შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებ არეულნი 5


12-07-2022, 21:59
ავტორი tatiachelo
ნანახია 789

გიჟივით მიქროდა მთავარ გზაზე, სრულიად არეული იყო. ბრაზისგან გაგიჟებული, ტყუილებისგან დაღლილი. მიდიოდა სახლისკენ სადაც ის ეგულებოდა ვინც იმ ყველაფერს აუხსნიდა რაც შემთხვევით გაიგო. ხელები უკანკალებდა საჭეს ძლივს იმორჩილებდა. ლამის ავარიაში მოყვა სანამ სახლს მიუახლოვდებოდა. კარებთან მომცინარი იმ წამს გერმანიიდან ჩამოფრენილი კიკალიშვილიც არ შეუმჩნევია, არც კი გაუგია მისი ნათქვამი ქალბატონო თაია. სწრაფი ნაბიჯებით მივიდა კაბინეტის კარამდე და ისე შეგლიჯა ნებართვაც არ აუღია.
-რა ხდება? ასე შემოვარდნის უფლება ვინ მოგცა თაია? მობილურზე საუბარი დასრულებული არ ქონდა ისე გათიშა და აღელვებულ ქალს წინ დაუდგა.
-იცი როგორ დავიღალე? ისე ეკითხებოდა თითქოს უნდა ეგრძნო მიხეილ ამირეჯიბს მისი სიმძიმე. -რაც ჩამოვედი მას შემდეგ ვაკვირდები ყველაფერს. თითქოს ამოვხსნი წარსულს, მაგრამ იმდენად იფანტებით ქრებით, რომ თვალს ვერ გადევნებთ. დამალული საიდუმლოებები მტანჯავს. დავიღალე...თავზე ხელი მოიკიდა და ღია კარში მდგომ ლუკა კიკალიშვილს შეხედა. უსიტყვოდ მიხვდა, რომ არ ღირდა ჩარევა. თავი ოდნავ დაუკრა, გავიდა და კარებიც მიხურა. -იცი როგორ ვცხოვრობდი ეს წლები? სრულიად მარტოდ მარტო უცხო მხარეში. ფანჯარასთან დადგა მამაკაცს არც კი უყურებდა -ბავშვი ვიყავი, რომ წავედით. ლალის გამოო კი იძახი, მაგრამ შენ არც კი გინახავს არც კი ჩამოსულხარ არ მოგინახულებია და როცა აღარ არისთქო გითხარი იმდენად შეძრწუნებული იყავი თითქოს ლალი შენთვის რამეს ნიშნავდა
-ნიშნავს! ხმამაღლა წარმოთქვა და ფანჯარასთან თაიას გვერდით დადგა. -ლალი ჩემთვის ყველაფერია. ახლაც კი..
-მაშინ რატომ? აცრემლებული თვალებით შეხედა. -რატომ მამა? მითხარი რატომ?
-არ გვინდა თაია გთხოვ..
-თქვი.. ვთქვათ ორივემ და დავისვენოთ.. ჩემს წყენას ვერ გპატიობ, ჩემს მიტოვებას, შენგან შორს ყოფნას ვერ გპატიობ.. მითხარი რატომ? თავშეუკავებლად ტიროდა. -ძალიან გთხოვ მითხარი რა მოხდა 20 წლის წინ.. რა მოხდა ასეთი, რომ ლალი ამ დღეში ჩავარდა? ნუ მექცევი ასე ძალიან გთხოვ
-ფსიქოლოგიური პრობლემა ქონდა ამას მიზეზი არ აქვს და ნუ ახდენ ამ ყველაფრის დრამატიზირებას.
-არ ქონია! დედა კარგად მახსოვს. მახსოვს მისი დამოკიდებულება. მახსოვს გესმის? ნუ მატყუებ მამა დავიღალე.. გაურკვევლობით დაღლილი ვარ. ფანჯარაში იყურებოდა ერთ წერტილზე იყო მიშტერებული -ლალიმ და მე დავრგეთ ის მსხალი. სანამ გერმანიაში წავიდოდით წინა დღეებში. შენ წყალს უსხავდი გახსოვს? მსხლის ხეს უყურებდა წარსულში მოგზაურობდა -მე მაშინ ისე მიხაროდა.. ამ ფრაზას ამოაყოლა სუნთქვა და თითქოს დაიცალა იმ სიმძიმისგან რასაც იმ წამს გრძნობდა, მაგრამ გაურკვევლობა კვლავ რჩებოდა -ვერ ვხვდები.. ვერ ვიგებ რა მოხდა იმ დღის მერე ასეთი, რომ ლალი ჭკუიდან შეიშალა. არ მახსოვს მას შემდეგ არ მახსოვს კადრები. კოშმარებს ვხედავ სადაც დედა მიყვირის, რომ უნდა გავიქცე, უნდა წავიდე, უნდა დავიმალო.
-თაია გთხოვ.. თვალები დახუჭა ცრემლი, რომ არ გადმოვარდნოდა თვალიდან.
-დღეს ოფისში ვიყავი... ცრემლიანი თვალები ხელით შეიმშრალა -გოჩა და ლადო საუბრობდნენ შენს დაბრუნებაზე.
-გუშინ დავბრუნდი უნდა მეთქვა შენთვის გერმანიაში ვიყავი ლალის გადმოსვენების საკითხი უნდა მომეგვარებინა.
-ეგ შემდგომ განვიხილოთ.. ახლა იმ დაბრუნებაზე მიამბე, რომელიც ციხის შემდგომ მოხდა..
-რას ამბობ? ნუ ბოდავ რაღაცეებს.
-რას ვბოდავ მამა? 18 წელი ციხეში იჯექი და მე ვბოდავ?
-ვინ გითხრა რეებს იგონებ.. ანერვიულება დაეტყო
-არაფერს არ ვიგონებ ყველაფერი გადავამოწმე ნუ გამოგყავარ დებილად. შეეგუე უკვე, რომ გავიზარდე და თქვი ეს წყეული რისთვის იჯექი ციხეში? ან მე რატომ არ ვიცოდი? რატომ არ მითხარი? რატომ დამიმალეთ?
-არ მინდა ამაზე საუბარი.. რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი იქედანაც არ გაგძნობინებდი მარტოობას.. როგორც კი გამოვედი მაშინვე ჩამოგაკითხეთ
-ნუ მეუბნები, რომ მარტოობას არ მაგრძნობინებდი.. ნუ ამბობ ამას. მე მარტო ვიყავი.. მარტოობას ყოველ წამს ვგძნობდი. შენი გამოგზავნილი ფული და ხალხი არ მჭირდებოდა. მე მამა არ მყავდა, დედაც არ მყოლია. არ იყო არც ლალი და არც შენ. ჩემს გვერდით არავინ ყოფილა. უკვე ისე ვიყავი ლამის ლალის კლინიკაში მეც დავრჩენილიყავი და მემკურნალა.
-მაპატიე.. თაიასთან ჩაიმუხლა. -გთხოვ თაი მაპატიე.. არ მინდოდა შვილო ასე ყოფილიყო. ვფიქრობდი რომ ასე უკეთესი იქნებოდა მაგრამ....
-რისთვის?
-კაცის მკვლელობისთვის
-რას ამბობ მიხეილ.. კი მაგრამ ეს როგორ მოხდა?
-სახლში ვიყავით იმ დღეს. სკამზე ჩამოჯდა თაიას თვალს არ აცილებდა - ლალი და შენ ეზოში ყვავილებს უვლიდით. მე მეორე სართულზე ოთახში სამსახურიდან წამოღებულ საბუთებს ვაწესრიგებდი. ხმაური გავიგე და სწრაფად ჩამოვედი. თან ჩემი სანადირო თოფიც გამოვიყოლე.. დავინახე უცნობი კაცი ლალისთან იდგა დანით ხელში. თავისთავად მოხდა გაუაზრებლად.
-რატომ არ მახსოვს?
-ფსიქოლოგის თქმით ეს კადრები შენი გონებიდან წაშლილია. ლალიმაც ვერ გაუძლო. იმ დღის მერე ყველაფერი შეიცვალა. მე ციხეში განძრახ მკვლელობისთვის ჩამსვეს, რადგან ის კაცი ვინც მოვკალი მაღალი თანამდებობის პირი იყო. ლალი გერმანიაში სასწრაფოდ გადავაყვანინე ჩენს ძმას. შენც მასთან ერთად მოგაცილე ამ ჭუჭყიან ამბავს. თითქოს ამით ჩამოგწმინდეთ ის სისხლი, რომელიც აქ დაიღვარა და ყველა მასში ამოვისვარეთ. ეს არის სიმართლე... აი ეს არის ჩვენი წარსული. ხედავ? ხმასაც კი არ იღებ..
-ბაჩიმ, ბაჩიმაც არ მითხრა.. ჯერ კიდევ გააზრებაც კი უჭირდა მოსმენილის -ბაჩიმაც დამიმალა..
-არავის არ ქონდა უფლება რამე ეთქვა. ბაჩიმ იცის რა როგორ და სად უნდა თქვას ან არ უნდა თქვას. მაგიდაზე დადებული შუშის ბოთლი აიღო სადაც ვისკი ესხა და ჭიქაში დაისხა
-ღმერთო რა დებილი ვყოფილვარ.. თავი ხელებში ჩარგო და ატირდა - მე იქ ვიყავი შენ ციხეში ლალი საგიჟეთში.. ეს რა ცხოვრებაა
-როგორც კი ციხიდან გამოვედი მაშინვე წამოვედი გერმანიაში. შენ სანამ გნახავდი მანამდე ლალი ვნახე.. ვერ მიცნო. იმაზე ცუდად იყო ვიდრე მეუბნებოდნენ. საშინელებაა უყურებდე ქალს ამ მდგომარეობაში, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.
-გიყვარს? არაფერი არ მესმის. ახლა ნამდვილად გადავალ ჭკუიდან.
-სიმართლე გინდოდა.. აგერ გაიგე ახლა შეგიძლია ამ სიმართლესთან ერთად იცხოვრო.
-მაია და ლუკა?
-ეს უკვე სხვა თემაა ამაზე შემდგომ ვისაუბროთ ახლა გთხოვ დამტოვო ჭიქა ვისკთან მარტოდ მარტო.
-ხომ იცი რომ აქ ეს საუბარი არ დასრულდება?
-ვიცი.. ახლა ეს გაიაზრე და მერე.. მერე ვილაპარაკოთ დარჩენილი
-არვიცი რა ვთქვა როგორ მოვიქცე
-არ შემიძულო.. მე მხოლოდ ამას გთხოვ თაი..
თვალებ ჩაწითლებული მიდიოდა ამჯერად სახლისგან ძალიან შორს. მთელი სისწრაფით მიქროდა. ტიროდა, ყვიროდა, საჭეს ხელს ურტყამდა მთელ ბრაზს ანთხევდა. გვიან შენიშნა უკან ადევნებული მერსედესი. გვერდით გადააყენა მანქანა და თავი საჭეზე ჩამოდო. მალევე მივიდა ლუკა კიკალიშვილი მასთან, მის მხარეს კარი გააღო და თმაზე ფრთხილად შეეხო. თავი არ აუწევია ისე აგრძელებდა ტირილს.
ვინ იცის რამდენი წუთი გავიდა ან რამდენი წამი. ვინ ითვლიდა ამ ყველაფერს იმ წამს ან ვის ეცალა ამისთვის.
გონს, რომ მოვიდა ოთახში იწვა, გვერდით ლუკა იდგა ფანჯარასთან ზურგით მიყრდნობილი . იმწამსვე შეამჩნია მისი გაღვიძება კიკალიშვილმა.
-კარგად ხარ მწერალო?
-აქ რატომ ვარ?
-ნერვიულობისგან გაითიშე, იქ მარტო ხომ არ დაგტოვებდი?
-სად ვართ?
-ჩემთან აგარაკზე. დამშვიდდი კარგად დაფიქრდი და შემდგომ როცა უკეთ იაზროვნებ მერე მიიღე გადაწყვეტილებები.
-არეულობაში ვარ. თითქოს ფაზლს ვაწყობ.. ჩემი ცხოვრების ფაზლს.
-ყველაფერი დალაგდება.
- გრძნობები არეული მაქვს...რომ ჩამოვედი სიძულვილს ვგრძნობდი ბოღმა მახრჩობდა.. შენი მშურდა, რომ მიხეილი შენთან იყო.. გახსოვს მაშინ რესტორანში როგორ გაგლანძღე?
-რა დამავიწყებს... ახლა რას გრძნობ?
-არ ვიცი.. იმდენი საიდუმლოა . საწოლიდან წამოდგა
-დღეს გავხსნათ ჩემი დამალული კარტები? გაღიმებული მიუახლოვდა ქალს -მოდი ჯერ ვჭამოთ და შემდგომ ვისაუბროთ. ოღონდ არ მითხრა, რომ არაფერი არ გინდა...
ლუკას მომზადებულ მაკარონს ჭამდა. ყველაფრისგან გადაღლილი თვალს ძლივს ახელდა. ტირილისგან თვალები დასიებოდა.
აივანზე იყვნენ და ღამის ფონზე მთვარეს შეჰყურებდნენ.
-პატარა, რომ ვიყავი ყოველი მთვარის დანახვისას სურვილს ვუთქვამდი. გაიღიმა -მეგონა, რომ ახდებოდა მუდამ მეგონა, რომ ასრულდებოდა ერთი და იგივე ჩაფიქრებული სურვილი.
-და მაინც რა გქონდა ჩაფიქრებული?
-ბედნიერება.. სევდიანად გაეღიმა.. ნიავი თმას უფრიალებდა -ასეთი დებილი როგორ ვიყავი.. ახლა წყენაზე მეტად სიბრაზეს ვგრძნობ ჩემი თავის მიმართ.
-არ გინდა.. ნუ იფიქრებ ახლა გავლილზე
-არ მანებებს თავს. რომც არ მინდოდეს ეს ფიქრები არ მეშვებიან
-წარსული ყოველთვის მასეა.. თან გვდევს.. თაიას უყურებდა მონუსხული - რატომ იცინი?
-ახლა მე შენ კვლავ მამშვიდებ. სევდანარევი სიცილით შეჰყურებდა მასზე მაღალს
-იცი რა ლამაზი ხარ? ბაბლუანს თვალს ვერ აცილებდა.. მოჯადოებული იყო მისით შეპყრობილი -პირველად, რომ დაგინახე საოცრება იყო.
-მომიყვები?
-გიყვები!
-სულ თავიდან მომიყევი
-სულ..სულ თავიდან ვიწყებ. გაიცინა -გერმანიაში ვთამაშობ უკვე წლებია. 19 წლის ვიყავი შემოთავაზება, რომ მიიღო ჩემმა მენეჯერმა გერმანიიდან..მეც დავთანხმდი და წავედი ჰანოვერის გუნდში ვასპო 98ში.. ვთამაშობდი წლების განმავლობაში ამ გუნდში. ჩემს კარიერას ვიწყობდი. არ მახსოვს როდის, მაგრამ აღმოჩენა იყო შენი წიგნი ჩემთვის. იდიალურად გადმოსცემდი იმ ყველაფერს რაც ადამიანისთვის ერთგვარი სიმძიმია. ჰანოვერიდან ბერლინში ჩამოვედი წიგნის პრეზენტაციაზე. კარგად მახსოვს ის დღე. ვარჯიშიდან გამოსული პირდაპირ დავჯექი მანქანაზე და თითქმის 4 საათი ვიარე შენი წიგნის პრეზენტაციაზე, რომ აღმოვჩენილიყავი. ბედნიერებით სავსე იღიმოდა.. მის გვერდით იდგა და თავისუფლად ყვებოდა წარსულს. იმ წარსულს რომელიც მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტებით იყო სავსე. -პირველად მაშინ გნახე. თეთრ კაბაში გამოწყობილი დაფარფატებდი. ასე გაოცებული ნუ მიყურებ.. თმა ყურს უკან გადაუწია -ისეთივე ლამაზი იყავი, როგორც ახლა ხარ. თვალები გიბრწყინავდა მაშინ. მინდოდა მოვსულიყავი, მაგრამ ვერ გავბედე. ფეხები არ მემორჩილებოდა შენამდე მოსასვლელად. არც ის მინდოდა ისე წავსულიყავი, რომ არ გაგეგო ჩემი იქ ყოფნა. მერე რა რომ არ მიცნობდი არც მე არ გიცნობდი. მე იმ წამსვე ვიცოდი, რომ შენ ჩემთვის იყავი, ხარ და იქნები. ცხელი ტუჩებით ფრთხილად შეეხო საფეთქელზე.
-არ მგონია ეს რეალური იყოს
-არც მე მჯერა რომ ახლა რეალური ხარ, მაგრამ ხარ.. ისე ეხებოდა თმაზე თითქოს ეშინოდა რამე არ დაეშავებინა მისთვის. -შემდგომ იყო ჩემი გაბრუებული გონება და არეული გრძნობები. ვერ ამოგიგდე თავიდან იმდენად გაიდგი ფესვები ფიქრებში. დაიწყო ჩემი რეისები ჰანოვერი-ბერლინი. ყოველ თავისუფალ დღეს შენი სახლის წინ კაფეში ვიჯექი და სახლის ფანჯრებს მანიაკივით ვუყურებდი. ხანდახან მეღირსებოდა ის ბედნიერება, რომ დამენახე. მოსვლა და საუბარი, რომ გადავწყვიტე გვიანი აღმოჩნდა. წითელი ვარდით ხელში ვიდექი შენს კარებთან და გელოდი მაშინ როცა შენ სხვა ქალაქში გადახვედი საცხოვრებლად. ეს შემდგომ გავიგე. გეძებდი ყველგან და ყოველთვის, მაგრამ მაინც ვერ დავადგინე სად იყავი. ბოლოს საოცრება იყო აეროპორტში შენი დანახვა. შენ ჩემთან მოხვედი.
-დაუჯერებელია.
-გეთანხმები
-ეს ყველაფერი.. ღმერთო ეს რეალობაა?
-სრულიად რეალურია...თავისკენ შეაბრუნა და ჩაიხუტა -ვერ აგიღწერ იმ გრძნობას რასაც განვიცდი.. გთხოვ უბრალოდ ასე ვიყოთ არაფერი ვთქვათ და გავაკეთოთ. დროს მივანდოთ და ჩვენც მივენდოთ.



........



უნივერსიტეტის წინ იდგა.. მანქანაზე მიყრდნობილი სიგარეტს ეწეოდა და მოლოდინის რეჟიმში იყო გადართული.. სულ გადარია ამ თითისტოლა გოგომ.. სულმთლად გააგიჟა.. ის უფრო აგიჟებდა როლები, რომ შეიცვალა. მისი გონების მთლიანი ნაწილი მას ეკუთვნოდა. მთლიანად ჩაუსახლდა ტვინში.. სულ მთლიანად გამეფდა მასში..​
როგორც კი უნივერსიტეტიდან გამომავალი დაინახა მაშინვე მისკენ წავიდა.. სიგარეტი ძირს მოისროლა და წინ აესვეტა.
-როგორ ხარ ნიაკო?​
-კარგად.. გვერდი აუარა​
-ხო? მეც კარგად ვარ მადლობა არ იყო საჭირო ასეთი გულწრფელი მოკითხვა.. გვერდით ამოუდგა მიმავალს..​
-რა გინდა?​
-რა უნდა მინდოდეს მაინც?​
-რომ არ ვიცი მაგიტომ გეკითხები თორემ მაგაზე პასუხი, რომ მქონდეს არ გკითხავდი.. ეს ხომ ლოგიკურია ბატონო ბაჩი
-აჰამ.. ანუ არ იცი რა მინდა?​
-მე იმას ვერ ვიგებ ჩემგან რა გინდა... შენ მე დაგასრულე.. ხომ ამბობდი რომ ეს აკვიატება იყო.. ჩემი აკვიატება იყო ამიტომ მორჩა. ბრაზისგან ცეცხლს აფრქვევდა თვალებით.. წითელი თმები ცეცხლის ალივით უმოძრავებდა
-ჰოო?​
-ჰო..
-როლები შევცვალეთ? საინტერესოა.. რას თამაშობ ნია? ​მწყობრიდან გამოვიდა. -ჩემი გაღიზიანება გინდა იმით, რომ ასე მალე დამიკიდე? ასე ორ წამში დაიკიდე შენი გრძნობები ჩემსადამი?
-ნუ ღრიალებ.. მიმოიხედე სად ხარ..​
-სულ არ მაინტერესებს სად ვართ ამ წამს..​ მხოლოდ შენ შეგილია გამომიყვანო მდგომარეობიდან ხომ ხედავ?
-შენ თუ არა მე მადარდებს.. არ მსურს მთელი უნივერსიტეტი ჩემზე ჭორაობდეს მითუმეტეს იმ განხილვეში სადაც შენც იქნები.. აქედან გამეცალე..
-ასე ხო? მოდი აქ სად გარბიხარ..​
-ხელი გამიშვი.. რას აკეთებ? შენ სულ გაგიჟდი? გადაირიე? დამსვი ახლავე.. ბაჩი ჩამომსვი შენი მხრიდან.. ამირეჯიბო.​
-მშვენიერია.. რატომ ვიშლი ნეტავი ნერვებს.. გაღიმებულმა ჩასვა ავტომობილში..​-მთელი კვირაა დებილი ბავშვივით დაგსდევ შენკი არც მიმჩნევ. არც კი მელაპარაკები ნია
-ზედმეტებში გადადის შენი ქმედებები თუ ხვდები
-და მაინც რომელი ქმედება? მანქანა დაქოქა
-რომელი ერთი გითხრა მაინც? გააჩერე ეს წყეული მანქანა და დამანებე თავი.​
-ქმედებებზე ჯობს ბევრი​ არ ვილაპარაკოთ.. რაც შეეხება მანქანის გაჩერებას ეგ არ გამოვა..​
-ის მაინც მითხარი სად მიმათრევ?
-ჯიუტთან ერთად უმადურიც ხარ..​ მე მანქანით გასეირნებ დაჟე ხელში აყვანილმა ჩაგსვი და ამ ჩემს ქმედებებს სულ არ აფასებ
-რატომ მაღიზიანებ? ჯერ ის არ გეყო რომ კაკულიასთან მიხვედი?
-ენა მოგიტანა? ფუ ს*რი..
-ენა კი არ მომიტანა კაკულიას დამ ისე გამლანძღა თითქოს მე დაგაძალე საქმის გარჩევა ლაშასთან. ანდაც საერთოდ შენი რა საქმეა თუნდაც ჩემი შეყვარებული, საყვარელი ან​ მეზობელი ყოფილიყო შენ რა?​
-მე რა? არაფერი.. მე რა? ყელზე შესამჩნევად დაბერვოდა ძარღვები. -არ მადარდებს ვინ ვინ არის.. მთავარი ისაა, რომ ჩემს გარდა კაცი ვერ იარსებებს ვინც შენ შეგეხება, ვინც შენს გვერდით დადგება და ვინც შენი ქმრის სტატუსს ატარებს.. შეუშვი მაგ ტვინში, რომ მე და მარიამი არაფერი არ ვართ და არც ვიქნებით. მოეშვი ამ ჩაციკვლას და ლოგიკურად იაზროვნე.
-როდის გაგინათდა გონება მაინც რომ ვიცოდე? როდიდან შეგიყვარდი?
-მე გითხარი რომ მიყვარხარ? რაღაც არ მახსოვს ეს მომენტი
-ცინიკოსო .. ახლა მოიგონე რომ რაღაცას გრძნობ? მოგაკლდა ჩემი ყურადღება, ზრუნვა და გადაწყვიტე რომ მოგწონვარ? ეს სასაცილოც აღარ არის ბაჩი
-მართალია ეს სასაცილოც აღარ არის უკვე
-რატომ ბრაზობ, რომ არ ვიჯერებ ამ ყველაფერს? რას ელოდი ასე მოხვიდოდი და დამაჯერებდი წამებში?
-არ გჯერა? მითხარი რა გავაკეთო რომ დაიჯერო? როგორ უნდა მოვიქცე რომ დაგაჯერო ეს გრძნობა? გრძნობა რომელიც მეთვითინაც არ ვიცი რა არის.
-აი ხომ ხედავ? შენ თავადაც არ ხარ გარკვეული ამ გრძნობაში.
-შენი დახმარება მჭირდება რომ ბოლომდე გავერკვე. უბრალოდ ჩუმად წყნარად იჯექი და მაცადე ახლა დავმშვიდდე.
-არვიცი ასეთი უნდა მომწონდე თუ არა. იმდენად უცხოა ჩემთვის ასეთი ბაჩის ყურება მე თავადაც ავირიე.
-ყველაფერს დავალაგებთ.. ამ არეულ გრძნობებს ეტაპობრივად დავაწყობთ. თვალი ჩაუკრა და გაღიმებულმა გადაუხვია მთავარი გზიდან.


.....

კაბინეტში იყო.. სასმელს სვამდა და წარსულზე ფიქრიბდა. მხოლოდ ლალის და მის ერთად ცხოვრებას იხსენებდა.
-გისმენ ვახო.. მობილურს უპასუხა
-ყველაფერი მოგვარებულია მიშა ხვალ მოხერხდება გადმოსვენება
-მე მანამ აქ მოვაგვარებ ყველაფერს.
-არაფერი არ გინდა ვაჟამ მოაგვარა რაც საჭირო იყო
-მადლობა..
-შენ როგორ ხარ?
-ვუძლებ როგორც ყოველთვის.. მობილური გათიშა.
წლების წინ შეუყვარდა პირველად და სამუდამოდ. წლების წინ მეგობრის და.. პირველად ლალი, რომ დაინახა იგრძნო, რომ ფრენა შეეძლო. უყურებდა მომცინარ პატარა გოგოს ძმის მეგობარს ალალი წრფელი თვალებით, რომ შესცქეროდა. თავადაც არ უფიქრია არც განუძრახავს მისი სიყვარული. თავისთავად მოიცვა მისი გრძნობები ლალი ბაბლუანმა. როცა ამ ვრძნობის გააზრებამდე მივიდა მისი გონება ხვდებოდა გაგლოსთან მართალი, რომ არ იყო. იცოდა არასწორი იყო მისი გრძონობები ლალის მიმართ. თავს ვერაფერს უხერხებდა. უნდოდა თუ არ უნდოდა არც კი ეკითხებოდა გონება გული სხეული ფიქრები ყველაფერი ლალით იყო შემოფარგლული.
შემდგომ ყველაფერი აირია.. გაგლოს უცაბედი შემთხვევითი ავარიის შემდეგ მისი გარდაცვალების გამო ლალისთან მისი ურთიერთობა და-ძმობისკენ უფრო იყო მიმართული. იმ პერიოდში ლალი იმდენად იყო განადგურებული, რომ ძმის მაგივრად მიხეილ ამირეჯიბი
მისთვის შვება იყო. მას აღიქვამდა გაგლოს შემცვლელად. ამირეჯიბიც არ აკლებდა ყურადღებას, ზრუნვას, სიყვარულს. უფრთხილდებოდა, როგორც შეეძლო. გაგლოს საფლავზე ქონდა დაფიცებული, რომ მის დას დაიცვდა. მალავდა სიყვარულს. როგორც შეეძლო იმდენად ფარავდა ლალისადმი მის გრძნობას. რამდენად კარგად გამოსდიოდა ეგ უკვე თავადაც არ იცოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent