შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ივენთი //12//


6-07-2022, 23:05
ავტორი ენქეი
ნანახია 2 516

-რა მოხდა? -შეშინებული შევარდა ნუცა მისაღებ ოთახში.
-მობრძანდა ქალბატონი. -სავარძელში გასწორდა სანდრო და სიგარეტის ნამწვი ხელში გასრისა.
-არ მეტყვით რა მოხდა? -კუთხეში აიბუზა ნუცა “განაჩენის” მოლოდინში.
-ეს შენ გვითხარი რა ხდება ნუცა.
-როდიდან ატყუებ მშობლებს? -ნაწყენმა იკითხა ლიზამ
-რაა? როდის მოგატყუეთ? მე…
-საკმარისია ნუცა. -დაიყვირა სანდრომ და ფეხზე წამოვარდა. -საბას ველაპარაკე, მითხრა რომ ერთმანეთს აღარ ხვდებით უკვე რამდენიმე თვეა.
-მამა მე…
-მესმის, შესაძლოა რაღაც საკითხებში ვერ გაუგეთ ერთმანეთს და დაშორდით, ისეთი მშობლები როდიდან ვართ რომლებსაც ვერ დაელაპარაკები?
-მე ვაპირებდი თქმას უბრალოდ…
-უბრალოდ არ თქვი იმიტომ რომ მერე მოგიწევდა იმის თქმა ვის ხვდებოდი მაშინ როცა ჩვენ გვეგონა რომ საბასთან იყავი.
-რაა? რაზე ლაპარაკობ? -ენა ჩაუვარდა ნუცას.
-ამაზე ნუცა, ამაზე ვლაპარაკობ. -ლეპტოპს წვდა სანდრო და მისი და ვაჩეს ფოტო ცხვირწინ აუთამაშა.
-მამა, მომისმინე და აგიხსნი კარგი? -მშვიდად დაიწყო საუბარი და ეკრანს თვალი სასწრაფოდ მოარიდა.
-ამიხსნი, რათქმაუნდა ამიხსნი ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ რაც იმ ნაბი**არს შუბლში ტვიას დავახლი. -ცოფებს ყრიდა სანდრო
-რას ამბობ მამა? ვაჩესგან რა გინდა?
-რას ნიშნავს რა მინდა? უცხოსავით ნუ ლაპარაკობ. დაგავიწყდა მამამისმა რა გააკეთა? ლამის მოგკლა ნუცა, ჩემს თვალწინ იარაღს გიმიზნებდა.
-მამა არაფერი დამვიწყებია, ყველაფერი მშვენივრად მახსოვს, მაგრამ ვაჩე მამამისი არ არის!
-მართლა? ვახშამზეც ხომ არ დაგვეპატიჟებინა? -ირონიაა არ დააკლო კაცმა და ლეპტოპი იატაკზე მოისროლა.
-მამა, ვაჩე ცუდი ბიჭი არ არის, თუ დამაცდი ყველაფერს აგიხსნი.
-რას ამიხსნი ნუცა რას? -დაიგრგვინა კაცმა- მაგ ბიჭს აღარასდროს შეხვდები გასაგებია? მამამისზე უკეთესი არაფრით არ არის.
-მამამისს ნუ ადარებ, მე ის მეხმარებოდა მამამისისგან განსხვავებით.
-კი არ გეხმარებოდა თავგზა აგირია,შენს თავს მოუსმინე. ჩვენ ასე გაგზარდეთ? ეგ გასწავლეთ? -ბრაზთან ერთად ტკივილიც იგრძნობოდა მის ხმაში.
-არა, თქვენ ისე გამზარდეს და ის შთამაგონეთ რაც თქვენ გსურდათ, შთამაგონეთ რომ რაც მშობლები არიან ის არიან შვილებიც და ადამიანებს ერთი შეხედვით მაფასებინებდით, აი ეს არის რაც თქვენ მასწავლეთ და ასე მაცხოვრეთ მთელი 17 წელი. სვანეთში გატარებულმა დღეებმა მისი გაცნობის საშუალება მომცა და…
-სად გატარებულმა დღეებმა? -სიტყვა შუაზე გააწყვეტინა კაცმა.
-სვანეთში მასთან ერთად ვიყავით მე და ელენე. -ტონი გაიმკაცრა ნუცამ- მაგრამ ამაზე აზრის კითხვას არ ვაპირებ.
-მოვკლავ! შენ კი სახლიდან ფეხს ვეღარ გაადგამ და სადმე თუ წახვალ 24/7ზე დაცვა გეყოლება. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია სანდრომ და მის უკან მდგომ შეშფოთებულ ლიზას გახედა რომელიც ვერ იჯერებდა იმას რასაც მისი შვილი ამბობდა.
-იმ ყველაფრის მერე ნუცა როსი გადატანაც მოგვიწია, ასე როგორ მოგვექეცი? -ცრემლებით აევსო თვალები ლიზას.
-როგორ მოგექეცით? ისე ნუ საუბრობთ თითქოს ადამიანი მოვკალი.
-ადამიანის მოკვლა არ მირჩევნია? არ მირჩევნია ვინმე მოკლა იმას რომ ვინმემ შენ მოგკლას? გაიღვიძე ნუცა გამოფხიზლდი რა დაგემართა? -მხრებში წვდა სანდრო და რამდენჯერმე უხეშად შენაჯღრია.
-მე არ მინდა თქვენი ცხოვრებით ვიცხოვრო, არ მინდა როცა გავიზრდები თქვენნაირი ვიყო, არ მინდა ხალხს ოჯახის გამო განვსჯიდე გესმით?? -მის წინააღმდეგ გაიბრძოლა ნუცამ.
-არა, არ გვესმის! -დაიყვირა სანდრომ - შენი მოკვლა უნდოდა, დედაშენი ლამის დაანაწევრა, მამამისის დავალებით მეექვსე სართულიდან გადმოგაგდეს, ლამის მოკვდი ნუცა, ლამის ჩემი სიცოცხლე თან წაიღო შენმა კომაში ყოფნის პერიოდმა, შენმა რეაბილიტაციამ. ამაზე არ გიფიქრია საერთოდ??
-მიფიქრია და სხვა თუ არაფერი ეს ყველაფერი მე განვიცადე. თქვენ რა გგონიათ მარტო თქვენ გრძნობთ რაღაცეებს? ვაჩე რომ არა ახლა მკვდარი ვიქნებოდი და ის რომ მამამისის მხარეს იყოს მდინარის ნაპირზე მკვდარს მიმაგდებდა. - ტონს აუწია ნუცამაც
-რას ამბობ შვილო? -მოლბა ლიზა და წინ გაიწია.
-იმას რომ მდინარეში ჩავვარდი, ვაჩეს რომ არ გადაერჩინე მკვდარი ვიქნებოდი. -თვალცრემლიანმა გახედა ორივეს
-ნუცა, ეს როგორ? როგორ მოხდა? - ხმა შეეცვალა სანდროს
-უბრალოდ ჩავარდი და მორჩა. მე ვაჩე დამეხმარა და მე მის მხარეს ვარ. როგორც არ უნდა გაბრაზდეთ ეს არ შეიცვლება.
-მას აღარ შეხვდები, საკმარისი უბედურება მოუტანეს ჩვენს ოჯახს. -ისევ ხელში წვდა სანდრო.
-თუ გეტყვი რომ არ მაინტერესებს რა რეაქცია გექნება? -ამაყად მიუგო ნუცამ.
-მაგ ბიჭს უფლებას არ მივცემ რომ შენს გრძნობებს შეეხოს და გამოგიყენოს.
-თუ უკვე შეეხო?
-ნუცა საკმარისია, სახლიდან ვერაად ვერ წახვალ. გადაწყვეტილია. - გადაჭრით ითხრა კაცმა.
-წავალ.
-ვერ წახვალ ნუცა, მოვკლავ მაგ ბიჭს და მერე სადაც გინდა წადი. არ დავუშვებ რომ ახლოს გაგეკაროს.
-ვაჩეს თუ შეეხები სამუდამოდ დამკარგავ. -თავი მისგან გაითავისუფლა და თვალებში ჩააცქერდა. -ახლა წავალ, თქენ არ შემაჩერებთ.
-ვერსად ვერ წახვალ ნუცა. -წინ გადაუდგა სანდრო თუმცა ნუცას ეს არ ადარდებდა, მთელი ძაით ცდილობდა მისგან თავის გათავისუფლებას.
-ნუცა, ვაჩე მამამისისგან არაფრით განსხვავდება, გამოგიყენებს, სხვა თუ არაფერი პატარა ხარ, მოგატყუებს, საწოლში შეგიტყუებს და მიგაგდებს. ვაჩეს არაფრად უღირს თქვენი ურთიერთობა, რომც გითხრას რომ უყვარხარ ეს არ დაუჯერო. გთხოვ ნუცა- სახეზე ხელები მოკიდა ლიზამ, იმდენად იყო შეშინებული წარმოდგენაც არ უნდოდა როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.
-თქვენთვის ყველაფერი საწოლამდე რატომ მიდის? ვაჩესი კი არა საბასი უნდა გეშინოდეთ მაგ მხრივ, ეგაა გატაცებული მსგავსი რაღაცეებით. ვაჩეს რაც შეეხება მასთან რამე თუ მოხდება ეგ ჩემი სურვილთ მხოლოდ.
-ეგ აღარ გაიმეორო ნუცა, ჭკუიდან ნუ გადამიყვან.
-გავიმეორებ და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი. მე არ ვაპირებ ვაჩეს დაკარგვას.
-ამ სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ და მაგ მაბი**არს ვეღარასდროს ნახავ.
-არ მაინტერესებს თქვენ რას ფიწრობთ, მე მივდივარ. -ხელი უხეშად აუკრა ნუცამ თუმცა სანდრო ისევ უკან გაეკიდა.
-შენს ნებაზე ვერ ისეირნებ ქალბატონო, ეგ დრო დამთავრდა. მორჩა
-ჩემთვის ყველაფერი ახლა იწყება. იმაზე გულს ნუ გაიხეთქავთ ვინმემ რამე არ დამიშავოს ვაჩე პატივს მცემს.
-გგონია ეგ დიდხანს გაგრძელდება? გგონია პირველივე შესაძლებლობაზე ხელში არ ჩაგიგდებს?
-და რა? რისი გეშინიათ ორსული არ მოგადგეთ კარზე და ყიფიანის ბავშვი არ შემოგაჩეჩოთ?
-ნუცა გაჩუმდი. - სანდროს სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე მისი გაჩერება სცადა ლიზამ.
-ჩემთვის არასოდეს მოგიციათ იმის საშუალება რომ ჩემი აზრი გამომეხატა და ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა, მუდამ მახრჩობდით ამ ყიფიანების დაუსრულებელი დრამებოთ. მე არ ვიქნები თქვენნაირი. არ მექნება ისეთი საცოდავი ცხოვრება როგორიც თქვენ გაქვთ მითუმეტეს შენ დედაჩემო.
-დედაშენს ნორმალურად ელაპარაკე!
-ყოველ ღამით გელოდება სახლში ცოცხალი მოხვალ თუ მკვდარი, იმის გამო რაც უკან კი არ დაგსდევს იმის გამო რასაც შენ დასდევ უკან. საცოდაობაა ის რაც ხდება და რასაც დედა განიცდის შენს გამო, საშინელი მშობლები ხართ. ამიტომაც არ მინდა რომ გავიზარდო და მივხვდე რომ თქვენ დაგემსგავსეთ. -სიტყვის დამთავრება ძლივს მოასწრო სანდრომ სახეში სილა რომ გააწნა, იმწამსვე მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა ნუცასთან თუმცა უკვე გვიანი იყო, თვალცრემლიანმა ნუცამ მხოლოდ ერთხელ გახედა მამამისს, შემდეგ კი სახლიდან უკან მოუხედავად გავარდა.
-სანდრო… -მძიმედ ამოთქვა ლიზამ და იატაკზე მოწყვეტით დაეცა.
-თავი ვეღარ გავაკონტროლე, არ ვიცი რა დამემართა… -განმარტა სანდრომ და ლიზას პირდაპირ ჩაიმუხლა.
მთელი სისწრაფით მირბოდა ნუცა, როგორც შეეძლო ისე სწრაფად და უკან ერთხელაც კო არ გაუხედავს, წარმოდგენა არ ჰქონდა ის რაც ოჯახში დაპირისპირების გამწვავების მიზეზად იქცა ვაჩეს მიმართ რაიმე პირადი ლტოლვა იყო თუ უბრალოდ მშობლების ბრძანების შესრულებამ დაღალა. დაიღალა იმით რომ მუდამ იმას აკეთებდა რაც მათ უნდოდათ და არა იმას რაც მას სურდა. გაქცევამ დაღალა, დაე მოხდეს რაც მოსახდენია, გაიფიქრა გონებაში და ტაქსი გააჩერა, ერთადერთი ადგილი სადაც ახლა ყოფნა შეეძლო ვაჩეს სახლი იყო, სხვაგან ვერსად წავიდოდა, იცოდა რომ მამამისი პირველ როგში მეგობრებთან მოძებნიდა…
-მოვდივარრ. -ნაცნობი ბოხი ბარიტონის გაგონებისას ცოტა შვება იგრძნო და კარზე ბრახუნი შეწყვიტა, რამდენიმე წამის შემდეგ კარი ხმაურით გაიღო და ვაჩე ზღურბლზე მდგარი ნუცას დანახვისას ადგილზე გაიყინა. -ნუცა?
-შეიძლება შემოვიდე? -მღელვარე ზღვასავით ლურჯი ცრემლიანი თვალები მიანათა ნუცამ, ვაჩეს აღარ დაუყოვნებია მაშინვე გვერდით გაიწია და სახლში შეუშვა, მერე კი ნუცას თავადაც უკან მიჰყვა. -რა მოხდა? -რამდენიმე წუთიანი დუმილოს შემდეგ იკითხა ვაჩემ
-მე… მე ჩემებთან ვიჩხუბე. -ცრემლები წასკდა ნუცას და თავი ხელებში ჩარგო.
-რაზე? რამე მოხდა?
-საბამ შენზე ყველაფერი უთხრა, ლამის გაგიჟდნენ. მე მათ ვერაფერი გავაგებინე, მამაჩემმა ლამის ოთახში ჩამკეტა.
-კარგად ხარ? -მის წინ ჩაიმუხლა და თავი ფრთხილად ააწევინა.
-შეიძლება აქ დავრჩე? გეფიცები არ შეგაწუხებ აქ დივანზე დავიძინებ ოღონდ სახლში არ გამიშვა.
-ხომ არ გაგიჟდი? დარჩი რამდენი ხანიც გინდა. -თბილად მიუგო ვაჩემ და სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა. -ტუჩი გაქვს გახეთქილი.
-ხო, ჩემი სახე კაცის მძიმე და ძლიერ ხელს ვერ უძლებს. -ირონიით ამოთქვა და ისტერიკული სიცილი წასკდა.
-შენ რა… მამაშენმა დაგარტყა? -თვალებგაფართოებული მიაჩერდა მის წინ მჯდომ სილუეტს.
-ჰო- ყრუდ ჩაილაპარაკა და თვალი მოარიდა, დღეს უკვე მეორედ ხედავდა ვაჩეს გაგიჟებულ სახეს და ეს რთული იყო მისთვის.
-მამაშენი რა სულ გაგიჟდა? ჩემს გამო საკუთარ შვილს როგორ დაარტყა.
-შეგიძლია სველი ხელსახოცი რომ მომიტანო? მაკიაჟი რომ მოვიშორო სახიდან.
-ხო ახლავე. -ოთახიდან სასწრაფოდ გავიდა და უკან ხელსახოცის შეკვრით დაბრუნდა. -მაპატიე იმის გამო რაც დაგემართა. -მძიმედ ამოთქვა ვაჩემ - მე საერთოდ აღარ უნდა გამოვჩენილიყავი შენს ცხოვრებაში. ეს არ იყო სწორი.
-ამას ნუ ამბობ გთხოვ.შენი ბრალი არ არის რომ ისინი სხვისი გადმოსახედიდან მსჯელობენ. მეც ასე ვიყავი იქამდე სანამ არ გაგიცანი.
-ამას მნიშვნელობა არ აქვს, 2 დღეში 2 ადამიანი შეგეხო ხელით და მე ვერაფერი გავაკეთე.
-ეს შენი ბრალი არ არის, ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან რომ შენ საბა არ ხარ. იცი რა მითხრეს? საწოლში შეგიტყუებს და მიგაგდებსო. - როგორც შეეძლო ისე გაიცინა და სახიდან მაკიაჟის მოშორებას შეუდგა.
-მომისმინე, არასოდეს… არასოდეს არ შეგეხები შენი ნების საწინააღმდეგოდ და ეგ იცოდე. ეგ თუ მაინც მოხდა ოდესმე, ლიკას სულს გეფიცები შუბლში ტყვია თუ არ დავიხალო იმწამსვე.
-ვაჩე, მე აღარ მჯერა შენზე გამოგონილი ზღაპრების, საკმაოდ ბევრჯერ დამეხმარე იმისთვის რომ ესენი დავიჯერო.- მისკენ გადაიწია და სხეულზე მთელი არსებით მიეკრო, იგრძნო როგორ დაიწყო დამშვიდება ნელ-ნელა, როგორ ჩაუდგა ფორმაში გულის ცემა და იმასაც გრძნობდა რომ ისეთი დაძაბული აღარ იყო როგორც მანამდე.
-არასოდეს მდომებია შენთვის რაიმეს დაშავება, არც ის მინდოდა რომ რამე დაგმართნოდა, მითუმეტეს ეს. - დალურჯებულ ადგილას ხელი ჩამოუსვა და თვალებში ჩააცქერდა -მოთხარი როსი გაკეთება შემიძლია შენთვის და უკან არაფერზე დავიხევ. შენს გვერდით ვარ და მინდა ეს იცოდე.
-უბრალოდ დასვენება და სიმშვიდე მინდა, სხვა არაფერი. -მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და თავი საზურგეს მიაყრდნო.
-დაისვენე, ზემოთ საძინებლებიცაა, სადაც გინდა იქ დაიძინე. თუ რამე დაგჭირდეს აქვე ვიქნები. -მშვიდად მიუგო და აივანზე გავიდა. ამასობაში ემოციებისგან დაღლილი ნუცა ღრმა ძილს მიეცა…
სანდრო გაგიჟებული დაეძებდა ნუცას, მისი ყველა მეგობარი მოიარა თუმცა შვილი ვერსად იპოვა, ეს უფრო აგიჟებდა, მასზე გაბრაზებული სადღაც გაუჩინარდა და თან ტელეფონიც გათიშა. ელენეს სახლის კართან 2 საათზე მეტი იცდიდა იქამდე სანამ ელენე სახლში დაბრუნდებოდა. ეგონა მასთან მაინც იქნებოდა მაგრამ ხელში მხოლოდ ელენე და ანდრეა შერჩნენ.
-სადაა? ელენე ნუცა სადაა?
-არვიცი ბიძია სანდრო, სახლში რომ წამოვიდა მას შემდეგ აღარ მინახავს. -გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ელენე.
-ელენე შვილო გთხოვ არ დაგვიმალო თუ იცი სადაა, გეხვეწები. -ცრემლებად იღვრებპდა ლიზა
-გეფიცებით არ ვიცი. -გული შეეკუმშა ელენეს ლიზას ასეთ მდგომარეობაში დანახვისას თუმცა სიმართლეს ამბობდა, წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო მისი მეგობარი და რატომ გაუჩინარდა ასე მოულოდნელად.
-იმ ბიჭის მისამართი მითხარი. -ტონი გაუმკაცრდა სანდროს.
-ვინ ბიჭის?
-ელენე შვილო, წყობიდან მუ გამომიყვან ყიფიანის მისამართი მითხარი. - რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ელენეს და ისიც შიშისგან წამსვე კედელზე აეკრო.
-შეეშვი. -წინ გადაუდგა ანდრეა სანდროს.
-შვილო შენი ნერვები არ მაქვს, გამეცალე!
-ეგ არ მადარდებს, გოგოს აშინებ! ასერომ უკან დაიხიე. -კბილებში გამოსცრა ანდრეამ- მან არ იცის ვაჩე სად ცხოვრობს, მაგრამ მე ვიცი.
-მან თუ არ იცის შენ საიდან იცი?
-ვაჩეს მეგობარი ვარ, მშვენივრად ვიცი ყველაფერი მასზე.
-შვილო ეს დაქალები რამ გადაგიყვანათ ჭკუიდან? - შეტევაზე გადავიდა სანდრო- ჩემი შვილი თავად ყოფიანის შვილს გადაეკიდა შენ მის მეგობარს, ვეჭვობ შენს მშობლებთან საუბარი მომიწევს.
-სანდრო, ამის დრო არ არის. ნუცა უნდა ვიპოვოთ.- ხმაში მუდარა გაურია ქალმა.
-მისამართი მითხარი!
-არა! ასეთი მაგარი პოლიციელის როლი ხომ გაქვს, თავად იპოვე. -კბილებში გამოსცრა ანდრეამ.
-შვილო შენ აზრზე მოდიხარ საერთოდ ვის ელაპარაკები? -მხრებში ჩააფრინდა ანდრეას და ერთი ხელის მოსმით ააყუდა კედელზე.
-ვიცი და სიმართლე რომ გითხრათ არ მადარდებს, მითუმეტეს მაშინ როცა თქვენი შვილის მეგობრებს ასე ექცევით. -სასწრაფოდ გაინთავისუფლა მისგან თავი და ელენეს გადაეფარა- აღარ მიუახლოვდე თორემ ყიფიანი მოგონილი იქნება იმასთან რასაც მე გავაკეთებ. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და კარს უკან ელენესთან ერთად გაუჩინარდა…
5 წუთიც არ იყო გასული ტელეფონზე მესიჯი რომ მიუვიდა. ვაჩესგან იყო.
“ბატონო სანდრო, ნუცა ჩემთან არის არ ინერვიულოთ” - მოვკლავ, ღვარძლით ამოთქვა და სასწრაფოდ განყოფილებაში გადარეკა. 1 საათის შემდეგ მისი მისამართის დადგენა მოახერხეს, სანდროს აღარ უფიქრია მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და გეზი პირდაპირ ვაჩეს სახლისკენ აიღო.
ნახევარი საათიც არ დაჭირვებია იქამდე მისასვლელად, როგორც კი სახლს მიადგა სასწრაფოდ დატოვა მანქანა და კარზე საშინელი ბრახუნი ატეხა, მალევე რომ არ გაეღო ვაჩეს ალბათ შეამტვრევდა კიდეც.
-გამარჯობათ. - მშვიდად მიუგო ვაჩემ ზღურბლზე მდგარ სანდროს და ლიზას.
-ჩემი შვილი სადაა? - კბილები გაახრჭიალა სანდრომ, ვაჩე უხეშად გაწია გვერდით და სახლში სწრაფი ნაბიჯით შევიდა.
-ხო, რათქმაუნდა შემოდით, თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში. -ირონია არ დააკლო ვაჩემ და სტუმრებს მაშინვე უკან მიჰყვა.
-ნუცა სადაა? რა დაუშავე? -თვალებანთებულმა გახედა სანდრომ
-საძინებელშია ზემოთ, სძინავს.
-შენ რა…
-ძალიან გთხოვთ ამაზრზენი ფიქრებისგან თავი შეიკავეთ და ხო მაღლა ასვლაზე არც იფიქროთ.
-აზრზე მოდი ბიჭო, ახლავე გამატარე. -მის პირდაპირ დადგა სანდრო და ხელით უხეშად უბიძგა თუმცა ვაჩეს რეაქცია არ ქონია ადგილიდან არ განძრეულა. -გაიწიე!
-არა! ნუცა იმ მდგომარეობამდე მიიყვანეთ რომ თქვენთან დარჩენა არ უნდოდა, ეგ იმას ნიშნავს რომ თქვენი ნახვაც არ უნდა. მე კი მის სურვილებს პატივს ვცემ!
-შენ ვინ ხარ ამდენს რომ ბედავ? ხომ არ გინდა მამაშენს რაც დავაკელი შენზე ავინაზღაურო? -იარაღი მოიმარჯვა სანდრომ.
-სანდრო იარაღი დაუშვი, შენს წინ მამამისი არ დგას, უდანაშაულო ბავშვია.
-ახლა მეც უნდა დაგემუქროთ რაც მამაჩემმა ვერ წაგართვათ მე წაგართმევთთქო? - გაუკვირდა ვაჩეს.
-შენ ვერაფერს დამაკლებ მაგრამ მე ძალიან ბევრი შემიძლია. -ტონს აუწია სანდრომ და იარაღი გადატენა.
-სანდრო გეხვეწები, იარაღი დაწიე, ამას შენს თავს არასდროს აპატიებ. გაჩერდი გთხოვ.
-მამა?! -კიბეებიდან გაისმა ნუცას გაბზარული ხმა - რას აკეთებ? -სასწრაფოდ ჩამოირბინა კიბეებზე და ვაჩეს გვერდით ამოუდგა.
-რა გჭირს? - გაგიჟებული მიაჩერდა სანდრო შვილს რომელსაც მახევარი სახე მთლიანად დალურჯებული ჰქონდა.
-რაზე მეკითხები?
-შენი სახე.
-ეს… ეს… შენს დარტყმას ვერ გაუძლო ჩემმა სახემ. - ურცხვად მოიტყუა და მზერა მამამისიდან იარაღზე გადაიტანა. - იარაღი დაუშვი.
-ახლავე მივდივართ აქედან. იმაზე კი რაც მოხდა სახლში ვისაუბროთ. -იარაღი თავის ადგილას დააბრუნა და ნუცას წამის მეათასედში ჩაავლო ხელი.
-მამა ახლავე გამიშვი, მე არსად არ მოვდივარ. -იუარა ნუცამ და მისგან თავის გათავისუფლება სცადა თუმცა ამაოდ.
-გითხრა გამიშვიო. -სანდროს ხელზე ხელი მოკიდა ვაჩემ.
-ახლავე გაწიე ხელი სანამ ძვლებში დამიმტვრევიხარ. -კბილები გაახრჭიალა სანდრომ.
-სცადე. - სახე აელეწა ყიფიანს.
-მამაშენის გამოხედვა, ვცნობ მას. შენში ცხოვრობს.
-ამით ვერ წამომიკიდებ, ნუცას ხელი გაუშვი. -მშვიდად მიუგო ვაჩემ.
-ხელი გაწიე შვილო, ბოლოჯერ გეუბნები.
-ანალოგიურს გეუბნები მეც. - ნიშნისმოგებით უთხრა ვაჩემ და სახეში მუშტიც მიიღო, სამდრომ მთელი ძალით დაარტყა რომ მოეშორებინა თუმცა მისთვის ხელი არ გაუშვია, მხოლოდ ოდნავ გამოძრავდა ვაჩე და საწყის პოზიციას მალევე დაუბრუნდა.
-მამა რას აკეთებ. -უღონოდ გაიბრძოლა ნუცამ მის წინააღმდეგ- გამიშვი გეხვეწები. შენთან ერთად არსად წამოსვლა არ მინდა, თავი დამანებე.
-ხელს არ დაგარტყამ, პირველრიგში იმიტომ რომ უფროსი ხარ, მეორეც ნუცას მამა ხარ. მაგრამ შენთვის ხელის მომტვრევას არ მოვერიდები თუ ნუცას ხელს არ გაუშვებ.
-ჩემს შვილს შენს სახლში არ დავტოვებ.
-შენს შვილს ჩემთან დარჩენა უნდა, ასერომ აქ დარჩება.
-ის რეალობას სწორად ვერ აღიქვამს, თუმცა მე აღვიქვამ და ზუსტად ამიტომ ვფიქრობ
რომ 3 წამში ხელს თუ არ გაწევ შუბლში ტყვიას დაგახლი.
-მიდი. -თანხმობა განაცხადა ვაჩემ
-იარაღისკენ ხელს თუ მაინც წაიღებ სამუდამოდ დამკარგავ. - გააფრთხილა ნუცამ და ცრემლიანი თვალები მიანათა. -აქამდე შენ მიმიყვანე, მომეცი უფლება ჩემი სრჩევანი გავაკეთო.
-ხელი გაუშვი, როგორც კი სურვილი ექნება სახლში მაშინვე მოვიყვან!
-არ დამაძალო, იძულებულს ნუ გამხდი მამის იდეალი დავკარგო, მაცადე იმის გადახარშვა რაც გააკეთე. -სახეზე მიანიშნა ნუცამ- თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომეცი.
-მასთან?
-კი, მასთან. -როგორც კი ხელზე სიმსუბუქე იგრძნო შიშით უკან დაიხია და ვაჩეს უკან დადგა.
-თქვენი წასვლის დროა. -წამით გახედა ნუცას, იმდენად განადგურებული სახე ჰქონდა საშინლად არ უნდოდა რომ მამამისს კიდევ დაემატებინა მისთვის.
-იცოდე, ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, დაგასახიჩრებ და შენს თავს ძაღლებს ვაგლეჯინებ.
-ჩემთან უსაფრთხოდაა.- მშვიდად მიუგო ვაჩემ და სახლიდან სასწრაფოდ გააცილს დაუპატიჟებელი სტუმრები… სასტუმრო ოთახში დაბრუნებულს ნუცა იატაკზე დახვდა, განადგურებულს თავი ხელებში ჩაერგო და ხმით ტიროდა.
-ნუცა, ნუცა შემომხედე. - მისი სახე ხელებში მოიქცია ვაჩემ. -დამშვიდდი კარგი? არაფერი მომხდარა, მალე გადაგივლით ბრაზი და შერიგდებით. ამაზე არ ინერვოულო გთხოვ. -ამშვიდებდა ვაჩე მაგრამ ნუცას სულ სხვა რაღაც აწუხებდა.
-ამაზე არ ვნერვიულობ. - ვაჩეს გაკვირვებული სახისას მაშინვე დაამატა - არ იმსახურებ რომ მათ ასე სძულდე, ნეტავ ყველამ იცოდეს როგორი ადამიანი ხარ, როგორ მეხმარები. ჩემს გამო დღეს უკვე რამდენჯერ მოგხვდა სახეში. რამდენი პრობლემა შეგიქმენი, ვერც კი ვითვლი, ისინი კი საშინლად ფიქრობენ შენზე. მამაჩემმა ლამის გესროლა ვაჩე. შენი მოკლვა უნდოდა.
- მე არც ხალხი და არც შენი მშობლები არ მადარდებს ნუცა, არ მადარდებს მათ იაზრო ჩემთან დაკავშირებით, ჩემთვის მთავარი ისაა რომ შენი იცი ვინც ვარ. დაანარჩენი ყველა წყალსაც წაუღია. -მშვიდად მიუგო და ცრემლები ფრთხილად მოწმიმდა - არ მინდა რომ ნერვიულობდე, ყველაფერი ძალიან მაგრად გექნება გესმის? არაფერზე ინერვიულო.
-როგორ არ უნდა ვინერვიულო? შეიძლება ჩემსგამო დაგიჭირონ კიდეც.
-ეგ არ არის შენი ბრალი და არც შენი საზრუნავი. მაგას მე მივხედავ. -სახე ახლოს მიუტანა და წამით თვალები დახუჭა. - ვერ აგიღწერ რა მემართება როცა ასეთ მდგომარეობაში გხედავ. - მძიმედ ამოთქვა და ლოყაზე ტუჩები ფრთხილად მიაკრო. -რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გიჭირდეს იცოდე რომ მე გყავარ. ნებისმიერ დროს მებისმიერ საკითხში დაგეხმარები და ეგ არ შეიცვლება არასდროს, მნიშვნელობა არ აქვს გისოსებს მიღმა ვიქნები თუ არა. - ღმერთო რამდენად დიდი იყო სურვილი მის გვერდით ყოფნის, თავს ვერაფერს უხერხებდა ვაჩე. მძიმედ სუნთქავდა და მის გულისცემას უსმენდა, ესმოდა როგორ უფართხალებდა გული და გრძნობდა რამდენად ცუდად იყო, სძულდა საკუთარი თავი რომ ვერ ეხმარებოდა.
-მადლობა რომ ჩემი წაყვანის საშუალება არ მიეცი და არამხოლოდ მაგისთვის, ყველაფრისთვის. -მადლოერი სახით მიაჩერდა ვაჩეს.
-სამადლობელი არაფერი გამიკეთებია. -მის ტუჩებთან ამოიჩუჩულა, წამით დაფიქრდა მაგრამ სურვილი და გრძნობა იმდენად დიდი იყო ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩაკეტა და მის ტუჩებს მისწვდა. ნუცასგან წინააღმდეგობა არ უგრძვნია თუმცა ამას არ გაუთამამებია, მალევე მოსწყდა მის ბაგეს და თვალებში ჩააცქერდა.
- ვაჩე მე…
-არაფერს გაძალებ, უბრალოდ რომ არ გამეკეთებინა მთელი ცხოვრება ვინანებდი. თუმცა თუ გინდა რომ დამარტყა მიდი, ხელს არ ასეგიშლი.
-ნუ სულელობ, მსგავსს არაფერს ვაპირებ.
-მაშინ ადექი, გამოიძინე, ძალიან დაღლილი სახე გაქვს. - წელზე ხელი მოხვია და წამოდგომაში დაეხმარა.
-ვაჩე…
- გისმენ. - მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს წაეტანა, იქიდან ერთი ღერი სწრაფად ამოაძვრინა და ნერვიულად მოუკიდა.
- არ მინდა იმის გამო რაც წეღან მოხდა ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდეს.
- რას გულისხმობ?
- იცი რასაც.
- ნუცა, შენთვის იმიტომ არ მიკოცნია რომ ამის ჟინი მქონდა, ეს უნდა იცოდე. ხვალ შეიძლება ციხეში ჩამსვან საბას ძვლების დამტვრევისთვის, მე არ მინდოდა ისე წასვლა რომ ეს არ გამეკეთებინა. შეიძლება შენ აღარც გამიხსენო თუ ჩამსვამენ მაგრამ მე გაგიხსენებ, გრძნობები არ დამავიწყებს შენს თავს.
- რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს ლოდინი, მე დაგელოდები ვაჩე. გპირდები, თუ რამე მოხდება და ჩაგსვამენ დაგელოდები სანამ გამოხვალ, მე არ დავივიწყებ იმას რაც ჩემთვის გააკეთე. როცა გამოხვალ მე ისევ აქ დაგხვდები ძველებური ხასიათით, თუმცა არა ნაცემი სახით.
-შენ არ თქვი დაპირებას ნაგვის ფასი აქვსო? ისეთ რამეს ნუ დამპირდები რასაც ვერ შეასრულებ. -ნაძალადევი ღიმილით მიუგო ვაჩემ და კიბეები სწრაფი ნაბიჯით აიარა.

***
მთელი ღამე ვერ მოისვენა ნუცამ, საწოლში უაზროდ წრიალებდა და იმაზე ფიქრობდა რა შეიძლებოდა მოსვლოდა ვაჩეს მის გამო, ადამიანი ამდენჯერ დაეხმარა, ყურადღებას აქცევდა და ასე უბრალოდ ვერ გაწირავდა. საბოლოოდ დასკვნამდე მივიდა. საწოლიდან ფრთხილად წამოდგა, ყველა ძვალი საშინლად სტკიოდა, ემოციებოც თავისას აკეთებდა და საშინლად ასუსტებდა მაგრამ თავს ძალა დაატანა, ფეხსაცმელი ხელით ჩაიტანა ქვემოთ, კართან ჩაიცვა და სახლი სასწრაფოდ დატოვა, 4 საათი იქნებოდა. საცობი არ იყო ამიტომ ტაქსი მალე მოვიდა, მანქანაში ჩასკუპდა და გეზი პირდაპირ საავადმყოფოსკენ აიღო.
ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა და როგორ გადაერჩინა ვაჩე, ბიჭი რომელიც მუდამ გვერდით ედგა. როგორც კი მანქანა ეზოში გაჩერდა, შენობაში შესვლამდე ჰაერი მძიმედ შეისუნთქა და ნელი ნაბიჯით გაიარა ვცელი დერეფანი, გზაში არავინ შეხვედრია, პალატები მეორე სართულზე იყო განლაგებული, ტრავმატოლოგიური მეოთხეზე. ყურადღებით გაადაათვალიერა რუკა და კიბეები ხმაურით აირბინა, მორიგე ექიმს მაგიდასთან მშვიდად ეძინა. არც კი შეუმჩნევია ნუცა რომელმაც პირდაპირ ცხვირწინ გაურბინა და ოთახების შემოწმება დაიწყო, სანამ საბას ოთახს იპოვიდა იმდენი საშინელი პაციენტი ნახა ცოტაც და უკან გამობრუნდებოდა თუმცა როგორც იქნა იპოვა ის ვისაც ეძებდა.
ორივე ხელი თაბაშირში ქონდა ჩასმული, სახე მთლიანად დალურჯებული ჰქონდა და მკერდზეც ბინტის კვალი ემჩნეოდა. შეშინებულმა საკუთარ თავს შეუძახა “საშინელ მდგომარეობაშია, ვერაფერს დაგიშავებს” და გზა განაგრძო, როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ზიზღის გრძნობამ შეიპყრო თუმცა არაფერი შეუმჩნევია, რამდენიმე წამით უყურებდა მერე კი ხელით მხარზე უხეშად უბიძგა და ჩუმად დაუძახა.
-საბა. - ყურადღება არ მიუქცევია ასერომ რამდენჯერმე კიდევ დაუძახა იქამდე სანამ საბამ უკმაყოფილოდ არ დაიზმუვლა და წამწამები ერთმანეთს არ დააშორა.
-ნუცა? - ძლივს ამოთქვა მისი სახელი და შეშინებულმა მთლიანი ოთახი მოათვალიერა.
-მარტო ვარ, ნუ დარდობ. დიდ დროს არ წაგართმევ.
- რა გინდა?
- რომ გითხრა მალე გამოჯანმრთელების სასურველად მოვედითქო მოგსტყუებ, ასერომ მოკლედ გეტყვი. ხომ მისმენ?
-გისმენ ნუცა, რა გინდა?
-ჩემი ცხოვრება საშინლად არიე და ფაქტიურად სულ გაანადგურე, არ მოგცემ უფლებას ვაჩესაც იგივე გაუკეთო, ხვალ შენთან პოლიცია მოვა, მაგრამ შენ ვაჩეზე არაფერს არ იტყვი. გასაგებია?
- ხომ არ გაგიჟებულხარ? - სიცილი წასკდა საბას- ეგ რატომ უნდა გავაკეთო?
-იმიტომ რომ არც შენ დამმართე ნაკლები, მთელი სხეული დალურჯებული მაქვს, სახის ნახევარი ჩემი არ არის, სისხლჩაქცევებით ვარ სავსე და თუ შენ ხვალ პოლიციას რამეს მოუყვები და შენს გამო ვაჩე ციხეში მოხვდება, დამიჯერე შენც მის გვერდით აღმოჩნდები. მამამისს იქ ბევრი ნაცნობი ეყოლება, შვილს მიხედავს. მაგრამ შენ? შენ ვინ მოგხედავს? დაგანაწევრებენ საბა. იქიდან ცოცხალი ვერ გამოხვალ. ასერომ არჩევანი შენზეა, მგონი ჯობს ენას კბილი დააჭირო რომ ყველა ბედნიერი იყოს. - ნოშნისმოგებით უთხრა, მის გაოცებულ სახეს კიდევ ერთხელ დააკვირდა და ოთახი სასწრაფოდ დატოვა…




ბოდიში რომ დავაგვიანე, ველი თქვენს კომენტარებს



№1 სტუმარი მარი ❤

რა მაგარი თავი იყო❤❤ლამის გული გამისკდა ნუცამ სისულელე არ გააკეთოს და საბასთან რამე შეთანხმება დადოსთქო. საინტერესოდ მიდის მოვლენები❤❤❤

 


№2  offline წევრი OKI ME

უუფ, კაი თავი იყოო რაა. ❤️ კი გადამრია და გამაგიჟა სანდრომ მაგრამ არაუშავს. )))

ვატყობ ბატონ სანდროს სანანებელი გაუხდება თავისი ყველა ქმედება ნუცასთან მიმართებაში. არა, ან მანამდე ვერ შენიშნა ნუცას დალურჯებული სახე ეგრევე ჩხუბზე და გარტყმაზე რომ გადავიდა? ((( აი ერთი სული მაქვს იმ მომენტი წავიკითხო და სანდროს სახე წარმოვიდგინო როდესაც საბას ნამდვილ, რეალურ სახეს დაანახებენ თორემ ეგ თავისით ვერ დაინახავს ისე მოსწონს საბა :DDD

საბას რაც შეეხება იმედს ვიტოვებ ჭკუა ეყოფა და ენის ტლიკინს არ დაიწყებს ვაჩეზე.

დედა რა კაი ბიჭი ყოფილა ეს ვაჩე და რას ვერჩოდით ან ნუცა და ან მე დასაწყის თავებში? :DDD

ვაჩეს მამის საქციელმა კიდევ ერთხელ დამშოკა. ტიპი ყველაფერზე წამსვლელია. ისე არც მაგას ექნება კარგი რეაქცია როცა გაიგებს ნუცას არსებობას მისი შვილის ცხოვრებაში :DDD

აუუ, ბოლოს ნუცას და ვაჩეს საუბარი ისე წაიყვანე და ისე დაასრულეე მეტიც არ მინდა დააშორო ერთმანეთს. ანუ ამ მიზეზით დააშორო. ან ის სიტყვები არ გამართლდეს რაც ერთმანეთს უთხრეს :DDD ჩავთვლი რომ უბრალოდ ისაუბრეს ამ თემაზეც და არაფერი მსგავსი არ მოხდება მთელი ისტორიის მანძილზე. იცოდე მერე პროტესტის ნიშნად აღარ წავიკითხავ ისტორიას!!! (ჰო, დავიჯერე. როგორ არა. კი აბა არ წაიკითხავ.ჩემო თავო ვის ატყუებ ნეტა :/ )

საერთო ჯამში მშვენიერი თავი იყო ❤️❤️ როგორც ყოველთვის მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავს ❤️❤️ წარმატებებიი ❤️❤️

 


№3  offline წევრი Soraya

კარგი ისტორიაა, თუმცა რატომ უნდა იცოდნენ მშობლებმა ნუცა შეყვარებულს დაშორდა თუ არა, გავიგეთ რომ ვაჩე ცუდი მამის შვილია, შეიძლება ამაზე გაბრაზდე თუმცა ზედმეტად მიმაჩნია ის რომ ნუცამ ყველაფერი უნდა უთხრას მშობლებს რაც მის პირად ცდოვრებაში მოხდება, მშობლებმა კი უნდა იცოდნენ შეყვარებული ყავს თუ არა, მაგრამ ესეც ნუცას ნებაა უნდა ეტყვის უნდა არა, და ეს საქციელი საყვედურს არ იმსახურებს.სანდრო შეიძლება კარგი მამაა, მაგრამ ზედმეტად შებოჭილი ჰყავს ნუცა.
წარმატებები!

 


№4 სტუმარი ნი-კე

ყოჩაღ ნუცას..თავიდანვე ასე რომ დაეწყო საბა ვერაფერს გაუბედავდა .წარმატებები და ახალი თავი მოგვაშველე მალე

 


№5  offline წევრი kesane1700

ვაჩე არის ყველაზე მაგარი პიროვნება, ნუცა უნდა ამაყობდეს რომ მას იცნობს heart_eyes მე კი ვამაყობ რომ შენ გიცნობ მარიამ. საუკეთესო ისტორიაა, გრძნობებით სავსე, ველი ახალ თავს ახალი შემართებით და დიდი ინტერესით heart_eyes

 


№6  offline მოდერი ენქეი

მარი ❤
რა მაგარი თავი იყო❤❤ლამის გული გამისკდა ნუცამ სისულელე არ გააკეთოს და საბასთან რამე შეთანხმება დადოსთქო. საინტერესოდ მიდის მოვლენები❤❤❤



მიხარია რომ მოგწონს heart_eyes

OKI ME
უუფ, კაი თავი იყოო რაა. ❤️ კი გადამრია და გამაგიჟა სანდრომ მაგრამ არაუშავს. )))

ვატყობ ბატონ სანდროს სანანებელი გაუხდება თავისი ყველა ქმედება ნუცასთან მიმართებაში. არა, ან მანამდე ვერ შენიშნა ნუცას დალურჯებული სახე ეგრევე ჩხუბზე და გარტყმაზე რომ გადავიდა? ((( აი ერთი სული მაქვს იმ მომენტი წავიკითხო და სანდროს სახე წარმოვიდგინო როდესაც საბას ნამდვილ, რეალურ სახეს დაანახებენ თორემ ეგ თავისით ვერ დაინახავს ისე მოსწონს საბა :DDD

საბას რაც შეეხება იმედს ვიტოვებ ჭკუა ეყოფა და ენის ტლიკინს არ დაიწყებს ვაჩეზე.

დედა რა კაი ბიჭი ყოფილა ეს ვაჩე და რას ვერჩოდით ან ნუცა და ან მე დასაწყის თავებში? :DDD

ვაჩეს მამის საქციელმა კიდევ ერთხელ დამშოკა. ტიპი ყველაფერზე წამსვლელია. ისე არც მაგას ექნება კარგი რეაქცია როცა გაიგებს ნუცას არსებობას მისი შვილის ცხოვრებაში :DDD

აუუ, ბოლოს ნუცას და ვაჩეს საუბარი ისე წაიყვანე და ისე დაასრულეე მეტიც არ მინდა დააშორო ერთმანეთს. ანუ ამ მიზეზით დააშორო. ან ის სიტყვები არ გამართლდეს რაც ერთმანეთს უთხრეს :DDD ჩავთვლი რომ უბრალოდ ისაუბრეს ამ თემაზეც და არაფერი მსგავსი არ მოხდება მთელი ისტორიის მანძილზე. იცოდე მერე პროტესტის ნიშნად აღარ წავიკითხავ ისტორიას!!! (ჰო, დავიჯერე. როგორ არა. კი აბა არ წაიკითხავ.ჩემო თავო ვის ატყუებ ნეტა :/ )

საერთო ჯამში მშვენიერი თავი იყო ❤️❤️ როგორც ყოველთვის მოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავს ❤️❤️ წარმატებებიი ❤️❤️





შენი თითოეული კომენტარი ჩემი მოტივაციაა, დიდი მადლობა შენ ამისთვის heart_eyes

Soraya
კარგი ისტორიაა, თუმცა რატომ უნდა იცოდნენ მშობლებმა ნუცა შეყვარებულს დაშორდა თუ არა, გავიგეთ რომ ვაჩე ცუდი მამის შვილია, შეიძლება ამაზე გაბრაზდე თუმცა ზედმეტად მიმაჩნია ის რომ ნუცამ ყველაფერი უნდა უთხრას მშობლებს რაც მის პირად ცდოვრებაში მოხდება, მშობლებმა კი უნდა იცოდნენ შეყვარებული ყავს თუ არა, მაგრამ ესეც ნუცას ნებაა უნდა ეტყვის უნდა არა, და ეს საქციელი საყვედურს არ იმსახურებს.სანდრო შეიძლება კარგი მამაა, მაგრამ ზედმეტად შებოჭილი ჰყავს ნუცა.
წარმატებები!



მადლობაა heart_eyes

ნი-კე
ყოჩაღ ნუცას..თავიდანვე ასე რომ დაეწყო საბა ვერაფერს გაუბედავდა .წარმატებები და ახალი თავი მოგვაშველე მალე



მადლობაა kissing_heart

kesane1700
ვაჩე არის ყველაზე მაგარი პიროვნება, ნუცა უნდა ამაყობდეს რომ მას იცნობს heart_eyes მე კი ვამაყობ რომ შენ გიცნობ მარიამ. საუკეთესო ისტორიაა, გრძნობებით სავსე, ველი ახალ თავს ახალი შემართებით და დიდი ინტერესით heart_eyes




დიდი მადლობა კესანე heart_eyes

 


№7 სტუმარი tata

დღეს იქნება ახალი თავი თუ ტყუილად ველოდები? :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent