შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (10 თავი )


26-03-2022, 18:52
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 3 306

მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო !
კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ დაგვიანებისთვის მაპატიოთ !

წინა თვის კომენტარში ვისაუბრე ამის მიზეზე, ამიტომ აქაც აღარ შეგაწყენთ, თავს არ მოგახვევთ ჩემს პრობლემას.
მოვიტანე მეათე თავი თქვნი თხოვნით.
უფრო მეტი მინოდა, უკეთესი მინდოდა ...
არ ვიცი რა გამოვიდა. არ ვიცი მოგეწონწბათ თუა არა ...
გავამართლე თუ არა, თქვენი მოლოდინი...
მოკლედ არაფერი ვიცი, გარდა იმისა რომ გულით მსურდა კარგი დამეწერა...
დავარედაქტირე შეძლებისდაგვარად.
თუმცა, შეასაძლოა კიდევ იყოს შეცდობები. წინასწარ ბოდიშს გიხდით !
გელით ჩემო მონატრებულნო!
იქნებ თქვენ მომცეთ ძალა, შევძლო განვაგრძო წერა...
კიდევ მაქვს ერთი თავი დასადები. (ამავე და ცოტა მეტი მოცულობის) ახლა იმიტომ არ დავდე უფრო მეტი, რედაქტირება კიდევ დროს მოითხოვდა და ძალიან დამიგვიანდებოდა.
როგორც კი გავასწორებ, მასაც შემოგთავაზებთ.
გათვალიწინეთ, რომ ძალიან რთულ პერიოდში მაქვს დაწერილი და თუ აზრები, ან სულაც რაიმე არ მოგეწონათ, ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ. :):)
მართლა მთელი გულით ვეცადე...


ზაფხული იწურებოდა. ტემპერატურასაც საშემოდგომო სამზადისი დასტყობოდა. აგვისტო ბოლო დღეების საღამოს მზეს, ძალა დაეკარგა და სიგრილე საამოდ ტრიალებდა ჰაერში. ფრთხილად გამოიხურა საცხოვრებელი ბინის ნაცრისფერი რკინის კარი არიდამ და საიმედოდ ჩაკეტა. ყავისფერი ჩანთიდან, ლურჯი, ბარხატის ნაჭრის, დადუნას ხელით შეკერილი მომცრო ზომის ტომარა ამოიღო, სადაც იმ ბინების გასაღებს ინახავდა, რომლებსაც ალაგებდა . კიდევ ერთხელ გადაითვალა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ადგილზე იყო. მეექვსეც ხმაურით ჩააგდო შიგ, ტომარა ისევ ცანთაში ჩაიდოდ და დაქანცული სხეული მძიმე ნაბიჯებით წაიღო პირველი სართულისკენ. ლიფტს არასდროს იყენებდა კლაუსტროფობიის (დახურული სივრცის შიში) გამო. ოცდაერთი წლის გოგონას, თანაც როგორ ლამაზს, სათუთს, რესტორანში მუშაობის პარალელურად ექვსი ბინის დასუფთავებაც რომ უწევდა, დამეთანხმებით ალბათ მთელი სიცხადით შეეფერება სიტყვა შრომატევადი სამუშაო. მართლაც საკვირველია, როგორ იტევდა ამდნენ შრომას მისი ბავშური სახე და სიფრიფანა სხეული. ამავედროს ის უფროა საკვირველი, ყველა განვლილი დღის მიუხედავად, როგორ ახერხებდა ყოფილიყო მუდამ მომღიმარი, უკეთსი მომავლის მოლოდინით სავსე და სუფთა გულის პარტონი. მესმის, ამ ყველაფრის შემყურე მისი დედის, დადსუნას დარდი და იმ დღეს მის ბაგეებს დაცდენილი დაუტევარი ტკივილი, თითქოს და მისი სიკვდილით არიდას ყოფას შეუმსუბუქებდა, თითქოს საზრუნავს მოაკლებდა.
ტყვიად ქცეული კიდურები ძლივს გაიტანა გარეთ და გასასვლელშივე შეჩერდა. შრომით გახურებულ სხეულში საამოდ დავლილმა სიგრილემ ერთიანად მოჰგვარა სიმსუბუქე. მის თეთრ, ხავერდოვან კანზე სიმხურვალისა და სიცივის შეჯახებამ შედეგი გამოიღო, ჟრუანტელმა და ტაომ ერთდროულად დაუარა. სულ ოიდნავ შეამცივნა, ორივე ხელი მკლავებზე გაიხახუნა და იქვე, კორპუსისი წინ მდგარი საჩრდილობელი ტირიფის ხის ქვეშ, რომელიც ფართოდ გადაშლილიყო და ტოტები ლამის მიწამდე ჩამოეშვა, რკინის სკამზე ჩამოჯდა. მისდა ბედად სიომაც მეტი მონდომებით გაინავარდა, ტირიფის ფოთლები მელოდიურად ააშრიალა. გოგონამ გახურებული სახე ოდნავ მაღლა ასწია. სიოს უფლება მისცა ყველა კუთხე-კუნჭული მოევლო. სიომაც არ დააყოვნა, თავაშვებით მიელამუნა შველივით ყელზე. ხუთი წუთი დაუთმო დასვენებას. მერე წამოდგა, მხრებზე დაფენილ, ნიავისგან ფაქიზად აფრიალებულ შავი თმებში თითებით შეისწორა, მტირალა ტირიფს ერთი პატარა ტოტი მოპარა და უფრო ძალაშემატებული ნაბიჯებით გაუყვა გზას. კორპუსებით გარშემორტყმული ვიწრო ჩიხი გაიარა და ცენტრალური გზის პირას ავტობუსების გაჩერებასთან შეჩერდა. ცოტახნით დაყოვნდა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, უცებ შებრუნდა და ქვეით მოსიარულეთა მხარე დაიკავა. ფეხით სიარული მას შემდეგ შეიყვარა, რაც მამამ დატოვა. მას შემდეგ ხშირად დახეტიალობდა ხოლმე მარტოდ ქუჩებში. განსაკუთრებით ასე მაშინ იქცეოდა, როცა რაიმე ძალიან აწუხებდა და დაფიქრება სჭირდებოდა. სხლიდან გარბოდა და მრავალჯერ შუაღამისას დაბრუნებულა. თვდაპირველად შეშინებული ეძებდა ხოლმე დადუნა ქალიშვილს, მერე კი მიხვდა, შეეჩვია და მხოლოდ ისღა დარჩენოდა მის დაბრუნებას მოჩვენებითი სიმშვიდით დალოდებოდა. ანდრო? ანდრო არასდროს ჩარეულა მის ცხოვრებაში ცხადად, მუდამ ცივ, თავშეკავებულ ურთიერთობას ავლენდა დასთან, მაგრამ მალულად ყოველთვის იცოდა სად იყო, რას აკეთებდა. მარტოდ მოხეტიალეს ან თავად მიყვებოდა, ან რომელიმე მეგობარს სთხოვდა მისი უსაფრთხოებისთვის შეუმჩნევლად ედარაჯათ. ეს ყოველივე იცოდა ალექსანდრემაც. მეგობარს დაფიქრების საშუალებას, ანდროს კი ძმური მოავლეობის შესრულებას აცდიდა, თუნდაც მალულად. არიდას ღამის ოთხ საათამდეც რომ დაეგვიანა, ალექსანდრემ და დადუნამაც იცოდა, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდებოდა. ეს ერთადერთი იყო, რაშიც სრულ ნდობას უცხადებდა ბაბალუანი ამირეჯიბის ვაჟს. ანდრო ახლოდან, ალექსანდრე კი შორიდან დარაჯობდა ფიქრებთან მოპაექრე არიანდას.
ახლა კი განსაკუთრებით სჭირდებოდა აზრების მოკრება. ღვთის წყალობით იმდენად გვიანი არ იყო, ვინმეს სადარაჯო გამხდარიყო ქუჩაში მარტოდ მოხეტიალის უსაფრთხოება, თუმცა ახლაც დარაჯობნენე. ტირიფის ტოტს აწვალებდა ხელში და ქეთის სიტყვებზე აანალიზებდა, რომლებმაც მთელი დღე მშფოთვარედ და ორ მხარესთან ჭიდილში გაატარებინა. სახლის ლაგებისას, მინების გაწმენდის დროსაც, ნაცვლად იმისა კონცენტრირება იმაზე მოეხდინა მეთორმეტე სართულიდან ძირს არ გადავარდნილოყო, ქეთის სიტყვების მნიშვნელობაზე ფიქრობდა. ხან ბრაზობდა რატომ მითხრა, რა შემამჩნია ახლა ასეთი ჩაკეტილობისო, ხანაც თავისივე ფიქრებზე ბრაზობდა, როგოგორ ვერ შემამჩნევდა როცა ბრმაც კი დაინახავს, ადამიანებთან ჩემს მიუკარებლობასო. ვერ ვიტყვი აქამდე არ ეფიქრა თავის ამ ჩვევაზე და ცხოვრების კანონზომიერებაზე, მაგრამ მეგობართან გამხელილი გრძნობებისა და მისი შეგონების შემდეგ განსაკუთრებულად აეკვიატა. თითქოს ახლა მიხვდა, თუ ამ ჩვევას თავს არ დააღწევდა დიდი ალბათობით იყო შესაძლებელი ცხოვრებას მისთვის გვერდი ჩაევლო. შანსი, ყოფილიყო ბედნიერი შესაძლოა საკუთარი დაუმარცხებელი შიშებისთვის შეეწირა. არაფერია იმაზე სანანებელი ადამიანისთვის, როგორც ხელიდან გაშვებული შანსი...

ამ შიშების დამარცხებაც რომ არ იყო ადვილი? რა უნდა ექნა, როცა ამ შიშებთან ერთად გაზრდა, ახლობელმა დამინაებმა აიძულეს?!
ჩვენს ირგვლივ ხომ სწორედ ადამიანები ქმნიან კარგ ან ცუდ, მისაღებ ან მიუღებელ, ფერადს ან უფერულს, სანდოს ან არასანდოს, კეთილს ან ბოროტს, ბედნიერს ან უბედურს, საარსებო გარემოს . ისინი გვეხმარებიან ან გვირთულებენ ცხოვრებას. გვაიძულებენ ვისწავლოთ, გამოვიგონოთ, შევქმნათ წესები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ .მათ გამო ვხდებით უკეთესები და ზოგჯერ უარესებიც. მათ გამო გვიყვარს ან გვძულს. ან გვიფერადებენ, გვინათებენ ყოფით გახუნებულ გზას, ანაც დაბნელებამდე ცრეცენ ფერებს...

ნურავინ იტყვის არავინ მჭირდება იმისთვის რომ ბედნიერი ვიყოვო !- სწორედაც რომ ვიღაც გვხდის ბედნიერ ან უბედურს. და თუ ისე მოხდა, რომ მარტო ვართ და თავს ბედნიერად ვგრძნობთ, აუცილებლად უნდა გადახედო შენს წარსულს რათა მიხვდე, რა გზამ, ამ გზაზე ვისთან ერთად სიარულმა და ამ გზაზე ვისმა ჩმოტოვებამ მიგიყვანა ამ ბედნიერებამდე...

ადამიანი ადამინისთვის ან სინათლეა ან წყვდიადი...



არიდასთვის, ყველაზე ახლოებლ ადამინანებს მამასა და ძმას, დადუნასთვის ქმარსა და შვილს ( სხვა ნათესავებზე რომ აღარაფერი ვთქვათ)თუ შეეძლოთ ასე მოქცეოდნენ, უცხო ადამიანების ნდობა როგორღა უნდა ჰქონოდა? არც ჰქონდა, თუ უიშვიათეს გამონაკლისებს არ ჩავთვლით, რომლეთა მიმართ ეს დამოკიდებულება თვისთავად მოვიდა. მაგრამ... მაგრამ ასე გაგრძელებაც ყოვლად დაუშვებელი იყო. თავისთვის უნდა დაეძალებია შეეცვალა რაღაც. ასე ხომ მხოლოდ შავ-თეთრი ფერები იყო და იქნებოდა მის ცხოვრებაში. სიხალისე, სპონტანური გადაწყვეტილებები და მოულოდნელობები დააკლდებოდა. ის, რასაც შეეძლო ფერადი გაეხადა მისი ყოფა... სიახლეებს ვეღარ გაექცეოდა. მით უმეტეს , ეს სიახლეები ბოლო დროს მრავლად გამოჩნდა მის ცხოვრებაში და თავის მოკატუნება თითქოს არაფერი ხდებოდა, დღითი-დღე უჭირდა. იძულებით სტუმმრობას უჯობდა, თავისი სურვილით შეპატიჟებია კარში. ასე განდეგილივით ვეღარ განაგრძობდა. მის ირგვლივ ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ადამინაები ტრიალებდნენ. ვერ ვიტყვი ეს შიშები მისგან ერთიანად განიდევნებოდა, მაგრამ მასთა გამკლავება უნდა ესწავლა. ისედაც წუთიერ სოფელში სად ჰქონდა არიდას დასაკარგი დრო იმისათვის, სამყაროში მხოლოდ შავ და თეთრი ფერი დაენახა? იმდროს, როდესაც უამრავი მხიარული ფერი არსებოს. იმ დროს, როდესაც ადამიანები ყოვლედღიურად იბრძვიან ბედნერი ფერებისთვის და თუ ეს ფერი არ არსებობს თავად ქმნიან.


ამ მხარეთა ჭიდილში ნახევარი გზა განვლო. მეტად და მეტად ხუნდებოდა სინათლე, წამის წამზე მიმატებით ღამე ძლიერდებოდა. არიანდა კი მიაბიჯებდა. ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ამჩნევდა.- ვერც ხმაურით მოძრავ მანქანებს, ვერც ფოთლების შრიალს ჩრდილოეთიდან მონაბერი ქარი გამეტებით რომ არხევდა და ვერც მის უკან ადევნებულ მდევარს , გაფაციცებით რომ უყურებდა მის თითოეულ ნაბიჯსა და ქცევას. გოგონას შორი-ახლოს ჩამოვარდნილი ფოთოლიც არ ეპარებოდა მის თვალს. მეტად რთული აღმოჩნდა მარტოკა, გამოცდილების არმქონე გოგონასთვის ორ მე-სთან ომი, რომელიმე მხარეს გადასვლა. მით უფრო ახალი კალაპოტის არჩევა, რადგან ერთი დღის ნაფიქრი ვერ შეძენდა ახალ ჩვევებს, ვერ შეაცვლევინებდა მის მდინარეს ძველ კალაპოტს. წლების ნაშენებს, ჩაკირულ არსებობას ვერ შეცვლიდა. კოკისპირულად უნდა ეწვიმა სათავეში. არა , წვიმდა კიდეც, მაგრამ ჯერ ისე არ, ქვა-ღორღი წამოეღო და ნაპირები გადაენგრია. გადაენგრია და ყოველგვარი ბჭობისა და განჯის გარეშე ასე დაუკითხავად თავად აერჩი ახალი სავალი გზა ...

ტროტუარზე ნელი ნაბიჯებით აპობდა უკუნეთს, რომელსაც ოქროფრად მოკაშკაშე ქუჩის განათთება აფერმკრთალებდა. მიდიოდა და ნატრობდა , ისევ იმ დროს დაბრუნებოდა ვიდრე დათა არაბული გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში და სწორხაზოვან სავალ გზას ტეხილად აქცევდა, გაამრუდებდა. აი, თურმე რა ! როგორც იქნა აღიარა, რამ აიძულა ქეთის სიტყვების პარალელურად ომი გაეჩაღებინა საკუთარ თავთან. სურდა კი ეს? თავადაც ვერ მიმხვდარიყო, მართლაც სურდა თუ არა, არაბულის მის ცხობრებაში არ გამოჩენა. მაგრამ ერთი რამ ცალსახად ცხადი იყო -შეუძლებელი სურდა. ის გამოჩნდა, გზა გაამრუდა და ერთხელ გამრუდებული რამდენადაც არ უნდა ეცადო უწინდებურად ვეღარ სწორდება. გრძნობა, რომელიც მის გულში შეპარულიყო, ვერასდროს მოახერხებდა იქიდან უკვალოდ გამოსვლას. ეს წყვდიადისთვალება კაცი იყო მისი ცვლილებების, მისი სამყაროს თავდაყირა დაყენების მიზეზი და ეს კაცი იყო მასში აღმოცენებული ჯერ განუცდელი გრძნობების სათავე. უნდოდა ყველაფერი ისევ ძველებურად, თავისი გეგმითა და გადაწყვეტილებით მომხდარიყო, მაგრამ ამაოდ. ბედიწსერამ მასთან შეთანხმების გარეშე მიიღო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

გაიხსენა მასთან ყველა შეხვედრა, ყველა სიტყვა, გამოხედვა... ხან ეღიმებოდა, ხანაც დაუსევდიანდებოდა სახე. მერე უცებ ერთიანად მოიღუშა.გაახსენდა რისგან იხსნა ბიჭმა. შერცხვა თავისი აზრების.- დათას გამოჩენა როგორ დავგმე, როდესაც ყველაზე რთულ მომენტებში ცხოვრების საბოლოოდ არევისგან გადამარჩინაო. მოძალადესთან გადახდენილს სწრაფად აუარა გონებით გვერდი და კლუბში მომხდარზე დაფიქრდა. იყო რაღაც, რაც ეჭვს ბადებდა მასში. არამარტო იმ დღეს კლუბში მოულოდნელად გაჩენილი დათა, ზოგადად, მისი პირველად ნახვის დღიდან ეჭვობდა. თუნდაც იმ, ჩანთაში შეუმჩნევლად ჩადებული წერილის გამო, რაზეც არასდროს უსაუბრია მასთან. მასში თანამებრძოლობას დაჰპირდა და ასრულებდა კიდეც მაგრამ ეს ხომ ძალიან უცნაური დამთხვევა იყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ მათი პირველი დიალოგიც და წერილიც სულაც არ იყო დაგეგმილი..თოთქოს ბედის საცეცები ერია. იქნებ ბედ სურდა ომზე წამოწყებული საუბარით, მერე წერილში სიტყვებით და მითითებული ნომრით, სწორედ დათას ეხსნა არიანდა იმ მოძალადისგან და საერთოდაც მოვლენების ასე განვითარება მისი წყალობა იყო. იქნებ ბედმა ვერ შეაჩერა არაბულის შურისძიების მატარებელი და მხოლოდ რელსების შეცვლა მოახერხა, რათა ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო. იქნებ ცდილობდა, დათას არიდასთვის სხვა კუთხით შეეხედა...

კლუბის ინციდენტის გახსენებამ უსიამოდ შეუცვალა ხასიათი გოგონას. გაახსენდა რა გარემოში მოუხდა ყოფნა. მერე ვიღაც ახმახი როგორ მიათრევდა მისით დაინტერესებულებთან, რომლებსაც მისი აზრითა და დათას დამოწმებით ცუდი მიზნები ჰქონდათ მის მიმართ უცებ დააფრთხო და გარემო კარგად შეათვალიერა, ხომ არავინ მომსდევსო. უფრო აუჩქარა ნაბიჯებს. მეტი სიცხადით გააცნობიერა რაოდენ დაუნდობელ ადამინებთან ჰქონდა პრობლემა და შისისაგან გააჟრჟოლა. კიდევ ერთხელ გაიხედა უკან და წინ გამოხედილს გაეღიმა თავის უსუსურ სიტყვებზე, ანდროს ან ალექსანდრეს ვთხოვ დახმარებასო, დათას რომ ეუბნებოდა. ანდროს არაფერსაც არ თხოვდა, მითუმეტეს ციხეში და ალექსანდრეს მითუმეტეს ამ შარში ცოცხალი თავით არ გახვევდა. ახლა როცა მისი კარიერა წინ მიიწევდა და ოცნება უსრულდებოდა ბიჭს. ერთ-ერთ კომპანიასთან ექვსთიანი კონტრაქტი გააფორმა და ერთ კვიარში გემით გადიოდა ზღვაში. რაც ფინანსურადაც ძალიან წაადგებოდა მის მომავალს. ხშირად უსაუბრია ალექსანდრეს მეგობართან თუ რამდენად უყვარდა თავისი პროფესია, ზღვა და რამდენად დიდი შანსი იყო ეს კონტრაქტი, მისი ბავშვობის ოცნების ასახდენად. არიდას საძინებელ ოთახში რამდენიმე, ალექსანდრეს ხელით აგებული გემიც იწონებდა თავს. პირველად ათი წლისამ ააგო ქაღალდის გემი, მაშინვე გოგონასთან გამოიქცა, არიდა მაშინ ხუთი წლის იყო, ამირეჯიბების სახლის კარი დაუკაკუნებლად შეაღო, მეგობარი მოძებნა, გემი ხელებში შეაჩეჩა და უთხრა- მე მეზღვაური უნდა გავხდე, ეს კარგად შეინახე და თუ ოდესმე სხვა პროფესიისკენ გამექცევა თვალი გამოიტანე და თვალებში ჩამთხარეო. ამირეჯიბების ოჯახი ერთიანად ახარხარდა ბიჭის ბავშვურად ნათქვამ ამ სიტყვებზე. გაბუტულმა არიდამ გაიგონა, მაგრამ მაიაინცდამაინც კარგად ვერ მიხვდა რას გულისხმობდა მეგობარი, რომელსაც წინ დღით იმის გამო ეჩხუბა, მეზობელი კორპუსიდან სათამაშოდ გადმოსულ ცისფერთვალება ლადუკას, ჩემთვის ლოყაზე კოცნა რატომ დაუშალეო. მისი სიტყვებიდან მხოლოდ ის ეამა, თვალებში ჩამთხარეო, ომახიანად რომ დაუბარა. ხოდა გაბუტულმა მარჯვედ გააქანა ქაღალდის ნაკეთობა ბიჭისკენ, მერე გაგულისებულმა ზურგი აქცია, კუდაბზიკა ნაბიჯებით მივიდა მამასთან და გვერდით ხელებდაჭდობილი დაუჯდა. ბრაზით, ბუშტივით გაბერილიყო ლოყებდაბრაწული არიდა. ალექსანდრე კედელზე მიყრდნობილი იდგა და მომღიმარ მიხეილს უყურებდა, რომელიც თან შვილს ეფერებოდა და თან ბიჭს თავლებით ესაუბრებოდა. სიცილით მივიდა ანდრო ბაბლუანის ფეხებთან დავარდნილ გემამდე, აიღო და იმ ოთახში შეიტანა, რომელიც არიდასი უნდა გამხდარიყო დამოუკიდებლად დაძინებას რომ შეეჩვევოდა. მას შემდეგ იქ დევს, მინის ყუთში ჩასმული. იმ საღამოს მთელმა ქუჩამ იცოდა ლადუკასთვის დაშლილი კოცნის გამო განვითარებული ამბები და ალექსანდრეს ოცნება მეზღვაურობაზე. მეორედ, ხის გემი, რომელიც ზღვის იმიტაციაზე იდგა, ცხრა წლის არიდას აჩუქა. ამჯერად გოგომ უთხრა: თუ სხვა პროფესიას აირჩევ, ამ გემს პირდაპირ თავში ჩაგცხებო და ასე მოგროვდა გოგონას საძინებელში ალექსანდრეს ნაჩუქარი ათამდე გემი. ამ ყოველივეს შემდეგ როგორ შეძლებდა მისი ოცნება სასწორზე შემოედო? მშვენივრად ხვდებოდა, როგორ დაასამარებდა ალექსანდრეს კარიერას ახლა ამ ამბის გაგება. ბიჭი უყოყმანოდ გაწყვეტდა კონტრაქტს და თავქუდმოგლეჯილი გამოიქცეოდა მასთან. ვერასდროს აპატიებდა თავს მეგობრის მშვიდი ცხოვრების არევას. დათამაც ხომ გააფრთხილა, იმაზე მეტ ახლობელს ნუ გარევ ვიდრე ახლა არისო. ლოცულობდა, ეს შემთხვევა ალექსანდრეს ყურამდე არ მისულიყო. ახლა არაბულზე დარდს მოჰყვა, ახლობლების დაცვის ხარჯზე მას რომ ვუქნი პრობლემას, რა ვალდებულია ჩემს გამო იმ ნარკოდილერებთან დაიჭიროს საქმეო, ან რატომ იხდის ტავს ვალდებულსო.

ამ გზაარეული ფიქრებით ისე მიუახლოვდა თავის ქუჩას ვერც კი შენიშნა. ერთხელ კიდევ გაიხედა უკან და წინ მოხედილმა ნაცნობი ხმის გაგონებაზე ნაბიჯის გადადგამ ვერ გაბედა.

- მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა მოახერხე არიანდა ?!
მონატრებული ხმაში უფრო მეტი ბრაზი იგრძნობოდა ვიდრე სითბო. არც ჩვეულად ხელგაშლილი ელოდა ალექსანდრე ბაბლუანი. თან გაეხარდა მის დანახვა, თან ელდა ეცა, რადგან ასე ადრე უმიზეზოდ არ ჩამოვიდოდა. სამ დღეში ელოდა მეგობარს.

- ალექს ! - აღელვებულმა, ძლივს მოახერხა დაძახება და ნაბიჯებს აუჩქარა. - აქ რას აკეთებ ? - მიახლოებულამ ჰკითხა. თანაც ხელები აუკანკალდა ისე მოუნდა მოხვეოდა. ბიჭი კი არა და არ იძვროდა.

- მე კი არა, შენ რას აკეთებ ? - კვლავ ცივი იყო მისი ხმა, მაგრამ თვალები ჰქონდა მეტად თბილი. მზერით ეფერებოდა მონატრებულ მეგობარს.

- ალექს ! - ნაწყენმა ამოლუღლუღა და სატირლად მოამზადა სახე.

გულმა აღარ გაუძლო ბიჭს.

- მობრძანდი ჯერ ჩაგეხუტო.
ფართოდ გაშალა გრძელი ხელები და წამსვე მიიკრა მობუზული გოგო გულზე. ისე მჭიდროდ უჭერდა, სიყვარულსა და სიბრაზეს ამ ჩახუტებაში ატევდა. ძვლები ეტკინა არიდას, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდა. ისარგებლა წუთიერი სიმშვიდით. იცოდა მკალვებს რომ შეუშვებდა კარგი დღე არ ელოდა. ვაი, რომ მიზეზსაც ხვდებოდა. ოღონდ ეს არაო- გულში გაიფიქრა, თვი გააქნია და თავადაც მიეკრა.

- ეს მეხი რამ მოგაფიქრა ? - გაუბედავად წამოიწყო არიდამ მას შემდეგ, რაც ჩახუტებას მორჩნენ . ხვდებოდა მეხი რასაც შეუპერა ეპითეტად და უსიამოვნო საუბრისთვის უღონოს შეემზადა.
ბიჭმა ნაცნობ სკვერში უსიტყვოდ წაიყვანა და სკამზე ჩამომჯდარს არიდას, ორი წუთის განმავლობაში ავის მომასწავებლად უმზერდა.

- ანდროს ზარი ჩემს მობილურზე და იმის მოყოლა, რაც შენ უნდა მოგეყოლა ცემთვის შენი აზრით მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას არ გავს? - შეძლებისდაგვარად მშვიდად განუმარტა.
არიდა სულ გაისუსა. ან რა უნდა ეთქვა...

- რა ჯანდაბაზე ფიქრობდი გოგო? - დაიგრუხუნა მისმა ხმამ და არიდაც შეხტა.

- ასე თუ იღრიალებ მანამდე მოვკვდები, ვიდრე შენ მომკლავ. - წყენისა და მოსალოდნელი განვითარებით შეშინებულს ცრემლი მოერია თვალზე.

- რომ იცოდე როგორ მინდა, ცხოვრებაში პირველად მინდა დაგახრჩო. ან უკეთეს შემთხვევაში ფეხები დაგამტვრიო შენ ნებაზე იქ ბოდიალი რომ ვერ შეძლო სადაც შენი ადგილი არ არის. ხომ გითხრა არ წახვიდეო. რა გეგონა, სასეირნოდ წასვლა დაგიშალა?!

- ხო, მაგრამ ...

- არავითარი მაგრამ და მიზეზები - სიტყვა გააწყვეტინა ბაბლუანმა. - არ მაინტერესებს რას მეტყვი. არ არსებობს მიზეზი, რომელიც შენ უსაფრთხოებად უნდა გიღირდეს. არ არსებობს მიზეზი რაც ამის ჩემთან დამალვას ახსნის.

გაცეცხლებულმა სიგარეტს გაუკიდა და რამდენიმე ნაპასის შემდეგ ძირს მოისროლა.
არიდა ისევ ჩუმად, ტავჩაღუნული იჯდა და თიტებს აწვალებდა.

- შენ წარმოდგენა გაქვს ანდრო, რომ მე დამირეკავს ეგ რას ნიშნავს? - გვერდით მიუჯდა და მშვიდად განაგრძო ალექსანდრემ. - წლებია გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და ახლა მირეკავს . შენს გამო მირეკავს, ხვდები რა დაასავე, რა შარში ხარ ?

- ნუ აზვიადებთ ორივე. არაფერი დამიშავებია. - საცოდავად ამოილუღლუღა გოგომ.

- არაფერი დაგისავებია? იქნებ ისისც მითხრა გადატენილი იარაღი თავში არაფრის გამო დამიმიზნესო. არაფერი დაუსავებია თურემ... ის ბიჭი ვინ იყო კლუბიდან რომ გაგიყვანა? - ინტერესი კლავდა ვისთვის მოუწევდა მადლობის გადახდა არიდას დაცვის გამო.

- არაფერი არ დამიშავებია- მეთქი ! - ისევ გაუმეორა. ბოლო კითხვამ ააღელვა, რადგან პასუხის გასაცემ სიტყვებს ვერ მოძებნიდა.

- - ამას შეხედეთ ! ისევ თავისას გაიძახის.

- მე ლუკა გადავარჩინე და ეს დანაშაულად როგორ ჩავთვალო ალექსანდრე ? რომ არ მივსულიყავი შეიძლება ახლა ცოცხალი აღარ ყოფილიყო და ეს იმდენად მახარებს, რომც მოვეკალი წამითაც არ ვინანებდი. თავის დროზე გიგისთვის რომ მიგესწრო და გადაგერჩინა ინანებდი ოდესმე? როგორც არუნდა გაგერისკა, ინანებდი ? - ცრემლები ღაპაღუპით დაედიან გოგოს.

- შენთვის მართლა რომ ესროლათ ? იცი მაინც რა ახ.ვრების ბუდეა ? - ხმა გაუტყდა ატირებული მეგობრის დანახვაზე ალექსს. - გიგისთვის სიცოცხლესაც გავწირავდი, მაგრამ ის ჩემი ძმა იყო ზალიან ძვირფასი ადამიანი...

- მერე რა ? მაინცდამაინც სისხლით ნათესავი უნდა იყოს თავის გაწირვად, რომ გიღირდეს ? ლუკაც ძვირფასია ჩემთვის ალექს. ეგრე მეც არ ვარ შენი და, მაგრამ პირველივე ზარზე გამოიქეცი.

- შენ ჩემი და ხარ ! - ნაწყენმა შეუსწორა. - არიდა შენც რომ რაიმე მოგსვლოდა. შენც რომ დამეკარგე ... - გვერდით მდგარ ხეს, გაშლილი ხელი მიჰკრა. - იარაღი დაუმიზნესო, რომ მითხრა კინარამ გავგიჟდი. წარმოვიდგინე როგორ შეგეშინდებოდა. - დაბერილი ლოყებიდან ჰაერი ნერვიულად გამოუშვა. - მოდი ჩემთან სულელო. - მთელი ძალით ჩაიკრა გულში. - ის ბიჭი უნდა ვნახო...

ამ ემოციურ სანახაობას კი „ის ბიჭი“ მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ამვტომობილიდან ადევნებდა თვალს. საფეთქელტან ორივე მხარეს, სისხლში აზვირთებულ ეჭვებს ძარღვი ლურჯად გამოებერა. საჭეს ისე ჩასჭიდებოდა თითები სულ გათეთრებოდა.

- ცოცხალი და უვნებელი ვარ ხომ ხედავ. ნაკაწრიც არ მაქვს და ახლა შენ ჩემი ცახუტება ისევ შეგიძლია. - სიტუაციის განსამუხტად წკრიალა, სიცილიანი ხმით ჩამოარაკრაკა არიდამ და თითებით თმები აუჩეჩა. ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც ალექსანდრე მასზე ბრაზობდა და მისი გულის მოგება სურდა.

- ან მან როგორ გითხარა ?! არ ეთქვა და არსად წახვიდოდი. - კვლავ თემის ირგვლივ ტრიალებდა ბაბლუანი. გულს უღრღნიდა მომხდარი.

- იძულებული გავხადე.

- არ გაგიჭირდებოდა. - ოდნავ გაეღიმა ბიჭს. - არ მეგონა ანდროს ასეთ შეშინებულს თუ ოდესმე ვნახავდი. მართალია მარტო ხმა გავიგონე, მაგრამ ეგეც საკმარისი იყო. - ისევ ცახუტებულს ესაუბრებოდა. ვერ ელეოდა.

- ესეიგი ისეც არ ვკიდივარ ფეხებზე, როგორც მეგონა.

- არასდროს ეკიდე და ბევრჯერ მითქვამს ეგ შენთვის.

- ხო, მაგრამ არასდროს გამოუხატავს სიყვარული და ზრუნვა.

- მისი ბევრი შეცდომის ფონზე ვეღარ ახერხებდი მაგის დანახვას. - თავზე აკოცა გოგოს და რამდენჯერმე თმაზე ხელი დაუსვა. - მე და ის, არავის შევარჩენ შენთან ასე მოქცევას ჩემო ონავარო პანდა ! - დამძიმებული ხმით თქვა და მეტად მიიკრა.

- რას გულისხმობ, რა ცაიფიქრე ? - სწრაფად გამოუძვრა არიდა მკლავებიდან და შეშინებულმა ჰკითხა. სწორედ ამ სიტყვების გაგონება არ უნდოდა.

- ეგ არ არის შენი საქმე. შენ უბრალოდ ჭკვიანად ყოფნა გევალება.

- ალექს იქ მისვლას თუ ფიქრობ, არც კი გაბედო ! - თითის აწევით და მტკიცე ხმით გააფრთხილა მეგობარი. ის ხდებოდა რისიც ეშინოდა.

- შენ გკითხო არიანდა ? შენ, რომ გარბოდი ვის კითხე?

- არ გაბედო გესმის? არ გაბედო ! ყველაფერი მორჩა. მე კარგად ვარ. ყველაფერმა ჩაიარა. - გული შეუქანდა იმის გააზრებაზე თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ალექსანდრე იქ მისვლას.

- არაფერს ჩაუვლია და მე გადავწყვეტ რას გავბედავ. ნუ მიბრიალებ მაგ შავ თვალებს მეშინია. - ბოლო სიტყვებზე სიცილმა გაუპო სახე ალექსანდრეს.

- რამდენიმე დღეში ზღვაში უნდა გახვიდე. კონტრაქტზეც ხელი გაქვს მოწერილი. ახლა სულელურ გარჩევებზე სარბენად დრო არ გაქვს. სამსახურს გაუფრთხილდი ალექს. თან გასარჩევიც არაფერია.

- თუ საჭირო გახდება არსადაც არ წავალ პანდა. - ტავისი ფიქრი და შიში ასე მალე და ტანაც ასეთი სიცხადით თუ აუხდებოდა ვერც კი წარმოიდგენდა გოგონა. ისიც იცოდა, თხოვნა-მუდარით მასთან ვერაფერს გახდებოდა და ისეთმა აზრმა გაუელვა რასაც მთელი ცხოვრება თუ არა ძალიან დიდი ხან ინანებდა. თუმცა, იმაზე მეტად მაინც არა ვიდრე თავისი მიზეზით არეულ მეგობრის ცხოვრებას.

- ეს ჩემი საქმეა და შენ ვერ გადაწყვეტ ჩაერიო თუ არა. ვერც ანდრო. არცერთს გაქვთ უ ფლება ჩაერიოთ მე თუ არ მსურს !

- მორჩი ახლა ამ მეტიჩრობას.- ხუმრობად ჩაუთვალა ბიჭმა.

- ალექს დაბრუნდი და შენ საქმე მიხედე. მე მარტოც მოვუვლი ჩემს თავს. აქამდეც ასე იყო. ტანაც არაფერია მოსაგვარებელი. - ხმა საგრძნობლად უთრთოდა გოგოს, მაგრამ მაინც ცდილობდა სიმტკიცე არ დაეკარგა.

- პანდა, უკვე აღარ მეხუმრება ! - ნაცრისფერი ტავლები გამაფრთხილებლად დაუბრიალა ბიჭმა, - ნერვებს ნუ მიშლი.

- სულაც არ ვხუმრობ და თავად ნუ მიშლი ნერვებს. არავის დახმარება არ მჭირდება. მარტო მივხედავ-მეთქი ჩემ თავს.

- რა სისულელელებს ლაპარაკობ ნეტა თუ ხვდები... ახლა წავიდე და დაგტოვო ? გააფრინე ? - ხმას აუწია ბიჭმა.

- ხო წადი. დამტოვე. არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი. მაინც ყველა მტოვებს და შენგანაც მაგას ველი. არც არასდროს მიფიქრია, რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდი. ამიტომ უკე ვისწავლე მარტომ როგორ ვიცხოვრო. კარგა ხანია ვეგუები შენს გარეშე გასავლელ წლებსაც. მგონი შევეგუე კიდეც.

- არიანდა ახლა გაჩუმდი თორემ მაგ ენას ამოგაძრობ. - დაიღრიალა და ფეხი სკამ მიკრა. - მაგას ნუ მეუბნები ! მე ნუ მეუბნები ! - მის თვალებში უზარმაზარი წყენა ჩადგა.

გულო ორად გაეპო გოგოს. ყელში ბურთი მოაწვა. ცოტაც და ბოლო ხმაზე ატირდებოდა, მაგრამ მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა ემოციებს. უნდა ეჯობნა საკუტარი თავისთვის, რომ ალექსანდრეს იმ საშიშ სამყაროსთან საქმე არ დაეჭირა, რადგან იცოდა ეს როდის და როგორ დასრულდებოდა.

- ყველამ თავი დამანებეთ. - მეტი მონდომებით გაიცივა ხმა. - წადი და შენს ცხოვრებას, შენს ოჯახს მიხედე. მადლობელი ვარ რაც აქამდე გაგიკეთებია. იმედია ოდესმე შევძლებ გადაგიხადო.

ბიჭი ერთ ადგილზე გახევებული იდგა და ისმენდა მეგობრიდან დაუმსახურებელ სიტყვებს. იმასაც ფიქრობდა ასე უცებ რა დაემართაო.

- ჩემი პანდა ამას არ მეტყოდა. - გაოგნებული ხმით შენიშნა.

- მე ვარ და გეუბნები. იმას გეუბნები რასაც ვფიქრობ, რაც აქამდეც უნდა მეთქვა. შეიგნე, არ ხარ ვალდებული ჩემზე იზრუნო. მე არავინ ვარ შენთვის. ოჯახი გყავს, ობოლი ძმიშვილი წადი და მათ მიხედე. გაუფრთხილდი სამსახურს და ცხოვრება უჩემოდ განაგრძე.

- არვიცი რა გჭირს ან მაგ სიტყვებს რა გალაპარაკებს, მაგრამ ზუსტად ვიცი ახლა ჩემი არიდა არ ხარ. - იმედს ებღაუჭებოდა მონასმენით ნირწამხდარი ბიჭი.

- ბავშვობა დამთავრდა ალექსანდრე. გავიზარდეთ და ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს. დაშლის დროა. დროა ყველამ ჩვენს გზაზე ვიაროთ. - სწრაფად გახსნა ჩანთა, გარკვეული რაოდენობის თანხა ამოიღო და გაუწოდა. - აიღე. ეს ის თანხაა ბოლოს რომ გამომიგზავნე. დანარჩენსაც ნელ-ნელა დაგიბრუნებ. - იცოდა, რომ ეს საქციელი მართლაც ზედმეტი იყო, მაგრამ მიზანი ქონდა დიდი.

ალექსანდრემ ჯერ ფულს დახედა მერე არიდას. იმედგაცრუებული, ნაწყენი უმზერდა. ისე გამოართვა ფული, თვალი არ მოუცილებია. მერე ფეხებთან მიუყარა და წავიდა.

არიდამ საკუთარი ხელით გაუშვა საყვარელი ადამინი, რომ გადაერჩინა ...
საკუთარი ნებით გაუშვა ბოლო იმედი ვისაც მისი გადარჩენა შეეძლო...


იდგა და უხმო ცრელებით აცილებდა ბავშვობის მეგობარს. ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაატარა. მთელი გულით რომ უყვარდა და ედარდებოდა.... როგორც კი თვალს მიეფარა, ერთიანად გამოეცალა ძლივს შეკოწიწებული ძალა. სკამზე უღონოდ დაეშვა და ხმით ატირდა. მის ცხოვრებაში ყველა უბედურება ერთი-მეორის მიყოლებით ხდებოდა. ათას ნაწილად აქცევდა იმის გააზრება, თუ როგორ აწყენინა მეგობარს. ხელებში თავჩარგული გულსაკლავად მოთქვამდა და კანკალებდა. გვერდით ვიღაც იგრძნო. ნელ-ნელა ასწია თავი და შავი თავლები შეანათა მჯდომს. ნაცნობი მამაკაცის დანახვისას არც კი დაფიქრებულა ისე ჩაეხუტა და ქვითინს უმატა. არაბულმაც არ დააყოვნა, ძლიერ მკლავებში მოაქცია აცახცახებული სხეული. ვეღარ გაეძლო უიმედოდ, მარტოდ მიმტირალის მზერა. გულში იხუტებდა და ორმაგად სძულდა გვარი, რომელიც არიას აშორებდა. საოცარი სითბო, სიმყუდროვე იგრძნო არიდამ. დათას მკლავებეი ისეთივე საიმედო ადგილად იქცა იმ წუთას მისთვის, ვით შტორმში მოყოლილი ნავისთვის ნავსაყუდელი. უფლება რომ მიგეცათ, არც არასდროს მოუნდებოდა დატოვება. მამაკაცის სურნელსაც სიმყუდროვის არომატი ჰქონდა.

- როგორ ჩნდები ყოველთვის იქ და იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდები? - მიმართა დათას ცოტათი დამშვიდებულმა., მაგრამ მაინც ამღვრეული ხმით. არც სურვილი ჰქონდა და არც ძალა ახლა ეს ფიქრი და განცდა დაემალა.

- არვიცი. ალბათ ვგრძნობ !

სრულიად გულრწფელი იყო მისი პასუხი. ვერ დავწამებთ რომ რომელიმე არიდას დახმარების შემთხვევა წინასწარ გათვალა. უბრალოდ საჭირო დროს, საჭირო გადაწყვეტილებებს იღებდა, რაც შემდგომ არიდასთვის ხდებოდა სასიკეთო. ასე იყო ახლაც, გოგოს სანახავად წასულს მისი დამშვიდება უხდებოდა.

- ამჯერად როგორ აღმოჩნდი აქ ?

- შენს საანახავად და იმაში დასარწმუნებლად მოვედი, რომ სახლში უსაფრთხოდ მიხვედი. შენ კი ქუჩაში ატირებული დამხვდი.

- ახლახან ის ადამინაი საკუთარი ნებით დავკარგე, ვისააც ჩემი უსაფრთხოება შენსავით და უფრო მეტადაც ადარდებდა. ღმერთო, რა სიტყვები ვუთხარი... - ამოიკვნესა და კვლავ ცრემლები გადმოსცვივდა.

- ვინ არის ეგ ბიჭი შენთვის ? - ცოტა მომთხოვნი ტონით დაუსვა ის კითხვა, რომელიც აქამდე დაესვა, მაგრამ მიღებული პასუხის მიუხედავად მოსვენებას მაინც არ აძლევდა. ცოტა ხნის წინ ჩახუტებულ წყვილს თავისი თავლით უყურერბდა.

- ჩემი ბავშვობაა, ძალიან ძვირფასი ადამიანია. მე და ჩვენი მეგობრობა ერთად გავიზარდეთ. - როგორც კითხვის ტონს ეკადრებოდა ისეთივე ამომწურავი პასუხი გასცა.

- მაშ რატომ აწყენინე ? - მათი დიალოგიდან კი მოკრა ყური რამდენიმე ფრაზას, მაგრამ უნდოდა მეტი სცოდნოდა. კითხვა ისეთი ინტონაციით ჟღერდა, გოგონა ვერ მიხვდა მიზეზს აინტერესებდა თუ საყვედურობდა.

- შენ ხომ მითხარი სხვა ახლობელი ადამიანები აღარ გარიოო, ამ საქმეში ?! - დარცხვენილმა, ჩუმად შეახსენა მისი სიტყვები , როგორც ბავშვებს სჩვევიათ, როდესაც დედა დატუქსვას უპირებს იმის გამო რაზეც თავად დაარიგა.

დათას ღიმილი მოჰგვარა მისმა გაბუსხულმა ხმამ და იმან, რომ გოგო თითქოს, მისგან საყვედურს ელოდა. როდესაც არიდასთან ურთიერთობას იწყებდა ვერც კი წარმოიდგენდა ასე მარტივი თუ იქნებოდა მასთან მიახლოება. ეგონა ერთი თავკერძა, ამაყი, ცივი და უხეში ქალი დახვდებოდა და ეს ფიქრი უფრო ახელებდა. მეტად უმძაფრებდა მისი დამორჩილების სურვილს. ასეთი წარმოედგინა საძულველი გვარის ასული. რეალურად კი სრულიად საპირისპირო პატარა, სუსტი გოგო შერჩა ხელში. თუმცა საბოლოოდ დასკვნების გამოტანა მაინც ნაადრევად მიაჩნია, იქნებ ამ სუსტი გოგოს უკან ყველაზე ძლიერი ქალი იმალებოდა.გულის ზალიან შორეულ სიღრმეში უნდოდა კიდეც ასე ყოფილიყო. გულის უფრო მეტად შორეულ სიღრმეში კი ყველაზე მეტად უნდოდა ტავკერძა და ფლიდი არ ყოფილიყო.

- ჩარევა მოინდომა ? - უღერღილო ინტერესით განაგრძო.

- ხო. ჩემს ძმას უთქვამს ყველაფერი და აქ ჩემს დასაცავად ჩამოვიდა. იქ მისვლა და მათთან საქმის გარჩევა უნდოდა დათა. ამის უფლებას ვერ მივცემდი. ვერ დავუშვებდი რაიმე დაშავებოდა. სამსახურს დაკარგავდა, მისი დალაგებული ცხოვრება, გეგმები აირეოდა. ობოლი ძმისშვილი ყავს და... ძალინ ცუდი სიტყვები ვუთხარი, ჩემი ცხოვრებიდან გავაგდე.. ეს, რომ არ გამეკეთებია ვერ გავაჩერებდი. მოვკვდები და მის ცუდს ვერ დავუშვებ... - სახეზე ხელი აიფარა და ისევ ხმით ატირდა გოგონა.

დათას თითქოს გული ჩაწყვიტა იმის გაგებამ, არიდასთვის ალექსანდრე ასე ძვირფასი რომ იყო. ასე თავგამოდებით, რომ სურდა მისი დაცვა. მძიმედ გაკენწლა - თავად ვერასდროს გახედებოდა ქალისთვის ასეთი თავგანწირვის მიზეზი.

- ვერ გეტყვი რომ კარგად მოიქეცი, თუმცა შენი საქციელი ნამდვილად სწორი იყო. შენ, ის ცხოვრების ძირფესვიანად არევას გადაარჩინე. ასე რომ ნუღარ ტირი. - ხელოვნური სიმშვიდით სცადა მისი ნუგეში.
არა, ის ნამდვილად უნდოდა ქალს აღარ ეტირა, მაგრამ მისი სხვა კაცის გამო გვემა აღიზიანებდა. რა ჰქვია მის ამ საქციელს თუ არა უტიფარი ეგოიზმი? უტიფარი მესაკუთრეობა?

- შენ რომ რისკავ შენი ცხოვრებით ?! - ცრემლები ხელით მოიწმინდა, დაწყეტილი თავლები შეანათა და დაძაბული დაელოდა პასუხ, რადგან ეს ის კითხვა იყო, რომელიც მას შემდეგ უწამლავდა ინტერესს რაც დათამ მისი დაცვა ითავა. - მეც ხელს არ გიშლი. - დარცხვენილმა განაგრძო.

- მიღირს ! - ერთი სიტყვით მოუჭრა .

- რატომ ?

- მინდა უსაფრთხოდ იყო.

- რატომ ? – ვერ დაკმაყოფილდა პასუხით ამირეჯიბის ქალი. რათქმაუნდა, რა იყო ამ პასუხში საკმარისი?

- ბავშვთა დაცვის ორგანიზაციაში ვმუშაობ ! - ისე დამაჯერებლად წარმოთქვა ეს სიტყვები, ნამდვილად დაარწმუნებდა კაცს.

- ხომ მაგრამ მე... - სიტყვა გაუწყდა. უნდოდა ეთქვა სრულწლოვანებას გადავაბიჯეო, მაგრამ მალევე მიხვდა ასაკი არაფერ შუაში იყო და რაღაცნაირად გული დაწყდა კიდეც. ახლა ახალი მიზეზით აეწვა ცხვირი და ცრემლების ახალი ნაკადი მოაწვა მიღებულ, მაგრამ მიუღებელ პასუხზე. - გასაგებია !

- რა არის გასაგები ? - შარვლის ჯიბიდან ლამაზად დაკეცილი მუქი ლურჯი ცხვირსახოცი ამოიღო. - ცრემლები შეიმშრალე. - გაუწოდა და ჩაწითლებულ თვალებში შეხედა, რომელშიც ოქროსფრად ალივლივებდა ცრემლებს, მათთან ახლოს მოციალე ლამპიონის განათება .

- რაც მითხარი ის.- მხრები აიჩეჩა. - არ მინდა, დაგისვრი. - იუარა ცხვირსახოცის გამორთმევა.

- ვერაფერიც ვერ გაიგე ! გამომართვი და შეიმშრალე. - ხელებთან მიუტანა ცხვირსახოცი. - არ უხდება შენს ლამაზ თვალებს ტირილი არია !
მოულოდნელი კომპლიმენტისგან კვლავ დაფრთხა. შერცხვა კიდეც და გვერდზე გაიხედა.
- გამომართვი !

- არ მინდა, დაგისვრი. - გაჯიუტდა.

- არიანდა შემომხედე !

- არ მინდა ! - კვლავ ამოიბუტბუტა.

- რა ჯიუტი ხარ ! - თავი გააქნია ბიჭმა. ხელი ნაზად მოკიდა გოგოს ნიკაპზე და თვისკენ შეაბრუნა.

ღამეშიც კი მზის სხივივით ანათებდა მისი სახე. დათას ნერწყვი ყელში გაეჩხირა, იმდენად ლამაზი სანახავი იყო ნამტირალევი არიანდა. ღაწვებთან ვერდისფრად შეფერილი თეთრი სახე, გაწითლებული პატარა ცხვირის წვერო და ცრემლით დასველებული თუჩები. ისეთივე მიმზიდველი როგორც წვიმით დანამული, ახლახანს აყვავილებული წითელი ვარდის ნორჩი, ასაფეთქბელად მომზადილი კოკორი. მოუნდა ნამი თავისივე ბაგეებით მოეწმინდა. გოგონადა მონაბერი მაისის ვარდის სურნელი კი უფრო ახელებდა მის სურვილს. ოდავ გაიწია კიდეც მათკენ, მაგრამ ისევ თვალები, ისევ გოგონას აწყლიანებულმა თვალებმა შეაჩერა. უცხო იყო არაბულისთვის, აქამდე არასდროს უთქვამს უარი საკუთარი სურვილებისთვის. ახლა კი ... გოგონაც უნებურად ვერ უწევდა წინააღმდეგობას. რა სჭირდა? რა უშლი და ხელს ? გულში გვარიანად გამოლაძღა თავშეკავება და თავისივე ხელით მანამ შეუმშრალა ცრემლი არიდას ვიდრე წამწამებს გადალახავდა. ცხვირსახოცი, რომელმაც გოგონას წმინდა ცრემლი შეისრუტა ჯიბისკენ წაიღო.

- მომეცი. გავრეცხავ და დაგიბრუნებ !

მომხდარში ვერ გარკვეულმა არიდამ, შეცბუნებულმა წამოიყვირა და ცხვირსახოცზე წაეტანა. დათამ თავისუფალი ხელით შეაჩერა, ცხვირსახოცი ადგილს დაუბრუნა და ორივე ხელში მოიქცია მისი თხელი მტევანი.

- გთხოვ, მე წავიღებ და სუფთას დაგიბრუნებ !
კვლავ შეევედრა გოგო და ხელის გამოცლა სცადა, მაგრამ მეტად მოეჭიდა დათა.

- მე თვითონ მივხედავ .

თქვა მან და რადგან ბაგეებს შეხება ვერ გაუბედა, მისი მტევანი მიიტანა ტუჩებთან. მთელს ტანზე ეკლებად დააყარა გოგოს, როდესაც დათა თითებზე შეეხო. ისეთი მხურვალე იყო მისი ტუჩები, ნაზი და მგრძნობიარე კოცნა, თხემიდან ტერფამდე გააჟრჟოლა და სირხვილისგან თვალები მჭიდროდ დახუჭა. ეს პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში. პირველად ეხებოდა მამაკაცი. დათას არ გამოჰპარვია გოგოს რეაქცია.

- ლამაზი თითები გაქვს არია ! - ნაზად წარმოთქვა, მეორე ხელზეც ეამბორა და მერე ცერა თითით ნაზად მოეფერა.

- გთხოვ ასე ნუ იქცევი ! - თვალები გაახილა, მიხ ხელებში მოქცეულ ტავის მტევნებს დახედა და საწყლად შეევედრა. - ვერ ვიგებ რა გინდა და ...

- შენ ... - უცებ უპასუხა, მაგრამ მეტად დამფრთხალი და შეშინებული არიდა რომ დაინახა განაგრძო. - შენ ვერ იგებ რა მინდა და იბნევი ხო ?

პასუხად თავი დაუქნია გოგომ.

- აბა წეღან რომ მითხარი გასაგებიაო?!
მოსწონდა გოგონას წვალება, მაგრამ არა ისე, როგორც მსხვერპლის. სამოვნებას ანიჭებდა მასში დახული დამფრთხალი პატარა ჩიტი, თუმცა გალიისთვის ვერ იმეტებდა. ეს ყოველივე კი საკუთარი თავის მიმართ სიბრაზეს ჰგვრიდა. აკი პირობა დადო, სისუსტეს არ გამოიჩენდა და გრძნობები ვერ აჯობებდნენ. პირობა დადო, რომ ამ გოგოს ზუსტადაც გალიაში გამოამწყვდევდა, დატანჯავდა, ატკენდა, ყველა ამირეჯიბს მიწასტან გაასწორებდა. ახლა კი რას აკეთებდა? იჯდა მის წინ პატარა ბიჭივით და მისი თითების შეხებაც კი ჯილდოდ მიაჩნდა.

- წეხან მეგონა გავიგე, ახლა აღარ მესმის.

- არ გინდა პირდაპირ მკითხო რაც გაინტერესებს?

- თუ რაიმე გაქვს სათქმელი ჩემს კითხვას რატომ ელოდები?

- მაგის დრო არ დამდგარა ჯერ. ცოტა მოითმინე.

გოგონას მოუთმენლობამ გააღიმა არაბული. უფრო მეტად მისმა სწრაფვამ გამჭვირვალე ურთიერთობისკენ. ამდროს დათა ყველაზე ბნელს ხდიდა მათ ურთიერთობას...

- ეგ მოთმინება გაურკვევლობის ფასად მიჯდება. მე კიდე ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ვერ ვეგუები, როდესაც რაიმე გაურკვეველია ჩემს ცხოვრებაში. მსგავსი შემთხვევები ისედაც მრავლად მაქვს და კიდევ ერთს ვეღარ დავიმატებ. ამიტომ დათა, ან მეტყვი რას და რატომ აკეთებ, ან უბრალოდ წადი !

დადუნას არასახარბიელო ანალიზის პასუხები, ალექსანდრესთან მომხდარი ინციდენტი, ახლა კიდევ ეს უცნაური ყმაწვილი თავისი უცნაური სიტყვა-ქცევებით. ისედაც განერვიულებულს, ზედმეტად ხმამაღლა და უკმეხად მოუვიდა ნათქვამი.

- მოდი ახლა შენი ეგ გამოსვლა ცოტახნისწინ გადატანილ ნერვიულობას დავაბრალოთ. - ხელები ძლიერად გაადააჭდო დათამ და ასე გამოხატა უეცარი სიბრაზე გოგონს ტონმა რომ მოგვრა. , მაგრამ ხმაზე არ დატყობია, მისმა ტონმა რომ გააღიზიანება მისმა მკვახე პასუხმა რომ მოგვარა. - როგორც ჩანს ჯერ საკმარისად ვერ დამშვიდდი. - ისეთი რბილი ხმით დაუყვავა გაკაპასებულ ქალს, თითქოს მისმა ასეთად ხილვამ სულაც არ გაანაწყენა. ფეხზე წამოდგა და არიდასგან ოდნავ მოშორებით დადგა. - თუ ასე აღარ მომართავ დიდად დამავალებ. - ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ფაქტთან ინდიფერენტულობის შენარჩუნება და მოზომილად გააფრთხილა. თან სიგარეტს გაუკიდა.

- ვერ გავაკონტროლე. - დარცხვენილმა, დამნაშავეს ხმით უპასუხა.

- სულ რამდენი ადამიანი იმსახურებს შენს ნდობას ? - მოულოდნელი იყო ცოტახნიანი დუმილის შემდეგ დათას კითხვა.

- რატომ მეკითხები ?

- დარწმუნებული ვარ, ხელის ერთი მტევანიც კი გეყოფა მათ დასათვლელად.

- როდესაც ყველაზე ახლობელი ადამიანები გღალატობენ და გტოვებენ, ეგ უნდობლობა ბუნებრივად გიყალიბდება ადამიანს.

- ალბათ მეც ვერასდროს მოვიპოვებ ბოლომდე შენს ნდობას. ჩემს გამო არასოდეს დაიხმარ მეორე მტევანს... - იფიქრებდით არიდას ეუბნებაო, მაგრამ დამერწმუნეთ, უფრო თავის თავს უთხრა.

- მე შენ არ გიცნობ. საერთოდ არაფერი ვიცი შენზე სახელის გარდა. არ ვიცი ვინ ხარ,რას წარმოადგენ, ან რატომ არ გეშინია იმ ადამიანების ვინც მე გავაბრაზე. მითუმეტეს თავად მიმტკიცებ ძალიან საშიშები არიანო, რატომ მიცავ ასე თავდამოდებით საკუთარი სიმშვიდის ფასად. ან საერთოდ, როგორ გაჩნდი ასე უცებ ჩემს ცხოვრებაში და როგორ შეძელი ასე მოახლოება.

- თუ ჩემზე ყველაფერს გაიგებ ეგ საკმარისი იქნება ?

- არა !

- მაშინ რა აზრი აქვს რაიმეს თქმას, რაიმეს გაგებას ? - ნელი, დინჯი ნაბიჯებით მის წინ დადგა და ზემოდან დახედა ქალს.

- შენ არც კი ცდილობ ! - თავი ჩახარა გოგომ და მის ფეხებს დააშტერდა. ვერ გაბედა სახეში შეეხედა.

- იქნებ არ მინდა, რომ ვეცადო ... - ჩაიმუხლა.სკამზე მჯდომს გაუპირისპირდა.

- მაშინ რა აზრი აქვს იმ ურთიერთობას, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან? - მასთან რამდენიმე სანტიმეტრით მდგომმა მამაკაცის სხეულმა, გული აუჩქაროლა . ცახცახისგან თავის შესაკავებლად ხელებით სკამის კიდეებს ჩაებღაუჭა.

- არ აქვს ! - პასუხისას არიდას ხელებს დახედა. ალბათ სხვა დროს აქვსო უპასუხებდა და მერე ამ პასუხის განსამტკიცებლად არგუმენტებსაც მოიშველიებდა, მაგრამ ახლა არა, ახლა არ უნდოდა ის ეთქვა რასაც სინამდვილეში არ ფიქრობდა.

- ანუ ? - მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებს ელოდა მაინც შეაკრთო დათას პირით ნათქვამმა პასუხმა. ნაღვლიანი თვალები შეანათა წინ მდგომს.

- არ მენდო არია ! - მის შავ თავლებზე მომზირალს მძიმედ აღმოხდა. - აქ ნუღარ გაჩერდები. - ბოლო სიტყვები დაუტოვა, ძირს დაგდებული სიგარეტი უხეშად გასრისა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

- ღმერთო დამეხმარე ! - საცოდავად შეევედრა ასლუკუნებული და მეტად ჩაებღაუჭა სკამის კიდეებს.

როგორი მოსასმენია გაფრთხილება „არ მენდო“ იმ ადამიანისგან რომელსაც ყველაზე მეტად გინდა ენდო. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი , უკვე ენდობოდა კიდეცთქო. თანაც ისე არც დათას გაუკეთებია რაიმე განსაკუთრებული ამისათვი და არც არიდას უწვალია მისადმი ამ დამოკიდებულების გასაჩენად. ასე თავისთავად მოვიდა. ამ დროს ეს ადამიანი ყველაზე გულრწფელი მზერითა და ტონით გაფრთილებს...
და რა იყო ეს ? მართლაც გულრწფელი გაფრთხილება თუ პირიქით, მეტი ნდობის მოსაპოვებლად გადადგული სტრატეგიული ნაბიჯი. იქნებ უნდოდა გოგონას მის სიტყვებში საპირისპირო გაეგო. ეფიქრა- ადამიანები თავიანთი ცუდი მხარის შესახებ ასე ღიად არ გაფრთხილებენო. ან იქნებ იპოვა კიდეც ძალა დათამ და აჯობა ყველა ასეთ ადამიანს ?!
კიდევ ეს უდოდა ? სულ დაიკარგა კეთილი არიდა. ჯერ საუკეთესო მეგობარი ნებით გაუშვა. ახლა კი კაციმა, რომლის სტატუსი გაურკვეველი იყო, მაგრამ გულს ეახლობლებოდა ასე გახლეჩილი დატოვა...
შინისაკენ წასული ხან ერთ ხესთან შეისვენებდა, მიეყრდნობოდა გულზე ხელს დაიჭერდა და ამოიკვნესებდა, ხანაც მეორესთა. კორპუსთან მისულს ალექსანდრეს აივნისკენ გაექცა თავლი. იქ იდგა. იდგა და უყურებდა. ალბათ მის შინ დაბრუნებას დარაჯობდა. როგორც კი თვალი გაუსწორა არიდამ, ბიჭი სწრაფად შებუნდა და კარში გაუჩინარდა. თავი რამდენჯერმე დააქნია გოგომ ნიშნად იმისა, მის ამ საქციელს იმსახურებდა, მაგრამ მაინც ეწყინა. უფრო ეტკინა. ბნელ სადარბაზომდე თრევით მიიტანა ფეხები და ჩუმი ცრემლებით აუყვა კიბეებს. ახრჩობდა გამოუთქმელი დარდი, უნდოდა დაცლილიყო, ან უბრალოდ ყველა გძნობა გაეთიშა და ასე აღარ ტკენოდა. ბინის კართან შეჩერდა, იქნებ სასწაული მოხდეს და გამოჩნდეს იქნებ კიბეები ჩამოირბინოსო. თუნდაც ხმა არ გაეცა კიდევ ერთხელ ხომ შეავლებდა თვალს მეგობარს. უშედეგო ლოდინით დაიღალა. კარი შეაღო და შინ შევიდა. ვიდრე დახურავდა კიდევ ერთხელ გახედა სადარბაზოს. შესულს დადუნა შეეგება, ქალიშვილის დაწითლებულ ტვალებს რომ გადააწყდა ელდა ეცა. სწრაფად მოხვია ხელები და უსიტყვოდ ჩაიკრა გულში.
არიდამ აუცილებლად ჩათვალა რამდენიმე სიტყვით აეხსნა დედისათვის, რომ ალექსანდრესთან მცირე შეკამათება მოუვიდა, მეტი არაფერი მკითხოვო შეევედრა და დასაძინებლად წავიდა.


***
ელვის სისწრაფით მოზრავ, მინებჩაწეულ მანქანაში ქარი ისევე სწრაფად ჰქროდა, როგორც მძიმე, ამოუხსნელი გრძნობა დათას გულში. ქარი ისეთივე სიმძლავრით და უხეშად ეხეთქებოდა ავტომობილის სალონში სხვადასხვა საგნებს, როგორც არიდას ზმანება დათას გზაარეულ სულს. მისი თვალები... როგორ წვავდა მისი მზერა, როგორ აიძულებდა უკან დახევას, ბასრპირიან დანასავით სერავდა, კაწრავდა, აზიანებდა არაბულის გეგმებს. ეშინოდა. ახლა ისე ეშინოდა, როგორც არასდროს არაფერს შეუშინებია. საკუთარი თავის, საკუტარი უსუსურობის ეშინოდა ამ ერთი ციდა გოგოს მიმართ. განა რას უკეთებდა? თითქმის არც არაფერს და ამვედროს ყველაზე მეტს, ყველაზე მნიშვნელოვანს, ხელშეუხებლად ხელშესახებს...
სავალი გზიდან ისე სწრაფად გადაუხვია, გამაფრთხილებელი ფარების ანთება ვერც მოასწრო, ან არ აანთო. ლამის საავარიო მდგომარეობა შექმნა. რამდენ ავტომობილმა გადაბმული სიგნალებით ჩაუარა გვერდი. სხვა დროს ტავადაც საპასუხო რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ახლა ერთი შეიკურთხა და ქვიშიან ნაპირზე გადასულმა მძლავრი დამუხრუჭებითა და საბურავების ხრჭიალით გააჩერა სპორტული მოდელის ავტომობილი. ერთი-ორჯერ საჭეს მუშტი უთავაზა, მერე ისევ ისე უხეშად ჩააფრინდა თითებით, საზურგეზე კეფის რტყმევით განაგრძო დაგროვილი სიბრაზის გამოდევნა. თუ აქამდე ყოველთვის იცოდა ვისზე, ან რაზე ცხარდებოდა ახლა ესეც კი ვერ გაეგო. მის შიგნით იმდენ გრძნობას გაეშალა ფრთები, ცოტაც და სხეული ვეღარ დაიტევდა
. - ფუ ამის დედაც... ამის დედაც... რა ჯანდაბა მჭირს? ! - იღრიალა და კიდევ დასცხო საჭეს.
კარი გააღო, ავტომობილიდან გადმოვიდა, მიხურა და იქვე მიეყრდნო. ქარისაგან გაყინულ სახეზე ხელები ტლანქად ჩამოისვა და წყვდიადს გახედა, საიდანაც სუსტად არწევდა სახლებში აციალებული განათება. ახლაღა გამოერკვა, მცხეთას იყო გაცილებული, რომელიღაც სოფლის გზაზე იდგა და ფიქრს ებრძოდა. დიახ, ებრძოდა. არათუ რომელიმე კონკრეტულს არამედ მთლიანად ფიქრს გაურბოდა. ავტომობილის კარი გამოაღო, სავარძლებს შორის მოთავსებულ მინისაბარგულს თავი ახადა და სიგარეტი ასანთთან ერთად ამოიღო. საბარგულში რაღაც გაჩხაკუნდა. რატომღაც დააინტერესა რა იყო. განათება ჩართო უფრო მეტად გადაიხარა და შიგ ჩაიხედა. და ისიც, არიანდას თმისსამაგრი. კი მაგრამ ის ხომ მეორე მანქანაში უნდა ყოფილიყო? ზუსტად ახსოვდა, ჯიპის საბარგულში ჩადო. აქ როდის გაჩნდა. ნუთუ ისე დასტაცებს ხელს და ყველგან თან დააქვს, რომ ვერც აცნობიერებს? უდავოდ ასე იყო. აბა, სხვა ვინ ჩადებდა. ნამდვილად არავინ. მუჭში მოიქცია ავტომობილიდან გამოძვრა და მოსაქნევად მოიმარჯვა ხელი. მოიქნია კიდეც, მაგრამ მუჭი ვერ გახსნა. საკუთარ თავზე მეტად გაბრაზებულმა ერთი ამოიგმინა, რომ შესძლებოდა ცემითაც კი დაილურჯებდა გვერდებს. გაავებული თვალებით დახედა ვერშელეულ ნივთს, ისევ უკან დააბრუნა და სიგარეტის მოკიდებას შეეცადა. ხელებიც არ ემორჩილებოდა, ძლივს აანთო სანთებელა და როგორც კი სიგარეტს ალი მოედო, გაცოფებულმა მოისროლა უდანაშაულო ძვირფასი სანთებელა. გადაბმული ნაპასების ჩაწვა ღერი. ის იყო დაასრულა და ავტომობილში ჩაჯდომას აპირებდა, პატრულის ეკიპაჟი მოადგა. ჩამოქვეითებულ პოილიციელს ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მთელი დღე შეუჩერებლად ერბინოს.
- სარბოლო ტრასა სად არის, შენთვის არ უსწავლებიათ ? - ყოველგავრი ეტიკეტისა და ფორმალობის გარეშე დაიწყო ორმოციოდე წლის ფორმიანმა. -თბილისიდან მოგსდევთ და ძლივს დაგეწიეთ. თუ ამას დაწევა ჰქვია. - გაჩერებულ მანქანას გახედა.

- რა ხდება ? - ირონიულად ჰკითხა არაბულმა და ავტომობილს ხელით დაეყრდნო.

- რაღა უნდა ხდებოდეს იმაზე მეტი, თქვენი ცოცხლად პოვნის შანსიც რომ გადაწურული მქონდა?- ჩაიქინდილა პოლიციელმა- . რა იყო, მამიკო ახალს გიყიდის ? - ამრეზით აათვალიერა ჯერ გემოვნებით ჩაცმული არაბული, შემდეგ ძვირადღირებული ავტომობილი. არა, ნამდვილად დაცინვა ჰქონდა მიზნად თორემ არაბულს ერთი შეხედვითა და ყველაზე დაუკვირებელი თავლითაც კი შეამჩნევდა კაცი „მამიკოს ბიჭი“, რომ არ იყო. - თუ ცოცხალი დარჩებოდი რათქმაუნდა. - წაკბინა დან გვარიან ღიპზე შემოტმასნილი ქამარი გაისწორა.

- სწრაფად გამომიწერე ჯარიმა და გამატარე !- უხეშად დაიგრგვინა დათამ. მტერს, ვინმე ჩავარდნილიყო ახლა მის გაავებულ ხახაში.

- მე არსად მეჩქარება. ყველაფერი ფორმალობის დაცვით იქნება.

- სჯობდა თავიდანვე ფორმალობის დაცვით დაგეწყო. სწრაფად-მეთქი გითხარი ! - ცივად მიახალა და კარი გამოაღო. ახლა ისე იყო გაღიზიანებული მალე რომ არ გასცლოდა იქაურობას ვინ იცის რა ამბებს დაატრიალებდა.

- თავი ვინ გგონია? - ისეთი ტონით წარმოთქვა პოლიციელმა, აშკარა იყო ყველა ის კანონი გაახსენდა რომლებიც მის უფლებებს იცავდა და ამავედსრო მის წინ მდგომის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.

- ის, ვინც ვარ ! - ჩასაჯდომად გამზადებული შეჩერდა და ინტერესიანი მზერით გახედა პოლიციელს, რომელიც მეორე ფორმიანს თავს უქანჩალებდა.

მეწყვილის დაახმარებლად საჭესთან მჯდომმაც იკადრა გადმოსვლა. ხელთ ბაინდერი და ალკოტესტი ეჭირა. პირველმა ცალი თვალით გადახედა ტესტს, დათას მიუბრუნდა და გაიჯგიმა, იმის ნიშნად შენზე ძლიერები ვართო.

- ალკოშემოწმება უნდა გაიაროთ და საბუთები წარმიდგინოთ. - ტესტი ხელიდან ააცალა მეწყვილეს, არაბულს მიუახლოვდა და ლამის პირში ჩათხარა. თან არასწორი მიმდევრობით გააცნო წესები. - ჩაბერე ! - მისცა ბრზანება.

- ეს მომაშორე, - თვალებით ანიშნა ტესტზე - და გამეცალე აქედან. !- ავად დაიღრინა არაბულმა.

- ანუ წინააღმდეგონას მიწევ ? - თვალები დააწვრილა ფორმიანმა.

- უფრო მეტიც, მაგ ხელსაც მოგამტვრევ თუ არ გაწევ. - მოთმინების მოშველიებას აღარ ფიქრობდა დათა.

- შემიძლია დაგაპატიმრო. - გაიჯგიმა პოლიციელი.

- მაშინ ჯერ გაარკვიე მაგ შემთხვევაში რაც გელის და თუ პრობლემა არ გექნება, კი ბატონო. - მაჯაში წვდა პოლიციელს და ტესტიანი ხელი, რომელიც ქანდაკებასავით გაეშეშებია ჰაერში, უხეში მოძრაობით სანაქებო ღიპზე მიახეთქებია.

მრავალწლიანი სტაჟისა და გამოცდილების მქონე „კანონის დამცველს“ არ გასჭირვებია არაბულის სიტყვების გაშიფრვა. გონს მოეგო და მეორეს მიუბრუნდა.

- სანომრე ნიშნებით გადაამოწმე ?

- რატომღაც არ ისურვა პირდაპირ „ეჭვმიტანილისთვის“ ეკითხა ვიანობა, თორემ მშვენივრად იცოდა რო არ გადაუმოწმებიათ. არას ნისნად ტავი გააქნია მეორემ

. - მიდი, სწრაფად !
პარრულისათვის განკუთვნილი პლანშეტისა და მასში ატვირთული სპეციალური პროგრამის ნაცვლად, საჭირო ადგილზე დარეკვა ამჯობინა მეორემ. სანომრე ნისანი უკარნახა და მიღებული პასუხი ყურში უჩურჩულა პირველს. სახე შეეცველა ღიპიანს.
- ბატონო დათა, თავისუფალი ხართ ! - ჩესტი აიღო და განზე გადგა.

- თავიდანვე ასე რომ დაგეწყო ალკოტესტსაც გავივლიდი და განყოფილებაშიც საკუთარი ფეხით გამოგყვებოდი ყველა კანონდარღვევის გამო. გამეცალე ახლა აქედან ! - ზიზღით წარმოტქვა დათამ და თავით მანქანისკენ ანიშნა.

- მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ! - ამჯერად გაახსენდა ეტიკეტი ფორმიანს, სწრაფი ნაბიჯებით დაბრუნდა მანქანაში და კუდამოძუებული გაეცალა.

მეტად აღრენილმა დათამ ჯიბიდან მობილური ამოიღო და ვანოსტან დარეკა. ორი უპასუხო ზარის შემდეგ გააგონა გიგაურმა.

- უუუ ...- გაისმა ზმუილის მაგვარი ხმა ყურმილში.

- მიდი, გამოფხიზლდი.

რატო, რა ხდება ?

- ბარში მოდი.

- გააფრინე ? ღამის ორი საათია...- საწოლზე წამოჯდა გაბრუებული ვანო.

- როდის აქეთ დაჩერებიხარ საათს ? - დაუღრინა ბიძაშვილმა.

- მარტო არ ვარ . - თავლები აატრიალა ვანომ და გვერდით გაშოტილ ქალს გახედა.

- ვერ მოასწარი ?

- დამცინი ? - ჩაეციან გიგაურს.

- მაშინ გელოდები. ისედაც რა გაძინებს მაგათთან...

- ჯანდაბას შენი ტავი. ისე არ იტყვი რა მოხდა? არ მითხარ გამლანძღა და გამომაგდოვო... - ხმით გაეციან ბიჭს და ცალი ხელით შარვალს დაუწყო ძებნა.

- დალევა მინდა...

- შენც არ დათვრე ახლა.

უპასუხოდ დაუკიდა ყურმილი გამხიარულებულს. სწრაფად ჩაჯდა თავის „ქარიშხალში“ და საკადრისად გაქუსლა . ნახევარს საათში საკუთარი სასტუმროს ბარში, სასმლით სავსე ჭიქით ხლში ელოდა მამიდაშვილს. როგოც იქნა გამოჩნდა ვანო. კარიდანვე აათვალიეა არაბულმა მომავალი. თავი რამდენჯერმე გააქნია და გაეღიმა. უწესიგოდ შეკრული პერანგის ღილი და ყვავის ბუდესავით აბურდული მუქი წაბლისფერი თმა, ნამდვილად სასაცილოს ხიდიდა გამოუძინებელ სახესთან ერთად მის გაეგნობას.

- რა გაცინებს? - მოწყვეტით ცაჯდა სავარძელში და ირონიულად მომღიმარ დათას წარბებ აზიდულმა კითხა.

- ღილებს რომ იკრავდი სად იყურებოდი?

- მეკითხება კიდეც. - თითქოს დაცინვა იუკადრის ვანომ. - მას ვუყურებდი ვისთან ერთადაც დილა ნაყიფიერად უნდა დამეწყო, მაგრმ ერთმა გზააბნეულმა შეშლილმა გეგმები შემიცვალა. - პასუხთან ერთად არეულ ღილებს ისწორებდა. - და ახლა შეშლილი თუ არ მტყვის რა ჯანდაბის გამო გამღვიძა შუაღამით და მომაცდინა მეტად საჭირო საქმეს ძვლებში დავშლი.

- რა იყო, ენერგია ვერ დაცალე ?

- არამგონია სახუმაროდ გქონდეს საქმე. - მიმიკით დაცინა, - მიდი მოყევი !

- არაფერია მოსაყოლი. უბრალოდ შენთან ერთად მინდა დალევა. - ჭიქა ხელში შეათამაშა და ერთ ყლუპზე დაცალა.

- ან ძალით იბრმავებ თავს ან მართლა დაბრმავდი და ეგაა. - ამოიოხრა ვანომ. - მაგრამ მე მაქვს გადასარევი მხედბელობა ბიძაშვილო. - თვალი ჩაუკრა და მხრებზე ხელი მოუთათუნა. - ვიცი ვის სანახავადაც იყავი.

- ძმუარდ გთხოვ შენებურად არ დაიწყო რა... - შეევედრა დათა. - უბრალოდ ჩემთან ერთად დალიე...


- ის მარტივიც არ ყოფილა, როგორც გეგონა ხო ?

- მარტივი არასსდროს მეგონა. რაღაცის დანგრევა არაა მარტივი ვანო, მაგრამ ჩემების ცხოვრების დანგრევა რატომღაც გაუმარტივდათ.

- ვამჩნევ, იმ გოგოსთან ორად იხლიჩები.- ამ პასუხით შემოიფარგლა ვანო. არ ისურვა დათას დანარჩენი სიტყვების სიღრმეებში წასულიყო, რიგი მიზეზების გამო.

- უკვე ისიც აღარ ვიცი, მაგ ორიდან, რომელთან გამარჯვება მომიტანს სიმშვიდეს.

- აგირია შავ-თეთრი გრძნობები ? - ჩაეღიმა ვანოს.

- მასთან თეთრიც კი შავია … - ვინ იცის რას გულისხმობდა თავისი გაუკღმართებული გრძნობებით.

- იქნებ იმიტომ, რომ თავად ეძებ ამ ფერს მასში. ძალიან გინდა დაინახო, მაგრამ არ გამოგდის დათა. მცდელობის და მიუხედავად არიანდა მზის სხივივით ანათებს. ის სულ თეთრია და ამას შენც მშვენივრად ხვდები. - აღტაცებით საუბრობდა ვანო, სიფრიფანაზე.

- და მაინც ის მიხელის ქალიშვილი და ანდროს დაა. - ოდნავ წინ გადმოიხარა და ელები მჭიდროდ შეკრა დათამ. ცოტახნით დადუმდა, მერე კი დაბალ ხმაზე, თითქოს სევდიანზეც ანაგრძო, - ეს, ის მოცემულობაა, რომელიც ვერ შეიცვლება. ერთია რა მინდა და მეორე, რა არ უნდა მინდოდეს.

ისევ შეახსენა ვანოს არიანდას წარმომავლობა. მე კი მგონია, ვანოს კი არა, თავის თავს ახსენებდა. ხომ გქონიათ მომენტი რაღაცას გამუდმებით რომ იმეორებთ იმისათვის, რომ თავს დააჯერთ მისი სისწორე ან სიმცდარე. დაახლოებით ეს სჭირდა დათას. ხშირად უწევდა საკუთარი თავისთვის იმის შეძახება, რომ არიანდა მისი მტრის შვილი იყო.

- იქნებ მაგ მინდამ არმინდას აჯობოს ?! - სტილს არ კარგავდა გიგაური. შორიდან უვლიდა სათქმელით.

- შეუძლებელია !

- მე კარგად მახსოვს დათა, რომელიც არიდას გაცნობამდე მზად იყო ამირეჯიეების სისხლი უყოყმანოდ დაელია და ახლა... ახლა სად არის ის ბიჭი ?

- აქ არის, აქ !

- არა. ის იმ პატარა გოგოს გაცნობამდე დროში დარჩა. არ უარყო ახლა !

- არ უარვყოფ, მაგრამ ის ჩემთვის გადაულახავი ბარიერია.

- არ არსებობს ბარიერი, რომელსაც ვერ გადალახავ კაცი, თუ მოინდომებს.

- არსებობს. - ისევ საზურგეს მიეყრდნო, - მაგალითად იმ ორიდან, - ხელით მათგან მესამე მაგიდასთან მსხდარ გოგონებზე მიუთითა, რომლენიც მთელი საღამო თვალს არ აშორებდნენ, - ვერ გადამიწყვეტია რომელი ავირჩიო.

სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე მაგრამ ამ საურის გაგრძელება აღარ სურდა და თემის შეცვლა სცადა არაბულმა. იცოდა, ვანოს ხრიკები ამ საუბარით იქამდე მიიყვანდა, რასაც მთელი ძალით გაურბოდა. შესაძლოა იმ კითხვებზეც უნებურად ეპოვნა პასუხი, რომლებიც უკითხავად ჩნდებოდნენ მასში და რომლებსაც გაჯიუტებულად არ სცემდა პასუხს. .

და რა იყო ამ კითხვების ავტორი თუ არა სინდისი? ან იქნებ სინდისს „ვინ“ უფრო შეეფერება ?! ის ხომ მეორე ადამიანია ჩვენში. იმაზე მეტად ცოცალი არსება, იმაზე მეტად ადამიანი, ვიდრე თავად ჩვენ. როდესაც ჩვენ გვძინავს საბედნიეროდ მას არ სძინავს. და ვაი, თუ მას საუბედუროდ სძინავს.


- კარგი რა !- ვანოც დანებდა და ხუმრობაში აჰყვა. ბოლო დროს ხშირად დაჰყვებოდა ხოლმე ასე. ალბათ ისიც გრძნობდა არაბულის სულში ატეხილ ქარს და დამანგრეველ ქარიშხალად გადაქცევას ერიდებოდა. - წაბლისფერი, თუ ქერა თმიანი ? - ხმით გაეცინა ვანოს. - მშვენივრად ვიცი, არცერთს არ აირჩევ.

- ვითომ რატომ ? - თითქოს იწყინა დათამ.

- ბარიდან, როდის აქეთ მიგყავს გოგონები გასართობად ?

- დღეის შემდეგ.

- დავიჯერო თაყვანისმცემლების სია დაგელია, სრულიად უცნობებზე რომ გადახვედი ? - ქილიკას არ წყვეტდა გიგაური.

- ერთხელ მეც ხომ შეიძლება მოვიქცე სპონტანურად ? - უკვე მერამდენე ჭიქას სცლიდა.

- მერე სპონტანურად რამე არ აიკიდო . - ახარხარდა ვანო. - მიდი დროზე ორივე წაიყვანე. დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვიან. მე ჩემსას დავუბრუნდები.

- არ მინდა.

- ორივე ?

- არცერთი.

- შენი სიიდან რომელიმეს დაურეკავ ?

- არა.

- აბა?

- რა ეჭვიანი შეყვარებულივით ჩამაცივდი ?

- უმნიშვნელო შესწორებას შევიტან, - მარჯვენა ხელის საჩვენებელი და ცერა თითებით შესწორების ზომა აჩვენა, - ეჭვიანი მამიდაშვილივით, რომელიც შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამოწმებს.

- მერე რა დაასკვენი? - ღიმილიანი სახით დაელოდა ფსიქოლოგის დასკვნას.

- მაგარი დარ,ხეული გაქ ! - მტკიცედ დაასკვნა ვანომ და დათასაც ხმით გაეცინა. - ღმერთო ჩემო იცინის ! - თეატრალურად გასალა ხელები ვანომ. -ამას მგონი ისტერიკაც აქ.

- ეგ რაიმე ახალი სამედიცინო ტერმინია ?

- კი. შენნაირი ჯარმთელობის მქონეთათვის. - სასმლის ჭიქა მოიმარჯვა თავი უკან გადასწია და ერთ ყლუპზე გამოცალა. უეცრა სახე შეწმუხნა და პირიდან ჰაერი გამოუშვა გიგაურმა. ისეთი სახე ჰქონდა თითქოს კილოგრამი ქოთნის წიწაკა ეჭამოს. - სამედიცინო სპირტს რატო მასმევ? - ხმაურით დააბრეხვა ჭიქა მაგიდაზე და დათას შეეკითხა.

- იქნებ დამათროს. - უპასუხა და სიგარეტი მოიმარჯვა არაბულმა.

- არ აანთო ! .- წამოიყვირა და საბარგულლში ძლივს აღმოჩენილი სანთებელა გამოსტაცა ხელიდან.

- გააფრინე ? - გაოცებულმა შეხედა. როგორც წესი დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია, მაგრამ საკუთარ ბარში ვინ აუკძალავდა მოწევას ? ამიტომ ვერ გაეგო რა ზნემ წამოუარა ვანოს.

- ბიჭო, სპირტით გამჭყიპე, გაჟღენთილი ვარ აალებადი ნივთიერებით და ახლა ეს რომ აანთო, - სანთებელა აუფრიალა ცხვირწინ.- ავფეთქდები და დავფერფლავ აქაურობას. - დაასრულა და სიცილი აუტყდა დათას სახის შემხედვარეს.

ისეთი სახით უსმენდა ალბათ ფიქრობდა რაიმე სერიოზულს მეტყვისო და ამ ბოდვის მოსმენისას სახეზე უტქმელად დაეწერა „ვაი, სენს პატრონსო“.

- რას ტაკიმასხარაობ ამხელა კაცი. - ის სიგარეტის ღერი ესროლა, რომელიც ასე ცანცარით შეაშეშა ხელში ვანომ.

- რაღაცას გკითხავ და გულრწფელად მიპასუხე. - როგორც იქნა სიცილი შეწყვიტა და თვალი თავლში გაუყარა ბიძაშვილს. ამ ჟესტიტ გააფრთხილა თყუილიარ გაბედო მივხვდებიო.

- ვეცდები.

- მათ შორის - ამჯერად ვანომ მიუთითა მოთვალთვალე გოგონებზე. - თოვლივით თეთრი, შავთმიანი გოგო, რომ ყოფილიყო აირჩევდი ?

- არიას მსგავსი ? - დათას გონებამ წამში დააკავშირა ვანოს აღწერილი არიანდასთან და პირის აპარატმა ინსტიქტურად დასვა ეს კითხავ, ისე რომ დათამ გააზრებაც ვერ მოასწრო. ასეა, როდესაც ჩვენს არაცნობიერთან კომუნიკაციას ვკაგავთ. ის ჩვენთან შეუთანხმებლად მოქმედებს.

- ეგ მე არ მითქვამს, შენ თქვი. - გამარჯვებულის ხმით წარმოთქვა ვანომ და ჩაეღიმა. - ახლა, თუ გინდა ნუ მიპასუხებ.- კმაყოფილმა შემოიდო მარცხენა ფეხი, მარჯვენაზე.

- რა იდიოტი ხარ. - აქ სადაოა, ეს სიტყვები ვანოს უთხრა თუ საკუტარ თავს.

ცოტახანს კიდევ ისაუბრეს. მერე, გასაღებს და მობილურს ხელი დასტაცა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გარეთ გასასვლელი კარისკენ.

- ნომერში არ ადიხარ ? შუაღამეა უკვე. - მანქანასთან მისულს დაეწია გაკვირვებული ვანო.

- არა. სახლში წავალ.

- მართლა მაგარი დარხე,ული გაქ ! - დიაგნოზი კვლავ გაუმეორა ვანომ და ამჯერად თავადაც სააბოლოოდ დაწმუნდა ამ დიაგნოზის სისწორეში. რადგან კარგად იცოდა დათა, მამისეულ სახლში ღამის გასათევად იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევბში მიდიოდა. იმის ინტერესეიც კლავდა თუ რა მოხდა ასეთი, მაგარმ იცოდა დათა არ მოუყვებოდა. - იმედია ნორმალურად ივლი და ყველა საპატრულო ეკიპაჟს არ აიკიდებ.

- მტერსაც არ ვუსურვებ ახლა ჩემთან შეხვედრას. - ჩვეული სიჩქარით გაეცალა სასტუმროს პარკინგის ტერიტორიას.

- ვხვდები, რასაც ცდილობ ყმაწვილო, მაგრამ მე აქ ვარ ! ღმერთო, დაეხმარე ამ შეშლილს !- მზრუნველად ჟღერდა ვანოს სიტყვები.


***

დედას გასძახა საუზმეს ვეღარ მოვასწრებო და ჯახირით გაიხურა მორყეული კარი არიანდამ. კიბებები ორი საფეხურის გამოტოვებით, სწრაფად ჩაირბინა. პირველად, სამსახურში აგვიანდებოდა. არც ლადო ბიძიას გარეშე დაწყებული დილა უნდოდა. მით უმეტეს რამდენი ჰქონდა მოსაყოლი. სადარბაზოდან გამოსულს უცებ მუხლები აუკანკალდა. ვერც წინ წასვლა შეძლო და ვერც უკან დაბრუნდებოდა. ეზოში, რკინის მაგიდასთნ ალექსანდრე იჯდა და ელოდა.

- დაგაგვიანდა. - მშვიდად წარმოთქვა ბიჭმა.

არიდამ თითქოს ვერც შეამჩნია და ვერც გაიგონა, ძლივს მოკრებილი გამბედაობით სიარული განაგრძო. არადა ქვეყანას ერჩივნა ახლა მისკენ ძველებურად კუნტრუშით გაქცევა და ჩახუტება.

- ჩემს გამო კიდევ რამდენიმე წუთს ვერ დააგვიანებ ?

გოგონა კვლავ მიაბიჯებდა.

- არიანდა გაჩერდი ! - ამჯერად დაუყვირა ბაბლუანმა.

არიდაც ადგილზე შედგა და მისკენ შებრუნდა.

- ჩვენ გუშინ დავასრულეთ. - მოცახცახე იოგებიდან ძლივს ამოუშვა ბგერები.

- რა დავასრულეთ სულელო გოგო ? გეგონა შენს გუშინდელ გამოხტომებს სერიოზულად მივიღებდი? ვაღიარებ ძალინ გამაბრაზე, მაგრამ მერე მივხვდი რატომაც გააკეთე .

- თუ მიხვდი, აქ არ უნდა იდგე და არ უნდა მელაპარაკებოდე.

- ღმერთო მომეცი მოთმინება. - ცას ახედა ბაბლუანმა. - იმ დროში დავბრუნდით თმებს რომ გაწიწკნიდი ხოლმე ? - ბავშვობისა და იმის გახსენებამ, გაბრაზებული პატარა არიდა რა სიტყვებით ლანძღავდა, სიცილი მოჰგვარა ალექსანდრეს. - ახლა ისღა გაკლია ღვარ-ღვარით გადმოგცვივდეს ცრემლები და ყველაფერი მესროლო რაც ხელში მოგყვება. - უფრო ახლოს მივიდა მასთან და წარსულის ოინები შეახსენა . - სხვათაშორის ის აგურჩარტყმული მუხლი ისევ მტკივა.

- ეგ ყველაფერი ბავშობაში დარჩა. - სხეულის ყველა ნაწილი აეწვა სიმწრით. როგორ უნდოდა ჩახუტებოდა და წინა ღამი ნათქვამ ყველა სიტყვაზე ბოდიში მოეხადა, მაგრან ახლა ასე უნდა მოქცეულიყო, ეს მიაჩნდა გამოსავლად.

- ბავშვებოში დაწყილი სიკვდილამდე გრძელდება ჩემო პანდა. ისევე როგორც ის შენგან ნასახსოვრალი რამდენიმე შრამი. შენი ორი სულელური სიტყვა ამ ყველაფერს ვერ შეცვლის. მე სულ შენს გვერდით უნდა ვიყო და ყველაფრისგან უნდა გიცავდე. - მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეს გულს უკლავდა ყველა მისი ცივად ნათქვამი სიტყვა მინც ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებასა. გონების კუნჭულიში მის გამართლება სურდა. არიდას ცვლილების მიზეზების გამოცნობას ცდილობდა. გაოგნებულ ბაბლუანს მთელი ღამე არ ეძინა და თავისი დანაშაულს დაეძებდა არიდას ცვლილებებში. იქნებ მე შემეშალა, იქნებ საკმარისად ვერ ვაქცევდი ყურადღებას, ან იქნებ რაიმე გამომრჩაო.

- ჩემს ცხოვრებაში სხვა ადამიანი გამოჩნდა.

ამ სიტყვების წარმოთქმა იმდენად რთული და მტკივნეული აღმოჩნდა, არიდას სული უფრო დაამძიმა ვიდრე ბაბლუანის. ეს, ალბათ სიმართლეც იყო და ტყუილიც, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ალექსანდრეს დასაცავად ნათქვამი ყველაზე დიდი ტყუილი . ახლა ძალიან შეშინებული გულით მოქმედებდა გოგონა და სულ არ ფიქრობდა სწორი იყო თუ პირიქით. იმას კი მთელი სიცხადით ხვდებოდა, ეს რამდნიმე თითქოს ჩვეულებრივი სიტყვათა ერთობლიობა რამოდენა იმედგაცრუებას ნიშნავდა ბაბლუანისთვის. მიზანიც ხომ ეს იყო. უნდა წყენოდა ალექსანდრეს. ძალიან უნდა წყენოდა, რომ მისი მიტოვება გადაეწყვიტა. საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი, საკუთარი მხრებით ჰქონდა ნატარები და ყველა ტანჯვა ჰქონდა ნაგემი ანდროს წყალობით, თუ რა უბედურების მოტანა შეეძლო ასეთ ხალხთან ურთიერთიობას. ნებისმიერი გზით უნდა გაერიდებინა მეგობარი ამ ყოველივესგან.კიდევ ერთხელ ამ გზის გავლას ვეღარ გაუძლებდა.

- ვინ სხვა ? - ვერ გაიაზრა დადნაფიცის ნათქვამი. იმდენად მოულოდნელი იყო, გონებამ ვერ აღიქვა სიტყვების მნიშვნელობა და გულწრფელი ინტერესით იკითხა. - ის ბიჭი? - ისევ ჰკითხა, მას შემდეგ რაც გოგამ პასუხი დაუგვიანა.

- სხვა, ვინც დამიცავს და მას არ სურს ჩვენი მეგობრობა.

ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო არიდას სიტყვები და ეფექტიც ალებული ცეცხლისა ჰქონდა. ალექსანდრეს თვალებში მტკივნეულად აელვარდა ის იმედგაცრუება რაზეც არიდა ასე დარდობდა.

- და მე ამას ახლა ვიგებ... - სიმწრით გაეცინა ბიჭს.- და შენ ორი დის გაცნობილი ადამინის სურვილის გამო მზად ხარ ჩვენ ოცდაერთწლიან მეგობრობას ხაზი გადაუსვა. - ამ სიტყვებთან ერთად, სინანულით გაიჟღენთა მათ ირგვლი ყველა მატერია.

- მე უბრალოდ... - ალბათ ვერც გააგრძელებდა და არც ალექსანდრემ დააცადა.

- რა უბრალოდ არიანდა ? რა უბრალოდ ... - ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა . ოდნავ შეირხა მაღალი სხეულით. თითქოს წონასწორობა დაერღვა.- იმის ღირსს მაინც თუ გამხდი ნორმალურად ამიხსნა ყველაფერი.

- ასახსნელი რაღაა...

უკვე ისე უჭირდა საუბარი, ღმერთს ევედრებოდა მოახდინე სასწაული და აქედან გამაქრეო. ვეღარ უყურებდა მის წინ მდგარ უკიდეგანოდ ნაწყენ მეგობარს და ამავედროს მისი ცქერა აძლევდა ძალას. უმზერდა და ხვდებოდა რა ბედნიერება იყო საღსალამათს რომ ხედავდა და ასეთივეს ხილვა კვლავ რომ შესძლებოდა ბოლომდე უნდა მიეყვანა თავისი ჩანაფიქრი.

- ბოდიში ალექსანდრე, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ. - სახეში შეხედვა ვერ გაუბედა და მიწას მაშტერდა უმიზნოდ.

- ალექსანდრე ? ბოდიში ? - მწარედ გაეცინა ბიჭს და ტავი გადააქნია. - ესეიგი გუშინდელი შენი საქციელიც ამ ფაქტს უკავშირდებოდა. გინდოდა ისე გაგეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა ნამდვილი მიზეზი არ მცოდნოდა ? მაინც კარგია მაგის დამალვას თუ ცდილობდი.

პასუხი ვერ დაუბრუნა გოგონამ. იდგადა ლოცულობდა ნერვიულობისგან არ წაქცეულიყო.

- ვერასდროს ვიფიქრებდი ჩვენს ურთიერთობას ოდესმე რაიმეში, მითუმეტეს ვინმეში თუ გაცვლიდი.

- არ... - ღმერთმა უწყის რის თქმას აპირებდა, მაგრამ ალექსანდრემ აღარ მოუსმინა.

- ჩათვალე, რომ არც არასდროს ვიცნობთი ერთმანეთს. - ბოლო სიტყვები უთხრა და ეზო დატოვა.

- შენივე უსაფრთხოებაში გაგცვალე ალექს.

მარტოდ დარჩენილმა, გაყინული, ათრთოლებული ხელის გულებით მოიწმინდა ტკივილით სავსე ლამაზი თავლებიდან დადენილი ცრემლები, რომელსაც სიმლაშედ სინანული შერეოდა .

- იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე მაპატიებ. - მზერით აცილებდა ძვირფას ადამინს და იმედი იმისა, ოდესმე ისევ შეძლებდა მასთან საუბარს, მის ჩახუტებას, ისევ კიაფობდა გულში. - ღმერთო არ შემიძულოს გემუდარები !

***


როგორც კი ლადომ თავისი განსაკუთრებული მგზავრი დაინახა, გვრდითა სკამიდან მრგავლი, საშუალო ზომის,წითელი ტომარა აიღო და სკამებს შორის გაჭირვებით ჩადო. უკვე მეოთხედ შენიშნა ეს ტომარა არიანდამ მძღოლის გვერდითა სკამზე, თუმცა ახლა ამზე სასაუბრო გუნბაზე არ იყო. გათავისუფლებულ ადგილას დაჯდა და მოწყენილმა მიესალმა. გოგონას ტირილისგან გაწითლებულ ცხვირ-პირი და სევდიანი თვალები არ გამოპქრვია ლადოს.

- მომიყვები ? - ღიმილით გახედა გვერდით მჯდომს, რომელიც ხმას არ იღებდა და რომლის სუნთქვა კვნესას უფრო ჰგავდა.

- იმის მეშინია რომ მეტყვი, მართალი არ ხარ, ცუდად მოიქეციო.

- შენ როგორ გგონია, ცუდად მოიქეცი ?

- კი, ძალიან. ჩემი საქციელი ძალიან ცუდი იყო, მაგრამ მიზანია ცამდე მართალი.

- მაშინ ეგ ის შემთხვევაა, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას. თუ რათქმაუნდა ეგ საშუალება ერთადერთი იყო მიზნის მისაღწევად და მიზანი კი კეთილი.

- ყოველშემთხვევაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მიზანი კეთილია. ჩემი ალექსი ლადო ბიძია,- სევდით გაეღიმა გოგონას.- მისი კარგად ყოფნისთვის სიცოცხლის გაწირვაც კი შემიძლია. გახსოვთ წინაზე ინციდენტზე მოგიყევით კლუბში შემემთხვათქო?

შეახსენა კაცს გოგონამ, იმ ინციდენტზე რომლი ყველა დეტალის მოყოლა ვერ გაბედა ვაიდა მანაც მოინდომოს ჩემი დახმარება და ახალი სანერვიულო დამემატოსო. მსუბუქად მოუყვა, თუმცა ის კი უთხრა ჩარევა პრობლემებს გამოიწვევსო.

- მაგას რა დამავიწყებს. წნევამ ამიწია იმ დღეს ნერვიულობით.
-
თითქოს იხუმრა არადა მართალაც აუწია წნევამ, ისე განიცადა ამ პატარა გოგოს „კლუბური თავაგადასავალი“ მთელი საღამო წნევის აპარატითა და წამლებით დაარბენინებდა საყვარელ მეუღლეს და ნერვიულობის ობიექტი რომ გაუმხილა, მის მერე აღარ ასვენებდა ცოლი, ვინ არის ასეთი შენ რომ ასე გაღელვებს აუცილებლად უნდა გამაცნოვო

- თუმცა მალევე დამიწია, იმ ყმაწვილის გმირობაც რომ მომიყევი. დათა ქვია ხო, მგონი. - თითქოს არ ახსოვდა მისი სახელი.

- ხო დათა.- ისე ღრმად ამოისუნთქა გული ამოაყოლა არიდამ. ახლა დათას წინა ღამინდელი დიალოგიც გაახსენდა. - ამ ამბებში ჩარევა მოინდომა ალექსმა და მე უფლება არ მივეცი, ისეთი ტყუილები ვუთხარი, არასოდეს მაპატიებს.

- ესეიგი შენ თავსაც გაწირავ მის გამო, მას კი შენ გამო თავის გაწირვის საშუალება მოუსპე?

- მართლა თავის შეწირვა მოუწევდა ლადო ბიძია.

- შემახსენე თქვენი მეგობრობა რამდენ წელს ითვლის?

- ჩემი დაბადების დღიდან,აგერ უკვე ოცდაერთი წელია.

- ესეიგი სამყაროს და ერთმანეთის შეცნობა ერთდროულად დაიწყეთ. გქონია წინასწარგრნობა, როდესაც შენ სისხლით ნათესავს რაიმე ცუდი უნდა დაემართოს ?

- კი. ანდოსთან მქონდა ხოლმე ხშირად.

- ალექსანდრესთან?

- კი. ოღონდ იშვიათად. ანდროსგან განსახვავებით მას მშვიდი ცხოვრება აქვს.

- ესეიგი რა გამოდის? ალექსანდრეს მიმარტაც იგივე დამოკიდებულება გაქვს რაც ანდროს მიმართ. ანუ საერთო სისხლი სულაც არაა საჭირო მასაც ისევე გრძნობდე როგორც შენს ღვიძლ ძმას. ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ქმნის კავშირს ჩემო გოგო და ეს, სისხლით ნათესავთან კავშირსაც კი უსწრებს ზოგჯე. ზოგჯერ ყველაზე და ყვეფაფერზე ახლო ხდება ასეთი ადამიანი. ესეიგი, ისიც ასევე გგრძნობს.

- ალბათ... - ამის თქმაღა მოახერხა, კაცის სიტყვებით დაღონებულმა.

- შენ შეძელი ანდროს პატიება ? - ვიდრე ამ კითხვას დაუსვამდა ცოტა შეყოყმანდა. გაიფიქრა, იქნებ არ ღირს ამ სათქმელის დასრულება, ისედაც, როგორ განიცდისო. თუმცა მაინც სიმართლის თქმა ამჯობინა. არიდაც ხომ ყოველთვის ამას მოელოდა მისგან.

- არვიცი. კიც და არც. - ვერ მიხვდა ჩვენი ფითქინა რატომ ჰკიტხა ახლა ეს და თავლები გაკვირვებულმა ააფახურა.

- ხოდა ალექსანდრე ასე კიც და არც გაპატიებს. გაპატიებს იმას რომ ტყუილი უთხარი, მაგრამ ვერ გაპატიებს იმას, რომ მას შენი დაცვის, შენთვის თავის გაწირვის საშუალება წაართვი. თქვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მაღლა დგას ჩემო გოგონა და ეს მან მშვენივრად იცის. ახლა კი მას ჰგონია, რომ ეს შენ ვერ მიხვდი ამ ურთიერთობის მნიშვნლობას და შენი სიტყვები კი არ სტკივა რომლებიც ალბათ უკვე ქარს გაატანა, არამედ ეს სტკივა.

სახეზე მიტკლის ფერი დაედო ისედაც ფერმიხდილ გოგოს.

- შენ ძალიან პატარა ხარ ჩემო მშვენიერო, - განაგრძო მას შემდეგ, რაც გადაფითრებულს შეხედა, იქნებ ამ სათქმელით შეემსუბუქებინა დანაშაულის გრძნობა მისთვის.- საიმისოდ, ამ ცხოვრებას ომი მარტომ მოუგო. გამოცდილება გაკლია და სამწუხაროდ შენ ყვლაზე მტკივნეულ გამოცდილების შეძენაში გეხმარება მუხთალი წუთისოფელი. მაგრამ ეს გამოცდილებაც აუცილებელია იცი? ამის შემდეგ ზუსტად გეცოდინება ამ შეცდომის სიმწარე და აღარასოდეს გაიმეორებ. რაც შეეხება ალექსანდრეს, თუ თქვენს შორის ის კავშირია რაზეც ვისაუბრეთ, მჯერა უსიტყვოდ შეძლებს შენს გაგებას და პატიებას. ისევე, როგორც შენ გულში მწიფდება ადნოს მიმართ ეს ყოველივე...

განაგრძობდა ლადო მის დარიგებასა და გამხნევებას მაგრამ არიდას გონებაში გააზრებული შეცდომა ადგილს აღარაფერს უტოვებდა. განა ძმას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას სწირავს ვინმე? ალექსი, ხომ გამუდბებით უმეორებდა ჩემი და ხარო. ასე როგორ შეცდა? ასეთი ტყუილი, როგორ უთხრა? ჯანდაბას ის, რომ ამ გამოგონილი „სხვა“-ს გამოჩენის ამბავი დაუმალა, მაგრამ ის როგორ ვერ აუხსნა, რომ ალექსანდრე ბაბლუანი ისეთივე ძმა იყო როგორც ანდო. რეალურად ხომ მას არასდროს არავისში გაცვლიდა.

ამ მართლაც მუხთალ წუთისოფელში საიმედო მეგობარძე ძვირფასი განა არის რაიმე?
ნუთუ მიანცდამაინც მასთან დაშვებული შეცდომით უნდა ესწავლა არიდას?
ნუთუ საჭირო იყო?
ნუთუ გარდაუვალი იყო?
გარდაუვალი? - იქნებ იყო კიდეც. მას ხომ ბედისწერა მახეს უგებდა და ამ ბედისწერას სულაც არ აწყობდა ალექსანდრესნაირი ადამინაი არიანდას გვერდით.
ღმერთმანი, უდაოდ იღბლიანი იყო დათა არაბული. ბედისწერას, ცხოვრებას, გამოუცდელობას, თუ კაცმა არ იცის რას, არიანდა თავისი ფეხით მიჰყავდა მასთან.
ისე გამოდის, დათა უბრალო იყო ამ საქმეში და ვიღაც „ზევიდან“ უკვალავდა მასთან მისასვლელ გზას.


ლადოსთან შეთანხმბულად, ერთის გამოტოვების პრინციპით დღეს უფასოდ მგზავრობის გამო მადლობა გადაუხადა მისთვის ყველაზე საჭირო დროს ნაპოვნ სანდო ადამიანს, სამარშუტო ტაქსი დატოვა და მეტად დაღონებული გაუყვა რესტორნისაკენ გზას.

სტუმრების მისაღებად მზადება უკვე დაწყილიყო. ყველა თავის საქმეს აკეთებდა და დალაგებული არეულობა სუფევდა შენობაში. არიდა რამდენიმე თანამშრომელს მიესალმა, გამოსაცვლელ ოთახში უნიფორმა მოირგო და სამზარეულოსაკენ გაემართა. ცდილობდა რაც შეძლება მალე ესწავლა კერძებთან ურთიერთობა, რომ მიმტანის პოსტი მიეტოვებინა. ისედაც ყელში ჰქონდა ამოსული დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად ყველას რომ უღიმოდა, თავის მოკატუნებაზე -თითქოს ვერავის ჟინმოერულ მზერას ვერ ამჩნევდა, რომ არაფერი ვთქვათ. ფრთხილად მიაწვა ორ ფრთიან ზამბარებზე მოზრავ კარს და სამზაეულოდან გამომავალ ზურას შეეჩეხა . საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო ორივენი თავს არიდებდნენ ერთმანეთს. ზურა წყენის, არიდა კი უხერხულობის გამო.

- არიდა, ხომ კარგად ხარ ? - როგორც სცანს მანაც შეამჩნია გოგონას უჩვეულოდ სევდიანი სახე და აწყლიანებული თვალები.


- კი, კარგად ვარ. - უცებ მიყარა გოგონამ.

- მგონია, რომ იტირე? - სახეზე ანიშნა ბიჭმა.

- არ მიტირია ზურა. უბრალოდ ვერ გამოვიძინე და ალბათ ამიტომ. - უხერხულად ამოილაპარაკა და ოდნავ გვერდით გადგა. ერთ-ერთი ტანამშრომელი რომ შეეტარებინა კარში.

- არიდა, ხომ იცი თუ რამე დაგჭირდება...

- მადლობთ ზურა. - არ დაასრულებია და გზა განაგრძო.

- არიდა ! - დაუძახა ბიჭმა და ისიც უღერღილოდ შემობრუნდა. - დათა არაბულს საიდან იცნობ? - უცნაურად გააჟრჟოლა გოგონას სხეულში ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე. მიუხვდა რატომაც აინტერესებდა.

- მაგას რაიმე მნისვნელობა აქვს ? -

- უფრო სწორად რა ურთიერთობა გაქვთ? - თუ აქამდე ზედმეტად თავლშიც არ ეჩხირებოდა გოგონას, ახლა ყველაფრის გარკვევა და თქმა გადაეწყვიტა ასანიძეს.

- ჩემს პირად სივრცეში იჭრები ! - გაცხარად ამირეჯიბის ქალი და მკაცრად მიანიშნა.

- არ გეწყინოს, ურალოდ ვაზუსტებ მაქვს თუ არა რაიმე სანსი შენთან.

საკმაოდ კატეგორიული იყო ასანიძის ტონი. არ ადარდებდა თითქმის რესტორნის ყველა თანამშრომელი მათ დიალოგს ყურებდაცქვეტილი რომ უსმენდა. შეფმზარეულს, რომელსაც განსაკუთერბულად მოსწონდა არიდა, მონასმენით პირი ღია და ჩამჩისთვის გაწვდილ ხელში ჰაერში დარჩენოდა.

- ზურა, - დაიწყო არიდამ და მთელი ტანით მისკენ შებრუნდა. - არ მინდა ჩვენს შორის ურთიეთობა დაიძაბოს, მაგრამ არც ის მინდა ტყუილი ილუზია შეიქმნა. ჩემს გვერდით იქნება თუ არა ვინმე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მე, შენ უფროს-თანამშრომელის, მაქსიმუმ მეგობარზე მეტი თვალით ვერ შეგხედავ.

- რას მიწუნებ ის მაინც მითხრარი ?

- არაფერს, მაგრამ ეს იმას არ ნისანვს რომ აუცუილებლად უნდა მომწონდე. მომწონხარ, როგორც ადამიანი. აქ იწყება და მთავრდება ჩვები ურთიერთობა.

- აქ იწყება და არ მთავრდება არიდა. - ჯიუტი აღმოჩნდა ასანიძეც.

- ზურა, ძალიან გთხოვ ნუ გამხდი იძულებულს წავიდე. ვერ შევძლებ ასეთ გარემოში მუსაობას.

- ვერსადაც ვერ წახვალ, მე შენ უხერხულობას არ შეგიქმნი და პირიქით, რაც შეიძლება, მალე გადმოხვალ სამზარეულოში. მაღიზიანებს შენი დარბაზში ხილვა. - კლანჭები გამოაჩინა ასანიძემ. ალბათ მიხვდა სასურველს ქალს კარგავდა.

- შენ ჩემი უფროსი მხოლოდ ამ შენობაში ხარ და შენი უფლებები მხოლოდ ჩემს მიერ შერულებულ საქმეზე ვრცელდება, ეს არ დაგავიწყდეს.

- ყველაფერი მშვენივრად მახსოვს. ჩემმა მცდელობამ თვალში ზედემტად არ გაგჩხეროდი არსასარურველი შედეგი მომიტანა. არიდა, თუ შენი დათმობა მომიწევს, ტავს იმით დავიმშიდებ რომ უბრძოლველად არ დამითმიხარ.- სწრაფად დაიჭირა გოგონას მარჯვენა ხელი და ეამბორა გახევებულს. - ბოლომდე შემიძლია ბრძოლა ! - უთხრა და მათ ირგვლივ დაჭყეტილთვალებიან და გაოცებულ სახიან თანამშრომლებს გახედა. - მოწმეებიც გვყვანან. - გაეცინა ასანიზეს და კაბინეტისაკენ გაეშურა.

ამ სიტყვები გაგონებაზე კი დამსწრე საზოგადოება უხერხულად შეიშმუსნა. სამზარეულოში მომუსავენი საქმეს დაუბრუნდნენ, სანახაობიტ დაინტერესებული ოფიციანტები კი რომლებსაც ერტ ადგილას მოეყარათ თავი ისე ფაცხა-ფუცხიტ გაიფანტნენ, ლამის ერთმანეთსი ფეხებში აიბლანდნენ. ყველა, ტავი ისე დაიჭირა თიტქოს არც დაუნახავთ და არც გაუგიათ არაფერი, არადა კულვარებში ისეთი მითქმა მოთქმა ატყდა ჩემი უბნის ჭორიკებსაც კი შეშურდებოდათ. მხოლოდ ერთი თანამშრომელი იდგა ისევ იმ ადგილას და გულში ცრემლებ იკლავდა...

- ღმერთო ყველა ერთად, რატომ გაგიჟდა? - საცოდავად ამილაპარაკა არიდამ და აფხუკუნებულ შეფმზარეულს ამოუდგა გვერდით.

ამ ინციდენტიდან ათ წუთში, რესტორნიდან არაბულის მობილურზე გაისმა ზარი. მეტი უსაფრთხოებისთვის კლიენტთა საპირფარეშოში შემალულმა უცნობმა სიტყვა-სიტყვით გადასცა მათი დიალოგი. სანახაობით გახალისებულ, აჟიტირებულად მოსაუბრეს, დათა და ვანო ერთად უსმენდა. მეტი დამაჯერებლობისთვის ჩუმად გადაღებული კაფრებიც გაუგზავნა არაბულს. პირველ რიგში მასში ყველაზე მეტი გაოცება არიდას ასეთმა შეუვალმა ქცევამ გამოიწვია. ისე მედგრად ედგა ვანოს წინ თითქოს ვერც კი იცნო, მასთან ხომ სულ სხვანაირად ნაზი დამფრთხალი და ბავშვური იყო. წაამით ისიც გაიფიქრა, ნეტავ ჩემთან ხომ არ ტამაშობს თამაშობს დაბნეულის როლსო. ყველაფერი, ყველაფერი მაგრამ არიდას ხელზე ზურას ამბორმა, ფეთქებადი ნივთიერებაა გააქტიურა დათას სხეულში, აინთო და დაიჭიმა. ალბათ მობილურშიც გადაძვრებოდა და ლაზათიანად შემოსცხებდა კონკურენტს, შესაძლებელი რომ ყოფილიყო. მან ყველაზე კარგად იცოდა, თუ რისი გაკეთება შეეძლო ქალის მოპოვების სურვილით შეპყრობილ კაცს. ის ბრძოლა, რომელიც არც კი იცოდა ასნიძემ ვის გამოუცხადა, დაუწყებლად წააგებინა არაბულის გონებაში იმ წუთას გამომკრთალმა გეგმამ.


***
სექტემბრის თვის პირველი კვირა იდგა. არიდა ფეხით მოსეირნობდა სახლისაკენ და ფიქრებს მისცემოდა. აგერ უკვე ერთ კვირაზე მეტი იყო გასული, რაც დათა არ გამოჩენილა. განა რა მიზეზი ჰქონდა მასთან მისასვლელად, მაგრამ მაინც ძალიან განიცდიდა გოგონა. გული უცნაურად ჩასწყდებოდა, ხოლმე მასზე ფიქრის დროს. თან რა სიტყვები დაუტოვა?! არ მენდოვო. არადა როგორ უნდოდა მისი ნდობა. რამდენჯერ გადაარჩინა და როგორ შეიძლებოდა მისი ნდობა არ ჰქონოდა. ლადოსთანაც ისაუბრა ამ საკითხზე.

- ლადო ბიძია, როდესც უნებურად იმსახურებენ შენს კეთილგანწყობას, როდესაც ყველაზე მეტად გაქ სურვილი მას ენდობოდე და ამ დროს გაფრთხილებენ, რომ არ ენდო, როგორ უნდა მოიქცე? ან, რატომ უნდა გაგაფრთხილოს ასეთ რამეზე ადამიანმა? - ჰკითხა ერთ-ერთ საუბრისას გაურკვევლობით დაღლილმა არიდამ.

- ყველაზე ნამდვილი და სწორი თვაისით, ბუნებრივად მოსული ნდობაა ჩემო გოგო. და თუ ამას ვინმეს მიმართ განიცდი ძალიან კარგია. მაგრამ ეს ყოველივე არ ნიშნავს, ბრმად ნდობას. ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ? - ბოლო კითხვას თითქოს ტავი აარიდა ლადომ. ვითომ, არ ჰქონდა პასუხი?

- მესმის, მაგრამ მე შენ ბრმად გენდობი. - გაეღიმა არიდას.

- როგორ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდე. - თმებზე მზრუნველად ჩამოუსვა ხელი. - ახლა, რომ გითხრა ბრმად არ მენდოთქო,სულ გადამერევი და გაიქცევი. -გაეღიმა კაცს.- თუ შენნ გგონია, რომ ვიმსახურებ თუ შენი გული ამას გკარნახობს მენდე ჩემო გოგო. იმედს არ გაგიცრუებ.

- აი, ნახე შენ გულწფელად მიპასუხე, დამეთანხმე, რადგან შენც იცი და მეც, რომ ჩემს ნდობას იმსახურებ. მან კი გამაფრთხილა...

- ასე შორიდან რთულია ვინმეს განსჯა ჩემო მშვენიერო. მე ხომ მას არ ვიცნობ... თუმცა, მგონია ასეთ სიტყვებს ტყუილად არ ამბობენ. ალბათ ჰქონდა მიზეზი.

- ნუთუ ცუდი ადამიანი და ამიტომ? არ მინდა ცუდი იყოს...

კაცს გაეღიმა გოგონას სევდიან ხმაზე. თითქოს მიხვდა რა ტრიალებდა მის გულში და ვინ იყო ამის მიზეზი.

- იქნებ არც არის. ჩემო მშვენიერო, ხვდები, რაოდენ მნისვნელოვანა ის ადამიანი შენთვის? შენ, რომლესაც ყველაზე მეტად გჭირს ადამიანებთან მიახლოება, ახლა იმედს ებღაუჭები მის მიმართ ის ნდობა არ დაკარგო რაც გაქვს. ნდობა ადამიანის მიმართ აან გაქვს ან არა და თუ ეს ერთხელ გაჩნდა ის სულ შენშია. შესაძლოა შეცდეს კიდეც, მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით არ ქრება ეს დამოკიდებულება. არც უნდა გაქრეს, ვინაიდან შესაძლოა არ უნდოდა, შემთხვევით მოუვიდა. არის ხოლმე მომენტები ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გვინდა და ვინმეს უნებურად ვაწყენიენბთ. ადამიანი ერთ შეცდომით, ერთ ჭრილში არ უნდა განსაჯო. უნდა შეგეძლოს მისი გაგება და იმის დანახავ, თუ რა იყო ამის მიზეზი. რასაც გასცემ იგივე გიბრუნდება, ხომ გაგიგია ? ხოდა გაეცი ნდობა, სიყვარული, ერთგულება, სიკეთე, თუნდაც არ იმსახურებდნენ და შენც იგივე დაგიბრუნდება. მე ამის ღრმად მჯერა ჩემო მშვენიერო.

- როგორ მიხარია, რომ გიცნობ ! - ღიმილი ვარსკვლავებად აუციმციმდა მოსმენილითა და ამ ადამინის მის ცხოვრებაში არსებობით კმაყოფილს.

- მეც მიხარია !- გაუღიმა ლადომაც. - არიანდა, - განაგრძო ცოტახნის შემდეგ- არსებობს გამონაკლისი შემთვევები, როდესაც ადამიანებში მართლა მწარედ ვცდებით. მე კი იმედი მაქვს, რომ შენ შემთვევაში ეს არ ხდება. თუმცა ნდობა კარგია, აუცილებელია. ასე უფრო ადვილია ცხოვრება.

ამ საუბრის შემდეგ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო არაბულთან, მაგრამ ის აღარ ჩანდა.

ალექსანდრე ხომ ცალკე ტკივილად იყო ქცეული. მისი უკანასკნელი ნახვის შემდეგ ვინ იცის რამდენჯერ დაწერა საბოდიშო ტექსტი, მგრამ გაგზავნა ვერ გაბედა. ენატრებოდა, სულის სიმწარემდე ენატრებოდა მეგობარი.

ვიწრო ხეივანი ჩაიარა და თავის ქუჩისკენ მიმავალ აღმართს აუყვა. სუსხიანი საღამო იყო, უთუოდ იწვიმებდა. მოსასხამი მჭიდროდ მიიკრა ტანზე და ხელები გადაიჯვარედინა სითბოს შესაკავებლად. სახლამდე ორასიოდე მეტრი ექნებოდა დარჩენილი ტელეფონის ხმა რომ მოესმა. ძლივს გავითბე ხელებიო, ჩაიბუზღუნა და უხალისოდ დაუწყო ძებნა ნივთებით გავსილ ჩანთაში ამღერებულ აპარატს. როგორც იქნა მიაკვლია და უღიმღამოდ გააგონა.

- არიანდა ამირეჯიბს ვესაუბრები ? - გასიმა ქალის ნაზი ხმა .

- დიახ. - ცოტა არიყოს და გაუკვირდა ვინ უნდა იყოს ასე ოფიციალური მომართვითო.

- ქალბატონო არიანდა, მე ნეფროლოგიური ცენტრის მენეჯერი გახლავარ და თქვენთან გასაუბრება მსურს.

- დიახ, გისმენთ. - კანკალმა აიტანა გოგონა. ვაი და ცუდი რამ მითხრანო.

- თქვენთვის ძალინ კარგი ამბავი მაქვს,- ხმაზე ეტყობდა ქალს თავადაც ძალიან გახარებული იყო. - ერთ-ერთმა სადაზღვეო კომპანიამ, დედათქვენის მკურნალობაზე შეტანილი განაცხადი დააკმაყოფილა.

- ღმერთო, რას მეუბნებით, როგორ, რანაირად ? მე ხომ ერთი თეტრიც არ ცამირიცხავს დაზღვევის ანგარიშზე. - სიხარულისა და გაკვირვებისაგან ვერ გაეგო რა თქვა.

- მოდი ასე ვთქვათ, ეს უპრეცედენტო შემთხვევა. მსგავსი რამ არ ყოფილა ჩემს პრაქტიკაში, მაგრამ ფაქტია მოხდა. ხელსეკრულება წინ მიდევს და შავით თეთრზე წერია, რომ ნებისმიერ კვლევასა და მკურნალობას დააკამყოფილებენ, რაც კი დასჭირდება ქალბატონ დადუნას.

- წარმოუდგენელიია. ასე საჩუქრად ხომ არ დააზღვევდნენ? - ვერ იჯერებდა არიდა.

არა, ისე როგროი დასაჯერებელია? თქვენ დაიჯერებდით, რომ საქართველოში სადაზღვეო კომპანიამ ასეთი ჰუმანური საცქიელი ჩაიდინა? მართლაც, რომ წარმოუდგენელია...

- ახლბედა კომპანიაა და ასე ვთქვათ გახსნასთან დაკავშირებით საჩუქარი გაგიკეთეს. სამი თვის შემდეგ დაიწყებთ გადახდას და საკამოდ დაბალი შენატანით. თუ შეძლებთ ხავლ მობრძანდით და საბუთებს გაგატანთ. თან კლინისკისა და იმ ექიმის კოორდინატებს მოგცემთ, სადაც მკურნალობას განაგრძობთ.

- ერთი წუთით, - დაიბნა გოგონა.- დაფინანსების მოთხოვნა ბატონმა დემეტრემ გადაგზავნა, პასუხიც თქვენს კლინიკაში გამოგზავნეს და სხვაგან რატომ მიშვებთ?

- სიმართლე გითხრათ მეც გაკვირვებული ვარ, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. დოკუმენტებში წერია რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ კლინიკაში დაგაზღვევთ. არ ვინები სწორი თუ არ გეტყვით, ის კილინკა ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე, რომ ნუ იღელვებთ, სანდო ხელში იქნებით.


გაოცებულმა, გაოგნებულმა და ამავედროს უზომოდ გახარებულმა გოგონამ მადლობა გადაუხადა და ყურმილი დაკიდა. ვერადფრით მიმხვდარიყო, რით დაიმსახურა ამოდენა წყალობა. შესაძლოა მეც მედავა ამ წყალობის ავტორზე, მაგრამ როგორც კი მენეჯერმა სხვა კლინიკაში გიშვებთ, რადგან კომპანაიმ ასე გადაწყვიტაო, ახსენა, ყვლა სადაო მიზეზი გამიქარწყლა. ამ წყალობის ავტორი რათქმაუნდა დათა არაბული იყო. ალბათ მიხვდით სხვა კლინიკაში რატომაც. იმ ექიმზე იაჭვიანა ლაშას „გელფრენდმა“. რომ უამბო ვგონებ არიანდა მოსწონსო.

ისე პარადოქსია არა? ეხმარებოდე ადამიანს ვისზე შურისძიებაც მიზნად გაქვს ქცეული. თუმცა რა გასაკვირია? თავად დათა ქცეულიყო პარადოქსის საუკეთესოს გამონათებად, თავისი, კაცმა არ იცის რა სახელის მქონე გზა-კვალ არეული გრძნობებით.



იმდენად მოულოდნელი ამბავი იყო, სიხარულისაგან სიარულის უნარი წაერთვა არიდას . იქვე გვერდულაზე ჩამოჯდა და ბედნიერების ცრემლებით ატირდა. როგორც იქნა ამდენი ცუდი ამბის შემდეგ ერთი კარგი რამ მაინც მოხდა. კარგი და თან რაოდენ კარგი. მისი დედა, მისი დადუნა კიდევ დიდხანს შეძლებდა მის გვერდით ყოფნას. მერედა როგორ ამძიმებდა ცუდად მყოფი დედის ყურება, როდესაც ცდილობდა არიდასგან ტკივილი დაემალა. რამდენად გაუსაძლისი იყო, ვერაფრით რომ ვერ ანუგეშებდა, ვერ შველოდა.
სირბილით მივიდა კორპუსამდე. აქოშინებული მიესალმა მეზობლებს, რომლებმაც იმის კითხვაც ვერ მოასწრეს ხომ მშვიდობა გაქვსო და სადარბაზოსკენ გაქანდა. ჯერ ლენას შეუარა მეორე სართულზე. ბედად კარი ღია ჰქონდა დაუკაკუნებლა შევარდა, ხელი დსტაცა და ოთახის ჩუსტებით წაიყვანა თავისთან. ფაცხა-ფუცხით აატარა კიბეები, დადუნასთან ერთად დასვა მისაღებში და თავად ოთახიდან ოთახში დარბოდა, თან გაჰყვიროდა ისეთი მაგარი ამბავი გავიგეო. სულმოუთქმელად ელოდნენ, როდის ინებებდა პატარა ბავშვივით აცეტებული ხმის ამოღებას. დადუნა სევდიანი თვალებით უყურებდა აკუნტრუშებულს. აღაც კი ახსოვდა ასეთი გახარებული ბოლოს როდის ნახა. ალბათ მაშინ სანამ მიხეილი წავიდოდა. ისეთი ცელქი იყო, ისეთი მოუსვენარი, გამუდმებით არიანდა გაჩერდი დაინგრა სახლიო, უძახდა. მერე კი... მერე ეხვეწებოდა ოღონ ეცელქა, ეხტუნა და ის სიხალისე დაებრუნებია,მაგრამ გოგონას პასუხად ერთი ჰქონდა,-აღარ მინდა უკვე გავიზარდეო. განა მართლა გაზრდილიყო? რათქმაუნდა არა, მაგრამ გადატანილ დარდს გაეზარდა მისი პიროვნება. ახლა უყურებდა დედა ძველ ბავშვურ სიხალისე დაბრუნებულ შვილს და გული ბედნიერებით ევსებოდა. სულ აღარ აინტერესებდა რა ჰქონდა სათქმელი. როგორც იქნა დაიცალა სიხარულის ტალღებისგან. მათ წინ სკამი მიაჩოჩა, ჩამოჯდა და სიტყვა სიტყვით მოახსენა ყოველივე. ლენა, რომელიც სულ იმას იძახდა დავბერდი და მუხლი ძველებურად აღარ მერჩისო, გაოცებისაგან წამოიკივლა, სახეზე ორივე ხელი იტაცა და მერე გახარებული არიდასავით დარბოდა ოთახიდან ითახში. ხან ტიროდა ხან იცინოდა. ეს ოთახებში სირბილი რა საჭირო იყო ვერაფრით ვხვდები, მაგრამ რას არ გააკეთბინებს ეიფორია ადამინს. დადუნა? დადუნამ ერთი თქვა:ეს ყველაფერი მარტო იმად მიღირს შენ რომ ასეთ ბედნიერს გხედავ, რადგან შენ ხარ ჩემი სიცოცხლეო. მერე კი ცრემნარევი ღიმილით უმზერდა აღტკინებულებს.

მეორე დღესვე გაიქცა დაზღვევის ხელშეკრულების წამოსაღებად და მითითებულ კლინიკაში ვიზიტის დასაგეგმად არიდა. ჯერ მენეჯერის კაბინეტში შეიარა საქაღალდე წამოიღო და შემდეგ დადუნას ექიმის მონახულება გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ მისი დიდი წვლილი იყო ამ ამბავში და მადლობა უნდოდა გადაეხადა. ნამეტნავად გაეხარდა მისი დანახვა ახლაგაზრდა ექიმს. გულმოდგინედ მოიკითხა და ექთანს ყავის მიტანაც კი თხოვა არიდასთვის. თავაზიანობის გამო არც გოგონას უთქვამს უარი. რამდენიმე რჩევა მისცა ექიმმა და წარმატებები უსურვა. წამოსვლისას მადლობა გადაუხადა ასეთი დახმარებისთვის გოგონამ. ჩვენი ექიმი კი ღირსეული კაცი აღმოჩნდა და იმის ნაცვლად, ეფიქრა დავიბრალებ მაინც ვერაფერს გაიგებსო, გულრწფელი პასუხი გასცა. აუხსნა, მართალია მე გავაგზავნე მოთხოვნა, თუმცა შედეგი ჩემი დამსახურება ნამდვილად არ არის, ვერც კი წარმოვიდგენდი სადაზღვეო ასეთ სასწაულს თუ მოახდენდა, აშაკარაა ვიღაცას ზემოთ შენ და დადუნა ძალიან ჰყავრებიხართო. ისიც დასძინა: მაგ საქმეში ცემი ხელი რომ ერიოს ცოცხალი თავით არ დავუშვებდი სხვა კლინიკაში მკურნალობასო. თუ რატომ არ დაუშვებდა ეგ თქვენთვის, ჩემთვის და არიდასთვისაც ნათელი იყო. სულ დაბნეული გამოვიდა შენობიდან არიდა, თუ არა ექიმი დემეტრე აბა ვინ იყო ის, ვინც ასეთი დახმარების ხელი გაუწოდა მათ. იქნებ ოდესმე იმ კომპანიის მფლობელს შევხვდე და მადლობა გადავუხადოვო, იმედოვნებდა გულში. რაც არ უნდა ეფიქრა რას მიხვდებოდა? ბოლოს გული იმით დაიმშვიდა, რომ ეს თანხა საჩუქრად არ იყო და მის გადახდას დროთაგანმავლობაში შეძლებდა. ამ ფიქრებში მეორე კლინიკაც მოიარა, ყველა კვლევა დაჯავშნა და დამშვიდებული მივიდა რესტორანში. იმის დრო აღარ ჰქონდა სამზარეულოში შესულიყო. პირდაპირ სტუმრების მომსახურეობა მოუხდა. ჩასანიშნი ბაინდერი მოიმარჯვა და მისთვის მიმაგრებულ მაგიდებისაკენ აიღო გეზი. რამდენიმე მუდმივი კლიენტი თავაზიანად მოიკითხა, შეკვეთა მიიღო და სამზარეულოში გაემართა. მიმღებში იდგა და თანამშრომელთან საუბრობდა, შემოსასვლელ კარში ორი ჯმუხი გარეგნობის მამაკაცი რომ გამოჩნდა. მისი მოსაუბრე სწრაფად გაჩნდა მათთთან მიესალმა და თავიანთი მაგიდისკენ გაუძღვა. უკან მალევე დაბრუნდა და არიდას უთხრა: შენს მხარეს არიან და შეკვეთა მიიღეო. მოხდენილი სიარულით გაემართა მათკენ. მამაკაცებმა ინტერესით შეათვალიერეს მიახლოებული და ვახშამი შეუკვეთეს. გოგონას უსიამო გრძნობა დაეუფლა ისეთი ცივი თავლებით ათვალიერებდა ორთაგან ერთ-ერთი. შებრუნდა და წასვლას აპირებდა მისმა ირონიულმა ხმამ რომ შეაჩერა.

- ანდრო მომიკითხე, არიანდა ! - ადგილზე გაშეშადა გოგონა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყინულით სავსე წყალში ჩააგდეს. შიში ფერმა გადაურბინა სახეზე, წამში გაუცივდა სხეული და ძლივს მოახერხა მისკენ შებრუნება.

- უკაცრავად? - ხმაც კი ყინულად ქცეოდა. თითქოს ხვდებოდა მის წინ ვინ იყო.

- პირიქით უკაცრავად. სულ დამავიწყდა გაგცნობოდით,- თითქოს ძალიან შეწუხდა კაცი. ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა. - ჯონი დგებუაძე. - ისე წარმოტქვა იფიქრებდი მსოფლიოს მართველი ყოფილიყო. - თქვენ ხომ მეწვიეთ ჩემს კლუბში, ახლა მე გადავწყვიტე თქვენთან სტუმრობა.

ამის გაგონებაზე შიშისაგან გული ბუდიდან ამოუხტა. ხმა წაერთვა და დაბნეულობისგან ინსტიქტურად ტავადაც გაუწოდა ხელი.

- იმ დღეს ვერ მოვახერხეთ შეხვედრა არადა მას შემდეგ მაინტერესებს იქ რამ მოგიყვანა?

- ლუკას გამო ... - ესღა მოახერხა ეთქვა და ხელის გამოცლა სცადა, მაგრამ კაცმა არ გაუშვა.

- ამაზე სხვაგან და სხვა დროს ვისაუბრებთ. - ირონიულად გაუღიმა გოგონას,რომელსაც ისედაც თეთრ სახეზე მიტკლისფერი დასდებოდა.

- მისალმება დასრულდა, ხელი გაუშვი ჯონი ! - ისე ცივი ხმა ჰქონდა არაბულს, მყინვარსაც კი შეშურდებოდა.

ვერცერთი მიხვდა როდის გაჩნდა იქ. დათა არიდას ამუდგა გვერით, ვანო კი დგებუაძეს. ფეხზე წამოიმართა ჯონის თანმხლებიც. ისეთი სიტუაცია შეიქმნა თითქოს ომის დაწყება წამებს ითვლიდა. დათას დანახვამ იმედი და სიხარული ერთიანად გამოუქარგა სახეზე არიდას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მის გადასარჩენად.

- დათა, შენც აქ ხარ ? - გოგონას ხელი შეუშვა და ისე მშვიდად ჰკითხა ჯონიმ გეგონებოდა მისი მოულოდნელი ხილვით დაზაბულობას არ შეეპყრო.

- საინტერესო ის არის შენ რატომ ხარ აქ ?! - ცივად უპასუხა. არიდას მიუბრუნდა. მის ფერწასულ სახეს რომ შეხედა გულში უსიამოდ გაჰკრა არაბულს. - არიანდა წადი და დარბაზში აღარ შემოხვიდე. ბატონებს ყურადღება არ სჭირდებათ მალე წავლენ.

უსიტყვოდ დაეთანხმა გოგონა, ჯერ დათას შეხედა ღიმილით,მერე ვანოს, რომელიც საოცრად თბილი თავლებით უმზერდა და გასავლელისაკენ გაემართა.

- დაჯექი ! - თავლებით სკამზე ანიშნა და ოთხივენი დასხდნენ. - ჩემი სიტყვებიდან რა ვერ გაიგე ჯონი? - დროის დაკარგვა არც უცდია და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.

- გასაოცარია იცი? - ცალყბად ჩაეცინა დგებუაძეს.

- რა გკითხე გასაოცარი ? - ზიზღით მიუგდო არაბულმა. მოთმინება კბილებით ეჭირა.

- კითხვა არა. გასაოცარი ის არის, ნათლიის მკვლელის დაზე ასე თავგამოდებით რომ ზრუნავ. იცის ვინ ხარ ?

- იცი რა არის გასაოცარი დგებუაძე? ჩემი გაფრთხილების მიუხედავად მასთან მიახლოება რომ გაბედე.

- შენ ჩემს გეგმებში ვერ ჩაერევი არაბულო. იქ ნუ ერევი რაც შენ არ გეხება. - წამოენთო ჯონი.

- მშვიდად, შენს ასაკში ნერვიულობა გულის შეტევას ტოლფასია. - მაგიდაზე ხელის ფრთხილად დაკვრითა და სარკასტული ტონით მისცა რჩევა ვანომ.

- აჰ, როგორ ვერ მივხვდი . - ისე წარმოთქვა ჯონიმ გეგონებოდათ სრულად გაერკვა საქმის ვითარებაში. - ახლა გასაგებია. - ჩაეციან. მადიდისკენ წამოიწია პიჯაკის ღილი შეიხსნა და გაიჯგიმა. - ისეთი ლამაზია რა გასაკვირია, მასზე თვალი დაგედგა. ასე აზღვევინებ ძმის დანაშაულს? შენ რა ოხერი ხარ არაბულო ! - მხიარულად თქვა და თითი ისე დაუქნია, კაცებმა რომ იციან ძმაკაცის შვილთან მიმართებაში. - მერე გეთქვა ასე ყმაწვილო. მეც კაცი ვარ გაგიგებდი.- თავდაჯერებულად განგრძობდა ჯონი ცეცხლზე ნავთის დასხმას. - რა გაცხარებს? სულ რამდენიმე კიტხვას დავუსვამდი და ხელუხლებელს დაგიბრუნებდი. ნადავლი ნამდვილად კარგია. საინტერესოა საწოლშიც ასეთი გასაოცარია, როგორიც მისი გარეგნობა? - ჩაიხითხითა ბოლოს.

სიბრაზისგან გაფითრებულმა ვანომ, ბიძაშვილს გახედა . სახე შეშლოდა არაბულს. ძარღვები დასკდომას ლამობდა მის კისერზე. ერთმანეთზე მაგრად დაჭერილი კბილების წყალობით, ყბები საგრძნობლად გამოჰკვეთოდა. ვანო მიხვდა რომ ეს ყოველივ ავის მომასწავებელი იყო და არც შემცდარა. ფიქრი დასრულებულიც არ ჰქონდა, დათამ ხელი იარაღისკენ წაიღო. სულ დაჰკარგვოდა იმის აღქმის უნარი მათ ირგვლივ უამრავი ადამიანი რომ იჯდა და ინტერესით აკვირდებოდა ამ კვარტეტს. ღმერთს მადლობა, ვანოს არ ჰქოდა დაბინდული გონება.

- თუ თავი არ მოგბეზრებია ჯონი, ენას კბილი დააჭირე თორემ კაცობას გეფიცები ისე გაგასხმევინებ ტვის წამიტ არ დავფიქრდები ! - უხეშად და სწრაფად მიაყარა გიგაურმა და თან იარაღისკენ წაღებული ხელი დაუჭირა დათას.

- არაფერი შეგეშალოთ ! - გაკვირდა ჯონი, როგორ უწყინეს სიმართლის თქმა. - არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები. შენ რომ ბაღში დარბოდი მე მაშინ მთელი პარლამენტი ხელში მეჭირა.

- დრონი მეფობენ ჯონი... ბაღი დიდი ხნის წინ დავამთავრე ! - ზიზღით უპასუხა თავმომწონედ ალაპარაკებულს.

- შენი დამპალი პირიდან უბრალოდ ამ გოგოს სხახელიც, რომ გავიგონო... - ცივსისხლიანის გამომეტყველება და ხმა მისცემოდა დატას, - გესმის დგებუაძე ? მასთან მიახლოვება კი არა, უბრალოდ მისი სახელიც რომ ახსენო, ისე გაგაქრობ მამაზეციერიც ვერ გიპოვის. საკუთარი ხელებით გადაგიხსნი ყველა კაპილარს !

შეაკრთო დგებუაძე დათას ტონმა და ნათქვამმა. უდაო იყო, ეს ბიჭი ჰაერზე არ ისროდა სიტყვებს. თუმცა ახლა შეშინებულის პოზიცია დამაცირებლად მიაჩნდა.

- ეს ამბავი ასე არ დასრულდება არაბულო !

- ომი თავად წამოიწყე ! - დაჯერებულად გაეპასუხა ნიშნად იმისა, რომ მზად იყო ამ ომში სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლა.

- გიღირს კი ეს გოგო ამად ? - „მეცამეტე გოჭმა თავი გამოჰყოო“ ზუსტად შეეფერებოდა დგებუაძის თანხმლების სიტყვებს. აქამდე ჩუმად მყოფმა ხმა ამოიღო და დათამ მასში ზურაბ დვალი ამოიცნო. ერთ-ერთი დგებუაძის კლუბიდან.

- ნახავთ, როგორ მიღირს ! - თვალი თავლში გაუყარა არაბულმა. - წაიყვანე ! - დგებუაძეზე ანიშნა.

- ორივე მხარემ ბოლო სიტყვა თქვა. ახლა ყველაფერი ქმედებებზეა დამოკიდებული. - როგორც ჩანს ამ ოთხთაგან, იმ წუტას მხოლოდ დვალი აზროვნებდა რაციონალურად. - წავიდეთ ჯონი ! - წამოდგა, სკამი გაასწორა პიჯაკის ღილი შეიკრა და თავის დაკვრით დაემშვიდობა დამრჩენებს. ჯონიც აწარხლებული და ნირწამხდარი გაჰყვა უკან.

ვინაიდან შტორმმა გადაიარა ვანომ ღრმად ამოისუნთქა და საზურგეს მიეყრდნო. მას მიბაზა იქ მსხდომმა საზოგადოებამ, რომლებსაც სიტუაცია სწორად შეეფასებია, თუმცა მათი საუბრიდან სიტყვაც ვერ გაგეოთ. არაბული იჯდა კვლავ მშვილდივით მოჭიმული.

- გამოყენებას აპირებდი ? - თვალებით მიუთითა ვანომ იარაღისკენ.

- კიდევ ერთი არასწორი სიტყვა და უყოყმანოდ. - ორივე ხელი მუშტად შეეკრა და მადიდას მონოტორული უხმაურო რიტმებით ურტყამდა.

მოდი დავფიქრდეთ, რა უთხრა დგებუაძემ , ტყუილი ? არანაირი ტყუილი... სრული ჭეშმარიტება... დგებუაძემ სრულად გააცოცხლა სიტყვებში მისი მიზნები. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გაუსწრო მოვლენებს. ხოდა რა ეწყინა არაბულს? რამ გაცეცხლა?
ვითომ ის ეწყინა ჩანაფიქრს რომ მიუხვდნენ?!
თუ კონკრეტულად ჯონის მიხვედრილობამ გაანაწყენა? ხომ იცით ყველა ადამინი სხვაზეც იმას ფიქრობს რაც თავად არის. ხოდა ჯონის როგორი ბინძური აზრებიც აქვს ისევე იფიქრა არაბულზეც. ალბათ დათას ადგილას თავადაც ასე მოიქცეოდა, ან უარესად და ამიტომაც მისცა თავს უფლება ეს ყოველივე დაუფარავად ეთქვა. იქნებ სწორედ ამან გააცოფა დათა, ჯონისთან საკუთარი მსგავსება რომ აღმოაჩინა?
ან იქნებ სულაც, არიდას შეურაცხყოფა ვერ აიტანა?
ვინ იცის...

- ვიცი, რომ გამოიყენებდი და სწორედ შენი მასეთი მხარის მეშინია. ასეთ დროს შენი სიბრაზე საზღვრებს არ ცნობს და ვერც ქცევებს აკონტროლებ. სიბრაზე ცუდი მრჩველლია დათა, ცხელ გულზე ნაკეთებ საქმეებს სიკეთე არ მოაქვს.

- ახლა, ხომ შევძელი ვანო ?! შენი აზრით, დგებუაძე აქედან ცოცხალი, ან თუნდათ ასე მშვიდად გავიდოდა?

- ოხ დათა, როდის გაგინათდება გონება და როდის მიხვდები ამ ყველაფერს რისთვის და ვისთვის აკეთებ. სხვა შემთხვევაში გეტყოდი მე შევძელი შენი დამშვიდებათქო, მაგრამ ახალ ვიცი ვინც შეძლო. ალბათ გეგონა, რომელიმე კარს უკან ამოფარებული გიყურებდა და ... - გაეცინა ვანოს და ფეხზე წამოდგა.

- გარეთ დამელოდე, მალე მოვალ.

- მის უნახავს რა წაგიყვანს აქედან. - ჩუმად ჩაილაპარაკა გიგაურმა და გასასვლელისკენ გაემართა.

თვალებით დაუწყო ძებნა მისაღებში გასულმა, არიდას. გოგონა არ ჩანდა. იქვე, ოფიციანტი გააჩერა, რომელსაც ლანგრით ხელში შეკვეთა მიჰქონდა და ჰკითხა, ხომ არ იცი სად არისო. ერთი ინტერესით შეათვალიერა კითხვის ავტორი, ტანზე მოტმასნილი მოკლე კაბიანმა გოგონამ. ალბათ ფიქრობდა, ამ სიმპატიურ, წარმოსადეგ მამაკაცს მასთან რა დარჩენიაო. ბატონი ზურა, ახლა ეს გალანტური მამაკაცი... არადა როგორ ეტრფოდა უმცროს ასანიზეს, მან კი საჯაროდ გამოუცხადა არიანდას მომწონხარო, რომლის შემსწრეც თავადაც გახდა. სულ მის ცხვირწინ ტრიალდებდა, ასანიძე კი არასდროს გამოხატავდა მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას მიუხედავა იმისა, რომ გოგონას გამომწვევი ჩაცმულობა ცოტაოდენ ცვლილებებს იწვევდა მასში. ზედმეტადაც კი არ შეუხედავს მისთვის, არადა ეს საწყალი სულ მის გამო იცვამდა ასე. ცხვირი ააბზუა შურით გაბერილმა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ფიქრობდა სად შეამჩნია ბოლოს არიდა. ბატონმა ზურამ თავის კაბინეტში დაიბარაო, ნიშნისმოგებით უპასუხა და გაგულისებული, გამომწვევი სიარულის მანერით სტუმრებით სავსე დარბაზისკენ გაემართა. როგორ ვერ იტანდა ასეთ ქალებს არაბული. პერანგის ღილიებიც, რომ ჩაეხსნა იქნებდა მკერდი გამომიჩნესო. ეს დაბერილი ტუჩები და გაწელილი საუბრის მანერა. ამრეზით გახედა და გონებამ უნებურად არიდას შეადარა. აშკარა, კარდინალური განსხვავებაც იპოვა... ზურამ კაბინეტში დაიბარაო ? ახლა მიმღებში მჯდარ გოგონას ჰკითხა ადმინისტრაცია რომელ სართულზეაო. ამ უკანასკნელმა ამაკაცით მოხიბლულმა თვალების ჟუჟუნით უპასუხა: მეორე სართულზე აბრძანდით და მარჯვნივ შეუხვიეთო. ორი საფეხურის გამოტოვებით აიარა კიბეები და მითითებულ მხარეს გადაუხვია. როგორც კი დერეფნის თავში მოექცა. ქეთიმ ღია კარიდან შეამჩნია მომავალი, სწრაფად გამოვიდა კაბინეტიდან და მიეგება.

- ბატონო დათა, ხომ მშვიდობა? - მშვენივრად მიხვდა რა მშვიდობაც იყო, რადგან იცოდა არიანდა ზურას კაბინეტში რომ გახლდა.

- საღამომშვიდობის ქალბატონო ქეთი. - მეტის თქმას არც აპირებდა, მაგრამ რომც დაეპირებია ზურას კაბინეტიდან გამოსული ხმა მაინც შეაჩერებდა.

- არიდა, თუ რამე პრობლემა იყო მე რატომ არ დამიძახე? - აშკარად ბრაზობდა ასანიძე. - შენი აზრით, ჩემს საკუთრებაში შენს დაცვას ვერ შევძლებდი?

- მერამდენედ აგიხსნა არაფერი ისეთი არ მომხდარა. არ ღირდა შენს შეწუხებად. - უპასუხა აშკარა მობეზრებით.

- დამცინი? - ხმას ნაბიჯების ხმაც დაემატა, ალბათ გოგონას უახლოვდებოდა. - რა შეწუხებაზე მესაუბრები? აქ, ვალდებული ვარ ყველაფერზე შევწუხდე და მითუმეტეს საქმე თუ შენ გეხება.

ერთი შეხედვითაც ეტყობოდა არაბულს, მათ დიალოგში ჩარევას აპირებდა. ქეთიც დაიძაბა მისი შემყურე.
- ზურა, ძალინ გთხოვ სხვა თანამშრომლებისგან ნუ მარჩევ !- ასე, მოკრძალებულად გააფრთხილა გოგონამ, ჩემზე ილუზიებს ნუ იქმნიო.

- ვინ იყვნენ, რა უნდოდათ? - ყური არ ათხოვა ასნიძემ მის გაფრთხილებას.

- არ ვიცი. უბრალოდ მომესალმნენ.

- და ისიც, - დათა იგულისხმა- უბრალო მისალმების გამო გამოჩნდა? კამერებიდან სულაც არ ჩანდა ასე.

- მე არ ვიცი რის გამო გამოჩნდა. ალბათ სავახშმოდ. თან პირველად ხომ არ მოსულა აქ ? - რატომღაც მის ხსენებასზე უხერხულად აიწურა ქალი . - ზურა, გასაგებია, რომ შენი რესტორანია და ყველა ინფორმაცია გაინტერესებს, მაგრამ... - კიდევ აპირებდა ეთქვა ახლა ამ ინტერესის ზღვარს ცდებიო, თუმცა არ დააცდა ბიჭმა.

- ჩემი რესტორანი საერთოდ არაფერ შუაშია ახლა . - მშვიდი ტონით უარყო. - ნუთუ ვერ ვხვდები მე რა მაინტერესებს? - ხმაში ნაღველი გარეოდა ასანიძეს.

- არიდას დაკითხვის ნაცვლად, იქნებ პირდაპირ ჩემთვის გეკითხა ?! - დაუკაკუნებლად შეაღო არაბულმა კაბინეტის კარი და უბოდიშოდ შეაბიჯა.

-

ასანიძეს გაკვირვება ნათლად გამოესახა სახეზე. არიანდას კი ელდა ეცა მის დანახვაზე. ისე ანერვიულდა თითქოს ქმარს წაესწროს სხვა კაცთან მოსაუბრეზე. ქეთი კართან დატუქსული ბავშვივით აიტუზა, გაფითრებულ გოგონას თითი შეუმჩნევლად დაუქნია და ოდნავ გაეღიმა. სიტუაცია სწორად შეაფასა გამოცდილმა ქალბატონმა. მართალია ღელავდა კიდეც, მაგრამ გულში ღრმად სჯეროდა, ორი ზრდასრული მამაკაცი „ქუჩის ბიჭებივით“ გასაშლელი დანების ტრიალს არ დაიწყებდნენ უპირატესობის დასამტკიცებლად.

- უკითხავად ჩემს კაბინეტში შემოსვლა ზედმეტი ხომ არის? - ისე იყო გაცხარებული ასანიძე, სიამოვნებით შემოსცხებდა ყბაში, მაგრამ ქეთის ფიქრისა არ იყოს მართლა „ქუჩის ბიჭი“ ხომ არ იყო. ამიტომ უკმეხ-ტავაზიანი ტონით ჰკითხა. - მითუმეტეს ვსაუბრობთ აქ. - მიანიშნა რაოდენ უზრდელობაა საუბარში უნებართვოდ ჩარევა.


- ნებართვას მაშინ ვიღებ, როდესაც ამის საჭიროებას ვხედავ ! - ნამდვილად უტიფარი პასუხი იყო. რას ნიშნავდა თუ არა, ეგღა მაკლია შენ გკითხო ნებართვაო. - იმასაც გააჩნია ვისთან საუბრობ და ვისზე. - განაგრძო ირონიულად.

- არიდა, შეგიძლია დაგვტოვო? - ჰკითხა ასანიძემ და რაღაცნაირი დაძაბულობაც გამეფდა ირგვლივ. თუმცა არც მანამდე აკლდა.

- არა ! - მკვახეთ იუარა გოგონამ.

- არია, გთხოვ გადი ! - ამჯერად დათამ უთხრა.

ზურა- ქეთის დუეტს არიას გაგონებაზე, ლამის თვალები გადმოსცვივდათ.

- არა-მეთქი ! - ამჯერად ტონს აუწია მან. - აქ ვარ და ვერ მამჩნევთ. თქვენი აზრით ახლა მე გარეთ გავალ ? - ისევ ისეთი მტკიცე გახდა გოგო, დათას რატომღაც რომ არ მოსწონდა.

- გამჩნევ ! - შეუსწორა არაბულმა.

- არიდა, ნუ მაიძულებ ძალით გაგიშვა.

- თუ ამას გაბედავ, ჩემი ფეხი არ იქნება ამ შენობაში !

ისეთი შეუვალი იყო ამირეჯიბის ქალი აქამდე რომ არცერთს ენახა. ზურა გაოცებული უყურებდა, დათას და ქეთის გულში ეცინებოდა. რაღას იზამდა ასანიძე? იცოდა გოგონა სიტყვას არ დადავიდოდა. ის კი, მის სამსახურიდან წასვლას არ დაუშვებდა.

- კარგი, მაშინ შენ აქ დარჩი ჩვენ კი სხვაგან განვაგრძობთ. როგორ ჩანს სასაუბრო გვაქვს მე და ბატონ დათას. - გამოსავალი იპოვნა თითქოს.

- შენთან სასწრაფო საქმე მაქვს, - უცებ დათას მიუბრუნდა არიდა. - და დარწმუნებული ვარ ზურა, როგორც ჯელტმენი აუცილებლად დამითმობს. თქვენი საუბარი ცოტახანს მოითმენს. ხომ ასეა? - ნაძალადევი ღიმილით გახედა ასანიზეს.

- შენი სამუშაო საათები ჯერ არ დამთავრებულა. - დამეთანხმებით, ალბათ უსუსური მცდელობა იყო. თუმცა, სხვა იარაღი აღარ დარჩენოდა მასთან გასაბრძოლებლად და რაც ჰქონდა იმის გამოყენება სცადა.

- ვინმეს ვთხოვ ცოტახნით შემცვალოს. - სწრაფადვე მიუგო გოგომ.

დათამაც იოგებშივე ჩაახშო სიტყვები, თუ მისი განთავისუფლება პრობლემაა, აქედან საერთოდ წავიყვანო. არა, ისე რა უფლებით უნდა ეთქვა?
უფლება, რომ ჰქონოდა მიზეზის გარეშეც წაიყვანდა, თუმცა იცოდა არიდა არ დასთანხმდებოდა და ამ ეტაპზე არც იყო ამის თქმა მიზანშეწონილი. ან როგორ აეხსნა, იმიტომ მიმყავხარ რომ ჩემად მინდა დაგიგულო და მერე როგორ მოგექცევი ჯერ ვერ გადამიწყვეტიაო? შესაძლოა ისე გატკინო გაწამო და გაგთელო ფეხზე ვერასოდეს წამოდგეო?
- კარგი ! - დანებებული ხმით დაეთანხმა ასანიძე.

ზურაც და დათაც მიხვდა, რა სასწრაფო საქმეც ჰქონდა გოგონას. თუმცა რას გახდებოდნენ. ისეთი სტრატეგია გამოიყენა, ორივე „მოაცურა“ პატარა ქალბატონმა. უდაოდ ერია მასში მიხეილის გენები. ქალს თხოვნაზე უარს ვინ ეტყოდა ? თანაც სასურველ ქალს, რომელთან მიახლივებისთვისაც ყველაფერს აკეთებ. წარმოგიდგენათ, რა ნებისყოფის ფასად დაუჯდებოდა ასანიზეს, არიდას გაშვება არაბულთან სასაუბროდ ? არიდასთვის წამოწყებულ ომში, ერთი ბრძოლა წააგო ბიჭმა და ამის გააზრებამ სიამაყე აუბობოქრა. გოგონამ თავისი სურვილით აირჩია მოპაექრე. არაბულსაც არანაკლებ სურდა ზურასთან სიტუაციის გარკვევა, მაგრამ ისიც დაჰყვა გოგონას ნებას. ვერ ვიტყვი მის ჭკუაზე გავლმ დიდი სიამოვნება მოჰგვარათქო, თუმცა ზურას წაგებულ პოზიციაში ყურებამ ნამდვილად ასიამოვნა. ტავისი ყურით მოისმინა, როგორ ჰპირდებოდა ასანიზე გოგონას ბოლომდე ვიბრძოლებო და ამის შემდეგ ბუნებრივია, დათას ადგილზე ნებისმისერი დარჩებოდა კმაყოფილი. სხვა დროს შევხვდებითო, ამის თქმაღა მოახერხა ასანიზემ მოწინააღმდეგესათვის. აუცილებლადო, დაემოწმა დათაც. გულში უკვე ომის მოგებას ულოცავდა არაბული საკუთარ თავს და ვინ იცის რის საფუძველზე... არიანდა პიველი გატარა კარში დათამ. გოგონამ, ვიდრე გავიდოდა იქვე ზღურბლთან მდგარ ქეთის, რომლესიც ზედმეტად გაკვირვებული სჩანდა მოვლნების ასეთი განვითარებით, ხელზე ხელი მოუჭირა „მერე ვისაუბროთ“ ნიშნად და სწრაფად გაუყვა კიბეებისკენ მიმავალ დერეფანს. ქეთიმ ახლა დათას შეხედა და მეც და დათას დაგვეფცება მისი მზერა მკაფიოდ ეუბნებოდა „ შენ ახლა ნამდვილმა საგანძურმა აგრჩია და ღმერთმა ნუ ქნას მის ფასს ვერ მიხვდეო“ . არაბულმაც ამოუკითხავი მზერა გაუსწორა, თავის დაკვრით დაემშვიდობა და არიდას კვალს დაადგა.

- არაფერი მითხრა გთხოვ ! - გააჩერა ასანიზემ მის კაბინეტში შესული სასაუბროდ მომზადილი ქეთი და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. რას ეტყოდა თუ არა, ხომ გაფრთხილებდიო. - ასე არ დამთავრდება.

ნაბიჯებზეც კი ეტყობოდა, როგორ ცხარობდა პატარა ქალბატონი. რეკორდულად მოკლე დროში მოსაწრო კარადების ოთახში შესვლა-გამოსვლა. შენობის გარეთ, შესასვლელში მდგარ არაბულს გვერდი ისე ჩაუარა ზედაც არ შეხედა. ეზოში მიმავალი კიბეები ჩაირბინა და გეზი ჭიშკრისაკენ აიღო. ბიჭმა ღიმილით გააქნია თავი და მშვიდი ნაბიჯებით გაჰყვა . ვანო ინტერესით აკვირდებოდა მომავალთ. ერთი გულიანად გაეცინა, მერე მობილურზე ლაშას ნომერი აკრიფა, დათას ჩემი ადგილი აღარ აქვს და თუ ძმა ხარ სახლში წამიყვანეო, სთხოვა.
არიდა დათასგან თავის დაღწევის მიზნით ხან გზის მეორე მხარე გადავიდოდა ხანაც უკან ბრუნდებოდა. არაბულიც მოთმინებით მიჰყვებოდა. ალბათ დამეთანხმებით უთუოდ მხიარული სანახავი იქნებოდა მათი ეს კატა-თაგვობანა. საწადელი აიხდინა არიდამ, ორი მამალივით საჩუხბრად აფოფრილი ბიჭი დააზავა და ახლა სულ არ გეგმავდა დათასთან საუბარს. ან რა უნდა ეთქვა, სასწრაფო საუბარი ხომ წამში მოფიქრებულ მათ დასაშლელ გეგმაში შედიოდა. გაცხარდა დათაც, რა პატარა ბიჭივით მიმარბენინებსო, ეუცხოვა თავისაგან ეს საქციელი და უკან მიბრუნდა. უკვე მესამედ გადაჭრა არიდამ გზა და ტროტუარზე გადავიდა. ფაცხა-ფუცხით მიაბიჯებდა და ფიქრობდა, რომ დამეწიოს რა ვუთხრა, რა პასუხი გავცეო. ზურგს უკან ფეხის ხმა აღარ ესმოდა. ჩუმაგ გააპარა თავლი და მდევარი რომ ვერ შენიშნა მთელი ტანით შებრუნდა უკან. ის აღარ მოსდევდა. გული ჩაწყვიტა ცარიელი ტროტუარის დანახვამ. არა, ისე რა ეწყინა? იმიტომ არ გარბოდა, რომ გაქცეოდა? ან იქნებ იმიტომ გარბოდა, სურდა გაჰკიდებოდა. აი ეს კი ნამდვილად გავდა ქალის საქციელს. უნდა ვაღიარო, ქალებს მოგვწონს გაქცეულს რომ მოგვდევენ. თუმცა, ასევე მოსწონთ ბავშვებსაც. ახლა საჩოთიროა, რომელი ინსტიქტით მოქმედებდა. მასში ბავში იმავე დოზით იყო რამდენადაც ქალი. როგორც არ უნდა ეცადა დამსგავსებოდა ზრდასრულ ქალს და ეს „ქალი“ მხოლოდ მისი მცდელობით ჭარბობდა მასში, ის იყო პატარა გოგონა, რომელიც მამამ მიატოვა და რომელსაც ათი წლის ასაკში მოუწია გაზრდა. მისი ეს თავშეკავებულობა, მიუკარებლობა, ნაკლები ურთიერთიბების სურვილი, რეალურად ფარდა იყო იმისათვის, რომ მასში პატარა დაუცველი გულნატკენი გოგონა არ დაენახათ. ეგონა, თუ ვინმე მასში ამას შეამჩნევდა ადვილად დაჯაბნიდა, დაამცირებდა, აწყენინებდა და ასე შემდეგ. თავდაცვად ქცეულიყო მისთვის უკვე გაზრდილის პოზიცია. არადა სულაც არ სჭირდებოდა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, მასში მცხოვრები ის პატარა გოგონა ნებისმიერ ქალზე ძლიერი რომ იყო.
მოღუშული სახით შემობრუნდა და გზა განაგრძო. რამდენიმე ნაბიჯი თუ ექნებოდა გადადგმული მის გვერდით ძლიერი დამუზრუჭების ხმამ მიიქცია მისი ყურადღება. საპირისპირო მოძრაობის ზოლში ჩამდგარი ავტომობილიდან სწრაფად ჩამოქვეითდა დათა, უკითხავად დასტაცა ხელი და მძღოლის გვერითა სავარძლისკენ წაიყვანა. გაჯიუტება სცადა არიდამ. ხელი გამიშვიო, შეუყვირა და თავისუფალი ხელით მისას დაეჯაჯგურა. ყურსაც არ უგდებდა ბიჭი. ასე მომჩხივანს გაუღო ავტომობილის კარი და შიგ ძალით შესვა. ახლა სავარძელზე ახტუნავდა. არაბულს ხელებით აწვებოდა მკედზე და მის გვერდით გაწევას ცდილობდა რომ გადასულიყო. წუთის წინ გული წყდებოდა აღარ მომზდევს, ახლა როცა თავისი ხელით სვამდა მანქანაში თავს იკლავდა გამიშვიო. ( არა, ზოგჯერთ ვერ ვართ ხო ეს ქალები?!: ) ) არაბულიც იდგა კარში და იმის ნაცვლად, მისი ქცევით გაბრაზებულიყო (სხვას ნამდვილად კინწისკვრით მოისვრიდა მანქანიდან) აფართხალებულ ქალს ხელით იჭერდა. რომ ვერაფერს გახდა და ვერ დააწყნარა ეს მოკუნტრუშე, ორივე ხელები მჭიდროდ მოხვია და გულში ისე მაგრად ჩაიკრა გოგონას ძვლებმაც კი გაოგო. ისევ ცქმუტავდა არიდა, მაგრამ დათას ძალასთან შედარებით მისი ცქმუტვა სასაცილოდ ჩანდა. ერთი-ორი კიდევ გაფხაკურდა, მგრამ ოდნავადაც ვერ შეატოკა მამაკაცი. შუა გზაში საპირისპირო ზოლში ცამდგარ მანქანას, ლანძღვა-ყვირილით უვლიდნენ გვერს მოძრავი ავტომობილები და თან გაკვირვებულები აკვირდებოდნენ ამ სცენას, ბოლოს ამატებდნენ, ნამდვილად გიჟები არიანო. მათ შორის იყო ლაშა, რომელიც ვანოს წამოსაყვანად მიდიოდა. ერთი კი გაიფიქრა: გავაჩერებ იქნებ დახმარება უნდაო, მაგრამ მერე ჩაილაპარაკა მეტის ღირსი ხარო, გულიანად ახარხარდა და გზა განაგრძო. ეს ორი გიჟი კი ერთმანეთის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. ნელ-ნელა დამშვიდდა გოგონა, მამაკაცის მკერდს მთლიანად მიენდო. დათამაც იგრძნო მისი მოდუნება. სახე გულსა და ყელს შორის ედო. ოდნავი მოძრაობაც და მის ყელს შეეხებოდა. გააცნობიერა რა მისი სიახლოვე, ცოტა აჩქარებული გულის ხმა და სურნელი, აღელვდა გოგონა. ჟრუანტელმა დაუარა თხემიდან ტერფამდე. გულიც აუფრთხიალდა. შეეშინდა გრძნობებს არ მიმიხვდესო და მთელი ძალით გასწია ტანი უკან, მაგრა უშედეგოდ. დათა მის თავს ხელით იჭერდა. მიხვდა, მოშორებას ცდილობდა და უფრო მეტად მიიკრა. ამჯერად სახე თავის კისერში ჩაარგვევინა. როგორც კი გოგონას ხავერდოვანი კანი მის ყელს შეეხო, ისე დაიძაბა არაბული თითქოს ქალი პირველად ეხებოდა. წამით შეუშვა ორივე ხელი, გაწევა უნდოდა მაგრამ ვერ შეელია, ისევ შემოხვია. წელში მოიხარა და ამჯერად თავად ჩარგო თავი აცახცახებული გოგონას კისერში. ამჯერად კი აღარ აკავებდა უბრალოდ ძლიერად იხუტებდა.
- გავიგუდე, გამიშვი ! - ძლივს ამოუშვა ათრთოლებული სხეულიდან ხმა არიდან. განა უნდოდა, გაეშვა ? არმც და არამც. იმდენად ეიმედებოდა მისი მკალვები სამუდამოდ იქ დარჩენასაც აირჩევდა. უბრალოდ ეუხერხულა. სირცხვილისგან სახე უხურდა.

- იცოდე თუ კიდევ ეცდები გაქცევას, სავარძელზე მიგაბამ. - არც ეს ხმა და არც ეს ინტონაცია არ ჰგავდა ძველებურს. უხეშად არასდროს უსაუბრია არიდასთან, თუცა რაღაცნაირად ცივი ტონი ჰქონდა ყოველთვის. ახლა კი, საგრძნობლად გამთბარი ხმით სულ სხვა კაცი საუბრობდა. სხვას ხომ არ ვეხუტები, წამით გაიფიქრა არიდამ.

ნუთუ, გრძნობები ხმის საშუალებითაც გვყიდიან?
ხმაშიც ვერ ვმალავთ?
ახია შენზე არაბულო !
აკი გაიძახოდი, ვსო მორჩა სად მე და სად გრძნობებიო, სისუსტეა და მე კი სუსტი არ ვარო ?
სად არის ახლა ვანო?
უდაოდ ეტყოდა, იმ მნიშვნელოვან ქალთა რიგს, რომელთან ჩახუტებასაც ესოდენ ღირებული დატვირთვაა აქვს შენთვის სიფრიფანა არიაც მიემატაო. სულ ბოლოს დაამატებდა, ხომ გეუბნები ეგ გოგო მოგიღებს ბოლოსო.
ბუნების შეცომაა ახლა ვანომ რომ ვეხ ხედავდათ... მაგრამ, ბუნება ხომ შეცდომებს არ უშვებს. მით უმეტეს უსამართლოს. უბრალოდ ეს ჩვენ, ჩვენი საზომით ვუთვლით შეცდომად... არც ახლა არ შეცდა და ვანო გზის მეორე მხრიდან აკვირდებოდა გაუმხელელი გრძნობებით შეპყრობილ წყვილს.
გითმობთ შესაძლებლობას თავად წარმოიდგინოთ მათი შემყურე ვანოს რეაქცია...

- კარგი. - სწრაფად დაეთანხმა გოგონა. იქნებ და მალე გამიშვასო.

- კარგი. - გაიმეორა ბიჭმაც, მაგრამ მის მოშორებას სულაც არ აპირება.

- გამიშვი ახლა ! - ისევ განაწყებდა გოგონა. მგონი სწრაფად ეცვლება ხასიათი ჩვენ სიფრიფანას.

- გიშვებ. - ისევ არ განძრეულა. დასცინოდა ვითომ? თუ ამდენად ვერ ელეოდა.

- ღმერთო ! - ამოიკნავლა ქალმა. - ყურში გადაკლდა? - ოჰ ცოტა გაუთამამდა მგონი. - გ ა მ ი შ ვ ი თ ქ ო ! - დამარცვლით დაუყვირა ყურთან ახლოს.

- შენზე უფოსი კი ვარ , მაგრამ ჯერ არ დავყრუებულვარ. ყური მატკინე. - უდარდელად სცემდა პასუხებს და ფეხსაც არ იცვლიდა ადგილიდან.

- რომ გეუბნები გამიშვითქო უნდა გამიშვა ! - ხმა ნამეტნავად აიმაღლა არიდამ. გაჭირვებით შეუცეურა ხელები მათ შორის და მკერდზე მიწოლით გაწევისკენ უბიძგა.

- ხომ გთხოვე, არ დამიყვიროთქო ! - ოდნავ გაიწია, ზემოდან დახედა შავი თავლების ბრიალით გააფრთხილა და ისევ მიიხუტა. - ჩემი ნებაა, როდის გაგიშვებ. - ახლა, ნამდვილად პარატა ბიჭივით გაჯიუტდა დათა. ნამდვილად არ ჰგავდა მის საქციელს. ან იქნებ გოგონას წამება სიამოვნებდა. იქნებ ისიც სიამოვნებდა გოგონას აჩქარებულ გულის რითმებს საკუტარი სხეულით რომ გრძნობდა. იმარჯვებდა მასზე არაბული.

- ჩემი თავი მე მეკუთვნის დათა, მე !

ეს ფრაზა იმდენად მკვეთრად გამოთქვა რამდენადაც დათას კისერში თავჩარგულს შეეძლო. ცოცხალი თავით არ აძლევდა ეს ბიჭი სანტიმეტრით მოშორების საშუალებასაც კი.

- და თუ მე არ მინდა ვერავინ მომეკარება. ხოდა ახლა მე მნებავს სწრაფად გაიწიო. - ღმერთმანი, როგორი შემართება სცოდნია ამ გოგოს. ისე განაწყენდა სულ დაავიწყდა მისი პულსი რეკორდს რომ ამყრებდა.

- აი, არიანდა ამირეჯიბი ! - რეპლიკასავით წარმოთვა და გაიწია. ვერ ვიტყვი ცივი ხმა ჰქონდათქო თუმცა არც თბილი ჰქონია. გოგონა ვერ მიუხვდა რა მნიშვნელობის მატარებელი იყო ეს რეპლიკა.


უნდა გენახათ, როგორი გაბუტული იჯდა არიდა დათას გვერდით. ისე ცხარობს ცხვირზე ბოლი ასდისო , ხომ გაგიგით ეს გამოთქმა? ზუსტად ასე გაცხარებულ-გაბუსული, მიმავალო მანქანიდან მინაში იყურებოდა და ყველაფერს ითვლიდა რასაც გზის პირას დაინახავდა.

გაგიკეტებიათ ასე? მე ძალინ ხშირად. ჩემს ბავშვობაში დედულთში მატარებლით მიმავალი, დიდი ოთკუთხედი ფანჯრიდან ელექტრობოძებს ვითვლიდი ხოლმე. მოგეხსენებათ, სამატარებლო გზაზე მრავლადაა ბეტონის ან ხის ელექტრობოძები. ორი მიზეზით ვითვლიდ გაფაციცებით მათ. პირველი- თუ დამიგვიანდებოდა დედულეთში ასვლა ძალიან მენატრებოდა იქაურობა და მალე მისვლის სურვილით შეპყრობილს თვლაში ყურადღება გადამქონდა, რათა გზა შეუმჩნევლად გალეულიყო. მეორე და ძალიან ხშირი - მოგეხსენებათ მატარებელი (მითუმტეს ძველი, ეგრეთწოდებული „მასტერაო“ ) სამოძრაო სივრცეს არ უჩივის სხვა ტრანსპორტთან შედარებით. ხოდა მეც და სხვა ბავშვებიც ცელქობაში ვითვისებდით ხოლმე ამ სივრცეს. ზღვარს რომ დაგავიდოდი და მეორე ვაგონშიც გარცელდებოდა ჩემი ონავრობა დედას მოთმინება ეწურებოდა, რომელიმე ვაგონში მიპოვნიდა ძალით წამათრევდა, იმ ოთხკუთხედი ფანჯრის მხარეს დამაწეპებდა ხოლმე და თავად გვერდით მომიჯდებოდა,რომ არ ავმდგარიყავი. მეც ასე დატუქსულს და გაბუტულს სხვა რა გზა მქონდა, ელექტრო ბოძები უნდა მეთვალა.

აი, არიდას კი ორივე ერთად სჭირდა. მე თუ მონაცვლე მიზეზებით ვითვლიდი, ის ორივე მიზეზით. ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა დანიშნულები ადგილას, როდის გააცერებდა მისი მოუსვენრობის ობიექტი მანქანას რომ სწრაფად მოშორებულიყო და თან წარმოუდგენლად ნაწყენი იყო მასზე მრავალი მიზეზით. ერთხელაც არ გაუხედავს არაბულს მისკენ. გრძნობდა, მასში რაიმე ძალიან მიმზიდველს დაინახავდა და თავის შეკავებას ვეღარ შეძლებდა. მით უფრო, იცოდა რა გემო ჰქონდა მის სიახლოვეს... მით უფრო, მისი სურნელი ჯერ კიდევ შერჩენოდა სასუნთქ რეცეპტორებს და ახლაც ავტომობილის სალონში ურცხვად მოტრიალე ეს სურნნელი უნებურად უბიძგებდა გოგონას ბაგეების დაპატრონებისკენ. მერე და როგორი ახლად აფეთქებული ვარდის კოკორივით ნორჩი და წითელი ჰქონდა. ამის წარმოდგენისას შუბლს და სახეს ძლიერად მოისრესდა და მისკენ უკითხავად გაპარებულ თვალს, სწრაფად ისევ გზისკენ მიმართვდა ხოლმე, თან ამოხვნეშასაც ურთავდა. შეეძლო ამის გაკეთება, შეეძლო უარი არ ეთქვა სურვილისთვის, ალბათ ვერც არიდა გაუწევდა წინააღმდეგობას, ბოლო-ბოლო ძალით გააკავებდა, მაგრამ ... მაგრამ ისევ სინდისი. ეჯავრებოდა ეს უადგილოდ აყვირებული სინდისი.
როგორ უთხრა ვანოს, ამირეჯიბებთან ჩემს სინდის საქმე არ აქვსო ხო?
ჰმ, მერედა როგორი საქმე აქვს ...

დათამ უკვე შეგულებულ ადგილას, სახლთან ახლოს ქვებთან შეანელა მოძრაობა. ამასობაში მოსაღამოვებულიყო. ღამის ფერი სჯაბნიდა დღის სინათლეს. არიდა ავტომობილის გაჩერებას არ დალოდებია კარი სწრაფად გააღო, ისკუპა და გადახტა. ერთი კი შეჰკივლა ჩუმად ცუდად დაყოლილი ფეხის გამო, მაგრამ როგორ შეიმჩნევდა. სირბილით აპირებდა სახლისაკენ წასვლას, მაგრამ სპორტისადა ვარჯიშის მოყვარულ ბრგე არაბულს რას აჯობებდა. მისი ერთი ნაბიჯი, გოგონას სამ ნაბიჯს უდრიდა.

- შენ რა, მართლა ბებერი გგონივარ და მცდი ? - ორი მეტრიტაც არ იყო გაცილებული ავტომობილს, დათა დაეწია და მკლავით დაიჭირა. - ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი პატარა ქალბატონო. ღმერთმა არ ქნა ამოწურო.- ძალიან მშვიდად ჩაილაპარაკა და ტყუპი ქვებისაკენ წაიყვანა.

- მემუქრები ? - შეიცხადა და თვალებგაფართოებულმა ახედა ბიჭს.

- რა საკადრისია. უბრალოდ გაფრთხილებ და ვფიქრობ, სრულიად სამართლიანად. მგონი შენ წამომიყავენე რესტორნიდან სასწრაფო საქმე მაქვსო და ახლა შენ გარბიხარ. - ქვაზე ზუსტად ისე დასვა , როგორც მე მაწეპებდა ხოლმე გაბრაზებული დედაჩემი მატარებლში ფანჯრის მხარეს.

- მე გითხარი სასწრაფოდ საქმე მაქვსთო, ის ხომ არ მითქვამს სააწრაფოდ გამომეკიდეთქო. - თითქოს ხაზი გაუსვა მთელი ეს დრო ზუსტადაც რომ მისდევდა.

- არია, ჩვენ ახლა სიტყვებით ვთამაშობთ ? არც ისე პატარა ყოფილხარ, როგორიც მეგონე. - თავისქნევით ჩაილაპარაკა.

- პატარე გეგონე ? მაინც, რამდენად პატარა გეგონე ? - მკვირცხლად მიაყაარა კიტხვები. რომ გეკითხათ სულაც არ სურდა მასტან საუბარი.

- დაბეულად პატარა. - ეს ბიჭი ხომ გაურკვეველი სიტყვების ოსტატია. ეს „დაბნეულად პატარა“ მაინდამაინც გასაგები ეპითეთი ვერ არის. ხოდა არიდამაც დაბნელი ხარო ასე თარგმნა და საერთოდ აღარ გასცა პასუხი. - გელოდები !

- რას მელოდები ?

- როგორც ვიცი საქმე გქონდა ჩემთან. გისმენ !

არაფერიც საქმეც არ ჰქონდა. თუმცა კი ჰქონდა მაგრამ ასე პირდაპირ ვერ ვერ ეტყოდა. არაფერი უპასუხა და გვერდზე შებრუნდა.
- გისმენ არიანდა ! - გაუმეორა ბიჭმა.

- არ მაქვს საქმე.

- ვიცი.

- თუ იცი რაღას მეკითხები ? - გვერდით გაჩოჩოდა, თავისი მოზრდილი ზომის ზურგჩანტა მათ შოის ჩადო და მთელი ტანით შებრუნდა და ზურგი აქცია.

- მინდოდა შენი პირით გეთქვა, რომ ორი ეჭვიანი მამაკაცი ერთმანეთს განარიდე.

- ეჭვიანი? - სასხვათაშორისოდ იკითხა თორემ რათქმაუნდა მშვენივრად ხვდებოდა რატომაც აიფოფრნენ.

- ხო და ახლა იმედია არ იკითხავ რა გქონდათ საეჭვიანოო.

- და რა გქონდათ საეჭვიანო? - ჰკითხა და გაბედულად გაეღიმა, რადგან ზურგშექცეულს ვერ შეამჩნევდა არაბული.

- რაღაცას ვერ ვიყოფთ. - დათასაც გაეღიმა მის ქცევაზე.

- ნივთია ეგ რაღაცა ? - ისევ გაცხარდა ამირეჯიბის ქალი.

- რომ შემობრუნდე და ისე მკითხო არ სჯობს? სხვათაშორის ზურგის შექცევა უზრდელობაა ! - დამრიგებლურად მიუთითა არაბულმა.

- ჩემი ზურგშექცევაა უზრდელობა? - აპილპილდა არიდა და მყისვე მობრუნდა ბიჭისკე. - ჩემს ცხობრებაში მოჩვენებასავით გამოჩნდი, ყველაზე რთულ მომენტებში გადამარჩინე, მერე ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადე, რომ თურმე არ უნდა გენდო და გზააბნეული დამტოვე, მას შემდეგ ორი კვირა არ გამოჩენილხარ, ერთხელაც არ გაგხსენებივარ, დღეს უეცრად დამადექი თავზე და ისევ მიხსენი, ახლა ზურაზე ეჭვიანობ ისიც არ ვიცი რა უფლებით, მეხუტები, მეუბნები თურმე „რაღაცას“ ვერ იყოფთ და კიდევ ჩემი შექცეული ზურგია უზრდელობა? - აი, რისი თაქმა სურდა სინამდვილეში. დააასრულა სიტყვა გაანჩხლებულმა და სწრაფად დაიწყო სუნთქვა.

გოგონას არცერთი სიტყვა არ გაუგონია წესიერად დათას, მონუსხულივით უყურებდა გაბრაზებულად მოსაუბრეს. ამ დროსაც კი ძალიან ლამაზი იყო. აკვესებდა ლამაზ შავ თავლებს და წამწამებს წამდაუწუმ აფახურებდა. ხმაც რა სასიამოვნო ჰქონდა. გამშრალ თუჩებს რომ ისველებდა... მათ შორის ჩადებული ჩანთას ხელი გაჰკრა არაბულმა და ვიდრე ძირს დავარდებოდა ფეხით შეაჩერა, ნელა დაუშვა მიწაზე. პარალელურად ორივე ხელი ცაავლო არიდას წელს და ერთი მოძრაობით მისწია თავსიკენ. მოულოდნელობისაგან შეხტა ქალი. ბიჭმა უფრო მაგრად დაიჭირა და სახეზე დააჩერდა. მის თვალებს ეძებდა, გოგონამ არა და არ დაანება შიგ ჩაეხედა. უხეხულად აცეცებდა ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ, მოკლედ ყველგან ოღონდ ბიჭისთვის არ შეეხედა.

- მომეცი უფლება შენს თავლებს შევხედო !
ისე წარმოთქვა მართლაც, რომ ნებართვას იღებდა მისგან. მომატებული უხერხულობისაგან, ახლა მიწას დააშტერდა არიდა.
- გთხოვ, შემომხედე.
მეტად გულრწფელი იყო ბიჭის თხოვნა. გოგონამაც აღარ თუ ვეღა გაუწია წინააღმდეგობა და ნელ-ნელა ასწია თავი. თავლები ისე დახრილი ჰქონდა და მის სახეს გაპირისპირებულს ბიჭის ტუჩებზე მოუხვდა მზერა, შეცბა. ფიქრითა და სურვილით დამფრთხალმა მჭიდროდ შეაერთა გუგები, მერე უცებ გაახილა და პირდაპირ არაბულის უკუნეთ სფეროებს შეეფეთა. ამოუცნობ სურვილებსა და გრძნობებს ასხივებდა ბიჭის შავი უძირო თვალები, მაგრამ არიდამ მაინც შეძლო წაეკთხა. მშვიად მიიღო იქ ამოკითხული არეულმა გონება. თითქოს ამას ელოდა კიდეც, ასეც უნდა ყოფილიყო. უმზერდნენ ერთურთს და ორივეს გული ერთ რიტმში ცემდა. დათა ისეთი გაშმაგებით უყურებდა, თითქოს არიდას თავლების ცქერით რაღაცის დანაკლისს ივსებდა. თითქოს მის თვალებში იყო რაღაც განსაკუთრებული ენერგია, რაც მას სჭირდებოდა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

- რომ იცოდე არია, ნეტავ იცოდე ... - ამ სიტყვებს სინანული ამოაყოლა და მანამ განაგრძო შეცვლილი ხმითა და თემით, ვიდრე არიდა მოასწრებდა კითხვის დასმას რა უნდა ვიცოდეო. - შენ გეგონა დამავიწყდი და ამიტომ ხარ ნაწყენი ?

- მაგის გამო არ ვარ ნაწყენი. - დანაშაულზე წასწრებულივთ დაიმორცხვა ქალმა.

- კი, სწორედა ამის გამო ხარ ! - დარწმნებით დაასკვნა დათამ და გოგონას შემცბარი სახით გამოწვეული ღიმილი ოსტატურად დაფარა.

- ღმერთო ჩემო ! - გაცხარდა ისევ ქალი. იწყინა, რომ მიუხვდენენ და თავის დაცვა განაგრძო, იქნებ ეჭვები გავუქარწყლოვო, მაგრამ მას ხომ ყოველთვის ცუდად გამოსდიოდა ტყუილი. - შენ ჩემი ერთი ნათქვამი რატომ არასდროს გესმის? არ ვარ-მეთქი, გეუბნები !

დააბრიალა შავი თავლები. თუმცა ძალიან არადამაჯერებლად. არაბულიც როდეოს ხარივით გააღიზიანა. ზუსტად ისე იწვევდა არიანდა გაბრაზება-გაბუტვით დათას, როგორც ტორეადორი წითელი ალამით როდეოს ხარს.

- არია, რომ იცოდე როგორ მიწვევ .
-
გაეღიმა და სივრცეს გახედა. მერე, კვლავ მისკე შებრუნდა და წამით მის ტუჩებს დახედა. ღრმად ჩაისუნთქა... მეორედ... მესამე... ფიქრობდა, გებედა თუა არ ის რაც ასე სურდა. გონება იოგების ჩახლეჩვამდე თანხმობას გაჰყვიროდა, გულიც საწადელისკენ მიიწევდა, სისხლი გეიზერივით ჩქეფდა, სინდის უკან ექაჩებოდა. სულ რამდენიმე წამით გრძელდებოდა ეს ჭიდილი მას კი საუკუნედ ეჩვენებოდა. არიდაც ხელ-ფეხშეკრულივით იჯდა და მას ელოდა. განა იცოდა რას? მაგრამ მაინც ელოდა .

- მე შენ ახლა გაკოცებ...

როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება, წესით ახლა პირდაპირ მოქმედებაზე უნდა გადასულიყო, მაგრამ გაუფრთხილებლად ვერ შეძლო, აქ სინდისი ცოტათი ამოიწვერა. უნდოდა ამ ქმედების შემდეგ ოდნავ მშვიდად მაინც ჰქონოდა. პარადოქსულია ახლა მისი საქციელი, მისი მიზნებიდან გამომდინარე არა?

- და შენ ... - წამით შეხედა თვალებში, სულ წამით მეტით ვერ გაბედა და მერე ტუჩებზე ისე დაეწაფა, როგორც მწყურვალი გრილ წყალს.

შეუძლებელია მათი პირველი ამბორი, საკადრისად აღვწეო. ერთი კი ცხადია, ეს წუთები არასოდეს არას მიზეზით არ გაქრებოდა მათი მეხსიერებიდან.

როგორც კი ბიჭის მხურვალი ბაგენი მისას შეეხნენ მოულოდნელობისაგან თვალები კაკლის ოდენა გაუხდა არიდას. მუცელი გაუხურდა, თრთოლვამ აიტანა. ხელ-ფეხი დაუბუჟდა და ერთადერთი რაც მოახერხა, ორიველ ხელის გაშლილი გულები მკერდზე მიაბინა ბიჭს. სულ ოდნავ ეხებოდა მის თუჩებს დათა, არ ჩქარობდა. სრაფად მოაშორა გოგონას წელს ხელები და არიდას მტევნები დაიჭირა. ნელა წაუღო ზურგს უკან, ორივე მარჯვენაში დაიტია, მარცხენა ხელით კი ზურგი და თავი ერთდროულად გაუკავა. სრულიად შებოჭა ქალი. ისევ ფართხალებდა შეძლებისდაგვარად, მაგრამ როგორც კი დათა თუჩები მეტად ვნებით შეეხო უკანასკნელი ძალაც გამოეცალა, თავლები მილულა და მის სხეულს მიეყრდნო. ნაზი და ფრთხილი იყო არაბული. შეხების წამიდან მიხვდა, პირველობა მოიპოვა, რომ წმინდას ეპატრონებოდა და ამან ძალაუნებურად აიძულა ღირსეულად მოპყრობოდა ნორჩ ვარდის კოკრებს. მისი გამოცდილებითა და სიუხეშით ვერ წაბილწავდა სუფთას. იმ ვნებასა და ჟინს ვერ გამოავლენდა რაც მის სხეულში დაუოკებლად ტრიალებდა. მის წინ არ იყო ქალი, მის წინ იყო გამოუცდელი გოგონა. მიუხედავად იმისა, რომ არიდას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ როოგორ უნდა ეკოცნა მისთვის, უბრალოდ გაშეშებულიყო და ტუჩემი უცახცახებდა, მაინც წარმოუდგენლად სიამოვნებდა მისი გემოს შეგძნება, ეს სიამოვნება კი, პირველობის განცდას კვადრატში აჰყავდა. რა სათუთი იყო იმ წამს, რა დაუცველი, სუსტი. ვერ უწევდა წინააღმდეგობას ვერც ძალით და ვერც ნებით.

- ვუყვარვარ ! - გაიფიქრა დათას გონებამ. - სხვა შემთხვევაში რაიმე გზით მომიშორებდა, -გამოიტანა დასკვნა - ვუყვარვარ ! - კვლავ გაიმეორა და მან გაიმარჯვა, გოგონას გრძნობებზე გაიმარჯვა . გაეხარდა... ან იქნებ არ გაეხარდა... ბოლო, ცოტათი ჟინიანი კვალი დაუტოვა არიდას ბაგეებს და მოშორდა.

- - და შენ... იმედია ძალიან არ გამინაწყენდები ! - ხმამაღლა დაასრულა დაწილი სიტყვები და ტუჩებზე ენის წვერი ნელი მორაობით მოიტარა.
არიდა ისევ ტვალგაუხელელი, გახევებული იდგა. ან როგო გაინძრეოდა დათა ისევ იმ პოზიციაში იჭერდა. ინტერესით, ახლოდან ათვალიერებდა ბიჭი მის გაწითლებულ სახეს. ცივი წყლის გადასხმასავით იყო მისთვის, როდესაც ლამპიონის განათებამ გოგონას შეკრულ წამწამდებზე ცრემლი აირეკლა. წამში შემოცილდა სიამოვნების ბურუსი და მისი ადგილი უსიამო შეგრძნებამ ჩაანაცვლა... უცნაურად შეუტოკდა გული.

- არია ! - დაბალი ხმით მიმართა, ხელები შეუშვა და მოძრაობის საშუალება მისცა. - ტირი ? - ნეტავ რა პასუხს ელოდა. თავადაც ხომ ხედავდა მის ცრემლებს.

- მომშორდი ! - ხმის კანკალით თქვა გოგონამ. თავლები გაახილა და ვეებერტელა ცრემლი დაუგორდა ღაწვებზე. - ნუ მიყურებ, მომშორდი ! - რიხი აკლდა მის ხმას, თუმცა მბრძანებლურად მაინც ჟღერდა, რაღაც სასაცილოდ ბრძანებლურად. ბიჭს არც კი უფიქრია სხვაგან გაეხედა. - ნუ მიყურებ-მეთქი !

ხმას აუწია მან და მარჯვენა ხელი ჰაერში შემართა გაშლილი მტევანით. წამით შეყოვნდა, კარგად დააკვირდა ბიჭს, რომელმაც ჯერ მის გაშლილ ხელს შეხედა მერე კი ოდნავი ღიმილით მის გაკაპასებულ თავლებს დაუბრუნდა. მოპარულ კოცნას ეს კმაყოფილი ღიმილიც რომ დაურთო... აკანკალებული ხელით გაბედულად გააწნა დამსახურებული სილა. არც კი შერხეულა ბიჭი, ისევ ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. არიდამ კიდევ მოუქნია ხელი, ამჯერად დაუჭირა დათამ და ხელისგულზე აკოცა. ბრაზმორეულმა გამოგლიჯა მტევანი და მაისურზე გაიხახუნა, მერე უცებ ტუჩებზე იტაცა, თითქოს ახლაღა გაახსენდა იქიდანაც მოსაშორებელი რომ ჰქონდა ბიჭის თავბრუდამხვევი კოცნის კვალი. სახე იმ ბავშვივით დაემანჭა არასასურველი მთვრალი ბიძია რომ აკოცებს და გაცხარებული ისუფთავებს შეხების ადგილს. უნდა ითქვას, დათა ნამდვილად არ იყო მისთვის არასაურველი. უბრალოდ იმაზე გაგულისებულს თუ როგორ შეეხო უკითხავად, მოულოდნელა და თან ისე არც კი იცოდა მასთან რა ზრახვები ჰქონდა , სურდა ასე გამოეხატა უკმაყოფილება. ნაწყენი იყო. არაბული თვალმოუცილებლად უყურებდა და გაბუტული გოგონას ხილვა იმდენდ ახალისებდა, რომ მისი ბაგეების დაგემოვნებით მიღებულ განცდებს უტოლდებოდა . მით უფრო, რომ მასში ყველაზე მეტად ეს მიამიტი გოგონა იზიდავდა. სიწმინდის განცდას უტოვებდა, მაგრამ ცოცხალი ტავით არ უნდოდა ამის აღიარება.

- თუ გინდა ჩემს პერანგს გათხოვებ, უკეთ რომ გაიხეხო . - სანახაობით გართულმა დახმარება შესთავაზა, მის ჯინაზე ტუჩებსის მოწმენდას რომ არ წყვეტდა..

- არ უნდა გეკოცნა. - ბოლოჯერ გადაისვა ხელი , გაუჩერებელი წმენდით გადაწითლებულ თუჩებზე, მუშტები შეკრა და მისი დაცინვით ანთებული ასაფეთქებლად მოემზადა.

- ხომ მაგრამ გაკოცე და... - ყველა ბგერაში აგრძნობინებდა, რომ წამითაც კი არ ნანობდა თავის საქიელ არაბული.

- რა უფლებით ? - მუშტებად შეკრული სიფრიფანა ხელები დაუშინა მკერდზე ბიჭს. - რატომ მაკოცე ? როგორ გაბედე ? რატომ გაბედე ? რა უფლებით მაკოცე ? საბაბი მოგეცი? რატომ მაკოცე ? - სლუკუნით უსვამდა ერთი და იგივე შინაარსის კითხვებს. ის კი კვლავ თავლმოუშორებლად უყურებდა და მის მოქნეულ არცერთ მუშტს არ ირიდებდა. - რატომ? რა უფლებით ? რატომ ? - ჩუმად გაიმეორა და მკერდზე მიბჯენილი ხელები იქვე გაშეშა.

უცებ წამოდგა არაბული, გოგონაც წამოაყენა და გულში მაგრად ჩაიკრა.

- იმიტომ, რომ დაგისაკუთრე ! - იყო მისი პასუხი, რასაც თან მოჰყვა გოგონას შეწყვეტილი სუნთქვა.

- რა გააკეთე? - ალბათ უნდა გახარებოდა ამის მოსმენა, რადგან დათას პირველად ხილვის წამიდან მისი გული უწყვეტად მიილტვოდა მისკენ, მაგრამ ეს დასაკუთრებამ უხეშად მისწვდა ყურს. ხელებით გასწია და ქვემოდან ეჭვიანად ახედა.

- არ იცი დასაკუთრება რას ნისნავს ? - მისი კითხვა მხიარულ-ირონიულად ჟღერდა.

- ვიცი... შესაძლოა დაისაკუთრო სხვდასხვა უსულო მატერია, მაგრამ არა ადამიანი ! ამიტომ კიდევ ერთხელ გეკითხები, რა ს ნიშნავს დამისაკუთრე ? - ისეთი თავდაჯერება იგრძნობოდა მის ხმაში თითქოს ეს კოცნა ერთ ჩვეულებრივ მოვლენად მიეღო. ახლა სრულად გამოცოცხლებული ქალი გახდა, რადგან ის გოგონა წუთის წინ ტუჩემს ჯინაზე რომ იხეხავდა და მზად იყო მუშტებით სულ დაელურჯებია ამ კითხვას არ/ვერ დასვამდა. როგორ უცებ შეიცვლებოდა ხოლმე ჩვენი სიფრიფანა.

- ნუ იცვლები ასე ერთბაშად არიანდა !

მასზედ მოხვეული ხელები დაეჭიმა დათას, არ ესიამოვნა ქალის ასეთი ცვლილება. არ მოსწონდა, არ სურდა ასეთი არია. განა იმიტომ რომ გონებამახვილ, თავდაჯერებულ ქალებთან რაიმე პრობლემა ჰქონდა. სულაც არა, უბრალოდ არიდას ვერ წარმოიდგენდა ასეთად. ცხოვრებაზე დახელოვნებულ ქალად არადა არ უნდოდა მის გაიგივება. თვლიდა, რომ ასეთი ქალებს ყველაზე კარგად შეეძლოთ თამაში. რაც მეტი იყო მათში თავდაჯერებულობა მით ნაკლები იყო მათი გულწრფელობისა და გრძნობების ხარისხი. სწორედ არიდაში დანახული ეს გულწრფელობა, გულუბრყვილობა აიძულებდა გაეჭიანურებია გეგმის დროულად სისრულეში მოყვანა. დამაზიანებელს ხდიდა გოგონასთვის მასში დროდადრო გამონათებული ქალი. ჩვენ ხომ ვიცით, არიანდა მართლაც რომ ყველაზე სუთა ადამინი იყო. გულის სიღრმეში დათა ხედავდა მაგრამ ბოლომდე დაჯერება არ სურდა. მასში ხომ შავი და თეთრი გამალებით იბრძოდა ერთმანეთის წინააღმდეგ. ათას მიზეზს ეძებდა, ათას ვერსიას ეპოტინებოდა საკთარი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების გამო. იქნებ რომელიმე ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ გამოხატულიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ აერჩია, ცალსახად აერჩია დასახული გზა ან გადაეხვია მისთვის. მიზანმიმართულად უნდოდა შეექმნა არიდასგან ცბიერი ქალის ხატი, რათა მერე სინდისის ქეჯნის გარეშე, ადვილად გადაეთელა. მისთვის ზიანის მისაყენებლად ამირეჯიბის გვარის ქონდა აღარ ჰყოფნიდა. წარმოგიდგენიათ? ხომ გვახსოვს, არიდას ცხოვრების დაუნდობლად დასანგრევ მიზეზად დათასთვის ამ გვარის ტარება საკმარისზე მეტიც კი იყო. ახლა თურმე არ ჰყოფნიდა, ახალ მიზეზებს ეძებდა.

- - ვერ ვიგებ როდის ხარ ნამდვილი !

დაუფარავად ამცნო ორმაგ თამაშში რომ დებდა ბრალს. იცოდა, რომ ამ სიტყვებს მისი დაფთხობა და მასში მეტი წყენის გამოწვევა შეეძლო მაგრამ მაინც არ დაიხია უკან. ასეც მოხდა დაფრთხა, ჩახუტებულს ხელისკვრით მოშორდა, მიწაზე დადებულ ჩანთას ხელი დაავლო და წასვლა დააპირა.

- პასუხი არ გაქვს? - ამჯერად აღარ გაკიდებია, მაგრამ სიტყვით დააკავა გოგონა.

- მაგ ბრალდებაზე არა ! - ცივად უპასუხა მან.

- მჭირდება პასუხი !

- იმ ყველაფრის შემდეგ რაც შენ გააკეთე კიდევ მე უნდა გიმტკიცო რაიმე ? - ისევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ ხასიათმა სძლია და შეჩერდა. პირზე მომდგარი გულიბრყვილო აზრები ახლაც ჩვეულად ვერ დამალა.- ისის კი არ ვიცი ახლა აქ, - სივრცეში ხელი უმისამართოდ აიქნია- რატომ ვდგავართ. ამიტომ არ მაქვს ჩემს ქცევებზე პასუხი. შენი ჩემს ირგვლივ არსებობა საერთოდ ყველანაირ კითხვა-პასუხს ცდება. ყვეფერი ისე ვითარდება ვერ ვასწრებ გავიაზრო და საერთოდ შენი არსებობა მაბნევს დათა. - ერთი ამოსუნთქვაში ცაატია ეს სიტყვები განაწყენებულმა.

- წეღან საერთოდ არ გავდი დაბნეულს, მითუმეტეს ამ დამაბნეველმა კაცმა გაკოცა . - მისი პროვოცირებით რისი მიღწევა სურდა ბატონ არაბულს ნამდვილად არ ვიცი.

- რას ეძებ ჩემში? მგონია რომ რაღაცის პოვნს ცდილობ.

- სწორად გგონია.

- ხოდა რისას, მითხარი.

- მაგალითად, როგორ ახერხებ ერთ წუთში ორი სხვადასხვა ადამინაი იყო.

- ბუნებრივად. ორთვიანი, ყოვლად უცნაური, ყოვლად გაურკვეველი ურთიერთობის შემდეგ მოდიხარ და უფლების გარეშე მკოცნი. მეუბნები, თურმე ამ კოცნით დამისაკუთრე. თითქოს მე ნივთი ვიყო შენი კოცნა კი ღირებულება და ამის შემდგე გიკვირს, რატომ არ განვაგრძობ ისტერიკას და რატომ ვინტერესდები შენს მიერ ნახსენები „დაგისაკუთრე“-ს მნიშვნელობით? დილამდე რომ მექვითინა ეს უფრო მისღები იქნებოდა ? შესაძლოა მექვითინა და გაუჩერებლად მელანძღე კიდეც, მაგრამ შენმა პასუხმა შემიცვლა გუნება.

- მითხარი, რომ ჩემმა კოცნამ ზიზღი მოგგვარა და აქვე დავამთავრებ ყველაფერს.

მოულოდნელი იყო დათას სიტყვები, თანაც სტრატეგიული არჩევანი თემის შესაცვლელად. რათქმაუნდა არ სურდა, არიდას ამ მოსაზრება პასუხი გაეცმა, რადგან ვეჭვობ თავადაც ზუსტად ასეთივე გულწრფელ პასუხს ექნებოდა და უფრო მეტ გაურკვევლობას, მასთან დისტანციის დაწერის სურვილს გამოიწვევდა გოგონაში. შეაცბუნა ბიჭის სიტყვებმა გოგონა. ისევ იმ გრძნობამ დაუარა რაც კოცნის დროს განიცა და დაირცხვინა კიდეც. ვერ გაუმხელდა ამ განცდებს დათას, თუმცა ვერც იმას ეტყოდა ზიზღი ვიგრძენიო, ეს ხომ დიდი ტყუილი იქნებოდა.

- ორი თვეა გიცნობ, სულ ორი თვე. ცნობაც კი არ ქვია ამას... - ეს კითხვასთან მიმართებით უშინაარსო პასუხიღა მოახერხა. წინანდელი რიხი დაჰკარგვოდა ხმას და თვალებიც ალმაცერად გაურბოდა.

- ხომ იცი, რომ არც დრო და არც ცნობა ახლა არაფერ შუაშია. - დამშვიდდა არაბულში ეჭვები და არეული ფიქრები, კვლავ დამფრთხალს და დაბნეულს რომ ჰკიდა თვალი. - შეიძლება ამაზე სხვა დროს, სხვა სიტუაციაში, სხვა საკითხთან მიმართებით ვიდაოთ, მაგრამ ახლა არა. - რათქმაუნდა სულაც არ მიიღო დამაკმაყოფილებელ პასუხად. - ახლა გაგიმეორებ და ისეთივე გულწრფელ პასუხს ველი შენგან როგორიც გჩვევია. ჩათვალე ინდიკატორია ჩემთვის შენი პასუხი- მშვიდი დამყვავებელი ხმით ესაუბრებოდა ქალს და ნელი ნაბიჯებით მისკენ მიიწევდა. ცოტახანს გაჩუმდა, მასთან გაპირისპირებულმა დაკვირვებით შეათვალიერა აფორიაქებული და იგრძნო კიდეც მისი ჩუმი ცახცახი, კითხვის შინაარსის მოლოდინში რომ შეჰპარვოდა. ხელები ჯიბეში ჩაილაგა, ზემოდან დახედა თავდახრილს და განაგრძო :- მითხარი, შევცდი, მომეჩვენა, რომ შენც იგივეს გრძნობდი ჩემი შეხებისას რასაც მე ! მითხარი, რომ გეზიზღები !

ენა დაებლუკა გოგოს. პასუხი არ ჰქონდა. არა, კი ჰქონდა, მაგრამ ვერ უთხრა. მოერიდა, შერცხვა.

- თავი დამანებე რა ! - საცოდავად შეევედრა და ჩანთის სალტეს გამეტებით დაუწყო წვალება.

- ეგ არის პასუხი? - გულში ძალიან თბილად გაეღიმა ბიჭს.

- არის !

- მიდი, თავლები გამისწორე და ისე მიპასუხე. გპირდები, შენს პასუხს მივიღებ და შენს ნებას დავყვები.

- არ შემოგხედავ !

- იცოდე, თუ პასუხს არ გამცემ, თავად გადავწყვეტ, როგორი იქნება ეგ პასუხი.

- გადაწყვიტე ! - დავდახრილი ჩუმად ბუტბუტს განაგრძობდა გოგონა.

- მანდობ იმიტომ, რომ მერე მე დამაბრალო ყველაფერი ? - დათას ხმას საგრძნობლად შერეოდა მხიარული ნოტები.

- გააცნია ჩემს პასუხად რას გადაწყვეტ.

ეს გაბუსული ხმით ნათქვამი ბოლო წვეთი აღმოჩნდა არაბულისთვის. ისე გემრილეად გაეცინა, ვანოს რომ და დაენახა კიდევ ერთი დიაგნოზი შეემატებობოდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ბოლოს დაამატებდა ხომ გითხარი მაგარი დარ,ხეული გაქთქო. გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები არიდამ და იკადრა შეეხედა.

- როგორ ახერხებ ერთ წამში ზამთარი იყო, მეორეში კი ზაფხული ! - თბილ საბურველში გახვეოდა ბიჭს ხმა.

- არ ვიცი. ალბათ შენ გეჩვენება ასე.

- არ მეჩვენება, ასეა. ყოველშემთხვევაში ჩემთვისაა ასე. - დაბეჯითებით გაუმეორა.

- შესაძლოა. მაგრამ შენ რომ სულ ზამთარი ხარ ეგ თუ იცი?

- ვიცი. - მშვიდად დაეთანმა, თუმცა გულიში ბრჭყალი გაჰკრა ამ შეფასებამ. - როდესაც შენს გვერდით ვარ გათოვს, გცივა ?

- არა.

- მაგრამ მე ხომ ზამთარი ვარ ?! - ეგოსისტურად სურდა არიდას დაწვრილებითი პასუხების მოსმენა.

- თუ ქურქად შენი ნდობა მაქვს შემოხვეული ?! მართალია მითხარი არ მენდოვო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, წუთების წინანდელი შენი სიტყვების მიუხედავად ამ დამოკიდებულებას ვერაფერს ვუხრხებ.

- ახლაც იგივეს გაგიმეორებ.

- ახლა ალბათ ისევ შენ ლანძღვას და ცემას უნდა ვიწყებდე ... - ღიმილიანი ხმით უპასუხა. მერე ოდნავი ყოყმანის შემდეგ დაბეჯითებით განაგრძო, - ნდობას სიტყვებით ვერც მოიტან და ვერც გააქრობ, ნდობა ქმედებებშია დათა.

- ბრმად ნდობაზე რას მეტყვი? - უფრო ახლოს მიიწია ბიჭი მასთან, სახეზე ჩამოდგბული კულული მარჯვენა ხელით გადაუწია ყურს უკან და ნაზად მიეალერსა საჩვენებელი და შუა თითით.

- მითხრეს, რომ არ შეიძლება. - ლადოს სიტყვები მოაგონდა გოგონას.

- და შენ რას ფიქრობ ?

- ბრმა მხოლოდ სიყვარული გამიგია.

- სიყვარული ბრმად ნდობას ნიშნავს არია...

- მაშინ ვეცდები ისეთი არავინ შევიყვარო, სიყვარულით დაბრმავების შემდეგ თვალებს რომ გავახელ ისევ სიბნელეში აღმოვჩნდე.

ბედის ირონიაა არა, სწორედ ამას რომ უქადდა მომავალი? თუ არაბული?

- ეცადე.
-
სახე არ შეცვლია დათას, მაგრამ დამეფიცება, სევდამ წამით გადაურბინა. ცერა თითი ქვედა ტუჩთან ახლოს გაუსვა და მისკენ დაიხარა. გოგონამ თავი სწრაფად გასწია უკან. შეშინდა, რომ ამჯერად დანებდებოდა და გრძნობებს აშკარად გაყიდდა.

- ხო გამახსენდა უუფლებოდ არ შეიძლება ! - მისი სიტყვები გაიმეორა. - მაშინ მითხარი როგორ მოვიპოვო უფლება ! - თან ტუჩებზე დააჩერდა რომ ცხადად მიეხვედრებია რის უფლებასაც ითხოვდა.

- არ შეიძლება ორჯერ დასაკუთრება !
-
ბოლო სიტყვა ისე მკვეთრად და ისეთი ინტონაციით წარმოთქვა მიახვედრა, რომ ჯერ ამ სიტყვის მნიშვნელობა ჰქონდა ასახსნელი.

- გასაგებია. - თავი დაუქნია და საჭირო სიტყვების მოსაძენად დაფიქრდა

არ იყო მარტივად ასახსნელი, რადგან ეს სიტყვა მართლაც პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენა. დიახ დასაკუთრება უნდოდა. ეგოსიტურად უნდოდა, უხესად რომ შევადარაოთ ტერიტორიის მონიშნვა. სურდა ამ კოცნით ცხადი გაეხადა, რომ მას სხვა ვერ მიეკარებოდა. მისი იყო და სხვისი ვერასოდეს გახდებოდა. (არადა რომ გეკიხათ დროებით, გეგმისთვის სჭირდებოდა )იმდენად დაუდეგარი იყო ამის სურვილი, ალბათ მართლაც გადაიხდიდა საფასურს და ნივთივით საკუთრებაში გაიფორმებდა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა- რატომ სურდა ეს ასეთი გახელებით ? რა მიზეზით და საერთოდ რატომ აკეთბდა იმას არიდას გამო, რასაც აკეთებდა? თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, როდესაც მის ირგვლივ საფრთხეს გრძნობდა.დაცვაც კი მიუჩინა. ამშვიდებდა ატირებულს, იხუტებდა იმდროს, როდესაც ყველას არ თვლიდა ამის ღირსად და წესით ამირეჯიბის ასული მით უფრო არ უნდა ჩაეთვალა. ეჭვიანობდა. გვახსოვს ალბათ, როგორ „აართვა“ ასანიძეს საავადმყოფოში არიდას თავი და რესტორნში, მის კაბინეტში შესვლის ინციდენტი. ვფირობ ასე გაოხატვა სულაც არ იყო საჭირო, თავის მიზნებს უმაგისოდაც მოიყვანდა სისრულეში. ფეიკ სადაზღვეოს მეშვეობით დაეხმაარა დედის მკურნალობის დაფინანსებაში. დგებუაძეს ღიად გამოუცხადა ომი მისი უსაფრთხოების და ლამის ტყვია დაახალა შუბლში მისი შურაცხმყოფელი მოხსენიების გამო.
ხოდა ეს გავს იმ დათა არაბულის საქციელს ვისაც არიანდა ამირეჯიბიზე შურისძიების სურვილი სისხლში ქონდა გამჯდარი ?
თითქოს ამ ყველაფერში ერთი შეხედვით არც არაფერია ისეთი განსაკუთრებული, რასაც კაცი სიყვარულისთვის ან ომისთვის არ გააკეთებს. გაგვიგია კიდეც „სიყვარულში და ომში ყველა ხერხი გამართლებულიაო“ მაგრამ საგულისხმოა დათას მიზეზი რომელი იყო: მის გულში ჩუმად შეპარული გრძნობა, რომელშიც არასდიდებით არ უტყდებოდა საკუთარ თავს, თუ მის წინააღმდეგ შურისძიების სახელით გაჩაღებული ომი?



- მალე დადგება დღე, როდესაც შენ ყველაფერი გეცოდინება ამ ურთიერთობის შესახებ...- ვალდებულად ჩათვალა თავი პასუხი ასე დაეწყო, მიუხედავად მიზანისა ვერ ივიწყებდა თავის ბუნებრივ ჩვევებს, - ახლა უუფლებო კონაზე... შენი გულის დასაკუთრება მინდოდა. შენთვის მოპარული პირველი კოცნა, ყველაზე ღირებული საფასურია რასაც შენი გულის სამარადისოდ დასაკუთრება შეუძლია.


- წავალ მე ! - მიზანში მოხვდა მისი პასუხი. სწორედაც რომ სამარადისოდ შეინახავდ არიდას გული ამ ამბორს. უხწერხულად სეიშმუსნა და სივრცეში უმისამართოდ გაიხედა.

- კარგი, წადი. - აღარ უფიქრია მისთვის დარჩენა დაეძალებია, რადგან მიხვდა, ამ სარამომ სასიკეთოდ შეცვალა მათი ურთიერთობა.

- ღამემშვიდობის !

- ვისურვედი, სხვაგვარად დამმშვიდობებოდი.

- ზუსტად ისე გემშვიდობები როგორც სჭიროდ ვთვლი.

- დღეს იყოს ასე. - გოგონას ხელი აიღო და ნაზად ეამბორა.- დაველოდები შენს სურვილს.

- ძალიან კარგი. - ხელი ღიმილით გამოაცალა და შინისაკენ გაეშურა.

- არია, ჩემთან სამადლობელი ვახშამი გმართებს ! - შეახსენა დანაპირები გზად წასულს.

- მოვიფიქრებ.

- არია, - კვლავ დაუზახა, ვერ ისვენებდა.

- გისმენ. - შეჩერდა და მისკენ მობრუნდა.

- ვიცი, რომ მარტო სიარული გიყვარს, მაგრამ ცოტახნით უნდა გადაიყვარო. იცოდე არ გთხოვ, მოვითხოვ.

- მხოლოდ ცოტახნით.

***
კორპუსის წინ სამეზობლო შეკრებას თუ აქამდე თავს არიდებდა ახლა საკუთარი სურვილით შეუერთდა, სადაცაა შემოდგომა დადგება, ამინდი ამ მაგიდასთან ჯდომასა და საუბარს აღარ დაგვაცდისო, გაიფიქრა, ფუმფულა ნანას გვერდით მიუჯდა და მზესუმზირას დაწვდა. იმ მაგიდასთან ჯდომა და მითუმეტეს საუბარი, რომელიც ძირითადად ჭორების გაცვლა-გამოცვლას მოიაზრებდა, არასდროს ხიბლავდა გოგონას, მაგრამ ახლა იმდენად დიდ ეიფორიაში იყო ყველაფერი ახარებდა, ყველაფერს სხვა თვალით უყურებდა. საამოდ აფეთქებია მასში, დათა არაბულის ამბორსა და შეფარვით ახსნილ სიყვარულს, ბედნიერების განცდა. პირველი ამბორის გახსენებაზე გული ცეტი ბავშვივით მოუსვენრად ძგერდა. ნეტარება ხელახლა იღვრებოდა მასში. თურმე რა სასაიამოვნო, რა ამაღელვებელი ყოფილა იმ ადამიანის შეხება ვისკენაც მთელი შენი არსება მიილტვის. ფიქრი იმისა, რომ ახლა დათაც იმავეს განიცდიდა რასაც თავად, ატმოსფეროს გარღვევამდე აღმაფრენას იწვევდა მასში. თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად, ლამაზი წამწამები ააფახურა და მარჯვნიდან მარცხნივ მოათვალიერა მეზობლები გაოცებულნი რომ უმზერდნენ გაცისკროვნებამდის მომღიმარ, უტყვად მჯდომს. წამით კი გაიფიქრა ასე რამ გააკვირვათო, მაგრამ მეორე წამსვე გაახსენდა მათ გევრდით თხოვნის გარეშე რომ დასკუპტა და თანაც მისალმება დაავიწყა. ინსტიქტურად წაიღო ხელი პირისაკენ, შეჩერდა და დახედა-მზესუმზირა. ამის უკითხავად აღება როდის მოასწრო ? გასაგები იყო რატომ უმზერდნენ ასე. ახლა ის სულ არ გავდა იმ არიანდას, ბოლო წლების მანძილზე რომ იცნობნენ. სწრაფად დააბრუნა მზესუმზირა ემალის დიდი სათლში და უხერხულად მოწკურა ტუჩები. იქ მსხდომმა ჯერ მისი ხელების მოძრაობას გააყოლეს თვალი, მერე ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ისეთი ხარხარი აუტყდათ, სახლში დარჩენილი მეზობლებიც კი აივნებზე გადმოეფინენ, იმის გარკვევის მოლოდინში თუ რამ გაამხიარულა ეზოში მყოფნი. კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყო მათთან არიდამ და გმირულად გაუძლო კითხვას, ჯერ რომ ასეთი არ გვინახიხარ ახლა რა დაგემართაო, სათითაოდ უსვამდნენ და მაინც არ აკმაყოფილებდათ მოსმენილი პასუხი. არც მათ გაემტყუნებათ. მუდამ ჩუმად მოსიარულე არიდას, იშვიათ შემთხვევაში თუ გაგიბავდა საუბარს, მოკრძალება, ზრდილობა და სევდა სულ რომ თან დაჰქონდა, უკითხავად ხიდან ფოთოლს არ მოწყვეტდა, ქუჩის მეორე ბოლოდან მოგესალმებოდა, უპატრონო ათასი კენჭიდან ერთ-ერთი რომ აგეღო და მიგეწოდებია მადლობებით აგავსებდა, უბოდიშოდ კარზე არ მოგიკაკუნებდა, ახლა ასეთს რომ ხედავდნენ ბუნებრივია უკვირდათ და ამავედროს უხაროდათ.
სამეზობლოს გამოეთხოვა, ზურგჩანთა აიღო და კიბეებს აუყვა. მეორე სართულზე ლენას კარზე დააკაკუნა, დარწმუნდა მასტან იყო და არა სახლში. ნელი ნაბიჯებით განაგრძო გზა. მიუახლოვდა თავის მოძველებულ კარს. იმაზე ფიქრით, ახლა ამ კართან ბრძოლა მოუწევდა და სულაც არ სურდა, მობეზრებით წაიღო ხელი სახელურისკენ, ღონით ჩამოსწია და მიაწვა. თურმე არც კარი ყოფილა ჯაჯგურის ხასიათზე, წამსვე გაიღო და მასზედ მთელი ძალით მიტმასნილი გოგონა, ინერციით შეაქანა შესასვლელ ოთახში. წაფორხილება არ ჰქონდა დასრულებული მომხდარის გააზრებამ, სიცილად რომ გადმოხეთქა პირიდან. ლენა და დადუნა გაფართოებული თვალებით წამოადგნენ თავზე იატაკზე გართხმულ აკისკისებულ გოგონას. ისე გულიანად იცინოდა ძალა სულ გამოლეოდა და ახლა ეს ორი , მასსავით მომცინარი ქალი ექაჩებოდა წამოსადგომად. როგორც იქნა წელში გასწორდა არიდა და სამზარეულოს მხარეს მიბრუნდა. იქიდნ ისეთი სურნელი იფრქვეოდა მთელს სახლში, რეცეპტორებმა უნებურად აგრძნობინა შიმშილი გოგოს. დედის ხელით მომზადილი კერძი, ხუთვარსკვლავიანი რესტორნის ყველაზე ძვირადღირებულ კერძსაც კი ერჩივნა. ამიტომ ძირითადად მშიერი ბრუნდებოდა რესტორნიდან შინ, დედის თბილი მზრუნევლი ხელებით მომზდებული რომ ეჭამა. მოუთმენლად აბაკუნებდა თითებს მაგიდის ზედაპირზე სასურველის მირთმევის მოლოდინში. ესეც ჩვევად ჰქონდათ დედა-შვილს. დადუნა ცოცხალი თავით არ ანებებდა სამზარეულოში ეტრიალა, თუ თავს უკიდურესად ცუდად არ გრძნობდა. ამ შემთხვევაშიც კი, ლენა ცვლიდა დადუნას. ხშირად ძალიან ცუდადმყოფიც ამდგარა, საჭმელი გაუკეთებია და მიურთმევია შვილისთვის. ედარდებოდა შრომით გადაღლილი რომ ბრუნდებოდა შინ. შენზე ზრუნვა ბედნიერს მხდის და ნუ დამიშლიო, უმეორებდა არიდას როდესაც მის ნაცვლად რაიმეს გაკეთებას ცდილობდა.
კვლავ სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. ლენამ აიკვიატა, ჩემმა ნათესავმა ფორთოხლის ნამცხვარი მასწავლა, აუცილებლად უნდა გამოვაცხოო. საჭირო ინგრედიენტებიც თავად მოეტანა. დადუნაც მონდომებით ჩერთო მზადებაში. ხან რაზე საუბრობდნენ, ხან რას იხსენებდნენ, ხანაც ქურდულ მზერას გააპარებდნენ ჩაფიქრებული არიდასკენ, რომელსაც სამზარეულოს ფანჯარათან სკამი მიეჩოჩებინა, ხელი რაფაზე ჩამოეყრდნო, ხელზე კი თავი. ერთხანს აცადა დედამ უსიტყვოდ ჯდომა. დიდხანს ვეღარ მოითმინა ისედაც მთელი საღამოა შეცვლილი ეჩვენებოდა შვილი.

- უნივერსიტეტში სწავლაზე თავის დანებება რომ გადაწყვიტე და თქმას ვერ მიბედავდი, პირველად მაშინ გნახე ასე. მეორედ, ანდრო რომ მკვლელობისთვის დაიჭირეს. ორივე ჯერზე ერთი კვირა გეხვეწებოდი გეთქვა, რაც გაწუხებდა. იმედია ახლაც ერთი კვირა არ მახვეწებ.- ისე წამოიწყო დადუნამ შვილტან საუბარი მისკენ არ გაუხედავს. ლენამ გახედა, ფანჯარასთან მჯდომს, რომელიც დედის სიტყვებზე უხერხულად შეიშმუშნა. -ხომ იცი, არ არსებობს საკითხი რომლის შენთვის გაგებაც არ შემიზლია. -მშვიდად საუბრობდა და ნამცხვრის მომხადებას განაგრძობდა.

- ვიცი. - უპასუხა დედას, წამოდგა ფანჯარა გამოაღო და რაფაზე ცამოჯდა. ვერ გადაეწყვიტა საუბარი როგორ დაეწყო. მიუხედავად მათი ღია გულრწფელი ურთიერთობისა, მაინც ეუხერხულებოდა, ეძნელებოდა დედისათვის იმის თქმა, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი რომლის მიმართაც სვანაირ გრძნობები მაქვსო. - დე... - წამოიწყო, მაგრამ ისევ გაჩერდა.

- გისმენ.

- დე... რაღაც მინდა გითხრა, გითხრათ - სწრაფად შეასწორა და ლენას გახედა. - მაგრამ...

იმდენად უჩვეულოდ მშვიდი ეჩვენა დედა ცოტა ეუცნაურა და ვერ გაეგო, ეთქვა თუ არ.

- გვითხარი დედიკო... - ცომით სავსე სათლი მაგიდაზე დადო დადუნამ, ადგა კარადიდან ყავა, შაქარი, ოქროსფერი ძველებური ჯეზვე გამოიღო, ლენას წინ დაულაგა და სათლი ისევ ხელში აიღო. - მოუმზადე, შენი გაკეთბული უყვარს.- სთხოვა მეგობარს.

ახლა სულ დაიბნა გოგონა. ვერ მიუხვდა დედას ჩანაფიქრს.

- არიდა, შენს მოლოდინში დაგვათენდა. - ახლა ხმა გაიმკაკაცრა ქალმა. - თქვი ბოლოსდაბოლოს. სამყაროს დასარული ახლოვდება თუ რა ვერ გაგიმხელია ?

- მოკლედ დაივიწეთ. არაფერი ისეთი. წავალ დავიძინებ. - რაფიდან ჩამოხტა.

- დაუბრუნდი ადგილს!.

ნეტავ რას სჭირს სჭირს ამ ქალსო, გაიფიქრა და უსიტყვოდ დაემორჩილა.

- ჯერ ყავა არ დაგილევია. - უკვე მზა, ჭიქაში ჩასხმული ყვა გამოართვა ლენას და თავად მიუტანა შვილს. - აბა რას გვეუბნებოდი, განაგრძე.- ორი ყლუპის მოსმა აცადა, შემდეგ მიუბრუნდა თემას.

- არაფერს. რაღაც სისულელს. - ჩაიბურდღუნა, თან სამზარეულოს ავეჯს დაუწყო თავლიერება .

- სისულელეს გულისთვის ზიხარ ორი საათი ფანჯარასთან და ფიქრობ ?


ლენამ ღიმილის დასაფარად ღუმელში შერგო თავი. თითქოს ნამცხვრის მდგომარეობა აინტერესებდა.

- არაფერზე არ ვფიქრობდი. - რა უცნაურად გადამეკიდაო, გაიფიქრა ისევ.

- ჯერ არ დავბრმავებულვარ. - ნაწყენი სახით ადგა დადუნა, ნამცხვრისათის ლანგარი და თავზე მოსაყრელი შაქრის პუდრა გამოიღო კარადიდან.

- დედა რა გჭირს ? - ხმამაღლა ჰკითხა და რაფიდან ჩამოხტა.

- ფთხილად, ყავა არ დაღვარო იატაკზე. - გადაჯვარედინებული ხელებით, შვილისაკენ შებრუნდა.

- ვსო ვიძინებ.

აჩქარებულად გაემართა კარისკენ, მაგრამ დედის სიტყვებმა შეაჩერა.

- ისევ ერთი კვირა უნდა მაცდევინო იმის მოსმენის მოლოდინში, რომ შევარებული ხარ ?
დაასრულა ქალმა სიტყვები და აქამდე ნაკავებ სიცილს გზა მისცა. მას აყვა ლენა, დსაწყისშივე რომ მიუხვდა მეგობარს ხრიკს. რეტიანივით შებრუნდა მათქკენ არიდა, განცვიფრებულმა შეათვალიერა გამხიარულებულნი.

- კარგი რა დე ! - ხელი აქნევით მათ წინ სკამზე ჩამოჯდა. - რა იყო ახლა ეს შენი საქციელი? დამაფრთხე

- შენი სახისთვის რომ გეყურებინა მაგას არ მკითხავდი. - მიახლოებულმა გულში ჩაიხუტა შვილი. - როდემდე უნდა დაგემალა ჩემო პატარა?

- შენ როგორ მიხვდი ?

- მაგ კითხვას თავად უპასუხებ, როდესაც დედა გახდები.

გარკვეული დროით, არცერთს სიტყვა აღარ დაუძრავს. არიდას კვლავ ერთულებოდა აეხსნა თუ რა აკავშირებდა დათასთან, როგორ გაიცნო, როგორი ბიჭია და ა.შ. მსგავსი კითხვები უჩნდებათ მშობლებს და ეს ინტერესი ბუნებრივია. ამიტომ ელოდა იქნებ ისევ თავად მკითხოს და ი გამიმარტივდეს იმის ახსნა რაც ჯერ მეც ვერ ამიხსნია საკუთარი თავისთვისო. დადუნა კი პირიქით ფიქრობდა, ვაი თუ მეტის მოყოლა არ სურს და დაძალება არ გამომივიდესო. არადა ყველაფერი წვრილად აინტერესებდა. საქმე ხომ მისი სიცოცხლის მიზეზის მომავალს ეხებოდა. არიდას არსებობა აიძულებდა ცხოვრების გაგრძელებას და მისი ბედნიერად ხილვის მოლოდინით იბრძოდა ჯანმრთელობისთვის.
ლენას ორივესი ესმოდა.

- რამდენი ხანია იცით და შორიდან დამცინით ?

ისევ არიდამ გადაწყვიტა საუბრის წამოწყება. მხიარული ხმით იკითხა და ღუმელიდან წუთების წინ გამოღებული ფორთოხლის ნამცხვრის მსუყე ნაჭერს დასწვდა.

- გახსოვს, წინათ რომ გითხარი, თუ ვინმე გამოჩნდება არ დამიმალოთქო ?

ისე მადიანად შეექცეოდა გოგონა ნამცხვარს, მის შემყურე დადუნასაც მოუარა სურვილმა და თავადაც აიღო.

„მადა ჭამაში მოდისო“ - სწორი ნათქვამია თორემ ცხელ ნამცხვარს რა შეაჭმევს უმადოდ ადამიანს. თან ეს ნამცხვარი სიტუაციის განსამუხტ ობიექტად იქცა. ლენაც ხომ არ დააკლდებოდა, იმ ორს? მან დაკვირვებული თვალით გახედა ლანგაზე მოთავსებულ ცომეულს, მახვილმა თვალმა ადვილად დაინახა ერთ მხარეს უხვად თავმოყრილი ფორთხოხალის ნამცეცები , ის მხარე განსაკუთრებით ამოფუმფულებულიყო, სამი მოზრდილი ნაჭერი გამოყო, თეფშებზე დაალაგა, ორი მათ წინ დადო, ერთიც თავად დაიდო და გარინდულმა მიუგდო ყური მოსაუბრეებს. მასაც ინტერესი კლავდა გაეგო ვინ იყო ის ბიჭი, რომელმაც არიდას ყურადღების მიქცევა შეძლო, თუმცა საუბარში ჩარევას არ აპირებდა განსაკუთრებული საჭიროების გარდა.

- მახსოვს. - გაეღიმა გოგონას.

- მაგ დროს თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ შენში ცვლილებები იწყებოდა. - ცოტახნით გაჩუმდა ქალი. - დედიკო, - სიტყვებს არჩევდა, არ სურდა მის პირად სივრჩეში უხეშად შეჭრა.- თუ შენ არ გინდა მოგვიყვე, ჩვენ გაგიგებთ, - ლენას გადახედა. ქალიმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. - მაგრამ ისიც არ გვინდა რაიმეს დამალვამ ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს. იმ წამიდან ვღელავ, რაც მივხვდი, ვიღაც შენს კეთილ, სუფთა გულში შემოვიდა. მიხარია და თან მეშინია. არ მინდა ეგ გული გეტკინოს დე... - ცრემლები მოერია ქალს. - შესაძლოა ახლა ვერ გამიგო, მაგრამ შვილი რომ გეყოლება მიხვდები.

- მე შენ სულ გიგებ დადუ. - სკამი ახლოს მიაჩოჩა მასთან და მხაზე ჩამოადი თავი. - ახლაც მესმის, მაგრამ სანერვიულო არაფერია. მართლა... არ ვართ იმ ეტაპზე გული მატკინოს და საერთოდაც მე მჯერა რომ ის კარგი ადამიანია.

- ადამიანს, როდესაც თავდაპირველად უყვარდება ეიფორია იპყრობს არიდა. ასეთ დროს ობიექტური შეფასების უნარს კარგავს და უჭირს იმის დანახვა რაც ცხადად ნათელია, ან თავს იბრმავებს. ეს ყოველთვის გახსოვდეს ჩემო პატარა და არ მისცე ამ გრძნობას უფლება გონების და თვალის სინათლე დაგიკარგოს. ვეღარ გავუძლებ, იმაზე სევდიანს გხედავდე ვიდრე ახლა ხარ.

- ვერ დამინახავ, გპირდები დე !

დაჰპირდა და ასეც იქნებოდა. რაც არ უნდა მომხდარიყო დადუნა ვერასდროს დაინახავდა თვალცრემლიანს და უბედურს.


***
ბოლო დროს ხშირად იღვიძებდა მამისეულ სახლში. ძირითადად კი ეს არიდასთან შეხვედრის შემდეგ ხდებოდა. ბოლომდე თავადაც ვერ აცნობიერებდა, რატომ მიჰყავდა მანქანა იმ ეზომდე სადაც მთელი ბავშვობა გაატარა. რატომ არ სურდა იმ აპარტამენტში ყოფნა სადაც ყველაფერი მისი გემოვნების შესაბამისად მუქ ფერებში იყო მოწყობილი და რატომ გამორბოდა ნათელი ფერებით სავსე სახლში.
- დილამშვიდობის ნანა. - სამზარეულოში ყავისათვის შესულს ნანა დაუხვდა და გაეხარდა კიდეც.

- დათა, დილამშვიდობის !

მისი დანახვით გახარებულმა ქალმა ცომიდან ამოიღო ხელები. ახლოს მივიდა უკეთ რომ შეეთვალიერებია მონატრებული. მართალია ბოლო დროს ხშირად ხედავდა, მაგრამ მაინც არ ჰყოფნიდა იმ დროის ასანაზღაურებლად რაც არ ენახა.

- როგორ ხარ ჩემო ბიჭო ? - ბედნიერებისგან განათებული სახით ჰკითხა .

- კარგად ნანაკო, კარგად. - თავადაც გაუღიმა, ხელი მოჰხვია და შუბლზე აკოცა. - თავად ?

- როცა ამ სახლში გხედავ, ჩემს კარგად ყოფნას კითხვა რად უნდა?! - მკვირცხლად გადაიბანა ცომიანი ხელები და დათას საყვარელი ყავის მოხარშვას შეუდგა. - ხორციანი ღვეზელები ისევ გიყვარს ?

- ნანა, შენ აქ ასე ადრიანად ჩემთვის ღვეზელების გასაკეთებლად მოხვედი ? - ჯერ ფქვილითა და ცომის გუნდებით სავსე მაგიდას გახედა, მერე კი ნანას და თვალებით გაუღიმა.

- ოღონდ შენ შეჭამო და...

- რათქმაუნდა შევჭამ. მომეცი მაგას მე მივხედავ, - გაზქურასთან მივიდა და ჯეზვეს ტარი გამოართვა.- შენ ღვეზელების კეთება განაგრძე. - პირდაპირ არ უთხრა სწრაფად გააკეთე თორემ სურვილი წამლეკავსო. ასე მოხერხებულად აგრძნობინა. - ნანა, შენ საიდან იგებ აქ როცა ვრჩები ? - სამზარეულოს კარში, ყავი ჭიქით მდგარი შემობრუნდა და ეჭვნარევი ტონით ჰკითხა.

- ვანო მუბნება ხოლმე. - ისე ბუნებრივად უპასუხა, დათას ეჭვნარევ ტონს რომ არ შეეფერებოდა. ან რა იყო დასამალი.

- ნეტავ ის როგორ ხვდება ? - თავის თავს დაუსვა კითხვა და მისაღებში გავიდა.


სავარძელში იჯდა მაგიდისაკენ გადახრილიყო და ლეპტოპში რაღაცას ჩაჰკირკიტებდა. წამით შეჩერდა, რაღაც გაახსენდა და გაეღიმა. კვლავ უნდოდა სამუშაოს შესრულება, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა საქმეზე კონცენტრირება. ის მოგონება, ღიმილი რომ მოჰგვარა ესოდენ უჟმურს, მთელს სხეულში გაბატონდა. ლეპტობი ბრაზმორეულმა დახურა, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.

- მგონი ვგიჟდები. - საკუთარ თავს გულრწფელად გაუმხილა მოსალოდნელი ფსიქიკური მდგომარეობა.

- რა გაგიჟებს შვილო ? - შეწუხებული ხმითა ჰკითხა სამზარეულოდან გამოსულმა ნანამ, რომელსაც შემთხვევით გაეგონა მისი სიტყვები. ღვეზელებით სავსე თეფში მაგიდაზე მის წინ დადგა.

- საკუთარი თავის მეტი ვინ გამაგიჟებს. - სასხვათაშორისოთ უპასუხა, წელში გაიმართა და ცხელ ცომეულს წაეტანა. - დაჯექი, შენც ჭამე. - შესთავაზა, ხელი ჩაკიდა და გვერდით დაისვა. - ნანა, ხვალ საძინებლებისთვის ფარდებს მოიტანენ. თავად მიხვდები, რომელი სად უნდა დაკიდო.

- სულ აქ გადმოდიხარ ? - ჩაეკითხა გახარებული ქალი.

- ჯერ არა.

- დედა ხომ არ ბრუნდება ? - ინტერესს შეეპყრო ნანა.

- არა. მოსწონს მამიდასთან.

გახსენდა, ბოლო შეხვედრისას დედამ დამამიდამ ერთდროულად რომ დაასკვნეს ახალგაზრდები ცალკე უნდა ცხოვრობდეთ, ჩვენ ჩვენს ბებრულ ცხოვრებას მივხედავთო.

- კარგი. - დაჰყაბულდა ბიჭის სიტყვაძუნწობას და გაცლილ თეფშთან ერთად სამზარეულოში გავიდა.


ისევ საზურგეს მიეყრდნო არაბული. ერთხანს იჯდა ჭერისაკენ მზერა აპყრობილი. მერე წამოდგა და ეზოში გავიდა. დაცვის თანამშრომლებთან მივიდა, გამოელაპარაკა, მოიკითხა, ისიც ჰკთხა, ჩემი დახმარება რაიმეში ხომ არ გჭირდებათო და დამსახურებული მადლობების, რომელსაც ესოდენ ვერ იტანდა მაგრამ მათ არაფერი უთხრა, მიღების შემდეგ ეზოს უკანა მხარეს წავიდა. მიაბიჯებდა და დაკვირვებით ათვალიერებდა უმნიშვნელო წვრილმანსაც კი. მამის გარდაცვალების შემდეგ, ნათლიასთან რომ გადავიდა საცხოვრებლად, მას მერე არ შეეთვალიერებია მშობლიური სახლი ასეთი ინტერესით. უყურებდა შემაღლებულ ადგილას ამაყად წამომდგარ სახლს და თავში მოგონებები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მთელი თავისი აქ გატარებული წლები გაახსენდა. დაბადებიდან რუსეთში წასვლამდე და მიხვდა, რომ რუსეთში წასვლის შემდეგ გასახსენებელიც არაფერი ჰქონია გარდა იმისა, გვერდით საიმედო ნათლია ეგდა და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. მხოლოდ ეს მცირედი იყო ბოლო ათწლიანი მონაკვეთიდან. თურემ ყველაზე ტკბილ, ბედნიერ და სანატრელ მოგონებებს ამ სახლსი გატარებული წლები იტევდა. კიდევ ერთხელ შემოუარა უზარმაზარ, გემოვნებით ნაგებ, თეთრად შეფერილ სახლს. ახსოვს, როგორ სიამაყით იხსენებდა ვეფხვია იმ პერიოდს როდესაც ეს სახლი ააგეს.
„ ჩვენი ოჯახი ოდითგანვე გამოირჩეოდა ხევსურეთში სიმდიდრით. გამრჯე, მშრომელნი იყვნენ და საკუთარი ოფლით ჰქონდათ მოპოვებული ქონება. ჩემი სკოლის დამთავრების ბოლო წელს დაიჩემა პაპამ დათა არაბულმა, (დათას დიდმა პაპა). ჩემი შვილიშვილი უნივერსიტეტში რომ ჩააბარებს ვერც ქირით და ვერც სამადლოდ ვერ იცხოვრებს, უთუოდ სახლი უნდა ავუშენოვო. ისეთი ჯიუტი კაცი იყო თუ რამეს აიჩემებდა ვერაფრით გადააფიქრებინებდა ადამიანი. მხოლოდ მის მეუღლეს, თამროს შეეძლო მისთვის მხარის მოქცევა. ძალიან უყვარდა თამრო. მის გამო იმდენი გამოევლო ანდა როგორ არ ეყვარებოდა. - ძალიან შეიპყრო დიდი ბებიისა და პაპის სიყვარულის ისტორიამ პატარა დათა და მამას ჩაეკითხა, მაინც რა გამოიარა ასეთიო. - ოჰ ეგ, დიდი ამბავია ჩემო ბიჭო. -განაგრძო კაცმა. - პირველად ათენგენობას უანხავ ბებია. მაშინ თორმეტი წლისა ყოფილა, პაპა კი ჩვიდმეტის. ერთი შეხედვაში დამიბნელა მზე და თავად გამოანათა, სადიაცო კაბაში და გრძელ ნაწნავებში ისეთი მშვენიერი სანახავი იყო, ზმანებად გადამექცაო, სულ ამას გაიძახოდა პაპა. იმ დღესვე გაურკვევია ვიანობ და მაშინ დამართნია მეორე ბნედა. პირიქითა ხევსურთის მკვიდრი იმ გვარის ქალიშვილი აღმოჩნდა, არაბულებთან თითქმის საუკუნო მტრობა რომ აკავშირებდათ. ის მაინც ჩემი გახდებაო, დაუჩემებია სამეგობროში და მას შემდეგ დაწყებულა ომი. ახლაც კი ახსოვთ პირიქითა და პირააქეთა ხევსურეთში პაპაშენის გმირობანი. იმდენი ბრძოლა ცაუტარებია სამი წლის მანძილზე საყვარელი ქალის გამო ერთ დიდ ომს უდრიდა თურმე. ორივე მხრის გვარები უკლებლივ ჩართულნი იყვნენ ამ პაექრობაში. არ ახარებდა ბიჭი არავის, ვინც კი უბრალოდ შეხედავდა თამროს. თავიდან ჩვენი გვარიც წინააღმდეგი ყოფილა, მაგრამ სამი წლის მანძილზე ყაჩაღივით ტყეში, თამროს სადარაჯოდ გავარდნილ ბიჭს რომ უყურებდნენ დათანხმებულან, ოღონ შენ არ გაგვიგიჟდე და თუ გინდა დღესვე მოიყვანეო. ვერც თმროს ოჯახმა რომ ვერ ააღებინა განზრახვაზე ხელი პაპას, გოგოს სხვაზე გათხოვება გადაუწყვეტიათ. ჩუმად მოთათბირებულან მეზობელი სოფლის წარჩინებულ ოჯახთან და ქორწილიც სამ დღეში დაუგეგმავთ. რათქმაუნდა ამ შეთქმულების შესახებ მალევე გაიგო დათამ, ღამე დადგომია თავზე თამროს ოჯახს მეგობრებთან ერთად და ოჯახის კაცებისთვის სახლიდანვე ცხვირწინ აუცლია ქალი. ტყეში, თავისივე ხელით საყვარელი ქალის მიზეზით აგებულ მონადირის სახლში წასულან და ერთი კვირა დაუჰყვიათ იქ. ერთხელ ვკითხე, ქალი ოჯახიდან მოიტაცე და დასამალი რა სჭირდა შენს უშიშარობასთქო? ვერ დავუშვებდი ჩემს ახლადმოყვანილ ცოლს, ჩემს მზეს, ოდნავ მაინც ენერვიულა და შეშინებოდა, როდესაც ოჯახები დამოყვრდნენ და ღელვამ გადაიარა, წესისამებრ ღირსეულად შევიყვანე რძალი არაბულების სახლშიო, მიპასუხა. მას შემდეგ შეხმატკბილებულად მოდიან. მხოლოდ თამროს შეუძლია ჯიუტი რქა მოატეხოს და ქედი მოახრევინოს ქარაფი კლდესავით უტეხ დათა არაბულს. ერთმანეთზე იშვიათად ბრაზობდნენ, მაგრამ თუ გაბრაზდებოდა ცოლზე, მხოლოდ ერთს წამოაძახებდა, შენი თავლების ბრალია ახლა ამ დღეში რომ ვარ, ვიცოდი, როგორ მელოდა და ყოველ ცისმარე დღეს მაგ სიყვარულით მომზირალი თვალების ხილვის სურვილმა მაიძულა შენი ცოლად მოყვანა, თორემ სხვა რა მაიძულებდა შენისთანა ანჩხლი დედაკაცის ქმრობასაო... - ცამეტი წლის დათა, უსმენდა მამას და ნატრობდა ოდესმე ასეთი სიყვარული განეცადა.კიდევ უამბო ცოტაოდენი მოხუცების კინკლაობაზე და კვლავ მშენებლობის საქმეს მიუბრუნდა.- მოკლედ ასე გადაწყვიტა პაპამ, რომ თბილისში საუკეთესო ადგილას დიდი სახლი უნდა მქონოდა და არქიტექტორი დაიქირავა. ხევსურეთსა და თბილის შორის ვიყავით გაკიდებული მთელი ოჯახი. ერთი აგურიც კი არ დადებულა ჩვენი მეთვალყურეობის გარეშე. ჩემს გამო ააგო პაპამ ეს, იმ დროსთან შედარებით ძალიან თანამედროვე სახლი და საუკეთესო სტუდენტობა მაჩუქა. ვაჟაც ჩემთან ერთად ხცოვრობდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ ისევ მშობლიურ მხარეში დავბრუნდით. გვინდოდა ჩვენი ცოდნა იქ გამოგვეყენებია. უფრო სწორად დედაშენის ბრალია. - გაეციან კაცს და პატარა დათას, რომელიც გარინდული უსმენდა თავზე ხელი გადაუსვა. - უნივერსიტეტში მის გამო ჩავაბარე, სკოლიდან ყურებამდის შეყვარებული ვიყავი და დამავრების შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნება რომ გადაწყვიტა, მეც უკან გავეკიდე. ერთი წელი დავყავით მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მე დედამ და ვაჟამ. ისე შეეპყრო სამსახურს წამოყოლას სულაც არ ფიქრობდა. მე მის გამო დავდიოდი სამსახურშიც, ვაჟა კი მე მიწევდა სოლიდარობას. მერე ვეღარ მოვითმინე, მოვიტაცე და იმ მონადირის სახლში წავიყვანე პაპაჩემმა რომ ააგო. მერე ისევ პაპას დაჟინებული თხოვნით დედაქალაქში დავბრუნდით. ჩვენ აქედან ხელს შეგიწყობთ საიმისოდ, ქალაქში რომ მოიწყოთ ცხოვრებაო. ასე რომ რაც მაქვს მეტწილად დიდი დათა არაბულის დამსახურებაა. სხვათაშორის შენ ამართლებ მის სახელს, ძალიან გავხარ.“ - თბილი ღიმილიანი ხმით შენიშნა ბოლოს ვეფხვიამ.

იხსენებდა დათა მამის მონათხრობს და კვლავ სახლისა და ეზოს თვალიერებას განაგრძობდა. მერე მუხის ხის ძირისკენ გაიხედა, სადაც ეს ისტორია უამბო. იქ ისევ იდგა ორი სკამი და მაგიდა. ოღონდ არა ის ძველი. ისინიც ისე შეუცვლიათ, როგორც თავად დათა გამოიცვალა ამ წლების მანძილზე- გარეგნულად და ცოტათი განსხვავებული შიგა მასალით. თუმცა ისინი კვლავინდებურად ხის იყო, დათა კი ისევ დათა.
დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა სამეულს და იმ მხარეს დაჯდა სადაც წლების წინ მამის მონათხრობ ისტორიას (და არა ერთს) უსმენდა. სევდიანად გახედა გვერდი ცარიელ სკამს და მაგიდიდან წიგნი აიღო. გადაშლის შემდეგ მიხვდა, რომ ის ძველი დრო აღარ იყო და ახლა ამ წიგნის მაგიდაზე აღმოჩენა მხოლოდ ნანას კარგად შემონახული მოგონებების წყალობა იყო. დათას ყველა ჩვევა ახსოვდა ქალს. კიდევ ერთხელ გახედა მრავალწელგამოვლილ ნაგებობას და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ შენს სახლზე ძვირფასი, თბილი, მყუდრო და საიმედო ქვეყნად არ არსებობს რა.

- ბებერ დათას ვახლავართ. - ჯერ წაუსტვინა ვანომ და მერე შესძახა.

- რა მოიგონე ვანო ? - წიგნიდან თავი ამორგო დათამ და ი მიაჩერდა იმის მოლოდინით თუ რას ეტყოდა.

- შუადღისას შუა ეზოში, ჩრდილის ქვეშ, სარწეველა სკამზე წამოსკუპებით წიგნის კითხვა, იმ დროს როცა ქალაქში სიცოცხლე ჩქეფს, მეტი რაღა გინდა? ერთი სათვალე გაკლია და ეგაა რაა. - დაბეჯითებით ჩამოარაკრაკა სათქმელი გიგაურმა, ერთი ისკუპა და ლაშას თავისუფალ სკამზე დაჯდომა დაასწრო.

- ძალიან რომ გაკლია ხვდები ? - ჰკითხა მამიდაშვილს და ისევ წიგნს მიუბრუნდა.

- რა მაკლია ? - ისე სახით იკითხა თითქოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას გულისხმობდა დათა.

- ამის ცანცარს საზღვარი ხომ არა აქვს. - მიხვდა, რომ ახლა წიგნის კითხვას არავინ დააცდიდა. დახურა, მაგიდაზე დააბრუნა და ლაშას გახედა, საიდანღაც სკამს რომ მოათრევდა.

- მოიცა დაგეხმარები. - ვანომ შეწუხებულმა მიაგება სიტყვები უკვე მოსულ ბაკურაძეს.

- მაგ შენ იუმორში ჩაგახჩობ იცოდე. - დაემუქრა ლაშა და მოწყვეტით ჩაჯდა მოწნულ სკამში.

- ორი უცხვირ-პირო.საერთოდ ის მიკვირს, თქვენ ორთან რა საერთო მაქვს.

- მე ის მაინტერესებს, თქვენ ორნი ასე ერთმანეთს როგორ ემთხვევით და თავზე დამადგებით ხოლმე.

- ჩვენი დამთხვევა გუშინ არ გიდარდია, რესტორნის პარკინგზე უმანქანოდ რომ მიმატოვე და ბაღის მოსწავლესავით ლაშას წაყვანის ანაბარა რომ დამტოვე. - როგორც იქნა მიეცა საშუალება გუშინდელი გაეხსენებია დათასთვის. ცნობისმოყვარეობა კლავდა, იქნებ რაიმე დავაცდენინოვო.

- ასე თუ უნდა გეტირა გეთქვა და შენც წაგიყვანდი. - მიუხვდა საითაც მიჰყავადა საუბარი.

- ღმეთმა დამიფაროს ! - შეიცხადა ბიჭმა. - სრულიად ზედმეტი, უფრო მეტიც „მურმანის ეკალი“ ვიქნებოდი . ისე, ავტომობილის საპირისპირო ზოლში გაჩერება არ შეიძლება. - ასე ოსტატურად მიახვედრა სარკაზმში დახელოვნებულმა ვანომ, დაგინახე და ახლა სულ არ აქვს მნიშვნელობა მომიყვები თუ არაო.

- მითხარი, აქ რამ მოგიყვანა. თან იქნებ ესეც გაჩუმდეს. - ვანოთი გულგაწყალებული ბაკურაძეს მიუბრუნდა, მაგრამ მის სახეზეც ღიმილს რომ მოჰკრა თვალი მოთმინება გადაეწურა. - ახლა ორივეს გაგყრით აქედან !

- კარგი ვანო, გვეყოს ახლა ! - ლაშამ გამოიჩინა გონიერება და ვანოსაც ამავესკენ მოუხმო. მიხვდა, რომ ახლა დათა არ იყო ხუმრობის ნოტაზე.

- არის რამე სიახლე? - კვლავ ცაეკითხა ბაკურაძეს.

- წერილის გამომგზავნი ისევ ანონიმური რჩება. ფაქტია ძალიან არ სურდა ვიანობა გცოდნოდა და როგორც ჩანს არც გამოჩენას აპირებს.

- თუ ის სიმართლე, რომელსაც გულისხმობს ასე მნიშვნელოვანია, კიდევ გამოჩნდება და ვინაობასაც გაამხელს საჭირო დროს.

- ისე, საინტერესოა ვინ არის ასეთი პროფესიონალი. გაგუას და დვალის დამალული საქმეების გავედით და ეგ რა მიუგნებელი გაგვიხდა.

- რაო გაგუამ ?

- რაო და უფრთო ანგელოზი ვარო. ზურაბ დვალის ნაკეთები „კეთილი“ საქმეების დოსიეს მალე გადმოგცემ, მაგრამ მაგ კაცი ისეთი სუფთა ისტორიითაა ლამის წმინდანად შევრაცხო.

- ეგ იმ მდინარის ამბავს გავს, ზედაპირზე კამკამა წყალი რომ აქვს, სიღრმეში ჩასულს კი შლამის მრავალი ფენა გხვდება.

- ვიცი, მაგრამ არანაირი კვალი არაა. ოჯახიც კი არ ჰყავს. მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობს. მარტოსული პატიოსანი ბიზნესმენია.

- ნატესავებზე გადი, ეცოდინებათ რაიმე.

- არ ჰყავს. კაცია გენეოლოგიის გარეშე. საქართველოს მასშტაბით მის მოგვარეებს თუ არ ჩავთვლით.

- მოიცა კაცო ეგ როგორ, ნათესავებიც არ ჰყავს ? ეგ რა ამოწყვეტილი ყოფილა. - წამოიყვირა ვანომ და გონებაში წამში რაღაც განათდა.

ცოტახნით სამვე გაჩუმდა და დაფიქრდა.

- თქვენც იმას ფიქრობთ რასაც მე ? - დაეჭვებული მზერით იკითხა დათამ.

- გურამ გაგუას უკან სხვა პიროვნება იმალება. - დარწმუნებით გააჟღერა ვანომ.

- ამას აქამდე, როგორ ვერ მივხვდით. - დათამ ნირწამხდარმა ამოილაპარაკა, წელში მოიხარა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა.

- მთავარია ახლა მივხვდით. - დაამშვიდა ვანომ.

- ხომ იცი რაც უნდა ქნა? - შეეკითხა არაბული ლაშას.

- ქვესკნელში უნდა ჩავძვრე თუ საჭირო გახდა. - სიცილით უპასუხა მან.- არ იქნება ადვილი, დროც დაგვჭირდება, მაგრამ გავარკვევთ.

- ეჭვი მაქვს, რომ ამ ამბებში ძაღლის დიდი თავია დამარხული. - ღრმად ამოისუნთქა ვანომ და ფეხზე წამოდგა.

- ამ წუთას დგებუაძის ამფსონი ამირეჯიბის სანახავადაა მისული. - გაახსენდა ლაშას კიდევ რის სათქმელადაც იყო მისული. - სამწუხაროდ საუბრის ჩაწერა არ შეგვიძლია. იმედი მაქვს შენი ვინაობის გასამხელად არ გაგზავნა იქ.

- დარწმუნებული ვარ ჯერ არ ეტყვის. ახლა ეჭვებშია დგებუაძე და სანამ ამ ეჭვებს არ გაიფანტავს ჩემი ვიანობის ანდროსთვის გამხელა არ აწყობს. მანამდე კი ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება.

- რა ეჭვებში ? - ჩაეკითხა ვანო.

- დაზუსტებით ვერ გეტყვი, მაგრამ- ცოტახანს შეყოვნდა დათა. - თუ ვაჟას სიკვდილში დგებუაძის, ან იმ ორის ხელიც ურევია, ჩემი ხელით ამოვაცლი გულს. - თვალებში ისეთი ბრაზი ჩაუდგა გარემომმაც კი იგრძნო მისი სიცივე.

- დავუშვათ ასეა და ახლა დგებუაძე იმ ორთან ერთად ფიქრობს, რომ ამ ამბების გარკვევას ცდილობ ამირეჯიბების დახმარებით, ამის შემდეგ შენს ცხვირწინ ტრიალსა და ომის გამოცხადებას გაბედავდა?

- საუკეთესო დავდაცვა თავდასხმააო, ხომ გაგიგია ვანო? - კითხვითვე უპასუხა მამიდაშვილს.

***

ამირეჯიბისა და დგებუაძის ამფსონის შეხვედრა, ვიზიტების ოთახში გაიმართა თვალის ასახვევად, თითქოს ჩვეულებრივი მონახულება იყო და ჯონის ძალიან აწუხებდა მისი კლუბის ყოფილი მუდმივი წევრისა და წყალწაღებული ნარკომანის ბედი. ხოლო ისე მოაწყეს რომ მათგან თითო მაგიდის გამოტოვებით მჯდარიყვნენ სხვა ადამიანები, რათა საუბარი თავისუფლად შეძლებოდათ. ანდროს შემოსვლის წამიდან ეტყობოდა, რომ სულაც არ იყო მოხიბლული ამ სტუმრით. მოვალეობის მოხდის მიზნით მიესალმა და უღერღილოდ დაჯდა სკამზე. შეძლებისდაგვარად ჩუმად საუბრობდნე, ისე რომ არავის გაეგო. დროდადრო ადნროს გავეშებულ სახეს თუ მოჰკრავდა კაცი თვალს, დაჭიმული ყბებიდან ნათქვამს რომ მიაყოლებდა ხოლმე. განკუთვნილი დროით სრულად ისარგებლეს მოსაუბრეებმა. მხოლოდ ანდროს ბოლო სიტყვებს მოკრეს ყური, ჩემს დას ახლოს არ გაეკაროთ, თორემ უკან არაფერზე დავიხევო. სასტიკად გამაფრთხილებელი იყო მისი ცივი ხმა. წინ მდგომმა კი მხოლოდ სარკასტული ღიმილით უპასუხა.

***

უჩვეულოდ ნათელი დილა გაუთენდა არიდას. ისევ აღმაფრენაში იყო.მას ხომ პირველი ამბორი მოპარეს. თანაც სასურველმა ადამიანმა და ალბათ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად ამის სემდეგ. დათასადმი გრძნობასთან ერთად იმედმა დაისადგურა მის გულში. მის გულში იმედი სულ იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირმა.ისეთმა გულის სწორის პოვნის შემდეგ რომ უჩნდებათ ხოლმე ადამიანებს.
მერე დედის დარიგება გაახსენდა, მაგრამ ცუდი ფიქრები სწრფადვე უარყო. ეს მე არ დამემართება, მის თვალებში მხოლოდ სიკეთეს, ნდობას ვხედავ, ის მე არ გამწირავსო, შეაგონა თავს.

***

- ლადო ბიძია, ამ ტომარაში რა გიდევს?

მათ სკამებს შორის ძლივ ჩაკვეხებულ წითელ ტომარაზე ანიშნა. უკვე დიდი ხანი აწუხებდა ეს კითხვა გოგონას . ვერც კი დათთვლის რამდენჯერ დაინახა, როგორ გადადებდა ხოლმე კაცი გვერდით, მისი ავტობუსში ასვლისას.

- შენ თვითონ ნახე. - ღიმილით უპაუხა კაცმა და შუქნიშანთან შეანელა სვლა.

გოგონა ტომარასკენ დაიხარა, მჭიდროდ ჩაეჭიდა, სიმძიმისაგან არ გამივარდესო და ასწია. დაახლოებით ისე დაემართა, როგორც წინ ღამით კართან. მთელი ძალით აქაჩული ტომარა ბუმბულივით აფრინდა ჰაერში და რომ არა მისი სწრაფი რეაქცია, უკანა სავრძელზე მგზავრს დაეცემოდა.

- ბუმბული ჩაყარე? - გოგონა ხან კალთაში ჩადებულ ტომარას უყურებდა, ხანაც კაცს.

- შენ ზიხარ ! - მშვიდად უპასუხა ლადომ და შუქნიშანთან გაკეთებული „აბგონის“ ავტორი გვარიანად გამოლანძღა.

- რა? მე სად ვზივარ ლადო ბიძია ? - ვერაფრით მიხვდა რას ეუბნებოდა კაცი.

- მაგ ტომარაში შენ ზიხართქო. სხვათაშორის მასაც არიანდა ჰქვია. მართალია შენსავით მშვენიერი ვერ არის, მაგრამ ეცადა ჩემი მეუღლე. რაც მთავარია შენსავით ფერადია. - ღიმილით უხსნიდა ლადო გაოცებულს, რომელსაც ვერ გაეგო, რას გულისხმობდა კაცი. - შენ რომ არ ხარ, შენს ადგილ იკავებს ხოლმე.

- ესეიგი ეს ადგილი ჩემი საკუთრებაა? - როგორც იქნა გამოერკვა არიდა.

- იმ დღიდან როდესაც პირველად დაჯექი. მას შემდეგ მად- სკამისაკენ მიუთითა- სხვა მგზავრს ვერ ვეგუები. თავიდან რომ ჯდებოდნენ ხომ არ დავუშლიდი, სირცხვილი იქნებოდა, მერე ეს იდეა მომივიდა და ჩემმა თამილამ შემიკერა. ისე გამოიყურება თითქოს მძიმე ტვირთი იდოს. თვალს კი უხვევს მგზავრებს და ... - ჩუმად გადაულაპარაკა და მერე გულიანად გადაიხარხარა ლადომ. - მას შემდეგ არიანდა სულ ჩემ გვერდით ზის ხან ცხადად, ხან ამ ბუტაფორიის სახით. ასეა ჩემო გოგონა, როდესაც ადამიანი გვეძვირფასება რას არ ვიგონებთ, მისი ადგილი არავინ რომ არ დაიკავოს. ხან ბურაფორიას ხანაც მის ლანდს ავიჩემებთ და სულ თან დაგვყვება.

- ზოგჯერ მეჩვენება, რომ ეს ცხოვრება ზედმეტად რთულია და ვიღლები მასთან ჭიდილით, მაგრამ მერე ისეთი რამ ხდება, აი მაგალითად, შენ ბუტაფრორიული ტომარა-არიანდათი, - კალთაში, ნივთ დახედა და გაეღიმა- აზრს მაცვლევინებს. მიმარტივდება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. - ბედნიერების ცრელმებით აევსო თვალები არიდას. - რა არის ცხოვრება ლადო ბიძია ?

- არ არის მარტივი შეკითხვა ჩემო მშვენიერო.

- მჯერა, პასუხი გექნება.

- ამ კითხვას იმდები პასუხი აქვს, რამდენი ადამინიც ცხოვრობს დედამიწაზე ჩემო მშვენერო. ყველას თავისი შეხედულება და განმარტება გააჩნია. უმრავლეს შემთხვევაში ეს აზრი გამოცდილებიდან გამომდინარეობს. რახან ახლა მაგ კითხვას მე მისვამ, მოდი, მეც ჩემი შეხედულებით გიპასუხებ- ცხოვრება წრეა. თითქოს ყოველ ჯერზე წინ მივიწევთ სინამდვილეში კი წინსვლით წრეზე ვბრუნავთ. რამდენადაც შორს არ უნდა გავიჭრათ, ბუმერანგის ეფექტი ისევ დასაწყისში გვაბრუნებს. მე არ ვგულისხმობ მიღწეული წარმატების ბანკროტს, სულაც არა. შესაძლოა ადამიანის წარმატებამ ევერესტის მწვერვალები დაიპყროს. მარტო მატერიალურით არ შემოიფარგლება ცხოვრება, ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ არა მთავარი. მე გვგულისხმობ ყველაზე ფასეულს, ადამინობას და ეს ადამინაობა მრავალ თვისებას მოიცავს. სწორედ ეს ჩვენი ადამინობა ბრუნავს წრეზე, თუ ის არ გაგვაჩნია, რა მონდომებითაც არ უნდა მოვიგონოთ თითქოს გვაქვს, ერთი უმნიშვნელო მოცურება და ისევ საწყის, უღირს მდგომარეობას ვუბრუნდებით. თუ ის გაგვაჩნია, რამდენადაც არ უნდა გინდოდეს არასწორ მხარეს გადაუხვიო, სინდისი ისევ წრეში გაბამს და იქ გაბრუნებს სადაც შენი ადამიანობის საწყისია. სწორედ ჩვენი ნაბიჯები ქმნის, შემდგეომში ჩვენს მშვიდ ან მშფოთვარე ცხოვრებას არიანდა. რასაც გავცემთ ის გვიბრუნდება, რადგან უფალის განგება ყველაზე სამართლიანია და ეს სამართალია ჩვენი მრავალჯერ გავლილი წრის დასსრული. ახლა რაც შეეება ამ წრეზე დაგახდენილს.მოდი ახლა ცხოვრების მოდელად ეს ჩემი ავტობუსი ავიღოთ. მე ყოველდღე გავდივარ ამ ავტობუსთან ერთად ამ გზას, რომლიც სწორედ რომ წრეა. თანაც რამდენჯერმე. გასაღებს რომ გადავატრიალებ და დავძრავ, ამის შემდეგ არ ვიცი რა შეიძლება შემემთხვეს, მაგრამ მე ყოველთვის ყურადღებით ვარ. ვცდილობ უშეცდომოდ ვმართო, გავუფრთხილდე სხვასაც და საკუთარ თავსაც. თუმცა ზოგჯერ დაკვირვებისდა მიუხედავად, რომელიღაც ჩიხიდან შესაძლოა მოულოდნელად გამოვარდეს მაღალი სიჩქარით მომავალი, სრულიად უკონტროლოდ მოძრავი ავტომობილი და დამეჯახოს.ამ შემთხვევაში მე კი მივდიოდი ფრთხილად, მაგრამ სხვისი „ცუდი საქციელის“ გამო დავისაჯე. უსამართლობად მეჩვენბა, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე.კაცმა არ იცის რა მოხდება ამის შემდეგ, მაგრამ თუ გადავრჩი, უფრო მეტად ფრთხილი გავხდები. ან შეიძლება შევუშინდეს კიდეც და აღარასდროს გავეკარო საჭეს. ამ ყველაფერსაც თავის მიზან-შედეგი აქვს. აი, განსაკუთრებით ფრთხილი მაშინ ვხდები, როდესაც ჩემს ავტობუს-ცხოვრებაში სხვა ადამინაებიც ამოდიან. მართალია მესაჭე მე ვარ, მაგრამ მარტო „მე“ აღარ ვარ.- კაცმა ერთ- ერთ გაჩერებაზე შეაჩერა და მგზავრები ამოატარა. - ეს გაჩერება - კვლავ განაგრძო, როდესაც შეატყო გოგონა მთელი გულისყურით უსმენდა.- ყველაზე მოსახერხებელია, მოწესრიგებულად დგას სხვა ტრანსპორტიც და მგზავრიც. მეც მშვიდად დავაჭერ ხოლმე მუხრუჭს და ველოდები. ასეა ცხოვრებაშიც, რაღაცის კეთება სიმარტივის გამო გვიადვილდება. ამის მომდევნოზე ისეთი არეულობაა შესაძლოა მგზავრი პირდაპირ ბორბლებში შეგივარდეს, არასდროს მხიბლავს იქ გაჩერება მაგრამ ველდებული ვარ გავაჩერო, რათა იქ იმ ადამიანებმა შეძლონ ამოსვლა ვისთვისაც ეს მარშუტია დანიშნული. ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე არასასურველი გაჩერებიდანც შემოდიან, რადგან მათი დანიშნულებაა შემოვიდნენ. ამ წრეზე მე მაქვს ჩემი საყვარელი გაჩერება, იქ ჩემი მშვენიერი არიანდა მხვდება ხოლმე. ყველას აქვს ცხოვრებაში ასეთი ადგილი ან ადგილები, იქ მათთვის ძვირფასი, საყვარელი ადმინები ხვდებიან. - ღიმილით გადახედა გოგონას. - არიანდა, ჩემი მუდმივი მგზავრია და სულ არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურად იჯდება თუ არა ჩემს გვერდით. თუმცა უკეთესია ფიზიკურად იჯდეს.- თმებზე მიეფერა გოგონას. - როდესაც ყველა სავარძელი მგზავრით ივსება, მე გაუჩერებლად განვაგრძობ გზას, რადგან სხვისთვის ადგილი აღარ მაქვს. ჩვენს ცხოვრებაში ყველას თავისი სხვადასხვა დანიშნულების ადგილი აქვს ჩემო მშვენიერო და როდესაც ისინი ივსება, ჩვენ უბრალოდ აღარ გვსურს გავჩერდეთ სხვებისთვის და ასე განვაგრძობთ მათთან ერთად მგზავრობას. - ცოტახანს შეჩერდა კაცი, კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი და ალბათ განაგრძობდა კიდეც, მაგრამ არიანდამ კითხვა შეცვალა :

- სიყვარული ლადო ბიძია ? - მორიდებით იკითხა და მეტი ინტერესი გაუკრთა შეკულ პირი-სახეზე.

- ოჰ, ეგ ყველაზე დიდი მუხრუჭი და ამავედროს ყველაზე მარალი სიჩქარეა ჩემო მშვენიერო.

- ეგ როგორ?

- როდესაც ერთ-ერთ გაჩერებაზე განსაკუთრებულ მგზავრს ხედავ იქ ამუხრუჭებ ყველაზე ძლიერად და ხანგრძლივად.უცდი, ვიდრე არ ამოვა. როდესაც ამოვა და ხვდები, რომ ერთადერთი და შეუცვლელია, ის სამუდამოდ იკავებს ადგილს შენ ცხოვრებაში. მერე ბედნიერების ყველაზე მაღალი სიჩქარით მიდიხარ ცხოვრების წრეზე მასთან ერთად. მრავალჯერ მოგიწევს შეჩერება, მაგრამ არასდროს მის ადგილას სხვის ამოსაშვებად. შენ მასთან ერთად, ის კი შენათან ერთად უვლის ცხოვრებას სიყვარულის წრეს.

- ზოგჯერ ხომ ხდება, რომ ისინი მიდიან ?!

- ხდება სამწუხაროდ, მაგრამ თუ ნამდვილი სიყვარულია, წრფელი გრძნობაა, შენი გული და არსება მნიშვნელობას ვეღარ ანიჭებს ის შენს გვერდითაა თუ არა. სადაც არ უნდა იყოს ის, უბრალოდ გიყვარს. ის შენში ცხოვრობს. ჩვენ ხომ უფალი უხილავად გვწამს და გვიყვარს. ასე გემართება, როდესაც წრფელი სიყვარული გეწვევა ადამიანს, ისეთივე სუფთა და უანგარო, როგორც უფის სიყვარულია და ის სიკვდილის ბოლო წუთამდე და მას შემდეგაც კი ბუდობს ჩვენში.

- ესეიგი ცხოვრება ადამიანობა და სიყვარულია. - დაასკვნა და კაცსაც გაანდო თავისი აზრი.

- კი. ცხოვრება სიკეთე და სიყვარულია.

- მადლობა ლადო ბიძია ! - მთელი გულით უთხრა კაცს, ჩანთიდან შავი ფერის მარკერი ამოიღო და ტომარას დიდი ასოებით დააწერა „არიანდა“. - ასე უკეთესია ?!

თანხმობის ნიშნად გაუღიმა და თავი დაუკრა კაცმა.

- არიანდა, - ჩასვლის წინ წამით შეაჩერა გოგონა. - პატიება. არც სიკეთე და არც სიყვარული არაფერია პატიების უნარის გარეშე, რადგან ეს ადამიანობის აღზევებაა.- ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე სათქმელი დაასრულა კაცმა და მგზავრობის საფასურიანი მარჯვენა ხელი დაუჭირა გოგონას, თბილად აკოცა და უკან გააბრუნებია.

ცხოვრების ლადოსეული განმარტების შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა მასში განცდა იმისა, რომ მთელი მისი არსებობის მანძილზე სიკეთესთან და სიყვარულთან თანაცხოვრობდა. თუ არ ჩავთვლით იმ წყვდიადისთვალება ბიჭისადმი მასში აღმოცენებულ ახალ, სხვაგვარ სიყვარულს. და პატიება ? - როგორ შეაკრთო ამ სიტყვის მნიშვნელობის გააზრებამ. ეს ხომ მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, ქუჩაში რომ დაგვეჯახებიან, მერე ბოდიშს მოგვიხდიან და ჩვენც ადვილად ვპატიობთ ხოლმე. რათქმაუნდა არა. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც არსებობის მანძილზე საპატიებელი გვიხდება სხვა ადამინების მიმართ და მართლაც რომ ყველაზე დიდი უნარია, რაც კი კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანებს გააჩნიათ. ყველაზე მაღალი ზნეობის მაჩვენებელი და ყველაზე ღირებული. რომ არა პატიება, ადამიანებს ერთმანეთის მიტევება რომ არ შეგვეძლოს, წარმოგიდგენიათ რამოდენა ბოროტების დატევა მოუწევდა ისედაც დამძიმებულ დედამიწას? სწორედ რომ მიტევებით იწყება სათნოება ადამინთა გულებში და შემაკავებელი რგოლი ხდება ბოროტებისა.
რაც ლადოს ბოლო სიტყვებმა არიდას სულში ნათურაა აანთო, უპირველესად ვინ გაახსენდებოდა თუ არა მამა-მიხეილ ამირეჯიბი. მეორე რგიდში კი ძმა- ანდრო ამირეჯიბი. ანდროს შემთხვევაში სიმსუბუქე იგრძნო. თითქოს სინდისმა ქვეცნობიერულად უკარნახა, რომ შორეულ ჯურღმულებში მისთვის ნაპატიებიც კი ჰქონდა. მისი მეხსიერება ნელ-ნელა ივიწყებდა ყველაფერს, რაც ანდროსთან ცუდ მოგონებებს უკავშირდებოდა. პატიებაც ხომ სწორედ დავიწყება იმ ცუდისა. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ლუკას გამოც კი არ მივიდოდა მასთან დახმარების სათხოვნელად.
მის გონებაში ანდროს გადალახვის შემდეგ, პირველად გახსენებული და წამსვე მივიწყებული მამა კვლავ ამოტივტივდა.
იქნებ აქ თავად ფაქტი არ აძლევდა დავიწყების, პატიების საშუალებას ? ფაქტი იმისა რომ წავიდა დატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.არ დაინტერესებულა რას ჭამდა, რას სვამდა, რა ტკიოდა, რა უჭირდა. წავიდა და სიცოცხლეში დააობლა ქალიშვილი, ვისზეც მზე და მთავრე ამოსდიოდა, ვისთვისაც მამა ბედნიერებასთან, ფერად ცხოვრებასთან იყო კავშირში. დააქვრივა ქალი, რომელისთვისაც მეუღლე დედამიწის ღერძი იყო, ქალი რომელსაც ერთ დღეში ჩაუქრა სიცოცხლის ფერი და მას შემდეგ მხოლოდ იმისთვის სუნთქავს, რომ შვილს სჭირდება. შვილს, რომელიც დედის ამ სუნთქვას ღამეში რამდენჯერმე ამოწმებს იმის შიშით, არ შეწყვიტოსო. უპატრონოდ დატოვა ისედაც გზასაცდენილი ერთადერთი ვაჟი. ეს იყო ფაქტი არიანდასთვის და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მიზეზს. მიზეზის მოსმენის სურვილი რომ ჰქონოდა, რომ სცოდნოდა იქნებ შეძლებოდა კიდეც მისი პატიება. ერთხელ მაინც რომ დაინტერესებულიყო მისი ადგილსმყოფელით, ერთხელ მაინც ენახა, იქნება რაღაც შეცვლილიყო მასში... მაგრამ ჯიუტად არ სურდა, არც ნახვა, არც პატიება. ტყუილად კი არ გაიძახოდა მამა არ მყავსო. ყველა ის არგუმენტი მოიშველია რითაც აქამდეც აჯერებდა თავს, რომ სწორად იქცეოდა, მაგრამ ახლა რატომღაც ვერ უშველა. ლადოს სიტყვებს იმდენად მოეხდინა მასზე გავლენა, ვერა და ვერ დაამშვიდა გულში გაჩენილი სინანულის გრძნობა.
- ხო ყველაფერი კარგადაა? - ხმამაღლა ჰკითხა რესტორნის შეფ-მზარეულმა მას შემდეგ, რაც სამჯერ გაუმეორა ერთიდაიგივე, თუ როგორ უნდა დაეჭრა ბოსტნეული კონკრეტული კერძისთვის, ის კი არც პასუხობდა და არც ტექნიკას ცვლიდა.


- კი, კი. - საჭრელ დაფაზე მიშტრებული თვალი ახლა შეფ-მზარეულს მიაპყრო და დაბნეულმა უპასუხა.

- აბა გამიმეორე რაც გითხარი ! - მხიარულად გაეპასუხა ორმოცდახუთ წლამდე მამაკაცი, ღიმილით დაუდგა წინ და მარჯვენა ხელით სამუშაო მაგიდას ჩამოეყრდნო.

- ხომ ყველაფერი კარგადააო, მკითხე.

- ეგ კი არ გკითხე, დავიყვირე. - გაეცინა კაცს. - მანამდე რაც გითხარი ის გამიმეორე.

- მანამდე არაფერი გითქვამს.

- სამჯერ გითხარი ჩემო გოგონა სამჯერ, ეგ ბოსტნეული, - საჭრელ დაფაზე დაწყობილ სხვადასხვა სახის ბოსტნეულს დააჩერდა კაცი და საჩვენებელი თითიც მათკენ გაიშვირა.- მოზრდილი ზომის ოთხკუთხედებად დაჭერითქო. პასუხი რომ არ გამეცი და ეგ ბოსტნეულიც ,- ხელში აიღო კიტრის მომცრო ზომის ნაჭერი და ზედმეტად კრიტიკული მზერით შეათვალიერა, - გაურკვეველი ფორმის ნამცეცებად აქციე, მას შემდგეგ დაგიყვირე. - ისე გულღიად გაეღიმა კაცს გოგონასაც გადასდო. - არ გჩვევია შენ უყურაღებობა. ხოდა ახლა გიმეორებ, ხომ ყველაფერი კარგადაა?

ერთი ამოიხვნეშა არიანდამ, დანას ხელი შეუშვა, ბოსტნეულიანი დაფა კუთხეში მიაჩოჩა და სასაუბროდ მოემზადა. ვალერიც მის მოპირდაპირე მხარეს, მაგიდას მიეყრდნო, ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ქვეშევრდომისგან ახსნა-განმარტებას იბარებდა. მის ამ ჟესტზე სულ ეღიმებოდა ხოლმე არიდას. გაცნობის პირველივე დღიდან თბილად მიიღო ვალერიმ პატარა სათნო გოგონა, ეს ურთიერთობა კი მას შემდეგ გააუმჯობესეს, რაც არიდა სამზარეულოში სწავლის მიზნით გაამწესეს. როგორც კი ვალერი სხვებისთვის მითითებების გაცემას და სხვადასხვა საქმეების კეთებას დროს მოპარავდა, ასე დაუგდებოდა და მხიარულად საუბრობდნენ ხან რაზე და ხან რაზე. ძირითადად მაინც პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით . გამოცდიელბასა და კერძების მომზადების ტექნიკას, თეორიული და პრაქტიული თავლსაზრისით ისე მხიარულად უზიარებდა გოგონას, თავი გასართობ შოუში უფრო გეგონებოდა კაცს ვიდრე ხუთვარსკვლავიანი რესტორნის სამზარეულოში. სხვებთან მუდამ მომთხოვნი, სერიოზული ურთიერთობების მქონე შეფ-მზარეული არიდასთანს სრულ ტრანსფორმაციას განიცდიდა. ჩემი განტვირთავ ხარ, შენი უბრალოება და სუფთა გული მალამოდ ედება ჩემს გადაღლილ არსებობასო, ხშირად ეუბნებოდა ხოლმე გოგონას და თავის მხრივ დადუნასთვის სპეციალურად მომზადებული კერძებით, რომელსაც დიდი დავი-დარაბის შემდეგ ატანდა, უხდიდა მადლობას .
ერთხანს უხმოდ იდგა ორივე. ვალერი ელოდა. არიდა კი სასაუბრო თემის მოფიქრების მიზნით ხან თვალებს მოჭუტავდა და გარემოს შეათვალიერებდა, ხან ცხვირს სასაცილოდ აპრიხავდა, ხანაც ტუჩებს მოკუმავდა და წარბებს მაღლა აზიდავდა. ამ სასაცილო მიმიკებით ამხიარულებდა ვალერის. როგორც იქნა იპოვა თემა, პირიც გააღო სათქმელად, მაგრამ ქეთიმ სიტყვა გააწყვეტინა:

- არიანდა, თუ გცალია ჩემს ოთახში ავიდეთ.

მოხდენილად შემოაბიჯა სამზარეულოში, მიუახლოვდა მოსაუბრეებს, ერთი გაკვირვებით დახედა დაჭრილ-დაქუცმამცებულ ბოსტნეულს, წითელი ტკბილი წიწაკა გამოარჩია და მადიანად ჩაახრაშუნა. - ვალერიკო შენ როგორ ხარ ? - ახლა კაცს მიუბრუნდა თბილი მოკითხვით.

- ვიფიქრე ვერ შემამჩნიათქო. - უპასუხა მან.ხილით სავსე ლანგრიდან მანგო აიღო და ქეთისაკენ ისროლა. - დაიჭირე, ეს უფრო სასარგებლოა, თანაც გემრიელი.

- ავიტამინოზს სულაც არ განვიცდი ვალერიკო. - ძლივს დაიჭირა მანგო და სიცილით მიუგო. - სხვათაშორის ყველა ჩვენ გვიყურებს. - პერსონალზე ანიშნა.

- პირველად ხომ არ გვხედავენ ?! - გაიკვირვა კაცმა.

- რაღაც მშვენიერ ხასიათზე ხარ შენ. - მანგოთი სავსე პოროდან, ტუჩების ცმაცურით შენიშნა. - მართლა გემრიელია. -ნეტარებით ამოილაპარაკა ბოლოს.

- უნდა დაუჯერო ბავშვობის მეგობარს ქეთევან. შენგან განსხვავებით კუხე ვაშლის ჭამას არ გაიძულებ. - თავშეკავებულად გაეცინა კაცს. მაინდამაინც არ ხიბლავდა ის ფაქტი, თანაშემწენი ასეთ აცეტებულს რომ უყურებდნენ ხოლმე.

- არიდა წამოხვალ, ვიდრე ამან მთელი ბავშვობის ცოდვები შემახსენა ?

- საჩქაროა ? - ჰკითხა, მათი ცქერით გამხიარულებულმა და უცებ სახე შეეცვალა, დაუსევდიანდა. ალექსანდრე გაახსენდა. უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი სულ ახსოვდა, უბრალოდ ახლა მათი საუბარი დაუდგა თავლწინთქო.

- არც ისე, მაგრამ მერე ვახოსთან ერთად გავდივარ და ... მოკლედ ცოტა წავისაუბროთ.

- წაყევი, ჩვენ მერე განვაგრძობთ. მანამდე აქაურობას მივხედავ, თორემ აშკარაა საქმეს მოცდნენ - მათკენ მომზირალი პერსონალისაკენ ანიშნა და წავიდა მითითებების გასაცემად.



ქეთი ჩვეული, მეტად მომხიბლავი სიარულით გაუძღვა კაბინეტისაკენ. არიანდაც დასჯილი ბავშვივით გაჰყვა. მეორე სართულზე ადმინისტრაციის მხარეს რომ გადაუხვიეს, შემთხვევით ასანიძე შეეჩეხათ. უხერხულობისგან ადგილზე გახევდა გოგონა. ბარე უკვე მესამე დღეა თავს არიდებდა მასთან შეხვედრას. ან რა იყო თავის ასარიდებელი, არიდას მასთან რა ბრალი მიუძღვოდა, მაგრამ რატომღაც მის განაწყენებას მაინც ერიდებოდა გოგონა.

- გამარჯობა ! - ცივი ხმით მიესალმათ ბიჭი. ქეთი კი ჰყავდა ნანახი, მაგრამ თითქოს ორივეს ესალმებოდა. წყენისდა მიუხედავად ვერ შეძლო უსიტყვოდ ჩაევლო ძვირფასი ქალისთვის.

- გაგიმარჯოს ! - მორიდებულად უპასუხა და თვალი აარიდა ასანიძის დაჟინებულ მზერას.

- ქეთი, შენ უთხარი. როგორც ჩანს ჩემთან საუბრაი არ სიამოვნებს. - ქეთის ესაუბრებოდა, მზერა კი ისევ არიდასკენ მიეპყრო.

- ზურა, - არიდამ მაღალი ტონით მიმართა. ასანიძესაც სმენა დაეზაბა მოლოდინით. - კარგი არაფერი. - გადაიფიქრა, რადგან არც თუ ისე კარგის თქმას აპირებდა და მიხვდა, ეწყინებოდა ბიჭს.

ზურა კი მაზად იყო მისი ნარნარა ხმით ნებისმიერი რამ მოესმინა, თუნდაც ცუდი. მისთვის შემთხვევითაც რომ გაეხედა ამაზეც კი მადლობელი იყო და ახლა მისი პირით ნათქვამი თუნდაც უკმეხ სიტყვას ღვთის წყალობას მიაწერდა. წლები ეტრფოდა გოგონას ბიჭი. ჩვიდმეტი წლის იყო ქეთიმ სამუშაოდ რომ მიიყვანა და დანახვის წამიდან მოიხიბლა მისით.

- კარგი. - ისე უპასუხა თითქოს სულ ერთი იყო მისთვის რას ეტყოდა.

- ვეტყვი ზურა. აქ სასაუბროდ წამოვედით. - სიტუაციის განმუხტა ქეთიმ, ზურგზე მიადო ხელი გოგონას და გზა განაგრძეს.

- არიდა. - დაუძახა კაბინეტისკენ წასულს ასანიძემ. გულმა არ მოუთმინა. - არ გაქვს მიზეზი გძულდე.

- სისულეელებს ნუ ამბობ ზურა. - გულზე მოხვდა, ბიჭის სიტყვები. - არ მძულხარ. - გულრწფელად უპასუხა და შვება მოჰგვარა გულგაგლეჯილ ასანიძეს.

- ვიცი, რომ არასდროს იტყუები. დროებით. - დაემშვიდობა, მაგრამ უძრავად იდგა და უყურებდა.

- თუ გინდა შენც შემოდი.- თავი ვალდებულად ჩათვალა და მორიდებით შესთავაზა - შენც გაგიკეთებ ყავას. - ოდნავ გაუღიმა. არ სურდა ამ ადამიანთან გაურკვეველ, უხერხულ ურთიერთობაში ყოფილიყო. ასანიძე ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა მის ცივ დამოკიდებულებას. ისიც იცოდა, რამდენად ახლოსაც არ უნდა მოეშვა, ის არასდროს გადაკვეთდა წითელ ზოლს და მასთან მეგობრული დამოკიდებულება საუკეთესო მდგომარეობა იყო ორივესათვის.

- დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მნიშვნელოვან საქმეზე მივდივარ. - თვალები აენთო ბიჭს. - სხვა დროს დავლოთ მე და შენ.

- შევთანხმდით.

კაბინეტის თეთრი კარი გააღო და ქეთიმ და პირველი არიდა შეატარა. თავად სავარძელში ჩაჯდა, გოგონა კი ყავის მოხარშვას შეუდგა. უყვარდა ქეთის მისი მომზადებული ყავა. ამიტომ კაბინეტში პატარა კუთხე მოაწყო, სადაც ყველა საჭირო ნივთი ჰქონდა ყავის მოსახარშად. თხოვნაც კი არასდროს ჭირდებოდა არიდას, მასთან შესულს დრო თუ ჰქონდა პირველი იმ კუთხეს მიაშურებდა. ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ყავის ფინჯნებით ხელში და ერთხანს სიჩუმით შემოიფარგლებოდნენ. არც ქეთი ჩქარობდა კითხვების დასმას. არც არიდა -მოყოლას.
- ზურა რაზე გეუბნებოდა ? - საუბარი წამოიწყო გოგონამ.

- სამზარეულოში გადადიხარ.

- მე ჯერ არ ვარ მზად ქეთი. ბევრი რამ მაქვს სასწავლი.

- ვიცით, მაგრამ შეგიძლია მალე ისწავლო და ძალინ გთხოვ, ამაზეც ნუ დაეტაკები ახლა იმ ბიჭს. უბრალოდ დაუფასე ზრუნვა.

- ასე უცბად რამ გადააწყვეტინა?

- რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ინციდენტმა. დარბაზში აშაკარად დიდ ყურადღებას იწვევ. შენც ხომ მოგბეზრდა იმ გაფსუებული პირუტყვების ამაზრზენი მზერა?

- კლიენტებს რა სიტყვებით მოიხსენიებ ? - სარკასტულად ჰკითხა და ირონიულად გაეღიმა. ვისთვის იყო მსგავსი ადამიანები ამაზრზენი თუ არა მისთვის.

- ზოგიერთი მართლაც პირუტყვია !

- მომბეზრდა კი არა, ზოგჯერ მინდა იმ ფამილარულ სიტყვებში ცავახრჩო... - ზიზღით წარმოთქმულს, ყავის ფინჯნის დაბრეხვებაც მიაყოლა..

- მასაც მობეზრდა, მის თანამშრომელს და ამავედროს ძვირფას ადამიანს გაცხოველებული თავლებით რომ უყურებენ.

- მე არ ვარ მისთვის ძვირფასი...

- ის რომ შენთვის არაა ძვირფასი, არ ნიშნავს, რომ მისთვისაც არ ხარ. მისი გრძნობების შესახებ მეც ვიცი, შენც, მთელმა რესტორანმაც და ახლა ალბათ იმ შენმა დათამაც. ზურას ვერ აუკრძალავ სიყვარულს არიდა, ამის უფლება არ გაქვს. უბრალოდ შეუძლებელია ადამინს სიყვარული დაუშალო, მითუმეტეს არასდროს გახვევს თავს და არ გაწუხებს.

- ამ ბოლოს ზედმეტად გააქტიურდა.

- იმიტომ, რომ საფრთხე იგრძნო.ისიც ამჩნევს არაბულის შენდამი დამოკიდებულებას და იძულებულია გამოჩნდეს.

- მე მისთვის არასდროს მიმიცია საბაბი იმედი ჰქონოდა. პირიქით, სულ შორს ვიჭერდი თავს.

- ხო, მაგრამ მანამდე სხვაც არ ყოფილა. უფრო სწორად ისე მოურიდებლად არავის გამოუხატავს შენდამი ინტერესი, როგორც ამას დათა აკეთებს. არც ზურას უგვრძვნია შენი დაკარგვის საფრთხე ასეთი სიმძაფრით და ამიტომ შეცვალა ახლა სტრატეგია. არიდა, ხომ იცი, ზედმეტად არ შეგაწუხებს და შენც ეცადე უხეში არ იყო მის მიმართ. იმსახურებს მისი გრძნობები პატივისცემას.

- ვიცი, ქეთი.

- დათაზე რას მეტყვი ? - ქურდულმა ღიმილმა გადაურა ქეთის, არიდას შემკრთალ სახეს რომ გადააწყდა.

ამ კითხვას კი ელოდა არიდა, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა. აუხსნელი, გაურკვეველი იყო არაბულისა და მასთან ურთიერთობის მიმართ არიდას აზრიც და დამოკიდებულებაც.

- შენ რას მეტყვი? - კითხვა შეუბრუნა ქალს.

- ოხ, შე ეშმაკო ! - სიცილით დაუქნია თითი. - ვერ ვიტყვი ეგ ბიჭი არ მომწონსთქო, მაგრამ ცოტათი უცნაური მეჩვენება. არ შემიზლია არ ვთქვა ზედმეტად ცივიც და იდუმალიც. დიდი მოსაუბრეც არ იქნება. სულ არ ჰგავს მამიდაშვილს, ვანო უფრო მხიარული ბიჭია. თუმცა უნდა ითქვას უზადო მანერებისა და გარეგნობის კაცია. მხოლოდ ყურებითაც კი მოიიბლები მისით.

- ვანო მისი მამიდაშვილია ?

- არ იცოდი ? - გაუკვირდა ქეთის.

- თავად თქვი, დიდი მოსაუბრე არ იქნებაო. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. არასდროს არ საუბრობს თავის თავზე, არც მე არ მიკითხავს. არც გვქონია შესაძლეებლობა რაიმე მეკითხა.

- ესეიგი გაქვთ ურთიერთობა? არა, მე კი ვხვდები რომ გაქვთ, მისი ქცევებიდან გამომდინარე დიდი ფიქრი არ სჭირდება ამას, მაგრამ შენგან მინდა ვიცოდე.

- ბევრს ვერაფერს გეტყვი. გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ არც კი ვიცი რა ქვია ამ ყველაფერს, რა ეტაპზე ვართ. ყოვლად აუხსნელია, რაღაცნაირად თავისთავდ ხდება ყველაფერი.მე საერთოდ არაფერს ვაკეთებ ამისთვის და არც ის ვიცი თავად რას აკეთებს.

- ჩემი ღრმა რწმენით დათა არ გავს იმ კაცს, რომელმაც არ იცის რა სურს. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იცის რა უნდა, რატომ და რა დოზით. შემდგარი პიროვნებაა არიანდა და ამაზე სხვა თუ არაფერი მისი მუდმივად აღმავალი ბიზნესი მეტყველებს. არ შეიძლება ჩამოუყალიბებელ , მიმართულების არ მქონე, სუსტ ადამიანს ასე საათივით ჰქონდეს საქმე აწყობილი. მასზე ბევრი ნამდვილად არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი მაძლევს ამის თქმის საშუალებას.

- მე კი მგონი საერთოდ არაფერი ვიცი მასზე...

- გინდა უფრო მეტი გავარკვიო მასზე ? ვახოს ნამდვილად ეცოდინება, დიდი ხანია რაც ვანოსტან ტანამსრომლობს და ვინაიდან იმ კომპანიის პრეზიდენტი დათაა, უცილობლად ეცოდინება რაიმე. მეც მეცოდინებოდა საქართველოში ახლახანს რომ არ დაბრუნებულიყო.

- აქ არ ცხოვრობდა ?

- არა. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

- უხერხული არ იქნება ამბების მოძიება ?

- სულაც არ.

- ისე სასაცილოა არა? მიყვარს კაცი, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცი. ნამდვილად არ გავს ჩემ საქციელს.

- გეთანხმები, არ გავს, მაგრამ რას გაუგებ მაგ გრძნობას. როდის იყო მოსვლად გვეკითხებოდა?

- ხო, არ უკითხავს, თორემ ნამდვილად არ დავთანხმდებოდი. - გულუპრყვილოდ დაეთანხმა.

- ესეიგი აღიარებ, რომ გიყვარს ? - მაცდურად მომღიმარმა ქალმა თვალი თვალში გაუყარა.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი გრძნობა არავის მიმართ არ მქონია ალბათ ხო. შესაძლოა სულაც არაა სიყვარული, მაგრამ რაღაც განსხვავებული და უფრო მეტი რომ არის ვიდრე უბრალოდ მოწონება მაგას კი ვხვდები.

- მიხარია შენგან ამის მოსმენა ჩემო პატარა. - სწრაფად წამოიჭრა ფეხზე ქეთი, გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა. - მინდა, ძალიან ბედნიერი იყო. კარგია სიყვარული !

- მეც მინდა ბედნიერი იყო.

- ვიქნები ვახოს ბოლოსდაბოლოს იმ ბეჭდის გაკეთების უფლებას თუ მივცემ, ყოველდღე ჯიბით რომ დააქვს დააქვს. - მხიარულად გადაიკისკისა ქალმა.

- მართლა ? - თვალები გაუცისკროვნდა სიხარულით, - კარგი რა ქეთი ნუ დატანჯე ეგ კაცი !

- მალე შენც გაგიჩნდება მსგავსი სურვილები. ნეტავ იცოდე, როგორი საყვარელია გაბრაზებული ვახო. ცოტახანს კიდევ ვაწვალებ.

- არ გამოდგები კარგ მაგალითად. - დაუცაცხან არიდამ სიცილით. - ისე მეტ კითხვებს ველოდი შენგან.

- კითხვების გარეშეც მივიღე პასუხი.

- კარგი, წავედი ახლა, სანამ თანამშრომლები განგვიდგნენ.

- პირდაპი სამზარეულში გაიქეცი. ვალერიმ უკვე იცის რა პოზიციაზე უნდა გამუშავოს. სხავთაშორის ანაზღაურებაც გაგეზრდება. დასვენების დღეები კი იგივე დარჩება.

- მგონი ზედმეტი მოსდის ზურას.

- მხოლოდ ზურას გადაწყვეტილება არაა, ასე რომ წადი საქმეს მიხედე და შეირგე ეს ცხოვრება !

- მიყვარხარ ! - ლოყაზე აკოცა ქალს და კაბინეტიდან გავიდა.

ქეთი ერთხანს იჯდა. მერე ღიმილით თავი გააქნია მობილური მოიმარჯვა და სადღაც დარეკა.
- გისმენ, - გაისმა ყურმილში სანდომიანი მშვიდი ხმა. - ხომ ყველაფერი რიგზეა? - სულ ოდნავ დაეტყო აღელვება მამაკაცს.

- ყოველ ჯერზე ასე შეშინებულმა უნდა მიპასუხო ? - ჰკითხა ქალმა.

- რა ვქნა ქეთი, წამით არ მშორდება დარდი და შენ რომ რეკავ სულ მგონია, რაიმე რიგზე ვერ არის.

- ყველაფერი რიგზეა და უფრო მეტიც... მოკლედ სჯობს გნახო და ისე ვისაუბროთ. სავადმყოფოში, მაშინ თითქმის ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი დროსი სიმცირის გამო.

- საჩქაროა? - უმალ იჰკითხა კაცმა.

- არა, ცოტახანს მოიცდის.

- ახლა, სხვაგან ვარ ქეთი. უკან, რომ დავბრუნდები და მესტუმრე.

- კარგი. თან როგორ მიყვარს შენთან ამოსვლა, ნამდვილი სამოთხეა.

- სამოთხეა, ცოდვილებით სავსე... - ნაღვლიანად გაიჟღერა ყურმილში ხმამ.

- რომ დაბრუნდები შემატყობინე. არაფერზე იღელვო ჩემო მეგობარო, ყველაფერს ვაკეთებ, როგორც საჭიროა.

- შენი იმედი მაქვს. ვახო მომიკითხე. - ბოლო სიტყვები უთხრა კაცმა და ყურმილი დაკიდა.


რა კარგი რამ არის ეს იმედი...
ღმერთს მადლობა არსებობს. აბა, რომ არ არსებობდეს რა იქნება ჩვენი ცხოვრება? ალბათ ერთი დიდი სიცარიელე. იმის იმედი თუ არ გაქვს ადამინს, რომ ხავლ უკეთესი დღე გათენდება, ან სულაც გათენდება, დამრგუნველი, უფერული, უილაჯო იქნება ჩვენი ყოფა. ძალას, განვაგრძოთ ცხოვრება გვაძლევს იმედი, რაღაცის ან ვიღაცის მიმართ.


***
პირველი, სრული, სამზარეულოსი გატარებული დღის ბოლოს დაღლილობასა და ადრენალინს ერთდროულად გრძნობდა არიდა. კი იცოდა რომ იქ თითეული წამი იყო მნიშვნელოვანი, რომ შეკვეტა კლიენტამდე დროულად და სრულყოფილად მისულიყო, თუმცა ასეთიც ვერ წარმოედგინა. შეფ-მზარეული ვალერი, რომელსაც განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა ჰქონდა არიდასთა, მაქსიმალურად ცდილობდა პირველი დღე ნაკლებად დამღლელი ყოფილიყო. ყველაზე მარტივ მითითებებს აძლევდა. ხან ტაბლოზე მიღებული შეკვეთების გაჟღერებას სთხოვდა, ხანაც რომელიმე საჭირი ჭურჭელის თუ ინგრედიენტის მიწოდებას. პარალელურად კი იმიას ასწავლიდა, რაც ჯერ კიდევ არ იცოდა გოგონამ. მაგიდებს შორის, ხელში სხვადასხვა ნივთებით, აწითლებული ლოყებით მორბენალს რომ უყურებდა, თბილად ეღიმებოდა ხოლმე კაცს. ერთხელ ისიც კი უთხრა შენი გარეგნობის პატრონს სამზარეულოში კიარ უნდა იმალებოდე, პირდაპირ სცენიდან უნდა გვანათებდე შენი სილამაზითო. არიდამ სწრაფადვე მოიშველია დამაჯერებელი არგუმენტები და ვალერიც კი დააჯერა, რომ სამზარეულოში დამალვა სწორედ რომ საუკეთესო იყო. ასე წინ და უკან სირბილში, ბოსტნეულის დაჭრაში, შეკვეთის გადაცემაში და მრავალ სხვა საქმიანობაში გაიარა დღემ. მუშა ტემპმა რომ იკლო სამზარეულოს მბრაძანბელმა დასვენების უფლება მისცა. ვიდრე იქაურობას დატოვებდა კარს მიეყრდნო და ღიმილით შეათვალიერა მოფუსფუსე ადამიანებით სავსე სამზარეულო. საათივით იყო აწყობილი ყველაფერი. ყველა და ყველაფერი ერთი მექანიზმივით, ერთი შედეგისთვის მუშაობდა და ეს კოლეგიალური, ერთგული, გუნდური დამოკიდებულება ქმნიდა იმ შედეგს, რის გამოც დღის ბოლოს უამრავ დამსახურებულ მადლობას იღებდა რესტორანი. გულში წრფელი მადლობა გადაუხადა ზურას, იქ მუშაობის შესაძლებლობისთვის. ფიქრიც არ ჰქონდა დამთავრებული, ადრესატის ხმამ რომ შეაფხიზლა.
- ხომ არ დაირალე ? - მის ზურგს უკან იდგა ასანიზე.

- არა, პირიქით ამაზე კარგად მგონი არსად მიგრძვნია თავი.

- ესეიგი სწორი გადაწყვეტილება იყო.

- ყველა ასპექტში. - დაეთანხმა და გაუღიმა არიდამ. - ძალინ დიდი მადლობა ზურა !

- არ გინდა მადლობა, გთხოვ ! უბრალოდ შენი შესაძლებლეობების მაქსიმუმი გამოავლინე და დამსახურებბულად მიაღწიე წარმატებას. იქნებ იმდენიც შეძლო სწავლა განაგრძო. მე კი სიამოვნენებით დავათმობინებ ქეთის პოსტს შენს სასარგებლოდ.

- რას ამბობ ზურა, ქეთის ადგილს არასოდეს დავიკავებ.

- თუ ქეთი უფრო დაწინაურდება, რატომაც არა ? - მაცდურად გაუღიმა ასანიზემ.

- მართლა? - სიხარულით თვალები აენთო არიდას. - თავად იცის? - გაეცინა, რადგან მიხვდა, ეს იდია ვისიც შეიძლება ყოფილიყო.

- არა და იმედია არ გამთქვამ თორემ, ვახო ორივეს დაგვითხოვს.

- ქეთი ნამდვილად იმსახურებს წინსვლას.

- შენც იმსახურებ. - ხმა საგრძნობლად დაუთბა ზურას.

- სამზარეულოდან პირდაპირ მენეჯერობაზე განაცხადი, ვფიქრობ, მეტად ამბიციურია.

- სულაც არა, თანაც ორივემ ვიცით აქ რატომაც ხარ.

- თუ იმ კანდიდატზე უკეთესი ვიქნები ვინც ამ ადგილით დაინტერესდება, კი ბატონო.- მიხვდა რომ ახლა უარის თქმა არ გამოვიდოდა და ამ ფორმით სცადა თემის დახურვა.

- ხოდა ყველაფერი გააკეთე ნებისმიერზე უკეთესი იყო. იცი, სამსახურს და პირად ურთიერთობებს არასოდეს ვურევ ერთმანეთში. დაამტკიცე, რომ ბევრი შეგიძლია.

მართალი იყო ზურა. არიდას ნამდვილად შეეძლო საუკეთესო მენეჯერი ყოფილიყო. იქ მისვლის დღიდან გაარკვია ქეთიმ ყველა დეტალსა და წვრილმანში. ასწავლიდა ყოველივეს რაც თავად იცოდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქეთი რიგი მიზეზების გამო სამსახურში ვერ მისულა და არიდას მისი მაგივრობა გაუწევია. რესტორნის ირგვლივ არ იყო საკითხი, რაშიც ვერ ერკვეოდა.

- მოდი ამაზე მაშინ ვისაუვროთ, როდესაც ეს მოცემულობა იქნება.

- როგორც გინდა.



გასასვლელისაკენ შებრუნებულნი არაბულის მზერას შეეფეთნენ. მის უკან კი ის ოფიციანტი გოგონა იდგა, არიდასი რომ ესოდენ შურდა. ისევ ღილებ ჩახსნილი. დათამ დარბაზში რომ ვერ დაინახა არიდა, მოძებნა გადაწყვიტა და ჰოლში გასული სამზარეულოს მთავარ კართან ზურასთან მოსაუბრეს გადააწყდა. შორიახლოს იდგა და მოცვენებითი მოთმინებით ელოდა მათი დიალოგის დასრულებას. არადა, სურვილი ჭამდა გოგოსთვის ხელი დაეტაცა, სადმე შორს წაეყვანა. დაუდეგარმა ეჭვიანობამ პერანგის რამდენიმე ღილის ჩახსნაც კი აიძულა კაცს. მოუსვენრობას შეეპყრო ფოლადის ნებისყოფის მქონე არაბული. იდგა და ავტომობილის გასაღებს ხელს სისხლის გაჩერებამდე უჭერდა. როგორც იქნა შენიშნეს. დამტუქსავ-გაბრაზებული მზერა სტყორცნა გოგონას. ასანიძეს კი მტრულად გადახედა. ამ უკანსკნელმა აუღელვებელი მისალმება მიაგება, არიანდას დაემშვიდობა, გაუღიმა და აუღელვებლადვე დატოვა იქაურობა. ის ოფიციანტიც უკან აედევნა. ასანიძეს შეეძლო არ წასულიყო და უფრო გამაღიზიანებლად მოხვედროდა არაბულს თვალში, თუნდაც მაშინ დაწყილი საუბრის დასრულება შეეთავაზებინა, მაგრამ მ არიდას სიმშვიდე ამჯობინა. არ სურდა გოგონასთან ის ურთიერთობა გაეფუჭებია რაც მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ იმ დღეს დაამყარა. ამ ეტაპზე, არაბულთან და საკუთარ თავთან მიმართებაში არიდას გადაწყვეტილებას, პატივი სცა.


- ისე მიყურებ მგონია, უპატიებელი დამეშავებიოს. - უთხრა მას შემდეგ არიდამ, რაც არაბული გამკიცხავი, მოუშორებელი მზერით მიუახლოვდა.

- საღამომშვიდობის ! - მიესალმა ბიჭი.

- სარამომშვიდობის ! - ჯიბრზე, უკმეხად უპასუხა გოგონამ.

- გავიდეთ ! - გასასვლელი კარისაკენ ანიშნა.

- ჯერ არ დასრულებულა სამუშაო საათები.

- მე მოვაგვარებ.

- მე თვითონაც შემიძლია, მაგრამ არ მიმაჩნია ახლა თანამშრომლების დატოვება სწორად. აქ ყველას შეიძლება გამოუჩნდეს მიზეზი და ყველამ რომ განთავისუფლება ითხოვოს საქმეს ვინ გააკეთებს? - კი ჰქონდა დრო ქალს, მაგრამ მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ, მტრულმა მზერამ და მბრძანებლურამა ტონმა, პროტესტი გამოიწვია მასში და პოზიციის არ დათმობისაკენ უბიძგა.

- ასე თუ გიყვარს შენი საქმე, საკუთარი რესტორნის გახსნაში დაგეხმარები. - ამ შეთავაზებაში კი იყო სიმართლის მარცვალი, მაგრამ ტონი იყო მეტად საკასტული. ჯერ კიდევ ვერ განედევნა გონებიდან ეჭვიანობის ნისლი.

- დღეს რა შემოთავაზებების დღე მაქვს. - არაბულისეული ირონიით იმართა. ორივე წარბი მაღლა აქაჩა და მედიდური მზერით გახედა. - სხვათაშორის სულაც არავარ ხუმრობის ხასიათზე !

- თუ მისი შემოთავაზება არ მიგიღია ხუმრობად, ჩემსას ხუმრობის რა შეატყე?

- მან გურწფელად მითხრა, შენ კი იმის გამო დამცინე შენს ბრძანებას უსიტყვოდ რომ არ დავემორჩილე.

- მგონი ვიკამათებთ. - მძიმედ ამოისუნთქა დათამ. - იმედია მალე დაასრულებ, დაგელოდები.

- ნუ დამელოდები !

- დაგელოდები ! - მტკიცედ გაუმეორა.

- ნუ დამელოდებითქო ! - გაჯიუტდა გოგონა.

- არია, როდესაც ასე მიწვევ ხოლმე, შენთვის მოაქვს „ცუდი“ შედეგი.

- ეს მუქარაა ?

- გაფრთხილება, რომელიც შენ არასდროს გესმის.

- არც გავიგონებ. - კოპეპშეკრულმა ჩაიბურდღუნა და სამზარეულოში დაბრუნდა.

ისეთი თავდაჯერებული მიდიოდა, კმაყოფლებას გრძნობდა პირველი შეკამათება რომ მოუგო დათას. შეხვედრის წამიდან ხვდებოდა, რომ მარტივი ბუნების ადამინათან არ ჰქონდა საქმე, თუმცა არც თავად იყო ნაკლებად ჯიუტი ამირეჯიბის ქალიშვილი. არაბული უყურებდა და უნებურად ეღიმებოდა. მერე მისი ყურადღება კიბეებზე სწრაფი, ქუსლების კაკუნით ჩამომავალმა ქალმა პიიპყრო. უკმაყოფილოდ დაღრეცოდა სახე ოფიციანტს და გაავებული, ცრემლმომდგარი ჩამორბოდა. დათას სახეზე ღიმილი ცივმა გამომეტყველებამ შეცვალა და წამსვე კვლავ გაავლო პარალელი მისმა გონება იმ ქალსა და არიდას შორის. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რამდენად დიდ სხვაობა იყო.
და ერთ დრესაც შეწყვეტდა არიდას ვინმესთან შედარებას. იმ დღეს, როდესაც აღმოაჩენდა, რომ ის შეუდარებელი იყო, რომ არ არსებობს ქალი ვის გვერდით დაყენებას და შედარებას გაუბედავს. ვფიქრობ ეს დღე, დღე როდესაც მისი შავ-თეთრი გრძნობები საბოლოოდ დალაგდებოდა, არც თუ შორს იყო.

ამრეზით, კიდევ გახედა ქალს და მისი ნირწამხდარობის მიზეზსაც მიხვდა. რათქმაუნდა მის მახვილ მზერას არ გამორჩენია ასანიძის კუდს აკიდებული ოფიციანტი. თავი გააქნია ნიშნად იმისა, რომ ქალს ასეთი საქციელი არ შეჰფერის და დინჯი ნაბიჯებით დატოვა შენობა.


განგებ გააჭიანურა არიანდამ სამუშაო საათების დასრულება. ხან რა საქმე გამოძებნა, ხან რა. ვალერიც უსაქმოდ იქჯდა. ის კი ჭურჭლის ადგილ-სამყოფელს ათვალიერებდა, სჯობს კარგად ვიცოდე სად რა ალაგია, შემდეგ რომ დამჭირდება ადვილად მივაგნებო. გვინ ღამემაც შემოაბიჯა. ის წასვლას ჯიუტად არ ჩქარობდა. იქნებ დათას ლოდინი მობეზრდეს და წავიდესო. ჯერ არ იცოდა, არაბული სიტყვას არაფრით, რომ არ გადავიდოდა. მითუმეტეს ახლა, ასე გვიან, ვიდრე სახლში თავად არ მიიყვანდა არსად წავიდოდა.

- რა საყვარელია. - სიცილითა და ნიშნისმოგებით გადაულაპარაკა ბიძაშვილს ვანომ. რესტორანში მასთან ერთად მოსულმა მარტოდ ლოდინისთვის ვერ გაიმეტა და ახლა ორივე ერთად ელოდა ამირეჯიბის ქალის გამოჩენას.

- ამაში საყვარელს რას ხედავ ? - ისე გაბრაზებული სჩანდა არაბული ცოტაც და ვანოზე იყრიდა გულის ჯავრს.

- ვერ ხვდები, განგებ რომ იგვიანებს?

- ვხვდები. მერე ? - მისკენ შებრუნდა დათა.

- რაღა მერე ? ამ ქცევით გეუბნება, რომ შენს ჭკუაზე არ გაივლის. შენ კიდე მაინც აქ დგახარ და ელოდები.

- და რა არის ამაში საყვარელითქო ვანო ? - დინჯად, მაგრამ ისე მძიმედ გაუმეორა ცხადი იყო, მტკივნეულზე დააბიჯეს.

- პატარა, ჯიუტი და ძალიან საყვარელი ბავშვია დათუჩა. - ისეთი სითბოთი თქვა, თითქოს მართლაც პატარა კიკინებიან გოგონას ეფერებოდა. - შენს ნერვებს რომ ანგრევს და შენ მაგას ვერ ხვდები, თუ ვითომ ვერ ხვდები, ამიტომაა საყვარელი. განუმარტა გიგაურმა და სიცილ-ხარხარსაც დაურთავდა სიმაოვნებით, მაგრამ არაბულს ისეთი სახე ჰქონდა, თავის შეკავება ამჯობინა, გულში გაიინა მხოლოდ.

- მეორედ დათუჩას დამიძახებ და... - არ დაასრულა, თუმცა ვანო ისედაც მიხვდა ყველფერ ცუდს, მოიაზრებდა გაგრძელება.

- საყვარელი !- ისევ გაიმეორა.

- რა იყო ვანო, ხომ არ შეგიყვარდა ჯიუტი არიანდა ?

- რატომაც არა, განსხვავებული გოგოა. - გულრწფელად უპასუხა, მაგრამ დათას დაეჭვებულ მზერას რომ წააწყდა წყრომით განაგრძო: - ოღონდ ისე არა, შენმა ავადმყოფმა ტვინმა რომ გაიფიქრა. ხანდახან მიდნება, მიგახრჩო.

- არაფერი მიფიქრია. თავი იმართლა დათამ.

- შენთვისვე იქნება უკეთესი.

- შეიძლება განსხვავებულია და ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ვეფხვიასა და ვაჟას სიცოცხლე მისი ოჯახის მხრებზე რომ არის, ეგ არ გიშლის ხელს ? - არც ეს კითხვა და არც ტონი არ გავდა აქამდე ამირეჯიბებზე საუბრისას დასმულს. აქამდე თუ უმტკიცებდა, ახლა თითქოს გულრწფელად ეკითხებოდა.

- არა. - მიუხვდა ვანო გულისნადებს. - არიანდასთან არა. ყველაფერი მახსოვს, ვიცი და ვერ ვაპატიებ იმ ორს, მაგრამ ამაში ამ პატარა გოგონას გარევა არ შემიძლია დათა. არ იმსახურებს და ზალიან გთხოვ, ახლა არ მითხრა, რომ ერთხელ მაინც ეს განცდა არ გქონია.

- არ გეტყვი. - კიდევ ერთხელ დახედა საათს. - ალბათ გამათენებინებს აქ ლოდინში. - მობეზრებით ამოიხვნეშა არაბულმა.- შენ თუ გინდა წადი.

- შენც ხომ შეგიძლია წახვიდე?

- გვიანია. სახლში ვიღაცამ ხო უნდა წაიყვანოს.

- ასანიძე წაიყვანს.

- საკითხავი ისაა, შენ უფრო ანგრევ ჩემს ნერვებს თუ ის.

- უბრალოდ გეთქვა, მინდა მე წავიყვანოვო და მეც აღარაფერს გეტყოდი. - აქეთ დაადანაშაულა ვანომ. - მოდის. - ჭისკრისაკენ მიმავალი არიდასაკენ ანიშნა დათას. - მივესალმები და წავალ.

- შეგიძლია აქ მომიყვანო ?

- უკაცრავად ?

- მიდი რა... თორემ, ზუსტად ვიცი, ტრასაზე დამაწყებინებს სირბილს. - მოსალოდნელით უკვე დაღლილმა, შეევედრა მამიდაშვილს. -

- კარგი. - ძლივს შეკავებული სიცილით დაეთანხმა. - ხვალ ვაჟას ადვოკატს, არჩილს უნდა შევხვდეთ. იცოდე, ახლაც არ გადადო. გადაირევა კაცი და დახევს იმ ანდერძს. - შეახსენა ვანომ, რომ ნათლიის ანდერძის აღსრულებას შეგნებულად, რამდენიმე თვე აჭიანურებდა.

- დახიოს. - ჩემსთვის სულ ერთია, ტონით უპასუხა. ასეც იყო მართლაც არ ადარდებდა ვისი იქნებოდა ნათლიის ქონება. ამ კაცისგან იმდენი სიკეთე მიეღო, მთელს სამყაროს იწონიდა მისთვის და ახლა მემკვიდრედ დასახელება, მისი ქონების მიღება თითქოს ბღალავდა ამ შეუფასებელ კავშირს. - თვის ბოლოს შევხვდეთ. თუ არადა მარტო შენ შეხვდი. - ისევ და ისევ ვაჟას სურვილის გამო შეეძლო დათმობაზე წასვლა და ანდერძის მოსმენა.

- გამლახავს ის კაცი. - ამოიგმინა გიგაურმა. - ყველაფერს თავისი წესი აქვს და სულ ნუ ცდილობ მათზე მორგების ნაცვლად თავად მოირგო, შენი შეხედულებებით შეცვალო. ვაჟას შენს მეტი არავინ ყავდა, შეიგნე ეს და ნუ გგონია მისი ქონების აღება თქვენს ნათლია-ნათლულობას რამეს დააკლებს. - კარი მიიჯახუნა ვანომ და გოგონასკენ გაემართა.

რამდენიმე ნაბიჯში დაეწია არიდას ვანო. მიესალმა. გოგონამაც გულთბილად გაუღიმა. ხუთიოდე წუთი ისაუბრეს. ბოლოს ვანომ დათას ავტომობილისკენ ანიშნა. გოგონა შეყოყმანდა, მერე ისევ გზა განაგრძო. გიგაურმ ბიძაშვილს, მოუთმენლად რომ უცდიდა მათი საუბრის დასასრულს, სიცილით გახედა ნიშნად იმისა, მართლა რა ჯიუტიაო. ისევ დაეწია გოგონას და მკლავზე შეხებით შეაჩერა. კიდევ რამდენიმე სიტყვა უთხრა. ისევ ყოყმანობდა ქალი, ბოლოს დათანხმდა. კარი გაუღო, დაელოდა გოგონას დაჯდომას. თან მალულად მომღიმარ დათას უყურებდა და რათქმაუნდა გულში დასცინოდა. ორივეს მშვიდბიანი ღამე უსურვა და თავისი ავტომობილისაკენ გაეშურა.
როგორც კი გოგონა გვერდით დაიგულა, შვებით ამოისუნთქა არაბულმა. არიდას სიახლოვემ ის გაურკვეველი, უსახელო განცდა გაუფანტა მისი არყოფნის დროს რომ გრძნობდა ხოლმე. სიმარტოვის შიში ? მის გარეშე დასრულებული დღის შიში ? ანი იქნებ რაიმე უარესის შიში. არ ვიცი, დარწმუნებით ვერ გეტყვით. თავადაც არ იცოდა რა იყო. ან იქნებ იცოდა კიდეც.
საჭეს ხელი შეუშვა, სავარძელზე კომფორტულად გადაწვა და წინ ხედის მინიდან ცას ახედა. ისე ეტყობოდა ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. არიდამ ერთი კი შეიშმუშნა, რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ გაჩერდა. მრავალი წუთის განმავლობაში ისხდენენ ასე უტყვად. დროდადრო ქურდული მზერით გახედავდა ხოლმე აპილპილებულ ქალს დათა. რაც დრო გადიოდა მეტ სიმშვიდესა და კმაყოფილებას გრძნობდა. არიდა კი პირიქით, მეტად იზრდებოდა მასში უკმაყოფილება და ბრაზი. აბრიალებდა ლამაზ შავ თავლებს და თითებს დამტვრევამდე აწვალებდა. უფრო და უფრო მატულობდა პატარა სივრცეში უცნაური მუხტი. ისეთი მათი ერთად ყოფნის დროს უცებ რომ წარმოიქნებოდა ხოლმე და ამას ორივე გრძნობდა. მოთმინება ამოეწურა გოგონას. არადა რა შესაშური მოთმინება ჰქონდა არაბულისა არ იყოს. მხოლოდ ამ ბიჭთან ფეთქდებოდა ცეცხლზე დასხმული ნავთივით. ლამაზი ბაგენი გახსნა, ისევ გაჩერდა, რადგან კარიდან გამომავალ ასანიძეს მოკრა თვალი. ბიჭი გაფაციცებით ათვალიერებდა ეზოს. ერთმა აზრმა გაუელვა არიდას და ოდნავ ეშმაკურად გაეღიმა. კარის სახელურისაკენ გააჩოჩა ხელი, გაღება სურდა მაგრამ ვინ დააცდიდა? არაბული, რის არაბული იყო ? ღილაკზე ხელის დაჭერით ოთხივე კარი საგულდაგულოდ ჩარაზა. უშედეგოდ დაეჯაჯგურა გოგონა სახელურს.

- გამიღე ! - ხმამაღალი ტონი უბრძანა ბიჭს. ადრესატს წარბიც არ შეუხრია. - გამიღე-მეთქი ! როდემდე უნდა ვიდგეთ აქ? - გაკაპასდა ქალი. კვლავ დუმილი. - გ ა მ ი ღ ე ! - გამოკვეთილად დაუმარცვალა, იქნებ ახლა შეისმინოსო. - ზურას ვთხოვ წამიყვანოს. - კვლავ უპასუხოდ დატოვა დათამ, მაგრამ ისე ავისმომასწავებლად ამოიხვნშა და შეხედა, სჯობდა რაიმე ეთქვა. - რას გადამეკიდე დათა ? - კართან უშედეგო ჯაჯგურთ დაღლილი ბიჭისკენ შებრუნდა. ისევ დუმილი. - უგრძნობი, უგულო ! - ემოციით გამოლანძღა. პალმის ტოტივით ლამაზი წამწამები ისევ გამაფრთხილებლად ააფახურა, თვალები დააკვესა, თითქოს არაბულს უნდა შეშინებოდა მისი. უშედეგოდ. შეშინდა კი არა, გაგიჟდა ისე მოუნდა დაეკოცნა. ისევ ეზოს გახედა არიდამ. ასანიზე წასულიყო და გოგონას გეგმა, რომელიც დათამ დასაწყისშივე გამოიცნო, თან წაეღო. - იმისთვის მსჯი დიდხანს რომ გალოდინე? - ისევ უპასუხო კითხვამ სიმშვიდის უკანასკნელი ძაფი გაუწყვიტა და თითებს მეტი მონდომებით დაუწყო წვალება.

დათა დაჭინებით უყურებდა არიდას. ხან სახეზე დაასობდა მზერას, ხან აჩქარებული გულის მკერდზე შეხეთქება მიიქცევდა მის ყურადღებას, ხანაც თითების ახმაურებული ძვლები. უტიფარი იყო. გრძნობდა, როგორ წვავდა, სულს უხუთავდა, სუნთქვა როგორ უხშირდებოდა ღელვით, მაგრამ არც კი სურდა მოეცილებინა მის სხეულზე მცოცავი თავლები.ნეტარებას, ნირვანას განაცდევინებდა გოგონაში დანახული თავისი ზემოქმედება. მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, იმ სივცრეში მოციალა მეორე წყვილ თვალებში წყლის გუბეები რომ შენიშნა. ავტომობილი დაძრა, თავისუფალი ხელით არიდას მტევანს ჩაეჭიდა და თითების მტვრევა შეაწყვეტინა. მთელი ძალით გამოქაცა ხელი გოგონამ, მაგრამ რას მოერეოდა. რამდენადაც შესაძლებელი იყო იმდენად მოუჭირა ბიჭმა. ცდილობდა მის ტორში მოქცეული სიფრიფანა ხელი არ ტკენოდა.

- გამიშვი ! - წყლის გუბე უფრო უხვი გახდა, სახე შეაბრუნა და ჩუმად მოიწმინდა მეორე ხელით.
არც გაუშვეს და არც პასუხი ინებეს. ისევ დადუმდა. ამასობაში ავტომობილმა, მთავარ გზაზე გადაინაცვლა.

- ვანოსი მომერიდა, თორემ სულ არ ვაპირებდი აქ ჩაჯდომას. - ტიკტიკს გავდა მისი ნაწყენი ხმა. ვერ გაუძლო სიჩუმეს, იქნებ ახლა მაინც ინებოს და პასუხი დამიბრუნოსო.

მონასმენით ცოტა ნაწყენმა, მტკივნეულად მოუჭირა ხელი. სახე შეეჭმუხნა გოგონას. ყელში მოწოლილი ბურთი უფრო გაიზარდა. სუნთქვაზე ეტყობოდა ცოტაც და ტირილს მორთავდა.

- მე რა დაგიშავე ? - ცოტახნის შემდეგ მოულოდნელად ჰკითხა ბიჭმა. არიდა წამით გაირინდა ხომ არ მელანდებაო. იმ დღეს მისი ხმის გაგონების იმედი გადაწურვოდა.

- დამიშავე.

- რა დაგიშავე ?

- არ გეტყვი.

- ხოდა ვივლით ასე მთელი ღამე.

- რაა? - თვალები გაუფართოვდა გოგოს. - გაგიჟდი ? დედა ინერვიულებს.

- გავგიჟდი. - არანაირი ხუმრობა, გულწფელად დაეთანხმა.

- ხოდა არ მინდა გიჭის გვერდით ყოფნა. სახლში მიმიყავენე.

- ვერა.

- მაშინ გამიჩერე, თავად წავალ.

- იცი, რომ არაა...

- მაშინ შენ წამიყვანე, დედა ინერვიულებს-თქო !

- ან მითხარი, ან დედას დაურეკე, გააფრთხილებ, რომ დღეს სახლში არ მიხვალ.

- რას გადამეკიდე, რას ?

იმხელაზე დაუყვირა, ერთიანად გადაფარა არაბულში სიმსვიდე სიბრაზემ. როგორც სჩვეოდა სწრაფად დაამხრუჭა ავტომობილი, არიდას მტევანს შეუშვა , მკლავში ჩაეჭიდა და სახით, თავისთან ახლოს მიიყვანა.

- საბოლოოდ გაფრთხილებ, აღარასოედეს გაბედო ! გასაგებია ?

-არა !

- არიანდა, გასაგებია-თქო ? - გაუმეორა.

- ა რ ა ! არ არის გასაგები, ვერ გავიგე და არც გავიგებ . - ისეთი შეუვალი გახდა, სულაც ვერ იფიქრებდი ცოტახნის წინ ცრემლებს ჩუმად თუ ყლაპავდა. - შენ ნუ ბედავ ჩემთან ასე მოქცევას და საუბარს...

- არიანდა მართლა ნუ გამაგიჟებ. დამიჯერე არ იქნება სახარბიელო.

- სულ ნუ მემუქრები !

- არ გემუქრები.

- მაგას მუქარა ქვია და შენ არ გაქვს მაგის უფლება. საერთოდ არავის არ აქვს. ხელი გამიშვი და კარი გამიღე ! - უბრძანა და კარის სახელურს დასწვდა.

დათამ ფეხი აუშვა მუხრუჭს, ავტომობილი გზიდან გადაიყვანა, გააჩერა და ბრაზის მოსათოკად საჭეს მთელი ძალით მოუჭირა თითები. არიდა კვლავ სახელურს ექაჩებოდა.

- გამიღე ეს კარი ! რომ გეუბნები რატო არ გესმის? - უფრო მეტად დაუყვირა, მერე კი ჩანთა, რომელსაც დიდი რკინის ჩამკეტი ჰქონდა საქარე მინას ხმაურით მიახეთქა და გაბზარა.

ბოლო წვეთი აღმოჩნდა არაბულისთვის ეს. ჯერ მინას გახედა მერე არიდას და თვალის დახამხამებაში გაჩნდა მის კართან. გაბზარული მინა არაფერ შუაში იყო, არ ადარდებდა, მისი ასე გაკაპასება ვერ აიტანა. გააფთრებულმა გამოაღო, მძღოლის მხარეს შებრუნებულ გოგოს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა ხდებოდა, წელზე მოხვია ხელები და ჰაერში აიტაცა. აფრიალებული ახლა ფეხების ფხარკასლ მოჰყვა, დამსვიო. დასვა. მიწაზე ფეხდადგმულიც არ წყვეტდა ცქმუტვას.

- არიანდა, ახლა თუ არ გაჩერდები წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ. - სისხლი კაპილარებს უხეთქავდა არაბულს. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ მისი ბუნბლიც აღარ იქნებოდა ახლა. თუმცა სხვა ვერც იქნებოდა. სხვა ვის გააბედინებდა ასე მოქცევას. ახლა კი იდგა და თავს აიძულებდა სისულელე არ ჩაედინა.

ყურიც არ ათხოვა ბიჭის სიტყვებს. გვერდის ავლა სცადა, დათა გადაუდგა. ახლა მეორე მხრიდან მოინდომა გვერდის ავლა, ისევ არ გაუშვა. ასე გაგრძელდა რამდენჯერმე.

- გამატარე !

- არიანდა გაჩერდი.

- გამატარე, სახლში უნდა წავიდე.

- არ გაგიშვებ !

- გამისვებ !

- არია, - მხრებში მოეჭიდა და გააკავა გოგონა... - შეიძლება ადამიანი ასე გააგიჟო?

- შენ გამაგიჟე და ახლა მე მაბრალებ ? ის მინაც შენ გამო გატყდა. - ძალიან აწუხებდა გატეხილი მინა არიდას სინდის, ალბათ სხვა დროს ათასს ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ ახლა არ სურდა. - საერთოდ ყველაფერი შენი ბრალია და გამატარე ახლა თორემ ვეღარასოდეს მნახავ.

- როცა მომესურვება მაშინ გნახვა.

- რას მერჩი დათა, რა ჭირად გადამეკიდე ? რა გინდა, რა ? - თმა სახეზე ჩამოყროდა, თავლებში ცეცხლი ანთებოდა, თუჩები კი საგრძნობლად უცაცხცახებდა.

- ბევრი რამ მინდა. - დაიწყო დათამ კითხვაზე პასუხი და სურვილების განდობა. - მივიღებ კიდეც, მაგრამ ახლა ამით დავიწებ, - თმისაკენ სწრაფად წაიღო ხელი, სამაგრი მოხსნა და მხრებზე დააფინა თმები. - ახლა კი ეს, - სახე დაუჭირა და ისე სწრაფად დაეტაკა მის ბაგეებს, შეაქანა გოგონა.

იმდენად ჟინიანად უკოცნიდა ტუჩებს, უდაო იყო უჩობისთვის სჯიდა. ცალი ხელით წელი დაუჭირა , მოფართხალეს და სხეულზე აიკრა. ახლა თავის გადაწევა სცადა არიდამ, ცოტათი მოახერხა კიდეც. დათაც დაიხარა უფრო მოხერხებულად მოეჭიდა წელზე, მეტად მიიზიდა თავისკენ და ჰაერში ასწია. სრულად შეუძღუდა მოძრაობის არიალი ქალს. მათი სხეულები ისე ეკვროდა ერთმანეთს, ცახცახი ჟრჟოლა-კანკალში გადაუვიდა არიდას. გული სულ გაუხელდა. ისე ფეთქავდა მთელი მკერდი ირხეოდა და ამ როთმებს დათა თავის მკერდზე გრძნობდა.

- მაკოცე თორემ სახლში არ გაგიშვებ.- კვლავ დაემუქრა და ვიდრე გაცეცხლებული ქალი არას იტყოდა მანამ გააჩუმა შეხებით. - არია, მაკოცე-მეთქი ! მართლა არ გაგიშვებ. - აარ ხუმრობდა.

- არმინდა ... არვიცი... გამიშვი... - გახშირებულ სუნთქვებს შორის ძლივს ჩააკვეხა სიტყვები.

- თუ მოინდომებ გამოგივა.

- შეშლი... - კვლავ გააწყვეტინა. - დათა ... - ღია პირით სუნთქავდა უკვე.

- თუ მაკოცებ გაგიშვებ.

- არ ვიცი ... - გამოსავლის პოვნა ისევ სცადა გოგონამ.

- გასწავლი.
- არ მინდა დათა, არ არის ეს კარგი საქციელი.

- როდესაც ყოველ მეორეს კოცნი ცუდი საქციელი მაშინ არის არია ... -აუხსნა მშვიდად და მიწაზე დააბრუნა. - შენს ტუჩებს კი ჩემს გარდა ვერავინ შეეხება. ასე, რომ დამშვიდდი და მაკოცე. ასეთი დიდი მოთმინებაც არ მაქვს.

- სულ ნუ მემუქრები.

- არ გემუქრები-თქო, გაიგებ ბოლოსდაბოლოს?

- არ მინდა კოცნა ! - ამოიკნავლა უკვე დანბებებულმა.

- ნუ უარყოფ იმ დროს, როცა შენ სხეული, გული, თავლები და თუჩებიც კი საპირისპიროს მიმტკიცებს. - ჩუმი ხმით უთხრა და ვიდრე თვალებდახუჭული არიდა მისკენ საკოცნელად გაიწეოდა მანამ დაასწრო და თავდ დასწვდა ბაგეებზე. თითქოს ინიციატივა მაინც არ დაანება.გოგონა ფეხისწვერებზე აიწია და გაუბედავა შემოხვია ათრთოლებული ხელები კისერზე. ისიც ამას ელოდაო და სულ სხვა ელფერი შესძინა ამბორს. ბედნიერების ბურუსში გაახვია გოგონა.

ვინ იცის, რამდენ ხანს იდგებოდა სასურველი ქალით გულზე მიკრული და რამდენ ხანს განაგრძობდა მისით ტკბობას, ან სადამდე მიიყვანდა მასში მოთარეშე დაუდეგარი ვნება-სურვილი საქმეს, ისევ ამ ქალზე ზრუნვას რომ არ გაეჩერებინა.
სულ ოდნავ მოშორდა და სახეზე დააჩერდა. ისევ თავლებ დახუჭულს ლოყები სულ აწთლებოდა და ალბათ არც გაახელდა სირცხვილით. ფეხის წვერებიდან ნელ-ნელა დაიწია, ხელებიც მოაშორა კისრიდან. იგრძნო ბიჭის მზერა და მეტად აფორიაქებულმა მის მკერდში დამალა სახე. არაბულს, გმოუთქმელმა გრძნობამ დაუარა და ძლიერად მოეხვია ქალს. სურდა ძარღვებში სისხლის დაშრობამდე, გულის უკანასკნელ რიტმამდე, სიგიჟეს აიძულებდა ქალისადმი ლტოლვა, მაგრა ისე არა, როგორც ეგონა.. ეს სურვილი მისხალითაც არ ჰგავდა შურისმაძიებელი კაცისას.

სულ ოდნავ შეირხა მის მკლავებში მომწყვდეული სხეული, ნება იბოძე და მოშორების საშუალება მომეციო. ძლივს-ძლიობით შემოხსნა მარწუხები. ვერ ელეოდა მისი თმების რომატს, სხეულს სითბოს. ორი ნაბიჯი უკან გადადგა გოგონამ. დამშვიდებულიყო. ძალა მოეკრიბა და შემართებაც დატყობოდა. მის შემხედვარე დათამ გაიფიქრა, დაბრუნდა არიანდა ამირეჯიბიო, თავის სიტყვებზეც და გოგონას გაჯინიანებულ მზერაზეც გაეღიმა.
ამ ბოლოს მგონი უჩვეულოდ ბევრს იღიმოდა ყმაწვილი.

- მე ხომ გითხარი ორჯერ დასაკუთრება არ შეიძლებათქო ?! - გამოერკვა გრძნობების ბურუსიდან. - შენ მითხარი უუფლებოდ აღარ გაკოცებო.- კითხვა, კითხვითი წინადადების გარეშე დაუსვა, ბოლო დროს ონავარ გოგოდ ქცეულმა.


- ვერ მოვიპოვე შენო კოცნის უფლება ? - მიუხვდა ბიჭი. - რა გავაკეთო მოსაპოვებლად ? - ახლა ნამდვილად უტიფარი გახდა. ვინ იცოდა რა უნდა გაეკეთებია ამისათვის თუ არა მან, მაგრამ გოგონას წამება ხომ ცალკე სიამოვნებად ქცეულიყო მისთვის.

- გამარკვიე რა გსურს და რას მოელი ჩემგან. ასე ვერ გაგრძელდება. ვერ მოხვალ უკითხავად, ვერ მიბრძანებ და მითუმეტეს ვეღარ მაკოცებ. მე ასე არ აღვუზრდივარ დედაჩემს. რაც ახლა ჩვენს შორის ხდება არ არის მართებული. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, წესიერად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს და აბა, არ მოსაწონია ქალი რომ ასე ეხვეოდეს უცნობებს ქუცაში ? ეს ჩემს ღირსებას შეურაცხყოფს და ჩემი აზრით, შენსასაც.

- პირველი ვარ ვისაც ქუცაში ეხვევი ხო ? - გოგონას მონოლოგით მეტად ნაამებს და კაცმა არ იცის, მაინც რამ მოჰგვარა სიამოვნება, მხოლოდ ამ კითხვის დასმა მოუნდა.

- ეს რა კითხვაა ?

- მიპასუხე !

- რათქმაუნდა.

- ესეიგი უცნობებს არ ეხვევი ქუცაში და შენი ღირსებაც ხეუხებელია.

- მე არ გიცნობ.

- სამაგიეროდ მე გიცნობ და ეს სრულებით საკმარისია.

- თვალები გაუფართოვდა არიდას.

ნუ გიკვირს. წესიტ არ უნდა გიკვირდეს. არ ვაპირებ შენთან იმის დამალვას, რომ შენს შესახებ ყველაფერი ვიცი, დაბადების დღიდან დრემდე.

- მანიაკი ხარ ?

- არა. უბრალოდ კაცი ვარ, რომელსაც ზედმეტად აინტერესებ. ერთხელ გთხოვე მომიყევი შენს შესახებთქო, შენ არ მომიყევი. ხოდა ყველაფერი ჩემით გავარკვიე.- ეტყოდა, მანამდეც ყველაფერი ვიცოდიო, მაგრამ ისეთი შეშფოთებული უსმენდა გოგონა მეტად დაფრთხობა აღარ ისურვა. უფრო გაურთულებდა მასთან ურთიერთობას. - თუმცა, თუ სურვილი გაქვს მომიყვე, ახლაც გისმენ.

- მოიცა, ახლა სანამ სხვა კითხვებს დავსვამ და ბრალს დაგდებ იმაში, რომ ადამიანზე მალულად ინფორმაციის შეგროვება დანაშაულია, მანამ გეტყვი- ჩემზე თუ გსურს ყველაფერი იცოდე, შენზე რატომ არ ვიცი არაფერი?

- არასდროს არაფერი გიკითხავს, თორემ გიპასუხებდი.

- ვინ ხარ, ვინ გყავს, რატომ წახვედი, სად ცხოვრობდი, რატომ ჩამოხვედი და ყველაზე მთავარი რა მიზანი გაქვს ჩემთან ? აი, გკითხე. გისმენ !

- დათა არაბული... - კითხვებზე თანმიმდევრულად პასუხი გადაწყვიტა ბიჭმა. დიდად არ ხიბლავდა, მაგრამ საჭიროდ მიიჩნია. - ფინანსური მდგომარეობა და სტატუსიც გაინტერესებს ?

- ყველაფერი. ოღონდ სხვანაირად არა , ანუ შენი ქონება კი არა ...

- კარგი. - გააღიმა არიდას დაბნეულობამ. - დათა არაბული, ბიზნესმენი, მაქვს ჩემი კომპანია, შემოსავალს არ ვუჩივი, მყავს დედა, ბებია-ბაბუა, რამდენიმე ძალიან ახლობელი ადამიანი, მათ შორის ვანო. თანამსრომლებზეც მოგიყვე? - აშკარად გართობის ხასიატზე დამდგარიყო. - კარგი ვაგრძელებ - სწრაფად დაამატა, გოგონას აბრიალებულ თავლების დანახვაზე,- გავემგზავრე რუსეთში მამის გარდაცვალების შემდეგ, - ამ წინადადებაში კი წაერთვა ხალისიანი ტონი. ეს შეამჩნია გოგონას ყურმა და თავლები აუწყლიანდა. - იქ ათი წელი ვცხოვრობდი, დაბრუნებაც ახლობელი ადამიანის დაკარგვამ მაიძულა. შენთან დაკავშირებით მიზნებს რაც შეე...

დაზეპირებულივით განაგრძობდა საუბარს დათა, მაგრამ არიდას ამღვრეულმა ხმამ შეაწყვეტინა:

- მამას გამო ვწუხვარ, იმ ახლობელის გამოც. - სულ ახლოს მივიდა მასთან, ქვემოდან თანაგრძნობით ახედა- ბოდიში ! რომ მცოდნოდა, დედას გეფიცები არაფერს გკითხავდი. - დამნაშავეს ხმით ესაუბრებოდა და ცხვირი სატირლად უწიტლდებოდა. სულ გადაავიწყდა ბოლოს დასმული კითხვა ყველაზე მნისვნელოვნად რომ მიაჩნდა და საერთოდაც, წუთების წინ მასზედ გაბრაზებული, ანჩხლ ქალს რომ გავდა.
ერთხანს ვერ გაეგო არაბულს რა ხდებოდა, ისე შესულიყო საუბრის ეშხში. გააოცა მისი შეწყვეტის მიზეზმა, არ ელოდა ამხელა თანაგრძნობას მისგან და მითუმეტეს ცრემლს მის თვალზე. არ ეგონა მისი სინანული ბოლო პასუხის მოსმენის სურვილს თუ გადაფარავდა. თითქოს რაღაც გაულღვა გაყინული სულის იმ ნაწილშიც, რევანშს რომ დაებუდებია, მისი გვარის სინანულად მოეჩვენა იმ წამს გოგონას თანაგრძნობა. ზემოდან დაჰყურებდა თვალებაფახურებულს და მის კუშტ სახეს სიმშვიდის, სინაზის, ბედნიერების ფერი ედებოდა. ვეღარ გაუზლო მისგან თუნაც სანტიმეტრებით შორს ყოფნას, მოულოდნელად ესცა და გულზე სულ სხვა გრძნობით აიკრა. გოგონაც მოეხვია, ეგონა მამა გაახსენდაო და უნდოდა ამ ჟესტით დარდი შეემსუბუქებია..ვინ იცოდა უმამობა რა მტკივნეული იყო თუ არა, მასში მცხოვრებმა პატარა გოგონამ. ზუსტად იმ პატარა გოგონას სუფთა გულითა და გრძნობით ცდილობდა მასზედ მოხვეული, მისი მწუხარების გაზიარებას. ესეც იგრძნო ბიჭმა. შეისრუტა მისგან წასული განცდა.

- ღმერთო, რა გავაკეთო ?! - ამოიგმინა და მის ზურგს უკან მუშტები შეკრა. . - ასეთი, უბრალო, ასეთი წრფელი როგორ ხარ ?

- მართლა ძალიან ვწუხვარ . - გაუმეორა. იფიქრა, რომ ამ სიტყვების მოსმენა იქნებოდა ბიჭის კითხვაზე პასუხი.

რათქმაუნდა ვერ მიხვდებოდა რას გულისხმობდა დათას სინანულით გაჟღენთილი კითხვა, რომელის საკუთარ თავს დაუსვა. მთელი არსებით, მის არსებაში ყველა ფიქრითა და გრძნობით სურდა ახლა მის წინ ასეთი არიანდა არ მდგარიყო. მის უკიდურეს ბნელ და ნათელ ნაწილს ერთდროულად ერთნაირად მძაფრი სურვილით, სურდა, მის მკლავებში სიწმინდით, უბრალოებით, წრფელობით განმსჭვალულ ამირეჯიბს არ დაედო ბინა. გაწყდა მასში რაღაც და თავიდან გადაება. მზაფრად გაიაზრა მისმა გონებამ რომ ეს ბმა ახლის დასაწყისი იყო - ან ძალიან კარგის, ან ძალიან ცუდის.


- მართლა ძალიან ვწუხვარ. - კვლავ გაუმოერა. ჯიუტად სჯეროდა, რომ მისი დარდის შემსუბუქება ახლა ამ სიტყვებით და ჩახუტებით შეეძლო. მის სულში დანაკარგის შევსებას თავისი სითბოთი ცდილობდა. მე თუ ვერ დამეხმარენ, იქნებ თავად მაინც შევძო დათასთვის ესო, ფიქრობდა და რაც ღონი ჰქონდა ეკვროდა სუსტი სხეულითა და მკლავებით.

- ვიცი, ვიცი... - დაიჩურჩულა არაბულმა.- და როგორ მინდა ახლა არ წუხდე !

- უკეთ ხარ ? - ისე ჰკითხა, გეგონებოდათ წუთების წინ დათას ეთქვა ცუდად ვარო და მასაც გულის წასვლისგან ეხსნა. გაგეცინებათ და მართლაც ასე ფიქრობდა. ეგონა, მამის ხსენებისას და უმამობის კიდევ ერთხელ შეგრძნებისას დათას სული გულწასასვლელდა გამზადილ ავადმყოფს დაემსგავსა. ეგონა, რადგან თავად ასე სტკიოდა უმამობა, მოუშუშებლად ტკიოდა.

- უკეთ ვარ. - ამოიცნო მისი თანაგომით სავსე ხმას და ისე უპასუხა, როგორც მშველელს.

- კარგი. - ხელები შეუშვა და უკან დაიხია. დათაც მის ნებას დაჰყვა. - ძალიან დავაგვიანე. სახლში წამიყვან ?

- ჯერ-ჯერობით კი. - სულ ახერხებდა არაბული შეძლებისდა გვარდ გულრწფელი ყოფილიყო მასთან. გოგონა ვერ მიუხვდა პასუხს. - ახლა სახლში მიმყავხარ, ხვალ შეიზლება გავისეირნოთ. - მისი დაბნეული სახის შემხედვარემ ნათქვამის გამოასწორა სცადა.

- თავს სულ უხერხულად ვგრძობ, როცა ჩემი წაყვანა გიხდება.

- თითქოს სულ შენი ნებით დამყვებოდე. არ ვწუხდები არია, საერთოდ არ... - ლოყაზე ნაზად უჩქმიტა, მხარზე მოეხვია და ავტომობილისკენ წაიყვანა. - იცი მართვა ? - ავტომობილისაკენ ანიშნა.

- არა.

- გინდა გასწავლო ?

- არა. რისთვის.

- ისე უბრალოდ. რაც მეტი გაქვს ცოდნა, მით უკეთესი.

- მართლა მასწავლი ? - თავლები აენთო არიდას.

- რატომაც არა.

- სად გეცლება დათა შენ მაგისთვის.

- ასე ადამიანს სულ არ სცალია მაგრამ... მაგრამ მონდომებაა საჭირო. სულ მცირედი მონდომებაც საკმარისია, დრო გამოათავისუფლო სასურველი ადამიანისთვის. - გაუზიარა თავისი აზრი და მანქანის კარი გაუღო.

- ჩემზე მართლა ყველაფერი იცი ?

- ყველაფერი...

- მერე?

- რა მერე არია?

- არის ჩემს ცხოვრებაში რაღაც, რაც შეიძლება შეთვის მიუღებელი იყოს.

- იქნებ ეგ რაღაცეები მიზიდავს შენს ცხოვრებაში ? - წამით გახედა გოგონას და ისევ გზას დაუბრუნდა. ამჯერადაც ნაწილობვრივ სიმართლე უთხრა. - როდის ისვენებ ?

- მაგის გარკვევა როგორ დაგავიწყდა ? - გაეცინა. ამ დროს ადვილად შესამჩნევი იყო მის ლოყებზე გაჩენილი პატარა ორმო. ბავშვურს და მეტად ლამაზს ხდიდა ღიმილის დროს. თვალს ვერ მოწყვეტდა ადამიანი.

- გავარკვიო, თუ თავად მეტყვი ?

- ორ დღეში .

- ორ დრეში, იმ სამადლობელ ვახსამზე გეპატიჟები.

- რომ არ მცალია?

- ახლა არ მითხარი ვისვენებო ?

- დილით სახლის დასალაგებლად მივდივარ, მერე დედა მიმყავს საავადმყოფოში.

- შეეშვი რა ამ სახლების ლაგებას.

- ვერ შევეშვები. მჭირდება.

- მე დაგეხმარები.

- შენ გაწუხებს მე სხვის სახლებს რომ ვალაგებ? გრცხვენია ?

- მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ არ მინდა დღე და ღამ მუშაობდე. ასე არც ჩემთვის გექნება დრო.

- მე არ ავიღებ შენს დახმარებას და მუშაობასაც ისე განვაგრძობ, როგორც აქამდე. შენც ის დრო იკმარე, რაც დამრჩება. ისე ნუ ითხოვ ჩემგან დროს, თითქოს რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდეს.

- რა გაბრაზებს ასე ერთ წამში ვერაფრით ვიგებ. მერე ისე იცვლები ...

- რა? დაასრულე.

- არ მომწონხარ ასეთი. ცივი და ცოტა უხეშიც.

- შენ ოდესმე გიცდია, შენი თავსისთვის სხვისი თავლით შეგეხედა? შენთან ჩედმი რა მოსატანია !

- მე სულ ასეთი ვარ არია. აი, შენ კი არ ხარ და მერე უცებ რომ ხდები მაცოფებს.

- გაცოფდი მერე.

- ახლა ისღა დაგრჩენია ენა გამომიყო.

- ასე ალექსი მეუბნება ხოლმე. - უზარმაზარი ნაღველი და მონატრება ამოაყოლა სიტყვებს. მეგობრის გახსენებამ ცრემლებიც მოჰგვარა, თავით მიეყრდნო საზურგეს და თვალები დახუჭა.

- დგებუაძეს რომ ჩამოგაშორებ მერე შერიგდებით. თუ გინდა მეც დაგეხმარები.

- შენ დამეხმარები? - ცრემლიანი ტავლებიტ გაეცინა არიდას

- ხო.

- შენ არ იცნობ მას. არც შენი დახმარება მიშველის და არც ჩემი ათასი ბოდიში. ის თავად მოვა ჩემთან, მაგრამ ღმერთმა უწყის როდის. მანამდე კი იმით ვინუგეშებ თავს, რომ უსაფრთხოდ და კარგადაა.

- მოკლედ ორ დღეში სავახშმოდ მივდივართ. - უცებ შეცვალა სასაუბრო დათამ.

- იქნებ სხვა დროისთვის გადაგვედო?

- დღის ბოლოს ხომ გათავისუფლდები, მერე წავიდეთ. თუნდაც შუაღამე იყოს.

- სხვა დროს გადავდოთ.

- არა და გთხოვ ნუ გაუჯიუტდები ახლა ჩემს სურვილს შენებურად. ამ მხნის მანძილზე ისედაც იმდენი მაგემე, მთელი ცხოვრება რომ არ მიმიღია.

- არ ვარ ჯიუტი !

- სულაც არა. მოდიხარ თუ ძალით წაგიყვანო?

- არ ვიცი.

- მე ვიცი.

- აქ გამიჩერე. - სახლამდე ხუთი წუთის სავალზე გაჩერება სთხოვა. - აქიდან ფეხით წავალ.

- მიგიყვან.

- არ მინდა, მეზობლები სულ ეზოში ზიან და ...

- დედას ენას მიუტანენ?

- არა, დედამ ისედაც იცის, უბრალოდ არ მინდა ერთით მეტი სალაპარაკო მივცე.

- რა იცის დედამ ? - შეანელა სვლა, გოგონასკენ მიტრიალდა და სულ ოდნავ გაეღიმა.

- არაფერი, რა უნდა იცოდეს. - დანაშაულზე გამოჭერილივით აიწურა.

- დაანებე მაგ თითებს თავი და მიპასუხე, რა იცის დედამ ?

- ვუთხარი რომ ნაცნობები ვართ.

- ყველა ნაცნობზე უყვები ?

- დათა რას გადამეკიდები ხოლმე? რატომ გიყვარს ბრძანებლობა ?

- რა შემატყე ახლა მბრძანებლობის ?

- შენ ვერ ამჩნევ ალბათ, მაგრამ შენი ნაბიჯებიც კი ბრძანების ტონს გამოსცემს, ხმაზე რომ აღარფერი ვთაქვა... - განუმარტა და კაარზე აკრულ სალონის ტყავს თითებით ჭვალება დაუწყო.

- უბრალოდ ყველაფრის გარკვევა მიყვარს.

- არაფერია გასარკვევი. - ჩაიბუტბუტა დაბალ ხმაზე. - გამიჩერე ახლა .

- არა, სახლამდე მიგიყვან და ვინაც რა უნდა ის ილაპარაკოს.

- არა დათა, გთხოვ ! ახლა შენთან ერთად ამ მანქანით რომ დამინახონ, ღმერთმა იცის რას იფიქრებენ. კითხვებით ამიკლებენ.

- შეყვარებული...

- შეყვარებული ?

- თუ ჩემი ვინაობით დაინტერესდებიან უპასუხე - შეყვარებული.

- დათა...

- მოვედით.

ცივად გამოუვიდა ნათქვამი. პირდაპირ კორპუსის წინ გააჩერა ავტომობილი და საჭეს უხეშად მოეჭიდა. ის დღე გაახსდნა პირველა რომ მივიდა იქ, იარაღით ხელში. ახლაც მაშინდელივით აემღვრა შიგნეული და დაიზაფრა. არიდამ ერთი გაკვირვებით შეათვალიერა დათა. ცუდად ენიშნა მისი შეცვლილი გამომეტყველება, ისე ავად უელავდა თავლები ცივმა ჟრუანტელმა დაუარა ქალს. ვერ მიხვდა რათქმაუნდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი და ვერც კითხავ გაუბედა. ღამემშვიდობისო, დაიჩურჩულა და ჩავიდა. ერთი წამითაც აღარ გაჩერებულა არაბული იქ. აქსელერატორის სატერფულს მკვეთრად მიაჭირა ფეხი და დაუმშვიდობებლად გაქრა..

ერთხანს, გაუნძრევლად იდგა გოგონა. გაკვირვებული, ნაწყებიც. მერე, მერე იმდენის მზერა იგრძნო სადღა ეცალა გაკვირვებისათვის. გაუბედავად გადადგა წინ ნაბიჯები და გულში ლოცულობდა იქნებ არაცერთმა გამაჩეროსო, მაგრამ როდის უხდებოდა ნატვრა არიდას? ეზოში ფეხი არ ჰქონდა შედგმული ქერათმიანმა ნანამ რომ გასძახა:

- არიდა შვილო, ახლავე თუ არ გვიპასუხებ ვინ იყო ეს ყმაწვილი, კაცმა არ იცის, აქ რა ვერსიებს დაატრიალებენ. - ჭორიკანა იყო ნანა, მაგრამ ძალიან პირდაპირი და გულწრფელი. ბოროტულად არცერთი სიტყვა არ დასცდებოდა მის პირს, მხოლოდ კეთილი ჭორებით იმხიარულებდა დღეს. მით უმეტეს არიანდაზე არ იტყოდა ცუდს და არც სხვას მისცემდა ცუდად მოხსენიების უფლებას.
ფეხი აითრია არიდამ. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს მათთან მისვლა გადაწყვიტა. იცნობდა ნანას.
- საღამომშვიდობის.- მიესალმა.

- სარამომშვიდობის დედიკო.- თბილად უპასუხა ფუმფულამ ქალმა. - ცუდად არ გაიგო ნანას ნათქვამი, არც იწყინო, არც ცხვირის ჩაყოფად მიიჩნიო, უბრალოდ ხომ იცი, აქ როგორც ხდება? - განუმარტა ქალმა და შემოჯარული კორპუსებისაკენ, რომლებიც უბანს ქმნიდნენ, მიუთითა,- ენას ძვალი არ აქვს, ჩვენ კი ვერავის მივცემთ უფლებას შენზე უძვლოდ ილაპარაკონ. ნუ გახდები ჩვენი დასაცავი ჩემო ლამაზო...

- ჩემი შეყვარებული. - ცივად უპასუხა არიდამ. პირველად, გონებას ენამ წაასწრო.

ამის გაგონებაზე აღტაცების შეძახილი აღმოხდა ყველას. ნანამ ტაში შემოჰკრა სწრაფად წამოიჭრა და არიდას მოეხვია. თან უმეორებდა, როგორ გამახარე, გულით მსურს შენი ბედნიერებაო. აქეთ ფუმფულა გაიძახოდა, შეძლებული ბიჭი ჩანს, დარწმუნებული ვარ არაფერს გაგიჭირვებს, დაასრულებს შენს წვალებასო. მოკლედ ისეთი მილოცვები დააყარეს, გეგონებოდათ უკვე გათხოვდაო. მგონი, ისიც კი წარმოიდგინეს, როგორი იქნებოდა მათი ქორწილი. ძლივს დაიხსნა არიდამ ამ ქოთქოთისაგან თავი. სადარბაზოში შესულმა ერთი შემოირტყა თავში ხელი, რა მალაპარაკებდა, ხომ სჯობდა არაფერი მეპასუხაო. ნანა რომ შეეკითხა იმ წამს დათას სიტყვები მოაგონდა, შეყვარებული უპასუხეო და ენამაც ინსტიქტურად თქვა. ახლა მისი შეყვარებულობის ამბავი უმალ მოედებოდა უბანს. ნირწამხდარმა შეაღო სახლის კარი.

- დაგაგვიანდა დედიკო, - შეეგება დადუნა.

- ხომ არ იჯავრე ? - ლოყაზე აკოცა დედას. ჩანთა საკიდზე დაკიდა. ფეხიც გაიხადა და როგორც სჩვეოდა შიშველი ტერფებით გატყაპუნდა გრილ იატაკზე.

- შიშველი ფეხით სიარულს ვერა და ვერ გადაგაჩვიე. - დაიჩივლა ქალმა. - აცივდა დედიკო, ახლა მაინც ჩაიცვი.

- არ მინდა დე.

- ჯიუტო. - დაუცაცხანა შვილს და სამზარეულოში შეუძღვა.

- დე, ვალერიმ მაფინები გამომატანა შენტან. - გვიან გაახსენდა გოგნას. ან რა გასაკვირია. ჯერ კიდევ არაბულის ამბორი ურტიალებდა გონებაში. წამოხტა, შემოსასვლელში გაიქცა, ჩანთიდან ქაღალდის პაკეტი ამოიღო და დედას მიურბებენინა. - გამომართვი, ახალი რეცეპტითაა და გამისინჯოსო. ესეც დიაბეტურია.

- მადლობა უთხარი მაგ კეთილ ადამიანს. - ერთი ცალი ამოიღო და ნეტარებით ჩაკბიჩა. - კულინაარიის შემოქმედია ეგ კაცი, -განცხრომით ამოიკრუტუნა დადუნამ, - დარიჩინი ძალიან უხდება. - მეორის ამოღებად წაიღო ხელი და თან შვილს გახედა, - რატომ აღარ ჭამ ?

არიდას ხელზე ჩამოედო თავი და ბედნიერი ღიმილით უცქერდა კმაყოფილ დედას.

- მეტი აღარ მინდა. ლენა რატომ არ არის? სხვათაშორის მისი აზრიც აინტერესებს ვალერის...

- ხო, ხო ექსპერტის აზრი მნიშვნელოვანია. ახლახან წავიდა, მეძინებაო. - სიცილით უპასუხა დადუნამ.

- ოცდაათი წელია მეგობრობთ და ალბათ ერთი დღე არ გექნებათ გატარებული კინკლაობის გარეშე.

- ჩვევად გვექცა. იცოდე, თუ ერთ დღესაც აღარ ვიკამათებთ, ირივე ტვინის გამოკვლევევაზე წაგვიყვანე.

- კარგი. - სიცილით დაპირდა. - მეც დავიძინებ.

- არიდა, იმ ბიჭმა მოგიყვანა? - კართან მისულს დააწია კითხვა. უხეხულობამ დაუარა არიდას, დედისაკენ მიტრიალდა და შეიშმუსნა. - ფანჯარასთან გელოდი და დავინახე, მანქანიდან გადმოხვედი.

- ხო. - ამოილუღლუღა იატაკზე მზერამიყინულმა.

- რაიმე მოსარიდებელს აკეთებ ?

- არა დე.. რავიცი... არამგონია... - დაიბნა გოგონა.

- აბა რატომ გერიდება, როდესაც მასზე საუბარს ვიწყებთ?

- რავიცი, მაინც დედა ხარ ...

- მეგობარიც, - შეუსწორა ქალმა. - არასდროს მოგერიდოს, არასდროს არაფერი დამიმალო დე. რაც არ უნდა მოხდეს მე შენს გვერდით ვარ, ყოველთვის გაგიგებ.

- ჩემი ყველაზე მაგარი დადუ ხარ შენ. - მივარდა და დედას მოეხვია.

- არც იმათ ჭორებს უგდო ყური, ეზოში რომ გელიან.- მეზობლებზე მიანიშნა.- ვიცი, ცუდს არაფერს იტყვიან, მაგრამ მაინც. თუ სულ ვინმეს აზრით დაინტერესდები, გამოდის რომ ის შენი ცხოვრება არაა დედიკო. უბრალოდ სწორად იცხოვრე და ფრთხილად იყავი. უფლისა და შენი სინდისის წინაშე მუდამ მართალი იყავი, მეტი რჩევა არ მექნება შენთან.

- სულ ჩემთან იყავი დადუ ! - მეტად მოეხვია დედას.
***
ისრები ღამის თორმეტ საათს გადასცდა. არიდა საბანში გახვეული საწოლზე წამოჯდარიყო და მობილურს აწვალებდა. ხან აკრიფავდა ნაცნობ ნომერს, ხანაც წაშლიდა. ვერა და ვერ გაბედა დარეკვა. განა არ იცოდა, რომ არავინ უპასუხებდა? იცოდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა. ეტკინებოდა. მისი წასვლის შემდეგ პირველად რეკავდა მასთან. როგორც იქნა გაბედა, ზარი გავიდა და ოპერატორის ხამ გაისმა გაისმა, რომელიც აბონენტის მომსახურეობის ზონიდან გასვლას აუწყებდა. ჩაწყდა გულ-მუცელ. სხეულში ყველაფერი აეწვა და ცრემლებიც მოადგა თვალზე. რათქმაუნდა ვერ უპასუხებდა, მის გემს უკვე გადაელახა საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი წ....ბი და მარავლი თვის განმავლობაში არ დაბრუნდებოდა უკან. რომ გააანალიზა ალექსანდრე ამ მიწაზე აღარ ჰყავდა შეშინდა, მარტო სულობა იგრძნო. საბანში ჩაცურდა, თავზე წამოიმხო და უხმოდ აქვითინდა. რამდენი რამ ჰქონდა მისთვის მოსაყოლი. ყველაზე წვრილმანსაც კი განიხილავდა მასთან. ალექსანდრეს ბათუმში წასვლის შემდედ ტრადიციად აქციეს საღამოს საუბრები. საუბრობდნენ ყველაზე და ყველაფერზე. ახლა კი რამდენად მნიშვნელოვანი ჰქონდა მისთვის მოსაყოლი, მისი რჩევები სჭირდებოდა, მეგობარი სჭირდებოდა, უსაშველოდ ენატრებოდა. სლუკუნი შეწყვიტა, საბნიდან ამოძვრა, ტელეფონი მოიმარჯვა უზარმაზარი ტექსტი აკრიფა და გამორთულ ნომერზე გაუგზავნა. ვერ წაიკითხავდა, მაგრამ არიდამ გადაწყვიტა ყოველ საღამოს ასე მოქცეულიყო. სულ ცოტათი, სულ ოდნავ შვება იგრძნო. მობილური გამორთო, საწოლზე გასწორდა და ოთახის ბნელ სივრცეს მშვიდი სუნთქავ შეურია.
***
საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი, წრეზე ატრიალებდა სანთებელას ხელში. რამდენიმე წუთის განმავლობაში ბნელი ოთახის მყუდროებას მის მძიმეს სუნთქვასთან ერთად მშვიდი ძილის ფშვინვაც არღვევდა. უკვე მრავალი წელია სიტყვა სიშვიდე დავიწყებოდა, ბოლო თვეებში კი მოსვენებაც დაჰკარგვოდა. ადგილს ვეღარ პოულობდა. რამდენადაც გარეგნულად არ იმჩნევდა, იმდენად შინაგანად ანგრევდა ფორიაქი, გაურკვევლობა, უპასუხო კითხვები და გადაულახავი განცდები. მუხლებზე ჩამოდებული მკლავები გაშალა და მარჯვენა ხელით მარცხენას ესროლა სანთებელა. მერე პირიქით და შემდეგი ცდის დროს ხმაურით დავარდა იატაკზე. ხმაურზე ძილი დაერღვა მშვიდად მფშვინავს. საწოლზე შეიშმუშნა, მისკენ გადმობრუნდა. დაუპატიჟებელმა სტუმარმა იატაკიდან აიღო სანთებელა, ზამბარაზე თითი ჩამოკრა და ალმაც არ დააყოვნა. ოდნავ განათდა ოთახი, მაგრამ მძინარისთვის საკმარისი აღმოჩნდა. უმალ დაჭყითა თვალები და უკუნით სიბნელეში შავებით შემოსილი სხეულის შემჩნევისას შეეშინდა ნახევრად ბურანში მყოფს. ყვირილით წამოვარდა ფეხზე და ინერციით კედელს მიეხეთქა.

- ფუ შენი... ჯანდაბა ... - ამოიღმუვლა. ტკივილისგან დაგრეხილი მოშორდა კედელს და სტუმარს მიუახლოვდა. - რა იდიოტი ხარ, მოჩვენება მეგონე, - ბურანგადაკრული მზერით ძლივს მოძებნა ბალიში და ესროლა. - გულლი გამიხეთქე. როდის მოხვედი? რანაირად შემოხვედი? - ბურდღუნებდა გიგაური ახლადგამოღვიძებულის ხმით და სიბნელეში შარვალს ეძებდა.

- გასაღები თავდ მომეცი. - უემოციოდ უპასუხა დათამ.

- გიჟი ხარ გიჟი... რას დამადექი მერე ასე ჩუმად თავზე ეშმაკის მოციქულივით, თან ამ შავებით. თავზე რქები და ცელი გაკლია... - ცივი ოფლით დანამულ შუბლს იწმენდა ვანო. ძლივს ნაპოვნ სარვალს იცვამდა. - შეშლილი,- ისევ ცაიბურდღუნა და განათება ჩართო.

- ბოდიში. - დაბალი ხმით უთხრა მამიდაშვილს.

- რა ბოდიში ბიჭო? - საბოლოოდ გამოფხიზლადა. დათა ბოდიშს თითქმის არ იხდიდა. - შენ მართლა ხო არ გაგიჟდი?! ხო მშვიდობა გაქ ?

- კიც და არაც.

- სად იყავი ამ შუაღამისას? - საათს დახედა ვანომ. - ღამის სამი საათია. რა გზებზე დადიხარ?

- იმ გზებზე, საიდანაც უკან მობრუნებას ვეღარ შევძლებ. ლაბირინთში შევდივარ.

- მერე და გამოიბი წელზე „არიადნას ძაფი“ - ურჩია დათას, ჭიქაში წყალი ჩამოისხა და სულმოუთქმელად დაცალა.

- ჩემს შემთხვევაში „არიადნას ძაფი“ არ არსებობს, გაოსავალი არ არსებობს. იმ ვირთხას ვგავარ, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია მოწამლული თხილი ჭამოს თუ ნაჭუჭი.

- დათა, რა მოხდა ? - გვერდით მიუჯდა ვანო და მხარზე მსუბუქად დაკრა ხელი.

- შენთან საუბარი მჭირდებოდა. ხომ იცი ასეთ დროს არ დაგადგებოდი... - ჩაქინდრული თავი წამოსწია დათამ და გვერდიდან გახედა მამიდაშვილს.

- მოეშვი თუ ძმა ხარ მაგ სისულელეს და მითხარი ბოლოსდაბოლოს რა შარშიც ხარ.

- ძნელია სათქმელად,მაგრამ გასააზრებლად ათასჯერ უფო ძნელი.

- თქვი ბიჭო !- გაუწყდა მოთმინება გიგაურს. სიგარეტს ნერვიულად გაუკიდა.

- შემოაღწია. მან ჩემში შემოაღწია. - ისე ჩუმად თქვა, თითქოს არ სურდა ვანოს გარდა ვინმეს გაეგო, კედლებსაც კი... ისევ ჩამოკრა ზამბარას ხელი და ამოვარდნილ ალს ერთხანს დააკვირდა.

- არიანდამ ? - დიდი დაფიქრება არ დსაჭირვებია ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანის მიზეზი.

- არიამ... არიამ... შემოვიდა და ყველაფერი არია. - სიმწრით ჩაეცინა, წამოდგა, სანთებელა ჯიბეში ჩაიდო, ფანჯარასთან მივიდა და მთვლემარე ქალაქს გახედა.

- არია თუ თავდაყირა დააყენა... - ჩაიფრუტუნა გიგაურმა.

- ხავსივით მოედო ყველაფერს, სუროსავით მახრჩობს. აღარ შემიძლია, აღარ მეტევა ამის დედაც ..... ! - დაიღრიალა მოულოდნელად და კომოდის თავზე შემოდებული ლარნაკი ხელის კვრით კედელს შეანარცხა და თავის სულს დაამსგავსა, ათას ნაწილად დამსხვრეულ სულს.

არც კი გატოკებულა ვანო, მთელი სახლიც რომ დაენგრია თითსაც არ გაანძრევდა მის შესაჩერებლად. დღეს უბრალოდ მისთვის უნდა ესმინა. არ იყო მისი შეგონებების, ჭკუის დარიგებისა და ირონიის დრო, როგორც სჩვეოდა ხოლმე ბიძაშვილის გასაბრაზებლად. დღეს ამდენი ხნის უთქმელი სიტყვებისა და ემოციბისგან უდა დაცლილიყო დათა. იცოდა, რომ პირველად და უკანასკნელად ხედავდა ასეთს - სულიერად დაშლილს.

-მზად ვარ ხორცები დავიგლიჯო, - მშვიდად განაგრო, - კანი საკუთარი ხელით ავითალო ოღონდ მისი უკან განდევნა შემეძლოს, მაგარმ ვიცი არაფერს შეცვლის და მეც მხოლოდ ამიტომ არ ვაკეთებ. - ისე საუბრობდა გეგონებოდათ ერთ უბრალო ამბავზე უყვებოდა და არა საკუთარ გაწამებულ გრძნობებზე. - შეუძლებელია ერთხელ მაინც ნახო და მის მიმართ გულგრილი დარჩე. შენც ხომ მოგაჯადოვა, სულ მის მხარეს ხარ.- სიმწრის ღიმილით დაურთო, - ისეთი სუფთა, უმანკო, კეთილი, თითქოს სუსტი და ამ დროს ქარიშხალია. არასდროს იცი როდის ამოვარდება და გაგაცალმტვერებს. ერთ წამს მშვიდია, მეორე წამს კი ისე იცვლება ჭკუიდან გადავდივარ. რომ გგონია რაიმეზე დაიყოლიე, მერე ერთს დააბრიალებს იმ შავ თვალებს და თხასავით გაჯიუტდება. - ისევ ღამის სიბნელეში მომზირალს გაეღიმა. - ძალიან ჭკვიანია, მაგრამ უფრო მეტად დაბნეული. მგონი, მხოლოდ ჩემთან. არც არსდროს დაუმალავს, სულ მეუბნება ნუ მაბნევო. ჩიტივით აფართხალდება და ააფახურებს გრძელ წამწამებს. ყველაზე გულრწფელი ადამინაი ვისაც კი შევხვედრივარ, ყოველთვის იმა ამბობს რასაც ფიქრობს. ვერ მალავს, არ შეუძლია. მთელი ეს დრო ვაჯერებდი თავს, თითქოს ყალბია მატყუარა, ყველა ცუდ თვისებას ვაწერდი, მაგრამ ვერ დავაჯერე არ გამომივიდა, მისი ხატი ვერ დავანგრიე. - იმოდენა სინანული გაერია ხმაში, ვანომ ერთი გადააქნია თავი და სახე ხელებში ჩარგო. - ვერ იტყუება, მაგრამ საქმე თუ მისთვის ძვირფას ადამიანს ეხება სასწაულის მოხდენაც კი შეუძლია. ალექსანრე ხომ იცი, მისი მეგობარი?!

- ვიცი.

- მის წინ ,ოღონდ დაეცვა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუდარებლად იტყუებოდა. შორიდან ვაკვირდებოდი და იქაც კი ვგრძნობდი როგორ უჭირდა, როგორ ინგრეოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა, არ მისცა გრძნობებს გამჟღავნების უფლება. მოატყუა, რათა დაეცვა. ასეთია, ტყუილი არ შეუძლია, მაგრამ თუ ვინმეს დაცვაა საჭირო ოსკაროსანი მსახიობივით ითამაშებს. ვიეჭვიანე, ავადმყოფურად ვიეჭვიანე, რომ მივხვდი რაოდენ ძვირფასია მისთვის. - ეს სიტყვები ისე დაბალი ხმით წარმოთქვა, თითქოს ეს იყო ერთადერთი საიდუმლო და გულის ნადები, რომელსაც იმწუთას ანდობდა. - საოცრად ძლიერი გოგოა ვანო. ამაში მაშინ დავრწმუნდი იმ ნაბი,ჭვარს რომ არ უჩივლა და არც მე დამანება საკადრისი მიმეზღო. მას შემდეგ ყოველ ჯერზე მეტად ვრწმუნდები. სულ მეწინააღმდეგება, ზოგჯერ ისე უცებ გაბრაზდება და გამიჯიუტდება ვერ ვიგებ ხოლმე რატომ, მაგრამ ის ვიცი, რომ ვიმსახურებ. ალბათ მისი ქვეცნობიერიც ხვდება ამას. იმაზე მეტ წინააღმდეგობას უნდა მიწევდეს ვიდრე ახლა, მაგრამ არ გამოსდის, არ ვანებებ, არ ვეშვები. როგორც ჩანს მის გულშიც მოვახერხე შეღწევა. ჩემს მიზანს მივაღწიე, მაგრამ ეს საერთოდ არ მგვრის გამარჯვებულის შეგრძნებას, პირიქით ვმარცხდები, ყველაზე დიდი მარცხით ვანო.- შუბლი კედელს მიაყრდნო, რამდენჯერმე მსუბუქად მიარტყა და ერთხანს დადუმდა.

- არ მჯერა... - ყრუდ ამოილაპარაკა გიგაურა. ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ მისგან ამის მოსმენას ვერა, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა დათა გულგრილი არ იყო არიდას მიმართ.

- მისი ღიმილი, მისი ხმა, სურნელი... დამაავადა. ავადმყოდურად მინდა ჩემი იყოს. რომ იღიმის ლოყაზე ღრულები უჩნდება, მთელი სახე უნათდება. ამ დროს ნათდება ეს ბნელი სამყაროც ჩემთვის. მისი შავი თვალები, ღმერთო ... - მტკივნეულად ამოიგმინა და ისევ კედელს მიარტყა შუბლი.- მკლავს მისი თავლები, მიწასთან მასწორებს სწორედ ისე, როგორც შენ მიწინასწარმეტყველე... მათ საქცერად ჯოჯოხეთშიც კი ჩავალ. ათასი მზე ვერ გამათბობს ისე, როგორც ისინი მათბობენ. ყოველ შემოხედვაზე ისევ ისე მაიძულებს შემართული იარაღის დაწევას, როგორც მაშინ, ათი წლის წინ მის კართან პირველი შეხედვის დროს მაიძულა. მას შემდეგ ლანდად დამსდევ, სიწმინდეა ჩემთვის მისი ტავლები. ისევ ისეთი უკიდეგანოა, სულს მიკაწრავს, სუნთქვის გაჩერებამდე ვიძირები მათში. აღარაფერია ჩემში რასაც არ შეხებია. აღარაფერი მეკუთვნის მე, სულ მან წაიღო. მისია, მაგრამ ვერასოდეს აიღებს. ის ჩემია, მაგრამ არ მეკუთვნის... არადა როგორი ტკბილია.

- გიყვარს, ის გიყვარს დათა. - დაასკვნა გიგაურმა და თავი ამორგო ხელებიდან.

- მიყვარ? ეგ სიტყვა ცოტაა. საკუთარი თავის სიძულვილამდე მიყვარს. მძულს ჩემში ეს გრძნობა. წარმოუდგენლად მძულს, რადგან, როდესაც დასრულდება აღარაფერს დამიტოვებს საარსებოდ. ყველაფერს წაიღებს, აღარაფერს დატოვებს იმ დათასგან რაც ახლა ვარ და მეზიზღება ასეთი დაბეჩავებული ჩემი თავი. - მართლაც რომ ამ ზიზღს გადმოსცემდა მისი ხმა.

- თუ შენ მოინდომებ, ყევლაფერი სხვაგვარად იქენბა ხომ იცი ? - ზედმეტად ფრთხილად შენიშნა ვანომ. არ უნდოდა ახლა ჩარევა, მაგრამ გაჩუმებაც არ შეეძლო.

- არ მაქვს უფლება რაიმე მინდოდეს, არც მის წინაშე, არც საკუთარი თავის და მითუმეტეს არც იმ ადამიანების წინაშე ვისი სისხლიც მის გვარს აწერია. მეზიზღება ეს გრძნობა ჩემში, არასწორია, აკრძალულია, სამოთხის ვაშლივით აკრძალულია.

- მესმის, მაგრამ ... - სანუგეშოს თქმა გადაწყვიტა გიგაურმა, მაგრამ შეაწყვეტინა.

- წარმოუდგენელია გესმოდეს, არ გესმის ვანო ! ეს რომ გაიგო უნდა გამოცადო, სხვანაირად ახლოსაც ვერ მიხვალ მასთან ფიქრით. სიცოცხლეს დავთმობდი ოღონდ ის მიხეილის შვილი და ანდროს და არ იყოს, ოღონდ ჩემი მტრის შვილი არ იყოს, ამირეჯიბი არ იყოს.

- რას აპირებ ? - ჩაეკითხა სრულიად გაურკვევლობაში მყოფი.

- უბედურად ყოფნას ...

- მისი უბედურად ყოფნის ხარჯზე ხო ? - გონს მოიყვანა მისმა პასუხმა. - მისი წამებით საკუთარ თავს დატანჯავ, რადგან მასზე მეტად არაფერი გატკენს... - განმარტა ვანომ, დათას სათქმელი

- ვერ ვაპატიებ ამ სიყვარულს ვერც მას, ვერც ჩემს თავს და ვერც სამყაროს.

- ახლა გისმენ და ვეღარ გამირკვევია რა ჯობდა- რომ გძულდა თუ რომ გიყვარს !

- ოდესმე, - მისკენ შეტრიალდა დათა,- ერთი წამითაც კი რომ შემძლებოდა მისი სიძულვილი, ახლა გულში მისი სიყვარული არ მექნებოდა. კიდიდან კიდემდე, უჯრედიდან უჯრედამდე ფესვს ვერ გაიდგამდა.. ვერასოდეს, ვერასოდეს შევძლებ მის ამოძირკვას, ამდენად სუსტი არ ვარ.

- სუსტი ? - გაუკვირდა ვანოს. - თუ ძლიერი ?

- სუსტი ვანო სუსტი. - ღრმად ამოსიუნთქა არაბულმა. - მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ მტანჯველი სიყვარული მთელი ცხოვრება სახეუცვლელად გულით ატარონ, სუსტები კი ვერ უძლებენ და ივიწყებენ, გულიდან იღებენ. დამიჯერე გულიდან ამოღება უფრო ადვილია ვიდრე მისი მარადიულად ტარება.

- ახლა რა იქნება ?

- დაზუსტებით მხოლოდ ერთი ვიცი, სიმართლეს გაიგებს.

- ხომ იცი, რომ არასდროს გაპატიებს.

- ასეთი გარეწარიც არ ვარ ეგ ვთხოვო.

- გაგექცევა.

- ვერასოდეს, არ გავუშვებ. ის ჩემია ... ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებ, მაგრამ ჩემია და ამის შეცვლის უფლებას არავის მივცემ.

- დათა, ახლა არ ამბობდი ეს ურთიერთობა დაუშვებელიაო ?

- არის კიდეც. იქნება და თან არც იქნება ჩემი. იქნება ჩემი სიყვარული და მისი სიძულვილი. ყოველდღე, მის თავალებში ჩემი ზიზიღის ყურებით ვინუგეშებ თავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს დავინახო. უნდა ვეჯავრებოდე.

- მე რა გავაკეთო, რაიმე შემიძლია ? - სასოწრკვეთილი ხმით იკითხა ვანომ ის რაზეც პასუხი ისედაც ჰქონდა, მაგრამ არ კითხვაც არ შეეძლო. მშვენივრად იცოდა ამ მდგომარეობაში როგორი უძლური იყო. ვერას ძალით ვერ აღუდგებოდა დათას გრძნობებს და სურვილებს წინ, მასთან ვერაფერს გახდებოდა. მისი ნათქვამი ეს სიტყვები, იმ მდინარის ნაპირას გამორიყულ რამდენიმე თევზს გავდა, რომლის წიაღშიც ათიათასობით თევზი სახლობს.

- დაიცავი !

- ხომ იცი, რომ შენს წინააღმდეგ ვერ წავალ.

- სცადე მაინც.

- ღმერთო ! - ხმამაღლა დაიყვირა ვანომ. - ბავშვობიდან ასეთი იყავი-ეგოისტურად მესაკუთრე. არაფერში ზღვარი არ იცოდი დათა, არც მეგობრობაში მთელი ცხოვრება შენს ამარა დამტოვე, ვიცოდი ჩემს ცხოვრებაში სხვა მეგობარს ვერ აიტანდი. არც მშობლობა-შვილობაში. ათი წელი ჰქონდათ შენს მშობლებს მეორე შვილის გასაჩენად მაგრამ შენს გამო არ გააჩინეს, ვერ გაუყოფდი. შენთვის არ არსებობს არაფრის ზღვარი, ათ წელში პატარა ოფისი გიგანტ კომპანიად აქციე, შეუჩერებლად მიდიხარ წინ არაფერს და არავის ირიდებ... და ახლა გისმენ და ვხდები თურემ ყველაზე ზღვარსგადასული სიყვარული გცოდნია, გალაქტიკაც ვერ დაიტევს იმოდენა და ამოდოდენა იცი სიძულვილიც... ახლა გისმენ და საერთოდ ვერ ხვდები რა იქნება ამის შემდეგ, რას გააკეთებ, მაგრამ ის ვიცი, იმ გოგოს სიცოცხლის ფასად დაიცავ, ოღონს სხვისგან. აი შენ რას გაუკეთებ ეგ მგონი ღმერთმაც არ იცის. ასე ყველაფერში ზღვარსგადსული , როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ?! ყველაზე ერთგული მეგობარი და ყველაზე საშიში მტერი ხარ და ღმერთმა ნუ ქნას ეგ მტრობა საკუთარ თავთან გამოავლინო, რადგან ყველაზე უკეთ შენ იცი საკუთარი თავის სისუსტეც და სიძლიერეც. ვერ გაუძლებს ის გოგო, შეიძლება ძლიერია, მაგრამ არა იმდენად შენ გაგიძლოს.

- დროა წავიდე.

- კიდევ დარჩი- უთხრა ვანომ და ჩაეცინა. ელოდა თავისი მონოლოგის შემდეგ მის ამ პასუხს. - დარწმუნებული ვარ არ დაგლევია სასაუბრო.

- ათი სიცოცხლე არ მეყოფა ამაზე სასაუბროდ.

- შემიძლია კიდევ მოგისმინო, რადგან ვიცი, ამ ოთახის კარს რომ გაიხურავ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორ ამ საუბრამდე. ისე, თითქოს ეს საუბარი არც ყოფილა... - თავისებურად გაიბრძოლა ვანომ მის უდროოდ დადუმებასთან.

- მაინც წასვლა მირჩევნია.

- და მაინც რას აპირებ დათა ?

- გაიგებ... დაიძინე მიდი. - კარისაკენ გაემართა.

- მოიცა, - წამოიძახა ვანომ, სწრაფად მიუახლოვდა და მოეხვია. ამით აგძნობინა, რომ მისთვის „საძულველ“ სამყაროსთან ბრძოლაში მარტო არ დატოვებდა.

- ეს საჭირო იყო ? - ღიმილით კითხა არაბულმა.

- უეჭველად... - სიცილითვე უპასუხა. - დათა, მე შენს გვერდით ვარ და ასევე შენი არიას გვერდითაც,- მკვეთრად, ხაზგასმით წარმოტქვა ეს სიტყვები, - ეს არ დაივიწყო!

- ამას პირველად და უკანასკნელად ისმენ, - მისკენ შემობრუნდა დათა, - ამ ქვეყნად საუკეთესო მეგობარი ხარ !

- დღეს შენგან პირველი და უკანაასკნელის მოსმენის ლიმიტი ამოვწურე, - ჩვეულად გაიხუმრა გიგაურმა. - დიდი პატივაი თვით დათა არაბულისგან.

- ნუ ცანცარებ.

ბოლო სიტყვები დაუტოვა და კარი გაიხურა. გავიდა ისე, თითქოს არც ყოფილა. თითქოს მის ბაგეებს სიტყვაც არ დასცდენია. თითქოს მისი გრძნობებს შავ-თეთრ ზღვარზე ტანჯვა-წამების ფასად არ გაუვლია...


კიდევ დიდხანს იდგა გიგაური იმ ადგილას, სადაც დათამ დატოვა...



№1  offline წევრი აბლაბუდა

თუ მჯეროდეს, წავედი წავიკითხავ ჯერ

 


№2  offline მოდერი თამარი აჩბა

აბლაბუდა
თუ მჯეროდეს, წავედი წავიკითხავ ჯერ

:):)
♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი iako

არ მჯერა თვალებს არ ვუჯერებდი სათაურის დანახვაზე :) ჩაუჯდები ეხლა დიდი სიამოვნებით რა მაგარიააააა გამახარე უზომოდ :*

 


№4  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი iako
არ მჯერა თვალებს არ ვუჯერებდი სათაურის დანახვაზე :) ჩაუჯდები ეხლა დიდი სიამოვნებით რა მაგარიააააა გამახარე უზომოდ :*

თქვენ, მე მახარებთ !
♥️♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი ელზა

უზომოდ გამიხარდა თქვენი გამოჩენა. ახლა უკვე ერთი სული მაქვს როდის მოვიცლი წასაკითხად

 


№6  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ელზა
უზომოდ გამიხარდა თქვენი გამოჩენა. ახლა უკვე ერთი სული მაქვს როდის მოვიცლი წასაკითხად

♥️♥️♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი maco maco

ხომ ვამბობდი გვაცადეთ ვისაც ლოდინი გვიღირსთქო:)

 


№8  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი maco maco
ხომ ვამბობდი გვაცადეთ ვისაც ლოდინი გვიღირსთქო:)

♥️♥️♥️♥️

 


№9  offline წევრი likuu_s

ვაახ :დდდ
მოულოდნელი იყო, ვაღიარებ! :დდ
წავალ ახლა წინა თავებს თავიდან წავიკითხავ, ამასაც და მოვბრუნდები. :დ

 


№10  offline მოდერი თამარი აჩბა

likuu_s
ვაახ :დდდ
მოულოდნელი იყო, ვაღიარებ! :დდ
წავალ ახლა წინა თავებს თავიდან წავიკითხავ, ამასაც და მოვბრუნდები. :დ

გელი ♥️♥️

 


№11 სტუმარი გოგოჭური

თამარ არც კი მჯერა❤❤❤❤❤მიხარია უზომოდ ისევ შენი გამოჩენა❤❤❤❤❤

 


№12  offline მოდერი თამარი აჩბა

გოგოჭური
თამარ არც კი მჯერა❤❤❤❤❤მიხარია უზომოდ ისევ შენი გამოჩენა❤❤❤❤❤

♥️♥️♥️♥️

 


№13 სტუმარი სტუმარი ქეთა

შოკი მივიღე თამარ????
არადა გუშინ ღამე შემოვისეირნე შენს პროფილზე????
აუ თუ მჯეროდეს, წავედი წავიკითხოო

 


№14  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ქეთა
შოკი მივიღე თამარ????
არადა გუშინ ღამე შემოვისეირნე შენს პროფილზე????
აუ თუ მჯეროდეს, წავედი წავიკითხოო

❤️❤️
მიხარია ასეთი ემოცია !

 


№15  offline წევრი დარინა

დათა ჩემთვის აი იმ დგებუაძისგან არაფრით განსხვავდებაა ჩამოუყალიბებელი იდიოტია რომელიც ისე დაბრმავებულია სიულვილიაგან საყვარელი ადაიანია ტანჯვაზეც კი თანახმააა, მასეთი სიყვარულის არ მჯერაა ვიყომ რომ სიგიჟემდე უყვარს, მაგრამ მისი ტანჯვისთვის ასმაგად უარესს აკეთებს, დათას სიყვარულისაც არ მჯერაა ადამიანი როცა გიყვარს სხვანაირად იქცევი რაც არ უნდაა მიზეზი და ამბავი იყოს, აი ვაფშეე არია რა შუაშიაა მაგრამ იმდენად დაბლაა დაშვებული ბატონი არაბულიი მაგასაც კი ვერ ხვდება აუჟენოა ეს თავისი უაზროო სიტყვებიი ამირეჯიბია და მორჩაა, ვაფშეე არ იმსახურებს არიას და იმედი მაქვს სიახლის ცრემლებით ატირება და ვაფშეე ბოლოს ზედაც არ შეხედავს არია დათას, მაგას რომ უყვარდეს ნამდვილად დადგებოდა და სიმართლეს გაარკვევდაა თავიდან ბოლომდე რადგან საყვარელ ქალზე ტკივილი არ მიეყენებინაა. ჩემთვის არაბული არის ძალიან მდაბიოო პერსონაჟიი და ვანოზეც მწყდება გული რომ ხელს უწყობს უფრო სიბინძურეში ჩაეფლოა იმას კი არ ურჩევს რომ გოგო არ დატანჯოს, უაზრო საუბარი იყო დათას და ვანოს შორის ჩემთვის პირადად არაფრის მომცემიი.

 


№16 სტუმარი ნეს

ჯგუფში რომ იკითხავდნენ ამ ისტორიაზე, პირველი მე ვაკომენტარებდი არიქა წერს და სრულად დადებსთქო ))) მსუყე და გემრიელი თავი იყო თამარ.. გამოჩნდა არიას (მეც ასე დავუძახებ, თუ არ შემომწყრება არაბული) მტკიცე ხასიათი, არაბულმა გაიღიმა)) ლადო შემიყვარდა და ვანოს ვქრაშავ ოფიციალურად ))) ქეთი მიხეილის მეგობარია აშკარად (?) ველოდები მოვლენების განვითარებას.. მადლობა სასიამოვნო სურპრიზისთვის.

 


№17  offline წევრი Elka Popova_2

Гаиабедниерет тквени гамоченит. Имденад ничиери харт сул унда цердет. Мадлоба.

 


№18  offline მოდერი თამარი აჩბა

დარინა
დათა ჩემთვის აი იმ დგებუაძისგან არაფრით განსხვავდებაა ჩამოუყალიბებელი იდიოტია რომელიც ისე დაბრმავებულია სიულვილიაგან საყვარელი ადაიანია ტანჯვაზეც კი თანახმააა, მასეთი სიყვარულის არ მჯერაა ვიყომ რომ სიგიჟემდე უყვარს, მაგრამ მისი ტანჯვისთვის ასმაგად უარესს აკეთებს, დათას სიყვარულისაც არ მჯერაა ადამიანი როცა გიყვარს სხვანაირად იქცევი რაც არ უნდაა მიზეზი და ამბავი იყოს, აი ვაფშეე არია რა შუაშიაა მაგრამ იმდენად დაბლაა დაშვებული ბატონი არაბულიი მაგასაც კი ვერ ხვდება აუჟენოა ეს თავისი უაზროო სიტყვებიი ამირეჯიბია და მორჩაა, ვაფშეე არ იმსახურებს არიას და იმედი მაქვს სიახლის ცრემლებით ატირება და ვაფშეე ბოლოს ზედაც არ შეხედავს არია დათას, მაგას რომ უყვარდეს ნამდვილად დადგებოდა და სიმართლეს გაარკვევდაა თავიდან ბოლომდე რადგან საყვარელ ქალზე ტკივილი არ მიეყენებინაა. ჩემთვის არაბული არის ძალიან მდაბიოო პერსონაჟიი და ვანოზეც მწყდება გული რომ ხელს უწყობს უფრო სიბინძურეში ჩაეფლოა იმას კი არ ურჩევს რომ გოგო არ დატანჯოს, უაზრო საუბარი იყო დათას და ვანოს შორის ჩემთვის პირადად არაფრის მომცემიი.

მადლობა ! ❤️

ნეს
ჯგუფში რომ იკითხავდნენ ამ ისტორიაზე, პირველი მე ვაკომენტარებდი არიქა წერს და სრულად დადებსთქო ))) მსუყე და გემრიელი თავი იყო თამარ.. გამოჩნდა არიას (მეც ასე დავუძახებ, თუ არ შემომწყრება არაბული) მტკიცე ხასიათი, არაბულმა გაიღიმა)) ლადო შემიყვარდა და ვანოს ვქრაშავ ოფიციალურად ))) ქეთი მიხეილის მეგობარია აშკარად (?) ველოდები მოვლენების განვითარებას.. მადლობა სასიამოვნო სურპრიზისთვის.

მადლობა მხარდაჭერისათვის ♥️
დათას ნუ გააგობენ და ისე დაუძახე :):)
ლადო კეც მიყვარს.
აი, ვანოსთან "გავიჭედებით" :):) კონკურენტი გამოგიჩნდება.
მადლობა ჩემო ძვირფასო !♥️♥️

Elka Popova_2
Гаиабедниерет тквени гамоченит. Имденад ничиери харт сул унда цердет. Мадлоба.

უღრმესი მადლობა ! ♥️♥️

 


№19 სტუმარი სტუმარი ქეთა

გარდაუვალი იყო დათას ეს მდგომარეობა. საკუთარი ხელით გაითხარა სამარე. არიანდა გრძნობს, თითქოს ქვეცნობიერი ექაჩება უკან, მაგრამ დათას “კლანჭებიდან” დაღწევა უკვე რთულია.
ვინ არის ის იდუმალი ქეთის მეგობარი? სინამდვილეში რაღაც ისეთი მოხდა წარსულში, ვიღაცამ უღალატა მეგობრებს. მიხეილმა ასე გაურკვევლად რატო დატოვა, აშკარად რაღაცას მალავდა და ვერ თქვა. იმედი მაქვს სანამ იმ საბედისწერო ზღვრამდე მივლენ დათა და არიანდა, რეალობა გამოაშკარავდება. არ მინდა არაფრით მიხეილის ბრალეულობა დავიჯერო, რაღაც სხვაშია აქ საქმე. ბევრ საიდულოს ფარდა უნდა აეხადოს.
ისე, დათას ესეთ გათავხედებას არ მოველოდი:დდდ თითქოს არ ჩაჯდა მის ხასიათში არიანდასთან ასეთი ფორმით დაახლოება.
მაინც მესმის დათასი. მთელი ბავშვობა შურისძიების წყურვილით გაიზარდა და ალბათ ასე მალე ვერ შეძლებს იმ ბრაზის ჩახშობას რაც მის სულშია. ამას დრო სჭირდება არიანდასთან ერთად და ასევე ბევრ ტკივილთან ერთად

 


№20  offline წევრი likuu_s

აი, ეს რო არ მეთქვა არ შეიძლებოდა, მაგრამ დათა ძალიან იდიოტია!
აიიი, ხო ძალიან უსამართლოა, საზიღარია, რაები თქვა ახლა აქ, მაგრამ მაინც რომ მიყვარს, აი რა გავაკეთოო? რა მოვიმოქმედოო? ასეთი როგორ არიიის?

გუშინ ვწერდი ზუსტად თემას, შურისძიებასა და მიტევებაზე, რა კარგად დაემთხვა. ლადო ბიძიას როგორ ვეთანხმები. გუშინდელი თემის მერე უფრო კარგად გავიაზრე რაღაცეები და მივხვდი როგორ არასწორად იქცევა დათა. არიას ხომ გაანადგურებს და თვითონ როგორ წალეკავს საკუთარ თავს წარმოდგემაც არ მინდა.
და აი, მაინც რა უნდა გაუკეთოს?

არ გადაიფიქრებს შურისძიებას, შანსი არაა. აქამდე მართლა მქონდა იმედი, მაგრამ არა, აღარანაირად.

ღირსია დაიტანჯოს და ტანჯვაში ამოხდეს სული :დდ
კარგი, მაინც ვერ ვიმეტებ, მაგრამ ღირსია.

არია როგორ შეიცვალა, მაგრამ ასეთი უფრო მომწონს, თან როგორ ნეტა იცოდე :დდ

დათამ ხომ თქვა რომ ძლიერი და თავდაჯერებული ქალები არ მომწონს, იმიტომ რომ ცბიერები არიანო(ცოტა ცუდად ვციტირებ მაგრამ მივხვდი რისი თქმაც სურდა), ვფიქრობ ზუსტად ასეთად აქცევს არიას შურისძიების მერე და ამას ჯერ ვერ იაზრებს.

აი როგორ იმსახურებს დათა არიას მიერ განადგურებას, მაგრამ ალბათ ვერვ მე და ვერც ის ვერ შევძლებთ. :დდ

ვანოოო, ეჰ ჩემი ვანოოოო

მიყვარს! აი მაგალითი მეგობრისა. არაერთხელ მიხსენებია, მაგრამ კიდევ უნდა აღვნიშნო. არა აი ხო არ მოსწონს მეგობრის გადაწყვეტილება, მაგრამ მხარს უჭერს, მაგრამ ამავდროულად თან ცდილობს დათა საკუთარ თავში გაარკვიოს და რამენაირად გადააფიქრებინოს. შეიძლება ეს ბოლომდე ვერ შეძლოს, მაგრამ მაინც ეხმარება.

ის ზემოთ რაო? :დდდ

ასანიძე მართლა ცუდად გააქტიურდა და ნერვებს მიშლის, მაგრამ თან მომწონს, კარგად უკრავს დათას ნერვებზე :დდდ

ქეთიიი… ქეთი, ბოლოს ეს რა იყო? რაღაც ხდება მაგასთან და მეტი არ მინდა ის იყოს რასაც ვფიქრობ. ნამდვილად არ მინდა დათასთან იყოს შეკრული. არ მინდა არიას იმაზე მეტად გაუცრუვდეს იმედები და მართლა ყველას ნდობა დაკარგოს. როგორ არ მინდა ნეტა იცოდე!

ძალიან, ძალიან გამიხარდი. ახალი თავის დამატება კი მოულოდნელი იყო, მაგრამ იცოდე, რომ გელოდი!

აბა, გელი, შემდეგ თავზეც!

წარმატებები!❤️❤️❤️❤️

 


№21  offline წევრი Tatutatu

ცოტა ვერ დავიჯერე სათაური )) ერიჰაა ! (მეთქი რაღაცა ამერი) ამის ისე დატოვება იქნებოდა?! ველოდები მთელი მოუთმენლობით )) მოუხმე მუზებს , წარმატებები !

რატო მგონია რომ ქეთი არაიას მამას მეგობარია და ის შეფიც????? ანდერძი კიდე ერთ კარტს გახსნის მგონი… პატარ-პატარა ,, ქეისები “ ყველგან როა …

 


№22 სტუმარი Ana-maria

პირველ რიგში მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ. რაც შეეხება ისტორიას,დათას სიყვარული აშკარად არასწორად ესმის. როცა გიყვარს მისი ბედნიერება გინდა შენთან თუ შენ გარეშე. სიძულვილმა ძალიან დააბრმავა. ვფიქრობ ერთ დღეს მიხვდება. რაღაც ისეთი აზრი დამრჩა ანდრო მგონი არაა დამნაშავე. შეიძლება ვცდები. საბოლოოდ სიყვარული გაიმარჯვებს ალბათ. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

 


№23 სტუმარი ნესს

თქვენ წერა არ უნდა შეწყვიტოთ❤არასოდეს!

 


№24 სტუმარი სტუმარი სოფო

თამარ, შენ მე დღეს გამაბედნიერე!! მადლბა რომ დაგვიბრუნდი.. მინდა ყველაფერი კარგად გქონდეთ, რომ წეროთ! ძალან მაგარი გოგო ხართ, მადლობა სიტყვის ასრულევისთვის!! უდიდესი ემოციით დავიმუხტე. არასწორად აზროვნებს დათა,მარა მესმის მისი ძნელია, მთელი ცხოვრება ატარო შურისძიება, მაგარამ ის რომ მას სიყვარული შეუძლია უდაოა. რატომღაც მგონია სანდრო და მამა არაფერ შუაში არიან, იმედია მანამ გაირკვევა, სანამ დათა გამოუსწორებელ შეცდომას დაიუშვებს! არ მინდა ,,არიას" ეტკინოს! სიყვარული აბედნიერება და მინდა, დათას სიყვარულმა ღუბლებში აფარფატოს!! ვანო, ჩემი სულის ბიჭია, ვგიჟდები მასზე!! ❤️❤️❤️თამარ, გთხოვ ძალა იპოვე და დაასრულე ეს ისტორია, უმაგრესი გოგო ხართ, უძლიერესი, არ შეიძლება სუსტმა წეროს ასე. მჯერა ყველაფერს გაუმკლავდები და მოაგვარებ! შემდეგ თავს სულის ამოხვდამდე ველოდებიი.. წარმატებები და უშრეტი მუზა!!! ❤️❤️❤️

 


№25  offline წევრი likuu_s

ისე, კომენტარებს რომ გადავხედე, თითქოს ჩემშიც შემოაღწია იმ აზრმა, რომ არიას მამა და ძმა არ არიან სინამდვილეში დამნაშავეები. ნუ შესაძლოა, არიან კიდეც, შესაძლოა არც. გამორიცხული ხომ არაფერია?

მაგრამ

მაგრამ, მარტო იმიტომ გამიხარდება, ესენი რომ არ იყვნენ დამნაშავეები, რომ თუ დათა რამეს ისეთს გააკეთებს სულის ამოხდამდე ინანოს და ამის გამო დაიტანჯოს. აი გეფიცები, მარტო იმის გამო გამიხარდება, რომ დათა დაიტანჯება.
ვაიმე, რა სასტიკი ვარ :დდ

მიყვარს, აი მართლა მიყვარს, თან ვერ ვიმეტებ, მაგრამ იმდენად არის ამ ყველაფრის ღირსი, ბოლო სიტყვების მერე ხო განსაკუთრებით.


აღარ ვიცი რა ვიფიქრო :დ

 


№26  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ქეთა
გარდაუვალი იყო დათას ეს მდგომარეობა. საკუთარი ხელით გაითხარა სამარე. არიანდა გრძნობს, თითქოს ქვეცნობიერი ექაჩება უკან, მაგრამ დათას “კლანჭებიდან” დაღწევა უკვე რთულია.
ვინ არის ის იდუმალი ქეთის მეგობარი? სინამდვილეში რაღაც ისეთი მოხდა წარსულში, ვიღაცამ უღალატა მეგობრებს. მიხეილმა ასე გაურკვევლად რატო დატოვა, აშკარად რაღაცას მალავდა და ვერ თქვა. იმედი მაქვს სანამ იმ საბედისწერო ზღვრამდე მივლენ დათა და არიანდა, რეალობა გამოაშკარავდება. არ მინდა არაფრით მიხეილის ბრალეულობა დავიჯერო, რაღაც სხვაშია აქ საქმე. ბევრ საიდულოს ფარდა უნდა აეხადოს.
ისე, დათას ესეთ გათავხედებას არ მოველოდი:დდდ თითქოს არ ჩაჯდა მის ხასიათში არიანდასთან ასეთი ფორმით დაახლოება.
მაინც მესმის დათასი. მთელი ბავშვობა შურისძიების წყურვილით გაიზარდა და ალბათ ასე მალე ვერ შეძლებს იმ ბრაზის ჩახშობას რაც მის სულშია. ამას დრო სჭირდება არიანდასთან ერთად და ასევე ბევრ ტკივილთან ერთად

მიხარია, რომ პერსონაჟების გესმის.
❤️❤️❤️

likuu_s
აი, ეს რო არ მეთქვა არ შეიძლებოდა, მაგრამ დათა ძალიან იდიოტია!
აიიი, ხო ძალიან უსამართლოა, საზიღარია, რაები თქვა ახლა აქ, მაგრამ მაინც რომ მიყვარს, აი რა გავაკეთოო? რა მოვიმოქმედოო? ასეთი როგორ არიიის?

გუშინ ვწერდი ზუსტად თემას, შურისძიებასა და მიტევებაზე, რა კარგად დაემთხვა. ლადო ბიძიას როგორ ვეთანხმები. გუშინდელი თემის მერე უფრო კარგად გავიაზრე რაღაცეები და მივხვდი როგორ არასწორად იქცევა დათა. არიას ხომ გაანადგურებს და თვითონ როგორ წალეკავს საკუთარ თავს წარმოდგემაც არ მინდა.
და აი, მაინც რა უნდა გაუკეთოს?

არ გადაიფიქრებს შურისძიებას, შანსი არაა. აქამდე მართლა მქონდა იმედი, მაგრამ არა, აღარანაირად.

ღირსია დაიტანჯოს და ტანჯვაში ამოხდეს სული :დდ
კარგი, მაინც ვერ ვიმეტებ, მაგრამ ღირსია.

არია როგორ შეიცვალა, მაგრამ ასეთი უფრო მომწონს, თან როგორ ნეტა იცოდე :დდ

დათამ ხომ თქვა რომ ძლიერი და თავდაჯერებული ქალები არ მომწონს, იმიტომ რომ ცბიერები არიანო(ცოტა ცუდად ვციტირებ მაგრამ მივხვდი რისი თქმაც სურდა), ვფიქრობ ზუსტად ასეთად აქცევს არიას შურისძიების მერე და ამას ჯერ ვერ იაზრებს.

აი როგორ იმსახურებს დათა არიას მიერ განადგურებას, მაგრამ ალბათ ვერვ მე და ვერც ის ვერ შევძლებთ. :დდ

ვანოოო, ეჰ ჩემი ვანოოოო

მიყვარს! აი მაგალითი მეგობრისა. არაერთხელ მიხსენებია, მაგრამ კიდევ უნდა აღვნიშნო. არა აი ხო არ მოსწონს მეგობრის გადაწყვეტილება, მაგრამ მხარს უჭერს, მაგრამ ამავდროულად თან ცდილობს დათა საკუთარ თავში გაარკვიოს და რამენაირად გადააფიქრებინოს. შეიძლება ეს ბოლომდე ვერ შეძლოს, მაგრამ მაინც ეხმარება.

ის ზემოთ რაო? :დდდ

ასანიძე მართლა ცუდად გააქტიურდა და ნერვებს მიშლის, მაგრამ თან მომწონს, კარგად უკრავს დათას ნერვებზე :დდდ

ქეთიიი… ქეთი, ბოლოს ეს რა იყო? რაღაც ხდება მაგასთან და მეტი არ მინდა ის იყოს რასაც ვფიქრობ. ნამდვილად არ მინდა დათასთან იყოს შეკრული. არ მინდა არიას იმაზე მეტად გაუცრუვდეს იმედები და მართლა ყველას ნდობა დაკარგოს. როგორ არ მინდა ნეტა იცოდე!

ძალიან, ძალიან გამიხარდი. ახალი თავის დამატება კი მოულოდნელი იყო, მაგრამ იცოდე, რომ გელოდი!

აბა, გელი, შემდეგ თავზეც!

წარმატებები!❤️❤️❤️❤️

მე და შენ, დათა ერთნაირად გვიყვარს და გვეჯავრება. :):)
ისე მაბრაზებს ზოგჯერ, მინდება მართლა ხორცები დაითალოს, მაგრამ მერე მეცოდება
:(
ვერ ატკენს არიას.
ისე ვერ, როგორც უნდოდა.
ქეთი და დათა - არა !

მადლობა ჩემო ერთგულო ❤️❤️❤️❤️

Tatutatu
ცოტა ვერ დავიჯერე სათაური )) ერიჰაა ! (მეთქი რაღაცა ამერი) ამის ისე დატოვება იქნებოდა?! ველოდები მთელი მოუთმენლობით )) მოუხმე მუზებს , წარმატებები !

რატო მგონია რომ ქეთი არაიას მამას მეგობარია და ის შეფიც????? ანდერძი კიდე ერთ კარტს გახსნის მგონი… პატარ-პატარა ,, ქეისები “ ყველგან როა …


უსაფუძვლოდ არ გგონია. :)
მიხარია, ასეთი ემოციით რომ მელი ❤️
მადლობა ! ,❤️❤️

Ana-maria
პირველ რიგში მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ. რაც შეეხება ისტორიას,დათას სიყვარული აშკარად არასწორად ესმის. როცა გიყვარს მისი ბედნიერება გინდა შენთან თუ შენ გარეშე. სიძულვილმა ძალიან დააბრმავა. ვფიქრობ ერთ დღეს მიხვდება. რაღაც ისეთი აზრი დამრჩა ანდრო მგონი არაა დამნაშავე. შეიძლება ვცდები. საბოლოოდ სიყვარული გაიმარჯვებს ალბათ. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

დიდი მადლობა ! ❤️❤️

ნესს
თქვენ წერა არ უნდა შეწყვიტოთ❤არასოდეს!


❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი სოფო
თამარ, შენ მე დღეს გამაბედნიერე!! მადლბა რომ დაგვიბრუნდი.. მინდა ყველაფერი კარგად გქონდეთ, რომ წეროთ! ძალან მაგარი გოგო ხართ, მადლობა სიტყვის ასრულევისთვის!! უდიდესი ემოციით დავიმუხტე. არასწორად აზროვნებს დათა,მარა მესმის მისი ძნელია, მთელი ცხოვრება ატარო შურისძიება, მაგარამ ის რომ მას სიყვარული შეუძლია უდაოა. რატომღაც მგონია სანდრო და მამა არაფერ შუაში არიან, იმედია მანამ გაირკვევა, სანამ დათა გამოუსწორებელ შეცდომას დაიუშვებს! არ მინდა ,,არიას" ეტკინოს! სიყვარული აბედნიერება და მინდა, დათას სიყვარულმა ღუბლებში აფარფატოს!! ვანო, ჩემი სულის ბიჭია, ვგიჟდები მასზე!! ❤️❤️❤️თამარ, გთხოვ ძალა იპოვე და დაასრულე ეს ისტორია, უმაგრესი გოგო ხართ, უძლიერესი, არ შეიძლება სუსტმა წეროს ასე. მჯერა ყველაფერს გაუმკლავდები და მოაგვარებ! შემდეგ თავს სულის ამოხვდამდე ველოდებიი.. წარმატებები და უშრეტი მუზა!!! ❤️❤️❤️

როგორ მახარებს ასეთი სითბოს წაკითხვა.
თქვენი დახმარებით შევძლებ.
მიყვარს ეს ისტორია, მიყვარხართ თქვენც და ვერცერთს ვერ გაგიცრუებთ იმედს.

 


№27 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

გავბედნიერდი ???? მადლობა თამარ???? მიხარიხართ ???? თითოეული პერსონაჟი მოდის გულამდე.რა ვუყო დათას? მეტკინა ამ თავში დათა,მისი ძლივს გულიანი ღიმილის დაკარგვა არ მინდა,არადა მაქეთ მიდის,მიჰყავს არიდაც. ზიზღს ვერ დაინახავს,გაანადგურებს.ზიზღი რომ დაინახოს,შვებისმაგვარი იქნება დათასთვის.მაგრამ არიას თვალებში ბევრი გრძნობა და ემოცია იქნება,ზიზღის გარდა. ფაქტია ვიღაც მესამეს შეეწირა დათას და არიას ოჯახის ცხოვრება და საბოლოოდ არიაზე ტყდება ჯოხი,იმედია სულს არ გაუნადგურებენ არიას. და თამარ,ესეთი თავი თუ არა,აბა სხვა რა ღირს ლოდინად?

 


№28  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი სტუმარი ელისო
გავბედნიერდი ???? მადლობა თამარ???? მიხარიხართ ???? თითოეული პერსონაჟი მოდის გულამდე.რა ვუყო დათას? მეტკინა ამ თავში დათა,მისი ძლივს გულიანი ღიმილის დაკარგვა არ მინდა,არადა მაქეთ მიდის,მიჰყავს არიდაც. ზიზღს ვერ დაინახავს,გაანადგურებს.ზიზღი რომ დაინახოს,შვებისმაგვარი იქნება დათასთვის.მაგრამ არიას თვალებში ბევრი გრძნობა და ემოცია იქნება,ზიზღის გარდა. ფაქტია ვიღაც მესამეს შეეწირა დათას და არიას ოჯახის ცხოვრება და საბოლოოდ არიაზე ტყდება ჯოხი,იმედია სულს არ გაუნადგურებენ არიას. და თამარ,ესეთი თავი თუ არა,აბა სხვა რა ღირს ლოდინად?

მეც ძალიან მიხარიხარ !
უდიდესი მადლობა, ამ ხნის მანძილეზე ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის.
შენისთანა ადამიანები ქმნიან იმედს და გვაძლევენ მოტივს, გაჭირვებაში მყოფთ. ❤️❤️❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

თამარი აჩბა
სტუმარი სტუმარი ელისო
გავბედნიერდი ???? მადლობა თამარ???? მიხარიხართ ???? თითოეული პერსონაჟი მოდის გულამდე.რა ვუყო დათას? მეტკინა ამ თავში დათა,მისი ძლივს გულიანი ღიმილის დაკარგვა არ მინდა,არადა მაქეთ მიდის,მიჰყავს არიდაც. ზიზღს ვერ დაინახავს,გაანადგურებს.ზიზღი რომ დაინახოს,შვებისმაგვარი იქნება დათასთვის.მაგრამ არიას თვალებში ბევრი გრძნობა და ემოცია იქნება,ზიზღის გარდა. ფაქტია ვიღაც მესამეს შეეწირა დათას და არიას ოჯახის ცხოვრება და საბოლოოდ არიაზე ტყდება ჯოხი,იმედია სულს არ გაუნადგურებენ არიას. და თამარ,ესეთი თავი თუ არა,აბა სხვა რა ღირს ლოდინად?

მეც ძალიან მიხარიხარ !
უდიდესი მადლობა, ამ ხნის მანძილეზე ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის.
შენისთანა ადამიანები ქმნიან იმედს და გვაძლევენ მოტივს, გაჭირვებაში მყოფთ. ❤️❤️❤️

ეს თავად ხარ მაგალითი, იმისა რო შეუძლებელი არაფერია! ყველაზე ბნელ ღამესაც აქვს დასასრული...ზამთრის ყინვების მერე უფრო ლამაზია გაზაფხულის შემოსვლა ❤

 


№30  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი სტუმარი ელისო
თამარი აჩბა
სტუმარი სტუმარი ელისო
გავბედნიერდი ???? მადლობა თამარ???? მიხარიხართ ???? თითოეული პერსონაჟი მოდის გულამდე.რა ვუყო დათას? მეტკინა ამ თავში დათა,მისი ძლივს გულიანი ღიმილის დაკარგვა არ მინდა,არადა მაქეთ მიდის,მიჰყავს არიდაც. ზიზღს ვერ დაინახავს,გაანადგურებს.ზიზღი რომ დაინახოს,შვებისმაგვარი იქნება დათასთვის.მაგრამ არიას თვალებში ბევრი გრძნობა და ემოცია იქნება,ზიზღის გარდა. ფაქტია ვიღაც მესამეს შეეწირა დათას და არიას ოჯახის ცხოვრება და საბოლოოდ არიაზე ტყდება ჯოხი,იმედია სულს არ გაუნადგურებენ არიას. და თამარ,ესეთი თავი თუ არა,აბა სხვა რა ღირს ლოდინად?

მეც ძალიან მიხარიხარ !
უდიდესი მადლობა, ამ ხნის მანძილეზე ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის.
შენისთანა ადამიანები ქმნიან იმედს და გვაძლევენ მოტივს, გაჭირვებაში მყოფთ. ❤️❤️❤️

ეს თავად ხარ მაგალითი, იმისა რო შეუძლებელი არაფერია! ყველაზე ბნელ ღამესაც აქვს დასასრული...ზამთრის ყინვების მერე უფრო ლამაზია გაზაფხულის შემოსვლა ❤

❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent