შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვის ქალაქი (III თავი)


17-12-2021, 02:36
ავტორი tasusuna
ნანახია 9 012

დუღდა ქალაქში ცოდვები.
გავარვარებული მასა ქუჩებს წვიმის წვეთებივით ესხმოდა და,დუღრავდა.
დაწყლულებულ კანს მოკვდავები თვალისუხილავად გრძნობდნენ,მაგრამ,ვერ იამებდნებ.
მოჩვენებით სიკეთეს მოიწყობდნენ მალამოს მსგავსად და,ელოდნენ,სანამ ალაგდებოდა,მაგრამ,შესისხლხორცებული ჭრილობები შრამებად აჩნდა მათ სულს და,
ყოველ ნაბიჯზე ყიდდნენ.
ნიღაბაფარებულ სახეზე სანთლის წვეთებივით ჩამოეღვენთებოდათ თითო ცოდვა და,
მანამ იხეხავდნენ კანს,სანამ სულ არ აითლიდნენ მას..
ჰყიდნენ სულს ოცდაათ იაფფასიან ვერცხლად,
მაგრამ,
ვეღარ ოქროსფერდებოდა მათი ავხორცები..
არწივის მზერას,
ფოცხვერის ფრთხილ ნაბიჯებსა და ,
სუფთა სულს წყაროს კამკამა წყალში მოლივლივე ქვებივით შეეძლოთ მათი გაშიფვრა და ამისგან დაზაფრულები,
სოროებში გამოზამთრებას სცდილობდნენ..
იმალებოდნენ..
იფერებოდნენ..
ინიღბებოდნენ და მაინც,
ერთს სიტყვაში ჰყიდნენ საკუთარ არსებობას..
ოთხ კედელში თხუნელასავით გამომწყვდეული მალხაზ ჭყონია სულის მოუთქმელად ითვლიდა ყოველ საათს და ივერი უთურანის ყურადღების მოდუნებას ელოდა..
კაცის,რომელსაც არც თუ ერთი სისუსტე ჰქონდა,გამოჭერა სიკვდილივით ეძნელებოდა..
ყოველკუთხეს ჩაყუჟულ ყურებს ათასი ცნობა მოჰქონდათ,მაგრამ,არცერთს შეეძლო შვლის ნუკრივით ფრთხილი ივერის სულის გაშიშვლება..
-ყინულის ლოდი ხომ არ არის?!-გაკვირვებულმა გახედა მალხაზს ერთერთმა.
-ლოდი?! ივერი უთურანი დიდი აისბერგია და თავიდან თუარ მოვიშორეთ,ისეთ დროს დაგვიხდება ჰორიზონტზე,როცა მას ყველაზე ნაკლებად ველით და,ჩაგვძირავს.. აი,მერე კი დადგება განკითხვის დღე..-აფორიაქებულმა გახედა ჰორიზონტს და მანამ ჭამდა მას,სანამ საბოლოოდ არ გამოელია ძალა და,არ მიესვენა ტყავის სავარძელს..
-რაღაც უნდა არსებობდეს!!ვგრძნობ!-უფრო საკუთარი თავის გასამხნევებლად ამოილაპარაკა და,გამყიდველს,რომელსაც პირველი გზავნილიდან შემოტანილი საქონლის გასაღება შეწყვეტილი ჰქონდა,
განკარგულება მოკლეტექსტური შეტყობინებით გაუგზავნა და,მინის ზედაპირიდან მისთვის განკუთვნილი,100% სუფთა კოკაინი შთანთქა.
სრულ სიცარიელესა და ათასფრად აციალებულ თვალთახედს მანამ უცქერდა,სანამ საბოლოოდ არ გაეთიშა გონება და,
არ მიესვენა..
მის მშვიდ სუნთქვას დადარაჯებული ივერი უთურანის ბობოქარი სული კი გამოსავლის ძიებაში ახლართულიყო..
მუდამ ერთი მიზნისკენ მიმართული მისი ყოველი ნაბიჯი,ნელნელა ირეოდა და,სიზუსტისა და,იდელიზმს მოყვარული მისი ხასიათი,ვეღარ ისვენებდა..
ბნელით მოცულ ქუჩებს მანამ უყურებდა,
სანამ საბოლოოდ არ გახვრიტა მისი საბურველი და,
გამთენიისხანი არ მოიყვანა..
ახალ ტანისამოსს ირგებდა ცა..
მუქი ცარცისფერი მოსასხამი შემოეხსნა დამძიმებული მხრებიდან და,
ღია კამკალა ლაჟვარდები გამოეფინა თვალის საამოდ.
სკამის საზურგეზე ეულად გადაკიდებული ლაბადა დაღლილ მხრებზე შემოისხა ივერიმ და,
ჯერკიდევ სუსხით სავსე ჰაერს შეერია..
მიაქროლებდა და,
არ იცოდა,სად მიუწევდა გული.
აწრიალებული სულის დამშვიდება ისე უნდოდა,
ვეღარც თამბაქო ულაგებდა აზრებს..
დაკისრებული უამრავი ვალდებულება მოდუნების საშუალებას არასდროს აძლევდა..
და,არც არასდროს გაურბოდა..
კარგად ესმოდა და იაზრებდა მის სახელსა და უკან ,ფარივით შემართულ ავტორიტეტს.
მუდამ ხიფათში გახლართულმა წლებმა თავისდაუნებურად მოუტანა ხალხი პატივისცემა და რიდი,რომელიც მუდამ უკან დასდევდა..
ყოველთვის ფრთხილად მოსიარულეს,
მხოლოდ ახლა შემოუძვრა გულში ძალიან დიდი ჭია..
ჰაერში გრძნობდა ჩამალულ საფრთხეს და,
კანი ეწვოდა,
ისე უნდოდა,
მანამ ეპოვნა ის,სანამ ადრესატამდე მიაღწევდა..
უკვე ქალაქიდან გადიოდა,
სვიმონის ზარმა რომ მოსწყვიტა ფიქრებს..
მოხუცის სარჩულამოკერებული მოკითხვიდან იგრძნო,მეტი რომ ჰქონდა მასთან სასაუბრო და,
გაუთიშა თუარა,
შემოვლითი გზით ორსართულია,
განცალკევებით მდგომ დაჩას მიადგა..
მოხუცს ოაზისი მოეწყო კარიბჭის მიღმა..
მარადმწვანე ნარგავებს ყელი მზისთვის მიეშვირათ და სითბოს კრებდნენ ჰაერიდან..
მზრუნველ ხელს სათითაოდ ჩამოევარცხნა ხეებისთვის შევერცხლილი ფოთლები და,
მათ ირგვლივ,
ხის ფანჩატური მოეწყო.
სწორედ იქ მიეგება ახალმისულს მასპინძელი..
კვირა იყო საერთო კრებიდან გასული და,კიდევ უფრო დაბერებული მოეჩვენა ივერის სვიმონი..
მუდამ პირდაპირ მოსაუბრეს,არც ახლა დაუწყია მოვლითი საუბარი..
მის წინ წელშიგამართულ,საბრძოლოდ შეყენებული მშვილდივით მოჭიმულ ივერის გახედა და,
მანამ აკვირდებოდა,სანამ მასში ის ძალა არ დაინახა,რასაც ყოველთვის ასხივებდა..
-მაგდა უნდა გამაყვანინო ქალაქიდან ისე,ცაში ჩიტმა და ძირს ჭიამ რომ ვერ დაინახოს..-რბილი,სისუსტე შეპარული ხმით მიუგო და დრო მისცა,
ყველაფერი ზუსტად გაეგო..
ივერსთვის რთული მისახვედრი არ იყო,
რატომ სურდა მისი ერთადერთი შვილის ქალაქიდან ჩუმად მოკვეთა მოხუცს,
მხოლოდ იმან ჩააფიქრა,
აქამდე უამრავ დაბრკოლებაგადატანილს,რატომ
ახლა იგრძნო იმაზე მეტი,ვიდრე აქამდე..
სვიმონმა რაღაც უფრო მეტი იცოდა,ვიდრე მან, და სწორედ ეს აძლევდა გადაჭარბებული სიფრთხილის საფუძველს..
გაეღიმა..
მასპინძელმაც სახემოღიმარმა ჩაქინდა თავი,თუმცა მხოლოდ წამით..
-როდის?!-ერთადერთი ჰკითხა.
არა მიზეზი..
არა მიზანი..
არა ის,რაც მხოლოდ მოხუცმა იცოდა..
დროის საკითხი იყო,მის ყურამდეც მოვიდოდა ის,რამაც მასპინძლის სიტყვები არ ამბობდნენ..
-უახლოესი წითებიდან,დღის დასრულებამდე.-პასუხიც კომკრეტული იყო..
აღარ დაუყოვნებია..
მთლიანად ჩაეფლო ბიუროკრატიულ საკითხებში და,
იქამდე არ ამოუსუნთქავს თავისუფლად,
სანამ გიგის ავტომობილში ეტლის სავარძელო არ ჩაკეცა და,
ხელშიაყვანილ სუსტ,კაფანდარა,ფერმკრთან,თვალებცწრიალა გოგოს არ დახედა თბილი ღიმილით..
22 წლისაც არ იყო და ისე შეეჭამა დარდს,
მოხუცს ჰგავდა..
გული მოეწურა ივერის..
შეეცოდა და არა იმიტომ,რომ მასზე ერთით ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა..
არა.. განა რას ნახავდა გასაცოდავებულ მიწაზე იმაზე მეტს,ვიდრე ახლა შეეძლო?!
მხოლოდ გული მოუკვდა,
სუფთა სულის ადამიანებს რომ უსამართლოდ ექცეოდა განგება..
-წარმოგიდგენია რის ფასად დაუჯდა მამას,სახლიდან გამოვეყვანე?!-დაიმარტოხელა თუარა უთურანი,
სახემოქუფრულმა ახედა..
მთლიანად აწყლიანებოდა თვალები..
სატირლად მოეწყო ნაკვთები და თავს იკავებდა,
მისი ბავშვობის ჩუმი სიყვარულის წინ..
უხმოდ დაუკრა ივერიმ თავი..
წარმოუდგენელმა სირცხვილის გრძნობამ დაუარა მოულოდნელად და ისე დაიბუდრა მასში,თითქოს,აღარც აპირებდა წასვლას..
-შეეცადე,რომ დავბრუნდები,ცოცხალი იყოს! -მისი სუნთქვა ჩააბარა გოგომ და,
იქამდე დაემშვიდობა,სანამ სულ მთლად დაიშლებოდა მის წინ კაცი...
დიდხანს გასცქეროდა ორი სხეული მანქანის საბურავებისგან დატოვებულ კვამლში ჰორიზონტს..
თითო ცდილობდა,თითო მომავლის ხილვას და,
ბურუსის მიღმა,გამოსავლის პოვნას..
-მე ჩაგითრიე ამ ტალახში სვიმონ..-დანანებით ჩახარა თავი ბოლოს უთურანმა..
იგრძნო,როგორ დააწვა უზარმაზარი ლოდი მხრებზე..
ვეღარ ამოისუნთქა სუფთად..
-ეს ქალაქი მხოლოდ შენი არაა ივერი!წყრომით,თუმცა,მამაშვილური შეგონებით გაუთბა ხმა მოხუცს..-შენ პირადი წყენა გაქვს,მე კიდევ,თითო ადამიანი ვალი..
-მხარზე სუსტად დაჰკრა ხელისგული და სახლისკენ გაბრუნდა..
აღარ დალოდებია ახალგაზრდას პასუხს..
სარკმლიდან უყურებდა,როგორ მოწყვიტა ადგილს მისი მანქანა ივერიმ და,გაეცალა ოაზისს..
ადრენალინის მიუხედავად,
ორმაგად არეული ფიქრები ოდნავადაც ვერ დაალაგა უთურანმა.
გზას გასცქეროდა,თუმცა,ფიქრებით სულ სხვაგან იყო..
ბოლომდე ჩაწოლილ გაზის პედალს ოდნავადაც არ აგდებდა..
თითქოს დაფრინავდა,
სული ელეოდა,ისე უნდოდა დრო ხელებში გასცლოდა..
თუმცა,დიდხანს ლოდინი აღარ დასჭირდა..
მის ტელეფონზე შემოსული ზარი იმაზე მეტი იყო,ვიდრე ახალი ინფორმაცია..
შეტყობინებაში ჩაგდებულ ახალგაზრდას არცერთი მისხალი არ ჰქონდა საერთო სიცოცხლით სავსე ლექსო მენაბდესთან..
წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს ზემდეტი დოზისგან სახე გადაფითრებოდა და,
თვალები ჩაცვენოდა..
კანზე ტალები გასჩენოდა და,თითქოს,ერთიანად მომატებოდა ასაკი..
ზუსტად ახსოვდა უხარისხო ნარკოტიკისთვის დამახასიატებელი ჩვენებები ივერის..
ზიზღისგან სალონში მოისროლა ტელეფონი და ,
მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა,აზრზე მოსასვლელად..
-იცოდი?!-მხოლოდ ერთი ჩასძახა გააფთრებულმა მას,ვისი სახლიც წუთების წინ დატოვა..
-ვინაობა არა..-მოპასუხემ გულისწყვეტით ამოისუნთქა.
გაირინდა..
გაყინული ხელის გულები სახეზე აიფარადა მანამ სუნთქავდა როგით,სანამ სრულად არ დამშვიდდა და საღი აზრი არ დაუბრუნდა..
თითქოს დაწყნარებულიყო,
მაგრამ,თვალებიდან უწყვეტ რისხვას ისროდა საქარე მინისკენ და,
იმის შეჭმა სურდა,ვინც ამ ეტაპამდე მიიყვანა ლექსო..
აქამდეც კარგად ესმოდა,
ჭყონია გაჩერებას არ აპირებდა,
მაგრამ,
არ ელოდა თუ მხოლოდ ექვსი დღე გასტანდა სიწყნარე.
ივერიმ პირობა დაუდო..
უთურანი სისხლის ფასად ასრულებდა მის სიტყვას..ეს მალხაზმაც კარგად იცოდა და უკვირდა,რატომ არაფრად უღირდა მისი ერთადერთი შვილი..
გაეღიმა..
მწარედ..
ქაღალდის დანომრილი დასტა ცოდვის ქალაქს ისეთი სიკაშკაშით ანათებდა,
უნიათოსაც კი ძარღვებში ძალას უსხამდა და გაუბედავს,აბედინებდა..
თუ მას ფონზე გასვლა სისხლით და,შეწყვეტილი სიცოცხლით სურდა,
არც ივერი იყო უკან დამხევი..
თუნდაც საკუთარ ხელებში გალეოდა მალხაზს სული..
უფიქრელად დაფარა მანძილი ახალგაზრდამდე მისასვლელი..
უთქმელად შეატარეს პალატაში ისიც..
საწოლზე უმოქმედოდ მწოლიარე მენაბდე კედელს მისცქეროდა და,
აცახცახებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა..
გაუჭირდა მასში იმ ადამიანის ცნობა,ყველას რომ პირველივე დანახვისთანავე ხიბლავდა..
არ გაკვირვებია სტუმრის გამოჩენა ლექსოს..
იცოდა,მივიდოდა და,
ბევრი კითხვები ექნებოდა მასთან,მაგრამ,
საკუთარი სიცოცხლე არაფრად უღიდა,მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის ელოდა მას..
ეკრანზე გამოსახულ არასასიამოვნო მაჩვენებელს წყრომით გახედა ივერიმ და უზურგო სკამი მიაგორა საწოლთან..
თავჩაქინდრული იჯდა მანამდე,სანამ საბოლოოდ არ წაიშალა მის თვალწინ მწარე მოგონებები და,
ამოისუნთქა..
-რატომ?!-კონკრეტული პასუხი აინტერესებდა..
-სხვაგვარად მას ვერ მივუახლოვდებოდი,ივერი..-ძლივს ამოთქვა ბიჭმა და ღრმად ჩახედა მის ყორნისფერ თვალებს..
ახალგაზრდა ბიჭის ირისებს პატარა გოგოს სახე გამოესახათ და მასში,მარტივად დაინახა ნაცნობი ნაკვთები უთურანმა..
გაუკვირდა..
ამ წამს ზუსტად გაშალა მისი უცნაური სტუმრობა ანნას იუბილეზე და,
გული ძალიან სუსტად აუძგერდა..
-ის ნაბი*ვარი ნაგავს ყიდის ქუჩაშიც და,საახლობლოშიც ივერი..
არ მეგონა,მეც თუ გამაცურებდა და,სიკვდილამდე მიმიყვანდა..-დანანებით ჩაილაპარაკა,თუმცა,თავის მართლება აღარაფრად გაჭრიდა..
უთურანი მასში უკვე მხოლოდ დამოკიდებულს ხედავდა და კაცს,რომლის ნდობაც ვეღარ შეეძლო..
კარგად ხვდებოდა ლექსო ამასაც და,
მდგომარეობა უფრო უმძიმდებოდა..
-მათ სახელებს გეტყვი..-გაბრძოლება სცადა..ბოლო იმედს მოეჭიდა..
ირონიულად მოღიმარ ივერის წარბიც არ შეხრია..
-ხუთი თითივით ვიცი მისი სქემა.
სად,რომელ სარდაფში ასაწყობებს და რა გზებით ყიდის. ყველაფერს გეტყვი.-უკვე წამომდგარს მისუსტებულმა გასძახა..
აქ კი,საკუთარი თავი ვეღარ გააკონტროლა უთურანმა.
გავეშებული მიუბრუნდა და,
გაფითრებულ სახეზე არწივის მზერა აატარა.
-სულ მთლად ნუ გაყიდი სულს,ლექსო! პატარა ხარ ჯერ მაგისთვის!
კაცს,ქვეშძრომა არუნდა სჭირდებოდეს ქალის დასასაკუთრებლად.
მითუმეტეს,სოდის გაყნოსვა დამპალ ნესტოში.
გგონია მალხაზს აჭამე?!-სარკაზმისგან სახე მოეღრიცა ივერის.
-საკუთარ მდგომარეობას შეხედე..
ერთი სატვირთო გაგაშვებინა ფილტვებში და,
სანამ შენ ფიქრობდი,
როგორ შეძრომოდი მის ქალიშვილს კაბის ქვეშ,
მანამ ძირს გითხრიდა და,
ერთით ნაკლებ მეტოქედ აღგიქვამდა..
რა გგონია?!არ დაგიწვავდა?!
მალხაზი როგითი პაიკი ნუ გგონია,ლექსო!
დიდი გაქნილი ნაბო*არია და,
ერთადერთი შანსი დაგრჩა..
ან გონს ეგები და,
საკუთარ ჩასვრილს ხეხავ,
ან არადა,
ჭყონიას ჩრდილს ვეღარ მოიშორებ..
მერე ,
როცა იარაღს მოგცემს და,
მიმართულებას,
ივერი უთურანს შუბლი გაუხვრიტეო,
ძალიან გვიანი იქნება და არ მინდა,
მარტო იმიტომ გამოგივიდეს ჩემი სამ ასოზე გაშვება,რომ საკუთარ ხელებში გაზრდილს ტყვია ვერ დავახალე და,
ვერ შეგიზიზღე..-ხმაურით გადაუშვა ბოღმით სავსე ნერწყვი უთურანმა და,
მანამ დატოვა პალატა,
სანამ დაპატარავებული,
მიტკლის ფერი ლექსო მენაბდე საპასუხოდ ძალას მოიკრებდა..
არ ესიამოვნა დამხვდური სიმართლე..
ერჩივნა,
გადამყიდველისგან ყოფილიყო სიკვდილის ზღვარზე,
და არა,გამიზნულად,პირდაპირ მალხაზისგან..
იცოდა ივერიმ,
სიტყვები აღარაფერს გახდებოდა უკვე დაწყებულ საქმეში..
არც მისი გრძნობები იყო ანნას მიმართ მხოლოდ ვნება..
ბიჭის გულწრფელმა თვალებმა ზუსტად მიახვედრეს და,ამან უფრო დაამძიმა რეალობა..
მიზნისკენ მისაღწევი გზა ლექსოს გრძნობებმა ერთიანად მოუჭრეს...
საწამლავისგან აღგზნებული გონება სათანადოდ უნდა გაეთვალისწინებინა ივერის და,სხვა გზა უნდა მოეძებნა..
ჩიხში შესულმა ჩამობნელებულ ქალაქს შემაღლებულიდან მძიმედ გადმოხედა..
შუა ღამეს კარი კარგა ხნის წინ შემოეღო და,
თითქოს ემზადებოდა კიდეც,
გაეთენებინა..
მონაცრისფერებულ,
თითქოს,მოთეთრო ცას სახე უთურანისკენ შემოეტრიალებინა და,
მისკენ უშვებდა პატარა,
ციცქნა,
უფერულ მრავალწახნაგა ფიფქებს..
სხვა განზომილებაში გადაწყვეტილიყო ღამე..
წლის პირველი ფიფქები ხელისგულზე ჩამოუდნა მამაკაცს..
იქამდე ითვლიდა მისგან დანატოვარ წვეთებს,სანამ სულ არ დაენამა კანი და,
არ შეამცივნა..
ლამაზად თოვდა ცოდვების ქალაქში..
ცას თავი გადაედო უკანასკნელ ადგილას,ოღონდ კი სულ ციცქნა სხივი შემატოდა ქუჩებს და,ის ნაგავი ჩამოებერტყა,წვიმაც რომ ვეღარაფერს შველოდა..
მაგრამ,
ყოველი მისი მცდელობა უშედეგო იყო,
ყოველ წელს..
ერთადერთი,რაც
თითქოს ანეიტრალებდა ყველაფერს,
ის სხივი იყო,
უთურანის სულს რომ ქარცეცხლში ახვევდა..
ყველა გრძმობისგან დაცლილი,
გამოფიტული,
"სადრაფი"ს ზღურბლს ისე მიადგა,
ბევრი არ უფიქრია..
სათადარიგო გასასვლელს იქამდე უდარაჯებდა,
სანამ მისი კარები არ გაიღო და იქიდან ტანკერანი არ გამოვიდა..
ჩაეღიმა..
გამთეენიის შუქზე,მანქანის ცხაურაზე მიყრდნობილი ნაცნობი სხეულის ხილვისას,
გული ამოუჯდა მოულოდნელად ქალს..
ელოდა..
მთელი კვირა..
შვიდი დღე..
საათები იჯდა გასახდელში და,
იმ წამს ელოდა,როცა მის მოსვლას შეატყობინებდნენ და,
ისიც,მთელ მის ენერგიას ჩადებდა მოძრაობებში..
უკვირდა და თან შიში სჭამდა,რომ აღარ გამოჩნდა და,
ერთიანად მოვარდნილი აღფრთოვანება ვეღარ შეიკავა,
მოულოდნელად რომ იხილა..
არაფერი უთქვამს და,
არც თვითონ დაუძრავს ხმა..
გარემო იმდენად მშვიდი,
ცივი,
ფიფქებიანი და,
ვნებით სავსე იყო,
აღარაფრად უღირდა თითო სიტყვა..
ბუნებრივზე დაბალი სიჩქარით გაჰყავდა მანქანა ქალაქიდან ივერი უთურანსაც..
თამბაქოს ღერი ტუჩებშორის მოექცია და გრძნობდა,არასდროს ყოფილა ნიკოტინი ამაზე მეტად გემრიელი..
ნება-ნება,სურვილით,წყურვილით უშვებდა კვამლს ფილტვებში და ყველა გრძნობით ფანტავდა მას სალონში..
კანი აეწვა ტკაჩენკოს,ისე მოუნდა მისი ტუჩების გემო შეეგრძნო..
საჩვენებელსა და შუათითს შორის დატუსაღებული ყავისფერი ღერი მამაკაცს აართვა და,
ისე შეისუნთქა მწარე კვამლი,
თითქოს,უკანასკნელი ყოფილიყოს..
არასდროს ყოფილა წამი,
ქალი ამაზე მეტი სანდომი ყოფილიყოს ივერისთვის,
როგორც ახლა..
მისივე თამბაქოთი..
ისე გადააყენა მანქანა გზიდან,
აღარ უფიქრია შედეგებზე..
ქალის სუსტი სხეული ერთიხელისმოსმით გადმოისვა მუხლებზე და,
მის მოღერებულ კისერს ცივი ხელის გულები ვნებით ჩამოატარა..
თითქოს ცეცხლი შემოუნთესო,
დავლილი ჟრუანტელისგან ცხლად დაუარა ვნებამ ქალს..
უღმერთოდ იზიდავდა მისი ძლიერი მკლავები და,
მზერა,რომელიც მუდამ თანხმობას ელოდა..
ვნების ალში ხვევდა მისი არწივის გამოხედვა და სხივი,რომელიც კანის ქვეშ უძვრებოდა და სულს უშიშვლებდა..
მიიღო თუარა მისგან უსიტყვო პასუხი,
წამი არ დააყოვნა,
ისე შემოხსნა ქამარი და,
ხელის გულებში მოიქცია მისი წვრილი წელი..
თოვლივით თეთრ თეთრეულში გამოტკეცილი მისი მკერდი წვავდა უთურანს და მისკენ იზიდავდა..
წამში შეუხსნა აზღუდი და მოეშვა თუარა მის ტუჩებს,
მკერდს დაუყვა ცხელი,ვნებიანი ამბორით..
კბილებსშორის მოქცეული კერტები ქვასავით დაუმაგრდა აღგზნებულ ქალს და მთლიანად მიენდო შემოქმედს..
მუქი პერანგის ღილები გადაუხსნა და მამაკაცის ძლიერი მხრების შეგრძნებისას,
გონება სრულად გაეთიშა..
სული ელეოდა,
სანამ ალერსში გახლართული მამაკაცი ისევ მის ტუჩებს დაუბრუნდებოდა..
ბაგებზე დარჩენილ ნიკოტინის გემოს ჭკუიდან გადაყავდა და,
საკუთარ თავს აკარგვინებდა..
-ივერი,მაკოცე!-თხოვნად დაიღვარა დონკა..
ქალის სიშმაგისგან ირონიულად მოღიმარმა უთურანმა მწარედ მოიქცია ხელებში მისი სავსე თეძოები და მხოლოდ წამით წამოსწია..
მიზანს მიხვედრილმა ქალმა საქამრე შეუხსნა მამაკაცს და ნეტარების უჰორიზონტო წამების მოლოდინში ივერის ყელს ცხელი კოცნები დაუტოვა..
გული გაუწყდა,
მამაკაცის თითები რომ იგრძნო,საცვალი რომ უმოწყალოდ
მოგლიჯეს მის ტანს და,
მიმართულება მისცა,
ასოს დაუფლებოდა..
სიამოვნებისგან ამოხეთქილმა კვნესამ სალონში ჰაერი ერთიანად შთანთქა..
მამაკაცის გმინვა ჰარმონიულად ერწყმოდა ქალის, ასოზე აცეკვებულ სხეულს და,
ტემბრში ყვებოდა,
სანამ ერთიანად არ მოსწყდა მრგვალ,სავსე ტუჩებს ხმამაღალი კვნესა და,
ორგაზმისგან მოდუნებული სხეული,
გულზე არ მიაყრდნო ერთიანად გათანგულს..
-ღმერთო,ივერი!-სუნთქვა არეოდა და ხმა ნაწილებად დაშლოდა ვნებაში აშლილ ქალს..
გული საგულედან ამოვარდნოდა..
სუნთქვის დარეგულირებას სცდილობდა,
მაგრამ,
უთურანის მის შიშველ ხერხემალზე მოთამაშე თითები კიდევ უფრო რევდა..
ვეღარ დაითვალა კაცმა წუთები,
სანამ სრულად დამშვიდდებოდა და,
ჩაცხრებოდა მის სხეულში დატრიალებული ქარიშხალი.
მანამ,სანამ ბოლომდე არ ჩაუდგა პულსი მწყობრში,
მანამ ჰყავდა გულზე აკრული და,
არ გაუშვა..
თამბაქოს მომწყდარ წყურვილს რომ ვეღარ გაუმკლავდნენ,მხოლოდ მაშინ დასცილდნენ სხეულები ერთმანეთს და,
დაბარებულივით,
საქარე მინიდან შემოთენებულ დღეს გახედეს..
ქალის ქურდობას აღარ დაელოდა ივერი,
მესამე ნაფასზე ღერი გაუწოდა და,
უკვე მისგან გაფანტულლ ნიკოტინს უშვებდა ნახშირორჟანგით სავსე ფილტვებში..
-ღმერთს რომ სამართალი ჰქონოდა დონკა,ჩვენ სხვა დროს,სხვა ვითარებაში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და არა ახლა,როცა ცხელი ტყვია დამყვება ჩრდილად.-მხოლოდ წამით გახედა..
ეგოისტურად ესიამოვნა,ქალს რომ შიში ვერ შეატყო..
თითქოს,ზედმიწევნით სცოდნოდა ტკაჩენკოს უთურანი,
იმდენად მშვიდი ჰქონდა მზერა და,
ხმა.
-ღმერთს რომ სამართალი ჰქონოდა,ივერი,მე ოჯახს არ გამიწყვეტდა და ძელზე მოცეკვავედ არ მაქცევდა.-ირონიისგან გაუფითრდა ლამაზი სახე,მაგრამ,მის ხმაში სინანული არ გარეულა..
-ჩვენ ერთმანეთს ვგავართ.-იდუმალი,ფიქრით სავსე მზერა მიაბყრო მისი სიმტკიცით ნასიამოვნებ კაცს..
-არცერთისთვის დახარჯულა განგება დიდად,ია-ვარდით მოეფინა გზა და,მარტივი ცხოვრება მოეცა..
აქამდე,
მხოლოდ ეკლიან,ცოდვით სავსე,ჩირქიან გზაზე ვიარე და თუ დღეიდან მას ტყვიაც შეემატება,
დამიჯერე,თავად დარჩება წაგებული,რადგან,არ გამოჩარხულა დედამიწაზე არცერთი ტყვია ბოშას და,განსაკუთრებით,მის რჩეულს რომ გაუკაწროს კანი.-ალმაცერად გაუღიმა მსმენელს და,ბოლო ნაფაზი ვალად დაუბრუნა.
პირველივე წამიდან გრძნობდა ივერი ქალის სხეულში დაბუდებული ამორძალის ძალას,
მაგრამ,მაინც სიამოვნებისგან გაეღიმა,
ქალის მყარ სიტყვებზე.
ერთი ხელიც საკმარისი იყო,ჩამოეთვალა სულ რამდენჯერ ჰყავდა ნანახი და მაინც,
არ არსებობდა მეორე,ვინც მასზე მეტად ესურვებოდა..
იყო ქალში რაღაც,რამაც მასზე მიაჯაჭვა და ასე უცხოს,მთელი მისი სული გადმოულაგა..
ერთადერთი,რაც სრულად მოდუნების საშუალებას არ აძლევდა,
შიში იყო..
შიში იმის,რომ ქალი მის სისუსტედ იქცეოდა..
__
უჰ.
ასე მგონია,ამ ტემპერამენტის ქალი პერსონაჟი პირველად მყავსთქო.
ზუსტად ერთი ენერგია და ძალა რომ აქვთ,ეს მომწონს უზომოდ და,იმედია,თქვენც..
მესაუბრეთ მოლოდინებზე,მოვლენებზე,პერსონჟებსა და,შენიშვნებზე..
გელით,
თქვენი:ანასტსია



№1 სტუმარი one

tasoo rogori “ Hot “ tavi iyo)))
tumca unda avghnishno,rom dzaalian bunebrivad gadmocemuli)))
kargi vinmea iveri))) verafers ityvi)))
momwons dzalian , ai es sheneuli weris styli miyvars)
kargi khar tasuna❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

ყოველდღე დადე რაა, მაგარია

 


№3  offline მოდერი tasusuna

one
tasoo rogori “ Hot “ tavi iyo)))
tumca unda avghnishno,rom dzaalian bunebrivad gadmocemuli)))
kargi vinmea iveri))) verafers ityvi)))
momwons dzalian , ai es sheneuli weris styli miyvars)
kargi khar tasuna❤️

ივერი მეც მომწონს,კარგზე კარგია ❤️❤️❤️
ჩვენი ბოშა გოგოც ხომ შეჰფერის? აი ისეთი ქიმია აქვთ,ჩემი აზრით,დაიწვებიან :დდდ
მადლობა ძალიან დიდი,ჩემო განსაკუთრებით თბილო ❤️❤️❤️
მომდევნო თავზე გელოდები! ❤️❤️

სტუმარი ლიკა
ყოველდღე დადე რაა, მაგარია

ვეცდები აუცილებლად! დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი Ana-maria

უუუჰჰ,კარგი იყო. ყოველთვის მაოცებდა თქვენ მიერ აღწერილი სიყვარული,სუნთქვას მიკრავდა,მაგრამ ამ ისტორიაში უფრო მეტი ვნება დაემატა. რომ წავიკითხე თვალები გამიფართოვდა. ძალიან მოუხდა ორივე გმირს ზღვარგადასული ვნება!!!ძალიან მინდა დონკას სიტყვები გამართლდეს და მათ ვერცერთმა ტყვიამ ვერ გაუკაწროს კანი.წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№5  offline მოდერი tasusuna

Ana-maria
უუუჰჰ,კარგი იყო. ყოველთვის მაოცებდა თქვენ მიერ აღწერილი სიყვარული,სუნთქვას მიკრავდა,მაგრამ ამ ისტორიაში უფრო მეტი ვნება დაემატა. რომ წავიკითხე თვალები გამიფართოვდა. ძალიან მოუხდა ორივე გმირს ზღვარგადასული ვნება!!!ძალიან მინდა დონკას სიტყვები გამართლდეს და მათ ვერცერთმა ტყვიამ ვერ გაუკაწროს კანი.წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

ჰო აი,მეც ვატყობ რომ ამ ისტორიას,მეტი ვნება დაჰკრავს და ვფიქრობ,რომ უხდება კიდეც..
იქ,თავშეკავებული გრძნობებია.. აქ კიდევ,ზღვარგადასული და,ძალიან მომწონს მეც!
დიდი მადლობა ანამარია ❤️????????
როგორც ყოველთვოს,თქვენეული შეფასებებით მახარებთ! ❤️❤️

 


№6  offline წევრი EllaTriss

In anticipation of a bad ending...
ჰაჰ, ბედის ირონია.
წინაზე როგორ დამავიწყდა, ესეც პირდაპირ შენი სტილის ამოცნობისთვის დამხმარე საშუალებაა. (როგორ ამბობთ თქვენ, ინგლისურის მასწები? ბავშვებო, Pr.simple -ს ვცნობთ always,usual... Etc.) :დ ეს ისე, ღიმილისთვის^^
ჰოდა, შენ მაგ პოლიტიკას ეწევი აქაც, ოღონდ დომინანტია ტასო :დ ყოველ ისტორიაში ეს შიშის მარცვალი რომ არ შემოაგდო არ შეიძლება ნუ :დ
მერე სანამ დამთავრდება კი ვცხოვრობ ამ გრძნობით.
მოკლედ, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მომწონს ძალიან. არამარტო აქ, საერთოდ, ყველა წიგნსა და ფილმში.
ჰოდა... ისე მინდა ლექსო და ანნა, ვერ აღვწერ.
ნუ იქვე მაგდაც ოფქ. გიკვეთავ :დ
ჰო კაი, რა თქმა უნდა არ გიკვეთავ. უბრალოდ მათზე რასაც ხედავ, ისიც გვანახე ბოლომდე. ვიცი, რომ ივერის და დონკასკენ მიისწრაფვის გული,გონება და სული :დ (ვა, რა კარგად ჩაჯდა)
ეს ისე იგრძნობააა, ისე იგრძნობა რომ აი არ ვიცი. ჰო, ოღონდ მართლა არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი. რაღაც მომენტში რომ ვკითხულობდი, მინდოდა შენთვის მეთქვა მშვიდად - თქო, აშკარად ძალიან ღრმად იყავი შესული...
ვიცი როგორი მაგარი მომენტია ეგ, წერტილი ^_^ მასეთი მუზა ყოველთვის არც მოდის.
მართლა არ გყოლია მასეთი ქალი პერსონაჟი ჯერ, სულ სხვანაირი მუხტი შემოაქვს.
და ჰოოო, აი ერთი ძალა..ვგიჟდები ეგეთ ქალებზე. ოღონდ ეს პირდაპირი გაგებით კი არა ახლა :დ აი შინაგანად ძლიერებზე.
ნუ, მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში ტკივილის ხარჯზე მოდის და... ჰო, აქ სხვანაირად ვერც იქნებოდა.
ვისურვებდი ისე ვყოფილიყოთ ძლიერები, ზოგადად, ცხოვრებაში...
ყოფილიყავით, ყველა. იქამდე რომ აჩვენო როგორი ხარ, სანამ გატკენენ, აღარც გატკენენ...
ივერიმაც საკმარისად ვერ აჩვენა ხო მალხაზს? :დ ჰგონია, რომ მხოლოდ გემების დაწვა შეუძლია, რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ერთხელაც პორტს წაუკიდებს ცეცხლს?... ;დ
მრავალწერტილი.
ეს ახლა მგონი სამაზროვნად გამოვიდა^^ (რატომ,ვიცი,რომ იცი)
პ.ს ბარბარობას გილოცავთ, ყველას ყველას!
❤❤❤

 


№7  offline მოდერი tasusuna

EllaTriss
In anticipation of a bad ending...
ჰაჰ, ბედის ირონია.
წინაზე როგორ დამავიწყდა, ესეც პირდაპირ შენი სტილის ამოცნობისთვის დამხმარე საშუალებაა. (როგორ ამბობთ თქვენ, ინგლისურის მასწები? ბავშვებო, Pr.simple -ს ვცნობთ always,usual... Etc.) :დ ეს ისე, ღიმილისთვის^^
ჰოდა, შენ მაგ პოლიტიკას ეწევი აქაც, ოღონდ დომინანტია ტასო :დ ყოველ ისტორიაში ეს შიშის მარცვალი რომ არ შემოაგდო არ შეიძლება ნუ :დ
მერე სანამ დამთავრდება კი ვცხოვრობ ამ გრძნობით.
მოკლედ, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები მომწონს ძალიან. არამარტო აქ, საერთოდ, ყველა წიგნსა და ფილმში.
ჰოდა... ისე მინდა ლექსო და ანნა, ვერ აღვწერ.
ნუ იქვე მაგდაც ოფქ. გიკვეთავ :დ
ჰო კაი, რა თქმა უნდა არ გიკვეთავ. უბრალოდ მათზე რასაც ხედავ, ისიც გვანახე ბოლომდე. ვიცი, რომ ივერის და დონკასკენ მიისწრაფვის გული,გონება და სული :დ (ვა, რა კარგად ჩაჯდა)
ეს ისე იგრძნობააა, ისე იგრძნობა რომ აი არ ვიცი. ჰო, ოღონდ მართლა არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგი. რაღაც მომენტში რომ ვკითხულობდი, მინდოდა შენთვის მეთქვა მშვიდად - თქო, აშკარად ძალიან ღრმად იყავი შესული...
ვიცი როგორი მაგარი მომენტია ეგ, წერტილი ^_^ მასეთი მუზა ყოველთვის არც მოდის.
მართლა არ გყოლია მასეთი ქალი პერსონაჟი ჯერ, სულ სხვანაირი მუხტი შემოაქვს.
და ჰოოო, აი ერთი ძალა..ვგიჟდები ეგეთ ქალებზე. ოღონდ ეს პირდაპირი გაგებით კი არა ახლა :დ აი შინაგანად ძლიერებზე.
ნუ, მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში ტკივილის ხარჯზე მოდის და... ჰო, აქ სხვანაირად ვერც იქნებოდა.
ვისურვებდი ისე ვყოფილიყოთ ძლიერები, ზოგადად, ცხოვრებაში...
ყოფილიყავით, ყველა. იქამდე რომ აჩვენო როგორი ხარ, სანამ გატკენენ, აღარც გატკენენ...
ივერიმაც საკმარისად ვერ აჩვენა ხო მალხაზს? :დ ჰგონია, რომ მხოლოდ გემების დაწვა შეუძლია, რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ერთხელაც პორტს წაუკიდებს ცეცხლს?... ;დ
მრავალწერტილი.
ეს ახლა მგონი სამაზროვნად გამოვიდა^^ (რატომ,ვიცი,რომ იცი)
პ.ს ბარბარობას გილოცავთ, ყველას ყველას!
❤❤❤

ხო იცი ჩემს ბიჭებს სიტყვის ძალა რომ აქვთ, მაგრამ,ამ შემთხვევაში,მგონი ისე გადამერევა ივერი,ყველა ხერხს გამოიყენებს და მალხაზს მოსვამს მის ადგილას :დდ
მეც დავაკვირდი რაღაც და მართალი ხარ,მგონი,
Present simpes არ იყოს, მეც მაქვს მარკერები :დდ
დონკ კიდე ისე მომწონს,მართლა ეშხში ვიყავი შესული შენი თქმის არ იყოს და,ბოლოს ამოვისუნთქე მხოლოდ :დდ
ელლა,შენ და შენი შეფასებები რო მარგალიტებია ხო იცი?!
ჰოდა,ისეთი დიდი მადლობა ასეთ მუხტს რომ მმაძლევ,რომ სიტყვებითაც ვერ აღვწერ!
უმაგრესი გოოგო ხარ!
მადლობა რომ,ასე უღრმავდები ყველაფერს და,მეუბნები იმას,რასაც მე ვდებ და შენ ხედავ! ❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი likuu_s

ოჰოოო :დდ
ბოლოს ეს რაიყო :დ

მე კი, მგონია რომ უკვე ივერის სისუსტედ იქცა.

ჯერ ავირიე, არ ვიცი სხვა რა დავწერო. :დ

შემდეგს ველოდები.
❤️❤️

 


№9  offline მოდერი tasusuna

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 3927

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 14317

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 20713

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 20713

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 153
likuu_s
ოჰოოო :დდ
ბოლოს ეს რაიყო :დ

მე კი, მგონია რომ უკვე ივერის სისუსტედ იქცა.

ჯერ ავირიე, არ ვიცი სხვა რა დავწერო. :დ

შემდეგს ველოდები.
❤️❤️

ლიკუ,გამაცინე :დდ არა,მართლა რა სიგიჟე ეწიათ ვერ გეტყვი,მაგრამ,ვეღარ გაჩერდნენ,ისე იზიდავენ ერთმანეთს :დდ
მაფლობა რომ კითხულობ ❤️❤️❤️გელოდები შემდეგზეც ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent