შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი X]


19-01-2022, 05:33
ავტორი PARVENU
ნანახია 902

***
სადღაც ღრმად, გულის სიღრმეში რაღაც ეძახდა რომ წინ წაწეულიყო. ეცადა, შიში დაეძლია. მაგრამ თითქოს მარწუხები იჭერდნენ. უხილავი ბორკილები აბამდნენ ერთ ადგილას. თითქოს ფიქრიც კი არ შეეძლო. იმდენად იყო ბავშვობიდან გამოწვრთნილი სწორ ხაზზე სიარულს, რომ გონებას ავტომატურად მიყავდა ერთი მიმართულებით. გაფიქრებითაც კი ვერ განიხილავდა განსხვავებულ გზას. თითქოს მარიონეტი იყო, ძაფებ გამობმული. სხვის სურვილებს დამორჩილებული.
ჰელლამ იცოდა, რომ უნდა შეწინააღმდეგებოდა. კაიდენის შემოთავაზება, ფიქრშივე უსაფუძვლო და აზრს მოკლებული იყო. სახელმწიფო, მშვიდობა, პოლიტიკა და ემოციები ერთად ვერ იარსებებდნენ. იქ სადაც ისინი იყვნენ გრძნობების ადგილი არ იყო. არ შეეძლო იმაზე ფიქრი, რომ საკუთარი იმ ხალხზე წინ დაეყენებინა, რომლებიც მის უკან იდგნენ. დიდი ხანის უკან გაზრდილიყო. ოცნებები დაბადებიდანვე წართმეული, ხოლო საკუთარი მე სხვის მიერ მითვისებული ჰქონდა. არც სიყვარულის და არც იმ გრძნობების სჯეროდა, თავს რომ აკარგვინებდა ადამიანს და ეგოისტს ხდიდა. არც უნდოდა ხარბი გამხდარიყო. მის ცხოვრებაში მსგავსი ემოციების ადგილი არ იყო.
ამიტომ არც უყოყმანია მის შემოთავაზებაზრ. ის უფრო უკვირდა, ნუთუ თავად ვერ ხვდებოდა? ორი სხვადასხვა მიწის შვილს, განსხვავებული წარმომავლობით, მიზნით, სურვილით… როგორ შეეძლო ერთად ეარსება? საუკუნეებს ითვლიდა მათი ხალხის მტრობა ერთმანეთის მიმართ. არ ჰქონდა იმის ფანტაზია რომ ოდესმე მათი ემოციებით გაერთიანება იქნებოდა შესაძლებელი. მხოლოდ მშვიდობა და ის დასასრული სურდა, რაც დიდი ხანის უკან ჩაეფიქრებინა.
ამ მიზანს კი თითქოს მასთან ყოველი შეხვედრის შემდგომ საფრთხე ექმნებიდა. კაიდენი მიწისძვრასავით იყო მისთვის. ყველა აზრს, ფიქრს, სიტყვას ურყევდა და არეულობას უტოვებდა. როგორც კი მისი სილუეტი თვალს მიეფარებოდა, იმ დაღლას გრძნობდა, რაც აქამდე არასდროს ეგრძნო. არა ფიზიკურს, არამედ უფრო სხვას, გაურკვეველს, ღრმას. თითქოს შინაგანად მძიმდებოდა. თითქოს ცარიელი ჭურჭელი იყო, ის კი ნელ-ნელა, მოთმინებით ავსებდა და გზას არ უტოვებდა გაქცეულიყო. ცეცხლს გავდა აბობოქრებულს, ყველაფერს რომ ედებოდა და თავისი ალით წვავდა. თითქოს ვერაფერი ეღობებოდა გზაზე. მიახლოების შიშს უჩენდა და ამავე დროს დაუძლეველ სურვილს, მასში გახვეულიყო დიდი ხნის გაყინული…
კვლავ მისკენ გაექცა ფიქრი. ეცადა გონება დაეწმინდა.
დიდი დრო გასულიყო სასახლეში დაბრუნებიდან. ხმაური ჩაწყნარებულიყო და ღამის ბინდიანი სიმშვიდე ეფინებოდა საბნად სამეფოს. ხედავდა როგორ ცვლიდნენ ბადრაგები ერთმანეთს და მორიგეობაში ენაცვლებოდნენ. შორს სასახლის უზარმაზარ გალავანს გადაღმა ათასფრად ანათებდა ქალაქის ფანრები. ხალხი ნელ-ნელა ბურანს მიცემოდა. სასახლის კედლებსაც ძილი შეპარვოდათ. მხოლოდ კარისკაცები და სეფექალები იყვნენ ფეხზე. ბარონესა ადელეც მათ რიგებს იკავებდა. ჯერ კიდევ ბრაზ გაუნელებელს ბოღმა ახრჩობდა. ცოდნა იმისა, რომ მისი ქალბატონის უძვირფასესი საჩუქარი, რომელიც ჯერ კიდევ პრინცესასგან ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო საცავში, ვიღაცას გაექურდა. და ფიქრი ამაზე, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, სიტუაციას უფრო აუტანელს ხდიდა.
-მინდა ამ საქმეს თქვენ მიხედოთ. არ მინდა სხვა მოახლეების ყურებამდე მივიდეს. მალე უნდა მოვიშორო ეს პრობლემა,-ვერცხლისფერი ხვეულები მხრებზე ჩამოშლოდა, ნაცრისფერი ირისები როგორც ჩვეულებრივ ცარიელი ჰქონდა.
-მაგრამ, თქვენო უდიდებულესობავ…-ეცადა გაეპროტესტებინა.
-უნდა გავიგო თუ ვინ გამყიდა და რა მიზნით. არ არის გამორიცხული რომელიმე კარის მოახლეს პირადი გამორჩენის მიზნით გაეკეთებინა. მაინც მალე ვტოვებ აქაურობას… დედოფალმა რაც არ უნდა ჰქნას, უხმაუროდ უნდა მივყვეთ.
პრინცესას უემოციო ტონზე ადელეს თვალები აეწვა. ის, რომ თითქოს თვითონ არ იყო ცენტრი ყოველი მათი გადაწყვეტილებისა, ტკივილით ავსებდა. ვერც ის გაეგო, თუ როგორ შეეძლო ასეთი ცივი ყოფილიყო. ნუთუ საბოლოოდ დავიწყებოდა ემოციები? არც კი ახსოვდა მისი გულწრფელი ღიმილი ან თუნდაც ცრემლები ენახა. თითქოს დროში გაყინულიყო ვიერას პრინცესა. ცარიელ ყუთს დამსგავსებოდა, რომელიც პერიოდულად სუნთქავდა.
-რატომ არ გასვენებენ?-სიმწრისგან მაინც ვერ შეიკავა თავი, კბილებში გამოსცრა ჩუმი სიტყვები,-ძლიერი ოჯახიდან რომ ვყოფილიყავი…
-ადელე!
-გთხოვთ მომიტევოთ უპატივცემულობა. შევცოდე, თავი ვერ მოვთოკე.-ღრმად დახარა თავი.
მაინც ვერ გაურბოდა იმაზს ფიქრს, რომ გამოუსადეგარი იყო. გვარიც კი არ ჰქონდა ისეთი, რომ არისტოკრატიაში მხარი დაეჭირა და ალიანსი ჩამოეყალიბებინა. მხოლოდ სეფექალი იყო. ბარონესა პატარა მამულით და მიწის ნაკვეთით.
-როცა თქვენ წახვალთ, ნუთუ სხვას უნდა ვემსახურო?
პასუხი არ გაუცია. ზურგი შეაქცია და კვლავ ჰორიზონტს გაუსწორა თვალი.
მართალი იყო.
მალე უნდა წასულიყო. დრო ნელ-ნელა ახლოვდებოდა.
‘თუ გეტყვი რომ პასუხისმგებლობას ავიღებ… რას იზამ?’
მისი ხმა ჩაესმა. ღრმა, ძლიერი ბარიტონი, რბილი, ნაზი ტონით და დაუფარავი სურვილით.
მისი სახეც ცხადად წარმოუდგა. ანთებული, მზისფერი თვალები, სწორი ცხვირი, წვრილი, მკაცრად მოკუმული ტუჩები, მაღალი ყვრიმალები, გამოკვეთილი ყბა…
ვერ შეამჩნია ისე გაუტოკდა თითები. მოულოდნელად, მასზე შეხება მოუნდა. თითის ბალიშებით ნაგრძნობი ცხელი კანი ნაცნობი და ამავდროულად ძალიან უცხო იყო.
ძალიან უნდოდა ენახა…
მართლა ისეთი თბილი იყო, როგორც ახსოვდა?
ჰორიზონტზე წითლად შეღებილიყო ცა.
ციკვდილისგან შორს, იმ სიცოცხლეში, რომელიც უკვე უარერყო, ნეტა რა ელოდა?

***
-რა ისმის იმ ამბავზე, რაც უწინ გთხოვეთ?
-დიახ, თქვენო უდიდებულესობავ,-გრაფმა ვიდლსტონმა საჩქაროდ დააბრუნა ჩაის ფინჯანი მაგიდაზე, პრინცესას გაუსწორა მზერა,-გალკოელები სამ დანაყოფად გადაადგილდებიან ვიერაში. პირველი მთავარ ფიგურებს ეძებენ სამეფოში, რათა მათგან მოხდეს ინფორმაციის მოპარვა. მეორე ტომარის კვალს უდგას კუდში. როგორც ჩანს მათ შორის ურთიერთობა, გაცილებით მძიმეა ვიდრე წარმოვიდგენდით,-გრაფის ტონი გაკვირვებას ვერ მალავდა,- მესამე კი, როგორც თქვენი უდიდებულესობა ვარაუდობდა, გალკოელ მონათა ადგილსამყოფელის დადგენაც ცდილობს.
-მეორე თხოვნა?
-რა თქმა უნდა, პრობლემა არ იქნება. თქვენი სურვილისამებრ მივყვებით.
-ბარონმა შეუფასებელი სამსახური გაგვიწია. ეს შანს მაინც მოგვცემს მოლაპარაკებები ჩვენ სასარგებლოდ წავიყვანოთ,-ფინანსთა მინისტრ ლაურენტის სახე, როგორც ყოველთვის ბნელით მოცული იყო.
-მაინც, შეთანხმება მიუწვდომელი ხილი არ გახდა? დედოფლის სასახლეში მომხდარის შემდეგ, რთულია რამის იმედი გვქონდეს.
-სხვა გამოსავალი მაინც არ გვაქ. რა გგონიათ, ვისხდეთ და არაფერი მოვიმოქმედოთ?
ჰელლა ფიქრებიდან გამოფხიზლდა. მაგიდის გასწვრივ ჩამომსხდართ მოავლო მზერა. ყველას შავი ღრუბელით დაჩრდილოდათ სახე. სიმძიმის ჰაერი იწვა დარბაზში.
-ხელშეკრულება უკანასკნელი შანსია ვიერასთვის.
მინისტრ ლაურენტს სიმწრის სიცილი აღმოხდა. უფრო მეტად დაღაროდა შუბლი. გაღიზიანება უკრთოდა თვალებში.
-უკვე უიმედოები ვართ, თქვენო უდიდებულესობავ, როგორც კი თქვენ წახვალთ. თუნდაც გალკოელებთან შეთანხმებას, ვინ გაუძღვება დარჩენილს? ჯარიც კი არ გვყავს, არც ხალხი გაგვაჩნია.
-საღამო ამაზე ფიქრში კოშმარად მექცა. რას ფიქრობს დედოფალი? ნუთუ გონია ტახტის მემკვიდრე ამ ყველაფერს თავს გაართმევს?-ვიდლსტონსაც ვერ დაეფარა უკმაყოფილო ტონი.
მომხრეთა საუბარი სავსე იყო დამძიმებული, იმედს მოკლებული ხმებით, დაუფარავად რომ კიცხავდნენ მოქმედ მონარქს. ყველამ იცოდა პრიორიტეტს მშვიდობის პაქტი რომ წარმოადგენდა იმ ეტაპზე, მაგრამ მომავალზე ფიქრი მაინც არ ასვენებდათ. მას შემდეგ რა იქნებოდა? ვინ მართავდა სამეფოს? ეყოფოდა რო დედოფლის გავლენები თვითნება დიდებულებს?
იქ მსხდომებს შორის, თითოეულმა კარგად იცოდა რომ სამეფო ოჯახს დიდი ისტორია არ დარჩენოდა დასაწერი. ნელ-ნელა იწურებოდა ფურცლები გვერდებისთვის. თითქოს დასკვნით მომენტს მიახლოებოდნენ წიგნისას. ყველას შიში შეპარვოდათ ძვლებში.
ვიერას სახელმწიფო საკუთარ მონარქებთან ერთად ითვლიდა საუკუნეს. მონარქებთან, რომლებიც ვერცხლისფერ თმას და მეწამულ თვალებს ატარებდნენ საკუთარი გვარის უკვდავსაყოფად. მათი დასრულება კი სამეფოს დაცემას უდრიდა. იმ სამეფოს, რომლითაც ასე ამაყობდა თითოეული ვიერელი.
ჰელლას თავი დაუმძიმდა. შორს წაეღოთ ფიქრებს. ეცადა ახმაურებულთა ყურადღება მიეპყრო.
-ბარონო ვიდლსტონ, მონათა ახალ ბაზარზე თავად წავალ.

***
ნისლის ღრუბლით მოცულიყო საღამო. ნაცრისფერი სიმკვრივე მოსდებოდა გარემოს. თითქოს დიდ ვაკუუმში გამომწყვდეულიყო ქალაქი. მთვარეც აჩრდილთ დაეფარათ. ღრმა უკუნი მეფობდა ვიერას კედლებში. სულის შემხუთველი და გაყინული.
პატარა ლამპარი ანთებულიყო ეტლის წინა კიდეზე. სუსტად ანათებდა ვიწრო გზას, შეუჩერებლად რომ დადგომოდა მეეტლე.
კაცი, წინა კოფაზე ჩამომჯდარი ნერვიულად ათვალიერებდა გარემოს. შიშატანილი ზვერავდს ხეების რიგში ჩაწოლილ უკუნს. თითქოს ძვლებში გრძნობდა საფრთხის მოახლოებას. ცხენებიც დამფრთხალიყვნენ და გამუდმებით ტორებს ყრიდნენ. აჩქარებით მიუყვებოდნენ სიბნელეში ჩაკარგულ გზას. დაქირავებულთა რამდენიმე ჯგუფიც შფოთვას მიცემოდა. ტყის სიღრმეში შემოსვლისთანავე დაუფლებული ნერვიულობა ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში უფრო მოსდებოდათ სხეულში. ჩუმი საფრთხის სუნი ასდიოდა ღრუბელად ჩამოწოლილ ნისლს.
მალევე აუჩქარეს ფეხს. გამეტებით შემოსცხესმათრახი ცხენებს და ჭენებით გაჰკვეთეს ჰაერი. თითქოს მდევარი მისდევთ ფეხდაფეხო.
სადღაც შორს გაისმა ჩუმი სტვენის ხმა და გარემომაც გაღვიძება დაიწყო. ფოთლების შრიალს ტოტების ლეწვის ხმა დაერთო, სხეულთა ფრენა ღეროდან ღეროზე და მალევე აკიაფდნენ მანათობელი თვალები ღამის უკუნში. თითქოს მხეცა ჯგუფს გაუღვიძიაო, შეუჩერებლად დაეშვნენ ხის კენწეროებიდნან და თვალის დახამხამებაში შემოეკვრნენ ეტლს.
-ბარბაროსები!!!
ღრიალმა გაჰკვეთა ჰაერი. ერთდროულად ინათეს დაქირავებულთა ხმლებმა და მხეცთა ეშვებმა სიბნელეში. სისხლ მოწყურებულთ უგავდათ ყვითლად ანთებული თვალები, მოუთმენლად რომ აცეცებდნებ მსხვერპლზე. სხეულის ფლეთვის, ხორცის გლეჯის და ძვლებისტკაცუნი ერთვოდა ტკივილშეპარულ ღრიალს თან. მეტალის მჟავე სუნი ორთქლად ადენოდა გაყინულ მიწას.
წუთიც და სულგამოცლილი გვამებით იყო გზა ჩაკეტილი. სადავე აწყვეტილი ცხენები, დაზაფრულები თავისუფლების გზას დადგომოდნენ, მდევარისგან შორს.
მახლობლად, ხეთა ჯარს ქვემოთ მამაკაცის ძლიერი სხეული გამოკვეთილიყო სუსტ შუქზე. სქელ, ნაცრისფერ თანმბაქოს კვამლში გახვეული, მშვიდად მიჩერებოდა ქალს, ფიქრიანად რომ ჩამომდგარიყო მკვდართა შორის.
-კაიდენ.
ჩუმი იყო ტანმაღალი ქალის ხმა. სიბნელეში აკიაფებულ ტოპაზისფერებს გაუსწორა მზერა.
-აქ არ არიან.
-ისევ?-დამცინავი ტონი დასდებოდა ხორხისმიერ ხმას,-ცნობა სწორი უნდა ყოფილიყო.
მშვიდად გააბოლა თამბაქო და ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ მეეტლეს გადახედა, აცახცახებული მუხლებზე რომ დაცემულიყო. შიშისგან კბილკბილზე აცემინებდა, მთელი სხეული გაყინვოდა.
-იცი რამე ამის შესახებ?-მოლოდინით გაუღიმა კაცს.
-ს…სხვა… სხვა მონათა ვაჭრებმა…
-სხვებმა იყიდეს გალკოელები და თავისთან წაიყვანეს?-ენააბმულ კაცს, სიტყვა გააწყვეტინა. გაღიზიანება შეეპარა ძველბში.
-დ…დიახ.
კაიდენს წარბები შეეკრა. შორს, ღამის წყვდიადს გაუსწორა მზერა. კიდევ ერთხელ ჩაყროდა წყალში მათი დევნა. ხვდებოდა, ზედმეტად აყოვნებდა მოსახდენს.
მომლოდინე ქალს გადახედა. ბრძანების ნიშნად თავი აუქნია.
-გთხოვთ, შემიბრალეთ! მე მხოლოდ დაქირავებული მეეტლე ვარ. გტხოვთ…
სიტყვა შუაზე გაუწყდა ძლიერი ხელი როგორც კი შეეხო. გათიშული მიესვენა ცვრიან ბალახზე.
-დიდებულად მოიქეცი, რომ შენ ძალას აკონტროლებ კაიდენ.-გარშემო მოავლო ხელი დალილამ.
სისხლის მძაფრი სუნი, უფრო მოდებოდა ტყეს. მალე მტაცებლებიც უნდა გამოჩენილიყვნენ.
-მგონი მკვდარია,-უკმაყოფილოდ შეეპასუხა ჰაბანი.
სინანულით დაჩერებოდა სიცივე შეპარულთ.
-არა. ჯერ არა მომკვდარა,-უხეშად გააწყვეტინა დალილამ.
ჰაბანი სულ გზაზე ეღობებოდა თავისი კატის თვალებით და არანორმალურად მოქნილი სხეულით. ყვითლად ანთებოდა ვიწრო ირისები.
-ეს მესამეა?
-არა, ნამდვილად არ გავს დამთხვევას,-სიბრაზისგან ლამაზი სახე აწითლებოდა.
მთელი დღის ნაშრომი, კვლავ წყალში ჩაყროდა.
კაიდენს გაეცინა. ინტერესის ჭინკები აცეკვებოდა თვალებში. ცნობისმოყვარეობით გაჰყურებდა ჰორიზონტს.
-როგორც ჩანს, ვიღაც ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინაა.
მის სიტყვებზე, ჰაბანს უმალ მოერყა სახე. მუჭად შეეკრა თითები. სიამაყე შერყეოდა ნაწყენს.
-შენი ბრალი არ არის, ჰაბან. შეიძლება ტომარიც იყოს კავშირში.-ღიმილით გახედა განაწყენებულ თანაშემწეს, შეურაცჰყოფა აკვროდა კაცს სახეზე,-ეს სიტუაცია გაცილებით დიდია, ვიდრე შენი არაკომპეტენტურობა. ვიღაც გაცილებით სწრაფად მოძრაობს, შიშით იმისა რომ ვიღაც დაიჭერს.
-არ ვიცი, რა სახის მონათა ვაჭრები არიან.-უხასიათოდ ჩაიდუდღუნა, მანაც ამოაძვრინა თამბაქო. მოუთმენლად გაუკიდა,-რას იტყვი, ჯერ რომ ამათზე ვიზრუნოთ?
-უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ.
კაცს თვალები გაუფართოვდა. გამკიცხავად გადახედა დალილას, იმედად რომ თავადაც მიეხმარებოდა.
-დარწმუნებული ხარ?
-სხვა გზა არაა. აუქციონის შიგნით უნდა აღმოვჩნდეთ. მათზე ადრე.
კაიდენს გაეცინა. გესლიანი მზერა მოავლო მკვდართა სხეულებს. თავდასხმისას დაღვრილი სისხლით ხელები შეეღება. წითლად უღვიოდა ბაც შუქზე. დღეს განსაკუთრებით მოწყურებოდა სისხლი. სავსე მთვარე გამოკიდებულიყო ღრუბლებს შორის და გალკოელთა სისხლში გარეული მხეცი, ნელ-ნელა უფრო მეტად ხარბი ხდებოდა.
დალილას უნებურად გააჟრჟოლა. წარსული დაუდგა თვალწინ. შეწუხებულმა გადახედა მეფეს.
-რა? იცი, თუ რა კარგი ვარ თავის კონტროლში, არა?


————-
დილა მშვიდობის. აღვადგინე. იმაზე პატარა გამოვიდა ვიდრე ორიგინალი თავი იყო, წაშლამდე. თუმცა მეტი ვეღარ შევძელი. ჩემმა ტვინმა ყველანაირი ლექსიკა ამოწურა, ვერაფერს ვფიქრობ.
ორ დღეში ახალს ისევ დავამატებ. ექშენებით და თრილერებით სავსეს, შეიძლება ფეიშენთიც იყოს. ვნახოთ, როგორ გადავწყვეტ.
იმედია მოგეწონებათ. მადლობა თითოეულ თქვენგანს. წარმატებები. იმედია ლამაზი დილით დაიწყებთ დღეს. მე სავარაუდოდ საღამოს შემოგიერთდებით.
ვილოცებ რომ ეს აიტვირთოს.
მადლობა კიდევ ერთხელ.



ჰელამ კაიდენს ჭკუით აჯობა smile მაგრამ მგონი, კაიდენი მიხვდა ვინ იყიდა ბარბაროსები, თორე ესე მშვიდად არ იქნებოდა.
იმედი მაქვს ბარონესა ადელი მარტივად გაარკვევს ვინ არის მოღალატე.
ვიერას მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რომ არა ჰელა და მისი ერთგული ხალხი, აქამდეც დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა ვიერას სამეფო.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან ჩამოცხა, უფრო და უფრო იძაბება სიტუაცია, მეტი ინტრიგაა, ძალიან უჩვეულოდ ვითარდება მოვლენები, სასიამოვნო მოულოდნელობები გველოდება იმედია შემდეგ თავებში. მოკლედ რამდენიც არ უნდა დადო უფრო და უფრო მეტი გვინდა :დდდდ, ჩვენი ბრალი არ არის შენ წერ საოცრად და სულ გვინდა რომ ვიკითხოთ <3

 


№3 სტუმარი ნია

რაგაც ვერ გავიგე კარგად რა მოხდაამ თავში ... კაიდენს რა უნდა?

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

პატარა იყო ძაან და ცოტა არიყოს ავირიე მალე დადებ შემდეგ თავს?

 


№5  offline წევრი gvancacuna

არ მეყო ((((

 


№6  offline წევრი PARVENU

gvancacuna
არ მეყო ((((

:დ დღეს დაემატება დიდი საკმაოდ.
მადლობა ყველას ძალიან დიდიი.
--------------------
Parvenu

 


№7 სტუმარი ნია

იმედია დაამატებებ. ...და არ წაიშლება კიდეე. ველოდებიი მოუთმენლად

 


№8  offline წევრი gvancacuna

Sul rato chianurdeba am istoriiis damateba ((( imedia ar waishala isev

 


№9  offline წევრი PARVENU

მეგობრებო ისევ საავადმყოფოში მოვთავსდი:დ ტელეფონი ვითხოვე წუთით. გამოკვლევებიდან გამოსული ავტვირთავ ეგრევე. რამდენიმე ხანში დაემატება გამზადებულიმაქუკვეე. მალემოვაალ
--------------------
Parvenu

 


№10  offline წევრი gvancacuna

PARVENU
მეგობრებო ისევ საავადმყოფოში მოვთავსდი:დ ტელეფონი ვითხოვე წუთით. გამოკვლევებიდან გამოსული ავტვირთავ ეგრევე. რამდენიმე ხანში დაემატება გამზადებულიმაქუკვეე. მალემოვაალ

გამოჯანმრთელებას გისურვებ ❣

 


№11  offline წევრი PARVENU

შემოვრიბინეეე. რამდენიმე საათისუკან დავდე ახალი თავი, სავარაუდოდ მალე აიტვიღყებაა
--------------------
Parvenu

 


№12  offline წევრი gvancacuna

ველოდებიიი❣

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent