შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის ლანდები [თავი XII]


28-01-2022, 21:42
ავტორი PARVENU
ნანახია 1 341

***
მონათა ბაზარზე, თავაზიანობის თავისი სახე არსებობდა. გულუხვობა და ხელგაშლილობა, ის საშუალებები იყო, რომლითაც ერთმანეთის ნდობის მოპოვებას ახერხებდნენ ერთად შეყრილები. აკვირდებოდნენ ერთმანეთს, სწავლობდნენ და ნიღბის ქვეშ იმ ბნელ ემოციებს მალავდნენ, რომელთა გამხელაც ნათელ შუქზე უპატიებელი იყო.
ბარონი ვიდლსტონიც იდგა გაუნძრევლად. მიწაზე ფეხებ შეზრდილი ოდნავადაც არ ტოკდებოდა ადგილიდან, იმაზე ფიქრში რომ საიდანღაც, ბნელი კუთხიდან კაიდენი აკვირდებოდათ. თვალმოუშორებლად მიჩერებოდა მის წინ მყოფ პრინცესას, წელში გამართული, აშკარა ელეგანტურობით რომ მისჯდომოდა მაგიდას და გულში ლოცულობდა, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო. იცოდა, უარის თქმა არ შეეძლო. რომ მათ შემოთავაზებაზე ხელის აკვრა ორ მხარეს შორის, წლობით ნაშენები ხიდის ჩანგრევას უდრიდა და მოთმინებით იცდიდა.
ადგილიდან არ დაძრულა, კვლავ რომ შეხსნეს დარბაზის კარები და ახალ მონას დაუთმეს გზა. ქალების მსგავსად, მასაც ფერადი სამოსელი უფარავდა სუსტ სხეულს, ხელში სინზე შემომდგარი ღვინო მოემარჯვებინა. თითქმის ისეთივე აღნაგობით გამოირჩეოდა, როგორც უწინ ნანახი კატისთვალება კაცი, რომელიც გალკოელთა მეფეს ახლდა თან. თუმცა განსხვავებით მისგან, კუნთოვანი სისტემა, თითქოს სულ დაშრეტოდა. მაღალი სხეული მხოლოდ ძვლები და მასზე გადაკრული გამოფიტული ხორცის მასა იყო. მხოლოდ უჩვეულოდ მოყვითალო ფერის ირისებით და კისერზე გამოსახული მუქი ნახატით თუ მიხვდებოდა ვინმე, რომ ის გალკოელთა ტომის წევრი იყო. ეტყობოდა, წლები თუ არა თვეები გასულიყო მის მონად ყოფნაში. ის ცეცხლი ჩამქრალიყო მასში, რაც ასე გამოარჩევდათ ველურება სხვა კონტინენტელებისგან.
მსუბუქი თავის დაკვრით მიესალმა იქ მყოფთ, რბილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ჰელლას და უბოდიშოდ ჩამოუჯდა გვერდზე. ატმის ტკბილი სუნი ასდიოდა ბიჭს. ეტყობოდათ, სპეციალურად იმ დღისთვის ეთერზეთებში დაეზილათ გამოფიტული სხეული.
იგრძნო თუ არა უცხოს სიახლოვე, ინსტიქტურად დაეძაბა პრინცესას სხეული. უფრო ახლოდან გრძნობდა მათრობელა სუნს და გარშემო მყოფთა დაჟინებულ მზერას.
-არ მოგწონს?-მოვაჭრემ, რომელიც ჯერ კიდევ თანმხლები ქალის ფერებით იყო გართული, ინტერესით კითხა,-საკმაოდ ძვირფასი მონაა, რომელსაც შენ გისახსოვრებ… თუ უფრო ათლეტურს ამჯობინებ?
-არა, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ცოტა მოულოდნელი იყო,-მშვიდად უარყო შემოთავაზება, უფრო მეტ ეჭვს ვერ გააჩენდა.
-არ ხარ ვალდებული ზედმეტად ფორმალური იყო. მოეშვი და ეცადე ისიამოვნო,-ხმით ჩაიცინა და უფრო მეტად ჩაავლო ხელი მეწყვილეს.
ჰელლას მთელი სხეული დაძაბვოდა. ეგონა ეკლებზე იჯდა. მთელი ძალით ცდილობდა თავი არ გაეცა. ხელები მაგიდაზე დაეწყო მშვიდად. იცოდა, მათი დამალვა ერთ-ერთი მანიშნებელი იქნებოდა სვავებივით ჩასაფრებულებისთვის.
მის გვერდით მჯდომი გათამამდა. მოხერხებულად ჩამოუსხა ტკბილი სასმელი ჭიქაში, ღიმილით გაუწოდა.
-გთხოვთ, მიირთვათ, ქალბატონო.
წამით შეყოყმანდა, მომლოდინეს თვალი გაუსწორა და უსიტყვოდ ჩამოართვა. ოდნავ აიწია ნიღაბი, მსუბუქად მოსვა, გამშრალი პირის გასასველებლად და კვლავ უკან ჩამოიწია. ალკოჰოლის ტკბილი გემო მთელ ყელში მოდებოდა.
გალკოელ ბიჭს სახე გაბადროდა, სიხარულით შეჰყურებდა ნიღბიდან მომზირალ თვალებში.
მის შემხედვარეს უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს ვერ გაეგო რას გრძნობდა.
იმის ყურება, თუ როგორ ქცეულიყო ბუნებით მებრძოლი ხალხი მარიონეტად, რთული ასატანი იყო. იმის შესახლებლობას გაჯერებდა, რომ საკუთარი მეს დაკარგვა ბაზარში ნაყიდ ხორცს უტოლდებოდა.
გალკოელები ველურები იყვნენ, მტკიცე, შეურყეველი ბუნებით. მათი თვაისუფლებისკენ სწრაფვა ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც სუნთქვა. სწორედ ამიტომ, გალკოელთა მონად გაწრთვნა ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ვაჭრებისთვის. თუმცა შედეგი იმაზე მაღალი იყო, ვიდრე გაღებული მათ მოსათვინიერებლად. მიზეზიც ეს იყო მათი მაღალი ღირებულებისა. ძალა, ფიზიკურობა, ამტანობა და შრომისუნარიანობა ის მთავარი ფაქტორები იყო, რომლებსაც ასე აფასებდნენ მყიდველები მათში.
ბავშვობიდან გატავებულებს, წლები წვრთნიდნენ შესაბამისი ზომისთვის, აშიმშილებდნენ, რომ ის ურჩი სული ჩაეკლათ, რაც ასე დაუმორჩილებელს ხდიდა გალკოელებს. ამათრახებდნენ, ბნელ, უსარკმელო ოთახში კეტავდნენ და დღეების განმავლობაში ტოვებდნენ დღის შუქის გარეშე. მათი გაწრთვნა, იმ ველური ცხოველის გაწრთვნას უტოლდებოდა, რომლებიც ოდითგანვე მოეთვინიერებინა ადამიანს. გალკოელებიც ცხოველის სისხლს იზიარებდნენ, ველურთა გენები მათ ვენებში ჩქეფთა ადუღებული.
გამოუცდელ, ჯერ კიდევ ცხოვრების უნახავ ბავშვებს მარიონეტებად ზრდიდნენ, იმის ძახილით, რომ მათთვის სხვა სიცოცხლე არ არსებობდა. ღმერთების მიერ მონადვე გაჩენილთ სამუდამოდ მონის ბედი უნდა სწეოდა.
წლების გასვლის შემდეგ, ხერხებიც იხვეწებოდა, იზრდებოდა მონათა რიცხვიც და ჰელლას ზიზღიც საკუთარი თავის მიმართ. იმის გააზრება, რომ თავადაც მათ გავდა, უსულოს, პიროვნება დაკარგულ არსებას, გულს უღრღნიდა. ის რომ ქვეყნის მონარქის შთამომავალი იყო, ყოველგვარი ძალაუფლების გარეშე, უფრო მეტად აგიჟებდა. აგიჟებდა ისიც, რომ გაქცევა ვერ შეეძლო. არ შეეძლო, მათგან განსხვავებით, რომლებიც წლების მერე საკუთარ მეს აყოლილი, მაინც ეძებდნენ სუფთა ჰაერს, თავისუფლება რომ ერქვა.
‘სრულყოფილი პრინცესა უნდა იყო, ჰელლა. ჰელლა დე ვიერა, სამეფო ოჯახიდან, ვიერას ყვავილი.’
წამდაუწუმ უგუგუნებდა ყურებში როსელიას სიტყვები მანტრასავით.
-მაინტერესებს, როგორი სახე იმალება ნიღბის მიღმა? რამდენად ლამაზი ხართ?-ბიჭის ჩუმმა, ინტიმურმა ხმამ გონზე მოიყვანა.
მისკენ გადმოხრილს ყურთან მიეტანა ტუჩები. გამხდარი, გრძელი თითით მონოტონურად ეხებოდა მხარზე.
იგრძნო, როგორ გააჟრჟოლა უცხო შეხებაზე. ეცადა შეკრთომა არ შეემჩნია, ფრთხილად მოიშორა მისი ხელი და თოთებით ჩააფრინდა მაჯაზე. მისი პასუხით გამხიარულებული ბიჭი, უფრო მეტად მიეკრო მხარზე, ლაღად გაუცინა მომზირალს.
-ყურადღებით მომისმინე,-ახლოს მიუტანა ქალმა სახე, სხვათა შეუმჩნევლად უჩურჩულა მომღიმარს.
-დიახ?
-აქ არ ვარ იმისთვის, რომ შენთან გავერთო. თავშეკავებული იყავი,-ცივი გახდომოდა ხმა,-აქედან უნდა გაგიყვანო.
მის სიტყვებზე, გალკოელს თვალები შეუკრთა. თითქოს ყვითელმა ტალღებმა იწყეს ღელვა, ჯებირების გადალახვით მოწადინებულებმა.
-თქვენი ხუმრობა იმაზე მეტია, რისი გაგებაც ძალმიძს, ქალბატონო.-ეცადა ემოცია არ შეტყობოდა.
-სირბილი შეგიძლია?-მტკიცება არ დაუწყია, პირდაპირ კითხა,-თუ არა, ჯობია ეხლაცე მითხრა.
კარგად იცოდა ვაჭრების მიდგომა მონათა მიმართ. ისინი, რომლებიც ბოლომდე ვერ ივიწყებდნენ საკუთარ ბუნებას, სისხლის ყივილს აყოლილები, მაინც გარბოდნენ იმისკენ, რაც ბავშვობიდან წაერთვათ და დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდათ. ამის აღმოსაფხვრელად კი ყველაზე მარტივი გზა იმ კუნთების დაზიანება იყო, რომლითაც საბოლოო მიზნამდე უნდა მიეღწიათ. ამის გამო, მონათა უმრავლესობას სირბილი ბავშვობიდანვე არ შეეძლოთ.
-რა თქმა უნდა,-ბიჭს ყვავილივით გაეფურჩქნა სახე, თვალები ველური ცეცხლით არნთო. რბილ, მაცდურ ხმის ტონში მუქარის ნოტები გარეოდა,-ამაზე მეტიც შემიძლია.
მის ხმაზე მწარე გემომ დაჰკრა პირში. სახე უფრო მეტად ჩამოუბნელდა ქალს. კიდევ ერთხელ ცხადად დაინახა მათ შორის განსხვავება და უფრო მეტად დაუმძიმდა გული. მის თვალებში გამკრთალი იმედი, ნემსებივით უსერავდა გონებას და ცაში აფრენილს, მოწყვეტით ანარცხებდა დედამიწაზე.
ისინი იბადებოდნენ, როგორც გალკოელები და კვდებოდნენ როგორც გალკოელები.
თავისუფლებას შეწირულები, საკუთარი სახლის ძიებაში.
-სარგებლის გაზიარებაზე მინდა ვისაუბროთ.
მის სიტყვებზე ყველამ ყურადღება პრინცესასკენ მიაპყრო. წამით სიჩუმემ დაისადგურა მთელ ოთახში.
-სარგებლის გაზიარება?-წინ წამომართულიყო ჩაფსკვნილი, განიერი მხრების მქონე კაცი. მისი გავლენა მთელ დარბაზში იგრძნობოდა,-თითოეული ჩვენგანი, საკუთარ წილს წაიღებს, დარჩენილი ოცდაათი პროცენტი კი თანაბრად გადანაწილდება მომხრეებს შორის.
-დიახ, ოცდაათი პროცენტი ჩვენ შორის უნდა გადანაწილდეს, ამიტომაც საქონლის შემოწმება თავად მსურს. სხვა თუ არაფერი, მარტო ჩვენ არ ვიქნებით ისინი, რომლებიც დაბალი პროდუქტის გაყიდვის გამო დაიტანჯებიან.-გვერდზე გადახარა თავი, ტონი უფრო დამაჯერებელი გაუხდა,-ყველაფერი იმისთვისაა, რომ დანაკარგი ავიცილოთ თავიდან.
-საინტერესოა.-გულიანად გადაიხარხარა კაცმა, წამით არ დაუტოვებია მის მზერას ქალი, მაშინაც კი, სულმოუთქმელად რომ ჩაცალა სასმისი,-მომწონს, შენი თავდაჯერებულობა. როგორ ფიქრობ, შენი საქონელი ამდენად ხარისხიანია?
-იმდენად მაინც რომ ამ აუქციონზე გავიტანო.-თავდაჯერებულმა უპასუხა.
სხვებიც რომ არა, კაიდენი ყავდა თავისთან, გალკოელთა მეფე.
-ყველაფერი შემიძლია განახო, რასაც ისურვებ. მაგრამ რადგან ინფორმაცია კონფიდენციალურია, მნახველების რაოდენობა უნდა შევზღუდო,-ხმა უფრო ღრმა გაუხდა, გვერდზე მჯდომ ქალს უხეშად კრა ხელი მოსაშორებლად,-პრობლემა არ იქნება თუ ჩვენ ორი ვიქნებით, მაშინ კი შეგიძლია შეამოწმო.
-ცუდად არ ჭღერს,-თითქოს არაფერიო ისე უფასუხა, გვერდზე გადადგა ჯერ კიდევ სავსე ჭიქა.
-გამომყევი,-მოვაჭრეც უმალვე წამოიმართა ფეხზე, ხელით ანიშნა კარისკენ.
წინ წასულმა მარდად შეხსნა კარები და უკან გაყოლილ ქალს გზა დაუთმო.
უყოყმანოდ მიყვებოდა წინ გაძღოლილს, იმის იმედით რომ მარტო არ იყო. რბილად მიაბიჯებდა რბილ ხალიჩაზე და დაკვირვებით ათვალიერებდა ახალ გარემოს, ძალიან რომ განსხვავდებოდა შემოსასვლელი ლაბირინთისგან. ნათლად განათებული ჰოლი ერთ-ერთი დამაკავშირებელი გზა იყო აუქციონის დარბაზთან.
მამაკაცი მალევე გაჩერდა რკინის კარებთან, ჯიბეებში მოიჩხრიკა გასაღები. რამდენჯერმე გაისმა კლიტის ჩხაკუნის ხმა და უზარმაზარი კარებიც მძიმედ, ჭრიალით გაიღო.
-თქვენს შემდეგ,-ყალბი თავაზიანობით დაუკრა ქალს თავი და გზა დაუთმო შიგნით შესასვლელად.
აღარ დაუყოვნებია. ოთახის სიბნელეს შეერია და იმ მხუთავ ჰაერს, კედლებიდან რომ იღვრებოდა მთელ სივრცეში. ყრუდ მოესმა ზურგს უკან კარების დაკეტვის ხმა.
წამში დაუმძიმდა გული, სუნთქვა შეეკრა. რაც არ უნდა ბევრჯერ ენახა, მაინც ვერ შეჩვეოდა მრავალჯერ განცდილს.
ოთახის სივრცეში განიერ საწოლზე პატარა გალკოელი გოგო მოხვეულიყო. კიდურები პატარა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ჰქონდა. აშკარა იყო, ჯერ კიდევ არ მიეღწია გარდატეხის ასაკამდე.
როგორც კი შემოსულთ მოჰკრა თვალი, ფეხზე წამოიმართა, კუთხეში აიწურა. ჩამქრალი თვალები უმალ აევსო შიშით და ტერორით. ველურივით მოკრუნჩხვოდა სპაზმ დავლილი თითები.
-როგორც იცი, ახალგაზრდა გალკოელი გოგოები, ყველაზე ძვირადღირებულები არიან ბაზარზე,-უკნიდან მიუახლოვდა ვაჭარი, უბოდიშოდ შემოხვია მხარზე მკლავი,-რას ფიქრობ? კმაყოფილი ხარ?
სიამაყის ნოტები შეპარვოდა ხრინწიან ხმაში. უფრო მეტად მიუახლოვდა ქალს, იმდენად რომ მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა ნიღბის მიღმა.
-აქ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ. სანამ წახვალ, ამ ყველაფერს ხომ არ მოიშორებდი?-ნიღაბზე აუსვა თავისუფალი თითები,-იმ წამიდან, როდესაც საუბარი დაიწყე, იმის ფიქრი არ მომშორება, თუ როგორი სახე იმალება ასეთი საოცარი ხმის მიღმა.
იგრძნო როგორ შემოეჭდო უფრო ძლიერად უხეში ხელი და მუცელიც ამოუბრუნდა. იქვე მოუნდა კუჭი გაენთავისუფლებინა.
მიხვდა, ზედმეტად დააყოვნა. არც უყოყმანია ისე წარმოთქვა მისი სახელი.
-კაიდენ.
წამიც არ იყო გასული, ყრუ ბათქი რომ გაისმა და მოწყვეტით დაეხეთქა მამაკაცის სხეული იატაკს. სისხლის ცხელი ოხშივარ ავარდნილი ნელ-ნელა შეიღება წითლად ხალიჩა. ყელი ქონდა გამოღადრული ჯერ კიდევფეთქავ გვამს, უსულოდ რომ ეგდო იატაკზე.
-შენ რა, ჩემ მოთმინებას ცდი?-მძიმე მკლავები უმალ შემოეხვივნენ ზურგიდან წელზე, ცხელი ტუჩების შეხება მხარზე.
ჩურჩულს შეპარული რისხვა ნელ-ნელა ემატებოდა ხმაში, ბრაზისგან გრგვინავდა გაავებული.
-ლამის ყველა მოვკალი, ჰელლა.

***

რვა მონათა ვაჭრის სააუქციონო სახლი, მალევე აივსო პოტენციური მყიდველებით. ერთად შეჯგუფებული ხალხი, იმ საავდრო ღრუბლებს მოგაგონებდა დამანგრეველ შტორმს რომ წინასწარმეტყველებდა მოღუშული.
დარბაზი სრულიად გავსებულიყო. სარდაფში განლაგებული ადგილებიდან, არცერთი არ იყო თავისუფალი. ქვეყნის ყველა მხრიდან და საზღვრებს მიღმა სამეფოებიდან მოსულიყვნენ სტუმრები, ხმაურიანად რომ ბაასობდნენ ერთმანეთში. განიხილავდნენ ყველაფერს, დაწყებული იმ ეპოქის მოდიდან, დამთავრებული კონტინეტთა შორისი შეთანხმებებით. მადიანად შეექცეოდნენ უმაღლესი ხარისხის ვიერულ ღვინოს და მოუთმენლად ელოდნენ ფარდის გახსნას, მძიმედ რომ დაშვებულიყო განიერ, მასიურ სცენაზე.
უკვე დროც გადასულიყო აუქციონის ოფიციალური გახსნიდან. ნელა, ზლაზვნით იცლებოდნენ ქვიშის საათები. დაღლილი ისრები, მძიმედ უახლოვდებოდნენ წუთის დასასრულს და ახლიდან იწყებდნენ წრეზე ბრუნვას. თითქოს დროც გაჩერებულიყო სცენის მიღმა. სულიერის კრთომაც არ იგრძნობოდა შემაღლებული ადგილიდან.
დრო დიდი ხნის გადაცდენილი იყო.
მანათობელი, მცხუნვარე დისკოც ნელ-ნელა ამოიწვერა ჰორიზონტზე, ახალი დღის მანიშნებელ ნიშნად.
ფარდა მაინც ისე, გაუხსნელად ჩამოშვებულიყო გუმბათებიდან.

***
აუდიენცია მალევე მოიცვა ხმაურმა, დაყოვნებით გაღიზიანებულები, დაუფარავად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ორგანიზატორების მომართ. ხმამაღალ წამოძახილებს არ იშურწბდნენ ერთმანეთის მიმართ. მადაც კი დაკარგვოდათ გაბრაზებულთ.
-მოგესალმებით.-მოულოდნელად, საიდანღაც გაისმა მაღალი ბარიტონი.
წამში სიჩუმემ მოიცვა სრული დარბაზი. სცენის ცენტრში არსაიდან ამოზრდილიყო აწოწილი, ტანმაღალი მამაკაცი. უხეიროდ მოშვებოდა სხეულზე მორგებული ტანისამოსი, თითქოს ვიღაცისგან ეთხოვა დროებით.
სახე მზისგან გარუჯული, თვალები კი მზესავით ანთებოდა.
-დალილა,-სადღაც გასძახა ნაცნობს, ვითომც აქ არაფერიო.
როგორც კი მისი იქ ყოფნა დაიგული უდარდელმა ღიმილმა გაუპო სახე. ბავშვური ნაჩხვლეტები გამოუჩნდა ლოყებზე, სახე სიხარულისგან გაბრწყინებოდა.
-როგორც მოგეხსენებათ,-მობოდიშებით ჩაიწმინდა ხმა, ტონი უფრო ომახიანი გაუხდა,-დღეს ძალზე მნიშვნელოვან დღესასწაულს ავღნიშნავთ!-განზე გაშალა ხელები, ღიმილით მოავლო თვალი გაშეშებულ ხალხს, თითქოს კატა ყოფილიყო, წიწილებს ჩასაფრებული,-ამ მომენტიდან, თქვენ ხართ მონები, ადევნებულები მონათა ვაჭრების მიერ!
დაამთავრა თუ არა, აღფრთოვანებულმა შემოჰკრა ტაში. ელეგანტური ღრმულები, ბავშვურ, გულუბრყვილო გამომეტყველებას სძენდა ზრდასრულ მამაკაცს. მისი ხილვით ჯერ კიდევ გაშეშებულები, გონზე ვერავინ მოსულიყო. თითქოს გუმანით გრძნობდნენ მოახლოებულ საშინელებას, ინსტიქტურად აპარებდნენ გასასვლელი კარებისკენ თვალს. ჯერ კიდევ ვერავის გარბედა ხმის ამოღება. გამაყრუებელი სიჩუმო ჩამომდგარიყო დარბაზში.
-ქალბატონებო და ბატონებო…-ავი აღფრთოვანებით არნთო მამაკაცს თვალები, მშიერი გაუხდა გამომეტყველება.-იმედია სირბილი კარგად გამოგდით!-წამოიყვირა და ნელა, კატისებრი ნაბიჯებით დაიძრული, ყოველი მხრიდან გამოჩენილ მხეცებს, ელეგანტური ნახტომით შეუერთდა.


***
ჯაჭვებისგან გამოხსნილმა, როგორც კი თავისუფლება იგრძნო, გრძელი ნახტომით გადაფარა მანძილი ოთახის ბოლოსკენ. გაავებული დააცხრა სისხლისგან დაცლილს, თითქოს ლამობდა ჯერ კიდევ ცოცხალისთვის მიესწრო. გამალებული სცემდა პატარა მუჭებს, გაუჩერებლად აგლიჯდა ხორცს კანიდან, თითქოს ნაწილებად უნდა სხეული დაფლითოსო.
ნანახით თავგაბეზრებული კაიდენი, მალევე დასწვდა მომცრო სხეულს, ტანსაცმლის საყელოთი დაითრია და გვერდზე მოისროლა ჰაერში აფრიალებული. გოგოც აღრენილი დაეშვა საწოლის ბოლოში, შუბლშეკრული მიაჩერდა მამაკაცს, მკვდარის ჯიბეების ჩხრეკვით რომ დაკავებულიყო.
მალევე ამოაძვრინა გასაღებების აცმა, მჭიდროდ მოუჭირა ხელები ლითონის ფიგურებს, თავისი ხალხის ბედი რომ გადაეწყვიტა თავის დროზე.
-ჰაბან, დალილა,-ჰაერში გასძახა ჩრდილში მიმალულთ.
მალევე გამოჩნდნენ მოხმობილთა სხეულები. უსიტყვოდ ჩამოართვეს გასაღები და მოკლედ მოახსენეს შეპყრობილთა ამბავი.
-ინფორმაციიდან გამომდინარე, ერთი გვაკლია,-ცივი გახდომოდა დალილას ხმა.
-მე ვიცი სადაც უნდა იყოს,-მოულოდნელად გაისმა საწოლიდან სუსტი ხმა. უწინ მოსროლილი პატარა სხეული კვლავ ფეხზე წამოიმართა, რიდით მიუახლოვდა კლდესავით აყუდებულს,-მისი სიურჩის გამო, ცალკე გამოამწყვდიეს, შენობის ბოლოში. შემიძლია გზა მიგასწავლოთ.
კაიდენმა უსიტყვოდ შეავლო თვალი მომცრო არსებას. ერთი აათვალიერა და კვლავ დალილას მიუბრუნდა.
-რამდენი დრო გვაქვს, სანამ აუქციონი დაიწყება?
-არც ისე ბევრი.
-მე პრინცესასთან ერთად წავალ. რაც შეგეხებათ, თქვენ…-წამიერი ფიქრის შემდგომ, ზანტმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხეები. ნელა გადახედა მომლოდინეებს,-გთხოვთ, სტუმრებს სათანადოდ მიესალმოთ.
ორ გალკოელს, უმალვე აენთოთ გადაღლილი თვალები. რაღაც საზარელმა, შიშის მომგვრელმა აღფრთოვანებამ გაუნათა სახეები.
აშკარა იყო, სისხლი მოწყურებოდათ ველურებს.
არ დაუყოვნებიათ, მალევე გაუჩინარდნენ ოთახიდან.
ჰელლას ფიქრები ბარონი ვიდლსტონისკენ გაექცა. იმედი ჰქონდა, უკვე წასული იქნებოდა და იმას არ შეესწრებოდა, რასაც ის ორი გეგმავდა.
ჩუმი ოხვრით მანაც დატოვა სისხლის სუნად აყროლებული კედლრბი.



№1  offline წევრი gvancacuna

არასდროს არ მყოფნის ახალი თავი (((( ველი მოუთმენლად ❣წამდაუწუმ ვამოწმებ((

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ვგიჟდები კაიდენიის ეჭვიანობაზეე!!! და არ მეყო თან მეტი ჰელლა და კაიდენი მინდოდა თუმცა საინტერესოა♥️ მთელი გულით ველო შემდეგ თავს ერთი სული მაქვს რა მოხდება♥️

 


№3  offline წევრი Niako261995

მეტი ჰელა და კაიდენიი,საოცრებაა ჰელასთან,როცა აღმოჩნდება ხოლმე,უსუსრი ბავშვივითაა ????

 


№4 სტუმარი სტუმარი ლაილა

რატომღაც მგონია რომ ძააან ცეცხლი თავი უნდა იყოს შემდეგი და ვნახოთ აბა ამ კაიდენს რომ ვუყურებ ფაქტია უკვე ჰელლაზე ჭკუას კარგავს მაგრამ მეტი ჰელა და კაიდენი მინდა????

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარი თავი იყო მომეწონა სამი თავი წავიკითხე ზედიზედ დავაგროვე რა მაგარი წყვილია ჰელადა და კაიდენო მინდა ერთად იყვნენ მაგარი თავი იქნება შემდეგში ველოდრბი ახალი თავს მადლობა წარტებები ????????????♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი lia

auuu erti suli maqvs shemdeg nawils rodis vixilaav dzaan momwons hella da kaideni magram mati momentebi maklia da ramagaria kaidenis echvianobaze vafren imedia bevri aseti scrna iqneba eranetia wamratebebi da gelodebit

 


№7  offline წევრი gvancacuna

როდის იქნება შემდეგი თავი?

 


№8 სტუმარი თეკლე

შემდეგი თავი როდის იქნება? ერთი სული მაქვს ისე ველოდები♥️

 


№9  offline წევრი gvancacuna

როდის დადებ შემდეგ თავს?

 


№10 სტუმარი ni

Auu male dadee raa♥️

 


№11  offline წევრი gvancacuna

როდის დადებ?

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამ

იმედია ყველაფერიი რუგზე გაქვს და კარგად ხარ♥️ გელოდებით სულ მოუთქმელად რაიმე მაინც შეგვატყობინე რომ ვიცოდეთ ყველაფერუ რიგზეა♥️

 


№13  offline წევრი gvancacuna

ხომ კარგად ხარ?

 


№14  offline წევრი gvancacuna

სად დაიკარგე? ((

 


№15 სტუმარი სტუმარი lika

auu gelodebut da male atvurtav? an gagvagenine mainc pasuxi :/

 


№16 სტუმარი ეეკა

როგორ შეიძლება ესე გაქრობა? რამე მაინც გაგვაგებინე რომ ვიცოდეთ და ტყუილად აღარ ველოდოთ :/

 


№17  offline წევრი gvancacuna

კარგად ხარ?

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინა

თუ დამთავრების თავი არ გაქვს ჩვენ რაღას გვაწვალებ

 


№19 სტუმარი ნია

დღემდე ვამოწმებ და გელიდები... ისეთი განსხვავებული ისტორიაა იმსახურებს დასასრულს!
იმედი მაქვსს კარგად ხარ და დაასრულებ. გელოდებით შენი მკითხველები .

 


№20 სტუმარი ele

Ratom daikarge ese? iqneb gagvagebino mainc raxdeba

 


№21  offline წევრი gvancacuna

იქნებ ვინემ იცოდეს ავტორი სად დაიკარგა?,რამე ხო არ მოუვიდა კარგადაა ნეტავ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent