შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი VIII]


29-12-2021, 23:25
ავტორი PARVENU
ნანახია 1 562

***
მზის პირველი, სხივები დარაბებიდან ოთახში, პრინცესას მძინარე სხეულს ეფინა საბნად. ალიონი დამდგარიყო.
მშვიდი, ხმაურისგან და არეულობისგან დაცლილი გარემო მომწამლავად მოქმედებდა გადაღლილ, გამოფიტულ სხეულზე. დიდხანს დავიწყებული, უშფოთველი ძილი შეპაროვდა სხეულში, იავნანად დაუდიოდა ვენებში და გონებას უმშვიდებდა. იმდენად არ უნდოდა რეალობას დაბრუნებოდა.
ძილ-ბურანიდან მხოლოდ მაშინ ინება გამოფხიზლება, როცა მიხვდა მეტს ვეღარ დააყოვნებდა. ეცადა დაბინდული გონება გადაეწმინდა. მზერა დაწმენდილს უცხო გარემოს შემოგებებამ წამით ფიქრები აუშალა. დაბუჟებული, ძალაგამოცლილი სხეული იმდენად მიძე ეჩვენებოდა, ადგილიდან დაძვრასაც ვერ ახერხებდა. ყრუ ტკივილი უვლიდა კიდურებში. საფეთქლებზე თითქოს გამალებით ურტყამენ ჩაქუჩებსო.
უღონოდა გაიბრძოლა და იმ შეგრძნებებს მიაპყრო ყურადღება, გარშემო რომ ეკრა.
ატლასის ლურჯი თეთრეული შემოხვეოდა სხეულზე, ალაგ-ალაგ ოქროსფრად ამოქარგული ორქიდეებით. მზის შუქზე ინდიგოსფრად ანთებულიყო და ვერცხლისფერ ელფერს აფრქვევდა გარშემო. იმდენად უცხო და ეგზოტიკური იყო, მიხვდა ვიერას სამეფოს არ ეკუთვნოდა. იგივეს მოწმობდა ოქროთი მოვარაყებული შანდლები და საწოლის თავი, რომელზეც ველური მუსტანგები გამოსახულიყვნენ. ცხენისვე იყო ძვირფასი თვლებით მორთული მომცრო ქანდაკებაც, ქვიშის საათის გვერდზე რომ მოეთავსებინათ ამაყად. ხავერდის ფარდები, რომელიც ოთხივე მხარეს ჩამოფარებოდა სამეფო საწოლს, ბოლოებში ოქროს ძაფებით მორთული, მძიმედ დაშვებულიყო იატაკზე. მაღალ ფანჯრებსაც იგივე სიმუქე ჩამოფარებოდა, მხოლოდ ერთგან შემოდიოდა მზის სინათლე.
უცხოობით მოსილს და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელს, დიდი ხანი დასჭირდა იმის გასააზრებლად რომ ვიერას სამეფო სასახლის ერთ-ერთ ოთახში იყო, რომელიც გალკოურ სტილში მოეწყოთ. თუმცა მისი იქ ყოფნის მიზეზს ვერ მიმხვდარიყო. ჯერ კისევ ლიბრი გადაჰკროდა გონებაზე.
დაბნეულმა მოავლო თვალი ოთახს, მუხის უზარმაზარ მაგიდაზე თამბაქოს რომ მოჰკრა თვალი.
უმალვე იცნო.
ეცადა წამომდგარიყო მწიწკნავმა ტკივილმა რომ დაუარა ფეხებში და თეთრეულიდან გამოშვერილ ტერფებს დააკვირდა. საგულდაგულოდ გადაეხვიათ დაკაწრული ადგილები მისი ძილის დროს.
კადრებად გაუარეს წინა დღეს მომხდარმა მოვლენებმა. ჰუგო კალიმერესგან მოწვდილი სასმელი, გაქცევა, კაიდენი და მასთან გატარებული ღამე.
იგრძნო, როგორ დაუარა სიმხურვალემ სხეულში და მის სახეზე მოიკალათა თავი. ეგონა ემოციებისგან გასკდებოდა. დარცხვენილმა თავი საბანში ჩარგო და დახშული გმინვა აღმოხდა. გულით უნდოდა წინა დღე არ ხსომებოდა და იმ სიამაყის ნაწილი მაინც შერჩენოდა, დიდი ხნის წართმეული რომ ჰქონდა. ვერ იჯერებდა, როგორ ჰქონდა თავი დაკარგული ნაყენისგან, რომ სურვილებ ატანილი უსირცხვილოდ სთხოვდა მამაკაცს დახმარებოდა.
გამწარებული უმოწყალოდ ჭმუჭნიდა რბილ ნაჭერს თითებში და ამაოდ ცდილობდა კადრებად დავლილი მოგონებების დავიწყებას. დაბუჟებული სხეული და მტკივანი კუნთები ნათლად ახსენებდნენ მომხდარს.
მისი ანთებული თვალები, ოფლისგან აბზინვარებული ოქროსფერი კანი, ძლიერი ხელები და რითმს აყოლილი ორი სხეული…
არა, ნამდვილად ჭკუიდან გადავიდოდა.
სწრაფად წამოწია თავი და ფანჯრიდან შემოჭრილ განათებულ ცას გაუსწორა თვალი. უკვე საკმაოდ გათენებულიყო. ის კი საკუთარი ოთახის ნაცვლად, სასახლის სრულიად სხვა ნაწილში, გალკოელთა პალატაში იყო. ალბათ მის არყოფნასაც უკვე შეამჩნევდნენ და ძებნაც დაწყებული იქნებოდა.
ვერანაირად ვერ ხვდებოდა, თუ რა უნდა მოემოქმედებინა.
სასწრაფოდ მთავარ სასახლეში უნდა დაბრუნებულიყო. მერეც მოახერხებად, მარტო დარჩენილი ფიქრების დალაგებას და თვითგვემას.
კვლავ შეეცადა წამომდგარიყო, მოულოდნელად ჩუმი კაკუნი რომ გაისმა და მძიმე, ჭერამდე აწვდილი კარებიც რბილად გაიღო.
ოთახში შემოსული, საკმაოდ დიდი აღნაგობის, მუქად გარუჯულ ქალს საკვებისთვის განკუთვნილი ლანგარი ეჭირა ხელში. მხრები განიერი, ბაგირად დაბწვნილი თმა კი-ყორანივით შავი ჰქონდა.
არ მიახლოებია, ისე დაუკრა თავი მისალმების ნიშნად და თვალი გაუსწორა.
-პატივია თქვენთან შეხვედრა, პრინცესა,-ხმის ჟღერადობა სრულად შეეფერებოდა მის აღნაგობას,-მე კაიდენის თანაშემწე გახლავართ, დალილა.
ჰელლას უფოკუზო თვალები, კიდევ ერთხელ ინტერესით მოევლო უცნობ ქალს. ცდილობდა ბანკეტზე დამსწრე უცხოტომელთა შორის მისი სახე ამოეცნო, მაგრამ ამაოდ. ის არ იყო იმ პირთაგან არცერთი, რომელებიც კაიდენს ახლდნენ ღონისძიებაზე. ერთადერთს რასაც დანამდვილებით ხვდებოდა, მისი მაღალი სტატუსი იყო სამეფო მოხელეთა შორის, რასაც მისი ტონი და დგომის მანერა ააშკარავებდა.
თითქოს მის ინტერესს იზიარებსო, ქალიც ვერ მალავდა ცნობისმოყვარეობას და დაუფარავად უმზერდა საწოლზე ჩამომჯდარს. მხოლოდ წუთის მერე მიხვდა საკუთარ სითამამეს და საბოდიშოდ კვლავ დახარა თავი.
-გთხოვთ მომიტევოთ ჩემი უპატივცემულობა,-გარუჯულ სახეზე სიწითლემ დაჰკრა,-გაოცების დამალვა ვერ მოვახერხე იმაზე, თუ რამდენად პატარა და ფერმკრთალი აღნაგობა გაქვთ.
ქალის გულწრფელწრფელმა გაოცებამ ღიმილი მოჰგვარა და უხეშ მითითებაზე, რომელიც ვიერაში ცუდ ტონად ითვლებოდა, ყურადღება აღარ გაუმახვილებია.
თავადაც კარგად იცოდა საკუთარი გარეგნობა და სხეული, რომელიც ავადმყოფურად უფერო და უხორცო ჰქონდა. ღამის მთვარესავით თეთრს, ვერცხლისფერი თმები კი მეტად არაცოცხალს ხდიდა. პრინცესა თავად ვიერელებისთვისაც კი ზედმეტად ნატიფი იყო, არათუ გალკოელებისთვის, რომლებიც მას ალბათ ბროლის ქანდაკებად აღიქვამდნენ. მსხვრევადს, სუსტს და არა ადამიანურს.
-გთხოვთ მაპატიოთ.
-არაუშავს,-მონოტონური იყო ჰელლას ხმა.
ქალიც მოეშვა. ეტყობოდა ყოყმანობდა. თითქოს ვერ გადაეწყვიტა მიახლოებოდა თუ არა. ბოლოს მაინც გადადგა ნაბიჯი, ფრთხილად მიუახლოვდა და ვერცხლის ლანგარი საწოლზე ჩამოუდო.
-წასახემსებლად მსუბუქი საუზმე მოგართვით,-თავდახრილმა აუწყა.
როგორც კი თავი მოხადა, იმ წამავე გაიაზრა თუ რამდენად განსხვავდებოდა გალკოელთა და ვიერათა კულტურა ჭამის შესახებ. სამი სახეობის ხორბლის პურის, ორი მთავარი კერძის, სალათების, დესერტის და სასმელებისგან შედგებოდა გალკოელთა ‘მსუბუქი’ საუზმე.
კალორიულობას თუ გაითვალისწინებდა, მისი კვების ერთი თვის რაციონს წარმოადგენდა ყოველივე ის, რაც წინ გაეშალა უცხოტომელ ქალს ჰელლასთვის.
ჩუმად ამოიქშინა და ფრთხილად დასწვდა ტკბილ პურს. ეგონა ზედმწტად თუ შეეხებოდა იმ სიმეტრიულობას დაარღვევდა, რაც ლანგარზე იყო სრულყოფილად გაშლილი.
-რადგან არ ვიცოდი რომელს ანიჭებდით უპირატესობას, რამდენიმე მოგიმზადეთ… ესენი კი დესერტებია,-რიდით აგრძელებდა მენიუს გაცნობას სანამ მისი სტუმარი უმადოდ ილუკმებოდა.
-ესეც საკმარისია,-შემთბარი რძით სავსე ჭიქას დასწვდა და დასამშვიდებლად უმნიშვნელოდ დაუქნია თავი.
-დიახ?!-თითქოს ვერ გაიგოო, უმალ გაუსწორა თვალი დაბნეულს.-კერძები არ მოგეწონათ? ვეცადე ვიარეს ტრადიციული სამზარეულოდან ამერჩია…
-ბევრს არ გეახლებით,-მოკლედ მოუჭრა უხერხულად აწურულს.
მისი სახე იმდენად ღიად გამოხატავდა გაოცებას, შეშფოთებას და წუხილს რომ ღიმილი ვერ შეიკავა. იმასაც მიმხვდარიყო თუ რატომ არ გამოყავდა კაიდენს ქალი მნიშვნელოვან შეხვედრებზე. დალილას სახეზე ემოციები და ფიქრები გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა. აღარც ახსოვდა ბოლოს როდის ენახა მსგავსი დაუფარავი განცდები სხვაზე. თითქოს სუფთა ჰაერივით იყო თოჯინების თეატრში.
მალევე მორჩა ჭამას, რამდენიმე ნაჭერ პურს და რძის გემო ყურძნის მარცვლებით გაიქარწყლა და ქალს ანიშნა აელაგებინა. მშვიდად უყურებდა მის ზურგს, დაკვირვებით ათვალიერებდა ტრადიციულ სამოსში გამოწყობილს. ეგზოტიკური იყო სითეთრეში მათი სიფერადის ხილვა. აქამდე შეუმჩნეველ ნახატებსაც მოჰკრა თვალი გარუჯულ სხეულზე. დალილას ხელის ზურგი შავი ტატუებით მოეხატა, რომლის ბოლოს ზედატანის სახელოები ფარავდა და მნახველს არ აძლევდა საშუალებას სრულად აღექვა.
კაიდენის სხეული დაუდგა თვალწინ. უნახატო, მხოლოდ ძველი შრამებისგან მორთული.
იმდენად გართულიყო ფიქრებში, რომ ვერ გაიაზრა, როგორ დაჟინებით მიშტერებოდა მის ხელებს. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, როდესაც საჭმლის ალაგებით დაკავებულმა უმალ მიანება თავი ყველაფერს და მისკენ გადმოდგა ნაბიჯი.
-მხოლოდ ეს ერთი ნახატი მაქვს,-სახელო აიკეცა და სრულად გამოაჩინა მკლავი.
როგორც ჩანს სულაც არ იყო მისთვის შემაწუხებელი და შეურაცჰმყოფელი პრინცესას მზერა. ნება მისცა გარკვევით დაენახა უცხო ფიგურები.
-ვფიქრობდი სხეულის ყველა გალკოელი იხატავდა. როგორც აღმოჩნდა თქვენი მეფე გამონაკლისია.-თითქმის ჩურჩულით ამოთქვა და სახეზე ცეცხლი მოედო.
იგივე იყო პირდაპირ ეთქვა, რომ სრულიად შეუმოსავი, შიშველი ჰყავდა ნანახი, მთელი თავისი დიდებულებით. თუმცა უცხოტომელი სულაც არ ჩანდა შეწუხებული, თითქოს არც ადარდებდა.
-დიახ, მეფეს არ აქვს ტატუირება.-დაინახა, როგორ აენთო თვალები ქალს. ხმას უცნობი სიამაყე შეპარვოდა,-ეს ნიშანია იმისა, რომ ბრძოლა არ წაუგია.
ბევრი გაეგო გალკოელთა წეს-ჩვეულებებზე. ტრადიციაზე, თუ როგორ იპოვებდნენ ძალის გამოყენებით ტახტს და უმაღლეს რანგს ტომებში. თუმცა იმ წამს მოსმენილი სრულიად უცხო იყო მისთვის. საინტერესოც კი.
კაიდენის მშვიდი, აუღელვებელი ირისები დაუდგა თვალწინ. თითქოს არც გაჰკვირვებია მისი პოზიცია. მამაკაცის ქცევა, მანერა და ბუნება იმდენად ბუნებრივად ასხივებდა დაუმორჩილებლობას, რომ წარმოუდგენელიც კი ჩანდა მისი თავდახრილ პოზიციაში ხილვა. თითქოს ღმერთი იყო, უმაღლესი რანგისთვის შექმნილი. შეუდრეკელი და დიდებული.
-მეფე გუშინ დამეხმარა,-ეცადა ხმა არ აკანკალებოდა, ძლიერად ჩააფრინდა თეთრეულს,-გთხოვთ, ჩემი მადლიერება გადასცეთ.
-როგორც ინებებთ.
დალილას სახეზე პირველად გამოსახულმა ღიმილმა უსიამოდ გააჟრჟოლა, აჩქარდა.
-ჩემი წასვლის დროა.
-როგორც ინებებთ, პრინცესა. მეფე ადგილზე არ იმყოფება გარკვეული საქმის გამო, ამიტომ მე მიგაცილებთ თქვენს პალატამდე.
თავი დაუკრა და კაბით მიუახლოვდა, რათა მზადებაში დახმარებოდა.
მალევე გახდა აშკარა, რომ დალილა მეტად გამოუცდელი უნდა ყოფილიყო იმ საქმეში, რასაც დიდგვაროვან ქალთა სეფექალობა ერქვა. უხეიროდ ცდილობდა ფრთხილად მოერგო პრინცესასთვის თეთრეული. ცდილობდა ზედმეტად არ შეხებოდა, თითქოს უნდოდა კარგი წარმოდგენა შეექმნა გალკოელ ქალთა შესახებ და დიდი რუდუნებით კრავდა ხალათის თასმებს სრულად რომ ფარავდა სუსტ სხეულს.
-გთხოვთ, მომიტევოთ,-როგორც კი საიმედოდ შეფუთული დაიგულა, არეული თმაც რბილად ჩამოუვარცხნა და მობოდიშებით აიტაცა ხელში, რათა ოთახიდან გაეყვანა.
არ გაძალიანებია. ჯერ კიდეც ტერფებ გადახვეულს, რომელსაც ფეხის გულები ჭრილობებით დაფარვოდა, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა. თითქოს არც მისთვის არ წარმოეატგენდა სირთულეს მისი ხელში ტარება.
უსიტყვოდ მიიყვანა ეტლამდე, რომელიც კარებთან ელოდათ და ფრთხილად დაუშვა სავარძელზე. სანამ თავადაც შეუერთდებოდა, საგულდაგულოდ გაუსწორა მოსასხამის კიდეები და დარწმუნებულმა, რომ წესრიგში იყო, მეეტლეს ნიშანი მისცა დაძრულიყვნენ.
სიჩუმით მოცული, აზრებ გათიშული გაჰყურებდა, როგორ იცვლებოდა გარემო და როგორ უახლოვდებოდნენ ნელ-ნელა მთავარ სასახლეს. ნაცნობი სიცივე და სიცარიელე დაუფლებოდა. სურვილს, რომ არ დაბრუნებულიყო, მთელი ძალით ებრძოდა.
მალევე შეანელეს ცხენებმა სვლა და საბოლოოდ გაჩერდნენ სასახლის წინ. წესისამებრ გაუღეს კარები და თავი დაუკრეს სანამ გადმოვიდოდა. ყურადღება არ მიუქცევია ტკივილისთვის, ისე გადმოაბიჯა და წელში გასწორებულმა უზარმაზარ ნაგებობას შეავლო თვალი. კირქვით მოპირკეთებული გუმბათი, ცის თაღად გადაწოლილიყო შესასვლელში, რომლის კიდეებს ქალი ღვთაებების ქანდაკებები შედგომოდნენ. იქვე, მახლობლად მუზათა მასიური შადრევნიდან წყლის ჩხრიალის ხმა ისმოდა, ხოლო წვეთებში არეკლილი მზის სხივები, აბრჭყვიალებულ ბრილიანტებად იბნეოდა სასახლის კედლებსა და იატაკზე.
მომნუსხველი სანახაობის მიუხედავად, უსიამო გრძნობას ვერ იშორებდა ჰელლა. ის რომ ეტლიდან გადმოსულ არავინ შემოეგება, ნერვიულობას უმძაფრებდა. თითქოს საეჭვო მშვიდობას დაესადგურა სასახლეში.
ნაჩქარევად აუყვა კიბეებს და შიგნით შეაბიჯა. მხუთავი სიჩუმე ჰოლშიც კი გამეფებულიყო. თითქოს დაცლილიყო ცოცხალი ორგანიზმისგან კედლები. კარისკაცები, მოახლეები, რაინდები-ყველა გამქრალიყო.
-თქვენო უდიდებულესობავ, მისაღებ დარბაზში ვიღაც უნდა იყოს,-აქამდე ჩუმად ადევნებულმა დალილამ დაძაბულად გადაულაპარაკა.
ისიც უმალვე დაიძრა, კოჭლობა არ შეუტყვია, მტკიცედ გაემართა მისაღებისკენ და როგორც კი კარები გაუხსნეს, ადგილზე გაიყინა.
სასახლის პერსონალი, რომელიც პრინცესას პალატას ემსახურებოდა, მათ შორის მზარეულებიც და მთავარი სეფექალებიც, კედელთან ჩამწკრივებულიყვნენ. თავები ჩაეღუნათ და მხრებ აწურულთ შესამჩნევად უკანკალებდათ სხეული.
მათ წინ კი აუღელვებლად, ჩაის ფინჯანით ხელში, ეოსი ჩამომჯდარიყო. ფეხი-ფეხზე გადადებულს, შემაშფოთებლად მშვიდი გამომეტყველება გადაჰკროდა სახეზე.
-ოჰ, ადრე მოხვედი,-თავისუფალი ხელი დივნის საზურგეზე გაშალა და ზანტად ამოხედა ქალს,-გელოდებოდი, დაო.
გულისრევის შეგრძნება დაეუფლა. ნაღვლის მწარე გემო მოსწოლოდა პირში და უნდოდა იქვე ამოეღო ყველაფერი რაც დილით ეჭამა.
იცოდა, ადრე თუ გვიან დედოფალთან მოუწევდა ხლება, მაგრამ ეოსის გამოჩენას, მითუმეტეს საკუთარ პალატაში, არ ელოდა.
მის წინ მაგიდაზე, ხელუხლებელი ნამცხვრები და ხილის ასორტი ეწყო. ჩაიც დიდი ხნის გაციებული უნდა ყოფილიყო. უსიტყვოდ უმზერდა ჯერ კიდევ კარებში გაქვავებულს. დაკვირვებული თვალებით ზომავდა ტერფიდან თმის ძირამდე გალკოელთა ტანსაცმლით შემოსილს, თითქოს მის კანში შეღწევას ცდილობს მზერითო. მეტად სუსხიანი გახდომოდა გამომეტყველება. არც პრინცესას უკან მდგარი დალილა გამორჩენია, თამად რომ აეწია თავი და თვალს არ აშორებდა ქალს. მხოლოდ წამით გახედა ვიერას ტახტის მემკვიდრეს, ცივად დაუკრა თავი მისალმების ნიშნად და კვლავ ჰელლაზე გადაიტანა ყურადღება.
გესლიანმა სიცილმა გაუკვეთა ტუჩები ბარბაროსის უპატივცემულობაზე. თითქოს არაფრად აგდებდა მის სტატუსს და იმას თუ სად იმყოფებოდა. თვალები ბრაზით აენთო.
-ვხედავ, მათი კომპანიონი გამხდარხარ.
-მხოლოდ დახმარება მჭირდებოდა,-ჩუმი, მშვიდიც კი იყო ჰელლას ხმა.
-რა დახმარება?-ნელა წამოიწია ტახტიდან, მიუახლოვდა. თვალებით კიდევ ერთხელ გაზომა გაჩუმებული.
წამიც არ იყო გასული, მხუთავ სიჩუმები, გამაყრუებლად რომ გაისმა ტკაცანის ხმა.
-ისევ თავხედობას ირჩევ,-კვლავ მშვიდი ჰქონდა ტონი მამაკაცს,-გკითხე, თუ რა სახის დახმარება გინდოდა მათგან.
ნიკაპში ჩაავლო თითები, სახეზე თმა ჩამოშლილს, თავი ააწევინა. ლოყაზე წითლად დატყობოდა ნათითურები, ალბათ შეუშუპდებოდა კიდეც. თითქოს ტკივილის შეგრძნება გამქრალიყო, ვეღარაფერს გრძნობდა. მხოლოდ გული უფართხალებდა გამალებით. თითქოს შესიებოდა და ფილტვებს აწვებოდა მთელი ძალით. პირში უფრო მეტად გრძნობდა სიმლაშეს, ყელში გაჩხეროდა სიმწრის ბურთი.
ტუჩებ მოკუმულმა გაუსწორა მზერა და უხეშად მოიშორა მარწუხებად ქცეული თითები. ხვდებოდა, უფრო მეტად გააცოფა უარყოფით და როგორც კი მის შეშლილ სახეს მოკრა თვალი ძალუმად დახუჭა თვალები, კიდევ ერთი სილის მოლოდინში. იცოდა აშკარა შეურაცჰყოფას არ აპატიებდა, თუმცა არაფერი მომხდარა. თავიდან არ წაკიდებია ლოყაზე ცეცხლი, არც სიმხურვალე უგვრძნია.
-თქვენ ხართ ერთადერთი, რომელიც უპატივცემულოდ იქცევა!
მოულოდნელმა ხმამ აიძულა თვალები გაეხილა. მის უკან მდგარი დალილა წინ წამოწეულიყო და ეოსის დასარტყმელად აწეულ ხელს ძლიერად ჩაფრენოდა.
-ფრთხილად იყავით,-ჩუმად გამოსცრა და უფრო მეტად მოუჭირა თითები მაჯაზე გაფრთხილების ნიშნად.
წუთის მერე ინება გაეთავისუფლებინა. კვლავ საწყის პოზიციას დაუბრუნდა პრინცესას ზურგს უკან, თითქოს არაფერი მომხდარიყო. არაფრად აგდებდა გაშმაგებისგან სახეანთებულ ეოსს, ბარბაროსთა მიმართ დაუძლეველი სიძულვილი რომ ასახოდა სახეზე. ნება რომ მიეცათ, ალბათ თვალის დაუხამხამებლად, საკუთარი ხელით გამოღადრავდა თითოეულს ყელს და სარებზე აცვამდა. იქამდე არ მოისვენებდა, სანამ მათ კანისგან გაცლილ ლეშს არ ნახავდა დღის შუქზე. სიგიჟე ატანილს სხეული აკანკალებოდა, სისხლ მოწყურებულ მხეცს გავდა, თვალებ ჩაწითლებული. არც კი დაკვირვებია ისე მიბრუნდა იმ მხარეს, საითაც მოახლეები ჩამწკრივებულიყვნენ, და ძალუმად დაითრია ბატარა ბიჭი. სანამ ვინმე გააზრებას მოასწრებდა, მანამდე ჩაავლო ყელში თითები და გამეტებით მოისროლა ოთახის ბოლოსკენ. ბავშვის უღონოდ გაფრენილი სხეული ყრუ ბათქით მიენარცხა ცივ კედელს.
კივილმა გაკვეთა ჰაერი სისხლმა რომ იფეთქა და უსულო გვამივით დაეცა იატაკზე. წმინდა კედელი წითლად შეღებილიყო, მდიდრული ხალიჩა კი ნელ-ნელა იღებებოდა მეწამულისფრად.
ნანახისგან თავზარდაცემულს, თითქოს ყურები დაგუბებოდა, შორიდან ესმოდა ხმაური. ინსტიქტურად წავიდა ბიჭისკენ, მოუთმენლად დასწვდა გათიშულს და სხეულზე მიიხუტა. ლიბრ გადაკრულს უჭირდა მისი სახე დაენახა, ჯერ კიდევ მფეთქავ სხეულს ჩაფრენილი სასოწარკვეთილი ეძებდა ხერხს, თუ რითი დახმარებოდა. მეტალის სუნი შემოხვეოდა გარშემო. გულის რევის შეგრძნება უფრო მეტად გამძაფრებულიყი.
-თქვენო უდიდებულესობავ,-შორიდან მოესმა ხმა.
მარკიზა სინაელი ეძახდა. ეოსის ზურგს უკან მორბოდა სახეწაშლილი. ქაღალდივით გაფითრებულიყო ნანახით შეძრული.
აკანკალებული მივარდა და სასწრაფოდ გამოართვა გონება დაკარგული გაყინულს. იატაკზე დაჩოქილს, ხელებიც სისხლში ამოსვროდა, ლოყა კი საშინლად დასიებოდა.
-დაო,-ავხორცულმა ხარხარმა აიძულა მისკენ გაეხედა.
მისი ძმა შეშლილივით იცინოდა, გუგები დაწვრილებოდა და დაჟინებით მიშტერებოდა გაქვავებულს.
ნუთუ მის გენებს იზიარებდა? ნუთუ მართლა მასთან იყოფდა საერთო სისხლს.
-ჩემი ერთადერთი და სამეფო სახელს ბღალავს. არ შემიძლია ამ ყოველივეს მშვიდად ვუყურო,-საგრძნობლად დაურბილდა ტონი და ნაზად გაუღიმა.
სიყვარულით ავსებოდა თვალები, თითქოს სანატრელ სისხლსა და ხორცს უყურებდა სითბოთი სავსე მზერით.
-იცი სკანდალი, რომელიც მთელი ქვეყნის მაშტაბითაა მოდებული?
-ტახტის მემკვიდრე ხარ,-აცახცახებული თითებით ჩაფრენოდა კაბას. მთელი შიგნეულობა ამობრუნებოდა გაოგნებულს,-როგორ შეგიძლია ამის გაკეთება?
და ჩემი ძმა…
როგორ უნდოდა ეთქვა მაგრამ ვეღარ გააგრძელა. უზარმაზარი ბურთი მოწოლოდა ყელში. გაუთავებლად უწიოდა ყურები საფეთქლებ ატკიებულს. ბრაზი, სირცხვილი, მარტოობა და შიში უვლიდა კიდურებში. ეგონა საცაა აფეთქდებოდა ემოციებ აყოლილი. თავს ვერ იკავებდა, გესლით ავსებოდა ტონი.
-იცი მაინც გუშინ რა გადამხდა?
დაინახა, როგორ ჩამოერეცხა ღიმილი სახიდან და შუბლი შეეკრა. გაჭირვებით წამოიმართა ფეხზე, თითქოს უფრო გაუძნელდა სუნთქვა, სული შეუგუბდა. ცივი ოფლით დაეცვარა ზურგი და სიცივემ დაუარა. არ გაჩერებულა, უშფოთველად გაუსწორა მზერა გაღიზიანებულს, დაკვირვებით რომ ათვალიერებდა.
-არ გაბედო და მათ აღარ შეეხო,-თითქოს აღარც აინტერესებდა, რას იზამდა მისი ძმა.
სულერთი გამხდარიყო, აქვე გაუსწორდებოდა თუ როსელიასთან წაათრევდა. მაინც გადაეკვეთა ხაზი. თუ იმას ვერ დაიცავდა, რაც როგორც ამ ქვეყნის პრინცესას ერთადერთი დარჩენოდა, აღარაფერი აინტერესებდა.
-შენ…-თითქოს გვერ იჯერებს მის სიტყვებსო, გაოცება გაუკრთა თვალებში და ის იყო ხელი უნდა ჩაევლო ქალის უსიცოცხლო სახემ არევა რომ დაიწყო.
თითქოს მთელი დედამიწა დატრიალდაო, თვალებში დაუბნელდა და გული გამალებით აუძგერდა. ინსტიქტურად აიფარა პირზე ხელები შიგნეულობა რომ ამოუბრუნდა და მუცელში დავლილმა ცეცხლმა ყელში რომ ამოფეთქა. გაოცებულმა დახედა სისხლის ბლანტ მასას თითებ შუა რომ იკარგებოდა და წვეთებად უღებავდა ქაბის კალთას. მკვეთრად გრძნობდა სისხლის სუნს, ტუჩებიდან ნიკაპზე, ნიკაპიდან ყელზე რომ დადენოდა და გააზრება ვერ მოასწრო, ისე მოიცვა სიბნელემ.
-ჰელლა!-გამაყრუებელ კივილს შორის, გარკვევით ესმოდა, როგორ ეძახდა და სანამ საბოლოოდ გაითიშებოდა, ისიც იგრძნო, როგორ აიტაცეს მისი სხეული.

***
-ჰაბან.-მშვიდი იყო კაიდენის ხმა.
დინჯად გაუწოდა ხელი კატისთვალება მამაკაცს. მანაც უმალვე გაუწოდა სუფთა ნაჭერი. სისხლით შეღებვოდა მეფეს მთელი სხეული. გამშრალი შავად შეხმობოდა ტასაცმელზე. სიკვდილის ღმერთს გავდა, ქვესკნელიდან ამოსულს.
-გადავაჭარბე?-გვერდულად გამოხედა და ხელის ზურგით მოიწმინდა სახეზე ჯერ კიდევ შეუმშრალი სისხლი.
-ვფიქრობ, რომ კი.-მოკლე იყო პასუხი. შეწუხებული უყურებდა არეულს.
-შიშველი ხელი უფრო მოსახერხებელია ვიდრე ხმალი,-წარბაწეულმა გადახედა და ვითომც არაფერიო თამბაქო დააძვრინა გულის ჯიბიდან.
უშფოთველად იდგა უფორმო, სუნთქვა დაცლილ გვამებს შორის, ყელი რომ გამოღადვროდათ. ჯერ კიდევ ოხშივარ ავარდნილთ სითბო არ შეჰყინვოდათ. გუბედ იდგა დადენილი სიახლი მიწაზე, შედედებულ კოლტად წარმოქმნილიყო და მეტალის მჟავე სუნს აფრქვევდა გარშემო. საზარელი სანახაობა გადაშლილიყო, ადამიანთა სასაკლაოს გავდა ჰორიზონტი.
-თუ ასეთ მდგომარეობაში შეხვდები ვიერას არიტოკრატიას, ქრთამიც არ დაგჭირდება მოსასყიდად.-სიგარაზე ცეცხლი წაუკიდა, ეცადა თავისუფალ ხელზე ჩემხმარი სისხლი მოეშორებინა, თუმცა ამაოდ.
-ჯერ კიდევ არ მისაუბრია მათთან ამ თემაზე.-ჩვეულებრივ ზანტი იყო კაცის ტონი.
კატის თვალებას ჩაეცინა. ერთი დღეც არ გასულა მშვიდად, რაც ესტიაში ჩამოვიდნენ. სამშვიდობო ხელშეკრულების მოწინააღმდეგე მხარე, ობერდეს მარკიზის ჩათვლით, ყველანაირად ცდილობდა კონფლიქტის დაწყებას. მის მიერ მოგზავნილი მკვლელებიც ამას მოწმობდა. ჰაერში დაძაბულობა გამეფებულიყო. ვიერას სამეფო ბეწვის ხიდზე გადიოდა მშვიდობასა და უფსკრულს შორის. შუღლოს გაღვივებისთვის კი მცირე ნაპერწკალიც საკმარისი იყო.
-ყველაფერი აირია. მკვლელების გამო ტომართა კვალიც დავკარგეთ.-ამოიოხრა და მანაც თამბაქო დააძრო.
შუბლშეკრული გაჰყურებდა ჰორიზონტს. ბოშები, რომელთა კვალსაც მიჰყვებოდნენ, თვალთა ხელს შუა გაუქრათ.
როდის ექნებოდათ მათი მოკვლის მსგავსი შანსი?
-ჯანდაბა, ისე აორთქლდებიან, რომ ვეღარ მივაგნოთ. გაგვიჭირდება ისევ ვიპოვოთ.-მწარე გემომ დაუარა, გამალებით ღეჭავდა სიგარას გაღიზიანებული.
-შეგვიძლია ჯგუფი შევკრათ მათ სადევრად? გვყავს საკმარისი ხალხი?-ძლიერად მოისრისა სახე და თმებში შეიცურა თითები.
-მაგ მხრივ შებოჭილები ვართ… თუმცა ვეცდები,-წამის წინანდელი გაღიზიანება, უმალ გადაეზარდა აზარტში.
ავად აენთო ველური თვალები. წარმატების მოლოდინში, იმ სიამოვნებაზე ფიქრობდა, რასაც მათი სიკვდილით მიიღებდა. სათითაოდ დაატეხავდა თითებს, ძვლებს გადაუმსხვრევდა, ხერხემალს ამოაცლიდა, ცოცხლად გაატყავებდა…
ნეტარი ფიქრებიდან მოულოდნელად გამოიყვანეს. ექოდ ისმოდა იატაკზა მოსიარულის ხმა. მძიმე, ჩქარი ნაბიჯებით უახლოვდებოდათ ნაცნობი.
-დალილა,-ღიმილით შეეგება ჰაბანი მოსულს.
ქალს სახეზე ნერვიულობა შეპარვოდა, თვალებში შეშფოთება დაუდიოდა. აშკარა იყო, სასწრაფოდ გამოსულიყო მათ მოსაძებნად.
-პრინცესამ გონება დაკარგა.
კაიდენს თვალები მოეჭუტა, თავის აქნევით ანიშნა გაეგრძელებინა. მშვიდად უსმენდა მონათხრობს, სახეზე ნაკვთ შეუხრელს, ინდიფერენტულობა შეხმობოდა სახეზე. თითქოს არც აინტერესებდა.
როცა დაასრულა, მხოლოდ მაშინ გაუსწორა თვალი ქალს, უმნიშვნელოდ გაუღიმა.
-მე მგონი გითხარი, რომ მასზე მიგეხედა, დალილა.
დამწვარი თამბაქოს კვამლი, ნელა, მონოტონურად ეკვროდა სახეზე და უკვალოდ იფანტებოდა ჰაერში. ლოყაზე კვლავ აჩნდა სიახლის კვალი, შეუწუხებელ, უდარდელს გავდა ერთი შეხედვით. თვალები უელავდა მხოლოდ.
-შენ კი აქ ხარ.-მისი ხმა ზედმეტად მშვიდი იყო.
თითქოს ატმოსფეროს ჟანგბადი გამოაცალესო, მათ გარშემო ჰაერი დამძიმებოდა.
ნათელი იყო, როგორ დაეცალა სახე ფერისგან ქალს და ტუჩები მოებრიცა. სხეულ გაყინულს, თითქოს ლოდები დააწვნენ ზურგზეო, მუხლები მოეკვეთა და დარცხვენილმა დახარა მეფის წინ თავი.
-მეორედ მსგავს შეცდომას ნუღარ დაუშვებ,-თეთრ კვამლს ამოაყოლა ჩუმი სიტყვები, გვერდულად დახედა მიწაზე დამხობილს-წამოდექი.
კიდევ ერთხელ დაუკრა თავი და ნელა წამოდგა. მზერით კვლავ მიწას მიჩერებოდა. მის გვერდით ჩამომდგარი ჰაბანიც გასუსულიყო. ჩვეულებრივ აქტიურს, ხმა ჩაეკმინდა. ყველაზე მწტად რაც ზარავდა, კაიდენის ჩუმი სიბრაზე იყო. თვალწინ ის მოვლენები უტრიალებდა, რისი მომსწრეც მასთან ყოფნის პერიოდში შესწრებოდა. წამით მოუნდა რომ შორს, თავის უდაბნოს დაბუნებოდა. თავის საყვარელ აქლემთან და ცხენთან ერთად. პალმების ოაზისში.
-სისხლი აღებინა…-კაიდენის სიტყვებმა გამოიყვანა ოცნებიდან, ხმა ფიქრიანი გახდომოდა,-უცნაურია.
უჩუმრად გაცვალა მზერა დალილასთან, წარბი აუწია. თითქოს თვალებით უთხრა, ერთ დასკვნამდე მივედითო და უსიტყვოდ ანიშნა რამე ეთქვა. ქალმა მტკიცედ გადააქნია საპასუხოდ თავი. უწინდელი დატუქსვის გამო, ზურგი არ ქონდა იმის, ხმა ამოიღო.
ჰაბანს ჩუმი ოხვრა ამოხდა, დანებებულმა გადაატრიალა თვალები. ეცადა ისეთი სიტყვები მოეძებნა, რომლითაც რაც შეიძლება წესიერად გადმოსცემდა აზრს.
-ეს იმის გამო არ არის, გუშინ რომ აწვალე?-მაინც ვერ შეძლო წინადადება დაესრულებინა, ხმა გაუწყდა ანერვიულებულს.
-შეიძლება…-ზანტად გაეცინა პასუხად, ისევ ამოაძვრინა თამბაქოს ღერი და ინტერესით დააკვირდა,-მხოლოდ მცირე რაოდენობით გავასინჯე.
-ეგ ადამიანებისთვის ხომ საწამლავია.
-სამკურნალოდაც შეიძლება, თუ სწორად გამოიყენებ,-ჩუმად გადაულაპარაკა დალილამ, სიგარაზე მიჩერებულს გაუსწორა თვალი.
თითქოს მოგონებებში დაფრინავდა კაცი, მშვიდად ათამაშებდა თითებში მსხვილ ღერს.
-არ ფიქრობთ, რომ ვიერას სასახლის კედლებში, რაღაც ხდება?-ღიმილით ახედა მიჩუმებულებს და მუჭში მოქცეული თამბაქო, ფერფლად აქცია.

***
ეხლაც და მანამდეც, მსუბუქი თავბრუსხვევა, რომელსაც პერიოდულად გრძნობდა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო მისთვის. დედოფლის მკაცრი დიეტა, ინსომია თუ დაძაბული გრაფიკი, მიზეზი იყო მისი განუწყვეტელი ცუდად ყოფნისა. მაგრამ მსგავს შედეგამდე არასდროს მისულა. შიმშილობა დიდიხნის შეჩვეული გრძნობა იყო, აჩრდილივით რომ დაყვებოდა კუდში და უკვე სუნთქვასავით ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდა. თუმცა სისხლის ღებინება პირველი იყო.
ბურანიდან გამოსულს, პირველი რაც შეეგება ბარონესა ადელეს ჩასიებული თვალები და შეშუპებული სახე იყო. ცრემლების კვალი ჯერ კიდეც აჩნდა ლოყებზე, გაუჩერებელი სრუტუნისგან ცხვირიც აწითლებოდა.
-თქვენო უდიდებულესობავ!-ქვითინით ამოთქვა, როგორც კი დაინახა გონებაზე მოსული და საწოლს გადაემხო.
მის ხმაურზე, ოთახში გაფანტული სეფექალებიც სირბილით მივარდნენ პრინცესას სამყოფელს. ახმაურებულები შემოეხვივნენ გარს შეუწყვეტელი კითხვებით, თუ როგორ გრძნობდა თავს.
ჯერ კიდევ დასუსტებულს, ძალა არ შერჩენოდა წამოწეულიყო. ადელეს მისცა ნება წამოეჯინა და ოხვრით მიეყრდნო ბალიშს.
ოთახი ჯერ კიდევ მსუბუქად ბრუნავდა. ოფლისგან სველ ყელზე, შემაწუხებლად მიკრობოდა თმა.
-თავს როგორ გრძნობთ თქვენო უდიდებულესობავ?-ატირებული ჩაფრენოდა ადელე მის სუსტ მკლავს.-მთელი დღის განმავლობაში უგონოდ იყავით. მთელი სასახლე არეულობამ მოიცვა. ტახტის მემკვიდრე შეძრწუნებული იყო, სამეფო მკურნალები ლამის სიცოცხლეს გამოასალმა. გვეგონა სანამ გამოფხიზლდებოდით, ყველას ცოცხლად დაწვავდა,-მომხდარის გახსენებაზე ჟრჟოლა უვლიდა სხეულში.
ჰელლას არ უნდოდა მოესმინა. მისი სახელის გაგონებაც გულის რევას გვრიდა. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა, თავ გახეთქილი ბავშვის უსულო სხეული და სახეზე დაშვებული მძიმე ხელი.
-მართლა გვეგონა, რომ რამე უფრო სერიოზული გჭირდათ, თქვენო უდიდებულესობავ,-მარკიზა სინაელიც აცრემლებულიყო. დიდი სიფრთხილით გაუწოდა წყლით სავსე ჭიქა ფერზე მოსულ ქალს.
ადამიანური ფერი ნელ-ნელა უბრუნდებოდა.
-ობერდეს მარკიზი სად იმყოფება,-გაჭირვებით გადაყლაპა წყალი ყელ ამწვარმა. მეტალის გემოს ჯერ კიდევ გრძნობდა.
-თავის სასახლეში, სრულიად შერცხვენილი,-სიცილს ვერ იკავებდა მარკიზა,-რომ იცოდეთ, როგორი დამცირების მსხვერპლი გახდა.
-რა მოხდა?-წარბები აეზიდა ინტერესით.
-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც გავრცელდა, გუშინ ღამე უპოვიათ სრულიად გათიშული სასმლისგან. ბანკეტის დასასრულს, როცა დიდებულები წასასვლელად ემზადებოდნენ, მას გადაეყარნენ ბაღში.-აშკარა მხიარულებას ვერ მალავდა ქალის ხმა,-წელს ქვემოთ შიშველი და ფეხ მოტეხილი, შადრევანს ყოფილა გადაყუდებული.


***
-თქვენო უდიდებულესობავ,-მორიდებით დაეხარა თავი ადელეს საწოლის წინ აყუდებულს. ნერვიულად ტეხავდა თითებს. ხმაში აკანკალებული ყოყმანი შეპარვოდა.
მას შემდეგ, რაც ყველა დაითხოვა, ბარონესა დარჩენილიყო მასთან. ეტყობოდა განმარტოებით სურდა საუბარი, მაგრამ თავს ვერ აბამდა. ანერვიულებული იკვნეტდა ტუჩებს იმის ფიქრში, თუ როგორ მოეძებნა საჭირო სიტყვები.
-მე… მე მინდოდა მეთქვა რომ…-ხმა გაუწყდა, ხმაურიანად გადაყლაპა მერწყვი. ეგონა დაიხრჩობოდა,-მე ვიყავი, რომელმაც გამოგიცვალეთ… მარტო.
როგორც იქნა თვალი გაუსწორა. უამრავი ემოციით არეოდა სახე ქალს.
-თქვენო უდიდებულესობავ… გქონდათ… იყო არასასურველი ზეწოლა თქვენს ურთიერთობაში?
ნაკვალევი, რომელიც კაიდენს ჰელლას სხეულზე დაეტოვებინა, აშკარად ახვედრებდა მნახველს მომხდარს. თითების, კბილების, ტუჩების კვალი გაბნეულიყო მთელ მის სხეულზე, წარმოდგენას უქმნიდა უცხოს ძალადობრივი რომანისა. ბარონესა ალბათ მთელი დღის განმავლობაში კედლებზე გადიოდა იმაზე ნერვიულობაში თუ რა გადახდებოდა მის ქალბატონს. რასაც მისი ამჟამინდელი სახეც მოწმობდა. ნერვიულობისგან ტუჩები გალურჯებოდა, კაბის კალთის წვალებას არ წყვეტდა თითებით.
-არა. არანაირი არასასურველი ურთიერთობა არ ყოფილა,-პრინცესას ხმა იმდენად მშვიდი იყო, უარყოფა არც უფიქრია.
ახალმა აზრმა ნაჯახივით დაჰკრა თავში.
-მაშ… ამ შემთხვევაში… თქვენი პარტნიორი…-ხმა ჩაუწყდა გაოგნებულს, თითქოს ვერ წარმოედგინა,-შესაძლებელია… ბა…გალკოელთა მეფე?
იმის გააზრებამ, რომ შესაძლოა სექსუალური ურთიერთობა პრინცესას უცხოტომელთან ჰქონოდა, იმაზე დააფიქრა თუ რა უნდა ეწოდებინა მათთვის.
ჰქონდა კი უფლება, დღეიდან ბარაბაროსებად მოეხსენებინა?

***
-აქ დამელოდეთ,-ეოსის ხმა სიბრაზით იყო სავსე.
გინებით ჩამოვიდა ექსტრავაგანტულად მორთული ეტლიდან, სამეფო ემბლემა რომ გამოსახულიყო და ნაჩქარევად აუყვა დედოფლის სამყოფლის კიბეებს. მთელ სასახლეში, ყველაზე დიდებული ნაწილი სწორედ მეფის კონსორტს ჰქონდა დაკავებული. სიმდიდრით, ელეგანტურობით და სიადიადით გამორჩეული პალატა, ყოველთვის სავსე იყო მოახლეებით და გარე სტუმრებით. ძვირფასეულობაში იყო ჩასმული კედელზე გამოფენილი ნახატის ჩარჩოები. ულამაზესი ქანდაკებებით, ლამის ჭერამდე აწვდილი ოქროს შანდლებით და ბროლის ჭაღებით, თვალს ჭრიდა მნახველს. თუმცა ისმ სიმძიმეს, რასაც თითოეული კედელი აფრქვევდა, ვერაფერს უხერხებდა სიმდიდრეში ჩაფლული გარემო.
ჰაერიც კი იმდენად დაგუბული იყო, თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა ადამიანს. მისი პატრონივით მომნუსხველი და ამავდროულად შხამიანი იყო მთელი პალატა.
-თქვენო უდიდებულესობავ,-როგორც კი კარები გაუღეს, მაშინვე მოჰკრა სავარძელზე მოკალათებულ ბარონ ვიდლსტონს თვალი, მის დანახვაზე ფეხზე რომ წამოხტა.
პატივით დაუკრა თავი და მიესალმა.
ყურიც არ შეუბერტყია, დედოფალს გაუსწორა მზერა, რონელიც ღიმილით შეეგება სანატრელს.
სავარძელზე გაწოლილს ფეხებთან თეთრი მელიის ბეწვი გაეფინა. შიშველ ტერფებს ნებიერად ასრიალებდა რბილ ბეწვზე. აბზინვარებული, ხშირი კულულები ჩანჩქერად დაჰყროდა მხრებზე და ანთებული მწვანეები, ლამაზად უბრწყინავდა.
საოცრად ნორჩი და ლამაზი იყო დედა დედოფალი. ახალგაზრდობას ასხივებდა მთელი თავისი სხეულით.
-დაგვეწვიე,-ზანზალაკის წკრიალივით გაისმა მისი მელოდიური ხმა. თავისკენ იხმო შვილს.
-ვფიქრობდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა ამ ულამაზესი ბეწვისგან,-გაამზიარულებულს გულწრფელი ბედნიერება დაჰკრავდა სახეზე.
-დიდ ამბავს ქმნი,-მიუხედავად უხეში სიტყვებისა, ხმა რბილი ჰქონდა ეოსს.
-ნუ აფუჭებ განწყობას, ძვირფასო,-ტუჩები აიბზუია როსელიამ წყენის ნიშნად.
როგორც სრულყოფილი დედოფალი, არცერთი ემოცია არ ეპარებოდა. ელეგანტურად მიწოლილს უნაკლო ღიმილი გადაჰკროდა ტუჩებზე.
თითქოს იგრძნოო, ბარონი ვიდლსტონმა მობოდიშებით დაუკრა თავი, ფეხზე წამოდგა და უმალ დაეთხოვა დედა-შვილს.
ოთახში მარტო დარჩენილთ, ეოსს აღარ დაუმალავს სიბრაზე. აშკარა გაღიზიანებით მიაჩერდა დედამისს.
-შენ იყავი?
-მე?-გულწრფელი გაოცება გამოესახა სახეზე ქალს.
-პრინცესამ სისხლი აღებინა სანამ გონებას დაკარგავდა,-კბილებში გამოცრა,-გეკითხები, შენ იყავი ვინც ის მოწამლა?
ეგრევე არ გაუცია პასუხი. მაშიდად უყურებდა გაავებულს, ცოფებს რომ ყრიდა მის ოთახში. თითქოს აცდიდა ბოლომდე დაცლილიყო.
ნელა ააფახულა გრძელი წამწამები, ტყესავით რომ შემოკროდა თვალებზე. ნელა გაუღიმა.
-რატომ ფიქრობ, რომ ეს მე გავაკეთე?
-იმიტომ რომ, ეს არის ის რასაც შენ ჩვეულებრივ სჩადიხარ ხოლმე!-ქალის სიმშვიდეს უფრო მეტად გაეღიზიანებინა ეოსი. თვალები სიბრაზისგან ანთებოდა.
-ეოს, ჩემო საყვარელო შვილო,-ჩუმად ამოიოხრა და მსუბუქად წამოიმართა ფეხზე.
ნელა მიუახლოვდა ხელებ მომუშტულს და ნაზად მოეხვია სხეულზე.
სურვილს რომ ხელი ეკრა და მოეშორებინა, კბილებით იჭერდა. ჟრჟოლამ დაუარა, როგორც კი მისი შეხება იგრძნო. სუნთქვა წამით შეეკრა და გაშეშებული მიენდო ქალის ნაზ ხელებს, მონოტონურად რომ ეალერსებოდნენ თავზე.
-მეგონა, რომ ის შენი იყო,-ყურთან გაისმა ქალის ჩუმი, მელოდიური ჩურჩული,-რატომ შევეხებოდი იმას, რასაც შენ ფლობ?
-დედა…
-რატო ღელავ?-ოდნავ მოშორდა, შუბლშეკრულს ალერსით გაუღიმა,-გეშინია, რომ მოგპარავენ? ვიღაც… ბარბაროსები?
-მე მის უბიწოებაზე ვდარდობ,-მლაშედ ამოთქვა გაღიზიანებულმა.
-აჰ, ნუ ღელავ, ჩემი შვილო,-სიხარულით გაუცინა, კვლავ მოეხვია მხრებზე. მონოტონურად აჩურჩულდა,-როგორც კი მოლაპარაკებები დაარულდება, მეფის მემკვიდრედ გაღიარებენ.
მისი სიტყვები იავნანასავით ჩაესმოდა ყურში. დამამშვიდებლად დაუდიოდა სხეულში. სიბრაზე სადღაც გამქრალიყო. უწინდელი ბობოქარი ემოციები ჩამცხრალიყო და სიმშვიდე გამოსახვოდა ლამაზ სახეზე.
-დამიჯერე, ჩემთვისაც გასაკვირი იყო, როცა მისი მდგომარეობის შესახებ მაუქყეს,-შეწუხებულმა აზიდა თვალები . დარწმუნებით ახედა შვილის ცისფერ ირისებს,-როცა ინახულებ, გთხოვ ჩემი მოკითხვა გადაეცი. მინდა მალე გამოჯანმრთელდეს.
-კარგი, მაგრამ გარკვეული დრო უნდა მოეშვა.-გამაფრთხილებლად გადახედა.
-კარგი, სანამ სრულად არ გამოჯანმრთელდება. მანამდე მის განრიგს თავიდან შევადგენ…
-არა!-მოულოდნელად იფეთქა და მასზე მოხვეულს მოშორდა.-არ მიუახლოვდე! არასდროს!
როსელიას სახე მოერყა. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. შვილის მსგავსმა წინააღმდეგობამ უსიტყვოდ დატოვა. თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ნაკვთ ვერ იმორჩილებდა გაოგნებული.
-მაგრამ ამას შენ გამო ვაკეთებ!-წამოიძახა სუსტად.
სახე გაფითრებულს ეოსი აღარ შეპასუხებია. არ უნდოდა გაეგრძელებინა დავა და იმაზე ჩხუბი, თუ რა იყო საჭირო და რა არა.
დედამისის და თავისი შეხედულებები გარკვეულ მოქმედებებთან დაკავშირებით სრულიად სახვადასხვა მიმართულებით მიდიოდა და არ აპირებდა ამის განხილვას.
ქალს შეძრწუნებისგან ხმაურიანად აუდიოდა მკერდი. სახე გაფითრებულს თუჩები მწარედ მოკუმოდა. თვალებს არ აშორებდა მდუმარედ ქცეულ შვილს.
მხოლოდ რამდენიმე წუთში მოვიდა გონს, სუნთქვა დაიმშვიდა. ისევ იგივე დედოფლად იქცა, როგორიც აქამდე იყო. ელეგანტურმა ღიმილმა გაუპო ტუჩები. თვალებიც ზრუნვით აევსო.
-ამას არასდროს ვიზამ, ეოს.-ნაზად დაუყვავა შუბლ შეკრულს.
-ვიმედოვნებ.
-მისგან შორს დავიჭერ თავს, როგორც შენ გსურს,-ფრთხილად მოაჭდო ნატიფი თითები შვილის მუშტად შეკრულ ხელს,-მაგრამ გთხოვ, ჩემზე ნუ იყრი ჯავრს.
ფრთხილად გაუშვა და გრაციოზულად გატრიალდა. სავარძელს მიუახლოვდა მელიის ბეწვს დაწვდა. სიცილით მოხვია მკლავები და გულზე მიიკრა.
-იქნებ დროა ბარბაროსებს ვეწვიო? შენც ხომ არ დაგვეწვეოდი სადილზე?-სახე ანთებულს სიყვარულით გათბობოდა თვალები.-მინდა შემდეგ ნახირობაზე, მელიის ნაცვლად შველი მოინადირო, რას იტყვი?
-რა თქმა უნდა,დედა,-ამოიოხრა ეოსმა.
დედამისთან მისი კამათი არასდროს არ გრძელდებოდა დიდხანს.



№1  offline წევრი Niako261995

რაუნდა კაიდენს?ნუთუ იყენებს ჰელას და არც ისე ძალიან ადარდებს,როგორც მანამდე ჩანდა?

 


№2 სტუმარი სტუმარი ane

უფრო და უფრო საინტერესო ხდება! საერთოდ ვეღარ ვიგებ რა ხდება, მაგრამ რაც ხდება ზედმეტად კარგია!! ეს თავი გაუგებრობა იყო ჩემთვის და ერთიიი სული მაქვს გაგრძელება წავიკითხო! ერთი ის ვიცი, რომ ჰელას ძმა არ მომწონს... კაიდენის და ჰელლას კვეთა წარსულში ძალიან მაინტერესებს, მოკლედ არ ვიცი რა :დდ ყველაფერი მაინტერესებს და მინდააააა წაკითხვა <333
გელოდები! იმედია უკეთ ხარ <3

 


ისტორია ნამდვილად ძალიან საინტერესოა და განვითარებაც შესანიშნავი აქვს, მაგრამ ძალიან ვამსგავსებ "სამეფო კარის თამაშებს".

 


№4  offline წევრი PARVENU

გამარჯობაა, როგორ ხართ?
იმედია ძალიან არეული თავი არ იყო, ვეცადე შედარებით ინფორმირებული ყოფილიყო.
ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვიის.
ვეცდები ამ დაღეებში ისევ ავტვირთო, თუ მომცეს საშუალება.
ჰომ, რაც შეეხება სიუჟეტს, თითქოს გავს, მაგრამ თან არა :D მალევე მიხვდებით უკვე რამდენიმე თავშიი. მიხარია თუ ინტრიგას ხედავთ.
გილოცაავთ კიდევ ერთხელ დამდეგს.
--------------------
Parvenu

 


№5 სტუმარი Ana-maria

ძალიან საინტერესო უცნაური ამბები დატრიალდა ამ თავში. კითხვის ნიშნები გაჩნდა. იმედია სიფრიფანა ჰელლას ცუდი არაფერი ემუქრება. მოუთმენლად ველი ახალ თავს. წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.

 


№6 სტუმარი სტუმარი ...

ვაკვირდები და როგორ უხდება ფოტოები ისტორიას, ზუსტად ასეთი არარეალურად ბუნებრივი წარმომიდგენია ჰელლა. საოცარი ისტორიაა და ყოველდე შემოვდივარ ამის გამო.
გოთს საერთოდ არ გავს, საერთოოდ! უბრალოდ ეპოქა ისეთი რამეა, მაინც გრძნობ იმ სერიალების და წიგნების გავლენას, რადგან იქ ნანახს აცოცხლებ ისტორიის კითხვისას. მე ვერანაირად ვამსგავსებ გოთს, ჰელლას თეთრ თმას თუ არ ჩავთვლით :დდ
წავიკითხე კომენტარებში, რომ კორონას გამო შეუძლოდ ყოფილხარ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვს უკვე!!<3 გამოჯანმრთელებას გისურვებ! <3

 


№7 სტუმარი ია

ისეთ ბანძ ისტორიებს იმდენი გამოხმაურება აქვს და ამას არა... გასაგებია მკითხველთა კატეგორია

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია,მაგრამ დავიბენი .მართლა რა საშინელება გადახდა ამ გოგოს.საცოდავი ესე ძაან რას აწამებენ ძალიან დაძაბულობას მინდა მალე გავიგო ყველაფერი ამ კაუდენმა. გამაკვირვა ისე იქცევა სულ არ ადარდებს ჰელა ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

 


№9 სტუმარი ნია

ჩაიხლართა მივლენები... გაგრძელება როდის იქნება?

 


№10  offline წევრი Margo Tokyo

აქამდე ვერ გამოვჩნდი, მაგრამ იცოდე, რომ მხოლოდ ამ ისტორიისთვის შემოვდივარ და დადებისთანავე ვკითხულობ bowtie
სიტყვები არ მყოფნის იმდენად სასწაული ამბები ხდება აქ! კაიდენი არის ღმერთკაციი და სააააშინლად მაინტერესებს რა ჩახლართულობებია ;დდ მალე დაგვიბრუნდი რაა heart_eyes
პ.ს იმედია გამოგწერეს და თავს უკეთ გრძნობ!! დაგვააპდეითე ხოლმე.

პ.ს ჰელლას ძმა ხომ არ მოგვეკლაა:))

 


№11 სტუმარი სტუმარი ლეილა

დადებას აღარ აპირე

 


№12  offline წევრი gvancacuna

როგორ მიყვარს შენი ყველა ისტორიააა .მოითმენლად ველოდები გაგრძელებას ????დიდი ხანია ესეთი კარგი ოსტორია არ წამიკითხავს ,დასრულებას ველოდი მაგრამ ვერ მოვითმინე????

 


№13  offline წევრი PARVENU

გამარჯობაა. შობას გილოცავთ დაგვიანებით. სამწუხაროდ მდგომარეობა გამირთულდა და შემოსვლა ვეღარ მოვახერხე რომ ახალი ამეტვირთა. ხვალ დაიდება მომდევნო თავი, საკმაოდ დიდი და მოცულობითი. რამდენიმე ეპიზოდით. გილოცავთ კოდევ ერთხელ და მრავალს დაესწარიით ^^ <3
--------------------
Parvenu

 


№14  offline წევრი gvancacuna

PARVENU
გამარჯობაა. შობას გილოცავთ დაგვიანებით. სამწუხაროდ მდგომარეობა გამირთულდა და შემოსვლა ვეღარ მოვახერხე რომ ახალი ამეტვირთა. ხვალ დაიდება მომდევნო თავი, საკმაოდ დიდი და მოცულობითი. რამდენიმე ეპიზოდით. გილოცავთ კოდევ ერთხელ და მრავალს დაესწარიით ^^ <3

სად არის დაპირებული მომდევნო თავი ? (((

 


№15 სტუმარი სტუმარი lili

dghes ar daideba??

 


№16  offline წევრი PARVENU

უკვე ატვირთულია თავი. დიდიხნის უკან დავდე, როგორც ჩანს ჯერ დადასტურებას ელოდება. სავარაუდოდ მაელევ დადებენ ადმინებიი. <3
--------------------
Parvenu

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent