შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება (თავი 1)


4-02-2022, 20:27
ავტორი ♛QâmêLêøñi♛
ნანახია 509

ისეთი სიტუაცია გქონიათ, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი ყოფილა? მაგალითად, უამრავი ადამიანის წინაშე თუ შერცხვენილხართ? ამას დავამატოთ ისიც, რომ მათში გამოირჩეოდა თქვენთვის ისეთი პიროვნება, რომლის წინაშე შერცხვენას სიკვდილს არჩევდით. პირადად მე ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადამიანი მახსენდება. . .
“გამარჯობა, მე ლიკა ჩაკვეტაძე ვარ. მოგეხსენებათ, ზედმეტსახელად მოუხელთებელს მეძახიან. დიახ, დიახ ის გოგონა ვარ ქორწილიდან.(თითქოს რამე საამაყოს ამბობდეს.. თვალები გადაატრიალა) მისმინეთ... მესმის, რომ სასაცილო იყო. ნუ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ალბათ მეც გამეცინებოდა.. ალბათ კიარადა აუცილებლად გამეცინებოდა ვინმე რომ შადრევანში ჩავარდნილიყო, მაგრამ ჩაიარა ხალხნო, მორჩა, გავიცინეთ გვეყო.(ხელები ერთმანეთს შემოცხო) ვსო! რა საჭიროა ყოველდღე ვიდეოს გაზიარება და ეს დამცინავი კომენტარები? იქნებ როგორმე დაივიწყოთ, ბოლოს და ბოლოს ერთი კვირა გავიდა უკვე ამ ამბის შემდეგ!” - პირდაპირი ეთერი ნერვებმოშლილმა გამორთო და მოკისკისე დაქალებს გადახედა, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძლივს იკავებდნენ სიცილს.
- თქვენ რა ჯანდაბაღა გაცინებთ... გეგონება სხვები არ მყოფნიდნენ
ტელეფონი გვერდით სავარძელში მოისროლა და სამზარეულოში შევარდა.
- გეფიცები ასეთი რამ მხოლოდ შენ თუ დაგემართებოდა. როგორ მოახერხე?-თავი გააქნია და კარგად გადაიხარხარა ანასტასიამ
- მართლაც!-ჩაიხითხითა ვერონიკამ
- თქვენ ხომ არაფერი იცით... - სახე მოეღუშა და მორიგი ტორტის ნაჭერი გაიქანა ყბაში.
1 კვირის წინ
კურსელის ქორწილში იყო და ეზოში, შადრევანთან სასმელს წრუპავდა, როდესაც ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა.
-ჩაკვეტაძე!
უცბად შებრუნდა და არც მეტი არც ნაკლები თავად დამიანე ჟორჟოლიანის წინ აღმოჩნდა.
- ჟორჟოლიანი! აქ რას აკეთებ?- სახეზე გაკვირვება გამოესახა
- მეც სტუმარი ვარ, ისევე როგორც შენ- ტუჩის კუთხე ჩატეხა კმაყოფილმა
- გასაგებია- გაუღიმა და ჩამოვლილ მიმტანს თავის დაკვრით მორიგი ჭიქა გამოართვა.
- ბევრს სვამ- ჟორჟოლიანმა ცალი წარბი მაღლა აწია.
- ეს შენ არ გეხება- უემოციო სახე მიაპყრო და დალევა განაგრძო. სასმელი ისე გამოცალა, აშკარად ემოციების ჩახშობა უნდოდა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა.
- შეცვლილხარ- სევდანარევი ხმა ჰქონდა დამიანეს
- 4 წელი ცოტა ხომ არ არის ბატონო დამიანე- ცალი წარბი აწია და თან გული მოეწურა
- მართალია. . . დიდი დრო გავიდა...- ჩაფიქრებული მიუახლოვდა.
-ასეა- ლიკამ გვერდის ავლა სცადა, მაგრამ კაბაზე ფეხი დაებიჯა და შადრევანში გადავარდა. ეს ყველაფერი ისე უეცრად მოხდა, რომ დამიანემ დაჭერა ვერ მოასწრო. დამფრთხალი წამოხტა და შერცხვენილი გარეთ გიჟივით გავარდა. ყველა ტელეფონს ჩასჩერებოდა და იცინოდა. ან როდის მოასწრეს გადაღება?! რავიცი რავიცი... დამიანე უკან დაედევნა, მაგრამ ვერ მიუსწრო...ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა.
ახლა..
- ღადაობ? ეს როგორ დაგვიმალე. ამდენ ხანს რატომ არ გვითხარი თუ დამიანე დაბრუნდა?- გაკვირვებული მიშტერებოდა ვერონიკა დაქალს ამბის მოსმენის შემდეგ.
- მე არ მითქვამს, რომ დაბრუნდა. მე ვთქვი ჩამოვიდათქო. ნუ რავი რა.,, არც გვინახავს ერთმანეთი სალაპარაკოდ და როდის გეტყოდით? სულ მუშაობდით- თვალები აატრიალა და სამზარეულოში გაბრუნდა.
- ვერ ვიჯერებ დაო რა გადაგიტანია თურმე, მაგრამ მაინც მეცინება და რა ვქნა? - სიცილი აუტყდა ანასტასიას და ვერონიკაც მას აჰყვა.
- ფუ თქვენც თუ დაქალები გქვიათ რა- გაბუზღუნებულმა აატრიალა თვალები
- კარგი, კარგი ჩუმად ვართ- ერთმანეთს გადახედეს ხით-ხითით
- ისე ღირსი ხარ იმ შადრევანში რომ ჩავარდი-მხრები აიჩეჩა ჩაფიქრებულმა ანასტასიამ
- სერიოზულად? რით დავიმსახურე- ყავის ჭიქები ხმაურით დააწყო მაგიდაზე
- აბა სად გარბოდი? ბიჭი გელაპარაკებოდა. შენ კიდე ისე მოუჭერი არაფრის თქმა აცადე. იქნებ რას გეუბნებოდა?
- ანასტასია არ გინდა ძალიან გთხოვ..-წარბები შეჭმუხნა
-რა არ მინდა ლიკა! ბოლოს როდის იყავი ნამდვილად ბედნიერი?
-ძალიან ბედნიერი ვარ! თქვენ მყავხართ! ოჯახი მყავს!
-ვის ატყუებ.. შენს თვალებში უკვე დიდიხანია ბედნიერების სხივები აღარ ჩანს-ცალი წარბი აწია ანასტასიამ
-ვეთანხმები ანასტასიას. ვფიქრობ ჯობდა თავი არ აგერიდებინა და გესაუბრათ- თავი დაუკრა ვერონიკამ და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა
-შეწყვიტეთ, გთხოვთ! არ მინდა მასზე საუბარი-თავი ფანჯრისკენ შეაბრუნა და ფიქრებში ჩაიკარგა.
მთელი 10 წუთი ასე ისხდნენ და არაფერს ამბობდნენ. სამივე წარსულის მოგონებებში ჩაიკარგა. დუმილი ანასტასიამ დაარღვია
- წავედი რა, დედაჩემს უნდა გავყვე საქმეზე და მოგწერთ მერე- წამოდგა და გადაეხვია გოგონებს
- მეც წავალ, ხვალ ისევ სამსახურში ვარ გასასვლელი და ცოტა უნდა დავიძინო თორემ მოვკვდები.
- წადით ჰო გაიქეცით და დამტოვეთ მარტო- მოწყენილმა ჩაიბურტყუნა და გოგონები გააცილა
- არც ხვალ წავალ უნივერსიტეტში. დავწვები და დავიძინებ. მაინც არ მაქ რამის თავი- ოთახისკენ მიდიოდა ბუტბუტით ზარის ხმა რომ გაისმა.
- ნეტავ რა დაგრჩათ. გინდათ მოგ... შენ?! ..,,

--------------------------

გამარჯობა მეგობრებო. ამ ისტორიის პირველი თავი ზუსტად ორი წლის წინ მქონდა ატვირთული, მაგრამ რატომღაც ვეღარ მოვახერხე გაგრძელება. ახლა უცებ მომინდა წერა და გადავწყვიტე გამეგრძელებინა. ცოტა ჩავასწორე რაღაცები და მაინტერესებს თქვენი აზრი მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ. გავაგრძელო თუ არა )) გამიხარდება თქვენი დადებითი აზრი.რათქმაუნდა მივიღებ კრიტიკასაც(ვიკრიჭები რომ იცოდეთ))



№1  offline წევრი Anastacia

უკვე მომწონს....ველოდები გაგრძელებას❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ...

იმედია გაგრძელება იქნება )

 


№3  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

Anastacia
უკვე მომწონს....ველოდები გაგრძელებას❤❤

ყველანაირად ვეცდები ხვალისთვის მზად იყოს ❤️❤️
პ.ს გიცანი ტკბილოოოო ახლა გადავალ დასასრულს მოვკარი თვალი ერთი წავიკითხოოო (გაკრეჭის სმაილი :D)

სტუმარი ...
იმედია გაგრძელება იქნება )

აუცილებლად გაგრძელდება ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ლელა

იმდენად პატარა თავია ვერ გავიგე მომეწონა თუ არა???? მალე დადე ახალი თავი და ცოტა დიდი????

 


№5  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

სტუმარი ლელა
იმდენად პატარა თავია ვერ გავიგე მომეწონა თუ არა???? მალე დადე ახალი თავი და ცოტა დიდი????

კარგიი❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

გააგრძელე.

 


№7  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

სტუმარი nancho
გააგრძელე.

მეორე თავი ატვირთულია უკვე ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent