შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ივენთი //5//


26-06-2022, 00:09
ავტორი ენქეი
ნანახია 2 428

-ნუცაა- მუხლებზე დაეცა ელენე და მთელი ხმით დაიწყო ყვირილი- გეხვეწები ღმერთო არაფერი დაემართოს, გემუდარები ცოცხალი იყოს. -ღმერთს მის გადარჩენას ევედრებოდა და ფრჩხილებით მიწას ამაოდ კაწრავდა. მდინარე ხმაურით ეხეთქებოდა კლდის ნაპირებს და გაჩერებას არ ლამობდა, თავისთვის მშვიდად განაგრძობდა მსვლელობას და არც ის ადარდებდა რომ სადღაც მის შუაგულში ორი უდანაშაულო სული შთაინთქა. -ღმერო გევედრები არაფერი დაემართოთ. -თავისთვის ბურტყუნებდა და თვალებს ნერვიულად აცეცებდა. წარმოდგენა არ ქონდა რა უნდა გაეკეთებინა იმ შემთხვევაში თუ არცერთი არ დაბრუნდებოდა. უკვე მობილურს იმარჯვებდა ანდრეასთა დასარეკად რომ ოდნავ მოშორებით ვაჩეს სხეული დალანდა რომელსაც ხელში ნუცა მთელი ძალით ჩაებღუჯა და სხეულზე მიეკრო. -ცოცხალია? -უღონოდ შეჰკივლა ტელეფონი იქვე მიაგდო და წყალში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რომ მას დახმარებოდა. ხელებში მთელი ძალით სწვდა ნუცას და ნაპირზე ვაჩესთანერთად გაიყვანა, ერთხელ ღრმად ამოისუნთქა ვაჩემ, შემდეგ მუხლებზე დადგა და ნუცა ოდნავ შეანჯღრია რომ გამოფხიზლებულიყო, თუმცა ამაოდ. ყველაზე საშინელმა ფიქრმა გაუარა გონებაში და მხოლოდ რამდენიმე წამით კისერზე თითი მიადო რომ შეემოწმებინა სუნთქავდა თუ არა.
-ჯანდაბა- შეშინებულმა დაიგრგვინა, სხეული გაუსწორა და გულის მასაჟი დაიწყო.
-მოკვდა? -ამოიკნავლა ელენემ და უსულოდ მწოლიარე სხეულს ზედ მიეკრო - ნუცა გეხვეწები გაიღვიძე, თვალები გაახილე გემუდარები.
-მიდო ნუცა, ისუნთქე. -ამაოდ ცდილობდა მის გამოღვიძებას ვაჩე, მასაჟის პარალელურად ხელოვნურ სუნთქვასაც უტარებდა თუმცა ნუცა გაღვიძებას არ ფიქრობდა.
-ნუცა გევედრები თვალები გაახილე- მის ხელს უღონოდ ებღაუჭებოდა ელენე და ცრემლებს პერაგის სახელოთი იწმენდდა.
- ჯანდაბა ნუცა ოღონდ არ მოკვდე. -ცოტაც და ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა ვაჩე.
-გეხვეწები ვაჩე გემუდარები მითხარი რომ არ მოკვდება. -მხრებში ჩააფრინდა ელენე ვაჩეს.
-ანდრეას დაურეკე-წამით თვალი გაუსწორა მაგრამ მერე სხვა ვერაფერი მოიფიქრა რომ ეთქვა და თავი აარიდა პასუხს.
- ჩემი ბრალია, მე რომ არა ეს არ მოხდებოდა, ჩემს გამო მოკვდება- ტირილს უმატა და ნუცას გაყინულ სხეულს ზედ მთელი ძალით მიეკრო. - რა სულელი ვარ ნუცა, იმისგამო როგორ დავრჩი რომ ანდრეა მომწონდა, რატომ არ გამოგყევი. -თავში ხელების რტყმა დაიწყო ელენემ.
-ჯანდაბა ელენე, ახლავე გაჩერდი! -დაიგრგვინა ვაჩემ და ხელში მერვიულად სწვდა- არ მოკვდება გასაგებია? არა დღეს და არა აქ! -ხელი სწრაფად შეუშვა და მასაჟის გაკეთება განაგრძო. -სასწრაფოდ ანდრეას და გეგის დაურეკე, სასწრაფოც გამოიძახე.
-მე… მე მათი ნომერი არ მაქვს- ამოისრუტუნა და თვალების აქეთ იქით ცეცება დაიწყო.
-სახლში გაიქეცი, ჭიშკართან ზუსტი მისამართი წერია, ჩემი ტელეფონი აიღე და დარეკე, დროზე! - მისი ნათქვამისთანავე ფეხზე წამოვარდა ელენე და სახლისკენ სირბილით წავიდა. ვაჩე სულ მარტო დარჩა უსულო გაყინულ სხეულთან და ამაოდ ცდილობდა მის გამოღვიძებას -გაიღვიძე ნუცა გაიღვიძე, ოღონდ ახლა არ მოკვდე და მზად ვარ მთელი ცხოვრება შენს სიტყვებზე ვირბინო - უღონოდ ამოთქვა და ჰაერი კიდევ ერთხელ ჩაბერა. წამიც არ იყო გასული ნუცას ხველა რომ აუტყდა, გვერდზე გადაბრუნდა და ორგანიზმში არსებული წყალი მთლიანად ამოიღო, შემდეგ კი ისევ საწყის პოზციას დაუბრუნდა.
- რა მოხდა? - სულ გაწუწული და შეშინებული ვაჩეს დანახვისას სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-შენ… ცოცხალი ხარ. -შვებით ამოისუნთქა ვაჩემ და სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.
- ვაჩე რა მოხდა? - უფრო შეშინებულმა იკითხა და თვალებში ჩააცქერდა.
-აღარაფერი, მთავარია კარგად ხარ. - სახეზე ხელი მოისვა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა რომ დამშვიდებულიყო.
-მე, მე ისე უცებ ჩავვარდი ვერაფერი გავაკეთე- უცებ აღიდგინა გონებაში მომხდარი და შიშისგან კანკალმა აიტანა. - ძალით არ გამიკეთებია, მგონი ფეხი დამიცურდა. - აკანკალებული ხმით განაგრძო და ცრემლიანი თვალები მიანათა ვაჩეს.
-დამშვიდდი, მთავარია კარგად ხარ. -ოდნავ წამოწია და სხეულზე მიიხუტა ცოტა რომ დამშვიდებულიყო.
-არ მინდოდა გეფიცები, შენთვის უნდა მომესმინა.
-ტყუილად არ გეუბნებოდი ხეობას მოერიდეთქო. დროა სახლში წავიდეთ, სასწრაფო უკვე გზაში იქნება.
-სასწრაფო?
-ხო, გონებაზე კი ხარ მაგრამ ბევრი წყალი გადაყლაპე, თან… -სიტყვა შუაზე გაუწყდა ყიფიანს.
-თან?
-თან გონება დაკარგე, შეიძლება რამე გამოიწვიოს, ჯობს თავი დავიზღვიოთ.
-კარგი- მშვიდად დაჰყვა მის ნებას და ფეხზე წამოდგომას შეეცადა.
-მოიცა, მოიცა რას აკეთებ?
-სახლში წავიდეთო არ თქვი?
- გოგო სულელი ხარ? ახლახანს ლამის ხელებში ჩამაკვდი, გგონია სიარულის უფლებას მოგცემ?
-ნუ აზვიადებ, კარგად ვარ. -ფეხზე წამოდგა და ვაჩეს რომ არ დაეჭირა ალბათ ტვინის შერყევას მიიღებდა, მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და წონასწორობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
- ერთხელ უკვე არ დამიჯერე და თავი მდინარეში ამოყავი, ჯობს არ შემეწინააღმდეგო. - ცალი ხელი მუხლების ქვეშ ამოსდო მეორე ზურგზე მოკიდა და ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-ჩემითაც მოვახერხებ ვაჩე დამსვი.
-სიტყვა აღარ გავიგო თორემ მდინარეში დაგაბრუნებ. - კბილებში გამოსცრა ვაჩემ და სახლისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. რამდენიმე წუთში უკვე სახლის კართან იყო, კარი ფრთხილად გააღო და მისაღებში ხმაურით შევიდა, მათი დანახვისას ელენე მაშინვე ფეხზე წამოვარდა და მომლოდინე სახით მიაჩერდა ვაჩეს. -ცოცხალია დამშვიდდი- შედარებით მშვიდი ხმით მიუგო და ნუცა იქვე დივანზე დააწვინა.
-ღმერთო ნუცა- მეგობრის გვერდით ჩაიმუხლა და მთელი სახე ნერვიულად დაუკოცნა.
-გეგონა ასე მარტივად მომიშორებდი? - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თვალები ისევ დახუჭა -მეძინება. -მშვიდად მიუგო ორივეს.
-იმედები უნდა გაგიცრუო, ახლა ვერ დაიძინებ- მშვიდად მიუგო ვაჩემ- ყურადღება მიაქციე რომ არ დაიძინოს, ტანსაცმელს და პლედს ჩამოვიტან.
-ნუცც, არ დაიძინო კარგიი, მელაპარაკე. -თავზე ხელი გადაუსვა მეგობარს.
-შემეშინდა. -ცრემლიანი თვალებით გახედა ნუცამ ელენეს.
-მეც ძალიან შემეშინდა ნუც, მადლობა ღმერთს ვაჩემ სწრაფად მოახდინა რეაგირება თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა.
-ვაჩე რომ არა ალბათ მკვდარი ვიქნებოდი.
-იყავი. -ხმა გაებზარა ელენეს.
-რაა?
-წყლიდან რომ ამოგიყვანა რამდენიმე წუთის განმავლობაში გულისცემა არ გქონდა. უსულოდ იწექი მიწაზე. - ცრემლები მოიწმინდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო- ყველაფერი გააკეთა რომ გადაერჩინე, მისი წყალობით ხარ ცოცხალი.
-ღმერთო - ტუჩი მოიკვნიტა ნუცამ - რა მინდოდა, რა ბუნება და მდინარე მომინდა. - ცრემლებს გასაქანი მისცა და ემოციებს მიეცა- წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა ვაჩე რომ ვერ დამხმარებოდა. დედაჩემი და მამაჩემი რა მდგომარეობაში იქნებოდნენ.
-დამშვიდდი ნუცა, მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა. - სხეულზე მიიკრო ელენემ და თმაზე მოფერება დაუწყო რომ ცოტა დამშვიდებულიყო.
-ყველაფერი რიგზზეა? -კიბეებზე სწრაფად ჩამოირბინა ვაჩემ და გოგოებს მიუახლოვდა.
-კი, კი. -მშვიდად მიუგო ელენემ და ოდნავ უკან დაიხია.
-ასეთი რაღაცეები არმიყვარს მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო, რაც ხელში მომხვდა წამოვიღე რომ გამოიცვალო. მერე ზემოთ ავიდეთ ოთახში -მშვიდი ტონით უთხრა ვაჩემ, ტანსაცმელი მაგიდაზე დააწყო და ისევ ელენეს მიუბრუნდა - გარეთ ვიქნები, რომ გამოიცვლის დამიძახე. -თქვა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
- მშრალი ტანსაცმელი რა ბედნიერებაა. - აკანკალებულმა თქვა და სასწრაფოდ გამოიცვალა ტანსაცმელი, რათქმაუნდა ელენე მთელი თავისი ძალებით ეხმარებოდა და წამით არ უშვებდა ხელს, რამდენიმე წუთში ტანსაცმელი გამოიცვალა და ვაჩეც მაშინვე დაბრუნდა ოთახში, სიგარეტის მსუბუქი თავბრუდამხვევი სურნელი ასდიოდა, როგორც ჩანს ნერვიულობისგამო მოწევა გადაწყვიტა. როგორც კი დაინახა რომ ტანსაცმელი გამოიცვალა ხელი მოკიდა და მეორე სართულზე ასვლაში დაეხმარა, ოთახში შეიყვანეს და საწოლზე ფრთხილად დააწვინეს შემდეგ კი საბანი გადააფარეს და მომლოდინე სახით მიაჩერდნენ.
-შენც სველი ხარ- დუმილო დაარღვია ნუცამ.
-არაფერია.
-გამოიცვალე, შეიძლება შენც გაცივდე.
-არაფერი მომივა.
-გთხოვ თავს უფრო ცუდად ნუ მაგრძნობინებ. -მუდარის ტონით უთხრა ნუცამ და ცოტა წამოიწია რომ ოთახში მყოფები ნორმალურად დაენახა.
-კარგი. -ყოველგვარი კამათის გარეშწ მიუგო ვაჩემ, წამებში მონახა ტანსაცმელი და სააბაზანოში შევიდა. რამდენიმე წუთში სასწრაფოც მოვიდა, ექიმები ოთახში შევიდნენ და ისტორიის მოსასმენად მოემზადნენ. როგორც კი ელენემ მოყოლა დაამთავრა სასრაფოდ გადაყვანის ინიციატივა წამოაყენეს.
-არა! -მკაცრად განაცხადა ნუცამ.
-შვილო გული გაგჩერებია, ნუ გამაგიჟებ. -ხელები გაასავსავა ქალმა.
-აქ გამსინჯეთ, კარგად ვარ.
-ნუცა ბავშვივით ნუ იქცევი. -გააფრთხილა ვაჩემ - ექიმს მოუსმინე.
-ჩემი ორგანიზმია და ვგრძნობ ყველაფერს, ცუდად რომ ვიყო ვიტყოდი.
-ბატონო თქვენც უნდა გაგსინჯოთ, ყოველი შემთხვევისთვის.
-ვის გამოც გამოგიძახეს იმას მიხედეთ, მე კარგად ვარ.
-არაფერი არ მინდა, უბრალოდ რამდენიმე სიცხის დამწევი დამიტოვეთ.- იხუმრა ნუცამ
-რადგან არ გსურს ვერ დაგაძალებთ -თავი დანანებით გააქნია ქალმა. - მაგრამ მაინც გირჩევთ რომ საავადმყოფოში წამოხვიდეთ.
-არ მინდა მადლობა- ნაძალადევი ღიმილით დააჯილდოვა ქალი და ვაჩეს გახედა რომელიც ისეთი მკაცრი გამომეტყველებით აღარ უყურებდა როგორც აქამდე.
ექიმმა ზედაპირულად გასინჯა თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა როს გამოც საავადმყოფოში წასვლას დაჟინებით მოსთხოვდა თუმცა მაინც გააფრთხილა რომ სუნთქვის უკმარისობის, მკერდში ტკივილის ან რამე მსგავსის შემთხვევაში აუცილრბლად მიემართათ მათთვის. შემდეგ ნივთები ჩაალაგეს და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდნენ. მათ ელენე და ვაჩე უკან მიჰყვნენ, ექიმის რჩევები მოისმინეს და სავარაუდო გართულებებზეც ისაუბრეს, მათი წასვლისთანავე ელენე გასაქცევად მოემზადა რომ ნუცასთვის ჩაი მოემზადებინა მაგრამ ვაჩეს ხმამ შეაჩერა.
-ელენე, მოიცადე.-მშვიდად მიუგო ვაჩემ
-მოხდა რამე? -შეშინებული მოტრიალდა უკან
-არა, უბრალოდ ბოდიშის მოხდა მინდოდა.
-რის გამო? -გაკვირვებული მიაჩერდა მის წინ მდგომ სილუეტს.
-იქ მდინარესთან, ძალიან უხეშად დაგელაპარაკე. მესმის რომ ნერვიულობდი და მასე არ უნდა დაგლაპარაკებოდი. მაგის უფლება არ მქონდა, უბრალოდ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, დღის ასეთ დასასრულს არ მოველოდი.
-ბოდიში საჭირო არ არის ვაჩე, შენ ჩემი მეგობარი გადაარჩინე, ჩემი ოჯახის წევრი დამიბრუნე. -მადლიერება როგორ გამოეხატა არ იცოდა ამიტომ წამში დაფარა მათ აორის მანძილი და ვაჩეს ჩაეხუტა. -შენ რომ არა ალბათ მის სხეულსაც კი ვერასდროს იპოვიდნენ.
-ასე ნუ ამბობ, საკმაოდ ჯიუტი ვინმეა- ღიმილით მიუგო ვაჩემ და მობილური გაუწოდა. -წამოსვლისას შევამჩნიე იქ დაგიტოვებია.
-მადლობა.
-ნუცას დავხედავ სანამ შენ ჩაის გააკეთებ. -ღიმილით მიუგო და კიბეებისკენ წავიდა.
-ვაჩე… -მოულოდნელად წამოისროლა მისი სახელი.
-გისმენ.
-რაღაცის თქმა მინდა მაგრამ არ ვიცი როგორ გითხრა.
-ნუ დაიბნევი, არ გინდა შემოვლითი გზები, პირდაპირ მითხარი.
-ის რაც მდინარესთან ვთქვი ანდრეაზე, რომ მომწონს. არ მინდა რომ მან იცოდეს- ხელები ნერვიულად ალხართა ერთმანეთში.
-ამაზე ნუ ინერვიულებ, მე არაფერს ვიტყვი.
-დიდი მადლობა-ღიმილიატ მიუგო ელენემ.
-და ხო, ის რაც ნუცას დაემართა, შენი ბრალი არ არის. -მშვიდი ხმით მიუგო და კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა…

***
-შეიძლება შემოვიდე? -კარზე ფრთხილად დააკაკუნა ვაჩემ და როდესაც ნუცასგან თანხმობა მიიღო ოთახში ნელი ნაბიჯით შევიდა.- თავს როგორ გრძნობ?
-ისე როგორც ცოცხალი. -ხუმრობა სცადა თუმცა ვაჩეს გამომეტყველებიდან მიხვდა რომ არ გამოუვიდა.
-რამე ხომ არ გაწუხებს?
-არაფერი, უბრალოდ ცოტა მცივა.
-წავალ კიდევ ერთ საბანს მოგიტან. -დაუფიქრებლად თქვა და წასასვლელად შებრუნდა თუმცა ნუცამ შეაჩერა.
-მოიცადე, რაღაცის თქმა მინდა.
-მოხდა რამე?
-არა, მადლობის გადახდა მინდოდა, რომ გადამარჩინე- მშვიდად მიუგო და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა- შენ რომ არა 17 წლის ასაკში შევწყვეტდი სიცოცხლეს, მე კი სიკვდილი არ მინდა.
-მთავარია ახლა კარგად ხარ, დანარჩენი წარსულში დატოვე.
-შენ რომ არა არ ვიქნებოდი.
-არ გინდა მშობლენს დაურეკო? ან სულაც სახლში წაგიყვანო?
-მამაჩემი ვერაფერს გაიგებს ნუ დარდობ.
-მამაშენზე არ ვდარდობ ნუცა, მე ის ვერაფერს დამიშავებს. უბრალოდ არ მინდა ვინმე ხელებში ჩამაკვდეს და ამაზე პასუხისმგებელი ვიყო.
-აღარ განმეორდება.
-ხომ გაგაფრთხილე მდინარესთან არ მიხვიდეთქო? რატომ მიხვედი? -ნერვებმა მაინც უმტყუნა.
-შენი გაბრაზება მინდოდა.
-რატომ? ამაზე ხალისობ?
-ცოტას.- თითები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და ხელით რაოდენობა აჩვენა.
-შენი სისულელეები ლამის შენს სიცოცხლედ დაგიჯდა.
-ვიცი და ვწუხვარ. - ამოისრტუნა და უკვე ეტყობოდა რომ ტირილს აპირებდა.
-მწუხარება ვერ გიშველიდა სახლიდან უფრო შორს რომ ყოფილიყავით და ვერ მომესწრო. როგორი უგრძნობიც არ უნდა ვჩანდე მაგაზე საშინელი მომენტი არ არსებობს როცა ვიღაც ხელებში გიკვდება.
-აღარ განმეორდება. - ხმაჩამწყდარმა ამოთქვა და თვალი გაუსწორა.
-დიდი იმედი მაქვს. -თავი დანანებით გააქნია ვაჩემ და წასასვლელად შებრუნდა.
-რატომ დამეხმარე? ხომ მითხარი არ დაგეხმარებიო. -თავისი ნათქვამი გაახსენა ვაჩეს. წამით შეყოვნდა ფიქრობდა ეპასუხა თუ არა, მერე მიუბრუნდა და მშვიდი მაგრამ მტკიცე ხმით მიუგო.
-მე მამაჩემი არ ვარ! -უკან არც მიუხედავს ისე თქვა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა…




ვიცი რომ თავები პატარაა მაგრამ ყოველ მეორე დღეს ვდებ და ამისგამო ვერ ვახერხებ დიდი თავების დაწერას. მადლობა თბილი კომენტარებისთვის. ველი შეფასებას



№1 სტუმარი სტუმარი ანანო

ერთი სული მქონდაა, ახლა წავიკითხავ

 


№2  offline წევრი ნათია სტურუა

ძალიან მომწონს წარმატებებს ❣️

 


№3  offline მოდერი ენქეი

ნათია სტურუა
ძალიან მომწონს წარმატებებს ❣️

მადლობაა❤️

 


№4  offline წევრი kesane1700

ვგიჟდები, ვგიჟდები და ვგიჟდები❤️ ვაჩე რა საყვარელია, როგორი თბილი და მზრუნველი. ❤️ იმსახურებს რომ ნუცასგანაც იგივე მიიღოს. ველი ახალ თავს უდიდესი შემართებით და ინტერესითთ❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ელა

ძალიან კარგია ასე მგონია რომ ვაჩეს რაღაცა აქავშირებს ამ მდინარესთან რაღაცა ცუდი მე ასეთი წარმოდგენა შემექნა.შეიძლება ძალიან ახლობელი დაკარგა .ისე ძალიან კარგი პერსონაჟები არიან ყველანი.

 


№6 სტუმარი Mariami

ვაიმე ვაჩეეე sob ნუცასთვის აღარ მემეტება ჩემთვის მინდაა…
ველოდები ახალ თავს, მიყვარხარ და წარმატებებიი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი ენქეი

სტუმარი ელა
ძალიან კარგია ასე მგონია რომ ვაჩეს რაღაცა აქავშირებს ამ მდინარესთან რაღაცა ცუდი მე ასეთი წარმოდგენა შემექნა.შეიძლება ძალიან ახლობელი დაკარგა .ისე ძალიან კარგი პერსონაჟები არიან ყველანი.



დიდი მადლობაა❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ანი

დღეს რომლისკენ დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent