შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებ არეულნი 4


3-07-2022, 00:14
ავტორი tatiachelo
ნანახია 4 818

მეორე დღეს, რომ გაეღვიძა და ლუკასთან საუბარი გაახსენდა სულ მთლად აირია. ისე ნაჩქარევად დატოვა ბაჩის ბინა ბიჭს სიტყვის თქმის საშვალებაც არ მისცა. შუადღის ოთხი საათი იყო სახლში, რომ შეაბიჯა. ყველგან, ყველა კუთხეში ეძებდა კიკალიშვილს. ოთახში ააკითხა, მაგრამ უშედეგო აღმოჩნდა მისი ნახვის მოლოდინი. კიბეზე ჩადიოდა აჩქარებული ნაბიჯებით, ლამის კიბიდან დაგორდა ფეხი ისე აებლანდა ერთმანეთში. ყველაფერთან ერთად თავის ტკივილი არ უჩერდებოდა.
სამზარეულოში შესვლისთანავე მაია დაინახა, საჭმელს ამზადებდა დამხმარე ქალთან ერთად.
-გამარჯობა.. ორივეს მიესალმა და მათ წინ დაჯდა -მანჩო თუ არ შეწუხდები ჭიქაში ცივი წყალი დამისხი გთხოვ.
-რას ქვია შეწუხება... გამომართვი.. ღიმილით გაუწოდა წყლით სავსე ჭიქა.
ერთი ამოსუნთქვით დალია. სიტყვებს ეძებდა მაიასთან საუბარი, რომ წამოეწყო. ფიქრობდა ლუკას ადგილ მდებარეობა ისე როგორ დაედგინა, რომ ძლიერი ინტერესი არ გამოევლინა მამაკაცისადმი. თითქმის 15 წუთი გავიდა, მაგრამ ხმის ამოღებას არ ჩქარობდა. მაიაც უცნაურად გადახედავდა დრო გამოშვებით.
საუბარი უნდა დაეწყო მაიას ტელეფონი, რომ ახმაურდა.
-გისმენ დე.. მალევე გამოისახა კიკალიშვილის გამოსახულება ეკრანზე.
-დედა ჩავედით არ ინერვიულო.. კარგად ხედავდა თაია მომცინარ მამაკაცს, შავგვრემანი ბიჭის გვერდით, რომ იდგა.
-ქალბატონო თაია? როგორ ხართ? გუშინდელის შემდგომ მე მეგონა კვლავ სიზმრების სამყაროში იქნებოდით.. კარგად შეამჩნია მაიას ტელეფონში რასაც ქვია ჩამძვრალი ბაბლუანი.
-თქვენ ერთად იყავით? მაიამ გაიოცა
-ერთ წამს.. გაოცებულ ქალს მობილური ხელიდან აართვა და სამზარეულოდან ისეთ ადგილას გადაინაცვლა საუბარი არავის, რომ არ გაეგო. ლუკაც მოსცილდა მომცინარ სერგის. - სად ხარ? შენი ნახვა მინდა
-გერმანიაში თუ ჩამოხვალ გნახავ. მწვანეები უციმციმებდა. ისეთი სიმპატიური იყო სპორტულ ფორმაში სულს შეუხუთავდა ნებისმიერ მდედრს.
-ასე უცებ გერმანიაში რანაირად წახვედი? რას თამაშობ ამხელა კაცი?
-წყალბურთს
-ჩემი გაგიჟება გინდა და ამით ერთობი? თმა აწეწილი, ნამძინარევი, დასიებული თვალებით, ჩუმად ეჩხუბებოდა ტელეფონში მყოფს. -გუშინ რაც მოხდა ეს განსახილველია. ასე არეული, როგორ დამტოვე და როგორ წახვედი? ან სად წახვედი ასე ნაჩქარევი რა იყო ვერ გავიგე
-დამშვიდდი ამოისუნთქე.. ისე სულ შენი დამშვიდება, როგორ უნდა მიწევდეს მწერალო? ვგონებ დამამშვიდებელი გჭირდება.
-რა დამამშვიდებს ადამიანო მთლიანად ამირიე ეს ჩემი დალაგებული აზრები
-შენ დალაგებული არაფერი არ გაქვს, ამიტომ მე ნუ დამაბრალებ რაიმის არევას
-ხალისობ? ძალიან სახალისოა?
-ვერთობი სანამ დრო მაქვს
-ბოლოს ვინ გაერთობა ისაა მთავარი ხომ გაგიგია?
-ეს მუქარაა?
-რაც გინდა ის იყოს.
-რანაირი ქალი ხარ სიტყვაში ვერ გჯობნი
-მართლა გერმანიაში ხარ? თვალები დააწვრილა. უკანა ფონს აკვირდებოდა.
-კი, აეროპორტში ვარ ახლახანს ჩამოვფრინდით. სადღაც ორ კვირაში ჩამოვალ და შემდგომ ვისაუბროთ გუშინდელზე.
-ორი კვირა?
-სრული ორი კვირა
-ორი კვირა გრძელდება წყალბურთის თამაში? იმდენად სერიოზულად შეიცხადა ლუკას გულიანად გაეცინა.
-როგორ გეტყობა წყალბურთში, რომ ვერ ერკვევი
-რა გაცინებს?
-შენს სპორტისადმი უსწავლელობას ვუცინი
-რაც არ აღძრავს ინტერესს იმაში ნამდვილად ვერ ვერკვევი
-და რა აღძრავს ინტერესს თქვენში ქალბატონო?
-გუშინდელი საუბარი
-ვისაუბრებთ აუცილებლივ, მაგრამ ახლა არა... საქართველოს ნაკრების თამაშია ხვალ.. ამის შემდგომ ჩემს გუნდში მიწევს თამაში, ამიტომ რაღაც პერიოდი ვერ ვიქნები საქართველოში.. ფიზიკურად ვერ შევძლებ
-თქვენს შესახებ ბევრი რამ არ მცოდნია ბატონო ლუკა
-ჩემს შესახებ არაფერი არ იცი თაია
-რაც საჭიროა ის მაინც ვიცი
-და მაინც არაფერი არ იცი.. ციმციმა თვალებით უღიმოდა - უნდა წავიდე.. მწვრთნელი უხმობდა თავისთან -ორ საათში ვარჯიში მაქვს ხვალ კი თამაში.. უყურებ?
-შენს თამაშს?
-რატომ შეიცხადე?
-არ ვუყურებ არცერთ სპორტს..
-უყურებ! უყტუჩის კუთხე ჩატეხა. -შენიშვნებს მივიღებ მწვთნელის შემდგომ მხოლოდ შენგან
-ისე ნუ მესაუბრები თითქოს ერთმანეთისთვის ვინმე ვიყოთ... და კიდევ ნუ მიბრძანებ!
-როგორ არ გყოფნის ეს კამათი
-არ ვკამათობ
-არა არ კამათობ. საკამათოდ მიზეზებს ეძებ
-არაფერს არ ვეძებ
-ლინკს ჩაგიგდებ და უყურე.. ხომ მპირდები?
-ვუყურებ.. ოღონდ შენ დამშვიდდი.
-უკვე მე მამშვიდებ? საოცარია
-უაზროდ ნუ იცინი. წადი გეძახიან.. წარმატებები
-მადლობა ქალბატონო თაია.. თვალი ჩაუკრა და მომცინარი გამოსახულებაც გაქრა.
ტუჩებზე ფარული ღიმილი დასთამაშებდა. თავადაც არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ ეს უცნაური შეგრძნება ძალიან მოსწონდა.
მაიას ტელეფონი დაუბრუნა და ისე გასცილდა ხმაც არ ამოაღებინა ინტერესით მოცულ ქალს.


.....

საქმეები ცუდად მისდიოდა. ბოლო პერიოდში ყველაფერი არეული ქონდა და მაინც უცნაურ სიმშვიდეს განიცდიდა.
თაიას ჩამოსვლამ იმდენად გააბედნიერა სამსახურთან დაკავშირებული პრობლემებიც გადაავიწყდა, გარკვეული დროის განმავლობაში.
ფიქრები ნეაზე არ ასვენებდა. თავს დასტრიალებდა ნეას სიტყვები და ვერ იცილებდა თავიდან მის ბოლო სიტყვას, რომ ყველაფერი დასრულდა. ყოველ მის გონებაში ამოტივტივებულ ამ ფრაზას უკუ აგდებდა სიტყვებით "რაც არ ყოფილა ის არ სრულდებაო" და ამით იმშვიდებდა თავს.
საღამოს ბიჭები უნდა ენახა სქმესთან დაკავშირებით უნდა მოელაპარაკათ.
გზაში იყო ალეკოსთან მიდიოდა.
რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა მენაბდის ბინას მით უფრო მეტად ღელავდა.
კარი აკომ გაუღო. ხასიათი მოშხამული ქონდა სახეზევე ეტყობოდა გაბრაზება.
-რამე მოხდა? ბინაში შესული თავადაც ვერ იაზრებდა, მაგრამ აშკარა იყო თვალებით ნეას ეძებდა.
-დილაუთენია ლაშასთან ერთად წავიდა ქალბატონი.
-კაკულიასთან? რაღაც ჩასწყდა გულის სიღრმეში.
-ხო.. გუშინ ვიჩხუბეთ. ფანჯრის რაფაზე დადებული სიგარეტი აიღი -ჯიბრზე იქცევა ასე. გუშინ წინ ქუზაევი ვნახე.. ნეაზე ისეთები ულაპარაკია იმ ნ*ბიჭვარს, რომ ლევანს ვერ მოუთმენია და დაურტყია. ეს კიდე არც კი მისმენს. შენ გეჩვენებაო ბიჭო მე მეუბნება. აი შენ ძმობას ვფიცავარ რა მეჩვენება ან რა მელანდება?
-იქნებ უყვარს. სუნთქვა შეკრული დივანზე ჩამოჯდა.
-რა უყვარს? ვინ უყვარს ბაჩი შენ ნუ გამაგიჟებ ახლა. გაბრაზებულმა შეუტია ამირეჯიბს -ვინც უყვარს წინ მიზის..მიხვდა ზედმეტი, რომ წამოცდა და მამაკაცს ისეთი თვალებით შეხედა მის აფეთქებას ელოდა წამი წამზე. -დაიცა არ გიკვირს? მოიცა იცი რომ ნეას უყვარხარ და მე არ მითხარი?
-კარგი რა ახლა ნუ დაიწყებ.. შენ ვინ გითხრა?
-ვინმეს თქმა მინდა ბაჩი? ჩემ დას ხუთი თითივით ვიცნობ ვისი რა თქმა მჭირდება თუ ძმახარ
-აკო ხომ იცი..
-ვიცი ზედმეტს, რომ არაფერს იზამ და ისიც ვიცი ეს არც შენი და არც ნეას ბრალი, რომ არ არის. ბაჩის წინ დაჯდა -შენ არაფერში გადანაშაულოებ.. კარგად იცი არ ვარ ეს ძველ ბიჭური ტიპი ახლა საქმეები გირჩიო. სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩაწვა -ვერ ვიტან რა ამ საუბრებს ნუ მალაპარაკებ ახლა -მარიამთან რახდება?
-მე და მარიამმა წლების წინ დავასრულეთ. შენც იცი, რომ მორჩა მე და ის.
-ნეასთან?
-არაფერი არ იქნება.. ბავშვია გაუვლის.
-22 წლის გოგო ბავშვი აღარაა ბაჩი. უბრალოდ შენ გინდა ასე ჩათვალო, რომ შენამდე არ მიუშვა.
-8 წელია სხვაობა აკო. ჩვენს შორის 8 წელია.
-კარგი ახლა წიკიანივით ნუ ჭედავ ამ წლოვანებაზე. წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც აკომ დაარღვია.
-რა გაცინებს ვერ ვხვდები. მენაბდეს უყურებდა გაკვირვებული. სულ სხვანაირ რეაქციას ელოდა მისგან.
-დაგერხა ამირეჯიბო. შენ თვითონაც არ იცი, მაგრამ დაგერხა. მაგარ შარში ხარ.
-ვერ ვიგებ რას გულისხმობ. წარბები შეკრა
-რას ვერ იგებ? იმის მაგივრად გეთქვა არა ნეა მე არ მიყვარსო შენ დგახარ და მიზეზად 8 წელს ასახელებ.. სასაცილოა პირდაპირ. არა ახლა მე ვარ სასაცილო. ჩემს ძმაკაცს ჩემი და უყვარს მე კი ს*რივით ვდგავარ და წყნარად ვესაუბრები.
-არ მიყვარს...დაბნეულმა შეხედა..
-ჯერ შენ თავადაც ვერ ხვდები, მაგრამ არაუშავს. მე ფეხი ფეხხე გადადებული დავჯდები და დაველოდები შედეგებს. საინტერესო, სახალისო და ძალიან გასართობი იქნება ვგონებ.
-ნუ იცინი აკო უაზროდ
-ხომ ვიცოდი ეს საუბარი, რომ შედგებოდა ოდესღაც, მაგრამ ასე მალე თუ მოხდებოდა რას წარმოვიდგენდი
-ამაზრზენი ღიმილი გაქვს მენაბდე
-რას ვიზამთ შენსავით თვალისმომჭრელად ყველა კი არ იღიმის ბატონო ბაჩი. ხალისობდა ამირეჯიბის რეაქციაზე
-მოვედი.. შესასვლელიდანვე დაიძახა და ქურთუკის გახდით შევიდა მისაღებში. -ისე მშია.. ძალიან დავიღალე. გვიან შენიშნა სტუმარი, მაგრამ ისე გააგრძელა საუბარი თითქოს აკოს გარდა არავინ ყოფილიყოს იქ -რა გვაქვს საჭმელი?
-სად იყავი?
-სად უნდა ვყოფილიყავი? ლექციებზე
-იმასთან ერთად?
-ვისთან?
-ვინც წაგიყვანა იმასთან ნეა
-კი მასთან ერთად. მტკიცედ თქვა და ბაჩის წამიერად გახედა, რომელიც ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა. -შენ წარმოიდგინე და ჩემი კურსელია.
-შენ მე დამცინი გოგო? არ გითხარი არ გაეკარო მაგ ნაგავსთქო?
-ვერ ვიგებ რა გინდა?
-აი რა უნდა ველაპარაკო ამ ჯიუტს მითხარი რა?
-მე ჯობია წავიდე თქვენ ცალკე ისაუბრეთ. ფეხზე წამოდგა
-კი ნამდვილად უცხოებთან არ ვაპირებ რაიმის განხილვას რად...
-ნეა.. ალეკოს გამოხედვა ისეთი იყო ნეას სათქმელი სიტყვა გაუწყდა.
ძალიან ეწყინა ნეას სიტყვები, მაგრამ არ შეიმჩნია.
-აკო არ გინდა. ისედაც უნდა წავსულიყავი არ მაქვს დღეს საქმეების თავი. ნიკასაც დაურეკე და ხვალ გამოდით ჩემთან ვისაუბროთ. მანქანის გასაღები აიღო და ბინიდან გავიდა.
-კარგი ხვალ გნახავ და დავილაპარაკოთ. სანამ ბინას დატოვებდა მანამ უთხრა მენაბდემ -კმაყოფილი ხარ შენი უტაქტო საქციელით? ნეას მიუბრუნდა.
-სავსებით.. ცრემლიანი თვალებით წავიდა თავისი ოთახისკენ.
მთელი თბილისი მოიარა მანქანით. უაზროდ დადიოდა უბნებიდან უბნებში. სიმშვიდე დარღვეული ქონდა. აქამდე სრულიად თავისუფლად სუნთქავდა ახლა კი იმის წარმოდგენამ, რომ ნეას ვიღაც უახლოვდებოდა და ისიც ამ ყველაფერს უპრობლემოდ იღებდა ჭკუიდან შლიდა. არც ის იცოდა ჭკუიდან შესაშლელი რა იყო, მაგრამ ის გრძნობა ჭამდა რასაც ეჭვიანიბა ერქვა. თავად ვერ ხვდებოდა ამას, მაგრამ სხვა სახელი ამ გრძნობას არ ქონდა.
ტელეფონში ქუზაევის ნომერი მოძებნა.
-ლევან.. გესმის?
-რახდება ბაჩი.. ნამძინარევი ხმა ქონდა მამაკაცს -ღამის სამი საათია.. მშვიდობაა?
-კაკულია სად ცხოვრობს?
-ახლა არ თქვა ჩხუბს ვაპირებო.. იცინოდა ლევან ქუზაევი
-არ ვაპირებ
-ვერც წარმომიდგენია.. შენ და ჩხუბი უბრალოდ არ არსებობს. ბავშვობის მეგობრის ქმედებები ახსენდებოდა ყველანაირი პრობლემის გადასაჭრელად საუბარს, რომ მიიჩნევდა გადამწყვეტად -შენ უფრო კდემამოსილი საუბრები
-ნერვებს მიშლი
-რაგინდა კაკულიასთან? დასერიოზულდა
-რა მნიშვნელობა აქვს მითხარი მისამართი
-გამომიარე და ერთად გავიდეთ
-ჩხუბს არ ვაპირებ ლევან უბრალოდ მასთან საუბარი მინდა ცივილიზებულად
-მოგწერ მისამართს
-კარგი გელოდები, მაგრამ მანამდე მის შესახებ ყველაფერი მითხარი რაც კი საჭიროა, რომ ვიცოდე.
მისამართზე იყო. მანქანაში იჯდა და ელოდა გათენებას. სადარბაზოს თვალს არ აცილებდა. უკვე ყველანაირი ინფორმაცია ქონდა კაკულიაზე რაც სჭირდებოდა. ვერ გადაეწყვიტა, როგორ ემოქმედა.. ერთადერთი ის იცოდა, რომ ნეა კაკულიასთან დასრულდებოდა სიტყვიერი წყობითაც კი.
დიდი ხნის ლოდინის შემდგომ გამოჩნდა ობიექტიც. მისივე მანქანისკენ მიდიოდა ნელი სვლით ბაჩი, რომ გადაუდგა წინ.
-შენთან საუბარი მინდა სულ რათაც ორი წუთი. მეტ დროს არ წაგართმევ ნამდვილად
-ვიცნობთ ერთმანეთს?
-არანაირად მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?
-ჩემთვის უცნობებთან არ ვსაუბრობ.. ირგვლივ მიმოიხედა
-ნუ გეშინია არაფრის დაშავებას არ ვაპირებ. ჩაეცინა მამაკაცის შიშნარევ სახეზე - ნია მენაბდეს არასდროს ვიმეორებ არასდროს არ მიუახლოვდე.
-შენ ვინ ხარ ნეასთან ურთიერთობა, რომ ამიკძალო?
-ბაჩი ამირეჯიბი.. ნიას ყველაფერი.. დამარცვლით უთხრა -შენ კი მართლაც არავინ ხარ და ჯობს შეწყვიტო შენთვისვე საზიანო ქმედება. ტონს აკონტროლებდა, ზედმეტადაც არ აუწევია ხმისთვის..მშვიდად ესაუბრებოდა -ნატა ლოლაძეს მიხედო, რომელიც შენგან შვილს ელოდება და ყველანაირი ფიქრი შეწყვიტე იმ გეგმაზე, რომელიც ნიასთან დაკავშირებით გაქვს. მე გაფრთხილებ შენი ნებაა ამას როგორ გაიგებ, მაგრამ ვიმედოვნებ ვაჟა კაკულიას შვილს უნდა ესმოდეს სწორი რა არის. თუ არა მე არ მექნება იმის პრობლემა სისწორე გაჩვენო.
თავისუფლება მოპოვებულივით მიდიოდა სახლისკენ. მშვიდად სუნთქავდა, ყველანაური დაძაბულობის გარეშე.. ახლა ნამდვილად გრძნობდა, რომ შეეძლო სახლში მისულს მშვიდად დაეძინა.


........

საქართველოში დაბრუნების შემდგომ გარკვეული პერიოდი გავიდა. მთელი დღეების განმავლიბაში სალში იყო და ყველას ზედმიწევნით აკვირდებოდა. მიხეილი სახლში თითქმის არ იმყოფებოდა. თუ იყო ისიც კაბინეტში შეიკეტებოდა და იქ ატარებდა მთელ დღეს. ბაბლუანი გაბრაზევული ჯიუტად არ ხვდებოდა ამირეჯიბს. საუბარი არ სურდა მასთან. თითქოს ამით სჯიდა კიდეც. ფიზიკურად ახლოს იყო, მაგრამ რეალურად კვლავ ისევ შორს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში საერთოდ გაქრა მიხეილ ამირეჯიბი თაიას თვალთახედვიდან.
ყველაფრის დაწვრილებით გარკვევა უნდოდა, ამიტომ არ ჩქარობდა მოქმედებას. უნდა გაეგო ის რასაც მიხეილი ასე საგულდაგულოდ მალავდა. იმასაც ხვდებოდა ამირეჯიბი არაფერს, რომ არ ეტყოდა. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ბნელით მოცული სიმართლე, რომ გაეგო. ეს გეგმა ქონდა, მაგრამ ლუკა კიკალიშვილი ამ გეგმას სულ მთლად ურევდა. კონცენტრაციას აკარგვინებდა. იმდენი მოახერხა მის ტვინში შეძვრა და გონება აურია. მის თამაშსაც კი უყურა. ვერ ხვდებოდა თამაშის წესებს, არაფერი არ იცოდა მაგრამ მაინც უყურა ისიც მხოლოდ მის გამო. ყველა მის მიმიკას აკვირდებოდა ყველა მის მოძრაობას.
დაძაბული იყო ნაკრები აგებდა, მაგრამ კიკალიშვილი ბოლომდე იბრძვოდა ბიჭებთან ერთად.
უსმენდა გულდაწყვეტილ კომენდატორს რომელიც აღნიშნავდა, რომ საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. თავად კი მამაკაცების გამოსახულებებიდან მხოლოდ ლუკას აღიქვამდა. კარგად ხედავდა ლუკას დაძაბულ, სევდიან ჩამქრალ თვალებს. ახლა იაზრებდა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ლუკა კიკალიშვილისთვის ეს თამაში.


......

ლუკა კიკალიშვილი ნიჭიერი წარმატებული წყალბურთელი გახლდათ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში მისთვის იმაზე მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. გიჟდებოდა აუზის ქლორზე, უყვარდა ის სპორტი სადაც თავი იპოვა.
მისი კარიერა საქართველოში დაიწყო და გერმანიაში ჰანოვერის გუნდში ვასპო 98ში გაგრძელდა. წლები ცხოვრობდა ჰანოვერში, წლები თამაშობდა იქ. ახლაც იქ იყო საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატიას ხვდებოდა.
საქართველოს გამო, ქართველი მაყურებლისა და მისი გულშემატკივარის გამო ძალისხმევას არ იშურებდა.
ამას დამატებული ის რომ იცოდა ახლა მის თამაშს თავად თაია ბაბლუანიც უყურებდა. ყველაზე მეტად უნდოდა მოგება, მაგრამ ყოველთვის ის როდის ხდება რაც ჩვენ გვსურს?
კიკალიშვილმაც ძალიან კარგად იცოდა, რომ წაგებას მოგება აუცილებლივ მოყვებოდა, მაგრამ მანამდე სანამ ადამიანი მოგებამდე მივიდოდა წაგებაც უნდა ესწავლა.



№1 სტუმარი სტუმარი Nestani

Momwons es motxroba sainteresoa miyvars saidumlobebi imedi maqvs male gavigebtomwons es wyvili minda ertad iyo ranairad da rogor ar vici ????????????????mainteresebs Ras malavs mixeeili ragac mosazreba ki maqvs magram dagelodebit velodebi axal tavs madloba warmatebebi ????????????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent