შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიეტე(მეათე თავი)


9-12-2021, 22:22
ავტორი Blume
ნანახია 1 221

შორეულ წარსულში,როცა გვანცა თავსმოიმძინარებდა და თვრამეტი წლის ვაჟი უხმაუროდ გადმოიხრებოდა ხოლმე მისკენ ,როცა თლილ თითებს შიშნარევი სიფაქიზით ააყოლებდა აბურდულ თმებს , გვანცა საკუთარ წამწამთა ჩრდილის სიღრმიდან უთვალთვალებდა და სწორედ ასეთი , შეფარული აღფრთოვანების ღიმილისა და მისი მზერის სილბოში გამოხვეული,საბნად მოქცეულ ,გამოუთქმელ სითბოში გაინაბებოდა,მაგრამ ახლა მას როდი ეკუთვნოდა იგი.

თვალებამწვარი გონს რომ მოეგო და გაცლა დააპირა ,მაშინღა შეამჩნია ახალგაზრდა ქალის ფეხს მოხვეული,ცეროდენა სხეული. ქვემოდან სამოიდე წლის ბამბისქულასავით თეთრი გოგონა ამოჰყურებდა .

-ჰო,სალომე მოგიყვანეთ.- განაგრძო ქალმა და გვანცამ ისე სწრაფად ასწია თავი,რომ კისერში დავლილმა ტკივილმა სახე მოუღრიცა,მაგრამ მხოლოდ წამით ,რადგან მიხვდა სალომე გაოგნებით მომზირალი,უცხოს დანახვის გამო მობუზული ბავშვი იყო.თომას მზერა კი ,საკუთარი თავისგან დამოუკიდებლად თავისად რომ დაეგულებინა გვანცას, მხოლოდ ამ ბავშვს ეკუთვნოდა.მაშინღა შეამჩნია წინ მდგომი ქალის ღიმილიში გამკრთალი მოწიწება და შიში.სულაც არ ჰგავდა იგი შეყვარებულ ადამიანს,პირიქით,თითქოს ერთი სული ჰქონდა აქაურობას გასცლოდა.- თამარს უნდა ჩამოეკითხა,მაგრამ მითხრეს ისევ საავადმყოფოში წაიყვანესო.მე ვეღარ დავიტოვებ , ხომ იცით.
-სალომეს მე წავიყვან.- მტკიცედ თქვა გვანცამ და თომასკენ შებრუნება დააპირა,მაგრამ უცნობის სახეზე არეკლილმა შიშმა და გაოგნებამ გააკვირვა.უნებურად გააყოლა თვალი მის მზერას.ქალი ნამდვილად თომას შეჰყურებდა ასე,მერე რაღაც გაურკვეველი ჩაილაპარაკა და თვალისდახამხამებაში გაეცალა იქაურობას. მარტოდარჩენილი სალომე კი ბავშვური დაინტერესებით მიაჩერდა გვანცას. -გამარჯობა.-მის წინ დახრილმა ფაქიზად მოიქცია ხელებში ნამცეცა ხელისგული .
იგრძნო როგორ დაიძრა მათკენ გეგელაური და იმ ფიქრს აყოლილმა,რომ თომა ბავშვს არ გაატანდა ,სასწრაფოდ ხელში აიტაცა გოგონა,მაგრამ კაცმა ისე ჩაუარა გვერდით ,რომ არც კი გამოუხედავს მისკენ.იქვე კართან დაიხარა და პოლიეთილენის პარკში გამოხვეულ შეფუთვას მჭიდროდ მოუკრა თავი. გაკვირვებულმა გვანცამ პარკიდან გამოჩრილი ბიუსტის ნაწილიღა შეამჩნია,მაგრამ არც დაჰკვირვებია კარგად.

მკერდზე აკრულ ბავშვს დაუყვავა და უსიტყვოდ დააპირა გვერდის ავლა ,თუმცა მხარზე დაშვებულმა მძიმე ხელმა შეაჩერა. მშვიდად დააცქერდა საკუთარ მხარს ჩავლებულ ფალანგებს და არ გაჰკვირვებია,როცა წამშივე მოშორდა ცხელი ხელისგული.უმალვე გაიფანტა ქურთუკზე შერჩენილი სითბო , მაგრამ სხეულმა შეხება დაიმახსოვრა და მოელვარე მზედ შეირჩინა კანზე.მზედ,რომლის მხურვალებაც ნოემბერის ცივ საღამოსაც ზაფხულის მწველ , მომთენთავ სიესტად გადააქცევდა. ამჯერად წინ გადაეღობა მამაკაცი და უსიტყვოდ ანიშნა ბავშვზე.სანახევროდ მძინარე გოგონამ თავი წამოსწია და თომა რომ შეამჩნია, შესცინა. მკლავები მისკენ გაიშვირა , ნამცეცა ხელისგულები კი რამდენჯერმე გაშალა და მომუშტა,ნიშნად იმისა რომ მასთან უნდოდა. დაიძაბა გვანცა.ორივე ხელი მოავლო სალომეს.
-დედამისთან მიმყავს. -სიტყვა გაუწყდა,როცა თომა უბოდიშოდ გადასწვდა ბავშვს.გამოცოცხლებული სალომეც ამოძრავდა და გეგლაურის ხელებში აღმოჩენილმა , კმაყოფილმა შემოაწყო მკლავები მხრებზე. ლოყა ფაქიზად გაუხახუნა თომამ ,მჭიდროდ აიკრო უკვე კმაყოფილად მოღუღუნე გოგონა.-უნდა წავიყვანო.თამარი ინერვიულებს.-კიდევ ერთხელ ,ჯიუტად გაიმეორა გვანცამ და ეცადა გზა გადაეჭრა სახლისკენ მიმავალი მამაკაცისათვის."არც კი მელაპარაკება" მტკივნეული იყო ამის გაფიქრება.- მომეცი ბავშვი!- მისი წამიერი შედგომით ისარგებლა და ეცადა მკლავებში მოსჭიდებოდა,მაგრამ ცივად დაიხია უკან ვაჟმა.
-აქ აღარ მოხვიდე ! - მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად მიმართა მას და ისე რომ საპასუხო რეაქციას არც დალოდებია,ოთახში ჩამოწოლილ სიბნელეს შეერია.სახეშიც კი არ შეუხედავს ქალისთვის. ღიად დარჩენილ კარს გადახედა გვანცამ, იცოდა ვეღარაფერს გააწყობდა. ისღა ამშვიდებდა,რომ სალომე თომასთან აშკარად უკეთესად გრძნობდა თავს.ცოტა ხანს იდგა კართან და სიბნელეს გაჰყურებდა,მერე გამობრუნდა,ფრთხილად აუარა იქვე მიგდებულ,თავმოკრულ შეფუთვას და დერეფანს გაუყვა.შემართება აქ მოსვლისას რომ გრძნობდა,უკვალოდ გამქრალიყო .

კიბეები რომ ჩაათავა და ეზოს დაუყვა,უნებურად აიხედა ზემოთ.ახედვისთანავე მეხუთე სართულზე დატანებულ ფანჯარაში ნაზად შეირხა ფარდა.ან იქნებ მოეჩვენა ? იქნებ უნდოდა იქ,ფანჯრის მიღმა თომა მდგარიყო,მისი მზერა დაყოლოდა ზურგს უკან.მაშინ ხომ ათასჯერ უფრო ბნელ,ათასჯერ უფრო საშიშ უბანშიც თამამად ივლიდა. შესახვევიდან უცნაური ხმები მოესმა,მაგრამ არ შემკრთალა.
კარგა ხანია მიხვდა , ქალაქის ყველაზე საშიშ ადგილას მხოლოდ თომასთან შეხვედრის ეშინოდა.

***

გული მოეკუმშა სავადმყოფოს გახამებული თეთრეულის ფონზე თამარის კიდევ უფრო გაეფრმკრთალებულ სახეს რომ მოჰკრა თვალი.არ ეძინა მას.დასუსტებულმა გადმოხედა და გვანცა შეეცადა , რაც შეიძლება გამამხნევებლი ყოფილიყო მისი ღიმილი.
-შენთან ვალში ვარ.-გაეპასუხა მაშინვე,როგორც კი შეამჩნია რომ დარცხვენითა და მადლიერებით გადმოხედა თამარმა.იქვე,საავადმყოფოში სახელდახელოდ შეცხელებული წვნიანის ჯამი დაანახა.- შენს სადილს უბოდიშოდ შევექეცი.-უცებ გაჩუმდა.იქნებ სულ სხვანაირად ჩამოერთმია ეს საქციელი მისთვის თამარს? იმ წამს წვნიანს რომ დასწვდა ,არ უფიქრია ზუსტად რას აპირებდა,მაგრამ ერთი რამ იცოდა,არ უნდოდა თამარს უცხოდ მიეღო იგი,არ უნდოდა ძალიან დავალებულად ეგრძნო თავი.
-ჩემს სადილს?-გაიკვირვა გოგონამ რომ მიხვდა მის მომზადებულ,სანახევროდ ცარიელ წვნიანზე ამბობდა გვანცა.-რას ამბობთ...
-ჰო.ჩემს საქციელს აუცილებლად გამოვასწორებ .-უხერხულად გაუღიმა,მერე კი სერიოზული,დაძაბული გამომეტყველებით შეაჩერდა- მისმინე,იძულებული გავხდი სალომე შენს მეზობელთან დამეტოვებინა.შევეწინააღმდეგე ,მაგრამ ბავშვი მისკენ იწევდა.თუ რამე ,ახლავე დავბურუნდები და წამოვიყვან!
-ვატრას შეეწინააღმდეგეთ ? - საწოლზე წამოიწია გაკვირვებული.-ღმერთო,მას შეეწინააღმდეგეთ?
-ვის?
-ვატრა ,ჩემი მეზობელი ,ძალიან კარგი ადამიანია.- მკრთალად გაეღიმა დასუსტებულს.
- ვატრა?-გვანცა თითქოს ახლაღა გამოერკვაო .წამით იმ ახალგაზრდა ქალის შიშნარევი,მოწიწებით სავსე ღიმილი გააახსენდა.
-იცნობთ?-ახლა უფრო გაკვირვებულმა გადმოხედადა და გვანცას არ გამოჰპარვია მის თვალებში არეკლილი ეჭვი.- სალომე კარგად იქნება.-მშვიდად განაგრძო თამარმა.
- ასე რატომ ეძახიან ? ან რატომ...- შეიცადა.პასუხის მოსმენის მთელი არსებით ეშინოდა.-არ უნდა შევწინააღმდეგებოდი?
-მისით რატომ დაინტერესდით?-კიდევ უფრო უცნაურად,თითქმის მტრულადაც კი შემოჰყურებდა ახლა თამარი.- ვატრა მართლა კარგი ადამიანია.მასზე...-შეყოყმანდა.ეტყობოდა თომასა და ამ უცხო ქალისადმი მადლიერების გრძნობას შორის მერყეობდა.-რაიმეს გაგება თუ გინდათ,მე ვერ დაგეხმარებით.მას აქ ბევრი ემადლიერება,ბევრი მეგობარი ჰყავს.-ტუჩები გაისველა . ოდნავ თრთოდა ,ფრთხილად,დაფიქრებით ლაპარაკს ცდილობდა.
-ვიცი,რომ კარგი ადამიანია .- გაუღიმა გვანცამ,მაგრამ უსიცოცხლოდ . ვატრა უცხო იყო მისთვის.
მათ შორის გაწელილ ცხრა წელს ვეღარაფერს უზამდა,მაგრამ ის ,რადაც თომა აქცია ბევრად უფრო შორს იყო მისგან,ბევრად უფრო რთული გადასალახი ვიდრე ცხრა წელი,ვიდრე ის ,რაც ერთმანეთს დამართეს.ფიქრში არეკლილმა "გადალახვამ" შეაკრთო ,მაგრამ იმედი უფრო იყო ეს ფიქრი.იმედი,საკუთარი თავისთვისაც რომ ვერ გაემხილა.
მიხვდა თამარი ელოდა და წამით მის სახეს დააკვირდა.ნეტავ რამდენს მოუყვებოდა? გაბედავდა და ეტყოდა,რომ იარა ვატრას სახეზე მისი ნამოქმედარი იყო? ახლა შემართული შემოჰყურებდა გოგონა,გამოცოცხლება დასტყბოდა და უნებურად ღიმი მოერია .თამარი ვატრას დაცვას ცდილობდა.
იქნებ მართალიც იყო,იქნებ თავად იყო ყველაზე სახიფათო მტერი თომასთვის.
-მას ბავშვობიდან ვიცნობ,-გააგრძელა და შეამჩნია როგორ მოეშვა თამარი.-ერთად გავიზარდეთ.ახლა ოცდაშვიდი წლისაა , სახის იმ ნაწილზე,რომელსაც ფარავს ნაიარევი აქვს.
-თუკი ამდენი იცით,-დაეჭვებით ამოხედა თამარმა.ჯერ კიდევ გვანცას ბოლო სიტყვებზე ფიქრობდა.- რატომ თავად მას არ ჰკითხავთ?
-ცხრა წელია ერთმანეთს არ შევხვედრივართ. ბევრი რამ მოხდა ისეთი,რის გამოც მისთვის კითხვების დასმის უფლება არ მაქვს...
-ვატრა უცხოელებმა შეარქვეს.- შეაწყვეტინა,უსიტყვოდ აგრძნობინა,რომ ენდობოდა.-მან ჩემი შვილი გადაარჩინა,როგორ და რისგან ამას ახლა ვერ გეტყვით.- ხმა ოდნავ აუკანკალდა,მაგრამ საუბარი არ შეუწყვიტავს.- სახეზე რომ ნაიარევი ჰქონდა ეს მგონი არავინ იცის , არც მე .მართალია ეჭვები გვქონდა ,მაგრამ სახის ნაწილი გამუდმებით დაფარული აქვს. თანაც ვატრამ მის სახლში შეგიშვათ . ანდროსგან გავიგე,რომ...- გაჭირვებით წამოიწია და მალვით მიმოხედა ,მერე კი თითქოს დარწმუნდა,საშიში არაფერიაო, ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა.- მისი ქანდაკებების მეშვეობით ნარკოტიკი გადააქვთ.მიუხედავად იმისა,რომ მილიონებსაც კი შოულობს ამით,თავს ღატაკად ასაღებსო.ერთ კლიენტს გროშების გამო სახლშიც მიადგა,რამდენჯერმე უცემიათ,მაგრამ მაინც არ გაჩერებულა.
-ანდროსთან ერთად აკეთებს ამ ყველაფერს ? - ნუთუ შესაძლებელი იყო ანდროსნაირ ადამიანთან დაეჭირა თომას საქმე.რად იქცა ? - რად ვაქციე?-ამოთქვა უნებურად.
- არა,ანდროს ახლოსაც არ იკარებს.-გვანცა წამით მოეშვა თითქოს ამის გაგონებისას,მაგრამ მოსმენილმა წუთიერი სიმშვიდეც გაუფანტა.- უფრო გავლენიან ხალხთან თანამშრომლობს. ამბობენ ყველაფერზე წამსვლელია ვატრაო.მე ...- გამომშრალი ტუჩები გაისველა და ხარბად დაეწაფა მიწოდებულ წყალს.-მადლობა.-გამამხნევებლად გაუღიმა.- იცის ანდრომ რომ მაიძულა მის მეზობლად ცხოვრება. ანდროს უნდა მოვუყვე ვის იღებს ვატრა,როდის ბრუნდებდა სახლში,როდის გადის და ასე შემდეგ . მიუხედავად ამისა,შვილი გადამირჩინა.არ ვიცი რა გზებით შოულობს ფულს,მაგრამ ცუდი საქმისთვის არ იყენებს.
- და ღატაკად თავის წარმოჩენა რაში სჭირდება?
-არ ვიცი,მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ.თუკი გაიგებენ,რომ მას იცნობდით,საფრთხეში ჩავარდებით.
-გაიგებენ?-გამოცდელად შეხედა გვანცამ.თამარი,ვის გადარჩენასაც ცდილობდა,ანდროს მაცნე იყო და მაშასადამე,თომას აშაკარა მტრის მომხრე.ცხოვრება მასთან ხუმრობას არ წყვეტდა.
-ვერა.-მოკლედ მოუჭრა.- შეიძლება ანდროს ასე ჰგონია,მაგრამ მე მასზე არ ვმუშაობ. ვატრას მხარეს ვარ.-ღიმილით გაეპასუხა,როცა გვანცას გაკვირვებულ სახეს მოჰკრა თვალი.
-შვილი ამიტომ გადაგირჩინა?
-მართლა იცნობთ მას?-წარბები შეკრა გოგონამ.-გგონიათ,რომ სამი წლის ბავშვს გაყიდვისგან ანგარების გამო იხსნიდა?
-გაყიდვისგან?!- იგრძნო როგორ დაუბუჟდა სხეული.არ უნდოდა მოსმენილის დაჯერება,თუმცა შეუძლებელი იყო თამარის აწყლიანებულ მზერაში ამოკხთულ სიმართლზე თვალის დახუჭვა.
- ჩემი გოგონა გაყიდვას გადაარჩინია.გაცოფებულ ანდროს რომ არ დასცდენოდა ,ამას ვერც კი გავიგებდი.ვატრამ თავადაც არ იცის,რომ მის მხარეს ვარ.
-ანდრო... საკუთარ შვილს ყიდდა?-ეცადა ყელში მოწოლილი გულისრევა შეეკავებინა.
-საკუთარს? სალომე ნებისმიერი ჩემი კლიენტის შვილი შეიძლება იყოს.აქამდე ვერ მიხვდით ვის ელაპარაკებით? მე ხომ...
-შეწყვიტე!-აღარ დააცადა გვანცამ.სუსტ მაჯებზე წაეტანა .-ხომ იცი,რომ შენ ასეთი არ ხარ! იმ ნაძირალამ გაიძულა.ანდროს უნდა მოშორდე სალომესთვის. ქალაქის გარეუბანში ,უსაფრთხო ადგილას სახლი მაქვს.შეგიძლიათ იქ იცხოვროთ .- როცა იგრძნო როგორ შეკრთა გოგონა,დაძაბულობისაგან კიდევ უფრო ძალუმად მოუჭირა ხელი.- მე დაგეხმარებით.თამარ,ვიცი ანდრომ რაც გაგიკეთა.
-ტიტემ თავისი გაიტანა,არა ?- მკრთალად გაეცინა თამარს.- აქედან ჩემი წასვლა შეუძლებელია. უკვე ძალიან ბევრი ვიცი აქაურობაზე,იმდენად ბევრი რომ ვატრაც კი ვერ მომაშორებს აქაურობას. - მოულოდნელად გაჩუმდა .თავჩახრილს მხოლოდ გაცრეცილ სახეზე დაეტყო , რომ გამალებით ფიქრობდა . - სადაც არ უნდა წავიდე,ანდრო მიპოვის და მომკლავს,არ გაუჭირდება.
- გამოგვივა,გაიგე? აუცილებლად გამოგვივა. - მისკენ გადაიხარა გვანცა,კიდევ უფრო ძლიერად შემოეჭდო მოკანკალე ხელებზე და როცა თამარს ისევ ყოყმანი დაეტყო , იგრძნო როგორ შემოეკრა სასოწარკვეთა მთელს სხეულზე .
-შეუძლებელია.
საუბარი ოთახში შემოსულმა ექთანმა შეაწყვეტინათ.პაციენტის დასვენების დრო იყო.
-არსად მივდივარ.დღეს აქ დავრჩები-გამამხნევებლად გაუღიმა წამომდგარმა.- დაისვენე და ხვალ კიდევ ვილაპარაკოთ ამაზე ,კარგი ? მხოლოდ შენზე,სალომეზე და მის მომავალზე.- იგრძნო პალატიდან გამოსვლისთანავე როგორ ჩამოეცალა ძლივს შენარჩუნებული სიმხნევე. ახლმა მხოლოდ თამარის დედობრივ ინსტიქტს ებღაუჭებოდა.იცოდა საკუთარი ქალიშვილის ხილვა იმ გარემოში რა მტანჯველი იქნებოდა მისთვის. კიდევ რამდენი ქალი იყო თამარის მდომარეობაში ?
თავატკიებული და ძალაგამოცლილი დაცარიელებულ დერეფანში ჩამოჯდა. საიდანღაც წყვეტილად მოისმოდა მედდის რბილი,რეზინის ძირებიანი ფეხსაცმელების ხმა . სკამის საზურგეზე მიწოლილს სიამოვნებდა კიდეც დაცარიელებული შენობის კედლებს დაცდენილი ხმაური,მონოტონურ მელოდიად ეღვრებოდა სხეულში და ისედაც მოღლილს,კიდევ უფრო თენთავდა. ფეხის ტკივილი ოდნავღა აწუხებდა . სანამ ძილბურანში გაეხვეოდა,თამარზე,ქალაქის ყველაზე საშიშ უბანსა და ვატრაზე ფიქრობდა.
ყველაფერს გამოასწორებდა,თამარს და სალომეს იქაურობას მოაშორებდა,მერე კი...მერე აუცილებლად გამოარკვევდა ვატრას საიდუმლოს.
მალე დერეფანში გამეფებულ მყუდროებას მშვიდი სუნთქვა შეერია.
ლიმონისფერი მზე თანდათან გამუქდა,ბოლოს კი,მწიფე ფორთოხლისფერ ლაბადა მოხვეული მედიდურად შეეგება გარდაუვალს. არის ხოლმე წამი, სინათლის ჩასვენებიდან სიბნელის ჩამოწოლამდე და სწორედ ამ პატარა,გარდამავალ წამში ცას,თითოქოსდა ვინმეს უშურველად მიმოუფანტიაო კვარცის პაწაწინა კრისტალები , ისეთი ელფერი ედება,რომ შეშფოთებანაერვ აღფრთოვანებას ჰგვრის ყოველ კაცს,რაოდენ უფასურადაც უნდა მიაჩნდეს სამყარო. ამ წამიერი ელფერის,როგორც ზოგადად ყოველივე მომაკვდავის მშვენიერება,უთქმელი სევდითა და დასასრულის შიშით ავსებს ადამიანს,მაგრამ წამიერია იგი და თალხში გამოეხვევა თუ არა , უცნაურ ზმანებასავით თან წაიყოლებს ყოველივე ჯადოსნურს.
როცა მშვენიერებისგან გაძარცვულ ცას გაგატისფერი მოედო , როცა მზის თბილი სხივების ნაცვლად,ნეონის განათებამ ამოავსო დერეფანი, რამდენიმე საათის წინანდელი ,მონოტონური მელოდია ქვედა სართულიდან ამომავლმა გაუგებარმა გუგუნმა შეცვალა და ლითონის სკამებზე სანახევროდ გადაწოლილი ქალი შეაღვიძა. ერთბაშად ვერ გამოფხიზლდა გვანცა ,თამარის პალატის შეღებულ კარს მოჰკრა თვალი და იფიქრა, ალბათ , ექიმმა მიაკითხაო . მშვიდად,დაბუჟებული მკლავების ზელვით, გაემართა ოთახისკენ.
დაცარიელებულ პალატაში აღმოჩენილი ,მაშინვე მიხვდა ქვემოდან,ჯერ კიდევ ბუნდოვნად ამომავლი ხმაურის მიზეზს და გაუაზრებლად დაეშვა კიბეებზე.მიმღებში მოგროვილმა თეთრხალათიანებმა შეწუხებული გამომეტყველებით გადმოხდეს .
-თამარ მიქაძე პალატაში არ არის .- სასოწარკვეთამდე მისულმა გაჭირვებით ამოილაპარაკა,მაგრამ გრძნობდა ,შეკრებილმებმა ისედაც იცოდნენ ყოველივე.
-მეუღლემ მოაკითხა.-დამნაშავესავით ამოილაპარაკა ერთ-ერთმა და გვანცას გაცეცხლებულ მზერას თვალი აარიდა.- პაციენტმა დაჟინებით მოითხოვა გაწერა .
- მეუღლემ...- მწარე სიცილით გაიმეორა გვანცამ და ეჭვნარევად შეათვალიერა მოსაუბრე.- ნუთუ გასინჯვისას ვერ ნახეთ ,რა გაუკეთა "მეუღლემ" ? - შელახული მოსაცმელი გაისწორა.აქ დროის კარგვას აზრი აღარ ჰქონდა.
უცნაური იყო,მაგრამ არც საავადმყოფოდან წამოსვლისას,არც მისამართის გაგონებაზე ტაქსის მძღოლის შეშინებული სახის დანახვისას და არც მაშინ,როცა გამწარებით,უკვე მეორედ უშენდა ხელებს კარს,შიში არ უგრძვნია. უშედეგო მცდელობის შემდეგ,როცა არავინ გამოეხმაურა, ჭუჭყიან,სანახევროდ ჩაბნელებულ დერეფანში ჩამოჯდა.
დილანდელი მოწესრიგებული ადამიანის კვალიც აღარ დარჩენილიყო,რამდენიმე ადგილას გარღვეოდა წელწინდა,კაბა დაჭმუჭვნოდა. მიხვდა სახლში არც თამარი და არც თომა არ იყვნენ. კარის წინ დილას შემჩნეული ფუთაც აღარ იდო.უნებურად მოაგონდა იგი გვანცას.ახსოვდა გამოსვლისას ,რამდენიმე წამით , თვალი მოჰკრა შეფუთვიდან ამოჩრილ,ნატიფად გამოყვანილ შუბლს ქანდაკებისა. თითქოს შეიცნოო იგი,მაგრამ მაშინვე ლამის საკუთარ თავზე გაეცინა. შეუძლებელი იყო ,ქანდაკება მისი მსგავსი ყოფილიყო.
სიცივისაგან გათოშილმა სახე მუხლებში ჩარგო . აღარ უფიქრია აჩეჩილ კაბასა და იქ ყოფნის საშიშროებაზე.მისამართის გარდა არაფერი იცოდა თამარზე.მიხვდა ქვეშეცნეულად მაინც თომას იმედი ჰქონდა,მაგრამ ან უბრალოდ კარს არ უღებდა იგი,ან მართლაც არ იყო სახლში. ნეტავ ,ამ ცხრა წელს ისე შეეცვალა თომა ,რომ სახლშიც არ შეუშვებდა? ნეტავ ასე შეეძულებინა მისთვის თავი?
მოსაცმლის ჯიბეში მობილური აზუზუნდა.ის იყო მორიგ უაზრო შეტყობინებას გაადაავლო თვალი , რომ მოულოდნელად ტიტე გაახსენდა.რა თქმა უნდა,ბიჭს ეცოდინებდა სად შეიძლება ეძებნა თამარი. ბედად შემომავალი ზარები არ წაეშალა,თავისი შვილის საქციელით აღშფოთებული დედა ხშირად უკავშირდებოდა ხოლმე. რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ,ტელეფონში ქალის შეშფოთებული ხმა გაისმა,მაგრამ გვანცამ სწრაფადვე მიაყარა ყველაფერი რიგზეაო და როგორც კი, ქალი ტიტემ ჩაანაცვლა , სიხარულის ცრემლები წასკდა. აღელვებისგან ბუნდოვნად მოესმა ,მშობლებისგან თავის დასაღწევად,როგორ ჩაიბუტბუა ბიჭმა თავის ოთახში დარჩენილ რაღაც პროექტზე.
-რამე მოუვიდა ? - ტიტეს წამიერად შეცვლილმა,ერთიანად აფორიაქებულმა ტონმა მიახვედრა,ბიჭი უკვე მარტო იყო და თავისუფლად შეეძლო დალაპარაკებოდა.- როგორ არის ? დაელაპარაკეთ ? მთელი დღეა დარეკვას ვცდილობდი ...
- თამარი კარგადაა.დილას ვიყავი მასთან,-გადაწყვიტა ეცრუა.ტიტეს ამ ამბავში მეტად გარევას არ დაუშვებდა.- შევთანხმდით რომ საღამოს გამოვუვლდი,მაგრამ არ დამხვდა.
-ნაბი*ვარი- მიხვდა ანდროს მიმართულებით შეიკურთხა ბიჭმა.- ძალით წაიყვანდა...
-სად?-მოუთმენლად ჩაეკითხა გვანცა და ფეხზე წამოდგა.იგრძნო როგორ უეცრად გაქრა დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნება.-სად უნდა წაეყვანა? სახლში არ არის.რაღაც ადგილზე მელაპარაკებოდა,სადაც მუშაობს,მაგრამ მე სულელმა სახელიც კი არ ვკითხე .
-რა თქმა უნდა ,სახლში არ იქნება.-მწარედ ამოლაპარაკა ვაჟმა . - ვარიეტეზე გსმენია ? -და როცა სიჩუმე მიიღო პასუხად,გააგრძელა.- კლუბია.თამარს იქ მუშაობას აიძულებს.
-მისამართი მითხარი!-სუნთქვას ამოაყოლა წამომდგარმა.
-რომც გითხრა იქ არ შეგიშვებენ.ხომ ხვდები,რა დაწესებულებაცაა.შენ საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურები იმ გარემოსთვის.დამელოდე და თავად წამოვიყვან !
-არა ,მისამართი მითხარი-მეთქი ! შესვლას მოვახერხებ.-ადგილზე აწრიალდა გვანცა.გრძელი დერეფნის ბოლოდან მომავალ ხმას მიუგდო ყური.წამით დაიძაბა,მაგრამ როცა სუსტი განათების ფონზე მობარბაცე ქალი დალანდა,მოულოდნელი გეგმით კმაყოფილმა მისკენ გასწია.
მისამართის მოსმენისთანავე გათიშა ტელეფონი და როცა წინ მიმავალი ქალი აათვალიერა,ძლივს შეიკავა კმაყოფილი ღიმილი. გამომთვრალი უცნობიც შედგა და ეჭვის თვალით მიაშტერდა მისკენ მომზირალს.
-გამარჯობა,-ხმამაღლა მიახალა გვანცამ და უფრო მიუახლოვდა.კიდევ ერთხელ შეათვალიერა მოკლე,ლატექსის ტოპისა და ლატექსისავე ქვედაკაბის კომბინაცია,მხედველობიდან არც ქალის გახუნებული,გვარიანად ფერგადასული ქურთუკი გამოპარვია. მის წინ მდგომი უკვე ჩამობერებულ მეძავს ჰგავდა,კლიენტურის ნაკლებობის გამო , ადრიანად რომ უბრუნდებოდა ბუნაგს.- კარგი რამეა.-ტანსაცმელზე ანიშნა ქალს და ეცადა სანდომიანად გაეღიმა.
-მერე შენ რა ?!- შეუყეფა ქალმა და გზის გაგრძელება დააპირა,მაგრამ მკლავში ჩაეჭიდა გვანცა.
-ხომ ხედავ ? -საკუთარ სამოსზე ანიშნა.-ამ ყველაფერში გაგიცვლი .
-ჰოო?-თითქოსდა უეცრად გამოფხილზდა და მუშტრის მზერით აათვალიერა საკუთრ სამოსზე ბევრად უფრო ახალი და თბილი მორთულობა წინმდგომისა.
-მისმინე ,ბევრი დრო არ მაქვს.ვიცი,აქ კიდევ ბევრი იქნება შენნაირი ,ამიტომ დროზე მითხარი თუ არ გინდა...
-არა !- ახლა უკვე სავსებით გამოფხილებულმა შეჰყვირა ქალმა.ცხადია, მიხვდა გაცილებით უკეთესსა და ახალ სამოსს რომ სთავაზობდა უცნობი.ბევრი აღარ უყოყმანია,იქვე ჩაბნელებული კუთხისკენ გაათრია გაკვირვებული და სასწრაფოდ გადაიძრო სამოსი.
-რა იყო ,ხომ არ გადაგიფიქრებია ?-ეჭვით გადახედა გაკვირვებულს.- აჰა, აქ გამოცვლა გიტყდება ? ახლი ხარ ამ საქმეში?-გამოცდილი ქალის მზერით შეათვალიერა აწრიალებული.-კარგად იმუშავებ.-თავის ქნევით ჩაილაპარაკა გვანცას სხეულზე თვალის შევლებისას.
ეს უკანასკნელი,ერთიანად ალანძული,ახლა თავად გამოწყობილიყო ვიწრო ტოპში. მკერდს გაჭირვებით უფარავდა იგი და გვანცა ერთიანად კანკალებდა მოშიშვლებულ მუცელზე მოდებული სუსხისაგან,ყველაფერს ისიც ერთვოდა რომ ლატექსის უხეში ნაჭერი კანს სტკენდა და სუნთქვას უკრავდა.ნერვიულობისაგან დანამულ და სიცივისაგან დახორკლილ ტანზე გაჭირვებით ამოიცვა ვიწრო ქვედაბოლო,მერე კი კაბის წინა ნაწილში,მთელ სიგრძეზე დატანებული და სანახევროდ ჟანგმოდებული ელვის შეკვრას შეუდგა.
- მგონი წილშიც უნდა შემიყვანო,ისე გამოიყურები.-უკბილოდ გაეხუმრა მეძავი,მის ფეხთან დაყრილ ტანსაცმელს ხელი მოავლო და სასწრაფოდ გაშორდა.
ცოტა ხანს იდგა გვანცა.ცდილობდა მოწოლილი ზიზღისა და სირცხვილის გრძნობა საგულდაგულოდ მიეჩქმალა.მერე კი,როცა ბარძაყებზე შემოჭერილი კაბითა და ტოპის გამუდმებული სწორებით დაუყვა ქუჩას,მიხვდა საკუთარი თავით კმაყოფილი იყო. ტანსაცმელი მჟავე სუნად ყარდა,ფეხებსა და მუცელს გაჭირვებით უფარავდა ,რის გამოც სიცივე ერთიანად გასჯდომოდა სხეულში,მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო ვარიეტეში შესაღწევად.
იცოდა მისი სხეულის გაუთავებელი თრთოლვა მხოლოდ სიცივის ბრალი როდი იყო.შინაგად ეშინოდა,მაგრამ გვანცა აღარ იყო რვა წლის.
პირიქით,წლების განმავლობაში შეიცვალა და მიხვდა,შეეძლო დაუნდობლადაც გასწორებოდა სხვას , შეეძლო მათზე სასტიკი ყოფილიყო. გახსენების დღიდან იცოდა,რომ გამარჯვებულისათვის მორალი არ არსებობდა. ხშირად ნატრობდა მაშინ,რვა წლის აკანკალებული გოგონა სასწაულებრივად,საკუთრი ხელით გასწორებოდა მის თავზე დახრილ,აქოშინებულ არარაობას.ნატრობდა ,რამე ბასრი ჰქონოდა ხელში,ნატრობდა სასტიკად ეწამებინა ონისეცა და მაგდაც.კარგა ხანია მიხვდა , იმ დღეს მხოლოდ შურისძიებისათვის მიაკითხა ციხეში მაგდას.როცა გაიგო,რომ ბადრაგსვე წაერთმია ჯვარი ქალისთვის და წართმევაში საშინლად ეცემა,მერე კი ურჩობის ბრალდებით კარცერში გამოეკეტა,სიმშვიდე იგრძნო.
გაუფრთხილებლად არ წამოსულა გვანცა.მხართან მიკრულ ჩანთაში იქვე ნაპოვნი,შუაზე გადატეხილი მინის ბოთლი საგულდაგულოდ მიეჩქმალა. კლუბი ქალაქის ცენტრთან იყო ახლოს,თითქმის მის შუაგულში .თითქოსდა ორად ყოფდა გვანცას სამყაროს,რამეთუ სწორედ ცენტრის ერთ მხარეს ქალაქის ყველაზე ბინძური,ღარიბული უბანი იწყებოდა,ცენტრის მეორე მხარეს კი გარეუბანი ,სადაც პატარა,კოპწია ეზოებში ჩადგმულ, მწვანე და შინდისფერ სახურავიან სახლებზე,დარაბებზე გადმოდმულ ყავის ფინჯნებსა და ქალაქის გარშემო მოყოლებული მაგისტრალის გადღაბნილ,ერთთავად აციმციმებულ ხაზზე მისი და თომას ბავშვობა თვლემდა.
მთელი გზა ტაქსის მძღოლის ვერდაფარული ცხოველური ჟინით სავსე თვალებს არც თავად წყვეტდა მზერას. სანახევროდ გახნსილი ჩანთა მუხლებზე ედო ,ხოლო სარჩულიდან ამოჩრილი ჭაობისფერი ბოთლის წვეტიანი პირები სამანქანო გზაზე გადმოხრილი ლამპიონების თითოეულ სხივს ირეკლავდა. სწორედაც რომ ეს ბასრი,ტეხილი ნაპირები გამხდარიყო მძღოლის თავშეკავების მიზეზი. მერე მანქანამ მთავარი გზიდან კლუბის გზაზე გადაუხვია და წამებში ჩაუქროლა სანახევროდ ჩაბნელებულ,უკვე გვარიანად მოძველებულ თეატრს. უნებურად ფანჯარას აეკრო გვანცა .
შენობის წინ ჩამოწოლილ უკუნში შორეულ მირაჟად აღიმართა მაღალი,თხელი ფიგურა ვაჟისა , კატის ფორმის გატოთი დაფარული სახე , მის ბაგეზე შერჩენილი კოცნის კვალი.მერე მანქანამ შენობას ჩაუარა და სულ ცოტა ხნით,უკვე გაზრდილი თომა დაუდგა თვალწინ.ისეთივე მიუწვდომელი,მისთვის გამოუცნობი და ერთიანად შეცვლილი.ჯერ კიდევ ახსოვდა მის ფეხებთან დახრილი მამაკაცი.ახლა თომას შეხება გაცილებით უფრო უხეში და მძლავრი იყო,მისი თითოეული ნაკვთი უცხო სიძლიერესა და მოთმინებას ასხივებდა და ყველაფრის მიუხედავად,ანდამატივით იზიდავდა ქალს.
კლუბი "ვარიეტე" თეატრის შენობიდან კარგა მოშორებით მდგარი,წითლად განათებული ორ სართულიანი შენობა აღმოჩნდა.იგი არასდროს შეუნიშნავს.აშკარაა,ცხრა წლის წინ ეს შენობა არც კი არსებობდა.მინებით მოპირკეთებულ ნაგებობას ,ისედაც ეტყობოდა,რომ სულ რამდენიმე წლის აშენებული იქნებოდა.ნამდვილი და უკვე მოძველებული ვარიეტესაგან განსხვავებით,მისი და თომას სიის შესრულებულ სურვილთა ნაწილში რომ მოქცეულიყო,კლუბი ერთიანად ციმციმებდა,შენობიდან კი დახშული,მაგრამ ადვილად გასარჩევი , მუსიკა იღვრებოდა. რამდენიმე წუთით,მინის ფასადზე არეკლილი საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. ლატექსის ტოპი მჭიდროდ ეკვროდა სხეულზე,მკერდი წინ წამოსწეოდა,ღარი კი ჩვეულებრივზე მეტად ჩაღრმავებოდა. ტოპის ქვედა ნაწილსა და კაბას შორის თეთრი კანი მოუჩანდა . არასოდეს ეცვა ასეთი სამოსი,ამიტომ მოკლე ქვედაბოლოდან გამოჩრილი ფეხებსაც არაბუნებრივად თეთრი ელფერი დაჰკრავდა .
საკუთარ თავს თვალი მოსწყვიტა თუ არა,კართან მდგომ დაცვას დააკვირდა.რიგში ჩამწკრივებულ ახალგაზრდებს დაცვა პირადობის მოწმობას სთხოვდა და დეტექტორით ამოწმებდა. ეს ისედაც იცოდა,ამიტომაც ჩანთა შეუმჩნევლად გაათავისუფლა ბოთლისაგან. რიგს რომ გადაავლო თვალი,გულზე მოეშვა. საშინელება იქნებოდა მისი კაბითა და ნაქსოვი,ფუმფულა ჟაკეტით აქ მოსვლა.ახალგაზრდებს მასავით ხალვათად ეცვათ . უმეტესობა უკვე შემთვრალიყო და ხმამაღლა აპროტესტებდა დაუსრულებელ ლოდინს. გვანცა ჩუმად იდგა და ოდნავ ირხეოდა , ცდილობდა წინმდგომებისთვის მიებაძა,დიდად არც უჭირდა.უცნობი ქალის ქურთუკს ისეთი მჟავე სუნი ასდიოდა,რომ დარწმუნებული იყო,ამის გამო სახეზე მომწვანო ფერი დასდებოდა . ალბათ,მეძავის ტანსაცმელში გამოწყობა არც ისე კარგი იდეა იყო,თუმცა არც დასაკრგი დრო ჰქონდა და არც აქაურობისათვის შესაფერი ტანსაცმელი.
უბრალო კლუბი არ იყო ვარიეტე.გული უგრძნობდა იგი,მისი ფასადვით გარეშეს ირეკლავდა მხოლოდ ,ხოლო შიგნით რაღაც საიდუმლოს ინახავდა.
შემოწმების გავლის შემდეგ ეგონა მშვიდად ამოისუნთქავდა,თუმცა კლუბის ინტერიერმა ერთბაშად თავბრუ დაახვია. ყოველ კედელზე,ჭერზეც კი სარკეები გაეკრათ. აქაურობა არაფრით განსხვავდებოდა ,შენობის ექსტერიერიდან. სული შეუგუბდა,მაგრამ ხალხით გადავსებული დარბაზისა და ხმამაღალი მუსიკის გამო არა . სარკეებით სავსე დარბაზი იმ დედოფლის კაბინეტს ჰგავდა მაგდა რომ უყვებოდა. შეეცადა კედელს მიყრდნობოდა.თვალდახუჭული გრილ ზედაპირს რომ მიებჯინა ,თითქოს შვება იგრძო,მაგრამ თვალები რომ გაახილა , მიხვდა,კედელზე დატანებულ მორიგ სარკეს აჰკვორდა შუბლით. დენდარტყმულივით მოშორდა თუ არა მას,უკან შეკრებილი ბრბოს თავადაკარგულ როკვაში გაითქვიფა. ჰაერის შესასუნთქად ეცადა თავი მაღლა აღემართა,მაგრამ აქაც , თვალისმომჭრელ განათებაშიც კი,ჭერზე დატანებულ სარკეებში საკუთარ თავს მოჰკრა თვალი. იგრძნო , როგორ ერთბაშად გამოეცალა ძალა და გონების დაკრაგვის შიშით მოცულმა უმწეოდ მიმოიხედა.მხოლოდ მაშინღა დააკვირდა ირგვლივ მყოფებს და ათასგვარი,სხვადასხვა ფერის ნიღბით დაფარული სახის დანახვისას , ლამის დაიჯერა,რომ ეს ყველაფერი რეალობა არ იყო, თუმცა გაოგნებულს ფიქრი არ დასცალდა,ვიღაცამ უხეშად ჩაავლო ხელი . გვანცამ გაიბრძოლა,მაგრამ ვერაფერს გახდა და ათასგვარი ნიღბისა და უცხო სხეულის დაუსრულებელი მასა წამებში გადაჭრა. შედარებით მშვიდ ადგილას გაათრიეს თუ არა,მაშინვე ზიზიღით შეუშვეს ხელი.
-შენ რა , აქ პირველად ხარ ? - შეუღრინა უცნობმა და ისე,რომ ზედაც არ შეუხედავს ქალისთვის,პირდაპირ გაიშვირა ხელი.-აქ მხოლოდ ნიღბებით ვართ. ან ახლავე იყიდი,ან აქედან წაგათრევ.- გვანცამ მის ხელს გააყოლა თვალი და კუთხეში გამოფენილი ათასგვარი ნიღაბი შენიშნა.ხალხისაგან შედარებით თავისუფალმა სივრცემ გონზე მოიყვანა,უხმოდ დაუქნია კაცს თავი და ისე,რომ სავსე დარბაზისკენ არც კი გაუხედავს ,დახლისკენ დაიძრა.
-წევრობა გინდა?-ჯიქურ ჰკითხა ბაუტა ( ოთხკუთკა ვენეციური ნიღაბი,ხშირად თან ახლავს სამკუთხა ქუდი) აფარებულმა გამყიდველმა.- შემიძლია უფასოდ ჩაგწერო.-თავიდან ფეხებამდე აათვალიერა ქალი.
-არა, წითელი ბუმბულით მომეცი.-ხელით ანიშნა მის პირდაპირ მანეკენზე მორგებულ ნიღაბზე.სხვებისაგან განსხვავებით მომცრო იყო და იმედი ჰქონდა ყველაზე იაფიც ეღირებოდა.
-მორგაუზა?-წაიწუწუნა გამყიდველმა.- რა გამოუცდელი ყოფილხარ.ეს ხომ ყველაზე იაფფასიანია.ან იქნებ,-ნიღბიანი ხელი უკანვე წაიღო და კიდევ ერთხელ გადახედა . - ფული არ გაქვს ? - მოთმინებადაკარგული გვანცა აწრიალდა.გონსმოსულს საქმის სწრაფად მოგვარებისა და აქედან წასვლის გარდა აღარაფერი სურდა.-დღეს ძალიან კეთილი ვარ.გინდა კარგი კლიენტები გირჩიო ? - თვალებთან ვიწროდ ამოჭრილმა ბაუტამაც კი ვერ დამალა, მამაკაცის ავი მზერა.ეტყობოდა კარაგ ერთობოდა მოთმინებაგალეული ქალის ცქერით.- დარბაზის მეორე ბოლოში,აი,იქ - დროზეო შეუბღვირა გვანცამ,მაგრამ ყურიც არ შეუბერტყავს ბაუტიანს.- ვატრა და მისი დამქაშ..
-ყბედო!-აღარ დაამთავრებინა დაცვამ.-საქმეს მიხედე!- შეძახილზე გამყიდველი მოიღუშა,მორგაუზა სწრაფადვე გაუწოდა გვანცას და მერე,თითქოს საქმეს მოაცდინესო,შეწუხებულმა აუქნია ხელი გაშეშებულს.
ნიღბის ზედაპირი უხეში იყო,მის გარშემო მოვლებული ბუმბულები კი სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,მაგრამ დისკომფორტზე როდი ფიქრობდა.აცეკვებული ბრობოს შუაგულში იდგა და გამწარებით აკვირდებოდა თითეული მათგანის ზურგს. ჭერიდან,თითქოსდა ციცინათელებით სავსე ქილას თავი მოხსნესო,უხვად იღვრებოდა სხივები და ლიცლიცით ედებოდა ნიღბებზე დატანებული ბუმბულების,ათასგვარი ფრთისა და ხელოვნური მარგალიტის გროვას , მაგრამ ყოველივე ეს ისეთვე ყალბი იყო,ისეთივე ცარიელი,როგორც ერთმანეთზე აკინძული პლასტმასის ბურთულები,მხოლოდ შორიდან რომ ჩამოჰგავდნენ მარგალიტს.
ვიღაც ძლიერად დაეჯახა და გვანცაც ერთბაშად გამოცურდა თავსმოხვეული ბურუსიდან.მიმტანი იყო. მხოლოდ ბიუსჰალტერი და ქვედა საცვალზე შემოვლებული გამჭირვალე ქსოვილი მოსავდა მას და როცა მიმტანმა ერთობ უკმაყოფილოდ,უბოდიშოდ აუარა გვერდი,მაშინღა მიხვდა მთელი ამ ხნის განმავლობაში რაზე ფიქრობდა.
იმ ყბედმა ვატრა უხსენა.მაშასადამე,თომა აქ იყო,"კარგ კლიენტებს" მიეკუთვნებოდა და მისი კარი გვანცასთვის არ მოხურულიყო.როცა სულ ცოტა ხნის წინ,უმწეოდ უხმობდა თამარს,როცა გამწარებული თომას ბინას მიადგა,როცა ალბათ საათის განმავლობაში ეძახდა დასახმარებლად,აქ იყო. მაშინ ეგონა,არა ღრმად სწამდა ,რომ არც კი გამოხედავდა იგი,თომას სახლის კარი აღარასოდეს გაიღებოდა მისთვის და ახლა პაწაწინა,სრულიად უმიზეზო იმედით აღტაცებულს , მიზეზიანზე მეტად რომ ააფორიაქებს ხოლმე ადამიანს,ეგონა ცხოვრებას კიდევ ერთი შანსი გაემეტებინა მისთვის.
ფეხის წვერებზე აწეულმა,იქეთ გაიხედა ,საითაც მოლაყბე გამყიდველმა ანიშნა.მოწითალო დივნების რიგისა და რამდენიმე ნიღბიანის გარდა ვერაფერი შენიშნა,სამაგიეროდ დარბაზი მოათვალიერა საგულდაგულოდ. მოგუგუნე მუსიკა ყურებს ატკივებდა,დროდადრო ვიღაც დაეჯახებოდა ან ლუღლუღით ეპატიჟებოდა ოთახში , მაგრამ წამითაც არ შეუშინებია ამას.უხეშად იშორებდა მათ და გულდაგულ აგრძელებდა შესწავლას.
"ვარიეტე" გაცილებით უფრო დიდი აღმოჩნდა ,ვიდრე ელოდა.შენობა გვირილის გვრივგინს ჩამოჰგავდა.შუა ნაწილი მომრგვალებულ საცეკვაო დარბაზს ეჭირა,განაპირა კი,წაგრძელებულ ფოთლებს რომ მოგაგონებდათ , სიგრძეზე ჩაყოლებული,ერთმანეთისგან დივნის საზურგეებით გამოყოფილი, პატარ-პატარა , კაბინის მსგავსი ნაწილებისგან შედგებოდა. დარბაზსიათვის,ბუტკოს მსგავსად ,ასეთი რვა დერეფანი გვირილის ფოლთელებივით მიემაგრებინათ.კედლებსა და იატაკზე დაყოლებული ნეონის განათების გრძელ ზოლებს ყველა ასეთი დერეფნისათვის ბაცი წითელი შეფერილობა მიეცა. მათთან შედარებით საცეკვაო მოედანი ბევრად მკვეთრად იყო განათებული და სწორედ მოდნის შუქის წყალობით შეძლო გვანცამ გაერჩია მოწყობილობა "ფოთლებისა",რომელთა მომრგვალებული ნაწილიც,როგორც ჩანს,განსაკუთრებულ სტუმართათვის დაეთმოთ და მოერიდანებიათ უცხო თვალისათვის.
შეუძლებელი იქნებოდა თამარის პოვნა.უთვალავ ხალხთან ერთად უამრავი,ასევე ნიღბიანი მიმტანი ირეოდა ერთმანეთში.თვალი მოსწყვიტა შორეულ,წითელ შუქში აღმართულ კედელზე დატანებულ კარს.იქ ახლა ვატრა იყო და გვანცა არ აპირებდა ამ საქმეში მის გარევას.უცებ საკუთარი თავი გაახსენდა,რამდენიმე საათის წინ,თომას კართან მდგომი.ნეტავ რას აპირებდა? გაბედავდა და დახმარებას სთხოვდა ?
ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. უკან მიიხედა.გამყიდველი ისევ მარტო იდგა და უაზროდ დაჰყურებდა დახლს,დაცვა არსად ჩანდა და გადაწყვიტა ,რაც შეიძლება სწრაფად მისულიყო მასთან. ბიჭს,როგორც ჩანს,ლაპარაკის სიყვარული და ცნობისმოყვარეობა ერთიანად გასჯდომოდა სხეულში და უკან დაბრუნებული ქალი შეამჩნია თუ არა,მოსასმენად მომზადებული დახლიდან გადმოიწია.
-ანდროს იცნობ?-პირდაპირ მიახალა გვანცამ . გამაყუჩებლის მოქმედება ნელდებოდა,ფეხში დავლილი ყრუ ტკივილი უფრო და უფრო იზრდებოდა .
-გემოვნება კაცებშიც არ გაქვს ? - ინტერესი მაშინვე დაკარგა მან.
-იცნობ თუ არა ?!
-რა იყო,ფული არ გადაგიხადა ? იცოდე არც გადაგიხდის ! ის გოგო არ გეცოდება მაინც...
-ვინ გოგო ? – დახლს ჩაეჭიდა გვანცა და როცა კაცმა თამარის სახელი ახსენა,ეცადა გამომეტყველება არ შესცვლოდა,რადგან ნიღაბი სახის ქვედა ნაწილს არ უფარავდა.
-საწყალი გოგო.დღესაც აქ მოათრია და მუშაობას აიძულებს.დღეს ისეთი გაცეცხლებული იყო,მგონი თეთრიც არ აბადია.ხომ მიგასწავლე ,არა ? - მიუხედავად იმისა,რომ ლაპარაკი აშკარად ართობდა,დაღლილივით აიჩეჩა მხრები შეკითხვაზე.-კარგი კლიენტები ხომ გახსოვს? ხოდა,ეგ შენი ანდროც იქვე იტრიალებს.იმ საწყალი გოგოს დასანახად მაინც ნუ მოსთხოვ ფულს.-საკუთარი კეთილშობილებით გაოცებულს აღარც შეუწყევტია ლაყბობა.
სწრაფადვე გაშორდა გვანცა. ანდრო ალბათ ფხიზელიც არ იქნებოდა და თამარის უჩუმრად გაყვანას როგორმე მოახერხებდა ,მაგრამ ერთი მხრივ გოგონას წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევდა,მეორე მხრივ კი როგორმე თომასთვის შეუმჩნეველი უნდა დარჩენილიყო,მაგრამ ,ალბათ, იგი ვერც კი იცნობდა ამ სამოსში. მოცეკვავეთა რიგს ფრთხილად აუქცია გვერდი.თანდათან უახლოვდებოდა წითლად განათებულ,დერეფნის მსგავს დარბაზს ,მაგრამ ჯერ ვერაფერი გადაეწყვიტა.პირიქით,ახლა თამარის სიტყვებიც ახსენდებოდა.მისი აქედან გაყვნა ორმაგად გაჭირდებოდა.მითუმეტეს თუკი ანდროც იქვე ტრიალებდა.იქნებ სულაც არ მიეშვათ იქ? თომა ხომ ვატრად ქცეულიყო. შედგა. ყველაფერი უფრო გაურკვევლი გახდა.
მოწითალო მაგიდებთან სავარაუდო დაცვის წევრები ჩაემწკრივებინათ. უბრალო კლიენტებივით ისხდნენ ისინი,გარშემო მეძავები შემოეხვიათ და ისე მშვიდად ,ხალისანად ბაასობდნენ მათთან ,ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებდით ,რომ ეს კაცები,ერთიანად რომ გადაევსოთ დერეფნის სიღრმეში დატანებული კარისკენ მიმავალი ვიწრო დერეფანი,მეძავებისა და სასმლის გარდა სხვა მიზეზით ყოფილიყვნენ აქ,მაგრამ მათი ფრთხილი მზერა,დაკვირვების შემთხვევაში,დაურიდებლად გასცემდა მათსავე შენიღბვას.
მართლაცდა,მიუახლოვდა თუ არა ამ მომცრო დარბაზს,იქვე მდგომმა წყნარი სისინით შეაჩერა,მაგრამ სწორედ ამ დროს,როცა დაცვის წევრი აგდებულად განაგრძობდა თავისას,დერეფნის ბოლოს,ოდნავ შეღებულ კარს იქით დატოვებულ ჭრილს მიღმა მოძრავი ლანდი შეამჩნია,მერე კი ,მოულოდნელად,უეცარი ჩოჩქოლი ატყდა და ბაც სინათლეს რამდენიმე ადამიანი გამოეყო და როცა მის წინ აღმართული დაცვის წევრიც შებრუნდა , გვანცამ ახალგაზრდა ბიჭთან,წამების წინ კინწისკვრით რომ გამოაგდეს,გამხდარი,მოკლე ქვედაბოლოსა და ღრმად ზურგამოჭრილ მაისურში გამოწყობილი გოგონა შეამჩნია . ბიჭმა , მთვარლის არეული ნაბიჯებითა და ჩუმი ლანძღვით სასწრაფოდ დაფარა დერეფანი და გვერდით ჩაუქროლა გვანცასა და აგდებუად მომღიმარ დაცვის წევრს .კართან მდგარი გოგონა კი ცოტა ხანს უძრავად დარჩა,მხოლოდ წამით შემობრუნდა და ისევ უკან,სიგარეტის კვამლსა და მოწითალო სინათლეში მიიმალა. თამარი იყო , ნიღაბი არ ეკეთა და მიუხედავად ცუდი განათებისა ,გვანცამ შორიდანაც კი შეამჩნია როგორ უთრთოდა სხეული.
რახან მის წინ მდგომი კაცი ჯერ კიდვ ბრბოს მიღმა გაუჩინარბულ ბიჭს გაჰყურებდა,ხელიდან გაუსხლტა გვანცა და თავადაც სწრაფადვე გადაჭრა დერეფანი. სულ რამდენიმე წამში გაჩნდა კართან ,ცდილობდა მის მიღმა გაუჩინარებულ თამარს დასწეროდა ,მაგრამ ნაცვლად ამისა,სიჩქარისაგან იქვე მდგომ სხვა მიმტანს დაეჯახა . ვისკის ბოთლი ,რამდენიმე ჭიქის თანხლებით ხმამაღალი ჭახანით დაეცა მოპრიალებულ იატაკზე და სანამ სუნთქვაშეკრული გონების მოკრებას მოახერხებდა,მკლავში ძლიერად ჩავლებული ხელი იგრძნო. ისევ დაცვის წევრი იყო ,სუნთქვა აჩქარებოდა ,გაბრაზებით შემოჰყურებდა და უკან ექაჩებოდა.პატარა ლოჟებიდან ყველას მათკენ მოებრუნებინა სახე. დაცვამ კიდევ ერთხელ უბიძგა უკან და ის იყო გვანცაც დაჰყვა , რომ კარს მიღმა ჯერ გაოცების შეძახილი გაისმა,მერე კი დატოვებულ ვიჭრო ჭრილში,შესასვლელი კარის ფუნქციას რომ ასრულებდა ,მაღალი,წარმოასადეგი მამაკაცის ჩრდილი გამოჩნდა.
-რა თამამი სტუმარი გვყოლია!-სიცილით წარმოთქვა მან და გაუშვიო ხელით ანიშნა დაცვას.ნელა გადახედა გვანცამ. უცნობი კლასიკურ სამოსში გამოწყობილიყო. შავი ბუმბულით გაწყობილი ნიღაბი მხოლოდ ყვრიმალებსა და ცხვირს უფარავდა,- ძვირფასი ვისკი იყო,-სიცილი უმალვე ჩამოერეცხა ბაგეებიდან და თითქმის დანანებით დახედა იატაკზე მოოქროსფრო რიდესავით გადაშლილ,ოდნავ მბრწყინავ სითხეს. ახლა თავისუფლად იდგა გვანცა,თუმცა მოჩვენებითი იყო ეს თავისუფლება.იდგა და უცნობის შემხედვარეს იქნებ ერჩივნა კიდეც დაცვას დაჰყოლოდა ,აქაურობას გაშორებოდა, მაგრამ სადღაც, ამ კაცის ზურგს მიღმა , თამარი იყო.შიმშილისა და გადაღლილობისაგან დაოსებული თვრამეტიოდე წლის გოგონა,რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა უგონოდ წაქცეულიყო სადმე ,ამ უზარმაზარი კლუბის რომელიმე კუთხეში და ვინ იცის,რა დღეს დააყრდია ანდრო ,როცა ამას გაიგებდა.არა,აქედან ვერსად წავიდოდა.კიდევ ერთხელ მოიკრიბა შერჩენილი ძალა და მზერა გაუსწორა კაცს.მანაც თითქოს იგრძნოო ქალის შემართება ,თავადაც გამოცოცხლდა,- შემობრძანდით,შემობრძანდით!- ირონიანარევი თავაზიანობით გაუწოდა ხელი და არც კი დალოდებია მის პასუხს,თავადვე ჩაავლო მაჯაში.სულიშეუგუბდა გვანცას .ისევ იგრძნო გარშემომყოფების გარკვირვებული მზერა,მაგრამ ეს როდი აშინებდა.თუკი გამყიდველს დაუჯერებდა ,მაშინ აქ თომაც უნდა ყოფილიყო და გარდაუვალი იქნებოდა მასთან შეხვედრა.
კედელს მიღმა დატნებული ოთახი საკმაოდ ფართო და ცარიელი იყო.კედლებისა და იატაკის შეერთების ადგილს წითელი განათება ზოლად გასდევდა.სწორედ ეს ,იატაკზე გართხმული სინათლე იყო,შორიდან რომ ამჩნევდა გვანცა.ჭერზე მხოლოდ ორი ასეთივე ფერის ნათურა დაემაგრებინათ და ეს ყოველივე,ოთახის უკიდურეს მარჯვენა კუთხეში,მაგიდაზე მბჟუტავ სანათთან ერთად ,ამ დარბაზის ერთადერთ სინათლის წყაროს წარმოადგენდა.მამაკაციც სწორედ იმ კუთხისკენ დაიძრა,სადაც ვიწრო, სასმლის ბოთლებით გადავსებული ჟურნალების მაგიდა და მის ირგვლივ შემოკრებილი,ტყავგადაკრული დივნები მოეთავესბინათ. მიუახლოვდნენ თუ არა ,იქ შეკრებილ უჩვეულო კოლეგიას , ეს უფორმო ნიღბები შეირხნენ და ერთდროულად ახედეს გვანცას.
-ისევ?- გაიცინა ერთ-ერთმა და ამჯერად დივნის საზურგეზე არხეინად გადაწოლილმა მუშტრის მზერით აათვალიერა ადგილზე გაყინული ქალი.
-ეს ძალიან უჩვეულო ვინმე ჩანს!-ჩაილაპარაკა კაცმა და თავადაც ჩამოჯდა,მერე კი მკლავზე მოვლებულ ხელზე მოჰქაჩა,მაგრამ ისევ გაუძალიანდა გვანცა.- ლამის სირბილით შემოგვივარდა აქ ,ახლა კი განძრევასაც აღარ აპირებს!-ეტყობოდა ძალიან ართობდა ეს სიტუაცია , მაგრამ კიდევ ერთხელ დასწია მისკენ და გვერდით მოისვა ერთიანად დამფრთხალი,- აქ პირველად ხარ თუ ძალიან კარგად თამაშობ ?- გაკვირვებით გადახედა ქალს,როცა იგრძნო როგორ კანკალებდა იგი.
-იქნებ მოაგზავნეს,-კვლავ გამოელაპარაკა საზურგეზე გადაწოლილი,-თუ არა და გაიყვანე აქედან და სხვაგან მიხედე შენს საქმეს!-უკანასკნელი სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა . გვანცას ყური მოსჭრა ნათქვამმა,თითქოს ახლაღა იგრძნო საშიშროება,რომელიც ასე ხელაღებით დაეტეხა საკუთარი თავისთვის.არ მოუსმენია რა პასუხი დაუბრუნეს ამ სიტყვებს,რადგან გაფაციციებით ჯერ კიდევ ეძებდა თომას.ამასთან ,ეტყობოდა გვერდით მჯდომ მამაკაცს "მეგობრებთან" ლაზღანდარობა ეწადა და ჯერჯერობით მაინც ამაზე სანერვიულო არ ექნებოდა.
მაგიდს გარშემო ხუთიოდე ადამიანი იჯდა.მათ შორის არ ერია იგი,მაგრამ ამ ვრცელი ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში,სულ ოდნავ მოჩანდა ,სავარაუდოდ,მუქი ყავისფერი ხით გაწყობილი რამდენიმე კარი.როგორც ჩანს,სწორედ მათ მიღმა გაუჩინარებულიყო თამარი და ვინ იცის,იქნებ თომაც სწორედ იქ იყო.
-მირიან,წადი და მიხედე შენს საქმეს,ან ახლავე მოაშორე აქედან!-ფიქრი გააწყვვეტინა გაღიზიანებით წამოსროლილმა სიტყვებმა და როცა მიხვდა,მირიანი მის გვერდით მჯდომი მამაკაცი იყო,კიდევ ერთხელ იგრძნო მოახლოებული საშიშროება.
-კარგი რა!ნუთუ ლამაზი არ არის ?!-გაუძალიანდა იგიც და გვანცამ გაჭირვებით შეიკავა თავი ,ზიზღით არ გადაეხედა აწ უკვე მირიანად მონათლულისათვის. მუშტრის მზერით აათვალიერეს იქ მყოფებმა,-უცნაური კია...- მირიანმა,რაკი ამფსონების დასტური მიიღო და ოდნავ გათამამდა, ახლა ეჭვნარევად გადახედა გვერდით მობუზულს.კარგა ხანია შეეამჩნია ,რომ მთელი ამ დროის განმავლობაში არ მოუხედავს მისკენ ქალს ,პირიქით,ისე იქცეოდა თითქოსდა გამალებით ეძებდა ვინმეს,-მაგრამ პრობლემებს თუ შექმნის,მოგვარებაც არ გაგვიჭირდება,-დასტურის ნიშნად ჩუმი სიცილი მოჰყვა მის ნათქვამს,მაგრამ გვანცა,ნაცვლად შიშისა,უცნაურ მოლოდინს აეტანა.
-ნიღაბი მოიხსენი,-გაისმა ბრძანებანარევი ხმა და თვალის ჭრილიდან დაინახა როგორ სწრაფად შემობრუნდა მისკენ მირიანი.აშკარა იყო ,თუ არ დაემორჩილებოდა,ძალით მოხსნასაც არ დაერიდებოდნენ.
ის იყო მოკანკალე ხელები კეფაზე შეკრული თასმებისკენ წაიღო,რომ ოთახის სიღრმეში დატანებული ერთ-ერთი კარი შეიღო და მისთვის ყველაზე ნაცნობ სხეულს მოჰკრა თვალი.
თომამ მათკენ გამოიხედა და საჩქაროდ გადმოჭრა კარსა და მაგიდას შორის არსებული მანძილი.ნიღბის ლენტებზე ჩაფრენილი ხელები ადგილზე გაუშეშდა გვანცას.იგრძნო გეგელაურის გამოჩენისთანავე როგორ დაისადგურა სიჩუმემ.გარშემო მყოფი მამაკაცებიდან ყველა მას მიაჩერდა.მირიანის ხელიც კი,აქამდე გულისგამაწვრილებლად რომ შემოჭდობოდა წელზე,ნელა მოშორდა.
-გელოდებიან!-ისე რომ მათთვის არც შეუხედავს ,კარზე მიანიშნა იქ მყოფებს და სანამ ჩუმი,უკმაყოფილო სისინით წამოდგებოდნენ ,დივანზე გამოთავისუფლებული ადგილი დაიკავა.
-აქ დამელოდე-წამოდგომისას კიდევ ერთი იჭვნეული მზერა ესროლა მირიანმა გაშეშებულ ქალს.
ამ რამდენიმე წამის განმავლობაში,თომას არც კი გამოუხედავს გვანცასკენ.არადა,სულ ადვილად შეეძლო დაენახა. თითქმის მის პირდაპირ იჯდა,მაგრამ გეგელუარს ეტყობოდა სულაც არ ანაღვებდა გარშემომყოფები.
მირიანმაც სხვებთან ერთად დააპირა წასვლა და ის იყო,გვანცამ გაიფიქრა რომ თავადაც მშვიდად გაშორდებოდა აქაურობას,წამომდგარი კაცი წამით შედგა და ხელოვნური შინაურულობით მხარზე წაჰკრა ხელი წითურს.იმანაც ,თითქოს ახლაღა გამოფხიზლდაო,დაბნეულად ახედა,მაგრამ თავდაპირველი გაოცება მალევე გაქრა და მოდუნებული სხეული ერთთავად დაეძაბა გონსმოსულს.
-წყნარად,წყნარად.-მირიანმა კიდევ ერთხელ დაჰკრა ხელი და მერე თავით გვანცასკენ ანიშნა.ამ უკანასკნელმა იგრძნო როგორ ერთთავად შეუგუბდა სული,მაგრამ გეგელაური არ შერხეულა,-იმ გოგოს დაგიტოვებ.ეტყობა სულ ახლია აქ,-მირიანმა,როგორც კი მიხვდა,სანაცვლოდ რაიმეს თქმას მიპირებსო,ხელი ჰაერში აიქნია და კარისკენ მიმავალმა,სასხვათაშორისოდ შეაპარა ,პატივისცემას დავიწყება არ უხდებაო.მის შენიშვნას ,თავის მხრივ,თომაც რაღაცით გამოეხმაურა,მაგრამ ადგილზე მილურსმულ გვანცას აღარაფერი ესმოდა.
დაცარიელებულ ოთახში მხოლოდ ის და გეგელაური ისხდნენ.უფრო ზუსტად კი,ვაჟი ,ერთიანად მოქანცული, დივნის საზურგზეზე მიწოლილიყო და ორივე ხელი თავზე შემოეჭირა.იგივე ტანსაცმელი ეცვა რაც დილას, სახეს მთლიანად უფარავდა ნიღაბი. კაპიუშონი არ ეფარა და ნიღბის ლურჯ ზედაპირზე ცეცეხლის ენებად ჩამოშლოდა მეწამული,ერთიანად აბურდული თმა. ოდნავ აპრეხილი,მოკაუჭებული ბოლოები ყბამდე სწვდებოდა.ზოგი კი,შედარებით უფრო გრძელი და ურჩი,კისერამდე დაშვებულიყო და ყელზე მკრთალ ლაჟავრდისფრად ჩამოყოლებულ ვენებს გასდევდა.
თომას არაფრით ეტყობოდა,რომ ოთახში მეორე ადამიანის ყოფნა ადარდებდა.არც მირიანის მინიშნებისთვის მიუქცევია ყურადღება და ახლაც ,ერთთავად ისეთი მოდუნებული იჯდა,ერთხელაც არ ეცადა შეეხედა მაინც წინ მყოფისათვის.ეს უკანასკნელი კი , კანკალატანილი ჩასჭიდებოდა დივანს და ის იყო გაჭირვებით მოახერხა წამოწევა,რომ მოდუნებული სხეული ერთთავად შეერხა თომას. სმენა გამძაფრებოდა ვაჟს,რადგან გვანცას დაეფიცებოდა,მიუხედავად უკიდურესი დაძაბულობისა,უხმაუროდ მოახერხა წამოჯდომა.
ქალს,თითქოსდა ხაროში ჩაააგდესო,სუნთქვა შეეკრა.მართლაც,დილეგში გამომწყვდეულს ჰგავდა ახლა.ერთი მხრეს ის ოთახი იყო,რომლიდანაც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა გეგელაური და რომელშიც ვინ იცის რა ხდებოდა,მეორე მხარე კი ,თითქოსდა ჩვეულებრივი კლუბის მხარე, ტიტეს სიტყვებს ახსენებდა ,თუკი რამეს იეჭვებენ ,კითხვების დასმას არ დაიწყებენო.
წინ კი თომა იჯდა და იატაკზე თვალგაშტერებულმა გვანცამ იცოდა,გრძელ,მონაცრისფრო ხაზად გაწოლილი სილუეტი მხოლოდ იმას მოწმობდა ,რომ მამაკაცი ,ალბათ,პირდაპირ მას შეჰყურებდა. "მიცნო" მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ქუხდა მის გონებაში.
მაგრამ ცდებიდა ,თომა მხოლოდ ტოპსა და ქვედაბოლოს სათავეს შორს რძისფრად მოლიცლიცე კანს აკვირდებიდა და ფიქრობდა თუ რა სასიამოვნო იქნებოდა სიბრმავემდე ჩაკარგულიყო ამ სითეთრეში. მერე კი,განმკითხავივით ჩაუარა გვერდზე დილანდელმა ხილვამ,ყურებში ზვირთებად აუგუგუნდა გვანცას გულამომჯდარი ტირილს ხმა და თომას ვეღარ გაეგო სძულდა თუ ეშინოდა ამ ხატების , ან რა იყო ის უცნაური,თითქოსდა საუკუნის წინ განცდილი გრძნობა ,დილით რომ გაეღვიძა მის სხეულში.
-აქ მოდი!- მოესმა საკუთარი ხმა და იგრძნო , მთელი არსებით ნიშინისმოგების ღიმილად შემოეჯარა მოვარდნილ ლანდს,რომელიც ჰაერში გალღვა,რადგან წინ მყოფს სხეული უცნაურად შეერხა.მერედა რა ლამაზი ,მზემიუკარებელი სხეული ,ისეთი რომ სახის ხილვის სურვილი მოეძალა ვაჟს.არადა,მეძავთა სახეს არასდროლს აკვირდებოდა.ვინ იცის ინტერესის არქონისა თუ იქ ამოკითხულის შიშით,მაგრამ ქალი ზურგით შებრუნებულიყო.თომას მოუნდა უცნობის კეფაზე აკრეფილ თმებს აჰყოლოდა მზერით,ასე შორიდან დამტკბარიყო მისით,მაგრამ თავთუხისფერმა მოსჭრა თვალი.თავთუხუსფერმა,სადღაც,მიუსაველთში , გადაკარგულ ორიოდ ბედნიერ წამს რომ ახსენებდა,-მოდი,-თქვა ისევ და უკვე წამომდგარი, მოშიშვლებულ მხრებზე ცეცხლად მოევლო გაშეშებულს და ისე რომ არც კი დალოდებია საპასუხო რეაქციას,სურვილისგან გაბრუებული , წაეტანა საკუთარ ნიღაბს,ოდნავ გადასწია და ჯერ კიდევ ზურგშექცევით მდგომი ქალის სალუქ,ნუშისგულისფერ ყელს ააკრო ამოსუნთქვა.უცნობი მის მკლავებში ახლართა ,მაგრამ ეს უკანასნელი,აქამდე გარინდებული ,ახლა თავგაწირულის გამეტებით შეეცადა თავის დახსნას.

სხეულით გრძნობდა გვანცა რომ ამ წამს ,როგორც უსულოს ,ისე ექცეოდა თომა,რომ ვერ ეცნო და არც კი აინტერესებდა ვინ იყო. იგრძნო როგორ მოაწვა ყელში საკუთარი შიგნეულობა.არა,მეორედ ამას ვერ გაიდატიანდა,მაგრამ გაბრძოლება აღარც დასჭირვებია.თომამ შეატყო თუ არა წინააღმდეგობა,მაშინვე ზიზღით გასცილდა.

-გაეთრიე,- იმ წამსვე ელვად დაატყდა ვაჟის სიტყვები და ღირსებაშულახულს იქნებ უკანმოუხედავად დაეტოვებინა კიდეც იგი,იქნებ ზურგშექცეულს ჭიქა წყლის ღირსადაც არ მიეჩნია დაცემული,მაგრამ გაუთენებელ უადამიანობას ადამიანს სიყვარული ესწავლებინა გვანცასთვის და თუ ახლა წავიდოდა,აღარც გათნედებოდა ოდესმე.

გასაქცევად მომზადებულს დაცემის ხმა რომ მოესმა,დაუფიქრებლად მიბრუნდა უკან.თომა იატაკიდან წამოდგომასა და მაგიდის კუთხეში მიდგმული გაზიანი წყლისთვის მიწვდომას ცდილობდა. გვანცას ვერ გაეგო რა მოუვიდა,მაგრამ ,ალბათ,მისი დახმარების გარეშეც შეძლებდა თომა,წყალსაც იპოვიდა და საერთოდ, ძალიან კარგად იქნებოდა მის გარეშე.
თუმცა ცალი ხელი თავზე შემოეჭირა გეგელაურს,ეტყობოდა ,ძალიან სტკიოდა და გვანცა ორ ნაბიჯში აღმოჩნდა მასთან.ნიღაბი ფარავდა და ესეც რომ არა,ბიჭს მაინც არ ექნებოდა მისი თვალიერების თავი. თითქოსდა ორ წამში ყველაფერი მოაგვარა გონებაში. აი ,ახლა ბოთლს დასწვდებოდა ,მიაწოდებდა და მერე აქედან გაქრებოდა.აი,აიღო კიდეც.

სხეულზე ყინულივით ცივი სითხე მტკივნეულად მოედო. კოკტეილის მაღალყელიანი,ახლა უკვე გამოცარიელებული ჭიქა ხმამაღალი ზათქით რომ დაენარხცა მის ფეხებთან,თომას ნიღბის მიღმა მის გაცეცხლებულ მზერას მოჰკრა თვალი. მაგიდის ერთ მხარეს,თითქმის ხელუხლებელი სითხით სავსე ჭიქა დარჩენოდათ.როგორც ჩანს,წყალს თუ ვერა ,მას კი დასწვდომოდა ვატრა.

-შენი სიბრალული არ მჭირდება,- შეუყვირა და ამჟამად ორივე ხელი წაივლო თავზე.აუტანლად სტკიოდა იგი.-გაეთრიე-მეთქი,ხომ გითხარი.-მაგიდაზე დაყრდნობა სცადა,მაგრამ მთელი სხეული აუტანლად ტეხდა.გრძნობდა სიცივისაგან ხმასაც ვეღარ დაიმორჩილებდა ,- აიღე და გ ა ე თ რ ი ე!-დაუმარცვლა,თითქოსდა ისე არ ესმოდა და ჯიბიდან ამოღებული რამდენიმე სქელი კუპიურა ისროლა მისი მისამართით.

ბოთლიანი ხელი უღონოდ შეერხა გვანცას.თომასკენ გადახრილი სახე გვერდით იბრუნა. მერე, ასე სასაცილოდ მოკრუნჩხილი ,გაჭირვებით დასწვდა ბოთლის თავსახურს და ჯერ კიდევ თავჩარგულ ვაჟს სახესთან მიუტანა.

აკი,ხომ გაიგო უადამიანოდ გათენებას ადამიანთან ერთად დაღამება სჯობდა.
და აღარ შეშინებია,როცა გაწვდილ მაჯაში მთელი ძალით ჩაეჭიდა თომა და მისკენ უბიძგა,აღარ უყვირია,როცა იატაკზე აღმოჩენილს ჭიქის ნამსხვრევებმა მუხლები დაუკაწრა.
მხოლოდ ერთი,ყველაზე უხმაურო და ადამიანური საყვედური დასცდა - კურცხალი დაუკითხავად მოსწყდა თვალიდან.

მაჯაზე მოვლებულმა ხელმა კიდევ ერთხელ უბიძგა და თავისშემგრება ვეღარ მოახერხა , სანახვროდ მაგიდას მიებჯინა და ცალი ხელით,ისედაც მისკენ გადმოხრილ მამაკაცს რომ არ შეხებოდა,ნამსხვრევებით მოფენილ იატაკს დაეყრდნო. კიდევ ერთხელ დაუარა სხეულში ტკივილმა და თვალების დახუჭვა მოუნდა,ძალიან,ძალიან მაგრად დახუჭვა,რომ აღარაფერი ეგრძნო,მაგრამ ასე არ მოქცეულა ,პირიქით,მზერა გაუსწორა თომას და იმ მხარეს დააკვირდა,სადაც ოდესღაც მთელი ძალით დაუსვა პირწამახული აბზინდა . ნიღაბზე დატანებული თვალის ჭრილის ბოლოს მოთეთრო,სუსტი განათების ფონზე მბზინავი შრამის უმცირესი ნაწილი მოჩანდა მხოლოდ , მაგრამ დაკვირვება აღარ დასცალდა ,ხელი ჰკრა თომამ .
უკან გადავარდნილს ორმაგად ასტიკვდა დასერილი მუხლები ,მარცხენა ხელიც მწველად,მტკივნეულად უფეთქავდა,მაგრამ მიხვდა ამაზე არც ფიქრობდა. სიჩუმე ჩამოვარდა,წამომდგარი ვაჟი საბოლოოდ მიწვდა ბოთლს .
გვანცა კი , ისევ იატაკზე იჯდა , თავი გვერდით გადაეხარა და უცნაური ინეტერესით დაჰყურებდა წვრილ,მეწამულ ხაზებს.თითქოს ძალზე ვიწრო , ძველისძველ ორთვალას ფაქიზად გაევლო უთანასწორო ხნული ან ფერმწერს მოქენია წითელ საღებავში ამოვლებული ყალამი.რაღაცას ახსენებდა მუხლის თავებიდან წვივებისკენ ჩაყოლებული წითელი ზოლები.
უცნაურია, როგორ იმახსოვრებს ჩვენი სხეული დიდი ამბებიდან მორჩენილ ნამცეცებს და როგორ გაუცნობრიებლად დავატარებთ თან ამ მეხსიერებას,ვერც კი წარმოვიდგენთ ,რომ ოდესღაც, ბავშვობაში ასე დავცემულვართ,ზუსტად ასე გადაწოლილა გრილი ბალახი ჩვენს ზურგქვეშ და ზუსტად ასე გვიფიქრია რა უმნიშვნელო იყო ეს,სანამ უკვე წამოზრდილებს დიდი ამბების ხელში შერჩენილი ნატეხები სულ უბრალოდ არ გაგვახსენებდა მნიშვენლოვანს.
არადა ,სულ გვგონია,რომ გრანდიოზული იქნებიან ტკივილიანი მოგონებანი , ნაწილებად დაგვფანტავენ წარსულის ჩრდილებმოვლებულნი,მაგრამ მშვიდად იჯდა გვანცა და ზაფხულის იმ დღეს იხსენებდა,როცა ტკივილისაგან გაბრუებული ასე ჩამოსევს მოკანკალე მხრებიდან და მზით გადამწვარ ბალახზე მიასვენეს. მაშინ,ოდნავ გვერდით მიბრუნებულმა,პირეის შეყვითებულ ღეროთა მიღმა , ბინდგადაკრული მზერით მაინც გაარჩია გამომშრალ,აყვითლებულ მიწაზე დამჩნეული სისხლის კვალი. ცოტა ხანში ისევ გაჭირვებით ასწიეს,მაგრამ სულ ეს იყო,მისკენ გამოწვდილი,დალურჯებული ხელებით მთავრდებოდა მოგონება.
ზემოთ აიხედა. თომა ისევ ფეხზე იდგა და სანახევროდ ჩაცლილ ბოთლს უყურებდა. ფართო,ძლიერი ხელები თავდაჯერებას ასხივებდა ახლა. კარგი იყო ძლიერი,გაზრდილი თომას ხილვა.კარგი იყო ,რომ თავადაც გაზრდილიყო და იცოდა , უადამიანოდ გათენებას ადამიანთან ერთად დაღამება სჯობდა,მაგრამ სხვისი დახმარების გზა საკუთარი თავის ტანჯვაზე არ გადიოდა,რომ სიყვარულს,თუკი რამე დაეტოვებინა ცხრა წელს მისგან,არაფერი ესაქმებოდა იმასთან,რაც ახლა მის თავს ხდებოდა.

გაჭირვებით წამოდგა , სხეულატკიებულსა და უხეირო ტანისამოსში გამოკვართულს თავიდან წონასწორობის შენარჩუნება გაუჭირდა ,მაგრამ მოახერხა თუ არა მაგიდაზე შემორჩენილ მეორე ბოთლს დასწვდა . თვალის კუთხიდან შეამჩნია,როგორ გადმოხედა თომამ,მაგრამ სასმელი ისეთი მწარე აღმოჩნდა,რომ იძულებული გახდა მაგრად დაეხუჭა თვალები. იმ რამდენიმე წამში,სანამ გამოცლილ ბოთლს მაგიდაზე აბრუნებდა , ტუჩებზე შერჩენილი მოტკბო სიმწარის გემო ისევ შორეული მოგონებებისკენ ექაჩებოდა.თითქოსდა იმ კოქტეილის გემო ედგა პირში,ვაჟისთვის პირველად კოცნა რომ გააბედინა. მასზე არ ფიქრობდა ახლა.გავიდოდა და სადმე ,ვრცელი დარბაზის ბნელ კუთხეში დაელოდებოდა თამარს , მაგრამ შეამჩნია ,რომ იქ ყოფნის განმავლობაში პირველად გეგელაური ინტერესით შემოჰყურებდა,თუმცა არა სახეზე.

თვალი ჩააყოლა მის მზერას და მხოლოდ მაშინღა შეამჩნია . როგორც ჩანს,ელვა შესაკრავი მოშლოდა ქვედაკაბას,სხეულზე ჯერ კიდევ შერჩენილი სისველეც დახმარებოდა და შეხსნილი კაბა მენჯთან ჩასცურებოდა.

ბავშვობაში,ყოველთვის როცა დააინტერესებდა მუცელზე რატომ გასდევდა გრძელი,ნახევარმთვარისებური იარა ,ნანა თვალს აარიდებდა და დაუსრულებლად უყვებოდა ველოსიპედსა და იმაზე თუ როგორ სწრაფად ჩაგორდა იგი და როგორ ძალიან ეტკინა დაცემისას ,ისე ძალიან,რომ აღარც კი ახსოვდა და სულ უკვირდა პატარა გვანცას,ძალიან უკვირდა, როგორ შეძლებოდა ასეთი რამის დავიწყებოდა,როცა ზუსტად ახსოვდა როგორ ატკინა მუცელი მოპარულმა თუთამ,ექთანის ნემსიმა ან თუნდაც როგორ ეტკინა, როცა სულ ციცქნა ეკალი საჩვენებელ თითში შეერჭო თამაშისას.
-ძალიან,ძალიან დიდი ტკივილისას , - გაუცინა დედამ და ორივე ხელი თავზე შემოივლო,- აქ ისე ვართ მოწყობილი,რომ თურმე ,შეიძლება დაგავიწყდეს.
მერე , როცა კი რამე ეტკინებოდა,ორივე ხელს თავზე შემოივლებდა გვანცა და ელოდებოდა როდის ამოქმედებოდა ის მოწყობილობა,დედამ რომ უთხრა,მაგრამ ალბათ ძალიან,ძალიან დიდი ტკივილი სხვა რამე იყო და მკლავებდაღლილი ,თავზე ხელების შემოჭერისგან,დასასვნებლად რომ ჩამოჯდებოდა,ფიქრობდა,რა ბედნიერი იყო,რომ ვერ ივიწყებდა,მაშასადამე,ჯერ სულ არ იცნობდა დიდ ტკივლს და არც სურვილი ჰქონდა გაეცნო.

თომა ადგილზე აღარ ირწეოდა,ერთბაშად გამოფხიზლებულიყო და ნაიარევს უყურებდა.მერე ფრთხილად,დაეჭვებით ამოხედა , მშვიდად დაშვებული ხელებს,მხრებსა და კისერთან აკულულებულ თმას დააკვირდა.

გვანცა რომ წამოიზარდა,ბავშვური სიხარული უკვალოდ გაქრა და უაზროდ გაწელილ დღეებს უცნაური,ქვეშეცნეული ფიქრი მოჰყვა თან.იქნებ უკვე განეცადა და დაევიწყებინა.თვითონ ამ ფიქრსაც ისეთი ტკივილი ახლდა,თითქმის დარწმუნებული იყო,რომ რაღაც დიდი მოეტოვებინა უკან მეხსიერებას.

-აღარ მელანდები,- უნებურად დასცდა სიტყვები თომას.



№1 სტუმარი მე❤

თუ მჯეროდეს❤წავალ,წავიკითხავ❤

 


№2  offline წევრი Blume

მე❤

მადლობა,რომ კითხულობ ❤️
იმდენი ხანია ვერ დავდე,მეც არ მჯერა მგონი,მეათე თავს რომ ვხედავ .❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ვაიმეეეე, არ არსებობს, ღმერთო, სად იყავი აქამდე, ყოველდღე გელოდი და მჯეროდა, დაბრუნდებოდი, ასე არ მიგვატოვებდი. ყოველდღე გელოდი, ვფიქრობდი შენს პერსონაჟებზე და მტკიოდა მათი ბედი. ძალიან გამახარე, უკვე ვკითხულოოოოონ❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Blume

სტუმარი ანასტასია
ვაიმეეეე, არ არსებობს, ღმერთო, სად იყავი აქამდე, ყოველდღე გელოდი და მჯეროდა, დაბრუნდებოდი, ასე არ მიგვატოვებდი. ყოველდღე გელოდი, ვფიქრობდი შენს პერსონაჟებზე და მტკიოდა მათი ბედი. ძალიან გამახარე, უკვე ვკითხულოოოოონ❤️❤️❤️❤️


მადლობა , ვეცდები ასე ძალიან აღარ დავიკარგო❤️

 


№5 სტუმარი მე❤

ორჯერ წავიკითხე(კიდევ წავიკითხავ) ❤ამ ორს ოდესმე ეღირსება სიმშვიდე?შემდეგ თავს ველოდები❤

 


№6  offline წევრი Blume

მე❤
ორჯერ წავიკითხე(კიდევ წავიკითხავ) ❤ამ ორს ოდესმე ეღირსება სიმშვიდე?შემდეგ თავს ველოდები❤


ვფიქრობდი ,ამ თავით დამესრულებინა,მაგრამ კიდევ ძალიან გამეწელებოდა დადება და ამიტომ რაც დაწერილი მქონდა ამ ეტაპზე დავდე .
სავარაუდოდ,მომდევნო თავით დავასრულებ .
რაც შეეხება ამ ორს , კი,ეღირსებათ დამსახურებული სიმშვიდე, ოღონდ ერთად თუ ცალ-ცალკე ჯერ არ ვიცი. laughing ❤️

 


№7  offline მოდერი ჰებე

კარგი ისტორიაა, გამართული, საინტერესო და მეტად ჩამთრევი,
თვალი ვერ მოვწყვიტე,.
არ დაგღლის და პირიქით, მოგინდება დაუსრულებლად იკითხო
<3
წარმატებები შენ

 


№8  offline წევრი Blume

ჰებე
კარგი ისტორიაა, გამართული, საინტერესო და მეტად ჩამთრევი,
თვალი ვერ მოვწყვიტე,.
არ დაგღლის და პირიქით, მოგინდება დაუსრულებლად იკითხო
<3
წარმატებები შენ


ვაი,არ მეგონა თუ კითხულობდი.
"შავტყაოსანს" და ჯგუფიდან შენს რამდენიმე იმპროვიზირებულ პოემას ვიცნობ და ვყავრობ,ამიტომ ,სიმართლე გითხრა,თან ძალიან გამიხარდა და თან გამიკვირდა შენნაირი ავტორის კომენტარი ჩემს ისტორიაზე.
გამართულობაზე ძალიან მედარდებოდა და მიხარია ასე თუ აღიქმება.
საჯაროდ გამოქვეყნების პირველი მცდელობაა ჩემთვის და ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთი შეფასებები.ახლა ყურებამდე გაღიმებული უნდა ვიყო მთელი საღამო , დიდი მადლობა.❤️

 


№9 სტუმარი მე❤

ამდენი რამის ერთად გადატანის შემდეგ ცალ-ცალკე როგორ იპოვიან სიმშვიდეს უბრალოდ ვერ წარმომოდგენია,მაგრამ ვენდობი❤ და დაველოდები დასასრულს❤

მე❤
ამდენი რამის ერთად გადატანის შემდეგ ცალ-ცალკე როგორ იპოვიან სიმშვიდეს უბრალოდ ვერ წარმომოდგენია,მაგრამ გენდობი❤ და დაველოდები დასასრულს❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ანასტასია

მდააააააა… წავიკითხე. მოკლედ… გეტყვი ჩემს სათქმელს და შენი საქმის შენ იცი. უნიჭიერესი რომ ხარ და არც ფანტაზია გელევა და არც მართლწერა გეშლება, ადრეც გითხარი, ძალიან გულწრფელი რომ არის შენი ემოციები ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს, უბადლოდ რომ გადმოსცემ სათქმელს თავად იცი, ოღონდ…ადრე გითხარი, რაც არ უნდა დაწერო, რაც არ უნდა შექმნა, თომა თომდ დარჩება ყოველთვის და შენი შემოქმედების მთავარი პერსონაჟი იქნება მეთქი, ახლა… არ გეწყინოს რაა, ისე გამიუბრალოვე ჩემი თომა, ისე ჩახლართე და ამოხლართე სიუჟეტი, ისე დაამძიმე სიტუაცია… ნეტა რად გინდოდა? თომა რომ უბრალოდ გამოჩნდებოდა, იქ ყველაფერი თავისით საუბრობდა მერე, შენი ენის წყალობით ისედაც დატყვევებულები გყავდით და ამ დონეზე გადატვირთვა, რავიცი აბა, იყო კი აუცილებელი?

უბრალოებით მოგვხიბლე და ეგ უბრალოება დაკარგე მერე, ზედმეტად გადატვირთვა მოინდომე, თომას თმა გაახუნე, გვანცას ფერები დაუკარგე, ნაწარმოებს პეწი წაართვი. ხან ბორდელში დაგვარბენინებ, ხან საშიშ უბნებში, არადა ყველაზე საინტერესო იმ უბრალო სახლში ხდებოდა, სადაც გრძნობები შლიდნენ ფრთებს.

ყურებჩამოყრილი დავრჩი, არ გეწყინოს რაა ეს კომენტარი, ჩემი თომა დამაკარგინე და ასე ,, ვიკბინები” მერე ჩემს კუთვნილს რომ მართმევენ. თომა ერთი იყო და ისიც ფაფუ, ,,აღარ მელანდები” ამის გარდა არაფერი დარჩა თომასი…

ჩემგან❤️, ოდესღაც თომა რომ შექმენი

 


№11 სტუმარი სტუმარი ქეთა

ღმერთო ჩემო, თუ მჯეროდეს!!!! ნუ იტყვით წინათგრძნობა არ არსებობსო. მთელი დღე ამეკვიატა ვარიეტე, ნეტავ როდის ვიხილავ ახალ თავსო თქო და აჰაააა :დდდდ
როგორ ემოციებში ვარ, ჩავუჯდები ახლა, წავიკითხავ ნება-ნება….

 


№12  offline მოდერი ჰებე

Blume
ჰებე
კარგი ისტორიაა, გამართული, საინტერესო და მეტად ჩამთრევი,
თვალი ვერ მოვწყვიტე,.
არ დაგღლის და პირიქით, მოგინდება დაუსრულებლად იკითხო
<3
წარმატებები შენ


ვაი,არ მეგონა თუ კითხულობდი.
"შავტყაოსანს" და ჯგუფიდან შენს რამდენიმე იმპროვიზირებულ პოემას ვიცნობ და ვყავრობ,ამიტომ ,სიმართლე გითხრა,თან ძალიან გამიხარდა და თან გამიკვირდა შენნაირი ავტორის კომენტარი ჩემს ისტორიაზე.
გამართულობაზე ძალიან მედარდებოდა და მიხარია ასე თუ აღიქმება.
საჯაროდ გამოქვეყნების პირველი მცდელობაა ჩემთვის და ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთი შეფასებები.ახლა ყურებამდე გაღიმებული უნდა ვიყო მთელი საღამო , დიდი მადლობა.❤️

მე არც დიდი "მწერალი" ვარ რომ გგონია,დდდ მაგრამ მიხარია ჩემისიტყვა ამდენს რომ ნიშნავს.

 


№13  offline წევრი Blume

სტუმარი ანასტასია
მდააააააა… წავიკითხე. მოკლედ… გეტყვი ჩემს სათქმელს და შენი საქმის შენ იცი. უნიჭიერესი რომ ხარ და არც ფანტაზია გელევა და არც მართლწერა გეშლება, ადრეც გითხარი, ძალიან გულწრფელი რომ არის შენი ემოციები ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს, უბადლოდ რომ გადმოსცემ სათქმელს თავად იცი, ოღონდ…ადრე გითხარი, რაც არ უნდა დაწერო, რაც არ უნდა შექმნა, თომა თომდ დარჩება ყოველთვის და შენი შემოქმედების მთავარი პერსონაჟი იქნება მეთქი, ახლა… არ გეწყინოს რაა, ისე გამიუბრალოვე ჩემი თომა, ისე ჩახლართე და ამოხლართე სიუჟეტი, ისე დაამძიმე სიტუაცია… ნეტა რად გინდოდა? თომა რომ უბრალოდ გამოჩნდებოდა, იქ ყველაფერი თავისით საუბრობდა მერე, შენი ენის წყალობით ისედაც დატყვევებულები გყავდით და ამ დონეზე გადატვირთვა, რავიცი აბა, იყო კი აუცილებელი?

უბრალოებით მოგვხიბლე და ეგ უბრალოება დაკარგე მერე, ზედმეტად გადატვირთვა მოინდომე, თომას თმა გაახუნე, გვანცას ფერები დაუკარგე, ნაწარმოებს პეწი წაართვი. ხან ბორდელში დაგვარბენინებ, ხან საშიშ უბნებში, არადა ყველაზე საინტერესო იმ უბრალო სახლში ხდებოდა, სადაც გრძნობები შლიდნენ ფრთებს.

ყურებჩამოყრილი დავრჩი, არ გეწყინოს რაა ეს კომენტარი, ჩემი თომა დამაკარგინე და ასე ,, ვიკბინები” მერე ჩემს კუთვნილს რომ მართმევენ. თომა ერთი იყო და ისიც ფაფუ, ,,აღარ მელანდები” ამის გარდა არაფერი დარჩა თომასი…

ჩემგან❤️, ოდესღაც თომა რომ შექმენი



ნანე , არა,რა თქმა უნდა არ მწყინს,პირიქით,მადლობა გულწრფელობისთვის და იმისთვის რომ ასე მომყვები. მთელი გულით მიხარია,მართლა.

ამ ეტაპზე და ამ თავში ველოდი ამ რეაქციას თომას პეროსანჟზე,რადგან მოცემულობა რაც თქვენამდე ამჟამად მოვიტანე ან ის ,რასაც თავიდან გაწოდებდით წითურზე სულ სხვადასხვაა და სხვანაირი დასკვნების საშუალებას არც იძლევა,ამიტომ ძალიან ლოგიკურად მიმაჩნია რასაც ამბობ ახლა.

ამ რეაქციას ველოდი და მინდოდა კიდეც .
ბორდელებამდე,საშიშ უბნებამდე დაცემულიც მინდოდა ეს წყვილი მეჩვენებინა , იმ პატარა,უბრალო სახლიდან სიბინძურემდე , საშიში ზღაპრიდან უფრო საშიშ რეალობამდე,რადგან ის ჯადოსნური სამყარო ვერ დააფასა ვერცერთმა.
მკითხველის თვალით საინტერესოა როგორ ჩანდა,მაგრამ მათ შორის მომხდარი ამბავი,ბოლო შეხვედრა,უბრალო ეჭვიანობის ან წამიერი სიბრაზის გამო არ მომხდარა,სხვა რამე მინდოდა მეთქვა ამით,რაც მომდევნო თავში გამოჩნდება ,ან შევეცდები აშკარად ჩამოვაყალიბო.

მანამდე კი , სიმართლე გითხრა,არ მომწონდა თითქმის სრულყოფილი პერსონაჟები,შეუძლებელია იმ ამბის შემდეგ იყო ასე კეთილი,როგორებიც იყვნენ ეს ორნი (მგონი ჩემდა დამოუკიდებლად,რადგან ცოტათი სხვანარები იყვნენ დაწერამდე ) ,ან შეიძლება მე მეჩვენება ასე,მაგრამ ,ყოველ შემთხვევაში, ცხრა წლის წინანდელი თომაც და ახლანდელი თომაც,ერთი,რაც უნდა შეუფერებლად ჟღერდეს, იდენტური პიროვნებაა ჩემთვის ,თავისი დაცემით და ალბათ წამოდგომითაც, იგივე შემიძლია ვთქვა გვანცაზეც.

ახლანდელი მოცემულობით ასეთია თომა . უბრალოდ ,მე მისი პიროვნების ნაწილად მიმაჩნია,ცუდი და გაუბრალოებული ვატრაც,რადგან სრულყოფილების არ მწამს.

ცხრა წელი დიდი დროა შეცვლისთვის,დაცლისთვის ან გარემოებებთან შეგუებისთვის ,მაგრამ რაღაც რომ რჩება/თუ რჩება უცვლელი,ძალიან ღრმად და ისე ჩვენც რომ არ ვიცით,ამის მინდა წამდეს ამ ორს.
ეს ამბავი ,გარკვეულწილად , ინი და იანის ინსპირაციით დავწერე.ბოლოსკენ ვაპირებდი ასეთი სენტიმენტების მოტოვებას,მაგრამ მოკლედ რომ ვთქვა ჩახლართვასთან დაკავშირებით ინი და იანის ერთი ვერსიის მიხედვით სიცოცხლემდე იყო ქაოსი და მეც მგონია,რომ ვერც ეს ორი მივა ქაოსის გარეშე იქ,სადაც უნდა მივიდნენ.

რაღაც ძალიან კი მეხამუშება ჩემივე ნაწერზე ამდენი ლაპარაკი,მაგრამ ვიცოდი გაჩნდებოდა ეს კითხვები და ამიტომ.

მადლობა კიდევ ერთხელ და ვწუხვარ თომა თუ ისეთი არ აღმოჩნდა,როგორიც გინდოდა.
ან თუ იქ არ აღმოჩნდა ,სადაც ელოდი.
სტუმარი ქეთა
ღმერთო ჩემო, თუ მჯეროდეს!!!! ნუ იტყვით წინათგრძნობა არ არსებობსო. მთელი დღე ამეკვიატა ვარიეტე, ნეტავ როდის ვიხილავ ახალ თავსო თქო და აჰაააა :დდდდ
როგორ ემოციებში ვარ, ჩავუჯდები ახლა, წავიკითხავ ნება-ნება….


დიდი მადლობა heart_eyes
შენც და ჩემს თავსაც ვუსურვებ ფინალურ თავზეც მალე აგვხდენოდეს წინათგრძნობა smile

მე❤
ამდენი რამის ერთად გადატანის შემდეგ ცალ-ცალკე როგორ იპოვიან სიმშვიდეს უბრალოდ ვერ წარმომოდგენია,მაგრამ ვენდობი❤ და დაველოდები დასასრულს❤

მე❤
ამდენი რამის ერთად გადატანის შემდეგ ცალ-ცალკე როგორ იპოვიან სიმშვიდეს უბრალოდ ვერ წარმომოდგენია,მაგრამ გენდობი❤ და დაველოდები დასასრულს❤

რამდენიმე ვერსია მაქვს და ჯერ ვერ ვწყვეტ,თუმცა ყველა შემთხვევაში ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. მადლობა ნდობისთვის heart_eyes

 


№14 სტუმარი სტუმარი ანასტასია

როგორ გახსოვდა ჩემი ძველი სახელი ნანე, გამეღიმა, იმაზე მაგარი ხარ, ვიღაცა ხარ, ვიდრე მგონია, კი ბატონო, მისაღებია შენი კომენტარი, აბსოლიტური სიზუსტით დამიკონკრეტე შენი მოსაზრება, ამგვარი ნიჭისა და ენის პატრონს რატომღაც რომ რამე შეგშლოდა, თავმდაბალიც ყოფილხარ ბონუსად და ამით ყველაფერია ნათქვამი. ვიღებ შენს მოცემულობას და თავგადაკლული მოგყვები, ვაი შენი ბრალი, ჩემი თომა რომ დამიჩაგრო…

დაჩაგვრაში კარგ და ცუდ დასასრულს არ ვგულისხმობ, ალბათ მიხვდი, მაგას როგორ გაგიბედავ, ეგ მხოლოდ შენი გადასაწყვეტია და მე ხელები ამიწევია, მაგრამ თომა თომად დატოვე რაა ბოლომდე, ალბათ მიხვდი, რასაც გთხოვ, მინდა ჩემი თომა შენი შემოქმედების მთავარი პერსონაჟი იყოს ყოველთვის, ასეთი წითურები, ასეთი სახელით, ასეთი გრძნობებით განა ყოველთვის იბადებიან

შექმენი თომა გეგელაური? ახლა კეთილი ინებე და უპატრონე, როგორც საჭიროა. არ გაგიჭირდება…ზუსტად ვიცი. მიდი, შენს გვერდით ვარ❤️

 


№15  offline წევრი Blume

სტუმარი ანასტასია
როგორ გახსოვდა ჩემი ძველი სახელი ნანე, გამეღიმა, იმაზე მაგარი ხარ, ვიღაცა ხარ, ვიდრე მგონია, კი ბატონო, მისაღებია შენი კომენტარი, აბსოლიტური სიზუსტით დამიკონკრეტე შენი მოსაზრება, ამგვარი ნიჭისა და ენის პატრონს რატომღაც რომ რამე შეგშლოდა, თავმდაბალიც ყოფილხარ ბონუსად და ამით ყველაფერია ნათქვამი. ვიღებ შენს მოცემულობას და თავგადაკლული მოგყვები, ვაი შენი ბრალი, ჩემი თომა რომ დამიჩაგრო…

დაჩაგვრაში კარგ და ცუდ დასასრულს არ ვგულისხმობ, ალბათ მიხვდი, მაგას როგორ გაგიბედავ, ეგ მხოლოდ შენი გადასაწყვეტია და მე ხელები ამიწევია, მაგრამ თომა თომად დატოვე რაა ბოლომდე, ალბათ მიხვდი, რასაც გთხოვ, მინდა ჩემი თომა შენი შემოქმედების მთავარი პერსონაჟი იყოს ყოველთვის, ასეთი წითურები, ასეთი სახელით, ასეთი გრძნობებით განა ყოველთვის იბადებიან

შექმენი თომა გეგელაური? ახლა კეთილი ინებე და უპატრონე, როგორც საჭიროა. არ გაგიჭირდება…ზუსტად ვიცი. მიდი, შენს გვერდით ვარ❤️


მეორე კომენტარმა დამარწმუნა ნანე რომ იყავი,თომა ასე სხვას არ ხვდება გულზე. smile
ეს თავი შუა ნაწილში გავწყვიტე,ისე რომ არაფერი ამიხსნია და მგონი ამიტომაა შეცვლილი რომ გგონიათ. ვნახავთ,ვნახავთ რატომაა იქ ,სადაც არის.

მაგარის რა ვიცი,თუმცა ერთია , ზუსტად ვერაფერი გამოხატავს ემოციებს ამ შეფასებების კითხვას რომ მოაქვს , მაგრამ მაინც , მადლობა მოთმინებისთვის,ნდობისთვის და ჩემი პერსონაჟების შეყვარებისთვის.❤️

 


№16  offline წევრი Life is beautiful

სუნთქვა შემეკრა...
ისე იგრძნობა ყველა ემოცია და იმდენად რეალურს ჰგავს, რომ სიტყვები ზედმეტია.
აქამდე არ წამიკითხავს და კომენტარსაც პირველად ვწერ, იმასაც ვიტყვი, რომ თავიდან ბოლომდე, ამ თავამდე ამოუსუნთქავად წავიკითხე და ტირილი ვერ შევიკავე. იმდელად დეტალურადაა ყველაფერი, ვიგიქრე ვეღარ გავუძლებდი, მაგრამ იმდენად ოპტიმოსტი ვარ, არ გავჩერდი.
დასასრული არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ ეს ისტორია იმ ისტორიებში შედის რაც მძულს თან მიყვარს.
პ.ს იმედია მელე იქნება ახალი თავი. წარმატებები. ♡

 


№17  offline წევრი Blume

Life is beautiful
სუნთქვა შემეკრა...
ისე იგრძნობა ყველა ემოცია და იმდენად რეალურს ჰგავს, რომ სიტყვები ზედმეტია.
აქამდე არ წამიკითხავს და კომენტარსაც პირველად ვწერ, იმასაც ვიტყვი, რომ თავიდან ბოლომდე, ამ თავამდე ამოუსუნთქავად წავიკითხე და ტირილი ვერ შევიკავე. იმდელად დეტალურადაა ყველაფერი, ვიგიქრე ვეღარ გავუძლებდი, მაგრამ იმდენად ოპტიმოსტი ვარ, არ გავჩერდი.
დასასრული არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ ეს ისტორია იმ ისტორიებში შედის რაც მძულს თან მიყვარს.
პ.ს იმედია მელე იქნება ახალი თავი. წარმატებები. ♡


შემდეგი თავით მინდა დავასრულო და სამწუხაროდ ,ვერ შეგპირდებით მალე დადებას. დასასრულის წერა მიჭირს და ალბათ საკმაო დროს წაიღებს,მაგრამ ვეცდები ძალიან არ დავიგვიანო.
მიხარია ამდენი ემოციის გამოწვევა რომ მოახერხა ისტორიამ .ძალიან დიდი მადლობა. ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent