შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ივენთი //9//


1-07-2022, 18:47
ავტორი ენქეი
ნანახია 2 653

-გისმენ ანდრეა. - ვაჩეს დაღლილი ხმა გაისმა მობილურში.
-ვაჩე, სახლში ხარ?
-სარბენად გამოვედი, რახდება?
-ჩემმა დამ მომწერა. -მცირე პაუზა გააკეთა და მალევე დაამატა. -დედაჩემი აღარ ჩამოდის.
-რა? -მოულოდნელობისგან ჩასძახა ვაჩემ -რა უნდა ქნა?
-არაფერი, გოგოებს დავაბრუნებთ.
-მოგვიანებით რომ ჩამოვიდეს დედაშენი მერე რას იზამ?
-რაზე?
-შენს საცოლეზე!
-დავშორდით და მორჩა.
-სადხარ ახლა?
-2-3 საათში თბილისში ვიქნები, მაგრამ შენ თუ დარჩენა გინდა შემიძლია დავბრუნდე.
-არა წადი. დღესვე წამოვიდეთ?
-ხო რავიცი, რაღას უნდა ველოდოთ. მაგათაც ერთი სული აქვთ სახლში როდის დაბრუნდებიან.
-სახლში მივალ და ვეტყვი რომ ბარგი ჩაალაგონ, შხაპს მივიღებ და წამოვალთ.
-კარგი, თბილისში რომ ჩამოხვალთ შემეხმიანე.
-კარგი. -მშვიდად მიუგო და ზარი დაასრულა. -ჯანდაბა შენს თავს გოცირიძე. -შეწუხებულმა ამოთქვა და სახლამდე გზა სირბილით განაგრძო.
სახლს ეტყობოდა გოგოების ხელი, მაგიდა ლამაზად გაეწყოთ და საუზმეს მშვიდად შეექცეოდნენ, მყუდროება ვაჩეს მოსვლამ დაარღვია, სახლში ხმაურით შევიდა, ტალახიანი ფეხსაცმელი იქვე დატოვა და გზა ფეხშიშველმა განაგრძო, სამზარეულოში შესვლისთანავე თვალში მოხვდა დაღონებული ნუცა რომელიც ჩანგალს თეფშზე უაზროდ უსვამდა და ლუკმასაც არ აკლებდა მის თეფშს.
-დილამშვიდობის ვაჩე. -ღიმილით შეხვდა ელენე -ისაუზმებ? -ფეხზე წამოდგომა დააპირა რომ მაგიდაზე თეფში დაემატებინა მაგრამ ვაჩემ შეაჩერა.
-არა, მადლობა. თქვენ მიირთვით. ანდრეამ დამირეკა.
-მშვიდობაა?
-კიი, დედამისი აღარ ჩამოდის და სახლში გაბრუნებთ.
-დღეს? -თვალები გაუფართოვდა ნუცას.
-ხოო, ჩაალაგეთ და ერთ საათში წავალთ.
-ანუ, ერთ საათში?
-ნუცა შენ არ იყავი აქედან გაქცევს რომ გინდოდა? ახლა რა შეიცვალა?
-არა, არაფერი. -მშვიდად მიუგო, ჩანგალს ხელი შეუშვა და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
-კარგად არის? -ეჭვნარევი მზერა შეავლო ვაჩემ.
-იქნება. -მძიმედ ამოთქვა ელენემ და მაგიდის ალაგება დაიწყო.
-ზემოთ ვიქნები, შხაპს მივიღებ. -არაფრისმთქმელად მიუგო და კიბეები სირბილით აიარა, ოთახში შესვლამდე დააკაკუნა მაგრამ რადგან არავინ გამოეხმაურა შიგნით მშვიდად შეაბიჯა და იქაურობა მოათვალიერა. მხოლოდ რამდენიმეწამი დასჭირდა
რომ მის სმენას ნუცას გულამოსკვნილი ქვითინი მისწვდენოდა, სააბაზანოდან ისმოდა მისი ხმა. -ნუცა, კარგად ხარ? -კარზე ფრთხილად მიუკაკუნა.
-წადი! -საშინლად მძიმე ხმით ამოთქვა და ტირილი გააგრძელა.
-კარი გააღე. -ტონი გაუმკაცრდა ყიფიანს თუმცა ნუცას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. -ჯანდაბა ნუცა კარი გააღე.
-თავი დამანებე ვაჩე. -ყვირილით უთხრა ნუცამ და მოწყვეტით დაეშვა იატაკზე.
-კარი გააღე თორემ ბო***ვილი ვიყო თუ არ შემოვამტვრიო. -უფრო კატეგორიული გახდა ვაჩე
-გთხოვ, თავი დამანებე…
-შენ მაიძულე. -ოდნავ უკან დაიხია, კიდევ რამდენიმეწამი ადროვა იქნებ გაეღო მაგრამ ნუცა მსგავსს არაფერს ფიქრობდა, ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია, კარს ფეხი მთელი ძალით დაარტყა და წამის მეათასედში სააბაზანოში გაჩნდა.
-შენნ… -სლუკუნით ამოთქვა და ფეხზე წამოვარდა.
-რა გჭირს? -წამის მეათასედში მის პირდაპირ დადგა ვაჩე.
-გთხოვ წადი. -მკერდზე მსუბუქად უბიძგა მაგრამ ვაჩეს რეაქცია არ ქონია.
-მითხარი რა მოხდა და წავალ.
-ეგ შენ არ გეხება!
-იქიდან გამომდინარე რომ ვიღაცამ ცრემლებამდე მიგიყვანა, მეხება! ასერომ დაიწყე.
-გთხოვ ვაჩე
-ნუცა- თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა ვაჩემ. -მომიყევი რა მოხდა, იქნებ დახმარება შემიძლია.
-ერთადერთი რასაც ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ გააკეთებ ადამიანის ძვლების დამტვრევაა, ასერომ არმინდა.
-ესეიგი ბიჭმა გაწყენინა. -მაშინვე მიხვდა რომ საქმე მის ყოფილს ეხებოდა.
-ხო, მაგრამ არაუშავს. -აკანკალებული ხმით ამოთქვა და მისგან თავის დაძვრენა სცადა მაგრამ ამაოდ. -გამიშვი რა.
-ნუცა მომიყევი ვინ და რატომ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე. - ხელი მჭიდროდ მოხვია რომ მის მკლავებში გაეკავებინა. -გპირდები არაფერს გავაკეთებ, უბრალოდ მომიყევი.
-არმინდა თბილისში დაბრუნება. - ფრჩხილები კანში შეისო რომ ცოტა დამშვიდებულიყო მაგრამ ამაოდ.
-ერთადერთი რაც გინდოდა სახლში დაბრუნება იყო და ახლა რა შეიცვალა?
-სახლში… იქ ანდრეა არ იქნება და… და რამე თუ მოხდება ვერ დამეხმარება. -მოწყვეტით დაეცა მუხლებზე ნუცა, ვაჩეს მის პირდაპირ ჩაიმუხლა.
-რა უნდა მოხდეს? - მისი სიტყვების მოსმენისას ვაჩეს გული საშინლად დაუმძიმდა.
-ანდრეამ მითხრა რომ საბაზე გელაპარაკა. ვიცი რომ იცი.
-მაგ სი*მა გითხრა რამე? -ბრაზის გასაკონტროლებლად ხელები მუშტად შეკრა.
-თბილისში რომ დავბრუნდები უნდა ვნახო, წამიც არ დასჭირდება იმის გასაგებად რომ დავბრუნდი, ძალიან ცუდი რაღაცეები მითხრა როცა ვესაუბრე. მეშინია… -შიშნარევი მზერით ჩააცქერდა თვალებში ვაჩეს. -არ ვიცი რას გააკეთებს როცა შევხვდები.
-რა გითხრა? ნორმალურად მომიყევი. - თავი ძლივს გააკონტროლა რომ მშვიდად ესაუბრა.
-მითხრა რომ ბოლოს მაინც მისი ვიქნებოდი, რომ თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და მე… მე იმ საღამოზეც მითხრა რაღაცეები, არმინდა რომ რამე ცუდად დამთავრდეს. -მუხლები ნიკაპთან მიიტანა და თავი შიგნით ჩამალა.
-გეშინია რომ იგივე არ სცადოს? მაგის შანსი არსებობს?
-ისე მელაპარაკა შესაძლოა, მისმინე შეიძლება ეს სხვამ სასაცილოდ ჩათვალოს მაგრამ ყველასთან ვერ დავწვები ვისთანაც რაღაც ურთიერთობა მექნება. -უხერხულად შეიშმუშნა.
-მასეც უნდა იყოს, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობ მასთან უნდა იყო და არა მასეთ სი*თან, თანაც ეს მაშინ უნდა გააკეთო როცა შენ გინდა და არა მაშინ როცა ვინმე გაძალებს.- იმდენად ბრაზდებოდა იმის გამო რასაც ის ბიჭი აკეთებდა მზად იყო ახლავე წასულიყო მის დასალეწად მაგრამ იცოდა რომ ამით უფრო ცუდი ადამიანუ გამოჩნდებოდა მის თვალში.
-თბილისში ჩასვლის მეშინია…
-გგონია აქ თუ არ იქნები და გვერდით ანდრეა თუ არ იქნება არავინ დაგეხმარება?
-მხოლოდ ანდრეა არა, რადგან გითხრა ვიცი რომ აქ ჩემთან მოახლოების საშუალებას არც შენ მისცემდი მაგრამ იქ… თბილისში.
-მართლა გგონია რომ თბილისში ყურადღებას არავინ მოგაქცევს?
-ელენეს, ანდრეას და შენს გარდა ეს ამბავი არავინ იცის. ვინ უნდა მომაქციოს ყურადღება?
-შემომხედე! -მძიმე ტონით უთხრა ვაჩემ და საუბარი იქამდე არ გაუგრძელებია სანამ ნუცა მზერას არ გაუსწორებდა. -მიუხედავად იმისა რომ გამოუსწორებელი ნაბი**რის შვილი ვარ და მეც ასეთი გგონივარ, ადამიანს რომელიც თავს კაცს უწოდებს მსგავს საქციელს არასოდეს არ ვაპატიებ! ვინც არ უნდა იყოს და ვის მიმართაც არ უნდა გააკეთოს მსგავსი რამ. ვიცი რომ შენ ვერ მიტან მაგრამ მე ასე არ ვარ განწყობილი შენს მიმართ, პატივს გცემ და თუ საჭირო გახდება დედას ვფიცავარ შენს ჩრდილად ვიქცევი რომ ეგ ბიჭი ვერ მოგიახლოვდეს, უფლებას არ მივცემ რამე დაგიშავოს და თუ გგონია რომ თბილისში დაუცველი იქნები ძალიან ცდები.
-კარგი რა ვაჩე, როგორც კი თბილისში ჩავალთ ჩემს არსებობასაც კი დაივიწყებ.
-მასე გგონია?
-კი. უბრალოდ კი არ მგონია მასე იქნება.
-ჩვენი გზები ძალიან ბევრჯერ გადაიკვეთება ქალბატონო, ვიცი რომ ელენე გულგრილი არ არის ანდრეას მიმართ და არც ანდრეა გაუშვებს ასე მარტივად იმ გოგოს ხელიდან რომელიც მოიტაცა.
-ჩვენ ამასთან რა შუაში ვართ?
-იქნებ არც მე ვაპირებ შენს გაშვებას, იქნებ თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო რაც ჩემი ოჯახისგამო დაგემართა და მინდა მშვიდად ცხოვრების საშუალება მოგცე.
-შენ ვალდებული არ ხარ.
-ვალდებულებაზე არ მესაუბრო ნუცა, არ მინდა რომ ვიღაც ნაბი**რის გამო ასეთ მდგომარეობაში იყო, გითხარი რომ დაგეხმარებოდი და ასეც იქნება, არ მივცემ იმ სი*ს შენთან მოახლოების უფლებას, მაგრამ თუ მაინც მოგიახლოვდება მერე სხვანაირად მივხედავ, გასაგებია?
-ვაჩე მე არ…
-ჩშშშ- ტუჩებზე თითი ფრთხილად შეახო რომ საუბარი აღარ გაეგრძელებინა- არავის არ აქვს უფლება შენს გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგოს და შენს ცხოვრებაში ჩაერიოს, გასაგებია? საკმაოდ ლამაზი და ჭკვიანი ხარ იმისთვის რომ ვინმეს ჭკუაზე გაიარო. - ცრემლები ფრთხილად მოწმიმდა და თვალებში ჩააცქერდა- არ გეტყვი რომ ჩემზე გაიკითხო იმიტომ რომ მამაჩემისგამო ბევრი ცუდი “იარლიყი მომაკერეს” მაგრამ არ გაქვს იმის მიზეზი რომ გეშინოდეს, ყოველშემთხვევაში მაშინ არა როცა ვაჩე ყიფიანი დაცვას დაგპირდა. - ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უთხრა და ფეხზე წამოდგა -ადექი, დამშვიდდი და აღარაფერზე ინერვიულო, ჩათვალე ის რაც შენს ცხოვრებაში მოხდება უკვე ჩემი პრობლემაა. -მშვიდად მიუგო ვაჩემ.
-ღმერთო რას ვგავარ.- სარკეში ჩახედვისას სლუკუნით თქვა და დასიებულ თვალებზე ხელი გადაისვა.
-როცა ტირი უფრო ლამაზი თვალები გაქვს. -ცერად გახედა ვაჩემ. -მაგრამ ისედაც ლამაზი ხარ ასერომ არ იტირო. ეგ არ გჭირდება. -ცალყბად ჩაიცინა და წასასვლელად შებრუნდა.
-ვაჩე! -უცებ შეჰკივლა მისი სახელი.
-გისმენ. -დენდარტყმულივით მოტრიალდა ვაჩე.
-ძალიან ვცდებოდი, მამაშენს საერთოდ არ გავხარ და ახლა ამას მთელი გულით გეუბნები. -უხერხულად შეიშმუშნა იმის გახსენებისას როგორც ექცეოდა წინა ორი დღე.
-მიხარია თუ ასე ფიქრობ.
-და კიდევ… -მცირე პაუზა გააკეთა, წამით დაფიქრდა მაგრამ ბოლოს ემოციებისგან დაცლილმა მათ შორის მანძილი სწრაფად გადაკვეთა და გულზე მიეკრო მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს. წამით დაიბნა ვაჩე, არ ელოდა რომ ნუცა ამ ნაბიჯს გადადგამდა მაგრამ ამაზე ფიქრი არ დაუწყია, წელზე ხელები მოხვია და უფრო მეტად მიიკრო სხეულზე. -მადლობა ვაჩე, ყველაფრისთვის… - იმხელა სითბოს და მადლიერებას გრძნობდა ვაჩე, უნებურად გაეღიმა, იცოდა რომ მისთვის ბევრს ნიშნავდა მისი თანადგომა რადგან სხვა არავინ დაუდგებოდა გვერდით. ნუცამ მალევე უკან დაიხია, თავს ოდნავ უხერხულად გრძნობდა თავისი საქციელის გამო მაგრამ წამითაც არ უნანია რომ ვაჩეს მიმართ მადლიერება გამოხატა.
-მშვიდად იყავი, საფრთხე არ გემუქრება. -ღიმილით მიუგო, კარადიდან ტანსაცმელი აიღო და დაამატა. -1 საათში გავდივართ. -წამით თვალი შეავლო მის წინ მდგომ გოგოს მერე კი ოთახი უკანმოუხედავად დატოვა…

***
1 საათის შემდეგ ვაჩემ ჩანთები სახლიდან გაიტანა და მანქანაში ჩააწყო. ელენე ისეთი დაღონებული გავიდა სახლიდან ეტყობოდა რომ საერთოდ არ უნდოდა წასვლა, მითუმეტეს ანდრეას მახვის გარეშე, თითქოს უკვე ეგუებოდა რომ მას ვეღარასდროს მახავდა, თავად ამდრეამ კი უთხრა ურთიერთობა გვექნებაო მაგრამ მისნაირი ბიჭები დიდხანს არ ჩერდებიან გოგოებთან, ასერომ ყველა იმედი გადაიწურა. პირველი ჩასკუპდა მანქანაში, წინა სავარძელი დაიკავა რადგან ნუცას დაძინება უნდოდა და უფრო მოხერხებულად ყოფილიყო.
ნუცამ ზლაზვნით ჩამოაიარა კიბეები, თხელი მაისურის და შარვლის ამარა მყოფს სიცივე მაშინვე მოხვდა სხეულზე და ოდნავ შესამჩნევად შეიშმუშნა, ვაჩე კართან ელოდებოდა, ამჩნევდა როგორ არ უნდოდა წასვლა და როგორ წელავდა დროს, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დაემშვიდებინა ამიტომ პირველი რაც მოაფიქრდა ის შესთავაზა.
-მისმინე- ხელზე ფრთხილად შეეხო და შეაჩერა- წამოსვლა თუ არ გინდა შეგიძლია დარჩე, ელენეს ჩავიყვან თბილისში და დავბრუნდები.
-მე… არა ვაჩე, წამოვალ. -დაბნეულმა ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.
-დარჩენა თუ გინდა არ მოგერიდოს, ჩამოვალ და ყურადღებას მოგაქცევ. ეგ არც თბილისში მოგაკლდება და არც აქ. -მშვიდად მიუგო ვაჩემ.
-იყოს ვაჩე, წამოვალ. როდემდე დავემალები? უკეთესი იქნება რომ რეალობას თვალი გავუსწორო და არ გავიქცე, რაც მოსახდენია მაინც მოხდება.
-არაფერი მოხდება, მშვიდად იყავი. -თბილად მოუგო ვაჩემ და სახლიდან პირველი გაუშვა. როგორც კი მანქანა დაიძრა ნუცას მაშინვე ძილი მოერია, ღამით საშინლად ეძინა და სულ კოშმარებს ხედავდა თუმცა მაინც მოიცადა ცენტრალურ გზაზე როდის გსვიდოდნენ რომ ნორმალურად ძილი შესძლებოდა, ხრეშიან გზაზე მაინც ვერ დაიძინებდა. მალე გაწვიმდა, საშინელი ქარი და წვიმა მოდიოდა, საზაფხულო ამინდისთვის გამოეყობილი ნუცა სიცივისგან მოიკუნტა და მკლავებზე ხელები შემოიხვია.
-გცივა? -სარკეში გახედა ვაჩემ და მისი ასე დანახვისას თავი იდიოტად ჩათვალა მანქანაში რაიმე თბილი რომ არ დატოვა.
-ცოტა, მაგრამ არაფერია, თბილისამდე გავძლებ. -მტკიცედ განაცხადა და მუხლები ლამის ნიკაპთან მიიტანა. თავად ვაჩეც ერთი სვიტრის ამარა იყო, იცოდა რომ გაეხადა არ ჩაიცვამდა და გაჯიუტდებოდა, მანქანა გზიდან სასწრაფოდ გადააყენა და სირბილით გადავიდა წვიმაში, საბარგული გახსნა და ჩანთაში ტანსაცმლის ქექვას მოჰყვა, როგორც კი იპოვა რასაც ეძებდა სასწრაფოდ დაუბრუნდა ადგილს და კარი ხმაურით დაკეტა.
-გამომართვი - მწვანე ფუმფულა ჰუდი გაუწოდა ნუცას.
-გაგიჟდი? ამის გამო გადახვედი? -თვალები გაუფართოვდა ნუცას
-არმინდა კიდევ სიცხე მოგცეს, ბოლოს როცა სიცხე მოგცა ცუდად დამთავრდა ჩვენი საუბარი. -თავი მარტივად დაიძვრინა და ელენეს კითხვისნიშნით სავსე თვალებს თავი აარიდა.
-მიზეზი კარგი იყო, მომეწონა. -სიცილით დაუკრა კვერი ელენემ.
-მადლობა ვაჩე. -სასწრაფოდ გადაიცვა და თბილად გაეხვია ღუნღულა ნაჭერში. –,,რა კარგი სურნელი აქვს” გაიფიქრა გონებაში, თავი კომფორტულად დადო და ღრმა ძილს მიეცა…
თბილისამდე საინტერესო არაფერი მომხდარა იმას თუ არ ჩავთვლით რომ ხანდახან სარკეში გახედავდახოლმე ვაჩე ნუცას და ეს ელენეს შეუმჩნეველი არცერთხელ დარჩენია, შემდეგ კი გულიანად იცინოდა. ნუცას იმდენად ღრმად ეძინა ისიც კი არ გაუგია ელენე სახლში როდის მიიყვანა, ვაჩეს არც მას შემდეგ გაუღვიძებია რაც ელენე სახლში დატოვა, მისამართი ელენეს გამოართვა და სანამ სახლის ჭიშკრამდე არ მიიყვანა მისთვის სიმშვიდე არ დაურღვევია. როგორ კი მანქანა სახლის წინ გააჩერა, რამდენიმე წამით მშვიდად უყურებდა და ფიქრობდა.
-რა პატარაა და რამდენი რამის გადატანა უწევს. -გაიფიქრა გონებაში და ქერა თმა სახიდან ფრთხილად გადაუწია. -ნუცა- მშვიდად დაუძახა რომ არ შეშინებოდა და მის რეაქციას დაელოდა თუმცა ამაოდ. -ნუცაა- ოდნავ გაამოძრავა რომ გამოფხიზლებულიყო და ისიც დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე. -მშვიდად, მშვიდად. -ხელებით გააკავა ვაჩემ- მე ვარ.
-ცუდი სიზმარი ვნახე, ბოდიში. -თავი იმართლა და ირგვლივ მიმოიხედა. -ელენე სადაა?
-სახლში მივიყვანე უკვე, ახლა შენ გიშვებ. -ოდნავშესამჩნევი ღიმილით უთხრა და თავით ანიშნა ფანჯრიდან გაიხედეო.
-ვაიმე, უკვე ჩემს სახლთან ვართ.
-ხო, შენი გაღვიძება არ მინდოდა და მისამართი ელენეს ვკითხე.
-მადლობა რომ მომიყვანე. -ღიმილით უთხრა და მანქანიდან გადავიდა, მას მალე ვაჩეც უკან მიჰყვა, საბარგულიდან ჩანთა აიღო და იქვე დადო. -ეს ჩემი ტანსაცმელი არ არის, მე ხომ არ წავიღებ.
-აბა მე ხომ არ ჩავიცვამ ნუცა. -გაუკვირდა ვაჩეს- შენთვის იყიდეს.
-უბრალოდ… რავიცი.
-ამაზე ნუ ფიქრობ, სახლში შეგატანინებდი მაგრამ ვეჭვობ მამაშენს ჩემი ნახვა არ გაუხარდება.

-არაუშავს, ისეთი არაფერია. -ღიმილით მიუგო ნუცამ- უი შენი ჰუდი. -ხელით წაეტანა რომ გაეხადა მაგრამ ვაჩემ მაშინვე შეაჩერა
-დაიტოვე, სხვადროს დამიბრუნებ.
-დიდი მადლობა რომ მომიყვანე დაა ჰუდისთვისაც.
-მალე შევხვდებით. -თავისთვის ჩაილაპარაკა ვაჩემ და იქამდე არ წასულა სანამ ნუცას სილუეტი ჭიშკრის იქით არ გაუჩინარდა…

***
თბილისში საშინლად აცივდა, სუსხიანი სეზონი დაიწყო, გამუდმებით წვიმდა, ნუცას არსად გასვლის ხალისი არ ქონდა, ან სად უნდა გასულიყო, საბასთვის ჯერ ისევ არ ჰქონდა ნათქვამი რომ მისი არდადეგები დასრულდა, თუმცა უკვე დრო იყო. სვანური არდადეგები საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა, არ ელოდა ყველაფრის ასე მალე დასრულებას და ცოტა გულიც სწყდებოდა, ელენე ყოველდღე მიდიოდა მასთან და მათზე ეკითხებოდა თუმცა ამაოდ. მას შემდეგ რაც ვაჩემ სახლში მოიყვანა აღარ უნახავს, არც დაკავშირებია, არც ის და არც ანდრეა. ისევე როგორც ელენეს. ალბათ სხვა დროს ამდენად დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა იმას რომ ორივემ ფეხებზე დაი*იდა, მაგრამ მაშინ როცა იცოდნენ საბასთან რაც ხდებოდა და დახმარებას დაჰპირდნენ მართლა არ ელოდა რომ ბედის ამარა დატოვებდნენ. ხანდახან იმ სიტყვებსაც ნანობდა, ვაჩეს რომ უთხრა მამაშენს არ გავხარო, მაგრამ მერე მალევე უკუაგდებდა ამ აზრებს და თვლიდა რომ ვაჩეს და ანდრეას საზრუნავი არ იყო ის რაც მას შეემთხვა და მის გამო ხელებს არავინ გაისვრიდა, მასაც არასდროს ჰქონია სურვილი რომ მის გამო ბიჭებს ერთმანეთი დაეხოცათ, უბრალოდ ახლა დაცვა სჭირდებოდა რადგან საბა უკონტროლო გახდა და არ იცოდა მომავალში რას მოიმოქმედებდა. ელენეს ერთი კვირაა დეპრესია აქვს, ყოველ მესიჯს ან ზარს სიხარულით ამოწმებს მაგრამ ანდრეასგან არცერთია, ეს კოდევ უფრო ამძაფრებს მის მდგომარეობას და თითქმის უკვე პიკზეა, ამინდიც ხელს უწყობს მის ემოციებს. ყველაფერი ჩაბნელებული და გაუფერულებულია, ისევე როგორც ორივე მათგანის ცხოვრება…
როგორც იქნა ნუცამ გაბედა საბასთვის იმის თქმა რომ ჩამოვიდა და შეთანდნენ რომ გაკვეთილების მერე აუცილებლად ისაუბრებდნენ. უნდა აღინიშნოს რომ საბა წინასთან შედარებით ბევრად თავაზიანი ჩანდა…

***
გაკვეთილები ისე სწრაფად დამთავრდა ნუცამ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, არადა ყველაზე მეტად ახლა უნდოდა დროის გაწელვა, მთელი ღამე ვერ მოისვენა, საშინლად ნერვიულობდა მასთან შეხვედრის გამო და მხოლოდ ეს კი არა მამამისის მიცემული წიწაკის სპრეიც კი დამალა ჩანთაში ყოველი შემთხვევისთვის, წლების წინ მისცა, ალბათ აღარც კი გამოდგებოდა მაგრამ თავს რაღაცით მაინც იზღვევდა.
-თუ რამე, დაიყვირე და ეგრევე შემოვალ გაიგე? ოთახის წინ ვიდგები. -გააფრთხილა ელენემ
-საუკეთესო ადამიანი ხარ. -თვალები აცურემლიანდა ნუცას მისი სიტყვების გაგონებისას.
-ვიცი. -შეიფერა ელენემ და თმა ზურგზე გადაიყარა. -მიდი, გახსოვდეს ხალხით სავსე სკოლაში ვართ და მეც აქვარ -მშვიდი ხმით მიუგო და თავით კარისკენ ანიშნა, ოთახში
შესვლისთანავე თვალში მოხვდა ნაცნობი სილუეტი, საბა ფანჯრის რაფაზე იყო მიყუდებული და სიგარეტს დიდი სიამოვნებით შეექცეოდა.
-სკოლაში მოწევა არ შეიძლება. -კარიდან სულ ორიოდე ნაბიჯში დადგა და საუბარი წამოიწყო.
-მეც მომენატრე. -ნამწვი ფანჯრიდან ისროლა და წამში აესვეტა ნუცას წინ, მისალმების ნიშნად ტუჩები ლოყაზე მიაკრო და განაგრძო - როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა. -ეცადა ზიზღნარევი გრძნობები უკუეგდო და თბილად ესაუბრა.
-მოკლედ ნუცა, ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა მაშინ საუბრის დროს. ნამდვილი სი*ივით ვსაუბრობდი და ვიცი რომ ცუდი წარმოდგენა შეგექმნა ჩემზე. მაგრამ არ მინდოდა მასე გამომსვლოდა.
-საშინელი რაღაცეები მითხარი, რას ნიშნავს არ გინდოდა რომ მასე გამოგსვლოდა? -ხელები ერთმანეთში ახლართა ნუცამ.
-ხო ვიცი და თავს არ ვიმართლებ, ნასვამი ვიყავი და თავს ბევრის უფლება მივეცი.
-ნამდვილად. -ვერ იჯერებდა რომ ახლა საბა სიტუაციას უხსნიდა და ასე მშვიდად ესაუბრებოდა.
-არ მინდა ცუდი ურთიერთობა გვქონდეს, არ მინდა დავიძაბოთ და ა.შ. მინდა რომ ძველი ურთიერთობა დავაბრუნო, ყველანაირი სე*სის და მსგავსების გარეშე გეფიცები. -ნუცას გაოცებული სახის დანახვისას მაშინვე დაამატა.
-საბა, არ გინდა რა. მგონი ორივესთვის უკეთესი იქნება რომ დისტანცია დავიჭიროთ. -იუარა ნუცამ
- მისმინე ნუცა, არ მჩვევია ასე მარტივად დანებება. მინდა რომ რაღაც გამოვიდეს ჩვენთან, წყვილის სახით. ვიცი ბევრი დავაშავე და ვაღიარებ ამას, ისე არ უნდა მოგქცეოდი როგორც რიგოთ ნა*ას, მაგას არ იმსახურებ.
-უკვე ნა*აც გავხდი? -ხმაში ბრაზი შეეპარა ლიჩელს.
-ხოდა მაგას ვამბობ, არანაირი მსგავსი სისულელე. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის და მინდა რომ ბოლომდე ჩემთან იყო, ისიც კი მაბედნიერებს რომ უბრალოდ ჩემს გვერდით დგახარ და ხალხმა იცის რომ ჩემი ხარ, ჩემთვის მაგაზე დიდი ბედნიერება არაფერია. - თმაზე ხელი ჩამოუსვა საბამ.
-ნივთივით ნუ მომიხსენიებ საბა, მე არავისი საკუთრება არ ვარ!
-ვგიჟდები შენს სიჯიუტეზე და საერთოდ ყველაფერზე. -მისი მათქვამი წამში დააიგნორა საბამ. -მინდა რომ გიყვარდე და ჩემთან იყო, განა ბევრს ვითხოვ?
-იმ სიტყვების მერე რაც ჩემზე დახარჯე კი, ბევრს ითხოვ. -მკვახედ ესროლა ნუცამ.
-მაგ ყველაფერს გამოვასწორებ.
-როგორ წარსულში დაბრუნდები და მაგ სიტყვებს აღარ იტყვი?
-იმას ვერ შევცვლი რაც უკვე ვთქვი მაგრამ მომავალს შევცვლი, მეგობრობით დავიწყებ ისე როგორც ადრე, შემდეგ ნელ-ნელა გადავალთ ახალ ფაზაზე.
-ეს ფაზები სხვა დროს განვიხილოთ კარგი? მაგრამ ვეჭვობ ჩვენი ურთიერთობა ამას ვერასდროს გასცდება.
-ვნახავთ ნუციკო, ვნახავთ. -სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და ლოყაზე ცხელი ტუჩები კიდევ ერთხელ მიაკრო. -ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ხვალ გნახავ. -ღიმილით დაასრულა ბიჭმა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა, დერეფანში მყოფი ელენეს დანახვისას გულიანად გაიცინა და გზა უკანმოუხედავად განაგრძო.
-რა მოხდა? -სასწრაფოდ შევარდა ოთახში ელენე -არ დაგიყვირია თორემ გავიგებდი.
-ისეთი არაფერი, მშვიდად მელაპარაკა და მეგობრობა შემომთავაზა, მერე ისიც მითხრა ახალ ფაზაზე ნელი ნაბიჯით გადავალთო.
-ეგ საცოდავი. -ზიზღით ამოთქვა ელენემ.
-გული მერევა, სველი ხელსახოცი მომეცი გთხოვ. - ელენე მაშინვე ჩამთას წაეტანა და მთელი შეკვრა ამოაძვრინა. -ჯანდაბას ყველაფერი -სველი ხელსახოცი ლოყაზე მთელი ძალით გაისვა
-რა გჭირს? მოგძვრა ლოყა ადამიანო.
-იმ დეგენერატმა მაკოცა, თან ორჯერ . - დაისისინა ნუცამ.
-აქამდე გეთქვა ადამიანო. -ჩანთიდან სადეზინფექციო ხელსახოცების შეკვრა ამოიღო, კოლოფიდან ერთი ცალი ამოძავრინა და ნუცას მთლიან ლოყაზე ისე უხახუნა ლამის კანო ააძრო.
-გიჟი ხარ. -ღიმილით მიუგო ნუცამ
-ახლა მშვიდად ხარ?
-ამ საუბრის მერე მშვიდად ვარ. -ღიმილით უთხრა ნუცამ და ოთახიდან მეგობართან ერთად გავიდა, კიბეები სიცილით ჩაიარეს და პარალელური კლასის ყველაზე აუტანელი გოგოებიც კი უკომენტაროდ დატოვეს. უკვე შენობიდან გასასვლელ კართან იყვნენ მისულები ნაცნობი ბარიტონი ექოდ რომ გაისმა ვრცელ დერეფანში.
-ელენე. -ზურგიდან ნაცნობი ხმის გაგონებისას ლამის ადგილზე ჩაიკეცა ელენე. ორივემ სასწრაფოდ უკან მიიხედა და ანდრეას დანახვისას გაოცებულები ადგილზე გაშეშდნენ.
-ეს რა… -გაოცებას ვერ მალავდა ელენე.
-ისაა. -ღიმილით უთხრა ნუცამ და ხელით ოდნავ უბიძგა რომ მისკენ წასულიყო.
-შენ აქ რას აკეთებ? -შორიდან დაუძახა ელენემ და მისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა.
-საცოლე მომენატრა. -ღიმილით უთხრა ანდრეამ და მკლავებს შორის მოიქცია სიფრიფანა სხეული.
-ღმერთო არ ველოდი შენს ნახვას. -გაოცებულს აღმოხდა და როგორც კი ანდრეამ ხელი გაუშვა მის წინ მდგომ სილუეტს დაბნეული მიაჩერდა.
-აღიარე, მოულოდნელობის ეფექტი უფრო მაგარია. -ღიმილით უთხრა და ნუცას მიუბრუნდა. -ცოლის დავ შენ როგორ ხარ? -მასაც თბილად გადაეხვია ანდრეა.
-მადლობა კარგად, შენ?
-ასე ელენეს მონატრებით დამწვარი.
-ახლა გული ამიჩუყდება. -გულზე ხელი მიიდო ნუცამ და მისი ბედნიერი მეგობრის დანახვისას გული სიხარულით აევსო.
-ეჰჰ, ნუციკო შენთან ჭორაობა კარგია მაგრამ მამაშენი გელოდებოდა სკოლის ჭიშკართან. -მოწყენილმა ამოთქვა ანდრეამ.
-მამაჩემი? -გაუკვირდა ნუცას, ის არასდროს აკოთხავდა სკოლაში.
-ხო, ვიღაც ბავშვს დააბარა დაუძახეო.
-ახლა ცოტა შემეშინდა. - ნაძალადევად გაიღიმა ნუცამ - მგონი ჩემი წასვლის დროა, ალბათ რამე მოხდა. -მეგობარს გადაეხვია ნუცა, შემდეგ ანდრეასაც დაემშვიდობა და უკვე რამდენიმე ნაბიჯით რომ მოშორდა მიაძახა. -არ დაიკარგო.
სირბილით გადაკვეთა მანძილი ჭიშკრამდე, არც ხალხმრავლობა უშლიდა ხელს ისე მიიკვლევდა ხალხში გზას. როგორც კი იქაურობას თავი დააღწია და გარეთ გავიდა, ნანახის გამო ერთიანად დაუარა მთელს ტანში ჟრუანტელმა, ცოტაც და დაეცემოდა, ერთიანად იმდენი ემოცია მოძრაობდა მასში ლამის აფეთქდა. მანქანაზე მიყუდებული ნაცნობი სილუეტის დანახვისას თავისდა უნებურად ღიმილი მოეფინა სახეზე, ერთ ადგილას გაიყინა და მოძრაობის უნარი საერთოდ დაკარგა.
-მოგენატრე? -ღიმილით მიუგო მისგან რამდენიმე ნაბიჯით შორს მდგარმა, პასუხს არც დალოდებია ისე სწრაფად გადაკვეთა მათ შორის მანძილი და სხეულზე მთელი ძალით მიიკრო…






ესეც თქვენი დიდი თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველი კომენატრებს



№1  offline წევრი sunnylilo

კომენტარების წერით არ გამოვირჩევი,თუმცა ახლასურვილი მაქვს დავწერო.კარგად მიდიხარ,მეტი რა გითხრა.ყიფიანი მიყვარს ეს გვარი.ასე გააგრძელე მინიმუმ,მაქსიმუმი შენზეა.

 


№2 სტუმარი ნი-კე

კარგი თავი იყო მაგრამ არა დიდი..საბას მგონი ვაჩეს ხელი ეტყობა ხო?! ველი ახალ თავს მოუთმენლად..

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფო

კარჰი გოგო ხარ! ემოციური თავი იყო ველი შემდეგს

 


№4 სტუმარი ნია

აუუუ ძააან კარგი იყო. აი ძალიან <3

 


№5  offline წევრი OKI ME

საყვარლებიი :დდდდ უუჰ, კაი თავი იყო ❤️❤️

გული მიგრძნობს, აქ ამბები იქნებააა მტრისას :დდდდ ჯერ მარტო საბა-ვაჩე თუ გადაეკვეთნენ სადმე :დდდ როგორ ჩაეხუტა ვაჩეს ❤️❤️❤️

იმან რაო რა თქვა? :დდდ საცოლეო ხო? :დდდ რა მიყვარს ასეთი ისტორიებიი იფ იფ იფ :დდდდ

ეს საბა ძალიან მაღიზიანებს. აშკარად მოსასმელია თავის ადგილზე. ისე ნუცამ თავისებსაც უნდა უთხრას ჩენი აზრით საბას ნამდვილის სახის შესახებ.

მოკლედ, ძალიან ძალიან კარგი და საინტერესო თავი იყო ❤️❤️ წარმატებები და ველი ახალ თავს მოუთმენლად ❤️❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი tatiko.1995

ველოდები შემდეგ თავს ჩემო ტკბილო♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი Nestani

Magari Tavi iyo momwons me es wyvilebit velodebi axal tavs madloba warmatebebi ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent