შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (თავი 13)


3-07-2022, 09:50
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 4 024

- დარწმუნებული ვიყავი, რომ თავს ასე კარგად გაართმევდი. ყველაფერი წესრიგშია და გულწრფელად მიხარია.- - არიდას კაბინეტში, საქმიანი საკითხით შესულმა ზურამ საბუთებიდან თავი ამოჰქო და კომპლიმენტი უთხრა.

- დიდი მადლობა ნდობისთვის. დიდი ხანია ჩემს დახმარებას ცდილობთ და მეც ჩემის მხვრივ ვცდილობ დაგიფასოთ.

- ნეტავ მხოლოდ მადლიერებას არ გრძნობდე. - სინანულით შენიშნა ბიჭმა და თბილი მზერა მიაპყრო.

- ძალინ გთხოვ, ამ თემას არ მივუბრუნდეთ.

- კარგი, ბოდიში. - კვლავ საბუთებში ჩარგო თავი. - ლიკას ვხვდები. - უხერხული, ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ, საუბარიც უხერხულად წამოიწყო. - საჭიროდ ჩავთვალე ჩემგან გაგეგო. - ჩაახველა და თავი მოიქექა. სახე არ ამოუღია საბუთებიდან.

- ჩემი საქმე არ არის ვის შეხვდები.

- ვიცი, მაგრამ მინდოდა გცოდნოდა. იცი, არ მინდა არაკაცად ჩამთვალო. - გაბედა სახეში შეეხედა.

- რის გამო ?

- მასთან ურთიერთობას რომ დავიწყე.

- ლიკა ზრდასრული ადამიანი და დარწმუნებული ვარ, გააზრებული ექნება ყოველივე. შენც.

- თუმცა შენ მაინც შენი აზრი გაქვს ხო?

- მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ჩვენი აზრით ვწყვეტთ ჩვენს პირადს.

- მაგრამ ძალინ მინდა მითხრა შენ რას ფიქრობ.

- არ ღირს ზურა.

- ჩემთვის ღირს.

- თავადაც იგივეს ფიქრობ...

- კი, შეცდომას ვუშვებ, ცუდად ვიქცევი მაგრამ...

- მაგრამ ლიკა მაინც თანახმაა. მართალია შენ რომ გინდა იმთვალით ვერ გიყურებ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, შენში კარგი ადამინობის დანახვა არ შემიძლია. დარწმუნებული ვარ მიზან მიმართულად არავის აწყენინებ.

- ნამდვილად არ მინდა მისი გულის ტკენა...

- მჯერა... ალბათ იცის რაზეც დაგთანხმდა.

- იცის... მეც ვიცი, მაგრამ მაინც ცუდად ვგრძნობ თავს.

- მის გვერდით თუ უბედური ხარ და ამას მხოლოდ მის გამო აკეთებ...

- მხოლოდ მის გამო არა... ანუ მეც მომწონს, ოღონდ ისე არა... ანუ სხვაგვარად.... მოკლედ შენ ვერ აგიხსნი რა...

- გასაგებია... კარგი, მე წავალ საქმეები მაქვს.

- კარგი მეც მოვრჩი.

ორივე ერთდროულად წამოდგა. კარში გასვლა არიდას დაუთმო ზურამ. თუმცა არცერთს დასცალდა, კარი გაიღო და არაბული შემოვიდა. კარშივე შეიჩერა ფეხი და მშვიდი სახე ეცვალა ასანიძის იმ კაბინეტში დანახვისას.

- როგორც ჩანს შენ და ჩემს ცოლს ზედმეტად მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. - მისალმების ნაცვლად ირონიულ-გამაფრთხილებელი სვლა აიჩია. მშვიდი, მაგრამ ავი თვალი დაასო ზურას.

- შენს ცოლს ? - გაკვირვებულმა გაიმეორა და არიდასკენ შეტრიალდა ზურა იმის მოლოდინით, რომ პასუხს მისგან მიიღებდა. .

- ჩემმა პასუხმა არ დაგაკმაყოფილა ? მას რას მიშტერებიხარ ? - ძალიან უხეში ხდებოდა არაბული იმ ადამიანების მიმართ ვისაც არიდას ირგვლივ არასასურველად მიიჩნევდა.

- რას მეუბნება? მართალია ?

პასუხი ვერ გასცა არიდამ. ხან გაწბილებულ ზურას უყურებდა ხანაც დათას.

- რატომ არ მითხარი ?

- შენ ვინ ხარ, რომ ეთქვა ?

- შეგიძლია საუბარი გვაცადო ?

- არა, რა თქმა უნდა. - ცოლს ამოუდგა გვერდით და მხარზე მოეხვია, - მე მაქვს სასაუბრო ჩემს მეუღლესთან.

უსიტყვოდა, გულგახლეჩილი გაეცალა ასანიზე იქაურობას. ან რაღა ეთქმოდა ?
- რას აკეთებ ? ასე შეიძლება ? ასე უკითხავად შემოიჭრა და ის თქვა, რაც მოგესურვება ? - გამწარებულმა მოიშორა მისი ხელი და განზე გადგა.

- რატომ არ ხარ ჭკვიანად ? როგორც მახსოვს გაფრთხილება მოგეცი.

- ნაბიჯ-ნაბიჯ ნუ მინგრევ ძლივს დალაგებულ ცხოვრებას. თავი დამანებე დათა... დაივიწყე ეგ შენი შურისძიება, არ დაგანებებ გამოგივიდეს.

- ახლა თავიდან დავიწყო ახსნა თუ...

- არა მჭირდება... ჩვენს ურთიერთობას არც თავი აქვს და არც ბოლო ექნება.

- რა უნდოდა მას შენს კაბიეტში ? მარტოს.... თან როგორ გიყურებს ...

- რატომ მაცხადებ შენს მეუღლედ ?

- პასუხი მარტივია -ჩემი ცოლი ხარ !

- არ ვარ.

- შენ ჩემი ცოლი ხარ-მეთქი ! და ვალდებული ხარ ისე მოიქცე როგორც ჩემი ცოლი... აი მაგალითად, იმ ბიჭთან ერთად მარტო არსად არ უნდა დარჩე, ახლოს არ უნდა გაიკარო.

- სადისტი ხარ.

- კი. თუ ასანიძეს შენთან კიდევ ვნახავ, თუ მის თავლებში იმას დავინახავ რაც დღეს, ცუდად დასრულდება... ის რაც ჩემია ვერასოდეს ვერ იქნება სხვისი არიანდა, ფიქრებშიც კი.

- რა ვქნა, სიყვარული დავუშალო ? შემიძულეთქო ვუთხრა ?

- თუ უნდა გული არ ამოვუღო, უჯობს შეგიძულოს.

- ავადმყოფი ხარ. იმდენად გძულვარ ჩემდამი სხვისი სიყვარულიც კი გაღიზიანებს.

- ხო იმდენად ავადმყოფური დამოკიდებულება მაქვს შენს მიმართ ყველა მაღიზიანებს შენს ირგვლივ. თითის დადების გამოც კი შემიძლია სული ამოვხადო. ავადმყოფი ვარ და მეპატიება.

- არა.

- ანუ კი. შენი დაცვიდან ერთ-ერთი, ვიდრე სამუშაოს დაასრულებ შენი კაბინეტის კართან იდგება.

- გაგიჭდი ? აქ რა უნდა ? ტავი დამანებე დათა !

- აქ მუშაობა თუ გინდა სხვა არჩევანი არ გაქვს.

- ნუ შემშლი...

- შენც ნუ შეიშლები. ახლა კი ქვევით გელოდებით, სტუმარი მყავს და შენთან საუბარი სურს.

- იმ გოგოსთან სასაუბრო არაფერი მაქვს.

- ვინ გითხრა რომ ის გოგოა ? - ღიად ჩაეცინა არაბულს.

- ჩემს ნერვებზე სათამაშოდ მოიყვანდი.- თითებს დააჩერდა არიდა, - არადა ვერ ვხვდები, ჩემთვის სულ ერთი რომ არის, ვის გვერდით იქნები. მთავრია მე მომშორდე.

- დიახ, გამჩნევ არია ! . - საგულდაგულოდ აატარ-ჩაატარა თვალები გოგოს, რომელიც თითებს იმტვრევდა. - გელოდებით. - მოაზახა გასვლამდე.

არიდა არ ჩასულა. მაგრამ რა მოასვენებდა არ გაეგო ვისთან ერთად იყო არაბული. დაცვის ოთახში გაიქცა. დარწმუნდა, გოგოს ნაცვლად თეთრ წვერ-ულვაშიანი კაცი ახლდა თან და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდა. დამშვიდებული დაბრუნდა თავის კაბინეტში და სამუშაო დღის დასრულებამდე ფეხი არ მოუცვლია.

***

- დათა, - კარი შემოაღო ბაკურაძემ და საჩქაროდ შემოვიდა. - შენც აქ ხარ ? -ვანოს მიმართა და წინ ჩამოუჯდა.

- რა სახე გაქვს ? - ჩაეკთხა გიგაური.

- მერაბ კვარაცხელია ცოცხლია, მაგრმ ჯერ ვერ ვაზუსტებ ვისი სახელით გაცოცხლდა.

- ასეც ვიცოდი. - ხელი დაკრა მაგიდის ნაპირს დათამ.- ახლა ისაა საინტერესო, რატომ გაასაღა მკვდრად თავი.

- დიდი ალბათობით ნარკოტიკებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ციხეშიც ხომ მაგის გამო იჯდა.

- გაგუასთან არ გადაიკვეთა ?

- ვერაფრით. არანაირი ინფორმაცია არ მოიძებნა რაც მათ კავშირში დადასტურებს.

- რატომ მგონია, რომ ზედმეტად ბევრი კავშირია? .

- რომც გვქონდეს ეს მტკიცებულება, ასე პირდაპირ მისვლა და თქმა მაინც არ გვარგია.

- მართალი ხარ ვანო. ჩვენთვის იმას არ აქვს მნიშვნელობა ვინ, ვინაა. ეგ არააა ჩემი გასარჩევი. არალეგალური საქმეები აქამდეც კეთდებოდა და ამის შემდეგაც გაგრძელდება და მე ამის შესაცვლელდ არც დრო მაქვს, არც სურვილი და არც ნება... ჩემთვის მთავრია გავარკვიო რა კავშირი აქვთ იმასთან, რის გამოც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა... ზედმეტად იკვეთება ჩემი და მისი წარსულის გზები.

- დათა, რაღაცას გეტყვი და ნუ გაგიჟდები ახლა. - დაიწყო ლაშამ.

- ჯერ თქვი.

- - მგონი დროა ის მოინახულო ვინც კიდევ ერთი გზით კვეთს შენს წარსულს. ის ერთადერთია ვინც კვარაცხელიას იცნობს.

- მასთან შეხვედრის სურვილის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა არ ვიცი როგორ გამომივა, თავის შეკავებას შევძლებ თუ არა...

- ერთ დღეს მაინც მოგიწევს მისი ნახვა. - ლაშას აზრს მიეხმარა გიგაურიც.

- არ მინდა მისი ნახვის შემდეგ უფრო გავცოფდე.

- ან იქნებ პირიქით მოხდეს. თუ არ დაელაპარაკები ვერც გაიგებ.

- არჩილს ხომ არაფერი გაურკვევია ახალი. - თემის შეცვლა სცადა არაბულმა.

- რომ გაერკვია შენც დაგირეკავდა.

- გვიანია, დავიშალოთ.

***

ბნელ ოთახში, სავარძელში იჯდაა. ოდნავ გადაწეული ფარდიდან მთავრის სინათლე გაჭირვებით აღწევდა და პირდაპირს მაგიდას ეცემოდა, რომელზეც სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლე იდო. იქვე სასმელის ბოთლი, რომელსაც მხოლოდ ერთი ჭიქა აკლდა და ის ჭიქაც არავის დაელია, სავსე იდგა. უცებ ისე წამოვარდა სავარძლიდან და ავტომობილის გასაღებს დაეტაკა, იფიქრებდი რაღაც გადაუდებელი გაახსენდაო. ისე მიაქროლებდა წინ ავტომობილს, კარგად გააზრებული კიდევ არ ჰქონდა, თუ სად და ვისთან შესახვედრად მიდიოდა. ღამის უძილობის შემდეგ, იმ კაცის სანახავდა მიიწევდა ვისი მოკვლის სურვილმაც სამშობლოდან გააქცია, რათა მისგან შორს ყოფილიყო და ერთ დღეს, ცხელ გულზე სისრულეში არ მოეყვანა განზრახვა. მოკვლა აღარ სურდა, თუმცა ახლა ისიც არ იცოდა რა ტრილაებდა მის გონებაში. მხოლოდ მამის მკვლელთან აღარ მიდიოდა, ბერს უნდა შეხვედროდა, რომელმაც შენდობა ითხოვა უფალისგან დანაშაულის გამო და მიიღო კიდეც, მაგრამ ერთმა უბრალო მოკვდავმა ვერ აპატია. იცოდა, რას იზამდა მიხეილ ამირეჯიბთან, რას ეტყოდა, მაგრამ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო ღვთის მსახურთან. ორ უკიდურესობას შორის იყო გახიდული. მონასტრის გარეთ ის მტერი იყო, რომლის სიძულვილშიც წლები გაატარა, მაგრამ მონასტრის ეზოში ის ბერი გახლდათ. ასე არასდროს არაფერი გასჭირვებია არაბულს. ისე მიუახლოვდა გალავანს არეულ ფიქრებს წამითაც არ დაუტოვებია. უკვე გარიჟრაჟი იყო. ბერებს მწუხრის ლოცვაც დაესრულებიათ და ყველანი თავიანთ საქმეს მისდგომოდნენ. ავტომობილის ხმამ ყველას ინტერესი გაუღვიძა, რადგან იქ არცთუ ხშირად მიდიოდა ვინმე. თუ მიდიოდა წინასწარ იცოდნენ. სტუმრის დახვედრა ასაკით ყველაზე პატარა ბერმა ითავა, რომელიც ეზოში პატარა ქვებით დეკორატიულ წყაროს აპირკეთებდა, სადაც შემდეგ ფერადი თევზები უნდა გაეშენებია. უმალ დაისუფთავა ხელები, გალავნის კარი გააღო, გარეთ გაიჭრა და მოსულს მიეგება. გამოსულის დანახვამ უცნაურად შეურხია გული არაბულს. თუმცა ახლოს რომ მივიდა ბერი, დამშვიდდა. რა გაგჭირვებიაო, - მისალმების მერე ჰკითხა ღვთის მსახურმა. მანაც ყოყმანის შემდეგ უპასუხა ვისი ნახვაც სურდა. წამომყევითო, წინ გაუძღვა მასპინძელი. ისეთი ნაბიჯით გაყვა, ფეხი უკან რომ გრჩება ადამიანს. ჭიშკარტან შეჩერდა, აქ დაველოდებიო. მკვირცხლად შეირბინა ახლაგაზრდა ბერმა ეზოში. ბილიკი გაიარა და ეზოს უკანა კარში გაიჭრა, რათა ბაღჩაში საბარავად წასული მიხეილისთვის ეთქვა სტუმრის შესახებ. ვიღაც ახალგაზრდა გკითხულობსო, ამცნო. უცნაურად ჩაეღიმა მიხეილს, ახლავე მოვალო, უთხრა და ხუთი წუთის შემდეგ შეაბიჯა ტაძრის ეზოში. წყაროზე ტალახისგან დასვრილი ხელები დაიბანა, ანაფორის კალთებიც დაიფერთხა და ოდნავ მოხრილი გაუყვა ჭიშკისკენ მიმავალ ბილიკს. ვიდრე გამოაღებდა პირჯვარი გადაისახა. გააღო და გარეთ გავიდა. დათა იქვე ხეს მიყრდნობოდა. მიხეილს დანახვისას უნებურად გასწორდა მხრებში, ფორიაქი და დაძაბულობა უცებ შეუჩნდა სხეული. ამდენი წელი გასულიყო... წამით ეგონა, ახლაც რომ ჰქონოდა იარაღი სროლას შეძლებდა და ამ წამიერმა ფიქრმა შეაშფოთა, მის წინ ხომ ბერი იდგა. მიხეილიც მხრებში გამართულიყო და ისე უახლოვდებოდა მას. ნელი, მშვიდი ნაბიჯებით, არ ჩქარობდა. განცდებს მიუხვდა და დროს აძლევდა. ორივენი თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს ჯიუტად.

- ვიცოდი, ამჯერად იარაღით არ იქნებოდი. - მიხელიმა დაარღვია სიჩუმე.- ამიტომ გამოვედი შენს სანახავად.

- მაშინ შეგეშინდა და დაიმალე ?

- კი შემეშინდა, სიკვდილის შემეშინდა.

- სიკვდილის ? - ცინიკურად ჩაიცინა დათამ.

- შენი სულის სიკვდილის. შემეშინდა, მაშინ რომ გამოვსულიყავი და შენს წინ დავმდგარიყავი უნებლიედ არ მებიძგა ცოდვისაკენ. მაშინ რომ დაგენახე შესაძლოა გესროლა კიდეც. დავიმალე, რადგან, რაც არ უნდა გახელებით გსურდეს ვინმეს მოკვლა, ჩადენის შემდეგ ხვდები, რომ თავადაც მოკვდი. ამის გადატანა კი ზედმეტად რთულია. მითუმეტეს იმ ასაკში.

- ჩემს სულს გაუფრთხილდი? - ბერის უცნაურად აწყლიანებულ თვალებს, სიძულვილითა და ბრაზით სავსე თავლები გაუსწორა. - ეგ რომ გაიგო ჯერ უნდა მოკლა ხო ?

- სულ მამას დამგვანებულხარ. - ოდნავ გადაურბინა ღიმილმა ამირეჯიბს.

- იმ მამას შენ რომ მომიკალი და ახლა მისი მკვლელი, ჩემი სულის გადარჩენაზე მელაპარაკები ...

- წამოდი დავსხდეთ.- უთხრა კაცმა და მხარი იბრუნა.

- ბევრი სალაპარაკო არ მაქვს, აქაც მოვახერხეთ.

- ტაძრის ეზოში არ გეპატიჟები, აი იქ, - ხელი ტყის პირას გაიშვირა. მონასტრის გალვანს გარშემო სულ ტყე ჰქონდა შემორტყმული. - მაგიდა და სკამები დგას, იქ დავსხდეთ. - აუხსნა კაცმა და იქით გაემართა. - აქ თანასწორები ვართ, დაჯექი. - სკამზე ანიშნა.

- შენთან ერთად ერთ მაგიდასთან დაჯდომის თხოვნა იგივეა, მგელს კრავთან ერთად ბალახის ჭამა მოსთხოვო.

- მაგაზე მანამდე გეფიქრა, ვიდრე ჩემს სიძეობას გადაწყვეტდი. - ცოტათი ხმა გაიმკაცრა ბერმა.

- მე შენთვის ისეთივე სიძე ვარ, როგორც შენ ჩემთვის მტერი არ ხარ.

- არ მეგულება ქვეყნად არავინ, ვისაც შურისძიებამ სიმშვიდე მოუტანა.

- ვინ გითხრა, რომ სიმშვიდეს ვეძებ? ანგარიშის გათანაბრება მირჩევნია.

- და ამისთვის ჩემი ქალიშვილი, ამ ყოველივესგან ყველაზე შორს მდგომი ადამინაი აირჩიე ?

- როგორც სჩანს სწორად ავირჩიე, ყველაზე მტკივნეული მხარე გიპოვნე... სხვა შემთხვევაში ჩემთან შეხვედრას არ მოინდომებდი.

- მართალია. სხვა შემთხვევაში სასაუბროდ არ დაგიბარებდი. იცი, ალბათ უფრო მკაცრად დაგხვდებოდი, რომ არ გამეგო, თუ რა გააკეთე შენი ცოლის გადასარჩენად ორიოდ კვირის წინ. - ცოტათი ნიშნისმოგებას წააგავდა მიხეილის სიტყვები.

- ამ გადაკარგულ ადგილას მდებარე მონასტრის ბერთან შედარებით ზედმეტად ინფორმირებული მეჩვენებით მამაო. ძველ ჩვევებს ვერ ივიწყებ ?

- მე ძველი არაფერი დამვიწყებია დათა, არცერთი წამი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე პირველ რიგში მამა ვარ და ვალდებული ვარ შვილებზე ისე ვიზრუნო,როგორც შევძლებ.

- მამები შვილებს არ ტოვებენ. მითუმეტეს, დანაშაული ისე ჩამოგრეცხეს თავისუფლად შეგეძლო უშფოთველად გაგეგრძელებია იქ ცხოვრება. ახლა არ მითხრა ნამუსმა შემაწუხა და ამიტომ გამოვიქეციო.

- არ გეტყვი.

- არც კი მალავ.

- შენ მითხარი არ მითხრაო, მე კი ადამინის თხოვნებს პატივს ვცემ.

- ანდროს მამობაზე რას მეტყვი ? შენს კვალს რომ გაჰყვა გემაყება ?

- შენ რომ მე მოგეკალი იამაყებდი ?

- შენ მამა წამართვი, ვიდრე მომიკლავდი ციხეში უკარი თავი. შენმა შვილმა ნათლია და რატომ გიკვირს, თუ რომელიმეს იმ ქვეყნად გასტუმრებთ ნამუსი არ შემაწუხებს ?

- ეგ რომ გდომოდა არ მე და არც ის ცოცხლები აღარ ვიქნებით... თუმცა მაშინ, ათი წლის რომ მცოდნოდა, არიანდას გამოიყენებდი ჩემთან ანგარიშის გასასწორებლად აუცილებლად გამოვიდოდი შენს შესახვედრად. თუ ჩემი სიცოცხლე მას ამ დაუმსახურებელ სასჯელს აარიდებდა, იმასაც კი დავუშვებდი შენი სული მომეკლა და მერე უფლისთვის განუწყვეტლივ მეთხოვა შენი შენდობა.

უცებ გაჩუმდა ბერი და თავი სინანულით გაადაქნია. წვა იგრძნო გულის არეში. არ სურდა ასე მკაცრად საუბარი, მაგრამ ვერც შემწყნარებელი იქნებოდა ახალ ვეფხვიას ბიჭთან. მერე და როგორ გავდა. სულ მამის ასლი იყო, თითქოს ვეფხვია იდგა მის წინ და ეს ფიქრები უფრო ამძიმებდა, თითქოს მეგობარს ესაყვედურებოდა. წვიმისაგან გაშავაბულ ხის მაგიდაზე დალაგა ხელები და მტევნები შეაერთა, მათ დააჩერდა. დათა, რომელიც ამ დრომდე ფეხზე იდგა და ზევიდან დაჩერებოდა ასაკშეპარულ მიხეილს, ზურგშექცევით სკამის პირას ჩამოჯდა, მონასტრის გალავანთან ახლოს მოკუნტრუშე კვიცებს დაუწყო თავლიერება. ელოდა როდის განაგრძობდა საუბარს. ფეხზე წამოდგა ბერი, მაგიდას შემოუარა და დათას წინ დადგა, ისიც ზურგშექცევით. თეთრი კვიცი შავს შემვევით დაეტაკა და ეს უკანასკნელიც წინა ფეხებით წაფორხილა. თეთრი დამნაშავესავით შედგა და მიაჩერდა ვიდრე არ წამოდგა. გასწორდა წაქცეული, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და მერე ისე სწრაფად გაექანა, თეთრმა გაქცევა ვერ მოასწრო. სულ ცოტა მანძილი დაღჩენილიყო მათ შორის, შავი რომ დანაშაულს მიხვდა, არ ელოდა თუ არ გაიქცეოდა და ამ დამუხრუჭებისას დილის ნამიან ბალახზე ჩლიქები დაუცურდა, თავი ვერ შეიკავა, დაეჯახა და ორივენი დაღმართზე დაგორდნენ. უმალ აედევნა დედა ცხენი მოჩხუბართ. სულ მალე აღმართი დატუქსელებს და თალახში ამოსვრილებს ამოატარა. განსაკუთრებით თეთრი გასვრილიყო, ყველგან ეტყობოდა მის ქათქათა ბეწვს ბალახისა და მიწის კვალაი. იმ დღეს პირი აღარ დაუკარებია შავ კვიცს ბალახისთვის, გამუდმებით თეთრის დასვრილ ბეწვს უყურებდა...

მალულად გააპარა თვალი ბერმა დათასკენ, რომელიც გაშტერებული მიჩერებოდა ამ ინციდენტს. ღრმად ამოსიუნთქა და იმ ფაქტის სიტყვიერად განვრცობა განაგრძო, რაც განგება ცხად მაგალითად მოუვლინათ. მისკენ ზურგი იბრუნდა.

- ახლა რასაცა აკეთებ იმაზე მეტად გართმევს სულს ვიდრე შენნ გგონია დათა. ერთ დღეს გათენდება და მიხვდები, რომ რასაც აკეთებდი ყველაზე დიდი შეცდომა იყო რისი დაშვებაც კი ოდესმე შეგეძლო. მე ამ შეცდომაში ვერ გადანაშაულებ, რადგან გარემოებებმა გაიძულა, მაგრამ იმდენი ძალა რომ არ შეგწევს ეს აარიდო თავსაც და არიანდასაც, ამაში კი გდებ ბრალს. იმ ვეფხვიას ვისაც მე ვიცნობდი, ასეთი სუსტი ვაჟი ვერ ეყოლებოდაა...

- ისე ნუ მოიხსენიებ, თითქოს დიდი და წმინდა მეგობრობა გაკავშირებდა მასთან. შენ ის გაყიდე, მერე კი მოკალი... ახლა... - გაქვავებულ სახეზე ხელი მოისვა და მიწას მიშტერებული თავალები ბრაზით მიანათა სათნოდ მომღიმარს. მისი მზერის დანახვამ უფრო გააღიიზიანა, ვერ ამოიცნო მასში მკვლელის სახე, - ახლა კაცობასა და სინდის-ნამსუზე ნუ მელაპარაკები. რაც არ უნდა ჩაიცვა, - ანაფორაზე მიანიშნა, - ამ მონასტერში რამდენი წელიც არ უნდა გაატოარო, ამ არაკაცობას მაინც ვერ ჩამოირეცხავ.... რომ გეცლია ვეფხვიასთვის იქნებ უკეთესი აღვეზარდე. - წარმოუდგენელი ცინიზმითა და ზიზღით დაამატა.

- იქნებ მართალი ხარ. - სევდიანად თქვა, სახიდან ღიმილი გაუქრა და თავი ჩახარა ბერმა. - მაშინ უბრალოდ მე დამსაჯე და ჩემს ორივე შვილს თავი დაანებე...

- შენს მეორე შვილთან შენგან დამოუკიდებელი ანგარიში მაქვს გასაწორებელი.

- ერთ დღეს, სამალავში ვიყავით მე ვეფხვია ვაჟა და ... მოკლედ ჩვენ, - მშვიდად დაიწყო საუბარი მიხეილმა და მის გვერდით, ცოტა მოშორებით დაჯდა. - უჩვეულოდ მშვიდი საათი იდგა. ვინაიდან მტერი არ გვესროდა სასაუბროდ მოვიცალეთ. როგროც კი დრო მიეცემოდა იმ წამს შენზე იწყებდა საუბარს ვეფხვია, შენ არც კი იცი, როგორ უყვარდი, როგორ უხაროდი. ასეთი და ისეთი უნდა გავზარდოო, იძახდა. ვიცოდით, როგორ ახარებდა თქვენზე საუბარი და ჩვენც სულ მას ვუსმენდით. ცოლ-შვილი არცერთს გვყავდა და ის, ისე გატაცებით საუბრობდა ხოლმე ოჯახზე შუაგულ ომში მოგანდომებდა ცოლის მოყვანას. იმ დღეს ჩვენც ავყევით და მხიარული საუბარი გამოგვივიდა. მერე მე მომიბრუნდა და ვაჟაზე მიმითითა, ამ ბედოვლათს მარტოკა ნათლიობის სურვილს ვერ ჩამოვართმევ და შენთან ერთი შემოთავაზება მაქვსო. ვაჟა სულ იძახდა, დათას ნათლიად მარტო მეც ვეყოფიო. იმ წამსვე ვკითხე რა უნდა მითხრათქო, დავინტერესდი. უნდა დაგიმოყვრო, ქალიშვილი რძლად უნდა გამატანოვო, მიასუხა. სიცილი აგვივარდა ოთხივეს, ცოლიც არ მყავდა და ის კი მოყვრობაზე ალაპარაკდა. ვაჟა დასცინოდა, ვაი და გოგო არ , მერე როგორ დამოყვრდებითო, თუ შენ გეყოლება გოგო და რძლად გაატანო. არავისაც არ გავატანო, გაჯიუტდა ვეფხვია, დარწმუნებული ვარ ქალიშვილი ეყოლება, ჩემს შვილს შეუყვარდება და სახლში რძლად მომიყვანსო. ის საუბრობდა, იმ წამს მომეჩვენა რომ წინასწარმეტყველბას გავდა. კიდევ ბევრი ვიხალისეთ ამ საკითხზე. ბოლოს მითხრა, სხვებისგან ჩუმად, ვიცი გოგო გეყოლება და თუ შენთვის რაიმეს ვნიშნავ, გთხოვ, არიანდა დარქვიო. ასეც მოვიქეცი. ვის უნდა სჯეროდეს უფლის განგების თუა არა მე ? მჯერა დათა...

- დღისით ასე მეგობრულად საუბრობდი მასთან და ღამით ღალატს გეგმავდი ?

- მე რატომღაც მეგონა მეტყოდი, ამ ტყუილებს ნუ თხზავო.

- შენი არ მჯერა ამირეჯიბო, მაგრამ იმის რაც გაცვია და იმ ადგილის, სადაც ვიმყოფებით, მჯერა.

მიხეილს კმაყოფილს ჩაეცინა.

- იმას დამიჯერებ, თუ გეტყვი ვაჟა და ვეფხვია მე არ გამიშვია ციხეშითქო ?

- ახლა იმის თქმასაც აპირებ მე არ მომიკლავს მამაშენიო ?

- მაგის თქმას არ ვაპირებ, მაგრამ ის, რაც გითხარ სიმართლეა.

- ვაჟამ და ვეფხვიამ რატომ არ იცოდა ეგ ?

- მათთვის არასოდეს მითქვამს, არ მქონია შანსი ეს მეთქვა. ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ შემიძლია შენ ეს სიმართლე მაინც გითხრა.

- არ მჯერა.

- აკი წუთის წინ მითხარი რომ გჯეროდა... ჩემი არა, მაგრამ რისიც გჯეროდა..

- და შენ ამიტომ გადაწყვიტე ჩემი მოტყუება ?

- მაშინ დაფიქრდი და მიპასუხე, რაში მჭირდება ახალა, ამ წუთას ეს ტყუილი ? რაში გვარგია რომელიმეს? რას შეცვლის ?

- ეგ მე არ ვიცი, შენ უკეთ გეცოდინება.

- არაფერს არ შეცვლის დათა და მეც არაფერში მარგია გარდა იმისა, რომ აღარ მსურს ეს ცოდვაც ტყუილად ვატარო. მინდა იცოდე, რომ ის ათი წელი ჩემს გამო არ დაშორებულხარ მამას.

- მაშ ვინ იყო ?

- ამის ცოდნა კი არას გარგებს.

- თუ მეუბნები რომ შენ არ გაგიკეთებია, ესეიგი არსებობს ის, ვინც ეს შენს ნაცვლად გააკეთა და მგონი ვალდებულიც კი ხარ, მითხრა !

- არას გარგებს-მეთქი ! - წამოდგა ბერი, წასვლა სურდა. - მე ის გითხარი რისი თქმაც საჭიროდ მივიჩნიე, ახლა შენი ნება დაიჯერებ თუ არა.

- რაც ნაკლებად დაგდებ ბრალს ჩემი ცხოვრების დანგრევაში, მით ნაკლებად დაზარალდება შენი ქალიშვილი. თუ გაღელვებს მისი ბედი დაჯექი და სიტყვა-სიტყვით მომიყევი, რა მოხდა ოცდაათი წლის წინ !

- მას არაფერი აკავშირებს ამ ამბებთან, გარდა იმისა, რომ ჩემს შვილად დაიბადა.

- ეგ ჩემთვის საკმარისია.

- დათა, ცხოვრებამ იმდენი მასწავლა, შემიძლია გავარჩიო როდის იტყუება ადამიანი. რამდენადაც არ უნდა ეცადო, თავს დააჯერო არიანდას ბრალეულობა ამ საქმეში, არ გამოგივა. სწორედ ამიტომ დაგიბარე აქ, მინდოდა დამენახა ის, რაც მშვიდად ყოფნის უფლებას მომცემდა. რომ არ დამენახა, დამერწმუნე, ახლა სხვაგვარად ვისაუბრებდით და ამის შემდეგაც სხვაგვარად გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. მე ვერ ვჩნდები მის ცხოვრებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, როგორც შემიძლია ისე არ ვპარტონობ. უფალს არ აქვს მცდარი განგება და ასევე არასოდეს ცდება ადამიანის თვალები. - უთხრა მიხეილმა და პირდაპირ აღელვებულ თავლებში, თავისი მომღიმარი შეაგება. - კაცის ღირსება ცოლისადმი მოპყრობით ისაზღვრება.

- ის მეოთხე, მერაბ კვარაცხელია ცოცხალი რომაა მაგაზე რას მეტყვი ? - უკვე მონასტრისკენ წასული კაცი შედრკა და უკან შემობრუნდა. - არ გაბედო იმის უარყოფა, რომ ამის შესახებ იცოდი.

- არ გინდა არაბულო, ჯოჯოხეთის ცეცხლს გამოიწვევ.

- იქნებ ერთად დაგეგმეთ მამაჩემის მკვლელობა შენ და მან, მერე კი ანდროსაც გაუწია კომპანიონობა ? - ნელი სვლით მიუახლოვდა შეცბუნებულ ბერს დათა. - ზედმეტად ბუნდოვანია ის წარსული რამაც აქამდე მოგვიყვანა ამირეჯიბო.

- არ გინდა დათა, შეჩერდი !

- შენ არი იყავი იმწერილის ავტორი, სიმართლის გაგების შემდეგ შენსკენ მომავალ გზაზე რომ მიმთითებდი ? ახლა რა შეიცვალა ?

- ახლა შენ გვერდით ჩემი ქალიშვილია. მე კი არაფერი მიღირს მის უსაფრთხოების ფასად. ერთადერთი სიამრთლე არსებობს და ის შენც იცი.

- როგორც სჩანს რაღაცეები ჯერ კიდევ არ ვიცი და აუცილებლად გავარკვევ.

- მაშინ არიანდა დაიცავი. ამის შემდეგ კი წარმატებებს გისურვებ. იმაზე ჭკვიანი ყოფილხარ ვიდრე მეგონე ვეფხვიას ვაჟო.

- მე მთხოვ შენი შვილის დაცვას ?

- შენ არა, ჩემი შვილის ქმარს ვთხოვ.

- ანდრო ?

- რამდენიმე შემორტყმას როგორმე გადაიტანს. იქნებ ჭკუაც ისწავლოს.

- ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას ნუ ცდილობ, არ გამოგივა. არაფერი შეიცვლება - მე და შენ მტრები ვართ და ჩემთვის ვინც შენ გიკავშირდება ვერასოდეს გახდება ახლობელი...

- თავად უნდა გჯეროდეს იმის, რასაც ამბობ.

- შენ მე არ მიცნობ.

- მუხლებში არ ჩაგივარდები არაბულო, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. არც შენ მოგიტანს შვებას და არც ფაქტს შეცვლის.

- დადგება მაგის საჭიროებაც, მე არსად მეცქარება...

- დაველოდები იმ დღეს, როდესაც დაუპატიჟებლად მომაკითხავ თუნდაც იმისთვის, რომ პატიება დაჩოქილმა გთხოვო... ან იმისთვის, რომ შენს და ჩემს თვალის სინათლეს ჯვარი საკუთარი ხელებით დაგწეროთ. დიდხანს არ დააგვიანოთ, ცოდვაში გეთვლებათ. - წასულმა ისე მოაძახა არც კი შებრუნებულა. უცნაური კმაყოფილებით ჩაეცინა მიხეილს და მონასტრის ჭიშკარი მიხურა.

არაბული გახევებული იდგა ერთ ადგილას. სულ სხვა მიზნით ამოსული, რადიკალურად განსხვავებული განცდებით დატოვა ბერმა. პირში ჩალა გამოავლოვო, რომ იტყვიან. ელოდა რომ განადგურებული, დაჩაჩანაკებული ბერი დახვდებოდა, რომელიც მართლაც მუხლებში ჩავარდნილი თხოვდა პატიებას, შეევედრებოდა მისი შვილებისთვის არაფერი დაეშავებია, მან კი არათუ პატიება ითხოვა, არამედ მისი შვილის დაცვაც კი მოსთხოვა. არც ის ინფორმაცია მიუღია რაც სურდა. პირიქით თურმე თავად მიხეილს დაუბარებია აქ ინფორმაციის გასარკვევად და რაღაცეებში დასარწმუნებლად.
გაგიჟებული სახით წავიდა ავტომობილისკენ, კარი მიიჯახუნა და მტვერი აადინა ნამიან ბალახს. მიხეილმა ჭისკარი გამოაღო და ჯვარი გადასახა მიმავალს...

***

- ხომ ვამბობდი არ მინდა მისი ნახვის შემდეგ უფრო გავგიჟდეთქო. - კარგახნიანი დუმილის მერე, რაც მიხეილთან საუბარზე უამბო ვანოს, კვლავ გაცხარებულმა განაგრძო საუბარი და სასმლის ჭიქა გამოცალა.

- გაუფრთხილებლად როგორ წახვედი. - უსაყვედურა მამიდაშვილმა.

- როდის ვაბარებდი ვინმეს ანგარიშს. - გაღიზიანებულმა მიუგო.

- ნუ იღრინები. რა ფეხებად, შენი ანგარიში ... მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ.

- რაც დრო გადის უფრო მეტად ვკარგავ მოვლენებზე კონტროლს. ეგ კიარა საკუთარ თავსაც ვეღარ ვაკონტროლებ.

- რაც უფრო გაუხედნავია ცხენი, მით უფრო რთულია მისი სადავეების დამორჩილება.

- ვანო, შენი ფილოსოფიის თავია არ მაქ ახლა. - უცებ კვიცები გაახსენდა. გული შეუხუთა დასვრილი თეთრი კვიცის წარმოდგენამ.

- სად ცხენი, სად ფილოსოფია ძმაო. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, შენი გული გავს მაგ გაუხედნავ ცხენსთქო.

- განაგრძე, ბარემ სრულად მოვისმინო შენი სიბრძნე.

- მოკლედ, - მხრებში გაიჯგიმა ვანო, მეტი დამაჯერებლობა რომ მისცემოდა მის სიბრძნეს, - გაუხედნავი იმიტომაა, რომ მისით არასოდეს უჯირითია სიყვარულს. ხოდა ერთ დღესაც შემოდო ლაგამი მაგ დიადმა გრძნობა ზედ, შემოსკუპტა და სადავეებიც აგართვა. რა გეგონა აბა ? შეიძლება დაგეგმო სახლის აშენება, გათვალო ბიზნეს გეგმები და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ იმას ვერ დაგეგმავ და მითუმეტეს სიზუსტით ვერ განახორციელებ, რაც შენ გსურდა. სხვას რომ თავი დავანებოთ გრძნობებსა და სინდის-ნამუსის ყვირილს ვერ გათვლიდი. ხომ ხედავ ერთმა პატარა გოგომ ყველგან და ყველაფერში აგრია. გაბოროტებული დადიხარ და ერთადერთი რაც კარგად გამოგდის არის, ცივი ნიავი არ მიაკარო. ახლა ისიც კი ვერ დაგიძალებია რაც ყველაზე მეტად გსურს.

- რა მსურს ახლა ვანო ?

- გყავდეს შენს გვერდით. კვდები სურვილით, მაგრამ უცდი თავად მოვიდეს. მე ყველაფერი ვიცი დათუჩა.

- მაგ სახელს ნუ მიძახითქო, გაგაფრთხილე. - ცარილეი ჭიქით სროლის იმიტაცია გააკეთა არაბულმა და ვანომაც ხელები აიფარა, ვერ არის კარგად და ვაითუ მართლა მესროლოსო. - შენ არაფერიც არ იცი ვანო. რომ მსურდეს იქნებოდა კიდეც ჩემს გვრდით.

- ნუ მაბოლებ რა, თუ ძმა ხარ. ისეთები გამისინჯავს შენი ძაან ტრუხაა... ბჟოტიალობ აქ რაღაცას.... ძაანაც კი გსურს მაგრამ საკუთარი თავის გეშინია და რაც შეიძლება წელავ მაგ დროს. დროს აძლევ შეეგუოს, ოჯახთან მოაგვაროს და ასე შემდეგ. თავსაც აძლევ დროს, რომ შენც შეეგუო, ერთ დღეს მასთან ერთად რომ გაიღვიძებ. ალბათ იმასაც ცდილობ, ისწავლო როგორ არ შეგაწუხოს მაგის გამო დანაშაულის გრძნობამ.

- მაგას ვერასოდეს ვერ ვისწავლი... ჩემს გვერდით ცხოვრება იმაზე მეტად რთული იქნება მისთვის ვიდრე ახლაა. თუმცა მოუწევს... მოუწევს... - სივრცეში უმიზნოთ მიშტერებულმა მტკიცედ გამოსცრა და მორიგი ჭიქა გამოცალა.

- ახლა როცა შენი ცოლია, ანუ ჩემი რძალი იმაზე მეტად მომიწევს მის მხარეს ყოფნა ვიდრე აქამდე... პირადული არაფერი, უბრალოდ ეს არჩევანი თავად გააკეთე... მოკლედ რომ ვთქვათ მაიძულე.

- თუ გინდა ნათესაობაც გააუქმე ჩემთან.

- უი, ეგ შესაძლებელია ?

- ერთ დღეს სისრულეში მოვიყვან შენი ცემის სურვილს. - ვანომ პასუხის ნაცვლად საბრძოლო პოზიცია მიიღო, აქაო და მზადყოფნაში ვარო.

შუბლშეკრულმა დათამ სიცილი ვეღარ შეიკაა.

- ანდრო გაგიჟებული ითხოვს შენთან შეხვედრას.

- მასთან პირადად სასაუბრო ამოვწურე. ჯერ-ჯერობით მაინც.

- არც არინადას არ უშვებ. როდის ეტყვი, რომ საფრთხემ გადაიარა ?

- ჩემთან რომ გადმოვა.

- იმას, ბინა მის სახელზე რომ გადააფორმე ?

- არასოდეს.

- შავ-თეთრი კაცი ხარ რა. სულ მაგ ზრავრზე დადიხარ. ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე ბოლომდე, რა ჯანდაბა გინდა.

- თუ გაარკვიო, მეც მითხარი.

- ქინძი...

***

აცრემლებული და შიშისაგან სახეწაშლილი შევარდა იმ კლინიკის შენობაში, სადაც დადუნას მკურნალოდნენ და ახლა საწრაფო დახმარების მანქანით უგონო მდგომარეწობაში მიიყვანეს. ელენეს ზარის შემდეგ შეშლილივით, გაუფრთხილბლად გამოიქცა სამსახურიდან და მთელი გზა იმის დარდი კლავდა ასეთ დროს დედის გვერდით რომ არ იყო. ყური არ ათხოვა დაცვის გაფრთხილებას, სირბილით აირბინა კიიბეები და ექიმის კაბინეტში შეიჭრა. თუმცა იქ არავინ დახვდა. ამასობაში დაცვაც წამოეწია. არცრემლებული ქალი რომ დაინახა საყვედურის ნაცვლად მიზეზი გამოჰკიტხა, მერე კი იმ განყოფილებაში წაიყვანა სადაც დადუნა ყავდათ. მოსაცდელში ფერდაკარგული ლენა იჯდა, მის მხარზე კი ნერვიულობისაგან აცახცახებულ ელენეს ჩამოეყრდნო ტავი. შორიდან ეტყობოდა რომ ქალი ამშვიდებდა გოგონას, რომლის ხელშიც დაკარგა გონი დადუნამ და ამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა ვერაფრით ვერ დავეხმარეო. არიდას დანახვაზე ფეხზე წამოცვივდნე. მთელს სიცოცხლედ მოეჩვენა არიდას ის რამდენიმე წუთი, რაც იმ მოსაცდელში გაატარა. მიხვდა, რომ იმ წუთამდე განვლილი არცერთი წუთი არ ყოფილა მის ცხოვრებაში ისე მძიმე, როგორიც ის რამდენიმე. თურმე აქამდე ჯერ კიდევ არ უგვრძვნია რას ნიშნავს ნამდვილი შიში და ტკივილი. კანკალით ელოდა ექიმის პასუხს და იმის წარმოდგენაც კი გულს შუაზე უხლეჩდა, რომ შეიძლებოდა რაიმე ცუდი ეთქვა. ყველაფერზე ტანახმა იყო, სიცოცხლე დათმეო რომ ეთქვათ, არც იყოყმანებდა, ოღონ იმედი მიეცათ რომ დედის ჩახუტებას კვლავ შეძლებდა...

- სამწუხაროდ კარგს ვერაფერს გეტყვით, - დაიწყო საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა და არიდას მუხლი მოეკვეთა. უცებ შეაშველა ექიმმა ხელი და სწრაფადვე გაგნაგრძო, - ცოცხალია.- მალამოსავით მოედო ეს საიმედო სიტყვა გოგონას და ძალა დაუბრუნდა, კედელს მიეყრდნო და ექიმს საუბარი აცადა. - ცოცხალია, მაგრამ იმას ევერ გეტყვი რადენხანს გაგრძელდება ეს. სამწუხაროდ მისმა ორივე თირკმელმა შეწყვიტა ფუნქციონირება, სრულად დაკარგა ფილტრაციის უნარი და ამ წუთას აპარატზე გვყავს შეერთებული. შეასძლებელი იყო დიალეზით მისი ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნება, მაგრამ თან დართული შაქრიანი დიაბეტი უკიდურესად ამძიმებს მის ჯანმრთელობას.

- ღმერთო ჩემო, - თავში ხელები შემოიცხო ლენამ, - გამოსავალი არ არსებობს ? - იკიტხა სასოწარკვეთილმა, თან ელენეს ანიშნა არიდასთვის მიეხედა.

- კი, ერთადერთი, მაგრამ რამდენად შეძლებთ... - უხეხრულად, თანაგრძნობით წამოიწყო ექიმმა.

- გვითხარით, - სიტყვაში ჩაეჩრა ლენა.

- ტრანსპლანტაცია. კანონნმდებლობით ნებადართულია თუ რომელიმე ახლობელი ისურვებს დონორობას, მაგრამ ეს საკმაო დროს მოითხოვს, ჩვენ კი დრო არ გავქვს. ასევე არის კიდევ ერთი გამოსავალი, გვამური დონაცია, რომელიც ძვირი ჯდება... მაგრამ ახლა თუ ამ დონორს ვიპოვით საუკეთესო გამოსავალია არიანდა. დრო ახლა ოქროდ ფასობ, თითოეული წუთი გადამწყვეტია... რაც მალე მოხდება გადანერგვა, მით დიდი შანსია მალე და უკეთ შეითავსოს ახალი სხეული, მაგრამ თუ დიდიხან გვეყოლება აპარატზე ამის შანსი მცირდება, რადგან მეტად დასუსტდება მისი ბუნებრივი იმუნიტეტი.

- რა ჯდება, - შორს წასული გონებიდან ძლივს დასვა კითხვა არიდამ.

- ასი ათასიდან ას ორმოცდაათი ათასამდე მერყეობს. აქ ბევრად იაფია ვიდრე სახვა ქვეყნებში. სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ ოპერაციამდელ და ოპერაციის შემდგომ პერიოდს აფინანსებ, უშუალოდ გადანერგვას არ ეხმარება.

- ღმერთო, ამდენი ფული სად ვიშოვო, - ამოიკივლა და გულწასული დაეშვა იატაკზე.

თვალი რომ გაახილა პალატაში იყო და ლენა და ელენე ადგა თავზე.

- მითხარით რომ სიზმარში ვარ...- ამოიჩურჩულა გოგომ და ტირილმა წაასწრო, - მითხარით რომ ჩემი დადუნა არ მომიკვდება, დედა არ მომიკვდება...

- დამშვიდიდი, რაიმეს მოვიფიქრებთ, ოღონდ დამშვიდიი- აწყნარებდა, მასზე არანაკლებ გულგატეხილი ლენა.

- რა დავაშავე ასეთი, მითხარით ვინმემ ? მის გარეშე მოვკვდები, დადუნას გარშე არ შემიძლია... - ნელ-ნელა წამოჯდა და საწოლის კიდეზე დაჯდა.

- ჩემი და შენი ბინა ვერ შეაგროვებს ამ ტანხას ? - იკითხა ლენამ.

- რას ამბობ... მაგ ბინის მეტი არაფერი გაგაჩნია.

- შენი აზრით თქვენზე ძვირფასია ის ბინა ? რომ გეუბნები გავყიდითქო ესეიგი ასეა, წამით არ ვიდარდებ ოღონდ დადუნა იყოს კარგად.

- ხომ მაგრამ, - ყელში დამატებით მახრჩობელა ბურთად გაეჩხირა იმის გაახსენება, რომ თავის ბინას ვერ გაყიდდა, - ჩემი ბინა ბანკშია, - სიმართლის თქმის არც გამბედაობა ჰქონდა, არც დრო იყო და არც ადგილი, - თანაც მაინც არ გვეყოფა ლენა.

- იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს არიდა, მერე მეც ვიმუშავენ და დაგეხმარებით.

- არ არის გამოსავალი ელენე. - ხელი მოხვია აცრემლებულ გოგოს და ჩაიხუტა. - ამ თანხას შესაგროვებლად მთელი ცხოვრება დამჭირდება. ღმეთო რა უსუსური ვარ... დედის სიცოცხელ ქარალდის ნაგლეჯებზეა დამოკიდებული, მე კი მისი შოვნა და გადარჩენა არ შემიძლია. ეს რა უსამართლობაა ... ეს რაუმსამართლობაა... - სასოწარკვეთილი სლუკუნებდა, - იმის დროც კი არ მაქვს საკუთარო თირკმელი მივცე.

- შენს უფროსებს რომ ესესხო ?

- მერე როგორ დავუბრუნო ? დიდი თანხაა და ამის თხოვა ადვილი არაა ლენა. ვის უდევს ასე გასასესხებლად.

ამ საუბარში ექიმი შეუერთდათ.
- შეიძლება , - იკითხა და დასტურის შემდეგ შევიდა. - უკეთ ხარ ?
-
- დიახ. მადლობა ექიმო.
- არიანდა, შენთან საუბრის შემდეგ დონაციის ბანკი შევამოწმე და საბედნიეროდ არის ერთი დონორი. ვიცი ფინანსური პრობლემის მოგვარება ძალინ რთულია მაგრამ ეს უნდა მეთქვა. ადამიანებს თვეობით უწევს რიგში დგომა თქვენ კი, ძალიან გაგიმართლათ. ღთისგან ბოძებული სასწაულია, დამიჯერე.

- მადლობა ექიმო.

- ასი ათასს მაინც თუ შეაგროვებთ იქნებ დანარჩენზე რაიმე მოგიხერხოთ. ოღონდ რაც შეიძლება სწრაფად. მხოლოდ რამდენიმე დღით შემიძლია იმპლანტის სხვა პაციენტთან გადაცემა შევაჩერო. სულ ესაა რაც შემიძლია გავაკეთო. მთელი გულით ვწუხვარ...

- შეგიძლიათ, დედა მაჩვენოთ?

- არ შემიძლია... მაგრამ გამონაკლისს დავუშვებ. წამომყევი, სპეციალურ ფორმას მოგცემთ.



დედის პალატიდან გამოსული უხმოდ იჯდა, ერთ ადგილს მიშტერებოდა. ცრემლები თავად მიიკვლევდდენ გზას, დედის გაფითრებული უსიცოცხლო სახე ისევ თაველბში ედგა.

- ის ვერ მომიკვდება.... - წამოიყვირა, წაოდგა და სადღაც გავარდა.

***

- ჩემს სახლში წაიყვანე, იქ დაგხვდებით. - არიდას დაცვას ბრძანება მისცა საქმის ვიტარებაში უკვე გარკვეულმა არაბულმა და ავტომობილი დაქოქა.

მისაღებში იჯდა და ელოდა მის მისვლას. ტელეფოზე საუბრობდა დათა, არიდას დაცვამ რომ შეუღო კარი და ისიც თავჩახრილი შევიდა. დააზუსტე რამდენი არის საჭირო და სხვა შენც იციო, უთხრა ყურმილს იქით ვიღაცას და გაუთიშა.
არჩევანი რომ ჰქონოდა უთუოდ სიკვდილს აირჩევდა ოღონდ იმის გაკეთების გარაუვალობა არ მდგარიყო, რასაც გეგმავდა. მაგრამ დედის სიცოცხლე შეუფასებლად მიაჩნდა და იმ სასწაულის შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა, უფალმა რომ გამოუგზავნა. თავმოყვარეობა და სიამაყე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დედის გამო თავის ცოცხლად დამარხვაზეც ყაბულს იყო. სწორედ ასე შეაფასა მისი ეს გადაწყვეტილება. მზად იყო, ათასჯერ მეტად უბედური ყოფილიყო ოღონდ დადუნას ესუნთქა. როგორც იქნა მოიკრიბა ძალა და დათას წინ დაუდგ. მთელი სხეული უთრთოდა, მაგრამ ცდილობდა არ შეტყობადა თუ როგორ უჭირდა. დათამ პირველივე წამიდან ამოიცნო მისი მოჩვენებით სიმტკიცე.
- სარამომშვიდობის ! - მის წინ დაჯდა იმის შიშით მუხლებში ძალა არ წართვასო.

- რას მივაწერო თქვენი ფეხით სტურობის პატივი ?

- საქმე მაქვს შენთან.

- საინტერესო დასაწყისია, ვატყობ სასარგებლო უნდა იყოს ჩემთვის.

- არ ვიცი შენთვის რა იქნება, მაგრამ მე ახლა ასე მჭირდება.

- გისმენ.

- ხომ მითხარი შენი ფეხით მოხვალ ჩემთანო.

- გითხარი.

- მოვედი.

- ასე უბრალოდ ? მე არაფრის გაკეთება არ დამჭირდა ?

- რა იყო, იმედი გაგიცრუვდა ათასი გზით რომ ვერ მტანჯე აქამდე მოსაყვანად ?

- გამოგიტყდები და კი.

- კარგია, რაღაც ცუდი შეგძნების გამოწვევა თუ მოვახერხე შენში. მოკლედ, მოვედი და დავრჩები შენთან, ოღონდ პირობები მაქვს.

- პირობებიც გაქვს?

- ხო, შენ ალბათ გინდოდა სულ მონასავით ჩაგბარებოდი და ისიც შეგიძლია ჩემი პირობების მოსმენის შემდეგაც არ დამთანხმდე, მაგრამ მაინც ვცდი.

- გისმენ. საინტერესოა, რა პირობები აქვს ქალს რომელსაც, უბრალოდ შემიძლია ხელი მოვკიდო და წამოვიყვანო.

- საჭირო არ არის მუდამ მახსენო, როგორი ზალის პატრონი ბრძანდები.

- თქვი !

- ჩემს ოჯახის წევრებს, ახლობლებს თავს დაანებებ. ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენებ, განსაკუთრებით ანდროს სისცოცხლით არ დამაშანტაჟებ და ასევე, არ მაიძულებ სამსახურიდან წამოვიდე, რადგან ის შემოსავალი მჭირდება. არვიცი რა ჯანდაბად გინდა ჩემი შენთან გადმოსვლა, მაგრამ მხოლოდ ამ პირობებით გადმოვალ.

- ასე მგონია საქმიან გარიგებას ვდებ. - ირონიულად ჩაიცინა დათამ. - პირობები გასაგებია, ჩემი სარგებელიც გასაგებია, მაგრამ შენსას ვერ ვხვდები. იქნებ ამიხნსა მთავარი მიზეზი, რის გამოც ახლა აქ ზიხარ.

- ას ორმოცდაათი ათასი დოლარი მჭირდება.

- იყიდები არიანდა ?

- დედის სიცოცხლეს ვყიდულობ, საკუთარის დასამარების ხარჯზე და ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცოდე, შენი დამქაშები სულ კუდში დამსდევენ.

- ესეგი თუ ამ ფულს მოგცემ ჩემთან გადმოხვალ და ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მე მომესურვება ?

- ყველაფერს არა, მე უკვე გითხარი ჩემი პირობები.

- გასაგებიათქო ! უკვე გითხარი, მაგრამ შენთანხმების დადების დროს მეორე მხარესაც უნდა მოუსმინო, ასე უფრო სამართლიანია.

- რა არის სამართლიანი ? სამართლიანია ის, რის გაკეთებასაც ახლა მაიძულებ ?

- არიანდა, ღმერთია მოწმე დედაშენის ცუდად ყოფნაში მე ბრალი არ მიმიძღვის და არც იმაში ვარ დამნაშავე ეგ ფული რომ გჭირდება. ახლა რასაც აკეთებ სრულად შენი არჩევანია, შესაძლოა სხვა გზებით მეიძულებინე მაგრამ ახლა სუფთა ვარ.

- მართალია... - ჩუმად დაეთანხმა და სახე ხელებში ჩამალა.

- ახლა შენ, მე გჭირდები. სწორედ ესაა შეთანხმება, როდესაც ორი ადამინი მიღებული გადაწყვეტილებით სარგებელს იღებს და თან ორივეს აქვთ თავისი პირობები.

- გისმენ.

- ჩემთან ოპერაციის შემდეგ გადმოხვალ.

- დედა ასე უცებ როგორ მივატოვო ?

- რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება, - დარწმუნებულად წარმოთქვა ბიჭმა, რადგან გამოცდეილება ჰქონდა. ვაჟას ჩაუტარდა წლების წინ ეს ოპერაცია. - დრო დასჭირდება ახალ სხეულს შეეგუოს და ეს პერიოდი სჯობს საავადმყოფოში დარჩეს.

- შენ საიდან იცი, ეგ ექიმს არ უთქვამს.

- აუცილებლად გეტყვის.

- რატომ მგონია, რომ შენ აიძულებ ექიმსს საავადმყოფოში მის დატოვებას ?

- ტყუილად გგონია. მე კი არ ვაიძულებ, შენ შეთავაზებ და ისიც უყოყმანოდ დაგთაანხმდება, რადგან იცის, ოპერაციის შემდგომი პერიოდი უფრო რთულია, ვიდრე თავად ოპერაცია.

- გული გაქვს საერთოდ ? რა ადამინაი ხარ ? ასეთ დროს შენთან გადმოსვლას როგორ მთხოვ ?! ავადმყოფი დედა როგორ დავტოვო, რა პასუხი გავცე სად და რატომ მივდივართქო ?

- მაგას მე ნუ მეკითხები, შეგიძლია თავად გადაწყვიტო, სიმართლეს ეტყვი თუ ლამაზ ტყუილის მოიგონებ. არცერთ შემთხვევაში არ მაქვს პრობლემა.

- მშვენივრად იცი, რომ სიმართლეს არ ვეტყვი და რომელი ლამაზი ტყუილი გადაწონის ჩემს უმსგავსო საქციელს? რომელი გაამართლებს? იქნებ ბარემ ეგ ტყუილიც გესწავლებინა...

- როცა ყვირი საშინლად მაღიზიანებს, ამიტომ ხმას დაუწიე ისედაც მშვენივრად მესმის. - როგორი აუღევებელი ტონითა და გამომეტყველებით ესაუბრებოდა დათა. ამ ბიჭს ხომ იშვიათად შეატყობდა ადამინი ემოციას. - მოდი შეგახსენებ, რომ შენ თავად მოხვედი აქ, შემომთავაზე შეთანხმება და არამგონია ჩემს პირველივე პირობაზე შენმა ასეთმა გაჯიუტებამ კარგ შთანხმებამდე მიგვიყვანოს. მაქსიმალურად ვცდილობ კეთილი ვიყო მხოლოდამხოლოდ იმიტომ, რომ დედაშენთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, თახახმა ვარ მისი საოპერაციო ტანხა გავიღო, თუმცა არავინ მავალდებულებს ამას და არც ამ თანხის მოცემა მჭირდება საიმისოდ, შენ აქ ისევ მოგიყვანო. გთავაზობ, საავადმყოფოში დატოვო და იქ გაიაროს სარეაბილიტაციო კურსი, ისევ მისივე ჯანმრთლობისთვის. თანახმა ვარ ამისათვის საჭირო თახაც გადავიხადო იმდროს, როცა შემიძლია ეს არ გავაკეთო, დედაშენი სახლში გამოიყვანო და მე მაინც გაიძულო ჩემთან გადმოსვლა. დაფიქრდი არაინდა, მგონი ზედმეტი სიკეთეც კია ჩემგან და შეირგე არჩევანის უფლებას რომ გაძლევ. დედას იმდენჯერ ნახავ რამდენჯერაც გენდომება.

- რატომ იჩენ ჩემს მიმართ ამდენ სიკეთეს ? - ირონიით, სიძულვილით იყო კითხვა გაჟღენთილი და არანაირი საერთო არ ჰქონდა ინტერესთან. დიახ, იმ წუთას წარმოუდგენლად ეჯავრებოდა ასე მშვიდად, აუღელვებლად მოსაუბრე არაბული და ეს კითხვაც მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ ეს დამოკიდებულება გამოეხატა. ვერც კი წარმოიდგენდა ეს უწყინარი კითხვა ასე ცხადად თუ გამოიტანდა მის იმჟამინდელ შეგრძნებას.

წყვეთ-წვეთ შეისრუტა დათამ კითხვაში გაფანტული გრძნობა და ყელში გაეჩხირა ბრაზი, წყენაც. როგორ შეძლო და ასე შეიძულა ერთ წამში?! არადა მასზე კარგად ვინ იცოდა, თავად რომ უბიძგებდა ამისკენ, თავად რომ უნერგავდა მის კეთილ გულს სიზულვილს, მაგრამ მაინც იწყინა. თუმც არაფერი შეიმჩნია და განაგრძო.

- ვცდილობ ზედმეტი მითქმა-მოთქმის გარეშე ჩაიაროს ყველაფერმა.- დაიწყო ისევ ჩვეული მანერით ახსნა. მაგრამ შეეძლო არ ეპასუხა. საერთოდ ბევრი რამის არ თქმა შეეძლო, მას ხომ დიდად არ უყვარდა ბევრი საუბარი და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზების გაშლა, თუმცა არიანდასთან ხშირ შემთხვევაში ჩვევის საპირისპიროდ იქცეოდა. - ასე ხელსაყრელ მდგომარეობას ვქმნი, რომ შენ სიმართლის თქმის გარეშე მოახერხო ჩემთან გადმოსვლა. არჩევანის უფლებას გაძლევ. ნება შენია გამოიყენებ თუ არა.

- როგორ კარგად გაქვს ნაფიქრი ამ ყველაფერზე... - ასე მგონია წინასწარ იცოდი... იცოდი რომ მოვიდოდი, მელოდი... ახლა დარწმუნებული ვარ რომ მელოდი და გეგმა დააწყე. ხელსაყრელ მდგომარეობას მე კი არა, შენს თავს უქმნი „ამ დიდი სიკეთის გამოჩენით“ დაგეგმე და გამოგივიდა კიდეც, რადგან როგორც ყოველთვის მე სულელი აღმოვჩნდი...

- ასეთი ეჭვიანი არ მეგონე ! - იყო პასუხი, სასოწარკვეთილი არიდას სიტყვების მოსმენის შემდეგ. - თუმცა არ უარვყოფ, რომ დაუგეგმავად არაფერს ვაკეთებ. რა იყო, გეგონა მართლა უანგარო სიკეთეს გავიმეტებდი შენთვის ? - იკითხა და თითები გამაღიზიანებლად აათამაშა სავარძლის სახელურზე. - ასეთი სულელიც არ სჩანხარ

- არ მეგონა... შენისთანა ადამინისგან უკეთესს არც ველოდი, მაგრამ ყოველ ჯერზე იმაზე მეტ სისაძაგლეს, იმაზე მეტ სიძულვილს ვხედავ შენში ვიდრე წარმომედგინა.

- მიეჩვევი... ვინაიდან პირველ პუნქტზე შევთანხმდით, ახლა სხვებსაც გაგაცნობ: ამ სახლში გადმოსვლის შემდეგ დიასახლისის როლსაც მოირგებ; მოახლე არ გვეყოლება. დამჯერე და ნაკლებად ხმაურიანი იქნები, ვერ ვიტან გმუდმებულ კონფლიქტს და მითუმეტეს ვერ ავიტან შენ ისტერიკას; ყველა შენი ნაბიჯი მეცოდინება და ბოლოს ყველაზე მთავარი, ცოლის მოვალეობის შესრულება სრულად მოგიწევს.

- შენს ოთახში არ დავიძნებ ! შენს გვერდით არ დავიძინებ - წამოიყვირა გოგომ და ფეხზე წამოიჭრა. გონების ძალიან შორეულ სიღრმეში კი ფიქრობდა, რომ რაღაც ასეთთან მოუწევდა შეჯახება, მაგრამ ეს იმდენად შორს გადაეგდო, მაინც მოულოდნელობა გამოიწვია და დააფრთხო.

- შენ როგორც სჩან სულ არ გაქ ნაფიქრი, აქ გადმოსვლას რას ნიშნავს. ან მართლ ვერ ხვდები, ან არ გინდა მიხვდე... - ისეთი ცინიზმით ჩამოუთვალა, მიანიშნა, რომ სულელი ქალივით იქცეოდა. საუბრის დროს თავადაც წამოდგა და წინ დაუდგა. - არიანდა, შენი აზრით აქ იმიტომ მომყავხარ, რომ სხვა მოსამსახურე ვერ ვიშოვე ?

- ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ შენს გვერდით დაწოლას ნუ მაიძულებ.

- არაფერს არ ვითხოვ განსაკუთრებულს...ვფიქრობ არც ისე პატარა ხარ, არ იცოდე, რით შეილება დაკავდნენ ცოლ-ქმარი.

- ათას მოწმობაზეც რომ მქონდეს ხელი მოწერილი შენ ცოლს მაინც არ გამხდის. მაგ ფურცლის ნაგლეჯმა მაშინ დაკარგა ძალა, დილით რომ გავიღვიძე და არაფერი მახსოვდა. მაშინაც კი, როდესაც შენზე სიმართლე არ ვიცოდი, იმდენად ვნანობდი, ჩემმა გონებამ ეგ ფაქტი დაივიწყა, როგორ ცუდი მოგონება. ძალით გახსენების შემდეგაც არაფერი შეცვლილა- ისევ არ მახსოვს. შენ ჩემი ქმარი არ ხარ... ამის წარმოთქმაც კი გულისამრევია ჩემთვის და მე შენი საჯიჯგნი ხორცი არ გავხდები.


- კარგი მცდელობა იყო, თუმცა აქამდე უნდა მიმხვდარიყავი, ჩემთან ასეთი პათოსი არ ჭრის, - გაჭრა კიარა და მისი გააფთრებული სული შლეგი ზრაღთანით ასკდებოდა დათას მშვიდ საფარს. სხვას რომ ახლა ასე გაეცოფებინა, მტვრად აქცევდა უთუოდ. - ის ფურცლის ნაგლეჯი ყოველ ჯერზე შეგახსენებს შენს შეცდომათაგან ერთ-ერთს და არც თუ ისე პატარა მნიშვნელობის, ეს კი ჩემთვის უკვე კარგია... შენი ქმრობა არ მჭირდება იმისათვის რომ შენთან სექსი მქონდეს... - უხესად მიახალა.

ამის გაგონებაზე სირცხვილითა და შიშით თვალები მაგრად დახუჭა არიდამ. გულზე ლახვარივით მოხვდა.

- აქამდე ვფიქრობდი, როცა სურვილი მექნებოდა მხოლოდ სექსით შემოვიფარგლებოდიი, ახლა კი მშვენეერი იდეა მომაწოდე, საჯიჯგნი ხორცივით მოგეპყრობი. - ამ მშვიდი ნათქვამით დაატეხა გოგოს, წყენით გაღვიძებული მრისხანება.

- არ მოგცემ უფლებას, - დაწყვეტილი გულის ძაფებიდან სიმწარემდე მშვიდი ხმით უპასუხა, - არ მოგცემ უფლებას, შენი უბადრუკი მიზნებისთვის ღირსება წამართვა.

- მაშინ წადი და დაელოდე დედა როდის მოგიკვდება. დაელოდე, რადგან ეს არჩევანი შენ გააკეთე. მერე იმ დღეს დაელოდე, გლოვასაც რომ არ დაგაცდი და გაიძულებ ისევ აქ მოხვიდე ყოველგვარი შეთანხმება-პირობების გარეშე. დარწმუნებული იყავი გავაკეთებ ამას და ეს იმაზე მეტად მტანჯველი იქნება ვიდრე ახლა შენი აქ დგომა.

- შენი უმთავრესი მიზანი - გამაკეთებინო ყველაფერი საკუტარი ნებით, რომ მერე ჩემი თავი იმაზე მეტად მძულდეს ვიდრე შენ გძულვარ და იმაზე მეტად, ვიდრე შენს შეძულებას შევძლებდი.

- შენ თუ არჩევანის უფლებას მაგას უძახი, შენი ნება.

- მთელი ეს დრო ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებდი და აკეთებ, რომ მხოლოდ ჩემი სხეული გინდა ?

- შენ შენი სხეულიანად იარაღი ხარ ჩემს ხელში შენი ძმისა და მამისაკენ მიმართული. - მოულოდნელი კითხვის მიუხედავად ჰქონდა პასუხი.

- თუ ახლა მე უფლებას მოგცემ ისე გააკეთო, რაც გინდა, მერე გამიშვებ?

- რას გულისხმობ ? - გამომეტყველება შეეცვალა დათას, ეწვებმა გადაურბინა, მაგრამ სიმშვიდე უცვლელად დარჩა. ამ დროს მის მშვიდ კედლებს ძალიან მტკივნეულად შეასკდა რაღაც აზრი. განა მიუხვდა გოგონას სათქმელს ?

- ახლა თუ მე ჩემივე სურვილით ნებას მოგცემ, ჩემ სხეულს ისე მოექცე როგორც გინდა, თუ უფლებას მოგცემ ნამუსი ამხადო და ყველა შენი სურვილი დაიკმაყოფილო, მერე გამიშვებ ? თავს დამანებებ ? - ნელ-ნელა ცახარა თავი და აცახცახებული თითებით პერანგის ბოლოებს ჩაეჭიდა.

- ფული აღარ გჭირდება ? - ამ სრულიად უადგილო კითხვით, ვითომ ირონიაც რომ ერია, შესამჩნევი გახადა რომ არეულ ფიქრთა სიშლეგეში ჩაიკარგა.

- ფულიც მჭირდება.

- ანუ შენთან ერთი ღამე ას ორმოცაათი ათას დოლარად ვიყიდო ? - ხელები მუშტად შეკრა, ისე ძლიერად, რომ არა ნერვიულობით დაგუბებეული არიდას სმენა, უთუოდ მათ ძვლების ხჭიალს გაიგონებდა.

- ეგ თანხა და თავისუფლება.

- უღისრისი ქალივით იქცევი ახლა ! - ყინულის ნამსხვერევბივით დააფრქვია სითყვები.
თავად, ორიოდ წუთის წინ, რა, ღირსეული ქალის საკადრის წინადადებებს სთავაზობდა ? ან თავად იქცეოდა ღირსეულად ? არა რათქმაუნდა, მაგრამ მისგან ვერ აიტანა, მისგან ვერ მიიღო... როგორ შესთავაზა თავად ეს ? როგორ გაბედა ?

- შენთან თუ გადმოვალ და იგივეს გაკეთება ხშირად მომიწევს, მაშინ უკეთესი ვიქნები? არა - მაშინაც გაყიდული ვიქნები და ახლაც.

- ეგ საკმარისი არ იქნება... - ბუნდოვანია ეს ფრაზა რას გულისხმობდა და არიდას რომ დაეცდია იქნებ გაგვეგო კიდეც, მაგრამ უმალს შეაწყვეტინა:

- იქნება, ჩემთვის იქნება. შენთან ერთხელ დავწვები თუ ასჯერ, მნიშვნელობა არ აქვს მაინც ჩაკლავ ჩემში სიცოცხლეს... - ნელ-ნელა გაუსწორა მზერა ქვად ქცეულ სახეზე ბიჭს. სირცხვილის გრძნობა რომელიც წამის წინ ჯერ კიდევ იდგა თავლებში, ახლა სევდამ და წყენამ შეცვალა - ნუ გეშინია, - განაგრძო , - შენი შურისძიების მიზანსაც არ დავივიწყებ, იმას მიიღებ რაც ასე გინდა- აქედან რომ წავალ, ჯერ დედას გადავარჩენ მერე კი ძმას და მამას მოვინახულებ. დავანახებ თუ როგორი განადგურებული ვარ მათი ცოდვების გამო. მოვუყვები, როგორ იძიე შური ამხადე ნამიუსი... როგორ გავხიდი იძულებული ამ ქვეყნად მათ გარეშე მარტო, უიმედოდ დარჩენილი შენთან, მათ მტერთან მოვსულიყავი და ჩემი სხეული დედის გადასარჩენ თანხაში და მათ გამო უსაართლოდ წართმეული თავისუფლების მიღებაში მომეყიდა. ამაზე მეტი რაღა გინდა დათა არაბულო ? ამაზე მეტი რარა შეგიძლია დამიშავო ? აბა, რას იტყვი ? მგონი ყველაფერი იდეალურად აეწყო შენთვის...

- ხო ბედი მწყალობს... - ისე გამოსცრა კბილებში ტუჩიც არ შეურხევია. თვალდაუხამხამებლად უყურებდა არიდას თავლებში და მზერთ ახრჩობდა.

- მე გავიხადო თუ თავად გამხდი ? - საკუთარი თავი სულ დაეკარგა გოგოს. იმ მომენტში არაფრით აღარ გავდა ძველ, კეთილ, მორიდებულ, ცოტა მშიშარა არიდას, ესოდენ რომ მოსწონდა დათას... თითქოს წუთებში გამოიცვალა... იმ წამს არაფერი აღარ ახსოვდა გარდა იმისა, რომ კაცი რომელიც ასე უყვარდა მასში მხოლოდ სასურველ, ჟინის დასაკმაყოფილებელ სხეულს ხედავდა. შურისძიების იარაღს, ვიღაცისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით დასატანჯ ობიექტს და ეს მილიონ ნაწილად გლეჯდა მის სულსა და გულს... გაუსაძლის იმედგაცრუებასა და ტკივილს მოეცვა მთლიანად და მისი იმჟამინდელი სიტყვა-ქცევები სწორედ ამ ჰეგემონური განცდებით იყო ნაკარნახევი...

უყურებდა დათა გოგოს და ვერ გაეგო ასეთი ფიქრი თავში რამ მოუყვანა. ღმერთმანი, როგორ თუ რამ მოუყვანა ?! არა, გასაგებია რომ არ იყო ახლა მისგან ეს ქცევა მოსაწონი, მაგრამ უფრო თვალნათლივ გასაგებია, რომ ეს სასოწარკვეთილი, ირაციონალურ მდგომარეობაში მყოფის გადაწყვეტილება იყო. ადამინისა, რომელიც გაუსაძლისი ტკივილებით, გამოსავლის ძებნაში იმდენად დაიკარგა, ყველაზე ცუდ ვარიანტს რომ ირჩევს, რომ ვერ გაუგი რაა უკეთესი. ამ სასოწარკვეთამდე სწორედაც რომ ტავად მიიყვანა.

ყოველთვის მშვიდ, უდრეკ, გამჭრიახი გონების დათასაც დაეკარგა საღად განსჯის უნარი... თუმც ეს უნარი მან კარგა ხნის წინ გაკარგა...

ახლა მისი ცნობიერიც და არცნობიერიც ერთ ფაზაში გაგიჟებულიყო. მის არიას არ უნდა ეთქვა ერთ ღამეში გავიყიდებიო, მისი არია ასეთი არ იყო. მერე რა რომ თავდ მიიყვანა აქამდე, მაინც არ უნდა ეთქვა. მოკლედ ყველაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ სასოწარკვეთილმა გულნატკენმა ადამინამა შესაძლოა ბევრი სისულელე თქვას და ჩაიდინოს.
თავადაც ხომ იყო გულნატკენი და ამის გამო მოიგონა სამაგიეროს გადახდის ბოროტული გეგმა. განა ეს არ იყო სააოწარკვეთილის ადამინის არასწორი, ყველაზე ცუდი არჩევანი ? ადამინებს ყოველთვის უჭირთ დაინახონ სხვაში სინამდვილე.
თავლებში ვეღარ მალავდა ემოციას. მის ცივ მზერაში, მრისხანების ცეცხლის ალიც ანთილიყო. ყველგან უყურებდა და შანთავდა... ხან ათრთოლებულ სხეულზე აატარებდა მზერას, ხელებზე აკვირდებოდა რომლითაც თანსაცმელს იწვალებდა, ხანაც სახის ყველა ნაკვთს ინტერესით უმოწმებდა. ღმერთმა უწყის რისი პოვნა რისი წაკიტხავა უნდოდა... უკვე მერამდენედ შეათვალიერა სახეზე არიდა, ისიც ჯიუტად არ არიდებდა მზერას. ეღმანეთს ისე შესცწეროდნენ თითქოს პირველად და უკანასკნელად ენახათ. არიდა დათაში ყველა ტანჯვა-წამებისა და იმ უზარმაზარი ტკივილის გამომწვევთან ერთად, რის გავალასა იმდროს აიძულებდა, სიყვარულის წყაროსაც ხედავდა, პირველი სიყვარულით აძგერებული გულის მიზეზსს და ეს უფრო უმწარებდა სულს.

დათა რას გრძობდა ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ დათასაც უყვარდა, იმაზე მეტად ვიდრე არიდას ან ნებისმიერ სხვას, მაგრამ არ აძლევდა თავს საშუალებას ამაზე ეფიქრა, გამოეხატა... ჩამარხა გულში ეს გრძნობა. თავად ასე თვლიდა, მაგრამ მან გრძნობა კი არა მისი სახელი დამარხა. რა თაქმა უნდა, სახელის დავიწყებას თუ ვაიძულებთ გონებას, სახელს თუ ჩამოვცილებთ ან გადაავარქმევთ თორემ სად გაგონილა გრძნობის დამარხვა?! არა, კი გაგონილა, მაგრამ სჯერა კი ამის ვინმეს? არიქადა ღრმად დავარხეო, ან გულში ჩავიკალიო, იტყვიან ხოლმე. დიდი დიდი თქვა გულიდან ამოვიღეო, მად კიდევ შეიძლება დაჯერება, თუმცა საკითხავია ეგ რამდენად ადვილია. გულში რომ ღრმად დამარხე რა შეიცვალა მერე ? არც არაფერი, პიროქით, სამუდამოდ დუდე იქ ბინა. თუ არ იყვირე და ქვეყანას არ გააგებინე ეგაა გულში ჩამარხვა? ალბათ ეგ თუ გონიათ. აბა, შენში ჩამარხული გრძნობა შენშივე რჩება და მორჩა სჯა-ბაასი. სად გაექცევი, სად დაემალები ის, რომ ვერ გიპოვოს...
ასეთი განაჩენი გამოუტანა ბატონმა არაბულმაც არიდასადმი სიყვარულს და მისმა ღრმად პატივცემულმა გულმა, როგორც კი შანსი მიეცა გაასაჩივრა... მართალია არც ქვეყნის და არც არიდას გასაგონად არ აყვირებულა მაგრამ მის ხამას იმის ძალა ეყო თავად მის პატრონს გაეგონა და მერე როგორ დამაყრუებლად.
ახია შენზეთქო, ხშირად მითქვას ამ ვაჟბატონის მისამართით და ახლაც გავიმეორებ, ახია შენზე არაბულო, მეტიც, მადლია ! ხომ დაგაწყვიტა სიმშვიდის სიმები „შენი არიას“ ასეთად ხილვა ! . გული შეუტოკდა მისი მზერის დროს. აქამდე რომ არ აჩქარებოდა, ახლა შეფრთხიალდა. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა თითქოს ვიღაცამ მისი გული ხელშია იღო და ძლიერად მოუჭირა. მიზეზი- მის საყვარელ არიას, როგორ მოუვიდა იმ წმინდა გონებაში მსგავსი წინადადება. როგორც იქნა აღიარა და ეტკიან, ხო ძალიან ეტკინა... თვალი თავლის წილ...
გაიაზრა რა, ეს მისმა გონებამაც, სასტიკი გაუხდა აზრები და სურვილები. მოუნდა დაესაჯა და ამით თავის თავსაც დასჯიდა რა თქმა უნდა. ასე არ განაცხადა ვანოსთან აღსარებისას ?! .... სახე შეეცვალა, ირონიული გამომეტყველებას მაცდური ღიმილიც დაურთო და ახლიდან დაიწყო მისი თვალიერება. მერამდენედ მოიარა მისი სხეულის ყველა წერტილი მზერით და არიდა ყველა მის გამოხედვაში მეტად ცხადად გრძნობდა, რომ შეთავაზება მიღებული იყო. გულ-მკერდზე დახედა, სუნთქვის ნიშანწყალი რომ აღარ ეტყობოდა გოგოს, მერე მარცხნივ დააკვირდა, ფიცარს რომ არხევდა შიშით მოხტუნავე გული. თვალებში დაუფარავი სურვილით ჩააშტერდა. მერე სირცხვილისფერ დადებულ ღაწვებზე და ბაგეებს... ათრთოლებულ, ნერვიულობით გამომშრალ, გაუწყლოებით გავარდისფერებულ ტუჩებს. მაინც საოცრად მიმზიდველს, სასურველს... ისეთს, ნებისმიერ სიტუაციაში თავს რომ დააკარგვინებს და მათი დაკოცვნის სურვილით გაგთანგავს... მან ხომ უკვე იცოდა მათი გემო, მხოლოდ მან ! შეშინებული, სასოწარკვეთილი გაფითრებულიც კი ღვთაებრივად ლამაზი და ნორჩი იყო. უმოწყალოდ გაიწელა დუმილისა და მასზედ ზემოქმედების პროცესი, წყვდიადივით გაიფანტა ირგვლივ უთქმელი სიტყვები და გრძნობები .... არცერთი არ აყვირდა, ორივემ „გულში ჩამარხვა“ არჩია...
სულ დაელია ძალა არიდას მოსალოდნელის გარადუვალობის ფიქრში... ისევ მდუმარება და როგორც იქნა ხმა ამოიღო განაჩენის გამომტანმა, პასუხი გასცა დასმულ კითხვას :

- მე გაგხდი. ასე უფრო სასიამოვნოა, ნელ-ნელა სათითაოდ გავაშიშვლებ შენს თითოეულ სანტიმეტრს და სამუდამოდ დაგიტოვებ ჩემს კვალს. ისე რომ ვერასოდეს მოახერო მეხსიერებიდან მისი წაშლა. ამ წუთების დავიწყება შეუძლებელი იქნება არიანდა ! - როგორი მომნუსხველი ყოფილა ვნებით გაჟღენთილი მისი ხმა. უფრო ახლოს დაუდგა. თვალებიც და ხმაც ჟისნ აყოლილი კაცისას მიუგავდა. მარჯვენა ხელი მხარზე დააყოლა და მაჯამდე რომ ჩამოაღწია უხეშად ჩაავლო. - ჩემს ოთახში ავიდეთ, - ბრძანებაც დაურთო. . შებრუნდა და კიბეებისაკენ წაყვანა დაუპირა, მაგრამ მიტკლისფერი გოგო ერთ ადგილზე გაშეშდა.- გადაიფიქრე ? - მისკენ მოიხედა დათამ და დამცინავად ჰკითხა, - საჭირო თანხას და თავისუფლებას გჩუქნი, ასე რომ ფეხი გამოადგი, - მკაცრად ნათქვამში მაინც იგრძნობოდა დაფარული წყენა. ამჯერად ძალით წაათრია კიბეებისაკენ და სწრაფად აატარა.

საზინებლის კარი წინ შეყოვნდა, იმ ოთახის კარგ გახედა არიდას რომ ეძინა მაშინ, დაფიქრდა რომელში შეეყვანა, მაგრამ მერე მაინც თავისი გააღო და შიგ შეიყვანა. როგორც წესი უკუნეთი იდგა იქ, განათებაზე დაკრა ხელი. კიდევ შეიდგა ფეხი, ორჭოფობდა, გული გონებას, თეთრი შავს ებრძოდა... გამეოხსნა ამ ჭიდილს და საწოლტან ახლოს გააჩერა ქალი. მაჯიდან ჩავლებულ ხელს არ უშვებდა. კიდევ ერთხელ მტრულად შეათვალიერა ფერდაკარგული. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა არიდას თითქოს სული აღარ ედგა და სხეულის ნაცვლად ლოდი ჰქონდა. მაგრამ ეს ლოდი, როგორც კი ბიჭმა პერანგის პირველი ღილი შეუხსნა, ქარში მოცახცახე ფოთლად გადაიქცა. ნერვიულობისგან პირი გააღო და სუნთქვა კი არა ქშენა დაიწყო. ჯერ დათას ხელებს დახედა, მერე სახეში შეხედა და უკან გაიწია. ისიც მიჰყვა. კრიჭა შეეკრა, ვეღარც წინააღმდეგობის გაწევას ახერხებდა, ეს ხომ თავად შესთავაზა . სხეული გაუცივდა, ხელები აუკანკალდა, ტუჩები გაულურჯდა... დათა ნიშნისმოგებით აკვირდებოდა მის ამ რეაქციას და კმაყოფილებას აეტანა. თან ელოდა, რაღაცას ელოდა... ახლა მეორე ღილზე გადაიტანა თითები და ისიც შეუხსნა... მესამეც , მეოთხეც, უსაშველოდ ზრდიდა დროს და უსაშველოდ აუტანლად აწამებდა. ასე გახსნა ყველა და თამამად გადაუწია მხრებამდე, რადგან შიგნით მაისურიც ეცვა. მაინც ეფიქრებოდა მასზე და მის სირცხვილზე... პერანგის საყელო მარჯვენა მხარეს მეტად დაქაჩა, იქ ის ხალები ეგულებოდა, ასე რომ მოსწვიტა თვალი პირველივე ხილვიდან მათმა სიმბოლურმა განლაგებად ხარბად დახედა ფითქინა კარზე შავ ნიშნებს და საკოცნელად დაიხარა. სულ ოდნავ შეეხო, მაგრამ არიდასთვის მეხის დარტყმასავით იმოქმედა, შეკრთა შეხტა მისი სხეული, გააჟრჟოლა კიდეც და შეკრთომა ხმის სახითაც ამოუშვა. მის მხარზე ტუჩებმიკრულ კმაყოფილება განცდილ ბიჭს ბოროტულად ჩაეღიმა. თავადაც აეტანა ღელვას. ის საყავარელი ქალის სხეულს ეხებოდა და რა მიზანიც არ უნდა ჰქონოდა შეუძლებელი იყო, გრძნობებს ტყვედ არ ექცია. გახსილი ბაგეებით აკოცა. მორიგი ამბორი მკერდისა და მხრის შუაში დააფინა. უკან გახტა შეცბუნებული გოგო, კიდევ ქვევით არ ჩაიწიოსო. კაკლის ოდენა გახდომოდა თავლები. როგორ უყვარდა დათას მისი ასე ფართო გდაკვესებული თავლები. ამ დროს ირისებიდან შავ მარგალიტები ცვიოდა. აღარ მიჰყოლია. რაც უფრო მეტად შეეხებოდა მით მეტგის სურვილს გაუჩენდა, ისედაც დიდი ძალისხმევა მოეხმო თავის შესაკავებლად.
ჰმ, გაბრაზებულ გულზე როგორ დაემუქრა, როგორ მოგეპყრობიო? წესით, მის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, სულ არ უნდა ყოფილიყო ასეთი ფრთილი ნაზი და თავშეკავებული, მაგრამ... მაგრამ ვინაიდან გული ხელიდან დაუსხლტა და საწვავად სიყვარული ჩაისხა, არაფერი არ იქნებოდა მისი კარნახის გარეშე, რაც არ უნდა ებრძოლა გონებას. თავისი პერანგის ღილების შეხსნაზე გადაერთო. თითების ანაზდად მოზრაობით შავი პერანგი მთლიანად მოიღეღა, გასახდელად გადასწია მხრებს უკან.შიშველი იყო, შიგ არაფერი ეცვა. არიდას თავლებმა ეს შეამჩნია თუ არა, განგაშის ზარებმა შემოკრა, უცებ მივარდა მასთან, ნახევრად გახდილ პერანგს ხელი დაავლო, ისევ შემოაცვა და ერთმაენთზე მიჭერილ საყელოებზე მოსხლეტილი დაეკიდა.

- გაჩერდი ! გთოვ გაჩერდი ! - აკანკალებული ყბებიდან, მოგუდული ხმა აღმოხდა.

- რატომ ? თავად გინდოდა... - არ გაჰკვირვებია მისი ეს საქციელი. მეტიც, ელოდა.

- გაჩერდი...

- რატომ-მეთქი ? მიპასუხე !

- არ შემიძლია .

- ცოტა ხნის წინ მშვენიერი შემართება გქონდა.

- ახლა რომ ეს გავაკეთო, მანამ მოვკვდები ვიდრე დედას გადარჩენას მოვასწრებ.

- არიანდა ჩამოყალიბდები რა გინდა ? - მხრებში მოეჭიდა და იატაკზე მყარად დააყენა.

- მინდა, ეს ყველაფერი სიზმარი იყოს, არ გიცნობდე, გული ასე არ მტკიოდეს... ასე გაუსაძლისად არ მტკიოდეს.....- ცრემლები დაუგორდა ლამაზ თავლებზე.

- ამის შემდეგ კარგად დარწმუნდი,რომ ძალა გეყოფა იმისთვის, რის გაკდეთებასაც იწყებ.

- მეგონა, თუ მერე თავს დამანებებდი ამის გაძლება შემეძლო.

- იმის უტყუარობა საიდან გქონდა ?

- შენ ხომ მითხარი, - შეცბუნებულმა ახედა - არა ?

- რათქმაუნდა არა. მხოლოდ თანხას მოგცემდი.

- შეიძლება ასეთი ქვა გული ქჰონდეს ადამიანს ?

- სამაგალითო იქნება შენთვის. - უტიფრად მიუგო. - ამის შემდეგ კარგად დაფიქრდები ვიდრე ვინმეს თავს შესთავაზებ.

ხომ კმაყოფილი იყო მისი გამოფხიზლებით, მისი რეაქციით. შვებით ჩაისუნთქა ჰაერი რომელსაც არიდას სურნელიც შერეოდა, მაგრამ მისი დასჯისა და გაწამების ფიქრი მაინც არ მოსცილდა.

- ვინ ვინმეს... ვინ ვინმეს... მე მხოლოდ შენთან... - შერცხავა, ეწყინდა, ეტკინა. მიზანს მიაღწია დათამ.

- დარწმუნებული ვარ, სხვა უამრავი მსურველიც არის, როლებსაც შეეძლოთ ეს ფული მოეცათ... - ოჰ, რა დიდ სისულელეს ამბობდა, რომ არა მისი დასჯის დიდი სურვილი ამ სიტყვებს ვერც კი ამოწიწკნიდი პირიდან. ახლაც, უბრალოდ თქმის დროსაც კი, მუშტი შეკრა და უსიამოდ დამანჭა სახე. ამის შერმდეგ, მსგავს ვერაფერს გაბედავსო- ფიქრობდა.

- სხვასთან არ წავიდოდი.... მე შენთან მოვედი... ეს არც კი მიფიქრია... - გულუბრყვილოდ იმართლებდა თავს მის წინაშე და ამ მამიტური ბუტბუტით ტკბილ მალამოს უსვამდა გაბრაზებულ გულზე დათას.

დიახ, სწორედ მასთან გაიქცა და არა სხვასთან. დათას თქმისა არ იყოს ნამდვილად მოიძებნებოდა ადამიანი, ვინც ამ თანხას უყოყმანოდ გადასცემადა, კონკრეტული პირობის სანაცვლოდ, ან შესაძლოა უპირობოდაც.
არიდას მათთან მისვლის, მათი პირობის რაობისა და მართებულობის საკითხი ცალკე განსჯის საგანია, თუმცა ამ მომენტში სხვა გზად, სხვა არჩევნად და გამოსავლად შესაძლოა ამის მოშველიებაც. მასზე დამშეული „ფულიანების არმია“ არც კი განუხილია გოგონას. ადგა და პირველ და უკანასკნელ ვარიანტად პირდაპირ მგლის ხახა-დათა არაბული არჩია.

- მეორედ, ვიდრე რაიმე მსგავს იტყვი, კარგად დაფიქრდები... - მკვახედ შენიშნა არაბულმა, - აქ პირობებს მე ვაყენებ და არა შენ. რაც მე არ მენდომება ის არ მოხდება. - თავისი პერანგის ღილებსი შეკვრას შეუდგა. - ახლა მოწესრიგიდი, წადი და გადაარჩინე დედაშენი. ოპერაციის შემდეგ კი გადმოხვალ. დანარჩეზე მერე შევთანხმდებით.

გაყინული, ათრთოლებული თითებით ძლივს მიაგნო ღილებს არიდამ. ისე ცახცახებდა ვერაფრით ვერ ახერხებდა შებნევას. დათა მიეშველა, თავალების ბრიალით ანიშნა მე მივხედავო. სახეში ვეღარ უყურებდა ბიჭს, ისე დაიმორცხვა, ისე შეუძვრა სინდისს ჭია, თითქოს მის წინ უცოდველი კაცი იდგა და მხოლოდ თავად იყო ცოდვებით სავსე. ოთახიდან ფეხარეული ნაბიჯებით წავიდა. კიბეებზე მიმავალი არიდა გრძნობდა ზურგს უკან ფრთხილი ნაბიჯებით ადვენებულს. ნეტავ კიდევ არაფერი მითხრასო, იხვეწებოდა გულში. უნდოდა იწა გასკდომოდა, იქიდან გამქრალიყო. ისე ამღვრეოდა ემოციები,დამძიმებოდა სული, ღირსება შელახვოდა, რცხვენოდა. თვალწინ დედის სულთმებრძოლი სხეული დაუდგა და ბოლო წვეთით შეავსო სულის ფიალა. თავლთ დაუბნელდა, კიბეებზე წაბარბაცდა ის იყო კიბეებზე დაგორებას წამიც აღარ უკლდა, ბუმბულივით აიტაცა ხელში დაათამ. დივანზე ფრთხილად დასვა ძალამიხდილი.

- ნუ აიძულებ იმ ბავშვს უცებ გაზრდას, შენს შიგნით რომ ცხოვრობს. თუნდაც მე გაიძულებდე, არ დამითმო ! - წინ დაუჯდა, თვალი გაუსწორა და იმ მდგომარეობისთვის შეუფერებელი რჩევა მისცა.


- რა ? - გაოცდა გოგო.

- ნუ ითამაშებ რაიმე როლს. ხომ ხედავ არ გამოგდის და მეც უფრო მაღიზიანებს. მე ყველა შემთხვევაში ჩემს მიზანს გავყვები, მაგრამ შენ ნუ შეიცვლები...

- რას მეუბნები ახლა?

- იმას, რაც მინდა რომ გითხრა.

- სამართლიანია?

- არა.

- წავალ, ექიმი უნდა ვნახო.

ვერ მიუხვდა ბიჭის ეს რჩევა-დარიგება რომელ მიზანს ემსახურებოდა. ან რაიმეს ემსახურებოდა თუ არა. ახლაც ისე დაიბნა, როგორც ყველა, დათას ასეთი გამონათებების დროს ემართებოდა ხოლმე.

- ცოტახანს იყავი. ფერი ჯერ კიდევ არ დაგბრუნებია.

- უნდა წავიდე.

- ზოგჯერ უადგილოდ ჯიუტი ხარ.

- სჯობს შენს ჩვევებს მიხედო.

- მივხედავ. - უნიათოდ უპასუხა დათამ.

- უნდა წავიდე. ექიმს უნდა დაველაპარაკო.

- ამისთვის შენი იქ მისვლა არ არის საჭირო. - პასუხისას მისიმა მობილურმა დარეკა, ყურმილი აიღო და მოხსენებას დაელოდა. - ყველაფრისთვის საკმარისია ? ... კარგი... - ყურმილი დაკიდა და ეკრანზე შემოსული შეტყობინება გახსნა, რომელიც მისი პირადი ანგარიშიდან 150 000 ლარის ჩამოჭრას აუწყებდა .

- აქ ვერ დავრჩები.

- ახლა ვეღარ დარჩები ? დამშვიდი გახდას აღარ გიპირებ.

- სულელი ვარ. - დანანებით თქვა არიდამ. - ახლა მორიგი კოზირი გექნება რითაც მეტად შეძლებ სიცოცხლე გამიმწარო.

- გეთანხმები, სულელი ხარ.

- უნდა წავიდე. - განაწყენებული წამოდგა.

- წადი ! - დათა მიხვდა რომ მასთან ახლა შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ქონდა. ისე გაჯიუტდა, ყოვლე წამს „უნდა წავიდეს“ ძახილს განაგრძობდა. - ახლა წადი და ოპერაციის შემდეგ გელოდები. - არიდამ პირი გააღო, რარაცის თქმა დააპირა, მაგრამ დათამ ქვევიდან ახედა გამაფრთხილებელი მზერით, - ეს საკითხი აღარ განიხილება.- წამოდგა და ახლოს დაუდგა - იმ შეთანხმებას ვუბრუნდებით, რითიც დაიწყე. ჯერ გადმოხვალ და პირობებს მერე განვიხილავთ. ვფიქრობ, საკმარისი დრო გაქვს იმის გასათავისებლად და შესაგუებლად, რაზეც წეღან ვისაუბრეთ. იცოდე, ისტერიკებს ვერ ვიტან...

პასუხის ნაცვლად თავი დაუქნია გოგომ და ჩქარი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით გაიჭრა სახლიდან.

- ვანო, - არიდამ სახლი დატოვა თუ არა, გიგაურტან დარეკა დატამ, - ახლა არ დაიწყო კიხვები. უბრალოდ ლაშას დაურეკე და სადმე დავლიოთ.

- მოვდივართ.

- ვანო, ვინმე წამოიყვანე რა...

- არ მკითხოვო, კი მითხარი მაგრამ...

- დღეს ვერ დავიძიბებ და მირჩევნია საფიქრალი დრო არ მქონდეს.

- იმდენი ხანია ასე აღარ გაგვილაშქრია უარს როგორ გეტყვი. - მხიარულად კი ჩასზახა ბიძაშვილს, მაგრამ ყურმილის დაკიდების შემდეგ ისეთი სახე მიიღო უთუოდ მიუხვდა რა ცუდ დღეში იყო.

***

შუაღამე გადასული იყო. შეზარხოშებულმა დათამ გამომწვევად მიტმასნილ ქერათმიან ლამაზმანთან ერთად აპარტამენტის კარი შეაღო. მიხურულიც არ ჰქონდა, ტანზე სამოსი შემოგლიჯა. არავიტარი სიფაქიზე, ვნება, ლტოლვა. მხოლოდ ცხოველურ ჟინის მოკვლის მცდელობა. ჭკუიდან გადასული შინაგანი სამყარო ასე ცდილობდა დამშვიდებას. დროებით, არსებული რეოლობიდან მოწყვეტას. გარიჟრაჟზე მის საწოლზე მისავათებულ ქალს ეძინა, თავად ქალაქს გადაჰყურებდა, როგორც სჩვეოდა. ნაცვლად იმისა, დამშვიდება ეგრძნო, პირიქით, ლოდები ეკიდა გულზე. მეტად შფოთავდა მისი სინდისი. შეგრძნება იმისა, რომ უღალატა, ტვინის ყველა ნაწილში დაძვრებოდა. არა კონკრეტულად ვინმეს, არამედ უფრო საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს. იმ ქერათმიანის თავის საწოლში გაჩერებას დილამდე მაინც არ გეგმავდა, მაგრამ ახლა მითუმეტეს მოუნდა იქიდან მოშორებულიყო. გასაღვიძებლად ახლოს მივიდა და წამით შეყოყმანდა, წარმოიდგინა რომ შეიძლებოდა ახლა იმ ქალის ნაცვლად მის საწოლში არიდა ყოფილიყო. გაახსენდა, როგორ შესთავაზა თავი და მერე როგორ ტეხდა მთელს სხეულში გოგოს, მოსალოდნელის შიშისაგან. უმალ მოჰყვა ფიქრი, ამ ქალს როგორ შევადარეო და ამან საბოლოოდ შეარყია გონებიდან. შესაძლებლად თავაზიანად შეაფხიზლა და ოთახიდან გააცილა ქალი. ეს უაკანსკნელი ვიდრე გავიდოდა ამაზრზედად ჩამოეკონწიალა კისერზე და ტუჩებისკენ გაიწია. დათამ ცივად გაწია თავი და ხელებით შეაჩერა. ქალმა კიდევ გაიბრძოლა, შეუძლებელია შენისთანა კაცის დავიწყება, კიდევ როდის შევხდებითო, ჰკიტხა. დათამაც არც აცი არც აცხელა, შენნაირ ქალებთან ერთი ღამეც კი საკმარისზე მეტიაო, უცერემონიოდ მიუგდო სიტყვები და ოტახში შებრუნდა. საწოლთან მიახლოებულმა ღრენით შეიგინა და თეთრეული აქეთ-იქით მოფანტა. მერე სავარძელში მჯდარმა და ვისკთან დამეგობრებულმა უდარაჯა დილის შემოსვლას.

-

***
ერთი... ორი... სამი... ითვლიდა. კარის მერვე გაღებაზე გამოჩნდა ანდრო.

- დედა როგორ არის ? - პირველი ეს იკითხა ბიჭმა.

- ჯერ ისევ სძინავს. მხოლოდ ერთხელ გამოფხიზლდა და შენ წარმოიდგინე, დამაბარა, გადაეცი რომ ძალიან მიყვარსო. - პასუხისას გაღიმებულ თავალებზე ცრემლებიც მოადგა. - შემეშინდა ისე არ მომვკვდარიყავი ამის თქმა ვერ მომესწროვო. - დანაბარების შედეგი ნაწილიც გადასცა და ხელიც დაკრა ხელზე მწარედ , ნიშნად იმისა, რომ ბიჭი სულ ცდილობდა დედისთვის თავის არიდებას.

- მაგის თქმა თავისი პირით მოუწევს. - დის დამსჯელი ხელი დაიჭირა და სასაცილო დაქაჩა თავისკენ. - გიკბინო ?

- ჩანთას ჩაგარტყავ იცოდე !

თავისუფალი ხელით დანებება ანიშნა ანდრომ და კბენის ნაცვლა გემრიელად აკოცა.

- შენ არ ეტყვი რომ გიყვარს ?

- ვეტყვი... რა თქმა უნდა ვეტყვი, ჩემო პატარა.

ორივე დადუმდა და სხვა მნახველსა და პატიმრებს დაუწყეს თვალიერება. არიდას ერთი მაგიდისკენ გაუშტერდა თვალი, სადაც პატიმარი მამა შვილს მთელი გრძნობით ეფერებოდა.

- არიდა, აქამდე რატომ არ მოხვედი ჩემს სანახავად? როგორ არ იფიქრე, რომ იმ ამბის შემდეგ ვინერვიულებდი, შენი ნახვა მომინდებოდა.

- იმ კაცმა ამიკრძალა, ვისაც ჩემი გადარჩენა ანდე. მითხრა სახიფათოა და ვიდრე ყველაფერი არ დაწყნარდება არ ნახოვო. მეტი დამაჯერებლობისთვის ისიც დაამატა, თუ ჩემი არ გჯერა მოვახერხებ შენს ძმას დაგალაპარაკო და მას კითხეო. ანდრო, ასე როდის დაახლოვდით, ჩემს გადარჩენას მას რომ ანდობ ?

- როდესაც საქმე შენთვის ძვირფას ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ნებისმიერთან გარიგებაზე ხარ თანახმა. იმ წუთას სხვა არჩევანი არ მქონდა. რაც შეეხება საფრთხეს, ერთ კვირაში მოაგავრდა ყველაფერი, თითქმის ერთი თვე გავიდა.

- ჩემთვის ეგ არ უთქვამს. ხო, რა თქმა უნდა ასე უფრო აწყობდა.

- მაშინ, გასვლის წინ რაღაც მითხრა და არც კი ვიცი ახლა უნდა გკითხო თუ არა. - ფრთხილად დაიწყო ანდრომ წინადადება, - ამაზე რომ ვფიქრობ ჭკუიდან ვიშლები.

- ხოდა ეცადე არ შეიშალო, რადგან ახლა უფრო უარესის მოსმენა მოგიწევს. - ძალიან მშვიდად მიუგო ძმას. ბოლო დროს მიეჩვია თავისი ცხოვრების ამ ნაწილზე უდარდელად, უემოციო და ისე საუბარს თითქოს სულერთი იყო.

- არიანდა... - ცივად გამოსცრა კბილებში.

- ანდრო, არ მკითხავ დედის ოპერაციისთვის საჭირო ფული სად ვიშოვე ?

- რა გააკეთე ? - ხმა ჩაუწყდა ბიჭს.

- ყველაფერი, რათა დადუნას ესუნთქა.

- არიანდა, შენ მართლა მისი ცოლი ხარ ? - კითხვა ისე ჟღერდა თითქოს წამებს ითვლიდა მასში ბომბის აფეთქება.

- კი. - ყოყმანის შემდეგ, ვაი და პასუხზე მართლა არ შეიშალოსო, გაუბედავად დაეთანხმა ძმას.

სწორად ივარაუდა არიდამ. ანდროს გონება დაებინდა, ბური გადაეკრა თვალებზე. ორივე ხელით მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა და ის იყო აყირავებას უპირებდა არიდა მთელი ძალით ჩააფრინდა ხელებში და გააკავა. სიმწრით დიდი ძალა შემატებოდა კაფანდარა თითებს.

- არ ქნა, თორემ საუბრის საშულაებას აღარ მოგვცემენ. - უცებ მიაყარა.

გონს მოეგო ანდრო. და მართალს ეუბნებოდა. ამოყირავება გადაიფიქრა, მხოლოდ ხელს არ უშვებდა მაგიდას. მკლავებზე გადმომსკდარი ვენებიდან წამოსული ძალა ნაპირების ჩამომტვრევას ლამობდა. ღრმა ოხვრებით და გაავებული მზერით უყურებდა დას. თვალებზე წითელი კაპილარები გამოეკვეთა.

- სულ ტყუილად ბრაზობ ჩეზე, შენც მშვენივრად იცი ეს. მაგრამ თუ დაგამშვიდებს მე დამაბრალე და გამლანძღე კიდეც.

- ძალით დაგითანხმა ? - პირგაუხსნელად დაუსვა კითხვა.

- ნებით. არაფერი გაუკეთებია მაშინ ძალით, ცოდვას ვერ ვიტყვი.

- ფული მას სთხოვე ?

- კი.

- მე რატომ არ მითხარი ?

- ას ორმოცდაათი ათას დოლარს სამ დღეში იშოვიდი ?

- იქნებ მეშოვნა კიდეც... - თავი ანება მაგიდის ნაპირების დამტვრევის მცდელობებს და ახლა სახეზე დაიწყო ნერვიული გასმები. - რაიმეს მოვახერხებდი.

- „იქნებ“ დედას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, სიკვდილისკენ გადაწონიდა... „იქნებ“-ისთვის დრო არ მქონდა ანდრო.

- რა პირობით მოგცა.

- მასთან გადავდივარ საცხოვრებლად.

- მას შენ შურისძიებისთვის ჭირდები. გაგიჟდი გოგო? როგორ დაეთანხმე?

- ვიცი და ისიც ვიცი, ვერაფრით დავიხსნი თავს თქვენი ცოდვების სასჯელისგან.

- ამას არ გააკეთებ არიდა. - ჩუმად დაუღრიალა დას.

- ეს მაშინ გავაკეთე, ფულის სათხოვნელად რომ მივედი და კიდევ უფრო ადრე, როდესაც ქორწინების მოწმობას ხელი საკუთარი ნებით მოვაწერე და კიდევ უფრო ადრე, როდესაც ჩემს გულში შემოვუშვი.

- ამის დედას შე... - გამწარებულმა შეიგინა ბიჭმა და ფხზე წამოიჭრა. ნატრობდა სხვაგან ყოფილიყო და არა იმ ოთახში, ისე აეტანა სიბრაზეს ირგვლივ ყველაფერს დალეწავდა. ის, რომ ახლა ემოციის გამოხატვა არ შეეძლო მეტად ამძაფრებდა განცდებს. არიდა მისკენ გადაიწია და ხელზე მოქაჩვით დაჯდომა აიძულა.

- აქედან გამოდი ანდრო, გამოდი და მერე მოგაკითხავ თუ დახმარება დამჭირდება... ნუ ჩამიყრი წყალში იმას, რასაც ვაკეთებ. იცოდე, თვალში არავის გაეჩხირო, აქედან საღსალამათი უნდა გამოხვიდე. - მუდარით გაუმეორა, აქმდეც მრავალჯერ ნთქვამი.

- ჩემითაც გემუქრება ? ფუ ეგ ნაბი*****.... არ მინდა არიდა, არ გადახვიდე მასთან... თუნდაც მოვკვდე, მიღირს, ოღონდა მას არ მიცე უფლება მიზანს მიაღწიოს. არ გადახვიდე ! შევძლებ აქედან შენს დაცვას, ვერ მოიგიახლოვდება. ვერაფერს დაგიშავებს... ნუ გამაგიჟებ... ჭკუიდან გადავალ მასთან თუ გადახვალ... თუ გადახვალ მე დამკარგავ ... აქედან გამოვიქცევი და ორივეს დაგხოცავთ იცოდე. ნაწილებად ავჭრი, შენი მოკარების გამო...

- ვერაფერს ვერ იზავ, საერთოდ ვერაფერს... შენც იცი და მე უკეთ გავიგე, რისი გაკეთებაც შეუძლია. არ მომასვენებ არც მე და შენ მითუმეტეს. ახლა, როცა მისგან ფული ავიღე გადასვლის პირობით, გაქცევას და დამალვას არ მაპატიებს. ან სად დავიმალო ? დედა ვის დავუტოვო ? შენც მოგკლავს და მეც ზედ დამაყოლებს ალბათ. ჩვენი სიძულვილით არის სავსე მისი გული და დამიჯერე ამის გაკეთება შეუძლია. ანდრო, ლიკას და იმ პატარას ცოტახანში რომ მოევლინება ქვეყანას, ცოცხალის სჭირდები.

- ყველას მშვიდად ყოფნის სანაცვლოდ შენ თავს ვერ გასწირავ, მის გვერდით უბედური იქნები ეს ხომ იცი? ხომ იცი რისთვისაც სჭირდები ? ამის დედას შე..... ფუ ამის.... - ისევ იფეთაქა ანდრომ და ისევ ფეხზე წამოხტა. - გაგაუბედურებს გესმის ? - მაგიდას დაეყრდნო და ზემოდან დაჩერებულმა გამაფრთხილებლად დასზახა. მიხვდა, რომ მის დას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ქონდადა მისი შეჩერება აღარ შეეძლო,, მაგრამ მაინც ცდილობდა მის გადარწმუნებას, იქნებ გადაეფიქრებია. ბოლო-ბოლო ცოტახანს დამალავდა სადმე, იმ მცირე სამეგობრო წრის დახმარებით, ვინც გააჩნდა. ეს ერთადერთი გზა ესახებოდა იმ წუთას, რაგდან იცოდა არაბულთან იმ მდგომარეობაში სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევის საშუალება რა ჰქონდა. ზურაბ დვალისა და მისი გარემოცვისთვის რამდენიც არ უნდა ეთხოვა ან ებრძანებია, მაინც არცერთი დათანხმდებოდა დათასთან ომს მის დასახმარებლად მრავალი მიზეზის გამო. პირიქით უფრთხოდნენ. ყელში უჭერდა ასეთი ხელ-ფეხ შეკრული რომ იყო და ერთადერთ გზად დის გადარწმუნება რომ დარჩენოდა. - გაგანადგურებს და ისეთს დაგაბრუნებს შინ, მერე მთელი ცხოვრება ამ ტკივილით რომ ვიცხოვროთ.

სწორედ ეს სურდა დათა არაბულს, ასეთი ანდრო უნდოდა ეხილა და ალბათ მასზედ კმაყოფილი კაცი არ იქნებოდა, ახლა, სასოწარკვეთილი, ტკივილით და სინანულით სავსე ანდროს სახის დანახვა რომ შეძლებოდა.

- ხო, მე ვიქნები ჩვენი ოჯახის ცოდვებისთვის „განტევების ვაცი“ თუმცა სახლში უბედური არ დავბრუნდები ანდრო. თუ ჩემს განადგურებას ეცდება არც მას დავტოვებ ბედნიერს, გპირდები.

- შენ ჯერ პატარა ხარ, ზედმეტად სუფთა და კეთილი... ვერ გაძლებ მასთან.

- მოვახერხებ როგორღაც. სხვა თუ არაფერი მიყვარს მაინც და იქნებ ეს გრძნობა დამეხმაროს.

- ამიტომ ვერ გაძლებ, ამიტომ გეტკინება ყველაზე მეტად... - უპასუხა და უღონოდ დაეშვა სკამზე.

- მოვრჩეთ. მე უკვე გადავწყვიტე.

- ჩემს სანახავად აღარ მოხვიდე, - მდუმარების შემდეგ, ფიქრიანი სახე გაუმხეცდა და უცებ წამოიძახა ბიჭმა.- ჩემისთანა ძმა არ გჭირდება, ჩემისთანა არაკაცი, ჩემისთანა უსუსური შენ არ გიმსახურებ. მე ჩაგაგდე ამ დღეში. აღარსოდეს მნახო ! - სიმწრით სავსე სათქმელი დაასრულა ბიჭმა და წასასვლელად წამოდგა, მაგრამ არიდა ხელზე ესცა, გააჩდერა და მოეხვია ძმას. არ ინძრეოდა ანდრო. მერე ვეღარ გაუძლო და გულზე მჭიდროოდ მიიხუტა, თან შუბლი დაუკოცნა. - როგორ შეგიძლია ასე ადვილად მაპატიო ? როგორ შეგიძლია ყველას ყველაფერი აპატიო...

- ყველაფრის პატიება არ შემიძლია.

- აღარ მოხვიდე, - - ისევ გაუმეორა.
არიდამ თავი გააქნია.


***

ძმიდან წამოსულმა ისევ საავადმყოფოს მიაშურა. მეოთხე დღე იყო იქ ათენებდა და აღამებდა. ექიმი დიდხანს უხსნიდა, აქ დარჩენას აზრი არ აქვს ტყუილად გადაიღლებიო. გოგონა რომ არსად წავიდა, პალატა გამოუყო აქ მაინც დაისვენე ხოლმეო. ყოველდღე ელოდა კიდევ როდის მისცემდა ექიმი დადუნას გაღვიძების საშუალებას, თუნდათ წამით მაინც რომ დაენახა დედის თბილი თვალები. მისი სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდიანარე ექიმი უფრო მეტ დროს ძილში და სიმშვიდეში ატარებინებდა. დათაც უჩვეულოდ წყნარად იყო, არ ჩანდა. არადა გოგონას ეგონა მეორე დღესვე წამიყვანსო. ლენა და ელენეც თითქმის სულ მასტან იყვნენ. ერთ დღეს სიმართლე უთხრა მათ, თუ საიდან მოიტანა ამდენი ფული. უფრო სწორად ლამაზი ტყუილი მოიგონა, რომ დათამ დახმარება შესთავაზა. ლენამ დათას ქება-ლოცვა რომ დაასრულა, მთავარი ამბავიც გაამხილა, დაქოწინება გადავწყვიტეთო. ცოტახანს დადუმდა ქალი და მერე ისეთი მხიარული ხმით გამოხატა ემოცია არიდა სულ რომ არ ელოდა. თავიდან მოჰყვა ქოთქოთს, უხაროდა არიდას ასეთი კარგი ადამინი რომ გამოუჩნდა, იქნე ახლა მაინც იყოს მშვიდად და ბედნიერადო. უნდა დათანხმდეო შეაგულიანა. დადუნასაც როგორ გაიხარებს შენი ბედნიერებითო. ელენეც ეტანხმებოდა. უცქერდა არიდა გახარებულ ქალებს და ცრემლები ახრჩობდა ამოდენა ტყუილის გამო....
მეექვსე დღეც მიიწურა. ექიმმა დადუნა გაღვიძების უფლება მისცა.პირველი არიანდა შეუშვეს მასთან, ახლა ბევრად უკეთ იქნება და საუბარსაც შეძლებთო. როგორც კი, დედამ იმ საყვარელი მზერით შეხედა, ასე რომ ახარებდა და ათბობდა, ერთიანად შემოსცილდა ყველა სიმძიმე მის სულს. რახან ასეთი, სიცოცხლე დაბრუნებული დედა დაინახა, უმნიშვნელო სინანულიც კი გაუქრა გულიდან, რასაც მის გადასარჩენად მიღებული გადაწყვეტილება იწვევდა მასში. თუ საჭირო იქნებოდა ამას ათასჯერ გააკეთებდა.
ჭაღარაშეპარულ თამაზე ელარესებოდა. ხან შუბლზე კოცნიდა, ხანაც ხელებზე. დადუნას ყველა სიტყვას სხვა გულისყურით უსმენდა. საგალობლად ჩაესმოდა მის ყურებს დედის ხმა.
***
- ხვალიდან ახლაი ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში ლადო ბიძია. - დაბალ ხმაზე გადაულაპარაკა ჩაფიქრებულ კაცს არიდამ. ლადომ ძლივს დაიხსნა არიდას მონაყოლით აშლილი ფიქრებიდან თავი და გამამხნევებელი ღიმილით გახედა გოგოს.

- მოდი ამ ყველაფერს კარგი კუთხით შევხედოთ, დედაშენი კარგად არის. ყოველთვის ყველაფერში შეიძლება რაღაც კარგის დანახვა, ერთხელ უკვე გვისაუბრია ჩვენ ამაზე, - შეახსენა მათი განვლილი დიალოდი. - და ეს, მერე გავძლევს საშუალებას იმ განსაცდელს გავუძლოთ. ცუდის დროსაც კი, მასში არსებული კარგის ნაპერწკალი უნდა ეძებო ჩემო გოგო.

- ის, რომ დათა შემიყვარდა, ამ ცუდში შეიძლება იყოს კარგის ნაპერწკალი?

- რა თქმა უნდა შვილო. განა სიყვარულზე დიდი ნაპერწკალი არსებობს ამ ქვეყნად?!

- მე ის დათა მიყვარს სანამ სიმართლეს გავიგებდი, მას შემდეგ გაცნობილი კი მძულს. მე ჩემი გადამრჩენელი მიყვარს, მაშინ ასე შევარქვი.

- რამდენ ნაწილადაც არ უნდა დაყო, ის მაინც ერთი და იგივე ადამიანი ჩემო მშვენიერო. ხო, შესაძლია ეღთდროულად გიყვარდეს და გძულდეს კიდეც. როდესაც მისი ერთი მხარე გიყვარს მეორე კი გძულს. ასე მგონია ეს სიძულვილი იმიტომ წარმოიშვა შენში რომ ის ასე ძალიან გიყვარს... ვერ პატიობ ვერც მას და ვერც საკუთარ თავს ასე რომ ენდე და შეცდი. გული რომ გაუღე და მან სინათლის ნაცვლა სიბნელე შემოიტანა. პირველი სიყვარულით მიღებული იმედგაცრუება რთული მისაღებია შვილო. თუმცა ახლა რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ არც ის მინდა ჩემი აზრი თასვ მოგახვიო...

- შენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- პირადად რომ ვიცნობდე უფრო დარწმუნებით გეტყოდი, მაგრამ ახლა ვარაუდი მინდა გამოვთქვა... უკვე რამდენიმე თვეა შენგან მის პიროვნებაზე და მის ქმედებებზე ამბებს ვისმენ და მგონი, უფრო მეტი, კარგი მაქვს გაგონილი ვიდრე ცუდი... მე მხოლოდ ის ვიცი, რომ მას შურისძიება სურს. თუმცა მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ სურვილს ვხედავ, რაიმე კონკრეტული ცუდი ქმედება არ ჩაუდენია, პირიქით ხან რა გასაჭირისაგან დაგიხსნა და ხან რისგან. აბა დაფიქრდი ხომ ასეა ?

- ხო მაგრამ სულ მეუბნება, ამას იმიტომ ვაკეთებ რომ მარტო მე დამრჩე ტკივილის მოსაყენებლადო.

- მხოლოდ გეუნბეა ხომ არ აკეთებს ? აბა იმას ნამდვილად არ გეტყვის შენზე ვდარდობო. აბა, ცუდი რა გააკეთა იმის გარდა, რომ მოგატყუა ? კონკრეტულად რაიმე დაგიშავა ?

- არა. მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება ხოლმე. ხო და ანდროს ცემით.

- ანდრო როგორღაც თავად გაუმკლავდება. როგორც შენ ამბობ, მას ბევრი რამ შეუძლია. ჯერ-ჯერობთ კი, არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ შენ დაგდევს და ამ დევნაში სულ შენი გადარჩენა უწევს.

- რისი თქმა გინდა ლადო ბიძია?

- არ გეგონოს მის საქიცელს რამენაირად ვამართლებ, არამც და არამც- შურისძიება რა გასაამართლებელი საქმეა, მაგრამ ვცდილობ ამ ყველაფერში კარგიც დაგანახო.

- მერე რომ უფრო გამიადვილდეს ...

- ზუსტად. მგონი არც თუ ისე ცუდი ადამიანია. მაგალითად, შენ ავადმყოფ დედას უფრთხილდება. შეეძლო თანხა არ დაემატებია, სახლში გამოგეყვანა და მერე ძალით წაეყვანე.

- ხო. მას ცუდად არასოდეს ახსენებ ხოლმე. მხოლოდ მე ადროს და მიხეილს გვერჩის.

- უნდა ითქვას, რომ მათაც აწყენიენს. - ფრთხილად შენიშნა კაცმა. - ვფიქრობ, ერთი გზააბნეული ბიჭია, რომელსაც ერთი სურს მეორეს კი აკეთებს და პირიქით. სულაც, იქნებ შენ უბნევ გზას ჩემო მშვენიერო, - მალულად ჩაეღიმა ლადოს, - და შენვე შეძლო მისი დალაგება. სცადე აპოვნინო საკუტარი თავი. შენ მასზე ძლიერი უნდა აღმოჩნდე, უნდა გაუძლო თორემ ორივე დაიკარგებით.

- ის ისეა გაბოროტებული...

- სწორად თქვი, გაბოროტებული და არა ბოროტი. არ არსებობს ბოროტი ადამიანები შვილო. ყველა ჩვენგანშია კარგისა და ცუდის საწყისი. მერე, განვლილი ცხოვრება გავიძულებს მათგან რომელიმე განსაკუთრებულად გამოიკვეთოს. მასში ცუდი მხარე კი ახლოებელი ადამინაების სხვისი ხელით სიკვდილმა გააღვიძა. არ ვიცი ეს გრძნობა რას ნიშნავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რთული იქნება. არ იბრძოლო მასთან, უბრალოდ არ დანებდე და თავი დაიცავი. . ასე უფრო გაიმარჯვებ.

- არ დანებება იგივე ბრძოლა არ არის ?

- როდესაც გებრძვინა და შენც ებრძვი ნიშნავს, იგივე წესებს იყებებ რასაც მოწინააღმდეგე. მაგალითად თუ ხმალს მოგიქნევს და შენც ხმალს დაახვედრებ ეს ბრძოლაა, მაგარმ თუ ფარს დაახვედრებ ეს არ დანებებაა, თავის დაცვაა.

- რამდენი რამის გაგება შეიძლება შენგან ლადო ბიძია.

- დაეხმარე მას ჩემო მშვენიერო. ეს ორივეს გჭირდებათ. ეს ერთადერთია, რაც ამ ყველაფრის დასრულ შედეგს მოიტანს.

- დასრულდება კი ?

- აუცილებლად... ყველაფერს აქვს დასასრული, ახლის დასაწყისს გზა რომ დაუთმოს.


***

- ამის შემდეგ თუ რამე დაგჭირდებათ, სახლში მომძებნეთ. - სამსახურის საკითხებზე საუბრის შემედ ლასა და ვანოს მიმართა არაბულმა.

- სასტუმროს რა დაუწუნე ? - ჰკითხა, ტელეფონში რაღაცის თვალიერებით გართულმა გიგაურმა.

- არიანდა გადმოდის ჩემთან.

- რაა ? - წამოიყვირა გაოცებულმა ბაკურაძემ.

ვანომ უმალ ანება თავი ტელეფონს და გაკვირვებული, დაქაჩული თვალები მიაპყრო დათას პასუხის მოლოდინით. .

- რა დაფეთებული სახეებით მიყურებთ. რა გაგიკვირდათ?

- არიანდა გადმოდის ჩემთანო, ასე მშვიდად გვიცხადებ და ის გიკვირს, ჩვენ რა გაგვიკვირდა ? - აღშფოთებულმა უპასუხა ვანომ. - თითქოს ძალინ უბრალო ფაქტი ხდება.

- აბა როგორ უნდა მეცნო მისი გადმოსვლა, სიხარულით ?

- ხო, ხო სიხარულით... - გამოაჯავრა ვანომ. - მარა შენსთან ემოცია გაფილტრული კაცი მაგას როგორ გააკეთებ. გეგონება, სულ არ გაღელვებდეს ერთ ჭერქვეშ რომ იცხოვრებთ.

- ახლა მე დავინტერესდი, შენ საიდან დაასკვენი ეგ, - მეტად ინტერესიანი ტონი მოირგო ლაშამ. თიტქოს სულ ვერ მიმხვდარიყო ვერაფერს, არადა ვანოს დაემარა აზრის ბოლომდე დასრულებაში.

- მისმინე ლაშა, - მისკენ ს~შებრუნდა ვანო, - სენც იქ არ იყავი, ეს ვაბატონი - დატასკენ გაიშვირა ხელი, - რომ იძახდა, მამაჩემის სახლში ქალს არ გავაჭაჭანებო ?

- კი, კი. მეც მოვისმინე.

- ხოდა, ახლა გვიცხადებს, რომ თურმე მასთან არიანდა გადადის საცხოვრებლად, ვაჟბატონს კი ის მამის აშენებულ იმ სახლში მიჰყავს, სადაც დედამისზე ნაკლები ღირსების ქალს არ შეიყვანს. - მეტად ხატოვნად გამოუვიდა ნათქვამი, - ანუ რა გამოდის ? მოიცა, - თითის აწევით გააფრთხილა, - თავად გიპასუხებ : ეს პატარა გოგო იმაზე მნიშვნელოვანია მისთვის ვიდრე ჩვენ გვიმხელს და ვიდრე თავად ჰგონია.- ისე დარწმუნებით უპასუხა თავის დასმულ კითხვას, ეჭვს ვერ შეიტანდი კაცი სირცხვილით. - ახლა ტყუილად ნუ უარყოფს რომ ძალიანაც აღელვებს ეს ფაქტი და თუ ძმა ხარ რა, აქ ნუ ჩამომიდგები გამორეცხილი სიფათით. - დათას მისამართით თქვა და მისკენ შებრუნდა.

დათას ორივე ხელი ჩაერგო თავი და ისე შეჰყურებდა მონოლოგში გართულ მამაიდაშვილს. ვანოს ლაქლაქით მობეზრებულმა თავიდან გადმოაცოცა ხელები და სახეზე მოისვა. ზოგადად, ვინმეს საუბარი მაშინ მიგვჩნია მოსაბეზრებლად და გვაღიზიანებს, როდესაც აბსოლუტურად უსაგნოა, ან როდესაც იმ გრძნობა-ფიქრებს ამხელს, რომელსაც ასე მონდომებით ვმალავთ. ვანოს შემთხვევა კი, ვფიქრობ ყველამ ვიცით საითაც იხრებოდა. უასუხოდაც ვერ დატოვებდა მამიდაშვილს და დამცინავად მიუგო :

- სულ მგონია აქ შენს ნამდვილ ნიჭს კლავ. ხომ არ დაფიქრდებოდი იურიდიული კომპანიის გახსნაზე ?

- როგორც ყოველთვის პასუხს გაექეცი. თუმცა არც მჭირდება, ყველა ფაქტი შენი პასუხების გარეშეც მეხმარება ჩემი ვარაუდების სისწორეში დავრწმუნდე.

- როგორ დაითანხმე ახლა გადმოსვლაზე, დედამისის დატოვება რით გადააწყვეტინე ? - მათი პაექრობა კითხვით შეწყვიტა ლაშამ.

- სარეაბილიტაციო, ხანგრძლივ კურსს საავადმყოფოში გაივლის.

- და რამდენი გიჯდება სიდედრის სრული მკურანლობა დათა ? - მიახვედრა, არაფერი გითქვამს მაგრამ ისედაც ყველაფერი მშვენივრად ვიციო.

- რომ დასრულდება შენ დაგაანგარიშებინებ ვანო.

- რომ გამეგო არიანდას ეგ ფული სჭირდებოდა, მანამ მივცემდი ვიდრე შენთან მოვიდოდა. - განაგრძობდა დათას გაღიზიანებას მამიდაშვილი.

- კიდევ კარგი ვერ გაიგე და ჩემთან მოვიდა.

- კონტრაქტი გააფორმე ხელის მოწერის გარეშე ხო ?

- სულ ვიცოდი, რომ ჭკვიანი იყავი.

- ჯერ კიდევ ვერ დავადგინე რანაირი ურთიერთობა გაქვთ. - მობეზრებულმა წამოიყვირა ლაშამ და წამოდგა. - წავალ და პირდაპირ სახლში მოგიყვან არიანდას.

- არა იყოს, თავად წაავალ.

- შეენ ?

- მეზობლებთან ხომ არ შევარცვენ ცოლს.

- მეც წამოვალ. - ვანოც წამოდგა. დათა უსიტყვოდ შეეკითხა, რამ წამოგიარაო. - ოო, ჩანთების მთრეველი ხომ გჭირდებათ, - წაიწუწუნა.

- მე რომ პირში მახლი ხოლმე სიმართლეს, შენს თავზე რატომ ჩუმდები ვანო ბიჭო ? - დათას კითხვაზე ლაშას ფხუკუნი აუტყა.

- ხო კარგი, ელენესაც ვნახავ. - ამოიდუდღუნა და მოფხუკუნეს მხარზე ხელი მიკრა. - შენ მერე მოგივლი.

- შენი მანქანით წამოხვალ, - პირობა წაუყენა დათამ.

სხვა რა გზა მაქო, მხრებია აიჩეჩა გიგურმა.

- ვანო, - უკვე მანქანაში იჯდა, ლაშამ დაუძახა და ანიშნა, მინა ჩამოსწიეო, - იცი რა მომაფიქრდა ?

- რა ?

- მეტად რომ მოაწონო თავი და მის თვალში გმირად გამოჩნდე, მოუყევი, როგორ მიბეგვე მისი ყოფილი საქმრო. ისიც, მშობლებს რამდენი გადაუხადე მის ცხოვრებაში რომ არ გამოჩენილიყვნენ.

- იდი ... - შეუჯუჯღუნა ვანომ, კარზე ჩამოდებულ ოდაყვზე მხარი აკრა და მანქანა დაქოქა.

***
ცაზე ჯერ კიდევ ბენელოდა. ერთი საათის დაძინებული თუ იქნებოდა, ისევ რომ გაეღვიძა. მშფოთვარებას აეტანა, აქამდე რომ სიზმარი ათასში ერთჯერ ენახა იმ ერთ საათში ყველაფერი ერთდა დაესიზმრა. ძილი დაუფრთხო. ისმასაც ნატრობდა, ნეტავ სულ არ გათენდეს და სამუდამოდ შევძლო ამ სახლში დარჩენაო, მაგრამ მომდევნო აზრები ისე უსურვაზივით შემოეხვა გონებაზე, წამდა-უწუმ ფანჯრიდან აპარებდა თვალს, იქნებ ალიონიც მეღირსოს და ეს ფიქრები გამეფანტოსო. შვება იყო მისი ფიქრებსითვის გარიჟრაჟზე სინათლის გამოცენა. უმალ წამოხტა საწოლიდან. მოუსვენრად დაბორგავდა ოთახიდან ოთახში, იქაურობას ემშვიდობებოდა. არა სამუდამოდ, მაგრამ წინასწარ გრძნობდა, მეორედ ამ კედლებს სხვანაირი არიდა შეხვდებოდა. ათასი ფიქრით გარემოცულს კარის ხმა მოესმა. ლენა იყო. ვიფიქრე დაგჭირდები, დადუნაც არაა, უნდა გასაუზმო და ეგეც რომ არა, დილით ყავას ვინ მოგიხარშავდა თუ არა მეო. დატრიალდა ქალი და სამი ჭიქა ყავაც შემოდგა გაზქურაზე. ამასობაში ელენეც შემოუერთდათ, როემლსაც არიდასთან ერთად გაეღვიძა, მაგრამ მისი მარტო დატოვება არჩია და საძინებლიდან არ გამოვიდა.
- ისეთი ადამიანის გვერდით მიდიხარ ბედნიერებით უნდა ფრინავდეო, ჩემო ცქრიალა. - კიდევ ეფრთხელ დაუცაცხანა ქალმა არიდას, რომელიც დაღვრემილი სახით შეექცეოდა ყავას. ვინ იცოდა რას ფიქრობდა, რას ეთხოვებოდა მისი გული.

- ბედნიერი ვარ ლენა, მართლა. უბრალოდ დედა მედარდება და ამიტომ ვარ ასე. თანაც ადვილი ხომ არ არის მშობლიური სახლის დატოვება. - ტავი იამრთლა არიდამ.

- მესმის, განა არ მესმის, მაგრამ მაინც ეცადე გამოხატო. - არ ეშვებოდა ქალი.- დადუ კარგადაა და მალე ბევრად უკეთ გახდება. ამ სახლს სამუდამოდ ხომ არ ტოვებ, აქვე იქნები და ხშირად გვესტუმრები.

- ასეთ დროს რომ ვტოვებ ... - სევდიანად ამოიკვნესა

- ახლა შენი ბედნიერება ყველაფერზე მთავარია. როგორც იქნა გახარებულს გნახავთ და სხვას არაფერს არაქვს მნიშვნელობა. - მის გადაწყვეტილების სისწორეში არწმუნებდა ლენა. - დედაზე ერთი წამით არ იდარდო, თუ საჭირო გახდა მეც მასთან დაგმოვალ საცხოვრებლად. შენც მოხვალ ხოლმე... მანამ კი იმკურნალებს და ძალინ კარგად გახდება. ხომ ხედავ ის ბიჭი არაფერს იშურებს. ღმერთმა დალოცოს ამისთვის.

- უკვე დალოცა, არიდასნაირი რომ მოუვლინა ცხოვრების მეგზურად. - თბილი ხმით და ღიმილით თქვა ელენემ.

- ოდესმე შენს თავზეც ხომ უნდა გეფიქრა, ხოდა ეს ოდესმე დადგა ჩემო გოგო.

მერე უხმოდ დალიეს ყავა და არიანდა თავის საძინებელში ბარგის შესაკვრელად გავიდა. არ იცოდა რა დროს მიაკითხავდა დათა, მხოლოდ გააფრთხილა მზად დამხვდიო და მანაც ადრიდანვე დაიწყო თადარიგის დაჭერა, რათა მერე დიდხანს არ დაეყოთ ერთად იმ ჭერქვეშ. მეც ისე მოვინდომე, თითქოს ისევ ჩემი იყოს ეს ბინა, მისია და როცა მოუნდება მაშინ მოვა და წავაო, შეახსენა თავს. სიკვდილს უტოლდებოდა მისთვის იმ სახლის დატოვება, იმ დროს, როცა დედა სახლში არ იყო. მით უფრო, რომ დედა საავდმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა. ვერავის ეტყოდა, ვერავის აუხსნიდა და ეს დარდი უფრო მეტად ამძაფრებდა დათასთან ერთად ცხოვრების უსიამოვნო განცდას. არასდროს უფიქრია იმ სახლისა და დედის მარტო დატობვებაზე. ენეგონა რომ სამუდამოდ იქ იცხოვრებდა და ახლა ეს ათასი ცუდით დახუნძლული სიახლე ისე ერთაბასად დაატყდა თავზე... კი გააფრთხილა დათამ, დრო გაქვს და გაისიგრძეგანეო, მაგრამ ასე ადვილია? სიყვარულითა და ზარზეიმით რომ თხოვდება ქალი მაშინ ვერ აცნობიერებს სრულად მომხდარს, შეცვლილ ყოფასა და გარემოს და არიანდას შემთხვევა ხომ ძალიან განსხვავებული იყო. მერედა როგორ ეუბნებოდა ხოლმე დადუნა, აქედან თეთრი კაბით უნდა გაგაცილოვო, ის კი იმ წამს აბუზღუნდებოდა., არსად წასვლას არ ვაპირებ, არავინ მჭირდებაო. მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა სიყვარულსა და ამგვარ მომავალზე... ცრემლები მოაწვა და იტირებდა კიდეც ლენა რომ არ შემოსულიყო ოთხაში.

- ცაალაგე ?

- კი. - უპასუხა და პატარა ჩემოდანი დახურა.

- სულ ეს მიგაქვს ? - გაიკვირვა ლენამ.

- აქ რომ მოვალ ხომ დამჭირდება. სამოსის ნაწილს ვტოვებ.

- როგორც გინდა. ესეც გამომართვი, - ზურგს უკან მომალული პარკი გაიწოდა.

- ეს რა არის ?

- არაფერი განსაკუთრებული. რამდენიმე ხელი ახალი თეთრეული გიყიდე. გათხოვილ ქალს სხვანაირად სჭირდება. ვიცი შენ არ მოგაფიქრდებოდა. - მაცდური ღიმილით ჩამოურაკრაკა ქალმა და საწოლზე ჩამოჯდა.

- კარგი რა ლენა, რატომ გაწვალდი. რაში დამჭირდება ესენი. ჩემიც მაქვს.

- დედა, დედა, - შეიცხადა ქალმა, - როდის გაიზრდება ეს გოგო ?! არიდა, დღეიდან რაღაც-რაღაცეები შეიცვლება, - უხერხულად დაიწყო ლენამ, - მართალია დიდი ხნით არ ვყოფილვარ ქმართან თანაცხოვრებაში, მაგრამ ცოტაოდენი რამ კი ვიცი. ყოვლშემთხვევაში ის, ეგ პიჟამოები არ გამოგადგება რითიც გძინავს ხოლმე. ღერთო, ჩემო როგორი უხერხული ყოფილა შენტან ამაზე საუბარი...

- შენთანო, ისე ამბობ გეგონება ბევრთან გქონდეს ნასაუბრები. - გულით გაეცინა არიდას.

- ქალიშვილთან ყოფილა ძნელი. ჩემს თვალწინ გაიზარდე. ხომ იცი ისე გიყურებ როგორც ჩემს შვილს. - ნაკავები ცრელი დაუგორდა ლენას თვალზე. - გამოგიტყდები და ძალინ ვღელავ. თან მიხარია, თან ვერ ვიაზრებ რომ უკვე გაიზარდე.

- მოდი ჩაგეხუტო. - უცებ დაეტაკა აცრემლებულ ლენას და მოეხვია. ტავადაც აუჩუყდა გული და ჩუმად ქვითინებდა ორივე. ლენა უცებ გაზრდილ არიდას ტიროდა. არიანდა კი თავის ბედს დასტიროდა.

- კარგი მოვრჩეთ ახლა, - დაუცაცხანა ქალმა.- მე რას მიგდებ ყურს და იცრემლები, დავბედრი და ემოციებიც მომეშალა, - გაეცინა თავის შეფასებაზე ქალს, - თვალები დაგიწითლდება და დათას აღარ მოეწონები, - შემჭკნარი ხელებით ცრემლი შეუმშრალა გოგოს. - აღარც იმ თემას მივუბრუნდები, რაღაც ვერ გამომდის ახსნა. ვიფიქრე დადუნაზე უკეთ შევძლებ ცოტაოდენი ვესაუბროთქო, მაგარამ მასზე ნაკლებად არც მე მებლუკება ენა.

- კარგი ლენაჩკა, მოვახერხებთ რამეს.

- მოახრეხებთ აბა რას იზამთ. ვის ვერ მოუხერხებია. ახლა იმ შენს დათას რომ ესმოდეს რას გარიგებ, იწყენდა კაცი. კარგი ბიჭი ჩანს და ყველაფერი კარგად გექნებათ, დარწმუნებული ვარ.

- ხო. - უღერღილოდ დაეთანხმა არიდაც.

- კარზე ზარია, - ოთახში გაღიმებული სახით შეიხედა ელენემ.

- შეგიძლია გააღო? მე ცოტა ხანში გამოვალ.

- რა თაქმა უნდა. - კარისკენ გაემათა.


თავისი პატარა, თხელი ხელებით გასაღები გადასწია და მწყობრიდან გამოსული სახელურზე დაქაჩვით ძლივს გახსა ურდული. ნელ-ნელა გამოაღო კარი და მხიარულ სახეზე ფერი ეცვალა, ნაცრისფერი თვალები რომ იცნო. ვანოს დათასთვის კართან წინ დადგომა დაესწრო. ხელში ორი თაიგული ეჭირა. უთუოდ დათასთან შეუთანხმებლად ჰონდა ნაყიდი. სხვა შემთხევაში ერთი თავად სასიძოს უნდა კავებოდა. მეორე ხელიც სახელურს მოუჭირა გოგონამ და კარიანად კუთხეში აიწურა.

- მობრზანდით. - წარმოთქვა აღელვებულმა.

- გამარჯობა ! - მიესალმა დათა, ვანოს დაქაცა და უკან ჩამოიტოვა. - როგორ ხარ ელენე ? - თბილად მოიკითხა გოგო და სახლში შევიდა. გონება მიბნედილი ვანოც მიჰყვა.

- გამარჯობა. თქვენ როგორ ხართ ? - თავდახრილმა უპასუხა და კარი მიხურა.

- თქვენობით მომართვა არ არის საჭირო.

- კარგი.

- მე არ მომესალმები ელე ? - ჰკითხა ვანომ, აქამდე რომ თავლოუცილებლა უყურებდა და მაცდურად ჩაეციან.

- ელენე მქვია. - მკავხედ უპასუხა გოგომ და სახეზე ალმური მოედო. თვადაც გაკვირდა, რატომ გაღიზიანდა ასე. - მისაღებში შევიდეთ. - წინ სწრაფი ნაბიჯებით გაუძღვა.

- სიამოვნებით დაგციენბდი ახლა. - ხმადაბლა გადაულაპარაკა, სულეელივით მომღიმარ ვანოს დათამ.

- ვა, ეს რა კერკეტი კაკალი იქნება.

- ჯერ სწავლა უნდა ხომ იცი, შენთვის არ სცალია.

- მოუწევს სწავლასთან შემათავსოს.

მისაღებში დასხდნენ. ვანომ თაიგულები მაგიდაზე დაალაგა.

- არიანდას ვეტყვი, რომ მოხვედით. საძინებელშია.

- იყოს, არ გვეჩქარება. თავად გამოვა. - შეაჩერა დათამ. - ელენე, სწავლის საქმე როგორ მიდის ?

- კარგად. არიანდამ საჭირო მასალა მომიტანა და ვმეცადინეობ. ვფიქრობ გამოცდების პერიოდისთვის მზად ვიქნები.

- წარმატებებს გისურვებ. მეც დაგეხმარები, რაშიც დაგჭირდება.

- არ მინდა შეაგუწო. - იუხერხულა .

- ეს ჩემი სურვილია. გამიხარდება თუ ნებას დამრთავ. - მიუგო დათამ.

- ყავს მოგიმზადებთ. - პასუხს აღარ დალოდებია , სწრაფად წამოდგა ვანოს დაჟინებული მზერით დამორცხვებული და სამზარეულოში გავიდა. როგორც კი თვალს მიეფარა გულზე ხელი მიიჭირა, უცნაურად აფართხალებოდა.

- სულ ბავშვია და გაითვალისწინე. ხომ ხედავ გააქციე. - უსაყვედურა დათამ.

- ვერ ხედავ რა ლამაზია და როგორ არ ვუყურო ?!

- მისმა სილამაზემ დაგამუნჯა ? - გარემო მოათვალიერა. უფრო მოხერხებულად დაჯდა სავარძელში. იფიქრა რომ არიდას ლოდინი დიდხანს მოუწევდა, გოგო განგებ არ გამოვიდოდა დროულად. ცალი ხელი სავარძელის საზურგის თავზე გადადო და თითები ათამაშა, თან ვანოს უყურებდა დამცინავი გამომეტყველებით. ართობდა მისი მდგომარეობა. - ვანო შენ გეკიტხები. - შეახსენა პასუხი რომ არ გაუცია.

- დაინახე, წეღან როგორ „დამადო“ ? - ორივეს გაეღიმათ, - ისევ რამე უკმეხს მეტყვის ვატყობ და სჯობს ჯერ არაფერი ვუთხრა. - წელში მოიხარა მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და მანქანის გასაღებს დაუწყო წვალება.

- ჩემთან კი ხდები ენაწყლიანი და ბრძენი. - კვლავ დაცინა დათამ და კარისაკენ გაიხაედა.

- შენ კი არ მევასები შეჩე... - სიტყვა გზაში გაწყვიტა ვანომ, რადგან მისაღებში არიანდა და ლენა შემოვიდა. ორივე ერთდროულად წამოდგა ფეხზე, შეეგებნენ შემომსვლელებს.

- გამარჯობა ! - ხელოვნური ღიმილით მიესალმათ არიანდა.

ლენა მათკენ ქოთქოთით წავიდა.

- შვილო, ახლა რომ არ მოგეხვიო არ შემიძლია. - დათას უკითხავად მოხვია წელზე ხელები. უფრო მაღლა ვერ შესწვდა. მოულოდნელობისაგან გახევდა ბიჭი. მალევე მოსცილდა ლენა და მადლობები დააყარა. - შენმა გამზრდელმა იხაროს შვილო, შენ არ იცი რა სიკეთე გააკეთე. უფალმა სულ დალოცვილი გამყოფოს, - საამადლობელი სიტყვები არ ელეოდა ქალს.

ამასობაში ვანომ არიდასტან გადაინაცვლა და გვერდით ისე ახლოს დაუდგა დაბალ ხმაზე ნათქვამი რომ გაეგო. თავი ოდნავ გადახარა მისკენ, მზერით კი მოქოთქოთე ლენასა და დათას აკვირდებოდა.

- მიხარია ყველაფერი კარგად რომ არის. - გადაულაპარა გოგოს.

- რის კარგად ყოფნას გულისხმობ ვანო ? - ამავე ტონში მიუგო არიდამ, რომელიც იმავე წყვილს უყურებდა და ბრაზობდა ლენა ამდენ დაუმსახურებელ მადლიერებას რომ გამოხატავდა.

- მაგალითად, დედა რომ კარგად არის.

- ააა, მადლობა...

- სხვა დანაჩენიც კარგად იქნება, დამიჯერე მეგობარო. - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა.

- როგორც სჩანს, კარგად ყოფნის ხვადახსვა საზომები გვაქვს ვანო.

- მხოლოდ მე და შენ კი არა, ზოგადად ყველას თავისი საზომი აქვს კარგად ყოფნის, მაგრამ მე რასაც ვგულისხმობ იმას მხოლოდ ერთი აქვს.

- ცოტა უცნაური ბიჭი ხარ.

- ცოტას არაუშავს.

- შეხედე როგორ ამაყად იღებს მადლობებს. - დათასკენ ანიშნა. - თითქოს იმსახურებდეს. - ვეღარ დამალა გაღიზიანება.

- მოდი ვთქვათ რომ ცოტაზე იმსახურებს, - სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული არიდამ რომ მტრულად ახედა. - კარგი ხო, სულ სულ ცოტაზე. ასე, ნული მთელი ოთხმოცდაცხრამეტი მეასედი პროცენტით. - წარბები დამნაშავესავით სასაცილოდ აძგიბა. არიდას გულრწფელად ჩაეღიმა მის ქცევაზე.

- ხო ქაღალდის ნაგლეჯებისთვის.

ლენას დაჯდომაც ეეძულებინა დათასთვის და თავადაც გვერდით მიჯდომოდა. დათას არც დიდი კმაყოფილება ეხატა სახეზე, თუმცა არც უკმაყოფილება ეტყობოდა.

- ხო გულუხვია. - თავისთვის ჩაიბურდღუნა ვანომ , თუმცა არიდამ გაიგონა და ელდა ეცა.

- შენ ყველაფერი იცი ? - ჰკითა დამფრთხალი სახიტა და ხმით.

ვანომ ვერ მიხვდა რა ყველაფერს ეკითხებოდა, მაგრამ გოგოს გამომეტყველების გათვალისწინებით გამოერკვა რომ რაღაც მეტი იყო მომხდარი ვიდრე უბრალოდ ფულის თხოვნა და მიცემა. იმ დღეს დათას ზარიც მოაგონდა და ...

- არაფერიც არ ვიცი, - სწრაფად უპასუხა, - მხოლოდ ის რაც ჩემით გავარკვიე... საერთო ბუღალტერი გვყავს. - მეტად დაკონკრეტდა, რომ გოგოსთვის ცხადი გამხდარიყო ინფორმაციის წყარო, - ზოგადად დიდი მოსაუბრე არ არის, იშვიათად თუ დაგელაპარაკება და იმის მეასედსაც არ გეტყვის ვიდრე უნდა გითხრას.

- მე მეგონა მეგობრებიც იყავით. - დამშვიდებულმა, რაც მათ შორის მოხდა და ხდებოდა არავისთვის იქნებოდა ცნობილი, შვებით ამოისუნთქა. ვანოს ანიშნა დამსხდარიყვნენ.

- ვართ კიდეც, იმ მეათასედს მხოლოდ ჩემთან ლაპარაკობს. - სიამაყით წარმოთქვა. ჯერ არიდას აცადა დაჯდომა და გვერდით ჩამოჯდა. - ჩვენც გავხდებით მეგობრები. მე შენს მხარეს ვიქნები სულ.

- რა უჩვეულო მდგომარეობააა...

- რა ?

- იმის ნათესავი და მეგობარი გვერდით დგომას რომ მთავაზობ უჩვეულოდ არ გეჩვენება ? აქამდე შეგეშალა ხელი მისთვის, უფრო გადიჯერებდი. - ცივად გამოუვიდა არიდას ნათქვამი, თუმცა ვანოს მხიარული და გულწრფელი გამომეტყველება არ შეცვლია. ლენას მოსმენაში გართულმა დათამ ისეთი მზერა სტყორცნა, მიახვედრა ყველა თქვენი სიტყვა მესმოსდაო.

- ახლა ამის ახნსა ცოტა რთულია. მერე შევეცდები.

- ისე მგონი ღირს შეთან მეგობრობა, გამომადგები რამეში. - ცივი მზერა დაახვედრა არაბულს და ვანოს მიუგო.

- ღმერთო ჩემო, თავს უკვე გამოყეენებულად ვგრძნობ. - სასაცილოდ შეიცხადა ვანომ. - თუმცა მერე მეც დამჭირდები.

- ელენეს შენთვის არ სცალია. - მიახლაა არიანდამ და ვანომ ნაწყენი გამომეტყველება მიიღო.

- ქალბატონო, არ ღირს ამდენი მადლობა, - დაიღალა დათა და ქალის გაჩუმება სცადა, - იმაში არაფერია განსაკუთრებული, თუ კაცი საყვარელი ქალის დედას დაეხმარება. - არიანდას გახედა რაღაცნაირად ცინიკურად.

- შენმა დედამ იცოცხლოს დიდხანს. დადუნა კი მეუბნებოდა დიდად საუბარი არ ეყვარებოა მაგრამ მშვენიერი მოსაუბრე გამოდექი. - სიხარულით აღნიშნა ლენამ. როგორ არ გამოდგებოდა პირდაპირ ძალიტ ამოაწიწკნა სიტყვები.

- თქვენც ქალბატონო. - მიუგო ღიმილით.

- დედა, ჩემი სიკვდილი, სულ დამავიწყდა არიანდას ნახვა რომ არ დაგაცადე. მოდი ჩემო გოგო, გვერდით დაუჯექი. - უცბად წამოხტა და ადგილი დაუთმო. არიდასაც სხვა რა გზა ჰქონდა გვერდით მიუჯდა დათს.

ელენემ ფინჯნებიც შემოიტანა. ყველასთვის გაემზადებია და სათითაოდ ჩამოურიგა. ვანოს წინ რომ უნდა დაედო ოდნავ ხელი აუკანკალდა.

- ფრთხილად, დედიკო. - წაეშველა ლენა. - მიდი ჩამოჯექი, დანარჩენს მე მივხედავ.


ელენესაც აიძულა ვანოს გვერდით დამჯრაიყო. იქ მეტი ტავისუფალი სავარძელი აღარც იდგა. ის ცოტაოდენი ადამინაური ფერი რაც სამზარეულოში დაბრუნებოდა ელენეს, ისევ დაკარგა. სამაგიეროდ ვანო აღარ ეტია ტყავში კამყოფილებით. გახედა უხერხულობისაგან აწურულ ელენეს და მეტად რომ არ აეფორიაქებინა დივნის კუთხეში მიიწია. არადა ერთი სული ჰქონდა, ოდნავ მაინც შეხებოდა. დატას უნებურად ეღიმებოდა ვანოს დანახვაზე. ხმას არავინ იღებდა. მხოლოდ ლენა დარბოდა სამზარეულოსა და მისაღებს შორის. ცოტაოდენი ნუგბარი არაიდასგან უჩუმრად გაემზადებია და ახლა შემოჰქონდა. კრიჭა შეკრულები პირის დაკარებას არაფერზე აპირებდნენ, მაგრამ ლენა არ მოეშვა და მისთვის არ წყენინების მიზნით გბილი გაკრეს. მხოლოდ დათას ვეღარ მიაძალა, ბიჭმა თავაზიანად უთხრა, ტკბილს არ გეხლებითო. რამდენიმე სიტყვაც გაცვალეს ერთამნეთში, ისევ ლენას ენაწყლიანობის გამო. ეგ კი არა და, ისიც იკითხა, მშობლები რატომ არ გახლავსო. დათამ ამაზეც ზრდილობიანად უპასუხა მამა გარდაცვლილი მყავს დედა კი აქ არ იმყოფებაო. შეწუხდა ქალი.

- დროზე წავიდეთ, უკვე წარმოუდგენლად მაღიზიანებს ეს ფარსი. - უთხრა არიდამ, რაც ლენა გავიდა და ელენეც თან გაიყოლა.

- მეც სულ არ მხიბლავს აქ ჯდომა, - წყვდიდაჩამდგარი თვალებით დახედა ზემოდან გოგოს არაბულმა, - მაგრამ შენ მოინდომე ყველაფრის საიდუმლოდ დატოვება და ამ ფარსის მოწყობა. - დაასრულა თუ არა ფეხზე წამოდგა ბიჭი. - წავიდეთ. - უხეშად მიმართა ნაწყენმა..

- უკვე მიდიხართ? - დაღვრემილად იკითხა იმ წამს შემოსულმა ლენამ.

- დიახ, დროა.

- ბედნიერები იყავით შვილო. სხვას შენს ადგილას ვეტყოდი, გაუფრთხილდითქო, მაგრამ ვფიქრობ შენ არ გჭირდება. - თბილად მიმარტა ლენამ დატას. ამ სიტყვების მოსმენაზე სულ მთალად გაგჟდა არიანდა. ინსტიქტურად მოეჭიდა დათას ხელზე და ფრჩილები ჩაასო. ბიჭმა ხელის მოჭერით შეჩერა და მისი მტევანი საიმედოდ მოიმწღვდია.

- სხვა ჩემს ადგილას ვერ იქნებოდა. - მიუგო. - კარგად ბრზანდებოდეთ !

- ეს თქვენ მოგიტანეთ, მადლობა თბილი დახვედრისთვის. - მაგიდაზე დალაგებულ ყვავილები აუიღო ვანომ და ლენას გაუწოდა. იმ წუთას ყვავილების საუკეთესო ადრესატად ლენა მიჩნია. სულ ორი იყო და თანაბრად ვერ გაანაწილილებდა. თანაც ეგეც რომ არ იყოს, არიდას თავად ვერ გადასცემდა, იმ დროს როცა წესით დათას უნდა მიეცა, ის კი ცოცხალი თავით არ გააკეთებდა ამას. ელენესაც ვერ მისცემდა, ვაი და არ გამომართვას, ან თავში გადამცხოს მე რას მყიდულობდიო... კიდევ ჯანდაბას და გოგონებისთვის მიეცა, ლენა ხომ უყვავილოდ დარჩებოდა....მოკლედ რა აღარ განიხილა გაბოროტებული ვანოს ფიქრებმა და ლენა საუკეთესო გამოსავლად მიიჩნია. - მომავალ შეხვედრამდე, - ხმამაღლა დაემშვიდობა და ელენესაც შეხედა.

***
მინაში იყურებოდა და ყველაფერს ითვლიდა რაც კი გზად შეხვდათ. არც დათას შეუწუხებია თავი მასთან დიალოგით. უჩვეულოდ ნელა მიჰყვებოდა გზას, აქმადე რომ არ გასჩენია ასე ნელა სვლის სურვილი. აღარსად ეჩქარებოდა...
დიდი, რკინის შავი ჭიშკრის წინ შეჩერდნენ. დაცვამ კარი გააღო. დათამ ეზოში შეიყვანა მანქანა, ზრავი გამორთო, მაგრამ გადასვალას არ ფიქრობდა. არც არიანდა ირხეოდა. უზარმაზარ თეღრ სახლს უყურებდა მინიდან.
- ეს სახლი უნდა გახდეს შენი ბოროტების სავანე ? ლამაზი სახლია და დასანანია, აურას გავუფუჭებთ.

- მამაჩემის სახლია. უფრო სწორად იყო.

- ოჰ, სიმბოლურად შეგირჩევია. ყველაფერზე გაქვს ნაფიქრი.

- ვფიქრობ , შენი ირონია უადგილოა.

- დღეიდან ეგეც მეკრძალება ?

- მე არაფერი ამიკრძალია ჯერ.

- ახლა რა იქნება ? იმ სახლის ზღურბლს რომ გადავაბიჯებ რა იქნება დათა ?

- ეგ ჯერ არ მომიფიქრებია.

- ღმერთო ჩემო, მაგაზე ფიქრი როგორ დაგავიწყდა ?

- გითხარი უეკვე, უადგილოათქო შენი ირონია ! ყველა წუთს წინასწარ არ ვგეგმავ არიანდა. არის საკიტხები სადაც სპონტარნური გადაწყვეტილებებიც მჩვევია.

- ანუ გამოდის რომ ყოვლეთვის ყველაფერს უნდა ველოდე შენგან.

- ჩემი ქმედებები პირდაპირპროპორციული იქნება შენი ნაბიჯების. ერთი რამ არ შეიცვლება არასოდეს- ღალატის გამო მოგკლავ. გაფიქრებაც არ გაბედო.

- სულით ავადმყოფი ხარ. - შეჰყვირა არიანდამ და ტყვიასავით გადახტა ავტომობილიდან.

- ვახშმის მომზადება შენ მოგიწევს, - დათაც გადაჰყვა. - მანამდე კი საძინებელში ავიდეთ. - ამის გაგონებაზე ცივად შებრუნდა არიანდა მისკენ. - დაგაბინავებ. - სარკასტული მზერით გადაუსწრო წინ და თან დაცვას ანიშნა, ჩემოდანი წაეღოთ.

- ღმერთო, გემუდარები მომეცი ძალა ! - ჩუმად შეევედრა გოგონა და უკან გაჰყვა.

სახლში შესულმა გარემოს მოავლო თვალი. წინა ორი სტუმრობებისას ვერაფრის დამახსოვრება ვერ შეძლო. შეამჩნია, რომ ძალიან ლამაზი და დიდი მისაღები ოთახი ჰქონდა სახლს. მინიმლისტური დეკორაციებითა და ავეჯით. მხოლოდ ის, რაც საჭირო იყო. მისი ყურადღება სამხრეთ კედელზე გნლაგებულმა დეკორაციულმა თარომ მიიქცია, სადაც უამრავი ფერადი სხვადასხვა ფიგურა ელაგა. თეთრი შეფერილობის ტაროზე განსაკუთრებულად ლამაზად მოსჩანადა ეს სიფერადე. მისკენ წავიდა. მიახლოებული ვერცხლისფერ ანგელოზებს დააკვირდა. სამი ანგელოზი ერთ ხაზში ჩაემწკრივებიათ. იქვე იდო ათენას ქანდაკებაც, თავისუფლების სიმბოლო, ეიფელი, ძუ მგელის ქანდაკება ... კარგად რომ შეიმცნია ყველა ნივთი, მიხვდა, იმ თაროზე სხვებთან ერთად ყველა ქვეყნიდან თუ ქალაქიდან ჩამოტანილ სუვენირს მოეყარა თავი. არცერთს მტვრის ნატამალიც არ ედო. ყველაფერი ბრწყინავდა. თაროს ცენტრში ოქროსფერი კუპიდონის ქანდაკებას ისარი, გულის ფორმის ნაკეთობისკენ მიემართა. გაბადრული სახით აიღო ხელში კუპიდონის მსხვერპლი და სიყვარულის მეისრესაც უპირებდა აღებას, მაგრამ დათას ხმამ გააჩერა:

- ეგ, შენი გულია. ფრთხილად, არ დაგივარდეს და თორემ დაიმსხვრევა. - მხიარული იდილია დაურღვია. სახე მოეღუშა. როგორი უადგილო იყო ახლა მისი გამოჩენა, მაგრამ ვერ მოითმინა. მამის სახლი ბედნიერად მომღიმარი არიანდა ვერ აიტანა და მითუმეტეს სიყვარულის სიმბოლოებით ხელში.

- ეს სპონტანური გადაწყვეტილება იყო ? - ნივთი ადგილზე დააბრუნა და შებრუნდა, - არაფერია შენს გადაწყვეტილებებში სპონტანური, ეს შენც უკეთ იცი. იქვე გქონდა ჩემს კითხვაზე პასუხი, მაგრამ აქ მიპასუხე. ვიცი რომ ამ სახლში წამით გაღიმების საშუალებასაც არ მომცემ.

- ოთახში ავიდეთ. - უხეშად ბრძანა.

დეჟავუ ჰქონდა არიდას, ფულის თხოვნის დღე გაახსენდა და სულ კანკალით გაჰყვა უკან.

დათამ თავის ოთახში შევიდა. არიდა კი კარში გაჩერდა და თავის ჩემოდანს დახედა, დათას საძინებელსა და იმ საძინებელს პირველად რომ გაიღვიძა, შორის კედელთან დაედოთ. ზუსტად შუაგულში იდო.

- რას უცდი.? - გამოსძახა ოთახიდან.

- სად უნდა დავიძინო ? - შიშით იკითხა,

- რა თქმა უნდა ჩემ საძინებელში... - სიტყვა ისე გაწყვიტა აშკარა იყო, არ დაუსრუულებია. არიანდასკენ შებრუნდა ბოროტულად გაეღიმა და განაგრძო, - არა. ვერ ვიტან, როდესაც ვინმეს ჩემს გვერდით სძინავს. - ისე გაეხარდა არიანდას ტაშსაც შემოკრავდა შესაძლებელი რომ ყოფილიყო. შენიშნა დათამ და არა შეარგო ნაადრევი სიხარული, - თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენს ოთახში არ მოგაკითხავ როცა სურვილი მექნება. მე არ, მაგრამ შენ გამიყოფ ხოლმე საწოლს ცოტახნით.

პირი გააღო რაღაცის სათქმელად ელდანაკრავმა და სიხარულჩაშხამებულმა გოგომ, მაგრამ ტირილმა გამოასწრო სიტყვებს, ჩემოდანს ხელი დასტაცა, თავის ოთახში შეათრია, კარი გადაკეტა და აქვითინდა.
დათამ პიჯაკი გაიხადა და იატაკს დაანარცხა...
ხომ გახსოვთ, როგორ უთხრა ვანოს მაშინ, დავტანჯავ რომ მე მეტად დავიტანჯოვო.
დაიწყო...

- გლოვას თუ მორჩი სამზარეულო გელოდება. - კარზე მიუკაკუნა არიდას, - ერთ საათში ვახშამის დრო მაქვს. - სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, არიდამ კარი გააღო. ისე მოულოდნელად გააკეთა ლამის შეხტა დათა.

- რა მოგიმზადო ? .

თავდახრილმა მალულად შეხედა ბიჭს. სპორტული, თავისუფალი სტილის შარვალი ეცვა.
მოკლემკლავიან მაისურში უფრო მეტად გამოჰკვეთოდა მხარ-ბეჭი დათას. ასე უფრო მომხიბვლელიაო, დაასწრო ფიქრმა და წამსვე იკბინა ენაზე.

- სამზარეულოში დევს ჩამონათვალი, რა როდის უნდა მოამზადო.

- დამავიწყდა თადარიგიანი რომ ხარ. - გვერდი აუარა და კიბეებს ჩაუყვა.

მაცივრის კარზე დაუხვდა გაკრული კერძების ჩამონათავალი. შესაშური გემოვნება ჰქონდა არაბულს, ჯანსაღისკენ მიდრეკილი. ხუთი წუთი დასჭირდა გოგონას იმის გასარკვევად თუ სად რა იდო. ყველაფერი მოიმარჯვა და საქმეს შეუდგა. დათაც შეყვა სამზარეულოში. ბარის საკამზე ჩამოჯდა, წვენს სვამდა, თან არიდას ადევნებდა თვალს.

- სულ აქ უნდა იჯდე ?

- რაშია საქმე, საწამლავის ჩასაყრელად დრო არ გექნება?

- თავადც კი ხვდები, რომ მაგის მიზეზი მაქვს.

- ხო, ჩემი მიზნები შენშიც აღვიძებს მავნე სურვილებს.

- სულ ვერ მიყარაულებ. მოვახერხებ როდესღაც.

- თუ სიკვდილი მიწერია, აუცილებლად ამირეჯიბის ხელით უნდა მოხდეს. ეს აქსიომაა. ერთი ოჯახიდან მესამე მსხვერპლი და ტრილოგია გამოგივათ ამირეჯიბებს. - აქეთ მოწამლა გოგო და სამზარეულო დატოვა.

არიდამ სადღაც გულის სიღრმეში გაიფიქრა, სიმართლე თქვაო და ამ სიმართლით უფრო მეტად გულდამძიმებული, სიმწრით ჩააფრინდა სამზარეულოს დახლის ზედაპირს. ისევ ჩუმად დაუგორდა ცრემლი.

- მზად არის. - მისარებში გავიდა დათასთან.

- იმედი მაქვს გემიელია და გარეთ ჭამა არ მომიწევს. - ვიდრე სასადილო ოთახში შევიდოდა მანამ წარმოთქავა რეპლიკა. - ერთი თეფში რატომ დევს?

- აბა რამდენი უნდა იდოს ?

- არიანდა, ერთი თეფში რატომ დევს-მეთქი ?

- აქ ერთ ადამიანს ვხედავ, ვისაც ამ მაგიდასთან დაჯდომის უფლება და სურვილი აქვს.

- მოიტანე მეორეც.

- ვინმე დაპატიჟე ?

- მიწვევ არიანდა, მიწვევ... ცუდად დამთავრდება.

- არ მშია.

- გშია. ახლა წახვალ შენთვისაც მოიტან თეფშს, დაჯდები და შეჭამ.

- კარგი. წავალ სამზარეულოშში დავჯდები და შევჭამ. მოახლეებიის ადგილი იქ არის.

- კარგი. მერე კი ოთახში ადი და კარი ღია დატოვე, მეც მალე მოვალ. - მშვიდად განუმარტა და მაგიდას მიუჯდა.

კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს არიდამ, ის რომ არ ერთქვა რისი თქმაც იმ წუთას სურდა. უსიტყვოდ წავიდა, თეფში მოიტანა და მისგან მოშორებით ხამურით დადო მაგიდაზე.

- ჩემს წინ დაჯექი.

- ხომ ვზივარ. თავი დამანებე.

დათამ ჩანგალი ხმაურით დაახეთქა თეფშზე, წამოდგა და არიდასთან მიიჭრა. ცალი ხელი თეფშს მოკიდა, მეორეთი მაჯაში ჩაავლო გოგოს და თავი წინ დასვა.

- ამის შემდეგ სულ ამ ადგილას დაჯდები. არ გაბედო და არ შემეწინააღმდეგო. ახლა საწმელი გადაიღე.
-
ცრემლების ბურთი ყელში გაეჩხირა არიდას. ათრთოლებული ხელი წაიღო და ერთი კოვზი კერძი დაიდო თეფშზე. დათამ თავლებით ანიშნა, ეგ რა არისო.

- მეტი მართლა არ მინდა. - ცუმად დაიჩურჩულა და დათასაც აღარ დაუძალებია.

- ყველაფერზე თუ იტირებ მასეთი ლამაზი აღარ იქნები. - შუა ვახშმის დროს დუმილი დაარღვია არაბულმა. საკითხავია, კომპლიმენტის თქმა სურდა თუ გულის ტკენა. ვერც არიანდამ გაიგო და უცებ ახედა. მაინც შეუწითლდა ლოყები ისე, დათას რომ მოსწონდა. გიჟდებოდა მის სიმორცხვეზე. უკუნითი თვალები დაახვედარა ბიჭმა. - ჩემს კომპლიმენტზე ახლაც ისე ფრთხები როგორც ადრე. თუმცა მე მაინც მიკვირს ასე რამ გაგაკვირვა.

- რატომ ?

- აქამდეც მითქვამს ეს შენთვის და ხშირად გეტყვი, უნდა შეეჩვიო. ბრმა კი არ ვარ, ვერ შევამჩნიო, როგორი მიმზიდველი და სასურველი ხარ. წყევლასავით გექცა ეგ სილამაზე არიანდა, სჯობდა უშნო ყოფილიყავი.

- მაგ შემთხვევაში არ მოგინდებოდა ჩემი აქ მოყვანა?

- მაგას ახლა ვეღარ გავიგებთ.

- გავიგებთ. - ჩაიბუტბუტა და დათამ დაეჭვრბით შეხედა.

- არ გაბედო და შენს სხეულს არაფერი დაუშაო არიანდა !

- გძულვარ მე, მაგრამ გიზიდავს ჩემი სხეული ... თუ აღარ იქნება ჩემი სხეული ისეთი, რომ მიგიზიდოს, დარჩება მხოლოდ სიძულვილი და მგონი ეს ხელსაყრელი ვარიანტი იქნება ორივესთვის.

- არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ უფრო მეტად შემძულდები და უფრო მეტად ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას. - თეფშს ხელი მიკრა და წამოდგა. - მაგ სისულელების მოფიქრებას, სჯობს იმაზე იფიქრო, როგორ არ გამაღიზიანო. ეგ უფრო იქნება ხელსაყრელი.

***

სამზარეულო მიალაგა და ფეხაკრეფით გავიდა მისაღებში. ბედად დათა იქ აღარ იყო. იფიქრა დაიძინაო და დამშვიდებული აუყვა კიბეებს. ჯერ კიდევ ბრაზი ახრჩობდა მათ დიალოგზე და ახლა ისიც დაემატა ასე დამალობანას თამაში რომ მოუწევდა. კარი მხურა მაგრამ არ გადაკეტა. დიდი სისულელედ მიიჩნია. თუ დათას მოუნდებოდა ყველა შემთხვევაში შეაღწევდა იქ და მისი გაფრთხილებისა არ იყოს, ზედმეტ დაძაბულობასა და მის გაღზიანებას მოერიდა. იქნებ მშვიდობით და სიტყვით მაინც გავაწყო რაიმეო, იიმედებდა გულს. სამაგიეროდ სააბაზანოს კარი გადაკეტა, სადაც პიჟამოები შეიტანა გამოსაცვლელად. აქაც ხომ არ შემომიხტებაო. ტანზე გადაიძრო, ერთხანს დიდ სარკეში დააკვირდა სხეულს, რომელსაც აქმდე ასე გულდასმით არ დაკვირვებია, რადგან არასოდეს ჰგონებია რომ რაიმე განსაკუთრებული სილამაზე ჰქონდა. ხშირად კი აღუნიშნავთ მისი სილამაზე, მაგრამ ის მაინც ჯიუტად უმტკიცებდა თავს რომ არაფერი განსაკუტრებული არ ჰქონდა. ახლა კი რატომღაც მოუნდა შეეხედა. იქნებ მეც შევნიშნო, რასაც სხვები ამჩნევნეო, გონებამ თქვა. გულმა კი შეუსწორა-რაც დათამ შეამჩნიაო. რამდენჯერმე დატრიალდა, თუმცა მაინც ვერ მიხვდა იმ იდეალური გარეგნობის მიუხედავად, რასაც სარკე ასე თვაკნათლივ ირეკლავდა, რა იყო მასში ლამაზი და თვალწარმტაცი. ფიქთინა კანი, ლარივით სწორი ტან-ფეხი, სავსე თეძოები. სავსე ქორფა მკერდი ისე ამაღელვებლად სამზერი იყო მის სხეულზე, როგორც აზვირთებული ტალღები კამკამა ზღვის ზედაპირზე. სახე მიიტანა უფრო ახლოს საეკესთან, თმები გადაიწია და თვალებდაჭყეტილი შეხედა ლამაზი ნაკვთების ანარეკლს. მაღალი შუბლი, შავი ხშირი წარბებითა და გრძელი წამწამებით შემოჯარული ლამაზი დიდრონი შავი თვალები, ოდნავ გამოკვეთილი მუდამ ვარდისფერი ღაწვები, პატარა ცხვირი, სიმეტრიული ყბები, ლოყები საუბრისა და განსაკუთრებით ღიმილის დროს ფოსოებს რომ იკეთებს, და ტუჩები ხშირად რომ შემიდარებია წითელი ვარდის დანამულ კოკრებს. შეიძლება ამ სილამაზეს ჩვეულებრივი უწოდო? თვალწარმტაცი იყო არიანდა... გასაოცარი, საუცხოოდ გამორჩეული სილამაზის პატრონი. რთულია ზედმიწევნით კარგად გადმოსცე სიტყვით მისი სილამაზე. ის უნდა გენახათ...
ვინაიდან ვერაფერი ახალი ვერ აღმოაჩინა, სარკეს მოცილდა და პიჟამოები ჩაიცვა. შემოდგომას თავისი კვალი დაეტყო ბუნებისთვის და აცივებულიყო. ამიტომ თბილი საღამურები არჩია. მცივანა გახლდათ სიფრიფანა ქალბატონი. საწოლი აშალა და საბანში შეძრომა აპირებდა, ფეხის ხმა შემოესმა. ირგვლივ ისეთი სიმშვიდე სუფევდა ადვილი გასარჩევი იყო დერეფანში მოძრაობის ხმა. იყუჩა და ყური მიუგდო. ხმამ მისი ოთახი გაიარა, ნამდვილად დერეფნის ბოლოდან მოდიოდა მგზავრი და არა კიბეებიდან, შჩერდა და გვერდითა კარიც გაიღო. ის იყო, იფიქრა, თავის საძინებელში შევიდაო, და შვებით სუნთქვა განაგრძო. რომ ისევ შეეკრა, თავსი ოთახის კარი გაიღო. ფეთიანივით წამოხტა საწოლზე ჩამომჯდარი და კედელს აეკრო. წინ დაუდგა ბიჭი.

- მაინტერესებდა როგორ მოეწყვე.

- კარგად მოვეწყვე. შეგიძლია გახვიდე.

- ჩემი სახლია. დარჩენის დროს და ადილს ვერავის შეუთანხმებ.

- გთხოვ.

- კომფორტული საწოლია? - თითქოს ძალიან ადარდებადა, - აქ უკვე გეძინა და გეცოდინება.

- არ მახსოვს.

- ერდათ მოვსინჯოთ.

პასუხის ნაცვლად გულზე მიიჭირა ხელი და გაჭირვებით ამოისუნთქა არიდამ.

- რამ შეგაშინა ? რამდენიმე დღის წინ თავადა არ მთხოვდი ?

- ასე მოვკვდები... ასე არ შემიძლია დათა... ვეღარ ვსუნთქავ.. ვეღარ ვსუნთქავ... - ორივე ხელს იჭერდა გულზე გოგო .

- დაიძინე.

თითქოს ადვილი იყო იმ ყველაფრის მერე დაძინება. ფანჯარა გამოაღო გოგონამ და ცივ ქარს შეუშვირა პირი. ზანტად მოწკაპუნე წვიმა თქეშად გადაიქცა. ღრუბლებმა ერთიანად შემოიხსნა ძირი და უხვად დანამეს დედამიწა. ცამ იქუხა, შემზარავად გაიკლაკნა ელვა. ღია ფანჯრიდან, რაფაზე შემომჯდარი აკვირდებოდა ჩაშავებულ ცაზე დროდარო მორბენალ დატოტვილი ელვის მდინარეებს. ხანაც ეზოში, ფილაქანზე მოთქარუნე წვიმას უგდებდა ყურს. თავაშვებით მოიწევდა წვეთები დედამიწისაკენ, ეზოში დიდ გუბეებად იკრიბებოდნე და მერე ანცად ცეკვავდა თავისივე შექმნილის ზედაპირზე. კარგად მოსცანდა ეს სანახაობა მკვეთრად განათებული ლამპიონების ფონზე. უყურებდა და გულში თეთრი შურით შურდა ანცად მოკუნტრუშე წვიმის წვეთების დარდი რომ არ იცოდნენ. რომ ახლა მისგან განსხვავებით ბედნიერად, მხიარულად ყოველგვარი გულისტკივილის გრეშე დახტოდნენ. რა კარგია ადამინური ცხოვრება და სატკივარი თქვენი ხვედრი რომ არასოდეს გახდებაო, სევდიანი ღიმილით შეურია ეს სიტყვები ბუნების ხმაურს და მუხლებზე ჩამოსდო თავი. გვიან რამემდე აივანზე იდგა არაბული, დროდადრო ამოწმებდა როდის დახურავდა გვერდით ოთახში მობინადრე ფანჯარას და ჩააქრობდა შუქს, თუმცა დილამდე შემორჩა იქ ამის მოლოდინში. მხოლოდ გარიჟრაჟზე მისცა ძილის უფლება თავს.
***
- სად მიდიხარ ? - კიბეებიდან დასძახა გამოწყობილ არიანდას. ჩანთა აეღო და გსვლას აპირებდა.

- საუზმე მზად არის, სუფრაც გაშლილია. - უპასუხა.

- მე გკითხე სად მიდიხარ- მეთქი !- ნაბიჯებს უმატა და წინ უკმაყოფილო სახი ჩამოუდგა.

- სამსახურში.

- მერე ვის კითხე ? ვინ გითხრა რომ წასვლის უფლება გაქვს ?

- იმ დედას გეფიცები ვის გამო ამ დაწყევლილ სახლსი მოვედი, თუ ჩემთვის გარეთ გასვლის, სამსახურში სიარულის აკრძალვას აპირებ, თუ ჩემს ამ სახლში გამოკეტვას აპირებ, მოგკლავ. - ისეთი მრისხანებით თქვა იფიქრებდი კაცი, რომ მართლაც გააკეთებდა. - შემოსავალი მჭირდება.

- შენ მე ახლა დამემუქრე ? - ღიმილი გაუკთრა სახეზე. ისეთი, ირონიული რომ გინდა გამოგივიდეს, მაგრამ გულრწფელობა ჯაბნის.

- არა, გაგაფრთხილე. - თავისი სიტყვებითვე უპასუხა.

- ვერსად წახვალ...

- მართლა მოგკლავ.- სიტყავ არ აცადა არიდამ.

- მაცადე, იქნებ რას გეუბნები. ვერსად წახვალ ვიდრე ყველაფერს არ გავარკვევთ. ისაუზმე ?

- ასე ადრე არ ვჭამ.

- დღეიდან შეჭამ. წამოდი ჯერ დრო გაქვს, არ მიყვარს მარტო ჭამა.

- შენს გვერდით თუ ვინმეს სძინავს ვერ იტან, მაგრამ მარტო ჭამასაც ვერ იტან. - ამის თქმის დრო იყო ?

- შენი გულწრფელობა სულ გასწრებს. - კმაყოფილმა გაუსვა ხაზი, ანიშნა წინ წასულიყო. - მეგონა გაგიხარდა ჩემს გვერდით წოლას რომ გადარჩი, თურმე გულიც გწყდება.

- გამიხარდა კი არა, ცას ვეწიე, ისე გამიხარდა. - უპასუხა წინწასულმა. თან თავს ლანძრავდა რა სისულელე წამოროშეო. - უბრალოდ ამ წინადადებით ის აღვნიშნე, შენი სურვილების საამებლად რომ ვარ აქ.

- შენი სიხარული ნაადრევი არ აღმოჩნდეს. თუ მოვისურვე შეიძლება ვინმესთან ძილიც შევიყვარო. - მხოლოდ მის გასამწარებლად, თორემ ვინმეს გვერდით დაძინება ფობიასავით იყო დათასთვის.

მაგიდას მიუსხდენე. არიდა იქ დაჯდა, რომელზეც დათამ გააფრთხილა ვახშმისას. დათამ სუფრაზე დალაგებულ კერძებს გადახედა, როგორ წეს-რიგიანად იყო ყველაფერი. კმაყოფილმა აიღო ჩანგალი და გოგოსაც ანიშნა ეჭამა.

- მაგვიანდება, - წამოიწყო არიდამ, რომ მიხვდა დათა სულაც არ ჩქარობდა და არც ის ანაღვლებდა დააგვიანებდა თუ არა მას. - იქნებ მითხრა რა გაქვს გასარკვევი.

- სამსახურში წასვლა რომ აგიკრძალო, მართლა მომკლავ ? - გართობა გადაეწყვიტა ბიჭს. თან ისევ მიირთმევდა.

- ეჭვიც არ შეგეპაროს.

- შემაშინე.

- იტყვი ?

- მოკლედ, ეგ სამსახური არაფერში გჭირდება. ისედაც შემიძლია შენი რჩენა. ან სულაც, სხვის პოვნაში დაგეხმარები.

- შენგან რაც ავიღე ისიც საკმარისზე მეტია. მეტი არაფერი მინდა და არც სხვა სამსახური მჭირდება.

- მე მჭირდება. ის იდიოტი ასანიძე ასე უფრო არ შემომაკვდება.

- თავი დაანებე ზურას. რაც იქ გამომეცხადე და გააგებინე, ჩემი ცოლიაო, ახლოსაც არ გამკარებია, ახლაც არ გამეკარება. მასთან კონტაქტი არ მექნება დათა და ნუ იქცევი ისე თითქოს მართლა ჩემი ქმარი იყო, ეჭვიანობდე და გადარდებდეს ვის დავაინტერესებ... გამაღიზიანებელია... უნამუსობაა...

- იცოდე, თუ ... უბრალოდ ახლოს არ გაგეკაროს არც ეგ და არც სხვა... რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდი სტუმრებთან... მშვენივრად ვიცი, ვის რა უტრიალებს გონებაში. რმერთმა ნუ ქნას, რამე არასწორი შეგამჩნიო არიანდა... მხოლოდ ამ შემთხვევაში იმუშავებ იქ. სხვა განსაკუთრებული შეზღუდევბი არ მაქვს. ისედაც არ ხარ დიდად გართობების მოყვარული. ხო კიდევ, ფეხით სეირნობას შეეშვი.

- რატო, ისევ ვერ მოაგვარე ის პრობლემა ? - ლამაზი თავლები საეჭვოდ დააწვრილა და თხელი თიტები მაგიდაზე ააბაკუნა. ეგონას ისევ მოატყუებდა.

- კარგა ხნის წინ მოვაგავრე.

- როდის აპირებდი თქმას ?

- რა საჭირო იყო? შენ მაინც არ გატყობდი დიდად შიშს.

ამ საკითხიზე აუბრის გაგრძელება უადგილოდ მიიჩნია არიდამ. იცოდა რომ ვერას გახდებოდა. ერთი უკმაყოფილოდ ამოიქშინა და ეცადა მტკიცედ ეთქვა :

- ფეხით სეირნი, ერთადერთი საშუალება, რაც ცოტახნით შენგან გაქცევაში, განტვირთვაში დამეხმარება. ვერ ამიკრძალავ ! და კიდევ, ზოგჯერ ავტობუსითაც ვიმგზავრებ ხოლმე.

- კიდევ ხომ არაფერი გნებავთ ?

- არა, გამდლობთ. მე წავალ.

- ლაშა წაგიყვანს. უკვე გელოდება და დღეიდან სულ ის გატარებს იშვიათი გამონაკლისების გარდა.

- ახალი მცველი იპოვნე ?

- ის მცველი არაა ! ადამიანია, ვისაც განსაკუთრებულად ვენდობი და გირჩევ შენც ენდო.

- ნდობა უკანასკნელია რაც ადამინების მიმართ გამიჩნდება. რამდენიმე მწარე გამოცდილების გამო...

- ნდობას იმსახურებენ... სხვათაშორის სჯობს შენც დაიმსახურო, თორემ წამში შეიცვლება ყველაფერი და მერე მართლა ვერ გაადგამ ფეხს ამ სახლიდან.

- თუ მეგონა, რომ შენ იმსახურებდი, რა მოვიგე ?

- ვატყობ საერთოდ აღარ გაგიშვებ.

არიდამ ჩანთას დაავლო ხელი და სირბილით გაიქცა კარისკენ. დათამ ღიმილიანი მზერა მიადევნა, მის ბავშვურ საქციელს.
***

წინა დღის მომენტები გაახსენდა სავარძელზე მიწოლილ არაბულს. სრულიად მარტო იყო და ამ დროს ხომ აძლევდა თავს უფლებას ნაწილობრივი სიმართლე მაინც ეღიარებინა. ინტიქტურად ეღიმებოდა. ენით აღუწერელ სოამოვნებას გრძნობდა, ის ყოველ საღამოს შინ რომ დახვდებოდა. ყველაფერი სიამოვნებდა მასთან. მშვიდი საუბარი, ჩხუბი, წყენა ტკენა და საერთოდ თითოეული წამიც კი. ისიც ეგოისტურად ემაებოდა, რაც წინ ელოდათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა.ის შინ დაიგულა, თანაც ისე, რომ ზედმეტი ცუდის გაკეთება არ გახდა საჭირო. თან მოსწონდა და ამავდროულად საშინლად ეჯავრებოდა ეს ყველაფერი... ამოხეთქა ისევ სიდისმა...
როგორ აშინებდა, როგორ ცახცახებდა, როგორ დაეკარგებოდა ხოლმე ფერი... აკანკადლებოდა მის შეხებაზე და ტაოც აყრიდა...

ააფორიაქა აზრებმა. ფეხზე წამოხტა და ქალაქს გადახედა, იქნებ როგორმე ტვინი გავაჩერო და სულ მასზე არ ვიფიქროვო. ბედად მშველელიც გამოჩნდა.

- ვა, ცოცხალი ხარ ? - ხმაურით შეაბიჯა ვანომ დატას კაბინეტში.

- კითხვის არსს ვერ ჩავწვდი.- უკმეხად მიუგო და თან მადლობაც გადაუხადა გულში.

- მეგონა ერთმანეთს დახოცავდით.

- შენ ბევრი რამ გგონია ვანო.

- და მხოლოდ აქ შევცდი.

არ ღირდა ახლა გიგაურის აყოლა. იქით წაიყვანდა თემას საიდანაც წუთის წინ დაეხსნა.

- ვანო, ნია მოიყვანე ხვალ ჩემთან. მანამდე კი ცოტა რამ უთხარი, ძალიან რომ არ გაოცდეს.

- ნია ?

- ხო, რაიყო ?

- გამიკვირდა. სიმართლე ვუთხრა თუ...

- ვანო....

- ხო კარგი, კარგი... მაგრამ მე მეგონა არავისთვის არ აპირებდი თქმას.

- მხოლოდ ნია ვანო. მხოლოდ ნია და მასაც ნაწილობრივ ეტყვი... უთხარი რომ ცოტა რთული ურთიერთობა გვაქვს... დარწმუნებული ვარ არ ჩაგეძიება რატომ.

- დარწმუნებული ხარ რომ დედაშენს და დედაჩემს არ ეტყვის ?

- კი.

- ისე, რაში გჭირდება ნიასთვის თქმა ?

- გოგოა მაინც. იქნებ რაიმე სჭირდება და... მოახერხებს საერთო ენა გამონახოს, მერე იმასაც მოიფიქრებს როგორ წაიყვანოს ძალით მაღაზიებში. ჭკვიანი გოგოა ჩემი ნია.

- ხო გეგმების დალაგებაში ნამდვილად გავხართ ერთმანეთს. ზოგჯერ შენ მგონიხარ მისი ძმა.

- მეც ვარ.

- ნიას შემოყვანა სარისკოა, მაგრამ საჭიროც ყოფილა. ისა დაა,,,, ელენესაც ხოარ დაპატიჟებდი ?

- ოხ ვანიკო, როგორ ხარ აცნცარებული.

- გოგო თუ მომწონს ეგ ცანცარია შე ჩემ. ?

- კარგი აზრია, თავად მიაკითხე და მოიყვანე. მაინც ვგეგმავდი მის ნახვას, ბარათის მიცემა მინდოდა, დასჭირდება.

- არც წამომყვება და არც მაგ ბარათს აიღებს.

- ეგ შენგანა არ არიღებს, თორემ მე არიანდას ხელით გადავცემ. ხო, რომ არ წამოგყვება ეგეც ვიცი.

- დღეს შეხვედრა რომ არ გვქონდეს სიამოვნებით დაგალურჯებდი. - არ დარჩენია ვანოს შეუმჩნეველი მისი ფარული დაცინვა.

- მომბეზრდა უკვე ეს მუქარები. - წამოდგა და კარისკენ წავიდა.

- კიდე ვინ დაგემუქრა ? მოიცა ის... ვაა... აუ ძმურად, მითხარი რა გითხრა - უკან სიცილთ აედევნა ვანო. - ეგრე რა... მაგარი გოგოა.

***

- შეიძლება ? - არინდას კარზე ქვეშევრდომივით დააკაკუნა ქეთიმ.

- ქეთი - წამოიყვირა გახარებულმა და მისკენ გაიქცა. - ღმერთო როგორ მჭირდებოდი.

- დრო მქონდა და გამოგიარე. მომენატრე და თან შენი ამბებიც მაინტერესებდა ჩემო ვარსკვლავო. ჯერ მოდი, დატრიალდი, ერთი კარგად შემოგხედო. - ერთი ნაბიჯით მოშორდა და დააკვირდა. - დღითი დღე ლამაზდები. ძალინ გიხდება საქმიანი სტილი....

- მორჩები ჩემს ქებას ?

- ვერა. - სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა ქეთი. - ჯერ დადუნაზე მომიყევი და მერე იმაზე, რატომ გჭირდებოდი.

- დედა კარგად არის ღემეთის წყალობით. ექიმი ყოველდღე მირეკავს და მატყობინებს მის ამბებს. საღამოთი მეც გავუვლი.

- უფ რა კარგია. ისე ვარ განაწყენებული რომ დამიმალე და მარტო შეერკინე მის ოპერაციას...

- შენგან ისედაც არ მაკლია გვერდით დგომა ქეთი და ამ მდგომარეობას ვეღარ მოგახვევდი თავს.

- ღმერთო, მომეცი მოთმინეა ახლა არ ვცემო... - სახე მაღლა აღაპყრო და ამოიბუზღუნა ქალმა. - კარგი, აწი რაღას შევცვლით. ახლა იმაზე... ისე მახრჩობს ბრაზი ამაზე მხოლოდ საუბარი რომ შეგვიძლია და მეტს ვერაფერს გიკეთებ...

- ასე სჯობს ქეთი, შენც ხომ იცი ასე უკეთესია ყველასთვის.

- როგორ მომწონდა ეგ ბიჭი. თავის წრეში ისეთი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასეთი აღმოჩნდებოდა.

- ხომ არავისთვის გითქვამს ?

- რას ამბობ. ვახოსთანაც კი არ მისაუბრია... ეჰ, ამ ამბის გავრცელება რომ რამეს ცვლიდეს, ვინ დამასწრებდა.

- დარწმუნებული ვარ მას ამ შემთხვევაზეც კი ექნება ნაფირი და ისევ და ისევ მე დავზარალდები, ჩემი ოჯახიანად...

- ასე მგონია, ამ ყველაფერს ყველამ ერთად შევუწყვეთ ხელი. მეც დამნაშავე ვარ... არაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგად გამერკვია ვინ იყო... მაგრამ მართლა ვერ ვიფიქრებდი არიდა... ბიჭს მოსწონდი, შენც მოგწონდა, ცუდი როგორ უნდა მეფიქრა.

- რა აზრი აქვს იმაზე დარდს, რაც არ შეიცვლებაო, ეს მისი სიტყვებია და ახლა უნდა დავესესხო, მართალია. უკან ყურებით წინ ვერ წავალ,მეკი არ ვაპირებ ერთ ადგილზე გაჩერებას. არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო როგორ გამომაცლის სულს. ერთმა ჭკვინმა ადამიანმა მითხრა, არ ებრძოლო მაგრამ არც დანებდეო, ხოდა ასე ვაპირებ.

- შენ ის გიყვარს არიანდა, ახლაც კი გეტყობა რომ გიყვარს.

- ამის ურყოფას არც ვაპირებ. არ ვიცი როგორ უნდა მოვთოკო ეს გრძნობა, რადგან პირველია და ვერც ვისწავლი ალბათ. ამ ბოლოს ცოტა ტყულების თქმა კი ვისწავლე, მაგრამ გრძნობების მოტყუება არ გამომდის. - თვალები აემღვრა მეგობართან გულწფელად მოსაუბრეს. - იცი რა ძნელია ქეთი ? პირველად შემიყვარდა და თან ვინ ? კაცი რომელსაც ჩემი სისხლის თითოეული წვეთი სძულს.

- მან იცის ?

- რათქმაუნდა. მომიახლოვდება თუ არა გული მივარდება, ვკანკალებ და ფერი მეკარგება. ამის მიხვედრას რა უნდა ? რამდენიც უნდა ვუძახო არ მიყვახართქო, ჩემი თითოეული უჯრედი საპირისპიროს ამტკიცებს... არც მრცხვენია ჩემი გრძნობების და არც მადარდებს ასე რომ მეტყობა... მე ის სიმართლის გაგებამდე შემიყვარდა და ამის გამო თავი დამნაშავედ არ მიმაჩნია. მხოლოდ მოტყუებულად და გამოყენებულად ვგძნობ. მხოლოდ ის მტკივა, არასწორი ადამინაი რომ შემიყვარდა, დაუმსახურებლად რომ ვენდე და გული დავუთმე. თავადც იცის ეს, ხვდება და ამით უნდა სარგებელი ნახოს, მაგრამ ვერ ნახავს. შეიძლება შემჭამოს მისი ოჯახის წინაშე ჩადენილი დანაშაულის სინანულმა, შეიძლება შემჭამოს მისმა სიყვარულმა მაგრამ არა, მისი სიყვარულის სინანულმა... მე არ მრცხვენია ამ გრძნობის, პიქით ვამაყობ. შემიძლია ყველაფრის მიუხედავად ასე გულწრფელად ვაღიარაო... ეს მას უნდა რცხვენოდეს ჩემი, მისადმი დაუმსახურებელი გრძნობის, ჩემი მოპარული გულისა და სიყვარულის. - შვება მოჰგვარა ამოთქმულმა. - იმედია ოდესმე შევძლებ ეს სიტყვები მასაც ვუთხრა.

- ყოველთვის ყველაფერში შეიძლება შენგან მაგალითის აღება... ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოგნებაა და ყოველდღე მარწმუნებ, რომ იმაზე ძლიერი შეგიძლია იყო ვიდრე გუშინ იყავი.

- ძლიერი არ ვარ ქეთი, მეშინია ... მეშინია რომ უკიდეგანოდ მატკენს. ყოველდ დაღამებას შიშით ველოდები და ამის გამო ჩემს მეორე მხარეს სძულს. იმდენი მხარე აღმოვაჩინე უკვე ჩემში... თან ყველა სხვადასხვას ფიქრობს მასზე.

- თავი არ დაკარგო. ეცადე, ისე არ მოგიცვას მისადმი სიყვარულმა, მასში იმის ძებნა არ დაიწყო რაც გინდა იპოვნო. შავი თეთრად არ მოგეჩვენსო... თუმცა არც ისე ქნა, რომ თეთრი შავად გადაღებო. ვიცი რთულია, მაგრამ ფიქრის უნარი არ დაკარგო.

- რთულია... არაფერი აღარ არის ისე, როგორც ადრე. ჩემი ეს მდგომარეობა არაფრით გავს ადრინდელს. ჩემი თავი მე აღარ მეკუთვნის, სახლიდან გამოსვლის დრო მას უნდა ვამცნო თურმე... თითქოს სხვის ცხოვრებაში აღმოვჩნდი და ახლა არ ვიცი როგორ განვაგრძო... არ ვიცი როგორ შევეგუო, როგორ ავუწყო ფეხი ახალს ...

- არ გაჩერდე! მერე შენი ნაბიჯები თავად აირჩევს ბილიკს, თავად იპოვნის საჭირო გზას. მე შენს გვერდით ვარ და თუ ჩათვლი, რაიმეთი შენი დახმარება შემიძლია, მუდამ მზად ვარ.

- ეს ჩემი და რაოდენ არასასურველიც არ უნდა იყოს, მისი გზაა ქეთი... ან ერთად გავივლით, ან ერთად ვინანებთ ერთ ადგილას დგომას.

- მიხარია, საღად განსჯის უნარს რომ არ კარგავ. მიხარია, დაბოღმილ ქალად რომ არ იქეცი.

- მჯერა შევძლებ. არ ვიცი როგორ, მაგრამ შევძლებ მასზე გავიმარჯვო. არ შევებრძოლები, მაგრამ თავდაცვით გავამწარებ.

- აი ასე... ახლა ნამდვილი ამირეჯიბი ხარ. - აღტაცებით წამოიძახა ქეთიმ და უმალ იკბინა ენაზე.

- ისე ამბობ, გეგონება ჩემს გარდა ვინმეს იცნობდე.

წუთის წინ ცრემლიანმა ახლა მხიარულად მიუგო მეგობარს და თავისი კეთილი გულით განმუხტა ქეთისთვის დაძაბული სიტუაცია. თუმცს ქეთის სინდსისი ქენჯნას ერთი წვეთი დაუმატა.

- საღამომშვიდობის ! - კარზე დაკაკუნების შემდეგ შევიდა კაბინეტში ბაკურაძე და თავაზიანად მიესალმა იქ მყოფთ. - შენს წასაყვანად მოვედი. - უთხრა არიდას.

- კარგი, მეც წავალ. კიდევ შემოგივლი ჩემო ვარსკვლავო. - გამოემშვიდობა არიდას ქეთი და ისე გავიდა ზედაც არ შეუხედავ ლაშასთვის.

- ძალიან მაინტერესებს, რატომ დათანხმდი ჩემს უკან დევის შემოთავაზებას ?

- შეიძლება? - დივანზე ანიშნა, არიდამაც თავი დაუკრა. ისიც დაჯდა. - მინდოდა ამ ფორმით შენთვის მომეხადა ბოდიში.

- რისთვის?

- იცი რისთვისაც.

- რატომ და როგორ ?

- იმიტომ, რომ ძალიან მიდნა კარგი ურთიერთობა ავაწყოთ. როგორ და იმაზე კარგი თანამგზავრი ვიქნები, ვიდრე წინამორბედები. თანაც დათაც უფრო მშვიდად იქნება. ყოველ წუთას არ გადაგამოწმებს სად ხარ.

- ანუ, შენს გვერდით თუ ვიქნები, მეტ თავისუფლებას მომცემს და სადაც მინდა იქ წავალ ?

- სწორად გამოიცანი. თუმცა სულ ყველგანაც ვერა; წახვალ არა-წავალთ.

- მაინც მაწყობს.- გაეღიმა არიანდას. - იცი კიდევ რა მაინტერესებს, რატომ გაწუხებთ სინდისი ყველას, მის გარდა?

- შენ გავიძულებ.

- მას ვერ ვაიძულებ ?

- მეტად ეცადე დაინახო. არ მისცე შექმნილ მდგომარეობას იმის საშუალება სიმართლის დანახვაში ხელი შეგიშალოს.

- რაიმეზე მიმანიშნებ ?

- შეასძლოა.

- იქბე ბოლომდე გეთქვა.

- ეს ის საკითხი არ არის, რაზეც მე უნდა გესაუბრო.

- მაგრამ შენ იცი.

- ჭკვიანი გოგო ხარ და ეს მაიმედებს.

- უცნაური მეგობრობა გცოდნია... ვანოსაც...

- არ ვიცი რა არის უცნაური ამაში, მაგრამ ისეთი ვიცი, როგორიც საჭიროდ მიმაჩნია. ახლა წავიდეთ .

- დაზღვევის ფული მაქვს გადასახდელი. შეგიძლია ბანკომატთან გამიჩერო ? ისედაც დამაგვიანდა და მიკვირს როგორ არ შემახსენეს.

- გახსენებენ ხოლმე ? - საეჭვოდ იკითხა ლაშამ თან კარში გაატარა.

- არ ვიცი. სულ მესამედ ვიხდი და პირველად დავაგვიანე. ისეთი ჰუმანური პირობებით მომცეს დაზღვევა, მესირცხვილება დაგვიანება.

- სადაზღვეო და ჰუმანურობა ? - თითქოს ძალინ გაკვირდა ბიჭი.

- ხო მეც ისეთი გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ თურმე სასწაულებიც ხდება. - ძალიან უშუალოდ, თავისუფლად საუბრობდა ბაკურაძესთან.

- ნეტავ ვისი ხელი ურევია მაგ სააწაულში. - ტავისთვის ჩაიბურღუნა ბიჭმა.

- რამე მითხარი ?

- ნუ დარდობ დაგვიანებაზეთქო.

- მართალი ხარ, რას შეცვლის, მაგარმ ყველაფერზე ასე მედარდება ხოლმე.

- უნდა გიხაროდეს, დიდი გულის პატრონი ყოფილხარ.

- ცუდია. შენ არ გააკეთო ხოლმე ასე.

- არც ვაკეთებ.

- ანუ შენ პატარა გული გაქ ? - სააცილოდ შეკრა შუბლი გოგონამ.

- არ ვიცი, შეიძლება. - უპააუხა და მანქანა ბანკომატთან შეაჩერა. - ან იქნებ იმის ბრალია, როგორ ავარიდო გულს დარდი, წრთვნა რომ მაქვს გავლილი.

- ეგ ისწავლება სადმე ? - გულუბრყვილოდ იკითხა არიდამ და ავტომობილიდან გადავიდა. ლაშაც გადაყვა.

- მე გასწავლი თუ მოგესურვება.

- აჰ, არ მინდა... უკვე დაგვიანებულია და კრახისთვის არის წინასწარ განწირული შენი მცდელობა. - ამასობაში ფული შეიტანა სამ დღეში შექმნილი სადაზღვეოს ანგარიშზე, რომლის დამფუძნებელიც ლაშა ბაკურაძე გახლდათ და რომელიც ამ დიდი გულის მქონე გოგოს გამო დაფუნდა. უხერხულად შეიშმუშნა ლაშა, ბანკომატმა ფული ტყუილად რომ ჩააჩხრიალა.

- მართალია. აღარ გამეცადინებ. თანაც, შენი დიდი გული გხდის განსაკუთრებულს. - თავზე მზრუნველი ძამასვით გადაუსვა ხელი.

- დედასთანც მინდა გავლა. - მოორიდებით შეაპარა ავტომობილში რომ ჩასხდნენ.

- გავიაროთ დედასთანც. - თბილად უპასუხა. - გზად ყვავილებიც ვუყიდოთ.

- მადლობა !

გული გაუთბა არიანდას. ბოლოს როდის იგრძნო მსგავსი რამ, ყურადღების გამოჩენისას აღარც ახსოვდა. მოაგონდა ლადოს სიტყვები, ყოველთვის ყველაფერში შეიძლება კარგის პოვნაო. ასეც იყო. ის კარგი შესაძლოა ადამიანიც, ან ადამიანებიც კი ყოფილიყო.

- ***

- დედიკო, გღვიძავს ? - შეჰყო დედის პალატაში თავი და უცებ შეხტა კარში, გაღვიძებული რომ დაუხვდა.

- როგორ მომენტრე ჩემო სიცოცხლე. - თკბილად დაინარნარა დედის ხმამ მის სულში.

- მე უფრო. - ლოყები დაუკოცნა. - როგორ ხარ დე?

- ძალინ კარგად. თავს მევლებიან შვილო. ასე თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში საერთოდ დამავიწყდება ავადმყოფობა რას ნიშნავს.

- ნეტავ მაგ დღეს მოვესწრებოდე. - ფარული სევდით ამოილაპარაკა დედის თმების დავარცხნაში გართულმა. - იცოდე, სახლში რომ გამოხვალ ამ თმებს შეგიღებავ.

- ოჰ, დაიწყო ისევ.

- უნდა გაგალამზო დე. ყველაზე ლამაზი უნდა მყავდე და მერე უნდა ვიამაყო შენით. ისედაც ვამაყობ, მაგრამ უფრო მეტად. აის ისე, ადრე რომ მედიდურად მოვაბიჯებდი ხოლმე შენს გვერდით და ყველას ვახარბედი შენს თავს.

- შენ რაღაც სხვანაირად საუბრობ.

- მაქვს მიზეზი და არ მკითხო ახლა, რაო.

- არ გკითხავ. მე შენით ვამაყობ დედიკო . - შვილის ხელი დაიჭირა, ჯერ აკოცა მერე ლოყაზე მიიხუტა. - ღმერთო, იმდენი ილაპარაკე, სულ დავაიწყდა შენთვის მეკითხა როგორ ხარ? უფრო სწორად როგორ ხართ ? - თვალები ამეღვრა ქალს.

- აუ ახლა არ იტირო რა დადუ. მშვენივრად ვარ, ვერ მატყობ? ბედნიერი ვარ. - მხიარულად შეუტია, გულზე ლოდდაწოლილმა.

- შენს თვალებში კი ვკითხულობ მის სიყვარულს მაგრამ დედის გული ვერასოდეს მოისვენებს. სულ მექნება შენზე დარდი, ეს ბუნებრივია შვილო. თანაც მე ვერ გაგაცილე. ისიც ვერ გავიგე ბოლომდე, ასე საჩქაროდ რატომ გადაწყვიტეთ, მაგრამ არაუშავს, მთავარია შენ მყავდე ბედნიერი და რომ გამოვალ აუცილებლად გაგიკეთებს პატარა სუფრას შენი დადუ. ჩემს ერთას ისე როგორ დავტოვებ.

ვერფერი უპასუხა არიდამ. ცრემლები მოაწვა და მის ყელში თავჩარგულმა ისლუკუნა. თან დედას აფრთხილებდა შენც რომ ამყვე არ გაპატიებ, უბრალოდ გული ამიჩუყე და იმიტომ ვტირიო. კიდევ დიდხანს ისაუბრეს. ანდროზეც მოუყვა. ლიკასაც უნდა შენი ნახვა, მაგრამ იმხელა მუცლით აქ არ შემოვიყვანეო, მოახსენა არიდამ. ელენე და ლენა კი ყოველდილით იყვნენ მისი სტუმრები. როგორც აღმოჩნდა ლენას ყველაფერი მოუყოლია დადუნასთვის არიდას გაცილების საღამოდან. ისიც შეუნიშნავს, ის მეორე ბიჭი ელენეს საეჭვოდ თბილად უყურებსო. ასევე ელენეს ერთგულებაც აღუნიშნავს, ვთხოვე დროებით ჩემთან გადმოსულიყო, მაგრამ იუარა ბინის კარებს ვერ გამოვკეტავ მტვერი დაედება ყველაფერსო. მეც ხომ არ მომშორდა მეორედან მეოთხეზე სირბილიო. სიტყვა სიტყვით მოახსენა დადუნამ მათი დიალოგის დეტალები. იცინეს კიდეც დედა-შვილმა. შვილის თვალებში დანახული სიყვარულითა და ამას თანდართული არიდას მიერ დახატული ბედნიერებით, დამშვიდებული დატოვა დედა და თავის ჯოჯოხეთს დაუბრუნდა...



№1  offline მოდერი თამარი აჩბა

Immarados
ვაიმე არ მჯერა ❤ როგორ გამიხარდა ახალი თავი????

♥️♥️♥️

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

საოცრება ხარ ავტორო❤️
ეს ისტორიაც ხო საოცრებაა. დათა და არიანდა❤️
რა ვქნა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისე იდეალურად ავითარებ მოვლენებს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

აი ხომ სასწაული ისტორიაა, სასწაულად დიდი თავი, საწაულად მაგრად წერთ მაგრამ სასწაულად მოქმედებს ნერვებზე ის ფაქტი რომ თვეში ერთხელ იდება ახალი თავი. მე მაპატიე და ვერ ვიჯერებ რომ მხოლოდ თვეში ერთხელ შეგიძლია დადო და მანამდე ვერანაირად. ასე მგონია იცი რომ მაგარია, იცი რომ გელოდებიან და გაგნებ თამაშობ ნერვებზე დათასავით ????

 


№4 სტუმარი სტუმარი ანნა

დღეს თუ რამე ასე გახარებდა, არ მეგონაა ???????????? ჩავუჯდებიიი. და გთხოოოოოვ, ძალიან არ დაიგვიანოო. ერთერთი ჩემი ფავორიტი ისტორიაა ეს და შენც ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ ♥️ წარმატებები

 


№5  offline წევრი აბლაბუდა

4ლოვეზე რომ შეხვალ ასასქროლად და უცბად ეს ისტორია დაგხვდება????არ მჯერა, წავედი წამოვწვე და ჩავუჯდე კითხვას????

 


№6  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ქეთა
საოცრება ხარ ავტორო❤️
ეს ისტორიაც ხო საოცრებაა. დათა და არიანდა❤️
რა ვქნა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისე იდეალურად ავითარებ მოვლენებს

♥️♥️♥️♥️

სტუმარი ნინო
აი ხომ სასწაული ისტორიაა, სასწაულად დიდი თავი, საწაულად მაგრად წერთ მაგრამ სასწაულად მოქმედებს ნერვებზე ის ფაქტი რომ თვეში ერთხელ იდება ახალი თავი. მე მაპატიე და ვერ ვიჯერებ რომ მხოლოდ თვეში ერთხელ შეგიძლია დადო და მანამდე ვერანაირად. ასე მგონია იცი რომ მაგარია, იცი რომ გელოდებიან და გაგნებ თამაშობ ნერვებზე დათასავით ????

სიმართლე რომ იყოს, კომპლიმენტად მივიღებდი :)
მადლობა ! ♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი anisia

ძალიან ძალიან.კარგი იყო მაგრამ იმდენად დიდი დრო იყო გასული წინა თავიდან რომ რაღაცეების აღდგენა გამიჭირდა. იმედია მალე იქნება შემდეგი თავი

 


№8 სტუმარი სტუმარი maco maco

აუუ ახლოს რომ იყო გაკოცებდი:)ისე გამიხარდა, წავიკითხავ დავბრუნდები…

 


№9  offline წევრი აბლაბუდა

ერთადერთი ისტორია, რომელიც ღირს ლოდინად. მართალია ცოტა იწელება დროში, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს ველოდებით)))

 


№10  offline მოდერი თამარი აჩბა

anisia
ძალიან ძალიან.კარგი იყო მაგრამ იმდენად დიდი დრო იყო გასული წინა თავიდან რომ რაღაცეების აღდგენა გამიჭირდა. იმედია მალე იქნება შემდეგი თავი

♥️♥️♥️

აბლაბუდა
ერთადერთი ისტორია, რომელიც ღირს ლოდინად. მართალია ცოტა იწელება დროში, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს ველოდებით)))

♥️♥️♥️♥️♥️

 


მთელ ამბავად მხოლოდ იმ ორი ცხენის ისტორია ღირს,ადამიანურ დაცემა-აღზევებაზე რომ არაფერი აღარ ვთქვათ ამ თავში ????

და ისევ,კარგის შექმნას დრო უნდა და ვისაც გვჯერა,გაგვატარეთ ????

 


№12 სტუმარი ლ.მ

ვიტირე ემოციებისგან. საოცარია მართლა. ყოვლდღე ვამოწმებ ამ საიტს იმედით რომ დამხვდებოდა ახალი თავი. მადლობა თქვენ. ხო და ძალიან გთხოვ დაგვპირდი რომ მალე დადებ ახალ თავს.ასე უფრო მშვიდად ვიქნებით.

 


№13  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ელისო
მთელ ამბავად მხოლოდ იმ ორი ცხენის ისტორია ღირს,ადამიანურ დაცემა-აღზევებაზე რომ არაფერი აღარ ვთქვათ ამ თავში ????

და ისევ,კარგის შექმნას დრო უნდა და ვისაც გვჯერა,გაგვატარეთ ????

ელისო, მადლობა ! ♥️♥️♥️

ლ.მ
ვიტირე ემოციებისგან. საოცარია მართლა. ყოვლდღე ვამოწმებ ამ საიტს იმედით რომ დამხვდებოდა ახალი თავი. მადლობა თქვენ. ხო და ძალიან გთხოვ დაგვპირდი რომ მალე დადებ ახალ თავს.ასე უფრო მშვიდად ვიქნებით.

მადლობა ! ♥️
სიმშვიდეს დანაპირების ვერ შესრულება უფრო დაგირღვევს. ♥️

 


№14 სტუმარი სტუმარი სოფო

როგორც ყოველთვის, აფორიაქებული და ემოციებით სავსე ვარ, სიტყვების თავმოყრა მიჭირს❤️❤️)
(თამარ, როგორ ხართ?) არ ვიცი რა ვთქვა, უაზროდ ნიჭიერი ხართ! ასეთი სწორი შეფასება, ადამიანის დაცემა-აღზევებაზე არ ვიცი რამდენს შეუძლია?!❤️❤️ძალიან ძლიერი და მაგარი ისტორიაა!!!! რა მხარესაც არ უნდა მიუდგეთ, სჩანს უდიდედი ნიჭი და შრომაა ჩადებული!!❤️❤️ჩემთვის ეს ისტორია, ამ საიტზე მითიმეტეს უპირველესია, საკმაოდ დიდხანს მიმყვება ემოცია და ვცილობ, რომ არ გავაფუჭო...❤️❤️ არ შემიძლია ისე აუარო გვერდი გმირებს!!! ნუ, ვანოზე, რომ ვაბოდებ პირველი თავიდან სულ ვამბობ, ვგიჟდები და ვყვარობ.... არია, მართლა თავგზა აურია დათას, მაგარამ მომწონს მათი კინკლაობა, რაოდენ აგრესიულად არ უნდა იპაექრონ, მაიც გამოსჭვივის სიყვარული, გრძნობა, რომელიც მათთანაც ისეთი დიდი დოზითაა რომ ყველა სტრიქონში კივის და გადმოედინება მკითხველში. მადლობა თმარ, ასეთი ემოციისთვის, უმაგრესი და უნიჭიერესი ხართ!!. ვინატრებდი, თქვენი წიგნის პრეზენტაციაზე, სტუმართა სიაში მოხვედრას .... პ.ს. უმაგრესად უნდა იყოთ და ბევრი წეროთ!!!!

 


№15  offline წევრი OKI ME

აუუ, აი ხომ საკმაოდ დიდი მოცულობის იყო ეს თავი, მაგრამ არ მინდოდა რომ დასრულებულიყო. ❤️❤️❤️ ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ისტორიაა ჩემთვის ამ საიტზე ❤️❤️

არ ვიცი რა დავწერო ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ თავს ვერ ვუყრი, ემოციებში ვარ ისევ :დდდ ვიტირე, ვიხალისე, ვიცინე, გავბრაზდი.

დათას რამდენჯერმე გალანძღვაც მოვასწარი თუმცა მაინც ჩემი ბიჭიაა :დდდ

ვანო და ლაშა საერთოდ სხვა განზომილებაა :დდდ წინა თავიდან გამომდინარე ლაშას როგორც ვხვდები ნიანმოსწონს ან უყვარს ხოდა ერთი სული მაქვს ნიას პერსონაჟი როდის შემოვა რომ გავიგო რანაირია :დდდ

ვაიიმეე ვანო ძაან არ გამიწვალო ძალიან გთხოვ :დდდ ვერ გავუძლებ ვანის და ელენეს ტანჯვასაც :დდდ აქეთ დათა-არია იქეთ ლაშა-ნია :დდ

იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება შენკენ რომ ახალი, როგორც ყოველთვის უმაგრესი თავი მალე შემოგვთავაზო ❤️❤️❤️❤️ მოკლედ, წარტმატებებს გისურვებ ❤️❤️

 


№16  offline წევრი ეკატო

არ მჯერააა რომ ახალ თავს ვკითხულობ ???? კარგი იყო ❤️

 


№17  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი სოფო
როგორც ყოველთვის, აფორიაქებული და ემოციებით სავსე ვარ, სიტყვების თავმოყრა მიჭირს❤️❤️)
(თამარ, როგორ ხართ?) არ ვიცი რა ვთქვა, უაზროდ ნიჭიერი ხართ! ასეთი სწორი შეფასება, ადამიანის დაცემა-აღზევებაზე არ ვიცი რამდენს შეუძლია?!❤️❤️ძალიან ძლიერი და მაგარი ისტორიაა!!!! რა მხარესაც არ უნდა მიუდგეთ, სჩანს უდიდედი ნიჭი და შრომაა ჩადებული!!❤️❤️ჩემთვის ეს ისტორია, ამ საიტზე მითიმეტეს უპირველესია, საკმაოდ დიდხანს მიმყვება ემოცია და ვცილობ, რომ არ გავაფუჭო...❤️❤️ არ შემიძლია ისე აუარო გვერდი გმირებს!!! ნუ, ვანოზე, რომ ვაბოდებ პირველი თავიდან სულ ვამბობ, ვგიჟდები და ვყვარობ.... არია, მართლა თავგზა აურია დათას, მაგარამ მომწონს მათი კინკლაობა, რაოდენ აგრესიულად არ უნდა იპაექრონ, მაიც გამოსჭვივის სიყვარული, გრძნობა, რომელიც მათთანაც ისეთი დიდი დოზითაა რომ ყველა სტრიქონში კივის და გადმოედინება მკითხველში. მადლობა თმარ, ასეთი ემოციისთვის, უმაგრესი და უნიჭიერესი ხართ!!. ვინატრებდი, თქვენი წიგნის პრეზენტაციაზე, სტუმართა სიაში მოხვედრას .... პ.ს. უმაგრესად უნდა იყოთ და ბევრი წეროთ!!!!

სოფო, ამაფორიაქე. ♥️
მინდა ემოცია გამოვხატო, მაგრამ სიტყვები დამეკარგა.
ხოდა ახლა ერთ მადლობას გეტყვი და ამაში ჩავატევ მონიჭებულ აღმაფრენას. ♥️♥️♥️

OKI ME
აუუ, აი ხომ საკმაოდ დიდი მოცულობის იყო ეს თავი, მაგრამ არ მინდოდა რომ დასრულებულიყო. ❤️❤️❤️ ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ისტორიაა ჩემთვის ამ საიტზე ❤️❤️

არ ვიცი რა დავწერო ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ თავს ვერ ვუყრი, ემოციებში ვარ ისევ :დდდ ვიტირე, ვიხალისე, ვიცინე, გავბრაზდი.

დათას რამდენჯერმე გალანძღვაც მოვასწარი თუმცა მაინც ჩემი ბიჭიაა :დდდ

ვანო და ლაშა საერთოდ სხვა განზომილებაა :დდდ წინა თავიდან გამომდინარე ლაშას როგორც ვხვდები ნიანმოსწონს ან უყვარს ხოდა ერთი სული მაქვს ნიას პერსონაჟი როდის შემოვა რომ გავიგო რანაირია :დდდ

ვაიიმეე ვანო ძაან არ გამიწვალო ძალიან გთხოვ :დდდ ვერ გავუძლებ ვანის და ელენეს ტანჯვასაც :დდდ აქეთ დათა-არია იქეთ ლაშა-ნია :დდ

იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება შენკენ რომ ახალი, როგორც ყოველთვის უმაგრესი თავი მალე შემოგვთავაზო ❤️❤️❤️❤️ მოკლედ, წარტმატებებს გისურვებ ❤️❤️

მეც სათითაოდ ვგიჟდები ყველა ჩემს პერსონაჟზე და მიჭირს მათი დატანჯვა...
ცოტას გაუძლებენ ხო ?
რაღაცნაირად ძლიერები მყავრან...
მადლობა სითბოსთვის. ♥️♥️

ეკატო
არ მჯერააა რომ ახალ თავს ვკითხულობ ???? კარგი იყო ❤️

♥️♥️♥️

 


№18  offline წევრი likuu_s

აბა, მეც მოვედიი :დ
არიანდას მამისა და დათას საუბარზე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, მოვლენების განვითარებას დაველოდები. ვფიქრობ, არც არიანდას მამაა დამნაშავე. დათა კიდევ ცოტა ობიექტური რომ იყოს, არ მოკვდება.

ხო, იმ მომენტს რაც შეეხება, კიდევ კარგი დათა ბოლომდე არ მივიდა, თორემ ხაზი გადაესმეოდა. მაგრამ, მაინც მგონია რომ გაჩერდებოდა, ასე ხო მხოლოდ არიანდას შესაშინებლად იქცეოდა. არც ამას ვამართლებ ფაქტია, მაგრამ ასეა. სხვა ვარიანტის განხილვა დიდად არც მსურს, უბრალოდ ვერც წარმოვიდგენ. ბოროტია დათა, მაგრამ ისეთი არა, ეგ რომ გაეკეთებინა. მე მჯერა მისი! :დ

რატომღაც, მგონია რომ ამათ თანაცხოვრებაზე მაგრად ვიხალისებ :დდ

აი, მიყვარს დაძაბული სიტუაციების მერე ცოტა რომ განეიტრალდება ხოლმე სიტუაცია, დათას გაღიმებითა და გაცინებით :დ

აი კიდევ კარგი, კიდევ კარგი მუშაობა არ აუკრძალა. თორე ძაან ღრუზინულში გადასდის უკვე :დდ არ მინდა დათა ტიპიური ქართველი მამაკაცი იყოს(აი ვაღიაროთ, დიმა იყო).

ვანო ძაან საყვარელია, რა გავაკეთოო
ელენესთან შანსები ხომ აქვს? კი ჰო? :დ თავისთავად.

ლაშას აქამდე ზედაპირულად ვუყურებდი, ამ თავში როგორ კარგად გამოჩნდა.
მიხარია, რომ არიანდას ამ ორის სახით ძალიან კარგი მეგობრები და დამცველები ჰყავს.

ის ლექსი, ადრე რომ დადე, აი მაგ პერიოდს ველოდები, რა მოხდება ძალიან მაინტერესებს, რა გამოიწვევს ნეტა არიანდაში მაგ ემოციებს. ვიცი, რომ დათა მისი ნებართვის გარეშე არ შეეხება, მაგრამ მისი ნებართვით რომ იქნება, ვითომ მერე ჩაიდენს ჩვენი ბიჭი რამე სისულელეს?

ვნახოთ, ვნახოოთ.

დასასრულამდე, როგორც ვხვდები დიდი დროა ხომ კიდევ? :დდ აბიტურიენტობისას ამათი დრამების კითხვა უნდა მომიწიოს ხომ? :დდდ
რაღაც მხრივ მიხარია :დ

აბა, ველი შემდეგსს!
ისედაც იცი, რომ შესანიშნავია. იცი, რომ მიყვარს ეს მოთხრობა, აღარაა თქმა საჭირო, მაგრამ მაინც გამოვიდა, რომ აღვნიშნე. :დ

აბა ჰე, წარმატებები!❤️❤️❤️❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი ნინო

თამარი აჩბა
სტუმარი ქეთა
საოცრება ხარ ავტორო❤️
ეს ისტორიაც ხო საოცრებაა. დათა და არიანდა❤️
რა ვქნა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისე იდეალურად ავითარებ მოვლენებს

♥️♥️♥️♥️

სტუმარი ნინო
აი ხომ სასწაული ისტორიაა, სასწაულად დიდი თავი, საწაულად მაგრად წერთ მაგრამ სასწაულად მოქმედებს ნერვებზე ის ფაქტი რომ თვეში ერთხელ იდება ახალი თავი. მე მაპატიე და ვერ ვიჯერებ რომ მხოლოდ თვეში ერთხელ შეგიძლია დადო და მანამდე ვერანაირად. ასე მგონია იცი რომ მაგარია, იცი რომ გელოდებიან და გაგნებ თამაშობ ნერვებზე დათასავით ????

სიმართლე რომ იყოს, კომპლიმენტად მივიღებდი :)
მადლობა ! ♥️♥️♥️

როგორ და რანაირად არ ვიცი მაგრამ ყველა ვარიანტში კომპლიმენტია მგონია ???? წინაც წავიკითხე და ნეტავ კიდევ რაიმე გედოთ სრულად, ერთი თვე ახალი თავის ლოდინში დახარჯულ ისედაც ცოტა ნერვს ცოტას უმკურნალებდა ???? ის ისტორიაც კარგია მაგრამ ეს საოცარი. დათა ცუდად იქცევა მაგრამ მე მომწონს მისნაირი ცუდი ბიჭები და არია თუ უარს ეტყვის გამოუშვი აქეთ ????????????????

 


№20 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

არც კი ვიცი რა ვთქვა, ყველაფერია ერთად თავმოყრილი, ეს ბოლო ორი თავი კი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და ემოციურია, ყველა გრძნობას მთელი სიმძაფრით ,რომ აღიქვამ ..იმდენად დიდია ამ წყვილის ურთიერთობაში ცუდის და კარგის სინთეზი ,დაუჯერებელიც კია ....საინტერესოა უდანაშაულო დამნაშავე რამდენ ხანს იქნება სიყვარულის და შურისძიების გასაყარზე,და რამდენად ჭრმად შეტოპავს არაბული...უბრალოდ შესანიშნავია .ძალიან ძალიან მაგარია..

 


№21 სტუმარი სტუმარი maco maco

იმედები გამიცრუა დათამ არიასთან ერთად, მაინც ვერ ვაპატიებ ეგრე რო ითამაშა…. მართლა “ქინძი დათუჩა”:) ვანიკო არის პიროვნება, ხო სულ მაინტერესებდა დათას დედის და მამიდის პოზიცია, ამ ყველაფერში ანუ როგორი რეაქციები ექნებათ არიანდაზე, ნიას გამოჩენით მგონი მივალთ მანდამდეც….

 


№22  offline მოდერი თამარი აჩბა

likuu_s
აბა, მეც მოვედიი :დ
არიანდას მამისა და დათას საუბარზე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, მოვლენების განვითარებას დაველოდები. ვფიქრობ, არც არიანდას მამაა დამნაშავე. დათა კიდევ ცოტა ობიექტური რომ იყოს, არ მოკვდება.

ხო, იმ მომენტს რაც შეეხება, კიდევ კარგი დათა ბოლომდე არ მივიდა, თორემ ხაზი გადაესმეოდა. მაგრამ, მაინც მგონია რომ გაჩერდებოდა, ასე ხო მხოლოდ არიანდას შესაშინებლად იქცეოდა. არც ამას ვამართლებ ფაქტია, მაგრამ ასეა. სხვა ვარიანტის განხილვა დიდად არც მსურს, უბრალოდ ვერც წარმოვიდგენ. ბოროტია დათა, მაგრამ ისეთი არა, ეგ რომ გაეკეთებინა. მე მჯერა მისი! :დ

რატომღაც, მგონია რომ ამათ თანაცხოვრებაზე მაგრად ვიხალისებ :დდ

აი, მიყვარს დაძაბული სიტუაციების მერე ცოტა რომ განეიტრალდება ხოლმე სიტუაცია, დათას გაღიმებითა და გაცინებით :დ

აი კიდევ კარგი, კიდევ კარგი მუშაობა არ აუკრძალა. თორე ძაან ღრუზინულში გადასდის უკვე :დდ არ მინდა დათა ტიპიური ქართველი მამაკაცი იყოს(აი ვაღიაროთ, დიმა იყო).

ვანო ძაან საყვარელია, რა გავაკეთოო
ელენესთან შანსები ხომ აქვს? კი ჰო? :დ თავისთავად.

ლაშას აქამდე ზედაპირულად ვუყურებდი, ამ თავში როგორ კარგად გამოჩნდა.
მიხარია, რომ არიანდას ამ ორის სახით ძალიან კარგი მეგობრები და დამცველები ჰყავს.

ის ლექსი, ადრე რომ დადე, აი მაგ პერიოდს ველოდები, რა მოხდება ძალიან მაინტერესებს, რა გამოიწვევს ნეტა არიანდაში მაგ ემოციებს. ვიცი, რომ დათა მისი ნებართვის გარეშე არ შეეხება, მაგრამ მისი ნებართვით რომ იქნება, ვითომ მერე ჩაიდენს ჩვენი ბიჭი რამე სისულელეს?

ვნახოთ, ვნახოოთ.

დასასრულამდე, როგორც ვხვდები დიდი დროა ხომ კიდევ? :დდ აბიტურიენტობისას ამათი დრამების კითხვა უნდა მომიწიოს ხომ? :დდდ
რაღაც მხრივ მიხარია :დ

აბა, ველი შემდეგსს!
ისედაც იცი, რომ შესანიშნავია. იცი, რომ მიყვარს ეს მოთხრობა, აღარაა თქმა საჭირო, მაგრამ მაინც გამოვიდა, რომ აღვნიშნე. :დ

აბა ჰე, წარმატებები!❤️❤️❤️❤️

Iikuu_s, იცი, როგორ მომენატრა შენი მსუყე შეფასება ?!
სათითაოდ არ გავყვები ახლა შენს მოსაზრებებს, უბრალოდ ნასიამოვნები ვარ !
♥️♥️♥️♥️

სტუმარი ნინო
თამარი აჩბა
სტუმარი ქეთა
საოცრება ხარ ავტორო❤️
ეს ისტორიაც ხო საოცრებაა. დათა და არიანდა❤️
რა ვქნა, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ისე იდეალურად ავითარებ მოვლენებს

♥️♥️♥️♥️

სტუმარი ნინო
აი ხომ სასწაული ისტორიაა, სასწაულად დიდი თავი, საწაულად მაგრად წერთ მაგრამ სასწაულად მოქმედებს ნერვებზე ის ფაქტი რომ თვეში ერთხელ იდება ახალი თავი. მე მაპატიე და ვერ ვიჯერებ რომ მხოლოდ თვეში ერთხელ შეგიძლია დადო და მანამდე ვერანაირად. ასე მგონია იცი რომ მაგარია, იცი რომ გელოდებიან და გაგნებ თამაშობ ნერვებზე დათასავით ????

სიმართლე რომ იყოს, კომპლიმენტად მივიღებდი :)
მადლობა ! ♥️♥️♥️

როგორ და რანაირად არ ვიცი მაგრამ ყველა ვარიანტში კომპლიმენტია მგონია ???? წინაც წავიკითხე და ნეტავ კიდევ რაიმე გედოთ სრულად, ერთი თვე ახალი თავის ლოდინში დახარჯულ ისედაც ცოტა ნერვს ცოტას უმკურნალებდა ???? ის ისტორიაც კარგია მაგრამ ეს საოცარი. დათა ცუდად იქცევა მაგრამ მე მომწონს მისნაირი ცუდი ბიჭები და არია თუ უარს ეტყვის გამოუშვი აქეთ ????????????????

კარგი, განგიხილავთ ალტენატივად : ) : )
♥️♥️♥️

სტუმარი Daldoni Daldoni
არც კი ვიცი რა ვთქვა, ყველაფერია ერთად თავმოყრილი, ეს ბოლო ორი თავი კი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და ემოციურია, ყველა გრძნობას მთელი სიმძაფრით ,რომ აღიქვამ ..იმდენად დიდია ამ წყვილის ურთიერთობაში ცუდის და კარგის სინთეზი ,დაუჯერებელიც კია ....საინტერესოა უდანაშაულო დამნაშავე რამდენ ხანს იქნება სიყვარულის და შურისძიების გასაყარზე,და რამდენად ჭრმად შეტოპავს არაბული...უბრალოდ შესანიშნავია .ძალიან ძალიან მაგარია..

გასაგიჟებლად მეამება ხოლმე, როდესაც აღნიშნავთ, რომ ის ემოცია იგრძნობა, რასაც ვდებ. დიდი მადლობა ! ♥️♥️

სტუმარი maco maco
იმედები გამიცრუა დათამ არიასთან ერთად, მაინც ვერ ვაპატიებ ეგრე რო ითამაშა…. მართლა “ქინძი დათუჩა”:) ვანიკო არის პიროვნება, ხო სულ მაინტერესებდა დათას დედის და მამიდის პოზიცია, ამ ყველაფერში ანუ როგორი რეაქციები ექნებათ არიანდაზე, ნიას გამოჩენით მგონი მივალთ მანდამდეც….

დათა არიასთან ახლოს ვერადოდეს მივა...
მაგრამ დათა არიას სატარებელი ჯვარია.
♥️♥️♥️♥️

 


№23  offline წევრი ლელა1313

აუ მაგრად ვისიამოვნე. ამ თავის გამო დაგვიანებას გპატიობ heart_eyes kissing_heart

 


№24  offline მოდერი თამარი აჩბა

ლელა1313
აუ მაგრად ვისიამოვნე. ამ თავის გამო დაგვიანებას გპატიობ heart_eyes kissing_heart

♥️♥️♥️♥️

 


№25 სტუმარი სტუმარი Nestani

Au Ra magti Tavi iyo Zalian momewona saintereso nawarmoebia zalian miyvars,iseti nicieri xart madloba am nawarmoebustvis I'm uamravi emiciistvis ,I'm titeyli sitxyvistbis romeluc dafuqrebulad gaqvt daweruli umagresia,momwons es wyvili vici data tkivils gamuznulad atenebs arias magram tvitonac xom tkiva ifro met tkivils migeb roca adamiani guuyvars,vano sxva fenomenia lashasran ertad iset sitbos gamoxataven arias mimart girsia elenem sheikvaros????????gasakutrebut momewona mixeilis da data's dialogi,aramgonia es Kaci mkvleli da ra vqna,minda ar vcdebide aq sxva ambavi trialebs davujero tavis shvils data's gasaranjad gamoiyenebda minda zalian r daitanjnon,minda male gaurkves sunatle magram arc is minda male damtavrdes velodebi axal tavs madloba warmatebebi ????????????❤️❤️????

 


№26  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი Nestani
Au Ra magti Tavi iyo Zalian momewona saintereso nawarmoebia zalian miyvars,iseti nicieri xart madloba am nawarmoebustvis I'm uamravi emiciistvis ,I'm titeyli sitxyvistbis romeluc dafuqrebulad gaqvt daweruli umagresia,momwons es wyvili vici data tkivils gamuznulad atenebs arias magram tvitonac xom tkiva ifro met tkivils migeb roca adamiani guuyvars,vano sxva fenomenia lashasran ertad iset sitbos gamoxataven arias mimart girsia elenem sheikvaros????????gasakutrebut momewona mixeilis da data's dialogi,aramgonia es Kaci mkvleli da ra vqna,minda ar vcdebide aq sxva ambavi trialebs davujero tavis shvils data's gasaranjad gamoiyenebda minda zalian r daitanjnon,minda male gaurkves sunatle magram arc is minda male damtavrdes velodebi axal tavs madloba warmatebebi ????????????❤️❤️????

უუფფფ ♥️ გამათბეთ. ♥️
მადლობა ! ♥️♥️♥️♥️♥️

 


№27 სტუმარი სტუმარი თათუ

როდის იქნწბა შემდეგი?

 


№28 სტუმარი სტუმარი დეაკო

ზღვა ემოცია. საოცარი განცდები, თვალზე ცრემლები… საოცრება გოგო ხარ შენ თამარ!❤️ სიტყვებიც კი ზედმეტია ისეთი კარგი იყო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent