შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი IV]


8-11-2021, 07:10
ავტორი PARVENU
ნანახია 1 183

***
საბოლოოდ, ბანკეტი დასასრულს მიუახლოვდა. ჰელლა სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე და თითქოს სიკვდილი მიყვება კვალდაკვალო, უკან არც კი მოუხედია ისე გადაჭრა ჰოლი.
არავის დამშვიდობებია. ყველაზე ნაკლებ საზრუნავი საკითხი ეს იყო იმ მემენტისთვის მისთვის.
შეუჩერებლად ადგამდა ნაბიჯებს. თითქოს უნდოდა იმ ადგილს და ყველაფერს მოშორებოდა. გაფრენილიყო. სადმე შორს.
ძლიერი თავდაცვითი ინსტიქტი იმისა რომ თვალმიუწვდენელ ადგილას დამალულიყო, ერთადერთი მამოძრავებელი ძალა იყო მისი გონებისთვის.
მისი სეფექალებიც უმალვე აედევნენ კუდში. დაბნეულები მოულოდნელი ცვლილებით. ხმა არ გაუღიათ ისე მიყვნენ პალატამდე, მარდად გახადეს საბანკეტო სამოსი და ძილისთვის გაამზადეს.
ხმა არ გაუღია, მშვიდად იჯდა სარკესთან სანამ თმას დაუშლიდნენ და საბოლოოდ დატოვებდნენ მარტო.
სულ მისი სახე უტრიალებდა გონებაში მთელი ღამე ფხიზლად დარჩენილს.
ღამე, რომელსაც ერთად იზიარებდნენ, ისტორია, ვნება-ყველაფერი ერთად დატრიალებდა თავს.
შეუცნობელი მომავალი უსიამოვნო შეგრძნებებს უტოვებდნენ მუცელში. კანკალ ატანილს მხოლოდ რამდენიმე საათ ჩათვლიმა და დილას გაღვიძებულს, ჩაშავებული უპეები უმშვენენ სახეს.
მთელ სხეულში ტეხდა. თავიც უსიამოდ უბრუოდა.
მალევე შეუდგა საქმეს.
სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდებოდა, გალკოელებს სამეფო სასახლეში გადაეწყვიტათ დარჩენა. ბანკეტის შემდგომ, სრულ შეთანხმებამდე უნდა მიაულიყვნენ მხარეები.
ამ დროისთვის, გალკოელთა მეფეს უკვე გააზრებული უნდა ჰქონოდა, რომ ვიერას მოხუცი მეფე მასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა.
ხელშეკრულება უკანასკნელი რამ იყო რაც აწუხებდა, ყველაზე მეტად მოახლოებული ბანკეტი აშფოთებდა. იმის გაფიქრება, რომ კონფერენციაზე ათასი რჯულის ხალხს, მათ შორის ჰუგო კალიმერეს რომ უნდა შეხვედროდა თავბრუს ახვევდა.
მელანი გვერდზე გადადო, როგორც კი ბოლო დოკუმენტს მოაწერა ხელი. თავის ტკივილი უფრო გაძლერებოდა, უსიამოდ უკაკუნებდნენ საფეთქლებში ჩაქუჩები, რაც კონცენტაციაში მეტად უშლიდა ხელს.
-სუფთა ჰაერზე უნდა გავიდე,-ფეხზე წამოიმართა და კარებისკენ გაემართა.
ბარონესა ადელეს ნერვიულობა გამოესახა სახეზე. მისი მსახურობის განმავლობაში, იშვიათად ახსენდებოდა ყოველთვის გაწონასწორებული და თავდაჭერილი პრინცესა მსგავს მდგომარეობაში. შეწუხებულმა გახედა მის სუსტ ზურგს და მოახლეებთან ერთად აედევნა ჰოლში გასულს.
ეზოს გვერდით, ღია დერეფანს მიუყვებოდა. დილის ნამიანმა სუნთქვამ ოდნავ დაამშვიდა. თითქოს თავის ტკივილიც დაუამა.
ორნამენტულ მცენარეებს შორის აყვავებული ტუბეროსები თეთრად აყვავებულიყო. ცოტაც და მალე გაიფურჩქნებოდნენ. მაგრამ მანამდე მეტი მოვლა სჭირდებოდათ. ის იყო მებაღე უნდა მოეხმო ნაცნობ ფიგურაა ეომ მოგკრა თვალი. გააზრებამ თუ ვინ იყო, ადგილზე გაყინა და ფილტვებიდან ჰაერი გამოეცალა.
ის იყო.
აბრჭყვიალებული მზის სხივების ქვეშ ხეს მიყრდნობოდა და უდარდელად ეწეოდა. თამბაქოს უცნაურ ნისლში გახვეულიყო. გრილი, დახვეწილი ტკბილ სურნელი, რომელიც ფილტვებს უვსებდა, თითქოს უხდებოდა კიდეც.
-ეს ხომ გალკოელთა მეფეა?-მის უკან მოახლეებმა დაიწყეს ჩურჩული.
-ღმერთებო, რეალურია? მისი გარეგნობა.
-შიშის ზარს მცემს.
-თქვენო უდიდებულესობავ,-უმალ მიუახლოვდა ადელე და უჩურჩულა.
სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ეგ ადგილი. მისი და მამაკაცის უართიერთობა, ყველასთვის უცნობი იყო და ასეც უნდა დარჩენილიყო.
მაინც, წამით შეყოყმანდა.
კაიდენს თავი დაეხარა და საკუთარ ფეხსაცმელს დაჰყურებდა, როცა შორისან მომავალი ჩუმი სიცილი მისწვდა ამენას. ზანტად შეირხა და დაღლილი თვალებით ამოხედა მოცინართ. მწველი, გამჭოლი ოქროსფერები ბრწყინავდნენ მზის შუქზე.
წამიერად შეხვდა მათი მზერა ერთმანეთს, როცა მამაკაცმა თვალები მოაშორა. კოლოფი ამოაძვრინა და მოწეული სიგარა გადააგდო. ნელი იყო. ზანტიც კი.
მშვიდად აკვირდებოდა მის დინჯ მოძრაობებს და უფრო ღრმად შედიოდა დერეფნის ჩრდილში. გადაწყვეტილი ჰქონდა, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა ეგ ადგილი.
-მანდ გაჩერდი.
ის იყო მოახლეებს გვერდი აუარა და დერეფანი გადაჭრა ძლიერი ხელი რომ ჩააფრინდა მკლავში და მოულოდნელობისგან შეჰყვირა. წაბორძიკებული, მის უკან აღმართულ მტკიცე მკერდს შეეჯახა და შემკრთალმა ახედა ზემოდან დაჩერებულს.
-სად მიბრძანდებით, პრინცესა?-დაბალმა, ბოროტმა ტონმა გონზე მოიყვანა.
ზურგიდან წამოსული სითბო მთელ სხეულს მოსდებოდა და თითოეულ ადგილს უთბობდა.
-დარწმუნებული ვარ, ჩემთვის რაღაც გაქვს სათქმელი,-მისმა ჩუმმა ჩურჩულმა გააღიზიანა.
შეშფოთებული მოახლეები, შოკისგან ადგილზე გაყინულიყვნენ. ბარონესა ადელე, რომელიც მოულოდნელობისგან დაბნეულიყო, გვიან მოვიდა აზრზე, აღშფოთებული ჩაფრენოდა კაბის კალთას ხმამაღლა რომ შეჰყვირა:
-რა უპატივცემულობაა!
როგორც კი მზერა გაუსწორა, სიბრაზიაგან აფორაჯებული სახე, სისხლისგან დაეცალა. შიშმა მოიცვა სუნთქვა შეკრული და ტერორისგან სხეული აუცახცახდა.
-ის მეფეა,-როგორც კი ფერწასულ ქალს მოჰკრა თვალი, წინ გადაუდგა მამაკაცის მზერისგან რომ დაეცვა და როგორც კი იგრძნო მისი ყურადღება მკაცრად ამოთქვა,-სამეფო წევრის სხეულის შეხება ნებართვის გარეშე შეურაცჰყოფაა. სანამ აქ ხართ, ვიერაში, მსურს ამ წესსვე მიჰყვეთ.
-შეცდომა დავუშვი,-თავი დაუკრა მასზე მიჩერებულმა.
გარკვირვებულს მოახლეებთან ერთად გაუფართოვდა თვალები. არ ელოდა მსგავს პასუხს. არისტოკრატთა წრეში ხშირი არ იყო შეცდომის აღიარება ან ბოდიშის მოხდა, ვინაიდან ეს საკუთარი ღირსების დათმობას ნიშნავდა.
მაგრამ მან აღიარა. ისე, თითქოს არაფერი იყო და ნაზად გაუსწორა მზერა ქალს.
-ნადირობა გალკოელთა მეორე ბუნებაა…-მშვიდად დაიწყო ახსნა ზანტი ღიმილით,-თუ ზურგს შემაქცევ, ჩემი ბუნებრივი ინსტიქტი შენი დევნა და დაჭერა იქნება.
განსხვავებით მისი უდარდელი გამომეტყველებისგან, მისმა სიტყვებმა ატმოსფერო უფრო დაძაბა. ისე საუბრობდა, თითქოს ჰელლა ნადავლი იყო.
შეპასუხებას სიჩუმე არჩია. იცოდა, სხვანაირად კამათს ვერ აიცილებდა თავიდან.
-სასახლეს ხომ არ დამათვალიერებინებდით?-წამით არ მოუშორებია ღიმილი.
მისი სიტყვები საწამლავს უფრო გავდა.
ობერდეს ჯიან ჰუგო კალიმერეს საცოლე და გალკოელთა მეფე ერთად? საუკუნის ჭორი არ ასცდებოდა ვიერას. დარწმუნებული იყო, თუ დასთანხმდებოდა, ამბავი იმისა, რომ გალკოელთა მეფე ვიერას პრინცესას ეარშიყებოდა ცეცხლივით მოედებოდა მთელ ქვეყანას.
მაინც არ შეეძლო უარი ეთქვა. ეს ჭორები არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც კაიდენს ჰქონდა ხელში ჰელლას წინააღმდეგ.
უაუსურობაკ კიდევ ერთხელ წაუჭირა ყელში საბელივით.
მამაკაცმა ხელი გაუწიდა. ისიც უხალისოდ დასთანხმდა.
-თქვენო უდიდებულესობავ…-დაზაფრული მოახლეები უკნიდნან გამოუდგნენ. ადელეს, რომელსაც ჯერ კიდევ არ გადასვლოდა შიში, მამაკაცის წინაშე დგომისას რომ დაუფლებოდა, ვერ წარმოედგინა როგორ უნდა დაეტოვებინა პრინცესა მის კომპანიაში.
-ყველაფერი კარგადაა. დათხოვილები ხართ.
-მაგრამ…
-ჩემი მოვალეობაა სტუმარი გავართო.
მათი წასვლის შემდეგ, მშვიდად დაიძრა და წინ გაუძღვა გზას. ჩუმად მიუყვებოდა ბაღს. ისიც მორჩილად მიჰყვებოდა ქალის ნაბიჯებს.
ხვდებოდა, როგორ მიჰყვებოდათ სასახლეში მყოფთა თვალები ყოველ კუთხეში. თითქოს ფუთკრები კბენდნენ ყოველ მათ გამოხედვაზე, დაჟინებით რომ ათვალიერებდნენ ბაღში მიმავალთ. ვიერას სასახლე მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით ხალხით იყო სავსე.
სულს უგუბავდა შექმნილი გარემო. დაძაბულობისგან კუნთები სტკიოდა. ეგონა არც სუნთქავდა სანამ ბაღის შუაგულში, შედარებით მშვიდ ადგილას არ მოხვდა.
ადგილს გარშემო უნაკლოდ შესხლილი მაღალი ბუჩქები ეკრა კედლად, რომელიც მიუწვდომელს ხდიდა გარე თვალისთვის შიგნით მყოფთ. ცენტრში მოჩუქურთმებული შადრევნიდან წყალი იღვრებოდა. წყალი კვარცხლბეკზე შემდგარ მამაკაცის შიშველ ფიგურას ესხმებოდა და ტალღებში უჩინარდებოდა. ქანდაკება ერთ-ერთი დიდებულ ხელოვნებათა ნიმუშთაგანი იყო ვიერაში, რომელიც სამეფო სასახლის ეზოში იწონებდა თავს.
კაიდენი გაჩერდა, ქალთან ერთად, რომელიც შადრევნის წინ ჩუმად ჩამომსგარიყო. როგორც კი მარტომ დაიგულა მასთან თავი, ყოველგვარი გარე მზერის გარეშე, მიტრიალდა და პირისპირ დაუდგა.
განსხვავებით ვიერას დელიკატური, ნატიფი სილამაზისგან, კაცი ძლიერი და ველური ჩანდა სასახლის გვერდზე, როგორც სიახლის წვეთი თეთრ კანზე.
-თავიდანვე იცოდით?
კაიდენმა წარბები აზიდა კითხვაზე. ქალის სახე ემოციისგან დაცლილი იყო.
-გეკითხებით, გამომეცნაურეთ იმიტომ, რომ იცოდით ვიერას პრინცესა ვიყავი?
-რა მოხდება, თუ ვიტყვი რომ კი?-არც კი უცდია თავი დაეცვა.
მარტო დარჩენილმა უმალვე გამოავლინა ნამდვილი სახე. მისი დამოკიდებულება პირდაპირი და უხეში იყო.
უპასუხოდ დარჩენილ ქალს სიცილით დახედა და უფრო მიუახლოვდა.
-რა, თუ ვიცოდი და ამიტომაც მოვედი? რას იზამ?
-მაინტერესებს, ისარგებლებთ თუ არა ჩემი სისუსტით და გამოიყენებთ თუ არა ჩემს წინააღმდეგ.
თვალები აუციმციმდა ქალის სიტყვებზე, რომელსაც დიდი სიამოვნებით უსმენდა. თითქოს, ყველაფერს, რასაც ამბობდა, მომხიბვლელად თვლიდა.
-კაიდენი,-მოულოდნელად ჩაერია და მეგობრული ტონით განაგრძო,-არ მომმართო, როგორც გალკოელთა მეფეს. დამიძახე კაიდენი.
თხოვნაა თუ ბრძანება? წამით გურბინა გონებაში.
-კაიდენ.
უცნაურად ჟღერდა თავისი ბაგედან წარმოთქმული სახელი. თითქოს გული აუჩქარდა.
-მინდა თქვენი ქმედებები განმიმარტოთ. მიმიჩნევთ როგორც პრინცესას?-მისი ტონი მშვიდი იყო, აუღელვებელი,-თქვენი აღქმა ჩემზე მიკარნახებს, თუ როგორ მოგექცეთ. როგორც გალკოელთა მეფეს თუ როგორც მეძავს.
ქალის განცხადებაზე სიცილი აუტყდა, მისი სიტყვით გამოსვლა საკმაოდ საყვარელი ეჩვენა. ჰელლა კი, მოულოდნელი ხარხარით დაბნეული უსიტყვოდ მიჩერებოდა ჩვეულებრივზე შედარებით გრძელვწვეტიან ეშვებს გაპობილი ტუჩებიდან რომ მოუჩანდა.
-თუ გთხოვ, რომ მეძავივით მომექცე, ჩემი მომსახურების საფასურს გადამიხდი?-თავი გადახარა და გამხიარულებული დააჩერდა.
აშკარად უყვარდა მასთან სიტყვებით თამაში.
გაბრაზებისგან სისხლი აუდუღდა, ეცადა თავი მოეთოკა.
-გადაგიხდით იმდენს, რამდენიც გინდათ.
იგრძნო სახე როგორ წამოუხურდა, მაგრამ მაინც არ დაუკარგავს თამამი ტონი. მსგავს საუბრებს არ იყო მიჩვეული. ეცადა ხელის ზურგით გაეგრილებინა შეფერადებული სახე.
-საჯაროდ, ისე მოგექცევი როგორც პრინცესა, მაგრამ როცა მარტო ვიქნებით, შეგვიძლია კომფორტულად ვიყოთ?-მამაკაცმა გვერდი აუარა და ფანტანის კიდეზე ჩამოჯდა.
-კომფორტულად?
-თავხედობა უფრო გიხდება, ვიდრე პრინცესასავით ქცევა,-თავგადახრილმა ცალი ელეგანტური წარბი ასწია,-როგორც იმ ღამეს.
ეცადა მის შეფარულ სიტყვებზე ყურადღება არ გაემახვილებინა და კამათი არ დაეწყო.
-თუ გადაწყვიტეთ, რომ მომექცეთ როგორც პრინცესას, ეცადეთ თქვენ საზღვრებში დარჩეთ. როგორც ადრე, ხელი ჩამავლეთ…-სანამ დასრულებას შეძლებდა, კაიდენმა მტევანში მოიქცია მისი მაჯა და ეშმაკურად უპასუხა.
-მაგრამ ეხლა მარტო ვართ… და არ მჭირდება, რომ საზღვრების დაცვა.
ნუთუ ყველა მხეცი ასეთია?
მისი თავხედურობით დაღლილს სუნთქვა შეუგუბდა და სიტყვაც არ უთქვამს.
უპასუხოდ დარჩენილ მამაკაცს, თითქოს ეს არც ადარდებდა, ყურადღება გადატანილს შუბლი ნაოჭებად დაღარვოდა.
-ჯანდაბა…უფრო გამხდარი ხარ ვიდრე ადრე. სწორად იკვებები?
გამხდარი მაჯა საოცრად განსხვავდებოდა მისი დიდი ხელისგან. გალკოელთა მისაღები საღამოსთვის მზადებამ, რაც უფრო მკაცრი დიეტის დაცვას ნიშნავდა, საგრძნობლად დაასუსტა და უფრო პატარა გახადა.
ახსნა არ უცდია ისე გამოსტაცა მაჯა და გაკვირვებით დააკვირდა როგორ ჩაყო მამაკაცმა თავისუფალი ხელი შადრევანში. თითქოს მასზე შეხების შემდეგ იბანდა.
-იმ ღამეს მომხდარი… შეგიძლიათ თქვენთვის შეინახოთ?
-არ ვიცი,-თვალები მოჭუტა ჰელლას სასოწარკვეთაზე და თავდახრილს ჩაეცინა.
ორაზროვან, ცბიერ პასუხზე იგრძნო, როგორ ამოუტრიალდა მუცელი და ხელები გაუცივდა.
-რა გინდა ჩემგან?! რა…- მოთმინება დაკარგულმა ხმას აუწია და დასრულება ვერ შეძლო, მამაკაცის ქმედებაზე.
უკითხავად ჩაუდო ტუჩებს შორის რაღაც.
თვალებ გაფართოებული ადგილზე გაყინულიყო. წამიერად ვერ მიხვდა რა მოხდა, მხოლოდ ენაზე მოთავსებულ უცხო სხეულს გრძნობდა. ინსტიქტურად დაჰყვა, მორჩილად ღეჭავდა ტკბილ, წებოვან მასას, სასიამოვნოდ რომ ეშლებოდა პირში.
სიამოვნებას დამორჩილებულს, თითქოს სხეული შეუტოკდა. სიტკბო იმ უკმარისობის გრძნობას უვსებდა მთელი დღეები შიმშილისგან რომ დარჩენოდა.
-თესლი უნდა გადმოაფურთხო.
ჯერ კიდევ დაბნეულს მოქნილი, გრძელი თითებით გაუხსნა ტუჩები და ენაზე მოთავსებული თესლი აიღო.
ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
-პალმის ჩირებია. მოგეწონა?
სახე სირცხვილისგან წამოუწითლდა, როცა საბოლოოდ მიხვდა რაც გააკეთა. ხილის სიტკბოსგან იმდენად იყო გაბრუებული ვერც კი იაზრებდა მის ქმედებას.
ვერაფერი უპასუხა. ჯერ კიდევ დაბნეული უყურებდა კაიდენს მომდევნო ჩირი რომ მოუთავსა ტუჩებს შორის.
წინააღმდეგობის გარეშე, მორჩილად დათანხმდა.
-მე მხოლოდ ერთი რამ მინდა,-უყურებდა როგორ აგემოვნებდა საოცრად ტკბილ ნაყოფს და ბოროტად უჩურჩულა,-მინდა დასთანხმდე ყველაფერს, რასაც მე მოგცემ.
იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. თითქოს მოჯადოვებულიაო, უპრობლემოდ, ხალისით გადაყლაპა მწიფე ნაყოფი.
ფინიკის ჩირები არ იყო ვიერასთვის ხშირი საკვები არსებული კლიმატის გამო. თვითონაც ერთადერთხელ ჰქონდა გასინჯული, როცა წლების წინ, ბავშვობაში გალკოელმა მონამ უსახსოვრა საჩუქრად. მოგონებები იმდენად შორი იყო და ბუნდოვანი, უკვე ვეღარ იხსენებდა ვერც იმ ნაყოფის გემოს და ვერ იმ ბიჭისას, გულმოდგინედ რომ უზიარებდა საკვებს.
ახალი არომატისგან აღფრთოვანებული, გემრიელად აგემოვნებდა ჩირის რბილობს მთელ პირს რო უტკბობდა. გააზრების გარეშე ხმაურიანად ილოკავდა ტუჩებზე დარჩენილ წებოვნებას ახალმა სირცხვილის ტალღამ რომ დაუარა. თითქოს თავი დაეკარგა, ყოველგვარი ეტიკეტის და რიდის გარეშე იქცეოდა. მის წინ მჯდომი კაიდენი კი სულაც არ თვლიდა ქალის მიერ ტუჩების ლოკვისგან გამოცემულ ხმებს სასირცხვილოდ. გულმოდგინედ იყო დაკავებული, რომ რაც შეიძლება მეტი საკვები მიეწვდინა წინ მდგომი სუსტი სხეულისთვის.
მეფის დაკვირვებული თვალები, დაჟინებით უყურებდნენ სანამ ჰელლა მისგან მიწვდილ ჩირებს გულმოდგინედ ჭამდა და თესლებს კი ხელის გულზე იგროვებდა.
როგორც კი დაასრულა ყველა მიწვდილი ნაყოფი ყოყმანით დახედა ხელზე დაგროვებულ თესლებს. არ იცოდა რა უნდა ექნა.
თითქოს მიხვდაო, ხელი გაუწოდა და გამოართვა. არც დაფიქრებულა ისე მოისროლა ბუჩქებში.
-თესლია, რომელიც ისევ მიწას უნდა დაუბრუნდეს,-სწრაფადვე განუმარტა ქალს.
მორჩილად დაუქნია თავი. მებაღე, რომელიც გულმოდგინედ უვლიდა ბაღს, იმედია რამდენიმე თესლს ვერც შეამჩნევდა.
წებოვანი ტუჩები კიდევ ერთხელ მოიწმინდა. ნელა მიუახლოვდა შადრევანს. ცივ წყალში ხელზე დარჩენილ სისველის მოშორებას ცდილობდა და გვერდულად, შეფარვით უმზერდა მამაკაცს.
ყველაფერი რასაც მასში ხედავდა, თავისებური იყო. იქნებ იმიტომ, რომ უცხო ქვეყნიდან იყო? ყველაფერს, რასაც ის აკეთებდა აბნევდა. გააზრებულად თუ გაუაზრებლად ყველაფერს ურევდა, აქამდე დალაგებულ რუტინას თავდაყირა უყენებდა, დღევანდელი დღის ჩათვლით.
მოულოდნელად გააზრებამ უცებ შეაკრთო.
დედოფალი როსელია პირადად შეამოწმებდა კონფერენციისთვის მზადება როგორ მიდიოდა. ერთ-ერთი საკითხი კი თავად იყო. იმაზე ფიქრი, რომ ხვალ მის წინ კაბის მორგება მოუწევდა, თავს ატკიებდა. წუხილი გამოხატვოდა სახეზე, იმაზე დარდით რომ მუცელი მომატებოდა. ჩირის სიტკბოთი დაბინდულს, არც კი ახსოვდა მკაცრი დიეტა, აქამდე რომ იცავდა.
ბოლოს გემრიელად როდის ჭამა? არც კი ახსოვდა.
მათი საერთო ღამე და მის შემდეგ საუზმე გაახსენდა. სისავსის და კმაყოფილების შეგრძნებმა, იქაურმა საკვებმა რომ დაუტოვა.
ფიქრებში ჩაძირული, კაიდენმა მოიყვანა გონს, როცა ხელი ჩაავლო. გაოცებულმა დახედა ხელის გულზე ყუთი რომ მოუთავსა და ფრთხილად შეაკვრევინა თითები.
ფინიკის ჩირებით იყო სავსე ლამაზად გამოთლილი ხის ყუთი.
კაიდენზე დააბრუნა გაკვირვებული მზერა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს ჯერ კიდევ უმ, სისხლისგან დაუწურავ ხორცს ჭამდა. მისგან ჩირებით სავსე ყუთის ტარება კი გასაკვირი იყო, თითქოს სრულიად არ შეესაბამებოდა სისხლიან ბუნებას.
-გალკოელებს სჯერათ რომ ტკბილ საკვებს შეუძლიათ ბოროტი სულების განდევნა. მეც მიყვარს ტკბილეული. მიიღე ჩემი საჩუქარი.
წამით დაჰყურებდა ყუთს. მაცდურად უმზერდნენ მწიფე, წვნიანი ჩირები.
არ შეეძლო მიღება.
თავი დაახურა და მტკიცედ გაუწოდა მამაკაცს, უარის ნიშნად.
-არ მომიწამლია,-გამორთმევის გარეშე უპასუხა.
-არ შემიძლია მივიღო. ასე რომ დაიბრუნე.
-რატომ?
-იმიტომ რომ დიეტაზე ვარ,-დაღლილმა ამოთქვა.
კაიდენს ინეტერესისგან თვალები აენთო. ფიქრი იმაზე რომ განზრახ შიმშილობდა, გააღიზიანა.
-დიეტა რისთვის?
-ამის მიზეზი, სულ მცირე, თქვენ არ გეხებათ.
საერთოდ არ სურდა მისი სიბრალული მიეღო. ყველაზე ნაკლებად უნდოდა სიბრალულის ობიექტი ყოფილიყო.
-დარწმუნებული ხარ, რომ ჩემგან არაფერი გჭირდება?-საუბარი კვლავ არასასურველი მიმართულებით რომ არ წასულიყო თვალი გაუსწორა და გაბედულად ჰკითხა.
-რა თქმა უნდა, მინდა.-თავი გააქნია ყუთის მიმართულებით.-ყველა შეჭამე. ეს ბრძანებაა იმისგან ვინც შენი სისუსტე იცის.-თითებით შეეხო ხის გლუვ ზედაპირს,-უფრო მეტი ხომ არ გაჭამო?
სახე გაუქვავდა ზანტად რომ ჩაიცინა კაცმა. უფრო მეტად ვერ დაძაბავდა სიტუაციას და უსიტყვოდ დათანხმა საჩუქარს. მჭიდროდ მოიქცია თითებში.
-გთხოვ დაივიწყო რაც იმ საღამოს მოხდა. თუ მთვლი, როგორც ამ წვეყნის პრინცესას, უხამსად ნუ მოიწცევი,-მკაცრად ამოთქვა გაღიზიანებულმა.
-უხამსად?
-ვგულისხმობ ნებართვის გარეშე შეხებას.
-კონკრეტული იყავი. მე გაუნათლებელი მხეცი ვარ, ამიტომ ვერ ვხვდები კონკრეტულად რას გულისხმობ.
-როცა უეცრად მკლავში ხელი ჩამავლე… ან თითები ჩამიდე პირში…
ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ტუჩები და თვალები აენთო. თავი ვეღარ შეიკავა, გულიანი ხარხარი აუტყდა.
როგორც შადრევნიდან გადმოსხმული წყლის წვეთები არღვევდნენ სიჩუმეს, მისი სიცილიც მოურიდებლად არღვევდა გამეფებულ სიწყნარეს.
-მოგწონს, როდესაც ამას ვაკეთებ, არა?
ჰელლამ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. მის შეფარულ ნათქვამს მიხვდა და ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
კაიდენი ძალზედ განსხვავდებოდა იმ ადამიანთაგან, რომლებთაც აქამდე შეხვედროდა. ვერ ხვდებოდა მამაკაცის განზრახვას, საქციელს, სურვილებს და ეს უფრო მეტად რევდა.
დამშვიდებულმა თვალები გახსნა. უნდოდა ესაყვედურა და თავისი გარყვნილი აზრებისგან გამოეფხიზლებინა, როცა უცხო ხმა მისწვდა სმენას-ვიღაც ხმაურიანი, ჩქარი ნაბიჯებით უახლოვდებოდათ.
შემკრთალს, ლამის ყუთი გაუვარდა ხელიდან. სახე გაქვავებოდა და გაშეშებული უყურებდა როგორ მოემართებოდა მისკენ ვერცხლისფერ თმიანი მამაკაცი. ეოსს, ჰელლას ნახევარძმას ცარიელი გამომეტყველება აკროდა აკროდა სახეზე.
ეოსი, თავისი გარეგნობით ნამდვილად გამოირჩეოდა ვიერაში. მისი თეთრი თმები და ცისფერი თვალები დელიკატური ნაკვთებით, თვალს ჭრიდა მნახველს. მაგრამ მისი სილამაზე მხოლოდ ნიღაბი იყო ჰელლასთვის. ნიღაბი, რომლითაც საკუთარ ბნელ, საზიზღარ ბუნებას მალავდა.
ცივი, ტემპერამენტიანი ტახტის მემკვიდრე ბევრში იწვევდა შიშს. ჰელლასთვის კი ყოველთვის უსიამოვმო შეგრძნებებთან ასოცირდებოდა მასთან შეხვედრა. როგორც ეხლა.
მისი გამჭოლი მზერა მალე მოავლო ქალს, მის ხელში მოთავსებულ ყუთს და შემდგომ კაიდენს, უდარდელად რომ ჩამომჯდარიყო შადრევნის კიდეზე.
-დილა მშვიდობის, თქვენო უდიდებულესობავ.-ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიესალმა პრინცს.
ერთი შეხედვით, თითქოს მისი ხმა სასიამოვნო, თავაზიანი იყო. ცოტა ხნის მერე გაიაზრა ეოსმა, მეგის ტონი მშრალი, მოსაწყენი იყო და ცვლილება ატმოსფეროსაც შეეტყო.
სიჩუმე ჩამოვარდა სამს შორის. მხოლოდ წყლის და ჩიტების ხმა არღვევდა უცნაურ, დაძაბულ გარემოს, რომელიც საბოლოოდ ეოსმა დაარღვია.
-არ მეგონა, გალკოელთა მეფე აქ თუ იქნებოდა.
-ეს ის ადგილია, სადაც შესვლა აკრძალული მაქვს?-მშვიდად ახედა წინ აღმართულს.
-არ ვიცი როგორია გალკოელთა წეს-ჩვეულება,-კბილებში გამოცრა გაღიზიანებულმა,-მაგრამ, აქ, ვიერას სამეფოში, კაცთან მარტო დაუქორწინებელი ქალის ხილვა, არ არის კარგი.
დაჟინებით გახედა ჰელლას. მისი სიტყვები ბასრი ხანჯლებივით იყო, უშუალოდ მისკენ მიმართული.
-დაო.
მის მიმართვაზე უსიამოვნო გემო დაეუფლა. ნერვიულად იკბინა ტუჩზე.
თავისი ნახევარძმა არასდროს მიმართავდა, როგორც დას. ბავშვობიდან ჰქონდა გააზრებული, რომ მას პატივისცემით და რიდით უნდა მოპყრობოდა. მას კი დად მაშინ მიმართავდნენ, როცა საჭიროდ ჩათვლიდა.
ეხლაც ასეთი სიტუაცია იყო. ეოსს არ უნდოდა გალკოელთა მეფეს ეხლა ვიერას სამეფო ოჯახის შიდა არეულობა.
-შენთვის მოვედი, რომ რაღაც მეთქვა. წყნარ ადგილზე წავიდეთ,-ტონი ბრაზისგან ჩახშული ჰქონდა.
იცოდა, თუ არ დაჰყვებოდა, როგორ გაიზრდებოდა მისი რისხვა და მორჩილად მიყვა.
-დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.
პასუხად ძლიერად ჩააფრინდა მაჯაში და უხეშად მიიზიდა. ყურადღება არ მიუქცევია წონასწორობა დაკარგული ქალისთვის, ისე წაიყვანა გასასვლელისკენ.
უხეშად დათრეულს, ეცადა ყურადღება ტკივილზე არ გაემახვილებინა. უემოციოდ მიიხედა და მამაკაცის თვალებს გაუსწორა მზერა, წამითაც რომ არ ტოვებდნენ.
გამომეტყველება უკმაყოფილო ჰქონდა, მზად იყო დაეხრჩო ეოსი. თუმცა, როგორც ვიერაც მომავალი მმართველის,მისთვის ხელის შეხება მარტივი არ იყო. დაპირისპირებას თავისუფლად შეეძლო ორ ქვეყანას შორის ომი გამოეწვია.
მაგრამ მაინც, არ შეეძლო არ ეკითხა, გინდა დახმარება?
ტუჩების მოძრაობით მიხვდა მის კითხვას. მწველ ოქროსფერებს თანხმობის იმედი ჰქონდათ.
ჰელლამ უარყოფის ნიშნათ თვალები დახარა.
ასე ბევრად უკეთესი იყო.
არ უნდოდა ეოსს გაყოლოდა. ძალიან ღრმად, გულის ბნელ კუთხეში უნდოდა მიეღო მისგან დახმარება, მაგრამ უკვე დიდი ხანი იყო გასული იმის გააზრებიდან, რომ იმის მიყოლა რაც თავის გულს სურდა გულუბრყვილობა იყო.
ჰელლამ თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად. ისევ გრძნობდა კაიდენის მზერას, მაგრამ უკან აღარ მიუხედია. მორჩილად მიყვა და როგორც კი მის თვალთახედვის არეს მიეფარნენ, ეოსმა ბაღის კუთხეში ძლიერად უბიძგა მაღალი ხისკენ. უხეშ მერქანზე მიხეთქებულს ტკივილისგან სახე მოეჭმუხნა, იგრძნო, როგორ გაიხა კაბის ნაზი ნაჭერი.
არც დაფიქრებულა, ძლიერად ჩაავლო ხელი ლამაზად ახვეულ თმაში და თავი გადააწევინა.
-რას აკეთებდი?
ტკივილისგან თვალებში დაუბნელდა. ეგონა ზეწოლისგან კისერი გადატყდებოდა. ბუნდოვნად ესმოდა ეოსის ხმა.
-გეკითხები! რას აკეთებდი იმ კაცთან?-თვალები სიგიჟისგან უბრწყინავდა.
ზიზღისგან სახე მოებრიცა მისი შეხება მხრებზე, მკერდზე, წელზე რომ იგრძნო.
ყურებში უფრთქავდა გული.
როცა კაბის კალთის აწევას შეეცადა, სულშეგუბული აფართხალდა და მთელი ძალით გააწნა სილა. იცოდა საკმარისი ძალა არ ჰქონდა, მაგრამ სხვა გზა არ დარჩენოდა.
თითქოს გონზე მოვიდაო, თმაში ჩავლებული ხელი ოდნავ მოუშვა და უხეშად უბიძგა უკან.
ეშმაკისგან შეპყრობილს უგავდა თვალები.
-ნუ იქნევ თეძოებს გალკოელების წინ,-ზემოდან დახედა და ცივად გააფრთხილა,-გაიგე, დაო?
იგრძნო როგორ აწითლებოდა სახე სიბრაზისგან.
ეცადა არეული ვარცხნილობა და შელახული კაბა გაესწორებინა. როგორც კი ოდნავ მოიწესრიგა თავი, ზიზღით სავსე მზერა ესროლა წინ აღმართულს.
-არ იდარდო, ძმაო,-დაუსისინა,-ჰუგო კალიმერემაც რომ შემაშინოს, ამას არ ვიზამ.
მარკიზის ხსენებაზე წამით მოეღუშა სახე კაცს, სანამ მანიაკალური ღიმილით დახედავდა სახე არეულს.
-შენ კარგი ხარ, ძალიან კარგი უარყოფაში. ბაღებში, გალკოელებთან ერთად მალვაშიც, არანაკლებ,-უჩურჩულა ყურთან ახლოს, სანამ ნიჟარას არ შეეხო.
თმებში ჩავლებული თითები გაუშვა, ნელა ჩამოაცურა და ლოყაზე მიეფერა. მისი გრძელი, წვრილი თითები ნაზად ეალერსებოდნენ კანზე და დამცინავად უყურებდნენ ჩაწითლებული ცისფერებით.
-გითხრა, რომ შენზეა შეყვარებული? გითხრა, რომ შენთან დაწოლა უნდა?
ჰელლას წამით უნდოდს რომ დათანხმებოდა. ეთქვა რომ მართალი იყო.
-არაფერი მომხდარა,-მშვიდად უპასუხა, უემოციოდ,-დაინტერესებული იყო, რადგან ობერდეს მარკიზის საცოლე ვარ.
ჩუმად აკვირდებოდა ეოსი. სიცრუის კვალს ეძებდა ქალში მზერა ისევ ჩვეულებრივი, ცარიელი რომ გამხდარიყო.
ახლოს იყვნენ. წარსულში, ის და ჰელლა. ზრუნავდნენ ერთმანეთზე, იმდენად, რამდენადაც ნამდვილი და-ძმა იზრუნებდა.
და ეოსი აღმერთებდა ჰელლას. აძლევდა ყველაფერს, რაც შეეძლო და უსრულებდა ნებისმიერ სურვილს. თითქოს იმ დანაკლისს უვსებდა უდედოდ დარჩენილს რომ შემოკედლებოდა ბავშვობიდან. სიცარიალეს იმდენად აღარ გრძნობდა და გულით უხაროდა მასთან ყოფნა. მაგრამ როგორც ხშირ შემთხვევაში, დრომ ერთმანეთს დააშორა.
როგორც კი ჰელლა გაიზარდა, გრძნობებიც შეიცვალა. იმის აღმოჩენა, რომ ერთმანეთს ადარებდნენ კონკურენტობა, შური დაბადა. მიდი დის თითოეული წარმატება, მწველი ეკალი იყო გზაზე დაგდებული. მის გვერდით მდგომს თავის არასრულფასოვნად აღქმამ ნელ-ნელა შეიპყრო. აღტაცება ეჭვიანობით შეიცვალა, სიყვარული კი დიძულვილში გადაიზარდა.
არ მოსწონდა როგორ ყვაოდა და იფურჩქნებოდა ნელ-ნელა. ძლიერი სურვილი კლავდა იმისა, რომ დაეჭკნო, ჩაეხშო ნებისმიერ ფასად.
ჰელლამაც დატოვა. დედის გარდაცვალება გასაღები იყო მისი ამ ურთიერთობიდან წასვლის. ოჯახი არ იყო ის სახლი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებდა საძირკველს. იცოდა, არ უნდა მოჭიდებოდა, როდესაც ეოსის ნამდვილმა ფერებმა იჩინეს თავი და დაშორდა.
-ჰელლა,-მისმა ხმამ გამოაფხიზლა. უსიამოვნო ჟრუანტელად დაუარა ხერხემალში.
ლოყიდან თითები ისევ თმაში შეუცურა, ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაუწია, რბილად, ნაზად.
-უნდა ისწავლო ჩემი მოსმენა,-სერიოზულად, გამაფრთხილებელი ტონით უჩურჩულა,-და ნუ იხეტიალებ იქ, სადაც ჩემი თვალები ვერ დაგინახავენ.
უსიტყვოდ დაუქნია ქალმა თავი.
უნდოდა ყველაფერი ეს მალე დამთავრებულიყო.
ძალიან დაღლილი იყო.


***
ჰელლოთ.
ექვსი საათია ვწერ? უფრო მეტი. მგონი ძალიან პატარა არაა ხო? მალევე დავამატებ ახალს.
იმედია ჯანმრთელად ხართ. მადლობა კიდევ ერთხელ. როგორც ვთქვი, ბევრი ჩემისთანა ბებერი ნიკი ვნახე და გამიხარდა^^ ნაის თუ მით იუ.



№1  offline წევრი Niako261995

ძალიან კარგად წერთ.ველოდები თითოეულ ახალ თავს.ყოველი მათგანი განსაკუთრებულია.სასიამოვნოა ♡

 


№2 სტუმარი ნინო გ

გამიხარდა ძალიან რომ ვნახე ახალი თავი.სულმოუთქმელად წავიკითხე.ვფიქრობ ეოსს უფრო მეტი უნდა ჰელლასგან ვიდრე სასახლის ეტიკეტების დაცვაა.კარგად წერ წარმატებები და ველიი შემდეგ თავს )

 


№3 სტუმარი An

როგორი კარგი ისტორიაა!! დიდი თავი იყოთქო, ვერ მოგატყუებ, მაინც არ მეყო ;დ კაიდენის და ჰელლას მომენტები მინდა რომ სულ წავიკითხო, არადა არ მყოფნის((( კაიდენის აღზევებას ველოდები, დარწმუნებული ვარ ჰელლას დაეხმარება გათავისუფლებაში. უემოციოს გამოაცოცხლებს. მოკლედ ვერ ვისვენებ კიდე მინდა წაკითხვაა:(
ეს ეოსსი მოაშორეთ რაააა, საიდან მოეთრა, ვის უბედავს?!
გელოდები სულმოუთქმენლად იცოდე, აი სულმოუთქმენლად<3

 


№4  offline წევრი ლილილი

ამ ეოს ინცესტი იზიდავს

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

აი უბრალოდ რა დამთრგუნველია ამდენი ეტიკეტი და მოვალეობა. მეცოდება ჰელლა. თეთრი ყვავის და იმედია გალკოელი გადაარჩენს და აზიარებს თავისუფლების სიამოვნებას

 


№6 სტუმარი bzhiki

ანუ, ის მონა ბიჭი, ვისაც ბავშვობაში შეხვდა ჩირებით კაიდენია???!! და არ ახსოოვს

 


№7 სტუმარი სტუმარი Nessie

ძაან განსხვავებული, არაბანალური და უზომოდ საინტერესო ისტორიაა, ველოდები შემდეგს მოუთმენლად ❤️

 


№8 სტუმარი ნინო გ

ლილილი
ამ ეოს ინცესტი იზიდავს

მეც ეგ შევნიშნეე. იზიდავს მაგრამ არ უტყდება თავს

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ჰელა ძალიან უბედურია :( კ იმედია მალე მოიფიქრებს კაიდენი რამეს, ძალიან მინდ ამალე გაგრძელდეს უზომოდ მომწონს ❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი Margo Tokyo

პატარა საიდუმლოსაც აეხადა ფარდა (მგონი).
ვფიქრობ, ის მონა იყო კაიდენი.... 99%ით.
რაც შეეხება ჰელლას ძმას... ინცესტზე არ მიფიქრია, აშკარაა, რომ ეიზღება და იმედია მხოლოდ ასეა. არ გვჭირდება მისი გრძნობები აქ :დ
ჰელლას რომ ერთადერთი სურვილი გააჩნია, ეს იგრძნობა და იმედი მაქვს, კაიდენი მოუკლავს სიკვდილის სურვილს... იდეალური წყვილია და ეს პატარიკო თავები მტანჯავს. <3 ნუ, ცოტათი დიდი იყო, მაგრამ მაინც პატარაა:(( მართლა ისეთი ისტორიაა, კითხვა რომ არ გღლის და პირიქით, უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. ასეთი გრძნობა ოსტინის წიგნზე მაქვს მხოლოდ... დარსის პიროვნება არ მღლის და ასეა კაიდენი <3
გელოდები ძალიან heart_eyes

 


№11 სტუმარი Laka127

ყოველი ახალი თავის კითხვა სიამოვნებაა, ველოდები გაგრძელებას და ვერანაირ პროგნოზს ვერ ვაკეთებ ეს ის შემთხვევაა ????????❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი ........

როდის დადებბბბ ვერ ვითმენ უკვე sob

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინო

ვგიჟდები ლამაზ ეროტიკაზე, უჩას და მაკრინეს მერე მსგავსი კარგა ხანია არაფერი წამიკითხვას, ხოდა პირველი თავის სცენა რომ არ გააგრძელო სადმე რომელიმე თავში, არ იქნება კარგი ამბავი????????????????????

 


№14 სტუმარი ნნ

პირველი თავი რომ არ გამეორდეს მე სახლში ცოცხალი არ წავალ!! ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორის სრუუულიიაად ;დდდ

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინო

სტუმარი ნინო
ვგიჟდები ლამაზ ეროტიკაზე, უჩას და მაკრინეს მერე მსგავსი კარგა ხანია არაფერი წამიკითხვას, ხოდა პირველი თავის სცენა რომ არ გააგრძელო სადმე რომელიმე თავში, არ იქნება კარგი ამბავი????????????????????

უჩა და მაკრინე რომელი ისტორიიდანაა?

 


№16 სტუმარი

სტუმარი ნინო
სტუმარი ნინო
ვგიჟდები ლამაზ ეროტიკაზე, უჩას და მაკრინეს მერე მსგავსი კარგა ხანია არაფერი წამიკითხვას, ხოდა პირველი თავის სცენა რომ არ გააგრძელო სადმე რომელიმე თავში, არ იქნება კარგი ამბავი????????????????????

უჩა და მაკრინე რომელი ისტორიიდანაა?

შეცდომით მოტაცებული, საოცარი ისტორიაა..
პ.ს ავტოროო გელოდებიიიიიი

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინო

სტუმარი ნინო
სტუმარი ნინო
ვგიჟდები ლამაზ ეროტიკაზე, უჩას და მაკრინეს მერე მსგავსი კარგა ხანია არაფერი წამიკითხვას, ხოდა პირველი თავის სცენა რომ არ გააგრძელო სადმე რომელიმე თავში, არ იქნება კარგი ამბავი????????????????????

უჩა და მაკრინე რომელი ისტორიიდანაა?

შეცდომით მოტაცებული, საოცარი ისტორიაა..
პ.ს ავტოროო გელოდებიიიიიი

მადლობა

 


№18  offline წევრი PARVENU

გამარჯობაა. როგორ ხართ? იმედია კარგად.
ყველა კომენტარს ვკითხულობ და ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ და მიყვებიტ ისტორიას. ძალიან დიდი სტიმულია. მინდა ახლი თავი შედარებით დიდი იყოს და შესაბმისად გამეწელა რამდენიმე დღით ატვირთვა. ვეცდები დღეს ან ხვალ უკვე დამატბული იყოს.
პ.ს. ჰო, რაც შეეხება ‘adult content’, ამ საკითხზე ცოტა ვყოყმანობ. ნუ, შეიძლებ იფიქროთ, პირველი თვის მერე რაღა გაქ საფიქრიო, მაგრამ… მინდა ‘ფარგლებს’ არ გავცდე და არ დავზაფრო ვინმე? ჰო, რაღაც ესე.
პ.ს.ს. ისტორიაზე არ მიმითითებია ასაკობრივი ზღვარი, რადგან არ მინდ ამან მიიქციოს ყურადღება და მკითხველები გაზარდოს. ამიტომ ვფიქრობ, შემდეგ +18 თავებს არ მივუთითო ასკობრივი შეზღუდვა. თუ ადმინისტრცია საპირისპიროდ ფიქრობს, გვითვლისწინრბ.
ჰევ ე ნაის დეი.
--------------------
Parvenu

 


№19 სტუმარი Laka127

PARVENU
გამარჯობაა. როგორ ხართ? იმედია კარგად.
ყველა კომენტარს ვკითხულობ და ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ და მიყვებიტ ისტორიას. ძალიან დიდი სტიმულია. მინდა ახლი თავი შედარებით დიდი იყოს და შესაბმისად გამეწელა რამდენიმე დღით ატვირთვა. ვეცდები დღეს ან ხვალ უკვე დამატბული იყოს.
პ.ს. ჰო, რაც შეეხება ‘adult content’, ამ საკითხზე ცოტა ვყოყმანობ. ნუ, შეიძლებ იფიქროთ, პირველი თვის მერე რაღა გაქ საფიქრიო, მაგრამ… მინდა ‘ფარგლებს’ არ გავცდე და არ დავზაფრო ვინმე? ჰო, რაღაც ესე.
პ.ს.ს. ისტორიაზე არ მიმითითებია ასაკობრივი ზღვარი, რადგან არ მინდ ამან მიიქციოს ყურადღება და მკითხველები გაზარდოს. ამიტომ ვფიქრობ, შემდეგ +18 თავებს არ მივუთითო ასკობრივი შეზღუდვა. თუ ადმინისტრცია საპირისპიროდ ფიქრობს, გვითვლისწინრბ.
ჰევ ე ნაის დეი.

დამიჯერე არაფერია საყოყმანო, ამ საიტს ძალიან აკლია ასეთი განსხვავებული ისტორიები ???? მოუთმენლად ველი გაგრძელებას❤️

 


№20 სტუმარი ნ.ნ

Laka127
PARVENU
გამარჯობაა. როგორ ხართ? იმედია კარგად.
ყველა კომენტარს ვკითხულობ და ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხართ და მიყვებიტ ისტორიას. ძალიან დიდი სტიმულია. მინდა ახლი თავი შედარებით დიდი იყოს და შესაბმისად გამეწელა რამდენიმე დღით ატვირთვა. ვეცდები დღეს ან ხვალ უკვე დამატბული იყოს.
პ.ს. ჰო, რაც შეეხება ‘adult content’, ამ საკითხზე ცოტა ვყოყმანობ. ნუ, შეიძლებ იფიქროთ, პირველი თვის მერე რაღა გაქ საფიქრიო, მაგრამ… მინდა ‘ფარგლებს’ არ გავცდე და არ დავზაფრო ვინმე? ჰო, რაღაც ესე.
პ.ს.ს. ისტორიაზე არ მიმითითებია ასაკობრივი ზღვარი, რადგან არ მინდ ამან მიიქციოს ყურადღება და მკითხველები გაზარდოს. ამიტომ ვფიქრობ, შემდეგ +18 თავებს არ მივუთითო ასკობრივი შეზღუდვა. თუ ადმინისტრცია საპირისპიროდ ფიქრობს, გვითვლისწინრბ.
ჰევ ე ნაის დეი.

დამიჯერე არაფერია საყოყმანო, ამ საიტს ძალიან აკლია ასეთი განსხვავებული ისტორიები ???? მოუთმენლად ველი გაგრძელებას❤️

ვეთანხმები სრულიად. არაფერია საყოყმანო, პირიქით, ეს ესთეტიკა სულ სხვა ხიბლს სძენს ისტორიას, ამიტომ ასაკის ან მსგავი თემების გამო თავს ნუ შეიკავებ, ამ ისტორიას ზედმეტად უხდება ჰოთ სცენები <3333 მე პირადად ესთეტიკად აღვიქვამ ამ წყვილს.

 


№21 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ეს თავი რაღაც განსაკუთრებული იყო მგონი წყვილი უფრო ბედნიერი იქნება სასახლის გარეთ შიგნით ისეთი დამდგუნველი სიტუაცია,მეც ესე მგონია კაიდენო ის პატარა ბიჭია პატარაობისას რომ იცნობდნენ და მგონი ექნებათ გულახდილი საუბარი და იხსნის პრინცესას კაიდენო იმ უჟმურებისგან,ზოგ ზოგიერთების კომენტარებმა გაამხიარულა... მადლობაო წარმატებები ????????????♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent