შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება(თავი 2)


5-02-2022, 21:50
ავტორი ♛QâmêLêøñi♛
ნანახია 503

გაკვირვებული უყურებდა ლიკა დამიანეს. გაოცებისგან ვერ მიხვდა რა გაეკეთებინა.
-კიდევ დიდხანს მომაშტერდები? - წარბი ასწია და ჩაეღიმა
-აქ რას აკეთებ!-წარბები შეკრა
-არ შემომიპატიჟებ?- კარის ჩარჩოს ხელი მოკიდა
-რაიყო ვამპირი ხომ არ ხარ შემოპატიჟება რომ გჭირდება-თვალები გადაატრიალა და გვერდით გადგა. გზა დაუთმო შემოსასვლელად. ჰო მართლა ვამპირობაზე გამახსენდა. ეს ჩვენი დამიანე მართლა ძალიან სექსუალურია დეიმონივით(მეცინება ) მისი თვალები რომ განახაათ უჰჰ დადნებოდით. ღმერთო მე და ჩემი ვამპირებზე გატაცებები. მაგრამ რა გავაკეთო, რაც ვამპირის დღიურებს ვუყურე დეიმონ სალვატორზე მაფანატებს(ისევ ვიცინი)
-შეიძლება- ჩაიცინა და სახლში შევიდა
-გისმენ აბა?!-უკან გაჰყვა დოინჯშეკრული
-რას მისმენ?- სავარძელში ჩაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ვითომ გაკვირვებულმა ჰკითხა
-მეღადავები? რისთვის მოხვედი თუ სალაპარაკო არ გაქვს-ხელები ჩამოუშვა, მაგრამ ადგილი არ შეუცვლია
-იქნებ მომენატრე და მინდა უბრალოდ გიყურო- აგრძელებდა ნერვების მოშლას, რაც მართლა კარგად გამოსდიოდა
-დამიანე მომისმინე, არ მაქვს ახლა ღადავის ნერვები! თუ სალაპარაკო გაქვს გისმენ თუ არა და მაშინ კარი იცი საით არის. მხოლოდ იმიტომ შემოგიშვი, რომ არ მინდოდა ქაჯივით მოქცევა,თორემ არანაირი სურვილი მაქვს შენს სიფათს ვუყურო- ვაიჰ რად უჯდებოდა ეს ყველაფერი ნეტავ იცოდეთ. შიგნით ყველაფერი ეწვოდა. როგორ ენატრებოდა მისი სახე.. თვალები.. სურნელი. როგორ უნდოდა ეთქვა, რომ მასაც მოენატრა და შემდეგ ისე ჩახუტებოდა,რომ მისთვის სუნთქვა შეეკრა.
-ყავას გამიკეთებ?-თვალები ისე მოჭუტა ნუშის ხელა გაუხდა
-ღმერთო! ნეტავ იცოდე, როგორ მაღიზიანებ- შეუბღვირა და სამზარეულოში შევიდა
სანამ ლიკა ყავას აკეთებდა დამიანემ დრო იხელთა და მთელი სახლის ყველა კუთხე კუნჭული მოათვალიერა. სადაც იყო შავ-კარებიან ოთახში უნდა შესულიყო ლიკამ რომ დაუყვირა
-რას აკეთებ დამიანე? ხელი გაუშვი სახელურს და მოდი ყავა დალიე-ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და თვითონ ალექსანდრეს აესვეტა
-მიდი, რას ელოდები- თვალები დაუბრიალია და კარი გასაღებით გადაკეტა.
-დამიანემ ერთი წამით დაეჭვებულმა შეხედა, შემდეგ კი დივნისკენ გაემართა
- ესეიგი აისრულე ოცნება? ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც გინდოდა-თვალით ანიშნა სახლზე და ყავა მოსვა
-შეიძლება ასეც ითქვას - ლიკაც უკან გაყვა. სავარძელში ჩაჯდა და ერთ წერტილს მიაშტერდა.
4 წლის წინ
- დამი... -მანქანაზე შემომჯდარმა გოგონამ გადახედა ბიჭს, რომელიც მოაჯირს მიყრდნობოდა და ვარსკვლავების თვალიერებაში იყო გართული. მისთვის, რომ შეგეხედათ მაშინვე მიხვდებოდით,რომ რაღაც უჭირდა. ისე იყო ფიქრებში ჩაძირული, რომ ამ სამყაროს ვეღარ ამჩნევდა, მაგრამ შეუძლებელი იყო ლიკას ხმა ვერ გაეგო. ლიკა მისთვის სხვა განზომილება იყო. შეუძლებელია მისი მისდამი სიყვარულის სიტყვებით გადმოცემა.
- გისმენ- ბიჭი მაშინვე მიტრიალდა და თვალები გაუნათდა მის დანახვაზე. მანქანაზე შემოსკუპებულს მოხრილი ფეხები ერთმანეთზე გადაედო და ხელები ჩასახუტებლად გაეშალა თან თვალები უბრწყინავდა. მიუახლოვდა და გულზე მიიხუტა. თავზე აკოცა და თმის სურნელი შეიგრძნო.
- დამი რაზე ოცნებობ?- გულიდან ადგილი შეიცვალა. ხელები ყელთან მოხვია და თავი კისერში ჩარგო თან ხარბად ისრუტავდა მის სურნელს
- შენზე
- მაგრამ მე ხომ შენთან ვარ?!- გაკვირვებულმა შეხედა ისე, რომ ხელები არ მოუშორებია
- კი ჩემთან ხარ..- ჩაეცინა და ცხვირზე თითი დაკრა- მაგრამ მინდა, რომ სულ ჩემთან იყო. შენ რაზე ოცნებობ პატარა ქალბატონო?
- შენზე- კისკისით ჩამოხტა მანქანიდან და მოაჯირთან მივიდა
- უყურეთ ერთი ამ მაიმუნს. და ჩემი ნათქვამი გაუკვირდა ვითომ- ჩაეცინა დამიანეს და თვალები ზუსტად ისეთი გაუხდა ლიკას, რომ ძალიან უყვარდა
- ვგიჟდები შენი თვალები ნუშს რომ ემსგავსება
- მე შენზე ვგიჟდები-თვალი ჩაუკრა და ცოტახნიანი დუმილის შემდეგ ლიკამ ცას ახედა რომელიც თავს იწონებდა ვარსკვლავების სიკაშკაშით და დაიწყო
-იცი რაზე ვოცნებობ? სახლზე,ვერანდით. ვერანდა მორთული ყვავილებით. კუთხეში მრგვალი ფუმფულა საწოლი და ლამაზი ხედი. ღმერთო რა მშვენიერი იქნება... სახლში სამზარეულო და იქვე ბარი თავისი ტრიალა სკამებით. მისაღებში ბუხარი და მის თავზე დიდი ტელევიზორი. მარცხნივ და მარჯვნივ თაროები სურათებით სავსე. წინ თეთრი კუთხისებრი დივანი და შუაში მრგვალი პატარა ხის მაგიდა. ბუხართან მარჯვენა მხარეს თეთრი სავარძელი ფუმფულა ბალიშებით. კიდევ ერთი მხარე წიგნებით სავსე და იქვე საქანელა სკამი მეტი კომფორტისთვის. საძინებელი, მეორე სართულზე კიბეებს, რომ აუყვები და შუშის კედელი ისე, რომ პირველ სართულს უპრობლემოდ ხედავდე. სააბაზანო პირველ სართულზე. იცი როგორი? აი წყალი რომ ჭერიდან ჩამოდიოდეს.ნუ რათქმაუნდა, იქნება რამდენიმე, სტუმრისთვის განკუთვნილი ოთახიც. ბაღში დიდი ხე, მრგვალი სანათებით და ოთხკუთხედი მაგიდა და გარშემო ხის სავარძლები. რა მაგარი იქნება მეგობრების შეკრება და გართობა.-ისეთი ემოციებით ტიტინებდა, რომ დამიანეს გული გამალებით უცემდა
- მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რა არის? ეს ოცნება არაფერი იქნება შენს გარეშე.. მინდა შენთან ერთად შევქმნა ეს ყველაფერი... შენთან ერთად დავბერდე. შენით ვსუნთქავ და ვვარსებობ. შენ მე საოცრად შემცვალე. ჩემი სამყარო გახდი დამიანე ჟორჟოლიანო! მოხვედი ისე არც მკითხე და ცხოვრება გადამიტრიალე. მე შენ ძალიან მიყვარხარ და არვიცი შენს გარეშე რას გავაკეთებ. მეშინია... მეშინია რომ ამ ბედნიერებას ვინმე ხელიდან გამომგლეჯს.- ბოლო სიტყვები სლუკუნით თქვა. თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები გადმოცვივდა. უყურებდა მის საყვარელ ადამიანს და თან ცრემლებს იწმენდდა. დამიანეს გულმა ვერ გაუძლო. მასთან მიიჭრა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-ჰეი ანგელოზო! ნუ ტირი ჩემთავს გაფიცებ. არ დავუშვებ ვინმემ რამე გავნოს.გპირდები ავასრულებ შენს ოცნებას. სიკვდილამდე შენთან ვიქნები. მეც ძალიან მიყვარხარ პატარა ქალბატონო!- ცრემლებს წმენდდა და ამშვიდებდა თან თვითონაც ჩასწითლებოდა თვალები.
- მპირდები?- ამოისლუკუნა საწყლად და თან სიხარულის სხივებმა გაიელვა მის თვალებში.
-გპირდები- გაუღიმა და ტუჩებზე ეამბორა.
ახლა..
-შენ დამპირდი- როგორც კი ფიქრებიდან გამოერკვა დამიანეს თვალი გაუსწორა და ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი მოიშორა
- დაგპირდი- აშკარად დამიანეც იმავეზე ფიქრობდა რაზეც ლიკა. მისი თვალები ზუსტად ამას ამტკიცებდნენ
- მაგრამ არ შეასრულე- ძალიან ცივი ჰქონდა მზერა
-არ შევასრულე..
- ჯანდაბა! შეწყვიტე დათანხმება და ამიხსენი რატომ გამომატარე ჯოჯოხეთი-ნერვებმა უმტყუნა და ფეხზე წამოხტა
-ოცნება ხომ აგისრულდა
-ოცნება? ოცნება.. ოცნება- შეშლილივით იმეორებდა და იქით-აქით დადიოდა თან ეცინებოდა სიმწრის სიცილით.
-ჯანდაბა შენ ამას ოცნების ასრულებას ეძახი? ეს უბრალოდ ნივთებია. უბრალო დეკორაციები. შენს გარეშე მათ სული არ აქვთ. არაფერს წარმოადგენენ. შენ მე ოცნება წამართვი.. შენი თავი .. ბედნიერების შანსი.. სიყვარული წამართვი. ცხოვრება , რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. გული ამომგლიჯე და გადააგდე. ფეხქვეშ გათელე და გასრისე. საერთოდ იცი რისი გადატანა მომიწია? მე ჩემი თავი დავკარგე. ყოველდღე მაინც მქონდა იმედი, რომ დაბრუნდებოდი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მქონდა გული ნატკენი მზად ვიყავი, რომ დამევიწყებინა ყველაფერი. არ ვიჯერებდი, რომ ასე უბრალოდ შეძელი ჩემი მიტოვება. მაგრამ რამდენიმე თვეში თვალი გავახილე და მივხვდი, რომ დაბრუნებას არ აპირებდი. შენზე რომ არ მეფიქრა სულ ვსწავლობდი. სწავლასთან ერთად ორ სამსახურში ვმუშაობდი. დაღლილობის გამო, როგორც კი სახლში მოვიდოდი მაშინვე მეძინებოდა. მეგობრებსაც აღარ ვნახულობდი. ყველას ჩამოვშორდი..-თავს ძლივს იკავებდა, რომ ბღავილი არ მოერთო. ვეღარ გაუძლო და ისევ სავარძელში ჩაეშვა დამიანეს მოპირდაპირედ.
დამიანე უსმენდა და თავი ეზიზღებოდა. ხმას ვერ იღებდა. ან რა უნდა ეთქვა. როგორ აუხსნიდა ყველაფერს.
- როგორც კი გავიგე რომ მიფრინავდი, გამოგეკიდე მაგრამ ვერ მოგისწარი.ისე წახვედი, რომ არაფერი მითხარი. ლაჩარივით გაიქეცი!-ზიზღნარევი მზერა ჰქონდა ჩაკვეტაძეს.- ჰოდა დაგივიწყე ჟორჟოლიანო! უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს რატომ გაგვიმეტე ასე. ღირდა ამად? შემომხედე, თვალი გამისწორე! რატომ ვერ მიყურებ? მითხარი, ეს ყველაფერი გიღირდა იმად,რომ ერთ დროს შენი საყვარელი ქალის, სიყვარულით სავსე მზერის ნაცვლად მის თვალებში სიძულვილი დაგენახა?
ჟორჟოლიანი ისევ ჩუმად იყო. ელოდებოდა ამ რეაქციას. დიდად არც გაკვირვებია, მაგრამ ჩაკვეტაძეს ნათქვამმა „-ჰოდა დაგივიწყე ჟორჟოლიანო!“-მ ყველაფერი ჩასწყვიტა. თითქოს სუნთქვაც შეეკრა
- ჩუმად თუ უნდა ყოფილიყავი რატომ მოხვედი? თუ არაფრის თქმას აპირებ შეგიძლია წახვიდე!
- დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ- შუბლზე აკოცა და წამში გაუჩინარდა.
- ეჰ დრო მიდის ჟორჟოლიანო- ნაღვლიანი თვალები გააყოლა კარს.

------------
გამარჯობა მეგობრებოოო. ესეც მეორე თავიი. გამიზიარეთ თქვენი აზრი რას ფიქრობთ. უფრო დიდის დაება ვერ მოვახერხე რადგან ძალიან ვჩქარობდი. მინდოდა დღეს დამედო. აბააა გელიიით. დეტალურად დამიწერეთ რას ფიქრობთ :D სიყვარულით თქვენი ქამელეონიიი))



№1 სტუმარი სტუმარი ლელა

არ შეწყვიტო წერა, მომწონს ძალიან და გელოდები

 


№2  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

სტუმარი ლელა
არ შეწყვიტო წერა, მომწონს ძალიან და გელოდები

როგორ გამახარე ნეტავ იცოდე ❤️❤️ კომენტარები უფრო მაძლევს სტიმულს. რადგან ვხვდები, რომ ვიღაც მელოდება და აუცილებლად უნდა დავწერო❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი იგო ძალიან.მომწონს წერის სტილი,შინაარსობრივად მშვენიერია.ემოცია მოდის კითხვის დროს.გელოდები.

 


№4  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

სტუმარი nancho
კარგი იგო ძალიან.მომწონს წერის სტილი,შინაარსობრივად მშვენიერია.ემოცია მოდის კითხვის დროს.გელოდები.

მართლა ძალიან ბედნიერი ვაარრრ. დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Anastacia

ვამპირების დღიურზე და დეიმონზე,რომ წავიკითხე გავგიჟდიიიი,მეც ძალიან მიყვარს❤ჩემი ფავორიტი სერიალია❤
დამიანე და ლიკაც მომწონს და სულმოუთმენლად ველოდები ჩემდეგ თაავს❤

 


№6  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

Anastacia
ვამპირების დღიურზე და დეიმონზე,რომ წავიკითხე გავგიჟდიიიი,მეც ძალიან მიყვარს❤ჩემი ფავორიტი სერიალია❤
დამიანე და ლიკაც მომწონს და სულმოუთმენლად ველოდები ჩემდეგ თაავს❤

მართლა სასწაულად მიყვარს მეც და დეიმონზე ხო ვაბოდებ საერთოდ:D დიდი მადლობა ❤️❤️

 


№7  offline წევრი Niako261995

რა კარგად წერ თურმე ❤ ასე გააგრძელე,მეც მოუთმენლად ველი ახალ თავებს ❤
პ.ს ჩემს შვილს დამიანე ქვია ❤

 


№8  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

Niako261995
რა კარგად წერ თურმე ❤ ასე გააგრძელე,მეც მოუთმენლად ველი ახალ თავებს ❤
პ.ს ჩემს შვილს დამიანე ქვია ❤

ძალიან სასიამოვნოა. ❤️❤️ წერის პროცესში ვარ ახლაც. ძალიან მიყვარს სახელი დამიანე. ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent