შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი III]


5-11-2021, 06:35
ავტორი PARVENU
ნანახია 999

***
ღამის წყვდიადში დევებად აღმართულიყვნენ ხეები, სიმეტრიული სიზუსტით გაშენებულ ბაღში, ჩუმი ქარი რომ უშრიალებდა ფოთლებს. ხის სქელ ტოტზე მოხერხებულად გაწოლილი მამაკაცი, ჩაფიქრებული გაჰყურებდა ულამაზეს სამეფო სასახლეს.
მთვარის შუქით განათებული ვიერას სასახლე, ხელოვნების ნიმუშს გავდა, სათუთად, დიდი რუდუნებით შექმნილს, რომელიც უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმულიყო. სვეტებად აყუდებული მარმარილოს ქანდაკებები ვერცხლისფრად ბზინავდნენ ღამის შუქზე. ჩუქურთმებად გამოყვანილი აივნები, შადრევნებით და ატმის ხეებით გაშენებულ ბაღებს გადაჰყურებდნენ. სითეთრით ბზინავდა ვიერას სამეფო კარი, რომელიც მთელ დასავლდეთში ელეგანტურობის, სიმდიდრის და სიდადის ნიმუში იყო. მაგრამ თვალწინ გადაშლილი საოცარი სანახაობა, სულაც არ იტაცებდა მამაკაცს.
ფიქრებს მისცემოდა. შუბლშეკრული გაჰყურებდა მარმარილოს კედლებს, გისოსებად რომ ქცეულიყო იქ მყოფისთვის. ის, თოჯინასავით გამომწყვდეულიყო თვალწარმტაც სასახლეში. იმდენად გამხდარიყო მას შემდეგ, რაც ბოლოს ნახა. მოგონებებისგან თვალები გაუცივდა.
-კაიდენ,-მოქნილი, ახალგაზრდა მამაკაცი, მარდად აძვრა ტოტზე და ქვემოდან ამოხედა ხეზე გაწოლილს,-ყველაფერი მზადაა. ეხლა რას გეგმავ?
კითხვის პასუხად, ჩუმად გახედა კვლავ სასახლეს. კადრებად გაურბინეს მოგონებებმა. მის გეგმაში მასთან გატარებულ ღამეს საერთოდ არ ჰქონდა ადგილი.
ბევრი მიზეზი ქონდა იმისთვის თუ რატომ იყო ვიერაში, მაგრამ მისი ინტერესის მთავარ ობიექტს ჰელლა წარმოადგენდა. უნდოდა შეემოწმებინა. ენახა და გაერკვია, ისევ ახსოვდა თუ არა. შეხვედროდა, დალაპარაკებოდა და საბოლოოდ გეშვა წარსულის მოგონებები დაუღალავად რომ ახსენებდნენ თავს. ალბათ, თუ ის ისურვებდა თხოვნასაც აუსრულებდა.
მაგრამ, ამბავმა რომ ერთი ღამის პარტნიორს ეძებდა, ქვიშის სახლესავით ჩამოუქცია გეგმები.
იშვიათობას არ წამოადგენდა, კეთილშობილური სისხლის წარმომადგენლები მსგავსი გზით რომ იკმაყოფილებდნენ სექსუალურ მოთხოვნილებებს, მაგრამ ის რომ თავი მეძავად წარმოეჩინა… სასაცილოც კი არ იყო.
მქრქალ ხაზად გადიოდა ზღვარი მის სურვილსა და ვალდებულებას შორის, დაუღალავად რომ ექაჩებოდნენ მისკენ.
სათანადო ღამე უნდოდა შეეთავაზებინა?
თავი გააქნია მოგონებებზე.
‘სიკვდილი მინდა’
მის მკვდარ, ჩამქრალ ნაცრისფერებში ურყევი გადაწყვეტილება ჩანდა. იცოდა არ ტყუოდა. ნელ-ნელა გამოზომილი ნაბიჯებით მიდიოდა საბოლოო დანიშნულებამდე.
-არ ვახსოვარ,-ცივი ღიმილმა გაურბინა ტუჩებზე.
-ეგ წარსულში იყო,-თვალები გადაატრიალა კომპანიონმა, მოხერხებული კატასავით რომ ჩამომჯდარიყო ქვედა ტოტზე,-მას შემდეგ კი ძალიან შეიცვალე.
-დიახ, სწორია. მაგრამ, პირველ რიგში…-გაცილებით სუსხიანი, ბოროტი ტონი გაუკრთა ხმაში,-პრინცესას ხომ არ ვწვეოდით?!

***
გალკოელები, რომელთა რასაც მხეცის სისხლს ატარებდა მემკვიდრეობით, კონტინეტის დასავლეთში, ქვიშის უდაბნოში ცხოვრობდნენ ტომებად. საუკუნეების განმავლობაში დაყოფილი ჯგუფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი მმართველის ქვეშ გაერთიანებულიყო და უკვე მთელ უდაბნოს მართავდა. კონტინეტზე ახალ სახელმწიფოდ წარმოქმნილი გალკოელთა სამეფო კი საერთოდ არ აღძრავდა სიმპათიას მეზობელ ხალხებში. წინაპართა სისხლი, მხეცის გენები და ტრადიცია, რომელიც ცხოველთა ხროვასთან აიგივებდა ადამიანს, მთავარი ზიზღის მიზეზი იყო მათთვის. ტყვეობით ქორწინება კი ამომავალი წერტილი იყო დაუძლეველი სიძულვილისა.
გალკოელთათვის მეწყვილის შერჩევა უმთავრეს და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა, რომელიც ცხოველურ ინსტიქტზე და სურვილებზე უფრო გადიოდა, ვიდრე ადამიანურ სიყვარულზე. შერჩეული მეწყვილის დაუფლება კი, რომელიც მათთვის შეუცვლელი იყო, გარდა კანონიერი გზისა, ყველა სხვა უკანონო საშუალებებით ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გალკოელთა მხრიდან იშვიათი იყო სხვა ქვეყნებიდან მეწყვილეთა გატაცება, კონტინენტი თვალს ვერ ხუჭავდა დაკარგული ქალებისა და კაცების გაქრობაზე. თუმცა აშკარა წინააღმდეგობას ვერავინ ვერ უწევდა, ვინაიდან სამხედრო დაპირისპირება გაცილებით დიდ ზიანს მოუტანდა ორივე მხარეს ვიდრე საუკუნის წინანდელი კონტინეტური ომები. უახლოეს წარსულში გადატანილი ბრძოლები, რომლის მოსავალსაც ეხლაც იმკიდნენ, უფრო მეტად ამწვავებდა სიტუაციას. კოალიციად ჩამოყალიბებული ქვეყნები, რომლებიც საზიზღარი წეს-ჩვეულების დასაგმობად შექმნილიყო, განუწყვეტლივ იტაცებდნენ გალკოელთა ხალხს, რათა შემდგომ მათი მონებად გაყიდვა შესძლებოდათ. კოალიციამ ბოლომდე მაინც ვერ შეძლო არსებობა, კლიმატის აუტაობამ, ლანდშაპტის უცოდინარობამ, უცხო მიწამ და ხალხმა, რომელიც მარტივად არ მორჩილდებოდნენ, სიტუაცია გაამწვავა და დაიშალა. გალკოელებმაც უკან დაიხიეს. ქვიშის მთებს შეეფარნენ და მშვიდად განაგრძობდნენ ცხოვრებას. კონტინენტიც შეეგუა მხეცთა შთამომავლების არსებობას, ბარბაროსების, რომლებიც აუტანელ სიცხეს მიკედლებოდნენ.
თუმცა, დელიკატური სიმშვიდე ნელ-ნელა გატეხვას უახლოვდებოდა. მიწისქვეშეთში გადასული მონათა ვაჭრობა და პერიოდული დაპირისპირებები ნაპეწკლებად ინთებოდა გამხმარ თივის ზვინზე.


***

პირველი შემთხვევა იყო, როცა გალკოელებმა აუდიენცია ითხოვეს კონტინენტის სხვა ქვეყნებთან. მეომარ მხარეებს მშვიდობა სურდათ და ჰარმობიას ეძებდნენ, აქამდე მოუპოვებელს და შორს.
მიუხედავად ამისა, ჰელლას მაინც არ სჯეროდა. თითქოს წარმოუდგენელი იყო. დაუჯერებელი, თუ როგორ იყხოვდა გალკოელთა ახალი, სიახლიანი მეფე მშვიდოპის პაქტს, რომელსაც გვირგვინი ხელში წინამორბედი მეფის დამხობით მოეპოვებინა.
ვიერა, როგორც გალკოელთა მოსაზღვრე ქვეყანა ყველაზე დელიკატურ სიტუაციაში იყო, ვინაიდან მასიური ომების დაწყება, ვიერას პიველ ომში ჩაბმას ნიშნავდა. ყველაზე დიდ დარტყმას თავისი ქვეყანა მიიღებდა თუ თავის დროზე არ მოხდებოდა საჭირო ზომების მიღება.
-რა თქვა მისმა უდიდებულეაობამ?
-ჩვენი მოთხოვნაა მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. იკითხა, შეგვეძლო თუ არა მშვიდობის პაქტის ეხლავე მიღება. ასევე ბრძანა, რომ მოვემზადოთ გალკოელთა მისაღები საღამოსთვის.
მისასალმებელი კონფერენცია გალკოელებისთვის. გაფიქრებაც კი გამაღიზიანებელი იყო ჰელლასთვის. არისტოკრატია, რომელიც გამუდმებით ეძებდა საკბილოს გართობისთვის, არაფრით გამოტოვებდა ამ საღამოს. ამ ხარბ ხალხს შორის იყო ობერდეს ჯიან ჰუგო კალიმერე.
დაღლილმა, უსიტყვოდ დაიზილა საფეთქლები. იმის გაფიქრებაც კი, რომ მას შეხვდებოდა, თავის ტკივილს გვრიდა. იმედი ქონდა, რომ მასთან შეხვედრას ქორწინებამდე მაინც აიცილებდა თავიდან.
-როგორც ჩანს დასახვედრად უნდა მოვემზადოთ.
გრაფმა იონასმა მორჩილად დაუქნია თავი, თვალებში დაძაბულობა ეტყობოდა.
გალკოელთა ახალი მეფის და ობერდეს მარკიზის შეხვედრა, რომელიც მთელი ცხოვრება მათ წინააღმდეგ იბრძოდა, მარტივი არ იქნებოდა.
ჰელლამ ჩუმად ამოიოხრა. იმედი ქონდა, რომ სასახლის დარბაზი სისხლის აბაზანად არ გადაიქცეოდა.

***
საბანკეტო დარბაზის შემოწმებს და საბოლოო დეტალების დაზუსტების დასასრულს, მზე უკვე დასავლეთით გადახრილიყო. დრო იყო დედოფალს წვეოდა.
როგორც კი სასახლეს უახლოვდებოდა გრძნობდა, როგორ ეძაბებოდა ნელ-ნელა სხეული და გული გამალებით უცემდა. სუნთქვა დამძიმებოდა. თითქოს მკერდზე უშველებელი ლოდი ედო.
კონსორტის პალატას მიახლოებულს, დედოფლის სეფექალები მიეგებნენ. განსხვავებით პრინცესას სეფექალებისგან, მათ ყოველგვარი ემოცია წაშლოდათ სახეზე. თითქოს მათი უსულო თვალები უფოკუზოდ მიშტერებოდნენ ჰორიზონტს. ყოველთვის უსიამოვმო ჟრუანტელს გვრიდა მათი ნახვა. დაუძლეველ სურვილს უჩენდა გაქცეულიყო, ისე შორს, რომ არასდროს არ ენახა ემოციისგან დაცლილი თვალები.
ჩუმად მიყვა მთავარ მოახლე ქალს, რომელიც უსიტყვოდ შეუძღვა მიმღებ ოთახში. წამში დაითხოვა სეფექალები და დამშვიდობების შემდგომ, ისიც გაუჩინარდა ოთახიდან.
-დედა,-ფრთხილად გამოეხმაურა ჰელლა.
-ოჰ, უკვე აქ ხარ, ხვირფასო,-ყვავილივით გაიფურჩქნა როსელიას ლამაზი სახე, როგორც კი თვალი გაუსწორა გოგოს. სავარძელზე მიწოლილს
ყავისფერი, ბზინვარე ხვეულები ტალღებად ჩამოშლოდა მხრებზე. ტყისფერი, ხასხასა მწვანე თვალები ნატიფს უჩენდა გამომეტყველებას. ერთი შეხედვით, დელიკატური, ლამაზი გარეგნობის ვიერას დედოფალი, სრულიად საპირისპირო იყო ჰელლასგან.
-გელოდებოდი, ჰელლა,-ნაზი, მელოდიური ხმით მიესალმა და მოსიყვარულე თვალებით გაუღიმა.
იგრძნო, როგორ დაუარა კანკალმა, კამკამა მწვანეებს რომ გაუსწორა მზერა და ეცადა ცახცახი ჩაეხშო. დაძაბულს, გვიან გაეაზრებინა რომ ოთახში უჩვეულოდ გაშლილიყო ძვირფასეულობით და კაბებით სავსე ყუთები.
-ეს ყველაფერი, ჰუგო კალიმერემ შენ გამოგიგზავნა,-ზანზალაკების წკრიალივით გაისმა დედოფლის სიცილი ოთახში,-ყველაფერი ულამაზესი და ძვირფასია.
მარკიზმა კარგად იცოდა ვისთვის უნდა გაეგზავნა საჩუქრები, რათა ისევ უკან არ მიებრუნებინათ მისთვის. ფიქრი იმისა, რომ სპეციალურად მისგან მიღებული ორნამენტი უნდა ეტარებინა, გულის რევის შეგრძნებას გვრიდა. უნდოდა ყველაფერი ერთად შეეკრა და თავიდან მოეშორებინა.
უსუსურობამ კიდევ ერთხელ შეუკრა სუნთქვა და თვალები გააყოლა ნატიფი თითების ელეგანტურ მოძრაობას, მოქნილად რომ გახსნეს ხავერდის ყუთი და ლალის თვლებით გაწყობილი ყელსაბამი ამოაძვრინეს.
ჰელლა მორჩილად მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა ქალს. კალთაში დაწყობილი თითები სუსტად შეუკრთა ცივი მეტალის შეხება რომ იგრძნო ყელზე. ძვირფასი ყელსაბამი ლამაზად მორთული ბორკილები იყო.
-აჰ, როგორ გიხდება,-აღტაცებულმა მსუბუქად შემოჰკრა ტაში და ნაზად გაუღიმა,-როგორც კი დავინახე, მივხვდი რომ სპეციალურად შენთვის იყო შექმნილი. მარკიზს საოცარი გემოვნება აქვს.
-გმადლობ, დედა,-როგორც ყოველთვის უემოციო იყო ჰელლას პასუხი.
როსელიამ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი, კმაყოფილმა გაუცინა და მოხდენილი მოძრაობით წამოდგა. ნაზად გაუწოდა ხელი ჰელლას და მასთან ერთად გაიმართა სასადილო ოთახისკენ.
ვახშამმა ძირითადად ჩუმ გარემოში ჩაიარა. პერიოდულად თუ გაცვლიდნენ მოკლე ამბებს ერთმანეთში.
-ძალიან ცუდია, რომ ეოსი ჩვენთან რომ არ არის. ძალიან აიკვიატა ნადირობა,-დამწუხრებულმა მსუბუქად გააქნია თავი და ღვინით გაისველა სავსე, ვარდისფრად შეღებილი ტუჩები.
-დაგპირდა, რომ შენთვის თეთრ მელას დაიჭერდა, არა დედა?
-დიახ. ის ერთადერთია ვინც ჩემზე ზრუნავს. როგორც დედა, ძალიან ბედნიერი ვარ მისი ერთგულებით მშობლებისადმი, მაგრამ მგონია ვიეჭვიანებ, როცა ტახტის მემკვიდრე გახდება.
როგორც კი ვახშამი დასასრულს მიუახლოვდა ჰელლას მზერა წინ მდებარე ტორტის ნაჭერს დაეცა. ღვინით ჩაიწმინდა ყელი ყურებში რომ ჩაესმა მამაკაცის მომთხოვნი ხმა.
-,მეტი ჭამე, გამხმარ ტოტზე პატარა ხარ.’
გაახსენდა, როგორ აძალებდა მეტი ეჭამა და უცებ დაუძლეველმა სურვილმა დაუარა გაესინჯა იმ ტორტის პატარა ნაჭერი, საოცრად ტკბილი რომ მოჩანდა შორიდანაც კი.
-ჰელლა!-ბურანიდან მკაცრმა ხმამ გამოარკვია. თითქოს სახეში სილა გააწნესო.
ნამცხვრისკენ გაწვდილი ხელი დამდუღრულივით გამოსწია უკან.
-უბრალოდ მინდოდა გამესინჯა. მაინტერესებდა, როგორი გემო ჰქონდა,-უხერხულად ამოთქვა დაბნეულმა.
-იმედია შენს დიეტას არ უგულვებელყოფ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქორწილი ასე ახლოსაა,-როსელიას ცივ სახეს კვლავ დაუბრუნდა თვალის მომჭრელი ღიმილი.
-დიახ, დედა. ფრთხილად ვიქნები.
ნახევრად სავსე თეფშზე დააბრუნა ჩანგალი. უკვე ჰქონდა მიღებული იმდენი, რამდენსაც ჩვეულებრივ ჭამდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებით იგრძნო შიმშილი. მადის აღმძვრელმა სუნმა თითქოს გონება დაუბინდა. ეცადა სურვილი ჩაეხშო და კვლავ ღვინით გაისველა პირი.
ეს დღეს დასასრულს უახლოვდებოდა.

***
ნათქვამია, მხეცი თუ დაბადებიდან დაბმულია, ის გაზრდის შემდეგაც ვერ გაწყვეტს ჯაჭვებსო. არა იმიტომ რომ უყვარს, ან მისი ბატონის ეშინია, არამედ ტყვეობასაა მიჩვეული.
ჰელლამ ყველაზე კარგად იცოდა ეს.
თუნდაც ვინმეს გაეწყვიტა მისთვის ბორკილები, მხეცი მაინც არ ეცდებოდა გაქცევას. მის გონებაში ჩაბეჭდილი ბორკილები წარმოუდგენელს ხდიდა გაქცევის შესაძლებლობასაც კი. სულით დაბმულს კი ვერაფერი უშველიდა. ჰელლასთვის ნათელი იყო ეს და ამიტომაც ეშინოდა დედოფლის. მისთვის დედოფალი როსელია ყველაზე დიდი ღამის კოშმარი იყო.
ქალი, რომელმაც ერთი ნახვით შეაყვარა მეფეს თავი, მათი პირველი შეხვედრიდან, მალევე გახდა მეფის კონსორტი და ვიერას დედოფალი. ჰელლას დედა, რომელიც მისი მშობიარობის შემდგომ უნაყოფო გამხდარიყო, დიდებულთა მოთხოვნით მისი დაბადებიდან მალევე გააძევეს სასაცლიდან. რამდენიმე წლის შემდგომ კი მკვდარი იპოვეს თავისივე სასახლეში. სიკვდილი თვ*მკვლელობად ჩაითვალა. სასახლეში კი სამი წლის ჰელლა დარჩა.
მარკიზა როსელია მალევე შემოვიდა, როგორც მეფის კონსორტი პატარა ბიჭით ხელში. ჰელლას ნახევარ ძმა, რომელიც მანამდე მოვლენილიყო ქვეყანას, სანამ პირველი დედოფალი ჯერ კიდევ ტახტხე იყო.
ვიერას საზოგადოება მალევე მოიცვა არეულობამ. დედოფალი, რომელიც ქალუწული არ იყო ქორწინებამდე უზარმაზარ შავ ლაქად ჩანდა სამეფო კარზე, რომელიც საუკუნეები იყო ითვლიდა თავის ისტორიას. თუმცა წინააღმდეგობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ახალი დედოფალი მალევე გახდა დიდებულებისთვის შესაფერისი, სათანადო წარმომადგენელი, რომელიც პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. მოვალეობას, როგორც დედა დედოფალი.
როსელია მალევე გახდა თავისი გერის მასწავლებელი, დამრიგებელი, მრჩეველი, აღმზრდელი და დედა. უკონტროლებდა მის ყველა მოძრაობას, ბუნებას, ჩვევას, მოთხოვნებს და მიდრეკილებებს. და მალევე ის შესანიშნავ ქმნილებადაც იქცა.
-“შენ ვიერას ყვავილი ხარ.”
დედოფლის სიტყვები ახალგაზრდა ასაკიდან ჩაებეჭდა გონებაში. და აქიდან გახდა ამაზე დამოკიდებული. ის უნდა ყოფილიყო ვიერას სრულყოფილი პრინცესა. მისი განათლება, ქცევა და სილამაზე უნაკლო უნდა ყოფილიყო.
ჰელლა არაფრით განსხვავდებოდა ვიერას სხვა ხელოვნების ნიმუშებისგან. ის ოდესღაც სათუთად გაზრდილი, მოვლილი და გასაყიდად გამზადებული პირუტყვი იყო, რომელიც მალევე უნდა გაეტანათ ბაზარზე.

***
სარკის წინ იდგა და შუშაში არეკლილ ულამაზეს კაბაში გამოწყობილ თოჯინის მსგავს ფიგურას უყურებდა.
ფერმკრთალი კანი მსუბუქ მაკიაჟს დაეფარა. .ნაცრისფერი თვალები მუქი ლაინერისგან უფრო მეტად გამოკვეთოდა. თეთრი, თითქმის ვერცხლისფერი თმები ნაზად აეწით ბრილიანტის სამაგრებით, რაც ყელს უფრო მაღალს უჩენდა. ბრილიანტისავე იყო ობერდეს ჰუგო კალიმერესგან საჩუქრად მიღებული ყელსაბამი, დღეს რომ უმშვენებდა ყელს. სპილოსძვლისფერი კაბა ოდნავ აჩენდა მხრის ხვლებს და ლავიწებს, მშიდროდ შემოკვროდა წელზე, იმდენად მჭიდროდ რომ ძლივს სუნთქავდა, წელიდან მსუბუქად ეშვებოდა და ოდნავ შლეიფს ქმნიდა. ყოველი მოძრაობისას წყლის ტალღებად იშლებოდა და მსუბუქად კვეთდა ქალის სხეულს.
-თქვენო სამეფო უდიდებულესობავ, დავასრულე.
ჰელლამ მსუბუქად დაუქნია თავი მოახლეს და კიდწვ ერთხელ შეავლო საკუთარ თავს თვალი.
დღევანდელი განსაკუთრებული სამზადისის მიზეზი გალკოელები იყვნენ. დიდებულები არა მარტო ვიერადან, არამედ მეზობელი რეგიონებიდანაც იყვნენ სტუმრად ჩამოსულები დღევანდელი შემთხვევისთვის. ყველა სულმოუთქმელად ელოდა გალკოელთა ახალი მეფის და ჯიან ჰუგო ალიმერეს შეხვედრას. ცნობილი იყო რომ, შამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, ჰუგო ალიმერე ამჟამინდელ პოზიციას ვეღარ შეინარჩუნებდა და ძალას დაკარგავდა. სპეკულაციები მიდიოდა, იმის ვარაუდით, რომ დედოფალი როსელია იყო მიზეზი ამისა, რათა სამეფო ტახტია მემკვიდრის პოზიცია გაემყარებინა პრინცისთვის, მარკიზისთვის ძალიაუფლების შესუსტებით.
მიუხედავად ინტენსიური პოლიტიკური დაძაბულობისა, დღის განმავლობაში მაინც მოედო სასახლეს მსუბუქი ატმოსფერო. გალკოელთა ხილვით აღტაცებული ხალხი შეუჩერებელი იყო. სასახლის მოახლეებიც კი განიხილავდნენ მათ გარეგნობას, როგორც ვიერასგან სრულიად განსხვავებულს და ეგზოტიკურს.
ჰელლამ უკმაყოფილოდ მოაშორა მზერა სილუეტს.
მისასალმებელი ბაკეტი მომდევნო დღეს უნდა გამართულიყო, დღეს კი ოფიციალური მიღებიც საღამო იმართებოდა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო დღეს ასე გრანდიოზულად მოკაზმული. მიზეზი, რათა ვიელას სამეფო სიდიადე ენახებინათ ჩამოსული სტუმრებისთვის.
-რაზე იცინით?-გვერდითა მზერით გახედა მოახლეებს, რომლებიც კუთხეში აყუდულიყვნენ და აწითლებულები სიცილით ცვლიდნენ ამბებს.
-ამბობენ, გალკოელთა მეფე საოცრად მიმზიდველი არისო,-მორცხვი სიცილით უპასუხა ერთ-ერთმა და მალევე წაეშალა სახიდან ბარონესა ადელემ რომ გადახედა მკაცრი მზერით.

ამაყი და დიდებული. უზარმაზარი გემებით მიადგნენ გალკოელები ვიერას მიწას. შორიდანვე ეტყობოდათ, საჩუქრებით იყვნენ სავსე.
ჰელლას, რომელიც უემოციოდ გაჰყურებდა ძვირფასეულობით დატვირთულ გემს, უცებ გაახსენდა, ერთი ფიალა კენკრა და ჭიქა ჩაი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ეჭამა. გაღიზიანებამ დაუარა იმის ფიქრში რომ მოულოდნელმა ცნობამ, გალკოელთა ვიზიტიზე, აიძულა უფრო მკაცრი დიეტა დაეცვა დედოფლის მოთხოვნით, რათა უფრო წვრილ ზომამდე მისულიყო თავისი წელი. თითქმის უჭმელ, ცარიელ მუცელზე შემოჭერილი კორსეტი სუნთქვას უკრავდა და მჭიდროდ ებჯინებოდა კანს. ბანკეტის დასასრულს, აუცილებლად დარჩებოდა კვალი.
მოულოდნელად არეული მზერა ეცადა მალევე დაეწმინდა. ეგონა წონასწორობას დაკარგავდა.
-თქვენო სამეფო უდიდებულესობა, ნახეთ რა მშვენიერი ხართ,-ბარონესა ეცადა ყურადღება გადაეტანინებინა შეწუხებულს.
-თქვენ ერთადერთი ხართ, რომელსაც შეუძლია ასე დიდებულად მოირგოს ეს კაბა.
-რა იქნება, თუ გალკოელებს პირველივე ნახვით შეუყვარდით.
ბარონესა სინაელის ბოლოს იტყვებით შეშფოთებულმა ადელემ, შხამიანი მზერა ესროლა შემკრთალ ქალს. მიუხედავად ჰელლას რბილი ბუნებისა სასახლის მოახლეეთა მიმართ, იცოდა ზღვარს თუ გადაკვეთდნენ, უპატიებელი იყო.

***
მთავარი დარბაზი ვიერას სამეფო სასახლის ყველაზე ბრწყინვალე ნაწილი იყო. ჭერი ვიერას ისტორიული ფრესკებით მოეხატათ, კედლებს მარმარილოს მოჩუქურთმებული სვეტები შედგომოდა. ტახტი კი სპილოს ძვლით, ოქროსა და ძვირფასი ქვებით გაეწყოთ. ათას მოელვარე შუქში ანათებდა ხალხით მოცული დარბაზი. როგორც კი დარბაზში შევიდა, ყველას მზერა მასზე მოექცა. თვალ მოუშორებლად აცილებდნენ კუთხისკენ მიმავალს, რომელიც ცდილობდა წინ შემხვედრ რომელიმე არისტოკრატს შემთხვევით არ შეჩეხებოდა.
ეოსმაც მაშინვე შეამჩნია ჰელლა. უხერხულად ჩაიცინა. გალკოელთა დახვედრის სამზადისით დაკავებულს, იმის დროც არ ქონდა ნადირობიდან დაბრუნებულს ჰელლა ენახა. თვალს არ აშორებდა როგორ მოძრაობდა დარბაზში და გონებაში გეგმავდა, ბანკეტის შემდგომ აუცილებლად დალაპარაკებოდა.
როგორც კი მისი მზერა იგრძნო, უსიამოვმოდ შეიშმუშნა, თვალი აარიდა მასზე მიშტერებულ ეოსს, მშვიდად მიუახლოვდა მამამისს, მშვიდად მიესალმა, შემდეგ როსელიას და უსიტყვოდ ამოუდგა გვერდით ეოსს.
წუთიც არ იყო გასული, საყვირის ხმა რომ გაისმა. თითქოს სუნთქვა შეიკრესო, დარბაზი გაისუსა.
მძლავრად გაიღო დარბაზის უზარმაზარი კარები და მზის შუქში ნელ-ნელა გამოიკვეთნენ გალკოელების ფიგურები- გარუჯული სხეული და ნათელი თვალები.
ხალხი ჩუმად აკვირდებოდა შემოსულთ, მათგან განსხვავებით, ბარბაროსთა ტანისამოსი მეტად ფერადი თავისუფალი იყო. მეტად აჩენდა შიშველ კანს და ბოლომდე არ უფარავდათ მკერდს, მკლავებს და მათხე მოხატულ ტატუებს. მათი გამოჩენა მართლაც რომ მშვენიერი იყო, ყოველი ნაბიჯისგან დაუოკებელი თავისუფლება რომ იგრძნობოდა. თითქოს სხვის მოწაზე კი არა, საკუთარ სახლში დააბიჯებდნენ წარბშეუხრელები, უდარდელები.
მიუხედავად ამისა, მაინც ყველას შეეძლო გაერჩია, თუ ვინ იყო მათი ლიდერი.
მამაკაცის გარუჯული სხელი თვალისმომჭრელად ბზინავდა მზის შუქზე. მოძრაობდა დაუბრკოლებლად, მიმზიდველად და მოქნილად, სახეზე უდარდელი გამომეტყველებით, თოთქოს დედამიწაზე არ არსებობდა საკითხი, რაც მის სიმშვიდეს შეარყევდა. მისი ოქროსფერი თვალები ფრთხილად ათვალიერებდნენ დარბაზს და მაშინ გაჩერდნენ, როცა ვიერას პრინცესას შემკრთალ მზერას შეხვდნენ.
ჰელლას სუნთქვა შეეკრა, სხეული გაეყინა და იგრძნო როგორ აგუგუნდე ყურში რაღაც, როცა მის სახეზე მრკრთალ ღიმილს მოკრა თვალი.
მამაკაცი წამით არ აშორებდა მზერას, ისე მიუაცლოვდა მეფეს და დარბაზში ნაცნობი, დაბალი ბარიტონი გაისმა:
-ნათელმა დალოცოს ვიერა,-წამით გახედა მეფეს,-მე გალკოელთა მეფე, კაიდენი ვარ.
წამით იგრძნო, თითქოს როგორ შეირყა ფეხქვეშ მიწა. გრძნობდა, ცოტაც და გული წაუვიდოდა.ძალუმად ჩააფრინა კაბას თითებით, რათა კანკალი შეეკავებინა.
კაცი, ვისთანაც ქალწულობა დაკარგა გალკოელთა მეფე იყო. მამაკაცი, რომელიც საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდა გამოეყენებინა მტერი აღმოჩნდა. თითქოს ყველა მას დასვინოდა. პათეტიკურობამ ლამის გაგუდა. აზრი იმისა, რომ სპეციალურად გამოეცნაურა, გულს უღრღნიდა. ეჭვიც არ ეპარებოდა, კაიდენი, საკუთარი მიზნების გმო გამოეხმაურა იმ დღეს ჰელლას, რომელმაც მისი ყველაზე დიდი საიდუმლოს შესახებ იცოდა.
ეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა. წამით დავიწყებულმა პოზიციამ, კვლავ მოიყვანა გონზე. სასახლის დარბაზში ისგა, უაამრავი თვალი იყო მასზე მიშტერებული და თავი არ უნდა დაეკარგა. იმის გაფიქრებაც კი, რომ აქ თავს გაამხელდა თავზარს სცემდა.
ეცადა მზერა დაეწმინდა და უემოციოდ გახედა დარბაზს. თოჯინასავით აკროდა მშრალი გამომეტყველება სახეზე. თუმცა დაჟინებული მზერა ისედაც სულშეგუბულს, მდგომარეობას უმძიმებდა.
მამაკაცი თვალმოუშორებლად უყურებდა. დარმაზში შემოსვლის მომენტიდან მიჩერებოდა, მხოლოდ მაშინ მოაშორა მზერა წამით, როცა მეფეს მიესალმა.
არავის გამოპარვია დარბაზში ბარბაროსთა მეფე და მისი დაჟინებული თვალები, მარტო ერთს რომ უყურებდნენ. ჩურჩურმა გადაუარა ხალხს.
ვიერას ყვავილი და ახალგაზრდა, ველური ტომის მეფე, შესანიშნავ კომბინაციას ქმნიდნენ ზღაპრისთვის, ძილის წინ რომ უყვებოდნენ დედები შვილებს. ამბავს უფრო მეტად ამძაფრებდა ის ფაქტი რომ მესამე ადამიან ორ შორის ობერდეს ჯიან ჰუგო კალიმერე იყო. კაცი რომლის საცოლესაც კანფეტივით უყურებდა ბარბაროსთა მეფე.
ჰელლამაც ვერ შეიკავა თავი და მზერა ჰუგოს მიაპყრო, რომელიც ყველაზე მაღალ საფეხურზე იდგა არისტოკრატთა შორის, საიდანაც თავისუფლად შეეძლო დაენახა ყველაფერი.
მისი სიბრაზისგან წითელი სახე და გაავებული თვალები მეტყველებდა იმაზე რომ შეამჩნია და თავს ძლივს იკავებდა გაშმაგებული ხარივით არ დატაკებოდა ბარბაროსს.
დაძაბული ატმოსფერო მეფის ჩახველწბამ გაფანტა, რომელიც აიტუაციის ამგვარ შემოტრიალებას არ ელოდა და გაღიზიანებას ვერ მალავდა. დარბაზის და მათ შორის კაიდენის ყურადღება მასზე გადავიდა.
ჰელლამაც იგრძნო რომ სუნთქვა უკვე შეეძლო.
მეფის უკმაყოფილო გამომეტყველებაზე ცივად გაიღიმა და მხრები აიჩეჩა, თითქოს ასე უხდიდა ბოდიშს თავაზიანობის ნაკლებობის გამო. მისი ღიმილი საერთოდ არ მალავდა მის ველურობას.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიერას სამეფოში.-მიეგება მეფე მისი ღიმილით ოდნავ მომლბარი.
-გმადლობთ თბილი დახვედრისთვის.
მისმა ზრდილობიანმა პასუხმა გააკვირვა ჰელლა და როგორც კი მამამისის ღიმილად დაღვრილი სახე დაინახა გული ყელში მოებჯინა. ვერ იჯერება, როგორ წამში შეეცვალა განწყობა ბარბაროსის მიმართ.
ესმოდა როგორ საუბრობდნენ ერთმანეთში ზრდილობიანად და გამალებით ფიქრობდა რა უნდა მოემოქმედებინა, რომ ამ სიტუაციიდან თავი დაეღწია. იცოდა, მისი აქ ჩამოსვლა ყველა გეგმას აურევდა.გაფიქრებაც კი შიშის ზარს სცემდა.
მეფესთან საუბრის დასრულების შემდეგ, კაიდენმა დედოფლისკენ გადაინაცვლა, ცივი, მოკლე მისალმება გაცვალა მასთან და ეოსთან და საბოლოოდ ჰელლასთან გაჩერდა.
-მე ჰელლა დე ვიერა გახლავართ,-მშვიდი ხმა ოდნავადაც არ ასახავდა შინაგან მღელვარებას.
ყოყმანის გარეშე, მედიდურად გაუწოდა ხელი. შესამჩნევად უკრთოდა თითის წვერები ნერვიულობისგან.
თითქოს დრო გაჩერდაო, სუნთქვა შეეკრა ნელი მოძრაობით რომ მოიმწყვდია გაყინული თითები ხელში და თავდახრილმა ნაზად მიაკრა ტუჩები ხელზე.
მიუხედავად ვიერის ეტიკეტის უნაკლო მიბაძვისა, კაიდენს ბოლომდე არ დაუმალავს თავისი ველური ბუნება. ხელი არ მოუშორებია ისე გახსნა ტუჩები და კბილებით მოეჭიდა თეთრ კანს.
მოულოდნელობისგან ოდნავ გაუფართოვდა თვალები. ეცადა კრთომისგან სხეულს არ გაეცა და თავისუფალი ხელით ჩააფრინდა კაბის კალთას.
კბილები, რომლებიც ოდნავ ძალუმად ჩააფრინდნენ, მანიშნებელი იყო იმ ღამისა, რომელსაც ერთად იყოფდნენ.
ეცადა ხელი სხვათა შეუმჩნევლად გამოეტაცა, მაგრამ ვერაფერს გახდა. უფრო მშისროდ მოუჭირეს და საბოლოოდ მიაკრეს ტუჩები კანზე.
ბევრი თვალი უყურებდათ მათ, კაიდენი კი გარე მზერასაც არ შეუჩერებია. სიტყვა ‘თამამიც’ არ აღწერდა იმ სითავხედეს რასაც ის სჩადიოდა. მისი მომღიმარი სახე წამითაც არ შეცვლილა. უდადარდელად უყურებდა ლოყებზე სივარდისფრე გადაკრულ ქალს.


***
ჰოლლა, როგორ ხართ? იმედია ძალიან არ დავაგვიანეე. ეხლა მოვრჩი წერას. მგონი შედარებით დიდია, არა?
მადლობა კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის.
მივიღებ შენიშვნებს, აზრებს, იდეებს ან თუნდაც ვარიანტებს.
სთეი ჰეალთიი!!!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ვაიმე აი ამას არველოდიიიი
ძალიან მაგარიაა. იქნებ ჰელლა მოითხოვოს ცოლად ჰაა. კარგი იქნებოდააა. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. ვის აქვს შენიშვნების თავი. ან სად იყო შეცდომა. დამუხტული ვკითხულობდი

 


№2 სტუმარი Ana-maria

მგონი მორჯულდება ჩვენი ველური. ვფიქრობ სამუდამოდ გადაიკვეთა მათი გზები. ძალიან საინტერესო ისტორიაა და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№3 სტუმარი An

ისე გამიხარდა დადებული რომ დამხვდა, უკომენტაროდ ვერ გავატარებ:დ როგორც კი დრო მექნება შემოვვარდები და წავიკითხავ<333333

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მგონი ეს ღამე
პირველი არ იყო როცა კაიდენი ჰელას შეხვდა? რაღაც კიდე ხდება და ძალიან მაინტერესებს, როგორ მინდა უფროხშირ ხშირად დადო რომ რაც შეიძლება ბევრი მალ მალე წავიკითხო ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Nessie

აი ძალიან მომწონს ეს წყვილი და ეს ისტორია, ერთი სული მაქვს როდის დადებ <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ...

აშკარაა რომ ერთმანეთს “იცნობენ” და ის საიდუმლოც ამასთან იკვეთება, მაგრამ რეალურად რა ხდება აზრზე არ ვარ :დ ის ღიპიანი საქმრო მოაშორე ჰელლას, დედოფალიც მიაყოლე ზედ!! აი, კაიდენი რანაირიაააა <3333 მათი მომენტები არ მყოფნის;(( ძალიან პატარაა და სული მელევა ისე მინდა წაკითხვა :დ
მე გადავწყვიტე უკვე, რომ კაიდენი და ჰელლა ერთად უნდა დარჩნენ ჭირი იქა, ფქვილი აქა!! ისეთი წყვილია მართლა ცეცხლს და ენერგიას რომ ასხივებს. ძალიან , ძალიან კარგია ყველაფერი! დადებული რომ მხვდება, მართლა ისე მაბედნიერებს<333
მალე დაგვიბრუბდი<3

 


№7  offline წევრი Margo Tokyo

ოფიციალურად შეყვარებული ვარ ამ ისტორიაზე.
smiling_imp
რა სიგიჟეა?!!
როგორი ჩამთრევი და ორიგინალურია! (და პატარიკო თავები weary )
საოცარად საინტერესო შინაარსი, პერსონაჟები და მთელი ეს აღწერილობა. ასეთი ისტორიები იშვიათად კი არა, საერთოდ არ იწერება და მიხარია, რომ დაბრუნდი!
იმდენად დიდი ინტრიგაა ჩამოგდებული, რა ვიფიქრო, არ ვიცი :D მაგრააააააამ კიდე მინდაააააა. ბევრი დაგვიწერე რა, ძალიან ბევრი bowtie
პ.ს და ჰო, ამათზე მაგარი წყვილი მე არ ვიცი, რაააა!!! კაიდენ მიყვარხარრრრრრრრ, მაგრამ ჰელლას დავუთმობ შენს თავს მხოლოდ heart_eyes

 


№8 სტუმარი

მესამედ შემოვედი ახლა და თავიდან წავიკითხე :დ მიყვარს

 


№9  offline წევრი PARVENU

ჰელლოთ,
როგორ ხართ? იმედია კარგად ამ უსახო დღეებში.
აღვძარი თქვენში ინტერესი?:დ ითს ნაის. მიხარია, რომ განიხილავთ, ძაალიან ამაღელვებელია. ბევრის ნიკი ვიცანი, თურმე რამდენი ვართ ძველი დროიდაან.
ძალიან დიდი მადლობა.
და ახალი თავი, ახალი თავი დაემატება სავარაუდოდ დღეს. ჩემი წერის გრაფიკს თუ გავითვალისწინებთ საღამოს, ძაალიან გვიან.
ჰევ ე ნაის დეი ანდ სთეი ჰეალთიი!
--------------------
Parvenu

 


№10  offline წევრი ირო

არც კი ვიცი რა ვთქვა დროის სიმცირის გამო რომ ვერმოგყვები ფეხდაფეხ მაგრამ თან მიხარია რომ ახალ თავებს შემოამატებ და მე ლოდინი არ მომიწევს.ისტორია კი რაღაც ახალი თავგადასავალია,საოცრად განსხვავებული ყველა შენი ისტორიებიდან.ახლა ჯერ შოკის ქვეშ ვარ ვერაფრით ვიფიქრწბდი რომ ბარბაროსთა მეფე იქნებოდა ის მიმზიდველი მამაკაცი,ახლა კი მეცოდება ჰელლა რას ფიქრობდა და რა გამოუვიდა.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუ რა მაგარია ის უკულტურო და უხეში ბარბაროსების მეფე ყოფილა რა მაგარია კი არ ველოდი კარგია ძალიან მინდა ეს წყვილი ერთად იყოს ის მოხუცი მოაცილეთ ჰელას მაგრამ ესე ადვილად არ იქნება ალბათ ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები მადლობა წარმატებები ????????????????????????♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent