შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ივენთი //1//


21-06-2022, 00:02
ავტორი ენქეი
ნანახია 10 973

18 სექტემბრის ცხელი დილა იყო, თითქოს ზაფხული ჯერ არ გასულა ისე უდარდელად იმზირებოდნენ ნუცას ოთახის ფანჯარაში მწვანედ შეფერილი ხეები, ცა მოწმენდილი და კრიალა ცისფერი იყო, ირგვლივ სრულ სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა, როგორც ყოველთვის იმ დილითაც საკმაოდ ადრე გაიღვიძა ნუცამ რომ მამისთვის მიესწრო სანამ სამსახურში წავიდოდა, თხელი ხალათი მოიცვა და ოთახიდან ფეხშიშველი გავიდა.
-მაა-კიბეებზე ყვირილით ჩამოვიდა 17წლის გოგონა და სასტუმრო ოთახში შევიდა.
-გისმენ ნუცა-კაცმა სიგარეტს მოუკიდა და შვილს ღიმილით გახედა.
-აუ მა,რა მინდა გთხოვო-ყოყმანით წამოიწყო ლაპარაკი და დიდრონი ცისფერი თვალები საწყლად ააფახულა-დღეს ელენეს დაბადებისდღე ხოა?
-ხო გითხარი გიშვებთქო-ბაგე ღიმილმა გაუპო და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-ხომაგრამ ანუ გოგოები იქ რჩებიან:სალომე,თიკა და მეც რო დავრჩე შეიძლება?
-ღმერთო-საზურგეს მიეყრდნო და წამით ჩაფიქრდა.
-კარგი რა სანდრო,გაუშვი გაერთობა-ღიმილით უთხრა ცოლმა და ნუცას გვერდით დაუდგა.
-თქვენს ასაკს შორის იმდენად მცირე სხვაობაა თითქმის ერთნაირად აზროვნებთ-მობეზრებულად აატრიალა თვალები და ფეხზე წამოდგა.
-აბა ჩემზე 16წლით დიდი დედიკო რო მომიყვანე რა გეგონა-გაიცინა გოგონამ.
-კარგი წადი,მაგრამ ჭკვიანად-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და თვალი ღიმილით გააყოლა კიბეებზე მიმავალს.
-ხომ იცი რო ჭკვიანად იქნება,არაფერს დააშავებს.-გვერდით დაუდგა ლიზა.
-ხოვიცი,ჭკვიანი გოგო მყავს-ღიმილით უთხრა და შუბლზე ტუჩები მიაკრო.-შენ რომ არა ის ასეთი არ იქნებოდა,მიხარია რომ მყავხარ.
-ის ჩვენ ორივემ ვაქციეთ ასეთ კარგ ადამიანად. ფაქტიურად ორივე მასთან ერთად გავიზარდეთ.- ქმარს სხეულზე მიეკრო და სამზარეულოში მასთან ერთად გავიდა.
6საათისთვის უკვე მზად იყო ნუცა ,გრძელი შავი კაბა და შავი მაღლები ეცვა,ქერა თმა გაისწორა,სადა მაკიაჟი გაიკეთა და ქვემოთ სწრაფად ჩავიდა.
-ოჰოო ქალბატონო რა ლამაზი ხარ-ღიმილით მიეგება დედა ნუცასს.
-მართლა ძალიან ლამაზი ხარ-ნელა მიუახლოვდა სანდრო და ქალიშვილს თავზე აკოცა.
-მადლობა დიდიი-ორივეს გადაეხვია და მათ წინ კიდევ ერთხელ დატრიალდა.ერთ საათში სანდრომ მანქანა აგარაკის ეზოში გააჩერა.
-დიდი მადლობა მაა.
-ჭკვიანად იცოდე,ელენესთან რომ მიხვალ დარეკე.
-კარგი მაა,აუცილებლად-ლოყაზე აკოცა და ნელი ნაბიჯით შევიდა შენობაში.სწრაფად შეამჩნიეს სტუმრებმა მისი მოსვლა,სადაქალოში ყოველთვის ყველაზე ლამაზი იყო, ქერა თმა, დიდრონი ცისფერი თვალები რომელიც ნაცრისფერ ფერში გადადის,ლამაზი სახის ნაკვთები და კარგი ფორმები.ნამდვილად ლამაზი იყო.
-ვაიმე,დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ ნუციკოო-მეგობარს გადაეხვია ელენე.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ ელეე-ღიმილით უპასუხა და საჩუქარი გაუწოდა.
-რატომ შეწუხდიი,წამოდი მაგიდასთან მივიდეთ.-ხელით მაგიდისკენ ანიშნა და სტუმრებს მისი თავი წარუდგინა, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო სახლის მისაღებში, რამდენიმე მაგიდა სადაც ნაცნობ-უცნობები ისხდნენ და ბარი, სტუმრების უმეტესობა ნუცასთვის უცნობი იყო, დანარჩენი კლასელები და სკოლის მეგობრები.-კარგად ერთობი?
-რამდენადაც ასეთი ადგილები მომწონს იმდენად-სიცილით უთხრა ნუცამმ და ღვინო მოსვა.
- რესტრორნის დახურვას ვგეგმავდი მაგრამ მაგდენი ხალხიც არ მინდოდა,თანაც ნახე გვერძე მაგიდაზე რასასტავი ზის-ხელი მეორე მაგიდისკენ გაიშვირა სადაც ოცი-ოცდახუთიოდე წლის ბიჭები ისხდნენ.
-და ისინი აქ საიდან მოხვდნენ? იცნობ?
-არა, მოსაწვევები ინტერნეტით დავარიგე, ეს ღია წვეულებაა ნუცც.
-მგონი დაბადებისდღის ასე გადახდა მხოლოდ ბიჭების გამო გინდოდა.-სიცილი აუტყდა სალომეს
-კიკი ზუსტად მასეა-დაეთანხმა ნუცა.
-სამაგიეროდ ერთი სიმპატიური ბიჭი უკვე შევნიშნე. -ღიმილით გაიხედა მათ პირდაპირ მყოფი ორი ბიჭისკენ.
-ეს წვეულება ან ძალიან კარგად დამთავრდება ან ძალიან ცუდად. -ვარაუდი გამოთქვა სალომემ და სასმლის მოსატანად წავიდა.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა, მუსიკა საკმაოდ მაღალ ხმაზე იყო აწეული და სასმელიც დიდი რაოდენობით იყო ბართან, ზურგი ვიღაცის მწველმა მზერამ აუწვა და მიტრიალებისას ნუცამ ხალხში, მისი ყოფილი რომ დაინახა ისევ ზურგი აქცია და მაგიდას მთელი არსებით აეკრო. საბა ცუდი ბიჭი არასდროს ყოფილა, ეტყობოდა რომ ნუცაზე გიჟდებოდა მაგრამ ნუცა ახლოსაც არ იკარებდა, ისე იყვნენ როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეები რომლებიც ერთმანეთს წერილებს წერდნენ და პასუხს დიდი მოთმინებით უცდიდნენ. ასეთი იყო მათი ურთიერთობაც, წელიწადნახევრიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა საბამ ნუცას გული მოიგო, თუმცა ეს ზედმეტად მცირე ხნით მოხდა და ნუცამ ურთიერთობა მალევე დაასრულა. არც საბამდე და არც მის შემდეგ არავინ ყოლია და თავს მაინც სრულყოფილად და ბედნიერად გრძნობდა. ფიქრებიდან ვიღაცის უხეშმა ბარიტონმა გამოიყვანა.
-ვიცეკვოოთ?-ნელა მიუახლოვდა ნუცას სიმპათიური ახალგაზრდა-ნუ რათქმაუნდა თუ გამატანთ-გოგოებს გადახედა რომლებიც ნუცას შემოხვეოდნენ.
-მე, ცეკვა დიდად არმიყვარს -იუარა ნუცამ და თიკას ხელზე უჩქმიტა იმის იმედით რომ რამეს მოიფიქრებდა.
-კიკი რათქმაუნდა წაიყვანე.-ღიმილით მიუგო სამივემ და ნუცას ბიჭისკენ ოდნავ უბიძგეს. ფეხათრევით გაჰყვა ბიჭს და მის მოპირდაპირედ დადგა,სცენის შუაგულში ცეკვავდნენ ნუცა და კოტე,ბიჭს ისე ყავდა ჩაბღუჯული თითქოს სადმე გაექცევაო,შორიდან ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ მაგრამ სინამდვილეში ნუცას ერთი სული ჰქონდა მუსიკა დამთავრებულიყო და მისი მკლავებიდან თავი დაეღწია, მის ზურგზე ხელებს დააცოცებდა ბიჭი და ცდილობდაა სულ უფრო მეტად მიეკრა სხეულზე,მალე შეუერთდნენ მათ სხვებიც და ხალხმა ერთმანეთში არევა დაიწყო. ნუცას ეგონა მას ამდენ ხალხში ვერავინ ამჩნევდა, სინამდვილეში კი ერთი ადამიანის გული უკვე მისკენ მიიწევდა.
***
-კაი რა შე*ემა, 1 კვირაში დავაბრუნოთ უკან და ვთქვათ რომ ვიხუმრეთ. ჩემებიც დაწყნარდებიან, რამეს ხოარ ვუპირებთ, პროსტა მაგრად მჭირდება და ქალი გამოძახებით მაგ თანამდებობაზე არ გამოდგება-ადგილზე ცქმუტავდა ანდრეა.
-ბიჭო ვაჩე გაგიჟდება, ხვალ წამოვა ეგ და შეიძლება გააფრინოს რო ვუთხრათ რაც გავაკეთეთ. -იუარა გეგიმ
-გაგვიგებს ეგეც. ჩემებმა უკვე ტვინი მომიტ*ნეს, ჩემი შეყვარებულიათქო ვიტყვი, რამდენიმე თბილი ჩახუტება იქნება და დავაბრუნებ.
-ში**ოარგაქვს შენ? 1 კვირის მერე რას ეტყვი დავაი ნა*უი სახლშიო?
-გეგი ნუ მი*რაკებ რა. 6 დღეში დედაჩემი ჩამოვა, ნენემ გამიჩალიჩა ცოლი მოყავსო, მაგასაც ხო მეტი არ უნდა. ძმურად გვერდში დამიდექი რა.
-შე*ემა, იმას თავი დავანებოთ რო დედაშენთან შეიძლება პირი მოაღოს იმ გოგომ. პოლიციაზე და კანონზე არაფერი გსმენია?
-ვთხოოვ რომ არ მიჩივლოს.-გაიცინა ანდრეამ და სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
-სულ გამო**ევდი შენ. დაგვენ**ევა. -გააფრთხილა გეგამ.
-, გამოვძვრებით.
-ვინ მიგვყავს იცი? -იკითხა გეგამ და სტუმრებს თვალი შეავლო.
-ანუ ჩემთან ხარ? -გაიღიმა ანდრეამ.
-პასუხი არ მიმიღია, ვინ მიგვყავს?
-აი ის, გრძელთმიანი. ქერას გვერდით რომ დგას. -თავით ანიშნა ელენეზე.
-იცი მაინც ვინაა?
-კი, იუბილარია. -გაეცინა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სამიზნე.
-უარესად დაგვენ**ევა. სხვა არავინ მოგწონს?
-გოგო გოგოა, რამნიშვნელობააქვს იუბილარია თუ არა. თან ეს 18ის გახდა, სხვა 17ის რო იყოს დან**ევა მერე ნახე. -გადაიხარხარა და სიგარეტს მხიარულად მოუკიდა.
-აქედანვე მიგვყავს თუ ველოდებით სანამ ყველა არ წავა?
-გოგოები ხო იცი, ან ფოტოების გადასაღებად გავლენ ეზოში, ან მაკიაჟის შესასწორებლად საპირფარეშოში. ხოდა იქიდან წავიყვანოთ.
-შენ ყველაფერი მოფიქრებული გქონია.
-ხოიცი მე მაგარივარ. -სიცილს ვერ იკავებდა ანდრეა. გეგისაც ეცინებოდა თავის მდგომარეობაზე, ასეთ სისულელეს პირველად აკეთებდა და იმედოვნებდა 20 წლის ასაკში ციხეში არ მოხვდებოდა...

***
-საშინლად დავიღალე რა- კოტესგან ძლივს დააღწია თავი და აბუზული დადგა გოგოებთან-ზუსტად ეს არის მიზეზი რის გამოც არასოდეს არ დავდივარ ასეთ წვეულებებზე. -აწუწუნდა ნუცა.
-ცოტა დალიე და მოეშვი კარგი?- დაარიგა ელენემ.
-შენ რომ დალიე აზრი?
-მე ახალი ურთიერთობისთვის ვემზადები ნუცც. ეგ შენც არ გაწყენდა.
-ისიც მეყოფა რაც მქონდა.
-საბასთან? კარგი რა, საბა იდიოტია. ვინმე ძლიერი და მამაკაცური გჭირდება.
-შენ რა გასათხოვარი ქალივით მელაპარაკები. -წარბი აწია ნუცამ- 18ის გახდი და უკვე გათხოვებას აწვები?
-ეგ რა შუაშია, უბრალოდ ის ბიჭი დიდიხანია მომწონს, სკოლაშიც ვამჩნევდიხოლმე, რამდენჯერმე იყო მოსული.
-შეეშვი კარგი? იმენა fu*k boy-ს შთაბეჭდილებას ტოვებს.
-მე მაინც ვცდი. ოღონდ მოდი ჯერ მაკიაჟი შევისწოროთ თორემ ტუჩსაცხი სულ მომშორდა.
-მე მაინც მგონია რომ აქ ბევრი კარგი გულის პატრონია და მაინც და მაინც მაგ ბიჭს არ უნდა ეფლირტავო. -ამაოდ ცდილობდა ნუცა ელენეს გადარწმუნებას.
-სახლში ხომ არ მივყვები არაა, უბრალოდ გავიცნობ. -მხრები აიჩეჩა ელენემ.- საძინებელში გამომყევი ჩანთა იქ მაქვს.
-კარგი, კარგი.- ბურტყუნს მოჰყვა ნუცა და წინ მიმავალ ელენეს უკან მიჰყვა.ელენემ ოთახში შესვლისთანავე ჩანთიდან ყველაფერი ამოყარა და მაკიაჟის შესწორებას შეუდგა, ნუცა მხოლოდ ერთხელ დატრიალდა სარკის წინ და სააბაზანოში შევიდა. ალბათ საკმაოდ დიდხანს იტრიალებდა ელენე სარკის წინ რომ არა ოთახში შემოსული უცნობი სილუეტი.
-შენ ვინ ... -გაგრძელება ვერ მოახერხა ისე სწრაფად ააფარა გეგამ სახეზე ქიმიკატებით გაჟღენთილი ნაჭერი და მის დამორჩილებას შეეცადა თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ წავიდა როგორც ისინი გეგმავდნენ. ელენემ საკმაოდ დიდხანს გაუწია წინააღმდეგობა და იმდენი მოახერხა რომ კომოდიდან რამდენიმე შუშის ბოთლი გადმოაგდო რამაც ნუცას ყურადღება უმალ მიიპყრო და სასწრაფოდ გამოვიდა სააბაზანოდან.
-რა იყო წამოგიარეს? -ღიმილით გამოვიდა და ელენეს ამ მდგომარეობაში დანახვისას ადგილზე გაშეშდა, ვერც წარმოედგინა რომ ოთახიდან გამოსულს საძინებელში ასეთი სიტუაცია დახვდებოდა.
-ანდრეა ჯანდაბა შენს თავს, აქ მეორე გოგოცაა. -კართან მოდარაჯე ანდრეას გასძახა გეგიმ რომელმაც საკმაოდ სწრაფად მოახდინა რეაგირება ოთახში შევარდა, სწრაფად დაფარა მათ შორის მანძილი და ნუცას პირზე ხელი ააფარა.
-ახლა რა ვქნათ- ხელით ძლივს აკავებდა ნუცას ანდრეა.
-სი*ი ხარ, მომინდომა გოგოს მოტაცება. -ელენემ ამდენს ვეღარ გაუძლო, ღრმად შეისუნთქა საშინლად მწველი სურნელი და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა, გეგიმ მაშინვე ძირს დააწვინა და ნუცას მივარდა რომელიც გიჟივით იბრძოდა თავის გასათავისუფლებლად.
-მამაჩემი აუცილებლად გიპოვით. -მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ნუცამ და მანაც უმალ ელენეს ბედი გაიზიარა...
***
-ხომ ვამბობდი საშინელი აზრიათქო, ახლა 10 კიარა 20 წლით ჩაგვსვამენ. 1 გოგო გინდოდა და 2 შეგვრჩა საბოლოოდ. -გე საშინლად იყო გაბრაზებული, სამომავლო სიტუაციას განიხილავდა და თან ანდრეას საშინლად ლანძღავდა.
-შე*ემა მე რა ვიცოდი რო ასე მოხდებოდა? ვერც დავტოვებდით, სახეზე დაგვინახა და თან სახელი დამიძახე.
-სახელზე დარდობ შეენ? ციხეში ამოგვალპობენ.
-ვაჩე რამეს მოიფიქრებს, მთავარია სვანეთში ჩასვლამდე არ გაეღვიძოთ.
-ვაჩე ორივეს დაგვხოცავს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე... -ნიშნისმოგებით გადახედა გეგიმ ანდრეას და თავი საზურგეს მიაყრდნო...
***
გეგი ნამდვილად სოწრად ფიქრობდა ვაჩესთან დაკავშირებით, ორივეს მოკლავს როცა გაიგებს რა გააკეთეს და რისი გულისთვის. ყოველთვის ყველაზე სერიოზული და მძიმე ხასიათის იყო თუმცა როცა მეგობრებს მისი გვერდში გდომა სჭირდებოდათ ის ყოველთვის პირველი იყო.
გზაში არცერთს გაუღვიძია, ისე მშვიდად ეძინათ თითქოს არც არაფერი მომხდარა. სახლი ცარიელი იყო რაც იმას ნიშნავდა რომ ვაჩე ჯერ არ ჩამოსულა. გოგოები ოთახებში აიყვანეს. სახლს მხოლოდ სამი საძინებელი ქონდა ელენე თავის საძინებელში შეიყვანა ანდრეამ და კარი დაუკეტა ნუცა მოპირდაპირე ოთახში და მისი ოთახის კარიც საგულდაგულოდ ჩაკეტა.
წამით ფიქრობდნენ რომ საშინელი უბედურება უკვე მოიშორეს თავიდან მაგრამ ყველაზე ცუდი ჯერ ისევ წინ ქონდათ. ორივეს ტელეფონი გუშინ საღამოდან მოყოლებული გაუჩერებლად რეკავდა, ყველაზე კარგი ამ ამბავში ის იყო რომ ჯერ არცერთის მშობელს არ დაურეკავს.
რამდენიმე საათით ბიჭებმაც დაიძინეს, მათი მყუდროება ვაჩეს შემოსვლამ დაარღვია რომელიც დაახლოებით 9 საათისთვის ჩამოვიდა და მისი პირველი კითხვა ის იყო თუ რატომ ეძინა ორივეს სავარძელზე როცა სახლში 3 საძინებელია.
-ვაა ძმაო როგორხარ? -ორივე ფეხზე წამოვარდა და მეგობარს გადაეხვია.
-მე კარგად მაგრამ თქვეენ რაღაც დიდად ხოდზე არ ჩანხართ. მაგდენი დალიეთ წუხელ?
-არც მთლად მაგდენი. მაგრამ ჯობდა ბევრი დაგველია და რაღაც სისულელე არ ჩაგვედინა. -სახე მოექუფრა გეგის
- რახდება ტო მშვიდობა გაქვთ? -დაიძაბა ვაჩე
-მაგარი ყ*ეობა გავაკეთეთ წუხელ, მე და ანდრეამ ორი... -გაგრძელება ვერ მოასწრო რადგან ზედა სართულიდან ნუცას ყვირილი მოესმათ.
-სახლში კიდევ არის ვინმე? -გაუკვირდა ვაჩეს
-გამომიშვით თქვე ცხოველებო, არაადამიანებო. მამაჩემი ყველას გიპოვით, რომელი საუკუნეა თქვენ რა საერთოდ ვერ აზროვნებთ? -ბოლო ხმაზე კიოდა ნუცა და კარს წიხლებს მთელი ძალით ურტყამდა.
-**ილი ვიყო რახდება ზემოთ? - ტელეფონი იქვე მიაგდო ვაჩემ და ზედა სართულზე სირბილით ავიდა, წამის მეათასედში დადგა კართან გასაღები გადაატრიალა და კარი ხმაურით გააღო. ზღურბლზე შეშინებული და გაცოფებული ნუცა ლიჩელის დანახვისას ადგილზე გაშეშდა.
-თქმა ვერ მოვასწარით, გუშინ ორი გოგო მოვიტაცეთ. -მშვიდად მიუგო ანდრეამ და ოთახში ცალი თვალით შეიხედა.
-ჯანდაბა... -გაცოფებულმა ამოთქვა ყიფიანმა და ოთახის კარი ხმაურით დაკეტა...





დაგიბრუნდით, ველი თქვენს კომენტარებს heart_eyes



№1 სტუმარი ლილი

გვღუპავვ? მალე დადე რაა heart_eyes

 


№2 სტუმარი Ani

esss ra iyoooo???!!!!!!

 


№3  offline წევრი Maia G.

გამეხარდა შენი დაბრუნება,ვატყობ კარგი ამბები გველოდება♥️ველი შემდეგ თავს.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

ზოგადად შენი ისტორიები სულ ინტრიგებით სავსეახოლმე. ახლაც ასეა, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და ის თუ როგორ მუშაობ ყოველდღე საკუთარი თავის განვითარებაზე. ძალიან დაიხვეწე, მე მახსოვს შენი პირველი ისტორიები და რადიკალური ცვლილებაა მოხდენილი. ვეჭვობ ვაჩე უნდა შემიყვარდეს,წარმატებები, ველი შემდეგ თავს. kissing_heart

 


№5  offline მოდერი ენქეი

ლილი
გვღუპავვ? მალე დადე რაა heart_eyes



ხვალ დაიდება მეორე თავი heart_eyes

 


№6  offline წევრი kesane1700

გულს რომ გაუხარდება და თვალს ესიამოვნება ისეთი ისოტრია ჩანს. flushed ინტრიგაში ვარ, მაინტერესებს საიდან იცნობს ვაჩე ნუცას, ანდრეა რა სასაცილო ტიპია. გეგი უმაგრესი ადამიანი, ციხის მიუხედავად გვერდში რომ დაუდგა მეგობარს bowtie ახალ თავს ველოდები kissing_heart

 


№7  offline წევრი Marikagogolqdze

ვნახოთ, ვნახოთ
რა იდიოტო უნდა იყო რომ გოგოები აასე მოიტაცო და გამოკეტო
კიდევ კაი ეს ვაჩე მაინცაა ნათელი წერტილი

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

შოკი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო და სასიამოვნო სახალისო თავი იყო მადლობა წარმატებები ????????????????

 


№9  offline წევრი EllaTriss

სულ გკითხულობდი ხოლმე, ენ... მიხარია შენი სიახლის დანახვა, ძალიან უხდები საიტს, აი ასეთი განსხვავებული მუხტი რომ შემოგაქვს❤
როგორც ყოველთვის, ბევრი გულები ჩემგან❤

 


№10  offline მოდერი ენქეი

EllaTriss
სულ გკითხულობდი ხოლმე, ენ... მიხარია შენი სიახლის დანახვა, ძალიან უხდები საიტს, აი ასეთი განსხვავებული მუხტი რომ შემოგაქვს❤
როგორც ყოველთვის, ბევრი გულები ჩემგან❤





ძალიან დიდი მადლობაა❤

 


№11  offline მოდერი ენქეი

kesane1700
გულს რომ გაუხარდება და თვალს ესიამოვნება ისეთი ისოტრია ჩანს. flushed ინტრიგაში ვარ, მაინტერესებს საიდან იცნობს ვაჩე ნუცას, ანდრეა რა სასაცილო ტიპია. გეგი უმაგრესი ადამიანი, ციხის მიუხედავად გვერდში რომ დაუდგა მეგობარს bowtie ახალ თავს ველოდები kissing_heart



მადლობა კესს❤

 


№12  offline წევრი kesane1700

სტუმარი ნინი
ზოგადად შენი ისტორიები სულ ინტრიგებით სავსეახოლმე. ახლაც ასეა, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი და ის თუ როგორ მუშაობ ყოველდღე საკუთარი თავის განვითარებაზე. ძალიან დაიხვეწე, მე მახსოვს შენი პირველი ისტორიები და რადიკალური ცვლილებაა მოხდენილი. ვეჭვობ ვაჩე უნდა შემიყვარდეს,წარმატებები, ველი შემდეგ თავს. kissing_heart



მადლობა დიდიი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent