შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი V]


14-11-2021, 05:33
ავტორი PARVENU
ნანახია 9 610

***
-თქვენო უდიდებულესობავ!-ხმა აცახცახებოდა ბარონესა ადელეს, სახე ქაღალდს მიუგავდა, თოვლივით გაფითრებულს.
საკუთარ პალატაში დაბრუნებულს, სეფექალები დახვდნენ. წესისამებრ ჩამწკრივებულები, ერთმანეთის გვერდიგვერდ. მათ წინ, რანგის მიხედვით ადელე დამდგარიყო. განერვიულებულს, ტუჩები აცახცახებოდა. როგორც კი კარისკაცებმა პრინცესას მისვლა აუწყეს, გულამოვარდნილი მივარდა კარებში შემოსულს.
-პრინცი გეძებდათ, თქვენო უფიდებულესობავ!
-დიახ, უკვე შევხვდი,-მშვიდი, რბილი ღიმილით დაუქნია თავი აფორიაქებულს,-არაფერია სანერვიულო.
მიუხედავად მისი მცდელობისა, ბარონესას თვალები კვლავ ღელვით ავსებულიყო. თითქოს ვერ დაეჯერა, დაჟინებით სწავლობდა პრინცესას ფერ დაკარგულ სახეს, არეულ თმებს და შელახულ კაბას, ჯერ კიდევ რომ ეტყობოდა ეოსის კვალი.
უსიტყვოდ დაუკრა თავი, მოსასხამს დაავლო ხელი და სუსტ მხრებზე მოახურა.
ოთახში შესულს უმალვე მიართვეს გვირილის ჩაი. იგრძნო, როგორ გაუთბო არომატულმა სითხემ სხეული. აჩქარებული გულიც ოდნავ დაუმშვიდდა და კუნთები, რომლებიც შეუცნობლად დაძაბვოდა, მოეშვა. ღრმა სუნთქვა აღმოხდა და თვალებ მინაბული მიენდო ადელეს ხელებს, ნაზად რომ ვარცხნიდნენ თეთრ ატლასად დადენილ თმებს.
-თქვენო უდიდებულესობავ,-ყოყმანით დაიწყო ქალმა,-შემიძლია ვიკითხო, თუ რა მოხდა გალკოელთა მეფესთან?
ჰელლამ მშვიდად დააბრუნა ყვავილებით მოხატული, ფაიფურის ფინჯანი მაგიდაზე. კაიდენთან საუბარმა გაურბინა თვალწინ.
-ის მხოლოდ ჩემით იყო დაინტერესებული,-ტონი წყნარი, აუღელვებელი ჰქონდა,-როგორც ჩანს, მისთვის დიდ ინტერესდ წარმოადგენდა, თუ ვინ იყო ობერდეს მარკიზის საცოლე.
ბარონესამ პასუხად თავი დაუქნია. ეჭვიც არ შეპარვია მის სიტყვებში.
-მადლობა ღმერთს,-შვებით ამოისუნთქა დარდ შემსუბუქებულმა,-ძალიან ვღელავდი. დიდი ხანი ახლდით, ის ძალიან უხეში და მკაცრი სჩანს… ღმერთო, თან მისი თვალები…
ბარონესა, რომელსაც იშვიათად ჩვეოდა მსგავსი ლაქლაქი, მალევე გაჩერდა. საკუთარ თავს არ აძლევდა უფლებას, ჰელლას თვალწინ იმ თემებზე ესაუბრა, რაც უშუალოდ სასახლის ან ქვეყნის საქმეებს არ ეხებოდა. საკუთარმა სითამამემ კი შეაკრთო. ჩუმად გააგრძელა თმის ვარცხნა, რბილად უსმევდა ჯაგრისს და სიმყუდროვეს არ ურღვევდა ფიქრებში ჩაძირულს.
ჰელლას თვალები ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სითხისთვის გაესწორებინა. თითქოს ფსკერიდან უმზერდნენ მწველი ოქროსფერები, ასე ძალიან რომ გავდნენ მტაცებლისას.
ინსტიქტურად გადაერთო გონება ეოსზე. ფიქრი იმაზე, რომ დღეს მომხდარი შეიძლება დედოფლისთვის მოეყოლა, აშფოთებდა.
‘იქნებ არ უთხრას?’ იმედს ებღაუჭებოდა. იცოდა, მის შვილს არ გავდა. ამ შემთხვევას ისე მარტივად არ გაატარებდა, როგორც ეოსი. ფიქრობდა თავი როგორ დაეძვრინა, გასაქცევ გზას ეძებდა მჩხვლეტავმა, მწველმა ტკივილმა რომ დაუარა თავში.
ტკივილი გაუსაძლისი იყო. თითქოს ნემსებით უსერავდნენ საფეთქლებს. სუნთქვა შეგუბულმა დააბრუნდა ფინჯანი და სწრაფად წამოდგა.
-გთხოვთ, გააუქმეთ ჩემი დღევანდელი განრიგი. დღის ჩემს ოთახში გატარება მსურს,-აუწყა ბარონესას, შეშფოთებული რომ შეჰყურებდა,-მოხსენებებს აქ გავეცნობი.
-თქვენო უდიდებულესობავ…
-კარგად ვარ,-ჰელლამ შეაწყვეტინა და ნაზად გაუღიმა,-ეს უბრალოდ მკაცრი დიეტაა. მხოლოდ დასვენება მჭირდება.
ადელეს ეჭვი ეპარებოდა მის სიტყვებში. გაფითრებული, ფერმკრთალი სახე, თითქოს მზერა დაბინდული თვალები და მოცახცახე წამწამები საპირისპიროს უმტკიცებდნენ-ჰელლა კარგად არ იყო. თუმცა შეწინააღმდეგება არ უცდია. იცოდა, არ მისცემდა უფლებას დახმარებოდა. მორჩილად დაუკრა თავი და უსიტყვოდ დატოვა ოთახი.
როგორც კი ბარონესა გაუჩინარდა, მოახლეებიც დაითხოვა, ბრძანებით რომ დილამდე არ შეეწუხებინათ. მალევე გამოეწყო ღამის პერანგში და მოცელილივით დაეშვა სავარძელზე.
საკმარისი ძალა არ ჰაქონდა ევახშმა. მადა დაჰკარგვოდა. უკეთესიც იყო, კარს მომდგარი ბანკეტისთვის ფორმაში უნდა ყოფილიყო. ალბათ მოგვიანებით ვაშლს შეჭამდა. ცოტა გვიან. იმ წამს რაც უნდოდა, მარტოობა იყო.
ჩუმად იჯდა. მდუმარედ გაჰყურებდა დარაბებს მიღმა წითლად შეღებილ ცას. დაინახა, როგორ ჩაიძირა მზის დისკო ჰორიზონტზე და მალევე მოიცვა წყვდიადმა გარემო. თითქოს სიმყუდროვემ იმეფაო, სიშავემ, პატარა, ერთ ბეწო ადგილად აქცია სამყარო.
დამძიმდა. სავარძლის სახელურს ძლიერად ჩაფრენილი, თვალ მიუშორებლად უყურებდა, როგორ აცურდა ცაზე თეთრი მთვარე.
თითები შეუკრთა, სურვილ მოწოლილს. სურვილი, რომ მისულიყო და ფანჯრები გაეღო, ნელ-ნელა იზრდებოდა.
გაეღო და გადამხტარიყო.
ეს პერიოდული ნდომა იყო, დროდადრო რომ ახსენებდა თავს. მაგრამ, არასდროს ჰქონია ასრულების განცდა, მხოლოდ ფანტაზიები წამოუვლიდა. ღრმად ფიქრებში წარმოიდგენდა. მაგრამ ეხლა…
‘სულ ცოტაც. სულ ცოტაც.’
თავში ითვლიდა დარჩენილ დღეებს. დღეებს ხელშეკრულების დადებამდე და გალკოელების წასვლამდე. მერე ყველაფერი დამთავრდებოდა. ვიერას სამეფო იჯახის დანგრევის და სირცხვილამდე მიყვანის შემდეგ, ჭეშმარიტან შეძლებდა დასვენებას. მანამდე კი მოითმენდა.
თვალები დახუჭა.
მათ სახეებზე ასახული ტკივილი და ტანჯვა წარმოიდგინა. წარმოიდგინა, როგორ წაიღებდა მის უსულო სხეულს ნიავი და სიმსუბუქემ მოიცვა, თითქოს მალე გაფრინდებოდა.
ფიქრებიდან ჩუმმა ხმაურმა გამოაფხიზლა. თითქოს მინას კაწრავდა ვიღაც. ალბათ ხე ან ფრინველი.
უყოყმანოდ წამოდგა, ფრთხილად მიუახლოვდა ფანჯარას და როგორც კი მსუბუქად გამოაღო მოულოდნელობისგან სუნთქვა წაერთვა. ძლივს შეიკავა თავი არ ეკივლა.
-როგორ?!-გაკვირვებული უყურებდა ხის ტოტზე მჯდომს, რომელიც მშვიდად, წარბშეუხრელი ათამაშებდა კენჭს ხელში.
ტერორმა მოიცვა. ბურანში მოცული ვიერას სასახლე, რომელიც რაინდებით იყო გარშემორტყმული, ძნელად შესაღწევს წარმოადგენდა. თუ ვინმე აღმოაჩენდა მის იქ ყოფნას, ეოსი ისეთივე მიმტევებლობას აღარ გამოიჩენდა, როგორსაც ბაღში.
ისე ჩაიკარგა ფიქრებში და გამოსავლის ძიებაში, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ გადმოვიდა კაიდენი ტოტზე და როგორ დაეშვა უხმაუროდ, მსუბუქი ნახტომით ოთახში. ყოველგვარი ნებართვის გარეშე.
მისი სხეულის ზომისგან განსხვავებით, საკმაოდ მოხდენილად და სწრაფად მოძრაობდა.
-რა გგონია, სად ხარ?!-ხმადაბლა დაუსისინა წელში გასწორებულს.
-შენ ოთახში,-უბრალოდ უპასუხა, თითქოს ეუბნებოდა, აშკარა ფაქტს, როგორ ვერ მიმხვდარიყო თავისით.
ყურიც არ შეუბერტყია, ისე შევიდა ოთახის სიღრმეში და უსირცხვილოდ დაიწყო გარემოს შესწავლა. უხმოდ ათვალიერებდა თითოეულ კუთხეს.
როგორც კი ტური დაამთავრა, ჰელლას დაუბრუნა სრული ყურადღება, რბილი, ნაზი ღიმილით.
-საყვარელი ღამის პერანგია,-ნელა აათვალიერა,-ამაში გძინავს?
გაშეშებული, უმალ მოვიდა გონზე. სასწრაფოდ დასწვდა მოსასხამს და მხრებზე მოიხურა დარცხვენილმა. ფიქრები გაქცეოდა.
-აქ რას აკეთებ?-ეცადა ხმისთვის არ აეწია.
-რაღაც მაინტერესებდა, და აი მეც აქ ვარ,-დაღლილი გახდომოდა ტონი.
წამით იფიქრა რომ გამოეცხადებინა მისი ოთახში ყოფნა. მცველებისთვის დაეძახა და მათთვის გადაეცა. ალბათ ასეც იზამდა, რომ არა მისი შემდეგი სიტყვები.
-რატო არ ითხოვე დაგხმარებოდი?
გაიყინა. ბაღში მომხდარი დაუდგა თვალწინ და მისი უხმოდ ნათქვამი სიტყვები.
გამალებით ფიქრობდა, თუ რა ამოძრავებდა. ვერ მიმხვდარიყო მის ჩუმ განზრახვას. რაიმე ბოროტ სქემას ხლართავდა თუ პოლიტიკურად იყო მოტივირებული?
მამაკაცის გამომეტყველება უბრალო იყო. თითქმის უწყინარიც კი. ყოველგვარი შეფარული აზრების გარეშე. თითქოს ბავშვი იყო, რომელსაც ვერ გაეგო, თუ რატო აუკრეს ხელი დახმარებაზე.
-არ იცი, თუ რატომ?-ყოყმანით, დიდი სიფრთხილით შერჩეული სიტყვებით გაუსწორა კაცს მზერა.
სხვადასხვა წესების, კანონების, ეტიკეტის და მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომელიც სამეფო პრინცესას ეხებოდა, ნუთუ მაინც ვერ ხვდებოდა? სიტუაციის გათვალისწინებით, უამრავი მიზეზი იყო, თუ რატო ვერ შეძლებდა დახმარებოდა. რაც, როგორც მეფესთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. თუმცა მიხვედრის არაფერი ეტყობოდა. დაბნეული, გაურკვეველი თვალებით უყურებდა.
ალბათ უპასუხისმგებლოც იყო.
-არ ვიცი,-ხმა მშვიდი, გაწონასწორებული ჰქონდა,-გალკოელები მარტივები ვართ. თუ რაიმე არ მოგვწონს უარს ვამბობთ. და თუ მოგვწონს-ვთანხმდებით. მარტივად.
ქალს მზერა ფანჯრისკენ გაექცა. დარაბები ბოლომდე გამოღებულიყო. ღამის სუსხიანი ნიავი ნებივრად ეალერსებოდა დაშვებულ ფარდებს, მთვარის შუქზე უფორმოდ რომ როკავდნენ.
გარემომ, ის საღამო გაახსენა. თავდაკარგული, არაფერზე რომ არ ფიქრობდა და მხოლოდ ინსტიქტებს მინდობოდა.
იგრძნო, როგორ გაუშრა პირი. თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და გამჭოლი მზერით გახედა.
-წადი.
კაიდენს გაეცინა. ოდნავადაც არ ჩანდა შეურაცჰყოფილი ქალის უხეშობით.
-კარგი, თუ ეს არის შენი სურვილი.
ის იყო ლამის შვებით ამოისუნთქა, მოულოდნელად მიახლოებულმა, ფეხებ ქვეშ რომ ამოსდო მკლავი და მზერა დაბინდული აიტაცა ხელში. წონასწორობა დაკარგულს, დაცემის შიშით ინსიქტურად გაექცა ხელები და მხრებზე შემოეხვია.
-ძირს დამსვი!
როგორც მოსალოდნელი იყო, ყურადღება არ მიუქცევია ბრძანებისთვის. მჭიდროდ იჭერდა აფართხალებულ ქალს, ბავშვივით რომ შემოესვა მკლავზე. მისი გაძალიანებით გახალისებულს, თვალები ანთებოდა.
-შენ მითხარი რომ წავსულიყავი.-უდარდელად უჩურჩულა.
სახე ახლოს მიეტანა. იმდენად ახლოს, რომ ლამის ცხვირით ეხებოდა. იგრძნო, როგორ გაეფანტა მისი ცხელი სუნთქვა გაყინულ სახეზე და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა.
-ძირს დამსვი!
-არა.
სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ოთახი და უყოყმანოდ, შეუჩერებლად გადახტა ფანჯრიდან. იმ ფანჯრიდან, რომლიდან გადახტომაც, არაერთხელ გაევლო აზრად თავში, მაგრამ სისრულეში არასდროს მოუყვანია.

***
გალკოელთა მეფე, მრისხანე იყო, თავისი ველური ბუნებით. მსგავსი ძალით და შესაძლებლობით, ყველას სწამდა, რომ მისთვის შიშის მიზეზს არაფერი წარმოადგენდა. ვიერას სასახლის ოთახიდან, სამეფო პრინცესას გატაცებაც კი.
მკლავებში ქალ მომწყვდეულს მზერა არ შეტოკებია. წყვდიადით მოცული, მსუბუქად, აუჩქარებლად მიიწევდა ტყისკენ. თითქოს არც ადარდებდა სასახლეში გამაგრებული დაცვა. მშვიდად კვეთდა ხეთა ჩრდილებს, მიუვალ, გაუკაფავ გზას და მარდად უვლიდა მესაზღვრეებს გვერდს. თითქოს ინსტიქტით გრძნობდა საით უნდა წასულიყო, რომელი მიმართულებით.
ქალი მიჩუმებულიყო. ყვირილი, რომელიც ორჯერ გადაიფიქრა, ყელში მოწოლოდა. ფიქრი იმაზე, რომ შესახლოა ღამის ამ დროს ერთად, ესეთ მდგომარეობაში აღმოეჩინათ, ხმას უკმინდავდა. უსიტყვოდ აკვირდებოდა გარემოცვას. ხედავდა, როგორ უპრობლემოდ გაარღვიეს სასახლის საზღვრები და უღონობა მოაწვა. ფიქრი იმაზე, თუ რამდენად მარტივი იყო სხვისთვის ამ დაუსრულებელი ლაბირინთით მოცული ციხის დატოვება, აგონიაში აგდებდა. სასახლის პერიმედრიდან გასულმა, იგრძნო როგორ აუჩქარდა გული. შიშით იმისა, რომ გაიგებდა, მჭიდროდ მიიკრა მუჭები გულზე. არ სურდა, რომ გულისცემას გაეცა და მის წინაშე დაუცველი გამოჩენილიყო.
თითქოს შინაგანად ამოისუნთქა. სიმშვიდე, რომელსაც საკუთარ საძინებელში ამაოდ ეძებდა, ნელ-ნელა ეპარებოდა სხეულში. შინაგანად აჟიტირებულიყო. პატარა ბავშვივით, რომელიც პირველად სჩადიოდა აკრძალულ საქციელს, მშობლის ზურგს უკან.
ცივი ქარი თმებზე ეალერსებოდა. თხელ ღამის ბერანგში გამოწყობილს, ვიერას სუსხი ვერაფერს აკლებდა. მამაკაცის სიმხურვალით მოცულს, ოდნავადაც არ აწუხებდა სიცივე. შორიდან მოჩანდა უზარმაზარი სასახლის სილუეტი, ათას შუქს რომ მოეცვა. თითქოს შუქურა იყო, გზა აბნეულისთვის.
ტყის კიდეს მიახლოებული გაჩერდა. ნელა დაუშვა მიწაზე და ფეხზე დააყენა. სიბნელით მოცულს, მზერის დაწმენდა უჭირდა. დაბნეულმა ახედა კაიდენს უსიტყვოდ რომ დაჩერებოდა. მხრებზე ხშირ ტალღებად ჩამოშლილი თმები, მთვარის შუქზე, ვერცხლისფრად აბზინვარებულიყო. თმები, რომელიც ვიერას სამეფოს სიმბოლო იყო.
ის იყო, უნდა ეკითხა, თუ რას აკეთებდა, ჰაერში რომ გაიქნია თითები და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ჩუმი ხმაურით რომ დაეშვა ზეციდან მოსასხამი. მზერა დაძაბულმა, დაკვირვებით გახედა უახლოეს ხეთა მწვერვალებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. გუმანით ხვდებოდა-ჩრდილში ვიღაც მიყვებოდათ.
-ერთ-ერთი ჩემი კაცი მოგვყვება. აქ, ვიერაში, რაინდს ეძახით, არა?-ნაზად მოხვია რბილი მოსასხამი და მჭიდროდ შეუკრა.
სასახლიდან აქამდე, წამითაც არ უგვრძნია, რომ ვინმე ადევნებოდა. როგორც ჩანს მისი გრძნობები ჩვეულებრივს მიღმა იყო.
თბილ ნაჭერში გახვეულმა კაპიშონი მოიგდო თავზე და ეცადა რაც შეიძლება კარგად დაემალა თმები, მთავარ ატრიბუტს რომ წარმოადგენდა მისი სტატუსის. ყველაზე ნაკლებად სურდა, თავი გაეცა.
როგორც კი დარწმუნდა, რომ ბოლომდე იყო დაფარული, მხოლოდ მაშინ განაახლა კაიდენმა საუბარი.
-სამეფო მეტროპოლიის დათვალიერება მინდოდა, მაგრამ აქაურობას კარგად არ ვიცნობ. მე ხომ უდაბნოდან ვარ. ამიტომ ვიფიქრე, კარგი იქნებოდა შენი კიდევ ერთხელ ნახვა… და ვიერას, რა თქმა უნდა.-უწყინარი ღიმილით გაუსწორა თვალი.
უპატიებელი ქცევის გარდა, საბაბი ნამდვილად სუსტი და არაფრის მომცემი იყო.
-თუ ეს არის მიზეზი, რის გამოც აქ მოხვედი, უნდა გითხრა,რომ მეტად გამბედავი ყოფილხარ.
-ნამდვილად ვარ. მტრის ბანაკში მოვედი.-მხრები აიჩეჩა და შეფარულად უჩურჩულა, თითქოს დასცინოდა,-შენც გამბედავი იყავი. და როგორც ჩანს მიჩვეულიც სასახლიდან გამოპარვას.
-არის საკითხები, რომლებიც პირადად უნდა იყოს დაცული, არ მეთანხმები?-გაღიზიანებულს თითები აუკანკალდა და ჩუმად დაუსისინა.
-გალკოელთა მისაღები ბანკეტი ხვალ იქნება.-ქალის ნერვიულობით თვალებ მოჭუტულმა, დამშვიდებით უპასუხა,-მზის ამოსვლამდე გაგიშვებ. მანამდე ჩემთან გაერთე.
შეწინააღმდეგების გარეშე, მტკიცედ ჩაავლო ხელი და უდარდელად ჩაუყვა დასახლებისკენ ბილიკს.
უხალისოდ ადევნებული, თავიდან ყურადღებას არ აქცევსა გარემოცვას. მორჩილად მიყვებოდა წინ წასულს ხმაურმა რომ გამოაფხიზლა. არეული შეჰყურებდა განათებულ ქუჩებს ხალხით რომ გადაჭედილიყო და გულმოდგინედ ათვალიერებდა აქამდე არნახულ ღირსშესანიშნაობებს. სიცოცხლისგან დუღდა ქალაქი კვეთრად რომ გაენათებინათ და უცნაური გრძნობა იპყრობდა.
პირველად იყო ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გარეთ გამოსული. თითქოს საკუთარი სიამოვნებისთვის, უდარდელად ათვალიერებდა გარშემო მყოფთ. თავბრუდახვეული მოუთმენლად აცეცებდა თვალებს და ინსტიქტურად მიყვებოდა მადისაღმძვრელ სუნს, ფილტვებს რომ უვსებდა დაუნდობლად. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, საკვებით სავსე დახლს რომ მიუახლოვდა და გაოცებულმა დაიხია უკან- ხის პატარაშამფურზე აგებული შევრაწული ხორცის ბურთები გემრიელად უმზერდნენ.
ცდუნებას აყოლოდა.
გალკოელთა მეფე კი გვერდზე, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული შეჰყურებდა. არ ურღვევდა მყუდროებას. ქალაქში შემოსვლისთანავე თავისუფლება მიეცა წალისთვის. უხმოდ, მოთმინებით მიყვებოდა მთელი დროის განმავლობაში უკან და წამით არ აშორებდა მზერას ჰელლას, საკუთარ სურვილებთან ჭიდილში, დაბნეული რომ ჩამომდგარიყო დახლის წინ.
-ჭამე,-ხელი დაავლო ერთ-ერთ შამფურს და გაუწოდა. როგორც კი მისი ყოყმანი იგრძნო, შუბლი შეეკრა,-არ შევთანხმდით, რომ ყველაფერს დათანხმდებოდი, რასაც მოგცემდი?
წვნიანი, სურნელოვანი ხორცის შემხედვარეს, პირი ნერწყვით აევსო. მთელი დღის ნაშიმშილარს სურვილი გონებას უბინდავდა, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ მომდევნო დღეს იმ მჭიდრო, შემოჭერილ კაბაში უნდა მორგებულიყო, აჩერებდა. დილით ნაჭამი ფინიკის ნაყოფიც არ დავიწყებოდა, თითქოს ზედმეტ წონად რომ აჩნდა მუცელზე.
‘იქნებ, ერთი ლუკმა?..’ცდუნება აყოლილი მზერას ვერ წყვეტდა. სიფრთხილით, ნელა გამოართვა გამოწვდილი და დიდი სიფრთხილით დაწვდა ერთ დაჭერს.
იგრძნო როგორ დაიშალა რბილი, არომატული ხორცი პირში და ძლივს შეიკავა თავი სიამოვნების წამოძახილი რომ ჩაეხშო. წვნიანი, ოქროსფერი ნაჭრები თავს აკარგვინებდნენ.
-ვიერას სამეფო ოჯახი ღარიბია? ვფიქრობ, მხოლოდ ერთი ნახატის გაყიდვა საკმარისი იქნებოდა, რომ თვეობით გამოეკვებე.
კაიდენის ბუტბუტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თავდაკარგული ჭამდა ხორს და მხოლოდ მშინ მოვიდა გონს, როცა ჯოხზე არაფერი აღარ დარჩა.
‘მთელი შამფური დავამთავრე!’
სირცხვილ ატანილს სახე მოეჭმუხნა. ვერ წარმოიდგინა, როგორ დაკარგა გონება ისე რომ თავი ვერ გააკონტროლა. უპოვარივით, დამშეული ცემოდა საკვებს და არ აინტერესებდა გარშემომყოფები.
-ნუ იყურები ისე, თითქოს სამყარო ჩამოგექცა თავზე,-მისი გამომეტყველებით გახალისებულს გაეცინა.
-მაგრამ, ხვალ კაბა უნდა ჩავიცვა…-ანერვიულებულმა ტუჩზე იკბინა, კაცის უხეში თითები რომ დაწვდნენ და რბილად დაუზილეს.
-ნუ კბენ,- ფრთხილად მოწმინდა დარჩენილი სოუსი და თავადაც დააგემოვნა.
ქცევა, თუ როგორ ილოკავდა თითს იმდენად ნატურალური, სექსუალური იყო, რომ გააჟრიალა. ფიქრებში დაიკარგა.
გვიან გაანალიზა საკუთარ შინაგან აზრებს და დამფრთხალმა თვალები მოაცილა. ვერ წარმოედგინა თუ როგორ უნგრევდა დაბადებიდან შესისხლხორცებულ ჩვევებს კაიდენი. ერთი ხელის მოსმით, თითქოს ეს მისი ბუნებრივი ვალდებულება იყო.
-ერთი ლუკმის ჭამა, შენ ფიგურაზე არ იმოქმედებს. ძალიან გამხდარი ხარ,-უხალისოდ დასწვდა ცარიელ ჯობს და გამოართვა,-ყველაფერი კარგადაა.
-რატომ აკეთებ ამას?-მისმა სიტყვებმა თავში დაჰკრა. მჭიდროდ ჩააფრინდა მოსასხამის კალთას.
როგორ შეეძლო ეს ეთქვა? ეს იმ წესებს და კანონებს ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც მთელი ცხოვრება იცავდა.
შიში. უცნობი შიში დაუფლებოდა. თითქოს გონება აფრთხილებდა, უცხოს შემოჭრას, აქამდე მიჩვეულ რუტინას რომ ურღვევდა.
-თანამიგრძნობ? თუ კიდევ ერთი ღამის გატარება გინდა…
დამთავრება ვერ შეძლო. კაიდენ ისეთი ხარხარი აუტყდა, თითქოს სასაცილო ხუმრობა გაეგო. სიცილისგან მხრები უცახცახებდა.
-კიდევ ერთი? ამას ელოდები? არ მეგონა… აჰ, რა გულუბრყვილო ვყოფილვარ,-სიცილით ჩამოისვა თითები სახეზე.-დამატებით ერთი ღამე, კიდევ გინდა?-უსირცხვილოდ გამოხედა აფორაჯებულს.
ჰელლას სირცხვილისგან ტუჩები გაეხსნა. უსაშველოდ ცდილობდა სიტყვების პოვნას. ვერ გაეგო აქამდე როგორ მივიდნენ. მამაკაცი ისე საუბრობდა, თითქოს მომდევნო საწოლის პარტნიორი ეპოვნა და წარბშეუხრელად, ჩაფიქრებული უყურებდა.
-გინდა?-კიდევ ერთხელ გაუმეორა და თვალი გაშემო შემოატარა,-ჩემთვის პრობლემა არ არის, რომ გარეთ ვართ.
‘სექსი ღიაცისქვეშ?!’
გაკვირვებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა. თითქოს სახეში გაარტყესო, თვალები გაფართოებოდა მამაკაცის გიჟური აზრებისგან. მისი აღმაშფოთებელ საუბარს ყოველთვის გაქვავებამდე მიჰყავდა. ალბათ დიდხანს იქნებოდა ადგილს მიყინული, კაიდენს რომ არ ჩაევლო ხელი და ისე წაიყვანა, მიყრუებული, ჩუმი ხეივნისკენ. სულმოუთქმელად შეიყვანა კუთხეში და თავადაც შეყვა.
ადგილი ჩუმი, მიყრუებული იყო. ალაგ-ალაგ ჩამოყრილი ბათქაშის ნატეხებით და ჩაბნელებული კედლებით, თითქოს უფრო პატარას აჩენდა ვიწრო კუთხეს ვიდრე იყო.
-აქ არა!-დამფრთხალმა ჩუმად დაუსისინა და კედელს აეკრო.
არ ცდილობდა შეეჩერებინა მოახლოებული. ცხელ სუნთქვას მთელ სახეზე გრძნობდა. დაჟინებული, ინტენსიური მზერა, მხოლოდ მასზე იყო ორიენტირებული.
-ნუ გეშინია,-ჩუმი, ღრმა ხმით უჩურჩულა,-შეგიძლია თავისუფლად ისაუბრო ჩემთან. არ გჭირდება პრინცესასავით მოიქცე. -ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა.
ბაღში ნათქვამს ახსენებდა.
მალევე იგრძნო, როგორ ჩაუწყნარდა შინაგანი დაძაბულობა და მისი ადგილი არეულმა შეგრძნებამ დაიკავა.
ნუთუ არ სჭირდებოდა?
თავი ფიქრებისგან უბზუოდა. ჰელლას, რომელსაც ბავშვობიდან სისხლში ჰქონდა გამჯდარი, რომ სრულყოფილი უნდა ყოფილიყო, ახალი ემოციები აბნევდა. განცდა იმისა, რომ შეცდომა არ უნდა დაეშვა ისეთივე ნორმალური იყო მისთვის, როგორც სუნთქვა. ან უფრო მეტადაც კი. აქამდე გაუგონარი აზრი თავბრუს ახვევდა.
-ჭკუიდან გადახვედი?!-შორი ფიქრებისგან გატაცებულს ჩუმად აღმოხდა.
-პრინცესა, რომელიც ლამაზად გაიზარდა სასახლეში, ნამდვილად განსაკუთრებულია,-ბოროტად გაუღიმა მისი წვალებით გამხიარულებულმა.
-ასეთ სიტუაციაში… ნამდვილად გიჟი ხარ,-თავი გააქნია და გულზე მიიკრა ხელები.
გული ძალუმად უცემდა. თვალმოუშორებლად უყურებდა წინ აღმართულ სილუეტს მთელ ჰორიზონტს რომ ფარავდა. ეცადა ჩამოვარდნილი სიჩუმე დაერღვია. ეთქვა, რამდენად არ შეესაბამებოდა მისი საქციელი ნორმალურს, რამდენად უფრთხობდა რუტინას და როგორი შეუფერებელი იყო მისი შემოთავაზებები.
ის იყო ტუჩები გახსნა სასაუბროდ, მყუდროება მუსიკის ხმაურმა რომ დაურღვია და დაინტერესებულმა კაიდენს უბიძგა გვერდზე გაწეულიყო. ქუჩაში გაიხედა. გადაღმა, მოედნის ცენტრში, ბოშათა ჯგუფი შეკრებილიყო. ფერადი, ფრიალა კაბებით და უხვად ასხმული ოქროებით უდარდელად ცეკვავდნენ.
-ტომარი,-უხასიათო ბუტბუტმა ყურადღება კაცზე გადაატანინა, თვალმოუშორებლად რომ გაჰყურებდა აურზაურს,-არ მომწონს ბოშები,-განუმარტა ინტერესით მიჩერებულს.
კონტინენტზე მცხოვრებთა უმეტესობის მსგავსად, გალკოელებიც ერიდებოდნენ ბოშებს. თომარები ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადადიოდნენ და თავს წვრილმანი ნივთების გაყიდვით, ასტროლოგიით და ცეკვა-სიმღერით ირჩენდნენ. თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც კარგად ერკვეოდნენ ჯადოქრობაში, შელოცვებში და თილისმებში, რაც ვაჭრებისთვის ხელისმომცემი იყო. მათგან ყიდულობდნენ სხვადასხვა ელექსირრბს, ნაყენებს, შელოცვილ თოჯინებს და შავ ბაზარზე ასაღებდნენ უკანონოდ, მალულად. სახელმწიფოს კი პირდაპირი ბერკეტი არ გააჩნდა იმისა რომ მსგავსი ქმედებები აღმოეფხვა, ისევე როგორც მონებით ვაჭრობა. ხალხში თქმუკებაც არსებობდა. თქმულება იმის შესახებ, რომ ვინც ბოშებს ცუდად გადაეყრებოდა ცხოვრებაში უბედურებას ეწეოდა. ამიტომ თავს არიდებდა ხალხი, გვერდს უვლიდნენ და თვალს ხუჭავდნენ უმეტესად მათ ქმედებებზე.
-სარეველებს გვანან. რაც უფრო მეტს ამოძირკვავ, მით უფრო მეტი ამოდის,-გამკიცხავად შეავლო თვალი და ღრმად ამოისუნთქა,-აღარ ვარ ხასიათზე,-ზიზღმოგვრილმა თავი გააქნია და ჰელლასკენ მიბრუნებულმა, მჭიდროდ მიიკრა სხეულზე.
-როგორ ფიქრობ, შევძლებთ იქიდან გავაგრძელოთ საიდანაც გავჩერდით?-დამცინავად დახედა.
ჰელლას სიტყვები ტუჩებზე შეყინვოდა. უხმოდ მიჩერებოდა კაცს ნერვიულმა ჩურჩულმა რომ გაკვეთა ჰაერი.
-კაიდენ!
შემკრთალმა ხმის წყაროს ახედა. ღრმად კუთხის ჩრდილში მამაკაცის გამხდარი, მაღალი სხეული მოჩანდა. ლამაზ სახეზე წუხილი გამოსახვოდა, ყბა დაჭიმვოდა და თვალები გამუდმებით უელავდა. თითქოს კატას გავდა, წვრილი, ნუშისებრი ქუთუთოს ჭრილით.
-კაიდენ!-კიდევ ერთხელ დაიძახა და მიახლოებულმა, მოედნისკენ ანიშნა.
წარბებშეკრული კაიდენი გარეთ გავიდა, რათა ენახა თუ რა ხდებოდა. ჰელლაც უკან მიყვა და იგრძნო როგორ გაუჩერდა გული მოედანზე გამართულ სანახაობას რომ მოკრა თვალი.
შუახნის მამაკაცი რომელიც მოცეკვავეთა ჯგუფში იდგა, მოურიდებლად ეფლირტავებოდა მოცინარ ქალებს. მოქალაქეთა ტანისამოსში გამოწყობილი რაინდები კი მათ გარშემო განლაგებულიყვნენ. გულმოდგინედ, დაკვირვებით ათვალიერებდნენ გარშემომყოფთ და თვალს არ აშორებდნენ კაცს, უხამსად რომ ეკიდებოდა კალთაზე ბოშებს.
ვერავინ იფიქრებდა, რომ ის ვიერას ყველაზე გავლენიანი არისტოკრატი, ობერდეს ჯიან ჰიუგო კალიმერე იყო, ჰელლას საქმრო და მომავალი მეუღლე.
-საოცარია, ეს ჰუგო კალიმერე არ არის?-გამხიარულებულმა დახედა ჰელლას, რომელსაც ძლივს მოესწრო მოსასხამის გასწორება.
ყველასთვის ცნობილ ფაქტს წარმოადგენდა ის რომ ობერდეს მარკიზი, გართობის მოყვარული იყო. მოურიდებლად, უსირცხვილოდ აწყობდა ხოლმე ღრეობებს და როცა დრო ჰქონდა, არასდროს ტოვებდა შანსს რომ წითელი ფანრების ქუჩას არ წვეოდა, რომელიც სავსე იყო ალკოჰოლითა და მეძავებით.
რატომღაც იმედოვნებდა რომ დღეს მანდ არ ნახავდა. მჭიდროდ ეხვეოდა მოსასხამში იმის იმედით რომ ვერ შეამჩნევდნენ და ყურადღების გარეშე შეძლებდნენ იქიდან გაპარვას. თუმცა, წამში ჩამოენგრა ხუხულასავით დაცვის წევრებმა რომ მოკრეს თვალი და უმალვე უჩურჩულეს ერთ-ერთ ქალზე ხელგადახვეულ კაცს. მისმა მზერამ მალევე გადმოინაცვლა მათზე და გალკოელთა მეფის შეცნობისას შუბლი დაეღარა. მისგან განსხვავებით კაიდენს სახე დაფარული არ ჰქონდა. ფანრის შუქზე ნათლად მოჩანდა მისი სხეული.
მიხვდა, აზრი არ ქონდა დამალვას და სხეული ნერვიულობისგან გაეყინა. შუაღამისას, უცხოტომელთა მეფესთან ერთად გამოპარული, შუა ქუჩაში დაეხეტებოდა, ყოველგვარი ესკორტის გარეშე. უარეს სცენარს ალბათ ვერც წარმოიდგენდა.
-უკვე ძალიან გვიანია, რომც ვეცადოთ გაქცევას,-მშვიდი, ზედმეტად მშვიდიც კი იყო კაცის ხმა საერთოდ რომ არ შეესაბამებოდა არსებულ სიტუაციას.
სასოწარკვეთილმა ახედა. უყურებდა როგორ უელავდა ავად ანთებული თვალები მოახლოებულ ფიგურებზე და მიხვდა, საერთოდ არ გეგმავდა მათგან დამალვას.
უცებ გაახსენდა გალკოელთა მტრული ბუნება. მის წინ მდგარი მამაკაცი კი მათი ლიდერი იყო. თითქოს იგრძნესო მისგან მომავალი საფრთხე, რაინდებმა წელზე შემორტყმულ ხმლებს ჩაავლეს ხელი. ნელა უახლოვდებოდნენ ჰუგოს წინამძღოლობით. თვალს არ აშორებდნენ ისე გაჩერდნენ მათ წინაშე.
-რა არის ეს? გალკოელი?-იკითხა დამცინავად, მზერა კაცზე შეეჩერებინა.
ტონი უდიერი ჰქონდა. თითქოს არ ჰქონდა მნიშვნელობა მის წინ მეფე იდგა თუ მონა. აგდებით შეყურებდა მშვიდად მდგომს, რომელსაც წარბიც არ შეუხრია. თითქოს ვერ გაეგო მიყენებული შეურაცჰყოფა.
-შენ რა, ჭკუა დაკარგე? დაუდევრად რომ დახეტიალობ სასახლის კედლებში.-ლამის გადმოაფურთხა სიტყვები, კაიდენს კი ღრენა აღმოხდა.
-რა მოხდა? უზიანო ვარ. შემიძლია იმდენი ვიხეტიალო, რამდენიც მინდა,-საპასუხოდ უდარდელად აიჩეჩა მხრები.
მარკიზმა უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა. ის იყო საპასუხო შეტევაზე უნდა გადასულიყო, კაიდენის უკან მიმალულ ქალს რომ მოჰკრა თვალი. დაკვირვებით აათვალიერა. დაჟინებით უმზერდა მოსასხამში გახვეულს და მის ამოცნობას ცდილობდა.
-სად იპოვე ეს ქალი?-მოვლილ თითებს რომ მოჰკრა თვალი, დამცინავად ჩაიცინა,-ის ისეთი… პატარა და გამხდარია. ვფიქრობ, არც ისე მიმზიდველი უნდა იყოს.
ბოლო სიტყვებზე გააცნობიერა ჰელლამ, რომ კაცს ის მეძავში შეშლოდა და აქამდე სუნთქვაშეკრულს შვებისგან ჩუმი ოხვრა აღმოხდა. ეგონა დაძაბულობისგან გული წაუვიდოდა, სასწრაფოდ დამალა გამოჩენილი თითები კალთის ქვეშ.
მის ქმედებაზე სიცილატეხილი, გამხიარულებული მიუბრუნდა კაიდენს.
-როგორც ჩანს ჩემი საცოლე მოგეწონა. ამიტომ აირჩიე ეს?-აგდებულად მიუთითა ქალზე,-გინდა რამდენიმე ადგილი გირჩიო? ვიცი ერთი-ორი, რომელიც ძალიან ჰგავს მას.
აზარტში შესული, გაუჩერებლად ტრაბახობდა. თითქოს გაცილებით მაღალ საფეხურზე აყენებდა ის ფაქტი, რომ ჰელლაზე ის იყო დანიშნული და არა სხვა.
იგრძნო როგორ მოაწვა გულისრევის შეგრძნება და გამალებით იკბინა ენაზე.
-თქვენი წარმოშობის კომპენსირებისთვის, ნებას დაგრთავ ეზიარო მოწინავე კულტურის დიდებას,-ამაყად ჩაიცინა. ყურადღება არ მიუქცევია მეფეზე, სანახაობით გართული ჩუმად რომ იღრინებოდა,-მიიღე ჩემგან, როგორც სიკეთედ.-დამცინავ სიცილს მისი დაცვის წევრებიც შეუერთდნენ.
კაიდენი ურყევად, გაუნძრევლად დამდგარიყო. ნერვშეუხრელი უყურებდა მოცინართ, გამკიცხავი ხანმოკლე ღიმილით რომ გადააქნია თავი.
-როგორც ჩანს, შენ ხარ ის, რომელიც შეცდა ჰუგო კალიმერე,-დამცინავად, იმედგაცრუებულმა დახედა გაჩუმებულს, სიცილი რომ სახეზე შეშრობოდა.
-მე? შევცდი? პრინცესას მსგავს მეძავს რომ ეფლირტავები?!-ტონი დაუჯერებელი გახდომოდა.
-მე ვარ ის, ვინც აქ მეძავის როლს თამაშობს.-ხმა უბრალო, შეურყეველი ჰქონდა.
ჰელლამ ნახა, როგორ გაუფართოვდა თვალები კაცს და ყელში მოწოლილი სიცილი გაჭირვებით ჩაახშო. მისი დაკარგული, დაბნეული გამომეტყველება ძალიან ართობდა. წამისწინანდელი ნერვიულობა დავიწყებოდა გამხიარულებულს. ჰუგოს გაოცებისგან დაღებული პირი ერთ ნახვად ღირდა.
-რ…რა?!-აღშფოთებულმა ძლივს ამოთქვა.
კაიდენმა ენა გააწკლაპუნა. ის რომ ორჯერ უწევდა ერთი და იმავის გამეორება, ღლიდა.
-ხომ გითხარი, მე ვარ ის ვინც მეძავის როლს თამაშობს. სმენა სიბერესთან ერთად გიქვეითდება?
-როგორ ბედავ, ბინძურო…-მარკიზი აბსოლიტურ გაოგნებას და მრისხანებას მოეცვა.
-რას ფიქრობ, იმაზე რომ ჯერ შენს ჯანმრთელობაზე იზრუნო და მერე ითხოვო ახალგაზრდა პატარძალი?-ცალყბად გაუღიმა აცახსცახებულს, სიბრაზისგან ფერმკრთალი სახე საგრძნობლად რომ წამოუწითლდა.
-არ გრცხვენია?!-დაიღრიალა წყობიდან გამოსულმა.
რაც უფრო უყურებდა, მით უფრო უჭირდა მოწოლილი სიცილის შეკავება. ძალისცმევისგან მხრები შეუკრთა და რომ არ შეემჩნიათ შეტრიალდა.
გზის გადაღმა ბოშები შეკრებილიყვნენ. ერთმანეთზე მიკრულთ შიში ჰქონდათ სახეზე გამოსახული. თვალმოუშორებლად, დაზაფრულები შეჰყურებდნენ კაიდენს და ერთმანეთში ჩუმი ჩურჩულით ცვლიდნენ სიტყვებს.
ჰელლა დაკვირვებით შეჰყურებდა ჯგუფს, ერთ-ერთმა რომ გამოხედა და მის გვერდით მდგომს ანიშნა. მალე სხვათა მზერაც მასზე გადმოვიდა და ახალი ჩურჩულის ტალღამ დაუარა ჯგუფს.
თითქოს მიხვდაო, კაიდენმა ნელა მოავლო თვალი გარემოს, სანამ ბოშებს გაუსწორებდა. ხმა არ გაუღია ისე აზიდა წარბი და გვერდზე გადავიდა. უსიტყვოდ უბრძანა ჰელლას მის უკან დამდგარიყო. ისიც მორჩილად დაჰყვა. შეწინააღმდეგების გარეშე შეეფარა კაცის განიერ ზურგს.
ჰუგო კალიმერე, რომელიც წამით არ აშორებდთ თვალებს, ამის შემყურე უფრო მეტად გაღიზიანდა, დაცვის წევრებს ხელით ანიშნა და დაუსისინა.
-ვცდილობდი მშვიდად გამეშვი, მაგრამ უბედურებას თავად ითხოვ.
სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ისე გადმოხტნენ ხმალ მომარკვებული რაინდები და წინ გადაუდგნენ კაიდენს. მშვიდი ქუჩაც უმალვე მოიცვა შეშინებული ხალხის კივილმა, დაზაფრულები რომ გარბოდნენ საფრთხისგან.
მოედანი სრულ არეულობას მოეცვა. ერთი შეხედვით მოულოდნელი დაპირისპირება, სულაც არ იყო სპონტანურად შექმნილი. ჰელლამ იცოდა, ობერდეს მარკიზი მიზეზს ეძებდა ხელმოსაჭიდს, რათა ომი დაეწყო და ის პოზიცია გაემყარებინა, რასაც ამ დროისთვის ფლობდა. სამშვიდობო ხელშეკრულება კი ის საფრთხე იყო, რომელიც მის ადგილს ძირს უთხრიდა. მის შესაჩერებლად კი ძალას არ იშურებდა, პრობოკაციაზე წამოეგო მოწინააღმდეგე მხარე და წყლიდან მშრალი ამოსულიყო.
სამეფოს საზღვრებში, პირადად მისკენ აღმართული ხმალი კი საკმარისი საფუძველი იყო ხელშეკრულების დასარღვევად.
ეს ყოველივე, კარგად იყო კაიდენისთვისაც ცნობილი. იცოდა შიდა დაპირისპირება რასაც გამოიწვევდა, მაგრამ არ ადარდებდა. მის წინ ხმლებ მოშიშვლებული რაინდების ნახვისას დამცინავი სიცილი აუტყდა.
-გგონია, რომ ეს საკმარისია ჩემ შესაჩერებლად?-სიცილით იკითხა, თვალები აზარტისგან ანთებოდა,-მიპასუხე, ფიქრობ რომ ეს საკმარისია?
ჰელლამ იგრძნო, როგორ დაუარა ჟრუანტელმა და კანი დაეხორკლა. უყურებდა გალკოელთა მეფეს და გრძნობდა რამდენად ველური იყო მისი სული. თითქოს სუნთქვა შეუგუბდა, მოულოდნელად რომ იგრძნო ვიღაცის არსებობა და მიტრიალებულს, გული შვებით შეუქანდა ნაცნობ სახეს რომ მოჰკრა თვალი.
კატის მსგავსი კაცი პატივისცემის ნიშნად ცალ მუხლზე დაეშვა და თავდახრილმა ჩუმად უჩურჩულა.
-თქვენო უდიდებულესობავ, კაიდენს და ჰუგო კალიმერეს დიდი დრო დასჭირდებათ საუბრის დასასრულებლად. მიიღებთ ჩემ მომსახურებას?-მისი ტონი მანიშნებელი იყო იმისა, რომ ცეცხლი ნებისმიერ დროს შეიძლება დანთებულიყო.
ჰელლასაც არ უნდოდა ორი კაცის დაპირისპირების შუაგულში აღმოჩენილიყო და თავი დაუქნია. ისიც წინ გაუძღვა ქალს ხეივნისკენ. ის იყო რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, ყვირილმა და ხმლების ღრჭიალმა რომ გაჰკვეთა ჰაერი და ინსტიქტურად შეყოვნდა.
-გაჩერება და შეხედვა მეტად საშიშია, თქვენო უდიდებულესობავ!-მოუთმენლად გამოსძახა მამაკაცმა,-სასწრაფოდ უნდა წავიდეთ!
იმდენად, რამდენადაც მას სურდა ქალის წაყვანა და უსაფრთხო ადგილას მისი შეფარება, იმდენად არ შეეძლო ჰელას ადგილიდან დაძვრა. იატაკს მიჯაჭვული ცნობისმოყვარეობას დამონებული სურვილს ვერ ეწინააღმდეგებოდა იმისას, რომ მიეხედა და ენახა ის ხმაური, მოურიდებლად რომ არღვევდა ღამის მყუდროებას.
როგორც კი იგრძნო, რომ აღარ მიჰყვებოდა, შემობრუნდა და ენაზე მომდგარი ყვირილი ძლივს შეიკავა, გაშეშებულს რომ მოჰკრა თვალი.
-არა!-წამოიძახა და სწრაფად მიუახლოვდა,-გთხოვთ, თუ დავრჩებით გაგვიჭირდებს გასვლა!-ვედრება აღმოხდა ლამის აცრემლებულს,-მომკლავს!
მაგრამ სიტყვები, საერთოდ არ აღწევდა ჰელლას ყურამდე. სანახაობით ზედმეტად მოხიბლულს სრულიად დავიწყებოდა თუ სად იყო და რას აკეთებდა. სისხლიანი როკვა, იმაზე თვალწარმტაცი იყო ვიდრე წარმოედგინა. გალკოელთა სიდიადე, მხოლოდ მითებად რომ სმენოდა, მაცდურად გადაშლოდა თვალწინ.
უნდოდა მეტად მიახლოებოდა, მაგრამ სისხლით მორწყულმა ქვაფენილმა შეაჩერა. მეტალის მძაფრი სუნი სხვირში შეუძვრა და ფილტვებს უწვავდა.
კაიდენი მოძრაობდა სწრაფად და მოხდენილად. თითქოს მოწინააღმდეგის გარშემო ცეკვავდა. ელვის სისწრაფით ინაცვლებდა ერთიდან მეორეზე და წამით არ ჩერდებოდა. მტაცებელივით აიმართა ჰელლასკენ გამოქცეული რაინდის უკან, მძლავრად ჩაავლო თითები კისერში და ისე მოუგრიხა, საწყალს უკანასკნელი სუნთქვა გაექცა ტუჩებიდან. სულ გამოცლილი ტომარასავით მოისროლა და მეორეს მისწვდა, ხმალ მომარჯვებულს.
თითებიდან სისხლი სდიოდა, თვალები მღელვარებისგან ანთებოდა და ბოროტად უელავდა. აშკარა იყო-ერთობოდა. სიამოვნებას ჰგვრიდა ძვლების ტეხვის, დაგლეთილი ხორცის და დაგლეჯილი სხეულების ხილვა. თითქოს ნირვანაში გადაშვებულიყო.
ჰელლა უყურებდა პირზე ხელებ აფარებული და სუნთქვის ჩახშობას ცდილობდა. მღელვარება, რომელიც მთელ სხეულს მოდებოდა, კანკალად უვლიდა კიდურებში.
გაეგო, რომ გალკოელთა ფიზიკური შესაძლებლობები, გაცილებით აღემატებოდა ჩვეულებრივი ადამიანისგან, მაგრამ ნანახი ყოველგვარ მოლოდინ აჭარბებდა.
გალკოელთა მეფეს ოფლითაც კი არ დაცვაროდა შუბლი. მიუხედავად ოპონენტთა რაოდენობისა, საერთოდ არ ეტყობოდა დაღლის კვალი. შეუწუხებლად, მოურიდებლად აცლიდა ყელს წინ გადამდგარს და შეუჩერებლად ღებავდა კედლებს მეწამულ ფრად.
უეცრად, ფიქრებში ჩაძირულს, ვიერათა რაინდები წარმოუდგა თვალწინ. საკუთარი ქვეყნის ჯარი და მათი იარაღი და მწარე გემო მოაწვა პირში.
ვიერას სამეფო სამხედრო თვალსაზრისით, ახლოსაც ვერ მივიდოდა გალკოელთა კლანთან.
თუ ომი დაიწყებოდა, მარცხი გარდაუვალი იყო. ერთადერთი რაც შეეძლებოდა, ჰუგო კალიმერესთვის დაჩოქვა და მისთვის დახმარების თხოვნა იქნებოდა. ვიერას ბედი, ობერდეს წყალობაზე იქნებოდა დამოკიდებული.

***
დღევანდელი საღამო გავილებით გრძელი ჩანდა ვიდრე წინა.
ეოსი ღამის ცის ქვეშ იდგა. ღრმად ისუნთქავდა ცივ ჰაერს, ატმის ბაღიდან მონაბერს. მთვარე ჩვეულ ვერცხლისფერ შუქს აფრქვევდა, ასე ძალიან რომ ახსენებდა ვიღაცას.
მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ერთი ფერი თმები ჰქონდათ, არ შეეძლო მსგავსების პოვნა. თითქოს მისი გამორჩეული იყო. მხოლოდ მისთვის. რაც არ უნდა ეცადა, რაც არ უნდა ეძებნა, ვერსად პოულობდა ისეთს რომელიც ოდნავ მაინც ჰგავდა მისას.
თვალმოუშორებლად აჰყურებდა მთვარეს, სანამ ღრუბლება არ დაიწღეს ცურვა და ნელა გადაეფარნენ ვერცხლისფერ დისკოს. ზანტად მოაშორა მზერა. ხელში მომარჯვებულ ჭიქას დახედა, აუჩქარებლად ჩაცალა წითელი სითხით სავსე და
ზურგს უკან შრიალის ხმაც გაისმა.
-ეოს,-რბილმა, ნაზმა ხმამ უკან მიაბრუნა.
-დედა,-გამოეცნაურა მოახლოებულ ქალს.
მისგან განსხვავებით, როსელიას სახე სიყვარულს და ზრუნვას დაერბილებინა, თავისი ერთადერთი შვილის, თავისი სისხლის მიმართ. ეოსის გამომეტყველება კი ცივი იყო, უემოციო. არც კი უცდია გაეღიმა.
-დაამთავრე?
საპასუხოდ ცარიელი ფიალა გაუწოდა. უხმოდ დახედა ბოლომდე ჩაცლილს და ჩამოვარდნილი მოსასხამი მხრებზე მოიხურა.
-აქ გავცივდებით. მოდი, შიგნით შევიდეთ.-ნაზად გაუღიმა და ოთახისკენ მიუთითა, მაგრამ ეოსი ადგილიდან არ დაძრულა. ხმა ამოუღებლად მიყრდნობოდა აივნის მოაჯირს და ჩუმად გაჰყურებდა ჩამობნელებულ ცას.
მალევე ღრუბლებიც გაიფანტა და მთვარის შუქმა, კიდევ ერთხელ მოჭრა თვალი. სინათლე ლამაზად ირეკლებოდა მის თავზე და შესანიშნავად ბზინავდა.
ვერცხლისფერი თმები, ვიერას სამეფო ტახტის სიმბოლო, იმდენად საოცრად ბრწინავდა, რომ თვალს ვერ წყვეტდა შვილს. ნაზი ღიმილი გამოსახვოდა ტუჩებზე.
თითქოს იგრძნოო მისი მზერა, კაცმა თმებში შეიცურა თითები.
-რა მოხდება, როცა სამშვიდობო ხელშეკრულება შეიცვლება?-სიცივე არ შორდებოდა მის ცისფერ თვალებს,-ჰუგო კალიმერეს და ჰელლას ქორწინება, შესრულდება?
დედოფალს ღიმილი არ მოშორებია ტუჩებიდან. ნელა მიუახლოვდა და მსუბუქად მიეალერსა ლოყაზე.
-როცა მეფე გახდები,-რბილი, მელოდიური ხმა სიმღერად გაისმა წყვდიადში,-როცა ეს მოხდება, ყველაფერი რაც თქვენ გინდათ, ყველაფერი ამ სამეფოში, თქვენი გახდება, თქვენო უდიდებულესობავ.
ეოსმა მოკლედ გაიღიმა. ნერვიულად დაუშვა ხელი და ცარიელი ჭიქა, რომელიც მოაჯირის კიდეზე იდო, ხმაურით ნამსხვრევებად გაიფანტა იატაკზე.
-ჩემი?-იკითხა. გრძნობდა, როგორ ბობოქრობდა ბრაზი მასში,-ჩემი და არა ჰუგო კალიმერეს?
როსელიას გამომეტყველება არ შეცვლია. ისევ ისეთი ნაზი, სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა. მგრძნობიარე, წითელ ტუჩებზე ღიმილი გამოსახვოდა.
-ოჰ, ჩემო ძვირფასო,-რბილად აკოცა და ანგელოზივით გაუცინა.
ეოსს სახე არ შეცვლია. თვალები კვლავ სიძულვილით, ზიზღით ავსებოდა.
-არაფერზე არ იდარდო. ყველაფერს მე მივხედავ.

***
საბედნიეროდ, წინა ღამის ინციდენტს, ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩაევლო. ჰელლაც დილას საკმაოდ ენერგიულად გრძნობდა თავს. დღევანდელი კონფერენციისთვის მზადება ადრიანად დაეწყო.
მსახურები გაუჩერებლად, დაუღალავად დასტრიალებდნენ თავს, რომ ყველაფერი მოესწროთ. სარკის წინ ჩამომჯდარს, წინ საუზმედ ნამცხვრის პატარა, თაფლით მომინანქრებული ნაჭერი და ღვინით დამლბალი პური ედო.
დღეისთვის საკმარისზე მეტი რაციონი ჰქონდა. ნერვიულობას უმცირებდს იმაზე ფიქრი, რომ ენერგიის ნაკლებობის გამო ღებინებას, თავს აარიდებდა.
მაგიდაზე ქაღალდები მიმოფანტულიყო. ცდილობდა ის მნიშვნელოვანი საბუთები გადაეკითხა, გუშინდელი ვოიაჟის გამო რომ გამორჩენოდა. უნდოდა მანამდე მოესწრო, სანამ ბანკეტი ოფიციალურად გაიხსნებოდა.
-თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, თქვენი სახე,-ფუნჯით ხელში მიუახლოვდა მოახლე თუმცა ყური არ შეუბერტყია.
გამალებით კითხულობდა. ფრთხილად, ისე რომ მელანი არ დაღვროდა, აწერდა ხელს და ცდილობდა არაფერი გამოპარვოდა.
მიუხედავად ძილის ნაკლებობისა, გრძნობდა როგორ მოზღვავებოდა ენერგია. მეტად ყურადღებით იყო, უფრო მეტად დაკვირვებული.
წინა ღამის მოვლენები კვლავ გონებაში უტრიალებდა.
უდავო იყო, რომ ობერდეს მარკიზს დიდი წვლილი მიუძღოდა დასავლეთ საზღვრიდ გალკოელებისგან დაცვით. თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეცვლილიყო. გალკოელები შიდა დაპირისპირების გამო მეტად დასუსტებულიყვნენ. წინა მეფის ტახტიდან ჩამოგდებას და კაიდენის მმართველად მოსვლას, დიდი გადატრიალება მოეხდინა უდაბნოს სამეფოში, ხოლო გაფანტულ ტომთა დედაქალაქში მიწვევამ და ერთიანობისთვის ფიცის დადებამ, ახალი ძალა ჩამოაყალიბა დასავლეთ ცივილიზაციაში.
რაც არ უნდა ეფიქრა, მაინც ვერ ხვდებოდა მის მოტივებს. იმაზე ფიქრი, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას შეფარულს, ფარული საომარი მოტივები აწუხებდა, არ ასვენებდა.
კალიმერეც სამტროდ იყო განწყობილი.
როგორც ჩანს, ყველა სამეფოთა შორის ის ერთადერთი იყო ვისაც ესე ძალიან სწყუროდა მშვიდობა.
-ადელე,-მშვიდად გასძახა ქალს, მისი თმების ვარცხნით რომ იყო დაკავებული. მზერა სარკეში გაუსწორა,-დაუკავშირდი ბარონ იონასს. უთხარი, რომ მასთან შეხვედრა მსურს. კონფერენციის შემდეგ.
-ვუთხრა რომ მას დარბაზის გარეთ შეხვდებით?
ჰელლამ მსუბუქად დაუქნია თავი.
-მაშინ ბარონესა ოდეტეს გადავცემ, შეხვედრის ადგილი შეუთანხმოს.
-გმადლობ.
დედოფალი მალე დაიბარებდა თავის პალატაში. მანამდე უნდა მოეგვარებინა დაგრივებული საქმე და არეული ფიქრები დაელაგებინა. კონფერენციამდე უნდა მოემზადებინა ისეთი წინადადება, რაც შეთანხმებაზე დაითანხმებდა მოწინააღმდეგე მხარეს. ისეთი რამ, რაზეც გალკოელთა მეფეც ვერ იტყოდა უარს.

***
სიგარა მომარჯვებული, უხმოდ აბოლებდა და თვალს არ აშორებდა ჰორიზონტს. ოთახი ტკბილი, მათრობელა სურნელით ავსებულიყო. სქელი, ნაცრისფერი კვამლი სხეულზე შემოხვეოდა და სუსტ ნიავზე ნელ-ნელა, ქართან ერთად იფანტებოდა.
ჯერ კიდევ ჩაცმის პროცესში იყო. ესმოდა, როგორ დადიოდნენ მის გარშემო მსახურები. გულმოდგინედ ურჩევდნენ ტანსაცმელს და სამკაულებს უხამებდნენ. მოშიშვლებული, უზადო სხეულით, ყოველგვარი ნახატის გარეშე აღმართულიყო ოთახში და საერთოდ ვერ გრძნობდა დაჟინებულ მზერას, ხარბად რომ უმზერდნენ. მისი გონება ზედმეტად იყო სავსე ნაზ, ვერცხლისფერ თმიან ქალზე ფიქრებით.
მსახურებს შორის ცალკე იდგა ქალი. სხეულით დიდი, შავი დიდი ნაწნავით. ჩუმად აკვირდებოდა მზადების პროცესს ხელში საფერფლე მომარჯვებული.
როგორც კი მისი მიახლოება იგრძნო, ზანტად გამოხედა კაიდენმა.
-დალილა, სად არის ჰაბანი?
-საკონფერენციო დარბაზის დასათვალიერად წავიდა. მითხრა, რომ გუშინდელის ანაზღაურება უნდოდა,-ტონი აგდებული ჰქონდა, თითქოს მის მხარეს იცავდა.
კიდევ ერთხელ გააბოლა.
გუშინ საღამოს, პრინცესა ჰელლა გალკოელთა ნამდვილი ბუნების მოწმე გამხდარიყო.
ამჯობინებდა რომ არ ენახა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ჰაბსნს მისი დროულად გაყვანა მოესწრო, მაგრამ უკვე ვერაფერს გახდებოდა. ადრე თუ გვიან, მაინც გამოაშკარავებდა თავს.
-და რა უნდა ვქნა?-მზერა დაუბრუნა შეწუხებულ ქალს,-მე ასეთი დავიბახე. ამას მთელი ცხოვრება ვერ დავმალავდი.
-ვიცი მაგრამ…
-და არც მე ვარ, ვინ ადვილად ცდება,-სიტყვა მოუჭრა და მხიარულმა ღიმილმა გაუპო ტუჩები,-იცი, როგორი მამაცი იყო? იმის მაგივრად რომ შეშინებული იყოს, ცდილობს გუშინდელი მომხდარი გამოასწოროს.
ჩამწვარი სიგარა საფერფლეზე დააგდო, ხალათი მოიცვა ოხვრით.
-არ ვიცი ჩვენ სასარგებლოდ ხელშეკრულებისთვის როგორ გამოვიყენო. ყოველთვის ასეთი იყო, შიშს მოკლებული.
მსახურებმა თმა გადაუვარცხნეს. ოქროს ძაფებით მოქარგულ საყელოზე ღილები შეუკრეს და თასმებით დაუმაგრეს, ისე რომ ერთი ნაოჭის არ დატყობოდა ტანისამოსს.
-ვფიქრობ, როგორც კი მოლაპარაკებები დაიწყება, ყველაზე პრობლემური ნაწილი პრინცესა იქნება. ის სამეფო ოჯახის ბირთვია.
-მაგრამ ეს მხოლოდ საბაბია, არა?
-დიახ, მაგრამ…
კიდევ ერთხელ დაწვდა ფოთლოვან თამფაქოს და მოუთმენლად გაუკიდა. ვიერაში სტუმრობის ერთ-ერთ მიზეზს ჰელლა წარმოადგენდა. მაგრამ გრძნობდა, ნელ-ნელა როგორ ხდებოდა პრიორიტეტული, სხვა ყველაფერთან შედარებით.
-მაგრამ მაინც მაწუხებს,-რბილად დაასრულა.
დალილამ ზუსტად არ იცოდა, კონკრეტულად რომელს მიმართავდა მაგრამ მისი ბოლომდე ესმოდა.
-იქ იმისთვის არ ხარ, რომ სიკეთისთვის გადაუხადო? დაინტერესებული ხარ?-როგორც იქნა გაბედა და ჰკითხა.
პასუხის ნაცვლად კაიდენმა მხოლოდ გაუღიმა და დალილას ნათლად წარმოუდგა სურათი, თუ რა ჰქონდა განზრახული.
-შენ პატარძლად აქცევ.-დარწმუნებით განუცხადა და მამაკაცს გულიანი სიცილი აუტყდა.
იდეაც კი აბსურდული იყო.
-ბევრს ფიქრობ, როგორც გალკოელი. არ უნდა დაივიწყო, ის ვიერადანაა.
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ნუ უყურებ ყველაფერს გალკოელთა პერსპექტივიდან,-დაღლილად ამოიოხრა.
-რთული გზა იქნება,-უხასიათოდ ამოიბუტბუტა შუბლშეკრულმა.
მართალი იყო, ვერ გაეგო. ბოლოს და ბოლოს თავად იმას გაჰყვა ცოლად, ვინც ტყვედ იყო მის ქვეყანაში აყვანილი. გალკოელებისთვის კი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუნდაც იმას რომ ჰელლა ობერდეს ჰუგო კალიმერეზე იყო დანიშნული.
-თქვენო უდიდებულესობავ, სტუმარი გეახლათ,-ჰოლიდან გაისმა მსახურის ხმა და თანხმობის შემდეგ კარებიც შემოხსნს.
ზღურბლზე საშუალო ხნის კაცმა შემოაბიჯა, რომელიც საბანკეტოდ გამოწყობილიყო. მისი ტანისამოსი, ვიერას სამეფო ეტიკეტის გათვალისწინებით შეერჩიათ. წელში გამართულიყო. დგომი მტკიცე ჰქონდა და მყარი, მაგრამ ნერვიულობას მაინც ვერ ფარავდა. შუბლი ოფლისგან დაცვაროდა. სახე გაფითრებოდა და როგორც კი ოთახის ცენტრში მდგარ გალკოელთა მეფეს გაუსწორა მზერა, ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა.
-როგორც მახსოვს, ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა,-კაიდენმა მშვიდად გაუღიმა და კაცმაც დაჭიმულმა დაუკრა თავი.
-დიახ, დიდი პატივია გალკოელთა მეფესთან შეხვედრა.
-ნუ ნერვიულობთ. არ ვიკბინები.
კაცს ნერვიულად გაეცინა, არ იცოდა რა უნდა ეპასუხა ხუმრობაზე. მხოლოდ სიჩუმე არჩია.
-ნამდვილად. გალკოელები ადამიანებს არ ჭამენ.- დალილამ გულწრფელად გაუცინა და უკან დაიხია, უფრო მეტად რომ არ დაეფრთხო.
-გთხოვ დაბრძანდით,-სავარძლისკენ მიუთითა კაიდენმა.-ბევრი გვაქ სალაპარაკო.
კაცი ადგილიდან მაინც არ დაძრულა. მილურმულივით გაყინულიყო ერთ ადგილას და ნაბიჯს არ დგამდა.
-არაფერს ვიტყვი ისეთს, რაც ვიერას ზიანს მოუტანს,-მტკიცედ განმარტა სუნთქვა შეგუბულმა.
‘მარტივად არ ტყუვდება.’ გაიფიქრა და უფრო დააკვირდა ფერდაკარგულს. ,ეს არის მიზეზი, თუ რატომ იჩერებს ახლოს ჰელლა მას?’ არჩევანი მოუწონა და მსუბუქად ჩაიცინა.
-ეს არც დაგჭირდებათ,-თითით უხმო მსახურს, რომელმაც უმალ მიურბენინა ხის დიდი ყუთი,-და მაინც, ეს არ არის მიზეზი, აქ რატომაც ხართ.
როგორც კი ყუთს თავი მოხადა, გაუცნობიერებლად გაუფართოვდა თვალები. სუნთქვა შეეკრა და სხეული უფრო მეტად დაეძაბა.
-მე რაც მინდა,-ჯერ კიდევ შოკში მყოფ კაცს უჩუმრად მიუახლოვდა, უკან დაუდგა და ჩუმად უჩურჩულა,-თქვენთან დაახლოვებაა, ბარონო იონასს.



№1 სტუმარი სტუმარი Nessie

უბრალოდ საოცარი ისტორიაა მეტი სიტყვები არ მაქვს, ველოდები გაგრძელებას❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

აი რა გითხრა. საერთოდ ამ ჯანრძე ვგიჟდები. სიყვარული რომ გვერდით გადავდოთ პოლიტიკური თამაშები იქნება ფართოდ განხილული. ვფიქრობ. საოცრად მომწონსს. მადლობააა

 


№3  offline წევრი PARVENU

ჰელლოთ.როგორ ხართ?
ახალი თავის ატვირთვა შემაგბიანდა დაპირებულთან შედარებით და იმედია ძალიან არ მიწყენთ. ვცდილობდი შედარებით დიდი გამოსულიყო, რამდენიმე მოქმედებით, მაგრამ ვეღარ გავძელი. ვეცდები მალევე დავამატო ახალი.
როგორც წინა თავის კომენტარში ავღნიშნე, თავებს, რომლებიც adult contentს მოიცავს, არ ექნებათ მითითებული ასაკობრივი შეზღუდვა, რადგან არ მინდა მკითხველი ამან მოიზიდოს. აგრეთვე, ვეცდები რომ მოვლენები არ იყოს ზედმეტად… მძაფრი?:/
მადლობა კიდევ ერთხელ თოთოეული კომენტარის ავტორს და დიიიდად ვაფასებ თქვენ მხარდაჭერას.
წარმატებები, და ჰევ ე ნაის დეიი.
--------------------
Parvenu

 


№4  offline წევრი ლილილი

ეოსი ძალიან მაინტერესებს, საინტერესო ვინმეა.
კაიდენი თავისთავად უკვე მომწონს კი არა მეც მიზიდავს. ის უკვე გასაგებია საიდან მოვიდა და რატო.
მომწონს.ძალიან მომწონს ეს ისტორია!!
ველი ახალს

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან საინტერესო ისტორიაა და მომწონს, მაგრამ პატარა თავები და დიდი ინტერვალები მუღამს მიკარგავს :/

 


№6 სტუმარი Daldinidaldoni

ოჰოო ძალიან კარგია ძალიან ,სრულიად განსხვავებული და არაორდინალური თავგადასავალი სამეფო კარის ცხოვრება და მისი წესხვეულებანი ,ორი სრულიად ანტიპოდი ადამიანის გზების გადაკვეთა და არჩევანი ,რომლის გაკეთებაც მოუწევს ორივე მხარეს,სკუთარი თავისთუ ქვეყნის სასარგებლოდ.. ვნახოთ რა მოხდება თუმცა შენს საოცარ ისტორიებს თუ გავითვალისწინებთ აქაც ბევრჯერ გაგვაოცებ. ..ძალიან ძალიან კარგია .

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ჰელლოოუუუ ♥️
როგორ ხარ? ვიმედოვნებ რომ კარგად♥️♥️
მოკლედ კი მინდა დაწერა თუმცა როდესაც დიდი ხნის უნახავ საყვარელ და განსაკუთრებულ მწერალს დაინახავ ცოტა რთულია იმ ყველაფრის გადმოცემა მოკლედ რასაც გრძნობ და განიცდი♥️♥️♥️
დიდხნიანი პაუზა გქონდა მართლაც ახალი ისტორიისთვის მაგრამ ვფიქრობ ღირდა
მეტად დახვეწე და რავიცი სულ სხვა ლეველზე ხარ.. თანაც წერის განსხვავებული სტილი გაქვს ყველაფრისდა მიუხედავად რაღაც ისეთს ქმნი რომ ადამიანს როარუნდოდეს მოანდომებ...
ცეცხლი ყოველთვის ხომ იყო მაგრამ აქ რაღაც სხვა ეტაპზე გამოაჩინე და ამან საერთოდ გამაოცა მაგიტომ ვამბობ რომ ასე ლამაზად თუუნდაც ეროტიკა, გრძნობები, ერთმანეთისადმი ეს დამოკიდებულება იმდენად გაქვს გადმოცემული რომ მართლა ვშოკდები...
ზოგადად მომწონს ძველი ისტორიული ჟანრები მაგრამ იშვიათად რომ ვინმემ დამაინტერესოს თუმცა შენ მართლა სასწაული მოახდინე...
თვითონ სახელებმაც კი მომხიბლა
♥️ჰელლა და კაიდენი ♥️
როგორი უცხო და ლამაზია ..და ინტრიგა რომელიც სულ გყვება ისტორიის ბოლოს რომ აი რა მოხდება სულ გჭამს ეს კითხვა!!! ამიტომ გეუბნები სასწაულად წერ თქო♥️
რაც შეეხება დაგვიანებას ჩემო საყვარელო და კარამელო ნუ ფიქრობ იმაზე რომ ჩქარა დაწერო და ჩვენ გაგვახარო მესმის რომ პასუხისმგებლობით ეკიდები შენს საქმეს მაგრამ ისიც გახსოვდეს რომ შენი ისტორიაა და ყველანაირი დრო უნდა გამოიყენო რაც დაგჭირდება და თავად გვქონდეს მოთმინების უნარი რომ მივიღოთ შენგან განსაკუთრებული♥️
ამიტომ არ იჩქარო როგორც მოახერხებ ისე შექმენი და დაწერე მე დაგელოდები სულ რომ ერთი მკითხველი გყავდეს მაგრამ დარწმუნებულივარ ესე არ იქნება♥️ უბრალოდ თავად უნდა ვისწავლოთ მწერლების შრომის დაფასება და ენერგია რასაც ჩვენთვის აკეთებენ და არამარტო ჩვენთვის ♥️
ისტორიაზე მეტს ჯერ-ჯერობით არაფერს დავწერ რადგან მოგყვები და ყველაფერს გავივლით ერთად ამჟანად მინდა იცოდე რომ საუკეთესოს ქმნი და მე აქ ვარ♥️
გუდ ლაქ ენდ ჰევ ე ნაის დეი იუ თუუ გირლ♥️♥️♥️

 


№8 სტუმარი tky

აიიიი უძალიანესად გელოდებიიიი. გასაგებია რომ ვერ ახერხებ უფრო დიდ თავს და სწრაფად დადებას, მაგრამ რომ მინდაა?? sob sob sob ისეთი ისტორიაა დაუსრულებლად წაკითხვა რომ შეიძლება! არ ვაჭარბებ!

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეტად დაძაბული თავი იყო ძალიან მომეწონა მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent