შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ივენთი //3//


23-06-2022, 12:58
ავტორი ენქეი
ნანახია 2 004

-ვერგავიგე? -კითხვით მიუბრუნდა ვაჩე ელენეს.
-ხომ არ გააფრინე? -ხელში წვდა ნუცა. -სად ვრჩებით თავიდან ტვინი სულ გამობერტყილი გაქვს?
-მოიცადეთ და ყველაფერს აგიხნით. - მშვიდად განაგრძო საუბარი ელენემ.
-რას ნიშნავს მოვიცადოთ? არანორმალურიხარ? ახლავე სახლში მივდივართ ელენე. -ყვირილზე გადავიდა ნუცა.
-მე არ მოვდივარ ნუცა. -ისევ მშვიდი ტონით მიუგო და ანდრეას გახედა. -ანდრეამ ამიხსნა სიტუაცია, დახმარება ჭირდება, ცუდი ადამიანი არ არის და ცუდი მიზნების გამო არ მოვუტაცებივართ. რა მოხდება რომ დავრჩეთ და დავეხმაროთ?
-არა, მგონი მართლა გააფრინე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შენს მშობლებს რას ეტყვი სად ვარო?
-შენც იცი რომ მათ ეს არ ადარდებთ, ვეტყვი რომ მეგობართან ვარ და აღარაფერს მკითხავენ.
-არ მინდა იმედები გაგიცრუო მაგრამ ჩემი მშობლები მასეთები არ არიან, 1 დღით წავედი დაბადებისდღეზე და თავი სვანეთში ამოვყავი სრულიად უცხო ხალხთან, თუმცა არაუშავს მამაჩემს დავურეკავ და ვეტყვი მამა იციი რაა, მომიტაცეს მაგრამ კარგი ბიჭები არიან ოჯახს მოატყუებენ და 1 კვირაში დამაბრუნებენ, კარგაად. ცოტა არიყოს უცნაური ასახსნელია მშობლებისთვის. -ისტერიკულად დაიწყო საუბარი ნუცამ.
-თან მამამისი ატომური ბომბით დაგვადგება რომ გაიგოს ვისთან ერთადაა მისი შვილი ასერომ კარგი იდეა არ არის. -მშვიდად მიუგო ვაჩემ.
-მისმინე ელენე, დედაჩემი როგორმე გადაიტანს ამ ამბავს. წადი სახლში და ცხოვრება გააგრძელე არაფერი დაშავდება. -მის პირდაპირ დადგა ანდრეა.
-ისიც კი გეუბნება რომ წახვიდე, ახლა ფეხები გადმოყარე და მანქანაში ჩაჯექი გთხოვ.- ხმაში მუდარა გაურია ნუცამ.
-გამომყევი. -ხელში წვდა ნუცას და მეორე სართულზე აიყვანა, ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და კარი ხმაურით დაკეტა. -მომისმინე გთხოვ
-2 წუთი გაქვს, მერე მივდივართ. -გააფრთხილა ნუცამ.
-საშინელი ცხოვრება მაქვს ნუც, რომც მოვკვდე ჩემები ყველაზე ბოლოს გაიგებენ. -თვალები აუწყლიანდა ელენეს.
-არ გინდა გთხოვ. -ნუცას გული უგრძნობდა ამ ყველაფრის მოსმენა აზრს შეაცვლევინებდა.
-დამაცადე გთხოვ, მთელი რამდენიმე საათი ანდრეაზე გელაპარაკებოდი, დიდიხანია მომწონს და ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ შემამჩნევდა, ჩემს დაბადებისდღეზეც კი მოვიდა, ეს საკმარისი არ იყო, წვეულებიდან მომიტაცა და სვანეთში წამომიყვანა. როცა ვკითხე რატომ მაინც და მაინც მე მითხრა რომ მოვეწონე, იმდენ გოგოში მე ამომარჩია, არმინდა ცუდად გამიგო მაგრამ მიხარია, თან ძალიან. თავიდან შემეშინდა მაგრამ ახლა როცა მივხვდი რომ ცუდი განზრახვა არ აქვს მინდა რომ დავეხმარო. მაგრამ ისიც მინდა რომ შენ ჩემთან იყო. -ხელზე ხელი მოკიდა იმის იმედით რომ აზრს შეაცვლევინებდა და მასთან ერთად 1 კვირას გაატარებდა სვანეთში.
-ელენე, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება.
-ფეხებზე არ გკიდია რა არის სწორი და რა არა?
-როგორ შეიძლება ბიჭის გამო ამ სიტუაციას დასთანხმდე ვერ მეტყვი? რათქმაუნდა თავს ათასნაირად გაიმართლებდა რომ მისთვის არ გეჩივლა და თბილ სიტყვებსაც გეტყოდა, შენ დაუჯერე. მისმა მეგობარმა ლამის კედელზე მიმაკრო და ვეჭვობ იქიდან ვეღარასდროს ჩამომხსნიდით. აქ რაც ხდება ნორმალური არ არის გესმის?
-შენ ვერ გაიგებ, ყოველთვის ყველას ყურადღების ცენტრში იყავი, ჩემთან პირველად ხდება.
-რა ხდება პირველად ელენე? მთელი სკოლის თუ უბნის ბიჭები თავს დაგტრიალებენ, ყველა შენზე გიჟდება.
-მაგათ არ ვგულისხმობ, ანდრეა ვიგულისხმე. ფული,სახელი, გარეგნობა, პოპულარობა, ყველაფერი აქვს, ნებისმიერ გოგოს მოუნდებოდა მასთან ყოფნა მთავარიყო მას სდომოდა, მაგრამ ახლა მის გვერდით ნებისმიერი გოგო კი არა მე ვარ.
-აზრზე მოდი ელენე, 1 კვირაში შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წავა და აღარც გაგიხსენებს.
-სამაგიეროდ მე გავიხსენებ, თან ძალიან კარგად და იმასაც გავიხსენებ რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო 1 კვირა გავატარე.
-ელენე წამოდი ჩემთანერთად სახლში გთხოვ.
-დარჩი ნუცა, მხოლოდ 1 კვირა გეხვეწები. ჩემს გამო თუ არა სვანეთის გამო დარჩი, ვიცი რომ გიყვარს სვანეთი.
-სვანეთის სიყვარულისგამო აქ ვერ დავრჩები ელენე, მალე ჩემები ძებნას დამიწყებენ.
-მამაშენი უარს არაფერზე გეტყვის, მთავარია შენ იყო ბედნიერი. შეგიძლია დაურეკო და უთხრა რომ მეგობრები წვეულებიდან აქ წამოვედით და დარეკვა არ გინდოდა შუაღამით.
-ვწუხვარ ელენე, მე ამ ხალხთან ვერ დავრჩები. -თავი დანანებით გააქნია ნუცამ. -იცოდე თუ რამე მოგივა, ან კონტაქტზე არ გამოხვალ და პოლიცია მომაკითხავს ყველას ჩავუშვებ. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
***
-ახლა რას ვაკეთებთ? -იკითხა გეგიმ ოთახში შესული ნუცას დანახვისას.
-რომელიმეს თუ შეგიძლიათ სახლში წამიყვანეთ, თუ არა ტაქსს გამოვიძახებ. -სწრაფად აუხსნა ნუცამ, სავარძელზე დაჯდა და ფეხსაცმლის ჩაცმას მოჰყვა.
-შენი დაქალი? -ცერად გახედა ვაჩემ
-რჩება!
-შენ რა მას აქ მარტოს ტოვებ? -თვალი თვალში გაუყარა ვაჩემ, წამით ეგონა რომ მის ხავსისფერ თვალებს თვალს ვეღარასდროს აარიდებდა მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა და კიბეებზე მყოფ ელენეს გახედა.
-რაც არუნდა მოხდეს დამიჯერე მამაჩემს შენ ვერ გადაურჩები ასერომ 1 კვირაში ჩემი დაქალი უვნებელი დამიბუნეთ, თქვენთვისვე ასე აჯობებს.
-გვემუქრები ქალბატონო? -ფეხზე წამოდგა ვაჩე და მათ შორის არსებული მანძილი სწრაფად დაფარა.
-როგორც გინდა ისე იფიქრე, მაგრამ არამგონია რომელიმეს თქვენი ცხოვრების მომდევნო 15-20 წლის ციხეში გატარება გინდოდეთ.
-მამაშენზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს პრინცესა, ასერომ ფრთხილად იყავი თავში არაფერი გადამიტრიალდეს და შენც აქ არ დაგტოვო, თან სამუდამოდ. -სიგარეტი ნერვიულად მოქაჩა და კვამლი ღრმად შეისუნთქა, თითქოს ეს დაამშვიდებდა.
-როგორც ჩანს მაგ თავში ბევრი არაფერი გიყრია რადგან ასე თავისუფლად ტრიალდება სხვადასხვა მხარეს.
-მგონი წასვლის დროა. -რამდენიმე ნაბიჯით უკან დაწია ნუცა გეგიმ და მათ შორის ჩადგა. -დამშვიდდი ვაჩე, წავა და აქ დამთავრდება.
-დიდი იმედი მაქვს მასეა. -ტელეფონს ხელი დაავლო და კიბეებზე ხმაურით ავიდა.
-არ გამიბრაზდე გთხოვ, სცადე რომ გამიგო. -საყვარელ მეგობარს გადაეხვია ელენე.
-ვცდილობ, მაგრამ არ მესმის -თმაზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელი. -თავს გაუფრთხილდი კარგი? რამდენჯერაც არ უნდა დაგირეკო მიპასუხე თორემ ფეხით ჩამოგაკითხავ.
-რადგან საქმე უკან ჩამოსვლაზეა, საერთოდ აღარ გიპასუხებ. -გაეცინა ელენეს და საპასუხოდ თავში ხუმრობით წმორტყმაც მიიღო. -კარგი,კარგი ვხუმრობ. რათქმაუნდა გიპასუხებ.
-ძალიან მიყვარხარ, 1 კვირაში გნახავ.
-მეც მიყვარხარ. საწყენია რომ არ რჩები- თავი დანანებით გააქნია და აწყლიანებული თვალები მიანათა.
-ასე აჯობებს.- ღიმილით გახედა და სახლიდან ნელი ნაბიჯით გავიდა, გეგიც მალევე უკან მიჰყვა, ხვდებოდა რომ ძალიან ეჩქარებოდა ნუცას სახლში წასვლა. მანქანაში მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა სასწრაფოდ მოაშორა იქაურობას. რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ საუბარი ნუცამ წამოიწყო.
-მისმინე, მიუხედავად იმისა რომ ელენეს შენ იტაცებდი და დიდად არ მომწონხარ, ყველზე ნორმალური შენ ჩანხარ, კონფლიქტებს სულ ერიდები და მათ განმუხტვას ცდილობ.
-ვიცი რომ ეს ყველაფერი ნორმალურად არ ჩანს და მესმის მაგრამ მიუხდავად იმისა რომ ორი გოგოს მოტაცებისთვის ციხე მემუქრება არ ვნანობ რომ ანდრას მხარი დავუჭირე. არც იმას ველოდები რომ კარგი შთაბეჭდილება გექნება ჩემზე იმიტომ რომ ვინმეს იგივე ჩემი დისთვის რომ გაეკეთებინა ალბათ მოვკლავდი. მაგრამ ცუდი განზრახვა მართლა არ გვქონია, წამიერი სისუსტე იყო და ხელში ორი გოგო შეგვრჩა.
-ერთს სახლში აბრუნებთ მეორეს იტოვებთ.
-მისი გადაწყვეტილება იყო თორემ მართლა არ დავტოვებდით. -თავი იმართლა გეგიმ.
-ვიცი, ვიცი. მაგრამ მაინც ყველაზე ნორმალურად შენ მეჩვენები, ანდრეას არც დავლაპარაკებივარ და ვაჩესთან რაც ვნახე და მოვისმინე საკმარისი იყო იმისთვის რომ არ ვენდობოდე.
-ვაჩე ცოტა ფიცხია, მაგრამ დამიჯერე ყველაზე ჭკვიანია სამეგობროში.
-ნუუ, მაინც მას არ ვენდობი.
-აბა მე მენდობი? -გაეცინა და მის გვერდით მჯდომ გოგოს გახედა.
-არა, ანუ შენ ყველაზე ნაკლებად ცუდი შთაბეჭდილება დატოვე და მინდა რაღაც გთხოვო.
-კარგი, გისმენ.
-ელენეს მიხედე გთხოვ. მისი არ მესმის თუმცა არ მინდა თავი მარტო იგრძნოს.
-მაშინ რატომ არ დარჩი?
-რომ დავრჩენილიყავი აზრი?
-მარტო არ იქნებოდა, თან კარგი დასვენება გამოგივიდოდათ. ჩვენ საერთოდ არ შეგაწუხებდით, მხოლოდ მაშინ როცა ანდრეას დედა ჩამოვიდოდა.
-გუშინდელი დღის ასეთ დასასრულს არ მოველოდებოდი. ცოტა გაოცებულივარ.
-მესმის, არც ჩვენ ვაპირებდით მასე დამთავრებას.
-და მაინც ელენეს მიხედავ?
-ხო, რათქმაუნდა. ჩვენი სტუმარია და როგორ არ მივხედავ.
-მხოლოდ მაგას არ ვგულისხმობ. -ყოყმანით წამოიწყო ნუცამ.
-აბა?
-ვაჩეს მოარიდე, არმინდა სახლში ძვლებდამტვრეული დაქალი ვნახო.
-ალბათ ხუმრობ- სიცილი წასკდა გეგის. -ვაჩეს თავისი ცხოვრების განმავლობაში ქალზე ხელი არასდროს აუწევია და არც აწევს, მათ კი ვინც ამას აზრად მაინც გაივლებს ძვლებში ამტვრევს ასერომ... მშვიდად იყავი.
-ხო ნუ როგორც არის, უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ ყურადღებას მიაქცევ.
-მივაქცევ, დამშვიდდი. -თბილი ხმით უთხრა გეგიმ და ცენტრალურ გზაზე გადაუხვია. ნუცა ჩაფიქრდა, გაახსენდა ყველაფერი რაც ელენესთან იყო დაკავშირებული, მთელი მისი ბავშვობა, მისი 17წელი იყო ელენე. ყველაფერი რაც ოდესმე თავს გადახდენია ლენეს უკავშირდებოდა. ყოველთვის ოცნებობდნენ ერთად მოგზაურობაზე და პირობაც კი დადეს როდესაც უნივერსიტეტის ქულებს გაიგებდნენ აღსანიშნავად კვიპროსზე წავიდოდნენ. ერთმანეთს დაპირდნენ რომ ყველანაირ სისულელეს ერთად ჩაიდენდნენ და უკან არაფერზე დაიხევდნენ, რასაც ერთი აკეთებდა იმას აკეთებდა მეორეც რამდენად სულელური აზრიც არ უნდა ყოფილიყო.თვალები აუცრემლიანდა ყველაზე გიჟურ თავგადასავალში ელენეს მარტოს ტოვებდა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ საუბარი ისევ ნუცამ წამოიწყო.
-გეგი. -წამოიყვირა უცებ.
-რამოხდა? -თვალებგაფართოებული მიაჩერდა მის გვერით მჯდომ ნუცას.
-მანქანა მოაბრუნე.
-რაა?
-მანქანა მოაბრუნე, ვრჩები. -წამით გეგი ჩაფიქრდა ხომ არ ხუმრობსო, თან იფიქრა ვკითხავ რამოხდაო მაგრამ შეეშინდა არ გადაეფიქრებინა და ხმა არ ამოუღია, მანქანა სასწრაფოდ მოაბრუნა და სახლში დასაბრუნებელ გზას გაუდგა. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა სახლის ჭიშკარში შევიდა, გაჩერება ძლივს მოასწრო გეგიმ ნუცა მანქანიდან რომ გადახტა და ხრეშიან გზაზე კაკუნით გაიქცა. სახლში შესვლისთანავე მისაღებს მოავლო თვალი ელენეს ეძებდა, რადგან იქ ვერ ნახა მეორე სართულზე აირბინა და ოთახის კარი შეაღო იქაც არავინ იყო, მოპირაპირე ოთახისკენ გაიხედა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ. ოთახიდან ხმაური რომ მოესმა იფიქრა რომ იმ ოთახში იყო, კარი სასწრაფოდ შეგლიჯა და ოთახში შევარდა. სწორედ ამ დროს კარის წინ წელს ზემოთ შიშველი ვაჩე იდგა რომელსაც ნუცა პირდაპირ სხეულზე მიეკრო.
-შენ აქ რას აკეთებ? -თვალები გაუფართოვდა ვაჩეს. ნუცას მხოლოდ ერთი წამი დაჭირდა გონზე მოსასვლელად, სასწრაფოდ მოშორდა ვაჩეს და მხოლოდ სამი სიტყვა ჩაიბურტყუნა.
-ჯანდაბა ჩემს თავს...





ველი თქვენს კომენტარებს, მადლობა რომ ასე აქტიურობთ heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

არ ვიცი რა ვთქვა, სასწაული ხარ. გელოდები ახალი ამბებით heart_eyes

 


№2  offline წევრი kesane1700

სამსახურიდან ვკითხულობ ისტორიას და თვალებგაფართოებული შევყურებ ეკრანს, არც უფროსი მაინტერესებს და არც სხვა თანამშრომლები. უმაგრესი გოგო ხარ, ისტორიების წერა შენი საქმეა. მალე დადე ახალი თავი <3

 


№3  offline წევრი anano88

ვფიქრობ ერთ-ერთი უნიჭიერესი მწერალი ხარ ამ საიტზე. უხდები ამ საიტს შენი ისტორიებით. წარმატებები stuck_out_tongue_winking_eye

 


№4 სტუმარი Gvanca

მოგესალმები პირველ რიგში და წარმატებები....ყველაფერი მომეწონა გარდა ერთისა პატარა თავი იყო ძალიან მოცულობა გაზარდე შეძლებისდაგვარად...ვაჩე და ნუცა ვფიქრობ ფოიერვერკს ააფეთქებენ
დარაც სეეხება ელენეს ვფიქრობ რომ ისე უნდა განვითარდეს მოვლენები რომ ანდრეასტან სამუდამოდ დარჩეს....ეს ცემი სუბიექტური აზრი რათქმაუნდა...წარმატებები და მალე ველი ახალს

 


№5  offline მოდერი ენქეი

სტუმარი მარიამი
არ ვიცი რა ვთქვა, სასწაული ხარ. გელოდები ახალი ამბებით heart_eyes

მადლობაა heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი ბუბუ

????❤️სასწაული იყო ველოდები მოუთმენლად ????

 


№7 სტუმარი Niako

სასწაული თავი იყო????შენი ისტორიები ყოველთვის განსაკუთრებულად განსხვავებულია????წარმატებები????????

 


№8  offline მოდერი ენქეი

kesane1700
სამსახურიდან ვკითხულობ ისტორიას და თვალებგაფართოებული შევყურებ ეკრანს, არც უფროსი მაინტერესებს და არც სხვა თანამშრომლები. უმაგრესი გოგო ხარ, ისტორიების წერა შენი საქმეა. მალე დადე ახალი თავი <3

დღეს ღამით დაიდება ახალი თავი❤️ მადლობა შეფასებისთვის

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი

ველოდო დღეს? თუ აზრი არ აქვს?

 


№10  offline მოდერი ენქეი

სტუმარი ანი
ველოდო დღეს? თუ აზრი არ აქვს?


დავდე heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent