შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Ennie


4-06-2022, 18:05
ავტორი Buzalladze
ნანახია 406

-მივდივარ...-ეს რომ ვთქვი ყველამ მე შემომხედა, ყველაზე გაკვირვებული დათა მიყურებდა
-როგორ თუ მიდიხარ?სად მიდიხარ?რამდენი დღით?
-სულ მივდივარ...აღარ დავბრუნდებ...
-შეიძლება ცოტახნით გავიდეთ?-უსიტყვოდ დავუქნიე თავი და უკან გავყევი
-რას ნიშნავს მიდიხარ და აღარ დაბრუნდები?
-იმას რომ მივდივარ, აღარ მინდა აქ გაჩერება იმ ამბის შემდეგ,სული მეხუთება და ყველგან ის მელანდება! გ
-მეც მოგყვები?-კითხვასავით ჟღერდა ალბათ აზრსს მეკითხებოდა
-არა!
-რატომ?
-მე მარტო მინდა ყოფნა და არა სხვასთან ერთად...
-იმ ამბის შემდეგ ყველა შევიცვალეთ და ყველას გვტკივა მისი ამბავი მაგრამ საყვარელ ადამაინებს არ ვტოვებთ ენნ...
-მე ყველა არ ვარ! არ შემიძლია იმ ცხოვრების სადაც ჩემი ძმა არ არი! ის ჩემი სულის ნაწილი იყო და არა ვიღაც გამვლელი!
-ყველას ძმა იყო მაგრამ ასე არავინ იქცევა!
-არ მაინტერესებს მე მინდა ამ წყეულ ადგილს მოვშორდე, ყველა და ყველაფერი ჩავმარხო მასთან ერთად!
-ანუ ჩვენს გარეშე აპირებ ცხოვრების გაგრძელებას?!
-კი...
-იმათი დატოვება რომ არ გიჭირს ვხედავ მაგრამ მე?! ჩვენ?!
-ბოდიში, მაგრამ უნდა დავამთავროთ! ხვალ მივდივარ და ბარგი უნდა ჩავალაგო...
-თუ ოდესმე დაგჭირდები იცოდე რომ შენს გვერდით ვარ
-მადლობა ყველაფრისთვის
ჩემს ოთახში ავედი რომ ბარგი ჩამელაგებინა...
-მართლა გვტოვებ?!-ყველა ერთად შემოვიდა დათას გარდა
-ახალი ცხოვრება მინდა დავიწყო, დათა სად არის? მაგის რამოდენიმე მაიკა მინდა წავიღო და თუ მომცემდა უნდა მეკითხა...
-წავიდა
-სად წავიდა?
-არ ვიცით უბრალოდ წავიდა და თქვა არ დამელოდოთო
-კარგი, დავურეკავ ცოტახანში
-ენნ ყველაზე მეტად მას ეტკინა ეს ამბავი, ჩვენ თუ არა ის მაინც წაიყვანე თან...
-ბავშვებო ხვალ ღამე მივფრინავ ამიტომ დრო კიდე გვაქ, ხვალ ვილაპარაკოთ გთხოვ-ვთქვი თუ არა ყველა გავიდა, დათას მილიონჯერ დავურეკე მაგრამ არ იღებს...უცებ გონება მინათდება და მახსენდება ის ადგილი სადაც ერთად დავდიოდით
-მე გავდივარ და დათას მოვიყვან არ ინერვიულოთ-ყველა მე მიყურებდა
-გინდა გაგიყვან? ღამეა და ვერ გაგიშვებ მარტო-ფეხზე წამოდგა ლუ, ის ყოველთვის ასეთია სულ გადაუარო დახმარებას მაინც შემოგთავაზებს
-არა მადლობა ვიპოვნი ჩემით-ამ ლაპარაკში ვიყავით როცა კარებზე ბრახუნი ატეხეს
-მე გავაღებ ერთი წუთით-კარებისკენ გავქანდი იმ იმედით რომ დათა იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა უბრალოდ მასთან ერთად კიდევ ორი პოლიციელი იდგა
-პოლკოვნიკი დარსია, ეს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იყო ტყეში, პოლიციაში გამვლელებმა დარეკეს და მან თქვა რო აქ მოგვეყვანა...იცნობთ მას?
-მმ...დიახ ეს ჩემი შეყვარებულია, მადლობა რომ დაეხმარეთ
-ეს ჩვენი მოვალეობაა...
დატოვეს და წავიდნენ
-ბიჭებო მოდით მომეხმარეთ რომ ოთახში ავიყვანოთ და დაიძინოს
-ჩემით ავალ ენნ წამომყევი!-ეს იყო უგუნო მდგომარეობაში? ისეთი ხმა აქ თითქოს ვინმე მოვკალი, უკან წავყევი და ოთახში როგორც კი შევედით კარები ჩაკეტა, ეს უკვე მაშინებს
-დათ, მოდი დაწექი და ხვალ ვილაპარაკოთ კარგი? დაგეხმარები გახდაში...
-შენ მე მომატყუე...დიდი პრობლემა გაქ და მაგიტო მიდიხარ ხო? ენნ ხომ გთხოვე ყოველთვის ყველაფერი მოგეყოლა და არ დაგემალა არაფერი?
-არაფერს ვმალავ დათა, დაწექი და დაიძინე ხვალ ვილაპარაკოთ
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ვიღაც ნარკომანი რო დაგსდევს და სიკვდილით გემუქრება მაგაზე? თუ იმაზე ზუსტად მაგის გამო აქ რო გვტოვებ?-ღრიალი დაიწყო
-ჩუმად არავინ გაიგოს, მაგაზე ვილაპარაკოთ ხო უბრალოდ ახლა დაწექი მიდი



ჩემი პირველი მოთხრობაა, გამიზიარეთ თქვენი აზრი ღირს გასაგრძელებლად? ნელ-ნელა ყველაფერს დავხვეწავ



№1  offline წევრი Soraya

კარგია, ისეთია მეორე თავსაც რომ წაიკითხავ იმიტომ რომ პირველ თავში ბევრი ინტრიგაა.
წარმატებები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent