შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არბი ომანი (VI თავი)


1-11-2021, 02:11
ავტორი tasusuna
ნანახია 7 094

ომანების გამაგრებულ კარიბჭეს გარს უზარმაზარი,ხშირი ტყე ეკრა..
სიმწვანეში ჩაფლულ მიდამოს იმდენად იდუმალი აურა დასდევდა,
სუნთქვას მიხშირებდა,
რომ გადავხედავდი ხოლმე..
თითქმის კვირა გასულიყო მას შემდეგ,რაც სიცოცხლე მელეოდა ხელებში..
მთელი ეს დრო სრულად დამჭირდა საკუთარ თავს დავბრუნებოდი და ძალა მეპოვნა,სიმართლის გზისკენ სავალი..
რთული იყო..
უღმერთოდ მტკივნეული იყო ყველა იმ წინააღმდეგობის გათელვა,ადათებად რომ მეღობებოდა წინ..
იყო წამი,წარმოვიდგენდი,რა იქნებოდა ცხოვრება ყველა ეს წესი რომ ქარს წაეღო..
თუმცა,შესისხლხორცებული ტრადიციების მიღმა რთული იყო მცირე მომავლის ხილვა მაინც..
ვუყურებდი როგორ უმკალვდებოდა არბი თითო პრობლემას,ისე,რომ ჩარჩოს არ სცდებოდადა,
გულწრფელად მიკვირდა,
როგორ შეეძლო ყოფილიყო ერთდროულად ორი პიროვნება..
ის,ვინც თემისთვის სულს გაყიდდა და ის,ვინც ჩემთვის გარდაიქმნებოდა ხოლმე..
სხვაობა იმდენად თვალშისაცემი იყო,
მაშინებდა..
სზვა ვხდებოდი მასთან მეც..
თითქოს,ვერიდებოდი..
თითქოს მოწიწებით გავხედავდი ხოლმე.
რისხვა,რომელიც გულში არ ნელდებოდა,
დროდადრო უკან იხევდა ხოლმე და,
თითქოს საღ ფიქრებს მიღძრავდა..
ვფიქრობდი..
გამუდმებით და დაუღალავად..
ოთახში გამოკეტილი ყველა თითისტოლა ფაქტს ვახვევდი ერთმანეთს და,
ბოლოს მაინც ვერ ვპოულობდი..
უკვე იმედიც მეწურებოდა,
რომ პასუხებს ვიპოვნიდი..
თუ თემი არა,
მაშინ რა იყო მიზეზი ჩემი აქ ყოფნის?!
რა ჯოჯოხეთს შეეძლო ხელებზე მწარე თასმების მოჭერა და,
მორჩილება?!
ვდუღდი..
ოტხ კედელსა და,
ორ პიროვნებას შორის მოქცეული,
დაუოკებლად ვდუღდი,
მაგრამ,
არაფერს შველოდა ზედმეტი ფორიაქი..
ვიცოდი,კანით ვგრძნობდი,
სამ პიროვნებაში იმალებოდა ყველა გასაღები,
თუმცა,
მათი გაღება ყველაზე რთული მისია იყო..
შედარებით იოლი,ისევ დედასთან მისასვლელი გზა იყო..
თუ მასთან მივიდოდი,
ციცქნა ფაქტის დაცდენას მაინც შევძლწბდი და იქნებ,
ის ამოცანაც ამომეხსნა,
მთლიანად რომ წაიღო ჩემი თავისუფლება და,
სიცოცხლის წყურვილი..
არ იყო მარტივი,სასოწარკვეთას არ დაერია ჩემთვის ხელი..
თუმცა,თვითგადარჩენის სურვილი იმდენად დიდი იყო,ვგრძნობდი,ყველა დიდ კედელს გავანგრევდი,უბრალოდ ძალა მჭირდებოდა...
ძალა და იმ სიმართლის პატარა მარცვალი,
რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა არბი ომანი,
სურიე და,
რენა..
ამ ბოლო რგოლზე ეკიდა თითქოს ჩემი დარჩენილი ცხოვრების წუთები..
მისი ზიზღით სავსე თვალები ყოველ ნაბიჯზე საფრთხეს მიქადდა,
მჯეროდა..
მინდოდა დამემარტოხელებინა,
მაგრამ,
ჩემზე მეტი გამჭრიახი გონება ჰქონდა..
ყველგან ან სერინესთან ან,
ოჯახის სხვა წევრთან ერთად იყო..
მაფიქრებდა მისი ყველა ქმედება და მოძრაობაც კი..
უსასრულო შიში და ცუდის მოლოდინი კი,ძალიან ციდად მოქმედებდა ისედაც ჰაერში გაფანტულ სულზე..
მთელი ეს დრო,
ორად ორჯერ ვნახე მხოლოდ არბიც..
მისი მუდამ დაძაბული იერი საშინლად მძაბავდა მეც..
ვგრძნობდი,რამდენად გაფაციცებული და,დეტალებზე ორიენტირებული იყო..
თითქოს რაღაცას უცდიდა,
სამი-ოთხჯერ შევამჩნიე,როგორ გაჰყურებდა ეზოდან მდუმარე ტყეს..
ხელებს ზურგსუკან წაიღებდა და მანამ უცქერდა ჰორიზონტს,
სანამ დღე არ დაიწყებდა გაღვიძებას..
დარაჯად გადაიქცა..
თვალები უძილობისგან სულ ამოღამვოდა და,
ჩამუქებოდა..
წინანდელი,
თუნდაც იმ პირვანდელი არბისგან მხოლოდ სახელიღა დარჩენილიყო..
აფთარს ემგვანებოდა დღითიდღე და,ეს უფრო მიმძაფრებდა განცდას,
რომ რაღაც დიდი ახლოვდებოდა და, ეს , ზუატად ის იყო,
რამაც მის საფარქვეშ მომაქცია..
მორიგი ფხიზელი ღამე იდგა ამწუთსაც..
მოძლიერებული,
თითქოს,სწორ გზაზე მდგარი,
მალულად გავყურებდი არბის გადაშლილ მხრებსა და,
ქორივით მჭრელ მზერას..
ღამის შუა გასაყარი იდგა..
ჰაერიც კი არ იძროდა,
სიჩუმე რომ გაეფანტა..
თითქოს,
საათიც და დროც მასავით დუმდა.
გაყინულიყვნენ და,
მხოლოდ ომანის ბრძანებაზე განაგრძობდნენ სუნთქვას..
მინდოდა მასთან უფრო ახლოს მივსულიყავი,
იქნებ,ფიქრები მაინც დამეჭირა,
თუმცა,მდევარის მხილება არ მინდოდა..
უკვე აღარაფრის მოლოდინი აღარ მქონდა,
მეგონა,მორიგი უსტუმრო ღამეც ჩაიწვა,
ეზო რომ მეორე პირმა გადმოკვეთა და,
მის ზურგსუკან შეჩერდა..
დავიზაფრე..
სარკმელს სახით ავეკარი,
უსინათლო ღამეში რთული იყო გარჩევა სახით,
თუმცა,ეს სილუეტი მახსოვდა..
მისი მაღალი სხეული და ძლიერი ანფასი უღმერთოდ ჰგავდა ბაბა სატიელისას..
გავიყინე..
ყელი ჩამეწვა მოწოლილი ემოციისგან..
მანაც იგრძნო..
გამოტრიალებული გაუპირისპირდა კლდესავით შემართული და,
ალბათ,ელოდა კიდეც,იმდენად მშვიდი სახე ჰქონდა ომანს..
მეშინოდა..
სულში შემომძვრალი უსაშველო გაუგებრობისგან მინდოდა მეყვირა,
მაგრამ,
ხმა ჩამწყდომოდა..
არცერთი სიტყვა არ მესმოდა,თუმცა,
კანით ვგრძნობდი სტუმრის ამღვრეულ ხასიათს..
ხელი საგულისკენ წაეღო და,
გერბზე მჯიღს იცემდა გააფთრებული..
საუბარი აღარ იყო მშვიდი..
მეც აღარ შემეძლო უმოქმედოდ ცქერა..
თითქოს ერთმანეთს დაემთხვა ყველა წამი:
ოთახში მარტო აღარ ვიყავი..
ვიღაც ზურგსუკან ამომდგომოდა..
ბაბას სასროლად გამზადებული იარაღი შეეყენებინა ფეხზე..
ომანს ირონიისგან სახე დაღარვოდა..
მინდორზე მესამე პირი გამოჩნდა..
სულგაყიდული რენა..
სიმწრისგან ვყვიროდი,
თუმცა,
პირზე აფარებულ ხელს იქით,
ბგერები აღარ გადიოდა..
ვიღაც ზურგსუკან მომკროდა და,
მთელ ძალას სცლიდა,რომ გავეჩუმებინე..
წინ ჰორიზონტი არ იცვლებოდა.
სატიელს ფაფარაშლილი მგლისთვის ცივი ლულა მიებჯინა და ცეცხლებს ჰყრიდა..
არწივივით ფრთაგაშლილი არბი ომანი მედგრად დადგომობა და წარბსაც არ ხრიდა..
ალბათ,როგორ ასხამდა მტრის ცეცხლზე ნავთს მისი შეუპოვარი გული..
რენას სხეულს სამკუთხედი შეეკრა მინდვრის შუაში და,
ისე დამდგარიყო,
თითქოს,
ბედი არ წყდებოდა არბის..
ალბათ,
სიმწრისგან კანს გავუგლეჯდი ჩემს დამდუმებელს,
გონებას სუნი რომ არ ეცნო..
გამოვიფიტე..
თითქოს,
მთლიანად გამომაცალეს ძალა..
ზურგს დედა მიმაგრებდა..
მის სუსტ ხელს ქვის ძალა ჩასხმოდა ძარღვებში,სასოწარკვეთისგან..
-არ შეგამჩნიონ,ანარა! -ძლივს გავიგონე გალეული ხმა..
მოვდუნდი..
კედელს ავეკარით..
დაძაბული სმენისგან აღარაფერი მესმოდა,
გარდა,გარედან მომავალი ფოთლების შრიალისგან..
იმის განცდაც კი დამკარგვოდა,რომ,როგორც იქნა ვნახე სურიე და,აქ იყო..
ალბათ,ჩემს დასაცავად..
-ნუ გეშინია,ანარა! კარგად იქნება!-ისე დაედო ჩემს გულზე ხელები,თითქოს,აკავებდეს ფიცრებში..
არ მესმოდა,
ვერ ვიჯერებდი..
საკუთარი თვალებით უნდა მენახა..
გავიწიე,
თუმცა,ისევ მიმალურსმნეს მისმა ხელებმა..
მოწოლილი სიბრაზისგან ავიმრიზე,
მაგრამ,მისმა შეუვალმა მზერამ ისევ ძირს დამცა..
-მოკლავენ დედა! -გამოვცერი..
-ვერავინ შეეხება გვარის წინამძღოლს ანარა!-ხმა ყინულივით ცივი გაუხდა მუდამ თბილ დედას..-
ერთადერთი,ვისაც ამ კედლებში საფრთხე ემუქრება,შენ ხარ! -ტყვიაზე მწარე იყო მოულოდნელი სიმართლე..
მოვკვდი..
მეგონა,საკუთარ თითებში გამიცურდა ნაფლეთებად დანაწევრებული გული..
ხმა სადღაც დაკარგულიყო..
მერამდენედ დავკარგე წინ მდგომი მტვრის ფერი ქალი?!
რატომ?!
გული ამომისკდა..
იატაკზე უიმედობით,ბოღმით,სიბეჩავით სავსემ,ჩავცურდი..
აცახცახებულ ხელებში ჩავრგე გაუგებრობით გაბრუებული თავი..
ზიზღისგან მაზიდებდა..
ასეთი გასაცოდაებული საკუთარი თავი არასდროს მინახავს..
ჩალისფასად ღირდა ყველა ის სიტყვა,
რომელსაც ამბობდა სურიე და,
არ მესმოდა..
სიბრაზისგან ყბები ამეწვა..
ერთად დამტყდარი ყველა განცდისგან წამოსული ცხარე ცრემლები იატაკზე ხმაურით ეხეთქებოდა..
მინდოდა გაეხვრიტათ ხის ზედაპირი და ქვესკნელში ჩავეტანე..
თუ სიმართლე იყო,
წამითაც არ მიღირდა სიცოცხლე,თუ თემს და,ომანს,საფრთხეში ჩავაგდებდი..
სიზმარს გავდა..
დედას მოულოდნელი გამოჩენაც და,
სატიელის მტრობაც..
სიზმარს ჰგავდა უემოციო რენა და,
ყველას დარღვეული სიმშვიდე,
რომ მე,ვიღაც,რაღაც,
საერთოდ არაფერი,
ცოცხლად შევენარჩუნებინე..
არ იყო ღირსი არავინ..
თუნდაც წყევლასავით ადევნებული რენა,
რომ თუნდაც წუთი მოკლებოდა მის სიცოცზლეს,
ჩემთვის..
ეს განცდა კიდევ უფრო მიგლეჯდა გულს..
წარმოდგენა არ მქონდა რა იცოდა ყველაფრიაგან მან და,
საერთოდ,
რატომ ხდებოდა ყველაფერი ისე,
რომ,მე,ნაჭუჭში ვიჯექი..
გავუცხოვდი..
მტრულად ავხედე დედას..
სულ მთლად გალეულიყო..
ასეთი არც არასდროს ყოფილა..
სათითაოდ დაუთვლისი სახის ყველა განაცრისფერებულ
კაპილარს..
სიტყვაც არ დამიძრავს,თვალებით ვითხოვდი მეტს,
მაგრამ,
უსიტყვო იყო მისი მზერა..
-მეტის თქმის უფლება არ მაქვს ანარა..
ამაში ომანიცაა გარეული..-რომელ უფლებებზე ფიარობდა,როცა თვალწინ ვულპებოდი შვილი?!
დავცეცხლდი..
უსამართო იყო ისიც და,
არბიც,ტყუილის დიდი ფარდა რომ ჩამომაფარა თვალებზე..
როგორ წამოვდექი არ მახსოვს..
დედას სწრაფი ნაბიჯებიც მესმოდა ზურგსუკან,
თუმცა,ვეღარ მაჩერებდნენ მისი ხელები..
არ მჭირდებოდა მეტი საიდუმლოს მოზიარე,
ჩუმად გავიარე სახლი,
თუმცა,
გულმა ვეღარ მითმინა უკვე ეზოში..
რენა აღარ იდგა..
აღარც სატიელის კვალი ჩანდა კოინდარზე..
თითქოს არც არაფერი მომხდარიყო..
აღარც დედა აღარ იყო..
აღარც ადათი და,
საძულველი წესი..
უკიდეგანოდ მშვიდი ჰქონდა მხოლოდ არბის სახე..
გული ამომისკდა მისი უღელვო მზერისგან..
ისე მივეჭერი,
თითქოს ტოლი და სწორი ყოფილიყო..
ისე ჩამომესხა ფეხებში უღმერთო ძალა,თითქოს,ადამიანი არ ვყოფილიყავი..
ისე დავუშინე მის ქვასავით მაგარ მკერდს მუჭები,
თითქოს,
წინ თემის ბელადი არ მდგარიყო..
აშლილი ვიყავი..
აღარცერთი საღი ნერვი აღარ მქონდა შერჩენილი..
ვიგრძენი,როგორ ეცვლებოდა სუნთქვა რისხვ ისგან ომანს და ამან უფრო დამიბინდა გონება..
-ანარა! -მომწყდარი ზვავივით დაეკიდა ჰაერს მისი სუსხიანი,მტკიცე ხმა..
არასდროს ყოფილა მისი მზერა ამაზე მეტად საშიში..
ამაზე მეტად ცივსისხლიანი..
ამაზე მეტად არაადამიანური..
უღმერთო ტუჩები სიმწრისგან მოეკუმა და ,
თვალებიდან ცეცხლის მუგუზალებს ყრიდა..
დავპატარავდი..
საკუთარი სიმართლით გასიებული გული ხელებში გამელია..
წინ ფაფარაშლილი ლომი მედგა..
განკაცებული ომანების გერბი..
გახშირებული სუნთქვისგან მკერდი უწყვეტად მოძრაობდა..
გადახეთქვას ჰქონდა ძარღვები კისერზე.
სიკვდილს შეგუებული განაჩენს ველოდი მისი თავმოყვარეუბის გათელვისთვის,
მაგრამ..
არა!
ის არბი იყო!
ომანი!
თემის თავკაცი!
ძლიერმა,
სიბრაზისგან სავსე ხელებმა ისე ჩამჭიდეს მტევანი,
სული გამიმწარდა..
ძალას ვერ ზომავდა..
მივყავდი..
სადღაც..
სახლის საჯინიბოდან სტვენით უხმო მის რაშს და,
ისე ამამხედრა,
არც კი მომცა საშუალება,
გამეაზრებინა..
ვგრძნობდი,
როგორ დადიოდა მის ძარღვებში მოწამლული სისხლი..
კანიდან ამოსკდომოდა უთქმელი სიტყვები და,
ყველა მის ზიზღს,
უღმერთოდ სწრაფი ჭენება ავლენდა..
თითქოს,
ცდილობდა ჰაერში გამოეშვა ყველაფერი და,
გონება გაეთავისუფლებინა..
ვერ ვეჭიდებოდი..
მეშინოდა..
ვერიდებოდი..
ალბათ,
ქვის კედელს შევალევდით სიცოცხლეს,
აღვირი რომ მოქაჩა არბიმ და,
კედელს გადაააფრინა მისი ბედაური..
სიკვდილს ჩავხედე თვალებში..
გულამომსკდარი დავაკვდი მის ზურგს..
სიმწრისგან ვყვიროდი და,
ცხელი ცრემლით ვუნამავდი პერანგს..
სასოწარკვეთისგან ძალა მელეოდა..
ფხვიერ მიწაზე ტეხდა ცხენის ფლოქვები ქვებს შუაზე..
დუჟმომდგარი მთელი ძალით იქნევდა გრძელ ფეხებს და სიცოცხლის წვრილ ხიდზე გავყავდით პატრონის ნებით..
მთელ ხმაზე,ლომივით ღრიალებდა არბი ომანიც..
-მიდი,ხატულა!-გავაზე ქუსლს მთელი ძალით ურტყამდა და კლდის წვერზე მიაქანებდა განწირული..
სიკვდილი არ მინდოდა.
აქ არ მინდოდა..
მეშინოდა..
სისხლი მეყინებოდა..
ფეხქვეშ გვეცლებოდა ფართო ბილიკები..
საცალფეხო გზაზე თითქმის აღარ ეხებოდა მიწას ცხენი..
თავი შეეწირა ომანის ბრძანებებისთვის..
სიცოცხლე მხოლოდ მასთან უღირდა.
ხმა აღარ მქონდა გოდებისგან..
ცრემლი დამიშრა სიმწრისგან..
ხელებს ვეღარ ვაჭდობდი უკვე არბის წელს,
სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობდი და ისე აღარ მინდოდა,
გულზე ხელი დავადე,ძლივსძლივს..
-არბი,გევედრები..-მეგონა,ვეღარც გაიგონა,
რომ შეაჩერა ფერდობის უკანასკნელ წვერზე..
ჰორიზონტზე მხოლოდ გაცრეცილი ცაღა ჩანდა..
მიწა დაგველია წინ..
ვეღარ ჩამოვქვეითდი მე..
გაჩერებისთანავე მომწყდა არბი და,
თვალდახუჭული,
ღრმად შეისუნთქა ჰაერი..
თავის ხელში აყვანას სცდილობდა..
არ გამოუვიდა..
ისევ უღმერთო სიბრაზისგან კანიდან ორთქლი ადიოდა..
-სიცოცხლე გინდა ანარა?!-თურმე,რატომ გამიყვანა სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე..
პასუხი მთელი გზა გულს მიჭამდა..
არ მიპასუხია,თუმცა,
კარგად ხვდებოდა ჩემს ფიქრებს..
ცივად ჩაეღიმა..
ჩემკენ წამოვიდა..
ცხენზე ამხედრებული ერთი ხელისმოსმით ჩამომაქვეითა და,
ძალაგამოცლილს,საყრდენად დამიდგა..
სიამაყე,
უღმერთო სიძლიერე,
უკიდეგანო თვითკმაყოფილება იღვრებოდა ღამისფერი თვალებიდან..
და მაინც,
რისხვისგან ვეღარ იტევდნენ ემოციებს ირისები..
-მაშინ მაცალე,შენთვის ვიბრძოლო..
დამიჯერე,ღირხარ!-ცინიკურმა ღიმილმა გაკვეთა სახე,
მაგრამ,
ვეღარ დავაკვირდი..
არბი ომანმა საკუთარ ხელებში მოიქცია ჩემი ყველაფრისგან დაღლილი სახე და,
თავდაყირა დააყენა მთელი ჩემი არსებობა..
ყინულივით ვიცი ბაგები მხოლოდ წუთით შეეხნენ ჩემსას,თუმცა,
მთლიანად დაისაკუთრეს..
მის ზიარად მაქცია ომანმა..
მისი სულის მეწილედ..
მისი გულის მფლობელად..
იმ წამიდან,
სახლამდე,
გონებამ მთლიანად გათიშა ყველა ფაქტი და,
მომხდარი..
პირველი მამაკაცის სიახლოვისგან მიღებული ენერგია,
მთლიანად ფარავდა ჩემს აფორიაქებულ სულს და ერთ დიდ,
თვის საბურველში ხვევდა..
ჩვეულ ოთხ კედელში დაბრუნებისას გაცოცხლდა მხოლოდ განცვლილი..
გონება უწყვეტად ატრიალებდა კადრებს..
სახე-სახეს ცვლიდა და სხენა სხენას,
მანამ,
სანამ გონებამ განგაშის ზარი არ შემოჰკრა..
რენა და ბაბა..
ორი სატიელი..
ერთი და იმავე გარეგნული მახასიათებლები და სულის სიავე..
გული გამიჩერდა..
უკვე მერამდენედ..
რენა ბაბას და იყო..
სასისხლოდ გადაკიდებული ომანები,სატიელებზე,
სათავეს ვგრძნობდი,
ჩემიდან იღებდნენ და,
ამან ის,
წეღანდელი წამიერი სულის სიმშვიდე ერთიანად ჩამოამსხვრია..
ომანები კარტებს არ შლიდნენ..
ოთხ კედელთან ერთად,
ჩემს გაჭ....ტას სატიელები და,
ფარად აკრული არბი ომანი ცდილობდა..
ამის შეცნობა სიკვდილს გავდა..
ამდენი არეულობისგან,
უკვე,
სუნთქვაც აღარ შემეძლო..
რომც შევწირვოდი,
როგორღაც ფსკერამდე უნდა ჩავსულიყავი და ,
ყველაფერი გამეგო..
თუნდაც,
არბი ომანოს რისხვას ცა გაეპო..
___
ამოვისუნთქე :დ
მესაუბრეთ,
რა მოგწონთ და არ მთელი ამ ამბებიდან..
რას ელოდით და,
რას ელით შემდეგისგან..
გელით,
თქვენი,ანასტასია



№1 სტუმარი one

vax ra sainteresoa, ra khdeba realurad))
patara jadoqaro tasuna, iseti chakhlartuli ambavia, cota avirie)) magram ai imdenad siamovnebaa sheneuli sityvata wyobis kitkhva)) momwons es idumali ambavi, kitkulob da ar ici ras elodo texstis bolos)))
kargi khar rogor yoveltvis❤️

 


№2  offline მოდერი tasusuna

one
vax ra sainteresoa, ra khdeba realurad))
patara jadoqaro tasuna, iseti chakhlartuli ambavia, cota avirie)) magram ai imdenad siamovnebaa sheneuli sityvata wyobis kitkhva)) momwons es idumali ambavi, kitkulob da ar ici ras elodo texstis bolos)))
kargi khar rogor yoveltvis❤️

ქეთო,პირველ შეფასებას ველოდი და, ჭენც აქ ხარ ❤️❤️❤️ახლა შემიძლია მშვიდად დავისვენო..
ერთი თავიც და, ყველაფერი დაიწყობა გპირვები ❤️❤️❤️
მადლობა რომ ასე მიდგახარ გვერდით .. ბევრს ნიშნავს ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი,საინტერესოა

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

"დამიჯერე ღირხარ!" საოცარი ენერგია და მუხტი მოიტანა ამ ყველაფერმა თუმცა ანარასი არ იყოს მეც ვერაფერი გავიგე რა უნდა ომანს.უფრო სწორად რაღაც ჩემი აზრები მაქვს ეს სატიელები და ომანები მტრობენ ერთმანეთს ცოლად იმიტომ დაუსვეს ეს გოგო რომ ალბათ აღარ ყოფილიყო ეს დავა მაგრამ არის მაინც და ახლა არბის ანარა შეუყვარდა და არ აცლიან ჩემი აზრით გამრავლებას რადგან ბოლო ომანი არბი უნდა იყოს.თუმცა ვერ ვიგებ ანარას წამოყვანა არბისთან თუ თავიდანვე მის დაცვას ემსახურებოდა ამ შემთხვევაში არბის ცოლობა რა შუაშია.ნუ ბევრი კითხვა მაქვს ველი შემდეგ თავს

 


№5  offline მოდერი tasusuna

სტუმარი მაკო
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი,საინტერესოა

მადლობა მაკო ❤️ გამახარე

სტუმარი თამო
"დამიჯერე ღირხარ!" საოცარი ენერგია და მუხტი მოიტანა ამ ყველაფერმა თუმცა ანარასი არ იყოს მეც ვერაფერი გავიგე რა უნდა ომანს.უფრო სწორად რაღაც ჩემი აზრები მაქვს ეს სატიელები და ომანები მტრობენ ერთმანეთს ცოლად იმიტომ დაუსვეს ეს გოგო რომ ალბათ აღარ ყოფილიყო ეს დავა მაგრამ არის მაინც და ახლა არბის ანარა შეუყვარდა და არ აცლიან ჩემი აზრით გამრავლებას რადგან ბოლო ომანი არბი უნდა იყოს.თუმცა ვერ ვიგებ ანარას წამოყვანა არბისთან თუ თავიდანვე მის დაცვას ემსახურებოდა ამ შემთხვევაში არბის ცოლობა რა შუაშია.ნუ ბევრი კითხვა მაქვს ველი შემდეგ თავს

ეტაპობრივად ვიგებთ ყველაფერს, ერთი თავიც და,
მაგ კარტსაც გახსნის არბი ომანი ❤️
იმ გაფრენის მომენტზე სულ ჟრუანტელი მივლიდა :დდდ ძააან მაგარი ბიჭია რა ეს არბი და რა ვქნა?! პირდაპირ აჩვენარომ სიცოცხლე უნდოდა ბევრი სიტყვების ნაცვლად დ:::
მადლობა თამო ასეთი კარგი რომ ხარ ❤️❤️ სულ ცოტაც და,გვეცოდინება ყველაფერი

 


№6  offline წევრი EllaTriss

კითხვის პროცესში რაღაცეები გაიელვებს ხოლმე და მერე წყდება. რაღაცნაირად მინდა, რომ გვერდით იყო და აი იმ ნაწილს რომ წავიკითხავ, მაშინვე გითხრა და მერე გადავიდე.
არა, ეს ისე.
ნუ რა თქმა უნდა, სხვა მხრივ რასაც შესაძლებლობა გვაძლევს :დ
ვინიშნავ - ხოლმე, კი.
მაგრამ
მაგრამ
ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ასე მირჩევნია.
რაღაც სხვა დავინახე რენასა და ბაბას შორის და ვფიქრობ შემდეგ თავში/თავებში, ყველაფერთან ერთად, ესეც უკეთ რომ გაიშლება, მაშინ გავშლი მეც :დ
ჰო
რომანტიკა
რომან,წ'იკა...
თბილა უკვე და გაცივებად არ ღირს, იფიქრე ამაზე.

 


№7  offline მოდერი tasusuna

EllaTriss
კითხვის პროცესში რაღაცეები გაიელვებს ხოლმე და მერე წყდება. რაღაცნაირად მინდა, რომ გვერდით იყო და აი იმ ნაწილს რომ წავიკითხავ, მაშინვე გითხრა და მერე გადავიდე.
არა, ეს ისე.
ნუ რა თქმა უნდა, სხვა მხრივ რასაც შესაძლებლობა გვაძლევს :დ
ვინიშნავ - ხოლმე, კი.
მაგრამ
მაგრამ
ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ასე მირჩევნია.
რაღაც სხვა დავინახე რენასა და ბაბას შორის და ვფიქრობ შემდეგ თავში/თავებში, ყველაფერთან ერთად, ესეც უკეთ რომ გაიშლება, მაშინ გავშლი მეც :დ
ჰო
რომანტიკა
რომან,წ'იკა...
თბილა უკვე და გაცივებად არ ღირს, იფიქრე ამაზე.

ჩემო ელა ❤️❤️ მე მიხარია მათი დათბობა ❤️❤️❤️ყველაფერი ჩაინიშნე და მესაუბრე ❤️❤️❤️❤️ რა დაინახე მერე აუცილებლად მითხარი , თუ გაამართლა ❤️❤️❤️გელოდები

 


№8  offline წევრი ირო

აი ახლა ვიდარდო დრო რომ გამოვნახე და არ მეყოო??სასწაულია აი იცვლის ფერსაც და აზრსაც არბი.ერთი რასაც ვფიქრობ ანარა რაღაცნაირად სიყვარულის სამკუთხედს ხომ არ ქმნის.ვინ იცის რისგან იხსნეს ან დედა რას მალავს,არადა მალავს.ახლა დავითვლი წამებს,წუთებს და საათებს სანამ მოხვალ და მოგვიყვები რა მოხდება.

 


№9  offline მოდერი tasusuna

ირო
აი ახლა ვიდარდო დრო რომ გამოვნახე და არ მეყოო??სასწაულია აი იცვლის ფერსაც და აზრსაც არბი.ერთი რასაც ვფიქრობ ანარა რაღაცნაირად სიყვარულის სამკუთხედს ხომ არ ქმნის.ვინ იცის რისგან იხსნეს ან დედა რას მალავს,არადა მალავს.ახლა დავითვლი წამებს,წუთებს და საათებს სანამ მოხვალ და მოგვიყვები რა მოხდება.

ირო მალე ოქნება შწმდეგიც ❤️❤️ნეტა მეტი დრო მქონდეს მეც, რომ ვწერო,თუმცა,მხოლოდ გვიან ღამით ვახერხებ ტელეფონთან წყნარად დაჯდომას..
სურიე მალავს.. ნამდვილად და,ალბათ,მალე ეტყვის ანარასაც ყველაფერს.
ვნახოთ, შწნ კი უდიდესი მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი Ana-maria

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ბევრი საიდუმლოა. თუნდაც არბის სიტყვები:"დამიჯერე ღირხარ"რა იმალება ამ სიტყვების იქეთ?იცის რომ ანარას რენასგან საფრთხე ემუქრება,მაგრამ თითქოსდა არც არაფერი იცვლება. საერთოდ ვინ არისო ანარა?მოკლედ იმედია შემდეგი თავებიდან ეს საინტერესო თავსატეხი ნელნელა გაირკვევა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№11  offline მოდერი tasusuna

Ana-maria
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ბევრი საიდუმლოა. თუნდაც არბის სიტყვები:"დამიჯერე ღირხარ"რა იმალება ამ სიტყვების იქეთ?იცის რომ ანარას რენასგან საფრთხე ემუქრება,მაგრამ თითქოსდა არც არაფერი იცვლება. საერთოდ ვინ არისო ანარა?მოკლედ იმედია შემდეგი თავებიდან ეს საინტერესო თავსატეხი ნელნელა გაირკვევა. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

შწმდეგი იქნება გარდამტეხი.. თითქმის ყველაფერს ფარდა უნდა აეხადოს და,ყველაფერს გავიგებთ რა და როგორ ..
მაგრამ ვისი პირით? ვფიქრობ ომანს არ უნდა უთზრას ანარას..
ვნახოთ, ანამარია მადლობა თქვენ ❤️❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი მარია

პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ ძალიან კარგად წერ. ჩანს შენი ცოდნა და შინაგანი სამყარო რამდენად საინტერესოა. სასიამოვნო წასაკითხია ყველა თავი მაგრამ ნაწარმოები თითქოს იწელება და ისეთ შეგრძნებას ტოვებს რომ დიდი ხანი ვერ შეიკვრება. წინადადებების რთულ წყობას იყენებ რაც ძალიან საინტერესო და მიმზიდველია,მესმის რომ რთულიც და ვაფასებ შენს შრომას უბრალოდ მაინც აღვნიშნე ის რაც მე ვიგრძენი. წარმატებებს გისურვებ.

 


№13  offline მოდერი tasusuna

სტუმარი მარია
პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ ძალიან კარგად წერ. ჩანს შენი ცოდნა და შინაგანი სამყარო რამდენად საინტერესოა. სასიამოვნო წასაკითხია ყველა თავი მაგრამ ნაწარმოები თითქოს იწელება და ისეთ შეგრძნებას ტოვებს რომ დიდი ხანი ვერ შეიკვრება. წინადადებების რთულ წყობას იყენებ რაც ძალიან საინტერესო და მიმზიდველია,მესმის რომ რთულიც და ვაფასებ შენს შრომას უბრალოდ მაინც აღვნიშნე ის რაც მე ვიგრძენი. წარმატებებს გისურვებ.

მარია, დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️ მიარია,რომ მოგწონს..
იმედია, შემდეგ აღარ დაგრჩებათ ეს განცდა, არ ვიცი..
გელით შემდეგ თავზე განსაკუთრებით ❤️❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი Daldinidaldoni

უჰააა სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი .. ისეთი მაგარი იყოოოოო. ზვიადი მამაცი არბი ომანი და მაინც რისთვის ან ვისთვის იბრძვის .ან რატომ.... ძალიან საინტერესოა და ისეთი საოცარია არბის და ანარას ყოველი გზის გადაკვეთა. მათი დიალოგი . უპასუხო კითხვები . მზერით გამოხატული ემოცია . და ეს ყველაფერი ამდენუმი წინააღმდეგობის მიუხედავად . ამდენი მტრის ,დოგმის ,უაწმზრო წესების და ადათების ფონზე. უუჰ ძალიან საინტერესოა ძალიან . უბრალოდ შესანიშნავი ისტორიაა

 


№15  offline მოდერი tasusuna

Daldinidaldoni
უჰააა სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი .. ისეთი მაგარი იყოოოოო. ზვიადი მამაცი არბი ომანი და მაინც რისთვის ან ვისთვის იბრძვის .ან რატომ.... ძალიან საინტერესოა და ისეთი საოცარია არბის და ანარას ყოველი გზის გადაკვეთა. მათი დიალოგი . უპასუხო კითხვები . მზერით გამოხატული ემოცია . და ეს ყველაფერი ამდენუმი წინააღმდეგობის მიუხედავად . ამდენი მტრის ,დოგმის ,უაწმზრო წესების და ადათების ფონზე. უუჰ ძალიან საინტერესოა ძალიან . უბრალოდ შესანიშნავი ისტორიაა

დალდონ,მიყვარხართ თქვენი შეფასებებიც ! როგორი ბიჭია არა არბი?! ძალიან მომწონს მეც! ვნახოთ,რას იცავს და რატომ.. ბევრია მოსაყოლი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent