შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი ( თავი 11)


5-05-2022, 21:39
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 3 842

- ლადო ბიძია, მე საჩუქარი მაქვს. - აციმციმებული თვალებით, ჩანთიდან რაღაც ამოიღო.
- ჩემთვის ? - სიხარულით სახე გაუანათდა კაცს.

- რათქმაუნდა შენთვის. გამომართვი. - გაუწოდა და მოსალოდნელი სასიამოვნო წუთით, წამწამები ააფახურა.

- შენ რომ გახსნა? - თავლით საჭეს შემოხვეულ, დაკავებულ ხელებზე ანიშნა.- მაინტერესებს.

- თუ კი გსურს, რათქმაუნდა გავხსნი. - აცქმუტებული საჩუქრის გახსნას შეუდგა. ვერცხლისფერი შეფუთვა შემოხსნა და წრეში ჩასმული ხისგან ნაკეთი წარწერა გაუწოდა. „ აქ საყვარელი გაჩერებაა“ - იკითხებოდა წრეში. - აქ კი, - სკამი იგულისხმა, სადაც იჯდა,- ჩემი საყვარელი ადგილია.

უსაზღვრო სიყვარული და სიხარული დაეტყო ლადოს სახეზე

- აქ დაკიდე ჩემო კუდრაჭა. - საქარე მინის წინ დასკუპებულ სარკეზე მიუთითა აწყლიანიებული თავლებით.

საჩუქარმაც საპატიო ადგილი დაიკავა ხის მოზრდილი ზომის ჯვრის გვერდით.

- საჩუქარიც აღარ ქვია ამას. ამ სიტყვებს შეუფასებელი მნიშვნელობა აქვს ჩემო გოგო.

- იმაზე შეუფასებელი ვერ იქნება, ვიდრე შენ ხარ ჩემთვის ლადო ბიძია !

- ესეიგი დღეს საჩუქრების დღეა. - საიდანღაც მომცრო ზომის ფუმფულა სათამაშო ამოაძვრინა.

- პანდა ? - აღტაცებით წამოიძახა არიდამ და ტაში შემოკრა.

- ხო პანდა. - გაწვდილ ხელში ჩაუდო. - ვიდრე ალექსანდრე დაბრუნდება ეს ატარე. ვიცი, ის სულ შენს გვერდით არის, მაგრამ ზოგჯერ ნივთებიც გვეხმარება ახლობელი ადამიანის მეტი სიახლოვის განსაცდელად. ის დაბრუნდება, აუცილებლად დაგიბრუნდება და ამის ცოდნა, ამის იმედიც საკმარისია მისი არყოფნის პერიოდს გაუძლო.

- პანდა, ალექსანდერს ბუტაფორია. ისეთივე, როგორც ეს არიანდა-ტომარა ხო? - მადლიერება გაკრთა სულში.სითბოთი გაიჟღენთა. - ალბათ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მეხმარები ლადო ბიძია. აქ ვპოულობ სულის სიმშვიდეს. ამ ნახევარსაათიანი მგზავრობიდან იმოდენა ძალას ვიღებ, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ იპოვოს ადამიანმა.

- თავად ხარ ძლიერი ჩემო მშვენიერო. მე მხოლოდ გეხმარები ეს უკეთ და სწორად დაინახო.

- ნებისმიერი იოცნებებდა შენნაირ მამას.

- შენ გყავს მამა არიანდა. მჯერა ის კარგი ადამიანია.

- შენ ხომ მას არ იცნობდი?

- შენი ცნობაც საკმარისია. „ ნაყოფი ხისგან შორს არ ვარდება“, შენისთანა შვილს ცუდი მშობელი ვერ ეყოლება.

- ანდრო ?

ადროს ხსნებით, მიხეილის კარგი ადამიანობა უნდოდა გადაეფარა და არა ანდროს სიცუდის გახსენება. იმ წამს ხენჯად გაკრა გულში ანდროს ამ მნიშვნელობით ხსენებამ, მაგრამ ნათქვამს უკან ვეღარ წაიღებდა.

- ანდრო უდროოდ მოწყვიტეს, დამწიფება არ აცადეს.თუმცა ისიც იმ ხის ნაყოფია.

- არ მინდა მისი გახსენება. - წყენით დაიჩურჩულა და სახე გვერზე მიაბრუნა, სევდიანი თვალების დასამალად.

არ დაუკონკრეტებია „მისი“ ვის გულისხმობდა, თუმცა ლადო მიუხვდა.

- ვერ გაიხსენებ იმას, რაც არასდროს დაგვიწყებია ჩემო მშვენიერო...

***
ვიდრე სამზარეულოში გაემართებოდა, ქეთის მონახულება გადაწყვიტა. ბოლო დროს ისე მოხდა,ლუკას შესახებ ვეღარ ესაუბრებოდა. გაიფიქრა, ყავას დავლევთ და მასზეც ვისაუბებთო. ყველაფრის მიუხედავად თითქოს უდარდელად, მხიარული განწყობით აუყვა კიბეებს.
- შენგან არაფერს ვითხოვ ზურა, ერთის გარდა. - ქალის სასოწარკვეთილი ხმა მოესმა ასანიძის კაბინეტიდან.

- ძალინ გთხოვ თავს ნუ იმცირებ, არ ვღირვარ ამად, დამიჯერე. - გულრწფელი იყო ასანიძე.

- ის ღირს? ის გიღირს ამდენწლიან უიმედო დევნად ? განა ეგ თავის დამცირება არაა? - ღვარძლიანდა ამოილაპარაკა ქალმა.

გული აუფართხალდა არიდას, რომ მიხვდა მასზე ესაუბრებოდა. უხერხულობამ მთელს სხეულში დაუარა.

- რას აღარ ვაკეთებ შენი ყურადღების მისაქცევად შენ კი ვერც მამჩნევ. იცი, მიყვარხარ, მაგრამ არც კი გინდა ეს შეიმჩნიო.

- თათია, - მკვახედ მიმართა და ისევ დადუმდა ბიჭი. ალბათ ფიქრობდა, ღირდა თუ არა იმის თქმა რაც სურდა. - ძალინ გთხოვ შეწყვიტე ეს უთავმოყვარეო საქციელი. არ შეგეფერება. ეს ჩემს თვალში არ აგამაღლებს, პირიქით. - ცოტა ცივი ტონი გარეოდა ასანიძეს. - არ მინდა შენი მოტყუება.

- განა რას ვითხოვ ასეთს? არაფერს ზურა, მხოლოდ იმას, მომცე უფლება შენთან ვიყო. - ხმა ისე ამღვრეოდა ქალს უთუოდ ცრემლი უნამავდა თვალებს. - არც სიყვარულს გთხოვ, არც ზრუნვას, საერთოდ არაფერს, მხოლოდ მომეცი უფლება კვირაში ერთჯერ მაინც შენს გვერდით გავიღვიძო. ესეც კი გამაბედნიერებს.

იმდენად გულსაკლავად ჟღერდა ქალის ხმა, სული დაუჯიჯგნა არიდას. წამით სიბრაზეც იგრძნო საკუთარი თავის მიმართ. იფიქრა და სწორადაც, ზურას უარის მიზეზი თავად იყო. გამბედავად ქალად მიიჩნია თათია და მისდა გასაკვირადაც კი, მოუწონა ეს უთავმოყვარეო საქციელი. თანაუგრძნო ზურას უარის გამო. რამოდენა დაცემა და აღზევება სცოდნია სიყვარულსო, გაიფიქრა. დაცემა- ხვეწნა ზურასადმი და აღზევება- ხვეწნა ზურასადმი. სულ ვერ იფიქრებდა ეს ხელოვნური თათია ასეთ სიყვარულს თუ დაატარებდა.

- არ მინდა მოგატყუო თათია, სცადე ჩემი გაგებაც. ახლა გგონია ეგ გაგაბედნიერებს , მაგრამ ეჭვიც არ მეპარება ყველაზე დიდი უბედურებას კვირაში ერთხელ ჩემთან გაღვიძება მოგიტანს.

- რა აქვს ასეთი ?

- არ ვიცი, უბრალოდ ასეთია, სხვანაირია. - იყო ზურას პასუხი რასაც ფეხის ხმა მოჰყვა.

ადგილს გახევებული არიდა ფეხის ხმამ მოიყვანა გონს. იფიქრა, უკან გავიქცევი სირცხვილია აქ თუ შემამჩნევენო, მაგრამ ვერ შეძლო. ეს ხომ მოტყუება იყო. მხოლოდ ქეთის კაბინეტისკენ მოახერხა ნაბიჯის გადადგმა. ამასობაში კარიც გაიღო და ქალი გამოვიდა. კიბეებისკენ აპირებდა წასვლას არიდა რომ შენიშნა. გაბოროტებული ჰქონდა სახე ქალს და თავლებიდანაც სიცივეს აფრქვევდა.

- მითხარი, რა გაქვს ასეთი ? - უკმეხად, ღვარძლიანი ტონით გაიმეორა კითხავ.

იმ წამსვე მიხვდა ასანიზე ვის ეკუთვნოდა ეს შეკითხვა და სწრაფად გადააბიჯა კარის ზღურბლს. გახევებული, სახეარეული არიდას დანახვაზე მძიმედ გამოუშვა ჰაერი. დენდარტყმულივით შეაქანა არიდას. არ ელოდა ამ კითხვას. წამით შედგა, მერე კი მეტი თავდაჯერებულობით გაუსწორა მზერა თათიას. გული მოეწურა მისი განადგურებულ სახეზე. მუდამ მედიდურად მოსიარულე, გადაპრანჭული, სახე დაყენებული გოგოსგან აღარაფერი დარჩენილიყო. საყვარელი ადამიანის უარს (ვინ იცის მერამდენე უარს ) უკვალოდ გაეფანტა ის, რითაც თავს იწონებდა. პირველად ნახა წუთებში ამდენად გატეხილი ადამიანი. პირველი, რაც გონებამ გაიფიქრა, ასე ემართება ზოგადად ადამიანს როდესაც სხვის უბედურებას ხედავს, იყო: - ღმერთმა ნუ ქნას ეს მეც დამემართოს, მოვკვდები, ვერ გადავიტან, ამითვის ნუ გამწირავ უფალოვო.

- თათია, თავს ნუ იმცირებ. ის არაფერ შუაშია. - მხრებზე მოეჭიდა ზურა ქალს და წასასვლელად უბიძგა.

- გთხოვ, მითხარი ! - გაუძალიანდა ბიჭს და ამჯერად მუდარით შეხედა არიდას. - გთხოვ !

- არაფერი ისეთი, რაც შენ არ გაქვს. საერთოდ არაფერი შენზე მეტი.

დაასრულა თუ არა პასუხი, თათიას ქვითინმა შემზარავად გაკვეთა ჰაერი. სპილოსძვლისფერი კედლები, სევდისფრად შეღება და ზურას სახეზეც გადაირბინა.
უნებურად დაედინა არიდას თვალსაც ცრემლის მდინარენი. უყურებდა უიმედო სიყვარულისაგან აქვითინებულ ქალს და რატომღაც გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად მასთან ერთად საკუთარ თავსაც დასტიროდა. მხრებზე ხელების ჩავლებამ მოაფხიზლა. ზურგს უკან ქეთი ედგა, რომელსაც მშვენივრად გაეგო ყოველივე და სანუგეშოდ ეხვეოდა.
ცრემლები შეიწმინდა თათიამ, გამოეხსნა ზურას ხელებს და სირბილით წავიდა დერეფნის ბოლოსკენ.

- ზურა, არ გაუშვა ! რაიმე სანუგეშუ უთხარი, თუნდაც მოატყუე, ახლა მას ეს სჭირდება.

- არიდა ...

- არ გაუშვა, თორემ იმ პატივისცემას დავკარგავ რაც შენს მიმართ მაქვს. გთხოვ !

თავი დაუქნია ასანიძემ და აჩქარებული ნბიჯებით აედევნა თათიას კვალს.

კაბინეტში შეიყვანა ქეთიმ გოგონა. თავად მოხარშა ყავა და ერთხანს ისე მზრუნველად დაჰფოფინებდა თავს, როგორც პატარა ბავშვს.

- რატომ ხდება ასე ? რატომ გვიყვარდება ის, ვინ გვტკენს და საერთოდ, რატომ არ შეიძლება ვიცხოვროთ ტკივილისა და ტანჯვის გარეშე ?

- იმიტომ, რომ თავად ცხოვრებაა ასეთი ჩემო პატარა. - თხელ მტევანზე ჩაეჭიდა ქეთი. - სამწუხაროდ არავის სავალი გზა არ არის ია-ვარდით მოფენილი და თუ არის, იმ ვარდებს აუცილებლად აქვს ეკლებიც. ვიქნები ბანალური და იმასაც გეტყვი, ამ ქვეყნად ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია. თუ ვერ გამოსცადე ცუდი, ვერ გაიგებ კარგის ფასს. თუ არ გამოსცადე ტანჯვა-წამება, ვერ გაიგებ რა მნიშვნელობის მატარებელია ბედნიერება. ბედნიერებ კი არ მიიღწევა იოლი გზებით. ცხოვრებაში ყველაფერი, ყველაზე ძნელად მოპოვებული არის მყარი და უფრო ფასეული. აბა, ვის რად უნდა ისეთი ბედნიერება თუ მას საფუძვლად ფოლადი არ უდევს?!- რიტორიკული კითხვით დაასრულა სათქმელი ქეთიმ და ბოლო ყლუპი ყავა მოსვა ფინჯნიდან.

- ალბათ მაგ სიტყვების მოსმენა თათიას ვერ დაამშვიდებდა.

- თათია ამ სიტყვების მოსმენის გარეშეც გაივლის ამ გზას და დამშვიდდება. შესაძლოა ცოტა შეუგვიანდეს, მაგრამ აუცილებლად დამშვიდდება.

- ხომ შეიძლება ზურასაც უყვარდეს ?

- შეიძლება, მაგრამ არ უყვარს. სამწუხაროდ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამ სინამდვილის მიღება.

- თავს დამნაშავედ ვგრძნობ.

- რისთვის ? იმის გამო, რაც შენზე საერთოდ არ არის დამოკიდებული?

- ქეთი, - მიმართა და მის მოვლილ თითებს ჩაჭიდა ორივე ხელი, - მადლობა !

- საერთოდ არაფრის.

- წავალ, თორემ ვალერი გამიბრაზდება.

- ნუ იგონებ, - გაეცინა ქეთის.- სამზარეულოც რომ ამოაყირავო ერთ საყვედურს ვერ დააცდენიებ შენზე.

- კარგი, ხო გეთანხმები. მოკითხვას გადავცემ შენგან.

- არა. ნაწყენი ვარ. - ცხვირი აიბზუა ქალმა.

- რატომ ? - თითქოს გაკვირევბულმა ჰკითხა, მაგრამ გულში კი ჩაეცინა.

- გუშინ ლუკას ისეთები მოუყვა ჩემს ბავშვობაზე, მთელი სარამო გაკვივებისაგან პირი ვერ დავახურიე ბავშვს. - ისეთი წყრომით თქვა უდაოდ გაბუტული იყო.

- კარგი რა ქეთი ! - გადაიკისკისა არიდა. - მაგის გამო ?

- მე ვცდილობ ჩემი შვილისთვის ავტორიტეტი ვიყო, ვარიგებ, სულ კარგ მაგალითებს მოვუყვან ხოლმე და ამან რა გააკეთა? მოვიდა და ჩემი „მკაცრი დედა“ წამში დაანგრია. ჩემზე ისეთი რამეები მოუყვა, რასაც ლუკას ვუშლი. მერე მთელი საღამო ერთხმაში დამცინოდნენ.

- ქეთი, წეღან როგორ თქვი, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივიაო ხო? იქნებ ვალერის მონაყოლს მზეზი აქვს შედეგისთვის?

- მაინც რა?

- სჯობს შენი გამოცდილებით, შენი პლიუს-მინუსით მოუყვე შვილს.შენი გადახდენილით მისცე კარგიც და ცუდი მაგალითი. ასე უფრო ახლოს მიხვალ მასთან. ალბათ ამიტომ მოუყვა ვალერიმ შენზეც. ჩემზე უკეთ იცნობ მას.

- შესაძლოა. - ჩაფიქრდა ქეთი. - ასე მგონია ვერასდროს ვიქნები კარგი დედა. არადა ძალიან ვცდიობ საუკეთესო მივცე.

- ნუ ცდილობ ქეთი, უბრალოდ იყავი დედა, რომელიც ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს. დამიჯერე ასე უფრო ბუნებრივად განვითარდება შენ შვილთან უკეთესი ურთიერთობა.

- ჩემი საგანძური ხარ შენ. - მადლიერებით შენიშნა ქეთიმ და გულში ჩაიკრა.


გვიან შებინდებულზე დატოვა რესტორნის შენობა არიდამ. ჭიშკართანაც არ იყო მისული, ზურა დაეწია და რამდენიმე წუთის განმავლობაში ეხვეწებოდა წაყვანის უფლება მიეცა. ცოცხალი თავით არ დაანება, აქამდეც არასდროს გაჰყოლია. კიდევ ერთხელ შეძლებისდგვარად ტაქტიანად განუმარტა, რომ მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა სურდა და დღეს, თათიასთან ინციდენტის შემდეგ მითუმეტეს არ სურდა, თავს უხერხულად ვიგრძნობო. გაცხარებით უმტკიცებდა ასანიძე, მე მასთან ბარლი არ მიმიძღვის არაფერში ვარ დამნაშევე და ეს ჩვენს ურთიერთობაში არაფერს არ უნდა ცვლიდესო, მაგრამ ყურიც არ ათხოვა, გამოემშვიდობა და თავის გზას დაადგა. სამარშუტო ტაქსების გაჩერებაზე სულ ხუთიოდე წუთით მოუწია ლოდინმა. მალე გამოჩნდა ტრანსპორტი, ოღონდ არ იყო მისი ლადო ბიძია. ცოტაოდენი უკმაყოფილებით ააბიჯა ორ კიბეზე, წამით გახედა მძღოლის გვერდითა სავარძელს, უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი და მერე სულ ბოლო ადგილისაკენ წავიდა. დაღლილი ფანჯრის მხარეს დაჯდა და თავი მინას მიაყრდნო, ავტობუსიც დაიძრა. ფიქრებს მიეცა არიდა, ძალიანაც არ სურდა მასზე ფიქრი, მაგრამ გონება არ ეშვებოდა. დანაკლის გრძნობდა თითქოს მისი არ ნახვის დანაკლის. რა ჰქვია ამას? - რათქმაუნდა მონატრება. ენატრებოდა? - თავი გააქნია და მის წინ ოდნავ შეღებული ფანჯრისკენ მიწია სახე. წინა სავარძლის მგზავრს ბოლომდე ვერ გაემეტებია გასაღებად ფანჯარა და ჰაერიც საცოდავად იპარებოდა ჭუჭრუტანაში. დახარბებით შეისუნთა შემოპარული ჰაერი. მას სინესტის სუნი მოჰქონდა, ფიქრებს - მონატრების. ძალიან სურდა რესტორნიდან გამოსულს ისე მოულოდნელად შეფეთებოდა, როგორც სჩვევია ხოლმე არაბულს. მთელი დღე თვალები დაეღალა მისი დანახვის მოლოდინით ცეცებაში. რამდენჯერმე სტუმართა დარბაზშიც კი შეიჭყიტა, იქნებ იქ მაინც დამხვდესო. დათა კი ჯიუტად არ ჩანდა. როდის იქცევა ქალი ამგვარად ? როდის აქვს ასეთი დამოკიდებულება კაცის მიმართ? - ალბათ როდესაც უყვარს, თავადვე გსაცა თავისივე დასმულ კითხვას პასუხი და პასუხის გააზრებაზე ფეთიანივით წამოიჭრა ფეხზე. მისდა იღბლად, ავტობუსი მესამე გაჩერებას უახლოვდებოდა. ფაცხა-ფუცხით გადაიხადა მგზავრობის საფასური, ერთი ისკუპა და ჩახტა ძირს. სახლამდე არც თუ ისე ახლო იყო, მაგრამ არ ედარდებოდა, ახლა რომ ფეხით არ გაესეირნა ნამდვილად გული გაუსკდებოდა. თან ეს გული დათას გახსენებაზე როგორ უკითხავად ამოხტებოდა ბუდიდან და გამალებით დაიწყებდა ხოლმე ძგერას. ახლაც სულ ბაგა-ბუგი გაჰქონდა. მჭიდროდ მიიკრა მკერდზე ხელი, გეგონებოდა ამ მოქმედებით როგორმე დააწყნარებდა მწყობრიდან გამოსულ ორგანოს.
ცას ახედა. სექტემბრის ღრუბლები ერთად შეყრილიყო.უსათუო იყო, ავდარს უქადდა ბუნებას. ამას, ჰაერში დატრიალებული საამო სიო და ნესტის სუნიც მოწმობდა. არიდამ ხელჩანთა გახსნა, ჩაიხედა. იმ შემთხვევისთვის თუ იწვიმებდა გადაამოწმა, ქოლგა ხომ ადგილზე ჰქონდა. მომცრო ზომის ყვავილებით მორთულმა ქოლგამ „ ხელი დაუქნია“ ჩანთიდან. დამშვიდებულმა შეკრა ელვა, ფეხსაცმელზე შეხსნილი თასმაც შეიკრა, ჟაკეტი უფრო მჭიდროდ მოიხურა ტანზე და სახლისაკენ მიმავალ ტროტუარს დაადგა. რამდენიმე ქუჩა უნდა გაევლო სახლამდე მისაღწევად. საფიქრელად დრო თავზე საყრელად ჰქონდა. დედას მობილურით შეტყობინება გაუგზავნა, მისი დაგვიანების გამო რომ არ ენერვიულა. ხუთასი მეტრი ჰქონდა გავლილი იმაზე ფიქრში, უყვარდა თუ არ უყვარდა დათა. გონებაში გაშლილ გვირილას ფურცლებს აცლიდა და ამ გზით ცდილობდა სწორი პასუხის პოვნას. გაეცინა ბავშვური თამაშის გამო და წინ განათებულ ქუჩას საკმაოდ შორს მოავლო თვალი. მისი ყურადღება ოციოდ მეტრში მდგომმა რამდენიმე ადამიანმა მიიპყრო. ცოტათი კიდევ მიუახლოვდა და ადვილად შეძლო მათი მკაფიოდ დანახვა. ორი ვულგალურად ჩაცმული ქალი იდგა და მათ წინ მანქანაზე მიყუდებულ ორ მამაკაცს გულის ამრევად ეტმასნებოდა. მათგან ორ მეტრში კიდევ იდგა ერთი ქალი, ჩვეულებრივად ჩაცმული და თითქოს აბუზულიც. უსაიმო განცდა დაეუფლა მათ შემყურეს. არასოდეს განიკითხავდა, მაგრამ ვერ ამართლებდა ამ „პროფესიის“ ადამინების ამ ნაბიჯს, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონოდათ. რადგან თვლიდა, მათი ეს არჩევნაი არ იყო უკანასკნელი და უალტერნატივო. არაფერი არ უღირდა ღირსების შელახვის ფასად. უკმაყოფილოდ გადახედა უხამსად მოქმედ ქალებს. სწრაფად გადაკვეთა გზა მეორე მხარეს. რამდენიმე ნაბიჯში გაუპირისპირდა ამ სანახაობას და თვალი მაინც გაექცა განცალკავებით მდგომისკენ, რომელიც მუხლს ოდნავ აცდენილ კაბას შეწუხებული სახით ქვემოთ ექაჩებოდა. ცუდად ენიშნა. ფეხისთრევით განაგრძო სიარული. თან ცალი თავალი მათკენ ჰქონდა. მალე დაინახა, მამაკაცთაგან ერთ-ერთი იმ გოგონასკენ წავიდა და მიახლოებიდან ნახევარ წამში გინების ხმაც შემოესმა, რასაც გოგონას კივილიც მოჰყვა. დაუფიქრებლად გადაირბინა გზა, მათკენ გაიქცა, ჩანთიდან ქოლგა ამოიღო და ზურგზე შეახტა კაცს, რომელიც გოგონას აგინებდა და ურტყამდა. ზურგზე მოულოდნელი დარტყმით გაოგნებული კაცი, ახლა არიდას ძირს ჩამოსაგდებად დაიგრიხა. არიდა კი ცალი ხელით საყელოს ეპოტინებოდა, ცალი ხელით ქოლგას ურტყამდა. სხვები სანახაობას აკვირდებოდნენ, ყურს არ აძლევდნენ გადამთვარალი კაცის ღრიალს, მომაშორეთ ეს ალქაჯიო. მისი თანხმლებიც გაუნძრევლად იდგა, რადგან მასზე ნაკლები არ ჰქონდა დალეული. მხოლოდ რაღაცას ლუღლუღებდა.

***
სატუმროს აპარტამენში, ვანოსთან სამსახურის საკითხებზე მოსაუბრე არაბულის მობილური აწკრიალდა. ნომერს დახედა და სწრაფად უპასუხა.

- გისმენ.

- ბატონო დათა, ქუჩაში ვირაცას ეჩხუბება - გაისმა აქოშინებული დაცვის ხმა მობილურში. სავარაუდოდ გარბოდა.

- ვინ ? - უცებ ვერ მიხვდა დათა, უფრო სწორად ვერ წარმოედგინა.

- ქალბატონი.

- ვის ეჩხუბება ? - წამოიყვირა და ფეხზე წამოიჭრა. მას მიბაძა თავლებგაფართოებულმა გიგაურმაც.

- ვიღაც კაცს. ზურგზე აზის და ქოლგას ურტყამს.

- მერე შენ რას აკეთებ ? - ისე დაუღრიალა მის ადგილას ნებისმიერს ტელეფონი გაუვარდებოდა.

- მის დასახმარებლად მივდივარ. რამეს მოვიფიქრებ. თქვენ იმიტომ გირეკავთ რომ იცოდეთ.

- არაფერი დაუშავდეს თორემ ცოცხალს არ დაგტოვებ. - კვლავ დაიგრგვინა არაბულმა.

- სიცოცხლის ფასად ბტონო დათა ! - მტკიცე იყო დაცვის ხმა. - ყველაფერს შეგატყობინებთ.

- ეს გოგო შეშლილია. - გაცხარებულმა წამოიყვირა და მობილური დივანზე მოისროლა.

- გაგამაგებინებ რა მოხდა ? - ჩაეკითხა ვანო.

- არ ვიცი, ვიღაც კაცს სცემს ქუცაშიო.

- კაცს სცემს ? ღმერთო, რა სანახაობას ვტოვებ - ახარხარდა გიგაური. - რა სასწაული გოგოა.

- ყველა ფეხის ნაბიჯზე ხათაბალაში როგორ ებმება ?! - დაიჩივლა დათამ და აშლილ სახეზე ძლიერად ჩამოისვა ხელები.

- დამშვიდდი. გაგვაგებინებს ყველაფერს.

- უნდა წავიდე. - გასაღებს დასწვდა და წასვლა დააპირა, მაგრამ ვანომ შეაჩერა.

- დაიცა, დაველოდოთ რას გვეტყვის. ახლა რომც წახვიდე არამგონია მოჩხუბარს მიუსწრო. თან ვერც აუხსნი იქ როგორ გაჩნდი.

- არც ავუხსნი...

- მოითმინე...

***

დაცვამ უზარმაზარი ნაბიჯებით გადაირბინა გზა და სუნთქვაამოვარდნილი მივარდა მოჩხუბრებთან. არიდას, რომელიც ისევ არ წყვეტდა კაცის ზურგზე სხმარტალს და ცემას, ხელი დაავლო, ძირს დასხა და ერთი ისეთი უთავაზა მოძალადეს, წაქცეულზე ორი ტრიალი აგემა. ახლაღა მოეგო გონს მეორე შეზარხოშებული. ერთი ბლუჟუნით შეჰყვირა და ძლივს მოღერებული მუშტით, რომელიც მკლავის ზემოთ ვერ აეწია და საცეკვაოდ უნიათოდ გამზადილ ხელს უფრო ჰგავდა ვიდრე საჩხუბრად, ბარბაცით გაემართა დაცვისკენ. საცოდავი გამომეტყველებით აათვალიერა ბანდალით მომავალი ბიჭმა და ისიც წინამორბედის კვალს გაუყენა. ზღლართანით დაეცა თანამოძმეს ინერციით გაქანებული და ისედაც ატკიებული ძვლები სულ მთალდ აატკია. უკანასკნელი გაბრძოლება იყო მათი ერთდროული ამოზმუვლება. ახლა ძირს წაქცეულ, ატირებულ გოგონას მიუბრუნდა, რომელსაც არიდა უკვე წამოდგომაში ეხმარებოდა. მეორე მხრიდან მოკიდა ხელი. ფეხზე წამოაყენეს. მუხლები სულ გადაყვლეფოდა გოგონას. ტუჩიდანა და წარბიდან სისხლი სდიოდა. ბიჭმა იქვე დაგდებული პატარა ჩანთან მიაწოდა დაზარალებულს. თან ავტომობილისკენ უბიძა. ვიდრე იმ ადგილს გაეცლებოდნენ, არიდა იმ ორ ქალს მიუბრუნდა, აქამდე რომ მხოლოდ მცირედი წამოკივლებით შემოიფარგლებოდნენ. ისეთით, ჩხუბის შემყურე ქალებს რომ სჩვევიათ და ბრაზით მიახალა: ასეთი უღირსებიც არ მეგონეთო. მერე კი მეტად მარდად შეუდგა გოგონას მხარს, სიარულში შეეშველა.

- დიდი მადლობა. - ტირილში ამოიკნავლა გოგონამ, რომელიც ზედმეტად ნორჩი უნდა ყოფილიყო, ხმაზეც კი ეტყობოდა.

- არაფრის. - ერთროულად უპასუხა ორივე მშველელმა.

- თქვენ კი ნამდვილად დიდი მადლობა, - ახლა არიდამ მიმართა ბიჭს. - თქვენ რომ არა, მარტო რას გავხდებოდი.

- მართლა არაფერია სამადლობელი. შემთხვევით დაგინახეთ. რა მომასვენებდა მათ ხელში რომ დამეტოვებინეთ. - უცებ, იმ წამს ეს პასუხი მოიფიქრა ბიჭა.

- აქვე ახლოს გაჩერებაა, თუარ შეწუხდები მიმაყვანინეთ. იქიდან მე წავიყვან.

- მანქანით ვარ, თავად წაგიყვანთ.

- ძალიან გთხოვთ არ შეწუხდეთ. - უხერხულად წარმოთქვა დაზარალებულმა.

- ასე გზაში ვერ დაგტოვებთ. - უკვე მანქანას მიუახლოვდნენ, ბიჭმა კარი გამოაღო, - დასხედით, საავადმყოფოში მიგიყვანთ, ღრმა ჭრილობები ჩანს.

არიდა თავის დაკვრით დაეთანხმა და გოგონასაც დაჯდომისკენ ანიშნა. ახლა ნამდვილად არ იყო გაჯიუტების დრო, ღვთისნიერი ადამიანი დახმარებას სთავაზობდათ, რომელიც ესოდენ სჭირდებოდათ.

- მირეკვანე. კარგად მოთავსთიდ, ვუპასუხებ და ორ წუთში მოვალ. - უთხრა ბიჭმა და კარი მიხურა.


***
ლოდინით დაღლილმა არაბულმა ვეღარ მოითმინა, თავად დაურეკა დაცვას. ძალიანაც კი ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას მაგრამ არ გამოსდიოდა.

- გისმენთ ბატონო.

- რა ხდება ?

- საავადმყოფოში მიმყავს...

- რა სჭირს ? - სიტყვის დასრულება არ აცადა დათამ.

- მას არაფერი. იმ გოგონას აქვს ჭრილობები ვისაც დაეხმარა.

წვრილად მოუყვა დაცვა უფროსს ყოველივეს. როგორც კი ბიჭი ახლოს მივიდა მათთან და იქ დამხვდურებს გადახედა უთქმელადაც გაერკვა სიტუაციაში, ახლა კი დათას უხსნიდა.

- არ წავიდეთ ? - ჰკითხა გიგაურმა.

- ახლა საავადმყოფოში ჩემს მისვლას ნამდვილად ვერ შევფუთავ.

- მიდი წავიდეთ, ეგ მე მომანდე. მთავარია მათ იქ მისვლა დავასწროთ.

- რა საჭიროა ? - უღერღილოდ იკითხა დათამ. თითქოს სრვილი დაკარგვოდა. არად წეღან რომ არა ვანო, თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა

- მეტად რომ მოიპოვო მისი ნდობა. - არანაირი ირონია ხმაში, მაგრამ გულში ირონიისა და დაცინვის ფეიერვერკი ჰქონდა გამართული გიგაურს. აბა, რა ეგონა დათას, გრძნობებს რომ ანდობდა ? - ადე-მეთქი ! - პიჯაკში მოქაჩა და წინ გაუძღვა.

***
საავადმყოფოს პირველ სართულზე, საპროცედუროს კართან მოსაცდელ სკამზე იჯდა არიდა და ელოდა, გოგონას როდის გამოიყვანდნენ. ჩხუბის დროს გაწეწილი თმა უწესრიგოდ შეეკრა, წინ და უკან ქანავით ბოლთას სცემდა. ხელში დაზარალებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ეჭირა, ინტერესით ჩაჰკირკიტებდა :ელეონორა გლუნჩაძე, თვრამეტი წლის, დაბადების ადგილი ხარაგაული. -ამოიკითხა არიდამ.
- ასეც ვიფიქრე, ძალიან პატარაა. - ჩაილაპარაკა თავისთვის.
-
- რაიმე მითხარით ? - ჰკითხა დაცვამ, რომელიც გვერდით იდგა და მასთან ერთად იცდიდა.
-
- თვრამეტი წლისაა. - მეტი თავლსაჩინობისთვის მოწმობა ხელში აწია, რომ დაენახა ბიჭს.
-
- საინტერესოა, იმ ადგილას რას აკეთებდა..
-
- ეგ მეც მაინტერესებს, - შენიშნა და ხელს ჩამოადო შუბლი. - არამგონია მათთან რაიმე საერთო ჰქონდეს. - ივარადა ჩუმად, - თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, - ისევ ახედა ბიჭს, კიდევ ერთხელ შესთავაზა- ახლა თავად მივხედავ.

- უფრო მშვიდად ვიქნები თუ სახლამდეც მიგაცილებთ. - რათქმაუნდა, სად წამსვლელი იყო დაცვა. რა პაუხი უნდა მიეცა არაბულისთვის.

- რა გაეწყობა. - დანებეით უპასუხა. ახლა აქეთ- იქით ყურებას მოჰყვა.

დროის გაყვანის მიზნით ხან რას ათვალიერებდა და ხანს რას. ამჯერად ლიფტის კარზე გაუშეშდა მზერა. ამასობაში კარიც გაიღო. იქიდან გამოსული მთელი დღის ნანატრი ადამიანის დანახვაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა. დათა ლიფტიდან ვანოსთან ერთად გამოდიოდა, თან რაღაცაზე ემუსაიფებოდა. ორივემ შეამჩნია თვალებგაფართოებული არიდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ვითომ სხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი, ისე აუარეს გვერდი გოგონას. დაცვაც კი იმგვარად იდგა, თითქოს ორ უცნობს ჩაეაროს მათ წინ და არა მის ორივე უფროსს ერთდროულად. არიდამ ვეღარ მოითმინა, ახლა ძალიან უნდოდა დათას ნახვა, ეს ერთგვარ ტრადიციადაც კი ექცა, როდესაც სჭირდებოდა ის სულ მის გვერდით ჩნდებოდა. ალბათ ახლაც ჩვენი შეხვედრა გადაუწყვეტია ბედსო, გაიფიქრა, სწრაფად წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა მათ. არაბულმა მისი ყველა მოძრაობა იგრძნო.

- დათა ! - მორიდებულად დაუძაა.

წყვილმა კვლავ განაგრძო სვლა. ვერ გაიგესო, იფიქრა. უფრო ახლოს მივიდა.

- დათა ! - ისევ დაუძახა.

ვიდრე შემობრუნდებოდნენ შეუჩნევლად ჩაეღიმა ორივეს. მერე კი ერთ რიტმში ორივემ გოგკსაკენ იქცია პირი.

- არიანდა?! - მეტი გაოცებითთაც შეეძლო ეკითხა დათას, მაგრამ არ სურდა, თუ არ გამოსდიოდა. - აქ რას აკეთებ ?

- არიანდა? - სამაგიეროდ ვანოს ჰქონდა ისეთი გაოცებული სახე ორივეს ეყოფოდა. - ხომ მშვიდობა გაქვს ?

- კი, კი, უბრალოდ ერთი გოგონა მოვიყვანე, ქუჩაში რაღაც შეემთხვა. - უპასუხა ორივეს და პერანგის საყელოს მეტად მოეჭიდა ცალი ხელით.

დათამ მისი ხელების მოძრაობას გააყოლა თავლი. შენიშნა, რომ იმ შეხლა-შემოხლაში პერანგზე რამდენიმე ღილი აწყვეტოდა, მკერდი საკმაოდ მოშიშვლებოდა და ამ გზით ცდილობდა მის დაფარვას. მისდა საუბედუროდ არც ჟაკეტს ჰქონდა ღილები რომ შეეკრა. წამით შეაბრუნა ვანოსკენ თავი, გადაამოწმა საით ჰქონდა მზერა მიმართული და რომ დარწმუნდა ბიჭი ყველააფერს უყურებდა არიდას გარდა, ისევ გოგონას შეხედა. ჩუმად, თავისქნევით გალანძღა ვანომ, ავადმყოფი ხარო. მერე ორი ნაბიჯით მოშორდა მათ. არიდასკენ მიბრუნებულ დათას ისევ მოღეღილი გულისპირისაკენ გაექცა მზერა, საიდანაც მცდელობისდა მიუხედავად მაინც გამომწვევად იმზირებოდა ქათაქათა, ლამაზი მკერდის მცირედი ნაწილი. უკუაგდო აშლილი ვნება, გაიძრო პიჯაკი და გოგონას გაუწოდა.

- ჩაიცვი. - შესთავაზა

- იყოს, არ მინდა. - უხერხულად უპასუხა, სიმხურვალემ დაუარა რომ მიხვდა რატომაც სთავაზობდა.

- ჩაიცვი-მეთქი ! - თავლების ბრიალით მკაცრად გაუმეოერა.

მის პასუხს აღარც დალოდებია. ძალიან ახლოს მიიწია. ისე, მის გარდა რომ არავის შეძლებოდა მზერა. ბედად გვიანი იყო და საავადმყოფოს მიმღებშიც თითქმის არ მოძრაობდა ხალხი. თან გონებაში იმას ფიქრობდა, ნეტავ რამდენმა დაინახა ჩემს მოსვლამდეო. ალბათ არც არავინ, რადგან გოგონა მთელი ძალით ებღაუჭებოდა პერანგს, დაცვასაც კი არ შეუხედავს გაბედულად. პიჯაკი მოახურა და გულისპირი დაუფარა.

- გამომყევი !-

გოგო უსიტყვოდ გაჰყვა. დერეფნის ბოლო ოთახში შეუძღვა. შიგ შესულმა არიდამ გაკვირვებულად შეათვალიერა სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარით სავე ოთახი და დაფეთებულმა გახედა დათას, რომელიც პერანგზე ღილებს იხსნიდა.

- აქ რა გვინდა, რას აკეთებ ? - თვალები გაუფართოვდა გოგოს.

- პერანგს გთხოვნი რომ გამოიცვალო. - უპასუხა მან.

- გარეთ დაგელოდები.

- ნუ გეშინია, შიშველი არ ვარ. შიგ მაისურიც მაცვია შენგან განსხვავებით. - საყვედურიც გარეოდა ტონში. ამასობაში პერანგიც გაიხადა და გაუწოდა. - გამოიცვალე.

- კარგი, გარეთ დამელოდე . - სთხოვა და პერანგი რიდით გამოართვა. ცალი თვალი ბიჭის სხეულისკენ გაექცა, მჭიდრო მაისურში გამოკვეთილად მოსჩანდა. რანაირი ფიქრები გაწუხებსო, დატუქსა თავი. პიჯაკი დაუბრუნა პატონს. მის ნაცვლად კი პერანგი მიიფირა.

- შევბრუნდები. - გაწვდილი პიჯაკი გამოართვა მოიცვა და ზურგით შეტრიალდა.

- ვატყობ არ გახვალ. - ჩაიბრურდღუნა არიდამ. თან ელეონორას სისხლით დასვრილ ზედაზე, დარჩენილი ღილების შეხსნა დაიწყო.

დათას წინ ფანჯარა იყო. გარედან ღამის სიბნელე და ოთახში არელკილი ელექტრონათურის სინათლე სარკის ეფექტს სძენდა მინებს, ამიტომ მათში თვლნათლივ მოსჩანდა არაბულის ზურგსუკან მდგარი არიდა. წუთების წინ უკუგდებული ვნება ფიცხელ დაუბრუნდა თავის ადგილს და ლამის თავლებიდან დაედინა არაბულს, როდესაც არიდამ ზედა მთლიანად გაიხადა. თავჩახრილად მოძრაობდა გოგონა, მის წინ მაღალი და განიერი სხეულის ბარობით ვერ ამჩნევდა მინის იმ ნაწილს, რომელსაც ფარდა ვერ ფარავდა. თვა’დაუხამხამებლად აკვირდებოდა არაბული გოგონას ნატიფ სხეულს. მუცელი, წელი, თითქოს მოქანდაკეს მთელი რუდუნებით უნაკლოდ გამოეყვანა. მაღლა ააცოცა მზერა. იმდენი ქალი უნახავს დათას რამდენიც გნებავთ, ამდენივე მკერდით, მაგრამ იმ წუთას დაეფიცებოდა, რომ ასეთ ნორჩ, ლამაზ, მიმზიდველ და თავლწარმტაცს პირველად ხედავდა. სულ გახელდა, ვეღარ უძლებდა მისი მოთმინება. მისი მკლავებში მომწყვდევის, ალერსის, დაკოცვნის სურვილი მტანჯველად შეუჩნდა სულს. ხელები მჭიდროდ მომუშტა, ყბები აახჭიალა. რამ გააგიჟა? რამ გადარია? გეგონება შიშველი ქალი არ ენახა. საქმეც ისაა რომ ენახა, მაგრამ ასეთი აღელვება ჯერ ვერცერთს ვერ მოეხერხებია. მთელს სხეულში ფუთუთებდა ამ სიფრიფანა გოგოს შეგრძნების სურვილი. ის კი ისე განაგრძობდა ჩაცმას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა დღეში ჩააგდო ეს უდრეკი ბიჭი. არიდამ პერანგის მოსაცმლად ხელები უხერხულად აატრიალა და ამ უხეხულ მოძრაობას ბიუსჰალტერის დუგმების შეხსნაც მოჰყვა. უმალ აისხლიტა სალტეებმა და თითქმის აღარფერი დარჩა დაფარაული. შეშინებულმა წამოიკივლა, პერანგს ხელი შეუშვა და მკერდზე იტაცა. ჩვენდა გასაოცრად არაბულმა, როგორც კი მიხვდა რაც მოხდებოდა, იმ წამს თავლები დახუჭა. ვერ გაბედა, შეეხედა. მის სიწმინდესა და სიმორცხვეს ბოლომდე ვერ შეეხო, თუნდაც მზერით.

- არ მობრუნდე, გთხოვ არ მობრუნდე ! - სასოწარკვეთილმა წამოიყვირა.

- რა მოხდა ? - იკითხა თავლებდახუჭულმა.

- ჯანდაბა, ვერ ვკრავ. - არც კი გაუგია მისი კითხვა. საცოდავად კრუტუნს და მოძრაობას განაგრძობდა.

- დაგეხმარები. - შესთავაზა დათამ.

- არა, არა ! გაგიჟდი ?

- შენ მომიახლოვდი ზურგით შებრუნდი და მე შეგიკრავ.

- არ მინდა.

- თავლებს დავხუჭავ.

- არ მინდა. - კვლავ იუარა.რამდენხანმე უშედეგოდ ეწვალებოდა. სხვა დროს არც გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა ისე იყო აღელვებული აკანაკლებულ ხელებს ვერ იმორჩილებდა.

- დავიღალე არია.

იატაკს მიშტერებული შებრუნდა, ყური არ ათხოვა გოგოას წამოყვირებას, არ მობრუნდეო. ძირს დავარდნილი პერანგი აიღო, მკერდზე მიაფარა, ზურგისკენ დაუდგა, ბიუსჰალტერის სალტები მოძებნა და მარტივი მოზრაობით შეუკრა. გაშეშდა არიდა იმის გაცნობიერებამი, მის უკან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით მისთვის საყვარელი კიცი რომ იდგა. სიმორცხვე და ფორიაქი შეუჩნდა. თრთოლვამ აიტანა და კანკალში გადაუვიდა კანზე არაბულის ხელის შეხების შეგრძნებისას. თვალები მჭიდროდ დახუჭა მღელვარების დასაფარად. თუმცა სხეულზე ამოსულმა ეკლებმა გაყიდა. კმაყოფილი სახით დაჩერებოდა დათა დამფრთხალს და ზურგზე ხელების ნაზ მოძრაობას არ წყვეტდა. ვერც წყვეტდა. თავადაც სიამოვნებას ჰგვრიდა ხავერდოვანი კანის შეგრძნება და მაისის ვარდის სურნელი. მარჯვენა მხარეს აასრიალა თითები, მხარს რომ გადასცდა და მკერდისაკენ აიღო გეზი, გონს მოეგო გოგონა, ცივად შეტრიალდა მისკენ. ნაწყენმა ახედა, რას აკეთებო. ტუჩები სულ უცახცახებდა.

- თუნდაც სიცოცხლის ფასად, შენ ჩემი უნდა გახდე არია ! - ფოლადივით მტკიცედ გაკვეთა ჰაერი მისმა ხმამ. ძლიერად მოხვია ხელები და მიიხუტა დასტურად იმისა, რომ ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტება იყო.

- გამიშვი... გაიწიე... - უშედეგოდ ფართხალებდა არიდა. ისე მოეცვა უხერხულა და ამავედროს სასიამოვნო მღელვარებას ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შორის ინტერველი დაჰკარგვოდა და გულის ფეთქვა მძიმე ტალღებივით ეხეთქებოდა ფიცარს.

დათას არაფერი ესმოდა, ვერაფერს გრძობდა და ხედავდა მისი ნატიფი სხეულის გარდა, დამშეული ცხოველივით დაჰყურებდა მიხუტებულს. მის გონებაში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა...

- ნუ ფართხალებ ! - სურვილებისაგან წართმეული ხმით დატუქსა, სრულებიდ დაჰკარგვოდა რიხი. ვნების გარდა არაფერი იგრძნობოდა მის ბგერებში. - მოისვენე არია, არ ვიკბინები ხომ ხედავ?! - სულ ოდნავ გაუღიმა, პერანგი აართვა და შემოაცვა. თვალს ვერა და ვერ აშორებდა მარჯვენა ლავიწზე სამკუთხედისებურად განლაგებულ ხალებს. - რამდენი ხალი გაქვს. - კიდევ ერთხელ შეავლო მზერა, მთელს სხეულზე მიხატულ პატარ-პატარა ხალებს. - ამბობენ, ვისაც ბევრი ხალი აქვს იღბლიანიაო. - მარჯვენა მხარზე საყელო გადაუწია, - ეს განსაკუთთრებულად ლამაზია, - თითით მოხაზა სამკუთხედი. ვეღარ მოერია წადილს, სამივე წვეროზე გაშმაგებით აკოცა. მერე კი ისევ გულში ჩაიკრა დამორჩილებული არიდა.

- ღმერთო მომეცი ძალა ! - დაიჩურჩულა მის მკერდზე გოგომ,- ასე არ შეიძლება დათა, ასე ნუ მექცევი გთხოვ. ხომ ხედავ, ვერაფერს ვაწყობ შენს შესაჩერებლად და შენ უნამუსოდ სარგებობ ამით. არ მომწონს ის, რასაც ვაკეთებთ.

- შენ არაფერს აკეთებ, მე ვაკეთებ. - ოდნავ გაწია და სახეზე დააჩერდა. - დამიჯერე, მეც უძლური ვხდები, როდესაც ასე ახლოს მყავხარ .

- არ გქონდა უფლება ასეთი დაგენახე და ახლაც ისე მიყურებ მგონია შეჭმას მიპირებ.

- მხოლოდ მე მაქვს მაგის უფლება, მხოლოდ და მხოლოდ მე.კარგად დაიმახსოვრე, ერთადერთი კაცი ვარ, ვისაც შეუძლია გიყუროს და შეგეხოს! - წარმოუდგენელი მბრძანებლურობა გარეოდა ხმაში.

- ისე ნუ აღმიქვავ, როგორც ნივთს. იცი, მერე ვბრაზდები. მეც მაქვს ჩემი თხოვნა, ბრძანება, თუ სურვილი. - განაწყებებული ბუტბუტით თქვა და დათას ხელებს დახედა, პერანგის ღილებს რომ უბნევდა. - მე კი არ მსურს, ჩემს ღირსებებს ვინმე შეეხოს !

- ნუ გეშინია არია, შენს სიწმინდეს ისე შევინახავ როგორც საჭიროა !- ღილების შეკვრა დაასრულა, შეხედა გაბუსხულ სახეზე და ამჯერადაც ვერ გაუბედა სურვილს უარი, ტუჩებზე მტკივნეულად სასიამოვნოდ წაეტანა. - ჯერ კიდევ ვერ გასწავლე კოცნა, თუმცა მაინც ტკბილი ხარ. - ძლივს დაეხსნა სიტკბოს. მაცხენა ხელის ცერა თითით, დანამული ტუჩები შეუმშრალა

- ვერ გიტან ! - შეუბღვირა და თავით მკერდზე მიეყრდნო, ძირს არ წავიქცეო. ძალას აცლიდა დათას შეხება ქალს.

- გავიდეთ თუ, ჯერ კიდევ გჭირდება დრო დასამშვიდებლად ? - გაჭეწილ თმებზე მოეფერა ბიჭი. .

- ამ თმებს შევიჭრი. - იმ ხელზე, რომელსაც თმებში დაასრიალებდა თავისი მტევანით ჩაეჭიდა და გააწევინა. კარგა ხანია ხვდებოდა, დათას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მის გრძელ თმებთან და ახლა მის გასაბრაზებლად, სამაგიეროს გადასახდელად ბავშვურად დაემუქრა.

- არც კი იფიქრო. მართლა არ ვიცი რას გავაკეთებ თუ შეეხები.

- ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზამ.

- არიანდა, ადვილად ვერ ვინელებ იმის დაკარგვას, რაც მომწონს. არ შეეხო, არც კი გაიფიქრო ! - მშვიდად განუმარტა გოგოს, მაგრამ ამ თითოეულ მშვიდ ბგერაში იმაზე მეტი გაფრთხილება იგრძნობოდა ვიდრე აქამდე ერთად აღებული.

- ზოგჯერ მეშინია შენი .

- გავიდეთ !

კვლავ მოსაცდელში მოუხდათ ლოდინი. ვანომ დაცვას დიდი მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, ახლა ჩვენ მივხედავთო, დასძინა და დამშვიდებული გაუშვა სახლში. დათას გვერდით, კედელთან აბუზული იდგა არიდა და ცოტახნისწინანდელ ინციდენტზე ხან სიმორცხვე შემოუტევდა, ხანაც სიხარული, ხან გაკვირვება და ხანაც შიში. დათას ყოველი შეხების გახსენებაზე ეკლებიც არ აყოვნებდა. მათ წინ იდგა ვანო. ორივეს მონდომებით აკვირდებოდა და დასკვნებს ღიმილით ეგებებოდა გულში. იქ ლოდინის დროს არიდამ მოყვა, თუ რა მოხდა. ვანო აღფრთოვანებით უწონებდა საქციელს, რა მამაცი ხარო. დათას კი დატუქსვა უნდოდა, რისი იმედად გარბოდი კაცთან საჩხუბრადო, მაგრამ მხოლოდ გულში ბრაზობდა. თავს იმით იიმშვიდებდა, რომ ახლა ის ორი მოძალადე პოლიციის განყოფილებაში შიშისაგან გამოფხიზლებულნი, თავის დაცვას ცდილობდენენ. ბიჭმა გარკვევით გააფრთხილა პროკურორი, საქმე ისე მოაგვარე, ღმერთი არ გაგიწყრეს და გოგონები განყოფილებაში არ დაიბაროვო.
როგორც იქნა საპროცედუროს კარი გაიღო. ექიმმა ელეონორა გამოიყვანა. კარის პირისპირ იდგა ვანო. გოგონას დანახვისას რაღაც ისეთი ახალი რეაქცია ჰქონდა, რომელიც მხოლოდ დათამ შენიშნა. პატარა, სუსტი სხეული საწყლად მობუზულიყო ეტლში, თმა წინ ჩამოყროდა და სირცხვილით გასწორებას არც ლამობდა. სახედამალული უფრო უკეთ გრძნობდა თავს. ხელის მტევნები დოლბანდით გადახვეულ მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი. ხელებსა და მუხლებს შორის კი კაბა მოექცია და ექაჩებოდა. საპროცედურო კაბინეტში ახალგაზრდა ექიმის შეხებისას, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, გამოწვეული სიმორცხვე ჯერ კიდევ არ განელებოდა გოგოს. ვერა და ვერ ახერხებდა გონების გაგრილებას. მილეულ სხეულს განსხვავებული ინტერესით აკვირდებოდა გიგაური. კედელზე თითებს რითმულად უბაკუნებდა.
როგორც კი ელეონორა დაინახა არიდამ სწრაფად გაჩნდა მასთან და მოეხვია. ხომ კარგად ხარო, ჩაეკითხა და დასამშვიდებელი სიტყვებიც მიაგება. თმა მზრუნველად გადაუწია. ლოყები აწითლებოდა ნორჩ ქალბატონს, თავლები დაბლა დაეხარა. ნელ-ნელა აწია თავი, ჯერ არიდას შეხედა, გაუღიმა, მერე კი გარემო მოათვალიერა. მარჯვნიდან მარჯხნივ და გზაგასაყარზე მუქნაცრისფერ მოციალე ირისებს შეეფეთა. დაჟინებით ათვალიერებდნენ. თავისი ღია ნაცრისფერები უცებ გააცეცა და ყველა უჯრედით დარცხვენილმა ისევ დოლბანდიან მუხლებს დახედა. გიგაურს, როგორც კი თავლი ჰკიდა გოგონას ტუჩთან და წარბთან გადაკრულ ლენტს, სისხლი და ბრაზი ერთიანად მოაწვა. მოუნდა ძვალ-რბილის გაქნამდე ეცემა ამის შემოქმედი.
ექიმმა მდომარეობა მოახსენა პაცინტის გულშემატკივართ, წამლების სია გადასცა, ღიმილით უსურვა გამოჯანმრთელება ავადმყოფს და გამოემშვიდობა.

- წავიდეთ. - უთხრა არიდამ გოგონას.ხელი შეაშველა წამოსადგომად.
ელეონორა წამოიწია, მაგრამ ტკივილმა სახე შეუჭმუხნა და ოდნავ წააბარბაცა. წამიერი რეაქცია ჰქონდა ვანოს.

- მე წამოვიყვან. - თქვა და ხელში აიტაცა ნორჩი ქალი.
მოულოდნელობისაგან შეკრთა გოგონა. ოდნავ წამოიკივლა და დაფეთბულმა ახედა ვანოს.
- არ აფართხალდე, გამივარდები. - ღიმილით დაარიგა გიგაურმა. არადა მასავით ციცქნას კიდევ ხუთს აზიდავდა.

მორჩილად, უსიტყვოდ დაუქნია თავი გოგონამ. მარჯვენა მხარზე ხელი შემოხვია უფრო მყარად დაჭერაში რომ დახმარებოდა. ვანომ გამოიცნო გოგონას მიზანი, რა მიამიტიაო, გაიფიქრა და მასში უცნობმა გრძნობებმა დაიწყო დროის ათვლა.

ამჯერად, როგორც იქნა, არაბულამ დაცინა გულში გიგაურს. კედელს მოშორდა, არიდას ხელი ჩაჭიდა და უკან მიყვა.

- სად მივდივართ ? - იკითხა მძღოლის სკამიდან ვანომ.

- ელეონორა, სად ცხოვრობ ? - ახლა არიდა მიუბრუნდა.

- შეგიძლია ელენე დამიძახო, - მორცხვად შეუსწორა, - არსად... - მერე ჩუმად ამოიკნავლა და ტირილმა წაასწრო. სამივე თავლი ერთდროულად მიაჩერდა.

- არსად ? - გაოგნდა ვანო.

- ვერ გავიგეთ . - დაამატა არიდამ.

- არსად აღარ ვცხვოვრობ. -

- არ გინდა მოგვიყვე რა მოხდა ?! - მზრუნველად ჰკითხა არიდამ და მხარზე დაუსვა ხელი.

- მრცხვენია.

- რისი ? - ისევ გიგაური ჩაერია.

- იმის რაც მაქვს სათქმელი.

- თუ არ გვეტყვი ვერ შევძლებთ დახმარებას. - განუმარტა არიდამ და ოსტატურად აიცილა სარკიდან მომზირალი არაბულის თვალები.

- ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ.

- იქ წაგიყვანოთ? - ჰკიტხა ვანომ და თან განწყობა შეეცვალა, მეტად ეშორა გოგოს საცხოვრებელი ადგილი.

- არა. იქიდან გამოვიქეცი. იქ არ მინდა . - ასლუკუნდა გოგონა.

- დამშვიდდი. თუ არ გინდა არ წაგიყვანთ, მაგრამ რატომ არ გინდა ? ელენე, ცუდად ნუ გამიგებ, მხოლოდ იმიტომ გეკითხები რომ დახმარება შევძლო.

- გამოვიქეცი.

- ახლა სულ დაგვაბნიე.

- ანუ, უნდა მოგიყვეთ ?! - კაცი იფიქრებდა კითხვა დასვაო, მაგრამ არა, თავს შეაგონა, რომ ვალდებული იყო ამ კეთილი ადამიანებისთვის სიმართლე ეთქვა.- მრავალშვილიანი, შეჭირვებული ოჯახიდან ვარ, - ცრემელბი მოიწმინდა ელეონორამ, ხმა როგორც შეეძლო დაიმშვიდა და მოყოლა დაიწყო.

ვანომაც ავტომობილი დაძრა. დაბალი სიჩქარით განაგრძო სვლა, რათა მოსმენაც შეძლებოდა და უსაფრთხო მართვაც.

- ჩემს მშობლებს ძალიან უჭირდათ ჩვენი რჩენა. უფროსი ვარ, ამიტომ სწავლაზე თავის დანებებას და დახმარებას მთხოვდენ ოჯახის რჩენაში. მე კი ძალიან მინდოდა სწავლა. დღე და ღამე გასწორებული მქონდა.სკოლიდან მოსული ვმუშაობდი, ღამე კი ვმეცადინეობდი. მოკლედ ყველაფერს ვაკეთებდი სწავლისათვის თავის დანებება რომ არ ეეძულებინათ. ასე მოვაღწიე მეთორმეტე კლასამდე. მიხაროდა. ვფიქრობდი, რომ დავასრულებ სკოლას მერე რაიმე გმოსავალიც გამოჩნდებათქო, მაგრამ სულ ტყუილად. ვიდრე სკოლას დავამთავრებდი, ოთხი თვით ადრე, ერთ დღეს მამა დაბრუნდა, თან ბიჭი ახლდა რომელიც ჩემს მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. ბავშვობიდან ვიცნობდი. თურმე მამასთვის უთქვამს, მთელი ცხოვრებაა მიყვარს, თუ ცოლად გამატან ოჯახის რჩენაში დაგეხმარებიო. იმ ბიჭს შეძლებული ოჯახი აქვს. მამაც რათქმაინდა დათანხმდა. სარჩენიც მოვაკლდებოდი და მუქთა ფულიც ექნებოდა. კეთილდღეობის სანაცვლოდ ჩემი გაყიდვა გადაწყვიტა. კინაღამ გავგიჟდი, მთელი ჩემო ოცნება წამში გააქრეს. ის ბიჭი და მამაჩემი ყველას თავლწინ გამოვლანძღე და მამიდასთან გავიქეცი მოერე უბანში. ესეც უშედეგოდ. რათქმაუნდა სახლში დამაბრუნეს და უჩემოდ გადაწყვიტეს ყველაფერი. მივხვდი ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ ვთხოვე, სკოლის დამთავრება მაცადეთ და მერე წავყვებითქო. დედამ შემიბრალა, ვაცადოთ იქნებ მასაც შეუყვარდეს, ჩვენც უფრო მშვიდად ვიქნებით თუ სიყვარულით შეუღლდებიანო, ურჩია მამას. ჩემდა ბედად მამა დათანხმდა. რისი იმედი მქონდა არ ვიცი, მაგრამ მქონდა. ასე გავიდა სამი თვე. ის ბიჭი სულ ცხვირწინ იყო, სუნთქვას არ მაცდიდა. ერთ დღეს, სოფლის ბოლოს წყაროზე ვიყავი წლის მოსატანად წასული და რახან მარტოდ დავრჩი ჩემს ბედს მოთქმით დავტიროდი. ასე მომტირალს თავზე მამიდაჩემის მეზობელი წამომადგა. ერთ წელზე მეტი იყო, რაც ის გოგო არ მყავდა ნანახი. მხოლოდ ვიცოდი, თბილისში ცხოვრობდა და არ უჭირდა. მიზეზი მკითხა და მანამ არ მომასვენა ვიდრე ყველაფერი არ ვუამბე. დახმარებას დამპირდა გაქცევაში. ჩემთან წაგიყვან, სამსახურსაც მოგცემ და სწავლასაც შეძლებო. შინ გახარებული დავბრუნდი. როგორც კი სკოლა დავამთავრე ქორწილი სამზადისი დაიწყეს. ისევ გამიღიმა ბედმა და ჩემს საქმროს ფეხი მოტყდა. თანაც ისე, რომ საოპერაციო გახდა. კიდევ გადაიდო ჩემი გათხოვება. ამასობაში იმ გოგოს დავუკავშირდი, ვთხოვე, თბილისში წამიყვანეთქო. უარი არ უთქვამს. ერთ დილას ჩემი მცირედი ბარგი შევკარი, სახლიდან გამოვიპარე და მასთან ჩამოვედი. ის... - ხმა გაუწყდა. მორიგი ცრემლი მოიწმინდა .- მე მეგონა პატიოსან სამსახურს მპირდებოდა. ის კი თურმე ქუჩაში დგომით ირჩენდა თავს და მეც იგივეს გაკეთებისკენ მიბიძგებდა. ორი კვირა მიპატრონა. მერე გამომიცხადა, შენც თუ არ იმუშავე მარტო მე ვერ გარჩენო. ასე აღმოვჩნდი იქ. გუშინ პირველად წამიყვანა მაგრამ ისევ გავიქეცი სახლში. დღეს კი ... დღეს გაქცევა ვერ მოვასწარი.

- ის გოგო იქ იდგა, როცა ის გცემდა ? - გაოგნებულმა ჰკითხა არიდამ.

ელენემ თავი დაუქნია. გიგაურამა ერთი გავრიანად შეიგინა და საჭეს ხელი დასცო.

- ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია ? - თანაგრძნობითა და ზრუნვით იყო განმსჭვალული არაბულის შეთავაზება. უკვე იცოდა რასაც გააკეთებდა, მაგრამ მაინც იკიტხა.

- არ ვიცი... ალბათ არაფრის.

- ჩემთან წაგიყვან. - წამოიყვირა უცებ არიდამ. - ჩემთან იცხოვრე. როგორც შევძლებ ისე მოგხედავ. ვერ გეტყვი, უზრუნველი იქნებითქო, მაგრამ მთავარია მშვიდად იქნები.

- არა. ისედაც ამდენი გააკეთეთ ჩემს გამო. ასე ნამდვილად ვერ შეგაწუხებთ. - მტკიცედ იუარა გოგონამ.

- თუ მეტყვი რომ სადმე წასასვლელი გაქვს სადაც შენზე იზრუნებენ, მეც აღარ დაგაძალებ.

- არ მქავს. - ძლივს გასაგონად, თავჩახრილმა უპასუხა ელეონორამ.

- ასეც ვიცოდი. ვანო, მისამართს გეტყვი და იქ წაგვიყვანე თუარ შეწუხდები.

- ისედაც ვიცი. - გაუზარებლად უპასუხა და სარკიდან კიდევ ერთხელ შეათვალიერა აცრემლებული ქალი.

- ვანო, გადააყენე მანქანა !- უბრზანა არაბულმა.

- რა ? - გაუკვირდა გიგაურს.

- მიდი. - ინსტიქტურად დაემორჩილა ვანო და ორივე ერთდროუალდ გადავიდა. ზუსტან მანქანის წინ შეხვდენენ ერთმანეთს. - მე დავჯდები საჭესთან, თორემ ვატყობ, სადმე გადაგვჩეხავ. - გაეღიმა დათას.

- ვერ გავიგე. - ხელოვნურად გაიკვირვა გიგაურმა.

- მხოლოდ შენ არ მიცნობ ხუთი თითივით ვანო. - მხარზე ხელი დასცო მამიდაშვილს. - მიდი დაჯექი, - მძღოლის გვერდით სკამზე მიუთითა. - იქიდან უფრო მოხერხებულად განაგრძობ მის თავლიერებას.

- ორივეს, გვეყოფა ეგ სარკე ? - ნიშნისმოგებით ჰკითხა ვანომ.

- გვეყოფა. თუ არა და დღეს შენ დაგითმობ.


ამის მეტი, ხმა არცერთს ამოუღია. გზა ჩუმად გალიეს. მხოლოდ წვიმის წვეთები არღვევდა სალონში გამეფებულ მყუდროებას. ხმაურიანად ეხეთქებოდა მინას და სასიმოვნო მელოდიას უკრავდა. ოთხივე ჩაფიქრებულიყო. არიდა დროდადრო დათას პერანგს დახედავდა, მალულად შეისუნთავდა მის სურნელს და სარკიდან მოთვალთვალე თავლების შემჩნევისას რიდი დაუვლიდა ხოლმე. არაბული ვერ თმობდა თავის პერანგში გახვეული გოგოს ყურებას. ღმერთმა უწყის, რაზე ფიქრობდა მისი გონება. ვანო ფრთხილობდა. დათას მსგვსად ჟინიანი ვერ ჰქონდა მზერა. არ უნდოდა, ისედაც შეშინებული და ნატანჯი გოგონა მეტად დაეფრთხო. ქურდულად უმზერდა. ამავედროს მის გამოპარებულ მზერასაც ამჩნევდა. წამით რომ შეეფეთებოდა ერთამნეთს მათი თვალები, გოგონა ჭარხალივით წითლდებოდა.

სალონში ხუთი მელოდია უკრავდა: წვიმა და ოთხი, სხვადასხვა ჟღერადობით, თუმცა ერთიდაიგივე ნოტებით ამღერებული გული.
კარგა შეღამებულზე მივიდნეენ არიდას კორპუსთან. წვიმაც გახელებულიყო. თითქოს ვიღაც ვედროთი რწყავდა ზევიდან დედამიწას. დათამ ავტომობილი გააჩერა და ისევ შეხედა არიდას ამჯერად შებრუნებულმა, პირისპირ.

- თუ რაიმე დაგჭირდათ, აუცილებლად დამირეკე. არ იფიქრო, მხოლოდ შენს იმედად დავტოვებთ. - თავისი და ვანოს სათქმელი გააცნო არაბულმა.

- ღმერთო ! - ამოიოხრა ელეონორამ. - როგორ მრცხვენია. ძალიან გთხოვთ, მეტად ნუღარ შეწუხდებით. აქაც მხოლოდ რამდენიმე დღე დავრჩები. უკეთ რომ გავხდები მივხედავ ჩემს თავს.

- არ ვწუხდებით ელი. - მათკენ შებრუნდა ვანო. ელი-ზე გოგონებს თავლები გადმოცვენამდე გაუფართოვდათ. დათამ გახედა მამიდაშვილს და ნიშნისმოგებით ჩაახველა.

- პასუხისმგებლობა მე ავიღე და მევე მივხედავ.

- არავინ გეცილება. უბრალოდ ჩვენც შევიტანთ წვლილს მის გზაზე დაყენებაში. ვფიქრობ, გვაქვს უფლება. - არიდაზე მეტად მტკიცე იყო დათა. აი ისეთი, მბრძანებლური ხარო, სულ რომ დაიჩივლებდა ხოლმე გოგო.

- არ მინდა ჩემი პრობლემები შემოგახვიოთ. - კვლავ განაგრძობდა უარის თქმას ელეონორა. - ალბათ ჩემი ოჯახი უკვე მეძებს. ღმერთმა უწყის რა ამბებს დაატრიალებენ, როცა მომაგნებენ.

- ეგ პრობლემა უკანასკნელია რაზეც უნდა დარდობდე. - თავალი თავლში გაუყარა გიგაურმა და დაამშვიდა. - შენ თუ არ გინდა ვერასოდეს მოგიახლოვდებიან. უბარლოდ თქვი, გინდა თუ არა?

- არმინდა. ალბათ ვცოდავ ამას რომ ვამბობ, მაგარმ ისეთი მშობლები არ მინდა საკუთარ კეთილდღეობაში რომ გამცვლიან. არ მინდა გათხოვება. სწავლა მინდა. არ მიყვარს იბ ბიჭი, პირიქით მეზიზღება. - მდუღარე ცრემლებით ატირდა ისევ.

- ხოდა ნუ ღელავ, ვერავინ მოგიახლოვდება ! - დაამშვიდა კვლავ ვანომ. ესიამოვნა კიდეც მისი უარი. - ჩვენ შენს გვერდით ვართ ! კარგია, რომ არიდამ გიპოვა. - მადლიერებით დაამატა და ღიმილით შეაგება არიდას, რომელიც ღიმილითვე უმზერდა საეჭვოდ თბილად აჭიკჭიკებულ გიგაურს.

- მოძალადისგან შეშინებული ქალების დაცვა გენში გაქვთ ? - მოულოდნელად იკითხა არიდამ და გარეთ ნახევრად ფეხგადადგმული ბიჭები მისკენ შებრუნდნენ. - რას მიყურებთ ? - იუხერხულა გოგონამ. - რა ვიკითხე ახლა ასეთი. - თავისთვის ჩაიფრუტუნა.

ვიდრე გადავიდოდა მანამ ის ქოლგა მოიმარჯვა, იმ ნამუსგარეცხილს თავში გამატებით რომ ურტყამდა. ცოტა შელანძღულიყო, მაგრამ წვიმისაგან დაიცავდა კაცს. საჩქაროდ მოუარა მანქანას, ელეონორასაც გაუღო კარი. გადმოსვლაში დავეხმარებიო, თუმცა ამჯერადაც არ დაანება ვანომ. არ მინდაო, იუარა დაზარალებულმა. ვანომ არც მას დაანება. ისევ დასტაცა ხელი, საჭიროა ფეხი ტრავმირებული გაქო, დაამატა და ისე სწრაფად შეარბენინა სადარბაზოში არიდამ ქოლგა ვერ დააწია. დარჩნენ მოკუნტრუშე წვმის წვეთების ქვეშ დათა და არიდა. არაბულს სულ დანამვოდა თმები და შუბლზე მიკვროდა. ჩამოშლილი ღერების ბოლოებიდან მდინარედ მიედინებოდა წყალი სახეზე, ყელის გავლით მკერდზე მიკრულ მაისურს გამეტებით უსველებდა. ხელით გაისწორა ბიჭმა თმა. ნცნობი ადგილის თვალიერებისას გამოწვეული, გახსენებული უსიამო შეგრძნებით ისე იყო შეპყრობილი, ამჯერად ვერ შეამჩნია, როგორი ქურდული ინტერესითა და გაცისკროვნებული თავლებით უყურებდა გოგონა. უცებ წვიმა შეწყდა, ცივი წვეთები აღარ ეცემოდა და გონს მოეგო. ცას ახედა, თუმცა შელანძღულმა ქოლგამ არიალი შეუვიწროვა. არიდა ფეხისწვერებზე აწეულიყო,ისე აფარებდა ქოლგას. უმალ განიყარა ცუდი აზრები. ღიმილით დახედა აცახცახებულს.

- შეგცივდა ?

- არა. მათბობს. - პერანგის საყელოს ხელი მოკიდა და ოდნავ აქაჩა.

- აბა რატომ კანკალებ?

- შენ არ გცივა? სულ დასველდი.- სცადა მეტად საიმედოდ დაეცვა წვიმისგან, უფრო ახლოს დაუდგა და ლამის ცერზე დადგა.

უფრო გაეღიმა დათას იმის დანახვისას, თუ როგორ ცდილბდა არიდა ქოლგა მის სიმაღლეზე დაეჭირა.

- გადარდებ ?

- ნუ მანიპულირებ ჩემი გრძნობებით. - გაბრაზდა არიდა. - ყველა შემხვედრს არ ვაძლევ მოკარების უფლებას და ყველას პერანგს არ ვიცამ.

- ანუ შენ მაძლევ უფლებას შეგეხო ?

- გიკითხავს ?

- არა.

- წავალ სანამ ჩენს ლოდინსი ხელიდან გაუვარდა. - სადარბაზოში, წყვილისკენ ანიშნა.

- არამგონია ეგ აწუხებდეს.

- არც მე. - გაეცინა არიდას.

- ასე ნუ იცინი, მიზიდავ და ახლა ისევ უკითხავად შეგეხები.

- აუცოლებლად ვილაპარაკებთ ჩვენ მაგაზე. - თითისქნევით გააფრთხილა ბიჭი,

- გინდა მეც წამოვიდე ?

- არ შეწუხდე, ვანო ამაყვანინებს.

- დედა გაბრაზდება ?

- არა.

- მაშინ მეც წამოვალ.

- ამიხსნი რას ცდილობ?

- შენთან მეტად მოახლოებას.

- ამაზე მეტად ?

- გაცილებით მეტად.

- როგორც გინდა. - ქოლგიანად მოშორდა, წვიმაში მაიტოვა და წყვილისაკენ სირბილით გაიქცა.

გასაღები მოარგო კარს და გაღება სცადა, მაგრამ ისევ გაუძალიანდა საკეტი. ეს კარიც რა უტიფარი იყო, ისედ დროს გაჯიუტდებოდა ყველაზე ნაკლებად რომ იყო საჭირო. მოთმინებით ელოდა მის უკან, სამი ადამიანი. ბოლოს დათამ გაწია გვერდით, თავად გადაატრიალა გასაღები და ძლიერი მოძრაობით გააღო.
- დედა, - დაუძახა ჰოლში შესაულმა არიდამ. არავინ გაეპასუხა. - დადუნა, - კვლავ დაიძახა. როგორც სჩანს წვიმის ხმაურზე ჭირდა ძახილის გარჩევა, - დეე... - სიტყვა აღარ დაასრულებინეს. - დადუნა და ლენა სამზარეულოდან გამოცვივდნენ.

- რა იყო შვილო? - როგორც წესი სახლში მისული არ უძახდა ხოლმე. უხმაუროდ მოძებნიდა და კოცნით ესალმებოდა. ახლა კი კაცის პერანგში თამგაწეწილი გამოეცხადა.

- სტუმრები გვყავს. - გააფრთხილა მასპინძლები და მის უკან ანიშნა. ახლაღა შეამჩნიეს შემოსულები.

- მობრძანდით. - სწრაფად მიეგება დაუნა და რატომღაც არაბული მოხვდა პირველად თვალში. . სტუმრებიც თავის დაკვრით მიესალმნენ. - რა დაემართა შვილო ? - ელდა ეცა ვანო ხელში მოქცეული დაბინტული გოგონას დანახვაზე.

- მოგიყვები დე. მისაღებში შევიდეთ.

ლენა დაფაცურდა. ბალიშებისგან გაათავისუფლა დივანი, რათა გოგონას დასმა უფრო გაადვილებოდა ვანოს.

- ჩვენ წავალთ. - მშვიდად წარმოთქვა არაბულმა, როგორც კი ელეონორა მოხერხებულად მოაწყვეს. არიდაც სამშვიდობოს ეგულებოდა.

- არა შვილო, პირველად ხართ აქ, ასე ვერ გაგიშვებთ. თან ეჭვი მაქვს, გასაჭირში დაეხმარეთ ჩემს შვილს. ყავით მაინც გაგიმასოინძლდებით. - გუმანით გრძნობდა დადუნა, რომ შემთხვევით სტუმრები არ იყვნენ. იმასაც მიხვდა ვის ეკუთვნოდა პერანგი, რომელიც არიდას ეცვა.

- არ არის საჭირო.

უცნაური გრძნობები უტევდა დათას და იმ სახლიდან გაქცევას აიძულებდა. დადუნას ასეთი თბილი დახვედრა და ტონი მეტად უჭერდა გულზე. ცოტახნისწინ ალბათ ვერწ კი წარმოიდგენდა ამირეჯიბების სახლში ფეხს თუ დადგამდა. ახლა კი აქ იყო და ვერ აეხსნა რატომ. რამ აიძულა აქ ამოსვლა. იქნებ საკუთარ თავს ცდიდა...

- საჭიროა. - მტკიცედ მიაგება ქალმა პასუხი. - გთხოვთ დაბრზანდით.

ვანომ მავადრებელად შეხედა დათას და დაჯდომისკენ ანისნა. დათაც დაჰყაბულდა. ახლა ასე წასვლა არ იყო მართებული... რახან ამოვიდა უნდა დარჩენილიყო, ბოლომდე უნდა გაეძლო...

- ლენა, - მეგობარს მიუბრუნდა, რომელიც დაზარალებულს არიდასთან ერთად დაფუსფუსებდა. - წამოდი, დამეხმარე.... - სამზარეულოში შესულმა, მეგობარიც შეატარა და კარი მიხურა. - ის არის. - დარწმუნებით დაასკვნა, თან ყავის მადუღარა გადმოიღო.

- მეც ასე ვიფიქრე. ნეტავ რა მოხდა დადუნა, ან ეს გოგო ვინ არის?

- ყავასთან ერთად მოგვიყვებიან. - მშვიდი იყო გოგოჭურის ქალი.

- დადუ, - ყავით სავსე კოვზი ხელში შეიჩერა ლენამ და მეგობარს ღიმილით მიუბრუნდა, - კარგი ბიჭია, მოხდენილი, არიდას შესაფერისია.

- ძლიერი, თავდაჯერებული პიროვნება ჩასნ, ხმაშიც კი ეტყობა. ცოტა თითქოს რთულიც მეჩვენება. - დაამატა დადუნამ.

- შენ როგორ ახერხებ ასე უცებ შეატყო ადამიანს ვერ ვხდვები... - თავისუფალი ხელი აიქნია ლენამ და საქმეს მიუბრუნდა.

- ჩემ გოგოს ეხება ... გარეგნულად მართლაც კარგი ბიჭია.

მისაღებში, ყავის ფინჯნებით, ტკბილეულით და უფრო გაღვივებული ცნობისმოყვარეობით გავიდნენ.

- აბა, გისმენთ შვილო, გვითხარი ვინ არის ეს ლამაზი გოგო. - ჰკითხა არიდას და სითბოთი სავსე მზერით გახედა ელეონორას დადუნამ.


ერთი მძიმედ ამოიხვნეშა არიდამ და მერე სიტყვა-სიტყვით მოახსენა მისი ისტორია. ელეონორა კი ისევ მუჭისიმსხო ცრემლებს ღვრიდა. როგორც სჩანს სხვისი ენით ნაამბობი თავისი ისტორია მეტად მტკივნეულად მოეჩვენა. გული შეეკუმშა დადუნას მისი ამბის მოსმენისას. ფეხზე წამოიჭრა, ატირებულთან მივიდა და დედის მზრუნველობით ჩაიკრა გულში.

- არ ინერვიულო ჩემო ლამაზო, ისე მოგივლი როგორც საკუტარ შვილს. ოღონდ შენ არ იდარდო. - დაბალ ხმაზე ამშვიდებდა გოგონას.

არიდას გული სიამაყითა და სითბოთი ევსებოდა ისეთი დედის დანახვისას, როგორსაც მოელოდა. აქეთ ლენა აქოთქოთადა მეც აქ ვარო. ერთი დიდი სითბო სიყვარული და მზრუნველობა დატრიალდა ოთახში.
ელეონორას ასეთმა მზრუნველობა გული უფრო აუჩყა და ჩუმი ქვითინით აეკრა ქალს, რომელიც იმ სითბოს უზიარებდა, რაც ბოლო მრავალი წლის მანძილზე საკუთარი დედისაგან აკლდა.

- ამ უცხო ხალხთან რა უხერხულია, - ემოციებისგან თავი დაიხსნა დადუნამ და ჩუმად მსხდომ სტუმრებს გახედა. - მაპატიეთ, ასეთ დროს არ გამომდის ემოციის შეკავება. - ცრემლიანი ღიმილით მოუბოდიშა.

- როგორ გეკადრებათ. - შენიშნა გიგაურმა.

- თქვენ ალბათ არიდას მეგობრები ხართ. - საუბარში ჩაერთო ლენა. - ასეა ჩემო ცქრიალა ? - არიდას მიუბრუნდა.

- ასეა. - ამოსუნთქვას ამოაყოლა ეს სიტყვა. - ცოტა დამიგვიანდა მაგრამ... ეს დათაა, - არაბულისკენ შეფარული მორიდებით მიუთითა. - ეს ვანო, ესენი კი ჩემი ქალბატონები არიან- ღიმილით დაამატა.

- მოხარული ვარ. - ოდნავ გაიღიმა დათამ.

- სასიამოვნოა, - გაბადრული სახით წამოიჭრა ვანო და ქალბატონებს ხელზე ეამბორა.

- დიდი მადლობა გამასპინძლებისთვის, - ფინჯანი დადო და ფეხზე წამოდგა დათა. - დროა წავიდეთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. - მისი შფოთვა ტყვაში აღარ ეტეოდა და იქ დარჩენას უკვე შეუძლებელს ხდიდა.დანაშაულის გრძნობა ღრღნიდა

- პირიქით, მადლობა თქვენ. - მისაღების კარამდე მიაცილა სტუმრები დადუნამ მერე კი ისევ ელეონორას მიუბრუნდა.

გასასვლელ კართან მისულმა დათამ ხელი დასტაცა გასაცილებლად გაყოლილ არიდას და ზღურბლს იქით გაიყვანა. მერე ისე გაშეშდა თითქოს ახლა მეტი სიცხადით გაახსენდა სადაც იდგა. გაახსენდა გაშმაგებით რომ აბრახუნებდა იარაღშემართული იმ კარზე, ახლა უცვლელი იერით გაღებული რომ იყო და მას ამ კარში შესვლა პრობლემის გარეშე შეეძლო, რადგან ხელში ხილული იარაღი აღარ ეჭირა. შინაგანმა კანკალმა აიტანა და თუმცა გარეგნულად არც გატოკებულა, მხოლოდ მოჭიმული ლარივით იდგა. ამ დროს კი არიდა ვანოს ესაუბრებოდა, მადლობას უხდიდა დახმარებისთვის. ვანოს არ გამოპარვია ბიძაშვილის რეაქცია თუმცა არაფერი გაუკეთებია მის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. დაანება თავად გაეკეთებია, თავად გადაელახა... მე წავალო ბოლოს თქვა, კიბეები ჩაირბინა. არიდა მიბრუნდა დათასკენ და ასე გახევებული რომ დაუხვდა შეშინდა.

- კარგად ხარ ? - მხარზე ნაზად შეეხო და გონზე მოიყვანა.

ქვასავით ქცეულ სახეზე კუნთები აუმუშავდა. ადამიანური რეფლექსი უკან დაუბრუნდა არაბულს. ცოტახანს ჩუმად იდგა ისევ მხოლოდ უყურებდა არიდას. მერე დაიხარა და ყურთან უჩურჩულა:

- აი, თურმე ვის გავხარ !

- პერანგს გავრეცხავ და დაგიბრუნებ. - უთხრა და ოდნავ უკან დაიხია.

- სულ ნუ ფრთხიალებ. - ნაზად დაუსვა ლოყაზე ხელი და ოდნავ უჩქმიტა. - შენთვის დაიტოვე. გიხდება.

- დაგიბრუნებ !

- საინტერესოა, სიჯიუტეში მამას გავხარ არიანდა ? –

ამ კითხვით ვითომ საკუთარ თავს შეახსენა მისი ვინაობა ? არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, ორივეს ერთდროულად რომ დაუარა სიცივემ. არუპასუხა არიდამ.

- ხვალ სარამოს ვახშამზე მიმყავხარ, უარს უბრალოდ აზრი არ აქვს. დედა გააფრთხილე. ეგ პერანგი შენთვის დაიტოვე. - ეს, ცოტა ცივად ნათქვამი სიყვები დაუტოვა და კიბეს ჩაუყვა.



რამდენიმე წუთი იდგა სადარბაზოს კედელს მიყრდნობილი არიდა და იმ გზას გაჰყურებდა სადაც დათა გაუჩინარდა. ხვდებოდა, რომ ეს ურთიერთობა ზედმეტად უცნაურად დაიწყო და ასევე ვითარდებოდა. ხვდებოდა, რომ დათა არ იყო მარტივი ადამიანი, უამრავი რამ იყო მასში რაც ეჭვს და შიშსაც კი ბადებდა, მაგრამ უკვე მისგან თავის დახსნა შეუძლებლად მიაჩნდა. გრძნობდა რომ მის გარეშე გაუჭირდებოდა, მოენატრებოდა ... უყვარდა, ასე ჩუმად მთელი გულით შეუყვარდა. დათას თვალები იყო, რამაც ცეცხლი დაანთო არიდაში. პირველად ხომ ისინი დაინახა, მათში ჩაიხედა და ლანდად აედევნა. იყო მათში რაღაც ისეთი, რაც უპირობოდ ნდობას აიძულებდა არიდას.
ასე გაორებული შებრუნდა შინ და კარი მძიმედ მიიხურა. როგორც კი მისაღებში მსხდომთ შეურთა, უმალ დაიბრუნა მხიარული ხასიათი. ელეონორას საჭირო ნივთები მოუძებნა რათა მოწესრიგებულიყო, დადუნას კერძებით დააპურა და სტუმრების საძინებელში დააბინავა. მანამ უჯდა საწოლის თავთან გოგოს ვიდრე მშვიდად არ დაეძინა. ფრთხილად გამოიხურა საძინებლის კარი და სამზარეულოსში თავი ქალბატონებთან მიაშურა. მონდომების მიუხედავად მაინც დატყობოდა დაღლილობისა კვალი, უფრო მეტად შინაგანი დაღლილობის. სკამზე ჩამოჯდა. თავი დედის მხარს ჩამოადო.
- ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარა, - შუბლზე აკოცა დადუნამ. - ჩვენ შენს გვერდით ვართ, ერთად მივხედავთ ელენეს. თან როგორი საყვარელი გოგოა.
კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ლენამ ანიშნა მე გავაღებო. ორ წუთში უკან დაბრუნდა სამედიცინო პარკით ხელში.
- ეს რა არის ? - გაკვირვებულმა იკთხა დადუნამ. - ვინ იყო?


- კუიერი. წამლები მოიტანა.

პარკი არიდას გადასცა. მანაც გახსნა.

- ვანო. - გაეღიმა არიდას. - ისე დავითრგუნე ელენეს მონაყოლით რეცეპტი არც კი გამხსენებია. როგორც ჩანს ვანოს არ დაავიწყდა და წამლებიც უყიდა ელენეს.


პატარა ფურცელი დადო მაგიდაზე სადაც ეწერა: „ გამოჯანმრთლებას ვუსურევბ შენს პატარა სტუმარს. თუ ნებას მომცემ, მოვიკითხავ ხოლმე.“

- მხიარული ბიჭი ჩანს. როგორ შემოაციმციმა ელენე. - მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა დადუნას.

- დედა, მგონი რაღაცას მინიშნება გინდა.

- მგონია რომ შენც იცი, რისიც.

- როგორ ამჩნევ ყველაფერს დე. - ლოყაზე აკოცა დედას.

- მეც მაგას არ ვეუბნები ... - ჩაერთო ლენა. - გაშიფრა ყველა. - ჩუმი ჩაფხუკუნებით დაამატა.

არიდას ეჭვად ენიშნა მისი საქციელი.

- თვალები ყიდიან ადამინას არიდა. რაც აქ იყო, სულ მას უმზერდა.

- ხო. - დაეთანხმა.

- რა ხო ? - ჩაეკითა.

- გეთანხმები, თავლები ყიდიან.

- მაშინ, შენც შეამჩნევდი, მეორე ყმაწვილი ლენას რომ არ უმზერდა. - ჰკითხა და ლენას, რომელიც ტუჩებზე ხელის მიჭერით იკავებდა სიცილს, თავლი ჩაუკრა.

- დედა ! - ფაქტზე წასწრებულივით აეკრა კედელს. - რაღაც ამ ბოლოს ხშირად დამცინი.

- შენს პერანგს რა დაემართა ? - თითქოს ვერ გაიგონა შვილის რეპლიკა.

- ღილები აწყდა და ...

- და იმ ყმაწვილმა გათხოვა თავისი.

- მაგას როგორ მიხვდი ?

- ღმერთო... შვილო, როდის გახდი ასეთი გონებაგაფანტული ? - გაიოცა ქალმა. - შენ კაცის პერანგში გხედავ, მას კი უპერანგოდ, რად უნდა ამას დიდი მიხვედრა ?! - თავი დამტუქსავად გააქნია დადუნამ. - ისე ცოტა უცნაური ბიჭი კი ჩანს. - თითქოს ისე თქვა უბრალოდ, არადა კითხვა დაუსვა შვილს. ისიც მიუხვდა.

- რავიცი, მე არ შემიმჩნევია. - იუარა . - დედა, ხვალ სავახშმოდ დამპატიჟა. - მოახსენა და ტუჩები პასუხის მოლოდინში მოკუმა.

- ეს ახლა გეკითხება თუ გაფრთხილებს ? - მეგობარს ჰკითხა ლენამ ხელოვნურად გაოცებული ტონით.

- დაბნეულიათქო ხომ ვამბობ.. - დაასკვან დადუნამ.

- მორჩებით ახლა ჩემს დაცინვას ? - გაიბერა გოგონა.

- ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი ხარ საიმისოდ თავად გადაწყვიტო მიიღებ თუ არა მის მიპატიჟებას. მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, დროა ჩემს კალთას მოწყდე და ცხოვრება დაიწყო.

- ორივე ვხვდებით რისიც გეშინია არიდა, - აზრის გამოხატვა ლენამ განაგრძო. - მაგრამ სისულელეა ეგ ყოველივე დამიჯერე. თავის დროზე რომ გამერისკა ახლა მარტოს არ მომიწევდა სიბერის გატარება. თუ არ სცადე ვერ გაიგებ, ნაბიჯი სწორი იყო თუ არა. მიეცი შენ თავს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს. სჯობს მოქმედება ინანო, ვიდრე უმოქმედობა.

- ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვხედავ შენს გვერდით ბიჭს... პირველად ვხედავ შენს აციმციმებულ თვალებს, არ გეგონოს მხოლოდ მისი მზერა შევამჩნიე, შენს ტანზე ვხედავ მის პერანგს და ზუსტად ვიცი, სხვა დროს ცოცხალი თავით არ გამოართმევდი არავის და სახლში დახეულით დაბრუნდებოდი. ის ადამიანი იმაზე მნიშვნელოვანია შენთვის ვიდრე გგონია. ამიტომ მე ვფიქრობ, ასეთ დროს ღირს ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიფრთხილე არ გამოიჩინო... მე ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი ვარ რომ ის რამდენიმე წელი ჩემს საყვარელ ადამიანთან გავატარე. - ბოლო ფრაზა მეტად ფრთხილად დაამატა დადუნამ.

ამის მეტი არაფერი თქმულა. ცოტახანს უხმოდ იჯდა სამი ქალი სამზარეულოში და გულში საკუთარ ბედს განიხილავდა. პირველი არიდა წამოდგა, დასაძინებლად გაემართა. უნდა დაესვენა. ხვალ ახალი დღე იწყებოდა, ახალი იმედებით, მიზნებითა და ახალი საზრუნავით...
***

- როგორც იქნა შევხვდით. უკვე აღარ მეგონა ამ ანდერძს ოდესმე თუ აღვასრულებდი.

ღიმილით შეაბიჯა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა საშუალო სიმაღლის შეპუტკუნებულმა ადვოკატმა არაბულის კაბინეტში. ვანოსთან ანდერძზე ბოლო საუბრის შემდეგ თვის ბოლოს შევხვდეთო, რომ ეუბნებოდა, რატომღაც აზრი შეიცვლა და შეხვედრაზე ადრე დათანხმდა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ამ ადვოკატთან ოცწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა მის ოჯახს და ამდენი უარი უპატივცემულობის გამოხატვად მიიჩნია. განსაკუთრებულად ვაჟას უყვარდა არჩილი და ბრმადაც კი ენდობოდა მას. თუმცა საქართველოში ბოლო სტუმრობის დროს, რიგ საკითხებზე მის შეწუხებას თავს არიდებდა.

- როგოგორ გიკითხო დათა ? - მარჯვენა ხელიდან მარცეხაში გდაიტანა საბუთებით სავსე დიპლომატი და ჩამოსართმევად გაუწოდა .

- კიდევ სიამოვნებით გადავდებდი მაგრამ... - დაუფარავად გაანდო ანდერძს მოვალეობის გამო რომ ისმენდა და მანაც შეაგება თავის ხელი. - უკეთესადაც ვყოფილვარ არჩილ. თავად როგორ ხარ ?

- ვბერდები, ყმაწვილო. სიბერე კი ცუდია. - ამოიოხრა კაცმა და სავარძელში ჩაჯდა.

- სამაგიეროდ პროფესიულ საქმიანობაში მწვერვალებს იპყრობ. მომდის შენი ამბები არჩილ.

- ეჰ, მთელი ჩემი ცხოვრება კანონებს და სამართალს შევალიე ჩემო დათა და შედეგმაც ამ სიბერეში დაიწყო პურის ჭამა. ისე, ერთხელ მაინც გენახე რა დაშავდებოდა? არც სასამართლოებზე დადიოდი.

- რაც მაინტერესებდა ისედაც ვიგებდი არჩილ.- მაგიდიდან საწერი კალამაი აიღო და თითებს შორის დაატრიალა.

- სულ ასეთი სიტყვაძუნწი იყავი. მაგაში ნათლიამ გიმგვანა, თორემ ვეხვია ისეთი მოსაუბრე იყო სმენად გაქცევდა ადამიანს. - მეტად ნაღვლიანი გაუხდა ხმა კაცს, უთუოდ ძველი მეგობრების მონატრების გავლენა იყო. - ლილი როგორ არის ?

- როგორც სჩვევია.

- ესეიგი კარგად. დიდებულია ქალია, მამაცი ძლიერი. ისეთი მშობლები გყავს ჩემო ბიჭო, სხვაგვარი ვერც იქნებოდი.

- ვანოც მოვიდა, - კარში შემომავალ გიგაურზე მიანიშნა, - დროა დავიწყოთ არჩილ.

- კი ბატონო, - დაეთანხმა, დიპლომატი მუხლებზე შემოიდო საკეტი გახსნა, ბაინდერში ჩალაგებული საბუთები ამოიღო და მაგიდაზე გადაშალა.

- არჩილ, მოკლედ გვითხარი რა... არ არის საჭირო ყველა ფორმალობა.

- როგორც გენებოთ. ეს შენ, - დათას წინ საბუთის ერთი ნაწილი დადო, რომელიც ვაჟას ქონების 70 % იტევდა, -ესეც შენ, - ვანოს წინ კი 30 %-იანი წილი გადაშალა, - თუ გინდა წაიკითხეთ და ხელი მერე მომიწერეთ.

- მოიცა მეც ? - არ ელოდა ვანო მემკვიდრედ მოხსენიებას.

- დავიჯერო არ იცოდი, როგორ უყვარდი ? - ეჭვის თავლით გახედა ადვოკატმა.

- კი მაგრამ ...

- ხოდა ეგ მაგრამ 30 %-ია . მომიწერეთ ახლა ხელი და შეუდექით მისი დანატოვარის აღზევებას. - უსიტყვოდ აიღეს ერთდროულად კალმები და აფციაურის ქონების სრულუფლებინი მფლობელი გახდნენ. - მეორე ეგზემპლარი დამიბრუნეთ. - ხელი გაუწოდა ასლების გამოსართმევად კაცმა და დიპლომატში დააბრუნა. - გილოცავთ!

- მადობა არჩილ ! იმედია ჩვენთან თანამშრომლობას კვლავ განაგრძობ.

- ეგ რა კითხვაა ყმაწვილო?!- თვალები დააწვრილა კაცმა. - ამდენწლიან მეგობრობას შენი თავქარიანობა ნამდვილად არ გადამაფიქრებინებს. ვიცი, რთული იქნება თქვენთან კონსესუსი რიგ საკითხებში, მაგრამ ის უფრო ვიცი ყველაფერი კანონისა და სამართლის დაცვით მოხდება. ასე რომ ნაყოფიერ თანამშრომლობას ვიმედოვნებ. ისე გამოგიტყდებით და ბუნჩულა პარტნიორები არ მხიბლავს. - სიცილით დაამატა კაცმა.

- არც ჩვენ. - კმაყოფილი სახით დაამატა გიგაურმა.

- დათა, - არაბულს მიუბრუნდა, თან დიპლომატიდან რაღაც კონვერტი ამოიღო. - აქ ვაჟას სეიფის გასაღები და კოდია.

- ორივე მაქვს.

- ესეც შენ გქონდეს. ბოლო საუბრის დროს მითხრა, ამ ქვეყნად რომ აღარ ვიქნები მინდა ჩემი სახლი და ყველაფერი რაც იქ მაქვს დათასთვის ხელმისაწვდომი გახდესო.

- მის სურვილს წინ ვერ გადაუვალ. - წაიწია და კონვერტი გამოართვა.

- ხო კიდევ, ვაჟა თავისი გარდაცვლილი თანამებრძოლის მერაბ კვარაცხელიას შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, შვილი ყავს და მაინტერესებს როგორ ცხოვრობსო. ცოტა უცნაურად კი მეჩვენა, მაგრამ ხომ იცით, თუ არ სურდა ზედმეტ სიტყვას ვერ დააცდენიებდა კაცი.

- შენ ეხმარებოდი ამ ინფორმაციის მოპოვებაში?

- არა. შენ არ შეგაწუხებ, უმნიშვნელო ამბავია და შენ მოცდენად არ მიღირსო. მეც აღარ დამიძალებია, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მაინც ყველაფერი გადავამოწმე. მერაბი აფხაზეთის ომის დროს გარდაიცვალა, მისი ოჯახი- ცოლი და შვილი, ცოლის მშობლებთან უნგრეთში გადავიდა საცხოვრებლად. აქ არაფერია მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მიკვირს ამდენი წლის შემდეგ, რატომ მოუნდა გარდაცვლილი მეგობრის გახსენება.

- ნამდვილად უცნაურია არჩილ. თუ რაიმე ახლას შეიტყობ მეც გამაგებინე.

- აუცილებლად. ჯერ კიდევ ვაწარმოებ ძიებას მისი მკვლელობის შესახებ. მინდა წვრილმანიც კი არ დამრჩეს გაურკვეველი, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით ვიცი დამნაშავე ციხეში ზის. - ცოტახნით დადუმდა არჩილი, - იცი განსაკუთრებით რაზე მწყდება გული ? - დანანებით განაგრძო. - იმ ბიჭს ვაჟას მკვლელობის არანაირი მოტივი არ ჰქონდა, არაფერი აკავშირებდა მასთან გარდა იმისა, რომ წლების წინ მამამისმა ვეფხვია მოგვიკლა და ისიც კი არ ვიცი, ამის შესახებ იცის თუ არა რამე.

- არამგონია იცოდეს. - მის ეჭვს უპასუხა გიგაურმა. - ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ და იმ ადამინაებმა იციან ვინც ეს ამბავი წლების წინ მიჩქმალეს. მეც მაწუხებს იმაზე ფიქრი თუ რატომ ემსხვერპლა ვაჟა მის ტყვიას.

- კაიფში მყოფს მაგარი ბიჭობა მოუნდა. – ცივად თქვა დათამ, ფეხზე წამოდგა და ოთახის მარჯვენა კედელზე, მთელს სიგრძეზე განლაგებული მინებიდან ქალაქს გადახედა. იმდენი ზიზღი და სიძულვილი იგრძნობოდა დათას სიტყვებში მთელს სამყაროს ბრაზს იტევდა. ორივე მსმენელის ყურმა შეამჩნია ეს. - არჩილ, მამაჩემის მკვლელობის საბუთები შენ გაქვს ისევ ხო ? - ცოტახნიანი სიჩუმის შემდეგ კვლავ შებრუნდა სავარძელზე მდუმარედ მჯდომთაკენ, კითხვა დაუსვა არჩილს და ვანოს გვერდით დაჯდა.

- კი. ორიგინალი ვაჟას სეიფში ინახება. საქმის ხელახლა აღძვრას აპირებ? - სერიოზული სახით ჰკითხა კაცმა.

- მის ციხეში გაშვებაზე თავის დროზე ვთქვი უარი არჩილ, ახლა აღარ ღირს...

- მაშინ ამოდენა ძალა არ გქონდა დათა, ახლა თუ მოინდომებ იმ სტრუქტურას, რომელმაც ეს საქმე შეთითხნა საკადრის წინააღმდეგობას გაუწევ. მეც მზად ვარ დაგეხმარო. ყველა სამხილი გვაქვს ამისთვის, მთავარია შენ მტვერი გადაწმინდო, მზის სინათლეს კი თავად იპოვნის.

- მიჯობს პირადად მივხდო ამ საქმე. ციხე საუკეთესო სასჯელს სულაც არ ნიშნავს... უბრალოდ მინდა გადახედო და პარალელი გაავლო მამა-შვილის ცოდვებს შორის.

- იყოს შენი სურვილისამებრ, - არჩილი წამოდგა და პიჯაკის შუა ღილი მოზრდილ ღიპზე ძლივს შეიკრა. - ახლა წავალ ახალგაზრდებო, თქვენც აღარ მოგაცდენთ, დანარჩენი საკითხები საჩქარო არაა, სხვა დროს გავიაროთ.

- საჭირო არ არის აქ მოსვლით დრო დაკარგო, სატელეფონო საუბრებითაც შეგიძლია კონტაქტი, ხომ იცი გენდობით. - დათაც წამოდგა და ხელი დასამშვიდობებლად ჩამოართვა კაცს. იგივე გაიმეორა ვანომაც.

- დიდი პატივია, -თბილად გაუღიმა არჩილმა, - თქვენ გვერდით მიგულეთ ბავშვებო. როგორც კი რაიმე მნიშვნელოვანი მექნება ხელთ შეგატყობინებთ. - თავის დიპლომატს ხელი ჩაბღუჯა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა არაბულის კაბინეტი.

- აბა, მეტყვი რაშია საქმე თუ თავად ვივარაუდო ? - მუხლებზე მოქაჩა შარვალი ასაკაპიწებლად გიგაურმა, უფრო კომფორტულად რომ დამჯდარიყო და სავარძელს დაუბრუნდა.

- წერტილიდან წერტილამდე მინდა სრული და ას პროცენტიანი ინფორმაცია. მეტი არაფერი.

- მერაბ კვარაცხელიაზე რას ფიქრობ ?

- საქმეც იმაშია, რომ ვფიქრობ და ლაშასაც მოუწევს მეტი ინფორმაციის მოძიება. მიცვალებულები ოცდაათი წლის შემდეგ უმიზეზოდ არ ახსენდება ადამიანს და მითუმეტეს ვაჟას.

- ასე მგონია დიდ ლაბირინთში დავდივართ, რომელიც დღითიდღე იზრდება ...

- გზები ემატება, რომელებიც ან საბოლოდ გაგვჭედავს ამ ლაბირინთში, ანაც საბოლოოდ გაგვიყვანს სამშვიდობოს. - დაასრულა დათამ ვანოს მოსაზრება. - ლაშას შენ დაელაპარაკე.

- კარგი. ვაჟას სეიფს როდის გავხსნით?

- არვიცი. რაიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ იდოს იქ, ეჭვიც არ მეპარება მეტყოდა.

- და მაინც გვენახა.

- წლებია იმ სახლში არ ვყოფილვარ. მითუმეტეს ახლა აღარ მაქვს სურვილი. ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავ იქ ვიზიტს.

- კარგი, როგორც გინდა. - დანებდა გიგაური. - ვირზე თუ შეჯექი...

- მე წავედი საქმე მაქვს. - ავტომობილის გასააღები აიღო და კარისაკენ გაეშურა.

- რა საქმე, სად მიდიხარ ? - კითხვებით, მომაბეზრებელი მეგობარივით კუდში აედევნა გიგაური.

- ანგარიშის ჩაბარებას არ ვაპირებ. შენ სჯობს იმაზე იფიქრო, შენზე თოთხმეტი წლით პატარა გოგოს რომ დაადგი თვალი. - მხრებზე გამამხნევებლად მოუტყაპუნა ხელი მამიდაშვილს.

- რა ჩამორჩენილი აზროვნება გაქვს, - შუბლშეკრულმა უპასუხა და ხელი აუქნია. - წლებში სხვაობა სულაც არაა მნიშვნელოვანი, მთავარია აზროვნება და გარეგნობა მაქვს ზედმეტად ახაალგაზრდული. - თავი გაიმხნევა გიგაურმა.

- მაგაში არ შემიძლია არ დაგეთანხმო .- მისი მკვლელი მზერა აინუშიაც არ ჩააგდო და კიდევ შემოსცხო ბეჭებზე. მერე კი საჭეს მიუჯდა და აალებული ვანო ბოროტი ღიმილით დაასაჩუქრა.

- რა აცინებდა ? - გიგაურს ლაშა ამოუდგა გვერდით.

- დამცინის თავისი ჭკუით. თავად ვისზეა შეყვარებული და ჩემი გაკვირვებია. - მგონი ვერც კი გაიაზრა მარტო რომ არ იყო, ისე ჩამოარაკრაკა.

- რა შეყვარებული, ან შენ ვინ შეგყვარებია გიგაური? მოიცა სწორად გავიგე ? - გაოცებას ვერ მალავდა ლაშა და თან ყურზე მიმაგრებულ მიკროფონს ამოწმებდა ხომ ნამდვილად გამორთული მაქვსო. ალბათ იფიქრა გულს გადამიშლისო.

- თავი დამანებე ბაკურაძე და ფეხი გამოადგი, საქმე მაქვს. - საქამრეხზე მიმაგრებული ბუდიდან რევოლვერი აართვა და საჩვენებელ თითზე დაიტრიალა.

- მომეცი ეგ აქ, არ გაივარდეს. - მამისებური ტონიტ დატუქსა გახალისებულმა გაღიზიანებული მეგობარი და რევოლვერის წართმევა სცადა.

- ნუ მოღოღავ, დაუჩქარე. - იარაღიანი ხელი ჰაერში ასწია ვანომ.

- ჯერ მომიყვები რა გაბუზღუნებს და მერე შეიძლება მოგისმინო იმ საქეზე.

- შემეშვი-მეთქი ! - დაუღრინა გიგაურმა.

- ვერა ! - თვალი ჩაუკრა ბაკურაძემ და ლიფტის კარში ხელისკვრით შეაგდო.

***

-ელენე, შეიძლება შემოვიდე ? - ოთახის კარზე ფრთხილად მიუკაკუნა სამსახურიდან დროზე ადრე დაბრუნებულმა არიდამ.
- რას მეკითხები, რათქმაუნდა. - მოესმა ნარნარა ხმა საძინებლიდან.
- როგორ ხარ ? დილით ადრე გავდივარ ხოლმე და არ გაგაღვიძე. - საწოლის კიდესთან ჩამოუჯდა გოგონას. მანაც წამოჯდომა დააპირა. - იყავი, არ ადგე.
- თვენი წყალობით კარგად. - მადლიერებით აღსავსემ უპასუხა. - ძალიან დიდი მადლობა ! - მაინც წამოჯდა საწოლზე.
- ძალინ გთხოვ მადლობა აღარ მითხრა მეორედ !
- კარგი. - მორიდებით დაეთანხმა გოგო.
- დედამ, დამჯერე გოგოა, ყველაფერს რჩევების მიხედვით აკეთებს და მალე ჭრილობებიც მოუშუშდებაო. - თბილად გაუღიმა ცელენეს, -რომ გამოკეთდები გავისეირნოთ, კარგად იმოქმედებს შენზე. მერე კი რამეს მოვიფიქრებთ სახლში მოწყენილობით რომ არ დაიღალო.
- სამსახური უნდა ვიშოვო აუცილებლად. შენს კმაყოფაზე ვერ ვიცხოვრებ.
- რამდენხანსაც იქნება საჭირო იმდენხანს დაგეხმარები, მაგაზე ნუ იღელვებ. სამსახურის პოვნაზეც ერთად ვიზრუნებთ თუ აუცილებელი გახდა.
- როგორ არ გადაგიხადო ახლა მადლობა ?! - ლამაზი თავლები შეანათა არიდას.
- ასე, უბრალოდ არ გადამიხადო. - უცებ მოეხვია გოგონას. - სამადლობელი მე მაქვს, დადუნას ერთით მეტი ხმისგამცემი ეყოლება და მეც უფრო მშვიდად ვიქნები, მარტო რომ არ იქნება სახლში.
- არიდა, თუ არ მიწყენ რაღაც მინდა გკითხო.
- ვიცი რაც უნდა მკითხო, ჩემი ძმა ციხეში ზის, მამა კი ათი წელია აღარ მყავს.
- ბოდიში არ მინდოდა...
- არაუშავს, ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებ. შენთან მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, თუ დადუნას რაიმე დასჭირდება ან ცუდად გახდება, იმწამს დამირეკე. თავდ არ იზამს ამას და ლენაც თავის ჭკუაზე გადაიყვანა. ასე რომ შენი იმედი მაქვს.
- რას სჭირს ?
- შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის უკმარისობა. დროდადრო საავადმყოფოშიც გვიწევს სიარული, მუდმივი კვლევა და მკურნალობა სჭირდება. ჯერ-ჯერობით იმორჩილებენ დაავადებას, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს. თუ შეატყე, რომ ოდნავ მაინც ცუდად გახდა, აუცილებლად შემატყობინე. ლენაც ხშირად მიმალავს და ჩუმად აგავრებს ამ პრობლემებს.
- ყველაფერს გავაკეთებ რაც შემეძლება. - დაჰპირდა გოგო და ღიმილით შეათვალიერა ფეხზე წამომდგარი. - რა ლამაზად გამოიყურები ! - აღტაცებით სენიშნა.
- სადღაც ვაპირებ გასვლას. შენ კი დაისვენე.
საათს დახედა. უკვე ვეღარ ითვლიდა მერამდენედ. გამოემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.

ნახევარი საათი იყო გასული რაც დედასთან ერთად მისაღებში უსიტყვოდ იჯდა. მოუთმენლობისა და ორჭოფობისაგან ფეხებს ნერვიულად ათამაშებდა. კიდევ ვერ გადაეწყვიტა წასულიყო თუ არა, მიუხედავად იმისა რომ უკვე მომზადილი იყო. ამ მიპატჟების მიღება ფაქტობრივად პასუხს ნიშნავდა, ურტიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავდა.
- იქნებ სჯობდა ის კაბა ჩაგეცვა ?

გაუბედავად, კიდევ ერთხელ ჰკითხა დადუნამ და ლამაზად შეფუთულ ყუთზე ანიშნა, რომელშიც საოწრად დახვეწილი, ძვირადღირებული თეთრი კაბა იდო ბართთან ერთად. „ იმედია არ გაცხარდები და ისე მიიღებ, როგორც უწყინარ საჩუქარს. საღამოს ცხრა საათზე მძღოლი მოგაკითხავს.“ .

- ჩემი ნაყიდი მირჩევნია.

- კარგი მესმის. ალბათ მეც არ ავიღებდი. თუმცა სულაც არ ვფიქრობ, რომ ცუდი ჟესტია მისი მხრიდან. პირიქით, მეტად დახვეწილი საქციელიც კია. რაღაც სხვაგვარი ბიჭია.

- არც მე მიმიჩნევია ცუდ ჟესტად, მაგრამ მაინც ჩემი მირჩევნია.

ძალიან ეამა არიდას დედის შეფასება მისი გულის რჩეულისადმი. ამ ბჭობასა და ყოყმანში კარზე ზარის ხმაც გაისმა.

- მე გავაღებ. - წამოდგა დადუნა.

- იყოს დე, ბარემ წავალ. - უღერღილოდ დაწვდა ჩანთას და ნარნარით წავიდა გასასვლელისკენ.

- ასე მგონია ნერვიულობ. თუ არ გინდა ნუ წახვალ არიდა. - თითქოს თავადაც შესჩენოდა გულში ფორიაქი. მაგრამ შვილისთვის გამხელა არ უნდოდა. დედის ისტერიკა მჭირს, ჩემს აზრებს თავს ვერ მოვახვევ ახლა, როცა ახალი ეტაპი იწყება მის ცხოვრებაში, ვაითუ ხელშემშლელი აღმოვჩნდეო, ფიქრობდა.

- ცოტას, მაგრამ დავმშვიდდები. - ლოყაზე გემრიელად აკოცა. - თუ შემაგვიანდა არ იდარდო, - უთხრა და კარში ატუზულ მძღოლს უკან გაყვა.

საკმაოდ შორი გზა ჰქონდათ გასავლელი. რესტორანი, სადაც არაბულს ვახშამი დაეგგეგმა ქალაქის ბოლოში, დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე გახლდათ. არიდასაც საკმარისი დრო ჰქონდა აშლილი ფიქრებისა და განცდებისათვის როგოროღაც თავი მოეყარა და დამშვიდება ეცადა. მასთან შეხვედრის სიხარულს თან შეუცნობელი ფორიაქი ახლდა. ცალი ფეხი წინ წასვლას, მერე კი უკან დაბრუნებას ექაჩებოდა, გულს სურდა გონებას არა... იმდენად გაუსაძლისი იყო მასში აზვირთებული გაორება სხეულზე ლოდად აწვა და თითქოს სუნთქვასაც ურთულებდა. ხელ-ფეხი სულ გაეყინა . არ იყო ამ ყოველივეს ნაჩვევი, ახალი იყო მისთვის და ბუნებრივია მისი ასეთი მღელვარებაც. ნეხევარი გზა ჰქონდათ გავლილი მისმა ქვეცნობიერმა გამაყრუებელი ხმაურით რომ ამოსძახა დაბრუნდიო, მაგრამ მოერიდა მძღოლისიც და დათასიც, რომელსაც მძღოლმა წასვლის წინ შეატყობინა გამოვდივართო. რაც არის, არისო ჩუმად ჩაილაპარაკა და ყველა აზრი რომელიც მასში კატაკლიზმებს იწვევდა ნაცადი მეთოდით დააიგნორა -მობილური მოიმარჯვა და ალექსანდრეს მისამართით უზარმაზრი ტექსტი აკრიფა. როდესაც დაასრულა და გამორთულ ნომერზე გაგზავნა, თითქოს შვება იგრძნო. ამასობაში ავტომობილმა, რომელშიც იჯდა გზატკეცილიდან მარჯვენა მხარეს გადაუხვია და ბუნებას შეერია. ხეზე ფოთლები სექტემბრის შესაფერისად შეფერილიყვნენ, სიწითლ-სიყვითლე შერეოდათ. ვეებერთელა მთვარის შუქით განათებული არემარე საოცრად დამაშვიდებელს ხდიდა გარემოს. არიდამ კარზე მინა ჩასწია და შემოდგომის ჰაერი ღრმად შეისუნთქა. მის ყურს ფოთლების შრიალიც მიეგება და შექმნილმა ატმოსფერომ საამოდ დაუარა, ცოტახნისწინანდელი შეგრძნებები სურულიად განდევნა. ბუნენბის ისეთი ჰარმონიული შერწყმა იყო, ცუდზე საფიქრალად დროს რომ არ დაუტოვებდა ადამიანს. მალე განვლეს ორკილომეტრიანი ხეივანი და უფრო ახლო-ახლო ასვეტილი ლამპიონებით განათებულ ბილიკს გაუყვნენ, რომლის დასარულსაც უზარმაზარი, ლამაზად ნაგები შენობა იწონებდა თავს. ყველა სარკმლიდან კაშკაშა განთება გამოდიოდა. სასიამოვნო ტონალობის ფერებში იყო განათებული ფილაქნებით მოვარაკებული და სხვადსხვა ლამაზი მცენარეებით მოოჭვილი ეზო. ეზოს ცენტრში კი მრავალფეროვნად მოელვარე თეთრი მარმარილოს ქვით ნაშენი შადრევანი ცეკვავდა. ზუსტად შადრევანის წინ რამდენიმე მეტრში გახლდათ რესტორნის შესასვლელი დიდი ქათქათა კიბეები, რომლესაც თავზე მოჩუქურთმებულ სვეტებზე შემდგარი ტერასა გადმოყურებდა. არიდა ყველაზე ლამაზ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ამ ზღაპრული ადგილის არსებობას- შუაგულ ტყეში ჩასმულ რესტორანს, რომელიც თავისი დიდებულებით არისტოკრატთა სასახლეს უფრო მოჰგავდა. ნანახით გაოცებულმა ძლივს მოახერხა მძოლის მიერ გაღებული კარიდან ფეხის გადადგმა. ამ უკანასკნელის გაწვდილ ხელს დაეყრდნო და ნელი მოძრაობით გადავიდა. კიბის დასაწყისში ორი, თეთრ სმოკინგში გამოწყობილი პერსონალი რევერანსით მიეგება და მარჯვენა ხელის მიმართულებით ანიშნა წამობრძანდითო. წამით გაიფიქრა კონკიას ზღაპარში ვარ, ცოტაც და ეს ყველაფერი გაქრებაო. თავლები რამდენჯერმე დააფახურა თავისს აზრში დასარწმუნებლად, თუმცა არაფერიც არ გამქრალა. სინამდვილით ნასიამოვნებმა, პირველ კიბეზეე შედგა თუ არა ფეხი, თავხედი ქარი ამოვარდა და მხრებზე დაფენილი თმები მომაჯადოვებელი ფარფატით აუფრიალა, სახეზე გადმოუყარა და ანცად დაუფინა შველივით მოღერებულ ყელზე. უმალ გაჩნდა მის წინ ერთ-ერთი სმოკინგიანი და ჩანთა გამოართვა, რათა გოგონას ადვილად შეძლებოდა თიმის გასწორება. ნატიფი ხელებით, ნაზად ჩაეჭიდა თმის ბოლოებს და ზურგს უკან გადაყრა სცადა, მაგრამ მოუსვენერმა სიომ კვლავ უკითხვადა გაინავარდა. ამჯერად, თმასთან ერთად შავი, გრძელი მუხლამდე ჩახსნილი კაბის ბოლოც ჰაერში აზიდა. რამდენჯერმე გაუჯიუტდა არიდა თავაშვებულ მეტოქეს, მაგრამ ვერას გახდა და დანებდა. ქარი სასურველ ნუგბარმიგნებულ ფუტკარივით დატრიალებდა თავზე გოგონას. ჩანთა ჩამოართვა და მოხდენილი სვლით აუყვა კიბეებს. ის მიაბიჯებდა, ქარი კი პირობადადებულივით აგრძელებდა თავის საქმიანობას. ათიოდე საფეხური ჰქოდა ავლილი არიდას, რაღაცამ ზევით ახედვა რომ აიძულა და ნაბიჯებიც გაუშეშდა, ვერანდის კიდესთან მასზედ ჟინიანად მომზირალ შავებით შემოსილ არაბულს რომ ჰკიდა თვალი. ბიჭი მას შემდეგ იდგა ვერადაზე, რაც სტუმრებმა გზატკეცილიდან ხეივნისაკენ გადმოუხვია და ვერც კი იფიქრებდა თუ ასეთი მომაჯადოვებელი სანახაობის მომსწრე გახდებოდა. დაიფიცებდა, რომ იქ, ზემოთაც კი გრძნობდა ნიავისგან ჰაერში მიმოფანტულ გოგონას მაისის ვარდის სურნელს. მოაჯირზე ხელებდაყრდნობილი, ოდნავ მოხრილი იდგა და გატოკებას ვერ ახერხებდა. მის თვალებს მხოლოდ ერთი, მომაკვდინებლად ლამაზი სხეული აერჩია საზერად, იმ წამს უეცრად მისული სიკვდილიც კი ვერ აიძულებდა თავლების დახუჭვას. გულიდან გაეღიმა ქვემოდან შემყურე არიდა ისევ ნიავს რომ ეურჩებოდა და თმების გასწორებას ცდილობდა. ნელა მოშორდა მოაჯირს.მის შესახვედრად შენობაში შევიდა. გოგონამაც მაშინღა მოახერხა ფეხის გადადგმა, როდესაც ნახშირივით სავი თავლები მოსცილდნენ. შიგნით შესულს მორიგი გაოცება ეწვია, იმდენად მომხიბვლელი იყო გარემო. ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო. მხოლოდ პატარ-პატარა დეტალები და ნივთები შეერიათ სხვა ტონალობით. შესასვლელში უზარმაზარი ბროლის ბურთულებით შემკული ჭაღი ეკიდა. მონუსხული აუყვა მეორე სართულზე მიმავალ კიბეებს, რომლესაც ხავერდის მაგვარი ნაცრისფერი ხალიჩა ამშვენებდა. მარცხენა ხელით კიბის სახელურს ეყრდნობოდა , მარჯვენათი კი კაბის ბოლო ეჭირა. კიბის პირველი ხვეულა აიარა და ის იყო , მეორისაკენ აიღო გეზი, რომ მათ დამაკავშირებელ ოთხუთხედის ფორმის უჯრედზე უეცრად შეჩერდა. კიბის თავში არაბული გამოჩნდა. დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა მისკენ. თითქოს ენა გადაყლაპა არიდამ იმის აღქმისას, თუ როგორ სიმპატიურად გამოიყურებოდა დათა არაბული. ბიჭი საგულდაგულოდ გამოწყობილიყო. დახვეწილი შავი შარვალი და პერანგი, ესოდენ ტანადსა და მოხდენილს ხდიდა . ნერწყვი გაუშრა გოგონას, ჩუმმა მღელვარებამ მოიცვა. ის კი მისკენ სვლას ჯიუტად არ წყვეტდა. ერთიანად განიყარა მისი არსებიდან ყველა ეჭვი და ჭიდილი, როგორც კი საყვარელი მამაკაცი სანტიმეტრების დაშორებით მის წინ შეჩერდა და ახლა მხოლოდ სიხარული და ჟრუანტელი დარჩა. გონებაში მადლობაც კი გადაუხადა საკუთარ თავს რომ აქ წამოსვალა არ გადაიფიქრა და თავს ამ ყოველივეს ნახვის სიამოვნება არ წაართვა.

- გულრწფელად გეტყვი, ალბათ ვერასოდეს შევძლებდი შენს პატიებას, რომ არ მოსულიყავი. - ათრთოლებული გოგონას ხელი თავისში მოიქცია და უფრო ახლოს დადგა მასთან.

- გამოგიტყდები და მეც ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს. - ნაზად გაუღიმა.

ეგოისტურად ეამა ამის მოსმენა დათას.

- რომ გითხრა ლამაზი ხართქო, ყველაზე დიდი ტყუილი იქნება, - ხარბი მზერით კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგონა, - არ არსებობს სიტყვა, რაც ახლა შენს მშვენებას აღწერს !- ასეთი მხურვალედ ნათქვამი კომპლიმენტი პირველად მოისმინა გოგონამ და შედეგმაც არ დააყოვნა, წამში შეეფაკლა ლოყები. თვალები დაბლა ჩახარა. - მომწონს როდესაც გრცხვენია ! - ამჯერად თავად შეუსწორა თმები, მხრებზე გადაუწია ლავიწთან ამოსულ ხალებს დახედა და თავზე ნაზად აკოცა. - წამოდი, - ხელზე დაქაჩა და წასულმა თან გაიყოლა.- დღეს გრძელი საღამო გველის.

- ეგ როგორ გავიგო ?

- ბევრი გვაქვს სასაუბრო.

- ანუ, ყველა ჩემს კიტხვას უპასუხებ ?!

- ნებისმიერს.

უპასუხა დატამ და უზარმაზარ დარბაზში შეუძღვა. თეთრი სვეტებით, უამრავი განათებითა და სხვადასხვა გემოვნებიანი ნივთებით გაფორმებულ დარბაზის ცნტრში ერთადერთი მრგავლი მაგიდა იდგა. ძირითადი შავი სუფრის ზემოდან თეთრიც გადაეფარებინათ. ერთ მხარეს თეთრი თეფშები ელაგა, მეორე მხარეს კი შავი. ირგვლივ ფარდები, ყვავილები და წვრილი დეტალებიც შავ-თეთრში გადაეწყვიტათ. უცნაურად ეჩვენა ყოველივე გოგონას, თუმცა იმდენად დახვეწილს ხდიდა ეს დიზაინი გარემო, უფრო მომწყობის გემოვნებას მიაბრალა. კიდევ ინტერესით მოათვალიერა გარემო და ახლაღა შენიშნა, რომ ამ უზარმაზარ შენობაში მათ გარდა თითქმის არავინ იყო. არადა, წესით ეს დარბაზი მაგიდებითა და სტუმრებით რომ უნდა ყოფილიყო გადავსილი, ამ დროს მხოლოდ ორ ადამიანზე გაწყობილი მაგიდა იდგა.

- დათა, აქ მარტონი ვართ ? - გაკვირვებულ-შეცბუნებული მზერით გახედა ბიჭს, - ამოდენა შენობაში მხოლოდ ჩვენ ვართ ?


- არ მიყვარს ხალხმრავლობა. - მშვიდად უპასუხა მის აღელვებულ კითხვას.

- კი მაგრამ ჩვენთან ხომ დადიხარ ?

- საქმიან ვახშამზე როგორღაც ვუძლებ, მაგრამ შენთან შეხვედრის წუთებს არასასულველი გარემოს გამო ნამდვილად არ ჩავიშხამებდი.

- ღმერთო ჩემო ! ამხელა რესტორანი მხოლოდ იმიტო დაახურინე რომ შენი თავისთვის კომფორტი შეგექმნა ?

- დიხ. ჩვენთვის კომფორტი შექმნა და შენთან თავისუფალი საუბრის შესაძლებლობა, ვფიქრობ არც თუ ცოტა მიზეზია.

- მე სულაც არ განვიციდი ახლა კომფორტს, - დაუფარავად შენიშნა, მაგრამ დაინახა რა, დათას მზერაში წყენა უმალ გამოსაწორა - არა, ძალინ ლამაზი კია ყველაფერი მაგრამ... - უხერხულობამ დააბნია გოგონა, - ანუ, მარტო ვართ, არავინაა და მე ...

- გეშინია ! - დასრულა დათამ.

გოგონამ თვალებით ჰკითხა, როგორ მიხვდიო.

- მივხვდი არია, მივხვდი... - ხელი ჩასჭიდა და მაგიდისაკენ წაიყვანა. - გეშინია, რომ ისეთ რამეს გავაკეთებ. რაც შენ არ მოგეწონება, თუმცა სულ ტყუილად... - სკამი იმ მხარეს გამოუცია დსაჯდომად, სადაც თეთრი თეფშები ელაგა. - დღეს არაფერს გავაკეთებ, რაც შენ არ გენდომება.

- ასე მგონია ჩემი წაკითხვა შეგიძლია და ცოტა არ იყოს მაღიზიანებს ამის გააზრება.

- გაღიზიანებს შენს სულში ჩაწვდომას რომ ვცდილობ ? - მის წინ დაჯდა თვადაც.

- რათქმაუნდა და დარწმუნებული ვარ შენს ამავეს გრძნობ, როდესაც იგივეს ცდილობენ.

- რატომ ხარ დარწმუნებული ?

ოფიციანტს ხელით რაღაც ანიშნა. ეს უკანასკნელიც ფიცხელ გაჩნდა მათთან და წითელი ღვინო სრული ეტიკეტის დაცვით ჩამოასხა ფუჟერებში. მერე თავის დაკვრით გაეცალა.

- თავი ინგლისის დედოფალი მგონია, - სიცილით თქვა არიდამ, როგორც კი ოფიციანტი გაეცალათ, - ასეთ მოპყრობას მიჩვეული არ ვარ. ან როგორ ვიქნები ...

- მუდმივი არაფერია არაია, ყველაფერი იცვლება. ერთ დღეს შესაძლოა გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ იმ დღემდე განვლილი შენი ცხოვრება თითქოს არც არსებობდა.დედოფალი შესაძლოა მათხოვრად იქცეს და პირიქით. - სიტყვის დასრულება არ აცადა დათამ, თავად გააკეთა მოკლე მონახაზი.

- ზოგჯერ მგონია, შენზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არ ვიცი... პრინციპში არაფერი ვიცი . თუმცა მე კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ვგულისხობ.

- დრო ყველაფერს თავის ადგილას დაალაგებს.გაიგებ იმას, რისი გაგებაც გსურს და იმასაც, რისი გაგებაც არ გსურს. - მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა ბიჭმა. - ისე, მე კითხვა დაგისვი.

- როგორ გიყვარს ეს ჩაციება... შენ თუ შეგიძლია მთლიანად ჩემი გამოცნობა, მე შენი თავლების წაკითხვა შემიძლია.- მორიდებით დაამატა არიდა, ცოტა სერცხვა კიდეც ამის თქმის, - დღეს გულრწფელობის დღე გვაქვს და... - აუხსნა ბიჭს მისი ქმედების მიზეზი.

- და რას კითხულობ ჩემს თავლებში არია? გეუბნება რაიმეს?

- სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს. არ მაცდი. შენ შეგიძლია რამდენხანსაც გინდა იმდენხანს მიმზირო, მაგრამ როგორც კი მე ვიწყებ შენს თავლევბში უფრო მეტის ამოკითხვას, ხვდები და გარბიხარ.

- და ამიტომ გგონია, რომ მეც ვღიზიანდები ჩემი გაშიფრვის მცდელობისას...

- მგონია საკმარისი მიზეზია. - მხრები აიჩეჩა ქალმა.

- არ გეწინააღმდეგები, - ხელები დანებების ნიშნად ასწია დათამ, - ყველა თეორიას აქვს არსებობის უფლება. - ცბიერი ღიმილით დაურთო. - რას შუკვეთავ?

- სიმართლე გითხრა არ მშია. თუმცა უარს არ გეტყვი და არჩევანსაც განდობ. ვცნობ შენს გემოვნებას .

- მგონი ბევრი რამ იცი ჩემზე. დამიჯერე, გემოვნება ბევრს მეტყველებს ადამიანზე.

- გეთნხმები, თუმცა ადამიანის შინაგან სამყაროზე მაინც ვერ...

- ესიგი შენთვის მაინც ადამიანის სულიერი მდგომარეობაა უპირველესი?! - კითხვის სახით დაასკვან და უკვე გაკეთებული არჩევანი ოფიციანტს გადასცა.

- რათქმაუნდა. სულია ის, რაც გვაცოცხლებს. თუ ის არ არის ჯანსაღი, სუფთა და მსუბუქი, მოსიარულე მიცვალებულს ემსგავსება ადამიანი, რომელსაც ბოროტების ჩადენა ისე შეუძლია, რომ წამითაც არ შეაწუხებს დანასაულის გრძნობა.ზუსტად ისე როგორც მიცვალებულის ლეში ვერ გრძნობს ვერაფერს.

- შენთვის როგორია ჯანსაღი სუფთა სული ?

- რომელიც გამიზნულად არ სჩადის ცოდვას.

- ანუ იმას აღიარებ, რომ უნებური ცოდვები ყველას აქვს.

- რათქმაუნდა. უცოდველი ადამიანი ამ ქვეყნად არ არსებობს.თუ კი ვინმე უცოდველად თვლის საკუთარ თავს ის ყველაზე დიდი ცოდვილია. უბრალოდ გააზრებულად არ უნდა ვუშვებდეთ შეცდომებს და მითუმეტეს ეს შეცდომა ბოროტებად არ უნდა დავდოთ ვინმეს სავალ გზაზე.

- ხომ არსებობობს გაუზარებლად გააზრებული ცოდვებიც ? - მეტი და მეტის მოსმენა მოუნდა მისგან დათას.

- ეგ ჩემი აზრით ყველაზე რთული შემთხვევაა, ყველაზე მეტად ანგრევს ადამიანს. ვფიქრობ, მასეთი მდგომარეობა გაუსაძლისი სულიერი ტკივილით არის გამოწვეული. როდესაც ხვდები რასაც აშავებ, მაგრამ სულში ატეხილი ქარიშხალი სისხლში გამჯდარი სიმწარე არ გაძლევს უკან დახევის საშუალებას. გინდა მაგრამ საკუთარ თავს ვერ ერევი. მერე ამის გააზრება წარმოუდგენელ ბოროტებას შობს შენში.

ბედის ირონიაა არა ? მან იმ წუთას არაბულის მდგომარეობა სრული სისავსით აღწერა.

- შენ შეგიძლია ასეთ ადამიანს გაუგო, მოსიარულე მიცვალებულად არ მიიჩნიო ?

- არ ვიცი. სიმართლე გითხრა არ მიფიქრია არასოდეს ამაზე. ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, თუმცა მე შემიძლია მის ტკივილს გავუგო.

- რატომ მის ტკივილს ?

- დათა, მგონი აქ კითხვებს მე უნდა ვსვამდე ! - ცოტათი მკაცრი ტონით გაუწყრა და თვალებიც ჩვეულად დააბრიალა, რამაც, როგორც ყოველთვის ღიმილად დაუარა მთელს სხეულში დათას.

- ტყუილად ბრაზდები. დიალოგმა მოიტანა უბრალოდ. - თვალებში ჟინიანად ჩააქერდა, - და რახან მოიტანა განვაგრძოთ. მერე, როგორც დაგპირდი ყველა შენს კითხვას ვუპასუხებ. რატომ მის ტკივილს ? - კვლავ გაუმეორა კითხავ.

- იმიტომ, რომ ყველას გვაქ ისეთი რამ გადატანილი,რაც სხვისი ტკივილის გაგებას გაიძულებს.

- მომიყვევი შენში ამის შესახებ .

- არ შემიძლია. - ცივად იუარა გოგომ, - ამაზე თითქმის არ ვასაუბრობ, არ არის ჩემთვის მარტივი დათა.

- ძალიან გთხოვ, - ღვინით სავსე ჭიქა აიღო და გაუწოდა, - დალიე ძალას შეგმატებს. როგორც ვიცი წითელი ღვინო გიყვარს.

- ჩვენი პირველი შეხვედრა, - ჭიქა გამოართვა და გაეცინა არიდას.

- მეორე შეხვედარა, პირველი-დიალგი. - შეუსწორა არაბულმა და თავადაც აიღო ჭიქა ხელში, - მეც დამჭირდება, - უფრო გამამხნევებელი მიზანი ჰქონდა თორემ როდის იყო დათას სასმელი ეკიდებოდა, ან რაიმეს ცვლიდა მასში. - ვინ გაიძულა სხვისი დარდისთვის გაგეგო ? - ჰკიტხა მას შემდეგ, რაც არიდამ ღვინო ნახევრამდე მოსვა თავად კი სრულად გამოცალა. ,

- ვიცი, რომ იცი.

- მე მხოლოდ ფაქტები ვიცი.

- მამამ ათი წლის წინ მიმატოვა, მე და დედა მიგვატოვა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მიღალატა ადამინამა რომელიც ამ ქვეყნად ყველაფერს მერჩივნა. წავიდა და წაიღო ჩემი ფერადი სამყარო. გაიყოლა ბავშვობა ბედნიერება სილაღე, თავისუფლება, იმედი, ნდობა, ყველაფერი რაც უცილებელია ადამიანებთან ურთიერთობისთვის და მე მას შემდეგ მიჭირს სხვა ადამინაების ჩემს ცხოვრებაში შემოსვება. - ცრემლებით აევსო ლამაზი თვალები არიდა, ხმაც საგრძნობლად აემღვრა. - მეშინია, რომ შევეჩვევი, შევიყვარებ და მერე მასავით მიმატოვებენ,- განაგრძო წამების ყოყმანის შემდეგ, - იმედს გამიცრუებენ. ახლა, ამ ასაკში რომ მივეტოვებიე ალბათ ადვილად გადავიტანდი და მის პატიებასაც შევძლებდი, მაგრამ ათი წლის ბავშვმა ეს ვერ მოვახერხე. ვერ გავიგე. ვერ გავიაზრე. ვერ შევეგუე... მას შემდეგ არასდროს მიცდია მასთან ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ ვიცი სადაც არის. არც მას უცდია. ალბათ იმიტომ რომ ყველაზე კარგად ის მიცნობდა. ხშირად მიფიქრია, რომ მეცადა, რომ დავალაპარაკებოდი იქნებ ცოტათი სიმსუბუქე მეგრძნო, მაგრამ არა... ვერა... ვერ დავივიწყებ იმას, რაც მისი წასვლის შემდეგ თავს დამატყდა, ვერ ვაპატიებ დედაჩემის დარდით, მისი მონატრებით ჩამქრალ თავლებს და წამში მიწასთან გასწორებულ მის ჯანმრთელობას. დედა ერთადერთი იმედია ჩემთვის ამ ქვეყნად და ასმაგად მტკენს მის თავლებში წაკითხული სიკვდილის სურვილი იმ მიზეზით, რომ ჰგონია ამით ჩემს საზრუნავს შეამსუბუქებს. თანა ამვედროს ხვდება, რომ მთელი ცხოვრება მზად ვარ მასზე ვიზრუნო, ნებისმიერ მდგომარეობაში მოვუარო ოღონ მან ისუნთქოს, ოღონდ მისი ჩახუტება შემეძლოს და თუნდაც ერთხელ, თუნდაც წამით მისი თბილი მზერა მომაგებოს.

დათას მუჭად შეკრულ ხელებზე შუბლი ჩამოეყრდნო და სუფრაზე ერთ წერტილს დაშტრებული უსმენდა მის მონოლოგს, მის ტირილ შეპარულ ხმას და თავლებში შეხედვას ვერ უბედავდა. თითქოს ყველა გრძნობდა შეთანხმებულად გათიშულიყო მასში. არ ვიცი მისმა გულმა, გონებამ, ქვეცნობიერმა თუ რა ძალამ გააკეთა ეს, რამ გააჩერა მასში ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ის იმ წამს მართლაც რომ ცოცხალ მიცვალებულს ჰგავდა. ალბათ კითხვის დასმისას ვერ წარმოედგინა, არიდას პასუხი ამდენად თუ შეძლბდა მასში რკინის კედლების გარღვევას და შესაძლოა ამის გააზრება იმუნური სისტემა ავტომატურად აამუშავა - მისი სასმენი ოგანოს გავლით ტვინთან მისული არიდას სიტყვები ოლიმპიური, დმაგნდგეველი ბრუნით მოივლიდა მის სხეულს, ყველაფერს ედებოდა, მერე უკან უკვალოდ იდევნებოდა, თითქოს იქ არც ყოფილა და სრულ სიცარიელეს ტოვებდა. საგულისხმო სწორედ ის არის, ეს სიცარიელე რას იტევდა...
- ჩემი ძმა კი... - ამოიხვნეშა და განაგრძო,- იმდენად არეული ჰქონდა ცხოვრება ჩვენთვის აღარ ეცალა, თუ რა ერქვა მის საქციელს არც კი ვიცი. კიდევ გავამართლებდი, თავისი არეული ყოფა რომ დაელაგებია, მაგრამ პირიქით საბოლოოდ დაასამარა თავისი მომავალი. მისგანაც ბევრი თავსატეხი მიგემია, მაგრამ განსაკუთებით მისი ხელით დასრულებულმა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლემ გამიცრუვა ყველაზე მეტად მასში იმედი.


ამ სიტყვების მოსმენისას გონს მოეგო დათა, მისმა სხეულმა შეწყვეტილი სუნთქვა აღადგინა და მთლიანი მარაგით შეავსო ჟანგბადისაგან დაცლილი ფილტვები, სწრაფად წამოწია თავი და პირდაპირ სახეში შეაჩერდა მოსაუბრეს .

- ამაა ვერასოდეს ვიფიქრებდი, ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი წარმომედგინა მისგან, მაგრამ ადამიანის მოკვლას თუ შეძლებდა ?! ჩვენს უყურადღებობას, წყენას, საფრთხეში ჩაგდებას, მისი მიზეზით ჩემს სასწორზე შემოდებულ სიცოცხლესაც კი დავივიწყებდი, ვივიწყებდი კიდეც მაგრამ იმ ცოდვას რაც მან ჩაიდინა, იმას რომ ეს ცოდვა მთელი სიმძიმით მეც მაწევს მხრებზე. ვერ ვივიწყე. მეც ისეთივე დამნაშავე მგონია ჩემი თავი იმ ადამიანის წინაშე, როგორც ის არის და მეშინია, რომ ამ ყოველივეს საზღაური ერთ დღეს მეხივით დამატყდება თავზე. მას და მე ერთი სისიხლი გვაქვს, საერთო სისხლი კი ბევრ რამეში გხდის ადამიანთან მოზიარეს... არადა ის ასეთი არ იყო. შეიძლება გაგეცინოს კიდეც, არ დამიჯერო, მაგრამ მართლა არ იყო. ბევრი ცუდი გაუკეთებია, თუმცა ასეთი უსულგულო არ იყო, პირიქით მუდამ დაჩაგრულს იცავდა. არ ვიცი რა მოხდა, რამ აიძულა ეს, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. არც იმას, როდესაც სასხლეტს თითი გამოკრა უგონო მდგომარეობაში რომ იყო, ფაქტი ერთია- ის მკვლელია, მე კი მკვლელის და ვარ...

„ და მკვლელის შვილი „ - გაეპასუხა არაბულის გონება არიდას ბოლო ფრაზას. ერთმანეთზე შერთებამდის დაჭერილი ყბებიდან მძიმედ გამოუშვა ჰაერი და საზურგეს მიეყრდნო. ყველაფერი ყველაფერი მაგრამ ამ სიტყვების მოსმენას ნამდვილად არ მოელოდა არიდასგან. გოგონა თავად იდანაშაულებდა თავს იმაში, რაშიც დათაც ადანაშაულებდა. მაგრამ განა მკვლელის დობა ან შვილობა დანაშაულად ეთვლება ადამიანს? განა მათ გამო ამ კეთილ არსებას უნდა ეგო პასუხი ? მრავალჯერ დაესვა ეს კითხვა არაბულს საკუთარი თავისთვის, მაგრამ ვერასდროს მიეღო კმაყოფილება გაცემული პასუხით....

- ბევრჯერ მინატრია იმ ადამიანის ახლობლებთან შეხვედრა, ვისაც საყვარელი ადამიანი წაართვა. მინატრია მათ მუხლებში ჩავარდნა და ძალის გამოცლამდე პატიების თხოვნა. თუმცა მხოლოდ მინატრია, ალბათ ამას ვერასოდეს გავბედავდი... არც კი ვიცი ყავს თუ არა ვინმე, მედიაშიც კი არ მიდევნებია თვალყური ამ ამბისთვის, თითქოს თუ ნაკლები მეცოდინებოდა ამით რაიმე შეიცვლებოდა.

სწორედ აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა არიდამ, სახელისა და გვარის გარდა მისი ძმის მოკლულის შესახები არაფერი იცოდა, არც უნდოდა სცოდნოდა. თუმცაღა უნდა ითქვას, დათა არაბულის სახელი იმდენად ირიბად იყო ხსენებული დამახსოვრებასაც კი ვერ მოასწრებდა და ეს ყოველივე რათქმაუნდა მშვენივრად იცოდა თვით დათამაც. მაგრამ გოგოს რომ მოენდომებია ალბათ რაღაც მინიმალურსა და საჭიროს მაინც მიაკვლევდა. სწორედ ამ ინფორმაციული ვაკუუმის გამო ჰქონდა ხელსაყრელი მდგომარეობა. მეტწილად რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენების ცხოვრების გაშუქებით დიდად თავს არ იწუხებდა ქართულია მედია საშუალებები. მითუფრო თუ, რესპოდენტი კომუნიკაბელურობით საერთოდ არ გამოირჩეოდა. ვაჟაც და დათაც წლებთან ერთად ისე ხდებოდნენ წონადი ფიგურები საქართველოს მართველთა ეშელონებში თვალში ზედმეტად არავის ედებოდნენ და მხოლოდ მცირე რიცხვმა იცოდა მათზე. თანაც საქართველოში დათა არაბულის სახელზე იყო ყველა აქტივი გაფორმებული, ასე რომ ვაჟასთან მისი დაკავშირება ადვილად ვერ მოხერხდებოდა. რატომღაც თავიდანვე ასე სურდათ. არც მკვლელობის შემდეგ გახმაურებულა დიდად რაიმე. რადგან დამნაშავე დანაშაულის ადგილას აიყვანეს ვერაფერი საკბილო ვერ ნახა მედიამ და მალე მიივიწყა ეს ამბავი.

- ვთქვათ შეხვდი იმ ადამიანს ვისაც ის წაართვეს, რა შეიცვლებოდა მისთვის, ან შენთვის ?

- მისთვის არც არაფერი. რომელი პატიების თხოვნა დაუბრუნებს მის თავს, მაგრამ იქნებ მე მაინც მეგრძნო სულ ცოტა შვება, იოტისოდენა მაინც.

- ხო, მაგრამ ის შენ არ მოგიკლავს.

- ჩემმა სისხლმა და ხორცმა მოკლა, რამდენადაც არ უნდა ვუმტკიცო ჩემს თავს, რომ დამნაშავე არ ვარ მაინც არ გამომდის, მაინც მამძიმებს. ბავშვობიდან მომყვება რატომღაც ეს ჩვევა, ყველა ჩემი ახლობლის ტვირთი ჩემიც მგონია და ამის გამო ხშირად მეჩხუბებოდა ალექსანდრე.

- სიმართლე გითხრა მესმის შენი.

- ამის შემდეგ კიდევ გსურს ჩემთან რაიმე საერთო გქონდეს ? - თვალი თვალში გაუყარა არაბულს და ისე ჰკითხა. თან ღვინის ჭიქა აიღო და დარჩრენილი სითხე ბოლომდე შესვა.

- იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდგენია.

- იცი, მგონი ცოტა მომეშვა, - გულზე მიიჭირა ხელი და ღრმად ამოისუნთქა არიდამ, -თითქოს რაღაც ცუდისაგან დავიცალე.- მაგიდაზე იდაყვებით დაეყრდნო, ორივე მტევანი ერთმანეთზე გადაიდო და ნიკაპით ჩამოეყრდნო. - შეგიძლია კიდევ დამისხა ? - თვალით ღვინის ბითლისაკენ ანიშნა.

- რათქმაუნდა, მაგრამ ადვილად ხომ არ გერევა სასმელი? - ჰკითხა და პარალელურად ჭიქა შეუვსო, - თან არაფერს ჭამ - დასძინა ბოლოს .

- არ ვიცი, აქამადე ერთ ჭიქაზე მეტი არ დამილევია. იმედი მაქვს არ დამათრობს. - გადაიკისკისა და მორიგი ჭიქა ნახევრამდე მოსვა.

- არ გეშინია რომ დათვრე და გონი დაკარგო ? - ცბიერი ღიმილით ჰკითხა დათამ. რაღაც სიმათლის მარცვალ იტევდა ეს კითხვა და არიდამაც იგრძნო ეს.

- შენ დამპირდი, რომ ჩემი სურვილის წინააღმდეგ არაფერს გააკეთებ. - სანდომიანად ჟღერდა გოგონას პასუხი.

- მე დაგპირდი, რომ დღეს არ გავაკეთებ, სულ მალე კი ისარი თორმეტს გადასცდება. - დარბაზის აღმოსავლეთ კედლის შუაგულში თეთრ ფონზე შავი საღებავით მიხატული საათის ნუმერაციებსა და ისრებისაკენ მიანიშნა დათამ.

- მაინც არ მეშინია და სულ ტყუილად ცდილობ ჩემში ეჭვის გაღვიძებას.

ცოტა არ იყოს და იწყინა გოგონამ. და მართლაც რა ერქვა არაბულის ამ საქციელს მეც არ მაქვს პასუხი.

- ესეიგი მხოლდოდ შენს შეხედულებებსა და ინსტიქტებს ენდობი.

- მგონი უფრო ამართლებს.

- შესაძლოა. - ზერელე დაჯერებულობით დაეთანხმა დათა.

- კარგია რომ მოგიყევი, - უცებ დაუსერიოზულდა სახე არიდას. - ჩემს შესახებ აუცილებლად უნდა გცოდნოდა ყველაფერი. სხვაგავრად ვერ წარმომიდგენია ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, რა ტიპისიაც არ უნდა იყოს ის. ახლა კი შენი ჯერია.

ცოტა დატყობოდა არიდას უძირო წყლიან თვალებს ალკოჰოლის მოქმედება. აშკარად ჰყიდნენ დათასადმი მის გრძნობებს. რადგან წინანდელტან უფრო გაბედულად ათვალიერებდა გაცისკროვნებული, აბრჭყვიალებული მზერით. რაც, რათქმაუნდა შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი გრძნობების ობიეტს.

- მოდი ჯერ საცეკვაოდ გაგიწვევ.

- დათა ! - თვალები სასაცილოდ დააკვესა არიდამ.

- აუცილებლად ვუპასუხებ ყველაფერს რაც გაინტერესებს, მანამდე კი არ ვიქნები სწორი თუ ამ სასიამოვნო მელოდიას, - გაშლილი ხელით მათგან ჩრდილოეთ კუთხეში ცოცხალი მუსიკის შემსრულებლებს ანიშნა დაეკრათ. ვალსის მელოდია მომნუსხველად მიმოიფანტა ირგვლივ და რომანტიკული გარემო შექმნა. - შენს მშვენებასთან ჰარმონიული შერწყმის შანნს წავართმევ. - სწაფად წამოდგა ფეხზე არიდასთან მივიდა, ხელი გაუწოდა - გთხოვ ! - უთხრა და საცეკვაო მოედანზე გაიწვია.

დარზის შუაგულში თვალწარმტაცი წყვილი, ერთმანეთზე მჭიდროდ აკრული, მელოდიას რიტმულად აყოლილი მოძრაობით საოცრად მოხდენილად ცეკვავდა. შავ-თეთრი დარბაზის შუაგულში, შავ-თეთრი წყვილი მომნუსხველად ცეკვავდა.
რა უხდება, რა ერწყმის ყველაზე უკეთ ერთმანეთს თუ არა შავი და თეთრი ?!

მარჯვენა ხელი დათას მტევანზე ჩამოედო, მარცხენა ხელი- მხარზე, შუბლით კი მკერდზე ეყრდნობოდა და ღვინისაგან გაბრუებულს არაბულის არომატი მეტად ხვევდა ბრუს.

- ჩემი გამოგზავნილი კაბა რატომ არ ჩაიცვი ?- კიდევ ერთხელ დაატრიალა და კვლავ სხეულზე მიკრულს ყურთან ჩუმად უჩურჩულა.

- იმიტომ.

- არია, იმიტომ პასუხი არ არის ! - სულ ოდნავ გასწია უკან.

- არის ! - გაჯიუტებულმა უპასუხა და მასთან მოშორებით განაწყენებულლმა, გაბუსხული სახით ახედა.

- კარგი, იყოს. - ღიმილით დაენხმა დათა. თან მის მსუყე წითელ ბაგეებს მშიერი მზერა შეავლო. - მინდა, რომ გაკოცო . - უტიფრად გაანდო სურვილი.

- ღმერთო ჩემო, მეკითხები? - შეიცხადა გოგომ.

- ჯერ თორმეტი საათი არ დამდგარა, - ღიმილით უპასუხა და ისევ საათისკენ მიანიშნა. მომცემ უფლებას ?

- დაგვინახავენ. - მომსახურე პერსონალზე და მუსიკოსებზე მიუთუთა.

- არცერთი მათგანი არ გვიყურებს და რომც გვიყურებდნენ უნდა იგულისხმო, რომ თვალის ჩინი არ აქვთ. გაკოცო არია ? - გაუმეორა კითხვა.

- თორმეტ საათს ვერ დაელოდები ?

დაასრულა თუ არა გულიბრყვილო კითხვის დასმა გოგომ, არაბულმა ხმით გაიცინა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არავის არ ახსოვს ასეთი გულრწფელი მხიარულებით ახარხარებული დათა.

- რა გაცინებს ? - იწყინა ქალმა.

- ზოგჯერ მგონია, რომ ამ სამყაროდან არ ხარ.

- მგონი არაფერი მითქვამს დასაცინი. - პოზიციას არ თმობდა არიდა.

- შენ ახლა მე, ყველაზე უცნაური ფორმით დამთანხმდი. გულუბრყვილოდ, თუმცა ისე, პასუხისმგებლობა მაინც მე დამაკისრე მერე რომ გესაყვედურა.- სახეზე ჩამოყრილი თმა ორივე ყურზე დადაუწია, სახე ხელებში მოიქცია,- ვერა არია, თორმეტ საათამდე ვერ მოვიცდი, ახლა და ამ წამს მსურს შეგიგრძნო. ახლა მჭირდები ! - მის აცახცახებულ ნამიან ბაგეებს დაეკონა.

კვალვინდებურად, შიგნეული გაუცხელდა არიდას, გული საგულედან ამოუხტა და მთელს სხეულში ნეტარი სიამოვნება გამეფდა. მასაც სურდა, წარმოუდგენლად დიდი სურვილით სურდა დათას შეგრძნება. ღვინოც ხომ სითამამეს მატებდა. ფეხისწვერებზე აიწია, ხელები ნელი მოძრაობით კისერზე შემოაწყო და მთელი სხეულით მიეწება დათას. იგრძნო რა, არიდას ეს ნაბიჯი სულ გახელდა არაბულში ვნება, თუმცა არც არასოდეს განიცდიდა არიდას მიმართ თავაშვებულობის ნაკლებობას. გრძელი ძლიერი მკლავები ზურგსადა წელზე შემოხვია და მთელი ძალით მიიზიდა. გაშმაგებით, გათავხედებული ჟინით ეპატრონებოდა გოგონას ნორჩ ტუცებს და იმ წამსაც კი იმაზე ფიქრობდა, ამ ტუჩებზე მხოლოდ მისი კვალი რომ იყო, მხოლოდ მისი გემო რომ იცოდა... კოცნიდა ისე, როგორც აქამდე არასდროს არავისთვი არ ეკოცნა. განიცდიდა იმას რაც აქამდე არასდროს არავისთან განეცადა. წამით შეჩერდა, როდესაც გოგონას ტუჩების უფრო თამამი მოძრაობაც იგრძნო, არ მოსცილებია უბრალოდ გაჩერდა, თვალები გაახილა და არიდას დაჭყეტილ თავლებში ჩაიხედა. იქ წაიკითხა ის, რაც ესოდენ უნდოდა წაეკითხა, მისივე ბაგეებზე გაეღიმა და კვლავ შიმშილით წაეტანა. იმ წამს ისეთი უსუსური იყო არიდა ისეთი დატყვევებული და გრძნობამორეული...

- შენ ბაგეების სიტკბოებას თან დართული წითელი ღვინის მათრობელა არომატი... - ვნებამორეული, ჩახლეჩილი ხმით წამოიწყო საუბარი დათამ, მას შემდეგ რაც ძლივს დაიხსნა თავი სურვილების ტყვეობისაგან, - წარმოუდგენლად დიდი ცდუნება ... წარმოუდგენლად დიდი ცდუნება ხარ არია... ისეთი, თავ-ბედს რომ აწყევლინებს ამაზე უარის მთქმელ კაცს და ისეთიც, ცდუნებაში შესულსაც თავ-ბედის წყევლა რომ მოუწევს.

- ასე ნუ საუბრობ.- გამშრალ ყელში ძლივს გადააგორა ნერწყვი ქალმა, მისი ხამც კი ჭრუანტელს ჰგვრიდა.

- როგორ ასე ?

- არვიც, რაღაცნაირად. როდესაც შენი ხმა მესმის იმ წამს დაბნეულობა და ფორიაქი მიპყრობს. ახლა კი ისეთი სხვანაირი ხარ, მეშინია ფეტვის მარცვალივით არ მოვიფანტო ამ პრიალა იატაკზე.

- მთვარლი ხარ არია ? - ღიმილიანი ხმით ცოტათი დაცინა და ნიკაპის ქვეს ამოდებული ხელით სახე ააწევინა. - ორი ჭიქაც კი არ დაგილევია. ხომ გითხარი, რაიმე გეჭამა.

- ბავშვივით ნუ მტუქსავ !

- ასე ნუ მიყურებ, თორემ, თორემტ საათს გადაცდა და ჩემს პირობასაც ვადა გაუვიდა. - დაასრულა თუ არა ისევ საკოცნელად წაიწია.

- გაჩერდი, - მკერდზე მიაბჯინა ხელები და ერთი ნაბიჯით უკან გახტა, - ასე არ შეიძლება. ის ერთიც საკმარისი იყო.

თანხმობის ნიშნად დათამაც დაიხია უკან.

- იმდენად მთვრალი არ ვარ, შენი ამბების მოსმენა ვერ შევძლო. - დაამატა და თავისი ადგილისაკენ გაეშურა.

- ხვალ გემახსოვრება ? - ჰკითხა ბიჭმა და თავადაც დაჯდა.

- არც ისე სუსტი ვარ ჭიქანახევარმა გონება გამითიშოს. მომიყევი შენზე.

- კონკრეტულად რა გაინტერესებს ?

- მაგალითად, როგორი ბავშვი იყავი, რა გიყვარს, რა გძულს. მგონი ყველა ბანალურ კითხვაზე მინდა პასუხი. მე მხოლოდ შენი პიროვნება, შენი ცხოვრება მაინტერსებს, სხვა დეტალები ასე თუ ისე ვიცი.

- და რა იცი ?

- ის რომ უბრალო ადამიანი არ ხარ. აი, ჩემნაირი.... ამას არ უნდოდა დიდი ძიება. ჩაცმულობაზეც გეტყობა, ავტომობილებზეც. სხვა თუ არაფერი, დღევანდელი საღამოს მომწობი დაბალი ფენის ბიჭი ვერ იქნება. თუმცა ეს ყოველივე უკანასკნელია რაც შენში მაინტერესებს და საერთოდაც არ მაინტერესებს.

- მაგას უკვე დიდი ხანია ვხვდები. ელენეს დახმარების უფლებაც კი არ მომეცი. ხო მართლა როგორ არის ელენე?

- ძალინ კარგად. დედა მზრუნველობას არ აკლებს და ჭრილობებიც უხორცდება.

- მიხარია. რაც შეეხება მისი დახმარების საკითხს, შენს გადაწყვეტილებას არ დავეთანხმები. მისი დახმარების უფლება მეც ისევე მაქვს, როგორც შენ და რამდენადაც არ უნდა გაჯიუტდე მე მაინც იმას გავაკეთებ, რაც მსურს.

- მგონი მართალი ხარ და თან ამ საჭირბოროტო თემის წამოჭრით ჩემს კითხვებზე თავის არიდება გსურს. - მარჯვენა ხელზე ლოყა ჩამოაყრდნო, თითები აათამაშა და ქვემოდან ახედა მოწკურული თავლებით.

- სულაც არა. უბრალოდ მეც არ მხიბლავს დიდად ჩემი წარსულის გახსენება.

- რომელიც არასოდეს გვტოვებს. ეთხელ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა, ვერ გაიხსენებ იმას რაც არასოდეს დაგვიწყებიაო.

- ჭკვიანი ადამიანი ყოფილა. მართალია არ დამვიწყებია, თუმცა ხმამაღლა ვინმესთვის მოყოლა გეძნელება ადამიანს.

- თუ ამდენად გიჭირს აღარ დაგაძალებ, - წელში გასწორდა გოგონა და გულრწფელად თქვა. - თუ არ გინდა, ნუ მომიყვები.

- არ ვიქნები სწორი.

- მართლა არ მეწყინება.

- ვიცი, მაგრამ თუ მინდა შენს მდგომარეობას გავუთანაბრდე მეც უნდა მოგიყვე. ასე უფრო სამართლიანი იქნება. - გარემოს თვალი მოავლო არაბულმა, მერე საკამს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. - ყველაფერი რომ მოგიყვე დიდ დროს წაგვართმევს, მხოლოდ მნიშვნელოვანს გეტყვი. იმას რამაც ჩემზე გავლენა იქონია. მამასთან მეც ათი წელი ვიცხოვრე მიუხედავად იმისა, რომ ახლა ოცდათერთმეტი წლის ვარ და ის მხოლოდ ათი წლის გარდაცვლილია. მამა ჩემს დაბადებას ვერ დაესწრო რადგან, ერთმა კაცმა, რომელსაც მეგობრად მიიჩნევდა, ის ღალატით ციხეში ჩასვა. სასჯელი მასინ დაასრულა ათი წლის რომ ვიყავი. მას სემდეგ ათი წელი იყო ჩემს გვერდით. დაკარგული დროის გამო ცხოვრება საჩქაროდ ჰქონდა ასაწყობი, ამიტომ მუდმივად უწევდა ჩემი დატოვება, რათა ჩემთვის უკეთესი მომავალი შეექმნა. მოკლედ ნახევარჯერ ვერ ვხედავდი. მერე კი ერთ მშვენიერ დღეს იმავე ადამიანმა, მამაჩემს გაურკვეველი მიზეზების გამო ტყვია პირდაპირ გულში ესროლა და სამუდამოდ წამართვა, - შესაშური სიმშვიდით ჰყვებოდა დათა. ისედაც ცივ ხმაში ახლა ფოლადი გარეოდა და ერთი მისხალითაც კი არ იგრძნობოდა მღელვარება. არიდა კი ღვარღვარით ჰყრიდა ცრემლებს.

- ღმერთო ჩემო, ძალიან ვწუხვარ. - ამოიქვითინა ქალმა. - ხომ დაისაჯა ?

- არა. იმ დროისათვის ეს საქმე ზედმეტად გასაიდუმლოებული იყო და ვერ მოვახერხეთ სამართალის პოვნა. მინდოდა საკუთარი ხელით დამესაჯა ზუსტად ისე, როგორც მამაჩემს მოექცა. მასზე ყველაფერი გავარკვიე, სახლშიც მივაკითხე, მის ნაცვალდ კი ზღურბლზე მისი ქალიშვილი გამოჩნდა. პატარა ლამაზი გოგო... - ძალიან დიდ ხნით შეყოყმანდა დათა. თითქოს საუბრის გაგრძელება აღარ სურდა. მხოლოდ ატირებულ არიდას უყურებდა და ვინ იცის რაზე ფიქრობდა. როგორც იქნა ხმა ისევ ამოიღო, - მერე სახლში დავბრუნდი, ბარგი ჩავალაგე და ქვეყნიდან გადავიხვეწე. ნათლიასტან წავედი საცხოვრებლად და ალბათ არც არსდროს დავბრუნდებოდი, რომ არა ისევ მორიგი დანაკარგი. ნათლია, რომელიც მამობას მიწევდა ამჯერად იმ კაცის შვილის ტყვიას შეეწირა. ისევ გულში სროლით....

- იმ გოგონამ ? - არიდამ გაოგნებულმა იკითხა.

- არა, ბიჭმა. ის გოგონა კი ალბათ შენსავით ატარებს მხრებით თავისი ძმის დანასაულის სიმძიმეს.

- და მამის დანასაულისაც.- დაამატა გულამოვარდნილმა.

- ალბათ...

- ღმერთო ჩემო... დათა, ეს რომ მცოდნოდა, ოდნავადაც რომ მეეჭვა ასეთი მძიმე ისტორიას მოვისენდი, არსდროს, არსდროს გთხოვდი მოყოლას. - ცრემლით დასველებული სახე ხელებით სეიმშრალა და ღვინით სავსე ბოკალი ერთი მოსმით დაცალა.

- არაუშავს. ოდესმე ხომ უნდა გაგეგო.

- ახლაც გინდა მისი მოკვლა ? - თვითონაც არ ეჯერა, რომ ახლა დათასთან ასეთ თემაზე საუბრობდა და ამ კითხვას უსვამდა.

- აღარ...

- კარგია. შურისძიების სურვილი, სულში გაღვიძებული ბოროტების ტოლფასია დათა. იცი, მე მესმის შენი მაშინდელი სიბრაზის, პატარა იყავი, ტკივილმა გონება დაგიბინდა და მე მესმის ამ ტკივილის. მიხარია, რომ ამ ყველაფერს აჯობე, ძალიან მიხარია...

- იქნებ ვერ ვაჯობე.

- როგორ არა აჯობე. მათი მოკვლა არ გინდა.

სიტყვის გაგრძელება ვეღარ შეძლო დათამ. თითქმის მზად იყო მისთვის სიმართლე მოეყოლა მაგრამ ვეღარ შეძლო. არიდა იმდენად ეპოტინებოდა მასში, თავისი თავლით დანახულ სიკეთის ნაპერწკალს, სათქმელი გონებაშივე ჩაუხშო არაბულს. უსიტყვოდ უმზერდა აცრემლებულ ქალს და პირველად არ იცოდ რა გაეკეთებია. მისმა გონებამ იმ წამს გაჩუმება ამჯობინა.

იმ ემოციას რაც დათას სახეზე არ იკითხებოდა მის ტვალებში მოეყარათ თავი. შეთანხმებულად, მისი შავი სფეროებიდან ერთმანეთის მონააცვლეობით იმზირებოდა ყველა : სიბრაზე, წყენა,სიძულვილი, ტკივილი, გაურკვევლობა, და სიყვარულიც კი.. თითოეული მათგანის ამოკითხვა დაანება არიდას. უყურებდა გოგო და ყველაფერს, რასაც მათში კითხულობდა საკუთარ თავზე გრძნობდა, უხილავი ძალით მასაც გადაეცემოდა. იმოდენა სიცხადით გრძნობდა, წამით იფიქრა, რომ ვეღარ გაუძლებდა და იქვე, მის თვალწინ ერთიანად დაიშლებოდა. გული მოეწურა იმის მიხვედრაზე, თუ რამოდენა ტვირთს დაატარებდა დათა. ღმერთო, ამ ყველაფერს როგორ იტვესო-გაიფიქრა, ღვნის ბოთლს ხელი დასტაცა და ჭიქა პირამდე სეივსო.

- აღარ დალიო, - ხელი დაუკავა მან.

- გთხოვ, მჭირდება. - საწყლად შეემუდარა გოგონა და დათამაც ხელი შეუშვა. ის ჭიქაც გამოცალა. ამის შემდეგ იყო კიდევ რამდენიმე ჭიქა და...


გაღვიძება ასე არასოდეს გაძნელებია. ვერა და ვერ ახელდა თვალებს. თითქოს ქუთუთოებზე ლოდები ეწყო. დილას ყოველთვის დასვენებული გონებით ხვდებოდა, ახლა კი თავში ბრუსა და სიმძიმეს გრძნობდა. რის ვაი-ვაგლახით წამოჯდა, სახე მოიფშვნიტა და თვალებიც გაახილა. სრულიად უცხო ოთახი რომ აღიქვა თავლისჩინმა ხელახლა დახუჭა, თითებით რამდენჯერმე მოისრისა და ისევ გაახილა, იქნებ მელანდება, ამან მიშველოსო. მაგრამ კვლავ იგივე გარემო. ვიდრე ტვინი განგაშის ზარს შემოკრავდა მანამ ნერვიულად მოათვალიერა ოთახი- უზარმაზარ კრემისფერ საძინებელში ატლასის თეთრეულით გაწყობილ ტახტზე იწვა. მარჯვენა მხარეს ნაცრისფერი კარი და დარჩენილ კედელზე დიდი სარკეებიანი კარადა იყო განლაგებული. მარცხენა მხარეს ისევ ნაცრიფერი კარი, გრძელი კომოდი და სამი, სიმაღლისდამიხედვით განლაგებული ტორშერი. წინა კედელი კი ოთახს ვიტრაჟით ჰყოფდა ვერანდისგან, რომესაც მუქი კრემისფერი ხავერდისა და ქათქათა თეთრი გამჭვირვალე ფარდა ფარავდა. ვიტრაჟის წინ ორი ნაცრიფერი სავარძელი იდგა, პატარა მაგიდით. ფარდა შუაში კარის ადგილას იყო გადაწეული, კარი კი ოდნავ შეღებული რათა სუფთა ჰაერს ემოძრავა. სად ვარ ? - დაიკივლა გონებამ და არიდაც შეშინებული წამოფრინდა ფეხზე. ტანზე რამდენიმე ზომით დიდი მამაკაცის მაისური ეცვა, რამაც მორიგი კრთომა გამოიწვია მასში. მისი კაბა კი იქვე სავარძელზე აკურატულად იყო მიფენილი, გვერდით ფეხსაცმელიც ელაგა. გონება რამდენადაც შეეძლო დაძაბა, მაგრამ ვერანაირი კადრი ვერ აღიდგინა, არაფერი ახსოვდა გარდა დატასთან ვახშმობისა.
- ღმერთო მიშველე, სად ჯანდაბაში ვარ- ამოიკნავლა ანერვიულებულმა, მაისური გადაიძრო, კაბას ხელი დასტაცა და გადაიცვა. მერე დაიხარა, ძირს დაგდებული მაისური აიღო და ცხვირთან ახლოს მიტანა. - დათა... დათა ? ვაიმე დათა... - წამოიყვირა შეშინებულმა და მარჯვენა კარის მივარდა, გამოაღი და სააბაზანოში აღმოჩნდა. აღარ დაუხევია უკან ონკანი გახსნა და სახე ცივი წყლით მოიბანა. - დედა გაგიჟდება, რა ვუთხრა როგორ ავუხსნა ? გაგიჟებულიც იქნება უკვე... - შესჩივლა სარკეში საკუთარ თავს. უცებ გამოვარდა უკან, ჩანთიდან სამაგრი ამოიღო, თმა უწესრიგოდ შეიკრა, ფეხსაცმელები ხელში დაიჭირა და მარცხენა კარისაკენ გაეშურა. ლოგიკურია, რახან მარკვენა არა, მარცხენა იქნებოდა ოთახიდან გასასვლელი. რათქმაუნდა არც შეცდარა. გააღო თუ არა, გრძელ ნათელ ჰოლში აღმოჩნდა, რომელსაც წინა მხარეს მოაჯირი გასდევდა, ეს დერეფანი უთუოდ პირველ სართულს გადაჰყურებდა. თვალების ცეცებით გამოარკვია ჩასასვლელი კიბე საითაც იყო და იქით აიღო გეზი. ათიოდე ნაბიჯი ექნებოდა გადადგმული მისი ყურადღება შეღებულმა კარმა რომ მიიპყრო. ღია კარიდან ბნელი ოთახი იმზირებოდა. საძინებელში თითქმის ყველაფერი მუქი ფერისა იყო. შპალერით დაწყებული ავეჯით დამთავრებული, შავ ფარდაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ნეტავ აქ ვის, ან როგორ ძინავსო, გაიფიქრა და სახე შეჭმუხნა. მერე უცებ ისევ მოაგონდა რა მდგომარეობაშიც იყო, თითქმის სირბილით ჩაიარა კიბეები. კიბის ბოლოს შეჩერდა და ვერ გაეგო სად წასულიყო, რადგან სახლში სრული მდუმარება იდგა. დამფრთხალი აცეცებდა თავლებს. როგორც იქნა წინ დიდი კარიც შენიშნა. უეჭველად გასასვლელი უნდა ყოფილიყო. გაეხარდა და მისკენ გაიქცა. იმ წუთას სულ აღარ ქონდა მნიშვნელობა რა მოხდა, ან ვინ იყო ამ სახლის მფლობელი, მთავრი იყო ახლა იქაურობას გასცლოდა. ახლა არაფრის მოსმენა და საუბარი არ შეეძლო. ყველაზე უკეთეს ვარიანტად გაქცევა მიიჩნია. ან რა იცოდა, რა იყო უკეთესი, როდესაც მსგავს მდგომარეობაში არასოდეს ჩავრდნილა. სულ არეული ქონდა გონება. ის იყო კარი სახელურს ჩაეჭიდა და უნდა გაეღო, ჰაერში ნაცნობმა ხმამ მკვახედ და მკაცრად გაიჟღერა.


- არ მინდა ვიფიქრო, რომ გარბიხარ. - ცოტა დამცინავი ჰქონდა ტონი დათას, რომელიც თავზე წამოსდგომოდა. ადგილს მიეყინა არიდა. - არ შემობრუნდები ? - ისევ ირონიულად ჰკითხა.

- დილამშვიდობის. - დარცხვენილმა ძლივს ამოიკნავლა, შემობრუნდა და იქვე კედელთან აიწურა.

- დილამშვიდობის. რატომ გარბოდი ?

- არ გავრბოდი... არა, კი გავრბოდი... დათა, მე უბრალოდ სრულად ბურუსში ვარ. თავში სრული სიბნელე მაქვს. ვერ ვხვდები აქ რას ვაკეთებ.

- ვერ ხვდები ? არაფერი გახსოვს ? - დაეჭვებით შეხედა ქალს.

- საერთოდ არაფერი.

- არიანდა, საერთოდ არაა ეს სახუმარო. თუმცა, თუ დილიდან კარგ განწყობას იქმნი კი ბატონო.

- არ ვხუმრობ, მართლა გეუბნები. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა გუშინ.

- ხოდა სჯობს ხუმრობდე. - უკმეხად მიუგო ბიჭმა. - როგორ შეიძლება ეს არ გახსოვდეს ?!

- ღმერთო ჩემო, - ამოიგმინა არასასიამოვნოს მოსმენის მოლოდინით, - მითხარი, რა მოხდა.

დათა ერთხანს დადუმდა. გოგონას საპირისპიროდ კედელს მიეყრდნო და ეჭვნარევად დაუწყო ყურება დამფრთხალს. თითქოს აფასებდა მართალს ამბობდა თუ არა. სული დაელია არიდას პასუხის მოლოდინში. არაბულმა ცალყბად ჩაიცინა თავი გადააქნია და გოგონას მიუახლოვდა. არიდა უფრო აეკრა კედელს.

- მაქვს პატივი, გაცნობოთ ჩვენი წუხანდელი ქორწინების შეხასებ. არიანდა ამირეჯიბო, წუხელ თქვენ ჩემი ცოლი გახდით. - სიტყვათა წყობა და ტონიც კი გადამეტებულად სარკასტული იყო. მისი თვალები კი ბრაზით მომზირალი.

- აი, ეს მართლა არ არის სახუმარო. - ცოტათი ღიმილიანი ტონით შენიშნა გოგომ. - გთხოვ მითხარი, რა მოხდა სინამდვილეში, აქ რატომ ვარ ?

- არიანდა, - ცივად დაუძახა და სახე ააწევინა. - შენი აზრით, ვგავარ იმ კაცს, რომელსაც მსგავს თემებზე ხუმრობის მეტი საქმე არაფერი აქვს ? - იმოდენა ფოლადი და სიმკაცრე იგრძნობოდა მის ხმაში, ეჭვის შეტანას შეუძლებელს ხდიდა.

- რას მეუბნები დათა ? - სხეულში ელდად დაუარა გაგებულმა არიდას.

- ს ი მ ა რ თ ლ ე ს . - დაუმარცვლა ბიჭმა. - იმას რაც გაინტერესებს.

- რააა? - იმხელაზე დაიკივლა, ლამის ყურები წაართვა ბიჭს. - გაგიჟდი ? გავგიჟდი ? ღმერთო, რას ამბობ ... რა სისიულელეა, ამას არ ვიზამდი. - ხელიდან ყველა ნივთი დაყარა, თავზე შემოიწყო და აქეთ-იქით ნერვიულ სიარულს მოყვა.

- არ მეგონა, პირველივე დღეს სანანებელი თუ გაგიხდებოდა... - გოგონას მოშორდა და მისაღებისაკენ წავიდა.

- გთხოვ, მითხარი, რომ უბრალოდ მეხუმრები ! ცოლად ვერ გამოგყვებოდი, ამას არ გავაკეთებდი... ღმერთო, ამდენი როგორ დავლიე... - სასოწარკვეთილად აჩურჩულდა არიდა. უკან აედევნა დათას, იქნებ ჩემთვის სასურველი მიპასუხოსო.

- გაფრთხილებდი არ დაგელია, მაგრამ არ დამიჯერე. ნამდვილად არ მინდოდა ეს მნიშვნელოვანი მომენტი არ გხსომებოდა.

- სისულელეა, მაგას არ ვიზამდი. არც შენ იზამდი. არ მჯერა... ჩემი სიმთვრალით არ ისერგებლებდი- სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს და ცრემელებიც ერეოდა. - შენ დამპირდი...

- არც არაფერი გამიკეთებია შენი სურვილის საწინააღმდეგოდ. მე უბრალოდ უარის სათქმელად არანაირი მიზეზი არ მქონდა. ბევრჯერ გთხოვე სხვა დროს გადავდოთთქო, მაგრამ არ დამიჯერე. იმ წუთას სრულიად საღ გონებაზე იყავი.

- ახლა გავგიჟდები. - სახეზე ხელი აიფარა და მოწყვეტილი სხეულით დივანზე დაეცა.

- შენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად გავგიჟდები. - მშვიდად თქვა დათამ და ჩაიცინა, ვერ გეტყვით ეს ჩაცინება სიმწრის იყო თუ ირონია ერთვოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გვერდით მიუჯდა. - ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩემს ახლად მოყვანილ ცოლს ისიც თუ არ ემახსოვრებოდა, რომ საკუთარი სურვილით გამომყვა და საერთოდ ცოლად გამომყვა. მართალია სპონტანური გადაწყვეტიელბა იყო, მაგრამ გიმეორებ, სრულიად საღ გონებაზე იყავი და ახლა ამ საქციელით თუ ჩემი დაცინვა გაქვს გადაწყვეტილი, ნამდვილად გამოგივიდა.

- რა დაცინვა დათა, რა დაცინვა. - საცოდავად ამოილაპარაკა არიდამ- სად მაქვს ახლა მაგის უნარი. - მთელი სხეულით ცახცახებდა . - მახსოვს საკმაოდ გვიანი იყო ვცეკვავდით... კიდევ... ღმერთო ჩემო- ამოიგმინა არასასიამოვნო ფაქტის გახსენებაზე, - ხო ჯანდაბა, მერე მე გაკოცე, მაგრამ ცოლად არ გამოგყვებოდი.

- გამომყევი.

- ისე გვიან ვერ დავქორწინდებოდით. შუაღამე იყო. მაგ დროს ყველაფერი დაკეტილია.

- არ ვიცი როდის არის ბიურო ღია, ეს ჩემი პირველი ქორწინებაა, - ხაზგასმითა და ირონიული ტონით დაურთო, - მაგრამ ჩემი თხოვნისთქვის უარი არავის უთქვამს. თუ არ გეჯერა მოწმობას გაჩვენებ.

ისე უთხრა, წყალიც არ გაუვიდოდა რომ ბიჭს ნამდვილად ჰქონდა ეს მოწმობა, მაგრამ მაინც ვერ იჯერებდა მაინც იმედს ეპოტინებოდა.. დათამაც შენიშნა ეს, ადგა და მათ წინა კედელზე მთელს სიგრძეზე გაშლილ, ღია თაროებიანი კარადიდან, სადაც სხვადახვა ნივთი იწონებდა თავს, სქელყდიანი ორად გადაკეცილი მოწმობა აიღო.

- ჰგავს შენს ხელმოწერას ? - გადაშლილი გაუწოდა.

არიდამ ხელებში ჩარგული თავი ამოიღო და ფრთხილად დახედა ქაღალდს. დაინახა და ამოიცნო კიდეც საკუთარი ხელწერა, მაგრამ მაინც გამოსტაცა ხელიდან, სახესთან ახლოს მიტანილს დააკვირდა, თითქოს ამით რაიმე შეიცვლებოდა.

- ეს რა ჩავიდინე ...- მოწმობა მაგიდაზე მოისროლა და ატირდა. - შენ მაინც როგორ გააკეთე ეს ? როგორ ვერ მიხვდი რომ ვერ ვაზროვნებდი ?

- აი ამას კი ნამდვილად არ მოველოდი. - გაწბილებული ხმით თაქვა არაბუულმა. - მთელი საღამო გთხოვდი, გადავდოთ არ მინდა ინანოთქო, ისე იწყინე აქეთ ვიგრძენი თავი უხეხულად ამ სიტყვების გამო, ვერაფრით გადაგაფიქრებინე და დამნაშავე ისევ მე გამოვდივარ. - ცოტახნით გაჩუმდა. მერე უცებ მიუბრუნდა და ხმამაღლა ჰკითხა :- ისიც არ გახსოვს სიყვარულში რომ გამომიტყდი ?

- სიყვარულში გამოგიტყდი ? - შეკრტა ქალი და უხეხულობამ გული გადაუქანა.

- რათქმაუნდა, არც ეგ გახოვს. - ცივად დაამატა და გვერდზე გაიხედა. - მე კი მაგ სიტყვებმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი...

- შენ რა, ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ დათანხმდი, რომ მე მთვარალმა და გონებაზე გადასულმა, სისულელეებისაგან თავის გაკონტროლება ვერ შევძელი ? - სვამდა კითხვბს მაგრამ იმასაც ვერ ხვდებოდა ახლა ამ მომენტში როგორ ინარჩუნებდა საღად აზროვნების უნარს. მთელი სხეული ტეხდა.

- საიდან მოიტანე ეგ ? - მის პირისპირ მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა ბიჭი. მრისხანებაა აფქრვევდა მისი მზერა. მეტად მწარედ გაჰკენწლა გაქვავებულ გულზე, არიდამ სისულელედ რომ მოიხსენია თავისი გადაწყევტილება. სიამოვნებით დაამხობდა ახლა ქვეყანას მისი ბობოქარი ხასიათი, თუმცა თავის შეკავება ამჯობინა. - მე შენ გითხარი ჩემი გახდებითქო და როდესაც ეს სურვილი შენიდანაც დავინახე, უარს რა მიზეზით ვიტყოდი ? არც ვნანობ. სულ რომ მე დამადანაშაულო მაინც არ ვნანობ. - მხრებში გასწორდა და წამოდგა.

- ეს.. ეს.. სიგიჟეა... მგონი ჯერ კიდევ მძინავს და სიზმარში ვარ.

- ეს ის სიზმარია, რომელიც არასოდეს დასრულდება, კარგად დაიმახსოვრე არია!

- დედაჩემი რომ გაიგებს გული გაუსკდება. ეს როგორ გავაკეთე... - ახლა უფრო ცხადად გააცნობიერა, რომ წინა ღამე სახლში არ გაუთევია. - ვაიმე ! დედა ალბათ ნერვიულობით კვდება. - წამოხტა და კარისაკენ გაქცევა სცადა, მაგრამ დათამ ხელით დაიჭირა და გაჩერა.

- წუხელ ვესაუბრე. მშვიდად შეხვდა.

- უთხარი?

- მხოლოდ ის, რომ ჩემთან რჩებოდი.

- მშვიდად შეხვდა ?

- კი.

- მატყუებ.

- თავად ნახავ.

რაიმეს თქმის ნაცვლად თავი გააქნია და კედელს უკმაყოფილოდ მიაშტერდა. იქ საათი წიკწიკებდა. თორმეტი დაწყილიყო. ახლა წესით სამსახურში უნდა ყოფილიყო.
- სამსახურშიც დამაგვიანდა. - წამოიყვირა უცებ და კარისაკენ შებრუნდა. უთუოდ, მის გონებას კიდევ ვერ მოეხერხებია მომხდარის ბოლომდე გაანალიზება.

- ახლა ეგაა ჩვენი რობლემა არია? - ხელი დაუჭირა და შეაჩერა. - ჩემს ცოლს მუშაობა არ სჭირდება. -მკვახედ დაამატა.

- მაგ სიტყვას ნუ იმეორებ გთხოვ ! როგორც კი შევძლებთ ხელს გავაწერთ. ასე გამოვასწორებთ ამ შეცდომას. მანამდე კი შენი ნახვა აღარ მინდა.

- იქნებ მითხრა მე რა დაგიშავე? რა დავაშავე ?

- არვიცი ზუტად ,მაგრამ მგონი ყველაზე მეტი. ახლა ისე თავდაყირა ვარ...

- არია, მართლა გიყვარვარ თუ წუხელ ეგეც სიმთვრალემ გათქმევინა ? - მოულოდნელად ჰკითხა მან და სიტყვა შეაწყვეტინა. - გიმეორებ, როდესაც ეგ მითხარი და მერეც მოწმობას ხელი რომ მოაწერე, სრულიად საღ გონებაზე იყავი. ამიტომ გეკთხები, ახლაც გიყვარვარ თუ მომატყუე ?

- სახლში წასვლა მიდა... ცოტას გამოვიძინებ იქნებ გონს მოვიდე. - კითხვით შეცბუნებულმა ესღა მოახერხა ეთქვა.

- შენს სახლში ხარ ! თუ გეძინება ჩვენს ოთახში შეგიძლია დაიძინო.

- რა ჩვენს ოთახში ? არანაირი ჩვენი ოთახი არ ... მოიცა.... შენ წუხელ... - სიტყვა ვეღარ დაასრულა გოგონამ და პასუხის მოლოდინში გულმა ამოუვარდა.

კმაყოფილი მზერით უყურებდა არაბული გულშეღონებულ გაფითრებულ გოგონას, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებია თუ რა ხდებოდა მის თავს. ალბათ ეს კმაყოფილება იმით იყო გამოწვეული, რომ გეგმა რომელიც მას ჰქონდა დასახული ზედმეტი ძალისხმევის გარეშე განხორცილედა. უფრო კონკრეტულად კი :

„ -ცოტა კი მერიდება მაგრამ... არა ცოტა კი არა ძალიან მერიდება- სიციალიანი ხმით აბუტბუტდა დათას მკერდზე მიკრული შემთვრალი არიდა.

- რისი გერიდება ? - ცბიერად ჩაეკითხა ბიჭი.

- იმის, რისი თქმაც მინდა.

- ნუ მოგერიდება, მითხარი, - ჩამოშლილი თმა ყურზე გადაუწია, სახე ააწევინა თავლებში ჩააშტერდა და დაამტა: - გთხოვ !

- მგონია რომ ის ერთადერთი ხარ, ვის გვერდითაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა.

- გგონია ?

- არა, უფრო დარწმუნებული ვარ. უბრალოდ თავს ვერ ვუტყდები ამაში.

- მაგარმ მე გამომიტყდი. რატომ?

- იმიტომ რომ მე შენი თვალების გავლით შენს გულს ვხედავ... იმიტომ რომ...

- რა ? - დასახრელად წაღებული თავი დაუჭირა. - იმიტომ რომ რა ?

- მგონი მიყვრხარ !

- მგონი, მოაშორე რა !

- მიყვარხარ !

გულში უცნაურად გაკრა დათას. შეცვილი მზერით ჩახედა გოგონას შემთვრალ, აბრჭყვიალებულ სფეროებს და მიიხუტა.

- მართლა გსურს მთელი ცხოვრების ჩემს გვერდით გატარება ?

- მსურს.

- ახლა გვიანია თორემ შეგისრულებდი ამ სურვილს. ეგეც რომ არ იყოს ფხიზელ მდგომარეობაშიც არ ხარ...

- სრულიად ფხიზელი ვარ და მშვენივრად ვხვდები რასაც ვამბობ.

- ხვალ ინანებ.

- არასოდეს !

- შესაძლოა, მაგრამ არ ვიქნები ახლა სწორი.

- შეგიძლია პირდაპირ მითხრა რომ შენ არ გსურს.- თქვა გოგომ და განაწყენებულმა სცადა მას მოშორებოდა.

არიდას წყენით ნათქვამმა ამ სიტყვებმა, ისედაც კარგა ხნის გადაწყვეტილ საკითხს საბოლოოდ აუთო მწვანე შუქი. მიუხედავად ამისა, მაინც რამდენჯერმე ჩაეკითხა არიდას თუ იყო დარწმუნებული თავის ნაბიჯში და დაურთო კიდეც, სხვა დროსაც შეგვიძლიაო, მაგრამ არიდა მყარად დარჩა თავის პოზიციაზე. ეგ კი არა, გააბრაზა კიდეც ბიჭის ასეთმა ჩაკითხვებმა. მერე იყო ქორწინების ბიუროს წარმომადგენელი, რომელიც უკვე გამზადილი საბუთებით ეახლა წყვილს. მერე პირველი ცოლ-ქმრული ამბორი, დათას ზარი დადუნასთან, რომ არიდა რიგი მიზეზების გამო მასთან რჩებოდა და პირობა, რომ შინ უსაფრთხოდ, უვნებელს დააბრუნებდა, შემდეგ თავის თითქმი დაძინებულ ცოლს ხელი მოკიდა და მამისეულ სახლში წაიყვანა.იმ სახლში რომელზეც იძახდა, დედაჩემზე ნაკლები ღირსების ქალს არ მივიყნო.“

დასჩერებოდა მისი პასუხის მოლოდინში გალეულს და განვლილ საღამოზე ფიქრობდა. მის თვალებიში ახლა კიდევ უფრო განსხვავებული სიმძაფრით იგრძნობოდა, რომ არაფრის დიდებით არ დათმობდა, რომ ახლა მის წინ მისი საკუთრება იდგა.

- დათა მიპასუხე !

- მე ჩვენს ოთახში მეძინა, შენი ჩემს გვერდით... დამშვიდდი, გვერდით ოთახში. ტანსაცმელით შენივე ხელით გაიხადე.

- რატომ მგონია, რომ შექმნილი სიტუაციით კმაყოფილი ხარ ? თითქოს მოგწონს რაც ხდება.

- უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს.

- არვიცი გუშინ რა მოხდა, ასე რამ გამითიშა გონება და რამ მაქცია დაუფიქრებელ ქალად, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს. უნდა გავეყაროთ და ორივე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

- ჩემს ნაცვლად ნუ საუბრობ არიანდა.- შეუუსწორა გოგონას. - მე ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას არასოდეს ვცვლი. მე გადავწყვიტე, რომ შენ ჩემი ცოლი უნდა იყო, ასეც იქნება. პატარა ბიჭი არ ვარ, რომ შენს გაუზრებელ ქმედებებზე ჩემი პრინციპებით ვაგო პასუხი.


- ვერ გავიგე ?!

- ხელს არ გავაწერთ. მოგიწევს იმ ნაბიჯთან შეგუება, რაც შენივე დიდი სურვილით გადადგი. მოგიწევს პასუხისმგებლობის აღება შენსავე გადაწყვეტილებაზე.

- არ უნდა მოვსულიყავი... ხომ ვგრძნობდი.. ხომ ვხვდებოდი რომ არ უნდა მოსვსულიყავი... მაგრამ მაინც მოვედი და ...

- მოხვედი და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ახლა იმაზე დარდს აზრი არ აქვს რაც არ გაგიკეთებია.

- რა ჭირს დათა ? სხვანაირი ხარ .

- იქნებ იმიტომ, რომ ჩემი ერთი დღის მოყვანილი ცოლი, პირველივე დღიდან ფეხვეშ იგებს ჩემს თავმოყვარეობას.

- სახლში წამიყვანე რა... გემუდარები ! უნდა დავფიქრდე, მგონი ჯერ კიდევ ვერ ვიზრებ რაც მოხდა... უნდა დავფიქრდე.

- სამ დრეს გაძლევ. გაიხსენე ყველაფერი რაც წუხელ მოხდა. დამიჯერე შეგიძლია. გონი წამითაც არ დაგიკარგავს და ვერაფრით ვიგებ ახლა რას ნიშნავს შენი ტვინის მდგომარეობა. გაიხსენე, გააანალიზე და მერე ვისაუბრებთ.

სათქმელად გამზადებული სიტყვა შავი უძირო თვალების ავად, მრისხანე დაბრიალებით შეაშეშა გოგოს პირზე. უხმოდ ანიშნა წავედითო და წინ გაუძღვა. არიდამ კანკალით წამოკრიფა თავისი ნივთები და გაყვა. სიტყვა არ დაუძრავთ სახლამდე. ისე გადავიდა ავტომობილიდან და შევიდა სადაბაზოში არიდა, არც კი გაუხედავს მისკენ არაბულს. როგორც კი თვალს მიეფარა წამით გახედა, მძიმედ ამოიხვნეშა და მერე ისეთი სიჩქარით მოსწყვიტა ავტომობილი ადგილს, მტვრის ნაწილაკებმა ღრუბლებამდე მიაღწია.



№1  offline წევრი likuu_s

როგორ გამიხარდი!
სად დამეკარგე?
ახლა წავალ წავიკითხავ და ცოტა ხანში მოვბრუნდები❤️

 


№2  offline წევრი likuu_s

ახლა არ მოვკვდე!
ეს რა იყო????

ვერ გავიგეეეე?

აი ამ დაქორწინების მომენტამდე, რა ემოციური საუბარი ჰქონდათ, ცრემლებიც კი წამომივიდა და ბოლოს რა სისულელე გააკეთა დათამ?

ანუ, უკვე დაიწყო თავისებურები? ესაა შურისძიების გეგმა? არ იცოდა რომ მეორე დღეს ამ ნაბიჯს არია ინანებდა? ვერ ხვდებოდა? ასე დააბრმავა ყველაფერმა? როგორი გაბრაზებული ვარ ნეტავ იცოდე.

როგორი გამწარებული და გაცოფებული ვარ! ღმერთო!

სრულიად ლოგიკური იყო არიას ეს რეაქცია და არ ვამტყუნებ. არ იყო საღ გონებაზე და ვფიქრობ, დათას თუ ამის გაკეთება უნდოდა, როცა არია ფხიზელი იქნებოდა მერე უნდა გაეკეთებინა.

მაგრამ მეც ვარ რა, სხვა კარგი შანსი ხომ არ ექნებოდა შურის საძიებლად?

აი არ ვიცი, სხვა ვერაფერთან ვაკავშირებ მის ასეთ საქციელს.
გასაგებია შეუყვარდა, მაგრამ თუ უყვარს ასე არ უნდა მოქცეულიყო.

კარგი, არიასაც არ გამოვიყვან ანგელოზს რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არაფერი ახსოვს და ეს ის არაა, რაც უნდოდა, მაშინ რა ვიცი, როგორ დავადანაშაულო სხვა რაღაცებში იმის გარდა, რომ ამდენი არ უნდა დაელია?

არ ვიცი. კიდევ გაბრაზებული ვარ დათაზე, თან ძალიან.
არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ გაბრაზებამ გადამიაროს.

ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ დათას შემაძულებ :დდდდ
აი თან მიყვარს, მაგრამ თაააააანნ…

ამ თავში ზიზღი ვიგრძენი (?)
არ ვიცი…

მაგრამ თან მიყვარს.

საზიზღარო ბიჭო, რაებს აკეთებ????

ვანოო და ელეანორაა
ამათი წყვილის განვითარებას ველი უძალიანესად.

ვანოს რეაქცია ძალიან მაინტერესებს დათას ამ საქციელზე. ერთი კარგად დუთქოს არ შეიძლება? :დდ იქნებ ცოტა მოიყვანოს ჭკუაზე.

ანუ, კი იმასაც ვუშვებ რომ შურისძიების გამო კი არა, მხოლოდ სიყვარულის გამო გააკეთა ეს, მაგრამ აი რა ვქნა, ამაში მხოლოდ მაქსიმუმ 5%-ით ვარ დარწმუნებული. დანარჩენი 95% ზემოაღნიშნული აზრებია.

კარგიი,შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ სიყვარულის გამო გააკეთა, მაგრამ არიას ამგვარმა რეაქციამ და ასეთმა უარყოფამ უფრო გააბოროტოს.

აი არ ვიცი.

ბევრი აზრი მიტრიალებს თავში, მართლა.

ძალიან მაინტერესებს რას იზამს დათა.

როგორ ველოდები შემდეგს, არ იცი.

ასე აღარ გადაიკარგო რა!❤️
წარმატებები!❤️
და გელიი!❤️❤️

 


№3  offline წევრი Elka Popova_2

Дидебули ико . Дидханс лодинад гирда. Царматебеби

 


№4  offline მოდერი თამარი აჩბა

likuu_s
ახლა არ მოვკვდე!
ეს რა იყო????

ვერ გავიგეეეე?

აი ამ დაქორწინების მომენტამდე, რა ემოციური საუბარი ჰქონდათ, ცრემლებიც კი წამომივიდა და ბოლოს რა სისულელე გააკეთა დათამ?

ანუ, უკვე დაიწყო თავისებურები? ესაა შურისძიების გეგმა? არ იცოდა რომ მეორე დღეს ამ ნაბიჯს არია ინანებდა? ვერ ხვდებოდა? ასე დააბრმავა ყველაფერმა? როგორი გაბრაზებული ვარ ნეტავ იცოდე.

როგორი გამწარებული და გაცოფებული ვარ! ღმერთო!

სრულიად ლოგიკური იყო არიას ეს რეაქცია და არ ვამტყუნებ. არ იყო საღ გონებაზე და ვფიქრობ, დათას თუ ამის გაკეთება უნდოდა, როცა არია ფხიზელი იქნებოდა მერე უნდა გაეკეთებინა.

მაგრამ მეც ვარ რა, სხვა კარგი შანსი ხომ არ ექნებოდა შურის საძიებლად?

აი არ ვიცი, სხვა ვერაფერთან ვაკავშირებ მის ასეთ საქციელს.
გასაგებია შეუყვარდა, მაგრამ თუ უყვარს ასე არ უნდა მოქცეულიყო.

კარგი, არიასაც არ გამოვიყვან ანგელოზს რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არაფერი ახსოვს და ეს ის არაა, რაც უნდოდა, მაშინ რა ვიცი, როგორ დავადანაშაულო სხვა რაღაცებში იმის გარდა, რომ ამდენი არ უნდა დაელია?

არ ვიცი. კიდევ გაბრაზებული ვარ დათაზე, თან ძალიან.
არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ გაბრაზებამ გადამიაროს.

ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ დათას შემაძულებ :დდდდ
აი თან მიყვარს, მაგრამ თაააააანნ…

ამ თავში ზიზღი ვიგრძენი (?)
არ ვიცი…

მაგრამ თან მიყვარს.

საზიზღარო ბიჭო, რაებს აკეთებ????

ვანოო და ელეანორაა
ამათი წყვილის განვითარებას ველი უძალიანესად.

ვანოს რეაქცია ძალიან მაინტერესებს დათას ამ საქციელზე. ერთი კარგად დუთქოს არ შეიძლება? :დდ იქნებ ცოტა მოიყვანოს ჭკუაზე.

ანუ, კი იმასაც ვუშვებ რომ შურისძიების გამო კი არა, მხოლოდ სიყვარულის გამო გააკეთა ეს, მაგრამ აი რა ვქნა, ამაში მხოლოდ მაქსიმუმ 5%-ით ვარ დარწმუნებული. დანარჩენი 95% ზემოაღნიშნული აზრებია.

კარგიი,შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ სიყვარულის გამო გააკეთა, მაგრამ არიას ამგვარმა რეაქციამ და ასეთმა უარყოფამ უფრო გააბოროტოს.

აი არ ვიცი.

ბევრი აზრი მიტრიალებს თავში, მართლა.

ძალიან მაინტერესებს რას იზამს დათა.

როგორ ველოდები შემდეგს, არ იცი.

ასე აღარ გადაიკარგო რა!❤️
წარმატებები!❤️
და გელიი!❤️❤️

მოცქრიალდა ჩემი გოგო ❤️❤️
მსუყე კომენტრი იყო... თან მწარ-ტკბილი :) :)
მადლობა ! ❤️❤️❤️❤️

Elka Popova_2
Дидебули ико . Дидханс лодинад гирда. Царматебеби

დიდი მადლობა ! ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი maco maco

ვაიმეე დათასგან რას და ამას არ ველოდი, შურისძიება ეხლა ეეს? რაღაც ცანცარულად გააკეთა მგონი ვანო დაემართა :) გამებრაზა

 


№6  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი maco maco
ვაიმეე დათასგან რას და ამას არ ველოდი, შურისძიება ეხლა ეეს? რაღაც ცანცარულად გააკეთა მგონი ვანო დაემართა :) გამებრაზა

მაგას არ ვეკითხები მეც ?! :):)
❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

არ იმსახურებს დათა არიას! ბევრი ძახილის ნიშნით.ქალზე შურისძიება ყველაზე სუსტი კაცების საქმე მგონია და იმიტომ. ადვოკატის ნახსენები პიროვნება მაეჭვებს ძალიან.არიას მამა თუ არა,ძმა მაინც უდანაშაულო მგონია. არიას წასვლამ კიდე ისე უბდა დაშალოს დათა,რო ვეღარ აეწყოს. ბოროტულად ჟღერს მარა ჩემთვის მისი ქმედება ქალზე ძალადობის ტოლფასია და არაფრით განსხვავდება იმათგან,ელეონორას რო შეუქმენს საფრთხე.

 


№8  offline წევრი Marikagogolqdze

იმდენი დრო გავიდა აღარც კი მახსოვდა. გამიხარდა ახალი თავი. საკმაოდ საინტერესოა

 


№9 სტუმარი ნეს

ის გაოგნებული რეაქცია ჩემი იყო კი )))) აი რა ქნეს ა?! კაია კაცო, დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, როდემდე უნდა ეწანწალათ ბოვშებს აღმა-დაღმა. ეყოლებათ ეხლა ერთმანეთი უფრო ახლოს და მემგონი ეს მათი ყოველდღიურობა იფრო დადებით როლს შეასრულებს მათ ურთიერთობაში, ვიდრე შორით წვა და დაგვა.... (რავალი მივაკვარახჭინეე?!) ვნახოთ აბა რა იქნება, დადუნა რა კომენტარს გააკეთებს ნეტა?

რა არის ნეტა ამ ვაჟას სეიფში.. მიბოჟიალდეს იმ სახლში აწი და გახსნას, აღარაა დრო?

ჰმმმ, ე.ი. ელი ხო? თან 14 წლით უმცროსი? ჰაიმეეე, ვანო ვანო, როგორ დაგერხა შენ, მთავარია ხარაგაულში არ ჩაესიძო და დანარჩენს გადავიტან ))) ჰა, როგოროო? გვეყოფა ეგ სარკე ორივესო?

კარგი თავი იყო, მომწონხარ, მადლობა და გელოდები მალეეე <3

 


№10  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი სტუმარი ელისო
არ იმსახურებს დათა არიას! ბევრი ძახილის ნიშნით.ქალზე შურისძიება ყველაზე სუსტი კაცების საქმე მგონია და იმიტომ. ადვოკატის ნახსენები პიროვნება მაეჭვებს ძალიან.არიას მამა თუ არა,ძმა მაინც უდანაშაულო მგონია. არიას წასვლამ კიდე ისე უბდა დაშალოს დათა,რო ვეღარ აეწყოს. ბოროტულად ჟღერს მარა ჩემთვის მისი ქმედება ქალზე ძალადობის ტოლფასია და არაფრით განსხვავდება იმათგან,ელეონორას რო შეუქმენს საფრთხე.

ელისო, მეც შენი არ იყოს და არ ვეთანხმები ამ ვაჟბატონს. ერთად ვნახოთ რას იზავს.
❤️❤️❤️❤️❤️

Marikagogolqdze
იმდენი დრო გავიდა აღარც კი მახსოვდა. გამიხარდა ახალი თავი. საკმაოდ საინტერესოა

❤️❤️❤️❤️

ნეს
ის გაოგნებული რეაქცია ჩემი იყო კი )))) აი რა ქნეს ა?! კაია კაცო, დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, როდემდე უნდა ეწანწალათ ბოვშებს აღმა-დაღმა. ეყოლებათ ეხლა ერთმანეთი უფრო ახლოს და მემგონი ეს მათი ყოველდღიურობა იფრო დადებით როლს შეასრულებს მათ ურთიერთობაში, ვიდრე შორით წვა და დაგვა.... (რავალი მივაკვარახჭინეე?!) ვნახოთ აბა რა იქნება, დადუნა რა კომენტარს გააკეთებს ნეტა?

რა არის ნეტა ამ ვაჟას სეიფში.. მიბოჟიალდეს იმ სახლში აწი და გახსნას, აღარაა დრო?

ჰმმმ, ე.ი. ელი ხო? თან 14 წლით უმცროსი? ჰაიმეეე, ვანო ვანო, როგორ დაგერხა შენ, მთავარია ხარაგაულში არ ჩაესიძო და დანარჩენს გადავიტან ))) ჰა, როგოროო? გვეყოფა ეგ სარკე ორივესო?

კარგი თავი იყო, მომწონხარ, მადლობა და გელოდები მალეეე <3

ორივე ვარიგე არ ქნათ, ჯერ ადრეათქო, მარა ააა... კი ხედავ როგორ დამიჯერეს :):)
ამ გოგომ იმდენი დალია....
ბიჭს კიდე მეტი რა უნდოდა... დაიმოსა დაისაკუთრა და რავიცი...
ასე უსტატუსოდ არ "იძია შური"
❤️❤️❤️

 


სტუმარი სტუმარი ელისო
არ იმსახურებს დათა არიას! ბევრი ძახილის ნიშნით.ქალზე შურისძიება ყველაზე სუსტი კაცების საქმე მგონია და იმიტომ. ადვოკატის ნახსენები პიროვნება მაეჭვებს ძალიან.არიას მამა თუ არა,ძმა მაინც უდანაშაულო მგონია. არიას წასვლამ კიდე ისე უბდა დაშალოს დათა,რო ვეღარ აეწყოს. ბოროტულად ჟღერს მარა ჩემთვის მისი ქმედება ქალზე ძალადობის ტოლფასია და არაფრით განსხვავდება იმათგან,ელეონორას რო შეუქმენს საფრთხე.

მომინელებენ მე მაგენი ???? მარა ძაან კარგია თან ეს ყველაფერი...მიხარიხარ ????

 


№12 სტუმარი Ana-maria

ცუდი ისაა რომ არიამ დათაზე არაფერი იცის. ეჭვიც კი არ გაჩენია მისი ისტორიის მოსმენისას. კიდევ უფრო ცუდი კი ისაა რომ დათას შურისძიება ისევ უნდა. ალბათ არიასთვის დიდი დარტყმა იქნება,როცა გაიგებს დათა ვინც არის.მაგრამ სადღაც იმედი მაქვს მისი ძმა უდანაშაულოა და ის გამქრალი პიროვნებაც რაღაც დიდს მალავს. ძალიან საინტერესო ფაზაშია ისტორია და გაგრძელებას მოუთმენლად ველი.
P.S. ვანო და ელეს წყვილი კი ძალიან მომეწონა. წარმატებები და გელოდებით

 


№13 სტუმარი სტუმარი სოფო

ვაიმე თამარ, როგორ გამიხარდით!!!!პირველ რიგში როგორ ხართ? მინდა კარგად იყოთ, იმედი მაქვს პრადში უკეთესად ხართ! იცით, ვფიქრობ ხოლმე თქცენზე, მინდა ბედნიერი იყოთ, რომ ასეთი საოცრებები წეროთ! ❤️❤️❤️❤️მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ, დავიწყებ ვანოთი, რადგან ამ ბიჭს ვყვარობ! ჩემი ბიჭია და რა გავაკეთო?! მესამყაროება ეს ვანო! ❤️❤️
დათა, არ ვიცი მაგრამ ასეთი სპონტალური გადაწყვეტილება სიყვარულმა იცის, მაგ დროს ვერ ფიქრობ, თუ არიასთან მიმართებაში სწორად გავყვებით, არაა მართალი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ გულს მიენდო და არა სარგებელს. შეყვარებული ადამიანი სპონტანურად აზროვნებს და გულით იმართება, მას უყვარს არია, ეს უდაოა!!!❤️❤️❤️ შეყვარებული ადამიანი სარგებელზე და მითუმეტეს შურისძიებაზე ნაკლებად ფიქრობს, კომენტარებს გადავხედე და დათას მიმართ ნეგატივმა მაინც გული მატკინა, ამ ნაბიჯს ვერ ვუკრიტიკებ და რა ვქნა?! ❤️❤️❤️ ამას ვერ ვუთვლი შეცდომად, მთავარია ამის მერე არ ატკინოს, მაგრამ მგონია რომ მეტად თავად ეტკინება!!! ასე მარტივი არაა,გიყვარდეს და მტრობდე!! არ ვიცი, არეული ვარ, ემოციებით სავსე! ძალიან მიყვარს ეს ისტორია, მახარებს ის რომ წერას აგრძელებთ, კიდევ მახარებს ის რომ კიდევ არსებობენ ძლიერი ადამიანები.... ჩემი ვანო, მინდა უყვარდეს და გრძნობდეს!!!!მე ასეთი დათა მომწონს, რაც არ უნდა იყოს სარგებლად არ მიმაჩნია სიყვარულით მიღებული გადაწყვეტილებები თუნდა არასწორი და რა ვქნა?! არც კი იცით როგორ ველოდები ახალ თავს!! ❤️❤️❤️უშრეტ მუზას გისურვებთ!!! ❤️❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რაიყო დედა ეს სრული შოკი მივიღე არ ველოდი არიასგან ასეთ გადაწყვეტილებას მაგრამ რას ვიზამთ დათამ ამის მეტი ტკივილი არ მიაყენოს მეტი არაფერი მინდა.ზურა და თათა მეტკინა ძალიან მაგრამ გულს ვერ ვუბძანებთ,ელენე და ვანო ძალიან მომწონს როგორც წყვილი,ძალიან მამხიარულებს ვანოს ბავშობა,ღმერთო მეშინია დათამ შურიიძიოს და სიმართლე სულ სხვა იყოს ტყუილად იძიოს შური,მეზიზღება ასეთი საქციელი როგორც დათა მოიქცა,იმედია სიყვარული გაიმარჯვებს,ველოდები შემდეგ თავს და იმედიაქვს მალე იქნება თორემ ამდენი ცნობისმოყვარეობით გამისკდა გული მადლობა წარმატებები ????♥️♥️

 


№15  offline მოდერი თამარი აჩბა

Ana-maria
ცუდი ისაა რომ არიამ დათაზე არაფერი იცის. ეჭვიც კი არ გაჩენია მისი ისტორიის მოსმენისას. კიდევ უფრო ცუდი კი ისაა რომ დათას შურისძიება ისევ უნდა. ალბათ არიასთვის დიდი დარტყმა იქნება,როცა გაიგებს დათა ვინც არის.მაგრამ სადღაც იმედი მაქვს მისი ძმა უდანაშაულოა და ის გამქრალი პიროვნებაც რაღაც დიდს მალავს. ძალიან საინტერესო ფაზაშია ისტორია და გაგრძელებას მოუთმენლად ველი.
P.S. ვანო და ელეს წყვილი კი ძალიან მომეწონა. წარმატებები და გელოდებით

❤️❤️❤️

სტუმარი სოფო
ვაიმე თამარ, როგორ გამიხარდით!!!!პირველ რიგში როგორ ხართ? მინდა კარგად იყოთ, იმედი მაქვს პრადში უკეთესად ხართ! იცით, ვფიქრობ ხოლმე თქცენზე, მინდა ბედნიერი იყოთ, რომ ასეთი საოცრებები წეროთ! ❤️❤️❤️❤️მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ, დავიწყებ ვანოთი, რადგან ამ ბიჭს ვყვარობ! ჩემი ბიჭია და რა გავაკეთო?! მესამყაროება ეს ვანო! ❤️❤️
დათა, არ ვიცი მაგრამ ასეთი სპონტალური გადაწყვეტილება სიყვარულმა იცის, მაგ დროს ვერ ფიქრობ, თუ არიასთან მიმართებაში სწორად გავყვებით, არაა მართალი, მაგრამ რატომღაც მგონია რომ გულს მიენდო და არა სარგებელს. შეყვარებული ადამიანი სპონტანურად აზროვნებს და გულით იმართება, მას უყვარს არია, ეს უდაოა!!!❤️❤️❤️ შეყვარებული ადამიანი სარგებელზე და მითუმეტეს შურისძიებაზე ნაკლებად ფიქრობს, კომენტარებს გადავხედე და დათას მიმართ ნეგატივმა მაინც გული მატკინა, ამ ნაბიჯს ვერ ვუკრიტიკებ და რა ვქნა?! ❤️❤️❤️ ამას ვერ ვუთვლი შეცდომად, მთავარია ამის მერე არ ატკინოს, მაგრამ მგონია რომ მეტად თავად ეტკინება!!! ასე მარტივი არაა,გიყვარდეს და მტრობდე!! არ ვიცი, არეული ვარ, ემოციებით სავსე! ძალიან მიყვარს ეს ისტორია, მახარებს ის რომ წერას აგრძელებთ, კიდევ მახარებს ის რომ კიდევ არსებობენ ძლიერი ადამიანები.... ჩემი ვანო, მინდა უყვარდეს და გრძნობდეს!!!!მე ასეთი დათა მომწონს, რაც არ უნდა იყოს სარგებლად არ მიმაჩნია სიყვარულით მიღებული გადაწყვეტილებები თუნდა არასწორი და რა ვქნა?! არც კი იცით როგორ ველოდები ახალ თავს!! ❤️❤️❤️უშრეტ მუზას გისურვებთ!!! ❤️❤️❤️❤️

მადლობა სოფო, ❤️ ბევრად კარგად ვარ.
გულით მიხარია თუ კი გახსოვარ ❤️❤️

სტუმარი ნესტანი
რაიყო დედა ეს სრული შოკი მივიღე არ ველოდი არიასგან ასეთ გადაწყვეტილებას მაგრამ რას ვიზამთ დათამ ამის მეტი ტკივილი არ მიაყენოს მეტი არაფერი მინდა.ზურა და თათა მეტკინა ძალიან მაგრამ გულს ვერ ვუბძანებთ,ელენე და ვანო ძალიან მომწონს როგორც წყვილი,ძალიან მამხიარულებს ვანოს ბავშობა,ღმერთო მეშინია დათამ შურიიძიოს და სიმართლე სულ სხვა იყოს ტყუილად იძიოს შური,მეზიზღება ასეთი საქციელი როგორც დათა მოიქცა,იმედია სიყვარული გაიმარჯვებს,ველოდები შემდეგ თავს და იმედიაქვს მალე იქნება თორემ ამდენი ცნობისმოყვარეობით გამისკდა გული მადლობა წარმატებები ????♥️♥️

მადლობა ❤️❤️

 


№16  offline წევრი მე მინე

ასე მგონია დათა გამოცვალეს ბოლო ნაწილში ისე საუბრობდაა????????????
დააბრუნეთ ნამდვილი დათაა????
ვხვდები რომ ამ თავიდან დაიწყება არიას ტანჯვა წამება,თუმცა მოთმინებით
დაველოდები როდის დალაგდებიან.
მინდა რომ მალე დადდო ახალი თავი სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ახალი თავი რომ დავინახე❤❤❤
ავტორთან მაქვს კითხვა ისეთი სრულყოფილი ისტორიები ,პერსონაჟები,სიუჟეტები,დიალოგები გაქვ ვერ წარმომიდგენია რომ ახალბედა ხარ❤❤ იქნებ სხვა ისტორიებიც გაქვს ძველი რომ გაგვიზიარო❤❤????
--------------------
მ.კ

 


№17  offline მოდერი თამარი აჩბა

მე მინე
ასე მგონია დათა გამოცვალეს ბოლო ნაწილში ისე საუბრობდაა????????????
დააბრუნეთ ნამდვილი დათაა????
ვხვდები რომ ამ თავიდან დაიწყება არიას ტანჯვა წამება,თუმცა მოთმინებით
დაველოდები როდის დალაგდებიან.
მინდა რომ მალე დადდო ახალი თავი სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ახალი თავი რომ დავინახე❤❤❤
ავტორთან მაქვს კითხვა ისეთი სრულყოფილი ისტორიები ,პერსონაჟები,სიუჟეტები,დიალოგები გაქვ ვერ წარმომიდგენია რომ ახალბედა ხარ❤❤ იქნებ სხვა ისტორიებიც გაქვს ძველი რომ გაგვიზიარო❤❤????

ახალბედა ვარ :) დაიჯერე. ეს მეორე ისტორიაა . უფრო ახალგაზრდობაში ლექსებს ვწერდი მხოლოდ.
❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი Everything

როგორ ველოდებოდი!! გულში ვლოცულობდი მალე არ დასრულდესთქო!! შემდეგი თავი იმედია მალე იქნება,ვერ ვძლებ ამათ გარეშე????????????????????????????

 


№19 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ გამიხარდა Თქვენი დაბრუნება მოუᲗმენლად გელოდიᲗ. იმედი მაქვს მალე დადებᲗ ახალ Თავს. მიყვარხარᲗ Ძალიან კარგად წერᲗ.სულ უნდა წეროᲗ

ჰეი, ტკბილო აქ ხარ?
რამდენი ხანია ვფიქრობდი შენზე...
ისე ადრე წავიკითხე, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე, რომ დამეწერა კომენტარი.
როგორი გაკვირვებული ვარ, რომ იცოდე გაგეცინება. ანუ, თან მომწონს, რომ გამიკვირდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა. ( :დ)
რას მივხვდი, იცი?! იმას, რომ შეგეცოდა დათა სიბოროტისთვის და უფრო დიდი ტვირთისთვის. მე მამსუბუქებს ეს — ყოველივე ძალიან მამსუბუქებს!
არიანდა რომ მომწონდა კი იცი, მაგრამ მის საქციელს არ გავდა, არ ვიცი. როგორ მიცა თავს უფლება, ნუ არც ვაკრიტიკებ, მაგრამ მისი მსგავსი... არ მოველოდი საერთოდ, ამ ყოველივემ წარმოშვა სურვილი, რომ წავიკითხო შემდეგი თავი!!!
ისე მაინტერესებს განვითარებული მოვლენები არც კი ვიცი, როგორ გამოვთქვა.
იმედია ერთი წელი არ გავა კიდე შემდეგამდე. (:დ)
უბრალოდ ისე დავინტერესდი, ცოდვაა ჩემი ინტერესის განელება! (;დ)...
...
პს. ძალიან მომენატრე, ერთი ადგილი ძალიან მომეწონა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო, როგორც გითხარი ადრე წავიკითხე და გადამავიწყდა, მაგრამ მახსოვს, რომ ,,რაღაცა" ძალიან მომეწონა.
...
გელოდებიიიი, როგორ გელოდებიიი, მენატრებიიი, მენატრეეებიიი....

 


№20  offline წევრი Life is beautiful

სტუმარი ლიკა
როგორ გამიხარდა Თქვენი დაბრუნება მოუᲗმენლად გელოდიᲗ. იმედი მაქვს მალე დადებᲗ ახალ Თავს. მიყვარხარᲗ Ძალიან კარგად წერᲗ.სულ უნდა წეროᲗ

ჰეი, ტკბილო აქ ხარ?
რამდენი ხანია ვფიქრობდი შენზე...
ისე ადრე წავიკითხე, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე, რომ დამეწერა კომენტარი.
როგორი გაკვირვებული ვარ, რომ იცოდე გაგეცინება. ანუ, თან მომწონს, რომ გამიკვირდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა. ( :დ)
რას მივხვდი, იცი?! იმას, რომ შეგეცოდა დათა სიბოროტისთვის და უფრო დიდი ტვირთისთვის. მე მამსუბუქებს ეს — ყოველივე ძალიან მამსუბუქებს!
არიანდა რომ მომწონდა კი იცი, მაგრამ მის საქციელს არ გავდა, არ ვიცი. როგორ მიცა თავს უფლება, ნუ არც ვაკრიტიკებ, მაგრამ მისი მსგავსი... არ მოველოდი საერთოდ, ამ ყოველივემ წარმოშვა სურვილი, რომ წავიკითხო შემდეგი თავი!!!
ისე მაინტერესებს განვითარებული მოვლენები არც კი ვიცი, როგორ გამოვთქვა.
იმედია ერთი წელი არ გავა კიდე შემდეგამდე. (:დ)
უბრალოდ ისე დავინტერესდი, ცოდვაა ჩემი ინტერესის განელება! (;დ)...
...
პს. ძალიან მომენატრე, ერთი ადგილი ძალიან მომეწონა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო, როგორც გითხარი ადრე წავიკითხე და გადამავიწყდა, მაგრამ მახსოვს, რომ ,,რაღაცა" ძალიან მომეწონა.
...
გელოდებიიიი, როგორ გელოდებიიი, მენატრებიიი, მენატრეეებიიი....



,,უფროსობავ" ორი კომენტარი გაერთიანდა...
რატომ მოხდა ეს?

 


№21  offline წევრი დეაკო

მოგესალმებით. ???? დავიწყებ იქიდან რომ კითხვა ძალიან მიყვარს. სულ რაღაც ახლის ძიებაში ვარ. ამ საიტზე ბევრი საინტერესო, წასაკითხი წიგნები, ისტირიები და ა.შ. წავიკითხე. მთლად შემთხვვეით ღამის 2 საათზე ფადავწყვიტე რამე ახალი მეძებნა და აიი დაიკავა ჩემი გული ფიქრები და გრძნობები… გელოდები ყოველ დღე. თავს უფლება მივეცი და რეგისტრაცია გავიარე იმიტომ რომ ვნახო და წავიკითხო ახალი თავი.???????? ძალიან კარგია ძალიან ლამაზია ძალიან ძალიან. გილოცავთ და წარმატებები თქვენ. ველოდები მოვლენების განვითარებას სულ მოუთქმენლად. თითქმის კი არა და ვიცი უივე რაც მოხდება. ისიც ვიცი და ვიგრძენი ქეთიმ
ვისთან ისაუბრა, არ მინდა თავი დავაჯერო რამე ისეთი ცუდი მომასწავლებელი შემდეგი თავის მოლოდინს მაგრამ, ის ზუსტად ვიცი “დათუნა” დაიტანჯება. ზუსტად იმ სიტვარულითვეა სიტვარულითაც უყვარს.???????? ველოდებით 12 თავს.

 


№22  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
სტუმარი ლიკა
როგორ გამიხარდა Თქვენი დაბრუნება მოუᲗმენლად გელოდიᲗ. იმედი მაქვს მალე დადებᲗ ახალ Თავს. მიყვარხარᲗ Ძალიან კარგად წერᲗ.სულ უნდა წეროᲗ

ჰეი, ტკბილო აქ ხარ?
რამდენი ხანია ვფიქრობდი შენზე...
ისე ადრე წავიკითხე, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე, რომ დამეწერა კომენტარი.
როგორი გაკვირვებული ვარ, რომ იცოდე გაგეცინება. ანუ, თან მომწონს, რომ გამიკვირდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა. ( :დ)
რას მივხვდი, იცი?! იმას, რომ შეგეცოდა დათა სიბოროტისთვის და უფრო დიდი ტვირთისთვის. მე მამსუბუქებს ეს — ყოველივე ძალიან მამსუბუქებს!
არიანდა რომ მომწონდა კი იცი, მაგრამ მის საქციელს არ გავდა, არ ვიცი. როგორ მიცა თავს უფლება, ნუ არც ვაკრიტიკებ, მაგრამ მისი მსგავსი... არ მოველოდი საერთოდ, ამ ყოველივემ წარმოშვა სურვილი, რომ წავიკითხო შემდეგი თავი!!!
ისე მაინტერესებს განვითარებული მოვლენები არც კი ვიცი, როგორ გამოვთქვა.
იმედია ერთი წელი არ გავა კიდე შემდეგამდე. (:დ)
უბრალოდ ისე დავინტერესდი, ცოდვაა ჩემი ინტერესის განელება! (;დ)...
...
პს. ძალიან მომენატრე, ერთი ადგილი ძალიან მომეწონა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო, როგორც გითხარი ადრე წავიკითხე და გადამავიწყდა, მაგრამ მახსოვს, რომ ,,რაღაცა" ძალიან მომეწონა.
...
გელოდებიიიი, როგორ გელოდებიიი, მენატრებიიი, მენატრეეებიიი....



,,უფროსობავ" ორი კომენტარი გაერთიანდა...
რატომ მოხდა ეს?

შენი კომენტარი ასთან რომ გაერთიანდეს მაინც ვიცნობ. ბგერა-ბგერა ამოვკრეფ. ❤️❤️❤️
როგორ მიხარიხარ იცი. ❤️❤️❤️

სტუმარი ლიკა
როგორ გამიხარდა Თქვენი დაბრუნება მოუᲗმენლად გელოდიᲗ. იმედი მაქვს მალე დადებᲗ ახალ Თავს. მიყვარხარᲗ Ძალიან კარგად წერᲗ.სულ უნდა წეროᲗ

ჰეი, ტკბილო აქ ხარ?
რამდენი ხანია ვფიქრობდი შენზე...
ისე ადრე წავიკითხე, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე, რომ დამეწერა კომენტარი.
როგორი გაკვირვებული ვარ, რომ იცოდე გაგეცინება. ანუ, თან მომწონს, რომ გამიკვირდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა. ( :დ)
რას მივხვდი, იცი?! იმას, რომ შეგეცოდა დათა სიბოროტისთვის და უფრო დიდი ტვირთისთვის. მე მამსუბუქებს ეს — ყოველივე ძალიან მამსუბუქებს!
არიანდა რომ მომწონდა კი იცი, მაგრამ მის საქციელს არ გავდა, არ ვიცი. როგორ მიცა თავს უფლება, ნუ არც ვაკრიტიკებ, მაგრამ მისი მსგავსი... არ მოველოდი საერთოდ, ამ ყოველივემ წარმოშვა სურვილი, რომ წავიკითხო შემდეგი თავი!!!
ისე მაინტერესებს განვითარებული მოვლენები არც კი ვიცი, როგორ გამოვთქვა.
იმედია ერთი წელი არ გავა კიდე შემდეგამდე. (:დ)
უბრალოდ ისე დავინტერესდი, ცოდვაა ჩემი ინტერესის განელება! (;დ)...
...
პს. ძალიან მომენატრე, ერთი ადგილი ძალიან მომეწონა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო, როგორც გითხარი ადრე წავიკითხე და გადამავიწყდა, მაგრამ მახსოვს, რომ ,,რაღაცა" ძალიან მომეწონა.
...
გელოდებიიიი, როგორ გელოდებიიი, მენატრებიიი, მენატრეეებიიი....

ლიკა, მადლობა ! ❤️❤️❤️

სტუმარი Everything
როგორ ველოდებოდი!! გულში ვლოცულობდი მალე არ დასრულდესთქო!! შემდეგი თავი იმედია მალე იქნება,ვერ ვძლებ ამათ გარეშე????????????????????????????

დიდი მადლობა ! ❤️❤️❤️

დეაკო
მოგესალმებით. ???? დავიწყებ იქიდან რომ კითხვა ძალიან მიყვარს. სულ რაღაც ახლის ძიებაში ვარ. ამ საიტზე ბევრი საინტერესო, წასაკითხი წიგნები, ისტირიები და ა.შ. წავიკითხე. მთლად შემთხვვეით ღამის 2 საათზე ფადავწყვიტე რამე ახალი მეძებნა და აიი დაიკავა ჩემი გული ფიქრები და გრძნობები… გელოდები ყოველ დღე. თავს უფლება მივეცი და რეგისტრაცია გავიარე იმიტომ რომ ვნახო და წავიკითხო ახალი თავი.???????? ძალიან კარგია ძალიან ლამაზია ძალიან ძალიან. გილოცავთ და წარმატებები თქვენ. ველოდები მოვლენების განვითარებას სულ მოუთქმენლად. თითქმის კი არა და ვიცი უივე რაც მოხდება. ისიც ვიცი და ვიგრძენი ქეთიმ
ვისთან ისაუბრა, არ მინდა თავი დავაჯერო რამე ისეთი ცუდი მომასწავლებელი შემდეგი თავის მოლოდინს მაგრამ, ის ზუსტად ვიცი “დათუნა” დაიტანჯება. ზუსტად იმ სიტვარულითვეა სიტვარულითაც უყვარს.???????? ველოდებით 12 თავს.

ძალიან დიდი მადლობა !
გულით მიხარია, თუ კი ასეთი ემოცია გამოიწვია თქვენში. ❤️❤️❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი თაკო

როდის იქნება შემდეგი?

 


№24  offline წევრი ეკატო

ძალიან მომწონს ❤ წინა ისტორიაც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ❤ ერთი სული მაქვს შემდეგს როდის ატვირთავთ,იმედია ისევ ერთი წელი არ მოგვიწევს ლოდინი

 


№25 სტუმარი სტუმარი მაია

დასასრული თუ იქნება მოთმინება აღარ მყოფნის

 


№26 სტუმარი nino

როდის იქნება ახალი? :-(

 


№27 სტუმარი სტუმარი ანა

წერა და მკითხველის დაკიდება ორივე საუკეთესოდ გამოგდის.

 


№28 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ ველოდები ახალს. მიახლოებით მაინც გვიᲗხარიᲗ

 


№29  offline წევრი Marikagogolqdze

ასე თუ ისება აქ თავები არ ვიცოდი..კარჰად იყავით
ძალიან კარგი მწერლები არიან აქ ვინც გვანებივრებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent