შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარგი სანტა სიმპათიური უფროსის როლში თავი 2


9-02-2022, 00:40
ავტორი Ana iko
ნანახია 10 818

ძლიიივსს...ვეღარ ვდებდიი არ ვიცი რატო გამარჯობათ ???? ახალი ვარ არაპროფესიონალურად დავიწყე მაგრამ გამოვასწორებ
.......
- ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს შენ
თავზე
ძლივს მოვიფიქრე რა უნდა მეთქვა და ჩემსკენ გადმოწეული უკან დავწიე
- რატო შენს გემოვნებაში არ ვჯდები?
-არა
ვთქვი და გავიცინე
- თვალები გყიდიან ლამაზო!
თქვა და გული ადგილზე გაიყინა ხმას ვეღარვიღებდი
-რატო ხარ ასე ბავშვი თვრამეტი წლის გოგოები ბიჭებს ეძებენ გასართობად შენ დიდ ვარდისფერ დათუნიას ( ჩაიცინა)
ხმა ვერ ამოვიღე საშინლად შემრცხვა და ავწითლდი კიდევ კარგი შუქი არ აუნთია უცებ ჩემი ტელეფონი ამღერდა და მეც უცებ ვუპასუხე რომ კიდევ რამე არ ეთქვა
- რა ქენი გოგო მოგიყვანა პრინცმა სასახლეში?
ვნანობ რაც ვთქვი არანაირი მადლობა
- ნინო მე...
- რა შენ გოგო რამე მოხდა ?
სიტყვა არ დამამთავრებინა და თან იცინოდა ნიკას გავხედე რომელიც სიცილისგან საწოლზე იყო გადაწოლილი და მუცელზე ხელებს იჭერდა მის სიცილზე მეც გამეცინა სინამდვილეში კი სირცხვილისგან ვიწვოდი
- ნინო გაჩუმდი მერე დაგირეკავ
დაბალ ხმაზე თუმცა მკაცრად ვუთხარი მაგრამ ვინ გისმენს
- უიმე ნუ ხარ გოგო უჟმური, დარწმუნებული ვარ მადლობას უხდიდი გულში იმ სატანას რომ არ გამოგაყოლა გეფიცები ეგგ ძაან ცუდად გეპატიჟებოდა ოთახში ცუდ რამეს აპირებდა ეტყობოდა
ნიკას გავხედე რომელიც დასერიიზულებული იყო და თითქოს სატანას უკავშირებდა პიროვნებას
- ნინო გეყოო მერე დაგირეკაავ
- რა იყო გოგოო...
- ახლა არა ნინო!
- რაა დაიცა მადაა?
ვითომ ჩაიჩურჩულა კიდევ კარგი მიხვდაა
- მოხვალ!
ჩემი სიტყვის თქმა ზარის დასრულება და ნიკას როხროხი ერთი იყო კიდევ კარგი მხოლოდ ნაძვისხის ნათურები ანათებს თორემ ჩემ სიწითლეს რა დაფარავს და ნინოს დაერხა უნამუსო როგორ უცებ გამითიშა მოსალოდნელი საფრთხე რომ გაიაზრაა....
ნიკა მალე დაწყნარდა წამოდგა და გაიზმორა
- უჰჰ ახლა უნდა დაგტოვო ლამაზო საქმეები მაქვს
ჩემსკენ დაიხარა და ლოყაზე მაკოცა კანი დამეხორკლა მისი შეხებისას შეამჩნია და თავი ოდნავ გვერძე გადახარა გაკვირვების ნიშნად
საწოლზე სწრაფად გადამაწვინა და ზედ მომექცა
- რას აკეთებ?
ისედაც შეშინებულს კიდევ ეს მინდოდაა? ჩემი გულისცემა ოთახში ისმოდა
- ეს რას ნიშნავდა?
ისე მითხრა ტუჩებისთვის თვალი არ მოუშორებია
- ნუთუ უკვე ასე ვმოქმედებ შენზე?
სახე იმდენად ახლოს ქონდა მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და მისი სურნელი საშინლად მაბრუებდა
- გამიშვიი
ამოვიკნავლე და თან ხელების გათავისუფლება ვცადე თუმცა ამაოდ ჩემ მოგუგუნე გულს დახედა და ღიმილით ამომხედა
- თქვენ თუ აქ მყოფ ადამიანებს ყველას ასე მოექცევით ხალხი გაიქცევა...
ვეცადე იგივე ტონით მეთქვა როგორც მან უთხრა ნანიას
ჩემ სიტყვებზე ჩაიცინა და ტუჩები ტუჩებთან უფრო მომიახლოვა
- თუ პირიქით?
ვსო მორჩა როგორ შეიძლება ასეთი რობოტი იყოს!
- გამიშვი!
უკვე გაბრაზებულმა ვუთხარი ცალყბად ჩაიცინა ლოყაზე კიდევ ერთხელ მაკოცა უთქმელად მომშორდა და კარები გაიხურა სასწრაფოდ სააბაზონიში შევედი და წყალი შევისხი ძლივს დავიწყნარე თავი კარები გადავკეტე და საწოლში ჩავწექი რატო დამბურძგლა მის შეხებაზე თან ამ დროს ან რადროს დარეკა დედამ საერთოდ რა დღე იყო ეს! ფიქრები ძლივს მოვიშორე და დავიძინე....
დილით ფხაკუნის ხმა მაღვიძებს საწოლიდან თვალებ მოჭუტული წამოვდექი და აბაზანაში გავედი მოვწესრიგდი და იქიდან გამოსული ვხედავ ლეკვს რომელიც ახლახანს გადმოძვრა ყუთიდან უცებ ხელს პირზე ვიფარებ და ვცდილობ გავაანალიზო ცხადია თუ სიზმარი ლეკვს ვუახლოვდები რომელიც კუდს აქიცინებდა ფრთხილად ავიყვანე ხელში და მისი ბეწვი რომ ვიგრძენი თითქმის დავრწმუნდი რომ ეს ნამდვილი იყო თვალები ამიწყლიანდა და ტირილი დავიწყე ლეკვს ვაკოცე და გულზე მივიხუტე არ მჯეროდა როგორ შეიძლებოდა ასეთი რაღაც ასეთ დასვენებაზე მომხდარიყო ან ვინ გააკეთა უცებ გამახსენდა ნიკა რომელმაც დედაჩემის საუბარი მოისმინა ლეკვს თვალს არ ვაშორებდი და თან ცრემლებს ვიწმენდდი ლეკვი რომ მოვიტირე და დავიჯერე ახლა ნაძვისხეს გავხედე სადაც კიდევ რაღაც უზარმაზარი იდო ლეკვი დავსვი და ნაძვისხეს გავხედე სადაც ვარდისფერი დიდი დათუნია იდო მივუახლოვდი და ხელი შევახე უცებ უკან გავხტი ხმის იოგები ვერ ვაკონტროლე და რაც შემეძლო დავიკივლე გაოგნებული ვუყურებდი დათუნიას და ლეკვს არ მჯეროდა საათის ძებნა დავიწყე რადგან ვიცოდი სიზმარში საათი არ არსებობდა მერე თითების თვლა დავიწყე და კარების საკეტის ხმა რომ გავიგე კარებს გავხედე კარი ნიკამ შემოგლიჯა და მომვარდა
- რა მოგივიდა კარგად ხარ?
სირბილისგან დაღლილი ღრმად სუნთქავდა და მათვალიერებდა
თითი საჩუქრებისკენ გავიშვირე და მანაც დენდარტყმული გახედა
- ღადაოობ გული გამისკდა
ხელები კეფაზე შემოიწყო და დაწყანრებული ჩამოჯდა არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ეს ორივე ერთად ჩემი იყო თან ნიკას ნაჩუქარი ნერვები ვერ მოვთოკე და ტირილი დავიწყე
- რა გატირებს?
სიცილით წამოდგა ჩემსკენ წამოვიდა და ხელები მხრებზე მომკიდა
- მე უბრალოდ...
სიცილით მომხვია ხელები და გულზე მიმიხუტა თავზე ფრთხილად მისმევდა ხელს რაც ძალიან მაწყნარებდა მისი სურნელი ჩემს ნერვულ სისტემაზე მოქმედებდა და როცა მისი ღიმილი მახსენდებოდა მის ლოყებზე კოცნა მინდებოდა
- რა ბავშვი ხარ რა
ისევ სიცილით თქვა და თავზე მაკოცა
სასიამოვნოდ გამცრა კიდევ ცოტახანს ვიყავი მის გულმკერდზე მიხუტებული და როცა დავწყნარდი მოვშორდი რომ ავხედე საყვარლად მიყურებდა
- ყველაზე მაგარი სანტა ხარ
ღიმილით ვუთხარი ფეხისწვერებზე ავიწიე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა თუმცა არ შეიმჩნია და მეც გავატარე
- ბავშვი თქვა და ჩაიცინა
პასუხად მხოლოდ ენა გამოვუყავი და გავიცინე ლეკვს მივუტრიალდი როცა კარების ხმა გავიგე უკან გახედვისას კი ნიკა იქ არ დამხვდა მეწყინა ასე უბრალოდ ადგა და წავიდა არაფრის უთქმელად მაგრამ სხვას რას ელოდი ანი რადგან საჩუქარი მოგიტანა ეს იმას არ ნიშნავს რომ შენნაირი გოგო მოეწონება!
ნინო და მანჩო მოვიწვიე წამში ჩემთან გაჩნდნენ ნინო კიოდა მანჩო ბავშვივით ხტუნაობდა და მერე ერთმანეთს ეხუტებოდნენ საშინელი კონცერტები დადგეს მალე არა მაგრამ ცოტახანში წავიდნენ
ნინოს გიო ჩვენი გიდი გაუცვნია ჭკუაზე არ იყო სიმპათიურია ეგეცო მერე დედას ველაპარაკე და რომ ვუთხარი ლეკვის და დათუნიას შესახებ მანაც კონცერტები მოაწყო ერთი სული მაქვს როდის ვნახავო... მერე მიმტკიცებდა მაგ ბიჭს მოეწონეო მერე შენც მოგწონსო მერე ეგ ბიჭი სასიძოდ მინდაო საშინელ პროტესტებში ვიყავი ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ და გავუთიშე ვეღარაფრით ვერთობოდი ამიტომ ტელეფონი ავიღე საწოლზე დათუნიას კალთაში მოვთავსდი ლეკვი ჩემს კალთასი მოვათავსე და facebook ში შევედი უცებ ნიკა გამახსენდა და სასწრაფოდ გადავედი მის პროფილზე მარტო მისი ფოტო დაგადნობდა წელს ზემოთ შიშველი იყო და რაღაც სასწაულ პოზაში აღწერას დავაჭირე და წასაკითხად მოვემზადე
" ნიკა დადიანი 21 წლის, ცნობილი ბიზნესმენი სამი კომპანიის უფროსი და ოთხი სასტუმროს მფლობელი, მონაწილეობებს იღებს ხალხის ჰარმონიულ გარემოს შექმნისთვის, ყოფილი ბოქსიორი მონაწილეობას იღებდა წესების გარეშე ბრძოლებში ასევე იღებს მონაწილეობას ქველმოქმედებებში, აქვს ცხელი სხეული გამომწვევი თვალები სექსუალური ღიმილი და არის გოგოების გულთა მპყრობელი..."
ნუთუ ამდენად მდიდარია მგონი სხვა მის ადგილას თავში ავარდნილი ფულით განებივრებული დედიკოს ბიჭი იქნებოდა ეს კი მგონი სხვანაირია...
ვსო ახლა ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენს....
შუადღე მოვიდა მე კი მთელი დღე ოთახში ვიყავი ლეკვს ვეთამაშებოდი და მის ცანცარულ ქცევებზე სიცილით ვკვდებოდი ჩემი ზევითა გადავჭერი და მისი სახელოდან ჩასაცმელიც კი შევუკერე ისეთი საყვარელი იყოო... გართობა კარებზე კაკუნმა შეგვაწყვეტინა მე და ცქნაფოს, კარები გავაღე და ხელში კარგი სანტა შემრჩა
მივესალმე და გვერძე გავიწიე რომ შემოსულიყო ბატონი გოგოების გულთა მპყრობელი ისიც შემოვიდა და მაგიდაზე პარკი დადო
- იმედია ახლაც ტონა არ არის
- ნწ ამჯერად ქორწილში ვართ
გამეცინა და საწოლზე დათუნიასთან
მებრძოლ ლეკვს გავხედე მასთან მივედი და ხმაურიანად ვაკოცე
- ვჭამოთ ცქნაფო?
ვკითხე და თან ნიკას გავხედე რომელიც შურიანი ღიმილით მიყურებდა და თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა...
- რა?
უკვე მეც ღიმილით ვკითხე
- ... არაფერი
თავი გააქნია და დასერიოზულდა თითქოს ბედნიერი ფიქრებიდან გამოვაფხიზლე
- ფეხი როგორ გაქვს
- კარგად მადლობა
კარებში გასულმა მკითხა
- ძალიან კარგი ანუ დღეს რვაზე გელოდებით დაბლა
- კარგი ჩამოვალ
გავუღიმე და გარეთ გასულს კარი ფრთხილად მივუხურე
რვა საათზე ლეკვი თეთრ ნაქსოვ ჩანთაში ჩავსვი თავი ამოვაყოფინე და დაბლა გოგოებთან ერთად ჩავედი ყველას მივესალმე და რეზინის ბალიშზე ჩამოვჯექი ნიკას წინ ვიჯექი მის გვერდით ნანია იჯდა და ნიკას ნახევარი მხრით ეკრობოდა ნერვებზე ცუდად მომხვდა არ მესიამოვნა და ვეცადე თვალი მომეშორებინა, საჩუქრებზე საუბარი დაიწყეს და ჩემი ერთი საჩუქრით აღფრთოვანებულები დარჩნენ ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ ჩემს გვერდით არასასიამოვნო ადამიანი რომ დაჯდა
- როგორ ხარ ლამაზო?
- თუ შეიძლება ლამაზოს ნუ მიძახი
ნერვებზე მოქმედებდა ჯერ მისი ლამაზო და მერე თვითონ ის, ხელი მუხლზე დამადო და ხელს თანდათან მაღლა ასრიალებდა მისი ხელს ხელი მოვკიდე და უხეშად მოვიშორე
- მეორედ არ გაბედო შემეხო!
შევეცადე დაბალხმაზე მეთქვა რომ ხალხის ყურადღება არ მიმექცია .შემთხვევით ნიკას შევხედე რომელიც კბილს კბილზე ისე აჭერდა მეგონა მალე დატყდებოდა ვენები კისერზე საშინლად დაბერილი ჰქონდა და ხელს თოვლს მაგრად უჭერდა თვალი ჩქარა მოვაცილე...
კიდევ ათას სისულელეზე ისაუბრეს და ძლივს მოვიდა დაშლის დრო დავემშვიდობე ყველას და წამოსვლა დავაპირე გვერდში შავთვალება რომ ამომიდგა და მისკენ უხეშად შემატრიალა
- ლამაზო ძაღლს ავიყვან და მელოდე
თქვა მარჯვენა ხელის მუშტი შეკრა და მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს შეყოფდა და გამოყოფთდა.... გული აფართხალდა შიშმა შემიპყრო ტირილი შევიკავე მაგრამ კანკალს ვერფერს ვუშვებოდი არა ჩემ ოთახში
ვერ შევიდოდიი ნინოსთან ნინოსთან უნდა წავსულიყავი თუმცა ნინო გიოს გაყვა გასასეირნებლად მანჩოს ცეცხლოვანი ღამე აქვს ვიღაც ბიჭთან რა ჯანდაბა გავაკეთო ახლა უფრო შემეშინდა და ტირილი უნდა დამეწყო ნიკა რომ სირბილით გვერდში ამომიდგა ისევ შავთვალება მეგონა და აწყლიანებული თვალებით გავხედე
- კარგად ხარ? სულ გაფითრებული ხარ
გამაჩერა და ხელი სახეზე მომისვა მისი თბილი ხელები მესიამოვნა მაგრამ მეშინოდა თან ძალიან
- მე კი ....კარგად ვარ
დაბნეულმა ვთქვი და შიშის ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე
- აა კარგად ხარ ანუ...მაშინ მშია და არ მაჭმევ რამეეს ?
უნდა მეთქვა შენ არ გაქვს შენი საჭმელი თქო მაგრამ რომ გამახსსნდა რაც მელოდა უცებ შევცვალე აზრები
- აა.... ისა.... კი
ქოხში შევედით ლეკვი საწოლზე დავსი მე ხელები დავიბანე ნიკამ ბუხარი აანთო და მეც კონსერვების ამოლაგება დავიწყე ნიკა ხელების გადასაბანად შევიდა, კარების ხმაზე დენდარტყმულივით შევტრიალდი და შავთვალებას დანახვისას ათასმა ფერმა გადამიარა სახეზე
- გაეთრიე აქედან!
- რა უხეში ხარ სტუმრებს ასე იღეებ? მომიახლოვდა და კოცნა დააპირა სახეში სილა რომ გავარტყი მხრებში მტკინვეულად ჩამავლო ხელი საწოლზე დამაგდო და ზედ მომექცა ჩემს ზევითას გადაძრობას ცდილობდა თუმცა არ გამოდიოდა საშინლად ვფართხალებდი და შეშინებულმა მხოლოდ ნიკას სახელი დავიკივლე სახეში გამარტყა და დავინახე როგორ ჩაავლო ნიკამ კისერში ხელი მომაშორა ფეხი ჩაარტყა და იატაკზე გადააგდო სახე ააწევინა და მუშტი სახეში ჩაარტყა შებრძოლება სცადა შავთვალებამ თუმცა ნიკამ ხელი ზურგს უკან მოუტრიალა და მკლავი ამოუგდო მოატრიალა და ახლა მუშტები საშინლად დაუშინა... შემეშინდა.. ახლა შემეშინდა იმის რომ ნიკას არ შემოკვდომოდა ისტერიული ტირილი დავიწყე ხმას ვერ ვიღებდი მეშინოდა, მხოლოდ გამწარებულ ნიკას, სისხლიან შავთვალებას და სისხლით მოსვრილ იატაკს ვხედავდი ნიკამ წამოაყენა და შეაგინა ხელი კრა და მანაც თავი კედელს მიარტყა, მთლიანად სისხლიანი იყო ნიკას ხელები და შავთვალება, ვხედავდი...ვხედავდი თუმცა დაბურულად გაურკვეველ სილუეტებს ვხედავდი და მერე აღარაფერს...
თვალებს უცებ ვახელ და თბილ ხელებს ვგრძნობ სახეზე, თბილი ხელების პატრონის დანახვისას გამახსენდა ის რაც მოხდა სასწრაფოდ წამოვჯექი და იატაკს დავხედე იქ აღარ იყო, შემეშინდა ხომ ცოცხალია ნიკა ჩემს გამო ციხეში ხომ არ მოხდება, წარმოვიდგინე და თვალები ამიწყლიანდა ახლა ნიკას შევხედე
- სად არის ცოცხალია?
- ნუ ნერვიულობ კარგადაა იმ ახვარს რა მოკლავს
გამოცრა ნიკამ
დაუფიქრებლად მოვეხვიე და ხმამაღლა ტირილი დავიწყე
- კარგი პატარავ ნუ ტირიხარ ყველაფერი კარგადაა ჩათვალე რომ ცუდი სიზმარი იყო გესმიის ნუ გეშინია შენთან ვარ
გულზე მიხუტებდა თავზე ხელს მისმევდა და თან მკოცნიდა ამ მდგომარეობაში კი იმოქმედა მისმა პატარამ მის სითბოს და მის ჩახუტებას ჩემი სხეული ამყველაფერს არაერთქგვაროვნად აღიქვავდა და სიშინლად მსიამოვნებდა
კარგა ხანს იყო ჩემთან ცოტა მივირთვით იმდენი ქნა მაინც გამამხიარულა თუმცა მალე წასვლა დააპირა დაიძინე დაღლილი იქნებიო კარები გააღო და მეც მივაცილე არ მინდოდა წასულიყო გულში ვეხვეწებოდი მოტრიალდი არ წახვიდეთქო თუმცა ის ისევ მიაბიჯებდა კიბეებზე მისი წასვლის გამო თვალები ამიწყლიანდა როცა მოტრიალდა და მკითხა
- გინდა დავრჩე?
" გინდა დავრჩე" ამ სიტყვებმა უბრალოდ სიცოცხლე შემმატეს
- მე...
ამოვიბურტყუნე და ტირილი დავიწყე ისიც ამოტრიალდა და ისევ მიმიხუტა
მერე მომშორდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია
- მომისმინე პატარავ არ შეგეშინდეს ჩემთან ერთად არასდდოს მე შენთან ვარ!
ამ სიტყვების გამო ხელები უფრო მაგრად მოვხვიეე
- კაი წამო შევიდეთ იცოდე დღეს შენთან ვწვები და არ დაიწყო რაღაცეები
სიცილით მითხრა ხელი მომხვია და ოთახში შემიყვანა
- იმედია საწოლზე დაწოლის უფლებას მომცემ არ ვარ იატაკზე მიჩვეული
გამეცინა. რეზინის ბალიში ავიღე ლეკვს თბილი ბუდე მოვუწყვე და შიგ ჩავსვი დათუნია კი მის წინ დავსვი მე ფრთხილად მივხოხდი კედლისკენ კედელს ავეკარი შუქი ჩაქრა და ვიგრძენი ნიკა როგორ მომიწვა საშინლად დამცხა
- ტკბილი ძილი მშიშარა ბავშვო
- შენც ტკბილიძილი ვუთხარი და კედლისკენ გადავტრიალდი
ისიც გადმოტრიალდა ვიგრძენი მისი ცხელი ხელები წელზე საშინლად დამბურძგლა ზურგმა წვა დაიწყო
- რას აკეთეებ?
შეშინებულმა ვთქვი და ავხედე
- პატარა ადგილია და სხვანაირად ვერ დავიძინებ
თქვა და გამეკრიჭა
არაფერი არ მითქვამს მის მკლავებში გავიტრუნე და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში....
დილით თვალებს მძიმედ ვახელ, თვალები მიფართოვდება როცა ნიკას ხელი დავინახე ჩემს წელზე მოხვეულს თავი ჩემს კისერში ერგო მე მასზე ვიყავი აკრული და მარცხენა ხელი მის მკერდზე მედო, ხელი სასწრაფოდ მოვაშორე და ამოვიზმუვლე რომ გამეღვიძებინა
" ნიკაა" ცოტა შევარხიე და ისიც გამოფხიზლდა
- მმმ კიდევ ცოტახანს რა...
თქვა ძილისგან უფრო დაბოხებული ხმით უფრო ამიკრო და თავი ყელში ისე ჩამირგო მისი ტუჩები ვიგრძენი მთავარ არტერიაზე, მეგონა დენმა დამარტყა მთლიან ტანზე დამბურძგლა " ნიკაა" ისევ ვთქვი ოღონდ ჩახლეჩილი ხმით
- ხელი მაინც მომაშორეე
უკვე ბუზღუნს ვიწყებდი როცა მომშორდა ზურგზე დაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო საწოლიდან გადმოვძვერი და აბაზანაში მოვწესრიგდი აბაზანიდან გამოვედი და ნიკა ისევ საწოლში იწვა ახლა ლეკვი პრესებზე ეწვინა ეთამაშებოდა და თან იცინოდა
- ჰეი არ გინდა ადგე?
ვკითხე და პასუხად " ნწ" მივიღე , მალევე ლეკვი გადასვა და წამოდგა გაიზმორა და დათვის ბელივით კრუსუნებდა "მმმმმ" "ააჰჰჰ"
- მე წავალ მოვწესრიგდები უჩემოდ არ ჭამო
სიცილით თქვა და გავარდა
იდიოტი ასე რანაირად წავიდა მშიაა თხუთმეტი წუთი ველოდებოდი უკვე უნდა გამეხედა კარები რომ შემოგლიჯა
- ა აა უკაცრავად სინიორიტა მაპატიეთ
სირბილით მოვიდა და სკამზე დაეხეთქა ჭამა ჩქარა დაიწყო და ცალ ლოყა გამოტენილმა მე რომ შემომხედა უცებ გაშეშდა
- შენ რატომ არ ჭამ?
- გადაიღე ნუ გრცხვენია
თქვა და ჭამა ისევ ჩქარა გააგრძელა
მის ცელქ ბავშვურობაზე გამეცინა და ჭამა დავიწყე ისეთ რაღაცეებს ყვებოდა სიცილს ვერ ვწყვეტდი მეც მოვუყევი ცოტა რამ ჩემზე და საბოლოოდ კარგი სადილობა გამოგვივიდა
- ახლა წავალ თორე ხალხს მოვენატრე
ცალყბად ჩაიცინა და კარებთან მივიდა, მეც გამეცინა და მას მივბაძე
- მადლობა... არც კი ვიცი როგორ გადაგიხადო შენ რომ არა ალბათ ახლა....
სიტყვა ვერ დავამთავრე ისიც მიხვდა და უცებ შეცვალა
- მე ვიცი როგორც უნდა გადამიხადო...
- როგორ?
- თუ მაკოცებ
- მგონი სახეში გარტყმას მთხოვ
გავიცინე ფეხისწვერებზე ავიწიე და ლოყაზე ფრთხილად შევეხე მასთან ერთად მეც დამბურძგლა თუმცა არ შევიმჩინიე მას კი არ გამოუვიდა რაზეც ჩავიცინე
მოულოდნელად ამაკრო კედელეზე ხელები გამიკავა რაზეც შემეშინდა
- რას აკეთებ?!
არაფერი უთქვამს სახე ჩემსკენ უფრო და უფრო ახლოს მოქონდა გავიბრძოლე თუმცა ისე მომეკრო ვეღარ ვინძრეოდი
- გამიშვი რას აკეთებ! ასე არ შეიძლება!..
ტუჩებთან მომიახლოვდა კოცნას აპირებდა გვერძე რომ გავიხედე,... ჩაიცინა და თვალთან ახლოს ნაზად გამეხახუნა მისი ტუჩები ნელ-ნელა ჩაასრიალებდა ქვევით რაზეც მთლიანად მეხორკლებოდა კანი მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და ამავდროულად მაციებდა ლოყაზე მომაკრო ტუჩები და საბოლოო სიამოვნებამ დამიარა ტუჩები ყურთან მომიახლოვა და ჩუმად მითხრა
- მცირედი შურისძიება
ჩაიცინა და ხელები შემიშვა ოთახიდან ისე გავიდა ვერც კი გავიზარე საწოლთან მივედი და ჩამოვჯექი ჯერ ისევ წინ მედგა ისევ ვგრძნობდი მის სხეულს ჩემს სხეულზე აკრულს ისევ მეწვოდა ის ადგილი სადაც მისი ტუჩები შემეხო კარგად რომ გავიაზრე რაც გააკეთა ბალიშში ჩავრგე თავი და რაც შემეძლო ვიკივლე, შვება ვიგრძენი ხმამაღლა დავიწყე მისი ლანძღვა თავს ვერ ვიწყნარებდი
- იდიოტი... ტირანი... შური იძია თურმე ...დამპალიი..ხეპრეეე
ის დღე გარეთ არ გავსულვარ მანჩო და ნინო იყვნენ ჩემთან ლეკვით გავერთეთ მერე მანჩო ნანიაზე რაღაცეებს იგონებდა და მე და ნინო სიცილით ვკვდებოდით, დედასაც ველაპარაკე თბილისში დაბრუნებულან, მერე გარეთ გავედით მე და ცქნაფო ქოხის წინ თოვლში ჩავსვი და მთლიანად ჩაეფლო უცებ ამოვიყვანე რომ არ გაყინულიყო ცოტა ვათამაშე და მერე ისევ შევედი უკვე რვა საათი იყო და ნიკა არ ჩანდა კარებზე კაკუნი რომ გავიგე ვიფიქრე ნიკა იყო და კარი უცებ გავაღე თუმცა შევცდი გიო აღმოჩნდა საჭმელი მან შემომაწოდა გამიკვირდა ნიკა სად იყო რატომ არ მოვიდა...
- არ ჩამოხვალ ბარში? სვავენ გაერთობი
- ვიფიქრებ მადლობა
ვუთხარი და გავისტუმრე ნინოს დავურეკე ვიცოდი უფრო ჩქარა მიპასუხებდა და არც შევცდი
- გოგო გელოდებით არ მოდიხარ?
- ამმ რავი რა ხდება აბა რა სიტუაციაა?
კარგი აგენტივით ვიკითხე
- რავი კარგი გუგუნია ყველა მაგრა ერთობა სასმელიც ბევრია, მარა ნანიამ ტვინი წაიღო 20 სმ ებით არი ჩამოსული ნორმალურად ვერც დადის მოკლე შორტი აცვია ამ ყინვაში შავი დეკოლტეთი მაიკა და მერე მოსაცმელი ავადმყოფია გეფიცები ნიკას უზის წინ და ეტყლარწება პირდაპირ ეუნება წამო მოგცემო ( კისკისებდა) ისე გამომწვევად იქცევა რო არ მიაჭიპონოს დღეს გამიკვირდება
(გაიცინა) მარა ზედაც არ უყურებსს და უეჭველი ბიჭია? ჩაფიქრებული ზის რამდენი ხანია მხოლოდ სვავს და ერთ ადგილს აშტერდება
ატიკტიკდა ნინო და ჩემს გულში ცეცხლი ენთო საერთოდ ყველაფრის ხალისი დავკარგე ტელეფონი გავთიშე და უარესად ავნერვიულდი ჯანდაბა რა მჭირსს რატო მადარდებს რა ჯანდაბად მაინტერესებს ის სად არის და ვისთან ერთად გაურკვევლობაში ვიყავი დასაწყნარებლად ბოლო ხმაზე ვიყვირე და ლეკვიც დავაყრუე თავი ძლივს დავიწყნარე დრო დებილურად გავატარე მუსიკებს ვუსმენდი, 12 იწყებოდა რომ დავწექი და დავიძინე
ლეკვის ვითომ ყეფა მაწუხებს მერე კი კარებზე ბრახუნის ხმა ტელეფონს დავხედე ორის ოცდა სამ წუთზე ვინ გააფრინა? კარებისკენ მივედი და ნიკას ხმა რომ გავიგე დავწყნარდი თუმცა მეუცნაურა მისი ესეთი ხმა კარები გავაღე და მისი გალანძღვა უნდა დამეწყო სახეზე ხელები რომ ჩამავლო მისკენ მიმწია და ტუჩებზე რომ დამაცხრა მეგონა ავფეთქდი ყველაფერმა ერთდროულად დამიარა გავიყინე, თვალებში დამიბნელდა მუცელში ზოოპარკი გაიხსნა მუხლებში ძალა დავკარგე თუმცა მაინც მოვიკრიბე ძალა და ხელების რტყმა დავუწყე, მაგრამ გამიკავა, ისევ ვნებიანად შეექცეოდა ჩემს ტუჩებს და ჰაერი რომ გამოგველია ხელები გამინთავისუფლა მეც უცებ ვკარი ხელი და სახეში გავარტყი
საშინლად შემრცხვა თვალები ამიწყლიანდა მან კი სიცილი დაიწყო
გაკვირვებული აწყლიანებული თვალებით ვუყურებდი მობარბაცე ნიკას რომელსაც სასმლის სუნი ჰქონდა სასმლის სუნს მისი სუნამოს სუნი ერწყმოდა და გამაბრუებელი სუნი ასდიოდა
- რა გაცინებს მანიაკი ხარ?!
კიდევ ჩაიცინა და დასერიოზულდა
- ჰო მანიაკი ვარ
- ნასვამი ხარ?! ან ეს რა საქციელია? ღამის ორ საათზე მივარდები სახლში და მკოცნი!
- მომისმინე
ჩემთან მოახლოებას აპირებდა რომ ხელი ვკარი
- არა არ შემეხო
მგონი ნანიაში აგერიე მასთან წადი!
ჯანდაბა ეს რამ მათქმევინა მგონი გავაფრინე
- შენ რა ეჭვიანოობ...
ჩაიცინა თუმცა პასუხი ვერ გავეცი
- მაპატიე... უბრალოდ ეს რომ არ გამეკეთებინა მოვკვდებოდი
- მომკვდარიყავიი! .....
დაუფიქრებლად ვიყვირე
- იცი რა განსხვავებაა მე და შენს შორის? შენ ეს ერთ საათში არ გემახსოვრება...და ისიც კი არ ვიცი რას ცდილობდი გამომიყენებ და მიმაგდებ ხო ასეა?!
მივუახლოვდი და ხელს ვკრავდი
- და მე ..მე კი მთელი ცხოვრება მემახსოვრება გთხოვ წადი აქედან თავი ვეღარ შევიკავე და ავტირდი
- არა! მე შენ ვერადროს... არა არა არ იტირო წავალ კი არა თუ გინდა ვაფშე არასდროს დაგენახები ოღონდ არ იტირო
თქვა და უცებ მიმიხუტა საწოლზე ჩემიანად ჩამოჯდა და თავზე ხელის სმა დამიწყო ისეთი სასიამოვნო იყო თვალებს ძლივს ვახელდი ვიგრძენი როგორ ჩამაწვინა საწოლში როგორ მაკოცა შუბლზე და როგორ გავიდა ოთახიდან და შემდეგ მხოლოდ მორფეოსი.....
დილით შვიდი საათი იყო დაწყებული რომ გამეღვიძა უცებ მოვწესრიგდი და ყველანაირი ფიქრის გარეშე ჩავალაგე ბარგი, ნინო და მანჩოს დავურეკე სანამ ტაქსი მოვიდოდა და ყველაფერი მოკლედ მოვუყევი და შეეცადნენ გადაეფიქრებინათ თუმცა არ გამოუვიდათ... დათუნიაზე და ლეკვზე ვიფიქრე დავტოვებდი თუმცა სხვა რომ შესულიყო ნიკას მაგივრად ასე უსამართლოდ მოიპარავდნენ და ვერ დავტოვე ალბათ ყველაზე დიდი მიზეზი ის იყო რომ ის ნიკამ მე მაჩუქა და მე მას ვერ დავთმობდი....



№1 სტუმარი ანუ

პირველი თავი სადაა?

 


№2  offline წევრი Ana iko

ანუ
პირველი თავი სადაა?

მიდეევსს თავი 1 არ აწერია უბრალოდ

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატია

გამიხარდა რომ ისევ დადე მეგონა შეწყვიტე და გული მწყდებოდა. მალე დადე რა შემდეგიც არ მინდა ისევ დაიკარგო. საყვარელი ისტორიაა ძალიან....

 


№4  offline წევრი Ana iko

სტუმარი ხატია
გამიხარდა რომ ისევ დადე მეგონა შეწყვიტე და გული მწყდებოდა. მალე დადე რა შემდეგიც არ მინდა ისევ დაიკარგო. საყვარელი ისტორიაა ძალიან....

აუ ძალიან დიდი მადლობაა მახარებ უზომოდ ვდებდი თუმცა იშლებოდაა იმედია მესამე თავი დაიდებაა

 


№5 სტუმარი მარ ინა

აუუ ძან კარგიაა შემდეგს ველი

 


№6  offline წევრი Ana iko

მარ ინა
აუუ ძან კარგიაა შემდეგს ველი

მადლობაა დავდეებ აუცილებლად

 


№7 სტუმარი Me

დაწყება კარგიიი იყოოო

 


№8  offline წევრი Ana iko

Me
დაწყება კარგიიი იყოოო

დიდი მადლობა❤️

 


№9 სტუმარი Ი...

1თავს არ აჩვენებს

 


№10 სტუმარი tamo

1 tavs ar achvenebs. sad vnaxo?

 


№11 სტუმარი სტუმარი გვანცა

პირველი თავი სად ვნახო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent