შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფლეიბოი და წითური ლამაზმანი //სრულად//


19-01-2022, 21:35
ავტორი ენქეი
ნანახია 18 759

თბილისში ხშირად დადიოდა ხმები იმის შესახებ თუ როგორი სიმპათიური ვაჟი ჰყავდა ბიზნესმენ დემეტრე ამაღლობელს და კიდევ უფრო ეფექტურად გაჟღერდა ის ფაქტი რომ რატი ამაღლობელი საქართველოში ბრუნდებოდა და მამამისის ბიზნესს დაუყოვნებლივ ჩაუდგებოდა სათავეში.
24წლის ბიზნესმენი ისევ ყველას ყურადღების ცენტრშია,ჭკუას კარგავენ მასზე ქალები,მუდამ გარს ეხვევიან და ცდილობენ მისი გული მოიგონ თუმცა, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ამაღლობელის გული ისევ თავისუფალია,ის ერთჯერადი მოწონების და გართობის მომხრეა,სიყვარული მისგან შორსაა.ყოველთვის იღებს იმას რაც უნდა და არასდროს ნებდება იქამდე სანამ მიზანს არ მიაღწევს.რთული პიროვნება გახლავთ ბატონი რატი,გართობის და ეგრედწოდებული „პონტის“ მოყვარულ ხალხთან უყვარს დროის გატარება,თუ ბედნიერია ბოლომდე ამჟღავნებს ამას მაგრამ თუ გაბრაზდა კუს ჯავშანი არ ყოფნის დასამალად,თაგვს კი სორო.ყველას მიწასთან ასწორებს ვინც გზაზე გადაეღობება ან ვინც მის საყვარელ ადამიანებს შეეხება,ეს არ უჭირს ზურგს ხალხის თქმით მისი „ხულიგნების ბანდა“ უმაგრებს,მაგრამ ისინი არ არიან კრიმინალები,შავი და კაი ტიპები,ეს უბრალოდ ოჯახია სადაც არ არსებობს ერთი მეორის გარეშე...
ოფისში არეულობა იყო,ყველა მოუთმენლად ელოდა როდის გამოჩნდებოდა ბატონი რატი და როდის ექნებოდათ მისთვის თუნდაც ყავის მიტანის საშუალება,გოგოები აქეთ-იქით დარბოდნენ და მაკიაჟით თავს იწესრიგებდნენ,დღეს სულ სხვა აურა სუფევდა,ნერვიულობა პიკს აღწევდა და დაძაბულობა იმატებდა.
-ყველა ასე რატომ ნერვიულობთ?-დაინტერესდა ბარბარე რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა და გემრიელად შეექცეოდა ყავას.
-გოგონი გამოფხიზლდი-თმა გაიშალა თიკამ და მის წინ დაჯდა.-რატი ამაღლობელი დაბრუნდა,ბიჭი ქარიზმა,ცეცხლი,ისეთი სიმპათიურია,დახვეწილი,გემოვნებიანი.-ნერვიულად სუნთქავდა და თვალს მალ-მალე აპარებდა გასასვლელისკენ.
-რატიზე უყვებიი?-სწრაფად მიუახლოვდა ნატა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა თიკას-მიდი რაა მოყევი კიდევ რამე გთხოვ-ყავა დაისხა და თიკას გვერდით მიუჯდა.
-მოკლედ აი ძალიან სიმპათიურია რა.-თვალი კარისკენ გააშტერა და საუბარი განაგრძო-მაღალი,შავგვრემანი,დაბალი წვერით,მუდამ ელეგანტური ვარცხნილობით...
-კარგი გეყოთ უკვე თავი ამტკივდა-სახე დამანჭა ბარბარემ-განა ვინაა ასეთი,გასაგებია ჩვენი ახალი უფროსია,რატი ამაღლობელი თუ რავი ვინცაა,ისიც გასაგებია რომ ძალიან სიმპათიურია მაგრამ-საუბარი თიკას და ნატას სახის დანახვაზე გაწყვიტა,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და ტუჩებზე თითეებს იდებდნენ-მაცადეთ ვთქვა,შეიძლება ბიჭზე ასე გადარევა?მდიდარი,გართობის მოყვარული უფროსი გვეყოლება,მხოლოდ და მხოლოდ ესაა და არაა აუცილებელი ასეთი აღფრთოვანებით ისაუბროთ მაზე ეს ხომ...
-გაჩუმდი-კბილები გააღრჭიალა თიკამ და თითით მის უკან მდგომ რატიზე ანიშნა.
-ჩემს უკან დგას არაა?-შეწუხებულმა იკითხა და ნელა შებრუნდა.-თქვეენ-თვალები გაუფართოვდა გოგონას,მის უკან მყოფი სილუეტი მკაცრი სახით დასცქეროდა სიფრიფანა სხეულს.
-რა გქვია?- მკაცრი ტონით წამოიწყო საუბარი.
-ბარბარე-ამოიკნავლა საცოდავად და მასზე საკამოდ მაღალ ბიჭს ქვემოდან ახედა.
-ბარბარე-მისი სახელი გაიმეორა და ცერად გახედა.
-არაა საჭირო,თქვენ არ შეწუხდეთ ჩემს გათავისუფლებაზე,ჩემით წავალ.-სწრაფად წვდა ჩანთას შიგნით რამოდენიმე ფურცელი ჩატენა და წასასვლელად შებრუნდა.
-მოიცადე-მხარზე ხელი მოკიდა და თავისკენ შებრუნდა ამაღლობელმა-არავინ გათავისუფლებს,დააწყვე ეს ყველაფერი და ყავა მომიტანე,თავი მისკდება-სწრაფად გაუშვა ხელი გოგონას,სიტყვა არ ქონდა დამთავრებული თიკა და ნატა ყავის აპარატთან რომ მიცვივდნენ.-მე ბარბარეს ვუთხარი!-უემოციო ტონით განაგრძო და კაბინეტისკენ აიღო გეზი.რამოდენიმე წუთში მაშო ყავით ხელში გაიქცა რატის კაბინეტისკენ,ორჯერ დააკაკუნა და თანხმობა მიიღო თუ არა კაბინეტში შეაბიჯა.
-თქვენი ყავა-ფინჯანი მაგიდაზე დადო და სასწრაფოდ უკან მიბრუნდა რომ როგორმე თავი დაეღწია.
-მოიცადე,დარჩი და კარი დახურე.-წამით კართან შედგა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა,კარი დახურა და სწრაფად დადგა მის პირდაპირ.
-კიდევ რამე გნებავთ?-საწყლად ამოიკნავლა და თითები ერთმანეთში ახლართა.
-დიდი ხანია აქ მუშაობ?
-3თვეა.
-ანუ უფროსად მამაჩემი უფრო მოგწონდა ვიდრე მე-ფეხზე წამოდგა და მას მიუახლოვდა.
-არა,ანუ მე მხოლოდ ის ვთქვი რომ ისე აღფრთოვანებით საუბრობდნენ თქვენზე,მე მხოლოდ მათი გაჩუმება მინდოდა, მართლა არ მინდოდა ასე ცუდად გამოსულიყო.მართლა ძალიან ვწუხვარ ბატონო რატი მე...
-ჩშშ-სახე უფრო ახლოს მიუტანა და სწრაფად წაეტანა მის ტუჩებს.წამით მისმა გონებამ აზროვნება შეწყვიტა,ისე ჰყავდა სხეულზე მიხუტებული მისი სწრაფი გულისცემაც კი ესმოდა, მაგრამ ბარბარემ სწრაფად მოახდინა რეაგირება და სხეულიდან მალევე მოიშორა.
-რას აკეთებთ?-გაფართოებული თვალებით მიაჩერდა მის წინ მდგომ მამაკაცს.
-შემდეგში ზედმეტი ლაპარაკისთვის სხვანაირად დაისჯები.-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ამაღლობელს.
-თქვენ რა გაგიჟდით?თქვენ... ჩემი...ჩემი პირველი კოცნა მიისაკუთრეთ-გაცხარებული ტუქსავდა და თან ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა.
-პირველი?-გაუკვირდა და უფრო ფართოდ გაიღიმა .
-დიახ პირველი,შესაძლოა თქვენთვის სასაცილოა მაგრამ მე არ ვგავარ იმ გოგოებს რომლებიც თქვენს გარშემო ტრიალებენ.
-არავის უთქვამს რომ მათ გავხარ და არც დაგცინი-სიტვაციის განმუხტვა სცადა რატიმ.
-მე არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას ვინც თქვენთან დროის გასატარებლად ყველაფერზეა წამსვლელი.-უკვე კანკალებდა,თავს ვერ აკონტროლებდა.როგორ უნდოდა დაერტყა მაგრამ თავში გამუდმებით განგაშის სიგნალივით გაისმოდა „ის შენი უფროსია“.
-შეგიძლია დამშვიდდე?ეს ხომ უბრალოდ კოცნა იყო.
-თქვენთვის ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის კი ასე არაა.თქვენ ვერ გაიგებთ.
-მაშინ ამიხსენი.-მხრებზე ფრთხილად შეეხო და თვალებში ჩააცქერდა.
-არაფრის ახსნას არ ვაპირებ,უბრალოდ თავი დამანებეთ.-ცრემლიანი თვალები მიანათა,თავი სწრაფად გაინთავისუფლა და ოთახიდან ელვასავით გავარდა.
-ჯანდაბა-მაგიდას ხელი უხეშად დაკრა და კაბინეტიდან გავიდა,სცადა უკან გაყოლოდა მაგრამ როდესაც თვალი მოკრა უკვე ოფისიდან გადიოდა ამიტომ ისევ კაბინეტში დაბრუნდა.-საინტერესო წლები მელის წინ-თქვა და კაბინეტში შევიდა,სასწრაფოდ გადახედა თანამშრომლების დოსიეს,ბარბარეს დოსიე მოიძია და თავის ბავშვობიის მეგობარს დაურეკა.
-გისმენ რატი-ნამძინარევი ხმა გაისმა ტელეფონში.
-გეძინა ტო?-გაიკვირვა ამაღლობელმა.
-არა აქ ფილმს ვიღებ და ძილის ინსცენირებას ვაკეთებდი,რაკითხვებით მოძრაობ შე*ემა.-იერიშზე გადავიდა კაკი
-კაი კაი არგინდა ახლაა ასე,ბარბარე კაპანაძე.
-რა ბარბარე კაპანაძე?
-გამირკვიე მაგგოგოზე ვაფშე ყველაფერი,სად ცხოვრობს,ვინ არიან მისი მშობლები,რას წარმოადგენს,აი მოკლედ ყველაფერი რა.
-ისევ შარში გაეხვიე?
-არა კაკი რა შარში,ჩემს კომპანიაში მუშაობს და მაინტერესებს ვინაა,შეძლეებ?
-საღამოს გამომიარე და მთელ საქაღალდეს მოგცემ-სიცილით თქვა და ყურმილი დაკიდა.
-ნატა-დერეფანში მიმავალ გოგოს გასძახა რატიმ
-დიახ ბატონო რატი.
-ბარბარე სად წავიდა ხომ არ იცი?
-საქაღალდეები უნდა წაეღო ბატონ ანდრეასთან ფირმაში.ალბათ იქ წავიდა.
-ის რა ფოსტალიონია?-გაუკვირდა რატის
-ის ყველაზე პატარა თანამშრომელია,მხოლოდ 19წლისაა ამიტომ ძალიან სერიოზულ საქმეებს ვერ ავალებენ.-განმარტა გოგომ
-19ის?-წვერზე ხელი მოისვა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-დიახ 19ის.ბატონმა დემეტრემ აიყვანა სამსახურში.
-კარგი,შეგიძლია წახვიდე-ხელით კარისკენ ანიშნა და საბუთებში მთელი არსებით ჩაეფლო...

***
-აბა საინტერესო რა იპოვე?-ლუდის ბოთლს წაეტანა რატი და კაკის მიაჩერდა.
-ბარბარე კაპანაძე,19 წლისაა,არავინ ჰყავს ფაქტიურად.უფროსწორად დედინაცვალი ჰყავს მაგრამ მასთან ურთიერთობა არ აქვს.საბურთალოზე ცხოვრობს მეგობართან ერთად.
-სულ ესაა?-უკმაყოფილო გამომეტყველებით მიაჩერდა რატი
-რავიცი კიდევ რა გაინტერესებს?მე რა მაგ გოგოს დაქალი ხომ არ ვარ?-ხელები გაშალა კაკიმ
-რავიცი სხვა არაფერია?
-რაში გაინტერესებს?ერთი ჩვეულებრივი რიგითი გოგოა რომლის უფროსიც ხარ.
-წესით რიგითი გოგოა მაგრამ ჩვეულებრივი არა-ჩაიბურტყუნა და ლუდი მოსვა
-რამე მოხდა და მე არ ვიცი?-ცერად გახედა მეგობარს.
-სამსახურში მივედი რა,არაფერი იცოდა ჩემზე და კულტურულად მლანძღვდა-სიცილი აუტყდა ამაღლობელს-მერე მობრუნდა და ისე შეეშინდა,პატარა ბავშვივით საბუთებს ხელი დასტაცა და გაქცევას ლამობდა.არ გავუშვი ამის გამო ვინმეს ხო არ გავაგდებდი.მერე კაბინეტში ყავა მომიტანა და ვაკოცე...
-აკოცე?ძმაო მაგ ასაკიდან ვერ გამოხვედი?
-უბრალოდ უცებ მომინდა და ვაკოცე რა,ხოდა ძაან დაიძაბა.
-მასე მოგინდა ერთი გოგოსთვის კოცნა წინა წელსაც და სასამართლოზე საკმაოდ დიდი ჯარიმა დაგაკისრეს-სიცილით გახედა მეგობარს და სიგარეტს მოუკიდა.
-ანუ სხვა ქალები თუ ჭკუას კარგავენ ჩემზე და სხვა ნებისმიერისთვის რომ მეკოცნა მკლავებში ჩამადნებოდნენ,ამან მომიშორა და გამომლანძღა.თან პირველი კოცნა წავართვი.
-ტრუხას ბაზრობ,რა პირველი კოცნა მეხუმრები?-სიცილი აუტყდა კაკის
-არა ტოო,თვალები აუცრემლიანდა.რაღაცნაირად ძაან განიცადა.-წამით ჩაფიქრდა და შემდეგ დაამატა-შემეცოდა.
-ყვავილები აჩუქე და მორჩა,გადაუვლის.-ხელები ფართოდ გაშალა გაკვირვების ნიშნად და ღრმა ნაპასი დაარტყა
-წვენიც ხომ არ დავალევინო?გაუსწორდება.-თვალებმოჭუტულმა თქვა და სიგარეტს მოუკიდა.
-ხოო,ისე ცივი წვენი გაუხარდება.
-ტრა*ი ხარ რა.-თქვა და დივანზე გადაწვა.წამსვე გაისმა ზარის ხმა კარზე.
-გაა*ვი,კარს გავაღებ ალბათ ირაკლი და სანდრო მოვიდნენ-თქვა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.

***
-ბარბარე ჩემო პატარავ რა გჭიირს-გვერდით მიუჯდა ლილე.
-აუ არაფერი რა-სევდიანი ხმით უთხრა და საბანში თავი ჩარგო.
-კარგი რა,ხომ იცი რო არ მოგეშვები,ისე გავარდი დღეს სამსახურიდან არაფერი გითქვამს,უკანაც არ დაბრუნებულხარ.ვინერვიულე.-თმაზე ხელი გადაუსვა მეგობარს და უფრო ახლოს მიიწია მასთან.
-ყველაფერი იმ საზიზღარი უფროსის ბრალია,მისი ბრალია.-ცრემლებს გასაქანი მისცა ბარბარემ.
-რამე დაგიშავაა?რამე გითხრაა?-თვალები გაუფართოვდა ლილეს.
-კაბინეტში ყავა ხომ მივუტანე-სლუკუნებდა და სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს.
-ხოომერე რამოხდა?
-ხოდა უცებ მაკოცა თან დამცინა.ისე შემრცხვა ვერც კი აღგიწერ.-საპირისპირო მხარეს მიბრუნდა და თავი ლილეს კალთაში ჩადო.
-გაკოცაა?ღმერთო ჩემო-შეიცხადა და თმაზე ხელი უფრო ფართოდ გადაუსვა,იცოდა რომ ეს ამშვიდებდა.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი გთხოვ.
-იქნებ რამე მოვიფიქროთ და სადმე სხვაგან გიშოვო სამსახური.-მცირე პაუზის შემდეგ დაამატა.
-სულ ქუჩებს დავალაგებ ოღონდ მანდ აღარ ვიმუშავო,წარმოგიდგენია როგორი თავხედია?ვინ ვგონივარ.ისე გავბრაზდი მისი ცემა მინდოდა.-ხელები მომუშტა და კბილები გაახრჭიალა ბოლო სიტყვების თქმისას.
-კარგი,კარგი დამშვიდდი.დაიძინე და უკეთ გახდები-თავზე აკოცა მეგობარს,საბანი გაუსწორა და ოთახიდან გავიდა.


***
როგორც სჩვევია ბატონ რატის,დილით ისევ გვიანობამდე ეძინა,სამსახურში 12ის ნახევარზე გამოცხადდა და ირგვლივ მომუშავე ქალების დათვალიერებას შეუდგა.ფიქრებში იყო გართული როცა გვერდით ნატა ამოუდგა.
-დილამშვიდობისა ბატონო რატი-ღიმილით მიესალმა გოგო
-სალამი-მისთვის არც შეუხედავს ისე განაგრძო სიარული.
-დღეს თათბირია დანიშნული 12 საათზე.
-რასთან დაკავშირებით?
-ფირმის სახე უნდა აარჩიოთ,დახლოებით 100მდე გოგონას ფოტოს წარმოგიდგენთ და დაათვალიერეთ,თუ არ მოგეწონებათ კიდევ ბევრი კანდიდატი გვყავს.
-კარგი,მანამდე ბარბარეს უთხარი ყავა მომიტანოს.
კარგით-თქვა გოგონამ და სირბილით წავიდა ბარბარესთან.-გოგონიი-ხელი გადახვია ბარბარეს
-რაგინდა,რაიყო?-წამის მეათასედში დაუსხლტა ხელიდან.
-ბატონმა რატიმ ყავა მომიტანოსოო.
-მეეე?
-ხოშეენ.
-მე რა მისი მოსამსახურე ვაარ?-თავისთვის ჩაიბურტყუნა, ყავა ჭიქაში დაასხა და ნელი ნაბიჯით წავიდა კაბინეტისკენ.კარზე ფრთხილად დააკაკუნა და თანხმობა მიიღო თუ არა მაშინვე შევიდა კაბინეტში,ფინჯანი მაგიდაზე დადო და კარისკენ შებრუნდა როცა რატის ხმა მოესმა.
-არ გაიქცე გთხოვ,ორი წუთით დარჩი!
-რამე გნებავთ?-თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
-ისე წახვედი ვეღარ დაგეწიე.ვაღიარებ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი,ნამდვილად ცუდად მოვიქეცი.-თბილი ხმით წამოიწყო რატიმ
-სხვა თუ არაფერი გინდათ მე წავალ.-სიტვაციის განმუხტვა სცადა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-მეტს არაფერს იტყვი?აუცილებელია ბოდიში მოგიხადო?-ხმაში სიბრაზე შეერია.
-არაფერი არ მინდა თქვენგან-სწრაფად თქვა და წასასვლელად შებრუნდა.
-მაპატიე-სწრაფად მიაძახა რატიმ,უკვე იმედი ქონდა რომ ღიმილით შეეგებებოდა ბარბარე,ის კი მხოლოდ წამით შეყოვნდა,ღრმად ჩაისუნთქა და კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
-დამაცადე ქალბატონოო,დამაცადე-ტუჩის კუთხეში ეშმაკური ღიმილი შეეპარა,სკამის საზურგეს მიეყრდნო და ფიქრებში ჩაიძირა.

რატი კაბინეტში გემრიელად შეექცეოდა ყავას,კომპანიის ანგარიშებს ამოწმებდა და თანამშრომლების დოსიეს ათვალიერებდა,როცა ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ თიკა შევიდა კაბინეტში.
-ბატონო რატი თათბირზე გელოდებით-მორიდებულად წამოიწყო გოგონამ.
-აა ხო,დამავიწყდა.წამოდი გავიცნოთ ჩვენი კომპანიის ახალი სახე.-საბუთები მაგიდაზე დააწყო და საკონფერენციო დარბაზისკენ აიღო გეზი.ოთახში ჯერ გოგონა შეუშვა შემდეგ კი თვითონაც უკან მიჰყვა.-აბა მეგობრებო როგორ ხასიათზე ვართ?-ღიმილით მიმართა ირგვლივ მყოფებს და თავისი ადგილი დაიკავა.
-ძალიან კარგიი-ყველამ ერთხმად შესძახა,მხოლოდ ბარბარე იჯდა სკამზე და საქაღალდეებს უემოციოდ დაჯყურებდა,რაც რატის არ გამოჰპარვია.
-მაშ ასე-თქვა და ფოტოების დათვალიერებას შეუდგა,მხოლოდ რამდენიმე ფოტო ქონდა ნანახი როდესაც ერთ-ერთი ამოარჩია და წამსვე ბაგე ღიმილმა გაუპო-ნაგვის ურნა აქეთ მოწიე-ფოტო წამსვე მოკუჭა და ნაგვის ურნაში ჩააგდო.
-ამდენად ცუდი იყო?მგონი არაუშავდა-ყოყმანით წამოიწყო ჯაბამ.
-ცუდი არიყო,უბრალოდ სკანდალური დაშორება გვქონდა,ზედმეტად ნერვიულია.-უემოციოდ თქვა და ფოტოების თვალიერება განაგრძო.
-ნაგავი-თავისთვის ჩაიბურტყუნა ბარბარემ და თავი ისევ საქაღალდეში ჩარგო.
-რამე თქვი?-ცერად გახედა გოგონას რატიმ.
-აა,არა უბრალოდ ერთი საქმე მაქვს დასამთავრებელი და მე გავალ.-სწრაფად მიაყარა ფეხზე წამოდგა და დარბაზიდან სირბილით გავიდა.
-აპატიეთ ბატონო რატი,ამ ბოლო დროს რთული პერიოდი აქვს-ყოყმანით მიუგო ლილემ.
-პრობლემა არ არის,მთავარია კარგად იყოს.-წამით ჩაფიქრდა შემდეგ კი დაამატა-რამდენიმე წუთით გავალ,მანამდე იქნებ კარგი კანდიდატები მოძებნოთ.-სწრაფად გადაჭრა ოთახი კაბინეტიდან გავიდა და დერეფანს გაუყვა სადაც უამრავი მაგიდა იდგა,ყველა მაგიდა რომელიღაც თანამშრომლის იყო,თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და თან ბარბარეს ეძებდა,საჭმლის განყოფილებასთან იჯდა და ყავას გემრიელად შეექცეოდა ქალბატონი,ნელა მიუახლოვდა და მის უკან დადგა.
-ტყუილი არც ისე კარგად გამოგდის-ყურთან უჩურჩულა ბარბარეს.მოულოდნელობისგან შეხტა და ფინჯანი იატაკზე დაუვარდა.
-ღმერთო ჩემო,ბატონო რატი შემაშინეთ.-სკამიდან სწრაფად ჩამოხტა და დამფრთხალი მზერით მიაჩერდა.
-კარგი დამშვიდდი,მე ვარ.დალაპარაკება მინდა.
-ამას ავკრეფ-ფინჯნის ნამსხვრევების ასაღებად დაიხარა.
-შეეშვი სხვა ვინმე აიღებს.
-ის სხვა ვინმე ვინც ამ საქმეს აკეთებს მე ვარ.თქვენგან განსხვავებით მე არ ველოდები მოსამსახურეებს რომ ჩემი დასვრილი და დაყრილი ნაგავი აიღონ.
-ანუ იმის თქმა გინდა რომ უფროსს არ შეუძლია იყოს ადამიანი?
-შეიძლება უხეშად გამომივიდა,მაგრამ ასეა.
-შეეშვი,მე ავკრეფ.-ხელზე ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა,შემდეგ თვითონ დაიხარა და ნამსხვრევების აღებას შეუდგა.
-თქვენ ამას არ უნდა აკეთებდეთ.-შეწუხებული ხმით წამოიწყო და უფროსს ზემოდან დააკვირდა.
-მე არ ვარ ღმერთი ბარბარე-ფეხზე წამოდგა და თვალებში ჩახედა.-მეც ისეთივე ადამიანი ვარ როგორიც შენ,მეც შემიძლია იმის გაკეთება რასაც შენ აკეთებ,არა მხოლოდ შენ არამედ ნებისმიერი თქვენგანი.მე ამის არ მრცხვენია,თქვენი უფროსი ვარ და არა პატრონი!
-მე...ამის თქმა არ მინდოდა...ბოდიშს გიხდით-თავი ჩაღუნა,დანაშაულის გრძნობამ შეაწუხა.
-ბოდიშს მე უნდა გიხდიდე იმის გამო რაც გუშინ გავაკეთე-მხარზე ფრთხილად შეეხო და თვალებში ჩააცქერდა.
-არ გვინდა ამაზე საუბარი გთხოვთ-თვალი მოარიდა რატის.
-არ გინდა,ყოველ ჯერზე გაქცევას ნუ ცდილობ.ამახსნევინე სიტუაცია.
-არაფერს არ ჭირდება ახსნა,თქვენ ყოველთვის ისე იქცევით როგორც გინდათ და თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სხვა რას გრძნობს ან რას ფიქრობს.ყოველთვის იმას იღებთ რაც გინდათ და...
-გაჩუმდი გთხოვ!არც ისეთი ცუდი ვარ როგორც გგონია.ვიცი ცუდად მოგექეცი და მინდა რომ მაპატიო.არმინდოდა შენი წყენინება,არც შენი პირველი კოცნის მისაკუთრება.არ მინდა ჩემზე ნაწყენი იყო.
-მე თქვენი თანამშრომელი ვარ,რა მნიშვნელობა აქვს ნაწყენი ვიქნები თუ არა?
-თანამშრომელი ხარ და არა ჩემი საკუთრება რომელსაც აზრის გამოხატვის უფლება არ გააჩნია!
-დიახ მაგრამ...
-შევრიგდეეთ?-ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო და მომლოდინე სახით მიაჩერდა.
-მეე...-სულ დაიბნა ბარბარე.
-გპირდები,ეს აღარ განმეორდება.-თავი გვერძე გადახარა და თვალები ააფახულა.
-კარგი შევრიგდეთ-გაეცინა ბარბარესაც.
-ნეკი ჩამომართვი-ნეკა თითი გაუწოდა რატიმ
-ღმერთო-სიცილს ვერ იკავებდა ბარბარე,მანაც წამსვე შეაგება თავისი ნეკი და შერიგება ბავშვური სილაღით დააგვირგვინეს.
-ამათ უყურე-დერეფნის ბოლოს კედელს ამოფარებული თიკა ჩუმად ადევნებდა თვალს ამ ორს.-ბარბარე შენ ვინ ყოფილხარ-ღვარძლით ამოთქვა და დარბაზში სირბილით შევიდა.
-რა მოხდა თიკა?სახეზე ფერი არ გადევს.-წამსვე დაეკითხა ნატა.
-ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა.ნამდვილი შოკია.
-რაა?ასეთი რა მოხდა?
-მოიწიე ახლოს-მასთან ახლოს მივიდა და ყურში რამდენიმე სიტყვა უჩურჩულა.
-რაა?-ხმამაღლა წამოიყვირა ნატამ-არარსებობს ის არაა მასეთი გოგო-უფრო ჩუმად განაგრძო საუბარი
-გეუბნები ჩემი ყურით მოვისმინე.
-მაგას დამიხედეთ,მართლა არ მეგონა მასეთი-თავი არაფრის მთქმელად გააქნია და ოთახში ახლად შემოსულ რატის თვალი გააყოლა...
თათბირი კიდევ ერთ საათს გაგრძელდა,გოგონები რომლის ფოტოებიცრატის შესთავაზეს მისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა,ის სულ სხვას,რაღაც განსხვავებულს ეძებდა.
თათბირის შემდეგ ყველა შესვენებაზე იყო გასული,რატიც გადაიკარგა ოფისიდან.ბარბარე და ლილე ყავას გემრიელად შეექცეოდნენ და თან რაღაცაზე გამალებით საუბრობდნენ როცა საუბარში თიკა ჩაერთო.
-ბარბიი-გვერდით დაუდგა ბარბარეს-ღმერთო როგორ გიხდება ეს სახელი,როგორც თოჯინა რომელსაც გამოყენების შემდეგ გადააგდებენ.-სიცილი წასკდა ქალბატონს.
-რეებს ბოდიალობ?სრულჭკუაზე ხარ?-გაღიზიანებული ტონით მიუგო ბარბარემ.
-შვილო გამოფხიზლდი,რატი შენ არასდროს შემოგხედავს,მაქსიმუმ გამოგიყენოს და მიგაგდოს.
-ღმერთო ჩემო ბატონი რატი რა შუაშია?-გაუკვირდა ბარბარეს.
-ისევ ბატონოთი რომ მიმართავს,ვის ატყუებ გოგონი?მე ყველაფერი ვიცი.
-მაინც რა იცი?-ფეხზე წამოდგა უკვე წყობიდან გამოსული და მის პირდაპირ დადგა.
-ვიცი როგორ ცდილობ რატის გულის მოგებას,მაგრამ არაფერი გამოგივა.
-მე არავისი გულის მოგებას არ ვცდილობ გასაგებია?ის ჩემი უფროსია და სიტყვებს დაუკვირდი.
-მაგას საკუთარ თავსაც რომ ეუბნებოდე კარგი იქნებოდა,ის შენ არასდროს შემოგხედავს გასაგებია?გინდა გითხრა რატოომ?
-არ მაინტერესებს შემეშვი,წადი რა სხვა საქმე არ გაქვს?
-შენნაირ უბრალო გოგოს თავს არასდროს გაუყადრებს,ჯინსის შორტი და თეთრი მაისური ან კლასიკური შარვალი,გგონია მართლა მოეწონები?ელემენტარულად გოგოსავით მაინც ჩაიცვი,მე მომბაძე.
-შენ რა ავადმყოფი ხარ?მე ძალიანაც მომწონს ჩემი ჩაცმულობა.
-კიდევ იცი რატომ არ მოეწონები?ზედმეტად მორიდებული და ბავშვური ხარ,შეყვარებულიც კი არ გყოლია.აი მე კი მისთვის ნამდვილი ცეცლი ვიქნები, მე მას...
-მართლა ამდენად ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში?-წამში მიუახლოვდა რატი და ბარბარეს გვერდით დადგა.-მართლა გგონია რომ შენაირი გადაპრანჭული ქალების მეტს ვერავის ვამჩნევ?ფიქრობ რომ უბრალო გოგოს უბრალო ჩაცმულობით და თავისი ადამიანურობით ვერ შევამჩნეევ?შენგან განსხვავებით ხალხს მასე არ ვაფასებ.ის რაც ამ გოგოს აქვს შენ იმის ნახევარიც კი რომ გქონდეს კარგი იქნებოდა და იცი რა არის ესს?
-რა?-საცოდავად ამოიკნავლა თიკამ.
-უბრალოება,ბარბარე იმდენად უბრალოა რომ მხოლოდ ამითაც კი შეუძლია მიხვდეს ადამიანს თუ როგორია ის.ბავშვური და თავისებური გოგოა ისეთი როგორიც შენ არასდროს ყოფილხარ,დაბადებიდან დღემდე ვიღაცას ებაძები რომ თუნდაც ერთი წამით შემოგხედო,ჩემს კაბინეტშიც ახლად შესწორებული მაკიაჟით რომ შემოდიხარ ეგეც ვიცი,მხოლოდ იმაზე რომ ფიქრობ როგორმე ჩემი გული მოიგო ამასაც კარგად ვხვდები მაგრამ მერე გული რომ არ დაგწყდეს ახლავე გეტყვი,მე შენ არასდროს შემოგხედავ. პირველ რიგში იმიტომ რომ ქედმაღალი ხარ,მეორეც ამაზრზენი საქციელები გაქვს და მესამე ადამიანურობის ნაგლეჯიც კი არ დევს შენში.
-ბატონო რატი ისიც ხომ ცდილობდა თქვენთან ფლირტს-ხელი ბარბარეზე გაიშვირა და აცრემლიანეული თვალები მიანათა.
-ბარბარეს რაც შეეხება,მოხდა ისეთი რამ რაც თქვენი საქმე არ არის,დავაშავე მასთან რაღაც და ბოდიშიც მოვუხადე შემდეგ კი შევრიგდით,ასერომ ყველაფერი რაც ბარბარეზე თქვი ცილის წამებაა.
-კი მაგრამ ის...
-გაჩუმდი და შენი ერთი სიტყვაც აღარ გავიგონო!კიდევ ერთ სიტყვას გავიგებ ამ თემაზე შენი პირიდან და შენი ნივთების აკრეფა მოგიწევს და ამ კომპანიაში შენი პარპაშის ეპოქაც დასრულდება ასერომ შენს საქმეს მიხედე,ბარბარეს კი თავი დაანებე.-სწრაფად განმარტა,ბარბარეს ჭიქას დასწვდა და კაბინეტში ბარბარეს ყავის ფინჯნით შევიდა.
-ამით არ დაგვიმთავრებია.-ბარბარეს გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და საპირფარეშოსკენ სირბილით წავიდა.

-ღმერთო ეს რა იყო-სახეზე ხელი მოისვა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-არ ინერვიულო ამაზე,ხომ ხედავ ბატონმა რატიმ როგორ დაგიცვა-თვალები ააფახულა ლილემ
-გეყოფა,ის უბრალოდ ჩემი უფროსია.-დაუტია ბარბარემ
-ვიცი ხო,ისევე როგორც ჩემი-ენა გამოუყო და ყავის სმა განაგრძო-მაგრამ რატომღაც ფინჯანი მხოლოდ შენ აგაცალა-ცარიელ მაგიდაზე ანიშნა და ყავა მოსვა.
-ეს არაფერს ნიშნავს-თვალები დაუბრიალა მეგობარს.
-ვიცი,ვიცი-მშვიდად უთხრა და ტელეფონში ჩაძვრა.

***
უკვე 11საათი ხდებოდა, ყველა წასასვლელად ემზადებოდა.მხოლოდ ლილე და ბარბარე ისხდნენ ისევ ოფისში,მოუთმენლად ელოდა ბარბარე ლილე როდის დაამთავრებდა საბუთების მოწესრიგებას.ნახევარი საათის შემდეგ უკვე ვეღარ მოითმინა და წუწუნი დაიწყო.
-აუ ლუუ მალე რა,დავიღალე უკვე,მეძინება-მთქნარებას მოჰყვა ბარბარე.
-მოიცა ნახევარი საათის საქმე მაქვს და მოვრჩები.
-ხუმროობ?რა ნახევარი საათი ახლა ტირილით გავსკდები.-თვალები ააფახულა ბარბარემ
-ესაა ჩემი სამუშაო ძვირფასო.
-შენი სამუშაოა მაგრამ აქამდე ამდრომდე არასდროს ყოფილხარ.-წუწუნს უმატა ქალბატონმა
-თქვენ კიდევ აქ ხაართ?-ბოხი ხმით წამოიწყო რატიმ

-დიახბატონო რატი, საბუთებს ვაწესრიგებ.-მშვიდად მიუგო ლილემ
-კონკრეტ რას აწესრიგებ?ფინანსებს ითვლი თუ?
-არა,საქაღალდეებს ანბანის მიხედვით ვაწყობ,საშემოსავლო ცალკე,გასავლის საქაღალდეები ცალკე კიდევ მოდელების და რავიცი ათასი ასეთი.
-რა საბუთებს გოგო კაიფოობ?რა მოწესრიგება უნდა.ადექი შეეშვი.
-კი მაგრამ საბუთები?-გაიკვირვა ლილემ
-არუნდა მაგსაბუთებს არაფერი,ხვალ მიალაგებ ან საერთოდ დატოვე მასე,ფერების მიხედვით დააწყვე და ვსო.
-არა ასე ხო არ დავტოვებ-უცებ იუარა.
-ეხლა ორივე ადგებით და ჩემს მანქანაში ჩასხდებით,მერე სადაც მეტყვით იქ მიგიყვანთ და დაგტოვებთ.
-არა ბატონო რატი,როგორ გეკადრებათ ტაქსით წავალთ.
-ამ შუაღამისას ტაქსით გაგიშვებთ?როგორ ფიქრობ?-ცალი წარბი ზემოთ აწია და თავით გასასვლელისკენ ანიშნა.თავიდან ბარბარე ხელზე ექაჩებოდა მეგობარს მაგრამ შემდეგ წინააღმდეგობის გარეშე გაყვნენ უკან.ავტოსადგომზე გავიდნენ,გოგოებს მანქანის კარი გაუღო,თქვითონაც დაიკავა საჭესთან ადგილი და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
-ჯანდაბა ლილე შენც და შენს საბუთებსაც.-ხელზე უპწკინა მეგობარს.
-აუუ-ოდნავ წამოიყვირა ლილემ-ნუ მპწკენ გოგო-დაუტია მეგობარს.სარკეში დაინახა ბარბარემ როგორ იცინოდა ამაღლობელი ამიტომ გაჩუმდა და თავი მანქანის შუშას მიადო.
-სად მიგიყვანოთ?-უკვე საბურთალოზე მყოფმა იკითხა და სარკეში მზერა ბარბარესკენ გააპარა.
-ააი პირდაპირ და მარცხნივ,კორპუსი რომ არის.-მოურიდებლად მიუგო ლილემ.
-რას აკეთებ გოგო ჭკუიდან გინდა გადამიყვანო?-ისევ ჩუმად დაიწყო მეგობრის დატუქსვა.
-მკითხა და ვუპასუხე,ამაში ისეთს რას ხედავ.-რატიმ მანქანა კორპუსის წინ გააჩერა,პირველი ლილე გადავიდა მანქანიდან,უფროსს მადლობა გადაუხადა და სირბილით წავიდა კორპუსისკენ.ბარბარეც აპირებდა გადასვლას როცა რატის ხმამ შეაჩერა.
-ორი წუთით დარჩი.
-რამე მოხდა?
-არ ვიცი დღეს თიკამ რატომ წამოიწყო შენთან ასე საუბარი მაგრამ ხომ იცი რომ ამ სიტყვებს არ იმსახურებ?
-დიახ ვიცი,ის უბრალოდ ერთი თქვენზე გადარეული გოგონაა.-მხრები აიჩეჩა ბარბარემ
-არმისცე უფლება რომ დაგამციროს,მაშინ როცა ისეთს არაფერს აკეთებ რაზეც შეიძლება სახელი შეგელახოს.
-ამის შემდეგ უფრო ყურადღებით ვიქნები,გმადლობთ რჩევისთვის.
-უბრალოდ არმისცე უფლება რომ ასე მოგექცეს,მე ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას ვერ მოვხვდები.
-ვიცი და გმადლობთ დღევანდელისთვის და იმისთვისაც რომ სახლამდე მომიყვანეთ.-ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უთხრა და სარკეში გახედა.
-კარგი მიდი-ხელზე ოდნავ შეეხო და თვალი გაუსწორა-ტკბილი ძილი ბარბარე-ღიმილით უთხრა და საჭესთან გაიმართა.სწრაფად გადავიდა მანქანიდან და მაშინვე წასასვლელად შებრუნდა,რატიმაც მაშინვე დაძრა მანქანა და ადგილს მოწყდა,უკვე შესახვევში მისულს ჩუმად მიაძახა „თქვენც“ და კიბეები სირბილით აიარა.

***
მეორე დილას სამსახურში მხიარულება სუფევდა,ყველა გახარებული დადიოდა ოფისში და სახიდან ღიმილს არ იშორებდნენ.იმწუთას მისულ ლილეს და ბარბარეს წამში მივარდა ნატა.
-ახალი ამბავი გაიგეთ?გაიგეთ რა მოხდა?-აჟიტირებული კითხულობდა ნატა.
-რაა რა მოხდა?-ორივემ ერთდროულად იკითხა
-რატიმ გამოგვიცხადა რადგან შვებულებას ვერ აიღებთ და სამუშაოს ვერ გაექცევითო ამიტომ ისეთ ადგილას წავიდეთ სადაც მუშაობას და დასვენებას ერთდროულად შევძლებთო.
-რაა საად?-დაინტერესდა ლილე
-ციხისძირი, კასტელო მარე.
-მოიცა მანდ რაგვინდა?-იკითხა ბარბარემ
-თან დავისვენებთ თან ვიმუშავებთ,ულამაზესი ადგილია.ყველაფერს კომპანია აფინანსებს.ასერომ ჩიტებო ჩემოდანი ჩაალაგეთ ერთი კვირით კასტელო მარე გვიხმობს.
-ოღონდ ეს არა-ამოიკრუსუნა ბარბარემ და სკამზე მოწყვეტით დაეშვა...

იმდღით რატი სამსახურში დილის მერე აღარ გამოჩენილა,როგორც გაირკვა სასტუმროს საქმეს აგვარებდა.30ნომერი დსაჯავშნი,გადაღებები,ხარჯები.ყველაფერი წინასწარ უნდა მოეგვარებინა.მეორე დღეს კი ოფისის მანქანა მოემსახურებოდა ყველას რათა დანიშნულების ადგილამდე მიეყვანათ.ბარბარე იმდენად ვერ იტანდა ასეთ რაღაცეებს მზად იყო დღესვე წასულიყო სამსახურიდან,თავში ათასი მიზეზი მოსდიოდა რაც შეიძლებოდა უფროსისთვის ეთქვა მაგრამ დამაჯერებელი არცერთი იყო.ბოლოს მაინც გადაწყვიტა ბატონი დემეტრესთვის დაერეკა და თბილისში დასარჩენად ნებართვა ეთხოვა მაგრამ მისი პასუხიც უარყოფითი იყო:
-ეს რატის გადასაწყვეტია ბარბარე,თუ იტყვის რომ უნდა წახვიდე ასეც უნდა მოიქცე.-თბილი ხმით უთხრა კაცმა.
რატისთან ამთემაზე საუბარს ერჩივნა საერთოდ ჩუმად ყოფილიყო ამიტომ უბრალოდ ლილეს მსგავსად ჩემოდნის ჩალაგებას მოჰყვა.ნახევარი საათიც არ იყო გასული ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა,დახედა და უცხო ნომერი რადგან იყო არ უპასუხა,ისევ ჩემოდნის ჩალაგება განაგრძო მაგრამ ტელეფონი არ ჩერდებოდა.
-ეს ვინღაა?-თვალები მომაბეზრებლად აატრიალა და ყურმილი აიღო-გისმენთ.
-კრასოტკა რაიმე მნიშვნელოვან საქმეს ხომ არ მოგწყვიტე?-უმალ გაისმა ტელეფონში ნაცნობი ხმა.
-უკაცრავაად?ბატონო რატი თქვეენ ხაართ?-გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ლილეს.

-სწორად მიხვდი ძვირფასო მე ვარ.-ხრწინწიანი ხმით თქვა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა-ქვემოთ ჩამოდი საქმე მაქვს.
-რაა?თქვენ აქ ხაართ?
-ხოო ბარბარე,ქვემოთ ვარ,ზუსტად შენი ფანჯრის ქვემოთ.
-ჩემი...ჩემი ფანჯრის ქვემოთ-ნერვიულად ამოთქვა,ნელა მიუახლოვდა ფანჯარას და ფარდა ოდნავ გადაწია. ,,ღმერთო იქ დგას.“თვალებით ანიშნა მეგობარს და უკან დაიხია.

-ჩადი და ნახე.-აჟიტირებულმა დაიყვირა ლილემ.

-ჩშშ-ტუჩებზე ხელი მიიდო მაგრამ უკვე გვიან იყო,ტელეფონში რატის სიცილის გაგონებისთანავე მიხვდა რომ ყველაფერი გაიგო.
-მიდი ჩამოდი,გელოდები.-მოკლედ მოუჭრა და ყურმილი დაკიდა.საერთოდ ვერ ხვდებოდა რაზე უნდოდა საუბარი რატის,ფეხსაცმელი ჩაიცვა და კიბეებს ნელი ნაბიჯით დაუყვა.შენობიდან გასვლისთანავე შენიშნა რატი რომელიც მანქანაზე იყო მიყუდებული და სიგარეტს აუღელვებლად ეწეოდა.ფრთხილად მიუახლოვდა და მის წინ დადგა,თვალს არ აშორებდა მის მოძრაობას,მშვიდ გამომეტყველებას და ცდილობდა თავადაც მშვიდი ყოფილიყო,მთელი ეს დრო ფიქრობდა რომ რაღაც დააშავა და რატიმ ამიტომ მიაკითხა მაგრამ მისი მშვიდი სახის დანახვისთანავე მიხვდა რომ საქმე სხვა რამეში იყო.
-მხოლოდ ერთხელ გკითხავ და მინდა რომ რაც შეიძლება რეალური პასუხი მოვისმინო,შევთანხმდიით?-ისევ აუღელვებლად საუბრობდა,თვალს არ აშორებდა ბარბარეს და გამჭოლი მზერით აკვირდებოდა.
-ვერვხვდები რას გულისხმობთ-დაბნეული თვალებით მიაჩერდა მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს.
-მამაჩემმა დამირეკა,მითხრა რომ აჭარაში წამოსვლა არგინდა.
-დიახ ასეა,მირჩევნია აქ დავრჩე.
-მიზეზი?რატომ გინდა აქ დარჩენა?-ნამწვი გადააგდო და მასთან უფრო ახლოს დადგა.
-მეე...ანუ იცით მე არვარ შეჩვეული ასეთ რაღაცეებს,თანაც მე აქაც მხოლოდ საბუთების და ყავის ტარება მევალება.იქ მხოლოდ ყავის ტარება დაგჭირდებათ რაზეც სასტუმროს პერსონალი იზრუნებს.მე არ ვარ საჭირო.-ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა და ადგილს ვერ პოულობდა.
-შენ ფიქრობ ასე.ფიქრობ რომ საჭირო არ ხარ მაგრამ ასე არ არის.მე მინდა რომ წამოხვიდე.
-ხო მაგრამ იქ რა საჭირო ვარ?
-მე დამჭირდები,რაიმე საქმეს გამოგინახავ.ან სულაც უბრალოდ დასასვენებლად წამოხვალ.ყველა იქ იქნება თან ლილეც მოდის მარტო არ იქნები სანერვიულო არაფერი გაქვს.-ღიმილით უთხრა და მეორე ღერს მოუკიდა.
-ბევრს ეწევით,ჯანმრთელობისთვის არაა კარგი.-მზერა სიგარეტიდან მის სახეზე გადაიტანა.
-სიგარეტი არა მაგრამ დასვენება სასარგებლოა.არ გამიტეხო წამოდი რა,არ მინდა უფროსის პრივილეგიით ვისარგებლო და რამით დაგემუქრო-ბოლო სიტყვის თქმისას გულიანად გადაიხარხარა ამაღლობელმა.სულელივით მიშტერებოდა ბარბარე,რაღაც ისეთი მუხტი ქონდა ამ კაცს რომ ბარბარესაც კი ატყვევებდა.-ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ.კაკი,ირაკლი,სანდრო სამივე იქ იქნება,კარგი ბიჭები არიან,როგორც მე.-ისევ ღიმილით მიუგო რატიმ-ლოლიტაც იქნება კაკის და თითქმის შენი ტოლია.მოკლედ კარგად გაერთობი რა.აბა რას იტყვი წამოხვაალ?-თავი გვერდზე გადახარა და ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მიაჩერდა.
-დიახ,წამოვალ.-ისე ამოისროლა პირიდან სიტყვები თვითონაც ვერ გაანალიზა რას აკეთებდა.
-ძალიან კარგი,დარწმუნებული იყავი რომ არ ინანებ.
-იმედი მაქვს-თავისთვის ჩაიბურტყუნა და რატის ღიმილიანი სახით მიაჩერდა.
-რადგან თანახმა ხარ წავალ მაშინ,ხვალ 8ზე მოგაკითხავენ.-მანქანაში ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ შეავლო წითურ გოგონას თვალი და ადგილს მოწყდა.სასწრაფოდ აკრიფა კაკის ნომერი და მასთან დარეკა.რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა ტელეფონს.
-გისმენ რატი-ბოხი ხმა გაისმა ტელეფონში.
-კაკი უნდა დამეხმაროთ რა.იტოკში მჭირდებით შენ,შენი და,ირაკლი და სანდრო.15წუთში შენთან ვარ.
-რა მოხდა იჩხუბე?თუმცა რო გეჩხუბა ლოლიტა რაში დაგჭირდებოდა.
-მოვალ და მოგიყვები,მაგ ორ სი*საც დაურეკე,მალე მოვიდნენ.ყველაფერს აგიხსნით.-თქვა და ყურმილი გათიშა.

***
-რაო რა გითხრა რატიმ?-კართან შეეგება ცნობისმოყვარე ლილე
-აუ ლუუ არ დაიწყო ახლა.
-მიდი მიდი მოყევი,გაიგო არაა წამოსვლა რომ არ გინდოდა?
-ხოო გაიგო და მაგაზე მელაპარაკა.
-მერეე?გეხვეწო რო რამე მითხრაა?-მისი დატუქსვა დაიწყო ლილემ
-მერე მეც ვერ მივხვდი ისე დავთანხმდი,დებილივით დავუქნიე თავი.თან მითხრა ძმაკაცებს გაგაცნობო და კაკის დასო,შენი ტოლია და გაუგებო.მოკლედ ავირიე რა,როგორ დავთანხმდი ვერც კი ვხვდები.
-რაო გოგონიი,აგემღვრა გრძნობები?-თვალების ფახული დაუწყო ლილემ
-ნუ მიჟუჟუნებ მაგ თვალებს.შემეშვი.
-მოიცა მოიცა,იმან ძმაკაცებს გაგაცნობო,ამან კარგი წამოვალო.თქვენ რაა ერთმანეთი მოგწოონთ?-დაეჭვდა ლილე
-ნუ სულელობ გოგო-საუბრისგან თავის არიდება სცადა და სასწრაფოდ ოთახში შევარდა.
-ბარბარე და ბატონი რატიი,აი ეს მესმიის...აუუ რამაგარიაა-სიხარულისგან და აღტაცებისგან ახტა და დივანზე დაეხეთქა-აი ნახე იქ რაამბები დატრიალდებაა,ნუ არ ვიცი რაა.-ხელები არაფრისმთქმელად გაშალა და ფიქრებში მათი ქორწილის დაგეგმვას მოჰყვა.

***
10წუთის დაგვიანებით მივიდა რატი კაკისთან,ლუდის პარკი ხელში მიაჩეჩა,მისაღებში შევიდა და დივანზე უხეშად ჩამოჯდა.
-სირბილით კი მომიყვანე კაკისთან,გზაზე ლამის ოთხით გამოვედი და შენ სად იყავი ამდენ ხანს.-დატუქსა სანდრომ.
-აუ შენი მანქანა ხელოსთან მიიყვანე თუ მამაოსთან ლოცვით ხო არ უნდა აღადგინოს მგონი 1თვეა იქ გყავს-თავში ხელი წამოარტყა ირაკლიმ.
-გაა*ვი რა,სულ ერთი კვირაა იქაა,რამდენიმე დღეში წამოვიყვან.
-დღეში თუ თვეში?-მის პირდაპირ ჩამოჯდა კაკი.
-აუ ლოლიტა არიყოს კარგებს გეტყოდით-თვალები დაუბრიალა ორივეს და ისევ რატის მიაჩერდა-რა მოხდა აღარ იტყვი?
-არდადეგები აჭარაში ვის გინდათ?
-რა არდადეგები ხოარ ან*რევ.-გაიკვირვა კაკიმ.
-იტოკში მისმინეთ,ბარბარეზე ხო მოგიყევით არაა?ხოდა სამსახურიდან ვაფშე ყველა მივდივართ ციხისძირში,თანამშრომლებს შვებულებას ვერ ვაძლევთ იმიტო რო ძაან ბევრი საქმეა და ცოტა ხალისისთვის გადავწყვიტე ყველა ერთად წამეყვანა,სასტუმროში თან ვიმუშავებთ თან გავერთობით.
-ეგ გავიგე მაგრამ ბარბარე რა შუაშია რატი?-დაინტერესდა ლოლიტა
-აი ეგ არის მთელი პრობლემა,მამაჩემს დაურეკა,უთხრა რომ წამოსვლა არ უნდოდა,მე კი მინდოდა რომ წამოსულიყო.ხოდა ათასი სისულელე ვუთხარი.
-ამოღერღე მალე რა-„გაბრაზდა“ სანდრო.
-მოვატყუე რო თქვენც იქ იქნებოდით რა,ჩემს მეგობრებს გაგაცნობთქო და მეგობრის დასთქო,შენიტოლია და კარგად გაუგებთქო.
-მოიცა,მოიცა ჩვენზე ებაზრე ტოო?აქ უკვე სერიოზულად ყოფილა საქმე-ატუტუცდა ირაკლი
-ტრა*ი დააყენე!-კბილებში გამოსცრა რატიმ
-გევასება ხოო,უეჭველი გევასება თან მაგრად.-გადაიხარხარა კაკიმ
-აშკარად მოწონს,რაღაც უცნაურად იქცევა.-კვერი დაუკრა ლოლიტამაც
-მევასება რა,ისეთპონტში,მეც არ ვიცი რახდება.უბრალოდ მაგრად მინდოდა რო წამოსულიყო,თან იმ თიკასთანაც მარტო არ დატოვებ.
-ეგ გოგო ნამდვილი ეშმაკია,ცოტაც და გაპუტავს ბარბარეს-მმხარულად უთხრა ლოლიტამ
-უფრო მაგიტო არ უნდოდა წამოსვლა,ხო ხვდებით არაა?დამეხმარეთ რა.
-მე საქმე არ მაქვს წამოვალ,თან გავიცნობ შენს წითურსაც ტვინი რო მომი**ანი მაგაზე ლაპარაკით.თან კაი საღალატე ნა*ობას დავითრევ ანკა რო მოვიშორო.-წარბების თამაშს მოჰყვა კაკი.
-არც მე არ მაქვს საქმე.თან დასვენება არ მაწყენდა.-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ.
-რავი მეც არაფერი საქმე არ მაქვს,თან ზაფხულია მაგარი ნა*ობა გაიჩითება-ღიმილით მიუგო სანდრომაც.
-თითქოს თბილისში ნა*ები აკლდეს-მობეზრებულად აატრიალა თვალები ლოლიტამ
-რამე თქვი ძვირფასოო?-ჩაეძია სანდრო
-არაა,უბრალოდ ჩემს ბიჭს დავპირდი რომ ხვალ კინოში წავიდოდით.-ღიმილით მიუგო სანდროს და მის რეაქციას დაელოდა.
-ვიის?-ლუდი გადასცდა სანდროს.
-გოგას ძვირფასო.
-გოგა-ღვარძლით წარმოთქვა მისი სახელი და ლუდის ბოთლი თითქმის სულ გამოცალა.
-კარგი რა ლოლაა,ასე არ დამტოვო გთხოოვ-მუდარის ტონით უთხრა რატიმ
-აუ არ ვიცი რა,გოგას რა ვუთხრა.
-გოგასთან თუ გინდა მე მოვაყომარებ ორ წამში-ყალბი ღიმილით მიუგო და საზურგეს მიეყრდნო
-არა სანდრინიო მადლობა.
-მაგას დაშორდები სხვას იპოვი შენც ეხლა მაგის სიყვარულით არ იწვოდე რა.-სიცილით უთხრა კაკიმ
-ხო მართალი ხარ,ბოლოსდაბოლოს ზაფხულია,ისეთი სეზონია ბევრი ბიჭი იქნება იქაც.-წარბები გამომწვევად აათამაშა და რატის წინადადებას მხიარულად დასთანხმდა...


***
დილით ბარბარე ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან,თვალებს ძლივს ახელდა და მთვარეულივით ვარაუდით დადიოდა.წითური თმა აბურდვოდა და სახეზე ჩამოშლოდა.სწრაფად შევიდა სააბაზანოში და მოწესრიგებას შეუდგა.თმა გვერდულად დაიწნა,ჯინსის შორტი და გრძელი მაიკა მოირგო,შესაბამისი ფეხსაცმელი შეურჩია და სამზარეულოში გავიდა წასახემსებლად.
-მეგონა აღარასდროს გამოხვიდოდი-სიცილით უთხრა ლილემ და ყავის ფინჯანი გაუწოდა.
-თვალებს ძლივს ვახელ ისე მეძინება-მთქნარებას მოჰყვა ქალბატონი.
-სწრაფად დალიე ბარბარე,5 უკლია რვას.-ოთახიდან მოსაცმელი აიღო ლილემ და სირბილით დაბრუნდა უკან.-მანქანა მოვიდა,წავედით.-ჩემოდან დაეჯაჯგურა და კიბეებზე ძლივს ჩაიტანა,ბარბარეც უკან მიჰყვა,ჩემოდნები საბარგულში ჩააწყვეს და მანქანაში მოთავდნენ.
-თუ სხვა არაფერი გაქვთ წამოსაღები წავიდეთ.-ღიმილით უთხრა ბიჭმა
-დიახ წავიდეთ,აჭარა გვიხმობს.-ღიმილით თქვა ლილემ და ნახევრად მძინარე დაქალს გახედა.
მთელი გზა ეძინა ბარბარეს,მხოლოდ მაშინ გაეღვიძა როცა მანქანა სასტუმროსთან გაჩერდა.მრავალსართულიანი შენობის გარშემო უამრავი ხალხი შეკრებილიყო,ულამაზესი ხედი,მწვანე ბუნება.ნამდვილად იდეალური ადგილი დასასვენებლად.სასტუმროში შესვლისთანავე შენიშნეს თანამშრომლები,ნატა მაშინვე მათთან მივიდა და ღიმილით მიეგება ახლადმოსულებს.
-ღმერთო კიდევ კარგი მოხვედით თორემ თიკას გვერდით უკვე სული მეხუთებოდა.-მიახლოებისთანავე წუწუნი დაიწყო ნატამ.
-კიდევ რამე თქვაა?
-არა თქმით ვეღარაფერს ამბობს მაგრამ რატიზეა გაბრაზებული.ყველას თვალწინ როგორ დამაცირაო.
-მეტის ღირსია ეგ ავადმყოფი-ღიმილით მიუგო ბარბარემ და ორივე მიმღებთან მიიყვანა.ნომრის გასაღებები დააურიგეს.აღმოჩნდა რომ ნატა,ლილე და ბარბარე გვერდიგვერდ ნომრებში იყვნენ მეექვსე სართულზე. თიკა და დანარჩენები მესამე სართულზე იყვნენ განაწილებულები.
-სასტურმოს შუაგულში კონცერი მოაწყო თიკამ თქვენს მოსვლამდე-ლიფტში შესვლისას ყვებოდა ნატა
-რაზე გოგო ახლა რაღა მოხდა?-დაინტრიგდა ლილე.
-რაა და მესამეზე არიან ეგ და დანარჩენები მარტო ჩვენ სამნი ვართ 6ზე ხოდა ისტერიკა მოაწყო ეტყობა ეგონა რატი ლუქსში დამაბინავებსო.
-ნამდვილი ხამია რა-თვალები მობეზრებულად აატრიალა და თავისი ოთახის ძებნას მოჰყვა ბარბარე.
-დღეს მთელი დღე შეგვიძლია დავისვენოთ,მუშაობას ხვალიდან ვიწყებთ ასერომ აბა ბედნიერად.
-აუ რაკარგია ხვალამდე დავიძინებ-ღიმილით შევიდა ბარბარე ოთახში და კარი დაკეტა.

***
უკვე საღამო იყო,ბარბარეს რატი საერთოდ არ ყავდა ნანახი,ან სად უნდა ენახა ოთახიდან არ გამოსულა.ჩუსტების ამარა გავიდა გარეთ და მეოთხე სართულზე ჩავიდა სადაც შენობის შიგნით აუზები იყო განთავსებული.ნელი ნაბიჯით შევიდა დარბაზში და აუზის განაპირას ჩამოჯდა.არც შეუნიშნავს აუზი მყოფი რატი ისე მოეწყო ნაპირზე,ფეხები წყალში ოდნავ ჩაყო და წიგნის კითხვას შეუდგა,მოულოდნელად რაღაც უცხო სხეული მოედო ფეხებზე და მოქაჩა რამაც მისი შეშინება გამოიწვია.
-ღმერთო-ბოლო ხმაზე იკივლა ბარბარემ.
-ჰეიი დაწყნარდი მევარ.-რატის ხმის გაგონებამ ისე დაამშვიდა თითქოს ძილის წინ დედას იავნანა ემღერა.
-ბატონო რატი,როგორ შემაშინეთ.-თავი იმართლა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა.
-არ მინდოდა შენი შეშინება,უბრალოდ ისე უცებ მოხვედი თავიდან ვერ შეგნიშნე.
-მეე უბრალოდ წიგნის წაკითხვა მინდოდა.
-რა წიგნია?-დაინტერესდა რატი
-ერიხ მარია რემარკი-სამი მეგობარი.
-ჩემი ფავორიტია,ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული.
-მართლაა,მეც ძალიან მიყვარს.-ღიმილით მიუგო ბარბარემ
-არ ჩამოხვაალ?-სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
-მეე,არაა.
-რატომ?
-საცურაო კოსტუმი არ მაცვია,შორტით და მაიკით ხომ არ ჩამოვალ.-მხრები აიჩეჩა და წიგნი გვერდით გადადო
-მერე რაა,მე წინააღმდეგი არ ვარ.
-ცურვაც არ ვიცი.აუზი კი საკმაოდ ღრმაა,მე დამფარავს.
-არც ეგაა პრობლემა,აქ არ ვარრ?ნუ გეშინია,ჩამოდი.-თბილი ხმით უთხრა და მასთან უფრო ახლოს მივიდა-მოდი-ხელები ფრთხილად მოხვია წელზე და ნელა ჩაიყვანა წყალში.

-ნაპირზე თუ ვიჯდები მგონი უკეთესია.-თავის მართლება სცადა ბარბარემ.
-მოდუნდი არაფერი მოხდება,უბრალოდ განიტვირთები.-ერთი ხელი წელზე მოხვია,მეორე ფეხებზე და წყალზე დააწვინა.
-ხელი არ გამიშვა გთხოვ-შიშნარევი ხმით უთხრა და სხეული მოადუნა.მალევე მიხვდა რატი რომ წყლის შიში ქონდა ამიტომ უფრო მჭიდროდ მოხვია ხელი სიფრიფანა გოგონას ზემოდან დაჰყურებდა,უცნაურად გრძნობდა მის გვერდით თავს,ზუსტად იცოდა რომ მოწონდა მაგრამ არ უნდოდა ცუდად მოქცეოდა და მისთვის გული დაეწყვიტა,რამდენიმე წუთს ასე ეწვინა წყალზე,შემდეგ კი თავად ბარბარე წამოიწია და რატიც წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარა.ისე მჭიდროდ ქონდა ხელები მოხვეული თითქოს ვინმე წაართმევდა მის თავს,იმდენად ახლოს იყო მასთან,მის ტუჩებთან შეეძლო ეკოცნა,უფრო ახლოს მიიზიდა რათა ასეც მოქცეულიყო მაგრამ შემდეგ შეჩერდა,წამით ჩაფიქრდა და სიჩუმე ისევ თავად დაარღვია.
-დაგპირდი რომ ეს აღარ განმეორდებოდა,არ მინდა პირობა დავარღვიო და ნაძირალად მთვლიდე.-სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და თვალებში ჩააცქერდა-არც ისეთი ცუდი ვარ როგორც გგონია.
-ჩემი წასვლის დროა-სიტვაციიდან სწრაფად გამოძვრა და ნაპირზე ავიდა,წიგნს ხელი დაავლო კიდევ ერთხელ შეხედა რატის და დარბაზიდან უკანმოუხედავად გავიდა...

ოთახში სირბილით შევიდა ბარბარე და კარი ჩაკეტა, ისე უფართხალებდა მის გვერდით გული,ისეთი მეამიტი და დამყოლი ხდებოდა თავადაც ვერ იაზრებდა. წყალში 15წლის შემდეგ არ ყოფილა და ახლა ისე დაჰყვა რატის ნებას თითქოს წყალში ჩავარდნილ კანფეტს გადაჰყვაო. -რას აკეთებ ბარბარე-საკუთარი თავის დატუქსვას მოჰყვა,სააბაზანოში სირბილით შევიდა და ონკანს დაეყრდნო.სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებდა,არა უშნო ნამდვილად არ იყო.გრძელი წითური თმა,ოდნავ მუქი წარბები,ცისფერი თვალები,ლამაზი ცხვირი,გამოყვანილი ტუჩები...-ეს არაფერს ცვლის,ის შენი უფროსია-უფრო ისტერიკულად დაიწყო ყველაფრის გამეორება.ტანსაცმელი გამოიცვალა,საწოლზე დასკუპდა,ლეპტოპი ფეხებზე დაიდო და რატის ინსტაგრამ გვერდის დალაშქვრას მოჰყვა.მის ფოტოებთან ერთად რომელიც ამტკიცებდა რომ რატის გართობა უყვარდა მალე აღმოაჩინა ინტერნეტში სკანდალური სტატიები. „მდიდარი ფლეიბოი ისევ ყველას ყურადღების ცენტრშია,ღამის კლუბ- COPACABANA-ში ისევ არეულობა სუფევს,ქართველმა ფლეიბოიმ რატი ამაღლობელმა ამერიკელ პარტნიორებთან შეთანხმება კლუბში აღნიშნა და იგი დილამდე შეუჩერებლივ სვამდა რამდენიმე მოდელ გოგონასთან ერთად.“ -საერთოდ რაზე ფიქრობ შვილო,ცოტა ტვინი აამუშავე.-ლეპტოპი გვერდით გადადო და ლილეს დაურეკა.რამოდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა ყურმილი აიღო.
-გისმენ ბარბარე.
-სად ხარ ლუუ?-ტუჩებდაბრეცილმა დაიწყო საუბარი.
-ოთახში ახლა ამოვედი,მოწყენილი ხმა გაქვს,რამე მოხდა?
-მე,ცოტა მოვიწყინე.მაგრამ არაფერია დაივიწყე.
-ცოტახანში დიდ დარბაზში წვეულება იქნება,შემოგვიერთი.ცოტას გაერთობი
-მეე,არაფერი მაქვს რომ ჩავიცვა,თან ხომ იცი ასეთი რამეები ჩემთვის არ არის.
-ჩემთან გამოდი,მერწმუნე კარგად გაერთობი.-უთხრა და ყურმილი გათიშა,სირბილით გავიდა ბარბარე ლილესთან,ნატაც იქ გახლდათ.ორივე ულამაზეს კაბებში გამოწყობილი,მხოლოდ მაკიაჟი დარჩენოდათ.
-ხალხო რა ხდება ასეთი?-დაინტერესდა ბარბარე.
-რატიმ განტვირთვისთვის წვეულება მოაწყო,ხვალიდან კი ახალი შემართებით უნდა შევუდგეთ საქმეს.
-მე რატომ დამიძახეთ? -შენც უნდა წამოხვიდე,სხვანაირად არ გამოვა.აი ეს კაბა გამომართვი-გრძელი შავი კაბა გაუწოდა ნატამ-ჩაიცვი მაკიაჟს ჩვენ გაგიკეთებთ.
-მოიცა,არმინდა ეს გამომწვევი კაბები.ასე წამოვალ ცოტახნით დავრჩები და მერე უკან დავბრუნდები.
-ასე?-წარბაწეულმა აათვალიერა ნატამ-შორტით და მაიკით?ხუმროობ?
-არა,მართლა.-მხრები აიჩეჩა ბარბარემ -ბარბარეე,მიდი ჩაიცვი ნუ ჯიუტობ.
-კაბა და ფეხსაცმელი ხელში მიაჩეჩა და მაკიაჟის შესწორებას შეუდგა. 10წუთში ბარბარემ ულამაზესი შავი კაბა მოირგო,მთელი ზურგი ამოღებული ქონდა,ფეხზეც შავი მაღლები ჩაიცვა და თმა გაიშალა.ბუნებრივი და ამავდროულად ძალიან ლამაზი იყო ბარბარე.თვალები აიტუშა და წითელი ტუჩსაცხი ძალიან მკრთალად გადაისვა ტუჩებზე.
-აუუ ბარბარე ძალიან ლამაზი ხარ, მართლა-"ცრემლები"მოიწმინდა ლილემ
-აუ ეს კაბა ძალიან გამომწვევია,ძალიან ამოღებული და რავიცი.-აწიწინდა ბარბარე
-სულაც არა,იდეალურად გამოიყურები.-გვერდით დაუდგა ნატა-თიკა გაგიჟდება,შეიძლება კაბა იქვე შემოგახიოს.-სიცილით უთხრა და დანარჩენებთან ერთად ქვემოთ ჩავიდა. დარბაზში სამმა ლამაზმანმა ნელი ნაბიჯით შეაბიჯა,ბარბარეს წუწუნის გამო დააგვიანდათ ამიტომ მათი მისვლისას ყველა იქ იყო და ყველა სტუმრის ყურადღება მათკენ იყო მიპყრობილი. დარბაზი გადაკვეთეს და ერთ-ერთ ცარიელ მაგიდას მიუსხდნენ.მალევე შენიშნა ბარბარემ რატი რომელიც თვალს არ აშორებდა მათ მაგიდას.სამი ბიჭით იყო გარშემორტყმული და ბარბარე სწრაფად მიხვდა რომ გუშინ საღამოს სწორედ მათზე ესაუბრა. როგორც იქნა თვალი მოწყვიტა და გოგონებთან საუბარს შეუდგა როცა თიკა მიუახლოვდა და გესლის ნთხევა დაიწყო.
-პატარა ჩიტუნებიც აქ ყოფილან-ამაზრზენი სიცილით მიუგო და მის გვერდით მყოფი ორი გოგონაც გააცინა.
-რა გინდა თიკა?-მშვიდად იკითხა ნატამ.
-იციი მეცოდებით,ასეთი იაფფასიანი ხალხი ერთად როგორ შეიკრიბეთ?თანაც იაფფასიანი კაბებით.ეგ ტანსაცმელი მეორადების მაღაზიაში იყიდეეთ?-სიცილის არ წყვეტდა ქალბატონი-აი მე კი რატის ნაჩუქარი კაბა მაცვია,ზუსტად ამ წვეულებისთვის მიყიდა.თქვენსავით იაფფასიანი კაბა რომ...
-გოგონი-მხარზე რამდენჯერმე იგრძნო ძლიერი ხელის შეხება.ხელი უხეშად მოიშორა დასწრაფად მიტრიალდა,ხელში რატის მეგობრები რომ შერჩნენ მოლბა და ნაზი ღიმილით დაუწყო ყურება.
-შენ რა მართლა გგონია რომ რატიმ კაბა გიყიდა?თანაც რომელიმე ბრენდის?ამდენად სულელი ხარ გოგოო?-საუბარი გოგონამ წამოიწყო რომელიც სამ ახალგაზრდას ახლდა.
-რას ნიშნავს ეს?-ტუჩები დაპრუწა თიკამ -იმას ნიშნავს რომ ამ ულამაზეს ქალბატონებზე ღადაობას საკუთარი კაბის მარკისთვის რომ დაგეხედა კარგი იქნებოდა,სხვათაშორის ინტერნეტში კაბები იაფად დევს სულ რაღაც 30ლარი ღირდა-უემოციო ტონით უთხრა ირაკლიმ
-აი რაც შეეხებათ ამ გოგონებს,მათ ნამდვილად ბრენდის კაბები აცვიათ.ბარბარეს კაბა პირდაპირ არმანის ახალი კოლექციიდანაა.ამ ორს კიდევ ნამდვილად პრადა აცვია.ასერომ იაფფასიანობაზე ლაპარაკს გირჩევ ცოტა ჭკუას მოუხმო-თმა ყურის უკან გადაუწია სანდრომ
-რაც შეეხება იაფფასიანობას,ჯობს ტანსაცმელი გეცვას იაფფასიანი ვიდრე შენ თავად იყო ასეთი.-ღიმილით დაასრულა კაკიმ და გოგონებს მიესალმა,თიკა კი დარბაზიდან ისე გავარდა სტუმრებმა თვალიც ვერ გააყოლეს... როგორც კი დასხდნენ მაშინვე შემოუერთდათ რატი და სწრაფად წამოიყო.
-ერთმანეთი უკვე გაიცანით?-სუფრასთან მყოფებს მოავლო თვალი
-არა,მაგრამ იმედი მაქვს გაგვაცნობ-ღიმილოთ მიუგო ლოლიტამ
-ხო რათქმაუნდა-მაგიდას თავადაც მიუჯდა და განაგრძო.-მოკლედ ესენი კაკი,სანდრო და ირაკლი არიან ჩემი ბავშვობის მეგობრები და უახლოესი ადამიანები,ეს ლოლიტაა კაკის და. რაც შეეხებათ მათ-გოგონებს მიუბრუნდა რატი-ეს ნატაა,ეს ლილე და ეს კი ბარბარე-ბოლოს ღიმილით დაასრულა საუბარი.
-მართლა ძალიან ლამაზი ყოფილა,საერთოდ არ აჭარბებდი ძმაო-ღიმილით უთხრა ირაკლიმ და სასმელი მოსვა
-ხო გეუბნებოდით არაა.-ისევ ბარბარეს გახედა რატიმ
-ერთი წუთით,თქვენ ჩემზე რამე იცით?-გაუკვირდა ბარბარეს -რამე კი არა თითქმის ყველაფერი.მთელიდღეები შენი სახელი გვესმის-სიცილით უთხრა კაკიმ
-კაკი მოგკლავ-წარბაწეულმა გახედა ამაღლობელმა
-კარგი რაიყო,ვიხუმრე-თავი იმართლა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
-ხოო მართლა იმას თავისი ადგილი მიუჩინეეთ?-მაშინვე მიხვდნენ თიკაზე რომ საუბრობდა
-კიი,წამში მივახვედრეთ ვინ იყო იაფფასიანი და ნაგავი.-ღიმილით უთხრა ლოლიტამ
-ძალიან კარგი,მეტის ღირსი მაინც არ იყო.არმიყვარს ასეთი უბადრუკი ადამიანები.
-ხოდა მგონი დროა დაითხოვო.
-არა,ჯერ ადრეა.იყოს ცოტახნით.სიცილით უთხრა და გოგოებს მიუბრუნდა.დაახლოებით ნახევარი საათი განმავლობაში ასე მხიარულად საუბრობდნენ.ერთმანეთის ხუმრობებზე იცინოდნენ.ისე სწრაფად შევიდნენ ერთმანეთთან კონტაქტში ვერც კი გაიაზრეს.თვით ბარბარეც კი აჰყვა საუბარში.იმდენად უშუალო და მხიარული სამეგობრო ყოლია რატის და თავადაც ისეთი მხიარული ყოფილა მათთან ვერავინ მოიწყენდა. თავდაპირველი მხიარულება ლოლიტას ახალმა თაყვანისმცემელმა დაარღვია რომელიც წვეულებაზე გაიცნო.
-ლოლიტა აი სად ყოფილხარ,გეძებდი-ღიმილით მიუახლოვდა ბიჭი მაგიდას
-ნიკუუ,მაპატიე საუბარში გავერთე.-თავი იმართლა ლოლამ -არაუშავს ძვირფასო,რა სალაპარაკოა-წელზე ხელი მოხვია ბიჭმა.
-მოვკლავ-მაგიდიდან ოდნავ წამოიწია სანდრო მაგრამ საბედნიეროდ რატიმ დროულად მოახდინა რეაგირება და თავის ადგილას დააბრუნა,ლოლიტა და ნიკა მალევე მოშორდნენ მაგიდას და მშვიდ მუსიკაზე ცეკვა დაიწყეს,ბიჭს ორივე ხელი ლოლიტას წელზე მჭიდროდ ქონდა მოხვეული და სხეულზე ყავდა აკრული,გიჟივით სვამდა სანდრო,ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და თან თვალს არ აშორებდა მათ წინ მოცეკვავე წყვილს.დასამშვიდებლად ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ღრმა ნაპასი დაარტყა,ხელები მომუშტული ქონდა თითქოს საჩხუბრად ემზადებოდა თან სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა.
-ბატონო აქ მოწევა არ შეიძლება-მშვიდად მიუახლოვდა მომსახურე პერსონალი სანდროს
-აქედან მოშორდი სანამ ლამაზიხარ-კბილებო გაახრჭიალა სანდრომ და ფეხზე წამოდგა.რატიმ მისი შეჩერება ვეღარ შეძლო,უკვე წყვილს უახლოვდებოდა როცა მუსიკა შეწყდა და ლოლიტას ხელი დაავლო.
-რას აკეთებ ძმაო-მაშინვე გამოესარჩლა ნიკა -შენ მერე მოგხედავ-დაიგრგვინა სანდრომ და დარბაზიდან სწრაფად გაიყვანა.
-როგორ უყვარს ჩემი და ამ გამო*ირებულს-თავი გააქნია კაკიმ
-უხდებიან ერთმანეთს-საუბარში ლილე ჩაერთო.
-ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებენ ერთმანეთს შეუძლებელია არ უხდებოდნენ-სიცილით დაამატა ირაკლიმ.
-ჯანდაბა გოგო გინდა ჭკუიდან გადამოყვანო?-კედელზე უხეშად მიაყუდა ლოლიტა
-რა გინდა სანდრო,რანაირად იქცევი?
-მეე გოგო?მე რამინდა?შენ რაგინდა იმ გამო*ლევებულთან?
-ყველას შეურაცხყოფას რატომ აყენებ?რაიციი რომ მასეთია?
-მას იცაავ?არგამაგიჟო.-სახეზე უკვე ძარღვები დაბერვოდა და გახშირებულად სუნთქავდა.
-შენრა ჩემი მამიკო ხაარ?
-მამიკოც ვიქნები და ძამიკოც თუ საჭირო იქნება და ჭკუიდან ნუ გადამიყვან გთხოვ.სანამ მშვიდად გესაუბრები.
-ნამდვილად მშვიდად მესაუბრები,ძალით გამომათრიე დარბაზიდან,შუბლზე ლამისაა ძარღვი გაგისკდეს,ჩემს პარტნიორს ლანძღავ და მშვიდად მესაუბრები?იციი რასგეტყვი?როცა გეცოდინება კონკრეტ რაზე მთხოვ პასუხს მერე ვისაუბროთ-თავი სწრაფად გაინთავისუფლა და დარბაზში სირბილით შევიდა.
მალევე ჩაირთო მშვიდი მუსიკა,ხალხი საცეკვაოდ წამოდგა.წყვილები ერთმანეთში ირეოდნენ და მაგიდებს შორის კაკიმ ლილე გაიწვია საცეკვაოდ,მასაც უარი არ უთქვამს მაშინვე დასთანხმდა წინადადებას.ირაკლიმ ნატა მოიტაცა და იქვე შორიახლოს დაიწყო მასთან ერთად ცეკვა,მაგიდასთან მხოლოდ რატი და ბარბარე დარჩნენ,ბარბარე ფაქტიურად არ უყურებდა ცდილობდა დაძაბულობა თავიდან აერიდებინა და მოცეკვავე წყვილებს გასცქეროდა.დუმილი ისევ რატიმ დაარღვია თავისი მომხიბვლელი წინადადებით.
-ბარბარე ვიცეკვოთ?-მისი სახის გამომეტყველრბიდან მიხვდა რომ უარის თქმას აპირებდა მაგრამ მაშინვე დააყოლა-მიდი რაა აქ ხომ არ იჯდები ,წამოდი.-ისეთი თბილი ხმით უთხრა შეუძლებელი იყო არ დათანხმებოდა,ხელზე ხელი მოკიდა და საცეკვაოდ გაჰყვა.რატიმ ორივე ხელი წელზე მოხვია და მუსიკას ფეხი აუწყო,რამდენიმე წამს ასე უბრალოდ უყურებდა,შემდეგ კი როგორც იქნა ამოთქვა. -წეღან ვერ გითხარი,დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები.სულ სხვანაირი ხარ.
-დიდი მადლობა,თქვენც გიხდებათ ასეთი ჩაცმულობა.
-ასეთი?-დაინტერესდა რატი -დიახ ანუ შარვალ-კოსტუმი ვიგულისხმე,ზოგადად თქვენ ხომ ასე არ გაცვიათ სამსახურში.
-გთხოვ აქ მაინც ნუ მესაუბრები თქვენობით.
-აბა როგორ მოგმართოთ?
-უბრალოდ რატი დამიძახე და შენობით მელაპარაკე.
-თქვენ ჩემი უფროსი ხართ,როგორც ჩემს მეგობარს ისე როგორ დაგელაპარაკებით.
-უბრალოდ სცადე,თუ მოინდომებ მასეც შეძლებ საუბარს.
-მირჩევნია ისევ ასე მოგმართოთ.-ღიმილით უთხრა და ცეკვა განაგრძო
-როგორც გინდა-მანაც ღიმილით უპასუხა და თავი მის ყელში ჩარგო.რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე იყვნენ ჩახუტებულები და ერთმანეთის გულისცემას უსმენდნენ შემდეგ მუსიკა შეწყდა და ნელა დაშორდნენ ერთმანეთს,ბარბარე სასწრაფოდ დაბრუნდა მაგიდასთან და მას დანარჩენებიც მალე შეუერთდნენ. სანდრო ისევ დაძაბული გასცქეროდა ლოლიტას რომელსაც თავი ჩაეხარა და ცარიელ თეფშს დაჰყურებდა.სიმშვიდე ისევ ბატონმა ნიკამ დაარღვია მაგიდას მიუახლოვდა და სანდროს წინ დაუდგა.
-ადექი სალაპარაკო გვაქვს!-უხეში ტონით მიუგო ნიკამ
-რა თქვი?-გაიკვირვა სანდრომ
-ადექი ტო რა თავს იდებ.-მხარზე უხეშად უბიძგა სანდროს
-ბიჭო შენ ვინმეში ხო არ გეშლები.-ნელა წამოიწია მაგიდიდან-შენი ფინია ხო არ გგონივარ ჯოხი გადამიგდო და მოგიტანო,ცოტა აზრზე მოდი.-მძიმედ სუნთქავდა სანდრო,არ უნდოდა სიტუაციის გართულება მაგრამ ტიპი ითხოვდა.
-გითხარი გამოდითქო და უნდა გამოხვიდე-ისევ გაეჭიმა ნიკა
-ნიკა რას აკეთებ.-საუბარში ლოლიტა ჩაერთო
-არ ჩაერიო!-მაკცრად უთხრა და ისევ ბიჭს მიუბრუნდა-ნერვები ისედაც დაწყვეტაზე მაქვს და შენი პირიდან კიდევ ერთ სიტყვას თუ გავიგებ დარწმუნებული იყავი მწარედ განანებ.
-*ლეობ უკვე ძმა.
-შენი და შენნაირი *ლეების დედაც-დაიყვირა სანდრომ და სახეში დაარტყა,გვერდით მაგიდებიდან ბიჭები მოცვივდნენ და სანდროს და დანარჩენებს დაეძგერნენ,ჯერ დარბაზში გაალამაზეს ერთმანეთი შემდეგ რატიმ დრო იხელთა და კამათის გარეთ გაგრძელებაა შესთავაზა რასაც ყველა დასთანხმდა.
-გარეთ არ გამოხვიდე!-პირდაპირ ბარბარეს მისამართით თქვა რატიმ და დარბაზიდან დანარჩენებთან ერთად გავიდა...

დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში უკან არცერთი დაბრუნებულა,დარბაზიდან ვერავინ გადიოდა,სტუმრები შეშინებულები იყვნენ.გოგოებიც ერთ მისხდომოდნენ და თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავდნენ.
-ღმერთო სად არიან ამდენ ხანს.-დუმილი ლოლიტამ დაარღვია და კარს გახედა.
-იმედია კარგად არიან-თავისთვის ჩაიბუტბუტა ბარბარემ და წყალი მოსვა.რამდენიმე წუთში კარის ზღურბლზე სანდრო და კაკი გამოჩნდნენ,ორივე თავიდან ბოლომდე სისხლში იყო ამოსვრილი.
-ღმერთო-შიშისგან ამოხდა ლოლიტას და მათთან მიირბინა.-კარგად ხაართ?-წამში აუცრემლიანდა თვალები მისთვის ორი ყველაზე ძვირფასი მამაკაცის დანახვისას.
-კი პატარავ არ ინერვიულო-დას გადაეხვია კაკი და მასთან ერთად მიუახლოვდა მაგიდას.
-რატი?რატი სადაა?-გაუაზრებლად იკითხა ბარბარემ.
-დამშვიდდი კრასოტკა რატი გარეთაა,ცოტა დამშვიდება ჭირდებოდა.-სწრაფად განუმარტა სანდრომ და ლოლიტას სასმლის ჭიქა აწაპნა.
-ნუ სვამ ამდენს გთხოვ-მუდარის ტონით უთხრა ლოლიტამ და მის პირდაპირ დადგა.
-შეენ...შენ საერთოდ ნუ ლაპარაკობ გთხოვ.-ოდნავ უხეშად უთხრა,სასმელი ბოლომდე გამოცალა და დარბაზი უკანმოუხედავად დატოვა.
-ჩემგან რაუნდა?-ნაწყენმა იკითხა და ძმას გვერდით მიუჯდა.
-როგორც მახსოვს ის სი*ი შენ გაიცანი და არა სანდრომ.-მხრები აიჩეჩა და სასმელი მოსვა,მალე ირაკლიც შემოუერთდათ,ბარბარე ყოველ წუთს აპარებდა კარისკენ თვალს და რატის დიდი მოთმინებით ელოდა მაგრამ ის შემოსვლას თითქოს არ ჩქარობდა.
-რატი რატომ არ შემოდის?-ბარბარეს მზერის დანახვისას იკითხა ლოლიტამ.
-ხომ იცი ის როგორია,ჩხუბს ყოველთვის ერიდება მაგრამ თუ მაინც მოხდა რაღაც გაჩერება არ უყვარს,გაბრაზებულია ისევ,ცოტასდამშვიდდება და ალბათ შემოგვიერთდება.
-ალბათ?-ყრუდ ჩაილაპარაკა ბარბარემ და ისევ კარს გახედა.
-წადი მასთან,ასე კარის ყურებით ვერაფერს უშველი-ღიმილით მიუგო ირაკლიმ და თავით გასასვლელისკენ ანიშნა.
-მე..მე უბრალოდ ვნახავ როგორ არის.-თავი იმართლა და დარბაზიდან სასწრაფოდ გავიდა,დარბაზიდან გასულს რატი თვალში არ მოხვედრია,თვალებს აქეთ-იქით ნერვიულად აცეცებდა იქნებ სადმე დაენახა მაგრამ ამაოდ.ბოლოს უბრალოდ ეზოდან გავიდა და გადაწყვიტა მისი მანქანა შეემოწმებინა,მანქანა ადგილზე იყო რამდენიმე ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა და მალევე შენიშნა რატის სილუეტი რომელიც მანქანის გვერდით იჯდა და სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა.
-კარგად ხაარ?-ისეთი შეშინებული ხმით წამოიწყო ლაპარაკი თავადაც გაუკვირდა.
-ბარბარე?-სიგარეტი შორს მოისროლა და ფეხზე წამოდგა-აქ რას აკეთებ?
-მე უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავით-დაბნეულმა დაიწყო საუბარი-როგორც ვხედავ კარგად ხართ ამიტომ წავალ.-თავიიმართლა და გასაქცევად მოემზადა.
-მოიცადე რა,შემომხედე მე კარგად ვაარ?-ცერად გახედა და სახეზე ჩამოშლილი თმები უკან გადაიწია.
-თქვენ დაჭრილი ხართ-შიშისგან თვალები გაუფართოვდა.
-მაგას არ ვგულისხმობ.ახლა გიყურებ იციი,გიყურებ და ვერ ვხვდები.
-რას ვერხვდებით?
-არვიცი,ისე მსიამოვნებს შენს გვერდით ყოფნა თითქოს...თითქოს არვიცი-მხრები აიჩეჩა და ვისკის ბოთლი აიღო.
-მთვრალი ხაართ?
-ცოტა,სულ ცოტათი.-ღიმილით უპასუხა და სასმელი მოიყუდა.
-არ გინდა გთხოვ-მასთან ახლოს მივიდა და სასმლის ბოთლს წაეტანა.
-აი ხედაავ?შენობით ლაპარაკიც შეგძლებია.
-მე ვერც კი შევნიშნე,შემთხვევით წამომცდა...
-ჩშშ-ტუჩებზე თითი მიადო და თვალებში ჩააცქერდა.-პირველად ხდება რომ გოგოსგან მისი სხეული კი არა უბრალოდ მისიყურადღება მინდა.-ხრინწიანი ხმით განაგრძო საუბარი.
-ჯობს სასტუმროში წაგიყვანოთ-სიტვაციიდან გამოძრომა სცადა ბარბარემ.
-მე აქაც კარგად ვარ,თანაც შენს გვერდით ვარ-სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა,სასმლის ბოთლი იქვე მიაგდო და უფრო ახლოს მიიზიდა,მაშინვე მიუხვდა ბარბარე ჩანაფიქრს და მისგან თავის დაძვრენა სცადა.
-დამშვიდდი გთხოვ,ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ არ გინდა.-შუბლზე ტუჩები მიაკრო და გულზე მიიხუტა სიფრიფანა სხეული.ისე უფართხალებდა ბარბარეს გული თითქოს ჩიტი გალიიდან გამოსვლას ლამობსო.იმდენად სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა წინააღმდეგობას არ უწევდა.არცერთს არუნდოდა რომ ეს ღამე დამთავრებულიყო.მოწონდა ბარბარეს მის გვერდით ყოფნა მაგრამ ის არ გავდა იმ გოგონებს რომლებიც რატის გარშემო ტრიალებდნენ,ბუნებრივია ეშინოდა,ეშინოდა იმის რომ რატის მის სათამაშოდ არ ექცია.ისინი ხომ სულ ცოტახანია რაც ერთმანეთს იცნობენ.თანაც რატი მისი უფროსია.წამში გაინთავისუფლა მისგან თავი და უკან დაიხია.
-მე თქვენი სათამაშო არ ვარ!
-და ვინ გითხრა რომ სათამაშო ხარ?-გაოგნებული უყურებდა რატი
-მე არც თქვენი წრის გოგო ვარ და არც თქვენი შესაფერისი,მე არ ვარ გართობის მოყვარული გოგო რომელიც კლუბებში ივლის და რომელსაც თქვენს ჭკუაზე ატარებთ!
-ერთი წუთით რას ნიშნავს ჩემი წრის არხარ?
-იმას რომ მე არვარ მდიდარი,ერთი უბრალო თანამშრომელი ვარ რომელიც თავს თქვენი გადახდილი ფულით ირჩენს.
-შენი აზრით მე რომ არ ვიმუშავო რამე მექნება?მეც ისევე ვმუშაობ როგორც შენ.მე არ მადარდებს რა გაქვს და რა არა.
-თქვენ მხოლოდ რიგით გასართობს ეძებთ,მაგრამ მე ის არ ვიქნები!
-გასართობი რომ მინდოდეს გგონია ნებისმიერს ვერ დავითრევ ვინც აქაა?ნებისმიერი გამიშლის ფეხებს ერთი ღამის გულისთვის მხოლოდ ის რომ თქვან რომ ჩემთან იყვნენ.-უკვე ყვირილზე გადადიოდა ამაღლობელი,სახეზე ყველა ძარღვი დატყობოდა და გახშირებულად სუნთქავდა.
-სწორედ ამას ვამბობ,ჩემგანაც იგივე გინდათ რასაც სხვებისგან იღებთ,მაგრამ მე ასე იმიტომ ჩამაცივდით რომ იცით ჩემთან მარტივად ვერ მოხვდებით.
-გოგო შენ რა არანორმალური ხაარ?ასე არცერთ გოგოს მოვქცევივარ როგორც შენ გექცევი და შენ რაზე მებაზრები ტო.
-რაც სიმართლეა იმას ვამბობ,სხვა არანაირი მიზეზი არ შეიძლება გქონდეთ ჩემთან ასე მოქცევის.
-ასე იმიტო გექცევი რო მომწონხარ და არა იმიტომ რომ ერთდღეს ცხოვრება დაგინგრიო.
-არაფრის მოსმენა აღარ მინდა მართლა,მე აქ სამუშაოდ ჩამოვედი და ნება მომეცით ჩემი სამუშაო პირნათლად შევასრულო.
-როგორც გენებოს,მაგრამ ერთი დაიმახსოვრე,მაგ სიტყვებს მალე ინანებ!-მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით გავარდა.ბარბარემაც აღარ დააყოვნა სირბილით შევიდა დარბაზში და მაგიდას მიუახლოვდა.მაგიდასთან მსხდომები რაღაცაზე მხიარულად საუბროდნენ.
-მე წავალ რა,ძალიან დავიღალე-ტელეფონს ხელი დაავლო და სუფრაზე მყოფებს თვალი გადაავლო.
-რატი სადარის?-იკითხა კაკიმ
-სადღაც წავიდა.
-სად წავიდა?ის ხომ მთვრალი იყო.
-არვიცი ჩვეენ...მოკლედ არვიცი.
-იჩხუბეთ?-საუბარში ირაკლი ჩაერთო.
-თუ შეიძლება უფროსმა და თანამშრომელმა იჩხუბონ მაშინ კი.
-რაზე იჩხუბეთ?მაგას მაინც არ იტყვი?
-ავუხსენირომ მისი ნა*ა არვარ,რომ არ შევეფერები,ჩვენს შორის განსხვავებები დავანახე ის კი გაბრაზდა და წავიდა.
-ჯანდაბა ბარბარე,ჯანდაბა.ეგ რამ გათქმევინა,მართლა ფიქრობ რომ რატი მაგის გამკეთებელია?-სუფრიდან სწრაფად წამოდგნენ კაკი და ირაკლი.-სასტუმროში წადი არსად შეყოვნდე,შეგეხმიანები-დას შუბლზე აკოცა და სირბილით გავიდა შენობიდან.
-ასეთი რავთქვი?-დაეჭვდა ბარბარე
-შენ არ იცნობ რატის,ის ძალიან კარგი ადამიანია.წესიერ გოგოს ისე არასდროს მოექცევა როგორც მის რიგით ნა*ას,როცა უკვე ჩვენთანაც დაიწყო შენზე საუბარი და ერთმანეთი გაგვაცნო როგორ იფიქრე რომ ის შენს ‘’დათრევას’’ ცდილობდა? დაფიქრდი ამაზე ბარბარე.იმიტომ კი არ ვამბობ რომ ჩემი არაბიოლოგიური ძმაა,იმიტომ ვამბობ რომ ორივესთვის კარგი მინდა.ვიცი რომ მოწონხარ და ანალოგიურს გრძნობ შენც.რატის არასოდეს გაწყენინებდა მაგრამ სამაგიეროდ შენ მოახერხე და აწყენინე,უკანასკნელ ნა*ირალად გამოიყვანე.ბოდიში მაგრამ არ მესმის შენი.-სუფრიდან ისიც წამოდგა გოგონებს დაემშვიდობა და სასტუმროსკენ აიღო გეზი.
-ღმერთო ბარბარე,არვიცი რა უნდა მოგიხერხო.-თავი გააქნია ლილემ და ფეხზე წამოდგა.
-სასწაული ხარ პირდაპირ,თავში ტვინის მაგივრად დაკუჭული ფურცელი გიდევს?-თვალებ მოჭუტულმა გახედა ნატამ.
-კარგი კარგი,წამოდი წავიდეთ.-მხარზე ხელი მოხვია და თითქმის ტირილამდე მისული ბარბარე სასტუმროსკენ წაიყვანა...ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ბიჭებმა რატი სანაპიროზე იპოვნეს,პერანგი გაეხადა მიწაზე წამოწოლილიყო და ცის ხედით ტკბებოდა.სამივე მიუახლოვდა ძმაკაცს და მის გვერდით ჩამოსხდნენ.
-ჩვენ მარტო არ მოვსულვართ,ეს მოგიტანეთ-ლუდის ბოთლი გაუწოდა ირაკლიმ და თავადაც აიღო ბოთლი.
-აქ რა გინდათ?
-ნოსტალგია გვაქვს.-მხრები აიჩეჩა კაკიმ.
-იციი ძმაო,ხანდახან ლოლიტაც ისეთ რაღაცეებს აკეთებს ჭკუიდან გადავყავარ.ის სი*ი ჩემს საეჭვიანოდ რომ იშოვა ზუსტად ვიცი.ცოტაც და ალბათ გავგიჟდებოდი.
-ჩემი და მართლა შეშლილია.-გადაიხარხარა კაკიმ
-მაგრამ მაინც მთელი გულით მიყვარს,დღეს ნაწყენი ვარ ხვალ გადამივლის.ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი.
-სულ მცირე პერიოდია რაც ბარბარეს ვიცნობ,მაგრამ უკვე მოახერხა ჩემი ჭკუიდან გადაყვანა.სულ რამოდენიმე წუთში ისეთი რაღაცეები მითხრა თითქოს ოდესმე ვაგრძნობინე რომ მატერიალური მხარე მადარდებდა,ან ის რომ ვითომ ჩემი ნა*აა,ასეთი რაღაცეები საიდან მოაქვს ვერ ვხვდები.
-ისე ჩვენში რო დარჩეს,მაგის დაქალს ლილეს შეყვარებული ყაავს?-მხარი გაკრა კაკიმ
-ლილეს დაადგი თვალი?-გაეცინა რატის.
-თვალი დავადგი რაა,ანუ საყვარელი გოგოა,ლამაზი,ჭკვიანი,მხიარული. იტოკში დამევასა რა.
-ნატაც არაა ცუდი გოგო-შეპარვით თქვა ირაკლიმ.
-ეს ძმაკაცები ამ სადაქალოს რას დაერიეთ ტო-სიცილი აუტყდა სანდროს.
-წადი რაა შენს სიყვარულს მიხედე-დაუტია ირაკლიმ
-არა რაგინდათ,კარგი გოგოები არიან.პროსტა ბარბარე ჭედავს ცოტას.-რატის გახედა კაკიმ
-რატი მიხედავს მაგას,არ გაუჭირდება.
-მე კი მივხედავ მაგრამ ის რამდენად გაუფრთხილდება ყველაფერს ვერ გეტყვით,ეშინია რო გულს ვატკენ და მესმის მისი.მისი უფროსი ვარ,ათასი გოგო დამტრიალებს გარს,ზედმეტად გართობის მოყვარული ვარ და რაცმთავარია ჩა*ლახი ძმაკაცები მყავს-თქვა რატიმ შარვალიც გაიხადა და ზღვაში საცვლის ამარა შევიდა,მას დანარჩენებიც მალევე მიყვნენ უკან...ლოლიტას შეატყობინეს თუ არა მაშინვე გაირბინა გოგოებთან და უთხრა რომ რატი კარგად იყო,მერე აღარც გასულა ოთახიდან მათთან ერთად დარჩა მთელი ღამე.სამაგიეროდ დილით უწევდათ ადრე ადგომა,ცხრა საათზე ყველა დიდ დარბაზში შეკრებილიყო.თანამშრომლებისთვის ცალ-ცალკე მაგიდები იყო განთავსებული რათა მუშაობა დამოუკიდებლად შესძლებოდათ.ყველაფერი რაც ჭირდებოდათ ადგილზე იყო გაანთავსებული.რამდენიმე წუთში რატი დარბაზში შევიდა და ირგვლივ მყოფებს თვალი მოავლო,ბარბარეს თვალი მოკრა თუ არა თავისი ადგილი დაიკავა და საუბარი დაიწყო.
-მოკლედ მეგობრებო,ჩვენ ვმუშაობთ სრულიად ახალ პროექტზე „მოდა 21-ე საუკუნეში“ ჩვენ უნდა მოვამზადოთ სტატია,ვიდეო რგოლი,დაგვჭირდება ასევე ფოტოსურათები ახალი დიზაინის რომელსაც თქვენ თავს მოუყრით ერთ კვირაში.ეგზემპლარებს თქვენ დახატავთ შემდეგ კი ვიდეოში ფოტოკოლაჟს ჩავუშვებთ.ესენი უნდა იყოს არა მხოლოდ კაბები არამედ ფეხსაცმელიც და რაც შეეხება სტატიას რომელიც უნდა დაიწეროს სწორედ მაგ სათაურით ამას ჩვენი ყველაზე პატარა თანამშრომელი ბარბარე მიხედავს.სტატია დაახლოებით ვორდის დოკუმენტის 2გვერდს უნდა მოიცავდეს სტანდარტული შრიფტით ნაწერი და კიდევ ჩემს კაბინეტში იმუშავებ დახმარება თუ დაგჭირდება იქვე ვიქნები.-ღიმილით უთხრა ბარბარეს და ისიც ზლაზვნით წამოდგა სკამიდან,ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა რატის და მკვლელი მზერით შეხედა.
-ასე მარტივად ვერ მომიშორებ ქალბატონო-თვალი ჩაუკრა და დარბაზიდან ბარბარეს შემდეგ გავიდა...
***
-ასე რატომ მექცევით?-კაბინეტში შესვლისთანავე იკითხა ბარბარემ და საქაღალდე მაგიდაზე დააგდო.
-ხომ იცი მიყვარს თამაში.-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ამაღლობელს.
-მე თქვენი სათამაშო არ ვარ!-დაუყვირა ბარბარემ და თვალზე მომდგარი ცრემლების დამალვა სცადა.
-დამშვიდდი რა გთხოვ-თბილი ხმით მიუგო რატიმ-მე ხომ არ მითქვამს შენ ხარ ჩემი სათამაშოთქო?მე უბრალოდ შენს ნერვებზე თამაში მომწონს,საყვარლად ბრაზდები.-ბაგე თბილმა ღიმილმა გაუპო და როგორც სჩვევია ცერად გახედა მის წინ მდგომ გოგონას.
-მხოლოდ ეს ერთი კვირა და მე წავალ სამსახურიდან,მერე ვიზეც და რაზეც გინდათ იმაზე ითამაშეთ.-მკაცრი ტონით უთხრა ბარბარემ და მაგიდას მიუჯდა.
-ვერწახვალ!-რბილი მაგრამ მბრძანებლური ტონით მიუგო და მის წინ ჩამოჯდა.
-ვინ დამიშლის?თქვეენ?მე მაინც წავალ.
-ვერ წახვალ ბარბარე და მორჩი ამაზე ტყუილად საუბარს.
-წავალთქო,თქვენ ვერ გადამიწყვეტთ შემიძლია სამსახურიდან წასვლა თუ არა.
-უფროსი მე ვარ,მე კი გეუბნები რომ ვერ წახვალ!-უკვე მოთმინება ეწურებოდა რატის.
-მე ნივთი არ ვარ!უკვე დიდიხანია წასვლა მაქვს გადაწყვეტილი.
-მაინც როდიდან?
-იმ დღიდან როცა ველურივით მეცით და მაკოცეთ.
-ბოდიში ხომ მოგიხადე.
-თქვენი ბოდიში იმდენადვე დიდი სიცრუეა რამდენადაც ის რომ მე საუბარი დავიწყო იმის შესახებ რომ მაქსიმუმ ერთ თვეში ამ კომპანიის სახეგავხდები.
-მე მართლა გულით მოგიხადე ბოდიში.
-არმინდა ამაზე საუბარი,მე მაინც წავალ.სადმე სხვაგან მოვძებნი სამუშაოს.
-არშეიძლება სამსახურიდან სიმპათიური უფროსის გამო წახვიდე,ეს ხომ არალოგიკურია.
-თქვენი სიმპათიურობა რაშუაშია?
-აიი,აღიარებ რომ სიმპათიური ვარ.
-მე ეს არ მითქვამს,მე უბრალოდ...
-კარგი,ნუ დაიბენი ვიხუმრე.ერთი იცოდე ბარბარე,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ სამსახურიდან ვერ წახვიდე.
-თქვენ ამას ვერ გადაწყვეტთ.
-მაგასაც ვნახავთ.-თვალი ჩაუკრა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა…
***
-ასეთი საჩქარო რა მოხდა ყველა რო შეგვკრიბე?-იკითხა კაკიმ რომელსაც თვალები ნახევრად დაეხუჭა და სკამის საზურგეს მიყრდნობოდა.
-ბარბარე სა...
-აუ კიდე ეგ გოგო?რა პრობლემური ვინმეა ტო-თავისთვის ჩაიფრუტუნა ირაკლიმ.
-მოკლედ მიდის რაა.
-სად მიდის?-სამივემ ერთდროულად ცქვიტა ყურები.
-სამსახურიდან მიდის,არ უნდა ჩემთან ერთად მუშაობა.
-ოპაა,ვიღაცა მაგარ შარშიაა-გადაიხარხარა სანდრომ
-ტ*აკი დააყენე.-შეუღრინა რატიმ
-კაი რაიყო რამეს მოვიფიქრებთ.
-მაგალითად?
-რავი ტო ათასი რაღაც არსებობს,გააჩნია შენ რაგინდა და რა არ გინდა.
-არმინდა რო შორს იყოს ჩემგან.-ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა და სიგარეტს მოუკიდა.
-ძმაო კარგად ხაარ?სანდრო დავკარგეთ ეხლა შენც გკარგაავთ?-ხელები ზემოთ აღმართა ირაკლიმ.
-რეებს ბოდიალობ?-წარბაწეულმა გახედა სანდრომ.
-შენ ლოლიტაზე გიჟდები ძმაო,წუხელ ტყაპატყუპით რო დაიარებოოდი მაგისი ოთახის წინ განაარვიცი.
-გაა*ვი-თავში ხელი წამოარტყა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-ამას კიდე-რატიზე გაიშვირა ხელი-მემგონი ბარბარე უყვარდება და ვერხვდება.
-არმიყვარდება,უბრალოდ მომწონს.
-კარგი რა ძმაო,ვის აბოლებ ბევრი მოგწონებია მაგრამ ასე არავის უფრთხილდებოდი როგორც ბარბარეს.
-ვუფრთხილდები იმიტო რო არაა ისეთი გოგო როგორიც სხვები.
-კიდევ ერთხელ დაფიქრდი ძმაო-თვალი მის უკან გააშტერა და განაგრძო-აი წარმოიდგინე უცებ რო ბარბარე ვიღაც ტიპთან ერთად გაიჩითოს რა,რას იზამ?-იკითა ირაკლიმ
-თუ მაგასთან უნდა ყოფნა რაუნდავქნა.-მხრები აიჩეჩა რატიმ.
-რაუნდაქნა და...-მოიცა, მოიცა შეხედე.-თავით ანიშნა უკან გაიხედეო და წამში შერჩა ბარბარე რომელსაც უკან ვიღაც ბიჭი მოყვებოდა.
-ეს ვინ ჩემი ყ*ეა?-სკამიდან წამოიწია ამაღლობელი.
-მოიცა ორწუთს-გააჩერა კაკიმ და ყურადღება ყველამ ბარბარეზე და მის გვერდით მდგომ უცხო ბიჭზე გადაიტანა.
-გამარჯობა-წინ აესვეტა ბარბარეს ბიჭი
-გაგიმარჯოს-ცალყბად მიუგდო და გვერდის ავლა სცადა.
-ორი წუთით მოიცადე რა.-ისევ წინ გადაუდგა და საუბარი განაგრძო
-რამე გნებავთ?
-სადაური ხარ?
-სადაური ვარ?თბილისელი.
-დასასვენებლად ხარ?
-სამსახურიდან.
-ანუ რამინდოდა მეკითხა,თუ გცალია იქნებ საღამოს სადმე გაგვესეირნა.
-არმინდა მადლობა.
-კარგი რაა,მე და ესენი ვიქნებით-იქვე ახლოს მდგომ ბიჭებზე გაიშვირა ხელი და ისინიც სასწრაფოდ მიუახლოვდნენ მათ.
-ქართული გესმიის?არმინდათქო.
-რაიყო ოთხი ბიჭი გაშინეებს?ხალხს მეტთან უყვარს გართობა...-სიტყვა არ ქონდა დამთავრებული ბარბარემ სახეში სილა რომ გააწნა,წამით ბიჭი შეყოვნდა შემდეგ კი ბარბარესკენ გაიწია,წამის მეათასედში ბიჭები მაგიდიდან წამოიშალნენ,ოთხივე წინ გადაუდგა ბარბარეს და უკან მოიქციეს,რატი მკვლელი მზერით შეჰყურებდა ოთხივეს როგორ უნდოდა ყველასთვის სათითაოდ გაეერთიანებინა სიფათი.
-ძმაო ერთი მაგ გოგოსთან მაბაზრე რა-მხარზე ხელით უხეშად უბიძგა ბიჭმა.
-შენ ში*ხარგაქვს?-ხელი კრა რატიმ-ამ გოგოს კიდევ ერთხელ მიუახლოვდები და ყველა ძვალს დაგიმტვრევ გაიგეე?
-არვიცი შენი ვინაა მარა როგორც დაიკოს ისე ვესაუბრებოდი-ზურგს უკან მყოფ ბარბარეს გადახედა ბიჭმა.
-დაძმური ლაპარაკით სხვაგან დაკავდი ეხლაკიდე დაახვიე აქედან.
-კაი ძმაო კაი-შებრუნდა და თავისთვის ერთი სიტყვა ჩაიბურტყუნა-ძუ*ნა.
-რათქვი?-ჩაეძია რატი რომელმაც ძალიან კარგად გაიგო ყველაფერი.
-არაფერი ძმაო რუნდამეთქვა.
-შენი მატყუარა დედაც-დაიგვრგვინა რატიმ და სახეში მუშტი დაარტყა,სხვებმა დანარჩენები დაითრიეს და საშინელი ჩხუბი გაჩაღდა.ზოგადად ბარბარეს ძალიან ეშინოდა ჩხუბის,მითუმეტეს როცა მისთვის ახლობელი ადამიანები ეხვეოდნენ შარში.ახლა რომ დაინახა ეს ადამიანები ასეთ საშინელ მდგომარეობაში უარესად შეეშინა,შემდეგ გადახედა რატის რომელიც გამეტებით ურტყამდა ბიჭს და უფრო მეტად იგრძნო შიში მაგრამ თავი ხელში აიყვანა და რატის მივარდა რომელიც უკვე უგონოდ მყოფ სხეულს ურტყამდა.
-რატი გთხოვ,თავი დაანებე გთხოვ.-მუდარის ტონით უთხრამაგრამ რატი გაჩერებას არ აპირებდა ისევე როგორც სხვები-შემომხედე-სახეზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეაბრუნა-გაჩერდი გთხოვ,ასე ხომ მოკლავ-შეშინებულმა ცრემლებს გასაქანი მისცა და რატის სიბრაზისგან ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა.
-შენ ხომ კარგად ხარ?-ბიჭს ხელი შეუშვა და ბარბარე თავიდან ბოლომდე დაათვალიერა.
-მე კი მაგრამ ისინი-ბიჭებზე ანიშნა რომლებიც ჯერ ისევ არ გაჩერებულიყვნენ.
-კარგი გეყოფა-ჯერ კაკი წამოაყენა ფეხზე შემდეგ ირაკლი.-სანდრო გაუშვი-მხრებში ჩააფრინდა მეგობარს რომელიც სულ სისხლში იყო ამოსვრილი.ისიც სწრაფად წამოდგა ფეხზე ჯერ ირგვლივ მყოფებს გახედა შემდეგ რატის თვალები აუფახულა.
-ერთსაც დავარტყამ რა-სიცილით უთხრა და მის წინ დადგა-შემდეგში ასჯერ დაფიქრდები სანამ ჩემიძმის გოგოს რამეს გაუბედავ-თქვა და სახეში მუშტი მთელი ძალით დაარტყა ბიჭიც წამში უგონოდ მიესვენა იატაკზე...
-აუ ეს რა გიჟია ტო-სიცილი წასკდა ირაკლის
-თქვენ რა ყველანი გიჟები ხაართ?-ამოიკრუსუნა ბარბარემ
-კარგი რაა კრასოტკა,ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია-ლოყაზე უჩქმიტა კაკიმ
-ოღონდ არ იტირო გთხოვ რა-ცრემლები მოწმინდა რატიმ
-არანორმალურები ხართ,ცოტაც და დახოცავდით.
-ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი,არავის არ აქვსუფლება მასე გესაუბროს.
-რამე რომ მოგსვლოდაათ-ამოიკრუსუნა საცოდავად და რატის აწყლიანებული თვალები მიანათა.
-ჩემს მომავალ შეყვარებულს იმის ეშინია რომ რამე დამემართებაა?-ღიმილით უთხრა და გულზე მიიხუტა.
-მე არ ვიქნები შენი...
-ვიის?-მოულოდნელად კაფეში თანამშრომლები შემოცვივდნენ,ყველამ გარკვევით გაიგო რატის ნათქვამი სიტყვები მაგრამ მხოლოდ თიკა გამოხტა თავისი გველური ოვაციებით.
-არა,ეს არასწორად გაიგეთ-სიტვაციის ახსნა სცადა ბარბარემ
-ბაბი,მხოლოდ ასე დააღწევ თავს თიკასგან,ჩემი შეყვარებული ხარ და მორჩა.-ყურთან უჩურჩულა და წელზე ხელი მოხვია.
-თქვენ რა მართლა ერთად ხაართ?-თვალები ჭყიტა გოგომ
-რამე პრობლემაა?-კითხვაზე კითხვით უპასუხა რატიმ.
-არანაირი,უბრალოდ ის ხომ შენი თანამშრომელია.
-ისევე როგორც შენ მაგრამ ამდენიხანია ჩემთან შემოძრომას ცდილობ.მეარ ვარ შენი ბავშვობის მეგობარი რომ ასე მომმართავდე.მეშენთვის ბატონი რატი ვარ.რაც შეეხება ჩემს მეგობრებს მათზეც ნუ გადაიტან ყურადღებას ყველას ყავს ვიღაც ვინც სჭირდებათ და იმედი მაქვს ახლა მაინც მიხვდები რომ ჩვენს შორის ზედმეტი ხარ.
-მე ეს არ დამიმსახურებია- საცოდავად ამოიკნავლა და გარეთ გავარდა.
-აქ რა ჯანდაბა მოხდა?-სირბილით მივიდალოლიტა მათთან.
-ისეთი არაფერი,პატარა შეკამათება მოგვივიდა.-ღიმილით უთხრა სანდრომ.
-კი,ვხედავ როგორი პატარა შეკამათებაცაა-მათ უკან ნაცემ ბიჭებს გახედა და კაკის მიუახლოვდა.-ჭრილობების დამუშავება გჭირდებათ,ზემოთწამოდით დარბაზში ჭრილობებს დაგიმუშავებთ.-თქვა და დანარჩენებთან ერთად გავიდა დარბაზიდან.ნატამ ირაკლის დაუწყო ჭრილობის დამუშავება,ბარბარემ რატის და ლოლიტამ კაკის,სანდრო თავისთვის ცოდვილობდა და ხელებიდან სისხლს იშორებდა,მალევე შემოვიდა ოთახში ლილე რომელსაც ხელში სპირტის ბოთლი ეჭირა.
-ჩემს ძმას მიხედე,მე სანდროს მივხედავ.-თქვა ლოლიტამ და სანდროსთან მივიდა.
-გულმა ვერ მოგითმინა არაა?-ღიმილით უთხრა მის წინ მდგომ ქალს
-გეყოფა რა,გუშინდელი ცირკი არ გეყოთ დღესაც რომ არ მოგწყოთ?
-ასე ძალიან ნერვიულობ?
-სანდრო!-დაუტია ლოლიტამ და მისი სახის დამუშავება დაიწყო.
-კარგი,კარგი ჩუმად ვარ-ხელით პირზე კლიტე დაიდო და მის წინ მდგომ ქალს გამჭოლი მზერით დაუწყო ყურება.
-ამდენი გიჟი ერთად როგორ შეიკრიბეთ?-იკითხა ბარბარემ რომელიც რატის გახეთქილ წარბს უმუშავებდა.
-ბავშვობის ხულიგნობამ შეგვყარა ერთად.
-მაშინაც ასეთიგიჟები იყავით?
-მაშიინ? მაშინ ჩხუბზე მეტად სხვა რამ გვადარდებდა,მაშინ ცუდი ბიჭები ვიყავით ნარკოტიკები და ათასი სხვა ხო ხვდები.
-ნარკოტიკებს იღებდიით?
-ხო,რამდენი არ სცადა ლოლიტამ რო დაგვხმარებოდა მაგრამ მოგვწონდა ის რასაც ვაკეთებდით.მერე ერთ დღეს როდესაც ლოლიტას დახმარება სჭირდებოდა კაიფში ვიყავით და ვერ დავეხმარეთ,კიდევ კარგი სხვა დაეხმარა და მერე მივხვდით რომ მთელ საძმაკაცოს ეს ერთი გოგო გვყავდა და მასაც თუ ვერ დავიცავდით რაში ვჭირდებოდით ერთმანეთს ან მას,ხოდა მასშემდეგ არ ვეკარებით.
-ახლა რო ვუფიქრდები ვაფშე რაში გვჭირდებოდა?-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ
-დებილი ბავშვები იყავით,თან ძალიან.-აკისკისდა ლოლიტა.
-ახლაც ხო არ გვეცადაა?-სიცილით იკითხა სანდრომ.
-გაჩითე და მერე ვნახოთ.-კაკიმაც მხარი აუბა.
-ხოო და მერე ოთხ გოგოს თვალწინ აგაცლიან და ვერაფერს გაიგებთ,ან თვითონ წავლენ.-ღიმილით უპასუხა ლოლიტამ და მაგიდაზე დასკუპდა.
-კაი,მასეც არ გვინდა-ოთხივემ სასწრაფოდ განაცხადა უარი.
-სასწაული ხულიგნების ბანდა ხართ.ისე უფრთხილდებით ერთმანეთს,მეგობრებზე მეტი ხართ ერთმანეთისთვის.-თბილი ხმით წამოიწყო ბარბარემ
-ხულიგნების ბანდა?გაზეთები წაიკითხე არაა?-სიცილით უთხრა კაკიმ
-მხოლოდ რამდენიმე და მერე ძალიან რომ არ დავპანიკებულიყავი შევეშვი-მანაც სიცილით მიუგო და რატის მიუბრუნდა.-ხომ იცი წეღან ხმა რატომ არ ამოვიღე?
-კი რათქმაუნდა,მოგწონს ჩემი შეყვარებულის სტატუსი.
-სულაც არა,უბრალოდ თიკას მოშორება მინდოდა მეტი არაფერი.-თვალები დაუბრიალა ბარბრემ
-კარგი მაგრამ აი რო დავფიქრდეთ სულცოტათი მაინც არ მოგწონს ეგ სტატუსი?
-არა.
-სულ სულ ცოტათი?-თითები ერთმანეთისგან ორი სანტიმეტრით დააშორა და ისე აჩვენა
-ხანდახან პატარა ბავშვივით იქცევი.
-ხანდახან შენობითაც მომმართავ,ეს უკვე დიდი პროგრესია
-შემთხვევით წამოომცდებახოლმე.
-შენხომ ჩემი შეყვარებული ხარ,თქვენობით რომ მომმართო სასაცილო იქნება.
-ყველაფერზე როგორ ღადააობ?-ბამბა გვერდით გადადო და მის პირდაპირ დადგა
-შენ ცოტახნით იყავი ჩემს გვერდით და ბევრს რამეს გასწავლი-ღიმილით მიუგო,ლოყაზე აკოცა და აივანზე მოსაწევად გავიდა...

-აქ მარტო რას აკეთებ?-აუზის პირას მჯდომ ბარბარეს მიუახლოვდა რატი
-ჩემს საყვარელ ციტატას ვკითხულობ.
-რაას?
-მოიცადე,წაგიკითხავ-წიგნი ნელი მოძრაობით გადაშალა და კითხვა დაიწყო-"შენ მეუბნებოდი, რომ წლების მერე წყვილებს ერთმანეთი სძულდებათ, ერთმანეთის რეაქციებს ვეღარ ეგუებიან და ერთმანეთის მანერები ღლითო. ."-მთქნარებით ჩაიკითხა აუზის პირას მჯდომმა ბარბარემ რამდენიმე ხაზი.-მგონი...
-მგონი ჩემს შემთხვევაში პირიქით იქნება,მგონი მე მაშინ შემიყვარდება, როცა ადამიანზე ყველაფერს გავიგებ. იმას თუ როგორ იყოფს თმას, რომელ პერანგს იცვამს, მოცემულ სიტუაციაში რა ამბავს გაიხსენებს… მგონი სწორედ მაშინ ვიგრძნობ, რომ მიყვარს. ამის გარეშე შეუძლებელია”-ღიმილით დაასრულა რატიმ და მის პირდაპირ ჩამოჯდა.
-ზეპირად იცი?
-არის რაღაცეები რასაც მარტივად ვიმახსოვრებ,ამ ციტატაში იმაზე დიდი აზრი დევს ვიდრე რომელიმე ჩვენგანი იფიქრებდა,ყველას თავისებურად ესმის მაგრამ აზრი ყოველთვის ერთია.
-მაინც რაარის მისი აზრი?
-წლების შემდეგ ადამიანებს ხშირად ბეზრდებათ ერთმანეთი,როცა გაიგებენ მათ საყვარელ ფერს,ფილმს,მუსიკას.ფიქრობენ რომ ყველაფერი იციან და ტოვებენ ერთმანეთს,მაგრამ მე ასე არ შემიძლია თუ სიყვარულია სულ გეყვარება ელემენტარული იმასაც კი დაიმახსოვრებ რომელ ტუჩსაცხს და რა ნომერ კონტურს ისვამს ტუჩზე,კლასიკური სტილი ურჩევნია თუ სპორტული,რომელ სიტუაციაში რა შეუძლია მოირგოს და როგორ უგებს ადამიანებს,მე შემიძლია საყვარელი ადამიანისგან ისიც კი დავიმახსოვრო რომელი ფილმის რა მონაკვეთი მოწონს ყველაზე მეტად,მისი თითოეული გამოხედვა დავიმახსოვრო და ამით ვიყო ბედნიერი,ამ დროს უფრო გიყვარდება და როგორ შეიძლება ზუსტად მაშინ მობეზრებულად აატრიალო თვალები და წახვიდე.მე ეს არ მესმის.
-შენგან ამის მოსმენას არ ველოდი-გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ბარბარე.
-მე მიყვარს გართობა და ხშირად ვერთობი,ფულიც მაქვს და არ მადარდებს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უგრძნობი ვარ.მეც ისევე ვგრძნობ ყველაფერს როგორც შენ.
-რატი კარგად ხარ?-მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე იკითხა.
-კიი,კარგად ვარ.-ღიმილით მიუგო,ფეხზე წამოდგა და მაისური გადაიძრო.
-რას აკეთეებ?
-წამოდი რა,ყველა გარეთაა,შენებიც იქ არიან და ჩემებიც,აქ როდემდე უნდა იჯდე.
-ხომ გითხარი ცურვა არ ვიცითქო.
-არაუშავს,უბრალოდ წამოდი.იქ არ ვარრ?რისი გეშინია.
-აუ რატიი,არმინდა რაა-ტუჩები დაბრიცა და ისევ წიგნს მიაჩერდა.
-იცოდე რომ შენ მაიძულე-მაისური იქვე მიაგდო დაიხარა,ერთი ხელი წელზე მოხვია ბარბარეს მეორე კი ზურგზე და წამის მეათასედში ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-რას აკეთებ გაგიჟდიი?დამსვი რატი რას აკეთებ.-კივილი მორთო ბარბარემ მაგრამ რატის ეს არ ადარდებდა,კიბეები მასთან ერთად ჩაირბინა და ხალხით სავსე ჰოლში ნელი ნაბიჯით გაატარა-რას აკეთებ რატი დამსვი გთხოვ,სირცხვილია.
-უნდა გიხაროდეს ქალბატონო,ყველა ხელში აყვანილი კი არ დამყავს აქეთ-იქით.-სიცილით მიუგო და სანაპიროზე გავიდა.
-სირცხვილია რატი,ყველამ დაგვინახა,დამსვი.-ფეხებს შეუჩერებლივ იქნევდა მაგრამ ამაოდ.
-ეე კრასოტკა,უფასო ტაქსი იშოვნეე-სიცილით მიუგო კაკიმ
-თქვენი მეგობარი არანორმალურია,უთხარით რამე-საწყალი თვალებით გახედა ირგვლივ მყოფებს.
-ბოდიში მაგრამ ვერ ჩავერევი-ხელები აწია ირაკლიმ
-რატიი,მაგას რომ დასვამ მეც მინდა მასე-სიცილით მიუგო სანდრომ.
-შენ ერთსაბურავიანი ურიკით გაგაკატავებ მაგისტრალზე.
-გაა*ვი რა-მობეზრებულად აატრიალა თალები და წყალში შევიდა.
-კარგად მომეჭიდე თორემ ჩავარდები-კმაყოფილი სახით უთხრა რატიმ ბარბარეს და კიბეებზე ავიდა
-ოღონდ ეს არა გთხოვ,რას აკეთებ,დამსვი,არ გადახტე გთხოვ.
-ბოდიში პატარავ მაგრამ უკვე ზევით ვართ.
-რატი არ გინდა რა,მეშინია გთხოვ.-ისე უცემდა გული თითქოს მის მოკვლას აპირებდა.
-არაფერი მოგივა ნუ გეშინია.-ხელი უფრო მაგრად მოხვია და წყალში გადაეშვა.თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდნენ წყალში,იმდენად სასიამოვნოდ ერწყმოდა ერთმანეთს,ტალღების რიტმული მოძრაობა და რატის მჭიდროდ მოხვეული ხელები ლამის დადნა ბარბარე,უზომოდ სიამოვნებდა რატის გვერდით ყოფნა,მისი შეხება,მისი საუბრის მანერა,მისი ღიმილი და თბილი გამოხედვა,მგონი უყვარდებოდა,ენდობოდა მას მაგრამ თან ეშინოდა ამ სიახლოვის,ადამიანის ასეთი უეცარი ცვლილება ხომ შეუძლებელია.
-ხომ კაგად ხარ?-ფიქრებიდან მის წინ დგომი რატის ხმამ გამოიყვანა.
-მეე,კი კარგად ვარ.
-მართლა არ მინდოდა ასე მოვქცეულიყავი მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე.
-აუტანელი ხარ,მართლა ვერ გიტან.
-ცრუობ,მოგწონვარ თან ძალიან.
-ასე არ არის,არ მომწონხარ.-სწრაფად განაცხადა ტყუილი თავისი გრძნობების შესახებ.
-კარგი რა,გრძნობებს აშკარად კარგად მალავ მაგრამ არც ისე კარგად რომ ვერ მივხვდე რას გრძნობ.
-და რას უნდა ვგრძნობდე?შენ ამდროის მანძილზე მხოლოდ იმას ცდილობ რომ როგორმე თავი მომაწონო,ისიც კი დაიბრალე რომ შენი შეყვარებული ვარ,ვიღაც უცხო ტიპები სცემე ჩემს გამო,მე ეს არ მინდა.მე სულ სხვანაირი ვარ,სხვა გოგოები თუ ბიჭების ჩხუბს სიხარულით უყურებენ მე მეშინია ამის,შენი გამოხედვისაც კი შემეშინდა მაშინ კაფეში,იმისიც შემეშინდა მაშინ სამსახურში გატეხილ ჭიქაზე რომ ვიჩხუბეთ,მე მართლა არვარ ისეთი როგორიც შენ გგონივარ,ისეთი რაღაცეების მეშინია ვერც კი წარმოიდგენ.
-ჩემი...ჩემიც გეშინია?-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და ხელით მხრებზე ფრთხილად შეეხო.
-არვიცი,ალბათ კი,ხანდახან როცა ბრაზდები და აქ შუბლზე-ხელი ძარღვზე ფრთხილად გადაუსვა და განაგრძო-გაბრაზებისას შუბლზე ეს ძარღვი გეტყობა,კიდევ გახშირებულად სუნთქავ და თვალები გემღვრევა,წამში შეამჩნევს ადამიანი რომ გაბრაზებული ხარ,თავის კონტროლს ცდილობ მაგრამ არ გამოგდის,ან გამოგდის მაგრამ დროებით.
-შენ არასდროს არაფერს გავნებ გესმიის,არასდროს.არ შემწევს მაგდენი ძალა,სულ რომ შენზე გავბრაზდე ალბათ საკუთარ თავს ვავნებ მაგრამ არა შენ.
-საკუთარ თავს არ უნდა ავნო,გესმიის?
-გთხოვ ჩემი არ შეგეშინდეს,არასდროს რაც არ უნდა მოხდეს.შენ არაფერს დაგიშავებ და მინდა ეს დაიმახსოვრო.-თავისკენ მიიზიდა ბარბარე და გულზე მაგრად მიიხუტა.-არ უნდა ნერვიულობდე იმაზე რასაც არასდროს ჩავიდენ.-შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო და თვალებში ჩააცქერდა.
-რატიი-შორიდან მოესმა კაკის ხმა.
-რამოხდა?
-მამაშენი მოვიდა,ზემოთ კაბინეტში გელოდება.
-ჯანდაბა მაგ კაცს რაღა უნდა-თვალები მობეზრებულად აატრიალა და ბარბარეს გახედა-მერე გნახავ,ჭკვიანად...ყურადღება მიაქციე-ბარბარეზე ანიშნა კაკის და სასტუმროსკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.ოთახში შევიდა უცეებ გამოიცვალა და კაბინეტში მამასთან შესავედრად წავიდა.
-მამაჩემოო-კარის გაღებისთანავე მხიარულად დაიწყო საუბარი.
-დაჯექი რატი.-კაცს აშკარად სერიოზული საქმე ქონდა ისე წამოიწყო საუბარი.
-რამე მოხდა მამა?
-ეს შენ უნდა მითხრა რატი.
-მე როგორ უნდა გითხრა როცა ისიც კი არ ვიცი რაზე საუბრობ ან რაზე მიმანიშნებ.
-ბარბარეზე ვსაუბრობ რატი.
-ბარბარეს ამ საუბართან რა კავშირი აქვს?
-მოდი ჯერ შენ მითხარი ეს რას ნიშნავს.-ტელეფონი მაგიდაზე დადო და რატიც წამსვე მიხვდა რომ კაფის ამბავზე სურდა საუბარი.
-ეს ვიდეო საიდან გაქვს?
-ამას რაიმე მნიშნველობა აქვს?
-ხო იმიტომრომ თუ ეს თიკამ გამოგიგზავნა...
-ამას არ აქვს მნიშვნელობა რატი,მე იმაზე ვდარდობ რასაც შენ აკეთებ.ის პატარა გოგოა,მიამიტი და მიმნდობი,შენ კი ყველამ ვიცით როგორ იქცევი ქალებთან, ის გოგო შენი გასართობი არ არის.
-რას ნიშნავს ჩემი გასართობი არ არის?
-რაც გაიგე რატი,ის კეთილი,კარგი გოგოა.მას კარგად ვიცნობ,მამამისსაც ვიცნობდი ის არ იმსახურებს ცუდად მოქცევას.
-და რაიცი რომ ცუდად უნდა მოვექცე?იქნებ მართლა მაქვს რაღაც გრძნობა მის მიმართ ამაზე არ გიფიქრია?
-შენ ამ დრომდე ასეთ გოგოს ახლოსაც კი არ გაეკარებოდი, ახლა რა შეიცვალა?
-ის არ არის უბრალო გოგო, მომწონს მასთან ყოფნა, მასთან სიახლოვე,ამით რა შავდება.
-შენც იცი რომ ეს დროებითია რატი,ყველაზე დიდხანს ქალი გვერდით 1თვე გყავდა?რატომ ცდილობ ყველაფრის არევას
-არაფრის არევას არ ვცდილობ,უბრალოდ რაღაც სხვანაირად ვგრძნობ მასთან თავს,ვგრძნობ რომ მინდა მის გვერდით ყოფნა.
-რატი შვილო გეყოფა გთხოვ,ის გოგო,მას შეიძლება მართლა შეუყვარდე აი შენ კი შემდეგ ისე მიატოვებ ვითომც არაფერი,წეღაბაც გითხარი და ახლაც გიმეორებ მისნაირ გოგოებს აქამდე არ ეკარებოდი ახლა რა შეიცვალა?არც არაფერი შენ...
-გეყოფა დემეტრე!-ბოლო ხმაზე დაიყვირა ამაღლობელმა-შენ მე არ მიცნობ!არ იცი რისი გამკეთებელი ვარ და რისი არა,ის გოგო ჩემს გვერდით არანაირ საფრთხეში არაა, მან იცის საკუთარი თავის ფასი და მეც ვიცი მისი ფასი,ისეთს არაფერს გავაკეთებ რომ მას ვაწყენინო,მაგრამ დემეტრე ამაღლობელი რისი დემეტრე ამაღლობელია 24წლის კაცს ისევ ლექციები რომ არ უკითხოს, ჩემთან ჩხუბის მეტი ოდესმე რამე გაგიკეთებია? არა. იმიტომ რომ გეგონა ამით ბევრს მიაღწევდი, ნუ ცდილობ კარგი მამიკოს როლის მორგებას, მე შემომხედე ქალებს ყოველთვის კლუბებში ან ბარებში ვპოულობდი მაგრამ ახლა ერთ-ერთ პატარა გოგოს დავადგი თვალი, ჭკვიანს,მხიარულს და კეთილს. შენი აზრით ეს რატომ ხდება? იქნებ მართლაც მაქვს გრძნობები იმ გოგოს მიმართ,იქნებ არ მსურს ვაწყენინო. მას ისე ვექცევი როგორც აქამდე არცერთ ქალს არ მოვქცევივარ, როცა ჩემს გვერდითაა მგონია რომ ბროლის თოჯინა ჩამაბარეს რომელსაც უნდა მოვუფრთხილდე იმიტომ რომ არ გატყდეს, შენ კი მისთვის გულის ტკენასა და მიგდებაზე მელაპარაკები,ცხოვრებაში ერთხელ მაინც მკითხე რას ვგრძნობ მე, შემომხედე,თვალებში შემომხედე და მკითხე რას გრძნობ შვილო,მართლა მოგწონს ის გოგო? არ შეგიძლია მკითხო? ამის დედაც!-ისევ იღრიალა რატიმ და მაგიდას წიხლი დაარტყა-მაგრამ არა,ამის კითხვა რა საჭიროა,რატი ამააღლობელს ხომ მხოლოდ გრძნობებზე თამაში და ხალხის წყენინება შეუძლია შენ ხომ ასეთი შვილი გყავს მამა,შენ ხომ ასე გამზარდე.მიდი და იამაყე.ჯანდაბამდე გზა გქონიათ ყველას.-სათქმელი დაასრულა და კიბეებზე სირბილით ჩავიდა,ჰოლში გზად რასაც ნახავდა ყველაფერს ლეწავდა,აქეთ-იქით ისროდა,გიჟს გაავდა.გასვლისას კარის მიინასაც დაარყა ხელი რომელიც წამში ჩამოიშალა,ვიწრო ქვაფენილზე სისხლის კვალს ტოვებდა,ესმოდა მამამისი როგორ ყვიროდა მის სახელს წამით შეჩერდა,მეორე მხარეს მდგომ ბარბარეს გახედა რომელიც შეშინებული შეჰყურებდა ამ სანახაობას.-მხოლოდ შენი გულისთვის.-თავისთვის ჩაილაპარაკა და მანქანა ადგილს მოწყვიტა...

-აქ რა მოხდა?-გაოცებულს აღმოხდა კაკის რომელსაც რატი ასეთ მდგომარეობაში უკვე წლებია არ ენახა.
-კაკი შვილო,ცოტა ვიკამათეთ და ის...სად წავიდოდა არ იცი?-აშკარად შეშინებული იყო.
-რატი რომელსაც ყოველდღე ვუყურებ ვიცი სადაც წავიდოდა მაგრამ რატი რომელიც ახლა დავინახე სრულიად სხვანაირად აზროვნებს,აქედან გამომდინარე წარმოდგენა არ მაქვს სად წავიდოდა.
-იპოვე გთხოვ,თავს რამე სისულელე არ აუტეხოს.
-ყველანაირად ვეცდებით ვიპოვოთ,თქვენ სახლში დაბრუნდით მას ჩვენ მივხედავთ.- მშვიდად მიუგო სანდრომ რომელსაც წარმოდგენა არ ქონდა სად უნდა მოეძებნა ახლა რატი ან საერთოდ რა უტრიალებდა თავში და რის გაკეთებას აპირებდა,ისიც კი არ იცოდა რამ გააცოფა ასე და მის პოვნას და დამშვიდებას როგორ შეძლებდა.თავში ათასი აზრი უტრიალებდა,საშინლად ნერვიულობდა მასზე,ის ხომ ფაქტიურად შეშლილს გავდა წასვლის წინ. დემეტრე მანქანამდე მიაცილეს და სახლში გაუშვეს თითქოს სანერვიულო არაფერი ყოფილიყოს.
-რა მოხდა? რატის რა დაემართა?-შეშინებული მივარდა ბარბარე ბიჭებს და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ირგვლივ მყოფებს.
-არაფერი უბრალოდ ცოტა განერვიულდა,დაწყნარდება და დაბრუნდება.-მხარზე ხელი ჩამოუსვა ირაკლიმ დამშვიდების ნიშნად.
-ირაკლი! მე რა შუბლზე მაწერია რომ დებილი ვარ?- ტონი გაუმკაცრდა ქალბატონს.
-თქვიით რა მოხდა-საუბარში ლოლიტა ჩაერთო
-კარგი, როგორც ჩანს სერიოზულად იჩხუბეს დემეტრემ და რატიმ. კაციც ისე იყო შეშინებული აშკარად მაგრად გაუფრინა რატიმ,ახლა კი წარმოდგენა არ გვაქვს სად არის.
-რაა? ხომ კარგად იქნება? -საცოდავად ამოიკნავლა ბარბარემ
-დამშვიდდი კრასოტკა,რისთვის ვართ აქ. ვიპოვნით და დავაბრუნებთ-გულზე მიიხუტა კაკიმ ბარბარე რომელსაც ნერვიულობისგან მთელი სხეული უკანკალებდა... რატი კი ამ დროს გზაზე მთელი სისწრაფით მიქროდა, ადრენალინს მთელი ორგანიზმით შეიგრძნობდა და გაზის პედალს ფეხს სულ უფრო და უფრო მეტად აჭერდა,უკან იტოვებდა მანქანებს,ხეებს,სახლებს... თვალწინ ისევ მამის ანარეკლი უტრიალებდა, იდეალური შვილი არასდროს ყოფილა მაგრამ ოჯახიც არასდროს ჰქონია იდეალური,რაც თავი ახსოვს სულ გართობასა და მეგობრებთან ერთად დროსტარებაში იყო ჩაფლული. უამრავი ქალი ჰყოლია: ქერა,შავგვრემანი,წითური. მაღალი,დაბალი. ყველა ერთი ღამის ქალი იყო მაგრამ მასთან ვერ ბედავდა,ვერ ბედავდა ასე მოქცევას, რაღაც უცნაური ხდებოდა მისთავს, ბარბარეს გვერდით იმაზე ბევრად კარგი ხდებოდა ვიდრე სინამდვილეში იყო."შემიყვარდი!?" საკუთარ თავს გამუდმებით უმეორებდა ერთ სიტყვას და კონცენტრაციას ბარბარეზე ახდენდა,მასზე მის ღიმილზე,ქცევაზე,თვალებზე. ის სულ სხვანაირია,არავის ჰგავს. ისევ გიჟდებოდა მამამისის სიტყვებზე როგორ იფიქრა რომ ბარბარეს გამოყენებას აპირებდა, ის ხომ მას იმდენად უფრთხილდება რამდენადაც ჯერ არავის გაფრთხილებია.
რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ თბილისის იპოდრომსაც მიადგა,11საატი ხდებოდა მანქანიდან გადმოვიდა და პირდაპირ მიწისქვეშა დარბაზისკენ წავიდა.
-გამარჯობათ ბატონო რატი-მხიარულად მიესალმა კაცი და კარში შეატარა
-ვინმე ძლიერი მჭირდება ვისზეც დიდი დოზით ადრენალინის დახარჯვას შევძლებ!-უემოციო ტონით განაცხადა და მაცივრიდან ლუდის ბოთლი აიღო
-დიახ ბატონო,გეგა აქ არის შეგიძლიათ მაშინ დაიწყოთ როცა მოისურვებთ.
-ანუ ახლავე.-სასმელი ბოლომდე გამოცალა და დარბაზში გავიდა,მაისური გადაიძრო და რინგზე შორტის ამარა ავიდა,ყველაფერი ერთად უტრიალებდა თავში და იმდენად იყო გაღიზიანებული ალბათ შეუძლებელი იყო ახლაისთვიდ ვინმეს ეჯობნა.
-ბრძოლა წესების გარეშე,იქამდე სანამ რომელიმე თქვენგანი არ დანებდება ან გონებას არ დაკარგავს.-განაცხადა კაცმა და ბიჭებს გაეცალა.
-რაო ამაღლობელო ტრავმატოლოგიურში გვეჩქარებაო?-სიცილით მიუგო გეგამ პირველი მუშტი მოუქნია
-არა, ჭარბი ადრენალინის დახარჯვა მირჩევნია-სიტყვა დამთავრებული არ ქონდა სახეში მუშტი რომ დაარტყა,გეგამაც საპასუხო მოუქნია და საშინელი ბრძოლა გაიმართა.
-ქალთან გაქვს პრობლემები?-ქოშინით მაგრამ მაინც სარკაზმით მიუგო გეგამ
-ძალიან გადარდებს?-მისი მოქნეული მუშტი აიცილა რატიმ
-არა უბრალოდ,თუ შენს ქალს ვეღარ აკმაყოფილებ იქნებ ჩემთან გამოუშვა, ჭეშმარიტ სიამოვნებას განვაცდევინებ.
-შენი დედაც მ******-მისმა ხმამ თითქოს დარბაზის კედლები შეაზანზარა,სწრაფად დაესხა თავს გეგას და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,მუშტი პირდაპირ ცხვირში დაარტყა და გატეხილი ცხვირის ტკივილმა პირდაპირ ძირს დასცა აქამდე დიდ გულზე მყოფი ბიჭი,ზემოდან მოექცა რატი და სახეში მთელი ძალით დაუწყო რტყმა,რამდენიმე დარტყმასაც გაუძლო და შემდეგ უგონოდ მიესვენა იატაკზე მყოფი გეგა.
-გაუშვით ბატონო რატი,მოკლავთ-სასწრაფოდ მისცვივდნენ ირგვლივ მყოფები რატის რომელიც უსულოდ მყოფ სხეულს მთელი ძალით ურტყამდა.
-ამას გადაეცით შემდეგში როცა მასეთი *ლეობის თქმას გადაწყვეტს კარგად დაფიქრდეს რადგან მეორედ ვერ გადარჩება-ერთი მუცელშიც დაარტყა და ფეხზე წამოიჭრა,სწრაფი ნაბიჯით გავიდა შენობიდან,მანქანაში ჩაჯდა და გეზი პირდაპირ წყნეთის აგარაკისკენ აიღო.
ნახევარ საათში მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა,მანქანიდან გადმოვიდა და სახლში სწრაფად შევიდა,შესვლისთანავე დივანზე წამოწვა და ტელეფონი მოიმარჯვა.
-კაკი,კაკი,კაკი-მისი ნომრის ძებნას მოჰყვა და სასწრაფოდ დარეკა მის ნომერზე
-ალო რატი კარგად ხაარ-შიშნარევი ხმით წამოიწყო კაკიმ
-კიი ტო კარგად ვარ.მაგიტო დაგირეკე რო არ გენერვიულა
-სად ხარ ძმაო?
-აგარაკზევარ არინერვიულო,ცოტა გონზე მოვალ და დავბრუნდები ჩამოვალ ისევ.
-არამგონია იქ ისევ მიგეჩქარებოდეს.
-რატომ რამოხდა?
-ბარბარე თბილისში წამოვიყვანე,ნერვიულობდა და თან აღარ უნდოდა იქ გაჩერება.
-ჩემზე ნერვიულობდა?-თითქოს იმედის სხივი გამოკრთა მის გონებაში სახეგანათებულმა იკითხა.
-ხო სი*ო აბა ვიზე ინერვიულებდა.
-მისი ნახვა მინდა,სახლშია?
-ხოო სახლში დავტოვე,ჩამო თბილისში და ნახე შენი ნარკოტიკი-ტელეფონში სიცილს მოჰყვა კაკი.
-ტ*აკის თამაშს მოეშვი - თქვა და ყურმილი გათიშა,ისე ეჩქარებოდა ბარბარესთან მისვლა მგონი ისიც კი ეჩვენებოდა რომ სიარულის ნაცვლად დაფრინავდა.გასაღებს ხელი დაავლო და სირბილით გავიდა ეზოში, მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მთელი სისწრაფით მოწყდა.
მთელი სისწრაფით მიყავდა მანქანა ოღონდ მასთან მალე მისულიყო, ხვდებოდა რომ დღეს შეაშინა და თან ანერვიულა კიდეც, ახლა მასთან მისვლა საუკეთესო გამოსავალი იყო. მანქანა კორპუსის წინ გააჩერა,სირბილით გადაჭრა გზა და კიბეები აირბინა. ისე ეჩქარებოდა მასთან მისვლა სულ დაავიწყდა მთლიანად სისხლში რომ იყო ამოსვრილი, კარის წინ წამით შედგა ღრმად ჩაისუნთქა და რამდენჯერმე დააკაკუნა,მალევე რომ არავინ გამოეხმაურა გიჟივით დაიწყო კარზე ბრახუნი.
-ღმერთო ვინ არის ამ შუაღამისას-ფრატუნით მივიდა ბარბარე კართან და ფრთხილად გააღო, ზღურბლზე რატის დანახვისას სახეზე ფერები გადაუვიდა და სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი-რატიი, კარგად ხაარ-ვერც გაიაზრა ისე გადაჭრა მათ შორის მანძილი და სხეულზე მთელი ძალით მიეკრო, რატიმაც არ დააყოვნა სხეულზე ხელები მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო. -არ მჯერა რომ აქ ხარ- აცრემლიანებული თვალები მიანათა რატის.
-გთხოვ ოღონდ არ იტირო რა, მართლა ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის. დღესაც ასე რომ წამოვედი და გაურკვევლობაში დაგტოვე მაპატიე რა.
-შენ...შენ სულ სისხლში ხარ ამოსვრილი, შემოდი ჭრილლობებს დაგიმუშავებ.-სირბილით გავიდა საძინებელში და იქიდან პირველადი დახმარების ნივთები გამოიტანა.
-არაა საჭირო მართლა. კარგად ვარ ბაბი.-სახეზე ხელი ფრთილად ჩამოუსვა და თმა ყურის უკან გადაუწია.
-არ მეტყვი იქ რა მოხდა?- ხელების დამუშავება დაიწყო ბარბარემ
-არამგონია ცოდნა გინდოდეს, გული დაგწყდება.
-უბრალოდ მითხარი-თავი არ აუწევია ისე განაგრძო ჭრილობების დამუშავება.
-ბაბი შენ იცი როგორი ვიყავი ადრე, მაგრამ ვიცვლები ეს ხომ იცი?
-ვიცი რატი,რატომ მეკითხები?
-მამაჩემს გონია რომ ცუდად მოგექცევი მაგრამ გეფიცები, ჩემი ძმის სულს ვფიცავარ ცხოვრებაში არასოდეს გავნებ.- ვერც გაიაზრა ისე დაიფიცა დაღუპული ძმა ბარბარეს წინაშე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც ქონდა ის მას სიმართლეს ეუბნებოდა.
-შენი ძმის სულს? ვიზიარებ-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბარბარემ და სახიდან სისხლის მოშორებას შეუდგა.
-იციი, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ვინმეს ასე გავუფრთხილდებოდი, მამაჩემს არ ესმის ის თუ რას განვიცდი მე. მინდა შენს გვერდით ყოფნა, ამხელა კაცი ვარ და ჩემსგვერდით რო ხარ აი იმენა, პატარა ბავშვივით მიცემსხოლმე გული. ადრეც გითხარი რომ არ გავნებდი და ახლაც გიმეორებ, გეფიცები თითსაც კი ვერ დაგაკარებ ზედმეტად. -ისეთი გრძნობით ლაპარაკობდა რატი ცრემლები მოადგა ბარბარეს.-შეიძლება იფიქრო რო ალკოჰოლი მალაპარაკებს მაგრამ არა, ამას ფხიზელ მდგომარეობაშიც გეტყვი. არვიცი რას ვგრძნობ მაგრამ ერთადერთი რაც მინდა ეს შენს გვერდით ყოფნაა, მეტი არაფერი. უბრალოდ მინდა რომ გამიგო. მთელი ეს დრო შენზე ვფიქრობდი ისე გავბრაზდი საკუთარ თავზე იქ რომ დაგტოვე, მაგრამ ცოტა თავის კონტროლი მჭირდებოდა თორემ ალბათ მართლა შეგეშინდებოდა ჩემი.
-ასე აღარ მოიქცე გთხოვ,იცი როგორ ვინერვიულეე? წარმოდგენა არ მქონდა სად ან როგორ იყავი. -ისევ ცრემლმორეული საუბრობდა. თვალებს აქეთ-იქით მალმალე აპარებდა და რატის მზერას ფაქტიურად არ უსწორებდა.
-ბაბი-თბილი ხმით მიუგო და მისი სახე ხელებში მოიქცია-შემომხედე გთხოვ.
-წავალ რამე მაისურს მოგიტან.-სიტუაციიდან თავის დაძვრენა სცადა მაგრამ ამაოდ.
-არა! თვალებში შემომხედე.-ნელა აწია ბარბარემ თავი და მის წინ მჯდომ კაცს თვალებში ჩააცქერდა.- მითხარი რას გრძნობ. რას გრძნობ ჩემს მიმართ?
-ახლა ამის დროა?
-ბაბი კითხვაზე პასუხი არ გაგიცია.
-რა დროს ამაზე საუბარია, ნაცემი და თან მთვრალი ხარ.
-ბარბარე!მიპასუხე. რას გრძნობ ჩემს მიმართ?
-არვიცი გასაგებია? არვიცი. მეშინია გესმის? ვიცი რომ თუ არ გენდობი შეცდომას დავუშვებ მაგრამ შენი ნდობაც ერთი დიდი შეცდომა იქნება.
-ხომ იცი რომ თუ არ მენდობი მასე უფრო დაიტანჯები?
-თუ გენდობი მერე რაა იქნება?
-მერეე? აი მერე იმენა ჩემი იქნები. ვეღარავინ ვეღარ მოგეკარება და ყველას ეცოდინება ვინ ხარ შენ ჩემთვის.
-ურთიერთობაზე მეტად პიარს მთავაზობ მგონი.
-გეუბნები რომ ადამიანი გეყოლება გვერდით ვისაც დაეყრდნობი.
-ამასაც განვიხილავ.
-რადგან განიხილავ მაშინ წავალ,ხელს აღარ შეგიშლი-ფეხზე წამოდგა და წონასწორობა რომ შეეკავებინა კედელს მიეყრდნო
-ასეთ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდები?წამოდი შენ ლილეს ოთახში დაიძინე.
-უკვე სახლის ერთ ოთახსაც მითმობ,საინტერესოა ეს ყველაფერი.
-შემოდი-ოთახში პირველი შეუძღვა და საწოლთან დადგა.-ალბათ გული მიგრძნობდა თეთრეული წეღან გამოვცვალე.
-ლამაზი ოთახია,შენ სად დაიძინებ?
-მე ჩემს ოთახში.მიდი დაწექი მეც მეძინება და ჯობს დავიძინოთ. ძილინებისა-თქვა და ოთახიდან უკანმოუხედავად გამოვიდა,თავის ოთახში შევიდა,საბანში გაეხვია და თვალები დახუჭა.
10 წუთიც კი არ იყო გასული კარი ჭრიალით რომ გაიღო,ფეხაკრეფით შევიდა რატი მის ოთახში და მის გვერდით მოკალათდა.
-რატი რას აკეთებ-შეშინებულმა წამოწია თავი ბალიშიდან.
-კარგი რა, ხომ თქვი დავიძინოთო ხოდა ვიძინებ.
-მე ვიგულისხმე შენ ცალკე და მე ცალკე.
-აუ არა რა,არ მიყვარს მარტო ძილი.თან უცხო სახლში მეშინია.-ხელები წელზე მოხვია და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.
-რატი გთხოვ მთვრალი ხარ.
-არასდროს არაფერს გავნებ, არც მთვრალი და არც ფხიზელი. უბრალოდ შენს გვერდით დავიძინებ რა. -თავი მის ყელში ჩარგო და მთელი არსებით გადაეშვა მორფეოსის სამყაროში...

დილით რომ გაიღვიძა გვერდით არავინ ეწვა, მაშინვე იფიქრა ბარბარემ რომ რატი წავიდა და ცოტა შვებით ამოისუნთქა, იცოდა რომ ლილე მალე დაბრუნდებოდა და ნამდვილად არ უნდოდა რატი აქ, მის საწოლში ენახა. ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან აბაზანაში შევიდა პირი დაიბანა, შორტი და ტოპი მაიკა ჩაიცვა და მისაღებში გავიდა, კარის გაღებისთანავე ინატრა „ნეტავ მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოსო“. სავარძელზე კაკი კომფორტულად მოკალათებულიყო და ჭიქიდან ყავას წრუპავდა. გვერდით ლილე იჯდა და რატის გამალებით ესაუბრებოდა რაღაცაზე.
-ჩემს პრინცესას გაუღვიძია- ღიმილიანი სახით მიაჩერდა რატი და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო.
-ჩემო ძვირფასო მეგობარო, იქნებ ამიხსნა აქ რა ხდება?- მომლოდინე სახით მიაჩერდა ლილე.
-რა უნდა ხდებოდეეს?საერთოდ თქვენ ორი აქ როგორ მოხვდით?
-მოკლედ კაკის ვუთხარი რომ შენი მარტო დატოვება არ მინდოდა და გამთენიისას წამოვედით, რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ მოვედით და სახლში არ გავუშვი შევთავაზე ყავა დავლიოთთქო, სახლში შემოსვლისას ვიფიქრე დაგხედავდი როგორ იყავი და დავინახე რატი რომელსაც შენზე ჩახუტებულს ეძინა. ხოდა რატის გაეღვიძა, გამოვიდა და გვეუბნება რომ შენს გვერდით ეძინა, ეს ხომ ისედაც ფაქტია მაგრამ საერთოდ რა ხდება თქვენს შორის?
-არაფერი უბრალოდ გუშინნ მთვრალი იყო და აქ დავტოვე.
-შენს საწოლში?
-ეს მე... ეს ჩემი ბრალი არ არის. თვითონ მოვიდა.-ენის ბორძიკით დაიწყო თავის მართლება.
-კარგი პატარავ დამშვიდდი.- შუბლზე ტუჩები მიაკრო რატიმ -მე მინდოდა მასთან დაძინება და მეძინა, სულ ეს არის.თანაც შენი საწოლი დიდად კომფორტული არ იყო
-ჩემი საწოლი მე ძალიანაც მომწონს რა, შენ ბარბარესთან ძილი გინდოდა ჩემს საწოლს დააბრალე.
-შენ წარმოიდგინე ბარბარესთან გადასარევად მეძინა, ისე მეხუტებოდა თვითონაც აშკარად მოეწონა ჩემს გვერდით ძილი.
-გეყოფა რატი-მისგან თავი გაინთავისუფლა და გვერდით დადგა -ჩემს გვერდით იმიტომ გეძინა რომ სულ მთელი ძალითაც რომ მეცადა მაინც ვერ დავაღწევდი თავს შენგან,ისე გყავდი სხეულზე აკრული ეგ ფაქტიურად შეუძლებელი იყო.
-მე მაინც კომფორტულად მეძინა-მხრები აიჩეჩა და მაგიდას მიუჯდა- ყავა ხომ არ გინდა?
-ხოო,ურიგო არ იქნებოდა. მაინც წასასვლელი ვარ.
-საით გაგიწევია? მე წაგიყვან.
-სამსახური უნდა მოვძებნო,სხვაგანსად წავალ.
-ჯანდაბა! რატომ ცდილობ წყობილებიდან გამომიყვანო?- ფინჯანი მაგიდაზე უხეშად დადო და ფეხზე წამოდგა.
-მე არაფერს არ ვცდილობ რატი, უბრალოდ არ მინდა მანდ მუშაობა. ყველამ იცის რომ ვითომ შენი შეყვარებული ვარ.
-მე ეს გუშინ მართლაც შემოგთავაზე, ყველანაირი ტყუილის გარეშე.
-რაო რამოხდაო?-კაკის გადაუჩურჩულა ლილემ
-უფროსი და თანამშრომელი? ყველა ამაზე ილაპარაკებს. არ მინდა მათი გესლიანი საუბრის მოსმენა.
-არავის არ აქვს უფლება რამე გითხრას გასაგებიაა? ხელს რატომ მკრავ მაინც ვერ ვხვდები
-ხელს არ გკრავ უბრალოდ მე არ ვარ ამას შეჩვეული.
-კრასოტკა მისმინე, რატიმ ერთხელ თუ თქვა რომ უნდა შენთან ყოფნა, სიტყვას აღარ გადავა ასერომ გირჩევ წინადადება მიიღო თორემ მერე რასიზამს მეც კი არ ვიცი, მომენტალურად ისე გიჟივით იქცევა ვერ გაიგებ რა უტრიალებს თავში.
-ჩემი აზრითაც იმსახურებს შანსს.- კვერი დაუკრა ლილემ
-თან ნახე რა ბიჭია ეს მუტრუკი ესა- ყვირილით შემოვარდა სანდრო ოთახში და რატის მხარზე ჩამოეკიდა.
-შენ აქ საიდან ტოო-ხელიდან მოიგდებინა ძმაკაციდა ცერად გახედა.
-ეგრე უნდა არაა ქორწილიდან ჩვენი მოტეხვაი- ნატას ჩანთის ქნევით შემოვიდა ირაკლი.
-აესე აი ახალგაზრდობაში არ გვაფასებენ და რო დავბერდებით გადაგვყრიან ვაფშე.- კაკუნით შემოვიდნენ ნატა და ლოლიტა ოთახში.
-სუ არ მაინტერესებს, კაბაზე მე მოგყვები. -ხელები გაასავსავა ლოლიტამ
-მოწიეთ რამე?- პირდაღებულმა გახედა კაკიმ ოთხივეს.
-ბიჭო ხოგეუბნებოდი იმწვენში რაღაც ყრიათქო- თავში წამოარტყა ირაკლიმ სანდროს.
-აბა ჰეე, როდის ინიშნებით?
-შენ ბიჭო ხო არ გაჟრილებს. წადი რა ქალებში გაიგულავე ნახე ვაკე-საბურთალო და მერე მოდი.
-საბურთალოზე თუ არ ავყარე ნა*ები დიდუბის მეტროში არადგანან რაა შენმამზემ.
-მეთქი რას დაძვრება ეს ჩე*ისა დიდუბეშიი, თურმე მეტროში დაგულაობს.- სიცილი წასკდა ირაკლის.
-ჰაა ეხლა საღამოს ბარბარეს და რატის ნიშნობა არარისს? რას მალაპარაკებ ბიჭო ამდენს.- „დაიგრუზა“ სანდრო.
-წადი შვილო შენს პირადს მიხედე ჩემზე ადრეშენგელოდება საცოლე
-ვინა ბიჭო შენ დღეს ბარბარე მოიყვანე და ხვალა ისეთ გოგოს მოგითრევ შემეხვეწები გაეყარე მემინდაო.
-დიდუბიდან მოგვითრეევ?- საუბარში ჩაერთო ლოლიტა.
-კარგი ბიჭო რისი მომთრევი ხარ, 23 წლის კაცი ხაარ, 19 წელია ლოლიტა გიყვარს და დღემდე არა ხართერთადა , ან გოგო რაარი შენცა რა თავს იდებ გაჰყევი და ქე მოჰყარეთ ერთათა თქვენისიყვარული.
-სადაური კილო აიკიდეთ ძმობას გაფიცეებთ? ქე, შენმამზემ, არადგანან. რაარი კაი ყანაშინათრევი კაცებივით მელაპარაკებით- მასხრად აიგდო კაკიმ
-ბიჭო ჩვენა თქვენ გაცინებაზე ვფიქრობთ. მთელიგზაა ამას ვიზეპირებ დამიწერა ლოლიტამ რაღაც ტექსტები „ქე“ და „მაა“-ს მეტი არაფერი ეწერა.ერთი კბილი მაინც გამოგეჩინა პატივისცემის ნიშნად.- იწყინა სანდრომ
-მაგეებისსწავლას შე*ემა წიგნი წაგეკითხა არგერჩივნაა?
-ბიჭო ვკითხულობ ხოლმე ხო არ ღადაობ, „ქალის სიამოვნების ნატიფი ხელოვნება“და რავი კიდე ათასი მასეთი.
-რამაგარი ყ*ეხარ ტო.
-ხალხო იცით რამაგრად მშიაა, იმენა კუჭი მიხმება.წამო რა სადმე გავიდეთ ვჭამოთ-აბუზღუნდა ირაკლი.
-აუ ხომეც მშია-მხარი აუბა ბარბარემ
-ბარბარე დღესაც აცდენ ლექციებს?- კითხვით მიუბრუნდა ლილე
-ხო აბა სამსახურში ვინ წავა.
-ხუმრობ ტო? არაფერსაც არ გააცდენ ყველა ლექციას დაესწრები და მერე მოხვალ სამსახურში.-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი რატიმ
-აუ რატი კარგი რა, ეხლა მაგაზეც ილაპარაკებენ, ორი ლექცია მაქვს დღეს. 5ზე დავამთავრებ.
-გამოგივლი და წაგიყვან რა პრობლემა უნდა იყოს.
-არა რა არა, უფ. გამაგიჟებ მე შენ.-თქვა და სახლიდან ფრატუნით გავიდა.
-შენ რო უკვე გამაგიჟეე რა გავაკეთო?- თავისთვის ჩაიბურტყუნა რატიმ და დანარჩენებს უკან მიჰყვა...საბურთალოდან ყველა რუსთაველზე წავიდა მაკდონალდსში. გემრიელად წაიხემსეს ერთად დრო გაატარეს,ძველი ამბები გაიხსენეს და ერთმანეთის ხუმრობებზე იცინოდნენ.ვინმეს შორიდან რომ შეეხედა ისეთ ჰარმონიულობას შენიშნავდა მათში იფიქრებდა რომ ისინი უკვე წლებია ერთმანეთს იცნობენ და დროს ერთად ატარებენ.ისეთი თვალებით უყურებენ ერმანეთს სიხარულით და სითბოთი სავსე მზერით. უკვე ეტყობა რატის რომ გიჟდება ბარბარეზე მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრის იმის ასაღწერად თუ რას გრძნობს მის მიმართ. წამოსვლისთანავე რატი და ბარბარე ერთად წავიდნენ უნივერსიტეტისკენ, დიდი ნერვების ფასად დაუჯდა ვაჟბატონს რომ ბარბარე გაყოლოდა მაგრამ ბოლოს მაინც დაითანხმა.
-5ზე დავამთავრებ და პირდაპირ წამოვალ -სწრაფად განუმარტა „უფროსს“
-შენით არსად წახვიდე მოგაკითხავ!-მკაცრი ტონით დაასრულა საუბარი და გეზი პირდაპრ კომპანიისკენ აიღო...როგორც ყოველთვის საშინლად მოიწყინა ორივე ლექციაზე, ბოლო ერთი საათის განმავლობაში მაგიდაზე ეძინა. ვერც მიხვდა ისე გავიდა დრო, ლექტორსაც დაეტოვებინა აუდიტორია როცა დათამ გააღვიძა.
-ჰეიი მძინარა, გაიღვიძე დამთავრდა ლექცია.
-რაა?აა ხოო.-სწრაფად წამოწია თავი მაგიდიდან და დაბნეული თვალებით მიაჩერდა ბიჭს.
-ადექი ადექი. წასვლის დროა.
-რომელი საათია?
-6ის სამი წუთია -საათზე დაიხედა ბიჭმა
-ღმერთო დავაგვიანე- შუბლზე ხელი იტაცა და ფეხზე წამოდგა.
-წამოდი წამოდი, დარეტიანებული ხარ ისედაც.-წელზე ხელი მოხვია და კიბეებზე მასთან ერთად ჩავიდა.
-ჩემი ჩანთა, იქ დამრჩაა.-შეშფოთებული იყურებოდა უკან
-დამშვიდდი ბარბარე მე მაქვს შენი ჩანთა-ღიმილით მიუგო ბიჭმა და მისი სახის გამომეტყველებაზე სიცილი ძლივს შეიკავა.
-ღმერთო დღეთუ დავიძინებ სულ ასე მემართება ხოლმე.
-არაუშავს, მივეჩვიე უკვე შენს ტარებას.-წინა ინციდენტზე მიანიშნა ბიჭმა
-ვწუხვარ მაგის გამო, ხელში აყვანილს მოგიწია ჩემი ტარება- დანანებით თქვა და გასასვლელს გახედა. -ღმერთო რატი- მანქანაზე მიყუდებული რატის დანახვისას ფეთება მოუვიდა, თითქოს შეეშინდა მასთან ერთად არ დამინახოსო წამსვე სცადა ბიჭის მკლავებიდან თავის დაძვრენა.
-დამშვიდდი გიჭერ.-უფრო მჭიდროდ მოხვია ხელი და ჭიშკრიდან გავიდა.
-ბარბარეე- მკაცრი ტონით წამოიწყო საუბარი
-რატიი- აჟიტირებული ღიმილით წამოიწყო საუბარი რომ მისი დაძაბულობა არ შეემჩნია.-ესს ეს დათაა ჩემი კურსელი, დათა ეს კიი ესს...
-მისი შეყვარებული ვარ-ხელი მოკიდა და თავისკენ მიიზიდა ბარბარე.
-სასიამოვნოა- ღიმილით მიუგო ბიჭმა -ბაბიკო მე უნდა წავიდე მეჩქარება სხვა დროს გნახავ, გამიხარდა შენი გაცნობა.-ღიმილითგამოემშვიდობა ორივეს და უკანმოუხედავად გაეცალა იქაურობას.
-ესბიჭი ვინაა?-კბილები გაახრჭიალა რატიმ
-უბრალოდ ჩემი კურსელია, რაიყო?
-ნერვებს მიშლის. უმჯობესი იქნება თუ შენს გვერდით აღარ ვნახავ.
-კი მაგრამ
-ბაბი ჩემი გქვია ეს ხომ იცი. ასერომ სხვა ვერავინ მოგეკარება. ახლა კი ჩაჯექი მანქანაში ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო.
-საად?
-იქ სადაც სურვილები სრულდება-ღიმილით მიუგო დამანქანა ადგილსმოწყვიტა...

-სად მივდივართ აღარ იტყვიი?- თბილისდან გასვლისას იკითხა ბარბარემ.
-სიღნაღში ნამყოფი ხაარ?
-არაა, რატომ მეკითხები?
-სიღნაღში მივდივართ, სიყვარულის ქალაქში- ღიმილით მიუგო და მისი მარცხენა ხელი,ხელში მოიქცია.
-კი მაგრამ სამსახური? საერთოდ იქ რა გვინდა?
-დამშვიდდი კარგი? სამსახური რატო არ გკიდია მაშინ როცა უფროსიც კი არ მიდის იქ?
-მე არ ვარ შეჩვეული ასეთ ცხოვრებას.
-აბა რას ხარ მიჩვეული, დილით ადრე ადგომას და სამსახურში სირბილით წასვლას? საკუთარ თავს დროს საერთოდ არ უთმობ.
-საკუთარი თავისთვის დრო აღარ მრჩება.
-ასე არ უნდა იყოს, დროა მიეჩვიო ასეთ ცხოვრებას.- ღიმილით მიუგო და გზა განაგრძო...

***
-აქ რა ჯანდაბა გინდა?- თვალებგაფართოებული მიაჩერდა ლოლიტა სავარძელში მოკალათებულ სანდროს,რომელსაც ფეხები უდარდელად შემოეწყო მაგიდაზე და რაღაც შემეცნებით გადაცემას მხიარულად შესცქეროდა.
-ლოლიკოო- არც შეუხედავს მისთვის ისე წამოიწყო საუბარი. -რასშვრები? როგორხარ?
-დამცინი სანდრო? დილით არ მნახე?
-მომენატრე და მოვედი. მიშლი ტო? -ყურადღება ტელევიზორიდან მის წინ მდგომ ლოლიტაზე გადაიტანა.
-სერიოზულად აქ რა გინდა სანდრო?
-მომენატრეთქო გოგო.
-სანდრო!
-სანდრო, სანდრო. რას ჩაიხვიე ჩემი სახელი ტო. თუ ეგრე მოგწონს ჩვენს შვილსაც ეგ დავარქვათ.
-ჩვენს ვისს? -ხველება აუტყდა ლოლიტას.
-ჩვენს შვილს ლოლაა, ნუ მორცხვობ დაწყნარდი.
-ლოლას ნუ მეძახი!
-რატო ეე, ჩემი ლოლა ვინარისოო.
-ალექსანდრე! - თვალები დაუბრიალა მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს.
-აჰაა ესეიგი გახსოვს ჩემი სახელი, დიდიხანია ასე აღარ მოგიმართავს.
-უბრალოდ ლამაზი სახელია და შენზე ხომ არ გავაბანძებ-პატარა ბავშვივით დამანჭა სახე.
-ლოლა,ლოლა.
-კარგი რა სანდრო, ნუ მეძახი მაგასთქო.
-რატო ტო, მშვენიერი სახელია.
-იმიტო რო ძაღლის სახელია.
-მართლაა? აუ ეგ რა მითხარი ტო. ამისმერე ძვალს წამოვიღებხოლმე. -სიცილი აუტყდა ჩიქოვანს.
-თავი დამანებე რა,ძვლები შენს დიდუბის ნა*ობას წაუღე. გავდივარ მე.
-დამელოდე მეც მოვდივარ.- სირბილით გაჰყვა უკან. -ლოლა მოიცადე შენმა ძმამ გამომგზავნა მითხრა რო შენი მანქანა ხელოსანთან წაიყვანა და მე უნდა წაგიყვანო
-ესღა მაკლდა, წესიერი ვერავინ გამოგზავნაა?
-წესიერ მძღოლს ითხოვს ძაღლის სახელიანი გოგო? სასაცილოა.
-რაოო ხელოსანმა გავაკეთეო თუ სადმე ჩაგიქრება და არ იდარდოვო?
-თუჩაქრა ხო მოაწვები?
-ყველაზე აუტანელი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს. -თვალები აატრიალა და მძღოლის გვერდით მოთავსდა. წამში დაწერა შეტყობინება „ ნუცა სასწრაფოდ ვინმე მსახიობი იშოვნე და თბილისი მოლში გამოუშვი, სანდროა ჩემთან ერთად.“
-აბა საით ქალბატონო?
-თბილისი მოლში ბატონო ამაზრზენობავ. -ღიმილით მიუგო და თავი კარის მინას მიადო.დაახლოებით ნახევარ საათში ადგილზე იყვნენ. ისეთი ღიმილიანი სახით უყურებდა ლოლიტა სანდროს შორიდან რომ შეგეხედათ შეიძლებოდა გეფიქრათ რომ შეყვარებული წყვილი იყო,სინამდვილეში კი ლოლიტას მხოლოდ საკუთარ გეგმაზე ეღიმებოდა და აღფრთოვანებული იყო საკუთარი თავით. „მიშო ქვია, ქერა, ცისფერთვალება. თვითონ გიცნობს 10 წუთში მოვა“-შეტყობინების წაკითხვისას თითქოს ამოისუნთქა ზუსტად იცოდა რომ ყველაფერი გამოვიდოდა და ჩიქოვანს ბოლოსდა ბოლოს გადაიყვანდა ჭკუიდან.
-რაიმე ლამაზი კაბა მინდა სანდრინიო, ასერომ აქეთ წავიდეთ.
-იმედიმაქვს ლამაზი გამომწვევს არ ნიშნავს.- თავისთვის ჩაიბურტყუნა და ლოლიტას უკან მიჰყვა.მთელი ოცი წუთის განმავლობაში ლამის ჭკუიდან გადაიყვანა სანდრო, საშინლად გამომწვევ კაბებს არჩევდა და სარკის წინ პოზირებდა, ირგვლივ მყოფი ბიჭები პირდაღებულები მიშტერებოდნენ და გონებადაბინდულები კედელზე დაყუდებულიყვნენ.
-საკმარისია! -დაიგვრგვინა სანდრომ და ფეხზე წამოიჭრა -ან რამე წესიერი ჩაიცვი ან მაგ ნაფლეთს ზედ შემოგახევ.
-რაზე ჭედაავ? მშვენიერი კაბაა. -საკმაოდ ღრმა დეკოლტეს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სარკეში.
-შენ რა სტრიპტიზის საცეკვაოდ მიდიხაარ? ბარემ შიშველი წადი გოგო. ან ახლავე გაიხდი ან აქაურობას თავზე დაგამხობ!
-რა სტრიპტიზი სანდრო რა გჭირსს? რესტორანში მივდივარ პაემანზე. -უდარდელად განუმარტა და სარკის წინ დატრიალდა.
-რაზე? საად? -ყურები ცქვიტა ჩიქოვანმა.
-პაემანზე მივდივარ საღამოს.
-და აი საღამოს დედოფალიც ნამდვილი მზეთუნახავია- საუბარში მოულოდნელად უცხო პიროვნება ჩაერთო.
-შენ ვინხარ?
-მე ლილიტას შეყვარებული ვარ.- ლოლიტას გვერდით ამოუდგა ბიჭი.
-როგორც ჩანს დროს არ კარგავ. -ნიშნის მოგებით მიუგო და ბიჭი თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.
-ამას ვყიდულობ-ღიმილით მიუგო გოგონას და გასახდელში შევიდა. უკვე ჭკუიდან გადადიოდა სანდრო, ჯერ იმაზე გაგიჟდა ასეთი კაბით რომ მიდიოდა რესტორანში თან ამ ტიპთან ერთად. დაჟე პაემანიაო და უკვე ტვინში სისხლი ექცეოდა.
-მე მიშო ვარ -ღიმილით გაუწოდა ბიჭმა ხელი.
-სანდრო. ვირუსიმაქვს ცოტა შორს დადექი.-ხელით უკან დახევა ანიშნა და ისევ მის თვალიერებას მოჰყვა.
-მადლობა ლოლიტა რომ მომიყვანე, აქედან მე მივხედავ აღარ შეწუხდე.
-რას ნიშნავს მიხედავ?
-მე წავიყვან, შეგიძლია წახვიდე. მეც მანქანით ვარ.
-მისმინე ძმაო. გოგო მოვიყვანე მე და მე წავიყვან, როცასახლში მივიყვან სადაცგინდა იქ წაიყვანე.
-კარგი რა სანდრინიო, დედიკოსავით ნუ იქცევი. მივხედავ ჩემს თავს.
-ლოლა ჩემთან ერთად წამოხვალ გასაგებია? -უკვე ისე ქონდა ნერვები სადაცაა ძარღვები დაუსკდებოდა.
-სანდრო პაემანზე მივდივართქო არ გესმიის? შენთანერთად სხვა დროს ვიკატავებ.
-ახლა მასთან ერთად თუ წახვალ იცოდე განანებ- მკლავზე ხელი ჩაავლო და ყურში კბილების ღრჭიალით ჩასჩურჩულა.
-შენი არ მეშინია სანდრო, მაქსიმუმ ჩემი გაბრაზება შეძლო. მაგრამ ესეც მეეჭვება
-შევძლებ კიდეც. - ღრმად ჩაისუნთქა და შენობიდან მიმავლებს თვალი გააყოლა.
***
-მოვედით ბაბიი- მანქანა სიღნაღის ციხისგან მოშორებით გააჩერა და მანქანიდან გადავიდა.
-აქ რა გვინდა? -დაინტერესდა ბარბარე რომელიც აქამდე სიღნაღში არასოდეს ყოფილა.
-აქედან ძალიან კარგად ჩანს ალაზნისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები. ულამაზესი სანახავია.
-ცუდია ასეთ ადგილებში ხშირად რომ არ დავდივარ. -დანანებით ჩაიქნია ხელი და რატის გვერდით ამოუდგა.
-ამის გარდა კიდევ ბევრი ადგილია სად მინდა შენი წაყვანა, მაგრამ მოდი ჯერ ახლომდებარე ადგილებიდან დავიწყოთ.- ხელი ჩაკიდა მის გვერდით მდგომ ქალს და ჭიშჯარი შეაღო.შესვლისთანავე ულამაზესი ხედი გადაიშალა მათ წინ : „მაღარო ორი ცილინდრული კოშკითაა გამაგრებული იგი მთავარ შესასვლელს წარმოადგენს რადგან ქალაქსა და ციხეს ერთმანეთთან აკავშირებს-სწრაფად განუმარტა რატიმ- შესასვლელები სხვადასხვა ადგილებზე კიდევ არის განლაგებული, ისინი პირდაპირ კედელშია ჩაშენებული, უმრავლესობა განიერი ჭრილითაა შემოსილი და ნამდვილ ჭიშკარს წარმოადგენს , არის ასევე შედარებით ვიწრო სათადარიგო გასასვლელებიც. გალავნის მთელ სიგრძეზე ცილინდრული კოშკებია განლაგებული ალბათ შეამჩნევდი.
-და სულ რამდენი კოშკია?
-თუ სწორად მახსოვს 23. წამოდი აი ამ ქვაფენილზე უნდა ავიდეთ. -ხელით ანიშნა ქვით მოკირწყლულ გზაზე, ნელი ნაბიჯით გაუყვნენ გზას, იმდენად მოწონდა იქაურობა ბარბარეს პატარა ბავშვივით ცქმუტავდა.
-აუ რატი მართლაც ულამაზესიაა- გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა ბარბარე, კავკასიონის მთების ეშხზე და მზის სხივების დაცემულ ანარეკლზე უფრო ლამაზი და ნათელი სახე ქონდა, რომელსაც ალისფერი თმები ამშვენებდა.
-ხოო ულამაზესია- პირდაღებული მისჩერებოდა ბარბარეს.საოცარ ჰარმონიაში იყო ეს ორი, დაბნეული მისჩერებოდა ბარბარეს როგორი ბედნიერი იყო მისით ვერ აღწერდა, როგორ უნდოდა რომ ისიც იგივე სითბოთი და სიყვარულით შეხვედროდა მის გრძნობებს.
-ბარბარე- მშივიდი ხმით წამოიწყო საუბარი.
-გისმენ რატი.-დიდრონი თვალები რატის მიაპყრო.
-მინდა რომ რაღაც ვთქვა მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო რა, სულ ორი წუთი მოიცადე, დავალაგებ ყველაფერს და გეტყვი.
-არ გინდა, არაფერი თქვა. -მისი სახე ხელებში მოიქცია და თითის წვერებზე აიწია, წამით დაფიქრდა რატის თვალებში ჩააცქერდა შემდეგ კი მის ტუჩებს ფრთხილად შეეხო. ერთწამს გახევებულად მდგარი რატი წამში გამოფხიზლდა ხელები წელზე მოხვია და კოცნაში აყვა. მალევე ფრთხილად მოიშორა სხეულიდან და ისევ თვალებში ჩააცქერდა.
-ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ბედნიერი ვარ ჩემს გვერდით რომ ხარ.
-არ მინდა ეს ბედნიერება დასრულდეს.
-არასოდეს გესმიის? არასოდეს.-ღიმილით უთხრა და გულზე მიიხუტა საყვარელი ქალი.

***
-ამ დროს ვინ მოვიდა- გაკვირვებული მიაჩერდა ირგვლივ მყოფებს სანდრო და ზლაზვნით წამოდგა კარის გასაღებად, ფრატუნით გავიდა მისაღებში და კარი გააღო. ზღურბლზე ლოლიტას დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა, არც მიესალმა ისე შევიდა სახლში და დანარჩენებს შეუერთდა.
-ლოლიტაა?აქ რა გინდა?- პირდაღებული მიაჩერდა კაკი და გვერდით მჯდომ ლილეს გახედა.
-უჩემოდ სვამთ ხოო? დასალევი მჭირდება სასწრაფოდ- გახსნილ ბოთლს წაეტანა და დივანზე მოწყვეტით დაეცა.
-ჩემი ბოთლი, ან კარგი სხვას ავიღებ. -მხრები აიჩეჩა სანდრომ და მის გვერდით დაჯდა.
-რახდება ლოლიტა ხო მშვიდობა გაქვს?-ჩაეძია ირაკლი
-ისეთი სი*ი შეყვარებული ყავს მშვიდობა როგორ ექნება.
-მოკეტე სანდრო რა, არ მაქვს შენი თავი.
-კარგი,კარგი. -ხელები დანებების ნიშნად აწია და დივნის ძახილს მოჰყვა -ლოლა ლოლაა.
-რა ჯანდაბა გინდა სანდრო-თავშიწამოარტყა ლოლიტამ
-შენ რა გინდა ტოო, ჩემს ძაღლს ვეძახი- სიცილით მიუგო და პატარა ლეკვს თავზე ხელი გადაუსვა
-შენ რა ავადმყოფი ხაარ?-ძაღლს გადახედა ლოლიტამ- ძაღლს მართლა ჩემი სახელი დაარქვი?
-ხომ გითხარი განანებთქო, ხოდა ახლა ვიწყებ ყველაფერს.
-აუ ეს რა მაგარი ტიპშაა- სიცილს ვერ იკავებდნენ დანარჩენები
-მოდი ტოო აბა ვიბაზროთ-ხელში აიყვანა ირაკლიმ ლეკვი
-არაფერი ატკინო ველურო- დაუტია სანდრომ
-თამაში გინდა არაა? მაშინ ვითამაშოთ.-თვალები დააკვესა ლოლიტამ და ლუდის ბოთლი ბოლომდე გამოცალა.
მეორე საღამოს გაბრუნდნენ უკან თბილისში, ყველაფერი დაათვალიერებინა რატიმ რაც შეიძლებოდა სიღნაღში ენახათ. მისი საყვარელი ადგილიც, საყვარელი რესტორანი, საჭმელი. იდეალურად იყო ყველაფერი.ისე როგორც ზღაპრებშია. ცის შემყურეს ჩაეძინა ბარბარეს, უდარდელად ფშვინავდა იმის იმედით რომ მის გვერდით რატი იყო. ისიც ჩუმ-ჩუმად აპარებდა თვალს მისკენ, მისი თმა, სახე, სხეული... ყველაფერი უყვარდა და ამას ვერაფერს ვერ უხერხებდა. არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა და ყოველ სიტყვასაც კი რომელსაც მას ეუბნებოდა დიდი სიფრთხილით არჩევდა. გუშინ ალბათ იმასაც კი ეტყოდა რომ უყვარდა მაგრამ დაიბნა, მისი დიდრონი ლამაზი თვალების დანახვისას ზღვასავით რომ ღელავს მისი შეხებისას, უბრალოდ ჩაიძირა მათში. მანაც მომენტით ისარგებლა და შემდეგი ნაბიჯი თავად გადადგა, იცოდა რომ რატი ახლოს არ მივიდოდა ამიტომ სხვა გზა არ ქონდა...

***
-მართლა არაფერს დალეევ?- მომლოდინე სახით მიაჩერდა კაკი მის წინ მჯდომ ლილეს.
-ჰმმ... არაა. საშინელი სიმთვრალე მაქვს ათას უაზრობას ვამბობ ხოლმე.- თავი გააქნია და ოფიციანტის მოტანილი მინერალური წყალი მოსვა.
-კარგი რა, ლაპარაკი ცუდი არ არის. თანაც აქ არ ვაარ, მე დამელაპარაკები უცხოს ხომ არა.
-არა კაკი,მართლა არ ღირს, დარწმუნებული იყავი სულ დაგიკარგავ ჩემზე შთაბეჭდილებას.
-ეგ არ მოხდება, არასდროს. მაგაში დარწმუნებული იყავი. -მისი ხელი ხელში მოიქცია და ღვინო დააგემოვნა.
-ხო, შეიძლება არც მოხდეს მაგრამ მართლაარ ღირს. სხვა დროს აუცილებლად. -ნაზად გაუღიმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-როგორც გინდა. -მანაც ღიმილით უპასუხა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ტელეფონი რომ აწკრიალდა.
-ახლა ვინღაა- მობეზრებულად აატრიალა თვალები და ტელეფონს დახედა. „ნატა“ დაეწერა ნომერს. ტელეფონს ხმა გაუთიშა და ისევ ჩანთაში დააბრუნა.
-თუ ვინმე მნიშვნელოვანია უპასუხე.
-არაა, ნატაა ალბათ სამსახურის საქმეზე რეკავს. ან სულაც მოიწყინა. მოგვიანებით გადავურეკავ. -ღიმილით მიუგო და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა...

***
-ალო ნაატ სად ხარ? რას შვრები?- წამსვე გაისმა ირაკლის ბოხი ხმა ტელეფონში. სული ძლივს მოითქვა რომ სულ რამოდენიმე სიტყვა ეთქვა.
-სახლშივარ შენნ? -ისე საცოდავად ამოიკნავლა ხმაზევე შეატყობდით რომ ცუდად იყო.
-რაგჭირს ტოო? რა ხმა გაქვს?
-მეე არაფერი უბრალოდ გავცივდი.
-სიცხეც გააქვს?
-კი, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ახლა აფთიაქშიც ჩავალ ერთ ორ წამალს ვიყიდი და გამივლის.
-სად აფთიაქში ჩახვალ, დამელოდე არსად ჩახვიდე ოც წუთში მანდ ვარ. -სწრაფად უთხრა სათქმელი და მის პასუხს არც დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი.20წუთიც არ იყო გასული გიჟივით შევარდა ავტოსადგომზე, მანქანა დააყენა და კორპუსის კიბეეები აირბინა. ისეთი ბრახუნი ატეხა კარზე ალბათ მკვდარსაც კი წამოაყენებდა. ნელი ნაბიჯით მივიდა ნატა კართან და გასაღები გადაატრიალა, ჩხაკუნი გაიგო თუ არა მაშინვე შევიდა ოთახში.
-კარგად ხაარ? -ტუჩებგალურჯებულ ნატას პირდაღებული მიაჩერდა, თვალები ჩაცვენოდა და სახეზე ფერიც გადასვლოდა.
-მე... მე კარგად ვარ არაფერი მჭირს.
-სიცხე რამდენი გაქვს?
-39.5 მაგრამ არაფერია მართლა.
-არანორმალური ხარ გოგო? რატო არ დამირეკე აქამდე. მიდი დაწექი მე მივხედავ ყველაფერს.
-მე ლილეს დავურეკე მაგრამ არ მიპასუხა. -პატარა ბავშვივით დაიწყო თავის მართლება
-დაგერეკა გოგო ჩემთვის, ეგ კაკისთანერთადაა შენი აზრით გიპასუხებდაა?
-რავიცი არ მომაფიქრდა. -პირგამშრალმა ამოთქვა და ხველება დაიწყო. -წადი გთხოვ ვირუსი არ მქონდეს არ გადაგდო.
-მართლა მაგაზე დარდობ ამ წამს? ჯერ მე მოგხედავ მერე შენ მომხედავ.
-დაგეხმარები.- საწოლიდან წამოდგომა სცადა ნატამ
-რას დამეხმარები გოგო იწექი მანდ და შენი ხმა არ გავიგო.- თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და სამზარეულოში ტრიალს მოჰყვა. პიტნის ჩაი და ტოსტი გაუკეთა მშიერი რომ არ ყოფილიყო,წამლებიც დაალევინა და თბილი პლედიც გაადააფარა, ერთ საათში დაუწია სიცხემ 38 და 3 ხაზი ქონდა, როგორც იქნა ხმა ამოიღო ქალბატონმა.
-ვწუხვარ ამ საღამოს გამო -დანანებით გააქნია თავი და წვენი მოსვა.
-წუხხარ? რის გამო?
-დარწმუნებული ვარ გეგმაში არ გქონდა ჩემიმოვლა და აქ რუსთაველზე ერთ ადგილას გაჩერებული დგომა.
-ღადაოობ? ამ საღამოს შენთან ერთად გატარება მინდოდა და ვატარებ კიდეც, მე ძალიან მომწონს ეს ყველაფერი.
-ნამდვილად მოგეწონებოდა ჩემი ჩუსტებში და გაჩეჩილი თმით ნახვა.
-მერე რაა,სახლის ტანსაცმლით ჩემს წინ გავლა გიტყდება თუ რახდება?
-მიტყდება არა უფრო რავი უხერხულია.
-ჯერჯერობით ისევ სიცხე გაქვს შენს გამოწკეპილ კაბებს და ქუსლიანებს ხელი დაუქნიე.
-ისევ რომ არ მციოდეს საბნიდან ხელებს ამოვყოფდიდა მხიარულად დავუქნევდი. -ღიმილით თქვა და ბალიშს მიეყრდნო. -ცოტა არ იყოს მეძინება.-კრუსუნით თქვა და კომფორტულად მოკალათდა.
-დაიძინე მიდი.
-მერე შეენ?
-ასეთ მდგომარეობაში ხომ არ დაგტოვებ, აქ ვიქნები მეც.
-სადდაიძინებ? ახლა ნამდვილად არ შემიძლია თეთრეულისგადაკვრა საწოლისთვის
-მე ეგეც შემიძლია მივხედავ.-ოდნავ წამოიწია და შუბლზე ცხელი ტუჩები დააკრო.- დილით სიცხე აღარ გექნება, დაიძინემიდი , ტკბილი ძილი.- საბანი კარგად გაუსწორა და მოპირდაპირე ოთახში დასაძინებლად შევიდა.


***
-რატიი- თვალების გახელისას რატის სილუეტს რომ მოკრა თვალი ძალიან გაუკვირდა. წესით უკვე თბილისში უნდა ყოფილიყვნენ, რატი თავის სახლში, ბარბარე კი თავისაში.
-ხოო რაიყო.-ღიმილინი სახით მიაჩერდა და ყავის ფინჯანი პირთან გაიჩერა.
-თბილისში ვართ?
-არა,ბათუმში ვართ მოგიტაცე.
-რაა? რაგააკეთეე? დღეს უნდა დავბრუნებულიყავი ხვალ გამოცდა მაქვს.-პანიკაში ჩავარდა და ფეხზე წამოვარდა.
-კარგი, კარგი დამშვიდდი გეხუმრე. თბილისში ვართ ოღონდ ჩემს სახლში.
-და შენს სახლში რატომ ვართ?
-იმიტომრომ შენ გეძინა მე კი გასაღები არ მქონდარომ შენს სახლში შევსულიყავი, შენი გაღვიძება კი არ მინდოდა ხოდა ვიფიქრე აქ თუ მოგიყვანდი უკეთესი იქნებოდა.
-გასაგებია, მაშინ ლილეს შევეხმიანები და ვეტყვი რომ ჩამოვედი.
-როგორც გინდა-მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა.მხოლოდ რამდენიმე სიტყვიანი მესიჯი მიწერა ლილეს „ლუუ თბილისშივარ რატისთან ვრჩები“ და ისევ გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.
ორი წუთით საპირფარეშოში გავალ- ცოტაზე მეტად შეზარხოშებული ლილე ნელი ნაბიჯით გაემართა ოთახისკენ. -არა ხომ ვამბობდი არ უნდა დამელია რა -საკუთარი თავის დატუქსვა დაიწყო სარკეში.-ჯანდაბა- სველი ხელი რამდენჯერმე მოისვა სახეზე და კარი გააღო ოთახიდან რომ გასულიყო.
-ჰეი ლამაზო ვინმეს ხომ არ ეძეებ?- ხრინწიანი ხმა მოესმა ზურგიდან
-არაა, გმადლობთ- მისთვის არც შეუხედავს ისე განაგრძო გზა.
-მე კი ვეძებ ლამაზო.-დერეფნიდან გასულს ხელი ჩაავლო და მისკენ შეაბრუნა.
-ხელი გამიშვი შენ რა მანიაკი ხაარ?- გაფართოებული თვალებით დაუწყო ყურება უცხო მამაკაცს.
-ამ ერთხელ გავერთოთ, ქმარი თუ გყავს არ ვეტყვი გპირდები.-სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა კაცმა.
-მე უკეთესი იდეა მაქვს, მაგ ენას ამოგგლეჯ და უკანალში გაგიკეთებ შე ა*ვარო- ხელზე ხელი წაავლო და სახეში მთელი ძალით დაარტყა კაკიმ. -შეენაირი რამდენი ნაბი*ვარი დადის ამ დედამიწაზე რით ვერ მოგიშორეთ.
-შეენ იმ პატარა გოგოს ძმა არ ხაარ? ლოლიკო თუვიღაც როა. შენ არა მაგრამ მაშინაც ხელი შემიშალეს ასეთი სიამოვნებისგან.
-რა თქვი? -წამში გაანალიზა რომ ლოლიტას გაუპატიურებას სწორედ ეს ადამიანი აპირებდა, ცისფერი თვალები სახეზე ნაიარევით. გაახსენდა ლოლიტას ნათქვამი და იგრძნო მოზღვავებული უარყოფითი ენერგიის გამო როგორ დაებერა ძარღვები და მოემატა გულისცემა. -შენი დედაც მ******. -გიჟივით დაიყვირა და სახეში კიდევ ერთხელ დაარტყა,გაგიჟებული ურტყამდა ბიჭს ლილესაც შეეშინდა, ისიც მიხვდა ყველაფერს და იცოდა აზრი არ ქონდა მისი შეჩერება რომ ეცადა. სრულიად არსაიდან მოვარდა პოლიცია და ძლივძლივობით ფეხზე წამოაყენეს კაკი.
-მოგკლავ შე ნაბი*ვარო, მიწიდან ამოგიღებ და მაინც გიპოვი.
-კაკი გთხოვ დაწყნარდი- წინ დაუდგა ლილე და მისი დამშვიდება სცადა.
-მანქანის გასაღები გამომართვი და სახლში წადი, როდესაც გამომიშვებენ შეგეხმიანები. -თქვა და პოლიციელებს უკანმოუხედავად გაჰყვა.იმსაღამოსვე გააგებინეს ბიჭებს ეს ამბავი და ადვოკატი მაშინვე მივიდა კაკისთან რომ მომხდარზე დალაპარაკებოდა. ლოლიტას ჩვენების საფუძველზე თუ ის დაადასტურებდა რომ ზემოთხსენებული და ეს პიროვნება ერთიდაიგივე ადამიანები არიან 4 წლის წინ წამოწყებული საქმე დაიხურება და 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება...
დილით ბარბარემ და რატიმ ერთად ისაუზმეს, ბარბარეს გამოცდაზე რომ არ დაეგვიანა რატის უნდა გაეყვანა, სახლიდან გასულებს პირდაპირ დიდი არეულობა შეეჩეხათ. ჟურნალისტების არმია ედგათწინ და მათგან ინფორმაციის მიღებას ელოდნენ.
-ბატონო რატი ვინ არის ეს ქალბატონი?
-ბატონო რატი ის თქვენი ახალი სათამაშოაა?
-რა გაკავშირებთ ერთმანეთთაან?
-ვინ არის ის თქვენთვის?
-სიჩუმე ძალიან გთხოვთ! -უხეში ტონით მიუგო რატიმ -ეს ბარბარეა, ჩემი შეყვარებული. არ არსებობს არანაირი სათამაშო და გასართობი ვარსებობთ მხოლოდ მე და ბარბარე და გთხოვთ ზედმეტი კომენტარებისა და ემოციებისგან თავი შეიკავეთ. -ნაძალადევი ღიმილით მიუგო და ადგილს ბარბარესთან ერთად მოწყდა


-ვერ ვიჯერებ რომ ეს თქვი- თვალებგაფართოებული მიაჩერდა ბარბარე რატის.
-ისს ვუთხარი რაც სიმართლეა, მათი მოტყუება არ მინდოდა.
-ეს სერიოზულ განაცხადია ხომ იცი.
-ვიცი, ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა. რა მნიშვნელობა აქვს ამას, ამით ჩვენს შორის არაფერი შეცვლილა.
-მედიასთან ამაზე ლაპარაკი ადრეა რატი.
-მე ასე არ ვფიქრობ, არავის ვათქმევინებ იმას რომ ჩემი გასართობი ხარ.
-ამას რატომ უღრმავდები? ამას მაინც იტყვიან.
-ჯანდაბა ბარბარე, ასე რატომ საუბრობ? აბა რა მეთქვა ხო ის ნამდვილად ჩემი სათამაშოათქო?- საჭეს ძლიერად ჩააფრინდა და გახშირებულად დაიწყო სუნთქვა
-ეს არ მიგულისხმია, უბრალოდ დაივიწყე.- თავისთვის ჩაიბურტყუნა და თავი საპირისპირო მხარეს შეაბრუნა.
-ბაბი- მანქანა უნივერსიტეტის წინ გააჩერა და მზერა მასზე გადაიტანა - რა დაგემართა?
-არაფერი უბრალოდ ჩემი ხასიათი ხომ იცი, უნდა წავიდე დამაგვიანდება.-ღიმილით უთხრა, მანქანიდან გადავიდა და შენობისკენ სირბილით წავიდა.
-ჯანდაბა,რას გაუგებ ამ გოგოს- მხრები არაფრისმთქმელად აიჩეჩა და მანქანა ადგილს მოწყვიტა. პირდაპირ კაკისთან წავიდა სახლში, იცოდა რომ გაგიჟებული იქნებოდა და ყველაფრის შემდეგ მისი თანადგომა დაჭირდებოდა. ნახევარ საათში მივიდა მასთან, გზად მაღაზიაში შეიარა ლუდი იყიდა და არც დაუკაკუნებია ისე შეჯლაგუნდა ოთახში.
-კიკსონ როგორხაარ? -დივანზე მის გვერდით დასკუპდა და მომლოდინე სახით მიაჩერდა.
-ახლა მასთან ხუმრობას არ გირჩევ, გამხნევება ვცადეთ და ყველაფერი ზედ დაგვაფარა- თავი გაიქნია ირაკლიმ
-გაგინათ ტოო -სიცილი წასკდა რატის.
-არა ზღაპრებს გვიყვებოდა. -თვალები მობეზრებულად აატრიალა სანდრომ -რა კითხვებით მოძრაობ შე*ემაა?
-უნდა მომეკლა როცა შანსი მქონდა, თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი იმის რომ ტკივილი მიმეყენებინა მაგის დრო აღარ დამრჩა.
-ასე ნუ ლაპარაკობ ძმაო გთხოვ -ოთახში მოულოდნელად შემოაბიჯა ლოლიტამ და კაკის ზურგიდან აეკრო- ის იმას მიიღებს რასაც იმსახურებს, ჩვენ ამაზე აღარ უნდა ვინერვიულოთ.
-ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ არაა?- ლოყაზე ტუჩები მიაკრო და გვერდით დაისვა მისთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი - რომ მახსენდება მისი სახე ცუდად ვხდები.
-ამაზე აღარ ინერვიულო კაკი, რაც მთავარია არც მე და არც ლილეს არაფერი დაგვმართნია.
-რომ ვერ მიმესწრო არც კი მინდა იმაზე ფიქრი რას გავაკეთებდი.
-მისმინე ძმაო, გინდა ვინმე შევგზავნო საკანში დედა მოუ***ას?- იდეა მიაწოდა ირაკლიმ.
-არა! ჯობს დაიტანჯოს იქ სადაც არის, არამგონია კაცებზე გადავიდეს. მაგასაც თუ იკადრებს ადგილზე დაბრიდავენ-განმარტა კაკიმ და ვისკი დაისხა.
-ამ დილაადრიან რო არ გამოსკდე არ შეგიძლია?- ჭიქა აწაპნა სანდრომ - ვაფშე ლილეს დაურეკე? მოიკითხე? შენგგონია ის შენზე უკეთეს მდგომარეობაშია? გოგოს გაუპატიურებას უპირებდა, შეშინებული იქნება.
-არ დამირეკავს, გუშინ მაგრად შევაშინე და ვიფიქრე ცოტახნით შორს თუ ვიქნებოდი უკეთესი იქნებოდა.
-შენთვის თუ მისთვის?
-აუ რატი გაა*ვი რა.
-რაიყო სიმართლე მწარეა ფისო? -გაენაზა ირაკლი
-ეგ პიდარასტის ზამაშკები მოიშორე თორე ძვლებში დაგამტვრევ.- გამაფრთხილებლად გადახედა მის წინ მჯდომ ირაკლის რომელიც ფეხზე ხელს იყოლებდა და ტუჩებს უპრუწავდა.
-ხო კარგი, კარგი რაიყო ცოტა გავერთე. -თავი იმართლა და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩააგდო.
-ანუ მიდიხარ ხო ლილესთან?
-ჩავიცმევ და წავალ. -ფეხზე წამოდგა და კიბეები სირბილით აიარა. 5წუთში ჩამოვიდა უკან როგორც ყოველთვის სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი. -ლოლიტა საღამოს არ მოვალ და იცოდე, თუ გინდა ვინმესთან დარჩი ანასთან ან მარიამთან.
-არაა, იყოს ვიქნები მარტო.
-კარგი რავი წავედი მაშინ მე -ლოლიტას შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
-დაგველოდე შე*ემა ჩვენც მოვდივართ.- სირბილით გაყვნენ უკან ირაკლი და რატი.
-შენ არ მიდიხაარ?
-მაგდებ ტო?
-არა არ გაგდებ ისე გკითხე.
-შენ სახლში მარტო დარჩები? თუ უბრალოდ იხუმრე.
-დავრჩები რა პრობლემაა. -მხრები აიჩეჩა ლოლიტამ
-გავიგე ამბოლოდროს ვაკეში ქურდობა გახშირდაო, შედიან სახლში და ყველას კლავენ ვინც გზაზე გადაეღობებათ. ეგკიარა მოჩვენებების გჯერა? ერთ თბილისელ კაცს ჩაუსახლდა მოჩვენება ადრე და სულ გააგიჟა სარზე წამოიცვა კაცმა საკუთარი თავი. ისინი იცი ვაფშე სახლში რო არიან და ყველაფერს რო ლეწავეენ, მაგარი ტიპები არიან ცვეტში აი ისინი...
-სანდრო გეყოფა, ჩემი შეშინება თუ გინდოდა გამოგივიდა უკვე.
-არა შეშინება არა, უბრალოდ გეუბნები რა ხდება ქვეყანაში.
-ჯანდაბა მართლა შემაშინე, ახლასად დავრჩე. არც მარია ქალაქში და არც ანა
-ოპაა, რთული თემაა. სხვა დაქალები არ გყავს?
-დაქალები მყავს მაგრამ ისეთი არავინ ვისთან დარჩენასაც მოვინდომებ, თანაც ახლა ბათუმში წამსვლელი არვარ იმის გამო რომ ერთი ღამე სადმე გავათიო.
-ჩემთან დარჩი.
-რაა? -თვალები შუბლზე აუვიდა ლოლიტას.
-ხოო, რაიყო.მაინც მარტო ვცხოვრობ ერთ ოთახში მძინავს მე, დანარჩენი 5 ოთახიდან რომელშიც გინდა დაიძინე.
-ხუმრობ ხო?
-ვაფშე არა, რაიყო ხოვძმაკაცობთ დარჩი ჩემთან.
-ჯანდაბა შენს თავს სანდრო. უზომოდ მეზიზღები.
-მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო, ახლა კი აიღე რაც გჭირდება და ჩასკუპდი მანქანაში.
-ახლავე მოიცა- ფეხზე წამოდგა რომ ოთახიდან გასულიყო, კართან შეყოვნდა, მოტრიალდა და სანდროს კითხვით სავსე თვალები მიაპყრო - სანდრო, ჩვენ მეგობრები ვართ არაა?
-ჩვეენ? ხოო რათქმაუნდა მეგობრები ვართ.- ნაძალადევი ღიმილით მიუგო და დივანზე დასკუპდა
-მაშ კარგი- ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე და სირბილით ავიდა ზევით.
-მეგობრები ცუდი ნათქვამია უფრო დაქალები. -ხმამაღლა ჩაიბურტყუნა სანდრომ და ტელევიზორის ყურებას შეუდგა.ლილეს კართან მდგარი კაკი დიდხანს ფიქრობდა უნდა მისულიყო თუ არა მასთან, დასაკაკუნებლად აწეულ ხელს მოულოდნელად ისევ უკან წევდა და გახევებული იდგა სადარბაზოში. როგორციქნა მოიკრიბა გამბედაობა და რამდენჯერმე ძლიერად დააბრახუნა რკინის კარზე. რამდენიმე წამიანი ლოდინი საუკუნედ მოეჩვენა, თვალწინ გაუელვა ლილეს სახის მიმიკებმა რომელიც მისი დანახვისას მიიღო და ტანში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, მასთან კი მივიდა მაგრამ ისიც კი არ იცოდა რა უნდა ეთქვა მისთვის. საკეტის ჩხაკუნის ხმამ მოიყვანა გონებაზე. კარი ფართოდ გაიღო და ზღურბლზე ლილეს დანახვისას ოდნავშესამჩნევად გაეღიმა.
-დილამშვიდობისა-ღიმილით მიუგო კაკიმ
-დილამშვიდობის-მანაც ასევე უპასუხა და მის წინ მდგომი სილუეტი თავიდან ბოლომდე აათვალიერა.
-მისმინე, 1 საათია შენს კართან ვდგავარ და ვფიქრობ რა უნდა გითხრა მაგრამ სიმართლე გითხრა ჯერ კიდევ ვერ მოვიფიქრე, გუშინ რაც მოხდა ეს საშინელება იყო ვიცი, ბოდიშს გიხდი იმისთვის რისი გადატანაც მოგიწია და ჩემს გამოც, ვიცი არასწორად მოვიქეცი.უბრალოდ მაშინ არ მომეცა იმის საშუალება რომ პირისპირ გავსწორებოდი იმ არაკაცს და უკვე მეორედ მოინდომა ჩემს საყვარელ ქალს შეხებოდა ამას ვერ მოვითმენდი, ყველაფერი ერთიანად მომაწვა და ლამის შემომაკვდა მაგრამ... -სიტყვა შუაზე გაუწყდა ლილეს რეაქციისას რომელმაც წამში გადაკვეთა მათ შორის მანძილი და ტკიპასავით აეკრო ზედ.
-არაფრის ახსნა არაა საჭირო მართლა- უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები და მის გულისცემას ყური დაუგდო.
-ლილეე, ჩემი მაისური ხომ არ გინახავს? -ოთახიდან მოისმა ვიღაც ბიჭის ხმა, წამში მოახდინა რეაგირება კაკიმ და ხელები გაუშვა.
-არ ვიცოდი ვინმე თუ გყავდა -თვალებანთებულმა გადახედა ლილეს.
-არა, ეს ის, შენ არასწორად გაიგე ეს უბრალოდ ...
-ვაა, ლელუჩკა. მეთქი სად დაიკარგათქო .- ოთახიდან წელს ზემოთ შიშველი ბიჭი გამოვიდა, ალბათ ცოტაც და დაარტყამდა აუტანელი სიჩუმე ისევ ბიჭს რომ არ დაერღვია რომელმაც აშკარად იგრძნო კაკის მომაკვდინებელი მზერა.- შენ ალბათ კაკი ხარ. -ხელი გაუწოდა ბიჭმა - მე გიორგი ვარ, ლილეს ბიძაშვილი. -მისი გამომეტყველების დანახვისას სწრაფად დააყოლა.
-თავიდანვე მასე დაგეწყო- მხიარულად ჩამოართვა ხელი კაკიმ.
-ახლა გასაგებია სულ შენზე რატო ლაპარაკობს ეს ქალბატონი -თვალი ააყოლა კაკის- მთელი ღამე არ მომასვენა სულ შენზე ლაპარაკობდა.
-გიორგი! -თვალები დაუბრიალა ლილემ
-ხო კარგი,კარგი. -მის ნებას დაჰყვა და გაჩუმდა -აი აქ ყოფილა. - სარკის წინ ტუმბოზე დადებულ მაისურს წაეტანა და გადაიცვა.- მოკლედ ახლა მეჩქარება რა თორე პირველივე კვირას თუ დავაგვიანებ დამერხევა.მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც უნდა ვთქვა. ორი წუთით დაგვტოვე რა ლილუ -ღიმილით მიუგო ბიჭმა, ისიც მის ნებას დაჰყვა და ოთახში დაბრუნდა. -მოკლედ მისმინე ძმაო ,ძაან უცებ გეტყვი და გასაგებად, ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ გამიგებ, ლილე ჩემი უმცროსი დასავითაა რა, და იმენა ბიოლოგიური და არ მყავს მაგრამ სამაგიეროდ ლილე მყავს და წლებია თავს ვევლები, 27 წლის კაცი ვარ და არც შენ ხარ პატარა დარწმუნებული ვარ ხვდები რასაც გებაზრები. არ აწყენინო იცოდე,ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია ის არის. რო გავიგო შენს გამო ერთი ცრემლი მაინც ჩამოუვარდა თვალიდან არდავფიქრდები ისე დაგბრიდავ, მაგრამ თუ ყოველთვის ასე გააბედნიერებ როგორც ახლა მისიმხრიდან ჩემზე ჯიგარიტიპი გვერდით არგეყოლება. ხო ხვდები რასაც ვამბობ?
-მივხვდი ძმაო და მაგაზე არ იდარდო, აზრადაც კი არ გავივლებ რომ ვაწყენინო.
-ძაან ჯიგარიხარ ასე მარტივად რო გამიგე, წავედი მე და შენ გაბარებ იცოდე. -მხარზე ხელი დაკრა და კიბეები სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა.ბიჭი აშკარად არ ხუმრობდა რომ მოენდომებინა კაკის უეჭველად გადაამტვრევდა ხერხემალში, მასთან ხუმრობა ნამდვილად არ ღირდა.
-დაამთავრა მონოლოგი?- ბურტყუნით გამოვიდა სადარბაზოში ლილე.
-რა მონოლოგი ტო, რაც საჭირო იყო ის თქვა. სიტყვა დამიტოვა.
-ოხ ეს ბიჭები რა, ვერაფერს გაგიგებთ კაცი.
-ქალებს ხო რასამბობ რა.მთელი 100წიგნიანი ტომეული გვჭირდება რომ გაგიგოთ ეგეც მხოლოდ ის თუ რაზე ბუზღუნებთ.
-მთლად მასეც არ ვართ.- სიცილით უთხრა და გვერდით გაიწია-შემოდი ყავა დავლიოთ .
-შენს გაკეთებულ ყავაზე უარს არ ვიტყოდი- მის ნებას დაჰყვა და ოთახში ლილეს შემდეგ შევიდა.ნახევარი საათის შემდეგ, სანდრომ და ლოლიტამაც მიაღწიეს სახლამდე, ორივე გადმოვიდა მანქანიდან და პირდაპირ სახლისკენ აიღეს გეზი. კარი გასაღებით გააღო და პირველი ლოლიტა შეუშვა სახლში, ღიმილიანი სახით შეაბიჯა ჰოლში და სასტუმრო ოთახისკენ გაიკვლია გზა. ჯობდა სულ არ მისულიყო ისეთი ამბავი იყო მის სასტუმრო ოთახში.ორივე სავარძელი დაბრდღვნილი იყო, მაგიდა გადაყირავებული, ნოხი დასვრილი, ფარდები დაგლეჯილი. კინაღამ ჭკუიდან გადავიდა.
-ამის დედაც, რა ჯანდაბაა -ოთახში შევარდა და აქეთ-იქით მიმოიხედა, სიტყვა არ ქონდა დამთავრებული ზემოთ სართულიდან ლაიკა რომ ჩამოვიდა სანდროს შარვლის ღეჭვით. - ჯანდაბა ლესი რა გააკეთე.
-არ მითხრა რომ ისლეკვი ასე სწრაფად გაიზარდა.
-არა რა ლეკვი, ეს დედამისია ტო.
-ლეკვი არ გეყო და დედაც წამოათრიე?
-აბა ლეკვი პატარაა და ძუძუც არმაქვს რომ მეჭმია.
-ნამდვილი არანორმალური ხარ. -თავი გააქნია ლოლიტამ და ჩანთა იატაკზე დადო.
-რა ჩაიდინე ლესიი-დაუტია ძაღლს, მანაც თითქოს გაიგო მისი ნათქვამი შარვალი გადმოაგდო, სანდროსთან მივიდა და გლასუნი დაუწყო.-არ მინდა შენი მოფერება მე, ამას ვინ მიმილაგებს.
-სანდრო ხვდები რომ ძაღლს ეჩხუბები?- ხელები გაშალა ლოლიტამ
-მერე რაა,ხომ უნდა მიხვდეს თავის დანაშაულს. სულელო- წელში გასწორდა და გვერდი აუქცია ძაღლს. - ჯანდაბა, შენ რა მთელი ჩემი კარადა დაღეჭე? კბილები ამოსული გაქვს რაჩემ სი*ად გინდოდა მაგეების ღეჭვა.- გაგიჟებული შემოვარდა სასტუმრო ოთახში.
-კარგი საანდრო დაწყნარდი, მივალაგებთ. რამეს მოვახერხებთ.
-ხო მაგრამ მანამდე ეს პირუტყვი უნდა დავაბა.- ძაღლს საყელო გაუკეთა და გარეთ დააბა, უკან სირბილით შემოვიდა და ლოლიტასთან ერთად სახლის დალაგებას შეუდგა...
***
-ყავა ქალბატონო- ზურგიდან მიეპარა ირაკლი ნატას და ფინჯანი ყავა მაგიდაზე დაუდო.
-ირაკლი? აქ რა გინდა? -ღიმილიანი სახით მიაჩერდა ნატა.
-რას ქვია რა მინდა? მე რა უსაქმურს ვგავარ? ხელშეკრულების დასატოვებლად მოვედი.
-მოიცა რაა?
-კომპანიის ადვოკატი გავხდი ძვირფასო, ასერომხშირად მოგვიწევს შეხვედრა.
-ღმერთო რამაგარია, გილოცავ.- ღიმილით მიუგო ნატამ და ყავა მოსვა.
-მართალია უმეტეს დროს ჩემს ოფისში გავატარებ მაგრამ ხელშეკრულების და დიდი ფირმების შეთანხმებებს პირადად ვუხელმძღვანელებ.
-მართლა ძალიან მაგარია, გილოცავ.- ვეღარ მოითმინა და მთელი ძალით მიეკრა სხეულზე. ირაკლისაც მეტი რა უნდოდა, წელზე ხელები მოხვია და გულზე მიიხუტა ქალბატონი.
-რაიმე მნიშვნელოვანი საქმე თუ არ გაქვს იქნებ სადმე ყავა დაგველია?
-კარგი, რატომაც არა. ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. -ღიმილით მიუგო, ჩანთას ხელი დასტაცა და შენობა მასთან ერთად დატოვა...
***
-როგორ ჩაიარა ყველაფერმა ჩემო პრინცესა? -უნივერსიტეტის კართან დახვდა ვაჟბატონი ბარბარეს.
-მგონი კარგად, უმეტესობა ვიცოდი რაც შემხვდა, ესეც შენი წყალობით. შენ რომ არ მოგეცა უფლება რომ დამესვენა და მემეცადინა ალბათ არაფერი გამოვიდოდა.
-კარგი რა, ამდენად სალაპარაკოდ არ ღირს, რათქმაუნდა უნდა იმეცადინო, პირველრიგში სწავლას უნდა მიხედო და ამაში ხელს ყოველთვის შეგიწყობ.
-ძალიან დიდი მადლობა რატი- ყელზე ხელები მოხვია რატის
-არფრის ჩემო პატარა, რა სალაპარაკოა.
-უზომოდ გახარებული ვარ, მგონი სტიპენდიასაც მივიღებ.
-შენ გახარებული ხარ მე კი ორმაგად ამაყი ვარ შენით, მართლა- მის ტუჩებს მოწყვეტით დაეწაფა, მერე ისევ გულზე მიიხუტა და განაგრძო -იქნებ ამ საღამოს შენი წარმატება სადმე აგვეღნიშნა?
-აგვეღნიშნა?
-ხო,სადმე რესტორანში. თუ დაღლილი არ ხარ 8ზე გამოგივლი საღამოს.
-არაა, საერთოდ არ ვარ დაღლილი. სამსახურში მაქვს რამდენიმე საქმე, მერე სახლში წავალ დავისვენებ მოვწესრიგები და მორჩა.
-ისევ სამსახურიო, გიჟი ხარ გოგოო.
-არა მართლა რაღაც საქმე მაქვს, საბუთები უნდა მოვაწესრიგო, ახალი კონტრაქტისთვისაა საჭირო.
-კარგი, კარგი. წამოდი მაშინ სამსახურში წავიდეთ.
-ერთად?
-ხო რაიყო, უფროსის მანქანით სამსახურშიმისვლა უფრო მაგარი შეგრძნებაა დამერწმუნე-სიცილით უთხრა და მანქანის კარი გაუღო.
-არანორმალური ხარ ეს ხომ იცი?
-კივიცი, პირველი არ ხარ ვინც მაგას მეუბნება. -ისევ სიცილით მიუგო, მანქანაში თავისი ადგილი დაიკავა და გეზი პირდაპირ კომპანიისკენ აიღო...

საღამოს ყველაფერი იდეალურად იყო, ბარბარეს გრძელი მუხლზე შეხსნილი კაბა ეცვა, სადა მაკიაჟი და გაშლილი თმა ქონდა. გული გამალებით უცემდა და მოუთმენლად ელოდა რატის გამოჩენას. 8-ს 10 წუთი აკლდა ტელეფონზე რომ დაურეკა.
-გისმენ რატი -აღელვებული ხმა გაისმა ყურმილში, თითქოს რატისთან ერთად დროს პირველად გაატარებდა.
-ქვემოთ ვარ, ჩამოდი.-თბილი ხმით მიუგო რატიმ.
-კარგი მოვდივარ.- ყურმილი დაკიდა, ჩანთა აიღო და კიბეებზე ნელი ნაბიჯით ჩავიდა.
-ღმერთო რა ლამაზი ხარ! -აღმოხდა ბარბარეს დანახვისას რატის, ხელები წელზე მჭიდროდ შემოაჭდო და საყვარელი ქალი გულზე მიიხუტა.
-მადლობა, შენც კარგად გამოიყურები.- დამორცხვით აათვალიერა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი რატი.
-წავიდეეთ?
-კი, წავიდეთ. -ღიმილით მიუგო და მანქანაში ადგილი დაიკავა...

***
-სანდრო სახლის დალაგებაში აღარასდროს დაგეხმარები.- ბუზღუნით დაეხეთქა სავარძელზე ლოლიტა.
-დიდად ნასიამოვნები არც მე ვარ. მთელი ავეჯი დამიღეჭა.ყველაფერი შესაცვლელია.
-საერთოდ როგორ მოგაფიქრდა რომ ის ლეკვი და ძაღლი აქ მოგეყვანა?
-ვიფიქრე ლეკვს შენს სახელს თუ დავარქმევდი გაბრაზდებოდი და ცოტას ვიხალისებთქო. მერე ლეკვი პატარაა და დედაც წაიყვანეო და წამოვიყვანე.
-ესეიგი ყველაფერი შენი სისულელის ბრალი ყოფილა.
-ნერვებს ნუ მიშლი ლოლა.
-მასე ნუ მეძახი უკვე რამდენჯერ გაგაფრთხილე. -დიდრონი თვალები დაუბრიალა ლოლიტამ
-რაიმე გემრიელს თუ მოამზადებ იქნებ შევწყვიტო ამის დაძახება.
-მეც მომშივდა, წავალ რამეს გავაკეთებ. მაგრამ არ იფიქრო რომ ამას იმიტომ ვაკეთებ შენ რომ თქვი, უბრალოდ მეც მშია.
-ხო,ხო აბა რაა.
-იდიოტო- თვალები დააკვესა და სამზარეულოში ნელი ნაბიჯით გავიდა.


***
-რატიი, ეს რა ადგილია? -გაფართოებული თვალებით დაიწყო დარბაზის თვალიერება ბარბარემ, ირგვლივ სულ წითელი ბუშტები იყო მიმოფანტული,მათ სმენას სწვდებოდა ვიოლინოზე შესრულებული ნაზი მელოდია. მთელს დარბაზში მხოლოდ ერთი მაგიდა იდგა ისიც ცენტრში, სცენასთან ახლოს.
-მინდოდა რომ ყველაფერი ლამაზი გამოსულიყო.
-გამოგივიდა კიდეც. -აღელვებულმა ამოთქვა და რატის სხეულზე მჭიდროდ მიეკრა.
-წამოდი დავსხდეთ. -მაგიდას მიუსხდნენ და ნაზ მელოდიას ყურს უდგებდნენ.ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ბარბარე რომ ეს ყველაფერი მისთვის იყო.ასეთ ყურადღებას მიჩვეული არ გახლდათ.რატიმ სასმელი ჭიქებში დაასხა, თვალს ვერ წყვეტდა მის წინ მჯდარ სილუეტს, ისეთი გაბრწყინებული თვალებით უყურებდა არემარეს.
-ღმერთო როგორ მიყვარს ეს მუსიკა.- Ed Sheeran- Perfect-ის გაგონებისას ყურები ცქვიტა ბარბარემ.
-გინდა ვიცეკვოთ?-შესთავაზა რატიმ
-კიი-მალევე დასთანხმდა შემოთავაზებას და დარბაზის ცენტრში დადგა,ხელები მხრებზე მოხვია რატის და მთელი სხეულით ზედ აეკრო.
-იციი, თავიდან ვერ კი ვიფიქრებდი ჩვენი ურთიერთობა აქამდე თუ მივიდოდა. -საუბარი წამოიწყო და ხელები წელზე უფრო მჭიდროდ მოხვია.
-ამას მეც არ ველოდი, თავიდან ვერ გიტანდი.- კვერი დაუკრა ბარბარემ
-შენ რა მართლა ვერ მიტანდი?
-ხოო მართლა. ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი მეგონე.
-და ახლა?
-ახლა უბრალოდ ადამიანი ხარ რომელიც საუკეთესო მოგონებებს მჩუქნის.
-ყველანაირად ვეცდები მუდამ ასე იყოს. და მაინც თავიდან მეშინოდა იციი.
-რატომ? ან რისი?
-არვიცი.ასე უბრალოდ მეშინოდა. მაგრამ გაურკვეველია რისი.
-გეშინიაა რომ არ შეგიყვარდე? -სიცილით მიუგო და წამით მზერა გაუსწორა.
-შესაძლოა. მაგრამ ახლა უკვე შიშს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.-ხრინწიანი ხმით უთხრა და თვალებში ჩააცქერდა.
-ანუ? რას გულისხმობ?
-არვიცი, მგონი მიყვარხარ უკვე. -ღიმილით უპასუხა და ლოყაზე ტუჩები მიაკრო.
-რატი მე არც კი ვიცი...
-ჩშშ... არაფერი თქვა. მე არსად მეჩქარება, უბრალოდ მეცეკვე. -სეულზე უფრო მაგრად მიიკრა და მელოდიას ფეხი ააყოლა..


***
-ღმერთო ჩემო- გულგახეთქილი წამოვარდა საწოლიდან ლილე-ეს რა ხმა იყო -ათხრთოლებული ხმით დაიჩურჩულა და ტელეფონს წაეპოტინა. სამზარეულოდან ხელმეორედ გაისმა მსხვრევის ხმა. -ვაიმე -დაიკივლა შეშინებულმა და სირბილით შევიდა სააბაზანოში კარიც წამსვე გადაკეტა და ტელეფონს დახედა რომელზეც კაკი რეკავდა. -ზუსტად დროულად- თქვა და ტელეფონს უპასუხა.
-ვიცი სულ ორი საათია რაც შენგან წამოვედი მაგრამ რომ არ დამერეკა არ შემეძლო. რას აკეთებთ ქალბატონო ლილე?
-კაკი გეხვეწები მიშველე -ათრთოლებული ხმით ითხოვა შველა და აცრემლიანებული თვალები სააბაზანოს მოავლო.
-რა მოხდა ლილე რა ხმა გაქვს?
-სახლში ვიღაც შემოიპარა კაკი, მიშველე გთხოვ.
-რამე დაგიშავა? სად ხარ შენ.
-სააბაზანოში ჩავიკეტე, გთხოვ მოდი. არაფერი დაუშავებია მაგრამ სამზარეულოდან მსხვრევის ხმა გავიგე.
-თითქმის შენს სახლთან ვარ ისედაც მანდ მოვდიოდი, დამელოდე და აბაზანიდან არ გამოხვიდე.
-კარგი გელოდები.
-ნუგეშინია პატარავ,თითქმის მანდ ვარ. -თბილი ხმით მიუგო და სიჩქარეს უმატა. სულ რამდენიმე წუთში მანქანა კორპუსის წინ გააჩერა შიგნით შევარდა და კიბეები აირბინა. შეჭრის კვალი არ ჩანდა მაგრამ კარი ნამდვილად ღია იყო,შიგნით შევარდა და პირდაპირ სამზარეულოოსკენ ააიღო გეზი. ნელა შეაღო კარი უკვე მუშტებს კრავდა ვიღაცის დასაჟეჟად მაგრამ ნანახზე სიცილი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გადაიხარხარა. -გშია პატარავ? -მაგიდაზე მჯდარ კნუტს მიუახლოვდა რომელიც კარამელს გამალებით ლოკავდა.-მოდი ჩემთან-ხელში აიყვანა ერთი ციდა არსება და გეზი სააბაზანოსკენ აიღო.
-ლილე, გამოდი მძევლები ვართ. დამალვას აზრი არ აქვს.- კარზე მიუკაკუნა ლილეს და მანაც წამსვე გააღო კარი,სახეზე ტირილის კვალი აშკარად აჩნდა, შიშისგან მთელი სხეულით ცახცახებდა. -ხელები მაღლა ლილე -კნუტი ცხვირწინ აუთამაშა და სიცილს მოჰყვა.
-ღმერთო კაკი, არ მითხრა რომ მთელი აურზაური ამ პატარა არსებამ მოაწყო.
-არა,სამზარეულოში გვამიც დავტოვე. -ლამის გაიგუდა ვაჟბატონი
-რა გაცინეებს? იცი როგორ შემეშინდა? -ტუჩები აუცახცახდა ეტყობოდა რომ ტირილს აპირებდა.
-კარგი, კარგი მოდი ჩემთან. -კნუტი ძირს დასვა და ხელები მჭიდროდ მოხვია. -რაზე ნერვიულობ ტო, აქ არ ვაარ? შენს მოსატაცებლდ ჩემსგარდა სხვა არავინ არ მოვა და დალშე წაუღიათ ყველაფერი.
-ნუ მეხუმრები, მართლა შემეშინდა.
-არგეხუმრები მართლა, სხვა ვინ უნდა მოგიტაცოს.
-ასეც ნუ მიმისაკუთრებ არიან სხვებიც.
-ვინ სხვები გოგო არ გამაგიჟო. -დასერიოზულდა უცებ.
-რავიცი თემო და ერეკლე დიდი ხანია რიგში დგაანან.
-იმ ჭკუაზე არ დამაყენო ეხლავე დაგავლო ხელი და წაგიყვანო.
-კარგი, კარგი გეხუმრე. წამოდი ყავა დავლოთ, თან ამ ონავარსაც ვაჭამოთ ვატყობ მშიერია.
-კარს ღიას კიდევ თუ დატოვებ,სახლში ზოოპარკის გახსნა მოგიწევს.
-შენ კი მიზეზი გექნება უფრო ხშირად რომ მოხვიდე აქ- მის წინ მდგომ მამაკაცს დაეჭყანა და სამზარეულოში ტანის რხევით გავიდა.

***
-აბა რას აკეთებს გასვიანების ქალბატონი?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სანდრო
-სალათს ვაკეთებ და ბლინებს.- მხიარულად განაცხადა და შოკოლადიანი ბლინი ჩაკბიჩა.
-შენ რა უჩემოდ ჭაამ?-იწყინა სანდრომ
-შენ გშიოდა სასუსნავი კი არ გინდოდა.
-მე რაც მინდა ყველაფერი რომ მქონდეს საჭმელზე არც ვიდარდებდი.
-და მაინც რა გნებავთ ბატონო სანდრო?- კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა ბლინი და პირიც მოითხუპნა.
-მაგალითად შენ სვანების ქალო.- თმა ყურის უკან ნაზად გადაუწია და მათშორის მანძილი ორ ნაბიჯში შეამცირა.
-მგონი კარგად ვერ გავიგე, მე შენს სურვილებთან რა კავშირი მაქვს?
-ჩემი ყველაზე დიდი სურვილი რომ ხარ მაგას ლაპარაკი მართლა არ ჭირდება, ისევე მინდა შენს გვერდით ყოფნა როგორც შენ ჩემს გვერდით.-მისკენ გადაიხარა მისი სახე ხელებში მოიქცია და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა, ნელა მიყვებოდა ყელს ზემოთ მხარეს.
-სანდრო, გეყოფა. -ვნებამორეულმა უბიძგა მკერდზე ხელებით მაგრამ ამაოდ.სანდრო უმალ დაეტაკა მის მარწყვივით ტუჩებს და ამდენი წლის სურვილი აისრულა, როგორც იქნა ასე ახლოს იყო მასთან რა ეგონა ასე მარტივად გაუშვებდა? წამით მოწყდა მის ტუჩებს უჰაერობისგან რომ დასივებოდა და თვალებში ჩააცქერდა.
-ნელ-ნელა სურვილების ასრულებას ვიწყებ.- ტუჩებზე ნაზად გადაუსვა ცერა თითი.
-ამას რატომ აკეთებ?
-რას ვაკეთებ?
-რატომ ცდილობ ჩემთან ახლოს ყოფნას.
-მე არ შემიძლია შენგან შორს ვიყო.
-ეს არასწორია, ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. -მისგან წამსვე განთავისუფლდა და უკან დაიხია.
-აღიარე რომ შენც გინდა ჩემთან ყოფნა, თავს რატომ მარიდებ?
-რა ვაღიარო ის რომ მიყვარხარ? ვაღიარე და მერე რა იცვლება? ეს შენ ისედაც იცოდი.
-ვიცოდი, მაგრამ ამის შენგან მოსმენა ბევრად უფრო სასიამოვნოა ჩემო ჭირვეულო პრინცესავ.-ისევ დაფარა მათ შორის მანძილი და ქალბატონი სამზარეულოს მაგიდაზე მიაყუდა.- ვერ ავიტან სხვასთან რომ იყო გესმის? პირველად შემიყვარდა თანაც უკვე წლებია ეს გრძელდება, ქალი რომელიც მიყვარს სხვასთან რომ იყოს გავგიჟდები. ჭკუიდან გადავალ სხვასთან რომ იყო გესმის?
-დამშვიდდი სანდრო, არავისთან ყოფნას არ ვაპირებ. მაგრამ ჯობია წავიდე.
-არა, ჩემთან იყავი, ამაღამ ნუ წახვალ.
-სანდრო მგონი არ ღირს აქ დარჩენა.
-თუ არ გინდა ვაფშე ხმასაც არ ამოვიღებ, უბრაალოდ არ წახვიდე. რამე ფილმს ვუყუროთ. -თვალები ააფახულა სანდრომ.
-კარგი მაგრამ იცოდე ფილმს მე ავარჩევ. -ბლინები ცხვირწინ აწაპნა და ოთახიდან სირბილით გავიდა...
***
-აქ რას ვაკეთებთ?- გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ნატა ირაკლის.
-იციი,აქ არც ისე ხშირად მოვდივარ. მხოლოდ მაშინ როცა რაღაც მაწუხებს და მარტო ყოფნა მინდა, მითუმეტეს აქ არავინ მომყავს მაგრამ მინდოდა რომ აქ მომეყვანე. ჩემი საყვარელი ადგილია, აქ მუდამ სიმშვიდეა და რაც მთავარია ვერავინ გიპოვნის.
-ესეიგი ბუნება გიყვარს.
-ხოო რადგან შუა ტყეში ტრეილერი მაქვს ესეიგი ბუნება მიყვარს- სიცილით დაეთანხმა და სკამები გამოიტანა.
-იციი,ასეთი რამ მეც რომ მქონდეს სახლში არც წავიდოდი. ალბათ მთელს ზაფხულს აქ გავატარებდი.
-შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე, მე პრობლემა არ მაქვს.
-ხანდახან ძალიან საყვარელი ხარ -შუბლი შეიჭმუხნა ნატამ
-ხანდახან?
-ხო, ხანდახან.
-ცხელ ყავას თუ მოგიტან უფრო საყვარელი ვიქნები?
-შესაძლოა.
-მაშინ გამომართვი- ტრეილერიდან ორი ჭიქა ყავა აიღო და ნატას ღიმილით გაუწოდა.
-ასეთი კარგი და მხიარული რომ არ იყო ვიფიქრებდი აქ ჩემს მოკვლას აპირებ.
-უბრალოდ მინდა შენთან მეტი დრო გავატარო, მინდა რომ უკეთ გაგიცნო და ასევე მინდა რომ მიცნობდე!
-გასაგებია, ოფიციალურად გაცნობის დღე გვაქვს.
-ნამდვილად, ყავა დავლიოთ და ცოტა გავიაროთ მოსაყოლი ბევრი გვაქვს.- შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო და კიბეზე ჩამოჯდა...


***
-რა გატირებს ლოლიტა? -ფილმიდან ყურადღება მის გვერდით მჯდომ გოგონაზე გადაიტანა.
-ნახე, მამიკო მოკვდებაო მასე უთხრა, მოკლავენო.- ცრემლები პატარა ბავშვივით მაჯით მოიწმინდა და აკანკალებული ხმით უთხრა.
-დარწმუნებული ვარ არ მოკვდება, ტყუილად ხომ არ დაარქვეს ფილმს „სასწაული მეშვიდე საკანში“ -მისი დამშვიდება სცადა სანდრომ.
-აუ მეცოდება რა, ეს თურქები ხო იცი როგორი ცივსისხლიანები არიან ეგრე მოკლეს „ყველაფერი რაც შენგან დამრჩა“ -ში გოგო, კიბო ქონდა და ვერ განკურნეს.
-აბა რას მაყურებინებ, შენ არ აიჩემე მაინტერესებს და ვუყუროთო?
-მერავიცოდი ასე თუ იქნებოდაა -ისევ ტირილით განაგრძო საუბარი.
-ნორმალური ხარ შენ საერთოდ? მერომმოვკვდე ჩემზე არ იტირებ ამდენს.
-მართალი ხარ -ჩაიდუდღუნა თავისთვის
-რა თქვი?
-მეე? არაფერი უბრალოდ...
-ესეიგი ჩემისიკვდილი ფეხებზე გკიდია და კაცის არა რომელსაც სინამდვილეში არ კლავენ ხო? მაგარია. -ფეხზე წამოხტა სანდრო.
-ეგ არ მითქვამს სანდრო რა გჭირს?
-იცი რაა? შენ ფილმის ყურება განაგრძე მე წავალ და დავიძინებ. იქნებ ძილში მოვკვდე კიდეც რავიცი.
-რაზე პანიკიორობ ვერ გავიგე.
-სულ რამდენიმე საათის წინ სამზარეულოში ერთმანეთს ვაკოცეთ, შემდეგ თავი ცუდად რომ არ გეგრძნო რამოდენიმე ფილმს შენთანერთად ხმაგაწყვეტილმა ვუყურე, ახლა კი მეუბნები რომ ჩემსსიკვდილზე დიდად გული არ დაგწყდება.
-ამ კოცნაზე ლაპარაკი არგვინდა გთხოვ.
-იცი რამდენი წელია უკან დაგდევ? შენი პირველი შეყვარებულიდან ბოლოს ჩათვლით ყველა ვიცი, ვინ სად და როდის გყავდა, ყველას გაშორებდი და იცი რატომ? იმიტომ რომ მეშინოდა რომელიმე არ შეგყვარებოდა და დროულად ვმოქმედებდი. სამზარეულოში მითხარი რომ გიყვარვარ და აჰაა გეუბნები რომ მეც მიყვარხარ, სიგიჟის ზღვარზე ვარ ისე მიყვარხარ მაგრამ არაფერი იცვლება. საერთოდ რა აზრი ქონდა გამოტყდომას თუ ასე უნდა ვყოფილიყავით ისევ. მიდი მიპასუხე რა აზრი ქონდა? - ჟურნალების მაგიდას წიხლი დაარტყა და ნამსხვრევებად აქცია. -იცოდე ვინმესთან რომ დაგინახო, ან გავიგო რომ ვინმე გყავს იმ ტიპს დავბრიდავ და მოგიტაცებ.
-სულ გაგიჟდი მგონი, ყვირილი არარის საჭირო. -თვალებგაფართოებულმა დაუწყო ყურება.
-რისი გეშინია გამაგებინე, ბედნიერება გაშინებს?
-რაა?
-ბედნიერების გეშინია? მართლა მაინტერესებს.
-რასისულელეა. -მხრები აიჩეჩა ლოლიტამ
-კარგად იცი ჩემს გვერდით თუ იქნები არასდროს ინანებ, მომეცი ეს დედამ******* შანსი. ამ ერთხელ გარისკე რაიქნება.
-კარგი.
-რა კარგი?
-კარგი მორჩა, წყვილი ვართ მერე?
-რა თქვი? გაიმეორე. -ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ჩიქოვანს.
-წყვილი ვართ, მაგრამ რაღაც მაინტერესებს.
-რა გაინტერესებს- ისეთი თბილი მზერით უყურებდა ნებისმიერი დადნებოდა მისი შეხედვისას. თვალებიდან სითბო და სიყვარული ერთიანად ეღვრებოდა.
-მართლა დიდი ხანია უკან დამდევ? -თავი გვერდით საყვარლად გადახარა და ტუჩები დაბრიცა.
-13 წელია.
-მოიცა რაა? -გაოცებისგან პირი დააღო. – 10წლიდან უკან დამდევ?
-აი გახსოვს გოგიბერიძესთან ჩხუბი რო მომივიდა სულ პირველად?
- ხო მახსოვს.
-შენზე თქვა მომწონსო და გავბრაზდი. -სიცილი წასკდა ჩიქოვანს.
-მართლა არანორმალური ხარ.- მათ შორის მანძილი წამში გადაკვეთა და მის სხეულს მთელი ძალით მიეკრო.
-ამაღამ ჩემთანერთად იძინებ ქალბატონო.
-მეე?
-ხო შენ, ჩახუტებული ძილი მინდა, ისე ვერ ვიძინებ. -სიცილით თქვა და ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია.


***
-მგონი ცოტა ზედმეტი მომივიდა. -აბარბაცებული გაემართა ბარბარე სადარბაზოსკენ.
-ზედმეტი არ მოგსვლია, სულ სამი ჭიქა დალიე. -სიცილით უთხრა რატიმ და წელზე ხელი მოხვია
-სასმელს ვერ ვიტან, მალე ვთვრები.
-გეთქვა მერე და არდაგალევინებდი.
-ჩემს სიმპათიურ შეყვრებულს მაგას არ ვეტყოდი.
-რათქვი? -ტუჩის კუთხე ჩატეხა ამაღლობელმა.
-არ მახსოვს. -ენის ბორძიკით თქვა და სახლში შევიდა.
-ბარბარეე-ღიმილით შეეგება ლილე
-სიძებატონო შენც აქ ყოფილხარ- ქუჩის ბიჭივით აუწია ხელი კაკის
-რადაემართა?
-სამი ჭიქა დალია, დაჟე ნაკლები და უგონო მთვრალია. რესტორნიდან რომ გამოვდიოდით მშვენივრად იყო.
-ხოო, უცებ ეკიდება ხოლმე. მოდი აქ დავაწვინოთ. - დივანზე დააწვინეს ნახევრად მძინარე ქალბატონი.
-რძალო გინდა კარამელი მოგიყვანო?
-კაკი მთვრალი ვარ მაგრამ კარამელს ვერ მოიყვან ის უნდა მოიტანო.
-ეს ხორციანი კარამელია მთლად ტკბილი არარის.
-მაშინ მოხარშე ან შეწვი და დილით შევჭამ.
-გადაირიე? მას თითსაც არ დავადებთ. -ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-კატა გაჩუქა ამ გამოთაყვანებულმა? -სიცილი აუტყდა რატის.
-კიარ მაჩუქა თავისით მოვიდა.
-კაკი ბონუსად მოყვა?
-გეყოფა ეხლა თორეე გაგაგდებ. -დაემუქრა კაკი
-ვისი სახლიდან ვისაგდებ ძმაო.
-ჩემი შეყვარებულის სახლიდან შენ.
-ჩემი შეყვარებულიც აქ ცხოვრობს.
-შენსას სძინავს.
-ეხლა რავქნა შენიც დავაძინო?
-კარგით ეხლა, წადი ოთახში გაიყვანე და იქ დარჩი თუ გინდა უკვე თავი ამტკივდა.
-კარგი რძალო ნუ ბრაზობ -თავზე ხელი პატარა ბავშვივით გადაუსვა და ბარბარე ხელში აიყვანა.
-ასე რამ აგაცეტა ამხელა კაცი?
-ბარაბრეს ვუთხარი რომ მიყვარს. გირჩევ შენც მალე ამოიდგა ენა თორე შენგოგოს მალეწაიყვანენ. -თვალები აუფახულა რატიმ
-გაა*ვი. -დაუტია კაკიმ და ისიც წამსვე შევარდა ოთახში. -ვიღაც თემოზე და ერეკლეზე რომ თქვი იხუმრე ხო?
-არაა, ერთი სკოლელი და კურსელია, მეორე მხოლოდ კურსელი ორივეს ვუყვარვარ.
-ვერგავიგე?
-რაიყო ბატონო კაკი თყვანისმცემლები მხოლოდ შენ კი არ გყავს.
-რაგინდა, ვინმე უნდა მომაკვლევინო?
-ჩემგან რაგინდა, მათ ვუყვარვარ მე ხო არა -კნუტი ძირს დასვა და დივანზე წამოგორდა.
-მაგათაც მალე შევუცვლი წარმოდგენას -თავისთვის ჩაიბურტყუნა, ნაძალადევად გაიღიმა და მის გვერდით დაჯდა.


***
-აქაურ ბუნებას მართლაც სულ სხვა ხიბლი აქვს. -ტრეილერის ირგვლივ მიმოიხედა ნატამ.
-იმედი მაქვს ამდენი სიარულით არ დაიღალე.
-არაა, ყველაფერი რიგზზეა. ისეთი ლამაზია ყველაფერი, ტყის შუაგულიდან დანახული ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ბუნების თანხლებით ულამაზესია.
-აქ ტელეფონი არ იჭერს იმედია შენები გააფრთხილე.
-მეე?
-ხო ნატა შენ.
-საჭირო არაა.
-ინერვიულებენ გოგო, მათთვის არაფერი გითქვამს?
-ჩემზე გოგოების გარდა არავინ იდარდებს.
-ვერგავიგე. -დაიბნა ირაკლი.
-7წლის ვიყავი დედამ რომ მიმატოვა, 12ის ვიყავი მამამ მეორე ცოლი რომ მოოიყვანა და თავშესაფარში დამტოვა, ასერომ არავინ მყავს.
-ვწუხვარ, ბოდიში ეს არ უნდა მეკითხა.
-ამაზე ნუ დარდობ, შეჩვეული ვარ ამას. შენს მშობლებზე რას მეტყვი?
-მწარე სვანი არ ვარ -სიცილით მოაყოლა ნათქვამს -დედა სვანი მყავს მამა არა. მაგრამ დედაჩემიც რბილიი ხასიათის სვანია.
-მათზე ძალიან დადებითად ლაპარაკობ.
-ისინი კარგები არიან, როცა გაგაცნობ ამაში შენც დარწმუნდები- ღიმილით უთხრა და კოცონზე სიმინდების გადაბრუნებას შეუდგა.


***
-შენ რა სუსტი მყავხარ ტო, ისე მალე დაგათვრე აზრზეც ვერ მოვედი. -მძინარეს საბანი გადააფარა და მის გვერდით მოკალათდა. -მალე დაგამტვრევ რქებს და შენც გათქმევინებ რომ გიყვარვარ აი ნახე- ღიმილით უთხრა თითქოს ესმოდა მისი ან ხედავდა. მოულოდნელად გადმობრუნდა ბარბარე და სხეულზე აეკრო, იმდენად დიდი სითბო მოდიოდა მისგან თუნდაც მძინარე ყოფილიყო ისე ათბობდა რატის გულს თითქოს ბავშვები იყვნენ საბავშვო ბაღში. მანაც არ დააყოვნა ხელები მოხვია და ძილის წინ სხეულზე მიიკრო საყვარელი ქალი.
დილით გამოღვიძებულს ბარბარე გვერდით არ დახვდა,საპირისპირო მხარეს გადმობრუნდა და სარკის წინ მდგარი გოგონას დანახვისას გაეღიმა,თმა ზურგზე მჭიდროდ შეეკრა, კომბინიზონი და კედები მოერგო და სარკის წინ მხიარულად ტრიალებდა.
-ყველაფერს დავთმობდი ყოველდღე გაღვიძებისას ამ სურათს რომ ვხედავდე.- ხრინწიანი ხმით ამოთქვა,ფეხზე წამოდგა და ბარბარეს უკან აეტუზა.
-ეგ რასნიშნავს? -თითქოს ვერ მიუხვდა ნათქვამს.
-რასნიშნავს და ჩემი ცოლი რომ იქნები მერე სულ ყოველდილით შენი სახის შემხედვარეს გამეღვიძება. -ხელები მუცელზე მჭიდროდ მოხვია და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.
-მე ჯერ ისიც კი არ მითქვამს რომ მიყვარხარ და შენ უკვე ცოლ-ქმრობაზე მელაპარაკები
-მაგის თქმას დიდი არაფერი ჭირდება უბრალოდ მაწვალებ. არადა გიჟდები ჩემზე.
- არა,სულაც არაა მასე.-თავი უარის ნიშნად გააქნია.
-ნუ მაგიჟებ კაპანაძეების ქალბატონო. ნელ-ნელა ისეთ ჭკუაზე ვდგები ალბათ მოგიტაცებ ბოლოს.
-არა,იყოს ასეც კარგად ვგრძნობ თავს.
-მაშინ აღიარე.
-რა ვაღიარო?
-რომ გიყვარვარ.
-რადროს ესაა,მშია.- კარი გამოაღო და მისაღებში სირბილით გავიდა რატის რომ არ დაეჭირა.
-ბარბარე ბავშვივით იქცევი.-უკან მიყვა რატიც.
-რატი ჭამა მაცადე- ხმა რომ აღარ ამოეღო პირში ყველაფერი ერთად ჩაიტენა.
-რაგჭირთ თქვენ ორს.- გაფართოებული თვალებით მიაჩერდნენ ლილე და კაკი
-ბარბარე ამ ბავშვურ თამაშს განანებ იცოდე.
-რატი რას გადამეკიდე? წადი რა საქმე არ გაქვს? -კისკისით უთხრა ქალბატონმა და წვენი მოსვა.
-გადაგეკიდე და წავიდე არა? ეჭვიც არ შეგეპაროს რომ წავალ და იცოდე დასაბრუნებლად იმაზე მეტი მიზეზი დამჭირდება ვიდრე ოდესმე. -თვალი ჩაუკრა მაგიდასთან მჯდომს, გასაღები აიღო და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა...
-როგორ მოახერხე მისი ასე გაბრაზება? -კითხვით მიუბრუნდა ლილე
-გაბრაზება არა უფრო ნაწყენი ჩანდა. -სიტყვა ჩაურთო კაკიმ
-უბრალოდ ვიფიქრე ცოტას ვაწვალებთქო,არმეგონა ასე თუ მოიქცეოდა.
-რაზე აწვალებ,რამე ხდება?
-არვეუბნები რომ მიყვარს და გაბრაზდა.
-ოჰოო, ქალბატონო ცუდადაა შენი საქმე- "დაამშვიდა" კაკიმ
-რატომ?
-ის თვითონ არ დაბრუნდება,მოგიწევს შენ დააბრუნო.
-ანუ?
-მოგიწევს რქები დაიმტვრიო და თქვა რაც სათქმელი გაქვს თორემ ის მეტ ნაბიჯს აღარ გადმოდგამს. მითუმეტეს სახლიდან გააგდე
-არ გამიგდია,თვითონ წავიდა.
-შენ უთხარი წადიო, ისიც წავიდა.
-ანუ ახლა ყველაფერი ჩემზე გადმოვიდა?
-დარწმუნებული ვარ მარტივად შემოირიგებ რძალო,მხოლოდ ერთი სიტყვაც საკმარისია. -ღიმილით მიუგო და ლილეს მიუბრუნდა -წავედი მე ჩემო ლამაზო,საქმეები მაქვს, მოგვიანებით შემოგივლი-შუბლზე ტუჩები მიაკრო და სახლიდან ისიც სასწრაფოდ გავარდა.
-რაგინდა ტო ამდილაადრიან რას შემე*ი -ფრუტუნით აიღო ყურმილი სანდრომ
-იმათზე რო გითხარი გამირკვიე?
-ვიზე რამითხარი?
-თემო და ერეკლე რო გითხარი.
-აა ხო. თემო ჭკადუა და ერეკლე დეისაძე,12საათზე ორივეს კალკულუსის ლექცია აქვს. ხდება რამე?
-ლილეს ცუდად დაყვებიან და უნდა მოვაგვარო.
-ეჭვიანობ კნუტო?- ხმა გაინაზა ვაჟბატონმა
-მოკეტე თორე როგნახავ ძვლებს დაგიმტვრევ.
-რომნახავ ეგ ისედაც არ ამცდება ასერომ არ ვდარდობ.
-შემეშვი შენი ლაზღანდარობისთვის არ მცალია- ტელეფონი გათიშა და გეზი პირდაპირ უნივერსიტეტისკენ აიღო.
-კაკი იყო? -ნახევრად მძინარემ იკითხა ლოლიტამ
-ხოო,როგორც ჩანს მაგარ საქმეზე მიდის და არწამიყვანა.
-რასაქმეზე?
-რავი მგონი ვიღაცეების ცემას აპირებს და არგამიყოლა.
-ეგ მაგარი საქმეა მერე?
-ხელები მექავება რამდენიხანია, მაგარია აბა რაარის.
-ავადმყოფი ხარ.
-მეცმიყვარხარ ჩემოლამაზო - ტუჩებზე ოდნავ შეეხო და ფეხზე წამოხტა.
-სადმე მიდიხარრ?
-კი, საქმეები მაქვს. რაღაც უნდა გთხოვო.
-გისმენ აბა.
-ეს გამომართვი- ბარათი გაუწოდა ლოლიტას - ავეჯის არჩევა ხომ გიყვარს, ხოდა ნებას გაძლევ ჩემი სახლის ავეჯი აარჩიო.
-ხუმროობ?
-არა მართლა, მე დრო არ მაქვს თორემ შენთან ერთად წამოვიდოდი. ოღონდ რაიმე ფუმფულა დივანი იყიდე გახევებული ფიცარი არიყიდო ახლა.
-აუუ ყველაფერს მივხედავ არ იდარდო, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარს ავეჯის არჩევა. -კისერზე ჩამოეკიდა და წარბების თამაშს მოჰყვა.
-ერთი კოცნა არ დავიმსახურე?
-კოცნაა? ნწ- ცალყბად ჩაიცინა და თვალები აუფახულა.
-აი მეკი მომენატრა შენი მარწყვის ტუჩები -თავისკენ მიიზიდა სიფრიფანა სხეული და ტუჩებზე დაეკონა. მისი ტკბობით გული რომ იჯერა ხელი გაუშვა და ოდნავ დააშორა მათ შორის მანძილი -წავალ თორემ მთელი დღე ვერ გამაგდებენ აქედან.
-წადი წადი. -სიცილით უთხრა და კიბეები აირბინა...
ნატა და ირაკლი სრულ იდილიაში იყვნენ მხოლოდ ორი თვე იყო გასული რაც ერთმანეთს იცნობდნენ და მათშორის ბზარი საერთოდ არ არსებობდა.ტრეილერში ორივეს შეხმატკბილებულად ეძინა გვერდიგვერდ.მოულოდნელად დააშორა ნატამ წამწამები ერთმანეთს და ირაკლის მკლავებში გახვეულმა ნებაზე გაჭიმა სხეული, გაუწყლოებულმა პირი ააწკლაპუნა და მის წინ მწოლიარე სილუეტს ღიმილით გადახედა. რამდენიმე წამის განმავლობაში დასცქეროდა შემდეგ კი სიჩუმე ისევ ირაკლიმ დაარღვია.
-ასე ნუ მიყურებ თორემ საერთოდ ვეღარ დავიძინებ.
-შენ რა გეღვიძა? - მისი მკლავებიდან თავის დაღწევა სცადა ნატამ
-მეძინა მაგრამ ისე მიმზერდი მთელი სახე ამეწვა და გამეღვიძა. -ისევ დახუჭული თვალებით მიუგო და ხელები ზურგზე უფრო მჭიდროდ მოხვია.
-აუ ირაკლი გამიშვი მშია- თავის დაძვრენა სცადა და მის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა.
-კარგი,კარგი. რადგან შენ მოგშივდა მეც კი დაგნებდები.- ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და ხელები მაშინვე გაუშვა.
-საჭმელი რა გვაქვს საერთოდ?
-მაცივარში ლორი,კვერცხი, წვენი და ლუდია. კიდევ ხილი მგონი.
-ანუ მშივრები არ ვართ.
-არა,ჯერ ისედაც ასეთ გამხდარ გოგოს მშიერს ხო არ დაგტოვებდი. -გემოზე გადაიხარხარა ირაკლიმ და ფეხზე წამოდგა.
-სულაც არ ვარ გამხდარი,გადასარევ ტანზე ვარ.
-რამდენი კილო ხარ გოგო 30?
-არა სულაც არა, 54. 700 ასე ვიყავი ერთი თვის წინ.
-გამხდარი ხარ გოგო, ფაქტიურად ბამბის წონა გაქვს.
-კარგი რა ლილე და ბარბარეც იგივე წონის არიან, ლოლიტაც მასე დაახლოებით.
-ხოდა ყველა გამხდრები ხართ.
-ბოდიში ახლა თქვენსავით კუნთიანი მუტრუკები ვერ ვიქნებით.
-მე მაინც ყველანაირი მომწონხარ და არ აქვს მნიშვნელობა.
-ხოო არაა? -მაცდური მზერით გახედა ირაკლის
-აუ ნატა მასე ნუ მიყურებ
-როგორ?
-აუ არვიცი, რაღაც ლამაზი და ნაზი გამოხედვით თორე არვიცი რა.
-კარგი,კარგი სულ არ გიყურებ.წავალ მაგიდას გავაწყობ.
-მიდი თორემ მეც მგელივით მშია, მანამდე შხაპს მივიღებ.
-ნახევარსაათში მზად იქნება ყველაფერი.- სააბაზანოში შესულს მიაძახა და მაგიდის გაშლას შეუდგა.

-ისევ არ მპასუხობს,როგორ შეიძლება ადამიანს ასე ჩაუდგე ჯიბრში? -სახე აელეწა ქალბატონს.
- ხო გიყვარს გოგო, ხოდა უთხარი რას ელოდები. -მხრები აიჩეჩა ლილემ
-შენ რო გიჟდები კაკიზე უთხარი უკვე? -ნამიოკი ჩაურტყა ლილეს
-თვითონ არაფერი უთქვამს და მე რა უნდა ვთქვა.
-იქნებ პირველი შენგან ელოდება.
-რა სისულელეს ამბობ ბარბარე. ნუ მაგიჟებ. კაკი ისეთი ბიჭია ვინმესგან სიყვარულის ახსნას ელოდებოდეს?
-მაშინ მოდი გამოვტეხოთ.
-რა?
-ახლავე გოგოებს გავუგზავნი შეტყობინებას კაკის შენს სიყვარულში გამოტყდომას დავაჩქარებთ და რატის სწრაფად და მარტივად შემოვირიგებ, ჰეჰ როგორია? -დივანზე ხტუნვა დაიწყო ბარბარემ
-საშინელი გეგმაა ბარბარე, იქნებ სხვა რამე მოვიფიქროთ.
-საშინელი რომაა იმიტომაცაა ორიგინალური.- ღიმილით მიუგო და ტელეფონი მოიმარჯვა ...
-სანდროს კარტა და ავეჯი სანდროს სახლისთვის,ეს უკვე სხვა თემაა- მხიარულად დაბოდიალობდა, ავეჯის მაღაზიაში ლოლიტა. ერთ საათზე მეტი იყო რაც ავეჯს არჩევდა და ვერაფრით ვერ დააყენა საშველი.
-თქვენც ავეჯს არჩევთ?- მოულოდნელად გაისმა ბოხი ხმა მის ზურგს უკან.
-მეე? -შეიცხადა ლოლიტამ - კი ავეჯს ვარჩევ.
-თქვენი სახლისთვის?
-ნუუ, დაახლოებით.
-მე დემეტრე ვარ. -ხელი გაუწოდა ბიჭმა
-ლოლიტა- ბიჭის დიდ და მკვრივ ხელს თავისი შეაგება
-მეც ახალმოსახლეობას ავღნიშნავ და ავეჯი ვერ ავარჩიე შეგიძლია დამეხმარო?
-ჩვენი სახლისთვის ავეჯი გვაქვს ასარჩევი ასერომ არ შეუძლია. -მოულოდნელად საიდანღაც სანდრო გამოჩნდა, ლოლიტას წელზე ხელი მოხვია და ბიჭს მკვლელი მზერით დაუწყო ყურება.
-თქვენ ანუ შეყვარებულები ხართ?
-ჩემი საცოლეა. -წამსვე მიახალა სანდრომ
-მაშინ ბედნიერებას გისურვებთ. -ნაძალადევი ღიმილით მიუგო ბიჭმა და იქაურობას წამსვე გაეცალა.
-გაგიჟდი? რა საცოლე?
-ტიპი თვალებს გიჟუჟუნებდა,აბა რა გამეკეთებინა?
-არვიცი სანდრო,ასე უხეშად მოქცევა საჭირო არ იყო.
-მოდი მაგას მე გავარკვევ კარგი? მანამდე კი ავეჯი ავარჩიოთ.
-მოიცადე -ტელეფონის წკარუნზე შეჩერდა და შეტყობინება გახსნა , ბარბარესგან იყო "სასწრაფოდ ჩემთან მოდი შენი დახმარება მჭირდება, ქალური საკითხია".
-მოხდა რამე?
-სასწრაფოდ უნდა წავიდე,რამდენიმე რაღაც ავარჩიე და დანარჩენი მოგვიანებით იყოს. -სწრაფად მიაყარა და კიბეებზე სირბილით დაეშვა...
***
-როგორი გამოვიდა?- საჭმლის დაგემოვნებისას იკითხა ნატამ
-გადასარევია,მართლა ძალიან გემრიელია.
-მიხარია თუ მოგეწონა.
-რაც იცი, იცი რაა -ღიმილით მიუგო და ომლეტის ნაჭერი ყბაში გაიქანა.
-ღადაოობ?
-რა მოხდა?
-ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, როგორც ჩანს იჭერს.
-ხოო,დრო და დრო რაღაც მომენტებში იჭერს ხოლმე.
-ბარბარესგანაა -განუმარტა შეტყობინების დანახვისას "სასწრაფოდ დაბრუნდი თბილისში, დახმარება გვჭირდება" -უნდა წავიდეთ.- გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ნატა
-რატომ? მოხდა რამე?
-მაგრად თბილისში გავიგებთ.ახლა კი ნამდვილად უნდა წავიდეთ. -ფეხზე წამოდგა და თავისი ნივთების შეგროვებას შეუდგა. -თბილისში რამდენ ხანში ვინქნებით?
-დაალხლოებით საათ ნახევარში ან ორ საათში.
-რაც მალე წავალთ მით უკეთესი. -ღიმილიანი სახით მიუგო და ტანსაცმელი ზურგჩანთაში ჩატენა.


-გოგოო, დროზე კარი გამიღე -კარზე წიხლების რტყმას მოჰყვა ლოლიტა. -გააღე მალე -ცოტაც და კარს შეამტვრევდა ბარბარეს რომ არ გაეღო.
-რაიყო გოგო, ლამის კარები ჩამოიღე რამ გაგაგიჟა. -დატუქსა ბარბარემ და მეგობარს გადაეხვია.
-რავიცი შეტყობინება რომ წავიკითხე გული გამისკდა, ასეთი რა მოხდა?
-ის ვირი გამებუტა. -ტუჩები დაბრიცა გოგონამ.
-ვიინ? რატი? -შეიცხადა ლოლიტამ და დივანზე მოწწყვეტით დაეშვა.
-ხო. მიყვარხართქო არ ვუთხარი და წავიდა.
-თან სახლიდანაც გააგდე არ დაგავიწყდეს. -ნიშნის მოგებით უთხრა ლილემ
-სახლიდან გააგდე?
-თავი დამანებეთ რა, არ გამიგდია, წადი საქმე არ გაქვსთქო? ეგ ვუთხარი და წავიდა.
-ეხლა ეგ მიზეზს ეძებდა რომ წასულიყო რა.
-ხო თორე აბა მე რა შუაში ვარ.
-მაგას თავი დავანებოთ კაკის საკითხიც მოსაგვარებელი გვაქვს.
-კაკისთან რაღახდება? -პირდაღებული მისჩერებოდა ლილეს -თქვენც იჩხუბეთ?
-არა გოგო, რა ვიჩხუბეთ. უბრალოდ ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს, თბილად მექცევა მაგრამ... -მცირე პაუზა გააკეთა აზრის სწორად გამოსათქმელად
-მაგრამ? -ჩაეძია ლოლიტა
-მოკლედ კაკი სიყვარულს არ უხსნის რა.
-ბარბარე კი მეუბნება რო პირველ ნაბიჯს ჩემგან ელოდება.
-რას ამბობ, არაფრის დიდებით არ უთხრა პირველმა არაფერი.
-არა, არც ვაპირებ მაგრამ რა უნდა ვქნა?
-უფრო სწორი იქნება თუ ვიკითხავთ რა უნდა ვქნათ. -კორექიტრება გაუკეთა ბარბარემ
-ხალხო, დაიხოცეეთ? დაგწყვიტოთ ჭირმა ერთ დღეს გამიღეთ კარები. -სადარბაზოდან ნატას ხმა გაისმა
-ვაიმე ეს გადარეულიც მოვიდა. -სამივემ ერთხმად გადაიხარხარა
-გამიღეთ კარი თქვე სასიკვდილეებო. -კიდევ ერთხელ დაიჭყავლა ნატამ
-კარგი ხო, კარგი შემოგიშვებ. -სირბილით მივიდა ლილე კართან და ნატა ოთახში შემოუშვა.
-მითხარით რომ რომელიმე კვდებით და ჩემი რომანტიკული საუზმე ამის გამო ჩამიშალეთ.
-სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუოთ. სიკვდილამდე უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს.
-რა მოხდა? ვინმე შემოგაკვდათ? გვამი საწოლის ქვეშ? აუ რამაგარია. -ადგილზე ცქმუტავდა ნატა.
-ჯერესერთიც ეგ გვამი ბიბლიოთეკაშია და მეორეც გვამები არგვაქვს.
-აბა?
-ისტორიის ეპიცენტრში არიან რატი და ბარბარე გაბუტულები ასევე ლილე და კაკი ბუტუსურები -აუსნა ლოლიტამ
-ანუ მთავარროლში ესენი არიან? რამოხდა?
-მოკლედ მოუყევი რა -აბუზღუნდა ლილე
სულ რამდენიმე წუთში ლოლიტამ მთელი ისტორია მოუყვა და ყბაჩამოვარდნილ დაქალს ღიმილანი სახით მისჩერებოდა.
-ანუ მოიცა... -სამივე გააჩუმა ნატამ
-არა მოიცა ერთ ბომბ ამბავსაც გეტყვით და ერთად გადახარშეთ მერე
-კიდევ რა მოხდა?
-ანუ მგონი მე და სანდრო ერთად ვართ.
-ვერგავიგე?
-მომესმა? -ხველება აუტყდა ლილეს
-რა?- აღმოხდა ნატას
-რაღაც მოხდა ჩვენს შორის, ვერც მე გავიგე რა. -დაბნეული ალაპარაკდა ლოლიტა. - ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით, მაკოცა კიდეც მაგრამ არვიცი ცოტა უცნაურად ვართ.
-გოგონი შენ რა ამბებს ატრიალეებ -დაჭყეტილი თვალებით შესცქეროდა სამივე.
-ბოლოს ერთად რომ იქნებოდით ვიცოდი. -თვალები ააფახულა ბარბარემ
-არვიცი რა, მინდა რომ საეჭვიანო მიზეზი მივცე იქნებ მერე მაინც ამოიღოს ხმა.
-მე შემიძლია სამივეს დაგეხმაროთ -წარბები აათამაშა ნატამ
-რაა? როგორ?
-მოკლედ ქასთინგი მოვაწყოთ როგორც ფილმებშია აი სერიალ „მზის მოლოდინში’’ რომ ხდება, ზეინეფს გამოსაშვებზე ბიჭი რომ მიჰყავს რომელიც ქასთინგზე აარჩია.
-შენ რა გაგიჟდი?
-გინდა ბიჭებს ერთმანეთი დავახოცინოთ?
-მიდი რაა, ცოტას გავერთობით. თან ეგენიც ტვინს გაანძრევენ.
-მე მომწონს, კარგი იდეაა. -მხრები აიჩეჩა ბარბარემ
-მეც თანახმა ვარ -დასთანხმდა ლოლიტა
-შენს ძმას, სანდროს და რატის ვინმე აუცილებლად შემოაკვდებათ. -თვალები დააბრიალა ლილემ
-მალევე გავაშველოთ რა გჭირს -სიცილი აუტყდა ნატას და ფეხზე წამოდგა -აბა წავიდეთ?
-მოიცადე ჩუსტებით ხომ არ წამოვალ -ფეხებზე დაიხედა ლილემ -გამოვიცვლი და მოვალ -სირბილით შევიდა საძინებელში
-ეს ამბავი ცუდად დამთვრდება ეს იცოდეთ - თითი გამაფრთხილებლად დააქნია ბარბარემ
-არც ისე ცუდად როგორც გგონია -ოთახიდან ალადგამოსულმა ლილემ ღიმილით შეაწია სიტყვა და კარისკენ წავიდა.
-ანუ ქასთინგი არა?
-ხო, ქასთინგი. ცეცხლოვანი და მომხიბლავი ბიჭები
-ქარიზმატულები და კუნთიანები - ხელით დაინიავა ნატამ მათი წარმოდგენისას და კიბეები დანარჩენებთან ერთად ჩაირბინა...
***
კმაყოფილი მიაბიჯებდა ბატონი კაკი უნივერსიტეტის დერეფნებში რადგან საკმაოდ საინტერესო საქმე ქონდა კალკულუსის ლექციაზე მჯდომ ორ სტუდენტთან: ერეკლე დეისაძესა და თემო ჭკადუასთან. ვრცელი ჰოლი გაიარა და შუა ლექციაზე კაკუნის გარეშე შევარდა. გაკვირვებული მიაჩერდა ლექტორი რომელიც დაფაზე რაღაცას გამალებით წერდა, სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და კაკი უკეთ შეათვალიერა.
-დაგაგვიანდა! დაგვიანებული სტუდენტები ჩემს ლექციებზე არ დაიშვებიან. -მკაცრად განაცხადა კაცმა და ზურგი შეაქცია
-მე სტუდენტი არ ვარ და აქ ლექციის მოსასმენადაც არ მოვსულვარ ეს უკვე გავიარე.
-მართლა? -ინტერესით მიჩერდა კაცი -აბა რამ შეგაწუხა ახალგაზრდავ?
-ჩემი ორი მეგობრის სანახავად მოვედი, საშინელ სიტუაციაში ვარ ახლახანს სამი წლის შვილი დამეღუპა, ცოლს გაშორებული ვარ და მარტო ამას ვერ ვუმკლავდები, ვინმესთან ლაპარაკი მჭირდება. -სახე მოეღუშა კაკის.
-ვიზიარებ ყმაწვილო. -დანანებით თქვა კაცმა - ვინ არიან შენი მეგობრები?
-ერეკლე დეისაძე და თემო ჭკადუა , მესამე რიგის ბოლოში სხედან.
-წადით და მეგობარს გვერდში დაუდექით -პირდაღებული ბიჭების დატუქსვა დაიწყო კაცმა - რაღაც უცდით აკრიფეთ ნივთები და წადით. -ხელით კარისკენ ანიშნა და ისინიც სწრაფად წამოცვივდნენ ფეხზე, გაკვირვებულები შესცქეროდნენ უცნობს რომელმაც საშინლად დრამატული ისტორია შეთხზა რამდენიმე წამში და თავი მათ მეგობრად გაასაღა.
-დიდი მადლობა -თბილი ხმით მიუგო კაკიმ და ოთახიდან მათ შემდეგ გავიდა.
-ძმაო კარგად თუ ხარ? არც კი გიცნობთ. -მხრები აიჩეჩა თემომ
-თან რა ბავშვი რა ცოლი ტო -სიცილი აუტყდა ერეკლეს -ან საიდან მეგობრები.
-ეგღა მაკლია თქვენნაირი სი*ების მეგობარი მერქვას -ერთ-ერთი ოთახის კარი გააღო და ორივე შიგნით შეაგდო
-ზედმეტი არ მოგივიდეს ბრატ, დატრუპვას გვპირებ თუ რახდება.
-არც ვიცნობთ ტო, ვითომ ქილერია? ძაან თავისუფლად შემოჯლაგუნდა ქილერი ვერ იქნება.
-ქილერობის რაგითხრა მაგრამ ორივეს კი დაგხოცავთ ახლა რასაც გეტყვით გონებაში ღრმად თუ არ ჩაიბეჭდავთ. -უკვე აღარ ხუმრობდა, ყელზე ძარღვები დასკდომას ქონდა და ხმასაც ძლივს იმორჩილებდა.
-რახდება ძმაო აგვიხსენი, თუ გაწყენინეთ გამოვასწორებთ როგორც შევძლებთ.
-მოკლედ ახლა ავხსნი რა, ორივე კარგად იცნობთ ლილე ნაკაიძეს ხომ ასეა?
-კი ტო, მაგ გოგოს როგორ არ ვიცნობთ აგერ ერეკლეს კლასელი იყო და ახლა ერთად ვსწავლობთ.
-მაგ გოგოს აღარ გაეკარებით რა. -მოკლედ მოუჭრა კაკიმ
-ტრუხას ბაზრობ, შენ რა გვიშლი?
-სანამ წყნარად ვსაუბრობ უბრალოდ გიშლით და ძვლების დამტვრევაზე რომ გადავალ მერე კატეგორიული მოთხოვნა იქნება.
-გვეკაიფება ეს სი*ი -ჩაიდუდღუნა თემომ
-რა თქვი? გაიმეორე. -ჩაეძია კაკი
-ვიღაცის დედამო**ნული ახირების გამო გოგოს არ მოვეშვები ბრატ. ასერომ ეხლა გაა*ვი აქედან - ერეკლემ ხელით უბიძგა რომ წასულიყო.
-შენი სუყველაფერი მო***ან -ხელი ზურგს უკან გადაუტრიალა და მუცელში წიხლი მთელი ძალით დაარტყა, თემომ ერეკლეს დახმარება სცადა მაგრამ ამაოდ, ჩხუბის ხმა დერეფანშიც გადიოდა მაგრამ მათ დახმარებას არავინ ლამობდა, დერეფანში მხოლოდ ორიოდე ახალგაზრდა გოგონა გახლდათ რომლებიც თანამედროვე კლასიკის ახალ ნიმუშებს აფასებდნენ. მალევე გამოვიდა კაკი დერეფანში უგონოდ მყოფი ერეკლე და ჯერ ისევ გონზე მყოფი თემო ოთახში დატოვა და აუღევებლად გაუყვა ვრცელ ჰოლს...

***
-არ მჯერა რომ ამას მართლა ვაკეთებთ -ბიჭების მოლოდინში სავარძელზე წამოწოლილი ლილე წუწუნს მოჰყვა.
-კარგი ახლა, სადაც აქამდე მოვედით ბარემ შევარჩიოთ ბიჭები.
-ქალბატონებო როგორც ითხოვეთ, მაღალი,ქარიზმატული და კუნთიანი ბიჭები. -ღიმილით შეეგება ქალი გოგონებს და ბიჭებს სცენისკენ ანიშნა. ათიოდე ახაგაზრდა წამსვე განლაგდა მათ წინ, რთული იყო რომელიმეს არჩევა, ყველა ისეთი ლამაზი და სიმპათიური იყო.
-შოკში ვარ ხალხო -ყბა ჩამოუვარდა ნატას.
- გამოდი შოკიდან ჩვენ სამნი უნდა შევიდეთ. - ყველა სათითაოდ შეათვალიერა ბარბარემ
-მოკლედ და რომლები მიგვყავს? ცოტა გვეჩქარება მეგობრული ვახშამი გვაქვს დასაგეგმი
-აი ეს კარგია- უცებ აარჩია ლოლიტამ ქერა და მწვანეთვალება ბიჭი
-ეს იდეალურია - ქერა ბიჭს დაადგა თვალი ლილემაც
- ბარბარე შეენ?
-მაცადე ვითვლი -დაუტია გოგონებს და თვლა განაგრძო
-სულ გაგიჟდა -დიაგნოზი დაუსვა ლილემ.
-აი ეს - შავგვრემან ბიჭზე შეაჩერა არჩევანი, დანარჩენები მოღუშულები გაეცლანენ იქაურობას.
-მოკლედ ბიჭებო, თქვენ გევალებათ ძაან მეგობრული ურთიერთობის დაჭერა ჩვენთან ინსტაზე ვაფოლოვებთ ერთმანეთს, ვიღებთ ბევრ ვიდეოებს და ვტვირთავთ სთორიზე ვითომ ძაან დიდიხანია ვიცნობთ ერთმანეთს და რამე, მიმიხვდით?
-კი ძვირფასო მიგიხვდით.
-იმედი მაქვს მანქანები გყავთ თუ არადა იშოვეთ სადმე რამე კარგი მანქანა და ყველას სათითაოდ მოგვაკითხეთ. მისამართები აქ წერია -ფურცელი გაუწოდა ლოლიტამ
-შვიდზე თქვენთან ვართ -ღიმილით უთხრა ბიჭმა და დანარჩენებს გადახედა.
-მე მაწყობს, იდეალური დროა. -დანარჩენებმაც კვერი დაუკრეს და დარბაზიდან უკანმოუხედავად გავიდნენ.
-თამაში დაიწყო გოგონებო -ადგილზე ცქმუტავდა ლილე
-თამაში იმ წამიდან დაიწყო იმ ტაქსში რომ ჩავსხედით და აქ წამოვედით .- შეუსწორა ბარბარემ და დარბაზიდან დანარჩენებთან ერთად გავიდა...


***
-იცი რას ვერ ვხვდები? იმის თქმა რომ ვუყვარვარ ასე ძნელია? - ბიჭებთან ბუზღუნებდა რატი
-ლილესთან ალბათ დიდი პრობლემები მექნება, მისი ორი თაყვანისმცემელი ვცემე -ჩაიფრუტუნა კაკიმ და ლუდი მოსვა
-მე კი შენთან მექნება პრობლემები კაკი -მშვიდად წამოიწყო საუბარი სანდრომ
-რადააშავე აბა მიდი ამოღერღე, მთელი დღეა მოწამლული თაგვივით რომ დაიარები.
-მოკლედ ასე მოხდა, შენი და ჩემთან ხომ დარჩა?
-ხოომერე?
-მერე ისმოხდა რო იტოკში ჩვენ...
-ამოღერღე რა -დაუტია ირაკლიმ
-მოკლედ ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით რა -მძიმედ ამოისუნთქა სანდრომ
- შე*ემა შენ საშველი დაგდგომია და მაგას ვერ ამბობდი? -გაეცინა კაკის -არმჯერა ოღონდ მართლა
-მააგარიხარ ტო ამდენი წლის მერე როგორც იქნა ხმა ამოიღე.
-ოღონდ როგორც ლოლიტას ძმა გაფრთხილებ, არ აწყენინო თორე შუაზე გაგგლეჯ. -ღიმილით დაასრულა საუბარი კაკიმ
-ვიცი, ვიცი. არ ვაწყენინებ, მე...
-აქ რა ხდება? -ტელეფონის ეკრანს დააშტერდა ირაკლი
-რამოხდა ბიჭო?
-ეს ნახეთ -ბიჭებს მიუბრუნა ტელეფონი, ლოლიტას მალევე მაოუმზეურებია ვიდეო ბიჭებთან ერთად კადრში კი ექვსივე ჩანდა.
-ვინ ჩემი ყ*ეა გავგლეჯ შუაზე -სამივემ ერთდროულად დაიგრგვინა და ფეხზე წამოცვივდნენ.
-ადგილი მითითებულია სად არიან?
-არა მაგრამ მისამართს ნატას გამოვართმევ და მესიჯით გამოგიგზავნით.
-იცოდე მალე მოაგვარე -კარიდან გამოსძახა რატიმ და სახლიდან ბიჭებთან ერთად გიჟივით გავარდა....


სულ რაღაც ნახევარ საათში ირაკლიმ გაარკვია თუ სად იმყოფებოდნენ გოგოები, ბიჭები მაშინვე რესტორნისკენ გაეშურნენ, ადგილზე მისულები კართან წამით შეყოვნდნენ და შიგნით შეაბიჯეს. დარბაზში ნაზი საცეკვაო მელოდია ისმოდა, ხალხი ერთმანეთში ირეოდა და სინათლეც მკრთალად ანათებდა ხალხის ირგვლივ თუმცა, ბიჭებს დიდად არ გასჭირვებიათ თავიაანთი გოგონების შემჩნევა ამდენ ხალხში, მაგიდასთან მხოლოდ ლილე იჯდა ბიჭთან ერთად და რაღაცაზე გამალებით ესაუბრებოდა. ბარბარეს ორივე ხელი ბიჭის კისერზე ქონდა შემოხვეული და მუსიკას ტანს ზანტად აყოლებდა, ეს გეგმა სულ უფრო და უფრო აწუხებდა.
-პარტნიორს ვითხოვებ -ხელიდან გამოსტაცა ბიჭს ბარბარე და მთელი სხეულით ზედ აიკრო.
-რატი? -გაფართოებული თვალებით მიჩერდა გოგონა -აქ რას აკეთებ?
-ჩემი გაგიჟება გინდა ქალბატონო?
-საიდან მოიტანე, უბრალოდ ვცეკვავდი.
-ვისთან ერთად? საერთოდ რამდენი ხანია რაც იცნობ?
-დაკითხვას მიწყოობ?
-ხო გიწყობ და პასუხსაც ველოდები.
-მგონი არ ხარ შენ კარგად.
-მე არ ვარ გოგო კარგად? იმის მაგივრად რომ საკუთარ გრძნობებში გამომტყდომოდი ჩემს ჭკუიდან გადაყვანას ცდილობ, ვიღაც ორი დღის გაცნობილ ბიჭს ეცეკვები და ფეხებზე გკიდია ტვინში სისხლი რომ მექცევა შენი ასე დანახვისას.
-ასე არ არის, მე უბრალოდ მეგობარს ვეცეკვებოდი.
-ბარბარე! ან ახლავე წამოხვალ აქედან ან საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ!- თვალები წამოენთო რატის.
-დავრჩები. -არ ჩამორჩა ბარბარეც
-იცოდე ნაწყენი ისევ შენ დარჩები -სხეულიდან მოიშორა და ხალხის ბრბოში წამში გაუჩინარდა.

***
-როგორ ხართ ახალგაზრდებო?- ღიმილიანი სახით მიაჩერდა კაკი ლილეს და უცნობ ბიჭს.
-კაკი? -ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და მზერა გაუსწორა
-ასე უნდა ლილე? გასართობად მოდიხარ და სიტყვა არ დაგცდენია. –„იწყინა“ კაკიმ
-არუშავს ძმაო, ჩვენთვის უკეთესი გასართობი მოვიფიქრე -მხარზე ხელი დაკრა რატიმ
-რა? რა გასართობი?
-მალე ნახავთ ძვირფასო -ახლად მოსულ ლოლიტას სანდრომ მკვლელი მზერა ესროლა და გვერდით მაგიდაზე ადგილი შეუკვეთა...

***
ერთი საათიც არ იყო გასული სამი საკმაოდ გამომწვევი ახალგაზრდა გოგონა დარბაზში რომ შემოვიდა და გეზი პირდაპირ მათი მაგიდისკენ აიღო, ბიჭები სათითაოდ გადაკოცნეს და მათ გვერდით განაწილდნენ.
დაძაბულები ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს გვერდით მაგიდასთან მსხდომი ლილე,ბარბარე და ლოლიტა.
-რა ჯანდაბას აკეთებენ - სიბრაზისგან ჭიქას მაგიდაზე ათამაშებდა ლილე
-სამაგიეროს გვიხდიან იმის გამო რაც გავაკეთეთ.
-ხომ გითხარით რომ ცუდი გეგმაათქო, თქვენ კიდევ არ დამიჯერეთ -ხელები გაასავსავა ბარბარემ
-მაგას შენ კი არა მე ვამბობდი -კამათში აყვა ლილე
-კარგი ახლა, რაც მოხდა მოხდა, ვერაფერს ვერ შევცვლით.
-შეხედე -თავით ანიშნა ბარბარემ რატიზე და უცხო ქერათმიანზე რომელიც რატის მთელ სხეულზე ხელებს უფათურებდა -მოვკლავ, იმ თმებს ღერა-ღერა დავაწიწკნი
-დამშვიდდი ბარბარე, თავი ხელში აიყვანე.
-არა, არა სანდროს ნამდვილად მოვკლავ - წვენის ჭიქას ხელი დაავლო ლოლიტამ და ფეხზე წამოდგა
-რას აკეთებ? გაგიჟდი? -ხელში წვდა ლილე
-ახლა ვაჩვენებ ამ იდიოტებს სეირს. -ხელი გაინთავისუფლა და მათი მაგიდისკენ აუღელვებლად გაემართა.
-ლოლიტაა, რა სიურპრიზია. მიკვირს რომ გვიკადრე -ღიმილით მიესალმა კაკი
-მოკეტე ძმაო, შენი თავი არ მაქვს. -დაუღრინა ლოლიტამ და გოგონას გადახედა -შენ კი შემდეგში სანამ სუფრასთან დაჯდები პირი მოიწმინდე და მაკიაჟი შეისწორე .-წინადადება დაასრულა და სახეში სასმელი შეასხა.
-შენ რა გაგიჟდი? -დაიწიკვინა გოგომ და ფეხზე წამოვარდა.
-ხმა გაკმინდე სანამ ეგ დაბერილი ტუჩები დაგიხეთქე- თვალები დაუბრიალა ლოლიტამ და სანდრო ფეხზე წამოაგდო. -წამოდი მივდივართ.
-მე აქაც კარგად ვარ.
-სანდრო ძალიან გთხოვ ჭკუიდან ნუ გადამიყვან თორეემ ამ მაგიდას თავზე დაგამხობთ.
-და მერე შენი ბიჭი?
-ქასთინგზე ვიპოვე შენს საეჭვიანოდ მჭირდებოდა, ახლა კი წამოდი.
-მხოლოდ მაგიტომ?
-ხოო, მაინტერესებდა რა რექცია გექნებოდა, ანუ იეჭვიანებდი თუ არა.
-ბოდიში მაგრამ ჩემს შეყვარებულს ვერ ვაწყენინებ, უნდა წავიდე. და ხოო მართლა ეგ დაბერილი ტუჩები საშინლად არ გიხდება -ღიმილით დაასრულა საუბარი ლოლიტას ხელი მჭიდროდ მოკიდა და დარბაზი მასთან ერთად დატოვა.
-არ მეგონა ასე მალე თუ წამომყვებოდი.
-ცოტაც და იმ გოგოს შუაზე გაგლეჯდი.
-და მაინც როგორი საძაგელი გამოხედვა ქონდა, რომ ვიხსენებ გული მერევა.
-იმ გოგოზე ნუ ინერვიულებ, შენს გარდა ვერავის რომ ვერ ვამჩნევ ხომ იცი.
-რავიცი აბა, ისე უყურებდი ლამის შეგიყვარდა.
-ნუ სულელობ გთხოვ, ერთადერთი ადამიანი ვინც მიყვარს და მეყვარება შენ ხარ, ასერომ ასეთი სისულელეებისგან თავს ნუ დაიღლი.
-ნამდვილად?
-ნამდვილად! -დაეთანხმა და მანქანის კარი გაუღო, როგორც კი მანქნაში ჩასხდნენ მაშინვე გაუჩინარდნენ რესტორნის ეზოდან და თვალს მიეფარნენ...


***
-ახლა გავგიჟდები ლილე, მართლა გეუბნები ცოტაც და შემომაკვდება ის გოგო.
-კარგი დამშვიდდი გთხოვ.
-სადღაც მიდის, სად სად მიდის. -თვალები დაძაბა მხედველობის არედან რომ არ დაჰკარგვოდა.
-გარეთ გადის ალბათ მოსაწევად.
-კარგი, გავყვები. -ფეხზე წამოიჭრა ბარბარე
-სად მიდიხარ გოგო?
-უნდა დაველაპარაკო.
-ამ სულელებთან მარტო არ დამტოვო გთხოვ-მუდარის ტონით უთხრა.
-თქვენც წადიც,აღარაფერში გვჭირდებით, მალე მალე -მის გვერდით მჯდომ ბიჭს ხელით ანიშნა ადექიო და სამივე ერთდროულად გაყარა დარბაზიდან
-არანორმალური, ქარაფშუტა -რამდენჯერმე კი ჩაიბუტბუტეს ბიჭებმა მაგრამ მალევე მოშორდნენ იქაურობას
მაგიდასთან მხოლოდ ლილე და ბარბარე დარჩნენ, ლილეს ხელიდან გამოეცალა ბარბარე და წამსვე რატის უკან მიჰყვა.
რამდენიმე წამიც არ იყო გასული ყელში გახშირებული სუნთქვა რომ მიაფრქვიეს და ზურგს უკან ნაცნობი ხმა გაისმა.
-როგორც ვხედავ სულ მარტო ხარ.
-ხო კაკი მარტო ვარ, ამხელა მაგიდასთან მარტო ვზივარ როგორც საცოდავი ქალი და წითელ ღვინოს შევექცევი.
-რატომ საცოდავი ქალი? კასტინგის ბიჭმა დიდხანს ვერ გაქაჩა?- მის ხმაში ცინიზმი აშკარად იყო გარეული.
-აჰაა, შენი დასაცინიც გავხდი.
-არა, მე შენ არ დაგცინი.ჩემს საყვარელ ქალს რატომ უნდა დავცინო. უბრალოდ ვერ ვხვდები ის ბიჭი რაში გჭირდებოდა.
-მე... უბრალოდ შენს გრძნობებში გარკვევას ვცდილობდი -თავი იმართლა და სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
-გაიტერესებს მიყვარხარ თუ არა ხომ ასეა? -კითხვაზე პასუხი რომ ვერ მიიღო ისევ თავად განაგრძო - დუმილს თანხმობად მივიღებ და ხო, მიყვარხარ ლილე, უბრალოდ შესაფერის მომენტს ველოდი სათქმელად მაგრამ რადგან ასეთი სისულელეების ჩადენა დაიწყე ჯობს სიმართლე იცოდე, უმჯობესია იცოდე რომ მიყვარხარ -მისი ხელი ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა.
-თავიდანვე ვამბობდი რომ ცუდი გეგმა იყო გეფიცები, გოგოებსაც ვუმეორებდი მაგრამ არ მოისვენეს- აცრემლიანებული თვალები მიანათა კაკის და სხეულზე მთელი ძალით აეკრო.
-ჩემი ბრალია, შენთვის რომ მეთქვა შენი კურსელების საცემად მივდივართქო მსგავსი კითხვები აღარ შეგაწუხებდა.
-შენ რა ერეკლე და თემო სცემე?
-ხოორაიყო?
-გაგიჟდი? ეს რატომ გააკეთე?
-გეწყინა?
-არა მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყავი.
-ყვავილები ხომ არ გავუგზავნო მობოდიშების სახით? -დასერიოზულდა კაკი
-არა, უბრალოდ...
-არანაირი უბრალოდ, მაგრამ და მსგავსები. მოდი წავიდეთ აქედან რა, ამათი ყურება უკვე აღარ შემიძლლია.
-მერე რატი და ბარბარე?
-მიხედავენ ეგენი თავს წამოდი. -ხელზე ხელი მჭიდროდ მოკიდა და დარბაზიდან უკანმოუხედავად გავიდა...

***
-ასე ჩემს ჯიბრზე იქცევი არა? -მანქანაზე მიყუდებულს ჯერ კიდევ შორი მანძილიდან მიაძახა ბარბარემ
-ოჰჰ, თავად დრამების დედოფალიც მოსულა.
-ასე რატომ მექცევი?
-როგორ გექცევი?
-ისე თითქოს ფეხებზე გკიდივარ და შენთვის არც ვარსებობ.
-მეე? მგონი საკუთარ თავში გეშლები.
-მე კისერზე არავის ჩამოვკიდებივარ.
-ეჭვიანობ ბაბი? -ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა რატის
-ეჭვიანობა რა შუაშია? მე რომ ვინმე ბიჭთან მასე დაგენახე რას იზამდი? მითხარი რას გააკეთებდი?
-ალბათ მოვკლავდი.
-მეც ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი, გოგო კალთაში გიხტებოდა და შენც ამის უფლებას აძლევდი მხოლოდ იმიტომ რომ გაგემწარებინე და ესეც იმიტომ ხდებოდა რომ არ გითხარი მიყვარხართქო?
-შენ გამომიწვიე ბარბარე, იმის მაგივრად რომ დრო გეთხოვა გადაწყვიტე ვიღაც ბიჭთან ერთად აქ მოსულიყავი?
-შენ ლაპარაკის მაგივრად წახვედი, საერთოდ აღარ მეკონტაქტებოდი და ჩემს თვალწინ გოგოს ეფლირტავებოდი.
-შენ არ დაიწყე ბარბარე? ღმერთო როგორ მინდოდა ის ბიჭი დამელეწა შენს ზურგზე ხელებს რომ დაასრიალებდა.
-რატი მე...-სიტყვა შუაზე გაუწყდა როდესაც ეზოში მეგობრების ჯგუფი გამოვიდა და ხმამაღლა სიცილით შეძრეს იქაურობა.
-მანქანაში ჩაჯექი. წყნეთში ავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ.- გეზი პირდაპირ მანქანისკენ აიღო და მალევე თვალს მიეფარა.მთელი გზის განმავლობაში ხმა არცერთს ამოუღია, რამდენერმე სცადა ბარბარემ საუბრის წამოწყება მაგრამ თითქოს ხმა არ ქონდა, სიტყვებს ჟღერადობა ვერ მიანიჭა...
-რატი...-მძიმედ ამოთქვა ბარბარემ, უკვე წყნეთში იყვნენ. გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ და გადასვლას არ ჩქარობნდნენ.
-სახლში შევიდეთ და მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე.- ცერად გახედა ბარბარეს და მანქანიდან გადავიდა, ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას სახლამდე, სახლში პირველი ბარბარე შეუშვა და მაშინვე უკან მიჰყვა. უკვე სავარძელში მოკალათებულიყო ორივე და ერთმანეთს პირდაპირ თვალებში უყურებდნენ, დუმილი ისევ ბარბარემ დაარღვია.
-მაპატიე დღევანდელისგამო. არვიცი რა დამემართა.
-უბრალოდ მაინტერესებს, ასერატომ მოიქეცი ბარბარე? რა აუცილებელი იყო ეს წარმოდგენები? თუ დრო გჭირდებოდა და გრძნობებში დარწმუნებული არ იყავი, გეთქვა და გაგიგებდი.
-ზუსტად ვიცი რომ მიყვარხარ რატი,მაგრამ მეშინია. მე 19წლის ასაკში გათხოვებას არ ვაპირებ, არც იმას ვაპირებ რომ შენთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდეს. არც იმის ატანას ვაპირებ რომ შენ სხვა ქალებთან იწვე და მე გელოდო როდის მოიცლი ჩემთვის, მერამდენე საუკუნეც არ უნდა იყოს, ღალატად მიმაჩნია მე ეს და არ ვარ დარწმუნებული რომ ამას აიტან.
-შენთვის გათხოვება ასეთი დიდი მინუსია? თუ უბრალოდ ჩემზე გათხოვებაა ტრაგედია.
-შენ არაფერშუაში ხარ, უბრალოდ სწავლა მინდა, მინდა რომ ჩემი პროფესია მქონდეს. არმინდა სხვაზე ვიყო დამოკიდებული.
-და მე როგორც ქმარი ან შეყვარებული ხელს შეგიშლი?
-უბრალოდ მეტი თავისუფლება მჭირდება, ასე შეზღუდული ვიქნები და მე ეს არ მინდა.
-თან ისიც გგონია ცოლად თუ არ გამომყვები ან ჩემთან თუარ დაწვები, სხვა ქალთან გავიქცევი? -მთელი არსებით ცდილობდა ნერვები მოეთოკა და მშვიდად ესაუბრა.
-შენ მე თვეობით ან წლობით არ დამელოდები.
-შენ რაიცი ბარბარე. რამდენი გინდა 1?2?...5?
-რას გულისხმობ?
-რამდენი წელი გინდა ბარბარე?
-რისთვის?
-იმისთვის რომ გრძნობებში გაერკვიო და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება გინდა ჩემთან თუ არა. -მაგიდაზე მდგარ ვისკის ბოთლს წაეტანა და ჭიქა ბოლომდე შეივსო.
-გთხოვ არ დალიო. -უცებ მოახდინა ბარბარემ რეაგირება და მის წინ ჩაიმუხლა.- მომეცი ჭიქა გთხოვ.
-სხვასთან გინდა?
-რა? -თვალები გაუფართოვდა ბარბარეს.
-ბარბარე, გავგიჟდები სხვასთან რომ იყო. გავგიჟდები გაიგე? -ჭიქა ხელში შემოეფშვნა ამაღლობელს.
-რატი, სხვასთან ყოფნას არ ვაპირებ, გეფიცები ეგ არაფერშუაშია, უბრალოდ რთულია ჩემნაირი ადამიანისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება. -ცრემლიანი თვალები მიანათა მის წინ მჯდომ რატის. -ხელი მაჩვენე, პირველადი დახმარების ნივთები გექნება სადმე, ჭრილობას დაგიმუშავებ.
-შეეშვი არ მტკივა. -ხელი მისგან გაინთავისუფლა და ფეხზე წამოდგა. -მომისმინე ბარბარე. 24წლის ვარ, ჩამოყალიბებული ადამიანი, პიროვნება. კაცივარ რომელიც ჭკუას კარგავს შენზე. შენი ერთი სიტყვა კანონია ჩემთვის, თუნდაც მაშინ სასტუმროს კაფეში, შენ მითხარი რომ გავჩერებულიყავი და გავჩერდი. შენრომ არ ყოფილიყავი შეიძლებოდა მომეკლა ის ტიპი. შენთვის მოცემული პირობა, სხვებისთვის მიცემულ პირობაზე უფრო მაღლაა ჩემთვის. შერიგების დღეს, კოცნაზე დაგპირდი რომ აღარ განმეორდებოდა და მასეც იქნებოდა შენ რომ არ გეკოცნა.
მამაჩემთან ჩხუბის მერე ერთადერთი ის მადარდებდა რაც წყალში მითხარი. ის რომ ხანდახან გაშინებდა ჩემი საქციელი. წარმოდგენაც არ მინდოდა რამდენად შეგაშინებდა ის რაც მაშინ სასტუმროში გავაკეთე. იმდენად მქონდა გონება დაბინდული, არაფერი აღარ მახსოვდა შენს გარდა.
შენი ცრემლები, აი ვერც აგიღწერ რა მემართება მასეთს რომ გხედავ. ჩემსგამო თუ ტირი ხომ საერთოდ, საკუთარი მინდება. ვიცი რომ არ გიმსახურებ, ვიცი ფიცხი და რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ გეფიცები შევიცვლები. დამეხმარე ბარბარე და შევიცვლები. ჩემში კარგი რაც დევს და რასაც ხედავ შეენ გააღვიძე ან ჩანერგე ბარბარე. გთხოვ უბრალოდ შანსი მომეცი.
არავისკენ არ გავიხედავ, ღალატზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. შენსსიცოცხლეს გეფიცები დაგელოდები რამდენი დროც არ უნდა დაგჭირდეს. უბრალოდ შანსი მომეცი, მხოლოდ ერთი... გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რომ ბედნიერი იყო. -თვალები აემღვრა ამაღლობელს,უარის მოლოდინში მის პირდაპირ ჩუმად იდგა და ელოდებოდა როდის ეტყოდა ბარბარე რამეს. მასზე კარგად არავინ იცოდა რომ არ იმსახურებდა მის თავს მაგრამ სჭირდებოდა, სჭირდებოდა ისე როგორც ჰაერი. მის სხვასთან დანახვას მართლა ვერ აიტანდა.
-მეშინია რატი. -ცრემლებს გასაქანი მისცა ბარბარემ და სხეულზე მიეკრო მასზე 1თავით მაღალ მამაკაცს.
-გასაგებია ბარბარე. -ღრმად ჩაისუნთქა რატიმ, თმაზე ხელი გადაუსვა და დაამატა. -რადგან არ გინდა შანსის მოცემას ვერ დაგაძალებ. მინდა ბედნიერი იყო.
-არა, მოიცადე. -შეაჩერა ბარბარემ.-როგორი დასასრულიც არ უნდა გვქონდეს, მინდა შენთან ყოფნა, გენდობი და მიღირს ამად შენთან ყოფნა.
-სერიოზულად ამბობ? -ყურებს ვერ უჯერებდა რატი.
-კი სერიოზულად ვამბობ. არმინდა შენგან შორს ყოფნა. -ამოიკრუსუნა და უფრო მაგრად მიეკრო სხეულზე.
-გპირდები ბარბარე, გპირდები ძალიან ბედნიერი იქნები. ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაქცევ. -ხრინწიანი ხმით ამოთქვა რატიმ და თავი ბარბარეს ყელში ჩარგო. ვერც კი აცნობიერებდნენ ასე რამდენ ხანს იყვნენ, მაგრამ გონს რომ მოვიდნენ უკვე გვიანი იყო ამიტომ სამყარო საერთოდ გათიშეს და მეორე სართულზე დასაძინებლად ავიდნენ...

***
-სიგიჟემდე მაინტერესებს ახლა იქ რა ხდება.- მოწყენილმა ამოთქვა ნატაამ და ყავა მოსვა.
-იცი რას ვერ ვხვდები? სამივე იქ იმ რესტორანში წავიდა, შენ კი აქ ჩემთანერთად ზიხარ და ყავას სვამ. ეს სართოდ როგორ მოხდა? -გაიკვირვა ირაკლიმ.
-ირაკლი მისმინე, საკმრისად გავიზარდე ასეთი ამბებისთვის, თავს კარგად ვგრძნობ შენთან და სიტუაციის არევა არ მინდა. თაყვანისმცემლები ისედაც არ მაკლია ასერომ თუ ოდესმე შენს ეჭვიანობას გადავწყვეტ რომელიმეს აუცილებლად დავურეკავ და ღია ქასთინგს არ მოვაწყობ ფულზე.
-ანუ თაყვანისმცემლები არ გაკლია არა ქალბატონო?
-ისევე როგორც შენ ირაკლი.
-მე? საერთოდ დაგინახავს ვინმესთვის შემეხედოს?
-ეგ არ მითქვამს უბრალოდ, შენც ბევრს მოწონხარ და ბევრი დაგტრიალებს გარს. არვიცი თქვენ 4 ასეთი სიმპათიურები და კარგები ერთად როგორ შეიყარეთ მაგრამ ფაქტია გოგოების ჯგუფი ყელას დაგდევთ უკან.
ჩვენშორის კი ყელაზე მეტი თაყვანისმცემელი ბარბარეს ყავს, ერთი დღემდე აწუხებს, ორჯერ სახლშიც კი მიაკითხა ლამის რატი გადაეყარა. კიდეკარგი ერთმანეთს ასცდნენ- გაიცინა და ისევ განაგრძო- ასერომ რატის ამ მხრივ ყველაზე მეტი სანერვიულო აქვს. 5წელია ის ბიჭი ბარბარეს დასდევს და არმგონია ასე მარტივად შეეგუოს იმას რომ რამდენიმეთვის გაცნობილ ბიჭს შანსი მისცა და მას არა. -მხრები აიჩეჩა ნატამ და სამზარეულოში ნელი ნაბიჯით გავიდა.

***
დივანზე კომფორტულად მოკალათებულიყვნენ კაკი და ლილე, საერთოდ არაფერი ადარდებდათ იმდენად ბედნიერად გრძნობდნენ თავს, იდილია კაკის ტეეფონზე მოსულმა შეტყობინებამ დაარღვია. მათი ახლობელი ადვოკატისგან იყო. მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა ეწერა შეტყობინებაში მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა კაკის წყობილებიდან გამოსაყვანად.
-ვანო გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. -წერდა თემური კაკის. კაკი მაშინვე ფეხზე წამოვარდა და აქეთ-იქით ბოლთის ცემას მოჰყვა.
-კაკი რამოხდა? -გაოცდა ლილე რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ შეეცვალა ასე უეცრად გამომეტყველება კაკის.
-ბიჭებს უნდა დავურეკო. -თქვა და სასწრაფოდ აივანზე გავიდა. რამდენიმე წამში უპასუხა სანდრომ ტელეფონს რომელიც ლოლიტას გვერდით მოკალათებულიყო და ყავას გემრიელად შეექცეოდა.
-გისმენ კაკი, მოკლედ სანამ ჩემს გალანძღვას დაიწყებ გეტ...
-ვანო გამოდის.-სიტყვა შუაზე გააწყვეტინა სანდროს და ჰაერი მძიმედ ჩაისუნთქა.
-რრრრაა? რომელი ვანო? ის ვანო? -ძლივს მოვიდა აზრზე.
-ჰო, ზუსტად ის ვანო.
-რანაირად?
-ეგ არაა მნიშვნელოვანი. მინდა რომ ჩემს სახლში მოხვიდეთ და ლილეს მიხედოთ სანამ მე არ ვიქნები.
-არ იქნები? სად მიდიხარ?
-იცი რომ ცუდი ტიპი არვარ სანდრო, მაგრამ ვერ ვიცხოვრებ იმის შიშით, რომ შესაძლოა რომელიმე ჩემთვის ძვირფას ადამიანს ავნოს. -ღრმად ჩაისუნთქა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა.-ეგ ნაბი*ვარი უნდა მოვკლა. -კბილები გაახრჭიალა კაკიმ და ტელეფონი გათიშა. სახლში შევიდა, ლილეს დაემშვიდობა, გასაღებს ხელი დაასტაცა და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა...
-რამოხდა სანდრო? -მისი სახის დანახვისთანავე იკითხა ლოლიტამ.
-ძალიან ცუდი რამ ლოლიტა, ადექი მიდივართ. ირაკლის დაურეკე მე რატის დავურეკავ. -გზადაგზა ელაპარაკებოდა ლოლიტას და თან ტელეფონში რატის ნომერს ეძებდა.
-და რა ვუთხრა?
-უთხარი რომ კაკი ვანოს მოკვლას აპირებს... -სასოწარკვეთილ ლოლიტას გახედა სანდრომ და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
***
1საათში ყველა კაკის სახლში იყო შეკრებილი, საერთოდ აზრზეც ვერ მოდიოდნენ რა ხდებოდა, კაკიმ ტელეფონი საერთოდ გამორთო , თემურმა ბიჭებს შეატყობინა რომ ვანო უკვე გაუშვეს და მას მხოლოდ ქვეყნის დატოვება ეკრძალება, ასერომ შესაძლოა საქართველოს ნებისმიერ წერტილში გადაადგილდებოდეს.
-იმ დღეს მე რომ სუფრიდან არ ავმდგარიყავი და სახეზე წყლის შესხმა რომ არ დამჭირვებოდა გამოსაფხიზლებლად, კაკის ეს არ დაემართებოდა. ამაზე არც კი იფიქრებდა. მე... მე ძალიან ვწუხვარ. -ცრემლები წასკდა ლილეს.
-ლილე მისმინე.-მის წინ ჩაიმუხლა რატი -კაკი ის ტიპი არ არის ვინმეს რამე ასე მარტივად შეარჩინოს, შენ თუ არა სხვა ქალი იქნებოდა, ამას მაინც გაიგებდა და მაინც იძიებდა მასზე შურს. მთავარია ეს დღეს არ მოხდეს. იმიტომ რომ ახლა გაღიზიანებული და საშინლად გაბრაზებულია. როცა დამშვიდდება წყნარად დაელაპარაკება და ისე მიხედავს ამ ამბავს. მთავარია ვიპოვოთ.
-როგორ იპოვით?
-ამაზე ვმუშაობთ. -მძიმედ ამოთქვა ირაკლიმ და ბიჭებს არაფრისმთქმელი თვალებით გადახედა.
***
-სულ ეგ ხარ კაკექს? -სიცილს ვერ იკავებდა ძილს მწოლიარე ვანო.
-ჯერ არც დამიწყია -კბილები გაახრჭიალა ირაკლიმ და მუცელში წიხლი მთელი ძალით დაარტყა.
-კარგი რა, რით ვერ მოინელე? არცერთისთვის თითი არ დამიდია.
-ვერც დაადებ. ეგკიარა შორიდანაც ვეღარ შეხედავ ვერცერთს.
-ტეხავს ტო,მაგათმერე რამდენი იყო და არავის არ მოუთხოვია პასუხი, შენკიდე იმენა გამი*რაკე რა. -სიმწრის სიცილი აღმოხდა და სისხლიანი ღიმილი აჩუქა კაკის.
-ყველას მაგივრად გაგისწორდები ეგ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.-განმარტა კაკიმ.-ფეზე ადექი!-მბრძანებლური ტონით განაცხადა და მის წამოდგომას დაელოდა.
-ავდექი და მერე? რაგინდა მუშტიკრივი გაგიმართო? საერთოდ რისთვის მომათრიე აქ? ჩემი მოკვლა თუ გინდოდა იქვე ვერ გამაგორებდი?
- პირდაპირ გაგორებას არ ვაპირებ. ჯერ ხელები მექავება.
-სუსტიხარ კაკექს, ვერ მომკლავ და შენც იცი. მკვლელი ვერ გახდები სულრო ბოლო დონემდე ვი**არო ან შენი და ან ის გოგო რესტორნიდან.
-მოკეტე შენი დედაც მოვ**ან. -დაიგრგვინა კაკიმ და ერთი დარტყმით დააგდო ძირს.
-ეს არაფერს შეცვლის, ერთერთის გამო ვერ მომკლავ, მერე ან იმ გოგოს მიტოვება მოგიწევს ან შენი დის. -სიცილს ვერ იკავებდა ვანო.
-მოგკლავ და არ მგონია ოდესმე ქალის სახე კიდევ დაინახო. მოგკლავ არა ერთერთის არამედ ორივეს გამო და კიდევ იმ ქალების გამო ვინც გაანადგურე,იმქვეყნად ჯოჯოხეთი გელოდება ხომ იცი. -ქამრიდან იარაღი ამოიღო კაკიმ და პირდაპირ თავში დაუმიზნა. რამდენიმე წამში არემარე დამაყრუებელმა ხმამ მოიცვა და ვანო იატაკზე უსულოდ მიესვენა...

***
უკვე რამდენიმე საათი იყო გასული კაკიზე არაფერი იცოდნენ, აზრზე ვერ მოდიოდნენ ბიჭები სად შეიძლებოდა წასულიყო კაკი. ასეთი განზრახვა არასოდეს ქონია და არავის არ უნდოდა იმის დაჯერება რომ ის ამას მართლა გააკეთებდა. ის ყოველთვის ყველაზე სერიოზული ბიჭი იყო მათ სამეგობროში, ყოველთვის ცდილობდა პრობლემა სიტყვით მოეგვარებინა და სისხლისღვრას მორიდებოდა. ახლა კი რომ დავფიქრდეთ იარაღით ხელში, ვანოს გვამთან ერთად, რომელიღაც მიტოვებულ სარდაფშია და უკვე სინდისი ქენჯნის ამ ყველფრის გამო. ეს კი მას სამუდამოდ გაყვება.
ფიქრებიდან ყველა ტელეფონის ზარმა გამოიყვანა, ირაკლი მაშინვე სწვდა ტელეფონს, თემურის სახელი რომ დაინახა ტანში უსიამოვნოდ გააჟრჟოლა მაგრამ თავს იმწამსვე მოერია და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ თემურ -ბოხი ხმით წამოიწყო საუბარი ირაკლიმ.
-განყოფილებაში უნდა მოხვიდეთ, ბიჭები ჩაბარდნენ. -მძიმედ ამოთქვა კაცმა.
-რაა? ვინ ბიჭები? რასქვია ჩაბარდნენ?
-კარგად მეც ვერაფერი გავიგე, ახლა მეც იქ მივდივარ. ერთი მკვდარია, ორი განყოფილებაში.
-მკვდარია? -მძიმედ ამოთქვა ირაკლიმ და სავარძელში ჩაესვენა. -და... და მეორე ვინარის?
-არვიცი, თქვეს რომ ერთად მივიდნენ, დანარჩენს ადგილზე გავიგებთ... ირაკლი შვილო მისმინე, კაკიმ თუ ის ბიჭი მოკლა და თან ყველაფერი აღიარა, მე ვეღარ ვუშველი. ყველაზე უარესისთვის უნდა მოემზადოთ. -მძიმედ ამოიოხრა კაცმა და ტელეფონი გათიშა.
-რა რამოხდა ამოღერღე. -ყველა ერთიანად ეცა ირაკლის.
-დროზე წავედით, კაკი ჩაბარდა. დანარჩენს გზაში მოგიყვებით. -გასაღებს ხელი დაავლო და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა.

***
-ასე რატომ მიქარე ძმაო? -მის გვერდით მჯდომ ბიჭს ჰკითხა კაკიმ.
-დიდხანს ვეძებდი მას კაკი. თქვენი მთელი საუბარი მოვისმინე, ბოლოს მივხვდი რომ მართლა ესროდი, მე კი ჩემს გასაკეთებელს შენ ვერ გაგაკეთებინებდი. ეს ჩემი ვალი იყო.
-შენი ახლობელი დააზარალა? -მორიდებით იკითხა კაკიმ, იცის რასაც ნიშნავს ამ თემაზე საუბარი.
-ჩემი და... -ხმაში ტკივილი გაერია ბიჭს- დაახლოებით ერთი წლის წინ, ახალი წლის ღამეს სამსახურიდან ბრუნდებოდა, ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა და მას გადაეყარა. ორი დღის მერე სახლთან დაგვიგდო როგორ ნაგავი. კარგახანს გონს ვერ მოვიყვანეთ, მამაჩემმა თავისი რეპუტაცია ყველაზე მაღლა დააყენა და პოლიციამდე არ მიიყვანა საქმე. ნაცემი და დასახიჩრებული იყო, ხმას არ იღებდა, საწოლიდან ვერ ვაყენებდით. დედა ნერვიულობას გადაჰყვა, ისედაც ავადმყოფობდა. ანანოს ვემუდარებოდი აღეწერა როგორი იყო, ან თუ იცნობდა ეთქვა ვინ იყო, მაგრამ უშედეგოდ, თითქოს ქანდაკებას ველაპარაკებოდი. უკანასკნელ ღამეს როცა ვნახე ხელში თაბახის ფურცელი და ფანქარი ეჭირა, ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა რომ ის ბიჭი დახატა ვინც ასეთ დღეში ჩააგდო.
კართან მისულმა რამდენიმე სიტყვა მომაძახა და რამდენიმე წუთში აივნიდან გადახტა.
მისი უკანასკნელი სიტყვები მელოდიასავით ჩამესმის ყურში. -საბა- მშვიდი ხმით ამოთქვა და მციე პაუზის შემდეგ განაგრძო-ერთ დღეს როცა შენ მას იპოვი, სცადე იქნებ მასში სინანულის გრძნობა დაინახო. აი მაშინ უთხარი რომ ვპატიობ...- ეს უკანასკნელი იყო რაც მითხრა. მე მასში სინანულის ნაფლეთიც ვერ დავინახე, ტყვია ამიტომაც დავახალე. მამაჩემი ელოდებოდა რომ ამას გავაკეთებდი, დროულად გამომაგდო სახლიდან, ახლა მარტო ვარ, არავინ მყავს და მზად ვარ დანაშაულისთვის პასუხი ვაგო, ყველაფერს მოვყვები და შენ შენს ცხოვრებას დაუბრუნდები. მე კი მშვიდად გავაგრძელებ სიცოცხლეს... -წამის მეათასედში საკნის წინ 40 წელს გადაცილებული მამაკაცი აესვეტა, კაკის მიმართა, ხელბორკილები დაადო და კარისკენ წაიყვანა- ყველაფერი ისე მოყევი როგორც იყო, მეც ასე ვაპირებ. - ღიმილით მიაძახა კართან მისულს საბამ და თავი ხელებში ჩარგო.
დაკითხვა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ყველა დერეფანში ელოდებოდა როდის გამოვიდოდნენ კაკი და თემური და როდის გაიგებდნენ რა ვითარება იყო საქმეში.
პარალელურად მიმდინარეობდა საბას დაკითხვაც, რომელმაც დანაშაული მთელი სიმძიმით თავის თავზე აიღო და კაკი საერთოდ არაფერში გარია. დეტალურად მოყვა ყველაფერი და გაამხილა მოტივი რომელიც მას ამოძრავებდა.
თითქმის ორი საათი იყო გასული მას შემდეგ რაც დაკითვის ოთახში შეიყვანეს კაკი.
2საათის შემდეგ კარი ხმაურით გაიღო და ზღურბლზე პირველი ადვოკატი გამოჩნდა რომლის სახეზეც ვერანაირ ემოციას ამოიკითხავდით, შემდეგ კაკი მოჰყვა, რომელსაც ხელები ბორკილებით ქონდა შეკრული და უაზროდ იღიმოდა, უკან კი ორი პოლიციელი... თავიდან ყველას ეგონა რომ კაკის დააკავებდნენ მაგრამ მოულოდნელად ერთერთმა წინ გადაუსწრო და ბორკილები მოხსნა.
უკან შუახნის მამაკაცი მოჰყვა რომელიც ოფიციალურად იყო გამოწყობილი და აშკარად ეტყობოდა რომ სერიოზული თანამდებობა ჰქონდა.
-თავისუფლებას გილოცავ, დატკბი ყოველი დღით და ეცადე აქ აღარ მოხვდე. -მხარზე ხელი დაკრა კაცმა- სასამართლომდე ქვეყნიდან არ გახვიდე, შეიძლება რაიმეში დაგვჭირდე და დაგიკავშირდეთ.
-დიახ ბატონო მიხეილ. -თავი მორჩილად დაუქნია კაკიმ.
-ახლა კი მარჯვნივ წადი, შენი ოჯახი გელოდება. -ღიმილით ანიშნა კაცმა, კუთხეში მდგომ ადამიანებზე. გვერდით ოთახიდან საბაც გამოიყვანეს, სახე უწინდელზე მეტად მოქუფრვოდა მაგრამ სინანულს ნამდვილად ვერ ამოიკითხავდით მის სახეზე. წამით შეყოვნდა და კაკის გახედა.
-კარგია როცა ამდენი ვიღაც ელის შენს აქედან გასვლას და ამდენს უყვარხარ. კარგია როცა ოჯახი გყავს რომელსაც ადარდებ -ღიმილით უთხრა საბამ.
-ერთ დღეს როცა აქედან გამოხვალ, ზუსტად ასე დაგელოდებით ჩვენ ყველა ციხის კარებთან. ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან, იმ დღეს კი როცა გამოხვალ შენებიც იქნებიან. ამას მე გპირდები-მთელი გრძნობით ამოთქვა კაკიმ და მადლიერების ნიშნად თავი დაუქნია.
- ხომ გაგიგია დაპირებას ნაგვის ფასი აქვსო. -გაეცინა საბას.
-მაშინ ქმედებას ელოდე, კაკი თავის სიტყვას არასდროს გადავა. -ნელა მიუახლოვდა სანდრო.
-ჩვენ ყველა იქ დაგხვდებით რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. -კაკის გარს შემოეხვივნენ და მის პირდაპირ მდგომ ბიჭს პირობა მისცეს, პირობა იმის რომ გამოსვლის შემდეგ მას მარტო არ დატოვებდნენ და თავიაანთი სახლის კარს გაუღებდნენ. ბოლოს დერეფანში მიმავალი ნახეს საბა, თემური მისი ადვოკატი გახდა და ძალები არ დაიშურა მის დასაცავად. სასჯელი 21დან 8წლამდე ჩამოიყვანა, თანაც მის წარსულს თუ გავითვალისწინებთ ის პატარა ჩხუბის გამოც კი არასდროს ყოფილა საკანში. ასერომ მისი კრიმინალური ისტორია პირველად მაშინ დაიწერა როცა საკუთარი დანაშაულის ასაღიარებლად თავისი ფეხით მივიდა განყოფილებაში...

***
უკვე 2 თვე იყო გასული საბას სასამართლოდან, ჯერ ისევ ვერ ეგუებოდნენ ბიჭები მის ამდენი წლით ჩასმას მაგრამ სხვა გზა არ ქონდათ
-8წელიც კი ძალიან ბევრია ასე არაკაცის მოკვლის გამო- უკმაყოფილება გამოთქვა რატიმ.
-21ს ჯობს ძმაო, 21წლის მერე ცოცხლები ან ვიქნებით და ან არა- გაეცინა სანდროს.
-ახლა რა იქნება?- იკითხა ლოლიტამ რომელიც დაღლილობისგან დივანზე მისვენებულიყო.
-ახლა ცხოვრებას გავაგრძელებთ, გავერთობით, პერიოდულად საბას მოვინახულებთ მოვიკითხავთ.
8წლის შემდეგ კი ციხის კართან დაველოდებით როგორც კაკი დაპირდა.
-ვფიქრობ დასვენება არ გვაწყენდა, ყველამ ბევრი გადავიტანეთ. იქნებ სადმე წავსულიყავით? - იდეა წამოჭრა ნატამ.
-მაინც სად?
-არვიცი, ყველა ერთად სადმე მთაში, ხის კოტეჯი, კოცონი, ბუნება და ჩვენ.
-ყოჩაღ ნატა, ტვინი ნამდვილად გიმუშავებს. -კვერი დაუკრა ბარბარემ.
-მაშინ ჩემოდანი ჩაალაგეთ ხალხო, რაჭაში მივდივართ. -ფეხზე წამოხტა ირაკლი.
-რაჭაში?
-ხო რაიყო რაარმოგწონს?
-არა, უბრალოდ გამიკვირდა. -მხრები აიჩეჩა რატიმ
-ანუ წავიდეთ? -ღიმილით იკითხა ბარბარემ.
-8წელი დიდი დროა, მთელი 8წელი თბილისში ხო არ ვიქნებით არაა.
-8წელი ტო, 8წელი. ძალიან დიდი დროა.
-8წელი, საუკეთესო 8 წელი უნდა იყოს. ასერომ ბარგი ჩაალაგეთ -ღიმილით თქვა სანდრომ.
-მაშინნ... რაჭაში შევხვდებით. -ტაში შემოკრა ლილემ და სტუმრები ერთმანეთის მიყოლებით გააცილა სახლიდან.
-რაჭა. ხის კოტეჯი, კოცონი, ბუნება და სრული იდილია ჩემთვის და ბარბარესთვის. -თავისთვის ჩაიბურტყუნა რატიმ და მანქანა ადგილს მოწყვიტა.

***
-უკვე სამი დღეა აქ ვართ და ვერც კი ვამჩნევ როგორ გადის დრო. -ნელა მიუახლოვდა ბარბარე რატის.
-სრული იდილია გვაქვს, კარგად ვერთობით. -ფეხზე წამოდგა და ბარბარეს გვერდით ადგილი დაიკავა.
-შენი აზრით 8წლის მერეც ასე ვიქნებით? ისევ ყველა ერთად ვიქნებით და ერთად დავხვდებით საბას?
-ისინი კი- ჯერ აივანზე მსხდომ სანდროს და ლოლიტას გახედა რატიმ, შემდეგ კაკის და ლილეს რომლებიც გამალებით საუბრობდნენ რაღაცის შესახებ, ბოლოს ირაკლის რომელიც მთელი ძალით ცდილობდა ნატასთვის ბადმინტონი ესწავლებინა.
-და ჩვენ არა? -გაკვირვებით გახედა ბარბარემ.
-შენ თუ ასე იჭირვეულე, ბოლოს სამივეს ქორწილში ვიქნებით, მე და შენ კი ამ ეტაპს ვერ გავცდებით. 8წლის შემდეგ ალბათ მათ შვილებსაც მოვნათლავთ და ერთ-ერთ ოჯახურ ვახშამზე შევხვდებით ერთმანეთს, მაშინ როდესაც შენ რამდენიმე დღით მოწყდები სწავლას და რომელიმე უცხო ქვეყიდან ჩამოხვალ მეგობრების სანახავად, რომლებიც წლებია არ გინახავს.
-ასე ხედავ ჩვენს მომავალს?
-შენიდან გამომდინარე ასე იქნება. მე ვერაფერს დაგაძალებ, რამდენი ხანიც გაძლებ ვიქნები ბედნიერი. -მხრები აიჩეჩა რატიმ
-ახლა ამას სპეციალურად მეუბნები?
-არა, სპეციალურად რატომ. უბრალოდ არმინდა რამე დაგაძალო.
-მე კი არ მინდა რომ განათლებული და მარტოსული დედაბერივით ვიცხოვრო.
-მოიცა რა? -სიცილი აუტყდა რატის. -დედაბერივით?
-ხო დედაბერივით.
-აქამდე ეგ არ გინდოდა?
-აქამდე ვერ ვაფასებდი დროს. საბას ამბავმა კი ყველაფერი შეცვალა. არმინდა მათ ქორწილში ვიყო და სუფრიდან თვალი შენსკენ ჩუმად გამოვაპარო, არმინდა წლობით ვერ ვნახო ჩემი მეგობრები და წლების შემდეგ რაღაც სულელურ ვაშამზე გნახო რამდენიმე საათით. მთელი ცხოვრება მინდა შენს გვერდით, ვიცი რომ ხელს ყველაფერში შემიწყობ.
-ანუუ... ცოლად გამომყვები? -ზურგიდან მიეკრო საყვარელ ქალს რატი.
-კი, მაგრამ პირველი მე არ გავთხოვდები.
-ანუ?
-პირველი რომ გავთხოვდე მთელიცხოვრება დამცინებენ, კაცებს ვერ იტანდი და შენ პირველი გათხოვდიო. ასერომ რომელიმეს დაველოდები.
-ხუმრობ? -სიცილი ვერ შეიკავა რატიმ.
-არაა, ასერომ ჩემი ცოლად მოყვანა თუ გინდა ჯერ შენმა მეგობრებმა უნდა ივაჟკაცონ. -თვალი ჩაუკრა ბარბარემ და აივანზე მოფუსფუსე გოგონებს შეუერთდა...

***
8წლის შემდეგ...

აგვისტოს ცხელი დილა იყო, ყველამ ადრე გაიღვიძა, დღეს ზუსტად ის დღე იყო რომელსაც 8 წელი ელოდა ყველა მათგანი. 21აგვისტო... საბა თავისუფალი იქნება.
სწრაფად წამოდგა ბარბარე საწოლიდან, საღამურებზე გრძელი ფრიალა ხალათი მოიცვაა და კიბეები ჩაირბინა.

-რატიი- კიბეებიდან მოჰყვა ძახილს , თუმცა იმწამსვე გაჩუმდა როცა სამზარეულოდან ხმური მოესმა.
-აქვარ ბარბარე. -სამზარეულოში წელს ზემოთ შიშველი რატი, დიასახლისივით ტრიალებდა.
-აქქ, რახდება? -მთელი სხეულით შოკოლადით მოსვრილი ტყუპების დანახვისას იკითხა ბარბარემ.
-ბავშვებს ვაჭამე და მერე დესერტით გავუმასპინძლდი. ახლა შენ დაჯექი და შენც გაგიმასპინძლდები.
-ჰმმ, ყოველდღე ვრწმუნდები რომ ქმრის არჩევაში არ შევმცდარვარ. -გაეცინა და მაგიდასთან ადგილი დაიკავა.
-ამაზე რძალო რომელიმემ ხმა როგორ უნდა ამოიღოთ, ნამდვილი დიასახლისი გახდა. -სიცილით შემოვარდა სანდრო სამზარეულოში.
-თითქოს შენც მასე არ იყო რა- თავში წამოარტყა ლოლიტამ, რომელიც უკვე მეექვსე თვეში იყო.
-არა ამას მართლა, შავი დაბალყელიანი კალოშები და ფორმაღა აკლია და ეგარის, ნუ ჩუსტებიც წავა.
-ეხლა შენ ზედმეტ ლაპარაკს მორჩი თორე გამოგიტანე ლიას უნიფორმა და მაგით გატარე.- თვალები დაუბრიალა რატიმ.
-გავიქეცი მე ჩავიცვამ, შევჭამ და წავიდეთ თორემ დავაგვიანებთ.
-მიდი ჩაიცვი, მე სიძეს დავეხმარები -გაეცინა ლოლიტას და რატის გვერდიდან მიეპარა.
-აბა რადგან დახმარება გინდოდა, ბოსტნეულ...
-მოიცა, მოიცა სიძე. მე მშია, ჭამაში რათქმაუნდა დაგეხმარები -თვალები აუფახულა რატის და სალათის თეფში ააცალა.
-სანამ წამოვიდოდით არ ჭამე ლოლა? -გაიკვირვა სანდრომ
-ახლა ორის მაგივრად ვჭამ, ეგეც მიკოტროლე აბა -ტუჩები დაბრიცა და სალათის ჭამას შეუდგა. - ჩემს ყურებას გირჩევ რატის მიეხმარო. ამდენ ადამიანს ჭამა არ გვინდა?
-კარგი, კარგი მივეხმარები. -ბურტყუნს მოჰყვა სანდრო და რატის გვერდით ამოუდგა...

ნახევარსაათში ყველა მაგიდასთან იჯდა და საჭმელს გემრიელად შეექცეოდა. ასეთ შეხვედრებს ხშირად აწყობდნენ მაგრამ დღეს მაინც ყველაფერი განსაკუთრებულად იყო. დღეს ყველა ერთად ერთ ძალიან მაგარ საქმეს გააკეთებდნენ და ოჯახში კიდევ ერთ წევრს დაიმატებდნენ.
-უკვე წასვლის დროა არა? მაქსიმუმ პირველზე გამოვაო თემურმა. -განმარტა კაკიმ.
-კიკი, წავიდეთ უკვე. არ დავაგვიანოთ. -თქვა რატიმ და ფეხზე წამოდგა.
-მაგიდას ავალაგებ და დაგეწევით. -თქვა ბარბარემ და თეფშს წაეტანა როცა სამზარეულოდან შუახნის ქალი გამოვიდა.
-გაუშვი შვილო, მაგასაც და ბავშვებსაც ჩვენ მივხედავთ. თქვენ წადით და საქმეს მიხედეთ. კარგ საქმეს აკეთებთ. -ღიმილით უთხრა ქალმა.
-დიდი მადლობა ლია დეიდა. -ღიმილით უთხრა ბარბარემ და სახლი დანარჩენებთან ერთად დატოვა.

***
პირველის ნახევარზე ყველა კართან იდგა და საბასთან შეხვედრას ელოდა, 8წლის შემდეგ პირველად ჩაისუნთქავდა სუფთა ჰაერს, ციხის კედლების გარეშე. პირველად იგრძნობდა თავისუფლებას და თითქმის უცნობი ადამიანების გვერდში დგომას.
უკვე 10წუთი აკლდა პირველს, ციხის ჟანგიანი კარი ხმაურით რომ გაიღო და ზღურბლზე შავგვრემანი, მაღალი მამაკაცი რომ გამოჩნდა. დიდად არ შეცვლილიყო ოდნავ მოზრდილი წვერი და გაწეწილი თმა ქონდა. დანარჩენი იგივე ადამიანი იყო. წამით შეყოვნდა, ამდენი ვიზიტის მერე თითქოს მაინც არ ელოდა რომ ისინი აქ დახვდებოდნენ და მართლა გვერდში დაუგდებოდნენ.
ფიქრებიდან ადვოკატის სიტყვებმა გამოიყვანა.
-ისინი კარგი ადამიანები არიან. -მხარზე ხელი დაადო და გზა მასთან ერთად განაგრძო. მათთან მიახლოვებისთანავე ყველამ ერთდროულად დაიყვირა.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს ოჯახში. -და აი მართლაც ეს იყო ოჯახი რომელზეც ბევრი ოცნებობს, ეს იყო ოჯახი რომელიც საბას არასდროს ქონია, ესენი არიან ადამიანები რომლებიც საბას ცხოვრებას თავიდან ბოლომდე შეცვლიან ისევე როგორც ერთმანეთისა შეცვალეს.
ამ წლების განმავლობაში თემურიც ადევნებდა მათ თვალს და ყოველთვის ამბობდა რომ შვილიშვილებს აუცილებლად მოუყვებოდა ამ ადამიანების ცხოვრების შესახებ. მათი მეგობრობის და სიყვარულის შესახებ, რომლის მომსწრე და თანამონაწილე თავადაც იყო...







ვიცი რომ ძალიან დიდხანს ვიყავი დაკარგული, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და წერისთვის დრო არ მქონდა მაგრამ ახლა ეტაპობრივად დავდებ სხვა ისტორიებსაც და ისევ გაგანებივრებთ ჩემი ნაშრომებით. heart_eyes









№1 სტუმარი Nene

მე ვფიქრობ რომ ეს ისტორია ზუსტად ასეთ დასასრულს იმსახურებდა.
ადრე წავიკითხე და ველოდებოდი დასასრულს.
ბრავო????????❤

 


№2 სტუმარი Lucien Vanserra

''სიტვაცია'' რომ არა კარგი იყო, ოღონდ მართლა

 


№3  offline მოდერი ენქეი

Lucien Vanserra
''სიტვაცია'' რომ არა კარგი იყო, ოღონდ მართლა


ნაწილი ტელეფონით მაქვს დაწერილი და თავად ასწორებს სიტყვებს.
გადამოწმებისას ალბათ ვერ შევამჩნიე.
მადლობა heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი იყო.ჯანმრთელობას გისურვებთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent