შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი XI]


23-01-2022, 22:29
ავტორი PARVENU
ნანახია 900

***
ცივ სუსხს მოეცვა საღამო. მჩხვლეტავი ქარი ქროდა ჩაბნელებულ ქუჩებში. ეულად, ჩუმი ჭრიალით მიდიოდა სამგზავრო ეტლი ქვაფენილზე. უბოდიშოდ არღვევდა გარშემო გამეფებულ გამაყრუებელ სიჩუმეს.
ზლაზვნით, ნელა გადაუხვია მიტოვებულ ჩიხში და მოწყვეტით გაჩერდა.
ეტლიდან გადმოსულს ნავთისგან გაჭვარტლული ლამპა ეჭირა სუსტ ხელში. უკუნ გამეფებულ ქუჩას ანათებდა, გზა რომ გაეგნო. ეულად მიუყვებოდა ვიწრო ქუჩას, მაღალი, ძველი სიმაგრისკენ. მალევე მიუახლოვდა. ძლიერად შეხსნა მძიმე კარები და სანამ საბოლოოდ გაუჩინარდებოდა, ბოლოჯერ ახედა ცას.
წინა დღისგან განსხვავებით, ღრუბლებისგან მიტოვებულს გავდა ზეცა. ციცინათელებად ანთებულიყვნენ წვრილი ვარსკვლავები. ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ შავ ფონზე და ჯარად შემოჰკროდნენ მთვარეს, მარტოკა რომ დაკიდებულიყო ცაზე. განსაკუთრებით დიდი ჩანდა ღამის ლამპარი. გავსებულიყო და საკოცნელად მიახლოებოდა დედამიწას. უზარმაზარ ვერცხლის ბურთს წააგავდა შორიდან.
წამით გააჟრჟოლა.
დასავლეთიდან მონაბერმა ნისლმა დაუფარა კუთხე მნათობს.
მიხვდა, მეტს ვეღარ დააყოვნებდა. მარდად გაუჩინარდა სიშავეში და ჩაბნელებულ დერეფანს გაუყვა. წუთი არ იყო გასული, შენობის ბოლო კარს რომ მისწვდა და მარდად გამოხსნა ურდული. კარებების მეორე მხარეს შავი ეტლი უცდიდა, საგვარეულო ემბლემის გარეშე. მეეტლით და ბარონი ვიდლსტონით.
-უკვე აქ ხართ, თქვენო უდიდებულესობავ. დროა დავიძრათ.-თითქოს მხსნელი იხილაო, თვალები სიხარულისგან ანთებოდა ბარონს.
ნაჩქარევად გამოუღო კარები და ასვლაში მიეხმარა.
მალევე დაიძრა ეტლი. საბოლოო დანიშნულებამდე, მას უნდა მიეყვანათ.
-თავს მშვიდად ვგრძნობ, რომ ვიცი თქვენ აქ ხართ.-დარცხვენით აბუტბუტდა კაცი, სუსტად აუწითლდა ყვრიმალები.-გთხოვთ, მიიღოთ.
მოსასხამის ჯიბეს დაწვდა და ნიღაბი გაუწოდა, წინასწარ რომ მოემზადებინა ამ დღისთვის.
ნიღაბი შავი, ყოველგვარი ორნამენტების გარეშე, მარტივი დიზაინის იყო. იმდენად დიდი, რომ მთლიანი სახე დაეფარა მტარებელისთვის.
მობოდიშებით დაუკრა თავი და თავად მიეხმარა, სახეზე მოერგო.
-იმედია, ყველაფერი მალე დამთავრდება,-ჩუმად ამოთქვა ქალმა. ნიღაბის გამო, ყრუდ ისმოდა მისი სუსტი ხმა. მხოლოდ თვალები უჩანდა ჭრილიდან.
როგორც ყოველთვის ცარიელი, გაყინული.
-ღრმერთებმა გისმინონ, თქვენო უდიდებულესობავ. იმედია, მშვიდად ჩაივლის და რაიმე შეცდომას არ დავუშვებ.-ლამის ჩურჩულით გამოეპასუხა.
გამალებით უცემდა გული კაცს, იმის მოლოდინში, რომ საცაა გაუსკდებოდა.
აუქციონი, რომელსაც დღეს უნდა დასწრებოდნენ, საკმაოდ დიდი და გადატვირთული იყო. იატაკქვეშა დაჯგუფებების მიერ მოწყობილი, საიმედოდ იმალებოდნენ კანონისგან, ისე რომ თავადაც არ შეშლოდათ ხელი გაცვლაში. მიწვეულთაგან, რამდენიმე მსხვილი მონათა ვაჭარიც იყო, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ შეკრება და მათ შორის, წარმოდგენილი საქონელი, არც ისე პატარა უნდა ყოფილიყო.
წინა დღეებში დათქმული საკონსულო შეხვედრა კი მიზეზი იყო, მასიური შეკრებებისა. გადამყიდველები და ვაჭრები, სასწრაფო ხერხით ცდილობდნენ მალევე მოეშორებინათ საქონელი ან სარფიანად მიეღოთ საუკეთესო ხარისხის მონები, მანამ სანამ გამოძიება დაიწყებოდა. სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობას მონათა ვაჭრობის აკრძალვა და მათ შორის, მათი სამშობლოში დაბრუნება იყო. რამაც უფრო მეტად დააჩქარა მასიური აუქციონების დაწყება. ჰელლას მთავარ მიზანსაც ეს წარმოადგენდა. გალკოელებისთვის შეთანხმებაზე წასასვლელად, ბერკეტი სჭირდებოდა. მათთვის კი საუკეთესო საშუალებას, უკანონოდ გატაცებული მონების დაბრუნება წარმოადგენდა.
ეტლი მალევე გასცდა დედაქალაქის ქუჩებს, გარეუბანს დაუყვა და მაღალ ციხესიმაგრესთან გაჩერდა. ქვისგან ნაგები ძველი შენობა უზარმაზარ ბაღში ჩაფლულიყო, მაღალ გალავან შემოვლებულს ნაცრისფერი ლოდები იცავდნენ უცხო თვალისგან. შორიდან მოისმოდა ცოცხალი მუსიკის ხმა დარბაზიდან. წვეულება გაემართათ მასპინძლებს. ერთი შეხედვით, საცეკვაო დარბაზს მოგაგონებდათ, განსხვავებით უკანა ბაღისგან, რომელიც აბჯარ ასხმულ რაინდებს დაეკავებინათ. საიმედოდ იცავდნენ შესასვლელ კარებს და ციხე-სიმაგრეს.
ბოლოჯერ, ღრმად ამოისუნთქა ვიდლსტონმა. მარდად ჩამოხტა ეტლიდან და ქალს გაუწოდა ხელი დასახმარებლად.
ორივეს სხეული გრძელ მოსასხამს დაეფარა. ერთი შეხედვით რთული იყო იმის გარჩევა, თუ ვინ იმალებოდა ნიღბის მიღმა. მოშიშვლებული ხელებიც მანტიის კალთაში დაემალა ჰელლას.
სიტყვა არ გაუცვლიათ ერთმანეთში ისე მიუახლოვდნენ მცველებს. შემზარავად მოღუშოდათ სახე ხელში ხმალ მომარჯვებულთ. უზარმაზარი ტანი, რკინის აბჯარით დაეფარათ და ოდნავადაც არ იცვლიდნენ ფეხს ადგილიდან.
პირისპირ გასწორებულთ, ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. მდუმარედ გაუწოდა ბარონმა ოქროს მომეტა, მასზე გამოსახული ხარის ემბლემით, სპეციალურად რომ დაემზადებინათ მათთვის, რომლებიც აუქციონში იღებდნენ მონაწილეობას.
-შებრძანდით,-როგორც კი მედალი შეათვალიერეს, კარები შეუხსნეს მისულთ და გზა გაუთავისუფლეს.
შესულთ მოახლე გაუძღვათ დარბაზისკენ, რომელიც სარდაფისკენ მიდოდა, დაბლა მიწისქვეშეთში. ქვებით ნაგებ შენობას, ლაბირინთად გაყოფოდა ოთახები და იმდენად რთულად გასაგნებს ხდიდა, ნათელი იყო, საკუთარი სურვილით ვერავინ შეძლებდა გარეთ დღის შუქი ეხილა.
-როგორც ყოველთვის, ადგილიც საშინელია,-ჩუმად უჩურჩულა ბარონმა პრინცესას ისე რომ გარემოს თვალიერება არ შეუწყვეტია.
მალევე მიადგნენ დანიშნულების ადგილს. მოახლეს უამრავი კარებებიდან ერთი ამოერჩია. უსიტყვოდ შეუხსნა და გზა დაუთმო შესულთ. ლაბირინთისგან განსხვავებით, ოთახი ძლიერ გაენათებინათ. დეკორაციებით მორთული და დალაგებული, იდეალურად მოეწყოთ მასპინძლებს. ცენტრში ეულად იდგა ერთი მაგიდა, მასზე დადებული სასმისებით და ღვინით დოქით.
-თქვენო უდიდებულესობავ, რამდენიმე წუთით უნდა დაგტოვოთ. სანამ აუქციონი დაიწყება საქონელს უნდა გადავხედოთ,-როგორც კი გამცილებელი საჭირო მანძილზე მოშორდათ, სასწრაფოდ გადაულაპარაკა ჰელლას კაცმა და ნიღბის სწორებით, მალევე გაუჩინარდა კარში.
მარტო დარჩენილი მსუბუქად დაეშვა სკამზე ქალი. მონოტონურად ათვალიერებდა მდიდრულად მორთულ კედლებს. მიუხედავად იმისა, რომ მყიდველები ადგილს ხშირად იცვლიდნენ, აუქციონი მაინც ისეთ ადგილას იმართებოდა, რომელიც არისტოკრატთა სამყოფელს უფრო წარმოადგენდა ვიდრე მონათა ბაზარს. ესეც შენიღბვის ერთ-ერთი ხერხი იყო. ციხე-სიმაგრე, რომელიც საბანკეტო დარბაზად გადაექციათ, მიწისქვეშეთში საშინელ საიდუმლოს მალავდა. ლამაზად მორთულ კედლებში გალკოელთა ხალხის ბოლო ხმას ინახავდნენ, თავისუფლად თქმულს.
ფიქრებში წასული, მალევე მიხვდა დიდი დრო რომ გასულიყო ბარონის წასვლიდან. მისი კვალი კი ჯერ კიდევ არ ჩანდა ოთახში. იმაზე მეტი დრო დაჭირვებოდა ვიდრე ჰელლა ვარაუდობდა. თითქოს ეჭვი შეპარვოდა ძვლებში, ფეხზე წამოიმართა. გასასვლელისკენ დაძრული, მოუთმენლად დასწვდა სახელურს, ტკბილი პიტნის სურნელი რომ მისწვდა ყნოსვას.
მის ზურგს უკან უცხოს ყოფნა იგრძნო.
-გაჩერდი,-ჩუმმა ჩურჩულმა ადგილზე გაყინა.
ოთახში ყოფნისას ვერც კი ეგრძნო სხვისი არსებობა. თითქოს არსაიდან გაჩენილიყო შემომჭრელი. ჩრდილიდან ამოზრდილს გავდა, სიკვდილისთვის მოსულს.
უსიამო, ცივმა ჟრჟოლამ დაუარა ბასრი მეტალის შეხება რომ იგრძნო ყელზე და სუნთქვა შეეკრა. დანის ალესილ პირს კანით გრძნობდა, უმნიშვნელო ჩასუნთქვის შემთხვევაშიც კი რომ პირდებოდა ყელის გამოღადვრას.
-არ გაინძრე,-კიდევ ერთხელ გაისმა ბრძანება.
ნაცნობმა, მელოდიურმა ხმამ თითქოს უფრო მეტად შეუკუმშა გული. თითები შეუკრთა. მეხსიერებაში შენახული მამაკაცური სუნი ის იყო, რომელსაც ყველსაგან გამოარჩევდა, სადაც არ უნდა ყოფილიყო.
-შემობრუნდი.
ნელა მიბრუნდა. მის წინ მდგომი კაცი თითქოს წამით შეყოყმანდა. ქალის ყელზე მიბჯენილი დანიანი ხელი შეუკრთა. წამიც არ იყო გასული, ბასრი საგანი რომ მოაშორა და ნიკაპში ჩაავლო ხელი.
-ჰელლა?..-როგორც კი ნიღაბი მოაშორა, გაკვირვებულს აღმოხდა.
თოთქოს ენა გადაყლაპაო, სიტყვა ვერ დაძრა საპასუხოდ. გული გამალებით აძგერებოდა. მასთან ასეთ სიტუაციაში შეხვედრას, ნამდვილად არ ელოდა. თითქოს მზადაც არ იყო. ნერვიულობისგან სხეულიც აკანკალებოდა.
-აქ რა გინდა?-წამით არ აშორებდა თავლებს ქალს. აფორიაქებული, გაკვირვებული დრტვინავდა.-გაგიტაცეს?-მოულოდნელად შეეცვალა თვალები.
მტაცებელივით აენთო.
-არა,-მიხვდა, ზღვარზე იყო სანამ მთელ ციხეს თავდაყირა დაამხობდა და სასწრაფოდ უარყო,-არაფერი მსგავსი.
ენა დამძიმებოდა. ლაპარაკიც უჭირდა აბნეულს. ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო შოკიდან. საჭირო სიტყვები ნაწილებად გაბნეულიყო ჰაერში. მდგომარეობას, მამაკაცის გაავებული გამომეტყველებაც უმძიმებდა.
-საქმე მაქ, რომელსაც უნდა დავესწრო.
სიჩუმე ჩამოვარდა. უსიტყვოდ უმზერდა ჰელლას, თითქოს მისი ნათქვამის გადახარშვას ცდილობდა. მწველი ოქროსფერებით, დაჟინებით მიჩერებოდა ქალს.
-საქმე გაქ, რომელსაც აქ უნდა დაესწრო?..-მეტად გაუღრმავდა ხმა, შუბლი შეეკრა.
ნელა გადაიტანა მზერა იატაკზე დაგდებულ შავ ნიღაბზე, წუთის წინ პრინცესას რომ უფარავდა სახეს. თვალები კატასავით დაუწვრილდა, მუქარით უელავდა ყვითლად ანთებული ირისები.
-დამაჯერებელი ახსნა უნდა მომცე, ჰელლა,-მიუხედავად რბილი ტონისა, გამოხედვა კვლავ სასტიკი ჰქონდა, როცა ქალს დაუბრუნა მზერა.
ჰელლას უფრო მეტად დამხიმებოდა სხეული. ადგილზე გახევებული დაძვრასაც ვერ ახერხებდა. შიში გაჯდომოდა კუნთებში და გაყინული დაეტოვებინა. ადგილი, რომელსაც ის ეხებოდა დამდუღრულივით გაცხელებოდა და საშუალებას არ აძლევდა ენა ამოედგა. თითქოს წუთით ლაპარაკიც დავიწყებოდა.
უპასუხოდ დარჩენილ კაიდენს ქშენა აღმოხდა. დაკვირვებით აათვალიერა ქალი და ნებართვა არც უთხოვია, ისე გაახვია საკუთარ მკლავებში. მასთან ერთადვე დაიძრა მახლობლად მდგარი სკამისკენ და კომფორტულად მოთავსებულმა, მუხლებზე დაისვა გაყინული. თითებით ფერ დაკარგულ ლოყაზე მიეფერა.
მალევე იგრძნო როგორ შემოეხვია მისგან წამოსული სითბო და კიდურები გაულღვა. სახეზეც ცოცხალი ვარდისფერი ფერი დაუბრუნდა. თითქოს მთელ ოთახში ჩამომთბარიყო.
-მგონი გადავამეტე,-რბილად უჩურჩულა ჯერ კიდევ გახევებულს, თვალებიც დაწმენდოდა წინანდელი სიავისგან. მზერა განაზებოდა.
მისი მშვიდი სუნთქვა თვითონაც აწყნარებდა და თავიდან ასწავლიდა თუ როგორ უნდა ესუნთქა. თითქოს ნელ-ნელა მოშვებოდა სხეული. მის კიდურებს მინდობილი, ადგილიდან არ იძვროდა.
-ვიცი, რომ ისეთი არ ხარ.
მის სიტყვებზე თვალები შეუკრთა. მზერა გაუსწორა ოქროსფერებს, პირვანდელ სახეს რომ დაბრუნებოდა. იგრძნო, როგორ შეეკუმშა გული.
-რაც მოხდა… საკმაოდ არასასიამოვნო იყო.-ეცადა ხმაზე ნერვიულობა არ შეპარვოდა, ხმადაბლა ალაპარაკდა,-უკეთ გრძნობ თავს?
იცოდა, მამაკაცი უჩვეულოდ მგრძნობიარე გამხდარიყო. თუ აქამდე იდეალურად იჭერდა თავს და წყობილებიდან არ გამოდიოდა, ეხლა მარტივად ენთებოდა თვალები გაღიზიანებისგან.
კაიდენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მოკლედ ჩაიცინა. თითებს არ აშორებდა მის ლოყას, მონოტონურად აყოლებდა ნაზ კანზე.
-უკვე გეცოდინება, რომ დღეს აუქციონია. მომწოდებელთა რამდენიმე ჯგუფი იკრიბება, რომლებიც ყველაზე დიდი შემომტანები არიან ქვეყანაში.-ნელა დაიწყო ახსნა, ცდილობდა მოკლედ მოეყოლა მისი იქ ყოფნის მიზეზი,-დიდი ხანია სამეფო ოჯახი კანონით ცდილობს მონობის აკრძალვას, მაგრამ არისტოკრატია და მდიდარი ვაჭრები მხარს არ გვიჭერენ. ყველაზე დიდი ფული მათზე მოდის. რაც არ უნდა ვეცადოთ მოვაჭრეთა შეპყრობას, მათ ადგილას სხვები ჩნდებიან და თავიდან იწყებენ ბაზრის გახსნას. ერთადერთი რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია მსხვილ მოვაჭრეთათვის გზის მოჭრაა, რათა მონათა შემოსვლა საზღვარზე როგორმე შემცირდეს.
-და შენ აქ ხარ, როგორც ერთ-ერთი მონათა ვაჭარი?-კაცის ხმას ურწმუნოება შეპარვოდა.
-რადგან სტუმრების სიაზე ლიმიტირებული ინფორმაცია გვქონდა, როგორც გადამყიდველი ისე უნდა მოვსულიყავი…
წლების განმავლობაში, ჰელლა როგორც მონათა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მყიდველად ითვლებოდა ბაზარზე. მის მიერ შექმნილი სახელი, პიროვნება და ინფორმაცია, დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებდა მოვაჭრეთა შორის და ითვლებოდა, როგორც ყველაზე სანდო, რომელსაც თავად არიტოკრატიის მაღალი ეშელონები მფარველობდნენ გამორჩეულად. გეგმა, რომელიც თავიდანვე ჰქონდა დასახული, წარმატებით ხორციელდებოდა წლიდან წლამდე, რაც მონათა ბაზრის ერთ მთლიანობად ჩამოყალიბებას ნიშნავდა და მთელ ქვეყანაში გაფანტულ მოვაჭრეებს ერთი თაღის ქვეშ აქცევდა. რაც მისთვის ხდიდა მარტივს იმ იმფორმაციის მიღებას, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თუ ვინ იყვნენ ისინი, რომლებიც ყველაზე მეტ იმპორტს აწარმოებდნენ ქვეყანაში და ვინ უჭერდა მხარს დიდებულებში. მის მიერ შესყიდულ მონათა უმეტესობა კი იმ ადგილს უბრუნდებოდა, საიდანაც წარმოშობით იყვნენ.
დღევანდელ გრანდიოზულ აუქციონში კი სხვა ორგანიზატორებთან ერთად, თავადაც მოიაზრებოდა, როგორც საქონლის გაცვლის ერთ-ერთი ინიციატორი.
-გალკოელებზეც ვაჭრობ?
-მხოლოდ მოხუცებზე და ავდმყოფებზე, რომლებსაც ნაკლები შრომისუნარიანობა აქვთ. საკმარისი ფონდი არ მაქვს იმათთვის, რომლებიც ჯანმრთელები არიან. ბევრი არ მყავს, მაგრამ ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.
-ანუ ეს არის ის საქმე, რომელსაც შენ აწარმოებ?
ჰელლამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. საკონსულო შეხვედრამდე შეეძინა რამდენიმე ათეული მონა, მათ შორი გალკოელები, რომელთა დამალვას მანამ გეგმავდა, სანამ აუქციონი არ ჩაივლიდა.
-აი, რატომ არ არის ვიერას სამეფო ჯერ კიდევ განადგურებული,-შუბლშეკრულმა ჩაიცინა,-იცი? მყიდველი რომელსაც კვალდაკვალ მივსდევდით, ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩვენზე წინ იყო… ეხლა კი აღმოჩნდა, რომ პიროვნება, რომელსაც ასე ვეძებდი, შენ ყოფილხარ.
სიმართლე რომ ეთქვა, უკვე იცოდა. ხვდებოდა, რომ გალკოელები კვალდაკვალ მიყვებოდნენ, მაგრამ ხელშეკრულებისთვის, იმაზე მეტი მიზეზი სჭირდებოდა დასათანხმებლად, ვიდრე სამეფო ოჯახი უკვე სთავაზობდა. ამიტომ არ გაუმხელია თავიდან. ისე უნდა დაემალა, რომ კაიდენს არ სცოდნოდა და არც გაეგო თუ რას გეგმავდა.
-აქ არ გელოდი.-გულწრფელად უთხრა.
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დღევანდელ შეკრებას ისიც დაესწრებოდა, მაინც არ ეგონა, რომ პირისპირ მოუწევდა შეხვედრა.
-როგორ შემოხვედი?
-შენ ჩემზე გაოცებული უნდა იყო?-წარბი აუწია. ლაღი გახდომოდა გამომეტყველება.
მალევე ჩამოვარდა ორს შორის სიჩუმე. ჰელლამაც გვიან გიაზრა, მთელი ამ დროის განმავლობაში მის მუხლებზე რომ ჩამომჯდარიყო. გაუცნობიერებლად, ვერც უცხოობდა. უკვე მიჩვეულიყო მისი კანის საკუთარ სხეულთან შეხებას. არც უხერხულობას გრძნობდა, მიუხედავად ასეთი ინტიმური კონტაქტისა.
კაცს მჭიდროდ მოეხვია წელზე ხელი. რომც ეცადა წამოდგომას, ადგილიდან ვერ დაიძვრებოდა. ცოცხალ გალიაში იყო გამომწყვდეული.
-რაც გკითხე, გასულ დღეს…-ჩუმად დაიწყო.
იგრძნო, როგორ შეკრთა და დაიძაბა. აიძულა თვალებში შეეხედა.
-იფიქრე მაგაზე? ისე გაიქეცი, პასუხიც არ გაგიცია.
უხეში ბარიტონი ძლიერად ხვდებოდა ყურის ბარაბანზე. სმენას უღიზიანებდა. იმ ემოციებს უღვიძებდა, აქამდე რომ არ განეცადა და ვერც სახელს არქმევდა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რა პასუხიც უნდა გაეცა, ენას ვერ ძრავდა. აქამდე დაუფიქრებლად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაცემული ‘არა’ ლოდივით მძიმე იყო წარმოსათქმელად. ქვად დასწოლოდა სიტყვები გულზე, წარმოსათქმელად რომ ვერ იმეტებდა.
ფიქრებში წასული უხეში თითის შეხებამ გამოიყვანა, ნაზად რომ ეალერსებოდა მჭიდროდ მოკუმულ ტუჩებზე.
-არ გჭირდება პასუხისმგებლობით იცხოვრო, ჰელლა,-მგრძნობიარედ უჩერჩულა და შუბლზე მიყრდნობილმა, ნელა გაუსვა ცხვირი ცხვირზე.-ერთადერთი ხარ მათ შორის, რომელსაც მოლაპარაკებების გაგრძელება გინდა. რატო ხარ ასე ჩაბღაუჭებული სამეფო ოჯახს?
თავის სახეზე გაბნეული თბილი სუნთქვა და მისი სიტყვები მათრობელად მოქმედებდა პრინცესაზე. იმდენად მაცდუნებელი იყო, ის პალმის ჩირებიც ვერ შეედრებოდა, საჩუქრად რომ უსახსოვრა წარსულში. სარეველასავით მოდებოდა სხეულში. იმ ფიქრებს უჩენდა, აქამდე წამითაც რომ არ გაევლო გონებაში.
დაჰიპნოზებულივით შეხედა. მხრებზე დაწოლილი ტვირთი იმდენად მძიმე იყო, რომ არამარტო სხეული, გონებაც კი სტკიოდა. თავისუფლებას კი მხოლოდ სიკვდილში ხედავდა. ნუთუ სხვა გამოსავალიც არსებობდა?
თუ კაიდენი მასზე პასუხისმგებლობას აიღებდა, შეძლებდა ყველაფერი დაეთმო?
-რატომ აკეთებ ჩემთვის ამას?-ხმა სუსტი, უიმედო ჰქონდა.
-ჯერჯერობით ვთქვათ… რომ საწოლში კარგად ვეწყობით.-უსირცხვილოდ უჩურჩულა.
მისი თავხედობით გაღიზიანებულმა, ავად გადახედა. მასაც არ დაუყოვნებია, გამხიარულებული ახარხარდა ქალის რეაქციაზე და მალევე ჩაწყნარდა.
წუთით დარღვეული სიმშვიდე, კვლავ მყუდრო გარემომ ჩაანაცვლა.
ანთებული თვალებით, დაჟინებით მიჩერებოდა ჰელლას. მონაცვლეობით აკვირდებოდა სახის თითეულ ნაკვთზე, საგულდაგულოდ სწავლობდა. საბოლოოდ მზერა სავსე ტუჩებზე შეაჩერა, ფრთხილად გადაუსვა ცერი და ნელა შეუცურა ბაგეებს შორის.
თითქოს მოჯადოებულიაო, სურვილებს აყოლილი სრულად მინდობოდა მხურვალე ხელებს. გაუზრებლად გადაუსვა ენა ცერზე და როგორც კი მამაკაცის თვალებში ანთებულ ალს მოჰკრა თვალი, დაჰიპნოზებული მიაჩერდა სახეზე.
დღეს განსაკუთრებით უელავდა თვალები კაიდენს. მწველ ოქროსფერებს სიყვითლე უფრო მეტად დასდებოდა, ირისების გარშემო კი სიწითლეს დაედო ბინა. მოუსვენრობას აეტანა კაცის დაწვრილებული გუგები.
ქალის განწყობა შეცნობილმა, ნელა მიუახლოვა სახე. რბილად გადაუსვა ცერი კბილებზე და თვალებ დაწვრილებული მაცდურად აჩურჩულდა:
-იცი, რომ დღეს სავსე მთვარეობაა?
დამთავრებული არ ჰქონდა, ისე გაიხსნა კარები და ხმამაღალი ბათქით მიეხეთქა კედელს. ჰელლაც გამოფხიზლდა ბურანიდან, დამფრთხალი მოშორდა კაცს.
შემოსულთ შორის ერთ-ერთი დალილა იყო, ძლიერად რომ ჩაევლო ვიდლსტონისთვის საყელოში ხელი და ძალით მოათრევდა. როგორც კი პრინცესას მოჰკრა თვალი გაკვირვებული გაჩერდა ადგილზე. მათ უკან მალევე გამოჩნდა ერთ-ერთ დღეს ნანახი ლამაზი გალკოელიც, არანაკლებ გაოცება რომ აღბეჭდვოდა სახეზე. ისეთი შეკრება შემდგარიყო, არცერთი მხარე რომ არ ელოდა ერთმანეთის ხილვას აღნიშნულ ადგილას.
-ეს რა არის? რატომ არის პრინცესა აქ?-ბარონსა და დალილას შორის გამოეყო თავი ჰაბანს, გაკვირვებული ბუტბუტებდა.
კაიდენს პასუხის ღირსადაც არ ჩაუგდია კაცი. უკმაყოფილომ გააწკლაპუნა ენა. გაღიზიანება გამოსახვოდა სახეზე.
როგორც კი იგრძნო თანაშემწის მოახლოება, უკან დახეულ ჰელლას მოავლო ხელი და სხეულით აეფარა. ისე იქცეოდა, თითქოს ჭირის მატარებელი ყოფილიყვნენ ოთახში მყოფნი.
-შენ თქვი, რომ თავს აკონტროლებდი!-აღელვება შეპარვოდა ჰაბანს, ხმა აემაღლებინა.
-დიახ. მაგრამ არ გამოვიდა,-მშვიდი იყო კაიდენის პასუხი.
ზანტად წამოიმართა სკამიდან, ძირს ჩამოსმულ ჰელლას კისერზე მოავლო ერთი ხელი, გულზე მიიხუტა, მეორე კი წელზე მოავლო ძალუმად. მონოტონურად ხაზავდა წრეებს ცერა თითით მის გვერდზე.
-მგონი ვიცრუე, ჰაბან.
-რა გითხრათ კაიდენმა?-თვალები ეჭვით მოეჭუტა კაცს, აწითლებულ პრინცესას მიაპყრო დაჟინებული მზერა.
-არაფერი, გარდა იმისა, რომ დღეს სავსე მთვარეობა იყო…-ავტომატურად უპასუხა დაბნეულმა.
-ზღვარს ნუ გადადიხარ, ჰაბან!-მოულოდნელად ამოხეთქა გაავებულმა მეფემ, მუქარით დაუბრიალა თვალები ენა ჩავარდნილს.
დალილასაც არ დაუყოვნებია. ფერწასულ ბარონს ხელი უშვა და ნელა მიუახლოვდა წყვილს. დიდი სიფრთხილით წაართვა მკლავებში გამომწყვდეული პრინცესა კაიდენს და ზურგს უკან ამოიყენა. ისე გადაუდგა, რომ მთელი სხეულით დაეფარა ქალი.
-რა ხდება?
-გალკოელების მიერ სავსე მთვაარეობას სექსუალური დატვირთვა აქვს…-ყოყმანით, დაბალ ხმაზე უპასუხა ჰელლას.
-უკაცრავად?-თითქოს ყურებს ვერ უჯერებსო, დაბნეულმა ახედა კლდედ აფარებულს.
-როცა ცაზე სავსე მთვარე ამოდის…-დალილამ ერთი შეავლო შიშით კუთხეში აწურულ ვალტეინს თვალი და ჩუმად უჩურჩულა,-შეჯვარების პერიოდი იწყება.
მის სიტყვებზე ლამის ლამის თვალები გაუფართოვდა. დიდი ძალისხმევით შეეცადა სახეზე ცვლილება არ შეტყობოდა. აქამდე მხოლოდ წიგნებში წაკითხულის ესე ცხადად გაგებამ, საგონებელში ჩააგდო. გაგებული ჰქონდა მხეცთა ბუნებაზე და მათ ინსტიქტებზე, მაგრამ რეალობაში ამის აღქმა უფრო მეტად უჭირდა.
-გალკოელებისთვის ლოგიკურია შეჯვარება, რათა საკუთარი რეპროდუქციული ინსტიქტი შეასრულონ.
-არ იდარდოთ, თქვენო უდიდებულესობავ. ჩვენი სახეობისთვის ნორმალურია, პარტნიორის წინაშე იმპულსური ქცევა.-გვერდიდან ჩაერთო კატისთვალება, დამამშვიდებლად გაუღიმა ქალს.
-სავარაუდოდ…-თითქოს მიხვდაო, დაკვირვებით შეავლო დალილას თვალი ჰელლამ და ხმადაბლა დაიწყო.
-ჩვენ წყვილი არ ვართ,-სასწრაფოდ უარყოა მიმხვდარმა, გამალებით გადააქნია თავი,-ხალხი ხშირად შედის შეცდომაში, რადგან უმეტესად ერთად გვიწევს ყოფნა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემი მეუღლე ბევრად ლამაზია. კაიდენისგან განსხვავებით, ის საკმაოდ სერიოზული და ყურადღებიანია. იმპულსურად არ იქცევა და თავშეკავებაც იცის.-ვითომც არაფერიო, ისე გაკიცხა მეფე დაღლილი გულზე ხელებ გადაჭდობილო რომ მიჩერებოდა ორს და დამრიგებლურად გააგრძელა,-გალკოელები ცოტათი განსხვავებულები არიან სავსე მთვარეობისას. თქვენი სხეული ვერ გაუმკლავდება. რაც შეილება მეტად უნდა მოშორდეთ კაიდენს, განსაკუთრებით დღეს.
როგორც კი დაასრულა, გაშეშებულ ჰელლას დიდი სიფრთხილით მოავლო ხელი და ეცადა მოხდილი მოსასხამი ისე გაესწორებინა, რომ სრულად დაემალა ქალის თეთრი კანი. დღეს განსაკუთრებით ფრთხილობდა ქალი, მისი გულის წასვლის შემდგომ, ისე იქცეოდა, თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებაო, ერიდებოდა ზედმეტად არ შეხებოდა პრინცესას.
-მე ჰაბანი გახლავართ, თქვენო უდიდებულესობავ,-კატის თვალებაც გამოეცნაურა პარალელურად,-ბოდიშს გიხდით დაგვიანებული გაცნობისთვის.
-წინასგან განსხავებით, საკმაოდ ჩუმი ჰქონდა კაცს ტონი.
-უკაცრვად, ზედმეტად დაგაფრთხეთ,-დალილას ბარონი ვალტეინიც გაახსენდა, ფერდაკარგულს ენა რომ ჩავარდნოდა.
პასუხის ნიშნად, მოკლედ დაუკრა თავი ბარონმა. სირცხვილით, რომ ხმაზე შეეტყობოდა შიში, სიტყვა ვერ ამოეღო.
სიჩუმე არჩია.
-მონათა მოვაჭრე, რომელსაც მივსდწვდით პრინცესა აღმოჩნდა,-პირდაპირ საქმეზე გადავიდა კაიდენი,-საკმაოდ დიდი დარტყმა მივიღეთ,-დამცინავად გადააქნია თავი.
ჰაბანს და დალილას გაკვირვება კიდევ ერთხელ გამოესახათ სახეზე. ჩუმად უმზერდნენ ქალს. ბარონმაც არ დააყოვნა, უჩუმრად მიუახლოვდა ჰელლას და გვერდში ამოუდგა. ნერვიულობით დაზაფრულს თავი ვერ შეეკავებინა, დასამშვიდებლად პრინცესას კაბის კიდეს ჩააფრინდა. მალევე მიხვდა, რომ უარესად აიტანა ღელვამ. გალკოელთა მეფე მას დაშტერებოდა დაჟინებით. შუბლი შეეკრა გაღიზიანებულს.
-რას გეგმავთ?
სიჩუმე წყნარმა ხმამ დაარღვია. ინტერესით მიჩერებოდა კაიდენს. იცოდა, თუ მის სურვილს მიჰყვებოდა, დღევანდელი აუქციონი არეულობით დამთავრდებოდა. დარწმუნებული იყო, გალკოელთა განზრახვა საერთოდ არ ითვალისწინებდა მშვიდობიან გზებს და ყველაზე მეტად ეგ აშფოთებდა. უნდოდა, რაც შეიძლება უხმაუროდ ჩაევლო გაცვლას.
-თუ ჩვენი მიზანი საერთოა, კარგი იქნება თუ შევთანხმდებით.-ფრთხილად შესთავაზა.
-მართალი ხართ,-როგორც იქნა შეხედა ქალს, ცალყბად გაუღიმა,-თქვენ რას ფიქრობთ, პრინცესა?
-მოლაპარაკებებს უნდა დავესწრო, როგორც კი გაცვლაზე შევთანხმდებით და მონათა ადგილსამყოფელს დავადგენ…
-ერთად უნდა წავიდეთ,-შეაწყვეტინა მამაკაცმა, ავტორიტეტული ჰქონდა ტონი.
-მაგრამ…
-შეგვიძლია ჩუმად მივყვეთ,-არ დაასრულებინა,-უნდა დაგვრთოთ ნება, პრინცესა.
შეუვალი იყო კაიდენის ხმა.
იცოდა, რაც არ უნდა გაეპროტესტებინა, არ დასთანხმდებოდა. მაინც ისე მოიქცეოდა, როგორც თავად აწყობდა. დანებებულმა ამოიოხრა.
-თუ ნებას დაგრთავთ, ჩემ გეგმას მიჰყვებით?
-მხოლოდ თქვენთვის.-ცბიერი ღიმილი გამოესახა კაცს სახეზე.
-არ მინდა გზაზე ვინმე გადამიდგეს,-გამაფრთხილებლად გახედა მეფეს.
კარგად იცოდა რამდენად მზაკვარი და თავნება იყო კაიდენი. დათმობაზე უნდა წაეყვანა.

***
აუქციონის დაწყებამდე, მოკლე შეხვედრა უნდა მოეწყოთ მოვაჭრეებს. ყველაზე რთულ და მნიშვნელოვანს, სწორედ ეს წარმოადგენდა ჰელლასთვის. ისე უნდა მოქცეულიყო, რომ ეჭვი არცერთს არ აეღო ქალზე. იცოდა, ვალტეინის ნერვული ბუნების შესახებ და თავად უნდა გაძღოლოდა შეკრებას. სხვა თუ არაფერი, კარგად იცოდა, როგორ უნდა წარემართა მოლაპარაკებები ისე, რომ მოგებული თავად დარჩენილიყო.
ჩუმად მიჰყვებოდა წინ გაძღოლილ მოახლეს ბარონთან ერთად. საერთოდ ვერ გრძნობდა კაიდენის არსებობას დერეფანში, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მიჰყვებოდა. იმ მოთმინების იმედი ჰქონდა, ზოგჯერ, გასაოცრად კარგად რომ იჩენდა ხოლმე კაცი მის მიმართ.
ლაბირინთიდან გასულები მალევე მიუახლოვდნენ დიდ, მუხის კარებს. უსიტყვოდ შეუხსნეს და შიგნით შეუღვნენ მისულთ.
დარბაზს თვალი მოავლო თუ არა, უმალ შეამჩნია წრეში ჩადგმული დიდი მრგვალი მაგიდა, საკუთარი სკამებით და მოვაჭრეთა თანმხლები პირები, რომლებიც კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულიყვნენ გვერდი-გვერდ.
ბარონ ვიდლსტონსაც არ დაუყოვნებია. თავი დაუკრა თუ არა პრინცესას, ჯგუფს მიუახლოვდა. თავაწეული ამოუდგა გვერდით.
შეხვედრის მთავარი პირები კი მაგიდათან, საკუთარ სავარძლებში ჩამომსხდარიყვნენ. ჰელლას ჩათვლით სულ რვა, რვა მონათა ვაჭარი იკავებდა დარბაზის ცენტრალურ ადგილს.
ყველა მათგანს ტუნიკა და ნიღაბი უფარავდა სახესა თუ სხეულს. ზოგი მათგანი ვიერელი, ზოგი კი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი იყო.
მათ შორის, ჰელლას პირდაპირ მჯდომი მამაკაცის დიდი ფიგურა კი ერთი შეხედვითაც მარტივად ჩანდა რომ მთავარი ფიგურა იყო. დაჟინებით მიჩერებოდა ახალ შესულს და დაკვირვებით სწავლობდა უცხოს აღნაგობას.
დარბაზში მყოფთათვის, ყველასთვის ნათელი იყო, სქელ მოსასხამში გახვეული სუსტი ფიგურა, ქალს რომ ეკუთვნოდა. ნაჭერი სრულად არ ფარავდა მის ხელებს და ნათლად აჩენდა თეთრ კანს, ბაც შუქზე აბზინვარებულს.
-დღეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც მე თქვენ წინაშე ვარ,-საუბრის დაწყება თავად ითავა.
მსუბუქად დაუკრა თავი და საკუთარი ადგილი დაიკავა მაგიდასთან.
მალევე გადაუარა დარბაზს სიცილმა. მის მოპირდაპირედ მჯდარი კაცი იდაყვით დაყრდნობოდა ხის ზედაპირს, წინ გადმოხრილი მიჩერებოდა ჰელლას.
-არ ვიცოდი ქალი თუ იყავი.
მას მიყვნენ სხვა მოვაჭრეებიც, ახმაურებულები უხეშად ისროდნენ სიტყვებს მისი მიმართულებით.
-ლამაზი ხმა გაქ. სახეც მსგავსი გექნება?
-ჰმ, პატარა ტანი აქ…
-ქალები პატარა აღნაგობით, მეტად აქტუალურები არიან დღესდღეისობით, პრინცესას გამო. კარგად იყიდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რაც ელოდა, მაინც ვერ შეძლო ყურადღება არ მიექცია მათ სიტყვებზე. ფიქრი იმისა, რომ სადღაც ახლოს კაიდენი იყო, მთელ სხეულს უყინავდა და ანერვიულებდა.
ეცადა ყაყანი გაეჩერებინა. მოუთმნლად ააკაკუნა თითები მაგიდაზე. ისინიც დაჰყვნენ. გაჩუმებულები, მოლოდინით მიაჩერდნენ ქალს.
-სქესს მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე ყიდვა-გაყიდვას ეხება?-ხმა გაბეზრებული, ცივი ჰქონდა,-მოგება არ უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი?! თუ მსგავსად მხოლოდ მე ვფიქრობ აქ შეკრებილთაგან, მაშინ დროის ფლანგვა ყოფილა ჩემი აქ მოსვლა.
-იშვიათობაა მოვაჭრეთა შორის ქალის ხილვა. იმედია გაიგებ ჩვენი გაოცების მიზეზს,-მოუთმენლად ჩაერთო საუბარში გვერდით მჯდომი. ლაღად გაიცინა,-მითუმეტეს, როცა შეკრების მიზეზიც თქვენნაირი პატარა ქალბატონია.
მის ხმაში გაჟღერებული დაცინვა ცხადად იგრძნობოდა ნიღბის მიღმაც კი.
ეცადა არ შეემჩნია. თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია.
-იმედია წარმატებით ვითანამშრომლებთ. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის ხილვა ხშირად მოგვიწევს მომავალში,-ხელის გულზე დააყრდნო ნიკაპი და ნიღბიდან ჩაუკრა თვალი.
ოთახში მალევე შეიცვალა ატმოსფერო. აჟიტირებულები უმალვე ჩამშვიდნენ, პირვანდელ სახეს დაუბრუნდნენ და მოლაპარაკების დასაწყებად საწყის პოზიციას დაუბრუნდნენ.
-რადგან ყველა აქ ვართ, მინდა პატარა გასართობი შემოგთავაზოთ,-მოულოდნელად წამოიძახა ერთ-ერთმა და კარებიც დაუყოვნებლივ გაიღო ბრძანებაზე.
ოთახში, რიგის მიხედვით ტკბილ სუნ ადენილი ქალების ჯგუფი შემოლაგდა, ხელში სინწბით და მათზე დალაგებული სასმელებით, ლაღად რომ მიიწევდნენ თითოეული მაგიდის გარშემო მსხდომნისკენ. უპარდონოდ ჩამოუსხდნენ გვერდზე და მაცდური ღიმილით გაუწოდეს ღვინის სავსე ფიალები პარტნიორებს.
მათ შემყურე ჰელლას, მთელი სხეული დაძაბვოდა. მკაცრად გაჰყურებდა თალხად შემოსილთ, კეკლუცად რომ ეალერსებოდნენ ახორხოცებულ კაცებს. მთელი დარბაზი ალკოჰოლ არეული მათრობელი ტკბილი არომატით ავსებულიყო და გამაღიზიანებლად უწვავდა ცხვირის ნესტოებს.
-ნუ იქნები ასე დაძაბული,-საჩუქრის ინიციატორი ალაპარაკდა კვლავ. ძლიერად მოეხვია ქალისთვის ხელი, მჭიდროდ იკრავდა გულზე აკისკისებულს.-შენც გაგიწევენ კომპანიონობას.-ნიღბის შიგნით ჩაიცინა და კიდევ ერთხელ აყვირდა,-მიეცით ამ ქალბატონს ბარბაროსი.



№1  offline წევრი gvancacuna

როგორც იქნააააააააა ❣❣❣ როგორ ველოდი❣

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

საკმაოდ უჩვეულოდ ვიყრდება მობლენები თუმცა ძალინ საინტერესოდ, ჰელლა ძალიან ჭკვიანია, მაგრამ კაიდენიც საკმაოდ გამჭრიახია, ნამდვილად იდეალური წყვილი იქნება, დალილამ რომ ააცალა კაიდენს ჰელა
საკმაოდ კომიკური სიტუაცია ჯყო გამეცინა.

ჯანმრთელობას გისურვებ და იმედია უფრო ხშირხშორად იქნება ახალი თავები ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Niako261995

სავსე მთვარობაზე ძალიან ვიცინე ???? მომწონს კაიდენის იუმორი

 


№4  offline წევრი gvancacuna

მიყვარს კაიდენი და მისი სითავხედე ???? მაგრად მივქარე როცა არ დაველოდე ისტორიიის სასრულებას და დავიწყე კითხვა☹ წამდაუწუმ რო არ ვამოწმო დაახლოებით როდისთვის დადებ ახალ თავს?

 


№5  offline წევრი Life is beautiful

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ისტორიაში არის ორი მხარე, პერსონაჟი და ავტორი(პერსომაჟის შემქმნელი). როცა პერსონაჟი მოგწონს, ნიშნავს, რომ ავტორია თვითონ საუცხოო ამ საქმეში. ...
და ხო, ზედმეტი გაზვიადების გარეშე. ვაუვ, ვათ იზ მენ?
სულ ესაა, მადლობა ყურადღებისთვის. ))
ჯანმრთელობას გისურვებთ. ;)

 


№6 სტუმარი ნია

ვაიმე სიგიჟე იყო ეს თავი ოღონდ მართლა.. ჰელაზე ვგიჟდები რა უცებ შეიცნო კაიდენი და მისი ხასიათი ნუ გალკოელებიდან გაკომდინარე და კაიდენიც როგორ ლბება ჰელას როგორც კი ხედავს!!! ძაან ცეცხლი წყვილი მართლა მაგრამ მეტი ჰელლა და კაიდენი მინდა არ მყოფნის!! ბევრი ასეთი მომენტი ახლაც ვერვითმენ ისე მაინტერესებს რამოხდება მგონი ცდიან კაიდენს:დდდდ

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მოკლედ და კონკრეტულად! ეს ისტორია არის და იქნება შედევრი ჯერ მარტო ასეთი წყვილის გამო და მერე პერსონაჟების!!
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
მეტის დაწერა არ შემიძლია ძალიან დავმუნჯდი ან რაარის სათქმელი შენ თავადაც იცი რა სიგიჟეს წერ♥️♥️

 


№8  offline წევრი PARVENU

ჰელლოთ, როგორ ხართ? მე კარგად მადლობა. ძალიან მიხარიააა!!! აი ძალიან რომ მოგწონთ. რადგან შეუმოწმებლად ვდებ გადაკითხვა მერიდება შეცდომების გამო. იმაზე ცოტა ჩამეტია ამ თავშიც ვიდრე ველოდი. მაააააგრამ, ზეგ დავდებ ახალს. ვინაიდან ერთი დღე ვუნდები თითო თავის ეერას, სავარაუდოდ საღამოს დავდებ. მადლობა კიდევ ერთხეეელ.
წარმატებები და იყავით ფრთხილად.
????????????????❤️
--------------------
Parvenu

 


№9  offline წევრი gvancacuna

PARVENU
ჰელლოთ, როგორ ხართ? მე კარგად მადლობა. ძალიან მიხარიააა!!! აი ძალიან რომ მოგწონთ. რადგან შეუმოწმებლად ვდებ გადაკითხვა მერიდება შეცდომების გამო. იმაზე ცოტა ჩამეტია ამ თავშიც ვიდრე ველოდი. მაააააგრამ, ზეგ დავდებ ახალს. ვინაიდან ერთი დღე ვუნდები თითო თავის ეერას, სავარაუდოდ საღამოს დავდებ. მადლობა კიდევ ერთხეეელ.
წარმატებები და იყავით ფრთხილად.
????????????????❤️

აუუუუუუუუუუუუუუ ველოდეები მოუთმენლაად❣

 


№10 სტუმარი ნია

ახალი თქვი როდის იქნება ? როდის უნდა გაგვახაროო?

 


№11 სტუმარი elene

ee aba davdebo? :/

 


№12  offline წევრი PARVENU

მალე აიტვირთება ახალი თავი^^
--------------------
Parvenu

 


№13 სტუმარი elene

Rato ar itvurtebaaa

 


№14  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

elene
Rato ar itvurtebaaa

ავტორის სიახლეებშიც არ ჩანს რომ დამატებულია ახალი თავი :)

 


№15  offline წევრი gvancacuna

სულ რატოა პრობლემა ახალი თავის ატვირთვაზე (((

 


№16 სტუმარი ნია

არ არის ატვირთული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent