შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღაური ( 2 )


7-01-2022, 13:02
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 812

თოვამ იმატა, ისე ბარდნიდა უკვე აღარაფერი ჩანდა, კაკი დაძაბული მართავდა ავტომობილს და დროდადრო სარკიდან საბასკენ მზერას აპარებდა.
- უკან უნდა გავბრუნებულიყავით, ახლა რომც გვინდოდეს მაინც ვეღარ დავბრუნდებით გზა ჩაკეტილია, არადა გოგო დაჭრილია, იქ რა უნდა მოვუხერხოთ, როგორ უნდა მოვუაროთ, -გიგა ძალიან ღელავდა და გაფითრებულ, ტუჩებგალურჯებულ გოგონას თვალს ვერ აშორებდა, საბა ხმას არ იღებდა, მაგრად იხუტებდა, გათოშილ სხეულს გულში.
- ასე რატომ უნდა მომხდარიყო, რაღა მაინცდამაინც ასე, -ჩაიჩურჩულა და გახურებული ტუჩებით გაყინულ შუბლზე აკოცა ცეცხლისფერთმიანს.
- ცოტაც გაუძელი ანგელოზო, სულ ცოტაც...
- ის არის არა?
- ჰო ნიკუშ ის არის, წარმოგიდგენია? რამდენი თვეა ვეძებ, ერთი ღამეც კი არ მძინებია ნორმალურად, ახლა კი ლამისაა ხელებში ჩამაკვდეს.
- მოვედით, -კაკის ხმის გაგონებისას შვებით ამოისუნთქა, კარი გააღო და ხელში ატატებული გადაიყვანა გოგონა, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე აიყვანა და საკუთარი საძინებლის კარი შეაღო, საწოლზე დააწვინა ფეხზე გახადა, გათოშილ სხეულზე თბილი საბანი გადააფარა და თვითონაც იქვე ჩაიმუხლა,
- გათბობა ჩავრთე, ცოტა ხანში დათბება, -კაკიმ საძინებლის კარი მიხურა და საწოლს მიუახლოვდა, -ახლა რა უნდა ვქნათ?
- მაგას მე მეკითხები ექიმი კაცი? შენი აზრით ასე მშვიდად რატომ ვარ? მიდი ხელები დაიბანე და საქმეს მიხედე, ნახე რა სჭირს.
- გაგიჟდი? ჯერ დიპლომიც კი არ მაქვს, რომ ჩავერიო და რამე დაემართოს ვერც ვერასოდეს ვეღირსები, თანაც თან არაფერი მაქვს, შეხედე, -საბანი გადახადა, ჯემპრი აუწია და პატარა ნახვრეტი დაანახვა საიდანაც სისხლი მოჟონავდა,
- ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული, ტყვია შიგნით არის ჩარჩენილი, როგორ უნდა ამოვუღო? თან კი არ დავატარებ ოპერაციისთვის საჭირო ინსტრუმენტებს.
საბამ თვითონაც კი ვერ გაიაზრა ისე წამოდგა ფეხზე, კაკის გულისპირში ჩაავლო ხელი, მაღლა ასწია და მთელი ძალით მიახეთქა კედელზე,
- ახლა შენ რას მეუბნები, დაჯდები და ასე უყურებ როგორ მოკვდება? გირჩევნია წუწუნს შეეშვა და მოიფიქრო რისი გაკეთება შეგიძლია თორემ თუ იმის გამო დაიღუპა რომ შენ ხელის განძრევის შეგეშინდა, იცოდე მერე მართლა არაფერში აღარ დაგჭირდება ის წყეული დიპლომი.
პირველად შეეშინდა კაკის ბავშვობის მეგობრის და პირველად შეეშინდა საბას საკუთარი თავის როცა კაკის თვალებში მის მიმართ შიში დაინახა, უღონოდ ჩამოუშვა ხელები ძირს.
- მაპატიე ძმაო, არ ვიცი რა მჭირს, თავს ვერ ვაკონტროლებ,
- მესმის შენი, მართლა მესმის, -კაკიმ გაწითლებული ყელი დაიზილა, -უბრალოდ შემაშინე, ისეთი სახე გქონდა, მეგონა მართლა დამახრჩობდი, -საბას არეული სახის დანახვისას გაეღიმა.
- დროს ნუღარ დავკარგავთ, წამოდი მაჩვენე ნათია დეიდა სად ინახავს პირველადი დახმარების ყუთს და სხვა მაგდაგვარ ნივთებს.
საბამ კიდევ ერთხელ გადახედა საწოლზე გაუნძრევლად მწოლ სახეგაფითრებულ ცეცხლისფერთმიანს, ღრმად ჩაისუნთქა, ხელი ნერვიულად გადაისვა აჩეჩილ თმაზე და სწრაფი ნაბიჯით გავიდა საძინებლიდან.
ბედად კაკიმ ყველაფერი იპოვა რაც სჭირდებოდა, საძინებელში რომ დაბრუნდნენ, გოგონა უკვე გონს მოდიოდა, თვალებს უმწეოდ აცეცებდა ირგვლივ და ამაოდ ცდილობდა წამოჯდომას, დაბინდული მზერით უყურებდა როგორ მოიჭრა საბა საწოლთან და ჩაიმუხლა, მისი ხელი ათრთოლებულ ხელებში მოიქცია და ამღვრეული მწვანე თვალები მიანათა, ამ თვალებს სიკვდილის პირას მყოფიც კი იცნობდა ევა, თვალებს რომელთაგან გაქცევასაც უკვე რამდენიმე თვეა ასე უშედეგოდ ცდილობდა, -დამთხვევაც ამას ჰქვია, -გაიფიქრა და გაუცნობიერებელმა ღიმილმა გაუნათა გაფითრებული სახე.
- წყნარად იწექი, დაჭრილი ხარ, მაგრამ ჩვენთან არაფერი გემუქრება, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ არაფერს დაგიშავებთ, -ხმაც გამოხედვასავით თბილი ჰქონდა საბას.
- ევა, -ძლივს ამოთქვა დაჭრილმა და გამშრალი ტუჩები მოილოკა.
- რაა? -საბას ეგონა მოესმა.
- ევა მქვია და სულაც არ ვფიქრობ რომ რამეს დამიშავებ, არამგონია შენი თვალების პატრონს ვინმესთვის რამის დაშავება შეგეძლოს.
- პატარა პრობლემა გვაქვს, -კაკი როცა მიხვდა რომ ერთ ადგილზე გაშეშებული და ევას მომღიმარ სახეს მიშტერებული საბა, მეტისმეტი აღელვებისგან ხმას ვეღარ იღებდა, ჩარევა გადაწყვიტა.
- რა ხდება? -ისე იკითხა საბამ ევასთვის თვალი არ მოუშორებია.
- ტყვიას ვერ ამოვიღებთ, გამაყუჩებელი არ გვაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ გაუძლებს,
- გავუძლებ, -საბას არაფრის თქმა არ დააცადა ევამ, -ეს არაფერია, ამაზე უარესებისთვისაც გამიძლია, დაიწყეთ და რაც შეიძლება მალე ამოიღეთ ეს მეტალის ნაგლეჯი, რაც მეტ დროს დავკარგავთ მით მეტად გამიჭირდება გამოჯანმრთელება.
- დარწმუნებული ხარ? -საბამ ფრთხილად ჩამოუსვა ხელი ბალიშზე უწესრიგოდ დაყრილ თმებზე და მხიარულად მოციმციმე თვალებში ჩახედა, თავგზას ურევდა ეს პატარა წითურთმიანი საოცრება, გათოშილი, დაჭრილი, სისხლნაკლული, გაფითრებული სახით და ჩაშავებული უპეებით, იწვა გაუნძრევლად, სრულიად უცხო მამაკაცის საძინებელში, ხელს ხელზე მაგრად უჭერდა და ისე უღიმოდა, ადგილზე აშეშებდა, ადნობდა და ლაპარაკის უნარს უკარგავდა.
- გინდა სასმელი მოგიტანო? -ძლივს ამოთქვა შეცვლილი, ჩახლეჩილი ხმით,
- სასმელი? რატომ? -გაიკვირვა ევამ.
- იქნებ ცოტა რომ დალიო უფრო ადვილად აიტანო ტკივილი.
- საჭირო არ არის, მიდი დაიწყე, -ანიშნა კაკის და საბას ისე მაგრად მოუჭირა ხელი რომ ბიჭს ტკივილისგან წარბები შეეჭმუხნა, უკვირდა საიდან ჰქონდა ამ სიფრიფანა გოგოს ასეთი ძალა.
- ახლა ეცადე რომ არ გაინძრე, ვერ გეტყვი რომ არ გეტკინება, ასე რომ წინასწარ მაპატიე და ეცადე არანაირი მოძრაობა არ გააკეთო კარგი?
ევამ უხმოდ დაუქნია თავი კაკის, კბილი კბილს დააჭირა, თვალები დახუჭა და იმ თვეების მოგონებები ამოუტივტივდა გონებაში როცა სულ ამაოდ ცდილობდა საბას მწვანე თვალების დავიწყებას.
- - - - - -
- მგონი ზედმეტი მოგდის, ამდენი მუშაობა არაფერს კარგს არ მოგიტანს, უკვე ახალ საქმეს ითხოვ არადა წინა საქმეზე სრულიად გასაგებად გითხარი რომ ერთ კვირაში უნდა მოგეგვარებინა, -სიმონმა საქაღალდე სამზარეულოს მაგიდაზე დაახეთქა და ბლინების მზადებაში გართულ ევას მხარზე უხეშად მოუჭირა ხელი.
- დაანებე მაგ ოხერ ბლინებს თავი და მე შემომხედე რომ გელაპარაკები.
- შენ თვითონ დაანებე ჩემს მხარს თავი და ხმას დაუწიე თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, -ისეთი ხმით უთხრა რომ სიმონმა ცივად ჩამოსწია ხელი.
- უკვე აღარ ვიცი რა გიყო ევა, ასე რატომ იქცევი? რატომ არ გესმის ჩემი, უკვე რამდენჯერმე ზედიზედ დაარღვიე წესები, იმ საქმის ორ დღეში დასრულება რომლის დასრულებასაც ერთი კვირა სჭირდება, ისევ შენთვისაა ცუდი, გეგმას გადაუხვიე...
- ამით ვინმეს რამე დავუშავე? არაფერი გაფუჭებულა, როგორც ყოველთვის ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.
ევამ ჩაი დაისხა, ბლინები თეფშზე დაახვავა და მაგიდას მიუჯდა,
- რა მოხდა სიმონ, გისაყვედურეს? ამიტომ ხარ ასეთი გაბრაზებული?
- ასეც რომ იყოს ხომ იცი ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას იტყვის, შენ იცი, მშვენივრად იცი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ შენ არაფერი დაგიშავდეს.
- მგონი მართლა ღელავ, ვერ ვიტყვი რომ ეს არ მომწონს, ბოლოსდაბოლოს ერთადერთი არსება ხარ ამ წყეულ დედამიწაზე რომელსაც ჩემი ბედი აღელვებს, სხვებს არ ვაინტერესებ, სანამ ჩემს საქმეს იდეალურად ვასრულებ ერთხელაც კი არ გავახსენდები არავის, ხანდახან ვფიქრობ რომ ეს რაღაცმხრივ კარგიც კია...
სიმონმა უგემურად გაღეჭა ბლინი და ნაძალადევად გაუღიმა ლოყებაწითლებულ გოგონას, ახლა ისეთი საყვარელი იყო ევა...
- ასე რომ მიყურებ ხოლმე სულ მგონია რომ მეცემი და მაკოცებ, -ევამ ეშმაკურად გაიღიმა და მბრწყინავი ნაცრისფერი თვალები მიანათა კაცს.
- ჯანდაბა, ამის დედაც ევა, ყოველთვის იმას რატომ ამბობ რასაც ფიქრობ, ასე არ შეიძლება.
- ასე მხოლოდ შენთან ვარ, აბა ზურაბს და ჯონათანს რომ ის ვუთხრა რასაც მათზე ვფიქრობ, მაშინვე ოპერაციას დაგეგმავენ სახელად ''როგორ მოვუგრიხოთ კისერი ევას'' ხომ იცი არაფერი გამოუვათ მაგრამ კარგად კი იწვალებენ, ჰო და კიდევ, არაფერია იმაში სასირცხვილო რომ ჩემი კოცნა გინდა.
- გეყოფა რა, შენ სულ რაღაც 7 წლის იყავი როცა გაგიცანი, სულმთლად ბავშვი, არც მაშინ შემომიხედია შენთვის როგორც ქალისთვის როცა წამოიზარდე და ახლა მითუმეტეს ვერ გიყურებ, უბრალოდ არ შემიძლია, შემომხედე, სულ რაღაც ხუთ-ექვს წელიწადში ალბათ ყველას ბაბუაშენი ვეგონები, თმა გამიჭაღარავდა, თვალებთან და ტუჩებთან ნაოჭები გამიჩნდა, შენ კი ისევ ისეთი ხარ, ოდნავადაც არ შეცვლილხარ.
- ჰო ასეა, გარეგნულად ნამდვილად არ შევცვლილვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, შინაგანად შევიცვალე, თუმცა ისევ ისე მიყვარს შენი გაბრაზება როგორც ადრე, როცა პირველად შეგხვდი თვრამეტი წლის იყავი არა? მახსოვს როგორ მეშინოდა, შენ კი ისეთი მშვიდი და ძლიერი იყავი... -ევამ მაგიდის კუთხეზე შემოაწყო ფეხები და თავი უკან გადააგდო, შენგან მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები, მაშინ შენი მხარდაჭერა რომ არა იმ ყველაფერს ვერ გადავიტანდი.
- ახლა რას აპირებ? -სიმონმა თემის შეცვლა სცადა, ისევ რომ გაეგრძელებინა ეს საუბარი ყელში მოწოლილი ბურთი და ის ყველაფერი რაზეც ევას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ნამდვილად დაახრჩობდა.
- მინდა რომ საფრანგეთის ელჩის საქმეს მე მივხედო.
- ამ საქმეს არ მოგცემენ, მშვენივრად იცი.
- ისე გააკეთე რომ მომცენ.
- კი მაგრამ ყველაფერს რატომ ართულებ? ისედაც სულ ცოტა დაგრჩა და ამერიკაში დაბრუნდები, შენც ხომ ზუსტად ეს გინდოდა.
- და იქ დაბრუნებამდე რა უნდა გავაკეთო?
- ერთი წამითაც კი არ ჩერდები, იმ შემთხვევის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობ, რა ხდება, გეშინია რომ თუკი თავისუფალი დრო გექნება მაშინვე მის მოძებნას შეუდგები? იცი რომ თავს ვერ მოერევი და ცდილობ მთელი ყურადღება საქმეზე გადაიტანო, საკუთარი თავივით გიცნობ ევა, არ ვიცი იმ ბიჭში რა დაინახე ასეთი მაგრამ... იქნებ ერთხელ მაინც დაძლიო ურთიერთობების შიში და საკუთარ თავს შანსი მისცე რომ თუნდაც რამდენიმე დღით ბედნიერი იყო, იქნებ უბრალოდ სცადო, ისე ხომ იცი რომ ძებნა არ დაგჭირდება, უბრალოდ მთხოვე და მისამართს მოგცემ.
უყურებდა სიმონს და ბრაზობდა რომ ბოლომდე არ ესმოდა მისი, არ იყო ევა ეგოისტი, იცოდა რომ თუკი საბასთან ურთიერთობას დაიწყებდა, ორივეს ძალიან ეტკინებოდათ გული, არ შეეძლო ევას მხოლოდ ცხოველური ჟინის დასაკმაყოფილებლად დაწყებული ხანმოკლე ურთიერთობები, თუ ურთიერთიობა ექნება ალბათ თავიდან ბოლომდე ჩაეფლობა გრძნობებში, ეს კი კარგს არავის მოუტანს... საკუთარი თავი ჯანდაბას მაგრამ საბას გულის ტკენას, მისი გრძნობების განადგურებას თავს არასოდეს აპატიებს, ასე რომ... -მწარედ გაეღიმა და თითი მუქარით დაუქნია სიმონს,
- არ გაბედო და მისამართი არ დამიტოვო, რომ მინდოდეს თვითონაც მშვენივრად მივაგნებდი.
- დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა? იცი რომ გიჟივით გეძებს? -მთელი ქალაქი გადაატრიალა, წლების უნახავ მამასაც კი მიაკითხა.
- ოჰო, ესე იგი ბატონი მინისტრიც საქმეშია?
- აკი არ გაინტერესებდა? ესე იგი მასზე ინფორმაცია მოიძიე?
- მაინც გამომიჭირე, -ევამ მხიარულად გადაიკისკისა, -ჩვენ ორივეს ცუდად გვაქვს საქმე სიმონ, შენ მე მიმზერ და პატარა გოგოს ხედავ არა? შენი აზრით მე რას ვხედავ როცა მისი ასაკის ბიჭებს ვუყურებ, არა რა, ეს კომპლექსები ორივეს ბოლოს მოგვიღებს და საერთოდაც რატომ უნდა ვარჩევდე შენთან ასეთ საქმეებს, ეს ძალიან არ მომწონს.
გადაშლილი წიგნივით იყო ევა სიმონისთვის, უყურებდა და სრულიად მარტივად კითხულობდა მის სახეზე უდარდელობით შენიღბულ ტკივილს და შიშს.
- კარგი მე წავალ ევა, თავს მიხედე, თუ ასე ძალიან გინდა ჩათვალე რომ ელჩის საქმე შენია, -წამოდგა, პიჯაკი შეისწორა და სანამ გავიდოდა კიდევ ერთხელ მოიხედა უკან, ევა ისევ ისე იჯდა, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი, ჭერს უმზერდა და იღიმოდა,
- სულელი, სულელი სიმონი, -ჩაიბურტყუნა თავისთვის როგორც კი კარის გახურვის ხმა გაიგო, -ასეთი ადამიანი არასოდეს მინახავს, ვიცი რომ ვუყვარვარ და ვუნდივარ მაგრამ მაინც სხვისკენ მიბიძგებს...
- - - - - -
- მოვრჩი, ყველაფერი კარგადაა, -კაკიმ შვებით ამოისუნთქა, -ყოჩაღ ევა, მართლა ვერ ვიფიქრებდი თუ ასე მარტივად შეძლებდი ამ ყველაფრის ატანას, -მიმართა ჯერ ისევ თვალდახუჭულ გოგონას.
ევამ თვალები გაახილა და კაკის გაუღიმა მერე კი სახეგაფითრებულ საბას შეხედა, ახლაღა მიხვდა რომ ჯერ ისევ მთელი ძალით უჭერდა მის ხელს,
- თავს როგორ გრძნობ? -საბამ ნაზად დაუსვა ხელი გათოშილ ლოყაზე, ევამ უნებურად მინაბა თვალები.
- კარგად ვარ უბრალოდ გამოსაცვლელი ტანსაცმელი მჭირდება.
- ახლა გავალ, -კაკიმ ნივთები და სისხლიანი დოლბანდები წამოკრიფა და ერთ ადგილზე მოაგროვა,
-მოგიწევს რამდენიმე დღე ჭრილობას გაუფრთხილდე.
- რამდენიმე დღე? -ევას ჩაეცინა, -ორ-სამ დღეში მორჩება ასე რომ...
- ასეთი ჭრილობები ორ დღეში არ შუშდება ევა.
- მართალი ხარ ზოგადად არ შუშდება, მაგრამ ეს ზოგადი წესები და დებულებები ჩემზე არ მოქმედებს.
- შეიძლება მხარზე შეგხედო? -საბამ ფრთხილად გადაუწია მაისური, მაშინდელი გამჭოლი ჭრილობის ნასახიც კი არ იყო დარჩენილი, არანაირი კვალი, გაკვირვებულმა გადახედა კაკის.
- რატომ გიკვირთ? -გაეღიმა ევას, -ხომ არ დაგავიწყდათ რომ ესთეტიკური და პლასტიკური ოპერაციების საუკუნეში ვცხოვრობთ, ახლა კი მადლობა მინდა გითხრათ რომ ჩემზე იზრუნეთ და გადამარჩინეთ, არ მინდა დიდხანს შეგაწუხოთ, ცოტა ხანს დავისვენებ და შემდეგ წავალ, ახლა უბრალოდ რამე მჭირდება რომ გამოვიცვალო, ვერ ვიტან როცა სისხლით დასვრილი ტანსაცმელი მაცვია.
- ეს ხშირად ხდება ხოლმე?
- რა? -კითხვას ვერ მიხვდა და გულუბრყვილოდ გაკვირვებული თვალებით შეხედა საბას.
- ხშირად გაცვია ხოლმე სისხლით დასვრილი ტანსაცმელი?
- არც თუ ისე იშვიათად, -მშვიდად უპასუხა და გაღიმება სცადა, საბამ თვალებით ანიშნა კაკის რომ გასულიყო თვითონ კი კარადა გამოაღო, მოკლემკლავიანი მაისური, თბილი ჟაკეტი, სპორტული შარვალი გამოიღო და საწოლზე დაალაგა, მერე კომოდიდან თბილი წინდები ამოალაგა და ტანსაცმელს გვერდით მიუდო.
- გინდა გამოცვლაში დაგეხმარო?
- არაფერს მკითხავ?
- ძალიან გინდა რომ გკითხო?
- მე არა მაგრამ ალბათ შენ გინდა, თუმცა არ მეკითხები, საოცარია, შენს ადგილზე რომ ვიყო ახლა თავში უამრავი შეკითხვა მექნებოდა, სულ არ გაინტერესებს? იქნებ დამნაშავე ვარ, პოლიციას გავურბივარ, ან იქნებ სულაც შეშლილი მანიაკი ვარ.
- მანიაკს არ გავხარ.
- დამნაშავეს?
- ასე ერთი შეხედვით ძნელია თქვა, -საბამ თვალები საყვარლად მოჭუტა და გვერდზე თავგადაგდებულმა შეათვალიერა საწოლზე წამომჯდარი თმაგაჩეჩილი ევა, - არაა, ნამდვილად არ გავხარ დამნაშავეს, თუმცა რომ იყო... ყველაზე ლამაზი და სექსუალური დამნაშავე იქნებოდი მსოფლიოში, მოდი წამოდგომაში დაგეხმარები,
-ევას ჩაღიმება დააიგნორა, ხელი გაუწოდა და ფრთხილად ააყენა საწოლიდან.
- აქ აბაზანაა, -კარზე ანიშნა, -თბილი წყალიც არის, ოღონდ ჭრილობას მოუფრთხილდი კარგი? ჰო და წასვლას რაც შეეხება, გზები ჩაკეტილია, ძალიან დიდი თოვლია, ჩვენც აქ ვართ ჩარჩენილები და შენც ჩვენთან ერთად ყოფნა მოგიწევს სანამ გზები არ გაიხსნება.
- ანუ ახალი წლის ერთად გატარება მოგვიწევს?
- ასე გამოდის, არამგონია მანამდე გზები გაიხსნას, გინდა თუ არ გინდა მოგიწევს ახალი წელს აქ შეხვდე, ჩვენთან ერთად, მესმის რომ ეს არცთუ ისე კარგი პერსპექტივაა და სულაც არ გინდა...
- ვინ გითხრა რომ აქ ყოფნა არ მინდა? აქედან წასვლა რომ მინდოდეს ყველაზე ნაკლები დაბრკოლება თოვლი იქნებოდა ჩემთვის, -მხიარულად შესცინა სახეში, მიუახლოვდა, თითის წვერებზე აიწია და წვერწამოზრდილ ლოყაზე აკოცა, მერე ტანსაცმელი გულზე აიხუტა და წელში გამართული, მტკიცე ნაბიჯით შევიდა აბაზანაში, მოულოდნელობისგან ჯერ კიდევ გაშეშებული საბა თვალს ვერ აშორებდა, ვერ გაეგო როგორ შეეძლო ამ გოგოს ყველაფრის ასე მარტივად ატანა, ისე იქცევა თითქოს ჭრილობა სულ რაღაც თხუთმეტი წუთის წინ არ გაეკეროთ, ოდნავადაც არ იმჩნევს რომ ტკივა, ის კი არადა მასთან ფლირტს, მის გაგიჟებას და გამოშტერებასაც კი მშვენივრად ახერხებს.
- მაგარ შარში ხარ საბა, -ღიმილით ჩაილაპარაკა და კარადიდან ახალი თეთრეული გამოიღო.
- - - - - - - -
- საჭმელი ჭამა და ჩაეძინა, -საბამ ლანგარი სამზარეულოს მაგიდაზე დადო და ბუხართან ჩამომჯდარ ბიჭებს მიუჯდა გვერდით, სახლში უკვე საკმაოდ თბილოდა, გათბობა ჩართული იყო და ბუხარშიც მხიარულად ტკაცუნებდა ხმელი შეშა.
- როგორ არის? -ნიკუშამ იკითხა და დანარჩენებიც მოუთმენლად შეაჩერდნენ.
- მგონი კარგად, არ ვიცი, პირველად ვნახე ადამიანი ასეთი ჭრილობის შემდეგ ასე კარგად გრძნობდეს თავს,
-გაიღიმა, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, ახლა ვერაფერზე ფიქრობდა, ისეთი დაღლილი იყო.
- გამაყუჩებელი არ გვქონდა და ხმა არ ამოუღია, მეგონა იწივლებდა, იკივლებდა და მისი ძალით დაკავება მოგვიწევდა მაგრამ არაფერი ამდაგვარი, -კაკიმ გაოცებულმა გაშალა ხელები.
- ანუ ერთი სიტყვით უცნაური ვინმეა რა, არ გიკითხავს ვინ არის? არ გაინტერესებს? სახელიც კი არ იცი მისი და ასე მშვიდად როგორ ხარ? -ამჯერად გიგიმ ვეღარ მოითმინა.
- ევა, ევა ჰქვია და უკვე ტვინს ბურღავთ თუ ხვდებით, აცადეთ ჯერ გამოიძინოს ცოტა გამოფხიზლდეს და თუ ენდომება აგვიხსნის ყველაფერს, ჰოდა ვინც უსაქმურად გრძნობთ თავს და ვერ ისვენებთ, სხვენში ადით და საახალწლო მოსართავები ჩამოიტანეთ, ნაძვისხეც წამოიღეთ.
- მოსართავები და ნაძვისხე რაღად გვინდა, -უკმაყოფილოდ დაიწუწუნა გიგიმ, იცოდა რომ როგორც ყოველთვის ყველაფრის გაკეთება მას მოუწევდა.
- ხვალ უკვე ოცდაათია და ამინდს ისეთი პირი უჩანს კიდევ დიდხანს მოგვიწევს აქ ყოფნა, ახალი წელი ნაძვისხის გარეშე უნდა გავატაროთ? -გაიკვირვა ნიკუშამ და ნებიერი ბავშვივით გაიშხლართა ბუხრის წინ დაგებულ ფუმფულა ხალიჩაზე.
- ჰოდა ნაძვისხე თუ გინდა აწიე ერთი ადგილი და წამომყევი სხვენში.
- ბიჭებო ეს ბიძია სხვენში მეპატიჟება და ხომ არ იცით რა უნდა ჩემგან? -საყვარლად გაბუშტა ტუჩები და სიბრაზისგან გაწითლებული გიგისკენ გაიშვირა თითი, გაიშვირა და ბალიშიც მიიღო თავში.
- ნეტა თქვენ ჭკუა გქონდეთ, -კაკიმ მხიარულად გადაიხარხარა, -საბა წამო სამზარეულოში, სანამ ეს ტომი-ჯერი ნაძვისხეს ჩამოათრევენ, თუ რათქმაუნდა მანამდე ერთმანეთი არ დახოცეს, ჩვენ რამე მოვამზადოთ თორემ სადაცაა მოვკვდები შიმშილით.
ის იყო ხორცის დაჭრა უნდა დაეწყო რომ ტელეფონმა დარეკა, ეკრანს დახედა, ნომერი არ ჩანდა, უპასუხა.
- საღამო მშვიდობის საბა, -ცივი, უემოციო ხმა ჰქონდა.
- ვინ ბრძანდებით?
- ევასთან მინდა დალაპარაკება, შეგიძლია ტელეფონი მიაწოდო?
- ევა? კი მაგრამ როგორ? ჩემი ნომერი როგორ გაიგეთ და საერთოდ ვინ ხართ?
- დამალაპარაკებ?
- ძინავს.
- რომ გაიღვიძებს უთხარი რომ სიმონმა დაურეკა, -გაშეშებული იდგა, მხოლოდ წყვეტილი სიგნალის შემდეგ დადო ტელეფონი მაგიდაზე.
- რა ხდება რამე პრობლემაა? -კაკიმ კარტოფილის თლას თავი დაანება როცა მეგობრის გაოცებული სახე დაინახა.
- სიმონი იყო.
- სიმონი ვინ არის?
- ისე მეკითხები თითქოს ვიცოდე, ევასთან უნდოდა დალაპარაკება.
- შენი ნომერი საიდან გაიგო და საერთოდ საიდან იცის რომ ევა შენთან არის? მგონი სერიოზული რაღაც ხდება საბა, ნეტავ ვინ არის ეს გოგო?
- ჰო, აშკარად უფრო და უფრო საინტერესო ხდება ყველაფერი, -უდარდელად ჩაიცინა და ხორცის დაჭრა გააგრძელა, მის საოცრებას, სანატრელ ქალს ახლა მის სახლში მის საწოლში ეძინა და ვერავინ, მათ შორის ვერც სიმონი ხასიათს ვერ გაუფუჭებდა.
- - - - - -
ღამის თორმეტი საათი იყო დაწყებული ევას რომ გამოეღვიძა, თავიდან ვერ გამოერკვა, ვერ მიხვდა სად იყო, სუსტად განათებული ოთახი მოათვალიერა და მერე როცა ყველაფერი გაახსენდა გაეღიმა და თავისუფლად ამოისუნთქა, საბანი გადაიძრო და წამოჯდა, ჭრილობა ოდნავადაც კი აღარ აწუხებდა, უკვე საკმაოდ თბილოდა ოთახში თუმცა მაინც მოიცვა საბას მიცემული თბილი ჟაკეტი, წამოდგა და როცა კარადის კარზე დამაგრებულ უზარმაზარ სარკეში საკუთარ თავს მოკრა თვალი სიცილი ვერ შეიკავა, გაჩეჩილი წითური თმა უწესრიგო ტალღებად ჰქონდა წელამდე ჩამოშლილი, რამდენიმე ზომით დიდ სპორტულებში და ჟაკეტში გამოწყობილი უფრო პატარა და გამხდარი ჩანდა ვიდრე სინამდვილეში იყო, ლოყები აწითლებული ჰქონდა, ტუჩები კი გამშრალი და დამსკდარი თუმცა მაინც ულამაზესი იყო, წამით თვალები დახუჭა და საბას სუნამოს სუნი რომელიც მთელ ოთახში იდგა ღრმად შეისუნთქა, კარი უხმაუროდ გამოაღო, დერეფანში გავიდა და ნელი ნაბიჯით დაეშვა პირველ სართულზე ჩამავალ ხის კიბეზე.
მისაღებიდან ფერადი სინათლე და მხიარული ხმები გამოდიოდა, ოდნავ შეღებულ კართან შეჩერდა, ნიკუშას და გიგის უკვე აეწყოთ უზარმაზარი ნაძვისხე, ახლა მოსართავებს კიდებდნენ და თან კამათობდნენ, ერთმანეთის იდეებს იწუნებდნენ, კაკი თეფშებს აწყობდა მაგიდაზე, ევამ დაინახა როგორ გამოვიდა სამზარეულოდან მოკლემკლავიან თეთრ მაისურში და ნაცრისფერ სპორტულ შარვალში გამოწყობილი საბა, კაკის საჭმლით სავსე თეფშები მიაწოდა და მოჩხუბარი გიგის და ნიკუშას დანახვისას გულიანად გადაიხარხარა, ევას უნებურად გააჟრჟოლა და მთელ სხეულში სასაიამოვნო იმპულსები იგრძნო, იმპულსები მკერდში ცეცხლს უნთებდნენ და მერე მუცლის გავლით ფეხებშუა იკარგებოდნენ, გაუცნობიერებლად შეატყუპა ფეხები, გამშრალი ტუჩები მოილოკა და აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა...



ანუ თუ სიმონა ლამის ბაბუის ასაკისაა, გამოდის ევას ასაკი არ ემატება და სულ ახალგაზრდაა. რაღაცით ფილმ "ადელის ასაკს" გავს, იმით, რომ ევას ასაკი არ ემატება ( რატომ ამას შემდეგ გავიგებთ ). ადელისგან განსხვავებით ევა სერიიზულ მაქინაციებშია გახვეული და კარგ საქმეებს არ უნდა აკეთებდეს.
ეს ჭრილობის უკვალოდ გაქრობაც არ არის ჩვეულებრივი ამბავი.
ველოდები შემდეგ თავს❤
ბიჭები ძალიან მომწონს. მიყვარს ესეთი მხიარული და გიჟი ხალხი ერთად რომ მოიყრის თავს და ერთ დიდი სამეგობროდ, ოჯახად შეიკრებიან ხოლმე❤

 


№2  offline წევრი Life is beautiful

სასიამოვნო წასაკითხია.♡
ჩემი აზრით, ეს ისტორია, შორს იქნება ფანტასტიკიდან, თუმცა თრილერი უდავოდაა.
ევა ალბათ, უბრალოდ იმ გენეტიკის მქონე ხალხს მიეკუთვნება, ვინც ნელა ბერდება.
მთლიანი სიუკეტი კი, ისეთია როგოტიც უნდა იყოს. )))
ადრეც მითხვამს და ეხლაც ვიტყვი, რომ ერთადერთი ხარ, ვის ნაწარმოებსაც ვერ ვშიფრავ. ყველაფერი არაორდინალურად მიმდინარეობს. )) წესების გარეშე, შენი წესებით, და ეს კარგია, ძალიან, ძალიან კარგი! )))
წარმატებები და გილოცავ შობა-ახალ წელს.♡♡♡

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
ანუ თუ სიმონა ლამის ბაბუის ასაკისაა, გამოდის ევას ასაკი არ ემატება და სულ ახალგაზრდაა. რაღაცით ფილმ "ადელის ასაკს" გავს, იმით, რომ ევას ასაკი არ ემატება ( რატომ ამას შემდეგ გავიგებთ ). ადელისგან განსხვავებით ევა სერიიზულ მაქინაციებშია გახვეული და კარგ საქმეებს არ უნდა აკეთებდეს.
ეს ჭრილობის უკვალოდ გაქრობაც არ არის ჩვეულებრივი ამბავი.
ველოდები შემდეგ თავს❤
ბიჭები ძალიან მომწონს. მიყვარს ესეთი მხიარული და გიჟი ხალხი ერთად რომ მოიყრის თავს და ერთ დიდი სამეგობროდ, ოჯახად შეიკრებიან ხოლმე❤


ჰო ახლა რომ დავფიქრდი მეც მეც ადელაინი გამახსენდა მაგრამ ევას შემთხვევაში სრულიად სხვანაირადაა საქმე blush

Life is beautiful
სასიამოვნო წასაკითხია.♡
ჩემი აზრით, ეს ისტორია, შორს იქნება ფანტასტიკიდან, თუმცა თრილერი უდავოდაა.
ევა ალბათ, უბრალოდ იმ გენეტიკის მქონე ხალხს მიეკუთვნება, ვინც ნელა ბერდება.
მთლიანი სიუკეტი კი, ისეთია როგოტიც უნდა იყოს. )))
ადრეც მითხვამს და ეხლაც ვიტყვი, რომ ერთადერთი ხარ, ვის ნაწარმოებსაც ვერ ვშიფრავ. ყველაფერი არაორდინალურად მიმდინარეობს. )) წესების გარეშე, შენი წესებით, და ეს კარგია, ძალიან, ძალიან კარგი! )))
წარმატებები და გილოცავ შობა-ახალ წელს.♡♡♡


მიხარია თუ მოგწონთ, ამჯერად მართლაც ვეცადე ფანტასტიკისგან შორს ყოფილიყო, ვნახოთ რა გამოვა blush

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომწონს მაგრამ ეს ევა მაკვირვებს დავიბენი ცოტა საინტერესოა საოცარი ნაწარმოებია წყვილი ძალიან მომწონს რაღაც მოსაზრება მაქვს და ჩემთვის დავიტოვებ დროებით ეს სიმონი მძაბავს ცოტათი მადლობა წარმატებები ????????♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent