შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ივენთი //2//


22-06-2022, 00:03
ავტორი ენქეი
ნანახია 8 115

***
-თქვენ ხო არ გამო**ევდით ბიჭო? ეგ აზრად საერთოდ როგორ მოგივიდათ? -გაცეცხლებულმა მოუკიდა სიგარეტს და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-ნასვამი ვიყავი, თან დედაჩემი ტვინს მიჭამს, ვიფიქრე წამოვიყვან დედაჩემს გავაცნობ და 1 კვირაში დავაბრუნებთქო. -მხრები აიჩეჩა ანდრეამ.
-იმაზე არ გიფიქრია რო ეგ გოგო უპატრონო არ იქნებოდა? ოჯახი ეყოლება, მშობლები მოძებნიან, პოლიცია ანდრეა, კანონი. რა ჯანდაბა დაგემართა საერთოდ? -თვალებანთებული იდგა ანდრეას პირისპირ და თავს ძლივს იკავებდა მაგრად რომ არ ეცემა.
-თავიდან ვიფიქრეთ მაგაზე მაგრამ, მერე დავიკიდეთ. თუმცა მაინც არ ვგეგმავდით მოვლენების ასე განვითარებას. -შეწუხებულმა ამოთქვა გეგიმ და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა.
-მაინც რას არ გეგმავდით? -თვალები დააკვესა ვაჩემ.
-იმას რომ ერთის მაგივრად ორი გოგოს მოტაცება მოგვიწევდა. -არც უფიქრია ისე მიახალა ანდრეამ.
-ორი? თქენ მართლა ში**ოარგაქვთ ბიჭო?  ჯერ ერთი რო მოიტაცე რაღაც სულელური მიზეზის გამო მაგას როგორ გაამართლებ და ახლა ორი?
-შემთხვევით მოხდა.
-მეორე რაში გჭირდებოდა?  ერთი დედაშენს უნდა გააცნო და მეორე? ბონუსად მოყვაო მაგას ეტყვი? 
-ელენეს რომ ვიტაცებდით ოთახში შემოვიდა, ვერ დავტოვებდით აზრი არ ქონდა.
-ძმაო გარეგნობა შენ არ გი*რაკებს, ფული გაქვს,ტვინი გიმუშავებს. ნუ ყოველშემთხვევაში მეგონა რომ გიმუშავებდა. ნებისმიერი გოგოსთვის გადაგეხადა 1დღით კიარა 1 წლით იქნებოდა შენი საცოლე, ეგ რამ მოგაფიქრა? ან ჩემთვის გეთხოვა დაგეხმარებოდი. მართლა გგონია რომ იმ ქერას აქ 1 კვირა გააჩერებ? დავიჯერო არ გესმის რამხელა ხმაზე ყვირის? -თავით მეორე სართულისკენ ანიშნა- შენ თუ არ დააბრუნებ მებოზბლები პოლიციას გამოიძახებენ და ისინი დააბრუნებენ.
-მოტაცებულია უკვე აზრი? მშობლებთან მივაწერინოთ და დაველაპარაკოთ.
-დააბრუნე ანდრეა, ორივე! -უკვე ყველა ძარღვი ეტყობოდა იმდენად იყო გაღიზიანებული.
-აზრი?  მოტაცებულია ორივე უკვე, მაინც დაგვენ**ევა და მაინც.
-იცი მაინც მაგ გოგოს მამა ვინაა? მშვიდად ავუხსნათ სიტუაცია და იქნებ რამე გამოვიდეს- ისევ ყვირილზე გადავიდა ვაჩე.
-საიდან უნდა ვიცოდე შე*ემა პირველად ვნახე.
-მამამისი დეტექტივი სანდრო ლიჩელია, კაცი რომელსაც არცერთი საქმე შუაგზაზე არ მიუტოვებია და გინდა მითხრა რომ მის ერთადერთ ქალიშვილს 1 კვირით თუ მოიტაცებ არაფერი მოხდება?
-ჩვენ რავიცოდით ტო, მაგის წამოყვანას არც ვაპირებდით. -გამოესარჩლა გეგი
-ხოდა როარიცოდით გეუბნებით, სანამ დრო გაქვთ დააბრუნეთ თორე მერე ყველაფერი ცუდად დამთავრებდა და არამგონია მისგან დამალვა მოახერხოთ. ერთადერთი ეს ვინც მოახერხა მამაჩემი დათო ყიფიანია და არამგონია მისი ბედის გაზიარება გინდოდეთ. -კბილები გაახრჭიალა და კიბეებზე ხმაურით ავიდა.
-წავალ მე ელენეს დაველაპარაკები. მშვიდად ავუხსნი სიტუაციას, იმედია ეგეც ყვირილს არ მორთავს. -თავი დანანებით გააქნია ანდრეამ და გაცეცხლებულ ვაჩეს უკან მიჰყვა...
***
კარი ხმაურით გაიღო, ოთახი მზის სხივებს გაენათებინა, ელენეს ჯერ ისევ ეძინა. როგორც ჩანს ანდრეას შემოსვლამ გამოაფხიზლა. წამწამები ნელა დააშორა ერთმანეთს და თვალები მოიფშვნიტა.  ოთახი წამის მეათასედში მოათვალიერა და შეშინებული ფეხზე წამოვარდა.
-სად ვარ? აქ რა მინდა? -დაბნეულმა დაიწყო ლაპარაკი და პირველი რაც შეამოწმა ტანსაცმელი იყო. რადგან კაბა ისევ ეცვა ცოტა დამშვიდდა და ზღურბლზე მდგარ ანდრეას მიაშტერდა. -შენნ? აქ რა გინდა? ან უკეთესი კითხვა მე რა მინდა? საერთოდ რა ჯანდაბა ხდება? -ხმა მალევე აუკანკალდა და ეტყობოდა მალე ისტერიკულ კივილს დაიწყებდა ამიტომ ანდრეამ სასწრაფოდ მისი დამშვიდება სცადა.
-გთხოვ ოღონდ არ იყვირო- მშვიდად მიუგო და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ, თუმცა როგორც კი მიხვდა რომ ამან ელენე უფრო შეაშინა ადგილზე გაშეშდა და იქიდან განაგრძო საუბარი. - მე ანდრეა ვარ, ანდრეა გოცირიძე.
-ვიცი ვინც ხარ. -კედელზე აკრულმა მიაძახა და როგორც შეეძლო კიდევ უფრო მეტად აეკრო ზედ.
-ესეიგი იცი რომ მანიაკი არ ვარ რომელიც გოგოებს იტაცებს და ცუდ რაღაცეებს უკეთებს. აი მაგალითად პროსტიტუციაში რომ აბამენ, აუპატიურებენ, ორგანოებს აჭრიან და რაღაც მსგავსი. -ხუმრობა სცადა თუმცა უშედეგოდ.
-იუმორის გრძნობა არ გივარგა მეგობარო, ჯობს პირდაპირ იმის ახსნაზე გადახვიდე აქ რატომ ვარ თუ არ გინდა ჩემი კივილი თბილისში ჩემმა ოჯახმა გაიგოს.
-არ იყვირო, ახლავე აგიხსნი აქ რატომ ხარ. მაგრამ იმით დავიწყებ რომ უახლოეს ერთ საათში სახლში დაგაბრუნებ.
-დასაწყისი მომწონს განაგრძე.
-გუშინ მე და ჩემმა მეგობარმა ცოტა ზედმეტი დავლიეთ, რამდენიმედღეა დედაჩემს გონია რომ საცოლე მყავს და ამერიკიდან ამის გამო აპირებს ჩამოსვლას, ეს რათქმაუნდა ჩემი ბრალია, ჩემი და გავაბრაზე და სამაგიერო გადამიხადა. დედაჩემმა უკვე ყველას გააგებინა ეს ამბავი. ასერომ ვერ ვიტყოდი ხუმრობა იყოთქო ან რამე მსგავსი. ქალი გამოძახებით ჩემს საცოლედ არ გამოდგებოდა, მაშინვე მიხვდებოდა დედაჩემი. მიცნობს და იცის რომ მასეთ ადამიანს ერთ ღამეზე დიდხანს ახლოს არ გავიკარებ. შესაბამისად ალტერნატიული გზის მოფიქრება მომიწია. 
-შენი ალტერნატივა ჩემი მოტაცება იყო? -სიცილი წასკდა ელენეს. -ნუცა სადაა?
-იცინი ეს უკვე კარგია, ნუცა მოპირდაპირე ოთახშია, ვაჩე სიტუაციას აუხსნის და ყველაფერი დამთავრდება. -სიტუაციის განმუხტვა სცადა ანდრეამ. -შენი მოტაცება ძალიან უეცარი ნაბიჯი იყო.
-და სულელური. -დაამატა ელენემ და საწოლზე ჩამოჯდა.
-ნუ ხო, ეგეც. მისმინე არ გთხოვ რომ არ მიჩივლო ან რამე მსგავსი, დაბადებისდღე ჩაგაშხამე, მოგიტაცე და სვანეთში წამოგიყვანე. მესმის და ვაანალიზებ რაც დავაშავე. თუგინდა პირდაპირ განყოფილებაში მიგიყვან რომ...
-რატომ მაინც და მაინც მე? - სიტყვა შუაზე გააწყვეტინა ელენემ.
-რაა?
-იქ 50მდეადამიანი იყო, ნახევარზე მეტი გოგო. მე რატომ წამომიყვანე?
-პირველრიგში იმიტომ რომ ვიცოდი 18ის გახდი. მთელი საღამო გაკვირდებოდი, ძალიან უბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდი, თან ლამაზი ხარ. თავიდანვე თვალში მომხვდი, ხოდა რადგანაც შენ მომეწონე შენ წამოგიყვანე. - კედელს მიეყრდნო ანდრეა და სანთებელა ხელში ნერვიულად შეათამაშა.
-ესეიგი დედაშენი ძალიან მძიმედ მიიღებს იმ ფაქტს რომ საცოლე არ გყავს.
-ეწყინება რომ ვიხუმრეთ, თან მეგობრებთან თავის მართლება მოუწევს.  დედაჩემი სულ ხალხში ტრიალებს, ჭორიკანა ხალხი ახვევია გარშემო და ჩემს ოჯახზე ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება. თუმცა უზომოდ მაგარი ქალია. -ღიმილით დაასრულა დედამისზე საუბარი.
-რამ გადაგაწყვეტინა ჩემი და ნუცას დაბრუნება?
-რამ არა, ვინ.
-კარგი მაშინ ვინ?
-ვაჩემ, თანაც გავიგე რომ ნუცას მამა დეტექტივია და სამივეს ციხეში ამოლპობა შეუძლია. არმინდა ჩემი სისულელეების გამო გეგი და ვაჩეც დავაზარალო.
-სამწუხაროა რომ  დედაშენი ტყუილად ჩამოდის. - მშვიდად მიუგო ელენემ.
-როგორმე გადაიტანს. -მხრები აიჩეჩა ანდრეამ და მომღიმარი მზერით გახედა თმა აბურდულ ელენეს.
***
ამასობაში ვაჩე მეორე სართულზე ავიდა, ღრმად ჩაისუნთქა ცოტა რომ დამშვიდებულიყო და ოთახის კარი ფრთხილად გააღო. საკეტის ჩხაკუნისას ინსტიქტურად უკან დაიხია ნუცამ, ხელში სანათი აიღო და კედელს მთელი სხეულით მიეკრო. მშვიდად შეაბიჯა ვაჩემ ოთახში და კარი ისევ ხმაურით დაკეტა.
-არ მომეკარო თორემ მოგკლავ. -სასოწარკვეთილს აღმოხდა და სანათი წინ გაწია მეტი თვალსაჩინოებისთვის.
-თუგინდა დანას ამოგიტან, ცოტა სასაცილოა მაგით რომ იმუქრები. ან შემიძლია ეს მოგცე. -ქამრის სალტედან იარაღი ამოიღო და ხელში შეათამაშა.
-რამეს თუ დამიშავებ მამაჩემი აუცლებლად გიპოვის და ციხეში ამოგალპობს. -უკან არ იხევდა ნუცა.
-შენი აზრით შენთვის რამის დაშავება რომ მინდოდეს უკვე არ დაგიშავებდი?  მამაშენი რომელსაც მამაჩემი წლებია ემალება მე როგორ მიპოვის ვერ მეტყვი?
-ყიფიანი. -აღმოხდა შიშისგან და ღრმად ამოისუნთქა.
-გცოდნია მამაჩემზე.
-მამაშენზე მთელმა საქართველომ იცის. -ზიზღით ამოთქვა ნუცამ.
-ნუუ, როგორც არის. არდავიწყებ ახსნას აქ რატომ ხარ, როგორ მოხვდი და ასე შემდეგ. მთავარი ისაა რომმ...
-ელენე სად არის? -სიტყვა შუაზე გააწყვეტინა ყიფიანს. -რა დაუშავეთ?
-იქნებ მაცადო რომ ჩემი სათქმელი გითხრა? ავადმყოფიხარ თუ უბრალოდ ყველაფრის დრამატიზება მოგწონს? ამ სახლში ერთადერთი შენი განწირული კივილი ისმოდა, სხვა დანარჩენი ყველა მშვიდად იყო. არავის არავისთვის არაფერი დაუშავებია და არც არაფერს ვაპირებთ. გაუგებრობაში მოხვდით და ამ ყველაფრის გამოსწორება გვინდა. -ღრმად ამოისუნთქა ტონი რომ გაეკონტროლებინა და მშვიდად განაგრძო- არავის არ მოგვწონს ეს სიტუაცია, ასერომ მომეცი შანსი გამოვასწორო ყველაფერი. -იარაღი ისევ ქამრის სალტეში დააბრუნა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ რომ მისთვის ტელეფონი მიეწოდებინა, თუმცა კეთილი ჟესტის სანაცვლოდ სახეში რკინის სანათი მიიღო.
-ჯანდაბა... -შუბლზე ხელი იტაცა ვაჩემ. - ნამდვილი ავადმყოფია -სისხლი ხელის მოიწმინდა და კიბეებზე მიმავალ ნუცას სწრაფი ნაბიჯით გაეკიდა. უკვე თითქმის კართან იყო მისული როცა გეგიმ დაიჭირა და ადგილზე დააკავა.
-გამიშვი შე ცხოველო. -უაზროდ იქნევდა ხელებს და ფეხებს იმის იმედით რომ გეგი გაუშვებდა თუმცა ამაოდ.
-გოგო შენ საერთოდ აზრზე მოდიხარ რას აკეთებ? -თვალები წამოენთო ყიფიანს. -გაუშვი გეგი. მე შენს დახმარებას ვცდილობ და შენ სანაცვლოდ სახეში სანათს მირტყამ?
-მეტის ღირსი ხარ, არაადამიანო, ცხოველო. ელენე დამიბრუნეთ და აქედან გამიშვით. -არ ცხრებოდა ლიჩელი.
-ნორმალურად ილაპარაკე გოგო, წყობიდან არ გამომიყვანო. ადამიანურად გესაუბრები და მგონი შეგიძლია მომისმინო, თუ არადა უფრო ბინძური ხერხებიც ვიცი. -ნიშისმოგებით უთხრა და კიდევ ერთხელ სცადა დამშვიდებულიყო.
-გგონია რადგან გადაბმულად ორი სიტყვა მშვიდად მითხარი კარგი ტიპიხარ?
-გეყოფა თორე უკვე მართლა ძალიან ვბრაზდები, ქაჯივით ნუ იქცევი თორემ ცუდად დაამთავრებ. -კბილები გაახრჭიალა ვაჩემ და მათ შორის მანძილი წამში დაფარა.
-შენ გკითხო როგორ მოვიქცე? ახლოს მოსვლა არ გაბედო თორემ ვეჭვობ მეორე მხარესაც მოგხვდება რამე.
-მერე მაგით ამაყობ? სულელი ბავშვივით რომ იქცევი თითქოს სახლში შენთვის უცხოებთან მოქცევა არ უსწავლებიათ.
-ეგ შენი საქმე არ არის გაიგე? შენნაირ ადამიანებთან ნორმალურად ვერ მოვიქცევი.
-ჩემნაირში რას გულისხმობ? -თვალები წამოენთო ვაჩეს.
-ვაჩე გეყოფა გაჩერდი. -ხელში წვდა გეგი.
-რას და მოძალადე ნაგვებს,  გგონია რადგან კარგად გაცვია და კარგი აღნაგობა გაქვს კარგი ტიპი ხარ? ჩემი აზრით მამაშენისგან არაფრით განსხვავდები. -სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო,ვაჩემ კედელზე რომ ააყუდა და მასზე ერთი თავით დაბალ გოგოს ზემოდან დააცქერდა.
-ვაჩე გაჩერდი- გააფრთხილა გეგიმ.
-შენ საერთოდ რა იცი ან ჩემზე ან მამაჩემზე? მუხლდაჩოქილმა ილოცე რომ გოგო ხარ! სხვა შემთვევაში ღმერთიც ვერ გიშველიდა! კიდევ უფრო მმეტად ილოცე იმაზე რომ შენს წინ მე ვდგავარ და არა მამაჩემი! -კბილებში გამოსცრა და მის გვერდით კედელს მუშტი მთელი ძალით დაარტყა. შეშინებულმა ნუცამ ცრემლიანი თვალები მიანათა და როგორ შეეძლო ისე მიეკრო კედელს.
-შეეშვი ვაჩე. -რამდენიმე ნაბიჯით უკან გამოიყვანა გეგიმ და ნუცასი არვიცი მაგრამ თვითონ ნამდვილად ლოცულობდა რომ ნუცას აღარაფერი ეთქვა მისთვის.
-გამომართვი და შენს მშობლებს მიწერე რომ კარგად ხარ, ყველანაირი სისულელეების გარეშე. მერე მანქანაში ჩასხდებით შენ და შენი მეგობარი და რამდენიმე საათში უკვე სახლში იქნებით. ასე და  ამგვარად დამთავრდება ეს ისტორია. -დაძაბული საუბრობდა ყიფიანი, სახეზე ყველა ძარღვი ეტყობოდა, ხელები მუშდათ ქონდა შეკრული და ღრმად სუნთქავდა. -მასეთი სახით ნუ მიყურებ, არ გაჩერებულა შენი ტელეფონი, აიღე და ყველას გააგებინე რომ კარგად ხარ. შემდეგ ფეხსაცმელი აიღე -შიშველ ფეხებზე მიუთითა ვაჩემ და მხოლოდ მაშინ გაანალიზა რომ ფეხსაცმელი არ ეცვა.- და სასწრაფოდ წახვალთ სახლისკენ, ცოცხლები და უვნებლები.
-ნუცაა. -კიბეებიდან დაიყვირა ელენემ და სირბილით წავიდა ნუცასკენ.
-ღმერთო კარგად ხარ? -თვალცრემლიანმა შეათვალიერა მეგობარი და გულზე მიიხუტა.
-კი კი, ცუდი ადამიანები არ არიან. შენ რა გჭირს?
-არაფერი უბრალოდ დღე საშინლად დაიწყო. -ცრემლები მოიწმინდა ნუცამ და ვაჩეს გახედა.
-რაგჭირს ტო? -ვაჩეს დანახვისას იკითხა ანდრეამ.
-არაფერი. -ცალყბად მიუგდო და ნუცას თვალი თვალში გაუყარა.
-ამ ორის შეხვედრა ჩახუტებით არ დამთავრებულა -განუმარტა გეგიმ.
-თუ სიყვარულობანას მორჩით ფეხსაცმელი აიღე და მანქანაში ჩაჯექით, ორივე! ეს ორი- გეგიზე და ანდრეაზე ანიშნა -თბილისში ჩაგიყვანენ და ყველაფერი ამით დამთავრდება.
-არ მინდა იმედები გაგიცრუოთ მაგრამ -ყოყმანით წამოიწყო ელენემ და წამით ნუცას გახედა- ჩვენ ვრჩებით...





ვეღარ მოვითმინე და ავტვირთე. ველი კომენატრებს❤



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

უმაგრესი გოგო ხარ, ველოდები შემდეგ თავს უდიდესი ინტერესით yum

 


№2  offline წევრი kesane1700

მგონი გული მიგრძნობდა რომ ახალი თავის დადებას აპირებდი და ვერ დავიძინე ვერანაირად bowtie ძალიან ძალიან მომწონს. ვაჩე ძალიან გაწონასწორებული პიროვნება ჩანს dizzy_face შენი წერის სტილი და ყოველი ემოციის გადმოცემა საერთოდ ცალკე საკითხია sunglasses ხან მგონია რომ მეც ისტორიის ნაწილი ვარ, იქ ვდგავარ და შორიდან ვადევნებ თვალს. მადლობა შენ ამისთვის. წარმატებები! heart_eyes

 


№3  offline წევრი tatiko.1995

❤️❤️❤️❤️❤️

 


№4  offline მოდერი ენქეი

სტუმარი ნინი
უმაგრესი გოგო ხარ, ველოდები შემდეგ თავს უდიდესი ინტერესით yum



მადლობაა❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი თავი ნეტავ რა იყო ეს რადღეში იყვნენ გული მიგძნობს კარგად დამთავდება ეს საქმე

 


№6  offline მოდერი ენქეი

kesane1700
მგონი გული მიგრძნობდა რომ ახალი თავის დადებას აპირებდი და ვერ დავიძინე ვერანაირად bowtie ძალიან ძალიან მომწონს. ვაჩე ძალიან გაწონასწორებული პიროვნება ჩანს dizzy_face შენი წერის სტილი და ყოველი ემოციის გადმოცემა საერთოდ ცალკე საკითხია sunglasses ხან მგონია რომ მეც ისტორიის ნაწილი ვარ, იქ ვდგავარ და შორიდან ვადევნებ თვალს. მადლობა შენ ამისთვის. წარმატებები! heart_eyes




ძალიან მახარებს ასეთი კომენატრებიი, მადლობა❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

სასწაული იყო შენდგე თავს როდის დადებ ♥️????

 


№8 სტუმარი სტუმარი lili

მალე დადე შემდეგიი heart_eyes

 


№9  offline წევრი anano88

საოცარ ისტორიებს წერ, სულ თვალს გადევნებ და ვტკბები შენი ისტორიებით. ყოველი თავის მერე იმდენად დიდ ინტრიგას ტოვებ რომ უფრო მეტად აინტერესებ მკითხველს. ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი ახალი ისტორიით. heart_eyes წარმატებები kissing_heart

 


№10  offline მოდერი ენქეი

სტუმარი ნესტანი
მაგარი თავი ნეტავ რა იყო ეს რადღეში იყვნენ გული მიგძნობს კარგად დამთავდება ეს საქმე



heart_eyes heart_eyes

 


№11 სტუმარი სტუმარი თაკო

როდის იქნება შემდეგი?

 


№12  offline მოდერი ენქეი

სტუმარი ნინი
სასწაული იყო შენდგე თავს როდის დადებ ♥️????


მადლობაა❤ხვალ შუადღით თუ შევძლებ, თუარადა საღამოს გვიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent