შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღაური (სრულად)


19-05-2022, 17:34
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 8 739

საზღაური არც თუ ისე დიდი ხნის წინ ავტვირთე თავებად დაყოფილი მაგრამ ბევრს სრული ვერსიის წაკიკთხვა ურჩევნია ხოლმე ასე რომ... :)

-
-
-

ჩვეულებრივი ზაფხულის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, მშვიდი საღამო იდგა თბილის ქალაქში, მუხლებს აცილებულ თეთრ თხელ სარაფანში და დაბალძირიან საზაფხულო ფეხსაცმელში გამოწყობილი ევა ნელი, მშვიდი ნაბიჯით მიუყვებოდა დადიანის ქუჩას, საშუალო სიმაღლის იყო, წითური თმა ცეცხლოვან ტალღებად ეშვებოდა წელამდე, კაბის თხელი და რბილი მატერია გრძელ, აშოლტილ ფეხებს ეკვროდა, წვრილ წელს გამოკვეთდა და ოდნავ ლანდავდა პატარა, მრგვალ, მკვრივ მკერდს, რომელიც ბიუსტჰალტერის გარეშე იმდენად ლამაზად იმზირებოდა არცთუ ისე ღრმად ჩაჭრილი გულისპირიდან რომ თვალს ვერ აარიდებდი, ამაყად ყელმოღერებული მიუყვებოდა ქუჩას ევა და თან ქალთა შურიანი მზერა და მამაკაცთა გულიდან ამოხეთქილი და უნებურად ტუჩებს წამოცდენილი ოხვრა მიჰქონდა.
ახლად რესტავრირებული კიკვიძის ბაღის მოპირდაპირე მხარეს შეჩერდა შუქნიშანთან, თვალი ბაღის შესასვლელთან მდგარ პატარა შენობაზე გაუშტერდა, ბავშვები ჩამოსასხმელი ნაყინის რიგში იდგნენ და თან მხიარულად ეძიძგილავებოდნენ ერთმანეთს, ერთხანს უძრავად იდგა, ისეთი გაფართოებული თვალებით უცქერდა როგორ ასხავდა ახალგაზრდა თეთრპერანგიანი ქალი ფერად-ფერად ნაყინებს ვაფლის ჭიქაში, თითქოს ეს რაღაც ხელოვნება ყოფილიყოს, მერე ალბათ რაღაც სასიამოვნო გაახსენდა, გაიღიმა, ქათქათა კბილები გამოაჩინა და ლოყებზე ორთავ მხრივ საყვარელი ღრმულები გაუჩნდა, შუქნიშანს ახედა, დაელოდა სანამ ფეხით მოსიარულეთათვის მწვანე აინთებოდა და სწრაფად გადაირბინა გზაზე, წელზე შემორტყმული ნაცრისფერი ნაჭრის ჩანთიდან დაუდევრად დაკუჭული ხუთლარიანი ამოაძვრინა, ხელისგულზე დაიფინა, მეორე ხელით შეძლებისდაგვარად გაასწორა და ბავშვების უკან ჩადგა ნაყინის რიგში.
უცნაურად ღელავდა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად გრძნობდა თავს ისე თითქოს ისევ ის პატარა გოგო იყო მამას ხელჩაკიდებული რომ მიყავდა მაშინ აგრერიგად იშვიათ სანაყინეში, იყიდიდნენ ბასკინ რობინსში უზარმაზარ ფერად ბურთულებს და დაუყვებოდნენ, აღმაშენებლის გამზირს, ისეთი პატარა იყო მაშინ და ისე უსასრულო ეჩვენებოდა საყვარელი აღმაშენებელი, მიდიოდნენ, მიდიოდნენ და არ ილეოდა, არ მთავრდებოდა, ბოლოს იღლებოდა და წუწუნს იწყებდა, სახლში წასვლა კი არ უნდოდა, შემოხვევდა მამა ძლიერ მკლავებს და შეისმევდა ხოლმე ფართო მხრებზე, შეუსვენებლად ტიტინებდა, ნაყინი კი იღვენთებოდა პატარა ფუმფულა ხელებზე და სახლში ორივენი მთლიანად გაწებილები ბრუნდებოდნენ, ღია კარში მდგარი, წარბაწეული დოინჯშემოყრილი დედის დანახვისას, რომელსაც ძლივსშეკავებული სიცილისგან მხრები უცახცახებდა, მამის ფეხებს უკან იმალებოდა, მამა კი ისეთი ამაყი სახით იბრალებდა დასვრილ პერანგს და გაწებილ თმებს, თითქოს თანამებრძოლის საშინელი საპყრობილესგან გადარჩენას ცდილობდა...
- გოგონი თქვენი რიგია, რომელ ნაყინს ინებებთ? -ფიქრებიდან გამოერკვა და ღიმილით შეხედა თეთრპერანგიან ქალბატონს, თუმცა მის თვალებში დანახული დაღლილობის და ნაძალადევი ღიმილისგან დამანჭული ტუჩების დანახვისას თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა, მისკენ გაწვდილი თლილი თითები რომლებითაც ძლივსგასწორებული ხუთლარიანი ეჭირა უკან გამოსწია და მოუბოდიშა,
- გმადლობთ, გადავიფიქრე, აღარ მინდა.
ქალმა მხრები აიჩეჩა, თუმცა უკან გამობრუნებულს მაინც დააწია სიტყვები რომ თურმე მოცლილია, ტყუილად დაბოდიალობს ქუჩაში და დროს აკარგვინებს ადამიანებს, სხვა დროს ალბათ გაბრაზდებოდა და შეეპასუხებოდა კიდეც, მაგრამ ახლა უბრალოდ ჩაიღიმა, რას ვიზავთ, ყველა თავისებურად ცდილობდა, საკუთარ დემონებთან გამკლავებას.
- დამშვიდდი ევა, მაინც აღარ აქვს ისეთი გემო ნაყინს როგორც ადრე, -ჩაილაპარაკა და ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა, გაჩერებაზე არავინ იყო, ტაბლოზე ჩვიდმეტი წუთი ეწერა, რამდენიმე წამს მოღუშული უყურებდა, მერე კორონამდელი დრო ინატრა, მაშინ როცა წლების შემდეგ პირველად დაბრუნდა ამერიკიდან, როცა ავტობუსები ყოველ ორ-სამ წუთში მოდიოდნენ გაჩერებაზე და არც ასე ძალიან იყო ხოლმე გადაჭედილი, ის იყო დაჯდომა დააპირა რომ ერისთავის ქუჩიდან მთელი სიჩქარით გამოვარდნილმა ავტომობილმა გაჩერებიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაამუხრუჭა, ჩამუქებული მინები ფერად-ფერადი საღებავებით იყო დასვრილი, ყველა კარი ერთბაშად გაიღო და სამხედრო ტანსაცმელს მიმსგავსებულ ფორმებში გამოწყობილი, ჩაფხუტიანი და ნიღბიანი ბიჭები გადმოლაგდნენ, ხელში პეინტბოლის თოფებით, ხმამაღლა იცინოდნენ და ერთმანეთს საღებავით დასვრილ ფორმებზე ანიშნებდნენ.
- მაგარი ხარ ნიკუშ, რა მაგრად ჩამოიტოვე უკან ის ბედოვლათები, -ერთ-ერთმა საშუალო სიმაღლის ბიჭმა, მძღოლის ადგილიდან გადმობობღებულ ახმახს მხარზე ხელი დაკრა.
- მაგრად კი გამწარდნენ, ამ ერთ კვირაში უკვე მესამე წაგება აქვთ, შენი წყალობით საბა, ყველა თითქმის შენ გაანეიტრალე, თვითონ კი ერთხელაც არ მოგხვედრია, ოდნავ პუტკუნა ბიჭმა ავტომობილის უკანა კართან უხმოდ მდგარ მაღალ ბიჭს ხელი გადახვია და გულიანად გადაიხარხარა,
- პიკოს სახე დაინახე? გაცოფებული იყო.
ევა თვალს ვერ აშორებდა ბიჭებს, უჩვეულოდ ხალისიანები იყვნენ, უბრალოები, დიდები მაგრამ მაინც ბავშვურები და სასაცილოები, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის საბურავების ხმამ ყურადღება გაუფანტა, ბიჭმა რომელსაც საბა უწოდეს თავი ასწია და ახლაღა შეამჩნია გაჩერებაზე გაუნძრევლად მდგარი თეთრკაბიანი, ცეცხლისფერთმიანი ანგელოზი, წამით საშინელი სისწრაფით მომავალ ავტომობილს შეხედა, მერე ისევ ევას, ერთმანეთს მზერა გაუსწორეს და როცა ევამ მის გაფართოებულ თვალებში, იმ აღფრთოვანებული მზერის მაგივრად რომელსაც მამაკაცებისგან იყო მიჩვეული შიში დაინახა, რატომღაც თვითონაც შეეშინდა, ძალიან, ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო შიში, მერე გასროლის ხმამ ზაფხულის მცხუნვარე მზისგან აალებული ჰაერი გაჰკვეთა...
თავიდან ტკივილი არ უგრძვნია, ინსტიქტურად გადადგა უკან ნაბიჯი და ავტობუსის გაჩერების, განცხადებებით დაფარულ სარეკლამო დაფას მიეყრდნო, ფრთხილად ჩაცურდა ძირს და პირდაპირ ტროტუარზე დაჯდა, თბილი, ბლანტი სითხე გადმოვიდა მარჯვენა მხრიდან და მკერდზე ჩამოეღვარა, ჭრილობაზე ხელი მიიჭირა, მერე მოიშორა და წითლად შეღებილ თეთრ თითებს ღიმილით დააკვირდა.
- დაჭრილი ხარ? შემომხედე, როგორ ხარ? წამოდი ახლავე სავადმყოფოში უნდა წავიდეთ, გეფიცები არ ვიცოდი რომ იარაღი ჰქონდათ, არ უნდა ჰქონოდათ, უნდა დამიჯერო, ჩვენ ვიღაც განგსტერები არ ვართ, უბრალოდ ვთამაშობდით, ჯანდაბა, ჯანდაბა, ხმას რატომ არ იღებ?
საბა ევას წინ იყო დაჩოქილი, ჯერ კიდევ ნიღაბი ეკეთა რომელიც თვალებამდე უფარავდა სახეს, თუმცა ჩაფხუტი მოეძრო და ახლა უწესრიგოდ აჩეჩილი შავი სწორი თმა სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი, თავი ასწია ევამ და ნაცრისფრად მოელვარე თვალები შეანათა, იმ წუთას თითქოს გული გაუჩერდა საბა მეტრეველს და სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა და როცა ევამ მის ჭაობისფერ მწვანე თვალებში საკუთარი ანარეკლი დაინახა, მაშინვე მიხვდა რომ დღეიდან აღარაფერი იქნებოდა ძველებურად...
პოლიციის სირენის ხმამ გამოაფხიზლათ, ბიჭები ამაოდ ცდილობდნენ საბას წაყვანას ავტომობილისკენ და საბა ამაოდ ცდილობდა ევა დაეთანხმებინა რომ საავადმყოფოში წაყოლოდა.
- წადით სანამ პოლიცია მოსულა, მე არაფერი მიჭირს, სასაწრაფოს გამოიძახებენ და მათ წავყვები, -ევა სრულიად მშვიდად საუბრობდა,
- როგორ თუ არაფერი გიჭირს, დაჭრილი ხარ, -საბა აშკარად არ აპირებდა მის დატოვებას.
- კარგად ვარ, ტყვიას მნიშვნელოვანი არაფერი დაუზიანებია, გამჭოლი ჭრილობაა, რამდენიმე დღეში მოშუშდება, თქვენ კი თუ პრობლემები არ გინდათ აქედან წადით, სწრაფად.
საბას აწეული წარბის დანახვაზე ევას გაეღიმა და მის მეგობრებს ანიშნა აქედან მოაშორეთო, ბიჭებმა ლამის ძალით ჩატენეს საბა ავტომობილში და იქაურობას მოშორდნენ, ევას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება გარს შემოხვეული ხალხისთვის, მარცხენა ხელით ჩანთიდან მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა,
- გისმენ, -ცივი, არაფრისმთქმელი ხმა გაისმა და ევა რატომღაც პირველად გაბრაზდა რომ არასდროს არ ჰქონდა სიმონს ხმა ოდნავ მაინც თბილი და ისეთი რომ გაეგო რას გრძნობდა.
- დახმარება მჭირდება სიმონ.
- კარგი, -მოკლედ მოჭრა სიმონმა და ტელეფონი გათიშა.
- - - - - - - -
- ნამდვილად შემთხვევითობა იყო? -კიდევ ერთხელ შეამოწმა ევას ჭრილობა და რომ ნახა ყველაფერი რიგზე იყო, მშვიდად ჩაეშვა სავარძელში და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- დარწმუნებული ვარ უკვე იცი რომ შემთხვევითობა იყო და რაღატომ მეკითხები? -შეუღრინა ევამ და გულაღმა გაიშოტა დივანზე,
- რათქმაუნდა ვიცი, უბრალოდ მაინტერესებდა შენ რას ფიქრობდი ამ საკითხზე,
- ბავშვები თამაშობდნენ და ერთ-ერთ გამოთაყვანებულს სათამაშო იარაღის მაგივრად ნამდვილი აღმოაჩნდა, ეს იყო და ეს.
- ბავშვები? ჰმ, -სიმონმა ევა შემფასებლურად შეათვალიერა, ამჯერად სახლისთვის შესაფერისად, თავისუფლად ეცვა, მოკლე შორტი და ფართო გრძელი მაისური, გამხდარი ფეხები დივნის საზურგეზე ჰქონდა შემოლაგებული, ხოლო წითური თმა ამჯერად კეფაზე შეეკრა, თვალდახუჭული იწვა და იღიმებოდა, სიმონმა თვალები მოჭუტა და სახეზე დააკვირდა, არა, რაც არ უნდა ეცადოს რომ ისე შეხედოს როგორც მოზრდილს და მითუმეტეს როგორც ქალს მაინც არ გამოსდის, ჩვიდმეტი წლის გოგოს ჰგავს, დიდი დიდი თვრამეტისას...
მაღალი, მხარბეჭიანი, მუდამ სერიოზული და საფეთქლებზე ოდნავ თმაშევერცხლილი სიმონის გვერდით კიდევ უფრო მეტად ჰგავდა პატარა, დაუცველ ბავშვს, თუმცა ვინ ვინ და სიმონმა ნამდვილად იცოდა რომ ევა სულაც არ იყო ასეთი.
- მორჩი ჩემს შესწავლას? -ფეხზე წამოხტა და ხტუნვა ხტუნვით წავიდა სამზარეულოსკენ.
- ცოტა ნელა, მგონი უკვე დაგავიწყდა რომ სულ რაღაც ორიოდე საათის წინ ცეცხლსასროლი იარაღით დაგჭრეს.
- კარგი რა, ხომ იცი სამიოდე დღეში ნაწიბურიც კი არ დამრჩება, თანაც ეს ჭრილობა არაფერია იმასთან შედარებით რაც აქამდე გადამიტანია,
- არაფერია მაგრამ განსხვავებულია.
- განსხვავებული? რას გულისხმობ?
- არც ერთი ჭრილობის შემდეგ არ ყოფილხარ ასეთი მხიარული, იღიმი ევა, იცი რამდენი ხანია შენს სახეზე ასეთი ღიმილი არ დამინახავს? არ მეტყვი რა არის ამის მიზეზი?
- ეგ რა შუაშია, -ევამ წითელწინწლებიან თეთრ ჭიქაში ყავა დაისხა და ისევ დივანზე მოთავსდა, -სხვათაშორის დილიდანვე კარგ ხასიათზე ვიყავი მაგრამ შემდეგ ხასიათი გამიფუჭდა,
- ვინ გაბედა და გაგაბრაზა?
- ნაყინის გამყიდველმა.
- რაა? -სიმონს თვალები შუბლზე აუვიდა, -ნაყინის გამყიდველს რას ერჩოდი? იმედია ჯერ კიდევ ცოცხალია.
- ყველაფერი უკუღმა რატომ გესმის? მე კი არ ვერჩოდი მან გამაბრაზა, იცი რამდენ ხანს ვიდექი რიგში? მერე კი თავისი უფერული სიცოცხლემობეზრებული თვალებით და ყალბი ღიმილით შემომხედა,
- მერე? -სიმონს აშკარა ინტერესი შეეტყო, უფრო კომფორტულად მოთავსდა სავარძელში და მთელი გულისყური მოიკრიბა.
- მერე უბრალოდ მივხვდი რომ ნაყინი აღარ მინდოდა.
- სულ ეს არის?
- მაინც რა გინდა რომ მათქმევინო? ასეთ დაკითხვას რომ მიწყობ თავი ფსიქოლოგთან მგონია კონსულტაციაზე.
- მე შენი ფსიქოლოგი არ ვარ,
- მეც მაგას არ ვამბობ? არ ხარ და ისე რატომ იქცევი თითქოს ხარ?
- უბრალოდ მინდა გავიგო შენს თავს რა ხდება, მაინტერესებს რატომ მთხოვე რომ იმ უტვინო ბიჭების საქმე მომეგვარებინა, როდის აქეთია გაღელვებს რა ხდება იქ სადაც შენ არ ხარ, როდის აქეთია სხვისი ბედით ინტერესდები?
- კარგი, ვაღიარებ, აქაურობა ჩემზე ცუდად მოქმედებს, -ჭიქა მაგიდაზე დაანარცხა და გაცეცხლებული წამოხტა ფეხზე, -აი ხომ ხედავ მაინც გამანერვიულე, შენ რანაირი ფსიქოლოგი ხარ იმის მაგივრად რომ დამამშვიდო ნერვებს მიშლი.
- მგონი შევთანხმდით იმაზე რომ არ ვარ ფსიქოლოგი, -ღიმილისგან თავი მაინც ვერ შეიკავა, თავის შეკავება არ შეეძლო როცა ასე ნერვებ მოშლილ, აფორიაქებულ და საყვარლად სახეაწითლებულ ევას ხედავდა ხოლმე, თანაც ეს ისე იშვიათი სანახაობა იყო...
- ხომ შეიძლებოდა ამერიკაში დავრჩენილიყავი,
- ამჯერად აქ იყავი საჭირო.
- უკვე ძალიან დიდი ხანია აქ ვარ, თითქმის ოთხი წელია, როდის შევძლებ უკან დაბრუნებას?
- ჯერ ვერა.
- ჯანდაბა, ვერ ვიტან საქართველოს, ყელში ამომივიდა, აქაურობა სულს მიხუთავს გესმის?
- ალბათ დაბინძურებული ჰაერის ბრალია.
- ხუმრობ არა?
- რა გინდა ევა? დასვენება გჭირდება? გინდა რომ დრო მოგცე? ხომ იცი შემიძლია, შენ უბრალოდ მითხარი, მითხარი რამდენი დრო გჭირდება რომ დაისვენო, ოღონდ არ მითხრა რომ არ გინდა, არ აღიარებ მაგრამ გამოფიტული ხარ, დაღლილი და განადგურებული, ადამიანს აღარ ჰგავხარ ევა...
- გუშინ ნინო დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, -სიმონს ზურგი შეაქცია, იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა და თავი დივნის საზურგეს მიაყრდნო, მეც იქ ვიყავი, შორიდან ვუყურებდი როგორ ჩაუშვეს მიწაში, უკანასკნელი ძაფი რომელიც ჩემს ძველ ცხოვრებასთან მაკავშირებდა გაწყდა, წარმოგიდგენია? ვიღაცის საფლავს ამოფარებული ვიდექი და ვუყურებდი როგორ აყრიდნენ მიწას ჩემს ნინოს, უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი, გუშინ მივხვდი რომ სულაც არ არის ადვილი, იმ უამრავი სიკვდილის მიუხედავად რაც მინახავს, მაინც ვერ მივეჩვიე
- არც უნდა მიეჩვიო, -ზურგზე სიმონის ძლიერი ხელი იგრძნო, მის გვერდით დაჯდა იატაკზე და მისი თავი მხარზე მიიყრდნო.
- დაიმახსოვრე ევა, იმ დღეს როცა ვინმეს მოკლავ ან ვინმეს სიკვდილს ნახავ და ვეღარაფერს იგრძნობ, ყველაფერი დამთავრდება, იმ დღეს მიხვდები რომ ადამიანი აღარ ხარ და თუ ადამიანი არ ხარ... -ხმა შესამჩნევად აუთრთოლდა, ყბები დაეჭიმა, აღარაფერი უთქვამს, თავი გვერდზე შეაბრუნა და აივნის ღია კარიდან მომზირალ უმთვარო ღამეს გახედა.
- - - - - - - -
რამდენიმე თვე ეძებდა საბა მეტრეველი ევას, გოგონას რომლის სახელიც კი არ იცოდა, მთელი თბილისი შეძრა, ყველა ნაცნობი თუ უცნობი შეაწუხა, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნო, აკვიატებად ექცა, უზომო სურვილად და თანმდევ მოლანდებათ, ყველა იმედი რომ გადაეწურა წლების უნახავ მამას მიაკითხა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და დახმარება სთხოვა.
უყურებდა თემურ მეტრეველი მის წინ სავარძელში მჯდომ, მაღალ, ოდნავ წვერმოზრდილ, ახალგაზრდა, სიმპათიურ მამაკაცს და არ სჯეროდა რომ ამდენი დრო გავიდა, ოცდახუთი წელი, ზუსტად ოცდახუთი წელი მას შემდეგ რაც სამშობიაროში საკუთარი პირმშო ხელში აიყვანა, ერთადერთი შვილი რომელიც ყველაფერს ერჩია.
უყურებდა და ახლა ისე სტკიოდა მასთან სიშორე როგორც არასდროს, არ იყო ცუდი კაცი, არ იყო იმდენად სინდის გარეცხილი რომ ცოლის და შვილისთვის ღალატის ასახსნელად და თავის გასამართლებლად უამრავი საზიზღრობა მოეფიქრებინა, ანდა როგორ უნდა ეთხოვა პატიება როცა საკუთარ თავს თვითონაც კი ვერ პატიობდა, ვერ მივიდა და ვერ სთხოვა ყველაფერი დაევიწყებინათ, მათაც არ აპატიეს, ნათიამ იმ სიყვარულის ფეხქვეშ გათელვა არ აპატია რომელიც აკავშირებდათ, საბამ კი ნათიას ცრემლიანი თვალები...
- აბა, რით შემიძლია დაგეხმარო? -პირველმა თვითონ ითავა საუბრის დაწყება,
- ყველაფერი ვცადე და ვერაფერი გავაწყვე თორემ ხომ იცი არ შეგაწუხებდი, -საბამ თვალი გაუსწორა და სავარძლის სახელურს ისე მოუჭირა ხელი რომ თითები მთლად გაუთეთრდა.
დაიმედებული გამოვიდა სამინისტროდან, იცოდა თემური ქვას გახეთქავდა და მაინც იპოვიდა ცეცხლისფერთმიან ანგელოზს, ის თუ არა სხვა ვინ მოახერხებდა ამას.
ორი დღე ელოდა როდის დაურეკავდა, არ უჭამია არ უძინია, ამოღამებული თვალებით იჯდა აივანზე და ელოდა... საღამოს ექვსი საათი იქნებოდა როცა დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა, რამდენიმე წუთით მიიღო საკუთარ კაბინეტში, ანიშნა ნუ ვისაუბრებთო და კონვერტი გადასცა, სახლში რომ მიხვალ მერე გახსენიო გააფრთხილა, ვეღარ მოითმინა, სახლში მისვლამდე გადაიყვანა მანქანა გზიდან და კონვერტი გახსნა, სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა...
- დაივიწყე, თითქოს არც კი გინახავს და არასოდეს შეგხვედრია, ამაზე ჩემი, შენი და ყველა ჩვენი ახლობლის უსაფრთხოებაა დამოკიდებული.
გაშრა, შეცბა, გაშეშდა, ერთხანს ასე იჯდა, მერე მანქანიდან გადმოვიდა, ბოლო ხმაზე იღრიალა და იქვე საბურავთან ჩაჯდა პირდაპირ ასფალტზე.
- თუ გგონია რომ ასე უბრალოდ დაგივიწყებ და თავს დაგანებებ ცდები, -ჩაილაპარაკა და ხელი ისე მაგრად დასცხო ძირს რომ გადაყვლეფილი ხელისგულიდან სისხლი წამოუვიდა.
- ვინ ხარ? ვინ ხარ ასეთი რომ დიდ თემურისაც კი შიშის ზარს სცემ? ჰმ, წარმოგიდგენია? თემური მეტრეველს ეშინია, ეს უკვე საინტერესოა, ახლა უბრალოდ დასვენება და გონების მოკრება მჭირდება, სულ ცოტა ხნით რომ მერე უკეთ მოვიფიქრო როგორ გიპოვო.
- - - - - - - - -
- კარგი რა სამ დღეში ახალი წელია, რა დროს ბაკურიანი და გუდაურია, თანაც საშინელი თოვლია გზებზე, გავიჭედებით სადმე და ნახავთ მერე სეირს, -ნიკუშამ მინერალური წყლის ბოთლი ჩაიხუტა და ეს ორმეტრიანი კაცი საცოდავად მოიკუნტა დივანზე.
- შენ ამას ნუ უსმენ, -კაკიმ საბას ხელი გადახვია, -ამას ბაკურიანი კია არა ნაბახუსევი აწუხებს ახლა და უბრალოდ მგზავრობა ეზარება.
- გიგა სად არის?
- ბარგს ალაგებს, გამომიარეთო დამირეკა.
- რა ბარგს, ხომ არ გაგიჟდა ერთი თვით კი არ მივდივართ, სულ ორი-სამი დღით უნდა დავრჩეთ.
- ეგ ხომ იცი როგორია, ათი წყვილი ფეხსაცმელი და რამდენიმე სვადასხვა ქურთუკი თუ არ წამოიღო გაგიჟდება, ვერ მოისვენებს, ალბათ ახლა სამი დიდი ჩემოდნით დაგვხვდება.
ბოლოს როგორც იქნა ჩაბარგდნენ და გზას დაადგნენ, საჭესთან კაკი იჯდა, საბამ მის გვერდით დაიკავა ადგილი, გიგი და ნიკუშა უკანა სავარძელზე ისხდნენ, ნიკუშას გიგის მხარზე ედო თავი და კრუსუნებდა.
- რა დალია ამ უპატრონომ ასეთი რომ ვეღარ გამოფხიზლდა, -ბუზღუნებდა გიგი და მის მოშორებას ცდილობდა, ის კი პირიქით უფრო და უფრო ეხუტებოდა.
- ეი რა გჭირს? ისევ უხასიათოდ ხარ, თემურიმ ვერაფერი გაარკვია? -კაკის საბას მოღუშული სახე და ნაძალადევი ღიმილი არ გამოპარვია, საბამ უხმოდ გაიქნია თავი და დათოვლილ გარემოს გახედა, უკვე ბაკურიანს უახლოვდებოდნენ და თოვა უფრო და უფრო იმატებდა, ფაქტიურად აღარაფერი ჩანდა, ძლივს მიდიოდნენ.
- კიდევ კარგი ჯაჭვები გვაქვს თორემ ხომ დავრჩებოდით აქ და გავიყინებოდით, -ჩაიბურტყუნა კაკიმ და კიდევ უფრო შეანელა სვლა.
- მალე მივალთ? -ნიკუშა გიგის მხარს მოშორდა და თვალები მოიფშვნიტა.
- ოჰ, გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა, რამეს ხომ არ ინებებთ თქვენო ბრწყინვალებავ?
- გაჩუმდი გიგი თორემ არ ვიცი რას გიზავ,
- მეტი რაღა უნდა მიქნა მხარი მაქვს გაშეშებული.
- გააჩერე, -იყვირა უცებ საბამ და კაკიმაც დაამუხრუჭა.
- შეხედეთ გზაზე მანქანაა გაჩერებული.
- მერე?
- რა მერე ბიჭო, რამე რომ არ უჭირდეს ახლა აქ, ასე იქნებოდა გაჩხირული? მიდი ახლოს, გადავალ და ვნახავ ვინ არის და რა უჭირს.
- გადახვალ? იქნება და მანიაკია,
- ნუ მაგიჟებ, რა უნდა ბიჭო აქ მანიაკს.
- კარგი, შენ გადადი მაშინ მარტო, ჩვენ აქ დავრჩებით და კარებს ჩავკეტავთ, -მხიარულად გაიკრიჭა კაკი.
- მასხარები ხართ რა, არაფერში არ გამოადგებით ადამიანს, -საბამ ხელი ჩაიქნია, ბეწვიანი კაპიუშონი წამოიხურა და გადავიდა, ფრთხილად მიუახლოვდა ავტომობილს, მინები დაორთქლილი იყო, გარედან არაფერი ჩანდა, კარი მოსინჯა, ღია იღო, პირველი რაც შეამჩნია, საჭესთან მჯდარი პატარა, გამხდარი სხეული იყო, თხელი ჯემპრით, ვიწრო ჯინსის შარვლით, დაბალყელიანი ბოტებით და ფუმფულა, ყურებიანი ქუდით, ქუდი ისე ჰქონდა ჩამოფხატული სახე თითქმის არ უჩანდა, ხელი მუცელზე მოხვეულ ხელებზე შეახო და მერეღა შეამჩნია სისხლი, გათოშილი ხელები ააწევინა, მარჯვენა ფერდთან ჯემპრი სისხლით იყო გაჟღენთილი, გათოშილი იყო, გონებადაკარგული მაგრამ ჯერ ისევ სუნთქავდა, ბევრი არ უფიქრია, ერთი ხელი მუხლებში შეუცურა მეორე ზურგს უკან და გადმოიყვანა, გულზე ისე აიხუტა თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ყოფილიყოს, ბიჭებმა დაინახეს თუ არა მაშინვე გადმოცვივდნენ და გარს შემოეხვივნენ, არაფერი უთქვამთ, ნიკუშა წინა სავარძელზე დაჯდა, გიგი უკან მიიყუჟა კუთხეში და საბას და ახალ მგზავრს ადგილი დაუთმო.
- სწრაფად რა კაკი, რაც შეიძლება მალე უნდა მივიდეთ, ძალიან არის გაყინული და თან დაჭრილია, -კაკის არაფერი უთქვამს, შეძლებისდაგვარად მოუმატა სისწრაფეს.
- ნუ გეშინია, მალე მივალთ და გაგათბობ, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩასჩურჩულა საბამ უგონოდ მყოფ გოგონას და ფრთხილად მოხადა ქუდი, ქუდისქვეშიდან გრძელი, ცეცხლისფერი თმა ჩამოიშალა და მხრებზე და მკერდზე დაეფინა...


- - - - - - - - - - - - - - - - - - -


თოვამ იმატა, ისე ბარდნიდა უკვე აღარაფერი ჩანდა, კაკი დაძაბული მართავდა ავტომობილს და დროდადრო სარკიდან საბასკენ მზერას აპარებდა.
- უკან უნდა გავბრუნებულიყავით, ახლა რომც გვინდოდეს მაინც ვეღარ დავბრუნდებით გზა ჩაკეტილია, არადა გოგო დაჭრილია, იქ რა უნდა მოვუხერხოთ, როგორ უნდა მოვუაროთ, -გიგა ძალიან ღელავდა და გაფითრებულ, ტუჩებგალურჯებულ გოგონას თვალს ვერ აშორებდა, საბა ხმას არ იღებდა, მაგრად იხუტებდა, გათოშილ სხეულს გულში.
- ასე რატომ უნდა მომხდარიყო, რაღა მაინცდამაინც ასე, -ჩაიჩურჩულა და გახურებული ტუჩებით გაყინულ შუბლზე აკოცა ცეცხლისფერთმიანს.
- ცოტაც გაუძელი ანგელოზო, სულ ცოტაც...
- ის არის არა?
- ჰო ნიკუშ ის არის, წარმოგიდგენია? რამდენი თვეა ვეძებ, ერთი ღამეც კი არ მძინებია ნორმალურად, ახლა კი ლამისაა ხელებში ჩამაკვდეს.
- მოვედით, -კაკის ხმის გაგონებისას შვებით ამოისუნთქა, კარი გააღო და ხელში ატატებული გადაიყვანა გოგონა, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე აიყვანა და საკუთარი საძინებლის კარი შეაღო, საწოლზე დააწვინა ფეხზე გახადა, გათოშილ სხეულზე თბილი საბანი გადააფარა და თვითონაც იქვე ჩაიმუხლა,
- გათბობა ჩავრთე, ცოტა ხანში დათბება, -კაკიმ საძინებლის კარი მიხურა და საწოლს მიუახლოვდა, -ახლა რა უნდა ვქნათ?
- მაგას მე მეკითხები ექიმი კაცი? შენი აზრით ასე მშვიდად რატომ ვარ? მიდი ხელები დაიბანე და საქმეს მიხედე, ნახე რა სჭირს.
- გაგიჟდი? ჯერ დიპლომიც კი არ მაქვს, რომ ჩავერიო და რამე დაემართოს ვერც ვერასოდეს ვეღირსები, თანაც თან არაფერი მაქვს, შეხედე, -საბანი გადახადა, ჯემპრი აუწია და პატარა ნახვრეტი დაანახვა საიდანაც სისხლი მოჟონავდა,
- ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღითაა მიყენებული, ტყვია შიგნით არის ჩარჩენილი, როგორ უნდა ამოვუღო? თან კი არ დავატარებ ოპერაციისთვის საჭირო ინსტრუმენტებს.
საბამ თვითონაც კი ვერ გაიაზრა ისე წამოდგა ფეხზე, კაკის გულისპირში ჩაავლო ხელი, მაღლა ასწია და მთელი ძალით მიახეთქა კედელზე,
- ახლა შენ რას მეუბნები, დაჯდები და ასე უყურებ როგორ მოკვდება? გირჩევნია წუწუნს შეეშვა და მოიფიქრო რისი გაკეთება შეგიძლია თორემ თუ იმის გამო დაიღუპა რომ შენ ხელის განძრევის შეგეშინდა, იცოდე მერე მართლა არაფერში აღარ დაგჭირდება ის წყეული დიპლომი.
პირველად შეეშინდა კაკის ბავშვობის მეგობრის და პირველად შეეშინდა საბას საკუთარი თავის როცა კაკის თვალებში მის მიმართ შიში დაინახა, უღონოდ ჩამოუშვა ხელები ძირს.
- მაპატიე ძმაო, არ ვიცი რა მჭირს, თავს ვერ ვაკონტროლებ,
- მესმის შენი, მართლა მესმის, -კაკიმ გაწითლებული ყელი დაიზილა, -უბრალოდ შემაშინე, ისეთი სახე გქონდა, მეგონა მართლა დამახრჩობდი, -საბას არეული სახის დანახვისას გაეღიმა.
- დროს ნუღარ დავკარგავთ, წამოდი მაჩვენე ნათია დეიდა სად ინახავს პირველადი დახმარების ყუთს და სხვა მაგდაგვარ ნივთებს.
საბამ კიდევ ერთხელ გადახედა საწოლზე გაუნძრევლად მწოლ სახეგაფითრებულ ცეცხლისფერთმიანს, ღრმად ჩაისუნთქა, ხელი ნერვიულად გადაისვა აჩეჩილ თმაზე და სწრაფი ნაბიჯით გავიდა საძინებლიდან.
ბედად კაკიმ ყველაფერი იპოვა რაც სჭირდებოდა, საძინებელში რომ დაბრუნდნენ, გოგონა უკვე გონს მოდიოდა, თვალებს უმწეოდ აცეცებდა ირგვლივ და ამაოდ ცდილობდა წამოჯდომას, დაბინდული მზერით უყურებდა როგორ მოიჭრა საბა საწოლთან და ჩაიმუხლა, მისი ხელი ათრთოლებულ ხელებში მოიქცია და ამღვრეული მწვანე თვალები მიანათა, ამ თვალებს სიკვდილის პირას მყოფიც კი იცნობდა ევა, თვალებს რომელთაგან გაქცევასაც უკვე რამდენიმე თვეა ასე უმწეოდ ცდილობდა, -დამთხვევაც ამას ჰქვია, -გაიფიქრა და გაუცნობიერებელმა ღიმილმა გაუნათა გაფითრებული სახე.
- წყნარად იწექი, დაჭრილი ხარ, მაგრამ ჩვენთან არაფერი გემუქრება, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ არაფერს დაგიშავებთ, -ხმაც გამოხედვასავით თბილი ჰქონდა საბას.
- ევა, -ძლივს ამოთქვა დაჭრილმა და გამშრალი ტუჩები მოილოკა.
- რაა? -საბას ეგონა მოესმა.
- ევა მქვია და სულაც არ ვფიქრობ რომ რამეს დამიშავებ, არამგონია შენი თვალების პატრონს ვინმესთვის რამის დაშავება შეგეძლოს.
- პატარა პრობლემა გვაქვს, -კაკი როცა მიხვდა რომ ერთ ადგილზე გაშეშებული და ევას მომღიმარ სახეს მიშტერებული საბა, მეტისმეტი აღელვებისგან ხმას ვეღარ იღებდა, ჩარევა გადაწყვიტა.
- რა ხდება? -ისე იკითხა საბამ ევასთვის თვალი არ მოუშორებია.
- ტყვიას ვერ ამოვიღებთ, გამაყუჩებელი არ გვაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ გაუძლებს,
- გავუძლებ, -საბას არაფრის თქმა არ დააცადა ევამ, -ეს არაფერია, ამაზე უარესებისთვისაც გამიძლია, დაიწყეთ და რაც შეიძლება მალე ამოიღეთ ეს მეტალის ნაგლეჯი, რაც მეტ დროს დავკარგავთ მით მეტად გამიჭირდება გამოჯანმრთელება.
- დარწმუნებული ხარ? -საბამ ფრთხილად ჩამოუსვა ხელი ბალიშზე უწესრიგოდ დაყრილ თმებზე და მოციმციმე თვალებში ჩახედა, თავგზას ურევდა ეს პატარა წითურთმიანი საოცრება, გათოშილი, დაჭრილი, სისხლნაკლული, გაფითრებული სახით და ჩაშავებული უპეებით, იწვა გაუნძრევლად, სრულიად უცხო მამაკაცის საძინებელში, ხელს ხელზე მაგრად უჭერდა და ისე უღიმოდა, ადგილზე აშეშებდა, ადნობდა და ლაპარაკის უნარს უკარგავდა.
- გინდა სასმელი მოგიტანო? -ძლივს ამოთქვა შეცვლილი, ჩახლეჩილი ხმით.
- სასმელი? რატომ? -გაიკვირვა ევამ.
- იქნებ ცოტა რომ დალიო უფრო ადვილად აიტანო ტკივილი.
- საჭირო არ არის, მიდი დაიწყე, -ანიშნა კაკის და საბას ისე მაგრად მოუჭირა ხელი რომ ბიჭს ტკივილისგან წარბები შეეჭმუხნა, უკვირდა საიდან ჰქონდა ამ სიფრიფანა გოგოს ასეთი ძალა.
- ახლა ეცადე რომ არ გაინძრე, ვერ გეტყვი რომ არ გეტკინება, ასე რომ წინასწარ მაპატიე და ეცადე არანაირი მოძრაობა არ გააკეთო კარგი?
ევამ უხმოდ დაუქნია თავი კაკის, კბილი კბილს დააჭირა, თვალები დახუჭა და იმ თვეების მოგონებები ამოუტივტივდა გონებაში როცა სულ ამაოდ ცდილობდა საბას მწვანე თვალების დავიწყებას.
- - - - - -
- მგონი ზედმეტი მოგდის, ამდენი მუშაობა არაფერს კარგს არ მოგიტანს, უკვე ახალ საქმეს ითხოვ არადა წინა საქმეზე სრულიად გასაგებად გითხარი რომ ერთ კვირაში უნდა მოგეგვარებინა, -სიმონმა საქაღალდე სამზარეულოს მაგიდაზე დაახეთქა და ბლინების მზადებაში გართულ ევას მხარზე უხეშად მოუჭირა ხელი.
- დაანებე მაგ ოხერ ბლინებს თავი და მე შემომხედე რომ გელაპარაკები.
- შენ თვითონ დაანებე ჩემს მხარს თავი და ხმას დაუწიე თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, -ისეთი ხმით უთხრა რომ სიმონმა ცივად ჩამოსწია ხელი.
- უკვე აღარ ვიცი რა გიყო ევა, ასე რატომ იქცევი? რატომ არ გესმის ჩემი, უკვე რამდენჯერმე ზედიზედ დაარღვიე წესები, იმ საქმის ორ დღეში დასრულება რომლის დასრულებასაც ერთი კვირა სჭირდება, ისევ შენთვისაა ცუდი, გეგმას გადაუხვიე...
- ამით ვინმეს რამე დავუშავე? არაფერი გაფუჭებულა, როგორც ყოველთვის ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.
ევამ ჩაი დაისხა, ბლინები თეფშზე დაახვავა და მაგიდას მიუჯდა,
- რა მოხდა სიმონ, გისაყვედურეს? ამიტომ ხარ ასეთი გაბრაზებული?
- ასეც რომ იყოს ხომ იცი ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას იტყვის, შენ იცი, მშვენივრად იცი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ შენ არაფერი დაგიშავდეს.
- მგონი მართლა ღელავ, ვერ ვიტყვი რომ ეს არ მომწონს, ბოლოსდაბოლოს ერთადერთი არსება ხარ ამ წყეულ დედამიწაზე რომელსაც ჩემი ბედი აღელვებს, სხვებს არ ვაინტერესებ, სანამ ჩემს საქმეს იდეალურად ვასრულებ ერთხელაც კი არ გავახსენდები არავის, ხანდახან ვფიქრობ რომ ეს რაღაცმხრივ კარგიც კია...
სიმონმა უგემურად გაღეჭა ბლინი და ნაძალადევად გაუღიმა ლოყებაწითლებულ გოგონას, ახლა ისეთი საყვარელი იყო ევა...
- ასე რომ მიყურებ ხოლმე სულ მგონია რომ მეცემი და მაკოცებ, -ევამ ეშმაკურად გაიღიმა და მბრწყინავი ნაცრისფერი თვალები მიანათა კაცს.
- ჯანდაბა, ამის დედაც ევა, ყოველთვის იმას რატომ ამბობ რასაც ფიქრობ, ასე არ შეიძლება.
- ასე მხოლოდ შენთან ვარ, აბა ზურაბს და ჯონათანს რომ ის ვუთხრა რასაც მათზე ვფიქრობ, მაშინვე ოპერაციას დაგეგმავენ სახელად ‘’როგორ მოვუგრიხოთ კისერი ევას’’ ხომ იცი არაფერი გამოუვათ მაგრამ კარგად კი იწვალებენ, ჰო და კიდევ, არაფერია იმაში სასირცხვილო რომ ჩემი კოცნა გინდა.
- გეყოფა რა, შენ სულ რაღაც 7 წლის იყავი როცა გაგიცანი, სულმთლად ბავშვი, არც მაშინ შემომიხედია შენთვის როგორც ქალისთვის როცა წამოიზარდე და ახლა მითუმეტეს ვერ გიყურებ, უბრალოდ არ შემიძლია, შემომხედე, სულ რაღაც ხუთ-ექვს წელიწადში ალბათ ყველას ბაბუაშენი ვეგონები, თმა გამიჭაღარავდა, თვალებთან და ტუჩებთან ნაოჭები გამიჩნდა, შენ კი ისევ ისეთი ხარ, ოდნავადაც არ შეცვლილხარ.
- ჰო ასეა, გარეგნულად ნამდვილად არ შევცვლილვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, შინაგანად შევიცვალე, თუმცა ისევ ისე მიყვარს შენი გაბრაზება როგორც ადრე, როცა პირველად შეგხვდი თვრამეტი წლის იყავი არა? მახსოვს როგორ მეშინოდა, შენ კი ისეთი მშვიდი და ძლიერი იყავი... -ევამ მაგიდის კუთხეზე შემოაწყო ფეხები და თავი უკან გადააგდო, შენგან მთელი ცხოვრება დავალებული ვიქნები, მაშინ შენი მხარდაჭერა რომ არა იმ ყველაფერს ვერ გადავიტანდი.
- ახლა რას აპირებ? -სიმონმა თემის შეცვლა სცადა, ისევ რომ გაეგრძელებინა ეს საუბარი ყელში მოწოლილი ბურთი და ის ყველაფერი რაზეც ევას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ნამდვილად დაახრჩობდა.
- მინდა რომ საფრანგეთის ელჩის საქმეს მე მივხედო.
- ამ საქმეს არ მოგცემენ, მშვენივრად იცი.
- ისე გააკეთე რომ მომცენ.
- კი მაგრამ ყველაფერს რატომ ართულებ? ისედაც სულ ცოტა დაგრჩა და ამერიკაში დაბრუნდები, შენც ხომ ზუსტად ეს გინდოდა.
- და იქ დაბრუნებამდე რა უნდა გავაკეთო?
- ერთი წამითაც კი არ ჩერდები, იმ შემთხვევის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობ, რა ხდება, გეშინია რომ თუკი თავისუფალი დრო გექნება მაშინვე მის მოძებნას შეუდგები? იცი რომ თავს ვერ მოერევი და ცდილობ მთელი ყურადღება საქმეზე გადაიტანო, საკუთარი თავივით გიცნობ ევა, არ ვიცი იმ ბიჭში რა დაინახე ასეთი მაგრამ... იქნებ ერთხელ მაინც დაძლიო ურთიერთობების შიში და საკუთარ თავს შანსი მისცე რომ თუნდაც რამდენიმე დღით ბედნიერი იყო, იქნებ უბრალოდ სცადო, ისე ხომ იცი რომ ძებნა არ დაგჭირდება, უბრალოდ მთხოვე და მისამართს მოგცემ.
უყურებდა სიმონს და ბრაზობდა რომ ბოლომდე არ ესმოდა მისი, არ იყო ევა ეგოისტი, იცოდა რომ თუკი საბასთან ურთიერთობას დაიწყებდა, ორივეს ძალიან ეტკინებოდათ გული, არ შეეძლო ევას მხოლოდ ცხოველური ჟინის დასაკმაყოფილებლად დაწყებული ხანმოკლე ურთიერთობები, თუ ურთიერთიობა ექნება ალბათ თავიდან ბოლომდე ჩაეფლობა გრძნობებში, ეს კი კარგს არავის მოუტანს... საკუთარი თავი ჯანდაბას მაგრამ საბას გულის ტკენას მისი გრძნობების განადგურებას თავს არასოდეს აპატიებს, ასე რომ... -მწარედ გაეღიმა და თითი მუქარით დაუქნია სიმონს,
- არ გაბედო და მისამართი არ დამიტოვო, რომ მინდოდეს თვითონაც მშვენივრად მივაგნებდი.
- დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა? იცი რომ გიჟივით გეძებს? -მთელი ქალაქი გადაატრიალა, წლების უნახავ მამასაც კი მიაკითხა.
- ოჰო, ესე იგი ბატონი მინისტრიც საქმეშია?
- აკი არ გაინტერესებდა? ესე იგი მასზე ინფორმაცია მოიძიე?
- მაინც გამომიჭირე, -ევამ მხიარულად გადაიკისკისა, -ჩვენ ორივეს ცუდად გვაქვს საქმე სიმონ, შენ მე მიმზერ და პატარა გოგოს ხედავ არა? შენი აზრით მე რას ვხედავ როცა მისი ასაკის ბიჭებს ვუყურებ, არა რა, ეს კომპლექსები ორივეს ბოლოს მოგვიღებს და საერთოდაც რატომ უნდა ვარჩევდე შენთან ასეთ საქმეებს, ეს ძალიან არ მომწონს.
გადაშლილი წიგნივით იყო ევა სიმონისთვის, უყურებდა და სრულიად მარტივად კითხულობდა მის სახეზე უდარდელობით შენიღბულ ტკივილს და შიშს.
- კარგი მე წავალ ევა, თავს მიხედე, თუ ასე ძალიან გინდა ჩათვალე რომ ელჩის საქმე შენია, -წამოდგა, პიჯაკი შეისწორა და სანამ გავიდოდა კიდევ ერთხელ მოიხედა უკან, ევა ისევ ისე იჯდა, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი, ჭერს უმზერდა და იღიმოდა,
- სულელი, სულელი სიმონი, -ჩაიბურტყუნა თავისთვის როგორც კი კარის გახურვის ხმა გაიგო, -ასეთი ადამიანი არასოდეს მინახავს, ვიცი რომ ვუყვარვარ და ვუნდივარ მაგრამ მაინც სხვისკენ მიბიძგებს...
- - - - - -
- მოვრჩი, ყველაფერი კარგადაა, -კაკიმ შვებით ამოისუნთქა, -ყოჩაღ ევა, მართლა ვერ ვიფიქრებდი თუ ასე მარტივად შეძლებდი ამ ყველაფრის ატანას, -მიმართა ჯერ ისევ თვალდახუჭულ გოგონას.
ევამ თვალები გაახილა და კაკის გაუღიმა მერე კი სახეგაფითრებულ საბას შეხედა, ახლაღა მიხვდა რომ ჯერ ისევ მთელი ძალით უჭერდა მის ხელს,
- თავს როგორ გრძნობ? -საბამ ნაზად დაუსვა ხელი გათოშილ ლოყაზე, ევამ უნებურად მინაბა თვალები.
- კარგად ვარ უბრალოდ გამოსაცვლელი ტანსაცმელი მჭირდება.
- ახლა გავალ, -კაკიმ ნივთები და სისხლიანი დოლბანდები წამოკრიფა და ერთ ადგილზე მოაგროვა,
-მოგიწევს რამდენიმე დღე ჭრილობას გაუფრთხილდე.
- რამდენიმე დღე? -ევას ჩაეცინა, -ორ-სამ დღეში მორჩება ასე რომ...
- ასეთი ჭრილობები ორ დღეში არ შუშდება ევა.
- მართალი ხარ ზოგადად არ შუშდება, მაგრამ ეს ზოგადი წესები და დებულებები ჩემზე არ მოქმედებს.
- შეიძლება მხარზე შეგხედო? -საბამ ფრთხილად გადაუწია მაისური, მაშინდელი გამჭოლი ჭრილობის ნასახიც კი არ იყო დარჩენილი, არანაირი კვალი, გაკვირვებულმა გადახედა კაკის.
- რატომ გიკვირთ? -გაეღიმა ევას, -ხომ არ დაგავიწყდათ რომ ესთეტიკური და პლასტიკური ოპერაციების საუკუნეში ვცხოვრობთ, ახლა კი მადლობა მინდა გითხრათ რომ ჩემზე იზრუნეთ და გადამარჩინეთ, არ მინდა დიდხანს შეგაწუხოთ, ცოტა ხანს დავისვენებ და შემდეგ წავალ, ახლა უბრალოდ რამე მჭირდება რომ გამოვიცვალო, ვერ ვიტან როცა სისხლით დასვრილი ტანსაცმელი მაცვია.
- ეს ხშირად ხდება ხოლმე?
- რა? -კითხვას ვერ მიხვდა და გულუბრყვილოდ გაკვირვებული თვალებით შეხედა საბას.
- ხშირად გაცვია ხოლმე სისხლით დასვრილი ტანსაცმელი?
- არც თუ ისე იშვიათად, -მშვიდად უპასუხა და გაღიმება სცადა, საბამ თვალებით ანიშნა კაკის რომ გასულიყო თვითონ კი კარადა გამოაღო, მოკლემკლავიანი მაისური, თბილი ჟაკეტი, სპორტული შარვალი გამოიღო და საწოლზე დაალაგა, მერე კომოდიდან თბილი წინდები ამოალაგა და ტანსაცმელს გვერდით მიუდო.
- გინდა გამოცვლაში დაგეხმარო?
- არაფერს მკითხავ?
- ძალიან გინდა რომ გკითხო?
- მე არა მაგრამ ალბათ შენ გინდა, თუმცა არ მეკითხები, საოცარია, შენს ადგილზე რომ ვიყო ახლა თავში უამრავი შეკითხვა მექნებოდა, სულ არ გაინტერესებს? იქნებ დამნაშავე ვარ, პოლიციას გავურბივარ, ან იქნებ სულაც შეშლილი მანიაკი ვარ.
- მანიაკს არ გავხარ.
- დამნაშავეს?
- ასე ერთი შეხედვით ძნელია თქვა, -საბამ თვალები საყვარლად მოჭუტა და გვერდზე თავგადაგდებულმა შეათვალიერა საწოლზე წამომჯდარი თმაგაჩეჩილი ევა, - არაა, ნამდვილად არ გავხარ დამნაშავეს, თუმცა რომ იყო... ყველაზე ლამაზი და სექსუალური დამნაშავე იქნებოდი მსოფლიოში, მოდი წამოდგომაში დაგეხმარები,
-ევას ჩაღიმება დააიგნორა, ხელი გაუწოდა და ფრთხილად ააყენა საწოლიდან.
- აქ აბაზანაა, -კარზე ანიშნა, -თბილი წყალიც არის, ოღონდ ჭრილობას მოუფრთხილდი კარგი? ჰო და წასვლას რაც შეეხება, გზები ჩაკეტილია, ძალიან დიდი თოვლია, ჩვენც აქ ვართ ჩარჩენილები და შენც ჩვენთან ერთად ყოფნა მოგიწევს სანამ გზები არ გაიხსნება.
- ანუ ახალი წლის ერთად გატარება მოგვიწევს?
- ასე გამოდის, არამგონია მანამდე გზები გაიხსნას, გინდა თუ არ გინდა მოგიწევს ახალი წელს აქ შეხვდე, ჩვენთან ერთად, მესმის რომ ეს არცთუ ისე კარგი პერსპექტივაა და სულაც არ გინდა...
- ვინ გითხრა რომ აქ ყოფნა არ მინდა? აქედან წასვლა რომ მინდოდეს ყველაზე ნაკლები დაბრკოლება თოვლი იქნებოდა ჩემთვის, -მხიარულად შესცინა სახეში, მიუახლოვდა, თითის წვერებზე აიწია და წვერწამოზრდილ ლოყაზე აკოცა, მერე ტანსაცმელი გულზე აიხუტა და წელში გამართული, მტკიცე ნაბიჯით შევიდა აბაზანაში, მოულოდნელობისგან ჯერ კიდევ გაშეშებული საბა თვალს ვერ აშორებდა, ვერ გაეგო როგორ შეეძლო ამ გოგოს ყველაფრის ასე მარტივად ატანა, ისე იქცევა თითქოს ჭრილობა სულ რაღაც თხუთმეტი წუთის წინ არ გაეკეროთ, ოდნავადაც არ იმჩნევს რომ ტკივა, ის კი არადა მასთან ფლირტს, მის გაგიჟებას და გამოშტერებასაც კი მშვენივრად ახერხებს.
- მაგარ შარში ხარ საბა, -ღიმილით ჩაილაპარაკა და კარადიდან ახალი თეთრეული გამოიღო.
- - - - - - - -
- საჭმელი ჭამა და ჩაეძინა, -საბამ ლანგარი სამზარეულოს მაგიდაზე დადო და ბუხართან ჩამომჯდარ ბიჭებს მიუჯდა გვერდით, სახლში უკვე საკმაოდ თბილოდა, გათბობა ჩართული იყო და ბუხარშიც მხიარულად ტკაცუნებდა ხმელი შეშა.
- როგორ არის? -ნიკუშამ იკითხა და დანარჩენებიც მოუთმენლად შეაჩერდნენ.
- მგონი კარგად, არ ვიცი, პირველად ვნახე ადამიანი ასეთი ჭრილობის შემდეგ ასე კარგად გრძნობდეს თავს,
-გაიღიმა, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, ახლა ვერაფერზე ფიქრობდა, ისეთი დაღლილი იყო.
- გამაყუჩებელი არ გვქონდა და ხმა არ ამოუღია, მეგონა იწივლებდა, იკივლებდა და მისი ძალით დაკავება მოგვიწევდა მაგრამ არაფერი ამდაგვარი, -კაკიმ გაოცებულმა გაშალა ხელები.
- ანუ ერთი სიტყვით უცნაური ვინმეა რა, არ გიკითხავს ვინ არის? არ გაინტერესებს? სახელიც კი არ იცი მისი და ასე მშვიდად როგორ ხარ? -ამჯერად გიგიმ ვეღარ მოითმინა.
- ევა, ევა ჰქვია და უკვე ტვინს ბურღავთ თუ ხვდებით, აცადეთ ჯერ გამოიძინოს ცოტა გამოფხიზლდეს და თუ ენდომება აგვიხსნის ყველაფერს, ჰოდა ვინც უსაქმურად გრძნობთ თავს და ვერ ისვენებთ, სხვენში ადით და საახალწლო მოსართავები ჩამოიტანეთ, ნაძვისხეც წამოიღეთ.
- მოსართავები და ნაძვისხე რაღად გვინდა, -უკმაყოფილოდ დაიწუწუნა გიგიმ, იცოდა რომ როგორც ყოველთვის ყველაფრის გაკეთება მას მოუწევდა.
- ხვალ უკვე ოცდაათია და ამინდს ისეთი პირი უჩანს კიდევ დიდხანს მოგვიწევს აქ ყოფნა, ახალი წელი ნაძვისხის გარეშე უნდა გავატაროთ? -გაიკვირვა ნიკუშამ და ნებიერი ბავშვივით გაიშხლართა ბუხრის წინ დაგებულ ფუმფულა ხალიჩაზე.
- ჰოდა ნაძვისხე თუ გინდა აწიე ერთი ადგილი და წამომყევი სხვენში.
- ბიჭებო ეს ბიძია სხვენში მეპატიჟება და ხომ არ იცით რა უნდა ჩემგან? -საყვარლად გაბუშტა ტუჩები და სიბრაზისგან გაწითლებული გიგისკენ გაიშვირა თითი, გაიშვირა და ბალიშიც მიიღო თავში.
- ნეტა თქვენ ჭკუა გქონდეთ, -კაკიმ მხიარულად გადაიხარხარა, -საბა წამო სამზარეულოში, სანამ ეს ტომი-ჯერი ნაძვისხეს ჩამოათრევენ, თუ რათქმაუნდა მანამდე ერთმანეთი არ დახოცეს, ჩვენ რამე მოვამზადოთ თორემ სადაცაა მოვკვდები შიმშილით.
ის იყო ხორცის დაჭრა უნდა დაეწყო რომ ტელეფონმა დარეკა, ეკრანს დახედა, ნომერი არ ჩანდა, უპასუხა.
- საღამო მშვიდობის საბა, -ცივი, უემოციო ხმა ჰქონდა.
- ვინ ბრძანდებით?
- ევასთან მინდა დალაპარაკება, შეგიძლია ტელეფონი მიაწოდო?
- ევა? კი მაგრამ როგორ? ჩემი ნომერი როგორ გაიგეთ და საერთოდ ვინ ხართ?
- დამალაპარაკებ?
- ძინავს.
- რომ გაიღვიძებს უთხარი რომ სიმონმა დაურეკა, -გაშეშებული იდგა, მხოლოდ წყვეტილი სიგნალის შემდეგ დადო ტელეფონი მაგიდაზე.
- რა ხდება რამე პრობლემაა? -კაკიმ კარტოფილის თლას თავი დაანება როცა მეგობრის გაოცებული სახე დაინახა.
- სიმონი იყო.
- სიმონი ვინ არის?
- ისე მეკითხები თითქოს ვიცოდე, ევასთან უნდოდა დალაპარაკება.
- შენი ნომერი საიდან გაიგო და საერთოდ საიდან იცის რომ ევა შენთან არის? მგონი სერიოზული რაღაც ხდება საბა, ნეტავ ვინ არის ეს გოგო?
- ჰო, აშკარად უფრო და უფრო საინტერესო ხდება ყველაფერი, -უდარდელად ჩაიცინა და ხორცის დაჭრა გააგრძელა, მის საოცრებას, სანატრელ ქალს ახლა მის სახლში მის საწოლში ეძინა და ვერავინ, მათ შორის ვერც სიმონი ხასიათს ვერ გაუფუჭებდა.
- - - - - -
ღამის თორმეტი საათი იყო დაწყებული ევას რომ გამოეღვიძა, თავიდან ვერ გამოერკვა, ვერ მიხვდა სად იყო, სუსტად განათებული ოთახი მოათვალიერა და მერე როცა ყველაფერი გაახსენდა გაეღიმა და თავისუფლად ამოისუნთქა, საბანი გადაიძრო და წამოჯდა, ჭრილობა ოდნავადაც კი აღარ აწუხებდა, უკვე საკმაოდ თბილოდა ოთახში თუმცა მაინც მოიცვა საბას მიცემული თბილი ჟაკეტი, წამოდგა და როცა კარადის კარზე დამაგრებულ უზარმაზარ სარკეში საკუთარ თავს მოკრა თვალი სიცილი ვერ შეიკავა, გაჩეჩილი წითური თმა უწესრიგო ტალღებად ჰქონდა წელამდე ჩამოშლილი, რამდენიმე ზომით დიდ სპორტულებში და ჟაკეტში გამოწყობილი უფრო პატარა და გამხდარი ჩანდა ვიდრე სინამდვილეში იყო, ლოყები აწითლებული ჰქონდა, ტუჩები კი გამშრალი და დამსკდარი თუმცა მაინც ულამაზესი იყო, წამით თვალები დახუჭა და საბას სუნამოს სუნი რომელიც მთელ ოთახში იდგა ღრმად შეისუნთქა, კარი უხმაუროდ გამოაღო, დერეფანში გავიდა და ნელი ნაბიჯით დაეშვა პირველ სართულზე ჩამავალ ხის კიბეზე.
მისაღებიდან ფერადი სინათლე და მხიარული ხმები გამოდიოდა, ოდნავ შეღებულ კართან შეჩერდა, ნიკუშას და გიგის უკვე აეწყოთ უზარმაზარი ნაძვისხე, ახლა მოსართავებს კიდებდნენ და თან კამათობდნენ, ერთმანეთის იდეებს იწუნებდნენ, კაკი თეფშებს აწყობდა მაგიდაზე, ევამ დაინახა როგორ გამოვიდა სამზარეულოდან მოკლემკლავიან თეთრ მაისურში და ნაცრისფერ სპორტულ შარვალში გამოწყობილი საბა, კაკის საჭმლით სავსე თეფშები მიაწოდა და მოჩხუბარი გიგის და ნიკუშას დანახვისას გულიანად გადაიხარხარა, ევას უნებურად გააჟრჟოლა და მთელ სხეულში სასაიამოვნო იმპულსები იგრძნო, იმპულსები მკერდში ცეცხლს უნთებდნენ და მერე მუცლის გავლით ფეხებშუა იკარგებოდნენ, გაუცნობიერებლად შეატყუპა ფეხები, გამშრალი ტუჩები მოილოკა და აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა...


- - - - - - - - - - - - - -


- აქ რას აკეთებ? ახლა უნდა იწვე და გეძინოს, -კაკიმ როგორც კი ღია კარში მდგარ უხერხულად მომღიმარ ევას მოკრა თვალი, მაშინვე მასთან მიიჭრა და თავიდან ფეხებამდე დაკვირვებით შეათვალიერა.
- როგორ ხარ? ჭრილობა როგორ გაქვს? მოდი ვნახოთ ხომ არ გაგეხსნა.
- აჰა, როგორც იქნა ბატონ კაკიში მიძინებულმა ექიმმაც გაიღვიძა, -ჩაიფხუკუნა ნიკუშამ და თან გიგის ანიშნა ვარსკვლავი ოდნავ გვერდით დაამაგრე ასე მობრეცილიაო.
- ჭრილობის ნახვა საჭირო არ არის, კარგად ვარ, უბრალოდ გამეღვიძა და მარტო ვეღარ გავჩერდი, შეიძლება რომ აქ თქვენთან ერთად ვიყო?
აქამდე მშვიდად მდგარი, მომღიმარი საბა რომელიც ევას თვალს ვერ აშორებდა, მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.
- ზუსტად ახლა ჭამას ვაპირებდით, მოხარულები ვიქნებით თუ შემოგვიერთდები.
ევამ გაუბედავად გაუწოდა ხელი რომელიც წამსვე ჩაიკარგა საბას თითებში, უცნაური თრთოლვით ახედა ქვემოდან და როცა სითბოთი სავსე, მომღიმარ მწვანე თვალებს წააწყდა, საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი, ვერც კი გაიგო როგორ გააცნო ბიჭები, როგორ მიაცილა მაგიდამდე, სკამი გამოუწია, დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა, პირველად გრძნობდა თავს ასე უმწეოდ, პატარა, გამოუცდელი გოგოსავით, ეს ყველაფერი... ეს მომღიმარი სახეები, საახალწლოდ მორთული, სითბოთი და სიყვარულით სავსე სახლი, ეს უბრალო, უანგარო დამოკიდებულება ბიჭების მხრიდან და სასურველი მამაკაცის დამათრობელი სურნელი გვერდით, სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით, არაფერი ზედმეტი, არაფერი შემაწუხებელი... თავს უფლება მისცა გაეღიმა, მოდუნებულიყო და იმ სითბოთი და სიყვარულით ავსებულიყო რომელიც გარს ერტყა.
- დალევ? -გიგიმ შავი ღვინით სავსე ბოთლი აწია.
- რა გჭირს ბიჭო, ამისთვის ახლა დალევა არ შეიძლება, -ნიკუშამ ბოთლი უკან გადადგა და გიგის შეუბღვირა.
- ცოტა დამისხი, რამდენიმე ყლუპი ღვინო არაფერს მიზამს, -ევამ ჭიქა გაუწოდა და გაუღიმა, ბედნიერმა გიგიმ ჩვეული გალანტური მანერით დაუსხა ღვინო.
- მადლობა, -ისევ შესცინა ევამ და ღვინო მოსვა,
- შეჭამ რამეს? -საბამ შემწვარი კარტოფილით სავსე თეფში მიუწია ახლოს, სალათაც გადაიღე, ყველაფერი მე და კაკიმ გავაკეთეთ, იმედია მოგეწონება.
- ჰო, საჭმელს ყოველთვის მე და საბა ვაკეთებთ ხოლმე, ეს ორი უსაქმური კი ჭამის და ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებენ, -სიცილით ანიშნა კაკიმ გიგისა და ნიკუშასკენ,
საჭმლით პირგამოტენილმა ნიკუშამ კაკის ხელი აუქნია მაცადეო და მწვადით სავსე თეფშს წაეტანა, უყურებდა ევა ბიჭებს და გული სევდანარევი სითბოთი ევსებოდა, ასე კარგად და თან ასე უცნაურად თავი არასოდეს უგრძვნია, ნუთუ ცდებოდა როცა ამდენი ხანი განდეგილივით ცხოვრობდა, ნუთუ ცდებოდა როცა არავის აძლევდა მასთან მოახლოების უფლებას, ნუთუ...
- კარგად ხარ? -ხელზე შეხება იგრძნო და შეკრთა, საბა ფრთხილად ეფერებოდა თითებზე და უღიმოდა.
- ყველაფერი კარგადაა?
- კი უბრალოდ რაღაც გამახსენდა და... -ძლივს ამოილუღლუღა და საჭმელს წაეტანა, საბას აღარაფერი უკითხავს და ამის გამო თავი უფრო მშვიდად იგრძნო, ბუხრის სითბომ და რამდენიმე ყლუპმა ღვინომაც თავისი გაიტანა, საბოლოოდ დამშვიდდა და მოითენთა.
- შემოთავაზება მაქვს, -გამოაცხადა ნიკუშამ როცა ჭამას მორჩნენ და მაგიდა აალაგეს, -ცხელ შოკოლადზე და საახალწლო ფილმზე რას იტყვით?
- ხანდახან ტვინი გიმუშავებს ძმაო, -გიგიმ მხარზე ხელი დაკრა და საპასუხოდ გვერდში ისეთი მუჯლუგუნი მიიღო რომ ტკივილისგან ორად მოიკეცა, გასწორება შეძლო თუ არა კოჭში ისეთი ჩასცხო რომ ახლა ნიკუშა აღრიალდა და საცოდავად დაიწყო ცალ ფეხზე ხტუნაობა.
- რას აკეთებენ? -გაკვირვებული ევა აშკარად ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ამ ორს შორის.
- ამათ ყურადღებას ნუ მიაქცევ თორემ გაგაგიჟებენ, ასე ერთი შეხედვით კბენენ ერთმანეთს თორემ ისე ერთმანეთისთვის სიცოცხლესაც კი არ დაინანებენ, -საბამ ევა ბუხართან ახლოს მდგარ დივანზე დასვა, ფუმფულა პლედი გადააფარა და გვერდით მიუჯდა, ევამ ფეხები დივანზე აიკეცა მასთან ახლოს მიჩოჩდა, მხარზე მიეკრო და თავი მკერდთან ახლოს მიადო, ბიჭი გაშეშდა, ევამ იგრძნო როგორ გამოტოვა მისმა გულმა რამდენიმე დარტყმა, მერე გამბედაობა მოიკრიბა, ევას ხელი მოხვია და უფრო მჭიდროდ მიიხუტა მკერდზე, გაუნძრევლად ისხდნენ, საბა ფრთხილად ეფერებოდა თმებზე და თვალდახუჭული ივსებდა მისი სურნელით ფილტვებს, ევა კი მის გულისცემას უსმენდა და თან ბიჭებს უყურებდა, კაკი და გიგი კამათობდნენ რომელი ფილმი უფრო შესაფერისი იყო საახალწლოდ, ნიკუშა კი ჭიქებში ცხელ შოკოლადს ასხავდა.
- როგორ შეგიძლიათ ასეთები იყოთ? -თავისთავად წამოსცდა ევას გაფიცხებულ ბაგეებს.
- რას გულისხმობ?
- ასეთი კარგები, უბრალოები, საყვარლები, ამ ყველაფრის მიუხედავად არაფერს მეკითხებით, იმის უფლებასაც კი მაძლევთ რომ თქვენთან ერთად გავატარო ახალი წელი, იცი რომ ასეთი ახალი წელი არასდროს მქონია?
- ასეთში რას გულისხმობ? -მომღიმარმა საბამ ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა და ნაზად ჩამოუსვა ხელი ლოყაზე.
- ნაძვისხე, ბუხარი, ცხელი შოკოლადი და ადამიანები რომლებიც ისეთები არიან როგორიც სინამდვილეში, არაფერი ზედმეტი, არანაირი სიყალბე და თვალთმაქცობა.
- და აქამდე როგორ ადამიანებთან ერთად აღნიშნავდი ხოლმე ახალ წელს?
- არ აღვნიშნავდი, ახლ წელს ყოველთვის ვმუშაობ ხოლმე, წელსაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ არა ალბათ ჩვეულებრივად ვიმუშავებდი და ტრადიციულად შორიდან დავაკვირდებოდი, როგორ აღნიშნავენ ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები ამ დღესასწაულს.
- ოჯახი? მეგობრები?
- ექვსი წლის ვიყავი როცა ჩემი მშობლები დაიღუპნენ, აღარავინ მყავს, არც ნათესავები, არც მეგობრები...
ევამ იგრძნო როგორ დაიძაბა საბა, ჯანდაბა, ალბათ ეს არ უნდა ეთქვა არადა თავს ვერ იკავებს რომ ყველაფერი არ მოუყვეს, ჰმ, უცნაური გრძნობაა როცა გინდა ვინმეს გული გადაუშალო, ბოლომდე გაიხსნა და დაანახვო როგორი ხარ სინამდვილეში, ასეთი გრძნობა სიმონთან ერთად ყოფნისას არასდროს ჰქონია ალბათ იმიტომ რომ სიმონმა მის შესახებ ისედაც ყველაფერი იცის, თუმცა ალბათ საბამ რომ გაიგოს ევა სინამდვილეში როგორია... პირველად დაფიქრდა ევა საკუთარ ცხოვრებაზე და იმაზე თუ რამდენად სწორად ცხოვრობდა, რამდენად სწორი იყო ის ყველაფერი რასაც აქამდე აკეთებდა და სწორად მიაჩნდა.
- ძალიან ვწუხვარ შენი მშობლების გამო, -საბას ხმაში გულწრფელი მწუხარების ნოტები დაიჭირა ევამ, გული გაუთბა და უნებურად გაეღიმა.
- მოდი ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო აღარც კი მახსოვს, ახლა უბრალოდ მინდა რომ შენთან ერთად ყოფნით და ამ რამდენიმე მშვიდი დღით დავტკბე.
- რამდენიმე დღე? მხოლოდ რამდენიმე? რისი თქმა გინდა რომ ამ დღეების შემდეგ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებ?
- უცნაური ხარ, -ევამ ქვემოდან ახედა და როცა მის გაფართოებულ მწვანე თვალებში შიში და გაურკვევლობა შეამჩნია, გაეღიმა.
- საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, ისიც კი არ იცი მართლა ევა მქვია თუ არა, საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში მიპოვნე და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ფიქრობ ჩემთან სამომავლო ურთიერთობაზე?
- მინდა რომ ვცადოთ ევა, ვიცი რომ ეს შენც გინდა.
- იქნებ მართლაც დამნაშავე ვარ, მკვლელი და არც თუ ისე კარგ საქმეებში ვარ გარეული,
- კარგი რა ნუ მაცინებ.
- ანუ შენთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა?
- არაფერს, -საბამ ღიმილის შეკავება სცადა და საყვარლად ააფახულა გრძელი შავი წამწამები.
- რომ გითხრა რომ სინამდვილეში კაცი ვარ? -ევას რატომღაც მოუნდა რომ ეხუმრა.
ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა, რამდენიმე წამი გაუჩერებლად ხარხარებდა საბა, ევაც და ბიჭებიც თვალებდაჭყეტილები უყურებდნენ და ელოდნენ როდის დაწყნარდებოდა, ძლივს მოახერხა დაწყნარება და სიცილისგან თვალზე მომდგარი ცრემლი აცახცახებული თითებით მოიწმინდა.
- მაპატიე რა, ‘’ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან’’ გამახსენდა და თავი ვეღარ შევიკავე, უბრალოდ იცოდე რომ მაგ საკითხში ოსგუდისნაირი გამგები ვერ ვიქნები, სხვა რაც გინდა მითხარი სულ ერთია, შენთან ურთიერთობაზე თუკი შენც გექნება სურვილი არავის და არაფრის გამო არ ვიტყვი უარს.
რამდენიმე წამს თვალმოუშორებლად უყურებდა მოციმციმე მწვანე თვალებში, მერე ცხოვრებაში პირველად გაითვალისწინა სიმონის რჩევა რომ ერთხელ მაინც ეფიქრა საკუთარ თავზე, საკუთარ სიამოვნებაზე, ერთხელ მაინც გაეკეთებინა ის რაც უნდოდა და არა ის რაც საჭირო იყო, ერთხელ მაინც გადაეხვია გეგმისთვის, იმ გეგმისთვის რომელსაც ყოველთვის სხვა უდგენდა და ისიც მორჩილად მიყვებოდა სათითაო დეტალს.
- ჯანდაბას, რაც მოხდება მოხდეს, -ჩაიჩურჩულა, მაგრად შემოხვია ხელები და თავი მის კისერში ჩარგო, იგრძნო როგორ გააჟრჟოლა ბიჭს მისი შეხებისას და იმის გააზრებისას რომ მასზე ასე მოქმედებდა სიამოვნებისგან ლამის კატასავით აკრუტუნდა.
- ანუ ეს ნიშნავს რომ...
- ეს ნიშნავს რომ ვცადოთ და ვნახოთ რა გამოვა, ვცადოთ ყველანაირი პირობების და გათვლების გარეშე, უბრალოდ ვცადოთ კარგი?
საბა ხელში ატაცებულ ევასთან ერთად წამოიჭრა ფეხზე და შუაგულ ოთახში გიჟივით დატრიალდა, მხიარულად კისკისებდა ევა, თავისუფლად მოფრიალე ცეცხლისფერი თმა, რბილი საახალწლო განათებების ფონზე ჯადოსნურად ელავდა და საბას უცნაურად ჩამუქებულ მწვანე თვალებში ირეკლებოდა.
- ეს უნდა აღვნიშნოთ, -როგორც კი საბამ გოგონა ძირს დასვა, ნიკუშამ მაშინვე შამპანიურის ბოთლი მოარბენინა.
- მართალია ცოტა მოულოდნელია მაგრამ ჩემი მეგობრის გახარებული სახის ნახვა ერთ რამედ ღირს და აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს, -გიგიმ ევას მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა.
- შეიძლება თქვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო მაგრამ ერთი რამ რაც ყველაზე კარგად ვისწავლე ჩემი არცთუ ისე ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში არის ის რომ ამ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული დროა, მხოლოდ და მხოლოდ დრო, ასე რომ მირჩევნია ბევრი აღარ ვიფიქრო, ის კი არადა საერთოდ აღარ ვიფიქრო, ერთხელ მაინც მოვიქცე სპონტანურად და რაც შეიძლება დიდხანს ვიყო საბასთან ერთად, -ბიჭს ქვემოდან ახედა და წელზე მოეხვია.
- ჩემი ჭკვიანი გოგო, -ჩაიჩურჩულა საბამ და შუბლზე მიაკრო გახურებული ტუჩები.
- რამდენი წლის ხარ ევა? -კაკიმ ღიმილით შეხედა ლოყებ აწითლებულ გოგონას.
- მზად იყავი ახლა კითხვებს დაგაყრიან, -ჩაიცინა საბამ, -მართალია აქამდე არაფერს გეკითხებოდნენ მაგრამ ცნობისმოყვარეობით კვდებოდნენ, ახლა ნამდვილად ვეღარ დაუძვრები ამათ ხელიდან, მაგრამ თუ გინდა ნურაფერზე ნუ უპასუხებ, გადაიტანენ როგორმე.
- ანუ დუმილის უფლების გამოყენება შემიძლია?
- კარგი რა უბრალოდ ის მაინტერესებს სრულწლოვანი მაინც თუ ხარ? -კაკიმ პატარა ნაწყენი ბავშვივით გაბუსხა ტუჩები.
- თექვსმეტი, დიდი დიდი ჩვიდმეტი წლისას გავხარ და სულაც არ მინდა რომ ჩემი მეგობარი არასრულწლოვანთან ურთიერთობისთვის მოხვდეს ციხეში.
- კარგი რა, -ევას მართლა გულიანად გაეცინა, -დამშვიდდით უკვე დიდი ხანია სრულწლოვანი ვარ და არავის წინაშე არ ვარ პასუხისმგებელი, ჰოდა კიდევ მინდა ერთ რამეზე შევთანხმდეთ, არ მინდა რომ რამე მოგატყუოთ ასე რომ ნურაფერს მკითხავთ კარგი?
ყველამ უხმოდ დაუქნია თავი, უამრავ კითხვას ხედავდა ევა მათ თვალებში, ეჭვს, ცნობისმოყვარეობას და ყველაფრის მიუხედავად მაინც დუმდნენ, აფასებდა ევა ამ დუმილს...
თითო ჭიქა შამპანიურის შემდეგ ბიჭებს უფრო მეტად შეეტყოთ მთელი დღის დაღლილობა, ევას დაემშვიდობნენ და დასაძინებლად განაწილდნენ ოთახებში.
- როგორ შეგიძლია ასე უპირობოდ მენდო, -ჰკითხა როცა მისაღებ ოთახში მარტო დარჩნენ და ისევ დივანზე მოიკალათა საბასთან ერთად.
- გახსოვს? მითხარი რომ ჩემი თვალების პატრონს ვინმესთვის რამის დაშავება არ შემიძლია.
- მახსოვს.
- როგორ გგონია მე რას ვხედავ შენს თვალებში? გარეგნული სიძლიერის და სიცივის უკან მიყუჟულ პატარა სუსტ, დაუცველ გოგოს რომელსაც სითბო და სიყვარული ისე სჭირდება როგორც არავის ამქვეყნად, უბრალოდ მინდა რომ ჩემთან ერთად იყო, მინდა იგრძნო რომ ამ ყველაფრის მოცემა შემიძლია შენთვის, სხვა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, ნურაფერს მეტყვი, ნურაფერს ამიხსნი, ნურაფერს მომიყვები, სანამ ამისთვის მზად არ იქნები.
ხმა არ ამოუღია ევას, უბრალოდ ჩაეხუტა და მის ძლიერ მკლავებში ჩაიკარგა, პირველად გრძნობდა თავს სუსტ პატარა გოგოდ და პირველად ეიმედებოდა სხვისი მკლავები და გულისფეთქვა, თავი ასე მშვიდად და დაცულად არასოდეს უგრძვნია, ჯიუტად ცდილობდა გამუდმებით სხარტად მომუშავე გონება ცოტახნით გაეთიშა და იმაზე არ ეფიქრა რაც ამ ყველაფერს შეიძლებოდა მოყოლოდა.
- ახლა რომ სიმონმა დამინახოს ალბათ გაგიჟდება, -თვითონაც არ იცოდა რატომ თქვა ხმამაღლა და თან გულიანად გადაიკისკისა, საბას ახლაღა გაახსენდა ცოტახნისწინანდელი უცნაური ზარი.
- სიმონი ვინ არის?
- ერთადერთი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში ვისაც შემიძლია მეგობარი ვუწოდო, თუმცა შენთან და ბიჭებთან გატარებული ერთი დღეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ამ მეგობრობაზე დავფიქრებულიყავი...
- ჰოო? საინტერესოა, -ირონიამ და ეჭვმა ისე დაიბუდა საბას ხმაში რომ თვითონაც კი ვერ მიხვდა.
- რა გჭირს? -ევამ წამოიწია, მისი ხელები მოიშორა და პირისპირ დაუჯდა.
- დამავიწყდა რომ მეთქვა, ცოტახნის წინ დაგირეკა.
- ვინ? სიმონმა? როგორ? ჩემი ტელეფონი თან არ მაქვს.
- ჩემს ნომერზე დარეკა.
- ჰოო, ეგ არ გაუჭირდებოდა, -გაეღიმა ევას, -რა უნდოდა?
- უნდა რომ დაურეკო.
- დაახლოებით რამდენი ხნის წინ დარეკა?
- რამდენიმე საათის წინ.
- ჯობდა მაშინვე გეთქვა, ალბათ ახლა უკვე აქ მოდის.
- სერიოზულად? შენი მეგობარი სიმონი აქ მოდის? საიდან იცი რომ მოვა? საიდან იცის სად ხარ? თანაც გზები ჩაკეტილია.
- როცა საქმე მე მეხება, სიმონი ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადმოივლის და მაინც მოვა.
- ცხრათავიან გველეშაპსაც შეებრძოლება? -ირონია გაურია ხმაში საბამ.
- კი, თუ საჭირო იქნება შეებრძოლება, -არ დაუთმო ევამ და მისი მოღუშული სახის და შეკრული წარბების დანახვისას სიცილი ვერ შეიკავა.
- პატარა ბავშვივით იქცევი, ეჭვიანობის არანაირი საბაბი არ გაქვს, შენ არ იცი მე და სიმონს რა ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რაკი გეუბნები რომ მხოლოდ მეგობარია ესე იგი ასეცაა, ურთიერთობას კამათით ნუ დავიწყებთ კარგი? სიმონი მას შემდეგ არის ჩემს ცხოვრებაში რაც ექვსი წლის გავხდი და ამის შემდეგაც ყოველთვის იქნება, ეს ისეთი ჭეშმარიტებაა როგორც ის რომ დედამიწა მრგვალია...
თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა საბამ, მშვენივრად ხედავდა რომ არ იყო ევა ჩვეულებრივი გოგონა, ძალიან კარგად ესმოდა რომ არც მათი ურთიერთობა იქნებოდა ჩვეულებრივი წყვილის ურთიერთობა, მაგრამ მისი ერთი ღიმილისთვის ყველაფრისთვის მზად იყო, იმ ვიღაც სიმონის ატანასაც კი შეეცდებოდა, ევას გულისთვის, ევას გულისთვის, იმეორებდა გონებაში და თან საკუთარ თავს დამშვიდებას აიძულებდა.
- ამდენს ნუ ფიქრობ, ნუ ცდილობ ყველაფერს ახსნა მოუძებნო, უბრალოდ ისე მიიღე ყველაფერი როგორც არის, -ევას თბილმა ხმამ თითქოს ისევ დედამიწაზე დააბრუნა, საყვარლად უციმციმებდა ნაცრისფერი თვალები და ღიმილით შესცქეროდა.
- რა ლამაზი ხარ, -აღმოხდა გულიდან და მისი გაფართოებული თვალების დანახვისას ვეღარ მოითმინა, წვრილ წელზე მოხვია ხელი, კალთაში ჩაისვა და მოწყურებულივით დაეწაფა მის ბაგეებს.
რამდენიმე წამით ამ სამყაროს მოსწყდა ევა, თითები თმებში შეუცურა ბიჭს და კოცნაზე კოცნით უპასუხა, მთელი გრძნობით კოცნიდნენ ერთმანეთს, თითქოს ერთმანეთის კანში შეღწევას და ერთ მთლიანობად ქცევას ცდილობდნენ, საბამ მაისურის ქვეშ შეუცურა ხელები და ახლა მის შიშველ წელზე დააცურებდა გრძელ თითებს, კარზე გაბმულმა, ნერვიულმა კაკუნმა მოიყვანა გონს ერთმანეთზე გადახლართული წყვილი...
- - - - - - - -
ბრაზისგან გასიებული გამოვიდა სიმონი შტაბ ბინიდან, ავტომობილში ჩაჯდა, კარი მთელი ძალით მიიჯახუნა და საბურავების ღრჭიალით მოწყდა იქაურობას, რამდენიმე წუთს გიჟივით მართავდა, მერე როცა მიხვდა რომ სიბრაზისგან თვალებზე უკვე ბინდი ეკვრებოდა, ვეღარ შეძლო, შეანელა, გზიდან გადავიდა, გაჩერდა და ხელი მთელი ძალით დასცხო საჭეს, დილიდან ცდილობდა ევას მიერ ჩაგდებული ოპერაციისთვის გამართლება მოეძებნა, ბოლო რამდენიმე თვეა შეცდომას შეცდომაზე უშვებდა ევა და სიმონი ყოველთვის ახერხებდა მისი შეცდომების გამოსწორებას, ხედავდა როგორი დაბნეული და გამოფიტული იყო, ხედავდა და გული უკვდებოდა მისი ნაძალადევი ღიმილის და ვითომ უდარდელი გამომეტყველების დანახვისას, ყველაფერს გრძნობდა, მის ტკივილს, მის მარტოსულობას, ყველაფერს აკეთებდა მისთვის იმ სიმძიმის შესამსუბუქებლად რაც მხრებზე ეწვა ამ პატარა სიფრიფანა გოგონას, მაგრამ დღეს კი ვერაფერი გააწყო, უპატიებელი შეცდომა დაუშვა ევამ, სულელური და გაუაზრებელი...
- რას მიკეთებ ევა, ამას რატომ აკეთებ? -გააფთრებულმა ჩაიღრინა და ტელეფონზე საბას ნომერი აკრიფა.
თავჩაღუნული იდგა დაკეტილი კარის წინ, მხოლოდ თხელ პიჯაკში გამოწყობილი, განიერ მხრებზე და შევერცხლილ თმებზე ათოვდა, თუმცა სიცივეს ვერ გრძნობდა, ელოდა როდის გაუღებდნენ კარს, თუმცა არ იცოდა მერე რა უნდა გაეკეთებინა, პირველად იყო დაბნეული და ისეთი დაღლილი რომ ახლა მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, უბრალოდ ევას ნახვა უნდოდა, უნდა ენახა რომ კარგად იყო და არაფერი უჭირდა, სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
კარის გაღებისას პირველი საბას მწვანე თვალებს შეეფეთა მხოლოდ შემდეგ დალანდა მის უკან მდგარი თმაგაჩეჩილი, განიერ სპორტულ შარვალში და ჟაკეტში გამოწყობილი ევა, პატარა დამნაშავე ბავშვივით იყურებოდა ბიჭის მხარსზემოდან და საყვარლად ახამხამებდა გრძელ, ხშირ წამწამებს
- მოხვედი? -მისი ხმა გაიგო თუ არა უნებურად გაუთბა გული და მოეშვა, საბას მიესალმა და შესვლის ნებართვა ითხოვა.
- მობრძანდით, -ბიჭმა ფართოდ გააღო კარი, მერე მისაღებში შეუძღვა, ჩაი შესთავაზა და თანხმობის შემდეგ სამზარეულოში გავიდა რომ ევასთან ერთად მარტო დაეტოვებინა.
მძიმედ ჩაეშვა სიმონი სავარძელში და საღესასწაულოდ მორთულ ოთახს თვალი მოავლო, მერე უცნაურად სახეგაბრწყინებულ და ბედნიერ ევას შეხედა, არ სჯეროდა რომ ორიოდე დღეს ამდენად შეუძლია შეცვალოს ადამიანი, თვალს ვერ აშორებდა, უყურებდა და ეგოისტურად სწყინდა რომ მასთან ერთად ყოფნისას არასდროს უნახავს ევას თვალებში ამდენი ბედნიერება და სიხარული...
- აბა, რას მივაწეროთ შენი სტუმრობა? -ევამ ფეხები სავარძელზე აიკეცა, მუხლებზე დაწყობილ ხელებზე ნიკაპი ჩამოაყრდნო და ღიმილით მიაჩერდა სიმონს, -არა, არ იფიქრო რომ შენი ნახვა არ გამიხარდა მაგრამ ახლა ნამდვილად არ გელოდი.
- მეგონა მიხვდებოდი რატომ მოვედი, -მთელი ნებისყოფის მოკრება დაჭირდა სიმონს რომ ძველი, ცივი და არაფრისმთქმელი ტონი დაებრუნებინა.
- ელჩის საქმე არა?
- ის საქმე რომელიც ჩააგდე და რომლის გამოც ორივე ცუდ დღეში ვართ, თუმცა როგორც ვხედავ ეს საერთოდ არ გაინტერესებს.
- იქ ბავშვები იყვნენ.
- ასეთ რამეებზე ყურადღების გამახვილება შენი საქმე არ არის ევა.
- ორი პატარა ბავშვი და ამის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდი, მეტყვი რატომ არ მქონდა ეს ინფორმაცია?
- თვითნებურად არ უნდა გემოქმედა, ელჩს რომ თავი დავანებოთ სამი ჩვენი აგენტი სასიკვდილოდ დაჭერი.
- ნუ მაცინებ, ხომ მიცნობ არა? სასიკვდილოდ რომ დამეჭრა ახლა ცოცხლები არ იქნებოდნენ, საერთოდ რატომ იყვნენ იქ?
- ამ ბოლო დროს რაღაც გჭირს ევა, ვეღარ გცნობ, ვეღარც შენს კონტროლს ვახერხებ, უბრალოდ არ მინდოდა რომ ოპერაცია ჩავარდნილიყო.
- ასე არა? იცოდი რომ იქ ბავშვებიც იქნებოდნენ, ისიც იცოდი მე რას გავაკეთებდი, შენ მე ძალიან კარგად მიცნობ, ამიტომაც გამომაყოლე ის იდიოტები, ჩემი ‘’გაფუჭებული’’ საქმე რომ გამოესწორებინათ, -მხიარულად ჩაიფხუკუნა და გაოცებულ სიმონს ღიმილით შეხედა.
- შეცდი მეგობარო, ამის შემდეგ ცოტა მეტად ჭკვიანი და კარგად გაწვრთნილი დამხმარეები გამომიგზავნე ხოლმე და არა ისეთი ღლაპები როგორებიც ისინი იყვნენ.
- მართლა შეიცვალე, პირველად ხდება რომ ასეთ რამეზე ვსაუბრობთ და დახრჩობას არ მიპირებ, ეს მისი დამსახურებაა არა? -სამზარეულოსკენ ანიშნა თავით.
- უბრალოდ მივხვდი რომ დროა საკუთარ თავზე ვიფიქრო, შენს რჩევას დავუჯერე სიმონ, მართალი იყავი, დრო, დრო მჭირდება.
- სამწუხაროდ უკვე არამგონია შენი დახმარება შევძლო.
- რატომ?
- ამ საქმის შემდეგ ალბათ სხვა კურატორს მოგამაგრებენ, -ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და თავი ჩაღუნა, ყველაფერს გავაკეთებ რომ ასე არ მოხდეს მაგრამ ვერაფერს შეგპირდები.
- მე სხვა არ მჭირდება სიმონ, სხვასთან ერთად არ და ვერ ვიმუშავებ.
- ამას ჩვენ არავინ შეგვეკითხება ხომ იცი.
- ყველაფერი ვიცი, იმაზე მეტი ვიდრე შენ გგონია, ვიცი რომ ვერც ჯონათანი და ვერც მისი ზემდგომნი ასე ადვილად ვერ შემელევიან, ისიც ვიცი რატომ, არა მგონია მათი უნიკალური და უძვირფასესი იარაღის პატარა თხოვნა არ გაითვალისწინონ, ძალიან ძვირადღირებული ვარ საიმისოდ რომ ჩემი დაკარგვის არ შეეშინდეთ, შენს საქმეს მე მოვაგვარებ, ასე რომ მეგობარო, გინდა თუ არ გინდა სიცოცხლის ბოლომდე მოგიწევს ჩემი სისულელეების ატანა.
- ყველაფერი იცი? რამდენი ხანია? -ჩაწყვეტილი ხმით ჰკითხა და ნერვიულად შეიცურა თმაში თითები.
- მას შემდეგ რაც ათი წლის გავხდი, -სიმონის გაფართოებული თვალებისთვის და დაჭიმული ყბებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე განაგრძო...
- იმ დილით ექიმმა რობერტსმა ჩვეულებრივ გეგმიურ გამოკვლევებზე წამიყვანა...


- - - - - - - - - - - - - - - - -


- იმ დღის შემდეგ რაც ჩემი მშობლები დაიღუპნენ და ამერიკაში წამიყვანეს, სტანდარტული ვარჯიშის და წვრთნების გარდა, რეგულარულად კვირაში ორჯერ სამედიცინო შემოწმებას გავდიოდი, უფრო სწორად რომ ვთქვა ეს მე მეგონა რომ უბრალო შემოწმება იყო, ჩვეულებრივი, ყოველკვირეული გეგმიური გამოკვლევა, ექიმი რობერტსი სულ იმას მეუბნებოდა რომ უბრალოდ აკვირდებოდა როგორ მოქმედებდა ჩემზე წვრთნები, მეც მჯეროდა, მიუხედავად იმისა რომ ლაბორატორიაში შეყვანის წამიდან მთიშავდნენ, იქიდან გამოსვლისას კი აღარაფერი მახსოვდა და მთელი დღე საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი.
- ეს ყველაფერი იცოდი არა? თავიდანვე იცოდი, შენ ხომ ამერიკაში პირველი დღიდანვე ჩემს გვერდით იყავი, ყოველთვის, საჭმელს საკუთარი ხელით მაჭმევდი, არაადამიანური მოპყრობისგან დაღლილს და გასავათებულს შენს გვერდით, შენთან ჩახუტებულს მეძინა, მაშინ მხოლოდ შენ მყავდი სიმონ, არ გინდა ასე ნუ მიყურებ, რაც არ უნდა მითხრან, შენც რომ იუარო მაინც არ დავიჯერებ რომ არ გიყვარვარ, ადამიანს ვინც ან როგორიც არ უნდა იყოს ის, არ შეუძლია ისეთი სითბო და სიყვარული ითამაშოს რასაც შენგან ყოველთვის ვგრძნობდი.
- მაპატიე ევა, მე უბრალოდ... -სიტყვებს თავს ვერ უყრიდა და კბილზე კბილს აჭერდა, ცდილობდა თვალზე მომდგარი ცრემლი შეეკავებინა, -მე უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.
- ვიცი, ამიტომაც არ ვბრაზობ, შენ ისედაც ბევრი გააკეთე ჩემთვის, ათ წლამდე ისედაც ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს და ყველაფერი ჩვეულებრივი ნორმა მეგონა, იმ დღეს დაბადების დღე მქონდა როცა შემოწმებამ მომიწია, ჩვეულებისამებრ შემიყვანა ექიმმა რობერტსმა ლაბორატორიაში, მაგიდაზე დამაწვინა და ასისტენტს დაუძახა რომელსაც ჩვეულებისამებრ ვენაში სითხე უნდა შეეყვანა რომელიც გამთიშავდა, არ ვიცი რა მოხდა, ასისტენტმა შეცდომა დაუშვა თუ ჩემს სხეულში მომხდარი ცვლილებების ბრალი იყო, მაგრამ წამალმა მხოლოდ ნაწილობრივ იმოქმედა, მთელი სხეულის პარალიზება მოახდინა მაგრამ გონება არ გამთიშვია, ვერ ვლაპარაკობდი, ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი, თვალებს ვერ ვახელდი, მაგრამ ყველაფერი მესმოდა და ყველაფერს ვგრძნობდი...
- ჯანდაბა ევა, შენ გინდა თქვა რომ ის ყველაფერი... ის ყველაფერი რასაც იქ ლაბორატორიაში ბავშვებს უკეთებენ, შენ... ოჰ ამის... შენ არ გეძინა, ყველაფერს გრძნობდი, როგორ გაუძელი? როგორ?
- არა მარტო იმ დღეს, მთელი წლის განმავლობაში ასე გრძელდებოდა, მთელი წელი სანამ ექიმი რობერტსი გადაწყვეტდა რომ უკვე ნამდვილი სრულყოფილება ვიყავი, ყველაფერი მახსოვს, არაფერი მითქვამს, ვიცოდი რომ მეთქვა ახალი ცდების სერია დაიწყებოდა, -თვალები დახუჭა თითქოს იხსენებსო და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- თითოეული ჭრილობა მახსოვს, ისე უბრალოდ და მშვიდად უსვამდა სკალპელს ჩემს სხეულზე თითქოს უსულო თოჯინა ვყოფილიყავი, ხმები მახსოვს თუ როგორ ტყდებოდა ძვლები, წარმოგიდგენია? საშინელი ტკაცუნის ხმა ხანდახან ახლაც კი ჩამესმის ყურებში, გახსოვს ერთხელ ხელშეხვეული რომ მოვედი და გითხარი რომ ლაბორატორიიდან გამოსვლისას უხერხულად დავეცი ხელზე, იმ დღეს სათითაოდ დამამტვრიეს თითები, ხუთივე თითი, მხოლოდ იმიტომ რომ ენახათ რამდენად სწრაფად შეძლებდა ჩემი სხეული მოტეხილობების აღდგენას, უზარმაზარი ნემსები მახსოვს, ძალიან გრძელი, ვენიდან ვენამდე, კუნთიდან კუნთამდე, ძვლიდან ძვლამდე, ამ ნემსების დახმარებით ჩემს სხეულში უამრავი სხვადასხვა ინექცია შეჰყავდათ... თერთმეტი წლის რომ გავხდი, ბოლო ერთსაათიანი წამების შემდეგ, დოქტორმა რობერტსმა ლაბორატორიაში შეკრებილ საზოგადოებას, დამკვეთებს, მთავრობის წევრებს განუცხადა რომ ცდები წარმატებით დამთავრდა, და ამ ცდების შედეგად ერთადერთი განუმეორებელი ეგზემპლარი მიიღეს ჩემი სახით, განუმეორებელი ვიყავი იმითაც რომ ერთადერთი მდედრობითი სქესის საცდელი ობიექტი ვიყავი ვინც ამ ყველაფერს გაუძლო და ერთადერთი ვისაც ბონუსად იშვიათი უნარი ერგო, დიდი ალბათობით გარკვეული ასაკის შემდეგ აღარ დავბერდებოდი, გარდა ამისა, საოცარი სისწრაფით ვიკურნებოდი მოტეხილობებისგან და ჭრილობებისგან, ვიყავი წარმოუდგენლად სწრაფი და ამტანი, ჩვეულებრივ ადამიანებთან შედარებით მეტად განვითარებული მქონდა ყნოსვა, ხედვა და სმენა...
- როცა ექიმი რობერტსი აღფრთოვანებული ორატორობდა, მე ამ დროს საოპერაციო მაგიდაზე მკერდგადახსნილი ვიწექი, არ დამიჯერებ და ერთადერთი რასაც იმ დროს ვგრძნობდი სიცივე იყო, გახსნილი მკერდის შიგნით, გაშიშვლებულ გულზე მციოდა...
- გეყოფა ევა, საკმარისია, -ლამის სიგიჟემდე მისული სიმონი ადგილს ვეღარ პოულობდა, ორივე ხელით ჩაფრენილიყო სავარძლის სახელურებს, შეშლილი თვალებით უყურებდა ევას და მხრები უცახცახებდა.
- უნდა მოგიყვე, მინდა რომ ყველაფერი ბოლომდე მოგიყვე, მინდა მოგიყვე რომ მტკიოდა, რომ მეშინოდა და რომ შენ ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი იმ ჯოჯოხეთში, ყოველთვის ასე იყო სიმონ, შენ რომ არა იმ ყველაფერს ვერ გადავიტანდი, ვიცი იტყვი რომ ეს უბრალოდ შენი სამსახური იყო, მაგრამ აღიარე რომ ეს სამსახური ჩემს გამო გიყვარდა.
თავჩაღუნულ სიმონს მიუახლოვდა, მის წინ ჩაიჩოქა და ქვემოდან ღიმილით შეხედა თვალებში, შეხედა და გაშრა, აქამდე არასდროს უნახავს მტირალი სიმონი, ტიროდა და არც ცდილობდა ამის დამალვას, უზარმაზარი ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით სწყდებოდა თვალებს და ძლივსგასაგონი ტყაპუნით ცვიოდა იატაკზე, ათრთოლებული ხელებით მოსწმინდა ცრემლები და ჩაეხუტა, ისე მაგრად მოხვია კაცმა უზარმაზარი მკლავები სული შეეხუთა.
- გეყოფა თორემ ასე გამგუდავ, -როგორღაც ძალა მოიკრიბა რომ გაეცინა და მის მკლავებს დასხლტომოდა, ფეხზე წამოდგა თუ არა, მომღიმარი საბა დაინახა ჩაის ჭიქებით ხელში, ერთი ევას ერთი კი სიმონს დაუდგა წინ.
- ალბათ ფიქრობ ამხელა კაცს რა ატირებსო არა? -სიმონი უხერხულად გასწორდა სავარძელში და კიდევ ერთხელ, მუჭებით მოიწმინდა თვალები.
- უბრალოდ ჩემს ბავშვობას ვიხსენებდით, -ჩაერთო ევა.
- ჰო, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, ახლა კი მაპატიეთ უნდა წავიდე, -ფეხზე წამოდგა და მოჭმუჭნილი პიჯაკი შეისწორა.
- მიხარია რომ კარგად ხარ ევა, სამსახურზე არ იდარდო, არც შვებულებაზე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ პრობლემები არ შეგექმნას, -ერთხანს კიდევ უყურებდა ამღვრეული, ჩაწითლებული თვალებით, მერე კი შებრუნდა და უკანმოუხედავად წავიდა.
- ყველაფერი რიგზეა? კარგად ხარ? შენი მეგობარიც არცთუ ისე კარგად გამოიყურებოდა, საბა გვერდით მიუჯდა ევას და გვერდზე ხელი მოხვია,
- გაიგე რაზე ვსაუბრობდი? -ევას მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ მთელი ამ საუბრის დროს საბა იქვე ახლოს სამზარეულოში იყო და უნებურად შეშფოთდა.
- ჩაის ვამზადებდი და არაფერი გამიგია, უბრალოდ რომ გამოვედი ისეთი სახე ჰქონდა ვიფიქრე რომ კარგად არ იყო, აშკარად არ იყო კარგად.
ევამ გამომცდელად შეხედა სახეში და როცა ბიჭის თვალებში მხოლოდ გულწრფელი ზრუნვა დაინახა, დამშვიდდა.
- სიმონი უბრალოდ ძალიან მგრძნობიარეა, არაფერი უჭირს, აი მე კი ძალიან მეძინება, რას იტყვი დავიძინოთ?
- ჰო, კარგი იქნებოდა, აქ სულ სამი საძინებელია, ნიკუშას და გიგის ერთად ძინავთ, მე კაკისთან ერთად დავიძინებ შენ კი ჩემს საძინებელში დარჩი, შედარებით მოსახერხებელია, მხოლოდ იმ საძინებელს აქვს საკუთარი აბაზანა,
- ჩემთან ერთად არ დაიძინებ?
- რაა? -საბას ეგონა რომ მოესმა.
- რა მოხდა, უბრალოდ ერთმანეთს ჩავეხუტებით, ნუ გეშინია, შენზე ძალადობას არ ვაპირებ.
- ვგიჟდები შენზე, -საბამ ეშმაკურად მომღიმარი ევა ხელში აიტაცა და გულში ჩახუტებული ძვირფასი ტვირთით, თითქმის სირბილით აიარა კიბეები.
- - - - - - -
იმ ღამით ათიოდე წლის წითურთმიანი გოგონა ესიზმრა საბას, საოპერაციოში იწვა მაგიდაზე, გადახსნილი მკერდიდან მფეთქავი გული უჩანდა და სიცივისგან ცახცახებდა, უნდოდა რომ ახლოს მისულიყო, უნდოდა რომ მისი ტანჯვისთვის ბოლო მოეღო მაგრამ ვერ ახერხებდა, ფეხები არ ემორჩილებოდა, ერთ ადგილზე მიჯაჭვული უყურებდა, პატარა, გაფითრებულ სახეს...
შუაღამისას გამოეღვიძა მთლად გაოფლილს და გაგიჟებულს, ერთხანს ვერ გამოერკვია სად იყო, წყლიდან ამოგდებული თევზივით აღებდა პირს და ჰაერის ჩასუნთქვას ცდილობდა, მერე მშვიდი ფშვინვა მოესმა გვერდიდან და უკვე ნაცნობი და საყვარელი სურნელიც რომ იგრძნო დამშვიდდა, ისევ ბალიშზე მიდო თავი და მისკენ გადაბრუნდა, პატარა, უმანკო ბავშვივით საყვარლად ეძინა ევას, ძილში იღიმებოდა და გაბუშტულ ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებდა, აშკარად რაღაც სასიამოვნოს ხედავდა სიზმრად თითები ფრთხილად ჩამოუსვა ლოყაზე, მერე წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა, ევა არ გაძალიანებია, თვითონაც მოხვია პატარა სუსტი მკლავი და გულში ჩაეკრა, ამჯერად მშვიდად დაეძინა საბას.
- - - - - - -
- საკმარისია ზურაბ, თვალთმაქცობა საჭირო აღარ არის, მან ყველაფერი იცის, -სიმონმა ჰალსტუხი შეიხსნა, პერანგის რამდენიმე ღილიც მიაყოლა სათვალე და საფულე იქვე მაგიდაზე მიყარა და ყავის ჭიქას წაეტანა.
- მშობლების შესახებაც იცის? იცის რა მოხდა სინამდვილეში?
- დაზუსტებით ვერ გეტყვი მაგრამ ვეჭვობ რომ იცის, წარმოდგენაც არ მინდა როგორ უჭირდა ამ ყველაფრის გაძლება სრულიად მარტოს.
- ამიტომაც მიეცი შვებულება? -მაღალი, ქერათმიანი კაცი რომელიც აქამდე გაუნძრევლად იჯდა, წამოდგა და ოთახში ნერვიულად გაიარ-გამოიარა.
- მე მას ის დრო მივეცი რომელსაც იმსახურებდა, ამდენი ხანი მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იცოდა, სიტყვის უთქმელად გემსახურებოდათ, ახლა კი სხვა თუ არაფერი რამდენიმე კვირა სიწყნარეს და სიმშვიდეს იმსახურებს.
- შენ მე სულელი გგონივარ სიმონ? ისედაც უკვე თითქმის ოთხი წელია შვებულებაშია, რაც ამერიკიდან წამოიყვანე იმის შემდეგ ნორმალურ ოპერაციაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა, საბავშვო საქმეებს აძლევ, ახალწვეულებიც რომ მარტივად გაუმკლავდებიან ისეთებს, ისიც იშვიათად, შენი წყალობით მსოფლიოში ერთადერთი, უნიკალური შესაძლებლობების მქონე მუშაკი, რომლის ხელში ჩასაგდებადაც უამრავი ვინმე იბრძვის, რამდენი ხანია, უსაქმოდ დაბოდიალობს თბილისის ქუჩებში.
- იქიდან რომ არ წამომეყვანა, საერთოდ გადაიწვებოდა, ვეღარ გაუძლებდა, ფსიქიკა საბოლოოდ გაუნადგურდებოდა, ადამიანს აღარ ჰგავდა.
- არც უნდა ჰგავდეს, -ზურაბმა გაცოფებულმა დასცხო ხელი მაგიდას, -მისი საქმე ადამიანობა კი არა ბრძანებების შესრულებაა, არ ვიცი შენსა და ჯონათანს შორის რა ხდება და როგორ დაითანხმე რომ თქვენთვის აქ წამოსვლის უფლება მოეცა მაგრამ მე ვერ გამაცურებ, თქვენს გამო ჩემს პოსტს საფრთხეს არ შევუქმნი, მითუმეტეს ელჩის საქმეზე, უამრავი პრობლემა შეგვექმნა.
- ისეთი არაფერია რის მოგვარებასაც ვერ მოახერხებ და კიდევ, ვიცი რომ ევასთვის ახალი კურატორის დანიშვნაზე მუშაობ, ამას ნუ იზავ, ხომ იცი სხვასთან ერთად არ იმუშავებს.
- ზედმეტად ხართ ერთმანეთზე დამოკიდებული, ეს ნორმალური არ არის.
- ის მე გავზარდე ზურაბ, სულ პატარა იყო როცა პირველად ვნახე, ჯერ კიდევ ექვსი წლის, შოკოლადის ნაყინი და გრენდაიზერი უყვარდა, ყველა სერია მაქვს მასთან ერთად ნანახი, არ ვიცი ამას რატომ გიყვები, ამ ბოლო დროს უცნაურად სენტიმენტალური გავხდი, ალბათ ასაკის ბრალია, -გაიღიმა და შეჭაღარავებულ თმაზე ხელი გადაისვა.
- ჰო ან ასაკის, ანდა იმის ბრალია რომ ევა მოგწონს ისე როგორც ქალი, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა თუ რატომ აღარ შეიძლება თქვენი ერთად მუშაობა.
- მგონი ვერ გაიგე რა გითხარი, რამდენიმე წუთის წინ გიყვებოდი როგორ გავზარდე, როგორ ვჭამდით ერთად ნაყინს და მულტფილმებს ვუყურებდით.
- ევა დიდი ხანია, ბავშვი აღარ არის და ამას მშვენივრად ხედავ, უბრალოდ თავს არ უტყდები.
- კარგი რაც არის არის, -სიმონი ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
- მე პროფესიონალი ვარ ზურაბ, მის მიმართ რასაც არ უნდა ვგრძნობდე ეს საქმეზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, შენ უბრალოდ ევას ხელს ნუ შეუშლი უფლება მიეცი ცოტახნით მაინც იცხოვროს ისე როგორც თვითონ უნდა, -ნივთები წამოკრიფა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.
- ჰმ, პროფესიონალი არა? პატარა ბიჭივით არის შეყვარებული, თურმე როგორც ქალს ისე არ უყურებს, ნეტავ მე მატყუებს თუ საკუთარ თავს, ასე მეც დამღუპავს და თავსაც დაიღუპავს, სულელი, -განერვიულებული ზურაბი ოთახის ერთი კუთხიდან მეორისკენ სიარულს არ წყვეტდა და თან საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
- - - - - - -
საახალწლო სუფრის გაშლაში ეხმარებოდა ევა ბიჭებს, სამზარეულოს კარის ჩარჩოს მიყრდნობილი საბა ღიმილით შესცქეროდა როგორ ეკამათებოდა გოგო ნიკუშას დანა ჩანგლის განლაგებაზე, მერე როგორც იქნა შეთანხმდნენ და ახლა საჭმლის დალაგება დაიწყეს მაგიდაზე, უკვე თორმეტი ხდებოდა.
- შენ რას აკეთებ? რამდენი ხანია ასე დგახარ და მხოლოდ გვიყურებ, არადა შენ და კაკი გიგის და ნიკუშას ეძახდით უსაქმურებს, -ევა მომღიმარ საბას მიუახლოვდა, წელზე მოეხვია და ნიკაპით მკერდზე მიეყრდნო.
- შენც მშვენივრად ართმევ თავს ყველაფერს, აქამდე ყოველთვის მე და კაკი ვამზადებდით საჭმელს ახლა კი გასაკეთებელი აღარაფერი დაგვიტოვე.
- ჰო რა, მართლაც პროფესიონალი მზარეულივით ამზადებს, -კაკიმ საცივით საფსე თეფშს თვალი გააყოლა რომელიც გიგის მაგიდისკენ მიჰქონდა და ნერწყვი ხმაურით ჩაყლაპა.
- სად ისწავლე გოგონი ასეთი კერძების მომზადება? -გიგიმ საბას მკერდზე მიკრულ ევას ისე აუჩეჩა თმა როგორც პატარა ბავშვს.
- სამსახურის გამო ბევრი რამის სწავლამ მომიწია, -თქვა და იგრძნო როგორ დაიძაბა საბა, ხელები უფრო მაგრად მოხვია და უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე, თითქოს რაღაცისგან მის დაცვას ცდილობსო, უცნაურმა ეჭვმა გაკრა გულში, ნუთუ რაღაც იცის მასზე, ალბათ იმ ღამით რაღაც გაიგო სიმონის და მისი საუბრიდან, მაგრამ რატომ არაფერს არ იმჩნევს?
- ეს ნახეთ ბიჭო? -ნიკუშამ ტელეფონი მოიტანა და ვიდეო ჩართო, -ნახეთ რა ხდება, ზუსტად იმ დღეს ჩვენ რომ ევა ვიპოვნეთ და იმ ადგილთან ახლოს, დასასვენებლად მყოფ, საფრანგეთის ელჩს მოსვლია ავარია ოჯახთან ერთად, ცოლთან და ორ შვილთან ერთად ყოფილა, ცოცხლები არიან, მცირეოდენი დაზიანებებით გადარჩენილან.
- მერედა რა რა არის ამაში გასაკვირი? ყოველდღე ხდება ავარიები, -ევამ მხრები აიჩეჩა, საბას მოშორდა და მაგიდას მიუბრუნდა რომ ენახა ხომ არაფერი აკლიაო.
- საქმე იმაშია რომ ერთმა ჟურნალისტმა გამოჩხრიკა სიმართლე, თურმე უბრალო ავარია არ ყოფილა.
- როგორ თუ უბრალო ავარია არ ყოფილა, -ამჯერად საბაც დაინტერესდა.
- მისი მოკვლა უნდოდათ თურმე ოჯახთან ერთად, როგორც ხდება ხოლმე ალბათ ვიღაცას რაღაცაში ხელს უშლიდა და მისი მოშორება გადაწყვიტეს.
- საინტერესოა როგორ გადარჩა, ალბათ დაცვასთან ერთად იყო.
- არა, რა დაცვა, საქმეც იმაშია რომ თურმე სრულიად მარტო ყოფილან წასული დასასვენებლად, მოკლედ მაგარი ჩახლართული საქმეა რა.
- ევა შენ რას აკეთებდი იქ? თანაც დაჭრილი იყავი...
- გეყოფა კაკი, ეს ჩვენ არ გვეხება, -საბა ევას მიუახლოვდა რომელიც ჯერ კიდევ სუფრასთან იდგა მშვიდად, ხელში ხორცის დასაჭრელი დანა ეკავა, ისმენდა ბიჭების საუბარს და უცნაურად იღიმებოდა.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ კარგი? ხომ იცი უბრალოდ ბევრი ლაპარაკი უყვართ.
- არა, არ არის პრობლემა, მკითხონ რაც უნდათ, -საბას მხარს მიეყრდნო და დანა ხელში ისე ოსტატურად შეათამაშა რომ ბიჭების გაკვირვებული და ცოტა არ იყოს აღფრთოვანებული გამოხედვაც დაიმსახურა.
- მიდით მკითხეთ რაც გაინტერესებთ, გგონიათ რომ ამ ამბავთან რამე კავშირი მაქვს? ასე ფიქრობთ?
- არა, ჩვენ უბრალოდ... ჩვენ... -ენა დაება გიგის.
- მერწმუნეთ მე რომ ამ საქმესთან რამე კავშირში ვიყო და მათი სიკვდილი მდომებოდა ახლა ცოცხლები აღარ იქნებოდნენ, -სრულიად მშვიდად, ცივი ხმით თქვა და მისაღებში გამეფებული რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ როცა მიხვდა რომ ბიჭები ხმის ამოღებას არ აპირებდნენ, გულიანად გადაიკისკისა.
- რა გჭირთ? უბრალოდ ვხუმრობ, თქვენ რა მართლა იფიქრეთ რომ შეიძლება დაქირავებული მკვლელი ვიყო, ვგავარ მკვლელს?
- არ გავხარ, -ნიკუშამ უხერხულად გაუღიმა და მხრები აიჩეჩა.
- არ ვგავარ იმიტომ რომ არ ვარ, ასე რომ ძალიანაც ნუ დაიძაბებით, ბოლოს და ბოლოს ახალი წელია, ძალიან საყვარელი მეგობრები გყავს, -მიუბრუნდა საბას, თითისწვერებზე აიწია, ლოყაზე აკოცა და მერე ცეკვა-ცეკვით წავიდა სამზარეულოსკენ.
- ბიჭებო არ მინდა რამეზე ვიკამათოდ და მითუმეტეს ახლა, -საბამ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფ მეგობრებს მოავლო თვალი, -ევას ნურაფერს კითხავთ და ნურაფრის გარკვევას ნუ შეეცდებით კარგი? თუ რამის თქმის სურვილი ექნება თვითონ გვეტყვის, უბრალოდ მინდა რომ თავი კარგად იგრძნოს და მოხარული ვიქნები თუ იმაში დამეხმარებით რომ მის გარშემო კომფორტული გარემო შევქმნა, -უხმოდ დაუქნიეს თავი.
- - - - - - - -
რამდენიმე ჭიქის შემდეგ აღარც საფრანგეთის ელჩი ახსოვდა ვინმეს და აღარც ევას მიმართ ეჭვები, სვავდნენ, ცეკვავდნენ, პატარა ბავშვებივით მხიარულობდნენ, ღამის ოთხი საათი იქნებოდა, როცა თვითონაც უზომოდ მთვრალმა საბამ, ხელში ატატებული ნახევრად მძინარე ევა საძინებელში შეიყვანა, შარვალი და ზედა გახადა, საწოლში ჩააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
იმ ღამით არცერთს არ უნახავს სიზმარი, იწვნენ ერთმანეთს ჩახუტებულები და ერთმანეთის სურნელით ივსებდნენ ფილტვებს, თორმეტ საათზე ერთდროულად გაეღვიძათ.
- ტანსაცმელი შენ გამხადე? -იკითხა ევამ როცა იგრძნო რომ მხოლოდ მოკლემკლავიანი მაისურის და საცვლის ამარა იწვა საწოლში.
- ჯერ მომსალმებოდი მაინც, -ჩაიბურტყუნა საბამ, -ერთი სწრაფი მოძრაობით მოექცა ზემოდან და ფრთხილად დაუკოცნა ტუჩები, -გაეღიმა როცა დაინახა სიამოვნებისგან როგორ მილულა თვალები ევამ.
- იცი რა, მართალია ძალიან მთვრალი ვიყავი გუშინ როცა ტანსაცმელს გხდიდი, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალი მაინც შევამჩნიე,
- მაინც რა, -ევას ღაწვები აუწითლდა.
- ჩემი საცვალი გაცვია.
- გეყოფა, -მთელი ძალით კრა მკერდზე ხელი და საწოლიდან წამოხტა, მაისურის ქვეშიდან მართლაც მამაკაცის შავი ბოქსერი მოუჩანდა.
- უბრალოდ აქ ჩემი არაფერი მქონდა და იძულებული ვიყავი შენი საცვლები გამომეყენებინა.
- სხვათაშორის ძალიან გიხდება, -საბა საწოლის საზურგეს მიეყრდნო და ევას ნახევრად შიშველ სხეულზე ისეთი მზერა აატარა, სუნთქვა შეუკრა და ადგილზე გააშეშა, ბაგეებ გახსნილი, ათრთოლებული იდგა და ეშმაკურად მომღიმარ ბიჭს თვალს ვერ აშორებდა, როდის როდის აიძულა თავს რომ შებრუნებულიყო და აბაზანაში შესულიყო, აცახცახებული თითებით გადაკეტა კარი, ნიჟარას დაეყრდნო და სარკეში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა, ეუცნაურა აწითლებული ლოყები და ბედნიერებისგან აციმციმებული თვალები, ეუცნაურა და უნებურად მთელი მისი არსება შიშმა შეიპყრო, მუხლებზე დაეცა და თითები შუბლზე შემოიჭდო,
- რას ვაკეთებ? ასეთი ეგოისტი ვერ ვიქნები, მასზეც უნდა ვიფიქრო, ვერასოდეს გავაბედნიერებ, ვერასოდეს მივცემ მას რაც სჭირდება, ეს ცხოვრება, მის გვერდით ყოფნა... ჯანდაბა საჩემო არ არის, სანამ დროა გონს მოეგე ევა, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია...
- მალე გამოხვალ? გიგის სამსახურის გამო სასწრაფოდ უწევს თბილისში დაბრუნება და უნდა წავიდეთ,
-კარზე კაკუნმა გონს მოიყვანა, ფაცაფუცით წამოხტა და გახურებულ სახეზე ცივი წყალი შეისხა, თუმცა ჩაწითლებულ თვალებს ვერაფერი მოუხერხა.
- ახლავე გავემზადები, -აბაზანიდან გამოვიდა თუ არა შარვალი ამოიცვა და ჟაკეტს მისწვდა, ცდილობდა რომ საბასთვის თვალებში არ შეეხედა, ახლა უბრალოდ მარტო დარჩენა და დაფიქრება სჭირდებოდა, საბა იდგა უხმოდ, მხრით კარადას ეყრდნობოდა და უყურებდა როგორ უთავბოლოდ დაბორიალობდა ოთახში გოგო და არარსებულ ნივთებს ეძებდა, მერე მიუახლოვდა, გამხდარ მხრებში ხელი ჩაავლო და მაგრად ჩაიკრა მკერდში, ევა არ გაძალიანებია უბრალოდ იდგა და საბას აჩქარებულ გულისცემას უსმენდა.
- ვხვდები რომ ეს ყველაფერი შენთვის ახალია, სიახლეები კი გაშინებს, მაგრამ უფლებას არ მოგცემ რომ ამ შიშის გამო მიმატოვო, მარტო არ დაგტოვებ, უფლებას არ მოგცემ რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, დღეიდან არასდროს აღარ იქნები მარტო გესმის?
- შენ ხომ არც კი მიცნობ, მხოლოდ ჩემი სახელი იცი და ვერ შეგპირდები რომ უფრო მეტს გეტყვი, როგორ შეგიძლია... როგორ შეგიძლია...
- საკმარისად გიცნობ იმისთვის მივხვდე თუ რაოდენ იღბლიანი ვარ რომ შენ შეგხვდი, თავი აწიე და თვალებში შემომხედე, გთხოვ შეშინებული კნუტის თვალებით ნუ მიყურებ, შემპირდი რომ სისულელეებზე აღარ იფიქრებ კარგი?
- მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ არსებობ, -ჩურჩულებდა და მკერდზე ეკვროდა, ლოყაზე ჩამოცურებული ერთადერთი ობოლი ცრემლი, ფრთხილად მოწმინდა საბამ...
- წამოდი ბიჭები უკვე ქვემოთ გველოდებიან, -ხელი ჩაკიდა და კიბეები სირბილით ჩაატარა, ბოლოჯერ მოავლო თვალი ევამ მისაღებ ოთახს.
- აქაურობა მომენატრება...
- რატომ უნდა მოგვენატროს, ხშირად შეგვიძლია ხოლმე ამოსვლა, ზაფხულშიც კარგია აქ ყოფნა, როცა მოგინდება შეგიძლია ამოვიდეთ და რამდენი ხანიც გენდომება იმდენი ხანი დავრჩებით ხოლმე.
- მირჩევნია ამ ყველაფერზე წინასწარ არ ვიფიქრო, გეგმებს ნუ დავაწყობთ, ისიც კი არ ვიცით ხვალ რა გველოდება, -ნაძალადევად გაიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.
- არც კი იფიქრო რომ ჩემგან გაქცევას შეძლებ, პატარა საოცრებავ, -მხოლოდ თავისთვის გასაგონად ჩაილაპარაკა საბამ და ძლივსშეკავებული ღიმილით აედევნა უკან ევას...


- - - - - - - - - - - - - - - - -


თუკი თვითონ არ იჯდა საჭესთან მგზავრობას ვერ იტანდა ევა, ამიტომაც მთელი გზა თბილისამდე, საბას მკერდზე მიხუტებულს ეძინა, ქალაქის შესასვლელთან შეაღვიძა ბიჭმა, ფრთხილი, მსუბუქი კოცნებით დაუფარა სახე, მანამ არ მოეშვა სანამ ევამ თვალი არ გაახილა,
- უკვე ჩამოვედით? -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, თავისი ცხოვრების საუკეთესო დღეების გატარების შემდეგ, იმაზე ფიქრიც კი არ უნდოდა რომ კვლავ მარტო მოუწევდა დარჩენა.
- სად ცხოვრობ? კაკის მისამართი უთხარი რომ სახლამდე მიგიყვანოთ.
- ერთი სული გაქვს თავიდან როდის მომიშორებ არა? -ნაწყენი ბავშვივით გაბუშტა ტუჩები.
- პირიქით სულელო, მინდოდა შემომეთავაზებინა რომ ჩემთან ერთად გეცხოვრა მაგრამ ვიცი რომ არ დამთანხმდებოდი.
- სერიოზულად? მართლა აპირებდი ამის შემოთავაზებას? -იმხელა ხმაზე იყვირა რომ შეშინებულმა კაკიმ ინსტიქტურად მუხრუჭს დააჭირა ფეხი, საბამ ძლივს მოასწრო ევას დაჭერა, გიგის კი ასე არ გაუმართლა და ცხვირით მიეჯახა წინა სავარძელს.
- არ ვიცოდი ასე თუ გაგიხარდებოდა, -საბამ ღიმილი ძლივს შეიკავა, - მგონი შევცდი რომ არ შემოგთავაზე.
- სულაც არა, -ევამ მის მუხლებზე მოიკალათა და ცხვირი მის ყელში ჩარგო, -მიხარია რომ გინდა ერთად ვიცხოვროთ მაგრამ ახლა მართლა მირჩევნია რომ სახლში მიმიყვანოთ, -კაკის მისამართი უკარნახა და მომღიმარი საბას მკლავებში გაყუჩდა.
ლოტკინზე ძველისძველი ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა ავტომობილი, სახლი ერთი შეხედვით ძლივს იდგა ფეხზე, ძველებური წითელი კრამიტი ალაგ-ალაგ დაზიანებული ჰქონდა, ხოლო ფანჯრის ხის ჩარჩოები გაქუცული და საღებავგადაცლილი იყო, ევამ ძლივს გააღო, დაჟანგებული რკინის ჭიშკარი.
- აქ ცხოვრობ? -საბამ ინტერესით შეათვალიერა სახლი.
- ჰო, მართალია გარეგნულად არცთუ ისე კარგად გამოიყურება მაგრამ საოცარი უკანა ეზო აქვს, ხეხილით და ყვავილებით სავსე, პირველ სართულზე უკანა ბაღში გამავალი უზარმაზარი ვერანდაც მაქვს, ზაფხულში შესანიშნავია, არ შემოხვალთ?
- ახლა ჯობია წავიდეთ, გიგის პრობლემები აქვს და ნამდვილად არ გვცალია.
- რა ჭირს აღარ იტყვი? -გიგის გახედა რომელიც საცოდავად მოფუზული იდგა და სახე ჩამოტიროდა.
- არაბ პარტნიორებთან აქვს ონლაინ შეხვედრა უკვე ერთ საათში და თარჯიმანს ვერ პოულობს, სადაცაა გაგიჟდება.
- სერიოზულად? ეი, -ევა გიგას მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
- მართლა ამის გამო ხარ ასე? ამხელა ქალაქში ერთი თარჯიმანი როგორ ვერ იპოვე?
- ხომ არ დაგავიწყდა რომ ახალი წელია? დღეს პირველი იანვარია, ჩემი თარჯიმანი სადღაც სვანეთის მთებშია ახლა და ტელეფონი გამორთული აქვს, დანარჩენი ყველა ვისაც ვიცნობ, ან გათიშული მთვრალია ან ქალაქიდან გასული, ამ არაბებსაც ახლა მოუნდათ შეხვედრის გადმოტანა, ეს კონტრაქტი რომ ვერ გავაფორმო მომკლავს ვახტანგი.
-თავზე ხელები შემოიდო და იქვე საბურავთან ჩაიმუხლა.
- ვახტანგი ვინ არის?
- მამაჩემი და შენ არ იცი რას მიზამს ეს საქმე რომ ჩავაგდო, -საცოდავი თვალებით ამოხედა ქვემოდან ევას და საჩვენებელი თითი გამოისვა ყელში.
- ასეთი საშიში კაცია მამაშენი? -ევამ ისეთი ხმით იკითხა ბიჭებმა სიცილი ვერ შეიკავეს.
- შენ მაგას არ იცნობ, ისეთია ცოცხლად გამატყავებს ყველაფერი რომ გავაფუჭო, -ცეცხლზე ნავთი დაასხა გიგიმ და კიდევ უფრო მოიფუზა.
- კარგი ტყუილუბრალოდ ნუ ნერვიულობ, მე დაგეხმარები.
- სერიოზულად? -ოთხივემ ერთად წამოიძახა და გაკვირვებულები შეაჩერდნენ მომღიმარ ევას.
- სერიოზულად, არაბული კარგად ვიცი ასე რომ დროს ნუღარ დავკარგავთ, წამოდით შიგნით შევიდეთ, ყავა დავლიოთ, დავმშვიდდეთ და ეს პატარა პრობლემა მოვაგვაროთ.
- ძმა ხარ რა, -გიგი გახარებული წამოხტა ფეხზე, ევას ეცა, ჩაიხუტა და ჰაერში დააბზრიალა.
- - - - - - -
სახლი შიგნიდან ბევრად უფრო უკეთ გამოიყურებოდა, საკმაოდ სუფთა იყო, მყუდრო და ახალი ავეჯით გაწყობილი, შევიდნენ თუ არა ევამ გათბობა ჩართო და წყალი დაადგა ყავისთვის.
- ესე იგი აქ ცხოვრობ? -საბამ ინტერესით მოათვალიერა საკმაოდ ფართო ღია, მკრთალ ტონებში გადაწყვეტილი მისაღები ოთახი.
- ჰო უკვე თითქმის ოთხი წელია ამ სახლში ვცხოვრობ.
- აქამდე სად ცხოვრობდი?
- ამერიკაში, ოთხი წელია რაც სამსახურის გამო აქ გადმოსვლამ მომიწია.
- მაინც არაფერს მეუბნები შენი სამსახურის შესახებ.
- ეს ცოტა არ იყოს გრძელი ამბავია, არ მინდა ხასიათი გაგიფუჭო, ასე რომ ჯობია თუკი ჩემს სამსახურზე არ ვისაუბრებთ, -საბამ მშვენივრად შეამჩნია როგორ ნაძალადევად იღიმოდა ევა, აშკარად არ სიამოვნებდა სამსახურზე საუბარი.
- სრულიად მარტო ცხოვრობ ამ სახლში? -საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა.
- სრულიად მარტო და ეს ძალიან მომწონს, -ევა სავარძელში ჩაეშვა, ფეხები აიკეცა, თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა, მხრებზე რბილი შეხება იგრძნო, მერე მისი სურნელი და ცხელი კოცნა ლოყაზე.
- ესე იგი ჩემთან ერთად ცხოვრებაზე არც მომავალში იფიქრებ? -თბილი, შემპარავი, ვნებიანი ხმა ჰქონდა საბას, ევას გაეღიმა.
- მგონი ზედმეტად ჩქარობ სახელის დარქმევას იმ ყველაფრისთვის რაც ჩვენს შორისაა...
- მაპატიე მეგობარო, ცოტახნით ევა უნდა მოგტაცო, -ზედმეტად აჟიტირებულმა გიგიმ გოგონას ხელი დაავლო და წამოაყენა.
- ყველაფერი მზად მაქვს, მოდი ორი სიტყვით სასაუბრო თემას აგიხსნი სანამ შეხვედრა დაიწყება.
- - - - - - - - -
- შენ რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა, -უკვე დამშვიდებული გიგი, ყავას მიირთმევდა და დრო და დრო მადლობებად იღვრებოდა.
- ჰო ნამდვილად გადაგარჩინე, მე რომ არა ხომ მოგკლავდა ვახტანგი, -გულიანად გადაიკისკისა და უფრო კომფორტულად მოთავსდა, ფეხები დივნის საზურგეზე შეაწყო და თავი საბას დაადო მუხლებზე, თმაში ბიჭის თითები იგრძნო თუ არა მაშინვე თვალები მილულა.
- სად ისწავლე არაბული ასე კარგად? -კაკის ისევ არ ასვენებდა ცნობისმოყვარეობა.
- სამსახურის გამო მომიწია რომ მესწავლა, არაბულიც და კიდევ რამდენიმე სხვა ენაც.
- კიდევ რომელი ენები იცი?
- იტალიური, ინგლისური, ფრანგული, ჩინური, რუსული, პოლონური, ახლა კორეულს ვსწავლობ...
- ოჰო, - აღფრთოვანებას ვერ მალავდა კაკი, -აშკარად საინტერესო სამსახური გაქვს, საჭმლის მომზადება, რამდენიმე უცხო ენა, კიდევ რა ისწავლე სამსახურის გამო?
- ვეტმფრენის, იახტის და წყალქვეშა ნავის მართვა.
- სერიოზულად? -კაკიმ მარცხენა წარბი სასაცილოდ აქაჩა ზემოთ.
- შენი აზრით? -ევამ ჩაიღიმა და საბას თითებს წაეთამაშა რომელიც ბიჭს მისთვის წელზე ჰქონდა შემოხვეული.
საუბარი კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინათ.
- ვინმეს ელოდებოდი? -საბამ წამოიწია და ევაც წამოაყენა.
- არა არავის, წეღან პიცა გამოვიძახე და ეტყობა მოიტანეს.
- პიცა? -თვალები გაუბრწყინდა ნიკუშას.
- ჰო, დილით ისე გამოვიქეცით არაფერი გვიჭამია ვიფიქრე რომ გეშიებოდათ, რაღას უცდით, მიდით გააღეთ კარი და გამოართვით, -ევა სიცილით უყურებდა როგორ ერთდროულად გავარდნენ კარისკენ გიგი და ნიკუშა.
- შენთვის აქამდე მითქვამს რომ შენზე ვგიჟდები? -საბამ მაგრად მოხვია მკლავები ევას და გულში ჩაიკრა.
- შენი აზრით მართლა იცის წყალქვეშა ნავის მართვა თუ იხუმრა? -შეეკითხა კაკი საბას როცა სამზარეულოში ჭიქები გაიტანეს და რეცხვა დაიწყეს.
- დარწმუნებული ვარ რომ მართლა იცის, -საბამ ღიმილით გახედა, ბიჭებთან საუბარში გართულ ევას და გული გაუთბა იმის გაფიქრებისას რომ ის ბედნიერება რომელსაც გოგონა ასხივებდა მისი დამსახურება იყო.
- - - - - - - - -
მყუდრო, კაფეში ისხდნენ, მინის ვიტრინასთან რომელიც პირდაპირ ქუჩაში გადიოდა, ევა ქუჩაში მოძრავ ავტომობილებს და თბილ ქურთუკებში გამოწყობილ დღიურ რუტინაში ჩაძირულ, ერთფეროვან, დღესასწაულების მიუხედავად მოღუშულ ადამიანებს აკვირდებოდა და გაუცნობიერებლად ეღიმებოდა, მის პირდაპირ მჯდარი სიმონი თვალს არ აშორებდა, თითქოს მისი ყოველი მოძრაობის და მიმიკის შესწავლას ცდილობდა.
- თვალები გიბრწყინავს, კარგად გამოიყურები, -ყავა მოსვა, შოკოლადის ნამცხვრის ნაჭერს მოზრდილი ნაწილი ჩამოაჭრა და ევა გამომცდელად აათვალიერ-ჩაათვალიერა.
- შენ არაფერს შეუკვეთავ?
- არაა, რაც სახლში დავბრუნდი უკვე ერთი კვირაა და ბიჭები ჯერ კიდევ ვერ მოვიშორე თავიდან, ყოველდღე მოდიან, უამრავი რაღაც მოაქვთ და მერე ათას სისულელეს ამზადებენ, მათ გამო უკვე ორი კილო მოვიმატე.
- ესე იგი ყოველდღე მოდიან? საქმე არაფერი აქვთ?
- გიგი მამამისთან ერთად მუშაობს და შორიდანაც ახერხებს საქმეების მოგვარებას, კაკი ჯერ კიდევ სტუდენტია, ნიკუშას და საბას საერთო ბიზნესი აქვთ, უბრალოდ ახლა ხომ ახალი წელია ყველას აქვს მცირეოდენი დრო საკუთარი თავისთვის, ის კი არ ესმით რომ მეც მინდა მარტო ყოფნა, მთელი დღეები თავიდან ვერ ვიშორებ ვერცერთს.
- ისე საუბრობ თითქოს წუხდებოდე მათით, მაგრამ მე ხომ გიცნობ, მათთან ერთად ყოფნა გაბედნიერებს, გახარებს, გახალისებს...
- ჰოო, შენ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი, ძალიან კარგები არიან, თუმცა... -ვეღარ დაამთავრა, ტუჩი მოიკვნიტა და თვალი აარიდა.
- შენ გეშინია.
- ეს კითხვა იყო?
- არა, უბრალოდ ვთქვი რომ გეშინია.
- ძალიან კარგად მიცნობ სიმონ.
- აბა მეტყვი რაშია საქმე?
- სიზმრები მესიზმრება...
- როგორ? შენ ხომ არასდროს ხედავდი სიზმრებს.
- პირველად მაშინ დამესიზმრა როცა საბასთან ერთად პირველად მეძინა, -სიმონის სახის დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა, -უბრალოდ ერთად გვეძინა, სხვა არაფერი მომხდარა.
- ვალდებული არ ხარ რამე ამიხსნა, შენ ზრდასრული, თავისუფალი ადამიანი ხარ და არავის აქვს უფლება რომ მიგითითოს რა უნდა გააკეთო და რა არა, -სრულიად მშვიდად საუბრობდა თუმცა დაჭიმული ყბები ამხელდა რომ სულაც არ იყო მშვიდად.
- არ მეტყვი რა ნახე სიზმრად?
- დედა მესიზმრა, მამა და ჩვენი სანაყინე, კიდევ საბა დამესიზმრა, წარმოგიდგენია? ჩემს გვერდით ეძინა მაგრამ მაინც არ მყოფნიდა, იმდენად არ მყოფნიდა რომ დამესიზმრა, -ჩაეღიმა და ნერვიულად ააკაკუნა თითები მაგიდის პრიალა ზედაპირზე.
- მხოლოდ ამის გამო ხარ შეშინებული?
- მას შემდეგ უკვე თითქმის ერთი კვირაა ყოველ ღამე მესიზმრება საბა, უფრო და უფრო ცუდ სიზმრებს ვხედავ, კოშმარებს, თითქმის ყოველ სიზმარში კვდება, ისე მეცლება ხოლმე ხელიდან... ვერაფერს ვახერხებ, გაგიჟებულს მეღვიძება შუაღამისას და ვეღარ ვიძინებ ხოლმე, პირველად ვგრძნობ შიშს.
- რისი გეშინია?
- მართლა რომ დაემართოს რამე? მერე რა უნდა ვქნა? რაც უფრო მეტად ვუახლოვდები, მით მეტად მიპყრობს მისი დაკარგვის შიში.
- ღამით შენთან არ რჩება?
- არა, არ რჩება, როგორ ფიქრობ ღამით რომ რჩებოდეს ასეთი კოშმარები აღარ შემაწუხებდა?
- არა მგონია ამან გიშველოს, -სიმონმა ევას ხელი ხელში მოიქცია მისკენ გადაიხარა და ღიმილით ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში, -ყველაფერი ამ შენს პატარა, ლამაზ თავში ხდება, ყველაფერი იმის გამო ხდება რომ ძალიან ბევრს ფიქრობ, დღისით როგორღაც ახერხებ რომ შიშებს გაექცე, თავს აჯერებ რომ ყველაფერი კარგადაა და არაფრის გეშინია, ღამით კი ვეღარ ახერხებ ამ ყველაფერთან გამკლავებას, საქმე ისაა რომ შეყვარებული ხარ და მისი დაკარგვის გეშინია...
- და ამის შემდეგ იტყვი რომ ფსიქოლოგიის არაფერი გაგეგება?
სიმონის მომღიმარი სახის დანახვისას თვითონაც ვერ შეიკავა ღიმილი ევამ, თავადაც შემოაჭდო მის უზარმაზარ ხელს ხელები.
- მადლობა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის პრობლემებს გიქმნი, ყველაფერი ვიცი, ვიცი რისი გაკეთებაც მოგიხდა რომ თუნდაც ცოტა ხნით ჩემთვის მშვიდად ყოფნის საშუალება მოგეცა, მაგრამ ახლა უკვე შენს გამოც მეშინია...
- არ მჯერა, როგორი მშიშარა გაგხადა იმ ბიჭმა, -ფრთხილად მოეფერა ლოყაზე და მხრებზე ჩამოშლილი თმა გაუსწორა, -რაც არ უნდა იყოს, მომწონს რომ ასეთს გხედავ.
- როგორს ასეთს?
- მხიარულს, შეყვარებულს, ბედნიერს, მშიშარას, ადამიანურს...
- - - - - - -
დილიდანვე თავზესაყრელი საქმე ჰქონდა თემურ მეტრეველს, საყელო მოღეღილი, გვერდზე ჰალსტუხმოქცეული უღონოდ იყო სავარძელს მისვენებული და შეუჩერებლად იზელდა საფეთქლებს, გუშინდელმა ზარმა მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, მაღლიდან დაურეკეს იმდენად მაღლიდან თვალის შეწვდენა რომ გაუჭირდება ჩვეულებრივ მოკვდავს, პირდაპირ მოსთხოვეს შვილი ევასთვის ჩამოეშორებინა და აგრერიგად ძვირფასი იარაღის ამერიკაში უსაფრთხოდ დაბრუნებაზე პირადად ეზრუნა.
თავიდან იფიქრა რომ საბასთვის დაერეკა და შეხვედრა ეთხოვა მაგრამ მერე გადაიფიქრა, რა უნდა ეთქვა, ის გოგო უნდა მიატოვო რომელსაც რამდენიმე თვე გამწარებული ეძებდი და რომელთანაც ახლა უბედნიერესი ხარო? ეს როგორ უნდა ეთქვა საკუთარი ერთადერთი ვაჟისთვის.
- არა, აუცილებლად უნდა ველაპარაკო, უნდა გავიგო რას ფიქრობს და რამდენი იცის ევას შესახებ, აუცილებლად უნდა შევხვდე, ოღონდ ასე არა, აქ არა, ისე უნდა გავაკეთო რომ მომისმინოს, -ჩაილაპარაკა და რამდენიმე წლის შემდეგ პირველად აკრიფა ყოფილი ცოლის ნომერი, დაბალი, თბილი ხმის გაგონებისას უნებურად გააჟრჟოლა და თავგზა ისე აერია რომ ერთხანს ხმა ვერ ამოიღო.
- ნათია მე ვარ, შენი დახმარება მჭირდება -ამოღერღა ბოლოს.
- - - - - - - -
ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა და ძველისძველ ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას შეხედა, არაფერი შეცვლილიყო, მოუწესრიგებელი სადარბაზოები, საღებავგადაცლილი ფერად-ფერადი ფანჯრები და თვითნებურად ამოშენებული აივნები, თითქოს აქ ამ უბანში დრო ერთ ადგილზე გაიყინა, ძველი დროს გახსენებისას უცნაურად შეამცივნა და ნიკაპამდე შეიკრა შავი თხელი ქურთუკი, შეძლებისდაგვარად აჭიანურებდა დროს, არ იცოდა რა გრძნობა ექნებოდა როცა ისევ პირისპირ იდგებოდა თავისი ერთადერთი და ნამდვილი სიყვარულის წინ, ნეტავ რას იგრძნობს? ნეტავ თუ ისევ ისე აუჩქარდება გული როგორც უწინ... დაბურულ მინაში საკუთარი თავი შეათვალიერა, ჭაღარა შეპარული თმა გაისწორა...
- რას ვაკეთებ, რაზე ვფიქრობ, ჭკუა რომ არ მექნება ამხელა კაცს, -ჩაილაპარაკა და სიცივისგან მხრებში მოხრილი ნელი ნაბიჯით გაუყვა ძველისძველი სადარბაზოსკენ მიმავალ ალაგ-ალაგ ამომტვრეულ ვიწრო გზას, მძიმედ აიარა კიბეები და მესამე სართულზე ახლად შეღებილ, რკინის, ყავისფერ კართან შედგა, ერთხანს ფიქრობდა ზარი დაერეკა თუ არა, ბოლოს ღრმად ამოიოხრა და ღილაკს თითი დააჭირა, სუნთქვაშეკრული ელოდა როდის გაიღებოდა კარი... მსუბუქი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაბიჯის ხმის გაგონებისას უფრო მეტად აღელდა, ყოველთვის ნაზი იყო ნათია, სიფრიფანა, ფეხისწვერებზე ისე დადიოდა თითქოს მიწაზე ფეხს არ აბიჯებდა, კარი გაიღო და კაცმა მონატრებული სახე დაინახა თუ არა, უცნაური გულისტკივილისგან სახე დაეღმიჭა, მონატრებამ სახრჩობელის ყულფივით მოუჭირა ყელში, საყვარელი სურნელი მსწრაფლ შეუძვრა ნესტოებში და სული აუფორიაქა...
- შემოდი, -სადღაც შორიდან ჩაესმა და დაპროგრამებული რობოტივით გადადგა ნაბიჯი, რამდენიმე წამით თვალი გაუსწორა, ისევ ისეთი იყო ნათია როგორიც ოცდაშვიდი წლის წინ შეუყვარდა, თვალებში მოციმციმე ნათელით, იმ ნათელით მისმა ღალატმაც რომ ვერ ჩაუქრო, გვერდით ჩაუარა, ქურდულად მოიპარა გაშლილი თმიდან წამოსული დამათრობელი სურნელი და არეული ნაბიჯებით შეაბიჯა მისაღებში.
- თქვენ რა, შერიგდით და ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდით? -საბა გაოცებული შეჰყურებდა დივანზე ერთმანეთის გვერდით მჯარ მშობლებს.
- უნდა დავილაპარაკოთ შვილო, საქმე...
- ევას ეხება არა? -აღარ დაასრულებინა საბამ.
- არ გკითხავ როგორ მიხვდი, უბრალოდ მითხარი, რა იცი მის შესახებ?
- ყველაფერი.
მინისტრმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, შეუძლებელი იყო საბას ყველაფერი სცოდნოდა, საიდან, როგორ? სულელი ბიჭი, ალბათ წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რა საშიშ არსებასთან აქვს საქმე.
- მაინც რამდენი იცი მის შესახებ და საიდან გაქვს ეს ინფორმაცია?
- იმდენი ვიცი რამდენიც საჭიროა იმისთვის რომ სიგიჟემდე მიყვარდეს, -დედის ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა დააიგნორა, ფეხზე წამოდგა ფანჯარას მიუახლოვდა და თბილისის მოქუფრულ ნაცრისფერ ცას გაუშტერა თვალი.
- მისმინე მამა, თუ გგონია რომ არაფერი მესმის ცდები, შენი პოზიცია სრულიად გასაგებია, იმ პოსტიდან გამომდინარე რაც გიკავია, ვიცოდი რომ ეს ყველაფერი პრობლემების გარეშე არ ჩაივლიდა, მესმის რომ მხოლოდ ჩვენზე ფიქრობ, ჩვენი უსაფრთხოება გაღელვებს, მაგრამ ახლა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინდა რომ ეგოისტი ვიყო, მინდა მხოლოდ ჩემს თავზე და იმაზე ვიფიქრო რა მაბედნიერებს, ევას არაფრის დიდებით არ დავთმობ, სანამ მას ჩემთან ერთად ყოფნის სურვილი ექნება ერთად ვიქნებით, არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ამის შესახებ შენ და დედა, ეს მხოლოდ ჩემი და ევას ცხოვრებაა, მხოლოდ ჩვენი...
ჩუმად მოიწმინდა ერთადერთი ცრემლი ნათიამ, ყოფილ ქმარს ხელი წაჰკრა და მათკენ ზურგშექცევით მდგარი ბიჭისკენ ანიშნა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მხრებაწურული მიუახლოვდა მინისტრი შვილს, ერთხანს ასე უხმოდ იდგნენ გვერდიგვერდ, მერე ერთდროულად შებრუნდნენ ერთმანეთისკენ, გამომცდელად ჩააჩერდნენ ერთმანეთს თვალებში და ბაგეები ერთდროულად გაუპოთ ერთნაირმა ღიმილმა.
- - - - - - -
უცნაურად შემსუბუქებული გამოვიდა ბინიდან, პატარა ცელქი ბიჭივით რამდენიმე კიბეს ერთად ახტებოდა და სულელივით იღიმოდა, საბა შეურიგდა, გამომშვიდობებისას ნათიამ ჩახუტებით და ლოყაზე კოცნით დააჯილდოვა, ჩაბნელებული სადარბაზოდან გამოვიდა თუ არა ხელები გაშალა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მერე შებრუნდა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ძველი შენობა რომელთანაც არაერთი ტკბილი მოგონება აკავშირებდა, ახლა უკვე იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა, ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა ასეთი დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებაში.
- - - - - - -
მეორე დილით მთელი საქართველო მოულოდნელმა ამბავმა შეძრა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თემურ მეტრეველმა, საკუთარი სურვილით დატოვა დაკავებული პოსტი...


- - - - - - - - - - - - - - - - - -


ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში ისხდნენ ერთმანეთზე მიკრულები, უკვე თებერვლის შუა რიცხვები იდგა, საკმაოდ წყნარი და მზიანი იყო მთელი დღე, თუმცა ახლა უკვე ბინდდებოდა და ბინდს ფეხდაფეხ მოყოლილი სუსხი არცთუ ისე თბილად ჩაცმულ ევას აიძულებდა საბას მკლავებში ეძებნა სითბო.
- მომეწონა ტაძარი, განსაკუთრებით ღვთისმშობლის ფრესკა, ცოტათი უცნაურია მაგრამ ძალიან ლამაზი,
-უფრო მოხერხებულად მოკალათდა საბას მკლავებში ევა და გათოშილი ხელები ქურთუკის ქვეშ შეუცურა რომ ცოტათი მაინც გაეთბო.
- გუდიაშვილის მოხატულია.
- არ ჰგავს ჩვეულებრივ ფრესკებს.
- იმიტომ რომ ეკლესია ხატმწერმა უნდა მოხატოს და არა მხატვარმა, თუმცა იმ დროისთვის ეს გასაკვირი არც იყო, ხალხი ეკლესიისკენ არც კი იყურებოდა, გუდიაშვილი ალბათ რისკსაც კი სწევდა ამ ეკლესიის მოხატვის გამო.
- ჰოო, ნამდვილად უცნაური დროება იყო.
- რატომ უცნაური?
- თუნდაც იმის გამო რომ მაშინდელი მთავრობა ‘’უღმერთო’’ იყო, ხალხი და სამღვდელოება კი ფარულად თუ ღიად ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა, საქმე ისაა რომ ამ ყველაფრის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგებსაც თავთავიანთი საკმაოდ კომიკური საბაბი ჰქონდათ, ისინი ვინც თავს შედარებით ძლიერებად მიიჩნევდნენ, ამტკიცებდნენ რომ არ არსებობს არავითარი უხილავი ძალა და ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ თავს და საკუთარ ბედს, ხოლო შედარებით სუსტები, იმის გამო რომ ეშინოდათ ღმერთს ვერ ელეოდნენ...
- ეშინოდათ? რისი ან ვისი?
- მარტო დარჩენის, იმედის დაკარგვის, განტევების ვაცის არარსებობის...
- როგორ თუ განტევების ვაცის?
- უბრალოდ წარმოიდგინე რომ სიტყვა ღმერთი, ცნება ღმერთი არ არსებობს, რა უნდა ქნას საკუთარ ცოდვებთან პირისპირ დარჩენილმა კაცობრიობამ? ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში რაშიც მხოლოდ თვითონ არის დამნაშავე? ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ, წარმოიდგინე სასოწარკვეთილი ადამიანი, დედა რომლის ერთადერთი შვილი სულს ღაფავს, მაშინ როცა ადამიანების არანაირი იმედი აღარ აქვს, ვის უნდა სთხოვოს დახმარება, ვისი რწმენა და იმედი უნდა ჰქონდეს რომ ისედაც მომაკვდავ შვილზე ადრე არ მოისწრაფოს სიცოცხლე, წარმოიდგინე გვირაბის ნანგრევებში მოყოლილი მეშახტის მეუღლე ან სადღაც ზღვაში დაკარგული მეზღვაურის ოჯახი, როგორ ფიქრობ გაუძლებდნენ ადამიანები ამ ყველაფერს სადღაც გულის სიღრმეში თუნდაც მსუბუქად მბჟუტავი და თუნდაც ტყუილი იმედი რომ არ ჰქონდეთ? კაცი იმედით ცოცხლობსო ხომ გაგიგია.
- ჰო და არის კიდევ ერთი რამ, უბრალოდ წარმოიდგინე რომ არ არსებობს ღმერთი, ესე იგი არ არსებობს ეშმაკი, არ არსებობს სამოთხე ან ჯოჯოხეთი, წარმოგიდგენია როგორ ქაოსში ჩაიძირებოდა სამყარო? ყოველდღიურად უამრავ უბედურებას, მკვლელობას, ფიზიკურ ძალადობას, უამრავ სისასტიკეს ვირიდებთ თავიდან მხოლოდ იმიტომ რომ სუსტ და ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს ღმერთის და ჯოჯოხეთის შიში აქვთ, გარდა ამისა, ყოველდღიურად უამრავი უპოვარი ადამიანი იღებს საკვებს და წამალს იმიტომ რომ ვიღაც მორიგმა მდიდარმა ნაძირალამ სამოთხეში მოხვედრა გადაწყვიტა...
- ფიქრობ რომ ეს ცუდია?
- სულაც არა, ბოლოს და ბოლოს მთავარი ხომ შედეგია.
- ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ ფიქრობ რომ კომუნისტები მართლები იყვნენ?
- კი ასე ვფიქრობ, უბრალოდ სწორი გათვლები ვერ გააკეთეს, იჩქარეს, მათი იდეები თავიდანვე მარცხისთვის იყო განწირული, ვერ გათვალეს რომ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებს სჭირდებათ ღმერთი... ზოგს იმისთვის რომ იმედი ჰქონდეს, ზოგს იმისთვის რომ ეშინოდეს, ზოგს საკუთარი საქციელის გამართლებისთვის, ზოგს მართვისთვის, ზოგს ჯიბის გასქელებისთვის...
- მაგრამ შენ არ გჭირდება... ღმერთი არ გწამს ევა?
- ყოველ შემთხვევაში ის ღმერთი არა რომელიც შენ... იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები ვინც ყველაფერს კარგსაც და ცუდსაც უხილავ ძალას მიაწერს, არც ისეთ ადამიანებს ვგავარ გაუაზრებლად რომ მიყვება კაცმა არ იცის ვის დაწერილ წესებს და კანონებს და სხვა არაფერი აინტერესებს, მე მე ვარ და საკმარისი ძალა და გონება მაქვს იმისთვის რომ თვითონ მივიღო სწორი გადაწყვეტილებები და თუ არასწორს გავაკეთებ რამეს ვაღიარო და პასუხიც ვაგო, საერთოდაც ხომ არ ჯობია ამ ყველაფერზე აღარ ვისაუბროთ, სულაც არ მინდა პირველი კამათი რელიგიის გამო მოგვივიდეს.
- სულელო, -საბამ თავი ააწევინა და ფრთხილად აკოცა შუბლზე, -გგონია ამის გამო შენთან კამათს ვაპირებ? სულაც არა, ეს ყველაზე დიდი უაზრობა იქნებოდა, ისე მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი მოსაუბრე ხარ, ყველანაირ თემაზე შემიძლია შენთან საუბარი და ეს მომწონს, ძალიან მომწონს, ახლა კი მგონი უკვე ძალიან აცივდა, თანაც დაღამდა, წავიდეთ?
ხელი ჩაჰკიდა და წამოაყენა, ეზოდან გამოვიდნენ და ნელი ნაბიჯით დაუყვნენ დაღმართს, ცოტა ხანში, ევას ტელეფონი აწკრიალდა, ჯიბიდან ამოიღო და ნომერს დახედა, ეცადა რომ სახეზე არაფერი შემჩნეოდა მაგრამ საბამ შეატყო როგორ დაიძაბა, უპასუხა, ერთხანს უხმოდ უსმენდა, ბოლოს გათიშა, ჯიბეში დააბრუნა და საბას შეჰღიმა.
- გავაგრძელოთ გზა?
- ვიცი რომ არაფერი უნდა გკითხო მაგრამ... უბრალოდ...
- ძნელია არა ჩემთან ურთიერთობა? -ევამ ორი ნაბიჯით გაუსწრო წინ, მისკენ შებრუნდა და ქვემოდან შეხედა სახეში, თვალები აწყლიანებული და სევდით სავსე ჰქონდა, ნერვიულად კბენდა სიცივისგან გაფითრებულ და ათრთოლებულ ქვედა ტუჩს, გული მოეწურა საბას მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვისას, მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა.
- არ გინდა, მე არაფერს გაძალებ ევა, ნურაფერს მეტყვი, ვერ ვიტან როცა ვხედავ როგორ ნერვიულობ, მთავარია რომ ჩემთან ერთად ხარ, სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა.
- როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო? -ამოისლუკუნა და გათოშილი ცხვირი მის მკერდში ჩარგო.
- ჰო, უიშვიათესი ეგზემპლარი ვარ, უნდა გამიფრთხილდე, -გულიანად გაეცინა საბას, უეცრად ქალის კივილმა შეძრა არემარე, მერე უშვერი გინების ხმაც მოჰყვა, უცბად მოშორდნენ ერთმანეთს და ირგვლივ მიმოიხედეს, ჩაბნელებულ მოსახვევში, საშუალო სიმაღლის, თმაგაშლილი გოგონა ორ მამაკაცს დაემარტოხელებინა და ცდილობდნენ ძალით მიეყვანათ იქვე გაჩერებულ ავტომობილამდე, გოგონა მთელი ძალით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას თუმცა არაფერი გამოსდიოდა, როცა კიდევ ერთხელ სცადა მათგან გაქცევა ერთ-ერთმა მამაკაცმა მარჯვენა მოიქნია და ყბაში მთელი ძალით დაარტყა, გოგონამ დაიკვნესა, შებარბაცდა და ტუჩიდან სისხლი წასკდა, ერთ-ერთმა სახეზე თეთრი, დოლბანდისმაგვარი ნაჭერი მიაფარა, მაშინვე მოეკვეთა მუხლები და უმწეოდ ჩამოეკიდა მკლავებზე მოძალადეს.
- შეჩერდი, რას აკეთებ? -ევა როგორც კი მიხვდა რომ გოგონას დახმარებას აპირებდა, საბას ხელი ხელში სტაცა და დაქაჩა.
- ვერ ხედავ რომ დახმარება სჭირდება? აქ ასე ვერ ვიდგები და ვერ ვუყურებ, -საბა სიბრაზისგან თრთოდა.
- ჩარევას არ გირჩევდი, -საბას გაუკვირდა ასეთ სიტუაციაში როგორ შეეძლო ევას ამდენად მშვიდი და ცივი ყოფილიყო, ხელი გამოგლიჯა და მიუბრუნდა.
- გგონია ამ ორ იდიოტს ვერ გავუმკლავდები?
- მარტო არ არიან.
- როგორ? შენ საიდან იცი?
- კუთხეში შავმინებიან ავტომობილს ხომ ხედავ, სამი კაცი იქ ელოდებათ, ერთი ამ თეთრ ავტომობილში ზის, თუმცა ის მხოლოდ სიტუაციას ადევნებს თვალს, საშიში არ არის, ერთიც ქუჩის ბოლოში ელოდებათ, თანაც იარაღი აქვთ, ჯობია თუკი მშვიდად და შეუმჩნევლად წავალთ აქედან.
საბას აშკარად შეეტყო სახეზე გაკვირვება, უნდოდა ეკითხა როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი ცივი და უგრძნობი, უნდოდა ეკითხა ამ რამდენიმე წამში საიდან და როგორ მოასწრო ამ ყველაფრის შემჩნევა, თუმცა აღარაფერი უთქვამს დრო არ ითმენდა.
- შენ აქ დამელოდე და ფეხი არ მოიცვალო, -გადაულაპარაკა ევას და თითქმის სირბილით წავიდა გოგონასკენ რომელსაც უკვე გათიშულს ავტომობილში სვავდნენ, მოულოდნელობისგან დაბნეულ ერთ-ერთ მამაკაცს კისერში წაავლო ხელი და ისე ბუმბულივით მსუბუქად მოისროლა გვერდზე რომ ევამ გაკვირვებისგან წარბი მაღლა ასწია, თუმცა ადგილიდან არ განძრეულა, არც მაშინ დაძრულა ადგილიდან როცა მოქნეული მუშტი ოსტატურად აიცილა და მეორეც პირველის გზას გაუყენა, მშვიდად, ოდნავ ღიმილ შეპარული, გვერდზე თავგადაგდებული, გულზე ხელებდაკრეფილი იდგა და საბას სწრაფ, დახვეწილ მოძრაობებს თვალს ვერ აშორებდა, თუმცა როცა შეამჩნია როგორ გადმოვიდა დაბურულ მინებიანი ავტომობილიდან სამი მაღალი, შეიარაღებული, შავებში გამოწყობილი მამაკაცი და საბასკენ დაიძრნენ, რომელიც უკვე გოგონას ხელში აყვანას ცდილობდა, ვეღარ მოითმინა...
- შარო საიდან მოდიხარო აშკარად ასეთ სიტუაციებზეა ნათქვამი, -ჩაიბურტყუნა და მშვიდი თუმცა სწრაფი ნაბიჯით დაიძრა შემთხვევის ადგილისკენ.
- - - - - - - -
- რა მოხდა ხმას აღარ მცემ? გამიბრაზდი? -ევამ ღიმით გადახედა საბას რომელიც საჭეს მთელი ძალით იყო ჩაფრენილი და სიბრაზისგან კბილს კბილზე აჭერდა.
- ნახე ხომ არ გაიღვიძა, -პირდაპირ პასუხს თავი აარიდა საბამ.
ევამ უკანა სავარძელზე უძრავად მწოლიარე გოგონას გადახედა.
- ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გამოფხიზლდება, მოდი ჩემთან წავიყვანოთ, ამაღამ მივხედავ და დილით როგორც კი გონს მოვა სახლში დავაბრუნებთ, -საბამ უხმოდ დაუქნია თავი და ხმა აღარ ამოუღია, რამდენიმე წუთში უკვე ლოტკინზე იყვნენ, გოგონა ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში, მეორე სართულზე აიყვანა და ერთ-ერთ საძინებელში მოათავსა, ევამ მაშინვე გახადა ფეხზე და საბანი გადააფარა.
- მე წავალ, წასასვლელად შებრუნდა მაშინათვე როგორც კი ნახა რომ გოგონას აღარაფერი უჭირდა.
- მოიცადე, გასასვლელთან დაეწია ევა, ასე ვერ გაგიშვებ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა მითხრა რა გეწყინა რომ ჩემზე ასეთი გაბრაზებული ხარ, რა გავაკეთე არასწორად?
- ჰმ, არასწორად, -საბას მწარედ ჩაეცინა, -შენ არასდროს არ იქცევი არასწორად ევა, უბრალოდ ძალიან შემაშინე, გითხარი რომ ახლოს არ მოსულიყავი, შენ კი... რამე რომ მოგსვლოდა, შენთვის რამე რომ დაეშავებინათ...
- ოჰჰ, -ევამ შვებით ამოისუნთქა და ეშმაკურად გაიღიმა, -მე კი ვიფიქრე რომ ამის შემდეგ რაკი სუსტი და ნაზი გოგოს როლის თამაშს ვეღარ შევძლებ, აღარ გეყვარებოდი და ცოტა არ იყოს შემეშინდა.
- სუსტი არც არასოდეს მგონებიხარ, პირიქით მომწონს რომ ასეთი ძლიერი ხარ, -საბამ მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა, ნელ-ნელა დააცურებდა თითებს მის ლოყებზე, ტუჩებზე... თვალები ჩაუმუქდა და სუნთქვა გაუხშირდა, გრძნობდა როგორ თრთოდა ევა მის ყოველ შეხებაზე, როგორ ყვებოდა მის ყოველ მოძრაობას და ეს საშინლად აღაგზნებდა...
- დღეს ჩემთან დარჩი, -მოესმა ძლივსგასაგონი ჩურჩული და როცა მის მიბნედილ თვალებში იგივე სურვილი ამოიკითხა რასაც თვითონ გრძნობდა აღარ უყოყმანია, ხელში აიტაცა და მეორე სართულზე ამავალ კიბეს აუყვა, ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ღამის მსუბუქი განათების ფონზე, მისი ბალიშზე გადაშლილი, ცეცხლისფრად აელვარებული თმის დანახვისას სუნთქვა შეეკრა...
- - - - - - - - -
ევა პირველად გრძნობდა ასეთ რამეს, ეს მისთვის პირველი სექსუალური კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა აქამდე იყო მხოლოდ საქმე გრძნობების გარეშე, სრულიად ჩვეულებრივად მიაჩნდა როცა მისი მორიგი დავალება ასეთი სახის კონტაქტსაც მოიაზრებდა, პირველად საბას დანახვისას იგრძნო სურვილი მამაკაცის მიმართ, იგრძნო და შეეშინდა, მას მერე იზრდებოდა მასში ეს სურვილი, ღვივდებოდა, გარშემო სხვადასხვა გრძნობებს იკრებდა და ახლა როცა მის წინ სრულიად შიშველი და ვნებისგან მთლად აცახცახებული იწვა, ეშინოდა რომ მისი გული ამდენს ვეღარ გაუძლებდა, ერთმანეთს ოდნავ დაშორებული ბაგეებით ცდილობდა ჰაერის ჩასუნთქვას, ვეღარ ითმენდა, თუმცა საბა არ ჩქარობდა, ნელ-ნელა დაასრიალებდა თითებს მის სხეულზე და კოცნებით უფარავდა, მკერდს, მუცელს... თითქოს ნანატრი სიამოვნების მაქსიმალურად გახანგრძლივებას ცდილობსო, მისკენ დაიხარა, ათრთოლებულ ტუჩებზე დაეწაფა და გრძელი თითები ფეხებსშორის შეუცურა, ბიჭის სხეულის ქვეშ სიამოვნებისგან დაიკლაკნა ევა და ზედ აეკრა, შემდეგ იყო მხოლოდ ენით აღუწერელი სიამოვნებისგან გამოწვეული ხმები და ორი ერთმანეთს შერწყმული სხეულის ვნებიანი ცეკვა...
- მიყვარხარ, -დილის ბინდ-ბუნდით განათებულ საძინებელ ოთახში გაისმა ბიჭის თბილი ხმა და ევამ მსუბუქი კოცნა იგრძნო თავზე, მერე მის მოშიშვლებულ მხრებზე ათამაშდნენ თითები და უნებურად გაეღიმა.
- იმედია არ ელოდები რომ გიპასუხებ.
- არ ველოდები, -ჩვეულებრივად თქვა და ზემოდან მოექცა, ღიმილით ჩახედა თვალებში და აწითლებული ლოყები დაუკოცნა.
- არ ველოდები, იმიტომ რომ ისედაც აშკარაა ჩემზე გიჟდები, ასე არ არის?
- ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ ბრძანდებით ბატონო?
- სულაც არა, შენი თვალები და სხეული ყველაფერს მეუბნება, სიტყვები საჭირო არ არის, -ყურთან დაუჩურჩულა და კიდევ ერთხელ დაუყვა კოცნებით მის სხეულს, ისევ დაავიწყდა ევას ყველა და ყველაფერი, გრძნობებს გასაქანი მისცა და უსაზღვრო სიამოვნების მორევში ჩაიძირა.
- - - - - - - - -
- უკვე თერთმეტი საათია და ჯერ კიდევ სძინავს თქვენს სტუმარს? -კაკიმ ყავა მოსვა და სამზარეულოში მოფუსფუსე ნიკუშას გასძახა რომ ტოსტებიც გაემზადებინა, ისე იქცეოდნენ როგორც საკუთარ სახლში და ეს ძალიან მოსწონდა ევას, თუმცა საბაზე იგივეს ვერ ვიტყოდი, დაბღვერილი მისჩერებოდა ბიჭებს რომელთა გამოც დილაადრიან მოუწია საწოლიდან ადგომა.
- არ მეტყვით ამ დილაუთენია აქ რას აკეთებთ?
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? -გაიკრიჭა გიგი და გულუბრყვილო ბავშვივით აახამხამა თვალები.
- ასეთი რა დავაშავე ღმერთო რომ ამათ ხელში ჩამაგდე, -საბამ თეატრალურად აღაპყრო ჭერისკენ თვალები და ამოიოხრა.
- ისევ ისეთი უჟმურია როგორიც გუშინ იყო, მგონი ცოტა კიდევ სჭირდება დამუშავება, -ნიკუშამ დივანზე მოკალათებულ ევას ტოსტი გაუწოდა და გვერდით მიუჯდა, ევამ მხიარულად გადაიკისკისა როცა საბას დაბღვერილ სახეს შეავლო თვალი.
- არ გვეტყვით ბოლოს და ბოლოს გუშინ რა მოხდა და ის გოგო ვინ არის ზემოთ რომ სძინავს? -კაკი როგორც ყველაზე მეტად ცნობისმოყვარე ვერ ისვენებდა.
ევამ რომ შეატყო საბა არაფრის თქმას არ აპირებდა, თვითონ დაიწყო მოყოლა, ბიჭებს მოუყვა როგორ გაიგონეს კივილი და როგორ გადაარჩინა საბამ გოგო მოტაცებას და კიდევ ვინ იცის რას.
- მოიცა იმას არ მოყვები თუ როგორ გათიშე სამი ორმეტრიანი კაცი? -საბამ ღიმილით გადახედა გაკვირვებულ ბიჭებს.
- სულ შვიდნი იყვნენ, ევა რომ არა მეც ალბათ იმ გოგოს გზას გამიყენებდნენ, იმას რა მიზნით იტაცებდნენ არ ვიცი მაგრამ მე რომ კარგი დღე არ დამადგებოდა ფაქტია, უნდა გენახათ რა საოცრად მოძრაობდა, ისეთი სწრაფი და ჰაეროვანი იყო... -საუბრობდა და თან ევას სიყვარული და აღფრთოვანებით სავსე მზერას არ აშორებდა.
- ნწ, ნწ, ნწ, -ნიკუშამ საფეთქელთან დაიტრიალა თითი, თავი დანანებით გადააქნია და ევას მიუბრუნდა.
- რა უქენი ამ ბიჭს ასეთი?
- ესე იგი საბრძოლო ხელოვნებებიც იცი? -მეორე გვერდიდან გიგი მიუჯდა ევას და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა შეანათა.
- რაღაც-რაღაცეები გამეგება ამ საკითხში, -გაიღიმა ევამ.
- კითხვა საჭიროც კი აღარ არის, ჩხუბიც სამსახურის გამო ისწავლე ალბათ, -დაასკვნა კაკიმ.
- ასე გამოდის და საერთოდაც ნუ მიყურებთ ასე აღფრთოვანებულები, თავს უხერხულად ვგრძნობ, აქ არაფერია ჩემი დამსახურება, საბა რომ არა მე უბრალოდ გამოვბრუნდებოდი, ყურადღებასაც კი არ მივაქცევდი იმ სიტუაციას, უბრალოდ ზურგს შევაქცევდი და დავივიწყებდი.
- სერიოზულად? -კაკი შესამჩნევად მოიღუშა, -თუ ასეა რატომ ჩაერიე?
- იარაღი ჰქონდათ და ისეთი ტიპები იყვნენ, დაუფიქრებლად ესროდნენ საბას, ამას ვერ დავუშვებდი.
- ესე იგი საბა რომ არა არ ჩაერეოდი? მიუხედავად იმისა რომ მისი დახმარება შეგეძლო? ასე უბრალოდ გამობრუნდებოდი და გოგოს იმ მანიაკების ხელში დატოვებდი?
- გეყოფათ, თუ ხვდებით რომ უკვე ზედმეტი მოგდით, -ბიჭებს შეუღრინა საბამ, ევამ უგულოდ გაიღიმა და ბიჭებს თვალი მოავლო.
- ცოტა ხნის წინ აღფრთოვანებით მიყურებდით ახლა კი თქვენს თვალებში იმედგაცრუებას ვხედავ, მაგრამ მესმის თქვენი, ისე კარგად მესმის რომ არ დაიჯერებთ, როგორი ბავშვობა გქონდათ? არ გინდათ, არ მიპასუხოთ, მე გეტყვით, თბილ და ტკბილ ოჯახებში გაიზარდეთ არა? ორივე მშობელი თუ არა ერთ-ერთი ხომ მაინც გყავდათ რომელიც კაცობას და ადამიანობას გასწავლიდათ, გასწავლიდათ როგორები უნდა ყოფილიყავით, გასწავლიდათ უფროსების და ქალების პატივისცემას, გასწავლიდათ რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს ყოველთვის უნდა დაეხმარო და ამას კაცი თუ არა ღმერთი აუცილებლად დაინახავს, მე კი ყოველთვის იმას მასწავლიდნენ რომ სხვის საქმეში ცხვირი არ უნდა ჩავყო და მხოლოდ ის გავაკეთო რასაც მიბრძანებენ, ძალიან დიდხანს ვიცხოვრე ასე, იმდენ ხანს რომ...
- ჯანდაბა, მე მხოლოდ ახლა, თქვენთან ერთად ვსწავლობ თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, თქვენთან ერთად, თქვენი წყალობით ვსწავლობ თანაგრძნობას, შეცოდებას, სიყვარულს, -ხელები წინ გამოწია, გაშალა და ცრემლიანი თვალებით დააშტერდა, -იცით ამ ხელებით რამდენი საშინელება მაქვს გაკეთებული? მხოლოდ იმიტომ რომ ბრძანება უნდა შემესრულებინა... ახლა რომ ვფიქრობ... ხანდახან რომ ვიხსენებ... საკუთარი თავი მეზიზღება და უბრალოდ მინდა რომ არ ვარსებობდე... ყველა გრძნობა რაც ამდენი წელია არ მიგრძვნია ერთბაშად დამატყდა თავს, ხანდახან ვფიქრობ რომ ვეღარ გავუძლებ...
- გეყოფა საკმარისია, -საბამ ვეღარ გაუძლო და მთელი ხმით იღრიალა, -შენ ვალდებული არ ხარ ვინმეს რამე აუხსნა, მოდი ჩემთან, -ხელი ჩასჭიდა, ფეხზე წამოაყენა და მაგრად ჩაიკრა მკერდში, ხელები მოხვია ევამ და ცხოვრებაში პირველად ატირდა გულამოსკვნილი...
- - - - - - - - -
საბას კალთაში პატარა ბავშვივით მჯდარ ევას გაუთავებლად უხდიდნენ ბოდიშს გიგი და ნიკუშა ხოლო კაკი თავჩაღუნული იჯდა და ხმას არ იღებდა.
- გეყოფათ, თქვენ რა შუაში ხართ, -ევამ უხერხულად გაიღიმა, -ჩემი ბრალია, ამ ბოლო დროს თავის შეკავება მიჭირს, უცნაურად სენტიმენტალური გავხდი.
- ჩემი პატარა სენტიმენტალური გოგო, -საბამ თავი ააწევინა და ფრთხილად შეეხო ტუჩებზე, შემოსასვლელი კარის ჭრიალმა დაარღვია რამდენიმე წამით ჩამოვარდნილი უხერხული სიჩუმე, კაკი ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
- მგონი თქვენი სტუმარი გაპარვას აპირებს.
- როგორ თუ გაპარვას აპირებს? -ევას წამში დაავიწყდა ყველაფერი, ფეხზე წამოხტა და კარისკენ გაიქცა.
- თქვენ არ გამომყვეთ, -მიაძახა ბიჭებს და სასწრაფოდ გავარდა ეზოში, გოგონა ის ის იყო ჭიშკრის გაღებას აპირებდა როცა ევამ დაუძახა და შემობრუნება აიძულა, სახეზე შეხედა თუ არა გული მოეწურა, მარცხენა ლოყა გაწითლებული ჰქონდა და თვალი ჩალურჯებული, საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი, მხრებამდე წაბლისფერი თმით და ბავშვური, ლამაზი სახით, ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და წითელი ფართო ჯემპრი ეცვა, შეშინებული, მხრებაწურული იდგა და მონადირის მიერ კუთხეში მიმწყვდეული დამფრთხალი შველივით შესცქეროდა ევას.
- აბა სად აპირებდი წასვლას? -ევა ღიმილით მიუახლოვდა და მისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით შეჩერდა.
- ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ? -გოგონას ხმა უკანკალებდა.
- შენგან რა უნდა გვინდოდეს, უბრალოდ მე და ჩემი ბიჭი შევესწარით როგორ აპირებდნენ შენს მოტაცებას, სიმართლე რომ გითხრა მე უკან ვაპირებდი გამობრუნებას, მაგრამ ჩემი საბა იმდენად გულჩვილია რომ იმ ცხოველების ხელში ვერ დაგტოვა, გათიშული იყავი და ამიტომ მოგიყვანეთ აქ, ეს ჩემი სახლია.
- ესე იგი თქვენ გადამარჩინეთ?
- ასე გამოდის, -ევამ ხელები გაშალა და რაც შეეძლო გულითადად გაუღიმა, -მე ევა მქვია.
- კარგი, მადლობა, ახლა წავალ.
- იცი მაინც სად ხარ? თან არც ტელეფონი გაქვს და არც ფული, სად და როგორ აპირებ წასვლას?
- როგორმე მივაღწევ სახლამდე, არ მინდა რომ მეტად შეგაწუხოთ.
- შეწუხება არაფერ შუაშია, უბრალოდ გეშინია არა? მესმის შენი, მაგრამ დაფიქრდი, შენთვის რამის დაშავება რომ გვდომებოდა ვერ მოვახერხებდით? საძინებლის კარიც კი ღია იყო, შემოსასვლელიც, შენი აქ გამოკეტვა რომ გვინდოდეს ასე მოვიქცეოდით? წამოდი სახლში შევიდეთ, რამე დალიე, ცოტა ჭამე, დაისვენე, მერე კი მე თვითონ მიგიყვან სადაც მეტყვი, -გაეღიმა როცა დაინახა როგორ გაუბედავად გადმოდგა გოგონამ ნაბიჯი მისკენ, მხარზე მოხვია ხელი და სახლისკენ წაუძღვა.
- დღეს დილით მეგობრები გვესტუმრნენ, მაგრამ შენ არავის მიაქციო ყურადღება და არ შეგეშინდეს კარგი? ყველანი ერთიმეორეზე უკეთესები არიან, არავინ არაფერს დაგიშავებს, თუ არ გენდომება ხმასაც არ გაგცემენ.
ერთიანად ათრთოლებული გოგონა მისაღებში შეიყვანა ევამ, ბიჭები დაინახა თუ არა მაშინვე შედგა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა წინ.
- ნუ გეშინია, წამოდი ჩემი გულჩვილი ბიჭი უნდა გაგაცნო, -ევამ ხელი ჩასჭიდა და ფანჯარასთან მდგომი საბასკენ წაიყვანა, -გაიცანი ეს საბაა.
- ნინი მქვია, -გოგონამ ათრთოლებული ხელი გაუწოდა საბას, -ევამ მითხრა რომ თქვენ გადამარჩინეთ, დიდი მადლობა, თქვენ რომ არა...
- სამადლობელი არაფერია, -საბამ მსუბუქად მოუჭირა ხელზე ხელი და გაუღიმა.
- ესენი კი ჩვენი მეგობრები გიგი, ნიკუშა და კაკი არიან, -ბიჭებისკენ ანიშნა ევამ რომლებმაც უხმოდ დაუკრეს თავი ნინის, -კაკის სახე შეეცვალა და ქვედა ტუჩზე გამეტებით იკბინა როცა მისი დალურჯებული სახე შეათვალიერა, თვალი აარიდა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- ჩაის და ტოსტს გაგიმზადებ, ხომ შეჭამ? -მოუბრუნდა გოგონას.
- მე... მე... მე არაფერი მინდა, ნუ შეწუხდებით.
- როგორ თუ არ გინდა, შენს მდგომარეობაში კარგი კვება გჭირდება, -გაეღიმა კაკის და მეტი აღარაფერი უთქვამს სამზარეულოში შევიდა.
- შენს მდგომარეობაში? რა იგულისხმა? -ევამ გაოცებულმა შეხედა ნინის.
- მე ფეხმძიმედ ვარ, -ჩაიჩურჩულა გოგონამ, -მაგრამ ის როგორ მიხვდა? მართალია უკვე სამი თვის ვარ მაგრამ ჯერ არ მეტყობა, საიდან მიხვდა ამას?
- უბრალოდ დაკვირვებული ადამიანია, -გაეღიმა საბას და გოგონას სავარძლისკენ მიუთითა, -დაჯექი და დაისვენე სანამ კაკი საჭმელს გაამზადებს.
ნინი ფრთხილად ჩაეშვა სავარძელში და მუცელზე შემოიხვია ხელები,
- შეიძლება რომ ტელეფონი მათხოვოთ? მეგობარს უნდა დავურეკო, -ძლივსგასაგონი ხმით მიმართა ევას, ევამაც მაშინვე გაუწოდა ტელეფონი, ნინიმ ნომერი აკრიფა და დაელოდა,
- მე ვარ ნინი, ტელეფონი დავკარგე და ამიტომ გირეკავ სხვისი ნომრიდან.
- - - - - - - - - ?
- კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ, არაფერი მიჭირს, ცოტა ხანში მოვალ და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები.
- - - - - - - - - ?
- როგორ თუ მანდ არის?
- - - - - - - - - ?
- ახლა რა უნდა ვქნა?
- - - - - - - - - ?
- კარგი მოვიფიქრებ რამეს, -ტელეფონი გათიშა და თავი ხელებში ჩარგო,
- კარგად ხარ? -ევა მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა.
- სახლში ვეღარ დავბრუნდები, ჩემს დაქალს ვესაუბრე და მითხრა რომ მის სახლთანაც და ჩემს ბინასთანაც იმ მანიაკს თავისი ხალხი ჰყოლია დაყენებული და ელოდება როდის გამოვჩნდები.
- იმას გულისხმობ ვინც შენს გატაცებას ცდილობდა?
- კი, -თავი დააქნია გოგონამ და ცრემლები გადმოსცვივდა.
- და ვინ არის ის მანიაკი?
- ჩემი შვილის მამა...


- - - - - - - - - - - - - -


- შენ ქმარს უნდოდა შენი გატაცება? -პირველი კაკი მოეგო გონს.
- ჩემი ქმარი არ არის, -ძლივს ამოღერღა ნინიმ და თავი ჩაღუნა.
- იმ ნაბიჭვარმა იცის რომ ფეხმძიმედ ხარ? -გოგომ ძლივშესამჩნევად დააქნია თავი თანხმობის ნიშნად.
- ესე იგი იცის რომ ფეხმძიმედ ხარ, შენი შვილის მამაა და მათ უფლება მისცა რომ ასეთ დღეში ჩაეგდე? -კაკი უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა, იღრიალა და ხელი მაგიდას მთელი ძალით დასცხო, ნინი ერთ ადგილზე შეხტა და სავარძლის კუთხეში მოიბუზა, ნიკუშა მხრებში ჩააფრინდა კაკის და დაჯდომა აიძულა.
- გეყოფათ, წყნარად იყავით, გოგოს ნუ აშინებთ, -საბა წამოდგა, ნინის მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა.
- ჩვენი ნუ შეგეშინდება, ამ სულელსაც აპატიე, -კაკისკენ ღიმილით გაიქნია თავი, -უბრალოდ ძალიან იმპულსურია, დამშვიდდი, იქნებ გინდა ვინმეს დაურეკო, ვინმე ახლობელს...
- არავინ მყავს, საერთოდ არავინ, მხოლოდ მე და დედა ვიყავით და ერთი თვის წინ დაიღუპა, ახლა აღარავინ მყავს, სრულიად მარტო ვარ, იმ სადისტის გამო წასასვლელიც კი აღარსად მაქვს.
- კი მაგრამ შენი ქმარი ასე რატომ გექცევა?
- ქმარი არ არის, მან უბრალოდ... მან უბრალოდ ჩემზე იძალადა და დავფეხმძიმდი, -ერთიანად აცახცახდა და პანიკური ტირილი აუტყდა, თრთოდა, ქვითინებდა, ვერ ჩერდებოდა, ბიჭები გაშეშებულები, პირგამეხებულები იდგნენ და ვერ გაეგოთ რა უნდა გაეკეთებინათ, ბოლოს ისევ ევა მოეგო გონს.
- საბა დამეხმარე, საძინებელში ავიყვანოთ, -უბიძგა ბიჭს, მანაც მაშინვე აიტაცა გოგო ხელში და მეორე სართულზე იმ საძინებლისკენ წაიყვანა სადაც ღამით ეძინა ნინის, ევაც უკან გაყვა, სანამ მისაღებიდან გავიდოდა, კაკის დაუბარა რომ ნახევარ საათში საძინებელში აეტანა საჭმელი, საბამ ნინი დააწვინა თუ არა გოგონები მაშინვე მარტო დატოვა და კარი გაიხურა, ნელ-ნელა დამშვიდდა, მოკუნტული იწვა საწოლზე, ერთი ხელი ლოყის ქვეშ ჰქონდა ამოდებული ხოლო მეორით იქვე საწოლზე მჯდარი ევას ხელი ჰქონდა ჩაბღუჯული, ევას არაფრის ახსნა ან მოყოლა არ უთხოვია თვითონ დაიწყო.
- ცხრამეტი წლის ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, პირველ კურსზე, ის ჩემზე ექვსი წლით დიდია, ლაშა ჰქვია, ჩემს კურსელს აკითხავდა ხოლმე და იქ ვუნახივარ პირველად, თავიდანვე არ მომეწონა, უხეში, უზრდელი, ცარიელი, უზომოდ მდიდარი ბიჭი, რამდენჯერმე სცადა ჩემი გაცნობა და ჩემთან დაახლოება, რომ არ გამოუვიდა აკვიატებად ვექეცი, ერთხელ კურსელები ბარში წავიდნენ დასალევად და მეც თითქმის მაიძულეს რომ გავყოლოდი, განსაკუთრებით მისი ნაცნობი გოგო აქტიურობდა, მერე გავიგე რომ წინასწარ ყოფილან შეთანხმებულები, სწორედ მან ჩამიყარა ჭიქაში რაღაც, რამაც ისე გამაბრუა რომ ვერც კი გავიგე როდის გამომიყვანა ბარიდან და როგორ ჩამსვა მის ავტომობილში...
- არ გინდა, ნუღარ გააგრძელებ, -ევა უკვე თავს ძლივს იკავებდა, აქამდე ჯერ არგანცდილი სიბრაზისგან ლამის იყო გაგიჟებულიყო.
- უნდა მოგიყვე, უკვე მეც აღარ შემიძლია ამ ყველაფრის გულში დატევა, რომ არ მოვყვე გავგიჟდები, გესმის?
ევამ უხმოდ ანიშნა რომ გაეგრძელებინა.
- დილით სასტუმროს ნომერში გამეღვიძა სრულიად შიშველს, ჩემზე იძალადა, გამაუპატიურა, ნაწამები ვიყავი, მთლიანად დალურჯებული... ვუჩივლე, კარგი ადვოკატი მყავდა, ყველაფერი მქონდა საიმისოდ რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა, ექსპერტიზის დასკვნა რომ სისხლში უცხო ნივთიერება აღმომაჩნდა და რომ ძალადობის ნიშნები მქონდა, ადვოკატმა ბარის კამერების ჩანაწერებიც მოიპოვა სადაც გარკვევით ჩანს როგორ აძლევს ის სადისტი ჩემს კურსელს ნარკოტიკულ საშუალებას და შემდეგ ის როგორ მიყრის ჭიქაში, მაგრამ ამ ყველაფერმა დედაჩემის ჯანმრთელობა შეიწირა, გულის შეტევა დაემართა და საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია დასჭირდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჰორიზონტზე ლაშას მამა და ოპერაციის და შემდეგი მკურნალობის სრული თანხის დაფარვას შემპირდა თუკი საჩივარს გავიტანდი და დავივიწყებდი რაც მოხდა, სხვა რა გზა მქონდა, დავთანხმდი, ოღონდ ერთი პირობით რომ მისი შვილი აღარასოდეს მომეკარებოდა ახლოს, მან მართლაც მეორე დღესვე გადმორიცხა თანხა და ლაშაც მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს, თუმცა ალბათ არც ჰქონდა ჩემი ნახვის სურვილი, მან ხომ თავისი მიიღო და ახლა ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, მდიდარი და გავლენიანი მაიკოს წყალობით აღარც ციხის შიში ჰქონდა...
- დედას ოპერაცია გავუკეთეთ და მკურნალობა დავიწყეთ თუმცა ვეღარ გამოკეთდა, არაფერმა უშველა, ერთი თვის წინ მივაბარე მიწას, სამი კვირის წინ კი გავიგე რომ ორსულად ვარ, ისე ვიყავი დედაჩემის ავადმყოფობით და შემდეგ დაღუპვით ტვინარეული, ეს ყველაფერი გამომეპარა, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო აბორტის გაკეთება მაგრამ გეფიცები, ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია მისი მოშორება, -ნინი წამოჯდა და ორივე ხელი მუცელზე შემოიხვია.
- ერთი წუთითაც კი არ დამიშვია მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება და ახლა ასე უბრალოდ უნდათ რომ წამართვან, -ამოისლუკუნა და ცრემლით სავსე თვალებით შეხედა ევას.
- ლაშა აპირებს რომ ბავშვი წაგართვას?
- ლაშა არა, მამამისი, უფრო სწორად ორივე ერთად, ბედის ირონიით, მაინცდამაინც იმ გინეკოლოგთან მივედი კონსულტაციაზე რომელიც ლაშას მამის საყვარელი აღმოჩნდა, მისი კაბინეტიდან გამოსული შევეჩეხე ბატონ თამაზს რომელიც თურმე საყვარელს ელოდა, მიცნო და ჩემს შესახებ უკითხავს, რათქმაუნდა მაშინვე მიხვდა რომ მისი შვილისგან ვიყავი ორსულად, ორი დღის შემდეგ სახლში მომადგა და პირველად მაშინ გავიგე რომ ლაშა თურმე უშვილო ყოფილა, აქამდე ასე ეგონათ, ცოლი ჰყოლია რომელიც რამდენიმე თვის წინ ამ მიზეზით გაშორებია, ექიმებს უთქვამთ რომ სასაწაულით თუ შეძლებდა ლაშა ვინმეს განაყოფიერებას, მილიონში ერთი შანსი, ეს ყველაფერი დაუფარავად მითხრა მამამისმა, რათა გამეგო რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს ბავშვი, მისი ერთადერთი შვილის შვილი, მისი მრავალმილიონიანი იმპერიის მემკვიდრე, ეს ყველაფერი მითხრა, მერე კი ფული შემომთავაზა და გარიგება რომ დაბადების შემდეგ ბავშვი მათთვის უნდა გადამეცა, რათქმაუნდა სასტიკი უარი ვუთხარი და სახლიდან გავაგდე, წასვლამდე დამემუქრა რომ ბავშვს მაინც წამართმევდა, მას შემდეგ სამჯერ მომიგზავნა ლაშა, მემუქრებოდა, ფულს მთავაზობდა, ჩემს შეშინებას ცდილობდა, ბოლოს ოთხი დღის წინ შევხვდი, უნივერსიტეტთან მომაკითხა, მთვრალი იყო, დამემუქრა, მითხრა რომ მამამისი ჩემს გამო მას ეძახდა უნიათოს და შეურაცხყოფას აყენებდა, მითხრა რომ გამიტაცებდა, სადმე გამომკეტავდა სანამ არ ვიმშობიარებდი, შემდეგ ბავშვს წაიყვანდა და მე უბრალოდ გამაქრობდა, კიდევ ათასი სისაძაგლე მითხრა და წავიდა, გუშინ კი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას შეეცადა, ალბათ მართლაც სადმე ჩამკეტავდა, მერე კი ისე მომიშორებდა თავიდან რომ თვალსაც კი არ დაახამხამებდა, თქვენ რომ არა არც კი ვიცი ახლა სად ვიქნებოდი...
- მაპატიე, სხვისთვის ნუგეშისცემას და ტყუილი იმედის და დაპირებების მიცემას მიჩვეული არ ვარ და ამიტომაც შენც ვერ გეტყვი რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა ერთი რამ იცოდე დღეიდან მარტო აღარ ხარ, მეც და ბიჭებიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ კარგად იყო და შენი პატარაც შენს გვერდით გაიზარდოს.
- მადლობა, ჩემთვის ისიც საკმარისია რომ სრულიად უცხო ადამიანებს ამის სურვილი გაქვთ, მაგრამ ვერაფერს გააწყობთ, ლაშას მამა ძალიან გავლენიანი პიროვნებაა, ყველგან თავისი ხალხი ჰყავს, პოლიციაშიც, სასამართლოშიც და მთავრობაშიც.
- ახლა დამშვიდდი და ამ ყველაფერზე შემდეგ ვიფიქროთ კარგი? ჯერჯერობით ჩვენთან დარჩი, აქ იცხოვრე მერე ვნახოთ რის გაკეთებას შევძლებთ...
კაკუნის ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი, ოთახში კაკი შემოვიდა ხელში საჭმლით სავსე ლანგრით, იქვე საწოლთან ტუმბოზე დაუწყო ყველაფერი,
- იცოდე ეს საჭმელი ბოლომდე უნდა შეჭამო თორემ ძალიან გავბრაზდები, -ყურებამდე გაღიმებული დაემუქრა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, ევაც უკან გაყვა, იქვე დერეფანში, საძინებლის კართან, კედელზე მიყრდნობილი დახვდა.
- კარგად არის? იტირა? თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.
- კარგად არ არის მაგრამ კარგად იქნება, მე ის უფრო მაინტერესებს შენ რა გჭირს?
- რა უნდა მჭირდეს, უბრალოდ მისი მდგომარეობა მაინტერესებს.
- თვალები უცნაურად გიციმციმებს, -გაეღიმა ევას.
- მე თვალები სულ ასე მიციმციმებს, უბრალოდ აქამდე არ მიგიქცევია ეტყობა ყურადღება, -მხრები აიჩეჩა ვითომ აქაც არაფერიო და ღიღინ-ღიღინით ჩაუყვა კიბეს.
- შენ რა უნდა მომატყუო კაკი, -მხიარულად ჩაილაპარაკა ევამ და თვითონაც უკან მიყვა.
- - - - - - - - -
რამდენიმე წუთს გაოგნებულები იხდნენ ბიჭები, ევამ ნინის მონაყოლის შემოკლებული ვერსია მათაც გააცნო და ახლა უბრალოდ ერთმანეთს შესცქეროდნენ გაფართოებული თვალებით და ვერ ხვდებოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ.
- კარგი რა ასე როგორ შეიძლება, -პირველმა გიგიმ ამოიღო ხმა, - რას ჰქვია ვიღაც თამაზის ხუშტურების გამო დედას ბავშვს წაართმევენ, ეს ქვეყანა მართლა ჩალით ხომ არ არის დახურული.
- ან ჩალა სადღა ჰხურავს თორემ კი, -ნიკუშამ თავი გადააქნია და სავარძლის საზურგეს ისე მოუჭირა ხელი, თითქოს მასზე აპირებს ჯავრის ამოყრასო.
- კარგი რა ბიჭებო, მთლად ასე უიმედოთაც არ არის საქმე, მე რამდენიმე კარგი იდეა მაქვს.
- აბა რა მოიფიქრე პატარა ჭკუისკოლოფო, -საბამ აქამდე დივნის სახელურზე მჯდომი ევა კალთაში ჩაისვა და სახე მის თმებში ჩარგო.
- ესე იგი პირველი იდეა ის არის რომ შეგვიძლია საზღვარგარეთ გავუშვათ, იქ სადაც ვერავინ მიაგნებს, -თქვა და როგორც კი კაკის გაცოფებულ სახეს შეხედა ჩაეღიმა და მაშინვე მეორე იდეაზე გადაერთო, -მეორე რისი გაკეთებაც შეგვიძლია ისაა რომ დავაქორწინოთ, ასე ნუ მიყურებთ რა, ჯერ არ გავგიჟებულვარ, ქმარი თუ ეყოლება, ნორმალური საცხოვრებელი ადგილი და თუნდაც მცირედი შემოსავალი თუ ექნება ვერცერთი მოსამართლე ბავშვს ვერ წაართმევს.
- ხომ ვამბობდი რომ ჭკვიანი გოგო მყავს, ჩაილაპარაკა საბამ და კისერში ისე ვნებიანად აკოცა, ევამ ძლივს შეიკავა თავი კვნესისგან.
- საქმე ის არის სად უნდა ვიპოვოთ ვინმე ვინც ნინის ცოლად შეირთავს? -ნიკუშას სიტყვებს კაკის ფეხზე წამოხტომა მოჰყვა.
- რას ბოდავთ, რა გათხოვება, მას აღარაფერს ეკითხებით?
- მართალია, -ჩაერია ევა, -ჯერ ნინის ავუხსნათ ყველაფერი, ჩვენი გეგმა გავაცნოთ და თუ დაგვთანხმდება დარწმუნებული ვარ საქმროც გამოჩნდება, შენ რას იტყვი კაკი?
- - - - - - - - -
- შენც თავიდანვე მიხვდი რომ კაკის ნინი მოეწონა? -შეეკითხა საბა ევას როცა ბიჭები ნელ-ნელა გაიკრიფნენ სახლიდან და როგორც იქნა მარტო დარჩნენ, თუ რათქმაუნდა მეორე სართულზე მძინარე ნინის არ ჩავთვლიდით.
- ეს ისეთი აშკარაა როგორ გინდა რომ არ შეამჩნიო.
- ბავშვობიდან ვიცნობ და პირველად ვხედავ გოგოს გამო ასე აჟიტირებულს არადა მდედრობითი სქესის ყურადღება არასდროს აკლდა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და გული არ ეტკინება.
- ვთქვათ რომ ნინისაც მოეწონა და ურთიერთობა ააწყვეს, შენ როგორც მეგობარი რას იტყვი?
- მე რა უნდა ვთქვა, როცა ორ ზრდასრულ ადამიანს ერთმანეთი მოსწონს და ერთად ყოფნა უნდათ, იქ არავინ აღარ უნდა ჩაერიოს, კაკი მიყვარს და მას ვინც შეუყვარდება მასაც შევიყვარებ და ისე მივიჩნევ ოჯახის წევრად როგორც კაკი მიმაჩნია.
- კარგია როცა შენნაირი მეგობარი ჰყავს ადამიანს, სხვა შენს ადგილზე კაკის ტვინს სისულელეებით გამოუჭედავდა, თუნდაც იმის გამო რომ ნინი ფეხმძიმედაა.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს, თუკი მათი ურთიერთობა გამოვა, შემდეგში რამდენი შვილიც არ უნდა ეყოლოთ დარწმუნებული ვარ კაკი იმ ბავშვს რომელსაც ახლა ნინი ელოდება საკუთარი შვილებისგან არ გამოარჩევს, აუ კარგი რა ევა, როგორ ამიყოლიე საუბარში, რა დროს კაკის და ნინის შვილებია, ჯერ სულ რამდენიმე საათია ერთმანეთს იცნობენ, მაგას ჯობია ჩვენს შვილებზე ვისაუბროთ, ეს უფრო მეტად რეალურია, შენ რას იტყვი?
- ბავშვები? -ევას წამში შეეცვალა ხასიათი, საბას მუხლებიდან ადგა და მის პირდაპირ მოთავსდა სავარძელში.
- ამ თემაზე საუბარი არ მინდა საბა.
- მესმის, ახლა ბავშვებზე ფიქრი არ გინდა მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგაც არ იფიქრებ? წარმოიდგინე როგორ დარბიან ჩვენს გარშემო შენი მსგავსი პატარა წითურთმიანი საოცრებები.
ევამ საბას მეოცნებე სახის დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა.
- ბავშვი? თანაც რამდენიმე? ამაზე ოცნებობ?
- ოცნებას ვერ დავარქმევდი მაგრამ სურვილი ნამდვილად მაქვს რომ ბავშვები მყავდეს, მინიმუმ სამი და მინდა რომ მათი დედა შენ იყო.
ევამ აღარ იცოდა რა უნდა ეთქვა, უაზროდ იღიმოდა და ყელში მოწოლილ ბურთს ვერაფერს უხერხებდა, ტელეფონის ზარმა გადაარჩინა, საბას მამამისი ურეკავდა.
- ცოტა ხნით წასვლა მომიწევს, -თქვა როგორც კი ტელეფონი გათიშა.
- ესე იგი დაბრუნდნენ მოგზაურობიდან?
- ჰო დაბრუნდნენ და ზეგ ისევ მიდიან, სანამ წავლენ მანამდე უნდა მოვასწრო და ვნახო, მოკლედ ჩემს მშობლებს მეორე თაფლობის თვე აქვთ და მგონი ეს თაფლობის თვე მთელი ცხოვრება გაგრძელდება.
- მიხარია რომ შერიგდნენ და ასე კარგად არიან.
- ჰო, ამას ვერც ვიფიქრებდი, ნამეტანი მონდომებულია ბატონი თემური, მე კი ისიც მყოფნის დედაჩემის თვალებში ბედნიერებას რომ ვხედავ.
- - - - - - - - - -
საბა გავიდა თუ არა ევამ სიმონის ნომერი აკრიფა.
- შენი ნახვა მინდა, -მიახალა მაშინვე როგორც კი უპასუხა სიმონმა.
- რა გჭირს კარგად ხარ?
- არ ვარ კარგად, ახლა რომ არ გნახო და არ დაგელაპარაკო, ალბათ გული გამისკდება.
- ნამდვილად ევა ხარ?
- შენი აზრით ახლა ხუმრობის ხასიათზე ვარ?
- კარგი, ერთ საათში იგივე ადგილზე, -სიმონმა ტელეფონი გათიშა.
ახლაღა გაახსენდა ევას რომ ნინის მარტო დატოვება მოუწევდა, რაც არცთუ ისე კარგი აზრი იყო, საბას ვერ დაურეკავდა, გიგიმ და ნიკუშამ არ უპასუხეს, კაკიმ რამდენიმე ზარის შემდეგ აიღო ტელეფონი.
- ანუ ნინის მარტო ტოვებ? აუცილებლად უნდა გახვიდე? -კაკის აშკარად არ მოეწონა გოგონას მარტო დატოვების იდეა.
- შენ ვერ მოახერხებ მოსვლას?
- ორ-სამ საათში გავთავისუფლდები და მოვალ, გასვლამდე გააფრთხილე რომ სახლიდან გარეთ არ გავიდეს და კარი არავის გაუღოს კარგი? -ხმაზეც კი შეატყო ევამ როგორ ღელავდა, ესიამოვნა და გააბედნიერა კაკის ნინისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ...
- აქ ხარ? ევა მისმენ?
- იცი რომ ძალიან კარგი ბიჭი ხარ? -თვითონაც ვერ მიხვდა როგორ წამოსცდა ტუჩებს გულიდან წამოსული სიტყვები, რამდენიმე წამის შემდეგ მხიარული სიცილი მოესმა.
- მე თუ არა აბა ვინ იცის როგორი კარგი ვარ?
- ყველაფერთან ერთად ნარცისიც ყოფილხარ.
- არც მთლად უმაგისობაა, აირბინე ახლა ზემოთ, უთხარი ნინის რა უნდა გააკეთოს და მალე მოვალ მეც.
-კაკიმ ტელეფონი გათიშა, ევა ყურებამდე გაღიმებული ავიდა მეორე სართულზე, საკუთარი ტანსაცმლიდან რამდენიმე რაღაც ამოარჩია და ნინის საძინებელში შევიდა, ეღვიძა, საწოლში ფეხმორთხმით იჯდა და ტირილისგან დასიებული თვალებით შეჰყურებდა ევას.
- აბა როგორ ხარ? შე რა კიდევ იტირე? -საწოლზე ჩამოჯდა და ფრთხილად მოეფერა ლოყაზე, -ნუ ნერვიულობ, ახლა აქ ხარ და არაფერი გაქვს სანერვიულო, როგორც უკვე იცი, ვცდილობთ რამე გამოსავალი მოვძებნოთ ასე რომ უბრალოდ ცოტა ხანს უნდა მოიცადო და არაფერზე ინერვიულო.
- არც კი ვიცი როგორ უნდა გადაგიხადოთ მადლობა იმ ყველაფრისთვის რასაც ჩემთვის აკეთებთ.
- მადლობას იმით გადაგვიხდი თუ არ ინერვიულებ და ბავშვს მიხედავ, გამოსაცვლელად ჩემი ტანსაცმელი მოგიტანე, სანამ ახალ რაღაცეებს ვიყიდით გამოგადგება, რამდენიმე საათით მარტო უნდა დაგტოვო, სახლში არავინაა და მეც ცოტა ხნით უნდა გავიდე...
- მარტო უნდა დამტოვოთ? -თვალები გაუფართოვდა და შეშინებული ჩაებღაუჭა ევას ხელს.
- ნუ გეშინია, არამგონია ვინმემ იცოდეს რომ აქ ხარ, თანაც კაკის დავურეკე, მალე მოვა და საღამომდე შენთან ერთად იქნება, ადექი, საზარეულოში ჩადი, რამე მოიმზადე და ჭამე, კარი ჩაკეტილი გქონდეს, არავის გაუღო და ცოტა ხნით ეზოშიც არ გახვიდე კარგი? -პატარა ბავშვივით დამოძღვრა და როცა ასე თუ ისე დაამშვიდა, თვითონაც სასწრაფოდ გამოიცვალა და სახლიდან გავიდა.
- - - - - - -
სიმონი უცნაურად სევდიანი თვალებით სადღაც ევას ზურგს უკან სივრცეში იყურებოდა.
- თვალს მარიდებ? -ევამ ხელი სახესთან გაუქნია რომ მისი ყურადღება მიეპყრო, ლოყით ხელზე დაეყრდნო სიმონი და გაუღიმა.
- უბრალოდ გული მტკივა როცა ასეთ მდგომარეობაში გხედავ და ვიცი რომ შენს დასახმარებლად რამის გაკეთება შეუძლებელია.
- ჩემი ბრალია, ასე შორს არ უნდა შემეტოპა, თავიდანვე ხომ ვიცოდი ეს ურთიერთობა როგორი დასასრულისთვისაც იყო განწირული, ვხვდები რომ რაც მეტი დრო გავა მით მეტად გამიჭირდება მისი მიტოვება, მაგრამ ვერ ველევი სიმონ, ვერ ველევი... აქამდე არც კი ვიცოდი თუ ასეთი ეგოისტი ვიყავი, იმდენად არ შემიძლია იმ სითბოს და სიყვარულის დაკარგვა რასაც მისგან ვიღებ რომ იმაზე აღარ ვფიქრობ როგორ ეტკინება გული როცა საბოლოოდ მომიწევს წასვლა.
- რაც არ უნდა უარყო, მგონი მაინც შენი ფსიქოლოგი გამოვდივარ.
- და ახლა ჩემი საყვარელი ფსიქოლოგისგან რჩევას ველოდები თუ როგორ უნდა დავასრულო ეს ყველაფერი.
- ძალიან ხომ არ ჩქარობ ყველაფრის დასრულებას?
- საბა ძალიან სერიოზულად უყურებს იმ ყველაფერს რაც ჩვენს შორისაა, საერთოდ არ გამიკვირდება რომ მალე დაქორწინება მოუნდეს, ჯანდაბა, ბავშვი უნდა სიმონ, დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ორი ან სამი წლის შემდეგ...
- ააა, ესე იგი თურმე რაშია საქმე, -წარბები შეჭმუხნა სიმონმა და კბილი კბილს დააჭირა რომ ისეთი რამ არ ეთქვა რასაც შემდეგ ინანებდა.
- ვინ ვინ და შენ ხომ მაინც იცი რომ ბავშვის გაჩენა არ შემიძლია, მას კი ეს ისე ძალიან უნდა, რა უფლება მაქვს ეს ბედნიერება მოვაკლო, საბა ნამდვილად იმსახურებს სრულყოფილ ოჯახს, მე კი... მე... -ხელები გაშალა საზურგეს მიეყრდნო და მწარედ გაიცინა.
- მე სრულყოფილებისგან ძალიან შორს ვარ სიმონ.
- - - - - - - -
ერთი სული ჰქონდა კაკის როდის დაასრულებდა მორიგეობას, წამდაუწუმ უყურებდა საათს, დრო მოვიდა თუ არა, მაშინვე გაიხადა თეთრი ხალათი, გამოიცვალა და თითქმის სირბილით გამოვიდა საავადმყოფოდან, გზად ფერადი ყვავილების თაიგული იყიდა და წინა სავარძელზე მოათავსა, საჭეზე მხიარულად ათამაშებდა თითებს და ხანდახან ღიმილით გადახედავდა ხოლმე თაიგულს, სახლს მიუახლოვდა თუ არა ეუცნაურა ღია ჭიშკარი და კართან გაჩერებული შავი ავტომობილი, დაინახა როგორ გამოიყვანა, მაღალმა, შავით შემოსილმა მამაკაცმა ხელში ატატებული გონდაკარგული ნინი და უკანა სავარძელზე დასვა, კაკიმ მთელი ძალით დააჭირა გაზს თუმცა ვეღარ მიუსწრო, სანამ მივიდოდა, მამაკაცი ავტომობილში ჩაჯდა და საშინელი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს...


- - - - - - - - - - - - - - -


ქალაქიდან გასასვლელამდე შეუმჩნევლად მიყვებოდა უკან, სიმწრისგან დაკბენილი ტუჩი კბილებსშორის ჰქონდა მოქცეული, საჭეზე ჩაფრენილი თითები გათეთრებოდა, თვალებს არც კი ახამხამებდა, ეშინოდა წინ მიმავალი ავტომობილი არ დაეკარგა, აღმაშენებლის ხეივანზე გავიდნენ თუ არა, გამტაცებელს შეეტყო რომ თავი უსაფრთხოდ და თავისუფლად იგრძნო და სვლა შეანელა, თბილისი მოლთან მოუჭრა გზა კაკიმ, აზროვნების საშუალება არ მისცა, კარი მთელი ძალით გამოგლიჯა, სახეზე ჯერ კიდევ გაოცებაშეყინულ ბიჭს ქურთუკის საყელოში ხელი ჩაავლო ძირს გადმოათრია და მთელი ძალით დაარტყა სახეში, ბიჭი ავტომობილის ღია კარს მიენარცხა და უღონოდ ჩაცურდა ძირს.
- შენ ვინღა ჩემი --- ხარ, შენი... -ჩაიბურტყუნა და წამოდგომას შეეცადა მაგრამ გვარიანი წიხლი მიიღო გვერდში და მოიკუნტა, კაკი დაიხარა, მისი სახე ხელებში მოიქცია და გამოცარიელებულ თაფლისფერ თვალებში ჩააცქერდა.
- ესე იგი ლაშა შენ ხარ არა? ხმა ამოიღე ნაბჭვარო.
- ვინ ხარ, რა გინდა? -ძლივს ამოიხრიალა ბიჭმა.
- იცი ის გოგო ვინ არის რომელსაც შენი მანქანის უკანა სავარძელზე ძინავს, იცი რომ ჩემი საცოლე მოიტაცე?
- შენი საცოლე? რა? როგორ? -კაკიმ დაინახა როგორ შეეცვალა სახე ლაშას და ეჭვის ტალღამ როგორ გადაუარა.
- ახლა ნინის წავიყვან, შენ კი წახვალ და ნაძირალა მამაშენს ეტყვი რომ ნინი შეყვარებულია, ბედნიერია და თხოვდება, ილოცე რომ შენს გამო და იმის გამო რომ ასე ანერვიულე, მას და ბავშვს არაფერი მოუვიდეთ თორემ იცოდე ჩემი ხელით მოგკლავ, ვერ გადამირჩები.
- მაგრამ, ის ჩემი შვილია... მე...
- შენთვისვე ჯობია აღარაფერი თქვა, -კაკის ხმაში გაჟღერებულმა სიცივემ და მისმა გამოხედვამ ლაშა აიძულა გაჩუმებულიყო, არ შეწინააღმდეგებია როცა დაინახა როგორ გადმოიყვანა ჯერ კიდევ გონდაკარგული გოგონა და თავის ავტომობილში წინა სავარძელზე დასვა, მზრუნველად გაუსწორა ტანსაცმელი, ღვედი გადაუჭირა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და ნელი სვლით დატოვა იქაურობა.
უცნაურად დამშვიდებული და გახალისებული მართავდა კაკი ავტომობილს, საჭეზე თითებს ათამაშებდა და დროდადრო ნინის გადახედავდა ხოლმე, შეამჩნია როგორ გაახილა თვალები და მიმოიხედა, დაბინდული მზერით შეხედა და როგორც კი იცნო გაეღიმა.
- ეს შენ ხარ, კი მაგრამ როგორ? მე ეზოში ვიყავი, ევამ მითხრა რომ კარი არ გამეღო და გარეთ არ გავსულიყავი მაგრამ არ დავუჯერე, უბრალოდ სუფთა ჰაერზე მინდოდა გასეირნება, მერე ეზოში ის ცხოველი შემოვიდა... -ხმა აუთრთოლდა და თვალები ცრემლით აევსო.
- ნუ გეშინია, მთავარია რომ ახლა ჩემთან ერთად ხარ, -კაკიმ გაუღიმა და ხელით მსუბუქად შეეხო ხელზე, გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა როცა იგრძნო როგორ შეკრთა ნინი და ხელი გაწია, ფარულად შეავლო თვალი მის ავარვარებულ ლოყებს და ჩაეღიმა, იმ წუთას საკუთარ თავს პირობა მისცა რომ ყველაფერს გააკეთებდა მისი ნდობის მოსაპოვებლად.
- - - - - - -
ევა გვიან დაბრუნდა სახლში, სიმონს შეთავაზებაზე რომ სახლამდე მიიყვანდა უარი უთხრა და თითქმის ერთი საათი იარა ფეხით სახლამდე, როცა ჭიშკარი შეაღო და განათებულ ფანჯრებს შეხედა გული სითბოთი აევსო, უკვე აღარ იყო მარტო, უკვე მასაც ელოდა ვიღაც, ნელ-ნელა გაუყვა ქვაფენილს სახლამდე სანამ კიბეებზე ააბიჯებდა კიდევ ერთხელ შეხედა ფანჯრებიდან გამომავალ თბილ სინათლეს და რატომღაც შეეშინდა, შეცბა,
- მემგონი ძალიან ღრმად შეტოპე ევა, -ჩაილაპარაკა, იქვე ჩამოჯდა, იდაყვები მუხლებზე დააყრდნო და სახე ხელებში ჩარგო, პირველად გრძნობდა თავს სუსტად და უმწეოდ და ეს აშინებდა, სიყვარული, ოჯახი, ახლობლები, აი თურმე რა ასუსტებს ადამიანს, სხვისთვის ოჯახი და მეგობრები შესაძლოა სიძლიერე ყოფილიყო მაგრამ ევასთვის ეს შიშთან და სისუსტესთან ასოცირდებოდა, ახლა უკვე ჰქონდა რაღაც, რაღაც რისი დაკარგვისაც ეშინოდა, რაღაც, რაზეც დამოკიდებული ხდებოდა...
- ამას ვერ დავუშვებ, ასე არ შეიძლება, -ბუტბუტებდა და თვალდახუჭული ირწეოდა წინ და უკან.
- - - - - - - -
- აბა როგორ მიდის შენი საქმეები? -აივანზე მდგარ საბას თემური მიუახლოვდა და ხელი გადახვია, ძველებურად ცუდი რეაქცია არ ჰქონია საბას, მისკენ შემობრუნდა და თბილად გაუღიმა, დაინახა როგორ აუციმციმდა კაცს თვალებში სიხარული მისი ღიმილის დანახვისას
- მიხარია რომ შენ და დედა შერიგდით, -თვითონაც რომ გაუკვირდა ისე გულწრფელად უთხრა.
- მართლა? -ეჭვი გაუკრთა თვალებში კაცს.
- მართლა, როცა გაშორდით მე ვიყავი ნათიას გვერდით ყოველდღე და ვხედავდი როგორ იტანჯებოდა, როგორ ენატრებოდი, როგორ ტანჯავდა უშენობა და მისი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის ვერ გიტანდი, მაგრამ ახლა როცა მან გაპატია, როცა ვხედავ როგორი ბედნიერია შენს გვერდით, უფლება არ მაქვს ხელი შეგიშალოთ და თქვენს ბედნიერებას ჩრდილი მივაყენო, უბრალოდ იცოდე კიდევ ერთხელ რომ ატკინო გული...
- ამას არასოდეს გავაკეთებ, მასთან მიმართებაში შეცდომას აღარასოდეს დავუშვებ.
- იმედი მაქვს.
- შენ როგორ ხარ? შენ და ევა... ისევ...
- კარგი რა, ხომ იცი რომ ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებს, -უხეშად გამოგლიჯა საბამ აიმნის კარი და მისაღებში შევიდა, თემურიც უკან მიყვა,
- უბრალოდ ვიკითხე.
- არ გინდა მამა, ვიცი ამ კითხვას რაც მოყვება.
- მოიცადე, უბრალოდ მინდა რომ დაგელაპარაკო, ევას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ შენ ჩემი შვილი ხარ და მინდა რომ ნორმალური ცხოვრება გქონდეს, მასთან ერთად კი ასეთი ცხოვრება ვერ გექნება, არის რაღაცეები რაც მასთან დაკავშირებით არ იცი და რომ იცოდე...
- რომც ვიცოდე ეს ჩემს მის მიმართ გრძნობებს არ შეცვლიდა, გეყოფა, აღარ გააგრძელო, მე თქვენს ცხოვრებაში არ ვერევი და თქვენც ნუ ჩაერევით ჩემს ცხოვრებაში, ვიცი რასაც ვაკეთებ, -ქურთუკს ხელი დასტაცა არც ნათიასთვის მიუქცევია ყურადღება რომელიც ნამცხვრით სავსე თეფშით გამოვიდა სამზარეულოდან და გაოცებული შესცქეროდა.
- უკვე მიდიხარ?
- ჰო მეჩქარება, ახლა უნდა წავიდე მაგრამ სანამ გაემგზავრებით მანამდე კიდევ გნახავთ.
დაძაბული მართავდა ავტომობილს, ტვინში გამუდმებით მამამისის სიტყვები უტრიალებდა, იქნებ მართლაც დროა რომ ევას დაელაპარაკოს, მაგრამ... რა უნდა უთხრას, ან ის რას ეტყვის, შეძლებს კი გაიგოს ყველაფერი?
- ჯანდაბა, მინდა კი იმის მოსმენა რასაც მეტყვის? -ჩაილაპარაკა და ნერვიულად აათამაშა თითები, ტელეფონის ზარმა მოსწყვიტა აბურდულ ფიქრებს.
- გისმენ კაკი.
- სად ხარ?
- ახლახანს გამოვედი და ევასთან მივდივარ.
- ჩვენც აქ ვართ, გელოდებით.
- რამე მოხდა? -კაკის დაძაბული ტონი ეუცნაურა.
- ისეთი არაფერი რომ მოხვალ გეტყვი.
- კარგი ვეცდები მალე მოვიდე, -ტელეფონი გათიშა და გაზს დააჭირა, თხუთმეტ წუთში უკვე ადგილზე იყო, ბიჭები მისაღებში დახვდნენ, აცრემლებული ნინი დივანზე იჯდა მოფუზული და კაკი აწყნარებდა, ხოლო ევა არსად ჩანდა.
- რა მოხდა, ნინის რა სჭირს? -იკითხა და კაკის მზერა დაიჭირა გარეთ გავიდეთო რომ ანიშნებდა.
- მალე მოვალ შენ არ შეგეშინდეს, გიგი და ნიკუშა შენთან ერთად იქნებიან, -უჩურჩულა აღელვებულ გოგოს რომელიც ხელს არ უშვებდა.
- - - - - - -
- კი მაგრამ ასე უცბად როგორ გაარკვიეს სად იყო ნინი? -საბა აშკარად გაოცებული იყო.
- თამაზი სირაძეს არ გაუჭირდებოდა ეგ.
- მოიცა, ეგ ის თამაზი სირაძეა? ის მაგის შვილია?
- ჰო ეგ არის, -ჩაიღრინა კაკიმ.
- ახლა აღარ მიკვირს, რატომ აქვს დიდი გული, მამამისის ფულს და ძალაუფლებას არის ამოფარებული, ევა რომ დაბრუნდება დავხდეთ და დავილაპარაკოთ რისი გაკეთება შეიძლება.
- ევა? ნინი მარტო რომ არ დაეტოვებინა იქნებ...
- ახლა არ მითხრა რომ ევას რამეში ადანაშაულებთ, შემომხედე კაკი, სერიოზულად გეკითხები, შენ ფიქრობ რომ ნინის რაც დაემართა ევას ბრალია? ევა ისედაც იმაზე მეტს აკეთებს ჩემთვისაც და ნინისთვისაც რაც მის ძალებს აღემატება, შენგან ამას არ ველოდი, -გულდაწყვეტილმა გაუღიმა ცალყბად, მხარზე ხელი დაკრა და სახლში შებრუნდა.
- კარგი რა პატარა ბავშვივით ნუ იბუტები, როგორ იქცევი, ცუდი არაფერი მითქვამს, რა გჭირს, -კაკი ბურტყუნით გაეკიდა უკან.
ცდილობდა საბა არ შეემჩნია რომ ღელავდა, მაგრამ ვერ ისვენებდა, ფანჯარასთან იდგა, წამდაუწუმ ჭიშკარს გაყურებდა და ხელში ტელეფონს ათამაშებდა, თუმცა არ დაურეკავს, სახე გუბრწყინდა როცა დაინახა როგორ შემოაღო ევამ კარი და ეზოში შემოვიდა, ნელი ნაბიჯით მოდიოდა მხრებში მოხრილი, კიბესთან შეჩერდა თავი ასწია ერთხანს განათებულ ფანჯრებს შესცქეროდა და უცნაურად იღიმოდა, მერე კიბეზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
- - - - - - - -
- ასე გაცივდები, -ჯერ საბას ხმა მოესმა, მერე კი თბილი პლედი იგრძნო მხრებზე, გვერდით მიუჯდა ბიჭი, ხელები მოხვია და მკერდზე მიიხუტა.
- მომენატრე, -საბას ხმაში იმდენი სითბო და სევდა იგრძნო ევამ რომ თავი ვერ შეიკავა, მის ტუჩებს მისწვდა და მოწყურებულივით დაეწაფა, ისეთი გრძნობით კოცნიდა თითქოს უკანასკნელი იყო და ვეღარასოდეს ნახავდა, უნებურად ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლი მოსწმინდა საბამ და თვალებში გამომცდელად ჩააჩერდა.
- რა ხდება ევა, კარგად ხარ?
- კარგად ვარ უბრალოდ ვფიქრობდი და ეს ყველაფერი... ეს სახლი, ბიჭები, ახლა უკვე ნინი, შენ და წყნარი, მშვიდი ცხოვრება... დაუჯერებლად მეჩვენება და მეშინია რომ ერთხელაც გავიღვიძებ და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდება, ვიცი რომ ასეც მოხდება, უბრალოდ ისე შევეჩვიე...
- დამშვიდდი პატარავ, -საბამ თითები თმებში შეუცურა და ისე ნაზად დაუწყო ფერება რომ უნებურად მილულა თვალები ევამ, -ჯობია თუ ამ ყველაფერზე წინასწარ არ ვიფიქრებთ, თანაც არც ისე წყნარია ჩვენი ცხოვრება როგორც შენ ამბობ.
- რატომ რა მოხდა?
- შენ რომ სახლიდან გახვედი, ლაშა მოსულა და ნინი წაუყვანია.
- რაა, როგორ თუ წაიყვანა? სად წაიყვანა? თუ წაიყვანა ასე მშვიდად რატომ ვსხედვართ აქ? -საბამ ძლივს მოახერხა აღელვებული ევას დაწყნარება.
- ბედად კაკიმ დაინახა, უკან გაყვა, დაეწია და გოგო წამოიყვანა, ახლა სახლშია და კარგადაა ნუ გეშინია.
- მარტო არ უნდა დამეტოვებინა, ალბათ ბიჭებსაც და შენც როგორი უპასუხისმგებლო გგონივართ.
- კარგი რა, შენ რა შუაში ხარ? ბიჭებსაც ავუხსენი რომ შენი ბრალი არაფერია.
- აჰა, ესე იგი მაინც ასე იფიქრეს?
- სულელები არიან და იმიტომ, შენ მაგაზე ნუ იფიქრებ, სხვა საფიქრალიც ბევრი გვაქვს, მაგალითად თამაზი.
- როგორც ვხედავ ბატონი თამაზი ვერ ისვენებს, -ევამ მუშტები შეკრა და სიბრაზისგან ტუჩზე იკბინა.
- დამშვიდდი, ერთად მოვიფიქრებთ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე.
- მე უკვე მოვიფიქრე, ასეთ არსებებს ადამიანური არ ესმით, სხვა ენაზე უნდა დაელაპარაკო, სიმონთან შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო რომ თამაზი სირაძის შესახებ რაღაც ინფორმაცია მჭირდებოდა, ახლა კი მე მივხედავ.
- ესე იგი ანგელოზო, სიმონი შენი ჩარლია? -გაეღიმა საბას.
- ჩარლი არა, უფრო ბოსლი.
- სიმონი თუ ბოსლია ჩარლი ვინ არის? -თითქოს ისე სასხვათაშორისოდ იკითხა.
- ჩარლის არ ვიცნობ მაგრამ ამ კვირის ბოლოს მექნება მისი გაცნობის ბედნიერება.
- ეს როგორ? რისი თქმა გინდა?
- ასე არ მინდოდა მეთქვა მაგრამ რაკი საუბარი დავიწყეთ გეტყვი, ამ კვირის ბოლოს ამერიკაში მივფრინავ, გამომიძახეს, მთლად ბოსის ბოსის ბოსს უნდა ჩემთან შეხვედრა, -საჩვენებელი თითი მაღლა შემართა ევამ და ნაძალადევად გაიღიმა, ქვემოდან შეჰყურებდა საბას და ცდილობდა მის სახეზე ამოეკითხა გრძნობები, დაჭიმული ყბები, მკაცრად მოკუმული ტუჩები და ჩამუქებული თვალები კარგს არაფერს ეუბნებოდა, ხედავდა როგორ ებრძოდა ბიჭი საკუთარ თავს და უკვირდა როგორ შეეძლო თავის შეკავება.
- იმედია სერიოზული არაფერია, როდის დაბრუნდები? -ძლივს ამოღერღა.
- არ ვიცი, როცა ამერიკაში მივდივარ, არასდროს არ ვიცი როდის დავბრუნდები? კარგი რა ნუ გაქვს ასეთი სახე ეს ყველაფერი არც მე არ მომწონს.
- მე ვცდილობ გავიგო ევა, ყველაფრის გაგებას ვცდილობ, უბრალოდ არ ვიცი სადამდე შევძლებ ისე მოვიქცე თითქოს არაფერი არ ხდება.
- მესმის, უბრალოდ ეს ყველაფერი ჩემთვისაც ახალია და მეც მიჭირს იმის გააზრება რაც ხდება, ამ ოთხ წელიწადში რაც აქ ვცხოვრობ რამდენჯერმე ვიყავი ამერიკაში და არასდროს მინატრია უკან დაბრუნება, არც აქედან წასვლისას დამწყვეტია გული, ახლა კი არ მინდა რომ წავიდე.
- მაშინ ნუ წახვალ, -დაუფიქრებლად წამოიძახა და უსიამოვნოდ შეჭმუხნა შუბლი როცა მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა, წამოდგა ევაც წამოაყენა და კიდევ ერთხელ, მაგრად ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში.
- შენ რა ჩემს გაჭ....ტას აპირებ? -ძლივს ამოილუღლუღა ევამ და ძლივს დააღწია თავი მის მკლავებს.
- წამოდი, შიგნით შევიდეთ თორემ გავიყინებით.
მისაღებში ელოდნენ ბიჭები, ევა შევიდა თუ არა მაშინვე ყველამ რაღაც საქმე იპოვა, თითქოს ცოტა ხნის წინ კარზე ყურმიდებულები არ ყოფილიყვნენ, ევამ დოინჯი შემოირტყა და მოჩვენებითი სერიოზულობით გადახედა იქაურობას.
- ნინი სად არის?
- თავის ოთახშია ძინავს, -რაღაცნაირად საცოდავად ამოიკნავლა კაკიმ და თავი დახარა.
- რაკი ნინისაც სძინავს და თქვენც ყველა აქ ხართ ბარემ ერთი საქმეც მოვაგვაროთ, -ძლივს შეიკავა ღიმილი როცა დაინახა როგორ წამოდგა კაკი და თავდახრილი მიუახლოვდა.
- ვიცი რაც უნდა თქვა და მაპატიე კარგი? მე...
- არავითარი პატიება, ეს გამორიცხულია.
- კარგი რა ევა, -ახლა გიგი წამოხტა, საბამ საკმარისად დაგვცოფა, შენც ნუღარ დაგვიმატებ რა, ბოლოსდაბოლოს მეგობრები ვართ.
- ყველაფერს თავისი საფასური აქვს, -გამოაცხადა და მხიარულად მომღიმარ საბას გაუსწორა თვალი.
- გვითხარი რა გინდა და ყველაფერს გავაკეთებთ, -სამივე ჯარისკაცივით გაეჭიმა წინ, ამჯერად სიცილი ვეღარ შეიკავა ევამ.
- მიდი კარადა გამოაღე და ის ორი ბოთლი ვისკი გამოიღე, მეორე თაროზე რომ დევს, მიუთითა ნიკუშას, შენ კარტოფილს შეწვავ, ახლა კაკის მისცა დავალება, შენ კი აგიდას გაშლი ახლა გიგის მიუბრუნდა,
- სულ ეს არის? -თვალებგაფართოებულები შესცქეროდნენ.
- ჰო, ეს არის თქვენი სასჯელი, ბევრს ვსვავთ და მერე ყველა აქ რჩებით, -ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა რომ სამივე ერთად ჩაეხუტა და ლამის დაახრჩვეს, საბა ბედნიერი შესცქეროდა ამ სცენას და ყველანაირად ცდილობდა მოსალოდნელ განშორებაზე არ ეფიქრა.
- მაგარი ვისკია ევა, -ნიკუშა აღფრთოვანებული შესცქეროდა მუცელგამობერილ ბოთლებს.
- ჰო, წესით კარგი უნდა იყოს სიმონმა მაჩუქა.
- რატომ გაჩუქა? -ყურთან ცხელი სუნთქვა იგრძნო და შემდეგ საბას მკლავები შემოეჭდო წელზე.
- ალბათ უბრალოდ უნდოდა ეჩუქებინა და იმიტომ.
- სერიოზულად, მართლა მაინტერესებს, რა ურთიერთობა გაქვთ?
- ჩემი მეგობარია, არა, მეგობარზე მეტია, როგორ გითხრა, სიმონი მთელი ჩემი ცხოვრებაა, ძალიან დიდი ხანია ვიცნობ.
- რამდენი წლისაა?
- ორმოცდარვის, თუმცა გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.
- მიუხედავად ასაკში ამხელა სხვაობისა, მაინც მეგობრობთ?
- ჰო, აქ ცოტა რთულადაა საქმე...
- დარწმუნებული ვარ იცი რომ უყვარხარ.
- ვიცი, დიდი ხანია ვიცი... თუმცა მე ახლა შენთან ვარ და ეს ყველაფერზე მეტყველებს, ასე რომ მგონი ამ თემაზე სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, რას იტყვი?
- მართალი ხარ, -საბა ევას ამჯერად წინიდან მოექცა, სახე ორივე ხელით დაუჭირა და ტუჩებზე დაეწაფა.
გვიანობამდე სვავდნენ, საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდნენ, უყურებდა ევა ბიჭებს, სვავდა, საბას სიახლოვით ტკბებოდა და ამ იდილიის მიუხედავად მის ტვინში ახალი, არც თუ ისე სასიამოვნო მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელი გეგმა იწყებდა მომწიფებას.
- - - - - - - - - -
ღამის ოთხ საათზე წამოდგა საწოლიდან და ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარადას, საბას არც კი გაუგია ევას ადგომა, ღრმად ეძინა, საწოლს მიუახლოვდა ევა, დაიხარა და მთვარის შუქით განათებულ ნაკვთებს დააკვირდა, ღიმილი მოჰგვარა ბავშვურად გაბუშტულმა ტუჩებმა და გრძელმა წამწამებმა.
სწრაფად ჩაიცვა, შავი, ელასტიური, ვიწრო შარვალი, შავი მაღალყელიანი ზედა და ამავე ფერის ქურთუკი კაპიუშონით, დაბალძირიანი ბოტები ამოიცვა, პატარა ზურგჩანთა მოიგდო ზურგზე ად ფრთხილად გამოვიდა ოთახიდან, უხმაუროდ გავიდა ეზოში, ავტოსადგომიდან ავტომობილი გამოიყვანა და სწრაფად მოწყვიტა ადგილს, ყურადღება არ მიუქცევია უკან ადევნებული მანქანისთვის, ჩაიღიმა და გაზსს დააჭირა, ოციოდე წუთში მიაღწია ლოტკინისგან საკმაოდ მოშორებით მდებარე დასახლებამდე, უზარმაზარ ორსართულიან ვილას თვალი შეავლო და მოშორებით გაჩერდა.
- ჰმ, ესე იგი აქ ცხოვრობ ბატონო თამაზ? -ჩაილაპარაკა და ღიმილით გაუხახუნა ხელები ერთმანეთს,
-ჯანდაბა როგორ მომენატრა ეს ყველაფერი, ეს ადრენალინი... გართობის დროა ევა, -ზურგჩანთიდან იარაღი ამოიღო, ქამარში ჩაიდო, ზემოდან ქურთუკი ჩამოიფარა და ავტომობილიდან გადმოვიდა, საგულდაგულოდ ჩამოიფხატა კაპიუშონი, წინასწარ გათიშულ კამერებს ალმაცერად შეავლო თვალი, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ორმეტრიან, ქვისგან ნაშენებ ღობეს და მარტივად, ორიოდე მსუბუქი მოძრაობით გადახტა ნახევრად ჩაბნელებულ ბაღში...


- - - - - - - - - - - - - - -


შუაღამისას უცნაურმა შეგრძნებამ გააღვიძა თამაზი სირაძე, სახე ეწვოდა თითქოს ვიღაც დაჟინებულ მზერას არ აშორებდა, თვალები ძლივს გაახილა და გვერდით ხელი მოაფათურა, შვებით ამოისუნთქა როცა საყვარელი ქალის სხეული იგრძნო, არ იყო მშიშარა კაცი, სადისტი და შეუბრალებელი უფრო ეთქმოდა, სასტიკი და ჯიუტი იყო, მიზნისთვის ყველაფერზე წამსვლელი, თუმცა ახლა თავს ვერაფერს უხერხებდა, უცნაურად იყო დაზაფრული.
- რა ხდება ვერ იძინებ? -ქალი წამოიწია და საწოლში ჩამომჯდარ კაცს მოეხვია.
- არ ვიცი რაღაც ვერ ვარ კარგად, -ჩაიბურტყუნა და საწოლთან, ტუმბოზე მდგარ ღამის განათების ღილაკს თითი მიაჭირა, უნებურად შეჰყვირა როცა ოთახის ნახევრად ჩაბნელებულ კუთხეში სავარძელში მჯდომი უცნობი დაინახა, აშკარად ქალმაც შეამჩნია ის რადგან ისეთმა ცივმა კივილმა შეძრა იქაურობა რომ უცნობმა და თამაზიმ ერთდროულად აიფარეს ყურებზე ხელი,
- ეგ ძუკნა გააჩუმე და შენს დებილ დაცვას დაურეკე, შეიძლება მისი კივილი გაიგეს, უთხარი რომ არანაირი პრობლემა არ გაქვთ, -ცივი ხმით მიუგდო დაუპატიჟებელმა სტუმარმა პირგამეხებულ მამაკაცს და იარაღი ხელში შეათამაშა.
- ყველაფერთან ერთად იმდენად ჭკვიანიც იყო თამაზ სირაძე რომ უცნობის ხმაში დაფარული, სიმტკიცე და სიცივე სწორად გაეგო, წამითაც არ შეპარვია ეჭვი რომ თუ ყველაფერს ისე არ გააკეთებდა როგორც ეუბნებოდა დაუფიქრებლად გაუხვრეტდა შუბლს, ამიტომ არ უყოყმანია და არც შეწინააღმდეგებია, ტელეფონი აიღო და მშვიდად უბრძანა დაცვის ბიჭებს რომლებიც უკვე მეორე სართულზე ამოდიოდნენ რომ უკან დაბრუნებულიყვნენ, მერე ტელეფონი გვერდზე გადადო და შემდეგ მითითებას დაელოდა, თუმცა მისდა გასაკვირად არაფერი ხდებოდა, უცნობი ხმას არ იღებდა, გაუნძრევლად იჯდა, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, წვრილი თითებით, რომელთაც შავი, თხელი ტყავის ხელთათმანი უფარავდა, იარაღი ეჭირა, სახე ისე ჰქონდა დაფარული კაპიუშონით რომ საერთოდ არ უჩანდა...
- თამაზი გააკეთე რამე, -ამოიხრიალა ქალმა და საწოლიდან წამოდგომა სცადა, კაცმა ხელი დაუჭირა და მთელი ძლით დაქაჩა.
- დაჯექი და არ გაინძრე, -შეჰღრინა და ქალიც დაემორჩილა ფინიასავით მოიკუნტა მის უკან.
- ჰმ, არც ისე უტვინო ყოფილა, ბრძანებების შესრულებაც შესძლებია, შენ კი ბატონო თამაზ აშკარად ჭკვიანი კაცი ხარ და ახლა ალბათ უკვე ხვდები რის გაკეთებას ვაპირებ, -ნელი მოძრაობით ამოიღო ჯიბიდან ხმისჩამხშობი და იარაღს მოარგო, გულისგამაწვრილებლად ნელა ამოძრავებდა თითებს და ტკბებოდა მის წინ საწოლში გაუნძრევლად მჯდარი მამაკაცის რეაქციით, ხალისობდა, პირზე მომდგარი ღიმილი ძლივს შეკავა როცა დაინახა როგორ დაეცვარა ოფლით სახე და როგორ მოექცა ტუჩი გვერდზე.
- ვინ ხარ, რა გინდა და რა ჯანდაბას აკეთებ ბოლოს და ბოლოს? -ძლივს დაიხავლა ჩაწყვეტილი ხმით და აკანკალებული ხელით მოიწმინდა შუბლი, კიდევ უფრო დაიბნა და შეშინდა როცა ოთახში გულიანი ხმამაღალი სიცილი გაისმა.
- მაპატიე ბატონო თამაზ, ზოგადად ასეთი საქციელი არ მახასიათებს ხოლმე უბრალოდ ამ ღამით უჩვეულოდ კარგ ხასიათზე ვარ და გადავწყვიტე ერთი პატარა ცდა ჩამეტარებინა, -სიცილისგან ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და როგორც კი დაინახა რომ მოთმინებადაკარგული მამაკაცი ფეხზე წამოიჭრა, თვითონაც წამოდგა და იარაღი მის შუბლს გაუსწორა.
- რა თამაშს თამაშობ, რა ცდაზე მელაპარაკები? -გაცოფებული იყო, ჩასისხლიანებული თვალები უელავდა და ტუჩებზე დუჟი ჰქონდა მომდგარი.
- ჩემს წვრთნაში თეორიულ მზადებას დიდი დრო ეთმობოდა, დაჯექი, დაჯექი, ასე ხომ არ მომისმენ,
-მამაკაცს აიძულა რომ დამჯდარიყო და თვითონაც სავარძელს დაუბრუნდა.
- ჰოდა როგორც ვამბობდი თეორიას დიდი დრო მიჰქონდა ხოლმე, ყველაზე უფრო ერთი რამ მომწონდა, მსხვერპლზე ფსიქოლოგიური მოქმედების მეთოდები, ერთ-ერთი ყველაზე უბრალო და ყველაზე ეფექტური იცით რა არის? არა? ჰოდა გეტყვი, ისაა რაც ცოტა ხნის წინ გავაკეთე, -იარაღზე და ხმისჩამხშობზე ანიშნა, -სიმართლე რომ გითხრა მსხვერპლის შესაშინებლად ეს მეთოდი არასოდეს გამომიყენებია, უკეთესი რაღაცეებიც არსებობს, მაგრამ დღეს რატომღაც მომინდა მეცადა და ამართლებს, შეგეშინდა არა? სიმართლე მითხარი, იმ რამდენიმე წამის განმავლობაში, როცა მე ნელ-ნელა ვარგებდი იარაღს ხმისჩამხშობს, რა გაიფიქრე?
- მოგკლავ შენი... -კაცი კიდევ ერთხელ წამოიწია საწოლიდან.
- არ გინდა, ნუ მაიძულებ გესროლო, შენ თუ გესვრი მომიწევს მასაც ვესროლო, -საწოლზე საცოდავად მობუზულ ქალზე მიუთითა, -ამის გაკეთება კი არ მინდა, ეს საერთოდ რა შუაშია, იმის მეტი არაფერი დაუშავებია რომ შენნაირი ნაძირალა შეუყვარდა, ‘’შეუყვარდა’’ ბრჭყალებში იგულისხმე, თავის დროზე შეიძლება უყვარდი კიდეც, ახლა კი ის შესაძლებლობები მოსწონს რასაც შენთან ყოფნა ანიჭებს და კიდევ ნიკო...
- რა? ვინ? რა ნიკო? რას ბოდავ? -კაცი ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს და აშკარად კიდევ უფრო ანერვიულებულ ქალს თვალს არ აშორებდა.
- ქალბატონო გინეკოლოგო იქნებ უთხრათ რომელ ნიკოს ვგულისხმობ.
- არ გინდათ გთხოვთ? -მუდარანარევი ხმით ამოილუღლუღა ქალმა და თავზე ხელები წაიჭირა.
- რა მოხდა გეშინიათ? ამაზე მაშინ უნდა გეფიქრათ, საყვარელს მის ძმისშვილთან რომ ღალატობდით, ახალგაზრდა, სიმპათიური, ქარიზმატული, ცდუნებას ვერ გაუძელით არა?
- შე კახპა, შენი... -კაცი ორივე ხელით ყელში სწვდა ქალს და მოუჭირა, სიბრაზისგან გონება იმდენად დაებინდა რომ აღარც კი ახსოვდა საკუთარ საძინებელში მყოფი უცნობი, ყინულივით ცივმა ხმამ მოიყვანა გონს.
- ახლავე გაუშვი, რაც არ უნდა იყოს შენი ბინძური ხელებით სიკვდილს არ იმსახურებს, -ძლივს გახსნა ბრაზისგან დაკრუნჩხული თითები, ნახევრად გონდაკარგული ქალი უღონოდ დავარდა საწოლზე, რამდენიმე წამში მოვიდა გონს.
- აიღე შენი ნივთები და წადი აქედან, -უცბად ვერ მიხვდა რომ ეს სიტყვები მას ეკუთვნოდა, როცა გაიაზრა, უცბად წამოხტა საწოლიდან, ტანსაცმელი მოაგროვა და კარისკენ გაიქცა, სანამ გავიდოდა შეჩერდა და შემობრუნდა, ყელი გაწითლებული ჰქონდა და აშკარად ემჩნეოდა ნათითურები, თვალებიდან შეუჩერებლად სდიოდა ცრემლები.
- არ გეშინიათ რომ პოლიციაში დავრეკავ? -თვითონაც არ იცოდა რატომ იკითხა ეს სისულელე.
- არ დარეკავ, -მიიღო პასუხად სრულიად მშვიდად და უემოციოდ წარმოთქმული ორად ორი სიტყვა და აღარ შეჩერებულა, კარი გაიხურა, -გაცოფებული მზერით გააცილა თამაზიმ ქალი...
- ახლა კი ბატონო თამაზ რაკი მარტო დავრჩით მგონი უკვე დროა ნინიზე და შენს ბედოვლათ შვილზე ვისაუბროთ.
- ნინი? ესე იგი იმ იაფფასიანი ძუკნის გამო ხდება ეს ყველაფერი, თქვენ იცით მაინც ვის ემუქრებით და ვისთან გაქვთ საქმე? ეს რომ არ შეგრჩებათ თუ იცით გაგანადგურებთ? -კუთხეში მომწყვდეულ გაავებულ ნადირს ჰგავდა, გაფაციცებული რომ ეძებს ხვრელს თავის დასაძვრენად და გზად ყველა შემხვედრს დაგლეჯს და მიწასთან გაასწორებს ოღონდაც კი ისევ თავისუფლად გაინავარდოს.
- ნამეტანი ხომ არ არის ნინის ძუკნას რომ უწოდებ იმის შემდეგ რაც შენმა შვილმა მასზე იძალადა და დააფეხმძიმა, ახლა კი გინდათ საცოდავ გოგოს შვილი წაართვათ? თქვენ რა მართლა უპატრონო გეგონათ?
- არ მაინტერესებს რა მოხდა, ალბათ ჩემი შვილი გამოიწვია და ის მიიღო რაც დაიმსახურა, მთავარი ისაა რომ ის ჩემი შვილისგან არის ორსულად, გოგო არაფერში მჭირდება მაგრამ ბავშვს მე გავზრდი, თვითონ რაც უნდა ის ქნას, რაში მაინტერესებს, თქვენ რა გგონიათ მოხვალთ ასე იარაღით დამემუქრებით და მაიძულებთ ბავშვზე უარი ვთქვა? ნუ მაცინებთ?
- სამწუხაროა.
- რა არის სამწუხარო?
- ის რომ მცირეოდენი ადამიანობაც არ გაგაჩნია.
- ადამიანობა? ჰაჰ, ვის რა ჩემ ფეხებად სჭირდება ადამიანობა, ასეთი სენტიმენტალური რაღაცეები მხოლოდ გვასუსტებს, -ისე ღვარძლიანად ჩაიცინა რომ ევას ტანში გასცრა და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა.
- სენტიმენტალობას რაც შეეხება, ბედი შენი რომ ამ ბოლო დროს უცნაურად სენტიმენტალური გავხდი თორემ ახლა შენგან მტვერიც კი აღარ იქნებოდა დარჩენილი, -შეამჩნია როგორ შეცბა და მოიკუნტა კაცი და რაღაც უცნაური კმაყოფილება ჩაეღვარა სხეულში, ამ წუთებში მასში ორი ევა ცოცხლობდა, ერთი რომელიც საშინელ სიამოვნებას იღებდა იმ ყველაფრისგან რაც აქ ხდებოდა და მეორე რომელსაც უნდოდა რაც შეიძლება მალე დაეღწია თავი ამ სახიფათოდ დამუხტული ატმოსფეროსგან რომ თავისუფლად ამოესუნთქა, არ მოსწონდა როცა ხვდებოდა რომ პირველი ევა ბევრად სჯაბნიდა მეორეს...
- ჰოდა იმას ვამბობდი ბატონო თამაზ რომ ამ ბოლო დროს, ნამეტანი გულჩვილი გავხდი და ამიტომ შედარებით მსუბუქი მეთოდებით მოქმედება გადავწყვიტე, ვიფიქრე თუ რა იყო შენთვის შვილზე და შვილიშვილზე უფრო მნიშვნელოვანი და ბევრი არც მიფიქრია ისე მივხვდი, გაინტერესებს პასუხი? -კაცის მომლოდინე მზერის და ღრმად და სწრაფად მოძრავი მკერდის დანახვისას გაეღიმა.
- მარტივი იყო, სულ ერთი სიტყვა, ერთადერთი პაწაწუნა სიტყვა, ფული, ჰო ფული, აიღეთ ტელეფონი და ანგარიშები შეამოწმეთ, -იქვე ტუმბოზე მიგდებულ ტელეფონზე მიუთითა იარაღიანი ხელით, ხელის კანკალით დაიწყო კაცმა შემოწმება, სახე გაუფითრდა და აცახცახდა...
- ყველა ანგარიში ცარიელია, ამის დედაც... ეს როგორ გააკეთეთ? ეს... ეს... -გულზე ხელი მიიჭირა და ტუჩები მთლად გაულურჯდა.
- ამოიღე ის წამალი ტუმბოს უჯრაში რომ გიდევს და დალიეს, სულაც არ მინდა რომ ახლა გაფშიკო ფეხები, მიდი რაღას ელოდები.
ისევ უხმოდ დაემორჩილა კაცი, აცახცახებული ხელებით ამოიღო წამლების კოლოფი ორი აბი ამოარჩია და გადაყლაპა, ევამ როგორც კი შეამჩნია რომ ისევ ნორმალურად სუნთქავდა განაგრძო.
- მეორე რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი თავია, დარწმუნებული ვარ ციხეში ერთი დღეც ვერ გაძლებ, ამიტომაც თავის დაზღვევის მიზნით შენი რამდენიმე ძველი საქმე გამოვქექე, ისეთი საქმეები მაქვს თავიანთი მტკიცებებულებით მათგან ერთ-ერთიც რომ მოხვდეს პოლიციის ხელში სამუდამო პატიმრობა არ აგცდება... წარმოიდგინე, ყველა ცნობილი ინტერნეტ გამოცემის მთავარ გვერდზე შენ იქნები, ცნობილი მეცენატი, ქველმოქმედი და ყველასთვის მისაბაძი და საყვარელი პოლიტიკოსი სინამდვილეში ერთი უგულო, უმაქნისი, კაცთმოძულე, კორუმპირებული და მოძალადე, არაადამიანი აღმოჩნდა...
- მგონი შეტყობინება მოგივიდა, ნახე, -ტელეფონის განათებულ ეკრანზე ანიშნა, კიდევ ერთხელ გაუფითრდა სახე კაცს.
- მითხარი რა გინდა? -ძლივს ამოიხრიალა.
- მოკლედ გეტყვი, ნინის შეეშვები, იმ ბავშვსაც დაივიწყებ რომელსაც ელოდება და შენს დებილ შვილსაც ეტყვი რომ მის სიახლოვეს აღარ გამოჩნდეს, სამაგიეროდ შენს მილიონებს უკან მიიღებ, იმ მტკიცებულებებს რაც შეეხება ჩემთან დარჩება, გარანტია ჭირდება რომ სიტყვას შეასრულებ, აბა რას იტყვი შევთანხმდით?
კაცმა უხმოდ დაუქნია თავი და ევაც წამოდგა.
- არც კი ეცადო რამის გარკვევა, ისევ შენთვის იქნება ცუდი, ჩემთან თამაში არავის გასვლია ბატონო თამაზ და არც შენ გირჩევ, ისე ნუ გააკეთებ რომ კიდევ მოგვიწიოს შეხვედრა, -ბოლო სიტყვა მიუგდო და კარისკენ წავიდა.
- მთავარი კარიდან გავალ თორემ ახლა ისე მეძინება ისევ კედლიდან რომ ჩავძვრე აუცილებლად კისერს მოვიტეხავ, - ჩაიბურტყუნა, იარაღი ქამარში გაიჩარა და დერეფანში გააბიჯა.
- - - - - - - -
საკუთარ ავტომობილზე მიყრდნობილი, გულზე ხელებ დაკრეფილი და თავჩაღუნული ელოდა საბა ევა როდის გამოვიდოდა სახლიდან, დაინახა მისი შესვლიდან რამდენიმე წუთში როგორ გაიღო ჭიშკარი, როგორ გამოვარდა გარეთ საშუალო ასაკის თმაგაწეწილი ქალი რომელსაც ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, ქალი სასწრაფოდ ჩაჯდა იქვე კედელთან გაჩერებულ ავტომობილში და იქაურობა დატოვა, აღელდა საბა... მისი საყვარელი ქალი, ცნობილი პოლიტიკოსის თამაზ სირაძის სახლში შეიპარა იარაღით, ღმერთმა იცის რას აკეთებს და ის ასე დგას და ელოდება...
- რა ჯანდაბას აკეთებ? რა თამაშს თამაშობ ევა? ტვინს ასე რატომ მირევ? -ის იყო გადაწყვიტა რომ თვითონაც შესულიყო სახლში რომ ჭიშკარი გაიღო და ევამ ისე თავისუფლად და ლაღად გამოაბიჯა გარეთ თითქოს აქაც არაფერიაო, იქვე შეჩერდა, აქეთ-იქით მიმოიხედა და როცა ქუჩის კუთხეში ავტომობილზე მიყრდნობილ საბას მოჰკრა თვალი გაეღიმა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, კაპიუშონი გადაიძრო, თავი გააქნია და ცეცხლისფერი თმები ტალღებად ჩამოიყარა სახეზე, ეშმაკური ნაპერწკლებით სავსე თვალებით შეხედა მოღუშულ სახეში და ისე გაუღიმა რომ წამით ყველა და ყველაფერი დაავიწყდა ბიჭს.
- აქ რას აკეთებ საბა? -შენც ჩემსავით უძილობა გჭირს და ღამით გასეირნება გადაწყვიტე? -ისე საყვარლად და გულუბრყვილოდ ჰკითხა რომ საბა ცოტაც და იფიქრებდა ცოტახნისწინ რაც დავინახე ხომ არ მომეჩვენაო.
- როდის აქეთია სხვის სახლში იარაღით ხელში შეპარვა გასეირნებად ითვლება? რას აკეთებ ევა?
- ბატონი თამაზი უნდა მენახა, ხომ გითხარი მისნაირ არსებებს ადამიანური ენა არ ესმით და ისე დაველაპარაკე როგორც საჭირო იყო, დღეიდან ნინის აღარ შეაწუხებს, ოღონდ ერთი რამ უნდა გთხოვო, კაკის და ნინის არ უთხრა რომ პრობლემები მოგვარებულია.
- რატომ? -წარბი მაღლა აზიდა საბამ.
- იმიტომ რომ ნინი კაკის ცოლად აღარ გაყვება, არადა კაკის ეს გოგო ძალიან მოსწონს, დარწმუნებული ვარ ერთმანეთს გააბედნიერებენ და ძალიან მაგარ წყვილად ჩამოყალიბდებიან.
- პატარა ეშმაკუნა, -საბა დაიხარა, ხელები წელზე მოხვია ევას, გულზე მიიკრა და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე, ევამ მაშინვე მინაბა თვალები და ფისოსავით ამოიკრუტუნა.
- შენი კოცნა და ალერსი ყველაფერს მირჩევნია მაგრამ ამ ტერიტორიაზე უამრავი კამერაა და ზუსტად ორ წუთში ყველა ჩაირთვება.
- ჰოდა წავიდეთ აქედან, ცოტაოდენ სისწრაფეზე რას იტყვი?
- მიწვევ? -ევამ ალმაცერად გადახედა საბას ავტომობილს.
- რატომაც არა, -თვალი ჩაუკრა, მანქანაში ჩაჯდა და ძრავა ააღმუილა... უცნაურად გახალისებული ევა ცეკვა-ცეკვით წავიდა საკუთარი ავტომობილისკენ.
- - - - - - - - -
გიჟებივით მართავდნენ, საოცარი ადრენალის შეგრძნება ყველაფერს ავიწყებდა საბას, საბოლოოდ მაღლობზე გაჩერდნენ, მთელ თბილისს რომ გადმოჰყურებდა, შეჩერდა თუ არა სხვა არაფერზე უფიქრია, ევა ხელში აყვანილი გადმოიყვანა, ავტომობილზე შესვა და ტუჩებზე დააცხრა, ევამ წელზე შემოხვია გრძელი ფეხები და სიამოვნებისგან დაიკვნესა როცა მისი ერეგირებული ასო იგრძნო, ვერცერთი გრძნობდა სიცივეს ერთი სული ჰქონდათ სანამ ერთმანეთის სხეულს მთლიანად შეიგრძნობდნენ.
- დიდი ხანია ჩემს შესახებ იცი? -ჰკითხა ევამ როცა ოდნავ დაწყნარებულები და მოწესრიგებულები საბას ავტომობილის უკანა სავარძელზე ისხდნენ ერთმანეთზე მიკრულები.
- შენ რამდენი ხანია იცი იმის შესახებ რომ მე შენს შესახებ ვიცი, -კითხვა შეუბრუნა საბამ და მის წითურ თმებში ახლართა გრძელი თითები.
- ვფიქრობ რომ ჩემი და სიმონის საუბარს მოუსმინე.
- ჰო ასე იყო, სრულიად შემთხვევით მოვისმინე რაზე საუბრობდით.
- და ამდენ ხანს არაფერი გითქვამს, რატომ?
- რა მნიშვნელობა აქვს ევა? რა მნიშვნელობა აქვს იმას რა იყო როცა ახლა ერთად ვართ, რა მოხდება რომ მხოლოდ მომავალზე ვიფიქროთ?
- ეს ყველაფერი ასე ადვილი არ არის საბა, ვიცი რაც მოისმინე მაშინ მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს ვინ ვარ, რას ვაკეთებ და რისი გაკეთება შემიძლია.
- რატომ არ გინდა დაიჯერო რომ ამ ყველაფერს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, -თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა, -შემომხედე ევა, კარგად შემომხედე, შენს თვალებში ვხედავ როგორი ხარ სინამდვილეში და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია...
- მკვლელი ვარ, ჰო, ცივსისხლიანი მკვლელი, დღეს ისე გამოვედი იმ სახლიდან რომ არავინ მომკვდარა მაგრამ ეს პირველი და ალბათ უკანასკნელი შემთხვევა იყო, სხვა დროს ჩემს უკან ყოველთვის გვამები რჩებოდა, სისხლი და სიკვდილი...
- არ გინდა გთხოვ, ნუღარ გააგრძელებ.
- მინდა რომ ყველაფერი მოგიყვე, მინდა გაიგო თუ რაოდენ შორს ვარ იმ ყველაფრისგან რასაც ადამიანური ყოფა ჰქვია, მე უბრალო საბრძოლო მანქანა ვარ საბა, მეგონა რომ შევიცვალე, მეგონა რომ ვიცვლებოდი, მაგრამ დღეს როცა თამაზის სახეზე შიში დავინახე, როგორ ცახცახებდა ჩემი ყოველი მოძრაობისას, იარაღის დანახვისას როგორ კრთოდა, მივხვდი რომ მომწონს ეს ყველაფერი, ძალიან დიდი ხანია ამას ვაკეთებ, დღევანდელი ერაყი და ავღანეთი სამოთხეა იმ ჯოჯოხეთურ ადგილებთან შედარებით სადაც მე ვყოფილვარ და მიბრძოლია, უამრავი ადამიანი დავხოცე, ახლა რომ მახსენდება ის უსულო გვამები, არანაირი გრძნობა არ მაქვს, მე ბრძანება მქონდა, ისინი უნდა დამეხოცა...
- გეყოფა გთხოვ, ამ ყველაფერს რატომ მიყვები? რატომ ცდილობ დამარწმუნო რომ გრძნობები არ გაგაჩნია, იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე გგონია... -ძლივს უყრიდა თავს სიტყვებს, მთელი სხეული ეწვოდა, სული სტკიოდა ევას რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდა, მაგრამ მისი დამშვიდების და მოფერების მეტი არაფერი შეეძლო...
- მხოლოდ ეს არ იყო, სხვადასხვა ტიპის დავალებები მქონდა, მე... მე...
საბა მიხვდა რისი თქმაც უნდოდა და მთელი სხეული დაეძაბა, დაეჭიმა, კბილი კბილს დააჭირა რომ როგორღაც თავი შეეკავებინა, გაგრძელების საშუალება აღარ მისცა, სახე ორივე ხელით დაუჭირა და ტუჩებზე დააკვდა, ცრემლები კოცნით შეუმშრალა ლოყებზე და აცახცახებული იმდენხანს ჰყავდა გულში ჩაკრული სანამ არ დაამშვიდა.
- - - - - - - -
თვალის დახამხამებაში გაირბინა რამდენიმე დღემ, იმ შემთხვევას არ იხსენებდნენ საბა და ევა, საბა ყველანაირად ცდილობდა ევასთვის ყველაფერი დაევიწყებინა და მხოლოდ მათ ურთიერთობაზე ეფიქრა, სახლში როგორც კი დაბრუნდნენ იმ დღესვე გააცნო ევამ ნინის მისი გეგმა ქორწინების შესახებ და მისდა გასაკვირად ბევრი ჭირვეულობის გარეშე დათანხმდა კაკისთან ქორწინებას, მიხვდა არც ნინი იყო კაკის მიმართ გულგრილი, ახლა მისაღებში ისხდნენ ევასთან ერთად და მომავალი ქორწილის გეგმებს აწყობდნენ.
- უკვე გითხარი რომ დიდი ქორწილი არ მინდა, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ ფიქტიურად ვქორწინდებით,
-ჭირვეულობდა ნინი.
- რაც არ უნდა ფიქტიური იყოს ჩვენი ქორწინება ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ ვიცით ასე რომ ისე ჩუმად ვერ დავქორწინდებით თითქოს რაღაცას ვაშავებდეთ, თანაც მანამდე ჩემებთან უნდა მიგიყვანო და გაგაცნო, ხომ უნდა ნახონ ვინ არის ჩემი მომავალი ცოლი.
- ევა უთხარი რამე, -ამოიკნავლა ნინიმ საცოდავად და ევას ისეთი თვალებით შეხედა თითქოს შველას სთხოვდა, ევამ ღიმილით გაშალა ხელები.
- კაკი მართალია, ოჯახი ჰყავს, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, სხვა თუ არაფერი ელემენტარული რაღაცეების უფლება მაინც უნდა მისცე, გაიცანი მისი ოჯახი და ახლობლები, მერე ქორწილშიც გაერთეთ, ეს არის და ეს ცოტა მსუბუქად შეხედე ამ ყველაფერს, -ევამ კაკის მადლიერი მზერა შეამჩნია და მხიარულად ჩაუკრა თვალი.
- კარგი ევა, მე გეტყვი ნინის რაც აწუხებს, მინდა ჩემებს ვუთხრა რომ ჩემგან არის ფეხმძიმედ, უფრო პატარა რომ იყოს ვიტყოდით რომ ქორწინების შემდეგ დაფეხმძიმდა ახლა კი რადგან ეს არ გამოვა, პირდაპირ უნდა ვუთხრათ ყველას რომ ჩემგან ფეხმძიმედაა...
- ასე არ შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ, -ასლუკუნდა ნინი.
- ნუ გამაგიჟებ გოგო, აბა შენ რა, გირჩევნია ყველამ იცოდეს რომ იმ ნაბიჭვრისგან ელოდები ბავშვს? -კაკი გაცოფებული წამოხტა ფეხზე, -ევა რამე შეაგნებინე გთხოვ, აუხსენი რისი გაკეთებაა საჭირო თორემ ნამდვილად გავგიჟდები, -სწრაფი ნაბიჯით გავიდა მისაღებიდან და კარი გაიჯახუნა.
- აი ხომ ხედავ, არაფერი არ ესმის, არ ესმის რისი თქმა მინდა.
- ეს შენ არ გესმის არაფერი ნინი, ჭირვეული პატარა ბავშვივით ნუ იქცევი, კაკი არასწორს არაფერს გეუბნება და აკეთებს, შენთვის დიდ მსხვერპლზე მიდის, უბრალოდ გააკეთე ისე როგორც გეუბნება და არაფერზე იფიქრო, არ შეგეშინდეს იმის რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს
- მე... მე უბრალოდ მეშინია რომ...
- გეშინია რომ შეგიყვარდება? თუ უკვე არ გიყვარს, -ევამ გულიანად გადაიკისკისა.
- როგორ მიხვდი? ასე აშკარაა? -ნინიმ აწითლებულ ლოყებზე ათრთოლებული თითები მოისვა და გაფართოებული, აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა მომღიმარ ევას.
- აშკარაა, ისეთივე აშკარა როგორც მისი გრძნობები შენს მიმართ, ასე რომ უბრალოდ დინებას მიჰყევი და ნახავ როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია კაკი, დარწმუნებული ვარ შენს გაბედნიერებას შეძლებს, როგორც იმაში ვარ დარწმუნებული რომ შენც გააბედნიერებ მას, -ხელები გაშალა რომ მისკენ წამოსულ ნინის ჩახუტებოდა, თვალი მოჰკრა, როგორი სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით შესცწეროდა, მისაღების კარის ჩარჩოს მიყრდნობილი კაკი ნინის და თავი ყოვლისშემძლედ იგრძნო, ბოლოს და ბოლოს მან მთავარი როლი ითამაშა მათ წყვილად ჩამოყალიბებაში.
- რა ხდება აქ, რა სენტიმენტალური გარემოა, -ქარივით შემოვარდა ნიკუშა და უკან საბა შემოჰყვა.
- რძალო რა გატირებს? -ნიკუშა გვერდით მიუჯდა გოგონებს, -მითხარი იმ მაიმუნმა კაკიმ თუ გაწყენინა და მაგას ვაჩვენებ სეირს, -ისე საყვარლად ბუზღუნებდა და უბღვერდა კაკის რომ ნინიმ სიცილი ვერ შეიკავა.
- გიგი სად დაკარგეთ? -ევა წამოდგა და მომღიმარ საბას შემოეხვია.
- გიგის რაღაც პატარა პრობლემები აქვს, ისიც მოვა მალე.
- შენ მაგას თუ პატარა პრობლემებს ეძახი და რა ვიცი, -წამოსცდა ნიკუშას და საბას მოღუშული სახე რომ შეამჩნია თავი ჩაღუნა.
- არ მეტყვით რა ხდება? ამოიღებთ ხმას? -ევამ საეჭვოდ დადუმებულ ბიჭებს გადახედა.
- მისი კომპანია გაკოტრდა, მამამისმა რამდენიმე არასწორი გარიგება დადო მასთან შეუთანხმებლად და ძალიან დიდი ფული დაკარგეს, -საბამ ამოიოხრა და წამოზრდილ წვერზე თითები ნერვიულად ჩამოისვა.
- არ მოგვარდება?
- არამგონია, ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი, მოდი ახლა ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ კარგი? ისედაც მთელი დღეა ვცდილობთ როგორმე დავეხმაროთ მაგრამ არაფერი გამოდის, თანაც ზეგ მიემგზავრები და ნამდვილად არ მინდა ასე პრობლემებით დამძიმებული გაგიშვა, -საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ.
- მაპატიე ამას აუცილებლად უნდა ვუპასუხო, ცოტახნით გავალ კარგი? -ევამ ტელეფონი აიღო და ოთახიდან გავიდა.
- გისმენთ ბატონო თემურ.
- გამარჯობა ევა, შენი ნახვა მინდა.
- როდის?
- იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ზეგ დილით მიფრინავ, დღეს რაც შეიძლება მალე მინდა რომ გნახო, მისამართს მოგწერ და ერთ საათში იქ იყავი.
- კარგი, -ევამ ტელეფონი გათიშა და ღრმად ამოისუნთქა, არ გაკვირვებია, აქამდეც ელოდებოდა ამას, უკვირდა კიდეც როგორ მოხდა და ამდენხანს არ მოისურვა მასთან საუბარი...


- - - - - - - - - - - - - - - - -


- აქ ცივა არ შემოხვალ? -საბას ხმამ გამოარკვია.
- ჰო, შემოვალ და შემდეგ გასასვლელი ვარ, ორი საათით უნდა გავიდე.
- შემომხედე ევა, თვალებში შემომხედე, არ გეკითხები ვინ იყო, არ გეკითხები რა უნდოდა, უბრალოდ მინდა იცოდე რომ ყოველთვის შენს გვერდით ვარ, ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით.
- არსებობს ისეთი რაღაცეები რასთან გამკლავებისთვის ბრძოლასაც აზრი არ აქვს, უბრალოდ უაზრობაა.
- რა ხდება ევა? არ მომწონს როგორც იქვცევი და როგორც მიყურებ, ასე მგონია რომ... არაა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა, არ მინდა ვიფიქრო რომ ოდესმე შეძლებ მიმატოვო, ეს აზრადაც კი არ გაივლო.
არ იცოდა რა ეთქვა, უბრალოდ ჩაეხუტა და მის მკლავებში გაყუჩდა, ხვდებოდა რომ მისი გრძნობები და საქციელი მის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და ეს აშინებდა, მის გამო რომ საბას რამე მოსვლოდა ან მის მეგობრებს... თავიდანვე უნდა ეფიქრა იმაზე რომ ბედნიერება მისთვის ართუ ისე მარტივი იქნებოდა, თავი უკან გადაწია და აწყლიანებული თვალებით შეხედა.
- დღის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ შენთან ერთად გატარებული დრო უბედნიერესი იყო ჩემთვის და ყოველთვის მემახსოვრება, მიყვარხარ... -იგრძნო როგორ დაიძაბა ბიჭი და გული აუჩქარდა, თუმცა არაფერი უთქვამს, უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე ევა და სახე მის თმებში ჩარგო, ღრმად შეისუნთქა საყვარელი ქალის სურნელი თითქოს ცდილობს სამუდამოდ დაიმახსოვროსო.
- - - - - - - -
- მიხარია რომ შეხვედრაზე უარი არ მითხარი და მოხვედი, -თემურმა ღიმილით მიუწია ევას მისთვის შეკვეთილი ყავა და ნამცხვარი, ევამ ყურადღებით შეათვალიერა პატარა, მყუდრო კაფე.
- რა მოხდა, აქაურობა არ მოგწონს?
- მომწონს უბრალოდ რატომღაც წარმოვიდგინე რომ სადღაც ძველ შენობაში, დაკითხვის ოთახის მსგავს ოთახში გვექნებოდა შეხვედრა, -საკუთარ სიტყვებზე თვითონვე გაეცინა და ყავა მოსვა.
- ასეთი რამ იფიქრე და მაინც მოხვედი?
- შენ საბას მამა ხარ და თანაც ბევრად უარეს ადგილებშიც ვყოფილვარ, ასე რომ... მითხარი რა საქმე გაქვს ჩემთან, გისმენ.
უყურებდა თემური მის წინ მჯდარ, მომღიმარ, შესახედავად თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ცეცხლისფერთმიან გოგონას, უყურებდა უზღვავი სევდით და დარდით სავსე თვალებში და ფიქრობდა რომ ცხოვრება ხანდახან მართლაც ძალიან უსამართლოა...
- ვწუხვარ იმის გამო რაც ახლა უნდა გითხრა ევა, მაგრამ მე პირველ რიგში მამა ვარ, მშობელი ვარ რომელსაც ერთადერთი შვილის მომავალი აინტერესებს, მინდა რომ ბედნიერი იყოს, მინდა რომ ოჯახი ჰყავდეს, ცოლი, შვილი...
- მისთვის ამ ყველაფრის მიცემა კი მე არ შემიძლია... -მის წინ მჯდარ კაცს თვალი აარიდა და კბილი კბილს დააჭირა რომ როგორმე თვალზე მომდგარი ცრემლი შეეკავებინა.
- ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენთან ერთად ყოფნა მის და მისი ახლობლების და მეგობრების სიცოცხლესაც საფრთხეს შეუქმნის, შეიძლება შენს შესახებ ყველაფერი არ ვიცი მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ რომ ასე ადვილად ვერ მოახერხებ ნორმალური ადამიანივით იცხოვრო...
- არასდროს არავის მიმართ მიგრძვნია ის რასაც საბას მიმართ ვგრძნობ, ადრე უბრალოდ ვარსებობდი, მერე კი... მერე ის გავიცანი და მივხვდი რომ თურმე ცხოვრება შეიძლება მშვენიერი იყოს, საბა იმდენად კარგია, იმდენად სასურველი, იმდენად მაცდური იყო ის ყველაფერი რასაც ის მთავაზობდა... სიყვარული, სითბო, სიმშვიდე, ოჯახური გარემო, რამდენიმე კვირაში მომცა ის რაც წლების განმავლობაში მაკლდა, ეს ყველაფერი იმდენად არარეალურად კარგი იყო, გადავწყვიტე თავი მომეტყუებინა და მერე თითქმის დავიჯერე რომ ამ ზღაპარს კარგი დასასრული ექნებოდა...
მაგრად შეკრული მუჭით მოიწმინდა ერთადერთი ცრემლი და თემურის თვალი გაუსწორა, არ გაჰკვირვებია როდესაც მის თვალებშიც დაინახა სისველე.
- არაფერზე იფიქროთ, ყველაფერს მოვაგვარებ, საბას ჩემს გამო არაფერი დაუშავდება.
- მიხარია რომ ერთმანეთს გავუგეთ ევა.
- ჰო ასეა, მე ყოველთვის ყველასი მესმის, ახლა კი იმ ერთადერთი მამაკაცის მიტოვება მიწევს, რომელმაც გამიგო და ისეთი მიმიღო როგორიც ვარ, თუმცა იქნებ ღირდეს კიდეც ამად, თუკი ჩემგან შორს ბედნიერი იქნება და თავს კარგად იგრძნობს... -ჩანთას ხელი დაავლო და წამოდგა, წამოდგომისას უცნაური სისუსტე იგრძნო ფეხებში და უხერხულად დაეყრდნო მაგიდას.
- კარგად ხარ? გინდა სახლამდე მიგიყვანო? -თემურიმ ხელი შეაშველა და გულწრფელად შეწუხებული ჩააჩერდა თვალებში.
- იყოს, მირჩევნია ფეხით გავიარო, ბევრ რამეზე უნდა ვიფიქრო, -ხელი ჩამოართვა, დაემშვიდობა და ნელი, არეული ნაბიჯით დატოვა იქაურობა.
- - - - - - - - -
დილით დაჟინებულმა მზერამ და სახეზე მსუბუქმა შეხებამ გააღვიძა, თვალები გაახილა და საბა დაინახა, იდაყვზე დაყრდნობილი, ზემოდან დასცქეროდა და ფრთხილად დაასრიალებდა თითებს მის სახეზე და მოშიშვლებულ გულმკერდზე, ერთი წამითაც კი არ აშორებდა თვალს.
- დილა მშვიდობის, -ევამ გაუღიმა და გაჩეჩილ თმაში შეუცურა თითები, -რა გჭირს? თვალები ჩაწითლებული გაქვს, ცუდად გეძინა?
- საერთოდ არ მძინებია.
- რატომ?
- ვერ დავიძინე, თვალი ვერ მოგაშორე, გიყურებდი როგორ გეძინა და ვფიქრობდი, ეს ბოლო რამდენიმე დღეა ისე იქცევი თითქოს მემშვიდობები, მე კი არაფრის გაკეთება არ შემიძლია...
გულში რაღაც ჩასწყდა ევას როცა საბას თვალებში დაბუდებული უზომო ტკივილი დაინახა, უნდოდა ეთქვა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არსად წავიდოდა და დიდხანს ბედნიერად იცხოვრებდნენ, ვერ თქვა... უნდოდა მაგრამ... ერთადერთი რაც გააკეთა ის იყო რომ ორივე ხელით მოეხვია კისერზე და ტუჩებზე დაეწაფა, მთელი გრძნობა, სურვილი, სიყვარული, ტკივილი და სასოწარკვეთა ჩადო ამ ერთ კოცნაში, ზედ მის ტუჩებთან დაიგმინა საბამ და მისი მაგრად დახუჭული თვალებიდან გამოღწეული ერთადერთი ცრემლი ნიკაპზე ჩამოეღვენთა ევას...
საძინებლის კარზე ბრახუნმა და შეძახილებმა ცოტათი განმუხტა ოთახში გამეფებული დაძაბული ატმოსფერო და წყვილი ერთმანეთს მოაშორა.
- ამდენხანს რას აკეთებთ მანდ, იცით რომელი საათია? -ნიკუშა ყვიროდა და თან კარზე აბრახუნებდა.
- გამოდით რა გეყოთ, დღეს ბევრი საქმე გვაქვს, -გიგის ხმა იცნო ევამ.
- ესენი ხომ არაფერს დაგაცლიან კაცს, -გაცოფებული წამოხტა საბა საწოლიდან.
- კარგი რა ნუ უბრაზდები, შეხედე რა დრო გასულა, უკვე პირველი საათია, -საათზე მიუთითა ევამ.
- მიდი გადაიცვი ეს და გავაღებ, - მაისური გადაუგდო საბამ და კარის გასაღებად წავიდა, ქარბორბალასავით შემოიჭრნენ ოთახში ბიჭები, უკან დარცხვენილი ნინიც მოყვებოდათ.
- ამდენ ხანს რას აკეთებდით ოთახში შეკეტილები? -გიგი ევას გვერდით წამოგორდა საწოლზე და საყვარლად აუხამხამა გრძელი წამწამები.
- შენი აზრით? -ევამ წარბი აზიდა და საგულდაგულოდ დალაგებული თმები აუჩეჩა.
- მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევ, -მეორე მხრიდან ნიკუშა მიუწვა და მხარზე თავი ჩამოადო, -იმაზე იფიქრე ამ საღამოს როგორ გავერთობით.
- რას გეგმავთ?
- ხვალ დილით ხომ მიფრინავ, ჰოდა დღეს საღამოს ყველა კლუბში მივდივართ, ისეთი გამომშვიდობება უნდა მოგიწყოთ რომ რაც შეიძლება მალე მოგინდეს უკან დაბრუნება.
- მიყვარხართ ბიჭებო, ვგიჟდები თქვენზე, -ევამ ხელები გაშალა რომ გიგი და ნიკუშა გულში ჩაეკრა, -თქვენ რაღას ელოდებით, არ ჩამეხუტებით? -უძრავად მდგარ მომღიმარ კაკის და ნინის მიმართა, ისინიც თითქოს ამას ელოდნენო პატარა ბავშვებივით ყიჟინით დაახტნენ ზედ დანარჩენებს და ნამდვილი ზედახორა გამართეს, საბა უხმოდ, ყურებამდე გაღიმებული უყურებდა ევას ბედნიერ სახეს და თვითონაც ბედნიერი იყო.
- გეყოფათ გადით ახლა, ჩავიცვამთ და ჩამოვალთ ჩვენც, -თითქმის ძალით გაყარა საბამ ბიჭები და ნინი საძინებლიდან, ევა მაშინვე წამოხტა და ჩაეხუტა.
- მადლობა, -ჩასჩურჩულა ათრთოლებული ხმით.
- მადლობას რისთვის მიხდი?
- იმისთვის რომ თუნდაც ცოტა ხნით თავი სრულფასოვან ადამიანად მაგრძნობინე, იმისთვის რომ ასეთი კარგი ხარ, იმისთვის რომ ასეთი კარგი მეგობრები გყავს, იმისთვის რომ მასწავლე რა არის ამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ შემიყვარდი...
- - - - - - - - -
- თავს უხერხულად ვგრძნობ, ისედაც უამრავი პრობლემა შეგიქმენით, სახლში შემიფარე, ახლა კი ჩემთვის ფულსაც ხარჯავ, რა საჭიროა ეს ყველაფერი, -უზარმაზარი სავაჭო ცენტრის წინ მხრებაწურული იდგა ნინი და აფორაჯებული ლოყებით შეჰყურებდა ევას.
- ჯობია თუ არ შემეწინააღმდეგები, მაინც ვერაფერს გახდები, -ევამ მუქარით დაუქნია თითი და რომ დაინახა როგორ შეკრთა, გულიანად გადაიკისკისა,
- კარგი რა ნუ ხარ ასეთი მშიშარა, ფულზე ნუ იფიქრებ, მხოლოდ იმაზე იფიქრე რომ საღამოს თვალისმომჭრელად უნდა გამოიყურებოდე, იცოდე კაკი უნდა გააგიჟო.
- ევა როგორ ფიქრობ, შეიძლება რომ მე და მას როდისმე... ხომ გესმის რისი თქმა მინდა... -ენა დაება და ისედაც აწითლებული ლოყები უარესად აუხურდა.
- მოგწონს არა?
- მომწონს, ძალიან მომწონს, მაგრამ ის მხოლოდ იმიტომ მირთავს ცოლად რომ დამეხმაროს.
- ვფიქრობ რომ მასაც მოსწონხარ, თანაც ძალიან.
- მართლა? -ევამ შეატყო რომ ნინი სადაცაა სიხარულისგან ხტუნვას დაიწყებდა, ხელი ჩაჰკიდა და თითქმის ძალით შეიყვანა სავაჭრო ცენტრში, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დადიოდნენ მაღაზიებში, ნინისთვის უამრავი რამ იყიდა, თავისთვის კი მხოლოდ ერთი ფირუზისფერი კაბა და მისივე შესაფერისი ფეხსაცმელი.
- დავიღალე, სახლში ხომ არ წავიდეთ, თანაც ძალიან მომშივდა, -ბოლოს და ბოლოს ნინიმ ვეღარ გაუძლო და წუწუნი დაიწყო.
- მოდი აქვე ვჭამოთ და მერე სანამ სახლში მივალთ ერთ ადგილზე უნდა შევიაროთ.
- სად?
- იქ რომ მივალთ გაიგებ, ოღონდ შემპირდი რომ სანამ ამერიკაში არ გავემგზავრები მანამდე ბიჭებს არაფერს ეტყვი იმის შესახებ რასაც გავაკეთებთ.
- კარგი, გპირდები, -მაშინვე დაეთანხმა ნინი.
- ასე უბრალოდ დამთანხმდი?
- ჰო დარწმუნებული ვარ ცუდს არაფერს გააკეთებ, ასე რომ... აუ მოდი რა ეს ქათამი შევუკვეთოთ, -შემწვარ ფრთებზე მიუთითა და მსუნაგი ბავშვივით მოილოკა ტუჩები.
- - - - - - - - - -
აღფრთოვანებული უყურებდა საბა როგორ ჩამოდიოდა კიბეზე მოკლე ზურმუხტისფერ კაბაში გამოწყობილი ევა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, თმები თავისუფლად ჰქონდა ჩამოყრილი მოშიშვლებულ ზურგზე, მოკრძალებული დეკოლტე და შიშველი მკლავები ძალიან უხდებოდა, საერთოდ არ ჰქონდა მაკიაჟი მაგრამ უამისოდაც ქალღმერთს ჰგავდა, უმალ მიეახლა საბა ხელი გაუწოდა, მხარზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და მოშიშვლებულ ყელზე მიაკრო ცხელი ტუჩები, ევას სიამოვნებისგან გააჟრჟოლა... -ოჰო, -კაკის წამოძახილმა გამოიყვანა ეიფორიიდან, ენა ჩავარდნილი შესცქეროდა შავ, ტანზე მომდგარ კაბაში გამოწყობილ ნინის, ლამაზად დავარცხნილი თმა და მსუბუქი მაკიაჟი უხდებოდა და მართლაც ძალიან ლამაზი იყო.
- გამოფხიზლდი ძმაო, -იდაყვი წაკრა ნიკუშამ ერთ ადგილზე გაშეშებულ კაკის, კაკი გამოერკვა, ნინის ხელი გაუწოდა და ქურთუკის ჩაცმაში დაეხმარა.
- ძალიან ლამაზი ხარ, -უჩურჩულა სახლიდან გასვლისას და მისი აწითლებული ლოყების დანახვისას მხიარულად ჩაიღიმა.
- კარგი წყვილია არა? -მათ უკან მიმავალმა ევამ საბას გადაულაპარაკა.
- ჰო, შენი წყალობით, -საბამ ავტომობილის კარი გაუღო და ჩაჯდომაში დაეხმარა, ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ისე კარგად როგორც უნდა ყოფილიყო, თუმცა არც ევას და არც საბას უჩვეულო დაძაბულობა არ სტოვებდათ.
- მეჩვენება თუ ბართან სიმონი ზის, საბამ ევას ბართან ჩამომჯდარ მამაკაცზე მიუთითა, ევამ გაკვირვებულმა ასწია წარბები, მართლაც სიმონი იჯდა ბართან და საერთოდ არ აქცევდა ევას ყურადღებას, ისე იქცეოდა თითქოს იქ უბრალოდ გასართობად იყო მისული.
- მე წავალ, ვნახავ და დაველაპარაკები, -ევა წამოდგა.
- იქნებ დაუძახო და ჩვენთან ერთად გაერთოს
- ჯობია თუ ცალკე ვისაუბრებთ, მალე დავბრუნდები, -ლოყაზე ხმაურით აკოცა საბას და გრაციოზული მოძრაობით წავიდა ბარისკენ.
- აბა მეგობარო, არ მითხრა რომ აქ შემთხვევით ხარ, -მის გვერდით დაეყრდნო ბარს და მისი სასმლის ჭიქა ერთი ყლუპით გამოცალა.
- ბავშვივით ნუ იქცევი ევა, გეთქვა და შენთვისაც შევუკვეთავდი.
- არ მეტყვი აქ რატომ ხარ?
- უნდა დაგემშვიდობო.
- აქამდეც წავსულვარ ხოლმე, ხანდახან რამდენიმე კვირითაც მაგრამ ჩემთვის გაცილება არასდროს მოგიწყვია.
- ჰოო, თუ ასეა არ მეტყვი შენს თავს რატომ უწყობ გაცილებას? -მისკენ შებრუნდა, მისი ხელი ხელში მოიქცია და ნაძალადევი ღიმილით შეხედა თვალებში.
- მე უბრალოდ... მე უბრალოდ ვიფიქრე რომ...
- რომ შესაძლოა ამერიკიდან უკან ვეღარ დაბრუნებულიყავი.
- ასეა სიმონ, მე აღარ მინდა უკან დაბრუნება და კიდეც რომ მინდოდეს ვფიქრობ რომ ამის უფლებას უკვე აღარ მომცემენ.
- მის გამო არა? საბას გამო, იმის გამო რომ ის მშვიდად და უსაფრთხოდ იყოს, ბედნიერებისთვის ბრძოლაზე უარს ამბობ...
- ვინ ვინ და შენ ნამდვილად იცი სიმონ რომ ასეთ უთანასწორო ბრძოლას აზრი არ აქვს, ჩემი თავი არ მაინტერესებს, მათ რომ რამე დაუშავონ... -მაგიდისკენ გაიხედა, სვავდნენ, იცინოდნენ, ბედნიერებას ასხივებდნენ,
- ხედავ როგორი ბედნიერები არიან? მე რომ რომელიმეს თვალებში ამ ბედნიერების გაქრობის მიზეზი გავხდე საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ.
- საბაზე არ ფიქრობ? უშენოდ ბედნიერი იქნება?
- მან იცის სიმონ, ყველაფერი იცის, იცის რომ სამუდამოდ ერთად ვერ ვიქნებით, დრო გავა და დამივიწყებს აუცილებლად დამივიწყებს.
- თვითონ თუ გჯერა იმის რასაც ამბობ?
- მინდა რომ მჯეროდეს, -კიდევ ერთხელ წაეტანა სიმონის ჭიქას და ისევ ბოლომდე დაცალა.
- მართალი იყავი ევა.
- რა? რას გულისხმობ?
- ამერიკიდან უკან ვეღარ დაბრუნდები, ყველაფერი გავარკვიე და მინდა საბოლოო დახმარება გაგიწიო.
ცუდად ენიშნა ევას ‘’საბოლოო დახმარება’’ ყურადღებით დააკვირდა სიმონს, დაღლილი სახე ჰქონდა, ყველასგან და ყველაფრისგან დაღლილი და ჩამქრალი თვალებიც მხოლოდ მაშინ უკიაფებდა როცა ევას უყურებდა.
- რისი თქმა გინდა? -უნებურად აკანკალებული ხმით ჰკითხა.
- სხვაგან გადავყავარ, შენგან რაც შეიძლება შორს, ჩემი გავლენა შენზე, უარყოფითად შეაფასეს, შენ კი ახალ პროგრამაში გიპირებენ ჩართვას, შენი მეხსიერების გასუფთავებას მოახდენენ, რათა ისევ ისეთი სრულყოფილი მებრძოლი გახდე მანამდე რომ იყავი სანამ...
- სანამ შემიყვარდებოდა, -ევამ თვითონ დაასრულა სიმონის სიტყვები და საბას გახედა, მის საპასუხო მზერას შეეფეთა და გული დაეფლითა იმის წარმოდგენაზეც რომ აღარ ემახსოვრებოდა, მისი ღიმილი, სითბო, ის ყველაფერი რაც ასეთი ღირებული გახდა მისთვის.
- მისი დავიწყება არ მინდა სიმონ, -დაიჩურჩულა და ცრემლი აცახცახებული თითებით მოიწმინდა.
- ვიცი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, უკვე კარგა ხანია ამას ვგეგმავ, ახლა მითითებებს მოგცემ, რომელთაც ზუსტად შეასრულებ, აქედან ჩვეულებრივად წახვალ, მშვიდად, წყნარად ჩახვალ ამერიკაში, აეროპორტში დაგხვდებიან და სასტუმრომდე მიგაცილებენ, იმ ღამით იქ დარჩები, დილით მოგაკითხავენ რომ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად წაგიყვანონ...
- ჩარლისთან შესახვედრად წამიყვანენ? -უნებურად გაეღიმა.
- ჩარლი ვინ არის?
- არავინ უბრალოდ ვიხუმრე, გააგრძელე.
- ხუმრობის დრო არ გვაქვს ევა, ყველაფერი კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი, სასტუმროში დაგხვდება ადამიანი ვინც დაგეხმარება და სანამ დილით შენს წასაყვანად მოვლენ, შენ უკვე იქ აღარ იქნები.
- იქ ვინ დამხვდება?
- ეგ რომ გითხრა არამგონია ჩემს გეგმას დათანხმდე ასე რომ ჯობია თუ არ გეტყვი, მთავარია რომ მენდო, მითხარი ხომ მენდობი?
- გენდობი, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი გამოვა?
- დარწმუნებული ვარ, ისე გაქრები რომ ვერავინ შეძლებს შენს პოვნას თუ რათქმაუნდა თვითონ არ გენდომება.
- და შენ?
- რა მე?
- რომ გაიგონ რომ ეს ყველაფერი შენ დაგეგმე სიცოცხლის ფასად დაგიჯდება.
- უშენოდ ჩემს სიცოცხლეს ფასი არ აქვს ევა, ამის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს არ მაინტერესებს.
- რატომ არასდროს არ გითქვამს ჩემთვის შენი გრძნობების შესახებ?
- იმიტომ რომ არ ვიცი რას გრძნობ შენს მიმართ, არ გჯერა? -ევას გაკვირვებული სახის დანახვისას ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა.
- სადღაც შუაში ვარ გაჩხირული და ეს მკლავს ევა, ახლა ისეთი ლამაზი ხარ... წეღან როცა ბარს მოუახლოვდი თავი ძლივს შევიკავე რომ შენთვის არ მეკოცნა, კინაღამ გავგიჟდი ისე მომინდა შენი ჩახუტება, მოფერება, კოცნა, შენი სხეულის შეგრძნება, მაგრამ შემდეგ თვალწინ ის პატარა ბავშვი დამიდგა, შიშისგან აცახცახებულს და აუტანელი წვრთნებისგან სხეულდალურჯებულს მთელი ღამეები ჩემზე მოკრულს რომ ეძინა ხოლმე და ჩემი თავი შემზიზღდა, ხანდახან როცა ასეთ რამეებზე ვფიქრობ მგონია რომ ვგიჟდები...
ევამ ვეღარ გაუძლო, ჩაეხუტა და თავი მხარზე დაადო, მთელი მისი ცხოვრება იყო სიმონი.
- ჩემი საოცრება ხარ სიმონ, ყველაფერს შენ უნდა გიმადლოდე რაც მაქვს, მადლობა რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი, მიცავდი და გიყვარდი, მადლობა.
თმაზე მსუბუქი შეხება იგრძნო ევამ, თავზე ხელი გადაუსვა, მოშორდა, ერთხანს ღიმილით შესცქეროდა თვალებში, მერე შებრუნდა და წელშიგამართული, ფართო ნაბიჯებით, უკანმოუხედავად გავიდა კლუბიდან, არ ახსოვს ევას რამდენი ხანი იდგა გაშეშებული და ერთ წერტილს უყურებდა, ნაცნობი თბილი ხელები იგრძნო წელზე, შებრუნდა, ჩაეხუტა, სახე მის მკერში ჩარგო და პატარა ბავშვივით ატირდა.
- წავიდა საბა, სიმონი წავიდა, დამტოვა გესმის? ვეღარასოდეს ვნახავ, -საბას არაფერი უთქვამს, უხმოდ ამშვიდებდა, ეფერებოდა და მასთან ერთად ირწეოდა ერთ ადგილზე, გვიან ღამით დაბრუნდნენ სახლში, ევა ყველას შეუთანხმდა რომ აეროპორტში არ გააცილებდნენ, სათითაოდ დაემშვიდობა ბიჭებს და ნინის სანამ საძინებლებში განაწილდებოდნენ, მერე უხმოდ შეუდგა ბარგის ჩალაგებას, ერთი პატარა ზურგჩანთა ძლივს გაავსო და დაღლილი გულაღმა გადავარდა საწოლზე,
- მხოლოდ ეს არის? -საბა გაკვირვებული უყურებდა ზურგჩანთას.
- იმ გოგონებს არ ვგავარ რომლებიც რამდენიმე სავსე ჩემოდნით მიდიან ხოლმე დასასვენებლად.
- შენ არავის არ გავხარ ევა, -საბა წამებში მოექცა ზემოდან საყვარელ გოგონას და ათრთოლებულ ვარდისფერ ბაგეებს დაეწაფა.
- - - - - - - -
- უნდა მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ, -ყველა ევას სახლის მისაღებში იყო შეკრებილი და ერთ საკითხს განიხილავდნენ.
- ჰოდა იმის თქმა მინდოდა რომ მართალია ევას შენს აქ დარჩენაზე პრობლემა არ აქვს, მაგრამ ხომ არ ჯობია რომ ჩემს ბინაში გადმოხვიდე საცხოვრებლად, ისედაც მალე ვქორწინდებით, რას იტყვი? -კაკი მოლოდინით სავსე თვალებით შეაჩერდა ნინის.
- რაღაც უნდა გითხრათ ბიჭებო, უფრო სწორად უნდა გაჩვენოთ, -ნინი წამოდგა, იქვე ტელევიზორის წინ დაყრილი საბუთები აიღო და ბიჭებს დაუდო წინ.
- ეს რა საბუთებია? -საბამ თვალი გადაავლო და გაოცებულმა შეხედა ნინის, -ევამ სახლი შენ გადმოგიფორმა?
- წასვლის წინა დღეს გააკეთა, პირობა ჩამომართვა რომ არ გეტყოდით მანამ სანამ ამერიკაში არ გაფრინდებოდა.
- ერთი წუთით გავალ, უნდა ვუპასუხო, -გიგიმ ტელეფონზე ანიშნა ბიჭებს და მისაღებიდან გავიდა, ორი წუთიც არ გასულა რომ გახარებული, ყვირილით შემოვარდა უკან.
- ვიღაცამ ჩვენი კომპანიის მთელი ვალი გადაიხადა, წარმოგიდგენიათ? გადავრჩით, ახლა ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას.
არაფერი უთქვამს საბას, გაეღიმა, ქურთუკს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა, გული საოცარი სისწრაფით უცემდა, მთელი სხეული ეწვოდა, არ ახსოვდა როგორ ჩაჯდა ავტომობილში, როგორ მართავდა დანისლული თვალებით და როგორ აღმოჩნდა იმ ფერდობზე სადაც სულ რაღაც ორიოდე დღის წინ მან და ევამ არაჩვეულებრივი ღამე გაატარეს, გადმოვიდა, ერთხანს უხმოდ უყურებდა მის ფერხთით გართხმულ თბილისს, მერე მუხლებზე დაეცა და ცხოვრებაში პირველად ხმამაღლა ატირდა...


- - - - - - - - - - - - -


დაპირებისამებრ დახვდა აეროპორტში შავი, დაბურულმინებიანი ავტომობილი, მკაცრსახიანმა, შარვალკოსტუმში გამოწყობილმა მამაკაცმა კარი გაუღო, თავი თავაზიანად დაუკრა და ევას კეთილგანწყობილი ღიმილი არც შეუმჩნევია, ნებივრად გაშალა გრძელი ფეხები ევამ, საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა, სანამ სასტუმრომდე მივიდოდნენ თვლემდა, ნომრამდე მიაცილეს და დაუბარეს რომ ხვალ დილის ცხრა საათზე მიაკითხავდნენ და მზად ყოფილიყო, ზურგსუკან კარი მიიხურა თუ არა ზუგჩანთა იქვე მიაგდო, ფეხზე გაიძრო და გულაღმა გადავარდა ფუმფულა საწოლზე.
- სიმონი მართალი იყო, შეცვლილხარ ევა, ადრე უფრო ფრთხილი იყავი ხოლმე, -ნაცნობი ხმის გაგონებისას საწოლიდან წამოხტა და გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ოთახის კუთხეში მდგარ ფუმფულა სავარძელში მშვიდად მჯდარ, თერთმიან სამოცდაათიოდე წლის ქალს.
- ექიმო რობერტს? -არ სჯეროდა რომ მისი ყველაზე საშინელი მოგონებების ავტორი, მისი პირადი ჯალათი, ახლა პირდაპირ მის წინ იჯდა.
- ჰო, ეს მე ვარ ევა, ექიმი რობერტსი, არ მელოდი?
- სიმართლე რომ გითხრათ არა, აქ რას აკეთებთ?
- რატომღაც ვიფიქრე რომ ჩემს დანახვაზე სხვანაირი რეაქცია გექნებოდა, მეგონა ჩემს მოკვლას ეცდებოდი, მაგრამ შენ ისე შემხვდი როგორც ძველ ნაცნობს, მაკვირვებ ევა.
- თქვენი მოკვლა რატომ უნდა მინდოდეს?
- იმ ყველაფრის გამო რასაც გიკეთებდი, ვიცი რომ ყველაფერს გრძნობდი, -ევას შეჭმუხნული წარბების დანახვისას უცნაურად გაეღიმა, -სიმონს არაფერი უთქვამს, თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი, ვიცოდი რომ იმ დროს როცა სხეული პარალიზებული გქონდა ტკივილს გრძნობდი...
- და მაინც აგრძელებდით იმ საშინელებების გაკეთებას? -ელვისსისწრაფით წამოიჭრა ფეხზე, ქალს ხელი ჩაავლო, ჰაერში აწია და მთელი ძალით მიანარცხა კედელზე, ერთხანს უყურებდა დანაოჭებულ სახეში და უცნაური ჟინით ანთებულ თვალებში რომლებშიც არანაირი სიბრალული ან სინანული არ ჩანდა, მერე მწარედ გაეღიმა, ხელი უშვა და ზურგი შეაქცია.
- ახლა რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?
- აზრი? მაგალითად შურისძიება, ახლა შენს წინ ვარ, შეგიძლია რაც გინდა ის მიქნა, შეგიძლია ისე მომექცე როგორც მე გექცეოდი...
- ჰმ, ასეც რომ მოვიქცე არამგონია ის იგრძნოთ რასაც მე მაშინ ვგრძნობდი, დაჯექით ექიმო, -სავარძელზე მიუთითა და თვითონაც მის პირდაპირ ჩამოჯდა.
- თქვენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, ჯობია მითხრათ აქ რისთვის ხართ.
ისევ ჩაეშვა სავარძელში ექიმი რობერტსი, მოჭმუჭნული პერანგი და პიჯაკი გაისწორა, შუბლზე ჩამოშლილი თეთრი თმა უკან გადაიყარა და სასაუბროდ მოემზადა.
- სიმონი ალბათ გეტყოდა რომ შეთანხმება გვაქვს.
- მითხრა რომ აქ ვიღაც დამხვდებოდა ვინც დამეხმარებოდა, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ გელოდით.
- თავიდანვე რომ ეთქვა შეიძლებოდა არ დათანხმებულიყავი.
- ჰო ნამდვილად ასე იქნებოდა, სიმონი კარგად მიცნობს, უბრალოდ ვერ ვხვდები თქვენ რატომ გადაწყვიტეთ ჩემი დახმარება?
- ყველაფერს თავიდან ბოლომდე მოგიყვები ევა, შენი და ჩემი ისტორია მაშინ დაიწყო როცა შენი შექმნა გადავწყვიტე.
- ვერ მივხვდი? რას ნიშნავს ჩემი შექმნა გადაწყვიტეთ?
- შენ ჩვეულებრივი ბავშვი არ ხარ ევა, მშობლები არასდროს გყოლია, ლაბორატორიაში დაიბადე.
- როგორ თუ მშობლები არ მყოლია? კი მაგრამ როგორ? მე მახსოვს ჩემი მშობლები, -გულზე ხელი მიიჭირა რომ აჩქარებული გულისცემა დაემშვიდებინა და თვალები დახუჭა, წამიერად გაიელვა მოგონებებმა, ნაყინით დასვრილი მამა და მომღიმარი დედა, სათამაშოებით სავსე საძინებელი ოთახი, საღამოობით პოპკორნი მულტფილმები და ორი თბილი საყვარელი სხეული...
- ისინი ჩვენი აგენტები იყვნენ, უბრალოდ თავიდანვე უცნაურად იღბლიანი იყავი, მაინცდამაინც იმ აგენტებს მიგაბარეს რომლებმაც საკუთარი შვილივით გაგზარდეს იმის მაგივრად რომ შენგან თავიდანვე ჩამოეყალიბებინათ ისეთი არსება რომელსაც გრძნობები არ ექნებოდა, როცა ისინი ერთ-ერთი ოპერაციის დროს დაიღუპნენ და სიმონს შეხვდი, მეორედ მაშინ გაგიმართლა, სიმონმა შეუძლებელი შეძლო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ბოლომდე შენს გვერდით ყოფილიყო...
- ესე იგი მშობლები არ მყოლია, არავინ არ მყოლია, არც ნინო...
- არც ის იყო შენთან არაფერ კავშირში, და არასდროს გყოლია ევა, ყოველთვის მარტო იყავი.
- ხვდებით ახლა რა გააკეთეთ? ის პატარა ილუზიაც წამართვით რის გამოც მიმაჩნდა რომ მეც მაქვს შანსი ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებით ვიცხოვრო, -მის ხმაში იმხელა ტკივილი და სასოწარკვეთილება ისმოდა რომ წამით შეეცოდა ექიმ რობერტს თუმცა მაშინვე გაახსენდა საკუთარი მიზნები.
- არ აქვს მნიშვნელობა როგორ და სად დაიბადე, შენ ჩვეულებრივ ადამიანებზე უფრო მეტად ადამიანური ხარ და ამ ყველაფრის შემდეგ წყნარ და მშვიდ ცხოვრებას ნამდვილად იმსახურებ, მე შემიძლია ეს ყველაფერი მოგცე.
- რატომ აკეთებთ ამას?
- არ გეგონოს რომ სინანულის ან იმის გამო ვაკეთებ რომ უცაბედად სიკეთის გაკეთება მომინდა, მე ჩემი მიზეზები მაქვს, მათ მე ცხოვრება დამინგრიეს, ყველაზე ძვირფასი წამართვეს რაც გამაჩნდა, ახლა კი მე წავართმევ შენს თავს, ვერც კი წარმოიდგენ შენი გაუჩინარების შემდეგ რა მოხდება, წინასწარ მსიამოვნებს მათი გამწარებული სახეების წარმოდგენა, მიდი მაისური გაიხადე, თმა აიწიე და დავიწყოთ, -ევას გაოცებული სახის დანახვისას სახეზე სიმკაცრის ნიღაბი გადაიკრა.
- ახლა არ მითხრა რომ თანახმა არ ხარ და გირჩევნია მათ სამართავ თოჯინად დარჩე.
- თანახმა ვარ, უბრალოდ მითხარით რა უნდა კავაკეთო?
- რატომ მენდობი ევა?
- შენ არა, სიმონს ვენდობი, შენში დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, არაფერს გააკეთებდა, მოდი დროს ნუღარ დავკარგავთ, მაისური გაიძრო და თმა კოსად შეიკრა.
- ბიუსტჰალტერიც გაიხადე, -უბრძანა ექიმმა და იქვე კედელთან მიდებული ჩანთა გახსნა, ჩანთიდან ლითონის ვერცხლისფერი ქეისი ამოიღო.
- აქ ყველაფერი მაქვს რაც შეიძლება დაგვჭირდეს, იმედია გაუძლებ, სამი გადამცემი უნდა ამოგიღო სხეულიდან.
- დაიწყეთ ექიმო, -ევას ბევრი არ უყოყმანია და როცა სკალპელის პირველი შეხება იგრძნო კისრის მიდამოებში, კბილი კბილს დააჭირა.
- ზუსტად ორი საათი გაქვს რომ აქედან გახვიდე და აქაურობას მოშორდე, -ექიმმა ჩანთა მიაწოდა, -აქ პასპორტი, საბანკო ბარათები და იმდენი ფულია რომ ძალიან დიდხანს უზრუნველად იცხოვრებ, შენს ანგარიშებზეც საკმაო თანხა დევს, უბრალოდ ისე მოიქეცი რომ ზედმეტად თვალში არავის შეეჩხირო და ყველაფერი კარგად იქნება.
ევამ ზურგჩანთა მხარზე მოიგდო და სარკეში დაკვირვებით შეათვალიერა საკუთარი თავი, უხდებოდა მოკლე შავი თმა და ლინზების მეშვეობით გაყავისფრებული თვალები, იქვე კედელზე მიყრდნობილ, გულზეხელებდაკრეფილ ექიმს თავი დაუკრა და უხმაუროდ გასხლტა ოთახიდან.

- - - - - - - -

დილიდანვე სასიამოვნოდ თბილოდა ბათუმში, მაისის ბოლო იდგა და უკვე დამსვენებლებით იყო სავსე ქალაქი, სანაპიროზე ჩარიგებულ კაფეებში ძნელად თუ იპოვიდი ადგილს, ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ევა წითლად მოკირწყლულ გზას, წელამდე ჩამოშლილ ცეცხლისფერ თმას სუსტი ნიავი უფრიალებდა, ნახევრადგამჭვირვალე მოკლე თეთრი სარაფნიდან მადისაღმძვრელად მოუჩანდა გრძელი ფეხები, დილიდან უმიზნოდ დახეტიალობდა ქალაქში, ექვსზე გაეღვიძა, სასტუმროს ნომერში ვეღარ გაძლო, იმდენი იარა ფეხით რომ საშინლად დაიღალა, დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი გაიძრო და ახლა ბულვარზე ფეხშიშველი აგრძელებდა სიარულს, დაჟინებული მზერა არ შეუმჩნევია, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როცა უზარმაზარი სხეული ჩაეხუტა, დიდმა ძლიერმა მკლავებმა მიწას მოსწყვიტა, ჰაერში აიტაცა და ადგილზე დააბზრიალა.
- ევა ნუთუ ეს შენ ხარ, არ მჯერა რომ გხედავ, ამდენი ხნის მერე...
ევა სუნთქვა შეკრული და ცრემლმორეული უხმოდ უყურებდა მომღიმარ ნიკუშას, თითქოს არაფერი შეცლილიყოს წლების მიუხედავად მაინც ისეთი იყო, ისევ ისეთი გულწრფელი ღიმილი ჰქონდა, უნებურად შეკრთა და უკან დაიხია.
- არც კი გაბედო, -ნიკუშამ ხელი სტაცა და მაგრად მოუჭირა მაჯაზე, -როგორ ფიქრობ ახლა უფლებას მოგცემ რომ გაიქცე და ისე მიგვატოვო როგორც მაშინ? უნდა წამომწყვე, ბიჭებიც აქ არიან და შენი ნახვა გაუხარდებათ.
- ისიც აქ არის? -ჩაწყვეტილი ხმით იკითხა ევამ.
- ბათუმშია მაგრამ ახლა ჩვენთან ერთად არ არის, წამოდი გთხოვ, -პასუხს აღარ დაუცადა წავიდა და ასე პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული გაიყოლა ევა, ასიოდე მეტრის მოშორებით მდებარე კაფეში ისხდნენ გიგი და კაკი, მათ დანახვაზე ჯერ გაშრნენ, გაშეშდნენ, მერე ორივე ერთად წამოხტა და ევას ჩაეხუტნენ, რამდენიმე წამს სუნთქვაც კი ვერ შეძლო ევამ, ეხუტებოდნენ, ეფერებოდნენ, ჯერ კიდევ არ სჯეროდათ რომ ახლა მათ წინ ნამდვილად ევა იყო.
- დიდი დრო გავიდა არა? კაკიმ თავის შევერცხლილ თმაზე და ნიკუშას შემელოტებულ საფეთქლებზე ანიშნა ღიმილით, -თუმცა შენთვის აშკარად არაფერი შეცვლილა, ზუსტად ისეთი ხარ როგორიც ოცი წლის წინ იყავი.
- ნამდვილი სასწაულია, ყველაფერი ისე დამიდგა თვალწინ თითქოს გუშინ ყოფილიყოს, -გიგიმ ხმაურით მოსვა ლუდი და ღიმილით შეხედა ევას.
- არ გვკითხავ საბა როგორ არის? თუმცა ალბათ ისედაც იცი, ყოველთვის ვგრძნობდით შენს სიახლოვეს, არ გეგონოს რომ ვერ ვხვდებოდით ყოველთვის როგორ გვეხმარებოდი და გვიცავდი, -ნიკუშამ მხარზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა, -იცი რომ საბა ყოველთვის გელოდა, შენი ნახვის იმედი არასოდეს დაუკარგავს... შვილი ჰყავს თუმცა არ დაქორწინებულა, ახლაც მარტოა, ყოველთვის მარტოა, ყოველთვის...
ნიკუშას მკლავებისგან თავი ძლივს გაინთავისუფლა და ცრემლები რომ დაემალა აქაფებულ ტალღებს გაუშტერა თვალი.
- სალამი ბიძებო, ბოდიში რომ ასე შემოგეჭერით მაგრამ გეგმები ჩამეშალა და დღეს მთელი დღე თქვენთან ერთად ვარ, -ამ საოცრად ნაცნობი ხმის პატრონმა ევას გვერდით ხმაურით გამოწია სკამი, დაჯდა და როცა მხოლოდ საბასთვის დამახასიათებელი სურნელიც იგრძნო ევამ, შეაჟრჟოლა და კბილს კბილი დააჭირა რომ ფეხზე არ წამომხტარიყო, ბიჭები აღელვებულები უყურებდნენ ევას...
- ამ გოგონას არ გამაცნობთ? -აშკარა ინტერესით იკითხა, ნელ-ნელა შებრუნდა ევა მისკენ და როცა ზუსტად საბასნაირ მწვანე თვალებს შეეჩეხა, ვეღარ გაუძლო, სახე ხელებში ჩარგო და ატირდა, გამხდარი მხრები უცახცახებდა, ცრემლები ნელ-ნელა წვეთ-წვეთობით იღვენთებოდა ძირს, გამშრალი, გაშეშებული, თვალცრემლიანი ბიჭები ვერ ხვდებოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ.
- რა ხდება, რა გჭირთ? კარგად ხართ? -მხარზე მსუბუქი შეხება იგრძნო ევამ, სახიდან ხელები მოიშორა, ღრმად ამოისუნთქა და კიდევ ერთხელ შეხედა ბიჭს, თვრამეტიოდე წლის ლამაზი მწვანეთვალება ბიჭი იყო და საოცრად გავდა საბას.
- ვერ ვხვდები რა მოხდა, სანამ მოვიდოდი ყველანი ჩვეულებრივად საუბრობდით, ჩემს გამო ხართ ასე?
- შენ არაფერ შუაში ხარ, -ევამ ფრთხილად გადაუსვა თმაზე ხელი, ლოყაზე მოეფერა და მისი გაოცებული თვალების დანახვისას გაეღიმა.
- ძალიან ჰგავხარ მამაშენს.
- ჰო, ყველა ამბობს რომ ძალიან მგავს, -ზურგს უკან მოესმა და ტუჩზე ისე ძლიერად იკბინა რომ პირში სისხლი გემო იგრძნო, ფრთხილად წამოდგა და შებრუნდა, ის იყო, მის წინ იდგა, ისეთი იყო როგორიც ახსოვდა, ახლა ოდნავ შეჭაღარავებული თმით, უფრო დაკაცებული და სიმპათიური, ისე უღიმოდა თითქოს მათ შორის განშორების ოცი წელი არ არსებულიყო, სიყვარულით და მონატრებით სავსე მწვანე თვალები უციმციმებდა, თვალს არ აშორებდა, თითქოს პირველ ნაბიჯს მისგან ელისო, მერე ვეღარ მოითმინა, მოეხვია, გულზე მიიკრა და მწყურვალივით დაეწაფა მონატრებულ ბაგეებზე...
იმ წუთას ყველა ტკივილი გაქრა რაც ევას ამ განშორებამ მიაყენა, იმ წუთას საბას გარდა არავინ და არაფერი არ არსებობდა მისთვის, აღარაფერი არსებობდა რაც მასთან ყოფნაში ხელს შეუშლიდა, აღარც დრო, აღარც მანძილი და არც ადამიანები, ის ოცი წელი, საზღაური რაც იმისთვის გაიღო რომ მისი საყვარელი ადამიანები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ ნამდვილად ღირდა თუნდაც ამ ერთი შეხვედრისთვის.
თვალებგაფართოებული უყურებდა ბიჭი ერთმანეთზე მიკრულ წყვილს რომლებიც ნელი ნაბიჯით მისეირნობდნენ ბულვარში და ერთმანეთს სიყვარულით სავსე მზერას არ აცილებდნენ.
- აქ რა ჯანდაბა ხდება ვინმე ამიხსნის? ის გოგო... ის გოგო სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის თუ იქნება, დაინახეთ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს? როდის აქეთია მამა პატარა გოგონებს დასდევს, ამოიღეთ ხმა ბოლოს და ბოლოს.
- დამშვიდდი ალექს და დაჯექი, ნიკუშამ ძალით დასვა მაგიდასთან გაცოფებული ბიჭი, -ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია, ევა და საბა დიდი ხნის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, მაშინ როცა შენ დაბადებულიც კი არ იყავი, შეხვდნენ და...
- ერთმანეთი შეუყვარდათ, -დააბოლოვა გიგიმ სევდიანი ღიმილით.
- ანუ რა გამოდის, რამდენი წლის არის?
- იმაზე ბევრად დიდია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
- მის შესახებ აქამდე რატომ არაფერი მსმენია?
- ოცი წლის წინ იძულებული გახდა რომ წასულიყო და მამაშენი მიეტოვებინა, საოცარი წყვილი იყო, მართლაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, -კაკი გვერდზე მიბრუნდა რომ უჩუმრად მოეწმინდა ცრემლი.
- მაგას მივხვდი რომ მამა ძალიან უყვარს, როცა შემომხედა და ატირდა...
- ჰო, ალბათ იმიტომ ატირდა რომ შენში საბა დაინახა, შენ ხომ ასე ძალიან ჰგავხარ მამას.
- როგორ ფიქრობთ ამდენი ხნის შემდეგ რატომ დაბრუნდა, რამე შეიცვალა? თქვენი აზრით ისევ წავა?
- იმედია აღარ წავა, -გიგიმ კიდევ ერთხელ გაიხედა ბულვარისკენ სადაც უკვე აღარ ჩანდა წყვილი, -ხომ დაინახეთ როგორი სახე ჰქონდა საბას, როგორი ბედნიერი იყო როცა კოცნიდა, იმედია ევა აღარ წავა თორემ რა გაუძლებს შემდეგ საბას დეპრესიას.
- ჰო, მარტო დეპრესიით თუ გადავრჩით... თითქმის ორი წელი ევას წასვლის შემდეგ ადამიანს აღარ ჰგავდა მამაშენი, -დააბოლოვა კაკიმ როცა ალექსის ცნობისმოყვარეობით სავსე მზერას წააწყდა.
- მერე შენ გაჩნდი და მდგომარეობიდან გამოიყვანე, მას მერე დაგვიბრუნდა საბა რაც საავადმყოფოში პირველად აგიყვანა ხელში.
- თუმცა ოჯახი არასდროს ვყოფილვართ, არ გინდათ, ნურაფერს მეტყვით, ვიცი რომ დედაჩემი არ ყვარებია, დღეს როცა მათ ვუყურებდი მივხვდი როგორია ნამდვილი სიყვარული, რაც არ უნდა მოხდეს მინდა რომ ევა აღარ წავიდეს და მამა მასთან ბედნიერი იყოს.
წამოდგა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, უცნაურად გახალისებული და ღიმილიანი წავიდა ზღვისკენ, ქვიშაზე ფეხმორთხმით დაჯდა და მეოცნებე, მწვანე თვალები მიაპყრო აზვირთებულ ტალღებს.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი Lucien Vanserra

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორია heart_eyes

 


№2 სტუმარი ნუნუ

ქალბატონო სვეტად თქვენ ნოველები ყოველთვის მარაოში ვკითხულობდი ძალიან მომწონდა რამოდენიმეჯერ კომენტარში გკითხედ კიდეც წიგნი თუ გქონდათ გამოცემული როგორღაც შემთხვევით მოვხვდი ამ საიტზე და უღრმეს მადლობას გიხდით ამ შესანიშნავი ნამუშევრებისთვის თქვენ კეთილშობილებას საზღვარი არა აქვს გმადლობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent