შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებ არეულნი 2


28-06-2022, 01:42
ავტორი tatiachelo
ნანახია 9 331

წიგნის პრეზენტაცია ერთ-ერთ უნივერსიტეტში ეწყობო­და. მეტად მნიშვნელოვანი პირები შეკრებილიყვნენ თაია ბაბლუანის ახალი წიგნის გასაცნობად.​ თვით გერმ­ანიის საელჩოდან საპა­ტიო სტუმრები დიდი მო­წიწებით ელოდნენ თაიას გამოჩენას. ჟურნალისტებიც მის მოლოდინში იყვნენ.
ქალი მშვიდი გამომეტყველებით მიიწევდა საზოგადოებისკენ. თავის ოდნავი დაკვრით მიესალმა მათ და საკუთარი ადგილი დაიკავა აუდიტორიის წინ.
-მოგესალმებით, მიხარია დღეს ჩემთან ერთად რომ ხართ. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს აქ მობრძანებისთვის. რა შემიძლია გითხრათ ამ წიგნზე. წიგნი ხელში მოათავსა და მასზე გამოსახულ ქალს დახედა.
-ეს წიგნი არის არეული გრძნობების ცენტრი. შეგრძნებების ეპიცენტრი. დედასთან გავლილი ყოველი დღის გრძნობაა გადმოცემული. მოდით სრულიად თავიდან დავიწყოთ დასაწყისიდან.. გაღიმებულმა მიაბრუნა ხალხისკენ ხელში მოთავსებული მისი ნაშრომი -აი ეს ქალი, რომელიც ამ ყდას ამშვენებს დედაჩემია. მინდა, რომ იცნობდეთ მას. ლალი ბაბლუანი ქალი რომელმაც გამაჩინა, გამზარდა, მასწავლა ყველაფრის სიყვარული, გამიჩინა გრძნობები, შემაყვარა თავად დედა არა როგორც უბრალოდ დედა არამედ მთლიანად ის რაც ქმნიდა მას დედად. აქ არის ასახული ის გრძნობები, რომელიც მასთან ერთად გამოვიარე. მის ხსოვნას ვუძღვნი ამ წიგნს. სამუდამოდ მის სახელს ვტოვებ ამ ქვეყნად ამ წიგნით.
-რატომ გრძნობები? ერთ ერთმა მამაკაცმა კითხა მორიდებით.
-დედას ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა. წლების განმავლობაში ებრძვოდა ამ გრძნობას. არეულ გრძნობას. გრძნობას რომელსაც ხან სიყვარული ქვია ხან სიძულვილი. ებრძვოდა შვილის სიახლოვეს, სითბოს, ჩახუტებას, სიყვარულს. წიგნზე გამოსახულ ქალს უყურებდა და ისე საუბრობდა თითქოს ლალის ესაუბრებოდა და არა მსმენელს - რატომ გრძნობები ? იმიტომ რომ გრძნობებია ადამიანის ერთადერთი უმართავი უბედურება. ვერ მართავ მას. ვერ დაიმორჩილებ ვერანაირ გძნობას. გრძნობები თავისთავად მოდის. ეს არ არის მემკვიდრეობით დატოვებული ეს ადამიანის შენაძენია, რომელსაც კარგად ან ცუდად ვიყენებთ. გრძნობა სიყვარულის და გრძნობა სიძულვილის. აქ ყველაფრის აღწერაა არვიცი რამდენად მოგეწონებათ მკითხველს. ისიც არ ვიცი თუ აღიქვამთ იმ გძნობებს რომელიც მე ამ წიგნში ჩავდე და გამოვცადე ჩემს თავზე . გრძნობა: შიშის, სიძულვილის და სიყვარულის.

------

-ბაჩი? არ მეგონა აქ თუ გნახავდი. იმ წამს მიახლოებულ ბიჭს შეხედა
-თაია ჩემი ბიძაშვილია. თვალი გაუსწორა მასზე ბევრად დაბალ მენაბდეს. -შენ ?
-მე ამ უნივერსიტეტში ვსწავლობ ბაჩი. ისე გაუხარდა ამირეჯიბის ინტერესი თუნდაც ასეთი მცირედი დოზით დაინტერესება მის მიმართ, რომ კანში ვერ ეტეოდა. მამაკაცის სიახლოვე აბნევდა და თან ისე აბედნიერებდა სახეზე ეწერა ყველაფერი.
-როდის ამთავრებ? მისკენ დაიხარა ჩუმად რომ ეკითხა
-რას?
-ლექციები როდის გიმთავდებათქო ნია? გაეღიმა ნეას დაბნეულობაზე.
-მე, მე
-ხო შენ
-უკვე დასრულდა მხოლოდ წიგნის პრეზენტაციის დასრულებას ველი. დაბნეულობისგან ათრთოლებული ტუჩებით ძლივს თქვა და იმის თავიც არ ქონდა ბაჩის ნია გაეპროტესტებინა.
-მე გაგიყვან
-არა.. არ არის საჭირო
-საჭიროა.. წამოდი
გასასვლელი კარისკენ მიმავალს აედევნა. მანქანასთან მისულმა კარი გაუღო, რომ დამჯდარიყო. ისე ესიამოვნა ეს ჟესტი ლამის იქვე დადნა.
წვიმა იწყებოდა ის კი ბაჩის მანქანაში იჯდა და მის სურნელს ისრუტავდა. მერე და როგორ უყვარდა ამირეჯიბისეული არომატი ახლა აი იმ წამს მანქანაში, რომ იყო გაბატონებული.
-ნია მისმენ
-რამე მითხარი?
-არ მისმენდი ნია?
-ნეა
-უკაცრავად?
-ნია არა ნეა
-კი რაღაც გითხარი ნია.. კვლავ ჯიუტად გაიმეორა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ართობდა გოგოს მიმიკების ცვლილება, მისი დაბნეულობა, ათრთოლებული ტუჩები, აცახცახებული ხელები რომელსაც ერთ ადგილას ვერ აჩერებდა და ერთ წუთში ასჯერ მაინც ეხებოდა თმას.
-მოვისმინე წინა დღეს შენი და ლიკას საუბრი. დაძაბულობა შეატყო მენაბდეს -არ გეგონოს ყური დაგიგდეთ უბრალიდ უდროო დროს აღმოვჩნდი იქ სადაც არ უნდა ვყოფილიყავი
-რა გაიგე?
-ყველაფერი
-ანუ?
-ვიცი
-გააჩერე
-ნუ სულელობ
-გააჩერეთქო
-რა გაყვირებს? აქაეთ მე უნდა ვჩხუბობდე ვგონებ. წვიმის წვეთები მატულობდა
მანქანა გზიდან გადაყვანილი იყო. შიგნით კი ორი ადამიანის გრძნობების არეულობა სუფევდა. ჩაკეტილი კარის გაღებას უშედეგოდ ცდილობდა მენაბდე.
-გაჩერდი მომისმინე ერთწამს
-ამიტომ წამომიყვანე? ეს რომ გეთვა ამის გამო? რომ გეთქვა იქ იმ წყეულ დღეს მოისმინე თუ როგორ არანორმალურად მიყვარხარ? რომ მე, მე დებილი ვგიჟდები შენზე და შენს მეტს კაცს რომ ვერავის ვხედავ? ცრემლები სცვიოდა თვალებიდა, გახშირებული სუნთქავდა ბაჩისკენ მიტრიალებული დაბინდული თვალებით შეჰყურებდა წინ მყოფს. - წლები გავიდა და ეს გრძნობა არ კვდება. ვერ ვაიძულებ ამ გრძნობას რომ გაქრეს. განა არ ვცადე? ყველანაირად ვცადე
-ლაშასთან? ისე ჩუმად იკითხა იმის იმედიც არ ქონდა, რომ ნეა გაიგებდა
-დიახ ლაშასთან. უყვირა გამწარებულმა -წადი ჩემი ცხოვრებიდან. არ მჭირდება ეს სიყვარული წადი და წაიღე. დამანებე თავი დამაძინე მშვიდად ნუ მაფიქრებ შენს ყოველ გამოხედვაზე, საუბარზე, მიმიკაზე, თვალებზე. აღარ მინდა.. მართლა აღარ მინდა.. იცი რა ? რეალობაში ეგოისტი ხარ! მხოლოდ და მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ. შენ ეს იცოდი! შენ აქამდეც იცოდი ჩემი გრძნობის შესახებ. ნაგავი ხარ! ცხოველი! მამაკაცისკენ გადაიწია და გაშლილი ხელი მოუქნია. - აქამდე როგორ ვერ მივხვდი
-გაჩერდი გეყოფა უკვე. ჭკუიდან ნუ მშლი.. მორჩი ამ ისტერიკას. ხელებს უჭერდა და მის დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა
-ეს თავად გინდოდა. გინდოდა მეთქვა მე თავად მეთქვა რომ შენ გქონოდა იმის საშვალება უარი გეთქვა ამ სიყვარულზე და ასე დამშვიდებული სინდისით გაგეგრძელებინა ალეკოსთან ურთიერთობა.
-ნუ უაზრობ. ალეკო არაფერ შუაშია .
-ა მაპატიეთ ჩემი ძმა როგორ იქნება შუაში. აქ შენი უსიყვარულობაა შუაში. ან იქნებ შენი სიყვარული მარიამ კაჭარავას მიმართ? არ შემეხო.არ მომეკარო არცკი მომიახლოვდე დღეიდან. გინდოდა ასე? ხო და დავასრულე.. ეს სიყვარული სასჯელი თუ არის მხოლოდ ჩემთვის და ამასაც ასე უხმოდ მხოლოდ მე ვატარებ ბატონო ბაჩი.
გიჟივით გადახტა მანქანიდან, იმწამს არსაიდან გამოჩენილ ტაქსში ჩაჯდა და გაუჩინარდა.
ბაჩი კი იჯდა მანქანაში გონება არეული, ემოციებისგან აშლილი ფიქრებით, გულ აჩქარებული.

........


-ცხოვრებაში ბევრი რამ არსებობს. ხანდახან არარსებულსაც ვიქმნით ილუზიად. ამ ილუზიას იმდენად ვიჯერებთ, რომ შემდგომ გაშვებაც გვიჭირს, მაგრამ შესაძლოა როდესღაც ჩვენი ფიქრები მართლაც აგვიხდეს. თანაც ისე მოულოდნელად და იმ დროისთვის როცა ამას სულაც არ ველით. მე დავიჭირე წამი.. წუთები.. საათები.. დღეები..წლები და მე გავფრინდი მასთან ერთად .
წიგნიდან ამოიკითხა პატარა ფრაზა და გაღიმებულმა შეხედა აპლოდისმენტებით ახმაურებულ დარბაზს.
სახლში შესვლისთანავე მიხეილის კაბინეტისკენ წავიდა. მამაკაცი იქ უნდა ყოფილიყო, როგორც აცნობეს.
მაია შეეგება კარებთან თვალცრემლია­ნი. უცნაურად შეხედა ატირებულ ქალს.
-რამე მოხდა? ისე თბ­ილად კითხა თავადაც გაუკვირდა.
-ყველაფერი და მაინც არაფერი. სწრაფად გა­ეცალა თაიას.
-რახდება მიხეილ?
-ჯერ ხომ არ ჯობს მი­სალმებით დაგეწყო? რაც ჩამოხვედი არც კი გვილაპარაკია. სავარძე­ლში კომფორტულად მოთა­ვსებული ფეხზე წამოდგა
-რამდენადაც მახსოვს ბიზნეს შეხვედრებზე დადიოდი და შვილისთვის დრო ვერ გამონახე. ესეც, რომ გვერდით გავ­წიოთ დღევანდელ დღესაც არ იყავი ჩემს გვერ­დით. მამაკაცს გვერდი აუარა და თავად დაიკ­ავა წამის წინ ამირეჯიბის დაკავებული ადგილი -მაგრამ არაუშავს მე ხომ მიჩვეული ვარ უმ­ამობას.
-ლალი სდაა? მარტივად დააიგნორა ქალის საყვედურით ნათქვამი ფრაზა. ფანჯარა­სთან დადგა და სიგარე­ტის მოწევა დაიწყო - ისიც ჩამოიყვანე თუ კვლავ მკურნალობას გად­ის? კარგად არის?
-ამ კითხვის დასმას საერთოდ როგორ ბედავ ახლა ის უფრო მიკვირს. სუნთქვა აერია იმდე­ნად მოუშალა ნერვები ამირეჯიბის სიმშვიდემ. - ამდენი წლის მერე ძაღლებივით მიგვაგდე და ახლა მეკითხები ლალ­ის კარგად ყოფნას?
-შენც კარგად იცი მი­სი ფსიქოლოგიური მდგო­მარეობა. თაიასკენ შე­ბრუნდა ქალს თვალებში უყურებდა. -საქართვე­ლოში მას ვერ მიხედავ­დნენ ისე კარგად როგო­რც იქ.​ ნუ ართულებ, არავინ არ მიმიტოვებ­ია ფულს ყოველთვე გიგ­ზავნიდით ისე ცხოვრობ­დი, როგორც გსურდა არ მგონია უკმაყოფილო იყო რამით.
-საზიზღრობაა შენგან ნათქვამი ეს სიტყ­ვები. იცი საშინელება რა არის? დანაშაულს რომ საერთოდ არ გრძნობ. მიხეილის წინ დადგა -გაინტერესებს ლალი როგორ არის? ლალი აღარ არის. დამარცვლით უთხრა. კარგად დაინახა ბაბლუა­ნმა ამირეჯიბის ჩამქრალი, გაყინული თვალები. შიშ ჩამდგარი, რომ უყურებდა თაიას.
-როგორ.? ლალი.. ლალი აღარ არის? ისე ამოიხრიალა თითქოს ეს მისი ბოლო სიტყვები იყო.
-მსახიობობა შეგძლებ­ია ნამდვილად. სადაცაა დავიჯერებ რომ გული მართლაც დაგწყდა. - აქამდე როგორ ვერ გაიგე? არ გითხრეს შენმა გოშიებმა?
-მოკვდა?.ლალი აღარ არის? თავისთვის იმეო­რებდა კითხვას
-მიხეილ.. წაბარბაცე­ბულ კაცს ხელზე დაექა­ჩა.
კედელთან ჩაცურდა. ზურგით ეყრდნობოდა​ გაყინულ კედელს და ახლ­ა​ იმ ოთახში კედელზე უფრო მეტად გაყინული მიხეილ ამირეჯიბი იყო. ცრემლებს ვერ ფარავდა. ჯებირებს ასკდებოდა და​ სწრ­აფადვე იკარგებოდა.
თაია ბაბლუანი უემოც­იოდ დაჰყურებდა ერთ ციდა კაცს. წერტილივით, რომ მოჩანდა მისი გადმოსახედიდან.
-გადი. ხმა დაკარგულ­მა ძლივს თქვა თვალებ­ზე ხელებ აფარებულმა -წადი.. დამტოვე.. მერე ვილაპარაკოთ
უხმოდ დატოვა კაბინეტი. გონება არეული მიაბიჯებდა დერეფანში.
ეზოში დაჯდა, აუზთან ახლოს მსხლის ხეს უყურებდა. ნოსტალგიურ განწყობაზე მყოფი ამოტივტივებულ წარსულს ვერ იცილებდა. ის ხე ლალის დარგული გახლდათ სწორედ, ამიტომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი.
-ძალიან ემოციური და საინტერესო იყო. წიგნი გვერდით დაუდო და მასთან ერთად მის გვერდით ცარიელ სკამზე მოთავსდა.
აუზის ამბის შემდგომ კიკალიშვილი არ უნახავს. ახლაც არ ელოდა მის ნახვას.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობდა, ამიტომ არ იმყოფებოდა საქართველოში თავად ნაკრების კაპიტანიც ამ პერიოდის განმავლობაში.
-იმედი მაქვს ავტოგრაფისთვის არ მოსულხარ. განწყობა საგრძნობლად შეეცვალა უკეთესობისკენ
- შენი ირონია. თავი გვერდით გადახარა - და რა? ავტოგრაფისთვის, რომ მოვსულიყავი უარს მეტყოდი?
-როგორ გეკადრებათ
-მაშინ ველი მოწყალებას თქვენგან
-საინტერესოა რა თამაშს თამაშობ
-თამაშებს მხოლოდ სპორტში ვცნობ. რა გაცინებს მართლა.
-რა გინდა ვერ გამიგია. რა ფენომენი ხარ ასეთი. ნერვები არ გეშლება ასე მშვიდად მესაუბრები მაშინაც კი როცა დაგცინი
-შენ მე დამცინი?
-არ მეტყობა?
-არანაირად.. გიხდება სიცილი
-ახლა რას შვები რა გგონია?
-გესაუბრები ადამიანურად სრულებით უწყინარი არც თუ ისე უწყინარს. ჭაობისფერები აუციმციმდა -რატომ ვერ ისვენებ მე მხოლოდ ის მიკვირს. რა არ გასვენებს?
-იქნებ არის რაღაც
-მაინც?
-ძალიან ბევრს საუბრობ თავს მატკიებ
-რა მშვენიერი მოსაუბრე ხარ შენს ერთგულ მკითხველთან..
-ერთგულ?
-წამებს მიყინულებიც წაკითხული მაქვს შენ წარმოიდგინე, ცხოვრების ქოხიც, გულის ფეთქვაც და ლიანდაგებიც. თითებზე ითვლიდა ბაბლუანის შედევრებს -ნუ მიყურებ ასე გაოცებული ოღონდაც.
-ანუ მანამდეც მიცნობდი?
-მე შენ ახლაც არ გიცნობ მაშინ მითუმეტეს არ გიცნობდი არანაირად. ვიცი მხოლოდ შენი წიგნები
-საინტერესოა.
-მიდიხარ? ასე უეცრად? გარბიხარ მწერალო?
-გტოვებთ ბატონო ლუკა.
-იქნებ კითხვები მეც მაქვს ასე უნდა დამტოვოთ?
-კარგი გამოვიჩენ გულმოწყალებსას ბრძანეთ. ფეხზე წამომდგარი კვლავ სკამს დაუბრუნდა - რა გაინტერესებს?
-შენ აეროპორტიდანვე იცო..
-კი, მე შენზე ბერლინში გავიგე მას შემდეგ რაც მაია და მიხეილი დაქორწინდნენ. სიტყვა გააწყვეტინა და თავად გააგრძელა
-რისთვის დაბრუნდი?
-საინტერესო კითხვაა
-არ მიპასუხებ?
-ვალდებული არ ვარ
-მადლობა..
-რისთვის?
-ამ მშვიდი ან არც ისე მშვიდი საუბრისთვის. ფეხზე წამოდგა, ჩანთა მხარზე გადაიკიდა - შენის ნებართვით დაგტოვებ შენ წარმოიდგინე მარტო შენ არ საქმიანობ მწერალო. გაიღიმა თაიამ ისეთი სახით ამოხედა -ვიმედოვნებ ოჯახი ვისაუბრებთ შენს ასეთ უეცარ გამოჩენაზე, მაგრამ ახლა არაფრის თავი არ მაქვს. დასვენება ნამდვილად მჭირდება აეროპორტიდან მოსულს. ფრენის შემდგომ ენერგია ყოველთვის მეცლება
-სასაცილოა
-ფრენის შიში ნამდვილად სასაცილოა, მაგრამ არაუშავს მაგასაც ავიტან.
-როდის დავმეგობრდით ? მე რაღაც არ მახსენდება ეს მომენტი
-ხალხს მარტივად ვუმეგობრდები ხედავ რა კომუნიკაბელური ვარ? აუზის ამბავიც კი გაპატიე.
-რას..
-არა, მადლობა საჭირო არ არის. სიტყვა გააწყვეტინა მომღიმარმა
-ნუ მასხრობ ოღონდაც
-კარგი გვეყოს.. ხელები მაღლა აწია. ისეთი დაღლილი იყო ლაპარაკის თავიც ძლივს ქონდა.
-თაია.. სახლში შედიოდა უკან რომ მიტრიალდა
-გისმენ. მისკენ შებრუნდა ბაბლუანი
-ვწუხვარ..ლალის გამო.. წიგნი ხელში აიღო -ეს წიგნი, აღუწერლად დიდი გრძნობაა. მისი სიყვარულით გაჟღენთილი.



№1 სტუმარი სტუმარი ნატა

არ მეყო...კიდევ მინდა....კარგია იმედია მალ მალე დადებ ახალ თავებს...წარმატებები შენ❤❤❤

 


№2 სტუმარი ეთო

ძალიან მომწონს ეს ისტორია, თქვენი წერის სტილი.იმედია ხშირად გაგვანებივრებთ თქვენი ნოველებით.წარმატებები ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent