შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებ არეულნი 3


29-06-2022, 21:36
ავტორი tatiachelo
ნანახია 701

ჩაშავებული იყო ცა.. ჭექა-ქუხილი გარემოს მდუმარებას შემაწუხებლად არღვევდა. სოფლის გზაზე შავი ფერის მანქანა მაქსიმალური სისწრაფით მიქროდა. მიდიოდა ტყისკენ, სოფლის დასასრულისა და ტყის დასაწყისისკენ.
მანქანაში მყოფების კამათი გარეთ წვრილ-წვრილად მოწკრიალე წვიმის ხმასაც ფარავდა და საბურავების ხმაურსაც. შემზარავად იკლაკნებოდა ცაზე ელვის ნათება.
-გეყოფა ყვირილი! გაჩერდი და შეეშვი მოთქმა-გოდებას. საჭელს ხელს მაგრად უჭერდა და თავს ქალისკენ ხშირად ატრიალებდა. გზას თითქმის არ უყურებდა. აღელვებული ძლივს სუნთქვდა. ქალის ცრემლები იმდენად ახრჩობდა სუნთქვა ეკვროდა მის შემყურეს. - ნუ მექცევი ასე. გთხოვ.
-არ შემიძლია! ნუ თუ ვერ ხვდები რა სიტუაციაში ვარ?
-ვხვდები. ყველაზე მეტად მესმის და ახლა რაც სწორია იმას ვაკეთებ. გადმოდი. მანქანა ტყის პირას პატარა ქოხის წინ გააჩერა.
-შემეშვი.. ხელი გამიშვი ნუ მექცევი ასე
-როგორ ასე? ადამიანურად? რა გინდა მითხარი რა გავაკეთო ისიც მითხარი.. მითხარი როგორ უნდა მოვიქცე?
წვიმა ასველებდა ორივეს სხეულს. ქალი აცახცახებული სხეულით იდგა და უყურებდა მამაკაცის ჩაწითლებულ თვალებს.
-არ ვიცი. არ ვიცი რა არის სწორი და რა არის არასწორი.. ამ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე მე, მაგრამ რაც ვიცი ის არის, რომ შენ იქცევი არასწორად.
-რომელ არასწორ საქცელზე მესაუბრები? მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ. მთელი ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, კაცობა. ნუ თუ ასეთი ძნელია გაიგო, რომ ვერ ვსუნთქავ შენს გარეშე.
-ახლა ჩემი თანხმობა ყველაზე საზიზღარი საქცეილი იქნება შენს წინაშე
-გთხოვ ლალი
-არ გინდა მიხეილ
-შინ შევიდეთ. იქ ვილაპარაკოთ სულ მთლად კანკალებ. გაცივდები. სახლში შესვლისთანავე მიახურა იქვე პატარა საწოლზე დადებული პლედი.
-აი ახლაც ჩემზე ფიქრიბ და არა შენზე. ამას არ ვიმსახურებ.. აქვითინებული გაეხვია თბილ ნაჭერში.
-ლალი ამ სამყაროში რაც დამიმსახურებია ეს შენსადმი სიყვარულია თუნდაც ცალმხრივი
-როგორ მეზიზღება თავი ახლა შენს წინაშე
-მოდი არ გვინდა.. ნურაფერზე ნუ ვისაუბრებთ, არავის არ ვუთხრათ. რეალობას ხომ არასდროს არავინ არ ამბობს. საწოლის წინ ხის სკამზე ჩამოჯდა და ბუხრის ანთება დაიწყო. -ჩვენც დავმალოთ. კარგად შევფუთოთ და ლამაზად წარმოვაჩინოთ ჩვენი ყალბი ცხივრება.
-ასე გინდა ჩემთან ერთად იცხოვრო ამირეჯიბო?
-შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი ვიცხოვრებ ლალი
-სიმართლე არ იმალება
-ჩვენ დავმალავთ
ისე სულისშემხუთველად შეხედა წრფელი თვალებით, რომ ბაბლუანი იმაზე მეტად ატირდა ვიდრე მანამ ტიროდა. უსიყვარულობა ტანჯავდა იმ წამს. უსიყვარულობა ამირეჯიბის მიმართ.

......

-დროა ვისაუბროთ.. მიხეილ ამირეჯიბი იდგა სუფრის თავში სერიოზული გამომეტყველებით შეჰყურებდა თაიას. უყურებდა და გული გამალებით უცემდა ისე გავდა ლალი ბაბლუანს. -მაია შენ იცოდი ჩემი შვილის შესახებ. არ იცნობდი, მაგრამ იცოდი, რომ პირველი მეუღლესგან შვილი მყავდა. ხმა გაბზარული, თავ დაღუნული თავის თითებს უყურებდა და ისე ამბობდა თითქოს ეს ყველაფერი უნდა ეთქვა, რომ გათავისუფლებულიყო იმ გრძნობისგან, რომელიც ლალის გარდაცვალების გაგების შემდეგ მთლიანად ჭამდა. ჭამდა მთლიანად მის სულს.. ვერ სუნთქვდა იმდენად უნდოდა გული გაჩერებოდა და ლალისთან წასულიყო. იქ სადღაც მაღლა ცაში -თაია ამირეჯიბი
-ამირეჯიბი არა მიხეილ.. მე თაია ბაბლუანი ვარ
-ახლა ამაზე ნუ ვიკამათებთ.. ქალს შეხედე ამღვრეული თვალებით. -თაია ბაბლუანი იგივე ამირეჯობი თუნდაც სხვა გვარი მაგრამ ჩემი შვილი. ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას და სითბო ჩამდგარი თვალები შეანათა ქალს. -ლუკა შენ თაიას შესახებ არ იცოდი აქამდე. მაპატიე
-თაიას კი არა იმის შესახებ არაფერი ვიცოდი, რომ შვილი გყავდა. განაწყენებული უყურებდა მამაკაცს და ხელში ნერვიულად ათამაშებდა ჩანგალს.
-ლუკა გთხოვ მომისმინე მხოლოდ ახლა ვსაუბრობ ამ თემაზე ისიც საბოლოოდ.. თავის დაკვირით მიახვედრა კიკალიშვილმა, რომ საუბარი უნდა გაეგრძელებინა.
-თაიას შესახებ არავინ არაფერი იცის. ასე იყო საჭირო და ასე მოვიქეცი მაშინ წლების წინ და ახლაც იგივეს გავაკეთებდი. ეს უკვე სხვა თემაა
-რა არის სხვა თემა? თუ ვსაუბრობთ ისიც შენ, როგორც თქვი საბოლოოდ მაშინ ყველა კარტი გავშალოთ. ფეხზე წამოდგა ბაბლუანი - დავიღალე ჯერ იყო ბერლინი.. იქაც ხმა არ ამოიღო.. ის არ გააკეთო.. ეს არ გააკეთო.. დიდად არ გამოჩნდეო
-მერე გაიგე რამე? რომ გითხარი დიდად არ გამოჩენილიყავი გაიგე?
-ვინმეს ვემალებოდი და მე არ ვიცი?
-არ მინდა ამაზე საუბარი ნუ მანანებინებ ამ საუბრის დაწყებას
-რის დაწყებას? ის ვთქვა, ეს არ ვთქვა, იმ თემას არ შევეხებიო, ამ თემას არ განვავცობო და რას ამბობ?
-ნუ მიყვირი! მე შენი ტოლი არ ვარ. ხმას ჩაუწიე
-ხმას კარგად ვაკონტროლებ.. იმდენი ხანია ვერ მნახე, რომ ჩემი ტონიც კი არ იცი, როგორ და რანაირად ვსაუბრობ მუდამ. საერთოდ ეს საუბარი წლების წინ ჩვენი ბერლინში გაგზავნის დღიდან უნდა დაგეწყო ისე რომ ყველაფერი დაწვრილებით გეთქვა ისიც მხოლოდ ჩემთან და არა ამათ თვალწინ.
-მე მაიასთან და ლუკასთან არაფერი არ მაქვს დასამალი. რაც საჭიროა იმას ვიტყვი და იმას ვამბობ მე მხოლოდ
-აჰ ლუკა.. როგორ გამომრჩა ის ხომ შენი საამაყო შვილია.. მისი დამალვა ხომ არ გიცდია? ის ხომ კარგად გამოაჩინე ? ხომ შემოუშვი შენს ოჯახში?
-ნუ ყვირი ჩუმად ისაუბრე. კიკალიშვილი ჩაერია
-შენ ვინ გეკითხება საერთოდ ჩემს საუბარს? გაგიჟებულმა შეატრიალა თავი მისკენ -ჩემი ადგილი დაიკავე და ახლა ზემოდან მიყურებ?
-შენს რომანში არ ვართ მწერალო. რეალურ ცხოვრებაში ვართ და აქ მგონი ყველამ ვიცით ჩვენ ჩვენი ადგილი. მე თქვენს დონემდე, როგორ მოვალ მაგას როგორ შევძლებ დედოფალო. ირონია არ დააკლო ნათქვამს
-ხედავ ? ხედავ როგორ მესაუბრება? ამირეჯიბს მიუბრუნდა გაცხარებული
-როგორც იმსახურებ ისე გესაუბრება.
-ამას როგორ მეუბნები?
-რას როგორ გეუბნები? ტუტუცი ბავშვივით იქცევი ამხელა ქალი. ლუკას ეჯიბრები თუ რას აკეთებ ახლა?
-საუბარს აზრიც არ აქვს. საერთოდ როგორ მეგონა ნორმალურად დავილაპარაკებდი მამასთან.
-მაცადე? მადროვე რამე მეთქვა?
-და რას ამბობდი? არაფერს არ იძახი მხოლოდ ეს შენი მაღალფარდოვანი სიტყვები, რომლითაც თავის დაცვას ცდილობ. საჭირო იყოო გაგიძახია და ამ საჭიროების მიზეზს არ ამბობ. აღარ მინდა არაფრის მოსმენა აღარ მსურს უკვე
-კარგი თუ მე მადანაშაულებ ასე იყოს.. ახლა შენი ჯერია.. თქვი რისთვის ჩამოხვედი?
-უკვე მომაბერზებელია ეს კითხვა. ყველა ისე მისვამთ ამ კითხვას თითქოს ტერორისტი ვიყო და რაიმე სპეცოპერაციას ვგეგმავდე. შავი თვალები სულმთლად ჩაუმუქდა - რასქვია რისთვის ჩამოვედი? საქართველოში ჩამოსასვლელად ვინმეს ნებართვა მჭირდება? გაგიჟებული დადიოდა აქეთ-იქით და შესატევად მზად იყო. -მესაუბრებიან აქ ჩემს ჩამოსვლაზე. ბრაზისგან აწითლებული უყურებდა ლუკას. მაია ხმას არ იღებდა სიტუაციას აკვირდებოდა.
-დამშვიდდი დაწყნარდი და ისე ვისაუბროთ. ლუკა ამშვიდებდა დაძაბულს
-არა ამას შეხედეთ რა? შენ საერთოდ ვინ გესაუბრება?
-ორი წლის ბავშვი.. თავალები აატრიალა. - ამის მოსმენაც არ მინდა.. თითი ქალისკენ გაიშვირა -ბერლინში ცნობილი მწერალი რეალობაში პატარა ისტერიჩკა. ჩუმად თავისთვის თქვა და ფეხზე წამოდგა. -მე მივდივარ. მაიას თავზე აკოცა. -ვარჯიში მაქვს.. დღეს შესაძლოა ვერ მოვიდე. შემდგომ ვისაუბროთ მე და შენ მიხეილ.
-უზრდელი. ვინ დგება ასე შუა საბრიდან და ვინ მიდის? გაკაპასდა.
-ერთმა მწერალმა მასწავლა. ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალი ჩაუკრა. - ნახვამდის ქალბატონო თაია. თქვენს ჩამოსვლაზე აღარ ვისაუბრებ.. არ გამიკვირდება მართლაც ტერორისტი იყო აქ შემოგზავნილი. ჩაიცინა და სახლი დატოვა.
-ეს ასე იქცევა ხოლმე? ასე ცინიკურად? გაოცებული მაიას უყურებდა.
-როგორც ექცევიან ისე იქცევა თავადაც. ბრაზით შეხედა ქალმა
-წყალბურთს თამაშობს ხომ?
-დიახ
-შიგ უნდა ჩაიხჩოს
-არ გეკადრება ასეთი საუბარი.. მიხეილი გაბრაზდა მის ბოროტულ ნათქვამზე
-მე ვიცი რაც მეკადრება. წავედი არც მე არ მოვალ ამ სახლში დღეს.
-სად მიდიხარ?
-გეტყოდი არ არის შენი საქმეთქო, მაგრამ ხომ ვიცი რომ შენს გოშიებს გამომაყოლებ უკან და მაინც გაიგებ, ამიტომ თავს არ დავიღლი მათი მოცილებით და პირდაპირ გეტყვი, რომ ბაჩისთან ავდივარ.
-ფრთხილად იყავი. ჭკვიანად.. ამირეჯიბმა თითის დაქნევით გააფრთხილა.
-ტუტუცი. მაიამ დააწია ოთახიდან გასულს სიტყვა.

......

-არა გაიგე? რისთვის ჩამოხვედიო კიდევ მე რომ მეკითხებიან
-ყველას უკვირს თაი შენი ჩამოსვლა და რა გასაკვირია?
-კარგი რა.. ხელი აიქნია მომაბეზრებლად -შენ რაღა გჭირს? ორი საათია ვწუწუნებ და ერთსა და იგივეს მეუბნები განა ის, რომ დამამშვიდო. რამე ხდება ბაჩი?
-არ ვიცი.. თავზე ხელი გადაისვა
-თქვი ახლა ნათელმხილველი ხომ არ ვარ ისე გამოვიცნო?
-მარიამ კაჭარავა ჩამოვიდა.
-ეს ის გოგოა 17 წლისას, რომ გიყვარდა? შენი პარალელური კლასელი არ იყო?
-კი.. და არასწორედ ნუ ამბობ კი არ მიყვარდა გვიყვარდა ერთმანეთი. ლუდი მოსვა ბოთლიდან. -რამოდენიმე კვირის წინ დაბრუნდა და მე ამასწინად კლუბში ვნახე. ისეთი ლამაზია.
-ბაჩი გოგომ გიღალატა!
-ნუ მახსენებ გთხოვ
-შენ ივიწყებ და მე გახსენებ უბრალოდ
-ვერ ვივიწყებ თაი. საქმეც მაგაშია, რომ ვერ ვივიწყებ მაგ ფაქტს. სწორედ ეგ არის ის რის გამოც მისკენ ნაბიჯსაც არ ვდგამ. თავი სავარძელზე გადააგდო, კეფით ეყრდნობოდა სავარძლის საზურგეს. - თვითონ მოვიდა გაღიმებული ისე თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს. გოგასთან ერთად იყო. ერთად არიან მგონი ისევ. არ ვიცი ზუსტად. ვისკი არ გინდა? ან რამე მაგაზე მაგარი?
-სადმე წავიდეთ!
-დასალევად?
-სადმე გასართობად
-არ მინდათქო, რომ გითხრა ძალით წამიყვან ხომ ვიცი
-სწორედაც.. წამოდი წავიდეთ ნუ გეზარება.
-სად წავიდეთ?
-მე მეკითხები? ადამიანს რომელიც 20 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ? ორივეს გაეცინა -სადმე საცეკვაოდ რომ წავიდეთ?
-წავიდეთ ოღონდაც ნუ შემჭამ.. უკვე მანქანისკენ მიდიოდნენ
-შესაჭმელი კი ხარ. ნეტა განახა თავი რა საყვარლად წუწუნებ სიყვარულზე, რომელსაც საერთოდ არც კი განიცდი ახლა. ღვედს იკრავდა და თან ბაჩის ესაუბრებოდა.
-იქნებ მიყვარს?
-არ გიყვარს ბაჩი. შენ გაბრაზებს მისი ღალატი და ამას ვერ ივიწყებ, სწორედ ეს გშლის ჭკუიდან და გრძნობებს გირევს. დამშვიდდი და სწორი არჩევანი გააკეთე ნუ შეცდები კვლავ. მცირედი დრო გვაქვს ისედაც ამ დედამიწაზე გასატარებელი და შეცდომას შეცდომაზე ნუ დაუშვებ. ისწავლე შეცდომებზე.
-ვგიჟდები ამ შენს მწერლურ ფრაზებზე. გაეცინა ბაჩის.

......

-სადხარ ბიჭო აქამდე? აუზში ჩასავლელად ემზადებოდა სერგი საჯაია. -ლადომ დაგვცოფა ყველა. კაპიტანი აქ არ გყავთ რა ვარჯიშზეა საუბარიო.
-ნათიასთან ვიყავი ასული ყველაფერი მორჩა. რეზინის ქუდს ირგებდა თავზე.
-რატომ?
-შენც კარგად იცი უკვე ზედმეტებში გადავიდა ჩვენი ურთიერთობა. ხომ იცი ზღვარს არ ვცდები.
-შენც მაგარი ხარ რა.. ხელი ჩაიქნია -რაღა ახლა დაცილდი? აწუწუნდა
-თუ გინდა ელენეს ისეც ნახავ მე ნუ ჩამრთავ ამ ამბავში.
-სად ვნახო? კაი საშვალება იყო აქამდე საერთო წრეში ვნახულობდი ახლა რა საშვალება გამოვიყენო?
-ვაჟკაცურად პირდაპირ უნდა მიხვიდე ჩემო ძმაო და უთხრა ის რასაც გრძნობ.
-დამანებე თავი ნუ მესაუბრები.
-ნუ იბუტები ამხელა კაცი. ბურთი გადაუგდო სიცილით.
-იცი რა მიკვირს? ასე მარტივად როგორ გაგიშვა ნათიამ?
-ვინ თქვა, რომ მარტივად? დამემუქრა ყველას ვეტყვი საყვარლები, რომ ვიყავითო. იმ დღესვე უნდა მიმენებებინა თავი აეროპორტში, რომ მოვიდა ჟურნალისტების თვალწინ საყვარელოს რომ მიკიოდა.. გუშინ ზღვარს გადასცდა. ისეთი სკანდალი მომიწყო შუა ქუჩაში მეგონა მოთმინებას დავკარგავდი.
-ვერვხვდები რამ გააგიჟა?
-თაიაზე ეჭვიანობს.. დაგინახე როგორ უყურებდი აეროპორტშიო. ახლა ერთად ცხოვრობთ რაიცი რა მოხდებაო.
-კიდევ კაი ელენე მაგას არ გავს.. ან აქამდე რა გინდოდა მაგასთან?
-რაც მინდოდა არ იცი? ახლა ეგეც აღარ მინდა
-ისე რაც გინდა ის თქვი, მაგრამ ბაბლუანის ჩამოსვლამ მართლაც იმოქმედა შენზე
-სერგი ნუ ამალაპარაკებ რა იცი რისი თქმა მომიხდეს ვიღაცისთვის.. ცალი წარბი ასწია ზევით
-ნაგავო.. ბურთი თავში გაარტყა კიკალიშვილს.-ლადო მოვიდა ახლა დაგერხა. ჩამშვები ბავშვივით გადაულაპარაკა
-ლუკაც მოსულა, დავიწყოთ ვარჯიში. აქეთ-იქით მიმოიხედა -აბულაძე სადღა გაქრა აქ არ იყო? მე ჩავდგე ახლა კარებში თუ რა გავაკეთო?
-ასე მშვიდად რანაირად შეგხვდა ჩვენ გადაგვჭამა აქ.. გაოცება ვერ დამალა სერგიმ
-ხომ იცი მე რომ ყველას ვუყვარვარ სერგუნია
-მასხარა ხარ.
-აბულაძეთქო. იმხელა ხმაზე დაიყვირა სულ, რომ ქალაქ გარეთ ყოფილიყო მაინც გაიგებდა მამაკაცი
-აქ ვარ ლადო მოვდივარ.
-მალე შვილო მალე.. ვიწყებთ!.. ლუკა შენ აქეთა მხარეს მოიწიე, აბულაძე კარებში უნდა იდგე და არა კარს გარეთ.
-არის სერ!
რამდენიმე საათიანი ვარჯიშის შემდეგ დაღლილი მიდიოდა მანქანისკენ. თანაგუნდელები გვერდით მიყვებოდნენ.
-წამოდით სადმე წავიდეთ ცოტა მოვიხოდებით. არ ჩერდებოდა სერგი
-ბიჭო შენ როგორ არ იღლები მიკვირს. ნიკა დაქანცული ძლივს მიდიოდა
-ვიღლები, მაგრამ არ მემჩნევა.. მართლა წავიდეთ რა სადმე ენერგიას აღვიდგენთ. არ ჩერდებოდა საჯაია
-წამო წავიდეთ გავერთობით მაინც. აბულაძეც აჰყვა სერგის
-ეგრე რა. წავედით აქვე ახალი კლუბი გაიხსნა. მანქანის გასაღები აათამაშა ხელში საჯაიამ
-ამან ყველა ახალი კაფის და კლუბის მდებარეობა, როგორ იცის? ლუკა უყურებდა გამხიარულებულ სერგის, რომელიც სადაცაა აცეკვდებოდა -წამოდი დახარჯე ენერგია დაგვანებე თავი ჩვენ.
კლუბში შესვლისთანავე სახე დაემანჭა. დიდად არ უყვარდა ხმაური. მშვიდად ყოფნა უფრო მეტად მოსწონდა, ამას პლიუს დამატებული რაიმე საინტერესო წიგნი სულ მთლად იდიალურს ხდიდა მის გარემოს, მაგრამ სერგისთან ერთად ეს ყოველივე არ გამოდიოდა.
კუთხეში დასხდნენ. სასმელი შეუკვეთეს და ლაპარაკი კვლავ წყალბურთზე დაიწყეს.
-წავედი მე საცეკვაოდ.. სერგის რა გააჩერებდა ერთ ადგილას
-წადი..
-ლუკა.. წამოდი რა შენც.
-ჩემს გარეშე ვერ ცეკვავ თუ რა თემაა? გაეცინა
-წადი შენი.. ცეკვა ცეკვით მიდიოდა მოცეკვავე საზოგადოებისკენ
-ცანცარაა იმენა.. აბულაძე თვალს ადევნებდა საჯაიას ცეკვას.
ისე ეძინებოდა თავს ძლივს იჭერდა ფხიზლად. ნელ-ნელა სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და მოცეკვავე ხალხს ავლებდა თვალს.
უეცრად თვალი ნაცნობ სხეულზე გაუჩერდა. ტუჩის კუთხე თავისთავად აეწია. ვის ახსოვდა ძილი. ფხზე სწრაფად წამოდგა, ჭიქაში დარჩენილი სასმელი მთლიანად ჩაცალა და ქალისკენ წავიდა.
-ენერგიას ხარჯავთ მწერალო? ხელი წელზე მოხვია -ბევრიც დაგილევიათ როგორც ჩანს. კარგად შეამჩნია სასმლისგან ამღვრეული თვალები. - მარტო ხარ? თვალი მოავლო კლუბს. ბაჩი დაინახა ხელის აწევით, რომ ესალმებოდა კიკალიშვილს. თავი დაუქნია და თაიას დახედა. - ხმას არ მცემ?
-საერთოდ როგორ ბედავ, რომ მეკარები?
-სასმლისგან გონება გათიშულიც შეტევაზე გადმოდიხარ. როგორ არ დუნდები? სულ თავდასხმაზე უნდა იყო?
-ხელი გამიშვა სჯობს
-მოდუნდი ნუ მიტევ.. უბრალოდ ვიცეკვოთ.
-ვარჯიშზე მიდიოდა, რომ გეკითხა
-უკვე ვივარჯიშე, ენერგიაც დავხარჯე და ახლა აღდგენას ვცდილობ შენთან ერთად ვერ ხედავ?
-ნუ მიახლოვდები ასე ძალიან
-ფაქტობრივად მე მიჭერიხარ და შენ მეუბნები გაიწიეო?
-შენ მიჭერ? ამიტომ ვარ ასე თავისუფლად?
-რაღაცას მაინც, რომ გრძნობ ეგეც კარგია.
მათ ირგვლივ ყველა ცეკვავდა. ისინი კი უბრალოდ იდგნგნენ ერთ ადგილას.
თაია ყავდა ლუკას მიხუტებული და ერთ ადგილას ქანაობდნენ. უცნაური დასანახნი იყვნენ კლუბის შუაში მყოფნი
-რაო მწერალო ვერ გამშიფრე? ძალიან დითხანს აკვირდებოდა თაია, რაც ლუკას არ გამორჩენია
-ადამიანი, რომ გაშიფრო რაღაცას მაინც უნდა წარმოადგენდეს შენთვის.. მე კი თავს არ ვიღლი უმნიშვნელო ადამიანებზე
-უმნიშვნელო? გულს მტკენთ ქალბატონო.
-რატომ მაქვს შევრძნება, რომ დიდი ხანია გიცნობ?
-და ახლა მეც, რომ იგივე შემიძლია ვთქვა? შავ წყვდიადს უყურებდა მისი ჭაობისფერები. - გახსოვს წინაზე მკითხე გიცნობდი თუ არა მანამდე? მაშინ სწორად გიპასუხე არ მომიტყუებიხარ. მე შენ არ გიცნობ, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ პირველად აეროპორტში კი არა ბერლინში გნახე. შენი პირველი წიგნის პრეზენტაციაზე.
-მაშინ 20 წლის ვიყავი.. ყველანაირი ცეკვისმაგვარი მოძრაობა შეწყვიტა.. მამაკაცს მოცილდა. ფეხზე ძლივს იდგა.. თავბრუ ეხვეოდა. კიკალიშვილმა ხელით დაიჭირა, რომ არ დაცემულიყო. -არ მახსოვხარ.. იმდღეს ბევრი ხალხი იყო.
-წითელი ვარდი გაჩუქე.. გაეცინა - პატარა კონვერტით. შენი წიგნიდან ამოღებული პატარა ფრაზა ეწერა.
-"ახლა შესაძლოა გავფრინდე, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ოდესმე შენ თავად მოფრინდები ჩემთან".. თაიამ გაიმეორა პატარა კონვერტში დაწერილი სიტყვები. გული ისე აუძგერდა ეგონა კლუბის მუსიკასაც გადაფარავდა.
ლუკას უყურებდა. მამაკაცის ჭაობისფერებში დაცურავდა სულარეული.



№1 სტუმარი სტუმარი ნატა

საინტეტესოა მიხეილი რას მალავს.....ან ლალი თუ ესე უყვარდა სხვა როგორ მოიყვანა???მაიას მინართ უარყოფითად განვეწყვე..თაიას და ლუკას წყვილი უკვე საინტერესოა...პატარა თავი იყო არ მეყო....ვერ დავკმაყოფილდი ამ თავით...კარგი ხარ და მალე დაგვიდე ახალი თავი ❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი Nestani

Kargi nawarmoebia samive Tavi ertad wavikitxe momewona zalian saintereso da sadiamovno wasakitxi a tan,imedia mixeilis da lalus saidumlobshokshi ar chagvagdebs velodebi axal tavs madloba warmatebebi ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent