შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი VI]


21-11-2021, 06:08
ავტორი PARVENU
ნანახია 1 303

***
საბანკეტო დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა სტუმრებით. ფერად კაბებსა და მჭიდროდ შემოჭერილ კორსეტებში გამოწყობილი ქალები, მარაოს ქნევით, ამაყად ამოდგომოდნენ გვერდში თავიან კავალერებს. თავდაჭერილი, ნაზი ღიმილით ესალმებოდნენ ნაცნობებს და გაოგნებას ვერ მალავდნენ დარბაზის ექსტრავაგანტულ მორთულობაზე. მაგიდები სავსე იყო ადგილობრივი ღვინით და დელიკატესებით. დეკორაციები, რომლითაც კედლები იყო მორთული ხელოვნების ნიმუშს გავდა. სამეფო კარს ძალ-ღონე არ დაეშურა გალკოელთათვის საუკეთესო დახვედრა რომ მოეწყო. თითქოს მეზობელ ქვეყანას ეუბნებოდა, რომ მოკავშირეთათვის საუკეთესოს შეთავაზება შეეძლო.
და დიდებულებიც ერთობოდნენ მშვენიერი სანახსობით, მუსიკის ნაზ ჰანგებთან ერთად.
მიუხედავად დარბაზში გამეფებული ჰარმონიისა, ჰელლა სიმშვიდეს მაინც ვერ გრძნობდა. მზადებაზე პასუხისგებლობა იმდენად არ ღლიდა, როგორც ერთ კვირიან კონფერენციაზე ფიქრი. უნდოდა ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო.
ცარიელი გამომეტყველებით მოავლო თვალი გარშემომყოფთ და ნელა დაუყვა დერეფანს. ნაზი რძისფერი კაბის შლეიფი მოპრიალებულ მარმარილოს იატაკზე დასთრევდა, ტალღებად იშლებოდა და ჩუმი შრიალით ეალერსებოდა ფეხებზე. დაქანცულობის მიუხედავად სახეზე ნაკვთი არ შერხევია. თავი ღირსეულად ეჭირა, წელში გამართული, ელეგანტური ნაბიჯებით მიუყვებოდა ჰოლს და წამითაც არ იმჩნევდა დაჟინებულ მზერას.
აღტაცებასა და შორით ტრფობასთან ერთად ხალხის მზერას ეჭვი შესტყობოდა, გალკოელთა მეფეს რომ გამოეწვია. მისი აშკარა ინტერესი, რომელიც ჩამოსვლის პირველივე დღეს გამოიჩინა პრინცესას მიმართ დიდი ჭორს საბაბი გამხდარიყო. ცუნამივით მოსდებოდა დამახინჯებული ისტორიები ქვეყანას ბარბაროსთა მეფის და ვიერას ყვავილის შესახებ. საიდუმლო ბავშვამდეც მისულიყო საკითხი.
სასაცილოც კი იყო რამდენად შეეძლო ნაპერწკალს დამანგრეველი ცეცხლის გაჩაღება. ამბები იმდენად მალე გავრცელებულიყო, ობერდეს მარკიზიც კი ვეღარაფერს აწყობდა მათ ჩასახშობად და განრისხებული აწყდებოდა კედლებს. ჰელლა არც კი ცდილობდა რაიმე მოემოქმედებინა. ხალხი ყოველთვის იმას ისმენდა, რაც მას სურდა. არ ღირდა ზედმეტი ენერგიის ხარჯვა იმ ღირსების დაცვაზე, რომელიც უკვე აღარ გააჩნდა.
მშვიდად მოავლო დარბაზს თვალი. გალკოელები ჯერ კიდევ არ ჩანდნენ ჰორიზონტზე. საკუთარი სიამაყის გამო, ვიერას სამეფო ოჯახიც არ გამოცხადებულიყო.
თავად, როგორც ორგსნიზატორი, ვალდებული იყო სტუმრებს დახვედროდა და მიგებებოდა. მადლობელიც იყო, რადგან შედარებით დიდხანს იქნებოდა დედოფლისა და ეოსისგან განცალკევებით.
როგორც კი სტუმრების ერთი ნაკადის მიღება დაასრულა ბარონ იონასს დაუწყო ძებნა, რომელიც მისი პირადი რწმუნებული, თვალი და ყური იყო.
ბარონი იონასი ტახტის მემკვირდის მოწინააღმდეგეთა მხარეს წარმოადგენდა და ჰელლას, როგორც პოლიტიკურ წარმომადგენელს უჭერდა მხარს. მიუხედავად იმისა, რომ მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის როლი სარფიანად გაყიდვა იყო.
საკითხები, რომლებსაც ღიად ვერ აგვარებდა, ბარონის პასუხისგებაში იყო. შეზღუდვა, რომელიც სასახლიდან გასვლას უკრძალავდა, ხშირად უშლიდა ხელს თავისუფალ მოქმედებებში. იონასი კი ის ადამიანი იყო, რომელიც მის უჩუმრად გაპარვასა და უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს.
სწორედ ამიტომ სურდა რაც შეიძლება მალე ენახა. იცოდა, ისეთი ინფორმაცია ექნებოდა, რომელიც სხვა არისტოკრატებისთვის ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელი იყო. ის იყო კიდევ ერთხელ გადააგვალიერა სტუმრები, ჰოლის ბოლოში მდგომ კაცს რომ მოჰკრა თვალი. ბარონი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სიხარულისგან ცმუკვას ვერ იკავებდა. აჟიტირებული, ნაჩქარევად კვეთდა ხალხის რიგს და მისკენ მიიწევდა.
-თქვენო უდიდებულესობავ!-მოუთმენლად წამოიძახა, როგორც კი მიუახლოვდა.
ისე გამოიყურებოდა, თითქოს საუკუნე არ ყავდა ნანახი. სუნთქვა აჩქარებოდა, სახე ღელვისგან წამოწითლებოდა.
საპასუხოდ თავი დაუქნია და ლოჟისკენ გაუძღვა, შედარებით მშვიდ ადგილას.
-რა ხდება?-სულის მოთქმა აცადა და შემდეგ ჰკითხა.
-გუშინ ლამის გარდავიცვალე,-ჩუმად ჩაილაპარაკა.
-რა?-შეშფოთება გაუკრთა ქალს ხმაში.
-გალკოელთა მეფეს შევხვდი, თქვენო უდიდებულესობავ.-გამომეტყველება ისეთი გახდომოდა, თითქოს მელიის ხაფანგს დაძრომოდა.
დაბნეული შეჰყურებდა. ეს ის არ იყო, რასაც ელოდა. მშვიდად ელოდებოდა, როდის გააგრძელებდა მოყოლას.
-ინიციატივა მისგან იყო,-ხმა დაიმდაბლა,-უნდოდა ვიერას შიდა საქმეებზე ინფორმაცია მიეღო. ზედმეტად დარწმუნებული და ქარიზმატულიც კი ჩანდა.
იგრძნო, როგორ დაეცვარა საფეთქლები და სხეული დაეძაბა. კაიდენი ზედმეტად გაბედული ჩანდა. არ ელოდა იონასამდე ასე აშკარად თუ მივიდოდა. ბოლომდე ვერ ჩაწვდომოდა მის განზრახვას, თუ რისთვის სჭირდებოდა მამაკაცი. იცოდა, რომ შეფარული გამზრახვა ჰქონდა, მაგრამ ვერ გაეგო რა ამოძრავებდა.
-ჩემი მოსყიდვა უნდოდა. საჩუქარი გადმომცა.
-რა საჩუქარი?-შემკრთალმა გახედა.
-აბრეშუმის ათი რულონი,-კაცს ხმა უფრო მეტად დაუდაბლდა და როგორც კი პრინცესას მზერას მოჰკრა თვალი, ნაჩქარევად განაგრძო,-ის არ იყო ჩვეულებრივი აბრეშუმი, ვფიცავ!-შემკრთალმა უკან დაიხია.
დიდი ყურადღებით მოავლო გარემოს თვალი, თითქოს სურდა მათ სიმარტოვეში დარწმუნებულიყო და თავდახრილმა უჩურჩულა:
-მეწამული აბრეშუმი.
ჰელლას თითები შეუკრთა.
მეწამული ვარდისფერი აბრეშუმი, როგორც დიდების და ძალაუფლების სიმბოლო, არა მარტო არისტოკრატებში, არამედ ვიერას სამეფო ოჯახშიც მწირი იყო. ბევრს ჰქონდა სურვილი იმისა, რომ ამ უიშვიათეს საქონელს დაუფლებოდა, მაგრამ მიუხედავად შესაძლებლობისა, მისი მიღება მარტივი არ იყო. ქსოვილის წარმოება ქვეყანაში ვერ ხდებოდა. ამას ერთვებოდა საღებავი, რომელიც რთულად დასამზადებელს წარმოადგენდა და მხოლოდ იმპორტით ხდებოდა მისი ქვეყანაში შემოტანა. დიდებულები, რომლებიც საბადოებს ფლობდნენ, ხშირად ცდილობდნენ ქსოვილის თუნდაც მცირედ ნაწილში გადაეცვალათ ქონება. რადგან სიმდიდრის საბოლოო სიმბოლოს, სწორედ ეს წარმოადგენდა. ვიერაში კი აბრეშუმის საკმარისი რაოდენობა, მხოლოდ სემეფო ოჯახს და ობერდეს მარკიზს გააჩნდათ.
-ეს იყო გაცილებით ლამაზი დს ნათელი მეწამული აბრეშუმი, რაც აქამდე მინახავს,-აღტაცებას ვერ მალავდა კაცი, თითქოს სიტყვები არ ყოფნიდა იმ დიდებულების აღსაწერად, რასაც შესწრებოდა,-ზუსტად თქვენი თვალების ფერი იყო, თქვენო უდიდებულესობავ.-დასძინა აღფრთოვანებულმა.
ჰელლამ იგრძნო, როგორ გაუხურდა ყურები და თავი გაატრიალა თვალებ დახრილმა. მზერა დამალა.
დიდი ხანი იყო დავიწყებოდა. თვალებს, რამლებსაც აქამდე მეწამული ფერი დაჰკრავდა ფერი დაკარგვოდა. ნელ-ნელა გადასულიყო სინაცრისფერეში. მხოლოდ ოდნავ, ფერმკრთალად გასდევდა ვარდისფერი ელფერი.
-რა თქმა უნდა, ვუარყავი მისი შემოთავაზება. აღნიშნა, რომ მხოლოდ საჩუქარი იყო, მაგრამ უფასო არა. არ ვიცი, რას ითხოვდა სანაცვლოდ, მაგრამ მტკიცედ ვუთხარი უარი,-სიამაყესთან ერთად სინანულის ნოტები ახლდა იონასის ხმას.
ბარონი იონასი ჩაცმა-დახურვის დიდი მოყვარული იყო. გამუდმებით სტუმრობდა დედაქალაქის საუკეთესო ატელიეს, რათა მოდის უახლესი ტენდეციების მიხედვით მოკაზმულიყო და ამაყად დააბიჯებდა დიდი რუდუნებით შერჩეული სამოსით. ასეთ საჩუქარზე მისი მხრიდან უარი კი ბევრს ნიშნავდა.
-გმადლობ, ბარონო იონას,-ჰელლას ხმა ჩუმი, მადლიერებით რბილი იყო.
-ისე მოვიქეცი, როგორც მევალებოდა,-თავი დაუკრა ღიმილით და წამში შეეცვალა ტონი,-როგორც მე მომწვდა, არაა გამორიცხული, ისე გამოეხმაუროს სხვა დიდებულებსაც. ფრთხილად უნდა იყოთ.
მისი გაფრთხილება არ იყო აზრს მოკლებული. მაგრამ ეს მხოლოდ სიმართლის მცირე ნაწილს წარმოადგენდა.
სამეფო კარზე, იონასისგან განსხვავებით, ბევრი იყო ისეთი, ვინც დაუფიქრებლად დასთანხმდებოდა მოწინააღმდეგე ქვეყნისგან ქრთამს და მეფის გვირგვინსაც გაყიდდა, მაგრამ მოახლოებული კონფერენცია შემბოჭველ ფაქტორს წარმოადგენდა მათთვის. შეთანხმებისას ყველას თვალი იმაზე იქნებოდა, ვინც გალკოელებს ღიად დაუჭერდა მხარს. მსგავსი ყურადღება კი არავის აწყობდა.
-გალკოელები მაოცებენ,-ბარონს მზერა ჩაფიქრებული გახდომოდა,-ხალხის აბრეშუმით მოსყიდვა… დარწმუნებული ვარ, შეუძლიათ იმაზე ძვირფასი რამ შესთავაზონ, ვიდრე ძვირფასი ქვები ან ოქროა.
ჰელლამ თავი დაუქნია. ეჭვი ქონდა ათი აბრეშუმის რულონი ყველაფერი იყო რაც მათ ებადათ. ჯერ კიდევ დადიოდა ლეგენდები იმაზე, თუ რა წარმოუდგენელ სიმდიდრეს ფლობდნენ ბარბაროსები უდაბნოში. შეიძლება ეს ქსოვილი მათთვის მხოლოდ ნაჭერს წარმოადგენდა, მაგრამ ტანსაცმლის მწარმოებელთათვის, ფასდაუდებელი იყო.
-ბოლომდე იმასაც ვერ ვუარყოფთ, რომ გალკოელებს მსგავსი აბრეშუმის დასამზადებლად ცოდნა არ აქვთ.-ფიქრის შემდეგ გასცა პასუხი და ის იყო უნდა გაეგრძელებინა მოულოდნელმა ცვლილებამ რომ შეუშალა ხელი.
მოზუზუნე დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდნილიყო. თითქოს წყალი გადაასხესო, ყველა გადუსულიყო. ჰაერიც კი შეცვლილიყო.
ყველას ყურადღება შემოსასვლელისკენ იყო მიპყრობილი.
-ბარბაროსები…
საიდანღაც მოესმა ჩურჩული და მზერა საპატიო სტუმრებს გაუსწორა.
ტრადიციულ, ვიერას კაშკაშა, ნათელ ფერთან განსხვავებით, მუქ ტანისამოსში გამოწყობილები მოაბიჯებდნენ. თავი ეჭირათ მაღლა. ამაყად, წელში გამართულები დინჯად მოდიოდნენ. თითქოს მიხვრა-მოხვრით ეუბნებოდნენ იქ შეკრებილთ რომ მათზე, ადამიანებზე მაღლა იდგნენ. და ჯგუფს თავად კაიდენი ხელმძღვანელობდა.
მათი ნათელი თვალები მოუსვენრად უვლიდა დარბაზს. თითქოს გარემოს ზვერავდნენ. ზოგი არისტოკრატი კრთომას ვერ იკავებდა, როცა მათი მზერის ობიექტივში ხვდებოდა.
წამით სხვის ტერიტორიაზე შეჭრილი მტაცებლები გაახსენდა ჰელლას და კაიდენს მოავლო თვალი.
სხვებისგან აშკარად გამოირჩეოდა. მოსასხამი, რომლის საყელოც გალკოელთა ტრადიციის მიხედვით ოქროს ძაფებით მოექარგათ, განიერ მხრებზე მოესხა. შავი ნაჭერი ოქროსფერთან კონტრასტში მშვენიერ სანახაობას ქმნიდა და იდეალურად ერწყმოდა მის გარეგნობას. მაგრამ ჰელლასთვის ყველაზე მეტად საყურადღებო მეწამული აბრეშუმი იყო, სარტყელად რომ გადაჰკროდა ტორსოზე მამაკაცს და თვალისმომჭრელად ბზინავდა დარბაზის შუქზე, თითქოს ბრილიანტები იყო მის ზედაპირზე გაბნეული.
უკვე ხვდებოდა იონასის აღტაცების მიზეზს.
გალკოელთა აბრეშუმი მთელ კონტინენტზე, საუკეთესო ხარისხის იყო.
ვერ მიხვდა, როგორ დაჟინებით მიჩერებოდა, სანამ მის თვალებს არ შეხვდა. მალევე მოაშორა მზერა და კვლავ ბარონს მიუბრუნდა. ის იყო წინ მდგომს ახედა, მისმა შეშფოთებულმა გსმომეტყველებამ წამით რომ შეაკრთო. თითქოს მზერით ვიღაცას მიყვებოდა.
,კაიდენს უყურებს?’გონებაში გაუკრთა. მას მიყვა, მიტრიალებულს უზარმაზარი ჩრდილი რომ დაეცა თავზე და სუნთქვა შეუკრა.
ოქროსფერი თვალები ზემოდან უყურებდნენ. სახეზე ცალყბა ღიმილი გამოსახვოდა.
-რატომ ერიდებით ჩემ მზერას?-ჰკითხა და უფრო მიუახლოვდა,-ვიცი, რომ დამინახეთ.
ნერვიულობა ყელში მოაწვა. სახე გაუფითრდა და შეშფოთებულმა მოავლო თვალი გარემოს. არ იცოდა ამდენ დაჟინებულ მზერაში რა მოემოქმედებინა ან რა ეპასუხა.
კაცს მის ქცევაზე მეტად გაეღიმა. ნაზად დაწვდა სუსტ ხელს.
ახლო მდგომ დიდებულებს კრთომა აღმოხდათ და განცვიფრებულები შეჰყურებდნენ. ბარონ იონასსაც სუნთქვა შეკვროდა, თითქოს ვერ იჯერებდა მის თვალწინ დატრიალებულ უპატივცემულობას.
კაიდენს ყურადღება არ მიუქცევია გარშემო მყოფთათვის. ღიმილი დაიხარა და რბილად აკოცა ფერმკრთალ ხელის ზურგსა და თითების გზაგასაყარზე.
-იმედები გამიცრუეთ, პრინცესა,-ჩუმად ჩაილაპარაკა.
კაიდენი მოძრაობდა ნელა, გამოცდილი მონადირესავით, რომელიც ძვირფას ნადირს ჩასაფრებოდა. თვალს ადევნებდა, აკვირდებოდა და მხოლოდ მაშინ ესხმოდა თავს მოსაკლავად, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებ ელოდნენ. როგორც ახლა.
თითები მჭიდროდ მოექცია მუჭში, თითქოს ეუბნებოდა, რომ ვერ გაექცეოდა.
აღელვებულმა, მტკივნეულად იკბინა ტუჩზე. ხელის გათავისუფლებას შეეცადა, საპასუხოდ უფრო ძლიერად რომ მოუეჭირეს. მხოლოდ მაშინ გაუშვა, როცა ქალს სუნთქვა აერია. სახე ქაღალდივით გაფითრებოდა.
-ვფიქრობდი, ჩემთან მოსალმების დიდი სურვილი გექნებოდათ,-განაგრძო მშვიდად, თითქოს აქ არაფერიო,-მგონი ვცდებოდი.
მისკენ დაიხარა, ნელა მიუტანა ყურთან ტუჩები.
-გაბრაზებული ხარ, პრინცესა?
ჰელლამ გვერდითი მზერა ესროლა. ეცადა გამომეტყველება არ შეცვლოდა. გული გამალებით უცემდა.
-ხალხი გვიყურებს,-ჩუმად, მტკიცე ხმით დაუსისინა.
ის პირობა შეახსენა, რომელიც წინა დღეს დადეს და კაციც ღიმილით მოშორდა.
მათ თითოეულ მოძრაობას მთელი დარბაზი უყურებდა. წამითაც არ აშორებდნენ თვალს, თითქოს სანახაობას ეძებდნენ. ცვლილებას, რაც უფრო საინტერესოს გახდიდა შეკრებას. ჰელლამაც იცოდა სიმშვიდე რომ არ უნდა დაეკარგა. მისგან განსხვავებით კაიდენი ბარბარისი იყო, რომელმაც არ იცოდა და არც დარდობა მანერებსა და ეტიკეტზე. მთელი პასუხისმგებლობა მის მხრებზე იყო. რამე რომ მომხდარიყო, პასუხის გაცემა სასამართლოსა და მისი ხალხისთვის მას მოუწევდა.
ბარონიც მიმხვდარიყო ქალის ღელვას და ეცადა ჩარეულიყო, საყვირის ხმამ რომ გაჰკვეთა ჰაერი.
მეფის შემოსვლას იუწყებოდნენ კარისკაცები.
საყვირის ხმა, მალევე შეცვალა ორკესტრის მუსიკის დიდებულმა ჰანგებმა. მეფე არისტოკრატთა შორის მოაბიჯებდა. მათთან ჩავლილს, თავის დაკვრით და რევერანსით აგებდნენ პატივს მონარქს. მოწიწებით აცილებდნენ კუთვნილ ტახტამდე, მაგრამ მიუხედავად მისი შემოსვლისა, დაძაბული ატმოსფერო მაინც არ გამქრალა ჰაერიდან.
მოხეტიალე თვალები კვლავ გალკოელთა მეფესა და პრინცესას დასტრიალებდნენ.
მათმა დუეტმა, მალევე მიიქცია ვიერას მეფის ყურადღებაც. სახე უკმაყოფილებისგან შეეკრა. თვალები მეწამულ ნაჭერს გააყოლა, ამაყად რომ შემოკროდა სხეულზე. მის უკან მდგომი როსელია და ეოსიც კაიდენს მიჩერებოდნენ, თითქოს გაოცებას ვერ მალავდნენო.
ეოსის მზერა უფრო ამ ორის სიახლოვეს დაეძაბა, ვიდრე მამაკაცის ჩაცმულობას. გამაფრთხილებლად გაჰყურებდა კაიდენს, რომელსაც გამომეტყველებაც არ შეცვლია, თითქოს არც აინტერესებდა.
,გახსოვდეს შენი ადგილი, როგორც ვიერას პრინცესას’-ჰელლასკენ მივრუნებული, ყინულოვსნი თვალებით ეუბნებოდნენ გონივრულად მოქცეულიყო.
ისიც ჩუმად მოცილდა მამაკაცს. ნელა მიყვა სამეფო ოჯახის წევრებს და საკუთარი ადგილი დაიკავა მათ გვერდით.
მეფე, მათგან განსხვავებით ფეხზე დარჩენილიყო. მისასალმებელი სიტყვით უნდა მიემართა შეკრებილთათვის.
ეოსმაც დრო იხელთა მიახლოებოდა.
-მე მგონი გითხარი, შეწყვიტე ამ ბარბაროსებთან ურთიერთობა,-ჩუმ ღრიალს გავდა მისი სიტყვები.
ისე გამოიყურებოდა, თითქოს ყურადღებით უსმენდა მეფის გამოსვლას. ჰელლასაც უნდოდა ყურადღების გადატანა, მაგრამ არ შეეძლო. ბორკილებად გამხდარიყო მისი სიტყვები.
-მეგონა ჭკვიანი იყავი, დაო. არ მითხრა, რომ ბარბაროსთა მეფეზე ხარ შეყვარებული,-დამცინავად უჩურჩულა და სასმისიდან ღვინო მოსვა,-გადაწყვიტე შენი ქვეყანა გაყიდო?
-მე არ დამიგეგმავს მასთან გადაყრა,-სწრაფად უარყო, დამარცხებულმა ამოისუნთქა.
ცდილობდა კამათში არ აყოლოდა და პასუხი არ გაეცა, მაგრამ ვერ შეძლო. მტკიცე მზერა ეცროლა გვერდით მჯდომს.
-და მე არ შემიძლია ისთი რამ გავაკეთო, რაც ხელშეკრულებას საფრთხეს შეუქმნის.
-რა თქმა უნდა, ძვირფასო დაო,-თავი დაუქნია ეშმაკური ღიმილით, მაგრამ თვალები ისევ ფოლადივით ცივი ჰქონდა. დაჟინებით სწავლობდა ქალის თითოეულ ემოციას, თითქოს უნდოდა შეესრუტა.
თავის აქნევით ანიშნა ყურადღება კვლავ სტუმრებზე გადაეტანა და ჰელლაც დაყვა.
-მაშინ, ნება მომეცი შენი პირველი ცეკვა მე მივიღო,-წინ იყურებოდა, ისე შესთავაზა.
-ბოდიში, ძმაო,-ამოარტავნულად გაიმართა, დამცინავი ღიმილი დაჰკრავდა,-ვფიქრობ, ეს უფლება ჩემ საქმროს ეკუთვნის.
-არც იფიქრო, რომ აქედან გამოძვრები,-მშრილად ჩაიცინა.
ჰელლა ჯერ კიდევ მარტოხელა იყო. რაც ნიშნავდა იმას, რომ მისი პირველი მეწყვილე ოჯახს შორის უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ საქმრო ჰყავდა. ეს იცოდა, მაგრამ სურვილს, რომ ეოსისგან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო, ვერაფერს უხერხებდა. ობერდეს მარკიზთან ცეკვა კი ამას უზრუნველყოფდა.
-მის ხსენებაზე, მგონი მისი აქ ყოფნა არც შემიმჩნევია,-თქვა დაინტერესით მოავლო თვალი დარბაზს.
-როგორც მოსალოდნელი იყო,-უკმაყოფილოდ ამოთქვა-ის გამოუსადეგარი იქნება, როგორც კი ეს ხელშეკრულება დაიდება და დასრულდება.-ზიზღით გადააქნია თავი,-ველოდები, როდის დაიცლება სასახლე ბარბაროსებისგან.
მისი სიტყვებისგან ნათელი იყო, ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო თუ რას გეგმავდა ჰელლა შეთანხმებისთვის. თავის მხრივ, გალკოელებს თავიანთი მოქმედებები დაეწყოთ. მშვიდობის საფარქვეშ, სამეფო საიდუმლოებების მოპარვა დაეწყოთ და დიდი ხანი არ იყო იქამდე დარჩენილი, სანამ საწადელს მიაღწევდნენ. ასე თუ გაგრძელდებოდა, ვიერა სრულიად დაუცველი დარჩებოდა კალიმერესა და გალკოელებს შორს.
ეოსი კი სამეფო ტახტზე იჯდა. უდარდელად ელოდა შეთანხმების დასრულებას, თითქოს მის დარღვევას არფერი ემუქრებოდა და მშვიდად ელოდა უცხოტომელთა დათხოვნას.
ახლაც, ჰელლა ცდილობდა ქვეყნის მშვიდობას საფრთხე არ შექმნოდა, გზებს ეძებდა მხარის დასათანხმებლად, რათა კომპრომისზე წამოსულიყვნენ და მისი ძმა კი თითის გაუნძრევლად იმკიდა თავის ნაშრომ-ნაღვაწს.
სიბრძისგან ხელები მოემუშტა და კიდურები დაეძაბა.
-თუ გსურს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება ჩვენს სასარგებლოდ დაიდოს, თავი შეიკავე ამ დამამცირებელი გამოთქმებისგან,-ისე დაუსისინა სასიამოვნო გამომეტყველება არ მოშორებია სახიდან,-გარდა ამისა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა იქნება ამის შემდგომ. ასე რომ ობერდეს მარკიზს ბოლომდე ნუ გადაუსმევთ ხაზს.
ეოსის მზერა კვლავ ჰელლას დაუბრუნდა. როგორც კი თვალები დაუბრილა, შეშფოთებულს ეგონა ღიად გალანძღავდა მეფის სიტყვამ რომ გადაატანინა ყურადღება ორივეს. მონარქს გამოსვლა დაემთავრებინა.
პრინცესა და პრინციც ბრბოს შეუერთდნენ. თავაზიანი გამომეტყველებით უკრავდნენ ტაშს ტახტზე დაბრუნებულს.
ეს ნიშანი იყო იმისა, რომ წვეულება ოფიციალურად დაწყებულიყო.
დარბაზი კვლავ ხმაურით გაივსო. დიდებულებს ქეიფი დაეწყოთ. ორკესტრის წევრები დაკვრას არ წყვეტდნენ და სასიამოვნო ჰანგებით ავსებდნენ სასახლეს.
რამდენიმე წყვილი ცენტრში საცეკვაოდ გასულიყო. ნაზად, ჰაეროვნად ტრიალებდნენ წრეზე და გრაციოზულად ცვლიდნენ მეწყვილეებს. მათ შორის, ზოგს გამბედაობა მოეკრიბათ და გალკოელებიც გაეწვიათ სცენაზე. მართლაც რომ საოცარ სანახაობას ჰქმნიდა ფერადი, გაშლილი კაბების შრიალი, მათ გარშემო მოტრიალე მამაკაცები და საოცრად მორთული ვიერას სასახლე.
ჰელლაც ალბათ მათი ცქერით დატკბებოდა, რომ არა დაჟინებული მზერა მთელი სხეულით რომ გრძნობდა. ფეხზე წამოდგა, უნდოდა უნდოდა გაესეირნა. მიუხედავად უამრავი დაკვირვებული თავილისა, შეუცდომლად შეეძლო მისი გამორჩევა, მილის მოშორებით რომ იდგა მისგან. რამდენადაც უნდოდა რომ მისკენ გაეხედა, იმდენად არ სურდა ეოსისთვის კიდევ ერთი მიზეზი მიეცა ეჭვიანობისა, დაკვირვებული რომ ადევნებდა თვალს.
-თქვენო უდიდებულესობავ!-უკნიდან მოესმა ფიქრებში გართულს მხიარული ხმა და კვნესა ძლივს შეიკავა, სანამ გაჩერდებოდა და უკან მიბრუნდებოდა.
-მარკიზო,-ღიმილით მიესალმა კაცს,-სასიამოვნოა თქვენი ხილვა.
მამაკაცს სიამაყის სიცილმა გადაურბინა. აშკარა იყო რატომაც.
მისი მთლიანი სამოსელი მეწამული აბრეშუმისგან შედგებოდა. ობერდეს მარკიზს ძალისხმევა არ დაეშურა სრული დიდებულებით წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე. თითქოს ამით იმის თქმა უნდოდა, რომ მიუხედავად მარკიზის სტატუსიდა, მეფეზე ნაკლებ ძალაუფლებას არ ფლობდა.
მიუხედავად სამოსის იშვიათობის და სიძვირფასისა, ჰელლას არ შეეძლო უკმაყოფილება არ დაუფლებოდა. ის, რომ სხვის ნაცვლად ჰუგო კალიმერე იყო ვინც ამას ატარებდა, ზიზღი მოგვარა. ამპარტავნებას ასხივებდა ავარდისფერებული სახით და თავმომწონე ღიმილით. სასაცილოც კი იყო, გადსმლაშებული.
-რა შესანიშნავი ჩაცმულობაა,-თავდაჭერილი ღიმილოთ აღნიშნა.
-რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო. ვცდილობდი თქვენთვის გამორჩეული ვყოფილიყავი,-ყელი მოიღერა თავმომწონედ.
წამით წინა დღის მოვლენებმა გაურბინეს და გაეცინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა მცველი განადგურებული იყო, მას წუხილის კვალიც არ ეტყობოდა. ნაკვალევის გარეშე ჩაევლო გასულ დავიდარაბას.
იმას თუ არ ჩავთვლით რომ წინ აღმართოდა წებოსავით. თვალს არ აშორებდა. თითქოს უნდოდა ენახებინა კაიდენისთვის რომ ჰელლა მისი იყო.
ფიქრები იმ მეძავებისკენ გაექცა, თურმე ესე ძალიან რომ ჰგავდნენ მას. ეცადა ბრაზი ჩაეხშო.
-შეიძლება, თქვენთან ცეკვის პატივი მივიღო?-თავი დაუკრა და ხელი გაუწოდა.
უნდოდა უარი ეთქვა და გაცლოდა.
ოსტატურად დამალული უკმაყოფილებით შეაგება ხელი მოულოდნელად რომ ჩაავლეს და ერთმანეთში გადახლართულ თითებს დახედა შუბლშეკრულმა.
ზიზღი, რომელიც მასთან კონტაქტისას ეუფლებოდა, უფრო ძნელად დასამალი იქნებოდა, როცა თაფლობის თვე დაიწყებოდა.
მძიმედ ამოისუნთქა. მუსიკა, რომელიც შეუჩერებლივ უკრავდა, გაუფრთხილებლად ჩაქრა. სიცილთან ერთად, ლაპარაკიც შეწყდა მოცეკვავე წყვილებთან ერთად, დემონსტრაციულად რომ აღიმართა მამაკაცი დანიშნული წყვილის წინაშე.
შესაფერის მომენტს ელოდა კაიდენი. თვალს ადევნებდა, სანამ მის წინ ჩაივლიდნენ და უპარდონოდ გადაუდგა წინ. ხელი გაუწოდა პრინცესას, გაებედა და უარი ეთქვა.
-შეიძლება, თუნდაც ერთი სიმღერის პატივი მქონდეს, პრინცესა?-ჰკითხა და მომხიბლავმა ღიმილმა გაუპო ტუჩები.
სიჩუმეში მეხის გავარდნას გავდა მისი სიტყვები. ეტყობოდა, სიამოვნებას იღებდა ვიერას ეტიკეტის უგულვებელყოფით.
ჰელლამ იცოდა სატყუარას უგდებდა. წესი, რომ პირველი ცეკვა ოჯახის წევრთან ან საქმროსთან უნდა ჰქონოდა უძველესს წარმოადგენდა. კაიდენი კი არაფრად აგდებდა. ერთი პარტიის დასრულებასაც არ დალოდებია, ისე გადაუდგათ წინ და თავხედურად მოითხოვა კომპანიონობა.
გამალებით ფიქრობდა ყველა პასუხის სავარაუდო შედეგებზე ჰუგო კალიმერე რომ წამოიწია წინ, მისი დაყოვნებით მოთმინებიდან გამოსული.
-გალკოელთა მეფევ,-წინა დღესთან შედარებით, მისი მიმართვა თავაზიანი იყო.-ბოდიშს ვიხდი, მაგრამ პრინცესა, ჩემი საცოლეა,-ქორივით მზერას არ აშორებდა წინ მდგომს წელზე რომ მოავლო ქალს ხელი და ძლიერად მიიზიდა.
კაიდენს მშრალად გაეცინა. ტუჩები დამცინავად აპრეხვოდა. ზედმეტად თვითდაჯერებული დაჰყურებდა სიბრაზე შეპარულ კაცს.
-ვიერაში ჩვეულებაა, რომ მისი პირველი ცეკვა მე მეკუთვნის,-საზეიმო გახდომოდა ტონი,-იმედი მაქვს, რომ გაიგებთ.
-მე კი მეგონა მთელი ეს წვეულება ჩვენ საპატივცემულოდ უნდა ყოფილიყო,-ხაზგასმით აღნიშნა და დემონსტრაციულად მოავლო თვალი დარბაზს.
მარკიზს სიბრაზისგან სახე წამოუწითლდა. თითქოს გრძნობდა, სადავეები ხელიდან უსხლტებოდა.
-ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც მეფე, ტრადიცია გვკარნახობს…-მრისხანებისგან აცახცახებული ხმა გაუწყდა, როგორც კი მამაკაცი ნაბიჯით მიუახლოვდა.
დაჟინებით დაჰყურებდა აფორაჯებულს. მათ გარშემო მყოფნიც გასუსულები უცქერდნენ. დაძაბულები ელოდნენ თუ რა მოხდებოდა, თითქოს სუნთქვჯთაც აღარ სუნთქვადნენ. დაძაბულობა მთელ ოთახს მოსდებოდა.
-ასე ექცევა ვიერა თავის პატივცემულ სტუმრებს?-წარბის აწევით იკითხა. ხმის ტემბრი დაბალი, მშვიდი იყო, რაც უფრო მეტად ყინავდა მსმენელს.
თავად გალკოელებმაც შეწყვიტეს მოლხენა. უყურებდნენ თავიანთი მეფისა და მასპინძლის გაცხარებულ კამათს და სასიკვდილო მზერას არ აშორებდნენ მარკიზს.
-პრინცესა?-მოულოდნელად ყურადღება ჰელლასკან გადაიტანა კაიდენმა და ფართო ღიმილით ჰკითხა,-თქვენ რას იტყვით?
აქამდე ჩრდილში მოქცეული, წამში იქცა ყურადღების ცენტრად. გრძნობდა, როგორ ელოდნენ მისგან პასუხს. არც დაუყოვნებია. ცუდსა და უარესს შორის იდგა.
გამოწვდილ ხელს დასწვდა. მომენტალურად იგრძნო, როგორი თბილი იყო მისი კანი სხვებთან შედარებით და თითქოს სხეულიც გაუთბა.
სიბრაზისგან ჩუმად კრიჭავდა კბილებს ჰუგო კალიმერე. ნაძალადევად გაუშვა წელზე მოხვეული ხელი, უკან დაიხია და სანამ დარბაზიდან გავიდოდა, ბოლოჯერ მოავლო გესლიანი მზერა წყვილს.
კაიდენისა და ჰელლასთვის ბრბოს გზა დაეთმო სცენამდე. წრეში მოქცეულთ, სხვა წყვილები არ უერთდებოდნენ. ჩურჩულით უცქერდნენ წყნარ მელოდიაზე დატრიალებულთ.
ქალის ვერცხლისფერი თმები თვალისმომჭრელად ბზინავდა ლამპართა შუქზე. ფერმკრთალი სახე, თეთრი მკლავები საოცარ კონტრასტს ქმნიდნენ მამაკაცის ყორანივით შავ თმებთან და გარუჯულ სხეულთან. ტანისამოსიც კი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთი მეორისგან და ეგზოტიკურ სანახაობას ჰქმნიდა. მზე და მთვარეს გავდნენ.
ალიონს და დაისს.
ინს და იანს.
ცეკვის დაწყებიდან ცოტა ხანში, დიდებულებიც დაუბრუნდნენ საკუთარ ადგილას. წინანდელი დაძაბულობა, კვლავ საზეიმო განწყობას ჩაენაცვლებინა. ენერგიულად ცვლიდნენ ამბებს ერთმანეთში და სასმისებს წევდნენ, მეგობრობის ნიშნით.
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ, დარჩენილმა სიმღერამ მდუმარედ განვლო. ჩუმად მიყვებოდნენ ერთმანეთის ნაბიჯებს, ნელა და მსუბუქად არტყამდნენ წრეს სცენას და ჰაეროვნად ბრუნავდნენ. უსიტყვოდ ჩამოეწყო მხარზე თითები, მის ცხელ ხელს წელზე გრძნობდა და მორჩილად მიჰყვებოდა მის პარტიას, სანამ ბოლო აკორდმა არ გაიჟღერა.
მალევე დასრულდა სამეფო ვალსი.
სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა, იქვე მდგომმა გალკოელებმა მუქარით რომ დაუღრინეს მუსიკოსებს და ისინიც შიშით მიყვნენ უსიტყვო ბრძანებას.
მელოდია მალევე განახლდა.
მელოდია, რომელიც მხოლოდ ორისთვის იყო განკუთვნილი.
ერთი შეხედვით ვიერას ეტიკეტს ჩამორჩენილი კაიდენი, გრაციოზულად მოძრაობდა. ელეგანტურად ადგამდა ნაბიჯებს, თითქოს წინასწარ შეესწავლა სამეფო კარის ვალსი და ჰელლაც გაოცებას ვერ მალავდა.
-როგორც ჩანს, უნარი გაქვთ პრობლემების მოზიდვაში,-მაინც ვერ შეიკავა თავი და სიჩუმე დაარღვია.
კიდევ ერთხელ დაატრიალა კადენმა, აყვავებული ყვავილივით რომ გაეშალა კაბა და მოხდენილად დაეშვა წვივებზე.
-ნამდვილად გსურს პრინცესას როლის თამაში, როცა ვცეკვავთ?-შუბლშეკრულმა დახედა.
მის პასუხზე, მოულოდნელად დაუარა სურვილმა ქუსლი ჩაეკრა ფეხში და დაებიჯებინა. თუმცა ეჭვი ჰქონდა, მთელი სხეულით რომც დასწოლოდა ვერაფერს გააწყობდა მისი უხეში კანის წინააღმდეგ. ალბათ არც იგრძნობდა. თითქოს რკინის ჩონჩხისგან ყოფილიყო აგებული.
დაუძლეველმა სურვილმა დაუარა გაერტყა, მის აგდებულ ღიმილს რომ მოჰკრა თვალი.
-რატომ ცდილობ ყველა შეხვედრაზე, უბედურება მომიტანო?-აღშფოთება გარეოდა ხმაში. მან კი უფრო მეტად გაუღიმა.
-ალბათ იმიტომ, რომ ეს გაღიზიანებს,-თვითკმაყოფილებით დახედა.
ვერ გაეგო, მართლა გულისხმობდა, თუ უბრალოდ დასცინოდა.
-მოგწონს შენი საქმრო? ჰუგო კალიმერე,-დამცინავი ცნობისმოყვარეობით კითხა, უფრო მეტად მოღუშულს.
დარწმუნებით იცოდა, მისი სიბრაზით ტკბებოდა. ართობდა, როგორ აღიზიანებდა მისი თავხედური, ცალყბა ღიმილი და მისი გაჭირვებით ხალისობდა.
-ჩემი გრძნობები ამ საკითხთან დაკავშირებით ირელევანტურია,-ბოლოს მაინც ამჯობინა დიპლომატოირი პასუხი გაეცა,-როგორც პრინცესას, ჩემი მოვალეობას მასზე დავქორწინდე.
-აჰ, ძალიან კეთილი ხარ, პრინცესა,-აგდებით გაუცინა და მისკენ დახრილს, ყურთან უჩურჩულა,-არ ფიქრობ, რომ ცოტა უნდა მოეშვა?
ნამდვილად უკეთესი იქნებოდა, ვიერაში არ ჩამოსულიყო. ბევრად უკეთესი. მისი იქ ყოფნა ყველანაირ ენერგიას აცლიდა და ღლიდა, უტიფრად რომ ურჩევდა დასვენებას.
ეცადა არ აჰყოლოდა და თემა შეეცვალა.
-ვიერას ცეკვა უნაკლოდ იცი, როგორ?
-პატარა ასაკიდან გავდიოდი მკაცრ გაკვეთილებს სხვადასხვა ცეკვაზე,-გულწრფელი იყო კაცის პასუხი.
ჰელლამ ეჭვი ვერ დამალა. სკეპტიკურად უყურებდა. ვერ წარმოიდგენდა, რომ კაიდენი ბავშვობიდან მკაცრ გაკვეთილებს ესწრებოდა, მითუმეტეს ცეკვისას. დაუჯერებელს გავდა ნათქვამი. მისი ბავშვად წარმოდგენაც უჭირდა.
-გაინტერესებს?-ეშმაკურად ჰკითხა.
-არანაირად!
-რა უბადლო მატყუარა ხარ.
-გთხოვ, მარტო დამტოვე,-გაღიზიანებულმა ამოიოხრა, ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა.
კაცი უყურებდა, როგორ აუცახცახდა ტუჩები და თვალებ მოჭუტული დააჩერდა განერვიულებულს, მთელი ძალისხმევით რომ ცდილობდა თავი არ დაეკარგა.
-რატომ ცდილობ ყოველთვიც…-დასრულება ვეღარ ჩეძლო ხმა გაბზარულს სიტყვა რომ გაუწყდა.
ეცადა მოშორებოდა, სანამ თავიდან გააგრძელებდა და ძლიერად მიაწვა მკერდზე, უფრო მეტად რომ მიიზიდეს და გაქცევის ყველა გზა მოუჭრეს.
-კვლავ გსურს სიკვდილი?-ახლოს მყოფს უჩურჩულა.
-დიახ,-მისი პასუხი კვლავ უყოყმანო, მტკიცე იყო.
მუსიკაც იმავე წამს გაჩერდა და საბოლოოდ შეძლო მისგან თავის დაღწევა. ნაძალადევი, ყალბი ღიმილით დაუკრა თავი წინ მდგომს.
-სასიამოვნო იყო თქვენთან ცეკვა, გალკოელთა მეფევ.
-პატივი ჩემია, ვიერას პრინცესა,-თავი დაუკრა და კვლავ ხელზე ემთხვია.
-თუ არ მიწყენთ, დაგტოვებთ. ჩემი საქმრო უნდა ვიპოვო. გთხოვთ ისიამოვნოთ წვეულებით,-კიდევ ერთხელ დაუკრა თავი. პასუხს არ დალოდებია ისე გატრიალდა და მოუთმენლად დაუყვა დარბაზს.
თითქოს გარბოდა, შეუჩერებლად უვლიდა გვერდს დიდებულებს გასასვლელისკენ გამართული.
რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინა ეგ ადგილი. რაც შეიძლება მალე უნდა გაქცეულიყო. განცდა ჰქონდა, თითქოს წამით მეტ ხანს თუ გაჩერდებოდა, დახმარებას შესთავაზებდა და იმაზე ფიქრი, რომ დათანხმდებოდა, გონებას ურევდა.
ზურგით გრძნობდა ხალხის მზერას, შეუწყვეტლივ რომ მიაცილებდნენ და სუნთქვა უფრო მეტად უძნელდებოდა. მანამდე არ გაჩერებულა, სანამ რამდენიმე ნაბიჯით მოშორებულ ადელეს არ მოჰკრა თვალი.
-ბარონესა…-გაჩერდა. უსიტყვოდ გახედა ნაზად რომ გაუღიმა ქალმა და მსუბუქად დასწვდა მის ხელს, წინ რომ გასძღოლოდა.
-იქნებ ცოტა დაგესვენათ, თქვენო უდიდებულესობავ.-კერძო მოსასვენებელ ოთახში შეუძღვა გადაღლილს.
მოცელილივით დაეშვა ყველაზე ახლოს მდგომ სავარძელზე და დაქანცულმა ამოიოხრა. მზერა შავი ლაქებისგან დაბურვოდა. მსუბუქი თავბრუსხვევა მეტად აწუხებდა, ვიდრე წინათ და უღონოდ ჩამორთვა გამოწვდილი წყლის ჭიქა.
-კორსეტს შეგიხსნით,-შესთავაზა ადელემ, რომელიც პარალელურად მხრებს უმასაჟებდა.
-არ არის საჭირო,-შეაჩერა,-ჰუგო კალიმერე უნდა ვნახო.
ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ შეურაცჰყოფა მიაყენა მისი ხელის უარყობით, გალკოელთა მეფეს რომ დასთანხმდა ცეკვის შეთავაზებაზე და როგორმე უნდა ეცადა, რათა ოდნავ მაინც გამოესწორებინა მომხდარი. თავიდან უნდა აეცილებინა დამატებით გართულებები.
ბარონესას თხოვნით სავსე მზერას, თიმილით უპასუხა. რაც არ უნდა ეცადა და თვალი დაეხუჭა, ის ისეთივე უძლური იყო, როგორ სხვა ადამიენები ამ ციხესიმაგრეში. მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა დასასრულს, ვერაფერს ახერხებდა, გარდა მორჩილად ლოდინისა, როდის მივიდოდა კიდემდე.
-თქვენო უდიდებულესობავ, იქნებ გადახედოთ,-ეცადა გადაერწმუნებინა ფეხზე წამომდგარი, როგორც კი კარებისკენ გაემართა.
არ დასცალდა. ზღურბლზე უკვე ელოდა მარკიზის დაცვა შეტყობინებით.
-მარკიზს პრინცესას ნახვა სურს. გთხოვთ, რომ გამომყვეთ, თქვენო უდიდებულესობავ.-აცნობა თავის დაკვრით და წინ გაუძღვა.
ღიმილით დაუყვავა შეშფოთებულ ბარონესას და მშვიდად მიყვა წინ წასულს.
დაცვამ დარბაზისგან საკმაოდ მოშორებით, ცარიელი ბაღისკენ მიაცილა, რომელიც საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა სასახლის სტუმრებისთვის. ცენტრში ლითონის, თეთრად მოჩუქურთმებული მაგიდა განეთავსებინათ, თავისი სკამებით. გარშემო ბუჩქები ერტყა და დაწნულ გუმბათზე გრილიანდებად ჩამოშვებულიყო თეთრი პატარა ყვავილები.
გარემო სიჩუმეს მოეცვა. დარბაზში მოცეკვავეთა ხმაც კი აღარ ისმოდა და არც კაცის ჭაჭანება იყო. ალბათ ჰუგოს წინასწარ მიეღო ზომები, რათა არავინ მიახლოებოდა განმარტოებულს.
წინ საყვარელი სითხით სავსე ბოთლი და სასმისები ელაგა.
-მარკიზო…-ეცადა დაეწყო, უხეშად რომ შეაწყვეტინა და ცარიელი ჭიქა ხმაურიანად დააბრუნა მაგიდაზე.
როგორც კი მარტომ დაიგულა თავი, მისი თავაზიანობა წამში აორთქლდა.
-როგორ შეგეძლო დაგემცირებინე? მე შენი საქმრო ვარ!-ლამის გადმოაფურთხა სიტყვები განრისხებულმა და ჰელლამაც ძლივს შეიკავა თავი არ შემკრთალიყო.
ალკოჰოლის სუნად ყარდა. სიძულვილით სავსე, დაბინდულ თვალებს არ აშორებდა ერთ ადგილზე გაყინულს. მძიმედ სუნთქავდა, მოქმედება ზანტი, დუნე გახდომოდა.
თვალმოუშორებლად უყურებდა, ღრმად რომ ამოისუნთქა. ცარიელი სასმისი კვლავ შეივსო და წინ მდგარ ჭიქაზე მიანიშნა.
-ჩემთან ერთად არ დალევთ, თქვენო უდიდებულესობავ?
უსიტყვოდ დააჩერდა ფიალას. რამდენიმე დაბიჯი გადადგა და თითებში მოიმწყვდია. ტუჩებთან მიიტანა სისხლისფერი სითხით სავსე. არ უნდოდა დაელია, მაგრამ ეს იმასთან შედარებით არაფერი იყო, რაც დარბაზში გააკეთა.
მარკიზი ჩუმად აკვირდებოდა, როგორ ცლიდა ქალი სასმისს. თვითონაც მოკლე ყლუპებით სვამდა ღვინოს, სანამ ორივემ არ დაცალეს ჭიქა.
ჰელლას უცნაური გრძნობა დაუფლებოდა. მაგიდაზე დაბრუნებულ, სუფთად გაპრიალებულ სასმისს დაჰყურებდა.
თითქოს მისგან არც არავის დაელია…
შემაწუხებელი გრძნობა უღრღნიდა გულს. თითქოს განგაშის ზარები რეკდნენ გონებაში.
რაღაც არ იყო კარგად. რაღაც არასწორი იყო…
-მე…-ხმა გაუწყდა,-დროა, უნდა წავიდე…
ქანაობდა? ისეთი შეგრძნება ჰქონდა. თითქოს ირხეოდა.
-რაღაც არ…
-არა,-შეაწყვეტინა. ნელა მიუახლოვდა და ლოყაზე შეეხო,-დარჩი,-უბრძანა და დაბნეულად მიჩერებულს მანიაკალურად გაუღიმა,-ჩემთან დარჩი, სანამ წამალის მოქმედება გაივლის.
იგრძნო, როგორ დაუარა უცნობმა შიშმა ხერხემალში და მუცელი ამოუბრუნა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ცივ წყალში ჩაფლული, კოშმარში ჩავარდნილიყო. გონება ნელ-ნელა ებინდენოდა და უშედეგოდ ცდილობდა ისედაც დასუსტებულ სხეულზე კონტროლი აღედგინა.
-წამალი?.. რას… რას გულისხმობთ?
მთელი გულით სურდა ტყუილი ყოფილიყო. უნდოდა ხუმრობა ყოფილიყო მამაკაცის სიტყვები, დამცინავად, მწვალებლურად რომ უკლავდნებ ბოლო იმედსაც.
ნუთუ არ არსებობდა იმდღევანდელი უიღბლობის დასასრული?
-ვხედავ, გულუბრყბილოდ მოგაქვს თავი,-განრისხებულმა დაუღრინა და უხეშად მოუჭირა თითები ნიკაპზე.
ტკივილის მიუხედავად, უსიტყვოდ გაქვავებულიყო. ყვირილსაც კი ვერ ახერხებდა. ენა დაბუჟებოდა, თითქოს დაუსივდაო, პირში ვერ ატრიალებდა. კიდურები დამძიმებოდა ტყვია ჩახსმილივით და თითსაც ვერ ატოკებდა.
-პატივისცემით გექცეოდი, შენი სტატუსის გამო. შენ კი როგორ მიპასუხე? მოიქეცი, როგორც ძუ*ნა,-გაბრაზებულმა ძალუმად შეარხია,-მოწმე ვარ, როგორ დაკარგე თავი იმ ველურის დანახვაზე. როგორ დავრწმუნდე, რომ ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ხარ?
სიგიჟეს ატანილი, ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა. ჟინს ატანილს გონება დაეკარგა. ავხორცულად ავლებდა მზერას გაყინულს და კმაყოფილებას ვერ მალავდა გადარეული.
-როგორც ჩანს, პირადად უნდა ვნახო,-გესლიანად გაუცინ და ტუჩები მოილოკა.
ცივი შიშით აევსო თვალები ჰელლას, მისმა თითებმა სახიდან ყელზე, შემდეგ კი კაბის საყელოზე რომ გადაინაცვლეს და უხეშად შეეცადნენ ქვემოთ ჩამოეწიათ.
უმწეობით სულ შეგუბულს თვალები ძლიერად დაეხუჭა. არასდროს ეგრძნო ასე სულელურად, უიმედოდ თავი. უნდოდა დაეტოვებინა ეგ ადგილი. წასულიყო რაც შეიძლება შორს, მაგრამ არ შეეძლო. პარალიზებულს დახმარების სათხოვნელად ყვირილიც უძნელდებოდა.
იგრძნო, როგორ მოეშვა კაბა სხეულზე. ბანტად შეკრული თასმები იატაკზე დავარდა და შიშველ კანზე ნაგრძნობმა ცხელმა სუნთქვამ დაუოკებელი ზიზღი მოგვარა.
წამით გონება დაუბნელდა. წყვდიადმა მოიცვა, როცა ბუნდოვნად მისწვდა მის სმენას მთვრალი სიცილი. კაციც ოდნავ მოშორდა, წუთით გაჩერდა, რათა ხმაურის მიზეზი გაეგო. ჰელლამაც დრო იხელთა. დარჩენილი ძალებით, ძლიერად ჩაარტყა ფეხსაცმლის ქუსლი ფეხში. მოულოდნელობისა და ტკივილისგან შემკრთალი, წამოძახილით მოშორდა ქალს და ორიენტაცია დაკარგული გაიშოტა იატაკზე.
-შე ბო*ო,-გამწარებულს ჩუმად აღმოხდა.
ჰელლას წამიც არ დაუკარგავს. მოხდილი კაბა გულზე მიიხუტა და რაც შეეძლო სწრაფად გაიქცა. ჰუგო გაშმაგებული უყვიროდა სიბნელეში შეფარულს, დიდი გაჭირვებით რომ ცდილობდა ფეხზე წამომდგარიყო და უკან მიჰყოლოდა.
გამალებით გარბოდა. ყურადღებას არ აქცევდა უხეშ ტოტებს, დელიკატურ კანს რომ უკაწრავდნენ და გონება დაბინდული მიჰყვებოდა გზას. სადღაც სიჩქარისგან ფეხსაცმელი დაეკარგა. ფეხშიშველა დარჩენილს ნემსებად ერჭობოდნენ წვრილი კენჭები და ფეხის გულებს უსერავდნენ. აბარბაცებული გაუჩერებლივ გარბოდა საბანკეტო დარბაზისკენ.
ბილიკზე გადასული ჩუმმა შეძახილებმა გააჩერეს. სასოწარკვეთილმა მოავლო გარემოს თვალი და დაუფიქრებლად შეძვრა ბუჩქთა სიღრმეში. ხმა რომ არ წამოცდენოდა, გამალებით მიიჭირა ხელები პირზე და სუნთქვაშეკრული უფრო ღრმად ჩაძვრა.
ფოთლებიდან ხედავდა, როგორ მიუახლოვდნენ ჰუგოს მცველები, დაკვირვებით მოავლეს თვალი გარემოს და ცოტახნის შემდეგ სხვაგან გადაინაცვლეს.
როგორც კი იგრძნო, რომ შედარებით მოშორდნენ, შვებით ამოისუნთქა. მხრები შეუკრთა. გული ყელში მოწოლოდა და ყურებიც გამუდმებით უწუოდა. დამფრთხალმა გარშემო მიმოიხედა და ეცადა უფრო გონივრულად ეფიქრა.
ბაღი ლაბირინთს გავდა, თავისი ბუჩქებითა და მწკრივებად ჩალაგებული ხეებით. რთულად გამოსაღწევს და იდეალურად დაპროექტებულს. იცოდა, როგორმა იქედან უნდა გაეღწია, მაგრამ დაღლილობა და უძლურობა, გონებას უბინდავდა.
ეცადა ძალა მოეკრიბა, ფეხზე წამომდგარიყო. უჩუმრად გამოძვრა სამალავიდან და გარშემო მიმოიხედა. მკლავები გაუსაძლისად ტკიოდა, ფეხები აუტანლად ეწვოდა და მზერაც დაბინდვოდა. ყოველი მისი ქმედება ლაბირინთიდან გაეღწია, უშედეგოდ სრულდებოდა. ყველგან ჩიხი იყო, დაუსრულებელი ჩიხი და გრძნობდა როგორ იპყრობდა ნელ-ნელა სასოწარკვეთა. თავს ნანადირევად გრძნობდა, მტაცებლის კვალში ჩამდგარივით. იცოდა, მალე მიაგნებდნენ.
უკვე ხედავდა რაც მოხდებოდა. ჰუგო კალიმერეს მსახურები დაიჭერდნენ და მას მიჰგვრიდნენ მის თავს. თავისი ოჯახი კი ვერაფერს გახდებოდა, რაც არ უნდა სამარცხვინო ყოფილიყო მარკიზის ქმედება. დიდებულები განზე გადგებოდნენ, მისკენ გამოიშვერდნენ თითებს დამცინავი ღიმილით და გამმიცხავი მზერით დაუწყებდნენ ლანძღვას ნამუს ახდილს.
არავინ არ დაიცავდა.
ვერავინ ვერ შეძლებდა მის დახმარებას.
იცოდა, თუ საკუთარი სხეულის დათმობა მოუწევდა, არჩევანი ექნებოდა. მაგრამ არა ასე…
არ უნდოდა ასე დაეთმო ჰუგო კალიმერესთვის.
-მოიცა! მას ვხედა!-ყვირილმა გამოაფხიზლა გაქვავებული და მოხვდა ვიღაც მოდიოდა,-ამ მხარესაა!
მდევართან ერთად, ისიც გაიქცა. უიმედოდ, სულშეგუბული ჭრიდა გაზონს და ბილიკებს მიუყვებოდა ბუჩქებს შორის, მოულოდნელად მაგარმა, ტკბილმა სუნმა რომ აუვსეს ფილტვები. უფრო გამალებით განაგრძო სირბილი ტკივილის მიუხედავად. სადღაც ღრმად მიმალული განცდა ეუბნებოდა რომ სურელს უნდა მიჰყოლოდა. ბოლო იმედს ჩაბღაუჭებული იმედოვნებდა, რომ იქ მიიყვანდა სადაც შვება ელოდა.
გაუჩერებლად გამოვარდა ხეების რიგიდან, ფეხქვეშ თელავდა ყვავილთა გვირგვინებს. სქელი ღრუბლებიდან ბაცად იღვრებოდა ღამის შუქი და შეგრძნება, რომ ხაფანგში იყო წამით არ ტოვებდა.
ჰაერი მის გარშემო მძიმე გამხდარიყო. თითქოს ჟანგბადი არ ჰყოფნიდა, სუნთქვა გაძნელებოდა.
…და თითქოს ჰაერი დაიწმინდაო, ღრმა სუნთქვა აღმოხდა.
არეული მზერით მამაკაცის სილუეტს მისწვდა. ხეს მიყრდნობილი თამბაქს ეწეოდა სქელ, თეთრ კვამლში გახვეული.
ტირილმა ამცნო მისი იქ ყოფნა. გაოგნებულმა გამოხედა, როგორ მიიკვლევდა მისკენ გზას. როგორ მიანდო ძვირფასი სიცოცხლე.
ცრემლები უსველებდნენ არეულ სახეს. გულამოსკვნილი ტიროდა ძლიერ მკერდს მიყრდნობილი. მისი თბილი მკლავები სხეულზე შემოეხვივნენ დასაცავად. თითები ნაზად ეფერებოდნენ არეულ თმაზე დასამშვიდებლად.
უსაფრთხოდ იყო.
-კა… კაიდენ,-ხმა ჩაუწყდა.
ცრემლები ახრჩობდნენ. მხოლოდ სასოწარკვეთილს შეეძლო მისთვის დაეძახა. გრძნობდა, რომ აფეთქების პირას იყო. ყველაფერი ტკიოდა.
ძალიან ტკიოდა…
მკერდი, მკლავები, ფეხები, თავი…
ეგონა გული გაუსკდებოდა.
თბილი ხელი გულები ლოყებზე შეეხნენ. ფრთხილად წმენდნენ ცრემლის კვალს, წვიმად რომ დადენოდა სახეზე. გულამომჯდარი სუნთქვა არეული სლუკუნებდა, ეცადა შეეხედა. ჩუმად, ხმის ამოუღებლად დაჰყურებდა კაცი.
-ჰელლა!-მოულოდნელად გაისმა ჰუგო კალიმერეს ძახილი შორიდან და იგრძნო, როგორ დაუარა კვლავ კანკალმა. ქალის ძიებაში ნელ-ნელა მათი ადგილისკენ მოიწევდა.
კაიდენმა იგრძნო, ისევ როგორ აიტანა კანკალმა მის წინ მდგომი და გუმანით მიხვდა მომხდარს. ყბა დაეჭიმა, კბილები ხრჭიალით დააჭირა ერთმანეთს. მოსასხამი მოიხსნა და მასში გაახვია სუსტი სხეული.
ჰელლას თითებიც მტკიცედ ჩაეჭიდნენ თბილ ნაჭერს. უფრო მეტად გაეხვია.
-მითხარი,-რბილად უთხრა, მკაცრად დაჰყურებდა,-გინდა გავაქრო?-ცივად ჰკითხა, უხმოდ ეუბნებოდა, რომ სიამოვნებით აასრულებდა.
მისი ხედვა ჯერ კიდევ დაბინდული იყო, მაგრამ მაინც გარკვევით ხედავდა მის ოქროსფერებს, მოთმინებით რომ ელოდნენ მის პასუხს.
‘დიახ’
…როგორ უნდოდა ეთქვა.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. მის პასუხზე კაიდენმა თვალები დახუჭა. ღრმად ამოისუნთქა, სანამ ისევ გაახელდა და დაჟინებით დააჩერდა. სახიფათოდ ანათებდნენ მთვარის შუქზე მზისფერი ირისები. წუთის შემდეგ, თავის უკან, ნაზად გადაიყვანა ქალი და იმ მხარეს მიბრუნდა, საიდანაც ჰუგო კალიმერე უნდა გამოჩენილიყო.
-აქ დარჩი,-დაბალი ხმით უბრძანა და ის იყო ნაბიჯი გადადგა, სიმუსტმა ბიძგმა რომ შეაჩერა.
-შენ…-ლაპარაკი უფრო მეტად უჭირდა. ყელი გაშრობოდა, თავი უბჟუოდა. ეცადა ტუჩები გაესველებინა,-შენ არ შეგიძლია…
მას არ შეეძლო მარკიზის მოკვლა. არ უნდა მოეკლა.
კაიდენს სახე წყენისგან მოეღუშა. რაც უფრო ცდილობდა ხელი აეღო მცდელობაზე, მით უფრო ეკვრებოდა შუბლი.
და მიხვდა, რაც ერთმანეთს შეხვდნენ, მის მერე, პირველად, მას ხმა აუწია.
-ამ მომენტშიც კი, სამეფო ოჯახძე დარდობ?!-გაბრაზებულმა წამოიძახა.
გუგები შევიწროებოდა, დაჟინებით დაჰყურებდა ჰელლას და გრძნობდა, იმ ბრაზს, მისკენ რომ მიემართა.
-სიკეთესაც საზღვარი აქ, ჩემო ქალბატონო!-გაღიზიანებულმა გამოსცრა.
არ შეშინებია. რაც არ უნდა ეთქვა, უკან არ უნდა დაეხია. არ უნდა გაეშვა.
-არა… სამეფო ოჯახის გამო არა…-ეცადა დაკარგული ხმა ეპოვა, ყელი საშინლად უშრებოდა,-ვიერას… ხალხის გამო…-ძლივს ამოთქვა.
მიუხედავად მისი საზიზღარი პიროვნებისა, ვერ უარყოფდა თუ რამხელა წვლილი იყო მასზე ვიერას დახმარებაში, რომელცას თავის დროზე გალკოელთა შემოსევა დაებლოკა და დასავლეთ საზღვრებს იცავდა. მასზე, ჯერ კიდევ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იყო მინდობილი. საკუთარი ხალხის.
საკუთარი ქვეყნის.
განსხვავებით საკუთარი სიკვდილისგან, რომელიც არავისზე გავლენას არ მოახდენდა, ჰუგო კალიმერეს სიცოცხლეზე, უამრავი უდანაშაულოს ბედი იყო დამოკიდებული.
-უბრალოდ… აქედან მინდა გაქცევა,-განაგრძო ენის ბორძიკით. კაცი ვუმად უყურებდა, იმის ნიშნად რომ უსმენდა,-გთხოვ.. გევედრები,-მჭიდროდ მოუჭირა თითები მკლავზე.
კაიდენი ღრმად სუნთქავდა. აჩქარებით აუდიოდა მკერდი, სანამ ნორმალურს დაუბრუნდებოდა. ჩუმად შეიგინა გალკოელთა ენაზე, თითები თმაში გადაისვა და თვალები მოისრისა, სანამ საბოლოოდ ამოიღებდა ხმას.
-გალკოელის მოთმინებას ცდი,-გააფრთხილა.
უნდოდა ბოდიში მოეხადა. პატიება ეთხოვა იმ დავიდარაბისთვის, რაც მან მოიტანა, მაგრამ სიტყვა არ დასცდა. ტუჩებ გახსნილს მოკლე სუნთქვა გაექცა და ძალა დაკარგული, ჩუმი გმინვით დაეშვა მიწაზე.
რღაც არ იყო სწორად. მხურვალება, ჩაცხრომის ნაცვლად იზრდებოდა და თანდათან იზრდებოდა, როგორც კი მოკლე ჩასუნთქვებს აკეთებდა ჰაერის ძიებაში. გული უფრო მეტად აჩქარებოდა, თითქოს მკერდიდან ლამობდა ამოხტომას. უფრო და უფრო უუარესდებოდა მდგომარეობა.
-ჰელლა!-კაიდენმა ჩუმად შეიგინა. ძირს ჩამჯდარი ტემპერატურას უმოწმებდა და თავს უწყრებოდა, თუ როგორ ვერ შეემჩნა აქამდე მისი უცნაური მდგომარეობა.
კაცის გრილი შეხება იგრძნო სახეზე და კვნესა აღმოხდა. ის, რომ მისი სხეულის ტემპერატურა წესით გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო თავისაზე, უფრო მეტად აშფოთებდა.
-რა ჭამე?
გაიგო, როგორ ჰკითხა და ღვინის სასმისმა გაუელვა გონებაში.
გაახსენდა, როგორი სუფთა, კრიალა იყო დაცლილი ჭიქა, როგორ შეუფერხებლად, რბილად ჩაუსრიალდა ყელში სითხე და მარკიზის სიტყვებმაც გაუელვეს სინათლესავით
-ჰუგო… ღვინო..-ამოიჩურჩულა სუნთქვა გახშირებულმა და თვალებში უფრო მეტად დაუბნელდა.
-აქ მოდი,-კაიდენის ხმამ შეშფოთებით უჩურჩულა.
მკლავი წელზე მოხვია და ისე მიიზიდა, მკერდზე მიყრდნობოდა ძალა გამოცლილი. თავისუფალი ხელით, ნიკაპი დაუჭირა, თავი ააწევინა სანამ მის ტუჩებს არ შეხვდებოდა. როგორც კი პირი გაახსნევინა, იგრძნო, როგორ შეუცურდა რაღაც და თითქოს ელექტრო შოკმა დაუარაო, აცახცახებული მოეჭიდა მხრებზე. აზრებ გაფანტული, იმასაც ვერ იაზრებდა, რომ უნდა მოეშორებინა. მორჩილად აძლევდა უფლებას ენით შეეგრძნო ღვინის ის არომატი, ჯერ კიდევ რომ დარჩენოდა პირის ღრუში.
ნელა, შუბლშეჭმუხნული მოშორდა კაცი და არეულს დააჩერდა.
-წინა დღეს ის ბოშებს შეხვდა, გახსოვს?-მშვიდად კითხა და ჰელლამაც თავი დაუქნია. გონებაში იმ კადრებმა გაუელვეს, მოცექცავე ქალებს რომ ეარშიყებოდა ობერდეს მარკიზი,-მათგან სასიყვარულო ნაყენი იყიდა.
როგორც კი გაიაზრა, თავისი დაბინდული გონებით, გული შეუტოკდა. მუცელში ტერორმა დაუარა.
ანუ, ობერდეს მარკიზი შეუყვარდებოდა? ჯიან ჰუგო კალიმერე?
ეგონა მთელი სხეული გაეყინა, სასოწარკვეთამ კიდევ ერთხელ მოიცვა შეშინებული.
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა,-როგორც კი მიხვდა, როგორ დაზაფრა ქალი მისმა სიტყვებმა, მშვიდად დაუყვავა,-ეს უბრალოდ სახელია. რეალურად კი მსუბუქი აფროდიზიაკია. სასიყვარულო წამლები ისედაც ძალიან ცოტაა და აქედან შორს…
ჰელლას უკვე აღარ ესმოდა. ტუჩები უთრთოდა. სხეულში ძლიერად შეერყა.
ყველაფერი ცხელი იყო. მუცელში თითქოს კოცონი გაჩაღებოდა. თითქოს შიგნიდან დუღდა ალმოდებული. რაც უფრო ცდილობდა საღი გონება შეენარჩუნებინა, მით უფრო ეკარგებოდა აზრი. გამალებით აქნევდა თავს წონასწორობა დაკარგული.
ზემოდან დაჩერებულ კაიდენს ახედა, დაბნეული რომ გახდომოდა გამომეტყველება.
-ანტიდოტი…ანტიდოტი მჭირდება..-უღონოდ ამოთქვა, რბილად რომ ჩაიცინა კაცმა და ღიმილით მიიზიდა, ახლოს რომ მიეხუტებინა.
-არ იდარდო,-მშვიდად უჩურჩულა ყურში,-ანტიდოტი აქვეა.
როგორც კი ბოლოს სიტყვებს მოკრა ყური, იგრძნო საბოლოოდ როგორ გაშავდა გარემო და წყვდიადში ჩაიძირა.



№1 სტუმარი სტუმარი Indiram

ძალიან მომწონს ,აი ძალიან. განსხვავები და საინტერესოა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საოცარი თავი იყო, სიტყვები არ მაქ რომ აღვწერო!!! სულ მინდა რომ ვიკითხო ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი Sally

ძალიან საინტერესოა, მომწონს! ვფიქრობ კაიდენსაც უნდა ჰქონდეს სისუსტეები, ჯერჯერობით მარტივად გამოსდის ყველაფერი რაც უნდა...
ამდენ ხანს ლოდინი ცოტა ძნელია :( იმედია მალე დაემატება ახალი თავიც ^^

 


№4  offline წევრი PARVENU

ჰელლოუუთ, როგორ ხართ? ალბათ არ მელოდით.
მივლინებით, ქალაქიდან გასვლა მომიწია და ვეღარ მოვიცალე. ძალიან არ მიწყინოოთ.
წინა თავის კომენტარებს გადავხედე. ძალიან, ძალიან კარგები ხართ. გულწრფელად მიხარია და დიდ მადლობას გიხდით. ძველი მომხმარებლები, რომელთა ისტორიებს მეც ვეცნობოდი, ჯერ კიდევ აქ ხართ. გამიხარდით.
რაც შეეხება დაგვიანებას… პუნქტუალობა ყოველთვის ჩემი აქილევსის ქუსლი იყო, ვერაფრით მოვიშალე. ვიცი რთულია დიდხანს ლოდინი, თითქმის დავიწყებული მოვლენების აღდგენა თავიდან თავამდე, მაგრამ უფრო მალე ვერ გამომდის. წლის ბოლოა დაა ცოტა არეული გრაფიკით ვარ.
ვეცდები ახალი თავი მალევე ავტვირთო. იმედია გაგები მოეკიდებით განვითარებულ მოვლენებს? :/ სამთინგ ლაიქ დეთ.XD წარმატებები და როგორც ყოველთვის, სთეი ჰეალთიიი!
--------------------
Parvenu

 


№5  offline წევრი ლილილი

მიდი, კაიდენ მიდი,მოაშერე ეგ გოგო მაქაურობას,გბალეშიკობ.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ღმერთო ეს რა თავი იყო გიჟური ჰუგოს მოკვლა მინდება რა დალევინა ისეთი ამ გოგოს რომ ცუდად გახდა იმედია კაიდენო მიეხმარება იმ დამპლის მოშორებაში ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგია,განსხვავებული და ეს უფრო საინტერესოს ხდის, საინტერესო იქნება, არჩევანი, რომელსაც პრინცესა გააკეთებს, როდესაც სასწორზე სამეფო, ხალხი და პასუხისმგებლობათა მთელი ჯაჭვია..ვფიქრობ გალკოელი მეფე გამოსავალს იპოვის თუმცა არა ალბათ ეტიკეტის მიხედვით....

 


№8 სტუმარი Ann

კომენტარს ახლა ვწერ, მეორედ შემოვედი წასაკითხად, ისე დილით რომ დამხვდა მეცხრე ცაზე ვიყავი.
სიტყვები არ მყოფნის იმდენად საოცარი ისტორიაა, ყოველ ჯერზე სუნთქვაშეკრული ვკითხულობ, საოცრად ორიგინალური და სავსეა, მაგრამ მოცულობა არასდროს მყოფნის. როცა მთელს აზარტში შევდივარ მთავრდება((( გთხოვ ხშირად დადე, ძალიან გელოდები და ყოველდღე ვამოწმებ დადებულია თუ არა.

 


რატომღაც მგონია, რომ ჰელას სისუსტე და ფერმკრთალობა მხოლოდ დიეტის ბრალი არაა. გალკოელთა მეფისთვისაც არაა უცხო ვიიერას ტრადიციები და არც ჰელასთან პირველი შეხვადრა უნდა ყოფილიყო "პირველი."
ეოსის დამოკიდებულება დის მიმართ ზედმეტად არ მომწონს და სულ სხვა ეჭვებს მიჩენს.
აი, ჰუგო კალიმარის პრობლემას გალკოელთა მეფე თავისებურად გადაჭრის, ოღონდ ეჭვი მაქვს ვიიერას ტრადიციას ფეხებზე დაიკიდებს :)

 


№10 სტუმარი სტუმარი tkk

შეყვარებული ვარ ამ ისტორიაზე!
უფრო კაიდენზე:))))

 


№11 სტუმარი Irri

როდის დაგვიბრუნდებიიიი((( არადა რამდენი რამე მაინტერესებს და როგორ მინდა მალე წავიკითხო :დდ იდეალური ისტორიაა ყველანაირად.

 


№12  offline წევრი PARVENU

გამარჯობაა. როგორ ხართ? იმედია კარგად.
ცოტა დავაგვიანე. არა, ძალიან.
სამწუხაროდ ვეღარ მოვიცალე, მთელი დღის განმავლობაში გრეთ მიწევს ყოფნა და ვეღარ ვასწრებ წერასც. აუცილებლად დავამატებ ამ დღეებში.
მადლობა ძალიან დიდი კიდევ ერთხელ.
--------------------
Parvenu

 


№13  offline წევრი Marikagogolqdze

????????❤️ მალე დადეთ ხოლმე

 


№14 სტუმარი სტუმარი ....

მე ეს ისტორია შემიწირავს :დ

 


№15 სტუმარი ეკა

როდის იქნება ახალი თავი დავიღალელოდინით

 


№16  offline წევრი Niako261995

დამავიწყდა ბოლოს რა წავიკითხე,ძალიან ცუდია,რომ ცერ ახერხებთ და ჩვენც გვალოდინებთ...

 


№17 სტუმარი ele

rodiis daadeeeb;(((

 


№18 სტუმარი en

აუ სად ხარრრ((((( ყოველ წამს ვამოწმებ მგონიი

 


№19 სტუმარი გრბჯ

მალე დადეებ ?? ესე რატო დაიკარგეე გაგვაგებინეე მაიინც

 


№20 სტუმარი სტუმარი ninaka

Sadxar? yvelaferi rogzeaa?? dawerree ramee

 


№21 სტუმარი ani

სად დაიკარგე(((((((

 


№22 სტუმარი ნია

რიდის დადებ? კომენტარით მაინც გვითხრი?

 


№23  offline წევრი PARVENU

მოვედიი, ძალიან დიდი ბოდიშიი. აი ძალიან. ამხელა პაუზისთვის. სამსახურის შეცვლა მომიწია სრულიად მოულოდნელად და ტრენინგების, ლექციების და სამსახურის გადამკიდე ვეღარ მოვიცალე. სუ თორმეტზე მივდივარ სახლში და ძალა არ მაქ რო ვწერო.
აი ძალიან ვეუხვარ.
ამ დღეებში აუცილებლად ავტვირთავ, ძალიან დიდს, მოცულობითს, სამი თავის ტოლფასს. გპირდებით.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.
--------------------
Parvenu

 


№24 სტუმარი სტუმარი კატო

PARVENU
მოვედიი, ძალიან დიდი ბოდიშიი. აი ძალიან. ამხელა პაუზისთვის. სამსახურის შეცვლა მომიწია სრულიად მოულოდნელად და ტრენინგების, ლექციების და სამსახურის გადამკიდე ვეღარ მოვიცალე. სუ თორმეტზე მივდივარ სახლში და ძალა არ მაქ რო ვწერო.
აი ძალიან ვეუხვარ.
ამ დღეებში აუცილებლად ავტვირთავ, ძალიან დიდს, მოცულობითს, სამი თავის ტოლფასს. გპირდებით.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.

მარტო შენ გეპატიება ამდენი ლოდინი, ისე საოცრად წერ.

 


№25 სტუმარი Eny

Rogor velodebi carmodgenac ar gakvss(((

 


№26  offline წევრი PARVENU

ჰელლო, ფორ ლაველებოო. ხვალ აიტვირთება ახალი თავი და ორ დღეში შემდეგი თავებიც. მხოლოდ ნაწილი მაქ დაწერილი და ამსაღამოს სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ. ხვალ უკვე დაემატება. მადლობა ლოდინისთვის და ბოდიში კიდევ ერთხელ დისკოფორტისთვის.
სთეი გეალთიიი
--------------------
Parvenu

 


№27 სტუმარი ნი

ყოველ წუთს ვამოწმეეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent