შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრუტალური გულწრფელობა

24-04-2022, 23:41
ავტორი ელ პინი
ნანახია 3 033

„ბუტაფორიის შეხლა:

შენ ჩემი თვალებდალურჯული სახატე ხარ; ვიღაცები ამბობენ, რომ რთულია ადამიანს სწორი სიტყვა უწოდო, ამბიციაა - ათასყველაჯერ გამოყენებული შენც მერაღაცამდენედ გაიმეორო და თან გაიგონო ნახმევი, რომელსაც ტავტოლოგიის ღმერთი კმაყოფილებით ხარხარისას გამოსცემს. მე კიდევ შენთვის არ მემეტება ნაღეჭი; მირჩევნია, მოგცე ახალი ლუკმა, რომლის გემო აქამდე არავის უგრძნია და სმენია კიდეც; არ ახალია, თუკი ადამიანები ერთმანეთისთვის სიტყვებს იგონებენ და არა - იპარავენ. (თუ?!) ეს იმას არ უნდა ჰგავდეს, ანანასის უჭმელი ანანასზე წერდეს ვგიჟდებიო (ნიჭი). სამყაროს (სუბიექტურად) შენი ორგანულობა ამოძრავებს, თორემ შეიძლება ყველაფერი ჰომოეპოქაში დავაბრუნოთ და მხოლოდ წამოძახილი გახდე ჩემთვის - ურთულესი კომპოზიტიდან; და მერე იქნები არა - ლურჯშეპარული და კიდევ ათასი, არამედ - ც ა რ ი ე ლ ი და უ ფ ე რ ო.

მე გოგო ვარ, რომელსაც შეუძლია ლურჯიდან ტბა, ზღვა, ოკეანე და ცა შექმნას; ლურჯი წინდები ეცვას; ოცნებობდეს ლურჯ სახლზე, რომელსაც კედელიც კი არ ექნება ღია ცისფერი; უყვარდეს ლურჯი კალმები; ეძებდეს ლურჯ რვეულებს; უხაროდეს შეღებილი, მაგრამ ლურჯი ვარდის დანახვა; უყვარდეს ყველაფერი, რაც ლურჯია და სადღაც, რომელიღაც წარმოდგენაში სჯეროდეს, რომ არსებობს ლურჯი სისხლიც. და თუ არ არსებობს ლურჯი ვენები, რატომ არა ლურჯი სისხლიც? ჰო, ეს მე ვარ და კიდევ ვგრძელდები… ერთი ნაბიჯია, ხვდები?! ამ ჩემი აზრთა ფრქვევისას ვიღაცას მართლა ჰგონია, რომ შენ ლურჯი თვალები გაქვს, მაგრამ მე ვიცი - ეს მხოლოდ ლურჯი მზერაა, თორემ სხვა შემთხვევაში მე შენ დაგარქმევდი - ლურჯთვალებას, როგორც ერთი დანარჩენი ეძახის მეორე დანარჩენს.

როცა „ამოდის მთვარე და სამაიით ფერმკრთალ ქალების მიმოდის წყება“, შეღამებებით და მერე უკვე ღამეებით დასნეულებულს მახსენდება, რომ ცის-წყვდიადისფერ კაბადონზე ჩამწკრივებულ ვარსკვლავთ ტანგოს მუსიკალური ხმოვანების მონაწილე უმაღლესი ნოტის ფსკერში ჩაშვებული მრგვალი, ყორნისფერი, ღუზისებრი მოხაზულობა ხარ, რომელიც ქოლგის ტარს შეფარებული მხრებამოყრილი მოხუცივით (წვიმისგან გადასარჩენად) ამ ღუზაზე მიკიდებს და ასე დაკიდებულს სადღაც უკუნითში მიმათრევს შაითანთან და იბლისთან და მერე კი მთვარე, ის ლაქებიანი გორგალი ყვირის…; მე ამაზეც თანახმა ვარ. დაე, დაღამდეს და ნურც გათენდება, თუკი სი სადღაც ბელზებელთან ერთად ამაცეკვებს. ვიღაცები რომ შფოთვენ და დრტვინვენ, მე შენი სიშავით ვკმაყოფილდები - ჯამი ჭურჭელია და თეთრი - შავია. ჩშშ: შენ მთვარის ყვირილს არასდროს დაუჯერო!, თორემ ვიღაცებ-სავით გაგაფრენინებს და მერე შენს სიგიჟეს ფსიქოტროპულებით განკურნების გზას მიაწერენ, გამოგკეტავენ, დაგამწყვდევენ და ხის ტოტებზე წვრილი ფეხებით დაწებებულ შაშვივით, კენკრის ჭამაში რომ გართულა და ვერ დაინახა მონადირე მხეცმა როგორ შეაცურა ბუჩქში ეს წებოწასმული ტოტი მის მოსატყუებლად, დაგიჭერენ და მართლა მასსავით მოგატყუებენ, ჰო და კიდეც - შეგჭამენ; კენკრა - შაშვი - ადამიანი; რამხელა უფსკრულია და ამ დროს რა მოკლე კვებითი ჯაჭვი?! უფრო მეტიც შეიძლება. თუმცა, ამყველაფრისდამიუხედავად, ვიღაც მოგებული რჩება - ავერსს წამლები უსაღდება.

არადა, ამ დროს ეს ექსცენტრიულობა ჩემი შენდამი ლტოლვის გარეგანი გამოხატულებაა; და როცა ვამბობ ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი არ არის - მეთქი, ზოგი მეუბნება - ნუ მკრეხელობო; მხოლოდ შენ უნდა მიმეორო ჯიუტად: „ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!“, მაგრამ მე შემიძლია გიშველო, რადგან ის ჯვარი არა ვარ, რომელიც შეწირვას მოგთხოვსო და მეც, ჩემის მხრიდან, გპირდები, რომ გავიგონებ - მხოლოდ შენსას და ისევ - მხოლოდ შენთვის, ჩემო ბურუსდამსხმელო;

ათასჯერ გითქვამს, რომ მე შენი ღმერთი ვარ და ჩემი თავი კვლავ ათასჯერვე შემზიზღებია უმაღლესისთვის სტატუსის წართმევით. რამდენის უფლებას ვაძლევ თავს რომ ამას აზრადაც ვივლებ, ჯერ ამაზე პასუხი არ მაქვს. მძიმეა, როდესაც მძიმის ტარება გიწევს. მაგრამ რომ იცი, ვიღაც ღმერთდაგაკარგულს სიზმართმჭერმა შენი თავი რომელიღაც ხატებაში გამოუსახა და მერე მთვარის შუქზე მომკითხავე ბოშამ თქვა - ეს ხატება მე ვიყავი, იოტისოდენა სიმშვიდეს ვპოულობ. მე თვალებში ამოგივედი. შენ როცა ამბობ ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში გადავინაცვლე-ს, მე გეუბნები რომ მესამე გზაზე შენკენ მომავალი ანგელოზი ვარ და მორალი არ გაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ღმერთი არ გყავს და არც გეყოლება, რადგან მე მიპოვე. ჩემს იმედებში მონოთეიზმის მიმდევარი ხარ; შენ წვიმა, მე კი - ცისარტყელა. ახლა კიდევ ახალს გამოვიგონებ და გეტყვი, რომ სულ ლურჯი. ხომ მაქვს უფლება მქონდეს ოცნება, რომელსაც ვერ ავისრულებ?!

ნუ გეშინია, თუ ნუ მეშინია?! არა, მე მეშინია ერთხელაც ასე ფიქრთდაღალულს და ოცნებაგამოფიტულს რიონი ლამაზად არ მომეჩვენოს და არ გადავწყვიტო, რომ ვინმეს ვათქმევინო - ღმერთს თავისთვის უნდოდაო. ფუ, რამხელა ფარისევლობაა!... (ბუტაფორიის შეხლა); ამ ქვეყნიერებაზე მხოლოდ შენ გეცოდინება, რომ ეს ქალის-შვილი კეთილ-კარგი არასდროს ყოფილა და უბრალოდ - ტვინი დაღალა ამდენი დეპრესიით. ადგა და ჰოპ! მე რას ვდარდობ კიდევ, თუ იცი? კარგი, ვთქვათ ავედი მოაჯირზე... კარგი, ვთქვათ, წავწიე წინ ერთი ნაბიჯიც... კარგი, ვთქვათ, გადავიხარე მთელი ტანითაცც... კარგი, ვთქვათ, გადავხტი კიდევაცცც... ჰო, კარგი, უკვე ვიხრჩობი თანაცცცც... და ამ დროს, რომ მეხუთე ც რომ აღარ დაიწეროს და განმიდგეს თავისი სურვილით?! მერე მე რა ვქნა?! ვინ გადამარჩენს?! წამის მეასედში რომ მივხვდე, თურმე არც მნდომებია და ამ დროს დრო წამითი-წამით იზრდებოდეს, ცურვაცცცც-(ც?) არ ვიცი... რა გავაკეთო?! შენ გადამარჩენ?! და დავინახავ შენს თანამგრძნობ თვალებს?! არა, წამით რომ შენც მოგინდეს საშველი ღმერთს ვთხოვო (,რომლისაც შენ არ გჯერა) და ჩემი შესაძლებლობები გადაამოწმო (გულისამრევი), ეგ უფრო დიდი უბედურება იქნება, ვიდრე ჩემი გარდაცვალება და, დამერწმუნე, მერე ჩემი ფერუმარილისფერი სახე მოჩვენებად გექცევა, სინდისიც შეგაწუხებს და ჩათვლი, რომ შენ ვერ მიშველე. და მაშინ კი ნამდვილად უბრალოდ დარჩება: „ჯვარს ეცვი (წყალსაც ეამბორე), თუ გინდა! საშველი არ არის, არ არის, არ არის!“; ჰო, და მაშინ ისიც დარჩება: ეს თვალები უღმერთოა, ანუ ისევ - ღმერთდაკარგული.

და რომ ლექსიც შემოგეწეროს? ან ნოზმა, რომ მომიმღეროს: სახე უტირიიის, მაგრააამ…?!

„ახლა ნუ მოკვდები, ელი,
შენი ცოდვის კიბე მხრებზე
ტანჯვად ნუ გამწირავ, ელი,
ელი, მომეშველე, გთხოვდე...“

ახლა, ამ ბოლოს ჩემი მკრთალად დასმული სამწერტილიდან შენი ფითრისფერი სითხე ისე ჟონავს, თითქოს არ გინდა დავასრულო, თან გავიწყდება რომ სამწერტილი ჩემს მახსოვრობაში გაგრძელებას ნიშნავს, მაგრამ არც შენთან სამყოფად გემეტები და ჩემთვის, როგორც დაბადება არ უკითხავთ, ისე არც გარდაცვალებას მკითხავენ. ეს ბუნებრივი პროცესია.

შენ ჩემი უკუჩვენება ხარ; რაღაცნაირად ანტიდეპრესანტს მაგონებ, რომელიც სიახლოვისას თავს კარგად მაგრძნობინებს და დისტანციურ ვითარებაში ჩემი დეპრესიის განმავითარებელი იმპულსი ხარ. რამდენად ორმაგი ხარ, ხვდები?! ჩშშ, ოღონდ მე ნუ მომატყუებ. ღმერთსაც სტკენენ და პასუხსაც სთხოვენ.

მეხუთე ც რომ ყვირილს დაიწყებს, შენ წებოვანი ლენტი კი არა, სკოჩი მოიტანე, პირზე ამაკარი და მესამე ჭიქაზე გონებაგათიშულს სიკვდილთან შესახვედრ ყოველგვარ გზას ევაკუაციის გეგმად გადავაკეთებ - უპირობოდ.

შენ ჩემი თვალებდალურჯული სახატე ხარ; და მე მინდა ერთად ვცურავდეთ, მაგრამ არა იმიტომ რომ რიონი ლამაზია, არა - ტბიდან - ზღვაში, რომელიც მე შემიძლია ოკეანედ გიქციო და მერე ერთად ჩავიკარგოთ ბერმუდის სამკუთხედში სილურჯეში ჩამხრჩვალნი…;

ყველაფერი მოვიტყუე. მე სიკვდილი არ მინდა. და ეს მეხუთე ც წინა ოთხს ჩემ უთქმელადაც გადაცრეცს. შენ უპირობოდ იცი, რომ მე თვალებში ამოგივედი, შენი ღმერთი ვარ, ერთმანეთის ანთებული თვალებით ვმოძრაობთ და ქრისტიანები - მონოთეიზმის მიმდევრები არიან. ათეისტი არასდროს გახდე;...“

№1  offline ადმინი ელ პინი

ღამე მშვიდობისა. ვიღაც იტყვის, რომ ისტორია არ არის და ამ დროს არის, ოღონდ გამოცნობა უნდა. და ის ყველაფერი, როგორც და რაც მიწერია, ასე მინდოდა გამომეხატა - მთელი თავისი შეცდომებით - შეუსწორებლად. მომნატრებია. უსაშველოდ.

№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

პინ,ღამეს მოუხდი.
ჩემთან გრილა,ვზივარ გაბრუებული და ვფიქრობ.უჩვეულო არაფერია, მაგრამ მაინც... ძალიან ლამაზად გიწერია, თავისი ხასიათით. მკაფიო ხარ. ხარ სასვენი ნიშნები და სიტყვები.
ძალიან ბევრის თქმა შემიძლია ახლა. შემიძლია უსაშველოდ გავზარდო კომენტარი, მაგრამ მაშინ ჩვენში აღარ დარჩება ის მთავარი, ხომ ასეა?! უკიდეგანო ეგოიზმით ვარ შეპყრობილი, თანამოზიარედ სხვებს ვერ ავიტან.
ლუჯრი-შენია.
ეს სტილი-მხოლოდ შენია, სხვაგან არასდროს მივყავარ.
შენი ლექსიკაა- უპირობოდ... მიყვარს!
ავირიე,კომენტარს დაეტყობა. თუმცა დაგიჭირე.
დიახ,დაგიჭირე.

№3  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი ლიკა

ვინც იჭერს, ის პოულობს. თუ ჩვენ ვიპოვეთ, გამოგვივიდა. სადაც მე ვარ, იქ სიმშვიდეა. და ბევრი ლურჯი. ვნერვიულობდი და დამამშვიდე. მადლობა ამისთვის. გკოცნი.

№4  offline მოდერი სალანდერი

ელ. . .
ისტორიად ქცეული შენი ლამაზი ზღაპრები. . .
ამდენ ლურჯს ასე სევდისფერი როგორღა დაჰკრავს? ადრე მარსი მოგწონდა თითქოს და ბოლოს მიხვდი ლურჯი დედამიწა შენთვის შექმნა "იმან". . .
უგმირო ზღაპრები ელი. . . ბედნიერი (ან უბრალოდ) დასასრულის გარეშე. . .
და რწმენა. . . რწმენა უსასრულოდ დასდევს შენს ნაწერს. . . ისევ გაშინებს ათეიზმი არა და ათეისტებს უბრალოდ ერთით ნაკლები ღმერთის სწამთ სხვებთან შედარებით. . .
ამ მონოთეისტ-ქრისტიანს კი შენი "ზღაპრიდან" - სხვებზე ერთით (ათეისტებზე ორით) მეტი ღმერთი ჰყოლია. . . და მაინც ღმერთი შენს ნაწერში, სხვებზე მეტია. ეს არის მე მწამს და არა "მინდა მწამდეს"
ხანდახან ვფიქრობ სხვებს აჯერებ თუ საკუთარ თავს. . . თუ ჩემთვის რაღაც ღმერთის ტოლია, შენ მასთან არავის დაუევამ ნიშამს ტოლობის. . . ალბათ ამიტომ უნდა უყვარდე მეტად შენ და არა (". ." )
თავს (გა)უფრთხილდი ელ . . .
"ლამაზადმწერო"

№5  offline ადმინი ელ პინი

სალანდერი

გავგიჟდები. ვიტირებ. ვიბღავლებ.
და
მიყვარხარ.
ჩემი სიკვდილი გინდა, ასეთებს რომ მეუბნები?!
ოხ, ჯანდაბა, რომ არსებობ. მგელი და მე - ცხვარი, თუ ბავშვი?!
ვერ გიტან!...................

№6  offline მოდერი guroo

ძალიან გახვედი.
იმდენად, რომ ეჭვი მეპარება ნამდვილად გავიგე თუ არა დაწერილი. წაკითხული გავიგე. ეგ ჩემზეა დამოკიდებული. მაგრამ არ მასვენებს განცდა, რომ დაწერილი კიდევ უფრო მეტია, კიდევ უფრო სხვაა და... აქ ახალი სიტყვის გამოგონება დამჭირდება, რადგან დაღეჭილებიდან ვერცერთს ვიხსენებ. ახალსაც ვერ ვიგონებ. ისევ უნდა გავიმეორო ადრინდელი ნათქვამი, რომ შენ ჩემგან ძალიან შორს ხარ და ვერ გწვდები.
გაოგნებული ვარ და პირდაფჩენილი. სიტყვებთან რა მძლავრი კავშირი გაქვს, როგორ ათამაშებ, რა დახვეწილად მენტორული ხარ. ჩემს წარმოდგენებში ღმერთი სწორედ ასეთი მრისხანეა, ასე წარბშეკრული და ასე მკაცრი.
ქრისტე აღსდგა! ♥️
--------------------
გურამ თხაი რქაი
უჟმურ-ღვარძლიანი.
არაფერია საწყენი, ყველა სიტყვა გაივლის, ისედაც წამოცდენილია და იმიტომ :დ

№7  offline ადმინი ელ პინი

guroo

იქნებ, აქამდეც ვერ იგებდი დაწერილს და უბრალოდ გინდოდა დაგეჯერებინა რომ საკმარისი იყო, რაც გაიგე? ალბათ, კიდევ უფრო მეტი იქნება თავისთავად. ყოველთვის რჩება რაღაც, რომელსაც ვერავინ იცნობს. ეს მუხტია, გაიძულებს შემდეგშიც მოიძიო, თუ ისევ იქ არის და არსად წასულა. დღეს უფრო მეტი იცი, ვიდრე გუშინ. მე არასდროს ვწერ "უბრალოდ", მიზეზებიდან იქმნება კარგი და ცუდი ზღაპრები. ჰო, ღმერთი. ამაზე ბევრს ვერ და არ ვილაპარაკებ. ჩემთვის ზედმეტად მაღლაა.
ჭეშმარიტად!

№8  offline მოდერი guroo

ელ პინი

ეჭვები ჰაერზე არ გამჩენია. ვერასდროს შევძელი გაგება. ამას მივხვდი და ახლა, როცა უწინდელივით მეჯერება გაგების აბსურდი, უსიამოვნოდ მახსენდება რა მტკივნეული იყო ამისგან გათავისუფლება. ხსნა სკეპტიკურ დამოკიდებულებაში ვპოვე. აღარ მჯერა მატყუარა საკუთარი თავის.
ბრჭყალებით იწყება და მთავრდება. ანუ?
--------------------
გურამ თხაი რქაი
უჟმურ-ღვარძლიანი.
არაფერია საწყენი, ყველა სიტყვა გაივლის, ისედაც წამოცდენილია და იმიტომ :დ

№9  offline ადმინი ელ პინი

ანუ ჩემი რომელიღაცა მე-ს ნაწერია, რომელსაც ასე მოუნდა გამოეხატა თავისი ფიქრებისგან შექმნილ საკუთრებაზე სრულუფლებიანობა.

№10 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

დილამშვიდობისა, სამყაროს ერთო, ლამაზო, ინდივიდუალურო, ცასავით ღრმავ და შავი ღზვასავით მიმზიდველო (ელვარებით) ქმნილებავ.
ემოციის დაჭერა რთულია, მით უფრო, რომ არეულობაში და ქაოსში, მაგრამ — უფრო რთულია აქ ვერ დაიჭირო...
იცი, როგორი შეგრძნება მაქვს?!
თითქოს ,,x-ray"  ვარ და მისი სხივები კი შენ, რომელიც თვითონვე შიფრავს, ცვილის უფორმო ფიგურას და ამოწმებს, რა დაზიამებები აქვს. ხო, რაღაც ამდაგვარი...
ამ ყოველივეს მიუხედავად, ვერ ვამბობ იმას და ისე, როგორც მინდა (ჰო, ამას ნიჭი უნდა და ჰო, ალბათ არ მაქვს საკმარისი, სამაგიეროდ გგრძნობ, ისე, როგორც რემტგენას გამოხედვა, ქურდულად ვიპარები შენში და თან, შენივე ნებით).
იმის წარმოდგანა კი, რომ დედამიწაზე კი არა, სამყაროს მაშტაბით გიგებს ვიღაც, თუნდაც შენი ცასავით უძირო გრძნობებიდან ერთ მილიმეტრს — მაინც გმატებს რაღაც თავისუფლებას (შვებას გგვრის, მაგრამ ხო, ალბათ ჩემზე უკეთ გიგებენ, ისინი ვინც შენ გხედავენ, არა რენტგენივით, არამედ ხორცასმულ ხატებას.
და ჰო, მრავალს დაესწარი ძვირფასო (მრავალჯერ ნაღეჭი, მაგრამ ზუსტი — ფასეულობის მხრივ, ან და შეუფასებელო.
აჰ, ნამდვილად!
ისევე, როგორც მე.  :დ...
პს. ჩემი პოზიტივი შენ! გულის გახეთქვამდე, ცოტა, რომ უკლია ისეთი სავსე. (თავამდე გაპიპინებული).
ოჰ, ჯანდაბა! მაინც ვერ მოგწყდი, რომ არ მეთქვა. ,,ლურჯი" ყველაშია და ეს აუცილებელია, საშინელი, მაგრამ უსაშველოდ საჭირო. თუმცა, ხო, შენ შენი სილურჯე გაქვს.
:)))
წავედი...
    
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა. (არადა, ისეთი ცხოვრება მოდის, ქატოც საჭიროა. ;დ)

№11  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი Life is beautiful

დილამშვიდობის, ბედნიერ დღეს გისურვებ! იმით დავიწყებ, რომ ეს კომენტარი გუშინვე ვნახე, მაგრამ ისეთი დღე მქონდა, პასუხამდე ვერ მოვედი. ჰო, უსაშველოდ ლამაზი დაწყება იყო და მადლობა ამ შემკობისთვის. ადამიანი ვერ გხედავს, მაგრამ გგრძნობს... ამ ფიქრზე დიდი ამ წუთას არაფერი არსებობს. რთულია იკითხო სწორად, მართლა ძალიან რთულია, მაგრამ თუკი ემოცია შენამდე მოდის, ჩათვალე, იგებ. თუ სრულად ვერა, ნაწილობრივ მაინც. სხივები... სხივები და მზე. მზე მაცოცხლებს. ამ სამყაროში მხოლოდ ის გაძლევს არსებობს უფლებას რომ ვიღაც, ვინც შენთვის დაიბადა რომ სრულყოფილად შეგისწავლოს, იპოვო. მე ვიცი - რას ნიშნავს ეს და გისურვებ, რომ გამოსცადო. რა თქმა უნდა, თუ უკვე არ. მადლობა. გავივსე. გვიან გპასუხობ, მაგრამ კომენტარის ფიქრში ვიყავი წაკითხვის მომენტიდან და არ დამვიწყებია.
შენც მრავალს დაესწარი!

№12  offline მოდერი guroo

ყოველდღე ვამოწმებ დაწერა თუ არა ვინმემ ახალი კომენტარი, ან ლაიქების რაოდენობამ თუ მოიმატა. მაინტერესებს ვინ რას იტყვის ამის წაკითხვის შემდეგ. ძალიან ხშირად ისტორიები მხოლოდ ჩვენი წაკითხვით და კომენტარებით არ სრულდება...
ახლა რასაც ვუყურებ, აქ სიჩუმეა. თანაც დაუმსახურებელი.
--------------------
გურამ თხაი რქაი
უჟმურ-ღვარძლიანი.
არაფერია საწყენი, ყველა სიტყვა გაივლის, ისედაც წამოცდენილია და იმიტომ :დ

№13  offline ადმინი ელ პინი

guroo
ყოველდღე ვამოწმებ დაწერა თუ არა ვინმემ ახალი კომენტარი, ან ლაიქების რაოდენობამ თუ მოიმატა. მაინტერესებს ვინ რას იტყვის ამის წაკითხვის შემდეგ. ძალიან ხშირად ისტორიები მხოლოდ ჩვენი წაკითხვით და კომენტარებით არ სრულდება...
ახლა რასაც ვუყურებ, აქ სიჩუმეა. თანაც დაუმსახურებელი.

ზოგჯერ რაღაცები არ იცვლება, ამაში პრობლემა არ არის, რადგან არც მასის გასაგებია. იცი შენ ეს და არც არასდროს ყოფილა მსგავსი რამე, ამიტომ რაღაცნაირად შეგუებული ვარ. გულიც არ მწყდება, ალბათ, რავი. აქვს ამას თავისი მიზეზები, რაზეც ხაზგასმის საჭიროებას ახლა და საერთოდაც ვერ ვხედავ. მე კარგი ადამიანი ვარ სამაგისოდ (მეცინება). და შენ მადლობა.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent