შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი IX]


13-01-2022, 08:34
ავტორი PARVENU
ნანახია 878

***
რამდენიმე დღე გასულიყო სისხლიანი გულის წასვლისგან. საკუთარ ოთახში განმარტოებული, ძალების აღდგენას ცდილობდა, ნელ-ნელა რომ დაშრეტოდა სხეულიდან. ფიქრებს ვერ წყვეტდა იმ საქმეებს, რომელიც მისი ცუდად ყოფნის გამო შეჩერებულიყო, მაგრამ ის, რომ ამავე მიზეზით დელეგაციათა შეხვედრაზე დასწრება არ უწევდა, უდიდეს შვებას ჰგვრიდა.
ბოლო დროს დატრიალებულ ამბებიდან გამომდინარე, მეფის კონსორტისგანაც გათავისუფლებულიყო. თითქოს ახალ ჰაერს სუნთქავდა, თავისუფლებით, შვებით სავსეს. რომ არა ეოსი, ალბათ როსელიასთან მოუწევდა ყოველდღე დგომა, მიუხედავად ცუდად ყოფნისა. ჩვეული გამომეტყველებით და მომართული თოჯინასავით. ეოსის ბრძანება იყო ისიც, რომ სასახლის გარედან არავინ შეეშვათ პრინცესას პალატაში. უსაფრთხოების მიზნით, საკუთარ რაინდთა ჯგუფიდან გამოეყო ხალხი სასახლის სადარაჯოდ. დედოფალი კი, რომელიც მეფის ბრძანებასაც ხშირად უგულვებელყოფდა, უსიტყვოდ დამორჩილებოდა საკუთარ შვილს.
უცნაური იყო, თითქოს ძალიან ღრმა, დიდი, შავი ლაქა დამალულიყო დედა-შვილის ურთიერთობაში. ვერ ხვდებოდა, შიშზე იყო მათი ურთიერთობა დაფუძნებული, თუ სიყვარულზე.
საკვირველ მაშვიდ დღეებს, ჰუგო კალიმერეს მიერ ყოველდღიურად გამოგზავნილი აუარებელი ძვირფასეულობა უფრო არღვევდა, ვიდრე სხვა რამ. თითქოს ამით ცდილობდა, ის დაკარგული სახე აღედგინა პრინცესას წინაშე, რომელსაც აქამდე ამდენი ხნის მანძილზე აშენებდა. დაუღალავად აგზავნიდა ძვირფას ქვებს, მდიდრულ აბრეშუმს და ანტიკურ ნივთებს, რომლებიც გაუხსნელად უბრუნდებოდა თავიდან ადრედატს. ბარონესა ადელე, თითქოს მიმხვდარიყოო, უკვე უკითხავად უბრუნებდა ნივთებს გამომგზავნს.
-თქვენო უფიდებულესობავ, დედოფალმა ხვალ თქვენი დასწრება მოითხოვა.-ადელეს ხმა დაემდაბლებინა, გარშემო მოარულ მოახლეებისგან დასამალად,-როგორც ჩანს ჩაის, საღამო აქვს გალკოელთა მეფის საპატივცემულოდ.
-გადაეცი, რომ ვეახლები.
იცოდა, მიუხედავად ყველანაირი მიზეზისა, ვერ დაიმალებოდა. ვერ დაემალებოდა იმ ქალს, რომელსაც მთელი სასახლე ხელით ეჭირა.
შეთანხმებაც დასასრულს მიახლოებოდა. მშვიდობის პაქტი არ იყო ისეთი, რომელსაც ერთ დღეში მიიღებდნენ და იცოდა, მანამდე საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. გადასახადთა ახალი რეფორმაც, რომელიც მომდევნო კრებაზე უნდა წარედგინა, იმაზე მეტ ხმაურს გამოიწვევდა, ვიდრე სხვა დანარჩენი პირობები. ალბათ ობერდეს მარკიზი იმ მოწინავე რაზმის წევრი იქნებოდა, რომელიც პირველ წინააღმდეგობას გაუწევდა მრგვალ მაგიდასთან. მისი გავლენა არისტოკრატიაში კი საკმაოდ დიდი იყო, თავად სამეფო ოჯახზე დიდიც კი.
-თქვენო უდიდებულესობავ.-ღელვა შეპარვოდა ადრლეს ხმაში, კარის გუმბათში გაჩერებული წამის წინ შემოსულ მოახლესკენ აპარებდა თვალებს.
სეფექალს ხელში ყუთი ეჭირა, მასზე კი ტუბეროზის სამიოდე ყლორტისგან შემდგარი თაიგული მოეთავსებინათ. ნატიფად მოჭრილი, თეთრი ლენტით გადაეფსკვნათ ერთმანეთზე.
როგორც კი გვირგვინის სითეთრეს მოჰკრა თვალი, თითქოს გაშეშდაო. უცნობმა განცდამ დაუარა სხეულში, კითხვით ახედა ქალს.
ბარონესასაც არ დაუყოვნებია, სკივრი ჩამოართვა თუ არა, უმალ დაითხოვა მოახლე. ყვავილები იქვე მაგიდაზე მოათავსა და თავმოხდილი ყუთით ხელში მიუახლოვდა გაქვავებულს.
შეხედა თუ არა მიხვდა, ვისგან უნდა ყოფილიყო. მეწამული აბრეშუმის ქსოვილი, რომელიც მასში მოეთავსებინათ, სავარაუდოდ გალკოურ სტილში შეკერილი კაბა უნდა ყოფილიყო. თან დართული ბარათზე კი სულ რამდენიმე სიტყვა დაეტანებინათ.
“თავს როგორ გრძნობ? შენთან შეხვედრა რთული იყო.”
წერილი, კონტინენტურ ენაზე დაეწერათ. ასოები იყო მობრეცილი. უხეში ხელით ნაწერი, თითქოს ბავშვისას უფრო ჰგავდა ვიდრე ზრდასრული ადამიანისას. იმის წარმოდგენაზე, მის უზარმაზარ ტორებში მოთავსებული კალმით როგორ გამოყავდა უსახური ასოები, ღიმილი შეეპარა.
-ოჰ! ღმერთო ჩემო!-ბარონესა სინაელის წამოძახილმა უმალ გამოიყვანა ბურანიდან.
ეცადა გამომეტყველება გაეწმინდა და უემოციოდ გახედა აჟიტირებულ ქალს, სახეზე ღელვისგან რომ აწითლებულიყო.
-ეს ხომ მეწამული აბრეშუმია. ის აბრეშუმი, რომელიც ბარბაროსებს ეცვათ საბანკეტო დარბაზში. ღმერთო, რა საოცრებაა, მას შემდეგ ყველა ამის ძიებაშია, რომ როგორმე ხელში მოიგდონ!-შესამჩნევი სიხარბე შეპარვოდა ქალს თვალებში.
-ბარონესა სინაელ!-მისი თავშეუკავებლობით აღშფოთებულ ადელეს ხმა ამაღლებოდა. გაღიზიანებით დაუბრიალა შემკრთალს თვალები.
-მომიტევეთ, თქვენო უდიდებულესობავ!-მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, მობოდიშებით დაუკრა თავი ჰელლას და უკან დაიხია.
პრინცესას მზერა კვლავ ბარათს დაუბრუნდა, თითებით ძლიერად ჩაფრენოდა ქაღალდის რბილ გვერდებს.
-დააბრუნეთ კაბა,-დაბალი ხმით გასცა ბრძანება, მაგიდაზე მოთავსებულ ყვავილებს ამოუდო გვერდით წერილი.
მხოლოდ მათ დატოვებას აპირებდა.
-მაგრამ, თქვენო უდიდებულესობავ, მაცნემ გადმოგვცა, რომ თუ ძღვენს უკან დააბრუნებდით, მეფე შეხვედრებს აღარ დაესწრებოდა.

***
საბოლოოდ, საჩუქრის დატოვება გადაწყვიტა. ადელეს უბრძანა, საიმედო ადგილას შეენახათ კაბა, მანამ სანამ არ მოიფიქრებდა თუ რა ექნა ახალი თავსატეხისთვის.
ცხადი იყო, კაიდენმა უკვე იცოდა, თუ როგორ უნდა ეთამაშა მისით, როგორ უნდა დაეყოლიებინა. თითქოს საკმარისი არ იყო მისი სისუსტით სარგებლობა, მახრჩობელასავით შემოხვეოდა გარშემო და არჩევანს არ უტოვებდა ნაბიჯი გადაედგა უმისოდ. თუმცა უკვე დიდი ხანი იყო, რაც არჩევანის უფლება დაკარგული ჰქონდა. გზა ჩახერგილს, მხოლოდ ერთი მიმართულებით მიჰყავდა ეკლიან ბილიკს.
ახალი ემოციაც, რომელიც სუსტად, პერიოდულად უღრღნიდა შიგნეულობას, მოსვენებას არ აძლევდა. არც ცდილობდა ჩაღრმავებოდა. მისი საწყისები და მიზეზები გაეგო. თითქოს ქვეცნობიერად გაურბოდა, მისგან დამალვას ლამობდა.
აღარც დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ფიქრი საკუთარ ემოციებზე დაეხარჯა. ჩაის საღამო კარს მოდგომოდა. წინა დღეებისგან მშვიდი სასახლე, კვლავ ხმაურს მოეცვა, რისი მიზეზიც ეოსის მიერ დადებული ბანის ახსნა იყო. დილიდანვე გავსებულიყო ჰელლას პალატა მოახლეებით. გაფაციცებით ცდილობდნენ, რაც შეიძლება სრულყოფილი ყოფილიყო დღეების განმავლობაში გაუჩინარებული პრინცესას წარდგენა უცხოტომელთა წინაშე სრულყოფილი.
ვინაიდან შეხვედრა ბაღში უნდა გამართულიყო, ჰელლას თმაში ცოცხალი ყვავილები და ძვირფასი ქვებით ჩაებწვნათ. კაბად რბილი, ღია ქსოვილისგან შეკერილი სამოსი აერჩიათ. დიზაინი მარტივი და საკმაოდ სადა იყო. ჰაეროვნად შემოკვროდა ტანზე ნაჭერი. მოქარგული ხელთათმანებით შემკულს, სრულად დაეფარა შიშველი კანი სხეულზე.
-როგორც ყოველთვის, თვალისმომჭრელად გამოიყურებოთ, თქვენო უდიდებულესობავ,-აღფრთოვანებას ვერ მალავდა სინაელი.
ჰელლამ მსუბუქად გაუღიმა და გასასვლელისკენ დაიძრა. თუ დროს გაითვალისწინებდა, შეხვედრა უკვე უნდა დაწყებულიყო. ძალიან რომ არ დაგვიანებოდა, უნდა ეჩქარა.
სასახლის კარებიდან გასული სიცარიელემ გააშეშა. ეტლი, რომელსაც ბაღამდე უნდა მიეყვანა, ჰორიზონტზე არ ჩანდა. მხოლოდ მეეტლე ჩამომდგარიყო შადრევანთან. თავდახრილი აკანკალებული ხელებით ქუდს ჩაფრენოდა მთელი ძალით. თვალს ვერ უსწორებდა მისგან მოშორებით ასვეტილ კაცს.
-სასიამოვნოა თქვენი ხილვა, პრინცესა.
მამაკაცი, ყალბი თავაზიანობით და შესამჩნევი უხეში ქცევით მის წინ აღმართული, მოთმინებით ელოდა ქალს. მისი ოქროსფერი თვალები ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ მზის შუქზე, თითქოს თავად იყვნენ პატარა მზეები იმ სამყაროსთვის. ტუჩებზე ზანტ ღიმილ გამოსახული, მზერას არ აშორებდა ჰელლას. დაჟინებით მიჩერებული, საგულდაგულოდ სწავლობდა ქალის სახესა თუ სხეულს.
სრულიად მარტო იყო. ყოველგვარი თანმხლები პირების ან დაცვის გარეშე. არც მისი ეტლი ჩანდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მისთვის არაფერს წარმოადგენდა დიდგვაროვანთა წესები.
-თქვენო უდიდებულესობავ, აქ როგორ აღმოჩნდით? ბაღი საპირისპირო მიმართულებითაა,-ეცადა რაც შეიძლება თავაზიანი ჰქონოდა ტონი.
მის უკან ჯგუფად შეკრული სეფექალები, თავდახრილები ელოდებოდნენ პრინცესას დაძვრას.
-გავიგე, რომ აქ ეტიკეტი მოითხოვს არისტოკრატ ქალს, მამაკაცი უნდა ახლდეს თანმხლებად.
როგორც ჩანს კონტინენტის ჩვეულებები და სასახლის ტრადიციები მეტად რთულად გასაგები იყო კაიდენისთვის. შეკრება, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანს ითვლიდა და მხოლოდ ჩაის საღამოთი შემოიფარგლებოდა, ესკორტს ირელევანტურს ხდიდა. გალკიელთა მეფისთვის კი ეს აშკარად დამაბნეველი იყო.
შეიძლებოდა კი? კაიდენი არ გავდა იმას, რომელიც პირნათლად მიყვებოდა წესებს თუ კანონებს. ნათელი იყო, მისთვის, მხოლოდ ის წარმოადგენდა პრიორიტეტულს, რასაც სარგებელი მოჰქონდა. ზემოთ აღნიშნული ეტიკეტის ნორმაც ამას შეესაბამებოდა. მისთვის მთავარი შედეგი იყო, საშუალება კი მეორეხარისხოვანს წარმოადგენდა.
უკვე მის სითავხედეს მიჩვეულს, აღარ უცდია შეცდომაზე მიეთითებინა. ეცადა იმ თემას დაბრუნებოდა, რაც უკვე წინა დღიდან იყო რაც აწუხებდა.
-მინდოდა თქვენთვის კაბა დამებრუნებინა.-თვალი გაუსწორა კაცს და როგორც კი დაინახა, როგორ მოეპრიხა თვითკმაყოფილი ღიმილისგან ტუჩები, შუბლი შეეკრა.
-მაგრამ არ შეგიძლიათ,-ელეგანტური ღიმილი არ შორდებოდა კაიდენს, გამხიარულებული დაჰყურებდა ქალს,-ამას იმიტომ აკეთებთ, რომ გინდათ ჩაის საღამოთი ჩემ გარეშე დატკბეთ, პრინცესა?
მის სიტყვებზე, ჰელლამ იგრძნო როგორ ამოუბრუნდა მუცელი. თითქოს გული შეუკრთა. დილით მიღებული შავი ჩაი იმაზე ძლიერი იყო ვიდრე ეგონა.
-ცდილობთ მეც ისე მასიამოვნოთ, როგორც ლორდ ვოლტეინს?-მშვიდად ჰკითხა, თვალები დაწვრილებოდა ეჭვისგან.
ლამის ადგილზე შეხტა, მოულოდნელი ხარხარი რომ მოსწყდა კაცის ტუჩებს. მის უკან მდგარ სეფექალებს კი შიშისგან კრთომა აღმოხდათ. კაიდენის ქცევა იმაზე არაპროგნოზირებდა იყო, ვიდრე ეგონა.
-პრინცესას გულის მოგება, უბრალო აბრეშუმის კაბით… არ გგონიათ რომ ზედმეტად იაფფასიანია?-დაჟინებით დააჩერდა მის წინ მდგარს, ღიმილით მიუახლოვდა.
მის წინ გაჩერებული, სხეულით გრძნობდა კაცისგან წამოსულ სიმხურვალეს. დაუძლეველ გრძნობას ებრძოდა, რომ გაერტყა. მის დამცინავ ტონს ყოველთვის წყობილებიდან გამოყავდა. ჯიუტად იდგა ერთ ადგილას, არც კი განძრეულა, როცა დაინახა როგორ დაიხარა მისკენ. მათი სიმაღლის სხვაობის გამო თავ დაღუნული, მისი ყურისკენ დაწეულიყო.
-ეგ გისახსოვრე მხოლოდ იმ კაბისთვის, რომელიც განადგურდა, ჰელლა.-მრავალმნიშვნელოვნად უჩურჩულა.
მოულოდნელმა მოგონებებმა თვალწინ გაურბინეს. მოგონებები, თუ როგორ შემოეხა სხეულიდან კაბა და როგორ მიესვენა ტუბეროსების მდელოზე.
სირცხვილისგან წამოახურა. იგრძნო, როგორ წაეკიდა ცეცხლი სახეზე. ის კი თვალს არ აშორებდა. ხედავდა, როგორ შეეღება ჩვეულებრივ ფერმკრთალი ლოყები ვარდისფრად და სიცილი ვერ შეიკავა. სახალისო იყო იმის ხილვა, თუ როგორ ეცვლებოდა პრინცესას სახეზე ფერი.
-ჩაიცმევ ჩემთვის? დიდი სიფრთხილით ავარჩიე, იმის ფიქრში, რომ მოგიხდებოდა.-ხმა უფრო დაიმდაბლა, ტონი მეტად ხრინწიანი გაუხდა.
-იცი, რომ არ შემიძლია! რატომ ცდილობ პრობლემები შემიქმნა?-ჩუმად შეუღრინა გაღიზიანებულმა.
კაიდენს მის პასუხზე წარბები მოეჭმუხნა. ჯიუტად გაუსწორა თვალი და მიუხედავად იმდენი მოწმისა, უფრო მეტად მიუახლოვა თავი.
-ეს ზედმეტია იმ კაცისთვის, რომელიც მთელი სხეულით გემსახურებოდა?
-მეც ძალიან დაგეხმარე, არა?! ლამის მოვკვდი!-გესლიანად დაუსისინა და როგორც კი მისკენ გააბრუნა თავი, იგრძნო, როგორ გაეხახუნა ცხვირის წვერით მხურვალე ლოყაზე.
იცოდა, რომ რაც არ უნდა ეთქვა, მაინც იმას გააკეთებდა რაც უნდოდა. ის ღამე, გაქცევა, ჰუგოსგან დამალვა, რომ არა ის, ალბათ მარკიზის ხელში ჩავარდებოდა.
კაიდენს წარბები გაეხსნა. რბილად მიაყრდნო შუბლი შუბლზე, თითქოს მიეფერა.
-თხოვნა უნდა დამიბრუნო, პრინცესა,-ტონი ნაზი, თუმცა მომთხოვნი ჰქონდა.
მის პასუხზე, უკან დაიხია, ეცადა მამაკაცი სხეულს მოშორებოდა, მაგრამ ამაოდ. რაც უფრო უკან იხევდა, მით უფრო უახლოვდებოდა კაცი. თითქოს გასაქცევ გზას არ უტოვებდა. იცოდა, რაც უფრო ეცდებოდა თავი აერიდებინა, მით უფრო მეტად გამოიწვევდა. დანებებულმა გაუსწორა მზერა მისი მორჩილებით ნასიამოვნებს. გაყინული თითებით ჩააფრინდა კაბის კალთას.
-მითხარი, რა გსურს?
-ჩემთან ერთად წამოდი, ბაღისკენ.-ზედმეტად მხიარული იყო მისი ტონი.
ჩუმად ამოიოხრა. ერთი შეავლო გვერდითი მზერა და წინ გაემართა. ეცადა დისტანცია გაეზარდა მათ შორის. შესამჩნევად ცდილობდა მისგან, რაც შეიძლება შორს ყოფილიყო. თუმცა მისი მცდელობა კაიდენის რამდენიმე გრძელმა ნაბიჯმა ჩაუშალა. მალევე წამოეწია გაქცეულს.
-ძალიან სწრაფად დადიხარ,-უკმაყოფილოდ ადუდღუნდა და როგორც კი ჰელლას გაღიზიანებულ სახეს მოჰკრა თვალი, გაეცინა,-აქ შენ გამო მოვედი. რთული იყო ეს დღეები შენი ხილვა.-კვლავ აწუწუნდა.
წამით იმის ფიქრმა გაჰკრა, რომ საყვარელი იყო. მზეზე აბზინვარებული შავი ტალღები განიერ შუბლზე ჩამოყროდა, სწირი, უხეში ცხვირი და წვრილი ტუჩები მკაცრ გარეგნობას სძენდა. საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ ნაზ გამომეტყველებას, ქალს რომ ჩუქნიდა დრო და დრო.
მოულოდნელად შემაწუხებელმა გრძნობამ დაუარა. თითქოს თითის წვერები აუქავდა. დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო და შემკრთალმა ძალუმად მომუშტა მაქმანებიან, თეთრ ხელთათმანში დამალული ხელები. თავი გაატრიალა. ჰორიზონტს გაუსწორა მზერა და დინჯი ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს. კაიდენიც გვერდზე მიყვებოდა. გამოზომილი, მოკლე ნაბიჯებით, ინჩითაც არ უსწრებდა ქალს. ხმის ამოუღებლივ უწევდა კომპანიონობას.
მსუბუქი სიო უვლიდა გარშემო ბილიკებს.
ნელ-ნელა უახლოევდებოდნენ შუშის სასახლეს, რომელშიც ტროპიკული ბაღი გაეშენებინათ. სასახლეს გარშემო თეთრი, ეკლიანი ვარდის ყლორტები მიუყვებოდა სახურავამდე. ლამის მთლიანად ფარავდა კედლებს და უსურვაზივით შემოხვეოდა კიდეებზე. გარშემო წითელი ვარდის ბაღები და მათში ჯგუფად ჩაყოლებული ვაზი იწონებდა თავს. ამავე ვაზის ნაყოფისგან, ბევრჯერ დაუყენებიათ სასახლეში ღვინო. ვარდის არომატ ატანილი სასმელი, განსხვავებულ სიმთვრალეს ჰგვრიდა მოწვეულ სტუმრებს, აღფრთოვანებას რომ ვერ მალავდნენ შეზარხოშებულები.
მზეზე აბრდღვიალებულ მინის წვერს შეჰყურებდა ჰელა და იმათზე ფიქრობდა, რომლებისთვისაც დღეს თანამეინახეობა უნდა გაეწია. სეფექალები მოშორებით მისდევდნენ ფეხდაფეხ, ისე რომ მათი საუბრისთვის ყური არ მოეკრათ. თავდახრილები, ტუჩებ მოკუმულები.
თითქოს სიმშვიდე დასადგურებულიყო. მზის სხივებისგან გამთბარს, უცნაური სიმყუდროვე შემოპარვოდა სხეულში. ოთახში დიდხანს გამოკეტილს, თბილ დისკოსთან შეხვედრა, განსაკუთრებით მოხდომოდა. თითქოს საბოლოოდ შეძლებოდა განტვირთულიყო. მზეზე სიარული არასდროს ყოფილა ამდენად სიმშვიდის მომტანი მისთვის.
ის იყო სათბურს მიუახლოვდნენ, აქამდე ჩუმად მყოფი კაიდენი, მშვიდად რომ ალაპარაკდა. შეუჩერებლად აგრძელებდა გზას.
-ლამაზად გამოიყურები…
მისმა მოულოდნელმა კომპლიმენტმა, უჰაეროდ დატოვა. იგრძნო, როგორ შეეკვრა სუნთქვა, სხეული დაეძაბა.
-გითხარი, რომ დღეს ტახტის მემკვიდრეც დაესწრება სადილს?-მის პასუხს არ დალოდებია ისე განაგრძო, წარბები შეკვროდა.
ნათელი იყო, უკმაყოფილი იყო იმ ახალი ამბით, რომელიც იმ წამს გააცნო. თუმცა აღარ გაუგრძელებია. არც უკითხავს, თუ რას ფიქრობდა. დედოფლის სამყოფელს მიახლოებულებოდნენ.
სასახლის მოახლეები გარეთ ჩამწკრივებულიყვნენ. მოწიწებით დაუკრეს თავი მისულთ და შიგნით შეუძღვნენ ბაღში. ყვავილების გუმბათიდან გასულს, უმალვე მოხვდა თვალში ცენტრში დადგმული თეთრი მაგიდა. ყვავილებით, ხილით, ლენტებით და ყვავილის ფოთლებით მოერთოთ მთელი სუფრა. ვერცხლის და ფაიფურის ჭურჭელი კი ათასფრად ბრწყინავდა მზის შუქზე.
სტუმრებს წინასწარ მონიშნულ ადგილებზე უკვე დაეკავებინათ სკამები. მაგიდის ზედა კუთხეში მეფე და დედოფალი მიჯდომოდა სუფრას, ეოსს კი მარცხენა მხარეს დაეკავებინა ადგილი. ნათელი იყო, მის გვერდით სკამი ჰელლას ეკუთვნოდა. კაიდენი კი მათ მოპირდაპირე მხარეს უნდა ყოფილიყო.
მაგიდას მიახლოებული, მტკიცედ გაჩერდა მათ წინ და ცარიელი მზერა მოავლო სამეფო ოჯახს.
როსელიას მის ხილვაზე, მომხიბვლელი ღიმილი გამოესახა ნორჩ სახეზე. დედოფლის კაბა ჩრდილშიც კი თვალისმომჭრელად ბზინავდა. კორსეტისგან თავისუფალი, რბილად მორგებული სამოსი, აშკარად არ იყო ვიერას ტრადიციული დიზაინის, ნაზად რომ დაფენილიყო ბაღის მდელოზე. მეწამული აბრეშუმი სისხლივით მკვეთრად ყვიროდა წმინდა, თეთრ ფონზე. თითქოს სხეული გაუყინესო, სიმძიმემ მოიცვა, როგორც კი მიხვდა, რომ კაბა, რომელიც ელეგანტურად მოეხდინა სხეულზე დედოფალს, ის საჩუქარი იყო, კაიდენს რომ ესახსოვრა მისთვის წინა საღამოს.
ბურანიდან მსუბუქი ჩაცინების ხმამ გამოიყვანა. მამაკაცი ღიმილით, ოდნავ დაბნეული გამომეტყველებით შეჰყურებდა. მისი ოქროსფერები ერთი კითხვით ავსებულიყო.
‘შენ მიეცი?’
საპასუხოდ ოდნავ გააქნია თავი. ძლიერი გულისრევის შეგრძნება დაუფლებოდა. თითქოს უნდოდა იქვე ამოეღო მთელი შიგნეულობა, გულ-მუცელი ძალუმად ეწვოდა.
დარწმუნებული იყო, მის სასახლეში გამყიდველი იყო. ის ვისაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჰელლასთან და ხელი მიუწვდებოდა მის ყველა ნივთთან. განსაკუთრებით იმ ძვირფასეულობასთან, რომელიც ყველაზე საიმედოდ იყო საცავში დაცული.
კვლავ მოცინარ როსელიას გაუსწორა თვალი. ქალს აზარტისგან თვალები ანთებოდა. მოთმინებით უცდიდა მის რეაქციას. თითქოს მის აფეთქებას ელოდა. ის დღეები, რომლის განმავლობაშიც მარტო დაეტოვებინა, ერთიანად უნდა აენაზღაურებინა. თითქოს ნელ-ნელა, წამებით ახრჩობდა გალიაში მომწყვდეულს.
-ლამაზი კაბაა,-მოულოდნელი, სარკასტული ხმა გაისმა მის თავს ზემოთ,-არ ველოდი, დედოფალი გალკოელთა სამოსს თუ ატარებდა.
კაიდენს მეფის კონსორტისთვის გაესწორებინა თვალი. სახეზე ინდიფერენტული გამომეტყველება აკვროდა. მზერას არ აშორებდა ქალს, ტუჩებზე მაცდური ღიმილი რომ გამოსახვოდა.
-ეს გალკოელთა მეფეს ემსახურება.-უტიფრად დამაჯერებელი და უწყინარი იყო როსელიას ტონი,-თანამშრომლობა, რომელსაც სამშვიდობო ხელშეკრულება მოგვიტანს, ურთიერთგაგებას მოითხოვს. მე კი იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია, როგორც სამეფო ოჯახის დიასახლისს.
მის სიტყვებზე მეფის მზერამ მისი ცოლისკენ გადაინაცვლა. თვალები, რომლითაც ის საკუთარ მეუღლეს შეჰყურებდა, უსაზღვრო ემოციით და გრძნობებით იყო სავსე. თოთქოს მის ბნელ სამყაროში, ერთადერთ მზეს როსელია წარმოადგენდა.
ჰელლამ გამალებით იკბინა ლოყის შიდა მხარეს. მამამისის თვალებმა კვლავ გულის რევა მოჰგვარა. მწარე გემომ დაუარა პირში და ყელი აუწვა.
კაიდენიც არ ჩანდა დიდად ნასიამოვნები. ტუჩებ მოკუმული მკაცრად მისჩერებოდა ქალს. თითქოს თავს იკავებდა სცენა არ მოეწყო შუა სადილობის დროს. პასუხი არ გაუცია ისე დაიძრა მაგიდისკენ და საკუთარი ადგილი დაიკავა. ჰელლაც მას მიყვა მორჩილად. ძმას მიუჯდა გვერდით სახე არეული.
განსხვავებით გალკოელებისგან, ვიერას სახელმწიფო იყო ის, რომელიც სულმოუთქმელად ელოდა სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას. თითქოს სამაშველო რგოლი იყო მოგუდული სახელმწიფოსთვის. როსელია კი გამიზნულად ასხამდა ცეცხლზე ნავთს. თითქოს გალკოელთა მეფის გამოწვევას ცდილობდა, უტიფრად ასახვოდა სახეზე ღიმილი. დიდებულად მოერგო სხვისი კაბა და ამაყად გამართულიყო წელში.
დაუოკებელმა ბრაზმა დაუარა სხეულში. ალბათ სხვა დროს ასე არ გაღიზიანდებოდა. სურვილს, რომ წამომდგარიყო და მწარედ გაერტყა მისთვის სილა, ძლივს ახშობდა. უნდოდა ეყვირა, თმებში წვდენოდა და ის წაერთვა, რაც თავიდანვე მისი იყო.
საკუთარ ფიქრებს აზრს ვერ უყრიდა. ვერ ხვდებოდა, როდის მერე გამხდარიყო მეწვრილმანე. როდის მერე შეეცვალა ბუნება?
იყო კი კაიდენი მიზეზი?
მოპირდაპირედ მჯდომს გახედა, უემოციოდ რომ ჩამომჯდარიყო მისთვის შესამჩნევად პატარა სავარძელზე. თითქოს სრულიად ფარავდა მისი დიდი სხეული მაგიდის მთელ კიდეს.
კაცს მზერა კონსორტისთვის გაესწორებინა. ნაკვერჩხლები ღვივდებოდნენ მის თვალებში, ყვითლად ანთებოდა ირისები. მის გარშემო კი ჰაერი საგრძნობლად დამძიმებულიყო. მსახურს, რომელიც მას ემსახურებოდა, სახეზე ფერი დაჰკარგვოდა. აკანკალებული ხელებით უვსებდა ღვინის სასმისს. თითქოს ადამიანის გვერდით კი არა ცოცხალი ურჩხულის მახლობლად ჩამომდგარიყო.
თითქოს იგრძნოო ქალის მზერა, კაიდენის თვალებმა მალევე იპოვეს ჰელლა. ირისები, რომელიც დაუოკებელი ბრაზით იყო სავსე, მალევე დაუმშვიდდა. ნაზი გაუხდა გამომეტყველება. ღმად ამოისუნთქა და რბილად გაუღიმა დაძაბულ ქალს.
ყინულივით ცივი ატმოსფერო, მალევე გაჰკვეთა მეფის ხმამ, სადილის დაწყებას რომ იუწყებოდა. ხელით ანიშნა მსახურებს, მაგიდას მომსახურებოდნენ. თითქოს ვერც ხედავდა იქ მყოფთა დაძაბულ სახეებს, უაზროდ მხიარული გამომეტყველება ასახვოდა სახეზე. მსუბუქი ტონით აკეთებდა განცხადებებს და დაუფარავი აღფრთოვანებით შეჰყურებდა, საუბარში ჩართულ როსელიას. კაიდენი დიდად არ იღლიდა თავს, მოკლედ სცემდა პასუებს იმაზე, რაზეც თავად თვლიდა საჭიროდ და უსიამოდ შეჰყურებდა მაგიდაზე გაშლილ ნაირნაირ წასახემსებელს, ვიერას საუკეთესო მზარეულებს რომ მოემზადებინათ დიდი რუდუნებით.
შუშის სასახლე, ნელ-ნელა აივსო მსუბუქი საუბრით და მალევე ჩაანაცვლა მთავარი კერძი დესერტებმა.
ფიქრებს გაყოლილი უგემურად აგემოვნებდა მსუბუქ, კრემოვან ტექტურას. თითქოს ყელში ეკალი გაჩხეროდა, თითოეული ლუკმა ნემსებად გადაუდიოდა ხორხში. გულში ლოცულობდა ეოსს სცენა არ მოეწყო და ისედაც ბეწვის ხიდზე მდგარი შეხვედრა, თავდაყირა არ ექცია.
ის იყო პუდინგს დასწვდა, ლამის კოვზი რომ გაუვარდა შემკრთალს. უცხო შეხებამ დაუფიქრებლად გაახედა მის წინ მჯდომი კაცისკენ.
კაიდენს ტუჩის კუთხეებში ღიმილი გაპარვოდა. თვალები ეშმაკურად ანთებოდა და მზერას არ აშორებდა გაქვავებულს.
შეუცნობლად იგრძნო რასაც გეგმავდა და უარყოფის ნიშნად გაკრა ფეხი ფეხსაცმელზე.
ნუთუ ამდენად თავხედი იყო?!
მალევე იგრძნო განმეორებითი შეხება და თვალები შოკისგან გაუფართოვდა, ფეხის წვერზე რომ აუცურდა მყარი ფეხსაცმელი. ნაზად, რბილად შეეხო ფეხის ზურგს და ისე რომ არ სტკენოდა, მსუბუქად დააწვა, ნაკვალევი რომ დაეტოვებინა. დამფრთხალმა მოხარა მუხლები და მალულად დაიხედა ფეხებზე. ატლასის თეთრი წინდები ჭუჭყისგან დალაქავებულიყო.
სირცხვილმა საგრძნობლად შეუღება ლოყები ვარდისფრად. სახეზე წამოახურა და ბრაზით გახედა გამხიარულებულს. როგორც ჩანს მისთვის დიდ გასართობს წარმოადგენდა ქალის რეაქცია. ყურადღება არ მიუქცევა ვედრება ავსებული თვალებისთვის, შეწყვეტას რომ სთხოვდნენ, ისე შეეხო კვლავ ფეხზე. ნელა აუყვა კოჭზე და მსუბუქად მიეფერა კაბის ქვემოდან. ვერც კი გააცნობიერა, ისე წამოუხურდა სხეული და თეძოები შეუკრთა, ლამის ისიც დაავიწყდა თუ სად იყო.
-ცუდად ხარ?-ტრანსში წასული, ეოსის ხმამ გამოიყვანა. შუბლ შეჭმუხნული, დაჟინებით დაჩერებოდა დას,-თავს ცუდად გრძნობ? ორჯერ ნუ მამეორებინებ,-უპასუხოდ დარჩენილი მისკენ დაიხარა და ჩუმად უჩურჩულა. ნერვიულობით ავსებოდა გამომეტყველება.
თითქოს ვერ დაევიწყებინა სისხლით შეღებილი ჰელლა, გონდაკარგული რომ ჩაესვენა მის მკლავებში, თვალს არ აშორებდა ავარდისფერებულ სახეს.
-არა…-გაჭირვებით გაისველა ტუჩები და ჩუმად ამოთქვა.
დამფრთხალმა მოავლო თვალი მამამისს და დედინაცვალს თვალი, ერთმანეთის კომპანიონობით გართულნი, ყურადღებას რომ არ აქცევდნენ გარშემო მყოფთ.
-ავად გამოიყურები,-ნერვიულად მოეჭუტა თვალები ეოსს და მის სახეს მისწვდა, ლოყაზე რომ შეხებოდა.
იმავე დროს, ფეხი, რომელიც წრიულად ეხებოდა კოჭზე, მოულოდნელად მისწვდა კაბის კვემოთ და წვივს აუყვა უტიფრად. ცივ შეხებაზე, იგრძნო, როგორ დაეძაბა ხელები და კრთომის სუნთქვა აღმოხდა.
დის შემხედვარეს, ეოსს წარბები შეეკრა. ნელა დაწია მისკენ გაშვერილი ხელი და წინ დადებულ დანას დასწვდა . თვალი არ მოუშორებია ჰელლასთვის, ისე მოისროლა მიწისკენ და მისკენ გამოქცეულ მსახურს ხელი აუქნია. თავად დაიხარა დანის ასაღებად, ნელა და ზანტად. წელში გამართულს კი სახე სადინელი სიშმაგისგან არეოდა. თვალებ ანთებული, გააფთრებული მიჩერებოდა კაიდენს. თითებ მომუშტულს ხელებზე ვენები ამობერვოდა. აშკარა იყო, უკვე მიმხვდარიყო თუ რა ხდებოდა მაგიდის ქვეშ და რა იყო მისი დის აღელვების მიზეზი. სიბრაზე და სისხლის წყურველი ყელში წაჭეროდა. თითქოს მზად იყო წამომხტარიყო და ის დანა გაეყარა ყელში კაიდენისთვის, განზრახ რომ დაეგდო მიწაზე.
მისგან განსხვავებით, გალკოელთა მეფე ზედმეტად მშვიდიც კი ჩანდა. ღიმილით მიიტანა სასმისი ტუჩებთან და მხიარულად მოსვა სასმელი. თითოეული მისი ქმედება სილაღისგან ყვიროდა. თითქოს საბოლოოდ მორგებოდა სათბურის გარემოს. მისი ეშმაკური ჩუმი სიცილი მწარედ ხვდებოდა ყურში და დაუოკებელი სურვილისგან ავსებდა, რომ რაც შეიძლება შორს გაქცეულიყო დასამალად.
შერცხვენილმა სკამის ქვეშ მოკეცა ფეხები მის რომ მოშორევოდა და გვერდითი მზერით გახედა როსელიას.
ქალს უკმაყოფილობისგან შუბლი შეკვროდა. თავადაც ეხილა ეოსის მიწისკენ დახრა, ჭურჭლის ასაღებად და ის რომ სამეფო ოჯახის წევრი, მსახურის მოვალეობას ასრულებდა, სიბრაზისგან ავსებდა. წუთის უკან ძლივსძლივობით დასადგურებულ სიმშვიდეს, კვლავ სიცივე შეპარვოდა.
დაძაბულობისგან ჰაერიც კი დამძიმებულიყო.
-კერძი თქვენ გემოვნებას შეესაბამება?-აქამდე ჩუმი ეოსი, რომელიც ბარბაროსთან კონტაქტში შესვლას არც კადრულობდა, მწველი მზერით მიჩერებოდა კაცს.
ხელში მეიდროდ მოემწყვდია დანა, ნაძალადევი სიმშვიდე გადაჰკვროდა სახეზე.
-გამიგია, რომ რთულია საჭირო ინგრედიენტების უდაბნოში მოძებნა. ვღელავ, უცნობი არომატი რომ არ მოერგოს თქვენ სურვილებს.-გესლიანი იყო პრინცია სიტყვები.
აშკარა იყო, შეფარვით კბენდა უდაბნოს მეფეს. განცხადება, რომ საკვები, რომელიც მის წინ იყო წარმოდგენილი, მისი გემოვნებისთვის ზედმეტად მიუწვდომელი იყო, დაუფარავად აყენებდა შეურაცჰყოფას გალოელთა მეფეს. ამისდა მიუხედავად, მისი გამომეტყველება შეუცვლელი იყო. უდარდელად, მშვიდად უმზერდა ვიერას ტახტის მემკვიდრეს.
-მეც ამას ვამბობ. მეტად, ვიდრე მოველოდი…-რბილად უპასუხა და მოულოდნელად გაჩუმებულმა, ჰელლასკენ გადაიტანა მზერა.
გვერდზე თავგადახრილმა, დაკვირვებით მოავლო თვალი მის წინ მჯდომ ქალს. დიდ, ჩამქრალ ამეთვისტოს თვალებს, ტყედ შემოვლებულ დახრილ, ფერმკრთალ წამწამებს, ელეგანტურ, კოხტად შემორკალულ ცხვირს, სავსე, პატარა ტუჩებს, მომრგვალებულ, ნაზ ნიკაპს, წამით არ აშორებდა დაკვირვებულ თვალს. დაჟინებით სწავლობდა მის თითოეულ ნაკვთს, ფერმკრთალ, ფაიფურის კანს. გრძელ ყელს, მჭიდროდ რომ შემოკვროდა მაქმანებიანი ქსოვილი, სუსტ მხრებს, ლამაზად მოყვანილ მკერდს, მოქნილ წელს…
ხარბად სწავლობდა ყველა წერტილს და დაჟინებულ მზერას არ აშორებდა. კიდევ ერთხელ დასწვდა სასმისს, ტუჩებთან მიიტანა და ჩუმი ხმით ამოთქვა:
-ბევრად უკეთესი… მინდა ვიერაში დავრჩე, დიდი ხნით,-ჩურჩულს ამოაყოლა სიტყვები და ზანტი ღიმილით მოსვა ტკბილი სითხე.
მისი უტაქტობით გააფთრებული ეოსის კბილების ღრჭიალის ხმა, ჰელლასაც კი მისწვდა და სხეული გაუყინა. შეხვედრა საშიში მინართულებით წასულიყო. ვიერას უყურადღებო მეფეც კი მათკენ მობრუნებულიყო და შუბლშეკრული მიჩერებოდა საკუთარ შვილს.
ეოსის უკანასკნელი შემორჩენილი მოთმინება, წამის წინ გაწყვეტილიყო. დელიკატური პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის საგრძნობლად გამწვავებულიყო, შემაჩერებელ მიზეზად აღარ კმაროდა. ბრაზი, რომელიც შიგნიდან ღრღნიდა, იმაზე დიდი იყო ვიდრე სხვა ნებისმიერი პირობა, რაც აქამდე ამაგრებდა სკამზე გააფთრებულს.
-გავიგე, გალკოელთა მეფე ჯერ კიდევ არ ყოფილა დაწორწინებული,-კბილებს შორის გამოცრა პრინცმა,-პატარძალს ვიერადან გაიტაცებთ?
-ეოს!-მისი სიტყვებისგან შემკრთალი ჰელლა გასაჩერებლად ჩააფრინდა ძმას მკლავში, უხეშად რომ მოიშორა მისი თითები.
საუბრით უკმაყოფილო ვიერას მონარქიც გაღიზიანებით უმზერდა შვილს. გამაფრთხილებლად შეუძახა, ნიშნად იმისა დამშვიდებულიყო. თუმცა ეოსს აღარაფერი ესმოდა. ყურადღებას არ აქცევდა გარშემომყოფთ, გამალებით მიჩერებოდა უცხოტომელს.
-ვიმედოვნებ, მეფე ამას მაინც არ მოიმოქმედებს,-ზიზღით დაებრიცა კაცს ტუჩები, გამაფრთხილებელი ტონი გაუკრთა გესლიან ხმაში,-ეს კონტინენტზე, ბარბაროსობაა.
მის სიტყვებზე, თითქოს გარემო გაიყინა. სულის შემხუთველი სიცივე ჩამოწოლილიყო ჰაერში. დაცინვა, რომელიც ეოსის სიტყვებში იგრძნობოდა, აშკარა იყო.
გალკოელებისთვის, ბარბაროსთა წოდება სამეფო ოჯახისგან, არაფრით ჩამოუვარდებოდა პირდაპირ შეურაცჰყოფას, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს მათი მეფიკენ იყო მიმართული.
გამაყრუებელ სიჩუმეში, წყვილი ოქროსფერი თვალები გამბურღველად მიჩერებოდნენ ბრაზისგან ანთებულ ლურჯ ირისებს. საპასუხოდ, მსუბუქად ჩაიცინა, დაუფარავად გამოაჩინა შესამჩნევად გრძელი ეშვები. ზანტად გადახარა თავი უკან და წარბებ აზიდულმა დამცინავი მზერა ესროლა მუჭებ მომუშტულს.
-როგორც ჩანს, ვიერა არც ისე მონდომებულია მეგობრები გაიჩინოს,-ფიქრიანად ამოთქვა, ყურადღება არ მიუქცევია სახე წაშლილი ჰელასთვის, ვედრებით რომ ეძებდა მის თვალებს,-ვფიქრობდი ერთი მიზანი გვქონდა, მაგრამ უკვე ასე აღარ მგონია.
წამში გაუქრა ტუჩებიდან ღიმილი, მკაცრად მოკუმა პირი, თვალები გაღიზიანებისგან აენთო.
-დღევანდელი საღამო, ჩემ დაკითხვას ემსახურება?
-არა!-სუნთქვა შეგუბულმა დაასწრო სამეფო ოჯახს პრინცესამ, კანკალი გაუკრთა ხმაში,-გაუგებრობაა, თქვენო უდიდებულესობავ.,-როგორც კი მისი ყურადღება იგრძნო, სულმოუთქმენლად განაგრძო,-პრინცს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, ყველაზე მეტად უნდა. ის არის, ვინც მონობის გაუქმებას ცდილობს, თქვენიანებისთვის.
ეგონა გული გაუსკდებოდა. წლობით ნაშენები მშვიდობა თვალწინ ენგრეოდა და უღონობისგან ლამის ხორცი დაეგლიჯა. ფიქრს იმაზე, რომ ყველაფერი, რისთვისაც აქამდე წვალობდა, წყალში ეყრებიდა, სიგიჟემდე მიჰყავდა. ვიერა ის იყო, რაც ერთადერთი დარჩენიდა ოჯახ დაკარგულს. თითქოს ეს ქვეყანა ის მეობა იყო, რაც დიდი ხნის უკან წაერთმიათ მისთვის და სიცარიელე მისით ამოევსოთ. თუ ამასაც დაკარგავდა, იცოდა, საბოლოოდ უფსკრულში დარჩებოდა, გზა არეული.
ძალუმად ჩააფრინდა ძმას, როგორც კი მიხვდა, ლაპარაკს აპირებდა და ძლიერად მოუჭირა თითები მკლავზე. წამით არ აშორებდა გალკოელთა მეფეს თვალს, მშრალი გამომეტყველება რომ აკროდა სახეზე.
-ეოსს არ უცდია თქვენი განაწყენება, გთხოვთ მიიღოდ ჩემი გულწრფელი წუხილი, ბოდიშის ნიშნად.
-პრინცის ნახელავია მონობის დევნა?-დიდხნიანი დუმილის მერე ამოიღო ხმა, წარბაწეული, დაჟინებით დააჩერდა ფერდაკარგულ ქალს.
-დიახ.
მის პასუხზე მამაკაცს სიცილი წასკდა, თითქოს მხიარულ განწყობას დაბრუნებოდა. მაგიდის გარშემო თითოეულმა მათგანმა კარგად იცოდა მისი სიტყვები, სიცრუეს რომ წარმოადგენდა. ეოსი, დიდი ხანი იყო საკუთარი დის მიღწევების მისაკუთრებით მიიწევდა წინ და მოურიდებლად ძარცვავდა თითოეული წარმატებისგან. ტრაგი-კომედია იყო ის, რაც სამეფო ოჯახში წლების განმავლობაში ვითარდებოდა და თითქოს მისთვისაც იყო ყოველივე ეს ცნობილი.
კაიდენმა წინ გადმოხარა თავი, გვერდულად გახედა ჰელლას და ხმა დადაბლებულმა, რბილად შეახსენა:
-ეს უკვე, მეორე შემთხვევაა, პრინცესა.
მისი აზრს მოკლებული სიტყვების მნიშვნელობა, მარტივად გასაგები იყო ადრესატისთვის.
-გმადლობთ.-მორჩილად დაუქნია თავი.
მეორედ იყო, როცა თხოვდა თავი შეეკავებინა. მეორედ იყო, რაც მის თხოვნას ასრულებდა და აღარ იცოდა, მადლობელი უნდა ყოფილიყო თუ შეშინებოდა.
დაძაბული ატმოსფერო, რომელიც დამხუთველად შემოკროდა სხეულზე, მალევე გაიფანტა და ჩვეულ გარემოს დაუბრუნდა სასადილო მაგიდა. მსუბუქი აზრთა გაცვლით აივსო ბაღი და მსახურებმაც მარდად დაიწყეს აქამდე გაჩერებული სუფრის, ახალი კერძებით ავსება. პერიოდულად ცვლიდა, ერთ სალათს მეორე, დესერტს დესერტი და ჩუმი წკრიალი გაუდიოდა ელეგანტურ ჭურჭელს, მონაცვლეობით რომ ცვლიდნენ ფერების მიხედვით.
ჰელა გაუაზრებლად მიჩერებოდა საკუთარ თეფშს. ნაჭრებად ჭრიდა, ისედაც დაქუცმაცებულ ხილს და უგემურად იტენიდა პირში. თითქოს ქვებს ყლაპავდა. მადა დიდი ხნის გამქრალი ჰქონდა, ყელში არაფერი გადასდიოდა ანერვიულებულს, ყურადღების გადასატანად კი ერთადერთი რაც დაეჩენოდა, პირის გამოვსება იყო.
-ჰელლა,-როსელიას ხმამ სხეული გაუშეშა, დაუღეჭავად გადაყლაპა კენკრის დიდი ნაჭერი,-როგორ მოგწონს დღევანდელი საუზმე?
ქალს სახეზე ნათელი ღიმილი გადაეფინა. ელეგანტურად მოაჭრა კექსს გვერდი, კრემში ამოავლო და მადიანად ჩაკბიჩა.
მიხვდა, აფრთხილებდა.
-არ ფიქრობ რომ ბევრს მიირთმევ? ჰმ?-უხმაუროდ მოსვა ტკბილ ოხშივარ ავარდნილი ჩაი და ნაზად შეავლო თვალი აწურულს.
ის დღეები, რაც ოთახში გამოკეტილს გაეტარებინა, მისი თვალისგან შორს, სიმშვიდე მოცულს, იმას აკეთებდა რაც უნდოდა. მიუხედავად მცირე ოდენობისა, იმას ჭამდა რაც თავად სურდა და თითქოს შეტყობოდა კიდეც. ბავშვობიდან ჩანერგილი დოგმა, რომ სტანდარტებს ვერ ერგებოდა, მარწუხებივით შემოჭეროდა ყელზე. წამით საკუთარი სხეული დაუდგა თვალწინ. მიუხედავად ავადმყოფურად გამხდარი ტანისა, მაინც ზედმეტად, ცხიმის გროვად წარმოიდგინა ძვლებგამოჩრილი სხეული.
დამცირებისგან სისხლი მოაწვა ყელზე, გულმკერდი აუხურდა. უნდოდა იქიდან გამქრალიყო, არ უნდოდა მის მზერას მოხვედროდა
-არ მგონია, რომ ბევრი ვჭამე,-დაძაბული გაეპასუხა, დარცხვენილს თავი დაეხარა.
-აჰ, სავარაუდოდ საჭმელი უნდა იყოს საშინელი,-მოულოდნელად ჩაერთო კაიდენი.
მის პასუხზე, როსელიას უკმაყოფილო ოხვრა აღმოხდა. იმ სუფრის შეურაცჰყოფა, რომლის მომზადებაც დედოფლის პასუხისმგებლობა იყო, მის პირდაპირ ნიშნავდა.
-იმიტომ, რომ მეფეს არ მოსწონს?-დაძაბულმა ღიმილმა გაუპო ტუჩები, ეოსთან მისი დაპირისპირება ჯერ კიდევ ვერ მოენელებინა,-გალკოელთა ტრადიციული კერძები უნდა მოგვემზადებინა, მაგრამ მინდოდა თქვენთვის ვიერას კულტურა გამეცნო…-მაცდურმა სხივებმა აუელვარა თვალები, გრაციოზულად ააფრიალა მბრწყინავი ატლასის შლეიფი.-ისიც კი ვიფიქრე, რომ გალკოელთა კაბა ჩამეცვა. როგორი სამწუხაროა.
კაიდენი აღფრთოვანებული შეჰყურებდა ყალბი დარდით შეწუხებულ ქალს. მისი პერსონაჟის უტიფრობა სასაცილოც კი იყო. გაბედვა, რომ ჰელლას საჩუქარი მოეპარა და უსირცხვილოდ წარდგენილიყო მის წინაშე…
მესამე შემთხვევა აღარ იქნებოდა. მისი მოთმინება, დიდი ხანი იყო რაც ზღვარს მიახლოებოდა.
დინჯად დასწვდა ღვინით სავსე სასმისს. წითელი, მდიდარი ფერით გაჯერებული სითხე მონოტონურად ლივლივებდა ბროლის კედლებზე. ზანტად წამოიმართა ფეხზე და ღიმილით მიახლოებულმა, უყოყმანოდ დააპირქვავა მეწამული სითხით სავსე სასმისი დედოფლის თავზე.
კივილმა გაჰკვეთა ჰაერი. როსელიას იდეალურად დავარცხნილი თმა და ელეგანტურად შეღებილი სახე, ალკოჰოლით შეეღება. კაბა, რომელიც თვალისმომჭრელად ადგა სხეულზე, მუქ ლაქებად შეღებილიყო. მისი დიდებულება და სიძვირფასე, წამში გამქრალიყო. წარუშლელ ნაკვალევად დამჩნეულიყო ღვინის შავი ლაქები ქსოვილზე.
როსელიას აღშფოთებისგან ჩაწითლებული თვალები ავად უელავდა. პირი ძალუმად მოეკუმა და გაშმაგებით მიჩერებოდა გამხიარულებულ კაიდენს, თვალებში გართობა და გაღიზიანება ერთდროულად რომ ასახვოდა.
-ჩემი ბრალია, თქვენო უდიდებულესობავ. ახალ კაბას გამოგიგზავნით.-მიუხედავად ცინიკური ღიმილისა, ხმა ცივი ჰქონდა,-ამჯერად ისეთ ფერს, რომელიც თქვენ შეგეფერებათ.
ნელა დააბრუნდა ცარიელი სასმისი მაგიდაზე. წყვილი მეწამული წვეთი დარჩენილიყო ბროლის კიდეზე. მონოტონურად, ნელა მიუყვებოდა პრიალა ზედაპირს.
კაცის თვალები წმინდა ზიზღისგან ავსებულიყო, დამცინავი ღიმილც გამქრალიყო სახიდან. გამომეტყველება მოღრუბლვოდა. დაუფარავ მუქარას ასხივებდა მისი სხეული. თითქოს აფრთხილება, მხედველობიდან მოშორებოდა.
სხვისი ძღვენის მოპარვა, მიზანმიმართული პროვოკაცია, უტიფარი ქცევა და სახეში სილის შეყრა, საბოლოო წვეთი იყო მისთვის. სურვილი, რომ ყელში წვდენოდა და თავი მოეგრიხა, თავიდან შემოეპარა კიდურებში. დაუძლეველი სურვილი უღრღნიდა გულს იმისა, რომ მტანჯველად ნელა მოეშორებინა მისი უკვე ღვინისგან სველი თავი სხეულისგან და სვავებისთვის მიეგდო საჯიჯგნად.
-ეგ კაბა, თქვენ არ გიხდებათ.-გესლიანად ამოთქვა და მუქარით დაუბრილა თვალები.
დედოფალს ენა ჩავარდნოდა. დამცირებისგან საფეთქელზე ძარღვი უკრთოდა. სხეული აკანკალებოდა, თითქოს თავს ძლივს იკავებდა არ აფეთქებულიყო.
ჩუმ არეულობას მოეცვა შუშის სასახლე. თითქოს სუნთქვაც კი დავიწებოდათ. ადგილს მიყინული ჰელლა, ჯერ კიდევ ნანახისგან გაშეშებული, მომხდარის გადახარშვას ცდილობდა. თითქოს ყველაფერი ფარდის მიღმა მიმდინარეობდა და თავად შორიდან უყურებდა. გამუდმებით უწუოდა ყურები და სიცივისგან თითებზე სილურჯე შეპარვოდა. თვალს არ აშორებდა დედოფლის შელახულ მდგომარეობას, მის ბზინავ კულულებს, წურწურით რომ მიუყვებოდა ბლანტი სითხე და წკაპუნით ეცემოდა სუსტ მხრებზე. მისი ასე ხილვა ყოველგვარ წარმოდგენას სცილდებოდა.
არ იცოდა რამდენი დრო გავიდა. მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როსელიას ტუჩები რომ აეპრიხა და მისმა ჩვეულმა, ელეგანტურმა ღიმილმა გაუნათა სახე. თითქოს პირვანდელ პერსონას დაბრუნებოდა. თვალები გადაწმენდოდა. უწყინარი, თბილი სხივებით ავსებოდა ტყისფერი ირისები.
ისევ ის როსალია იყო. მეფის კონსორტი და ვიერას დედოფალი.
-სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ, რათა მოვწესრიგდე.-ტონი კვლავ წკრიალა, ბრაზისგან სუფთა ჰქონდა.
ხელით ანიშნა მთავარ მოახლეს, მსუბუქად წამოიმართა და მისი დახმარებით გაემართა საკუთარი პალატისკენ. მისი სეფექალებიც უმალვე უკან მიყვნენ დედოფალს.
მეფეს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში დაბნეული შეჰყურებდა გარშემო მყოფთ, თითქოს დაკარგულიყო. სახე არეოდა, წარბები შეჭმუხნოდა. იდეალურად გადავარცხნილი თეთრი თმები ალაგ-ალაგ არეოდა. თითქოს მიტოვებულ ბავშვს გავდა. მისი ცოლის წასვლით არეული, საბოლოოდ გაბნეულიყო უსასრულობაში.
მალევე წამოიმართა თავადაც, უსიტყვოდ დაემშვიდობა ბარბაროსთა მეფეს და ბილიკზე გაუჩინარებულ დედოფალს უკან მიჰყვა.
სირცხვილმა უფრო მეტად მოიცვა ჰელლა. მამამისის სილაჩრით შერცხვენილი ყელში მომდგარ სიმწარეს ვერ იკავებდა. ყველა დანარჩენთან ერთად, ვიერას მეფე ყველაზე დაუმსახურებელი პიროვნება იყო, რომელიც სამეფო ტიტულს ატარებდა. თითქოს სრულად გამოხატავდა იმ სახეს, რასაც საკუთარი სახელმწიფო წარმოადგენდა. დასუსტებულს, ლაჩარს, უიმედოდ, დაკარგულს…
სასოწარკვეთამ კიდევ უფრო მეტად მოიცვა. თავბრუსხვევა მოემატა და ყურები დაუგუბდა. თითქოს იგრძნოო, მის მხრებზე დაწოლილი ლოდი ერთი-ორად გაიზარდა. დინებას მიყოლილ, მკვდარ თევზს აგონებდა საკუთარი თავი. იქაურობა ახრჩობდა.
აზრი არ ჰქონდა მის იქ დარჩენას. შეხვედრა ჩაშლილიყო. ყველაფერი არეულობას მოეცვა. უსულოდ ერთადგილას ჯდომა და დროის მოკვლა, უაზრობა იყო. არც ძალა დარჩენოდა ვინმესთან საუბარი გაება.
მძიმედ წამოიმართა, სუსტად დაუკრა თავი მაგიდაზე დარჩენილთ და გასასვლელისკენ გაემართა, მაღალი ჩრდილი რომ დაეცა თავზე.
-პრინცესა.
კაცი მის უკან აღმართულიყო. ხელი გაეწვდინა ქალისკენ. ძლიერი, თავისაზე ორჯერ დიდი მტევანი მოლოდინით გაეშვირა. მის პასუხს ელოდა.
წამით სურვილმა დაუარა შეხებოდა. თითის წვერებით შეესწავლა მორკალული ხაზები და კანით ეგრძნო მისი სიმხურვალე. გაუცნობიერებლად გაიწვდინა ხელი და ის იყო უნდა შეხებოდა, სანტიმეტრის მოშორებით რომ გაჩერდა. ფიქრებმა შეიპყრო.
რა უნდა ექნა? რა მოხდებოდა თუ დათანხმდებოდა? ჰქონდა უფლება?
კაიდენი არ აჩქარებდა. ადგილიდან არ დაძრულა, ისე უცდიდა. მეტად აღარ მიახლოებია. თითქოს არჩევანს უტოვებდა თვითონ გადაეწყვიტა. უცნაურიც იყო. ბუნება, რომელიც მოუსვენარი, მოუთმენელი და უხეში იყო, ყოველთვის იჩენდა მოთმინებას და ზრუნვას, იმ მომენტებში, როცა ქალს სჭირდებოდა.
ბევრჯერ არ ჰქონია არჩევანის უფლება და ისიც დაჰყვა. დარჩენას, გაყოლა ამჯობინა და მის ხელს მისწვდა, მკაცრმა ხმამ რომ გაჭრა ჰაერი.
-დაჯექი,-ეოსს სუსხით ჰქონდა ტონი სავსე,-სად მიდიხარ? სადილი ჯერ არ დასრულებულა.
მხრებში გამართული, დაჭიმული მიჯდომოდა დაცარიელებულ სუფრას. მუშტად შეკრული ხელები მაგიდაზე ჩამოეწყო და უსასრულობაში იყურებოდა.
-გითხარი, რომ არ წახვიდე, ჰელლა!-მისი უპასუხობით გაღიზიანებულმა გამალებით დაჰკრა მუშტი მაგიდას, გააფთრებული უმალვე წამოდგა. სიავით ანთებოდა თვალები და გამაფრთხილებლად უყურებდა დას. მუქარით ავსებოდა მზერა. ფაქტს, რომ მუდამ მორჩილი ჰელლა მის წინააღმდეგ მიდიოდა, სიგიჟემდე მიჰყავდა. მტკივნეულად მოკუმშვოდა გული, განცდა, რომ კარგავდა მთელ სხეულს უწვავდა.
თუმცა მისი მცდელობა, უკვე დაგვიანებული იყო. როგორც კი სუსტი თითები მის ხელს შეეხო, კაიდენი უმალ ჩაეჭიდა და ძალუმად შემოაჭდო მარწუხებად. თვალის დახამხამებაში მიიკრა გვერდზე და გონზე მოსვლა არ აცადა ისე გაემართა გასასვლელისკენ. წამში გავიდა სათბურიდან და სასახლის ბაღის ლაბირინთში გაუჩინარდა. ყურადღებას არ აქცევდა გარშემო მოარულ არისტოკრატებს, მათ ქალიშვილებსა და ვაჟებს, იქვე რომ გაემართათ თამაშობები. ქალთან ერთად მიდიოდა იმ ადგილისკენ, სადაც შედარებით სიმშვიდეს იპოვიდნენ.
მალევე მიადგნენ დახურულ კიდეს, ბუჩქებით გარშემორტყმულს. კაიდენმაც შეანელა სვლა, სანამ საბოლოოდ გაჩერდებოდა და ჰელლას დახედა. ღრმად ამოისუნთქა და როგორც იქნა გაანთავისუფლა მარწუხებისგან.
როგორც კი თავისუფლება იგრძნო, უმალ დამალა ზურგს უკან ხელი, უკან დაიხია და შედარებით მოშორდა. არც მას გამოპარვია მისი ქცევა, წამებში მიუახლოვდა და ხელზე დასწვდა.
წინანდელ ქცევას წითლად დაეტოვებინა ლაქა მაჯაზე. სითეთრეზე ვარდისფრად ღვიოდა კანი.
-რატო…-გაღიზიანებისგან ძლივს შეიკავა თავი. ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა ტონი არ შეცვლოდა, რბილად აყოლებდა თითებს სუსტ მაჯაზე,-უნდა გეთქვა, რომ გტკიოდა.
მხოლოდ მაშინ გაიაზრა, რამდენ იყო გონება გაფანტული. გარემოს მოწყვეტილი ვერც ტკივილს გრძნობდა და ვერც სიმხურვალეს კანზე რომ შემოკვროდა. ნელა ახედა თავდახრულს. მშვიდად გაუსწორა მზერა მამაკაცს, დაკვირვებით უყურებდა.
-ბოდიშს ვიხდი, წინანდელის გამო.-ჩუმად ამოთქვა.
-შეწყვიტე.-უხეშად გააწყვეტინა. მზე ირეკლებოდა მის თვალებში, დროდადრო შესამჩნევად რომ უკრთოდა,-შენ არ ხარ დამნაშავე. რატო ხარ სულ საბოდიშო პოზიციაში?
გაღიზიანება, იმედგაცრუება ერთად მოწოლოდა. ტალღებად დაუდიოდა ირისებში სიბრაზე.
-რა ჯანდაბა გაგიკეთა ვიერამ? ის რომ ჰუგო კალიმერეს მიგყიდეს, საკმარისი არ იყო? დაწყევლილი ფარი ხარ…-მრისხანება შეპარვოდა ხმაში, ხმა დადაბლებოდა, ღრენით წარმოთქვამდა თითოეულ ბგერას,-სამეფო ასე მნიშვნელოვანია შენთვის? იმდენად რომ ტახტის მემკვიდრის დაცვას ცდილობ? რატო არაფერს ამბობ?
თვალს არ აშორებდა ენა გადაყლაპულს. ნიკაპზე მოავლო თითები, თავი ააწევინა. მჭიდროდ მოკუმულ ტუჩებზე ცერი გადააყოლა, აიძულა გაეხსნა.
-თუ შეურაცჰყოფილად გრძნობ თავს, უნდა გამოხატო. იჩხუბე, იყვირე, რამე თქვი… თუნდაც არ იყო…
-რა შეიცვლება?
რაც არ უნდა ეცადა, საბოლოოდ არაფერი არ შეიცვლებოდა. თუნდაც ეყვირა, თავი შეეცოდებინა, კაიდენი მაინც წავიდოდა. მათი ცხოვრება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილს ეკუთვნოდა. თავად იჩხუბებდა, იტყოდა, ეცდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მას მოუწევდა იმ არეულობის გამოსწორება რასაც მამაკაცი დაუტოვებდა.
მართლაც რომ არანაირი ‘ჩვენ ‘ არ იყო ნდობაში დარჩენილი.
მიუხედავად იმისა რომ იცოდა, მაინც ვერ გააკონტროლა თავი. ყელში მოწოლოდა ბურთად გაჩხერილი ცრემლები. ღელვა, რომელიც დაკბილული ეკლებით იყო სავსე, მწარედ გაჩხეროდა ფილტვებში. უღონობის გრძნობას სასოწარკვეთილებამდე მიჰყავდა.
როგორ არ უნდოდა ესეთი ენახა. გასაცოდავებული, არეული.
დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ეცადა ის ბურთი გადაეყლაპა, ამოხეთქვას რომ ლამობდა. მამაკაცის გრილი, ნაცნობი სურნელი მტკივნეულად უწვავდა ნესტოებს.
-ნუ თანამიგრძნობ, თუ პასუხისმგებლობას არ აიღებ.
-თანაგიგრძნობ? სისულელეებს ლაპარაკობ,-კბილებში გამოცრა კაცმა.
-ეს არ არის ჩვენი საწოლის გაყოფა?
თითქოს სიტყვები დაეკარგაო, კაიდენს ხმა არ ამოუღია. უსიტყვოდ უმზერდა აღელვებულს, გამალებით რომ ცდილობდა მისი თითებისგან თავის დაღწევას.
თითქოს მისგან მიდიოდა, ემოციურად, ფიზიკურად ისე გამოიხსნა ხელი და წასასვლელად გატრიალდა კვლავ რომ დაიჭირეს.
-გამიშვი!-წამოიძახა გაღიზიანებულმა.
ამაოდ ცდილობდა მოეშორებინა. გამეტებით ურტყამდა ხელებს მკერდზე.
მთელი გულით სძულდა. სძულდა იმისთვის, რომ მისით თამაშობდა. რომ აწუხებდა და სრულ არეულობას უტოვებდა. იმ დანგრეული სიმშვიდისთვის სძულდა, აქამდე რო აშენებდა დიდი სიფრთხილით და წლობის განმავლობაში ძერწავდა.
მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც საკუთარი თავი ეზიზღებოდა. ეზიზღებოდა რომ იმის უფლებას აძლევდა საკუთარ ნებაზე ეტარებინა, თუნდაც იმისთვის რომ თავს უფლება მისცე იმედი ჰქონოდა.
-მე…-კაცის ხმა მოგუდული იყო.
აფართხალებული ქალი მჭიდროდ მოექცია მკლავებში და დაჟინებით დაჩერებოდა. წუის წინანდელი სიბრაზე სადღაც გამქრალიყო, კვლავ სიცარიელეს დაეკავებინა ადგილი.
-თუ ვიტყვი, რომ პასუხისმგებლობას ავიღებ…-მის ჩუმ ხმაზე გაღიზიანება უმალ ჩაუცხრა, თითქოს ძალა გამოეცალა, სულ შეგუბულს სუნთქვაც დაავიწდა,-რას გააკეთებ?

***
ეოსი გაშეშებული მიჩერებოდა სიცარიელეს. წუთის წინ იმ ადგილას ის იდგა, ერთი ხელის გაწვდენაზე. ბარბაროსთან ერთად. კაცთან, რომელთან ერთად წასვლაც ამჯობინა. იცოდა, რამდენი ხანიც არ უნდა ეყურებინა, რამდენი ხანიც არ უნდა ეცადა, არ დაბრუნდებოდა. მისი სუსტი ჩრდილი, დიდი ხანი იყო უკვე რაც ბაღიდან გამქრალიყო.
სასოწარკვეთის ახალმა ტალღამ ცუნამივით იფეთქა მასში, გამწარებული ბრდღვინვა აღმოხდა და მთელი ძალით მოისროლა სკამი მაგიდისკენ. სუფრაზე გაშლილი ძვირფასი ჭურჭრეულობა ლაწანით დაიფშვნა ადგილზე და გარშემო მიმოიფანტა. ეოსი სიშმაგისან ცეცხლს აფრქვევდა.კუთხეში ჩამწკრივებული მოახლეები და დაცვის წევრები, შიშისგან გაყინულები ადგილზე აწურულიყვნენ. ხმის ამოუღებლად გაშეშებულიყვნენ და პრინცთან მიახლოებასაც ვერ ბედავდნენ. კაცს ლამაზი სახე სიბრაზისგან შეშლოდა, ხელები, რომლითაც დალეწილ სუფრას მისწვდა სისხლით შეღებვოდა, გამწარებული ისროდა სკამებს გარშემო და ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდა. ტკივილი, რომელსაც შიგნიდან განიცდიდა ყველანაირ განცდას უყინავდა. დაუძლეველი სურვილი ახრჩობდა რომ მოეკლა. ერთხელ და სამუდამოდ გაექრო სამყაროდან, რომ არასდროს გადაყროდა გზაზე, ვეღარასდროს წაერთმია ის რაც თავიდანვე მისი იყო. უფრო მაღლა უნდა მდგარიყო, უფრო მეტი ძალა უნდა ჰქონოდა, ყველაზე მაღალ საფეხურზე, სადაც ვერავინ მისწვდებოდა თავისას.
-როგორც ჩანს მხოლოდ ვიერას მეფობა არ არის საკმარისი,-გამალებით გაჰკრა ფეხი დალეწილ სკამს, დასერილი ხელისგულებით დაეყრდნო მაგიდის კიდეს. უმალვე შეიღება თეთრი ზედაპირი სისხლისფრად,-უფრო მაღლა უნდა ავიდე… მეტად მაღლა…
ჩასისხლიანებულ თვალებს სიგიჟე შეპარვოდა. სისასტიკე უკრთოდა ანთებულ ცისფერებში. მხრები ღმა სუნთქვისგან უტოკავდა, გული ლამის ამოვარდნოდა. იმ ჰორიზონტს გაჰყურებდა, სადაც ის გაუჩინარდა. უკვე იცოდა რაც უნდა ექნა. ის რომ ნელ-ნელა მიეთვისებინა, საკმარისი არ იყო. დრო იყო მეტად ემოქმედა.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

დიდება შენს გამოჩენას,არ დააგვიანო ასე ძალიან.ძალიან კარგი თავი იყო

 


№2 სტუმარი მია

ისეთი გრძნობა მაქვს რომ
ეოსი თავისი დით შეპყრობილია და ინცესტს აქვს ადგილი..

 


№3  offline წევრი PARVENU

ჰელოოთ, როგორ ხართ? როგორ ჩაიარა ახალმა წლებმა? იმედია კარგად. ახალი იმედეებით და ახალი შესაძლებლობებით.
მე საბოლოოდ დავბრუნდი. რეგულარულად შევხმიანდებით დღეიდან. იმედია ისტორია მოგწონთ და მიყვებით. მადლობა ძალიან დიდი მხარში დგომისთვიის. ყველანაირ შენიშვნებს მივიღებ დაბლა კომენტარებში, დაგვიანებაზეც. მესმის რა რთულია როცა დიდხანს ელოდები, რეგულარული მკითხველი როცა ვიყავი ისტერიულად ვამოწმებდი ხოლმე. ???? ამის გამო ბოდიშს გიხდიით. მალე შევხვდებით ისევ.
წარმატებები და სთეი ჰეალთიი.
--------------------
Parvenu

 


№4  offline წევრი gvancacuna

ძაან მიყვარს ყველა შენი ისტორია .მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას ????

 


№5 სტუმარი Maria

საინტერესო და ამაღელვებელი სიუჟეტი გაქვთ. წარმატებები

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

ეოს უყვარს თავის და მაგრამ არა როგორც და.საინტერესოა რას გააკეთებს ეოსი. რაც შეეხება კაიდენს არამგონია ეგრე ადვილად დაამარცხოს ეოსმა .ჰელლა მეცოდება ამ გიჟების ხელში

 


ეოსი ჩვეულებრივი ავადმყოფია :( დედოფალმა ალბათ თავიდანვე შეამჩნია ეოსის არასწორი გრძნობები ჰელას მიმართ და მაგიტომაც აქვს ესეთი დამოკიდებულება დედა-შვილს.
როსელა იმ ტიპის ქალია მარტო მას, რომ უნდა სცემდნენ თაყვანს და უყვარდეთ.მეფე დაიმონა, მაგრამ ეოსს ბოლომდე ვერ. იცის ეოსის გრძნობების შესახებ ჰელას მიმართ და ამიტომ ექცევა ელას ასე ცუდად. სასტიკი ქალია როსელა, მაგრამ კაიდენმა კლასი უჩვენა და ყველა გაგვამხიარულა :დ
ჰელაზე რაღა უნდა ვთქვა, ნამდვილად ჭკვიანი ქალია და შესნიშნავი დედოფალი იქნებოდა. რეალურად ისედაც მის მხრებზეა ვიერას სამეფო. მიყვარს ჰელას და კაიდენის თვალებით საუბრები და კაიდენის თვალებში აცეკვებული "ჭინკები" ჰელას "წვალებისას" რომ აქვს ხოლმე❤ ერთად მართლა კარგი წყვილია❤ ეს გოლიათივით კაცი ჰელას გვერდით პატარა ბიჭს ემსგავსება, ვერც კი იფიქრებ ამდენად სასტიკი რომ არის.
მგონია, რომ მოღალატე ბარონესა სინელაა. ვფიქრობ, მალე გამოაშკარავებენ და საკადრის პასუხსაც მიიღებს.

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

რუსკიმარუსია
ეოსი ჩვეულებრივი ავადმყოფია :( დედოფალმა ალბათ თავიდანვე შეამჩნია ეოსის არასწორი გრძნობები ჰელას მიმართ და მაგიტომაც აქვს ესეთი დამოკიდებულება დედა-შვილს.
როსელა იმ ტიპის ქალია მარტო მას, რომ უნდა სცემდნენ თაყვანს და უყვარდეთ.მეფე დაიმონა, მაგრამ ეოსს ბოლომდე ვერ. იცის ეოსის გრძნობების შესახებ ჰელას მიმართ და ამიტომ ექცევა ელას ასე ცუდად. სასტიკი ქალია როსელა, მაგრამ კაიდენმა კლასი უჩვენა და ყველა გაგვამხიარულა :დ
ჰელაზე რაღა უნდა ვთქვა, ნამდვილად ჭკვიანი ქალია და შესნიშნავი დედოფალი იქნებოდა. რეალურად ისედაც მის მხრებზეა ვიერას სამეფო. მიყვარს ჰელას და კაიდენის თვალებით საუბრები და კაიდენის თვალებში აცეკვებული "ჭინკები" ჰელას "წვალებისას" რომ აქვს ხოლმე❤ ერთად მართლა კარგი წყვილია❤ ეს გოლიათივით კაცი ჰელას გვერდით პატარა ბიჭს ემსგავსება, ვერც კი იფიქრებ ამდენად სასტიკი რომ არის.
მგონია, რომ მოღალატე ბარონესა სინელაა. ვფიქრობ, მალე გამოაშკარავებენ და საკადრის პასუხსაც მიიღებს.

ზუსტად აღნიშნე ) მეც მაგ მგონია მოღალატე. კაიდენინმარტო იმიტომ მიყვარს რომ როსელა მოსვა ადგილზე ) ვნახოთ რა იქნება.მთავარია ძალიან საინტერესო ფაზაში გადავიდა ისტორია

 


№9 სტუმარი ნია

რა გავაკეთო რომ არ მყოგნის ყველაზე დიდი თავიც:) უმაგრესი ისტორიააა

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან ძალიან საინტერესოა თანდათან იძაბება მდგომარეობა და საინტერესო ხდება,ეიოსი სრულიად შეშლილია ჰელა კი მეცოდება კაიდენო კი მომეწონა ეგ საშინელი ქალი გამწარა საინტერესოა რა მოხდება ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№11  offline მოდერი ჰებე

არ გინდა ჯერ დაასრულო და მერე მთლიანად დადო? იმიტომ რომ ისეთი მაგარია, რაც არ უნდა დიდი თავი დადო, ვერ მეყოფა. კარგად წერ, პერსონაჟების რაობა კარგად გყავს გამოკვეთილი,, სიუჟეტის ნელი განვითარება მომწონს, მერე ამ სიუჟეტებს ძალიან უხდება შენი წერის სტილიც, მოვლენებს რაც შეეხება, არაა დაჩქარებული, და კარგია, ანუ დიდხანს ვისიამოვნებთ ამ ისტორიით, დდდ
ნუ შეცდომებზე ძირითადად არ ვმახვილდები ხოლმე,
წარმატებები

 


№12 სტუმარი ია

ძალიან უმწეოა ეს ჰელლა...ასეთი ჭკვიანი და თან ასეთი ჩმორი როგორ უნდა იყო

 


№13  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები
ჰელლას ნუ მიჩაგრავ შენ :))
ველი შემდეგ თავს

 


№14  offline წევრი gvancacuna

როდის იქნება შემდეგი თავი? მოვკვდი ყოველ წამს ნახვაში ხო არ დაიდო :D მეცოდინება როდისთვის ველოდო <3

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინო

არ დაიკარგო გთხოვ, ძველ თავებს ვკითხულობ ახლის მოლოდინში მერამდენედ რომ იცოდე????????

 


№16  offline წევრი PARVENU

გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია როცა განიხილავთ და მსჯელობთ. მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის. ახალი თავი კი დღეს ან ხვალ სავარაუდოდ დაემატება. ????
--------------------
Parvenu

 


№17 სტუმარი nini

ardeb axal tavs

 


№18  offline წევრი gvancacuna

მოუთმენლად ველოდებიი

 


№19  offline წევრი PARVENU

უკვე დაწერილია ახალი თავი, წესით მალევე უნდა აიტვირთოს საიტზე. შევამოწმებ კიდევ ერთხელ. ✊????❤️^^
--------------------
Parvenu

 


№20  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

PARVENU
უკვე დაწერილია ახალი თავი, წესით მალევე უნდა აიტვირთოს საიტზე. შევამოწმებ კიდევ ერთხელ. ✊????❤️^^


მგონი წაშლილია ახალი თავი სიახლეებში დამატებას არ აჩვენებს :(

 


№21 სტუმარი სტუმარი niko

auratoo arideba

 


№22  offline წევრი gvancacuna

rato ar itvirteba axali tavi ((

 


№23  offline წევრი PARVENU

ablabudaa
PARVENU
უკვე დაწერილია ახალი თავი, წესით მალევე უნდა აიტვირთოს საიტზე. შევამოწმებ კიდევ ერთხელ. ✊????❤️^^


მგონი წაშლილია ახალი თავი სიახლეებში დამატებას არ აჩვენებს :(

გამთენიისას დავამატე გუშინ, ორჯერ მომიწია რადგან ინტერნეტის პრობლემა მქონდა. მგონი სუ წაიშალა. ????????‍♀️ თავიდან მომიწევს დამატება ნაწილის ანუ. დაიძინეთ ხალხო მორჩა კინო. ხვალ დილით დაგახვედრებთ სხვა გზა არაა. ალბათ სამისთვის მოვრჩები და ავტვირთავ ეგრევე.
--------------------
Parvenu

 


№24 სტუმარი ele

rit ver daamateees ://

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent