შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კარგი სანტა სიმპათიური უფროსის როლში თავი 8


15-02-2022, 22:54
ავტორი Ana iko
ნანახია 1 132

ისევ და ისევ me როგორ ხართ? ???? ვიცი რომ გადასარევი არ არის მაგრამ შეიძლება წაკითხვა
.......
დილით დილის შუქი მაღვიძებს, თვალები მძიმედ გავახილე და ოთახი რომ არ მეცნო საწოლზე შეშინებული წამოვჯექი, ისევ მოვავლე თვალი ოთახს არა ეს ნიკას ოთახი არაა, გული უარესად ამიჩქარდა ავფორიაქდი ძირს ჩემი ტანსაცმელი ეყარა საბნის ქვეშ ნელა ჩავიხედე და საცვლები რომ მეცვა დავწყნარდი ტოპიც ადგილზე იყოო, ნიკასთან ვიყავი, ხო ნიკასთან ვიყავი არა ის არ იყო ჩემი წარმოსახვა ნიკას ტუჩები ნიკას სურნელი იყო! ცრემლები მომაწვა სწრაფად წამოვხტი და ტანსაცმელი ჩავიცვი, კარები გავაღე და გავედი არა ეს ნაცნობიაა ნიკას სახლში ვარ, ნიკას თავის ოთახში არ ავუყვანივარ მეორე სართულზევე სასტუმრო ოთახში დამაწვინა დავწყნარდიი ოთახში დავბრუნდი და ოთახი დავალაგე, მეც მოვწესრიგდი აბაზანაში ცოტა განსხვავებულად თუმცა მაინც, ოთახიდან გამოსულს უკვე ლილე დამხვდა რომელიც ბუხარს ასუფთავებდა
- დილამშვიდობის ქალბატონო ანი
დაძაბულმა თქვა რაც გამიკვირდა მგონი არ შემიშინებია
- დილამშვიდობის
ვუთხარი და თან გავუღიმე
- როგორ ხართ ქალბატონო ლილე?
ღიმილით ვკითხე
- თქვენ როგორ გიკითხოთ ქალბატონო?
საყვარლად თქვა
- ქალბატონს ნუ მეძახით სახელით მომმართეთ გთხოვთ
შეეტყო რომ ეუცნაურა და თან ესიამოვნა, მე კი მართლა გაოცებული ვიყავი მისი ქცევით
- ქალბატონო ლილე ნიკა სად არის ხომ არ იცით?
ვიკითხე თან შუბლზე მოვისვი ხელი
- კი კი დაბლაა თავის ოთახში ვარჯიშობს
- მადლობა
ვუთხარი და დაბლა ჩავედი სამზარეულოში არა და მეორე კარები ფრთხილად შევაღე თუმცა იქ არ იყო შევედი კარები დავხურე მეორე ოთახიდან გამოდიოდა ვარჯიშის ხმა და მეც კარებს მივუახლოვდი ნიკა წელს ზევით შიშველი იყო რკინაზე იყო ჩამოკიდებული ხელებით და აზიდვებს აკეთებდა მთლიანად სველი იყო უცებ ერთიანად დამიარა და თვალები ამიბრჭყვიალდა იმდენად სექსუალური და ქარიზმატული იყო...,რომ შემამჩნია ძირს ჩამოხტა პირსახოცს წვდა და გამშრალება დაიწყო
- პატარავ როდის შემოხვედი?
მკითხა და მეც უცებ გამოვფხიზლდი
- ა..მე.. აქ..ახლა... წეღან..
ვეღარ მოვაბი სიტყვებს თავი ნიკამაც სიცილი დაიწყო პირსახოცი მოისროლა და მომიახლოვდა
- როგორ გეძინა?
დაიხარა და ტუჩებზე დამწვდა გჯეროდეთ, კოცნაში ავყევი მასაც მეტი რა უნდოდა ხელში ამიყვანა და მენჯებზე შემომისვა და როგორც ყოველთვის რომანტიკა გავუფუჭე და მოვშორდი
- სახლში უნდა გავიდე მოსამზადებელი ვარ
ვუთხარი და კისერზე ხელები მოვხიე ზევიდან დავყურებდი სასაცილოა მაგრამ მომწონდა,
- არა რა
ამოიბუზღუნა და მეც ჩამოვედი
- ნუ ბუზღუნებ, წავედი თორე მერე სამსახურში დამაგვიანდება
ვთქვი და გასასველად შევტრიალდი მუცელზე რომ მომხვია ხელი ამწია მეც მის მკლავზე მუცლით დავეკიდე და მალევე ნიკას სხეულს ავეკარი ზურგით
- მოდი აქ! მე გაგიყვან
მითხრა და კისერში მაკოცა დამაჟრიალა და თან გამეღიმა
- ავედი მაშიინ შენ ხომ უნდა მოემზადოო მე ლილეს მივეხმარები ვთქვი და ხტუნაობით წამოვედი ნიკამაც სიცილით გამომაყოლა თვალი მაღლა ავედი და ლილეს ვკითხე რაში დაგეხმაროთმეთქი გაუკვირდა და მორიდებით თქვა არაფერი რას ამბობ ეს ჩემი საქმეაო
- რადგან მტვრები უკვე გადმოწმენდილია მე გამოვხვეტავ ვთქვი და ცოცხი ავიღე, მე დავხვეტე ლილემ გამოწმინდა შემდეგ ვაზა და ისეთი ნივთები დავალაგეთ და საბოლოოდ მეორე სართულიც დასუფთავდა ნიკა აბაზანაში შევიდა ჩვენ მესამე სართულზე ასვლა დავაპირეთ კიბეზე ვიდექი კარებზე ზარი რომ იყო ლილემ გააღო კარი ნანია რომ შემოვარდა მეც უცებ მეორე კიბეზე ავხტი რომ არ დავენახე და კედელს ავეკარი
- სადაა?!
შემოსული არ იყო იკითხა და ლილეს მხარი კრა ისე შემოვიდა
- წავიდა უკვე ნანია
უთხრა დაძაბულმა ლილემ
- ნანია არა! ქალბატონო ნანია ლილე!
შეუტრიალდა მუქარით ლილეს რაზეც ძალიან გავბრაზდი და მუშტები მოვკარი
ნანია შევიდა და დივანზე დაჯდა ახლა კიბეზე დავჯექი რომ კიბის მოაჯირებს დავეფარე, ნიკაც მაინდამაინც მაშინ გამოვიდა აბაზანიდან და ჯანდაბა რაღა დღეს შევიდა დაბლითა აბაზანაში
ასულიყო მაღლა რატო! ახლა ამაზე მომეშალა ნერვები ან ამას საერთოდ აქ რა უნდა?!
- უი სახლში ყოფილა
თქვა ნანიამ და ლილეს მკვლელი სახით გახედა
- ეს რა ჯანდაბაა ნიკა!
ხმამაღლა იკითხა ნანიამ ტელეფონი ჩართო ხმას აუწია და ტელეფონი ნიკას მიუტრიალა " ის ჩემი გოგოა" დაჭექა ტელეფონის ხმამ და მაშინვე მივხვდი რომელი ვიდეოც იყო ნანია ყურებიდან ორთქლს უშვებდა ისე ბრაზობდა
- როდიდან?! როდიდანაა ის კახპა შენი გოგო?
იყვირა ნანიამ და ნიკაც წყნარად იდგა ჯერ ნანიას წყნარად უსმენდა
- რითი მოგაწონა თავი საწოლში გორიალით?!
ისევ ყვირილით იწიაწებდა თავს
- წარმოდგენა მაინც გაქ რამდენს ყავს გაჟიმული?! შეი...
სუნთქვა შემეკრა ასეთ რამეს როგორ იძახის! ნიკას თვალები შეეცვალა ეშმაკის გამოხედვით შეხედა ნანიას და უცებ ყელში წვდა შევხტი და სწრაფად წამოვხტი ნანიას ხმა გაუწყდა და ნიკას ხელს წაავლო ხელი ნიკამაც ხელი შეუშვა და სახეზე ხელი ჩამოისვა მერე დასაწყნარებლად ჩაიცინა
- ნანია სანამ სრულ ჭკუაზე ვარ წადი რა რა თავს იწირავ?
უთხრა ისევ წყნარი ხმით, ნანია ჯერ ისევ ყელზე იჭერდა ხელს და ნიკას გაოცებული უყურებდა მეც გაოცებული ვიყავი ნიკასგან ეს მოულოდნელი იყო
- ორსულად ვარ ნიკა!
უცებ თქვა ნანიამ და მეც გავშრი ნიკასთან ერთად
- შენ შვილს ვატარებ!
დაამატა და მეც ძეგლად ვიქეცი რომელიც კანკალებდა ნიკას ვაშტერდებოდი და ვერ ვხვდებოდი რა მოხდა ახლა, ნიკაც იგივე ემოციაში იყო და უცებ შემომხედა ლილემაც მე შემომხედა და ნანია რომ მიხვდა მეც აქ ვიყავი მანაც შეშინებულმა გამომხედა რომ დამინახა კმაყოფილი სახე აიკრა
- რას ბოდავ?! არ შეგხებივარ!
თქვა ნიკამ და ნანიასაც გაცრა, მე კი ცალყბად ჩამეცინა არ შეხებია უბრალოდ მასთან იგორავა!
- უგონოდ მთვრალი იყავი
დაიწყო ისევ
- ნანია რეებს ბოდავ!
მხრებში ჩაავლო ნიკამ ხელი თან კბილებში გამოცრა და ნანიაც შეხტა
- ბა...ბაკურიანში წვეულების მერე ღამე მომაკითხე...
დაბნეულმა დაიწყო, ეს იმ დღეზეა საუბარი ნიკა ჩემთან რომ მოვიდა,
- მა....ვებ გოგო?!
ჩაიცინა ნიკამ და ხელები შეუშვა
მეც შედარებით დავწყნარდი რადგან უკვე გამოვიჭირე, მაგრამ იქნებ ჩემს მერე....
- ნანია სიმართლე გითხრა დამაინტერესა თქვენი ვნებიანი საღამო არ მოგვიყვები როდის მოხდა და საერთოდ იმის მერე რა მოხდა?
ნიკასკენ წავედი გვერდში ამოვუდექი და ნიკას უემოციო სახით შევხედე
- ანი მომისმინე
დაიწყო ნიკამ
- ვუსმენ ნიკა!
ვთქვი და ნანიას მივუტრიალდი
- მე.. ღამე იყო ახალი ასული ვიყავი ოთახში
- ღამე გარეთაც ვიყავით ნანია სახლში რომელ საათზე ახვედი?!
ვკითხე ნიშნისმოგებით
- რატომ მაყოლებთ!
- მაინტერესებს ნანია როდის ნარნარებდი ნიკას მკლავებში !
ვთქვი ხმამაღლა
- პირველი საათისკენ მოვიდა შუაღამემდე ჩემთან იყო, მეორე დღეს არაფერი ახსოვდა ჩვეულებრივად დადიოდა, სამი დღის მერე გულის რევები დამეწყო, და ექიმთან რომ წავედი ეს ამბავი გავიგე
ნერწყვის გადაყლაპვით დაასრულა
- ვაიმე ნანია რეებს ბოდიალობ,
ვეღარ დავმალე ემოცია
- რა სამ დღეში
გავიმეორე და რო გავაანალიზე რაც თქვა სიცილი ამიტყდა ნიკაც და ნანიაც გაოცებულები მიყურებდნენ აი ლილე კი მემგონი მიხვდა რადგან იღიმოდა
- ნანია ოვულაცია იწყება მენსტრუალური ციკლისას
სიცილით დავიწყე ახსნა
- რაც ან 9 დღეში ან 11-ში ან 14- დღეში იკვეთება და ამ დღეებსაც განსაზღვრავს თვეში ციკლი რამდენი დღე გასტანს
ავუხსენი და ნიკას ავხედე
- რაც ნიშნავს იმას რომ შენ ორსულობის აზრზე არ ხარ
- რაც შეეხება ნიკას მაგ დროს ნიკა შენთან კი არა ჩემთან იყო და იმასაც დავამატებ რომ მეორე დღეს კი არა თვეების შემდეგაც არაჩვეულებრივად ახსოვდა რა გააკეთა იმ ღამეს
ყველაფერი გავაანალიზე და მერე ნანიასაც ავუხსენი დავწყნარდი და ბრაზმაც გადამიარა ნიკა არაფერ შუაში არა! ნანიაა ბოროტი! რომელსაც ტყუილიც არ შეუძლია ნორმალურად !
- თუ მხოლოდ ეგ გქონდა სათქმელი შეგიძლია დაგვემშვიდობო
დამთავრებული არ მქონდა ნანია ადგილს მოწყდა
- და კიდევ ლილესთან მეტი პატივისცემა
მივძახე და კარებიც იმხელაზე გაიხურა ჩამოიღო ლამის ახლა ნიკას მივუტრიალდი
- და შენ ყველაფერზე ნუ ირევი ჯერ გაარკვიე და მერე, და გამიყვან სახლში თუ გავიდე?
ვიკითხე ისე ვითომ არაფერი მომხდარა
- გაგიყვან
თქვა გაოგნებულმა და მეც ლილეს ლოყაზე ვაკოცე და გავედი...
სახლში ავედი ნიკა მანქანაში მელოდებოდა შესვლისთანავე დედა დამადგა
- მთელი ღამე თეთრად გავათენე რამე მოხდა?
მითხრა ჩემ ოთახში მყოფმა დედამ როცა ვიცვლიდი
- და რა უნდა მომხდარიყო
ვკითხე და ტანზე კაბა გადავიცვი
ჩვეულებრივი ტანზე მომჯდარი ცისფერი ნაქსოვი წელვადი მუხლის მაღლა გამოყვანილი და ზურგზე ამოჭრილი გრძელმკლავიანი კაბა - ანი ბიჭთან მთელი ღამე იმხელა სახლში იყავი მარტო
გაბრაზება შეეტყო
- აა მასე ხო ვიყავი ნიკასთან თან მთვრალი
დავაწყნარე
- გოგოო შენ ძალით მანერვიულეებ?
გაბრაზდა
- არა შენ ნერვიულობ დედა ესეიგი მთვრალები ვიყავით ორივე და ივიკომ მიგვიყვანა სახლში მერე ნიკამ ჩამაწვინა საწოლში გავიდა დაგირეკა შენ შემოვიდა მომიწვა გვერდით და დაიძინა ვსო!
- არ მომატყუო იცოდე
თითის დაქნევით მითხრა
- რა უნდა მოგატყუო დედა რა გჭირს? არ მიცნობ მაინც ან მე ან ნიკას ხო გაიცანი რა უნდობლობაა თუ არ მოგწონთ და უნდობლობას იწვევს თქვენში მითხარით ვეტყვი და დამიჯერეთ მის თმის ღერსაც კი ვერსად ვნახავ!
ახლა მე გავღიზიანდი
- არა ეგ არ მითქვია რა გჭირს შენ რაღაც გაღიზიანებული ხარ!
- ხო ნანიამ იბოდიალა დღეს რაღაცები და გამაღიზიანა ვთქვი და ფეზე ჩავიცვი მთლიანად მოვწესრიგდი დედას დავემშვიდობე და ჩავედი მანქანაში ჩავჯექი და ნიკამაც უხმოდ დაძრა მანქანა კომპანიაში შევედით და ლიფტში ნიკას მივეხუტე
- ნიკააა
ავძახე მასზე აკრულმა
- ჰო
- ნანიასთან გქონდა ურთიერთობა?
მოულოდნელად ვკითხე ისე რომ ვერ მივხვდი ვერც მე რატო ვიკითხე
ნიკამ გაკვირვებული დამხედა მაგრამ მაინც თქვა
- ორჯელ მანამ სანამ გამოჩნდებოდი ჩემ ცხოვრებაში გასართობი მჭირდებოდა ეგ ბარემ თვითონ მოდიოდა ჩემთან და მეც აღარ ვიწუხებდი მოძებნით თავს
თქვა და მეც მხოლოდ სიტყვები მაწყნარებდა "გასართობი" " მანამ სანამ შენ გამოჩნდებოდი" და " ის ბიჭია ბიჭს კი გართობა უყვარს"
გავსწორდი კისერზე მოვხვიე ხელი და მანამ სანამ მე ავიწეოდი ცერებზე ის დაიხარა და ტუჩებზე მწვდა არც თავფიქრებულვარ კოცნაში ისე ავყევი თუმცა ისევ მალე მოვშორდი და ბარემ ლიფტიც გაიღო, ყველა თავის ადგილს მივუჯექით საბუთები იყო გადასაგზავნი ამერიკიდან მომღერალი ჩამოჰყავდა ჩვენ კლიენტს და სახლის მოწყობა სურდა თუმცა დიზაინი იმ ქალბატონს არ მოეწონა და თვითონ შექმნა რა სად უნდა დაგვედგა და რა უნდა დაგვედგა საშინლად გამაღიზიანა თუმცა რას ვიზამდით დრო ისედაც ცოტა იყო გიჟებივით დავბროდით და ძლივს მივასწარით ყველაფერი საქმე მე მქონდა აღებული და რომ ვერ მომესწრო ალბათ არ ვიცი რას ვიზავდი ნიკა გასაუბრებაზე იყო და კომპანიაში 11 საათი ხდებოდა რომ მივედით გიგილო ძლივს დადიოდა კიდევ კარგი დაბლები მეცვა ნიკა კომპანიაში 10 წუთში მოვიდა და ჩვენც ძლივს დავიშალეთ ისე გათიშული ვიყავი ნიკას დავემშვიდობე ნახვამდის ხვალ არ დავაგვიანებთქო და მივდიოდი დიდის ამბით თუმცა თვით ნიკას რო გავყავდი არ მახსოვდა, ნიკამ სახლში გამიყვანა მეც ძლივს ჩამოვედი ნიკა მაინც გადმოვიდა ცხელი კოცნა დამიტოვა და მეც ავედი დედას ვუთხარი არ შემიძლია არაფერითქო ლეკვს უბრალოდ ვაჭამე და დაწოლილი არ ვიყავი დათუნიაზე უკვე რომ მორფეოსში გადავეშვი...
დილით დედა მაღვიძებს და მეც ძლივს ვდგები, ზოზინით ვემზადები
მუხლის დაბლამდე შავი ტანზე გამოყვანილი კაბა ჩავიცვი წელს ისევ შავი ქამარი კვეთდა არც ისე ღმა დეკოლტე თუმცა ლამაზი სეტკა ფარავდა ამოჭრილ მხარეს ლავიწებზე მოშიშვლებული და მარჯვენა ფეხზე მთლიანად ჩაჭრილი იყო მცირე მაკიაჟი გავიკეთე და მზად ვარ ოთახში გავედი მამა ჯერ სახლში იყო დივანზე იჯდა ჩაის მიირთმევდა
- დილამშვიდობისა მაა
მივესალმე ლოყაზე ვაკოცე და მივუჯექი
- ზდაროვა
თქვა ტელევიზორის ყურებაში გართულმა დედამ კრუასანები მოიტანა და მეც იმას დავწვდი თან ალუბლის წვენი დავაყოლე ტელეფონი შევამოწმე ნიკას მოწერილი იყო
" პატარავ საქმე მაქვს და ვერ მოგაკითხავ დღეს ნანია იქნება თუ რამე გითხრა დამირეკე" წავიკითხე და არასასიამოვნოდ ამოვიხვნეშე
- რა არის დე?
მკითხა ჩემ ქცევაზე დედამ
- არაფერი ნიკას საქმე აქვს და მე მიწევს წასვლა ვუთხარი და ბარემ ერთი კრუასანი შევჭამე
- კაი დეე წავედი მე ცქნაფო გაასეირნე რა ვუთხარი მამასაც დავემშვიდობე და გამოვედი, სამსახურში ტაქსით მივედი გიგილო მომიჯდა ჭორაობა დაიწყო ათას რამეზე ილაპარაკა მერე საბუთები გადმოგზავნა ლევანმა მიწებზე ლოგო გაგვეკეთებინა, ამას ნიკას გარეშე ვერ გავაკეთებდით მერე გუშინდელი კლიენტი მოვიდა მადლობები გვიხადა ძალიან მოეწონა რამაც გამახარა სამი საათი იწყებოდა მე ნანიასთან მომიწია შესვლა ლოგოზე
- ნანია როგორ ლოგოებს აკეთებს ხოლმე ნიკა
შესვლისთანავე ვკითხე ნანიას
- მე გავაკეთებ შენი საქმე არა!
მაინც რამხელა გული აქ არ ცხვენია მაინც?
- ნანია დაწყნარდი რა! კითხვა დაგისვი და იმაზე მიპასუხე
ვთქვი მობეზრებულად
- მე გავაკეთებ მეთქი!
ტონს აუწია ხმა არ ამომიღია ოთახიდან გამოვედი, ნიკა ლიფტიდან გამოდიოდა ნანიაზე გაბრაზებულს მისთვის არც კი შემიხედავს გაბრაზებული წავედი ჩემი ადგილისკენ წარბ შეკრული დავჯექი და ფეხი ფეხზე გადავიდე მეგონა ნიკა ჩამივლიდა თუმცა მოვიდა მაგიდას მოუარა ცალი ხელი მაგიდაზე დადო ცალით კი ჩემი სკამის საყრდენს დაეყრდნო
- ვინ გამიბრზა ჩემი პატარა?
მკითხა და თან შუბლზე მაკოცა უცებ არ ველოდებოდი ამ ქცევას და სირცხვილისგან წამოვიწიე ხომ არავინ დამინახათქო
- რას აკეთებბ
ამოვთქვი შერცხვენილმა დაბალხმაზე თან გიგილო გვიყურებდა და მარტო ეგ არაა ბოლო ბოლო უფროსია და ყველა მას უყურებს ნიკას გაეცინა თან ტუჩებზე დამხედა და მეც ღრმად სუნთქვა დავიწყე
- ნანიასთან იყავი?
მკითხა და მეც თავი დავუქნიე, ძაან ახლოს იყო ჩემთან და გიგილო და დანარჩენები ისე იყურებოდნენ მეშინოდა მარტო დარჩენის
- აუ ნიკაა ასე ახლოს ნუ ხარ თორე შენ რომ შეხვალ კითხვებს მომაყრიან მე კიდე ვერაფერს ვეტყვი
ვთქვი ისევ შერცხვენილი სახით და თან ნიკას ვეფარებოდი რომ არ გამოვჩენილიყავი
- ჰმ დღეს რაღაც ძაან ჩამოყალიბებული ქალივით გაცვია
თქვა ისევ ღიმილით და ხან ტუჩებზე ხან ქვევით მათვალიერებდა
- ნიკაა ნუ მიყურებ ეგრეე
მისი მწველი მზერით იმდენად შებოჭილი ვიყავი რომ არ ვიცოდი რა მექნა ნიკას ხელები მივაჭირე რომ უკან დამეწია
- რა გავაკეთო აბა
სიცილით გასწორდა და თან ხელებით მაჩვენა რა გავაკეთოო,
- უფროსიხარრ და აუ
რომ ვეღარ მოვიფიქრე გავბრაზდი
- კაი შევედი მაშინ
თქვა დასერიოზულდა და შევვიდა გიგილო და დანარჩენები მაშინვე ჩემსკენ დაიძრნენ გული ლამის გამისკდა სწრაფად წამოვდექი ყვირილით
- უი ბატონო ნიკა რაღაც მაქვს სათქმელი
თან თანამშრომლებს ვუყურებდი და ნიკას ოთახში შევვარდი კარები მივკეტე და ამოვიხვნეშე ახლა ნიკასკენ შევტრიალდი რომელიც უკვე თავის მაგიდასთან იჯდა და გაოცებული მიყურებდა
- რა ?
ვკითხე და თავიც ავაყოლე კითხვას წარბ შეკრული , ნიკამ სიცილი დაიწყო
- მოდი მოდი რა გინდოდა
თქვა ჩაახველა და დასერიოზულდა მეც მივედი და სტუმრის დივანზე ჩამოვჯექი
- ლევანმა საბუთები გადმოგზავნა რაც მე უნდა შემევსო შევავსე, კიდევ გუშინდელი კლიენტი იყო მადლობა გადაგიხადა ძალიან მოეწონათ ყველაფერი...
- გასაგებია
თქვა სერიოზული ხმით და ახლა თავის საქმეს მიხედა ისე თითქოს მე აქ არც ვიყო... გაბრაზება ვერ დავმალე და ფეხზე წამოვდექი რამოდენიმე წამით ვუყურებდი წარბშეკრული და ყურადღება რომ არ მომაქცია გაბრაზებული წავედი კარებისკენ კარები უნდა გამომეღო მკლავში ტკივილი ვიგრძენი შემდეგ შეტრიალებისას ინერცია და ისევ დიდი ინერციით ავეკარი კედელს, შეშინებული ავხედე ნიკას რომელიც ჩვეულებრივად მიყურებდა
- ლამაზო სად გეჩქარება?
მითხრადა ცალი ხელი ფეხისკენ ჩაასრიალა
- გამიშვი უნდა გავიდე საქმე გაქვს
ვთქვი და ხელი შევაშვებინე ნიკა მომშორდა და ნაწყენმა შემომხედა შემდეგ ისევ ცალი ხელი ჩემს თავთან კედელს მიადო ცალი წელზე,
- რაგინდა პატარაავ? რატო ვერ ისვენებ?
მკითხა და გამცრა ზუსტად ისეთი ხმით მითხრა როგორც სასტუმროში
- ის მინდა რომ ახლა მე შემჭამენ და არა შენ!
ამოვიბუზღუნე და გვერძე გავიხედე ნიკამ ჩემ ბუზღუნზე გაიცინა და საკოცნელად დაიხარა
- ნიკა!
ხელები მკერდზე მივაჭირე და უკან დავწიე
- არ გინდა რომ გაკოცო? .
მკითხა თან ჩემ ტუჩებს მიშტერებოდა
- არა
ისევ მორცხვად ვთქვი
- თვალები გყიდიან ლამაზო!
თქვა და დაიხარა ნაზად შემეხო ბაგეებზე და ჩემში პეპლებმა დაიწყეს ფრენა რაც სიამოვნებას იწვევდა მანამ არ მომშორდა სანამ სუნთქვა არ გამოგველია მეც ავდექი და სილა გავარტყი,
- ეს რისთვის ?
იკითხა ღიმილით
- დაიმსახურე!
წარბშეკრულმა ვთქვი
- ხო არა?
- კი!
თქვა ხელები გამიკავა და ახლა უხეშად მომწვდა ტუჩებზე რა მინდოდა რას ვერ ვისვენებდი თუმცა ვაღიარებ რომ მომწონდა, კოცნაში ავყევი გაუკვირდა თუმცა არ შეიმჩნია ხელები გამინთავისუფლა და ალბად იმის მოლოდინში იყო რომ ხელს კისერზე შემოვხვევდი, ხელები მკერდზე ჩამოვუსვი კედლიდან წამოვიწიე და ნიკას ქვედა ტუჩს კბილები ჩავასე
- აუჩ
წამოიძახა და ტუჩებიდან მომწყდა და ხელი ტუჩზე მოისვა მისი ტუჩიდან წამოსული სითხე კი მის ტუჩს წითლად ფერავდა
- ოო ეს არ უნდა გექნა
თქვა გველური ღიმილით და მეც სწრაფად შევტრიალდი კარები რომ გამეღო მკლავში ჩამავლო მისკენ შემატრიალა ხელები წელზე მომკიდა ხელში ამიყვანა მაგიდისკენ სწრაფად მივიდა ზედ შემომსვა
- არა გამიშვი
ვთქვი იმის შიშით რომ სამსახურში ვიყავით და ხელით გავიბრძოლე რომ ჩამოვსულიყავი, ხელები ცალი ხელით უკან გამიკავა მეორე ხელი კისერში ჩამავლო და ტუჩებზე ისე უხეშად მწვდა უცებ მეგონა დენმა დამარტყა
მისი სისხლის გემო ვიგრძენი თავი ვამპირი მეგონა
- არა გთხოვ გამიშვი რა აღარ ვიზაამ
სწრაფად ვთქვი მაშინ როცა წამით მომწყდა
- ეს მაშინ უნდა გეფიქრა სანამ გააკეთებდი
მითხრა ვნებიანი ხმით და ყელზე მომეკრო მისი ვნება მედებოდა და შიშს ისევ ვგრძნობდი
- ნიკაა
ამოვიგმინე,
- გამიშვი გთხოვ
ნაწყვეტ ნაწყვეტ ვთქვი
- სად
ჩემ ლავიწებზე ჩაფრენილმა ამოთქვა ჩაგუდული ხმით და ჩემ ფეხებ შორის უკეთესად მოექცა, კარებზე კაკუნი იყო
- ნიკააა
ვთქვიი გონზე მოსულმა
- ნიკა ნიკა ნიკა!
გაიმეორა გაბრაზებულმა მომშორდა წარბებ შეხრილი და მეც ამოვისუნთქე კაკუნი განმეორდა ნიკა მოვიდა მაგიდიდან ჩამომსვა კაბა შემისწორა ხელში ამიყვანა სტუმრის დივანზე დამსვა და კარებისკენ წავიდა კარები გააღო
- რა?!
თან დააყოლა
- ბატონო ნიკა აქ არ იყო თქვენი ასისტენტი და მე კი სასწრაფო საქმე მაქვს
გავიგე ნაცნობი ხმა
- კი აქაა შემოდით
ნიკას შეეცვალა ხმა და ოთახში ლევანი რომ შემოვიდა ფეხზე წამოვდექი
- გამარჯობა
მივესალმე და დივანს გამოვცდი
- გამარჯობა ქალბატონო
სახე გაუბრწყინდა და ჩემსკენ წამოვიდა წამით გაშრა და ნიკას გახედა ალბათ წინანდელი ამბავი გაახსენდა სახე შეეცვალა და დივნისკენ წავიდა მეც კარებთან მივედი რომ გავსულიყავი ნიკას თვალებით ვანიშნე მომკლავენ ისინითქო და კარებში გავედი გიგილო რომ დაიძრა ჩემსკენ და მეც დამბურძგლა ნიკამაც შეამჩნია კარები უნდა დაეკეტა და მეც აღელვებული ვიდექი ხელში ჩავლება ვიგრძენი ნიკამ ოთახში შემიყვანა და კარები მიკეტა, გაოცებულმა შევხედე
- ცოტახნით გიშველი
მითხრა გველურად გამიღიმა და თავისი დიდგვაროვანი ადგილისკენ დაიძრა
- ანი მოდი რა საბუთები მაქვს აქ და ნახე
თან მითხრა და მეც მომეშვა
- იმედია მისი აქ ყოფნა არ გიშლით ხელს საქმეები აქვს
თქვა ნიკამ და ლევანს გახედა
- არა არა რას ამბობთ მიხედე საქმეს
თქვა ლევანმა და ამათვალიერა ნიკას მხარეს მივედი და საბუთების ძებნა დავიწყე ლევანიმ ლაპარაკი დაიწყო წამით ნიკას გავხედე რომელიც საჯდომზე მომშტერებოდა, სურვილი მქონდა ლევანი იქ არ ყოფილიყო ხო ავარტყავდი ერთ ორს უნამუსო ფეხზე ცხელი შეხება ვიგრძენი და რომ მივხვდი რო ნიკა იყო ვეცადე ყურადღება არ მიმექცია თუმცა ისე მომთხოვნად ასრიალებდა მაღლა ხელს ლამის თვალები დავხუჭე დაბლა დავიხარე ვითომ უჯრაში ვეძებდი ნიკას ხელი მოვიშორე და რაც შემეძლო მაგრად ვუპრწკინე ხმა არ შეცვლია ისევ ჩვეულებრივ განაგრძო საუბარი "რობოტი" ვთქვი ჩუმად და ნიკამაც დამხედა როგორც ყოველთვის გაიგო და ჩაიცინა, თვალებით ვანიშნე სადაათქო და მანაც თითი მის წინ მაგიდის ქვეშა თაროზე მიმითითა მეც თვალები გამიფართოვდა ნიკა ზუსტად იქ იჯდა და მე რომ ხელი იქ შემეყო ლევანი სულ სხვა რამეს იფიქრებდა
- და ეგ იყო?
კითხა ნიკამ ხელი შეაცურა და საბუთები მომაწოდა ამოვისუნთქე გულში მადლობას ვუხდიდი სწრაფად წამოვდექი და ლევანიმა თვალი ამომაყოლა
- კი ეს იყო, ხვალ როგორც ყოველთვის ბაბელს სად ავღნიშავთ შენთან ხო?
იკითხა და მეც სმენა დავძაბე რა აღნიშვნა?
- კი როგორც ყოველთვის 6 ი საათიდან იწყება ნანია აკეთებს მოსაწვევებს, იტალიიდან ჩამოდის მთავარი კომპანიის "la bellezza é sopravvivenza" -ს (სილამაზე გადარჩენაა) მფლობელი და სერიოზული დახვედრა უნდა მოვაწყოთ
თქვა ნიკამ საქმიანი ტონით
- გასაგებია მაშ ხვალ შევხვდებით
წამოდგა და ბოლო სიტყვები ჩემთვის უფრო თქვა, ნიკაც წამოდგა
- ნახვამდის!
თქვა და გასულ ლევანს უბრალოდ თვალი გააყოლა კარები გაიკეტა და მეც საბუთები მაგიდაზე დავდე და ამოვისუნთქე ახლა ნიკასკენ შევტრიალდი და ისიც ჩემსკენ მოტრიალდა თან წელზე ხელები მომხვია თან იტალიური აქცენტით ჩაილაპარაკა
- L'amore é veramente salvezza e tu sei la mia vita
სასიამოვნო ხმით წარმოთქვა სიტყვები და ლოყაზე მაკოცა
- ანუ ?
ვიკითხე რომ გადაეთარგმნა
- სიყვარული ხსნაა და შენ... ვერ მივხვდი არ გინდა მითარგმნო?
ჩაფიქრებულმა ვუთხარი
- ვაა იტალიურის წარმოდგენა გქონია
- mi scusi sono senza cervello?
ვკითხე გაოცებული სახით
- უტვინო ხარ აბა რა ხარ?
სიცილით მითხრა და მეც ნაწყენმა ავხედე თან ენა გამოვუყავი
- მაშ მითარგმნე
ახლა ნიშნის მოგებით ავხედე
- la bellezza é sopravvivenza ნიშნავს სილამაზე გადარჩენაა და ის რაც მევთქვი ნიშნავს რომ სიყვარული მართლაც გადარჩენაა შენ კი ჩემი სიცოცხლე
მითხრა და შუბლი შუბლზე მომადო
- აამმ ახლა გავიგე და ხვალ რა ხდება?
- ჩვენი კომპანიის დღეა ხვალ
გამცა პასუხი და თან დააყოლა
- ყველაზე გავლენიანი როჟები იქნებიან და სახლი უნდა მოვაწყო
- შეენ?
ვიკითხე სიცილით ისე თქვა უნდა მოვაწყოვო
- მე არა დავიქირავებ და მოვლენ
სიცილით თქვა
- ამ კარგიი, უნდა გავიდეე მაგრამ აუ ნიკა რა გინდოდა რაა
ავბუზღუნდი და ნიკამაც სიცილი დაიწყო
- წამო
ხელი ჩამავლო და გარეთ გამაგდო ეს ისე გამოუვიდა წიწილს რომ მშიერ მგლებს შეუგდებ გალიაში, გიგილო და კიდევ რამდენიმე ჩემსკენ დაიძრაა და აი მეც გამცრა უკან უკან წავედი და კარებს ავეკარი
- მოდი გოგო აქ შენ
უკვე ხელი უნდა ჩაევლო ნიკამ რო გამოყო თავი მეც უკან გადავვარდი ნიკამ ხელით დამიკავა მაგრამ არ შეიმჩნია და ყველა გაიფანტა
- გიგილო მოდი ეს ნანიას წაუღე
თქვა ნიკამ და რაღაც საბუთი მიცა გიგილოს გიგილომაც გამოართვა და წავიდა... დანარჩენები გიგილოს გარეშე არ მომკარებიან მეც ადგილს დავუბრუნდი და ცოტახანში გიგილო რომ გამოჩნდა დამბურძგლა ჩემსკენ წამოვიდა და რამეშველებაა გავიფიქრე
- რა გააკეთა დღეს უფროსმა გოგო?
მკითხა და მეც გამჟრჟოლა როცა დანარჩენებიც წამოვიდნენ
- გიგილო ლიზას ჩაუტანე
ისევ გამოყო თავი ნიკამ და კიდევ რაღაც საბუთი მიაწოდა გიგილოს
ისევ მადლობა გადავუხადე გულში და ხალხიც ისევ დაიშალა მანამ საბუთები გადავუგზავნე ყველა თანამშრომელს რაც ნიკამ მომცა და ყველა დასაქმდა გიგილო ლიფტიდან გამოვიდა და ისე ჩემსკენ აიღო გეზი
- მიპასუხე გოგო
- რა გიპასუხო გიგილო
- არაფერი მომხდარა რაღაც მკითხა
- რა გკითხა ასეთი ქიმიით აზრზე ხარ რამხელა ქიმია იგრძნობოდა თქვენ შორიის?
თქვა და დამბურძგლა ახლა რა ვთქვა
- გიგილო ხვალისთვის დაურეკეე ვისაც საჭიროაა სახლი ხო იცი ზეიმისთვის ფანტასტიური უნდა იყოს
ისევ გამოყო ნიკამ თავი
გიგილო ისევ გავიდა რომ დაერეკა და მეც მადლობა გადავუხადე ისევ და ისევ გულში მანამდე დავიწყე ფიქრი რა მეთქვა დაა რაღაც მოვიფიქრე
საქმეს რომ მორჩა ისევ მომვარდა
- ვაიმე გიგილოოო სიცხე მქონდა გუშინ და გავაფრთხილე და დღეს უბრალოდ ნახა ცხელი ვიყავი თუ არა
ჰმმ ჩაფიქრდა
- ხელით რატო არ ნახა
ვაიმეე ახლა რა ვთქვა
- მე რავიცი იმიტო რო ბიჭია
ვთქვი მხრების აჩეჩვით და ისიც ისევ ჩაფიქრდა მე კი საქმეს მივხედე
ნიკაზე განკუთვნილმა ტელეფონმა დარეკა და მეც ავიღე
- დიახ ბატონო ნიკა
ვთქვი სწრაფად
- შემო
მითხრა და მეც ყურმილი საქმიანად დავდე
- აუუ საბუთებს ვერ ვიტან გიგილო
ვითომ საბუთებზე დამიბარა ისე ავწუწუნდი წამოვდექი გიგილოს ავუარე გვერდი და ოთახში შევედი
- დიახ
ვიკითხე
- დიახ კი არა გადარჩი?
სიცილით თქვა
- კი მემგონი
გავიღიმე
- კიდევ კარგი დროს მაძლევდით თორე რა მეშველებოდა....
ამ დღეს ბევრი აღარაფერი ყოფილა ჩვეულ დროს მიმიყვანა სახლში ცოტა გვიანაც საქმე გაგრძელდა მანქანიდან გადმოვედი და ნიკაც გადმოვიდა
- დაიღალე ლამაზო?
მკითხა და მომიახლოვდა
- აჰამ
ვთქვი და თავი დავუქნიე
- ჩემი პატარა
თქვა საყვარლად და მომეხვია
ლოყაზე მაკოცა ხმაურიანად და მალევე მაიმუნობის გარეშე გამიშვა
სახლში დაღლილი შევედი და დედას გავძახე ცოტა დავნაყრდი გვიანი იყო მაგრამ მაინც უნდა გამეყვანა ცქნაფო ტელეფონი განათდა და მეც მას დავწვდი
" რას აპირებ" ნიკას მესიჯი რომ ვნახე სწრაფად გავხსენი " ცქნაფო უნდა გავასეირნო" სწრაფად დავუბრუნე პასუხი " ე ლამაზო ძაან გვიან ხომ არ მოინდომე?!" პასუხიც არ აგვიანებდა " "აბა ცქნაფო სულ სახლშია ცოდოაა" მივწერე და ქვედა ტუჩ გამოწეულმა ავატრიალე თვალები " ნწ მაინც გვიანია"
" აუ ნიკაა " მივწერე ისევ ოთახში დედა გამოვიდა უკვე დასაძინებლად წვებოდა არადა ათი საათი ახალი დაწყებული იყო
- დეე ცქნაფო უნდა გავასეირნო ცოდოა მთელი დღე სახლში
წავეწუწუნე
- ვაიმე ამ დროს დედაა?
გაიკვირვა და საათს გახედა
- უიმე არა რა
ამ დროს კი მესიჯი მომივიდა "დამელოდე"
- დე დეე ნიკასთან ერთად გავასეირნებ
ბედნიერმა ვთქვი
- მოვა?
- კიი ახლა მომწერა არც ეს არ მიშვებს მარტო
ვთქვი და ცნქაფო ხელში ავიყვანე
- ძალიან გადასარევი
თქვა კმაყოფილმა დედამ
- ფრთხილად იყავით
თითი დამიქნია დედამ სამზარეულოში შევიდა წყალი დალია ოთახში შესვლა დააპირა
- ძაან გვიან თუ მოხვალთ ეგ ბიჭი აღარ გაუშვა,
- იჰ აბა რა ვუყო
- ამოდითქო უთხარი
- და სად დაიძინოს დედა
- შენთან
- რაა
- მისმინე რო მოხვალთ უთხარი ამო დარჩითქო თუ გითხრა სახლში გავალ და მოვწესრიგდებიო ან შენ წამოდიო მაშინ კარგად არ ყოფილა შენი საქმე და თუ ამოგყვა მაშინ გადასარევი
- ხუმრობ დედაა?
გამჟრჟოლა კარგი რაა ვის არ ურჩევნია სახლში ძილი
- ხუმრობის რა მეტყობა თუ სახლში ურჩევნია და მითუმეტეს წასვლას აქეთ გთხოვს ესეიგი გართობას ცდილობს მიუხედავად ასეთი დაახლოვებისა თუ ამოგყვა და ესეთი დაღლილმა დაიწყო ხელების სმა შეხებები დაიწყო შენ სხეულზე კოცნა და ასე შემდეგ... ესეიგი მოწონხარ იმიტომ რომ აღაგზნებ და ვნებას იწვევ მასში, თუ უბრალოდ რამოდენიმე სიტყვით და ჩახუტებით შემოიფარგლა, უბრალოდ უზომოდ ყვარებიხარ
მითხრა და მეც პირღია ვუსმენდი
- გასაგებია?
საპასუხოდ თავი დავუქნიე შეშინებულმა ასე რომ არ მოხდეს ანუ რა მოხდება ვნება აკავშირეებს აუ დედა რა გინდოდაა
- და მამას?
დაბნეულმა ვთქი
და მესიჯი მომივიდა მოვედიო
- მე გავაფრთხილებ
- კარგი მოვიდა
ვუთხარი და ვაკოცე
- მიდი ჭკვიანად არ შეგეშინდეს გული ცუდს არ მიგრძნობს დამაწყნარა სიცილით და ოთახში შევიდა მეც ცქნაფო ავიყვანე და დაბლა ჩავედი
ნიკას ჩავუსკუპდი მანქანაში რადგან არ გადმოვიდა
- სხვაგან გავდივართ?
ვკითხე როცა ჩავჯექი
- კარგი რა ლეკვსაც ხო უნდა დაამახსოვრდეს რამე კარგი
თქვა სიცილით და მანქანა დაძრა
საოცრად გაბადრული სახით მივუყვებოდით ძველი თბილისის ქუჩებს და ვიკარგებოდი ლამაზ ოცნებებში უბრალოდ ვტკბებოდი საოცარი სილამაზით და ამ ლამაზ დღეს ყოველ წამს და წუთს გონებაში ვიწერდი არანაირი ხელის ჩაკიდება არც ჩახუტება უბრალოდ გვერდი გვერდ ვიდექით და მივდიოდით მე კი საოცრად სასიამოვნოდ მრჩებოდა, თითქოს მასთან ერთად ყველაფერი შეცვლილი და უფრო გალამაზებული იყო წყნარად მივუყვებოდით ვიწრო ქუჩებს დუმარებით და მხოლოდ გაჟღერებულად გაჰკიოდა სიყვარულით მომუშავე გულები საათობით ვიარეთ ჩუმად, შემდეგ ახალი თბილისის ქუჩებს ჩავუყევით მრავალი ტურისტი გხვდებოდა რამოდენიმეჯელ ჩვენს ლეკვს დაეტაკნენ რა საყვარელიაო, ნიკამ ხელი მომკიდა და მეც მას ავხედე უბრალოდ გაიღიმა და წინ გაიხედა ახლა კიდევ მეტად სასიამოვნო გახდა ყველაფერი მდუმარება საერთოდ არ მიშლიდა ხელს სასიამოვნო იყო მასთან ერთად გადადგმული ყოველი ნაბიჯი, 'ბამბის ნაყინი' იყიდა ნიკამ და როგორც ყოველთვის არ უნდოდა თუმცა გაწოდებული კარგად მიირთვა არც ნაყინი მოგვაკლო და თან მიჭამდა ბევრი არ შეიძლება გაცივდებიო, სასიამოვნო იყო ბარემ ვარდისფერი სათამაშოც იყიდა კიდევ ერთი თეთრი დათუნია რჩებოდა და ბარემ ეგ რაღა დასატოვებელიაო სახლში პირველი სრულდებოდა რომ მიმიყვანა, ეტყობოდა რომ დაღლილი იყო დედას ნათქვამი გამახსენდა და როცა გადმოვედით ძალა მოვიკრიბე ნიკა სახლში დამეპატიჟებინა
- ამ ამო თუ გინდა დაგღალე ისედაც სახლში გასვლას ბარემ აქ ხარ
ვთქვი და ცქნაფოს ხელი მოვხვიე პასუხის ისე მეშინოდა
არაფერი უთქვამს კარები გამოაღო და მეც გული ამიჩქარდა თუმცა იქიდან დათუნიები გადმოიღო კარები მიკეტა მანქანის გასაღებმა დაიწრიპინა და ნიკამაც ხელი გადამხვია
- კაროჩე დღეს შენთან ვიძინებ და არ დაიწყო რაღაცეები
მითხრა და მეც მომეშვა ეს ერთიი... სახლში ავედი და ნიკამაც წყალი დამალევინეო მეც დავალევინე და ოთახში შევედით დასაძინებლად მოვწესრიგდით უფრო სწორად მე მოვწესრიგდი ნიკამ ფეხზე გაიძრო ზევითა გადაიძრო და ჩემ საწოლზე გადაწვა მე საპირფარეშოში გავედი მოვემზადე და გამოვედი, ლეკვს თბილად მოვუწყვე და ნიკას საწოლზე ავუბობღდი მანაც გაახილა თვალები უკვე საბნის ქვეშ შეწვა მეც გადამაფარა და ხელი მომხვია მისგან ზურგით გადავტრიალდი და მანაც წელზე მომხვია ხელი და ზედ ამიკრა არაა იმედია არაფერს აპირებს არა რა ნიკა გთხოვ ვლოცულობდი გულში ნიკამ უცებ ყელში რომ მაკოცა აქ უკვე ავღელვდი - მიყვარხარ პატარა ბავშვო მითხრა და ხელი უკეთ მომხვია
მორჩა ეს იყო დავწყნარდი დავმშვიდდი ნიკას მკლავებში უკეთ მოვეწყვე და სასიამოვნოდ გადავედი მორფეოსში...
ძალიან სასიამოვნო შეგრძნებებს ვგრძნობ ყელში მუცელზე კისერზე მენჯებზე ვგრძნობდი ყელში სისველეს და სასიამოვნო ცხელ ტუჩებს თვალების გახელა მაინც უზომოდ მეზარებოდა სახეზე ვიგრძენი ტუჩების ცხელი შეხება და მეც დამაჟრიალა თვალები ძლივს გავახილე და ნიკა მოვიშორე ამან რა იყო გუშინ ღამე რაც არ გააკეთა დილისთვის შემოინახა?
- სამსახური?
ამოვიწუწუნე ნიკას თვალებში ჩაძირულმა მანაც ღიმილით დამიქნია თავი ჩემს ტუჩებს მიშტერებულმა
- აუუ
ამოვიკრუსუნე და გადავტრიალდი
ნიკა მომეხვია და თან ყელში მწვდა
- აუ ნიკაა ნუ აკეთებ მასე!
ამოვიწუწუნე დახორკლილმა და მთლიან ტანში გამცრა
- მაშინ ადექი თორე შეგჭამ
მითხრა სიცილით მეც საბანი გადავიძრე და ნიკაც მომშორდა წამოვდექი ნიკა ზურგზე დაწვა ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალი გამომაყოლა აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი და გამოვედი ნიკას პრესებზე ესვა ლეკვი და ეთამაშებოდა
- არ ადგები?
ვკითხე და კარადა გამოვაღე პასუხად "ნწ" მივიღე
- აუუ რა ჩავიცვა რაა მეც უნდა მოვიდე იმ წვეულებაზე?
გავხედე ნიკას და კარადას გავხედე თან კაბების გადაწევა დავიწყე ნიკა წამოვიდა ჩემსკენ ზურგიდან მომეკრო ხელები მომხვია და კისერში მაკოცა
- შენ რო არ მოხვიდე მე ვინმე მდიდარს ავაგდებ და ბოლო ხმაზე ვაკვნესებ
თქვა და მეც იდაყვი მივკარი რა საზიზღარია მიდი და ნორმალურად იფიქრე ეხლა ამაზე
- ნუ მეხები რა
გაბრაზებულმა ვთქვიდა მოვიშორე
- კაი რა მოხდა მერე აზრზე ხარ რამდენი ხანია არავინ გამი...
მკვლი თვალებით გავხედე და მანაც სიტყვა გაწყვიტა
- კაი ხო მოვითმენ
სიცილი დაიწყო
- ეს ჩაიცვი
ყურადღების გადასატანად კაბას დაავლო ხელი ჩვეულებრივი შავი ქვედაბოლო იყო რომელსაც საშინაოთაც კი არ ვხმარობ
მობეზრებულად ავხედე და ისიც უცებ მწვდა ტუჩებზე თან ჰაერს ხარბად ისუნთქავდა ხელები მივაჭირე და ისიც მომშორდა
- ჩაიცვი და გაგიყვან, კარგი რამე ავარჩიოთ
მითხრა და კარადიდან კაბა გამოიღო
რომელიც შიგნიდან თეთრი საყელოიანი კაბა მკლავებზე კი რეზინებიანი მოსაჭერი ჰქონდა გარედან წელვადი ნაქსოვი კანისფერი კაბა თეთრი ქამრით რომელიც მუხლის მაღლამდე იყო მეც გამოვართვი და საჭირო ოთახში შევედი გამოსაცვლელად თან მცირე მაკიაჟიც გავიკეთე და თმაც ავიწიე გამოსულს უკვე ნიკას მაიკა ეცვა და ისევ ლეკვს აწვალებდა თან კვდებოდა სიცილით მის სიცილზე მეც გამეცინა და მას მივუახლოვდი ძლივს დაწყნარდა და ამომხედა
- ლამაზია
მითხრა და წამოდგა ოო დაჯდეს ისევვ კარგი იყო ზევიდან რომ ვუყურებდი
- წამო თორე დედა იფიქრებს ძილში გაიპარნენო გავიცინე ფეხისწვერებზე ავიწიე და კისერზე ხელები მოვხვიე
მანაც მოწყვეტით მაკოცა და ძლივს გავედით ოთახში
- დედა გათენდა და გავიღვიძე კი ცოცხალი ვარ და კი ადგომაც მეღირსა
დავასწარი დედას და ლოყაზე ვაკოცე
დედამაც სიცილი დაიწყო
- გამარჯობათ ახალგაზრდებო მობრძანდით მობრძანდით
გვითხრა დედამ და ისე საყვარლად ქონდა მაგიდა გაშლილი თვალები ამიწყლიანდა კრუასანები და წვენი განსაკუთრებით მიზიდავდა
- დაჯექით ეხლა ჰე
თქვა დედამ და ჩვენც დავჯექით
- მამა სადაა?
- დღეს ადრე წავიდა
ვილაპარაკეთ ცოტა მივირთვით და მალევე წამოვედით გზაში ნიკამ უზარმაზარ შენობასთან გააჩერა შენობის მეორე სართულზე ავედით და ქალების სექციაში გადავედით ნიკას ესალმებოდნენ და მეც მიკვირდა
- გამარჯობა ბატონო რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
ნიკას მინიშნების მერე დაბნეულად თქვა გოგომ
- შენ გეკუთვნის ხომ ასეა
გავხედე და ნიკამაც ჩაახველა
- არა უბრალ...
- მოგესალმებით ბატონო ნიკა
ჩაგვიარა გოგომ და ნიკას სიტყვა შეაშრა მეც ცალწარბ აწეული ავხედე
- ჰო ჩემია
თქვა დამნაშავესავით
- რითი დაგეხმაროთ
იკითხა წინ მდგომმა
- ამ რამე საღამოს კაბა ისეთი რომ ძაან გამომწვევიც არ იყოს
ვუთხარი გოგოს და კაბებისკენ წავედი
საათნახევარი ვარჩევდი ნიკა კი ჩუმად დამყვებოდა ცოტახანში გავიდა გამოიცვალა და მალევე მოვიდა კაბით ხელში
- ეს ნახე
მითხრა და კაბა მომცა მართლა მომეწონა თუმცა არ შევიმჩნიე
- რაიყო გამიბრაზდი?
თქვა და თან ჩაიღიმა არაფერი ვუთხარი კაბა გამოვართვი და გასახდელში შევედი კაბა მართლა უზომოდ მომეწონა მიყვარს ნიკას არჩევანი თან იმდენად შესწავლილი აქვს ჩემი სხეული ყოველთვის ჩემ ზომას არჩევს იდიოტი არ გაბედოს მეორედ შემეხოს მატყუარა
ნიკასთან არ გავსულვარ ისე გავიხადე
- ჩაიცვი?
გავიგე ხმა
- კი და გავიხადე კიდეც
გავძახე და ჩემი კაბა ავიღე რომ ჩამეცვა
- რაა? ისე გაიხადე რომ არ გამოხვედი?
ფარდაში შემოყო თავი ნიკამ და მეც კაბა ავიფარე
- რას აკეთეებ ვიცვლი!
დაბალხმაზე ვთქვი და კაბა უფრო ავიკარი ნიკას სახე შეეცვალა
- გადიი ნიკაა
ვთქვი ისევ დაბალი ხმით
- მაინტერესებს როგორი იყო
თქვა და სრულად შემოვიდა
- გადი გთხოოვ უნდა ჩავიცვა
ვთქვი ცალი ხელით დავიკავე აფარებული კაბა და ცალი ხელი ნიკას მივაჭირე
- ჩაიცვი ვინმე გაკავეებს?
მითხრა ღიმილით და უარესად მომიახლოვდა სარკეს ავეკარი და ნიკას ავხედე რომელსაც ცალი ხელის იდაყვი ჩემს მაღლა სარკეზე მიედო ცალით კი კაბის ჩამოწევას ცდილობდა
- არაა ნიკა აქ არა გთხოვ
ამოვთქვი ჩუმად და ხვეწნის თვალებით ავხედე
კაბას ძირს ექაჩებოდა და მეც მთელი ძალით ვიჭერდი ორივე ხელით, არა აქ არა არა არ შეიძლება ნუ მიყურებს ასეთი ვნებიანი თვალებით! კაბა ამაცალა და ძირს დააგდო ახლა ხელები ავიფარე და ნიკას თვალებს ვაცილებდი
- აუ გთხოვ რა არ გინდა
ისევ ვეცადე რაც შემეძლო საწყალი თვალებით შემეხედა წელზე მომკიდა ხელი და ლამის დავიწვი ნელ- ნელა ჩაასრიალა ხელი
- ნიკაა
ამოვთქვი ისევ ის კი ღიმილით აშტერდებოდა ჩემ ტუჩებს ხელი ნელნელა გადაატარა უკან
- ნიკაა ცუდ რამეებს იფიქრებეენ
ვთქვი ისევ
- იფიქრონ!
თქვა და საჯდომზე ჩაასრიალა ხელი ვაიმე რასშვება ახლა ცუდად გავხდები საჯდომზე ხელი მომიჭირა და წამოკივლებას ვაპირებდი ტუჩებზე რომ მწვდა და ხმა ჩამიხჩო ახლა უკვე წელზე მომკიდა ხელები და მასზე ამაკრო ხელები უკან ჩაასრიალა და ისევ საჯდომს წვდა, არა არა არ შეიძლება ასე ტუჩებიდან ძლივს მოვიშორე,
- გეყოფა გადიი!
ვუთხარი და ხელები მივაჭირე ხელისკვრით გავაგდე გარეთ და ისიც იცინოდა ჯანდაბა რას მიკეთებს იდიოტი, საჯდომზე მის თითებს ვგრძნობდი პულსი კი აჩქარებული მქონდა სწრაფად გადავიცვი დავწყნარდი და გავედი ნიკა დივანზე იჯდა და მელოდებოდა
- კაბას იღებთ?
მკითხა გოგომ
- კი ვიღებთ
წამოდგა ნიკა და ხელში კიდევ ერთი კაბა მომაჩეჩა ნახეო
- აღარ მინდა ესს
ვთქვი ნიკამ შემატრიალა კაბა მომცა და გასახდელში შემაგდო
ნამდვილად ლამაზი იყო და ისევ და ისევ ზუსტად ჩემი ზომა კაბა ა
შევათვარიელე და კმაყოფილმა გავიხადე
- ესეც
ფარდა პატარაზე გადაწია ნიკამ და კიდევ ერთი კაბა შემომაწოდა ისევ ავიფარე კაბა
- გეყო არ მინდა ამდენი!
- დაწყნარდები?
იკითხა შემოვიდა კაბა გაასწორა და გადამაცვა
- აუ ნიკა მართლა არ მინდა
ამოვიკრუსუნე ნიკამ შემატრიალა და კაბის ელვა შემიკრა შემომატრიალა და ამათვარიელა
- სექსუალური ხარ
შემაქო და ისევ შემატრიალა ელვა სწრაფად გახსნა და კაბა ჩამაძრო ისე ადვილად ხსნიდა და მხდიდა კაბას მეგონა მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა ნუ მთელი ცხოვრება არა მარა ნახევარი ცხოვრება რომ არ იკლებდა მისახვედრია ჩემ ფიქრებზე ტვალები ავატრიალე და ნიკამაც სიცილი დაიწყო
- რა გაცინებს?
ვკითხე გაოცებულმა
- მართალი ხარ მაგრამ დამიჯერე გრძნობებზე გაკეთებული უფრო სასიამოვნო და ამაღზნებელია
თქვა და თვალი ჩამიკრა რაა მე რა ხმამაღლა ვთქვი?
ახლა ტუჩებზე ავიფარე ხელი და ჩავფიქრდი
- ნწ არ გითქვამს ხმამაღლა მიგიხვდი
ეს რა იყო ჩემ აზრებს კითხულობს?
- გადი გადი მე ჩავიცმევ არ მჭირდება დახმარება ძაან ხომ არ გაგიტკბა სხეულის თვალიერება!
ვუთხარი და გარეთ გავაგდე
სწრაფად გადავიცვი გავედი და კაბები ნიკას მივაჩეჩე ისევ ის გოგო მოგვიახლოვდა
- იღებთ ?
მკითხა და ისევ ნიკამ დამასწრო
- კი
- ზომები გვაქვს შეგიძლიათ მითხრათ
მითხრა და მეც ნერწყვი გადავყლაპე ძაან უცნაური იქნება ხო ყველა ჩემი ზომაათქო რომ ვთქვა
ნიკამ ცინიკური ღიმილით გამომხედა
აუ ერთი მაინც აეღო დიდი ან პატარა ახლა დაიწყებს ეს და გაავრცელებს ყველაფერს უფ
- ამ იცით ყველა ჩემი ზომაა
ამოვთქვი დაბალხმაზე და გოგომაც გაოცებული შეხედა ნიკას მერე კი მე
- კი მაგრამ ბატონმა არ აარჩია?
მკითხა ნიშნის მოგებით და ჭორიკნობის ზღვარზე გადასვლით რა გინდოდა ნიკა! ახლა კიდე დგას და გველურად მიღიმის არც რო არაფერს ეუბნება? ვაიმე რა საზიზღარია
- კი
ვთქვი და გული ლამის გადმომიფრინდა
- კაი ჩაალაგე მიდი
ძლივს მოვიდა გონზე კაბები მისცა და ისიც წავიდა რომ ის რაღაც მაღაზიის პლასმასები თუ რაღაც მოეხსნა აბა ეს არ იხდის და
- ერთი მაინც აგეღო დიდი ან პატარა
ბუზღუნით გავხედე
- აი რა გინდა?
სიცილი დაიწყო
- მთავარმა ხალხმა იცის და ბარემ ყველამ გაიგოს რომ დაკავებული ვარ ვერ ხედავ თვალებით მაუპატიურებენ
მითხრა და გოგოებისკენ მანიშნა
მართლა დებილებივით აშტერდებოდნენ გამვლელებიც და ასისტენტებიც
- ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს შენ თავზე
ვუპასუხე ჩქარა
- რა შენ გემოვნებაში არ ვჯდები?
დაიხარა ღიმილით მითხრა
- არა
ვუპასუხე და თვალები ავარიდე
- თვალები გყიდიან ლამაზო
მითხრა ცინიკური ღიმილით და უკვე მოსულ გოგოს პარკი გამოართვა შენობა დავტოვეთ და მანქანაშიც მოვეწყვეთ
- ამ კითხვა მაქ
ვთქვი ჩაფიქრებულმა ეს კითხვა მართლა ბოლოს მიღებდა
- გისმენ
- ამ შენ თქვი რომ შენი გოგო ვიყავი და მაკოცე კიდეც მაგრამ ეგ ვიდეო არსად გამოჩენილა მხოლოდ ნინომ და ნანიამ მოასწრო ნახვა
ვთქვი და მანაც გადმომხედა
- ეგ ნინო მაგარია ვერ გააზიარა მერეე
თქვა სიცილით
- ვიცოდი შენი რეაქცია და ჟურნალისტებს ვუთხარი არ გაევრცელებინათ...
- ეე რაკარგი ბიჭი ხარ
ტაში შემოვკარი
- და რანაირად დაითანხმეე
გაოცებულმა ვკითხე
- ლიჟბი საწოლში ჩამიგორდნენ რას არ იზამენ
თქვა და საჭეს ხელი დაარტყა
- აუ იდიოტო
ხელი ვკარი და მანაც სიცილი დაიწყო
სამსახურში ავედით ბევრი სამუშაო არა მაგრამ მოსამზადებელი გვქონდა ბევრი რამ ნიკამ სახლში ლილეს დაურეკა და ლილემაც ყველაფერი მოვაწყეთო
მე გიგილო ნატა ნანიაც და კიდევ რამოდენიმე გიჟებივით დავრბოდით ქვევით ზევით ნიკაც ჩქარა ჩქარაში იყო ბოლო ბოლო ბატონი 'კლაუდიო ' ჩამოდიოდა თავის ვაჟთან 'ევან' თან ერთად ექვსი საათი დაიწყო და ჩვენც ძლივს მოვაგვარეთ ყველაფერი საჭირო ხალხი კი ნიკას სახლისკენ დავიძარით რათქმაუნდა ბევრს გართობა უნდოდათ და წამოგვყვნენ გიგილო და ნანია ჩვენ მოგვყავდა ნანია იჯდა წინ ნიკამ შენ დაჯექიო მარა მეთქი გიგილოშემჭამს და ისიც აბუზღუნდა მალევე მივედით და ვისაც გამოსაცვლელი გვქონდა გამოვიცვალეთ მეც მოვირგე ნიკას არჩეული კაბა არც ძაან უბრალოდ და არც ძაან გამომწვევი იყო უცნაური ფერის იყო არც მწვანე და არც ლურჯი , კაბას მკერდი იჭერდა წელს ზევით წელვადი ნაჭრით მქონდა მომჯდარი სხეულზე და გვერზე ბანტი ჰქონდა რომელიც მკლავზე იკვრებოდა, ქვევით ლამაზად იშლებოდა და მარჯვენა მხარეს ფეხზე ჩაჭრილი იყო არც კი აიხსნება ნორმალურად უბრალოდ ძალიან ლამაზი იყო.. კიბეებზე ჩავედი უკვე ხალხიც მოგროვილა ლილემ შემაქო და მეც მოვეხვიე გიო შევამჩნიე და ისიც ჩემსკენ წამოვიდა თან გადამკოცნა და მომიკითხა, უკვე მდიდარი კომპანიის მფლობელი ხალხიც შეიკრიბა და მეც ნიკასკენ წავედი რომელიც ერთ ერთ კაცს ელაპარაკებოდა ნიკას უკან ვიდექი და ველოდებოდი საუბარს როდის დაამთავრებდა
კაცმა ჩემსკენ თბილად ანიშნა
- მოდი ჯერ პატარა სათამაშოს მიხედე შვილო და მერე გავარჩიოთ
თავი დაუკრა კაცმა და ნიკამაც გამომხედა
- ე ჩემო პატარა რალამაზი ხარ
წელზე მომხვია ხელი და ამ დროს ბატონი 'კლაუდიო' შემოვიდა ნიკამ თავზე მაკოცა ბოდიში მომიხადა და კლაუდიოსკენ წავიდა ხელი ჩამოართვა და მალევე გამოჩნდა 'ევანიც'
მეც იქვე ახლოს დავდექი
- Ooo benvenuto ai miei piedi nel Palazzo Dadiani ( კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დადიანების სასახლეში)
მიესალმა საოცარი აქცენტით ნიკა და ხელი ჩამოართვა
- È davvero incredibile, non posso dire nulla ( მართლაც საოცრებაა ვერაფერს ვიტყვი)
კაცმა ბედნიერად თქვა რაღაც და გაშლილი ხელებით სახლს მოავლო თვალი
- Vieni dentro Ti presenterò gli altri (მობრძანდით დანარჩენებს გაგაცნობთ )
უთხრა ნიკამ და ხელით შემოდიო აჩვენა კაცს გვერდი უნდა ჩაევლო რომ შემომხედა
- o dio mio Che cosa meravigliosa
( ოო ღმერთო ჩემო რა მშვენიერია )
ჩემსკენ წამოვიდა და მეც გული ამიფართხალდა
- Puoi dirmi il tuo nome ( შეგიძლია შენი სახელი მითხრა)
მკითხა და მის გვერძე მდგომი ევანიც მომიახლოვდა ნიკას გავხედე რომელიც ჯერ ისევ ცდილობდა გაეღიმა
- მიხვდი ხო რაც გკითხა?
მითხრა ნიკამ ჩვეულებრივი ტონით მეც შევხედე თვალებში წარწერით 'კი'
- Mi chiamo Ani, signore ( ანი მქვია ბატონო )
- oo Mio Dio Che voce calma e bella che ha ( ო ღმერთო ჩემო როგორი მშვიდი და ლამაზი ხმა აქვს)
ტაში შემოკრა და მაღალი ბოხი ბარიტონით გახედა ნიკას მერე კი ევანს
- Sono affascinato da te, voglio che tu sia un modello della mia azienda in Italia con una buona paga ovviamente ( მოხიბლული ვარ თქვენით, მინდა იყოთ ჩემი კომპანიის მოდელი იტალიაში კარგი ანაზღაურებით რა თქმა უნდა)
კარგად ვერ მივხვდი რა თქვა მაგრამ ნიკას რო დაეჭიმა ხელები მივხვდი რომ კარგი არაფერი შემომთავაზა ნიკას არეული თვალებით გავხედეე 'ვერ მივხვდი რა თქვა' ს სახით და ისიც მიხვდა
- Questa ragazza lavora per la mia azienda e non posso cambiarla ( ეს გოგო ჩემ კომპანიაში მუშაობს და მისი ჩანაცვლება ვერ მოხერხდება)
ჩაერია ნიკა
- Ti scambieremo con una buona somma e ti invieremo i due migliori assistenti ( კარგ თანხაში გაგიცვლით თანაც გამოგიგზავნით ორ საუკეთესო ასისტენტს)
ნიკამ მუშტები შეკრა და უკვე საშინელი გაღიზიანება ეტყობოდა გიომ შეატყო მოუახლოვდა და მხარზე ხელი შეახო ჩურჩულით "დაწყნარდი ძმაო"
- Forse è d'accordo ( იქნებ ის თანახმაა)
დაამატა ისევ და ახლა მე მომიბრუნდა
- Otterrai quello che vuoi ogni giorno, depositerò l'importo desiderato ogni mese al tuo capo, avrai la tua vita di palazzo e penserai un sacco di soldi. ( ყოველდღე იმას მიიღებ რაც გინდა, შენს უფროს ყოველთვიურად იმდენ თანხას გადმოვუგზავნი რამდენსაც მოითხოვს შენი სასახლე ცხოვრება და ბევრი ფული გექნება დაფიქრდი)
ნაწილი გავიგე რასაც მთხოვდა და ჩამეცინა
- Non ho bisogno dei tuoi soldi o delle tue proprietà nella mia terra natale, preferisco continuare a lavorare e sono molto felice qui ( მე არ მჭირდება თქვენი ფული და თქვენი ქონება ჩემს სამშობლოში, მირჩევნია გავაგრძელო მუშაობა და ძალიან ბედნიერი ვარ აქ)
გაბედულად ვთქვი და მასაც გაუკვირდა
- Rifiuto ancora, anche se mi...
(მე მაინც უარს ვამბობ ამან კი რომ..)
სიტყვა გააწყვეტინა ნიკას
- Per favore, pagherò più di dieci volte Hai appena nominato l'importo ( გთხოვთ ათჯელ მეტს გადავიხდი თქვენ უბრალოდ თანხა დამისახელეთ)
- Questa ragazza non è in vendita! ( ეს გოგო არ იყიდება) .......

ააააააააა წარმომიდგენია ზოგისთვის რა იდიოტობაა......
მადლობა ყურადღებისთვიის ????



№1 სტუმარი სტუმარი სოფო

არ ვიცი ვისთვის როგორ მარა მე ვკითხულობ, სასიამოვნო და მსუბუქი წასაკითხია❤️

 


№2  offline წევრი Ana iko

სტუმარი სოფო
არ ვიცი ვისთვის როგორ მარა მე ვკითხულობ, სასიამოვნო და მსუბუქი წასაკითხია❤️

მადლობა საყვარელო ძალიან მახარებ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Nestani

Momecona me kargi iyo sadiamovno wasakitxi momwons es wyvili madloba warmatebebi

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

სულაც არაა იდიოტობა. მე პირადად კარგად ვხალისობ. ძალიან მომწონს ისტორია თავისივე გმირებით. ასე განაგრძე.

 


№5  offline წევრი Ana iko

სტუმარი Nestani
Momecona me kargi iyo sadiamovno wasakitxi momwons es wyvili madloba warmatebebi

მადლობა თქვენ ❤️

სტუმარი ხატია
სულაც არაა იდიოტობა. მე პირადად კარგად ვხალისობ. ძალიან მომწონს ისტორია თავისივე გმირებით. ასე განაგრძე.

უღმესი მადლობაა ძალიან მახარებ❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნიკა

რატოა იდიოტობა მე მომწონს ,ასწორებს რაღაც პონტში.

 


№7  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნიკა
რატოა იდიოტობა მე მომწონს ,ასწორებს რაღაც პონტში.

????❤️ მადლობა ძველი დაწერილი იყო თორემ გარანტიას გაძლევ უკეთესი იქნებოდა...❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent