შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვის ქალაქი ( II თავი)


13-12-2021, 03:22
ავტორი tasusuna
ნანახია 795

სიცივისგან გატანჯული დღე ძლივსძლივს იხსნიდა მხრებიდან გათოშილ სინათლეს და ღამის მისაღებად ფერებს ხურჯინიდან ფრთხილად ალაგებდა.
ბაცი ნაცრისფერი ხასხასა სახეზე მჭიდროდ აიკრა და შავის მოლოდინში,
კიდევ უფრო მძლავრად გამოუშვა მოკუმული ბაგეებიდან სუსხიანი ქარი..
ღამის თორმეტისკენ მომართა საათი განგებამ.
მჭახედ შემოჰკრა საყვირს და შუაღამის ძილში ჩაითრია ბნელი ქალაქი.
ტყავის გრძელ პალტოში გამოტკეცილი ქალური ნაკვთები სიცივისგან აბუზულიყვნენ და ერთი სული ჰქონდათ,როდის დაფარავდნენ დარჩენილ მანძილს და,
თავს სითბოს შეაფარავდნენ.
ცახცახებდა.
სახემოღუშული კვეთავდა ქუჩიდან-ქუჩას და,საკუთარ თავს წყევლიდა,
ისევ ფეხით სიარული რომ გადაწყვიტა "სარდაფამდე".
არ ეშინოდა,
მარტოობას ყრმა ბავშვობიდან შეაჩვიეს და,
ახლაც,
მტკიცე ნაბიჯით მიუყვებოდა ლამპიონებით განათებულ ქვაფენილს.
ჭროღა თვალებს ყოველ კუთხეში სიფრთხილით აცეცებდა,სჩვეოდა ამ მონაკვეთს მისი მანკიერებების გამომზეურება გვიან ღამით.
წვივსაკრავზე საიმედოდ დამაგრებული ჯიბის რევოლვერს ბარძაყის კანით გრძნობდა და მეტ სიმშვიდეს მატებდა.
მთავარ შესასვლელს აერიდა,
როგორც ყოველთვის,
სათადარიგო გასასვლელით,პირდაპირ მის მომცრო ოთახში შევიდა და,როგორც იქნა,გალღვა.
პერსონალს ეზრუნა მის ტანისამოსზე.
საკიდზე ცეცხლოვანი ქალის თეთრეული მის პატრონს ელოდა და,
მზად იყო,მისი ხილვით აეძგერებინა საპირისპირო სქესის გულები.
მძიმე მაკიაჟმა კამკამა თვალები კიდევ უფრო გამოუკვეთა და,ქალღმერთის სხივი შესძინა.
უკვე ორი სრულდებოდა,
კარზე ნიშანი რომ მისცეს და,
ფოცხვერის ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯით ისევ იმ,გუშინდელი ღამის ოთახში შევიდა..
ჩამობნელებულ ოთხ კედელში,
მხოლოდ ძელზე იყო მკვეთრი შუქი დაცემული..
გრძნობდა,მარტო არ იყო..
სტუმრის გრილი,ციტრუსის არომატი მთელ ოთახში გაბნეულიყო და,
შესანიშნავ გარემოს ჰქმნიდა,მუსიკა მთლიანად შეეგრძნო..
აჰყვა..
აცეკვდა..
ამორძალი ქალი მთლიანად დაეუფლა რიტმს..
ფლობმა მის თითოეულ ნერვსა და კუნთს..
ალბათ,არც არასდროს მიაქცევდა ყურადღებას სტუმარს,
თამბაქოს ალში ის,
უცხო,
არწივის მზერა რომ არ დაეჭირა..
დაიძაბა..
გული გაუტოკდა..
მამაკაცს მხოლოდ ერთხელ შეხედა და ვეღარ მოაცილა მისი ზვირთების ფერი,
ცეცხლის ალით სავსე მზერა..
ინატრა,მეტი განათება ყოფილიყო,
მაგრამ,თითქოს,განზრახ ჩამოებნელებინათ ოთახი..
მოუნდა,მასაც მოექაჩა ძლიერი ნაფაზი და აფორიაქებული სული დაემშვიდებინა,მაგრამ,
მხოლოდ ის შეეძლო,
მთელი მისი ქალური სიშმაგე ცეკვაში ჩაედო და,უკანასკნელ ნერვამდე აეღელვა მამაკაცი..
მუსიკა კი,
არ სრულდებოდა..
წუთითაც კი არ უნდოდა გაწყვეტილიყო ის ძაფი,მათ მზერებს რომ შეეკრათ და ჩუმი დუელი გაემართათ..
გრძნობდა მამაკაცის მხურვალე მზერას და ცეცხლი ედებოდა კანზე..
ხედავდა,როგორ კუნჭულ-კუნჭულ აკვირდებოდა მის თითო მოძრაობას და,
ღელვარებისგან,გული კისერში უცემდა..
ეს არ იყო სტანდარტები..
ეს არ იყო ჩვეული რუტინა..
ის,რაც უცხოსგან მოდიოდა,
ერთადერთი იყო და,გამორჩეული,
რაც მხოლოდ მის მზერას დაჰყვებოდა..
სუნთქვა შეეკრა,
სესია რომ დასრულდა და,
სუსტად განათდა ოთახი..
ადგილიდან ვერ დაიძრა..
ტრავის სავარძელში ჩაფლული მაღალი,
ძლიერი სხეული ენერგიასა და,
ძალაუფლებას ისე ასხივებდა,
ჰაერსაც შთანთქავდა ოთახში..
მიუხედავად შეუდრეკელი ანფასისა,კანით იგრძნო,გრძელი დღე გადაეტანა ..
არ ცდებოდა..
ენერგია დაცლილი,
ზურგში დანადარტყმული ივერი უთურანი მხოლოდ ახლა განთავისუფლებულიყო ჭაობიდან..
ორი საათიც არ იყო გასული შეხვედრიდან,
საზღვრიდან არასასიამოვნო ცნობებმა რომ განარისხეს..
გაქნილი მალხაზის ლეში შემოვლითი გზით ცდილობდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ქალაქში შემოტანას..
გუშინდელი ფარსი იყო..
დადგმული სცენარი გაათამაშა,ფონის შესაქმნელად და,მაონც მის გზას მიყვა.
ფულით ნაყიდმა მესაზღვრეებმა კი გახეთქეს ამბავი და,
არც ივერის ყურამდე დაუყოვნებია სიახლეს.
-არ ისვენებს ნაბი*ვარი-გიგი ალასანიას ავარმარებულმა გახედა და მანქანის საჭე მკვეთრად მოატრიალა.
-დაწამლავს ყველას ნაბო*არი და ჯიბეს მკვდრების სისხლით გაისქელებს.-სიგარეტს ძლიერად მოქაჩა და,
კვამლი სალონში გამოუშვა.
-ღმერთი სამობითაა არა,გიგი?!-პასუხს არ დალოდებია,ისე გადაუხვია ჭყონიას ოქროს ჩარდახისკენ და,პარალელურად,თურქეთ-საქართველოს კვეთასთან კლდესავით ამართულებს მიმართულება მისცა.
-ცხელი ზამთარი იქნება არა?!-ირონიისგან სახე გაუქვავდა გიგის.
მუდამ მის გვერდით,
ბავშვობიდან-დღემდე,
არცერთი წამით დაუხევია უკან,
სამართლისთვის და,
არც ახლა აპირებდა ბრძოლაში მარტოდ გაეშვა უთურანი..
-სულ ტყუილად გვქონდა მშვიდი ახალი წლის იმედი.-დაძაბული სიცილით გახედა და,
სადგომზე შეჩერდა.
მზიანი,თუმცა,მაინც ცივი დღე იყო..
მასიური რკინის,ჭედური კარის მიღმა ხმაური გამოდიოდა.
-დროზე ადრე ხომარ აღნიშნავს გამარჯვებას სი*ი?!-სახე მოეღრუბლა ალასანიას,თუმცა,
შიგნით დამხვდურმა ფერადმა მოსართავებმა,სხვა რეალობაში გადაისროლეს.
სტუმრების სიუხვით გახარებული სილამაზით გამორჩეული ანნა მის იუბილეს აღნიშნავდა,როცა, ახლადმოსულებს შეავლო თავი და,
გახარებული,თბილი სალმით მიეგება.
მოულოდნელი რეალობით ხასიათწახდენილმა უთურანმა სამაჯე შეიხსნა და იუბილარს საჩუქრად უსახსოვრა.
მარტივად მოექცნენ ყურადღების ცენტრში უცხო შესახედაობის მამაკაცები.
სტუმრების მოსვლა არც ოჯახის უფროოს გამორჩენია მხედველობიდან.
ყალბი ღიმილითა და ფართოდ გაშლილი ხელებით გამოეგება და მყუდრო მხარისკენ გაუძღვა მათ.
არ ესიამოვნა,
უსიამოდ გასცრა,
მაგრამ,მისი გამჭრიახობით დაიმედებულს,
სულარ უფიქრია,რომ ივერის სტუმრობას სულ სხვა სარჩული ედო.
-საკუთარი შვილის ასაკი მაინც რანაირად არ იცი,მალხაზ,არ გრცხვენია?!-სარკასტულმა უთურანმა მხარზე ძლიერად მოხვია ხელი და,თითქოს ტკბილად ესაუბრებაო,
ღიმილით ჩახედა მახინჯ,დაღარულ სახეში.
გაკრული ციფრები 19 წელს აჩვენებდნენ და არა,17ს.
-კაი,სხვა ფეხებზე გკიდია,მესმის!-იმდენად ირონიული იყო მისი ხმა,ცივად გააჟრჟოლა ჭყონიას.კანით მიხვდა,უკვე ყველაფერი იცოდა ივერიმ და,სიმწრის ოფლი მოასკდა სახეზე..
-ვის სიამოვნებს დღედაღამ სხვის ყოფაზე ფიქრი-მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოისვა და მათ წინ,ხალხში გარეულ გოგონას გახედა.-მაგრამ,განა საცოდაობა არ იქნება,ეს სილამაზე ხელებში ლომკისგან რომ ჩაგაკვდეს?! -დანანებით გადააქნია თავი და გახევებულ ჭყონიას რისხვისგან სავსე მზერა მიანათა.
თავს ძლივს იკავებდა..
ეზიზღებოდა თავზეხელაღებული ნაბი*ვრები და,
ბედის ირონიაზე სიცოცხლით ჩამოკიდებული მკვდარი სულები..
-ბოლოა მალხაზ და ამით ვამთავრებ!-ყინულივით ცივმა ხმამ ყველა ბგერა ჰაერში წვიმის წვეთებივით ჩამოკიდა..
-შენი ტვირთი საზღვარზე იწვის!
ზედმეტი ერთი ნაბიჯი ამ თემის ირგვლივ და,
საკუთარ დარჩენილი სიცოცხლის დღეებს შენს თითებზე დაითვლი.
ათიდან-ერთამდე!
იცი,სიტყვებს ასე ჰაერში ტყუილად არ ვფანტავ!
სათქმელი დაუტოვა და,
ისე დატოვა,
აღარც შეუხედავს გაფითრებული კაცისთვის..
მხოლოდ სახლის დატოვებისას დაინახა ხალხის მასაში გარეული ლექსო მენაბდე,ივერიმ..
არ ესიამოვნა..
მისი მცდელობა,შეუმჩნეველი ყოფილიყო,ცუდად მოხვდა გულზე,მაგრამ,
საქმეში მრავალჯერ გამოცდილ ბიჭზე ეჭვის მიტანა ვეღარ გაბედა..
მხარი აუქცია,
მანქანაში ჩასხდნენ და,
დანაღმული ველი ელვის სისწრაფით დატოვეს..
ფიქრებში ჩაძირულ უთურანს,
რთული დღის შემდეგ,ერთადერთი წერტილისკენ მიუწევდა გულიდა ,
სწორედ იქ გაათავისუფლა გონება საბოლოოდ..
მოწამლულ ხასიათზე მალამოდ მოედო ლივლივა ტალღების ციალი..
დაღლილი იყო..
გამოფიტული და,მთლიანად მოშვებული..
არ იყო წმიდა წყლის დამლევი,
არც სპეტაკი და ხელშეუხები,
მაგრამ,
ის,რაც მის პრინციპებს ორად ხლეჩდა,
რაც მის პასუხისმგებლობას აწვებოდა,
რაც მის წარსულ ჭრილობებს უახლებდა-
სინდისს უწრიალებდა და,
მოსვენებას უკარგავდა..
სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდომოდა,მაინც გადაეღობებოდა ჭყონიას..
შანსს,რომელიც ცხოვრებამ დიდი დაშვებული შეცდომის შემდეგ მისცა,
კაცობის ფასად გამოიყენებდა..
მის წინ ასვეტილი ქალღმერთი კი,
თითქოს სწორი განსჯის საშუალებას აძლევდა..
ენერგია,რომელიც მისგან მოდიოდა,
ვენებში უძვრებოდა და აცოცხლებდა..
გრძნობდა წარმოუდგენელ ძალას და,
დახეთქვაზე ჰქონდა ძარღვები,
იმდენად დაუთვლელი გრძნობით ავსებდა მისი ალით მოციალე დაბნეულობა შეპარული მზერა..
მეწამულისფერი თეთრეული ისე კვეთდა მის ფიგურას,ნერწყვი მოადგა გამშრალ ყელში.
კანი განცდილისგან ისე უხურდა,ეგონა ცეცხლის პირას იდგა და,
ჯოჯოხეთის ალში იწვებოდა..
ჯადოქარს მკერდი რიტმულზე,ორჯერ სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა და მის სუნთქვას,კიდევ უფრო შლიდა..
დამუხტული ჰაერისგან ჟანგბადი ელეოდა ხელებში ივერი უთურანს..
ნაბიჯ-ნაბიჯ ნაფიქრი,გათვლილი,გათვალისწინებული ქმედებების საწინააღმდეგოდ,
ისე მიუახლოვდა გაუაზრებლად,
მისი კანის ცხელი სურნელი რომ შეისუნთქა და ფილტვები გაევსო სასიამოვნო არომატით,
მერე მიხვდა,ყველა ლითონზე მყარ წესებს რომ გადაუხვია..
მანამ არ შეხებია,
სანამ ქალისგან თანხმობა არ იგრძნო..
ისე აატარა თეძოზე ყინულივით ცივი ხელისგული,
ქალს ჟრუანტელმა დაუარა..
გამოყვანილ წელს აჰყვა და,
მრგვალ,ხორცსავსე მკერდს ვნებით სავსე მზერა მხოლოდ წამით მოავლო,
სანამ თვალებს არ მოაწყდა..
ლაჟვარდისფერს..
ტალღებით სავსე,
ზოგან ჭროღა,
მწვანე სხივებით..
-რა გინდა?!-იმდენი სურვილი იკითხებოდა მის თვალებში..
იმდენი უნდოდა თვითონაც,
მაგრამ,
ტკაჩენკოს სურვილის საწინააღმდეგოდ არ წავიდოდა..
-ეშმაკმაც დასწყევლოს! მაკოცე!-ისე ამოთქვა,
მთელი ვნება ამოაყოლა ქალმა..
წამით ჩაეღიმა ივერის..
თვალებს მოსწყდა,
სისხლით სავსე ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა და მანამ,
სანამ სულ მთლად არ მინელდა ქალის გულისცემა მის მკერდთან,
ვერ მოსწყდა..
უღმერთო სიამოვნებისგან მთლიანად დასჭიმვოდა სხეული..
თითო კუნთი სხეულში მეტს სთხოვდა,
ხელები აეწვა,ისე მოუნდა კანიდან შემოეძარცვა ქალისთვის საცვლები და მთლიანად დაუფლებოდა,
მაგრამ,
ისე გაეპარა ხელებიდან,
ჰაერში მხოლოდ მისი სურნელიღა დარჩა..
-ამის დედაც!-აღარც ახსოვდა ასე გულღიად ბოლოს როდის გაეცინა..
წამოზრდილ წვერზე ხელის გულები გაღიმებულმა ჩამოისვა და აღარც მოუხედავს,ისე დატოვა მათი ოთახი..
საკუთარ თავს ვერ ცნობდა..
თითქოს,
ორ ერთმანეთისგან ცალკე ცხოვრებას იწყებდა..
იქ,სადც იყო დონკა და,
ჭყონია,მისი თეთრი ფხვნილით..
გონება არეულმა დაძრა მანქანა..
ზუსტად ამწამს იწვერებოდა ცის კაბადონზე მზე და,
ცაც ის ფერი ხდებოდა,
დონკას თვალებს რომ დაკრავდა..
ჩაეღიმა..
მისი სურნელის განსადევნად მინები ჩამოწია,
მაგრამ,
ბაგებზე დატოვებულ გემოს თამბაქომაც ვერ უშველა..
სრულიად უცხო,
სრულიად სხვა ისე დაისაკუთრა,
ისე დაიჩემა,
ვერ მიხვდა..
ჰქონდა ამას შანსი,გაგრძელების?!
მომავლის ცქერით არც არასდროს უცხოვრია,
დღეს,
ამ დროს და ამ წანს კი,
მხოლოდ მას ხედავდა..
___
გელით..
მესაუბრეთ..
მომწონს და ვერც ავხსნი,რატომ და რისთვის..
თქვენ როგორ განცდას გიტოვებთ?!
გელით,
თავენი:ანასტასია



№1 სტუმარი one

ai dzalian isetia raa, “The diapazonis”)))
dzalial momwons , abba ras vifiqrebdi saxeli iveri tu ese momewoneboda))))
es khumribit , ra bichi gvyavs mokled, saswauli))
magram arc donkaa naklebi)) khoda es qimia rom sheiqmna ukve, aii exa iwyeba, rac iwyeba ))
kargi khar tasuna, abba ra gesaubro , ici sheni saqme

 


№2 სტუმარი one

ghmertmanni gulebi gamomrcha))
mokled aq var ❤️❤️

 


№3  offline მოდერი tasusuna

one
ai dzalian isetia raa, “The diapazonis”)))
dzalial momwons , abba ras vifiqrebdi saxeli iveri tu ese momewoneboda))))
es khumribit , ra bichi gvyavs mokled, saswauli))
magram arc donkaa naklebi)) khoda es qimia rom sheiqmna ukve, aii exa iwyeba, rac iwyeba ))
kargi khar tasuna, abba ra gesaubro , ici sheni saqme

შენ ეგ თქვი :დდ ივერი თუ ასე შემიყვარდებოდა ვიფიქრებდი სერთოდ?! :დდდ
ხელებს ვიმტვრევ ჯერჯერობით დაეერაზე,რამხელა სახელია, მგრამ, ძალიან უხდება ❤️❤️❤️❤️❤️
ძალიან რომ მახარებ ეგ ჰომ იცი?!
დიდი მადლობა ასეთი რომ ხარ! ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი maco maco

ივერი გამარჯობა:) სულ “ექშენში” უნდა ვიყოთ ეხლა რააა… რა გინდოდაა ვერ ველოდები სრულად რომ იქნება..

 


№5 სტუმარი Ana-maria

საინტერესო თავი იყო. ივერის და დონკას გზები ვფიქრობ გადაიკვეთა. ჭყონია მგონი ჭკუას ვერ ისწავლის.ანა და ლექსო? დღის აღწერამ სუნთქვა შემიკრა. აშკარად ძალიან ნიჭიერი მუზა გყავთ!!!!! წარმატებები და ძალიან ველოდები ახალ თავს

 


№6  offline მოდერი tasusuna

სტუმარი maco maco
ივერი გამარჯობა:) სულ “ექშენში” უნდა ვიყოთ ეხლა რააა… რა გინდოდაა ვერ ველოდები სრულად რომ იქნება..

ივერისგან-სალამი შენც ❤️ მეც სულმოუთქმელი ვარ არადა,რა გამაჩერებს ისე მინდა ხოლმე თქვენი შეფასებების ხილვა ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ, მაგრამ ეს ერთმოქმედებიანი/დიალოგიანი თავები:/

 


№8  offline მოდერი tasusuna

Ana-maria
საინტერესო თავი იყო. ივერის და დონკას გზები ვფიქრობ გადაიკვეთა. ჭყონია მგონი ჭკუას ვერ ისწავლის.ანა და ლექსო? დღის აღწერამ სუნთქვა შემიკრა. აშკარად ძალიან ნიჭიერი მუზა გყავთ!!!!! წარმატებები და ძალიან ველოდები ახალ თავს

ანამარია ❤️❤️❤️ჭყონოას ნაირი ხალხისთვის მუქარა არაფერია,ვნახოთ რას გახდება ივერი..
ანნა და ლექსო?! არ ვიცი.. არ ვიცი..
იქ რა უნდოდა?! საკითხავი აი ესაა :dd
მადლობა რომ კითხულობთ ❤️❤️❤️

სტუმარი ნანა
ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ, მაგრამ ეს ერთმოქმედებიანი/დიალოგიანი თავები:/

რომ შემეძლოს მეტი დრო დავუთმო,ჩემზე ბედნიერი ვერავინ იწნებოდა..
ღამის 12 საათისთვის ვიწყებ ხოლმე და,გვიან ღამით ვდებ..
მეტს ფიზიკურად ვერ ვუძლებ თორემ,ბევრია მოსაყოლი..
მადლობა! ❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი EllaTriss

ტასო, კომენტარს არ მაგზავნინებს, მგონი მოცულობას გადავაჭარბე.
ფეისზე ჩაგიგდებ, მესენჯერში.

 


№10  offline მოდერი tasusuna

EllaTriss
ტასო, კომენტარს არ მაგზავნინებს, მგონი მოცულობას გადავაჭარბე.
ფეისზე ჩაგიგდებ, მესენჯერში.

როგპრც კი მოვიცლი,იქაც გიპასუხებ ელლა, ონლაინში ვარ ჯერკიდევ დილიდან :(

 


№11  offline წევრი Tata_tata_tata

გამარჯობა პირველად ვწერ კომენტარს ძალიან მომწონს თქვენი ნაწერები თვალს გადევნებთ მიყვარს თქვენი წერის სტილი????

რაღაც ისტორიას ვეძევბ ზუსტად არმახსოვს ვისი იყო და სახელიც არვიცი შესაბამისად მხატვარ ქალზე იყო რომელსაც შვილი ჰყავდა გოგონა ქმარს გაშორებული იყო ამერიკაში წავიდა იქ ერთ ოჯახში ცხოვრიბდა თავიდან მერე ცნობილი მხატვარი გახდა, თავისი ქრმის ქორწილისთვის ბრუნდება და მოკელდ იქნებ იციდეთ რაზე ვსუაბრობ????

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ცოტცოტა რაღაც ჩაიკრა და მომეწონა ძალიან საინტერესო და განსხვავებულია ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????♥️

 


№13  offline მოდერი tasusuna

სტუმარი ნესტანი
ცოტცოტა რაღაც ჩაიკრა და მომეწონა ძალიან საინტერესო და განსხვავებულია ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????♥️

მადლობა ნესტად თქვენ ❤️❤️❤️
დღეს იქნება შემდეგი! ❤️❤️❤️
Tata_tata_tata
გამარჯობა პირველად ვწერ კომენტარს ძალიან მომწონს თქვენი ნაწერები თვალს გადევნებთ მიყვარს თქვენი წერის სტილი????

რაღაც ისტორიას ვეძევბ ზუსტად არმახსოვს ვისი იყო და სახელიც არვიცი შესაბამისად მხატვარ ქალზე იყო რომელსაც შვილი ჰყავდა გოგონა ქმარს გაშორებული იყო ამერიკაში წავიდა იქ ერთ ოჯახში ცხოვრიბდა თავიდან მერე ცნობილი მხატვარი გახდა, თავისი ქრმის ქორწილისთვის ბრუნდება და მოკელდ იქნებ იციდეთ რაზე ვსუაბრობ????

ისტორიას სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ.. ამ ბოლო დროს ვეღარ ვიცლი საკითხავად.. ფეისბუქზე მოძებნეთ ჩვენი გვერდი და იქ იკითხეთ,აუცილებლად დაგეხმარებიან!
ისე კი, დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი likuu_s

ვახ, ანუ ცოტა დავიბენისავით. დონკა აქ ისე გამოჩნდა, საიდან და როგორ ვერ მივხვდი.

ან საერთოდ ვინ არის, რა არის? :დ
საიდან გამოჩნდა და ამ საქმესთან რა კავშირი აქვს?
ძალიან ბევრი კითხვა მაქვს.

გაშლი ყველაფერს, თუ შენებურად დატოვებ? :დ
რაც წაკითხული მაქვს, შენები ყველაში ანუ ცოტა თავიდან გაურკვევლად ვარ ხოლმე. იმდენად უსიტყვოა და რაღაცნაირი, ბევრი კითხვები მიჩნდება, მარა საბოლოოს ყველაფერს ვხვდები.

აქაც, იმედია, ასე იქნება. :დ

აქამდე ვერ მოვაკითხე წაკითხვა.
წავედი მესამე თავზე გადავალ. :დდ

❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent