შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებ არეულნი 1


26-06-2022, 00:07
ავტორი tatiachelo
ნანახია 9 227

თაია ბაბლუანის წიგნის "გრძნობების" პრეზენტაცია იმართებოდა ოქტომბრის დასაწყისში. თბილისში არც თუ ისე ცნობილი გახლდათ, გერმანიაში მოღვაწე მწერალი. იშვიათად ჩნდებოდა მედიასთან. იდუმალი ქალი იყო. უამრავი მისით შეპყრობილი ადამიანით მოცული.
საქართველოში დაბადებული, ბერლინში გადასახლებული და იქ გაზრდილი პირველად ჩამოდიოდა სამშობლოში ოცი წლის შემდეგ. თვითმფრინავი წუთი-წუთზე დაეშვებოდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ჟურნალისტები ჩასაფრებულნი ელოდნენ ბაბლუანის გამოჩენას.
მილანი-თბილისიც სწორედ იმ წამს ასრულებდა რეისს. თვითმფრინავში მეტად საპატიო, საამაყო და დასაფასებელი სპორცმენები იმყოფებოდნენ. წყალბურთელების ჯგუფს კაპიტანი ლუკა კიკალიშვილი გამოყოფოდა და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა ჟურნალისტებისკენ, რათა მილანში ჩატარებული ჩემპიონატის შესახებ განცხადება გაეკეთებინა.
სამწუხაროდ იმ დროისთვის დიდად არავის აინტერესებდა მათი მოგება. მხოლოდ ერთადერთი სპორტული არხის ჟურნალისტი მიეგება ბიჭს. ამ უყურადღებობამ იმდენად გააღიზიანა იმ ჟურნალისტსაც განრისხებულმა აუარა გვერდი.
ყველა ერთიანად მოწყდა ადგილს როგორც კი თაია ბაბლუანი გამოჩნდა და მის ირგვლივ მოექცნენ.
მამაკაცი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს იმ ობიექტს, რომელმაც მისი ადგილი დაიკავა და მთელი ყურადღება წაართვა.
თოვლის ფიფქივით თეთრი კანი ქონდა წინ მდგომ ქალს. ამ სითეთრეს მისი გიშერივით შავი თმები უფრო მეტად უსვამდა ხაზს. საშუალო სიმაღლის, გამხდარი და სიფრიფანა იყო. მისი სინაზე, მის სამოსშიც იგრძნობოდა. მოიასამნისფერო მოცისფრო ყვავილებიანი კაბა ეცვა, თმები მხრებზე გადაეყარა, ფეხზე კრემისფერი მაღლები მოერგო და საბოლოო ჯამში ისეთ ნაზავს ქმნიდა ადამიანი თვალს ვერ მოწყვეტდა. მისი ღიმილი ხომ საერთოდ სასწაული იყო. თვალებიც ისე უბრწყინავდა თითქოს მთელ გულს აყოლებდა ამ ღიმილს და მთელ სითბოს აფრქვევდა ირგვლივ.
-სანამ კითხვებს მომაყრიდეთ მანამდე მე გეტყვით, რომ აქ არა მარტო ჩემი წიგნის წარსადგენად არამედ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვედი, დავბრუნდი.
-ქალბატონო თაია ბერლინში წასვლას აღარ გეგმავთ?
-მე იქ ცხოვრებას აღარ ვგეგმავ წასვლასთან დაკავშირებით არაფერი მიხსენებია.
-თქვენს მოღვაწეობაზე რას გვეტყვით?
-ეს თემა ჯობს წიგნის პრეზენტაციაზე განვიხილოთ.
-და მაინც, რატომ გადაწყვიტეთ დაბრუნება?
-მომენატრა სამშობლო. ალბათ ეს საკმარისია ჩემი დაბრუნების განსამარტად. იღიმის და თვალს ავლებს სივცეს. ვიღაცის დაჟინებულ მზერას გრძნობს
-ლუკა საყვარელო. იმხელა ხმაზე კივის გასასვლელიდან შემომავალი გოგო კიკალიშვილის სახელს, რომ ყველას ყურადღება წამში მიიბყრო. თაიამაც მათი მიმართულებით გაიხედა. კარგად დააკვირდა მამაკაცს, რამდენიმე წამს მზერას არ აცილებდა. შემდგომ ვითომც არაფერი ისე აქცია ზურგი და ყურადღება აღარ მიუქცევია წყვილისთვის, ისევ ჟურნალისტების კითხვებს მიუბრუნდა.
კიკალიშვილი ნელა ცილდება ჩახუტებულ გოგოს, ხელს წელზე ხვევს და ლოყაზე უტოვებს კოცნას.
-ლუკა
-მოვდივართ სერგი.
-რაო ჟურნალისტებმა?
-სულ ფეხებზე თქვენი მოგებაო. კბილების ღრჭიალით ამბობს და თაიას უყურებს.
როგორც იქნა დასრულდა დაკითხვა. ინფორმაციაც საკმარისად მიიღო საზოგადოებამ თაია ბაბლუანის შესახებ.
სასტუმროში დაბინავდა მანამ სანამ გადაწყვეტილბის სისწორეში დარწმუნდებოდა.
-ლამაზია თბილისი. შუშის ფანჯრიდან უყურებდა განათებულ ქალაქს. -ვნახოთ როგორია აქ ცხოვრება. გაღიმებულმა მოიცვა ქურთუკი, ჩანთა გვერდულად გადაიკიდა და სასტუმროდან გავიდა.
მობილურის ნომერი იყიდა და ტელეფონში მოათავსა. აპარატთან იდგა და ნომერზე ფულის ჩარიცხვას ცდილობდა უშედეგოდ. უკვე ნახევარი საათი იყო გასული რაც იდგა და თავის თავსა და აპარატს ტანჯავდა.
-რატომ არ ირიცხება? გაფუჭებული ხომ არ არის? ნეტავი რა სჭირს? ამ დოლარის გადახურდავებაზე ცალკე ვიტანჯე და ახლა ეს მტანჯავს. ბრაზისგან აწითლებული, თმა გაწეწილი ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა და თავის თავს ესაუბრებოდა. უკნიდან ჩაცინების ხმა გაიგო და სწრაფად შებრუნდა. დაკვირვებით შეათვალიერა მამაკაცი.
-მითხარი ნომერი რა ნომერზეც რიცხავ. ვეცდები დახმარებას. აპარატის წინ დადგა. -არ ირიცხება.
-რატომ? წარბები შეკრა
-მე რა ვიცი? მხრები აიჩეჩა.
-კიკა არ მოდიხარ? კორპუსში შემავალი ბიჭი ეძახდა.
-ადი და ამოვალ
-კიკა?
-გვარის შემოკლებული ფორმაა.. მოდი იმ აპარატთან ვცადოთ. არ მოდიხარ? რას უყურებ?
-აქ ცხოვრობ?
-არა. ძმაკაცთან ვარ სტუმრად. გაუღიმა -შენ მწერალო? შენ სად ცხოვრობ?
თაიამ უცნაურად შეხედა. მოთბო მზერის შეცვლასაც ელოდა.
-აეროპორტში ვიყავი შენ, რომ ჩამოფრინდი.
-გასაგებია. მე ჯერ არ მაქვს მუდმივი მისამართი.
-ჩაირიცხა. ჩეკი მიაწოდა
-მადლობა.
-არაფრის.
-თაია ბაბლუანი. ხელი გაუწოდა. ბიჭის სახეს თვალს არ აცილებდა
-ლუკა კიკალიშვილი. იგივე გაიმეორა და გოგოს ხელს ხელი ჩაკიდა. მის შავ თვალებს სიღრმისკენ მიყავდა, ღამისეული წყვდიადისკენ.

ქუჩას მიუყვებოდა და ფიქრობდა. თბილისის სითბო, სურნელი, მონატრება, სევდა, ტკივილი, ნოსტალგია, წარსული. ყველაფერი ტრიალებდა მის ირგვლივ. გრძნობებ არეული ადევნებდა თვალს თბილისის ხედს და წარსულში ღრმად გადაშვებული კადრებად იხსენებდა თბილისში გატარებულ მომენტებს.
......

მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს ნაკრების თამაში იყო ფეხბურთში. შეთანხმებისამებრ ერთად უნდა ეყურებინათ ბიჭებს. მშვიდად იჯდა ჩიფსს ჭამდა და თამაშის დაწყებას ელოდა.
-ლუდი არ გინდათ. ალეკომ გამოსძახა სამზარეულოდან.
-კი წამოიღე. ნიკა ბაჩისკენ გადაიხარა და ჩიფსი ააცალა. -გასკდი ამ ქიმიით.
-როდიდან ცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრებით? სიცილით წაართვა და კვლავ ჭამა განაგძო. ფეხბურთს ჩაუჯდნენ, დაძაბული მომენტი იყო კარი, რომ გაიღო და წითელი თმით ლოყებ შეფერადებული გოგონა შემოვიდა
-გამარჯობა. თვალი მოავლო ბიჭებს. ბაჩის დანახვაზე გაეღიმა
-გაგიმარჯოს ნეაკო. დაჯექი მოდი აქ. ნიკამ მის გვერდით მიუთითა. ისეთი დაღლილი იყო არაფრის თავი არ ქონდა. ბაჩისა და ნიკას შუაში აღმოჩნდა. ბიჭი არც კი იმჩნევდა. ფეხბურთის ყურება მალევე მობეზრდა, მაგრამ ოთახიდან გასვლა ფიქრადაც არ ქონია.
ტელეფონზე უცხო ნომრიდან დაურეკეს. მალევე უპასუხა ჩვეული ბოხი ბარიტონით.
-თაი? ჩუმად თქვა და ფეხზე სწრაფად წამოდგა. - წავედი მე.
-სად მიდიხრ ბიჭო? ნიკამ ახედა გაკვირვებული სახით
-რაღაც საქმე მაქვს. იმწამსვე დატოვა ბინა
-რა დაემართა? ნეა გაკვირვებული უყურებდა ფანჯრიდან მანქანაში გიჟივით ჩამჯდარ მამაკაცს
.....

-თაი აივანზე მსხდომ ბაბლუანს გაგიჟებული ბიჭი ისე შეუარდა გაოგნებულ გოგოს ღვინის ჭიქა ხელიდან გაუარდა. -არ მჯერა! დაბრუნდი ტო?
-ბაჩი. ხელები ყელზე მოხვია და ისე ჩაეხუტა მამაკაცს თითქოს ვინმე მათ დაცილებას აპირებდა
-როგორ გაზრდილხარ. იცი რა შეცვლილი ხარ? კომპიუტერში სულ სხვანაირი იყავი.
-ოცი წელი გავიდა ბაჩი. გოგო ყელზე მოხვეულ ხელს ვერ უშვებდა თბილ სხეულს.
-ჯანდაბა! შენ აქ მაგ ოცი წლის გამო დაბრუნდი? სახე შეეცვალა -ბიძაჩემი რომ გაიგებს გადაირევა
-შესაძლოა უკვე იცის კიდეც
-რომ იცოდეს მოვიდოდა. აშკარად არ უნახავს ახალი ამბები
-ხვალ ვნახავ. შენ როგორ ხარ? ბოლოს, რომ გელაპარაკე შენ აპირებდი ჩემთან ჩამოსვლას.
-ვაპირებდი, მაგრამ.. მხრები აიჩეჩა და გაიცინა -გიყურებ და ისევ ვერ ვიჯერებ. ბოლოს 17 წლის იყავი, რომ გნახე. ისიც მე ჩამოგაკითხე ქალბატონო. ლალი როგორაა ?
-ლალი? ლალი აღარაა. გაყინული ხმით თქვა და სივცეს გახედა. ბაჩიმ დაავლო მაჯაში ხელი და თავისკენ შეაბრუნა. ამღვრეული მწვანეებით სევდიანად შეხედა და თაია ისე ჩაიკრა გულში თითქოს ამ ტკივილისგან მისი დაცვა უნდოდა.
-რატომ არ მითხარი? რატომ არ დამირეკე თაი?
-არ მინდოდა. არავის დანახვა არ მინდოდა, იმ დროს. ატირდა.. ვერ გაუძლო და ატირდა -იცი როგორ მტკივა? მახჩობს. ტკივილი, ბოღმა, სინანული. ყველაფერი ერთად მახჩობს
-ვიცი! მანჩოს გარდაცვალება ჩემთვის დღემდე საშინელებაა. უნდა გეთქვა თაი. ჩამოვიდოდი!
-შენ შენი პრობლემები გაქვს ჩემსას ხომ არ მოგახვევდი?
-რომელი ჩემი და შენი პრობლემა ? ამას როგორ ამბობ თაია? ერთად გავიზარდეთ. მთელი 7 წელი ერთად გავატარეთ. ერთადერთი ბიძაშვილი მყავხარ, ერთადერთი ახლო ნათესავი, ნუთუ არ იცი ჩემთვის შენ ვინ ხარ? ვერ ხვდები? მე შენ არასოდეს მიმიტოვებიხარ და არც არასოდეს მიგატოვებ გესმის?
-მესმის! გაღიმებული მიეკრო მკერდზე -ხომ დარჩები?
-დავჩები
საწოლზე იწვა გულაღმა ჭერს აპყრობდა მზერას.
-უნდა გადმოვასვენო!
-როდის მოხდა ?
-რამოდენიმე თვის წინ
-მე მოვაგვარებ გადმოსვენების ამბებს შენ კი ჩემთან წამოხვალ.
-არა! რადგან ჩამოვედი ჯობს ყველაფერი თავიდან დავიწყო. იქიდან საიდანაც დაიწყო 7 წლის შემდგომი პერიოდის ათვლა. ბაჩისკენ გადაბრუნდა და მოეხვია -იცი ბედნიერებაა როცა ვინმე გყავს ამ დამპალ სამყაროში. ლოყაზე აკოცა გაღიმებულმა -იქ ბერლინში ძალიან მციოდა ლალის გარეშე. მიხარია, რომ მყავხარ შენ მაინც.
ღამის მიწურულს, მზის ამოსვლის ჟამს აივანზე იდგა თმებ არეული, ღვინის ბოთლით ხელში და მიძინებული ქალაქის სივრცეს გაჰყურებდა. ფიქრობდა ძალიან ბევრს. ფიქრობდა წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე.
დილით ბაჩისთან ერთად ისაუზმა. მონატრებული ქალაქი დაათვალიერა. გაღიმებული უყურებდა ქუჩებს, ახლად აშენებულ შენობებსა და მისთვის ასე თუ ისე უცხო გარემოს.
-გავიხსენოთ ბავშვობა? მთაწმინდაზე მყოფები, ეშმაკის ბორბლის წინ იდგნენ. ბაჩი გაღიმებული უყურებდა ბაბლუანს -წამოდი .. წამოდი.. სიცილით ექაჩებოდა თაიას.
-როგორ მომნატრებია თბილისი, ეს გარემო, შენ, აი ეს სითბო, შენი სიგიჟე, გაფრენები, ბავშვური გამოხტომები. ყველაფერი ერთად. ღმად ამოისუნთქა - რამდენიმე დღეში ჩემი წიგნის პრეზენტაციაა. ხომ მოხვალ?
-მაგას კითხვა უნდა თაი? გოგოსკენ გადაიწია და ლოყაზე უჩქმიტა
-ადრეც ასე იცოდი. გაეღიმა.
-ჩემთვის მუდამ პატარა იქნები, მუდამ ჩემს პატარა გოგოდ დაგტოვებ, პატარა წითელ ლოყება გოგოდ. თაიას შუბლზე აკოცა და ხელი გაღიმებულმა გადახვია.
.....

თბილისში თითქმის ყველა ბიზნესმენსა და მაღალი ფენის წარმომადგენელს მიხეილ ამირეჯიბის 60 წლის იუბილეზე მოეყარათ თავი. ჭაღარა მამაკაცი გაღიმებული ესალმებოდა მიწვეულ სტუმრებს და მის გვერდით მდგომ ვაჟს ამაყად შესცქეროდა. მისი მეუღლეც მის გვერდით იყო, როდესაც დარბაზში სინათლე ჩაქვრა. მალევე აინთო კაშკაშა სინათლე დარბაზის შუაგულში და გამოჩნდა, შავ მუხლს ოდნავ აცდენილი ატლასის კაბაში ჩაცმული, მოკაშკაშე თაია ბაბლუანი. ყველას მზერა მის მიმართ იყო გადატანილი. მის გვერდით რამოდენიმე გოგო იდგა სულ თეთრებში შემოსილნი, თაია კი შუაში შავი ვარდივით იყო, თეთრ ვარდებში გამორჩეული, მხოლოდ თეთრი პუანტები ეცვა. პეტრე ჩაიკოვსკის გედების ტბას ასრულებდნენ. ისე ლამაზად მოძრაობდა, ისე მოხდენილად, მელოდიურად, რომ საზოგადოება თვალს ვერ წყვეტდა შავ გედს. მიხეილი არც თუ ისე გაკვირვებული იყო მისი ხილვით. გაღიმებული შესცქეროდა სანახაობას და სიამაყით ივსებოდა. მის გვერდით მდგომი მამაკაციც თვალს ვერ წყვეტდა ქათქათა თეთრ გოგოს. გული გამალებით აუძგერდა, პირი გაუშრა, სხეული დაუბუჟდა და თვალები მასზე მიეყინა. ის წუთები სრული ნეტარება იყო.
შემდგომ კი ერთიანად ახმაურდა დამსწრე საზოგადოება და დიდი ოვაციებით დაასრულეს ეს მშვენიერი წარმოდგენა. თაია გაღიმებული დაიძრა მიხეილისკენ. სანამ კაცს მიუახლოვდებოდა ვიღაც წინ გადაუდგა გაღიმებული. ბაჩი იყო გასხივოსნებული სახით უყურებდა. უცებ აიტაცა ხელში და დააბზრიალა.
-სასწაული ხარ. ლოყაზე აკოცა -აშკარად არ გაკვირვებია შენი ხილვა, იცოდა შენ ჩამოსვლაზე
-მაგაში ეჭვი გეპარებოდა? ჩუმად გადაულაპარაკა
-არანაირად
-გილოცავ მამაკაცს კისერზე მოხვია ხელები და მიეხუტა - ბედნიერებას გისურვებ მიხეილ. გაღიმებული მოსცილდა და მის გვერდით მდგომ ცოლსა და ვაჟს გადახედა. ბიჭი ეშმაკური ღიმილით აათვალიერა.
-გამიხარდა შენი ჩამოსვლა, აქამდეც გელოდი. დარბაზი მოათვალიერა ნერვიულად, აშკარა იყო ლალის ეძებდა. თაიას ყურადღება არ მიუქცევია მისი დაძაბული მზერისთვის.
-ეს.. ეს ანუ ის .. ჭაობისფერი თვალები დაბნეულობისაგან მიხეილისკენ გადაიტანა. ვერ ხვდებოდა რა მდგომარეობაში იყო. დაბნეულობისგან ხმასაც ვერ იღებდა
-დიახ ლუკა ეს თაიაა ჩემი ქალიშვილი. ხელი მოხვია გოგოს და ბიჭს წარუდგინა. - ეს კი ჩემი მეუღლის მაიას ვაჟია
ლუკა გაოცებული ათვალიერებდა წინ მდგომ გოგოს. თაიამ თავი გვერდით გადახარა, ირონიულად ჩაიცინა, ოფიციანტის ხელის გულზე მოთავსებული სინიდან სასმელი აიღო და მოსვა. მიხეილს გაეცინა. მაიას გოგოს ქმედება არ ესიამოვნა, ზიზღით აათვალიერა
-მე ცოტახნით დაგტოვებთ, პუანტებს გამოვიცვლი და შემდგომ შემოგიერთდებით
-სალაპარაკო გვაქვს! ამირეჯიბმა შეაჩერა.
-ახლა არა! ხვალ ვისაუბროთ. არც შებრუნებულა მისკენ ისე უთხრა და დარბაზიდან გავიდა
ფეხზე გამოიცვალა და აივანზე გავიდა. მოაჯირზე მიყრდნობილი, უყურებდა შუშის კარიდან დარბაზში მყოფ საზოგადოებას. ყველა ერთი და იგივე ფენის წარმომადგენელი იყო. მაღალი ფენის, მაღალი საზოგადოების წევრები, გადაპრანჭული, ქედმაღალი საზოგადოება.
ეზიზღებოდა ყველაფერი ის რასაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აკეთებდა და სწორედ იქ ყოფნა იყო ახხლა მისთვის წამება. კარგად დაინახა მისკენ მიმავალი მამაკაცი. თვალები უკმაყოფილოდ გაატრიალა და ღრმად ჩაისუნთქა. ბიჭი მის გვერდით დადგა, სიგარეტს მოუკიდა და სივცეს გახედა
-მკითხე!
-უკაცრავად? წარბშეკრულმა მიაბრუნა თავი გოგოსკენ. ისეთი ლამაზი იყო, წითელი სველი ტუჩებით, ფითქინა თეთრი კანით, კისერზე პატარა სხვისთვის შეუმჩნეველი ხალით. როგორ უხდებოდა ის ირონიული ჩაცინებაც კი. წამით დაიბნა კიდეც მისი შემყურე.
-მკითხე რაც გაინტერესებს. ვხედავ, რომ რაღაც არ გასვენებს ძამიკო.. თვალი თვალში გაუყარა და სიგარეტი ხელიდან აართვა. მოწევა თავად დაიწყო
-მე შენი ძმა არ ვარ. ბრაზისგან ავსებულს თვალის ფერი ეცვლებოდა. თაიამ სიცილით აწია ორივე ხელები, სიგარეტი ტუჩის კუთხეში გადაანაცვლა და მალევე მოისროლა აივნიდან
-არ ხარ. მართალია.. ბიჭის წინ დადგა- შენ იცი ვინ ხარ ? განრისხებულმა შეანათა თავლები ჭაობისფერებს - ერთი მაწანწალა, რომელმაც კარგი კარავი იპოვა მიხეილის სახით. ლუკას სახე შეეცვალა, აშკარა იყო ამ ქცევას გოგოსგან არ ელოდა. სიბრაზისგან ნესტოები დაებერა და კისერზე ძარღვებიც გამოეკვეათა. ღრმად სუნთქავდა და თავს აიძულებდა კონტროლი არ დაეკარგა. - მაინც რა გგონია? გაეცინა ბაბლუანს - გგონია ამირეჯიბის ქონებას დაეპატრონებით შენ და დედაშენი? სიცილს არ წყვეტდა -არ თქვა ახლა, რომ მიხეილი, როგორც მამა ისე გიყვარს. ეგ ხომ სრული აფსურდია
-დაასრულე ? ისე მშვიდად კითხა თაიას ბრაზი უფრო მეტად მოეკიდა მთელს სხეულზე. სიმწრით გაეცინა, გიჟივით იცინოდა სანამ ღაწვზე ცრემლი არ ჩამოუგორდა. ბიჭს გაყინული მზერით შეხედა, რამოდენიმე წამი უყურებდა ჭაობისფერ თვალებს, მერე თავი დახარა და მარტო დატოვა არეულ ფიქრებთან ერთად ლუკა კიკალეიშვილი.
დარბაზში დაბრუნებისთანავე ბაჩისთან მივიდა. კარგად მოირგო ბედნიერების მასკა და სამსახიობო უნარით დაჯილდოვებულმა გააგრძელა საღამო.
წვეულების დასრულებისთანავე, იმ დღესვე გადავიდა მისივე ბარგით ამირეჯიბის სასახლეში. კუთვნილ ტერიტორიაზე.
ეზოში შესვლისთანავე გაახსენდა ბავშვობა, გაღიმებული ათვალიერებდა შეცვლილ გარემოს.
.....

შუაღამე იყო. წვეულებიდან ახალი დაბრუნებული თაიაზე ფიქრობდა. ტვინი არეული ქონდა და ვერ ალაგებდა აზრებს. აქამდე უცნობი ბაბლუაანის შესახებ ახლა, რომ გიგო ესეც ცალკე აგიჟებდა. სარუჩკის ღილები გაიხსნა, სიგარეტის ღერი აიღო და აივანზე გავიდა. უკანა ეზოში მოსიარულე გოგოს დანახვისთანავე გადაავიწყდა სიგარეტი და მისი დაკვირვება დაიწყო, რომელიც ფრთხილად ათვალიერებდა ეზოში დარგულ და არსებულ ხეხილს. ტელეფონის ფანრით დადიოდა ეზოს ირგვლივ. -ნეტავი რას ეძებ. თვალები დააწვრილა. გოგო მსხლის ხესთან შეჩერდა, სადაც საქანელა იყო ჩამოკიდებული, ნაზად ეხებოდა მსხლის ხეს. საქანელაზე დაჯდა და ქანაობა დაიწყო. თმები მოხდენილად უფრიალებდა. მისი კისკისის ხმაც კარგად ესმოდა.. უყურებდა მოკისკისეს და თავადაც ეღიმებოდა. მალევე წამოდგა ფეხსაცმელი გაიხადა, იქვე მიყარა. აუზთან მივიდა, ზურგით შებრუნდა და წამებშივე ერთი უკან ბიძგით გადაეშვა თვალებ დახუჭული აუზში. ლუკას გაეცინა, მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო და აუზისკენ გადაიხარა. - გიჟი ხარ, მაგრამ იმდენადაც არა რამდენადაც მე მეგონა. ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ რამოდენიმე წამის განმავლობაში გოგომ, რომ არ ამოყვინთა დაიძაბა - არა.. ამას არ იზამ.. წელში სწრაფად გაიმართა და აუზისკენ უფრო მეტად გადაიწია. - ან იქნებ იმაზე მეტად გიჟი ხარ ვიდრე მე წარმომიდგენია?. ჯანდაბა.. ამის დედაც.. აივნიდანვე დაუფიქრებლად გადაეშვა აუზში. ფსკერისკენ ჩაყვინთა და შეძლებისდაგვარად მოათვალიერა წყლით სავსე აუზი, მაგრამ აუზში არავინ იყო. სუნთქვა აღარ ყოფნიდა, სწრაფად ამოყვინთა და იმ წამსვე გაიგო თაიას სიცილი.
-რაო რა გეგონა თავს მოვიკლავდი? კისკისით დაჰყურებდა აუზის კიდეში მდგომი აუზში მყოფ მამაკაცს.
-თავიდანვე შემამჩნიე ხო? ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა.
-მხოლოდ აუზთან მოსვლისას. ტკბილი ძილი. თვალი ჩაუკრა და გაუჩინარდა.
-სატანა. ხელი წყალს დაარტყა -გასართობი მიპოვნა. ტუტუცი..
სექტემბერი იწურებოდ. არეული გრძნობებით შემოდიოდა ოქტომბერი. არეული ფიქრებითა და შეგრძნებებით.



№1 სტუმარი ეთო

საინტერესო დასაწყისია, ველით გაგრძელებას ❤ წარმატებები

 


№2 სტუმარი One

Wow ra kargi dasawyisia) vnakhod rogor gagvanebivreb)
Warmatebebi…

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

თუ მჯეროდეს რომ შენ ხარ????
ცოტა ხნის წინ ჩამოვუარე შენს ისტორიებს, ხელახლა მივიღე ემოციები. აი, როგორ გამახარე არ იცი:დდ
ჯერ არც წამიკითხავს, მაგრამ ხომ ვიცი როგორი კარგი იქნება. ძველი დრო გამახსენე❤️

 


№4  offline წევრი tatiachelo

სტუმარი ქეთა
თუ მჯეროდეს რომ შენ ხარ????
ცოტა ხნის წინ ჩამოვუარე შენს ისტორიებს, ხელახლა მივიღე ემოციები. აი, როგორ გამახარე არ იცი:დდ
ჯერ არც წამიკითხავს, მაგრამ ხომ ვიცი როგორი კარგი იქნება. ძველი დრო გამახსენე❤️

არც მე მჯერა რომ ისევ დავბრუნდი )) ვიმედოვნებ ეს ისტორია მოგეწონებათ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent