შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ივენთი //13//


7-07-2022, 23:17
ავტორი ენქეი
ნანახია 2 714

-სად იყავი? - კიბეებზე ჩუმად აპარვა გადაწყვიტა ნუცამ თუმცა ვაჩეს მისი სახლიდან გასვლა არ გამოჰპარვია, მისაღებში სიბჯელეში იჯდა და მის დაბრუნებას ელოდა.
-შენ… რატომ არ გძინავს? - ბუტყუნით ამოთქვა ნუცამ და კიბეებზე დაეშვა.
-იგივე კითხვა მაწუხებს მეც. საათი დაკარგე?
-მე უბრალოდ ვერ ვიძინებდი.
-გაგეფრთხილებინე ან წერილი დაგეტოვებინა ან არ ვიცი. ვინერვიულე… - ბოლო სიტყვა თავისთვის ჩაიბურტყუნა თუმცა ნუცას სმენას მაინც მისწვდა მისი სიტყვები.
-მინდოდა ერთხელ მაინც გამეკეთებინა შენთვის რამე, მინდოდა დაგხმარებოდი. ამიტომ წავედი.
-რა გააკეთე ნუცა? - ოთახში სინათლე აანთო ვაჩემ და მათ შორის მანძილი სწრაფად დაფარა.
- საბასთან ვიყავი…
-მოიცა, მოიცა შენ რა ის პირუტყვი ნახე? - ყურებს ვერ უჯერებდა ვაჩე.
-კი, ვნახე. ვილაპარაკეთ და მგონი შევთანხმდით.
-რაზე შეთანხმდით ნუცა ნუ გამაგიჟებ.
-ვუთხარი რომ შენზე რამეს თუ იტყოდა მეც ვიტყოდი იმაზე რაც დამემართა.
-ნუცა, ვალდებული არ იყავი ეს გაგეკეთებინა. ვალდებული არ ხარ რომ მე დამიცვა გესმის?
- ვიცი ვაჩე, უბრალოდ მინდოდა რამე კარგი გამეკეთებინა.
-ეს არ არის მნიშვნელოვანი ნუცა, შენ არ უნდა ერეოდე ამ ყველაფერში. -მძიმედ ამოთქვა ვაჩემ.
-მიბრაზდები? -დაღონებულ ვაჩეს გახედა და თავი დამნაშავედ იგრძნო მის გარეშე რომ იმოქმედა.
-არა ნუცა, უბრალოდ არ მინდა რომელიმე იურიდიულ საქმეში ფიგურირებდე.
-მე ხომ არ ვარ დამნაშავე, მხოლოდ მსხვერპლი.
-ვიცი, მაგრამ არც მასე. დამპირდი, დამპირდი რომ საბა თუ მიჩივლებს შენც იგივეს არ გააკეთებ. - სახეზე ფრთხილად შეეხო და მომლოდინედ ჩააცქერდა თვალებში.
-რაა? რათქმაუნდა ვუჩივლებ
-არა ნუცა, გთხოვ, გარანტია მჭირდება რომ ამას არ გააკეთებ. მინდა რომ დამპირდე, ერთ დღეს ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ახლა დამპირდი რომ სისულელეს არ გააკეთებ.
-ვერ ვხვდები საბას რატომ იცავ მაგრამ… გპირდები. - მცირედი პაუზის შემდეგ მაინც დაამატა.
-ამას შენს დასაცავად ვაკეთებ. - თავისთვის ჩაიბურტყუნა და ხელები მჭიდროდ მოხვია, ვერც კი აანალიზებდა რამდენად მნიშვნელოვანი გახდა მისთვის ეს პატარა გოგო და რამდენის გაკეთება უწევდა რომ ის დაეცვა. მაშინ როცა ნუცა გაურკვევლობაში იყო ვაჩეს გადაწყვეტილების გამო ვაჩემ ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა, მამამისი ნამდვილი ფიქოპათია, ოდესმე ნუცას ადგილსამყოფელს თუ დაადგენს ეს მშვიდობიანად არ დამთავრდება. მამამისს ყველა ზომა მიღებული აქვს მის დასაცავად, ოფიციალურად ნუცას პიროვნებაც კი აღარ არსებობს და თუ ნუცა სასამართლოში სარჩელს შეიტანდა მამამისი აუცილებლად გაიგებდა ყველაფერს მასზე. მისი დაცვა კი სისხლის ღვრას გამოიწვევდა. მის მკლავებში იმდენად მშვიდად იყო ნუცა თითქოს ცუდი არაფერი არსებობდა ამ დედამიწაზე, რომ შესძლებოდა ვაჩეს მთელი ცხოვრება ასე ეყოლებოდა და მასთან მიახლოების უფლებას არავის მისცემდა თუმცა როცა მამამისს ამდენი მტერი ჰყავს რთულია მათგან თავის დაძვრენა.
-დაძინებას არ აპირებ? - იკითხა ნუცამ მის მკლავებში გახვეულმა.
-შენ?
-კი, დავიღალე ძალიან.
-მაშინ მეც. -მშვიდად მიუგო და მეორე სართულზე მასთან ერთად ავიდა.
***
იქამდე სანამ ნუცას და ვაჩეს უდარდელად ეძინათ ლიჩელების სახლში კატასტროფა დატრიალდა, გამთენიისას საშინელი სროლა ატყდა სახლში, გამაყრუებელმა ხმამ მთელი არემარე მოიცვა და ირგვლივ არსებული სიჩუმე დაარღვია.
-ეს რა სროლის ხმა იყო? - მაშინვე საწოლში წამოჯდა ლიზა. მხოლოდ წამოთ მიაყურადა სანდრომ, მერე კი მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოასწრო სანამ ტყვიების წვიმა წამოვიდოდა.
-დაწექი! -ირგვლივ საშინელი ხმაური იყო, ფანჯრები ერთმანეთის მიყოლებით ილეწებოდა და ოთახში ნამსხვრევები ცვიოდა, თავდამსხმელები ნუცას ოთახსაც მთელი ენერგიით აცლიდნენ ტყვიით სავსე მჭიდებს, სროლა დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა იქამდე სანამ მთელი სახლი მიწასთან არ გაასწორეს, შემდეგ ერთერთმა სანდროს შეტყობინება გადასცა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა…
-ყიფიანმა მოკითხვა გადმოგცა სანდრო. - გაისმა ირონიული ხმა ეზოდან რასაც კიდევ ერთი გასროლა მოჰყვა, ტუმბოზე არსებულ სურათს სადაც ნუცა, ლიზა და სანდრო იყვნენ ტყვია მოხვდა და ხმაურით დაეცა იატაკზე. - იმედია შეტყობინებას მიხვდი. -კიდევ ერთხელ გაიმეორა კაცმა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
-კარგად ხარ? - მაშინვე ლიზას მივარდა სანდრო.
-კი… და შშშენ? -აკანკალებული ხმით ამოთქვა და სიბნელეში როგორც შეეძლო ქმარი მთელი სხეულით მოათვალიერა.
-მე კარგად ვარ, დაშვიდდი. - სიბნელეში გზა გაიკვლია და ოთახში სინათლე აანთო.
-სანდრო, ეს ისევ ხდება. - კანკალით თქვა ლიზამ და ფეხზე ბორძიკით წამოდგა.
-ყველაფერს მივხედავ! - მკაცრად ამოთქვა და მობილური მოიმარჯვა, მაშინვე დარეკა განყოფილებაში და ეკიპაჟი გამოიძახა, საუბრის დასრულებისთანავე თვალში მოხვდა ლიზას ფერმკრთალი სახე რომელიც ახლა უფრო შეშინებული იყო.
-მან… მან ნუცა იგულისხმა სანდრო. - აკანკალებული ხმით თქვა ლიზამ და ფოტოსურათი მოატრიალა -ის ნუცას მიაკითხავს. -ისტერიკულად განაგრძო ქალმა და სურათს კიდევ ერთხელ შეხედა, ტყვიამ ნუცას პირდაპირ შუბლში გაუარა. ესეც ყიფიანის შეტყობინება…

***
დილა საკმაოდ ადრე და ხმაურიანად დაიწყო ვაჩეს სახლშიც, კარზე საშინელმა ბრახუნმა გააღვიძა ისიც და ნუცაც. კიბეებზე შორტისამარა ჩავიდა და კარი დაუფიქრებლად გააღო, ეგონა ისევ ნუცას მამა მოვიდა თუმცა ინტუიციამ უღალატა, კარზე ნაცნობი სილუეტის დანახვისას ტანში უსიამოვნოდ გასცრა და ადგილზე გაიყინა.
-მოგენატრე შვილო? - ირონიით იკითხა კაცმა და მისი 8წლის უნახავი შვილი თავიდან ბოლომდე აათვალიერა.
-აქ რას აკეთებ? -თვალებგაფართოებული მიაჩერდა ვაჩე მის წინ დმგომ სილუეტს.
-კარგი რა, ამდენი წლის შემდეგ მამას ასე უნდა შეხვდე? სახლში არ შემომიპატიჟებ? მამაშვილმა ყავა დავლიოთ. - კარის ზღურბლიდან უხეშად გაწია და სახლში ხმაურით შევიდა. - კარგად მოწყობილხარ, ფულიც არ გაკლია, ჩემი გენები გამოგყვა.
-აქ რას აკეთებ? - კითხვა გაიმეორა ვაჩემ.
-არაფერს, უბრალოდ შემოგირბინე. გავიგე ჩემთვის სასიამოვნო ნადავლის ხელში ჩაგდებას ცდილობ ჩემო ვაჟკაცო.
-რაზე საუბრობ? - ღვარძლით ამოთქვა ვაჩემ.
-ლიჩელების გოგოზე. ნუცაზე. ლამაზი გოგოა ვერაფერს იტყვი.
-მასზე საიდან გაიგე?
-სანდრო იდიოტია და ზუსტად მისნაირები ყავს გარშემო. მისი თანამშრომლები ხშირად საუბრობენ იმ გოგოზე.
-და აქ რას აკეთებ?
-მინდა ნუცას გვერდით მეტი დრო გაატარო, მინდა რომ ხელში ჩაიგდო ეგ გოგო. მერე ჩემთან მოიყვანო და ხომ ხვდები, ბუმ. - შუბლზე ორი თითი მიიდო და მკვლელობის ინსცენირება მოახდინა წამში.
-ხომ არ გაგიფრენია? დაახვიე ჩემი სახლიდან. - თვალები წამოენთო ვაჩეს
- არ მითხრა რომ შენც დაგაბრმავა გრძნობებმა თორემ ვიფიქრებ რომ საავადმყოფოში შენი თავი შემიცვალეს.- ავადმყოფური სიცილი წასკდა ლადოს.
-ჩემი სახლიდან დაახვიე, ახლავე! - ტონი გაიმკაცრა ყოფიანმა.
-ღმერთო- მოისმა კიბეებიდან შეშფოთებული ნუცას ხმა
-ამის დედაც… -სიცილი წასკდა ლადოს- შენ რა გოგო პირდაპირ სახლში დამახვედრე? რადროს წასვლაა, გართობა ახლა იწყება.
- ნუცა, ოთახში შედი. - კიბეზე გაშეშებულს მიუგო ვაჩემ თუმცა როგორც კი ნაბიჯის გადადგმა დააპირა ლადოს მჭექარე ხმამ ჰაერი გააპო და მის ყურთასმენას მისწვდა.
-ქვემოთ ჩამოდი ნუცა.
-არ ჩამოხვიდე, ოთახში შედი! - განაგრძო ვაჩემ თუმცა ამაოდ.
-ჩამოდი ნუციკო, ერთმანეთი გავიცნოთ.
-ნუცა, ოთახში შედი! - ტონი გაიმკაცრა ვაჩემ.
-მე კი ვამბობ რომ აქ უნდა ჩამოხვიდე. ამდენი ხვეწნის ნერვები არ მაქვს ასერომ პატარა ბიძგს მოგცემ. -ქამრის სალტედან იარაღი ამოიღო და ვაჩეს პირდაპირ შუბლში დაუმიზნა.
-რას აკეთებ? - ამოიკნავლა ნუცამ
-ჩამოდი თორემ ტყვიას დავახლი.
-ის ხომ შენი შვილია.
-არ ჩამოხვიდე ნუცა, არ მესვრის. - იუარა ვაჩემ და ლადოს თვალებში ჩააცქერდა.
-ბოლოჯერ გეუბნები ჩამოდი!
-არ გაბედო ჩამოსვლა ნუცა! - იმავე ინტონაციით გაიმეორა ვაჩემ, ნუცაც მას დაემორჩილა და ეს სავალალო აღმოჩნდა ვაჩესთვის, რამდენიმე წამით დაფიქრდა ლადო შემდეგ კი სასხლეტს თითი გამოკრა და ტყვია პირდაპირ მხარში ესროლა.
-ვაჩეე- დაიკივლა ნუცამ და კიბეებზე მაშინვე სირბილით დაეშვა.
-ჯანდაბა- შუაზე მოიკეცა ვაჩე და დაჭრილ მხარზე ხელი მთელი ძალით მიიჭირა.
-აუცილებელი იყო ყველაფრის გართულება? - უსაყვედურა ლადომ და ვაჩეს გვერდით მდგომ გოგოს კიდევ ერთხელ შეხედა.
-შენ საკუთარ შვილს ესროლე, ავადმყოფი ხარ. - აკანკალებული ხმით უთხრა ნუცამ
- დედაშენს გავხარ, თან ძალიან.
-თავი დაანებე. - როგორც იქნა ძალა მოიკრიბა ვაჩემ და ნუცას მთელი სხეულით გადაეფარა. - ამ ომში ნუცას ნუ ჩარევ, ის არაფერშუაშია.
-ასე გაგზარდე? როდის გასწავლე მე გრძნობებზე დამონება?
-შენ ჩემთვის არასოდეს არაფერი გისწავლებია, შენ მე არ გაგიზრდივარ. - ღვარძლით ამოთქვა ვაჩემ.
-მე მამაშენი ვარ!
-ფეხებზე მ*იდია ვინ ხარ, ჩემთვის არაფერს წარმოადგენ.
-ცდები, შენთვის ძალიან ბევრს ვნიშნავ. უბრალოდ აღიარება არ გინდა, შენც ისეთივე ხარ როგორიც მე, უბრალოდ შენ ჯერ ძალიან სუსტი ხარ, მის გამო. - თავით მის უკან მდგომ ნუცაზე ანიშნა.
-აქედან ახლავე წადი!
-თორემ? ნუცა მოდი ახლოს, არ ვიკბინები. -ირონია არ დააკლო საუბარს
-შეეშვი!
-კარგი რა ვაჩე, ბავშვივით ნუ მოიქცევი, ახლოს ხომ უნდა ვიცნობდე. -რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა და ვაჩეს ცხვირწინ აეტუზა
-არ გაეკარო, სერიზოულად გეუბნები!
-ის ცეცხლი რაც ახლა შენს თვალებშია, ახალგაზრდობას მახსენებს. მეც შენნაირი ვიყავი, იმპულსური და ყოველთვის ვიბრძოდი იმისთვის რაც მინდოდა. მაგრამ მე მამაშენი ვარ, მე არ უნდა მებრძოლო. გოგო გაუშვი. - მშვიდად მიუგო ლადომ და მის უკან მდგომ ნუცას ხელი გაუწოდა.
-თუ არ გინდა ეგ ხელი სამუდამოდ დაკარგო უკან დაიხიე.
- დაჭრილი ხარ, სათანადო წინააღმდეგობას ვერ გამიწევ, ასერომ ჯობს შენ დაიხიო უკან. იქნებ კიდევ ერთი ბიძგი გჭირდება? - ეჭვნარევი მზერით გადახედა ნუცას და ისიც შეშინებული მაშინვე მოშორდა ვაჩეს და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა.
-ნუცა გაჩერდი. -მისი შეკავება ვერ შეძლო ვაჩემ, ლადომ ნუცა წამსვე მოიქცია თავის მკლავებში და მთელი არსებით ჩააცქერდა თვალებში.
-მართლა ძალიან ლამაზია, დედამისივით! - სახეზე ხელი ჩამოუსვა ლადომ- თუმცა შენი ხელიც ეტყობა შვილო, ასეთ ლამაზ სახეს საერთოდ არ უფრთხილდები, გამეტებით გიცემია. -სიცილით განაგრძო საუბარი - მე რომც დავუმატო არ შეემჩნევა.
- ხელი არ დააკარო. - ადგილიდან ვერ იძროდა ვაჩე, იცოდა რომ მამამისი არაპროგნოზორებადი იყო და შეიძლებოდა მისთვის რამე დაეშავებინა.
-რაღა უნდა დავაკარო, წიხლით გყავს ნაცემი გოგო. - მთელი ხმით გაიცინა და მკლავებზე დახედა. - ჩემი სკოლაა, გეტყობა რომ ჩემი შვილი ხარ, მაგრამ დასახვეწი გაქვს ბევრი რამ.
- ნუცა გაუშვი, მე და შენ ვისაუბროთ.
-სად გავუშვა ნუცა, სახლში? უი ხო ახლა გამახსენდა, მას ხომ ის აღარ აქვს.
-რაა?
-ჩემმა ხალხმა შენი სახლი მიწასთან გაასწორა, თუმცა არ ინერვიულო შენს ძვირფას მამიკოს და ლამაზ დედიკოს არაფერი დაშავებიათ, კარგად არიან.
-რა გინდა ჩვენგან? - საცოდავად ამოიკნავლა ნუცამ და მის წინააღმდეგ გაიბრძოლა
-მამაშენს არაამქვეყნიურ ჯოჯოხეთს დავპირდი, პირობას ვასრულებ. თუმცა ჯერ შენი დრო არ მოსულა, ჯერ ადრეა.
-ხელი გაუშვი. - წამით დრო იხელთა ვაჩემ, მაგიდიდან წიგნი აიღო და მთელი ძაით ესროლა სახეში, როგორც კი ლადომ ყურადღება მოადუნა იარაღი ხელიდან გამოგლიჯა და პირდაპირ შუბლში დაუმიზნა. - იცოდე შემდეგი ტყვია შენ მოგხვდება ოღონდ შენგან განსხვავებით მე არ ავაცელ. - კბილებში გამოსცრა ვაჩემ
-ჩემო ბიჭო, მართლა გგონია რომ მამაშენს ასე მარტივად მოიშორებ? თან ამ გოგოს გამო? ამდენად ძვირფასია რომ მამის მოკვლა გიღირს მის გამო? - თავი დანანებით გაიქნია ლადომ და ნუცას ხელი გაუშვა. - არც იმდენად სულელი ვარ რომ იარაღშო ტყვიები დამეტოვებინა, ერთი ტყვია იყო და ისიც შენს მხარშია ახლა, დანარჩენი გარეთ შემომეხარჯა, მაგრამ შენზე მაინც გავბრაზდი. არ ველოდი რომ ჩემს მოკვლას აზრად მაინც გაივლებდი. - მის პირდაპირ დადგა და დაჭრილ მხარზე ხელი ოდნავ დაარტყა. - მალე გაგივლის და დაგავიწყდება, ესეც - თავით მხარზე ანიშნა, შემდეგ კი უცებ დაბა ამოიღო და მუცელში მთელი ძალით გაუყარა. - და ესეც.ამის გეცოდინება ვინ არის მამაშენი და ვის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე არასდროს, თორემ ძვირად დაგიჯდება! - სისხლიანი დანა იქვე იატაკზე მიაგდო და ნუცას მიუბრუნდა. - შენთან ჯერ არ დამიმთავრებია, მალე შევხვდებით. - მშვიდად მიუგო კაცმა და სახლი უკან მოიხედავად დატოვა.
-ვაჩეე. - შეშინებული მივარდა ნუცა იატაკზე მწოლიარე ვაჩეს რომელიც უძრავად იწვა და ძლივს სუნთქავდა. - ვაჩე გთხოვ რამე მითხრა, გეხვეწები. - ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა და ჭრილობაზე ხელს მაგრად აჭერდა.
-გაიქეცი და მამაშენი იპოვე! - ძლივს გასაგონად ამოთქვა ვაჩემ და თვალები დახუჭა…
- ნუცაა. - სახლში გაგიჟებული შემოვარდა სანდრო და სახლში დახვედრილი სიუჟეტის ნახვის გამო ადგილზე გაშეშდა.
-ღმერთო. - პირზე ხელები აიფარა ლიზამ.
- ახლახანს წავიდა. - ლადოზე მოახსენა მამამისს და ისევ ვაჩეს მიუბრუნდა.
-ახლავე სასწრაფო გამოიძახეთ. - დაიყვირა ლიზამ და სისხლში ამოსვრილ ნუცას მოუახლოვდა.
-პერიმეტრი შემოსაზღვრეთ, შორს ვერ წავიდოდა. - განკარგულება გასცა სამდრომ და იატაკზე მყოფ ვაჩეს მიუახლოვდა.
-მან საკუთარო შვილის მოკვლა სცადა. - ამოიკნავლა ნუცამ და ცრემლებს გასაქანი მისცა. შიში, ბრაზი, შუროსძიების სურვილი. ეს ყველა ემოცია ერთად იპყრობდა ნუცას, ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ამას მოესწრებოდა, ბიჭს რომელიც გაცნობის დღიდან ჰპატრონობდა ვერ იაზრებდა რომ ასეთ მდგომარეობაში ნახავდა. ვერც იმას იაზრებდა რომ შეიძლებოდა მომლვდარიყო და ვეღარასდროს ენახა, ბოლო სიტყვებიც კი მისი დაცვისკენ იყო მიმართული, ის რომ არა ახლა ჯანმრთელი ივლოდა თბილისის ქუჩებში და ამდრეასთან და გეგისთან ერთად სადმე დასალევად წავიდოდა. თუმცა ნუცას გამო შეიძლებოდა ეს აღარასდროს მომხდარიყო, ამაზე ფიქრი ანადგურებდა…
არ ახსოვს მისი სხეული ექიმებმა როგორ გამოგლიჯეს ხელიდან და როგორ წაიყვანეს, არც ის ახსოვს როგორ მოხვდა საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობოს ქვეშ, თითქოს გონება გაეთიშა, ამდენ ემოციას ერთად ვერ გაუძლო. უბრალოდ გათიშვის ღილალს დააჭირა და ყველაფერი ბნელ წყვდიადში ჩაიძირა…
გონს რომ მოვიდა პალატაში სრულიად მარტო იყო, მარჯვენა ხელზე წვეთოვანი ედგა და თავისთვის მშვიდად აგრძელებდა ორგანიზმში სითხის შეყვანას, მთელი სხეული სტკიოდა, საშინელ დაღლილობას გრძნობდა თითქოს თვეებია არ უძინია. წარმოდგენა არ ჰქონდა აქ როგორ მოხვდა ან საერთოდ რა მოხდა, როგორ გამოიყვანეს სახლიდან და სად არის ვაჩე. ან როგორ არის? ცოცხალია? ყველაზე მტკივნეული კითხვები. ფეხზე სასწრაფოდ წამოვარდა, ხელში არსებული ნემსი სასწრაფოდ გამოგლიჯა და კარამდე ნელი ნაბიჯით მოვიდა, წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა კედელს დაეყრდნო და წამოთ გაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ კარი გააღო და თავისი გზა განაგრძო.
-ნუცა, შვილო. - დერეფაში სკამზე მჯდომი დედის დანახვისას ცოტა გულზე მოეშვა რომ მარტო არ იყო, ლიზა მაშინვე მიუახლოვდა შვილს და გვერდით ამოუდგა. - რატომ ადექი?
-ვაჩე სად არის? - ჩახრინწული ხმით იკითხა და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ლიზას.
-ის… ის ჯერ ისევ საოპერაციოშია. ექიმი არ გამოსულა.
-მოკვდება? - ცრემლების შეკავება სცადა თუმცა არ გამოუვიდა.
-ღმერთმა არ ქნას, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. - თავი დანანებით გააქნია ლიზამ და შვილი სხეულზე მიიკრო. დედა-შვილის იდილია ანდრეას ხმამაღალმა ძახილმა დაარღვია, ჰოლში გაგიჟებული შემოვარდა და მაშინვე მის ძებმას მოჰყვა.
-სად არის? ვაჩე ყიფიანი სად არის?
-ანდრეა. - მძიმედ მიუგო ნუცამ და თავით მისკენ ანიშნა. გვერდით ელენე და გეგი მოყვებოდნენ.
-სად არის? ნუცა ვაჩე სად არის?
-საოპერაციოშია, ექიმი ჯერ არ …
-ვაჩე ყიფიანთან ვინ ხართ? - მოულოდნელად გამოვიდა ოთახიდან შუახნის სანდომიანი ქალბატონი.
-ჩვენ, ჩვენ ვართ. როგორ არის? -მაშინვე მისცვივდნენ ქალს ანდრეა და გეგი
-პაციენტის ოპერაცია დასრულდა, სტაბილურად მძიმედაა, დანას სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია თუმცა ბევრი სისხლი დაკარგა, მისი გულის ხელოვნურად ამუშავება მოგვიწია თუმცა ახლა ყველაფერი რიგზზეა. მომდევნო 48 საათი მასზეა დამოკიდებული.
-მოიცადეთ, ხელოვნურად ამუშავება მოგიწიათ ანუ? - ჩაეძია გეგი
-ოპერაციას გართულება მოჰყვა, პაციენტს 6 წუთის განმავლობაში გული გაუჩერდა. საბედნიეროდ მისი დაბრუნება მოვახერხეთ, ცუდად ნუ გამიგებთ, მეორე ოპერცოაზე უნდა შევიდე, ღმერთმა გაძლება მოგცეთ. - მშვიდად მიუგო ქალმა და გაურკვევლობაში მყოფი სხეულები ცარიელ დერეფანში დატოვა.
ხმა არცერთს ამოუღია, მათი დუმილო ყველაფერს ამბობდა…





დავბრუნდი, ახალი შემართებით, ველი კომენტარებს



№1 სტუმარი ნი-კე

არ მიწყინო მაგრამ მოგონი ძალიან იყო ვაჩეს მამის სიბოროტე გაზვიადებული..რაღაც თითქოს არაბუნებრივი გამოვიდა..მთლიანობაში მომეწონა კარგი თავი იყო...ეგ ბიჭი გადამირჩინეთjoy

 


№2  offline წევრი OKI ME

აი მესმის მამააა :DDD თუ არა არ მესმის?! რანაირი მამა ეს არის კაცო შვილი ესე გაიმეტო? ეს ლადოა თუ ვიღაცაა ნერვებს მიშლის და დამმართა ძლივს გაყუჩებული შაკიკი ((( გაიტანეთ ლადო აქედან, ჩააკვესკნელეთ რომელიმე პერსონაჟმა მალე :DD ჩემი ბიჭი რა დღეში ჩააგდოო. რა გახდა ამ ერთი კინკილა ლადოს დაკავება, უიმეე.

სანდროოო, გამოფხიზლდი ახლა და იმიქმედე აბა. :DD იმედია ახლა მაინც არ დაიწყებს შეთამულების თეორიებზე საუბარს და არ იტყვის ესეც გათვლილი ქონდა ლადოსო ან რამე მსგავს სისულელეს. ამ კაცს ხო ნუცას რაც ეხება გონება ებინდება მაშინვე :DD

იმედს ვიტოვებ ვაჩეს არ გაწირავ და დაგვიტოვებ აქ ხალხს :DD ეს ბიჭი საღ-სალამათი დაიდოს შემდეგ თავში :DDD

ნუ საბოლოო ჯამში მართლა კარგი თავი იყო. წარმატებებიიი ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი kesane1700

ვაიმე ეს რა ხდებაა…
სიმართლე რომ ითქვას საერთოდ არ გამკვირვებია ლადოს საქციელი. სერიული მკვლელები თავისი შვილების გაძლიერებას ზუსტად ასე ცდილობენ, ზოგჯერ ბავშვობიდან ბნელ ოთახში კეტავენ და რამდენიმე საათის იქ გატარებას აიძულებენ. ლადო თვლის რომ ვაჩეს ეხმარება, იმედია ეს ვაჩესთვის ცუდად არ დასრულდება.
სანდრო კი… სანდრო იმედია ახლა მაინც გაიღვიძებს, თუმცა თუ არ გაიღვიძებს არც ეგაა პრობლემა მერე კიდევ რამე მოხდება დამაინტრიგებელი bowtie
ეჭვი მაქვს ლადოს ნუცას დედა უყვარს weary
ოღონდ ეგ მანიაკი მოაშორეთ მაგ ქალს joy
საბოლოო ჯამში ძალიან კარგი იყო, დავინტრიგდი და ემოციებით ავივსე როგორც ყოველთვის.
წარმატებები heart_eyes

 


№4 სტუმარი Sally

თითქოს მარტივი ისტორია ძალიან ლამაზად და დალაგებულადაა დაწერილი, ამას ნიჭი უნდა! ბოლომდე ასე ორგანიზებულად და ლოგიკურად გაყევი, წარმატებები ????

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

სერიალების ასეთი გავლენაც არ ვარგა:დდდ????????????????

 


№6 სტუმარი სტუმარი Nestani

Shokis maqvs xalxoooo ????????tavis shvili rogor dacra damoalma kia ma eg tu mamaa,imedia vache gadarcheba da yvelaferi kargad iqneba velodebi axal tavs madloba warmatebebi ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent