შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსული ახლოსაა


28-02-2022, 16:49
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 811

პროლოგი



ლუნა და დემეტრე, არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი წყვილია, უკვე ზრდასრულები და ცხოვრებისგან მრავალჯერ ხელნაკრავი, დიდი გამოცდილებით. დემეტრე პროკურორია, რომელსაც ბევრჯერ დამუქრებია საფრთხე, ბევრჯერ ჩაუხედავს სიკვდილისთვის თვალებში. ლუნა კი მხატვარი, რომელსაც სიხარულს ანიჭებს თავისი საქმე, დგას და მთელი დღეები ხატავს, იღებს შეკვეთებს და აბედნიერებს ყველაფერი რაც მის გარშემოა. რა მოხდება თუ მათი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთება? რა მოხდება თუ წარსული ისევ გადაწყვეტს აწმყოდ ქცევას? ახლა მაინც შეძლებს გამსახურდია მის დაცვას? შეძლებს წარსულის კითხვებს გასცეს პაუსხი? ვნახოთ რას უმზადებს ცხოვრება იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი ცუდი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო უკვე მოხდა და წარსულს ჩაბარდა? ძვირფასო მკითხველო მათი ისტორიის განსჯა შენთვის მომინდია, ახლა შეგიძლია ისიამოვნო იმით რაც მე წიგნის ავტორმა დავწერე. გახსოვდეს: ეს არის რომანი სადაც მთავარი გმირები დარწმუნებულები არიან, რომ ბედნიერებას სხვა ადამიანი კი არა საკუთარი თავი ანიჭებთ.



მზის სხივები ყოველთვის პირველები იყვნენ ვინც მის სახეზე დანავარდობდნენ და აიძლებდნენ ძილი შეეწყვიტა და სიზმარიდან სადაც ყველაფერი კარგი ხდებოდა გამოსულიყო. თოვლივით თეთრ მკლავებსა და თლილ, გრძელ თითებს სახეზე იფარებდა. იმდენად არ უნდოდა ძილის გაწყვეტა ყველაფერს აკეთებდა მის გასახანგრძლივებლად, თუმცა საბოლოოდ მალე გამოფხიზლდებოდა ხოლმე, გაწეწილ მოკლე თმას სახიდან იშორებდა და საწოლიდან დგებოდა. მისი დილა ყოველთვის ასე იწყებოდა, აბრეშუმის ხალათს შემოიცვავდა და ფანჯრებს გააღებდა, თვალებ დახუჭული ერთს კარგად გაიზმორებოდა და მზეს გაუღიმებდა. უყვარდა მზე, როგორც თვითონ ამბობდა წარსულის იარებს ავიწყებდა, მზიანი დღე მისთვის ბედნიერებასთან და ყოველივე კარგთან ასოცირდებოდა. საათს დახედა, ერთი საათი კიდევ ჰქონდა დრო. მოწესრიგება დაიწყო, ყვავილებიანი, ჭრელა-ჭრულა კაბა ჩაიცვა, ქერა ოდნავ ტალღოვანი თმა გაისწორა და ნაწილი კეფაზე დაიმაგრა თმის სარჭით ნაწილი კი ჩამოიშალა. ტუჩის კონტური და საყვარელი სუნამოც არ დავიწყებია, მოსწონდა საკუთარ თავს ლამაზს, რომ ხედავდა სარკეში, ლაინერი და ტუში კი საკუთარი კოსმეტიკიდან ყველაზე მეტად მოსწონდა, ეს სწორედ ის იყო რაც მის ლურჯ ციმციმა თვალებს კიდევ უფრო მეტ სილამაზეს სძენდა. საკუთარ თავს სარკეში თვალი შეავლო და ოთახიდან ღიმილით გავიდა, სამზარეულოში მოფუსფუსე ნორას ლოყები დაუკოცნა და ყავის გაკეთება დაიწყო. ნორა დედამისია. ქერა ქალბატონს თუ კითხავთ იტყვის, რომ ნორა მისთვის არამარტო დედა, მისთვის ყველაფერია, მისი გმირია, მაშინ როცა მშობლები განქორწინდნენ და მამამ ისინი დატოვა ნორამ აიღო საკუთარ თავზე მისი დედობაც და მამობაც და დღემდე შესანიშნავად ართმევდა თავს.


- აი სად ყოფილან ჩემი საყვარელი გოგონები - სიმპატიური, მაღალი ბიჭი გამოჩნდა სამზარეულოს კარში პატარა გოგოსთან ერთად. თბილად დაუკოცნა ნორას ლოყები და შემდეგ თავის მსგავსს, ზუსტად მისნაირს შემოხვია მკლავები.

- დილამშვიდობის თოკო - ღიმილით მიესალმა,გიორგობიანი ძმას. - ჩემი კესო - პატარა ქალბატონისკენ მიმართა მზერა - როგორ გეძინა პატარა?

- იცი რა კარგი სიზმარი ვნახე? - თვალებ დაქაჩული უმზედრა მამიდას - ბევრ ყვავილებთან ვიყავი, ლამაზი კაბა მეცვა და - შემდეგ ყურში ჩაჩურჩულა - ჩემმა ბაღელმა გიორგიმ მაკოცა - ჩაეცინა პატარა ჭორიკანას.

- კესო - გაეცინა ლუნას - რა ამბებში ხარ? - ჩუ მამიკომ არ გაიგოს - პირზე ააფარა ხელი.

- რას მიმალავ კეს - ყელში აკოცა თორნიკემ.

- არაფერს - თავი გააქნია პატარა ქალბატონმა. - მამიდა ხომ არ მეტყვი? - ყურში ჩაჩურჩულა ისევ.

- არა, არ ვეტყვი. - მერე ძმას მიუბრუნდა - ნინი წავიდა უკვე?

- კი წავიდა. რვა საათიც არ იყო რომ დაურეკეს, ხანდახან მგონია ისევ შეყვარებულები ვართ და არ დავქორწინებულვართ იმდენად იშვიათად ვხედავ. - ცალყბა ღიმილით ჩაილაპარაკა თორნიკემ.

- კესოს მე წავიყვან დღეს თუ გინდა - ყავის ბოლო ყლუპი გადაუშვა ყელში და ფეხზე წამოდგა.

- ორივეს მე წაგიყვანთ, დრო მაქვს. კეს წავედით მამიკო - ხელი ჩაკიდა პატარა მეტიჩარას და სახლიდან ერთად გავიდნენ. კესო ბაღში, უმცროსი გიორგობიანი კი თავის სამხატვრო „სახელოსნოში" მიიყვანა და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი.

ტრავმატოლოგი იყო უფროსი გიორგობიანი, უკვე წლებია ამ პროფესიით მუშაობს და თამამად შეიძლება მასზე ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში. ბევრი რთული ოპერაცია ჩაუტარებია და ბევრჯერ გამოუცდია, როგორი სასიამოვნო გრძნობაა საოპერაციოდან გამოსვლისას ნათქვამი სიტყვბი:,,ყველაფერი კარგადაა, პაციენტს ძალიან მალე გავწერთ ბინაზე". ერთი სიამოვნება იყო მისთვის და მისი კოლგებისთვის პაციენტის ოჯახის წევრების სახებზე ანთილ თვალებსა და სიხარულით გაბადრულ სახეებს, რომ ხედავდა. ბედნიერებას უტოლდებოდა მისთვის პაციენტის გადარჩენა, სიკვდილის კლანჭებიდან, რომ იხსნიდა ადამიანებს სამყარო თავისი ეგონა. თორნიკესთვის, რომ გეკითხათ გაცვლიდა თუ არა ამ სიხრულს რამეზე დაუფიქრებლად გეტყოდათ რომ არა, რადგან ვერ წარმოედგინა ისეთი რამ რასაც უფრო მეტი ბედნიერების და სიხარულის მოტანა შეეძლო.

უმცროსი გიორგობიანი სულ სხვა იყო, მისთვის ბედნიერება საკუთარ თავთან და ხატვასთან ასოცირდებოდა და სიმართლე ვთქვათ წლებია ამისთვის იბრძვის. ადრე სადღაც წაიკითხა: „შენი თავით უნდა იყო ბედნიერი". თავიდან სისულელედ მოეჩვენა, მაგრამ მერე ისეთი რამ მოხდა მხოლოდ თავისი თავი, რომ შერჩა ხელში და სხვა აღარაფერი გააჩნდა, სწორედ მაშინ დაიჯერა ამ სიტყვების ჭეშმარიტება.

ზის ახლა და შეკვეთას ამზადებს ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელსაც ძვირფასი ცოლის გაბედნიერება განეზრახა. სამხატვროში სადაც ლუნა ათ წელზე მეტია ხატას, რამდენიმე მოლბერტი იდგა ნახატებითურთ, კარადა სადაც ზეთის საღებავები, სხვადასხვა ზომის თუ ფორმის ფუნჯები, აკრილი და სხვა მნიშვნელოვანი აქსესუარები ელაგა, იყო ჩარჩობი და ტილოებიც. კედელზე ყვითელი საღებავით ცხრთვალა მზე ეხატა და თარიღი 21/04/2012. წლების წინ ვიღაცასთან ერთად დაწერა და მიუხედავად იმისა ყოველი დანახვისას ტკივილს აყენებდა მაინც არ წაშალა.

ხატავდა ლუნა და თავისთვის ეღიმებოდა, ისეთი ლამაზი იყო ის გოგო და ისე ბედნიერი ჩანდა ფოტოზე, ისე თბილად უყურებდნენ და უღიმოდნენ ერთმანეთს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, წამით ლუნასაც მოუნდა გვერდით მზრუნველი მეუღლე ყოლოდა, ისეთი ვინც ყოველთვის დაიცავდა მას. ის გაახსენდა. გაჩერდა, ჩაფიქრდა და ისე სასიამოვნოდ იღიმოდა ვერც კი აცნობერებდა ქერა ქალბატონი, ვერ გაიზარა რომ საყვარელი ადამიანის წარმოდგენისას ისევ ის რომ დაუდგა თვალწინ, დიდი შეცდომა იქნებოდა ახლა ფიქრებს მოგეწყვიტათ, მაგრამ ტელეფონის ზარმა ზუსტად ეს შეცდომა დაუშვა და გამოაფხიზლა. ეკრანს დახედა თორნიკე ურეკავდა.

- გისმენ თორნიკე? - თითები საღებავით ქონდა დასვრილი, ამიტომ სპიკერზე ჩართო და ასე განაგრძო ლაპარაკი.

- რას შვები ლუნა, გცალია?

- ერთი შეკვეთა დამრჩა და ვამთავრებ, რა ხდება? კესოს მე გამოვიყვან ბაღიდან.

- ოქრო ხარ. მაგისთვის დაგირეკე მე ოპერაციაზე შევდივარ და ნინისაც არ სცალია - ჟურნალისტია ნინი და შესაბამისად ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს, ისე როგორც თორნიკეს.

- არაფერია თოკო მე გამოვიყვან კესოს.

- მადლობა. წავედი საღამოს შევხვდებით. - ღიმილით გათიშა ზარი და ნახატს მიუბრუნდა. ბოლო დეტალებს ასწორებდა შეკვეთის წასაღებად, რომ მოვიდა ბიჭი. მადლობა გადაუხადა, თანხა მაგიდაზე დაუტოვა და წავიდა. ყველაფერი მოაწესრიგა საკუთარი თავის ჩათვლით და კესოსთან წავიდა. ფეხით სიარული უყვარდა, შეეძლო მთელი თბილისი ისე შემოევლო დაღლაც არ ეგრძნო, თანაც ზაფხულზე ფეხით სიარული, ყვავილებიანი ჭრელა-ჭრულა კაბით ერთი სიამოვნება იყო, ხოლმე მისთვის. ბაღის შენობაში ღმილით შევიდა, მერე კესოს ოთახი მოძებნა და მასწავლებელთან და სხვა ბავშვებთან ერთად მხიარულად მოკისკისე, რომ დაინახა ისედაც გაბადრულს მოცინარი ძმის შვილის დანახვამ უფრო გააღიმა და ვიდრე ბავშვი დაინახავდა შეღებულ კარზე მსუბუქად დააკაკუნა და შევიდა.

- ლუნა, შემოდი - ნანუკას ხმა იყო, მისი მეგობრის და კესოს მასწავლებლის. - არ გელოდი ასე მალე.

- მამიდაა - სირბილით გაიქცა პატარა ქალბატონი მამიდასთან და უკვე ხელებ გაშლილს ჩაეხუტა. გიჟდებოდა ლუნაზე, როცა ნინის არ ეცალა ლუნა იყო მისთვის ყველაფერი, დიდი წვლილი მიუძღვოდა ბავშვის გაზრდაში, ასე რომ ბავშვს მამიდას გარეშე ვერცერთი დღე ვერ წარმოედგინა.

- როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახავხარ, დაგვიგროვდა მოსაყოლი. - გაეღიმა ნანუკას. პირველი კლასიდან მოყოლებული მეგობრობდნენ ლუნა და ნანუკა და იშვიათი იყო ისეთი მეგობრობა მათ რომ აკავშირებდათ.

- კი დიდი დრო გავიდა რაც არ გვილაპარაკია. - გაეღიმა ლუნასაც. - კესოს წავიყვან უკვე - გადახედა საკუთარ მკლავზე შემოხვეულ პატარა ქალბატონს.

- დღეს ძალიან იყოჩაღა, ყველა ლექსი უშეცდომოდ წაიკითხა, ასე რომ შეუძლია წამოვიდეს.

- ნახვამდის ნანუკა მასწავლებელო. - პატარა ხელები დაუქნია და ისე დაემშვიდობა.უკვე შენობიდან გამოდიოდნენ პატარა ბიჭმა, რომ გაირბინა მათ წინ და მაღალი მამაკაცისკენ გაიქცა.ისე თბილად ჩაიხუტა გულში კაცმა და ისე დაუკოცნა ორივე ლოყა, ლუნას თბილმა ღიმილმა გაუპო ბაგე და თავისთვის გაიფიქრა რა კარგი მამაა, როგორ უყვარს თავისი შვილი - ო.

- იცი როგორ მომენატრე? - თან ეხუტებოდა და თან ელაპარაკებოდა ბავშვი.

- მეც მომენატრე, მეც. - ეს ხმა იმდენად ნაცნობი იყო ლუნასთვის, სწრაფად წამოყო თავი და ოდნავ მოშორებით მდგარ მამაკაცს შეხედა. გაჩერდა. ვეღარაფერი ქნა. თითქოს მუხლებში ძალა გამოეცალა, გული აუფრიალდა, თვალები ცრემლებით აევსო და ასე გახევებული იდგა რამდენიმე წამს.მერე კაცმაც შეხედა, არც ის ელოდა აქ თუ ნახავდა. იდგა და თვალებში უყურებდა. ისე იყო შეცვლილი ლუნა, ისეთი გალამაზებული და დაქალებული, ხმა ვერ ამოიღო. ერთხანს ასე უმზირა მერე კი გვერდით მდგარ გაოცებულ ბავშვს შეხედა ხან მამიდას და ხანაც მისთვის უცნობ მამაკაცს, რომ უმზერდა. ცალყბად ჩაეცინა და ვიდრე რამის თქმას მოახერხებდა ლუნა უკვე მიდიოდა. მიდიოდა, მაგრამ მუხლები ეკეცებოდა, სუნთქვა უჭირდა და ცრემლებიც წამოსვლოდა. ამდენი ხნის მერე ისევ როგორ მოახერხეს შეხვედრა? ისე იყო შეცვლილი, გამაღლებული, დაკაცებული მოეჩვენა, რომ ახლა უფრო სიმპატიური გამხდარა, ვიდრე შვიდი წლის წინ იყო, ხმაც კი საგრძნობლად შეცვლოდა და ახლა უკვირს, როგორ იცნო. მხოლოდ თვალები ქონდა ისეთივე, როგორიც შვიდი წლის წინ თბილი და სიკეთით სავსე. სახლის გზაზე ისე აკანკალებული მიდიოდა კესოს არსებობაც დაავიწყდა და ისიც ქუჩაში, რომ იყო. თავს ვეღარ იკავებდა ისე უნდოდა ეტირა.

- მამიდა - ხელი ჩაკიდა ლუნას ბავშვმა და შეშინებულმა შეხედა. - ცუდად ხარ?

- არა, მამიდა არაფერია, კარგად ვარ. - ძლივს, კანაკლით და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გასცა პასუხი ბავშვს. სახლში შესვლისთანავე თავისი ოთახისკენ აიღო გეზი და კარი რომ მიხურა იქ უკვე თავის შეკავება აღარ უცდია და მწარედ ატირდა.



№1 სტუმარი Ana-maria

უუჰჰ,საინტერესო დასაწყისია. ვფიქრობ დემეტრეც გამოჩნდაა. ვატყობ წინ დიდი სიყვარული გველოდება,უფრო კი წარსულის სიყვარულის ახალი გაგრძელება. წარმატებები. ველი ახალ თავს

 


№2  offline წევრი NiLLoIyA

Ana-maria
უუჰჰ,საინტერესო დასაწყისია. ვფიქრობ დემეტრეც გამოჩნდაა. ვატყობ წინ დიდი სიყვარული გველოდება,უფრო კი წარსულის სიყვარულის ახალი გაგრძელება. წარმატებები. ველი ახალ თავს

მადლობა შეფასებისთვის და ვეცდები ახალი თავები მალე დავდო❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent