე მომდგარი წყევლა ძლივს შეიკავა.

კადრებად ატივტივდა თითოეული დეტალი და იგრძნო როგორ გაუხურდა სახე. სრულად ახალი, წარმოუფგენელი გამოცდილებისგან ჟრჟროლვამ დაუარა კიდურებში. ჯერ კიდევ ახსოვდა გონების დამბინდველი სიამოვნება მთელი საღამო რომ უწვავდა სიწითლე შეპარულ სხეულს.
მისი პარტნიორი, პრელუდიის გარდა, მთელი აქტის განმავლობაში უხეში იყო. თითქოს საერთოდ ვერ გრძნობდა დაღლას. თვალწინ დაუდგა სიამოვნებისგან სუნთქვა შეგუბულს, როგორ გამოეცალა ბოლო წვეთი ენერგია და გონება დაკარგული როგორ ჩაესვენა მის მკლავებში.
ალბათ სულ ემახსოვრებოდა. ყოველი განცდილი ემოცია და ისიც ვინც იყო ყოველივე ამის მიზეზი. ბოლო სუნთქვამდე ემახსოვრებოდა.
შვების ოხვა აღმოხდა. მიზეზი, რისთვისაც აქამდე მოვიდა, მიღწეული იყო. როგორც იქნა, დეფლორილებული იყო და სხვა არაფერს ქონდა აზრი.
მალე გათენდებოდა. მოღუშულ ცას ალისფერი შეპარვოდა. განთიადს ელოდებოდა.
მალევე უნდა დაბრუნებულიყო სასახლეში. მანამ სანამ შეამჩნევდნენ მის გაქრობას, უნდა წასულიყო.
ეცადა განძრეულიყო, მაგრამ ამაოდ. გარდა მარწუხებად შემოხვეული კიდურებისა, გაუსაძლისი ტკივილი არ აძლევდა საშუალებას ამდგარიყო. მკლავები დაბუჟებოდა, ფეხის კუნთები დაჭიმვოდა და მუცლის არეში ყრუ ტკივილი უვლიდა.
კიდევ ერთხელ დარწმუნდა არჩევნის სიმცდარეში. მეტად ფრთხილი უნდა ყოფილიყო.
სუნთქვა შეკრული ეცადა წამომდგარიყო და წელზე მოხვეული მძიმე მკლავი მოეშორებინა, მეტად რომ მიიხუტეს.
-სად მიდიხარ?-ყურზე ცხელი ტუჩები იგრძნო და ძილისგან ჩახრინწულ ხმაზე სხეული გაუშეშდა.
ხშირი წამწამებიდან წმინდა ოქროსფერები უყურებდნენ.
-ერთი ღამე…-ბზარ შეპარულმა ხმამ შეაკრთო და სიტყვა გაუწყდა.
წინა ღამის კვალი ხმასაც დატყობოდა. კივილისგან აქამდე უცნობი ხრინწი შეპარვოდა.
იგრძნო, როგორ გაწითლდა და უხეშად გაკრა წელზე მოხვეულ მკლავებს ხელი.
-ერთი ღამის გართობა, დამთავრდა.
მისგან განსხვავებით, მამაკაცი არც კი უსმენდა. ხარბად აათვალიერა მოვლილი, ყოველგვარი შრამისგან თავისუფალი რძისფერი სხეული, ალაგ-ალაგ კოცნის კვალს რომ დაეფარა და ისვ აენთო თვალები.
-მოდი, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ,-ღიმილით გაუსწორა მზერა.
აღშფოთებისგან თვალები გაუფართოვდა. მისგან განსხვავებით, რომელსაც სუნთქვაც კი მტკივნეულად მიაჩნა, მამაკაცს დაღლილობის არაფერი ეტყობოდა. ენერგიას ასხივებდა მისი სხეული. ბრაზმორეულმა მტკიცედ გააქნია თავი, როცა იგრძნო, როგორ შეიცვალა წამიერად ოთახში განწყობა.
საპასუხოდ ზერელედ ჩაიცინა, მიიზიდა და მჭიდროდ მოიმწყვდია მკლავებში აფართხალებული. მხოლოდ მაშინ გაჩერდა მზერა მზისგან შეფერილ გულმკერდს რომ გაუსწორა.
მისი შიშველი სხეული დაუდგა თვალწინ. მიუხედავად სუსტი განათებისა, მაინც რომ ირეკლებოდა მზის შუქზე. მამაკაცის სხეულზე არცერთი ტატუ არ იყო გამოსახული.
ყველა გალკოელი, რომელიც აქამდე უნახავს ტატუთი იყო დაფარული. სახეზე, ყელზე, მკლავებზე, დიდი ნახატები გამოსახვოდათ შავი საღებავით. გარდა ამისა, რომელთანაც წინა საღამოს სარეცელს იყოფდა.
ძლიერი გარუჯული სხეული, შავი ხშირი თმები, ოქროსფერი თვალები, აღნაგობა, ყველაფერი იმას მოწმობდა რომ ის ბარბაროსთა კლანის წევრი იყო, მაგრამ სხეულზე არცერთი ნახატი არ შეიმჩნეოდა.
მისი დაჟინებული მზერა როგორც კი იგრძნო, მეტად მიიკრო მკერდზე და შუბლშეჭმუხნულმა დახედა ქალს.
-რა გაინტერესებს?
-არცერთი ტატუ არ გაქვს,-მოღუშულმა გაუსწორა მზერა და კიდევ ერთხელ კრა მკერდზე ხელი,-უკან დაიხიე, კარგად მინდა ვნახო.
-მოდი, ინფორმაცია გავცვალოთ. თუ ჩემ შეკითხვას უპასუხებ, მე შენსას გავცემ პასუხს,-კვლავვმის სხეულზე მიჩერებულს, ყურადღების გადასატანად კოცნის კვალი დაუტოვა ლოყებზე და თანხმობას არ დალოდებია ისე გადავიდა კითხვაზე,-რატომ დათმე შენი პირველი გამოცდილება მტერთან?
ვიერას სამეფოში, ქალის უბიწოება ერთ-ერთი უმთავრესი იყო. განსაკუთრებით კი დიდგვაროვანთა წრეში, რაც ოჯახის ღირსებას ასახავდა. უწმინდური პატარძლი, რომელსაც პირველი გამოცდილება კანონიერ ქორწინებამდე ჰქონდა, ოჯახიდან იკვეთებოდა, განქორწინების მიზეზი ხდებოდა და ბოლოს შეიძლება მის სიკვდილამდეც კი მისულიყო დავა.
ჰელა დე ვიერა კი სამეფო პრინცესა იყო. ვიერათა გვარის ერთადერთი ქალიშვილი და სამეფოს მნიშვნელოვანი წევრი, რომელსაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ქორწინებაში უნდა მიეღო მონაწილეობა. ქორწინების ღამეს პატარძლის უწმინდურად შერაცხვა კი არამარტო მისი, არამედ სამეფო გვარის ღირსების შელახვას ნიშნავდა.
ბევრი მიზეზი იყო, თუ რატომ დაადგა არჩეულ გზას და რატომ შესწირა უბიწოება სხეულით მოვაჭრე მონას, რომელიც მისი ქვეყნის მოწინააღმდეგე ქვეყნიდან იყო.
ერთი სიტყვით რომ აეხსნა, არ უნდოდა მისი ახალგაზრდობა იმისთვის შეეწირა, რომელიც ახალგაზრდა ხორცს დამშეული, მასზე გაცილებით უფროსი კაცი იყო. ქორწინება, რომელიც მასთან ელოდა, არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული იმ დიდგვაროვანთა ქორწინებათაგან, რომელშიც ქალები საცოდავი, სულ გამოცლილი სიცოცხლით ცხოვრობდნენ. წართმეული ახალგაზრდობით, რომელიც არაფრით არ განსხვავდებოდა ნელი, მტკივნეული სიკვდილისგან.
ჰელლა დე ვიერა კი სამეფო ოჯახისგან გაყიდული ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქტი იყო.
თუმცა იცოდა, ამას მას ვერ ეტყოდა და მზერა არიდებულმა ტუჩზე იკბინა.
მამაკაცი მიხვდა მის შფოთვას, მშვიდად გაუღიმა და აღარ ჩაძიებია. იდაყვზე წამოწეულმა ნიკაპი ხელზე ჩამოდო და ინტერესით დააკვირდა ფერმკრთალს
-არ გინდა გაიქცე?
შემოთავაზება ზედმეტად ნათელი და მაცდური იყო. იცოდა, რომ მოენდომებინა, შეძლებდა გაქცეულიყო. სამეფო ოჯახი დიდი ხანი იყო რაც შიგნიდან ლპებოდა და შიდა საქმეებს თავადვე მართავდა. პატარა დახმარება, მცირე კავშირი და იმ დღესვე დატოვებდა სასახლეს. მაგრამ არ უნდოდა. არ უდოდა მთელი ცხოვრება ბოროტმოქმედივით მალვაში გაეტარებინა. დევნილივით სუნთქვა შეკრულს, თუმცა დიდი ხანი იყო ასე ცხოვრებას შეჩვეოდა.
რაც გულით უნდოდა, წასვლა იყო. არა სასახლიდან, არა ამ ქვეყნიდან, რომელიც ტკივილამდე უყვარდა, არამედ ამ სიცოცხლიდან.
წასულიყო და მისი ოჯახი, თავისივე საცოდაობასთან დაეტოვებინა.
ყველაფერთან ერთად კი, ცარიელი იყო…
იმის გააზრების მომენტიდან, რომ საკუთარმა ოჯახმა მიატოვა, სიცოცხლის სურვილი დაკარგა. დარჩენილი სიძულვილს კი არა მარტო მათდამი, არამედ საკუთარი თავის მიმართაც გრძნობდა. ეზიზღებოდა ის ადამიანი რაც მისგან იყო დარჩენილი, მას შემდეგ რაც მისი თავი სხვებს მიუძღვნა.
ჰელლამ ნელა დახუჭა თვალები. ღრმად ჩაისუნთქა დილის სუსხს მოყოლილი მამაკაცის სურნელი. ისევ ჭერს ააპყრო მზერა.
ერთი ღამის პარტნიორი. დიალოგი, ემოციისგან, ვალდებულებებისგან, იდენტობისგან დაცლილიყო. მეწყვილე, რომელსაც ვერაცდროს ნახავდა.
ფრთხილად გახსნა ტუჩები და ჩუმად შეერია ჩურჩულად, აქამდე უთქმელი სიტყვები ქარს.
-მე… სიკვდილი მინდა.
მისი განცხადება მტკიცე იყო. ურყევი.
ბაგე შეკრულს, მამაკაცი გაოგნებით დაშტერებოდა. თითქოს წამით დაავიწყებოდა ლაპარაკი. გუგები საგრძნობლად შეუვიწროვდა და ოქროსფერებს ობობის ქსელებად შემოეხვივნენ წითელი კაპილარები.
აქამდე უცნობ გრძნობა მორეულს შიშმა დაუარა და იგრძნო როგორ დაუდგა თმა ყალყზე. შემკრთალმა ახედა შუბლშეკრულს. როგორც კი მიხვდა დააფრთხო, ღრმად ამოიოხრა, თითები თმაში შეიცურა და წამით აიფარა თვალებზე ხელი.
თითქოს სიზმარი იყოო, ქალზე მზერა დაბრუნებულს უწინდელი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა აკრული სახეზე.
წარბიც არ შეხრია, ისე დასწვდა ჰელლას სუსტ სხეულს და გულ-მკერდზე მოიქცია. სახეზე ჩამოყრილი თმები ერთ მხარეს გადაუწია და ტაკვალევ დატოვებულ ყელზე ტუჩები მიაკრა.
-ჩემ ისტორიას, როგორც ‘გალკოელი ტატუების გარეშე’, შემდეგში გეტყვი, როცა თავიდან შევხვდებით,-ღიმილით უჩურჩულა,-საკმაოდ საინტერესო იქნება.
‘როგორი აბსურდულია’-გონებაში გაჰკრა, როცა მის სახეზე აღმეჭდილ თავდაჯერებულობას მოჰკრა თვალი. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ კვლავ შეხვდებოდნენ, ახლო მომავალში. თითქოს სადღაც არსებობდა მინიმალური შანსიც კი.
-მოეჭიდე შენ სიცოცხლეს, სანამ ჩემი ისტორიის მოყოლას არ მოვრჩები.-დაჟინებით მიაჩერდა შუბლშეკრულს.
აზრს მოკლებული შეთანხმება, დადებისთანავე დარღვეული იყო და შეწინააღმდეგებისგან არ დაუღლია ენა, ისე დაუქნია თავი.
-სადილის დროა,-ბოლო კოცნა მიაკრა საფეთქელზე, ბალიშებზე მიაწვინა და თვითონ ფეხზე წამოიმართა.
გაუცნობიერებლად, მის ზურგს მიშტერებული, ხედავდა როგორ მოძრაობდა კან ქვეშ კუნთები. არ შეეძლო არ ეღიარებინა, რამდენად მშვენიერი აღნაგობა ჰქონდა მამაკაცს. ძლიერი, მხურვალე და სიცოცხლით სავსე. წამით გააჟრჟოლა შემთხვევით ერექციულ ორგანოს რომ მოჰკრა თვალი და ზეწარში გაეხვია დამფრთხალი.
ვერ დაიჯერა, სრულიად შიშვლები როგორ ჩვეულებრივად საუბრობდნენ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე.
‘როგორც უწინ, თავდაჯერებულია. ზედმეტად თავდაჯერებული. ამ კაცმა წესიერების არაფერი არ იცის. როგორც მოსალოდნელი იყო-ბარბაროსისგან.’
გამალებით ფიქრობდა და წამით არ აშორებდა თვალს მის სხეულს. ცდილობდა, თავგზა არეული, მისი სრულყოფილი აღნაგობა სიტყვა ‘ურჩხულში’ მოექცია.
-გვივა?-მამაკაცმა მაგიდიდან საჭმლით სავსე ლანგარი აიღო და საბანში გახვეულს გამოხედა სიცილით.
ზეწარი არ მოუშორებია ისე ჩამოუჯდა გვერდზე და მუხლებზე მოიქცია ლანგარი. ღრმა თეფში სავსე იყო ხორცის და ბოსტნეულის ჩაშუშულით, რომელსაც ორთქლი ასდიოდა. როგორც ჩანს მანამდე გაეთბოთ, სანამ გაიღვიძებდა. მის გვერდით კი ხორბლის ქიშმიშიანი პურები ეწყო. მიუხედავად უჭმელობისა, მადა არ ჰქონდა და უარყოფის ნიშნად მიაბრუნა თავი. თუმცა ვერაფერს გახდა. მანამდე არ მოეშვა სანამ კოვზი არ დააჭერინა ხელში და მისთვის შესაფერის, პატარა ნაჭრებად დაუქუცმაცა ტკბილი პური.
საუზმე იაფფასიან სასტუმროსთან შედარებით ნორმალური იყო. გემრიელიც კი, იმდენად რომ პირველივე ლუკმის შემდეგ მიხვდა, როგორ მოშიებოდა. მტკივან კუნთებში ჟრჟოლამ დაუარა და ძვლებამდე გაათბო თბილმა სითხემ.
თითქმის ნახევრამდე შეჭამა ჩაშუშული და დანაყრებულმა ახედა მასზე მიჩერებულ მამაკაცს. თითქოს მიხვდაო ჰელლას ფიქრებს, თავი გააქნია. იმის მაგივრად რომ ლანგარი აიღო, წვრილად დატეხილ პურს დასწვდა და ტუჩებთან მიუტანა, იმის ნიშნად რომ მერი ეჭამა.
-ცოტა კიდევ ჭამე, ზამთრის ტოტზე მეტად პატარა ხარ.
არ იცოდა, რატომ, მაგრამ მორჩილად დაჰყვა. მის მიერ მიწვდილ ლუკმას ნელა ღეჭავდა და იმაზე ფიქრობდა, რატომ იყო ეს იაფფასიანი საკვები გაცილებით გემრიელი იმასთან შედარებით, რასაც სასახლეში მიირთმევდა.
სანამ თვითონ მორჩილად ილუკმებოდა, მამაკაცი უსიტყვოდ ზეუნავდა მასზე. ნაწილებად უტეხავდა პურს, სასაცილოდ პატარა რომ ჩანდა უზარმაზარ ტორებში და თითქოს პატარა ბავშვს უვლიდა, ისე აწვდიდა ქალს.
ჩუმად აკვირდებოდა მკვრივ სხეულს, მკლავებს და საკუთარ თავს ადრიდა. იცოდა, სხვებდათ, ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით სუსტი იყო. მასთან შედარებით კი მართლა ბავშვს გავდა. ახლოსაც კი ვერ მივიდოდა მამაკაცის და თავისი მკლავის ზომა. თითქოს ჩამოუყალიბებელი იყო მასთან შედარებით.
უცებ წინა ღამის მოვლენები დაუდგა თვალწინ. მიუხედავად ყველაფრისა, დაღლის ნატამალი არ ეტყობოდა მამაკაცს. თუმცა არც უკვირდა, მისი სხეულის შემხედვარეს.
-ნუ მიყურებ ეგრე,-როგორც კი მიხვდა ათვალიერებდა, შუბლი შეეკრა.
ვერ მიხვდა რამ გაანაწყენა. გაკვირვებულმა ახედა მის დამრიგებლურ ტონზე, მზერით რომ მიანიშნა მის ქვედატანზე და აწითლებულმა განაგრძო მიწვდილი ლუკმის ღეჭვა. რამდენიმე ნაჭერიც და უკვე აღარ შეეძლო. როგორც კი კოვზი ჯამში დააბრუნა, მამაკაცს შუბლი შეეკრა, სახეზე ეწერა კითხვა, თუ რატო შეჭამა ასე ცოტა. მიხვდა გაპროტესრებას აპირებდა, ჯამი რომ დაუბტუნა და მიუხედავად ტკივილისა ფეხზე წამოდგა.
ყურადღება არ მიუქცევია, ისე ჩაიცვა შელახული, ალაგ-ალაგ გახეული კაბა. კუთხეში მიგდებული პარიკი თავზე მოირგო და მოსასხამში გაეხვია. რომ არა მისი სხეულის მდგომარეობა, ისეთივე ფორმაში იყო, როგორშიც თავიდან შემოვიდა სასტუმროში.
დრო იყო თავის ადგილს, ვიერას სამეფო კარს დაბრუნებოდა.
მამაკაცი ჯერ კიდევ საწოლზე იჯდა. თვალს არ აშორებდა, მიახლოებულს ოქროს მონეტა რომ დაუგდო მუხლზე.
-სასიამოვნო იყო,-უკანასკნელად გაუსწორა თვალი ღამის პარტნიორს.
წარბები ასწია, ცივი მეტალი კანზე რომ შეეხო, თითებში აათამაშა და გაღიმებულმა უკანვე დაუბრუნა.
-შეხვედრამდე, ბატონო.


***
ჰელლო, როგორ ხართ?
მგონი, ძალიან დამაგვიანდა და იმედია მაპატიებთ. ვეცდები მომდევნო თავი მალევე დავწერო და ავტვირთო. შედარებით ინმფორმირებული და უფრო დიდი.
მადლობა ყველას, რომლებსაც გახსოვდით და ელოდებოდით. თითქოს ძველ დროში დავბრუნდი, აქტიური მომხმარებელი რომ ვიყავი საიტის.
სასიამოვნო განცდაა დაბრუნება.
პ.ს. შეცდომებისთვის, ბოდიში. რადგან პერიოდულად ვწერ და იმავე დროს ვტვირთავ, გადახედვას ვეღარ ვასწრებ. ვიცი, ძალიან ‘უგემურია’ ესე კითხვა, მაგრამ ვეცდები გამოვსწორდე. აი ფრომის.
პ.ს.ს. სთეი ჰეალთიი!!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

როგორ გამიხარდააა. მჯერა შენეული სიგიჟე და სიამოვნება გველის წინ და ამდროს რა შეცდომები. ვინ აქცევს ყურადღებას. ამ სად იყო.მე არ შემიმჩნევია.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ამდენხნიანი ლოდინის მერე ეს მოცუცქნული თავი მაგრად ტეხავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

მადლობა შენს გამოჩენას. ცუდია როცა წერ და მაგ დროს დებ. გამოდის მუზას გელოდები. ჩვენ კი გელით. ჯობია ჯერ დაწერო ბლომად და მერე დადო თავებად თუნდაც კვირაში ორჯერ.წარმატებები .მართლა კარგად წერ. არ მინდა შევწყვიტო კითხვა მაგრამ ამხელა შუალედი ცუდია და ლოდინი დამღლელი.იმედია ცუდად არ გაიგებ.აბა შენ იცი

 


№4 სტუმარი სტუმარი Nessie

როგორ ველოდები გაგრძელებას, გთხოვ მალე დადე ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ...

სასწაული ისტორიაა ყველანაირად, უბრალოდ ძალიან პატარა იყო((( ისე ველოდები მართლა, ყოველდღე ვამოწმებ. ვგიჟდები იმდენად საოცრად აღწერ ყველაფერს, პერსონაჟები უკვე მიყვარს :დ მოკლედ ძაააალიან ძააალიან გელოდები და გთხოვ მალე გამოჩნდიიი

 


№6  offline წევრი ლილილი

უკვე მიყვარს ეს ისტორია.

 


№7 სტუმარი Anuk

მალე გამოჩნდი რააა<333

 


№8 სტუმარი სტუმარი margo

საოცარი ისტორიაა, სიტყვები არ მყოფნის. საოცრად საინტერესო პერსონაჟები და მთელი ეს ისტორია!! MINDBLOWING!!!!!! აი, არ ვიცი, უძალიანესად ველოდები შემდეგს. ყველა შენი ისტორია ხო სასწულად მიყვარს და ზეპირად ვიცი, მაგრამ ეს რაღაც სიგიჟეა.

 


№9  offline წევრი PARVENU

ჰელლო, როგორ ხართ? იმედია დაცულად.
ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ლოდინისთვის. ვიცი დამღლელია. აუცილებლად დავამატებ ხვალ შედარებით დიდ და ინფორმირებულ თავს. მივიღებ შენიშვნებს და რჩევებს. ^^
--------------------
Parvenu

 


№10  offline წევრი Margo Tokyo

საოცარი ისტორიების ავტორის აღზევება!! sunglasses სულმოუთქმენლად ველი.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ნეტავ ვინ აქცევს შეცდომებს ისეთი საინტერესო ნაწარმოებია სულ მოუთმენლად ვკითხულობ და ღამე დავაგროვე წასაკითხად შენ რომ წინ იყო და ლოდინი არ დამჭირდეს მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent