შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვის ქალაქი( I თავი)


12-12-2021, 01:40
ავტორი tasusuna
ნანახია 982

ნოემბრის ცივი,უგულო ღამის შუა პირი იდგა..
მოქუფრულ ცას მჭიდროდ შეეკრა კამარა და საავდროდ ამზადებდა საიდუმლოებებით სავსე ქუჩებს..
ჯერკიდევ რბილი,სუსტი წვეთები ალაგ-ალაგ ასკდებოდნენ ასფალტის სახეს და,
მოკლე სიცოცხლეს ასრულებდნენ.
ერთიანდებოდნენ და,
სანიაღვრეში ჭუჭყს ერეოდნენ..
მოსველებული ქვაფენილი
მის მწარე სუნს უშვებდა და,ჩადენილ ცოდვებს ირეცხავდა გამალებით..
სიცოცხლეშეწყვეტილ ხეებს ამაოდ აეტოტვათ ხელები ცისკენ,
ბედის მწერალს დღეს სულ სხვა გეგმები ჰქონდა..
ღამის უიმედო სიჩუმეს ჩიხიდან მომავალი ქალის კივილი არღვევდა,მაგრამ,
მისი მცდელობაც ისეთივე უშედეგო იყო,
როგორც ღმერთის,
ცოდვის ქალაქს გამკლავებოდა..
თითქოს,
დღის უკანასკნელი შუქის ჩაქრობისთნავე იწყებდა ყველა მანკიერ ცხოვრებას..
მხოლოდ მაშინ,როცა,აღარავისთან სჭირდებოდათ სახეცვლილება,
ჩამოიტყავებდნენ ლეშს და,
ძვლებიღა რბებოდნენ..
ლპობადაწყებული კანი და,
გასაცოდაებული არსებობა..
თითზე ჩამოსათვლელ დარჩენილ დღეებს შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას სწირავდნენ და,
კუნჭულში გადაკარგულ შვიდ სათნოებას ზიზღიან საბურველში ხვევდნენ..
ცოცხლად კვდებოდნენ..
სხეულის საამოდ სულს ყიდნენ და,
ღამის გაცრეცისთანავე,
გაუწყვეტელ ჯაჭვს უთავბოლოდ ერგებოდნენ..
ამღვრეულ ამინდს,
ჩამოქცეულ ღამეს მხოლოდ ქალის სასოწარკვეთა არ კვეთდა..
ლამპიონების მჭახე განათებას,ქარივით შლიდა სწრაფად მომავალი ტოიოტას ყველგანმავალი.
ოცდაათს გადაშორებული,
სახე ხმელი,
წვერმოსილი საჭეს ძლიერად ჩაფრენოდა და სიშმაგისგან,ყელზე ყველა ძარღვი დახეთქვოდა..
თამბაქოს გრძელი,მუქი ყავისფერი ღერი ტუჩებშორის მტკიცედ მოექცია და,
არ ანაღვლებდა,
ფერფლი რომ სუროსფერ ლაბადაზე ეყრებოდა..
ნაფაზს მოწყურებულივით უშვებდა ჰაერისგან დაცლილ ფილტვებში და,
სალონში ზიზღით ფანტავდა..
ხელზე დამაგრებული ძვირადღირებული საათი ოთხის მოახლოებას ამცნობდა..
სწორედ,უკანასკნელ წამებს ითვლიდა დროება,
ავტომობილი ერთ სართულიანი შენობის წინ რომ გააჩერა და,
მაღალი სხეული გადმომართა.
ციოდა..
ძვალ-რბილში ატანდა კოკის პირი..
თქეშად წამოსული წვიმა ერთიანად დაეტაკა ძლიერ ანფასზე და,
შეამცივნა..
აღარ დაუყოვნებია,
როგორც კი ხუთმა შემოხსნა ღამის კარი,
ხის დარაბას მხრით მიებჯინა და,
უსახო დერეფანს უშინაარსოდ აუარა გვერდი..
კარგად შეფუთულ,
საბჭოეთის ხელდატყობილ კედლებს მიღმა,
ცოდვის ქალაქს მისი,
ბნელი ბუნაგი მოეწყო..
რკინის კანი სამყაროს,
დღევანდელობისგან ისე მიჯნავდა,თითქოს,მასში ყველა ავს არ მოეყარა თავი..
სარდაფში,თითქმის მთელი ქუჩის მიწის ქვეშ მოწყობილ სამორინეში,
ქალაქის ელიტას თავი აზარტული თამაშისთვის შეექცია..
მარგალიტის ყელი მზესავით მოეღარათ ქალბატონებს და,ასობით ლარს,ქარს ატანდნენ..
გაქსუებული ბობოლები თვალის ავი კვესებით აკვირდებოდნენ მსვლელობას და,მათ რიგს მოუთმენლად ელოდნენ..
არც კი გაუხედავს ახალმოსულს შეკრებილი საზოგადოებისკენ,რომლებთაც შესანიშნავად იცნობდა,დღის შუქზე..
მისი მიზნები კიდევ ერთი კარის მიღმა იყო..
ტყავით შეფუთულ კარზე გაკრული ბრძანება მარტივად იკითხებოდა..
მხოლოდ გამორჩეულ სტატუსს შეეძლო მისი შეღება..
მაღალი,ძლიერი აღნაგობის სხეულისთვის კი,რთული არ ყოფილა სახელურის ჩამოწევა და სხვა ჯოჯოხეთში გადასვლა..
განვლილისგან განსხვავებით,
ადგილი,სადაც ის მიაბიჯებდა,
კიდევ უფრო მუქი და,
სისხლისფერი იყო..
დერეფანს ერთმანეთის მიჯრით მიწყობილი ოთახები გასდევდა..
კარის ღრმულიდან გამოსული კვნესა და,მამაკაცების გმინმა ცეცხლოვან,ვნებით სავსე ღამეს ამცნობდა..
ქალაქის საუკეთესო,ნარჩევი,წყაროს წყალივით კრიალა ესკორტები მათ სამუშაოში ჩართულიყვნენ და,
უკანასკნელ კაპიკებამდე ყვლიფავდნენ თანამდებობის პირების ჯერკიდევ რძეშეუმშრალ ვაჟკაცებს..
ზიზღით მოეღრიცა სახე მოსულს..
ირონიულად ჩაეცინა და,
უკანასკნელი კარიც მოიტოვა ზურგსუკან..
დამსწრე საზოგადოება ფეხზე ადგომით შეეგება ახლადმოსულს..
ხუთ მამაკაცს თავი მრგვალი მაგიდის ირგვლივ მოეყარათ და,მეექვსეს მოლოდინში, შოტლანდიური ვისკით ისველებდნენ ყელს.
-პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.-მოკლედ მოუჭრა სიტყვის თაოსნობით ყელმოღერებულ ჭაღარა,თეთრი პირისახის კაცს..
სიტყვის გაწყვეტა არ ესიამოვნა უკანასკნელს,თუმცა,
ვერც მის ავტორიტეტს გადაეღობა,
ხმა ჩაიწმინდა და,თეატრალური ღიმილით მოავლო ყველას თვალი..
-კოკა-ფართოდ გაშალა დაკოჟრილი ხელები და ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო..-უმაღლესი ხარისხის,ჩვენი ქალაქის მომავალი!-აღფრთოვანებული შეძახილების მოლოდინში გაირინდა,თუმცა,ამაოდ.
უკმაყოფილო გმინვამ გადაურბინა ყველას სახეზე.
მხოლოდ,მეექვსესთვის არ იყო წინადადება სიურპრიზი..
მისთვის უკვე ცნობილი იყო,
ჭყონიას განზრახვა და,
მწარედ ჩაეღიმა,მისი ირიბი გაფრთხილება რომ არაფრად ჩააგდო და,წინადადება მაინც გამოიტანა განსახილველად..
ხმა ისევ არავის დაუძრავს,
ინსტიქტურად ყველამ მისკენ მიიხედა და,
დაპირისპირების მოლოდინში,გაირიდნენ..
სახეს არ ცვლიდა ახალმოსულიც..
მანამ,სანამ წინადადებას გაშლიდა,
ჭყონიას წინ დადებულ კოლოფს დაწვდა,
გახსნა და,
ბაჯაღლოს წვრილი,მოკლე მილით თეთრი ფხვნილი ძლიერად შეისუნთქაა..
სულ რამოდენიმე გრძელი წუთი დასჭირდა,მის ფიქრებში რომ დარწმუნებულიყო..
-მალხაზ,შემახსენე,რამდენი წლისაა შენი ქალიშვილი?!-ქორის მზერა მიაბჯინა და,
პასუხის მოლოდინში,გაირინდა..
-17!-ძლივს გამოსცრა ჭაღარამ.
ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ავად დამუხტული გარემოსგან სულშეხუთულმა,საკინძე შეიხსნა..
-ანნა რა შუაშია?!-ხმაში იმდენი სიმტკიცე აღარ გაუკრთა..
-შუაში არა,ნაბი*ვარო,თავშია!-დინჯი საუბარი ვეღარ განაგრძო.
გაცოფებული და,
ზიზღით სავსე გადაევლო მასიურ მაგიდას და,
ირიბი გაფრთხილება,პირდაპირი მუქარით ჩაანაცვლა..
სინათლეზე ავად გაკვესებული ვერცხლისფერი იარაღის ლულა გაფითრებულ ჭყონიას შულზე მიაბჯინა და ავად გამოსცრა.
-დღეიდან უახლოესი ასი წელიწადი,ეს სინთეთიკური ნაგავი გაჩნდება ქუჩებში და,კაცობას ვფიცავ,პირველი,ვინც მას გაიყნოსავს,შენი 17 წლის ანნა იქნება და ამაზე,პირადად მე ვიზრუნებ...
გასაგებია სი*ო?!-სახეში ყინულივით ცივი მზერით ჩასძახა და მანამ,სანაც მის თვალებში საკმარისი თანხმობა და შიში არ დაინახა,
იარაღი არ მოაშორა..
მხოლოდ მას შემდეგ გადახედა სხვებს,
როცა მალხაზმა სახე აარიდა და,
ზიზღისგან აკიაფებული თვალები კედელს მიაყინა..
-აქვს ვინმეს ამ თემაზე სხვა აზრი?! -ფორმალობისთვის იკითხა..
მრგვალ მაგიდასთან შეკრებილ მაღალჩინოსნებსა და,ავტორიტეტებით დახუნძლულ პერსონებს არაფერში აწყობდათ ქუჩებში ახალი საწამლავის გავრცელება.
კანონიერი შემოსავლები გაცილებით მყარად უმაგრებდათ ჯიბეს,
ვიდრე,
სისხლიანი გარე გზები,რომელთა გასუფთავებასაც ენერგიასთან ერთად დიდძალი ფინანსები სჭირდებოდა.
ამასთან,მხოლოდ მალხაზ ჭყონია იყო იმ გაქანების ნაძირალა,რომლისთვისაც მთავარი მხოლოდ მწვანე და ოქროსფერი იყო.
შედეგები,რომელიც წამოწყებულ საქმეს მოჰყვებოდა,ისეთივე უმნიშვნელო იყო მისთვის,როგორც ქუჩაში მოსიარულე წვრილფეხობა..
აღარ ჩარეულა შემდეგ საკითხებში მეექვსე..
მხოლოდ მშვიდი,თუმცა,ბობოქარი მზერით ისმენდა და კარგად იმახსოვრებდა ყველა იმ რეპლიკას,რომელსაც თითოეული მათგანი საუბრისას იყენებდა..
კარგად ჰქონდა მათი ფსიქოტიპი შესწავლილი.
მიუხედავად მტკიცე ხასიათისა,
თითოეულ მათგანს ჰქონდა თითო უზარმაზარი სუსტი მხარე,რომელსაც,სიცოცხლის ფასად მალავდნენ,თუმცა,
არწივის თვალისთვის,რთული დასაჭერი არ იყო..
წამალზე დამოკიდებული ჭყონია მოუსვენრობისგან დიდხანს ვერ ძლებდა ერთ ადგილას..
გადაჭარბებული ენერგია და,რიგ შემთხვევაში,დაქვეითებული რეაქცია მარტივად მეტყველებდა მის ამობურცულ,დახეთქვამდე მისულ ვენებზე..
ახალმოსულს არ გაკვირვებია მისი მარჯვენა ფეხის გაზარმაცებაც..
სიარულისას წინ იხრებოდა,
მარცხენა ფეხს დიდხანს ეყრდნობოდა და,
სკამს იხმარდა,გასამაგრებლად..
მისი ორგანიზმი ლპობას იწყებდა..
დახვრეტილი ქუსლიდან შესული სითხე სისხლძარღვებს მიუყვებოდა და,
ნელნელა ჭამდა..
მისით იკვებებოდა..
სახე ააარიდა მეექვსემ..
საზიზღარი შესახედი იყო მალხაზის დაღარული სახე და,ავხორცი მზერა.
ხასიათწამხდარმა,სმენა სვიმონისკენ გადაიტანა.
60 წელს მიტანებული,მოხდენილად ჩაცმული მოხუცი დათაფლული ხმით განიხილავდა სიახლეებს..
მისი მოსმენა ყოველთვის სასიამოვნო იყო..
მრავალ ჭირგამოვლილ მოხუცს უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა,ახალი ბიჭებისთვის გასაზიარებელი,თუმცა,
კარგ მსმენელს ყველა ისტორიის მიღმა კლდესავით აღმართული,უდრეკი სვიმონის ამოცნობაც შეეძლო..
მხოლოდ ძალიან ვიწრო,გათითოკაცებულმა არეალმა იცოდა,მისი ეტლს მიჯაჭვული,ანგელოზის სახიანი გოგონას ამბავი,რომელსაც,უკანასკნელი 10 წელი ოთახის ზღურბლი არ დაუტოვებია..
მის მორიგ ამბავზე გულიანად მოცინარ ახალგაზრდას,მეექვსეს რომ უმშვენებდა გვერდს,
ლექსო მენაბდეთ იცნობდა მთელი ქალაქი და მისი მთავარი მინუსიც ეს იყო..
სადაც არ უნდა ყოფილიყო,ნებით თუ უნებლიეთ,ყურადღების ცენტრში ექცეოდა და,იფანტებოდა..
თუმცა მცირე ასაკი და,თავის ქალის მიღმა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება აძლევდა იმის ძალაუფლებას,აქ,ამ მაგიდას მოჯდომოდა და ქალაქის ის შავბნელი მხარეები გაეცნო,
მოსი ასაკის ბევრ ახალგაზრდას,წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა..
-ივერი,დავასრულოდ?!-ღრმა ფიქრებიდან სვიმონმა გამოიყვანა ბოლოსმოსული.
ჭყონიასთან დაჯახებას მასზე ემოქმედა და,საწამლავი,რომელსაც მალხაზი მაღალი ხარისხის კოკად ასაღებდა,მხოლოდ ახლა იწყებდა მის ორგანიზმში გახსნას..
ეს არ გავდა სტანდარტულ კაიფს..
ბურუსი,რომელიც წამალს ახლდა,ახლოსაც არ მიდიოდა ნამდვილ ნეტარებასთან..
შვება,რომელიც მისი სხეულისთვის უნდა მოეტანა,
წვამ ჩაანაცვლა..
თუმცა,საკუთარ თავს მართავდა..
დინჯად დაემშვიდობა ყველას და,
მარტოდ დარჩენილმა,ღრმად შეისუნთქა თამბაქოს ძლიერი ნაფაზი..
გონება მთლიანად გამოთავისუფლებულიყო..
აღარაფერზე ეფიქრებოდა მუდამ ფიქრებში ჩაძირულს..
ტყავის სავარძელში კომფორტულად ჩაფლულიყო და ფილტვებს ნიკოტინით ავსებდა.
მხოლოდ ერთხელ გაიხსნა კარი..
ბროლის ლანგარზე წერილთან ერთად ერთი ბოთლი ძვირადღირებული ვისკი,უმაღლესი ხარისხის სიგარა და,მრგვალმუცლიანი ბოკალი შემოიტანა მიმტანმა..
"საჩუქრით დატკბი,სანამ რეალობას ბრძოლის ველზე დაუბრუნებიხარ"-გაკრული ხელით გამოეყვანა ასოები სვიმონს.
ჩაეცინა.
რთული მისახვედრი არ იყო რას გულისხმობდა მოხუცი..
ჭყონიასთან დაპირისპირება კარგს არ მოასწავებდა..
ის არ მოისვენებდა,სანამ მისას არ მიაღწევდა,
მაგრამ,მხოლოდ მალხაზს არ დაუდიოდა ძარღვებში სისხლის მაგივრად პრინციპები.
მხოლოდ ის განცდა ესიამოვნა,რომ ამ ბრძოლაში მხარს უმაგრებდნენ და,
თუნდაც მგელივით მარტო გაძღოლოდა ხროვას,
მაინც მიიყვანდა მის სიტყვას ბოლომდე..
ძლიერად მოქაჩა ივერი უთურანმა სიგარას..
ჩამობნელებულ ოთახში ერთადერთი წერტილი ანათებდა სუსტად და,
ის ადგილიც შეივსო..
ჭერიდან იატაკამდე ჩამოშვებულ,ვერცხლისფერ სვეტს სუროსავით შემოეხვია ქალის სუსტი,
ფორმებსავსე სხეული..
ძელივით სწორი,ალვის ხესავით აშოლტილი ფეხები ოსტატურად იხლართებოდა და,
სასიამოვნო სანახაობას ქმნიდა.
ნაზ,ინტიმურ,ვნებიან მუსიკას აყოლილი მოქნილი სხეული მთელი სიდიადით ირხეოდა და,
ჰარმონიულად ერწყმოდა გარემოს..
მუქი,ყორნისფერი თმები ტალღებად დაყროდა ქალურ მხრებზე და,
ცისკრისფერ,კამკამა,ლაჟვარდოვან ჭროღა თვალებს ვარსკვლავებივით გამოკვეთდა კოხტა სახეზე.
არ იყო მისი მზერა მორცხვი.
ვნებიანი ან,
სანდომი..
ქალი ირისებიდან ცეცხლის ენებს ისვრიდა და,
მასში წვავდა უთურანს..
წამლის თუ,ეშხის ზემოქმედება იყო,
ვერ გაერკვია მამაკაცს..
არასდროს მოუნუსხავს ქალს ამაზე მეტად და,
არც ,განცდილთან შედარებით,სუსტად..
არც არასდროს გაუსწორებია მზერა სტუმრისთვის,მოცეკვავესაც..
ანდამატივით მიიზიდა მისმა ყორნისფერმა თვალებმა და,
სუსხმა,რომელიც,ლაბადაში გახვეული სხეულიდანაც კი,ეკლებად აყრიდა..
კაცი მასში გადაკარგული იქამდე დასცქეტოდა ქალის მხურვალე თვალებს,სანამ,სრულად არ ჩამოწვა ბნელი და,
მხოლოდ ჭროღა მზერამ არ გაკვეთა სივრცე..
ხელები აეწვა,ისე შემოუძვრა კანში სურვილი შეხებოდა და,
მისი გაეგო..
მაგრამ,საკუთარ სურვილებს არ დაჰყვა..
სანამ სიგარა ნახევრამდე ჩაიწვებოდა მის თითებში,
ქალმაც დატოვა ჩამალული კარიდან ოთახი და,
ცეცხლისგან გავარვარებული ოოთხი კედელი გულაჩქარებით დატოვა..
-ოჰო!-გულიანად გაეცინა მის მღელვარებაზე ივერის.
ჩავლილისგან და,
განცდილისგან განთავისუფლებული,
მტკიცე ნაბიჯით გაიარა იგივე გზა და,
თვალები მკვახედ მოიჩრდილა,გარეთ შუადღის შუქი რომ მოაწვა.
რამდენი საათი იყო ჩაფლული ცისფერ თვალებში?!
არწივისთვალას საუკუნედ მოეჩვენა..
საჭეს უკვე სრულად გამოფხიზლებული მოუჯდა და,
ცოდვების ქუჩას საბურავებისგან ავარდნილი მტვრის ბუღი დაუტოვა..
სანამ მის ცალკე,
პიროვნებასთან შესისხლხორცებულ გარემოს დაუბრუნდებოდა,
"სარდაფი"-ს მფლობელს მხოლოდ ორი შეტყობინება გაუცვალა.
"სახელი,იოსებ!"
"დონკა ტკაჩენკო"
"დღეიდან ბოშა მხოლოდ ჩემთვის იცეკვებს".
___
ვ ა ი მ ე!
ვდუღვარ მაჭარივით :დ
შემოფრთხიალდით მერცხლებივით და გამანდეთ ყველა ფიქრი,რაც გონებაში დაგიტრიალდათ და,კრიტიკა-რჩევებს,პერსონაჟების შეფასებებიც მოაყოლეთ!
გელით!
ერთი ის ვიცი ამ ეტაპზე,
ივერი უთურანი მიყვარს :დ
თქვენი:ანასტასია!



№1 სტუმარი ია

საინტერესო პერსონაჟი ჩანს და ისტორიაც... ცოტა შეცდომები გაქვს მაგალითად - დავასრულო,,დ" და სხვ...წარმატებები

საინტერესო პერსონაჟი ჩანს და ისტორიაც... ცოტა შეცდომები გაქვს მაგალითად - დავასრულო,,დ" და სხვ...წარმატებები

 


№2  offline მოდერი tasusuna

ია
საინტერესო პერსონაჟი ჩანს და ისტორიაც... ცოტა შეცდომები გაქვს მაგალითად - დავასრულო,,დ" და სხვ...წარმატებები

სამჯერ ჩავასწორე და ბოლოს მაინც "დ " დავტოვე :( my bad !
მადლობა ❤️ გამახარე ❤️

 


№3 სტუმარი one

miyvars es gogona❤️
mova da ooh rogor emociebs daatrialebs))
tass saocari khar, vgijdebi shenze da shens eset “‘macharivit adughebebze”
dasawyisshive chaverte da mec tan mivyvebodi iveri uturans))) faqtiurad iqve viyavi yvela epizodshi, ai es emociis motana mshlis, mteli sizustit rom shegidzlia gadmosce))
ra gitkhra, khom ici rom siamovnebit vkitkhulob yoveltvis shens shemoqmedebas)
warmatebebi tasogogo❤️

 


№4  offline მოდერი tasusuna

one
miyvars es gogona❤️
mova da ooh rogor emociebs daatrialebs))
tass saocari khar, vgijdebi shenze da shens eset “‘macharivit adughebebze”
dasawyisshive chaverte da mec tan mivyvebodi iveri uturans))) faqtiurad iqve viyavi yvela epizodshi, ai es emociis motana mshlis, mteli sizustit rom shegidzlia gadmosce))
ra gitkhra, khom ici rom siamovnebit vkitkhulob yoveltvis shens shemoqmedebas)
warmatebebi tasogogo❤️

ჩემი გოგოც მოსულა ❤️ გამახარე და გამაბედნიერე ! ❤️ მიყვარს შენი გულწრფელი შეფასებების კითხვა ❤️❤️❤️
ვნახოთ რა გამოვა,ყველაფერი წინ გვაქვს ❤️❤️

 


№5  offline წევრი EllaTriss

ახლა რა უნდა გითხრა....
კაი ჰო, ვიხუმრე :დ
ჯერ სალამი.
ხოდა, სათაური რომ წავიკითხე, თავიდან ვიფიქრე ფენტეზს აწვება - მეთქი და რაღაც არ მესიამოვნა. (ფენტეზის კითხვა რომ არ მიყვარს ამიტომ)
მერე კითხვა რომ დავიწყე, რაღაც ძალიან ავირიე და თითქოს, ბოლომდე ზუსტად ვერ გავიგე, ამიტომ შუიდან მოვბრუნდი და კიდევ თავიდან წავიკითხე.
თუმცა
ზოგადად ხომ შენს ისტორიებს ახასიათებს ასე დაა, ამიტომაც , ამიტომაც...
ინდივიდუალიზმი კარგია და ამას ყველაზე მეტად ვაფასებ. არამარტო აქ, შენში და ისტორიებში, საერთოდ ყველგან და ყოველთვის.
რაც შეეხება უშუალოდ ისტორიას...
ბექგრაუნდი მომწონს.
მთავარია ამის ფონზე როგორ იქნება მერე მთავარი.
პერსონაჟებზე, ჯერ ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია . იმის მიუხედავად, რომ შენ ივერი გიყვარს და თან ძალიან გიყვარს... ჰოო :დ
მოკლედ, გამაცანი და ვნახოთ^ ასე იყოს.
ერთი შეხედვით კაი ტიპია, რას ვერჩი, არაფერს, მაგრამ უკეთ რომ გავიცნობ მერე გეტყვი მასზე.
ანნა მეგონა რატომღაც ,,ის'' (თავიდანვე რომ ახსენე, აი იქვე და იმწამსვე მეგონა) და ბოლოში რაოო, ვინ ბოშაო, რა დონკაოო? :დ
ანნა მინდა. (გაბრაზებული სმალიკი :დ)
ანნა და ივერი უფრო უხდება.
ჰო კაი, ვხუმრობ. :დ
რამე იმიტომ არ შეცვალო, ელას ასე უნდაო.
რაც არ უნდა იყოს, ბოლომდე იმას მიყევი, რასაც დაინახავ^_^
წარმატებები!
პ.ს იმას აღარ ვუსვამ ხაზს, რომ ყველაფერი მოდის და ძალიან კარგი ხარ, იცი ეს შენ.
❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინი

საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას❤

 


№7  offline მოდერი tasusuna

EllaTriss
ახლა რა უნდა გითხრა....
კაი ჰო, ვიხუმრე :დ
ჯერ სალამი.
ხოდა, სათაური რომ წავიკითხე, თავიდან ვიფიქრე ფენტეზს აწვება - მეთქი და რაღაც არ მესიამოვნა. (ფენტეზის კითხვა რომ არ მიყვარს ამიტომ)
მერე კითხვა რომ დავიწყე, რაღაც ძალიან ავირიე და თითქოს, ბოლომდე ზუსტად ვერ გავიგე, ამიტომ შუიდან მოვბრუნდი და კიდევ თავიდან წავიკითხე.
თუმცა
ზოგადად ხომ შენს ისტორიებს ახასიათებს ასე დაა, ამიტომაც , ამიტომაც...
ინდივიდუალიზმი კარგია და ამას ყველაზე მეტად ვაფასებ. არამარტო აქ, შენში და ისტორიებში, საერთოდ ყველგან და ყოველთვის.
რაც შეეხება უშუალოდ ისტორიას...
ბექგრაუნდი მომწონს.
მთავარია ამის ფონზე როგორ იქნება მერე მთავარი.
პერსონაჟებზე, ჯერ ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია . იმის მიუხედავად, რომ შენ ივერი გიყვარს და თან ძალიან გიყვარს... ჰოო :დ
მოკლედ, გამაცანი და ვნახოთ^ ასე იყოს.
ერთი შეხედვით კაი ტიპია, რას ვერჩი, არაფერს, მაგრამ უკეთ რომ გავიცნობ მერე გეტყვი მასზე.
ანნა მეგონა რატომღაც ,,ის'' (თავიდანვე რომ ახსენე, აი იქვე და იმწამსვე მეგონა) და ბოლოში რაოო, ვინ ბოშაო, რა დონკაოო? :დ
ანნა მინდა. (გაბრაზებული სმალიკი :დ)
ანნა და ივერი უფრო უხდება.
ჰო კაი, ვხუმრობ. :დ
რამე იმიტომ არ შეცვალო, ელას ასე უნდაო.
რაც არ უნდა იყოს, ბოლომდე იმას მიყევი, რასაც დაინახავ^_^
წარმატებები!
პ.ს იმას აღარ ვუსვამ ხაზს, რომ ყველაფერი მოდის და ძალიან კარგი ხარ, იცი ეს შენ.
❤❤❤

ელლა,რა გამაცინე :დ პირველ რიგში,რომ შემოფრინდი,ამან გამახარა ❤️❤️❤️
გაუმარჯოს შენ გამოჩენას ! ????????
რა ანნა,რა ანნა,არ გადამრიო :დდდდ
17 წლის ბავშვია,თავიდან ამოიგდე! :დდდდ
აქ სხვა თემები ტრიალებს და გავშლი ნელნელააა და ჩემი ცეცხლოვანი გოგოც ისე მოგინდება,ვითომც არაფერი ????????:დდდ
ანნასთან სხვა გეგმებია,დამაცადეე :დდდ
არა,მართლა როგორ მიყვარს უკვე იცი? შენც შეგაყვარებ! დარწმუნებული ვარ!
ცოტ ტაკ! ❤️❤️❤️❤️❤️
სათაური კი,მგონია,ძალიან უხდება და ესადაგებათქო.
რატომ და რისთვის,აი ვნახოთ. გავიდეს დრო ❤️❤️❤️❤️
შენ კი,ჩემო გადარეულო გოგონავ, დიდი მადლობა! ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი Ana-maria

პირველ რიგში სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი თქვენი ისტორია რომ დავინახე. ისტორიას თავიდანვე ეტყობა საინტერესო და დაძაბული რომ იქნება. ისე აღწერეთ ცოდვის ქალაქი სისხლი გამეყინა,ნამდვილად არ მინდა ასეთ ქალაქში აღმოვჩნდე. დონკა და ივერი-ვითომ წყვილია? ამას უკვე თქვენი მუზა გადაწყვეტს. ველოდები ახალ თავს და ვატყობ ჩემს ძილს საფრთხე ემუქრება. წარმატებები

 


№9  offline მოდერი tasusuna

Ana-maria
პირველ რიგში სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი თქვენი ისტორია რომ დავინახე. ისტორიას თავიდანვე ეტყობა საინტერესო და დაძაბული რომ იქნება. ისე აღწერეთ ცოდვის ქალაქი სისხლი გამეყინა,ნამდვილად არ მინდა ასეთ ქალაქში აღმოვჩნდე. დონკა და ივერი-ვითომ წყვილია? ამას უკვე თქვენი მუზა გადაწყვეტს. ველოდები ახალ თავს და ვატყობ ჩემს ძილს საფრთხე ემუქრება. წარმატებები

ანამარია ❤️❤️ ძალიან მახარებთ თქვენი გამოჩენით,რეგულარულად! ❤️❤️
განსალუთრებული მკითხველი ხართ და გაფასებთ! ❤️
ცოდვების ქალაქი ჩვენ ირგვლივაა.. განა არ მეთანხმებით? ქუჩებში იმდენი სიბინძურეა..
დონკა და ივერი?! აუცილებლად გამოჩნდება შემდეგ თავებში..
მადლობა რომ აქ ხართ ❤️❤️❤️❤️❤️
სტუმარი ნინი
საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას❤

დიდი მადლობა,ნინო ❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი likuu_s

ვაახ!
თავიდან მეც მეგონა რომ ანნა და ივერი იქნებოდნენ. მერე რა, რომ 17 წლისაა :დდ

აი, შენებურია რაა

ძალიან მაინტერესებს ვინ არის დონკა და საიდან მოდის საერთოდ :დ

ველიიიი!
ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები.

ახლართულ-დახლართული რომ იქნება, მგონი აქედანვე ეტყობა :დ

წარმატებები!❤️❤️

 


№11  offline მოდერი tasusuna

likuu_s
ვაახ!
თავიდან მეც მეგონა რომ ანნა და ივერი იქნებოდნენ. მერე რა, რომ 17 წლისაა :დდ

აი, შენებურია რაა

ძალიან მაინტერესებს ვინ არის დონკა და საიდან მოდის საერთოდ :დ

ველიიიი!
ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები.

ახლართულ-დახლართული რომ იქნება, მგონი აქედანვე ეტყობა :დ

წარმატებები!❤️❤️

მაგ ცოდვაში მე ფეხს ვერ ჩავდგამ :დდ ჯვატი აქაურობას ;დდ
დონკაზე ყველაფერს გავიგებთ,აწ რამ მოიყვანა,იმასაც :დდ მაშ როგორ :დ
ახლართულ-დახლართულს ვფიქრობ მეც და იმედია საკუთარ მახეში არ გავებმები და არ დავიკარგები :დ
ვნახოთ სად მიმიყვანს ჩემი მუზები :დ
ლიკუუ ❤️❤️❤️ მადლობა ❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინო

არ მინდოდა წაკითხვა სანამ ერთი 5 თავი არ მოგროვდებიდა მარა ვერ გავძელი ) აბა შენ იციიი :)

 


№13  offline მოდერი tasusuna

სტუმარი ნინო
არ მინდოდა წაკითხვა სანამ ერთი 5 თავი არ მოგროვდებიდა მარა ვერ გავძელი ) აბა შენ იციიი :)

ვერც მე გავძელი,რამოდენიმეს ერთად დადება მინდოდა,მმაგრამ ჰა, აქ ვარ :დდ
მადლობა ❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არც მე მინდოდა აქამდი წაკითხვა მაგრამ მაინც წავიკითხე ჯერჯერობით გაურკვეველია აქ რა ხდება რომ მივყვებით გავიგებთ ძალიან მომწონს თქვენი ნაწაოსბები იმედი მაქვს ესეც ერთერთი საოცარი ნაწარმოები იქნება მადლობა წარტებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent