შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარგი სანტა სიმპათიური უფროსის როლში თავი 3


10-02-2022, 02:18
ავტორი Ana iko
ნანახია 9 713

მოგესალმებით ისევ მე რა შეცვალოო? ან რა დავამატო ????მადლობა ყურადღებისთვის
.......

ტაქსი მალე მოვიდა და მასში მოვთავსდი გზაში ცრემლები თავისით მომდიოდა, 10 ის ნახევარზე უკვე სახლში ვიყავი , დედას ძალიან გაუხარდა თუმცა ძალიან გაკვირვებული დარჩა მიზეზად კი ის მოვიფიქრე რომ ძალიან მოსაბეზრებელი გახდა ყველაფერი... ლეკვი ხელიდან არ გაუშვია მგონი ჩემზე მეტად ის გაუხარდა... ნივთები დავალაგე და დათუნია საწოლზე შემოვსვი გულში მჩხვლეტავმა არსებებმა დამიარეს, საღამოს საშოპინგოთ წავედით ლეკვს ნივთები და საჭმელი ვუყიდეთ მეც ვიყიდე ცოტა რამ და სახლში დაბრუნებულებს მამა სახლში დაგვხვდა ბევრი ვიჭორავეთ და საბოლოოდ მე და ცქნაფო ოთახში შევედით ახალი წიგნი გადმოვიღე და მისი კითხვა დავიწყე ნინომ რო დარეკა ...
- გოგო დილით მთაზე სასრიალოდ ვიყავით
მანჩომ უყურეთ კლასსო მთიდან რო დაეშვა დაბლა თავით ჩაერჭო
კისკისებდა ნინო და მის კაკანზე მეც მეცინებოდა
- გიჟები ხართ...
ვამბობ და ფიქრებში ნიკასთან გავრბივარ მისი ინტერესი მახრჩობდა თუ რა გააკეთა დღეს იქნებ საერთოდ არც კი ანაღვლებს
- შენ რაშვები ან ....უი ნიკა გაგვიქრა გოგო
- რას ნიშნავს გაქრა
ავფორიაქდი სად წავიდოდა
- ხო აი დილით საჭმელი დაარიგა და იმის მერე არ გამოჩენილა
სად უნდა წასულიყო ან რატომ წავიდა... ფიქრები არ მასვენებდა ნინოს მალევე გავუთიშე და დასაძინებლად დავწექი ნეტა ჩემზე რა იფიქრა? ან საერთოდ იფიქრა? იქნებ ისიც იმას გრძნობდაჩემს მიმართ რასაც მე მის მიმართ? საერთოდ გუშინდელი დღე ახსოოვს?ხეპრე... ტირანი... ასე რომ არ მოქცეულიყო ახლა იქ ვიქნებოდი ფიქრს შევეშვი და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი....
დღეს შობაა რამაგარია სასწრაფოდ ავდექი საწოლიდან და მოვწესრიგდი ლეკვი ხელში ავიყვანე და ოთახში გავვარდი ვერავინ რომ ვერ დავინახე საათს გავხედე ამათ რა სძინაავთ? 7 ის 26 წუთი იყო, უპპს არაუშავს გაღვიძების დროა მათ ოთახში შევვარდი საწოლზე ავედი და ხტუნაობა დავიწყე
- ადექით შობაააა!!!
- ჩადი გოგო მიწისძვრა მეგონა შე უტვინო
სიცილით თქვა და წამოდგა და ფეხზე წამომარტყა მეც საწოლიდან ჩამოვხტი კიდევ რამე რომ არ მოხვედროდა და გარეთ გავედი ლეკვი ძირს დავსვი და ოთახში თავი შევყავი
- შობას გილოცავთ
ვთქვი და დედამ ტუმბოზე მდგარი სათამაშო გამომიქანა თავი უცებ გავყავი სათამაშო კარებს რომ მოხვდა მერე ისევ შევყავი
- და ახალ წელსაც
მივაძახე და სასწრაფოდ გამოვყავი თავი ახლა სათამაშოს მაგივრად ქოთანი რომ არ გამოფრენილიყო
ოთახში საახალწლო მუსიკა დინამიკებზე ჩართე და ბოლო ხმაზე ავუწუე
" I don't want a lot for christmas, there's just one thing I need and I don't care about the presents underneath the christmas tree..."
თან ვცეკვავდი დედა ოთახიდან გამოვიდა საეჭვოდ გავიდა სხვა ოთახში უკან პოლისჯოხით დაბრუნდა, მოსალოდნელი საფრთხის გააზრებისას გავიქეცი, ჯერ მაგიდას შემოვურბინე, მერე დივანს ვურტყი კრუგები უცებ მოვშორდი დივანს და ოთახიდან ახლად გამოსულ მამას ამოვეფარე, დედამ პოლისჯოხი დადო და ზედ დაეყრდნო ისე დავღალე ღრმად სუნთქავდა მამა დაცინოდა დაბერდი ერთი კრუგი დაგარტყმევინაო ახლა ორივეს გამოგვეკიდა დედა და მამას საჯდომზე რამდენიმეჯერ მოხვდა პოლისჯოხი....
კარგად ვიხალისეთ დილიდან 11 საათზე სოფელს მთელმა ოჯახმა ჩავაკითხეთ და მოხუცები გავაბედნიერეთ საღამოს ბევრი სტუმარი დიდი სუფრა და ბედნიერი საღამო იყო...
დღეები ჩვეულებრივად გრძელდებოდა დღე სახლში ღამე ნიკასთან ფიქრებში მინდოდა თავიდან ამომეგდო და სამუდამოდ დამემარხა ფიქრები მის მიმართ მაგრამ არ გამომდიოდა ყოველდღე უფრო მენატრებოდა მისი თბილი ხელები გამაბრუებელი სურნელი და მისი ღიმილი..
ერთმა თვემ ორმა სამმა და ჩემმა დაბადებისდღემ უცებ ჩამიქროლა
არაფერი არ შეცვლილა იმის გარდა რომ ნინოს გიო შეუყვარდა ამ დრომდე მეგობრობენ და გიოც არ არის მის მიმართ გულგრილი ერთმანეთს სამწუხაროდ ვერცერთი უტყდება ცქნაფო ბუკა მასწავლებელთან მივიყვანე ჩემ ბიძაშვილითან ბევრი რამე ისწავლა და უფრო საყვარელი გახდა, მანჩო ისევ ცუდი რამითაა დაკავებული მე კი სამსახურს ვეძებ, ხვალ მიწევს წასვლა უფროსის ასისტენტის როლი უნდა მოვირგო იმედია ნორმალური ხასიათის უფროსი იქნება და არა გარყვნილი ნაბი*ვარი...
(უკაცრავად) კიდევ ცოტახნით გავერთე facebook ით და დასაძინებლად დავწექი...
მაღვიძარას ხმა მაღვიძებს და თვალებს ძლივს ვახელ საწოლზე ნახევრად მძინარი წამოვჯექი და აბაზანამდე ძლივს მივხოხდი მოვემზადე გრილმა წყალმა გამომაფხიზლა და მალევე მოწესრიგება დავიწყე შავი ტყავის ტანზე მომჯდარი შარვალი თავისი ზევითით წელში გამოყვანილი იყო დღეს ჩემი დღეა შავი მაღლებით და წითელი ჩანთით თმა უკან დაბალზე შევიკარი, მრგვალი საყურეები მცირე მაკიაჟი შავი სათვალეები მოვირგე და ტუჩებზე კიდევ ერთხელ გადავისვი ბლესკი, ჩემს თავში ყოველთვის ტუჩები და თითები მომწონდა ტუჩები საშვალო ზომის და ლამაზი მოყვანილობის იყო თითები კი გრძელი და სწორით ლამაზი ფრჩხილებით, გამოხედვას კი ყოველთვის მიქებდნენ გრძელი წამწამები თაფლისფერი ლამაზი მოყვანილების თვალები მაქვს - არა რა დამაგვიანდება ასეთსაკუთარი თავი სარკეში შევათვალიერე და კმაყოფილი გავედი ოთახიდან ცქნაფოსთან ერთად სამზარეულოში შევედი და დედას მოვახსენე მივდივართქო
გაფართოებული თვალებით ამომხედა
- ასე უნდა წახვიდე?
- ცუდიაა
ავნერვიულდი
- რა სილამაზე დგას ჩემს წინნ! ... დამარცვლა დედამ
და მომეშვა
- ჩემს კუთვნილებაში არა ასე ვერ გაგიშვებ
უცებ დასერიოზულდა
- რა დავაშავე?
ვიკითხე გაოცებულმა
- ვინმემ რო დაგავლოს ხელი და მოგიტაცოს სად მივდივართ მერე
- ოო დედა რას მოიგონებ ხოლმეე
ჩავიცინე და ოთახში ლაპარაკით შემოსულ მამას გავხედე
- ეს გოგო ჩემია?
- არა მეზობლის ვარ
სიცილით ვთქვი და მამამაც თვალი ჩამიკრა
- ახლა არ თქვა ავტობუსით მივდივარო
- ხო მაა აბა ფეხით ხომ არ წავალ
- რა ავტობუსით გადაირიე ავტობუსში ჩაგსვავ პრადაში გამოწყობილ ქაალს
- პრადაა???
სიცილით ვთქვი საიდან მოაგონდა პრადა...
- წამო მე გაგიყვან
- არ დაგაგვიანდება მაა?ი გოგო მიმყავს
დედას ვაკოცე და მამას სიცილით გავყევი მანქანაში ჩავუსკუპდი და ადგილზეც მალე მივედით
მამას ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადმოვედი კომპანიის წინ ვიდექი და საშინლად ვნერვიულობდი, ნერვიულად ავაყოლე თვალი უზარმაზარ შენობას მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი და სვლა დავიწყე, შესვლისთანავე ვიგრძენი ბევრი თვალი ჩემზე თუმცა არ შევიმჩნიე მიმღებთან მივედი და სათვალე მოვიხსენი - ამ გამარჯობა უფროსთან ვარ მოსული...
- ანი... ხო
საყვარლად თქვა და მეც მისი მიღებით მოხიბლული გავეცი პასუხი
- დიახ
- მაღლა მეორე სართულზე პირდაპირ კაბინეტში
ღიმილით მითხრა
- ძალიან ლამაზი ხართ
- მადლობა შენც არანაკლებ
ღიმილით ვუთხარი და გამოვედი კიბეები ვერსად ვნახე და ლიფტი რომ შემეჩეხა გული ადგილს მოსწყდა საშინლად ამიჩქარდა, დახურულ სივრცეს ვერ ვიტან და მე აქ უნდა შევიდეე რა საშინელებაა ლიფტში ორი გოგო რომ შევიდა მეც შევყევი და გამეხარდა მარტო რომ არ ვიყავი, მათ წინ ვიდექი და მესმოდა ჩემს უკან ლაპარაკი შეხება ვიგრძენი და შევტრიალდი
- შენ ახალი ხარ?
მითხრა ერთერთმა
- დაახლოებით
გავუღიმე
- ძალიან კარგი სტილი გაქვს რა გქვია
- მადლობა ანი თქვენ...
- მე ნინა ის ლინდა
- სასიამოვნოა
ვთქვი და ლიფტის კარი გაიღო ამოვისუნთქე
- კარგი ანი წარმატებები
თქვა და ლიფტიდან გავიდნენ
- მადლობა
მეც გავედი და პირდაპირ წავედი ძალიან ბევრი ხალხი იყო ყველას თავისი მაგიდა ედგათ თავისი კომპიუტერებით და ბევრი საბუთებით სანამ კარებს შევაღებდი მაგიდასთან მჯდარ გოგოს ვკითხე თავისუფალი იყო თუ არა და მანაც კევის ღლაჭუნით მითხრა შედიო ამას თავად გავათავისუფლებდი არასასიამოვნოა უნდა შევსულიყავი ნანია რომ გამოვიდა და თეძოების ქნევით მომიახლოვდა ამას აქ რა უნდააა ოღონდ არ თქვას რომ აქ მუშაობსს ამას ვერ ავიტან ყოველდღე
- ხიფათავ აქ რა გესაქმება
ტყლარწვით მითხრა
- შენს სანახავად მოვედი... ცინიკურად ვთქვი და შევხედე ჯერ მოგეკითხე...
უხეშად ამიარა და გავიდა მეც თვალი გავაყოლე მის სიარულს და მალევე დავუბრუნდი ჩემს საქმეს კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე და შევაღე
- გამარჯობათ
მივესალმე სტუმრის სკამზე მჯდომ მამაკაცს და მანაც ამათვალიერა უცებ წამოდგა ფეხზე და მომიახლოვდა
- ვის დაეკარგა პატარა ანგელოზი?
ღიმილით მითხრა, დაიცა იმედია ეს არ არის ჩემი უფროსი ამასთან საქმე ცუდად წავა ვატყობ
- გასაუბრებაზე ვარ ასისტენტის...
დაძაბულმა ვთქვი და მანაც არ დააყოვნა
- აა მოდი უფროსი შესულია ხელებს იბანს და გამოვა
თქვა და გამიღიმა
- მე დაგტოვებ წარმატებებს გისურვებ
თვალი ჩამიკრა და ოთახი დატოვა ნერვიულობისგან თითებს ისე ვისრესდი დავიტეხე საბედნიეროდ დიდხანს ლოდინი არ დამჭირდა
- ჰო ბოდიში რაზე ვსაუბრობდიით?
კარების დაკეტვასთან ერთად თქვა და გამომხედა
გავშრი... გავქვავდი..გავიყინე... ენა გადავყლაპე გული უარესად ამიფორიაქდა მოგონებები ამომიტივტივდა მისი შეხება მისი სურნელი მისი ღიმილი ყველაფერმა ერთდროულად დამიარა ცრემლები მომაწვა მაგრამ შეკავება შევძელი ხმის ამოუღებლად სასწრაფოდ გამოვტრიალდი და დიდი ნაბიჯებით მივუახლოვდი კარებს დავინახე რომ ისიც სწრაფი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა, კარები გამოვაღე მან ხელი დაარტყა და დაკეტა ისევ ვცადე გაღება თუმცა ისე მიაწვა ვერ მოვერიე მისი მეორე ხელი ვიგრძენი მკლავში და მანაც მტკინვეულად მიმატრიალა თავისკენ
- ხელი გამიშვი უნდა წავიდე
ისე ახლოს იყო დაბლა ვერ ვიყურებოდი თუმცა ვეცადე მაღლა არ ამეხედა რომ მისთვის არ შემეხედა თვალებში
- რატომ გარბიხარ! გეშინია...
მკითხა და უფრო ახლოს მოიწია მეც უარესად ავეკარი კარებს, მარჯვენა ხელი ჩემი თავის გვერძე კარებზე ედო მეორეს კი ჩემი წელის გვერძე თითქოს კარებს იჭერდა თვალებში შევხედე და კინაღამ გული გაჩერდა ნეტა სათვალეები არ მომეხსნაა, იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა რაზეც სუნთქვა მეკვროდა მისი მონატრებული სურნელი ცხვირს მიწვავდა და მაბრუებდა...
- მე ...მე არ გვრბივარ და არც არავისი მეშინია!
ვეცადე მტკიცედ მეთქვა თუმცა არ გამომივიდა, ჩაიცინა და კბილი კბილზე დააჭირა
- არ გარბიხარ ხო?! ოთხი დღის მერე გაიქეცი...!
ეტყობოდა რომ ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა
- თავი დამანებე... გამიშვიი!
- იმ ღამის მერე გარბიხარ!
თავის დახწევას ვცდილობდი უცებ რომ თქვა და მეც გავშრი მე მეგონა დაავიწყდებოდა მაგრამ ახსოვს...
- არ გავრბივარ შემეშვი
ხმას ავუწიე და ხელი ვკარი
- აქ მუშაობას არ ვაპირებ
ხმამაღალი ტონით ვთქვი და კარების გასაღებად შევტრიალდი მკლავში ჩამავლო ხელი და მისკენ იმხელა ინერციით მივტრიალდი მას სხეულზე ავეკარი მას ავხედე ჩხუბი უნდა დამეწყო მანაც რომ დამხედა და ცოტა რომ დახრილიყო ტუჩებით ტუჩებზე შევეხებოდი
- არ წახვალ!
ჩემ ტუჩებთან ახლოს თქვა ისე რომ ტუჩებისთვის თვალი არ მოუშორებია .
ძალიან თბილი იყო ახლა უფრო ვიგრძენი რომ მომენატრა თუმცა მალევე ჩემი სიამაყე გამახსენდა
- წავალ!
- ჰო წახვალ და ხვალ ცხრაზე მოხვალ არ დააგვიანო
შეპასუხებას ვაპირებდი უცებ რო დაამატა
- მოხვალ თორე მშობლებს რას ეტყვი მიმიღეს მაგრამ ბაკურიანში ბიჭმა რომ, მაკოცა და გამოვექეცი ახლა ჩემი უფროსია და მასთან ვერ ვიმუშავებო?! აა უი თუ მოატყუებ? ნუთუ გააცრუებ მშობლებს...
ბოლოს დაამატა და ცინიკური ღიმილით მითხრა ჩემს თვალებს ჩაშტერებულმა,
შევუბღვირე ჩემი მკლავი ხელიდან გამოვგლიჯე ხელის კვრით მოვიშორე და გამოვტრიალდი
- გალამაზებულხარ და სექსუალურადაც კი გამოიყურები...
დაფიქრებული ტონი და ცინიკური ჩაცინება დააყოლა მისმა ბოლო სიტყვამ ნერვები საშინლად მომიშალა კარები გამოვიჯახუნე და ლიფტისკენ წავედი სანამ ლიფტი ამოვიდა ჭორიკნების ჭორაობას ვუსმენდი "იჩხუბეს" " უფროსს უყვირა გაიგეეთ" " მაგარი ლამაზია" " ჯიგარი გოგოა" " თავიდა ბოლომდე მაგარია" " ჯიგარი სილამაზეა" ყურადღება არავისთვის მიმიქცევია გაცოფებული ვიყავი ლიფტში შევდიოდი ნანია რომ გამოკაკუნდა თეძოების ქნევით ერთი შევათვალიერე ზიზღის სახე ავიკარი და ლიფტში შევედი ტანსაცმელზე დაიხედა შიშით დასვრილი იყო თუ არა და რომ ვერაფერი დაინახა გამომხედა ლიფტის შიშს ნიკას ლანძღვით ვიხჩობდი
- იდიოტი... დეგენერატი... ხეპრე... ტირანი....
სანამ ლიფტი არ გაიღო გამოვლანძღე სახლში ტაქსით მივედი სახლის კარი შევგლიჯე და მისაღებში შევაჭერი სავარძელში მჯდომ დედას მივუახლოვდი და ლეკვი გამოვართვი
- რა მოხდა დეე... ასე მალე რატომ მოხვედი? რა მოგივიდა როგორ ჩაიარა...
- გადასარევად დედა გავგიჟდი პირდაპირ
ოთახისკენ წასულმა მივაძახე და თან დავაყოლე
- მოგიყვები დეე ოღონდ მერე....
ცოტახანში მანჩო და ნინოსთან ერთად ლეკვი გავასეირნე კაფეში ნაყინები ვიყიდეთ და ბოლო ნაწილი ლეკვს მივეცი ისე საყვარლად ჭამდა მერე სახლში წიგნი დავასრულე ხალიდ ჰოსეინის " ფრანით მორბენალი " მამა რომ მოვიდა ცოტა მას ველაპარაკე დედასთან ერთად და საბოლოოდ დასაძინებლა შევედი საწოლზე დავწექი და ნიკა ისევ გამოვლანძღე მის ნაჩუქარ დათუნიას მუცელზე ავუბობღდი და მოვეხვიე
ნერვები მომეშალა ვლანძღავდი თუმცა ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ისევ ვნახე მისი სურნელი თავიდან შევიგრძენი... მის ფიქრში ტკბილად გადავეშვი მორფეოსში....



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ვაუ.... მაგარი სახალისო იყო. ცოტა კი გავბრაზდი ამ სულელ გოგოზე ასე უსიტყვოდ რომ გამოიქცა მაგრამ ეგ არაფერი მთავარია ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ნიკა აშკარად აღარ აპირებს ასე მარტივად კვლავ გაქცევის უფლება მისცეს. ველი შემდეგ თავს მოუთმენლად....

 


№2  offline წევრი Ana iko

სტუმარი ხატია
ვაუ.... მაგარი სახალისო იყო. ცოტა კი გავბრაზდი ამ სულელ გოგოზე ასე უსიტყვოდ რომ გამოიქცა მაგრამ ეგ არაფერი მთავარია ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ნიკა აშკარად აღარ აპირებს ასე მარტივად კვლავ გაქცევის უფლება მისცეს. ველი შემდეგ თავს მოუთმენლად....

მადლობა ყურადღებისთვის საყვარელოო❤️

 


№3 სტუმარი მარი ნა

კარგი იყოო ნიკას იმედზე ვარ ????

 


№4  offline წევრი Ana iko

მარი ნა
კარგი იყოო ნიკას იმედზე ვარ ????

მადლობაა კი იყავი

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 


№6  offline წევრი Ana iko

სტუმარი ქეთი
შემდეგი თავი როდის დაიდება?

ვცდილობ ყოველ 24 საათში დავდო❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან კარგად წერ და არაფერი შეცვალო????ვფიქრობ მეგობრებზე უფრო მეტი გადმოსცე განსაკუთრებით, მანჩოზე

 


№8  offline წევრი Ana iko

სტუმარი ქეთი
ძალიან კარგად წერ და არაფერი შეცვალო????ვფიქრობ მეგობრებზე უფრო მეტი გადმოსცე განსაკუთრებით, მანჩოზე

დიაახხ გავითვალისწინებ აუცილებლად და ვეცდები უფრო განვავრცო მადლობა ყურადღებისთვის❤️????

 


№9 სტუმარი ნი ნა ნი

კარგიიი იყოო გაანაგრძე

 


№10  offline წევრი Ana iko

ნი ნა ნი
კარგიიი იყოო გაანაგრძე

მადლობა საყვარელო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent