შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არბი ომანი (VII თავი)


4-11-2021, 02:54
ავტორი tasusuna
ნანახია 9 191

ყველაფერი ერთმანეთში აირია..
დასაწყისიდან დღემდე,
თითქოს,არც არაფერი ყოფილა დაწყობილი..
რთული იყო,გადასატანად..
იმდენად,რომ საკუთარ ტყავს ვეღარ ვგრძნობდი..
მეწვოდა ყველა უჯრედი..
სული მქონდა ათას ნაწილად დანაწევრებული და დამსხვრეულ გულს ვეღარ ვაკოწიწებდი..
სიმართლე მჭირდებოდა სისხლივით..
ყოველ კუთხეში დავეძებდი გაასმაგებული ყურადღებით,თუმცა,
თითქოს,საერთოდ აღარავინ სუნთქავდა ზედმეტს, ომანების საუფლოში..
სერინემ,რომელიც,დაუფარავ უკმაყოფილებას ატარებდა,
ვიცოდი,
დეტალები არ იცოდა..
ვგრძნობდი ამას და,
ეგოისტურად მიხაროდა,რომ მხოლოდ მე არ ვიყავი გაუგებრობაში..
რენას სულივით უჩინარი სხეული თითქოს კედლებში გადიოდა,
საეერთოდ აღარ ჩანდა..
თითქოს,ყველა ქრებოდა,როცა რაღაც მჭირდებოდა..
უჯვე იმდენად მქონდა ზიზღი დაგროვილი,
ვეღარც ვიკავებდი ხოლმე..
ზიზღს,
კიდევ უფრო უკიდეგანო შიშის განცდა ცვლიდა..
მეშინოდა გარეთ გასვლისაც კი და,
გაცილებით მეტად,არბი ომანის თავდაჯერება..
მეშინოდა ქარის დაბერვისაც კი..
მეგონა,ის მოიტანდა სატიელების მტრობას და მასში გაგვხვევდა..
მეშინოდა მისი დაკარგვაც..
არ იყო მარტივი ამის გაცნობიერება..
უღმერთოდ რთული იყო მისდამი ორმაგი გრძნობები..
ორად მხლეჩდა შიში დაკარგვის და ზიზღი,უთქმელობის..
თუ აქამდე ის იბრძოდა ჩემი რაღაცისგან დასაცავად,
ახლა,მეც ვგრძნობდი გაორმაგებულ
პასუხისმგებლობას,
კიდევ უფრო დიდი საფრთხისგან გამეშორებინა ის..
ვიცოდი.
მესმოდა და,
ამას საკუთარ თავძე მეტად ვერავინ მაგრძნობინებდა,
ერთადერთი საფრთხე,რაც ომანს გარს ეკროდა,
ეს ისევ ჩემი მის გვერდით ყოფნა იყო და,
ზუსტად ეს იყო,
ცოცხლად რომ მკლავდა..
უკვე
მერამდენედ მეწვოდა ფიქრწბით გული,
რომ არავინ,
არც ერთი სულიერი ღირსი და,
მუთყმეტეს,ვალდებყლი არ იყო ჩემს გამო თავუ საფრთხეში ჩაეგდო..
რომ მცოდნოდა სიმართლე,
იქნებ,თავად მეტვურთა საკუთარი ბედი..
იქნებ,მეც შემძლებოდა მტრის სისხლი დამელია და,
აღარავის შეხმობოდა სხვას მეწამული ლაქა..
თუმცა,
ყველაფერი ისე არც არასდროს ხდებდა,
როგორც,ვაწყობთ და გვინდა..
დიდი მონდომებით ვგეგმავდი გზას,
რომ თუნდაც რამოდენიმე წუთით გამერღვია გალავანი,
სერინესთან მისასვლელად,
მაგრამ,
ციხედ გადაექცია ომანს მთელი თემი..
ყველა სორო ამოექოლა..
ყველა გასასვლელი დაეგმანა და,
სულიერიც აღარ შემოდიოდა საღზღვარს იქით,
ომანთა დინასტიის გარდა..
მათი სიძულვილით სავსე მზერა კი,
ყველაფერს ერთიორად ართულებდა..
მე მათი არ ვიყავი..
სახელს მიკერებული -ომანი-არაფერს ცვლიდა..
ზედმეტი ტვირთისგან დამძიმებულ მხრებს თვალსაჩინოდ დაატარებდნენ...
არსებობას აღარ მანდომებდა არცერთი რეალობა..
ოთხ დიდ,
საუკუნოვანი ნიმუშებით დატვურთულ კედლებში თავს ყველაზე უფუნქციო ნივთავ წარმოვიდგენდი..
აქ,
სადაც სუნთქვაც კი აღარ შეიძლებოდა,
ისე გავიხიდე,
გასასვლელი და,
გადასარჩენი ძალაც აღარსად იყო..
ალბათ,
გარდა მისი ყორნისფერი თვალებისა..
მისი სიამაყისგან გადაშლილი მხრებისა და,
გულში ჩაქსოვილი დიდი,დამღადასმული გერბისა..
მის მთლიანად ცხოვრებას რომ მის ფაფარზე იქსოვდა..
კალაპოტიდან წამითარ არ ამოდიოდა არბი..
თუმცა,
კანში ვერ ვეტეოდი მე..
ახლაც,
როცა ამდენი ფიქრისგან მხრებზე თავს ვეღარ ვგრძნობდი,
გული ამოსკდომას მქონდა..
ჩემი ნავსაყუდელი,
ჩემი ჩუმი,
ბევრის მთქმელი და ყველა გრძნობის დამტევი ღამე,
გარს შემომხვეოდა და თითქოს მის ენერგიას მიწილადებდა..
სარკმელთან უშედეგოდ გადათენებული ღამეებისგან,
ხედი მაინც არ იცვლებოდა..
უკვე მეორე დღე ჩამოიწვა,
რაც ომანს სახლი დაეტოვებინა და,
აღარ გამოჩენილა..
თითზე ჩამოსათვლელად ჩანდა ეს დღეებიც..
თითქოს,
სიკვდილის წინ არ დავეყენებინე..
თითქოს,
კოცნა არ მოეპარა და,თავგზაარ აებნია ისედაც გასაცოდავებული გონებისთვის,
ისე დაკარგულიყო..
სახლში მისი არყოფნით გამეფებული მდუნარება უფრო მზაფრავდა..
ადგილზეც ვეღარ ვჩერდებოდი..
აღარც წასასვლელი გზა აღარ იყო..
ყველას სიმშვიდისგან სახე დაღლოდა,
მეკი სად გამეღვარა ეს შიში,
არ ვიცოდი..
მის სამყოფელსაც მალავდნენ..
მუდამ მოსაუბრე სურიეც კი დადუმებულიყო და,
მხოლოდ ავ მზერას ავლებდა ჩემს სახეს..
ვერ ვითმენდი..
აღარ შემეძლო..
არ ვიცი ად,
იქნებ,სულარ იყო საფრთხეშიც,
მაგრა
,
უნდა მომეძებნა..
ღამე უკვე გუდა-ნაბადს იკრავდა,
ოთახიდან რომ გავედი..
სრულ სიმყუდროვეს მოეცვა ოთახები..
ჰაერიც კი არ იძროდა ზედმეტად,
მითუფრო ვინმე სულიერი..
იმედი არ მქონდა,
რომ გავაღწევდი,
მაგრამ,
უნდა მეცადა..
სულს ცდა ჭირდებოდა,რომ დამშვიდებულიყო და თითქოს ღმერთს ესმინოს ცხოვრებაში ერთხელ,
გრძელლულიან საბრძოლო იარაღის კონდახზე ჩამოძინებოდა სიფხიზლისგან დაღლილ გუშაგს..
სისხლი ამიდუღდა..
მეგონა ვენები დამისკდებოდა,
ისე ავღტკინდი..
სულად ვიქეცი,მეგონა,ისე გადავსერე კოინდარი..
ბეწვის ხიდზე გავდიოდი..
თუ ვინმე შემამჩნევდა,
ცოცხლად დამწვავდნენ..
არც არავინ შეხედავდა გვარსა და წოდებას,
კაცის შვილს არ შეეძლო ქურდად გასვლა ოჯახიდან და გვარის ლაფში ამოსვრა,
მითუფრო ქალს..
წელამდე ავიკარი წვივებამდე გრძელი კაბა..
მოხვეული ქამარი შემოვარტყი და,
ფრთხილად,გაჭირვებით გადავევლე ქვის გალავანს..
თურმე,არ იყო საქმე,რასაც გული არ გაგაკეთებინებდა..
ფერდობზე ქურციკივით მორბენალმა,
მხოლოდ წამი გავიფიქრე,რომ ჰორიზონტამდე სირბილი შემეძლო..
მაგრამ,
რა იყო მის იქით,რომ მომსურვოდა?!
ცხოვრება,რომელიც აქ,
ადათებსა და წესებში ითხვრებოდა,
იმაზე მეტი იყო,
ვიდრე გაქცევის სურვილი..
მთელი ძალით მობებღაუჭე შიშს..
მაგრად გავეხვიე მის საზიზღარ საბურველში და იქამდე მივრბოდი,
სანამ საკუთარმა ფეხებმა საკუთარ ალაგს არ მიმიყვანა..
პატარა ფიცრულს გავდა ომანებთან შედარებით საკუთარი კერა და მაინც,
ცხოვრებას მერჩინდა მათში გატარებული ყოველი წამი..
გამაკანკალა..
როგორ გადმომსკდა გახევებული თვალებიდან ცრემლები,
ვეღარ მივხვდი..
საკუთარი ტკივილი მატირებდა..
ერთიანად მოცილებული დედა და,
მისგან შორს მყოფი სული..
მეგლიჯებოდა გული,
მაგრამ,
ვერ მეპატიებოდა..
მეგონა,
მან გამწირათქო..
მან ჩამაგდო ყველაფერში და,
ისე მტკიოდა ეს ფიქრებიც,
გული მიჩერდებოდა..
კიდევ მეტი სიფრთხილით შევაღე კარი..
არცერთ ნივთს არ ეცვალა სახე..
დრო გაჩერდა მაშინ,რომ წავედი და ,
არც ახლა გაგრძელდა,
რომ დავბრუნდი..
ხის საწოლზე ეძინა დედას,
ალბათ,მშვიდი ძილით არა..
ალბათ როგორ უსკდება გული სიზმარშიც და ცხადშიც..
როგორ ეშინია ჩემი დაკარგვის და,
მე,როგორ ვიცილებ მას მკერდიდან..
შემზიზღდა უჯვე მერამდენედ,საკუთარი გასაცოდავებული თავი..
სასთუმალთან ისე ჩავიმუხლე,
არ მინდოდა გაღვიძებოდა..
ფრთხილად ჩამოვეყრდენი ქათქათა ზეწარს..
მშვიდი,
უშიშო ძილი ისე მენატრებოდა,
სიცოცხლესავით მინდოდა,მიმეძინა და,
გაღვიძებულს კოშმარში აღარ ვყოფილიყავი..
იდეალური სიჩუმე იდგა..
სუნთქვაც კი არ მინდოდა..
მაგრამ..
ბედის მწერალი სიცილით დაგვყურებდა დედა-შვილს..
გონებამ რომ გაიაზრა,
სურიეს გულის ცემა არ მესმოდა,
მოვკვდი..
მეგონა გული ამომგლიჯეს საგულეს..
უღმერთოდ შეშინებული მოვეჭიდე მის გრილ სხეულს..
არ სუნთქავდა..
აღარ ცოცხლობდა..
აღარ არსებობდა.
სასთუმალთან დაელია აშლილი სული და,მე ამდროს მასთან არ ვიყავი..
მე ამდროს სადღაც,
სიძულვილით სავსე კედლებში,
გული სიბრაზისგან მიცემდა,
როცა მას საერთოდ აღარ უფეთქავდა..
გავშრი..
წუთები გოდებისგან ამოსკდომას მქონდა იოგები..
ისე ჩავკროდი მის სხეულს,თითქოს მართმევდნენ..
რატომ ვერაფერი ვიგრძენი?!
რატომ არ გამიჩერდა გული მაშინ,
როცა მისმა არსებობა შეწყვიტა?!
რატომ არ ჩამოიქცა ცა სიმწრისგან,
რატომ კაშკაშებდა მთელი დღე ცხრათვალა
მზე,
როცა ყოფა დატოვა დედამ?!
რატომ მომიყვანა შეჩვენებულმა ბედმა მხოლოდ ახლა აქ,
როცა შეეძლო,
ძალა ჩაესხა კიდურებში და,
მცველებთან ჭიდილით მოვსულიყავი მასთან და მომესწრო..
ნუთუ,
ამისთვის გამომაქცია?!
ნუთუ ამისთვის გამიმეტა?!
მძულდა..
მეზიზღებოდა..
ღმერთო,
როგორ მტკიოდა ასეთი ბედის უსახო მწერალი..
გადავიცალე..
აღარ შემეძლო..
მის სხეულზე დავლიე ის მთელი ძალა,
წეღან რომ აქამდე მომიყვანა..
ირონიით სახე დამეღალა,
კანი ამეწვა ტკივილისგან,ისე არ მეთმობოდა მისი გაწამებლი სიცოცხლე..
მისი ჩემგან მიტოვებული ცალი სული..
როგორ შემეძლო ასე მოვქცეოდი?!
იქნებ,რა ფასად დაუჯდა ჩემი ომანად ქცევა და,
როგორ ეწამებოდა,რომ ვეღარ მხედავდა..
მეზიზღებოდა..
სიკვდილივით მეჯავრებოდა ყველა ის ადათი,
დედას რომ არ განახებდა..
ყველა ის წესი,
რომ უკრძალავდა შვილის სიახლოვეს..
ყველა ის დოგმა,
ის დაღდასმული ვერდიქტი-გოგოს ძეობა და,
სარკმლებზე ჩამოფარებული შავი ფარდა,რომ,
გვარს არ ზიარდა ახალშობილი..
მწარედ ვიკბინე სიმწრისგან გადაფითრებულ მკლავებზე..
ვეღარ ვიგრძენი..
სისხლი წამსკა გახეთქილი კანიდან,
მაგრამ,
იმზე მტკივნეული არ უყო,როგორც მთლიანად მარტოდ დარჩენილი სული..
ხმა წამერთვა..
გამთენიას გაყვა ყველა იოგები..
ხავილზე გადავედი..
მამლის ყივილს და,
ომანებისგან მონაბერ საყვირის ხმას შეერწყა სასოწარკვეთილი ხავილი..
დღის შუქს ნელნელა მოყვა თანამეთემეები..
ქალებით გაივსო ოთახი..
ცხოვრება წართმეული დედებით..
სახე აჭროდა ყველას..
სახე შეცვლოდა კარებში კლდესავით შემართულ არბი ომანსაც.
გამოჩნდა..
გლოვას ფეხდაფეხ მოჰყვა..
მკვდრის ფერი ედო ღაწვებზე..
სიშმაგე სადღაც გადაკარგულიყო მის თვალებში,
ჩემი გაქცევით გააფთრებული მისი თვალები,ჩამქრალიყო და,
თვალსაჩინო ტკივილით ანთებულიყო..
თითქოს,
აზლა გაცოცხლა შიგნით ყველა დაგროვილი უბედურება..
ვეღარ შევჩერდი..
არარა მიმივაკე და,
აღარც გადმოუდგამთ ნაბიჯი..
წვიმის წვეთებივით ცვიოდა თვალებიდან მდუღარე ცრემლები და მაინც,
მზერას ვერ ვაშორებდი მას..
თითქოს ზიზღს ვუგზავნიდი,
თითქოს,მას წაეღო დედას ცხოვრება,
კეთროვანივით გავიცილე.
ვიგრძენი,როგორ ეტკინა,მაგრამ საკმარისი არ იყო,
სულს რომ წამლად მიეღო..
სიმართლე მინდოდა..
ახლა,როცა,
აღარცერთი იმედი აღარ მქონდა ძარღვებში შერჩენილი,
სიმართლე სისხლივით მწყუროდა და მივხვდი,
არბიმაც რომ იგრძნო ეს..
აღარ მოახლოებულა..
ისე ამაცალეს ხელებიდან მისი დამჭკნარი სხეული,
აღარც შემოუხედავს..
რაღაცნაირად,
სულ ერთი წამით,როცა თვალებზე დიდი ჩრდილი გადამცილდა,
მისი მხრები აღარ მეჩვენა ძველებურად შემართული..
თითქოს,სიამაყე დაეკარგა ..
თითქოს,დაპატარავებულიყო,
აღარ ზანზარებდა მიწა მისი ნაბიჯებით..
ქარის წონის გამხდარიყო..
მიწას აღარ აჩნდა..
ცოდვით დაუმძიმდა სული და,
აღარ იყო მასში ის,რაც კანიდან გამოდიოდა..
მაგრამ,
ალბათ,მხოლოდ ჩემ თვალში ჩანდა მისი სახეცვლილება..
ფარდაგად გაფენილი ხალხი თავს ევლებოდნენ და,
მის ჩუმ მიმართულებებს ასრულებდნენ..
არ მეთმობოდა სურიე,
მაგრამ,
ლეშისსუნად ამყრალებული ადათი უფლებას არ მაძლევდა,
დღეზე მეტად მეგლოვა ტკივილი..
მზის ბოლო სხივამდე მიწას უნდა მიმებარებინა მისი გატანჯული ცხოვრება და,
მხოლოდ სახლში,
ოთხ კედელში უნდა მემოსა ძაძა,
ისე,რომ სხვას თვალში არ შეჩხეროდა..
მთლიანად რომ დავიცალე,
ყვა ენერგიისგან,
მერე წამოვდექი,
გაჭირვებით..
სუდარაში გაეხვიათ დედა,
ხის ექვს ფიცარში ჩაეწვინათ და ეზოს შუაგულში,
ორ სამფეხზე მიესვენათ..
თავთან,
უკვე,ხესავით შემართულიყო არბი..
მზერა ისევ,
ძველებურად ჰორიზონტისკენ მიეყინა და,
მისი სუსხით ამძიმებდა ისედაც ცოდვით სავსე მიწას..
ბოლოჯერ მივეფერე მის სახეს.
თითქოს,სულ გამცლოდა ის დაგროვილი სიბრაზე და,
მხოლოდ მისი სიმშვიდე მინდოდა..
გამსიებოდა გული,
საგულიდან ამოხტომას ლამობდა,
მაგრამ,
ისევ დავუჩოქე წესებს..
ისევ გამოვკეტე კედლებში ტკივილი და,
მათ გარეთ,ლოდად ვიქეცი..
გავყურებდი,როგორ მიჰყავდათ დედა თემის თავკაცსა და,
ოჯახის წინამძღოლებს..
ვუყურებდი,როგორ მიეფარნენ გორაკს და,
სული მიქრებოდა ხელებში..
რომ მოვიხედე,
მხოლოდ ქალებიღა დავრჩენილიყავით ხით შემოკარებულ ეზოში..
მათ რიგებს მალევე შემოუერთდა რენა და სურიეც..
სიმწრისგან გამეცინა..
რენას სახეზე საერთოდ არაფერი ეწერა,
გარდა,
უშნო კმაყოფილებისა..
თითქოს,ცას ეწია ჩემი უბედურებით..
-ცა გახსნილიყოს მისთვის,ანარა!-პირველად ვიგრძენი სურიესგან გულწრფელობა..
მკრთალად გავუღიმე..
ამ წამს დრო არ იყო,
მაგრამ,
ისიც ვიცოდი,
ჩემი ასე გაქცევა და გვარის უკან გდება უკვალოდ არ ჩაივლიდა..
ამას სათავისოდ გამოიყენებდა მუდამ ბოროტისკენ მიმართული რენა..
თუმცა,დღეს არა!
ყველა წამი სურიეს ეკუთვნოდა..
მხოლოდ მისთვის უნდა გალეულიყო დღე..
ასე,
ხის სკამზე დამდჯარმა გამოვლიე დღე..
ვუყურებდი,როგორ იცლებოდა ირგვლივ ეზო ხალხისგან და,
როგორ დავრჩი მარტო გაცრეცილი ჰორიზონტის დადგომისთანავე..
არბის საძებრად წამოსულს,
ხელთ დედას გვამი რომ მეწილადა,
ეს მტკენდა ყველაზე მეტად გულს..
ამ განცდას კი,ვეღარ ვიშორებდი..
მითუფრო მაშინ,
როცა ჰაერი დამძიმდა და,
ომანი მოვიდა..
ღამეში,ისევ ისეთი მეჩვენა..
აღარაფერი..
უხმოდ ამიარა გვერდი და,სახლში შევიდა..
დიდი ხნის შემდეგ შევყევი მას მეც,
როცა ვიგრძენი,რომ სიმართლისთვის მზად ვიყავი..
ოთახის შუა წერტილში დამიხვდა..
თავჩახრილი..
ფრთებჩამოყრილი..
უსამართლო ვიყავი,
სჩანდა,მასაც ეტკინა და გული მომეწურა..
-ყველაფერი უსაშველოდ ადრე დაიწყო,ანარა!-პირდაპირ წამოიწყო..
დასაწყისიდან,როგორც ამას ჩემი თვალები მოითხოვდა..
-სატიელებსა და ომანებს შორის სისხლით მტრობას წლები ითვლის..
წინაპრებიდან მოგვყვება და ,
სისხლს ვიღებთ სისხლის წილად თაობები..
უმირმა ჯაჭვის გაწყვეტა სცადა 15 წლის წინ..-სისხლი გამეყინა ომანების მთავრის ხსენებისას..სახე არ შეცვლია არბის მამის მოგონებისას..
-თითის ტოლა რენა გამითვისეს სატიელებმა,მშვიდობისთვის..
ყველაფერი თითქოს ახდა,
სანამ,
ორ გვარს ორი ახალი თავკაცი არ დასჭირდა..
ლადას გზას ბაბა სატიელი მაშინ გასცდა,
ფუძის დედის დღესასწაულზე წლის წინ რომ ამოგირჩია და,
შენი წილი სთხოვა სურიეს..
-გავიყინე..
ამის შემდეგ თუ რამე სიცოცხლე არსებობდა,
აღარ მეგონა..
ავირიე..
ეს ის სიმართლე არ იყო,რასაც ველოდი..
ეს იმაზე დამახინჯებული რეალობა იყო,
ვიდრე ვამზადებდი თავს..
არბიმ შემატყო,აღარ შემეძლო,მაგრამ,
ისიც ვიცოდი,იმაზე დიდი ჰქონდა სათქმელი,ვიდრე განვლილი და,
იმაზე უღმერთო ტკივილი მელოდა,
ვიდრე აქამდე..
სრულიად ადამიანობა დაკარგული ავხედე მას..
სურიეს შეეძლო სატიელს მივეთხოვებინე,
მაგრამ,
ომანს გამატანა..
რატომ?!
თვალებით მოვძებნე მისი მზერა,
მაგრამ,
არ გამისწორა..
წარსულის ჭუჭყიანი,მტვრიანი ფურცლები გადაშალა არბი ომანმა..
-21 წლის წინ,
როცა წლისაც არ იყავი,
12 შესრულებულიც არ მქონდა,რომ დამწინდეს აკვანთან უმირმა და სურიემ..-გული გამიჩერდა..
შემზარა მოსმენილმა..
ყველა ტკივილი გაქვავდა და,
ახალმა დამამსხვრია..
-ქუდზე კაცმა არ იცოდა,ნიშნობის ამბავი,რადგან,
თემებს შორის სისხლისღვრა იყო და,
სატიელები ჩვენი მიწის წასართმევად სულს ყიდნენ ეშმაკს..
რომარა ბაბა,ეს ასე არ მოხდებოდა ანარა..
მაგრამ,ჩემ საკუთრებას ვერავის დავუთმობდი!
მითუფრო შენ!
-ჩემი ცხოვრების პირველ და უკანასკნელ ქალს!
-დადუმდა არბიც და სუსტად მფეთქავი ჩემი გულიც..
მწარედ მეღიმებოდა ირონიისგან..
იცოდა სურიემ,
თავს შევაკლავდი და,ბოლომდე საკუთარი გულის სწორს დაველოდებოდი..
იცოდა,
ყველა წესს გავთელავდი,რომ მცოდნოდა და,
მაგიტომ ვერ მიმხელდა..
მაგიტომ ჩაიდო გულში დიდი ძარღვი და ყველა ტკივილი ზედ დაიხვია..
გავმწარდი..
ტუჩებიდან სისხლი წამსკდა,ისე მწარედ მოვუჭირე კბილები,რომ სასოწარკვეთისგან ისევ არ მეღრიალა..
არბიც გარეულიაო,
ისე მითხრა,
თითქოს მთავარი წერტილი არ ყოფილიყოს..
ღმერთო,როგორ გაიტანჯა ბოლო წელი და ალბათ,როგორ ეიმედა არბი ომანი..
ამწამს,როცა ფარდა აეხადა ყველაფერს,
კიდევ უფრო დამრია ხელი ეგოისტობამ..
არბისადმი სათქმელი სიტყვები ყელში დამეკარგა,
არადა,ვიცოდი,როგორ ელოდა თუნდაც ბგერას,
მაგრამ,
არ შემეძლო.
სიმწარე იმაზე დიდი იყო ვიდრე არბი ომანი..
წარსული იმაზე შემზარავი იყო,ვიდრე დღეის იქით მოსახდენი და,
იმაზე მეტად დაბურული,
ვიდრე ჩვენი ბედი..
დავდუმდი..
საკუთარი უსუსურობით შეჭმული და გამქრალი..
უკვე,ვეღარ ვალაგებდი ფიქრებს..
რომელს უნდა დავყოლოდი,
სისხლის ღებას,გვარისას თუ,
დაწინდვის ღამეს?!
თავზე ჩამომექცა ყველა განვლილი ფიქრი და ღამე..
აქამდე მომხდარი ყველა ემოცია ერთიანად გაქრა და მისი ადგილი შავბნელმა მომავალმა დაიკავა,
სადაც,
არბი ომანი სისხლით,ხორცით,
ადათ-წესით ჩემი ქმარი იყო..
მტვერივით გაქრა მისი დაპირებაც,რომ გამიშვებდა და მას წაჰყვა ჩემი სურვილებიც..
ყველაფერი აფსურდათ გადაქცეულიყო..
-სახლიდან რატომ გაიქეცი ანარა?!-დიდი ხნის შემდეგ,როცა იგრძნო რომ სუნთქვა აღმიდგა,
გამომხედა..
აღარსად იყო ღამის არბი..
დღესთან ერთად დაბრუნებოდა მის თვალებს სიამაყე და დიდება..
-შენ გეძებდი,არბი!-ძლივს გავეცი პასუხი..
შევხედე,როგორ აემღვრა სახე..
დღეს სიმართლის დღე იყო..
მეც ის ვთქვი,რაც გულში იყო..
ამის მეტი სიყალბე აღარ შემეძლო..
ისედაც ფარსი იყო ჩემი განვლილი ცხოვრება,
თან ახლა,როცა,
აღარც დედა აღარ მყავდა..
___
გელით,
მთლიანად ყველა ემოციისგან დაცლილი..
მესაუბრეთ..
ძალიან მჭირდება უკურეაქცია დასასრულისთვის..
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი სტუმარი მარია

კითხვის დროს მქონდა შეგრძნება რომ იქ ვიყავი და თითოეულის ემოციებს ვგრძნობდი. ძილის წინ სხვა სამყაროში გადამისროლა ამ თავმა. რაღაც უცხო და საოცარი კავშირი დაამყარეთ ორ ადამიანს შორის. თქვენი წერის დახვეწილი მანერა კიდევ უფრო ამძაფრებს ნაწარმოების ემოციურ აღქმას. ვფიქრობ ,,არბი ომანი” უნდა წაიკითხო გულით და არა გონებით. წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

კითხვა რომ დავიწყე ჩავისუნთქე და რომ მოვრჩი მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე.ძალიან გამართული,დახვეწილი და საინტერესო ისტორიაა

 


№3  offline მოდერი tasusuna

სტუმარი მარია
კითხვის დროს მქონდა შეგრძნება რომ იქ ვიყავი და თითოეულის ემოციებს ვგრძნობდი. ძილის წინ სხვა სამყაროში გადამისროლა ამ თავმა. რაღაც უცხო და საოცარი კავშირი დაამყარეთ ორ ადამიანს შორის. თქვენი წერის დახვეწილი მანერა კიდევ უფრო ამძაფრებს ნაწარმოების ემოციურ აღქმას. ვფიქრობ ,,არბი ომანი” უნდა წაიკითხო გულით და არა გონებით. წარმატებები

მარია ❤️❤️❤️ რა კარგად თქვით ❤️❤️❤️დიდი მადლობა ამ
სიტყვებისთვის! ჩემთვის გრძნობა და ემოცია პირველია..თუ ის,რასაც ვწერ მკითხველამდე არ მიდის, გული
მწყდება და საკუთარ თავს ვუწყრები ❤️❤️❤️მადლობა რომ
გამახარე ამ შწფასებით ❤️

სტუმარი მაკო
კითხვა რომ დავიწყე ჩავისუნთქე და რომ მოვრჩი მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე.ძალიან გამართული,დახვეწილი და საინტერესო ისტორიაა

მაკო ❤️❤️❤️ დიდი მადლობა მეც კი სუნთქვაშეკრული ვწეერ...
მიხარია,თუ ასეა ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი EllaTriss

ასეთს არაფერს ველოდი ^
ჰო
არა
განა ცუდია და რამე, უბრალოდ სულ სხვა ჭრილში წახვედი. ახლა 50/50 -ზეა დასასრული და თქმა არ მჭირდება, ხვდები რატომაც.
რენაზე მწყდება რაღაცნაირად გული. მინდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო, მერე რა, მაინც.
რაღაც სხვა მუხტი შემოაქვს და მერე ერთი შეხედვით ფერთა გამაც იცვლება.
ამ თავში დამკლდა ))
ანარას დედის სიკვდილი...
ასე უბრალოდ რატომ. რაღაცნაირად მგონია იქნებ კიდევ სულ სხვა დატვირთვა აქვს.
არბის გრძნობები გასაგებია. ამაზე ბევრს არც გავშლი, უბრალოდ ანარას 'ის' მაკლდება, ხომ ხვდები. არა, გასაგებია რასაც გრძნობს და როგორც. ამ ეტაპზე, მეტს ვერც მოვთხოვ. სრულიად რეალური და ბუნებრივია ის ემოციები რაც აქვს, უბრალოდ რაღაც თითქოს წარმოუდგენლად მესახება როგორ უნდა შეიცვალოს(შეუყვარდეს^) ისე, რომ შემდეგი თავი თუ დასასრულია ჰეფი ენდი იყოს.
დავბრუნდით თავში :დ
(50/50-ზეა თქო, რომ გითხარი, მაინც მეთქვა ის, რატომაც :დ)
მოკლედ
ტასო
კარგი ხარ.
წარმატებები...
'ზე' თავს ველი❤ იმის მიუხედავად, ჰეფი ენდი იქნება თუ არა.

 


№5  offline მოდერი tasusuna

EllaTriss
ასეთს არაფერს ველოდი ^
ჰო
არა
განა ცუდია და რამე, უბრალოდ სულ სხვა ჭრილში წახვედი. ახლა 50/50 -ზეა დასასრული და თქმა არ მჭირდება, ხვდები რატომაც.
რენაზე მწყდება რაღაცნაირად გული. მინდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო, მერე რა, მაინც.
რაღაც სხვა მუხტი შემოაქვს და მერე ერთი შეხედვით ფერთა გამაც იცვლება.
ამ თავში დამკლდა ))
ანარას დედის სიკვდილი...
ასე უბრალოდ რატომ. რაღაცნაირად მგონია იქნებ კიდევ სულ სხვა დატვირთვა აქვს.
არბის გრძნობები გასაგებია. ამაზე ბევრს არც გავშლი, უბრალოდ ანარას 'ის' მაკლდება, ხომ ხვდები. არა, გასაგებია რასაც გრძნობს და როგორც. ამ ეტაპზე, მეტს ვერც მოვთხოვ. სრულიად რეალური და ბუნებრივია ის ემოციები რაც აქვს, უბრალოდ რაღაც თითქოს წარმოუდგენლად მესახება როგორ უნდა შეიცვალოს(შეუყვარდეს^) ისე, რომ შემდეგი თავი თუ დასასრულია ჰეფი ენდი იყოს.
დავბრუნდით თავში :დ
(50/50-ზეა თქო, რომ გითხარი, მაინც მეთქვა ის, რატომაც :დ)
მოკლედ
ტასო
კარგი ხარ.
წარმატებები...
'ზე' თავს ველი❤ იმის მიუხედავად, ჰეფი ენდი იქნება თუ არა.

ელა ❤️❤️❤️ კარგი ხარ და თან როგორი კარგი ❤️❤️❤️
პირველი რიგში,მადლობა!
გამიხარდა,რომ გაოცდი დაის არ დაგხვდა,რასაც ელოდი.. გამოდის,რომ სწორი მიმართულება იყო დდდ
რენას ბედნიერებას ვერ ავიტან,თუმცა მასაც აქვს სათქმელი რაღაცები და,
იტყვის..
როგორ შეუყვარდებაო,კი გვიკვირს,მაგრამ,განა უჯვე არ აქვს ნაცვლელი ფერი მის გრძნობებს?! იმდენად დიდი გარდატეხები ხდება მასში,არ აქვს დრო და არც სურვილი მის თავს ჩაუღრმავდეს :დდ არ ვიცი,შეიძლება ისეც დასრულდეს,ამისნდრო ვეღარ მოძებოს..
50:50 ზეა,მართალი ხარ დასასრული და კარგია,რომარ მიმითითებ,რომელს ელი..
ეს ამბავოცისე დასრულდება,როგორც შეჰფერის..
ან კარგი,ან ცუდი დასასრულით..

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

რაუნდა გესაუბრო ტასუ. ან რა გითხრა იმაზე უკეთესად რაც აქ წერია. თითქოს ანარას ტყავში ჩავძვერი და ყველა ის გრძნობა განვიცადე. რასაც ასეთი სიზუსტით და ემოციით აღწერ. არბი ომანი. მრავალწირვარამ გამოცდილი ჩამოყალიბებული მამაკაცი და სახლს არ გაცდენილი გაურკვევლობაში ჩავარდნილი პატარა ანარაა. ჩემ პირველ და უკანასკნელ ქალსა. ოჰ ჩვენ ვართ ყოველგვარი სიკეთის და უბედურების სათავე. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება და მგონია გავსკდები ფიქრებით სანამ შევძლებ წაკითხვას. რა გიყო მიტხარიიიიი

 


№7  offline მოდერი tasusuna

Qeti qimucadze
რაუნდა გესაუბრო ტასუ. ან რა გითხრა იმაზე უკეთესად რაც აქ წერია. თითქოს ანარას ტყავში ჩავძვერი და ყველა ის გრძნობა განვიცადე. რასაც ასეთი სიზუსტით და ემოციით აღწერ. არბი ომანი. მრავალწირვარამ გამოცდილი ჩამოყალიბებული მამაკაცი და სახლს არ გაცდენილი გაურკვევლობაში ჩავარდნილი პატარა ანარაა. ჩემ პირველ და უკანასკნელ ქალსა. ოჰ ჩვენ ვართ ყოველგვარი სიკეთის და უბედურების სათავე. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება და მგონია გავსკდები ფიქრებით სანამ შევძლებ წაკითხვას. რა გიყო მიტხარიიიიი

ქეთი ❤️ ჩემი გულიანო გოგოვ ❤️მართლა ვფიარობ რა ვუყო ამათ და როგორ მივიყვანო დასასრულამდე,იმდენად მებრალებიან..
ძალიან რთულია ადათებთან ერთად ცხვრება,მაშინ,როცა საერთოდ ვერ ეთანხმები მათ..
დიდი ჭიდილია.. ვნახოთ,როგორ გაუძლებს ანარა..
სხვანაირად არ შეიძლება ❤️

 


№8 სტუმარი one

dzalian emociuri iyo taso❤️
adat-wesebs ras gavugebt chven)) amitom demokraliuli msoflios shvilebma unda vadrovot )))) rogor miyvars sheni sityva-sityvashi chajenili prazebi da matshi chateuli zghva emocia❤️
araqvs mnish, rogor daasruleb tass, mtavaria shen iyo am dasasrulit kmayopili, khom ici , avtoris nebaa sait mimartavs tavis azrs))
khoda chemi gogo rom khar da gyvarob egec khom ici?))) shens gverdit migule , sul viknebi da mogyvebi❤️

 


№9 სტუმარი Ana-maria

ვაიმეე მძიმე თავი იყო. ანარას შემეცოდა,ის გულის ხმას აყვა და არბის საპოვნელად გაიპარა. მაგრამ დედა გარდაცვლილი დახვდა სახლში .შეიძლება ვამეტებ მაგრამ რენას ხელი ხომ არ ურევია ამ საქმეში? არბის ანარა დიდხანია უყვარს და ანარა კი ჯერ ვერ აცნობიერებს ბოლომდე მისდამი სიყვარულს. ისე იყო აღწერილი ანარას გრძნობები სახლში დაბრუნებისას,ამეტირა. ნელნელა მივდივართ საიდუმლოს ამოხსნისკენ,მაგრამ არ მინდა ანარას და არბის სიყვარულს ცუდი დასასრული ექნეს. ველი ახალ თავს.

 


№10  offline მოდერი tasusuna

one
dzalian emociuri iyo taso❤️
adat-wesebs ras gavugebt chven)) amitom demokraliuli msoflios shvilebma unda vadrovot )))) rogor miyvars sheni sityva-sityvashi chajenili prazebi da matshi chateuli zghva emocia❤️
araqvs mnish, rogor daasruleb tass, mtavaria shen iyo am dasasrulit kmayopili, khom ici , avtoris nebaa sait mimartavs tavis azrs))
khoda chemi gogo rom khar da gyvarob egec khom ici?))) shens gverdit migule , sul viknebi da mogyvebi❤️

❤️❤️❤️❤️❤️ მეც როგორ გაფასებ ეგეც ხომ იცი?! მიყვარს შენი სითბოთი სავსე შეფასებების მოსმენა,თან ძალიან ❤️❤️❤️ ალბათ, უჯვე სრულად ავტვირთავ ამ უახლოეს დღეებში,მთავარია დრო გამომიჩნდეს ❤️❤️❤️ მადლობა ჩემო კარგო გოგონავ რომ სულ ჩემთან ხარ ❤️❤️❤️ ზუსტად ვიცი,ძალიან თბილი ადამიანი იქნები ❤️❤️❤️

Ana-maria
ვაიმეე მძიმე თავი იყო. ანარას შემეცოდა,ის გულის ხმას აყვა და არბის საპოვნელად გაიპარა. მაგრამ დედა გარდაცვლილი დახვდა სახლში .შეიძლება ვამეტებ მაგრამ რენას ხელი ხომ არ ურევია ამ საქმეში? არბის ანარა დიდხანია უყვარს და ანარა კი ჯერ ვერ აცნობიერებს ბოლომდე მისდამი სიყვარულს. ისე იყო აღწერილი ანარას გრძნობები სახლში დაბრუნებისას,ამეტირა. ნელნელა მივდივართ საიდუმლოს ამოხსნისკენ,მაგრამ არ მინდა ანარას და არბის სიყვარულს ცუდი დასასრული ექნეს. ველი ახალ თავს.

ანამარია ❤️❤️❤️ მიყვარხართ თქვენი სავსე შეფასებებით ❤️❤️❤️ რენა?! მას უფრო დიდი მისია აქვს ამ ყველაფერში და გავიგებთ.. ანარას გრძნობებმა მეც ისე ამაღელვა ვერ გეტყვით.. არბის ჩუმი გრძნობები კი ისე მათბობს ????❤️❤️

 


№11 სტუმარი ნინო გ

აი უმაგრესი თავიი,სადაც ფარდა აეხადა ყველაფერს საინტერესოა რას გადაწყვეტს არბის ცოლობას გაუწევს თუ აირჩევს მეორე გზას.ძალიან დაიტანჯა ეს გოგო ისე გალია წლები დაბადებიდან ამ დღემდე რომ არავინ არაფერს ეკითხება იმედი მაქვს წესებს დაარღვევს არ მინდა ასე მალე დამთავრდეესს გაუმაძღარი რომ ხარ ადამიანი ამას არაფერი შველიისს.

 


№12  offline მოდერი tasusuna

ნინო გ
აი უმაგრესი თავიი,სადაც ფარდა აეხადა ყველაფერს საინტერესოა რას გადაწყვეტს არბის ცოლობას გაუწევს თუ აირჩევს მეორე გზას.ძალიან დაიტანჯა ეს გოგო ისე გალია წლები დაბადებიდან ამ დღემდე რომ არავინ არაფერს ეკითხება იმედი მაქვს წესებს დაარღვევს არ მინდა ასე მალე დამთავრდეესს გაუმაძღარი რომ ხარ ადამიანი ამას არაფერი შველიისს.

სწორი ხარ ნინო! სხვისი რომ მოგინდება და თან ამისთვის, წლებით შენარჩუნებულ სიმშვიდეს დაარღვევ.. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები დავრას გადაწყვეტს ანარა, ფაქტია ურთულესი მისიაა

 


№13  offline წევრი ირო

არბისგან თუ მოისმენდა სიმართლეს რას წარმოვიდგენდი,ის კი ვთქვი ბაბამ დაადგა ალბათ თვალი ანარასთქო,მაგრამ რა მომაფირებდა არბის კანონიერ ცოლად და გულის მესაკუთრე ქალი თუ იყო.დამენანა სურიე სასიკვდილოდ.აწი რა უნდა ქნას ანარამ როცა სიმართლე იცის როცა უკვე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ისიც იცის რომ არბის პირველი და უკანასკნელი ქალი ყოფილა.ღმერთო ტასო საოცარი თავია.

 


№14  offline მოდერი tasusuna

ირო
არბისგან თუ მოისმენდა სიმართლეს რას წარმოვიდგენდი,ის კი ვთქვი ბაბამ დაადგა ალბათ თვალი ანარასთქო,მაგრამ რა მომაფირებდა არბის კანონიერ ცოლად და გულის მესაკუთრე ქალი თუ იყო.დამენანა სურიე სასიკვდილოდ.აწი რა უნდა ქნას ანარამ როცა სიმართლე იცის როცა უკვე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ისიც იცის რომ არბის პირველი და უკანასკნელი ქალი ყოფილა.ღმერთო ტასო საოცარი თავია.

ეს თავი მეც განსაკუთრებით მომწონს ხა მიყვარს! სულ სხვაა და გამოვარჩიე სხვებისგან რატომღაც.. ახლა ალბათ ყველაზე რთულია სწორი არჩევნის გაკეთება,მაგრამ,ანარას უნდა ჰქობდეს წესით ხალა, რომ მიიიღოს გადაწყვეტილება..
მადლობა ირო შენ, ასეთი კარგი შეფასებისთვის ❤️❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი sibila

ძალიან მინდა იმედი არ გამიცრუოს დასასრულმა,ვისურვებდი ბოლო თავის ჩაკითხვისას -ლოგიკურია_თქო ,-გავიფიქრო.თუმცა..ლოგიკურს მიღმა ალოგიკური სინამდვილე უნდა ტორტმანობდეს..

 


№16  offline მოდერი tasusuna

sibila
ძალიან მინდა იმედი არ გამიცრუოს დასასრულმა,ვისურვებდი ბოლო თავის ჩაკითხვისას -ლოგიკურია_თქო ,-გავიფიქრო.თუმცა..ლოგიკურს მიღმა ალოგიკური სინამდვილე უნდა ტორტმანობდეს..

აუცილებლად დაველოდები შენს შეფასებას დასასრულზე ❤️❤️❤️ ალოგიკური ბოლო არც მიყვარს და,არც ამ ტექსტს მოუხდება.. დიდი მადლობა ❤️იმედია,მოლოდინები გამართლდება!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent